You are on page 1of 557

ვადიმ ზელანდი

რეალობის ტრანსერფინგი
მთარგმნელები: მამუკა გურული და ნინო ტურაბელიძე

შვიდი თავის აუდიო-ვერსია ქართულ ენაზე შეგიძლიათ მოისმინოთ ამ ლინკზე:


https://bit.ly/3vlSOm3

ვებ-გვერდის ლინკი:
https://magma.ge/categories/რეალობის-ტრანსერფინგი

წიგნი თარგმნილია და მისი შვიდი თავი გახმოვანებულია ვებ-გვერდ magma.ge-ს მიერ. თუ ეს


წიგნი თქვენთან მოხვდა, გთხოვთ, დააფასოთ ჩვენი შრომა და ჩაგვირიცხოთ დონაციის სახით
ნებისმიერი თანხა შემდეგ რეკვიზიტებზე:

საქართველოს ბანკი:
GE04BG0000000621532700

თბს ბანკი:
GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი:
35001029103

1
წინასიტყვაობა

ძვირფასო მკითხველო!

თქვენ, უეჭველია, რომ ისევე, როგორც ყველა ადამიანს, გსურთ კომფორტულად ცხოვრება,
სიუხვით, ავადმყოფობებისა და ძვრების გარეშე. თუმცაღა ცხოვრება სხვაგვარად გექცევათ და
გატრიალებთ, როგორც ქაღალდის გემს მჩქეფარე ნაკადში. ბედნიერების დევნაში, უკვე ბევრი
ცნობილი მეთოდი გამოსცადეთ. ბევრს მიაღწიეთ ტრადიციული მსოფლმხედველობის
ფარგლებში?

ამ წიგნში საუბარია ძალიან უცნაურ და უჩვეულო საგნებზე. ეს ყველაფერი იმდენად


შოკისმომგვრელია, რომ დაჯერებაც არ გინდება. მაგრამ თქვენი რწმენა არც იქნება საჭირო. აქ
მოყვანილია მეთოდები, რომლების მეშვეობითაც თავად შეამოწმებთ ყველაფერს. აი, მაშინ კი
თქვენი ჩვეული მსოფლმხედველობა ჩამოინგრევა.

ტრანსერფინგი - ესაა მძლავრი ტექნიკა, რომელიც გაძლევთ ძალაუფლებას - აკეთოთ ჩვეული


თვალთახედვით წარმოუდგენელი, სახელდობრ, მართოთ ბედი თქვენი შეხედულებისამებრ.
არანაირი სასწაული არ მოხდება. უფრო მეტი რაღაც გელით. თქვენ გელით დარწმუნდეთ, რომ
უცნობი რეალობა ნებისმიერ მისტიკაზე ბევრად საოცარია.

არსებობს მრავალი წიგნი, რომლებიც გასწავლიან, როგორ მიაღწიოთ წარმატებას, გახდეთ


მდიდარი, ბედნიერი. პერსპექტივა მაცდუნებელია, ვის არ უნდა ეს? მაგრამ გადაშლი ასეთ წიგნს
და იქ რაღაც სავარჯიშოებია, მედიტაციებია, საკუთარ თავზე მუშაობაა. მაშინვე მოსაწყენი ხდება.
ცხოვრება ისედაც მუდმივი გამოცდაა, აქ კი კვლავაც დაძაბვას და საკუთარი თავისგან რაღაცის
გამოწურვას გთავაზობენ.

თქვენ გარწმუნებენ, რომ არასრულყოფილები ხართ, ამიტომაც უნდა შეიცვალოთ, წინააღმდეგ


შემთხვევაში ვერაფერს მიაღწევთ. შესაძლოა არ ხართ კმაყოფილი საკუთარი თავით, მაგრამ
გულის სიღრმეში სულაც არ გინდათ საკუთარი თავის შეცვლა. და სწორიცაა, რომ არ გინდათ.
არ დაუჯეროთ არავის, ვინც გეუბნებათ, რომ არასრულყოფილი ხართ. რატომ გადაწყვიტეთ,

2
რომ ვინმე თქვენზე უკეთ გიცნობთ და უკეთ იცის, როგორი უნდა იყოთ? არ გჭირდებათ საკუთარი
თავის შეცვლა. გამოსავალი იქ არაა, სადაც ეძებთ.

ჩვენ არ გავაკეთებთ სავარჯიშოებს, მედიტაციებს და არ ვიქექებით საკუთარ თავში.


ტრანსერფინგი - ეს არაა თვითგანვითარების ახალი მეთოდი, არამედ პრინციპულად ახალი
მეთოდია - იფიქროთ და იმოქმედოთ ისე, რომ სასურველი მიიღოთ. კი არ მიაღწიოთ, არამედ
მიიღოთ. და კი არ შეცვალოთ საკუთარი თავი, არამედ დაუბრუნდეთ საკუთარ თავს.

ყველანი ბევრ შეცდომას ვუშვებთ ცხოვრებაში, შემდეგ კი ვოცნებობთ, რა კარგი იქნებოდა


დაგვებრუნებინა წარსული და ყველაფერი გამოგვესწორებინა. მე არ გთავაზობთ „პლაცკარტის
ბილეთს ბავშვობაში“, მაგრამ შეცდომების გამოსწორება შეიძლება, ამასთან ეს ემგვანება
წარსულში დაბრუნებას, უფრო სწორად - „წინ, წარსულში“. ამ სიტყვების აზრი თქვენთვის
მხოლოდ წიგნის ბოლოს გახდება გასაგები. შეუძლებელია სადმე წაგეკითხათ ან გაგეგოთ ის,
რის მოყოლასაც ვაპირებ. ამიტომ მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის, რამდენადაც
საოცარისთვის, იმდენადვე სასიამოვნოსთვის.

თავი I. ვარიანტთა მოდელი

მთარგმნელი: მამუკა გურული

დილის ვარსკვლავთა შრიალი

მეზობლის ძაღლის ყეფამ გამაღვიძა. საძაგელი არსება, ყოველთვის მაღვიძებს. როგორ ვერ
ვიტან! რატომ უნდა გამაღვიძონ მაინცდამაინც იმ ხმებმა, რომლებსაც ეს საზიზღარი არსება
გამოსცემს? წავალ, გავისეირნებ, დავმშვიდდები და როგორმე მოვიშორებ თავიდან მეზობლის
სახლის გადაწვის ფიქრებს. რაც ძაღლია, ის პატრონები ყავს. სულ ასე შემოძვრებიან ხოლმე
ჩემს ცხოვრებაში ვიღაც ნაძირლები. ნერვიულად ვიცვამ. ჩემი ფლოსტები კიდევ სადღაც
დაიკარგნენ. სად ხართ, ცბიერო ნაბიჭვრებო? გიპოვით და მოგისვრით!

გარეთ ბურუსი და ნესტია. მოლიპულ ბილიკზე მივაბიჯებდი, მოქუფრული ტყის გავლით.


თითქმის ყველა ფოთოლი ჩამოცვენილიყო და გაეშიშვლებინა ნახევრადმკვდარი ხეების რუხი
ღეროები. რატომ ვცხოვრობ ამ ბნელ ჭაობში? ჯიბიდან სიგარეტს ვიღებ. თითქოს არ მინდა
მოწევა, მაგრამ ჩვევა მეუბნება, რომ საჭიროა. საჭიროა? როდიდან გახდა სიგარეტის მოწევა
ჩემთვის მოვალეობა? კი, საკმაოდ საზიზღრობაა დილით, მშიერ კუჭზე მოწევა. ეს ადრე იყო,
რომ მხიარულ კომპანიაში სიგარეტი სიამოვნებას მანიჭებდა, მოდის, თავისუფლების, სტილის
ერთგვარი სიმბოლო იყო. მაგრამ დღესასწაულები სრულდება და იწყება წვიმიანი რუხი დღეები
ყოველგვარი პრობლემების გუბეებით. და ყოველ პრობლემას რამდენჯერმე ყლაპავ
სიგარეტით, თითქოს საკუთარ თავს ეუბნები: აი, ახლა მოვწევ, ამოვისუნთქებ და ისევ ჩავეშვები
ამ მოსაწყენ რუტინაში.

სიგარეტის კვამლი თვალებში მომხვდა, და წამით ხელები მივიფარე, ნაწყენი ბავშვივით.


როგორ მომბეზრდა ყველაფერი. და აქ, თითქოს ჩემს აზრებს ადასტურებსო, სახეში მხვდება
ვერაგულად დაგრეხილი არყის ტოტი. ნაბიჭვარი! გაცოფებულმა მოვტეხე და გვერდზე

3
მოვისროლე. იგი ხეზე ჩამოეკიდა და ქანაობა დაიწყო კლოუნივით, თითქოს დემონსტრირებას
უკეთებდა ჩემს უძლურებას - რაიმე შემეცვალა ამ სამყაროში. მე მოღუშულმა განვაგრძე გზა.

ყოველ ჯერზე, როცა ამ სამყაროსთან ბრძოლას ვცდილობდი, ის თავიდან მომყვებოდა და


თითქოს იმედს მაძლევდა, მაგრამ შემდეგ კარგ წკიპურტს მითავაზებდა ხოლმე ცხვირში. ეს
მხოლოდ კინოშია, რომ გმირები თავის მიზნამდე მიდიან და რაც გზაზე ეღობებად ყველაფერს
აღგვიან ხოლმე მიწის პირიდან. ცხოვრება რულეტკის თამაშს ჰგავს. ჯერ იგებ ერთხელ, ორჯერ,
სამჯერ. თავს გამარჯვებულად წარმოიდგენ, გეჩვენება, რომ მთელი სამყარო ჯიბეში გიდევს.
მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის წაგებული რჩები. შენ მხოლოდ ბატი ხარ
სადღესასწაულოდ, რომელსაც ასუქებენ, რათა მერე შეწვან და მხიარული სიმღერების და
სიცილის თანხლებით შეჭამონ. შენ შეცდი, ეს არაა შენი დღესასწაული. შენ შეცდი...

ამ უჟმურ ფიქრებში ჩაძირული, ზღვასთან გავედი. პატარა ტალღები ბოროტად კბენდნენ ქვიშის
ნაპირს. ზღვა მტრულად მიგზავნიდა ცივ სინესტეს. მსუქანი თოლიები ზარმაცად დადიოდნენ
ნაპირზე და რაღაც ნარჩენებს კორტნიდნენ. მათ თვალებში არ იყო ემოციის ან გონების წვეთიც
კი - მხოლოდ ცივი და შავი სიცარიელე. ამ თვალებში თითქოს მთელი სამყარო ირეკლებოდა -
ზუსტად ასეთივე ცივი და მტრული.

ვიღაც მაწანწალა სანაპიროზე ცარიელ ბოთლებს აგროვებდა. მოშორდი აქაურობას, ჭაობის


„ჩმორო“. მარტო მინდა ყოფნა. არა, მგონი ჩემსკენ მოემართება. ალბათ მათხოვრობას
დამიწყებს. ჯობია სახლში წავიდე. არსად არ მასვენებენ. როგორ დავიღალე. ეს დაღლილობა
ყოველთვის ჩემთანაა, მაშინაც კი, როცა ვისვენებ. ისე ვცხოვრობ, თითქოს სასჯელის ვადას
ვიხდი. მეჩვენება, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება, ახალი ცხოვრება დაიწყება, და მაშინ სხვა
გავხდები, და ცხოვრებით გავიხარებ. მაგრამ ეს ყველაფერი მომავალშია. მანამდე კი ისევ ისეთი
მოსაწყენი კატორღაა. ჯერ ისევ ველოდები, ეს მომავალი კი არადა არ მოდის. ახლა,
ჩვეულებისამებრ, ჩემს უგემურ საუზმეს შევჭამ და ჩემს მოსაწყენ სამსახურში წავალ, სადაც კვლავ
გამოვწურავ საკუთარ თავს შედეგებს, რომლებიც სჭირდება ვიღაცას, მაგრამ არა მე. უაზრო და
მძიმე ცხოვრების კიდევ ერთი დღე...

***

დილის ვარსკვლავების შრიალმა გამაღვიძა. ეს რა საშინელი სიზმარი მესიზმრა? თითქოს ჩემი


ძველი ცხოვრების რაღაც ნამსხვრევი დაბრუნდაო. რა კარგია, რომ ეს მხოლოდ სიზმარია.
შვებით გავიზმორე, როგორც ამას ჩემი კატა აკეთებს. აი, ზარმაცი, გაშხლართულა და მხოლოდ
ყურებით აჩვენებს, რომ ჩემი იქ ყოფნის კურსშია. ადექი, ულვაშებიანო სიფათო, წამომყვები
სასეირნოდ? საკუთარ თავს მზიანი დღე შევუკვეთე და ზღვისკენ გავემართე.

ბილიკი ტყეზე გადიოდა, და დილის ვარსკვლავების შრიალი თანდათანობით ერწყმოდა


ჩიტების მრავალხმიან ქოროს. განსაკუთრებით ძლიერ ვიღაც იქეთ, ბუჩქებში ცდილობდა:
„კორმ! კორმ!“ აი, ისიც, პატარა ღუნღულა გუნდა, როგორ ახერხებ ასე ხმამაღლა ჭიკჭიკს?
საოცარია, ადრე არ მომსვლია თავში: ყველა ჩიტს ისეთი განსხვავებული ხმა აქვს, მაგრამ ერთიც
კი არ შედის დისონანსში საერთო ქოროსთან, და ყოველთვის ისეთი ჰარმონიული სიმფონია
გამოდის, რომელსაც ვერცერთი ორკესტრი ვერ გაიმეორებს.

4
მზემ თავისი სხივები ხეებს შორის გამოიწვდინა. ამ ჯადოსნურმა განათებამ გააცოცხლა ფერების
მოცულობითი სიღრმე და ტყე მშვენიერ ჰოლოგრამად აქცია. ბილიკმა მზრუნველად გამიყვანა
ზღვასთან. ზურმუხტისფერი ტალღები ჩუმად ეჩურჩულებოდნენ თბილ ქარს. ნაპირი
უსაზღვროდ და უდაბურად მეჩვენებოდა, მაგრამ მყუდროებას და სიმშვიდეს ვგრძნობდი,
თითქოს ამ გადატვირთულ სამყაროში სპეციალურად გამოყვეს ჩემთვის წყნარი კუთხე. ვიღაც
ფიქრობს, რომ გარესამყარო - ილუზიაა, რომელსაც ჩვენ თვითონ ვქმნით. მაგრამ არა, მე არ
მეყოფა თავხედობა განვაცხადო, რომ მთელი ეს სილამაზე მხოლოდ ჩემი წარმოსახვის
ნაყოფია.

ჯერ კიდევ სიზმრის დამთრგუნველი შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა, ჩემი წარსული ცხოვრების
გახსენება დავიწყე, რომელიც სწორედ ასეთი უღიმღამო და უიმედო იყო. ძალიან ხშირად, მეც,
ისევე როგორც ბევრი სხვა, ვცდილობდი მომეთხოვა ამ სამყაროსგან ის, რაც ვითომ
მეკუთვნოდა. საპასუხოდ სამყარო გულგრილად ზურგს მაქცევდა ხოლმე. სიბრძნით
გაჟღენთილი მრჩეველები მეუბნებოდნენ, რომ სამყარო ასე ადვილად არ გემორჩილება, იგი
ბრძოლით უნდა მოიპოვო. მაშინ ვცდილობდი მეომა ამ სამყაროსთან, მაგრამ ამით ვერაფერს
მივაღწიე, და მხოლოდ ძალებისგან დავიცალე. მრჩეველებს ამ შემთხვევაშიც ჰქონდათ მზა
პასუხი: შენ თვითონ ხარ ცუდი, ჯერ შენ თვითონ შეიცვალე და შემდეგ მოითხოვე რამე
სამყაროსგან. მე ვცდილობდი საკუთარ თავთან ბრძოლას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს კიდევ
უფრო რთულია.

მაგრამ ერთხელაც, ვნახე სიზმარი, თითქოს ბუნებრივ ნაკრძალში მოვხვდი. ჩემს გარშემო
აღუწერელი სილამაზე იყო. დავდიოდი და აღტაცებული ვიყავი მთელი ამ მშვენიერებით. ამ
დროს გამოჩნდა გაბრაზებული მოხუცი ჭაღარა წვერით - როგორც მივხვდი, ნაკრძალის
მეთვალყურე. იგი ჩუმად მაკვირდებოდა. მისკენ გავემართე და როგორც კი პირი გავაღე, მაშინვე
გამაჩუმა. ცივი ტონით მითხრა, რომ არაფრის გაგონება არ სურს, რომ დაიღალა კაპრიზული და
ხარბი მნახველებისგან, რომლებიც მუდამ უკმაყოფილონი არიან, გამუდმებით რაღაცას
მოითხოვენ, ხმაურობენ და თავის შემდეგ ნაგვის გორებს ტოვებენ. მე გაგებით დავუქნიე თავი და
გზა განვაგრძე.

ნაკრძალის უნიკალურმა ბუნებამ უბრალოდ გამაოგნა. აქამდე რატომ არ ვყოფილვარ აქ?


მონუსხულივით დავდიოდი განსაზღვრული მიზნის გარეშე და გარშემო ვიყურებოდი.
შეუძლებელი იყო გარშემო მყოფი ბუნების სრულყოფილების ადეკვატური აღწერა რაიმე
აზრებით, და მითუმეტეს სიტყვებით. ამიტომ თავში რაღაც აღტაცების სიცარიელე მქონდა.

მალე ჩემს წინ კვლავ გამოჩნდა მეთვალყურე. მკაცრი გამომეტყველება მის სახეზე ცოტათი
დარბილებულიყო. მანიშნა, რომ უკან გავყოლოდი. მწვანე ბორცვის მწვერვალზე ავედით და
წინ გადაგვეშალა ულამაზესი ხედი. იქ რაღაც დასახლება მოჩანდა. სათამაშო სახლები
სიმწვანეში და ყვავილებში ჩაფლულიყვნენ, თითქოს ჯადოსნური ზღაპრის ილუსტრაციას
აჩვენებდნენ. მთელი ამ სურათისთვის შეგვეძლო ღიმილით გვეყურებინა, ასე არარეალურად
რომ არ მომჩვენებოდა. ეჭვი გამიჩნდა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მხოლოდ სიზმარში მენახა.
კითხვით სავსე თვალებით შევხედე მეთვალყურეს, მაგრამ მას მხოლოდ ჩაეცინა წვერებში,
თითქოს უნდოდა ეთქვა: „ჯერ სადა ხარ!“

5
ჩვენ ფერდობზე ვეშვებოდით, და ამ დროს გავაცნობიერე, რომ არ მახსოვდა, როგორ მოვხვდი
ნაკრძალში. მომინდა, რომ რაღაც ახსნა მაინც მიმეღო მოხუცისგან. როგორც ჩანს, უხერხულად
შევნიშნე, რომ ალბათ თავს კარგად გრძნობენ ის იღბლიანები, რომლებსაც შეუძლიათ თავს
უფლება მისცენ, ამ სილამაზეში იცხოვრონ, რაზეც მან გაღიზიანებულმა მიპასუხა: „და ვინმე
გიშლის, რომ მათ რიცხვში იყო?“

მე ჩავრთე „გაჭედილი ფირფიტა“ იმაზე, რომ ყველა არ იბადება ფუფუნებაში და არავის


შეუძლია საკუთარი ბედის არჩევა. მეთვალყურემ ისე შემომხედა, როგორც იდიოტს, და მითხრა:
„საქმეც იმაშია, რომ ყოველი ადამიანი თავისუფალია აირჩიოს ნებისმიერი ბედი. ერთადერთი
თავისუფლება, რომელსაც ვფლობთ - ეს არჩევანის თავისუფლებაა. ყველას შეუძლია აირჩიოს
ის, რასაც მოისურვებს“.

ასეთი მსჯელობა ვერანაირად ვერ ეწყობოდა ცხოვრების შესახებ ჩემს წარმოდგენას, და


გაპროტესტება დავიწყე, მაგრამ მეთვალყურეს ამის გაგონებაც არ უნდოდა: „ბრიყვო! შენ
გაგაჩნია არჩევანის უფლება, მაგრამ არ იყენებ მას. უბრალოდ არ გესმის, რას ნიშნავს - არჩევა“.
რაღაც ბოდვაა, არ ვეპუებოდი მე. როგორ შემიძლია ავირჩიო რაც მინდა? თითქოს ამ
სამყაროში ყველაფერი ნებადართული იყოს. და უცებ გავაცნობიერე, რომ ეს მხოლოდ და
მხოლოდ სიზმარია. გაოგნებულმა, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი ასეთ უცნაურ
სიტუაციაში.

თუ მეხსიერება არ მღალატობს, მოხუცს მივანიშნე, რომ სიზმარში, ისევე როგორც ცხადში, მას
შეუძლია ნებისმიერი სისულელე ილაპარაკოს, სწორედ ამაში მდგომარეობს მისი
თავისუფლება. მაგრამ როგორც ჩანს ამ შენიშვნამ გავლენა ვერ მოახდინა მეთვალყურეზე, და
პასუხად მხოლოდ გადაიხარხარა. გავაცნობიერე რა ამ სიტუაციის აბსურდულობა (რას ჩავერთე
ამ დისკუსიაში საკუთარივე სიზმრის პერსონაჟთან?), უკვე ფიქრი დავიწყე, ხომ არ ჯობდა
გამეღვიძა. მოხუცმა თითქოს გამოიცნო ჩემი აზრები. „საკმარისია, ცოტა დრო გვაქვს“, - თქვა მან.
„არ ველოდი, რომ შენისთანა კრეტინს გამომიგზავნიდნენ. და მაინც, მომიწევს, რომ ჩემი მისია
შევასრულო“.

გამოკითხვა დავუწყე: რა მისია იყო ეს? და ვინ არიან „ისინი“? ჩემს კითხვებს იგნორირება
გაუკეთა და დამისვა, როგორც მაშინ მომეჩვენა, სულელური გამოცანა: „ყოველ ადამიანს
შეუძლია მოიპოვოს თავისუფლება - აირჩიოს ის, რაც სურს. აი, შენ გამოცანა: როგორ უნდა
მიიღო ეს თავისუფლება? თუ გამოიცნობ, ვაშლები ცაში დაიწყებენ ცვენას (яблоки упадут в
небо)“.

რა ვაშლები? უკვე მოთმინებას ვკარგავდი და ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი არაფრის


გამოცნობას - მხოლოდ სიზმარში და ზღაპრებშია შესაძლებელი ყოველგვარი სასწაული,
რეალობაში კი ვაშლები, საბოლოო ჯამში, ყოველთვის მიწაზე ცვივიან. რაზეც მან მიპასუხა:
„საკმარისია! წამოდი, რაღაც უნდა გაჩვენო“.

როცა გავიღვიძე, მწუხარებით გავაცნობიერე, რომ სიზმრის გაგრძელება აღარ მახსოვდა.


მაგრამ მკაფიო შეგრძნება დამრჩა, რომ მეთვალყურემ ჩემში რაღაც ინფორმაცია ჩადო,
რომლის სიტყვებით გამოხატვაც არ შემეძლო. მეხსიერებაში მხოლოდ ერთი გაუგებარი სიტყვა
ამომიტივტივდა - ტრანსსერფინგი. ერთადერთი აზრი, რომელიც თავში მიტრიალებდა ის იყო,

6
რომ არ არის აუცილებელი თავად მოვაწყო ჩემი სამყარო - ყველაფერი უკვე შექმნილია ჩემი
მონაწილეობის გარეშე და ჩემივე კეთილდღეობისთვის. ასევე არაა საჭირო სამყაროსთან
ბრძოლა მზის ქვეშ ადგილისთვის - ეს ყველაზე ნაკლებ-ეფექტური საშუალებაა. აღმოჩნდა, რომ
არავინ მიშლის, უბრალოდ ავირჩიო ჩემთვის ის სამყარო, რომელშიც მსურს ცხოვრება.

თავიდან ეს იდეა აბსურდულად მეჩვენებოდა, და სავარაუდოდ მალე დავივიწყებდი ამ სიზმარს.


მაგრამ ჩემდა გასაოცრად, მალე აღმოვაჩინე, რომ მეხსიერებაში გამოკვეთა დაიწყო სრულიად
მკაფიო სურათმა იმის შესახებ, თუ რას გულისხმობდა მეთვალყურე სიტყვაში - „არჩევა“, და
როგორ უნდა გამეკეთებინა ეს. მეთვალყურის გამოცანის ამოხსნა თავისთავად მოვიდა,
როგორც ცოდნა არსაიდან. ყოველდღე რაღაც ახალი მეხსნებოდა, და ყოველ ჯერზე
გრანდიოზულ გაოცებას განვიცდიდი, რომელიც შიშთან ახლოს იყო. მე არ შემიძლია
რაციონალურად ავხსნა, საიდან მოვიდა მთელი ეს ცოდნა. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა
სრული დარწმუნებულობით: ჩემს თავში ვერაფერი მსგავსი ვერ დაიბადებოდა.

მას შემდეგ, რაც ტრანსსერფინგი აღმოვაჩინე (უფრო ზუსტად, ამის ნება მომცეს), ჩემი ცხოვრება
ახალი სასიხარულო საზრისით აღივსო. ყველა, ვინც ერთხელ მაინც დაკავებულა რაიმე სახის
შემოქმედებით, იცის, როგორი სიამოვნება და სიხარული მოაქვს საკუთარი ხელით შექმნილ
ნაწარმოებს. მაგრამ ეს არაფერია საკუთარი ბედის შექმნასთან შედარებით. თუმცა ტერმინი -
„ბედის შექმნა“ აქ არც თუ ისე შესაფერისია. ტრანსსერფინგი - ესაა საკუთარი ბედის არჩევის
საშუალება - პირდაპირ, როგორც საქონელის სუპერმარკეტში. სწორედ იმაზე, თუ რას ნიშნავს
ეს, მინდა დავწერო ამ წიგნში. თქვენ გაიგებთ, რატომ შეუძლიათ ვაშლებს „ცაში ცვენა“, რას
ნიშნავს „დილის ვარსკვლავების შრიალი“, და ასევე მრავალ სხვა ძალზე საინტერესო საკითხზე.

მეთვალყურის გამოცანა

არსებობს ბედის ინტერპრეტაციის სხვადასხვა მიდგომა. ერთ-ერთი მდგომარეობს იმაში, რომ


ბედი - წინასწარ განსაზღვრული და გარდუვალია. როგორც არ უნდა ეცადო, ბედს ვერ გაექცევი.
ერთი მხრივ, ბედის ასეთი კონცეფცია დამთრგუნველია თავისი გამოუვალობით. გამოდის, რომ
თუ ადამიანს არც ისე მაღალი სორტის ბედი შეხვდა, ამის გამოსწორების არანაირი იმედი არ
მოჩანს. მაგრამ მეორე მხრივ, ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც ასეთი
ვითარება აწყობთ. ეს ხომ მოსახერხებელი და საიმედოა, როცა მომავალი მეტად თუ ნაკლებად
წინასწარგანსაზღვრულია და არ აშინებს თავისი ამოუცნობობით.

და მაინც, ასეთი გაგების ბედის ფატალური გარდუვალობა, შეუძლებელია არ იწვევდეს შინაგან


პროტესტს. წარუმატებელი ადამიანი თავის ბედზე წუწუნებს: რატომაა ცხოვრება ასეთი
უსამართლო? ერთს ყველაფერი უხვად აქვს, მეორე გამუდმებით განიცდის საჭიროებას. ერთს
ყველაფერი იოლად ეძლევა, მეორე კი ბზრიალებს, როგორც ციყვი ბორბალში, და ყველაფერი
უშედეგოდ. ერთს ბუნება სილამაზეს, გონებას და ძალას დაჰმადლის, მეორე კი, უცნობია რა
ცოდვების გამო, მთელი ცხოვრება მეორე სორტის იარლიყს ატარებს. საიდან ასეთი
უსამართლობა? რატომაა, რომ ცხოვრება, რომელსაც არ გააჩნია საზღვრები თავის
მრავალფეროვნებაში, რაღაც შეზღუდვებს ანიჭებს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს? რა დააშავეს
მათ, ნაკლებად ღირსეულებმა?

7
ადამიანი, რომელსაც რაღაც დააკლდა, წყენას და აღშფოთებას გრძნობს და ცდილობს იპოვოს
რაიმე ახსნა თავისი გაჭირვებული მდგომარეობისთვის. და მაშინ ჩნდება ყველა შესაძლო
სწავლებები, მსგავსად კარმისა - წინა ცხოვრებების ცოდვების გამო. შეიძლება ვიფიქროთ,
თითქოს ღმერთს მეტი საქმე არა აქვს, გარდა თავისი ჭირვეული ბავშვების აღზრდისა, მაგრამ
მთელი თავისი ძალაუფლებითაც კი სირთულეებს განიცდის ამ აღზრდის პროცესში. იმის
ნაცვლად, რომ ცოდვების გამო სიცოცხლეშივე დასაჯოს, ღმერთი რატომღაც შურისძიებას
შემდეგისთვის ინახავს, არადა რა აზრი აქვს ადამიანის დასჯას იმისთვის, რაც არ ახსოვს.

არსებობს უთანაბრობის სხვა ვერსიაც, რომელიც იმით გვაიმედებს, რომ გაჭირვებული და


ტანჯული უხვ ჯილდოს მიიღებს, მაგრამ კვლავაც, ან სადღაც ზეცაში, ან რომელიმე შემდეგ
ცხოვრებაში. რაც არ უნდა იყოს, მსგავსი ახსნები ბოლომდე ვერ დაგვაკმაყოფილებს. არსებობს
წინა და მომავალი ცხოვრებები, თუ არ არსებობს, ამას პრაქტიკულად მნიშვნელობა არ აქვს,
რადგანაც ადამიანს ახსოვს და აცნობიერებს მხოლოდ ერთ, აი, ამ ცხოვრებას, და ამ
თვალსაზრისით იგი მისთვის ერთადერთია.

თუ ბედის წინასწარგანსაზღვრულობას დავიჯერებთ, მაშინ მოწყენილობისგან საწინააღმდეგო


საუკეთესო საშუალება შეგუება იქნება. და კვლავაც, მოიძებნება ახალი ახსნები, მაგალითად -
„გინდა იყო ბედნიერი? - იყავი!“ იყავი ოპტიმისტი და დაკმაყოფილდი იმით, რაც გაგაჩნია.
ადამიანს ეუბნებიან, რომ იგი უბედურია იმიტომ, რომ მუდამ უკმაყოფილოა და მეტისმეტად
ბევრი უნდა. და კმაყოფილად ყოფნა სავალდებულოა. უნდა გიხაროდეს ცხოვრება. ადამიანი
თითქოს თანხმდება ამაზე, მაგრამ ამავდროულად ეუხერხულება რომ სიხარულით შეხვდეს
რეალობას. ნუთუ არ აქვს უფლება, რომ რაღაც უფრო მეტი სურდეს? რატომ უნდა აიძულოს
საკუთარ თავს, რომ უხაროდეს? ეს ხომ იგივეა, რომ აიძულო საკუთარი თავი - გიყვარდეს.

გარშემო მუდამ ფუსფუსებენ ვიღაც „გასხივოსნებული“ პიროვნებები, რომლებიც მოგვიწოდებენ


საყოველთაო სიყვარულისკენ და პატიებისკენ. ადამიანს შეუძლია მოირგოს ეს ილუზია,
როგორც გადასაფარებელი თავზე, რათა პირდაპირ არ შეეჩეხოს სასტიკ რეალობას, და იგი
მართლაც უკეთ გრძნობს თავს. მაგრამ გულის სიღრმეში ადამიანი მაინც ვერ წვდება, რატომ
უნდა აიძულოს საკუთარ თავს - აპატიოს მათ, ვინც სძულს, და უყვარდეს ისინი, ვის მიმართაც
გულგრილია. რა ხეირი ექნება ამისგან? რაღაცნაირი ბედნიერება გამოდის - ნატანჯი და
არაბუნებრივი. თითქოს სიხარული თავისით კი არ მოდის, უნდა გამოწურო საკუთარი თავიდან,
როგორც პასტა ტიუბიკიდან.

რა თქმა უნდა, მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ცხოვრება იმდენად


მოწყენილი და პრიმიტიულია, რომ ერთ წინასწარგანსაზღვრულ ბედამდე დაიყვანება. მათ არ
სურთ დაკმაყოფილდნენ იმით, რაც გააჩნიათ, და ამჯობინებენ უხაროდეთ მიღწევებით, და არა
მოცემულობით. ასეთი ადამიანებისთვის არსებობს ბედის სხვაგვარი კონცეფცია: „ადამიანი
თავადაა საკუთარი ბედნიერების მჭედელი“. და ამ ბედნიერებისთვის, როგორც ცნობილია,
ბრძოლაა საჭირო. მაშ, როგორ სხვანაირად? „მცოდნე“ ადამიანები იტყვიან, რომ ასე მარტივად
არაფერი გვეძლევა. თითქოს ფაქტი უდავოა: თუ არ გსურს მიიღო ბედნიერება ისეთად,
როგორიც მოგეცა, მაშინ იდაყვებით უნდა იმუშაო და შენსას მიაღწიო.

აღმზრდელობითი ისტორიები მოწმობენ იმაზე, თუ როგორ მამაცურად იბრძოდნენ და დღე და


ღამე თავგანწირულად შრომობდნენ გმირები, თუ როგორ გადალახავდნენ საოცარ

8
წინააღმდეგობებს. მხოლოდ ყველა სირთულისა და გაჭირვების გავლის შემდეგ მოიპოვებს
გმირი თავის ადგილს მზის ქვეშეთში. მაგრამ აქაც ვერაა ყველაფერი რიგზე. იბრძვიან და
შრომობენ მილიონები, ნამდვილ წარმატებას კი მხოლოდ ერთეულები აღწევენ. შეიძლება
მთელი ცხოვრება დაკარგო სასოწარკვეთილ ბრძოლაში მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად,
მაგრამ მაინც ვერაფერს მიაღწიო. რატომაა ეს ცხოვრება ასეთი სასტიკი და ულმობელი?

რა მძიმე ვალდებულებაა - ებრძოლო ქვეყანას და მიაღწიო შენსას. და თუ ქვეყანა არ გნებდება,


ე.ი. აუცილებელია საკუთარ თავს ებრძოლო. თუ ასეთი ღარიბი, ავადმყოფი, ულამაზო და
უბედური ხარ - ე.ი. თავად ხარ დამნაშავე. შენ თავად ხარ არასრულყოფილი, ამიტომაც
ვალდებული ხარ შეიცვალო. ადამიანი დგება ფაქტის წინაშე, რომ იგი პირველსაწყისად
წარმოადგენს ნაკლოვანებების და მანკიერებების გროვას, რომელზეც გაძლიერებულად უნდა
იმუშაოს. სევდიანი სურათია, ასე არაა? გამოდის, თუ ადამიანს თავიდანვე არ გაუმართლა, და თუ
მდიდრად და ბედნიერად არ დაიბადა, მაშინ მისი ხვედრია - ან მორჩილად ატაროს თავისი
ჯვარი, ან მთელი ცხოვრება მიუძღვნას ბრძოლას. რაღაცნაირად ვერ მოდიხარ განწყობაზე, რომ
ასეთი ცხოვრება გიხაროდეს. ნუთუ მთელ ამ გამოუვალობაში არ არსებობს არანაირი
გამოსავალი?

და მაინც, გამოსავალი არსებობს. გამოსავალი იმდენად მარტივია, რამდენადაც სასიამოვნო,


განსხვავებით ყველა ზემოთჩამოთვლილთაგან, რადგანაც იგი სრულიად სხვა სიბრტყეში დევს.
ბედის კონცეფცია ტრანსსერფინგში ეფუძნება სამყაროს პრინციპულად სრულიად განსხვავებულ
მოდელს. არ იჩქაროთ - იმედგაცრუებულმა ასავსავოთ ხელები და იყვიროთ, რომ რაღაც
მორიგ ქიმერას გტენიან. დამეთანხმებით, რომ ბედის ცნობილ კონცეფციათაგან ყოველი
ეყრდნობა გარკვეულ მსოფლმხედველობას, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება გარკვეულ ვერ-
დამტკიცებად ამოსავალ წერტილებს.

მაგალითად, მატერიალიზმი ეფუძნება მტკიცებას, რომ მატერია პირველადია, ცნობიერება კი -


მეორადი. იდეალიზმი სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ვერც ერთ და ვერც მეორე
მტკიცებას რეალურად ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა მათ საფუძველზე
აწყობილია სამყაროს მოდელები, რომელთაგან ყოველი ძალიან დამაჯერებელია და თავის
ერთგულ დამცველებს პოულობს. ყოველი მიმათულება ფილოსოფიაშ, მეცნიერებასა და
რელიგიაში ამ სამყაროს თავისებურად ხსნის და ყოველი მიმართულება თავისებურად სწორია
და არასწორია. ჩვენ ვერასოდეს ავღწერთ აბსოლუტურად ზუსტ ჭეშმარიტებას, რადგანაც
ცნებები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, თავისთავად ფარდობითია. ცნობილ იგავში სამი ბრმის
შესახებ, მოთხრობილია, როგორ ეხებოდა ერთი მათგანი სპილოს ხორთუმს, მეორე ფეხს,
მესამე კი ყურს, შემდეგ კი ყოველ მათგანს გამოჰქონდა თავისი დასკვნა იმაზე, თუ რას
წარმოადგენს სპილო. ამიტომ ვამტკიცოთ, რომ ერთი აღწერა ერთადერთი ჭეშმარიტებაა,
მეორე კი არა - სრული უაზრობაა. მთავარია, რომ ამ აღწერამ იმუშაოს.

თქვენთვის ალბათ ცნობილია იდეა იმაზე, რომ რეალობა ილუზიაა, რომელსაც თავად ვქმნით.
თუმცა არასოდეს არავის გასაგებად არ აუხსნია, საიდან მოდის ეს ილუზია და როგორ ხდება ეს
ყველაფერი. გამოდის, რომ ყველანი „კინოს“ ვუყურებთ? ეს რა თქმა უნდა ფრიად საეჭვოა,
მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით არის ამაში სიმართლის წილი. არსებობს სხვა
შეხედულებაც, რომ ყველაფერი სრულიად საპირისპიროდაა - მატერიალური სამყარო
მხოლოდ მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც მკაცრი კანონებით მოქმედებს, და ჩვენს

9
ცნობიერებას აქ არაფრის განსაზღვრა არ ძალუძს. და ამაშიც არსებობს ჭეშმარიტების უდავო
წილი.

მაგრამ ადამიანური გონება ისეა მოწყობილი, რომ ისწრაფვის - ფეხქვეშ მყარი,


არაერთმნიშვნელოვანობას მოკლებული ნიადაგი ჰქონდეს. სულ გინდება, რომ ნაცარტუტად
აქციო ერთი თეორია და კვარცხლბეკზე აიყვანო მეორე, რასაც აკეთებენ კიდეც მეცნიერები
ათასწლეულების განმავლობაში. ჭეშმარიტებისთვის ყოველი შერკინების შემდეგ, ბრძოლის
ველზე დაუმარცხებელი მხოლოდ ერთი ფაქტი რჩება: ნებისმიერი თეორია წარმოადგენს
მრავალწახნაგოვანი რეალობის გამოვლინების მხოლოდ ცალკეულ ასპექტს.

ყოველი თეორია მუშაობს, ამიტომაც არსებობის უფლება აქვს. ბედის ნებისმიერი კონცეფცია
ასევე მუშაობს. თუ თქვენთვის გადაწყვიტეთ, რომ ბედი - ეს რაღაც წინასწარგანსაზღვრულია,
რომლის შეცვლაც არ ძალგიძთ, მაშასადამე ასეც იქნება. ამ შემთხვევაში თქვენ ნებაყოფლობით
აბარებთ საკუთარ ბედს სხვის ხელებში, მნიშვნელობა არ აქვს ვისაში, და ხდებით პატარა გემი,
რომელიც ტალღების ნებას მიუყვება. ხოლო თუკი თვლით, რომ თავადვე ქმნით საკუთარ ბედს,
მაშინ ცნობიერად იღებთ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება,
საკუთარ თავზე. თქვენ ებრძვით ტალღებს და ცდილობთ, რომ მართოთ საკუთარი გემი.
მიაქციეთ ყურადღება, რა ხდება: თქვენი არჩევანი ყოველთვის რეალიზდება. რასაც ირჩევთ,
იმასვე იღებთ. რა მსოფლმხედველობაც არ უნდა აირჩიოთ, სიმართლე თქვენს მხარეს იქნება.
სხვები კი შეგეკამათებიან სწორედ იმიტომ, რომ ისინიც მართლები არიან.

თუკი რეალობის გამოვლინების რაიმე ფენომენს ათვლის წერტილის დასაწყისად ავიღებთ, ანუ
ამოსავალ წერტილად ჩავთვლით მას, მაშინ მისგან შესაძლებელი იქნება ცოდნის მთელი
განხრის გამოყვანა. ეს ცოდნა შინაგანად არაწინააღმდეგობრივი იქნება, და წარმატებით ასახავს
რეალობის ერთ-ერთ გამოვლინებას. მთელი ცოდნის გასაცნობიერებლად საკმარისია ავიღოთ
მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ფაქტი, რომლებიც ბოლომდე გასაგები არაა, მაგრამ მაინც აქვთ
ადგილი.

მაგალითად, კვანტური ფიზიკა ეფუძნება რამდენიმე დაუმტკიცებელ ჭეშმარიტებას -


პოსტულატს. ისინი დაუმტკიცებელნი არიან იმიტომ, რომ თავად წარმოადგენენ ცოდნის საწყის,
ამოსავალ წერტილს. მიკროსამყაროს ობიექტი კვანტურ ფიზიკაში რიგ შემთხვევებში
ნაწილაკივით იქცევა, რიგ შემთხვევებში კი ტალღასავით. მეცნიერებმა ვერ შეძლეს ცალსახად
მოეხდინათ ასეთი დუალიზმის ინტერპრეტაცია, ამიტომ უბრალოდ მიიღეს ეს, მოცემულობად,
ანუ პოსტულატის სახით. კვანტური ფიზიკის პოსტულატები ფორმათა გამოვლინების
მრავალფეროვნებას ისე არიგებენ, თითქოს ბრმები შეთანხმებულიყვნენ, რომ სპილო ერთ
შემთხვევაში ძელივით იქცევა, მეორე შემთხვევაში კი გველივით.

თუ მიკროსამყაროს ობიექტის აღწერისას მის ნაწილაკურ თვისებას ძირითად თვისებად


ავიღებთ, მაშინ მივიღებთ ატომის მოდელს, რომელიც ცნობილმა ფიზიკოსმა ნილს ბორმა
წარმოადგინა. ამ მოდელში ელექტრონები ბირთვის გარშემო ტრიალებენ, მსგავსად
პლანეტებისა მზის სისტემაში. ხოლო თუკი ძირითად თვისებად მის ტალღურ თვისებას ავირებთ,
მაშინ ატომი ტალღების სუპერპოზიციად იქცევა. როგორც ერთი, ისევე მეორე მოდელი -
მუშაობს, ასახავს რა რეალობის გამოვლინების ცალკეულ ფორმებს. კვლავაც გამოდის, რომ
ჩვენ ვიღებთ იმას, რასაც ვირჩევთ.

10
საერთოდ, ნებისმიერი გამოვლინება შეიძლება გამოდგეს პოსტულატად, იმ ცოდნის განხრის
ამოსავალ წერტილად, რომელიც უპირობოდ იმუშავებს და არსებობის უფლება ექნება.
ჭეშმარიტების დევნაში ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ გაეგოთ სამყაროს ბუნება,
იკვლევდნენ რა მის ცალკეულ ასპექტებს. იქმნებოდა მეცნიერული ცოდნის მთელი მასივები ამა
თუ იმ ბუნების მოვლენების აღსაწერად და ასახსნელად. ასე გაჩნდა ცოდნის სხვადასხვა
განხრები, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან.

სამყაროს ბუნება ერთიანია, მაგრამ გამუდმებით ადემონსტრირებს სხვადასხვა სახეებს. ვერ


ასწრებენ ადამიანები რიგიანად შეათვალიერონ და ახსნან ერთი სახე, რომ მაშინვე ჩნდება
მეორე, რომელიც არანაირად არ შეესატყვისება წინას. მეცნიერები ცდილობენ, რომ
გააერთიანონ რეალობის სხვადასხვა გამოვლინებები, რათა შეუსაბამობა აღმოფხვრან, მაგრამ
ეს ძნელად გამოსდით. არსებობს მხოლოდ ერთი და უდავო ფაქტი, რომელიც აერთიანებს და
ათანხმებს ცოდნის ყველა განხრას - რეალობის გამოვლინების ფორმათა მრავალფეროვნება
და მრავალწახნაგობა. ჩვენი სამყაროს მრავალვარიანტობა მის პირველად ფუნდამენტურ
თვისებას წარმოადგენს.

არიან რა გატაცებულნი სხვადასხვა გამოვლინებების აღწერით, ცოდნის სხვადასხვა განხრების


მიმდევრები რატომღაც გვერდს უვლიან სწორედ მოცემულ ფაქტს. მართლაც, თითქოს რა
დასკვნა შეგვიძლია აქედან გამოვიტანოთ? მრავალვარიანტობა წარმოადგენს ათვლის
დასაწყისს, მსგაავსად ნულისა, კოორდინატთა ბადეში. ცოდნის სხვადასხვა განხრათა
ნებისმიერი ამოსავალი წერტილები მასთან მიმართებაში მეორადნი არიან. მაგრამ თავად
საწყის წერტილს ყურადღებას არ აქცევენ, თითქოს იგი არანაირ ინფორმაციას არ ატარებდეს.
და მაინც, ინფორმაცია არის, და თანაც ფრიად საოცარი.

მეთვალყურის გამოცანის ამოსახსნელად საწყის წერტილაად სწორედ მრავალვარიანტობის


თვისებას ავიღებთ. სხვა სიტყვებით, პოსტულატის სახით ავიღებთ იმ ფაქტს, რომ რეალობას
გამოვლინების ფორმათა უსასრულო მრავალფეროვნება გააჩნია. მიუხედავად ჩვენი
პოსტულატის ზოგადი ხასიათისა, თქვენ გაოცდებით, რა საინტერესო და მოულოდნელ ცოდნას
ხსნის იგი.

დავიწყოთ იმით, რომ რეალობის გამოვლინების ფორმებს უნდა გააჩნდეთ წყარო, საიდანაც
მოდის მთელი ეს მრავალფეროვნება. სადაა „ჩაწერილი“ ჩვენი სამყაროს ყველა კანონი? ჩვენი
სამყარო თავს ავლენს, როგორც მაატერიის მოძრაობა სივრცესა და დროში. ეს მოძრაობა
გარკვეულ კანონებს ემორჩილება. როგორც იცით, ფუნქციის გრაფიკზე წერტილები
განლაგებულია გარკვეული მათემატიკური ფორმულის შესაბამისად. შეიძლება ითქვას, რომ
წერტილის გრაფიკზე მოძრაობის კანონს ფუნქციის ფორმულა წარმოადგენს. მაგრამ
ფორმულები, ისევე, როგორც კანონები - ესაა ადამიანური გონის აბსტრაქტული გამოგონებები,
შექმნილნი იმისთვის, რომ მოსახერხებელნი იყვნენ გასაგებად. ძალიან ნაკლებადსავარაუდოა,
რომ ბუნება ამ ფორმულებს სადღაც ინახავს.

სხვა რა სახით შეიძლება გრაფიკზე განლაგებული წერტილების შენახვა? რა თქმა უნდა, ყველა
წერტილის კოორდინატთა უსასრულოდ დიდი მასივის სახით. ადამიანის მეხსიერების
მოცულობა შეზღუდულია და ვერ გაუმკლავდება უსასრულობას. მაგრამ ბუნებისთვის,

11
უსასრულობა - პრობლემა არაა. მას არ სჭირდება, რომ განაზოგადოს გრაფიკზე წერტილების
განლაგება და მოძრაობა ფორმულის სახით. თუკი ფუნქციის ხაზს უსასრულოდ პატარა
წერტილებად, მაშინ ყოველი წერტილი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც მიზეზი, ხოლო მისი
მომდევნო - როგორც შედეგი. შედეგად, მატერიალური წერტილის ნებისმიერი მოძრაობა
სივრცესა და დროში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უსასრულოდ გრძელი უწყვეტი ჯაჭვით,
რომელიც შედგენილია უსასრულოდ მცირე მიზეზებისგან და შედეგებისგან.

ჩვენს გაგებაში მატერიის მოძრაობა კანონის სახით წარმოგვიდგენია, ბუნებაში კი ეს მოძრაობა


ჩადებულია ნატურალურ ფორმაში - როგორც მიზეზთა და შედეგთა უსასრულო
მრავალრიცხოვნება. უხეშად რომ ვთქვათ, მონაცემები მატერიის ყველა შესაძლო წერტილის
მოძრაობის შესახებ შენახულია ერთგვარ ინფორმაციულ ველში, რომელსაც ჩვენ ვარიანტთა
სივრცეს დავარქმევთ. იგი შეიცავს ინფორმაციას ყველაფერზე, რაც იყო, არის და იქნება.

ვარიანტთა სივრცე წარმოადგენს სრულიად მატერიალურ ინფორმაციულ სტრუქტურას. ესაა


ინფორმაციის უსასრულო ველი, რომელიც ნებისმიერი მოვლენის ყველა შესაძლო ვარიანტს
შეიცავს - რაც კი შეიძლება მოხდეს. შეიძლება ითქვას, რომ ვარიანტთა სივრცეში - ყველაფერია.
ჩვენ არ დავიწყებთ მკითხაობას, როგორ ინახება ეს ინფორმაცია - ჩვენი მიზნებისთვის ამას არ
აქვს მნიშვნელობა. მთავარი მხოლოდ ისაა, რომ ვარიანტთა სივრცე წარმოადგენს შაბლონს,
კოორდინატთა ქსელს დროსა და სივრცეში მატერიის ნებისმიერი მოძრაობისთვის.

სივრცის ყოველ წერტილში იმყოფება ამა თუ იმ მოვლენის საკუთარი ვარიანტი. უფრო მარტივი
გაგებისთვის ჩავთვალოთ, რომ ვარიანტი შედგება სცენარისგან და დეკორაციისგან. დეკორაცია
- ესაა გარეგნული სახე, ანუ გამოვლინების ფორმა, ხოლო სცენარი - ესაა გზა, რომლითაც
მატერია მოძრაობს. უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, შეგვიძლია ვარიანტთა სივრცე
სექტორებად დავყოთ. ყოველ სექტორს თავისი სცენარი და დეკორაციები აქვს. რაც უფრო
მეტია დაშორება სექტორებს შორის, მით უფრო მეტია სხვაობა სცენარებსა და დეკორაციებს
შორის.

ადამიანის ბედიც ასევე მრავალი ვარიანტითაა წარმოდგენილი. თეორიულად არ არსებობს


არანაირი შეზღუდვა ადამიანის ბედის სცენარებსა და დეკორაციებზე, რამეთუ ვარიანტთა სივრცე
უსასრულოა. ნებისმიერმა ნაკლებადმნიშვნელოვანმა მოვლენამ შეიძლება მკვეთრად
შეცვალოს ბედი. ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც მატერიის ნებისმიერი სახის ცვლილება,
წარმოადგენს მიზეზთა და შედეგთა ჯაჭვს. შედეგი ვარიანტთა სივრცეში ყოველთვის ახლოსაა
განლაგებული თავის მიზეზთან. ერთს მეორე მოსდევს, ამიტომ ბედის სექტორები ცხოვრების
ხაზებად ლაგდება. სექტორების სცენარები და დეკორაციები ცხოვრების ერთ ხაზზე ასე თუ ისე
ერთგვაროვანია. ადამიანის ცხოვრება თანაბარზომიერად მიედინება ერთი ხაზით მანამ, სანამ
არ მოხდება მოვლენა, რომელიც სცენარებსა და დეკორაციებს შეცვლის. მაშინ ბედი მკვეთრ
მოხვევას აკეთებს და ცხოვრების სხვა ხაზზე გადადის.

წარმოიდგინეთ, რომ სპექტაკლი ნახეთ. მეორე დღეს ისევ მიხვედით თეატრში იგივე
სპექტაკლზე, მაგრამ იგი უკვე სხვა დეკორაციებით ტარდებოდა. ესაა ცხოვრების ახლო-ახლოს
განლაგებული ხაზები. შემდეგ თეატრალურ სეზონზე სპექტაკლი იგივე მსახიობებით ნახეთ,
მაგრამ ამჯერად სცენარში მნიშვნელოვანი ცვლილებებით. ცხოვრების ეს გზა უკვე უფრო

12
შორსაა განლაგებული. და ბოლოს, როდესაც იგივე დადგმა სხვა თეატრში ნახეთ, აქ პიესის
სრულიად სხვა ინტერპრეტაცია იხილეთ. ცხოვრების ეს ხაზი უკვე ძალიან შორსაა პირველისგან.

რეალობა თავის თავს მთელი მრავალფეროვნებით სწორედ იმიტომ ავლენს, რომ ვარიანტთა
რაოდენობა უსასრულოა. ნებისმიერი ამოსავალი წერტილი იღვრება მიზეზ-შედეგობრივი
კავშირების ჯაჭვად. თუ აიღებთ ათვლის წერტილს, თქვენ მიიღებთ რეალობის გამოვლინების
ამა თუ იმ ფორმას. შეიძლება ითქვას, რომ რეალობა ცხოვრების ხაზზე იმის მიხედვით
ვითარდება, თუ რომელი ათვლის წერტილია არჩეული. თქვენ ღებთ იმას, რასაც ირჩევთ. თქვენ
უფლება გაქვთ აირჩიოთ სწორედ იმიტომ, რომ ვარიანტთა უსასრულობა უკვე არსებობს.
არავინ გიშლით, რომ თქვენი გულისთვის სასურველი ბედი აიჩიოთ. ბედის მთელი მართვა
დაიყვანება მხოლოდ ერთ მარტივ რამემდე - არჩევანის გაკეთებამდე. ტრანსსერფინგი
პასუხობს კითხვას - როგორ გააკეთოთ ეს.

ამრიგად, არსებობს ინფორმაციული სტრუქტურა, რომელიც შეიცავს პოტენციური


შესაძლებლობების უსასრულო რაოდენობას - ვარიანტებს, თავისი სცენარებითა და
დეკორაციებით. მატერიალური რეალიზაციის მოძრაობა მიმდინარეობს იმის შესაბამისად, თუ
რა არის ჩადებული ამ სტრუქტურაში. მატერიის მოძრაობის დემონსტრირება ვარიანტთა
სივრცეში შეგვიძლია მოვახდინოთ შემდეგი აზრობრივი ექსპერიმენტით.

წარმოიდგინეთ წყლით სავსე მილი. მილის გასწვრივ გადაადგილდება გამყინავი რგოლი ისე,
რომ წყალი სწრაფად იყინება მხოლოდ ამ რგოლის შიგნით. გამოდის, რომ ყინულის კრისტალი
წყლიან მილში გადაადგილდება. წყლის მოლეკულები დაახლოებით იგივე ადგილზე რჩებიან
- შედარებით თავისუფალ მდგომარეობაში. რგოლის გავლის მომენტში მოლეკულები მის
შიგნით ფიქსირდებიან გარკვეული სტრუქტურის გაყინულ კრისტალად, შემდეგ კი წყალი ამ
ადგილას კვლავ ლღვება და მოლეკულები თავისუფლდებიან. თავად კრისტალი არ მოძრაობს.
სხვა სიტყვებით, ყინული წყალში არ ცურავს. წყლიან მილში გადაადგილდება არა თავად
ყინულის კრისტალი, არამედ სტრუქტურა, ანუ გაყინული მდგომარეობა.

ანალოგიის მიხედვით, წყალი მილში - ესაა ვარიანტთა სივრცე, ხოლო ყინულის კრისტალი -
ვარიანტთა მატერიალური რეალიზაცია. მოლეკულები - ესაა ადამიანები, ხოლო მათი
მდგომარეობა კრისტალის სტრუქტურაში რეალიზდება, როგორც ბედის ვარიანტი. არ
არსებობს ცალსახა პასუხი კითხვაზე, თუ რის ანალოგს წარმოადგენს გამყინავი რგოლი. სხვა
სიტყვებით, რა სახით და რატომ იქცევა ინფორმაციული სტრუქტურა მატერიად?
მიკროსამყაროში მატერიას შეუძლია თავი გამოავლინოს ენერგიის გროვად. ცნობილია, რომ
ვაკუუმში გამუდმებით ხდება მიკრონაწილაკების დაბადება და ანიჰილაცია. მატერია თითქოს
არსებობს, მაგრამ ამავდროულად მას არ გააჩნია საკუთარი მატერიალური სუბსტანცია. ცხადია
მხოლოდ ერთი: მას, რასაც შეგვიძლია შევეხოთ, ხელშეუხებელი ენერგეტიკული საფუძველი
გააჩნია.

იმედი მაქვს, ძალიან არ დაგღალეთ ფიზიკით. ჯერ ტრანსსერფინგის მხოლოდ საწყის


წერტილში ვიმყოფებით. მაგრამ იმან, რასაც ამ წიგნიდან გაიგებთ, შესაძლოა თქვენში
გარკვეულწილად შოკი გამოიწვიოს. ამიტომ უცილობლად მიწევს, რომ რაღაც თეორიული
საფუძველი მაინც მოვიყვანო, რათა გონებას ფეხქვეშ ნიადაგი არ გამოეცალოს. ამიტომ
გთხოვთ, რომ ცოტაც მოითმინოთ.

13
ზღვის ტალღა შეიძლება კიდევ ერთ ანალოგიად გამოგვადგეს, რომელიც ახდენს ვარიანტთა
სივრცეში რეალიზაციის ილუსტრაციას. დავუშვათ, მიწისძვრის შედეგად ზღვაში ტალღა
წარმოიშვა. იგი ზღვის ზედაპირზე კუზის სახით გადაადგილდება, მაგრამ თავად წყალი ამ დროს
ადგილზე რჩება. მოძრაობს არა წყლის მასა, არამედ ენერგეტიკული პოტენციალის
რეალიზაცია. წყალი მხოლოდ ნაპირთან იღვრება ხმელეთზე. ასევე იქცევა ნებისმიერი სხვა
ტალღაც. მოცემულ ანალოგიაში ზღვა - ესაა ვარიანტთა სივრცე, ხოლო ტალღა -
მატერიალური რეალიზაცია.

რა გამოდის, რომ ერთი მხრივ, მატერიალური რეალიზაცია დროსა და სივრცეში მოძრაობს,


მეორე მხრივ კი ვარიანტები ადგილზე რჩებიან და მუდმივად არსებობენ? გამოდის, რომ
ყველაფერი იყო, არის და იქნება? და რატომაც არა? სინამდვილეში დრო ისეთივე სტატიურია,
როგორც სივრცე. დროის დინება მხოლოდ მაშინ იგრძნობა, როცა კინო-ფირი მოძრაობს და
კადრები ერთიმეორეს მიჰყვებიან. აიღეთ კინო-ფირი და დააკვირდით ყველა კადრს ერთად.
სად წავიდა დრო? ყველა კადრი ერთდროულად არსებობს. დრო სტატიკურია მანამ, სანამ
თანმიმდევრულად კადრიდან კადრზე არ გადავდივართ. ცხოვრებაში ზუსტად ასე ხდება,
ამიტომ ჩვენს ცნობიერებაში ღრმად გაიდგა ფესვები იდეამ, რომ ყველაფერი მოდის და მიდის.

სინამდვილეში ყველაფერი, რაც ინფორმაციის ველშია ჩაწერილი, იქ ყოველთვის იყო, და


ყოველთვის დარჩება. ცხოვრების ხაზები არსებობენ, როგორც კინო-ფირები. ის რაც წავიდა, არ
გამქრალა, არამედ დარჩა. ის, რაც მალე იქნება, უკვე ახლაცაა. ცხოვრების მიმდინარე
მონაკვეთი - ესაა ვარიანტთა სივრცის მატერიალური რეალიზაცია ცხოვრების ხაზის მოცემულ
მონაკვეთზე.

ბევრი აღშფოთებას გამოთქვამს კითხვებით: „როგორაა შესაძლებელი, რომ ჩემი ბედის


ვარიანტთა ურიცხვი რაოდენობა სტაციონარულად არსებობს? ვის და რაში სჭირდება ეს?
ღმერთს? ბუნების ძალებს? რატომ?“ მაშინ სცადეთ, რომ წარმოიდგინოთ წერტილი
კოორდინატთა სიბრტყეზე. ჯერ კიდევ სკოლაში შემოგვთავაზეს ასეთი მოდელი: წერტილს
სიბრტყეზე შეუძლია ჰქონდეს იქსის და იგრეკის ნებისმიერი კოორდინატი. ნებისმიერი -
მინუსიდან პლუს უსასრულობამდე. და რატომ არავის მოსდის აზრად, რომ დასვას კითხვა:
რატომ შეუძლია წერტილს ჰქონდეს ნებისმიერი კოორდინატები? ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ
როგორ მიდის წერტილი ფუნქციის ხაზზე და გაკვირვებული ამბობს: „როგორ შეიძლება, რომ
ჩემს მიერ განვლილი გზა ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს? და როგორ
შეიძლება, რომ გზა, რომელიც უნდა გავიარო, უკვე განსაზღვრული იყო?“ მაგრამ თქვენ ხომ
ზემოდან უყურებთ წერტილის გზას, ამიტომ თქვენთვის აქ არაფერია გასაკვირი.

ვარიანტთა სივრცე შაბლონს წარმოადგენს. იგი განსაზღვრავს, თუ რა სახით უნდა


გამოავლინოს თავი მატერიალურმა რეალიზაციამ. წარმოიდგინეთ ბნელი ტყე და ადამიანი
ფანრით. ადამიანი ტყეში მიდის და თავის გარშემო მცირე ადგილს ანათებს. რეალიზაცია
ვლინდება, როგორც სინათლის ლაქა. მთელი ბნელი ტყე - ესაა ვარიანტთა სივრცე, ხოლო
განათებული ნაწილი - ვარიანტის რეალიზაცია მოცემულ ადგილას. რა წარმოადგენს
„გამნათებელს“? სხვა სიტყვებით, ვინ „ანთებს“, ანუ ვინ უკეთებს მატერიალიზებას შაბლონის
ვარიანტს?

14
ამ კითხვაზე პასუხისთვის მოგვიწევს, რომ კიდევ ერთი ამოსავალი წერტილი ავირჩიოთ. ჩვენს
დროში უკვე ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ აზრები მატერიალურია. რეალობა ორი ფორმით
გვივლენს თავს: ერთი მხრივ ყოფიერებას ცნობიერება განსაზღვრავს, მეორე მხრივ კი არსებობს
საწინააღმდეგოს უდავო მტკიცებულებებიც. აზრები წარმოადგენენ არა მხოლოდ მოტივებს
ადამიანის ქმედებებისთვის, არამედ პირდაპირ გავლენასაც ახდენენ გარშემომყოფ
რეალობაზე. მაგალითად, ჩვენი ყველაზე უარესი მოლოდინები, როგორც წესი სრულდება
ხოლმე. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიკამათოთ, რომ აქ ადგილი აქვს არა აზრების
მატერიალიზაციას, არამედ მომავალი უსიამოვნებების წინათგრძნობას. მართლაც,
პარანორმალურ მოვლენებში ბევრი რამაა არამკაფიო და არაერთმნიშვნელოვანი. მაგრამ ეს
არ ნიშნავს, რომ რეალობის გამოვლინების მოცემული ფორმა უნდა დავაიგნოროთ. არსებობს
უამრავი ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ აზრები უშუალოდ ახდენენ ზეგავლენას
გარშემომყოფ რეალობაზე.

ასეა თუ ისე, ადამიანის ცნობიერება მის ბედს აფორმირებს. მთელ წიგნში საუბარი მიდის
სწორედ იმაზე, თუ როგორ ხდება ეს. ამოსავალ წერტილად ჩვენ ავიღებთ შემდეგ თეზას:
აზრობრივი ენერგიის გამოსხივება ახდენს ვარიანტის მატერიალური რეალიზაციის
ინდუცირებას. ჩვენ ამის გაკეთების სრული უფლება გვაქვს, რადგანაც რეალობა ისეთ ფორმაშიც
ავლენს თავს, რომელშიც ცნობიერება რეალობას განსაზღვრავს. ამის მტკიცებულებად არა
მხოლოდ ყოფითი ცხოვრების ფაქტები გამოდგება, არამედ კვანტური ფიზიკის ცდებიც. ჩვენთვის
პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს აზრობრივი გამოსხივების ვარიანტთა სივრცესთან
ურთიერთქმედების თავად მექანიზმს. დღემდე ბუნდოვანია, რა სახით ხდება ინფორმაციის
გადაცემის პროცესი: ენერგეტიკულ, თუ რაიმე სხვა საფუძველზე. მოხერხებულობისთვის ჩვენ
უბრალოდ ჩავთვლით, რომ აზრობრივი ენერგიის გამოსხივება „ანათებს“ ვარიანტთა სივრცის
გარკვეულ სექტორს, რის შედეგადაც ვარიანტი მატერიალურად განხორციელდება.
გამოსხივებას, ისევე, როგორც სექტორს, გარკვეული პარამეტრები გააჩნია. აზრობრივი
გამოსხივება თავის სექტორს პოულობს, ვარიანტი რეალიზდება, და ამგვარად გამოდის, რომ
ცნობიერება რეალობას განსაზღვრავს.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს რეალობის გამოვლინების მხოლოდ ერთ-ერთი


ფორმაა. შეუძლებელია უბრალოდ იჯდე და მხოლოდ ჭვრეტით მოახდინო საკუთარი
რეალობის ფორმირება. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პირდაპირი გაგებით
შეუძლიათ ჰაერიდან ნივთების მატერიალიზაცია. მაგრამ ასეთები ერთეულებია, და ისინი არ
ახდენენ თავიანთი უნარების აფიშირებას. და მაინც, აზრები ისეთივე ძლიერ ზეგავლენას ახდენენ
ადამიანის ბედზე, როგორც მისი კონკრეტული ქმედებები. ადამიანები მიეჩვივნენ, რომ
ქმედებები ხილულ და ადვილად ახსნად შედეგებს იწვევენ. აზრების ზეგავლენა შეუმჩნეველად
ვლინდება, ამიტომაც აუხსნელი და წინასწარგანუსაზღვრელია. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ
ხილული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა აზრებსა და მის შედეგად განვითარებულ
მოვლენებს შორის საკმაოდ რთულია. მაგრამ მალე თქვენ დარწმუნდებით, რომ ადამიანის
აზრები სრულიად უშუალო სახით აყალიბებენ რეალობას. ადამიანი იღებს იმას, რასაც თავად
ირჩევს.

ვიღაცამ შეიძლება შემეწინააღმდეგოს: „გამოდის, რომ ეს ზღვები, მთები, პლანეტები,


გალაქტიკები - ყველაფერი ეს ჩემი აზრობრივი გამოსხივების პროდუქტია?“ ზოგჯერ
ადამიანისთვის დამახასიათებელია, რომ საკუთარი თავი სამყაროს ცენტრად ჩათვალოს.

15
სინამდვილეში მას მხოლოდ პაწაწინა ნიშა უკავია ამ სამყაროში. ჩვენი სამყარო დასახლებულია
უამრავი ცოცხალი ორგანიზმით, და ყოველ მათგანს თავისი წვლილი შეაქვს რეალობის
ჩამოყალიბებაში. ყოველ არსებას აზრობრივი გამოსხივების თავისი პარამეტრები გააჩნია. თუკი
თქვენთვის მოუხერხებელია, რომ მცენარის გამოსხივებას აზრობრივი უწოდოთ, დაარქვით მას
სხვა რამე, არსი მაინც არ იცვლება. დარწმუნებით იმასაც კი ვერ ვიტყვით, რომ არაცოცხალ
საგნებს არ გააჩნიათ ცოცხალი ორგანიზმების მსგავსი გამოსხივება. რომ აღარაფერი ვთქვათ
ერთიან სულზე, რომელიც მთელს ყოფიერს განმსჭვალავს, და რომელსაც ღმერთს ვუწოდებთ.
ყოველ არსებას თავისი ცნობიერება გააჩნია და თავისი სამყაროს შრეს აყალიბებს. შეიძლება
ითქვას, რომ ყველაფერი ამ სამყაროში ღმერთის ნაწილაკს ატარებს, და იგი ამგვარად მართავს
მთელ სამყაროს.

ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრების ხაზით მიდის. და ამავდროულად ყველა ერთი და იგივე
სამყაროში ცხოვრობს. მატერიალური სამყარო ყველასთვის ერთია, მაგრამ კონკრეტული
რეალიზაცია ყოველი ადამიანისთვის თავისია. დავუშვათ, თქვენ ხართ ტურისტი და ლამაზ
ქალაქში მიაბიჯებთ. ტკბებით ღირსშესანიშნაობებით, ლამაზი არქიტექტურით, შადრევნებით,
სკვერებით, წარმატებული ქალაქელების მომღიმარი სახეებით. იმ ადგილას, სადაც თქვენ
გაიარეთ, ურნის გვერდით უსახლკარო გაჩერდა. ის თქვენსავით იგივე სამყაროში იმყოფება, და
არა სხვა განზომილებაში. და მაინც, ის სრულიად არ ხედავს იმას, რასაც თქვენ. იგი ხედავს
ცარიელ ბოთლს ურნაში; ჭუჭყიან კედელს; თავის კონკურენტს, რომელმაც უფრო ადრე ვერ
დაასწრო ბოთლის აღება და ახლა ფიქრობს, ხომ არ წაართვას; ხედავს პოლიციელს,
რომელიც ეჭვიანი მზერით უყურებს. თქვენ ცხოვრების ერთ ხაზზე ცხოვრობთ, ის კი - მეორეზე.
თქვენი ცხოვრების ხაზები ვარიანტთა სივრცის წერტილზე გადაიკვეთნენ, ამიტომ ეს სამყარო,
როგორც მატერიალური რეალიზაცია, ერთია თქვენთვის ორივესთვის.

მატერიალური ბუნების ყველა გამოვლინებას ენერგეტიკული საფუძველი გააჩნია. ენერგიის


ველი პირველადია, ყველა დანარჩენი ფიზიკური გამოვლინება - მეორადი. მეცნიერები
ცდილობენ გააერთიანონ ენერგიის სხვადასხვა გამოვლინებები ველის ერთიან თეორიად, და
მალე გამოუვათ კიდეც რამე. მაგრამ შემდეგ კვლავ იქნება რაღაცეების გაერთიანების
საჭიროება, რადგანაც რეალობის გამოვლინებათა ფორმების რიცხვი უსასრულოა. ყველა
დეტალს არ ჩავუღრმავდებით, და განვიხილავთ ენერგიას, როგორც ერთგვარ აბსტრაქტულ
ძალას, რომელიც უჩინარია, მაგრამ მიუხედავად ამისა ობიექტურად არსებობს. ჩვენი
მიზნებისთვის სრულიად საკმარისია იმ ფაქტის მიღება, რომ ადამიანების აზრების ენერგია
სრულიად მატერიალურია. აზრების ენერგია არ ტრიალებს ადამიანის თავში ჩაკეტილად,
არამედ სივრცეში ვრცელდება და გარშემომყოფ ენერგეტიკულ ველთან ურთიერთქმედებს. ამ
ფაქტზე ახლა ცოტა ვინმე თუ შეგვედავება.

მოხერხებულობისთვის, აზრობრივი გამოსხივების პარამეტრის სახით შეგვიძლია მივიღოთ მისი


სიხშირე, რადიოტალღების სიხშირის მსგავსად. როდესაც რაიმეზე ფიქრობთ, თქვენი აზრების
ენერგიათა სიხშირე რეზონანსშია გარკვეულ სფეროსთან ვარიანტთა სივრცეში. როცა ენერგია
ვარიანტთა სივრცის სექტორში ხვდება, ჩნდება მოცემული ვარიანტის მატერიალური
რეალიზაცია. ენერგიას რთული სტრუქტურა გააჩნია და ყველაფერს გამსჭვალავს, რაც კი ამ
სამყაროში არსებობს. გაივლის რა ადამიანის სხეულს, ენერგია მოდულირებული ხდება აზრების
მიერ, და გამოსვლისას ისეთ პარამეტრებს იძენს, რომლებიც ამ აზრებს შეესაბამებიან. ასეთივე

16
პრინციპით მუშაობს რადიო-გადამცემი. ენერგიის პარამეტრები საკუთარ თავში იღებენ აზრის
მახასიათებლებს.

ამგვარად, გამოსვლისას ვიღებთ აზრობრივ გამოსხივებას, რომელიც გარდაქმნის ვარიანტთა


სივრცის სექტორს მატერიალურ რეალიზაციად. როდესაც კარგზე ან ცუდზე ფიქრობთ, ამ დროს
აზრთა ენერგიას გამოასხივებთ ვარიანტთა სივრცეში. მოდულირებული ენერგია ეფინება (ზედ
ედება) გარკვეულ სექტორს, და ეს შესაბამის ცვლილებებს იწვევს ჩვენს ცხოვრებაში.
ცხოვრებისეული ვითარებები ფორმირდება არა მხოლოდ კონკრეტული ქმედებებით, არამედ
ადამიანის აზრთა ხასიათითაც. თუკი მტრულად ხართ განწყობილი სამყაროსთან მიმართებაში,
ისიც ამითვე გიპასუხებთ. თუკი გამუდმებით გამოთქვამთ უკმაყოფილებას, მიზეზი ამისთვის
კიდევ უფრო მეტი გექნებათ. თუკი თქვენს მიერ რეალობისადმი დამოკიდებულებაში
ნეგატივიზმი ჭარბობს, მაშინ სამყარო თავისი ყველაზე უარესი მხრით შემოგიბრუნდებათ. და
პირიქით, პოზიტიური დამოკიდებულება ყველაზე ბუნებრივად შეცვლის თქვენს ცხოვრებას
უკეთესობისკენ. ადამიანი იღებს იმას, რასაც ირჩევს. ასეთია რეალობა, მიუხედავად იმისა,
მოგწონთ ეს, თუ არ მოგწონთ.

სანამ თქვენი აზრები მიმართულებით მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანია, თქვენ იმყოფებით


ცხოვრების ერთი და იმავე ხაზზე. როგორც კი დამოკიდებულება რეალობისადმი იცვლება ამა
თუ იმ მიმართულებით, აზრობრივი გამოსხივების პარამეტრები ახალ მახასიათებლებს იღებენ,
და თქვენი სამყაროს შრის მატერიალური რეალიზაცია სხვა ხაზზე გადადის. იქ მოვლენები უკვე
სხვა სცენარით ვითარდება, თქვენი გამოსხივების პარამეტრების შესაბამისად. თუ სცენარი არ
გაწყობთ, ბრძოლას დაიწყებთ და შეეცდებით, რომ შეცვალოთ სიტუაცია. ხვდებით რა
წინააღმდეგობებს, თქვენ რეაგირებთ ნეგატიურად, გამოხატავთ უკმაყოფილებას ან ვარდებით
სასოწარკვეთილებაში. თქვენი აზრობრივი გამოსხივება იმ ხაზზე გადაეწყობა, სადაც
დაბრკოლებები კიდევ უფრო მეტია. შედეგად გამოდის, რომ ცხოვრება სადღაც დაღმართისკენ
მიექანება.

მოცემული პროცესი უმართავად გეჩვენებათ, მაგრამ სინამდვილეში სწორედ თქვენ, საკუთარი


აზრებით, მიმართავთ თქვენს რეალიზაციას ვარიანტთა სივრცის პრობლემურ სფეროებში.
თქვენ თვლით, რომ თქვენი ქმედებებით გადალახავთ დაბრკოლებებს. რეალურად კი გამოდის,
რომ იმას იღებთ, რასაც ირჩევთ. თქვენ აირჩიეთ დაბრკოლებებთან ბრძოლა, ამიტომ უხვად
იღებთ მათ. ჩაფლული ხართ აზრებში პრობლემების შესახებ, ამიტომ ისინი ყოველთვის
არსებობენ თქვენს ცხოვრებაში. თქვენი ქმედებები მიმართულია ცხოვრების მიმდინარე ხაზზე
სიტუაციის შეცვლისკენ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ სცენარი
ვარიანტთა სივრცეში. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ სხვა სცენარის არჩევა. ცდილობთ რა
შეცვალოთ ის, რაც სცენარში არ გაწყობთ, სწორედ იმაზე ფიქრობთ, რაც არ მოგწონთ. შედეგად
თქვენი არჩევანი წარმატებით რეალიზდება, და იღებთ იმას, რაც არ გინდათ.

მიმდინარე ცხოვრების ხაზზე თქვენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ. სწორედ ასევე,


იმყოფებით რა მუზეუმში, თქვენ არ შეგიძლიათ, რომ მოაშოროთ, ან შეცვალოთ ექსპოზიცია,
რომელიც არ მოგწონთ. თქვენ აქ არ ხართ პატრონი. მაგრამ არავინ გიკრძალავთ, რომ
შებრუნდეთ და სხვა დარბაზში გადახვიდეთ, რათა უყუროთ იმას, რაც მეტად მოგწონთ. რა თქმა
უნდა, ცხოვრების იმ ხაზზე გადასვლა, სადაც ის გაქვთ, რაც გსურთ, უბრალოდ სურვილით არ
ხდება. ყველა აზრი არ ექვემდებარება რეალიზაციას, და არც ყველა სურვილი სრულდება. და

17
საქმე აქ აზრების შინაარსში კი არა, მათ ხარისხშია. უბრალოდ ოცნება ან სურვილი - ეს არაა
არჩევანი. ოცნებები არ სრულდება. აუცილებელია შევასრულოთ გარკვეული პირობები,
რომლებსაც ამ წიგნიდან შეიტყობთ.

ვარიანტთა სივრცეში არსებობს ბედის ხაზთა უსასრულო რაოდენობა ყოველი ადამიანისთვის.


ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ გავნაწყენდეთ საკუთარ ბედზე, რადგანაც ჩვენ მოგვეცა
არჩევანის უფლება. ჩვენი პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ამის გაკეთება არ ვიცით. სამყარო
მთელი თავისი მრავალფეროვნებით ავლენს თავს, თითქოს იმისთვისაა შექმნილი, რომ
ნებისმიერის გემოვნება დააკმაყოფილოს. ყველას შეუძლია იპოვნოს ამ სამყაროში
ყველაფერი, რაც გულს გაუხარდება. ცოდნის სხვადასხვა მიმართულებებშიც კი, სამყარო იმ
მხარით ბრუნდება ჩვენსკენ, რომლის დანახვაც გვსურს. მაგალითად, იდეალიზმი ამტკიცებს,
რომ სამყარო - ეს ილუზიაა, და სამყაროც თანხმდება ამაზე. მატერიალიზმი საწინააღმდეგოს
ამტკიცებს, და სამყაროს არაფერი აქვს საწინააღმდეგო. ადამიანები კამათობენ ერთმანეთს
შორის და თავს ახვევენ ერთმანეთს სამყაროსადმი თავიანთ დამოკიდებულებას (პარადიგმას),
სამყარო კი აჩვენებს, რომ ყველანი ისინი მართლები არიან. ნუთუ ეს მშვენიერი არაა?!

ვარიანტთა სივრცე - ესაა ეგრეთ წოდებული ილუზიები, ხოლო მატერიალური რეალიზაცია -


ესაა ის, რაც იგულისხმება მატერიალური სამყაროს ქვეშ. ჩვენ ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც
ვირჩევთ.

მათ, ვინც იცნობენ ისლამური რელიგიის პრინციპებს, იციან, რას ნიშნავს სიტყვები - „ადამიანის
ბედი წიგნშია დაბეჭდილი“. იგულისხმება, რომ ბედი წინასწარ დაწერილია და მას ვერ გაექცევი.
მსგავსი განცხადებები სხვა რელიგიებშიც გვხვდება. მართლაც, ადამიანის ბედი წინასწარაა
დაწერილი. რელიგიის შეცდომა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბედის ვარიანტი ერთი
კი არა, უსასრულოდ მრავალრიცხოვანია. ბედს ვერ გაექცევი, და ეს რაღაც დონით სიმართლეა,
რადგანაც შეუძლებელია ვარიანტის სცენარის შეცვლა. იბრძოლო გარესამყაროსთან იმისთვის,
რომ საკუთარი ბედი შეცვალო - ძალიან რთული და არამადლიანი საქმეა. ბრძოლა არაა
საჭირო - შესაძლებელია უბრალოდ ავირჩიოთ ის ვარიანტი, რაც გულს გაუხარდება.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფრიად უჩვეულოა და საფუძვლიან ეჭვებს ჰბადებს. მაგრამ მე


არც მქონია იმედი, რომ თქვენ მზად იქნებოდით მიგეღოთ ვარიანტთა მოდელი. მე ხომ თავად
არ მჯეროდა, სანამ არ დავრწმუნდი, რომ ტრანსსერფინგი მუშაობს, ამასთან უნაკლოდ. აზრი
არა აქვს რომელიმე მოდელისთვის უპირატესობის მინიჭებას მხოლოდ იმისთვის, რომ
აბსოლუტურ ჭეშმარიტებას მივაღწიოთ. მნიშვნელობა აქვს არა თავად მოდელს, არამედ
პრაქტიკულ შედეგს, რომელსაც იგი გვაძლევს. სხვადასხვა მათემატიკურ მოდელებს შეუძლიათ
ერთი და იგივე ფიზიკური მოვლენა სხვადასხვაგვარად წარმოადგინონ. სასაცილო იქნებოდა,
ანალიტიკური გეომეტრიის სპეციალისტები უეცრად აჯანყებულიყვნენ მათემატიკური ანალიზის
წინააღმდეგ და ემტკიცებინათ, რომ გეომეტრია ერთადერთი სწორი მათემატიკური
დისციპლინაა. მათემატიკოსებმა შეძლეს ერთმანეთს შორის მოლაპარაკება, მაგრამ
ფილოსოფოსებმა და რელიგიურმა მოღვაწეებმა - ვერა.

სადაა ეს ვარიანტთა სივრცე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. ჩვენი


სამგანზომილებიანი აღქმის თვალსაზრისით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ყველგანაა, და
არსად. წარმოიდგინეთ უსასრულო სიბრტყე, დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, რომელშიც

18
ორგანზომილებიანი კაცუნები ცხოვრობენ. ისინი არც კი ეჭვობენ, რომ არსებობს მესამე
განზომილება. ეჩვენებათ, რომ სიბრტყე - ეს ერთადერთი სამყაროა და არ ესმით, როგორ
შეიძლება არსებობდეს რაღაც მის მიღმა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თუკი დავამატებთ ამ
მოდელში მესამე განზომილებას, შეგვეძლება, რომ ასეთი სიბრტყეების უსასრულო რაოდენობა
შევქმნათ. ასე რომ, დაე, არ შეგაშფოთოთ იმ ფაქტმა, რომ ჩვენ არ ძალგვიძს თვალსაჩინოდ
წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება, რომ ჩვენს სამყაროსთან ერთად შესაძლებელია
არსებობდეს პარალელური სამყაროების უსასრულო რაოდენობა.

ძნელია დავიჯეროთ პარალელური სამყაროების რეალობა. მაგრამ მეორე მხრივ, ადვილია


თქვენთვის ფარდობითობის თეორიის დაჯერება, რომლის თანახმადაც სხეულის სიჩქარის
ზრდასთან ერთად მისი მასა იზრდება, მოცულობა მცირდება, დრო კი ნელდება? პირადი
გამოცდილებით ამის შემოწმება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. მნიშვნელოვანი ის კი არაა,
გვესმის თუ არა ეს, არამედ ის, თუ რა პრაქტიკული სარგებელი შეგვიძლია აქედან მივიღოთ.

უსასრულობის წინ ამა თუ იმ მოდელის უპირატესობის შესახებ საუბარი უბრალოდ უაზრობა და


მეწვრილმანეობაა. წარმოიდგინეთ უსასრულობა მანძილის ზრდის მიმართულებით. იქ, შორს,
სასრული არ არის. უსასრულობას მანძილის კლების მიმართულებით, რაც არ უნდა უცნაური
იყოს, ასევე არა აქვს ბოლო. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ხილული სამყაროს მხოლოდ
შეზღუდულ ნაწილს. როგორც ტელესკოპს, ასევე მიკროსკოპს, თავისი საზღვრები გააჩნია.
უსასრულობა მიკროსამყაროს მიმართულებით არაფრით არ განსხვავდება მაკროსამყაროს
უსასრულობისგან.

არსებობს ჰიპოთეზა, რომ ჩვენს მიერ ხილული სამყარო „დიდი აფეთქების“ შედეგად
წარმოიშვა. მას შემდეგ იგი თითქოს უწყვეტად ფართოვდება. სხეულები კოსმოსში უზარმაზარი
სიჩქარით მოძრაობენ. მაგრამ მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ ასევე უზარმაზარ
მანძილებს, გვეჩვენება, რომ სამყაროს გაფართოება ძალიან ხანგრძლივად და ნელა
მიმდინარეობს.

ცნობილია ასევე, რომ ვაკუუმში დროის ყოველ მომენტში არსაიდან იბადებიან და მაშინვე
ქრებიან ელემენტარული ნაწილაკები. თუკი გავითვალისწინებთ დროისა და სივრცის
ფარდობითობას, ხელს არაფერი გვიშლის, რომ განვიხილოთ ყოველი ასეთი ნაწილაკი,
როგორც ცალკეული სამყარო - მსგავსად ჩვენი სამყაროსი. ჩვენ ხომ არ ვიცით ელემენტარული
ნაწილაკების აგებულება. ფიზიკოსებისთვის ისინი ხან ტალღებად ვლინდებიან, ხან
ნაწილაკებად. ვაღწევთ რა უფრო შორს მიკროსამყაროში, შეფარდებითი მანძილები ასეთივე
უზარმაზარი ხდება, და დრო შინაგანი დამკვირვებლისთვის კვლავ ნელდება. გარე
დამკვირვებლისთვის ჩვენი სამყარო მხოლოდ ერთი გაელვებაა, როგორც სიცარიელეში
დაბადებული და გამქრალი ნაწილაკი, ჩვენთვის კი, როგორც შინაგანი დამკვირვებლებისთვის,
სამყარო მილიარდობით წელი ცოცხლობს.

როდესაც ყავას მოყლუპავთ, დაფიქრდით: რამდენი სამყარო გადაყლაპეთ? უსასრულოდ


მრავალრიცხოვანი, რადგანაც უსასრულობა ნაწილებად არ იყოფა. მიკროსამყაროს შიგნით
„ფრენა“ ისეთივე შორეული და ხანგრძლივია, როგორც გარე კოსმოსის უსაზღვრო სივრცეებში.
დრო, სივრცის მსგავსად, უსასრულოა, როგორც წინ, ასევე უკან. დროის მონაკვეთები შესაძლოა
იყოს როგორც უსასრულოდ მცირე, ასევე უსასრულოდ დიდი. ნებისმიერი წერტილი დროის

19
მონაკვეთში შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ათვლის წერტილი, რომლის ორივე მხარეზეც
დროის უსასრულობა იშლება. ათვლის წერტილის გადანაცვლება დროის მონაკვეთში არაფერს
არ ცვლის არც წინ და არც უკან.

ერთმანეთში ჩალაგებული სამყაროების მთელი ეს უსასრულობა ერთდროულად არსებობს.


სამყაროს ცენტრი იმყოფება ერთდროულად ყოველ წერტილში, რადგანაც ნებისმიერ
წერტილს ნებისმიერი მხრიდან გარს ახვევია იგივე უსასრულობა. და ყველა მოვლენა
ერთდროულად არსებობს იმავე მიზეზით, რითაც სამყაროს ცენტრი ერთდროულად იმყოფება
ყოველ წერტილში. ამის წარმოდგენა რთულია. მაგრამ უსასრულობის მზერით მოცვაც ხომ
ასევე შეუძლებელია. როგორც არ უნდა იმოძრაოთ აზრობრივად სამყაროში, იმის იქით იგივე
უსასრულობა იშლება. არსებობს კიდევ უფრო ჩახლართული თეორიებიც, რომელთა
თანახმადაც ჩვენი ხილული სამყარო სასრულ სფეროდ იქცევა - ოთხგანზომილებიან სივრცეში.
მაგრამ ეს საქმეს არ გვიადვილებს, რადგან თეორიულად, განზომილებები, ისევ ვიმეორებ,
შესაძლოა უსასრულოდ ბევრი იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფრის წარმოდგენა და
იძულებულნი ვართ დავკმაყოფილდეთ ჩვენი ვიწრო თვალსაწიერით და თავი მოვაჩვენოთ,
რომ რაღაც გვესმის.

თანამედროვე მეცნიერებაში ბევრი რამაა გაუგებარი და აუხსნელი, მაგრამ ეს ხელს არ


გვიშლის, რომ მისი ნაყოფები გამოვიყენოთ. თუკი ტრანსსერფინგის პრინციპებს გამოიყენებთ,
თქვენ საოცარ შედეგებს მიიღებთ. მაგრამ მოდით, ახლავე შევთანხმდეთ, რომ არ დავტანჯოთ
საკუთარი თავი კითხვებით, რატომ და როგორ ხდება ეს. იგივე წარმატებით ბავშვს შეუძლია
ჰკითხოს ფიზიკოსს: „რატომ იზიდავენ სხეულები ერთმანეთს?“ მეცნიერი უპასუხებს: „იმიტომ,
რომ გრავიტაციის კანონი მოქმედებს“. ამას მოჰყვება ახალი კითხვა: „და რატომ მოქმედებს
გრავიტაციის კანონი? მაინც, რატომ იზიდავენ სხეულები ერთმანეთს?“ პასუხი არ არის. ჰოდა
დავტოვოთ რაღაცის ახსნის მცდელობის ეს არამადლიერი საქმე და უბრალოდ გამოვიყენოთ
ვარიანტთა მოდელის შედეგები. შეუძლებელია ყველაფერი ვიცოდეთ და ყველაფერი
გვესმოდეს.

ვარიანტთა მოდელიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანი თავად ქმნის თავის ბედს. და მაინც,
ბედის კონცეფცია ტრანსსერფინგში განსხვავდება ფართოდ გავრცელებული კონცეფციებისგან.
რაშია განსხვავება? იმაში, რომ საკუთარი ბედნიერება უნდა ავირჩიოთ, ნაცვლად იმისა, რომ
ვიბრძოლოთ მისთვის. ნუ იჩქარებთ ვარიანტთა მოდელის მაშინვე მიღებას ან მის უარყოფას.
უბრალოდ დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ბევრს მიაღწიეთ სამყაროსთან თქვენი ბედნიერების
მოსაპოვებლად ბრძოლაში? ყველა თავისთვის ირჩევს, იგივე სტილში განაგრძოს ბრძოლა, თუ
სხვა მეთოდი სცადოს. რადგანაც ბრძოლაში შეიძლება მთელი ცხოვრება დახარჯო, და მაინც
ვერაფერს მიაღწიო. უფრო ადვილი არაა, გააკეთო ისე, რომ სამყარო თავად წამოვიდეს
თქვენსკენ შესახვედრად? ის ხომ სხვას არაფერს აკეთებს, გარდა თქვენი არჩევანის
რეალიზაციისა.

არჩეული შეკვეთა ყოველთვის და უაპელაციოდ სრულდება. მაგრამ არჩევანი -ეს არაა


სურვილი, არამედ რაღაც სხვაა, რაზეც ამ წიგნში გაიგებთ. სურვილები მხოლოდ ზღაპრებში
სრულდება. ტყუილად არაა ხალხში გამჯდარი რწმენა, რომ სურვილების ასრულება ან ძალიან
ძნელია, ან შეუძლებელი. ჩვენ მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადავდგით მეთვალყურის გამოცანის

20
ამოხსნისკენ. მალე თქვენ გაიგებთ, რატომ არ ხორციელდება სურვილები და არ სრულდება
ოცნებები.

რეზიუმე

რეალობას გააჩნია გამოვლინების ფორმათა უსასრულო მრავალფეროვნება.

სამყაროს მრავალვარიანტობა მისი პირველი ფუნდამენტალური თვისებაა.

ნებისმიერი მოდელი წარმოადგენს რეალობის გამოვლინების მხოლოდ ცალკეულ ასპექტს.

ცოდნის ნებისმიერი განხრა რეალობის გამოვლინების არჩეულ ასპექტს ეფუძნება.

თქვენი არჩევანი ყოველთვის რეალიზდება. რასაც ირჩევთ, იმას იღებთ.

ვარიანტთა სივრცე - ესაა ინფორმაციის ველი იმის შესახებ, თუ რა იყო, რა არის და რა იქნება.

ინფორმაციის ველი შეიცავს ნებისმიერი მოვლენის პოტენციურ ვარიანტებს.

ვარიანტი შედგება სცენარისგან და დეკორაციისგან.

სივრცე შეგვიძლია დავყოთ სექტორებად, რომელთაგან ყოველში თავისი ვარიანტია.

რაც უფრო მეტია დაშორება სექტორებს შორის, მით უფრო მეტია სხვაობა ვარიანტებს შორის.

სექტორები მიახლოებით ერთნაირი პარამეტრებით - ცხოვრების ხაზებად ლაგდებიან.

მატერიალური რეალიზაცია სივრცეში მოძრაობს, როგორც ენერგეტიკული პოტენციალი.

აზრობრივი ენერგიის გამოსხივება ახდენს ვარიანტის მატერიალური რეალიზაციის


ინდუცირებას.

ყოველ ორგანიზმს შეაქვს თავისი წვლილი მატერიალური რეალიზაციის ფორმირებაში.

როცა გამოსხივების პარამეტრები იცვლება, ხდება გადასვლა სხვა ხაზზე.

თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ სცენარი, მაგრამ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა.

არაა აუცილებელი ბედნიერებისთვის ბრძოლა - შესაძლებელია უბრალოდ ავირჩიოთ ის


ვარიანტი, რაც გულს გაუხარდება.

21
თავი II. ქანქარები

მთარგმნელი: მამუკა გურული

დესტრუქციული ქანქარები

ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, როგორ დავემორჩილოთ სხვის ნებას, როგორ


შევასრულოთ მოვალეობები, როგორ ვემსახუროთ მამულს, ოჯახს, პოლიტიკურ პარტიას,
ფირმას, სახელმწიფოს, იდეას... ვისაც გნებავთ, ოღონდ საკუთარი თავს - მხოლოდ ყველაზე
ბოლოს. ყველას აქვს ამა თუ იმ დონით მოვალეობის, პასუხისმგებლობის, აუცილებლობის,
დანაშაულის გრძნობა. ყოველი ადამიანი ასე თუ ისე „სამსახურში“ უდგას სხვადასხვა სოციალურ
ჯგუფებსა და ორგანიზაციებს: ოჯახს, კლუბს, სასწავლო დაწესებულებას, ბიზნესს, პოლიტიკურ
პარტიას, სახელმწიფოს და ა.შ. ყველა ეს სტრუქტურა იბადება და ვითარდება, როცა ადამიანთა
ცალკეული ჯგუფი იწყებს აზროვნებას და მოქმედებას ერთი მიმართულებით. შემდეგ მათ
უერთდებიან სხვა ადამიანები, და სტრუქტურა იზრდება, ძალას იკრებს, აიძულებს თავის
წევრებს, რომ დაწესებულ წესებს მიჰყვნენ და საბოლოო ჯამში შეუძლია საზოგადოების დიდი
ფენა დაიმორჩილოს.

მატერიალური რეალიზაციის დონეზე სტრუქტურა შედგება ადამიანებისგან, რომლებიც


გაერთიანებულნი არიან საერთო მიზნებით, და მატერიალური საგნებისგან, როგორებიცაა
შენობები, შეიარაღებები, ავეჯი, მოწყობილობები, ტექნიკა და ა.შ. მაგრამ რა დგას ამ
ყველაფრის უკან ენერგეტიკულ დონეზე? სტრუქტურა ჩნდება, როდესაც ადამიანთა ჯგუფების
აზრები ერთ მხარესაა მიმართული, და შესაბამისად, აზრობრივი ენერგიის პარამეტრები
იდენტურია. ცალკეული ადამიანების აზრობრივი ენერგია ინტერფერენციულ სურათს ქმნის
ენერგეტიკულ ველში. ასეთ შემთხვევაში ენერგიის ოკეანის შიგნით იქმნება ცალკეული
დამოუკიდებელი ენერგო-ინფორმაციული სტრუქტურა - ენერგეტიკული ქანქარა. ეს
სტრუქტურა თავისი ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას და აიძულებს მათში ჩართულ ადამიანებს,
რომ მის კანონებს დაემორჩილონ.

რატომ ქანქარა? იმიტომ, რომ იგი მით უფრო ძლიერად ქანაობს, რაც უფრო მეტი ადამიანი -
მიმდევარი - კვებავს მას თავისი ენერგიით. ყოველ ქანქარას თავისი დამახასიათებელი რხევის
სიხშირე აქვს. მაგალითად, საქანელა შეგვიძლია ვაქანაოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
გარკვეული სიხშირის ძალისხმევას გამოვიყენებთ. ამ სიხშირეს რეზონანსული ეწოდება. თუ
ქანქარას მიმდევართა რაოდენობა მცირდება, მისი რხევები თანდათან ქრება, და როდესაც
მიმდევრები საერთოდ აღარ რჩება, ქანქარა ჩერდება, და როგორც არსება კვდება. აი,
ჩამქრალი ქანქარების რამდენიმე მაგალითი: უძველესი წარმართული რელიგიები, ქვის ხანის
შრომის იარაღები, იარაღის ძველი სახეობები, მოდის ძველი მიმდინარეობები, ვინილის
ფირფიტები, ყველაფერი, რაც ადრე იყო და ახლა აღარ გამოიყენება.

თქვენ ალბათ გაკვირვებული ხართ: ნუთუ ეს ყველაფერი ქანქარებია? დიახ, ნებისმიერი


სტრუქტურა თავისი ატრიბუტებით, ადამიანთა აზრობრივი ენერგიით შექმნილნი - ქანქარებს
წარმოადგენენ. საერთოდ, ნებისმიერი ცოცხალი არსებები, რომლებსაც შეუძლიათ ენერგიის
ერთი მიმართულებით გამოსხივება, ადრე თუ გვიან ენერგეტიკულ ქანქარებს ქმნიან. აი,
ქანქარების მაგალითები ცოცხალ ბუნებაში: ბაქტერიის კოლონიები, ცოცხალი არსებების

22
პოპულაციები, თევზების გუნდები, ცხოველთა ჯოგები, ტყის მასივები, პრერიები, ჭიანჭველების
ბუდეები - ცოცხალი ორგანიზმების ნებისმიერი მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული და
ერთგვაროვანი სტრუქტურა.

ყოველი ცალკეული ცოცხალი ორგანიზმი თავისთავად ელემენტარული ქანქარაა, რადგანაც


ენერგეტიკულ ერთეულს წარმოადგენს. როდესაც ესეთი ერთეული ქანქარების ჯგუფი უნისონში
იწყებს რხევას, იქმნება ჯგუფური ქანქარა. იგი თავისი მიმდევრების თავზე დგას, როგორც
ზედნაშენი, არსებობს, როგორც ცალკეული დამოუკიდებელი სტრუქტურა და აფუძნებს წესებს
თავისი მიმდევრებისთვის, რათა ერთად შეინარჩუნოს ისინი და ახლებიც დაიმატოს. ასეთი
სტრუქტურა დამოუკიდებელია იმ თვალსაზრისით, რომ დამოუკიდებლად, თავისი კანონებით
ვითარდება. მიმდევრები ვერ აცნობიერებენ, რომ ქანქარას კანონებით მოქმედებენ, და არა
თავისი საკუთარი ნებით. მაგალითად, ბიუროკრატიული აპარატი ვითარდება, როგორც
დამოუკიდებელი სტრუქტურა, ცალკეული ჩინოვნიკების ნებისგან დამოუკიდებლად. რა თქმა
უნდა, გავლენიან ჩინოვნიკს შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ეს
გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაში ვერ მოვლენ სისტემის კანონებთან, რადგანაც ამ
შემთხვევაში იგი განდევნილი იქნება. ერთი ადამიანიც კი, რომელიც თავად წარმოადგენს
ქანქარას, ყოველთვის ვერ უწევს საკუთარ თავს ანგარიშს საკუთარ მოტივაციებში. მაგალითად
ენერგეტიკული ვამპირი.

ნებისმიერი ქანქარა თავისი ბუნებით დესტრუქციულია, რადგანაც ენერგიას ართმევს თავის


მიმდევრებს და თავის ძალაუფლებას აწესებს მათზე. ქანქარას დესტრუქციულობა იმაში
ვლინდება, რომ მას საქმე არ აქვს ყოველი ცალკეული მიმდევრის ბედთან, და არ ღელავს
მათზე. ქანქარას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - მიიღოს მიმდევრისგან ენერგია, და სასარგებლო
იქნება ეს თავად მიმდევრისთვის თუ არა - მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი, რომელიც სისტემის
გავლენის ქვეშ ექცევა, იძულებულია, რომ თავისი ცხოვრება ამ სისტემის კანონებთან
შესაბამისობაში ააწყოს, სხვაგვარად მას დაღეჭავენ და გადააფურთხებენ. დესტრუქციული
ქანქარის გავლენის ქვეშ მოქცევა და საკუთარი ცხოვრების დანგრევა ძალიან იოლია. მისგან
დანაკარგების გარეშე თავის დაძვრენა კი, როგორც წესი, რთულია.

თუ ადამიანს გაუმართლა, იგი პოულობს თავის ადგილს სისტემაში და თავს ისე გრძნობს,
როგორც თევზი წყალში. იგი, როგორც მიმდევარი, ენერგიას აძლევს ქანქარას, ეს უკანასკნელი
კი მისთვის საარსებო გარემოს უზრუნველჰყოფს. როგორც კი მიმდევარი სტრუქტურის
კანონების დარღვევას იწყებს, მისი გამოსხივების სიხშირე უკვე აღარ შეესაბამება ქანქარის
რხევის რეზონანსულ სიხშირეს. ქანქარას აღარ შეუძლია ენერგიის მიღება და გარეთ აგდებს ან
ანადგურებს ჭირვეულ მიმდევარს.

თუკი ადამიანი თავისთვის კეთილსასურველი ცხოვრებისეული ხაზებისგან შორს აღმოჩნდა,


მაშინ ცხოვრება უცხო ქანქარაში მისთვის კატორღად, ან უბადრუკ არსებობად იქცევა. ასეთი
ქანქარა მიმდევრისთვის სუფთად დესტრუქციული ხდება. ადამიანი, რომელიც დესტრუქციული
ქანქარას გავლენის ქვეშ აღმოჩნდება, თავისუფლებას კარგავს. იგი იძულებულია ქანქარას
წესებით იცხოვროს და ჭანჭიკი იყოს დიდ მექანიზმში - მოსწონს ეს თუ არ მოსწონს.

ადამიანს შეუძლია ქანქარას მფარველობის ქვეშ მოხვდეს და დიდ შედეგებს მიაღწიოს.


ნაპოლეონი, ჰიტლერი, სტალინი და მსგავსნი - ყველანი დესტრუქციული ქანქარების

23
ფავორიტები არიან. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დესტრუქციული ქანქარა საერთოდ არ
ზრუნავს თავისი მიმდევრების კეთილდღეობაზე, არამედ მხოლოდ იყენებს მათ თავისი
მიზნებისთვის. როცა ნაპოლეონს ჰკითხეს, იყო თუ არა როდესმე ნამდვილად ბედნიერი, მან
მხოლოდ რამდენიმე დღე მოთვალა თავისი ცხოვრებიდან.

ქანქარა დახვეწილ მეთოდებს იყენებს ახალი მიმდევრების მოსაზიდად, რომლებიც ისე


მოფრინავენ, როგორც პეპლები შუქზე. რა ხშირადაა, როცა ქანქარას რეკლამებით მოხიბლული
ადამიანები შორს მიდიან იმ ბედნიერებისგან, რომელიც ძალიან ახლოს იყო! მიდიან ჯარში და
კვდებიან. აბარებენ სასწავლო დაწესებულებაში და ტყუილად სწავლობენ არა თავის
პროფესიას. პოულობენ უცხო და თითქოს პრესტიჟულ სამუშაოს, და იძირებიან პრობლემათა
ჭაობში. უკავშირებენ თავის ცხოვრებას უცხო ადამიანს და შემდეგ იტანჯებიან.

ქანქარას საქმიანობას ძალიან ხშირად მივყავართ მიმდევართა ბედის ნგრევასთან, მიუხედავად


იმისა, რომ იგი ცდილობს დაფაროს თავისი მოტივები ყოველგვარი კეთილშობილური და
გამამართლებელი ნიღბებით. მთავარი საფრთხე დესტრუქციული ქანქარას ზეგავლენის ქვეშ
მოხვედრილი ადამიანისთვის იმაში მდგომარეობს, რომ ქანქარას შორს მიჰყავს თავისი
მსხვერპლი იმ ცხოვრების ხაზებისგან, სადაც ადამიანი თავის ბედნიერებას მოიპოვებს.

ჩამოვთვალოთ დესტრუქციული ქანქარას განმასხვავებელი ნიშნები:

- ქანქარა იკვებება თავისი მიმდევრების ენერგიით და ამის ხარჯზე აძლიერებს თავის რხევებს.

- ქანქარა ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი მიმდევარი მოიზიდოს, რათა რაც შეიძლება მეტი
ენერგია მიიღოს.

- ქანქარა აპირისპირებს თავისი მიმდევრების ჯგუფს ყველა დანარჩენ ჯგუფებთან. (ჩვენ აი,
ასეთები ვართ, ისინი კი, სხვები - ცუდები არიან),

- ქანქარა აგრესიულად ადანაშაულებს ყველას, ვინც არ მოინდომა მისი მიმდევრობა, და


ცდილობს, რომ ან გადმოიბიროს, ან გაანეიტრალოს და მოიშოროს.

- ქანქარა იყენებს კეთილშობილურ მიმზიდველ ნიღბებს, ინიღბება მაღალი მიზნებით, თამაშობს


ადამიანთა გრძნობებზე, რათა გაამართლოს თავისი ქმედებები და დაიპყროს რაც შეიძლება
მეტი მიმდევარი.

ის, თუ როგორ შთანთქავს ქანქარა თავისი მიმდევრების ენერგიას, შეგვიძლია თვალსაჩინოდ


ვაჩვენოთ შემდეგი მაგალითით: წარმოიდგინეთ სავსე სტადიონი, მიდის დაძაბული
საფეხბურთო მატჩი, ვნებები პიკზეა, გულშემატკივრები ღელავენ. აი, ერთმა ფეხბურთელმა
უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რამაც მისი გუნდი დამარცხებამდე მიიყვანა. ფეხბურთელს
გულშემატკივართა რისხვის ტალღა ატყდება, ისინი მზად არიან, რომ შუაზე გაგლიჯონ.
წარმოიდგინეთ, ნეგატიური ენერგიის რა მასა ატყდება თავს ამ საწყალს? ასეთი უზარმაზარი
დარტყმისგან იგი უბრალოდ ადგილზე უნდა მომკვდარიყო. მაგრამ ეს არ ხდება, იგი ცოცხალი
და ჯანმრთელია, თუმცა კი დათრგუნულია დანაშაულის გრძნობით. სად წავიდა ფეხბურთელზე

24
მიმართული ნეგატიური ენერგია? იგი ქანქარამ წაიღო. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ბრბოს
სიძულვილის ობიექტი მოკვდებოდა, კუმირი კი უბრალოდ ჰაერში აფრინდებოდა ხოლმე.

მე ვერ განვსჯი, ქანქარა განსულიერებული ენერგეტიკული არსებაა, თუ უბრალოდ


ენერგეტიკული ფორმა. და ამას არც აქვს ტრანსსერფინგის ტექნიკისთვის არანაირი
მნიშვნელობა. მთავარია - ამოვიცნოთ ქანქარა და არ მივიღოთ მისი თამაში საკუთარი
თავისთვის სარგებელის გარეშე. დესტრუქციული ქანქარას ამოცნობა ძალიან მარტივია ერთი
განმასხვავებელი ნიშნით. დესტრუქციული ქანქარა ყოველთვის ეჯიბრება თავის მსგავსებს
მიმდევრების მოსაპოვებლად ბრძოლაში. ქანქარას მიზანი მხოლოდ ერთია - დაითრიოს რაც
შეიძლება მეტი მიმდევარი, რათა მიიღოს, რაც შეიძლება მეტი ენერგია. რაც უფრო აგრესიულად
მოქმედებს ქანქარა მიმდევრებისთვის ბრძოლაში, მით უფრო დესტრუქციულია იგი, ანუ
წარმოადგენს საფრთხეს ცალკეული ადამიანის ბედისთვის.

შეგიძლიათ შემეწინააღმდეგოთ, რომ ხომ არსებობენ საქველმოქმედო ორგანიზაციები,


ბუნების და ცხოველთა დაცვის საზოგადოებები და ა.შ. რა არის მათში დესტრუქციული? პირადად
თქვენთვის ის, რომ ისინი, როგორც არ უნდა შეხედო, თქვენი ენერგიით იკვებებიან, და არანაირი
საქმე არ აქვთ თქვენს პირად ბედნიერებასთან და კეთილდღეობასთან. ისინი მოგიწოდებენ,
რომ მოწყალენი იყოთ სხვების მიმართ და გულგრილნი რჩებიან თქვენს მიმართ. თუ თქვენ ეს
გაწყობთ, და ასეთ საქმეში მართლაც ბედნიერად გრძნობთ თავს, ე.ი. ეს თქვენი მოწოდებაა, და
თქვენ იპოვნეთ თქვენი ქანქარა. მაგრამ აქ გულწრფელნი უნდა იყოთ საკუთარ თავთან: ხომ არ
ატარებთ კეთილისმყოფელის ნიღაბს? მართლა გულწრფელად გასცემთ თქვენს ფულსა და
ენერგიას სხვების საკეთილდღეოდ, თუ ქველმოქმედის როლს თამაშობთ, რათა უკეთესი
გამოჩნდეთ?

დესტრუქციულმა ქანქარებმა დაავიწყეს ადამიანებს საკუთარი ბედის არჩევა. რადგან თუკი


ადამიანი თავისუფალი იქნება თავის არჩევანში, იგი დამოუკიდებლობას მოიპოვებს. მაშინ
ქანქარები ვერ დაითრევენ ასეთ ადამიანს თავის მიმდევართა რიგებში. ადამიანის ცნობიერება
იმდენად შეეგუა, რომ ბედი - ეს ხვედრია, მას მართლაც ძალიან უჭირს დაიჯეროს იმის, რომ
შეუძლია ის ბედი აირჩიოს, რომელიც მეტად მოსწონს. ქანქარებისთვის მომგებიანია
მიმდევრების კონტროლ-ქვეშ ყოლა, ამიტომ ყველა შესაძლო საშუალებას იგონებენ თავისი
მსახურების მანიპულირებისთვის. მომდევნო ტექსტიდან თქვენთვის ცხადი გახდება, როგორ
აკეთებენ ამას.

ტრანსერფინგსაც ასევე შეუძლია გახდეს ქანქარა, თუ მისგან კულტს, მოძრაობას ან სკოლას


შექმნით. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქანქარები სხვადასხვა დონით არიან დესტრუქციულები.
ტრანსსერფინგი უარეს შემთხვევაშიც კი ყველაზე ნაკლებად დესტრუქციული იქნება, რადგანაც
ემსახურება არა რაიმე ერთი მიმართულების მიზანს, არამედ ცალსახად ყოველი ცალკეული
ინდივიდის კეთილდღეობას. ამიტომ ეს ძალზე უჩვეულო ქანქარა იქნებოდა, ერთგვარი
ინდივიდუალისტების საზოგადოება, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად საკუთარი ბედით არიან
დაკავებულნი. სხვათაშორის, აი, თქვენ, საშინაო დავალება: როგორ ქანქარებს შეგიძლიათ
უწოდოთ კონსტრუქციული?

25
მაგრამ რატომ გიყვებით ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ აგიხსნათ, რას ნიშნავს საკუთარი ბედის
არჩევა და როგორ გააკეთოთ ეს. აღიჭურვეთ მოთმინებით, ძვირფასო მკითხველო,
ყველაფერი არც ისე მარტივია, მაგრამ თანდათან სურათი მკაფიო გახდება.

ქანქარების ბრძოლა

დესტრუქციული ქანქარების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ იგი


აგრესიულად ცდილობს სხვა ქანქარების განადგურებას, რათა მისი მიმდევრები თავის მხარეს
გადმოიბიროს. ამისთვის იგი გამუდმებით აქეზებს თავის მიმდევრებს სხვებზე: „ჩვენ ასეთები
ვართ, ისინი კი სხვანაირები არიან! ცუდები!“. ამ ბრძოლაში ჩართული მიმდევრები თავის გზას
უხვევენ და ცრუ მიზნებისკენ მიდიან, რომლებსაც შეცდომით აღიქვამენ თავიანთ მიზნებად. ესაა
დესტრუქციული ქანქარების გამოვლინება. ბრძოლა უცხო მიმდევრების წინააღმდეგ უნაყოფოა
და იწვევს როგორც საკუთარი, ასევე სხვების მიმდევრების ცხოვრების დანგრევას.

ავიღოთ მიმდევრებისთვის ბრძოლის უკიდურესი მაგალითი - ომი. იმისთვის, რომ დაარწმუნოს


თავისი მიმდევრები, რომ ომში უნდა წავიდნენ, ქანქარას მოჰყავს არგუმენტები, რომლებიც
კონკრეტულ ისტორიულ ეპოქას შეესაბამებიან. ყველაზე პრიმიტიული მეთოდი, რომელიც
ადრე გამოიყენებოდა, ეს იყო უბრალოდ ბრძანება - წაერთმიათ სხვებისთვის ის, რაც მათ
ეკუთვნით. იმასთან ერთად, რაც საზოგადოება უფრო ცივილიზებული ხდებოდა, არგუმენტები
უფრო რაფინირებულ ფორმას იღებდნენ. ერთი ნაცია უმაღლესად ცხადდებოდა, სხვები კი
დაბალხარისხოვნებად. „კეთილი“ მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ეს განუვითარებელი ერები
მაღალ დონეზე აიყვანონ, ხოლო თუ ისინი წინააღმდეგობას გაუწევენ, მათ წინააღმდეგ ძალა
გამოიყენონ. ომის თანამედროვე კონცეფციები კი დაახლოებით შემდეგნაირად გამოიყურება:

ტყეში ხეზე ფუტკრების სკა ჰკიდია. იქ ველური ფუტკრები ცხოვრობენ, თაფლს გამოიმუშავებენ
და თავიანთ პატარებს ზრდიან. მაგრამ აი, სკასთან მიდის ქანქარა და თავის მიმდევრებს
უცხადებს: „ესენი ველური ფუტკრები არიან, და ძალიან საშიშები არიან, ამიტომ უნდა
გავანადგუროთ, ან სკა მაინც დავაცარიელოთ. არ გჯერათ? შეხედეთ!“ ამ დროს იგი ჯოხს ესვრის
სკას. ფუტკრები გამოფრინდებიან და ქანქარას მიმდევრების დანესტვრას იწყებენ. ქანქარა კი
ზეიმობს: „აი, ხომ ხედავთ, როგორი აგრესიულები არიან! ისინი უნდა განადგურდნენ!“

რაც არ უნდა გამამართლებელი ლოზუნგებით ინიღბებოდნენ ომები და რევოლუციები, მათი


არსი ერთია - ესაა ქანქარების ბრძოლა მიმდევრებისთვის. ბრძოლის ფორმები შეიძლება
სხვადასხვა იყოს, მაგრამ ერთადერთი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება მეტი
მიმდევარი მოიპოვოს. ისინი სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენენ ქანქარასთვის. მათ
გარეშე იგი გაჩერდება, ამიტომ ქანქარების ბრძოლა - ესაა ბუნებრივი და გარდუვალი ბრძოლა
არსებობისთვის.

ომებისა და რევოლუციების შემდეგ მოდის ბრძოლის ნაკლებად აგრესიული, მაგრამ საკმაოდ


სასტიკი ფორმები. მაგალითად, ბრძოლა გასაღების ბაზრისთვის, პოლიტიკურ პარტიათა
დაპირისპირება, კონკურენცია ეკონომიკაში, მარკეტინგის ყველა შესაძლო ფორმა, სარეკლამო
კომპანიები, იდეოლოგიური პროპაგანდა და ა.შ. ადამიანთა საარსებო გარემო ქანქარებზეა
აწყობილი, ამიტომ საქმიანობის ყველა სფერო კონკურენციითაა მოცული. კონკურენცია ხდება

26
ყველა დონეზე, დაწყებული სახელმწიფოებს შორის დავებით, დამთავრებული საკლუბო
გუნდებით და ცალკეული ადამიანებით.

ახალი, უჩვეულო და გაუგებარი ყოველთვის ძნელად იკვლევს გზას. რატომ ხდება ასე? ნუთუ
მხოლოდ აზროვნების ინერტულობის გამო? მთავარი მიზეზი იმაშია, რომ ძველ ქანქარებს არ
აწყობთ ახალბედას გამოჩენა, რომელიც თავის მხარეს გადაიბირებს მათ მიმდევრებს.
მაგალითად, შიგა წვის ძრავა, რომელიც ასე ძლიერ აბინძურებს გარემოს, დიდი ხნის წინ უნდა
ჩაბარებოდა წარსულს, რადგანაც შემუშავებულია ძრავების მრავალი ალტერნატიული,
ეკოლოგიურად სუფთა მოდელი. მაგრამ ეს სიკვდილს უქადის ნავთობ კომპანიების ქანქარებს,
ისინი კი ჯერ-ჯერობით ძალიან ძლიერები არიან, ამიტომ საშუალებას არ მისცემენ ვიღაც
გამომგონებლებს, რომ აი ასე, უბრალოდ მოიშორონ სცენიდან. იქამდე მიდის, რომ ეს
მონსტრები ყიდულობენ პატენტებს ძრავების ახალ მოდელებზე, საიდუმლოთ ინახავენ მათ და
აცხადებენ, რომ ისინი დაბალეფექტურნი არიან.

ახდენენ რა თავისი სტრუქტურის რეალიზაციას მატერიალურ დონეზე, ქანქარები თავიანთ


მდგომარეობას ფინანსური საშუალებებით, შეიარაღებით, ტექნიკით და რა თქმა უნდა,
ადამიანური რესურსებით ამყარებენ. ადამიანური პირამიდების თავში ქანქარების ფავორიტები
დგებიან - ყველა რანგის ხელმძღვანელები, დაწყებული დაბალი რანგის უფროსებით,
დამთავრებული სახელმწიფოს პრეზიდენტებით. აუცილებელი არაა, რომ ფავორიტი
განსაკუთრებულ თვისებებს ატარებდეს. როგორც წესი, ფავორიტები ის მიმდევრები ხდებიან,
რომელთა პარამეტრებიც ყველაზე ოპტიმალურად ეწერება ქანქარას სტრუქტურაში. ფავორიტს
შესაძლოა მოეჩვენოს, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია თავის ცხოვრებაში ცალსახად
თავისი ღირსებების წყალობით. რაღაც დონეზე ეს მართლაც ასეა, მაგრამ ფავორიტების წინ
წამოწევაში სამუშაოს უმეტეს ნაწილს ქანქარას თვითორგანიზებადი სტრუქტურა ასრულებს.
თუკი ფავორიტის პარამეტრები უკვე აღარ შეესაბამება სისტემის მოთხოვნებს, იგი უმოწყალოდ
იქნება მოცილებული. ქანქარების ბრძოლა დესტრუქციულია მათი მიმდევრებისთვის იმით, რომ
მიმდევარს ეჩვენება, თითქოს ასრულებენ რა ქანქარას ნებას, საკუთარი პირადი
გადაწყვეტილებით მოქმედებს. მიმდევრების პირადი ნება უმეტეს შემთხვევაში ქანქარების
მიერაა შეპყრობილი. როგორც კი ადამიანი განეწყო ქანქარას სიხშირეზე, ჩნდება
ურთიერთკავშირი მასა და ქანქარას შორის ენერგეტიკულ დონეზე. მიმდევრის აზრობრივი
ენერგიის გამოსხივების სიხშირე ფიქსირდება და მიტაცებული ხდება ქანქარას ენერგიის მიერ.
ჩნდება ერთგვარი დაჭერა, მარყუჟი უკუ-კავშირით. მიმდევარი გამოასხივებს ქანქარას
რეზონანსულ სიხშირეზე, ის კი, თავის მხრივ, ასევე ცოტათი კვებავს მას ენერგიით, რათა
ზეგავლენა შეინარჩუნოს.

მატერიალური რეალიზაციის დონეზე ჩვენ ასეთ ურთიერთქმედებას ჩვეული სურათის სახით


ვხედავთ. მაგალითად, პოლიტიკური პარტიის ქანქარა აგიტაციას ატარებს, იჭერს მიმდევარს და
ერთგვარ ენერგეტიკულ გამოკვებას აძლევს მას - სიმართლის შეგრძნების, დაკმაყოფილების,
ღირსების, მნიშვნელოვანების სახით. მიმდევარს ეჩვენება, რომ სიტუაციაზე კონტროლს ფლობს
- მას შეუძლია აირჩიოს. სინამდვილეში ის აირჩიეს და კონტროლი დაამყარეს მასზე.
გარეგნულად ეს ისე გამოიყურება, როგორც მიმდევრის დარწმუნებულობა, რომ იგი საკუთარ
ნებას ანხორციელებს. მაგრამ ეს ნება მას ოსტატურად და შეუმჩნევლად ქანქარამ მოახვია თავს.
შემდეგ მიმდევარი ქანქარას ინფორმაციულ ველში ხვდება, თავის მსგავსებთან ურთიერთობს იმ
თემებზე, რომლებიც ქანქქარას ეხება, ენერგეტიკულ კავშირში შედის და ამით თავის სიხშირეს

27
აფიქსირებს. შემდეგ მიმდევრის მოლოდინები შესაძლოა გაცრუებულ იქნეს, ჩნდება აზრები
ქანქარას წინააღმდეგ, და გამოსხივების სიხშირე თავს აღწევს დამჭერ მარყუჟს. დამჭერი ძალა
ქანქარას ძლევამოსილების შესაბამისად მერყეობს. ერთ შემთხვევაში მიმდევარს ნებას
აძლევენ, რომ უბრალოდ წავიდეს, სხვა შემთხვევებში კი ასეთ ერეტიკოსს შესაძლოა
თავისუფლება ან სიცოცხლეც კი წაართვან.

სიხშირის მიტაცების ილუსტრაცია ასეთი თვალსაჩინო მაგალითითაც შეგვიძლია: თქვენთვის


რაიმე მელოდიას ღიღინებთ. მაგრამ ამ მომენტში სხვა ხმამაღალი მუსიკის ხმა გაიგეთ. ახლა,
როცა სხვა მუსიკას უსმენთ, ძალიან გიჭირთ წინა მოტივის ღიღინი.

ტრანსსერფინგის მიზნებისთვის მნიშვნელოვანი არაა, რა სახით ხდება ურთიერთქმედება


ქანქარასა და მიმდევრებს შორის ენერგეტიკულ დონეზე. ჩვენ ამ ურთიერთქმედებას ფიზიკური
ქანქარას მარტივი მოდელითა და ადამიანური ცნებებით გამოვიკვლევთ. ეს სრულიად
საკმარისია. ამ ყველაფრის დეტალურად და ზუსტად ახსნას სინამდვილეში ვერავინ შეძლებს,
რადგანაც მაშინ ჩნდება კითხვა: და როგორ გავიგოთ სიტყვა - „სინამდვილეში“? და ა.შ.
შემეცნების უსასრულო პროცესის შესაბამისად. დაუფასებელი შრომაა, ამიტომ მოგვიწევს
მცირედით დავკმაყოფილდეთ. და თანაც, თავი - ნაგვის ყუთი არაა. უნდა გვიხაროდეს უკვე ის,
რომ რაღაცის გაგება მაინც შეგვიძლია. ახლა კი ვნახოთ, როგორ მანიპულირებენ ქანქარები
თავიანთი მიმდევრებით.

მარიონეტთა ძაფები

მოდით, დავსვათ კითხვა: როგორ შეუძლიათ ქანქარებს, რომ აიძულონ თავიანთ მიმდევრებს
ენერგიის ნებაყოფლობით მიცემა? დიდ და ძლევამოსილ ქანქარას შეუძლია აიძულოს თავისი
მიმდევრები, რომ გარკვეული წესებით იმოქმედონ, მაგრამ როგორ აკეთებენ ამას სუსტი
ქანქარები? როცა ადამიანს არ აქვს ძალაუფლება, რომ ძალადობით აიძულოს ვინმეს რამის
გაკეთება, იგი გონივრულ არგუმენტებს, დარწმუნებებს, შეპირებებს და ა.შ. იყენებს. ყველაფერი
ეს სუსტი მეთოდებია, რომლებიც მხოლოდ ბუნებრივი ძალებისგან მოწყვეტილ ადამიანთა
საზოგადოებას ახასიათებს. ზოგჯერ ქანქარებიც იყენებენ ასეთ მეთოდებს, მაგრამ გაცილებით
უფრო მძლავრი იარაღიც გააჩნიათ. ქანქარები წარმოადგენენ ენერგო-ინფორმაციულ
არსებებს, ამიტომაც მოქმედებენ ამ სამყაროს ურყევი და ძლევამოსილი კანონების შესაბამისად.
ადამიანი ენერგიას მაშინ აძლევს ქანქარას, როდესაც გამოასხივებს აზრობრივ ენერგიას
ქანქარას რეზონანსულ სიხშირეზე. ამისთვის ადამიანს არ სჭირდება, რომ ცნობიერად
წარმართოს თავისი აზრები ქანქარის სასარგებლოდ. როგორც თავადაც ხვდებით, ადამიანთა
აზრებისა და ქცევების დიდი ნაწილი არაცნობიერის სფეროში დევს. ადმაიანის ფსიქიკის
სწორედ ამ თვისებას იყენებენ ქანქარები. ქანქარა ახერხებს, რომ ენერგია აიღოს არა მხოლოდ
თავისი მიმდევრებისგან, არამედ აშკარა მოწინააღმდეგეებისგანაც. ალბათ უკვე მიხვდით, რა
სახით.

წარმოიდგინეთ გრძელ სკამზე ჩამომსხდარი მოხუცი ქალების ჯგუფი, რომლებიც ქვეყნის


ხელისუფლებას თათხავენ. ისინი არ წარმოადგენენ ხელისუფლების ქანქარის მიმდევრებს, მათ
იგი სძულთ მთელ რიგ მიზეზთა გამო. მაგრამ რა ხდება? მოხუცი ქალები ლანძღავენ მთავრობას,
თუ რა არაფრისმაქნისი, გამყიდველი, ცინიკური და ბრიყვია იგი. ამ სახით ისინი ინტენსიურად
ასხივებენ აზრობრივ ენერგიას ამ ქანქარას სიხშირეზე. სინამდვილეში ხომ, ქანქარასთვის

28
სულერთია, რომელი მხრიდან აქანავებთ მას. მას ამოძრავებს როგორც დადებითი, ასევე
უარყოფითი ენერგია. მთავარია, რომ გამოსხივების სიხშირე იყოს რეზონანსული.

ამრიგად, ქანქარას მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მტკივნეულ წერტილზე


გამოსდოს ადამიანს, გააღიზიანოს, მნიშვნელობა არ აქვს როგორ, მთავარია, რომ ადამიანის
აზრები ქანქარათი იყოს დაკავებული. მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოჩენასთან
ერთად ქანქარების მეთოდები უფრო და უფრო დახვეწილი ხდება. ადამიანი უფრო და უფრო
მეტ დამოკიდებულებაში შედის. შეგიმჩნევიათ, რომ საინფორმაციო პროგრამებში ჩვეულბრივ
ცუდი ამბები ჭარბობს? ისინი ძლიერ ემოციებს, მღელვარებას, შიშს, წუხილს, სიბრაზეს და
სიძულვილს იწვევენ. მსს-ს მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყურადღება მიიპყროს. მსს
თავადვე წარმოადგენენ ქანქარებს და ემსახურებიან უფრო ძლევამოსილ ქანქარებს.
გაჟღერებული მიზანია - თავისუფალი წვდომა ნებისმიერი ინფორმაციისადმი. ფაქტიური მიზანი
კი ერთია - ყველა შესაძლო მეთოდით ხალხის ქანქარების სიხშირეზე გადაწყობა.

ქანქარას ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მეთოდი თქვენს ენერგიაზე წვდომის მისაღებად -


ესაა თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა. წონასწორობიდან გამოსულნი, თქვენ ქანქარას
სიხშირეზე იწყებთ „ქანაობას“ და ამით მის რხევასაც აძლიერებთ. მაგალითად, ფასები
გაიზარდა. თქვენ ნეგატიურად რეაგირებთ - ღელავთ, წუწუნებთ, ინფორმაციას უცვლით
ნაცნობებს. სრულიად ადეკვატური და ნორმალური რეაქციაა. მაგრამ ეს სწორედ ისაა, რასაც
ქანქარა ელოდება. თქვენ ნეგატიურ ენერგიას ასხივებთ ქანქარას სიხშირეზე, ის კი ენერგიას
იღებს და უფრო ძლიერად ირხევა - სიტუაცია კი უფრო მძიმდება.

ყველაზე მაგარი ძაფი, რომლითაც ქანქარას თქვენი დაჭერა შეუძლია - ესაა შიში, ყველაზე
ძველი და ძლიერი გრძნობა. მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად რისი გეშინიათ, მაგრამ
თუკი შიში დაკავშირებულია ქანქარას რომელიმე ასპექტთან, იგი თქვენს ენერგიას მიიღებს.
განგაში და მღელვარება - უკვე უფრო სუსტ, მაგრამ საკმარისად მტკიცე ძაფებს წარმოადგენენ.
ეს გრძნობები ძალიან კარგად აფიქსირებენ აზრობრივი ენერგიის გამოსხივებას ქანქარას
სიხშირეზე. თუკი თქვენ რაღაც გაღელვებთ, გიჭირთ სხვა რამეზე კონცენტრირება.

დანაშაულის გრძნობა ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სქელ არხს, რომლითაც ქანქარა
თქვენგან ენერგიას იწოვს. დანაშაულის გრძნობას ბავშვობიდან გინერგავენ. ეს მანიპულირების
ძალიან მოსახერხებელი მეთოდია: „თუ შენ დამნაშავე ხარ, ვალდებული ხარ აკეთო ის, რასაც
გეტყვი“. დანაშაულის გრძნობასთან ერთად ცხოვრება ძალიან არაკომფორტულია, ამიტომ
ყველა ცდილობს მისგან განთავისუფლებას. და როგორ შეიძლება განთავისუფლება? სასჯელის
მოხდით, ანუ დანაშაულის გამოსყიდვით. ერთიც და მეორეც გულისხმობს მორჩილებას,
დაქვემდებარებას და აზრთა დინებას გარკვეული მიმართულებით. მოვალეობის გრძნობა
დანაშაულის გრძნობის კერძო შემთხვევას წარმოადგენს. მოვალე ხარ? ე.ი. რაღაცით
ვალდებული ხარ, მსჯავრდებული ხარ, რომ შეასრულო. შედეგად, „დამნაშავეები“, როგორც
ნამდვილი, ასევე მოგონილი, დახრილი თავებით მიდიან ქანქარასთან და მიაქვთ თავიანთი
ძღვენი ენერგიის სახით. დანაშაულის ინდუცირებული, სთაგონებული გრძნობა -
მანიპულატორების საყვარელი იარაღია, და ჩვენ მას კიდევ დავუბრუნდებით.

განსაკუთრებულად უნდა ავღნიშნოთ ადამიანების ყველა შესაძლო ფსიქოლოგიური


კომპლექსები. კომპლექსი - ესაა, როცა რაღაც მტკივნეულ ადგილას გხვდებათ.

29
არასრულფასოვნების კომპლექსი: მიმზიდველი არ ვარ, არ მაქვს ნიჭი და უნარები, არ მყოფნის
გონება ან მახვილგონიერება, არ გამომდის ადამიანებთან ურთიერთობა, უღირსი ვარ.

დანაშაულის კომპლექსი: მე დამნაშავე ვარ, ყველა განმიკითხავს, ჩემი ჯვარი უნდა ვატარო.

მეომრის კომპლექსი: მაგარი უნდა ვიყო, ომს ვუცხადებ საკუთარ თავსაც და


გარძემომყოფებსაც, მზის ქვეშ ჩემი ადგილისთვის ვიბრძოლებ, ძალით მოვიპოვებ ყველაფერს.

სიმართლისმოყვარის კომპლექსი: მე ნებისმიერ ფასად დავამტკიცებ, რომ მართალი ვარ და


დავუმტკიცებ სხვებს, რომ ისინი არ არიან მართლები.

ეს და სხვა კომპლექსები წარმოადგენენ პერსონალურ გასაღებებს ცალკეული ადამიანების


ენერგიებისთვის. ქანქარა მტკივეულ ადგილას ეხება ადამიანს და ინტენსიურად ქაჩავს მისგან
ენერგიას.

თქვენ შეგიძლიათ თავადაც განაგრძოთ იმ ძაფების სია, რომლებითაც ქანქარები თავის


მარიონეტებს იჭერენ: სამართლიანობა, სიამაყე, ამპარტავნება, ღირსება, სიყვარული,
სიძულვილი, სიხარბე, ხელგაშლილობა, ცნობისმოყვარეობა, ინტერესი, შიმშილი, და სხვა
მრავალი გრძნობა და მოთხოვნილება. გრძნობა და დაინტერესებულობა საშუალებას იძლევა,
რომ აზრთა დინება განსაზღვრული მიმართულებით დაფიქსირდეს. თუ თემა არ იწვევს არც
ინტერესს და არც ემოციებს, მაშინ მასზე კონცენტრირება რთულია. ამიტომ ქანქარები ახდენენ
აზრთა ნაკადის მიტაცებას - ადამიანის გრძნობებზე და მოთხოვნილებებზე შეხებით.

როგორც წესი, ადამიანებს ჩვევად აქვთ, რომ სტანდარტული რეაგირება მოახდინონ ნეგატიურ
გამღიზიანებლებზე. ნეგატიური ამბები უკმაყოფილებას იწვევენ, მღელვარე ამბები - შფოთვის
და შიშის გრძნობებს, წყენა იწვევს ზიზღს და სიძულვილს, და ა.შ. ჩვევები სასტარტო ბერკეტს
წარმოადგენენ მიტაცების მექანიზმის გასაშვებად. მაგალითად, უმნიშვნელო მიზეზების გამო
გაღიზიანების ან მღელვარების ჩვევა, პროვოკაციაზე პასუხის ჩვევა, და ზოგადად - ნეგატიურ
გამღიზიანებლებზე ნეგატიურად რეაგირება. ადამიანი შესაძლოა აცნობიერებდეს, რომ
ნეგატიური აზრები და ქცევები კარგს არაფერს მოუტანენ, მაგრამ ჩვევის გამო ძველ შეცდომებს
იმეორებენ.

ამგვარად, ჩვევები ხშირად ქმნიან პრობლემებს და გვაიძულებენ, რომ არაეფექტურად


ვიმოქმედოთ, მათგან განთავისუფლება კი რთულია. ჩვევები კომფორტის ილუზიას გვაძლევენ.
ადამიანი უფრო მეტად ენდობა იმას, რასაც დიდი ხანია იცნობს. ყველაფერი ახალი საფრთხის
შეგრძნებას იწვევს. ძველმა და ჩვეულმა, უკვე რეკომენდაცია გაუწია საკუთარ თავს
გამოცდილებით. ეს ძველ სავარძელს ჰგავს, რომელშიც სამსახურის შემდეგ ჯდებით. შესაძლოა
ახალი უფრო მეტად მოსახერხებელი იყოს, მაგრამ ძველი - უფრო კომფორტულია. კომფორტი
ხასიათდება ისეთი თვისებებით, როგორებიცაა: მყუდროება, ნდობა, დადებითი გამოცდილება,
წინასწარგანსაზღვრულობა. ახალს ეს თვისებები გაცილებით უფრო ნაკლებად გააჩნია, ამიტომ
დიდი დროა საჭირო, რომ ახალი ჩვევა ძველ ჩვეულებად იქცეს.

30
ამგვარად, ჩვენ ზოგადად განვიხილეთ ქანქარების ადამიანებზე ზემოქმედების მეთოდები.
შეუძლია თუ არა ადამიანს, რომ ქანქარას ზემოქმედებისგან განთავისუფლდეს?
განთავისუფლების მეთოდებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ
ადამიანი აღდგება და ღიად გამოდის მისი დამმონებელი ქანქარას წინააღმდეგ. ასეთ
შერკინებაში ადამიანი ყოველთვის დამარცხებული გამოდის. ქანქარა შესაძლებელია
დამარცხებულ იქნას მხოლოდ სხვა ქანქარას მიერ. ერთი ადამიანი ვერაფერს იზამს. თუ იგი
მორჩილების საზღვრებიდან გამოვიდა და ბრძოლა გამოუცხადა მას, ამით მხოლოდ ენერგიას
დაკარგავს, და საუკეთესო შემთხვევაში სისტემის მიღმა იქნება მოსროლილი, უარეს
შემთხვევაში კი - გაისრისება მის მიერ. მიმდევარი, რომელმაც ქანქქარას მიერ დაწესებული
კანონების დარღვევა გაბედა, უკანონოდ გამოცხადდება. გარეგნულად ეს ვლინდება, როგორც
ქმედებისთვის გაკიცხვა. სინამდვილეში დანაშაული მდგომარეობს არა თავად ქმედებაში,
არამედ იმაში, რომ მიმდევარი მორჩილების საზღვრებიდან გავიდა, ანუ შეწყვიტა ქანქარასთვის
ენერგიის მიწოდება.

რატომ „არ აჭრიან თავს დამნაშავეს“? იმიტომ, რომ ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავში
დანაშაულის გრძნობა შეუშვა, ბოლომდე მზადაა, რომ ქანქარას ძალაუფლებას
დაემორჩილოს. მოინანიებს თუ არა მიმდევარი, ამას ქანქარასთვის არ აქვს მნიშვნელობა.
მნიშვნელობა აქვს მხოლოდ დაკარგული კონტროლის აღდგენას. ქანქარა მაშინვე უფრო
კეთილი გახდება, თუკი საშუალებას მისცემთ, რომ თქვენით მანიპულირება მოახდინოს. ხოლო
თუ დამნაშავე არ დამორჩილდება, მაშინ უკვე შეიძლება მისი მოშორება, რადგან „მისგან
ვეღარაფერს აიღებ“. ქანქარას ჭეშმარიტი მოტივები, როგორც წესი, შენიღბულია მორალური
პრინციპებით. ის, ვინც დანაშაულს ინანიებს, უკვე აღარაა ისეთი „ბოროტი“. თქვენ თავად
შეძლებთ გაარჩიოთ, სად მოქმედებს მორალური პრინციპი, და სად ხდება სისტემის
ინტერესებთან გადაკვეთა, თუკი ყოველთვის გემახსოვრებათ, თუ რას წარმოადგენენ ქანქარები
და როგორია მათი ნამდვილი მიზნები.

თქვენ იღებთ იმას, რაც არ გინდათ

როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, ქანქარებს შეუძლიათ ენერგია მიიღონ როგორც


მიმდევრებისგან, ასევე მოწინააღმდეგეებისგან. მაგრამ ენერგიის დაკარგვა მთელი უბედურების
მხოლოდ ნახევარია. თუ ქანქარა საკმარისად დესტრუქციულია, ზიანი ადგება ადამიანის ბედსა
და კეთილდღეობას.

ყოველი ადამიანი დროდადრო აწყდება ნეგატიურ ინფორმაციას ან არასასურველ მოვლენებს.


ეს ყველაფერი ქანქარების პროვოკაციებია. ადამიანს არ სურს, რომ ეს მის ცხოვრებაში იყოს,
მაგრამ ორიდან ყოველთვის ერთი ვარიანტის სახით რეაგირებს. თუ ინფორმაცია არც ისე ეხება,
ატარებს მას და მალე ივიწყებს. მაგრამ თუ ქანქარას მიერ ნასროლი სატყუარა აღიზიანებს ან
აშინებს, ანუ გულზე ხვდება, მაშინ ხდება აზრობრივი ენერგიის მიტაცება ქანქარას მარყუჟში და
ადამიანი მის რეზონანსულ სიხშირეზე განეწყობა.

შემდეგ მოვლენები ჩვენთვის ნაცნობი სცენარით ვითარდება. ადამიანი ბრაზობს, ღელავს,


შფოთავს, ეშინია, აღელვებული გამოხატავს უკმაყოფილებას, და საერთოდ, აქტიურად ასხივებს
ენერგიას დესტრუქცული ქანქარას სიხშირეზე. ეს ენერგია მხოლოდ ქანქარამდე არ აღწევს.

31
აზრობრივი ენერგიების პარამეტრები ისეთია, რომ ადამიანი იმ ცხოვრების ხაზზე გადაეწყობა,
რომელშიც ის, რასაც გაურბის და არ მოწონს, ჭარბადაა. როგორც გახსოვთ, თუკი ადამიანის
აზრობრივი ენერგიის გამოსხივება გარკვეულ სიხშირეზე ფიქსირდება, ეს ადამიანი ცხოვრების
შესაბამის ხაზზე გადაინაცვლებს. ქანქარას დესტრუქციული როლი აქ იმაში მდგომარეობს, რომ
იგი ახდენს სიხშირის ფიქსირებას მიტაცების მარყუჟის მეშეობით.

დავუშვათ, ყურებს მიღმა ატარებთ ინფორმაციას კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების


შესახებ. რადგან თუ ეს თქვენ არ გეხებათ, რაში გჭირდებათ ზედმეტი მღელვარება? ასეთ
შემთხვევაში, როგორც წესი, სადღაც ხდება კატასტროფა, მაგრამ თქვენ პირადად ცხოვრების იმ
ხაზზე იმყოფებით, სადაც თქვენ დამკვირვებელი ხართ და არა მსხვერპლი. ის ხაზი, სადაც თქვენ
მსხვერპლი ხართ, გვერდზე დარჩა. და პირიქით, თუკი თქვენ უშვებთ თქვენში ინფორმაციას
კატასტროფებისა და უბედურებების შესახებ, ოხრავთ და განიხილავთ ამას ნაცნობებთან, მაშინ
სრულიად შესაძლებელია, რომ მალე გადახვალთ იმ ხაზზე, სადაც მსხვერპლი ხართ.

გამოდის, რომ რაც უფრო ძლიერია თქვენი სურვილი - თავიდან აიცილოთ რაღაც, მით უფრო
მეტია იმის ალბათობა, რომ ამას მიიღებთ. აქტიურად ებრძოლოთ იმას, რაც არ გინდათ - ეს
ნიშნავს, რომ მთელი ძალით ეცადოთ, რომ ეს თქვენს ცხოვრებაში იყოს. ცხოვრების
არასასურველ ხაზებზე გადასასვლელად ისიც კი არაა აუცილებელი, რომ აქტიური ქმედებები
განახორციელოთ, ანუ იბრძოლოთ. ამისთვის სრულიად საკმარისია ემოციებით ნაკვები
ნეგატიური აზრებიც. თქვენ არ გინდათ ცუდი ამინდი და ფიქრობთ, როგორ არ გიყვართ წვიმა.
თავს გაბეზრებენ ხმაურიანი მეზობლები და გამუდმებით ეჩხუბებით მას, ან ჩუმად გძულთ.
რაღაცის გეშინიათ და ეს ძალიან გაღელვებთ. მოგბეზრდათ თქვენი სამუშაო, და
უკმაყოფილებას გამოხატავთ მის მიმართ.

თქვენ გამუდმებით თან დაგყვებათ ის, რაც აქტიურად არ გინდათ, ანუ რისიც გეშინიათ, გძულთ
ან გეზიზღებათ. მეორე მხრივ, არსებობს ბევრი ისეთი რამ, რაც არ გინდათ, მაგრამ მოცემულ
მომენტში ეს არც ისე გაღელვებთ. ასეთ შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში იგი არცაა. მაგრამ
როგორც კი შემოუშვებთ საკუთარ თავში არასასურველს, განიმსჭვალებით მის მიმართ ზიზღით
და გამოკვებავთ ამ გრძნობას, ეს არასასურველი აუცილებლად მატერიალიზდება თქვენს
ცხოვრებაში.

ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრებიდან არასაურველი მოიშოროთ, იმაში


მდგომარეობს, რომ განთავისუფლდეთ იმ ქანქარას ზეგავლენისგან, რომელმაც თქვენი
აზრობრივი ენერგია მიიტაცა. შემდეგ კი აღარ უნდა დაექვემდებაროთ ქანქარას პროვოკაციებს
და არ უნდა ჩაერთოთ მის თამაშში. დესტრუქციული ქანქარას გავლენისგან გამოსვლა ორი
საშუალებით შეიძლება: ჩაგდებით ან ჩაქრობით. დაწვრილებით განვიხილოთ, თუ როგორ
კეთდება ეს.

ქანქარას ჩაგდება

ქანქარასთან ბრძოლა უსარგებლოა. როგორც ზემოთ ითქვა, ებრძოლო ქანქარას, ნიშნავს


მისცე მას შენი ენერგია. ქანქარასთან წარმატებული ბრძოლის პირველი და მთავარი პირობა
მასთან ბრძოლაზე უარის თქმაა.

32
პირველ რიგში, რაც უფრო აქტიურად იცავთ თავს თავის მომაბეზრებელი ქანქარებისგან, მით
უფრო აქტიურად მოგაბეზრებენ თავს. შეგიძლიათ უსასრულოდ იმეოროთ: „ბოლოს და ბოლოს
დამანებეთ თავი! შემეშვით!“ გეჩვენებათ, რომ თავს იცავთ მათგან, სინამდვილეში კი თქვენი
ენერგიით კვებავთ ქანქარას, და ისინიც უფრო მეტად გეწეპებიან.

მეორეც, თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ რაიმე გაკიცხოთ ან შეცვალოთ ამ სამყაროში.


ყველაფერი ისე უნდა მიიღოთ, როგორც ექსპონატები მუზეუმში - მოგწონთ ისინი თუ არ
მოგწონთ. მუზეუმში შეიძლება მრავალი ექსპონატი იყოს, რომლებიც არ მოგეწონებათ. მაგრამ
აზრად არ მოგდით მოითხოვოთ, რომ ისინი იქიდან მოაშორონ. მას შემდეგ, რაც თქვენ
აღიარეთ ქანქარას უფლება არსებობაზე, იმის უფლებაც გაქვთ, რომ წახვიდეთ მისგან და არ
დაექვემდებაროთ მის ზეგავლენას. მაგრამ მთავარია - არ ებრძოლოთ მას, არ განიკითხოთ, არ
გაბრაზდეთ, არ გამოხვიდეთ მწყობრიდან, რადგანაც ეს ყველაფერი მის თამაშში თქვენს
მონაწილეობას ნიშნავს. პირიქით, მშვიდად უნდა მიიღოთ იგი, როგორც თავისთავადი, როგორც
გარდუვალი ბოროტება, შემდეგ კი წახვიდეთ მისგან. როდესაც ავლენთ მიუღებლობას
ნებისმიერი ფორმით, ენერგიას აძლევთ ქანქარას.

მანამ, სანამ გავარკვევთ, რას ნიშნავს არჩევა, უნდა ვისწავლოთ უარის თქმა. ადამიანებმა,
როგორც წესი, ბუნდოვნად იციან, რა უნდათ. მაგრამ ზუსტად იციან, რა არ უნდათ. ისწრაფვის რა
განთავისუფლდნენ არასასურველი საგნებისგან და მოვლენებისგან, ბევრი ისე იქცევა, რომ
პირიქით გამოდის. იმისთვის, რომ უარი ვთქვათ, აუცილებელია მივიღოთ. სიტყვა „მიღება“ აქ
ნიშნავს არა საკუთარ თავში შეშვებას, არამედ იმას, რომ არსებობის უფლება მივცეთ და
გულგრილად გვერდზე ჩავუაროთ. მიღება და გაშვება - ნიშნავს საკუთარი თავის მიღმა გაშვებას
და დასამშვიდობებლად ხელის დაქნევას. პირიქით, მიღება და დატოვება - ნიშნავს საკუთარ
თავში შეშვებას, შემდეგ კი მიჯაჭვას ან შეწინააღმდეგებას.

თუკი თავს გაბეზრებენ აზრები იმაზე, თუ რა არ მოგწონთ, ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში


იქნება. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს ვაშლები არ უყვარს. მას უბრალოდ სძულს ისინი, გული
ერევა მათ დანახვაზე. მას შეეძლო უბრალოდ ყურადღება არ მიექცია მათთვის, მაგრამ არ
მოსწონს ის ფაქტი, რომ სამყაროში, რომელშიც იგი ცხოვრობს, არსებობს ისეთი საზიზღრობა,
როგორიც ვაშლებია. ისინი მას ყოველ ჯერზე აღიზიანებენ, როცა კი თვალში ხვდებიან, და ის
აქტიურად გამოხატავს თავის ზიზღს. ეს ხდება მატერიალურ დონეზე. თუმცაღა ენერგეტიკულ
დონეზე ეს იმას ჰგავს, თითქოს ადამიანი ხარბად მივარდეს ვაშლებს, პირი ამოივსოს, ხმამაღლა
ყვიროდეს, რომ ეზიზღება ისინი, ამ დროს კი ჯიბეებს ივსებდეს და კვლავ წუწუნებდეს, როგორ
მობეზრდა ისინი. ამ ადამიანს აზრადაც არ მოსდის, რომ შეიძლება უბრალოდ გადააგდოს
ვაშლები თავისი ცხოვრებიდან, თუკი ისინი არ უნდა.

გიყვართ რაღაც თუ გძულთ, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ თუ თქვენი აზრები


დაციკლულია თქვენი გრძნობების საგანზე, აზრების ენერგია გარკვეულ სიხშირეზე ფიქსირდება,
ამიტომ ქანქარას მიერ აღმოჩნდებით შეპყრობილი და ცხოვრების შესაბამის ხაზებზე
გადადიხართ, სადაც ფიქსაციის საგანი უხვადაა.

თუკი არ გინდათ, რომ რაღაც გქონდეთ, უბრალოდ არ იფიქროთ მასზე, გულგრილად ჩაუარეთ
გვერდით, და იგი თქვენი ცხოვრებიდან გაქრება. ცხოვრებიდან გადადგება ნიშნავს არა თავის

33
არიდებას, არამედ იგნორირებას. თავის არიდება, ნიშნავს ცხოვრებაში შემოშვებას, მააგრამ
ამავდროულად მისგან განთავისუფლების აქტიურ მცდელობას. იგნორირება ნიშნავს -
არანაირად არ რეაგირებდე, და შესაბამისად არ გქონდეს.

წარმოიდგინეთ, რომ რადიომიმღები ხართ. ყოველდღე იღვიძებთ და თქვენთვის საძულველი


რადიო-სადგურს უსმენთ - სამყაროს, რომელიც თქვენს გარშემოა. ჰოდა, გადაეწყვეთ სხვა
სიხშირეზე!

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ როდესაც რკინის ფარდას ჩამოუშვებთ თქვენსა და


გარესამყაროს შორის, ამით თავს დაიცავთ არასასურველი ქანქარებისგან. ეს ილუზიაა.
იმყოფებით რა რკინის ჯავშანში, თქვენ ეუბნებით საკუთარ თავს: „მე ყრუ კედელი ვარ. ვერაფერს
ვხედავ, არაფერი მესმის, არაფერი ვიცი, არავის არაფერს არ ვეტყვი. ჩემთან წვდომა არავის
აქვს“. იმისთვის, რომ ასეთი დამცავი ველი შეინარჩუნოთ, უზარმაზარი ენერგიის ხარჯვაა
საჭირო. ასეთი ადამიანი გამუდმებულ დაძაბულობაშია. ყველაფერ სხვასთან ერთად დამცავი
ველის ენერგია განწყობილია იმ ქანქარას სიხშირეზე, რომლის წინააღმდეგაც დაცვაა
მიმართული. ქანქარას კი სწორედ ეს სჭირდება. მისთვის სულერთია, როგორ აძლევთ ენერგიას
- სურვილით თუ მის გარეშე. მაშ, რა წარმოდგენს ქანქარასგან დაცვას? სიცარიელე. თუ მე
ცარიელი ვარ, ვერაფერზე მომეჭიდებიან. მე არ ვერთვები ქანქარას თამაშში, მაგრამ არც მისგან
თავის დაცვას ვცდილობ. უბრალოდ იგნორირებას ვუკეთებ მას. ქანქარას ენერგია ისე
ჩამოვლის, რომ ვერ შემეხება, და სივრცეში გაიფანტება. ქანქარას თამაში არ მაღელვებს, არ
მეხება. მასთან მიმართებაში ცარიელი ვარ.

ქანქარას მთავარი ამოცანაა - მიიზიდოს რაც შეიძლება მეტი მიმდევარი და ენერგია აიღოს
მათგან. თუკი იგნორირებას გაუკეთებთ ქანქარას, იგი თავს დაგანებებთ და სხვებზე
გადაერთვება, რადგანაც ის მხოლოდ მათზე მოქმედებს, ვინც მის თამაშს ღებულობს, ანუ მის
სიხშირეზე იწყებს გამოსხივებას.

ყველაზე უხეში მაგალითი: ავი და მყეფარი ძაღლი აგეკიდათ. თუ შებრუნდებით, უფრო


ხმამაღლა დაიწყებს ყეფას. თუ სერიოზულად მიიღეთ და „საქმეებს გაურჩევთ“, კიდევ დიდხანს
გამოგეკიდებათ, მისი მიზანი ხომ სწორედ ისაა, რომ იპოვოს ვინმე, ვისთანაც სკანდალს
მოაწყობს. მაგრამ თუ იგნორირება გაუკეთეთ, იგი სხვა ობიექტზე გადაერთვება. და თავშიც კი
არ მოუვა, რომ ნაწყენი დარჩეს თქვენზე იმის გამო, რომ ყურადღება არ მიაქციეთ. იგი ძალზეა
შეპყრობილი თავისი მიზნით - მიიღოს ენერგია, და სხვა რამეზე ვერ ფიქრობს. თუ ძაღლს
აბეზარი ადამიანით ჩავანაცვლებთ, მოცემული მოდელი ზუსტად ასევე იმუშავებს.

ერთ სკოლაში, დაწყებით კლასში, სწავლობდა ბიჭი, რომელსაც ძალიან უყვარდა ყველას
გაღიზიანება. მას პასუხობდნენ, ზოგი სიტყვებით, ზოგი საქმით, ის კი ყველა შემთხვევაში
სიამოვნებას იღებდა ამისგან. ყველას „შეუჭამა“ ტვინი და არ იცოდნენ როგორ მოეშორებინათ
თავიდან. მაგრამ კლასში იყო გოგონა, რომელსაც იგი არ ეხებოდა. არა, ის არ განიცდიდა მის
მიმართ სიმპათიას, მაგრამ არც თავს აბეზრებდა. მასწავლებელი ვერ ხვდებოდა, რატომ
ხდებოდა ასე. როგორც აღმოჩნდა, გოგონაა არანაირ ყურადღებას არ აქცევდა აბეზარას.
მისთვის იგი უბ რალოდ არ არსებობდა. სხვა ბავშები ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებდნენ
მის გამოხტომებზე, პასუხობდნენ პროვოკაციებზე, სხვა სიტყვებით, ენერგიას ასხივენდნენ
ქანქარას სიხშირეზე. ასე, უნებურად, ბავშვები ამ პროვოკატორის მიმდევრები გახდნენ, ის კი მათ

34
ენერგიაში ბანაობდა. მიმდევრაბი ამ შემთხვევაში არ წარმოადგენენ პატივისმცემელებს.
ქანქარასთვის სულერთია, უყვართ თუ არა იგი. მთავარია - ენერგიას აძლევენ.

თუკი ვიღაც თავს გაბეზრებთ, გამოიყენეთ მასზე დესტრუქციული ქანქარას მოდელი. თუკი ვერ
აქრობთ მას, მაშინ უბრალოდ არ უპასუხოთ პროვოკაციას - იგნორირება გაუკეთეთ. იგი თავს
არ დაგანებებთ მანამ, სანამ ენერგიის მიცემას არ შეწყვეტთ. ენერგიას კი შეიძლება აძლევდეთ
როგორც პირდაპირ, კონფლიქტში შესვლით, ასევე ირიბად, ჩუმი სიძულვილით. შეწყვიტო
ენერგიის მიცემა - ნიშნავს, საერთოდ არ იფიქრო მასზე, თავიდან ამოიგდოთ. უბრალოდ
უთხარით საკუთარ თავს: „ჯანდაბას მაგის თავი!“ და ისიც წავა თქვენი ცხოვრებიდან.

მაგრამ ხშირად ხდება, რომ ქანქარას უბრალოდ იგნორირება ვერ ხერხდება. მაგალითად,
ხელმძღვანელმა გამოგიძახათ. უბრალოდ უარის თქმა ან თავის დაცვა ენერგიის დაკარგვას
ნიშნავს, რადგან ერთიც და მეორეც ქანქარასთან ბრძოლაა. ასეთ შემთხვევებში შეგიძლიათ
თავი მოაჩვენოთ, რომ ქანქარას თამაშში ერთვებით. მთავარია, აცნობიერებდეთ, რომ
მოჩვენებითად ერთვებით თამაშში.

წარმოიდგინეთ, როგორ გამოექანა თქვენსკენ ვიღაც დიდი მუტრუკი და მთელი ძალით


მოგიქნიათ ურო. თქვენ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო, არც თავს იცავთ და არც თავს ესხმით.
ამ მომენტში უბრალოდ გვერდზე გაიწევით, და ეს მუტრუკი უროსთან ერთად სიცარიელეში
მიფრინავს. ეს ნიშნავს, რომ ქანქარას არ შეუძლია მოჭიდების წერტილი ჰქონდეს თქვენთან, და
ჩავარდება.

ეს პრინციპი უდევს საფუძვლად აიკიდოს ბრძოლას. იქ სიტყვა-სიტყვით შემდეგი ხდება.


თავდამსხმელს ხელზე ჰკიდებენ ხელს, მასთან ერთად მოძრაობენ, თითქოს აცილებენო,
შემდეგ კი მსუბუქად უშვებენ ხელს და უშვებენ, რომ იმ მხარეს გაფრინდეს, საითაც მისი ენერგია
იყო მიმართული. მთელი საიდუმლო იმაშია, რომ თავის დამცველს არაფერი აქვს
თავდამსხმელის საწინააღმდეგო. იგი ეთანხმება თავდამსხმელის ხაზს, მასთან ერთად
მოძრაობს გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ კი ხელს უშვებს. თავდამსხმელის ენერგია
სიცარიელეში ვარდება, რადგანაც თუ თავის დამცველი „ცარიელია“, მაშინ მას ვერაფერზე
მოეჭიდები.

ასეთი რბილი მაანევრის ტექნიკა იმაში მდგომარეობს, რომ ქანქარას პირველ შემოტევაზე
თქვენ თანხმობით პასუხობთ, შემდეგ კი დიპლომატიურად იხევთ უკან, ან თავსმოხვევის გარეშე
მიმართავთ მის მოძრაობას თქვენთვის საჭირო მიმართულებით. მაგალითად, აგზნებული
უფროსი ცდილობს, რომ ბევრი საქმით დაგტვირთოთ და ენერგიულად ითხოვს, რომ იგი
ზუსტად ისე იქნეს შესრულებული, როგორც თავად თვლის საჭიროდ. თქვენ იცით, რომ ამის
გაკეთება სხვანაირად ჯობია, ან შესაძლოა ეს საერთოდ არაა თქვენი მოვალეობა. თუკი
უარყოფას, კამათს და თავის დაცვას დაიწყებთ, იგი უხეში ფორმით მოითხოვს დამორჩილებას.
მან ხომ გადაწყვეტილება მიიღო, თქვენ კიდევ - ეწინააღმდეგებით. გააკეთეთ პირიქით.
მოუსმინეთ ყურადღებით, დაეთანხმეთ ყველაფერს, საშუალება მიეცით პირველ იმპულსს, რომ
ამოიწუროს, შემდეგ კი მშვიდად დაიწყეთ მასთან სამუშაოს დეტალებზე მსჯელობა. მოცემულ
მომენტში თქვენ მიიღეთ უფროსის ენერგია და მის სიხშირეზე ასხივებთ. რადგან წინააღმდეგობა
არ ხვდება, მისი იმპულსი რაღაც დროის განმავლობაში ნელდება. არ ეუბნებით, რომ მასზე უკეთ
იცით, როგორ შეასრულოთ ეს სამუშაო, უარს არ ამბობთ და არც ეკამათებით. უბრალოდ რჩევას

35
იღებთ უფროსისგან იმის შესახებ, როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ სამუშაო უფრო სწრაფად და
უკეთესად, ან იქნებ სხვა შემსრულებელს შეუძლია მისი უკეთ გაკეთება. თქვენ ქანქარასთან
ერთად ირხევით, მაგრამ ამას ცნობიერად აკეთებთ, ისე, რომ თამაშში კი არ მონაწილეობთ,
არამედ გარედან აკვირდებით მას. თქვენი უფროსი ბოლომდეა ჩართული თამაშში. ეს მისი
თამაშია - ის იღებს გადაწყვეტილებას, მას კი ეთანხმებიან, ან რჩევებს ეკითხებიან. დაინახავთ,
რომ ენერგია, რომელიც მანამდე თქვენსკენ იყო მომართული, სხვაგან წავა - სხვა გადაწყვეტის
ან სხვა შემსრულებლის მხარეს. ამგვარად ქანქარა პირადად თქვენთვის ჩავარდნილი იქნება.

აუცილებელია, რომ შეინარჩუნოთ სიფრთხილე ამ მეთოდის ცალკეულ ადამიანებთან


გამოყენებისას, რათა ჩვეულებრივ პირფერობამდე არ დახვიდეთ.

ქანქარას ჩაქრობა

ხდება ხოლმე შემთხვევები, როცა აფეთქებული ქანქარას ჩაგდება შეუძლებელია. ანუ არც
იგნორირება და არც მისგან წასვლა არ ხერხდება.

მე მყავდა ერთი მეგობარი, მშვიდი, სულგრძელი და კეთილი, მაგრამ უზარმაზარი ფიზიკური


ძალით დაჯილდოებული. ერთხელ ტრამვაით მივდივარ მასთან ერთად და იქ აგრესიულად
განწყობილი „ძველი ბიჭების“ კომპანიაა - ნამდვილი დესტრუქციული ქანქარა. ისინი ბევრნი
არიან, და თანაც ერთმანეთს კვებავენ ნეგატიური ენერგიით და სრული დაუსჯელობის შეგრძნება
აქვთ. მაგრამ იმისთვის, რომ მეტი ენერგია დააგროვონ, ასეთი კომპანიებს, როგორც წესი,
ჭირდებათ, რომ ვინმე დაჩაგრონ, რომ გარედან მიიღონ საკვები.

ისინი ჩემს მეგობარს მიადგნენ, რადგანაც მისი სახის მშვიდობისმოყვარე და კეთილი


გამომეტყველება არანაირი საფრთხის შეგრძნებას არ იწვევდა მათში. ყველანაირად
ცდილობდნენ, რომ შეურაცხყოფებით და დაცინვებით გამოეწვიათ, მაგრამ იგი ჩუმად იჯდა და
არ პასუხობდა პროვოკაციებს, ანუ ცდილობდა, რომ ჩაეგდო ქანქარა. მეც არ ვერეოდი, რადგან
ვიცოდი, რომ არაფერი ემუქრებოდა, აი, თავად ეს კომპანია კი ძალიან რისკავდა. ბოლოს, ჩემმა
მეგობარმა ვეღარ გაუძლო და ჩასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ მას ამ ქანქარის გზა ყველაზე
ხარბმა და გათავხედებულმა წევრმა გადაუღობა. მაშინ, კუთხეში მომწყვდეულმა ჩემმა
მეგობარმა საყელოში ჩაავლო ხელი და საშინელი დარტყმა მიაყენა.

დაზარალებულის სახე მაშინვე ფაფად იქცა. დანარჩენი „გმირები“ გაოცებისგან და შიშისგან


გაქვავდნენ. ჩემი მეგობარი შემობრუნდა და შემდეგს სტაცა ხელი, მაგრამ მან ხმის კანკალით
ჩაილუღლუღა: „კარგი... ძმაო, კარგი... არააა...“ ქანქარას ენერგია მყისიერად ჩაქრა და მისი
წევრები ტრამვაიდან გაიძურწნენ.

რა თქმა უნდა, ეს მეთოდი კარგია მათთვის, ვისაც საკუთარი თავის დაცვა შეუძლია. და თუ არა,
მაშინ? თუ უკან დასახევი გზა არაა, მაშინ ქანქარის ჩასაქრობად შეგიძლიათ რაიმე
ექსტრაორდინალური მოიგონოთ - ის, რასაც თქვენგან არავინ ელის.

ერთხელ ასეთი ამბავი მომიყვნენ. ქუჩის ბანდის „მამაცი“ მიმდევრების ხროვამ ერთი ბიჭი
კუთხეში მიიმწყვდია და ცემას უპირებდა. მაშინ იგი მეთაურს მიუახლოვდა, გიჟური სახით

36
მიაშტერდა და მიმართა: „რა გაგიტეხო, ცხვირი თუ ყბა?“ კითხვისს ასეთი სახით დასმა აშკარად
არ ჯდებოდა სცენარში, და მეთაური წამით გაშეშდა. მაშინ ბიჭმა არაჯანმრთელი ენთუზიაზმით
წამოიძახა: „მოდი, ყურს მოგაგლეჯ!“ და მთელი სიშმაგით ყურზე ეცა. ბანდის მეთაურმა
განწირულად დაიყვირა. მთელი სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ბანდა იყო მიჩვეული,
ჩაიშალა. მეთაურს უკვე აზრადაც არ ჰქონდა, რომ ვინმე ეცემა, მას მხოლოდ ერთი საზრუნავი
დარჩა - თავისი ყური გაენთავისუფლებინა. ბიჭს თავი დაანებეს, როგორც გიჟს, სამაგიეროდ იგი
ცემას გადაურჩა.

აი ასე, თუ მოხვდით ისეთ სიტუაციაში, სადაც მოვლენების განვითარების სტანდარტული


სცენარი თქვენთვის ცნობილია, გააკეთეთ რაღაც - მნიშვნელობა არ აქვს რა - რაც ამ სცენარში
არ ჯდება. ქანქარა ჩაქრება. საქმე იმაშია, რომ სანამ სცენარით თამაშობთ, ქანქარას თამაშის
წესებით თამაშობთ და თქვენს ენერგიას მის სიხშირეზე მიმართავთ. მაგრამ თუ თქვენი სიხშირე
ძლიერ განსხვავდება, თქვენ დისონანსში მოდიხართ ქანქარასთან, და ამით მის რიტმს აგდებთ.

ოღონდ ასე არ უნდა გარისკოთ ისეთ ქანქარასთან, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს. თუ
გაძარცვის მიზნით დაგესხნენ თავს, ჯობია მაშინვე მისცეთ ფული. ზოგიერთი სპეციალურად
ატარებს ასეთი შემთხვევებისთვის ათ დოლარიანების ბღუჯას. მაგალითად, თუ მძარცველი
ნარკომანი ან გიჟია, მას ადვილად შეუძლია სიცოცხლეს გამოგასალმოთ მაშინაც კი, თუ თქვენ
საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ხართ. ამიტომ არ უნდა დაუპირისპირდეთ მათ, ისევე როგორც
ცოფიან ძაღლს. თქვენი სიკვდილი გაუმართლებელი და სულელური იქნება.

ქანქარას ჩაქრობაში შეიძლება გამოგადგეთ იუმორის გრძნობა და წარმოსახვა. აქციეთ თქვენი


გაღიზიანება თამაშად. მაგალითად, თავს გაბეზრებთ ადამიანების გროვა ქუჩაში ან
ტრანსპორტში, სადღაც ეჩქარებათ და ხელს გიშლიან. წარმოიდგინეთ, რომ ანტარქტიდაზე
ხართ ფრინველების „ბაზარზე“. ადამიაანები პინგვინები არიან, ისინი ძალიან სასაცილოდ
ბორძიკობენ, წრიალებენ და აქეთ-იქეთ აწყდებიან. და თქვენ ვინ ხართ? ასევე პინგვინი. ასეთი
ტრანსსფორმაციის შემდეგ ადამიანები უკვე სიმპათიას და ცნობისმოყვარეობას უფრო იწვევენ,
ვიდრე გაღიზიანებას.

რა თქმა უნდა, ეს შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, როცა გაცეცხლება და ყველას თავიდან


ჩამოშორება გინდათ. ასეთ მომენტებში ყველაზე რთულია გაიხსენო, რომ ეს მხოლოდ ქანქარა
ცდილობს თქვენი ენერგიის მიტაცებას და რომ პროვოკაციას არ უნდა აყვეთ. ქანქარა ვამპირის
მსგავსად, ერთგვარ ანესთეზიას იყენებს - თქვენს ჩვევას, ნეგატიური რეაგირება მოახდინოთ
გამღიზიანებელზე. ახლაც კი, როცა ამ ტექსტს კითხულობთ, შესაძლოა რამდენიმე წუთში
გაღიზიანებულმა უპასუხოთ არასასურველ სატელეფონო ზარს. მაგრამ თუ მიზნად დაისახვთ,
რომ ჩვევად აქციოთ გახსენება, თანდათანობით იმუნიტეტი გამოგიმუშავდებათ ქანქარების
პროვოკაციაზე.

მიაქციეთ ყურადღება, როცა რაიმე სავალალო მდგომარეობას შეეჯახეთ და გაღიზიანებით,


უკმაყოფილებით, ნეგატიური ემოციებით მოახდინეთ რეაგირება, ამას მაშინვე მოსდევს
ნეგატიური სიტუაციის გაგრძელება და განვითარება იმავე სტილში, ან საერთოდ ახალი
უსიამოვნებები ჩნდება. ასე ირხევა ქანქარა. ეს თქვენ არხევთ მას. გააკეთეთ პირიქით“ ან
არანაირი რეაგირება არ მოახდინოთ, ან უპასუხეთ სრულიად საპირისპირო რეაქციით.
მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ უსიამოვნებას გათამაშებული ენთუზიაზმით შეხვდეთ, ან

37
საერთოდ, იდიოტური აღტაცებით. ეს ქანქარას ჩახშობაა. თქვენ დარწმუნდებით, რომ ამას
გაგრძელება არ მოჰყვება.

როგორც გახსოვთ, სავალალო ვითარებებზე ნეგატიურად რეაგირების ჩვევა წარმოადგენს


სასტარტო ბერკეტს ქანქარას მიერ თქვენი აზრობრივი ენერგიის მიტაცების მექანიზმისთვის. ეს
ჩვევა გაფერმკრთალდება, თუკი ითამაშებთ ერთგვარ თამაშს, რომელშიც განზრახ გააკეთებთ
შემდეგ ჩანაცვლებას: შიში - თავდაჯერებულობა, სასოწარკვეთილება - ენთუზიაზმი,
მღელვარება - გულგრილობა. გაღიზიანება - სიხარული. სცადეთ, არაადეკვატური რეაგირება
მოახდინოთ თუნდაც მცირე უსიამოვნებებზე. რას კარგავთ? დაე, ეს სულელურად
გამოიყურებოდეს, სამაგიეროდ თამაშის ასეთი სტილი ქანქარას არანაირ შანსს არ დაუტოვებს.
ეს მეთოდი იმიტომაც ჩანს სულელური, რომ ქანქარებმა მხოლოდ მათთვის სასარგებლო
თამაშების თამაში გვასწავლეს. ამჯერად სცადეთ, რომ თქვენ მოახვიოთ მას თქვენი თამაში, ეს
სიამოვნებას მოგანიჭებთ და გაოცებული აღმოაჩენთ, რამდენად მძლავრი ტექქნიკაა ეს.
პრინციპი აქ ერთია: როდესაც რეზონანსულისგან განსხვავებულ სიხშირეზე ასხივებთ,
ქანქარასთან დისონანსში შედიხართ, ის კი თქვენთან მიმართებაში ქვრება და თავს განებებთ.

არსებობს რბილი ჩაქრობის კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი. თუ ვინმე თავს გაბეზრებთ, ანუ
პრობლემას გიქმნით, სცადეთ განსაზღვროთ, რა არ ყოფნის ამ ადამიანს, რა სჭირდება მას. ეს
შეიძლება იყოს: ჯანმრთელობა, თავდაჯერებულობა, სულიერი კომფორტი. თუ
დავფიქრდებით, ეს სამი ძირითადი საგანია, რომლებიც გვჭირდება, რომ ტავი კმაყოფილად
ვიგრძნოთ. დაფიქრდით, რა სჭირდება სინამდვილეში მას მოცემულ მომენტში?

დავუშვათ, უფროსმა დაგიყვირათ. იქნებ დაიღალა, ან ოჯახში აქვს უსიამოვნებები? მაშინ მას
სულიერი კომფორტი სჭირდება. წარმოიდგინეთ იგი, თითქოს მყუდრო სავარძელში
ტელევიზორის, ან ბუხრის წინ ისვენებს, ან ანკესით ხელში ზის მდინარესთან, ან აბანოში
ჩამომჯდარა ლუდის კათხით ხელში. იცით, რა უყვარს? იქნებ ზემდგომი ხელმძღვანელისგან
აქვს ზეწოლა, და მას პასუხისმგებლობის ეშინია? მაშინ თავდაჯერებულობა სჭირდება.
წარმოიდგინეთ, როგორ თავდაჯერებულად სრიალებს თხილამურებით, ან სპორტულ
მანქანაზე, ან საღამოზე, სადაც იგი ყურადღების ცენტრშია. იქნებ რამე სტკივა? წარმოიდგინეთ
მხიარული და ჯანსაღი, როგორც ცურავს ზღვაში, სეირნობს ველოსიპედით ან როგორ თამაშობს
ფეხბურთს. რა თქმა უნდა, ჯობია ის წარმოიდგინოთ, რითაც თვითონაა გატაცებული. მაგრამ
გამოცნობა არაა აუცილებელი, ამაზე არ იღელვოთ. სრულიად საკმარისია ამ ადამიანის
წარმოდგენა იმ სიტუაციაში, როცა იგი კმაყოფილია.

რა ხდება ამ დროს? აი, ის გამოჩნდა ჰორიზონტზე თქვენთვის მოტანილი პრობლემით. (ეს კი


შეიძლება მძარცველიც იყოს.) განერიდეთ პრობლემას, რომელიც მას თქვენთვის მოაქვს.
შედეგად თავიდანვე აარიდებთ თავს სიხშირის მიტაცების მარყუჟში თავის ჩაყოფას.
წარმოიდგინეთ, თითქოს ამ ადამიანმა მიიღო ის, რაც ჭირდებოდა. (რა ჭირდება მძარცველს?
ჭამოს, დალიოს, გაიჩხიროს?) გაუკეთეთ ვიზუალიზაცია იმ სურათს, როცა ეს ადამიაანი
დაკმაყოფილებულია. თუ ეს გამოგივიდათ, ჩათვალეთ, რომ პრობლემა მოგვარდა. ქანქარამ
ხომ უბრალოდ ისე არ დაიწყო რხევა. რაღაცამ გამოიყვანა წონასწორობიდან. იგი ცნობიერად
ან გაუცნობიერებლაად ეძებს იმას, რაც წონასწორობას დაუბრუნებს. და აი, გარკვეულ
სიხშირეზე მყოფი თქვენი აზრების ენერგია აძლევს ამას, თუმცა კი ირიბად. იგი მაშინვე შეცვლის
აგრესიას კეთილგანწყობით. რაო, ძნელია ამის დაჯერება? შეამოწმეთ!

38
მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკა შამანობას გვაგონებს, მას საფუძვლად ქანქარას ჩაქრობის
პრინციპი უდევს. ადამიანი-ქანქარა პრობლემთ მოდის თქვენთან, თქვენ კი აკმაყოფილებთ მას,
მაგრამ არა პირდაპირი სახით, არამედ ენერგეტიკულ დონეზე. თქვენ მიეცით მას საკუთარი
ენერგია, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილი იმისა, რაც შეგეძლოთ დაგეკარგათ. ამასთან კეთილი
საქმეც გააკეთეთ - დროებით მაინც დაეხმარეთ მას, ვისაც ეს სჭირდებოდა. რაც ყველაზე
საინტერესოა, შედეგად იგი განწყობას შეიცვლის თქვენს მიმართ - მეგობრული განწყობით. ვერც
კი მიხვდება, რატომ გრძნობს თქვენს გვერდით თავს კომფორტულად. დაე, ეს თქვენი პატარა
საიდუმლო იყოს.

ასეთი ტექნიკის გამოყენება წარმატებით შეიძლება იმ შემთხვევებშიც, როცა თავად გჭირდებათ


რაიმეს მირება ადამიანისგან, ის კი თავისი პრობლემებითაა დახუნძლული და სულაც არ
აპირებს თქვენს დახმარებას. გჭირდებათ ადამიანის ხელმოწერა? ჯერ „გამოკვებეთ“ იგი
პოზიტიური ვიზუალიზაციით, და იგი ყველაფერს გააკეთებს თქვენთვის.

და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, სად მიდის იმ ქანქარას ენერგია, რომელიც ჩააქრეთ? ის


თქვენსკენ გადმოდის. თქვენ უფრო მეტად ძლიერდებით. თუ პრობლემას გაუმკლავდით, ამით
უფრო გაძლიერდით. შემდეგ ჯერზე ეს უკვე თქვენთვის აღარ იქნება პრობლემა. ასე არაა?
ხოლო თუ ებრძვით პრობლემას, ამით ენერგიას აძლევთ იმ ქანქარას, რომელმაც პრობლემა
წარმოშვა.

ქანქარას ჩაგდებისა და ჩაქრობის მეთოდები ცნობილია ფსიქოლოგებისთვის და


ფსიქოთერაპევტებისთვის, როგორც პროფესიონალური უნარები. ამ თვალსაზრისით ეს
მეთოდები არ წარმოადგენენ რაიმე პრინციპულად ახალს. სამაგიეროდ ადამიანისთვის,
რომელიც არ იცნობს პრაქტიკულ ფსიქოლოგიის მეთოდებს, ეს მეთოდები ფასეულია,
რადგანაც იძლევიან იმის გაგებას, თუ რატომ და როგორ მუშაობს ფსიქოლოგიური თავდაცვა.

რთული პრობლემების მარტივი გადაწყვეტა

ქანქარას ჩაგდების ან ჩაქრობის კიდევ ერთი ფასეულობა, ამის მეშვეობით ყველა შესაძლო
პრობლემის გადაჭრის უნარია. ეს შეიძლება იყოს რთული ცხოვრებისეული სიტუაცია,
კონფლიქტი, არასასიკეთო ვითარება, სირთულე, ან უბრალოდ რაიმე გადასაჭრელი ამოცანა.
ნებისმიერი რთული პრობლემისთვის არსებობს მარტივი გადაწყვეტა. გასაღები ამ
გადაწყვეტამდე ყოველთვის ზედაპირზე დევს, საქმე მხოლოდ იმაშია, როგორ დავინახოთ იგი.
მის დანახვაში კი სწორედ ის ქანქარები გვიშლიან ხელს, რომლებმაც ეს პრობლემა წარმოშვეს.

დესტრუქციულ ქანქარას მიზნად აქვს, რომ თქვენგან ენერგია მიიღოს. ამისთვის მას სჭირდება,
რომ დააფიქსიროს თქვენი აზრების გამოსხივების სიხშირე პრობლემაზე. ამის გაკეთება
ყველაზე ადვილია, თუ იგი დაგარწმუნებთ პრობლემის სირთულეში. თუ თამაშის ასეთი წესები
მიიღეთ, უკვე ადვილია, რომ ხელი ჩაგკიდოთ და ჩახლართულ ლაბირინთში შეგიყვანოთ.
მხოლოდ შემდეგ მოდის გაგება, რომ „კარი ძალიან მარტივად იღება“.

39
თუ ადამიანს შეაშინებთ, ააღელვებთ და მის კომპლექსებზე ითამაშებთ, მაშინ იგი იოლად
დათანხმდება იმას, რომ პრობლემა რთულია, და კაუჭზე წამოეგება. მაგრამ შეშინებაც არაა
საჭირო. მრავალი პრობლემაზე ისედაც გავრცელებულია შეხედულება, რომ მათ არ გააჩნიათ
მარტივი გადაწყვეტა. ნებისმიერი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში გამუდმებით
აწყდება სხვადასხვა სირთულეებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს რაღაც ახალია, უცნობია.
საბოლოო ჯამში, ყველას გამოუმუშავდა ღრმად ფესვებგამდგარი ჩვევა - შეხვდეს პრობლემას
საფრთხის, ზოგჯერ კი მოწიწებული შიშის შეგრძნებით. ამასთან, პრობლემის გადაჭრის თავის
უნარს ადამიანი ყოველთვის ეჭვების სასწორით წონის. აი ასე გამოუმუშავდება ყოველ ადამიანს
ძალიან კარგი კაუჭი ქანქარებისთვის.

ქანქარას შეუძლია იმოქმედოს როგორც თავისი მიმდევრების მეშვეობით, ანუ იმ ადამიანების,


რომლებიც რაღაცით არიან დაკავშირებულნი ამ პრობლემასთან, ასევე არაცოცხალი საგნების
მეშვეობითაც. იგი აფიქსირებს აზრობრივი ენერგიის გამოსხივებას გარკვეულ სიხშირეზე და
წოვს ენერგიას, სანამ ადამიანი პრობლემასთან იტანჯება. თითქოს სიხშირის ფიქსირება საგანზე
კონცენტრაციაში გვეხმარება. და როგორ შეუძლია ამას ხელი შეუშალოს პრობლემის
გადაჭრას?

საქმე იმაშია, რომ ქანქარა ადამიანის აზრებს ინფორმაციული ველის ძალიან ვიწრო სექტორში
აფიქსირებს. გადაწყვეტა კი შეიძლება ამ სექტორის მიღმა იყოს. შედეგად გამოდის, რომ
ადამიანი ფიქრობს და მოქმედებს ვიწრო კორიდორის საზღვრებში და არ აქვს შესაძლებლობა,
რომ პრობლემას უფრო ფართოდ შეხედოს. არასტანდარტული და გენიალური გადაწყვეტები
სწორედ მაშინ მოდიან, როცა ადამიანი ქანქარასგან თავისუფლდება და სხვა მიმართულებით
აზროვნების თავისუფლებას ღებულობს. გენიოსების მთელი საიდუმლო იმაშია, რომ ისინი
თავისუფლები არიან ქანქარების ზემოქმედებისგან. იმ დროს, როცა ჩვეულებრივი ადამიანების
აზრთა სიხშირეები ქანქარების მიერაა შეპყრობილი, გენიოსების აზრთა სიხშირეებს შეუძლიათ
თავისუფლად გადაეწყონ და ინფორმაციული ველის უცნობ სფეროებშ გადაინაცვლონ.

რა უნდა ქნათ იმისთვის, რომ მიტაცების მარყუჟში არ ამოვყოთ თავი? თავით არ უნდა
გადაეშვათ პრობლემაში, არ უნდა მისცეთ საშუალება ქანქარას, რომ ტავის თამაშში ჩაგრთოთ.
გააქირავეთ საკუთარი თავი. იმოქმედეთ ისე, როგორც ჩვეულებრივ იქცევით ხოლმე ასეთ
შემთხვევებში, მაგრამ არა როგორც თამაშის მონაწილემ, არამედ როგორც გარე
დამკვირვებელმა. დააკვირდით სიტუაციას გვერდიდან. გახსოვდეთ, რომ ქანქარებს თქვენთვის
ხელის ჩაკიდება და ლაბირინთში შეყვანა სურს. არ მისცეთ საშუალება პრობლემას, რომ
შეგაშინოთ, შეგიპყროთ, აგაღელვოთ, დაგადარდიანოთ. დასაწყისისთვის გახსოვდეთ, რომ
ყოველთვის არსებობს ძალიან მარტივი გამოსავალი, თქვენ კი რთულს გახვევენ თავს.

თუკი პრობლემას ან დაბრკოლეებას შეეჩეხეთ, გამოიჭირეთ საკუთარი თავი ამ პრობლემასთან


დამოკიდებულებაზე. პრობლემამ შესაძლოა დაბნეულობა, შიში, სასოწარკვეთილება და ა.შ.
გამოიწვიოს. აუცილებელია ჩავანაცვლოთ ჩვეული დამოკიდებულება პრობლემასთან
საპირისპირო დამოკიდებულებით, და იგი ან თავად გაქრება, ან სწრაფად და მარტივად
გადაწყდება. მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპებისა და ჩვევებისა, შეხვდით ნებისმიერ
პრობლემას არა როგორც დაბრკოლებას, რომელიც უნდა გადალახოთ, არამედ როგორც გზის
მონაკვეთს, რომელიც უნდა გაიაროთ. არ დატოვოთ საკუთარ თავში ადგილი პრობლემისთვის.
იყავით მასთან მიმართებაში ცარიელი.

40
თუ გჭირდებათ რაიმე ისეთი ამოცანის გადაჭრა, სადაც ფიქრია საჭირო, მაშინვე ლოგიკურ
მსჯელობაში ნუ გადავარდებით. თქვენი ქვეცნობიერი პირდაპირაა დაკავშირებული
ინფორმაციულ ველთან. იქ უკვე დევს ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა. ამიტომ თავიდან
მოდუნდით, განაგდეთ მცირე შიში და მღელვარებაც კი ამ საკითხზე. თქვენ ხომ იცით, რომ
პრობლემის გადაწყვეტა არსებობს. გაუშვით საკუთარი თავი, გააჩერეთ აზრთა დინება, ჭვრიტეთ
სიცარიელე. ფრიად სავარაუდოა, რომ გადაწყვეტა მაშინვე მოვა, ტანაც ძალიან მარტივი. თუ არ
გამოგივიდათ, არ იდარდოთ და ჩართეთ აზროვნების აპარატი. სხვა დროს გამოგივათ. მსგავსი
პრაქტიკა კარგად ანვითარებს ინტუიტიურ ცოდნასთან წვდომის უნარს. მხოლოდ ისაა საჭირო,
რომ ჩვევად აციოთ ეს.

ეს მეთოდი ნამდვილად მუშაობს, თუკი მოახერხებთ ქანქარასგან განთავისუფლებას და


„საკუთარი თავის მიქირავებას“. თუმცაღა ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება.
შემდგომში, ამ წიგნიდან გააიგებთ ახალ საიდუმლოებებს, თუ როგორ კეთდება ეს. ეს ხომ
მხოლოდ დასაწყისია. და არ გეჩვენებათ, რომ მე ტვითონ ჩაგკიდეთ ხელი და ლაბირინთში
მიმყავხართ? მართალია, დარჩით თავისუფალი მათგანაც კი, ვინც თქვენი თავისუფლების
შესახებ გიყვებათ.

გამოკიდებული მდგომარეობა

დესტრუქციული ქანქარებისგან განთავისუფლების შემდეგ თქვენ თავისუფლებას მოიპოვებთ.


მაგრამ თავისუფლება მიზნის გარეშე - ესაა გამოკიდებული მდგომარეობა. თუკი
გარშემომყოფები ქანქარების ჩაგდებითა და ჩაქრობით გაერთეთ, რისკავთ რომ ვაკუუმში
აღმოჩნდეთ. მანამდე არსებული კონფლიქტები სადღაც მიდიან, საზრუნაავები უკან იხევენ,
გაუგებრობები უფრო და უფრო იშვიათად ხდება, შფოთვა და მღელვარება წყნარად
უჩინარდება. ეს ყვ ელაფერი შეუმჩნევლად ხდება, თითქოს ქარბუქი ნელ-ნელა მშვიდდებაო.

თუმცაღა მალე აღმოაჩენთ, რომ ამას მედლის მეორე მხარეც აქვს. თუკი მანამდე მოვლენების
ცენტრში იყავით, ახლა ისინი გვერდზე ჩაგივლიან. გარშემომყოფებისთვის უკვე აღარ იქნებით
უწინდებურად მნიშვნელოვანი, ისინი უფრო და უფრო ნაკლებად მოგაქცევენ ყურადღებას.
საზრუნავები შემცირდა, მაგრამ ახალი სურვილებიც არ მოდიან. გარესამყაროს ზეწოლა
სუსტდება, მაგრამ განსაკუთრებული დივიდენდები ამას არ მოაქვს. პრობლემების რაოდენობა
გიმიცირდებათ, მაგრამ ამასთან მიღწევებიც მცირდება.

რა ხდება ამ დროს? საქმე იმაშია, რომ ადამიანის არსებობის მთელი გარემო ქანქარებზეა
აწყობილი, ამიტომ თუკი იგი ბოლომდე იზოლირდება მათგან, თავად უდაბნოში აღმოჩნდება.
გამოკიდებული მდგომარეობა დიდად არ ჯობია ქანქარაზე დამოკიდებულებას. მაგალითად,
ბავშვები, რომლებსაც ყველაფერი უხვად აქვთ, მოიწყენენ ხოლმე იმიტომ, რომ „სასურველი
აღარაფერი რჩებათ“. ისინი თავადაც იტანჯებიან და სხვებსაც აწუხებენ თავიანთი კაპრიზებით.
ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ყოველთვის სჭირდება - ისწრაფვოდეს რაღაცისკენ.

თავისუფლება საჭიროა მხოლოდ თქვენთვის უცხო ქანქარებისგან. არსებობენ ქანქარები,


რომლებიც სწორედ თქვენთვის იქნებიან სასარგებლო. ეს თქვენი ქანქარებია. სხვა სიტყვებით,

41
აუცილებელია განთავისუფლდეთ მხოლოდ თავსმოხვეული მიზნებისგან, რომლებისთვის
ბრძოლაშიც უფრო და უფრო შორს მიდიხართ თქვენი ბედნიერი ცხოვრების ხაზისგან. ამოცანა
იმაში მდგომარეობს, რომ დარჩეთ თავისუფალნი და აირჩიოთ ცხოვრბეის ის ხაზები,
რომლებშიც ნამდვილი წარმატება და ბედნიერება გელით - პირადად თქვენთვის. სირთულე
იმაში მდგომარეობს, როგორ იპოვოთ მრავალ ქანქარას შორის საკუთარი. მაგრამ ეს
პრობლემაც გადაჭრადია, და ამაზე შემდეგ თავებში ვისაუბრებთ.

რეზიუმე

ქანქარა იქმნება იმ ადამიანთა ენერგიებისგან, რომლებიც ერთი მიმართულებით აზროვნებენ.

ქანქარა წარმოადგენს ენერგო-ინფორმაციულ სტრუქტურას.

ქანქარას მიზანია - დაამყაროს თავისი ძალაუფლება და წაგართვათ ენერგია.

ქანქარა თავისი მიმდევრის აზრობრივ ენერგიას თავის სიხშირეზე აფიქსირებს.

ქანქარებს შორის მიმდევრებისთვის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს.

დესტრუქციული ქანქარა თავის მიმდევრებს მათთვის უცხო მიზნებს ახვევს თავს.

ქანქარა ადამიანთა გრძნობებზე თამაშობს და თავის ქსელში აბამს მათ.

თუკი რაღაც აქტიურად არ გინდათ, ეს რაღაც თქვენს ცხოვრებაში იქნება.

განთავისუფლდე ქანქარასგან - ნიშნავს განაგდო იგი საკუთარი ცხოვრებიდან.

განაგდო ცხოვრებისგან - ნიშნავს არა თავის არიდებას, არამედ იგნორირებას.

ქანქარას ჩასაქრობად საჭიროა ჩაშალოთ მისი სცენარი.

პოზიტიური ვიზუალიზაცია რბილად აქრობს ადამიან-ქანქარას.

ჩაქრობილი ქანქარას ენერგია თქვენთან გადმოდის.

პრობლემების გადაწყვეტა მათი წარმომშობი ქანქარების ჩაგდებით ან ჩაქრობით ხდება.

პრობლემების გადასაჭრელად - გააქირავეთ საკუთარი თავი.

იმისთვის, რომ თავი აარიდოთ გამოკიდებულ მდგომარეობას, საკუთარი ქანქარები უნდა


იპოვნოთ.

აუცილებელია, რომ გამოიმუშავოთ ჩვევა - გახსოვდეთ ეს ყველაფერი.

42
თავი III. წარმატების ტალღა

მთარგმნელი: მამუკა გურული

თქვენი აზრები ბუმერანგივით გიბრუნდებიან

ქანქარას ანტიპოდი

მოდით, შევამოწმოთ საშინაო დავალება. როგორ ქანქარებს შეგვიძლია ვუწოდოთ


კონსსტრუქციული? პასუხი: კონსტრუქციული ქანქარები არ არსებობენ. პარადოქსულად ჟღერს,
მაგრამ ეს ასეა. არ გეწყინოს, პატივცემულო მკითხველო, კითხვა პროვოკაციული იყო.
ნებისმიერი ქანქარას მთავარი და ერთადერთი მიზანი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ
მიმდევრებისგან ენერგია აიღოს. თუ ენერგია არ მიეწოდება, ქანქარა ჩერდება.

ქანქარა კონსტრუქციულია მხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებაში, მაგრამ თქვენთან


მიმართებაში - არანაირად. რა არის კონსტრუქციული და შემოქმედებითი იმაში, რომ ენერგია
გერთმევათ? რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქანქარები სხვადასხვა დონით არიან დესტრუქციულები
და აგრესიულები. მაგალითად, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ პლიაჟის ფრენბურთის კლუბი
„მორჟების“ წინააღმდეგ ამხედრდეს. და თანაც, პლიაჟის ფრენბურთის კლუბის წევრობა
ცხოვრებას ვერ დაგინგრევთ. მაგრამ ეს ქანქარაც იკვებება მიმდევრების ენერგიით, და თუ მათ
ეს საქმიანობა მობეზრდებათ, კლუბი მოკვდება. მაგრაამ ეს არაფერია კრიმინალურ
დაჯგუფებაში ყოფნასთან შედარებით, სადაც შესაძლოა თავისუფლება დდა სიცოცხლეც კი
წაგართვან.

შესაძლოა გააპროტესსტოთ: თუ მე დავდივარ ფიტნეს-კლუბში, სადაც ცალსახად საკუთარი


თავით ვარ დაკაავებული, მაშინ როგორ ვაძლევ ენერგიას კლუბის ქანქარას? მაშინაც კი, თუ იქ
მხოლოდ საკუთარი თავით ხართ დაკავებული, ვალდებული ხართ, რომ გარკვეული წესები
დაიცვათ. საკუთარ სახლში ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ კლუბში მისი ყველა
წევრი ასე თუ ისე ერთი მიმართულებით მოძრაობს, სისტემის დაწესებულ წესებს ასრრულებს და
ამგვარად კოლექტიურ ენერგიას აძლევენ ქანქარას. თუ კლუბის ყველა წევრი გაიქცევა, ქანქარა
შეწყვეტს ენერგიის მიღებას და გაჩერდება.

კითხვა შეიძლება სხვანაირადაც დავსვათ: არსებობენ თუ არა ენერგეტიკული სტრუქტურები,


რომლებსაც თქვენი ენერგია არ სჭირდებათ? როგორც აღმოჩნდა, არსებობენ. ერთ-ერთი
მათგანია - წარმატებისს ტალღა, ანუ ვითარებათა სასიკეთო მიმდინარეობა პირადად
თქვენთვის. ყოველ ადამიანს თავისი წარმატების ტალღები აქვს. ხშირად ასე ხდება: რაღაცაში
გაგიმაართლებს, შემდეგ კი ამას მოსდევს სხვა სასიამოვნო მოულოდნელობების მთელი
კასკადი. თითქოს ცხოვრებაში თეთრი ზოლის პერიოდი დადგა. ასეთი კასკადი იშვიათად ხდება,
მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველმა წარმატებამ გაგახარათ და ამაღლებული
განწყობა შეგიქმნათ.

„ფორტუნის ბორბალი“ ან „ბედნიერების ლურჯი ფრინველი“ - უბრალოდ აბსტრაქტული


მეტაფორები არაა. წარმატების ტალღა ფორმირდება, როგორც თქვენთვის კეთილსასურველი
ცხოვრების ხაზების გროვა. ვარიანტთა სივრცეში ყველაფერია, და მათ შორის ასეთი ოქროს

43
საბადოებიც. თუკი თქვენ ასეთი არაორდინალურობის უკიდურეს ხაზზე მოხვდით და წარმატება
დაიჭირეთ, შეგიძლიათ ინერციიტ ისრიალოთ იმ ხაზთა გროვებზე, სადაც ახალი ბედნიერი
ვითარებები მოდიან. მაგრამ თუ პირველი წარმატების შემდეგ კვლავ შავი ზოლი მოვიდა, ეს
ნიშნავს, რომ დესტრუქციულმა ქანქარამ გამოგიჭირათ და წარმატების ტალღისგან მოშორებით
წაგიყვანათ.

წარმატების ტალღას ბედნიერება მოაქვს და ამასთან ენერგიას არ გართმევთ. იგი შეიძლება


შევადაროთ ზღვის ტალღას, რომელიც ტალღაზე გამოაგდებს ხოლმე ძალებგამოცლილ
მცურავს. წარმატების ტალღას ცხოვრების ბედნიერ ხაზებზე გადაყავხართ. მას, ისევე როგორც
ქანქარას, არანაირი საქმე არ აქვს თქვენს ბედთან, მაგრამ თქვენი ენერგიაც არ სჭირდება.
გინდათ? - დაწექით მასზე და იცურეთ, არ გინდათ? - იგი ყოველგვარი სინანულის გარეშე
ჩაგივლით გვერდზე. წარმატების ტალღა დროებითი წარმონაქმნია, იგი არ იტაცებს სხვის
ენერგიას, ამიტომ საბოლოო ჯამში ქრება, მსგავსად ზღვის ტალღებისა, რომლებიც ნაპირს
ეხეთქებიან.

წარმატების ტალღამ საკუთარი თავის შესახებ შესაძლოა კარგი ამბების სახით გვამცნოს. მას
ინფორმაცია ცხოვრების სხვა ხაზებიდან მოაქვს. ეს აღიქმება, როგორც სასიკეთო ამბები.
ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბაწარს ჩავეჭიდოთ და გავიყვანოთ საკუთარი თავი იმ
ხაზებზე, საიდანაც კარგი ამბები მოვიდა. იქ იქნება არა უბრალოდ ამბები, არამედ წარმაატებული
მდგომარეობები.

სიმარტივისთვის ჩავთვალოთ, რომ ტალღა მოდის და მიდის. სინამდვილეში წარმატების


ტალღა არ მოძრაობს, არც ძალებს იკრებს და არც სუსტდება. მოდელში სიტყვა „ტალღას“
აღქმის სიმარტივისთვის ვიღებთ. როგორც უკვე ითქვა, წარმატების ტალღა სტაციონარულად
არსებობს ვარიანტთა სივრცეში, სასიკეთო ხაზების გროვის სახით. ეს თქვენ მოძრაობთ
ცხოვრების ხაზებზე, ხვდებით ამ არაორდინალურობას, როგორც ტალღას, აიტაცებთ მას და
უშვებთ თქვენს ცხოვრებაში, ან ქანქარების მიერ გატაცებულნი - შორდებით მას.

ტალღა არაა თქვენით დაინტერესებული, ამიტომ მისი დაკარგვა იოლია - გვერდზე ჩაგივლით
და აღარ დაბრუნდება. აქედან გაჩნდა საყოველთაო რწმენა იმის შესახებ, რომ ბედნიერების
ფრინველის დაჭერა ძნელია. სინამდვილეში ტქვენ არ გჭირდებათ ძალისხმევა იმისთვის, რომ
წარმატების ტალღა გახედნოთ. ეს მხოლოდ თქვენი არჩევანის საკითხია. თუკი იღებთ მას
თქვენს ცხოვრებაში, იგი თქვენთანაა. ხოლო თუ ექვემდებარებიტ დესტრუქციული ქანქარას
ზემოქმედებას და მისი ნეგატიური ენერგიით იმსჭვალებით, წარმატების ტალღას გვერდზე
ჩაუვლით. ადამიანები სულ ასე იქცევიან: „როცა აქვთ, არ ინახავენ, როცა კარგავენ - ტირიან“.
ბედნიერების ფრინველი სულაც არაა წინააღმდეგი, რომ საკენკი თქვენი ხელიდან აკენკოს. მისი
დაჭერა არაა საჭირო. სრულიად საკმარისია, რომ უბრალოდ არ გააგდოთ.

ეს არჩევანის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე პარადოქსული ასპექტია. ადამიანს მართლაც


აქვთ თავისუფლება, რომ წარმატება და იღბალი აირჩიონ. და ამავდროულად, თავისუფლები
არ არიან ქანქარებისგან, რომლებსაც წარმატების ტალღისგან შორს მიჰყავთ ისინი. ჩვენ კვლავ
ვუბრუნდებით წინა თემას. იმისთვის, რომ არჩევანის თავისუფლება მოვიპოვოთ, აუცილებელია
უარი ვთქვათ დამოკიდებულებაზე. ჩვენ იმის უფლებაც გვაქვს, რომ ჩვენთვის უცხო ქანქარებისს
ზეგავლენაზე უარი ვთქვათ. მხოლოდ იმის გარკვევაღა გვრჩება, როგორ ავიღოთ ეს უფლებები.

44
ბუმერანგი

ყოველ ადამიანს გამუდმებით უტრიალებს თავში რაღაც აზრები. თუ ამ პროცესს თავის ნებაზე
მივუშვებთ, ნეგატიური აზრები გადააჭარბებენ, რადგანაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაღელვებს ის,
რაც გვაშინებს, გვადარდებს, გვთრგუნავს ან უკმაყოფილებას იწვევს. ასე ფორმირდებოდა
ათასწლეულების განმავლობაში ადამიანის ფსიქიკა დესტრუქციული ქანქარების ზემოქმედების
ქვეშ, რომლებსაც აწყობთ, რომ ადამიანი შიშის ქვეშ ჰყავდეთ, რათა ადვილად მოახდინონ მისი
მანიპულირება. სწორედ ამიტომ ადამიანებს ბუნდოვნად წარმოუდგენიათ, რა უნდათ
სინამდვილეში, მაგრამ ზუსტად იციან, რა არ უნდათ.

მისცეთ ნება ნეგატიურ აზრთა დინებას - ნიშნავს, რომ თამაშში შეხვიდეთ დესტრუქციულ
ქანქარასთან და მის სიხშირეზე გამოასხივოთ ენერგია. ეს ძალიან არამომგებიანი ჩვევაა. თქვენს
ინტერესებშია, რომ ჩაანაცვლოთ იგი სხვა ჩვევით - ცნობიერად აკონტროლოთ თქვენი აზრები.
ყოველ ჯერზე, როცა თქვენი გონება არაფერი განსაკუთრებულით არაა დაკავებული,
მაგალითად ტრანპორტში, სეირნობისას ან ისეთი სამუშაოს დროს, რომელიც ყურადღების
კონცენტრაციას არ მოითხოვს - ჩართეთ საკუთარ თავში პოზიტიური აზრები. არ იფიქროთ
იმაზე, თუ რის მიღწევა ვერ შეძელით - იფიქრეთ იმაზე, რას გინდათ მიაღწიოთ, და მიიღებთ ამას.

დავუშვათ, თქვენ არ მოგწონთ სახლი, რომელშიც ცხოვრობთ. საკუთარ თავს ეუბნებით: „ყელში
ამომივიდა ეს სახლი. აქ ყველაფერი მაღიზიანებს. აი, როცა ახალ სახლში გადავალ, გავიხარებ,
მანამდე კი ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ თავს - ვერ ვიტან!“ დაიმახსოვრეთ, ასეთი აზრებით ვერ
მიიღებთ იმას, რასაც ელით. მაშინაც კი, თუ ახალ სახლში გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია, იქ
მრავალი უსიამოვნება დაგხვდებათ.

კარგი, იტყვით თქვენ, მე ხომ ვტოვებ ამ სარაიას და მდიდრულ სახლში გადავდივარ! რა


იმედგაცრუებები შეიძლება იქ მელოდნენ? ამაზე შეგიძლიათ არ იდარდოთ. რაც უფრო მეტი
სიძულვილი გაქვთ იმ სახლისადმი, რომელმაც შეგიფარათ, მით უფრო მეტი უსიამოვნება
გელით ახალ სასახლეში. უსიამოვნებები კიდევ ბევრნაირი შეიძლება იყოს: ონკანი გაფუჭდება,
საღებავი ჩამოძვრება, კედლები დაიბზარება, მეზობლები თავს მოგაბეზრებენ - მოკლედ, იქნება
ყველაფერი, რაც თქვენი ნეგატიური გამოსხივების პარამეტრებს შეინარჩუნებს. ახალია სახლი
თუ ძველი - რა მნიშვნელობა აქვს? ყოველთვის მოიძებნება ცხოვრების ხაზი ყველანაირი
კომფორტით, სადაც ძველებურად უკმაყოფილო იქნებით. ვარიაანტთა სივრცეში თქვენთვის
უკვე არსებობს მრავალი მდიდრული სახლი, სადაც თავს ისე იგრძნობთ, როგორც ჯოჯოხეთში.

ხოლო თუ ჯერ-ჯერობით წასასვლელი არსად გაქვთ, მაშინ მითუმეტეს, მოგიწევთ ყელში


ამოსულ მიწურში ცხოვრება. თქვენ ხომ არ ხართ განწყობილი ცხოვრების იმ ხაზის სიხშირეზე,
სადაც თქვენი ოცნების სახლი გელოდებათ. მოცემულ მომენტში იმაზე ფიქრობთ, რაც არ
მოგწონთ, და გამოსახივებთ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც სწორედ იმ ხაზს შეესაბამება,
რომელზეც იმყოფებით. ამიტომ იქამდე მოგიწევთ იქ ყოფნა, სანამ თქვენი გამოსხივების
სიხშირეს არ შეიცვლით. ამის გაკეთება კი არც ისე რთულია.

პირველ რიგში შეეგუეთ და უარი თქვით ზიზღსა და უკმაყოფილებაზე. ყოველთვის და


ყველაფერში შეიძლება კარგი მხარეების და მიზეზების პოვნა პატარა სიხარულებისთვის. დაე,
არ მოგწონდეთ სახლი, მაგრამ მადლიერი მაინც უნდა იყოთ იმისთვის, რომ შეგიფარათ. ქუჩაში

45
ქარი ქრის, წვიმა მოდის. სახლი ამ ყველაფერს თავის თავზე იღებს, თქვენ კი გიცავთ და
გათბობთ. ნუთუ ამით მაინც არ იმსახურებს მადლიერებას? თუკი ახლა ხართ მადლიერი
იმისთვის, რაც გაგაჩნიათ, თუკი სიყვარულს განიცდით ყველა საგნის მიმართ, რომლებიც თქვენს
გარშემოა და არსებობაში გეხმარებათ, ამით თქვენ პოზიტიურ ენერგიას ასხივებთ. მაშინ, თუკი
მოინდომებთ სრული იმედი შეგიძლიათ გქონდეთ იმისა, რომ თქვენი პირობები გაუმჯობესდება.
და როდესაც სხვაგან გადახვალთ, აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა ყველაფერს, რაც
თქვენს გარშემო მანამდე იყო. ის საგნებიც კი, რომლებსაც ყრით, მადლიერებას იმსახურებენ.
ასეთ მომენტებში სამყაროში პოზიტიურ რხევებს ასხივებთ, და ისინი აუცილებლად
დაგიბრუნდებიან.

მეორეც, იფიქრეთ სწორედ იმ სახლზე, რომელიც გინდათ, რომ გქონდეთ. ამის გაკეთება უფრო
რთულია, ვიდრე იმ ნივთების გამო გაღიზიანება, რომლებიც მოცემულ მომენტშია თქვენს
გარშემო. მაგრამ მიზანი ღირს ამად. რა ჯობია, მოლუსკივით რეფლექსურად მოახდინოთ
რეაგირება გარე გამღიზიანებლებზე, თუ გააკეთოთ მცირე ძალისხმევა და შეცვალოთ თქვენი
ჩვევები? უყურეთ სარეკლამო აბრებს სახლების ფოტოებით, იარეთ მაღაზიებში ნივთების
საძებნელად, იცხოვრეთ აზრებით იმის შესახებ, რაც გინდათ, რომ გაგაჩნდეთ. ჩვენ ყოველთვის
გაგვაჩნია ის, რაც მყარად ფლობს ჩვენს აზრებს. ჩვენი აზრები ყოველთვის ბუმერანგივით
გვიბრუნდება.

შეგვიძლია მოვიყვანოთ კიდევ მრავალი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ნეგატიურ


დამოკიდებულებას თქვენი ცხოვრების გაფუჭება. დავუშვათ, შვებულებაში სამხრეთისკენ
აპირებთ გამგზავრებას. ახლა კი იქ, სადაც ცხოვრობთ საზიზღარი ამინდია. მიდიხართ ქუჩაში,
ცივი ქარისგან შეკუმშული ხართ და წვიმის ქვეშ სველდებით. გასაგებია, რომ ასეთი ამინდისგან
სიხარულის განცდა ძნელია. მაშინ ნეიტრალურები მაინც იყავით, რომ ამ დესტრუქციული
ქანქარას იგნორირება შეძლოთ. თუკი აქტიურად გამოხატავთ თქვენს უკმაყოფილებას ამინდის
თაობაზე, ეს ნიშნავთ, რომ ღებულობთ ქანქარას და უფრო მეტად აქანავებთ მას.

საკუთარ თავს ეუბნებით: „აი, მალე სამხრეთში წავალ და გავიხარებ მზით და თბილი ზღვით.
ახლა კი, წყეულიმც იყოს ეს ჭაობი!“ ამრიგად, მსგავსი დამოკიდებულებით თქვენ არ ხართ
განწყობილი ცხოვრების იმ ხაზზე, სადაც სამოთხისეული ნეტარება გელოდებათ. ამიტომ არც
მოხვდებით იქ. უკვე თვითმფრინავის ბილეთიც გაქვთ? მერე რა? თქვენ მხოლოდ დანიშნულების
პუნქტში მოხვდებით, მაგრამ იქ ცუდი ამინდი ან სხვა უსიამოვნებები გელოდებათ. მაგრამ
ყველაფერი დალაგდება, თუ პოზიტიურ სიხშირეზე განეწყობით.

ცხადია, რომ საკმარისი არაა საკუთარ თავში ნეგატიური ენერგიის არ-შეშვება. საჭიროა ასევე,
რომ თვითონაც არ გამოასხივოთ ასეთი. მაგალითად, გაღიზიანებულმა დაუყვირეთ ვიღაცას.
შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამას რაიმე უსიამოვნება ან პრობლემა მოჰყვება.
მოცემულ შემთხვევაში თქვენი გამოსხივების პარამეტრები ცხოვრების იმ ხაზებს
აკმაყოფილებენ, სადაც ღიზიანდებით. ამიტომ სწორედ იქ მოხვდებით. ასეთ ხაზებზე
უსიამოვნებების სიხშირე საშუალოზე მეტია. საჭირო არაა თავის გამართლება იმით, რომ ამ
უსიამოვნებას თითქოს ისედაც ვერ აარიდებდით თავს. მე არ მჭირდება, რომ დაგარწმუნოთ, ან
რამე გიმტკიცოთ. უბრალოდ დააკვირდით თავად, როგორ მოსდევს ნებისმიერ ნეგატიურ
რეაქციას ახალი სავალალო მოვლენები.

46
ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს მარტივი დასკვნა: თქვენ ყოველთვის იმყოფებით
ცხოვრების იმ ხაზებზე, რომელთა პარამეტრებსაც თქვენი ენერგეტიკული გამოსხივება
აკმაყოფილებს. უშვებთ საკუთარ თავში ნეგატიურ ენერგიას? - თქვენს ცხოვრებაში
უსიამოვნებები იქნება. გარეთ ასხივებთ ნეგატიურ ენერგიას? - იგი ახალი პრობლემების სახით
დაგიბრუნდებათ, ბუმერანგივით.

ტრანსლაცია

იმის ნაცვლად, რომ დესტრუქციული ქანქარების თამაშები მიიღოთ, ეძებეთ ქანქარები,


რომელთა თამაშებიც თქვენთვის სასარგებლო იქნება. ეს ნიშნავს: გამოიმუშავოთ ჩვევა -
ყურადღება მიაქციოთ ყველაფერ კარგს, პოზიტიურს. როგორც კი დაინახეთ, წაიკითხეთ ან
მოისმინეთ რაიმე კარგი, სასიამოვნო, დამაიმედებელი - დააფიქსირეთ ეს თქვენს აზრებში და
გაიხარეთ. წარმოიდგინეთ, რომ ტყეში მიდიხართ: იქ არის ლამაზი და სასიამოვნო ყვავილებიც
და შხამიანი და ეკლიანიც. რას აირჩევთ? თუ ანწლის ყვავილებს მოკრეფთ, სახლში მიიტანთ და
ვაზაში ჩადებთ, მალე თავი აგტკივდებათ. რაში გჭირდებათ ეს? ასევე საზიანოა რეაგირება
დესტრუქციულ ქანქარებზე. ჯობია ჟასმინის ყვავილი მოწყვიტოთ და დატკბეთ მისი არომატით.
შეუშვით საკუთარ თავში ყველაფერი პოზიტიური და მაშინ თქვენს გზაზე უფრო მეტი კარგი
სიახლე და შესაძლებლობა შეგხვდებათ.

აი, იგრძენით შთაგონება და სიხარული. მაგრამ შემდეგ კვლავ ჩაგითრიათ ყოველდღიურმა


რუტინამ. ზეიმი მიდის, და სამუშაო დღეები იწყება. როგორ უნდა შეინარჩუნოთ საკუთარ თავში
ზეიმის მდგომარეობა? პირველ რიგში გახსოვდეთ იგი. ჩვენ მიჩვეულები ვაართ, რომ დღეების
ერთფეროვნებაში ჩავიძიროთ და გვავიწყდება რაღაც კარგი. ცუდი ჩვევაა - დავიწყება. და
დავიწყებას სწორედ ქანქარები გვაიძულებენ.

საჭიროა, შევინარჩუნოთ ჩვენში ზეიმის ცეცხლი, მოვუფრთხილდეთ ამ შეგრძნებას;


დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ იცვლება სიცოცხლე უკეთესობისკენ; მოვეჭიდოთ სიხარულის
ნებისმიერ თივის ღეროს; ვეძებოთ ყველაფერში სასიკეთო ნიშნები. ეს, ყოველ შემთხვევაში,
მოსაწყენი მაინც არაა. საჭიროა გვახსოვდეს ყოველ წამს, რომ ტრანსსერფინგით ხართ
დაკავებული, ცნობიერად მიდიხართ თქვენი მიზნისკენ, და შესაბამისად - მართავთ თქვენს ბედს.
მხოლოდ ესეც კი სიმშვიდეს, თავდაჯერებულობას და სიხარულს გაძლევთ, და შესაბამისად,
ზეიმი ყოველთვის თქვენთანაა. . როცა ზეიმის მდგომარეობა ჩვეული გახდება, მაშინ გამუდმებით
იქნებით წარმატების ტალღის ქიმზე.

გიხაროდეთ ყველაფერი, რაც მოცემულ მომენტში გაგაჩნიათ. ეს არაა ცარიელი მოწოდება,


რომ აპრიორი ბედნიერი იყოთ. ზოგჯერ ვითარებები ისე ლაგდება, რომ კმაყოფილად ყოფნა
ძალიან ძნელია. მაგრამ სუფთა პრაქტიკული თვალსაზრისით უკმაყოფილების გამოთქმა
მომგებიანი არაა. თქვენ ხომ გინდათ, რომ ცხოვრების იმ ხაზებზე მოხვდეთ, სადაც ყველაფერი
გაკმაყოფილებთ? მაგრამ როგორ მოხვდებით იქ, თუ თქვენი გამოსხივება უკმაყოფილებითაა
სავსე? პირიქით, ასეთი გამოსხივების სიხშირე სწორედ იმ ხაზებს შეესაბამება, რომლებშიც
ცუდად ხართ. კარგი ხაზები იმით გამოირჩევიან, რომ თქვენ იქ მოგწონთ და თქვენი აზრები
სიხარულითა და კმაყოფილებითაა აღსავსე.

47
კარგი ამბები არც ისე გვაღელვებს და მალე გვავიწყდება. ცუდი, პირიქით, ცოცხალ რეაქციას
იწვევს, რადგანაც პოტენციურ საფრთხეს შეიცავენ. ნუ შეუშვებთ ცუდ ამბებს თქვენს გულში, და
შესაბამისად თქვენს ცხოვრებაშიც. ჩაიკეტეთ ცუდი და გაიხსენით კარგი ამბებისთვის. მცირე
პოზიტიური ცვლილებებიც კი აუცილებლად უნდა შეამჩნიოთ და მოუფრთხილდეთ. ისინი
წარმატების ტალღის მაცნენი არიან. როგორც კი გაიგეთ თუნდაც პატარა დამაიმედებელი
სიახლეები, ნუ დაივიწყებთ მაშინვე, როგორც ამას მანამდე აკეთებდით, არამედ პირიქით -
იფიქრეთ, განიხილეთ, ინადირეთ მათზე. იფიქრეთ ამ ახალ ამბებზე ყველა კუთხიდან,
გაიხარეთ, ააწყვეთ პროგნოზები, გქონდეთ შემდგომი უკეთესობის მოლოდინი. ამგვარად
წარმატების ტალღის სიხშირეზე იფიქრებთ და მის პარამეტრებზე გადაეწყობით. კარგი ამბები
უფრო და უფრო მეტი იქნება, ცხოვრება კი უფრო მშვენიერი გახდება. ეს არაა მისტიკა, და არც
ადამიანის თვისება - გაფილტროს ინფორმაცია, როცა პესიმისტი შავი სათვალით უყურებს
სამყაროს, ოპტიმისტი კი - ვარდისფერით. ასეთია რეალობა: თქვენ გადაინაცვლებთ ცხოვრების
იმ ხაზებზე, რომლებიც თქვენი აზრების ენერგიათა პარამეტრებს შეესაბამება.

როცა თქვენ იმყოფებით კარგ ურთიერთობებში საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან, ამით


სამყაროში ჰარმონიული გამოსხივების ტრანსლაციას აკეთებთ. თქვენს გარშემო ჰარმონიული
რხევების სფეროს ქმნით, სადაც ყველაფერი წარმატებით ეწყობა. პოზიტიურ განწყობას
ყოვეკთვის მივყავართ წარმატებისკენ და შემოქმედებისკენ. ნეგატივიზმი, პირიქით, ყოველთვის
დესტრუქციულია და მიმართულია ნგრევისკენ. მაგალითად, არის ადამიანთა კატეგორია,
რომლებიც პრობლემებს ეძებენ და არა მათ გადაჭრას. ისინი ყოველთვის მზად არიან
გულმოდგინედ განიხილონ სირთულეები და იპოვონ ახალი დაბრკოლებები. ასეთ ადამიანებს,
როგორც წესი, უჭირთ რეალური გამოსავალის შემოთავაზება, რადგანაც თავიდანვე
მიმართულნი არიან არა პრობლემის გადაჭრაზე, არამედ სირთულეების ძიებაზე.
პრობლეემების ძიებაზე მიმართულებას უხვად მოაქვს ისინი, საქმე კი ადგილიდან არ იძვრის.
მიმართულებას უარყოფითი მხარეების კრიტიკასა და ძიებაზე ასევე ყოველთვის შესაბამისი
ნაყოფები მოაქვს: ზიანი საკმარისადაა, სარგებელი კი - არანაირი. მიმოიხედეთ გარშემო, და
აუცილებლად იპოვნით ასეთ ადამიანებს თქვენს გარემოცვაში. ისინი არც კარგები არიან და არც
ცუდები. ისინი უბრალოდ მყარად არიან წამოგებულნი დესტრუქციული ქანქარების კაუჭებზე.

ადამიანთა უმეტესობა ხიშტივით ღებულობს ნებისმიერ არასასურველ მოვლენას თავის


ცხოვრებაში. როგორც წესი, ჩვენთვის არასასურველი ის მოვლენებია, რომლებიც ჩვენს მიერ
შედგენილ სცენარს არ შეესაბამება. და პირიქით, წარმატებად მხოლოდ იმას აღვიქვამთ, რაც
ჩვენს მოლოდინებს შეესაბამება. ხდება ისე, რომ ადამიანი აგვიანებს იმ თვითმფრინავზე,
რომელიც უნდა ჩამოვარდეს, და ძალიან დამწუხრებულია ამის გამო. და პირიქით, უნიკალურ
შანსს უშვებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მის გეგმებში არ შედიოდა.

რაც უფრო უარესად ფიქრობს ადამიანი გარესამყაროზე, მით უფრო უარესი ხდება მისთვის ეს
სამყარო. რაც უფრო ბრაზდება წარუმატებლობების გამო, მით უფრო მეტი ხალისით მოდიან
ახლები. თუ ადამიანმა არსებობის ასეთი მეთოდი აირჩია, იგი ყოველდღე აკეთებს
ტრანსერფინგს პირიქით: დაცურავს ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც მას ჯოჯოხეთი ელოდება.
მიიღეთ პირდაპირ საწინააღმდეგ პოზიცია: ჯინაზე გაიხარეთ წარუმატებლობებით, იპოვეთ
მათში თუნდაც მცირე სარგებელი - ეს ყოველთვის შესაძლებელია. ჭიქა ნახევრად ცარიელი კი
არა, ნახევრად სავსეა. ბანალური გამოთქვა: „ყველაფერი რაც ხდება - უკეთესობისკენაა“,

48
უნაკლოდ მუშაობს, თუკი ეს თქვენი კრედოა. აუცილებელია, ჯიუტად შეინარჩუნოთ განწყობა
კარგზე და უარი თქვათ ნებისმიერი საბაბით დამწუხრებისა და აღელვების ძველ ჩვევაზე.

წარუმატებლობების აღქმის ალტერნატიული საშუალებაა - გიხაროდეთ ყოველი


წარუმატებლობა ან მოვლენების არასასურველი განვითარება. ყოველი წარუმაატებლობა,
როგორც მინიმუმ, სასარგებლო გაკვეთილია და უფრო ძლიერსა და გამოცდილს გხდით.
გიხაროდეთ თქვენი სამყაროს ნებისმიერი გამოვლინება, და იგი სამოთხედ იქცევა. ეს, რა თქმა
უნდა, ქცევის ძალიან უჩვეულო მეთოდია. მაგრამ მიზანიც ხომ სრულიად უჩვეულოა - გახდეთ
ჯინი, რომელიც საკუთარ სურვილებს ისრულებს. ნუთუ შესაძლებელია ამის ჩვეული მეთოდებით
მიღწევა?

თავიდან ეს ძნელია, რადგანაც არასასურველზე ნეგატიურად რეაგირების ძველი ჩვევა ძალიან


მყარადაა გამჯდარი. მთავარია, აუცილებელია ისწავლოთ: ყოველი სავალალო ვითარების
დროს გახსოვდეთ, რომ ამ დროს ქანქარა ცდილობს თქვენს წამოგებას. როგორც კი გაიხსენეთ,
შეგიძლიათ ცნობიერად გააკეთოთ არჩევანი: მისცეთ ენერგია ქანქარას იმით, რომ
გამოტყორცნოთ თქვენი ნეგატიური ემოციები, თუ ხახამსრალი დატოვოთ იგი და ამით
გაიმარჯვოთ.

თუკი გაიხსენეთ, ქანქარას ჩაგდება ან ჩაქრობა უკვე სულაც აღარაა რთული. ჩვენ ყოველთვის
გაუცნობიერებლად ვაძლევთ ქანქარას ენერგიას. როგორც უკვე ითქვა, ქანქარები ჩვენი
გრძნობების ძაფებზე გვექაჩებიან. ჩვენი აზრების მიტაცების მექანიზმის სასტარტო ბერკეტებს კი
ჩვენი ჩვევები წარმოადგენენ. მაშინაც კი, თუ ამ თავს წაიკითხავთ და მიზნად დაისახავთ, რომ
გახსოვდეთ, კვლავაც ნეგატიურად მოახდენთ რეაგირებას არასასურველზე. შემდეგ
გააცნობიერებთ, რომ იმ მომენტში უბრალოდ დაგავიწყდათ და არაცნობიერად, ჩვევით
მოქმედებდით. მაგრამ როგორც კი დროულად გაიხსენებთ, სიტუაცია თქვენი კონტროლის ქვეშ
მოექცევა. გულში გაგეცინებათ: „აჰა, ეს შენ ხარ ქანქარავ? ახლა უკვე ასე ადვილად ვერ
წამომაგებ“. თქვენ უკვე აღარ ხართ მარიონეტი, თავისუფალი ხართ, რომ ცნობიერად მიიღოთ
ან გააგდოთ ქანქარა.

თუკი გულმოდგინედ დააპრაქტიკებთ ასეთ ტექნიკას, დროთა განმავლობაში ძველი ჩვევა


ახლით ჩანაცვლდება. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ქანქარები ყველანაირად ეცდებიან, რომ
მოგწვდნენ. შეამჩნევთ, რომ თითქოს განზრახ, მრავალი უსიამოვნება დაგატყდათ თავს. თუკი
არ დანებდებით და ისწვალით, რომ გახსოვდეთ, თქვენი გამარჯვება ძალიან შთამბეჭდავი
იქნება, აი, თავად ნახავთ.

შედეგი კი ასეთი იქნება: როცა მომდევნო ჯერზე შეხვდებით წარმატების ტალღას, ქანქარა
ვეღარ წაგიყვანთ სხვა მხარეს. ამგვარად, ბედნიერების ფრინველი თქვენს ხელში დარჩება. მისი
მოზიდვისთვის კი საჭიროა, რომ თქვენს გარშემო პოზიტიური ენერგიის ტრანსლაცია
მოახდინოთ. ანუ იყოთ არა მხოლოდ ცალსახად პოზიტიური მიმღები, არამედ ტრანსლატორიც.
შედეგად სამყარო თქვენს გარშემო ძალიან მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. თქვენ ადვილად
გადაინაცვლებთ ცხოვრების უფრო და უფრო წარმატებულ ხაზებზე. საბოლოო ჯამში თქვენთან
წარმატების ტალღა მოვა, რომელიც აგიტაცებთ და წარმატებისკენ გაგაქროლებთ. მაგრამ არ
იფიქროთ, რომ ტრანსერფინგი მხოლოდ წარმატების ტალღაზე სერფინგით შემოიფარგლება.
ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. შემდეგ კიდევ მრავალი საოცარი აღმოჩენა გელოდებათ.

49
მაგიური რიტუალები

ამ თავის დასასრულს განვიხილოთ წარმატების ტალღაზე განწყობის ტექნიკის ერთი კერძო


შემთხვევა. სხვადასხვა სიტუაციებში ადამიანები ზოგჯერ გაუცნობიერებლად ცდილობენ
წარმატების ტალღის სიხშირეზე გადაწყობას. მაგალითად, დღის დასაწყისში ვაჭრები მზად
არიან დაუთმონ პირველ მყიდველს მნიშვნელოვანი ფასდაკლება. ისინი ინტუიტიურად
გრძნობენ, რომ პირველი მყიდველი ძალიან მნიშვნელოვანია, საჭიროა მოხდეს წამოწყება,
გაიბას ვაჭრობა. ტრანსსერფინგის ენაზე ეს ნიშნავს წარმატებული ვაჭრობის ტალღაზე
განწყობას. ძნელია, რომ უბრალოდ განაწყო აზრები წარმატებულ ვაჭრობაზე, პირველი
მყიდველი კი რეალურ იმედს და რწმენას იძლევა, ამიტომ განწყობა თავისთავად ხდება. ვაჭარი
წარმატებული ვაჭრობის ტალღაზე ჯდება და შესაბამისი პარამეტრების აზრებს გამოასხივებს.
მას თავად სჯერა, რომ საქონელი სწრაფად ეყიდება, და როგორც კი ხმამაღლა განუცხადებს
ამას მყიდველს, ესეც მაშინვე „მიტაცებული“ აღმოჩნდება ამ გამოსხივების მიერ და მორჩილად
ყიდულობს საქონელს, დარწმუნებული იმაში, რომ იმ დღეს გაუმართლა.

ავიღოთ კიდევ ერთი მაგალითი. ზოგჯერ გამყიდველები იყენებენ ერთგვარ მაგიურ რიტუალს
- ფულით ეხებიან თავიანთ საქონელს. რა თქმა უნდა, თავისთავად ასეთ რიტუალს არანაირი
ძალა არა აქვს, ამიტომ ამაში მაგია, როგორც ასეთი არაა. მაგრამ თუკი ვაჭარს სჯერა რიტუალის
ძალის, ეს ეხმარება მას, რომ წარმატებული ვაჭრობის სიხშირეზე განეწყოს. განწყობა
ქვეცნობიერ დონეზე ხდება. გონებით ადამიანი მხოლოდ გარეგნულ მხარეს აცნობიერებს:
რიტუალი რაღაც აუხსნელი სახით მუშაობს. და ის მართლაც მუშაობს, მაგრამ არა თავისთავად,
არამედ როგორც თეატრალური რეკვიზიტი. მთავარ როლს კი მსახიობის აზრობრივი ენერგია
ასრულებს.

სხვადასხვა პროფესიებისთვის სხვადასხვა სიტუაციებში მრავალი მსგავსი „მაგიური“ რიტუალი


არსებობს. ადამიანებს სჯერათ მათი და წარმატებით იყენებენ იმისთვის, რომ ცხოვრების
წარმატებული ხაზის სიხშირეზე განეწყონ და წარმატების ტალღა გახედნონ. პრინციპში, არ აქვს
მნიშვნელობა, რისი რწმენა ექნებათ ადამიანებს - რიტუალის მაგიური თვისებების, თუ სიხშირეზე
განწყობის. როგორც თავად ხვდებით, მთავარია მხოლოდ პრაქტიკული შედეგი.

რეზიუმე

წარმატების ტალღა - ესაა სასიკეთო ხაზების თავმოყრა ვარიანტთა სივრცეში.

წარმატებების კასკადს მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, თუ პირველი წარმატებით განიმსჭვალეთ.

დესტრუქციულ ქანქარებს წარმატების ტალღისგან შორს მიჰყავხართ.

როდესაც იშორებთ ქანქარებზე დამოკიდებულებას, თქვენ მოიპოვებთ არჩევანის


თავისუფლებას.

როდესაც ნეგატიური ენერგიის მიმღები და ტრანსლატორი ხართ, ამით საკუთარ ჯოჯოხეთს


ქმნით.

50
როდესაც პოზიტიური ენერგიის მიმღები და ტრანსლატორი ხართ, ამით საკუთარ სამოთხეს
ქმნით.

თქვენი აზრები ყოველთვის ბუმერანგივით გიბრუნდებათ.

ქანქარები ვერ მოგხსნიან წარმატების ტალღიდან, თუკი ჩვევად გაქვთ - გახსოვდეთ.

გახსენების ჩვევა სისტემატიური პრაქტიკის შედეგად გამომუშავდება.

თავი IV. წონასწორობა

მთარგმნელი: მამუკა გურული

ჭარბი პოტენციალები

ბუნებაში ყველაფერი წონასწორობისკენ ისწრაფვის. ატმოსფერული წნევის სხვაობა ქარით


თანაბრდება. ტემპერატურებს შორის სხვაობა სითბოს-გაცვლით კომპენსირდება. ყველგან,
სადაც არ უნდა გაჩნდეს ნებისმიერი ენერგიის ჭარბი პოტენციალი, ჩნდებიან წონასწორული
ძალები, რომლებიც მიმართულნი არიან დისბალანსის მოშორებაზე. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ
საგანთა ასეთ მდგომარეობას, რომ არც კი ვსვავთ კითხვას: რატო უნდა იყოს სწორედ ასე?
რატომ მუშაობს წონასწორობის კანონი? ამ კითხვაზე პასუხი არაა.

საერთოდ, ნებისმიერი კანონი არაფერს არ ხსნის, არამედ მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას


ახდენს. ყველა კანონი ბუნებაში მეორადია და წარმოებულია წონასწორობის კანონისგან. აი,
წონასწორობის კაანონი კი პირველადია (ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს), ამიტომ შეუძლებელია
აიხსნას, რატომ უნდა არსებობდეს ბუნებაში წონასწორობა. უფრო ზუსტად, საიდან მოდიან
წონასწორული ძალები და საერთოდ, რატომ არსებობენ ისინი. რადგან ის, რომ ამას მივეჩვიეთ,
ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ასეც უნდა იყოს. შეგვიძლია მხოლოდ ვიმკითხაოთ, რად
იქცეოდა სამყარო წონასწორობის კანონის გარეშე: ერთგვარ ამორფულ ფაფად ან აგრესიულ
ცეცხლოვან ნათებად? თუმცაღა ასეთი სამყაროს შეუხედავობა ვერ იქნება წონასწორობის
კანონის არსებობის მიზეზი. ამიტომ მხოლოდ ის გვრჩება, რომ ეს მივიღოთ, როგორც ფაქტი და
აღტაცებულნი ვიყოთ ჩვენი სამყაროს სრულყოფილებით, ასევე გამოვთვათ ვარაუდები,რა
მართავს ამ ყველაფერს.

ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ცხოვრებაში არსებობს შავი და თეთრი ზოლები, წარმატება მარცხით
იცვლება. ეს ყველაფერი წონასწორობის კანონის გამოვლინებაა. რადგან როგორც წარმატება,
ასევე წარუმატებლობა - წონასწორობის დარღვევას წარმოადგენს. სრული წონასწორობაა -
როცა საერთოდ არაფერი არ ხდება. აბსოლუტური წონასწორობა არ არსებობს. ყოველ
შემთხვევაში, მისი დაკვირვება ჯერ ვერავინ მოახერხა. სამყაროში გამუდმებით მიმდინარეობს
რხევები: დღე/ღამე, მიქცევა/მოქცევა, დაბადება/სიკვდილი და ა.შ. ვაკუუმშიც კი გამუდმებით
ხდება ელემენტარული ნაწილაკებისს დაბადება და ანიჰილაცია.

51
მთელი სამყარო შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ქანქარების სახით, რომლებიც ძლიერ ირხევიან,
მინავლდებიან და ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ. ყოველი ქანქარა თავისი მეზობლებისგან
იღებს ბიძგებს, მას კი საკუთარს გადასცემს. ერთ-ერთი ძირითადი კანონი, რომელიც მთელ ამ
რთულ სისტემას მართავს, წონასწორობის კანონი წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი
წონასწორობისკენ ისწრაფვის. თქვენ თავადაც წარმოადგენთ ერთგვარ ქანქარას. თუკი
გადაწყვეტთ, რომ დაარღვიოთ წონასწორობა და მკვეთრად გადაიხაროთ რომელიმე მხარეს,
მეზობელ ქანქარებს შეეხებით და ამით გარშემო შეშფოთებას გამოიწვევთ, რომელიც შემდეგ
თქვენს წინააღმდეგ შემოტრიალდება.

წონასწორობა შეიძლება დაირღვეს არა მხოლოდ მოქმედებით, არამედ აზრებითაც. და არა


მხოლოდ იმიტომ, რომ აზრებს ქმედებები მოსდევენ. როგორც თქვენთვის ცნობილია, აზრები
ენერგიას გამოასხივებენ. მატერიალური რეალიზაციის სამყაროში ყველაფერს თავისი
ენერგეტიკული საფუძველი გააჩნია. და ყველაფერი, რაც უხილავ ენერგეტიკულ დონეზე ხდება,
ხილულ მატერიალურ ობიექტებზე აისახება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ჩვენი აზრების
ენერგია ძალიან მცირეა იმისთვის, რომ გარესამყაროზე მოახდინოს გავლენა. ეს რომ ასე
ყოფილიყო, ყველაფერი ბევრად მარტივი იქნებოდა.

მოდით, არ დავიწყოთ მკითხაობა, თუ რა ხდება ენერგეტიკულ დონეზე, რათა ბოლოს არ


დავიბნეთ. ჩვენი მიზნებისთვის სრულიად საკმარისია - მივიღოთ წონასწორობის
გამარტივებული მოდელი: თუ ჩნდება ჭარბი ენერგეტიკული პოტენციალი, ჩნდებიან
წონასწორული ძალები, რომლებიც მისი მოშორებისკენ არიან მიმართულნი.

ჭარბი პოტენციალი აზრობრივი ენერგიისგან მაშინ იქმნება, როცა რომელიმე ობიექტს


მეტისმეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მააგაალითად, შევადაროთ ორი სიტუაცია: აი,
დგახართ იატაკზე თქვენს სახლში, და დგახართ უფსკრულის კიდეზე. პირველ შემთხვევაში
თქვენ ეს არანაირად არ გაღელვებთ. მეორე შემთხვევაში სიტუაციას თქვენთვის ძალიან დიდი
მნიშვნელობა აქვს - როგორც კი ერთ არაფრთხილ მოძრაობას გააკეთებთ, გამოუსწორებელი
შედეგი დადგება. ენერგეტიკულ დონეზე ის ფაქტი, რომ თქვენ უბრალოდ დგახართ, ერთნაირ
მნიშვნელობას ატარებს, როგორც პირრველ, ასევე მეორე შემთხვევაში. მაგრამ როდესაც
დგახართ უფსკრულის პირას, თქვენი შიშით იწვევთ დაძაბულობას, ქმნით არაერთგვაროვნებას
ენერგეტიკულ ველში. მაშინვე ჩნდებიან წონასწორული ძალები, რომლებიც მიმართულნი
არიან ამ ჭარბი პოტენციალის მოშორებისკენ. შესაძლოა რეალურადაც შეიგრძნოთ მათი
მოქმედება: ერთი მხრიდან აუხსნელი ძალა ქვემოთკენ გექაჩებათ, მეორე მხრიდან კი
გაიძულებთ, რომ კიდეს მოშორდეთ, რადგან იმისთვის, რომ თქვენი შიშის ჭარბი პოტენციალი
მოაშოროს, წონასწორულ ძალებს ჭირდებათ, რომ ან კიდისგან უკან გამოგათრიონ, ან
ჩაგაგდონ და ამით ყველაფერი დაასრულონ. სწორედ მათ ამ მოქმედებებს გრძნობთ საკუთარ
თავზე.

ენერგეტიკულ დონეზე ყველა მატერიალურ ობიექტს ერთნაირი მნიშვნელობა აქვს. ეს ჩვენ


ვანიჭებთ მათ გარკვეულ თვისებებს: კარგი - ცუდი, მხიარული - სევდიანი, მომხივლელი -
საზიზღარი, კეთილი - ბოროტი, მარტივი - რთული, და ა.შ. ყველაფერი ამ სამყაროში ჩვენს
შეფასებას ექვემდებარება. თავისთავად შეფასება არ ქმნის არაერთგვაროვნებას ენერგეტიკულ
ველში. როდესაც საკუთარ სავარძელში ზიხართ, თქვენ აფასებთ: აქ ჯდომა უსაფრთხოა, მაგრამ

52
უფსკრულის კიდესთან ჯდომა სახიფათოა. თუმცაღა მოცემულ მომენტში თქვენ ეს არ
გაღელვებთ. თქვენ უბრალოდ შეფასებას აძლევთ ისე, რომ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, ამიტომ
წონასწორობა არანაირად არ ირღვევა. ჭარბი პოტენციალი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩნდება,
როცა შეფასებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

პოტენციალის სიდიდე იზრდება, თუკი შეფასება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, ასევე
ძალიან ამახინჯებს სინამდვილეს. საერთოდ, თუკი საგანს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს,
ჩვენ არ შეგვიძლია მისი თვისებების ობიექტურად შეფასება. მაგალითად, თაყვანისცემის
ობიექტს ყოველთვის ჭარბად ანიჭებენ ღირსებებს, სიძულვილის ობიექტს - ნაკლოვანებებს,
შიშის ობიექტს კი - საშიშ თვისებებს. გამოდის, რომ აზრობრივი ენერგია ისწრაფვის,
ხელოვნურად წარმოქმნას გარკვეული თვისება იქ, სადაც იგი სინამდვილეში არაა. ასეთ
შემთხვევაში იქმნება ჭარბი პოტენციალი, რომელიც წონასწორული ძალების ქარს იწვევს.

შეფასებას, რომელიც სინამდვილის დამახინჯებას იწვევს, ორი მიმართულება გააჩნია:


ობიექტისთვის ან მეტისმეტად უარყოფითი თვისებების მინიჭება, ან მეტისმეტად დადებითის.
თუმცაღა თავად შეფასების შეცდომა არანაირ როლს არ თამაშობს. კიდევ ერთხელ მიაქციეთ
ყურადღება - შეფასების გადანაცვლება ჭარბ პოტენციალს მხოლოდ იმ შემთხვევაში
წარმოქმნის, თუ შეფასებას დიდი მნიშვნელობა გააჩნია. მხოლოდ მნიშვნელობას
კონკრეტულად თქვენთვის შეუძლია მიანიჭოს თქვენს შეფასებას თქვენი ენერგია.

ჭარბი პოტენციალები, მიუხედავად იმისა, რომ არიან უხილავები და შეუგრძნობადები, მაინც


მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანთა ცხოვრებაში. წონასწორული ძალების მოქმედებას
ამ პოტენციალების მოშორებისთვის - პრობლემების წარმოქმნაში ლომის წვლილი აქვს.
ვერაგობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ხშირად იმის საწინააღმდეგოს იღებს, რაც
განზრახული ჰქონდა. ამასთსან, სრულიად გაურკვეველია, თუ რა ხდება. აქედან ჩნდება
შეგრძნება, რომ მოქმედებს რაღაც ამოუხსნელი ბოროტი ძალა, ერთგვარი „სიმუხთლის
კანონი“. ჩვენ უკვე შევეხეთ ამ საკითხს, როცა განვიხილავდით, რატომ ვიღებთ იმას, რაც
აქტიურად არ გვინდა. შევხედოთ შემდეგ მაგალითზე, როგორ გვისხლტება ხელიდან ის, რაც
პირიქით, აქტიურად გვსურს.

არსებობს მცდარი შეხედულება, რომ თუ მთლიანად და ბოლომდე მივუძღვნით თავს სამუშაოს,


შეგვიძლია დიდ შედეგებს მივაღწიოთ. წონასწორობის თვალსაზრისით, სრულიად ცხადია, რომ
„წახვიდე მუშაობაში“ - ეს ნიშნავს, რომ სასწორის ერთ პინზე თავად ეს სამუშაო დადო, მეორეზე
კი - ყველაფერი დანარჩენი. წონასწორობა ირღვევა, და შედეგებიც დიდხანს არ
გვალოდინებენ. შედეგი მოლოდინის სრულიად საწინააღმდეგო იქნება.

თუ თქვენთვის მეტი მუშაობა - ნიშნავს მეტ გამომუშავებას და საკუთარი კვალიფიკაციის


ამაღლებას, მაშინ, რა თქმა უნდა, აუცილებელია ჩავდოთ გარკვეული ძალისხმევა, და არაფერი
საშიში არ მოხდება. მაგრამ ყველაფერში ზომა უნდა ვიცოდეთ. თუკი გრძნობთ, რომ ძალიან
იღლებით, ან სამუშაო თქვენთვის კატორღად იქცა, ე.ი. საჭიროა, რომ ტემპი დააგდოთ ან
საერთოდ შეიცვალოთ სამსახური. ზომაზე მეტი ძალისხმევები აუცილებლად მიგიყვანენ
უარყოფით შედეგამდე.

53
ვნახოთ, როგორ ხდება ეს. გარდა სამსახურისა, თქვენს გარშემო ფასეულობათა გარკვეული
სისტემაა: სახლი, ოჯახი, გართობა, თავისუფალი დრო, და ა.შ. თუკი ამ ყველაფერს სამსახური
დაუპირისპირეთ, ამით სამსახურის ადგილზე ძალიან ძლიერი პოტენციალი შექმენით. ბუნებაში
ყველაფერი წონასწორობისკენ მიისწრაფვის, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ნებისგან
დამოუკიდებლად, ჩნდებიან ძალები, რომლებიც ჭარბი პოტენციალის შემცირებაზე იმუშავებენ.
მოქმედება კი მათ სრულიად სხვადასხვა სახით შეუძლიათ. მაგალითად, ავად გახდებით, მაშინ
არანაირ გამომუშავებაზე ლაპარაკი არ იქნება. შესაძლოა დეპრესია მოგაწვეთ. სხვანაირად
როგორ, თქვენ ხომ აიძულებთ საკუთარ თავს, რომ ის აკეთოთ, რაც მძიმეა. გონება გეუბნებათ:
„მიდი, ფული უნდა იშოვო!“ სული (ქვეცნობიერი) კი გაკვირვებულია: „ნუთუ ამისთვის მოხვედი
ამქვეყნად, რომ იტანჯო და იწვალო? რაში მჭირდება ეს ყველაფერი?“ ბოლოს და ბოლოს
იღებთ ქრონიკულ დაღლილობას, რომლის დროსაც არანაირ მწარმოებელუნარიანობაზე
საუბარიც არაა. იქმნება შეგრძნება, თითქოს თევზივით ყინულს ეხეთქები, შედეგი კი - არანაირი.

ამავდროულად, შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ თქვენს გვერდით სხვა ადამიანები მეტს აღწევენ -
გაცილებით ნაკლები ძალისხმევით. გამოდის, რომ გარკვეული საფეხურის მიღწევის შემდეგ,
მნიშვნელობა, რომელსაც საკუთარ სამუშაოს ანიჭებთ, ზღვარს აჭარბებს. რაც უფრ მეტ ნიშნავს
თქვენთვის სამუშაო, მით უფრო მეტად გაჩნდება სხვადასხვა პრობლემები - როგორც
სამსახურში, ასევე მის გარეთ. მოგეჩვენებათ, თითქოს ყველა ეს პრობლემა ნორმალურად, ასე
ვთქვათ „სამუშაო რეჟიმში“ მოდის. სინამდვილეში ისინი გაცილებით ნაკლები იქნება, თუკი
მნიშვნელოვანების თქვენს ზღურბლს დაბლა დაწევთ.

დასკვნა აქედან ერთია: საჭიროა ცნობიერად გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებებს


სამუშაოსს მიმართ, რათა მოიშოროთ ჭარბი პოტენციალი. აუცილებლად უნდა გქონდეთ
თავისუფალი დრო, როცა შეგიძლიათ ის აკეთოთ, რაც სმსახურის გარეთ მოგწონთ. მას, ვისაც
დასვენება, გათიშვა არ შეუძლია, არც მუშაობა შეუძლია. როდესაც სამსახურში მიხვალთ,
გააქირავეთ საკუთარი თავი. გაეცით საკუთარი ხელები და თავი, მაგრამ არა გული. სამსახურის
ქანქარას თქვენი ენერგია სჭირდება, მაგრამ ამქვეყნად მხოლოდ იმისთვის ხომ არ
მოსულხართ, რომ ქანქარაზე იმუშაოთ? თქვენი ეფექტურობა მუშაობაში შესამძნევად
გაიზრდება, თუკი თქვენს ჭარბ პოტენციალებს მოიშორებთ და ქანქარაზე მიჯაჭვულობას თავს
დააღწევთ.

როდესაც საკუთარ თავს გააქირავებთ, იმოქმედეთ უზადოდ. ნუ დაუშვებთ წვრილმან


შეცდომებს, რომელთა გამოც ელემენტარულ გულგრილობაშ დაგადანაშაულებენ. უზადოება
თქვენს მოვალეობებს ეხება. თავის გაქირავება სულაც არ ნიშნავს უპასუხისმგებლოდ
მოქმედებას. ეს ნიშნავს განჯაჭვულად, ჭარბი პოტენციალების შექმნის გარეშე მოქმედებას,
მაგრამ ამავდროულად იმის ზუსტად შესრულებას, რაც მოგეთხოვებათ. წინააღმდეგ
შემთხვევაში უსიამოვნებები გელით. მაგალითად, თქვენთან სამსახურში ყოველთვის
მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც თქვენგან განსხვავებით თავით ეშვებიან მუშაობაში.
ქვეცნობიერ დონეზე ისინი გრძნობენ, რომ თქვენ თავი გააქირავეთ, ანუ განსაკუთრებულ
ძალისხმევებს არ დებთ, მაგრამ ამავდროულად ეფექტურად მოქმედებთ. ეს მოწადინებული
სუბიექტები ინტუიტიურად დაიწყებენ საბაბის ძიებას, რათა რაიმე შეცდომაზე გამოგიჭირონ.
როგორც კი შეცდომას დაუშვებთ, მაშინვე თავს დაგესხმებიან. შეცდომა კი ელემენტარული
იქნება, ამიტომაც სავალალო. მაგალითად, დააგვიანებთ, რამე დაგავიწყდებათ ან გამოტოვებთ.

54
თავით რომ იყოთ ჩაფლული მუშაობაში, შეცდომას გაპატიებდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში იმაში
დაგადანაშაულებენ, რომ სამუშაოს გულგრილად ეპყრობით.

მსგავსი სიტუაციები შეიძლება შეიქმნას არა მხოლოდ სამსახურში, არამედ ოჯახში, ნაცნობების
წრეში. ამიტომ საჭიროა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც თავი გააქირავეთ, საკუთარი
მოვალეობები ზუსტად შეასრულოთ, რათა არ დაგადანაშაულონ. უზადოებას თვალყური თქვენ
კი არა, თქვენმა შინაგანმა დამკვირვებელმა - მეთვალყურემ უნდა ადევნოს. წინააღმდეგ
შემთხვევაში კვლავ თავით ჩაეფლობით თამაშში. შინაგან დამკვირვებელს არაფერი აქვს
საერთო პიროვნების გაორებასთან. თქვენ უბრალოდ ფონურ რეჟიმში ამჩნევთ, რას და როგორ
აკეთებთ. ამას კიდევ დავუბრუნდებით შემდეგ თავებში.

შესაძლოა გააპროტესტოთ: მაშინ რატომაა მიღებული, რომ „საქმეში მთელი გული უნდა
ჩადო“? გააჩნია ეს რა საქმეა. „მუშაობაში შესვლა“ მხოლოდ ერთ შემთხვევაშია გამართლებული
- თუ სამუშაო თქვენი მიზანია. იმაზე, თუ რას წარმოადგენს თქვენი მიზანი, მოგვიანებით
ვისაუბრებთ. ამ შემთხვევაში მუშაობა წარმოადგენს გვირაბს, რომელსაც წარმატებისკენ
მიჰყავხართ. ასეთი მუშაობა პირიქით, ენერგიით გავსებთ, სიხარულს, შთაგონებასა და
დაკმაყოფილებას გაძლევთ. თუ ერთ-ერთი ის იშვიათი იღბლიანი ხართ, რომლებსაც
დარწმუნებით შეუძლიათ იგივე თქვან საკუთარ სამუშაოზე, მაშინ სადარდებელი არაფერი
გაქვთ.

ყველაფერი ზემოთ თქმული იგივენაირად ეხება სწავლასაც. შემდგომში ჩვენ განვიხილავთ სხვა
ცხოვრებისეულ სიტუაციებს, როდესაც ჭარბი პოტენციალები იქმნება, და იმას, თუ რა საზიანო
შედეგები მოაქვს წონასწორული ძალების მოქმედებას.

უკმაყოფილება და განკითხვა

დავიწყოთ საკუთარი თავით უკმაყოფილებით. ეს ვლინდება დაუკმაყოფილებლობაში


საკუთარი მიღწევებით და თვისებებით, ასევე საკუთარი ნაკლოვანებების აქტიური
მიუღებლობით. შეიძლება ანგარიშს ვუწევდეთ საკუთარ ნაკლოვანებებს, მაგრამ
განსაკუთრებულად არ დავკომპლექსდეთ ამ საკითხის გამო. მაგრამ თუ ნაკლოვანებები არ
გვასვენებენ და დიდ მნიშვნელობას იძენენ, იქმნება ჭარბი პოტენციალი. წონასწორული ძალები
მაშინვე ერთვებიან და ცდილობენ მოაშორონ ეს სიჭარბე. მათი მოქმედება შესაძლოა
მიმართული იყოს ან ღირსებების განვითარებაზე, ან ნაკლოვანებებთან ბრძოლაზე. ადამიანიც,
შესაბამისად, ან ერთ მხარეს იხრება, ან მეორე მხარეს. ყველაზე ხშირად ადამიანი ბრძოლას
ირჩევს, და ასეთი პოზიცია მის წინააღმდეგ შემოტრიალდება. ნაკლოვანებების დაფარვა
შეუძლებელია, გაქრობა კი რთულია. შედეგი სრულიად საპირისპიროა, და სიტუაციაც კიდევ
უფრო მძიმდება. მაგალითად, ცდილობს რა თავისი მორცხვობის დამალვას, ადამიანი კიდევ
უფრო შებოჭილი ხდება, ან პირიქით, უზომოდ თავაშვებული.

თუ ადამიანი უკმაყოფილოა თავისი მიღწევებით მხოლოდ იმ დონემდე, რომ ეს მისთვის ბიძგია


თვითგანვითარებისთვის, წონასწორობა არ ირღვევა. გარესამყაროსთან შეხება ამ დროს არ
ხდება, მაგრამ წონასწორობის შინაგანი გადანაცვლებაც პოზიტიური ქმედებებით
წონასწორდება. ხოლო თუკი ადამიანი თვითგვემას იწყებს, ნაწყენია საკუთარ თავზე, ან უფრო

55
უარესი - სჯის საკუთარ თავს, მაშინ ჩნდება სულისა და გონების კონფლიქტის რთული შემთხვევა.
სულს ხომ არ დაუმსახურებია ასეთი დამოკიდებულება. იგი თვითკმარი და სრულყოფილია.
ყველა ნაკლოვანება, რომლებიც თქვენ მოიპოვეთ, ესაა გონების ნაკლოვანებები, და არა
სულის. მოკლედ, ეს ისეთი დიდი და რთული თემაა, რომ ცალკე წიგნად დაწერას იმსახურებს.
აქ მხოლოდ ავღნიშნავთ, რომ საკუთარ თავთან კონფლიქტი ძალიან არამომგებიანია. სული
საკუთარ თავში ჩაიკეტება, ხოლო „გონება იზეიმებს“, რის შედეგადაც შეიძლება მოხდეს სრული
არეულობა ცხოვრებაში. იმისთვის, რომ შემდეგ ფსიქოანალიტიკოსთან კონსულტაცია არ
დაგვჭირდეს, პირველ რიგში გაუშვით საკუთარი თავი და აპატიეთ ყველა ნაკლოვანება. თუკი
ჯერ არ შეგიძლიათ საკუთარი თავის შეყვარება, მაშინ, ყოველ შემთხვევაში, ბრძოლა მაინც
შეწყვიტეთ მასთან და მიიღეთ ისეთი, როგორიცაა. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება სული
გონების მოკავშირე. ეს კი ძალიან ძლევამოსილი მოკავშირეა.

კეთილი, იტყვით თქვენ, მე თავს ვანებებ ჩემს ყველა ნაკლს, მაგრამ ღირსებები როგორ
შევიძინო? ხომ არ შემიძლია გავჩერდე ჩემს განვითარებაში? რა თქმა უნდა, ანვითარეთ თქვენი
ღირსებები რამდენიც გენებოთ. საქმე ხომ მხოლოდ იმას ეხება, რომ საკუთარ ნაკლოვანებებთან
ბრძოლა შეწყვიტოთ. ასეთ ბრძოლაში თქვენ ენერგიას ხარჯავთ არა იმდენად უსარგებლო,
რამდენადაც მავნე ჭარბი პოტენციალის გაზრდაზე. როცა ბოლოს და ბოლოს უარს იტყვით ამ
ბრძოლაზე, გამონთავისუფლებული ენერგია თქვენი ღირსებების განვითარებას მოხმარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ბანალურობამდე მარტივად ჟღერს, ძალიან ბევრი


ადამიანი კოლოსალურ ენერგიას ხარჯავს საკუთარ თავთან ბრძოლასა და საკუთარი
ნაკლოვანებების დაფარვაში. მათ, თითქოს ტიტანები არიანო, საკუთარ თავს მიუსაჯეს, რომ ეს
უსარგებლო ტვირთი მთელი ცხოვრება ატარონ. როგორც კი მისცემენ საკუთარ თავს
საშუალებას, რომ იყვნენ ისინი, ვინც არიან, ცხოვრება მაშინვე შესამჩნევად იოლი და მარტივი
გახდება. ენერგია ნაკლოვანებებთან ბრძოლიდან ღირსებების განვითარებაზე
გადამისამართდება. ამასთან, ასეთი გამოსხივების პარამეტრები ცხოვრების იმ ხაზებს
შეესაბამება, სადაც ღირსებები ნაკლოვანებებს აღემატება. დაფიქრდით, მაგალითად, როგორ
შეგიძლიათ გადახვიდეთ ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც კარგი ფიზიკური ფორმა გაქვთ, თუკი
ყველა თქვენი აზრი მხოლოდ თქვენი ფიზიკური ნაკლოვანებების გარშემო ტრიალებს?
მიიღებთ იმას, რაც აქტიურად არ გინდათ.

თუკი საკუთარი თავით უკმაყოფილების შემთხვევაში საკუთარ სულთან შედიხართ


კონფლიქტში, სამყაროთი უკმაყოფილების შემთხვევაში კი კონფრონტაციაში შედიხართ
ქანქარების დიდ რაოდენობასთან. თქვენ იცით, რომ კარგი არაფერია იმაში, რომ მათი
გავლენის ქვეშ მოექცეთ, მათთან ომზე კი ჯობია საერთოდ არც იფიქროთ.

თქვენი უკმაყოფილება წარმოადგენს სრულიად მატერიალურ გამოსხივებას, რომლის


სიხშირეც კარგად შეესაბამება ცხოვრების იმ ხაზებს, სადაც ის, რითაც უკმაყოფილო ხართ, კიდევ
უფრო მკაფიოდ ვლინდება. ასეთი ხაზები გითრევენ, თქვენ უფრო მეტად უკმაყოფილო ხდებით,
და ასე გრძელდება მანამ, სანამ იმ ხაზამდე არ მიხვალთ, სადაც მოხუცი ავადმყოფი ხართ,
რომელსაც არაფრის შეცვლა არ ძალუძს. ისღა დაგრჩენიათ, რომ თქვენივე მსგავსებთან
ხეტიალში ნახოთ ნუგეში, და ასევე იმის გახსენებაში, თუ რა კარგი იყო ყველაფერი წარსულში.

56
ყოველი თაობა დარწმუნებულია, რომ ცხოვრება უარესი გახდა. არა, ცხოვრება უარესი გახდა
მხოლოდ მოცემული თაობისთვის, თანაც კონკრეტულად მათთვის, ვინც მიჩვეულია, რომ ამ
სამყაროსადმი თავის უკმაყოფილებაში იყურყუმალაოს. სხვაგვარად კაცობრიობა (რაღაც
რაოდენობის თაობების შემდეგ), უბრალოდ ჯოჯოხეთამდე მივიდოდა. დამთრგუნველი
სურათია, ასე არაა? ეს სამყაროთი უკმაყოფილების პირველი ასპექტია, რომელსაც ცხოვრების
მზარდ გაუარესებამდე მივყავართ.

მაგრამ არსებობს უკმაყოფილების გამოხატვის ამ მავნე ჩვევის სხვა ასპექტიც: წონასწორული


მდგომარეობის რღვევა. თქვენი უკმაყოფილება ჭარბ პოტენციალს ქმნის გარემომცველ
ენერგეტიკულ სივრცეში, მიუხედავად იმისა, სამართლიანია თუ არა უკმაყოფილება.
პოტენციალი წარმოშობს წონასწორულ ძალებს, რომლებიც მიესწრაფვიან, რომ წონასწორობა
აღადგინონ. კარგი იქნებოდა, ამ ძალებს ისე ემოქმედათ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ
შეეცვალათ. მაგრამ სამწუხროდ ხშირად პირიქით ხდება. წონასწორული ძალები შეეცდებიან, იმ
დონემდე მიგიყვანონ, რომ თქვენს პრეტენზიებს ამ სამყაროსადმი რაც შეიძლება პატარა წონა
ჰქონდეთ. ეს მათთვის გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე იმ ყველაფრის შეცვლა, რითაც
უკმაყოფილო ხართ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი მმართველი აქტიურად დაიწყებს
უკმაყოფილების გამოხატვას ყველაფრისადმი, რაც მის სახელმწიფოში ხდება. ამასთან,
მნიშვნელობა არ აქვს, კარგი ზრახვები აქვს თუ ცუდი. იგი გადაყენებული, ან ფიზიკურად
განადგურებული იქნება. მთელი ისტორია ამის დადასტურებაა.

მთლიანობაში, წონასწორული ძალების მოქმედება იმაზე იქნება მიმართული, რომ შეამციროს


თქვენი ზეგავლენა გარესამყაროზე. ამის გაკეთება ძალიან იოლად და ყველა შესაძლო
საშუალებით შეიძლება: თქვენი თანამდებობა, სამსახური, ხელფასი, სახლი, ოჯახი,
ჯანმრთელობა და ა.შ. ხედავთ, როგორ მიდიან უფროსი თაობები ასთ ცხოვრებამდე?

ახლა შევხედოთ ამ საკითხს სხვა მხრიდან. თითქოს, თუკი გარშემო ყველაფერი გაგვიხარდება,
ანალოგიით წონასწორული ძალები უნდა ეცადნონ, რომ ყველაფერი გააფუჭონ შორს
გადაგვისროლონ. მაგრამ ასე არ ხდება, თუკი რა თქმა უნდა სიხარული „ხბოს სიხარულში“ არ
გადადის. პირველ რიგში, ტრანსერფინგის კანონით, თქვენ ახდენთ დადებითი ენერგიის
ტრანსლაციას, რომელსაც ცხოვრების დადებით ხაზებზე გადაჰყავხართ. მეორეც, დადებითი
ენერგია არ ქმნის იმ დესტრუქციულ პოტენციალს, რომელთა მოშორებასაც წონასწორული
ძალები ცდილობენ. ტყუილად არაა, რომ სხვადასხვა ფილოსოფიური და რელიგიური
თეორიები თანხმდებიან იმაში, რომ სიყვარული წარმოადგენს იმ შემოქმედებით ძალას,
რომელმაც სამყარო შექმნა. იგულისხმება სიყვარული ამ სიტყვის საერთო გაგებით. გასაგებია,
რომ წონასწორული ძალები იმ ძალის მიერ შეიქმნა, რომელმაც თავად სამყარო შექმნა.
წონასწორული ძალები ცდილობენ, რომ წესრიგი შეინარჩუნონ ამ სამყაროში, და მათ არ
შეუძლიათ მიმართულ იყვნენ იმ ენერგიის წინააღმდეგ, რომელმაც ისინი შექმნა.

გამოდის, რომ ტრანსერფინგის თვალსაზრისით ძალიან გვიშლის ხელს ეს მავნე ჩვევა -


გამოვავლინოთ უკმაყოფილება სხვადასხვა წვრილმანების გამო. და პირიქით, ჩვევა -
განვიცადოთ პატარა სიხარულები სხვადასხვა, ყველაზე უმნიშვნელო მიზეზებითაც კი, ძალზე
მომგებიანია. დასკვნაა ერთია: აუცილებელია ძველი ჩვევის ახლით ჩანაცვლება.

57
ჩვევების შეცვლის ტექნიკა ძალიან მარტივია. პირველ რიგში, რაც არ უნდა მოხდეს, უნდა
გვახსოვდეს, რომ უარესიც შეიძლება. და ყველაფერი აუცილებლად უარესად იქნება, თუკი
განაგრძნობთ უკმაყოფილების გამოხატვას. ის ფაქტი, რომ შეიძლება უარესიც ყოფილიყო, უკვე
თავისთავად წარმოადგენს მიზეზს სიხარულისთვის.

მეორეც, რა ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს: არ არსებობს ჭირი სიკეთის გარეშე. თუკი
მიზნად დაისახავთ - ნებისმიერი უარყოფით მოვლენაში დადებითი მომენტები იპოვნოთ, ეს
ადვილად გამოგივათ. აქციეთ ეს თამაშად. თუკი მუდმივად ითამაშებთ ამ თამაშს, მავნე ჩვევას
ჩაანაცვლებს ახალი, თქვენთვის ძალიან სასარგებლო და დესტრუქციული ქანქარებისთვის
კოშმარული ჩვევა.

მესამეც, თუკი მართლა მოვიდა უბედურება, რომლის დროსაც სიხარული საერთოდ


არაბუნებრივია, შეგიძლიათ მაგალითი აიღოთ მეფე სოლომონისგან. მას ხელზე ეკეთა ბეჭედი,
შიგნითა მხარეს წარწერით, რომელსაც ვერავინ ხედავდა. როცა სოლომონი უბედურებას ან
რთულად გადასაჭრელ პრობლემას აწყდებოდა, იგი ატრიალებდა ბეჭედს და წარწერას
უყურებდა. იქ ეწერა: „ესეც გაივლის“.

უკმაყოფილების გამოხატვის ჩვევა კაცობრიობაში იმ დესტრუქციული ქანქარების გავლენით


გამომუშავდებოდა, რომლებიც ნეგატიური ენერგიით იკვებებიან. ახალი ჩვევით თქვენ
მოახდენთ დადებითი ეენერგიის გენერირებას, რომელიც მძლავრი ნაკადით გაგიყვანს
ცხოვრების დადებით ხაზებზე.

დავუშვათ, შთაგონება მოგცათ პერსპექტივებმა, და დაიწყეთ ჩანაცვლებისს ტექნიკის პრაქტიკა.


უნდა გითხრათ, მალე შეამჩნევთ, რომ ამას თანდათან უფრო და უფრო ნაკლები
რეგულარულობით გააკეთებთ და დროდადრო უბრალოდ დაგავიწყდებათ, რომ ჩვევის
ჩანაცვლება გსურდათ. ეს გარდუვალია, რადგან ჩვევა ძალიან ღრმადაა გამჯდარი. როგორც კი
სისუსტეს გამოავლენთ, ქანქარა მაშინვე იპოვის თქვენი გაღიზიანების საბაბს, და თავადაც ვერ
შეამჩნევთ, როგორ გამოკვებავთ მას თქვენი ენერგიით. სასოწარკვთილებაში ნუ ჩავარდებით!
თუ თქვენი განზრახვა ძლიერია, თქვენსას მიაღწევთ და დესტრუქციული ქანქარები ბოლოს და
ბოლოს თავს დაგანებებენ. უბრალოდ უფრო ხშირად უნდა შეახსენოთ საკუთარ თავს საკუთარი
განზრახვის შესახებ.

ჩვენ ყველანი სტუმრები ვართ ამ სამყაროში. არავის აქვს უფლება განიკითხოს ის, რაც მის მიერ
არ შექმნილა. ეს განცხადება ქანქარებთან ურთიერთობის ჭრილში უნდა გვესმოდეს. როგორც
უკვე ითქვა, თუკი იმ დესტრუქციული ქანქარების წინააღმდეგ გამოხვალთ, რომლებიც თქვენს
უკმაყოფილებას იწვევენ, მხოლოდ საკუთარ თავს ავნებთ. არაა საჭირო, რომ მორჩილი ცხვარი
იყოთ, მაგრამ გარესამყაროსთან ღია კონფრონტაციაში შესვლაც არ ღირს. თუ ქანქარა
პირადად თქვენს წინააღმდეგ გამოდის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაგდების ან ჩაქრობის
მეთოდი. თუკი ქანქაა ცდილობს, რომ სხვა ქანქარებთან ბრძოლაში ჩაგითრიოთ, ანგარიში უნდა
გაუწიოთ საკუთარ თავს, გჭირდებათ თუ არა ეს პირადად თქვენ.

კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მაგალითს, სადაც მუზეუმში რომელიღაც ექსპოზიცია არ


მოგწონთ. იყავით როგორც სახლში, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ სტუმრად ხართ. არავის
აქვს უფლება განიკითხოს, მაგრამ ყველას აქვს არჩევანის თავისუფლება. ქანქარას აწყობს, რომ

58
აქტიურად გამოხატოთ თქვენი უკმაყოფილება. თქვენ გაწყობთ, რომ უბრალოდ წახვიდეთ და
სხვა ექპოზიცია აირჩიოთ. თქვენ იტყვით: და თუ წასასვლელი არსად მაქვს? ეს ილუზია ქანქარამ
შთაგაგონათ. მოცემული წიგნი სწორედ იმას ეძღვნება, თუ როგორ დავანგრიოთ ეს ილუზია.

დამოკიდებული ურთიერთობები

სამყაროს იდეალიზაცია უკმაყოფილების მეორე მეორე მხარეა. საგნებზე შეხედულება


ვარდისფერ ტონეებს იღებს, და რაღაც უკეთესად გვეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია. როგორც
იცით, როცა გეჩვენებათ, რომ სადღაც არის რაღაც, რაც სინამდვილეში არ არის, ჩნდება ჭარბი
პოტენციალი.

იდეალიზება - ესაა გადაჭარბებული შეფასება, ტახტზე აყვანა, თაყვანისცემა, კუმირის შექმნა.


სიყვარული, რომელიც შემოქმედებითია და სამყაროს განაგებს იმით განსხვავდება
იდეალიზაციისგან, რომ თავისი არსით იგი მიუკერძოებელია, რაც არ უნდა პარადოქსულად
ჟღერდეს ეს.

უპირობო სიყვარული - ესაა სიყვარული ფლობის უფლების გარეშე, აღტაცება თაყვანისცემის


გარეშე. სხვა სიტყვებით, უპირობო სიყვარული არ ქმნის დამოკიდებულ ურთიერთობებს იმას
შორის, ვისაც უყვარს, და მისი სიყვარულის ობიექტს შორის. ეს მარტივი ფორმულა
დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, სად მთავრდება სიყვარული და სად იწყება იდეალიზაცია.

წარმოიდგინეთ, რომ მთის ველზე სეირნობთ და ჩაფლული ხართ სიმწვანესა და ყვავილებში.


ტკბებით ამ პეიზაჟით, ცოცხალი ჰაერის არომატს სუნთქავთ, თქვენი სული სავსეა ბედნიერებით
და სიმშვიდით. ეს სიყვარულია.

შემდეგ ყვავილების კრეფას იწყებთ. გლეჯთ მათ და არ ფიქრობთ იმაზე, რომ ცოცხლები არიან,
შემდეგ ისინი ნელ-ნელა კვდებიან. შემდეგ თავში მოგდით, რომ მათგან შესაძლებელია
პარფიუმერიის და კოსმეტიკის წარმოება, უბრალოდ გაყიდვა ან საერთოდ, ყვავილების კულტის
შექმნა და მათი თაყვანისცემა. ეს იდეალიზაციაა, რადგანაც ყველა ამ შემთხვევაში ჩნდება
დამოკიდებული ურთიერთობები თქვენსა და თქვენი ყოფილი სიყვარულის ობიექტებს -
ყვავილებს შორის. იმ სიყვარულისგან, რომელიც იმ მომენტში არსებობდა, როცა უბრალოდ
ტკბებოდით ყვავილების ველის სანახაობით, კვალიც კი არ დარჩა. გრძნობთ განსხვავებას?

ამრიგად, სიყვარული ახდენს დედაბითი ენერგიის გენერირებას, რომელიც ცხოვრების


შესაბამის ხაზზე გაგიყვანთ, ხოლო იდეალიზაცია ქმნის ჭარბ პოტენციალს, რომელიც იმ
წონასწორულ ძალებს წარმოშობს, რომლებიც მის მოშორებას ცდილობენ. წონასწორული
ძალების მოქმედება ყოველ შემთხვევაში სხვადასხვაა, მაგრამ შედეგი ერთია. მთლიანობაში იგი
შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც „მითების ნგრევა“. ეს ნგრევა ყოველთვის ხდება, და
იდეალიზაციის საგნისა და დონის შესაბამისად თქვენ მიიღებთ ძლიერ ან სუსტ, მაგრამ
ყოველთვის უარყოფით შედეგს. ასე იქნება აღდგენილი წონასწორობა.

თუ სიყვარული დამოიდებულობის მდგომარეობაში გადადის, მაშინ უცილობლად ჩნდება


ჭარბი პოტენციალი. იმის ქონის სურვილი, რაც არ გაქვთ, ქმნის ენერგეტიკულ „წნევის

59
მერყეობას“. დამოკიდებულობის ურთიერთობები განისაზღვრება პირობების წაყენებით,
მსგავსად: „თუ შენ ასე..., მაშინ მე ასე...“. მაგალითი შეგვიძლია უამრავი მოვიყვანოთ. „თუ
გიყვარვარ, ე.ი. მიატოვებ ყველაფერს და ქვეყნის კიდეზე წამომყვები. თუ ჩემზე არ
დაქორწინდები, ე.ი. არ გიყვარვარ. თუ მაქებ, მაშინ გემეგობრები. თუ შენს ნიჩაბს არ მომცემ, ჩემი
ქვიშის სათამაშო მოედნიდან გაგაგდებ“. და ა.შ.

წონასწორობა ირღვევა იმ შემთხვევაშიც, თუ ხდება ერთის მეორესთან შედარება ან


დაპირისპირება. „ჩვენ ასეთები ვართ, ისინი კი - სხვანაირები!“ მაგალითად, ნაციონალური
სიამაყე: რომელ ნაციებთან შედარებით? არასრულფასოვნების გრძნობა: ვისთან რაში
შედარებით? ან სიამაყე საკუთარი თავის გამო: ვისთან შედარებით? თუ არსებობს
ურთიერთდაპირისპირება, წონასწორული ძალები აუცილებლად ჩაერთვებიან, რათა
პოტენციალი მოაშორონ - როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. რადგანაც პოტენციალს
თქვენ ქმნით, ძალთა მოქმედება პირველ რიგში თქვენს წინააღმდეგ იქნება მომართული.
მოქმედება მიემართება ან იმაზე, რომ „ერთმანეთს დააშოროს“ დაპირისპირებული სუბიექტები,
ან დააკავშიროს ისინი - ან შეთანხმებამდე, ან შეჯახებამდე.

ყველა კონფლიქტი ბაზირებულია შედარებაზე და ურთიერთდაპირისპირებაზე. თავიდან


კეეთდება ძირითადი განაცხადი: „ისინი ისეთები არ არიან, როგორებიც ჩვენ“. შემდეგ ეს
ვითარდება: „მათ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ჩვენ - უნდა წავართვათ“. „მათ უფრო ნაკლები აქვთ,
ვიდრე ჩვენ, უნდა მივცეთ“. „ისინი ჩვენზე უარესები არიან - უნდა შევცვალოთ“. „ისინი ჩვენზე
უკეთესები არიან - უნდა ვებრძოლოთ საკუთარ თავს“. „ისინი ჩვენსავით არ იქცევიან - ამას
რაღაც უნდა მოვუხერხოთ“. ყველა ეს ურთიერთშედარება სხვადასხვა ვარიაციაში ასე თუ ისე
კონფლიქტს იწვევს - დაწყებული საკუთარი სულიერი დისკომფორტიდან, დამთავრებული
ომებით და რევოლუციებით. წონასწორული ძალები ისწრაფვიან, რომ შექმნილი
დაპირისპირება შერიგების ან კონფრონტაციის მეშვეობით მოიშორონ. მაგრამ რადგანაც ასეთ
სიტუაციებში ყოველთვის შეიძლება ენერგიით დანაყრება, ქანქარებს საქმე ყველაზე ხშირად
კონფრონტაციებამდე მიჰყავთ.

ახლა კი განვიხილოთ იდეალიზაციისა და მათი შედეგების მაგალითები.

იდეალიზაცია და გადამეტებული შეფასება

გადამეტებული შეფასება (переоценка) – ესაა ადამიანისთვის იმ თვისებების მინიჭება,


რომლებსაც იგი სინამდვილეში არ ფლობს. მენტალურ დონეზე ეს ვლინდება ერთი შეხედვით
უვნებელი ილუზიების სახით. მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე ეს ჭარბი პოტენციალია.
პოტენციალი იქმნება ყველგან, სადაც რაიმე თვისების ან რაოდენობის მკვეთრი ცვლილებაა.
გადამეტებული შეფასება, ეს სწორედ აზრობრივი მოდელირებაა, და გარკვეული თვისებების
კონცენტრაცია იქ, სადაც ისინი სინამდვილეში არ არიან. აქ არსებობს ორი ვარიანტი. პირველი
ვარიანტია, როცა ადგილი შევსებულია, ანუ არსებობს კონკრეტული ადამიანი, რომელსაც
მისთვის არადამახასიათებელ თვისებებს ანიჭებენ. იმისთვის, რომ შექმნილი
არაორდინალურობა მოაშორონ, წონასწორულმა ძალებმა ამის საწინააღმდეგო საპირწონე
უნდა შექმნან.

60
მაგალითად, რომანტიული და მეოცნებე ყმაწვილი წარმოსახვაში თავის შეყვარებულს ხატავს,
როგორც „უმშვენიერეს ანგელოზს“. სინამდვილეში კი აღმოჩნდება, რომ იგი სრულიად
დამიწებული არსებაა, უყვარს მხიარულება და საერთოდ არ აქვს მიდრეკილება - გაიზიაროს
შეყვარებული ყმაწვილის ტრაგიკული ოცნებები. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როცა ადამიანი
კუმირს იქმნის და ტახტზე აბრძანებს მას., ადრე თუ გვიან მითების ნგრევა ხდება.

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა კარლ მაის ისტორია, რომელიც გახლავთ ავტორი


ცნობილი რომანებისა ველური დასავლეთის შესახებ და ისეთი გმირების შემქმნელი,
როგორებიც არიან მარჯვე ხელი, ვინეტუ და ა.შ. ყველა რომანს იგი თავისი სახელით წერდა ისე,
რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს რეალურად მონაწილეობდა ყველა მოვლენაში და
წარმოადგენდა პიროვნებას, რომელიც მართლაც სახელგანთქმული იყო და აღტაცებას
იწვევდა. კარლ მაის ნაწარმოებები იმდენად ცოცხალი და კოლორიტულია, რომ იქმნება სრული
ილუზია, თითქოს მათი დაწერა მხოლოდ ამ მოვლენების რეალურ მონაწილეს შეეძლო. მისი
წიგნების კითხვა იგივეა, რაც ფილმების ყურება. სიუჟეტი კი იმდენად ჩამთრევია, რომ კარლ მაი
„გერმანელ დიუმად“ შერაცხეს. წარმოშობით იგი გერმანელი იყო. მისი მრავალრიცხოვანი
თაყვანისმცემლები აბსოლუტურად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის იყო სწორედ ის
სახელგანთქმული ვესტმენი, რომელსაც თავის წიგნებში წარმოადგენდა. სხვა აზრებს მისი
თაყვანისმცემლები ვერც უშვებდნენ. მათ ხომ აღტაცების და მიბაძვის ობიექტი იპოვეს, და
როდესაც კუმირი ახლოს ცხოვრობს, ეს კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს. წარმოიდგინეთ,
როგორი იყო მათი გაოცება, როცა ცნობილი გახდა, რომ კარლ მაი არასოდეს იყო ნამყოფი
ამერიკაში, ზოგიერთი ნაწარმოები კი ციხეში შექმნა. მოხდა მითების ნგრევა, და
თაყვანისმცემლები მოძულეებად იქცნენ. და ვინაა დამნაშავე? მათ ხომ თვითონვე შეიქმნეს
კუმირი და დაამყარეს დამოკიდებული ურთიერთობა: „შენ ჩვენი გმირი ხარ იმ პირობით, რომ ეს
ყველაფერი სიმართლეა“.

მეორე ვარიანტში, როცა ხელოვნურად შექმნილი ილუზორული თვისებების ადგილას


საერთოდ არანაირი ობიექტი არაა, ჩნდება ვარდისფერი ოცნებები და ჰაერის კოშკები. მეოცნებე
ღრუბლებში დაფრინავს და ცდილობს, რომ შეუხედავ რეალობას გაექცეს. ამით იგი ჭარბ
პოტენციალს ქმნის. წონასწორული ძალები ასეთ შემთხვევაში იმისთვის, რომ ჰაერის კკოშკები
დაანგრიონ, გამუდმებით დააჯახებენ მეოცნებეს მკაცრ რეალობასთან. მაშინაც კი, თუ ასეთი
მეოცნებე თავისი იდეით ადამიანთა მასების გატაცებას შეძლებს, უტოპია მაინც განწირულია,
რადგან ჭარბი პოტენციალი ცარიელ ადგილას შეიქმნა, და წონასწორული ძალები ადრე თუ
გვიან ამ ქანქარას შეაჩერებენ.

კიდევ ერთი მაგალითი, როცა გადამეტებული შეფასების საგანი მხოლოდ იდეალში არსებობს.
დავუშვათ, ქალი თავის წარმოსახვაში იდეალური ქმრის პორტრეტს ხატავს. რაც უფრო მტკიცეა
მისი რწმენა იმაში, რომ იგი სწორედ ასეთი და ასეთი უნდა იყოს, მით უფრო ძლიერია მისს მიერ
შექმნილი ჭარბი პოტენციალი. მისი ჩაქრობა კი შეიძლება მხოლოდ სუბიექტით, რომელსაც
სრულიად საპირისპირო თვისებები აქვს. შემდეგ კი ისღა რჩება, რომ გაკვირვებული დარჩეს:
„და სად მქონდა თვალები?“ და პირიქით, თუ ქალი აქტიურად ვერ იტანს ლოთობას და
უხეშობას, იგი თითქოს ხაფანგში ხვდება და ალკოჰოლიკს ან უხეშ მამაკაცს პოულობს. ადამიანი
იმას იღებს, რასაც აქტიურად ვერ იტანს, რადგანაც ენერგიას თავისი საძულველი ობიექტის
სიხშირეზე გამოასხივებს, და დამატებით ჭარბ პოტენციალსაც ქმნის. ცხოვრება ხშირად
აკავშირებს სრულიად განსხვავებულ ადამიანებს, რომლებიც თითქოს საერთოდ არ

61
შეეფერებიან ერთმანეთს. ასე ცდილობენ წონასწორული ძალები, რომ საპირისპირო
პოტენციალებთან შეაჯახონ ისინი და ამით ჩააქრონ.

განსაკუთრებით აშკარად წონასწორული ძალების მოქმედება ბავშვებზე ვლინდება, რადგან


ისინი ენერგეტიკულად უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე ზრდასრულები, და ბუნებრივად
იქცევიან. თუ ბავშვს ზედმეტად შეაქებთ, იგი მაშინვე მავნებლობას და კაპრიზულობას დაიწყებს.
ხოლო თუ ბავშვს პირფერობას დაუწებთ, მას შეზიზღდებით, ან ყოველ შემთხვევაში პატივისცემა
მაინც აღარ ექნება. თუ მთელი ძალით ეცდებით, რომ მისგან კარგად აღზრდილი და დამჯერი
ბავშვი გამოიყვანოთ, მეტი შანსია, რომ იგი ქუჩაში ცუდ კომპანიას დაუკავშირდეს. თუ მისგან
ვუნდერკინდის გამოყვანას ეცდებით, იგი სწავლისადმი ყოველგვარ ინტერესს დაკარგავს. და
რაც უფრო აქტიურად მოახვევთ თავზე სხვადასხვა სკოლებსა და წრეებს, მით უფრო მეტია
ალბათობა, რომ რუხ პიროვნებად გაიზრდება.

აღზრდის საუკეთესო პრინციპი ბავშვებთან (და არა მხოლოდ) დაკავშირებით, რომლის


დროსაც ჭარბი პოტენციალი არ იქმნება, - ესაა მათდამი, როგორც სტუმრებისადი მოპყრობა,
რაც ნიშნავს მათთვის ყურადღების, პატივისცემის და არჩევანის თავისუფლების მიცემას, ისე რომ
ამავდროულად არ მისცეთ უფლება თავზე დაგაჯდეთ. ურთიერთობა იმავე ანალოგიით უნდა
ხდებოდეს, რომლითაც თქვენ თვითონაც სტუმარი ხართ ამ სამყაროში. თუ თამაშის წესებს
იღებთ და უკიდურესობებში არ ვარდებით, უფლება გეძლევათ აირჩიოთ ყველაფერი, რაც ამ
სამყაროშია.

ადამიანებს შორის პოზიტიური ურთიერთობა გავრცელებულია, ისევე როგორც ნეგატიური.


მოცემულ შემთხვევაში ერთგვარ წონასწორობას ვაკვირდებით. არის სიძულვილი, და არის
სიყვარული. თანაბარი კარგი ურთიერთობა არ იწვევს ჭარბი პოტენციალისს გაჩენას.
პოტენციალი მაშინ ჩნდება, როდესაც ხდება ნომინალური სიდიდის მიმართ შეფასების
შესამჩნევი ცვლილება. ნულოვან ნიშნულად ცვლილების შკალაზე შეგვიძლია ჩავთვალოთ
უპირობო სიყვარული. როგორც იცით, უპირობო სიყვარული, რომლის დროსაც არ ჩნდება
დამოკიდებული ურთიერთობები, ჭარბ პოტენციალს არ წარმოქმნის. მაგრამ ასეთი სიყვარული
სუფთა სახით იშვიათად გვხვდება. ძირითადად სუფთა სიყვარულს რაღაც დოზით ემატება
ფლობის სურვილი, დამოკიდებულობა და გადამეტებული შეფასება. ფლობის სურვილზე უარის
თქმა ძნელია - სიყვარულის ობიექტის ფლობა სრულიად ბუნებრივია და, მთლიანობაში,
ნორმალურია, სანამ ეს ორ უკიდურესობაში არ გადადის.

პირველი უკიდურესობა - იმ სიყვარულის ობიექტის ფლობის სურვილია, რომელიც საერთოდ


არ გეკუთვნით და არც კი ეჭვობს თქვენი ამ სურვილის შესახებ. (ალბათ გესმით, რომ ფლობის
მხოლოდ ფიზიკურ ასპექტს არ ვგულისხობ). ეს გაუზიარებელი სიყვარულის კლასიკური
შემთხვევაა. უპასუხო სიყვარული ყოველთვის ბევრ ტანჯვას წარმოშობდა. თუმცაღა მექანიზმი აქ
არც ისეთი ტრივიალურია, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს. კვლავ გავიხსენოთ ყვავილების
მაგალითი. აი, თქვენ გიყვართ მათ შორის სეირნობა და ტკბებით მათი მზერით, და არასოდეს
მოგივათ თავში, დაიტანჯოთ აზრებით, უყვარხართ თუ არა მათ. ახლა სცადეთ წარმოიდგინოთ:
რას ფიქრობენ ყვავილები თქვენზე? ჩნდება სხვადასხვა არც თუ ისე კარგი ვარაუდი,
მაგალითად: შიში, სიფრთხილე, მიუღებლობა, გულგრილობა. და რატომ უნდა უყვარდეთ მათ?
ან, სურვილი გაგიჩნდათ, რომ ხელში გეკავოთ, არადა არ შეიძლება - ისინი კლუმბში იზრდებან,

62
ან ძვირად იყიდებიან. მორჩა, ეს უკვე სიყვარული კი არა დამოკიდებული ურთიერთობაა, და
თქვენს განწყობაში ნეგატიური ემოციის ჩრდილი გაირბენს.

ამრიგად, ერთ ადგილას თქვენი სიყვარულის საგანი იმყოფება, მეორე ადგილას კი თქვენ ხართ
და გსურთ, რომ ეს საგანი თქვენ გეკუთვნოდეთ, ანუ ენერგეტიკულ პოტენციალს ქმნით.
შეგვიძლია ვივაარაუდოთ, რომ ეს პოტენციალი ამ საგანს თქვენსკენ მოიზიდავს, როგორც ქარი
მიისწრაფვის მაღალი წნევის სფეროდან დაბალში. სულაც არა! წონასწორული ძალებისთვის
სულერთია როგორ მიიღწევა წონასწორობა, ამიტომ მათ შეუძლიათ სხვა გზა აირჩიონ -
მოაშორონ თქვენი სიყვარულის საგანი კიდევ უფრო შორს, თქვენ კი ნეიტრალიზება გაგიკეთონ,
ანუ გული გაგიტეხონ. ამასთან, მმცირე წარუმატებლობების დროსაც კი, მიდრეკილნი იქნებით,
რომ უფრო და უფრო მეტი დრამატიზება გაუკეთოთ სიტუაციას („მას არ ვუყვარვარ!“), ამიტომ
ასეთი აზრები ცხოვრების იმ ხაზზე გადაგათრევენ, სადაც გაზიარებულ სიყვარულამდე ძალიან
შორია.

რაც უფრო ძლიერია ფლობის, ანუ საპასუხი სიყვარულის თქვენი სურვილი, მით უფრო
ძლიერია წონასწორული ძალების მოქმედება. რა თქმა უნდა, თუ წონასწორული ძალები იმ
მიმართულებას აირჩევენ, რომელიც თქვენ და თქვენი სიყვარულის ობიექტს აახლოვებენ, მაშინ
ისტორია ბედნიერად დასრულდება. წონასწორული ზალების მიმართულების განსაზღვრა
სიყვარულის ჩასახვის დასაწყისშივე ადვილად შეიძლება: თუ თქვენში ფლობის, ანუ საპასუხო
სიყვარულის სურვილი გაიღვიძებს, და თავიდანვე რაღაც არ გამოდის, ეს ნიშნავს, რომ
მკვეთრად უნდა შეცვალოთ ტაქტიკა. სახელდობრ, უნდა გიყვარდეთ ისე, რომ ჯილდო არ
მოითხოვოთ ამაში, მაშინ წონასწორული ძალების რხევები შეგიძლიათ თქვენსკენ გადახაროთ
და თქვენზე მუშაობა აიძულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია მკვეთრად გამოვა
კონტროლიდან, და რაიმეს შეცვლა თითქმის შეუძლებელი იქნება.

დასკვნა ერთია: იმისთვის, რომ საპასუხო სიყვარულს მიაღწიოთ, საჭიროა გიყვარდეთ, და არ


ეცადოთ, რომ მას უყვარდეთ. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, არ იქმნება ჭარბი პოტენციალი,
და შესაბამისად არ ჩნდება ალბათობის ის 50%, რომ წონასწორული ძალები თქვენს წინააღმდეგ
იმოქმედებენ. მეორეც, თუკი არ ისწრაფვით, რომ საპასუხო სიყვარული მიიღოთ, თქვენ არ
გიჩნდებათ უკონტროლო დრამატული აზრები გაუზიარებელი უპასუხო სიყვარულის თაობაზე,
და თქვენი გამოსხივება არ გითრევთ ცხოვრების შესაბამის ხაზებზე. პირიქით, თუ უბრალოდ
გიყვართ ფლობის უფლებაზე პრეტენზიის გარეშე, მაშინ გამოსხივების პარამეტრები ცხოვრების
იმ ხაზებს აკმაყოფილებენ, სადაც ეს სიყვარული ორმხრივია. რადგან ორმხრივი სიყვარულის
დროსაც ასევე არაა დამოკიდებული ურთიერთობა. თუკი ისედაც გაქვთ, უკვე აღარ გაღელვებთ
ფლობის სურვილი. წარმოგიდგენიათ, როგორ იზრდება თქვენი შანსები მხოლოდ იმის გამო,
რომ ფლობის უფლებაზე თქვით უარი! და თანაც, უპირობო სიყვარული - ისეთი იშვიათობაა,
რომ უკვე ესეც კი ცოცხალ ინტერესს და სიმპათიას იწვევს. ნუთუ თქვენთვისაც სასიამოვნო არ
იქნება, თუკი ვინმეს უბრალოდ ისე უყვარხართ, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე?

ფლობის უფლების მეორე უკიდურესობა - ეს რა თქმა უნდა ეჭვიანობაა. ამ შემთხვევაში


წონასწორულ ძალებს კვლაავაც მოქმედების ორი ვარიანტი აქვთ. თუ სიყვარულის ობიექტი
უკვე გეკუთვნით, მაშინ პირველი ვარიანტია - კიდევ უფრო დაგაახლოვოთ. სინამდვილეში,
ზოგიერთს მოწონს კიდეც, როცა მისი მეორე ნახევარი ეჭვიანობს. მაგრამ წონასწორული
ძალების მოქმედების მეორე ვარიანტი იმის ნგრევამდე მიდის, რაც ეჭვიანობას იწვევს, ანუ თავად

63
სიყვარულის. თანაც რაც უფრო ძლიერია ეჭვიანობა, მით უფრო ღრმაა საფლავი
სიყვარულისთვის. ეს იგივეა, რომ ყვავილების არომატით ტკბობიდან მათგან პარფიუმერიის
კეთებაზე გადავიდეთ.

ყველაფერი გადმოცემული ერთნაირად ეხება როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. მაგრამ ეს


ჯერ ყველაფერი არაა. მოცემულ საკითხს კვლავ დავუბრუნდებით, როცა ტრანსერფინგის სხვა
კონცეფციებს გავივლით. აი, ასე, ყველაფერი მარტივი და ამავდროულად რთულია. რთულია
იმიტომ, რომ შეყვარებული ადამიანი საღად აზროვნების უნარს კარგავს, ამიტომ ეს
რეკომენდაციები მათთვის ტყუილად დაიკარგება. მე კი, ჩემი მხრივ, არ ავღელდები ამის გამო,
რადგანაც უარს ვამბობ თქვენი აღიარების ფლობის უფლებაზე.

ზიზღი და ამპარტავნება

წონასწორობის ძალიან დიდ დარღვევას წარმოადგენს სხვა ადამიანების განკითხვა,


განსაკუთრებით კი ზიზღი (презрение). ბუნების თვალსაზრისით კარგი და ცუდი ადამიანები არ
არსებობენ. არსებობენ მხოლოდ ისინი, ვინც ბუნების კანონებს ემორჩილებიან, და ისინი, ვისაც
შეშფოთება შეაქვთ არსებულ „სტატუს-ქვო“-ში. ეს უკანასკნელნი საბოლოო ჯამში
ექვემდებარებიან იმ ძალთა ზეგავლენას, რომლებიც დარღვეული წონასწორობის
დაბრუნებისკენ ისწრაფვიან.

რა თქმა უნდა, ხშირად ჩნდება სიტუაცია, როცა ადამიანი კანკითხვას იმსახურებს. სწორედ
თქვენი მხრიდან? ეს არაა უბრალო კითხვა. თუ ადამიანმა სწორედ თქვენ გავნოთ, მაშინ პირველ
რიგში მან დაარღვია წონასწორობა და თქვენ წარმოადგენთ არა არაჯანსაღი პოტენციალის
წყაროს, არამედ იმ ძალთა იარაღს, რომლებიც წონასწორობის დაბრუნებისკენ ისწრაფვიან.
მაშინ სიმშვიდის დამრღვევი დამსახურებულად მიიღებს, თუკი ყველაფერს იტყვით, რასაც მაზე
ფიქრობთ, და გარკვეულ ქმედებებსაც იღონებთ გონივრულ ფარგლებში. მაგრამ თუ თქვენი
განკითხვის ობიექტმა კონკრეტულად თქვენ არაფერი ცუდი არ დაგიშავათ, მაშინ იგი თქვენი
განსაკითხი არაა.

მივუდგეთ ამ საკითხს სუფთა მერკანტილურად. დამეთანხმებით, სრული უაზრობაა -


განიცდიდეთ სიძულვილს მგლისადმი, რომელმაც ბატკანი გაფატრა, როცა ამას ტელევიზორით
უმზერთ. სამართლიანობის გრძნობა გამუდმებით გვიბიძგებს სხვადასხვა ადამიანების
განკითხვისკენ. მაგრამ ეს მალე ჩვევაში გადადის, და ბევრი წლებთან ერთად პროფესიონალურ
მსჯავრმდებლად იქცევა. ძალიან მავნე ჩვევაა - სხვების განკითხვა იმ აზრებისა და მოქმედებების
გამო, რომლებიც პირადად თქვენსკენ არაა მომართული. უმეტესობა შემთხვევებში თქვენ
წარმოდგენა არ გაქვთ, რამ აიძულა ადამიანს სწორედ ასე მოქცეულიყო. იქნებ მის ადგილას
კიდევ უარესად გამოგსვლოდათ?

მაშასადამე, თქვენი განკითხვის შედეგად, თქვენ წარმოქმნით ჭარბ პოტენციალს საკუთარი


პერსონის გარშემო. მაშ როგორ, ხომ გამოდის, რომ რამდენადაც ცუდია თქვენი განსჯილი,
იმდენადვე კარგი უნდა იყოთ თქვენ. რადგან მას გაუჩნდა რქები და ჩლიქები, თქვენ ანგელოზი
უნდა იყოთ. და რადგანაც ფრთები არ გეზრდებათ, მოქმედებაში შემოდიან ძალები, რომლებიც
წონასწორობის დაბრუნებისკენ მიისწრაფვიან. ამ ძალთა მეთოდები სხვადასხვა იქნება ყოველ

64
კონკრეტულ სიტუაციაში. მაგრამ შედეგი თავისი არსით ერთი და იგივე იქნება: თქვენ მიიღებთ
წკიპურტს ცხვირში. თქვენი განკითხვის ძალიდან და ფორმიდან გამომდინარე, ეს წკიპურტი ან
შეუმჩნეველი იქნება თქვენთვის, ან ისეთი ძლიერი, რომ ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ცუდ
ხაზზე აღმოჩნდებით.

თქვენ თავადაც შეგიძლიათ შეადგინოთ გრძელი სია განკითხვის სახეებისა და მათი შედეგებისა,
მაგრამ სიცხადისთვის რამდენიმე მაგალითს მოვიყვან:

არასოდეს შეიზიზღოთ (не призираите) ადამიანები ნებისმიერი რამის გამო, რაც არ უნდა იყოს.
ეს განკითხვის ყველაზე სახიფათო ფორმაა, რადგანაც წონასწორული ძალების მოქმედების
შედეგად შესაძლოა იმის ადგილას აღმოჩნდეთ, ვინც გეზიზღებათ. ძალებისთვის ეს
წონასწორობის აღდგენის ყველაზე პირდაპირი და მარტივი საშუალებაა. გეზიზღებათ
მათხოვრები და მაწანწალები? შესაძლოა თავად დაკარგოთ ფული და სახლი, და
წონასწორობაც აღდგება. გეზიზღებათ ადამიანები ფიზიკური ნაკლოვანებებით? პრობლემა
არაა, თქვენთვისაც მოიძებნება უბედური შემთხვევა. გეზიზღებათ ალკოჰოლიკები და
ნარკომანები? თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეთ მათ ადგილას. ასეთებად ხომ არ
იბადებიაან, არამედ სხვადასხვა ცხოვრებისეული ვითარებების გამო ხდებიან. მაშ, თქვენ რატომ
უნდა აგიარონ გვერდი ამ ვითარებებმა?

არასოდეს განიკითხოთ თქვენი კოლეგები სამსახურში, რის გამოც არ უნდა იყოს. უკეთეს
შემთხვევაში იგივე შეცდომებს დაუშვებთ, უარესში კი შესაძლოა შეიქმნას კონფლიქტი,
რომელიც არაფერ კარგამდე არ მიგიყვანთ. შესაძლოა დაგატოვებინონ სამსახური, მაშინაც კი,
თუ აბსოლუტურად მართალი ხართ.

თუკი სხვა ადამიანს მხოლოდ იმის გამო განიკითხავთ, რომ არ მოგწონთ როგორ აცვია, თქვენ
თვითონ დგებით „კარგი-ცუდი“-ს კიბეზე მის ქვემოთ, რადგანაც ნეგატიურ ენერგიას ასხივებთ.

თუკი ადამიანი ამაყობს თავისი მიღწევებით, ან შეყვარებულია საკუთარ თავზე, ცუდი ამაში
არაფერია. არაშედარებითი სიყვარული საკუთარი თავისადმი თვითკმარია, ამიტომ ხელს
არავის უშლის. წონასწორობა მხოლოდ მაშინ ირღვევა, თუ აწეულ თვითშეფასებას
უპირისპირდება ზიზღნარევი დამოკიდებულება სხვების სისუსტეების, ნაკლოვანებების, ან
უბრალოდ მოკრძალებული მიღწევების მიმართ. მაშინ საკუთარი თავისადმი სიყვარული
პათოლოგიური ხდება, სიამაყე კი ამპარტავნებად იქცევა. წონასწორული ძალების შედეგი კი,
კვლავაც, ცხვირში წკიპურტი იქნება.

ზიზღი და ამპარტავნება - ეს ადამიანების მანკიერებებია. ცხოველებმა არ იციან ეს. ისინი


მხოლოდ მიზანშეწონილი განზრახვით ხელმძღვანელობენ და ამით სრულყოფილი ბუნების
ნებას ასრულებენ. ეს მხოლოდ ზღაპრებში ანიჭებენ ცხოველებს ადამიანურ თვისებებს. ავიღოთ
ამაყი, მარტოსული და თავისუფალი მგელი. ადამიანური თვალსაზრისით იგი პატივისცემას
აღძრავს. აი, დიდლოყება მღრღნელს - მუცლის ამოყორვა უყვარს, მხიარულად ცანცარი და
გამრავლება. მგელი რომ ქედმაღლურ ზიზღს გრძნობდეს მღრღნელის მიმართ, ეს
არაბუნებრივი და ბრიყვული იქნებოდა. სურათს მეორე მხრიდან შევხედოთ: ასეთი მგელი
შეგვეძლო არარაობად ჩაგვეთვალა ამ მსუქანა მღრღნელთან შედარებით, რომელიც თავისი
ცხოვრების ყოველი მომენტით ტკბება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ნებისმიერ მომენტში

65
იქნეს შეჭმული. ყველაფერი ფარდობითია, მაგრამ ამ ფარდობითობას ადამიანი ქმნის თავის
წარმოსახვაში. სინამდვილეში ლომს არანაირი დიდებულება და ღირსება არ გააჩნია. ეს
თვისებები მას ადამიანებმა მიაწერეს. თრიას არანაკლები ღირსება აქვს, ვიდრე ლომს.

ველური ბუნება გონიერ ადამიანზე სრულყოფილია. მგელი, ისევე როგორც ნებისმიერი


მტაცებელი, არც სიძულვილს და არც ზიზღს არ გაანიცდის თავისი მსხვეპრლის მიმართ. (სცადეთ
და თავად განიცადეთ სიძულვილი და ზიზღი კატლეტის მიმართ). აი, ადამიანები კი
ურთიერთობებს ჭარბი პოტენციალებით აწყობენ. ცხოველების და მცენარეების დიდებულება
იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ამ დიდებულებას ვერ აცნობიერებენ. ცნობიერებამ ადამიანს
მოუტანა როგორც სასარგებლო უპირატესობები, ასევე მავნე ნაგავი ამპარტავნების, ზიზღის
დანაშაულის კომპლექსისა და არასრულფასოვნების გრძნობის სახით.

აღმატებულობა და არასრულფასოვნება

აღმატებულობის ან არასრულფასოვნების გრძნობა - ესაა დამოკიდებულობა სუფთა სახით.


თქვენი თვისებები ედარება სხვების თვისებებს, ამიტომ უეჭველად იქმნება ჭარბი პოტენციალი.
ენერგეტიკულ დონეზე მნიშვნელობაა არ აქვს, გამოხატავთ თქვენს უპირატესობას საჯაროდ თუ
უბრალოდ საიდუმლოდ ულოცავთ საკუთარ თავს სხვებთან შედარებით. საჭირო არაა იმის
მტკიცება, რომ საკუთარი უპირატესობის აშკარა გამოხატვა არაფერს მოგიტანთ, გარდა
გარშემომყოფების მხრიდან ზიზღისა. როცა საკუთარ თავს სხვებს ადარებს საკუთარი თავის
სასარგებლოდ, ადამიანი ცდილობს, რომ ხელოვნურად დაიმკვიდროს თავი სხვების ხარჯზე.
ასეთი მისწრაფება ყოველთვის წარმოქმნის პოტენციალს მაშინაც კი, თუ ეს უბრალოდ
ქედმაღლობის ჩრდილია - აშკარად არ-გამოხატული. წონასწორული ძალების მოქმედება ასეთ
შემთხვევაში ყოველთვის გამოვლინდება, როგორც წკიპურტი ცხვირში.

გასაგებია, რომ გარესამყაროსთან საკუთარი თავის შედარებით ადამიანი ცდილობს, რომ


თავისი მნიშვნელოვანება დაუმტკიცოს მას. მაგრამ თვითდამკვიდრება შედარების ხარჯზე -
ილუზორულია. ანალოგიურად ბუზი ცდილობს გააღწიოს შუშაში, როცა გვერდით სარკმელია
ღია. როცა ადამიანი ცდილობს, რომ საკუთარ მნიშვნელოვანებაზე განუცხადოს სამყაროს,
ენერგია ხელოვნურად შექმნილი ჭარბი პოტენციალის შენარჩუნებაზე იხარჯება.
თვითგანვითარება, პირიქით, რეალურ ღირსებებს ანვითარებს, ამიტომ ენერგია ფუჭად არ
იხარჯება და არ წარმოშობს მავნე პოტენციალს.

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ შედარებაზე დახარჯული ენერგია ძალიან მცირეა. სინამდვილეში


ეს ენერგია საკმარისზე მეტია საკმაოდ ძლიერი პოტენციალის შესანარჩუნებლად. მთავარ
როლს აქ თამაშობს ენერგიის ამა თუ იმ მიმართულებით წარმართვის განზრახვა. თუკი მიზნის
სახით წინ წამოვა ღირსებების მოპოვების სურვილი, განზრახვას წინ მიჰყავს ადამიანი. ხოლო
თუ მის მიზანს სამყაროსთვის საკუთარი რეგალიების დემონსტრაცია წარმოადგენს, მაშინ იგი
ადგილზე ბუქსაობს და არაერთგვაროვნებას ქმნის ენერგეტიკულ ველში. სამყარო შეძრული
იქნება რეგალიების ბრწყინვალებით და მოქმედებაში შემოვლენ წონასწორული ძალები. მათ
არჩევანი დიდი არ ექნებათ: ან გააცოცხლოს გარესამყაროს გამკრთალებული ფერები, ან
ჩააქროს შეუსაბამო ვარსკვლავის ბრწინვალება. პირველი ვარიანტი, რა თქმა უნდა, მეტისმეტად
შრომატევადია. რჩევა მხოლოდ მეორე. ამის გაკეთების საშუალებები წონასწორულ ძალებს

66
საკმარისზე მეტი აქვთ. მათთვის საერთოდ არაა აუცილებელი პატივმოყვარესთვის რეგალიების
ჩამორთმევა. საკმარისია ნებისმიერ სავალალო მდგომარეობაში ჩააგდოს, რათა წყობიდან
გამოიყვანოს.

ჩვენ ხშირად აღვიქვამთ ყოველგვარ უსიამოვნებებს, პრობლემებს და დაბრკოლებებს,


როგორც ამ სამყაროს განუყოფელ თვისებებს. არავისში არ იწვევს გაკვირვებას, რომ
სხვადასხვა უსიამოვნებები, დაწყებული წვრილმანით და დამთავრებული მსხვილით,
წარმოადგენენ ყოველი ადამიანის განუყოფელ თანამგზავრს მთელი ცხოვრების
განმავლობაში. ყველა მიეჩვია, რომ ასეთია ჩვენი სამყარო. სინამდვილეში, უსიამოვნება - ეს
ანომალიაა და არა ნორმალური მოვლენა. საიდან ჩნდება უსიამოვნებები, და რატომ
გემართებათ სწორედ თქვენ - ხშირად ამის ლოგიკური გზით გადაწყვეტა შეუძლებელია.
ამრიგად, უსიამოვნებების უმეტესობა, ასე თუ ისე, გამოწვეულია წონასწორული ძალების
მოქმედებით იმ ჭარბი პოტენციალების მოსაშორებლად, რომლებიც თქვენ, ან თქვენმა
გარშემომყოფებმა შექმენით. თავადაც ვერ უწევთ ანგარიშს, როგორ ქმნით ჭარბ
პოტენციალებს, შემდეგ კი იღებთ უსიამოვნებებს, როგორც გარდუვალ ბოროტებას და არ
გესმით, რომ ამ დროს წონასწორული ძალები მუშაობენ.

თქვენ შეგიძლიათ უსიამოვნებათა დიდ ნაწილს დააღწიოთ თავი, თუკი გაინთავისუფლებთ თავს
იმ ტიტანური ძალისხმევებისგან, რომლებიც მიმართულია ჭარბი პოტენციალების
შენარჩუნებაზე. ტიტანური ენერგია არა მხოლოდ ფუჭად იხარჯება, არამედ მომართავს
წონასწორულ ძალებს ისე, რომ შედეგი განზრახვის სრულიად საპირისპირო გამოდის.
ამგვარად, აუცილებელია, უბრალოდ შევწყვიტოთ ბუზივით შუშაზე ხეთქვა და მივმართოთ ჩვენი
განზრახვა ჩვენი ღირსებების განვითარებაზე. და არ ვიდარდოთ ჩვენს მდგომარეობააზე
აღმატებულობის კიბეზე. მაშინაც კი, თუკი არ განივითარებთ შესაძლებლობებს, მაგრამ ამავე
დროს უბრალოდ არ ინერვიულებთ თქვენს აღმატებულობაზე, თქვენ იღებთ იმ უპირატესობას
რომ თავს აღარ გაბეზრებენ წონასწორული ძალები. აღმატებულობაზე უარის თქმით, თქვენ
იღებთ მას.

აღმატებულობის უკიდურესი დონე მაშინ იქნება, თუკი წარმოიდგენთ, რომ გარესამყაროს


კონტროლი შეგიძლიათ. რაც არ უნდა მაღალი მდგომარეობა დაიკავოთ, აეთი პოზიციით
საბოლოო ჯამში წაგებული ააღმოჩნდებით. როცა გარესამყაროს შეცვლას ცდილობთ, ამით
ძალიან არღვევთ წონსწორობას. როცა აქტიურად ერევით სამყაროს მოწყობაში, ამა თუ იმ
დონით, შესაძლოა მრავალი ადამიანის ინტერესებს შეეხოთ, რომლებსაც თქვენი ქმედებები
საერთოდ არ აწყობთ. ტრანსერფინგი საშუალებას გაძლევთ, რომ შეცვალოთ თქვენი ბედი ისე,
რომ არ შეეხოთ არავის ინტერესებს. ეს გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე
წინააღმდეგობების გადალახვით ტარანზე მოქმედება. თქვენი ბედი მართლაც თქვენს ხელთაა,
მაგრამ იმ თვალსაზრისით, რომ შეგიძლიათ მისი არჩევა, და არა შეცვლა. საკუთარი ბედის
შემოქმედის, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, პოზიციიდან მოქმედებით მრავალი ადამიანი
დამარცხებულა. ტრანსერფინგში ადგილი არ აქვს ბრძოლას, ამიტომ შეგიძლიათ ჩამარხოთ
„საბრძოლო ნაჯახი“.

მეორე მხრივ, აღმატებულობაზე უარის თქმას არაფერი აქვს საერთო საკუთარი თავის
დამდაბლებასთან. საკუთარი ღირსებების დაკნინება - ესაა აღმატებულობა საპირისპირო
ნიშნით. ენერგეტიკულ დონეზე ნიშანს არ აქვს მნიშვნელობა. შექმნილი პოტენციალის სიდიდე

67
პირდაპირ-პროპორციულია შეფასებისგადანაცვლების მნიშვნელობისა. როდესაც
მნიშვნელოვანობას ეჯახებიან, წონასწორული ძალები ისე მოქმედებენ, რომ ტახტიდან
ჩამოაგდონ იგი. არასრულფასოვნების კომპლექსის შემთხვევაში კი წონასწორული ძალები
აიძულებენ ადამიანს, რომ ეცადოს ხელოვნურად დაკნინებული ღირსებების აწევას.
წონასწორული ძალები ჩვეულებრივ პირდაპირ შუბლში გაჯახებენ, ისე მოქმედებენ, და არ
ზრუნავენ ადამიანური ურთიერთობების სინატიფეებზე. ამიტომ გამოდის, რომ ადამიანი
არაბუნებრივად იქცევა და ამით კიდევ უფრო უსვამს ხაზს იმას, რის დამალვასაც ცდილობს.

მაგალითად, მოზარდებს შეუძლიათ თავხედურად მოიქცნენ, რათა ამით არასრულფასოვნების


გრძნობა ამოავსონ. მორცხვებს შეუძლიათ თავაშვებულად მოიქცნენ, რათა თავიანთი
სიმორცხვე დამალონ. ადამიანები დაბალი თვითშეფასებით, იმის სურვილით, რომ უკეთესი
მხრიდან წარმოაჩინონ თავი, შესაძლოა შებოჭილად ან ყალბად იქცეოდნენ. და ა.შ. ნებისმიერ
შემთხვევაში, ბრძოლას საკუთარ კომპლექსთან, კიდევ უფრო უსიამოვნო შედეგებს მოაქვს,
ვიდრე თავად კომპლექსს.

როგორც ხვდებით, ყველა ეს მცდელობა ამაოა. არასრულფასოვნების კომპლექსთან ბრძოლა


უშედეგოა. კომპლექსის შედეგებისგან თავის არიდების ერთადერთი საშუალება - ესაა თავად
კომპლექსის მოშორება. თუმცაღა მისგან განთავისუფლება საკმაოდ რთულია. დაარწმუნო
საკუთარი თავი იმაში, რომ ყველაფერი რიგზე გაქვს, ასევე უსარგებლოა. საკუთარ თავს ვერ
მოატყუებ. აქ შეიძლება დაგეხმაროთ სლაიდების ტექნიკა, რომელსაც მოგვიანებით
გავეცნობით.

მოცემულ ეტაპზე საკმარისია უბრალოდ გავაცნობიეროთ, რომ საკუთარი ნაკლოვანებებით


შეპყრობილობა სხვების ღირსებებთან შედარებით, ისევე მუშაობს, როგორც საკუთარი
შედარებითი აღმატებულობის ჩვენება. შედეგი განზრახვის საწინააღმდეგო იქნება. ნუ გგონიათ,
რომ გარშემო ყველა იმხელა მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ნაკლოვანებებს, რამდენსაც თქვენ
თვითონ. სინამდვილეში ყველა მხოლოდ საკუთარ პერსონაზე ფიქრობს, ამიტომ შეგიძლიათ
მშვიდად გადააგდოთ ტიტანური ტვირთი. ჭარბი პოტენციალი გაქრება, წონასწორული ძალები
შეწყვეტენ მდგომარეობის გაუარესებას, გამონთავისუფლებული ენერგია კი ღირსებების
განვითარებაზე იქნება მიმართული.

საქმე ეხება იმას, რომ არ ებრძოლოთ საკუთარ ნაკლოვანებებს და არ ეცადოთ მათ დამალვას,
არამედ ეცადოთ მათი სხვა თვისებებით კომპენსირებას. სილამაზის არარსებობა შესაძლებელია
კომპენსირებულ იქნეს მომხიბვლელობით. არსებობენ ადამიანები საკმაოდ უსიამოვნო
გარეგნობით, მაგრამ როგორც კი დაილაპარაკებენ, თანამოსაუბრე მთლიანად იხიბლება
მისით. ფიზიკური ნაკლოვანებები კომპენსირდება თავდაჯერებულობით. რამდენ დიად
ადამიანს ჰქონდა ისტორიაში არცთუ ისე კარგი გარეგნობა! თავისუფალი ურთიერთობის უნარის
არქონა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მოსმენის უნარით. არსებობს ასეთი გამოთქმა: „ყველა
იტყუება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, რადგან არავინ არავის არ უსმენს.“ თქვენმა
კეთილხმოვანებამ შესაძლოა დააინტერესოს ადამიანები, მაგრამ მხოლოდ ბოლო რიგში.
ყველა, ისევე როგორც თქვენ, დაკავებულია მხოლოდ საკუთარი თავით, საკუთარი
პრობლემებით, ამიტომ კარგი მსმენელი, რომელსაც შეგიძლია ყველაფერი გაუზიარო -
ნამდვილი განძია. მორცხვ ადამიანებს შემიძლია ერთი რამ ვურჩიო: მოუფრთხილდით ამ
თვისებას, როგორც განძს! დამიჯერეთ, სიმორცხვე დაფარულ მომხიბვლელობას ატარებს.

68
როცა უარს იტყვით საკუთარ სიმორცხვესტან ბრძოლაზე, ის აღარ გამოჩნდება უხერხულად, და
შეამჩნევთ, რომ ადამიანებს თქვენს მიმართ სიმპათია უჩნდებათ.

და კომპენსაციის კიდევ ერთი მაგალითი. ხელოვნურად შექმნილი საჭიროება - „იყო მაგარი“ -


ძალიან ხშირად უბიძგებს ადამიანებს სხვების მიბაძვისკენ, რომლებმაც მიაღწიეს „მაგარის“
წოდებას. სხვისი სცენარის გაუაზრებელი კოპირება პაროდიას ქმნის. ყველას თავისი სცენარი
აქვს. თქვენთვის საკმარისია უბრალოდ აირჩიოთ თქვენი კრედო და იცხოვროთ მასთან
შესაბამისობაში. მიბაძო სხვას „მაგარის“ სტატუსის მისაღწევად, ნიშნავს, გამოიყენო მეთოდი -
ბუზი შუშაზე. მაგალიტად, მოზარდების ჯგუფში ბელადი ის ხდება, ვინც თავის კრედოს
შესაბამისად ცხოვრობს. ბელადი იმიტომ გახდა ასეთი, რომ თავად გაანთავისუფლა საკუთარი
თავი სხვებისთვის იმის რჩევის ვალდებულებისგან, თუ როგორ მოიქცეს. მას არ სჭირდება ვინმეს
მიბაძოს, უბრალოდ თავად მიანიჭა საკუთარ თავს ღირსეული შეფასება, თავად იცის რას
აკეთებს, არავის ეძიება და არ ცდილობს ვინმეს რამე დაუმტკიცოს. ამგვარად იგი თავისუფალია
ჭარბი პოტენციალებისგან და დამსახურებულ უპირატესობას ღებულობს. ლიდერები ნებისმიერ
ჯგუფში ისინი ხდებიან, ვინც თავისი კრედოს შესაბამისად ცხოვრობს. თუ ადამიანმაა
გაინთავისუფლა თავი ჭარბი პოტენციალების ტვირთისგან, მას არაფერი აქვს დასაცავი - იგი
შიგნით თავისუფალია თვითკმარია და მეტი ენერგია აქვს. ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით
ეს უპირატესობები აქცევს სწორედ ლიდერად.

ხედავთ, სადაა ღია სარკმელი? იქნებ ფიქრობთ, რომ „ეს ყველაფერი ჩემზე არაა, მე
ნამდვილად არ ვიტანჯები ამით?“. ნუ ეცდებით საკუთარი თავის მოტყუებას. ნებისმიერი ადამიანი
ამა თუ იმ დონით მიდრეკილია, რომ ჭარბი პოტენციალები შექმნას საკუთარი პერსონის
გარშემო. მაგრამ საერთოდ, თუ ტრანსერფინგის პრინციპებს მიყვებით, არასრულფასოვნების ან
აღმატებულობის კომპლექსი უბრალოდ გაქრება თქვენი ცხოვრებიდან.

სურვილი გქონდეს და არ გქონდეს

„ბევრი გინდა - ცოტას მიიღებ“. ამ საბავშვო გამონათქვამს დიდი საფუძველი აქვს, მაგრამ მე მას
პერიფრაზს გავუკეთებდი: „რაც უფრო მეტად გინდა, მით უფრო ნაკლებად მიიღებ“. როცა
მეტისმეტად ძლიერ გსურთ რაღაცის მიღება, ისე, რომ მზად ხართ ამისთვის ყველაფერს
ჩახვიდეთ ფსონად, თქვენ ამით ქმნით უზარმაზარ პოტენციალთა სიჭარბეს, რომელიც
წონასწორობას არღვევს. შესაბამისად, წონასწორული ძალები ცხოვრების იმ ხაზებზე
გადაგაგდებენ, სადაც თქვენი სურვილის ობიექტი სართოდ ნახსენებიც არაა.

თუკი ავღწერთ სურვილით შეპყრობილი ადამიანის სურათს, ენერგეტიკულ დონეზე ეს


დაახლოებით ასე გამოიყურება. ტახი ცდილობს ლურჯი ფრინველის დაჭერას. მას ძალიან სურს
მისი დათრევა და ამასთან ხმამაღლა ღრუტუნებს და ფლოქვებს მიწაზე ახათქუნებს
მოუთმენლობისგან. ბუნებრივია, ფრინველი გაფრინდება. თუკი დამჭერი ლურჯ ფრინველს
გულგრილი სახით ჩაუვლის, მაშინ მას გაცილებით მეტი შანსი აქვს, რომ კუდზე ხელი ჩაავლოს
მას.

შეგვიძლია გამოვყოთ სურვილის სამი ფორმა. პირველი ფორმა - ესაა, როცა ძლიერი
სურვილი გადადის ფლობის და მოქმედების მტკიცე განზრახვაში. მაშინ სურვილი სრულდება.

69
ამასთან სურვილის პოტენციალი ამ დროს იფანტება, რადგანაც მისი ენერგია მოქმედებაში
მიდის.

მეორე ფორმა - ესაა უმოქმედო მეოცნების სურვილი, რომელიც წარმოადგენს ჭარბ


პოტენციალს სუფთა სახით. იგი გამოკიდებულია ენერგეტიკულ ველში და უკეთეს შემთხვევაში
უსარგებლოდ ხარჯავს მსურველის ენერგიას, უარესში კი - სხვადასხვა უსიამოვნებებს იზიდავს.

ყველაზე ვერაგს წარმოადგენს მესამე ფორმა, როცა ძლიერი სურვილი გადადის სურვილის
საგანზე დამოკიდებულებაში. მაღალი მნიშვნელობის მინიჭება ავტომატურად გადადის
დამოკიდებულებაში (მიჯაჭვულობაში). ეს კი, თავის ხმრივ, წარმოშობს ძლიერ ჭარბ
პოტენციალს, რომელიც წონასწორული ძალების ასეთივე ძლიერ წინააღმდეგობას იწვევს.
როგორც წესი, მყარდება დაახლოებით ამგვარი დამოკიდებულება:

„თუ მე ამას მივაღწევ, ჩემი მდგომარეობა ბევრად უკეთესი გახდება“. „თუ მე ამას ვერ მივაღწევ,
ჩემი ცხოვრება ყოველგვარ აზრს კარგავს“.

„თუ მე ამას გავაკეთებ, საკუთარ თავს და ყველას ვაჩვენებ ჩემს ფასს“. „თუ მე ამას ვერ გავაკეთებ,
გროშია ჩემი ფასი“.

„თუ მე ამას მივიღებ, ძალიან კარგი იქნება“, „თუ მე ამას ვერ მივიღებ, „ძალიან ცუდი იქნება“. და
ა.შ. სხვადასხვა ვარიაციებში.

თუკი ჩაერთვებით სურვილის ობიექტზე დამოკიდებულობის ურთიერთობაში, ისეთ მჩქეფარე


მორევში მოყვებით, სადაც უბრალოდ ძალებისგან დაიცლებით სასურველისთვის ბრძოლაში.
ბოლოს და ბოლოს, თქვენ ვერაფერს ვერ მიაღწევთ და უარს იტყვით საკუთარ სურვილზე.
წონასწორობა ამით აღდგება და წონასწორულ ძალებს სრულიად არ აინტერესებთ, რომ თქვენ
ამის გამო დაზარალდით. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ მეტისმეტად გინდოდათ თქვენი
სურვილის ასრულება. სურვილი სასწორის ერთ პინზე აღმოჩნდა, ყველაფერი დანარჩენი კი -
მეორეზე.

ასრულებას მხოლოდ სურვილის პირველი ფორმა ექვემდებარება, როცა სურვილი სუფთა


განზრახვად იქცევა, განზრახვად, რომელიც თავისუფალია ჭარბი პოტენციალებისგან. ყველანი
მივეჩვიეთ, რომ ამ სამყაროში ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო, მუქთად არაფერი არ
გვეძლევა. სინამდვილეში, ჩვენ მხოლოდ იმ ჭარბი პოტენციალებისთვის ვიხდით, რომლებსაც
თავადვე ვქმნით. ვარიანტთა სივრცეში ყველაფერი უფასოა. რადგანაც ასეთი ტერმინებით
ვსაუბრობთ, საფასურის როლს ასრულებული სურვილისთვის ასრულებს მნიშვნელოვანობის
და დამოკიდებულობის არარსებობა. იმ ცხოვრების ხაზზე გადასასვლელად, სადაც სასურველი
რეალობად იქცევა, საკმარისია მხოლოდ სუფთა განზრახვის ენერგიები. განზრახვაზე
მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა კი მხოლოდ ავღნიშნავთ, რომ სუფთა განზრახვა - ესაა
სურვილისა და მოქმედების ერთიანობა მნიშვნელოვანების არარსებობასთან ერთად.
მაგალითად, თავისუფალი განზრახვა - ჩავიდეთ ჯიხურში გაზეთის ამოსატანად, სუფთა
განზრახვას წარმოადგენს. რაც უფრო მაღალია თქვენთვის მოვლენის მნიშვნელობა, მით უფრო
მეტია მარცხის შანსი. თუ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ იმას, რაც გაქვთ, და ეს ძალიან
ძვირფასია თქვენთვის, მაშინ მეტი შანსია, რომ წონასწორული ძალები ამას წაგართმევენ. თუ ის,

70
რისი მოპოვებაც გსურთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაშინ, სავარაუდოდ ვერ
მიიღებთ მას. აუცილებელია დაადაბლოთ მნიშვნელოვანების ზღურბლი.

მაგალითად, ჭკუაზე აღარ ხართ თქვენი ახალი მანქანისგან. როგორც კი მასზე მტვერს
შეამჩნევთ, სულს უბერავთ, უფრთხილდებით, გეშინიათ, რომ არ გაიფხაჭნოს, მოკლედ,
ელოლიავებით და ეთაყვანებით. ამის შედეგად ჩნდება ჭარბი პოტენციალი. ეს ხომ თქვენ
მიანიჭეთ მანქანას ასეთი დიდი მნიშვნელობა. სინამდვილეში კი ენერგეტიკულ ველში მისი
მნიშვნელობა ნულის ტოლია. შედეგად, სამწუხაროდ, წონასწორული ძალები მალე იპოვნიან
თქვენთვის ვიგინდარას, რომელიც თქვენს მანქანას დააზიანებს. ან თავად თქვენვე, ზედმეტი
სიფრთხილის გამო რამეს დამართებთ. როგორც კი აღარ გააღმერთებთ თქვენს მანქანას და
ჩვეულებრივი დამოკიდებულება გექნებათ მის მიმართ, საფრთხეც მკვეთრად შემცირდება.
ჩვეულებრივ მოპრყობა სულაც არ ნიშნავს დაუდევრად მოპყრობას. შეგიძლიათ უზადოდ
მოუაროთ თქვენს მანქანას ისე, რომ მისგან კერპი არ შექმნათ.

არსებობს ფლობის ძლიერი სურვილის სხვა ასპექტიც. არსებობს მოსაზრება, რომ თუ ძალიან
მოგინდება, ყველაფრის მიღწევას შეძლებ. წესით, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ ძალიან
ძლიერი სურვილი ცხოვრების იმ ხაზზე გაგიყვანთ, სადაც ეს სურვილი სრულდება. მაგრამ ეს ასე
არაა. თუ თქვენი სურვილი დამოკიდებულობაში გადავიდა - ერთგვარ ფსიქოზში, ისტერიულ
მისწრაფებაში - მიაღწიოთ თქვენსას ნებისმიერ ფასად, ეს ნიშნავს, რომ გულის სიღრმეში არ
გჯერათ, რომ ეს შესრულდება, და შესაბამისად გამოსხივების ტრანსლირებას „ძლიერი
ხარვეზებით“ ახდენთ. თუ რწმენა არ გაქვთ, ცდილობთ, რომ მთელი ძალით დაარწმუნოთ
საკუთარი თავი და კიდევ უფრო გაზარდოთ ჭარბი პოტენცილი. „მთელი ცხოვრების საქმეზე“
შეიძლება მთელი ცხოვრება ფუჭად დაკარგოთ. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ აქ გააკეთოთ,
ესაა მიზნის მნიშვნელობის დაწევა - საკუთარი მიზნისკენ ისე სვლა, თითქოს ჯიხურში
გაზეთისთვის მიდიოდე.

რაიმეს თავის არიდების სურვილი საკუთარი თავით ან სამყაროთი უკმაყოფილების ლოგიკურ


გაგრძელებას წარმოადგენს. რაც უფრო მეტად არ გინდათ რაღაც, მით უფრო მეტი შანსია, რომ
მას შეეჯახებით. წონასწორული ძალებისთვის სულერთია, როგორ იქნება მიღწეული
წონასწორობა. ამის მიღწევა კი ორი მეთოდით შეუძლიათ: ან აგარიდონ შეჯახებას, ან
შეგაჯახონ. ჯობია ცნობიერად თქვათ უარი მიუღებლობაზე, რათა პოტენციალი არ შექმნათ.
მაგრამ ეს ყველაფერი არაა. როცა იმაზე ფიქრობთ, რაც არ გინდათ, იმ ხაზის სიხშირეზე
ასხივებთ ენერგიას, რომელზეც ეს აუცილებლად მოხდება. თქვენ ყოველთვის იღებთ იმას, რაც
აქტიურად არ გსურთ.

სურათი ასეთია: ადამიანი იმყოფება საზეიმო ღინისძიებაზე საელჩოში, გაარშემო საპატიო


ადამიანები არიან, გარემო გაჟღენთილია კულტურით და დახვეწილობით. და უეცრად იგი
იწყებს ხელების ქნევას და ფეხების ბაკუნს, და განწირული ყვირის: „არ მინდა, რომ ამწუთშივე
გამიყვანონ აქედან!“ ბუნებრივია, მოდის დაცვა და ეს ადამიანი ძალით გაყავს. იგი
წინააღმდეგობას უწევს და ყვირის, მაგრამ მაინც დაუყოვნებლივ გარეთ მიაბრძანებენ. ეს
ძალიან უტრირებული სურათია რეალობისთვის, მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე ყველაფერი
ასეთივე ძალის ინტენსივობით ხდება.

71
განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. დავუშვათ, რომ ღამე მეზობლებისგან გამოსული ხმა
გაღვიძებთ. ძილი გინდათ, დილით სამსახურში ხართ წასასვლელი, იქ კი მხიარულება ჯერ
ახალი გახურებულია. რაც უფრო მეტად გენდომებათ, რომ ისინი გაჩერდნენ, მით უფრო მეტია
იმის ალბათობა, რომ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება. რაც უფრო მეტად გაბრაზდებით, მით
უფრო თვალსაჩინო იქნება მათი მხიარულება. თუ მათ საკმარისად შეიძულებთ, გარანტიას
გაძლევთ, რომ ასეთი ღამეები უფრო და უფრო ხშირად განმეორდება. ამ პრობლემის
გადასაჭრელად შეგიძლიათ გამოიყენოს ქანქარას ჩაგდების ან ჩაქრობის მეთოდი. ჩაქრობა იმ
შემთხვევაში მოხდება, თუ სიტუაციას ირონიით მიუდგებით. ასევე შეგიძლიათ საერთოდ
იგნორირება გაუკეთოთ და არ გამოავლინოთ არანაირი ემოცია და ინტერესი. მაშინ ქანქარა
ჩავარდება და პოტენციალიც არ გაჩნდება. დაე, სიმშვიდე იმის გაცნობიერებამ მოგიტანოთ, რომ
არჩევანი გაქვთ და იცით, როგორ გამოიყენოთ ეს არჩევანი. მალე მეზობლები დაწყნარდებიან.
ასე მუშაობს ეს. შეგიძლიათ შეამოწმოთ.

ახლა შეგიძლიათ გააანალიზოთ, რაში აწიეთ მნიშვნელოვანობა და შედეგად რა პრობლემები


მიიღეთ.თუ საქმე ძალიან ცუდადაა, მიაფურთხეთ მის მნიშვნელობას, გაიფერთხეთ საკუთარი
თავისგან დამოკიდებულობის ურთიერთობა და ჯიუტად განაგრძეთ პოზიტიური ენერგიის
ტრანსლირება. რაც უფრო ცუდადაა ახლა საქმე, მითუკეთესი. ასე შეგიძლიათ შეაფასოთ
სიტუაცია, თუკი თვლით, რომ სერიოზული მარცხი განიცადეთ. გაიხარეთ! მოცემულ შემთხვევაში
წონასწორული ძალები თქვენს მხარეს არიან, რადგანაც მათი ამოცანაა - მოახდინონ ცუდის
კარგით კომპენსაცია. სულ ცუდად ვერ იქნება საქმე, ისევ ეოგორც სულ კარგად. ენერგეტიკულ
დონეზე ეს დაახლოებით ასე გამოიყურება. თქვენ თავს დაგესხნენ, გაგლანძღეს, ყველაფერი
წაგართვეს, გცემეს, შემდეგ კი ფულით სავსე ტომარა მოგცეს. რაც უფრო მეტი ზიანი მოგადგათ,
მით უფრო მეტი ფული იქნება ტომარაში.

დანაშაულის გრძნობა

დანაშაულის გრძნობა, ესაა ჭარბი პოტენციალი სუფთა სახით. საქმე იმაშია, რომ ბუნებაში არ
არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა კარგი და ცუდი. როგორც კარგი, ასევე ცუდი ქმედებები
წონასწორული ძალებისთვის ექვივალენტურია. წონასწორობა ნებისმიერ შემთხვევაში
აღდგება, თუ ჭარბი პოტენციალი წარმოიქმნა. თქვენ ცუდად მოიქეცით, გააცნობიერეთ ეს,
განიცადეთ დანაშაულის გრძნობა (მე უნდა დავისაჯო) - შექმენით პოტენციალი. კარგად
მოიქეცით, გააცნობიერეთ ეს, განიცადეთ სიამაყის გრძნობა საკუთარი თავით (მე ჯილდო უნდა
მივიღო) - ასევე შექმენით პოტენციალი. წონასწორული ძალები გონზე არ არიან, რის გამო უნდა
დაგსაჯონ ან დაგაჯილდოვონ. ისინი მხოლოდ ენერგეტიკულ ველში შექმნილი
არაერთგვაროვნების მოშორებას ახდენენ.

საზღაური დანაშაულის გრძნობისთვის ყოველთვის იქნება სასჯელი ამა თუ იმ ფორმით. ხოლო


თუ დანაშაულის გრძნობა არ არის, სასჯელი შეიძლება არც მოვიდეს. სამწუხაროდ, სიამაყე
კარგი საქციელის გამო ასევე მოიზიდავს სასჯელს და არა ჯილდოს. წონასწორულ ძალებს ხომ
ჭარბი პოტენციალის მოშორება სჭირდებათ, ჯილდო კი მას მხოლოდ გააძლიერებს.

72
დანაშაულის ინდუცირებული, ანუ „მართალი“ ადამიანების მიერ გარედან შემოტენილი
გრძნობა, ქმნის პოტენციალს კვადრატში, რადგანაც ადამიანს ისედაც აწუხებს სინდისი, აქ კიდევ
„სათნო“ ადამიანების რისხვაც ატყდება.

და ბოლოს, უსაფუძვლო დანაშაულის გრძნობა, რომელიც დაკავშირებულია თანდაყოლილ


მიდრეკილებასთან - „ყველაფერზე პასუხი აგო“, - ყველაზე მეტ ჭარბ პოტენციალს ქმნის. ამ
შემთხვევაში დანაშაული არ შეესაბამება განცდილი სინდისის ქენჯნას, ან საერთოდ ჰაერიდან
მოტანილია. დანაშაულის კომპლექსს შეუძლია გვარიანად გაგიფუჭოთ ცხოვრება, რადგანაც
ადამიანი გამუდმებით ექვემდებარება წონსწორული ძალების მოქმედებას, ანუ ყველა შესაძლო
სასჯელს ჰაერიდან მოტანილი ცოდვებისთვის.

აი, რატომ არსებობს ასეთი გამოთქმა: „სითავხედე - მეორე ბედნიერებაა“. როგორც წესი,
წონასწორული ძალები არ ეხებიან ადამიანებს, რომლებსაც სინდისის ქენჯნა არ აწუხებთ. არადა
როგორ გვინდა, რომ ღმერთმა დასაჯოს ნაძირლები. თითქოს სამართლიანობამ უნდა იზეიმოს,
ბოროტება კი უნდა დაისაჯოს. მაგრამ ბუნება არ იცნობს სამართლიანობის გრძნობას, რაოდენ
სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს. პირიქით, წესიერ ადამიანებს, თანდაყოლილი დანაშაულის
გრძნობით, გამუდმებით ატყდება ახალი უბედურებები, უსინდისო და ცინიკურ ნაძირლებს კი
ხშირად თან სდევს არა მხოლოდ დაუსჯელობა, არამედ წარმატებაც.

დანაშაულის გრძნობა აუცილებლად წარმოშობს სასჯელის სცენარს, ამასთან ჩვენი


ცნობიერებისგან დამოუკიდებლად. ამ სცენარის შესაბამისად ქვეცნობიერი მიგიყვანთ
სასჯელამდე. უკეთეს შემთხვევაში ხელს გაიჭრით, მცირე ზიანს მიიღებთ, ან რაღაც პრობლემები
გაგიჩნდებათ. უარესში კი ეს შესაძლოა უბედური შემთხვევით და მძიმე შედეგებით დამთავრდეს.
აი, რას აკეთებს დანაშაულის გრძნობა. იგი საკუთარ თავში მხოლოდ ნგრევას მოიცავს. მასში
არაფერია სასარგებლო და შემოქმედებითი. ნუ დაიტანჯავთ თავს დანაშაულის გრძნობით - ეს
საქმეს ვერ უშველის. ჯობია ისე მოიქცეთ, რომ შემდეგ დანაშაულის გრძნობა არ გქონდეთ. და
თუ უკვე მოხდა ასე, აზრი არ აქვს ტყუილად ტანჯვას, ამით უკეთ არავინ არ გახდება.

ბიბლიური მცნებები - ეს არაა მორალი იმ გაგებით, რომ კარგად უნდა მოიქცე, არამედ
რეკომენდაციებია იმისთვის, რომ წონასწორობა არ დაარღვიო და უსიამოვნებებს არ
გადაეყარო. ეს ჩვენ, ჩვენი ბავშვური ფსიქოლოგიის რუდიმენტებით აღვიქვამთ მცნებებს ისე,
თითქოს დედამ დაგვიბარა: არ იცელქოთ, თორემ კუთხეში დაგვაყენებთო. პირიქით, იმ
ადამიანების დასჯას, რომლებმაც „მიქარეს“, არავინ აპირებს. როდესაც წონასწორობას
არღვევენ, ადამიანები თვითონ ეჯახებიან პრობლემებს. მცნებები კი მხოლოდ გვაფრთხილებენ
ამის შესახებ.

როგორც ადრე ითქვა, დანაშაულის გრძნობა იმ ძაფის ფუნქციას ასრულებს, რომელზეც


ადამიანს ქანქარები ექაჩებიან, განსაკუთრებით კი მანიპულატორები. მანიპულატორები - ესენი
არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ფორმულით: „შენ ის უნდა გააკეთო, რასაც გეუბნები,
იმიტომ რომ დამნაშავე ხარ“, ან „მე შენზე უკეთესი ვარ, იმიტომ, რომ მართალი არ ხარ“. ისინი
ცდილობენ, რომ თავიანთ „მრევლს“ დანაშაულის გრძნობა მოახვიონ თავს, მათზე
ძალაუფლების მოპოვებისთვის, ან თვითდამკვიდრებისთვის. გარეგნულად ეს ადამიანები
„მართლებად“ გამოიყურებიან. მათთვის დიდი ხანია დადგენილია, რა არის ცუდი და რა - კარგი.

73
ისინი ყოველთვის სწორ სიტყვებს ამბობენ, ამიტომ ყოველთვის მართლები არიან. ყველა მათი
საქციელი ასევე უზადოდ სწორია.

თუმცაღა უნდა ითქვას, რომ ყველა მართალი ადამიანი არაა მიდრეკილი მანიპულირებისკენ.
მაშ, რატომ აქვთ მანიპულატორებს საჭიროება, რომ ჭკუა ასწავლონ და მართონ სხვები? იმიტომ,
რომ გულის სიღრმეში მათ გამუდმებით ტანჯავს ეჭვი და თავდაუჯერებლობა. ამ შინაგან
ბრძოლას ისინი ოსტატურად მალავენ გარშემომყოფებისგანაც და საკუთარი თავისგანაც. იმ
შინაგანი ღერძის არქონა, რომელიც ნამდვილად მართალ ადამიანებს აქვთ, მანიპულატორებს
სხვების ხარჯზე თვითდამკვიდრებისკენ უბიძგებს. სწავლების და მართვის მოთხოვნილება
ჩნდება სურვილისგან - გაამყარონ საკუთარი პოზიციები სხვების დაკნინებით. იქმნება
დამოკიდებულობის ურთიერთობები. კარგი იქნებოდა, წონასწორული ძალები საკადრისს რომ
უზღვავდნენ მანიპულატორებს. მაგრამ ჭარბი პოტენციალი მხოლოდ იქ იქმნება, სადაც
დაძაბულობაა, მაგრამ ენერგიის მოძრაობა არაა. მოცემულ შემთხვევაში კი მსხვერპლი აძლევს
მანიპულატორს ენერგიას, ამიტომ პოტენციალი არ ჩნდება, და მაანიპულატორიც დაუსჯელად
მოქმედებს.

როგორც კი ვინმემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საკუთარ თავზე დანაშაულის გრძნობა აიღოს,
მანიპულატორებიც მაშინვე ეწეპებიან და ენერგიას წოვენ. იმისთვის, რომ მათი გავლენის ქვეშ
არ მოვექცეთ, მხოლოდ ისაა საჭირო, რომ დანაშაულის გრძნობაზე უარი ვთქვათ. თქვენ არავის
წინაშე არ ხართ ვალდებული, რომ თავი იმართლოთ, და არავისი არაფერი გმართებთ. თუკი
დანაშაულს მართლაც აქვს ადგილი, შეგიძლიათ სასჯელი მოიხადოთ, მაგრამ თან არ ატაროთ
დანაშაულის გრძნობა. თქვენი ახლობლების გმართებთ რაიმე? ასევე - არა. თქვენ ხომ მათზე
საკუთარი ნებით ზრუნავთ და არა იძულებით? ეს სულ სხვა საქმეა. უარი თქვით თავის
გამართლების მიდრეკილებაზე, თუკი ეს თვისება გაქვთ. მაშინ მანიპულატორები მიხვდებიან,
რომ მოსაჭიდი კაუჭი არ გაქვთ, და თავს დაგანებებენ.

სხვათაშორის, არასრულფასოვნების კომპლექსის საწყისი მიზეზი - დანაშაულის გრძნობაა.


თუკი რამეში მაინც გრძნობთ თქვენს არასრულფასოვნებას, ეს ნიშნავს, რომ ეს
არასრულფასოვნება სხვებთან შედარებით განისაზღვრება. აღიძვრება სასამართლო პროცესი,
სადაც თქვენ თავად გამოდიხართ მოსამართლის როლში საკუთარ თავზე. მაგრამ ეს მხოლოდ
გეჩვენებათ, რომ თავად თქვენ ხართ მოსამართლე. სინამდვილეში სხვა რამ ხდება.
პირველადად თქვენ განწყობილი ხართ, რომ დანაშაული აიღოთ საკუთარ თავზე -
მნიშვნელობა არ აქვს რის გამო. უბრალოდ პრინციპში, თქვენ მზად ხართ, იყოთ დამნაშავე. და
რადგან ასეა, თანხმდებით, რომ მსჯავრდებული იყოთ და სასჯელი იწვნიოთ. ადარებთ რა
საკუთარ თავს სხვებს, უფლებას აძლევთ მათ, რომ უპირატესობა ჰქონდეთ თქვენზე.
დააკვირდით, თქვენ თავად მიეცით მათ ეს უფლება! უფლება მიეცით სხვებს, ივარაუდონ, რომ
ისინი თქვენზე უკეთესები არიან. ისინი სავარაუდოდ ასე არც ფიქრობენ, მაგრამ თავად
გადაწყვიტეთ ასე და მოსამართლის როლში გამოდიხართ საკუთარ თავის მიმართ სხვების
სახელით. გამოდის, ისინი გასამართლებენ, რადგანაც თქვენ თვითონ ჩაუგდეთ თავი
განსასჯელად.

უკან დაიბრუნეთ თქვენი უფლება - იყოთ ის ვინც ხართ, და ადექით განსასჯელის სკამიდან.
ვერავინ გაბედავს თქვენს გასამართლებას, თუ თქვენ არ თვლით თავს დამნაშავედ. მხოლოდ

74
თქვენი კეთილი ნებით შეგიძლიათ მისცეთ სხვებს პრივილეგია, რომ თქვენი მსჯავრმდებლები
იყვნენ.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ აქ ცარიელ დემაგოგიას ვეწევი. რადგან თუ არსებობენ რეალური


ნაკლოვანებები, მაშინ ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ამას აღნიშნავენ.
მართალია, ნამვდვილად მოიძებნებიან. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგრძნობენ, რომ
წინასწარგანწყობილი ხართ თქვენს ნაკლოვანებებზე დანაშაულის საკუთარ თავზე ასაღებად.
თუ ერთი წამით მაინც დაუშვებთ, რომ დამნაშავე ხართ იმაში, რომ სხვებზე უარესი ხართ, ისინი
ამას აუცილებლად იგრძნობენ. და პირიქით, თუ თავისუფალი ხართ დანაშაულის გრძნობისგან,
თავში არავის მოუვა, რომ თქვენს ხარჯზე დაიმკვიდროს თავი. აქ ვლინდება დანაშაულის ჭარბი
პოტენციალის ძალიან ნატიფი გავლენა გარემო ენერგეტიკულ არეზე. საღი აზრის
თვალსაზრისით, ამის ასი პროცენტით დაჯერება რთულია. თუმცაღა სიტყვებით ვერაფერს
დავამტკიცებ. არ გჯერათ? - შეამოწმეთ!

არსებობს დანაშაულის გრძნობის კიდევ ორი საინტერესო ასპექტი: ძალაუფლება და


გაბედულება. ადამიანები, რომლებსაც დანაშაულის გრძნობა აქვთ, ყოველთვის ემორჩილებიან
იმ ადამიანების ნებას, ვისაც ეს გრძნობა არ აქვს. თუ მე პოტენციურად ვარ მზად, ვაღიარო, რომ
შემიძლია რამეში მაინც ვიყო დამნაშავე, ქვეცნობიერად მზად ვარ, რომ სასჯელი მივიღო, და
შესაბამისად მორჩილებისთვისაც მზად ვარ. და თუ არ მაქვს დანაშაულის გრძნობა, მაგრამ მაქვს
მოთხოვნილება, რომ სხვების ხარჯზე დავიმკვიდრო თავი, მაშინ მზად ვარ, რომ მანიპულატორი
გავხდე. სულაც არ მინდა ვაჩვენო, რომ ადამიანები მანიპულატორებად და მარიონეტებად
იყოფიან. უბრალოდ დააკვირდით კანონზომიერებას. ბატონებს და მმართველებს დანაშაულის
გრძნობა ნაკლებად აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ. დანაშაულის გრძნობა ასევე უცხოა
ცინიკოსებისთვის და სხვა უსინდისო ადამიანებისთვის. სხვების თავებზე ან გვამებზე სიარული -
მათი მეთოდია. გასაკვირი არაა, რომ ძალაუფლების სათავეში ძალიან ხშირად
არაკეთილსინდისიერი ადამიანები მოდიან. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ძალაუფლება
ცუდია, და ყველა, ვინც ძალაუფლების სათავეში დგას - ცუდია. შესაძლოა, თქვენი ბედნიერებაც
იმაშია, რომ ქანქარას ფავორიტი გახდეთ. ყველა თავისთვის წყვეტს, როგორ აწონ-დაწონოს
თავისი სინდისი - არავის აქვს უფლება, რომ ამაში რამეზე მიგითითოთ. აი, დანაშაულის
გრძნობაზე კი, ნებისმიერ შემთხვევაში უარი უნდა თქვათ.

მეორე ასპექტი, გაბედულება - ესაა დანაშაულის გრძნობის არქონის ნიშანი. შიშის ბუნება
ქვეცნობიერში დევს, და მის მიზეზს წარმოადგენს არა მხოლოდ შემაშინებელი გაურკვევლობა,
არამედ დასჯის შიშიც. თუ მე „დამნაშავე“ ვარ, პოტენციურად მზად ვარ, რომ სასჯელი მივიღო,
ამიტომაც მეშინია. სინამდვილეში, გამბედავი ადამიანები არა მხოლოდ არ იტანჯებიან სინდისის
ქენჯნით, არამედ ოდნავი დანაშაულის გრძნობაც კი არ ტანჯავთ. მათ არ აქვთ მიზეზი, რომ
რაიმესი ეშინოდეთ, რადგანაც მათი შინაგანი მოსამართლე ამტკიცებს, რომ ისინი
უდანაშაულონი არიან და მათი საქმე მართალია. მფრთხალ მსხვერპლს, პირიქით, სრულიად
სხვა პოზიცია ახასიათებს: მე არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად ვიქცევი, მე შესაძლოა
დამადანაშაულონ, ნებისმიერს შეუძლია ჩემი დასჯა. დანაშაულის გრძნობა, ყველაზე სუსტი და
ღრმად ჩამარხულიც კი, ქვეცნობიერ კარს ხსნის სასჯელისთვის. თუ მე დანაშაულის გრძნობას
განვიცდი, ეს ნიშნავს, რომ პოტენციურად ვთანხმდები, რომ ქურდს და ყაჩაღს უფლება აქვთ
თავს დამესხან, ამიტომაც მეშინია.

75
ადამიანებმა ერთი საინტერესო მეთოდი მოიგონეს ჭარბი პოტენციალის გასაფანტად - პატიების
თხოვნა. ეს მართლაც მუშაობს. თუ ადამიანი საკუთარ თავში დანაშაულის გრძნობას ატარებს,
იგი ცდილობს შეინარჩუნოს ნეგატიური ენერგია და გაზარდოს ჭარბი პოტენციალი. როცა
პატიებას ითხოვს, ადამიანი უშვებს ამ პოტენციალს და საშუალებას აძლევს ენერგიას, რომ
გაწოვილ იქნეს. პატიების თხოვნა, საკუთარი შეცდომების აღიარება, ცოდვების გამოლოცვა,
მონანიება, აღსარება - ეს ყველაფერი დანაშაულის პოტენციალისგან განთავისუფლების
მეთოდებია. იწერს რა ამა თუ იმ მეთოდით ინდულგენციას, ადამიანი უშვებს თავი მიერვე
შექმნილ დანაშაულის პოტენციალს და უფრო მსუბუქად ხდება. მაგრამ აუცილებელია,
თვალყური ადევნოთ, რომ მონანიება მანიპულატორებზე დამოკიდებულებაში არ გადავიდეს.
ისინი სწორედ ამას უცდიან. როდესაც პატიებას ითხოვთ, თქვენ თქვენს შეცდომას აღიარებთ,
რათა დანაშაულის პოტენციალი გაფანტოთ. მანიპულატორები კი ეცდებიან, რომ ეს შეცდომა
არაერთხელ გაგახსენონ და პროვოცირებას გაგიკეთებენ, რომ დანაშაულის გრძნობა
შეინარჩუნოთ. ნუ აყვებით მათ პროვოკაციებს, თქვენ უფლება გაქვთ პატიება ითხოვოთ
შეცდომისთვის მხოლოდ ერთხელ და უკანასკნელად.

დანაშაულის გრძნობაზე უარის თქმა - ყველაზე ქმედითი საშუალებაა აგრესიულ გარემოში


გადასარჩენად: ციხეში, ბანდაში, არმიაში, ქუჩაში. ტყუილად არაა, რომ კრიმინალურ სამყაროში
დაუწერელი წესი არსებობს: „არ დაიჯერო, არ შეგეშინდეს, არ ითხოვო“. ეს წესი მოგვიწოდებს,
რომ ჭარბი პოტენციალები არ შევქმნათ. იმ პოტენციალებს, რომლებსაც შეუძლიათ ცუდი
სამსახური გაგიწიონ აგრესიულ გარემოში, საფუძვლად დანაშაულის გრძნობა უდევს.
შეგიძლიათ საკუთარი უსაფრთხოება თქვენი ძალის დემონსტრირებით დაიცვათ. სამყაროში,
სადაც ძლიერი იმარჯვებს, ეს ამართლებს. მაგრამ ეს ძალზე ექსტენსიური მეთოდია. გაცილებით
უფრო ეფექტურად მუშაობს ქვეცნობიერიდან სასჯელის პოტენციური შესაძლებლობის
გამორიცხვა. ილუსტრაციის სახით შეგვიძლია ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ. ყოფილ საბჭოთა
კავშირში პოლიტ-პატიმრებს განზრახ სვავდნენ კრიმინალებთან, რათა მათი ნება გაეტეხათ.
მაგრამ ისე გამოდიოდა, რომ მრავალი პოლიტ-პატიმარი, იყვნენ რა არაორდინალური
ადამიანები, არა მხოლოდ არ გახდა დამცირების მსხვერპლნი, არამედ ავტორიტეტიც მოიპოვა
კრიმინალებს შორის. საქმე იმაშია, რომ პირადი თავისუფლება და ღირსება უფრო მეტად
ფასობს, ვიდრე ძალა. ფიზიკური ძალა ბევრს აქვს, აი, პიროვნული ძალა კი - იშვიათი მოვლენაა.
გასაღები საკუთარი ღირსებისკენ - დანაშაულის გრძნობის არქონაშია. ჭეშმარიტი პირადი ძალა
იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ვინმეს ყელში წვდე, არამედ იმაში, თუ რამდენად შეუძლია
პიროვნებას თავისუფალი იყოს დანაშაულის გრძნობისგან.

ცნობილი რუსი მწერალი ანტონ ჩეხოვი ამბობდა: „მე წვეთ-წვეთობით ვდევნი საკუთარი
თავისგან მონას“. ამ ფრაზით ხაზგასმულია დანაშაულის გრძნობისგან განთავისუფლების
მისწრაფება. განთავისუფლდე - ნიშნავს იბრძოლო. თუმცაღა ტრანსერფინგში ადგილი არ აქვს
ბრძოლას და საკუთარ თავზე ძალადობას. უმჯობესია სხვა რამ: უარი თქვა, ანუ აირჩიო. არ არის
საჭირო საკუთარი თავიდან დანაშაულის გრძნობის გამოწურვა. საკმარისია, უბრალოდ ნება
მისცეთ საკუთარ თავს, რომ თქვენი კრედოს შესაბამისად იცხოვროთ. არავის აქვს თქვენი
განსჯის უფლება. თქვენ უფლება გაქვთ იყოთ ის, ვინც ხართ. თუ მისცემთ საკუთარ თავს ამის
საშუალებას, თავის მართლების საჭიროება გაქრება, და სასჯელის შიშიც გაიფანტება. აი, მაშინ
მოხდება ჭეშმარიტად საოცარი რამ: თქვენს წყენინებას ვეღარავინ გაბედავს. სადაც არ უნდა
იყოთ: ციხეში, ჯარში, ბანდაში, სამსახურში, ქუჩაში, ბარში - სულერთია სად. თქვენ არასოდეს
მოხვდებით სიტუაციაში, სადაც ვინმე ძალადობით დაგემუქრებათ. სხვები დროდადრო

76
დაექვემდებარებიან ძალადობას ამა თუ იმ ფორმით, თქვენ კი - არა. იმიტომ, რომ თქვენი
ქვეცნობიერიდან დანაშაულის გრძნობა განდევნეთ, შესაბამისად ცხოვრების მოცემულ ხაზებში
თქვენი დასჯის სცენარი უბრალოდ არ არსებობს. აი, ასე.

ფული

ძნელია, შეიყვარო ფული მისი ფლობის სურვილის გარეშე, ამიტომ აქ პრაქტიკულად


შეუძლებელია დამოკიდებული ურთიერთობებისგან თავის არიდება. შესაძლებელია მხოლოდ
ის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ისინი. გიხაროდეთ, თუ თქვენთან ფული მოვიდა. მაგრამ
არავითარ შემთხვევაში არ „მოიკლათ თავი“, თუ ფულის უკმარისობა გაქვთ, ან დაკარგეთ,
წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო და უფრო ცოტა გექნებათ. თუ ადამიანი ცოტას გამოიმუშავებს,
მისი ტიპიური შეცდომა იქნება წუწუნი იმის გამო, რომ ფული არასოდეს არ ყოფნის. ასეთი
გამოსხივების პარამეტრები ცხოვრების ღარიბულ ხაზებს შეესაბამება.

განსაკუთრებით სახიფათოა დაექვემდებარო შიშს, რომ ფული სულ უფრო და უფრო ცოტა
მოდის. შიში ენერგეტიკულად ყველაზე დატვირთული ემოციაა, ამიტომ ფულის დაკარგვის ან
ვერ-გამომუშავების შიშის განცდით თქვენ ყველაზე ეფექტური მეთოდით გადაგყავთ საკუთარი
თავი იმ ხაზებზე, სადაც ფული თქვენთვის მართლაც უფრო და უფრო ცოტა ხდება. თუ ამ
ხაფანგზე წამოეგეთ, მისგან განთავისუფლება საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელი.
ამისთვის საჭიროა მოაშოროთ ჭარბი პოტენციალის ის მიზეზი, რომელიც შექმენით. მიზეზს კი
წარმოადგენს ფულზე დამოკიდებულობა, ან მათი ქონის მეტისმეტად ძლიერი სურვილი.

დასაწყისისთვის შეეგუეთ და დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ. გახსოვდეთ, ყოველთვის


შეიძლება, რომ საქმე უარესადაც გქონდეთ. არ არის საჭირო, ფულის ქონის სურვილზე უარი
თქვათ. საჭიროა მხოლოდ, მშვიდი დამოკიდებულება გქონდეთ იმისადმი, რომ იგი
ნიააღვრებად არ მოედინება თქვენსკენ. უნდა დადგეთ იმ მოთამაშის პოზიციაში, რომელიც თავს
ანგარიშს უწევს, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია ან გამდიდრდეს, ან ყველაფერი დაკარგოს.

მრავალი ქანქარა იყენებს ფულს თავის მიმდევრებთან ანგარიშსწორების უნივერსალურ


საშუალებად. სწორედ ქანქარების საქმიანობამ მიგვიყვანა ფულის საყოველთაო
გაფეტიშებამდე. ფულის მეშვეობით შესაძლებელია, რომ მატერიალურ სამყაროში ჩვენი
არსებობა ვუზრუნველყოთ. თითქმის ყველაფერი შეიძლება იყიდო და გაყიდო. ფულით იხდის
ყველა ქანქარა - აირჩიე ნებისმიერი. აქ იმალება საფრთხე. როდესაც წამოეგებით სატყუარას
ცრუ ბრწყინვალებით, ძალიან ადვილია გადაუხვიოთ ცხოვრების იმ ხაზებზე, რომლებიც თქვენი
ბედნიერებისგან შორსაა.

ქანქარებმა, მიჰყვებოდნენ რა თავიანთ ინტერესებს, შექმნეს მითი იმის შესახებ, რომ მიზნის
მისაღწევად ფულია საჭირო. ამგვარად, ნებისმიერი ცალკეული ადამიანის მიზანი
ჩანაცვლებული ხდება ხელოვნური შემცვლელით - ფულით. ფულის მიღება სხვადასხვა
ქანქარებისგან შეიძლება, ამიტომ ადამიანი ფიქრობს არა თავად მიზანზე, არამედ ფულზე, და
ექცევა მისთვის უცხო ქანქარას გავლენის ქვეშ. ადამიანს აღარ ესმის, სინამდვილეში რა უნდა
ცხოვრებისგან, და ფულის დევნაში უნაყოფო რბოლაში ერთვება.

77
ქანქარებისთვის ეს მდგომარეობა ძალიან მომგებიანია, ადამიანი კი დამოკიდებულებაში
ვარდება, გზიდან უხვევს და ბუზივით შუშას ეხეთქება. მისთვის უცხო ქანქარაზე მუშაობისას,
ადამიანს არ შეუძლია ბევრი ფულის შოვნა, რადგანაც სხვის მიზანს ემსახურება. ძალიან ბევრი
იმყოფება ასეთ მდგომარეობაში. აი, საიდან გაჩნდა მითი იმის შესახებ, რომ სიმდიდრე -
უმცირესობის პრივილეგიაა. სინამდვილეში, მდიდარი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი,
თუკი იგი თავისი მიზნისკენ მიდის.

ფული - მიზანი არაა, და მისი მიღწევის საშუალებაც კი არაა, არამედ მხოლოდ თანმდევი
ატრიბუტია. მიზანს წარმოადგენს ის, რაც ადამიაანს ცხოვრებისგან უნდა. აი, მიზნების
მაგალითები: იცხოვროს საკუთარ სახლში და გაზარდოს ვარდები. იმოგზაუროს მსოფლიოში,
მოინახულოს შორეული ქვეყნები. დაიჭიროს კალმახი ალიასკაზე. ისრიალოს თხილამურებზე
ალპებში. მოაშენოს ცხენები საკუთარ ფერმაში. დატკბეს ცხოვრებით საკუთარ კუნძულზე
ოკეანეში. იყოს ესტრადის ვარსკვლავი. ხატოს ნახატები.

გასაგებია, რომ ზოგიერთი მიზნის მიღწევა ადვილად შესაძლებელია, თუ ფულის ტომარა


გექნებათ. ადამიანების უმეტესობა ასეც იქცევა - ცდილობს რომ ეს ტომარა მიიღოს. ისინი ფულზე
ფიქრობენ და თავად მიზანი უკანა პლანზე გადააქვთ. ტრანსერფინგის პრინციპის შესაბამისად,
ისინი ცდილობენ გადავიდნენ ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც მათ ტომარა ელოდებათ. მაგრამ
უცხო ქანქარაზე მუშაობით ფულის ტომრის შოვნა ძალიან ძნელია, ან თითქმის შეუძლებელია.
და გამოდის, რომ არც ფულია და არც მიზანია მიღწეული. სხვაგვარად ვერც იქნება, რადგან
ნაცვლად მიზნისა, აზრობრივი ენერგიის გამოსხივება მის ხელოვნურ შემცვლელზეა
მიმართული.

ამ საკითხს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით თავში - „მიზნები და კარებები“. ახლა მხოლოდ ერთი
მარტივი დასკვნა გავაკეთოთ. თუ გგონიათ, რომ თქვენი მიზანი შეიძლება რეალიზებულ იქნეს
მხოლოდ იმ პირობით, რომ თქვენ - მდიდარი ადამიანი ხართ, გაგზავნეთ ეს პირობა ჯანდაბაში.
დავუშვათ, თქვენი მიზანია მსოფლიოში მოგზაურობა. ცხადია, ამისთვის ბევრი ფულის საჭირო.
იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოთ, იფიქრეთ მიზანზე, და არა სიმდიდრეზე. ფული თავისით მოვა,
რადგანაც თანმდევი ატრიბუტია. აი, ასე მარტივად. დაუჯერებლად ჟღერს, არა? მაგრამ ეს
მართლაც ასეა, და მალე ამაში დარწმუნდებით. ქანქარებმა თავისი ინტერესების გამო
ყველაფერი უკუღმა ამოატრიალეს. მიზნები კი არ მიიღწევიან ფულის მეშვეობით, არამედ
ფული მოდის მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

თქვენ ახლა უკვე იცით, რაოდენ დიდი ზემოქმედება აქვთ ქანქარებს. ამ ზეგავლენამ მრავალი
ილუზია და მითი წარმოშვა. აი ახლაც, როცა ამ სიტყვებს კითხულობთ, შეგიძლიათ თქვათ: კი
მაგრამ, ისედაც ხომ ცხადია, რომ ადამიანი ჯერ მსხვილი მეწარმე, ბანკირი ან კინოვარსკვლავი
ხდება, და შემდეგ უკვე მილიონერი. სწორია, მაგრამ მილიონერები ხდებიან ისინი, ვინც
სიმდიდრეზე კი არა, თავის მიზანზე ფიქრობდა. ადამიანთა უმეტესობა კი პირიქით იქცევა: ან
სხვის მიზანს ემსახურება, ან მიზანს ხელოვნური შემცვლელით ცვლის, ან საერთოდ უარს ამბობს
თავის მიზანზე იმის გამო, რომ ვერ ასრულებს პირობას - იყოს მდიდარი.

სინამდვილეში შეზღუდვები სიმდიდრეზე არ არსებობს. თქვენ შეგიძლიათ გსურდეთ


ყველაფერი, რაც გაგიხარდებათ. თუ ეს მართლაც თქვენია, მიიღებთ. ხოლო თუ მიზანი
თავსმოხვეულია ქანქარას მიერ, ამით ვერაფერს მიაღწევთ. უფრო დაწვრილებით მიზნების

78
შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ. აქ კი წინ ვუსწრებ მოვლენებს, მაგრამ სხვაგვარად არ გამოვა,
რადგანაც თავად ფულზე, პრინციპში, სათქმელიც არაფერია. კვლავ ვიმეორებ - ფული, ესაა
თანმდევი ატრიბუტი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ნუ იღელვებთ მასზე, იგი თავისით მოვა თქვენთან.
ახლა მთავარია - დაწიოთ ფულის მნიშვნელობა მინიმუმამდე, რათა არ შექმნათ ჭარბი
პოტენციალები. არ იფიქროთ ფულზე - იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რისი მიღწევაც გსურთ.

ამავდროულად, ფულს ყურადღებით და ფრთხილად უნდა მოეპყროთ. თუ მიწაზე წვრილ


მონეტას შეამჩნევთ და აღება დაგეზარებათ, ეს ნიშნავს, რომ ფულს პატივს არ სცემთ. ფულის
ქანქარა არ იქნება თქვენს მიმართ კარგად განწყობილი, თუ ფულს უდიერად ეპყრობით.
შემიძლია ერთი მაგიური რიტუალი გირჩიოთ: როცა იღებთ ან ითვლით ფულს, ფრთხილად
მოეპყაროთ მათ, ელაპარაკეთ ხმამაღლა ან თქვენს გონებაში. შეგიძლიათ დაახლოებით ასე
მიმართოთ: „მე თქვენ მიყვარხართ, ჩემო პაწაწუნებო. ჩემო შრიალა ქაღალდებო, ჩემო
წკრიალა მონეტებო. მოდით ჩემთან, მე გელოდებით, მე გიფრთხილდებით, მე თქვენზე
ვზრუნავ“. ნუ გაგეცინებათ, სერიოზულად და გულწრფელად გიყვარდეთ ისინი. შეხვდით მათ
სიყვარულით და ყურადღებით, და დაშორდით უდარდელად. ასეთი დამოკიდებულება არ ქმნის
ჭარბ პოტენციალებს და თქვენი გამოსხივების პარამეტრებს „ფულის“ ხაზებზე მიმართავს.

ნუ იღელვებთ, როცა ფულს ხარჯავთ. ამით ისინი თავიანთ მისიას ასრულებენ. თუ მიიღეთ
გადაწყვეტილება, რომ დახარჯოთ, არარ ინანოთ. მისწრაფება იმისკენ, რომ აგროვოთ ფული
და რაც შეიძლება ცოტა ხარჯოთ, ძლიერი პოტენციალის შექმნას იწვევს. იგი ერთ ადგილზე
გროვდება და არსად არ მიდის. ასეთ შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ ყველაფერს
დაკარგავთ. ფული გონივრულად უნდა ხარჯოთ, რომ იგი მოძრაობდეს. იქ, სადაც მოძრაობა
არაა, იქმნება ჭარბი პოტენციალი. მდიდარი ადამიანები ტყუილად არ ეწევიან ქველმოქმედებას.
ამით ისინი დაგროვებული სიმდიდრის ჭარბ პოტენციალს ამცირებენ.

სრულყოფილება

განვიხილოთ წონასწორობის დარღვევის ყველაზე არაერთმნიშვნელოვანი და პარადოქსული


შემთხვევა. ყველაფერი მცირედით იწყება, მაგრამ შეიძლება ფრიად მძიმე შედეგებით
დასრულდეს. როგორც წესი, ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ყველაფერი გულმოდგინედ
გაგვეკეთებინა, სინდისიერად, ჩვენში ზრდიდნენ პასუხისმგებლობის გრძნობას და იმის გაგებას,
თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი. უეჭველია, ასეც უნდა იყოს, რადგანაც უქნარების და
უნიჭოების არმია ურიცხვი იქნებოდა. მაგრამ ქანქარების განსაკუთრებულად თავგამოდებულ
მიმდევრებს ეს ისე ხვდებათ გულში, რომ მათი პიროვნების ნაწილად იქცევა.

ყველაფერში სრულყოფილებისკენ მისწრაფება ზოგიერთ ადამიანს აკვიატებულ იდეაში


გადასდის. ასეთი ადამიანების ცხოვრება - ერთი დიდი ბრძოლაა. გამოიცანით, რასთან? რა თქმა
უნდა, წონასწორულ ძალებთან. სრულყოფილების მიღწევის განწყობა ყველგან და
ყველაფერში იძლევა გართულებებს ენერგეტიკულ დონეზე, რადგანაც შეფასებების გადაწევა
უცილობლად ხდება და შესაბამისად იქმნება ჭარბი პოტენციალი.

ყველაფრის კარგად გაკეთების მისწრაფებაში ცუდი არაფერია. მაგრამ თუ ამას ჭარბი


მნიშვნელობა ენიჭება, წონასწორული ძალები მაშინვე იქვე ჩნდებიან. ისინი უბრალოდ

79
ყველაფერს გააფუჭებენ. ამასთან, ჩნდება უკუკავშირი, და ადამიანი კიდევ უფრო მეტად
იციკლება. მას სრულყოფილება სურს, მაგრამ პირიქით გამოდის, იგი განწირული ცდილობს
ყველაფრის გამოსწორებას, არადა უარესი ხდება. საბოლოო ჯამში სრულყოფილებისკენ
სწრაფვა ჩვევად იქცევა, და შეიძლება მანიაშიც გადავიდეს. არსებობა ერთ დიდ ბრძოლად
იქცევა, რაც ავტომატურად უწამლავს ცხოვრებას გარშემომყოფებს, რადგანაც იდეალისტი
მომთხოვნია არა მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ, არამედ სხვების მიმართაც. ეს ვლინდება
სხვების ჩვევებისადმი და გემოვნებებისადმი მიუღებლობად, რაც ხშირად ხდება მცირე
კონფლიქტების მიზეზი, რომლებიც ზოგჯერ მსხვილშიც გადაიზრდებიან ხოლმე.

გვერდიდან კარგად ჩანს ყველაფერში სრულყოფილების მიღწევის მცდელობის


აბსურდულობა, და ამ დროს გარშემომყოფებზე ტირანობაც. თუმცაღა თავად იდეალისტი ისე
ღრმად შედის როლში, რომ ეჩვენება, თითქოს თავად წარმოადგენს უზადო და უცოდველ
პიროვნებას. რადგან მე ვისწრაფვი ეტალონისკენ, ე.ი. მე თვითონ ვარ ეტალონი. ამაში არც კი
უტყდება საკუთარ თავს, რადგან იცის, რომ საკუთარი უპირატესობის გრძნობა
სრულყოფილების შესახებ საყოველთაოდ მიღებული გაგების ჩარჩოებში არ ჯდება. მაგრამ
„ყველაფერში საკუთარი მართლობის გრძნობა“ ასეთ იდეალისტს ქვეცნობიერ დონეზე ძალიან
მყარად უდევს.

აი, აქ იდეალისტს წინ უდევს ცდუნება, რომ კაცობრიობის წინაშე გამოვიდეს უზენაესი მსაჯულის
როლში, რომელიც წყვეტს, თუ რა და როგორ უნდა აკეთოს ყველა დანარჩენმა გზააბნეულმა
სულმა. ბუნებრივია, იგი ადვილად ექვემდებარება ამ ცდუნებას. გამართლების სახით ხომ
საკუთარი მართლობის გრძნობა ევლინება, ხოლო მისწრაფებას წარმოადგენს ყველას
ჭეშმარიტ გზაზე დაყენების სათნო სურვილი.

ამ მომენტიდან მანტიაში გამოწყობილი „ბედების განმკარგავი“ საკუთარ თავს ანიჭებს სხვა


ადამიანების განსჯის უფლებას და განაჩენი გამოაქვს მათთვის. საქმეში, ასეთი სასამართლო
პროცესი, რა თქმა უნდა ყოფითი დადანაშაულებების და დარიგებების ფარგლებს არ სცდება.
თუმცაღა ენერგეტიკულ დონეზე მძლავრი ჭარბი პოტენციალი იქმნება. „მსაჯული“ საკუთარ
თავზე იღებს მისიას - გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ეს უგუნური და არაფრისმაქნისი
არსებები, რაზე უნდა იფიქრონ, რა დააფასონ, რისი რწმენა ჰქონდეთ, რისკენ ისწრაფვონ. თუ
უგუნურს თავში მოუვა, რომ თავისი შეხედულება ჰქონდეს ამის შესახებ, იგი ადგილზე უნდა
დააყენოს, ხოლო თუ წინააღმდეგობას გაუწევს, უნდა გაასამართლოს, გაანაჩენი გამოუტანოს
და იარლიყი დაკიდოს, რათა ყველამ იცოდეს ვინ ვინ არის.

ძვირფასო მკითხველო, მე არწმუნებული ვარ, რომ თქვენი პორტრეტი ძალიან შორსაა აქ


დახატულისგან. მოცემული წიგნი შეუძლებელია ჩავარდეს ისეთი კრეტინის ხელში, რომლიც
თავის მართალობაშია დარწმუნებული. მისთვის ისედაც ცხადია, როგორ უნდა იცხოვროს
ყველამ, ამ მხრივ მას ეჭვები არ აწუხებენ. მაგრამ თუ ასეთს შეხვდებით, შეხედეთ ამ ეგზემპლარს
ინტერესით. აქ სახეზეა წონასწორობის ყველაზე უხეშ დარღვევის მაგალითი. ჩვენ ყველანი
სტუმრები ვართ ამ სამყაროში, ყველას აქვს უფლება თავისი გზა აირჩიოს, მაგრამ არავის აქვს
უფლება განსაჯოს სხვები, გამოუტანოს მათ განაჩენი და დაკიდოს იარლიყო (გვერდზე
დავტოვოთ სამართლის საქმე).

80
აი ასე, თითქოს უწყინარად იწყება, სრულყოფილებისკენ სწრაფვით, საბოლოოდ კი ბატონის
პრივილეგიაზე პრეტენზიით მთავრდება. ამიტომ წონასწორული ძალების წინააღმდეგობაც,
რომელიც მანამდე მცირე უსიამოვნებების სახით ვლინდებოდა, უფრო გაიზრდება. თუ
დამრღრვევი ქანქარას მფარველობის ქვეშაა, მაშინ შეიძლება რაღაც დრომდე ეს ყველაფერი
გაუვიდეს. მაგრამ საბოლოო ჯამში ანგარიშსწორების დროც მოვა. როცა სტუმარს ავიწყდება,
რომ იგი მხოლოდ სტუმარია და ბატონის როლზე უჩნდება პრეტენზია, იგი შეიძლება გარეთ
გააპანღურონ.

მნიშვნელოვანება

და ბოლოს, განვიხილოთ ჭარბი პოტენციალის ყველაზე ზოგადი ტიპი - მნიშვნელოვანება.


მნიშვნელოვანობა ჩნდება იქ, სადაც რაღაცას გადაჭარბებული მნიშვნელობა ენიჭება.
მნიშვნელოვანება წარმოადგენს სუფთა სახის ჭარბ პოტენციალს, რომლის მოშორების
პროცესშიც წონასწორული ძალები პრობლემებს ქმნიან იმისთვის, ვინც ამ პოტენციალს ქმნის.

არსებობს მნიშვნელოვანების ორი ტიპი: შინაგანი და გარეგანი. შინაგანი, ანუ საკუთარი


მნიშვნელოვანობა ვლინდება როგორც საკუთარი ღირსებების ან ნაკლოვანებების ზედმეტად
შეფასება. შინაგანი მნიშვნელოვანების ფორმულა ასე ჟღერს: „მე მნიშვნელოვანი პერსონა ვარ“,
ან „მე მნიშვნელოვან სამუშაოს ვასრულებ“. როცა საკუთარი პერსონის მნიშვნელოვანების ისარი
მეტისმეტად მაღალ ნიშნულზე ადის, საქმეში წონასწორული ძალები ერთვებიან და
„მნიშვნელოვანი ჩიტი“ ცხვირში წკიპურტს ღებულობს. მას, ვინც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს,
ასევე იმედგაცრუება ელის: მისი გაკეთებული საქმე ან არ დასჭირდება არავის, ან ძალიან ცუდად
იქნება შესრულებული. მაგრამ ლოყების გაბერვა მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. არსებობს
მეორე მხარეც, სახელდობრ საკუთარი ღირსებების დაკნინება, თვითდამდაბლება. რა მოჰყვება
ამას, უკვე იცით. როგორც ხვდებით ჭარბი პოტენციალის სიდიდე ორივე შემთხვევაში
ერთნაირია. სხვაობა მხოლოდ ნიშნებშია.

გარეგნული მნიშვნელოვანება ასევე ხელოვნურად იქმნება ადამიანის მიერ, როდესაც იგი დიდ
მნიშვნელობას ანიჭებს ობიექტს ან გარე-სამყაროს მოვლენას. გარეგანი მნიშვნელოვანების
ფორმულა: „ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და ამას“, ან „ჩემთვის ძალიან
მნიშვნელოვანია ამის გაკეთება“. ამ დროს ჭარბი პოტენციალი იქმნება და მთელი საქმე წყალში
ჩაიყრება. თუ საკუთარი მნიშვნელოვანობის გრძნობა კიდევ რაღაცნაირად შეგიძლიათ
აკონტროლოთ, გარეგნულ მნიშვნელოვანებასთან საქმე უფრო ცუდადაა. წარმოიდგინეთ, რომ
გჭირდებათ მორზე გავლა, რომელიც მიწაზე დევს. ამაზე ადვილი არაფერია. ახლა კი იგივე
მორზე უნდა გაიაროთ, ოღონდ ეს მორი ორი მაღალსართულიან სახლის სახურავებს შორისაა
გადებული. ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, და ვერ დაარწმუნებთ საკუთარ თავს
საწინააღმდეგოში. გარეგნული მნიშვნელოვანობის მოშორების ერთადერთი მეთოდი
დაზღვევაა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევას თავისი დაზღვევა ექნება. მთავარია ყველაფერი
სასწორის ერთ თასზე არ დადოთ. უნდა იყოს რაღაც საპირწონე, დაცვა, სათადარიგო გზა.

მეტი არაფერი მაქვს სათქმელი მნიშვნელოვანობაზე, როგორც ასეთზე. არსობრივად ამაზე


ყველაფერი ზემოთ ითქვა. მიხვდით? ყველაფერი, რაც ამ თავში იყო ნათქვამი, ესაა ვარიაციები
მნიშვნელოვანობის თემაზე - შინაგანის ან გარეგანის. ყველ არაწონასწორული გრძნობა და

81
რეაქცია - მწუხარება, უკმაყოფილება, გაღიზიანება, შფოთვა, მღელვარება, დათრგუნულობა,
სასოწარკვეთილება, შიში, სიბრალული, მიჯაჭვულობა, აღტაცება, იდეალიზაცია, თაყვანისცემა,
იმედგაცრუება, ამპარტავნება, ზიზღი, სიძულვილი, წყენა, და ა.შ. - სხვა არაფერია, თუ არა ამა
თუ იმ ფორმაში გამოვლენილი მნიშვნელოვანება. ჭარბი პოტენციალი მხოლოდ მაშინ იქმნება,
როცა გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებთ ხარისხს, ობიექტს ან მოვლენას - თქვენს შიგნით
ან თქვენს გარეთ.

მნიშვნელოვანობა ჭარბ პოტენციალს წარმოქმნის, რომელიც წონასწორული ძალების ქარს


იწვევს. ისინი თავის მხრივ მრავალ პრობლემას წარმოქმნიან, და ცხოვრება არსებობისთვის
ერთ გაუთავებელ ბრძოლად იქცევა. ახლა თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რამდენად
გირთულებთ შინაგანი ან გარეგანი მნიშვნელოვანობა ცხოვრებას.

მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არაა. გაიხსენეთ მარიონეტთა ძაფები. ქანქარები გექაჩებიან თქვენს
გრძნობებზე და რეაქციებზე: შიშზე, მღელვარებაზე, სიძულვილზე, სიყვარულზე, თაყვანისცემაზე,
მოვალეობის გრძნობაზე, დანაშაულის გრძნობაზე და ა.შ. როგორც ხვდებით, ყველა ეს გრძნობა
მნიშვნელოვანობის შედეგებია. ხდება შემდეგი რამ: აი, თქვენს წინ რაღაც ობიექტია.
ენერგეტიკულ დონეზე იგი ნეიტრალურია: არც კარგი და არც ცუდი. თქვენ მიხვედით მასთან და
მნიშვნელოვანობის შეფუთვაში გაახვიეთ, სემდეგ გვერდზე გაიწიეთ, ისევ შეხედეთ და -
აღტაცების შეძახილი აღმოგხდათ. ახლა მზად ხართ ენერგია მისცეთ ქანქარას, რადგანაც
მოსაჭიდი გაქვთ. ვირი მორჩილად გაჰყვება სტაფილოს. მნიშვნელოვანება იმ სტაფილოს
წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ქანქარას შეუძლია თქვენი გამოსხივების სიხშირე
მიიტაცოს, თქვენგან ენერგია ამოქაჩოს და სადაც გაუხარდება იქ წაგიყვანოთ.

ამგვარად, იმისთვის, რომ გარესამყაროსთან წონასწორობაში შეხვიდეთ და ქანქარებისგან


თავისუფლება მოიპოვოთ, აუცილებელია მნიშვნელოვანობის დაწევა. გამუდმებით უნდა
აკონტროლოთ, რამდენად სერიოზულად აღიქვამთ საკუთარ თავს და გარესამყაროს. შინაგან
დამკვირვებელს არ უნდა ეძინოს. როდესაც მნიშვნელოვანობას დაწევთ, მაშინვე წონასწორულ
მდგომარეობაში შეხვალთ, ქანქარები კი თქვენზე კონტროლს ვეღარ დაამყარებენ, რადგან
სიცარიელეს ვერაფერზე მოეჭიდები. თქვენ შეგიძლიათ გააპროტესტოთ, რომ ასე შეიძლება
ქვადაც იქცე. მე არ მოგიწოდებთ, რომ საერთოდ უარი თქვათ ემოციებზე ან შეამციროთ მათი
ამპლიტუდა. საერთოდ, ემოციებთან ბრძოლა უსარგებლოა და არაა საჭირო. თუ ცდილობთ,
რომ თავი ხელშ გეჭიროთ და გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებთ მაშინ, როცა შიგნით
ყველაფერი ღელავს, ჭარბი პოტენციალი კიდევ უფრო დამძიმდება. ამოციები
დემოკიდებულებებისგან იქმნება, ამიტომ დამოკიდებულებები უნდა შეცვალოთ. გრძნობები და
ემოციები - ეს მხოლოდ შედეგებია. მიზეზი მხოლოდ ერთია: მნიშვნელოვანობა.

დავუშვათ, ვიღაც შემეძინა, ან მომიკვდა, ან ქორწილი მაქვს, ან კიდევ რაიმე მნიშვნელოვანი


მოვლენა. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია? არა. ჩემთვის ეს სულერთია? ასევე არა. დაიჭირეთ
განსხვავება? უბრალოდ ამისგან პრობლემას არ ვქმნი და საკუთარ თავს და სხვებს არ ვტანჯავ
ამის გამო. მაშინ რაც შეეხება თანაგრძნობას? ვფიქრობ არ შეცდები, თუ ვიტყვი, რომ
თანაგრძნობას და მათ დახმარებას, ვისაც ეს სჭირდება, ზიანი არავისთვის მოუტანია. მაგრამ აქაც
აუცილებელია მნიშვნელოვანობას მივაქციოთ ყურადღება. მე წამომცდა, რომ დახმარების ხელი
მხოლოდ მათ უნდა გავუწოდოთ, ვისაც ეს მართლა სჭირდება. და თუ ადამიანს თვითონ უნდა,
რომ იტანჯოს? მას ასე მოწონს, და თქვენი თანაგრძნობა მისთვის თქვენს ხარჯზე

82
თვითდამკვიდრებას ნიშნავს. ან მაგალითად, მათხოვარ ხეიბარს ფული გაუწოდეთ, მან კი
საპასუხოდ ბოროტულად ჩაიღიმა, და ის სულაც არაა ხეიბარი, არამედ პროფესიონალი
მათხოვარია.

ცხოველებისა და მცენარეების სამყაროში, და საერთოდ ბუნებაში, არ არსებობს ისეთი ცნება,


როგორიცაა მნიშვნელოვანობა. არსებობს მხოლოდ მიზანშეწონილობა წონასწორული
კანონების თვალსაზრისით. საკუთარი მნიშვნელოვანობის გრძნობა შეიძლება მხოლოდ იმ
შინაურ ცხოველებს გამოუვლინდეთ, რომლებიც ადამიანების გვერდით ცხოვრობენ. დიახ,
სოციუმი მათზეც ახდენს გარკვეულ გავლენას. სხვა ცხოველები თავის ქცევებში მხოლოდ
ინსტინქტებით ხელმძღვანელობენ. მნიშვნელოვანობა - ესაა ადამიანების გამოგონება
ქანქარების სასიხარულოდ. ძლიერი გადახრა გარეგანი მნიშვნელოვანობის მხარეს
ფანატიკოსებს წარმოშობს. ხოლო გადახრა შინაგანი მნიშვნელოვანობის მხარეს, თქვენი აზრით
ვის? კრეტინებს.

შეიძლება შეიქმნას წარმოდგენა, რომ ასეთი განლაგებით ნაბიჯის გადადგმაც კი ძნელია.


საბედნიეროდ ყველაფერი ასე ცუდად არაა. წონასწორული ძალები შესამჩნევად მხოლოდ
მაშინ მოქმედებენ თქვენზე, როცა ძლიერად ხართ მიჯაჭვული საკუთარ წარმოდგენებს,
დაციკლული ხართ და მართლა მეტისმეტი მოგდით. ქანქარებთანაც ყველაფერი გასაგებია.
ჩვენ ყველანი მათი გავლენის ქვეშ ვართ. მთავარია ანგარიშს უწევდეთ საკუთარ თავს, როგორ
ცდილობენ თქვენს მითვისებას, და რამდენად შორს წასვლის უფლებას აძლევთ ამაში.

მნიშვნელოვანობის დაწევა არა მხოლოდ მნიშვნელოვნად ამცირებს პრობლემებს თქვენს


ცხოვრებაში. გარეგან და შინაგან მნიშვნელოვანობაზე უარის თქმით თქვენ ისეთ განძს იღებთ,
როგორიცაა არჩევანის თავისუფლება. როგორ, იკითხავთ თქვენ, ტრანსერფინგის პირველი
პრინციპის შესაბამისად ჩვენ ხომ ისედაც გვაქვს არჩევანის თავისუფლება? ქონით კი გაქვთ,
მაგრამ აღება არ შეგიძლიათ. ამის საშუალებას წონასწორული ძალები და ქანქარები არ
გაძლევენ. მნიშვნელოვანობის გამო მთელი ცხოვრება წონასწორულ ძალებთან ბრძოლაში
გადის. ენერგია აღარ რჩება არა მხოლოდ თავად არჩევანისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ
იფიქროთ, „მაინც რა მინდა ცხოვრებისგან?“ ქანქარები კი გამუდმებით ცდილობენ
გაკონტროლონ და უცხო მიზნები მოგახვიონ თავს. რაღა თავისუფლებაზეა ლაპარაკი?

ნებისმიერი მნიშვნელოვანობა, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი - მოგონილია. არცერთ


ჩვენგანს, საბოლოო ჯამში, არანაირი მნიშვნელობა არ გვაქვს ამ სამყაროში. და ამავდროულად
ჩვენთვის მისაწვდომია ამ სამყაროს ყველა სიმდიდრე. წარმოიდგინეთ, როგორ მხიარულად
თამაშობენ ბავშვები ზღვის ნაპირზე, ტალღებთან. დავუშვათ, არცერთ მათგანს არ
წარმოუდგენია, რომ კარგია ან ცუდია, ან წყალია კარგი ან ცუდი, სხვა ბავშვები არიან კარგები ან
ცუდები. სანამ ასეთი მდგომარეობა ნარჩუნდება, ბავშვები ბედნიერები არიან - ისინი ბუნებასთან
წონასწორობაში იმყოფებიან. ასევე ნებისმიერი ადამიანი ამ სამყაროში ბუნების შვილად
მოვიდა. თუკი იგი წონასწორობას არ არღვევს, მაშინ მისთვის მისაწვდომია ყველაფერი
საუკეთესო, რაც ამ სამყაროში არსებობს. მაგრამ როგორც კი ადამიანი მნიშვნელოვანობის
გამოგონებას იწყებს, მაშინვე პრობლემები ჩნდება. ადამიანი ვერ ხედავს მიზეზ-შედეგობრივ
კავშირებს შექმნილ მნიშვნელოვანობასა და პრობლემებს შორის, ამიტომ მას ეჩვენება, რომ
სამყარო - პირვანდელად მტრული გარემოა, სადაც არც ისე ადვილია სასურველის მიღება.
სინამდვილეში, ერთადერთ დაბრკოლებას სურვილის ასრულების გზაზე წარმოდგენს

83
ხელოვნურად შექმნილი მნიშვნელოვანობა. შესაძლოა, აქამდე კიდევ ვერ შევძელი თქვენი
ამაში დარწმუნება, თუმცაღა ჩემი არგუმენტები ჯერ კიდევ არ ამოწურულა.

ბრძოლიდან წონასწორობამდე

და შესაძლებელია როგორმე წონასწორული ძალებთან შეწინააღმდეგება? სწორედ ამას


ვაკეთებთ კიდეც ყოველდღე. მთელი ცხოვრება წონასწორულ ძალებთან ბრძოლისგან
შედგება. ყველა სირთულე, უსიამოვნება და პრობლემა წონასწორულ ძალებთანაა
დაკავშირებული. ნებისმიერ შემთხვევაში, წინააღმდეგობა წონასწორული ძალებისადმი
უაზრობაა, ისინი მაინც გააკეთებენ თავის საქმეს. შედეგის მოშორებისკენ მიმართული
ძალისხმევა არაფერს არ მოგვიტანს. პირიქით, სიტუაცია უფრო დამძიმდება. ერთადერთი
საშუალება წონასწორული ძალების წინააღმდეგ - ესაა მიზეზის მოშორება, სახელდობრ მათი
წარმომშობი მნიშვნელოვანობის ჭარბი პოტენციალის დაწევა. ცხოვრებისეული სიტუაციები
იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია მოგცეთ უნივერსალური რეცეპტი ყველა
პრობლემის გადასაწყვეტად. მე აქ შემიძლია მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციები მოვიყვანო.

ყოველი ადამიანი სწორედ იმას აკეთებს, რომ კედელს მნიშვნელოვანობის ფუნდამენტზე


აშენებს, შემდეგ კი ცდილობს, რომ მასზე გადაძვრეს, ან თავით გაანგრიოს. იმის ნაცვლად, რომ
წინააღმდეგობები გადავლახოთ, არ ჯობია, საფუძველს გამოვაცალოთ აგური, რომ კედელი
დაინგრეს? ყველანი ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ ჩვენს დაბრკოლებებს. მაგრამ იმის დანახვა,
თუ რომელი ფუნდამენტზე დგანან ისინი, ძალიან ძნელია. თუ პრობლემურ სიტუაციას
გადაეყარეთ, სცადეთ განსაზღვროთ, სად გადაამეტეთ, რაზე ჩაიციკლეთ, რას ანიჭებთ
გადაჭარბებულ მნიშვნელობას. განსაზღვრეთ თქვენი მნიშვნელოვანობა, შემდეგ კი უარი თქვით
მასზე. კედელი დაინგრევა, დაბრკოლება გაქრება, პრობლემა კი თავისით გადაწყდება. ნუ
გადალახავთ დაბრკოლებებს - შეამცირეთ მნიშვნელოვანობა.

შეამცირო მნიშვნელოვანობა - არ ნიშნავს ებრძოლო საკუთარ გრძნობებს და დათრგუნო ისინი.


ჭარბი ემოციები და განცდები მნიშვნელოვანობის შედეგია. მოშორება საჭიროა მიზეზის -
დამოკიდებულების. შემიძლია გირჩიოთ, რომ ცხოვრებისადმი ფილოსოფიური
დამოკიდებულება გქონდეთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუმცა ეს მოწოდება უკვე ყელშია
ამოსული. აუცილებელია გააცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანობა სხვას არაფერს მოგიტანთ,
გარდა პრობლემებისა, შემდეგ კი განზრახ დაწიოთ ეს მნიშვნელოვანობა.

გარეგანი მნიშვნელოვანობის დაწევას არაფერი აქვს საერთო დაკნინებასთან დან არასაკმარის


შეფასებასთან. პირიქით, დაკნინება - ესაა მნიშვნელოვანება საპირისპირო ნიშნით.
ცხოვრებისადმი უფრო მარტივი დამოკიდებულებაა საჭირო. არა უგულვებელჰყო, მაგრამ არც
ზედმეტად შეალამაზო. ნაკლები უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორი კარგები ან ცუდები არიან
ადამიანები. მიიღეთ სამყარო ისეთად, როგორიცაა.

შინაგანი მნიშვნელოვანობის დაწევას არაფერი აქვს საერთო შეგუებასთან ან


თვითდაკნინებასთან. საკუთარი შეცდომების და ცოდვების მონანიება იგივეა, რაც საკუთარი
ღირსებებისა და მიღწევების გადმოლაგება. განსხვავება აქ მხოლოდ ნიშანშია: პლუსი და
მინუსი. თქვენი მონანიება შეიძლება მხოლოდ ქანქარებს სჭირდებოდეთ, რომლებსაც თქვენზე

84
კონტროლის დაწესება სურთ. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხართ. მიეცით
საკუთარ თავს ამის ფუფუნება. ნურც აამაღლებთ და ნურც დაამცირებთ თქვენს ღირსებებს და
ნაკლოვანებებს. ისწრაფეთ შინაგანი სიმშვიდისკენ: თქვენ არც მნიშვნელოვნები ხართ და არც
არარაობები.

თუ თქვენი მდგომარეობა ძალიანაა დამოკიდებული რაიმე მოვლენაზე, იპოვეთ დაზღვევა,


სათადარიგო ვარიანტი. იმისთვის, რომ მორზე მშვიდად გაიაროთ, დაზღვევაა საჭირო. ყოველ
კონკრეტულ შემთხვევას თავისი დაზღვევა ექნება. უბრალოდ კითხვა დაუსვით საკუთარ თავს:
რამ შეიძლება შეასრულოს დაზღვევის როლი მოცემულ შემთხვევაში? გახსოვდეთ, რომ
წონასწორულ ძალებთან ბრძოლა უსარგებლოა. შიშის ან მღელვარების დათრგუნვა
შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ მნიშვნელოვანობის დაწევა. ამის გაკეთება კი
მხოლოდ დაზღვევით ან სათადარიგო ვარიანტით შეიძლება. არასოდეს დადოთ ყველაფერი
მხოლოდ ერთ კარტზე, რაოდენ საიმედოც არ უნდა იყოს იგი!

ერთადერთი რამ, რაც ჭარბ პოტენციალს არ წარმოშობს, ესაა იუმორის გრძნობა, უნარი -
გაიცინო საკუთარ თავზე და სხვებზე, უბოროტოდ, ისე, რომ არ აწყენინო. ჯერ მარტო ეს არ
მოგცემთ საშუალებას, რომ უგრძნობ მანეკენად იქცეთ. იუმორი - ეს თავად მნიშვნელოვანობის
უარყოფაა. მნიშვნელოვანობის კარიკატურაა.

პრობლემების გადაჭრისას აუცილებელია ერთი ოქროს წესის დაცვა. სანამ პრობლემის


გადაწყვეტას შეუდგებოდეთ, აუცილებელია მისი მნიშვნელოვანობის დაწევა. მაშნ
წონასწორული ძალები ხელს აღარ შეგიძლიან და პრობლემაც იოლად და მარტივად
გადაწყდება.

იმისთვის, რომ მნიშვნელოვანობა დაწიოთ, დასაწყისისთვის აუცილებელია გაიხსენოთ და


ანგარიში გაუწიოთ საკუთარ თავს, რომ პრობლემური სიტუაცია მნიშვნელოვანობის შედეგად
გაჩნდა. მანამ, სანამ როგორც სიზმარში, არ გააცნობიერებთ, რომ ნებისმიერი პრობლემა
მნიშვნელოვანებისგან გამომდინარეობს, და ამ პრობლემაში თავით იძირებით, თქვენ
მთლიანად ქანქარას ძალაუფლების ქვეშ იქნებით. შეჩერდით, ჩამოიფერთხეთ ეს
შეპყრობილობა და გაიხსენეთ, რას ნიშნავს მნიშვნელოვანობა. შემდეგ განზრახ შეცვალეთ
დამოკიდებულება მნიშვნელოვანობის ობიექტისადმი. ეს უკვე აღარაა რთული. თქვენ ხომ იცით,
რომ მნიშვნელოვანობა მხოლოდ ხელს გიშლით. მთავარი სირთულე იმაშია მდგომარეობს,
დროულად გაიხსენოთ, რომ შინაგან ან გარეგან მნიშნელოვანობაში ფართხალებთ. ამისთვის
თქვენი მეთვალყურე დაგჭირდებათ - შინაგანი დამკვირვებელი, რომელიც გამუდმებით
ადევნებს თვალ-ყურს თქვენს მნიშვნელოვანობას.

ადამიანის აზრები მიტაცებულნი ხდებიან მნიშვნელოვანობის მიერ ზუსტად ისევე, როგორც


კუნთები იჭიმებიან უნებურად (არაგანზრახვით). მაგალითად, როცა ვირაც გაწვებათ, მხრებისა
და ზურგის კუნთები სპაზმური დაჭიმულობის მდგომარეობაშია. თქვენ ვერ ამჩნევთ ამ
დაჭიმულობას, სანამ ტკივილი არ გაჩნდება. მაგრამ თუ დროულად გაიხსენებთ და ყურადღებას
მიაქცევთ თქვენს კუნთებს, შეძლებთ, რომ დაძაბულობა მოიხსნათ.

დაიჭირეთ საკუთარი თავი მნიშვნელოვანობაზე ყოველ ჯერზე, როცა რაიმე მოვლენისთვის


ემზადებით. თუ მოვლენა თქვენთვის მართლა ატარებს დიდ მნიშვნელობას, კიდევ უფრო მეტად

85
ნუ გაზრდით მას. საუკეთესო რეცეპტია: სპონტანურობა, იმპროვიზაცია, მსუბუქი
დამოკიდებულება. მომზადება მხოლოდ დაზღვევის ფუნქციას უნდა ასრულებდეს. არავითარ
შემთხვევაში არ შეიძლება „სერიოზულად და გულდასმით“ მომზადება - ეს მნიშვნელოვანობას
აძლიერებს. უმოქმედო განცდა კიდევ უფრო ზრდის მას. მნიშვნელოვანობის პოტენციალი
მოქმედებით იფანტება. არ იფიქროთ - იმოქმედეთ. თუ მოქმედება არ შეგიძლიათ - ნუ
იფიქრებთ. გადაიტანეთ ყურადღება სხვა ობიექტზე, გაუშვით სიტუაცია.

ნებისმიერი მოქმედების უმაღლეს ეფექტურობას შეგვიძლია მივაღწიოთ მაშინ, თუკი მოვხსნით


ყურადღების ფოკუსს საკუთარი თავისგან, როგორც შემსრულებლისგან და საბოლოო
მიზნისგან, და გადავიტანთ მას მოქმედების შესრულების პროცესზე. ამ შემთხვევაში „მე არ
ვასრულებ მნიშვნელოვან სამუშაოს“ და „სამუშაო არაა მნიშვნელოვანი“. ამით მოშორებული
იქნება ჭარბი პოტენციალები და წონასწორული ძალებიც ხელს აღარ გიშლიან. მოქმედება
ზედმეტი ვნების გარეშე სრულდება, მაგრამ არა მოდუნებულად და უპასუხისმგებლოდ.
შესაძლოა ეჭვი გაგიჩნდეთ: რატომაა აუცილებელი ფოკუსის მოშორება საბოლოო მიზნისგან?
როგორ უნდა შეასრულო სამუშაო, თუ საბოლოო მიზანზე არ ფიქრობ? ამ არათვალსაჩინო
ფაქტის გაგება თქვენთან წიგნის შემდგომ თავებში მოვა.

რატომ ხდება ზოგჯერ ისე, რომ ძალიან გეშინიათ რაღაც მოვლენის, გამუდმებით მასზე
ფიქრობთ, თქვენს წარმოდგენაში მის ყოველ თანმდევ სირთულეს და პრობლემურ სიტუაციას
წარმოიდგენთ ხოლმე, შედეგად კი ყველაფერი მარტივად და სასიკეთოდ მთავრდება? და
პირიქით, ხდება ხოლმე, რომ რაღაც წინ-მდებარე მოვლენას ქარაფშუტულად ეპყრობით,
შედეგად კი გაუთვალისწინებელი უსიამოვნებები მოდის? პირველ შემთხვევაში მოვლენის
შეფასება ნეგატივში აჭარბებს ნორმას, მეორეში კი - პოზიტივში. ის, რაც საბოლოოდ გამოდის -
წონასწორული ძალების მოქმედების შედეგია. ძალებმა უნდა გააწონასწორონ თქვენს მიერ
ხელოვნურად შექმნილი ჭარბი პოტენციალი, რასაც აკეთებენ კიდეც.

შეიძლება ივარაუდოთ, რომ აქედან გამომდინარე, თუ გამოცდის წინ განზრახ დახატავთ


ყველაზე საშინელ სურათებს, მაშინ წესით უმაღლეს შეფასებას მიიღებთ. სულაც არა. ეს
ხელოვნური განზრახვაა. ასეთი განზრახვა გონების პროდუქტია და არა სულის. თქვენ შეიძლება
საკუთარი თავის მოტყუება სცადოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ბუტაფორია იქნება, რომელსაც
ენერგეტიკული საფუძველი არ გააჩნია. ენერგეტიკული საფუძველი მხოლოდ სულის
განზრახვას აქვს. სწორედ ამიტომ ვერ მიიღებთ სასურველს უბრალოდ სურათის
ვიზუალიზაციით. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

არასოდეს, არცერთ ვითარებაში არ იტრაბახოთ იმით, რაც თუნდაც სრულიად სამართლიანად


დაიმსახურეთ. და მითუმეტეს იმით, რისთვისაც ჯერ არ მიგიღწევიათ. ეს უკიდურესად
არამომგებიანია, რადგან წონასწორული ძალები ამ შემთხვევაში ყოველთვის თქვენს
წინააღმდეგ იმოქმედებენ.

იყავით როგორც სახლში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრად ხართ. თუ ჰარმონიულ


წონასწორობაში იმყოფებითგარშემომყოფ ქანქარებთან, ანუ მათთან უნისონში ვიბრირებთ,
მაშინ თქვენი ცხოვრება იოლად და სასიამოვნოდ ჩაივლის. თქვენ თითქოს რეზონანსში
შედიხართ გარესამყაროსთან, იღებთ ენერგიას და განსაკუთრებული შრომის გარეშე აღწევთ
თქვენს მიზანს.

86
თუკი საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობამდე დაიყვანეთ, რომ გარესამყაროსთან
წონასწორობაში ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია (მაგალითად ქმარი გცემთ), მაშინ
იმაზე უნდა იფიქროთ, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგათ და გარემოცვა შეიცვალოთ.
შესაძლოა გგონიათ, რომ წასასვლელი არსად გაქვთ? ეს თქვენ ქანქარამ შთაგაგონათ,
რომელსაც აწყობს, რომ მასთან იყოთ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, და არაერთი.
გაიხსენეთ ბუზი შუშაზე, რომელიც ღია სარკმელს ვერ ხედავს. საჭიროა მხოლოდ, რომ
გაუაზრებელ მკვეთრ მოძრაობებს აარიდოთ თავი. ოპტიმალური გამოსავალი მაშინვე
გამოჩნდება, როგორც კი მნიშვნელოვანობას შეამცირებთ და იმ დესტრუქციული ქანქარას
გავლენისგან განთავისუფლდებით, რომელიც მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გაძლევთ.
განთავისუფლების მეთოდები უკვე იცით - ჩაგდება ან ჩაქრობა.

ამ თემაზე მე ვასრულებ წონასწორობის დიდ და რთულ თემას. ახლა, როცა თქვენთვის


გასაგებია წონასწორული ძალების მოქმედების მექანიზმი, ადვილად შეგიძლიათ
განსაზღვროთ, სად იმალება ამა თუ იმ წარუმატებლობების მიზეზი. ჩვენ მივედით დასკვნამდე,
რომ ყველაფერში აუცილებელია წონასწორობის პრინციპის დაცვა. ახლა კი უნდა
გაგაფრთხილოთ, რომ თავი უნდა შეიკავოთ ამ პრინციპის გადამეტებულად დაცვისგან. თუ მასზე
დაიციკლებით და ეცდებით, რომ ფანატურად მიჰყვეთ მას, ამით თავად პრინციპს დაარღვევთ.
თუ მრავალფეხას დეტალებში აუხსნით, როგორ უნდა იაროს, იგი საერთოდ დაიბნევა და
ადგილიდან ვერ დაიძვრება. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. საშუალება მიეცით თავს, რომ
ზოგჯერ დაარღვიოთ წონასწორობა, არაფერი საშინელი არ მოხდება. მთავარია, რომ
მნიშვნელოვანობის ისარმა ამ დროს ნორმას მეტისმეტად არ გადააჭარბოს.

რეზიუმე

ჭარბი პოტენციალი მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, თუ შეფასებას ზედმეტი მნიშვნელობა ენიჭება.

მხოლოდ მნიშვნელოვანობა, კონკრეტულად თქვენთვის, ანიჭებს თქვენს შეფასებას თქვენს


ენერგიას.

პოტენციალის სიდიდე იზრდება, თუ შეფასება სინამდვილეს ამახინჯებს.

წონასწორული ძალების მოქმედება მიმართულია ჭარბი პოტენციალის მოშორებაზე.

წონასწორული ძალების მოქმედება ხშირად იმ განზრახვის საწინააღმდეგოა, რომელმაც


პოტენციალი შექმნა.

გააქირავებთ რა საკუთარ თავს, ჩართეთ შინაგანი მეთვალყურე, რომელიც უზადოობას


აკვირდება.

უკმაყოფილება და განკითხვა ყოველთვის თქვენს წინააღმდეგ განაწყობს წონასწორულ


ძალებს.

აუცილებელია ჩაანაცვლოთ ჩვეული ნეგატიური რეაქციები პოზიტიური ტრანსლაციით.

87
უპირობო სიყვარული - ესაა აღტაცება ფლობის უფლებისა და თაყვანისცემის გარეშე.

პირობების წამოყენება და შედარება დამოკიდებულობის ურთიერთობებს ქმნის.

დამოკიდებულობის ურთიერთობები ჭარბ პოტენციალებს ქმნიან.

იდეალიზაცია და მეტისმეტი შეფასება ყოველთვის მითების მსხვრევით მთავრდება.

იმისთვის, რომ ორმხრივ სიყვარულს მიაღწიოთ, აუცილებელია უარი თქვათ ფლობის


უფლებაზე.

ზიზღის და ამპარტავნების გამო აუცილებლად მოგიწევთ გადახდა.

გაანთავისუფლეთ საკუთარი თავი საკუთარი უპირატესობის დადასტურების აუცილებლობისგან.

ნაკლოვანებების დაფარვის მცდელობა საპირისპირო ეფექტს იძლევა.

ნებისმიერი არასრულფასოვნება თქვენი ღირსებებით კომპენსირდება.

რაც უფრო დიდია მიზნის მნიშვნელოვანობა, მით უფრო ნაკლებია მისი მიღწევის ალბათობა.

სურვილები, რომლებიც თავისუფალია მნიშვნელოვანობის და დამოკიდებულობის


პოტენციალებისგან, სრულდება.

უარი თქვით დანაშაულის გრძნობაზე და თავის გამართლების ვალდებულებაზე.

იმისთვის, რომ უარი თქვათ დანაშაულის გრძნობაზე, საკმარისია, მისცეთ საკუთარ თავს
უფლება - იყოთ ის, ვინც ხართ.

არავის აქვს თქვენი განსჯის უფლება. თქვენ უფლება გაქვთ იყოთ ის, ვინც ხართ.

ფული თავისით მოდის, როგორც თანმდევი ატრიბუტი მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

შეხვდით ფულს სიყვარულით და ყურადღებით, და დახარჯეთ ლაღად.

გარეგან და შინაგან მნიშვნელოვანობაზე უარის თქმით თქვენ მოიპოვებთ არჩევანის


თავისუფლებას.

ერთადერთ დაბრკოლებას სურვილების ასრულების გზაზე მნიშვნელოვანობა წარმოადგენს.

ნუ ცდილობთ დაბრკოლებების გადალახვას - დაწიეთ მნიშვნელოვანება.

იზრუნეთ მღელვარების გარეშე.

88
თავი V. ინდუცირებული გადასვლა

მთარგმნელი: მამუკა გურული

თაობათა ცვლა

ყველა დროში ყველა ადამიანი ფიქრობდა: „აი, ადრე იყო დრო!..““ ასაკთან ერთად ადამიანს
ცხოვრება უფრო და უფრო უარესად ეჩვენება. იგი იხსენებს თავის ახალგაზრდულ წლებს, როცა
ყველა ფერი უფრო „წვნიანი“ იყო, შთაბეჭდილებები უფრო კაშკაშა, ოცნებები ასრულებადი,
მუსიკა უკეთესი, კლიმატი სასიკეთო, ადამიანები უფრო თბილები, ძეხვიც კი უფრო გემრიელი
იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანმრთელობაზე. ცხოვრება იმედით იყო აღსავსე, სიხარული და
სიამოვნება მოჰქონდა. ახლა, ამდენი წლის გავლის მერე, ადამიანი ვეღარ იღებს ისეთივე
სასიხარულო განცდებს იგივე მოვლენებისგან. მაგალითად, პიკნიკი, საღამო, კონცერტი, კინო,
დღესასწაული, პაემანი, ზღვაზე დასვენება, - ყველაფერს თითქოს ისეთივე ხარისხი აქვს, თუ
ობიექტურად ვიმსჯელებთ. დღესასწაული მხიარულია, კინო საინტერესოა, ზღვა თბილია.
მაგრამ რაღაც ისე ვერაა. ფერები გაფერმკრთალდა, განცდები დაჩლუნგდა, ინტერესი ჩაქრა.

რატომ იყო ახალგაზრდობასი ყველაფერი ასე კარგად? ნუთუ ადამიანის აღქმა ასაკთან ერთად
ჩლუნგდება? მაგრამ ასაკთან ერთად ადამიანი ხომ არ კარგავს სიცილის და ტირილის,
ფერებისა და გემოების აღქმის, სიმართლის ტრუილისგან გარჩევის უნარს? თუ სამყარო
მართლა უფსკრულისკენ მიექანება? სინამდვილეში გარესამყარო არც დეგრადაციას განიცდის
და არც უარესი ხდება. სამყარო უარესი ხდება მოცემული კონკრეტული ადამიანისთვის. იმ ხაზის
პარალელურად, რომელზეც ადამიანი წუწუნებს, არსებობენ ხაზები, რომლებიც მან ოდესღაც
მიატოვა და სადაც ყველაფერი უწინდებურად კარგადაა. გამოხატავს რა უკმაყოფილებას,
ადამიანი მართლაც უარეს ხაზებზე განეწყობა. და რადგან ასეა, მას რეალურად ითრევენ ეს
ხაზები.

ტრანსერფინგის პრინციპის თანახმად, ვარიანტთა სივრცეში არსებობს ყველაფერი და


ყველასთვის. მაგალითად, არის სექტორი, სადაც ცხოვრებამ მოცემული ადამიანისთვის ყველა
თავისი ფერი დაკარგა, სხვებისთვის კი იგივე დარჩა. ადამიანი, გამოასხივებს რა აზრების
ნეგატიურ ენერგიას, ისეთ სექტორში ხვდება, სადაც მისი სამყაროს დეკორაციები შეიცვალა.
ამავე დროს, დანარჩენი ადამიანებისთვის სამყარო იგივედ რჩება. და არცაა აუცილებელი
განვიხილოთ ისეთი რადიკალური შემთხვევები, როცა ადამიანი ინვალიდი გახდა, სახლი ან
ახლობლები დაკარგა, ან გალოთდა. ყველაზე ხშირად ადამიანი ნელა, მაგრამ მყარად
გადადის ხაზებზე, სადაც დეკორაციის ყველა ფერი ფერმკრთალდება. აი, მაშინ ხვდება იგი,
როგორი ცოცხალი და საღი იყო ყველაფერი მრავალი წლის წინ.

როდესაც იბადება, ადამიანი თავიდან ისეთად იღებს სამყაროს, როგორიც სინამდვილეშია.


ბავშვმა უბრალოდ ჯერ კიდევ არ იცის, შეიძლება თუ არა იყოს უარესი ან უკეთესი.
ახალგაზრდები ჯერ არც ისე აზიზები და განებივრებულები არიან. უბრალოდ ისინი ხსნიან
თავისთვის ამ სამყაროს და ცხოვრებით ტკბებიან, რადგან უფრო მეტი იმედი აქვთ, ვიდრე
პრეტენზია. მათ სჯერათ, რომ აქ და ახლა ყველაფერი კარგადაა, და კიდევ უკეთესად იქნება.
მაგრამ შემდეგ მოდის წარუმატებლობები, ადამიანი იწყებს გაგებას, რომ ყველა ოცნება არ
სრულდება, რომ სხვა ადამიანები უკეთესად ცხოვრობენ, რომ მზის ქვეშ ადგილისთვის

89
ბრძოლაა საჭირო. დროთა განმავლობაში პრეტენზიები მეტი ხდება, ვიდრე იმედები.
უკმაყოფილება და წუწუნი ის მამოძრავებელი ძალებია, რომლებიც ადამიანს ცხოვრების
წარუმატებელი ხაზებისკენ უბიძგებენ. ტრანსერფინგის ტერმინებით თუ ვიტყვით, ადამიანი
ასხივებს ნეგატიურ ენერგიას, რომელსაც ხოვრების იმ ხაზებზე გადაჰყავს, რომლებიც ნეგატიურ
პარამეტრებს შეესაბამება.

სამყარო მით უფრო უარესი ხდება, რაც უფრო უარესად ფიქრობთ მასზე. ბავშვობაში დიდად არ
ფიქრობდით იმაზე, კარგი იყო ეს სამყარო თქვენთვის თუ ცუდი, არამედ ყველაფერს
მოცემულობად იღებდით. თქვენ ახალი დაწყებული გქონდათ სამყაროს აღმოჩენა და არც ისე
ხშირად იყენებდით კრიტიკას. ყველაზე დიდი წყენები თქვენი ახლობლების მიმართ გქონდათ,
რომლებმაც, მაგალითად, სათამაშო არ გიყიდეს. მაგრამ შემდეგ სერიოზულად იწყებდით
გარესამყაროზე განაწყენებას. იგი უფრო და უფრო ნაკლებად გაკმაყფოილებდათ. და რაც
უფრო მეტ პრეტენზიას წამოაყენებდით ხოლმე, მით უფრო უარესი იყო შედეგი. ყველა, ვინც
ახალგაზრდობა გაიარა და სიმწიფის ასაკამდე მიაღწია, იცის, რომ ადრე ბევრი რამ უკეთესი
იყო.

აი, ასეთი მავნე პარადოქსია: თქვენ ხვდებით სავალალო ვითარებებს, გამოხატავთ თქვენს
უკმაყოფილებას, შედეგად კი სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება. თქვენი უკმაყოფილება
სამმაგ ბუმერანგად გიბრუნდებათ. პირველ რიგში, უკმაყოფილების ჭარბი პოტენციალი ტქვენს
წინააღმდეგ მომართავს წონასწორულ ძალებს. მეორე, უკმაყოფილება წარმოადგენს იმ არხის
როლს, რომლითაც ქანქარა ენერგიას გწოვთ. მესამეც, გამოასხივებთ რა ნეგატიურ ენერგიას,
თქვენ ცხოვრების შესაბამის ხაზებზე გადადიხართ.

ნეგატიურად რეაგირების ჩვევამ იმდენად გაიდგა ფესვები, რომ ადამიანებმა თავისზე დაბალი
არსებებთან შედარებით უპირატესობა - ცნობიერება დაკარგეს. მოლუსკი ასევე ნეგატიურად
რეაგირებს გარე გამღიზიანებელზე. მაგრამ ადამიანს, განსხვავებით მოლუსკისგან, შეუძლია
ცნობიერად და განზრახვით არეგულიროს თავისი დამოკიდებულება გარესამყაროსადმი.
თუმცა ადამიანი არ იყენებს ამ უპირატესობას და აგრესიით პასუხობს მცირე უსიამოვნებაზეც კი.
აგრესიას იგი შეცდომით უკეთებს ინტერპრეტაციას, როგორც თავის ძალას, სინამდვილეში კი,
როგორც ფაქტი, იგი უმწეოდ ფართხალებს ქანქარების ქსელში.

თქვენ თვლით, რომ ცხოვრება უარესი გახდა. მაგრამ მათთვისს, ვინც ახლა ახალგაზრდაა,
ცხოვრება მშვენიერია. რატომ ხდება ასე? იქნებ იმიტომ, რომ მათ არ იციან, როგორი კარგი იყო
მაშინ, როცა მათ ასაკში იყავით? მაგრამ მაშინ ხომ თქვენზე უფროსებიც ცხოვრობდნენ,
რომლებიც სწორედ ასევე წუწუნებდნენ ცხოვრებაზე და იხსენებდნენ, თუ რა კარგი იყო ადრე.
მიზეზი აქ არა მხოლოდ ადამიანის ფსიქიკის თვისებაშია - წაშალოს წარსულიდან ცუდი და
დატოვოს კარგი. უკმაყოფილებაა ხომ იმაზეა მიმაართული, რაც ახლაა, რადგანაც იგი თითქოს
იმაზე უარესია, ვიდრე ადრე იყო.

გამოდის, თუ მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ცხოვრება ყოველდღიურად უარესი ხდება, ეს ნიშნავს,


რომ სამყარო უკვე დიდი ხანია ნაწილებად უნდა დაშლილიყო. რამდენმა თაობამ გაიარა
კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან? და ყოველი თაობა თვლის, რომ სამყარო უარესი
გახდა! მაგალითად, ნებისმიერი ხანშიშესული ადამიანი დარწმუნებით იტყვის, რომ ადრე კოკა-
კოლა უკეთესი იყო. არადა კოკა-კოლა 1886 წელს გამოიგონეს. წარმოგიდგენიათ, რამდენად

90
საზიზღარია ახლა იგი! იქნებ გემოვნებითი აღქმა ასაკთან ერთად ჩლუნგდება? საეჭვოა.
ხანშიშესულისთვის ხომ უარესი გახდა ნებისმიერი სხვა ხარისხიც: ავეჯი ან ტანსაცმელი,
მაგალითად.

სამყარო რომ ერთი და ერთადერთი ყოფილიყო ყველასთვის, მას კაცობრიობის რამდენიმე


თაობა ეყოფოდა, შემდეგ კი ყველაფერი უბრალოდ ჯოჯოხეთში უნდა დანთქმულიყო. როგორ
გავიგოთ ეს პარადოქსული გამოთქმა, რომ სამყარო ყველასთვის ერთი არაა? ჩვენ ყველანი
ვარიანტთა მატერიალური რეალიზაციის ერთი და იგივე სამყაროშ ვცხოვრობთ. მაგრამ ამ
სამყაროს ვარიანტები ყოველი ადამიანისთვის თავისია. ზედაპირზე დევს ბედებს შორის მკაფიო
სხვაობები: მდიდრები და ღარიბები, წარმატებულები და წარუმატებლები, ბედნიერები და
უბედურები. ისინი ყველანი ერთ სამყაროში ცხოვრობენ, მაგრამ სამყარო ყველას თავისი აქვს.
აქ თითქოს ყველაფერი ცხადია, როგორც ი, რომ არსებობს მდიდრული და ღარიბული
კვარტალები.

თუმცაღა განსხვავდება არა მხოლოდ ბედთა სცენარები და როლები, არამედ დეკორაციებიც.


აი, ეს სხვაობა კი არც ისე ცხადად შეიმჩნევა. ერთი ადამიანი სამყაროს ძვირფასი ავტომობილის
ფანჯრიდან უმზერს, მეორე კი სანაგვე ყუთითან. დღესასწაულზე ერთი მხიარულია, მეორე კი
თავისი პრობლემებითაა დადარდიანებული. ერთი ახალგაზრდების მხიარულ კომპანიას
ხედავს, მეორე კი ხულიგნების ბანდას. ყველა ერთი და იგივეს უყურებს, მაგრამ მიღებული
სურათები ძლიერ განსხვავდება, როგორც ფერადი კინო შავ-თეთრისგან. ყოველი ადამიანი
განწყობილია თავის სექტორზე ვარიანტთა სივრცეში, ამიტომ ყველა თავის სამყაროში
ცხოვრობს. ყველა ეს სამყარო შრეებად ედება ერთმანეთს და ქმნის იმას, რასაც იმ სამყაროდ
მოვიაზრებთ, რომელშიც ვცხოვრობთ.

წარმოიდგინეთ დედამიწა, სადაც ერთი ცოცხალი არსებაც კი არაა. ქრიან ქარები, მოდის წვიმა,
იფრქვევა ვულკანები, მიედინება მდინარეები - სამყარო არსებობს. აი, იბადება ადამიანი და
იწყებს ამ ყველაფერზე დაკვირვებას. მისი აზრების ენერგია წარმოშობს მატერიალურ
რეალიზაციას ვარიანტთა სივრცის გარკვეულ სექტორში - მოცემული ადამიანის ცხოვრებას
მოცემულ სამყაროში. მისი ცხოვრება ამ სამყაროს ახალ შრეს წარმოადგენს. იბადება სხვა
ადამიანი - ჩნდება კიდევ ერთი შრე. ადამიანი კვდება - შრეც ქრება, ან შესაძლოა
ტრანსფორმირდება იმის შესაბამისად, რაც იქ, სიკვდლის ზღურბლს მიღმა ხდება.

კაცობრიობა ბუნდოვნად ხვდება, რომ არსებობენ სხვა ცოცხალი არსებებიც, რომლებიც


თითქოს სხვა პარალელურ სამყაროებში იმყოფებიან. მაგრამ მოდით, ერთი წუთით დავუშვათ,
რომ ცოცხალი არსებები სამყაროში ჯერ საერთოდ არ არსებობენ. მაშინ რომელმა ენერგიამ
წარმოშვა იმ სამყაროს მატერიალური რეალიზაცია, რომელშიც არცერთი ცოცხალი არსება
არაა? ამაზე შეგვიძლია მხოლოდ ვიმკითხაოთ. ან იქნებ, თუ ბოლო ცოცხალი არსება მოკვდება
- სამყაროც გაქრება? ვის შეუძლია დაამტკიცოს, რომ სამყარო არსებობს, თუკი მასში არავინაა?
რადგან თუ არავინაა, ვის შეუძლია თქვას, რომ სამყარო (ჩვენი გაგებით) არსებობს, ე.ი.
სამყაროზე, როგორც ასეთზე, საერთოდ ვერ იქნება საუბარი.

მოკლედ, საკმარისია ნუღარ ჩავუღრმავდებით ამაზე მეტად და მთელი ეს ფილოსოფია


ფილოსოფოსებს დავუტოვოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ტრანსერფინგი - ეს მხოლოდ ერთ-ერთი
მოდელია მრავალთაგან. ადამიანთა ყველა წარმოდგენა გარესამყაროზე და მასში ცხოვრებაზე

91
- სხვა არაფერია, თუ არა მოდელები. გახსოვდეთ მნიშვნელოვანობა და ნუ შექმნით
ტრანსერფინგის გარეგნულ მნიშვნელოვანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გახდეთ
უსარგებლო იდეის აპოლოგეტი და ყველას უმტკიცოთ სწორედ თქვენი მოდელის ჭეშმარიტება.
ჭეშმარიტება - ეს აბსტრაქციაა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გარკვეული გამოვლინებები და
კანონზომიერებები შევიცნოთ. და ჩვენი მიზანი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ როგორ
მივიღოთ პრაქტიკული სარგებელი ჩვენი მოდელიდან.

დავუბრუნდეთ თაობათა სამყაროებს. ყოველი ადამიანი ცხოვრების განმავლობაში გადაეწყობა


ვარიანტთა სივრცის ერთი სექტორიდან მეორეზე და ამგვარად ახდენს თავისი სამყაროს შროს
ტრანსფორმაციას. რადგანაც ადამიანი უფრო დიდი ხალისით უკმაყოფილებას გამოხატავს და
მეტ ნეგატიურ ენერგიას გამოასხივებს, ვიდრე პოზიტიურს, ჩნდება ცხოვრების ხარისხის
გაუარესების ტენდენცია. ადამიანს შეუძლია ასაკთან ერთად მატერიალური კეთილდღეობა
მოიპოვოს, მაგრამ ამისგან ბედნიერი ვერ ხდება. დეკორაციების ფერები ფერმკრთალდება, და
ცხოვრება სულ უფრო და უფრო ნაკლებად ახარებს. უფროსი თაობის წარმომადგენელი და
ყმაწვილი ერთი და იგივე კოკა-კოლას სვამენ, ერთი და იგივე ზღვაში ბანაობენ, ერთი და იგივე
მთის ფერდობზე სრიალებენ თხილამურებით - ყველაფერი თითქოს იგივეა, რაც მრავალი
წლის წინ იყო, მაგრამ უფროსი დარწმუნებულია, რომ ადრე ყველაფერი უკეთ იყო,
ახალგაზრდასთვის კი ახლა ყველაფერი შესანიშნავადაა. როცა ახალგაზრდა მოხუცდება,
ისტორია ისევ განმეორდება.

ამ ტენდენციაში შეინიშნება გადახრები, როგორც უარესი, ასევე უკეთესი მიმართულებით. ხდება


ხოლმე, რომ ადამიანი ასაკთან ერთად მხოლოდ იწყებს ცხოვრების გემოს შეგრძნებას, ან
პირიქით, ხდება ხოლმე, რომ კეთილდღეობიდან ღრმა ორმოში ეშვება. მაგრამ მთლიანობაში,
საშუალოდ, თაობა მეტ-ნაკლებად ერთსულოვანია იმაში, რომ ცხოვრების ხარისხი უარესდება.
ასე ხდება თაობათა შრეების ცვლილება. უფროსი თაობის შრე უარესობისკენ ინაცვლებს, ხოლო
ახალგაზრდას შრე აგვიანებს, მაგრამ იმავე მიმართულებით მოძრაობს. ეს ცვლილება
საფეხურეობრივად ხდება და ყოველ ჯერზე ოპტიმისტური პოზიციიდან იწყება. სწორედ ამიტომ
სამყარონ მთლიანობაში ჯოჯოხეთად არ იქცევა. ყოველ ადამიანს თავისი შრე აქვს, რომელსაც
თავად ირჩევს. ადამიანს მართლაც გააჩნია შესაძლებლობა, რომ შრე აირჩიოს, რასაც აკეთებს
კიდეც. თქვენთვის თანდათან ნათელი ხდება სურათი, თუ როგორ აკეთებს ამას თავისთვის
საზიანოდ.

იმაზე, თუ როგორ არ შექმნათ ჯოჯოხეთი საკუთარ შრეში, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა თავებში. და
როგორ დავიბრუნოთ ჩვენი უწინდელი სამყარო, დავუბრუნდეთ ხაზებს, სადაც ცხოვრება სავსეა
ფერებით და იმედებით, როგორც ეს ახალგაზრდობაში იყო? ტრანსერფინგის ტექნიკის
მეშვეობით ამ ამოცანასთან გამკლავებაც შესაძლებელია. მაგრამ დასაწყისისთვის
აუცილებელია გავერკვეთ, თუ როგორ მივდივართ სასიკეთო და იმედებით სავსე ხაზებიდან იქ,
სადაც შესაძლოა გვკითხონ: „აბა, როგორ დაეშვით ასეთ ცხოვრებამდე?“

ქანქარას ძაბრი

ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ იგი უფრო ძლიერად ნეგატიურ გამღიზიანებელზე
რეაგირებს. ეს შეიძლება იყოს არასასურველი ინფორმაცია, მტრული მოქმედებები, საფრთხე ან
უბრალოდ ნეგატიური ენერგია. რა თქმა უნდა, პოზიტიურ ზემოქმედებებს ასევე შეუძლიათ

92
ძლიერი ემოციების გამოწვევა. მაგრამ შიში და რისხვა ბევრად აღემატება ძალით სიხარულს და
მხიარულებას. ასეთი არათანაბრობის მიზეზი უძველესი საუკუნეებიდან მოდის, როცა შიში და
რისხვა გადარჩენისთვის გადამწყვეტ ფაქტორებს წარმოადგენდნენ. რა ხეირია სიხარულისგან?
ის ვერც თავდაცვაში დაგეხმარებათ, ვერც საფრთხის თავიდან აცილებაში და ვერც საკვების
მოპოვებაში. და თანაც ტანჯვით და დანაკარგებით სავსე ცხოვრებას მთელი ისტორიის
განმავლობაში უფრო მეტი დარდი და შიში მოჰქონდა, ვიდრე სიხარული და ბედნიერება. აქედან
მოდის ადამიანების მიდრეკილება - უფრო ადვილად დაექვემდებარონ მწუხარე და დეპრესიულ
აზრებს, სიხარული კი ადვილად გადის ხოლმე. ოდესმე გსმენიათ, რომ ნორმალური ადამიანი
მეტისმეტი სიხარულისგან დატანჯულიყო? სტრესები და დეპრესია კი - ყველგანაა გარშემო.

ადამიანის აღქმის ასეთ თავისებურებებს აქტიურად იყენებენ საინფორმაციო საშუალებები და


ქანქარები. საინფორმაციო პროგრამებში იშვიათად გაიგებთ კარგ ამბებს. ჩვეულებრივ ასე
ხდება: იღებენ რაიმე ნეგატიურ ფაქტს, ატრიალებენ, პოულობენ ახალ წვრილმანებს, და შემდეგ
ხდება ამ ყველაფრის შეფუთვა და დრამატიზება.

იგივე პრინციპით ხდება სხვა ნეგატიური ამბების მოწოდებაც: კატასტროფების, სტიქიური


უბედურებების, ტერორისტული აქტების, შეიარაღებული კონფლიქტების, და ა.შ. დააკვირდით
ერთ კანონზომიერებას. მოვლენები ისე ვითარდება, როგორც სპირალზე: ჯერ ხდება კვანძის
შეკვრა, შემდეგ განვითარება, უფრო მეტი ნეგატიური დაძაბულობა, შემდეგ კულმინაცია,
ემოციები ბოლომდე მძვინვარებს, და ბოლოს კვანძის გახსნა - მთელი ენერგია სივრცეში
იფრქვევა და დგება დროებითი სიწყნარე. გაიხსენეთ, როგორ ეხეთქებიან ტალღები ნაპირს.
იგივე პრინციპზეა აგებული უსასრულო სატელევიზიო სერიალები. ჩვეულებრივი
თვალსაზრისით არაფერი განსაკუთრებული ამ სერიალებში არ ხდება, მთელი „დრამატიზმი“
თითიდან გამოწოვილია. მაგრამ როგორც კი 2-3 სერიას უყურებთ, იგი გიტაცებთ. რატომ?
სერიალებში ხომ არაფერი განსაკუთრებით საინტერესო არ ხდება. იმიტომ, რომ აზროვბრივი
გამოსხივების სიხშირე სერიალის ქანქარას მიერ ხდება მიტაცებული, და ადამიანის ყურადღება
მოცემულ სექტორზე ფიქსირდება.

მოდით განვიხილოთ ზემოთ აღნიშნული სპირლალის განვითარების მექანიზმი. თავიდან


ადამიანი ეჯახება ფაქტს, რომელმაც თეორიულად შეიძლება იგი ააღელვოს ან არც ააღელვოს.
დავუშვათ, რომ ეს ამბავი ნეგატიური მოვლენის შესახებ სადღაც სხვა ქვეყანაში ხდება. ეს
დესტრუქციული ქანქარას პირველი ბიძგია. თუ ამბავი ადამიანს ეხება, იგი პასუხობს მის
ზემოქმედებას: გამოხატავს თავის დამოკიდებულებას, განიცდის, და შესაბამისად პასუხად
გამოასხივებს იგივე თანრიგის ენერგიას, იგივე სიხშირეზე, როგორიც პირველი ბიძგი იყო. ამ
ადამიანმა, ისევე, როგორც ათასობით სხვამ, ქანქარას თავისი დაინტერესებულობით და
მონაწილეობით უპასუხა. გამოსხივება რეზონანსში შევიდა ქანქარასთან, შესაბამისად მისი
ენერგია გაიზარდა. საინფორმაციო საშუალებები განაგრძობენ თავიანთ კომპანიას. ადამიანი
ინტერესით ადევნებს თვალყურს მოვლენების განვითარებას, ქანქარა ისევ იღებს საკვებს. ასე
ითრევს იგი თავის ქსელში მიმდევრებს და ენერგიას ქაჩავს მათგან. დაინტერესებული
ადამიანები ნეგატიურ ენერგიას უშვებენ საკუთარ თავში და ერთვებიან თამაშში, ჯერ-ჯერობით
მხოლოდ გარე დამკვირვებლების სახით.

ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ჩვეულებრივი საქმეა. მერე რა, რომ
ადამიანმა თავისი ენერგიის ნაწილი დესტრუქციულ ქანქარას მისცა საკვებად? ეს პრაქტიკულად

93
არ ასახულა მის ჯანმრთელობაზე. მაგრამ სინამდვილეში ასხივებს რა ენერგიას ნეგატიური
მოვლენის სიხშირეზე, ადამიანი ცხოვრების იმ ხაზებზე გადადის, სადაც მსგავსი მოვლენები
მასთან უფრო და უფრო ახლოს ხდება. ადამიანი მონაწილეობას იღებს კვანძის შეკვრაში და
სპირალის მოქმედების ზონაში აღმოჩნდება ხოლმე, რომელიც განვითარებას განიცდის და
ძაბრის მსგავსად ისრუტავს მას. ადამიანის და ქანქარას ურთიერთქმედება უფრო და უფრო
მჭიდრო ხდება, ადამიანი უკვე ღებულობს ნახსენებ მოვლენას, როგორც საკუთარი ცხოვრების
ნაწილს. მისი ყურადღება არჩევითად იწყებს მუშაობას, ყველგან ხვდება ახალი ფაქტები
სხვადასხვა ქვეყნებში. იგი ამ ახალ ამბებს ნაცნობებთან ერთად განიხილავს და მათგან
უკუკავშირს ღებულობს ინტერესის და თანაგრნობის სახით. ქანქარას ენერგია იზრდება,
ადამიანი კი თავისი გამოსხივების სიხშირით უფრო უახლოვდება იმ მოვლენის ხაზს, სადაც იგი
უკვე გარე დამკვირვებელი კი არა, უშუალო მონაწილეა.

განვსაზღვროთ ძაბრში ჩათრევის ეს მოვლენა, როგორც ინდუცირებული გადასვლა ცხოვრების


იმ ხაზზე, სადაც ადამიანი დესტრუქციული ქანქარას მსხვერპლი ხდება. ადამიანის რეაგირება
დესტრუქციული ქანქარის ბიძგზე და შემდგომი ენერგო-გაცვლა ახდენს ადამიანის ცხოვრების
იმ ხაზზე გადასვლის ინდუცირებას, რომელიც ახლოსაა სიხშირით ქანქარას სიხშირესთან.
შედეგად ნეგატიური მოვლენა მოცემული ადამიანის სამყაროს შრეში ხვდება.

კატასტროფა

მრავალი ადამიანი, ასე თუ ისე, უშვებს კატასტროფაში მოხვედრის თეორიულ შესაძლებლობას.


მაგრამ ყველა არ უშვებს ასეთ შესაძლებლობას საკუთარი სამყაროს შრეში. არიან ადამიანები,
რომლებიც არ უყურებენ სერიალებს, არ ინტერესდებიან ახალი ამბებით, მათ არ ეხება
მოვლენები, რომლებიც სადღაც და ვიღაცას ემართება. ისინი თავის შრეებში ცხოვრობენ და სხვა
ქანქარების მიმდევრები არიან. არ აღელვებთ, რომ სადღაც თვითმფრინავი ჩამოვარდა. ისინი
უსმენენ მსგავს ამბებს და თან გულგრილად ღეჭავენ თავიანთ ვახშამს. საკუთარი საზრუნავებიც
ჰყოფნით.

ინდუცირებული გადასვლისადმი უფრო მეტად მიდრეკილნი არიან ისინი, ვინც ინტერესდება,


ღელავს იმ კატასტროფების თაობაზე, რომლებიც სადღაც სხვა ადამიანებს ემართებათ. თუ
ადამიანის ცხოვრება არც ისე დატვირთულია საზრუნავებით და განცდებით, იგი ცდილობს, რომ
აღივსოს ეს დეფიციტი და გადაიტანოს ყურადღება უცხო შრეების მოვლენებზე. ასეთი ადამიანი
რეგულარულად კითხულობს ყვითელ პრესას, უყურებს სერიალებს, ან ელოდება ახალ ამბებს
კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების შესახებ. ბულვარული ქრონიკა და სერიალები
წვრილმანი და არააგრესიული ქანქარების აქტივობას წარმოადგენენ. მათი მიყოლა მხოლოდ
ინფორმაციის, ემოციისა და განცდების დეფიციტს ავსებს. აი, ინტერესის გამოვლენა
კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების დესტრუქციული ქანქარებისადმი კი საკუთარ
თავში რეალურ საფრთხეს ატარებს. ასეთი ქანქარები ძლიერი და ძალიან აგრესიულია.

იმ ადამიანის აზრობრივი გამოსხივების სიხშირე, რომელიც მსგავს მოვლენებს აქცევს


ყურადღებას, ისევე ხდება მიტაცებული, როგორც სერიალების შემთხვევაში. ადამიანი,
რომელიც ნეგატიური ინფორმაციით ინტერესდება, ყოველთვის უხვად მიიღებს მას. თავიდან იგი
გარე დამკვირვებლის უმანკო როლს იღებს. იგი თითქოს ტრიბუნაზე ზის და საფეხბურთო მატჩს
უყურებს. თამაში უფრო და უფრო იტაცებს, და იგი აქტიური გულშემატკივარი ხდება. შემდეგ იგი

94
მოედანზე ჩადის და სირბილს იწყებს, ისე, რომ ჯერ ბურთს არ ღებულობს. თანდათანობით და
შეუმჩნევლად იგი უფრო და უფრო მეტად ერთვება თამაშში, და ბოლოს ბურთსაც ღებულობს.
დამკვირვებელი მოთამაშედ იქცა, ანუ კატასტროფის მსხვერპლად.

სხვანაირად როგორ იქნება? კატასტროფები ხომ ნაწილი გახდა ამ ადამიანის ცხოვრებისა. მან
თავად შეუშვა ისინი თავისი ცხოვრების შრეში, უნებურად მიიღო მსხვერპლის როლი და
მოახდინა უბედური შემთხვევის ვარიანტის მატერიალიზაცია. რა თქმა უნდა, ადამიანს არ სურდა
მსხვერპლის როლის მიღება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. როლებს ქანქარა ანაწილებს,
თუკი ადამიანმა მისი თამაში მიიღო. ამიტომ, თუკი მრავალი ადამიანისთვის მოცემული
უბედურება მხოლოდ საბედისწერო მოვლენაა, ჩვენი მსხვერპლისთვის ეს კანონზომიერი
ლოგიკური დასასრულია. ალბათობა ჩვენი გმირისთვის, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას
აღმოჩნდეს, უკვე საშუალოზე მაღალია.

თუკი იგნორირებას გაუკეთებთ დესტრუქციული ქანქარების ბიძგებს, კატასტროფაში არასოდეს


მოხვდებით. ასე ვთქვათ, ამის ალბათობა ნულთან ახლოს იქნება. შესაძლოა შემეკამათოთ: და
როგორ კვდება ათასობით ადამიანი კატასტროფების და სტიქიური უბედურებების დროს, ისინი
რა, ყველანი ერთად ფიქრობენ კატასტროფებზე? საქმე იმაშია, რომ თქვენ მარტონი არ
ცხოვრობთ ამ სამყაროში. თქვენს გარშემო ადამიანთა მასაა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ
დესტრუქციულ ქანქარებზე და ენერგიას ამ ქანქარების სპექტრზე ასხივებენ. თქვენ ვერ შეძლებთ
ამ გამოსხივებისგან იდეალურად იზოლირებას. გამოსხივების ველი თქვენც გიტაცებთ და ისე,
რომ თავადაც ვერ აცნობიერებთ, იგივე ქანქარებზე იწყებთ თქვენი ენერგიის გამოსხივებას.
ასეთი ქცევების ფესვები საუკუნეთა სიღრმეებიდან მოდის, როცა ჯოგური ინსტინქტი
საფრთხეებისგან თავის დაცვაში გვეხმარებოდა. სწორედ ამიტომ ჰგავს ინდუცირებული
გადასვლის ენერგეტიკული ველი ძაბრს - იგი მეწყერისმაგვარად იზრდება.

ამოცანა იმაში მდგომარეობს, რაც შეიძლება შორს ვიყოთ ძაბრის ცენტრისგან. ეს ნიშნავს - არ
შეუშვათ თქვენში ინფორმაცია კატასტროფებისა და უბედურებების შესახებ, არ დაინტერესდეთ
ამით, არ განიცადოთ, არ განიხილოთ, მოკლედ ყურებს მიღმა გაატაროთ. ყურადღება
მიაქციეთ: კი არ უნდა გაექცეთ ინფორმაციას, თქვენში არ უნდა შეუშვათ იგი. როგორც წინა
თავებიდან გახდა თქვენთვის ცნობილი, ქანქარასთან შეხვედრისგან თავის არიდება - იგივეა,
რაც მასთან შეხვედრის ძებნა. როცა რაიმეს ეწინააღმდეგებით, არ გსურთ ეს, ან ზიზღს
გამოხატავთ, ამით აქტიურად გამოასხივებთ ენერგიას იმის სიხშირეზე, რისგან თავის არიდებაც
გსურთ. არ შეუშვათ თქვენში ნიშნავს - იგნორირება გაუკეთოთ, არანაირი რეაგირება არ
მოახდინოთ. განზრახ მიაფურთხოთ ნეგატიურ ინფორმაციას და გადართოთ ყურადღება
არასაზიანო ტელე-პროგრამებზე და წიგნებზე.

თუკი არ გამოგდით, რომ რეაგირება არ მოახდინოთ, მაშინ მხოლოდ ისღა გრჩებათ, რომ
მფარველი ანგელოზის იმედად დარჩეთ. მაგალითად, თუ თვითმფრინავით ფრენის გეშინიათ,
ნუ იფრენთ. თუ არის შიში, ეს ნიშნავს, რომ თქვენი გამოსხივების სპექტრში არის სიხშირე,
რომელიც ცხოვრების იმ ხაზთან რეზონირებს, სადაც თქვენ გელით კატასტროფა. ეს არ ნიშნავს,
რომ თქვენ უცილობლად მოხვდებით ამ ხაზზე, მაგრამ მაინც, ალბათობა არსებობს. თუ
უბრალოდ არ ფიქრობთ საფრთხეზე თვითმფრინავში, მაშინ საშიში არაფერია. და პირიქით, თუ
თქვენთვის უჩვეულო ფორიაქს გრძნობთ გაფრენის წინ, გონივრული იქნება, თუ გამოტოვებთ ამ

95
რეისს. თუ შეუძლებელია, რომ საერთოდ არ იფრინოთ, მაშინ დილის ვარსკვლავების შრიალს
უნდა უსმინოთ. რა არის ეს და როგორ კეთდება, ამას გაიგებთ.

ომი

ომი არსობრივად დაახლოებით ისევე იწყება, როგორც ჩხუბი. ჯერ ერთი მხარე განუცხადებს
თავის შეხედულებას მეორე მხარეს. ამ მეორეს საპირისპირო შეხედულება აქვს, ამიტომ
განაცხადი მუშაობს, როგორც დესტრუქციული ქანქარას ბიძგი. მეორე მხარე პირველ ბიძგს
უფრო ძლიერი ამპლიტუდით პასუხობს. საპასუხოდ, პირველი მხარე, თავის მხრივ კვლავ
პასუხობს კიდევ უფრო მეტი აგრესიით. და ასე გრძელდება, სანამ საქმე ხელის შეხებამდე არ
მივა.

სახეზეა ორი ქანქარას ბრძოლის მარტივი და თვალსაჩინო მაგალითი, რომლებიც


ერთმანეთთან შეტაკებით კიდევ უფრო მეტად და მეტად ირხევიან. ომის ან რევოლუციის
წარმოშობისას მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მაგრამ არსი იგივეა. ჯერ ადამიანებს ეუბნებიან,
რომ ისინი ცუდად ცხოვრობენ. ამას ყველა მალე ეთანხმება - ქანქარას პირველი ჩაწოდება
მიღებულია. შემდეგ მოიძებნება ახსნა, რომ ჩვენს ხალხს კარგად ცხოვრებაში სხვა ხალხი უშლის
ხელს. ეს იწვევს მღელვარებას - ქანქარა ირხევა. შემდეგ იწყება პროვოკაციები ამა თუ იმ
მხრიდან, რაც იწვევს აღშფოთების ქარბუქს -ქანქარამ ძალა მოიკრიბა და ომის ან რევოლუციის
დაწყება უკვე შესაძლებელია. ქანქარას ყოველი დარტყმა ჰპოვებს გამოძახილს, რომელიც
კიდევ უფრო აძლიერებს რხევებს. ხდება მეწყერისმაგვარი გადასვლა ცხოვრების იმ ხაზებზე,
სადაც დაძაბულობა იზრდება. სიტუაცია შეიძლება მხოლოდ დასაწყისში შევცვალოთ, შემდეგ
იგი კონტროლს აღარ ექვემდებარება. სპირალის გაჩენის მომენტში, თუ ქანქარას პირველ
ბიძგზე მშვიდობისმოყვარედ უპასუხებთ, ან უბრალოდ გვერდზე გაიწევით, ქანქარა ჩავარდება
ან ჩაქრება, შესაბამისად, გადასვლა სპირალის ახალ ხაზზე აღარ მოხდება. ხოლო თუ მიიღებთ
ქანქარას რხევას, მაშინ მონაწილის გამოსხივების სიხშირე სპირალის ახალი ხაზის
პარამეტრების შესაბამისი გახდება.

სამწუხაროდ, თუკი მოვლენის ცალკეული მონაწილე არ რეაგირებს ქანქარაზე, ეს ჯერ კიდევ


ვერ იძლევა გარანტიებს, რომ იგი არ იქნება ჩათრეული ომში ან რევოლუციაში. თუ მძლავრ
მორევში ხვდები, როგორც არ უნდა ეცადო, იქიდან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია.
თუმცაღა ქანქარას თამაშის მიუღებლობის შემთხვევაში, მონაწილე, ყოველ შემთხვევაში
დამატებით შანსებს მაინც იღებს გადარჩენისთვის და ამ სიტუაციიდან ნაკლები დანაკარგებით
გამოსვლისთვის. ოღონდ აქ კარგად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ომის ან რევოლუციის
მიუღებლობა. თქვენ შეიძლება გძულდეთ ომი, აქტიურად იბრძოლოთ მის წინააღმდეგ, მაგრამ
ქანქარასთვის სულერთია მის წინააღმდეგ ხართ თუ მის მხარეს. მას ნებისმიერი ნიშნის ენერგია
აწყობს. თუ ენერგია ომის სიხშირეზე გამოსხივდება, ხდება გადასვლა ომის ხაზზე. თქვენ იღებთ
ომს, მონაწილეობთ მასში - ომში ხართ. ომის წინააღმდეგ იბრძვით - იგი მაინც გშთანთქავთ.

ქანქარას არ-მიღება ნიშნავს მის იგნორირებას. რა თქმა უნდა, იგნორირება ყოველთვის არ


გამოდის - სწორედ ამაში მდგომარეობს ინდუცირებული გადასვლის საფრთხე. ყოველ
შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ ომის არც მომხრეების და არც მოწინააღმდეგეების პოზიცია.
ყველა დროში არსებობდნენ ნეიტრალური სახელმწიფოები, რომლებიც იოლად იძვრენდნენ
თავს მაშინ, როცა მთელი ქვეყნები ანადგურებდნენ ერთმანეთს. მიაქციეთ ყურადღება

96
დემონსტრაციებს და მიტინგებს, სადაც ადამიანები მრისხანედ აპროტესტებენ საომარ
მოქმედებებს. ქანქარასთვის, რომელიც ცდილობს, რომ თავის მოწინააღმდეგესთან ბრძოლა
გააჩაღოს, ისინი ასეთივე ერთგული და სასურველი მიმდევრები არიან, როგორც ბრძოლის
მომხრეები. აქტიური პროტესტი ომისთვის ყველაზე ბუნებრივი ხელშეწყობაა, თუმცაღა
გულუბრყვილო მიმდევრები საწინააღმდეგოში არიან დარწმუნებულნი. მშვიდობისმოყვარე
წინადადებები და ქანქარას ნამდვილი სახისა და მოტივების გამოაშკარავება - აი, ესაა ქმედებები,
რომლებიც ომს აქრობენ. გახსოვთ ალეგორია ველური ფუტკრების სკაზე? ქანქარა უცხადებს
თავის მიმდევრებს, რომ ფუტკრები სახიფათონი არიან, ამიტომ ისინი უნდა განადგურდნენ.
მაგრამ რა სჭირდება სინამდვილეში ქანქარას? იქნებ, მათი თაფლი?

უმუშევრობა

როგორც უკვე ითქვა, დესტრუქციული ქანქარას მიღება სხვადასხვანაირად შეიძლება, როგორც


მისი ხელშეწყობით, ასევე უარყოფით. მეორე უფრო სახიფათოა, რადგან ქანქარასთან
შეჯახებისგან თავის არიდების სურვილი ქმნის ჭარბ პოტენციალს, რომელიც ინდუცირებული
გადასვლის კატალიზატორს წარმოადგენს. სამსახურის დაკარგვის ახლა ყველას ეშინია. ან
თითქმის ყველას. ქუჩაში ინდუცირებული გადასვლა ძალიან ვერაგი რამეა. ყველაფერი იწყება
მცირედით, და ფრიად უმანკოდ. ეს შეიძლება იყოს სუსტი პირველი სიგნალი: თქვენ სადღაც
ცალი ყურით მოისმინეთ, რომ საქმეები თქვენს კომპანიაში არც ისე კარგადაა, როგორც ადრე.
ან რომელიღაც თქვენმა ნაცნობმა სამსახური დაკარგა, ან დადის ხმები, რომ სადღაც შტატების
შემცირება იგეგმება, ან რაღაც ამდაგვარი.

ქვეცნობიერ დონეზე, თქვენთვის შეუმჩნევლად, წითელი ნათურა აინთო. ამას მოსდევს მეორე
სიგნალი, მაგალითად ინფლაციამ პიკს მიაღწია. ეს უკვე გძაბავთ, სხვათაშორის
გარშემომყოფებსაც. იწყება საუბრები, უმუშევრობის ქანქარა კი ენერგეტიკულ კვებას იღებს. აი,
უკვე გაჩნდა ახალი ამბები ბირჟაზე მერყეობის შესახებ, საერთო დაძაბულობა იზრდება.
მღელვარება სწრაფად იცვლება განგაშით, შემდეგ კი შიშში გადადის. თქვენ უკვე მთლიანად
ახდენთ ენერგიის გენერირებას ცხოვრების იმ ხაზზე, სადაც უმუშევარი ხართ.

როცა საკუთარ თავში ატარებთ სამსახურიდან განთავისუფლებულების სიაში ყოფნის შიშს,


შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს ისევე ცხადად ჩანს, თითქოს მკერდზე ჩამოგეკიდათ აბრა:
„შეგიძლიათ დამითხოვოთ“. თქვენ ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ამ შიშის დამალვა.
ჟესტები, ინტონაციის შტრიხები ხმაში ზოგჯერ სიტყვებზე მეტს ამბობენ. როდესაც კარგავთ
თავდაჯერებულობას, ისეთი ეფექტური თანამშრომელი აღარ ხართ, როგორც მანამდე. ის, რაც
ადრე იოლად გამოგდიოდათ, დღეს ახლა უკვე აღარ ლაგდება. სხვა თანამშრომლებთან
ურთიერთობაში ჩნდება დაძაბულობა, ისინი თვითონაც ასეთ მდგომარეობაში არიან.
ნევროზულობა ოჯახშიც გადაგაქვთ, იქ კი თანადგომის ნაცვლად გადანაშაულებენ. მორჩა,
ვითარდება სტრესი და თქვენ უკვე თანამშრომელი აღარ ხართ - თქვენზე ჰკიდია აბრა: „მზადაა
სამსახურიდან დათხოვისთვის“.

დათხოვნის შიშის მიზეზი დანაშაულის გრძნობაში იმალება, რომელიც ბჟუტავს ან კაშკაშა


ცეცხლით ანათებს თქვენს ქვეცნობიერში. ვის დაითხოვენ პირველ რიგში? ყველაზე უარესებს.
თუ მიეცით საშუალება ჩათვალონ, რომ სხვებზე უარესი ხართ, ეს ნიშნავს, რომ თავად შეიყვანეთ
საკუთარი თავი შავ სიაში. უარი თქვით დანაშაულის გრძნობაზე. მიეცით თავს ფუფუნება, რომ

97
იყოთ ის, ვინც ხართ. და თუ არ გამოგივათ, დაიწყეთ სხვა სამსახურის ძიების პროცესი. განცდების
ჭარბი პოტენციალი მოქმედებით იფანტება. ზოგიერთი ადამიანი იწყებს ახალი სამსახურის
ძებნას მაშინვე, როგორც კი სამუშაო მიიღეს. და სწორადაც აკეთებენ. მათ არ სურთ სამსახურის
მაშინვე შეცვლა, მაგრამ კარგად გააცნობიერეს, რომ ცუდი არაა, თუ ყოველთვის ექნებათ
სათადარიგო ვარიანტი. დაზღვევა სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას მოგცემთ, ამიტომ
წონასწორული ძალების მოქმედება არ შეგეხებათ.

ეპიდემია

თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ აქ ვერ იქნება საუბარი ცხოვრების რაიმე ხაზებზე. ადამიანი
უბრალოდ იმიტომ ავადდება, რომ დაინფიცირდა. და მართალიც იქნებით, მაგრამ მხოლოდ
იმაში, რომ ადამიანმა დაინფიცირების ნება მისცა. სულაც არ მინდა ვთქვა, რომ ავადმყოფს
პირბადით უნდა ევლო - ეს მას ვერ უშველიდა. არ გჯერათ? ლოგიკურად ამას ვერ დავამტკიცებ,
ისევე როგორც იმ ყველაფერს, რაზეც ამ წიგნშია საუბარი. მაგრამ თქვენც ხომ არ ივლით
პირბადით გრიპის ეპიდემიის დროს, რათა შეამოწმოთ ეს ყველაფერი? ამიტომ უბრალოდ იმას
ვიტყვი, რაც ვიცი, და დაიჯერებთ თუ არ დაიჯერებთ - თქვენი საქმეა.

ამრიგად, გავხსნათ ავადმყოფობის ისტორია. დაავადების მიზეზი - ესაა თქვენი


ნებაყოფლობითი თანხმობა, მონაწილეობა მიიღოთ თამაშში სახელად „ეპიდემია“. ყველაფერი
იწყება ხმებით, რომ მაგალითად, გრიპის ეპიდემია სადღაც მძვინვარებს. ყველა ნორმალურმა
ადამიანმა იცის, რომ გრიპი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა, შესაბამისად თქვენ, როგორც
ყოველი ნორმალური ადამიანი, სრულიად უშვებთ აზრს იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება თქვენც
დაგემართოთ. თქვენს თავში მაშინვე ტრიალებს კინო: ტემპერატურა გაქვთ, ახველებთ და
აცემინებთ. მორჩა, ამ მომენტიდან უკვე თამაშში ხართ, რადგანაც აზრების ენერგიას
დესტრუქციული ქანქარას სიხშირეზე ასხივებთ.

თქვენ ქვეცნობიერად უკვე ეძებთ იმის დადასტურებას, რომ ეპიდემია მოდის, და თქვენი
ყურადღება შერჩევითად მუშაობს. გარშემო გხვდებიან ადამიანები, რომლებიც აცემინებენ. ისინი
ისედაც ყოველთვის არიან, უბრალოდ ადრე ყურადღებას არ აქცევდით. სამსახურში და სახლში
დროდადრო ვინმე საუბარს იწყებს ამ თემაზე. თქვენი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ეპიდემია
იწყება, ახალ მტკიცებულებებს პოულობს. მაშინაც კი, თუ სპეციალურად არ ეძებთ
მტკიცებულებებს, და ეს თემა განსაკუთრებულად არ გაღელვებთ. ეს როგორღაც თავისთავად
ხდება.

თუ თამაშის დასაწყისიდანვე განეწყვეთ დესტრუქციული ქანქარას თამაშზე, თქვენი


მიჯაჭვულობა მის მიმართ უფრო და უფრო ძლიერი იქნება, თქვენი ცნობიერი მონაწილეობის
მიუხედავად. და თუ წინააღმდეგი არ ხართ, რომ ავად გახდეთ ან განწირულად ხართ
განწყობილი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ უკვე ქანქარას უფრო მეტად აქტიური მიმდევარი ხართ. ან
არა, გადაწყვიტეთ, რომ არ გახდეთ ავად, და შთააგონებთ საკუთარ თავს, რომ აბსოლუტურად
ჯანმრთელი ხართ და ავად არ გახდებით. არაფერი გამოვა. თქვენ ავადმყოფობაზე ფიქრობთ,
შესაბამისად, ავადმყოფობის სიხშირეზე ასხივებთ. აზრების მიმართულებას დადებითი თუ
უარყოფითი ნიშნით, მნიშვნელობა არ აქვს. სხვა სიტყვებით, თუკი ცდილობთ დაარწმუნოთ
საკუთარი თავი, რომ ავად არ გახდებით, ეს ნიშნავს, რომ თავიდანვე უშვებთ ასეთ
შესაძლებლობას, და ვერანაირი მცდელობა ვერ დაგეხმარებათ.

98
ხმამაღლა წარმოთქმული სიტყვები - ეს უბრალოდ ჰაერის შერხევაა, გონებაში გამეორება -
საერთოდ არაფერია, რწმენა კი - მძლავრი ენერგიაა, თუმცა კი იგი არ ისმის. თქვენ ვერ
გადარჩებით, აცრაც რომ გაიკეთოთ. მაინც მოიავადმყოფებთ თქვენსას, ამა თუ იმ ფორმით.
ავადმყოფობის პირველი სიმპტომი არჩევანის წინაშე გაყენებთ: გახდებით ბოლოს და ბოლოს
ავად თუ არა? სუსტად ეწინააღმდეგებით ავადმყოფობას და ეგუებით მას. ამას საბოლოო
კორექცია შეაქვს თქვენს გამოსხივებაში, და ცხოვრების იმ ხაზზე გადადიხართ, სადაც
ავადმყოფობა სრული პროგრამით ირთვება.

ინდუცირებული გადასვლა იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც თქვენ ქანქარა მიიღეთ. თუ


მართლა მიგიფურთხებიათ ამ ეპიდემიისთვის, გადასვლა არ მოხდება. ან თუ შვებულებაში
ხართ, არავისთან ურთიერთობთ, ახალ ამბებსაც არ უსმენთ და ეპიდემიის შესახებ არაფერი
იცით, ქანქარა ვერ შეგეხებათ. იგი უბრალოდ ჩავარდება თქვენში, როგორც სიცარიელეში.

არ დაფიქრებულხართ, რატომ არ ავადდებიან ექიმები ავადმყოფებისგან. ბევრი პირბადის


გარეშეც კი თამამად მუშაობს. ეს იმიტომ არაა, რომ ისინი აცრებს იკეთებენ. ყველა
ავადმყოფობისგან ვერ დაიცავ თავს აცრებით. საქმე იმაშია, რომ ექიმებიც აქტიურად თამაშობენ
ავადმყოფობის ქანქარას თამაშში, მაგრამ აი, როლი კი სულ სხვა აქვთ. ანალოგიისთვის
დააკვირდით სტიუარდესებს ავიალაინერში. ეს კეთილი ფერიები გამუდმებით ყველას
აფრთხილებენ, რომ ღვედები შეიკრან, თვითონ კი ისე დაფარფატებენ, თითქოს საჭირო
შემთხვევაში ჰაერში კოლიბრებივით გამოეკიდებიან.

„მაშინ რას იტყვით ჩვილ ბავშვებზე, რომლებიც შიდსით დაავადდნენ?“ - იკითხავს მკითხველი, -
„ისინიც გადასვლის ენერგიას ასხივებენ?“ პირველ რიგში, ჩვენ აქ განვიხილავთ საკითხს
ეპიდემიის, როგორც ტენდენციის შესახებ. მეორეც, მე არ ვცდილობ დავამტკიცო, რომ არანაირი
დაბინძურება არ არსებობს, და არსებობს მხოლოდ აზრობრივი ენერგიის გამოსხივება
ავადმყოფობის სიხშირეზე. ტრანსერფინგი - ეს არაა დოგმა და ჭეშმარიტების საბოლოო
ინსტანცია. არ ღირს არცერთი იდეის აყვანა აბსოლუტის დონემდე. შეგვიძლია მხოლოდ, რომ
კანონზომიერებები გავითვალისწინოთ. ჭეშმარიტება კი - „ყოველთვის სადღაც ახლოსაა“,
მაგრამ ზუსტად სად - უცნობია.

პანიკა

ეს ყველაზე სწრაფი და ინტენსიური ინდუცირებული გადასვლაა. პანიკა ყველაზე


კონტრასტულად უსვამს ხაზს ინდუცირებული გადასვლის ყველა თავისებურებას. პირველ
რიგში, სპირალის კვანძის შეკვრა ძალიან მძაფრად ხდება, რადგან სიგნალი რეალური
საფრთხის შესახებ ყოველთვის ფრიად დამაჯერებლად ჟღერს, და ადამიანი მაშინვე ერთვება
დესტრუქციული ქანქარას თამაშში. იგივე მიზეზით ქანქარას რხევების მატება ძალიან სწრაფად
ხდება, პრაქტიკულად ზვავივით.

მეორეც, ადამიანი თითქმის სრულად კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე, და შესაბამისად


იქცევა ქანქარას რხევების მგრძნობიარე მიმღებად და ამავდროულად აქტიურ
რეტრანსლატორად. და ბოლოს, თავად ქანქარა პოულობს იდეალურ მატერიალიზაციას
ბრბოს სახით. სამწუხაროდ, ყველა ეს ფაქტორი ქანქარას ჩაგდების ან ჩაქრობის ამოცანას

99
ძალიან რთულს ხდის. ადამიანს ასეთ მომენტში თავშიც კი არ მოუვა ქანქარების და მათთან
ბრძოლის მეთოდების შესახებ ფიქრი.

თუმცაღა თუ თავს დაეუფლებით და პანიკას არ დაემორჩილებით, დიდი ალბათობით


შეგიძლიათ გადაარჩინოთ საკუთარი და ახლობლების სიცოცხლე. მაგალითად, გემზე,
რომელიც იძირება, ყოველთვის იქმნება გროვა რამდენიმე სამაშველო ნავთან ახლოს, მაშინ,
როცა იქვე სხვა ცარიელი ნავები დგას. არადა მხოლოდ წამია საჭირო, რომ გვერდზე
მიმოიხედო. მაგრამ სწორედ იმაში მდგომარეობს ინდუცირებული გადასვლის ვერაგობა, რომ
იგი მოქმედებს ძაბრივით, რომელიც ყველაფერს იწოვს, რასაც ოდნავ მაინც ეხება.

სიღატაკე

თუ საღად განვსჯით, როგორ შეიძლება გამდიდრდეს უბრალო ადამიანი, რომელიც ღარიბთა


უბანში დაიბადა? კრიმინალურ გზას ნუ განვიხილავთ, ნურც ლამაზ ისტორიებს მილიონერებზე.
ამგვარად, საღ აზრზე დამყარებული მსჯელობები ვერსად ვერ მიგვიყვანენ. მაშ, რა სარგებელი
გაქვთ ამ საღი აზრისგან? ტრანსერფინგი არ ჯდება საღი აზრის ფარგლებში, სამაგიეროდ იგი
საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ის, რაც შეუძლებლად გვეჩვენება.

მოქმედებენ რა საღი აზრის ფარგლებში, ადამიანები შესაბამის შედეგს ღებულობენ. თუ


ადამიანი სიღარიბეში დაიბადა, იგი სიღარიბის გარემოცვაში იმყოფება, მიეჩვია ამას და
განწყობილია, რომ ენერგია ცხოვრების თავის ღარიბულ ხაზზე გამოასხივოს. საკუთარი სიუხვის
ხაზზე გადაწყობა ძალიან რთულია, თუკი საკუთარი სიღარიბის მიმართ მხოლოდ სიძულვილი
გექნებათ, მდიდრების მიმართ შური, და სურვილი, რომ თავად გახდეთ უზრუნველყოფილი. ან
არა, მე ვიტყოდი, რომ მხოლოდ ეს სამი რაღაც გაქვთ, საკუთარი სიმდიდრის ხაზზე გადასვლა
პრაქტიკულად შეუძლებელია. მოდით გავერკვეთ, რატომ?

ალბათ ყველა ბავშვის აღმოჩენა, რომელმაც ცხოვრებაში შეაბიჯა, არის ის ფაქტი, რომ თუ
რაღაც არ გინდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამას თავს დააღწევ. ზოგჯერ გულიდან სასოწარკვეთილი
ყვირილი მოდის: „მე ხომ ასე არ მინდა ეს! უბრალოდ ვერ ვიტან ამას! რატომ არ მანებებს თავს?
რატომ მემართება ეს ყოველთვის მე?“

ამ კითხვას აღშფოთების მომენტებში საკუთარ თავს მხოლოდ ბავშვები კი არა, დიდებიც უსვავენ.
სინამდვილეში, ძნელია შეეგუო ისეთ მდგომარეობას, რომ თუ რაღაც არ გსურს, ის მაინც ხდება,
და თუ ეს რაღაც გძულს, იგი უბრალოდ ფეხდაფეხ დაგყვება. შეიძლება არ გიყვარდეს საკუთარი
სიღარიბე, საკუთარი სამსახური, საკუთარი ფიზიკური ნაკლოვანებები, მეზობლები, მათხოვრები
ქუჩაში, ალკოჰოლიკები, ნარკომანები, ძაღლები, ქურდები, თავხედი ახალგაზრდები,
მთავრობა... რაც უფრო მეტად ვერ იტანთ ამას, მით უფრო მეტადაა ეს თქვენს ცხოვრებაში. და
თქვენ უკვე იცით, რატომაც. ეს ყველაფერი გეხებათ, ფიქრობთ ამაზე, შესაბამისად ასხივებთ
ცხოვრების იმ ხაზის სიხშირეზე, რომელზეც თქვენი უკმაყოფილების საგანი უხვადაა.
მნიშვნელობა არ აქვს, როგორი პოლარობა აქვს ამ გამოსხივებას: „მომწონს“ თუ „არ მომწონს“.
„არ მომწონს“ უფრო ეფექტურიც კია, რადგანაც ემოციები ამ დროს უფრო ძლიერია. მეორე
მხრივ, ის, რაც არ მოგწონთ, თქვენთვის დესტრუქციულ ქანქარას წარმოადგენს, ამიტომ უფრო
მეტად არხევთ მას თქვენი განცდებით. და ბოლოს, თუ აქტიურად გძულთ, ეს ნიშნავს, რომ ჭარბ
პოტენციალს ქმნით. წონასწორული ძალები თქვენს წინააღმდეგ იქნებიან მომართულნი,

100
რადგან მათთვის უფრო ადვილი თქვენი მოშორებაა, ვიდრე იმ სამყაროს შეცვლა, რომელიც
თქვენ არ მოგწონთ. ხედავთ, რამდენი მავნე ფაქტორია ჩადებული ცხოვრებისადმი ნეგატიურ
დამოკიდებულებაში!

დავუბრუნდეთ ადამიანს, რომელიც სიღატაკეში დაიბადა. მას აქვს სურვილი, რომ მდიდარი
გახდეს. მაგრამ მხოლოდ სურვილი, როგორც ცნობილია, არაფერს ცვლის. შეიძლება
სავარძელში გაითხლაშო და ზარმაცულად ამოღერღო: „რა კარგი იქნებოდა ახლა ერთი თეფში
მარწყვი მქონდეს. მაგრამ საიდან მოვიტანო, ახლა ხომ ზამთარია“. დაახლოებით ასე სურს
გამდიდრება ღარიბ ადამიანს.

თუ ადამიანი მზად არაა, რომ იმოქმედოს, რათა სასურველი მიიღოს, იგი ამას ვერც მიიღებს. და
არ მოქმედებს იგი იმის გამო, რომ იცის - მაინც არაფერი გამოუვა. აი, ასეთი ჩაკეტილი წრეა.
სურვილს არანაირი ძალა არ გააჩნია. უბრალოდ სურვილს თითისს განძრევაც კი არ შეუძლია.
ამას აკეთებს განზრახვა, ანუ მოქმედების გადაწყვეტილება. განზრახვა საკუთარ თავში მოიცავს
ფლობისთვის მზადყოფნასაც. ადამიანს შეუძლია თქვას: „აი, ამას კი ნამდვილად ვერ
წამართმევ! ეს ხომ ასეთი მარტივია, მე ხომ მინდა, რომ მდიდარი ვიყო!“

არა. „მინდასა“ და „ყოფნისთვის მზაობას“ შორის ღრმა უფსკრულია. მაგალითად, ღარიბი


ადამიანი უხერხულად გრძნობს თავს მდიდრულ გარემოში ან ძვირიან მაღაზიაში მაშინაც კი, თუ
მთელი ძალით ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი თავი და სხვები საწინააღმდეგოში. გულის
სიღრმეში იგი ამ ყველაფრის ღირსად არ თვლის საკუთარ თავს. სიმდიდრე არ შედის ღარიბის
კომფორტის ზონაში, და არა იმიტომ, რომ მდიდრად ყოფნა არაკომფორტულია, არამედ
იმიტომ, რომ იგი შორსაა ამ ყველაფრისგან. ახალი სავარძელი უფრო მოსახერხებელია,
სამაგიეროდ ძველი უფრო კომფორტულია.

ღარიბები სიმდიდრის მხოლოდ გარეგნულ მხარეს იცნობენ: მდიდრულ სახლებს, ძვირფას


ავტომობილებს, სამკაულებს, კლუბებს... თუ ღარიბ ადამიანს ასეთ სიტუაციაში მოახვედრებთ,
იგი დისკომფორტს იგრძნობს. ხოლო თუ მისცემ ფულით სავსე ჩემოდანს, რაღაც
სისულელეების კეთებას დაიწყებს და ბოლოს და ბოლოს ყველაფერს დაკარგავს. იმ ენერგიის
სიხშირე, რომლის ტრანსლირებასაც იგი ახდენს, მკვეთრ დისონანსშია ასეთ ცხოვრებასთან. და
სანამ იგი სიმდიდრის ატრიბუტებს თავისი კომფორტის ზონაში არ შეუშვებს, სანამ არ ისწავლის,
რომ იგრძნოს თავი ძვირფასი ნივთების პატრონად, საგანძურიც რომ იპოვოს, იგი მაინც
ღარიბად დარჩება.

კიდევ ერთ წინაღობას სიმდიდრისკენ გზაზე შური წარმოადგენს. როგორც ცნობილია, გშურდეს
- ნიშნავს დარდობდე სხვისს წარმატებაზე. ამ თვალსაზრისით შურში არაფერი კონსტრუქციული
არ დევს. სამაგიეროდ მასში ერთი ძალიან ძლიერი დესტრუქციული ელემენტია. ადამიანის
ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ თუკი მას შურს იმის, რის ქონასაც თვითონ ისურვებდა,
ყველანაირად ცდილობს, რომ გააუფასუროს ეს. აი, „შავი შურის“ ლოგიკა: „მე მშურს იმის, რაც
მას აქვს. მე ეს არ მაქვს, და საეჭვოა, რომ მქონდეს. მაგრამ რით ვარ მასზე უარესი? ეს ნიშნავს,
რომ ნივთი რომელიც მას აქვს - ცუდია, და მე არაფერში მჭირდება“.

ასე იქცევა ფლობის სურვილი ფსიქოლოგიურ დაცვად, შემდეგ კი განდევნაში იზრდება.


განდევნა ქვეცნობიერ დონეზე ხდება, რადგან ქვეცნობიერი ყველაფერს პირდაპირ იღებს.

101
ცნობიერება შურის ობიექტს მხოლოდ საჩვენებლად, თვითდამშვიდებისთვის აუფასურებს,
ქვეცნობიერი კი ყველაფერს სერიოზულად აღიქვამს. და აქ ქვეცნობიერი დათვურ სამსახურს
გვიწევს, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაუფფასურებული და განდევნილი არ
მიიღოს.

ამგვარად, თქვენ ხედავთ, რა ძლიერი მოჭიდების მქონე ძალებს უჭირავთ ადამიანი ცხოვრების
ღარიბულ ხაზზე. კიდევ უფრო დრამატულად ვითარდება მოვლენები ინდუცირებული
გადასვლის დროს სიღარიბით უზრუნველყოფილ ცხოვრების ხაზზე. ხდება ხოლმე, რომ
მდიდარი ადამიანი ყველაფერს კარგავს და ქუჩაში აღმოჩნდება. სიღარიბისკენ ინდუცირებული
გადასვლის მთელი ვერაგობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი სპირალი ჯერ ნელა და
შეუმჩნევლად იწყება, შემდეგ კი ზვავისებურად, ისე, რომ მისი შეჩერება შეუძლებელი ხდება.

ეს სპირალი იწყება დროებითი ფინანსური სირთულეებით. შენიშნავდით, დროებითი ფინანსური


სირთულეები შეიძლება ყოველთვის ყველას ჰქონდეს. ეს ისეთივე ჩვეული გარდუვალობაა,
როგორც მაგალითად წვიმა იმ დღეს, როცა პიკნიკზე წასვლა გადაწყვიტეთ. თუ ამის გამო
რისხვა, დეპრესია, მღელვარება ან ცხოვრებაზე წყენა არ გიპყრობთ, მაშინ დესტრუქციული
ქანქარა კვებას არ იღებს და ქრება. ინდუცირებული გადასვლა იმ შემთხვევაში იწყება, თუ თქვენ
სპირალის ბოლოს მოეჭიდეთ. იმისთვის, რომ სპირალი დატრიალდეს, საჭიროა თქვენი
უკუკავშირი დესტრუქციულ ქანქარაზე.

თქვენი პირველი რეაქცია - უკმაყოფილებაა. ქანქარასთვის ეს მეტისმეტად სუსტი კვებაა, და თუ


თქვენი ემოციები ამით ამოიწურება, ქანქარა ჩაქრება. მეორე რეაქცია - დარდია, ეს კი უფრო
ძლიერი ემოციაა, და ქანქარაც წელში იმართება. იგი გიგზავნით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ
თქვენს ფინანსურ სირთულეებში ვიღაცაა დამნაშავე. ამ მეორე ბიძგზე დამნაშავეების
მისამართით ნეგატიური გამოხმაურებით ან მოქმედებებით პასუხობთ. ამ მომენტში
დესტრუქციული ქანქარა უკვე მთლიანად გამოცოცხლდა და იწყება სპირალის ახალი დონე:
თქვენი შემდეგი ხელფასი კიდევ უფრო დაბალია, ან ფასები იზრდება, ან თქვენგან ვალის
დაბრუნებას ითხოვენ.

მიაქციეთ ყურადღება, მოცემულ ეტაპზე თქვენ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებთ, რომ რაღაც
პროცესი მიდის. უბრალოდ გეჩვენებათ, რომ სავალალო უსიამოვნებები მოხდა. სინამდვილეში
კი, ეს მიმართული პროცესია, რომლის ინდუცირებასაც თქვენ თვითონ ახდენთ, პასუხობთ რა
ქანქარას რხევებს. თქვენი ენერგეტიკული გამოსხივების სიხშირე უფრო და უფრო მეტად
ერთვება იმ ხაზებიდან, სადაც თქვენ მდიდარი ხართ, იმ ხაზებზე, სადაც ღარიბი და
დამწუხრებული ხართ. შესაბამისად, იმ ხაზებზე გადადიხართ, რომლებიც თქვენს ახალ
პარამეტრებს შეესატყვისება.

და აი, თქვენი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ყოველი მხრიდან ცუდი ამბები მოდის:
ფასები იზრდება, საქმეები თქვენს კომპაანიაში ცუდად მიდის. თქვენ აქტიურად იწყებთ ამ
ნეგატიური საკითხების განხილვას ახლობლებთან და მეგობრებთან. განხილვა, როგორც წესი,
დესტრუქციულ ჭრილში მიმდინარეობს. ანუ ადგილი აქვს წუწუნს, უკმაყოფილებას და აგრესიას
სავარაუდო დამნაშავეების მისამართით. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს ვლინდება იმ
კომპანიებში, სადაც საქმე ძალიან ცუდადაა. იქ დღე იწყება პოსტულატით იმის შესახებ, რომ
„ფული არაა“, როგორც დილის ლოცვები.

102
ამ ეტაპზე თქვენ სრულიად ხართ მიტაცებული სპირალით და თქვენი გამოსხივება
დესტრუქციული ქანქარას სიხშირეზეა განწყობილი. რადგანაც საქმეები უფრო და უფრო ცუდად
მიდის, თქვენ მღელვარება გიპყრობთ. მღელვარების ენერგია, მიუხედავად მისი მცირე
სიდიდისა, ძალიან კარგად ხდება ათვისებული ქანქარას მიერ. იგი უფრო და უფრო თავხედი
ხდება. ასეთ მდგომარეობაში თქვენ უცილობლად შექმნით თქვენს გარშემო ჭარბ
პოტენციალებს: უკმაყოფილებას, აგრესიას, დეპრესიას, აპათიას, წყენას და ა.შ. ახლა, როდესაც
დესტრუქციულ ქანქარას წონასწორული ძალებიც შეუერთდნენ, სიტუაცია კონტროლიდან
გამოდის და ზვავისებურად იწყებს განვითარებას. თქვენ გიპყრობთ შიში, და უფსკრულში
ეშვებით.

თითქოს ხელი ჩაგკიდეს და დაგაბზრიალეს, დაგაბზრიალეს, შემდეგ კი უეცრად გაგიშვეს ხელი.


თქვენ გვერდზე გადავარდით, დაეცით და შოკურ მდგომარეობაში დარჩით. საშინელი სურათია.
არადა ყველაფერი მცირე ფინანსური სირთულეებით დაიწყო. ქანქარას არ სჭირდება თქვენი
ფული, მას ის ნეგატიური ენერგია აინტერესებს, რომელსაც თქვენ გამოასხივებთ, როცა ფულს
კარგავთ. საბოლოო ჯამში, როცა სპირალი სრულად დატრიალდა, უკეთეს შემთხვევაში ბევრი
დაკარგეთ, უარესში კი - ყველაფერი. დესტრუქციული ქანქარასთვის უკვე აღარ წარმოადგენთ
ინტერესის საგანს - თქვენგან ვეღარაფერს აიღებს. შემდეგ მოვლენები შეიძლება
სხვადასხვაგვარად განვითარდეს: თქვენ ან ცხოვრების წარუმატებელ ხაზზე დარჩებით, ან
გაჭირვებით დაიწყებთ სიტუაციიდან გამოძრომას. ასეთი ინდუცირებული გადასვლა შეიძლება
დაემართოს როგორც ცალკეულ ადამიანს, ასევე ადამიანთა დიდ ჯგუფს. მეორე შემთხვევაში,
როგორც ხვდებით, ეს უბრალოდ სპირალი არაა, არამედ ნამდვილი მორევია, რომლისგანაც
თავის დაძვრენა ძალიან ძნელია.

ერთადერთი საშუალება ინდუცირებული გადასვლისგან თავის ასარიდებლად - ესაა, არ


მოვეჭიდოთ სპირალის ბოლოს, არ ჩავერთოთ დესტრუქციული ქანქარას თამაშში. საკმარისი
არაა უბრალოდ იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს ეს მექანიზმი. იგი ყოველთვის უნდა
გვახსოვდეს. თქვენმა დამკვირვებელმა არ უნდა დაიძინოს. შეარყიეთ საკუთარი თავი ყოველ
ჯერზე, როცა ჩვევით, როგორც ძილის დროს, იღებთ ქანქარას თამაშს, ანუ გამოხატავთ
უკმაყოფილებას, მღელვარებას, მონაწილეობთ დესტრუქციულ განხილვებში, და ა.შ.
გახსოვდეთ: ყველაფერი, რაც თქვენში ნეგატიურ რეაქციას იწვევს, წარმოადგენს
დესტრუქციული ქანქარების პროვოკაციული მოქმედებების შედეგს. სიზმარშიც ზუსტად იგივე
ხდება: სანამ ვერ აცნობიერებთ, რომ ეს სიზმარია, თქვენ მარიონეტი ხართ სხვის თამაშში, და
შესაძლოა კოშმარები თან გდევდნენ. როგორც კი გამოფხიზლდით, გააცნობიერეთ, რომელი
თამაში მიმდინარეობს, მორჩა, თქვენ - მდგომარეობის ბატონ-პატრონი ხართ და არ გახდებით
ვითარებების მსხვერპლი მაშინ, როცა გარშემო ყველა ზომბირებულ მდგომარეობაშ იმყოფება.

რეზიუმე

ყოველი ადამიანი სამყაროს ცალკე შრეს ქმნის, რომელშიც ცხოვრობს კიდეც.

ადამიანთა სამყარო მთლიანობაში ცალკეული შრეებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთზეა


დალაგებული.

103
ასხივებს რა ნეგატიურ ენერგიას, ადამიანი თვითონ აუარესებს თავისი სამყაროს შრეს.

აგრესია შეცდომით აღიქმება ძალად, უკმაყოფილება კი ნორმალურ რეაქციად.

გამოხმაურება ნეგატიურ მოვლენაზე ცხოვრების ნეგატიურ ხაზებზე გადასვლის ინდუცირებას


ახდენს.

ინდუცირებული გადასვლა ნეგატიურ მოვლენას ცალკეული ადამიანის შრეში რთავს.

ნუ შეუშვებთ თქვენი სამყაროს შრეში ნებისმიერ ნეგატიურ ინფორმაციას.

არ შეშვება ნიშნავს არა თავის არიდებას, არამედ ნიშნავს განზრახ იგნორირებას, ინტერესის
არქონას.

თავი VI. ვარიანტთა დინება

მთარგმნელი: მამუკა გურული

ინფორმაციის ველი

ვარიანტთა სივრცე წარმოადგენს ინფორმაციის ველს, ანუ ენერგეტიკულ მატრიცას - იმის


შაბლონს, თუ რა და როგორ უნდა იყოს. როცა მატრიცის გარკვეულ სექტორზე განწყობილი
ენერგია “ანათებს” მას, მაშინ შაბლონი მატერიალური ფორმის სახით რეალიზდება. ჩნდება
კითხვა: შეიძლება თუ არა ამ ინფორმაციის გამოყენება, სანამ ის არარეალიზებული სახითაა?

შეიძლება ითქვას, ჩვენ ყველანი ყოველდღე ვაკეთებთ ამას. ცნობიერებამ არ იცის ვარიანტთა
სივრციდან ინფორმაციის წაკითხვა. სამაგიეროდ ქვეცნობიერი პირდაპირ გადის ინფორმაციულ
ველზე. სწორედ იქიდან მოდის წინათგრძნობები, ინტუიცია, წინასწარმეტყველებები,
აღმოჩენები, და ასევე ხელოვნების შედევრები. (მეცნიერებო და ფილოსოფოსებო,ღრმად
ჩაისუნთქეთ ფილტვებში!).

ინფორმაცია ცნობიერში ან გარე სამყაროდან შედის, როგორც გარე მონაცემების


ინტერპრეტაცია, ან ქვეცნობიერიდან - ინტუიციურ დონეზე. ველში ჩაწერილი მონაცემები, - ესაა,
უხეშად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტება სუფთა სახით. სხვა სიტყვებით, ესაა ობიექტური და
ინტერპრეტაციებს მოკლებული ინფორმაცია. როცა ჭეშმარიტება გონების ფილტრში გადის, იგი
იქცევა ინტერპრეტაციად, ანუ ცოდნად. ყოველი ცოცხალი არსება ინფორმაციას თავისი
ინტერპრეტაცით აღიქვამს. ქათამი სამყაროს ისე არ აღიქვამს, როგორც ადაიანი. სხვადასხვა
ადაიანებიც კი სხვადასხვაგვარად ხედავენ და აღიქვამენ ინფორმაციას. ამიტომ ცოდნა
ჭეშმარიტების მეტ-ნაკლებად დამახინჯებულ ფორმას წარმოადგენს.

მონაცემები ინფორმაციულ ველში რთული ენერგეტიკული სტრუქტურის სახითაა


წარმოდგენილი. იქ ჩაწერილია ის ყველაფერი, რაც მატერიას გარკვეული კანონებით

104
მოძრაობას აიძულებს. თავდაპირველად ინფორმაციული ველის მონაცემები ქვეცნობიერის
(სულის) მიერ აღიქმება, შემდეგ ცნობიერება (გონება) მათ ტრანსლირებას სიტყვიერი ან
სიმბულური აღწერით ახდენს. ასე იბადება აღმოჩენა ან იქმნება ახალი - მუსიკა, ხელოვნების
ნაწარმოები, ანუ ის, რასაც ადამიანი პირდაპირ ვერ დაინახავდა ან გაიგებდა. ასეთივე სახით
ჩნდება ინტუციური ცოდნა ან წინათგრძნობა.

შესაძლოა ეს ყველაფერი შოკისმომგვრელია თქვენთვის და უნდობლობას იწვევს. რა გამოდის,


რომ გონებას არ შეუძლია არაფერი ახლის შექმნა, არამედ უბრალოდ მონაცემებს იღებს
ინფორმაციული ველიდან? მთლად ასე არაა. გონებას შეუძლია ახალი ობიექტის კონსტრუირება
მოახდინოს ან ამოცანა გადაჭრას მხოლოდ ნაცნობი ობიექტებისა და ლოგიკური
კონფიგურაციების ოპერირებით. სხვა სიტყვებით, გონებას ახალი სახლის აშენება მხოლოდ
ძველი აგურებით შეუძლია. მაგრამ პრინციპულად ახლის, ანუ იმის მიღება, რისი აწყობაც
ძველისგან შეუძლებელია, მას არ ძალუძს.

პრინციპული აღმოჩენები მეცნიერებაში ლოგიკური მსჯელობების შედეგად კი არ მოდიან,


არამედ როგორც გამონათებები, როგორც ინფორმაცია არსაიდან. იგივე ეხება გენიალურ
აღმოჩენებსაც. კარგი მუსიკა ნოტების შერჩევით კი არ იქმნება, არამედ თითქოს თავისით მოდის.
ხელოვნების შედევრები პროფესიონალური ტექნიკური შესრულების შედეგად კი არ იქმნება,
არამედ შთაგონებით იბადება. ტექნიკურად იდეალურად დახატული ნახატი აუცილებელი არაა,
რომ შედევრი იყოს. შედევრად მას აქცევს ის, რაც ტექნიკური შესრულების ფარგლებს მიღმაა.
პოეზია, რომელიც სულს ეხება, არ იქმნება სწორი რითმების გონივრული შერჩევის შედეგად,
არამედი იქიდანვე მოდის - სულის სიღრმეებიდან.

მთელ შემოქმედებას, რომელიც დაფუძნებულია შთაგონებაზე და გამონათებაზე, საერთო


არაფერი აქვს გონებასთან. გონება მხოლოდ შემდეგ აქცევს ასეთი შემოქმედების პროდუქტებს
თავის ატრიბუტებად. მაგალითად, გონებას შეუძლია იდეალურად გაუკეთოს კოპირება ძველ
შედევრს, მაგრამ ახლის შექმნა მას არ ძალუძს. გონება ქვეცნობიერის მიერ ინფორმაციული
ველიდან მიღებული მონაცემების ანალიზს აკეთებს, და სიმბოლური ინტერპრეტაციის ფორმაში
სვამს მათ - ნახატის, მელოდიის, ლექსის, ფორმულის, სქემის და ა.შ. სახით.

ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია გავიგოთ, როგორ იღებს ქვეცნობიერი ინფორმაციულ ველზე წვდომას.
ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მოწმეები ვიყოთ ამ წვდომისა. ამის მაგალითია ნათელხილვა, ანუ იმ
მოვლენების დანახვის უნარი, რომლებიც ან წარსულში მოხდა, ან ჯერ არ მომხდარა, და
ნათელმხილველის პირდაპირი ხედვის მიღმა დგას. ჩვენ არ გვესმის ასეთი მოვლენების
მექანიზმი და მათ პარანორმალურს ვუწოდებთ.

ფუნდამენტალური მეცნიერების ქანქარები, არ სურთ რა ხელი მოაწერონ თავიანთ უძლურებას,


სერიოზულად არ უყურებენ ასეთ მოვლენებს. თუმცაღა იმის გამო, რომ ჩვენ მათი ახსნა არ
შეგვიძლია, ისინი არ წყვეტენ ფაქტებად ყოფნას, და ასე ადვილად მათგან თავის არიდება
შეუძლებელია.

არიან ადამიანები, რომლებიც ისევე მკაფიოდ ხედავენ მოვლენებს ინფორმაციულ ველში,


თითქოს ისინი მათ თვალწინ ხდება მატერიალური რეალიზაციის სამყაროში. ასეთ ადამიანებს
უნარი აქვთ ზუსტად განეწყონ ვარიანტთა სივრცის რეალიზებულ სექტორებზე. მაგალითად,

105
იმისთვის, რომ დაკარგული ადამიანის სექტორზე განეწყოს, ნათელმხილველმა მის ფოტოს
უნდა შეხედოს ან მის ნივთებს შეეხოს. ასეთი ნათელმხილველების მომსახურებით ზოგჯერ
პოლიციაც კი სარგებლობს ხოლმე.

ძალიან ცოტას შეუძლია ასე მკაფიოდ ნათელხედვა, ამიტომ ხდება შეცდომები. არსებობს
შეცდომების ორი მიზეზი. პირველი მიზეზი შემდეგია: ნათელმხილველი იმ სექტორზე განეწყობა,
რომელიც არ ყოფილა და არ იქნება რეალიზებული. სხვადასხვა სექტორებს, მათი ფარდობითი
დაშორებულობის მიხედვით, შეუძლიათ ძლიერ ან სუსტად განსხვავდებოდნენ სცენარებში და
დეკორაციებში. მეორე მიზეზი მონაცემების ინტერპრეტაციაში მდგომარეობს. მაგალითად,
უძველესი წინასწარმეტყველები აკვირდებოდნენ რა უჩვეულო სცენებს მომავლიდან,
თავისებურად, თავიანთი მსოფლმხედველობის შესაბამისად ახდენდნენ მათ ინტერპრეტაციას.
ამიტომაც წინასწარმეტყველებები ხშირად არაზუსტია.

დაიჯეროთ თუ არა ეს ყველაფერი - თქვენი არჩევანი საქმეა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ


ტრანსერფინგი მხოლოდ მოდელია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ სამყაროს კანონები
თქვენი ინტერესებისთვის გამოიყენოთ, და მისი მეშვეობით სამყაროს ვერ აღწერთ.
ტრანსერფინგი ასევე არ წარმოადგენს გრანიტის მონუმენტს წარწერით: “სწორედ აქაა ძაღლი
ჩამარხული”. ჭეშმარიტება, როგორც იცით, ყოველთვის სადღაც ახლოსაა. მტკიცება იმისა, რომ
ადამიანს თავისი გონების მეშვეობით ყველაფერი ახლის სინთეზირება შეუძლია, ასევე
მხოლოდ მოდელს წარმოადგენს. უბრალოდ დიდი ხანია მივეჩვიეთ ასეთ მოდელს, და იგი
ჩვენთვის მოსახერხებელია. უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს ჩვეული მოდელი ისევე ვერ-
დამტკიცებადია, როგორც ტრანსერფინგის მოდელი. ასე ხდება ეს თუ სხვაგვარად, ამას
პრინციპში დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის. ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ მონაცემები
ვარიანტთა სივრციდან როგორღაც აღწევენ ჩვენამდე სხვადასხვა მინიშნებების, ხედვების,
გამონათებების და ნიშნების სახით, და ჩვენ უნდა ვეცადოთ მათი მნიშვნელობის გაგებას.

ცოდნა არსაიდან

ინფორმაციული ველიდან მონაცემების მკაფიოდ ამოკითხვა მხოლოდ ცოტა უნიკალურ


პიროვნებას თუ შეუძლია. ადამიანთა უმეტესობა ამ ინფორმაციის მხოლოდ ნაგლეჯებს იღებს
წამიერი შეგრძნებების და არამკაფიო ცოდნის სახით. მეცნიერებით ან ხელოვნებით დაკავებულ
ხალხს გამონათება ფიქრის მხოლოდ რამდენიმე დღის ან წლის შემდეგ ეწვევათ ხოლმე. ახლის
აღმოჩენა რთულია იმიტომ, რომ აზრობრივი გამოსხივების სიხშირე, რამდენიც არ უნდა
იფიქრო, უფრო ადვილად განეწყობა ვარიანტთა სივრცის უკვე რეალიზებულ სექტორებზე.
პრინციპულად ახალი ყოველთვის არარეალიზებულ სექტორებში დევს. მაგრამ როგორ
განვეწყოთ მათზე? ჯერ-ჯერობით ეს ცოდნა არ გვაქვს.

როცა რეალიზებულ სექტორებში გადაწყვეტილების ძიება შედეგს არ იძლევა, ქვეცნობიერი


რაღაც შემთხვევითი სახით არარეალიზებულ სექტორზე გადადის. ქვეცნობიერიდან წამოსულ
მონაცემებს არ გააჩნიათ რაიმე ჩვეული სიმბოლური ინტერპრეტაციების ფორმა, ამიტომ
ცნობიერება ასეთ მონაცემებს ბუნდოვან და არამკაფიო ინფორმაციად აღიქვამს. თუ ცნობიერება
ახერხებს ამ ინფორმაციის არსის დაჭერას, ხდება “გამონათება” და მკაფიო გაგება.

106
ცნობიერისა და ქვეცნობიერის მუშაობის მექანიზმებში ბევრი რამაა არამკაფიო და
წინააღმდეგობრივი. ჩვენ არ წამოვწევთ ყველა ამ პრობლემას, არამედ მხოლოდ ცალკეულ
ასპექტებს განვიხილავთ. იმისთვის, რომ ტერმინოლოგიაში და სემატიკაში არ ჩავიხლართოთ,
სიმარტივისთვის ყველაფერი, რაც ცნობიერს ეხება, გონებით ავღნიშნოთ, ხოლო ყველაფერი,
რაც ქვეცნობიერს ეხება - სულით (душа).

გონებას რომ ყველაფერი ესმოდეს, რის შეტყობინებასაც მისთვის სული ცდილობს, კაცობრიობა
პირდაპირ წვდომას მიიღებდა ინფორმაციულ ველთან. ძნელია იმის წარმოდგენა, რა
სიმაღლეებს მიაღწევდა ამ შემთხვევაში ჩვენი ცივილიზაცია. მაგრამ გონებამ არა მარტო არ იცის
მოსმენა, არამედ არც სურს. ადამიანის ყურადღება გამუდმებითაა დაკავებული ან გარესამყაროს
ობიექტებით, ან შინაგანი განსჯებით და განცდებით. შინაგანი მონოლოგი თითქმის არასოდეს
წყდება და გონების კონტროლქვეშ იმყოფება. გონებას არ ესმის სულის სუსტი სიგნალების ხმა
და ავტორიტარულად ამტკიცებს თავისას. როცა გონება “ფიქრობს”, იგი იმ კატეგორიებით
ოპერირებს, რომლებითაც რეალიზებულ სექტორებში ხილული ობიექტების თვისებების
აღნიშნა. სხვა სიტყვებით, გონება დამკვიდრებული აღნიშვნებით აზროვნებს: სიმბოლოებით,
სიტყვებით, ცნებებით, სქემებით, წესებით და ა.შ. იგი ცდილობს ნებისმიერი ინფორმაცია
შესაბამისი აღნიშვნების თაროებზე განალაგოს.

აღნიშვნა მინიჭებული აქვს ყველაფერს, რაც გარესამყაროშია. ცა ცისფერია, წყალი სველია,


ფრინველები დაფრინავენ, ვეფხვები სახიფათონი არიან, ზამთარში ცივა და ა.შ. თუკი
არარეალიზებული სექტორიდან მიღებულ ინფორმაციას ჯერ კიდევ არ გააჩნია გონივრული
აღნიშვნები, გონება ამ ინფორმაციას ერთგვარ გაუგებარ ცოდნად აღიქვამს. თუკი ხერხდება ამ
ცოდნისთვის ახალი აღნიშვნების შემოტანა, ან მისი ძველი აღნიშვნების ფარგლებში ახსნა,
იბადება აღმოჩენა.

პრინციპულად ახალ ცოდნას ძალიან ძნელია მოუძებნო აღნიშვნა. წარმოიდგინეთ ადამიანი,


რომელმაც პირველად მოისმინა მუსიკა. მუსიკა - ეს ასევე ინფორმაციაა, ბგერების ფორმით.
როცა გონება იღებს ამ ინფორმაციას, მან იცის, მაგრამ ვერ გებულობს. მას ჯერ არ გააჩნია
აღნიშვნა. გაგება მოგვიანებით მოდის, როცა ადამიანი მუსიკას მრავალჯერ ისმენს, და მას ყველა
აღნიშვნის დემონსტრირებას უკეთებენ: მუსიკოსების, ინსტრუმენტების, ნოტების, სიმღერების.
მაგრამ როდესაც გონებამ პირველად მოისმინა მუსიკა, მისთვის ეს სრულიად რეალური ცოდნა
იყო, და ამავდროულად შეუცნობელი საიდუმლო.

სცადეთ აუხსნათ პატარა ბავშვს ასეთი განსაზღვრება: “თეთრი რძე”. ბავშვი ჯერ ახლა იწყებს
აბსტრაქტული კატეგორიების გამოყენებას, ამიტომ იგი უამრავ კითხვას დასვავს. რა არის რძე
გასაგებია. და რას ნიშნავს თეთრი? ეს ფერია. და რა არის ფერი? ეს საგნების ერთგვარი
თვისებაა. და რა არის თვისება? საგანი? და ასე უსასრულობამდე. უფრო ადვილია კი არ აუხსნა,
არამედ აჩვენო სხვადასხვა ფერის საგნები. მაშინ ბავშვის გონება აღნიშნავს იმას, რითიც საგნები
განსხვავდებიან, ფერის აბსტრაქტული კატეგორიის სახით. აი, ასე აძლევს გონება
განსაზღვრებას და აღნიშვნას ყველაფერს, რაც მის გარშემოა, შემეგ კი ამ განსაზღვრებების
მეშვეობით აზროვნებს. სული, განსხვავებით გონებისგან, არ იყენებს აღნიშვნებს. როგორ
შეუძლია მას აუხსნას გონებას, რომ “რძე თეთრია”?

107
მას შემდეგ, რაც გონებამ აბსტრაქტული კატეგორიებით დაიწყო აზროვნება, კავშირი სულსა და
გონებას შორის თანდათანობით ატროფირდა. სული არ იყენებს ამ კატეგორიებს. იგი არ
ფიქრობს და არ ლაპარაკობს, არამედ გრძნობს და იცის. მას არ შეუძლია სიტყვებით და
სიმბოლოებით გამოხატოს ის, რაც იცის. ამიტომ გონებას არ შეუძლია სულთან შეთანხმება.
დავუშვათ, სული არარეალიზებულ სექტორზე განეწყო და გაიგო ის, რაც ჯერ არ არსებობს
მატერიალურ სამყაროში. როგორ შეუძლია მას ამ ინფორმაციის გონებამდე მიტანა?

ამასთან, გონება გამუდმებითაა დაკავებული თავისი ლაყბობით. იგი თვლის, რომ ყველაფრის
გონივრულად ახსნაა შესაძლებელი და გამუდმებულ კონტროლს აწესებს მთელ ინფორმაციაზე.
სულისგან მხოლოდ მკრთალი სიგნალები აღწევენ, რომელთა აღწერაც გონებას ყოველთვის
არ შეუძლია თავისი კატეგორიებით. არამკაფიო გრძნობები და სულის ცოდნა გონების
ხმამაღალ აზრებში იძირებიან. როცა გონების კონტროლი სუსტდება, ცნობიერებამდე
ინტუიციური გრძნობები და ცოდნა აღწევს.

ეს ვლინდება, როგორც ბუნდოვანი წინათგრძნობა, რომელსაც ასევე შინაგან ხმასაც უწოდებენ.


გონება მოცდა, და ამ მომენტში თქვენ სულის გრძნობა ან ცოდნა შეიგრძენით. სწორედ ესაა
დილის ფოთლების შრიალი - ხმა სიტყვების გარეშე, ფიქრი აზრების გარეშე, ბგერა ხმის გარეშე.
თქვენ რაღაცას ხვდებით, მაგრამ მკრთალად. კი არ აზროვნებთ, არამდე ინტუიციურად
გრძნობთ. ყველას ოდესღაც გამოუცდია საკუთარ თავზე, თუ რას ნიშნავს ინტუიცია. მაგალითად,
თქვენ გრძნობთ, რომ ახლა ვიღაც უნდა მოვიდეს, ან რაღაც უნდა მოხდეს, ან უბრალოდ იცით
რაღაც - ახსნის გარეშე.

გონება გამუდმებით დაკავებულია აზრების გენერირებით. სულის ხმა სრული ამ სიტყვის


მნიშვნელობით იხშობა ამ “აზრების მიქსერით”, ამიტომ ინტუიციური ცოდნა ძნელად
მისაწვდომია. თუკი გავაჩერებთ აზრების რბოლას და უბრალოდ სიცარიელის ჭვრეტას
დავიწყებთ, შეგვიძლია გავიგოთ დილის ფოთლების შრიალი - შინაგანი ხმა სიტყვების გარეშე.
სულს შეუძლია პასუხი იპოვოს მრავალ კითხვაზე, თუკი მის ხმას მიაყურადებთ.

ძალიან ძნელია ასწავლო სულს მიზანიმართულად განეწყოს არარეალიზებულ სექტორებზე,


გონებას კი აიძულო - ისმინოს ის, რისი თქმაც სულს უნდა. მოდი, დავიწყოთ მცირედით. სულს
ორი საკმაოდ მკაფიო გრძნობა გააჩნია: სულიერი კომფორტი და დისკომფორტი. გონებას
აღნიშვნები გააჩნია ამ ორი გრძნობისთვის: “მე კარგად ვარ” და “მე ცუდად ვარ”, “მე
თავდაჯერებული ვარ” და “მე ვღელავ”, “მე მომწონს” და “მე არ მომწონს”.

ცხოვრებაში ყოველ ნაბიჯზე გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება: ერთის ან მეორის.


მატერიალური რეალიზაცია ვარიანტთა სივრცეში გადაადგილდება, რის შედეგადაც
ვღებულობთ იმას, რასაც ჩვენს ცხოვრებას ვუწოდებთ. ჩვენი აზრების და მოქმედებების
შესაბამისად რეალიზდება ესა თუ ის სექტორები. სულს წვდომა გააჩნია ინფორმაციულ ველთან.
რაღაც ხერხებით იგი ხედავს იმას, რაც წინაა, ჯერ არარეალიზებულ, მაგრამ მოახლოებულ
სექტორებში. თუკი იგი განეწყო ჯერ არარეალიზებულ სექტორზე, მან იცის, თუ რა ელოდება იქ:
სასიამოვნო თუ უსიამოვნო. სულის ამ გრძნობებს გონება აღიქვამს, როგორც სულიერი
კომფორტის ან დისკომფორტის ბუნდოვან შეგრძნებებს.

108
სულმა ძალიან ხშირად იცის, რა ელოდება. და სუსტი ხმით ცდილობს, რომ გონებას განუცხადოს
ეს. მაგრამ გონებას თითქმის არ ესმის მისი ან მნიშვნელობას არ ანიჭებს ბუნდოვან
წინათგრძნობებს. გონება ქანქარებითაა შეპყრობილი, მეტისმეტად ღელავს პრობლემების
მოგვარებაზე და დარწმუნებულია თავისი ქმედებების გონივრულობაში. იგი ნებელობით
გადაწყვეტილებებს ლოგიკური მსჯელობების და საღი აზრის კარნახით ღებულობს. თუმცაღა
კარგადაა ცნობილი, რომ გონივრული მსჯელობები სულაც არ იძლევიან სწორი
გადაწყვეტილებების გარანტიას. სული, განსხვავებით გონებისგან, არ ფიქრობს და არ
მსჯელობს - იგი გრძნობს, და მან იცის, ამიტომაც არ ცდება. რა ხშირად შეიცხადებენ ხოლმე
ადამიანები: “ხომ ვიცოდი, რომ აქედან კარგი არაფერი გამოვიდოდა!”

ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ვისწავლოთ განსაზღვრა, რას ეუბნება სული გონებას
გადაწყვეტილების მიღების მომენტში. ამის გაკეთება არც ისე რთულია. აუცილებელია
მხოლოდ, რომ მივუთითოთ ჩვენს დამკვირვებელს, რომ ყურადღება მიაქციოს სულის
კომფორტის მდგომარეობას. აი, იღებთ რაღაც გადაწყვეტილებას. თქვენი გონება მთლიანადაა
შეპყრობილი ქანქარათი ან ამოცანის გადაწყვეტაშია ჩაფლული. იმისთვის, რომ დილის
ვარსკვლავების შრიალი გაიგოთ, საკმარისია, უბრალოდ დროულად გაიხსენოთ, რომ თქვენს
სულიერ მდგომარეობას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ეს იმდენად ტრივიალურია, რომ
უინტერესოც კია. მაგრამ ეს ასეა. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ყურადღება მივაქციოთ
ჩვენს გრძნობებს. ადამიანები მიდრეკილნი არიან, რომ უფრო მეტად გონივრულ არგუმენტებს
დაუჯერონ, ვიდრე საკუთარ გრძნობებს. ამიტომ ადამიანები გადაეჩვივნენ სულიერი
კომფორტისთვის ყურადღების მიქცევას.

აი, თქვენ ატრანსლირებთ გონებაში გადაწყვეტის ერთ-ერთ ვარიანტს. გონება ამ მომენტში


ხელმძღვანელობს არა გრძნობებით, არამედ საღი მჯელობებით. იგი საერთოდ არაა
მიდრეკილი, რომ ასეთ მომენტში რაიმე გრძნობა აღიქვას. თუ თქვენ მოახერხეთ გახსენება,
ყურადღება მიაქციეთ, რას გრძნობთ. გაფორიაქებთ თუ არა, მოგწონთ თუ არა, შიშის გრძნობას
იწვევს თუ არა. აი, მიიღეთ გადაწყვეტილება. უბრძანეთ გონებას, რომ წამით მოკეტოს და
ჰკითხეთ საკუთარ თავს: “კარგად ხართ თუ ცუდად?” შემდეგ გადაწყვეტის სხვა ვარიანტისკენ
გადაიხარეთ და კვლავ ჰკითხეთ საკუთარ თავს: “კარგად ხართ თუ ცუდად?”

თუკი არ გაქვთ ერთმნიშვნელოვანი შეგრძნება, ეს ნიშნავს, რომ თქვენს გონებას ჯერ ისევ ცუდად
ესმის. დაე, თქვენმა დამკვირვებელმა უფრო ხშირად გაიძულოთ, რომ ყურადღება მიაქციოთ
თქვენი სულიერი კომფორტის მდგომარეობას. მაგრამ შეიძლება, რომ თავად პასუხიც თქვენს
კითხვაზე არაერთმნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში ვერ დაეყრდნობით ასეთ გაურკვეველ
მონაცემებს. მხოლოდ ისღა გრჩებათ, რომ ისე იმოქმედოთ, როგორც გონება გკარნახობთ, ან
კითხვა გაამარტივოთ.

თუკი მოახერხეთ და მიიღეთ ერთმნიშვნელოვანი პასუხი: “დიახ, მე კარგად ვარ” ან “არა, მე


ცუდად ვარ”, ე.ი. დილის ვარსკვლავების შრიალი მოგესმათ. ახლა უკვე იცით პასუხი. ეს არ
ნიშნავს, რომ სულის კარნახით იმოქმედებთ. ჩვენ ყოველთვის არ ვართ თავისუფალნი ჩვენს
ქმედებებში. მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში ის მაინც გეცოდინებათ, რა გელოდებათ
არარეალიზებულ სექტორში.

მოწყალების მთხოვნელი, ნაწყენი და მეამბოხე

109
არსებობს ცხოვრებისეულ სიტუაციებში მოქმედების ორი უკიდურესობა: დინების მიყოლა -
როგორც უნებო ქაღალდის გემი, ან დინების წინააღმდეგ ჯიუტად ცურვა.

თუ ადამიანი უბრალოდ უმოქმედოა, არ ავლენს ინიციატივას, არ ისწრაფვის არსაით, და


უბრალოდ არსებობს, მაშინ ცხოვრება მართავს ადამიანს. ასეთ შემთხვევაში ადამიანი
ქანქარების მარიონეტი ხდება, და ისინი მართავენ მის ბედს თავიანთი შეხედულებისამებრ. ასეთი
პოზიციით ადამიანი უარს ამბობს თავისი ბედის არჩევაზე. მისი არჩევანი იმაში მდგომარეობს,
რომ ბედი განსაზღვრულია: რაც მოსახდენია - მოხდება. ასეთი არჩევანით ადამიანი აცხადებს,
რომ ბედს ვერ წაუხვალ. და ის სრულიად მართალია, რადგანაც სივრცეში მისთვის ასეთი
ვარიანტიც მოიძებნება. ასეთი არჩევანის შემდეგ ადამიანს ისღა დარჩენია, რომ თავის ბედზე
უსუსურად იწუწუნოს და მაღალ ძალებს შესთხოვოს დახმარება.

მას შემდეგ, რაც თავის ბედს სხვას გადააბარებს, ადამიანი ცხოვრებაში ორი გზით მიდის:
პირველი გზით სიარულისას, ადამიანს შეუძლია მორჩილი იყოს და მოწყალება ითხოვოს
თავისი ბედისთვის - ქანქარებისგან ან რომელიმე მაღალი ძალებისგან. ქანქარები აიძულებენ
მთხოვნელს, რომ იმუშაოს, და იგი მთელი ცხოვრება წვალობს, რომ არსებობისთვის საჭირო
მოკრძალებული საშუალებები მიიღოს. მთხოვნელი გულუბრყვილოდ შესთხოვს მაღალ
ძალებს, მაგრამ მათ იგი არ აინტერესებთ.

მთხოვნელი იხსნის პასუხისმგებლობას საკუთარ ბედზე, რადგან “ყველაფერი ღვთის ნებაა”. და


რადგან ასეა, უბრალოდ კარგად უნდა შესთხოვო, და ღმერთი მოწყალეა, მოგცემს. “მთებო და
ველებო! მდინარეებო და ზღვებო! ო, დედამიწავ! მე ქედს ვიხრი თქვენი ძლევამოსილების
წინაშე! რწმენით და მოწიწებით აღსავსე ვარ. მჯერა, რომ დამეხმარებით ჩემი დილის გაზეთის
ყიდვაში!” რაო, ძალიან უტრირებულია? სულაც არა, რადგანაც ძლევამოსილი მაღალი
ძალებისთვის ყველაფერი შესაძლებელია - იქნება ეს დილის გაზეთი თუ სასახლე. ეს ნიშნავს,
რომ ცუდად თხოვე! ჰოდა განაგრძე თხოვნა.

არის ასეთი ანეკდოტი. კაცი სავარძელზე წევს და ლოცულობს: “ღმერთო, დამეხმარე


გამდიდრებაში. შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია! მე მჯერა შენი ძლევამოსილების! შენი წყალობის
იმედი მაქვს!” ღმერთი კი შეწუხებული პასუხობს: “აწიე ეგ ტრაკი სავარძლიდან და ლატარიის
ბილეთი მაინც იყიდე, საქონელო!” აი, ასეთი მოსახერხებელი პოზიციაა: მოიხსნა
პასუხისმგებლობა და ამავდროულად იფართხალო საკუთარი შინაგანი მნიშვნელოვანობის
გრძნობაში. რაშია აქ შინაგანი მნიშვნელოვანობა? ადამიანმა იმდენად მნიშვნელოვან ფიგურად
წარმოიდგინა თავი, რომ ფიქრობს, თითქოს ღმერთი, მთელი მისი ძლევამოსილებით და
გულმოწყალებით, მის კეთილდღეობაზე იზრუნებს. ადამიანმა ისედაც მეტისმეტად ბევრი მისცა
ადამიანს - არჩევანის თავისუფლება, მას კი, თავისი ინფანტილურობის გამო, არ სურს ამ ძღვენის
მიღება, და მუდამ უკმაყოფილოა.

ინფანტილურობა თავის გამართლებას იმაში პოულობს, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე


წინააღმდეგობების მთელი კასკადი აღიმართება ხოლმე. ადამიანს გამუდმებით რაღაც უშლის
ხელს. და ხელს უშლიან ის წონასწორული ძალები და ქანქარები, რომლებიც მის მიერვე
შექმნილი მნიშვნელოვანობის ჭარბი პოტენციალების შედეგად წარმოიშვებიან ხოლმე. ისე
გამოდის, როგორც ბავშვების თამაშში:

110
“ბატებო-ბატებო”
“კვა-კვა-კვა!”
“ჭამა გინდათ?”
“კი-კი-კი!”
“მაშინ მოფრინდით!”
“არ შეგვიძლია!
რუხი მგელია მთის ქვეშ,
და სახლში არ გვიშვებს!”

თუ ადამიანს მთხოვნელის როლი არ აწყობს, მას შეუძლია მეორე გზა აირჩიოს: ნაწყენის როლი
მიიღოს, ანუ გამოხატოს უკმაყოფილება და მოითხოვოს ის, რაც თითქოს ეკუთვნის. ნაწყენი
კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს ბედს თავისი უკმაყოფილებით. მაგალითისთვის მოვიყვანოთ
კიდევ ერთი ალეგორია. ადამიანი მიდის მუზეუმში, იქ რაღაც ექსპოზიცია არ მოწონს, და თავს
უფლებას აძლევს, რომ უკმაყოფილება გამოხატოს. იგი ფეხებს აბაკუნებს, იმუქრება,
მოთხოვნებს აყენებს, და შეიძლება გარშემო ყველაფერი დაანგრიოს. ბუნებრივია, ამას სასჯელი
მოჰყვება. ადამიანი კიდევ უფრო ნაწყენი რჩება და თავისი უკმაყოფილების აქტიურად
გამოხატვას განაგრძობს. “ეს როგორ! ისინი ხომ კანიდან უნდა ამომხტარიყვნენ, რომ ჩემთვის
ესიამოვნებინათ!” მას თავშიც კი არ მოსდის, რომ მხოლოდ სტუმარია ამ სამყაროში.

ტრანსერფინგის თვალსაზრისით როგორც ერთი, ასევე მეორე გზა სრულიად ბრიყვულად


გამოიყურება. ტრანსერფინგი სრულიად ახალ გზას გთავაზობთ: არც ითხოვო და არც
მოითხოვო, არამედ მიდი და აიღე.

რა არის აქ ახალი? სინამდვილეში ხომ სწორედ ასე იქცევა ადამიანი, რომელმაც სხვა არჩევანი
გააკეთა: ჩემი ბედი ჩემს ხელშია. იგი იწყებს სამყაროსთან მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად
ბრძოლას. იკავებს რა მეამბოხის უხეშ პოზიციას, ადამიანი ბრძოლას აწარმოებს ქანქარებთან,
იცავს თავისას, კონკურენციაში შედის და იდაყვებით მუშაობს. მოკლედ, მთელი ცხოვრება -
არსებობისთვის ერთი დიდი ბრძოლაა. ადამიანმა ბრძოლა აირჩია, და ვარიანტთა სივრცეში ეს
ვარიანტიც არსებობს.

მე და თქვენ უკვე ვიცით, რომ როგორც მორჩილება, ასევე უკმაყოფილება ადამიანს ქანქარებზე
დამოკიდებულს ხდიან. გაიხსენეთ ტექსტი თავიდან მნიშვნელოვანობის პოტენციალების შესახებ
და თქვენთვის ყველაფერი გასაგები გახდება. მთხოვნელი თავისი დანაშაულის პოტენციალს
ქმნის და ნებაყოფლობით გადასცემს საკუთარ თავს მანიპულატორების ხელებში. ის, ვინც
ითხოვს, წინასწარვე გულისხმობს, რომ მისჯილი აქვს თხოვნა და ლოდინი - იქნებ მოიღონ
მოწყალება. ნაწყენი უკმაყოფილების პოტენციალს ქმნის, საკუთარი თავის წინააღმდეგ
განაწყობს წონასწორულ ძალებს და აქტიურად აფუჭებს თავის ბედს.

მეამბოხე, რომელმაც ბრძოლა აირჩია, უფრო პროდუქტიულ პოზიციას იკავებს, მაგრამ მისი
ცხოვრება რთულია და ბევრ ძალას ართმევს. როგორც არ უნდა შეეწინააღმდეგოს ადამიანი,
იგი კიდევ უფრო მეტად იხლართება ობობას ქსელში. მას ეჩვენება, რომ თავისი ბედისთვის
იბრძვის, სინამდვილეში კი მხოლოდ ტყუილად ფლანგავს ენერგიას. ზოგჯერ ადამიანი
მოიპოვებს გამარჯვებას, მაგრამ რის ფასად! გამარჯვება საყოველთაოდ დემონსტრირდება, და

111
ყველა მორიგ ჯერზე რწმუნდება, რომ გამარჯვება ადვილად არ მიიღწევა. ასე იქმნება და
მყარდება საზოგადოებრივი აზრი: იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიო, თავდაუზოგავად უნდა
იმუშავო ან მამაცურად იბრძოლო.

საზოგადოებრივი აზრი ფაქტობრივად ქანქარების მიერ იქმნება. მნიშვნელოვანობის


პოტენციალები ქანქარების კაკანათებს წარმოადგენენ. მიზანი ძნელად მიღწევადია -
გარეგნული მნიშვნელოვანება. მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს მხოლოდ იმ პიროვნების
მიერ, ვისაც უზადო თვისებები აქვს - შინაგანი მნიშვნელოვანობა. მიზნისკენ მიმავალ გზაზე
ადამიანს ცხვარივით გაატყავებენ. შესაძლოა მისცენ მიზნამდე მიღწევის საშუალება. იგი ძალზე
კმაყოფილი იქნება, და ვერც კი მიხვდება, რომ ენერგია არა იმდენად მიზნის მიღწევაზე დახარჯა,
არამედ ქანქარებთან ბრძოლაზე.

ვღებულობთ დაახლოებით შემდეგ სურათს. ადამიანმა თავისი მიზნისკენ გზა მათხოვრების


მთელი ბრბოს გავლით უნდა გაიაროს. ისინი ყველანი მოწყალებას თხოვენ, გზას უღობავენ,
ხელებით ებღაუჭებიან. ადამიანი ცდილობს თავი გაიმართლოს, ბოდიშები მოიხადოს, ფული
გასცეს, გააღწიოს, იჩხუბოს. ბოლოს იგი დიდი გაჭირვებით აღწევს თავის მიზანს. ენერგია,
რომელიც სახელდობრ მიზნის მიღწევაზე დაიხარჯა, მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს და
მხოლოდ იმაზე იხარჯება, რომ ფეხები გადადგას. ენერგიის დანარჩენი მასა დახარჯულ იქნა
აბეზარა მათხოვრებთან ბრძოლაზე.

ქანქარების ხლართების გაწყვეტით ადამიანი თავისუფლებას ღებულობს. მათხოვრები თავს


ანებებენ მას და სხვებზე გადაერთვებიან. როგორც გახსოვთ, იმისთვის, რომ ქანქარებისგან
განვთავისუფლდეთ, აუცილებელია უარი ვთქვათ შინაგან და გარეგან მნიშვნელოვანებაზე.
თუკი ამას გააკეთებთ, წინააღმდეგობები მიზნისკენ გზაზე უბრალოდ თვით-ლიკვიდაციას
განიცდიან. აი, მაშინ, თქვენ შეძლებთ, რომ კი არ ითხოვოთ, მოითხოვოთ ან იბრძოლოთ,
არამედ უბრალოდ მიხვიდეთ და აიღოთ.

ახლა ჩნდება კითხვა: როგორ გავიგოთ ფრაზა: “მიხვიდე და აიღო”, და რა უნდა გაკეთდეს
ამისთვის? წიგნის მთელი დარჩენილი ნაწილი ამ კითხვაზე პასუხს ეძღვნება, და მალე
ყველაფერს გაიგებთ. ჩვენ აქამდე საკუთარი ბედის არჩევის სტრატეგიის საერთო სურათის
მონახაზი გავაკეთეთ. მთხოვნელის, ნაწყენის და მეამბოხის როლები ჩვენ არ გვაწყობს. როგორ
ფიქრობთ, რომელ როლს აკუთვნებს ტრანსერფინგი თავისი ბედის პატრონს თამაშში
სახელწოდებით ცხოვრება? ეს თქვენი საშინაო დავალება იქნება. პასუხს შემდეგ თავში გაიგებთ.

მანამდე კი განვიხილოთ ცხოვრებისეულ სიტუაციებში მოქმედების ტაქტიკური მეთოდები.

დინებით მოძრაობა

მთხოვნელი და ნაწყენი უნებურად ცურავენ ცხოვრების ნაკადში. მეომარი, პირიქით, ცდილობს


ებრძოლოს ამ დინებას. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების სუფთა ტიპები არ არსებობენ. ყველა
დრო და დრო იღებს თავის თავზე ამა თუ იმ როლს მეტი ან ნაკლები ხარისხით. ასეთი როლების
შესრულებით ადამიანი უკიდურესად არაეფექტურად მოქმედებს. მაგრამ თუ არც ბრძოლა
შეიძლება და არც დინების მიყოლა, რაღა რჩება მაშინ?

112
ზემოთ ნაჩვენები იყო, როგორ ავტორიტეტულად გვკარნახობს გონება თავის ნებას, რომელიც
საღ აზრზეა დაფუძნებული. ბევრი ადამიანი ძალზე ჯანსსაღად აზროვნებს, და ამავდროულად
არ შეუძლიათ თავიანთ პრობლემებთან გამკლავება. ნუთუ დიდია სარგებელი ასეთი საღი
აზრისგან? გონება ვერ მოგვცემს საიმედო გადაწყვეტილების გარანტიას. გონებას ეჩვენება, რომ
საღად აზროვნებს, სინამდვილეში კი ქანქარებთან სინქრონში მოძრაობს. გადაადგილების
ვერანაირ თავისუფლებაზე ვერ იქნება საუბარი, სანამ ადამიანი მთხოვნელის, ნაწყენის ან
მეამბოხის როლშია. მეამბოხესაც კი ნების განხორციელების თავისუფლება იმაზე მეტი არ აქვს,
ვიდრე ქაღალდის ნავს.

როგორ მოძრაობს ცხოვრების დინებაში მეამბოხე? ქანქარები ბრძოლისთვის უკეთებენ


პროვოცირებას, და ისიც დინების წინააღმდეგ უსვავს ხელებს, როცა შეიძლება უბრალოდ
ზურგზე წამოწვე და დაისვენო. გონება შეპყრობილია ქანქარებით, და მეამბოხეს მტკიცედ აქვს
გადაწყვეტილი რომ მთელი ძალით იქნიოს ხელები იქ, სადაც მშვიდი და რბილი მოძრაობების
გაკეთებაა შესაძლებელი.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ არ ეწინააღმდეგებით დინებას და არ შეგაქვთ დინებაში ზედმეტი


ტურბულენტობა, მაგრამ არც უნებურად მიცურავთ, ქაღალდის გემივით. თქვენ განზრახ
მოძრაობთ დინებასთან თანხმობაში, ამჩნევთ შემხვედრ წინააღმდეგობებს, სახიფათო
ადგილებს, და მხოლოდ რბილი მოძრაობებით ინარჩუნებთ არჩეულ მიმართულებას. საჭე
თქვენს ხელთაა.

და საერთოდ, შეიძლება რომ ცხოვრება განვიხილოთ, როგორც დინება? და რატომ არ


შეიძლება, რომ არც უნებურად მიჰყვე და არც შეეწინააღმდეგო ამ დინებას? ინფორმაცია
ვარიანტთა სივრცეში სტაციონარულად დევს - მატრიცის სახით. მაგრამ ამავდროულად,
ინფორმაციის სტრუქტურა ორგანიზებულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ჯაჭვებად.
მაგალითად, ერთ სექტორში მიზეზი დევს, მეზობელ სექტორში შედეგი: როდესაც კიბეზე
აღელვებულ მდგომარეობაში ჩავდიოდი, ფეხი გადამიბრუნდა. შემდეგ სექტორში ამ მიზეზის
შედეგი იმყოფება: მე თვითმფრინავზე დავაგვიანე. ამ სექტორს შემდგომი მოვლენა მოჰყვება: მე
ცოცხალი გადავრჩი, რადგან თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამგვარად, მიზეზ-შედეგობრივი
კავშირები ვარიანტთა დინებას ქმნიან. სწორედ ამ დინებაზე იქნება საუბარი.

მთავარი მიზეზი, რის გამოც არ უნდა შევეწინაღმდეგოთ აქტიურად ამ დინებას, იმაში


მდგომარეობს, რომ ამ დროს უსარგებლოდ ან ჩვენთვის საზიანოდ იხარჯება უზარმაზარი
ენერგია. მაგრამ შეიძლება კი, ენდო ვარიანტთა დინებას? მან ხომ შეიძლება როგორც მშვიდ
ლაგუნაში გაგვიყვანოს, ასევე ჩანჩქერში მოგვახვედროს. სწორედ იმისთვის, რომ უსიამოვნებებს
აარიდოთ თავი, თქვენ რბილი მოქმედებებით უნდა მოახდინოთ საკუთარი მოძრაობის
კორექტირება. რა თქმა უნდა, თავიდან აუცილებელია, რომ ამ დინების საერთო მიმართულება
აირჩიოთ.მიმართულება განისაზღვრება არჩეული მიზნით და მისი მიღწევის საშუალებით. მას
შემდეგ, რაც მიმართულება არჩეულია, მაქსიმალურად უნდა მიენდოთ დინებას და არ დაუშვათ
მკვეთრი მოძრაობები.

ყველამ იცის დაახლოებით თავისი დინების საერთო მიმართულება. მაგალითად, ახლა


ვსწავლობ, შემდეგ სამსახურს დავიწყებ, ოჯახს შევქმნი, სამსახურეობრივი კარიერის კიბეზე წინ
წავიწევ, საკუთარ სახლს ავიშენებ, და ა.შ. ბევრი თავის გზაზე უამრავ შეცდომას უშვებს და ნანობს,

113
როცა უკან იხედება. მაგრამ უკვე ვეღარაფერს გამოასწორებ, მოსახდენი მოხდა. დინება შორს
გადაიხარა სასურველი მიზნისგან. საღად მოაზროვნე გონება ვერ გადაგვარჩენს. მხოლოდ
ისღა დაგვრჩენია, ვინანოთ: “აი, რომ მცოდნოდა, სად დავეცემოდი, თივას დავიფენდი”.

ყველას სურს იცოდეს, რა ელოდება იქ, მოსახვევის მიღმა. ყველა არ უყურებს სერიოზულად
მკითხავებს და ასტროლოგებს, მაგრამ ბევრს თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო აინტერესებს.
ოპტიმისტური ასტროლოგიური პროგნოზი ან წინასწარმეტყველება იმედის ნაპერწკალს
ანთებს. ხოლო არასასურველი პროგნოზებისგან თავის არიდებაც შეიძლება. ტრანსერფინგის
მოდელი არ შედის წინააღმდეგობაში ასტროლოგიასთან. პროგნოზებს რეალური საფუძველი
გააჩნიათ - ვარიანტთა სივრცე. ასტროლოგია მხოლოდ იმიტომ არ არსებობს, რომ ადამიანებს
მომავალში შეჭყეტა აინტერესებთ. გარტყმის პროცენტი მეტისმეტად დაბალი რომ იყოს, არავინ
არ დაეყრდნობოდა ეფემერულ წინასწარმეტყველებებს. თუმცაღა ვარიანტთა დინების
არსებობა, გარკვეულ კანონზომიერებებზე დაყრდნობით, მართლაც იძლევა საშუალებას
შევიხედოთ სივრცის არარეალიზებულ სექტორებში. სხვა საქმეა, რომ ასტროლოგიური
გამოთვლები, რა თქმა უნდა, ვერ მოგვცემენ ასპროცენტიანი სიზუსტის გარანტიას, ისევე
როგორც ნათელხილვის შემთხვევაში.

ყველა თავისთვის წყვეტს, რამდენად დაეყრდნოს წინასწარმეტყველებებს და ასტროლოგიურ


პროგნოზებს. ჩვენ პატივისცემით გვერდზე დავტოვებთ ამ თემას და შევხედავთ, რა სარგებლობა
შეიძლება მივიღოთ ვარიანტთა დინების არსებობის შესახებ ცოდნისგან. მთავარი საკითხი იმაში
მდგომარეობს, თუ რამდენად შეიძლება მიენდო დინებას, თუკი ძირითადი მიმართულება
სწორადაა შერჩეული, და საერთოდ რატომ უნდა მიენდო მას.

როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, გონება გამუდმებით იმყოფება ხელოვნურად შექმნილი


მნიშვნელოვანობის წნეხის ქვეშ, ამიტომ მას არ შეუძლია ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება.
შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა, არსობრივად პრობლემების მთავარ წყაროს
წარმოადგენს. წონასწორული ძალები წინაღობებისა და მორევების სახით მოქმედებენ დინების
გზაზე. თუ მნიშვნელოვანობას გადააგდებთ, დინება შედარებით მშვიდ კალაპოტში გადავა.
საკითხი იმის შესახებ, უნდა მივენდოთ თუ არა ამ დინებას, - ასევე მნიშვნელოვანობის საკითხია.
გარეგანი მნიშვნელოვანობა აიძულებს გონებას, რომ მარტივ პრობლემებს რთული გადაწყვეტა
მოუძებნოს. შინაგანი მნიშვნელოვანობა არწმუნებს გონებას იმაში, რომ იგი საღად მსჯელობს და
ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იღებს.

თუკი მნიშვნელოვანობას გადავაგდებთ, გონება თავისუფლად ამოისუნთქავს, რადგანაც


განთავისუფლდება ქანქარების გავლენისგან და ხელოვნურად შექმნილი პრობლემების
წნეხისგან. გონება შეძლებს, რომ უფრო ობიექტური და ადეკვატური გადაწყვეტიულებები
მიიღოს. მაგრამ მთელი მშვენიერება იმაში მდგომარეობს, რომ მნიშვნელოვანობისგან
განთავისუფლებულ გონებას არ დასჭირდება მძლავრი ინტელექტი. რა თქმა უნდა,
ყოველდღიური ამოცანების გადასაჭრელად ლოგიკური აზროვნებაც დაგვჭირდება, ცოდნაც და
ანალიტიკური აპარატიც, მაგრმ ამ ყველაფერზე გაცილებით უფრო ნაკლები ენერგია
დაიხარჯება. ვარიანტთა დინების არსებობა გონებისთვის მდიდრული საჩუქარია, რომელსაც იგი
თითქმის არ იყენებს.

114
ვარიანტთა დინება უკვე შეიცავს საკუთარ თავში ყველა პრობლემის გადაწყვეტას. და
პრობლემების უმეტესობა ხელოვნურად იქმნება თავად გონების მიერვე. მოუსვენარი გონება
გამუდმებით განიცდის ქანქარების ბიძგებს და ცდილობს ყველა პრობლემა სიტუაციაზე
კონტროლით გადაწყვიტოს. გონების ნებითი გადაწყვეტილებები - უმეტეს შემთხვევაში სხვა
არაფერია, თუ არა ხელის წყალზე უაზრო დგაფუნი.

პრობლემების უმეტესობა, განსაკუთრებით წვრილმანის, თავისთავად გვარდება, თუკი ხელს არ


შევუშლით ვარიანტთა დინებას.

მძლავრი ინტელექტი არაფერში გვჭირდება, თუკი გადაწყვეტა უკვე არსებობს ვარიანტთა


სივრცეში. თუკი ცხვირს არ შევყოფთ უადგილოდ და ხელს არ შევუშლით ვარიანტთა დინებას,
გადაწყვეტილება თავისით მოვა, და თანაც ყველაზე ოპტიმალური.

ოპტიმალურობა უკვე ჩადებულია ინფორმაციის ველის სტრუქტურაში. საქმე იმაშია, რომ მიზეზ-
შედეგობრივი კავშირები ცალკეულ ნაკადებს ქმნიან ვარიანტთა დინებაში. ეს ნაკადები მიზეზთა
და შედეგთა მოძრაობის ყველაზე ოპტიმალურ გზებს წარმოადგენენ. ვარიანტთა სივრცეში
ყველაფერია, მაგრამ დიდი ალბათობით სწორედ ყველაზე ოპტიმალური და ნაკლებად
ენერგო-ხარჯვითი ვარიანტები რეალიზდება. ბუნება უაზროდ არ ფლანგავს ენერგიას.
ადამიანები ფეხებით დადიან და არა ყურებით. ყველა პროცესი ცდილობს რომ ნაკლები
ენერგო-დანახარჯით წარიმართოს. ამიტომ ვარიანტთა დინებები ყველაზე ნაკლები
წინააღმდეგობის გზითაა ორგანიზებული. სწორედ დინებებშია ყველაზე ოპტიმალური
გადაწყვეტილებები. გონება, რომელიც შეპყრობილია ქანქარებით, ამ ქანქარების
ინტერესებისთვის მოქმედებს, და გამუდმებით ვარდება დინებებიდან. სხვა სიტყვებით, გონება
მარტივი პრობლემების რთულ გადაწყვეტას ეძებს.

ყველა ეს მსჯელობა შესაძლოა მეტისმეტად აბსტრაქტულად მოგეჩვენოთ. მაგრამ შეგიძლიათ


თავად დარწმუნდეთ პრაქტიკით, რამდენად რეალურია დინებების არსებობა. ეს მართლაც
მშვენიერი საჩუქარია გონებისთვის. ნებისმიერ პრობლემაში დაშიფრულია გასაღებები მისი
გადაჭრისთვის. ყველაზე პირველი გასაღები - ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობის გზით
მოძრაობაა. ადამიანები, როგორც წესი, რთულ გდაწყვეტებს ეძებენ, რადგანაც პრობლემებს
წინააღმდეგობებად აღიქვამენ, წინააღმდეგობების გადალახვა კი, როგორც ცნობილია,
ძალების დაძაბვითაა საჭირო. აუცილებელია, გამოვიმუშავოთ ჩვევა, რომ პრობლემის
გადაჭრის ყველაზე მარტივი ვარიანტი ავირჩიოთ.

ყოველ ჩვენგანს გვიწევს, რომ ან რაღაც ახალი ვისწავლოთ, ან უკვე ნაცნობი და ჩვეული
რაღაცეები ვაკეთოთ. კითხვა: როგორ გავაკეთოთ ერთიც და მეორეც უფრო ეფექტურად?
პასუხი იმდენად მარტივია, რომ მისი დაჯერება მართლაც ძნელია: დინებით მოძრაობის
პრინციპის თანახმად, უნდა ვეცადოთ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც ეს ყველაზე იოლი
და მარტივი სახით კეთდება.

ნებისმიერი მოქმედების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტები დინებებშია ორგანიზებული. ეს


დინებები შემდგარია ოპტიმალური მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ჯაჭვებისგან. როცა
გადაწყვეტილებას იღებთ, რომ შემდეგი ნაბიჯი გადადგათ თქვენს ქმედებაში, თქვენ ამ ჯაჭვის
შემდეგ რგოლს ირჩევთ. ისღა დაგვრჩენია, გავარკვიოთ, რომელი რგოლი წარმოადგენს

115
დინების ელემენტს. რას აკეთებს ადამიანი ასეთ შემთხვევებში? იგი ღებულობს ლოგიკურ
გადაწყვეტილებას, რომელიც საღი აზრისა და გამოცდილების თვალსაზრისით უფრო სწორია.

გონება ნებელობით გადაწყვეტილებას იღებს. იგი თვლის, რომ ყველაფრის გამოთვლა და


ახსნა შეუძლია. თუმცაღა ეს ასე არაა, და თქვენ თავადაც შეგიძლიათ დაადასტუროთ,
რამდენჯერ შემოგირტყამთ მოგვიანებით თავზე ხელი და გაგხსენებიათ, რომ ყველაფრის
სხვაგვარად გაკეთება შეიძლებოდა. საქმე სულაც არაა დაბნეულობაში ან გონების არასაკმარის
სიმახვილეში. გონებას ყოველთვის არ შეუძლია ოპტიმალური ვარიატის არჩევა მხოლოდ
იმიტომ, რომ დინების ჯაჭვის რგოლები ყოველთვის არ ემთხვევიან გონების ლოგიკურ
კონსტრუქციებს.

როგორც არ უნდა ეცადოთ, თქვენ იშვიათად გამოგდით მოქმედების ოპტიმალური ვარიანტის


შერჩევა მხოლოდ ლოგიკურ დასკვნებზე დაყრდნობით. გონება, როგორც წესი, სტრესის,
საზრუნავების, დეპრესიის ან მომატებული აქტივობის ზეწოლის ქვეშ იმყოფება. სხვა სიტყვებით,
გონებას გამუდმებით ექაჩებიან ქანქარები. ამიტომ გონება ყოველთვის “ტარანით” მოქმედებს
და პირდაპირ შეტევას ახორციელებს გარე სამყაროზე.

იმისთვის, რომ დინების (ნაკადის) შემდგომი რგოლი ავირჩიოთ, საჭიროა მხოლოდ, რომ
განვთავისუფლდეთ ქანქარების ძაფებისგან და უბრალოდ მორჩილად მივყვეთ ამ ნაკადს.
იმისთვის, რომ ქანქარების ძაფებისგან განვთავისუფლდეთ, წონასწორული მდგომარეობა უნდა
დავიკავოთ და არ შევქმნათ ჭარბი პოტენციალები. იმისთვის, რომ არ შევქმნათ ჭარბი
პოტენციალები, აუცილებელია, რომ გამუდმებით ვადევნოთ თვალყური მნიშვნელოვანობის
დონეს.

როცა წონასწორულ მდგომარეობაში შეხვედით გარე სამყაროსთან, ამის შემდეგ უბრალოდ


მიყევით დინებას. თქვენ თვითონვე დაინახავთ მრავალ ნიშანს, რომლებიც წაგიყვანენ. გაუშვით
სიტუაცია, გახდით არა მონაწილე, არამედ გარე დამკვირვებელი. არა მონა ან ბატონი, არამედ
უბრალოდ შემსრულებელი. დაავალეთ თქვენს დამკვირვებელს, რომ გამუდმებით მოგქაჩოთ,
როცა გონება ეცდება, რომ “გონივრული” ნებელობითი გადაწყვეტილება მიიღოს. გააქირვეთ
საკუთარი თავი შემსრულებლის როლში, თავად კი გარედან დააკვირდით სამუშაოს.
ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად კეთდება, ვიდრე გვეჩვენება. მიენდეთ ამ სიმარტივეს.
ჩანჩქერამდე გონება მიგიყვანთ, და არა ვარიანტთა დინება.

მაგალითად, გჭირდებათ, რომ მაღაზიაში საჭირო ნივთი იპოვნოთ. არ იცით, სად შეიძლება მისი
პოვნა. გონება ყველაზე გონივრულ, მაგრამ რთულ ვარიანტს გთავაზობთ. ნახევარ ქალაქს
შემოივლით და საბოლოო ჯამში საჭირო ნივთს თქვენი სახლის გვერდზე იპოვნით. ამოცანის
მნიშვნელოვანობა რომ უფრო დაბალი ყოფილიყო, გონება არ დაიწყებდა რთული
გადაწყვეტილებების ძიებას.

სხვა მაგალითი. თქვენს წინ საქმეების მთელი სიაა. რა უნდა გააკეთოთ თავიდან, და რა - შემდეგ?
ფიქრი არაა საჭირო. თუ თანმიმდევრობას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ
აკეთეთ ისე, როგორც თავისთავად კეთდება. იმოძრავეთ დინებასთან ერთად, ჩახსენით თქვენი
გონება ქანქარების გავლენისგან. საქმე იმაში არაა, რომ უნებო ქაღალდის გემად იქცეთ

116
ტალღებზე, არამედ იმაში, რომ არ ადგაფუნოთ ხელები წყალზე იმ დროს, როცა საკმარისია
გადაასდგილებისთვის საჭირო რბილი მსუბუქი და მარტივი მოძრაობების კეთება.

აღარ განვაგრძობ მაგალითების სიას. თქვენ თვითონ გააკეთებთ უამრავ სასარგებლო და


საოცარ აღმოჩენას, თუკი ერთი დღის განმავლობაში მაინც ცდით დინების მიყოლას. ყოველ
ჯერზე, როდესაც რაიმე გადაწყვეტილების მიღება გჭირდებათ, ჰკითხეთ საკუთარ თავს:
გადაწყვეტილების ძიების რომელი გზაა ყველაზე იოლი? მოძებნეთ ძიების ყველაზე მარტივი
გზა. ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაც ან რაღაც გაცდენთ გზისგან, არ იჩქაროთ აქტიურად
შეწინააღმდეგება ან თავის არიდება. სცადეთ საკუთარი თავის გაქირავება და დააკვირდით, რა
იქნება შემდეგ. ყოველ ჯერზე, როცა რაღაცის გაკეთება გჭირდებათ, ჰკითხეთ საკუთარ თავს:
როგორ უნდა გავაკეთო ეს ყველაზე მარტივად? საშუალება მიეცით საქმეს ისე გაკეთდეს,
როგორც მარტივად კეთდება. ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას გთავაზობენ ან თავის
თვალსაზრისს გიმტკიცებენ, არ იჩქაროთ უარის თქმა ან შეკამათება. შესაძლოა, თქვენი გონება
ვერ ხვდება თავის სარგებელს და ვერ ხედავს ალტერნატივას. გაააქტურეთ დამკვირვებელი.
თავიდან დააკვირდით და მხოლოდ შემდეგ იმოქმედეთ. დაეშვით მაყურებელთა დარბაზში, ნუ
იჩქარებთ კონტროლის დამყარებას და საშუალება მიეცით თამაშს, რომ შეძლებისდაგვარად
დამოუკიდებლად, თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ განვითარდეს. ნუ ადგაფუნებთ წყალზე
ხელებს. ნუ შეუშლით ხელს თქვენს ცხოვრებას, რომ დინებას მიჰყვეს, და დაინახავთ, როგორ
შეგიმსუბუქდებათ იგი.

გზამკვლევი ნიშნები

მაგრამ როგორ გავარჩიოთ წინ არსებული მეჩეჩი ან ჩანჩქერი დინების ნორმალური


მოსახვევისგან? გარესამყაროში ორიენტირება სრულიად შესაძლებელია სრულიად
ხელშესახები სიგნალებით. სამყარო გამუდმებით გვაძლევს ამ სიგნალებს. მათი ყველაზე
ცნობილი და გავრცლებული სახე - ესაა ნიშნები. არსებობს ცუდი და კარგი ნიშნები. თუ
ცისარტყელა დაინახე - კარგის ნიშანია. თუ შავმა კატამ გადაგირბინა - უბედურებას ელოდე. ასეა
მიღებული, რომ ჩათვალონ.

საზოგადოებაში მიღებული ნიშნები მრავალჯერადი დაკვირვებებისა და დამთხვევების შედეგად


ფორმირდნენ. თუ ნიშნის ამოქმედების პროცენტი საკმარისად მაღალია, ჩნდება
კანონზომიერება, რომელიც საყოველთაო აზრად იქცევა, რადგანაც ადამიანები გამუდმებით
უყვებიან ერთმანეთს უცნაური მოვლენების შესახებ. თუმცაღა ნიშნები ყოველთვის არ ხდება.
რატომ ხდება ასე?

რა ხდება, როცა ადამიანს რაღაც დაავიწყდა და დაბრუნება უხდება? ის ფიქრობს, რომ


დაბრუნება ცუდის ნიშანია. მას შეუძლია არ სჯეროდეს ნიშნების, მაგრამ გამყარებული
საზოგადოებრივი სტერეოტიპი მაინც ტოვებს ჩრდილს ქვეცნობიერში. გონებაში ჩნდება
განწყობა - რაიმე უსიამოვნების მოლოდინზე. ან არა, ფიქრობს ადამიანი, არ დავბრუნდები.
მაგრამ ესეც არ შველის, რადგანაც თანაბარზომიერი დინება უკვე დარღვეულია და ადამიანი
რაღაც დონით ამოვარდნილია წონასწორობიდან. უბედურების მოლოდინს თავისი
კორექტივები შეაქვს აზრობრივი გამოსხივების პარამეტრებში, და ადამიანი გადაინაცვლებს
ცხოვრების იმ ხაზებზე, რომლებიც ამ პარამეტრებს შეესაბამება. იგი იმას ღებულობს, რასაც

117
უფრთხის. მან თავად დაუშვა ასეთი შესაძლებლობა თავის სცენარში. სწორედ ამიტომ, ნიშნის
განხორციელების ალბათობა იზრდება.

როგორც ხედავთ, საზოგადოებრივად მიღებული ნიშანი ვერ შეასრულებს კანონის ან


კანონზომიერების როლს. რატომ მაინცდამაინც შავი კატაა სტანდარტულად ცუდის ნიშანი? ან
რატომ უნდა მოახდინოს შავმა კატამ ცუდი ზეგავლენა თქვენს ცხოვრებაზე? გავლენას ის კი არა,
თქვენი დამოკიდებულება ახდენს ნიშნის მიმართ. თუკი ნიშნების გჯერათ, ისინი მონაწილეობას
მიიღებენ თქვენი ცხოვრების მოვლენების ფორმირებაში. თუ არ გჯერათ, მაგრამ ეჭვი
გეპარებათ, დამიჯერეთ, გავლენა ნაკლები იქნება, მაგრამ მაინც დარჩება. თუკი არ გჯერათ და
ყურადღებასაც არ აქცევთ მათ, ისინი თქვენს ცხოვრებაზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენენ.
ყველაფერი ძალიან მარტივია: თქვენ იღებთ იმას, რასაც თქვენი ცხოვრების სცენარში დაუშვებთ.
ადამიანს, რომელიც განიხილავს ნიშნებს, როგორც ცრურწმენებს, თავისი ცხოვრების შრეში
მათი განხორციელების არანაირი ნიშანწყალი არ გააჩნია. ნიშნები სხვების ცხოვრებაში
მოქმედებენ, რადგანაც ის ადამიანები პოულობენ თავისთვის დადასტურებებს, ხოლო ეს,
რომელსაც არ სჯერა - ვერ პოულობს.

თუკი ნიშნები თავისთავად ვერ ახდენენ ცხოვრებაზე ზეგავლენას, მაშინ რა გზამკვლევ ნიშნებზე
იქნება საუბარი? შავ კატას არ შეუძლია ზეგავლენის მოხდენა, მაგრამ მას შეუძლია შეასრულოს
იმ ნიშნის როლი, რომელიც გაფრთხილება იქნება ვარიანტთა დინებაში არსებულ მოვლენაზე.
საქმე მხოლოდ იმაშია, რომელი ნიშნები ჩავთვალოთ გზამკვლევად. რადგან თუ დაკვირვებას
დავისახავთ მიზნად, შეიძლება ყველაფერ მომხდარში მხოლოდ ნიშნები შევამჩნიოთ. მაგრამ
როგორ მოვახდინოთ მათი ინტერპრეტაცია? ინტერპრეტაციებს ჩვენ არ დავიწყებთ.
არამადლიანი საქმეა. მეტისმეტად არასაიმედო და გაუგებარი. ერთადერთი, რაც შეიძლება
გავაკეთოთ, ისაა, რომ ნიშანი გავითვალისწინოთ, გავაძლიეროთ დამკვირვებლის ყურადღება
და ვიყოთ უფრო ფრთხილად.

გზამკვლევ ნიშნებს წარმოადგენენ ისინი, რომლებიც მიუთითებენ შესაძლო მოსახვევზე


ვარიანტთა დინებაში. სხვა სიტყვებით, ნიშანი წარმოადგენს იმ მოვლენის მაცნეს, რომელიც
შედარებით მეტ ცვლილებას შემოიტანს ცხოვრების თანაბარზომიერ დინებაში. თუკი რაიმე
მოსახვევს ელოდებით, თუნდაც უმნიშვნელოს, მაშინ შეიძლება გაჩნდეს ნიშანი, რომელიც
მოსახვევის შესახებ სიგნალს გვაძლევს. თუკი ისეთს უახლოვდებით, რომელსაც არ ელით, -
ასევე შეიძლება გაჩნდეს რაიმე დამახასიათებელი ნიშანი. რას ნიშნავს დამახასიათებელი?

საქმე იმაშია, რომ როცა ვარიანტთა დინება მოსახვევს აკეთებს, თქვენ ცხოვრების სხვა ხაზზე
გადადიხართ. შეგახსენებთ, რომ ხაზი წარმოდგენს მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანს ცხოვრების
ხარისხით. ნაკადმა ვარიანტთა დინებაში შესაძლოა სხვადასხვა ხაზები გადაკვეთოს. ცხოვრების
ხაზები ერთმანეთისგან თავიანთი პარამეტრებით განსხვავდებიან. ცვლილებები შესაძლოა
უმნიშვნელო იყოს, მაგრამ სხვაობა მაინც შესამჩნევი ხდება. სწორედ ამ თვისობრივ სხვაობას
ამჩნევთ ცნობიერად თუ არაცნობიერად: თითქოს რაღასც ისე ვერაა, როგორც ერთი წუთის წინ
იყო.

ამგვარად გზამკვლევი ნიშნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩნდებიან, როცა ცხოვრების სხვა


ხაზებზე გადასვლა იწყება. თქვენ შეიძლება ყურადღება არ მიაქციოთ ცალკეულ მოვლენას.
მაგალითად ყვავმა დაიჩხავლა, თქვენ კი ყურადღება არ მიაქციეთ. ამან არ დაგძაბათ,

118
თვისობრივი სხვაობა ვერ შენიშნეთ, ე.ი. თქვენ ისევ უწინდელ ხაზზე იმყოფებით. მაგრამ თუ
ყურადღება მიაქციეთ მოვლენას, და მასში რაღაცამ დაგძაბათ, ეს - ნიშანია.

ნიშანი ჩვეულებრივი მოვლენისგან იმით განსხვავდება, რომ იგი ყოველთვის ცხოვრების


არსობრივად განსხვავებულ ხაზზე გადასვლის დასაწყისის სიგნალის როლს ასრულებს.
როგორც წესი ის მოვლენები გვძაბავენ, რომლებიც ახალ ხაზზე გადასვლისთანავე ჩნდებიან. ეს
იმიტომ, რომ ცხოვრების ხაზები თვისობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამ
განსხვავებებს შესაძლოა სხვადასხვა ხასიათი ჰქონდეთ, და ისინი ზოგჯერ გასაგებ ახსნას არ
ექვემდებარებიან: ისეთი შეგრძნებაა, თითქოს რაღაც რიგზე ვერაა. როცა ახალ ხაზზე ხდება
გადასვლა, ჩვენ ამას ინტუიციურად ვგრძნობთ და ზოგჯერ მკაფიო ცვლილებებს ნიშნების სახით
ვუსვავთ ხაზს. თითქოს თვალის კიდით ვხედავთ ან ვეჭვობთ, რომ დინებაში რაღაც ახალი
გამოჩნდა. ნიშნები მიგვითითებენ მათზე, ისინი გვეუბნებიან: რაღაც შეიცვალა, რაღაც ხდება.

მოვლენა, რომელიც ცხოვრების მიმდინარე ხაზზე ხდება, როგორც წესი არ გვძაბავს. მას
ისეთივე თვისება აქვს, რაც სხვა მოვლენებს მოცემულ ხაზზე. თუმცა, თუკი ადამიანი ყველაფერს
იგნორირებას უკეთებს, რაც მის გარშემო ხდება, იგი აშკარა ნიშნებსაც ვერ შეამჩნევს. გადასვლა
არსობრივად განსხვავებულ ხაზზე როგორც წესი ეტაპობრივად ხდება - შუალედური ხაზების
გავლით. ნიშნები ამ ხაზებზე შეიძლება გაჩნდეს, როგორც სხვადასხვა დონის სიმკაცრის
გაფრთხილებები. ხდება ხოლმე, რომ ადამიანი იგნორირებას უკეთებს პირველ
გაფრთხილებას. გადასვლა გრძელდება, მოდის მეორე გაფრთხილება, შემდეგ მესამე, და თუ
ამის შემდეგაც ადამიანი არ ჩერდება, ხდება ის, რაც ფინალურ ხაზზე უნდა მოხდეს.

როგორც უკვე ითქვა, ნიშნების ერთმნიშვნელოვნად ინტერპრეტირება ძალიან რთულია. იმაშიც


კი ვერ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ მოვლენები, რომლებმაც თქვენი ყურადღება მიიპყრეს,
ნიშანს წარმოადგენენ. შეგვიძლია მხოლოდ მხედველობაში მივიღოთ, რომ სამყაროს სურს
რაღაც შეგვატყობინოს. ჩვენ პირველ რიგში მომავალი არსებული მეჩეჩები და ზღურბლები
გვაინტერესებს. ზოგჯერ გვინდა, რომ თუნდაც მინიშნება მივიღოთ იმისა, თუ რა გველოდება
მომავალში. შემთხვევათა უმრავლესობაში კითხვის ფორმულირება შეიძლება ისე მოვახდინოთ,
რომ ორპოლუსიანი პასუხი მივიღოთ: კი ან არა. მაგალითად, გამოგვივა თუ არა, მოვასწრებ თუ
არა, კარგია თუ ცუდი, სახიფათოა თუ არა, და ა.შ. ნიშნის ინტერპრეტაცია აუცილებელია
დავიყვანოთ „დადებითის“ ან „უარყოფითის“ მსგავს პასუხამდე. დიდი სიზუსტის იმედი არ უნდა
გვქონდეს.

ნიშანი თავის თავში მოიცავს მინიშნებას მომავალი მოვლენის თვისებაზე. თუ ნიშანი უარყოფით
შეგრძნებებთან ასოცირდება, საფრთხის და უნდობლობის შეგრძნებას, შფოთვას და
დისკომფორტს იწვევს - ეს ნიშნავს, რომ ნიშანი სიგნალს გვაძლევს მოვლენების ნეგატიურ
განვითარებაზე. თუ შეგრძნებები არაერთმნიშვნელოვანია, მაშინ აზრი არ აქვს ნიშნის
ინტერპრეტაციას - შეფასება საიმედო ვერ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, არ ღირს ძალიან
ავღელდეთ და დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ ნიშნებს. თუმცაღა თუკი ყურადღება მიაქციეთ
ნიშანს, არც უნდა უგულვებელჰყოთ იგი. შესაძლოა იგი გაფრთხილებდეთ, რომ ყურადღებით
უნდა იყოთ, ან ქცევა უნდა შეცვალოთ, ან დროულად შეჩერდეთ, ან მოქმედების სხვა
განვითარება აირჩიოთ.

119
ნიშნებს შეიძლება სრულიად განსხვავებული ფორმები ჰქონდეთ. მხოლოდ იმის გარჩევაა
საჭირო, თუ რა მნიშვნელობა გააჩნიათ მათ: პოზიტიური თუ ნეგატიური. მაგალითად, მე
მეჩქარება, და გზად მოხუცებული ქალი მიღობავს ხელ-ჯოხით, და ვერანაირად ვერ ვუვლი
გვერდს. რას უნდა ნიშნავდეს ასეთი ნიშანი? დიდი ალბათობით დავაგვიანებ. ან აი, ჩემი
ავტობუსი, რომელიც ჩვეულებრივ აუჩქარებლად დადის, დღეს რატომღაც ძალიან ჩქარა
მიჰქრის. როგორც ჩანს, მე სადღაც რაღაც ვერ გავთვალე და ფრთხილად უნდა ვიყო. ან რაღაც
ჩაფიქრებული არანაირად არ გამომდის, ჩნდება გარკვეული მკვეთრი წინააღმდეგობები. საქმე
ძალიან გაჭირვებით მიიწევს წინ. იქნებ ჩიხი ავირჩიე და საერთოდ არ მჭირდება აქეთკენ სვლა?

ნიშნების მთავარი ღირსება ისაა, რომ მათ შეუძლიათ დროულად გაგაღვიძონ საღათას
ძილისგან და გაგაგებინონ, რომ შესაძლოა დესტრუქციული ქანქარას სასარგებლოდ და
საკუთარი თავის საზიანოდ მოქმედებთ. ადამიანი ხშირად სჩადის საბედისწერო შეცდომებს,
როდესაც ქანქარას დამაზომბირებელი გავლენის ქვეშ იმყოფება, შემდეგ კი იხსენებს, რომ
ანგარიშს არ უწევდა საკუთარ ქმედებებს, და ყურადღება მოადუნა. ასეთ შემთხვევებში, უმანკო
ნიშნების ინტერპრეტაციაც კი, როგორც გაფრთხილება, ზედმეტი არ იქნება.

დაკვირვებულობა და მიმდინარე მოვლენების გაცნობიერებული, ფხიზელი ხედვა არასოდესაა


ზედმეტი. მთავარია, სიფრთხილე შფოთვაში არ გადაიზარდოს. აუცილებელია, ვიზრუნოთ
მღელვარების გარეშე, გავაქირავოთ საკუთარი თავი და ვიმოქმედოთ უზადოდ.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ყველაზე ცხადი და მკაფიო გზამკვლევი ნიშნები - ესაა იმ ადამიანთა
ფრაზები, რომლებიც ადამიანების მიერ სპონტანურად, სასხვათაშორისოდ, წინასწარი
დაფიქრების გარეშეა წამოსროლილი. თუკი გაცნობიერებულად ცდილობენ, რომ საკუთარი
აზრი მოგახვიონ თავს, შეგიძლიათ ეს ყურებს მიღმა გაატაროთ. მაგრამ თუკი წამოსროლილია
ფრაზა, რომელიც რაღაცის გაკეთების რეკომენდაციაა, ამას ძალიან სერიოზული ყურადღება
მიაქციეთ.

სპონტანური ფრაზები - ეს ისინია, რომლებიც სრულიად დაუფიქრებლად წარმოითქმება.


გაიხსენეთ, რა ხდება, როდესაც ვიღაცის რეპლიკას მყისიერად პასუხობთ, დაფიქრების გარეშე.
პასუხი თითქოს არსებობს სადღაც ცნობიერების სიღრმეში და თქვენს ბაგეებს მოსწყდება ისე,
რომ გონების ანალიტიკურ აპარატს გამოტოვებს. მსგავსივე სახით ხდება გაფანტული ფრაზების
წამოსროლა, როცა გონება ან თვლემს, ან სხვა რამითაა დაკავებული. როცა გონება თვლემს,
სული ლაპარაკობს, და აი, სწორედ ის უკავშირდება ინფორმაციულ ველს პირდაპირი სახით.

მაგალითად, სასხვათაშორისოდ გითხრეს: „შარფი აიღე, გაცივდები“. დიდი ალბათობით, თუკი


არ დაუჯერებთ, ინანებთ. ან აი, რაღაც პრობლემის გამო ხართ აღელვებული, და ამ დროს ვიღაც
თქვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვან რეკომენდაციას გესვრით. ნუ იჩქარებთ თავის არიდებას
და მიაყურადეთ. ან აი, დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში, ვიღაც კი სასხვათაშორისოდ,
არაგანზრახ, გაჩვენებთ, რომ ეს ასე არაა. ნუ იჯიუტებთ და დაუკვირდით, ხომ არ ადგაფუნებთ
ხელებს წყალზე?

სულიერი დისკომფორტი - ასევე ძალიან მკაფიო ნიშანია, მაგრამ, როგორც წესი, მას ნაკლებად
აქცევენ ყურადღებას. თუკი გჭირდებათ, რომ გადაწყვეტილება მიიღოთ, თქვენს სულზე უკეთ
არავინ იცის, რისი გაკეთებაა საჭირო. ხშირად ძალიან რთულია გაგება იმისა, თუ სახელდობრ

120
რას გკარნახობთ სული. მაგრამ როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, შეგიძლიათ სრულიად
ცალსახად განსაზღვროთ, მოსწონს თუ არა მას გონების გადაწყვეტილება. მაგალითად,
გჭირდებათ რაღაც გადაწყვეტილების მიღება. შეჩერდით და მიაყურადეთ დილის
ვარსკვლავების შრიალს. ხოლო თუკი თქვენმა გონებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, და
ვარკსვლავების შრიალის შესახებ დაგვიანებით გაგახსენდათ, ეცადეთ, გაიხსენოთ
მეხსიერებაში, რა გრძნობებს განიცდიდით, როცა გადაწყვეტილებას იღებდით. ეს გრძნობები
შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც „რა კარგად ვგრძნობ თავს“, ან „თავს ცუდად ვგრძნობ“.
თუკი გადაწყვეტილება ხალისით არ მიგიღიათ, თუ იყო დამთრგუნველი მდგომარეობა, მაშინ ეს
ცალსახად „ცუდია“. ასეთ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების შეცვლა შეგიძლიათ, თამამად
შეცვალეთ.

სულიერი კომფორტის მდგომარეობის განსაზღვრა რთული არაა. რთულია დროულად


გაიხსენოთ, რომ თქვენს გრძნობებს უნდა მიაყურადოთ, რადგანაც გონება ავტორიტარულად
მსჯელობს და საკუთარი თავის გარდა არავის მოსმენა არ უყვარს. საღი აზრის მეხისებური ხმა
არა მხოლოდ ახშობს სულის ჩურჩულს. გონება ყოველთვის ცდილობს ყველანაირად
არგუმენტირებული გახადოს და დაამტკიცოს თავისი სიმართლე. აი, არჩევანის წინაშე დგახართ:
„კი“ თუ „არა“? სული ცდილობს, რომ მოკრძალებულად წარმოთქვას - „არა“. გონება ხვდება,
რომ სული „არა“-ს ამბობს, მაგრამ თავს აჩვენებს, რომ არ ესმის და დარწმუნებით ამტკიცებს
თავის „კი“-ს, ეყრდნობა რა „საღ განსჯას“. როცა ამ სტქრიქონებს წაიკითხავთ, თქვენი
მეხსიერების ცალკე თაროზე მოათავსეთ იგი, და შემდეგ ჯერზე, როცა გადაწყვეტილებას
მიიღებთ, გაიხსენეთ ისინი. თქვენ დარწმუნდებით, რომ ყველაფერი ზუსტად ასე ხდება.

გთავაზობთ, კარგად დაიმახსოვროთ მარტივი და საიმედო ალგორითმი სულიერი „არა“-ს


განსაზღვრისთვის. თუკი გიწევთ, რომ საკუთარი თავი დაარწმუნოთ „კი“-ს სათქმელად, ესე იგი
სული „არა“-ს ამბობს. დაიმახსოვრეთ, როცა სული „კი“-ს ამბობს, თქვენ უკვე აღარ გჭირდებათ
საკუთარი თავის დარწმუნება. შემდეგში ჩვენ კვლავ მივმართავთ ამ ალგორითმს.

აუცილებელია გამუდმებით დააკვირდეთ, რა ნიშნებს გაძლევთ გარესამყარო. მაგრამ არ უნდა


ეცადოთ, რომ ყველაფერში ნიშნები ეძებოთ. „აი, ჩიტები მაღალზე დაფრინავენ. რას უნდა
ნიშნავდეს?“ სიმაღლის არ ეშინიათ, ჰოდა დაფრინავენ როგორც უნდათ. საჭიროა მხოლოდ,
რომ გავითვალისწინოთ ნიშნები და გვახსოვდეს, რომ ისინი შესაძლოა გზამკვლევი ნიშნები
იყვნენ. როგორც კი ეს დაგავიწყდათ, ქანქარები მაშინვე გითრევენ და შესაძლოა გარემოებების
მსხვერპლი გახდეთ.

განსაკუთრებით სკურპულოზურად უნდა შეამოწმოთ ის სურვილები და ქმედებები, რომლებსაც


შეუძლიათ საფუძველში შეცვალონ თქვენი ბედი. თუ სურვილი ერთგვარ დისკომფორტს იწვევს
და არსებობს მასზე უარის თქმის შესაძლებლობა, - თქვით უარი. ეს სურვილი გონებიდან მოდის
და არა სულიდან. გონების სურვილები ყოველთვის ქანქარების მიერაა თავსმოხვეული. იგივე
ეხება ქმედებებსაც. თუ იგნორირებას გავუკეთებთ სულიერ დისკომფორტს, უმეტესობა
შემთხვევაში არაფერი საშინელი არ მოხდება, მაგრამ ზოგჯერ მოგიწევთ, რომ ძალიან ინანოთ.
ამიტომ ჯობია შეძლებისდაგვარად უარი თქვათ იმ სურვილებსა და ქმედებებზე, რომლებიც
დისკომფორტს, ეჭვებს, საფრთხის შეგრძნებას და დანაშაულის გრძნობას იწვევენ. ეს ბევრად
გაგიადვილებთ ცხოვრებას და მრავალი პრობლემისგან გაგათავისუფლებთ.

121
მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“. თუ თქვენმა წინამდებარე გადაწყვეტილებებმა პრობლემების
გორგალი შექმნეს, მაშინ უარის თქმაზე პრინციპი ზოგჯერ მსხვერპლად უნდა გავიღოთ.
მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში გიწევთ, რომ ტყუილი თქვათ, ან საძულველ სამსახურში
წახვიდეთ. მაგრამ როცა ეს გორგალი გაიხსნება, შემდეგ შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ
უარის პრინციპი.

სულ ესაა, რაც შეიძლება ითქვას გზამკვლევ ნიშნებზე ტრანსერფინგის მოდელის ფარგლებში.
თქვენი ნიშნების შემჩნევა და ინტერპრეტაცია მხოლოდ თქვენ თვითონვე შეგიძლიათ. მე არ
მჭირდება იმის სწავლება, თუ როგორ გააკეთოთ ეს. თავად მიხვდებით ყველაფერს, როცა
საკუთარ თავს გარესამყაროს დააკვირდებით. ოღონდ არ ღირს, რომ არასაკმარისად მკფიო
ნიშნებს მეტისმეტად დიდი მნიშვნელობა მიანიჭოთ და საკუთარ ცხოვრებაში ნეგატიური
ინტერპრეტაციები ჩართოთ. იმისთვის, რომ ცარცზე არ დაჯდეთ და ზღურბლზე ფეხი არ
წამოკრათ, საკმარისია მხოლოდ, რომ ჭარბი პოტენციალები არ შექმნათ. ამ დროს შეგიძლიათ
ნ იშნების გარეშეც გახვიდეთ ფონს. ჩვენ დიდად არ გვჭირდება მათი მნიშვნელობის გაგება.
ერთადერთი ნიშანი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ - ესაა სულიერი
კომფორტის მდგომარეობა გადაწყვეტილებების მიღებისას. დილის ვარსკვლავების შრიალს
ნამდვილად ღირს, რომ მიაყურადოთ.

სიტუაციის გაშვება

ნაკადების არსებობა ვარიანტთა დინებებში გონებას ორი დაუძლეველი ტვირთისგან


ანთავისუფლებს: პრობლემების რაციონალურად გადაწყვეტის და სიტუაციის კონტროლის
აუცილებლობისგან. რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ იგი საკუთარი თავის განთავისუფლების
საშუალებას მისცემს. იმისთვის, რომ გონებამ ამის საშუალება მისცეს, მას ჭირდება მეტ-
ნაკლებად რაციონალური ახსნა. როგორც შეამჩნიეთ ამ წიგნში ძალიან ბევრია ირაციონალური,
რომელიც საღი აზრის პოზიციას არ ესადაგება. და თუმცა ტრანსერფინგის მიზანს არ
წარმოადგენს გარესამყაროს მოწყობილობის აღწერა, მე ასე თუ ისე გამუდმებით მიწევს
გონებისთვის შოკისმომგვრელი ამ ინფორმაციის არგუმენტირება.

აბა სხვანაირად როგორ? საღი აზრის მონოლითის მორყევა ძალიან რთულია. გონება არაა
მიჩვეული, რომ ყველაფერი რწმენის დონეზე მიიღოს. იგი თხოულობს არგუმანტაციას და
მტკიცებულებებს. მტკიცებულებებს თავად მიიღებთ, თუკი ტრანსერფინგის პრინციპებს
პრაქტიკაში გამოცდით. მე კი შემიძლია მხოლოდ არგუმენტები მოვიყვანო, რათა უნდობი
გონება დავამშვიდო. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არა მხოლოდ არ შეამოწმებდით ამ
პრინციპებს, არამედ კითხვასაც კი აღარ გააგრძელებდით. არადა ეს ხომ მხოლოდ დასაწყისია.
წინ კიდევ უფრო მეტი საოცარი აღმოჩენა გელოდებათ.

ორი ზემოთნახსენები ტვირთი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰკიდია გონებას. ჩვენ გამუდმებით
გვასწავლიდნენ: „იფიქრე საკუთარი თავით! ანგარიშს უწევ საკუთარ თავს, რას აკეთებ? ამიხსენი
შენი საქციელი! ისწავლე გაკვეთილები, მხოლოდ გონებით შეგიძლია რაღაცას მიაღწიო
ცხოვრებაში. შენი ჩერჩეტი თავი! იაზროვნებ თუ არა?!“ მასწავლებლებმა და ვითარებებმა
გონებისგან ჯარისკაცი გამოძერწეს, რომელიც მზადაა ნებისმიერ დროს იპოვოს ახსნა, მოგვცეს
პასუხი დასმულ კითხვაზე, შეაფასოს სიტუაცია, მიიღოს გადაწყვეტილება, ეჭიროს კონტროლი

122
მიმდინარე მოვლენებზე. გონება. მიჩვეულია, რომ მიზანშეწონილად იმოქმედოს საღი აზრის
თვალსაზრისით.

მხოლოდ არ იფიქროთ, რომ მე ისე ავვარდი, რომ მზად ვარ წიხლით გავაგდო საღი აზრი.
პირიქით, საღი აზრი წარმოადგენს წესების მინიმალურად საჭირო ნაკრებს, როგორ მოიქცეთ
გარესამყაროში იმისთვის, რომ გადარჩეთ. მაგრამ, აი, გონების შეცდომა იმაში მდგომარეობს,
რომ იგი ამ წესების კოდექსს სიტყვა-სიტყვით და მეტისმეტად სწორხაზოვნად მიჰყვება. საღ
აზრზე დაციკვლა ხელს უშლის გონებას, რომ გვერდებზე გაიხედოს და დაინახოს ის, რაც ამ
წესებს არ შეესაბამება.

საღი აზრისგან შორს ყოფნის შესახებ ამქვეყნად ბევრი რამ არსებობს. ამის დადასტურებას
წარმოადგენს გონების უუნარობა - ახსნას ყველაფერი და დაიცვას ადამიანი პრობლემებისგან
და უსიამოვნებებისგან. ამ სიტუაციიდან ძალიან მარტივი გამოსავალი არსებობს: მივყვეთ
(დავეყრდნოთ) ნაკადებს ვარიანტთა დინებებში. ახსნა ამას ასევე ძალიან მარტივი აქვს:
ნაკადებშია სწორედ ჩადებული ის, რასაც გონება ეძებს - მიზანშეწონილობა. როგორც იცით,
ნაკადები ნაკლები წინააღმდეგობის გზით მიდიან. გონებაც ასევე ცდილობს, რომ საღად და
ლოგიკურად იაზროვნოს, ეყრდნობა რა მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. მაგრამ გონების
არასრულყოფილება საშუალებას არ აძლევს მას, რომ უშეცდომოდ ორიენტირდეს
გარესამყაროში და იპოვოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებები.

ბუნება კი პირვანდელად სრულყოფილია, ამიტომ ნაკადებში უფრო მეტი მიზანშეწონილობა და


ლოგიკაა, ვიდრე ყველაზე ბრძნულ განსჯებში. და როგორც არ უნდა იყოს დარწმუნებული
გონება იმაში, რომ საღად აზროვნებს, იგი მაინც დაუშვებს შეცდომებს. მოკლედ, გონება
ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებს შეცდომებს, მაგრამ ისინი გაცილებით ნაკლები იქნება, თუკი
იგი ზომიერს გახდის თავის ძალისხმევებს და შეძლებისდაგვარად მისცემს საშუალებას
პრობლემებს, რომ მისი აქტიური ჩარევის გარეშე გადაიჭრას. სწორედ ამას ეწოდება სიტუაციის
გაშვება. სხვა სიტყვებით, უნდა შეარბილოთ მოჭიდება (хватка), შეამციროთ კონტროლი, ხელი
არ შეუშალოთ დინებას და უფრო მეტი თავისუფლება მისცეთ გარესამყაროს.

თქვენ უკვე იცით, რომ სამყაროზე ზეწოლა არა მხოლოდ უსარგებლოა, არამედ საზიანოც.
როდესაც დინებასთან რეზონანსში არ მოდის, გონება ჭარბ პოტენციალებს ქმნის.
ტრანსერფინგი სრულიად სხვა გზას გთავაზობთ. პირველ რიგში, წინააღმდეგობებს ჩვენ
თვითონ ვქმნით - ჭარბი პოტენციალების გამოწვევით. თუკი მნიშვნელოვანობას დაბლა
დავწევთ, წინააღმდეგობები თავისთავად გაიწევიან გვერდზე. მეორეც, თუკი წინააღმდეგობა არ
გვნებდება, კი არ უნდა ვებრძოლოთ მას, არამედ გვერდი ავუაროთ. ამაში გზამკვლევი ნიშნები
დაგვეხმერებიან.

გონების უბედურება კიდევ ისაა, რომ იგი მიდრეკილია წინააღმდეგობებად აღიქვას ის


მოვლენები, რომლებიც მის სცენარში არ ჯდებიან. იგი როგორც წესი ყველაფერს წინასწარ
გეგმავს, ითვლის, ხოლო თუ შემდეგ გაუთვალისწინებელი რამ ხდება, აქტიურად იწყებს ამასთან
ბრძოლას, რათა მოვლენები თავის სცენარს მოარგოს. შედეგად სიტუაცია კიდევ უფრო
მძიმდება. რა თქმა უნდა, მოვლენების იდეალურად დაგეგმვა გონებას არ შეუძლია. სწორედ აქ
უნდა მივცეთ მეტი თავისუფლება დინებას. დინება არაა დაინტერესებული იმაში, რომ თქვენი

123
ბედი დაანგრიოს. ეს, კვლავაც, არამიზანშეწონილია. ბედს გონება ანგრევს - თავისი უგუნური
ქმედებებით.

მიზანშეწონილობა, გონების თვალსაზრისით, - ესაა როცა ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი


სცენარით მიდის. ყველაფერი, რაც მას არ შეესაბამება, აღიქმება, როგორც არასასურველი
პრობლემა. არადა პრობლემის გადაწყვეტა საჭიროა, რასაც ცდილობს კიდეც გონება დიდი
გულმოდგინებით, წარმოშობს რა ახალ პრობლემებს. ამგვარად, გონება თავად იწვევს თავის
გზაზე მრავალ წინააღმდეგობას. არადა საჭირო იყო მხოლოდ, რომ შეერბილებინათ მოჭიდება
და მიეღოთ გათვალისწინებელი მოვლენა თავიანთ სცენარში.

თავად დაფიქრდით: როდის არიან ადამიანები ბედნიერები, როდის განიცდიან კმაყოფილებას


ცხოვრებითაც და საკუთარი თავითაც? მაშინ, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
ნებისმიერი გადახრა სცენარიდან აღიქმება, როგორც წარუმატებლობა. შინაგანი
მნიშვნელოვანება საშუალებას არ აძლევს გონებას, რომ გადახრის შესაძლებლობა მიიღოს.
გონება ფიქრობს: „მე ხომ ყველაფერი წინასწარ დავგეგმე, გავთვალე. მე უკეთ ვიცი, რა არის
ჩემთვის კარგი და რა - ცუდი. მე გონიერი ვარ“. ცხოვრება ხშირად სთავაზობს ადამიანებს
საჩუქრებს, რომლებსაც ისინი უხალისოდ იღებენ, რადგანაც ისინი მათ გეგმაში არ შედიოდნენ.
„მე ასეთი სათამაშო არ მინდოდა!“ რეალობა ასეთია, რომ ჩვენ იშვიათად ვიღებთ დაგეგმილ
სათამაშოებს, ამიტომაც დავდივართ მოღუშულები და უკმაყოფილოები. ახლა კი
წარმოიდგინეთ, რამდენად სიხარულით სავსე გახდება ცხოვრება, თუკი გონება დაწევს თავის
მნიშვნელოვანობას და აღიარებს სცენარში გადახრებისთვის არსებობის უფლებას!

ყველას თვითონ შეუძლია არეგულიროს თავისი ბედნიერების დონე. ამ დონის დაბალი ზღვარი
ადამიანის უმეტესობას ძალიან მომატებული აქვს, ამიტომაც ისინი თავს არ თვლიან ბედნიერ
ადამიანებად. მე არ მოგიწოდებთ, რომ დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გაგაჩნიათ. მსგავსი საეჭვო
ტიპის ფორმულა: „გინდა იყო ბედნიერი? - იყავი!“, ტრანსერფინგისთვის არ გამოდგება. თქვენ
მიიღებთ თქვენს სათამაშოს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა საქმე ეხება იმას, თუ
როგორ ავარიდოთ თავი უსიამოვნებებს და შევამციროთ პრობლემების რიცხვი.

სწორედ გონების პროტესტი იმისადმი, რომ ნება დართოს გადახრებს თავისი სცენარიდან,
საშუალებას არ აძლევს მას, რომ ისარგებლოს მზა გადაწყვეტილებებით ვარიანტთა დინების
ნაკადში. გონების მანიაკალური მიდრეკილება - ყველაფერი კონტროლის ქვეშ ამყოფოს,
ცხოვრებას ნაკადებთან გამუდმებულ ბრძოლად აქცევს. აბა როგორ, ნუთუ მას შეუძლია ნება
მისცეს, რომ ნაკადმა თავისი დინებით იდინოს და მის ნებას არ დაექვემდებაროს? აი, აქ
მივუახლოვდით გონების ყველაზე მთავარ შეცდომას. გონება ცდილობს, რომ მართოს არა
თავისი მოძრაობები ნაკადში, არამედ თავად ნაკადი. სწორედ ესაა ყველა პრობლემის და
უსიამოვნების წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

მიზანშეწონილი ნაკადი, რომელიც ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობის გზით მიდის, ვერ შექმნის
პრობლემებს და უსიამოვნებებს - მათ უგუნური გონება ქმნის. გაააქტიურეთ დამკვირვებელი და
დააკვირდით, თუნდაც ერთი დღის განმავლობაში, როგორც ცდილობს თქვენი გონება დინების
მართვას. რაღაცას გთავაზობენ, თქვენ კი უარს ამბობთ. ცდილობენ რაღაც შეგატყობინონ,
თქვენ კი გაურბიხართ. ვიღაც თავის თვალსაზრისს გამოთქვამს, თქვენ კი კამათობთ. ვიღაც
თავისებურად მოქმედებს, თქვენ კი ცდილობთ ჭეშმარიტ გზაზე დააყენოთ იგი. თქვენ

124
გადაწყვეტილებას გთავაზობენ, თქვენ კი აპროტესტებთ. ერთს ელოდებით, მაგრამ სხვას
იღებთ, ამიტომ უკმაყოფილებას გამოთქვამთ. ვიღაც ხელს გიშლით, და რისხვა გიპყრობთ.
რაღაც წინააღმდეგობაში მოდის თქვენს სცენართან, და თქვენ პირდაპირ იერიშზე გადადიხართ,
რათა დინება საჭირო კალაპოტისკენ მიმართოთ. შესაძლოა, პირადად თქვენთვის, ყველაფერი
ცოტა განსხვავებულად ხდება, მაგრამ სიმართლის წილი ამ ყველაფერში მაინცაა. ასე არაა?

ახლა კი სცადეთ შეასუსტოთ თქვენი კონტროლის მოჭიდება და მეტი თავისუფლება მიეცით


დინებას. მე არ გთავაზობთ, რომ ყველას დაეთანხმოთ და ყველაფერი მიიღოთ. უბრალოდ
შეცვალეთ ტაქტიკა: გადაიტანეთ სიმძიმის ცენტრი კონტროლიდან დაკვირვებაზე. ეცადეთ, რომ
უფრო მეტად დააკვირდეთ, ვიდრე აკონტროლოთ. არ იჩქაროთ თავის არიდება,
გაპროტესტება, კამათი, საკუთარის მტკიცება, ჩარევა, მართვა, კრიტიკა. საშუალება მიეცით
სიტუაციას, რომ თქვენი აქტიური ჩარევის ან წინააღმდეგობის გარეშე გადაწყდეს. გაოგნებული
თუ არა, გაკვირვებული მაინც დარჩებით. მოხდება სრულიად პარადოქსული რამ. როდესაც
უარს იტყვით კონტროლზე, უფრო მეტ კონტროლს მიიღებთ სიტუაციაზე, ვიდრე მანამდე
გქონდათ. გარე დამკვირვებელს ყოველთვის მეტი უპირატესობა გააჩნია, ვიდრე უშუალო
მონაწილეს. აი, რატომ ვიმეორებ გამუდმებით: გააქირავეთ საკუთარი თავი.

როცა უკან მოიხედავთ, დარწმუნდებით, რომ თქვენი კონტროლი დინების წინააღმდეგ


მიდიოდა. სხვების წინადადებები არ იყო აზრს მოკლებული. კამათი საერთოდ არ ღირდა.
თქვენი ჩარევა ზედმეტი იყო. ის, რასაც დაბრკოლებად განიხილავდით, საერთოდ არ
წარმოადგენს ასეთს. პრობლემები ისედაც კეთილსასურველად წყდება თქვენგან
დამოუკიდებლად. ის, რომ გეგმის მიხედვით არ იღებთ, არც ისე ცუდია. შემთხვევით
წამოსროლილ ფრაზებს მართლაც გააჩნიათ ძალა. თქვენი სულიერი დისკომფორტი
გაფრთხილებას წარმოადგენდა. თქვენ არ დახარჯეთ ზედმეტი ენერგია და კმაყოფილიც
დარჩით. სწორედ ესაა დინების ის მდიდრული საჩუქარი გონებისადმი, რომელზეც აქამდე
ვსაუბრობდი.

და რა თქმა უნდა, ყველაფერ ზემოთ თქმულთან ერთად, გავიხსენოთ ჩვენი „მეგობრები“.


დინებასთან თანხმობაში მოძრაობაში ხელს ქანქარები გვიშლიან. ისინი ყოველ ნაბიჯზე
პროვოკაციებს უწყობენ ადამიანს და აიძულებენ, რომ ხელები ადგაფუნოს წყალზე. დინების
არსებობა ნაკადში ხელს არ აძლევს ქაქარებს იმ მარტივი მიზეზით, რომ ნაკადი მინიმალური
ენერგო-დანახარჯების მიმართულებით მიდის. ენერგია, რომელიც ადამიანის მიერ დინებასთან
ბრძოლაზე იხარჯება, ჭარბი პოტენციალების შექმნაზე და შესაბამისად ქანქარების საკვებად
მიდის. ერთადერთი კონტროლი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ - ესაა კონტროლი
შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობის დონეზე. გახსოვდეთ, რომ სწორედ
მნიშვნელოვანობა უშლის ხელს გონებას, რომ სიტუაცია გაუშვას.

სიტუაციის გაშვება ბევრ შემთხვევაში გაცილებით უფრო ეფექტური და სასარგებლოა, ვიდრე


საკუთარი თვალსაზრისის დაცვა. ადამიანების სწრაფვა თვითდამკვირვებისკენ ჯერ კიდევ
ბავშვობიდან წარმოშობს ჩვევას - დავამტკიცოთ საკუთარი მნიშვნელოვანება. აქედან მოდის
ყველამხრივ მავნე მიდრეკილება - ვამტკიცოთ საკუთარი სიმართლე რადაც არ უნდა
დაგვიჯდეს. ეს მისწრაფება ჭარბ პოტენციალს ქმნის და წინააღმდეგობაში შედის სხვა
ადამიანების ინტერესებთან. ხშირად ადამიანები თავიანთი სიმართლის დამტკიცებას იმ

125
შემთხვევებშიც კი ცდილობენ, როცა ვერდიქტი ამა თუ იმ მხარეს პირდაპირ არ ეხება მათ
ინტერესებს.

ზოგიერთ ადამიანს საკუთარი მნიშვნელოვანობის გრძნობა იმდენად ჰიპერტროფირებული


აქვს, რომ ისინი ცდილობენ ნებისმიერ წვრილმანში საკუთარ აზრზე იდგნენ. შინაგანი
მნიშვნელოვანობა გადადის ყველაფრის კონტროლის მანიაში: „მე ყველას დავუმტკიცებ ჩემს
სიმართლეს, რადაც არ უნდა დამიჯდეს“. მავნე ჩვევაა, და იგი ძალიან ართულებს ცხოვრებას,
პირველ რიგში თავად სიმართლის დამცველისთვის.

თუ თქვენი ინტერესები ამისგან ძლიერ არ შეილახება, თამამად გაუშვით სიტუაცია და მიეცით


სხვებს უფლება - წყალზე ადგაფუნონ ხელები. თუ ამას ცნობიერად გააკეთებთ, მაშინვე
მოგეშვებათ გულზე, უფრო მსუბუქად იქნებით, ვიდრე მაშინ, თუკი თქვენს თვალსაზრისს
დაამტკიცებდით. სიამოვნებას მოგანიჭებთ ის ფაქტი, რომ ერთი საფეხურით მაღლა ახვედით:
ჩვეულებისამებრ არ დაიწყეთ თქვენი მნიშვნელოვანობის მტკიცება, არამედ მოიქეცით,
როგორც ბრძენი მშობელი უგუნურ ბავშვებთან.

მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი, მეტისმეტი გულმოდგინება სამსახურში ისეთივე საზიანოა,


როგორც გულგრილობა. დავუშვათ, თქვენ მოეწყვეთ პრესტიჟულ სამუშაოზე, რომელზეც დიდი
ხანია ოცნებობდით. საკუთარ თავს დიდ მოთხოვნებს უყენებთ, რადგანაც თვლით, რომ
მაქსიმუმი უნდა აჩვენოთ. ეს სწორია, მაგრამ თუ საქმეს მეტისმეტი მგზნებარებით შეუდგებით,
სავარაუდოდ ვერ გაუძლებთ დაძაბულობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამოცანა რთულია.
უკეთეს შემთხვევაში თქვენი სამუშაო არაეფექტური იქნება, უარესში კი - თქვენი ნერვები ვეღარ
გაუძლებს. შეგიძლიათ იმ ცრუ რწმენამდეც კი მიხვიდეთ, რომ არ ძალგიძთ ამ სამუშაოსთან
გამკლავება.

შესაძლებელია კიდევ ერთი ვარიანტი. თქვენ ანვითარებთ მჩქეფარე საქმიანობას, და ამით


მოვლენათა დადგენილ წესრიგს არღვევთ. გეჩვენებათ, რომ სამსახურში ბევრი რამის
სრულყოფაა შესაძლებელი, და სრულიად დარწმუნებული ხართ, რომ სწორად იქცევით. მაგრამ
თუ თქვენი ახალი წესები თქვენი თანამშრომლების ჩვეული რიტმის შეცვლას გამოიწვევს, კარგს
არაფერს ელოდეთ. ეს ის შემთხვევაა, როცა ინიციატივა დასჯადია. თქვენ ჩაგსვეს ნელ, მაგრამ
მშვიდ და გაწონასწორებულ დინებაში, თქვენ კი მთელი ძალთ ადგაფუნებთ წყალზე ხელებს და
ცდილობთ, რომ სწრაფად იცუროთ.

და რა გამოდის, რომ ვერც რამეს იტყვი საწინააღმდეგოს და საერთოდ არც უნდა გამოყო
ცხვირი? ნუ, ყველაფერი ასე მკაცრად არაა. ამ საკითხს მერკანტილური თვალსაზრისით უნდა
მიუდგეთ. შეგიძლიათ მხოლოდ ის ლანძღოთ და იმაზე აღშფოთდეთ, რაც უშუალოდ თქვენ
გიშლით ხელს, და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს კრიტიკას შეუძლია რაღაც შეცვალოს
უკეთესობისკენ. არასოდეს აკრიტიკოთ ის, რაც უკვე მოხდა და ვეღარ შეცვლით. სხვა
შემთხვევებში დინებაში მოძრაობის პრინციპი სიტყვა-სიტყვით კი არ უნდა გამოიყენოთ და
ყველას ყველაფერში კი არ უნდა დაეთანხმოთ, არამედ უნდა გადაიტანოთ სიმძიმის ცენტრი
კონტროლიდან დაკვირვებაზე. მეტად დააკვირდით და არ იჩქაროთ კონტროლი. ზომიერების
გრძნობა თავისთავად მოვა, ამაზე შეგიძლიათ არ იღელვოთ.

126
რეზიუმე

გონება ინფორმაციის ინტერპრეტაციას უკვე დადგენილი მნიშვნელობების ნაკრებით ახდენს.

სული არ ფიქრობს და არ ლაპარაკობს, არამედ გრძნობს და იცის.

გონებას შეუძლია სახლის მხოლოდ შედარებით ახალი ვერსიის შექმნა ძველი კუბიკებისგან.

პრინციპულად ახალი აღმოჩენები არარეალიზებული სექტორებიდან მოდიან.

სული წარმოადგენს შუამავალს პრინციპულად ახალ ინფორმაციასა და გონებას შორის.

სული აღიქვამს არარეალიზებულ ინფორმაციას, როგორც ცოდნას ინტერპრეტაციის გარეშე.

თუ გონება ახერხებს სულის ინფორმაციის ინტერპრეტაციას, ამ დროს იბადება აღმოჩენა.

გონებას შეუძლია ერთმნიშვნელოვნად განსაზღვროს სულიერი კომფორტის მდგომარეობა.

ამისთვის საჭიროა მივაჩვიოთ საკუთარი თავი იმას, რომ ყურადღება მივაქციოთ სულიერ
კომფორტს.

როდესაც უარს ამბობთ მნიშვნელოვანობაზე, ამით საკუთარი ბედის არჩევის თავისუფლებას


მოიპოვებთ.

არჩევის თავისუფლება საშუალებას გაძლევთ, კი არ ითხოვოთ, არამედ მოითხოვოთ, და კი არ


იბრძოლოთ, არამედ მიხვიდეთ და აიღოთ.

ინფორმაციის სტრუქტურა ორგანიზებულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ჯაჭვებად.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირები წარმოშობენ ვარიანტთა დინებას.

უმცირესი წინააღმდეგობის გზები ორგანიზდებიან ცალკეულ ნაკადებად.

ვარიანტთა დინებების ნაკადები უკვე შეიცავენ თავის თავში ყველა პრობლემის გადაწყვეტას.

შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა გონებას ოპტიმალური ნაკადიდან აგდებს.

ჩანჩქერამდე გონებას მიყავხართ, და არა ვარიანტთა დინების ნაკადებს.

ყველაფერი გაცილებით უბრალოდ კეთდება, ვიდრე გეჩვენებათ. თავი მიეცით ამ უბრალოებას.

მუშაობს არა თავად ნიშანი, არამედ თქვენი დამოკიდებულება მისადმი.

გზამკვლევი ნიშნები მიანიშნებენ შესაძლო მოსახვევზე ვარიანტთა დინებაში.

127
ცხოვრების გზები ერთმანეთისგან ხარისხობრივად განსხვავდებიან.

ნიშნები გვაფხიზლებენ, რადგანაც სხვა ხაზებზე გადასვლისას ჩნდებიან.

ნიშნები იმით გამოირჩევიან, რომ შეგრძნებას ქმნიან, თითქოს რაღაც ისე ვერაა.

ნიშანი შეგვიძლია ავხსნათ მხოლოდ როგორც მინიშნება - მოახლოვებული მოსახვევისა


ვარიანტთა დინებაში.

სპონტანური ფრაზები შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ხელმძღვანელობა მოქმედებისთვის.

სულიერი დისკომფორტის მდგომარეობა ცხად ნიშანს წარმოადგენს.

თუკი გიწევთ, რომ საკუთარი თავი დაარწმუნოთ რამეში, ეს ნიშნავს, რომ სული „არა“-ს ამბობს.

როცა სული „კი“-ს ამბობს, თქვენ არ გჭირდებათ საკუთარი თავის დარწმუნება.

თუკი არსებობს შესაძლებლობა, რომ უარი თქვათ დისკომფორტულ გადაწყვეტიულებაზე, -


თქვით უარი.

მიზანშეწონილობა უკვე ჩადებულია ვარიანტთა დინების ნაკადებში.

აუცილებელია შეარბილოთ მოჭიდება და მიიღოთ საკუთარ სცენარში გაუთვალისწინებელი


მოვლენები.

სცენარისგან შესაძლო გადახრის მიღებაში ხელს მნიშვნელოვანობა გიშლით.

გონება ცდილობს რომ თავად დინება აკონტროლოს, და არა თავისი მოძრაობები დინებაში.

გადაიტანეთ სიმძიმის ცენტრი კონტროლიდან დაკვირვებაზე.

როდესაც უარს ამბობთ კონტროლზე, თქვენ იღებთ ნამდვილ კონტროლს სიტუაციაზე.

თუ ვარიანტთა დინებას გაჰყვებით, სამყარო თქვენს შესახვედრად წამოვა.

128
თავი VII. განზრახვა

მთარგმნელი: მამუკა გურული

გაღვიძება სიზმარში

ამ თავში ჩვენ უკვე ვუახლოვდებით მეთვალყურის გამოცანის ამოხსნას: რატომ შეგვიძლია


ავირჩიოთ ყველაფერი, რასაც მოვისურვებთ, და როგორ გავაკეთოთ ეს. გამოცანის ერთ-ერთი
გასაღები იმ მოვლენაში დევს, რომელსაც სიზმარხილვას ვეძახით. სიზმარში ადამიანი თავისი
ცხოვრების მესამედს ატარებს. ყველაფერი, რაც ადამიანს სიზმარში ემართება, დღემდე
იდუმალებითაა მოცული. სამწუხაროდ მეცნიერული კვლევები ამ სფეროში ცოტა რამეს ხსნიან.
ფილოსოფიური შეხედულებებიც ერთიდან მეორე უკიდურესობაში ვარდებიან. ერთნი ამბობენ,
რომ სიზმრები - ეს ილუზიებია, მეორენი ამტკიცებენ, რომ თავად ჩვენი ცხოვრებაც კი სხვა
არაფერია, თუ არა სიზმარი. ვინაა აქ მართალი? ტრანსერფინგის მოდელის ფარგლებში - არც
ერთნი, არც მეორენი. მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრობით...

ზრდასრულები, იხსენებენ რა თავიანთ სიზმრებს, ანგარიშს უწევენ თავს, რომ ეს ყველაფერი


სინამდვილეში არ მომხდარა. გონება სიზმრებს განმარტავს, როგორც თავის ფანტაზიებს,
რომლებსაც რაღაც სახით ადგილი აქვთ სიზმრის დროს, და ამით კმაყოფილდება.ცნობილია,
რომ ოთხ წლამდე ბავშვები სიზმარს რეალობისგან ვერ არჩევენ. ისინი თვლიან, რომ სიზმრებიც
იგივე სამყაროს ეკუთვნიან, რასაც მთელი დანარჩენი ცხოვრება. ამ ასაკში, როცა კოშმარისგან
იღვიძებს, ბავშვს სჯერა, რომ ურჩხული ოთახში იმყოფება. და მშობლების ყველანაირ
მტიცებებს, რომ ეს მხოლოდ სიზმარია, სათანადო ეფექტი არ აქვთ. მაგრამ თანდათანობით
ბავშვის გონებას მაინც აჩვევენ აზრს, რომ ეს ყველაფერი არარეალურია.

ჩვენ უკვე განვიხილეთ, როგორ ალაგებს გონება თაროებზე ყველა ახალ აბსტრაქტულ
მნიშვნელობას. და ამას ძალიან სწრაფად და გატაცებით აკეთებს. ახლა კი წარმოიდგინეთ:
იმისთვის, რომ გონება დაერწმუნებინა იმაში, რომ სიზმარი არარეალურია, ოთხი წელი იყო
საჭირო. ეს ერთადერთი რამაა, რასაც გონება ვერანაირად ვერ ეთანხმებოდა. ჩვენ არ გვახსოვს
რა გვემართებოდა ოთხ წლამდე, ამიტომ ვერ ვიქნებით იმის მოწმენი, თუ რა გაურკვევლობაში
იყო ხოლმე გონება გაღვიძების შემდეგ.

მაგრამ ახლაც, ჩვენი გონება დაძინებისას ყოველდღე გულუბრყვილოდ ერთი და იგივე


ხაფანგში ხვდება. სანამ გვძინავს, თავში საერთოდ არ მოგვდის მიმდინარე მოვლენებზე
კრიტიკული ხედვა. და გაღვიძების შემდეგაც კი გაკვირვებულნი ვართ იმით, თუ რამდენად
რეალურად გვეჩვენებოდა სიზმარი. სიზმარში ვირტუალური რეალობა საოცრად ბუნებრივად
მოდელირდება. მიუხედავად იმისა, რომ სიზმარში საოცარი მოვლენები ხდება, ჩვენ მათ
ჩვეულებრივად აღვიქვამთ. ასეთი უნარი დაფუძნებულია გონების ჩვევაზე - ყველაფერს თავისი
ახსნა მოუძებნოს. თუ გვიწევს, რომ შევაჩნიოთ ან განვიცადოთ რაღაც უჩვეულო, მაშინ ნებისმიერ
მომენტში შეგვიძლია ამის რაციონალიზება. და თანაც, ცნობიერ მდგომარეობაში არ ვართ
ჩვეულნი, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მიმდინარე რეალობა. ამიტომაც სიზმარშიც ინერციით
აღვიქვამთ ყველაფერს, როგორც თავისთავად ბუნებრივს. გონება მიჩვეულია, რომ ყველაფერი
აკონტროლოს. მაგრამ არის ერთი კითხვა, რომელიც ყოველთვის კონტროლის მიღმა

129
გვეპარება: „რეალურად ხდება ეს ყველაფერი?“ სწორედ ამიტომ ექცევა გამუდმებით გონება
სიზმრის ხაფანგში.

მაგრამ ზოგჯერ, თუ გაგვიმართლებს, ხდება სასწაული, და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გვძინავს.


ყველაზე ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა რაღაც სრულიად უჩვეულო გვესიზმრება, ან კოშმარი
მეტისმეტად გვტანჯავს. მაშინ გონების კონტროლი აღდგება ხოლმე, და ჩვენ გადაწყვეტილებას
ვიღებთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ. ასეთ შემთხვევაში არაცნობიერი სიზმარი გაცნობიერებულ
სიზმარხილვად იქცევა. გაცნობიერებულ სიზმარხილვაში ადამიანი ვირტუალირ თამაშში
მონაწილეობს და ხვდება, რომ ეს მხოლოდ სიზმარია. თუ ასეთი რამ არასოდეს დაგმართნიათ,
და პირველად გესმით ამის შესახებ, ეჭვი არ შეგეპაროთ - ეს ფანტაზია არაა. გაცნობიერებულ
სიზმრებზე ბევრი წიგნია დაწერილი, და არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც ამას გამუდმებით
აპრაქტიკებს.

და თქვენ არ გინდათ გამოსცადოთ? დიახ, გაცნობიერებული სიზმარხილვის გამოწვევა


მართლაც შეიძლება განზრახ. ამისთვის აუცილებელია ვასწავლოთ გონებას, რომ დაუსვას
საკუთარ თავს კითხვა: „რეალურად ხდება ეს ყველაფერი?“ ამის გაკეთება არც ისე რთულია, თუ
მართლა გინდათ ეს. გონების სწავლების პროცესი მარტივია, მაგრამ მიზანმიმართულ
ყურადღებას მოითხოვს. დღის განმავლობაში მინიმუმ ათჯერ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს
ზემოთნახსენები კითხვა. ამაში შინაგანი დამკვირვებელი დაგეხმარებათ. დაავალეთ, რომ
გამუდმებით შეგახსენოთ ხოლმე: „გძინავთ თუ არა?“ კითხვას მაქსიმალურად
გაცნობიერებულად უნდა უპასუხოთ, რათა ეს მართლაც კონტროლი იყოს, და არა რუტინული
პროცედურა. გამოფხიზლდით, მიიხედ-მოიხედეთ, შეაფასეთ სიტუაცია: მართლა ყველაფერი
ნორმალურად ხდება, თუ რამე საეჭვოა? თუ ნებისყოფა გეყოფათ, მალე თქვენს სიზმარში
გაიღვიძებთ.

მალე დარწმუნდებით, რომ საკუთარი თავისთვის კითხვის დასმა, თუნდაც დღეში ათჯერ,
საკმაოდ რთულია. უბრალოდ დაგავიწყდებათ ხოლმე გახსენება. რომ გამოგივიდეთ, მართლა
ძალიან უნდა მოინდომოთ. თქვენი განზრახვის ძალის შესაბამისად, გაცნობიერებული სიზმარი
შეიძლება რამდენიმე დღეში მოვიდეს, ან რამდენიმე თვეში.

თუკი სახლში გონგიანი საათი გაქვთ, ეს დაგეხმარებათ. დღის განმავლობაში, ყოველ ჯერზე,
როცა საათი რეკავს, ჩართეთ თქვენი დამკვირვებელი, რათა მან გკითხოთ, გძინავთ თუ არა.
საათის ხმა ღუზად, მოჭიდებად იქცევა გაცნობიერებულობისთვის. სიზმარში, თუ საათის ხმას
გაიგებთ, ჩვევის შესაბამისად გააღვიძებთ თქვენს დამკვირვებელს, ის კი -თქვენს გონებას. სხვა
საშუალებების მოძებნაც შეიძლება იმ პირობით, რომ ძილის დროს მათი ხმა უნდა გესმოდეთ.
აზრი არ აქვს კითხვის იმ სიგნალებთან მიერთება, რომლებსაც სიზმარში ვერ გაიგებთ.
მაგალითად, თუ თქვენს კითხვას ტელეფონის ზარს მიამაგრებთ, თქვენ ვერ დაუსვამთ საკუთარ
თავს კითხვას იქამდე, სანამ სატელეფონო ზარი არ დაგესიზმრებათ.

ზოგადად, პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ გამოიმუშავოთ ჩვევა - გამუდმებით დაუსვათ


საკუთარ თავს კითხვა მიმდინარე მოვლენების რეალობის შესახებ. უპასუხეთ კითხვას არა
მექანიკურად, არამედ გაცნობიერებულად. ბევრი სიზმარმხილველისთვის გაცნობიერებულობის
ჩამრთველ ფაქტორს სიზმარში მომხდარი ანომალიები, შეუსაბამობები და უცნაურობები
წარმოადგენენ. უმეტეს შემთხვევაში ასეთი მოვლენები და საგნები შეუმჩნეველია და მძინარე

130
ადამიანი მათ სრულიად ჩვეულ მოვლენებად აღიქვამს. სწორედ ამიტომ უნდა გამოწვრთნათ
საკუთარი თავი, რომ გამუდმებით შეაფასოთ სიტუაცია და კითხვას კეთილსინდისიერად
უპასუხოთ.

რისთვისაა საჭირო ეს ყველაფერი? პირველ რიგში, ეს როგორც მინიმუმ საინტერესო და


სახალისოა, როცა სიზმარი უბრალოდ კი არ „გემართებათ“, არამედ თქვენ თვითონ ცნობიერად
თამაშობთ ამ ვირტუალურ თამაშს. ეს უკვე აღარაა ფანტასტიკა ვირტუალური რეალობის
შესახებ. ვერანაირი კომპიუტერული თამაში ვერ შეედრება იმას, რისი გაკეთებაც
გაცნობიერებულ სიზმარხილვაში შეგიძლიათ. და გაკეთება ყველაფრის შეგიძლიათ, რაც კი
თავში მოგივათ.

როცა სიზმარში თქვენთვის არასასურველი სიტუაცია ჩნდება, მისი გამოსწორება ძალიან


ადვილია ნებისყოფის მცირე დაძაბვით. დავუშვათ, კოშმარი გესიზმრებათ: ვიღაც გდევნით, და
ვერანაირად ვერ ახერხებთ მისგან თავის დაღწევას. თუ გეჩვენებათ, რომ ყველაფერი
სინამდვილეში ხდება, მდევნელისგან თავის დახსნა გაგიჭირდებათ. როგორც კი
გააცნობიერებთ, რომ ეს მხოლოდ სიზმარია, დიდი ალბათობით თქვენ ეცდებით, რომ
გაიღვიძოთ, და ეს ჩვეულებრივ ძნელად, მაგრამ გამოგდით ხოლმე. მაგრამ არსებობს
გაცილებით უფრო ეფექტური და საინტერესო მეთოდი. თუ გააცნობიერეთ, რომ სიზმარში ხართ,
საკმარისია, შეხედოთ მდევნელს და მხოლოდ გაიფიქროთ: „გაქრი!“ (ჩავარდი, აორთქლდი,
დაიფერფლე), მდევნელი მაშინვე გაქრება. თქვენ ისიც კი შეგიძლიათ, რომ აზრობრივად ჰაერში
აწიოთ იგი და დააბზრიალოთ.

სიზმარში ადამიანს შეუძლია, რომ ბოლომდე აკონტროლოს ყველაფერი, იმ შემთხვევაში, თუ


ორ მარტივ პირობას შეასრულებს. პირველ რიგში, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ეს სიზმარია.
მეორეც, მან უნდა იცოდეს, რომ სიზმარში ყველაფრის გაკეთება შეიძლება, რასაც კი
მოისურვებს. მაგალითად, სიზმარში გაიღვიძეთ და ფრენა მოინდომეთ. არაფერია ამაზე
მარტივი, საკმარისია მხოლოდ განზრახვა. აქ ძალიან მკაფიოდ ჩნდება განსხვავება სურვილსა
და განზრახვას შორის. ჰაერში აფრენის უბრალოდ სურვილი არაფერს მოგცემთ, არც ცხადში
და არც სიზმარში. ავიღოთ, მაგალითად, ხელის აწევის სურვილი. საკუთარ თავს ეუბნებით, რომ
ხელის აწევა გსურთ, მაგრამ ჯერ არ აკეთებთ ამას. და აი, უბრალოდ იღებთ ხელს და მაღლა
წევთ. სურვილი მოქმედებად ტრანსფორმირდა. თქვენ არ ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ აწევთ
ხელს, უბრალოდ აკეთებთ ამას. ასევეა სიზმარშიც: უბრალოდ აწიეთ საკუთარი თავი ჰაერში
მხოლოდ განზრახვით და იფრინეთ საითკენაც გაგიხარდებათ.

ახლა დავუბნრუნდეთ კოშმარს მდევნელთან დაკავშირებით. უნდა გესმოდეთ, რომ მისგან


თავის დაღწევის მხოლოდ სურვილი ვერაფერს მოგცემთ. თქვენ შიშის ტყვეობაში ხართ,
გონებაში სწრაფად თამაშდება მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი,
რომლებიც მაშინვე რეალიზდებიან. თქვენ ჩართული ხართ თამაშში, რომლის წესებიც თქვენს
მიერ არაა დადგენილი. და მაშინაც, თუ გააცნობიერეთ, რომ ეს მხოლოდ სიზმარია, ვერაფერს
ვერ გახდებით, სანამ კონტროლს საკუთარ თავზე არ აიღებთ. სანამ პასიური მსხვერპლის
როლს თამაშობთ, თამაშის ძალაუფლების ქვეშ ხართ. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ეს თამაში
სწორედ თქვენმა წარმოსახვამ წარმოშვა. მოცემულ მომენტში თქვენ თქვენი წარმოსახვის მონა
ხართ. გეშინიათ და გარბიხართ, რადგანაც თავად აირჩიეთ ეს როლი. თუ გაჩერდებით და

131
მოინდომებთ საკუთარ მდევნელთან როლების გაცვლას, ის სიამოვნებით დაგეთანხმებათ, და
გაგექცევათ. წარმოგიდგენიათ, რა კომიკურია მთელი ეს სიტუაცია?

ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც იწყება: „და შემიძლია სიზმარში...?“, პასუხი დადებითი იქნება.
შეგიძლიათ ურთიერთობა გქონდეთ ნებისმიერ ადამიანთან (მკვდართან და ცოცხალთან),
შეგიძლიათ ნებისმიერი რამ გახადოთ სიზმრის მონაწილე, იფრინოთ ნებისმიერ პლანეტაზე,
გადაწყვიტოთ პრობლემები, შეთხზათ მუსიკა, რაიმეში ივარჯიშოთ, იმოგზაუროთ, და ა.შ. ამ
ყველაფერთან შედარებით ძლიერი ნარკოტიკები უბრალოდ ბავშვური გართობაა. ამასთან, ამ
ყველაფრით ჯანმრთელობას ზიანი არ ადგება. სიზმრებიდან ნებისმიერი ინფორმაციის
გამოტანა ნებადართულია. შეუძლებელია მხოლოდ ერთი რამ: გამოიტანოთ მატერიალური
საგანი სიზმრიდან რეალობაში. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი მოვლენების შესახებ არ მსმენია.

თუკი არ გახსოვთ, რა გესიზმრათ, განსაზღვრეთ, რომელი მიმართულებით წავხართ. ყველაზე


კარგია თავით ჩრდილოეთისკენ წოლა. დასავლეთის მხარეს წოლა არ შეიძლება, ეს
ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მე კარგად ვერ ვხსნი რატომ გამოდის ასე. ეს დაკავშირებულია
დედამიწის მაგნიტურ ველთან. დაწექით თავით ჩრდილოეთისკენ და დარწმუნდებით, რომ
თქვენი სიზმრები უფრო საინტერესო და ფერადი გახდა.

თუკი არ გსურთ, რომ გაცნობიერებული სიზმარხილვებით დაკავდეთ, ან არ გამოგდით, ამან არ


უნდა შეგაშფოთოთ. რა თქმა უნდა, სიზმარხილვებზე მხოლოდ იმის გამო არ დამიწყია საუბარი,
რომ თქვენი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა. გაცნობიერებული სიზმრები გარკვეულ
როლს თამაშობენ ტრანსერფინგის ტექნიკაში, მაგრამ სრულიად შესაძლებელია მათ გარეშეც
გახვიდეთ ფონს. ამასთან, გაცნობიერებული სიზმრები ერთ ფარულ საფრთხეს შეიცავენ. აი,
მეტყვით თქვენ, დამაინტერესე, ახლა კი დაშინებას ცდილობ. მაგრამ მე სხვა გზა არ მაქვს.
გაცნობიერებული სიზმრები - ესაა საიდუმლო კარი შეუცნობლისკენ. ჩემი მხრიდან
უპასუხისმგებლობა იქნებოდა, არ გამეფრთხილებინეთ იმ საფრთხის შესახებ, რომელიც
შეიძლება ამ კარის მიღმა იმალებოდეს. ის, თუ რაში მდგომარეობს ეს საფრთხე, მოგვიანებით
შეიტყობთ.

სიზმარხილვების სივრცე

მეთვალყურის გამოცანის ამოსახსნელად აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ ორ კითხვას: რატომაა


ცნობიერ სიზმარხილვაში ყველაფერი შესაძლებელი, და რატომ გვეჩვენება სიზმრები ასე
რეალურებად?

როგორც ცნობიერ, ასევე არაცნობიერ სიზმარში, სურათები ძალიან მკაფიოდ ჩანს,


უწვრილმანეს დეტალებამდე. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სიზმრები ფორმების სიმკვეთრით და
ფერების სიმდიდრით რეალობასაც კი აღემატებიან. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ტვინი თავად
ახდენს სიზმრის სურათების სინთეზირებას და სიზმრის დროს ისევე აღიქვამს ამ სურათებს,
როგორც ცხადში. სინამდვილეში ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა. ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ
ყველაფერი სწორედ ასე ხდება. ტრანსერფინგის მოდელში ახსნა სრულიად სხვაგვარია:
ქვეცნობიერი დამოუკიდებლად არაფრის წარმოსახვას არ ახდენს, არამედ პირდაპირ
უკავშირდება ვარიანტთა სივრცეს, რომელიც მთელ ინფორმაციას შეიცავს.

132
ყურადღებით დააკვირდით რაიმე ნივთს, შემდეგ დახუჭეთ თვალები და სცადეთ მისი
წარმოსახვა. მაშინაც კი, თუ ვიზუალიზაციის საოცარი უნარები გაქვთ, მაინც ვერ შეძლებთ
დახუჭული თვალებით საგნის ზუსტად ისევე „დანახვას“, როგორც გახელილით. ის ხატ-სახე,
რომელსაც თქვენი ტვინი შთაიბეჭდავს, მხოლოდ დაბალი ხარისხის ფოტოს წარმოადგენს.
დავუშვათ, რომ ტვინი ინახავს ასეთ ფოტოს, როგორც ნეირონთა ჯგუფის გარკვეულ
მდგომარეობას. მაშინ იმისთვის, რომ მეხსიერებაში არსებული ყველა ფოტო გავიხსენოთ,
ნეირონების რაოდენობა, მიუხედავად მათი დიდი რაოდენობისა, არ გვეყოფა.

თუ ჩვენი მოგონებები და სიზმრები - იმის ტრანსლაციაა, რაც ნეირონებშია ჩაწერილი, მაშინ


რამდენი ასეთი უჯრედი უნდა იყოს თავში? ტრანსერფინგის მოდელის ფარგლებში ნეირონები
არ წარმოადგენენ ინფორმაციის ისეთ მატარებლებს, როგორც ბიტებია კომპიუტერში. ტვინი
ინახავს არა თავად ინფორმაციას, არამედ რაღაც მისამართების მსგავსს ვარიანტთა სივრცის
ინფორმაციაში ორიენტაციისთვის.

შესაძლოა, ტვინს შეუძლია თავის თავში დაიტიოს მონაცემთა გარკვეული შეზღუდული


რაოდენობა. მაგრამ როგორი სრულყოფილი ბიოლოგიური სისტემაც არ უნდა იყოს იგი, ტვინს
მაინც არ შეუძლია თავის თავში იმ ყველაფრის დატევა, რისი გახსენებაც მეხსიერებიდან
შეგვიძლია. მითუმეტეს, მას არ შეუძლია ისეთი სრულყოფილი ვირტუალური რეალობის შექმნა,
როგორიც სიზმარია. ნუთუ შეგიძლიათ, რომ ღვიძილის მდგომარეობაში თვალები დახუჭოთ და
აზრობრივად წარმოიდგინოთ წარმოსახვითი სურათები ისევე ნატურალურად, როგორც
სიზმარში? ნუ ეცდებით ნაკლებად დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანას, რომ თითქოს ტვინი
სიზმარში მოიპოვებს მის მიერ წარმოსახული სურათების მკაფიოდ აღქმის უნარს.

როგორც უკვე ითქვა, გონებას არ შეუძლია არაფერი პრინციპულად ახლის შექმნა. მას შეუძლია
მხოლოდ, რომ სახლის ახალი ვერსია ააწყოს ძველი კუბიკებისგან. გონება მხოლოდ
პრიმიტიულ ინფორმაციას ფლობს ამ კუბიკების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ ააწყოს
ისინი. უფრო დაწვრილებით მონაცემებს გონება ქაღალდზე ან სხვა მატარებლებზე ინახავს.
მთელი დანარჩენი ინფორმაცია გონებამდე სულის მეშვეობით მოდის - ვარიანტთა სივრციდან.

ამგვარად, გონება ტრანსერფინგის მოდელში წარმოგვიდგება, როგორც საკმაოდ პრიმიტიული


სისტემა, რომლის მუშაობის მოდელირებაც ტექნიკურადაც შეგვიძლია, რის გაკეთებას
ცდილობენ კიდეც მეცნიერები. ხელოვნური ინტელექტის შექმნის მცდელობებს ჯერ-ჯერობით
წარმატებამდე ვერ მივყავართ. საკუთარი თავის გაგება გონებას როგორღაც შეუძლია, აი, სულის
ბუნების გაგება კი ჯერ არ ძალუძს. ცოცხალი არსების ინტელექტის საიდუმლო სულისა და
გონების ერთიანობასა და ურთიერთკავშირშია. აქამდე კიბერნეტიკოსების ძალისხმევა
აზროვნების პროცესის მოდელირებამდე დაიყვანებოდა, ისე, როგორც ამას გონება აკეთებს.
მაგრამ შესაძლოა, ოდესმე, ვინმეს, თავში მოუვა შექმნას ისეთი მანქანა, რომელსაც შეეძლება
ინფორმაციის ვარიანტთა სივრციდან მიღება, როგორც ამას სული (душа) აკეთებს.

რაღაც ხერხით, გონებას შეუძლია დაიმახსოვროს საჭირო სექტორთა მისამართები. თუ რაღაცის


გახსენებაა საჭირო, გონება სულს მიმართავს, ის კი შესაბამის სექტორზე განეწყობა. მაგრამ ან
სულს არ შეუძლია კარგად განწყობა, ან გონებას ახსოვს ცუდად მისამართები, ან გონებას და
სულს არ შეუძიათ ერთმანეთთან მოლაპარაკება - შედეგად ის გვაქვს, რაც გვაქვს: ჩვენი
მეხსიერება არასრულყოფილია.

133
სამაგიეროდ სიზმარში სულს შეუძლია სრულიად შემთხვევით განეწყოს ვარიანტთა სივრცის
არარეალიზებულ სექტორებზე. სწორედ ამ სურათებს ვხედავთ ჩვენს სიზმრებში. სწორედ
ამიტომ არიან სიზმრები ასეთი რეალურები. სიზმრები არ წარმოადგენენ ილუზიებს, ამ სიტყვის
ჩვეული გაგებით. გონება არ ახდენს საკუთარი სიზმრების წარმოსახვას, ის მათ მართლა ხედავს.

ცნობილია, რომ სიზმარში ადამიანს შეუძლია დააკვირდეს სურათებს, რომლებიც თითქოს ჩვენი
სამყაროდან არაა აღებული. მაგალითად, სიზმარში ადამიანს შეუძლია დაინახოს
არქიტექტურული ნაგებობა ყველა დეტალში. ამასთან, სრულიად ცხადია, რომ ადრე ასეთი
რამის ნახვა პრინციპში არასოდეს შეეძლო. თუ სიზმარი - ეს რეალობის იმიტაციაა ჩვენი ტვინის
მიერ, მაშინ საიდან ჩნდება ხატ-სახეები, რომლებზე დაკვირვებაც ადამიანს მანამდე არასოდეს
შეეძლო?

როგორც გახსოვთ, სივრცის სექტორები თავის თავში სცენარების და დეკორაციების სხვადასხვა


ვარიანტებს მოიცავენ. დეკორაციები შეიცავენ როგორც არაცოცხალ გარე მოწყობას, ასევე
ცოცხალ არსებებს. თუ სიზმარში თქვენი ახლობლები ან ნაცნობები გინახავთ, ალბათ
ყურადღებას გაამახვილებდით, რომ ისინი ცოტა არ იყოს განსხვავდებიან რეალობისგან. მათ
შეიძლება ჰქონდეთ სხვა ვარცხნილობა, უჩვეულო ტანსაცმელი, ხასიათიც კი შეიძლება
განსხვავდებოდეს. ვირტუალური პიროვნებები ვარიანტთა სივრციდან შესაძლოა უჩვეულოდ
იქცეოდნენ. სიზმარში თქვენ ცნობთ თქვენს ნაცნობებს, ხვდებით, რომ ესენი ისინი არიან, მაგრამ
ამავდროულად გეჩვენებათ, რომ რაღაც რიგზე ვერ აქვთ. ამაში ვლინდება ვარიანტთა სივრცის
მრავალფეროვნება.

სხვადასხვა სექტორების დეკორაციები განსხვავდებიან. ის, რასაც რეალობაში ვაკვირდებით, -


რეალიზებული ვარიანტებია. სიზმარში შეგვიძლია დავინახოთ ის, რაც რეალიზებული არ იყო.

თუ გექნებათ ბედნიერება, რომ სიზმარში საკუთარი ანარეკლი იხილოთ სარკეში, შესაძლოა


არასასიამოვნოდ გაოცებული ან შეშინებული დარჩეთ. თქვენ დაინახავთ არა მხოლოდ სახეს,
რომლის დანახვასაც სარკეში ხართ მიჩვეული, არამედ ამავდროულად თქვენი სახე შეცვლილი
იქნება. საქმე იმაშია, რომ თქვენი გარეგნობა სიზმარში სივრცის სწორედ იმ სექტორს
შეესაბამება, რომელშიც აღმოჩნდით. იმის მიხედვით, თუ რამდენადაა გადანაცვლებული ეს
ვირტუალური სექტორი თქვენს მიმდინარე რეალობაში რეალიზებულ სექტორთან
მიმართებაში, თქვენი გარეგნობა მეტად ან ნაკლებად განსხვავებული იქნება.

გარე სიტუაციაც ასევე იცვლება ვირტუალური სექტორის დაშორებულობიდან გამომდინარე.


თქვენ ხედავთ თქვენს ქალაქს, მაგრამ იგი ისე არ გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივ. იგივე
ქუჩები და სახლები, მაგრამ ყველაფერი როგორღაც უცნაურად გამოიყურება. თქვენ
გაოცებული ხართ, თითქოს დელუზია დაგემართათ. თუ სიზმარში თქვენი სული საკმარისად
შორს წავიდა თავისი სექტორისგან, სრულიად უცნობ გარემოში აღმოჩნდებით. თქვენ
დაინახავთ ადგილებს და ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ არიან რეალურ ცხოვრებაში. იქ
ყველაფერი თავისი ვირტუალური ცხოვრებით ცხოვრობს. და რას წარმოადგენთ თქვენ თვითონ
იმ ცხოვრებაში? ყველაფერი, რაც იქ ხდება, არამატერიალურია. თქვენი როლიც ასევე
ვირტუალურია. და ამავდროულად, ეს არაა ილუზია.

134
აქ შეიძლება იყოს ორი სიტუაცია: თქვენი პიროვნების ვარიანტი ან იმყოფება იმ სექტორში, ან
არა. თუ იმყოფება, შეძლებთ თქვენს ორეულთან შეხვედრას? ეს ძალინ რთული კითხვაა,
რომელზეც მე ჯერ-ჯერობით არ შემიძლია პასუხის გაცემა. სავარაუდოდ, სული უბრალოდ
აიტაცებს იმ როლს, რომელიც სექტორის სცენარშია გაწერილი. ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ
სიზმარმხილველი სარკეში საკუთარ სახეს უცხოდ აღიქვამს.

საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი: თუ ინფორმაცია ვარიანტთა სივრცეში სტაციონარულად


ინახება, როგორც კინოფირი თაროზე, მაშინ რატომ ვხედავთ სიზმარში მოძრაობას და
ვმონაწილეობთ ამ ვირტუალურ თამაშში? ინფორმაციულ ველში ყველა მოვლენა
ერთდროულად ინახება. ყველაფერი, რაც იყო, და ყველაფერი, რაც იქნება, იქ უკვე ახლაა. მაშ,
რატომაა, რომ სული ვარიანტთა სივრცეში ფრენისას გაყინულ სურათებს კი არ ხედავს, არამედ
ცხოვრების მოძრაობას? შესაძლოა ასეა მოწყობილი ჩვენი აღქმა, რომ ჩვენ შეგვიძლია
კინოფირი მხოლოდ მოძრაობაში აღვიქვათ. და იქნებ ასეთია სივრცის თვისება, რომ იგი თავის
თავს მხოლოდ ვარიანტთა დინების სახით გვიჩვენებს. თუ სული სექტორებში დაფრინავს, ეს
ნიშნავს, რომ იგი აკვირდება კიდეც მოძრაობას. ამ შემთხვევაში, დროის რომელ მონაკვეთში
ხვდება სული სიზმარში: წარსულში, მომავალში თუ აწმყოში?

ყველაფერი, რაც სიზმრების სივრცეს ეხება, უფრო მეტ კითხვას შეიცავს, ვიდრე პასუხს. ერთი
რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება: სიზმარხილვა - ეს არაა ილუზია. ცოტა შეცბუნდით, ასე
არაა? ჩვენ ყველანი ყოველ ღამით მივემგზავრებით ვარიანტთა სივრცეში და ვირტუალურ
ცხოვრებას განვიცდით იქ. ამ ვირტუალურ ცხოვრებას არ გააჩნია ხელშესახები მატერიალური
საფუძველი, და ამავდროულად იგი რეალურია.

რა შეიძლება ითქვას სიზმრების მნიშვნელობის ახსნაზე? პასუხი შესაძლოა ცოტა მოულოდნელი


იყოს თქვენთვის. ალბათ ფიქრობთ, რომ ყველაფერ ზემოთქმულის შუქზე სიზმრებს სრული
უფლება აქვთ, რომ მომავალი მოვლენების წინასწარმეტყველნი იყვნენ. მაგრამ სწორედ
ყველაფერ ზემოთქმულის შუქზე, სიზმრები ტრანსერფინგში ვერ განიხილება, როგორც ნიშნები,
რომლებზეც წინა თავში ვისაუბრეთ.

სიზმრები გვაჩვენებენ იმას, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო წარსულში ან მომავალში. რაც


შეეხება წარსულს, იგი ჩვენთვის ცნობილია. მომავალი კი ვარიანტთა სივრცეში მეტისმეტად
მრავალფეროვანია, ამიტომ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ სიზმარში სწორედ იმ
მოახლოებული მომავლის სექტორი ვნახეთ, რომელიც რეალიზებული იქნება. ახლოს მყოფი
სექტორები მსგავს სცენარებს და დეკორაციებს შეიცავენ. ეს ნიშნავს, რომ თუკი ნანახი სექტორი
მიმდინარე ცხოვრების ხაზისგან ახლოს მდებარეობს, მაშინ იგი შესაძლოა შეიცავდეს
ინფორმაციას მოახლოებული რეალური მოვლენების შესახებ. თუმცაღა ვერ გვექნება
ვერანაირი გარანტია, რომ ნანახი სექტორი მართლაც ახლოსაა მიმდინარე ხაზთან.

სინამდვილეში სულს მართლაც შეუძლია იწინასწარმეტყველოს მოახოებული მოვლენები.


სულიერი კომფორტის მდგომარეობა უფრო საიმედო ნიშანს წარმოადგენს. ღვიძილის დროს
სული აჩვენებს თავისი კომფორტის მდგომარეობას მიმდინარე ცხოვრების ხაზთან, ან
მოახლოებულ მოვლენებთან მიმართებაში. მსგავსი ნიშნები მიეკუთვნება ასევე რეალიზებულ
მიმდინარე და ახლოს მყოფ სექტორებსაც. მაგრამ სიზმარხილვებში, მხოლოდ ღმერთმა იცის,

135
სად დაფრინავს სული. იგი შეიძლება ნებისმიერ ადგილას შეხეტიალდეს, ამიტომ მოცემულ
ინფორმაციას ვერ დავეყრდნობით.

შემდეგი კითხვა: თუ სიზმარხილვა არ წარმოადგენს წარმოსახვის პროდუქტს, მაშინ ვინ


განსაზღვრავს სიზმრების სცენარებს? სცენარი ჩადებულია ვარიანტთა სივრცის სექტორებში.
სულს შეუძლია უნებლიედ იმოგზაუროს ვარიანტთა სივრცეში, სანამ გონება თვლემს. ზოგჯერ
გონება იმდენად ღრმად თვლემს, რომ ჩვენი სიზმრები არ გვახსოვს. როგორ ვითარდება
მოვლენები იმ დროს, როცა გონება თვლემს, არავინ იცის. რეალურ ცხოვრებაში ადამიანის
ქცევა გონების მიერ კონტროლდება. როცა გონება სიზმრებს ხედავს, იგი მხოლოდ პასიური
დამკვირვებლის როლში გამოდის. იგი არ აკონტროლებს სიტუაციას, არამედ ყველაფერს
იღებს როგორც თავისთავადს.

ყველაფერი სექტორში ჩადებული სცენარის მიხედვით მიმდინარეობს. როგორც კი სული


სექტორში მოხვდა, მოვლენები მასში იმ მოლოდინების შიშების და წარმოდგენების შესაბამისად
ვითარდება, რომლებიც სულმა და გონებამ რეალურ ცხოვრებაში შეიძინა. მოლოდინები და
შიშები მყისიერად რეალიზდება. მაგალითად, თუ სცენაზე ჩნდება სუბიექტი, რომელიც გონების
თვალსაზრისით შესაძლოა საფრთხეს შეიცავდეს, საფრთხის სცენარი მაშინვე რეალიზდება.
როგორც კი გაიელვებს აზრი იმის შესახებ, რომ არსებობს წარმოსახვის საფრთხე, ურჩხული
მაშინვე გამოგეკიდებათ.

ასე იმიტომ ხდება, რომ სული მაშინვე განეწყობა იმ ვარიანტზე, რომელმაც აზრებშ გაიელვა.
სული სცენარის ვარიანტებს აზრებისა და მოლოდინების შესაბამისად ირჩევს. სულის მოძრაობა
ვარიანტთა სივრცეში აზრებთან თანადროულად ხდება. სწორედ აზრები და მოლოდინები
წარმოადგენენ იმ მამოძრავებელ ძალას, რომელიც კინო-ლენტას ატრიალებს. შესაძლებელი
რომ იყოს აზრების სრბოლოს ბოლომდე გაჩერება, სურათი უძრავობაში გაიყინებოდა. მაგრამ
აზრები არ ჩერდებიან და გამუდმებით ტრიალებენ თავში.

სიზმრებში მოვლენები შეიძლება ჩვეული წარმოდგენების საპირისპირო იყოს, რადგანაც


გონების კონტროლი შესუსტებულია. ხდება ყოველგვარი უცნაურობა, ჩნდება უჩვეულო
ხილვები, ფიზიკური კანონები არ მუშაობენ. უჩვეულო მოვლენები ხდება ასევე გაცნობიერებულ
სიზმრებშიც. გონებას ხომ ესმის, რომ ეს მხოლოდ სიზმარია, ამიტომ ნებისმიერ უცნაურობას
უშვებს.

ახლა თქვენთვის ნათელია, რატომაა შესაძლებელი სიზმარში ყველაფერი: იმიტომ, რომ


სიზმარხილვა - ესაა სულის მოგზაურობა ვარიანტთა სივრცეში, იქ კი ნებისმიერი სცენარი
არსებობს. ამ მიზეზით, გაცნობიერებულ სიზმარში შესაძლებელია განზრახ შევცვალოთ სცენარი.
სინამდვილეში სცენარი არ იცვლება, იგი არჩეული ხდება განზრახვის მიერ. როგორც კი აზრებში
გაჩნდა განზრახვა, რომ შეიცვალოს როლები წარმოსახვაში, სული საწინააღმდეგო სცენარის
სექტორში გადაინაცვლებს. სწორედ ამაში მდგომარეობს გაცნობიერებული სიზმრის მექანიზმი:
სცენარის არჩევა განზრახვის მიერ ხდება.

თუ გონებამ გააცნობიერა, რომ შეუძლია მიმდინარე მოვლენების სცენარი აკონტროლოს, იგი


ახდენს სურვილის ფორმირებას. მაგალითად, აფრენის სურვილის. ეს აზრი, სწრაფად
გაიელვებს რა ცნობიერებაში, სულში განზრახვად ტრანსფორმირდება. განზრახვა წარმოადგენს

136
იმ მამოძრავებელ ძალას, რომელსაც სიზმარმხილველი შესაბამისი სცენარის სექტორში
გადაჰყავს.

სულის მოგზაურობა ვარიანტთა სივრცეში არ მძიმდება მატერიალური ობიექტების


ინერტულობით. ამიტომაა სიზმარხილვები ასეთი პლასტიკური. შეკვეთილი სცენარი მყისიერად
რეალიზდება. და რა ხდება რეალურ ცხოვრებაში? პრინციპში, იგივე. განსხვავება მხოლოდ
სცენარის აღსრულების სისწრაფეშია. ცხადში მოვლენები იგივე კანონით ვითარდება, როგორც
სიზმარხილვებში, მაგრამ არა ისე მყისიერად, რადგანაც ვარიანტთა მატერიალურ რეალიზაციას
ინერტულობა გააჩნია. ამ მიმართებით, განცხადება, რომ ჩვენი ცხოვრება - სიზმარია,
არასწორია, მაგრამ ამავდროულად აზრსაც არაა მოკლებული. მე უკვე მომყავდა თქვენთვის
ილუსტრაციები, როგორ აფორმირებენ თქვენი აზრები მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში. რაც
თქვენს აზრებშია, სწორედ იმას ღებულობთ ადრე თუ გვიან.

თქვენი აზრები - ესაა ენერგიის გამოსხივება ცხოვრების განსაზღვრული ხაზის სიხშირეზე.


რეალურ ცხოვრებაში ამ ხაზზე გადასვლა სხვადასხვა მატერიალური ფაქტორების მიერ
მუხრუჭდება. სივრცის რეალიზებული სექტორი არარეალიზებულთან შედარებით უფრო
ბლანტად გვეჩვენება, როგორც, მაგალითად, გუდრონი წყალთან შედარებით. პოტენციურად
შესაძლებელი ვარიანტის მატერიალური რეალიზაცია დაყოვნებით მიმდინარეობს. სიზმარში კი
არანაირი ინერტული წინააღმდეგობა არაა, ამიტომ გადასვლა სექტორებს შორის მყისიერად
რეალიზდება.

ახლა თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, რატომ დავიწყე საუბარი სიზმარხილვაზე. იმისთვის, რომ
საკუთარი ბედი ვმართოთ, აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, როგორ გადავყავართ ჩვენს
აზრებს ერთი სექტორიდან მეორეზე, და რატომ არ რეალიზდება ყველა ჩვენი სურვილი.
თუმცაღა ამისთვის სულაც არაა აუცილებელი - გაცნობიერებული სიზმრების პრაქტიკებით
დაკავდეთ. ჩვენი მიზანია - არჩევის უნარი ცხადში მოვიპოვოთ და არა სიზმარში. გაცილებით
უფრო მნიშვნელოვანია - რეალურ ცხოვრებაში მოვიპოვოთ გამოღვიძების უნარი, ვიდრე
სიზმარში. მითუმეტეს, რომ გაცნობიერებული სიზმარხილვის პრაქტიკები, როგორც უკვე ვთქვი,
გარკვეულ საფრთხეს შეიცავენ.

შესაძლოა, მათ, ვინც გაცნობიერებულ სიზმარხილვებს აპრაქტიკებენ, გითხრან, რომ არანაირი


საფრთხე აქ არაა. მაგრამ სავარაუდოდ ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ სამართებლის პირზე
დადიან. საქმე იმაშია, რომ ვერავინ მოგცემთ გაცნობიერებული სიზმრიდან დაბრუნების
გარანტიას. სანამ თქვენი სული არარეალიზებულ სექტორებში ხეტიალობს, საფრთხე არანაირი
არაა. მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, როცა სული სიზმარხილვაში შემთხვევით სივრცის
რეალიზებულ სექტორში მოხვდება? ჰოდა ამრიგად, ჰიპოთეზა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ
შესაძლოა მატერიალიზდეთ ამ სექტორში. ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ, რომ ჰიპოთეზები, როგორც
ასეთნი, საფრთხეს არ შეიცავენ. მაგრამ როგორც ხედავთ, მოცემული ჰიპოთეზა საფრთხეს
შეიცავს. და რა მოხდება მაშინ, თუ ეს ჰიპოთეზა კი არა, ფაქტი აღმოჩნდება?

ცნობილია, რომ ძველი მაგები, რომლებიც სრულყოფილად ფლობდნენ სიზმარხილვის


ხელოვნებას, განზრახ და სამუდამოდ მიდიოდნენ სხვა სამყაროებში. მათი ფიზიკური სხეულებიც
ასევე ქრებოდნენ ამ სამყაროდან. ძველი მაგები ან მეტისმეტად უგუნურები იყვნენ, ან ძალიან
კარგად იცოდნენ რას აკეთებდნენ. ჩვენს დროში ყოველწლიურად ათობით ათასი ადამიანი

137
ქრება უგზო-უკვლოდ. ისინი უბრალოდ უკვალოდ ქრებიან. ის ვერსიაც კი არსებობს, რომ მათ
უცხოპლანეტელები იტაცებენ. მე ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ შესაძლოა, ისინი
უბრალოდ სიზმარხილვებიდან ვერ ბრუნდებიან. სულს ხომ გაუცნობიერებელ სიზმარხილვაშიც
შეუძლია რეალიზებულ სექტორში მოხვედრა.

გაცნობიერებული სიზმარხილვა ამ მიმართებით უფრო სახიფათოა, რადგანაც გონებამ,


რომელიც შეუზღუდავ თავისუფლებას გრძნობს, შესაძლოა სიფრთხილე დაკარგოს და
ღმერთმა იცის სად გაფრინდეს. უცნობია, შეძლებს თუ არა სიზმარხილვის სხეული უკან
დაბრუნებას. ფიზიკური სხეული შეიძლება დარჩეს კიდეც, და ამ შემთხვევაში უბრალოდ ძილში
გარდაცვალების კონსტატაციას ახდენენ. მე არ მაქვს მიზნად, რომ დაგაშინოთ. უბრალოდ, ნუ
დაგავიწყდებათ, რომ სიზმარი - ეს არაა ილუზია. გაცნობიერებულ სიზმარში ცუღლუტობის
ცდუნება ჩნდება. რადგან შესაძლებელია დაუსჯელად და სხვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე
აკეთოთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ. ან შესაძლებელია უბრალოდ იფრინოთ და სხვა
სამყაროები შეიცნოთ. ყველაფერი შესაძლებელია მანამ, სანამ სული არარეალიზებულ
ვირტუალურ სექტორში იმყოფება. საფრთხე იმაშია, რომ არანაირი გარანტია არ არსებობს
იმისა, რომ სული რეალიზებულ სექტორში არ შეხეტიალდება. გონება მაშინვე ვერ
გააცნობიერებს, რომ ვირტუალური რეალობა მატერიალურად იქცა. თავს ნუ დაიმშვიდებთ იმ
იმედით, რომ ჩვენი სამყარო - ერთადერთია მთელ უნივერსუმში. ვარიანტთა სივრცე
უსასრულოა, და მასში უეჭველად იმყოფება მრავალი რეალიზებული სექტორი, რომლებიც
ყველა შესაძლო ცოცხალი არსებებითაა დასახლებული.

სამყარო, რომელშიც თქვენ აღმოჩნდებით, შესაძლოა აღმოჩნდეს როგორც სამოთხე, ჩვენს


სამყაროსთან შედარებით, ასევე ჯოჯოხეთი. სად იმყოფება ეს სამყარო - ასევე უცნობია.
შესაძლოა, იგი დედამიწისგან მილიონობით სინათლის წლის დაშორებითაა, ან შესაძლოა იგი
თქვენი ყავის ჭიქაშია. იგი შეიძლება ძალიან შორს იყოს, და ამავდროულად ძალიან ახლოს -
სხვა განზომილებაში. როგორც უკვე ითქვა პირველ თავში, უსასრულობა ძალიან შორსაა
გაჭიმული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პირდაპირ იყურებით. მაგრამ შორსაა ეს
პარალელური სამყარო თუ ახლოს, არ აქვს მნიშვნელობა, რადგანაც იქ გადაკარგვა ადვილია,
დაბრუნება კი ძალიან ძნელი.

მე არ ვეხები ასტრალური სხეულის მმოგზაურობას მატერიალურ სამყაროში. იქ სხვა მექანიზმია.


ამას არ აქვს კავშირი ტრანსერფინგთან, და ფრიად სახიფათოა. ზოგადად თუ ვიტყვით,
სიზმარხილვებსაც ასევე ირიბი კავშირი აქვთ ტრანსერფინგთან. ჩვენჯი ამოცანა ის კი არაა, რომ
სასტიკ რეალობას სიზმრებში გავექცეთ, არამედ ის, რომ ჩვენთვის კომფორტული გავხადოთ
თავად რეალობა.

ნუ შეგეშინდებათ სიზმარხილვების, მაგრამ ნურც გაუთამამდებით. თუ სიზმარხილვის ხსენებისას


სულიერ დისკომფორტს გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა დაკავდეთ ამით. თქვენმა შინაგანმა
ინტუიციამ უნდა გიკარნახოთ, გელით თუ არა საფრთხე. სული უკეთ გრძნობს მოახლოებულ
საფრთხეს, ვიდრე გონება. ამიტომ სიზმრები გონების აქტიური ჩარევის გარეშე ბევრად უფრო
უსაფრთხოა. მაგრამ თუკი თქვენ მაინც გადაწყვიტეთ, დაიცავით სიფრთხილე, ძალიან ღრმად
არ შეტოპოთ და არ გარისკოთ. ისევე როგორც რეალობაში: იყავით როგორც სახლში, მაგრამ
არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრად ხართ.

138
განზრახვის ჯადოსნური ძალა

ამრიგად, ჩვენ გავარკვიეთ, რომ ჩვენი აზრები და სურვილები მიმართულებას აძლევენ ჩვენს
მოძრაობას ვარიანტთა სივრცეში. სიზმარში ეს მოძრაობა არ მუხრუჭდება მატერიალური
რეალიზაციის ინერტულობით. აზრების მსუბუქ ქროლვასაც კი მყისიერად გადაჰყავს
სიზმარმხილველი სივრცის შესაბამის სექტორში. რეალიზებულ სექტორებში ყველაფერი ასე
სწრაფად არ ხდება მატერიის მძიმეწონიანი ინერტულობის გამო. მაგრამ რეალობაში იგივე
პრინციპი მუშაობს: ჩვენი აზრები უშუალო გავლენას ახდენენ ჩვენი ცხოვრების მოვლენათა
მსვლელობაზე.

„მართლა?“, - შესაძლოა ირონიულად იკითხოს მკითხველმა, - „მე უგუნურს კი, აქამდე მეგონა,
რომ მოქმედებები განსაზღვრავდნენ ჩემი ცხოვრების მსვლელობას. ახლა კი გამანათლეს:
მთავარია არა ის, თუ რას აკეთებ, არამედ ის, თუ რას ფიქრობ“.

სინამდვილეში არანაირი წინააღმდეგობა აქ არაა. და საქმე იმაშიც არაა, რომ ადამიანი ჯერ
ფიქრობს, მერე კი აკეთებს. ადამიანები მიეჩვივნენ, რომ პირველ რიგში ყურადღება ქმედებათა
შედეგებს მიაქციონ, რადგანაც ისინი ზედაპირზე დევს. აზრების შედეგები არც ისე თვალსაჩინოა.
ეს დაკავშირებულია წონასწორული ძალების მოქმედებასთან. ჩვენ უკვე გავარჩიეთ შემთხვევა,
როცა წონასწორული ძალების მოქმედების შედეგი საწყისი მისწრაფების სრულიად
საპირისპირო აღმოჩნდება ხოლმე. ადამიანი ცდილობს მიიღოს ერთი, და პირიქით გამოდის.
რაც უფრო ძლიერია ჭარბი პოტენციალი, მით უფრო შორსაა რეალური სასურველისგან. ვერ
პოულობს რა სამყაროს ასეთ უცნაურ ქცევაზე პასუხს, ადამიანი მაინც ცდილობს დაარწმუნოს
საკუთარი თავი იმაში, რომ ან ის მოქმედებდა არასწორად, ან სამყაროა ისე მოწყობილი, რომ
სასურველის მიღწევა მხოლოდ მძიმე შრომის შემდეგ ხდება შესაძლებელი.

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ტრანსერფინგის მოდელში მართლაც არსებობს წინააღმდეგობა.


ერთი მხრივ ნათქვამია, რომ ჩვენი აზრები ახდენენ ჩვენში გამავალი ენერგიის მოდელირებას,
რასაც ამ აზრების შესაბამის ცხოვრების ხაზებზე გადავყავართ. ანუ, როგორც თქვენ უკვე იცით,
ჩვენს აზრებს გადავყავართ შესაბამისი სცენარებისა და დეკორაციების მქონე სივრცის
სექტორებზე. სიზმარში ყველფერი მართლა ასე ხდება. მეორე მხრივ, გამოდის, რომ რეალურ
ცხოვრებაში ჩვენი აზრები ცოტას ნიშნავენ, რადგანაც ჩვენ ვერ ვაღწევთ სასურველს მხოლოდ
ფიქრით. რამდენიც არ უნდა იფიქრო, სავარძელში მჯდომარემ, სხვა ხაზზე გადასვლა მაინც არ
გამოდის მაშინაც კი, თუკი გავითვალისწინებთ შესწორებას მატერიალური რეალიზაციის
ინერტულობის შესახებ. „ჰოდა ეგაა!“, - გამოცოცხლდება პრაგმატული მკითხველი, -
„მოქმედებაა საჭირო! აზრები და რაღაც გადასვლები კი აქ არაფერ შუაშია“. და ის
ფორმალურად მართალი იქნება. მაგრამ მხოლოდ ფორმალურად.

სინამდვილეში ეს წინააღმდეგობა მხოლოდ მოჩვენებითია. ჩვენ უფრო და უფრო


ვუახლოვდებით იმის ახსნას, თუ რატომ ხდება, რომ სასურველის ვიზუალიზაციის მცდელობებს
ხშირად შედეგი არ მოაქვს. როგორც უკვე იცით, პირველი აშკარა მიზეზი იმ ჭარბ
პოტენციალებშია, რომლებსაც ჩვენვე ვქმნით, როცა სასურველის მიღწევას ვცდილობთ.

მეორე მიზეზი მდგომარეობს ვარიანტთა მატერიალური რეალიზაციის ინერტულობაში. ძალიან


ხშირად ჩვენ ვერ ვაღწევთ მიზანს იმიტომ, რომ არასაკმარისად მყარად ვისწრაფვით მისკენ.

139
ბევრი მიზანი უბრალოდ ვერ ასწრებს რეალიზებას, თუ ადამიანი მალე გრილდება და ხელს
ჩაიქნევს ხოლმე „უიმედო“ საქმეზე. შეგიძლიათ გაიხსენოთ ცხოვრებიდან სიტუაციები, როცა
სასურველი დაგვიანებით მოდიოდა თქვენთან, და როცა იმედი უკვე ჩამქრალი იყო, თქვენ კი
საერთოდ დავიწყებული გქონდათ იგი.

მრავალი ადამიანის კიდევ ერთი დამახასიათებელი შეცდომა მდგომარეობს სწრაფვაში -


მიაღწიონ ყველაფერს და მაშინვე.თუკი დასახულია მრავალი მიზანი, რომლებიც ერთმანეთთან
არანაირად არ არიან დაკავშირებულნი, მაშინ მთელი აზრობრივი ენერგია უსარგებლოდ
იფანტება სიცარიელეში. ვარიანტთა დინება არ მოგცემთ საშუალებას, რომ ერთდროულად
სხვადასხვა მიმართულებით იცუროთ. მიზნობრივ სექტორზე განწყობა უფრო ეფექტურად
მუშაობს, როცა ყველა მისწრაფება ერთი კონკრეტული მიზნისკენაა მიმართული. ამ საკითხს
კიდევ დავუბრუნდებით შემდეგ თავში.

სიზმარში ყველა არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მავნე ფაქტორი არ გვხვდება. სიზმარში არც
ისე ძალიან გვამძიმებენ მნიშვნელოვანობის ჭარბი პოტენციალები, ინერტულობა ხელს არ
გვიშლის, და გონებაც ისვენებს მიზნების მისაღწევი ყოველდღიური ბრძოლისგან. თუმცაღა
სიზმარშიც ყველა სურვილი არ სრულოდება. მათ, ვინც გაცნობიერებულ სიზმარხილვებს
აპრაქტიკებენ, იციან, რომ ყველანაირი აზრობრივი ქროლვა ვერ გადაიყვანს სიზმარმხილველს
შესაბამის სექტორში. მაშ, სადაა დაბრკოლება?

პასუხი ძალიან მარტივია, და ამავდროულად ფუნდამენტალური. არანაირი დაბრკოლება არ


არსებობს. და საქმე თავად აზრებშიც კი არაა. საიდუმლო იმაშია, რომ რეალიზაციამდე
მივყავართ არა თავად სურვილს, არამედ სასურველზე განწყობას (установка). მუშაობენ არა
თავად ფიქრები სასურველზე, არამედ რაღაც სხვა - ის, რისი აღწერაც სიტყვებით რთულია. ეს
ერთგვარი ძალა იმ სცენის კულისებს მიღმა დგას, რომელზეც აზრების თამაში ვითარდება. და
მაინც, ბოლო სიტყვა ამ ძალას ეკუთვნის. თქვენ რა თქმა უნდა მიხვდით, რომ საქმე განზრახვას
ეხება. გონებამ ჯერ კიდევ ვერ იპოვნა თავის თაროებზე განზრახვისთვის შესაფერისი
განსაზღვრება. ჩვენ მიახლოებით განვსაზღვრავთ განზრახვას, როგორც გადაწყვეტილებას
(решимость) - გვქონდეს და ვიმოქმედოთ.

ახლა გესმით, რომ თავისთავად აზრები მართლაც არაფერს ნიშნავენ ვარიანტთა სივრცის
სექტორზე განწყობაში. აზრები - ეს მხოლოდ ქაფია განზრახვის ტალღის ქიმზე. რეალიზდება
არა სურვილი, არამედ განზრახვა.

მოვიყვანოთ კიდევ ერთხელ მაგალითი ხელის აწევაზე. მოისურვეთ ხელის აწევა. სურვილი
თქვენს აზრებშია გაფორმებული: თქვენ ანგარიშს უწევთ საკუთარ თავს, რომ ხელის აწევა
გსურთ. შეუძლია სურვილს ხელის აწევა? არა, თავისთავად სურვილი არანაირ მოქმედებას არ
წარმოშობს. ხელი იწევა მხოლოდ მაშინ, როცა აზრებმა სურვილის შესახებ თავი ამოწურეს და
დარჩა მხოლოდ მოქმედების გადაწყვეტილება. იქნებ მოქმედების გადაწყვეტილება წევს ხელს?
ასევე არა. თქვენ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ ხელს წევთ, მაგრამ ის ჯერ კიდევ
არ მოძრაობს. რა წევს ხელს? რა განსაზღვრავს იმას, რაც გადაწყვეტიულებას მოსდევს? აი, აქ
ვლინდება გონების უსუსურობა, რომ რაიმე ადეკვატური ახსნა მისცეს იმას, თუ რას წარმოადგენს
განზრახვა. განზრახვის ჩვენეული განმარტება, როგორც გადაწყვეტილება - გვქონდეს და
ვიმოქმედოთ, ახდენს მხოლოდ პრელუდიის დემონსტრირებას ძალისადმი, რომელიც

140
რეალურად ანხორციელებს მოქმედებას. მხოლოდ იმ ფაქტის კონსტატაცია დაგვრჩენია, რომ
ხელი იწევა არა სურვილით ან გადაწყვეტილებით, არამედ განზრახვით. მე ცნება
„გადაწყვეტილება“ (решимость) მხოლოდ უფრო მეტი გაგებისთვის შემოვიტანე. მაგრამ თქვენ,
რა თქმა უნდა, სიტყვების გარეშეც გრძნობთ, რომ გაგაჩნიათ ერთგვარი ძალა, რომელიც თქვენს
კუნთებს შეკუმშვას აიძულებს.

სინამდვილეში, ძალიან ძნელია აიხსნას, თუ რა არის განზრახვა. ჩვენ არ გვიჩნდება კითხვები,


თუ როგორ უნდა ვამოძრაოთ ხელები ან ფეხები, არ გვახსოვს, რომ ოდესღაც ჩვენთვის
გაუგებარი იყო, როგორაა შესაძლებელი სიარული. ზუსტად ასევე ადამიანს არ ესმის, რა უნდა
აკეთოს, როცა პირველად დაჯდა ორბორბლიან ველოსიპედზე. მაგრამ მაშინაც კი, როცა მასზე
სიარულს სწავლობს, ადამიანი ვერ ხსნის, თუ როგორ აკეთებს ამას. განზრახვა - ძალზე
მოუხელთებელი თვისებაა. მისი მოპოვება ძნელია, მაგრამ დაკარგვაც შესაძლებელია.
მაგალითად, პარალიზებულს ბოლომდე აქვს დაკარგული განზრახვის ძალა. ფეხების
მოძრაობის სრუვილი აქვს, მაგრამ მისი მოქმედებაში გადატანის უნარი - აღარ. ცნობილია
შემთხვევები, როცა პარალიზებულები ჰიპნოზის მოქმედების ქვეშ იწყებდნენ სიარულს, ან
სასწაულებრივი განკურნების შემდეგ. მათ სწორედ განზრახვის ძალა უბრუნდებოდათ.

ამრიგად, სურვილი თავისთავად არაფერს იძლევა. პირიქით, რაც უფრო ძლიერია სურვილი,
მით უფრო აქტიურია წონასწორული ძალების მოქმედება. მიაქციეთ ყურადღება: სურვილი
მიმართულია თავად მიზანზე, ხოლო განზრახვა - ამ მიზნის მიღწევის პროცესზე. სურვილი
რეალიზდება ჭარბი პოტენციალის შექმნაში, ხოლო განზრახვა - მოქმედებაში. განზრახვა არ
მსჯელობს - მიღწევადია თუ არა მიზანი. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ამიტომ რჩება
მხოლოდ მოქმედება. თუ თქვენ სიზმარში აფრენა გინდათ და ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა
ეს, მაშინ არაფერი არ გამოგივათ. იმისთვის, რომ გაფრინდეთ, უბრალოდ უნდა ასწიოთ
საკუთარი თავი განზრახვით. ნებისმიერი სცენარის არჩევა სიზმარხილვაში ხორციელდება არა
სურვილით, არამედ მტკიცე გადაწყვეტილებით - მიიღოთ სასურველი. თქვენ არ მსჯელობთ და
არ გსურთ, არამედ უბრალოდ გაქვთ და მოქმედებთ.

სურვილის უსარგებლობაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. და თხოვნა? თხოვნაზე სათქმელი არაფერია.


თხოვნას ანგელოზებისთვის, მაღალი ძალებისთვის ან ღმერთისთვის აზრი არ აქვს. სამყაროს
კანონები აბსოლუტურად მიუკერძოებელია. არავის სჭირდება თქვენი წუწუნი, წყენები, ხვეწნა და
გოდება. მადლიერება - კი, რადგანაც მადლიერება თავისი თვისებით ახლოს დგას უპირობო
სიყვარულთან. გულწრფელი მადლიერება - ესაა შემოქმედებითი ენერგიის გამოსხივება.
თხოვნის ჭარბი პოტენციალი - ეს პირიქით, დაყოვნებაა, ენერგიის ერთ ადგილას
კონცენტრაციაა. წუწუნი, თხოვნები და მოთხოვნები ქანქარების გამოგონილია ადამიანებისგან
ენერგიის მისაღებად. აზრები, რომლებიც ფორმულირებულია სიტყვებად: „მომეცი“, ან „მინდა“,
ავტომატურად ქმნიან ჭარბ პოტენციალებს. თქვენ ეს არ გაქვთ, მაგრამ თქვენი აზრებით
ცდილობთ სასურველის მოზიდვას.

მაღალი ან სხვა მსგავსი ძალებისთვის რაიმეს თხოვნას არანაირი აზრი არ აქვს. ეს იგივეა, რომ
მაღაზიაში რაიმე საქონელი უფასოდ მოითხოვოთ. ადამიანებს შეგიძლიათ გონივრულ
ფარგლებში თხოვოთ, თუკი ისინი კეთილგანწყობილნი არიან თქვენს მიმართ. ყველაფერი
დანარჩენი ამ სამყაროში ობიექტურ კანონებზეა აწყობილი, და არა ვინმეს დახმარების
სურვილზე.

141
წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა დედამიწა თხოვს მზეს, რომ სხვა ორბიტაზე გადაიყვანოს.
სისულელეა არა? ასეთივე სისულელეა მიმართოთ ვინმეს, გარდა ადამიანებისა. აზრი აქვს
მხოლოდ განზრახვას - აირჩიოთ. თქვენ მართლაც თქვენით ირჩევთ თქვენს ბედს. თუ თქვენი
გამოსხივების პარამეტრები თქვენს არჩევანს შეესაბამება, და ამასთან კანონებიც არ ირღვევა,
მაშინ იმას იღებთ, რაც აირჩიეთ. არჩევა - ეს არაა თხოვნა, ესაა თქვენი გადაწყვეტიულება -
გქონდეთ და იმოქმედოთ.

განზრახვა არ ქმნის ჭარბ პოტენციალს, რადგანაც სურვილის პოტენციალის ენერგია


მოქმედებაზე იხარჯება. სურვილი და მოქმედება განზრახვაში ერთიანდებიან. განზრახვა
მოქმედებაში ბუნებრივი სახით, წონასწორული ძალების გარეშე გაიწოვს სურვილის მიერ
წარმოქმნილ ჭარბ პოტენციალს. თუ პრობლემის გადაჭრა გსურთ - იმოქმედეთ. როცა
პრობლემის სირთულეზე ფიქრობთ, ამით ჭარბ პოტენციალს ქმნით და ენერგიას ქანქარას
აძლევთ. მოქმედებისას კი - განზრახვის ენერგიის რეალიზებას ახდენთ. როგორც ცნობილია,
„თვალებს ეშინიათ, ხელები კი მოქმედებენ“. განზრახვის რეალიზებისას მიენდეთ ვარიანტთა
დინებას, და პრობლემა თავისთავად გადაიჭრება.

მოლოდინი, შფოთვა, ფიქრი და სურვილი მხოლოდ გართმევთ ენერგიას. განზრახვა


მოქმედებაში არა მხოლოდ ხარჯავს პოტენციალის ენერგიას, არამედ მას ადამიანის
ენერგეტიკულ გარსშიც ტვირთავს. თქვენ შეგიძლიათ ამაში სწავლის მაგალითზე დარწმუნდეთ.
დაზუთხვა ბევრ ძალას გართმევთ და ცოტა რამეს თუ გაძლევთ. სამაგიეროდ სწავლა
მოქმედებაში, როცა სრულდება პრაქტიკული სამუშაო ან პრობლემების გადაწყვეტა, არა
მხოლოდ არ გფიტავთ, არამედ შთაგონებას და დაკმაყოფილებასაც გაძლევთ.

ამრიგად, განზრახვა იმ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რომელიც ვარიანტთა სივრცეში


სექტორების რეაიზებას ახდენს. მაგრამ ჩნდება კითხვა: მაშინ რატომ რეალიზდება ჩვენი შიშებიც?
ნუთუ ისინი შეიძლება განზრახვას მივაკუთვნოთ? როგორც სიზმრებში, ასევე რეალურ
ცხოვრებაში, ჩვენ მუდამ მოგვდევენ ვარიანტები ჩვენი შიშების, შფოთვების, საძულველი
მოვლენების სცენარებიდან. რადგან თუ მე ეს არ მინდა, შესაბამისად განზრახვაც არ მაქვს, რომ
მქონდეს? თუმცაღა ჩვენ მაინც ვღებულობთ იმას, რაც აქტიურად არ გვინდა. გამოდის, ჩვენი
სურვილის მიმართულებას არ აქვს მნიშვნელობა? პასუხი იმალება კიდევ უფრო იდუმალ და
ძლევამოსილ ძალაში, რომლის სახელია - გარეგანი განზრახვა.

გარეგანი განზრახვა

განზრახვა - ესაა სურვილის შეთავსება მოქმედებასთან. რაიმეს საკუთარი ძალისხმევით


გაკეთების განზრახვა ყველასთვის ცნობილია - ესაა შინაგანი განზრახვა. გაცილებით უფრო
რთულია განზრახვის გავრცელება გარე სამყაროზე. ეს - გარეგანი განზრახვაა. მისი მეშვეობით
სამყაროს მართვაა შესაძლებელი, უფრო ზუსტად - გარესამყაროს ქცევის მოდელის არჩევა,
სცენარებისა და დეკორაციების განსაზღვრა.

გარეგანი განზრახვის ცნება უწყვეტადაა დაკავშირებული ვარიანტთა მოდელთან. ყველა


მანიპულაცია დროსთან, სივრცესთან და მატერიასთან დაკავშირებით, რომლებიც ლოგიკურ
ახსნას არ ექვემდებარება, მიღებულია, რომ მაგიად ან პარანორმალურ მოვლენად ჩაითვალოს.

142
სწორედ ეს მოვლენა ახდენს გარეგანი განზრახვის მუშაობის დემონსტრირებას - იგი
მიმართულია ცხოვრების ხაზის არჩევაზე ვარიანტთა სივრცეში.

შინაგანი განზრახვა უძლურია, რომ ვაშლის ხეივანი მსხლად აქციოს. გარეგანი განზრახვაც ასევე
არაფერს არ გარდაქმნის, მაგრამ იგი ირჩევს ვარიანტთა სივრცეში ვაშლის ნაცვლად მსხლის
ხეივანს, და გადასვლას ახორციელებს. ასე ხდება ვაშლის მსხლით ჩანაცვლება. თავად ვაშლის
ხეივანს არაფერი არ მოსდის, უბრალოდ ჩანაცვლება ხდება: მატერიალური რეალიზაცია
ვარიანტთა სივრცეში ერთიდან მეორე ხაზზე გადაინაცვლებს. არცერთ ძალას არ ძალუძს, რომ
რაიმე ჯადოსნური სახით მართლა აქციოს ერთი საგანი მეორედ - ამაზეა მიმართული შინაგანი
განზრახვა, მაგრამ მისი შესაძლებლობები ფრიად შეზღუდულია.

თუ თქვენ ეცდებით, რომ აზრის ძალით გადააადგილოთ ფანქარი მაგიდაზე, არაფერი


გამოგივათ. მაგრამ თუ გაქვთ მტკიცე განზრახვა - წარმოიდგინოთ, რომ ფანქარი მოძრაობს,
შესაძლოა გამოგივიდეთ. დავუშვათ, გამოგივიდათ მისი ადგილიდან დაძვრა (ყოველ
შემთხვევაში ექსტრასენსებს რაღაც გამოსდით). თქვენ ძალიან უცნაურად მოგეჩვენებათ, რასაც
ახლა გეტყვით. ფანქარი სინამდვილეში არ მოძრაობს! და ამავდროულად, ეს თქვენ არ
გეჩვენებათ. პირველ შემთხვევაში აზრების ენერგიით ცდილობთ ფანქრის დაძვრას. ეს ენერგია
აშკარად ცოტაა მატერიალური საგნის გადანაცვლებისთვის. მეორე შემთხვევაში თქვენ
სრიალებით ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც ფანქარს სხვადასხვა ადგილ-მდებარეობა გააჩნია.
დაიჭირეთ სხვაობა?

აი, ფანქარი მაგიდაზე დევს. განზრახვის ძალით თქვენ წარმოიდგენთ, რომ იგი მოძრაობას
იწყებს, და ამით ინაცვლებთ უახლოეს ხაზზე, სადაც მისი მდებარეობა ცოტათი
გადაადგილებულია. ასე თანმიმდევრულად სრიალებთ ხაზებზე და ხედავთ, თუ როგორ იკავებს
ფანქრის რეალიზაცია ახალ მდებარეობებს. მოძრაობს არა ფანქარი, არამედ მისი რეალიზაცია
ვარიანტთა სივრცეში.

გასაკვირი არაა, თუ არაფერი გამოგდით. თითქმის ყველა ადამიანს მსგავსი უნარები ძალიან
სუსტად აქვთ განვითარებული. და საქმე იმაშიც არაა, რომ თქვენ სუსტი ენერგეტიკა გაქვთ,
არამედ იმაში, რომ ძალიან ძნელია დაიჯერო ასეთი შესაძლებლობა, და შესაბამისად -
გამოიწვიო საკუთარ თავში სუფთა გარეგანი განზრახვა. ადამიანები, რომლებსაც ტელეკინეზი
შეუძლიათ, არ ამოძრავებენ საგნებს. ისინი ფლობენ უნიკალურ უნარს - განზრახვის ძალით
მიმართონ თავიანთი ენერგია ვარიანტთა სივრცეში მატერიალური რეალიზაციის
გადანაცვლებაზე.

ყველაფერი, რაც დაკავშირებულია გარეგან განზრახვასთან, მიღებულია, რომ მისტიკად,


მაგიად, ან უკეთეს შემთხვევაში აუხსნელ მოვლენებად ჩაითვალოს, რომელთა შესახებ
მოწმობებს მტვრიან თაროებზე შემოდებენ ხოლმე. ჩვეულებრივი მსოფლმხედველობა ასეთ
რაღაცეებს მტკიცედ უკუაგდებს. ირაციონალური ყოველთვის ერთგვარ შიშს იწვევს. მსგავს შიშს
და სტუპორს განიცდიან ადამიანები, რომლებიც ამო-ს მხილველები ხდებიან. აუხსნელი
მოვლენა იმდენად შორსაა ჩვეული რეალობისგან, რომ მისი დაჯერება არ გვინდა. და
ამავდროულად, მას გააჩნია ისეთი საოცარი გამბედაობა - იყოს რეალური, რომ შეძრწუნებას
იწვევს.

143
გარეგანი განზრახვა - ეს ის შემთხვევაა, როცა „თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა მიდის
მუჰამედთან“. თქვენ კი გეგონათ, ეს უბრალოდ ხუმრობა იყო? გარეგან განზრახვას აუცილებელი
არაა, რომ თან ახლდეს პარანორმალური მოვლენები. ყოველდღიურ ცხოვრებაში გამუდმებით
ვაწყდებით გარეგნული განზრახვის მოქმედების შედეგებს. კერძოთ, ჩვენი შიშები და ყველაზე
ცუდი მოლოდინები სწორედ გარეგანი განზრახვით რეალიზდება. მაგრამ რადგანაც მოცემულ
შემთხვევაში იგი ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად მუშაობს, ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, როგორ
ხდება ასე. გარეგანი განზრახვის მართვა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე შინაგანის.

წარმოიდგინეთ, რომ მოხვდით ველურებით დასახლებულ კუნძულზე. თქვენი სიცოცხლე იმაზეა


დამოკიდებული, თუ როგორ დააყენებთ საკუთარ თავს. პირველი ვარიანტი - თქვენ მსხვერპლი
ხართ. თქვენ ბოდიშს იხდით, ძღვენი მიგაქვთ, თავს იმართლებთ, თამაშობთ. ამ შემთხვევაში
თქვენი ბედია, რომ შეჭმული იყოთ. მეორე ვარიანტი - თქვენ დამპყრობელი ხართ.
აგრესიულობას ავლენთ, თავს ესხმით, ცდილობთ დაიმორჩილოთ. თქვენი ბედია - ან
გაიმარჯვოთ, ან მოკვდეთ. მესამე ვარიანტი - თავს წარადგენთ, როგორც ბატონი, მმართველი.
თქვენს კვერთს აღმართავთ, როგორც ძალაუფლების მფლობელი, და ისინიც გემორჩილებიან,
თითქოს ასეც უნდა იყოს. როგორც მიხვდით, პირველი ორი ვარიანტი შინაგან განზრახვას
განეკუთვნება, ხოლო მესამე - გარეგანის დემონსტრირებას ახდენს. გარეგანი განზრახვა
უბრალოდ ირჩევს საჭირო ვარიანტს.

ბუზს, რომელიც შუშას ასკდება ღია სარკმელთან ახლოს, შინაგანი განზრახვა აქვს. როგორ
ფიქრობთ, რა იქნება მისთვის გარეგანი განზრახვა? ლოგიკური პასუხია - სარკმლიდან გაფრენა,
მაგრამ ეს ასე არაა. თუ იგი უკან დაიხევს და შორიდან შეხედავს, დახურულ შუშას და ღია
სარკმელს დაინახავს. მისთვის ეს უბრალოდ რეალობის უფრო ფართო ხედვა იქნება. გარეგანი
განზრახვა სუფთა სახით - უბრალოდ აღებს ბუზის წინ მთელ ფანჯარას.

შინაგან განზრახვას განეკუთვნება ნებისმიერი მცდელობა იმოქმედოთ გარესამყაროზე


ცხოვრების ერთი და იმავე ხაზზე. ყველაფერი, რაც შესაძლებელია ცალკე ვარიანტთა სივრცის
ცალკე აღებული სექტორის ფარგლებში, აღიწერება ბუნებათმეცნიერების ცნობილი კანონებით
და ჯდება მატერიალური მსოფლმხედველობის ფარგლებში. გარეგან განზრახვას მიეკუთვნება
ცხოვრების იმ ხაზების არჩევის მცდელობები, რომელზეც სასურველი რეალიზდება. ახლა
თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, რომ დახურული ფანჯრიდან გაფრენა - ესაა შინაგანი
განზრახვა. გარეგანი კი - ესაა ცხოვრების იმ ხაზზე გადასვლა, სადაც ფანჯარა იღება. შეგიძლიათ
არაადამიანური ძალისხმევა სცადოთ აზრების ძალით ფანქრის გადასაადგილებლად. მაგრამ
ასევე შეგიძლიათ უბრალოდ გარეგანი განზრახვით მოახდინოთ ვარიანტთა სივრცის სკანირება
ფანქრის სხვადასხვა მდებარეობებით.

დავუშვათ, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ვერ შეძლებთ პარკირების ადგილის პოვნას
სუპერმარკეტთან შობის წინა საღამოს. შინაგანი განზრახვა ამბობს: საიდან უნდა გაჩნდეს
ადგილი, თუ ახლა ყველა ადამიანი საყიდლებზეა გასული. გარეგანი განზრახვა კი მთელი
სიცხადით უშვებს, რომ თქვენ უახლოვდებით სუპერმარკეტს, და ამ დროს თქვენთვის ადგილი
თავისუფლდება. გარეგან განზრახვას არათუ ურყევად სჯერა ასეთი შესაძლებლობის, - იგი
უბრალოდ ცივსისხლიანად და უპირობოდ იღებს თავისას.

144
გარეგანი განზრახვა - ესაა ის, რაც იმპროვიზაციაში იბადება, გამონათების მსგავსად. გარეგანი
განზრახვისთვის მზადება უსარგებლოა. ყველა მაგიური რიტუალი მიმართულია იმაზე, რომ
საკუთრივ გარეგანი განზრახვა გამოიწვიოს. მაგრამ რიტუალი, ეს მხოლოდ მზადებაა
ჯადოსნობისთვის - თეატრალური პრელუდიაა, დეკორაციაა. წარმოიდგინეთ, რომ სიზმარში
კლდიდან ქვემოთ ვარდებით, და რომ არ დაეცეთ, უნდა გამოიწვიოთ ჰაერში გამოკიდების
განზრახვა. მომზადების და შელოცვების წარმოთქმის დრო არაა. შელოცვები და მაგიური
ატრიბუტები მხოლოდ გეხმარებათ, გააღვიძოთ ის ძალა, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია,
მაგრამ გამოყენება არ შეუძლია.

სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანს თითქმის ატროფირებული აქვს გარეგანი განზრახვის


მართვის უნარი. ადამიანებმა მოახერხეს - მთლიანად დაევიწყებინათ, რომ ოდესღაც
ფლობდნენ ამ უნარს. ბუნდოვნად ამის შესახებ მხოლოდ უძველესი ლეგენდები გვიყვებიან.
ახლა აზრიც არ აქვს იმის მტკიცების მცდელობას, რომ უძველესი პირამიდები და მსგავსი
ნაგებობები გარეგანი განზრახვით აშენდა. ნებისმიერ ჰიპოთეზას მიიღებენ, ოღონდ ამას არა.
ვფიქრობ, პირამიდების მშენებლებს გაეცინებოდათ, როცა გაიგებდნენ, რომ მათივე
შთამომავლები ჩამორჩენილ ცივილიზაციად ჩათვლიდნენ მათ და ყველანაირად ეცდებოდნენ,
მათი საიდუმლო მხოლოდ შინაგანი განზრახვის ფარგლებში აეხსნათ.

მაგრამ ადამიანებს ბოლომდე არ დაუკარგავთ გარეგანი განზრახვის უნარი. უბრალოდ იგი


ძალიან ღრმადაა დაბლოკილი. ყველაფერი, რასაც მაგიად ვთვლით, სხვა არაფერია, თუ არა
გარეგან განზრახვასთან მუშაობის მცდელობა. ასწლეულების მანძილზე ალქიმიკოსები
უშედეგოდ ცდილობდნენ ფილოსოფიური ქვის პოვნას, რომელიც ნებისმიერ საგანს ოქროდ
აქცევს. ალქიმისადმი მიძღვნილია ბევრი ჩახლართული და რთული წიგნი. სინამდვილეში კი,
როგორც ლეგენდა ამბობს, ფილოსოფიური ქვის საიდუმლო ზურმუხტის ფილაზე
ამოტვიფრული რამდენიმე სტრიქონისგან შედგება. მაშ, რისთვისაა საჭირო ამდენი წიგნი?
ალბათ იმისთვის, რომ ეს რამდენიმე სტრიქონი გავიგოთ.

ალბათ გსმენიათ წმინდა გრაალის შესახებ. მასზე ბევრი ნადირობდა, მესამე რეიხის
წარმომადგენლების ჩათვლით. გამუდმებით დადის ლეგენდები მსგავსი ატრიბუტების შესახებ,
რომლებიც თითქოს შეუზღუდავ ძალას და ძალაუფლებას იძლევიან. ეს გულუბრყვილო
ილუზიებია. ვერანაირი საგანი ვერ მოგცემთ ძალას. ფეტიშებს, შელოცვებს და სხვა მაგიურ
საგნებს თავისთავად არანაირი ძალა არ გააჩნიათ. ძალა იმ ადამიანთა გარეგან განზრახვაშია,
რომლებიც მათ იყენებენ. ატრიბუტები მხოლოდ გარკვეულ დონეზე ეხმარებიან ქვეცნობიერს,
რომ გარეგანი განზრახვის მძინარე და სუსტად განვითარებული ჩანასახები გამოაღვიძონ.
ატრიბუტების მაგიური ძალისადმი რწმენა იმპულსს იძლევა გარეგანი განზრახვის
გამოღვიძებისთვის.

უძველესი ცივილიზაციები ისეთ სრულყოფილებას აღწევდნენ, რომ რომ მაგიური რიტუალების


გარეშე გადიოდნენ ფონს. ბუნებრივია, ასეთი ძლევამოსილება ძალიან დიდ ჭარბ პოტენციალს
წარმოშობდა. ამიტომაც ატლანტიდას მსგავსი ცივილიზაციები, რომლებმაც გარეგანი
განზრახვის საიდუმლოებები აღმოაჩინეს, დროდადრო ნადგურდებოდნენ წონასწორული
ძალების მიერ. უკანასკნელი ასეთი განადგურება ჩვენთვის ცნობილია ხილული ისტორიიდან,
როგორც მსოფლიო წყალდიდობა. საიდუმლო ცოდნის ნამსხვრევებმა ჩვენამდე მაგიური
პრაქტიკების სახით მოაღწიეს, რომელთა მიზანიც დაკარგულის აღდგენაა. თუმცაღა ეს

145
მხოლოდ სუსტი და ზედაპირული მცდელობებია, რომლებიც შინაგანი განზრახვის მცდარ გზაზე
მიდიან. ხოლო ძალის და ძლევამოსილების არსი - გარეგანი განზრახვა - დღემდე გამოცანად
რჩება.

ადამიანებში შინაგანი განზრახვის უპირატესი განვითარება და გარეგანის დაკარგვა


ინდუცირებულია ქანქარების მიერ, რადგანაც ისინი შინაგანი განზრახვის ენერგიით იკვებებიან.
გარეგანი განზრახვის მართვა შესაძლებელია მხოლოდ ქანქარებისგან სრული თავისუფლების
შემთხვევაში. შეიძლება ითქვას, რომ ქანქარებმა ამაში საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს
ადამიანთან ბრძოლაში.

ამრიგად, ჩვენ გავარკვიეთ, რომ მიზნისკენ მიმართული აზრობრივი ენერგიის ბუნება სამი
ფორმით ვლინდება: სურვილი, შინაგანი განზრახვა და გარეგანი განზრახვა.

სურვილი - ესაა ყურადღების კონცენტრაცია თავად მიზანზე. როგორც ხედავთ, სურვილს


არანაირი ძალა არ გააჩნია. რამდენიც გინდათ იფიქრეთ მიზანზე, ისურვეთ იგი, მაგრამ ამით
არაფერი შეიცვლება.

შინაგანი განზრახვა - ესაა ყურადღების კონცენტრაცია მიზნისკენ სვლის პროცესზე. ეს უკვე


მუშაობს, მაგრამ ბევრ ძალისხმევას მოითხოვს.

გარეგანი განზრახვა - ესაა ყურადღების კონცენტრაცია იმაზე, თუ როგორ რეალიზდება მიზანი


თავისით. გარეგანი განზრახვა უბრალოდ ნებას აძლევს მიზანს, რომ თავად რეალიზდეს.
ამასთან იგულისხმება მტკიცე რწმენა იმაში, რომ მიზნის რეალიზაციის ვარიანტი უკვე არსებობს,
და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ავირჩიოთ მოცემული ვარიანტი. შინაგანი განზრახვით
ხდება მიზნის მიღწევა, გარეგანით კი - არჩევა.

შინაგანი განზრახვის დახასიათება შეიძლება ფორმულით: „მე დაჟინებულად მივდივარ


ამისკენ...“ გარეგანი განზრახვა სრულიად სხვა წესს ემორჩილება: „ვითარებები ისე ეწყობა,
რომ...“ ან „ისე გამოდის, რომ...“ განსხვავება უზარმაზარია. პირველ შემთხვევაში თქვენ
აქტიურად ზემოქმედებთ სამყაროზე ისე, რომ იგი დაგემორჩილოთ. მეორე შემთხვევაში გარე
დამკვირვებლის პოზიციას იკავებთ, ყველაფერი თქვენი ნებით ხდება, მაგრამ თითქოს
თავისთავად. თქვენ კი არ ცვლით, არამედ ირჩევთ. ფრენა სიზმარში ხდება სწორედ ამ
ფორმულით: „გამოდის ისე, რომ მე დავფრინავ“, და არა „მე გულმოდგინედ ვცდილობ, რომ
ვიფრინო“.

შინაგანი განზრახვა მიზნისკენ პირდაპირ, ტარანზე ისწრაფვის. გარეგანი განზრახვა


მიმართულია მიზნის თავისთავადი რეალიზაციის პროცესისკენ. გარეგანი განზრახვა არ
ჩქარობს მიზნის მიღწევას - ის ისედაც ჯიბეშია. ის ფაქტი, რომ მიზანი მიღწეული იქნება, საერთოდ
არ ექვემდებარება ეჭვებს და განხილვას. გარეგანი განზრახვა უტეხია, ცივსისხლიანია,
მიუკერძოებელია და შეუქცევადად მიჰყავს მიზანი რეალიზაციისკენ.

იმისთვის, რომ გაარჩიოთ, სად მუშაობს თქვენი შინაგანი განზრახვა და სად - გარეგანი,
გამოიყენეთ ასეთი ორმხრივი შედარებები: თქვენ ცდილობთ რაღაცას მიაღწიოთ ამ
სამყაროსგან - სამყარო თავად გაძლევს იმას, რაც გსურთ; თქვენ იბრძვით მზის ქვეშ

146
ადგილისთვის - სამყარო თავისით გიშლით ხელებს, რომ ჩაგეხუტოთ; თქვენ ცდილობთ
ჩაკეტილი კარი შეამტვრიოთ - კარი თავისთავად იღება თქვენს წინ; თქვენ ცდილობთ,
გამოიწვიოთ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული მოვლენები - ისინი თავისით მოდიან.
მთლიანობაში, შინაგანი განზრახვით თქვენ ცდილობთ გადაანაცვლოთ საკუთარი რეალიზაცია
ვარიანტთა სივრცესთან მიმართებაში, ხოლო გარეგანი განზრახვა გადაანაცვლებს თავად
ვარიანტთა სივრცეს ისე, რომ თქვენი რეალიზაცია იქ აღმოჩნდეს, სადაც საჭიროა. ხვდებით,
რაშია განსხვავება? შედეგი ერთი და იგივეა, მაგრამ მიღწევის გზები - სრულიად სხვადასხვაა.

თუ თქვენი ქმედებები შეიძლება განისაზღვროს ამ შედარებების მეორე ნაწილით, ეს ნიშნავს,


რომ თქვენ დაიჭირეთ გარეგანი განზრახვა. როდესაც იბრძვით, ამით ცდილობთ ძალით წაწიოთ
წინ თქვენი რეალიზაცია ვარიანტთა სივრცეში, ხოლო როდესაც ირჩევთ, სივრცე თავისით
მოდის თქვენთან. რა თქმა უნდა, ვარიანტთა სივრცე უბრალოდ თავისით არ გადაინაცვლებს
თქვენს რეალიზაციასთან მიმართებაში. ამისთვის გარკვეული ქმედებები უნდა
განახორციელოთ. თუმცაღა ეს ქმედებები ჩვეული და საყოველთაოდ მიღებული
წარმოდგენების ფარგლებს მიღმა დგას. მთელი წიგნის განმავლობაში მე მოგიყვანთ
მაგალითებს, თუ რა განსხვავებაა შინაგან და გარეგან განზრახვებს შორის მიდგომებში.
გარეგანი განზრახვა ტრანსერფინგის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მასში იმალება მეთვალყურის
გამოცანის გასაღები, სახელდობრ ის,კი თუ რატომ არ უნდა ეომო ამ სამყაროს, არამედ
უბრალოდ აირჩიო მასში ის, რაც გსურს.

გარეგანი განზრახვისთვის არაფერია შეუძლებელი. თქვენ შეგიძლიათ რეალობაშიც იფრინოთ,


ან, მაგალითად, წყალზე იაროთ, თუ ქრისტეს გარეგანი განზრახვა გაქვთ. ამასთან ფიზიკური
კანონები არანაირად არ ირღვევა. საქმე იმაშია, რომ ფიზიკური კანონები მატერიალური
რეალიზაციის თვითოეულ ცალკე აღებულ სექტორში მუშაობენ. გარეგანი განზრახვის სამუშაო
ვლინდება რეალიზაციის მოძრაობაში ვარიანტთა სივრცის სხვადასხვა სექტორებზე. თქვენ
თავისთავად არ შეგიძლიათ ფრენა. ამისთვის გჭირდებათ, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ
დედამიწის მიზიდულობას, ეს კი შინაგანი განზრახვის სამუშაოა და მოითხოვს ენერგიას
მიზიდულობის ძალის გადასალახად. თავისუფალი ფრენა როგორც სიზმარში, ასევე ცხადში - ეს
თქვენი მოძრაობა კი არა, სივრცის სექტორების მოძრაობაა თქვენთან მიმართებაში. თქვენ კი არ
მოძრაობთ სივრცესთან მიმართებაში, არამედ თავად იგი მოძრაობს თქვენთან მიმართებაში,
თქვენი გარეგანი განზრახვის არჩევანის შესაბამისად. ეს ფრაზა ბოლომდე კორექტული არაა,
მაგრამ ჩვენი მიზანი არაა ფარდობითობის თეორიაში ჩაღრმავება. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ
ვივარაუდოთ, როგორ ხდება ეს სინამდვილეში.

იმისთვის, რომ გაფრინდეთ, თქვენ გჭირდებათ უპირობო რწმენა იმისა, რომ ეს შესაძლებელია.
რატომ თქვა ქრისტემ ასე უაპელაციოდ და მარტივად: „თქვენი რწმენის შესაბამისად
მოგეცემათ?“ იმიტომ, რომ ჩვენ ვერაფრის მიღებას ვერ შევძლებთ განზრახვის გარეშე.
განზრახვა კი რწმენის გარეშე არ არსებობს. ჩვენ ნაბიჯსაც კი ვერ გადავდგამდით, რომ არ
გვჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია. თუმცაღა გონების დარწმუნება იმაში, რომ რეალობაში
ფრენა ისევე შესაძლებელია, როგორც სიზმარში, არ გამოგვდის - ყოველ შემთხვევაში
ცნობიერების ჩვეულ მდგომარეობაში. ზოგიერთ იოგს ინდოეთში გამოსდის, რომ მედიტაციის
პროცესში იატაკს მოწყდეს (ლევიტაციის სხვა სარწმუნო გამოვლინებების შესახებ მე არ მსმენია).
შესაძლოა, მათ მხოლოდ იმაზე ყოფნით განზრახვა, რომ ვარიანტთა იმ მოძრაობაზე განეწყონ,
რომლის დროსაც სხეული ჰაერშია გამოკიდებული. თუ მხედველობაში მიიღებთ იოგების

147
უზარმაზარ შესაძლებლობებს ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით, შეგიძიათ
წარმოიდგინოთ, რამდენად ძნელია - დაუქვემდებარო ნებას გარეგანი განზრახვა.

სიზმარში მთვლემარე გონებას შეუძლია დაუშვას ფრენის შესაძლებლობა, მაგრამ ცნობიერ


მდგომარეობაში მისთვის ეს დაუშვებელია, როგორც არ უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი.
უნდა იყოს არ უბრალოდ რწმენა, არამედ ცოდნა. რწმენა გულისხმობს ეჭვის შესაძლებლობას.
იქ, სადაც რწმენაა, ადგილი აქვს ეჭვსაც. ცოდნა გამორიცხავს ეჭვს. თქვენ ხომ ეჭვი არ
გეპარებათ, რომ თქვენს მიერ ნასროლი ვაშლი მიწაზე დაეცემა? თქვენ ამის კი არ გჯერათ,
არამედ იცით. სუფთა გარე განზრახვა თავისუფალია ეჭვებისგან, შესაბამისად რწმენისგანაც. თუ
სიზმარში გარეგანი განზრახვის ნამცეციც კი საკმარისია გაფრენისთვის, ინერტული
მატერიალური რეალიზაციის სამყაროში განზრახვა აბსოლუტურად სუფთა უნდა იყოს. მაგრამ
დაე, ნუ გაგანაწყენებთ სუფთა განზრახვის მოპოვების შეუძლებლობა. თქვენი მიზნის
რეალიზაციისთვის სრულიად გამოდგება „მეორე სორტის“ განზრახვაც. უბრალოდ გარკვეული
დრო დაგჭირდებათ, რომ ინერტულმა რეალიზაციამ „გაიშვას“.

გარეგანი განზრახვის კონტექსტში ჩნდება საინტერესო კითხვა: რა არის ჰიპნოზი? მე მიჭირს


ზუსტად თქმა, ჰიპნოზი შინაგანი განზრახვის მუშაობის შედეგია თუ გარეგანის. აზრობრივი
ენერგია აშკარად არაა საკმარისი იმისთვის, რომ შინაგანი განზრახვის ხარჯზე გადავაადგილოთ
ყველაზე მსუბუქი ნივთებიც კი. თუმცაღა ეს ენერგია სრულიად საკმარისია ერთი ადამიანიდან
მეორესთვის გარკვეული შთაგონების გადასაცემად. ზოგიერთ ადამიანში შეინიშნება საკმაოდ
მძლავრი ენერგეტიკული ნაკადის მიმართვის ნათლად გამოხატული უნარები. თუ ამ ნაკადის
მოდელირება გარკვეული აზრებით ხდება, მაშინ იმ ადამიანში, რომელზეც ეს ნაკადი
მიმართულია, შთაგონების ეფექტი ვლინდება. იმედია არ ფიქრობთ, რომ ჰიპნოტიზიორი რაღაც
მაგნეტურ მზერას, ან ხელების პასებს ფლობს? მითუმეტეს, რომ ჰიპნოზისთვის ყოველთვის
აუცილებელი არაა ვიზუალური ან ვერბალური კონტაქტის არსებობა. თუმცაღა, რამდენადაც მე
ვიცი, ჰიპნოზი ძირითადად ახლო მანძილებზე მოქმედებს. მაშინ ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ
ჰიპნოზი წარმოადგენს შინაგანი განზრახვის მეშვეობით აზრობრივი ენერგიის გადაცემის შედეგს.
იმ შემთხვევებში კი, როცა ჰიპნოზი დიდ მანძილებზე ვლინდება, გარეგანი განზრახვა უპირობოდ
დიდ როლს თამაშობს, თუ აქ რა თქმა უნდა რაიმე სხვა მექანიზმები არაა ჩართული.

იმისთვის, რომ გარეგანი განზრახვა შევიგრძნოთ, აუცილებელია თავი დავაღწიოთ ჩვეულ


წარმოდგენებს და შეგრძნებებს. გონება საყოველთაოდ მიღებული მსოფლმხედველობის
ვიწრო ჩარჩოებში იმყოფება. ამ ჩარჩოებისგან თავის დაღწევა ძნელია, რადგანაც ასეთი
გარღვევა თავის მხრივ მხოლოდ გარეგანი განზრახვითაა შესაძლებელი. გონება თავისით ასე
ადვილად არ დათმობს თავის პოზიციებს. ამიტომ ჩაკეტილ წრეს ვიღებთ: იმისთვის, რომ
გარეგანი განზრახვა შევიცნოთ, თავად გარეგანი განზრახვაა საჭირო. ამაშია მთელი სირთულე.

ვშიშობ, იმედს გავუცრუებ ზოგიერთ მკითხველს იმით, რომ მე არ ვიცი სავარჯიშოები, რომლებიც
გარეგან განზრახვას ანვითარებენ. ასეთი სავარჯიშოების მიზანი ალბათ ასე გაიჟღერებდა:
„განიზრახო განზრახვის მოპოვება“. ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ უფრო ღრმად
გავიგოთ გარეგანი განზრახვის ბუნება - ესაა გაცნობიერებული სიზმრების პრაქტიკა. რეალობაში
მე შემიძლია სავარჯიშოების ნაცვლად გაცნობიერებული ცხოვრების პრაქტიკა შემოგთავაზოთ.
ეს ნიშნავს არა იმდენად ვარჯიშს, არამედ ცხოვრებას გარეგანი განზრახვით. რეალობა

148
სიზმრისგან მხოლოდ ვარიანტთა სივრცეში მატერიალური რეალიზაციის ინერტულობით
განსხვავდება. დანარჩენი ყველაფერი ერთნაირია.

თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვა: თუკი არ შეგვიძლია გარეგანი განზრახვის მართვა, მაშინ
რისი იმედი შეიძლება გვქონდეს? რა თქმა უნდა, მრავალტონიან ვაგონებს ვერ აამოძრავებთ.
მაგრამ მატერიალური სამყაროს ინეტრულობა შესაძლებელია დროით გადაილახოს. მიზნების
მისაღწევი საყოველთაოდ მიღებული და ჩვეული გზა დაფუძნებულია შინაგან განზრახვაზე.
ტრანსერფინგის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირიქით, უარი ვთქვათ შინაგან განზრახვაზე და
გამოვიყენოთ გარეგანი.

ძნელია ზღვარის გავლება, თუ სად მთავრდება შინაგანი განზრახვა და სად იწყება გარეგანი.
შინაგანი განზრახვა გარეგანად იქცევა, როცა ცნობიერი უერთდება, ეთანხმება, ერწყმის
ქვეცნობიერს. ამ ზღვარის გამოჭერა შეუძლებელია. ეს თავისუფალი ვარდნის შეგრძნებას ჰგავს,
ან იმ შეგრძნებას, როცა პირველად შეძელით ორბორბლიანი ველოსიპედით გავლა. მაგრამ
ყველაზე უკეთ ეს იხსნება სიზმარში ფრენის შეგრძნებით, როცა საკუთარ თავს ჰაერში განზრახვის
ძალით სწევთ.

ცნობიერი შერწყმულია და ბოლომდე შეთანხმებულია ქვეცნობიერთან გარკვეულ ვიწრო


სეგმენტში. თქვენთვის ადვილია ხელის თითების ამოძრავება, ცოტა უფრო რთული - ფეხის
თითების, კიდევ უფრო რთული - ყურების, ხოლო შინაგანი ორგანოების - თითქმის
შეუძლებელია. გარეგანი განზრახვა კიდევ უფრო სუსტადაა განვითარებული. შეათანხმო
ცნობიერი და არაცნობიერი განზრახვაში, რომ მიწას მოწყდე და გაფრინდე - ეს იმდენად
რთულია, რომ პრაქტიკულად შეუძლებლად ითვლება.

ჩვენ შედარებით მიწიერ მიზნებს დავისახავთ. ლევიტაცია - ესაა სუფთა გარეგანი განზრახვის
უმაღლესი გამოვლინება. მაგრამ გარეგანი განზრახვის ძალა იმდენად დიდია, რომ მისი
პაწაწინა ნამცეციც კი საკმარისია შთამბეჭდავი შედეგების მისაღებად. ყოველდღიურ ცხოვრებაში
გარეგანი განზრახვა ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად მუშაობს და ხშირად საზიანოდაც
მოქმედებს. მაგალითად, ეს ვლინდება, როგორც ჩვენი ყველაზე უარესი მოლოდინების
რეალიზაცია. ჩვენ უკვე განვიხილეთ სიტუაციები, რომლებშიც თქვენ ღებულობთ იმას, რაც
აქტიურად არ გინდათ. ერთი მხრივ, თქვენ გდევნით ის, რისიც გეშინიათ, გძულთ, რისგან თავის
დაღწევაც გინდათ. ასე იმიტომ ხდება, რომ არასასურველ მოვლენაზე განწყობილ აზრობრივ
გამოსხივებას იმ სექტორზე გადაყავხართ, სადაც ამ მოვლენას აქვს ადგილი. მაგრამ მეორე
მხრივ, თქვენ ხომ არ განგიზრახავთ არასასურველი? სადაა აქ განზრახვის მუშაობა?

თქვენი შინაგანი განზრახვა მიმართულია იმაზე, რომ არასასურველი აირიდოს თავიდან.


მტკივნეულ ადგილას გეხებათ ის, რაც გაწუხებთ და შიშის, ხიფათის ან ზიზღის შეგრძნებას
გგვრით. თქვენ მთელი სულით გინდათ ამის თავიდან აცილება. თქვენს გონებას ეშინია - სული
მითუმეტეს, უფრთხის; გონება ზიზღს გრძნობს - სულს ასევე არაფერი აქვს ამის საწინააღმდეგო,
გონებას სძულს - სულს ხომ საერთოდ. სული და გონება მთლიანად თანხმობაში არიან. სწორედ
ცნობიერისა და ქვეცნობიერის თანხმობის დროს იღვიძებს კიდეც გარეგანი განზრახვა. მაგრამ
აი, მიმართულია იგი არა იქ, სადაც გჭირდებათ. გარეგანი განზრახვის არასწორი მიმართულების
შესახებ საუბარი აქ მთლად კორექტულიც არ იქნება. თუ შინაგან განზრახვას მკაფიო
მიმართულება აქვს - თავიდან აირიდოს არასასურველი, გარეგანი განზრახვა მიანიშნებს არა

149
მიმართულებაზე, არამედ მწვანე შუქზე იმის რეალიზაციისთვის, რაშიც გონება და სული
თანხმდებიან. შეთანხმებულები კი ისინი ერთში არიან - მოვლენის შეფასებაში. სასურველია ეს
მოვლენა თუ არა, - მნიშვნელობა არ აქვს. გარეგანი განზრახვა ხედავს სულისა და გონების
თანხმობას, და უბრალოდ ირჩევს შესაბამის სექტორს ვარიანტთა სივრცეში.

სამწუხაროდ, ცხოვრებაში სული და გონება ყველაზე ხშირად რაღაცის არ-მიღებაში


თანხმდებიან ხოლმე. ამიტომ ცუდი მოლოდინების რეალიზაცია ყველაზე დამახასიათებელ
ილუსტრაციას წარმოადგენს გარეგანი განზრახვის მუშაობისთვის. ადამიანებს, როგორც წესი,
ბუნდოვნად წარმოუდგენიათ, რა სურთ მთელი სულით, მაგრამ ძალიან კარგად იციან, რას
სურთ, რომ თავი აარიდონ. იმისთვის, რომ გარეგანი განზრახვა საკუთარ ნებას
დავუქვემდებაროთ, აუცილებელია მივაღწიოთ თანხმობას სულსა და გონებას შორის პოზიტიურ
მისწრაფებებში და გადავაგდოთ ჩვენი აზრებიდან ყველაფერი ნეგატიური. თქვენ უკვე იცით, რა
ზიანი მოაქვს ნეგატიურ განწყობას. გამოხატავთ რა უკმაყოფილებას და მიუღებლობას, თქვენ
ექვემდებარებით წონასწორული ძალების მოქმედებას, დამოკიდებული ხდებით დესტრუქციულ
ქანქარებზე და საკუთარი აზრობრივი გამოსხივების ორიენტირებას სივრცის ნეგატიურ
სექტორებზე ახდენთ. ნეგატივის მიერ ფორმირებული გარეგანი განზრახვა რეალობად აქცევს
მას.

ამრიგად, გარეგანმა განზრახვამ შესაძლოა თქვენი ნების საწინააღმეგოდ იმოქმედოს. ამ ძალის


დამორჩილება რთულია, მაგრამ შესაძლებელია - ვაიძულოთ იგი, რომ ჩვენზე იმუშაოს.
სწორედ ამ ამოცანის გადაჭრას ვეცდებით. ჩვენ უკვე გავარკვიეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ
იმისთვის, რომ გარეგანი განზრახვა ჩვენთვის საზიანოდ არ მოქმედებდეს - არ უნდა შევქმნათ
მნიშვნელოვანობის პოტენციალები და უარი უნდა ვქმნათ ნეგატივზე. ისღა დაგვრჩენია,
გავარკვიოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გარეგანი განზრახვა დასახულ მიზანს
ემსახურებოდეს. ეს ისეთი ადვილი არაა, როგორც ალადინის ჯადოსნური ლამპის გახეხვა,
მაგრამ ირიბი მეთოდები მაინც არსებობს.

შესაძლოა, ბევრი რამ გადმოცემულიდან თქვენთვის გაურკვეველი დარჩა. ეს გასაგებად


მართლაც რთული თემაა, რადგანაც გარეგანი განზრახვის ახსნა სიტყვებით შეუძლებელია.
თუმცაღა მალე სურათი მკაფიო გახდება. მე არ მაქვს სურვილი, რომ თქვენს დასაინტრიგებლად
ბუნდოვანი გავხადო ეს თემა, როგორც ამას აკეთებენ ზოგიერთი სკოლის და სულიერი
მიმართულების ადეპტები. ყველაფერს, რისი ცოდნაც საჭიროა, ამ წიგნში იპოვით. ყველა უნარს,
რიც დაგჭირდებათ, საკუთარი გამოცდილებით მოიპოვებთ, თუ ტრანსერფინგის პრინციპებს
პრაქტიკაში გამოიყენებთ. არანაირი სპეციალური ვარჯიში და ტრენინგი არ დაგჭირდებათ.
არაფერი მისტიური და იდუმალი ტრანსერფინგში არაა.

„საიდუმლო ცოდნას“, როგორც წესი, ირიბად და ბუნდოვნად ნათქვამი საბურველი აკრავს.


მაგრამ როგორც ცნობილია, ცხადად მოაზროვნე - ცხადადვე გადმოსცემს. და თუ „საიდუმლო
ცოდნის“ მფობელი ცდილობს აჩვენოს, რომ მან რაღაც ისეთი უწყის, რაც შეუძლია მხოლოდ
თავის მოსწავლეს ნგაანდოს „ყურში ჩაჩურჩულებით“, დანარჩენ შემთხვევაში კი ბუნდოვანი
ფრაზებით და ღრმააზროვანი სენტენციებით შემოიფარგლება, ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ ამ
გურუმ თავადაც არ იცის მკაფიოდ, თუ რაში მდგომარეობს მისი ცოდნის არსი.

150
ჩვენ არ ვეცდებით ისეთი აბსოლუტური განზრახვის დაუფლებას, რომელიც სხეულს ჰაერში
ასწევს. რომ ვიცოდე ეს როგორ კეთდება, სხვა სალაპარაკო არც იქნებოდა. არსებობს
ვარიანტთა სივრცე, არსებობს არჩევის შესაძლებლობა - აირჩიეთ თქვენი ვარიანტი, წერტილი.
ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებით მიზნის
მიღწევა ვისწავლოთ. ჩვენი შესაძლებლობების სრული შეზღუდულობის დროსაც კი,
ტრანსერფინგი გთავაზობთ ცოდნას, რომელიც საშუალებას იძლევა - გამოვაღვიძოთ ძალები,
რომლებსაც არ ვიყენებთ. და ამისთვის არ გჭრდებათ თავის ტანჯვა მედიტაციებით, ვარჯიშებით,
გაცნობიერებული სიზმარხილვებით და სხვა მისტიური პრაქტიკებით, რომლებისგანაც შეიძლება
„სახურავი დაგიცურდეთ“. რა თქმა უნდა, ტრანსერფინგის მოდელი დაუჯერებელი ჩანს. ამ
ყველაფრის დაჯერება მართლაც რთულია. მიუხედავად ამისა, ოღონდ გადახედეთ სამყაროზე
თქვენს ჩვეულ წარმოდგენებს, და შეძლებთ მიაღწიოთ იმას, რაც ადრე შეუძლებლად
გეჩვენებოდათ. და მალე დარწმუნდებით, რომ შესაძლებელია გარეგანი განზრახვა თქვენს
სამსახურში ჩააყენოთ.

თამაშის სცენარი

მოდით, კვლავ დავუბრუნდეთ სიზმრებს. სიზმრები ძალიან პლასტიკურები არიან, ამიტომ კარგგ
სადემონსტრაციო მოდელს წარმოადგენენ გარეგანი განზრახვის მუშაობის მექანიზმის
გასაგებად. ჩვენ უკვე გავარკვიეთ, რომ სიზმრის არსი ბევრ რამეში ჰგავს რეალურ ცხოვრებას.
ყველაფერი, რაც სიზმარში ხდება, წარმოადგენს ჩვენი სულის მიერ არჩეული სცენარით თამაშის
შედეგს. როცა გონებას ძინავს, ჩვენ ვხედავთ სიზმრებს, მაგრამ არ გვახსოვს ისინი. ამ
შემთხვევაში სული უკონტროლოდ მოგზაურობს ვარიანტთა სივრცეში. სად „დახეტიალობს“ იგი
ამ დროს - უცნობია. ყველა ჩვენი გაცნობიერებული მოგონება გონების კონტროლქვეშ
იმყოფება. სიზმრები, რომლებიც გვახსოვს, იმ პერიოდში ჩნდება, როცა გონება თვლემს.
გონების კონტროლი ამ დროს შესუსტებულია, და იგი მხოლოდ პასიური დამკვირვებლის
როლს ასრულებს. გონება არაფრის წარმოსახვას არ ახდენს, და მას არაფერი არ ეჩვენება. იგი
აღიქვამს იმას, რასაც სული ხედავს ვარიანტთა სივრცის არარეალიზებულ სექტორებში.

გაუცნობიერებელ სიზმარში გონება არ აწვება სულს თავისი კონტროლით. გონება ისე უყურებს
კინოს, როგორც მაყურებელი. და ამავდროულად, იგი განიცდის დანახულს, და ეს განცდები
გადაეცემა სულს, რომელიც მაშინვე გადაეწყობა მისი მოლოდინების შესაბამის სექტორზე.
ამგვარად, სცენარი დინამიურად იცვლება, საქმესთან ერთად. დეკორაციები და მოქმედი სახეები
მყისიერად ლაგდებიან ცვლადი სცენარის შესაბამისად. წარმოსახვა მართლაც მოქმედებს
სიზმარხილვაში, მაგრამ მხოლოდ იდეის გენერატორის სახით.

სიზმარში ასეთი რამ ხდება: თქვენ გეწვიათ მოფარფატე აზრი, რომ ვიღაც თქვენს მიმართ
აგრესიულადაა განწყობილი, და ეს მყისიერად რეალიზდება - ის თქვენ გემუქრებათ. მაგრამ
როგორც კი თქვენი ყურადღების ფლიუგერი სხვა მხარეს გადაიხარა, მტერი მაშინვე მეგობრად
იქცა. ასევე იქცევა კნუტი სარკის წინ - მისი განწყობა ირხევა მეგობრულიდან აგრესიულამდე. იგი
თავის პირდაპირ ხედავს სუბიექტს და აფასებს, რას შეიძლება მისგან მოელოდეს. თავიდან
ურთიერთობა ნეიტრალურია - ცნობისმოყვარეობა. მაგრამ აი, მან თათი ასწია, შეფასება
მყისიერად ინაცვლებს შესაძლო საფრთხის მხარეს, კნუტი აგრესიული ხდება, თავს ესხმის, თავს
იცავს. შემდეგ უკან გადახტება, თავის კომიკურ ფიგურას ხედავს, და მისი განწყობა თამაშით
იცვლება.შემდეგ კი ყველაფერი თავიდან იწყება. აი, ასე ახდენს კნუტი თავისივე სცენარის

151
დინამიურ კორექციას. იგი ხან თავს ესხმის თავისივე ანარეკლს, ხან კი აგრესია მეგობრულ
თამაშში გადადის.

არაცნობიერ სიზმარში ადამიანი სცენარის კორექციას ზუსტად ასევე ახდენს. კნუტი ვერ
აცნობიერებს, რომ თავის ანარეკლს ხედავს, ადამიანი კი ვერ აცნობიერებს, რომ სიზმარს
ხედავს. და თქვენ იცით, რომ სარკეში სახის იმ ანარეკლს ვერ ხედავთ, რომელიც ჩვეულებრივ
გაქვთ? იგი მაშინვე იცვლება, როგორც კი სარკეში იხედებით. ცვლილება მყისიერად ხდება, ვერც
კი ამჩნევთ ამას. ეს ხდება ბავშვობიდან გამომუშავებული ჩვევისა და სურვილის გამო -
გამოიყურებოდეთ გარკვეული სახით. როგორც კი ეტყვით ბავშვს: „ჩაიხედე სარკეში, როგორი
მახინჯი ხარ, როცა ტირი!“, - სახე მაშინვე იცვლება. ზრდასრულებიც ასევე უყურებენ თავიანთ
ანარეკლს გარკვეული მოლოდინით, მაგალითად: „მე მომწონს ჩემი თავი“, „როგორ
გამოვიყურები?“, „მე არ მომწონს ჩემი თავი“, ან რაღაც ამდაგვარი. მაგრამ ნებისმიერ
შემთხვევაში სახის გამომეტყველება მყისიერად განიცდის კორექციას.

სარკე - ესაა სცენარის დინამიური კორექციის მაგალითი. მაგრამ აქ შინაგანი განზრახვა მუშაობს,
სიზმარში კი ზუსტად ასევე მუშაობს გარეგანი. ცხადში ადამიანი ხედავს თავის გამოსახულებას
სარკეში და მაშინვე მისი შინაგანი განზრახვა სახის გამომეტყველებას მოლოდინის შესაბამისად
ცვლის. სიზმარში ადამიანი ხედავს თამაშს, მისი გარეგანი განზრახვა კი, მისივე ნებისგან
დამოუკიდებლად, ირჩევს გარესამყაროს ქცევის სცენარს - ადამიანის განცდებისა და
მოლოდინების შესაბამისად.

სიზმრის მონაწილეების ქცევა ბოლომდე განისაზღვრება თქვენი წარმოდგენით იმის შესახებ, თუ


როგორ შეუძლიათ მათ მოიქცნენ. იდეა - მხოლოდ საწყისი ბიძგია, ყველაფერ დანარჩენს
გარეგანი განზრახვა აკეთებს. ამასთან, თქვენი ქცევა სიზმარში შინაგანი განზრახვით
განისაზღვრება, ხოლო ყველაფერი დანარჩენი თქვენს გარეგან განზრახვას ექვემდებარება,
გინდათ ეს თუ არ გინდათ. როგორც გახსოვთ, შინაგანი განზრახვა ცდილობს, უშუალოდ
იმოქმედოს გარე სამყაროზე, ხოლო გარეგანი განზრახვა - ნებას აძლევს გარე სამყაროს, რომ
განზრახვის შესაბამისად რეალიზდეს.

სიზმარში მოვლენები მხოლოდ ისეთი სცენარით ვითარდება, რომლის დაშვებაც თქვენ


შეგიძლიათ. არ მოხდება არაფერი ისეთი, რაც თქვენს თავში არ ჯდება. ნაწილობრივ ამით
აიხსნება დაბალი კრიტიკულობა ყველაფრისადმი, რაც სიზმარში ხდება. სრულიად სულელურ
მოვლენებსაც კი სიზმარმხილველი იღებს როგორც თავისთავადს, რადგანაც იგი თავადვე
წარმოადგენს თავისი სიზმრების სცენარისტს და რეჟისორს. არა ისე, რომ სისულელეები ნორმა
იყოს, მაგრამ მათ პოტენციურ შესაძლებლობას ქვეცნობიერი არ გამორიცხავს. სიზმარში ხომ
რაციონალური გონება მთვლემარე მდგომარეობაშია, ქვეცნობიერს კი სრულიად შეუძლია
დაუშვას ყველანაირი დაუჯერებელი ამბავი.

ცხოვრების განმავლობაში ადამიანი თავის ტვინში უამრავ ინფორმაციას ატარებს გარე


წყაროებიდან, ასევე თავისი ფანტაზიის სამყაროდან. ინფორმაციის ნაწილი რაციონალური
გონის მიერ იფილტრება, როგორც ხარვეზიანი, არარეალური. მაგრამ ეს ნაწილი არსად არ
ქრება, თუმც კი სარდაფშია, ჩაკეტილი, მაგრამ ქვეცნობიერს გააჩნია მასთან წვდომა, და მას არ
აქვს მიზეზი, რომ ეს ინფორმაცია „დაბრაკოს“. ამიტომ, როცა ძილის დრო მოდის, სული ფეხის
წვერებით ჩაიპარება სარდაფში და გონებისგან იდუმლად ირგებს თავის თავზე ყოველგვარ

152
გაუგონარ სცენარს. ამასთან, გაუცნობიერებელ სიზმარში სული თავისუფალია სექტორების
არჩევანში. ვარიანტთა სივრცის ამ სექტორების უმეტესობა არასოდეს რეალიზდება, რადგანაც
მოვლენები მათში არარაციონალურია, და შესაბამისად, ენერგიის დიდ დანახარჯს მოითხოვს.
როგორ ირჩევს სული სიზმრებს - მხოლოდ ღმერთმა უწყის.

როგორ თავისუფლადაც არ უნდა ირჩევდეს სული სიზმრებს, გონება ხედავს მათ და კორექციას
უკეთებს თავისი განცდებისა და მოლოდინების შესაბამისად. როგორც უკვე გავარკვიეთ,
ყველაზე ადვილად რეალიზდებიან ცუდი მოლოდინები და ყველაფერი ის, რისგან გაქცევაც
ადამიანს სურს. გარეგანი განზრახვა ამ შემთხვევაში ადამიანის ნებ ისგან დამოუკიდებლად და
მის საზიანოდ მოქმედებს. მსგავსივე სახით მუშაობს დანაშაულის გრძნობა. ადამიანის განკითხვა
მასში დანაშაულის გრძნობის ინდუცირებას იწვევს. თუ სხვებს განიკითხავთ, წონასწორული
ძალები ისე იზამენ, რომ მალე თქვენს განკითხვას დაიწყებენ - ყოველთვის მოიძებნება მიზეზი.
შედეგად თქვენ თვითონ მიიღებთ დანაშაულის გრძნობას. დანაშაულის გრძნობა კი, როგორც
თქვენთვის ცნობილია, ძალიან ცუდი რამეა. საყოველთაოდ მიღებული სცენარი გულისხმობს,
რომ დანაშაულს უცილობლად მოჰყვება სასჯელი. ქვეცნობიერად თავს აარიდებთ სასჯელს, და
შესაბამისად მიიღებთ მას. რადგან თუ თქვენ დამნაშავე ხართ, ე.ი. სასჯელიც ახლოსაა, და
სცენარის შესაბამისად, გარეგანი განზრახვა თავის საქმეს გააკეთებს.

დანაშაულის გრძნობა ქმნის ჭარბ პოტენციალს, რომლის მოშორებასაც თავად წონასწორული


ძალები ცდილობენ სასჯელის გზით. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. დანაშაულის გრძნობა
ყოველთვის გულისხმობს სასჯელს. თუ თქვენ დანაშაულის გრძნობას განიცდით, ეს ნიშნავს, რომ
თქვენს ქვეცნობიერში სასჯელის სცენარი დევს. და რადგანაც სცენარი არსებობს, მისი
რეალიზაციაც სრულიად სავარაუდოა. ამიტომ არ შეიძლება დანაშაულის გრძნობის დაშვება
საკუთარ აზრებში. ჯობია ისე იცხოვროთ, რომ დანაშაულის გრძნობა არ განიცადოთ, ეს
გაცილებით უფრო მარტივია. მაგრამ თუ დანაშაული უკვე ზის, აზრობრივად უნდა განიცადოთ
ყველა შესაძლო სასჯელი, წარმოიდგინოთ გონებაში საშინელი სამსჯავროს და სიკვდილით
დასჯის მთელი პროცესი, შემდეგ კი აპატიოთ საკუთარ თავს. რადგან, რაც მოხდა, ვეღარ
შეცვლი. აზრი არ აქვს სინდისის ქენჯნით საკუთარი თავის ღრღნას. გონებამ ეს კარგად უნდა
გააცნობიეროს და საკუთარ თავს ყველა დანაშაული უნდა აპატიოს. სხვა შემთხვევაში სული
დროდადრო სასჯელის სცენარებს მოიყვანს მოქმედებაში.

ამრიგად, სიზმრების სცენარები მოლოდინებით განისაზღვრება. უარესი მოლოდინები სიზმარში


დიდი ალბათობით რეალიზდება. რეალობაშიც დიდი ალბათობით იღებთ იმას, რისიც გეშინიათ.
ასე მუშაობს გარე განზრახვა გონების ნების მიღმა. გონებას შეუძლია ნების ძალისხმევით
აიძულოს შინაგან განზრახვას მოქმედება. გარეგანი განზრახვა კი ბრძანებებს არ ემორჩილება,
არამედ უნებლიედ ჩნდება, როგორც გონებისა და სულის თანხმობის შედეგი. სიზმარში გონებას
იმის წარმოსახვის შესაძლებლობაც არ აქვს, რომ გარეგანი განზრახვა მუშაობს, რადგანაც ამ
დროს კონტროლი არ არსებობს. რეალობაში საქმე ბევრად უკეთესად არაა, რადგანაც ამა თუ
იმ ფორმით ძილი ცხადშიც გრძელდება.

სიზმარში ადამიანი შეიძლება ჩართულ იქნეს სრულიად სულელურ და უაზრო თამაშებში.


მძინარე ბოლომდე ეფლობა თამაშში, იგი ანგარიშს ვერ უწევს საკუთარ თავს მიმდინარე
მოვლენების აბსურდულობაში. რეალურ ცხოვრებაში ამა თუ იმ დონით იგივე ხდება. თუ
ადამიანთა ჯგუფი ვიწრო სპეციალიზაციის საქმიანობაშია ჩართული, ამ ჯგუფში ხშირად ჩნდება

153
მსჯელობები, ლექსიკა და მოქმედებები, რომლებიც გარედან შესაძლოა სრულიად
სულელურად და არაბუნებრივად ჩანდეს. ეს შეიძლება იყოს ინტერესთა ჯგუფები, პროფესიული,
რელიგიური ჯგუფები და ა.შ.

ცხადში მიმდინარე მოვლენებისადმი დაბალი კრიტიკულობა ისეთი მოვლენის მიზეზს


წარმოადგენს, როგორიცაა ჰიპნოზი. მაგალითად, ბოშების ჰიპნოზი დაფუძნებულია სამ „კი“-ზე.
ადამიანი სამჯერ პასუხობს დადებითად სამ კითხვას და მას უჩნდება ილუზია, რომ ყველაფერი
რიგზეა. იგი ყურადღებას კარგავს და თითქოს იძინებსო - მისი კრიტიკულობა დაბალ დონეზე
ეშვება. ბევრ ადამიანს პრაქტიკულად ზეზეულად ძინავს და ჩვეულ მოქმედებებს მექანიკურად
ასრულებს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც დღის ერთი და იგივე რეჟიმი
დიდი ხნის განმავლობაში უცვლელი აქვთ.

როცა თქვენ ვინმესთან საუბრობთ, ამ დროს ღრმად გძინავთ. თავით ხართ ჩაფლული თამაშში.
რაღაც დონეზე რა თქმა უნდა ხვდებით, რაც ხდება, მაგრამ სიტუაციის ობიექტურად შეფასება და
მოქმედება არ შეგიძლიათ, რადგანაც გვერდიდან არ უყურებთ თამაშს და თქვენ თვითონ
თამაშობთ. ნებისმიერი ფეხბურთის გულშემატკივარი საქმის ცოდნით აკრიტიკებს
ფეხბურთელებს მათი შეცდომებისთვის. და რა იქნება, თუ თავად მას გაუშვებთ მოედანზე? ყველა
ადამიან ი ამა თუ იმ დონით გაუცნობიერებლად მოქმედებს. თუ ადამიანი ტყუილს ამბობს, მისი
თვალები მარჯვნივ გარბიან. ხელები უნებურ და უკონტროლო მოქმედებებს აკეთებენ. იგი
მთლიანადაა ჩართული პიესაში, რომელშიც მონაწილეობს.

ჰიპნოზის მდგომარეობა - ესაა ცხადში ძილის უკიდურესი მდგომარეობა. ყველა ადამიანი ამა თუ
იმ დონით განაგრძობს რეალობაში ძილს. აი, ახლა შესაძლოა შეფხიზლდეთ და საკუთარ თავს
უთხრათ: მე ანგარიშს ვუწევ საკუთარ თავს იმაში, თუ რას ვაკეთებ, და რა ხდება ამ მომენტში.
მაგრამ შემდეგ რომელიმე ადამიანი, პრობლემა ან მოვლენა მოგაცდენთ, თავით ჩაეშვებით
თამაშში და დაგეძინებათ. იქამდე იძინებთ, სანამ სცენაზე იმყოფებით და კეთილსინდისიერად
შეასრულებთ თქვენს როლს. მაშინ გაიღვიძებთ, როცა მაყურებელთა დარბაზში ჩახვალთ და
თქვენს დამკვირვებელს გამოაფხიზლებთ. მაყურებელთა დარბაზში ყოფნისას თქვენ
კვლავინდებურად განაგრძობთ თქვენი როლის თამაშს, მონახავთ საჭირო სიტყვებს,
შეასრულებთ საჭირო მოქმედებებს, დაემორჩილებით დადგენილ წესებს. მაგრმ ახლა უკვე
გაცნობიერებულად იმოქმედებთ, და შესაბამისად - განყენებულად. თქვენ აქირავებთ საკუთარ
თავს და ფხიზლად აფასებთ, რაც გარშემო ხდება.

არაცნობიერ სიზმარხილვაში სიზმარი „შეგემთხვევათ“, გარეგანი განზრახვა თქვენი ნებ ისგან


დამოუკიდებლად მოქმედებს, და ამას ვერაფერს უხერხებთ. გაცნობიერებულ სიზმარში
მაყურებელთა დარბაზში ეშვებით და სცენარს ცნობიერად მართავთ. გარეგანი განზრახვა არა
ისე, რომ თქვენს ნებას ემორჩილებოდეს, არამედ უბრალოდ არ ეწინააღმდეგება მას. მოცემულ
შემთხვევაში გონება თავისუფლებას აძლევს სულს, საპასუხოდ კი თანხმობას იღებს. სულის და
გონების ერთობა გარეგან განზრახვას აღვიძებს. იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ სულისა
და გონების ერთობა მიზნისკენ მიმავალ გზაზე, შემდეგ თავებში ვისაუბრებთ.

რეალობაში გაცნობიერებულობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე სიზმარში. ეს სრულიად


საკმარისია შინაგანი განზრახვის მართვისთვის. გარეგანი განზრახვა კი გაცნობიერებულობის

154
უფრო მაღალ დონეს მოითხოვს. როგორც გაცნობიერებულ სიზმარში, ასევე რეალობაში,
იმისთვის, რომ მოვიპოვოთ კონტროლი გარეგან განზრახვაზე, აუცილებელია - გავიღვიძოთ.

თამაში თქვენი წესებით

რა შეგიძლიათ გააკეთოთ, როცა სიზმარში თავს გესხმიან? ამ შემთხვევაში არსებობს შინაგანი


განზრახვის ოთხი ვარიანტი: გაქცევა, ბრძოლა, გაღვიძება ან გაცნობიერება. სიზმარში
წინააღმდეგობის გაწევა ან გაქცევა - ესაა შინაგანი განზრახვის პრიმიტიული რეაქცია. თუ თავს
დაგესხნენ და თავს იცავთ, იბრძვით, მაშინ ყველაფერი დაახოებით ისევე მოხდება, როგორც
რეალობაში, ანუ ისე, როგორც მიჩვეული ხართ. თქვენს ცნობიერებაში დევს სცენარი, თუ
როგორ უნდა მიმდინარეობდეს ორთაბრძოლა. მაგალითად, თუ დამარცხებას ხართ მიჩვეული,
მაშინ დამარცხდებით. თქვენი სიზმარი ვარიანტთა სივრცეში ამ სცენარის შესაბამისად
გადაინაცვლებს.

სიზმარში ისე მოქმედებთ, როგორც რეალობაში ხართ მიჩვეული. რადგანაც სიზმარში


ყველაფერია შესაძლებელი, გაცილებით უფრო ეფექტურია გარეგანი განზრახვის გამოყენება.
თქვენ შეგიძლიათ მშვიდად დაუბრუნდეთ მოწინააღმდეგეს და ნების მსუბუქი დაძაბვით
წარმოიდგინოთ, რომ იგი თავისით გაქრა, ან, მაგალითად, ბაყაყად გადაიქცა. ამ შემთხვევაში
თქვენ არ ცდილობთ მის ბაყაყად გადაქცევას. გარე სამყაროზე ზემოქმედების მცდელობა - ეს
შინაგანი განზრახვის სამუშაოა. თქვენ წარმოიდგენთ, რომ იგი გარდაიქმნება, ანუ უშვებთ ასეთ
ვარიანტს. შინაგანი განზრახვა მიმართულია მხოლოდ იმაზე, რომ წარმოიდგინოთ, დაუშვათ
ასეთი სცენარი. თუ გონება ბოლომდე უშვებს მოვლენათა განვითარების ასეთ ვარიანტს, სულიც
არ იქნება წინააღმდეგი. სულისა და გონების ერთობა გარეგან განზრახვას წარმოშობს და იგი
არჩეული სცენარის რეალიზებას ახდენს.

როგორც ხედავთ, გარეგანი განზრახვა ჩნდება არა ნებელობითი ძალისხმევის შედეგად,


არამედ, როგორც სულისა და გონების ერთობის შედეგი. შინაგანი განზრახვა (ნება) მხოლოდ ამ
ერთობის მიღწევაზე უნდა იყოს მიმართული. ამ თვალსაზრისით გარეგანი განზრახვა არ
წარმოიშობა ნების მეშვეობით და თითქოს ნებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. მაგრამ
იმისთვის, რომ იგი გაჩნდეს, აუცილებელია გაცნობიერება იმისა, რომ სცენარის კონტროლი
შესაძლებელია. გაცნობიერებულობა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ გარეგან
განზრახვას ჩვენზე მუშაობა ვაიძულოთ.

სანამ სიზმარი გაცნობიერებული არაა, ის კი არ გაკონტროლდება, არამედ „შეგვემთხვევა“.


ძილშიც და ცხადშიც ადამიანის ქმედებათა უმრავლესობა გაუცნობიერებელია. მიმდინარე
მოვლენებისადმი გაუცნობიერებელი დამოკიდებულება გამოწვეულია სიტუაციის იმ გარე
ფაქტორებით განსაზღვრულობით და განპირობებულობით, რომელზე არსებითი ზეგავლენის
ძალა ან შესაძლებლობა, როგორც წესი არ გაქვთ ხოლმე. თუ ასეთი შეხედულება გაქვთ, მაშინ
თქვენს ცხოვრებაზე ჩვეულებრივ ზემოქმედებენ სხვა ადამიანები ან ბედის გარდუვალობები. ამ
თვალსაზრისით რეალობა ასევე „შეგემთხვევათ“. თამაშის წესები დგინდება არა თქვენს მიერ,
არამედ გარე სამყაროს მიერ.

იმისთვის, რომ კონტროლი მოიპოვოთ, როგორც სიზმარზე, ასევე რეალურ ცხოვრებაზე,


აუცილებელია, გადაერთოთ მონაწილის როლიდან დამკვირვებლის როლზე. ამასთან თქვენ

155
არ წყვეტთ როლურ თამაშში მონაწილეობას და უწინდებურად ასრულებთ თქვენს როლს.
მაგრამ გამუდმებით ჩართულია თქვენი შინაგანი დამკვირვებელი. თითქოს თავს აქირავებთ
მსახიობის სახით, და ამავდროულად, განყენებულად, მაყურებელთა დარბაზიდან აკვირდებით
საკუთარ და სხვის თამაშს. დამკვირვებელი გამუდმებით ჩართულია ფონურ რეჟიმში. იგი არ
ერევა, მაგრამ აკვირდება და ფხიზელ დასკვნებს აკეთებს.

პასიურ სიზმარში დამკვირვებელი გამორთულია, არის მხოლოდ მსახიობი. თქვენ მთლიანად


ხართ შთანთქმული როლით და გვერდიდან ვერ ხედავთ სიტუაციას. იმისთვის, რომ თავით არ
ჩაეფლოთ როლში, აუცილებელია, მინიმალურ დონეზე შეინარჩუნოთ გარეგანი და შინაგანი
მნიშვნელოვანობა და გამუდმებით მზადყოფნაში გყავდეთ დამკვირვებელი. გარეგანი
განზრახვის გათვალისწინების გარეშეც კი, სიტუაციის კონტროლის თქვენი უნარი პირდაპირ-
პროპორციულია თქვენი გაცნობიერებულობისა. სიზმარში თქვენი გაცნობიერებულობის დონე
დაბალია, ამიტომ სიზმარი „შეგემთხვევათ“ ხოლმე. თუკი გააცნობიერეთ, რომ გძინავთ, მთელი
სიტუაცია თქვენი კონტროლის ქვეშ გადადის. რასაც გინდათ, იმას აკეთებთ.

თქვენი დაქვემდებარება ადამიანთა და დესტრუქციულ ქანქარათა გავლენისადმი


უკუპროპორციულია თქვენი გაცნობიერებულობისა. სიზმარში ისე იქცევით, როგორც ზომბი. თუ
კოშმარს ხედავთ, გარბიხართ და ამას ვერაფერს უხერხებთ. სცენარი თქვენია, მაგრამ იგი
რედაქტირებისთვის სხვა რეჟისორს მიეცით. თქვენ მოვლენების ვარიანტთა განვითარების
შესახებ თქვენი ჩვეული წარმოდგენების ტყვეობაში ხართ. ეს თქვენი წარმოდგენებია, მაგრამ
ისინი თავიანთ ნებას გკარნახობენ, ამიტომ თქვენ მხოლოდ მსახიობი ხართ, ანუ მსხვერპლი.

გაიხსენეთ, როგორ ხდება, როცა რაიმე პრობლემაში ეხვევით, მაგალითად, თანამშრომელი


მოდის და გეუბნებათ, რომ გარკვეული სამუშაოა შესასრულებელი. თუ ეს რაღაც დონით
თქვენთვის პრობლემაა, თქვენი პირველი რეაქცია - ესაა შეშფოთება, თუ დათრგუნულობა არა.
თქვენ მყისიერად ატრიალებთ გონებაში მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარს:
„სამუშაო რთულია, როგორ უნდა გავუმკლავდე? ო, როგორ არ მინდა! და პრობლემური და
რთული ცხოვრება მაქვს! თუ სამუშაოს არ შევასრულებ...“, და ა.შ. მორჩა, ამ მომენტში თამაშში
ჩაერთეთ, ზემოქმედების ქვეშ მოექეცით, ანუ, სხვა სიტყვებით, დაიძინეთ. უკვე თავისუფლდაა
შესაძლებელი, რომ დამჯერი ბავშვივით ხელი ჩაგკიდონ შეგიყვანონ ოთახში, სადაც მძიმე
სამუშაო გელოდებათ. თქვენ ცხოვრების იმ ხაზზე აღმოჩნდით, სადაც ეს მართლაც ასეა.

და ასე იმიტომ მოხდა, რომ თქვენ საშუალება მიეცით ქანქარას დაეჰიპნოზებინეთ და


პრობლემური თამაში მოეხვია თქვენს თავზე. გონებაში „პრობლემური“ სცენარის
დატრიალებით თქვენ მიიღეთ სულისა და გონების თანხმობა და გარეგანმა განზრახვამ მაშინვე
გადაგიყვანათ ცხოვრების „პრობლემურ“ ხაზზე. ეს სულაც არაა რთული, რადგანაც ისეთი
გრძნობები, როგორებიცაა შიში, გამოუვალობა, უკმაყოფილება, შფოთვა ან დადარდიანება,
ძალიან ადვილად გეუფლებათ. და რა იყო საწყისი მიზეზი? მნიშვნელოვანობა! თქვენ თამაშში
ჩაგრთეს, ანუ დაგაძინეს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ შეაფასეთ თამაში, როგორც
მნიშვნელოვანი თავისთავად, ან თქვენთვის. გარეგანი და შინაგანი მნიშვნელოვანობა.

ახლა კი წარმოიდგინეთ მოვლენათა განვითარების სხვა ვარიანტი. მოდის ადამიანი, რომელსაც


თქვენთვის პრობლემა მოაქვს. ამ მომენტში გამოფხიზლდით და უთხარით საკუთარ თავს, რომ
არ გძინავთ და თქვენი გადასაწყვეტია: იქცევა თუ არა ქანქარას პირველი ბიძგი პრობლემად

156
თქვენთვის. ეს სიტუციაზე კონტროლისთვის პირველი პირობაა. დარჩა მეორე პირობის
შესრულება: განიზრახეთ, რომ ჩააგდოთ ეს ქანქარა. მაშინაც კი, თუ არ იცით, რა გელოდებათ,
თავიდანვე განეწყვეთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი ძალიან უმნიშვნელო იქნება. მთავარია,
საშუალება არ მისცეთ, რომ ხელი ჩაგკიდონ. არ მიიღოთ არანაირი შემტევი ზომები, არ თქვათ
უარი, არ ეცადოთ გამოძრომას, და მითუმეტეს - არ გაბრაზდეთ. უბრალოდ მშვიდად მოისმინეთ,
რა უნდათ თქვენგან. გარეგნულად სასურველია თავი დაუქნიოთ და დაეთანხმოთ, მაგრამ
შინაგანად გარე დამკვირვებლად უნდა დარჩეთ, და არა მონაწილედ. ეს მოთამაშე მაყურებლის
როლია, მსგავსად მოთამაშე მწვრთნელისა.

განყენებულად ყოფნა ამ შემთხვევაში სულაც არ ნიშნავს გაფანტულად ყოფნას. პირიქით,


სიტუაციაზე კონტროლი გულისხმობს ყურადღებას და აზრთა სრულ სიცხადეს. გვერდზე დგომა
ნიშნავს საკუთარი თავისთვის ანგარიშის გაწევას იმაზე, რომ თქვენ თვითონ იძლევით თამაშის
წესებს და თქვენი გადასაწყვეტია: ტრაგედიად იქცევა თამაში თუ მსუბუქ ვოდევილად. და თქვენ
თვითონ რა გინდათ? ალბათ ის, რომ ყველაფერი იოლად და მარტივად გადაწყდეს. თუ თქვენ
თვლით, რომ ყოველთვის მოიძებნება რთული პრობლემა, რომელთან გამკლავებაც
მოგიწევთ, შეგიძლიათ არ იღელვოთ. ნებისმიერ რთულ პრობლემას გააჩნია მარტივი
გადაწყვეტა. ეს გადაწყვეტა ცხოვრების „ვოდევილურ“ ხაზზეა. ამ ხაზზე გადასასვლელად
საჭიროა მხოლოდ განზრახვა იმის წარმოდგენისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ამ ტექნიკის გამოყენების შედეგად სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით. შედეგები შეიძლება


სრულიად დაუჯერებელი იყოს. როგორც მინიმუმ, პრობლემა ძალიან მარტივად გადაწყდება.
და შეიძლება იგი უბრალოდ გაქრეს, ან სხვასთან გადავიდეს. რადგან ცხოვრებიოს
„ვოდევილურ“ ხაზზე უბრალოდ არ არსებობს რთული პრობლემები. თქვენ არ გაგაჩნიათ
ძალაუფლება გარეგან განზრახვაზე, მაგრამ ისე აკეთებთ, რომ პირველ რიგში, ის თქვენს
წინააღმდეგ არ მოქმედებს, და მეორეც, თქვენ იღებთ შანსს, რომ თქვენს ინტერესებში მუშაობა
აიძულოთ მას. ვითარებები შეიძლება სხვადასხვაგვარად განლაგდეს, მათ შორის თქვენს
საწინააღმდეგოდაც. თუმცაღა ასეთი პოზიცია მკვეთრად ზრდის თქვენს შანსებს. ამავდროულად
არ დაგავიწყდეთ, რომ ვარიანტთა დინებას მიენდოთ. თუ პრობლემისადმი „ვოდევილურ“
განწყობაში გონებისა და სულის თანხმობის დონე საკმარისად მაღალია, თქვენ ისეთ
განსაცვიფრებელ შედეგებს იღებთ, რომლებზეც მანამდე ვერც კი იოცნებებდით.

თქვენ აღარ ხართ მარიონეტი. მაგრამ იმისგანაც უნდა დაგიცვათ, რომ ცდუნებას არ აყვეთ და
თავი მარიონეტების მმართველად არ წარმოიდგინოთ. როგორც გახსოვთ, ეს წონასწორობის
დარღვევაა, და თქვენ უცილობლად მიიღებთ წკიპურტს ცხვირში ადამიანებისადმი საკუთარი
უპირატესობის გრძნობის, დამცირების ან ზიზღის შემთხვევაში. აბსოლუტურად სრულ
კონტროლს ყველაფერზე თქვენ ვერასოდეს მიიღებთ - სიზმარშიც კი. გახსოვდეთ, თქვენ გაქვთ
უფლება მხოლოდ არჩევის, და არა შეცვლის. იყავით როგორც სახლში, მაგრამ არ
დაგავიწყდეთ, რომ სტუმრად ხართ. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ საკუთარი თავის
გაქირავებისას უზადოდ უნდა იმოქმედოთ. პრობლემისადმი „ვოდევილური“ განწყობა - ეს არაა
გაფანტულობა და დაუდევრობა, არამედ ესაა მნიშვნელობის ფხიზელი შეფასება.

შეცდომა იქნებოდა მნიშვნელოვანობის, როგორც გარესამყაროზე კონტროლის დაწესების


მცდელობის ინტერპრეტირება. გონება მიეჩვია თავის აზრზე დგომას, მოვლენათა მსვლელობის
შეცვლას, სხვა სიტყვებით - დინებასთან ბრძოლას. თუ მაყურებელთა დარბაზში ჩახვედით,

157
ჩნდება ცდუნება, რომ ძალისმიერი მეთოდით შეცვალოთ სცენარი, მსახიობებს საკუტარი ნება
მოახვიოთ. ასეთ ქცევას არაფერი აქვს საერთო ტრანსერფინგთან, რადგანაც ცალსახად
დინებასთან ბრძოლის შინაგან განზრახვას ემყარება. კვლავ და კვლავ შეახსენეთ საკუთარ თავს,
რომ ვარიანტთა დინებასთან ერთად უნდა იმოძრაოთ. გაცნობიერებულობა - ესაა არა
კონტროლი, არამედ დაკვირვება. კონტროლი მიმართულია მხოლოდ იმაზე, რომ ნეგატივში
არ ჩაეფლოთ, არამედ სასიკეთო სცენარი წარმოიდგინოთ და თქვენს ცხოვრებაში შემოუშვათ,
მთელი გულით მიიღოთ იგი. სამყაროს თავს კი არ უნდა მოახვიოთ საკუთარი სცენარი, არამედ
უნდა დაუშვათ მისი შესაძლებლობა, რეალიზების საშუალება უნდა მისცეთ ვარიანტს, საკუთარ
თავს კი უნდა მისცეთ უფლება, რომ გქონდეთ იგი. თქვენ შეწყვეტთ სამყაროსთან ბრძოლას და
არჩევანის გაკეთების ნებას მისცემთ საკუთარ თავს მხოლოდ მაშინ, თუ სული და გონება
თანხმობამდე მივლენ.

მოდით, გავიხსენოთ საშინაო დავალება, რომელიც წინა თავში მოგეცით. მთხოვნელის, ნაწყენის
და მეამბოხის როლები ჩვენ არ გვაწყობს. რა როლს ანიჭებს ტრანსერფინგი თავისი ბედის
პატრონს თამაშში, სახელწოდებით - ცხოვრება? ახლა თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს
დამკვირვებლის როლია. რამდენადაც მაღალია თქვენი გაცნობიერებულობის დონე ცხადში,
იმდენად ეფექტურად შეგიძლიათ თქვენი ბედის განკარგვა.

ამასთან, დამკვირვებლის როლი გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე შემსრულებლის


როლი. როგორც ცნობილია, ხელმძღვანელები, უფროსები და ა.შ. უფრო აქტიურ
ცხოვრებისეულ პოზიციას იკავებენ, ვიდრე ჩვეულებრივი შემსრულებლები, და არა მხოლოდ
იმიტომ, რომ მათი პასუხისმგებლობა უფრო მაღალია. ხელმძღვანელი პოსტის
თანამშრომლები უფრო მეტად დამკვირვებლები არიან, ვიდრე მოვალეობების
შემსრულებლები. მდგომარეობა ავალდებულებს მათ, რომ უფრო „გამოღვიძებულები“ იყვნენ,
განსხვავებით უბრალო მუშებისგან, რომლებსაც შეუძლიათ თან „ეძინოთ“ და თან ამ დროს
თავიანთი მოვალეობები შეასრულონ. როდესაც დამკვირვებლის პოზიციას იკავებთ, თქვენ
მაშინვე გრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, და თქვენი სასიცოცხლო ტონუსი გაიზრდება,
რადგანაც არა უბრალოდ მექანიკურად ასრულებთ სხვის ნებას, არამედ თავად ქმნით თ ქვენს
ბედს - ეს ტვირთი კი არა, თავისუფლებაა.

ადამიანი ცხოველისგან იმდენად ინტელექტის დონით არ განსხვავდება, რამდენადაც


გაცნობიერებულობის ხარისხით. ცხოველები უფრო მძინარე მდგომარეობაში იმყოფებიან. მათი
ქცევა ძირითადად განისაზღვრება ბუნების მიერ ჩადებული სტერეოტიპული სცენარებით, და
ინსტინქტებისა და რეფლექსების სახით ვლინდება. ცხოველები მოქმედებენ, თითქოს მკაცრი
სცენარით თამაშობენ პიესას, რომლის შეცვლაც არ შეიძლება. ამ თვალსაზრისით ადამიანუ
უფრო „გამოღვიძებულია“. იგი უფრო მეტად აცნობიერებს საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას,
და საკუთარ ადგულს ამ სამყაროში. და მაინც, ადამიანის გაცნობიერებულობის დონე ჯერ მაინც
ძალიან დაბალია. ადამიანი თავის თამაშს თამაშობს სცენაზე და ბოლომდეა ჩაფლული ამ
თამაშში.

ეგრეთ წოდებული „ჭკვიანი“ ადამიანების საიდუმლო გაცნობიერებულობაში მდგომარეობს.


გონების სიცხადე გაცნობიერებულობის ხარისხით განისაზღვრება. ზოგი ადამიანი ცხადად
აზროვნებს და ცხადად გადმოსცემს, სხვებს თავში ყველაფერი ჩახლართული აქვთ. მახვილი
გონება ერთი მხრივ და სიჩლუნგე მეორე მხრივ - სულაც არ არიან ინტელექტის განვითარების

158
დონეები, არამედ გაცნობიერებულობის დონეები არიან. სიჩლუნგე - ეს უფრო მეტად
ფსიქოლოგიური თავდაცვაა არასასურველი ინფორმაციისგან: „არაფრის ცოდნა არ მინდა!
თავი დამანებეთ!“ მახვილი გონება - პირიქით, მიმღეობა, ცნობისმოყვარეობა, ინფორმაციის
მიღების და გადამუშავების სურვილია: „მინდა ყველაფერი ვიცოდე!“ სიჩლუნგე ზოგჯერ
დამუხრუჭებულობის შედეგს წარმოადგენს. ერთიც და მეორეც შეიძლება ბავშვობაში
განვითარდეს, მაგალითად, როცა ბავშვს ძალით აიძულებენ რაღაცის სწავლას, და ამასთან
ფსიქლოგიურ ზეწოლასაც ანხორციელებენ მასზე.

რაც უფრო ღრმად გვძინავს ცხადში, მით უფრო მეტ შეცდომას ვუშვებთ. ბუზს, რომელიც
ფანჯარას ეხეთქება, ასევე ღრმად ძინავს. თავით თამაშში ჩაფლობა საშუალებას არ გაძლევთ,
რომ რეალობას ფართოდ და ობიექტურად შეხედოთ. თამაშზე დაციკლულობა ავიწროებს
აღქმის ფოკუსს და წინაღობას ქმნის. როდესაც ამ მიზეზით შეცდომებს უშვებს, ადამიანს შემდეგ
უკვირს: „და სად მქონდა თვალები?“ თითქოს რაღაც გამოცხადებასავით ეწვია. პირველ
აპრილსაც კი, როცა ადამიანმა იცის, რომ შეიძლება მოატყუონ, მაინც წამოეგება ხოლმე
ხაფანგზე. ნუთუ ეს ცხადში ძილი არაა?

გაუცნობიერებლობა ამა თუ იმ დონით მაშინ მოდის, როდესაც ადამიანს არ სურს რეალობასთან


პირისპირ შეხვედრა. მოახლოვებული რეალობისგან გაქცევის სურვილი სირაქლემას
აიძულებს, რომ თავი ქვიშაში ჩარგოს. ადამიანში ეს ვლინდება, როგორც გარესამყაროსგან
განცალკევების სურვილი: „ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის, არაფერი მინდა, თავი
დამანებეთ!“ საბნის თავზე წამოფარება და სულ ძილიც არ გამოსდის, ამიტომ ადამიანი
უნებურად ცდილობს, რომ თავისი აღქმა გაცნობიერებულობის დონის დაწევით დაბლოკოს.
მაგალითად, არააგრესიული და უწყინარი ადამიანი ცდილობს, რომ გარდუვალი დარტყმისგან
ხელების აფარებით დაიცვას თავი, მაგრამ მას არ შეუძლია დარტყმის აცილება, რადგანაც
გაცნობიერებულობა შიშითაა დაბლოკილი და რეაქცია შენელებულია - თითქოს ბურუსი
გადაეფარა თვალებზე. მრისხანება სწორედ ასევე ბლოკავს გაცნობიერებულობას. ადამიანი
თავითაა ჩაფლული თამაშში და გარშემო ვერაფერს ხედავს. აქედან მოდის ტერმინი - „ბრმა
მრისხანება“.

შიში და მრისხანება - ესაა გაუცნობიერებლობის უკიდურესი გამოვლინებები. ქანქარები


გამუდმებით ცდილობენ, რომ შეასუსტონ ჩვენი სიფხიზლე. რეკლამა, მაგალითად,
მაზომბირებელ გავლენას ახდენს, იყენებს რა იმ ფაქტს, რომ ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს
ნახევრად-გაცნობიერებულ მდგომარეობაში ატარებენ. გაცნობიერებულობა, როგორც
გარშემომყოფი რეალობის მკაფიო აღქმა, მხოლოდ ზოგჯერ ვლინდება, მაშინ, როცა
გარემოებები სისხლში ადრენალინის მოზღვავებას იწვევენ. ამიტომაც ძალიან რთულია ასეთი
მარტივი რაღაცის გაკეთება - სიზმარში გაღვიძება და საკუთარი თავისთვის შემოძახება: „ეი,
ბავშვებო, საკმარისია ჩემი გაბრიყვება, ეს მხოლოდ სიზმარია, და რადგან ეს ჩემი სიზმარია, აქ
მე ვარ ბატონი და არა თქვენ“.

გაცნობიერებულობა ასევე გეხმარებათ, რომ ქვეცნობიერიდან ინტუიტიური ინფორმაცია


ამოიტანოთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ, თუ საკუთარ თავს დაიჭერთ აზრზე: „და რატომ მომინდა
უეცრად ამის გაკეთება?“ სულის ხმა წყნარად ჟღერს, ძლივს ისმის. გონება საპასუხოდ
ღრიალებს: „გაჩუმდი, მე თვითონ ვიცი რა მინდა, და რა გავაკეთო!“ უნდა გამოვიმუშავოთ
საკუთარ თავში ჩვევა, რომ გამუდმებით ვუსმინოთ დილის ვარსკვლავთა შრიალს. ნახევრად-

159
ცნობიერ მდგომარეობაში პრაქტიკულად შეუძლებელია დროულად გაიხსენოთ, თუ რა უნდა
დააფიქსიროთ, რაზე გელაპარაკებათ შინაგანი ხმა. მაშინაც კი, თუ დილიდან მიეცით საკუთარ
თავს მითითება - ისმინოთ საკუთარი სულის ხმა, საჭირო მომენტში ვერ შეძლებთ ამის
გახსენებას, თუკი ამ დროს გეძინებათ.

ამრიგად, ჩვენ გავარკვიეთ, რომ გონებისა და სულის ერთობა გარეგან განზრახვას წარმოშობს,
გაცნობიერება კი შანსს გვაძლევს, რომ ჩვენს ინტერესებს დავუმორჩილოთ იგი. სულისა და
გონების ერთობა სიზმარში ასე ადვილად იმ მარტივი მიზეზის გამო მიიღწევა, რომ სული
თავისუფალია გონების ავტორიტარული კონტროლისგან. გაცნობიერებულ სიზმარში
კონტროლი არსებობს, მაგრამ იგი მხოლოდ სცენარის კორექტირებაზეა მიმართული.
ყველაფერი დანარჩენი, ისიც კი, რაც საღ აზრს ცდება, დაშვებულია. გონება ეთანხმება იმას, რომ
სიზმარში ყველა სასწაული შესაძლებელია. ანდერსენის ზღაპარში (თჰე თინდერბოხ) არი ასეთი
ეპიზოდი, სადაც პრინცესა, დარწმუნებული იმაში, რომ სიზმარს ხედავს, თანხმდება ჯარისკაცს,
რომ მასთან ერთად სახურავზე ისეირნოს. ასევე გონებაც, სიზმარში ყველაფერს უშვებს,
რეალობაში კი კვლავაც კანკალით ებღაუჭება თავის მატერიალისტურ მსოფლმხედველობას.

ასე ადვილად ვერ მოხერხდება სულისა და გონების ერთობის მიღწევა საღი აზრის საზღვრებს
გარეთ. საღი აზრი - ესაა ჩვენი ცხოვრების სამუდამო გალია, და მისგან თავის დაღწევა არც ისე
ადვილია. შესაძლოა ადამიანი მისტიური სწავლებებით იყოს გატაცებული, ღრუბლებში
იფრინოს, დაუჯერებელი სჯეროდეს... მაგრამ ამ რწმენაში ყოველთვის აქვს ადგილი ეჭვს.
გონება შესაძლოა თავს აჩვენებდეს, რომ სჯერა, მაგრამ სინამდვილეში იცის, რომ ვაშლები
მაინც მიწაზე ცვივიან. ამიტომაცაა ასე ძნელი - ბოლომდე დავიმორჩილოთ გარეგანი განზრახვა.
და მაინც, თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ საკუთარი გამოცდილებით იმაში, რომ
გაცნობიერებულობა მართლაც მკვეთრად ზრდის შანსებს.

მაქსიმალური გაცნობიერებულობა იმ პირობით მიიღწევა, რომ ჩვენს ცნობიერებაში გამუდმებით


უნდა იმყოფებოდეს დამკვირვებელი. იგი ობიექტურად აფასებს, რაც ხდება, ვის ინტერესებშიც
მიმდინარეობს თამაში, და თვალყურს ადევნებს იმას, რომ ამ თამაშში მარიონეტივით არ
ჩაგითრიონ. გახსოვდეთ ყოველ წუთში, რომ უნდა გახსოვდეთ: „გძინავთ თუ არა?“ შეგიძლიათ
გაცნობიერებული სიზმარხილვებით დაკავდეთ, თუ არ გეშინიათ. მაგრამ სიზმარი დასრულდება,
და დაიწყება მოქუფრული რეალობა. არ ჯობია, გაცნობიერებული ცხოვრებით დაკავდეთ?
როგორც ხედავთ, ეს ალტერნატივა საშუალებას იძლევა, რომ საკუთარი სამყაროს შრე
საკუთარი გემოვნებისამებრ მოაწყოთ. არჩევანი თქვენზეა.

განზრახვის გაწმენდა

გარეგანი განზრახვა შეუცნობელ და უზარმაზარ ძალას წარმოადგენს. და ამავდროულად, თქვენ


დარწმუნდებით, რამდენად მოუხელთებელია იგი. ესაა ერთდროულად კონტროლიც, და
კონტროლზე უარის თქმაც, მოქმედების ნება და ძალისმიერ ზეწოლაზე უარის თქმა,
გადაწყვეტილება გქონდეს, და უარის თქმა მიღწევის სურვილზე. გონებისთვის ეს რაღაც ახალი
და უჩვეულოა. ადამიანი მიჩვეულია, რომ ყველაფერს შინაგანი განზრახვით მიაღწიოს.
ზემოქმედებ სამყაროზე პირდაპირ, უშუალოდ, და იგი მაშინვე რეაგირებს. ყველაფერი გასაგები
და მარტივია. მაგრამ სამყარო ასე ადვილად არ გვემორჩილება, საჭიროა ძალისხმევა,
საკუთარი პოზიციის დაცვა, ბრძოლა, რქებით გატანა. აქ კი გთავაზობენ, რომ უარი თქვათ

160
აქტიურ ზეწოლაზე, და თითქოს სამყარო თვითონ გამოგიწვდით ხელებს. ცხადია, რომ ასეთ
არატრივიალური მიდგომას გონება ჩიხში შეჰყავს.

როგორღა მივაღწიოთ ბალანსს და შევათავსოთ ფლობის გადაწყვეტილება პირდაპირ


ზეწოლაზე უარის თქმასთან? პასუხი თავისთავად გამომდინარეობს: აუცილებელია განზრახვის
წონასწორობის დაცვა. ეს ნიშნავს - გსურდეს არ-სურვილით, იზრუნო მღელვარების გარეშე,
ისწრაფვო გატაცების გარეშე, იმოქმედო დაჟინების გარეშე. წონასწორობა მნიშვნელოვანობის
პოტენციალებით ირღვევა. როგორც თქვენთვის ცნობილია, რაც უფრო მნიშვნელოვანია მიზანი,
მით უფრო რთულია მისი მიღწევა.

ფორმულირება: თუ ძალიან გინდა, აუცილებლად მიაღწევ“ სწორედ რომ პირიქით იმუშავებს,


თუკი პანიკურად გინდა და სასურველის მისაღებად „კრუნჩხვით“ მოქმედებებს აკეთებ. პანიკა აქ
იმის გამო ჩნდება, რომ არ არსებობს მტკიცე რწმენა იმაში, რომ სურვილი ასრულდება.
შეადარეთ ორი პოზიცია.

პირველი: „მე ძალიან მინდა ამის მიღწევა. ჩემთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩემთვის
ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა მივიღო ეს. ამისთვის
ძალისხმევას არ დავიშურებ“.

მეორე: „კარგი, მე გადავწყვიტე ჩემთვის, რომ მივიღებ ამას. მე ხომ ეს მინდა, მაშ, რაშია
პრობლემა? მე ეს მექნება და მორჩა!“. რთული არაა იმის გაგება, თუ რომელი პოზიცია
აღმოჩნდება მომგებიანი.

სურვილი ასევე იმით განსხვავდება განზრახვისგან, რომ არ-შესრულების ალბათობას არ


გამორიცხავს. თუ რაღაც გვსურს, და მისი მიღება რთულია, მაშინ ეს სურვილი კიდევ უფრო
ძლიერდება. სურვილი ყოველთვის წარმოშობს ჭარბ პოტენციალს. სურვილი - ეს უკვე თავად
პოტენციალია. სურვილი - ესაა, როდესაც სადღაც რაღაც არ არის, მაგრამ არის აზრობრივი
ენერგია - მიმართული ამ რაღაცის მოსაზიდად. განზრახვას არ სჯერა და არ სურს, არამედ
უბრალოდ მოქმედებს.

სუფთა განზრახვა არასოდეს ქმნის ჭარბ პოტენციალს. განზრახვა გულისხმობს., რომ


ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია: მე უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ასე იქნება - ეს თითქმის
აღსრულებული ფაქტია. ეს მშვიდი გაცნობიერებაა იმისა, რომ ისე იქნება, როგორც
გადავწყვიტე. მაგალითად, მე გადავწყვიტე ჯიხურში შესვლა და გაზეთის ყიდვა. აქ უკვე
აღარანაირი სურვილი არაა, იგი მხოლოდ იმ მომენტამდე არსებობდა, სანამ ამის გაკეთებას
გადავწყვეტდი. სურვილის არ-ასრულების ალბათობა უკიდურესად მცირეა, წარუმატებლობის
შემთხვევაში კი ასევე არავითარი უბედურება არ მოხდება. ამიტომ აქ განზრახვა ბოლომდეა
გაწმენდილი სურვილისგან, და შესაბამისად ჭარბი პიტენციალისგანაც.

სურვილის აზრობრივი ენერგია მიზანზეა მიმართული, განზრახვის ენერგია კი - მისი მიღწევის


პროცესზე. როცა ადამიანს რაღაც სურს, იგი შეშფოთებას ქმნის გარესამყაროს ენერგეტიკულ
სურათში, რასაც წონასწორული ძალების მოქმედება მოსდევს. ხოლო როცა იგი უბრალოდ
ჯიხურისკენ მიაბიჯებს გაზეთისთვის - არანაირი არაერთგვაროვნება აღარაა.

161
ცხოვრების ხაზის სურათზე სურვილი ასე მოქმედებს: მე მინდა ამის მიღება, მაგრამ მეშინია, რომ
ვერ მივიღებ, ამიტომ წარუმატებლობაზე ვფიქრობ (ეს ხომ ჩემთვის მნიშვნელოვანია!) და
ვასხივებ ენერგიას წარუმატებლობის ხაზის სიხშირეზე. განზრახვა სრულიად დსაპირისპიროდ
მოქმედებს: მე ვიცი, რომ მივიღებ ამას, ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია, ამიტომ
ენერგიას იმ ხაზის სიხშირეზე ვასხივებ, სადაც უკვე მაქვს ის, რაც მინდა.

ამრიგად, მიზნის მიღწევას ხელს უშლის ორი ჭარბი პოტენციალი: სურვილი და რწმენა. უფრო
ზუსტად, ვნებიანი სურვილი - რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, მიაღწიოთ მიზანს, და ეჭვებთან
ბრძოლა მისი მიღწევის შესაძლებლობაში. რაც უფრო სასურველია მიზანი, მით უფრო მეტ
წონას იღებს ეჭვი წარმატებულ შედეგში. ეჭვი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ზრდის სასურველის
ღირებულებას. ჩვენ უკვე გავარკვიეთ, რომ სურვილი კი არ გვეხმარება, არამედ მხოლოდ ხელს
გვიშლის. სურვილის ასრულების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ სურვილზე უარი უნდა
თქვათ, და სანაცვლოთ აიღიჭურვოთ განზრახვით, ანუ ფლობის და მოქმედების
გადაწყვეტილებით.

მაგრამ მიზნის მნიშვნელოვანობა თავის მხრივ ბადებს მისწრაფებას - უდრეკად ეცადოთ


სასურველის მიღწევას, სამყაროზე შინაგანი განზრახვით ზემოქმედებით. გონება, იღებს რა
განზრახვას, თავქუდმოგლეჯილი ეშვება ბრძოლაში. სწორედ მნიშვნელოვანობა აიძულებს
გონებას, რომ ჩვევისამებრ მოახდინოს ზეწოლა სამყაროზე თავისი შინაგანი განზრახვით.
იმისთვის, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ გარე განზრახვას, აუცილებელია -
შეამციროთ მნიშვნელოვანობა. გარეგან განზრახვას არაფერი აქვს საერთო შინაგან
განზრახვასთან მის მისწრაფებაში, რომ ზეგავლენა მოახდინოს გარესამყაროზე.

გარეგანი განზრახვის მიღება შეუძლებელია შინაგანი განზრახვის მეშვეობით, რა ძლიერიც არ


უნდა იყოს იგი. გარეგან განზრახვას სწორედ ამიტომაც ჰქვია ასე, რომ ჩვენს გარეთ იმყოფება.
და რას წარმოადგენს იგი ბოლოს და ბოლოს? აზრზე არ ვარ. მე არ მეშინია ამის აღიარების.
განზრახვაზე საუბარი ძალიან ძნელია გონებრივი აღნიშვნების ფარგლებში. ჩვენ შეგვიძლია
მხოლოდ მოწმენი ვიყოთ გარეგანი განზრახვის ზოგიერთი გამოვლინებისა. იგი ვლინდება
მომენტში, როცა სულისა და გონების ერთიანობა ჩნდება. როგორც კი ეს პირობა
შესრულებულია, ჩნდება ერთგვარი რეზონანსი აზრობრივი ენერგიის გამოსხივებასა და იმ გარე
ძალას შორის, რომელიც აგვიტაცებს და შესაბამის სექტორში გადაგვიყვანს.

გარეგანი განზრახვაა სწორედ ის ძალა, რომელიც ახორციელებს საკუთრივ ტრანსერფინგს -


ცხოვრების ხაზებზე გადასვლას, ან სხვა სიტყვებით - მატერიალური რეალიზაციის მოძრაობას
ვარიანტთა სივრცის სექტორებში. რატომ არსებობს ეს ძალა? საიდან მოდის იგი? ამ კითხვი
დასმა ისეთივე უაზრობაა, როგორც იმის კითხვა, თუ რატომ არსებობს ღმერთი, ან მსჯელობა,
არსებობს თუ არა კავშირი ღმერთსა და გარეგან განზრახვას შორის. ჩვენ არ გვეძლევა ეს
ცოდნა. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ძალა არსებობს, და ისღა დაგვრჩენია, რომ გვიხაროდეს
მისი არსებობა და გამოყენების შესაძლებლობა, ისევე როგორც მზის არსებობა გვიხარია.

გარეგანი განზრახვა მიუთითებს ვარიანტთა სივრცის სექტორებში რეალიზაციის გადანაცვლების


შესაძლებლობაზე. სწორედ ასევე სიმძიმის ძალა მიუთითებს სახლის სახურავიდან ჩამოვარდნის
შესაძლებლობაზე. სანამ სახურავზე დგახართ, არაფერი არ ხდება, მიუხედავად სიმძიმის

162
ძალისა. მაგრამ როგორც კი ნაბიჯს დგამთ, ანუ თავს აძლევთ სიმძიმის ძალას, იგი აგიტაცებთ
და მიწაზე დაგანარცხებთ.

იმისთვის, რომ გარეგან განზრახვას მისცეთ თავი, აუცილებელია მიაღწიოთ სულისა და გონების
ერთიანობას. სულისა და გონების ერთიანობის მიღწევა შეუძლებელია მნიშვნელოვანობის
არსებობასთან ერთად. მნიშვნელოვანობა ეჭვს წარმოშობს და დაბრკოლებად გვეღობება
ერთიანობისკენ მიმავალ გზაზე. გონებას სურს, სული კი ეწინააღმდეგება. სული მიესწრაფვის,
გონება კი ეჭვობს და არ უშვებს. მნიშვნელოვანობა დახურულ ფანჯარაზე ახეთქებს გონებას,
სული კი ღია სარკმელს ხედავს. სული იმას ითხოვს, რაც მართლაც მთელი გულით სწადია,
მნიშვნელოვანობა კი გონებას საღი აზრის ბადეში აკავებს. ბოლოსდაბოლოს ერთიანობა
მიიღწევა რაღაცის არმიღებაში, და მაშინ გარეგანი განზრახვა იმას გვაძლევს, რაც არ გვინდა.
სულისა და გონების მისწრაფებების შეუთანხმებლობა იმითაა განპირობებული, რომ გონება
ქანქარების მიერ თავსმოხვეული წინასწარგანწყობებისა და ცრუ მიზნების გავლენის ქვეშ
იმყოფება. ქანქარები, კვლვაც, მნიშვნელოვანობის ძაფებით გვექაჩებიან.

ამრიგად, ჩვენ ვღებულობთ მეორე აუცილებელ პირობას გარეგანი განზრახვის


დასაუფლებლად - მნიშვნელოვანობის შემცირება და მიზნის მიღწევის სურვილზე უარის თქმა.
რა თქმა უნდა, პარადოქსულად ჟღერს: გამოდის, რომ მიზნის მისაღწევად მისი მიღწევის
სურვილზე უარის თქმაა საჭირო. ჩვენთვის გასაგებია ყველაფერი, რაც შინაგან განზრახვას
ეხება, რადგანაც ჩვენ მხოლოდ ამ ვიწრო ჩარჩოებში მოქმედებას მივეჩვიეთ. ჩვენ
განვსაზღვრეთ განზრახვა, როგორც გადაწყვეტილება - ვფლობდეთ და ვიმოქმედოთ. გარეგანი
განზრახვის განსხვავება შინაგანისგან ვლინდება ამ განსაზღვრების პირველ და მეორე ნაწილში.
თუ შინაგანი განზრახვა - ესაა მოქმედების გადაწყვეტილება, გარეგანი - ესაა უფრო ფლობის
გადაწყვეტილება. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ გადმოხტეთ - გამოექანებით და ხტებით. თქვენ
გადაწყვიტეთ, რომ მიწაზე დაეცეთ - მიუშვით თქვენი მოჭიდება და მიეცით თავი სიმძიმის ძალას.

განზრახვის სურვილისგან გაწმენდის პროცესი შეგვიძლია შემდეგი ალგორითმით ჩავატაროთ.


თქვენ ფიქრობთ მიზნის მიღწევაზე. როგორც კი ეჭვი გაგიჩნდათ, ეს ნიშნავს, რომ სურვილი
გაქვთ. თქვენ ღელავთ იმაზე, გაქვთ თუ არა მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი თვისებები და
შესაძლებლობები, ეს ნიშნავს, რომ სურვილი გაქვთ. თქვენ გჯერათ, რომ მიზანი მიღწეული
იქნება - ამ შემთხვევაშიც სურვილი გაქვთ. აუცილებელია გინდოდეთ და იმოქმედოთ სურვილის
გარეშე. ხელის აწევის და კეფის მოფხანვის განზრახვა - ესაა ჭარბი პოტენციალებისგან
გაწმენდილი განზრახვის მაგალითი. თქვენ არ უნდა გქონდეთ სურვილი, არამედ მხოლოდ
სუფთა განზრახვა. ამისთვის აუცილებელია, რომ დაწიოთ გარეგანი და შინაგანი
მნიშვნელოვანობა. იმისთვის, რომ მნიშვნელოვანობა დაწიოთ, არსებობს ერთი მარტივი და
ქმედითი საშუალება: წინასწარვე შეეგუოთ მარცხს. თუ ამას არ გააკეთებთ, სურვილისგან ვერ
განთავისუფლდებით.

როდესაც განზრახვას სურვილისგან წმენდთ, არ გაფანტოთ თავად განზრახვა. განიზრახეთ


მიზნის მიღწევა და წინასწარვე შეეგუეთ მარცხს. რამდენჯერმე დაატრიალეთ თავში მარცხის
სცენარი, იფიქრეთ იმაზე, თუ რას გააკეთებთ მარცხის შემთხვევაში, იპოვეთ სათადარიგო გზები,
დაზღვევა. ცხოვრება ხომ ამით არ მთავრდება? როდესაც მარცხს შეეგუებით, მეტჯერ აღარ
იფიქროთ არც მარცხზე და არც წარმატებაზე, არამედ უბრალოდ იარეთ მიზნისკენ. იმოძრავეთ
მიზნისკენ, როგოც ჯიხურისკენ - გაზეთის საყიდლად. წარმატებას თქვენს ჯიბეში იპოვნით, ხოლო

163
თუ ის იქ არ აღმოჩნდება, არ იდარდებთ. ერთხელ არ გამოგივიდათ? მეორედ გამოგივათ, თუ
წარუმატებლობის გამო არ მოიკლავთ თავს.

საკუთარი თავის გარეგანი განზრახვისთვის მიცემა სულაც არ ნიშნავს შინაგანზე ბოლომდე


უარის თქმას და ხელებდაწყობილი ჯდომას, გონებისა და სულის თანხმობის მოლოდინში. თქვენ
არავინ გიშლით ხელს, რომ მიზნის მიღწევას საყოველთაოდ გავრცელებული მეთოდებით
ეცადოთ. სურვილსა და მნიშვნელოვანობაზე უარის თქმა ასეთივე სასიკეთო გავლენას ახდენს
შინაგანი განზრახვის მუშაობის შედეგზეც. მაგრამ ახლა თქვენ გაგიჩნდათ შანსი, რომ თქვენს
მხარეზე გარეგანი განზრახვის გაცილებით უფრო ძლევამოსილი ძალა გადმოიბიროთ. ეს
საშუალებას მოგცემთ, მიაღწიოთ იმას, რაც მანამდე მიუღწევლად გეჩვენებოდათ.

რეზიუმე

გონება არაა მიჩვეული, რომ დაეჭვდეს მიმდინარე მოვლენების რეალობაში.

როცა გონება სიზმარში თავის კონტროლს აღადგენს, სიზმარი გაცნობიერებული ხდება.

გაცნობიერებულ სიზმარში გონებას შეუძლია თამაშის სცენარი აკონტროლოს.

სიზმარი ილუზია არაა. გონება არ ახდენს სიზმრების წარმოსახვას, იგი ხედავს მათ.

სიზმარხილვა - ესაა სულის ვირტუალური მოგზაურობა ვარიანტთა სივრცეში.

არ შეიძლება სიზმრების, როგორც ნიშნების ინტერპრეტირება.

განზრახვას სული შესაბამისი სცენარის სექტორში გადაჰყავს.

თუ სული სივრცის რეალიზებულ სექტორში შეფრინდება, იგი შეიძლება ვეღარც დაბრუნდეს.

გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რეალურ ცხოვრებაში გაღვიძება, ვიდრე სიზმარხილვაში.

ჭარბი პოტენციალები, დაჟინებულობის უკმარისობა და მისწრაფებების გაფანტულობა ხელს


უშლიან მიზნის მიღწევას.

რეალიზდება არა სურვილი, არამედ განზრახვა - ფლობისა და მოქმედების გადაწყვეტილება.

სურვილი მიმართულია თავად მიზანზე, განზრახვა კი - ამ მიზნის მიღწევაზე. გულწრფელი


მადლიერება - ესაა ენერგიის გამოსხივება.

სურვილისა და თხოვნის ჭარბი პოტენციალი - ენერგიის შეფერხებას იწვევს.

განზრახვა მოქმედებაში ახდენს სურვილის ჭარბი პოტენციალის გაწოვას.

164
არჩევანის გაკეთება ნიშნავს არა მსჯელობას, სურვილს ან თხოვნას, არამედ ფლობას და
მოქმედებას.

სურვილი - ესაა ყურადღების კონცენტრაცია თავად მიზანზე.

შინაგანი განზრახვა - ესაა ყურადღების კონცენტრაცია მიზნისკენ მოძრაობის პროცესზე.

გარეგანი განზრახვა - ესაა ყურადღების კონცენტრაცია იმაზე, თუ როგორ რეალიზდება მიზანი


თავისით.

შინაგანი განზრახვით ხდება მიზნის მიღწევა, გარეგანით კი - არჩევა.

შინაგანი განზრახვა ისწრაფვის, რომ პირდაპირ იმოქმედოს გარესამყაროზე.

გარეგანი განზრახვა მწვანე შუქს აძლევს მიზნის დამოუკიდებლად რეალიზაციას.

გარეგანი განზრახვა საგანს კი არ ამოძრავებს, არამედ მის რეალიზაციას სივრცეში.

გარეგან განზრახვას არ სჯერა და არ მსჯელობს, არამედ ემოციების გარეშე იღებს თავისას.

ბუნებისმცოდნეობის კანონები სივრცის მხოლოდ ერთ ცალკე აღებულ სექტორში მუშაობენ.

გარეგანი განზრახვის მიზანი - ესაა სივრცის სხვადასხვა სექტორებზე მოძრაობა.

გარეგანი განზრახვა - ესაა სულისა და გონების ერთობა.

წარმოსახვა სიზმარში მხოლოდ იდეების გენერატორის როლს ასრულებს.

თამაშის სცენარის არჩევა მოლოდინებისა და განცდების შესაბამისად ხდება.

სული და გონება ერთიანნი არიან ნეგატიურ მოლოდინებში, ამიტომ ისინი იოლად


რეალიზდებიან.

დანაშაულის გრძნობა სასჯელის სცენარს ქმნის, გარეგანი განზრახვა კი - მის რეალიზებას


ახდენს.

არაცნობიერ სიზმარში გარეგანი განზრახვა გონების ნების მიღმა მუშაობს.

რეალობაში სიზმარი ამა თუ იმ დონით ცხადშიც გრძელდება.

იმისთვის, რომ კონტროლი მოვიპოვოთ გარეგან განზრახვაზე, აუცილებელია - გავიღვიძოთ.

შინაგანი განზრახვა მიმართული უნდა იყოს სულისა და გონების ერთობისკენ.

165
სანამ რეალობა გაცნობიერებული არაა, ის კი არ კონტროლდება, არამედ „შეგვემთხვევა“
ხოლმე.

თამაშში თავით ჩაშვება განპირობებულია მნიშვნელოვანობით.

ნებისმიერ თამაშში აუცილებელია განყენებულად მონაწილეობა, როგორც მოთამაშე


მაყურებელი.

გაცნობიერებულობა მიიღწევა თამაშისგან განყენებულობით. განყენებულობა გულისხმობს


ყურადღებას და აზრების სრულ სიცხადეს.

ყოველ წუთს უნდა გახსოვდეთ, რომ გახსოვდეთ: „გძინავთ თუ არა?“

საკუთარ ბედზე პასუხისმგებლობა - ეს ტვირთი კი არა, თავისუფლებაა.

გაცნობიერებულობა - ეს კონტროლი კი არა, დაკვირვებაა.

კონტროლი მიმართულია მხოლოდ იმაზე, რომ საკუთარ ცხოვრებაში სასურველი სცენარი


დაუშვათ.

იმისთვის, რომ საჭირო სცენარი აირჩიოთ, აუცილებელია წარმოიდგინოთ, რომ სწორედ ასე
მოხდება.

სცენარის რეალიზაციისთვის საჭიროა, რომ აღიაროთ მისი შესაძლებლობა და თავს უფლება


მისცეთ, რომ გქონდეთ იგი.

სურვილისა და ეჭვის პოტენციალები ხელს უშლიან განზრახვის რეალიზაციას.

მნიშვნელობა ეჭვს წარმოშობს და დაბრკოლება ხდება ერთობისკენ გზაზე.

გონებას სურს, სული კი ეწინააღმდეგება. სული ესწრაფვის, გონება კი არ უშვებს.

მნიშვნელოვანობა აიძულებს გონებას, რომ შინაგანი განზრახვით იმოქმედოს.

იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოთ, უარი უნდა თქვათ მისი მიღწევის სურვილზე.

შინაგანი განზრახვა - ესაა მოქმედების გადაწყვეტილება. გარეგანი განზრახვა - ესაა ფლობის


გადაწყვეტილება.

გარეგანი განზრახვა წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც ტრანსერფინგს ახორციელებს.

იმისთვის, რომ მიზნის მნიშვნელოვანობა დავწიოთ, აუცილებელიაწინასწარვე შეეგუოთ მარცხს.

როდესაც მარცხს შეეგუებით, ამის შემდეგ აღარ იფიქროთ, არამედ უბრალოდ მიზნისკენ იარეთ.

166
თავი VIII. სლაიდები

მთარგმნელი: მამუკა გურული

ილუზიები

ტრანსერფინგი ძალიან ფრთხილად ეკიდება ილუზიის, როგორც წარმოსახვის თამაშის ახსნას.


ილუზიებს უწოდებენ სიზმრებს, ჰალუცინაციებს, რეალობის არაადეკვატურ აღქმებს, და ბოლოს,
თავად რეალობასაც. თუ გვერდზე გადავდებთ რეალობის არაადეკვატურ აღქმას, სხვა
რეალობის ხედვა არ წარმოადგენს გონების ფანტაზიის შედეგს. სიზმრები და ჰალუცინაციები -
ეს, უხეშად რომ ვთქვათ სულის მოგზაურობაა ვარიანტთა სივრცეში. რეალობის ილუზორული
აღქმა - ეს წარმოსახვის თამაში კი არაა, არამედ იმ სექტორების აღქმა, რომლებიც მატერიალურ
რეალიზაციაში არ განხორციელებულან. და ბოლოს, მთელი სამყარო - ეს ილუზია არაა.
ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი მისი აღქმული - მხოლოდ ილუზიაა -
მეტისმეტად დიდი წარმოდგენისაა საკუთარ თავზე.

სინამდვილეში, ზოგიერთი მოვლენის ილუზიებად წარმოდგენის მცდელობა სხვა არაფერია, თუ


არა საკუთარი უძლურების აღიარება რაიმეს გაგებასა და ახსნაში. ეს უძლურება საკუთარი
მნიშნელოვანობის გრძნობიდან გამომდინარეობს. „მე ხომ ცარიელი ადგილი არ ვარ ამ
სამყაროში, მე ხომ გონიერი ადამიანი ვარ! ჩემს გონებას ყველაფერი უნდა შეეძლოს! და თუ
რაღაც გაუგებარია, ესე იგი ეს ქიმერაა!“ კრეტინმა შეიძლება უთხრას საკუთარ თავს, რომ მან
ყველაფერი დიდი ხნის წინ გაიგო. მაგრამ ადამიანთა უმეტესობა არაა კრეტინი, აღიარებენ
თავიანთ უძლურებას, რომ რაიმე გაიგონ, მაგრამ არ სურთ ამასთან შეგუება. საკუთარი
მნიშნელოვანობის ეს გრძნობა წარმოშობს ისეთ იდეას, როგორიცაა „სამყაროს
ილუზორულობა“.

და რატომ მისცა ადამიანმა საკუთარ თავს უფლება, ამტკიცოს, რომ ყველაფრის გაგება და ახსნა
შეუძლია? ყველაფერი, რაც მას შეუძლია - ესაა ამ სამყაროს ზოგიერთი კანონზომიერების გაგება
და მისი ცალკეული გამოვლინებების დანახვა. სამყაროს ზოგიერთი გამოვლინება არ
ექვემდებარება რაციონალურ ახსნას. აქ ადამიანი ერთი მხრივ აღიარებს თავის უუნარობას -
ახსნა მოუძებნოს ამ ყველაფერს და ილუზიად აცხადებს დანახულს, მეორე მხრივ კი აქვე აბუქებს
თავისი გონების შესაძლებლობებს იმაში, რომ თითქოს ეს თავად გონებამ წარმოიდგინე
ილუზიები და მათი სინთეზირება მოახდინა.

ადამიანი, რომელიც ძლიერი ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება, ისევე


როგორც სიზმარში, კარგავს ცნობიერების კონტროლს, ამიტომ ქვეცნობიერი გადაეწყობა
ხოლმე ვარიანტთა სივრცის არარეალიზებულ სექტორებზე. სხეული მატერიალური
რეალიზაციის სექტორში იმყოფება, ანუ ჩვენს მატერიალურ სამყაროში, აღქმა კი იმ ვირტუალურ
სექტორში დახეტიალობს, რომელიც რეალურთან შედარებით გადანაცვლებულია. ადამიანს
ასეთ მდგომარეობაში შეუძლია ნაცნობ ქუჩებში იაროს, ჩვეულებრივ სახლებს შორის, მაგრამ
სრულიად სხვაგვარად ხედავდეს. ადამიანები და გარე-ვითარება სრულიად სხვაგვარად
გამოიყურება. დეკორაციები შეიცვალა. გამოდის, რომ ნახევრად სიზმარია და ნახევრად
რეალობა.

167
ზუსტად ასევე, ადამიანები ფსიქიკური აშლილობებით, იმყოფებიან რა სხეულით მატერიალური
რეალიზაციის სექტორში, აღიქვამენ სხვა, არარეალიზებულ სექტორს. მათი აღქმა მიმართულია
ვარიანტთა სივრცის გარკვეულ სექტორზე, სადაც შეიძლება იყოს არა მხოლოდ სხვა
დეკორაციები, არამედ სხვა სცენარები და როლებიც. ფსიქიკურად არანორმალური ადამიანები
სრულიადაც არ არიან ავად ამის ჩვეული გაგებით. ისინი არ წარმოიდგენენ თავს ნაპოლეონად
ან სხვა იდიოზურ პიროვნებებად. ისინი მართლაც აღიქვამენ ასეთ ვარიანტს და ხედავენ მას
ვარიანტთა სივრცეში. იქ ნებისმიერი ვარიანტი იმყოფება, მაგრამ ადამიანი იმას ირჩევს, რაც მის
სულს უფრო მეტად მოსწონს. როცა სულისა და გონების კონფლიქტი ასეთ ზღვარს აღწევს, რომ
გატანჯულ სულს უკვე აღარ შეუძლია სასტიკი რეალობის ატანა, მაშინ აღქმის გადაწყობა
ვირტუალურ, არარეალიზებულ სექტორზე ხდება.

ერთი ფსიქიატრი მიყვებოდა ისტორიას ქალზე, რომელსაც პათოლოგიურად სურდა


იდეალური ქმრისა და ბავშვების ყოლა. ტრანსერფინგის ტერმინებით თუ ვიტყვით, ოჯახის
მნიშვნელოვანობა საგანგაშოდ დიდი ჰქონდა. საბოლოო ჯამში იგი ისეთ მამაკაცს გაჰყვა
ცოლად, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა მას. შვილების გაჩენა ვერ შეძლო. რეალური
ცხოვრება მისთვის აუტანელი გახდა და მალე ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა. მატერიალური
რეალიზაციის სექტორს იგი უკვე ვეღარ აღიქვამდა. მისი სხეული მატერიალურ სამყაროში იყო,
აღქმა კი ვირტუალურ სექტორზე იყო გადაწყობილი, სადაც იგი - ინგლისელი ლორდის
მეუღლეა, შვილები ჰყავს და სრულიად ბედნიერია. გარშემომყოფების თვალთახედვით იგი
ჩვენს სამყაროში ცხოვრობდა, თავად ის კი თავისი აღქმით - ვირტუალურ სექტორში.

ასეთების განკურნებას ცდილობენ, მაგრამ მრავალი მათგანი სწორედ ასეთ მდგომარეობაშია


ბედნიერი, როცა ილუზიები სასტიკ რეალობაზე გაცილებით უფრო სასიამოვნოა. სინამდვილეში
ეს სრულიადაც არაა ილუზიები, არამედ არარეალიზებული ვარიანტებია, რომლებიც ისევე
რეალურად არსებობენ, როგორც მატერიალური სექტორი.

მაშ, რატომ არ რეალიზდება ჭკუიდან შეშლილი ადამიანის ვირტუალური სექტორი? როგორც


უკვე ითქვა, ვარიანტის რეალიზაცია მაშინ ხდება, როცა ენერგია ადამიანის აზრების მიერ
მოდულირდება სულისა და გონების სრულ ერთობაში. როგორც ჩანს, ასეთი ერთობა მოცემულ
შემთხვევაში არ მიიღწევა. ან გადანაცვლება მატერიალურ სექტორსა და აღქმის სექტორს
შორის მეტისმეტად დიდია, ამიტომ რეალიზაციისთვის ძალინ ბევრ ენერგიას მოითხოვს.
მაგალითად, ახალი ნაპოლეონი ჩვენს დროში. -ეს მეტისმეტად ექსტრაორდინალური
შემთხვევაა, ამიტომ იგი ძალიან შორს იმყოფება ვარიანტთა შესაძლო დინებიდან. და შესაძლოა
არსებობს სხვა მიზეზებიც, რომლებიც ჩვენ არ ვიცით.

ადამიანს შეუძლია არა მხოლოდ ხედავდეს სხვა რეალობას, არამედ ასევე გამრუდებულად
აღიქვას მოცემული რეალობა. ადამიანის აღქმა ძალიანაა დამოკიდებული იმ ინფორმაციაზე,
რომელიც მას ბავშვობიდან აქვს ჩადებული. ილუსტრაციის სახით შეგვიძლია მაგალითად
მოვიყვანოთ ცნობილი ექსპერიმენტი ორ კნუტზე. ერთი დაბადებიდან მოათავსეს სივრცეში,
სადაც არ იყო ვერტიკალური საგნები, ხოლო მეორე იქ, სადაც არ იყო ჰორიზონტალური
საგნები. რაღაც დროის შემდეგ კნუტები ჩვეულებრივ ოთახში გაუშვეს. პირველი გამუდმებით
ეჯახებოდა სკამის ფეხებს. მისთვის არ არსებობდა ვერტიკალური ხაზები. მეორე, შესაბამისად,
ვერ ხვდებოდა, რას ნიშნავს ჰორიზონტალური ხაზები, და კიბეებზე გორდებოდა.

168
რა თქმა უნდა, გონებას შეუძლია წარმოიდგინოს და იფანტაზიოროს, მაგრამ თავისი წინარე
გამოცდილების მხოლოდ ვიწყო ფარგლებში. გონებას შეუძლია სახლის ახალი მოდელი
მხოლოდ ძველი კუბიკებისგან ააგოს. მაშ, სად გადის საზღვარი წარმოსახვასა და სხვა
რეალობის აღქმას შორის? მოცემულ საზღვარს არ გააჩნია ზუსტი მკაფიო კონტურები, მაგრამ
ჩვენი მიზნებისთვის ეს არც ისე მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, თუ
რა სახით ზემოქმედებენ შინაგანი რწმენები რეალობის აღქმაზე, და როგორ აისახება ეს
ადამიანის ცხოვრებაში. თქვენ გაიგებთ, თუ რა უდევს რეალობის გამრუდებული აღქმას
საფუძვლად, და თუ როგორ ძლიერ გავლენას ახდენს ასეთი გამრუდება თავად რეალობაზე.

რეალობის გამრუდება

ადამიანს არ შეუძლია გარესამყაროს სრულიად ობიექტურად აღქმა. ეს იმას ჰგავს, როგორ


დებთ სლაიდს ვიდეო-პროექტორში და უმზერთ გამოსახულებას. ჩვეულებრივი თანაბარი
სინათლე, გაივლის რა ფირში, ეკრანზე გამოსახულებად იქცევა. აღქმა ეკრანის როლს
ასრულებს, სინათლეს გარესამყარო წარმოადგენს, ხოლო სლაიდს - ჩვენი
მსოფლმხედველობა, ანუ ამ სამყაროს გაგების ჩვენი მოდელი.

ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე და გარესამყაროზე როგორც წესი შორსაა ჭეშმარიტებისგან.


გამრუდებებს ჩვენი სლაიდები წარმოქმნიან. მაგალითად, თქვენ გაწუხებთ თქვენი ზოგიერთი
ნაკლოვანება, და ამის გამო არასრულფასოვნების გრძნობა გაქვთ, რადგან გეჩვენებათ, რომ ეს
სხვებსაც არ მოწონთ. შესაბამისად, როცა ადამიანებთან კონტაქტობთ, თქვენს „პროექტორში“
არასრულფასოვნების კომპლექსის სლაიდს დებთ და ყველაფერს გამრუდებულად ხედავთ.

დავუშვათ, მოცემულ მომენტში თქვენ გაღელვებთ, თუ როგორ ხართ ჩაცმული. გეჩვენებათ,


რომ სხვები ყურადღებას გაქცევენ და დამცინავად ან ზიზღით გიყურებენ. მაგრამ
გარშემომყოფთა თავებში საერთოდ არაა ფიქრები თქვენი ჩაცმულობის შესახებ. ეს ფიქრები
მხოლოდ თქვენს თავშია იმ სლაიდის სახით, რომელიც რეალობას ამრუდებს. ნებისმიერი
ადამიანი თქვენი გარემოცვიდან 90%-ით დაკავებულია ფიქრებით საკუთარი პერსონის შესახებ
- ისევე როგორც თქვენ თვითონ. მაშინაც კი, თუ გასაუბრებას გადიხართ სამსახურში
მოსაწყობად, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ინტერვიუერი თავად უფრო იმაზე ღელავს,
თუ როგორ თამაშობს თავის როლს.

სლაიდები ქმნიან გამრუდებებს თქვენს წარმოდგენებში იმაზე, თუ რას ფიქრობენ თქვენზე სხვა
ადამიანები. სლაიდი - ესაა რეალობის გამრუდებული სურათი. სლაიდი - ესაა ის, რაც თქვენს
თავშია, მაგრამ არა სხვებში. მაგალითად, თქვენს გარეგნობას არასაკმარისად მიმზიდველად
თვლით. თუ ეს არც ისე ძალიან გაღელვებთ, გამრუდება არ ხდება. ყველაფერი ისეა,
როგორცაა. მაგრამ საქმე იმაშიც კი არაა, თუ რას ფიქრობთ თქვენს გარეგნობაზე, არამედ იმაში,
თუ რა გავლენას ახდენს სლაიდი თქვენს ცხოვრებაზე. თუ თქვენ თქვენი გარეგნობა გაღელვებთ,
ამით საკუთარ გონებაში ქმნით სლაიდს: „მე ულამაზო ვარ“, და გარესამყაროს მისი გავლით
ხედავთ. იგი ერთგვარ ფილტრს წარმოადგენს. ეს სლაიდია, რადგანაც იგი მხოლოდ თქვენს
აზრებშია დაფიქსირებული.

გარეგნობა შეიძლება შეაფასონ, ანუ მნიშვნელობა მიანიჭონ მხოლოდ თქვენმა პოტენციურმა


პარტნიორებმა. ეს კი ადამიანების ძალიან მცირე პროცენტია. სხვებს საქმეც არ აქვთ თქვენს

169
გარეგნობასთან. არ გჯერათ? მაშინ ჰკითხეთ ყველაზე ავტორიტეტულ არბიტრს, ანუ საკუთარ
თავს: რამდენად გაღელვებთ იმათი გარეგნობა, ვინც თქვენი პოტენციური პარტნიორების ან
მეტოქეების წრეში არ შედის. სავარაუდოდ, თქვენ არც კი დაფიქრებულხართ კითხვაზე -
მიმზიდველია თუ არა მოცემული ადამიანი. იგივეს ფიქრობენ (ანუ საერთოდ არ ფიქრობენ)
გარშემომყოფებიც თქვენთან მიმართებაში. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ეს ასეა,
მაშინაც კი, თუ თქვენ მახინჯი ხართ. სიმახინჯე შთაბეჭდილებას მხოლოდ პირველი შეხვედრისას
ახდენს, შემდეგ კი ამას უკვე აღარ აქცევენ ყურადღებას და ჩვეულ დეკორაციად აღიქვამენ.

ამრიგად, წარმოვიდგინოთ, რომ გონებაში ჩაიდეთ სლაიდი თქვენი ულამაზო გარეგნობის


შესახებ. ყველაფერს, რაც სხვა ადამიანებისგან მოდის - მზერებს, ჟესტებს, მიმიკებს, სიტყვებს -
თქვენი სლაიდით ფილტრავთ. რას დაინახავთ? მეგობრული ღიმილი დამცინავ ღიმილად
იქცევა. ვიღაცის მხიარული სიცილი - თქვენსკენ მომართულ შემზარავ ხარხარად. ვიღეები ჩუმად
ლაპარაკობენ - თქვენზე ჭორაობენ. ვიღაცის სწრაფი მზერა - თვალი აგარიდეს. ვიღაც კუჭის
ტივილისგან დაიჯღანა - ღმერთო, ნეტავ რა გაიფიქრა თქვენზე! და ბოლოს, ნებისმიერი
კომპლიმენტი დაცინვად იქცევა. არადა სხვებს ხომ საერთოდ აზრად არ მოსვლიათ მსგავსი რამ.
ეს მხოლოდ თქვენს თავშია - თქვენი სლაიდია.

ასეთი აზრების შესაბამისად ჩამოყალიბდება თქვენი ქცევაც, რომელიც მართლაც ულამაზოდ


გაქცევთ. ხელები არაბუნებრივ მოძრაობებს გააკეთებენ, და თქვენ ვერსად წაიღებთ მათ. სახეზე
დაძაბული გრიმასა აღიბეჭდება, ყველა ჭკვიანური აზრი სადღაც გაქრება. არასრულფასოვნების
კომპლექსი თავის ძალაუფლებას გამოავლენს. შედეგად სლაიდი, რომელიც თქვენს
წარმოდგენაში ზის, ფაქტობრივ რეალიზაციაში გადავა.

სლაიდები ორმაგი სახით მოქმედებენ. ერთი მხრივ ისინი ამახინჯებენ ადამიანის წარმოდგენას
სამყაროში მის ადგილზე და მის მიმართ გარშემომყოფების დამოკიდებულებაზე. მეორე მხრივ,
ისინი ამახინჯებენ ადამიანის წარმოდგენას გარესამყაროზე. უმეტესწილად ადამიანი
მიდრეკილია, რომ თავისი სლაიდის თვისებები გარშემომყოფ ადამიანებშ დაინახოს.
მაგალითად, ადამიანს არ უყუვარს თავის თავში ხასიათის რაღაც თანდაყოლილი თვისებები.
იგი მიისწრაფვის, რომ რაც შეიძლება შორს გადამალოს ისინი, რომ თავადაც ვერ ხედავდეს.
მაგრამ სლაიდს ვერ ჩაახშობ, იგი გონებაში ზის და თავის საქმეს აკეთებს. ადამიანს უჩნდება
ილუზია, რომ სხვები ფიქრობენ და იქცევიან დაახლოებით ისევე, როგორც თავად ეს ადამიანი.
და თუ ზოგიერთი თვისება საკუთარ თავში არ მოწონს, ადამიანი მიდრეკილია, რომ იგივე
სხვებშიც დაინახოს, ანუ საკუთარი პროექციები სხვებსაც ჩამოკიდოს.

პროექცია - ესაა როცა საკუთარი თავით უკმაყოფილება, ქვეცნობიერში განდევნილი,


გარშემომყოფებზე იფრქვევა. ადამიანს არ სურს, რომ საკუტარი თავი ლანძღოს გარკვეულ
ნეგატიურ მხარეებზე, ამიტომ მიდრეკილია, რომ იგივე მხარეები სხვებში დაინახოს. ადამიანები
ხშირად გამალებით ლანძღავენ სხვებს იმისთვის, რაც საკუთარ თავში არ მოწონთ. თქვენც
გაგიკეთებიათ იგივე გაუცნობიერებლად. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ თუ ადამიანი ვინმეს
რამეში ადანაშაულებს, ეს აუცილებლად მასაც აქვს. თუმცაღა ასე ძალიან ხშირად ხდება ხოლმე.
თვითონვე დააკვირდით. დამკვირვებლის პოზიცია როლურ თამაშებში საშუალებას მოგცემთ
ადვილად განსაზღვროთ, როცა ვინმე ცდილობს თავისი პროექცია თქვენ ჩამოგკიდოთ. თუ
ცდილობენ, რომ რაღაცაში დაუმსახურებლად დაგადანაშაულონ, ან თქვენთვის
არადამახასიათებელი თვისებები მოგაკერონ, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, ხომ არ აქვს

170
ბრალმდებელს იგივე, რის თქვენზე მოკერებასაც ცდილობს. სავარაუდოდ სწორედ ასე იქნება,
რადგანაც თუ ეს ნამდვილად არ გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ ბრალმდებელს თავში გონებაში უდევს
სლაიდი, რომელიც ახდენს თქვენზე საკუთარი სურათის პროეცირებას.

რა უდევს სლაიდს საფუძვლად? რომელი ფირზეა დამყარებული? მნიშვნელოვანობა. უკვე


მერამდენედ ვუბრუნდებით მას. თქვენ გაწუხებთ თქვენი გარეგნობა, თუ ეს თქვენთვის
მნიშვნელოვანია. სლაიდი თქვენს თავშია, მაგრამ სხვებს ეს არ აქვთ, თუ მათთვის
მნიშვნელოვანი არაა ის, რაც თქვენთვისაა მნიშვნელოვანი. ადამიანის სიმახინჯე ჩვეული
დეკორაცია ხდება სხვებისთვის იმიტომ, რომ მათთვის ეს არაა მნიშვნელოვანი. ეს
მნიშვნელოვანია მხოლოდ ამ უჩვეულო გარეგნობის მფლობელისთვის. გარეგნობა უბრალოდ
უჩვეულოა, და მეტი არაფერი. უჩვეულო გარეგნობას სიმახინჯედ სწორედ მნიშვნელოვანობის
სლაიდი აქცევს.

ცნობილმა ფრანგმა მხატვარმა ანრი დე ტულუზ-ლოტრეკმა ბავშვობაში ორივე ფეხი მოიტეხა


და მთელი ცხოვრება ხეიბრად დარჩა. სანამ ლოტრეკი იზრდებოდა, იგი ძალიან დათრგუნული
იყო თავისი ხეიბრობით. წლებთან ერთად ფიზიკური არასრულყოფილება უფრო და უფრო
მკაფიოდ ვლინდებოდა, და ამისგან იგი უფრო მეტად იტანჯებოდა. საბოლოო ჯამში განცდებმა
პიკს მიაღწიეს, და ლოტრეკს მოუწია, რომ გარდუვალს შეგუებოდა. მან მიაფურთხა თავის
სიმახინჯეს და ცხოვრება განაგრძო. როგორც კი მნიშვნელოვანობისგან განთავისუფლდა,
სლაიდმა არსებობა შეწყვიტა და ლოტრეკს წარმატება ეწვია. იგი დიდი წარმატებით
სარგებლობდა ქალებში, რომ აღარაფერი ვთქვათ უკვე იმაზე, რომ მან მოახერხა ბრწყინვალედ
გამოევლინა თავისი ნიჭი. სხვათაშორის, იგი იყო პარიზში ცნობილი კაბარეს - „მულენ-რუჟის“
ერთ-ერთი დამფუძნებელი, და ქალებს იგი ძალიან უყვარდათ, როგორც ხვდებით, არა
მხოლოდ მისი ნახატების გამო.

სლაიდები მაშინ ჩნდებიან, როდესაც ჭარბ მნიშვნელობას ანიჭებთ იმას, თუ რას ფიქრობენ
თქვენზე სხვები. თუ თქვენ ზუსტად არ იცით, რას ფიქრობენ თქვენზე, და ამასთან ეს თქვენთვის
ძალიან მნიშვნელოვანია, ჩათვალეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ასპროცენტიანი
სლაიდი გაქვთ. სლაიდი წარმოსახვის ნაყოფს წარმოადგენს, და ამ თვალსაზრისით იგი
შეიძლება განვიხილოთ, როგორც ილუზია. მაგრამ ეს ილუზია აქტიურ ზეგავლენას ახდენს
ადამიანის ცხოვრებაზე. ეს ის შემთხვევაა, როცა გარეგანი განზრახვა საზიანოდ მუშაობს, გონების
ნების მიღმა.

ნეგატიური სლაიდი, როგორც წესი, სულისა და გონების ერთობას წარმოშობს. როგორც


ხვდებით, გარეგანი განზრახვა მოცემულ შემთხვევაში უტყუარად მუშაობს. იგი აიტაცებს
ნეგატიური სლაიდის მფლობელს და გადაჰყავს იგი სექტორში, რომელშიც ნეგატივი მთელი
სისავსით ვლინდება. გადასვლა ხორციელდება არა უეცრად, არამედ თანდათანობით, და
უწყვეტად გრძელდება მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ სლაიდი თავში ზის. ის უმნიშვნელო
შტრიხები, რომლებიც ადამიანმა მნიშვნელოვანობის შედეგად თავიდანვე მოხატა თავის
ნეგატიურ სლაიდზე, უფრო და უფრო მკვეთრად, მთელი სისავსით ვლინდებიან. ადამიანს არ
მოწონს თავისი სიმსუქნე - შედეგად უფრო სუქდება, მას ხელს უშლის ხალი - იგი კიდევ უფრო
იზრდება, იგი თავს არასრულფასოვნად თვლის - და ამის ახალ და ახალ მტკიცებულებებს
იღებს, იგი ღელავს თავისი არამიმზიდველობის გამო - ესეც უფრო მწვავდება, მას ტანჯავს
დანაშაულის გრძნობა - სასჯელები თავზე ეყრება.

171
ასე გრძელდება მანამ, სანამ ადამიანი არ შეწყვეტს სლაიდისთვის დიდი მნიშვნელობის
მინიჭებას, ან არ გადაერთვება პოზიტიური სლაიდის შექმნაზე. როგორც კი მნიშვნელოვანობა
ქრება, ნეგატიური სლაიდი თავის საფუძველს კარგავს, ორთქლდება და მუშაობას წყვეტს.

არსებობენ ადამიანები ფრიად არამიმზიდველი გარეგნობით, მაგრამ ამოუხსნელი


მომხიბვლელობით. როგორც კი ლაპარაკს იწყებენ, მაშინვე გავიწყდებათ მათი ფიზიკური
ნაკლოვანებების შესახებ. ახლა ხვდებით, რატომ? მათ მოისროლეს გონებიდან ნეგატიური
სლაიდი და ჩასვეს პოზიტიური.

როგორც კი პოზიტიურ, ფერად სლაიდს ჩასვავთ, დაინახავთ, რომ ის ისევე უტყუარად მუშაობს,
როგორც ნეგატიური. აჩვენეთ საკუთარ თავს საკუთარი პიროვნების დადებითი მხარეები,
წარმოიდგინეთ თავი საუკეთესო მხრიდან, და ადამინებიც ასე აღგიქვამენ. ამაში ვლინდება
სლაიდის სხვა, პოზიტიური თვისება, რომელიც შეგიძლიათ, და საჭიროა, რომ გამოიყენოთ.

პოზიტიური სლაიდები

თუ გინდათ, რომ საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინოთ, შეიქმენით პოზიტიური სლაიდი.


წარმოიდგინეთ თავი იმ სახით, როგორც გსურთ. ნეგატიური სლაიდების წარმოქმნისას
ყურადღების კონცენტრაციას იმაზე ახდენთ, რაც თქვენს თავში არ მოგწონთ, რისი დამალვაც,
რისგან განთავისუფლებაც გსურთ. ახლა კი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი
ყურადღება იმაზე გადაიტანოთ, რაც თქვენში მოგწონთ და რაც გსურთ, რომ გქონდეთ. როგორც
აქამდე ვთქვით, თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი ნაკლოვანებების დამალვას, მაგრამ თუ
მოინდომებთ, ადვილად შეძლებთ ხაზი გაუსვათ და განავითაროთ თქვენი ღირსებები.

დასაწყისისთვის უნდა მოახდინოთ ინვენტარიზაცია და გამოავლინოთ საკუთარი ნეგატიური


სლაიდები. დაუსვით თავს კითხვა: რა არ მოგწონთ საკუთარ თავში? რისი დამალვა, რისგან
განთავისუფლება გსურთ? სლაიდებს ადამიანი გაუცნობიერებლად ქმნის.ახლა კი გაიღვიძეთ და
ცნობიერად დააკვირდით თქვენს ნეგატიურ სლაიდებს. გაცნობიერებულ მდგომარეობაში
იოლად შეამჩნევთ მათ. საჭიროა, რომ გონებიდან მთელი ეს ნაგავი მოიშოროთ. როგორ უნდა
გააკეთოთ ეს? უბრალოდ ისე მათგან ვერ განთავისუფლდებით. ეს წვერის გაპარსვა არაა. თუ
მათთან ბრძოლას დაიწყებთ, ისინი უფრო მკაფიოდ გამოვლინდებიან. საჭიროა, რომ
სლაიდებს ის საფუძველი გამოაცალოთ, რომლებზეც ისინი დგანან, კერძოდ - თქვენი
ყურადღება და მნიშვნელობა, რომელსაც ანიჭებთ. ყურადღება ნეგატიურიდან ყველაფერ
პოზიტიურზე უნდა გადაიტანოთ. ჩაიქნიეთ ხელი ყველაფერზე, რაც გაწუხებდათ, და შეწყვიტეთ
საკუთარ თავთან ბრძოლა. შებრუნდით თქვენი ნაკლოვანებებისგან და გადართეთ ყურადღება
ღირსებებზე, რომლებიც გაგაჩნიათ, და რომლის მოპოვებაც გსურთ.

თქვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ნაკლოვანებების დამალვა? ეს საფუძველია ნეგატიური


სლაიდისთვის. თქვენთვის მნიშვნელოვანია კარგი შთაბეჭდილების მოხდენა? ეს საფუძველი
იქნება პოზიტიური სლაიდისთვის. ყველაფერი თავის ადგილზე დარჩა, მხოლოდ თქვენი
ყურადღების, თქვენი მნიშვნელობის მინიჭების მიმართულება შეიცვალა. ცნობიერად მოაჩვენეთ
თავი, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი პოზიტიურისკენ სწრაფვაა. დახატეთ საკუთარი თავი ისე,
როგორც გსურთ, რომ დაინახოთ. ეს არ იქნება თვითმოტყუება, რადგანაც თამაშს ცნობიერად

172
თამაშობთ. თავს მაშინ იტყუებდით, როცა საკუთარ ნაკლოვანებებს ებრძოდით, და თვლიდით,
რომ მათი დამალვა ან შინაგანი განზრახვით განადგურება შეგეძლოთ. შეიქმენით სლაიდი,
სადაც მთელი ფერადოვნებით ბრწყინავთ. გიყვარდეთ საკუთარი თავი ამ სლაიდში და იზრუნეთ
მასზე - ახალ-ახალი დეტალების დამატებით.

აუცილებელი არაა, რომ სლაიდი სტატიკურ სურათს შეიცავდეს. ეს შეიძლება იყოს წარმოდგენა
იმაზე, თუ როგორ გრაციოზულად და თავდაჯერებულად მოძრაობთ, რა ელეგანტურად
გაცვიათ, რა არისტოკრატული მანერები გაქვთ, როგორ ბრწყინავთ მახვილგონივრულობით,
ასხივებთ მომხიბვლელობას, საკუთარი თავის მიმართ კარგად განაწყობთ ადამიანებს, იოლად
უმკლავდებით პრობლემებს. ახლა კი ჩაისვით ეს სლაიდი გონებაში და წინნ იარეთ. პოზიტიური
სლაიდი, ისევე როგორც ნეგატიური, უშუალო ზეგავლენას მოახდენს თქვენს ქმედებებსა და
ქცევებზე. თქვენ უნებურად, და არაცნობიერადაც კი გადაეწყობით თქვენს სლაიდზე. მაგრამ
ძირითად სამუშაოს გრეგანი განზრახვა შეასრულებს, სლაიდის სურათის შესაბამისად.
ატრიალეთ გონებაშ ეს სურათი მანამ, სანამ სლაიდი არ გადნება. როგორ გავიგოთ ეს? დროთა
განმავლობაში სლაიდი თქვენი პიროვნების ფაქტიურ ნაწილად იქცევა, და მაშინ იგი სლაიდად
ყოფნას შეწყვეტს. როცა სასურველს მიაღწევთ, იგი თქვენთვის მნიშვნელობას დაკარგავს.
მნიშვნელოვანობა გაქრება, და სლაიდიც გადნება, მაგრამ თავის მისიას შეასრულებს. ეს იმის
ნიშანი იქნება, რომ თქვენი სული გონებასთან თანხმობაში მოვიდა. ეს კი აუცილებლად მოხდება,
ეს ხომ გულითაც გინდათ და გონებითაც. სანამ თქვენი გონება სლაიდის რეალობად ქცევას
ცდილობს, სულის სიღრმეში მაინც აცნობიერებთ, რომ ეს მხოლოდ ნიღბით თამაშია. მაგრამ თუ
თანმიმდევრულად და სისტემატიურად დააფიქსირებთ გონებაში სლაიდის სურათს, თქვენი
სული შეეჩვევა და დათანხმდება, რომ მიიღოს სლაიდი, როგორც თავისი განუყოფელი არსი.
არ დაგავიწყდეთ, რომ გარეგან განზრახვას არ შეუძლია თქვენი სლაიდის მყისიერად
რეალიზება, არამედ თანდათანობით მოქმედებს.

როგორც ხედავთ, სასურველი შედეგების მიღწევა არც ისე რთულია. საქმე მხოლოდ თქვენს
განზრახვაშია - გქონდეთ. სლაიდის სურათები შეიძლება განეკუთვნებოდეს ნებისმიერ
თვისებებს, რომლებიც თქვენი აზრით გაკლიათ. თუმცაღა თავს ანგარიშს უნდა უწევდეთ,
რამდენად რეალურია თქვენი სლაიდის განხორციელება. არ ღირს მაშინვე იდეალური სურათის
დახატვა. ჯობია რეალურად მიღწევადი საფეხურებით დაიწყოთ. დროთა განმავლობაში უფრო
მაღალ საფეხურებზე ასვლას შეძლებთ.

არავითარ შემთხვევაში არ გადმოიხატოთ ხატ-სახე იმ ადამიანებიდან, რომლებიც თქვენი


აზრით აუცილებელ თვისებებს ფლობენ! თქვენი სლაიდი თქვენი უნდა იყოს, და არა სხვისი
ასლი. ამაზე უფრო დაწვრილებით შემდეგ თავში ვისაუბრებთ. მანამდე კი ავღნიშნოთ, რომ
ნებისმიერ თვისებას გააჩნია შემცვლელი, რომელიც მოცემულ ეტაპზე უფრო მეტად სწორედ
თქვენ შეგეფერებათ. გამბედაობა შეგიძლიათ გადაწყვეტილების უნარიანობით შეცვალოთ,
სილამაზე - მომხიბვლელობით, ძალა - მოხერხებულობით, ლაპარაკის უნარი - მოსმენის
უნარით, ინტელექტუალურობა - გაცნობიერებულობით, ფიზიკური სრულყოფილება -
თავდაჯერებულობით. როდესაც რეალურად მიღწევად მიზნებს ისახავთ, ამით საშუალებას
აძლევთ გარეგან განზრახვას, რომ სწრაფად განახორციელოს თქვენი შეკვეთა-მინიმუმი და
უფრო რთული ამოცანების რეალიზაციაზე გადახვიდეთ.

173
პოზიტიური სლაიდები განსაკუთრებით ეფექტურად და სწრაფად მოქმედებენ, თუ შესახვედრად
უცნობ ადამიანებთან მიდიხართ, რომლებსაც ჯერ არ შეუქმნიათ თქვენზე წარმოდგენა. ეს
შეიძლება იყოს გასაუბრება, კონკურსი, საღამო, ან რაღაც ამდაგვარი. თამამად ჩასვით გონებაში
საჭირო სლაიდი და ნურაფრის შეგეშინდებათ. არ დაგავიწყდეთ სლაიდის სურათი, მუდამ
გეჭიროთ იგი ცნობიერებაში. მიეცით თავს ფუფუნება, რომ მოისროლოთ ყოველგვარი ყოყმანი
და ეჭვი, რომ „იქნებ არაფერი გამოვა“. თქვენ ხომ არაფერს კარგავთ, თუ ეჭვებს მოისვრით. თუ
გეყოფათ განზრახვა, რომ გქონდეთ, მაქსიმალურად შესაძლებელ, ზოგჯერ კი დაუჯერებელ
წარმატებას მიაღწევთ.

პოზიტიური სლაიდები შეგიძლიათ შექნათ არა მხოლოდ საკუთარ პიროვნებასთან


მიმართებაში, არამედ გარესამყაროსთანაც. ასეთი სლაიდები შემოუშვებენ ყველაფერ
პოზიტიურს და გადააგდებენ ყველაფერ ნეგატიურს. თუ გახსოვთ, თავში - „წარმატების ტალღა“,
ჩვენ უკვე განვიხილეთ პოზიტიური ენერგიის ტრანსლაციის თემა. როგორც არ უნდა იყოს, უფრო
მომგებიანია, თუ ყველაფერი კარგისთვის იქნებით გახსნილი, ცუდს კი - დააიგნორებთ.
გამოფენაზე იმ ექსპონატებთან ჩერდებით, რომლებიც მოგწონთ, და გულგრილად ჩაუვლით
იმათ, რომლებიც არ მოგწონთ. ამ მიმართებით გარესამყარო გამოფენისგან იმით განსხვავდება,
რომ ნეგატივი თან გდევთ, თუ გულგრილად არ ჩაუვლით გვერდზე. პოზიტივი კი, თავის მხრივ,
ყოველთვის თქვენთან იქნება, თუ სიხარულით მიიღებთ მას.

შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ პოზიტიური სლაიდები ვარდისფერ სათვალეებს ჰგავს.


მიუხედავად ჩამოყალიბებული შეხედულებისა, ვარდისფერი სათვალეები - ეს პესიმისტების
გამოგონებაა, და არა ოპტიმისტების. პესიმისტები პრაგმატულად უფრთხიან ყველაფრის
ვარდისფერ ფერებში დანახვას და დამრიგებლურად აფრთხილებენ ოპტიმისტებს. ასეთი
პრაგმატულობა სხვა არაფერია, თუ არა ნეგატიური სლაიდი. პესიმისტი ვერ წყვეტს, რომ
საკუთარ თავს ფლობის ფუფუნება მისცეს, და შესაბამისადაც იღებს.

არ ღირს განსაკუთრებულად იღელვოთ იმაზე, რომ პოზიტიური სლაიდი ასევე ამრუდებს


აღქმას. უმეტესობა შემთხვევებში ეს გამრუდება უმნიშვნელოა, რადგანაც შინაგანი კონტროლი
მაინც აკეთებს თავის საქმეს. პოზიტიური სლაიდით გამოწვეული გამრუდება მხოლოდ
სასარგებლო იქნება, თუკი რა თქმა უნდა თავს ნაპოლეონად არ წარმოიდგენთ. ყველაფერში
ზომიერება უნდა დაიცვათ და ჭარბი პოტენციალებიც უნდა გახსოვდეთ. ნეგატიურ სლაიდებს
თავიანთი გამრუდებით უზომოდ დიდი ზიანი მოაქვთ. მაგრამ გამრუდება - ეს ჯერ კიდევ არაა
ყველაზე მთავარი. სლაიდების ძირითადი თვისება იმაში მდგომარეობს, რომ გარეგანი
განზრახვა ნელა, მაგრამ სტაბილურად აქცევს მათ რეალობად.

კომფორტის ზონის გაფართოება

დავუშვათ, თქვენ გაქვთ ამბიციური სურვილი - გახდეთ ვარსკვლავი ან მილიონერი. მაგრამ,


მზად ხართ, რომ საკუთარ თავს ამის უფლება მისცეთ? როგორც წესი, ადამიანები თვლიან, რომ
დიდება, ფული ან ძალაუფლება - რჩეულების ხვედრია. ვინ ირჩევს მათ, ამ რჩეულებს? პირველ
რიგში თვითონ ისინი, შემდეგ კი უკვე ყველა დანარჩენი. თუ რაიმეზე ოცნებობთ, მაგრამ არ ხართ
მზად, რომ ამის უფლება მისცეთ საკუთარ თავს, მაშინ ვერ მიიღებთ ამ ყველაფერს.

174
აი, უსახლკარო ქუჩიდან უყურებს ფანჯარაში საახალწლო სუფრას. მზადაა იგი, რომ ამ სუფრაზე
დაჯდეს და ჭამოს? რა თქმა უნდა, თუ მიიწვევენ, გააკეთებს ამას. სახლში შესვლა და სუფრასთან
დაჯდომა - ეს მოქმედების გადაწყვეტილებაა, ანუ შინაგანი განზრახვაა. მაგრამ ვინ მიიწვევს? და
ამას მშვენივრად ხვდება. საახალწლო სუფრა უცხო სამყაროს შრეშია. მზადაა, რომ საკუთარ
თავში ჰქონდეს ეს სუფრა, საკუთარი სამყაროს შრეში? არა, უსახლკარომ იცის, რომ არც სახლი
აქვს, არც ფული და არც მათი გამომუშავების საშუალება. გარეგანი განზრახვა მას არაფერს
მისცემს, რადგან ჩვეული საღი აზრის ფარგლებში იგი მზად არაა, რომ ფლობდეს.

დავუშვათ, გსურთ, რომ მდიდარი გახდეთ. მაგრამ მზად ხართ, რომ ბედისგან ასეთი საჩუქარი
მიიღოთ? რა თქმა უნდა, თუ ვინმე მილიონს მოგცემთ, აიღებთ მას, პრობლემებისა და
სირთულეების გარეშე. და სიმდიდრე ცხოვრებას ვერ გაგიფუჭებთ, როგორც ზოგჯერ
დამრიგებლურ ფილმებში ცდილობენ წარმოადგინონ. მაგრამ მე ამაზე არ ვსაუბრობ. მზად
ხართ თუ არა, რომ აიღოთ ეს მილიონი? თქვენ ალბათ იმაზე იფიქრეთ, რომ მილიონის
გამომუშავება, ბრძოლით მოპოვებაა საჭირო? კვლავაც არა. მზად ხართ, რომ უბრალოდ
აირჩიოთ? ფლობის უფლება მისცეთ საკუთარ თავს.

აუცილებელია შეეგუოთ აზრს, რომ თქვენს მიზანს მიაღწევთ. თუ გსურთ, რომ


უზრუნველყოფილი ადამიანი იყოთ, მაგრამ ამასთან გეშინიათ ძვირადღირებულ მაღაზიებში
შესვლა, არაფერი გამოგივათ. თუ მცირე უხერხულობას მაინც იგრძნობთ ძვირფას მაღაზიაში, ეს
ნიშნავს, რომ მზად არ ხართ, ძვირადღირებული ნივთების ფლობის უფლება მისცეთ საკუთარ
თავს. გამყიდველები ასეთ მაღაზიებში მყისიერად განსაზღვრავენ, ვინ მივიდა მათთან:
პოტენციური მყიდველი თუ ცნობისმოყვარე - ცარიელი საფულით. მყიდველი თავს ისე გრძნობს,
როგორც ბატონი, თავი მშვიდად, თავდაჯერებულად და ღირსეულად უჭირავს. იგი აცნობიერებს
თავის უფლებას - აირჩიოს. ცნობისმოყვარე და ძალიან მოწყურებული, მაგრამ ღარიბი კი -
დაუპატიჟებელი სტუმარივით იქცევა. მას შებოჭილად, დაძაბულად, მოუხერხებლად უჭირავს
თავი და საკუთარ თავზე გამყიდველების შემფასებელ მზერას გრძნობს, და ლამისაა ბოდიშები
იხადოს ასეთ პრესტიჟულ დაწესებულებაში შემოსვლისთვის. იგი ამავდროულად
მნიშვნელოვანობის პოტენციალების მთელ კასკადს ქმნის: ავხორცობა, შური, საკუთარი
არასრულფასოვნების გრძნობა, გაღიზიანება, უკმაყოფილება. და ყველაფერი იმიტომ, რომ იგი
არა მხოლოდ მზად არაა, ამ ყველაფრის უფლება მატერიალურად მისცეს საკუთარ თავს,
არამედ ძვირადღირებული ნივთების ფლობის ღირსადაც არ თვლის თავს. სულს ხომ სიტყვა-
სიტყვით ესმის, რასაც გონება ეუბნება, ის კი მტკიცედ ირწმუნება: „ეს ყველაფერი ჩვენთვის არაა,
ჩვენ ღარიბი ადამიანები ვართ, რაიმე უფრო მოკრძალებული გვჭირდება“.

უფლება მიეცით საკუთარ თავს, რომ მთელი ამ ფუფუნების ღირსი იყოთ. თქვენ მართლაც
ყველაფერ საუკეთესოს ღირსი ხართ. ეს დესტრუქციულმა ქანქარებმა შთაგაგონეს, რომ
„საკუთარი ადგილი უნდა იცოდე“, რადგანაც აწყობთ, რომ კონტროლქვეშ ყავდეთ. თამამად
იარეთ ძვირადღირებულ მაღაზიებში და უყურეთ ნივთებს, როგორც ბატონებმა, და არა
მოსამსახურემ მდიდრულ სახლში. რა თქმა უნდა, უსარგებლოა თვითშთაგონება, რომ ამის
ყიდვა შეგიძლიათ. საკუთარ თავს ვერ მოატყუებთ, და ეს არცაა საჭირო. მაშ, როგორ უნდა
დაიჯეროთ და ფლობის უფლება მისცეთ საკუთარ თავს?

პირველ რიგში, მოდით, განვსაზღვროთ შინაგანი და გარეგანი განზრახვის სფეროები ფრაზაში:


„მზად იყო - უფლება მისცე საკუთარ თავს“. ადამიანი, რომელიც მიჩვეულია იაზროვნოს და

175
იმოქმედოს შინაგანი განზრახვის ფარგლებში, მიდრეკილია, რომ მაშინვე ტარანზე წავიდეს: „მე
მზად არ ვარ, რომ მატერიალურად მივცე თავს ამის უფლება და მორჩა, წერტილი. რაზე უნდა
ვილაპარაკოთ კიდევ?“ და არცაა საჭირო საკუთარ თავისთვის იმის შთაგონება, რომ შეგიძლიათ
ძვირფასი ნივთის ყიდვა, თუ ჯიბეში ცარიელი საფულე გიდევთ. საქმე ამაში არაა. შინაგანი
განზრახვა გულისხმობს მოქმედების გადაწყვეტილებას, ანუ ფულის შოვნას. მაგრამ რადგანაც
ვერსად შოულობთ მას, გონებას პრაგმატული ვერდიქტი გამოაქვს. შინაგანი განზრახვის
ფარგლებში მოქმედებით თქვენ მართლაც ვერაფერს მიაღწევთ. გარეგანი განზრახვა ასევე ასე
უბრალოდ, ზეციური მანასავით არ დაგეყრებათ თავზე. საიდან გაჩნდება იგი, თუ მზად არ ხართ,
რომ საკუთარ თავს ფლობის უფლება მისცეთ? გარეგანი განზრახვა გულისხმობს ფლობის
გადაწყვეტილებას, სხვა სიტყვებით, საკუთარი თავის ღირსეულად ჩათვლას და იმის ცოდნას,
რომ არჩევანი თქვენზეა, - არა რწმენას, არამედ ცოდნას.

გულის სიღრმეში ყოველთვის გეპარებათ ეჭვი იმაში, რომ სურვილი აგისრულდებათ. მაშინაც
კი, თუ მზად ხართ იმოქმედოთ სურვილის ასრულებისთვის, ეს ცოტაა. თუ არ გჯერათ, ეს ნიშნავს,
რომ უფლებას არ აძლევთ საკუთარ თავს, რომ ღირსი იყოთ, ან უბრალოდ ეჭვი გეპარებათ
შესრულების რეალობაში. და ისინი, ვინც ვარსკვლავი ან მილიონერი გახდა, თქვენგან
განსხვავდებიან არა უნარებით, არამედ მხოლოდ იმით, რომ მათ უფლება მისცეს საკუთარ თავს
ჰქონოდათ ის, რაც სურდათ. აუცილებელია, მისცეთ საკუთარ თავს ფლობის უფლება. ეს
მდგომარეობა იმას ჰგავს, როცა პირველად გაიარეთ ორბორბლიან ველოსიპედზე. ეჭვები და
ყოყმანი გაქრა, და დარჩა ერთი უსიტყვო სიცხადე - ცოდნა. სიცხადის შეგრძნება სიტყვების
გარეშე, ცოდნა რწმენის გარეშე, თავდაჯერება ყოყმანის გარეშე - სწორედ ესაა სულისა და
გონების ერთობის მდგომარეობა. ასეთ მდგომარეობაში თქვენ გრძნობთ თქვენს ერთობას
მდუმარე ძალასთან, რომელიც სამყაროს მართავს. ეს ძალა აგიტაცებთ და გადაგიყვანთ
სექტორში, სადაც აღსრულდება ის, რაზეც სული და გონება შეთანხმდნენ.

ყველას აქვს ნება აირჩიოს ის, რაც გაუხარდება, მაგრამ ყველას არ სჯერა, რომ ამის უფლება
აქვს. რაც არ უნდა გითხრათ, ბოლომდე ხომ მაინც არ გჯერათ, რომ არჩევანის თავისუფლება
რეალურია? მთელი ცხოვრება საწინააღმდეგოს ადასტურებს, რადგანაც ყველა ადამიანი
ქანქარების ძალაუფლების ქვეშ იმყოფება. მაგრამ მაშინაც კი, თუ ქანქარებისგან
განთავისუფლდით, არჩევანის თავისუფლება მაინც თქვენი კომფორტის ზონის მიღმა დევს.
მეტისმეტად არარეალურია - გქონდეს არჩევანის თავისუფლება ქანქარების სამყაროში.
მეტისმეტად დაუჯერებელია. გულის სიღრმეში არ გჯერათ, რომ თქვენი ძნელად მიღწევადი
ოცნება - მხოლოდ თქვენი არჩევანის საკითხია. ამრიგად, პოზიტიური სლაიდები საშუალებას
გაძლევენ, რომ ჩართოთ დაუჯერებელი თქვენი კომფორტის ზონაში. როცა შეწყვეტთ სულიერი
დისკომფორტის განცდას იმ ფიქრისგან, რომ თქვენი ოცნება მისაწვდომია, ეჭვები გაქრება და
თქვენი რწმენა ცოდნად იქცევა. სული თანხმობაში მოვა გონებასთან და გაგიჩნდებათ
გადაწყვეტილება, რომ ფლობდეთ.

სულის რაიმეში დარწმუნება შეუძლებელია. იგი ხომ არ მსჯელობს, არამედ იცის. მას შეგიძლიათ
მხოლოდ ასწავლოთ, როგორ მიეჩვიოს კომფორტის ახალ ზონას. სწორედ ამისთვისაა საჭირო
სლაიდები. სლაიდების მეშვეობით სულისა და გონების ერთობა თანდათანობით მიიღწევა. ამ
ციხე-სიმაგრის აღება ხანგრძლივი ალყითაა შესაძლებელი. შეიქმენით გონებაში თქვენი
ოცნების სლაიდი და გამუდმებით გეჭიროთ ცნობიერებაში. კვლავ და კვლავ დაუბრუნდით
დახატულ სურათს. დაამუშავეთ და დახატეთ ახალი დეტალები.

176
არ უყუროთ სლაიდს, როგორც გარე დამკვირვებელმა, არამედ ჩაიძირეთ მასში და იცხოვრეთ
მისით, თუნდაც ვირტუალურად. შეაფხიზლეთ საკუთარი თავი ყოველ ჯერზე, როგორც კი
ეცდებით სლაიდის წარმოდგენას ეკრანზე არსებული კინოსურათის სახით. ეს ნაკლებად
ეფექტურია. თქვენ აზრობრივად უნდა გაითამაშოთ სცენები და თავი უშუალო მონაწილედ უნდა
იგრძნოთ, და არა მსახიობად მაყურებელთა დარბაზში, რომელიც თავის თამაშს ეკრანზე
უყურებს. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გამუდმებით ატრანსლირეთ თქვენი სლაიდი გონებაში.
შეგიძლიათ სხვა რამეზე იფიქროთ, მაგრამ სურათი ფონად უნდა გქონდეთ. ეს ჩვევაში უნდა
გადაიზარდოს. სლაიდი შედეგს იძლევა მხოლოდ ხანგრძლივი და სისტემატიური
ტრანსლირების შედეგად.

აქტიურად დაინტერესდით ყველაფრით, რაც თქვენი ოცნების საკითხს ეხება. შემოუშვით


საკუთარ თავში ყველა საჭირო ინფორმაცია, საშუალება მიეცით მას, რომ თქვენი სამყაროს
შრეში შემოაღწიოს. კარგია, თუკი არსებობს საშუალება, რომ სლაიდი რეალობაში
გაათამაშოთ, თუნდაც ფორმალურად. მაგალითად, იგივე ძვირფას მაღაზიებში, თქვენ
შეგიძლიათ რეპეტიცია გააკეთოთ იმისა, თუ როგორ აირჩევთ. არ იფიქროთ ფულზე და არ
უყუროთ ფასებს. თქვენი მიზანია არა ფული, არამედ ის, რისი ყიდვაც ამ ფულით შეგიძლიათ.
საკმარისია უბრალოდ იტრიალოთ ამ ყველაფრის გარშემო, შეიგრძნოთ გემო, აირჩიოთ,
უბრალოდ მშიდად უყუროთ და შეაფასოთ. შემოუშვით თქვენში ეს ყველაფერი. უყურეთ ამას
არა როგორც რაღაც მიუღწეველს, არამედ იმას, რის ყიდვასაც ახლო მომავალში აპირებთ.
თავი მოაჩვენეთ ყველას ამ საგნის ბატონ-პატრონად. დაე, გამყიდველებმა იფიქრონ, რომ
მყიდველი ხართ. ითამაშეთ გათვითცნობიერებული მყიდველის როლი (მაგრამ არა
ამპარტავანის). უშვებთ რა ამ ყველაფერს თქვენი სამყაროს შრეში, თქვენ თანდათან
გადაეწყობით ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც ისინი თქვენი გახდება.

დაე, არ აგაღელვოთ იმან, თუ როგორ გახდება ისინი თქვენი. თუ ფლობის გადაწყვეტილება


გექნებათ, გარეგანი განზრახვა თქვენგან დამოუკიდებლად იპოვის საშუალებას, რომელზეც არც
კი ეჭვობთ.შემდეგ არ გაგიკვირდეთ და არ დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ ეს
შემთხვევითობა, ან რაიმე სახის მისტიკაა. არ მახსოვს ვინ თქვა: „შემთხვევა - ესაა ღმერთის
ფსევდონიმი, როცა მას არ სურს თავისი სახელით ხელმოწერა.“

თუ წამიერი თაყვანისცემის გრძნობა მაინც გიჩნდებათ ხოლმე თქვენი საოცნებო სამყაროს


მიმართ, მოიშორეთ იგი. ეს თქვენი სამყაროა და მასში არაფერია თქვენთვის მიუწვდომელი.
გარეგანი ან შინაგანი მნიშვნელოვანობა დაბრკოლება იქნება სულისა და გონების ერთობის
გზაზე. თქვენი ოცნების სამყარო სასიხარულო უნდა იყოს, მაგრამ ამავდროულად ჩვეულებრივი.
თუ რაიმე გაგაჩნიათ, ეს თქვენთვის ჩვეულებრივია, დღის წესრიგშია. იმისთვის, რომ ცხოვრების
შესაბამის ხაზებზე განეწყოთ, თავი ისე უნდა იგრძნოთ, თითქოს უკვე ფლობთ ამას. ეს არაა
თვითმოტყუება, რადგანაც თქვენ გაცნობიერებულად თამაშობთ.

ფლობის გადაწყვეტილების საუკეთესო ილუსტრაციაა ახლადგამომცხვარი რუსი


მილიარდელების მაგალითი, რომლებიც ახლა უფრო მეტნი არიან, ვიდრე დასავლეთის
განვითარებულ ქვეყნებში. ოთხმოციანი წლების ბოლოს რუსეთში არაშორსმჭვრეტელმა
პოლიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ სოციალისტური ეკონომიკა მაშინვე საბაზროდ იქცეოდა, თუკი
ყველაფრის პრივატიზებას მოახდენდნენ. მათ, ვინც მომენტის არსი დაიჭირეს, მაშინვე შეძლეს

177
გამდიდრება ყოველგვარი შრომის გარეშე. ყველაფერი, რაც სოციალიზმის ეპოქაში
სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ანუ ნავთობი, გაზი, ოქრო, ალმასები და სხვა ბუნებრივი, საწარმოო
თუ ინტელექტუალური რესურსები, ოლიგარქების გარკვეული ჯგუფის ხელში გადავიდა. იყო
საერთო - გახდა მისი. ამისთვის არ გახდა საჭირო ბიზნესის კეთება ისე, როგორც ამას ნამდვილი,
„არა გაბერილი“ მილიარდელები აკეთებდნენ, რომლებსაც თავისი მილიონების გამომუშავება
უწევდათ. მათ, ვინც ყველაზე ახლოს იყვნენ საერთო ჯამთან, მხოლოდ სჭირდებოდათ, რომ
თითი დაედოთ მასზე და ეთქვათ: „ჩემია!“, შემდეგ კი გაეფორმებინათ ეს, როგორც
სამართლებრივი აქტი.

რა მიზეზებით გახდა საერთო მისი? ეს პერიოდი რუსეთში რა თქმა უნდა უნიკალური იყო. მაგრამ
სიმდიდრის გვერდით ხომ მრავალი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანი იყო, და მიუხედავად ამისა,
მათი უმრავლესობა ცარიელზე დარჩა. მიტაცება იმან შეძლო, ვინც ფლობის უფლება მისცა
საკუთარ თავს. ახლადგამომცხვარ მდიდრებს არ ჰქონიათ დანაშაულის გრძნობა, სინდისის
ქენჯნა, ეჭვები, არასრულფასოვნების გრძნობა. ისინი არ თვლიდნენ თავს უღირსებად, თავში არ
მოსდიოდათ, რომ თავი დამნაშავედ ეგრძნოთ ძვირფას მაღაზიებში. მათ ჰქონდათ ფლობის
გადაწყვეტილება, ამიტომ მიუკერძოებელმა გარეგანმა განზრახვამ მათ ეს უბოძა. აი, ასე. თქვენ
კი ამბობთ, რომ დაუჯერებელია!

მიზნის ვიზუალიზაცია

მიზნების მიღწევის მეთოდები ტრანსერფინგში საღი აზრისა და ჩვეული წარმოდგენების მიღმა


დგას. ყველა ცნობილი არატრადიციული მეთოდიდან, ტრანსერფინგთან ყველაზე ახლოს დგას
სასურველი მიზნის ვიზუალიზაცია. მოცემული მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება
დეტალურად წარმოვიდგინოთ სასურველი და ეს ხატ-სახე გონებაში ვატაროთ. ჩვეული
წარმოდგენა ვიზუალიზაციას აზრს მოკლებულ დროის ფლანგვად განიხილავს. მართლაც, გზას
ის გადალახავს, ვინც მასზე მიდის, და არა ის, ვინც ოცნებობს. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს,
მიზნის აზრობრივ წარმოდგენას ისეთივე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც თავად
მიზნის მიღწევის პროცესს, და თქვენ უკვე იცით, რატომ. უბრალოდ „მიმავალი“ საშუალო
შედეგებს მიაღწევს, ყველასავით იცხოვრებს და თავის წვლილს შეიტანს „საღი აზრის“
გამარჯვებაში. მოგზაურს, რომელსაც თავის ჩანთაში ტრანსერფინგის მეთოდები აქვს, შეუძლია
მიაღწიოს შედეგებს, რომელთა ჩასმასაც საღი აზრი ისეთი ცნებების ჩარჩოებში ცდილობს,
როგორებიცაა: „გამართლება“, „შემთხვევითობა“, „ბედის რჩეული“.

ტრანსერფინგში, საღი აზრის თვალსაზრისით, ყველაფერი ამობრუნებულია. პრინციპში იგივე


შეიძლება ითქვას „საღ აზრზეც“ ტრანსერფინგის პოზიციიდან. თუ თქვენ არ გსურთ ყველასავით
ცხოვრება, თუ არ გსურთ დაკმაყოფილდეთ საშუალო მიღწევებით, თუ ისწრაფვით, რომ ამ
ერთადერთ ცხოვრებაში ყველაფერი „სრული პროგრამით“ მიიღოთ, მაშინ თქვენ - მოგზაური
(странник) ხართ. ტრანსერფინგის მოგზაური არ წარმოადგენს ბედის რჩეულს - ბედი თავადაა
მისი რჩეული. თქვენ ყველაფერს მიაღწევთ, რაც გსურთ, თუკი მოახერხებთ, რომ თქვენი საღი
აზრის მონოლითი შეარყიოთ. ეს სულაც არ ნიშნავს ღრუბლებში გაფრენას, არამედ პირიქით,
მიწაზე დაშვებას გულისხმობს, რადგანაც ფართოდ გავრცელებული საღი აზრი სინამდვილეში
ასეთი არაა. თქვენ ამაში უკვე არაერთხელ დარწმუნდით, მალე კი მრავალი კიდევ უფრო
უჩვეულო რამ გაგეხსნებათ.

178
ჩვენ უნდა გავერკვეთ, თუ რატომ არ მოაქვს ყოველთვის შედეგები დასახული მიზნის
ვიზუალიზაციას. ეზოთერიის და არატრადიციული ფსიქოლოგიის აქტიური მიმდევრებიც კი
ბოლომდე ვერ დაეყრდნობიან მას. არსებობს ვიზუალიზაციის როგორც მარტივი, ასევე საკმაოდ
რთული ტექნიკები. და ისინი ცვალებადი წარმატებით მუშაობენ. რაღაც გამოდის, რაღაც კი -
არა. მე პირადად ასეთი ხარისხი არ მაკმაყოფილებს. ალბათ არც თქვენ. ამიტომ მინდა
დაგამშვიდოთ: ტრანსერფინგში ვიზუალიზაცია მთლად ის არაა, რაც ჩვეულებრივ ამ სიტყვის
ქვეშ იგულისხმება ხოლმე. მაგრამ ვიზუალიზაცია ტრანსერფინგის წესებით ნამდვილად
მუშაობს, საიმედოობის გარანტიით.

ვიზუალიზაციების ცნობილი სახეები შეგვიძლია სამ ჯგუფად დავყოთ. პირველი ჯგუფი - ესაა
ოცნებები. პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ვიზუალიზაციის ყველაზე სუსტი და არასაიმედო
სახეა. „ოცნებას კაცი არ მოუკლავს“, მაგრამ ეს პრაქტიკულად უსარგებლოა. ოცნებები არ
სრულდება! მეოცნებეებს, როგორც წესი სერიოზული პრეტენზია არ აქვთ თავიანთი ოცნების
ასრულებაზე. მათ მხოლოდ ეჩვენებათ, რომ მათ ძალიან სურთ ოცნების ასრულება. მაგრამ
გულის სიღრმეში, მათ ან არ სჯერათ, რომ ოცნების ასრულება შესაძლებელია, ან არ გააჩნიათ
ფლობის და მოქმედების განზრახვა. მეოცნებენი თავიანთ ოცნებებს ისე უყურებენ, როგორც ცაში
ვარსკვლავებს. როცა მეოცნებეებს მიანიშნებენ ჰაერის კოშკების შესახებ, ისინი კეტავენ თავიანთ
ნიჟარებს, მოლუსკების მსგავსად: „ნუ ეხებით ჩემს ოცნებას!“ თუ მკაფიოდ განვსაზღვრავთ
მეოცნებეთა მიზანს, ეს თავად ოცნების პროცესია და მეტი არაფერი.

მეორე ჯგუფი - ესაა კინო. ვგულისხმობ არა კინემატოგრაფიას, არამედ კინოს ფიქრებში -
საკუთარი სურვილის შესახებ. ფილმის დატრიალება გონებაში განზრახ ხდება. ამით
განსხვავდება იგი ოცნებისგან. არსებობს ფლობის და მოქმედების განზრახვა, და ერთ-ერთი
მოქმედება - ესაა სურვილის აღსრულების ვიზუალიზაცია ფილმის ნახვის მსგავსად. როგორ
ხდება ეს? მაგალითად, თქვენ გსურთ სახლი და წარმოიდგენთ მას სხვადასხვა სახით, ყველა
დეტალში, ანუ ყველა წესის დაცვით. თავში სრულიად მკაფიო სურათი გაქვთ, ან თითქმის
მკაფიო, თუ როგორ გამოიყურება იგი, და ყოველდღიურად ატარებთ გონებაში ამ ხატ-სახეს.

დავუშვათ, თქვენ ბრწყინვალედ გაუმკლავდით ამ ამოცანას. თითქოს სურვილი უნდა


ასრულდეს. გამოიცანით, რას მიიღებთ? აი, რას: თქვენ აუცილებლად ნახავთ ამ სახლს -
თითქმის, ან ზუსტად ისეთს, როგორიც წარმოგედგინათ. მაგრამ ის თქვენი არ იქნება. ეს იქნება
სხვისი სახლი რომელიმე ქუჩაზე, ან კინოში. იმიტომ, რომ იმას იღებთ, რასაც უკვეთავთ. თქვენ
ხომ ასე პატიოსნად შრომობდით სახლის ვიზუალიზაციაზე, მაგრამ ამასთან არანაირად არ
აგიხსნიათ ოფიციანტისთვის, რომ სახლი თქვენია, ამიტომ მან უბრალოდ ზუსტად შეასრულა
თქვენი დაკვეთა. თქვენ ისე გაერთეთ ვიზუალიზაციის პროცესის ხარისხით, როგორც ამას
წიგნებში გასწავლიდნენ, რომ მთავარი დაგავიწყდათ - თღქვენ ამ სახლის მფლობელი ხართ.
ამაში მდგომარეობს მათი მთავარი შეცდომა, ვინც ასეთ ვიზუალიზაციას აკეთებს. ფილმი კვლავ
ფილმად რჩება, თქვენ არასოდეს გახდებით მისი მონაწილე. თქვენ ხომ ისე შეცქერით მას,
როგორც მათხოვარი ვიტრინებს!

მესამე ჯგუფი - თქვენ არ უყურებთ კინოს როგორც მაყურებელი, არამედ აზრობრივად


თამაშობთ მასში. ეს უკვე გაცილებით უფრო ეფექტურია. თქვენი როლის თამაშისას, თქვენი
გამოსხივების პარამეტრებს ცხოვრების შესაბამის ხაზებზე მომართავთ. მაგალითად, თქვენი
მიზანია - გქონდეთ ახალი სახლი. არ უყუროთ მას აზრობრივად, როგორც სურათს. შეიქმენით

179
ერთგვარი ვირტუალური სიზმარი ცხადში. შედით სახლში, მოიარეთ ოთახები, შეეხეთ ყველა
ნივთს თქვენს გარშემო, წამოწექით სავარძელში ბუხრის წინ, იგრძენით სიმყუდროვე, სითბო და
კვამლის სუნი, მიაყარეთ შეშა. შედით სამზარეულოში, შეიხედეთ მაცივარში. რა დევს იქ?
დაწექით კომფორტულ საწოლში. კარგად გრძნობთ თავს? დაჯექით მაგიდასთან თქვენი ოჯახის
წრეში. იზეიმეთ ახალ სახლში შესახლება. გადააადგილეთ ავეჯი. ხელით შეეხეთ ბალახს ეზოში.
ის მწვანე და რბილია. დათესეთ ყვავილები. როგორები გიყვართ? მოწყვიტეთ ვაშლი და
შეჭამეთ. თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში. ეს ხომ თქვენი სახლია. არ უყუროთ
მას მოწყურებული მეოცნების თვალებით, მოწიწებით, როგორც რაღაც მიუწვდომელს, ან
შორეულ პერსპექტივას. თქვენ უკვე გაქვთ სახლი. თავი მოაჩვენეთ, რომ ეს რეალურია.

როგორც ხვდებით, მოცემული ვიზუალიზაცია სლაიდს წარმოადგენს. ასეთი სლაიდი


გააფართოვებს თქვენი კომფორტის ზონას და დროთა განმავლობაში აუცილებლად
რეალიზდება. მაგრამ როდის მოხდება ეს, უცნობია. შესაძლოა დიდხანს მოგიწიოთ ლოდინმა.
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მუშაობთ ამ სლაიდთან. თუ ცოტა წაითამაშეთ
და მიატოვეთ, იმედი ნურაფრის გექნებათ. სასწაულები სინამდვილეში არ ხდება.

სლაიდთან მუშაობისას, აუცილებელია შემდეგი რამ გახსოვდეთ. პირველ რიგში, თუ თქვენი


მიზნის მიმართ გაცივდით, სლაიდი გადნება, და მოგიწევთ, რომ საკუტარ თავს აიძულოთ მასთან
მუშაობა, რაც ძალიან მალე მოგბეზრდებათ. მაშინ ჯობია დაფიქრდეთ: რეალურად გჭირდებათ
ეს სლაიდი? მეორეც, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ გარეგანი განზრახვა სლაიდს მაშინვე არ
განახორციელებს, არამედ თანდათან მიგაახლოვებთ ცხოვრების მიზნობრივ ხაზებთან. საჭიროა
მშვიდი მოთმინება და დაჟინებულობა. დაჟინებულობა მხოლოდ საწყის ეტაპზეა საჭირო.
შემდეგ სლაიდის ვიზუალიზაცია ჩვევაში გადავა, და აღარ მოგიწევთ საკუთარი თავისთვის
იძულება.

და ბოლოს, თუ მიზანი თქვენი არაა, და ქანქარების მიერაა თავსმოხვეული, თქვენ ვერ შეძლებთ
სულისა და გონების ერთობის მიღწევას. ამაზე საუბარი შემდეგ თავებში იქნება. ხოლო თუ
მთელი გულით ისწრაფვით მიზნისკენ, სლაიდის ვიზუალიზაცია აუცილებლად მოიტანს
შედეგებს. როცა გექნებათ ნამდვილი გადაწყვეტილება, რომ ფლობდეთ, გარეგანი განზრახვა
იპოვის თქვენი მიზნის რეალიზაციის საშუალებას.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სლაიდი - ეს არის კიდეც ვიზუალიზაციის მეთოდი ტრანსერფინგში,


შეცდომას უშვებთ. ყველაზე მაღალი ხარისხის სლაიდსაც კი შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს
რეალიზაციისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მიზანი ვარიანტთა სივრცის თქვენგან საკმაოდ
დაშორებულ სექტორშია. მიზნის მიღწევის პროცესის დაჩქარება შესაძლებელია
ტრანსერფინგის ვიზუალიზაციის მეშვეობით. რას ნიშნავს ეს? მალე გაიგებთ.

პროცესის ვიზუალიზაცია

მოდით გადავჭრათ ასეთი ამოცანა. დავუშვათ, თქვენიო საბოლოო მიზანი იმაში მდგომარეობს,
რომ გამდიდრდეთ. მიზნის მისაღწევად თქვენ აკეთებთ ფულით სავსე ქეისის ვიზუალიზაციას.
ვიზუალიზაცია ხორციელდება მესამე ჯგუფის ყველა წესის დაცვით და საკმაოდ დიდი
ხანგრძლივობით. კითხვა: რა გამოდის და როდის?

180
პასუხი: არ გამოდის არაფერი და არასოდეს. თქვენ შეგიძლიათ სიცოცხლის ბოლომდე აკეთოთ
ეს, და მაინც, საუკეთესო შემთხვევაში ხშირად დაინახავთ ფულით სავსე ქეისებს - კინოში. იმის
ალბათობა, რომ განძს იპოვით ან ლატარეაში მოიგებთ, ძალიან მცირეა. ღირს კი ამ
ალბათობაზე ფსონის დადება?

თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვა: ეს როგორ, მე ხომ გამუდმებით ვხსნი წარმოსახვაში ქეისს
ჩემი ხელებით, ვიღებ ჩემს ფულს, ვთვლი და ვეფერები მათ! მესამე ჯგუფის ვიზუალიზაცია ხომ -
ეს უკვე კინო აღარაა, კიდევ რაღაა საჭირო? სადაა ყოვლისშემძლე გარეგანი განზრახვა?

საქმე იმაშია, რომ ტრანსერფინგის თვალსაზრისით აქ დაშვებულია ორი შეცდომა. პირველი


შეცდომა: ფულით სავსე ქეისი არ წარმოადგენს თქვენს მიზანს. ფული - ეს მხოლოდ ატრიბუტია,
და არა საშუალება, და მითუმეტეს - მიზანი. თუმცაღა თქვენს მიზნებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ,
ჯერ ნუ ვიჩქარებთ.

მეორე შეცდომა: ყურადღების კონცენტრაცია საბოლოო მიზანზე, თუ მანამდე მხოლოდ ერთი


ნაბიჯი არაა დარჩენილი, არანაირად არ წაგწევთ წინ, მიზნისკენ. რა თქმა უნდა, კომფორტის
ზონა ფართოვდება, და გარეგანი განზრახვა თანდათანობით აკეთებს თავის საქმეს. მაგრამ
თქვენ ამას ვერანაირად ვერ ეხმარებით. ფეხები ხომ მაინც უნდა გადააადგილოთ?! საქმე იმაში
არაა, რომ მოქმედებაც აუცილებელია. ახლა მხოლოდ ვიზუალიზაციებს განვიხილავთ.

დღემდე ჩვეული გამოცდილება გკარნახობდათ, რომ თუ სასურველის მიღწევა გსურს, საჭიროა,


რომ ყველა სურვილი და მისწრაფება საკუთარი მიზნისკენ მიმართო. ახლა მოგიწევთ, რომ ეს
დაივიწყოთ. როგორც გპირდებოდით, ტრანსერფინგი უპირობოდ მუშაობს, მაგრამ ამისთვის
საჭიროა, რომ უარი თქვათ გარკვეულ ჩვეულ წარმოდგენებზე და მიიღოთ სხვები, ჩვეული
თვალსაზრისით - დაუჯერებელნი.

განვსაზღვროთ მთავარი პრინციპული განსხვავება ტრანსერფინგის ვიზუალიზაციასა და


ჩვეულებრივ ვიზუალიზაციას შორის. როგორც იცით, ყურადღების კონცენტრაცია მიზანზე - ესაა
სურვილი. ყურადღების კონცენტრასცია მიზნისკენ მოძრაობაზე - ესაა განზრახვა. ნებისმიერი
მოქმედების მამოძრავებელ ძალას განზრახვა წარმოადგენს, და არა სურვილი. ამიტომ
მიზნისკენ თავად მიზნის ჭვრეტა კი არ გამოძრავებთ, არამედ მიზნისკენ მოძრაობის პროცესის
ვიზუალიზაცია. განზრახვის რეალიზაცია - ესაა პროცესი, და არა ერთ კადრზე ფიქსაცია. რა თქმა
უნდა, თავად მიზანიც წარმოადგენს წარმოსახული სურათის ნაწილს. მაგრამ ყურადღების
ფოკუსირება მიზნისკენ მოძრაობის პროცესზე ხდება მაშინ, როცა თავად მიზანი მოძრაობის
ფონად დევს.

თავად მიზნის ვიზუალიზაცია მისი მიღწევის პროცესის ვიზუალიზაციისგან ისევე განსხვავდება,


როგორც სურვილი განზრახვისგან. სურვილი არაფერს არ აკეთებს. დავუბრუნდეთ აწეული
ხელის მაგალითს. წარმოიდგინეთ, რომ ხელის აწევა გსურთ. ჯერ გაიფიქრეთ იმაზე, რომ ხელის
აწევა გინდათ, და იმაზე, თუ რა იქნება შედეგი - ანუ აწეული ხელი. ახლა კი ხელი ასწიეთ.
პირველ შემთხვევაში მუშაობს სურვილი, და არაფერი არ ხდება, გარდა თავად სურვილის
ფაქტის კონსტატაციისა და აწეული ხელის ვიზუალიზაციისა. მეორე შემთხვევაში მუშაობს
განზრახვა, ამასთან იგი მუშაობს მუდმივად, სანამ ხელის აწევა ხდება. ამ პროცესის დროს მიზანი
წარმოადგენს იმას, რისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ, მაგრამ ყურადღება სწორედ პროცესზეა

181
კონცენტრირებული. ბოლოს და ბოლოს, იმისთვის, რომ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგათ,
საკმარისი არაა მხოლოდ სურვილი და საკუთარი თავის დანიშნულების პუნქტზე წარმოდგენა.
აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა, ანუ პროცესის შესრულება.

ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ტრივიალური მსჯელობაა. მაგრამ დააკვირდით, რა დასკვნა


გამომდინარეობს აქედან: მიზნის ვიზუალიზაცია სურვილის მუშაობაა, ამიტომ მიზანი ერთი
ნაბიჯითაც კი არ გვიახლოვდება. ეს უქმი ნაბიჯია.

ტრანსერფინგში ხორციელდება მიზნისკენ მოძრაობის პროცესის ვიზუალიზაცია - აი, ამ


შემთხვევაში კი განზრახვა მუშაობს, ამიტომ მიზანი ადრე თუ გვიან მიღწეულ იქნება. მიზნისკენ
მოძრაობა ისე სწრაფად არ ხდება, როგორც სიზმარში, მაგრამ მოძრაობა მაინცაა, და საკმაოდ
საგრძნობიც! შეისწავლით რა ბოლო თავს, ისწავლით რომ ფაქტიურად ხედავდეთ ცხოვრების
ხაზებზე მოძრაობას.

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თუ ეს ხანგრძლივი პროცესია, ამ პროცესის ვიზუალიზაცია


დაგეხმარებათ. ასეთი ვიზუალიზაცია განსაკუთრებით სასარგებლოა ნებისმიერ შემოქმედებაში,
როცა საბოლოო მიზანს ჯერ კიდევ არ გააჩნია მკაფიო ფორმები.

რას ვგულისხმობთ პროცესის ვიზუალიზაციაში? დავუშვათ, ხელოვნების რაიმე საგანზე მუშაობთ.


ჯერ ზუსტად არ იცით, რა უნდა გამოვიდეს შედეგად. სამაგიეროდ იცით ის თვისებები, რომლებიც
გინდათ ამ საგანს მიანიჭოთ. სამუშაოებს შორის შუალედებში წარმოიდგინეთ, როგორ ხდება
საგანი უფრო სრულყოფილი. აი, დღეს თქვენი ხელოვნების ქმნილების გარკვეული დეტალები
დაასრულეთ, ხვალ კი ახალი შტრიხების დამატება გსურთ. წარმოიდგინეთ, როგორ იცვლება
თქვენი ქმნილება. თქვენ ახალ თვისებებს ანიჭებთ, ის კი თქვენს თვალწინ შედევრად იქცევა.
თქვენ კმაყოფილი ხართ, შემოქმედების პროცესი გიპყრობთ, თქვენი ქმნილება თქვენთან
ერთად იზრდება.

თქვენ თავად, სირთულის გარეშე მოიგონებთ ვიზუალიზაციის იმ მეთოდს, რომელიც


კონკრეტულად თქვენს შემთხვევას მიესადაგება. საიდუმლო მხოლოდ იმაშია, რომ უბრალოდ
კი არ ჭვრეტდეთ თქვენს საგანს, არამედ წარმოიდგინოთ მისი დაბადებისა და სრულყოფის
პროცესი. არაა საჭირო იმის წარმოდგენა, რომ ქმნილება, მაგალითად მხატვრული ნაწარმოები,
თავისთავად იხატება, იძერწება, შენდება და ა.შ. ეს თქვენ ქმნით მას. ის თქვენს ხელებში განიცდის
სრულყოფას. თქვენ ქმნით და ტკბებით - ერთდროულად.

კარგი ილუსტრაციაა დედის ზრუნვა, რომელიც თავის ბავშვს ზრდის. იგი აჭმევს მას,
დასაძინებლად აწვენს, და წარმოიდგენს, როგორ იზრდება ყოველდღიურად. უვლის მას,
ტკბება მისი ცქერით და გამუდმებით უდასტურებს საკუთარ თავს, თუ როგორი ლამაზი ხდება იგი.
თამაშობს მასთან, ასწავლის და წარმოიდგენს, როგორ ჭკვიანდება, როგორ წავა მალე
სკოლაში. როგორც ხედავთ, ეს შედეგის ჭვრეტა კი არაა, არამედ შემოქმედების პროცესია
პროცესის ვიზუალიზაციასთან ერთად. დედა უბრალოდ კი არ აკვირდება ბავშვის ზრდას,
არამედ წარმოიდგენს, როგორ ვითარდება და როგორი ხდება იგი.

182
თუ თქვენი ქმნილება კომპიუტერული პროგრამაა, წარმოიდგინეთ სამუშაოს შემდეგ, როგორ
ხდება იგი უფრო ეფექტური და მოსახერხებელი. აი, ხვალ ახალ დეტალებს ამატებთ, და ის
ყველას აკვირვებს.

თუ ბიზნეს-პროექტზე მუშაობთ, წარმოიდგინეთ, როგორ მოგდით თავში ახალი გენიალური


იდეები. ყოველდღე შეგაქვთ საინტერესო და არასტანდარტული შეთავაზებები. დააკვირდით
თქვენი პროექტის ზრდას და დაარწმუნეთ საკუთარი თავი იმაში, რომ იგი თანდათანობით
პროფესიონალიზმის ეტალონად იქცევა.

თუ საკუთარ სხეულზე მუშაობთ, გამოზარდეთ იგი, როგორც დედამ შვილი. წარმოიდგინეთ,


როგორ იღებს თქვენი სხეული თანდათანობით სრულყოფილ ფორმებს. იზრუნეთ მასზე,
ავარჯიშეთ იგი, შემდეგ კი წარმოიდგინეთ, როგორ იზრდებიან და მკვრივდებიან კუნთები.

ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთეთ პროცესის ვიზუალიზაცია: როგორ მიდის თქვენი საქმე


დასრულებისკენ. უბრალოდ საბოლოო შედეგის ვიზუალიზაცია კომფორტის ზონას
აფართოებს, და ეს ცოტას არ ნიშნავს, მაგრამ მიზნისკენ მოძრაობის პროცესის ვიზუალიზაციით
თქვენ შესამჩნევად აჩქარებთ გარეგანი განზრახვის მუშაობას.

თუ ჯერ არ იცით, როგორ შეიძლება თქვენი მიზანი რეალიზდეს, არ იღელვოთ და მშვიდად და


სისტემატიურად განაგრძეთ სლაიდის ვიზუალიზაცია. როცა მიზანი ბოლომდე შემოვა თქვენი
კომფორტის ზონაში, გარეგანი განზრახვა შესაბამის ვარიანტს მოგაწვდით. არაა საჭირო
წრიალი და მიზნის მიღწევის საშუალებების გამწარებული ძიება. გადააგდეთ მნიშვნელოვანობა
და მიენდეთ ვარიანტთა დინებას. არ უყუროთ სლაიდს, არამედ იცხოვრეთ მასში. შედეგად,
თქვენ უნებურად დაიწყებთ საჭირო მიმართულებით მოქმედებას.

მაგრამ პროცესის ვიზუალიზაცია - ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა. ვარიანტთა სივრცის


მატერიალური რეალიზაცია გუდრონივით ინერტულია, ამიტომ გადასვლა თანდათანობით
უნდა განხორციელდეს, თუ მაინცდამაინც მესიის გარეგან განზრახვას არ ფლობთ.
თანდათანობით - ნიშნავს არ ამხოლოდ უწყვეტად, არამედ ეტაპობრივადაც. ამაში
მდგომარეობს ტრანსერფინგის ვიზუალიზაციის კიდევ ერთი თავისებურების საიდუმლო.

ტრანსფერული ჯაჭვები

თუ მიზანი ცხოვრების საკმაოდ მოშორებულ ხაზებზე იმყოფება, მათზე საკუთარი გამოსხივების


მიმართვა პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, თუ გამოცდის ჩაბარებას აპირებთ, მაგრამ
საგანი საერთოდ არ იცით, ვერ შეძლებთ იმ ხაზზე განწყობას, სადაც გამოცდას წარმატებით
აბარებთ. თქვენ არ გამოგივათ პასუხის ვიზუალიზაცია თუნდაც ერთ კითხვაზე, თუ საერთოდ
არაფერი არ იცით.

თქვენს მომავალ მიზანსა და ამჟამინდელ მდგომარეობას შორის შესაძლოა საკმაოდ დიდი გზა
იყოს (არაა აუცილებელი ეს დროში იყოს). შეიცვლება არა მხოლოდ თქვენი მდგომარეობა,
არამედ თქვენი აზროვნების და მოქმედების მანერაც, შესაძლოა ხასიათიც. თქვენ ახლა არ
შეგიძლიათ ზუსტად გადააწყოთ თქვენი პარამეტრები, თუ ამ გზას არ გაივლით.

183
თუ ეცდებით, რომ მეტისმეტად დაშორებული მიზნისკენ მოძრაობის პროცესის ვიზუალიზაცია
გააკეთოთ, თქვენ გაგიჩნდებათ ცდუნება, რომ წინ გაიჭრათ და მოვლენები დააჩქაროთ. ეს
არაფერს მოგცემთ, და შედეგად იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი დარჩებით, რაც თავის
მხრივ აღადგენს თქვენს წინააღმდეგ წონასწორულ ძალებს.

შეგიძლიათ რამდენხანსაც გინდათ იმდენ ხანს ატრიალოთ გონებაში დაშორებული მომავლის


სლაიდი, და ამისგან არანაირი ზიანი არ იქნება. მაგრამ იმ პროცესის ვიზუალიზაცია, გზის
რომელ მონაკვეთზეც დიდი ხანი ვერ მოხვდებით, გაუგებარია, თუ საით წაგიყვანთ.
წარმოიდგინეთ, რომ ქვემოთკენ უნდა იცუროთ, დაკლაკნილ მდინარეზე. თქვენ ხომ არ ათრევთ
ნავს ნაპირზე იმისთვის, რომ გზა შეამოკლოთ და მდინარის მოსახვევები მოჭრათ.

თუ თქვენი მიზანი რამდენიმე ეტაპით მიიღწევა, მოგიწევთ, რომ თანმიმდევრულად გაიაროთ


ყოველი ეტაპი, გინდათ თუ არა ეს. მაგალითად, პროფესიონალად შედგომა რაიმე სფეროში
შეუძლებელია ერთი მოქმედებით. საჭიროა, რომ ჯერ სასწავლო დაწესებულება დაასრულოთ,
შემდეგ სამუშაო იპოვნოთ, შემდეგ დახვეწოთ თქვენი პროფესიონალიზმი, და ა.შ. ასეთ
ეტაპობრივ გზას ვარიანტთა სივრცეში ტრანსფერული ჯაჭვი ეწოდება. ჯაჭვის ყოველი რგოლი -
ესაა ცალკეული ეტაპი. ეტაპები ჯაჭვის რგოლების სახითაა ერთმანეთთან დაკავშირებული,
რადგან თუ ერთი ეტაპი არაა გავლილი, შემდეგზე გადასვლა შეუძლებელია. მაგალითად,
შეუძლებელია ასპირანტურაში ჩაბარება, თუ უნივერსიტეტს არ დაამთავრებთ.

ტრანსფერული ჯაჭვის ცალკეული რგოლი ვარიანტთა სივრცის ურთიერთ-დაკავშირებული და


დაახლოებით ერთგვაროვანი სექტორებისგან შედგება. გზა მიზნისკენ ვარიანტთა სივრცეში
ტრანსფერული ჯაჭვებითა და ვარიანტთა დინებით სტრუქტურირდება. ვარიანტთა სივრცეს
მოწესრიგებული სტრუქტურა აქვს. თუ მიზანს მოუწესრუგებლად მიყვებით, ვერ მიაღწევთ მას.
როგორ არ გამოვარდეთ ვარიანტთა დინებიდან, თქვენ უკვე იცით - არ შექმნათ ჭარბი
პოტენციალები, არ ატყაპუნოთ ხელები წყალზე და არ ებრძოლოთ დინებას. ისღა რჩება, რომ
ერთ წესს მიჰყვეთ: გააკეთოთ მიზნისკენ მოძრაობის პროცესის ვიზუალიზაცია მხოლოდ
მიმდინარე ეტაპთან მიმართებაში. ამასთან ერთად, საბოლოო შედეგი შეგიძლიათ სლაიდის
სახით რამდენჯერაც გსურთ წარმოიდგინოთ, მაგრამ მოძრაობის პროცესი - მხოლოდ ჯაჭვის
მიმდინარე რგოლის ფარგლებში. არ იჩქაროთ, თავის დროზე ყველაფერს მოასწრებთ.

ახლა შეგვიძლია საბოლოო განსაზღვრებაც გავაკეთოთ. ვიზუალიზაცია ტრანსერფინგში - ესაა


ტრანსფერული ჯაჭვის მიმდინარე რგოლის რეალიზაციის პროცესის აზრობრივი წარმოდგენა.
წარმოდგენის ქვეშ იგულისხმება აზრების დინების სწორ კალაპოტში წარმართვა. აზრებს
მხოლოდ ბიძგი უნდა მისცეთ, შემდეგ კი ისინი თვითონ იპოვნიან გზას, როგორც სიზმრის
სცენარში. საჭიროა, იცხოვროთ ჯაჭვის რგოლის რეალიზაციის პროცესით, როგორც აზრებში,
ასევე მოქმედებებში, შეთანხმებულად.

როგორც ხედავთ, ყველაფერი მარტივია. თქვენ არ გაგიჭირდებათ განსაზღვროთ


კონკრეტულად თქვენი ტრანსფერული ჯაჭვის ცალკეული რგოლები. და თუ თანმიმდევრობა
მიზნისკენ მოძრაობის რიგში უცნობია? ან თუ საერთოდ გაუგებარია, რა გზით, და რა
საშუალებებით შეიძლება საკუთარი მიზნის მიღწევა? საშიში არაფერია, დაე, ამან არ
აგაღელვოთ. მე კვლავ ვიმეორებ, თუ რა უნდა გააკეთოთ მოცემულ შემთხვევაში.

184
თუ ჯერ-ჯერობით არ იცით, როგორ შეიძლება რეალიზდეს თქვენი მიზანი, არ იღელვოთ და
მშვიდად და სისტემატიურად განაგრძეთ სლაიდის ვიზუალიზაცია. როცა მიზანი ბოლომდე
შემოვა თქვენი კომფორტის ზონაში, გარეგანი განზრახვა შესაფერის ვარიანტს გადმოგიგდებთ.
ნუ იწრიალებთ და გამწაყრებული ნუ დაიწყებთ მიზნის მისაღწევი საშუალებების ძებნას. სლაიდი
თავად გაიძულებთ, რომ უნებურად და გაუცნობიერებლადაც კი იმოქმედოთ საჭირო
მიმართულებით. გადააგდეთ მნისვნელოვანობა, იყავით მშვიდი და მიენდეთ ვარიანტთა
დინებას.

აქ მინდა რამდენიმე სიტყვა ნიშნების შესახებაც დავამატო. თუ რაიმე ისეთ ნიშანს უკეთებთ
ინტერპრეტაციას, რომელიც, როგორც გეჩვენებათ შესაძლოა მიზნის მისაღწევ გზაზე
მიუთითებდეს, მაშინ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ნიშნები ტრანსფერული ჯაჭვის მხოლოდ
მიმდინარე რგოლს განეკუთვნებიან და მხოლოდ შორეული დამოკიდებულება აქვთ საბოლოო
მიზანთან. სხვა სიტყვებით, მაჩვენებელი ნიშნები მხოლოდ იმ გზას განეკუთვნებიან, რომლითაც
მოცემულ მომენტში მიდიხართ. თქვენ შეგიძლიათ ახსნათ ნიშნები ყველა საკითხზე, რომლებიც
ტრანფერული ჯაჭვის მიმდინარე რგოლს ეხება. მაგრამ თუ თქ ვენი ცხოვრების მიმდინარე ხაზს
მიზნობრივი ხაზისგან რამდენიმე რგოლი აშორებს, მაშინ ნიშნები ვერ მიგითითებენ მიზნისკენ.
ეს არ ნიშნავს, რომ შორეული მიზნისკენ მიმანიშნებელი ნიშნები საერთოდ არ არსებობენ.
უბრალოდ თქვენ ვერ შეძლებთ მათ ინტერპრეტაციას საიმედოობის საკმარისი დონით.
საერთოდ, ნიშნების ინტერპრეტაცია, თუ არ ჩავთვლით სულიერი კომფორტის მდგომარეობას,
ნაკლებად საიმედო ტექნიკაა ტრანსერფინგში, ამიტომ დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ
ნიშნებს.

ისღა დაგვრჩენია, გავარკვიოთ, რა ადგილი უჭირავს მესამე ჯგუფის ვიზუალიზაციას, და


საერთოდ, საჭიროა თუ არა მიზნის ვიზუალიზაცია. პასუხი აქ ერთმნიშვნელოვანია: უპირობოდ,
მიზნის ვიზუალიზაცია სრულიად აუცილებელია, თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ
ფორმაში. მიზნის ფიქსირება გონებაში ხდება სლაიდის სახით, რაც კომფორტის ზონას
აფართოებს და განაწყობს აზრობრივი ენერგიის გამოსხივების სიხშირეს ცხოვრების მიზნობრივ
ხაზებზე. სწორედ ესაა მესამე ჯგუფის ვიზუალიზაციის მთავარი და ერთადერთი ფუნქცია. მაგრამ
სახელდობრ მიზნობრივ ხაზებზე გადასვლას ანხორციელებს მაინც ტრანსერფინგის მუშა ცხენი -
მიზნისკენ მოძრაობის პროცესის ვიზუალიზაცია. პროცესის ვიზუალიზაციით თქვენ აერთიანებთ
შინაგან განზრახვას გარეგან განზრახვასთან.

რეზიუმე

ილუზიები - ეს არაა წარმოსახვის თამაშის შედეგი, არამედ ესაა სხვა რეალობის ხედვა.

ადამიანს, რომელიც მატერიალურ სამყაროში იმყოფება, სხვა რეალობის აღქმაც შეუძლია.

სამყაროს აღქმა შეიძლება დამახინჯებულ იქნეს შინაგანი პარადიგმებით.

სლაიდი - ესაა ის, რაც თქვენს გონებაშია, მაგრამ სხვების გონებაში არაა.

სლაიდები ამახინჯებენ რეალურ სინამდვილეს.

185
ადამიანი მიდრეკილია, რომ თავისი სლაიდის პროექციები სხვებს ჩამოჰკიდოს.

სლაიდის საფუძველს მნიშვნელოვანობა წარმოადგენს.

როგორც კი მნიშვნელოვანობა ქრება, სლაიდი არსებობას წყვეტს.

ნეგატიურ სლაიდს მნიშვნელოვანობის ფირზე სულისა და გონების ერთობა წარმოშობს.

გარეგანი განზრახვა უწყვეტად და თანდათანობით ახდენს სლაიდის რეალიზაციას.

შეწყვიტეთ საკუთარ თავთან ბრძოლა და გადართეთ თქვენი ყურადღება ნეგატივიდან


პოზიტივზე.

შეიქმენით პოზიტიური სლაიდი, რომელიც სასიამოვნო იქნება სულისთვისაც და გონებისთვისაც.

უფრო ხშირად უცქირეთ თქვენს სლაიდს და დაამატეთ მას ახალი დეტალები.

არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ სლაიდის ხატ-სახე სხვა ადამიანებისგან.

თქვენი სლაიდი მართლა თქვენი უნდა იყოს, და არა სხვისი ასლი.

პესიმისტები საკუთარ თავს არ აძლევენ ფუფუნებას, რომ ფლობდნენ.

თუ არ გაგაჩნიათ გადაწყვეტილება, რომ რაიმეს ფლობდეთ, თქვენ ამას ვერ მიიღებთ.

იმისთვის, რომ არჩევის შესაძლებლობა და უფლება მიიღოთ, აუცილებელია, ფლობის


საშუალება მისცეთ საკუთარ თავს.

მიეცით საკუთარ თავს ფუფუნება, რომ ყველაფერ საუკეთესოს ღირსი იყოთ.

ფლობის გადაწყვეტილება - ესაა ურყევი ცოდნა იმისა, რომ თქვენ ღირსი ხართ და არჩევანი
თქვენზეა.

სულისა და გონების ერთობა - ესაა სიცხადე სიტყვების გარეშე, ცოდნა რწმენის გარეშე,
თავდაჯერებულობა ყოყმანის გარეშე.

პოზიტიური სლაიდები გეხმარებიან, რომ დაუჯერებელი თქვენი კომფორტის ზონაში


შემოიყვანოთ.

სულის რაიმეში დარწმუნება უსარგებლოა, მას შეიძლება მხოლოდ ასწავლო.

სლაიდის სისტემატიური გაშვება თანთადან კომფორტის ზონას აფართოებს.

186
არ უყუროთ სლაიდს როგორც სურათს, არამედ იცხოვრეთ მასში, თუნდაც ვირტუალურად.

შემოუშვით საკუთარ თავში ნებისმიერი იმფორმაცია თქვენი ოცნების სამყაროდან.

ტრანსეფრინგის მოგზაური არაა ბედის რჩეული, ეს თავად ბედია მისი რჩეული.

ოცნებები არ სრულდება. არც კინოფილმები. არაცნობიერი სიზმარი ცხადი არ გახდება.

როდესაც საბოლოო მიზანზე ახდენთ კონცენტრაციას, თქვენ მისკენ არ მოძრაობთ.

მიზნისკენ გამოძრავებთ არა შედეგის ჭვრეტა, არამედ მოძრაობის პროცესის ვიზუალიზაცია.

ყურადღება ფოკუსირდება მოძრაობის პროცესზე, მიზანი კი ფონის ფუნქციას ასრულებს.

საჭიროა არა შედეგის ჭვრეტა, არამედ სრულყოფილების დაბადებისა და ზრდის პროცესის


წარმოდგენა.

ვიზუალიზაცია ტრანსერფინგში - ესაა ტრანსფერული ჯაჭვის მიმდინარე რგოლის რეალიზაციის


პროცესის აზრობრივი წარმოდგენა.

თუ მიზნის მიღწევის გზა უცნობია, გააკეთეთ სლაიდის ვიზუალიზაცია.

სლაიდი თავად წაგიყვანთ საჭირო მიმართულებით.

187
თავი IX. სული და გონება

მთარგმნელი: მამუკა გურული

განზრახვის ქარი

ადამიანი იბადება, როგორც ინდივიდი, ანუ უნიკალური არსება. შემდეგ ეს ინდივიდუალობა


ვითარდება. აზრები, ცოდნა, რწმენები, ჩვევები და ხასიათიც კი - უკვე შემდეგ გაჩნდა, როგორც
ნადები. და ამავე დროს ეს ყველაფერი ცარიელ ადგილას არ გაჩენილა. მაშ, რა იყო
დასაწყისში? თუ მხოლოდ სუფთა ფორცელი, მაშინ სცადეთ გახდეთ ერთი წუთით ასეთი სუფთა
ფურცელი. დახუჭეთ თვალები და შეწყვიტეთ აზრთა დინება. თუ შავ სიცარიელეს ჭვრეტთ,
რაღაც დროით მოახერხებთ, რომ არაფერზე არ იფიქროთ. აი, თავში რაღაც მომენტში სრული
სიცარიელე გიჩნდებათ. ნუთუ ამ დროს შეწყვიტეთ საკუთარ თავად ყოფნა? გონების მუშაობა
გაჩერებულია, მაგრამ რჩება ერთგვარი ინტეგრალური შეგრძნება, რომ მე - ეს მე ვარ.

და როგორ ახსნით, რომ თქვენ - ეს თქვენ ხართ? ადამიანის მიერ საკუთარი თავის, როგორც
პიროვნების გაცნობიერება ჩვეულებრიც ხდება სოციალურ წრეში მისი მდგომარეობის
კონტექსტში. მაგრამ წამით წარმოიდგინეთ, რომ სოციალური წრე გაქრა, და თქვენ კოსმოსში
გამოკიდებული აღმოჩნდით. თქვენ არაფერი გაქვთ: არც საზოგადოება, არც დედამიწა, არც მზე,
არც წარსული, არც მომავალი, არამედ მხოლოდ შავი სიცარიელე გარშემო. ყველაფერი გაქრა,
მხოლოდ თქვენ დარჩით. და რა დარჩა თქვენგან, როგორც უწინდელი პიროვნებისგან? ყველა
ცოდნა და აზრი იმ გარემოს განეკუთვნებოდა, რომელშიც არსებობდით. ჩვევები, მანერები,
სურვილები, შიშები, გატაცებები, ხასიათი - ასევე იმ გარემოსთან მიმართებაში მოქმედებდნენ.
მაგრამ ეს გარემო უკვე აღარაა. მაშ, რაღა დარჩა თქვენგან?

ამ საკითხის განხილვა ძალიან ძნელია გონებრივი აღნიშვნების ფარგლებში. ჩვენ არ


განვიხილავთ ამ წიგნში სულისა და ადამიანის არსებობის მარადიულ თემას. ეს ბევრ დროს
წაგვართმევს და არსად არ მიგვიყვანს. ტრანსერფინგის მიზნებისთვის მოცემულ საკითხს არ აქვს
პრინციპული მნიშვნელობა. გნებავთ, სულის გჯეროდეთ, გნებავთ, - ქვეცნობიერის. შეგიძლიათ
გჯეროდეთ სულის უკვდავების, და შეგიძლიათ არ გჯეროდეთ. უდავოა მხოლოდ ის, რომ
ადამიანის ფსიქიკა თავის თავში მოიცავს როგორც ცნობიერს, ასევე არაცნობიერს.

თავიდანვე ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველაფერ ცნობიერს გონებას მივაკუთვნებთ, ხოლო


არაცნობიერს - სულს (ავტორი იყენებს ტერმინს „душа“ - ანუ „სამშვინველი“, მაგრამ
სიმარტივისთვის მთელი წიგნის განმავლობაში ვთარგმნი, როგორც „სული“. მ.გ.).
სიმარტივისთვის და პრაქტიკული სარგებელისთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავარკვიოთ
მხოლოდ პატარა ნაწილი სულის შესახებ საკითხზე. საკმარისი იქნება, თუ მხოლოდ უხეშ ზღვარს
გავავლებთ სულსა და გონებას შორის: აზრებს გონებას დავუტოვებთ, გრძნობებს კი - სულს.
როცა აღტაცების, შთაგონების, დაფრთიანების შეგრძნება შეგიპყრობთ - ეს სულის
შეგრძნებებია. მძიმე, დამთგრუნველი შეგრძნებები - ესეც ასევე სულის მდგომარეობებია.

გონება თავიდან ბოლომდე ქანქარების ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, და იმ წარმოდგენების


და რწმენების, რომლებიც ამავე ქანქარების მიერაა თავსმოხვეული. ადამიანის თავისუფლების
დონე მხოლოდ ნებადართულის ვიწრო ჩარჩოებითაა შეზღუდული. თავის ადგილს ამ

188
სამყაროში ადამიანი შეცდომით განსაზღვრავს ან მსახურის, ან ბატონის როლში.
ტრანსერფინგის თვალსაზრისით, არცერთი ეს პოზიცია მართალი არაა. ადამიანი არის
არაფერი. იგი მხოლოდ წვეთია, რომელიც წამით მოწყდა ოკეანეს.

დაბადებისა და სიკვდილის ილუსტრაციად შეიძლება გამოდგეს ზღვის ტალღების შხეფები.


წვეთი, რომელიც ოკეანეს წყდება, ვერ შეიგრძნობს ოკეანესთან ერთიანობას და არ შეუძლია
მისგან ენერგიის მიღება. ცალკეულ წვეთს ეჩვენება, რომ თავისთავად არსებობს და არაფერი
აქვს ოკეანესთან საერთო. მაგრამ როცა წვეთი ოკეანეში ვარდება, იგი აცნობიერებს მასთან
ერთიანობას. წვეთიუ და ოკეანე ერთ მთლიანობად ერწყმის ერთმანეთს. ისინი არსით ერთნი
არიან - ანუ წყალი.

წყლის ცალკეულ ნაწილაკს სხვადასხვა ფორმების მიღება შეუძლია: წვეთის, ფიფქის, ყინულის,
ღრუბლის, ორთქლის. ფორმები სხვადასხვაა, მაგრამ არსი ერთია. ნაწილაკს არ ახსოვს, და ვერ
გებულობს, რომ ის და ოკეანე - ერთნი არიან. ნაწილაკს ეჩვენება, რომ ოკეანე - ესაა ტალღები,
ქაფი, შხეფები, აისბერგი, დინებები, შტილი... ზუსტად ასევე, ნაწილაკს ეჩვენება, რომ თავად იგია
წვეთი, ან ფიფქი, ან ორთქლის ღრუბელი. ნაწილაკს უჭირს, რომ ამ ყველა გარეგნული
გამოვლინების მიღმა ერთი დიდი არსი - წყალი დაინახოს. რაღაც ნაცნობია, მაგრამ არამკაფიო
და მოუხელთებელია.

ბიბლიური ტექსტები ამ საკითხთან დაკავშირებით ჭეშმარიტებებს შეიცავენ, რომლებიც გონების


აღნიშვნებითაა დამახინჯებული. მტკიცება, რომ ღმერთმა ადამიანი თავის სახედ და ხატად
შექმნა, ჭეშმარიტია, მაგრამ ეს როგორც წესი დამახინჯებულად აღიქმება. ღმერთს ნებისმიერი
ფორმის მიღება შეუძლია, მაგრამ მისი არსი იმაში არაა, რომ თავი, ორი ხელი და ორი ფეხი
აქვს. თუ ღმერთს ოკეანეს შევადარებთ, ადამიანს კი წვეთს, მაშინ მათ ერთი საერთო არსი აქვთ
- წყალი.

ადამიანები, რომლებიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყვნენ, ამბობენ, რომ სული


ენითაღუწერელ სიმშვიდეს და ნეტარებას განიცდის კოსმოსთან თავისი ერთიანობის
შეგრძნებისგან. წვეთი ოკეანეს დაუბრუნდა, და მას თავისი ჭეშმარიტი არსების შეგრძნებაც ეწვია:
იგი იმავე სუბსტანციისგან შედგება, რისგანაც ოკეანე. ენერგიის მთელი ენერგია წვეთში გადის.

ადამიანები ცივილიზაციის მთელი ისტორიის მანძილზე ცდილობდნენ, რომ თავის თავში


ცხოვრებაშივე გამოეწვიათ კოსმოსთან ერთიანობის ეს გრძნობა. სულიერი განვითარების
ყველა სკოლა საბოლოო ჯამში ერთ მიზანს ემსახურება: მიაღწიოს გასხივოსნებას, ანუ სხვა
სიტყვებით, შეიგრძნოს ამ სამყაროსთან საკუთარი ერთიანობა, შეერწყას ენერგიის ოკეანეს, და
ამავდროულად არ დაკარგოს საკუთარი თავი, როგორც ინდივიდუალურმა არსებამ.

რას იღებს ადამიანი, რომელმაც გასხივოსნებას მიაღწია? იგი თავის განკარგულებაში სამყაროს
მთელი ოკეანის ენერგიას იღებს. იგი ვერ ხედავს პრინციპულ სხვაობას საკუთარ თავსა და
ოკეანეს შორის. მისი აზრობრივი ენერგია რეზონანსში შედის ოკეანის ენერგიასთან. მაშინ
გასხივოსნებულის განზრახვა იგივე ხდება, რაც გარეგანი განზრახვა - ეს ძლევამოსილი და
მიუწვდომელი ძალა, რომელიც მთელ სამყაროს მართავს.

189
როცა ქაღალდის გველის ფორმა აუცილებელ პარამეტრებს აკმაყოფილებს, მას ჰაერის
ნაკადები ცაში აიტაცებენ. სწორედ ასევე, ადამიანი ატაცებული ხდება გარეგანი განზრახვის
ქარის მიერ და გადაიტყორცნება ვარიანტთა სივრცის იმ სექტორში, რომელიც მის აზრობრივ
გამოსხივებას შეესაბამება. ვარიანტთა სივრცეში მიზანმიმართული მოძრაობისთვის ადამიანს
სჭირდება, რომ ისევე ცხადად შეიგრძნოს გარეგანი განზრახვის ეს ქარი, როგორც ჰაერის ან
წყლის მოძრაობას გრძნობს.

მანამ, სანამ ადამიანი ოკეანესთან თავისი იგივეობის არსს და ბუნებას არ აცნობიერებს, გარეგანი
განზრახვა მას არ ხელეწიფება. ჩვენ არ დავისახავთ მიზნად გასხივოსნების მიღწევას. ეს ძალიან
რთული ამოცანაა. მაგრამ თქვენი მიზნების რეალიზაციისთვის ეს აუცილებელი არაა. არაა
აუცილებელი ტიბეტში წახვიდეთ და იქ მედიტაციით დაკავდეთ. ტრანსერფინგი გთავაზობთ ერთ
გასაღებს, რომელიც საშუალებას მოგცემთ რომ დაიმორჩილოთ გარეგანი განზრახვა მცირე,
მაგრამ იმ დონით, რომ სურვილები შეგისრულდეთ.

ამ გასაღების პრინციპი საკმაოდ მარტივია. გონებას გააჩნია ნება, მაგრამ არ შეუძლია გარეგანი
განზრახვის მართვა. სულს შეუძლია შეიგრძნოს თავისი ერთიანობა გარეგან განზრახვასთან,
მაგრამ ნება არ გააჩნია. იგი დაფრინავს ვარიანტთა სივრცეში, როგორც უმართავი ქაღალდის
გველი. იმისთვის, რომ გარეგანი განზრახვა ნებას დაუქვემდებაროთ, საკმარისია - მიაღწიოთ
სულისა და გონების ერთობას.

ეს საკმაოდ რთული, მაგრამ მაინც შესრულებადი ამოცანაა. როგორც ადრე ვაჩვენეთ, გარეგანი
განზრახვის მუშაობა კარგად შესაგრძნობად ვლინდება ჩვენი ცუდი მოლოდინების რეალიზაციის
დროს. მოცემულ შემთხვევაში გარეგანი განზრახვა გონების ნების საწინააღმდეგოდ მუშაობს.
ისღა დაგვრჩენია გავარკვიოთ, თუ როგორ შეგვიძლია კარგი მოლოდინების რეალიზება.
განზრახვის თავში ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ, თუ რა არის პირველი აუცილებელი პირობა
გარეგანი განზრახვის დასაუფლებლად: გაცნობიერებულობა, მნიშვნელოვანობის დაწევა და
მიზნის მიღწევის სურვილზე უარის თქმა. მალე თქვენ გაიგებთ ტრანსერფინგის ახალ
საიდუმლოებებს, რომლებიც კარს აღებენ გარეგანი განზრახვის ამ იდუმალ სამყაროში.

სულის აფრა

ადამიანები საკუთარ თავს და სამყაროს გარე გამოვლინებებს მხოლოდ მატერიალური


ობიექტების სახით აღიქვამენ. ყველა მატერიალურ ობიექტს გააჩნია ერთი საერთო ენერგო-
ინფორმაციული არსი, რომელიც აღქმას არ ექვემდებარება. ესაა ის, რაც ვარიანტთა სივრცეში
იმყოფება და მატერიალური რეალიზაციის მუშაობას განსაზღვრავს. იმ აბსტრაქტული
აღნიშვნების ენა, რომლის გამოყენებასაც მივეჩვიეთ, ენერგო-ინფორმაციული არსის მხოლოდ
გარე გამოვლინებას აღწერს. თავად ამ პირველადი არსის აღწერა შეუძლებელია
ერთმნიშვნელოვნად, გონებრივი აღნიშვნების ენით, და სწორედ აქედან მოდის ფილოსოფიური
და რელიგიური მიმდინარეობების ასეთი სიმრავლე.

ჩვენი აღქმა ასეთად იმიტომ ფორმირდა, რომ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ ყურადღების


კონცენტრაციას ცალკეულ ელემენტებზე. „შეხედე! ეს შენი ხელუკებია, ესენი კი ფეხუკები! აი,
ჩიტმა გაიფრინა!“ აღქმის კონცენტრაცია მთეწლი ცხოვრების განმავლობაში ხდება. გონებას

190
გამუდმებით შესაბამისობაში მოჰყავს გარეგანი მონაცემები სამყაროს აღწერის შექმნილ
შაბლონთან.

მაგალითად, თუკი ჩვენ არასოდეს გვინახავს ადამიანის ენერგეტიკული გარსი, გონება ასე
ადვილად არ დაუშვებს, რომ იგი ხილული გახდეს - ეს ჩვეულ შაბლონს არ შეესაბამება.
ბავშვობაში არავინ მიმართავდა ყურადღებას აურაზე, ამიტომ იგი არ შევიდა სამყაროს
აღწერილობის შაბლონში. ახლა ჩვენ შეგვიძლია თეორიულად ვიცოდეთ, რომ იგი არსებობს,
მაგრამ პრაქტიკულად ვერაფერს დავინახავთ.

გარესამყაროს აღქმის მექანიზმი დღემდე თეთრ ლაქად რჩება. შეგვიძლია, მხოლოდ


განვიხილოთ მისი ცალკეული მხარეები. ჭიანჭველებს, მაგალითად, არასოდეს უნახავთ
ვარსკვლავები. მათ არ უნახავთ არც მზე, არც მთები და არც ტყე. მათი მხედველობა ისეა
მოწყობილი, რომ მათ დაბადებიდან საქმე მხოლოდ ახლომდებარე საგნებთან ჰქონდათ.
გარესამყაროს მათეული აღქმა ძირფესვიანად განსხვავდება ჩვენი აღქმისგან.

და როგორ გამოიყურება სამყარო სინამდვილეში? ესაა მცდელობა, რომ თითქოს ობიექტური


კითხვა დავსვათ და ობიექტური პასუხი მივიღოთ. თუმცაღა მოცემული საკითხი თავად არ
წარმოადგენს ობიექტურს. სამყარო სწორედ ისე გამოიყურება, როგორც ვხედავთ, რადგანაც
ცნება - „ხედვა“ - ასევე ჩვენი აღქმის შაბლონის ელემენტია. ბრმა თხუნელას შაბლონში,
მაგალითად, არ არსებობს ცნება - „გამოიყურება“. სამყარო ჩვენს წინაშე დემონსტრირდება
აღქმის ჩვენივე შაბლონის შესაბამისად, და ამავდროულად, იგი არანაირად არ გამოიყურება.
აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ სამყარო ჩვეულებრივ გამოიყურება, ან როგორც
მანათობელი ენერგიების გროვა, ან რამე სხვაგვარად. აზრი აქვს ვისაუბროთ მხოლოდ მის
ცალკეულ გამოვლინებებზე, რომელთა აღქმასაც ვახერხებთ.

ადამიანის ცნობიერება - სოციალური პროდუქტია. ცნობიერება ეფუძნება იმ ყველაფრის


განსაზღვრებას და ცნებებს, რაც ჩვენს გარშემოა. სული (ქვეცნობიერი) ადამიანს დაბადებიდან
აქვს. ცნობიერება კი მაშინ მოდის, როცა ყველაფერი გარშემომყოფი განსაზღვრულია
ადამიანურ ენაზე ახსნადი ცნებებით და განსაზღვრებებით. მაგრამ სამყარო იმიტომ არ
არსებობს, რომ ადამიანებმა იგი თავიანთი ცნებებით აღწერეს. ამ მიმართებაში ადამიანის სული
ყოველთვის გაუნათლებელი რჩება. მას არ ესმის ადამიანური ენა. მას მხოლოდ ის ესმის, რასაც
მივეჩვიოთ, რომ შეგრძნებები ვუწოდოთ. ჯერ აზრი ჩნდება, და მხოლოდ შემდეგ ფორმირდება
იგი სიტყვებად. შეგვიძლია სიტყვების გარეშე ვიფიქროთ. სწორედ ესაა ქვეცნობიერისთვის
გასაგები ენა. პირველადი აზრებია, და არა სიტყვები. ქვეცნობიერთან შეუძლებელია გონების
ცნებებით საუბარი.

ყველაფერს ვერ გამოხატავ ცნებათა არსებული ნაკრებით. როგორც შეამჩნიეთ, მე მაინც ვერ
მოვახერხე კარგად გასაგებად ამეხსნა, თუ რას ნიშნავს გარეგანი განზრახვა. საბედნიეროდ,
ადამიანებს მაინც დარჩათ უნივერსალური გამოხატვის საშუალება - ხელოვნების ნიმუშები. ესაა
ის, რაც სიტყვების გარეშეც გასაგებია. სულის ენა ყველასთვის გასაგებია - ესაა იმ საგანთა ენა,
რომლებიც სიყვარულით და გატაცებითაა შექმნილი. როცა ადამიანი თავისი მიზნისკენ თავისი
კარით მიდის, ანუ როცა ჭეშმარიტად თავისი საქმითაა დაკავებული, იგი შედევრებს ქმნის.
სწორედ ასე იქმნება ის, რასაც ხელოვნებას უწოდებენ.

191
შეგიძლიათ კონსერვატორია დაამთავროთ და უფერული მუსიკა შექმნათ, რომელიც არავის
დაამახსოვრდება. შეგიძლიათ ტექნიკურად უზადოდ შესრულებული ცარიელი ნახატები ხატოთ.
თუმცაღა თავში არავის მოუვა, რომ შედევრებად ჩათვალოს ისინი. თუ საგანზე შეიძლება ითქვას,
რომ „ამაში რაღაც არის“, მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს იგი ხელოვნების ნიმუშად. რა
არის მასში - ამას შემდეგ კრიტიკოსები და შემფასებლები ახსნიან. მაგრამ ეს „რაღაც“
ყველასთვის მაშინვე და უსიტყვოდ გასაგებია.

ავიღოთ, მაგალითად ნახატი - „ჯოკონდას ღიმილი“. ესაა ენა, რომელიც ყველას ესმის. სიტყვები
აქ არაა საჭირო. სიტყვები უძლურნი არიან, გამოხატონ ის, რაც ყველასთვის გასაგებია. და
სახელდობრ, რაა გასაგები, ეს მნიშვნელოვანიც კი არაა. ყველა თავისებურად გრძნობს და
ესმის. შეიძლება, რა თქმა უნდა, ითქვას, რომ მისი ღიმილი იდუმალია, ან რომ მასში არის რაღაც
მოუხელთებელი, და ა.შ. სიტყვები მაინც ვერ ახსნიან „იმას“, რაც ნახატს შედევრად აქცევს.

„ჯოკონდას ღიმილმა“ ასეთი ცოცხალი ინტერესი მხოლოდ იმიტომ არ გამოიწვია, რომ იგი
თითქოს იდუმალია. არ მოგსვლიათ თავში, რომ ჯოკონდას ღიმილი და ბუდას ღიმილი ძალიან
ჰგვანან ერთმანეთს? ითვლება, რომ ბუდამ ცხოვრებაშივე მიაღწია გასხივოსნებას. სხვა
სიტყვებით, მან მოახერხა, რომ ეგრძნო თავისი ერთიანობა ოკეანესთან. ბუდას ღიმილი ყველა
გამოსახულებაზე სიმშვიდეს და ნეტარებას გამოხატავს. იგი შეგვიძლია დავახასიათოთ,
როგორც „მარადიულობის ჭვრეტა“. როცა ბუდას ღიმილს პირველად ხედავ, ჩნდება
ცნობისმოყვარეობისა და გაოცების უცნაური ნაზავი. ეს იმიტომ, რომ იგი ახსენებს წვეთს რაღაც
შორეულს და დავიწყებულს - ოკეანესთან ერთიანობის შეგრძნებას.

ნებისმიერი შეხსენება ყოფილ ერთიანობაზე სულის მგრძნობიარე სიმებს ეხება. ადამიანური ენის
გაჩენის შემდეგ სულის ენა თანდათანობით ატროფირდა. ადამიანები მეტისმეტად გახდნენ
გატაცებულნი გონების ენით, ამიტომ იგი დროთა განმავლობაში პირველ ადგილზე გამოვიდა.
ისიც კი, თუ როგორ მოხდა ეს, გონებრივი აღნიშნვნების ფარგლებში დამახინჯებულად ჟღერს,
ბაბილონის გოდოლის შესახებ ლეგენდის ფორმით, რომლის თანახმადაც ღმერთები
განრისხდნენ ადამიანებზე იმის გამო, რომ გოდოლის ცამდე აღმართვა გადაწყვიტეს, ამიტომ
მათი ენები ისე შეურიეს, რომ ადამიანებს ერთმანეთის აღარ ესმოდათ.

არსობრივად, მითების და ლეგენდების უმეტესობა სიმართლეა, მაგრამ სიმართლე გონებრივი


აღნიშვნების ინტერპრეტაციით. შესაძლოა, მაღალი კოშკი წარმოადგენს მეტაფორას, და
გამოხატავს ძლევამოსილებას, რომელიც ადამიანებმა მიიღეს, როცა შეიძინეს უნარი -
გაცნობიერებულად მოეხდინათ თავიანთი ნების ფორმულირება გონების ენაზე. როგორც უკვე
ითქვა, სულს შეუძლია იგრძნოს გარეგანი განზრახვის ქარი, მაგრამ მას არ შეუძლია აფრის
დადგმა, რომ ეს ქარი გამოიყენოს. აფრას გონების ნება აყენებს. ნება კი გაცნობიერებულობის
ატრიბუტს წარმოადგენს.

არაცნობიერი სულის ფრენა გარეგანი განზრახვის ქართან ერთად სპონტანურად და უმართავად


ხდება. სწორედ გონების გაცნობიერებულობა იძლევა ნების მიზანმიმართულად გამოხატვის
საშუალებას. საწყის სტადიაზე, როცა სულისა და გონების ენები არ იყვნენ ასე დაშორებულნი,
სულისა და გონების ერთობა ადვილად მიიღწეოდა. შემდეგ გონება გაიტაცა თავისი
აღნიშვნებით სამყაროს კონსტრუირებით, რასაც შორს მიჰყავდა იგი იმ პირველადი არსის
გაგებისგან, რაც საფუძვლად უდევს გარეგან განზრახვას.

192
კოლოსალური ინტელექტუალური ძალისხმევების შედეგად, გონებამ საოცარ წარმატებებს
მიაღწია მატერიალური რეალიზაციის ტექნოტრონულ სამყაროში, მაგრამ დაკარგა
ყველაფერი, რაც არარეალიზებულ ვარიანტთა სივრცეს განეკუთვნება. გონება მეტისმეტად
შორს წავიდა იმ ყველაფრის გაგებისგან, რაც გარეგან განზრახვას უკავშირდება. ამიტომაც
გვეჩვენება ტრანსერფინგის ბევრი მოცემულობა დაუჯერებლად. მაგრამ გონებას მაინც შეუძლია
დაკარგულის დაბრუნება. ამისთვის საჭიროა, რომ დავალაგოთ ურთიერთობა სულსა და
გონებას შორის.

სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სული, გონებისგან განსხვავებით, კი არ ფიქრობს, არამედ


იცის. იმ დროს, როცა გონება იაზრებს მიღებულ ინფორმაციას და ატარებს მას თავისი
მსოფლმხედველობის ანალიტიკური ფილტრის შაბლონში, სული ცოდნას ინფორმაციის
ველიდან ღებულობს პირდაპირ, ანალიზის გარეშე. ზუსტად ასევე, მას პირდაპირ შეუძლია
მიმართოს გარეგან განზრახვას. იმისთვის, რომ ეს მიმართვა მიზანმიმართული გახადოს,
აუცილებელია გონების ნებისა და სულის მისწრაფების შეთანხმება, ერთობამდე მიყვანა. თუ
ასეთი ერთობა მიღწეულ იქნება, თქვენი სულის აფრა გაიბერება გარეგანი განზრახვის ქარით
და პირდაპირ მიზნისკენ წაგიყვანთ.

ჯადოქარი თქვენს შიგნით

თქვენს სულს ყველაფერი აქვს თქვენი სურვილის განსახორციელებლად. გახსოვთ ზღაპარი


ჯადოქარზე ზურმუხტის ქალაქიდან? იქ ჭკვიანი საფრთხობელა ტვინზე ოცნებობდა, კეთილი
შეშისმჭრელი კეთილ გულზე, მამაცი ლომი - სიმამაცის მოპოვებაზე, ხოლო გოგონა ელის
სახლში დაბრუნება სურდა. ყველა გმირს ისედაც ჰქონდა ყველაფერი, რაც სურდა. მაგრამ
ჯადოქარ გუდვინს რომ ეთქვა მათთვის, რომ ყველაფერი აქვთ, რასაც ითხოვენ, ეს მეტისმეტად
დაუჯერებელი იქნებოდა. ამიტომ მან მაგიური რიტუალი წარმოადგინა.

სინამდვილეში საფრთხობელას, შეშისმჭრელს და ლომს მხოლოდ ის სჭირდებოდათ, რომ


უფლება მიეცათ საკუთარი თავისთვის იმ სასურველი თვისებების ქონის უფლება, რომლებიც
ისედაც ჰქონდათ სულში. გოგონა ელისთან საქმე უფრო რთულად იყო - მას სჭირდებოდა
ფლობის ურყევი გადაწყვეტილება, რათა სახლში აღმოჩენილიყო. მაგიური რიტუალი დაეხმარა
მას აბსოლუტური რწმენის მოპოვებაში, და განზრახვის ქარმა სახლისკენ გადატყორცნა იგი.

როგორც უკვე ითქვა, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია გარეგან განზრახვასთან, გონებრივი


აღნიშვნების ფარგლებში არ ეტევა. ასეთ მდგომარეობაში გონებამ თავად ჩაიგდო თავი, და
ქანქარები ამაში გვარიანად დაეხმარნენ. კონტროლი გარეგან განზრახვაზე ადამიანს
თავისუფლებას აძლევს, ეს კი ქანქარების ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ქანქარებს აწყობთ, რომ ადამიანი რუხი პიროვნება იყოს, ჭანჭიკი, რომელიც ამ მონსტრებზე
მუშაობს. ადამიანის თვითრეალიზაცია ქანქარებისთვის დამღუპველია, რადგანაც თავისუფალი
პიროვნება მუშაობს არა ქანქარებზე, არამედ საკუთარი თავის განვითარებაზე და გაფურჩქვნაზე.
ამიტომ ადამიანებს ბავშვობიდან შთააგონებენ საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს და წესებს,
რაც მას ქანქარასთვის მოსახერხებელ და მორჩილ მიმდევრად აქცევს.

193
ერთი მხრივ, არსებობს პოზიტიური აუცილებლობა, ვასწავლოთ ადამიანს ამ ქვეყანაში
ნორმალურად არსებობა. საყოველთაოდ მიღებული ნორმების დამრღვევი ან ლუზერი ხდება,
ან განდევნილი. მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი შთაგონება ძლიერ ახშობს პიროვნების
ინდივიდუალურ უნიკალურობას, რის გამოც ადამიანებს არ შეუძლიათ ზუსტად თქვან, რა უნდათ
სინამდვილეში, და არ იციან, რა შეუძლიათ.

იმისთვის, რომ წავართვათ ადამიანს გარეგანი განზრახვის მართვის უნარი, საჭიროა, მხოლოდ
დავაცალკევოთ გონება სულისგან, რაც გაკეთდა კიდეც. კაცობრიობის მთელი ისტორიის
განმავლობაში ჩატარებულ იქნა უზარმაზარი სამუშაო სულისა და გონების დამონების მიზნით.
გონება გამუდმებით სრულყოფდა თავისი აღნიშვნების ენას და სულ უფრო შორდებოდა სულის
ენას. რელიგიების ქანქარები, ისევე როგორც მეცნიერების, გონებას სხვადასხვა მხარეს
ექაჩებოდნენ, მაგრამ სულის ნამდვილი არსისგან რაც შეიძლება შორს. სამეწარმეო და
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ ბოლო რამდენიმე ასწლეულში საბოლოოდ
გაწყვიტა კავშირი სულსა და გონებას შორის.

ქანქარების გავლენა განსაკუთრებით დიდია დღეს, როცა ყველა კითხულობს წიგნს, უსმენს
რადიოს, უყურებს ტელევიზორს და ღებულობს ინფორმაციას ინტერნეტით. კაცობრიობამ
დააგროვა ცოდნის უზარმაზარი რაოდენობა, და ამდენივე შეცდომები. შეცდომები ისევე მყარად
ინარჩუნებენ თავს, როგორც ცოდნა. ადამიანის მთავარი დანაკარგი სულსა და გონებას შორის
კავშირის გაწყვეტაა. ნამდვილ წარმატებებს ბიზნესში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სპორტსა და
სხვა სფეროებში აღწევენ მხოლოდ რჩეული ერთეულები. ყველა მიეჩვია საგანთა ასეთ
მდგომარეობას, და არავის მოსდის თავში, რომ ეს არანორმალურია.

ჩვენთვის აზრი არ აქვს „კაცობრიობის გადარჩენას“. მხოლოდ მინდა სწორედ თქვენ,


პატივცემულო მოგზაურო, შემოგთავაზოთ, რომ დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა: „რატომ ის, და
არა მე? რა მჭირდება, რომ ამ რჩეული ერთეულების რიცხვში შევიდე?“ მე არ ვარ ჯადოქარი
გუდვინი, ამიტომ არ მოგიწყობთ მაგიურ რიტუალებს, არამედ უბრალოდ პასუხს მოგცემთ. თქვენ
გაქვთ ყველაფერი, რაც აუცილებელია. ისღა დაგრჩენიათ, რომ გამოიყენოთ. თქვენ
ყველაფერი შეგიძლიათ, უბრალოდ ამის შესახებ არავის უთქვამს თქვენთვის.

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ შესანიშნავი ხელოვნების შედევრები, გააკეთოთ გენიალური


აღმოჩენები, მიაღწიოთ საოცარ შედეგებს სპორტში, ბიზნესში, ნებისმიერ პროფესიულ
საქმიანობაში. ამისთვის მხოლოდ გჭირდებათ, რომ საკუთარ სულს მიმართოთ. მას აქვს წვდომა
ნებისმიერ ცოდნაზე. უბრალოდ ჯერ არ გითხოვიათ მისთვის ამის შესახებ. ხელოვნების,
მეცნიერების, ბიზნესის ყველა დიდი გენია თავის შედევრს მხოლოდ იმიტომ ქმნიდა, რომ
საკუთარ სულს მიმართავდა. და რითაა უარესი თქვენი სული? არაფრით!

ნებისმიერი შედევრი სულის ენაზე ლაპარაკობს. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თქვენი ნაშრომი
მხოლოდ მაშინ მოახდენს შთაბეჭდილებას, თუკი თქვენი სულიდან მოდის. გონებას შეუძლია
ააწყოს სახლი ახალი ვერსია ძველი კუბიკებისგან, მაგრამ ამით ვერავის გააკვირვებ. გონებას
შეუძლია შექმნას უზადო კოპია, მაგრამ ორიგინალის შექმნა მხოლოდ სულს შეუძლია.

ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ესაა აქსიომად მიღება იმ ფაქტისა, რომ თქვენს სულს ყველაფერი
შეუძლია, შემდეგ კი უნდა მისცეთ საკუტარ თავს ამის გამოყენების უფლება. დიახ, სწორედ ასეა

194
ყველაფერი, მარტივი და ამავდროულად მიუწვდომელი. და თქვენ, ბოლოს და ბოლოს მიეცით
თავს ფლობის უფლება. ფლობის გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ
ყველაფერი შეგიძლიათ.

ეს განაცხადი ეჭვს იწვევს თქვენში. მაგრამ თქვენ ხომ არ გეპარებათ ეჭვი, როცა შთაგაგონებენ,
რომ უნარები, შესაძლებლობები და რაღაც თვისებები არ გყოფნით, რომ ღირსი არ ხართ, რომ
სხვები გჯობიან. თქვენ ადვილად იღებთ რწმენად მტკიცებას, რომელიც მაღალ კედელს
აღმართავს თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მაშ, დაეხმარეთ საკუთარ თავს (მე არა!) და
უფლება მიეცით იცოდეს, რომ ყველაფერი საუკეთესოს ღირსი ხართ და ყველაფრის მიღწევა
შეგიძლიათ, რასაც კი გულით ისურვებთ.

სწორედ ის ფაქტი, რომ საუკეთესოს ღირსი ხართ და ყველაფერი შეგიძლიათ,


საგულდაგულოდ იმალება თქვენგან. თქვენ შთაგაგონებენ, რომ მეტისმეტად
გულუბრყვილოები იქნებით, თუკი თქვენს შეუზღუდავ შესაძლებლობებს დაიჯერებთ. მაგრამ
ყველაფერი სწორედაც რომ პირიქითაა. გამოიღვიძეთ და ჩამოიფერთხეთ ძილქუში. თამაში
თქვენი წესებით წარიმართება, თუკი ცნობიერად ისარგებლებთ თქვენი უფლებებით.

თქვენ ამას ვერავინ დაგიშლით, მაგრამ ჩვეული მსოფლმხედველობა და ქანქარები


ყველანაირად დაგარწუნებენ იმაში, რომ ეს შეუძლებელია. მოიძებნება ყველა შესაძლოა
გონივრული არგუმენტი თქვენი შასაძლებლობლების შეზღუდულობის სასარგებლოდ. უარი
თქვით ამ არგუმენტებზე და აიღეთ იარაღად „არაგონივრული და უსაფუძვლო“ არგუმენტი:
ერთად თქვენს სულს და გონებას ყველაფერი შეუძლიათ. თქვენ ხომ არაფერს კარგავთ. ნუთუ
ბევრს მიაღწიეთ გონივრული არგუმენტების ჩარჩოებში?

ეს ცხოვრება მხოლოდ ერთი გაქვთ. ნუთუ დრო არაა, რომ გადაიფერთხოთ დამყაყებული
წარმოდგენების მტვერი, რომლებიც შესაძლოა ცრუნი აღმოჩნდნენ, თქვენ კი ამის შესახებ ვერც
კი გაიგოთ? უბრალოდ ვერ მოასწრებთ, რომ გაიგოთ. ცხოვრება გაივლის, ყვცელა
შესაძლებლობა ამოიწურება, ხოლო ამ მშვენიერი ცხოვრების ყველა სიკეთე სხვებს შეხვდება.
დაე, ერთხეულებს, მაგრამ არა თქვენ.

გამოიყენოთ თუ არა საკუთარი უფლებები, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. თუკი ფლობის


საშუალებას მისცემთ საკუთარ თავს, ეს ყველაფერი გექნებათ. უნდა დაიწყოთ იმით, რომ
დაიჯეროთ სულის უსაზღვრო შესაძლებლობების და მიმართოთ მისკენ თქვენი გონება. ამის
გაკეთებაში ხელს ცრუ წარმოდგენები გიშლიან, რომელთაგანაც ბევრს ტრანსერფინგის
მოდელი ამსხვრევს.

ერთ-ერთი ასეთი წარმოდგენა დაახლოებით ასე ჟღერს: „ყველაზე რთული საკუთარ თავზე
გამარჯვებაა“ ან „ყველაზე რთული საკუთარ თავთან ბრძოლაა“. ეს კაცობრიობის ერთ-ერთი
უდიდესი შეცდომაა. როგორ შეიძლება, ან რატომაა საჭირო ამ საოცარ და მშვენიერ
არსებასთან, რომელიც თქვენს შიგნით ცხოვრობს? ცუდი თქვენს შიგნით კი არ ცხოვრობს,
არამედ ზედაპირზე. ეს მტვრის ფენას ჰგავს ნახატზე. თუ მტვერს გადაწმენდთ, წმინდა სული
გაიხსნება.

195
არსება, რომელიც მრავალი ნიღბისა და კოსტუმის ქვეშ იმალება, ჭეშმარიტად საოცარ
ღირსებებს ფლობს. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ საკუტარ თავს მისცეთ საშუალება - იყოთ
ის, ვინც ხართ. ნუთუ ნიღბები, რომლებსაც ატარებთ, დაგეხმარნენ წარმატების, კეთილდღეობის,
ბედნიერების მიღწევაში? თქვენ არ გჭირდებათ საკუთარი თავის შეცვლა, ეს მხოლოდ კიდევ
ერთი ნიღაბი იქნება. თუკი გადაყრით ნიღბებს, რომლებიც დესტრუქციულმა ქანქარებმა
მოგახვიეს თავს, გაიხსნება განძი, რომელიც თქვენს სულში იმალება. თქვენ მართლაც
იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს, რადგანაც თქვენ მართლაც საოცარი, მშვენიერი და
განუმეორებელი ქმნილება ხართ. უბრალოდ საშუალება მიეცით საკუთარ თავს, რომ ასეთი
იყოთ.

მოგწონთ ხელოვნების, მეცნიერების, ბიზნესის, სპორტის, ესტრადის, კინოს გენიების


ქმნილებები? თქვენ შეგიძლიათ ერთ-ერთი მათგანი გახდეთ. გენიების ნაწარმოებები სწორედ
იმიტომ მოგწონთ, რომ ისინი მისი სულის მიერაა ნაშობი. თქვენი ქმნილება სხვებს ასევე
მხოლოდ მაშინ მოეწონებათ, თუკი იგი თქვენი უნიკალური სულიდან წამოვა. ყველაფერი, რაც
ჩვეულებრივი და საშუალოა, გონების მიერაა შექმნილი. გონების ქმნილებები, ისევე როგორც
თავად გონება, არაა უნიკალური. უნიკალურია მხოლოდ თქვენი სული. თქვენ ნამდვილ განძს
ფლობთ. ნებისმიერი თქვენი გენიალური ქმნილება შეიძლება ნაშობი იყოს მხოლოდ თქვენი
სულისგან. დაე, თქვენმა გონებამ მისცეს ამის გაკეთების საშუალება.

მირაჟი

მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანს ცდილობენ შთააგონონ, რომ წარმატება, სიმდიდრე და


დიდება - მხოლოდ რჩეულების ხვედრია. სასწავლო დაწესებულებებში, კონკურსებში და
სხვადასხვა ატესტაციებში ადამიანს მუდმივად ანიშნებენ, რომ იგი შორსაა სრულყოფილებისგან,
რომ სხვები მასთან შედარებით უკეთესები და ღირსეულები არიან. ის, ვინც ეს არ დაიჯერა,
წარმატებასაც უხვად ღებულობს, სიმდიდრესაც და დიდებასაც. აი, ასე მარტივია ყველაფერი.
მარტივი არაა მხოლოდ ერთი - დაიჯეროთ, რომ თქვენ ამას იმსახურებთ და შეგიძლიათ
მიაღწიოთ. მაგრამ თქვენ მართლაც შეძლებთ დაჯერებას, თუკი ასეთი განზრახვა გექნებათ.

ბევრს სურს გახდეს ვარსკვლავი, მიაღწიოს დიდ წარმატებებს. წარმატების სტანდარტი


ზოგადად ძალიან აქტიურად და ფართოდ პროპაგანდირდება. ქანქარებს უყვართ რიგითი
მიმდევრებისთვის თავიანთი ფავორიტების მიღწევების დემონსტრირება. ისინი ცდილობენ, რომ
წარმოადგინონ ფავორიტები, როგორც წარმატების ეტალონები, რომლებისკენაც უნდა
ისწრაფვოთ, რათა ყველა სიკეთე მოიპოვოთ. ვარსკვლავი ყველაფერს იღებს, რის მიღებაც ამ
ცხოვრებაში შეიძლება. ვარსკვლავები სიმდიდრისა და დიდების სხივებში ბანაობენ. ვინ არ
მოისურვებს ამას? მაშინაც კი, თუკი არ გსურთ ძალიან სახელგანთქმული იყოთ და ზედმეტი
ფუფუნება გქონდეთ, მატერიალურ სიუხვეზე და საკუთარი მიღწვებით დაკმაყოფილებაზე უარს
მაინც არ იტყოდით.

ვარსკვლავები დამოუკიდებლად იბადებიან. მაგრამ მათ ქანქარები ანთებენ. იმის თქმა მინდა,
რომ ვარსკვლავებისადმი თაყვანისცემის კულტი სწორედ ქანქარების მიერაა შექმნილი. ისინი
ამას განზრახ აკეთებენ. კინოში, სცენაზე, სტადიონზე, ტელეეკრანებზე - ჩვენ გამუდმებით
გვთავაზობენ საუკეთესო წარმომადგენლებს, რჩეულებს. განსაკუთრებით ხაზს უსვამენ იმას, თუ
რა აღტაცებით ხვდებიან ვარსკვლავებს მათი თაყვანისმცემლები, როგორი ბრწყინვალენი

196
არიან ისინი, რამხელა მიღწევები აქვთ. ჩვენ გამუდმებით შთაგვაგონებენ ერთ ურყევ ფაქტს:
ვარსკვლავები ყველას მოწონს, და ეს ისაა, რისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ.

რა მიზანი აქვთ ქანქარებს, როცა ტახტზე სვამენ თავიანთ ფავორიტებს? იქნებ მათ მიმდევრების
პირადი მიღწევები და კეთილდღეობა აღელვებთ? სულაც არა. ისინი ახდენენ ფავორიტების
დემონსტრირებას, რათა რიგით მიმდევრებს მეტი სტიმული ჰქონდეთ ქანქარას მსახურებისთვის.
როგორ იქცევა ჩვეულებრივი ადამიანი ვარსკვლავად? შეუპოვარი შრომით. ვარსკვლავები
მხოლოდ ისინი ხდებიან, ვინც საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. ყველას შეუძლია გახდეს
ვარსკვლავი, მაგრამ ამისთვის დაუღალავი შრომაა საჭირო. მათგან აიღე მაგალითი, მოიქეცი
მათსავით, და შენც მიაღწევ წარმატებას. ვარსკვლავები უნიკალურ უნარებსა და თვისებებს
ფლობენ. ეს ყველას არ აქვს, ამიტომ უფრო მეტად უნდა იშრომოთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

აი, ასეთ ლოზუნგებს აჟღერებენ ქანქარები. ისინი არ უარყოფენ, რომ წარმატების მიღწევა
ყველას შეუძლიათ, მაგრამ საგულდაგულოდ მალავენ იმ ფაქტს, რომ უნიკალურ თვისებებს და
უნარებს სწორედაც რომ ყოველი ადამიანი ფლობს. ქანქარებისთვის სიკვდილის ტოლფასი
იქნება, თუ ყოველი ადამიანი თავის თავში უნიკალურ უნარებს აღმოაჩენს. ასეთ შემთხვევაშ
ყველა მიმდევარი თავისუფალი ინდივიდი გახდება, კონტროლიდან გამოვა, და ქანქარა
უბრალოდ ჩამოიშლება. პირიქით, ქანქარა თავს ყველაზე კარგად მაშინ გრძნობს, როცა მისი
მიმდევრები ერთი მიმართულებით ფიქრობენ და მოქმედებენ. როგორც მეორე თავიდან
გახსოვთ, ერთმიმართულებიანობა მიმდევრების აზრებში წარმოადგენს კიდეც ქანქარას
წარმოშობის და არსებობის პირობას. ვარსკვლავის კაშკაშა ინდივიდუალობა გამონაკლისია,
რომელიც უფრო ადასტურებს წესს, სწორედ იმიტომ, რომ გამონაკლისს წარმოადგენს. წესი კი
ამბობს: „ასევე მოიქეცი!“

აი, ამიტომაა, რომ ბევრი ახალგაზრდა ხვდება ქანქარების მახეში და ცდილობს, რომ თავიანთ
კუმირს დაემგვანოს, ბაძავს მას და ოთახში მის პლაკატებს ჰკიდებს. გონება ბრმად მიჰყვება
ქანქარას საბელს. უგუნური გონება ეუბნება სულს, რომ იგი არასრულყოფილია. თითქოს
ეუბნება მას: „თავად მეც კი, ჩემი შესაძლებლობებით, არ შემიძლია წარმატების მიღწევა. შენ ხომ
საერთოდ! აი, ეს ადამიანები - სხვა საქმეა. ხედავ, როგორები არიან?! მათგან უნდა აიღო
მაგალითი. ასე რომ დაჯექი, მოკეტე შენს არასრულყოფილებასთან ერთად, მე კი მთელი
ძალით ვეცდები, რომ მათ დავემგვანო“.

ბაძავენ რა თავიანთ კუმირებს, ახალგაზრდები მირაჟის დაჭერას ცდილობენ. მისწრაფება


მაგალითის აღებისკენ და იმათი მსგავსებისკენ, ვინც წარმატებას მიაღწია - ესაა იმ ბუზის შინაგანი
განზრახვის მუშაობა, რომელიც შუშას ეხეთქება. ისინი სხვის სექტორზე ახდენენ გადაწყობას, და
იქ თავად მაქსიმუმ პაროდიის როლს შეასრულებენ. გონებას შეუძლია ასლების სხვადასხვა
ვარიაციები შექმნას, მაგრამ ამით ვერავის გააკვირვებ. ვარსკვლავი ვარსკვლავად იქცა სწორედ
თავისი უნიკალურობის, თვითმყოფადობის, სხვებთან არამსგავსების წყალობით. ყოველი
ადამიანის სული თავისებურად განუმეორებელია. უნიკალურ სულს ვარიანტთა სივრცეში თავისი
უნიკალური სექტორი აქვს, სადაც მისი პირადი თვისებები მთელი ბრწყინვალებით ვლინდება.

ყოველ სულს გააჩნია თავისი ინდივიდუალური „ვარსკვლავური“ სექტორი. გასაგებია, რომ


ასეთი სექტორი შესაძლოა უსასრულოდ მრავალრიცხოვანი იყოს. მაგრამ ჩვენ პირობითად
ჩავთვალოთ, რომ ყოველ ცალკეულ სულს მისი უნიკალური სექტორი გააჩნია -

197
ინდივიდუალური მიზანი, ანუ ღერძი. გონება, რომელიც ქანქარების სატყუარებითაა
გატაცებული, უსარგებლოდ იწრიალებს სხვის სექტორში, ეცდება, რომ დააკოპიროს სხვების
თვისებები ან გაიმეოროს სხვისი წარმატების სცენარი. მაგრამ სხვისი სცენარის მიბაძვა
ყოველთვის პაროდიას წარმოშობს. სული ვერ შეძლებს საკუთარი თავის უცხო სექტორში
რეალიზებას. და როგორ უნდა ვიპოვოთ ჩვენი სექტორი? ამაზე გონებას შეუძლია არ იდარდოს,
სული თავად იპოვის თვითგამოხატვის გზას. გონების ამოცანა მხოლოდ იმაში მდგომარეობს,
რომ დაივიწყოს სხვისი გამოცდილება, აღიაროს საკუთარი სულის უნიკალურობა და საშუალება
მისცეს მას, რომ თავისი გზით იაროს.

განსაკუთრებით ძლიერ ექვემდებარებიან ქანქარების ზეგავლენას მოზარდები, რადგანაც მათ


ახლახანს შემოაბიჯეს ამ სამყაროში და არ იციან, რა გააკეთონ და როგორ მოიქცნენ. უფრო
მარტივი და უსაფრთხოა ბრბოს შეერიო, განსაკუთრებულად არ გამოირჩეოდე და ყველასავით
იცხოვრო. ჯოგური ინსტინქტი უსაფრთხოების შეგრძნებას იძლევა, მაგრამ საფუძველშივე ჭრის
ინდივიდუალურობის ჩანასახებს. საცოდაობაა იმის ნახვა, თუ როგორ ერთნაირად იცვამს
ახალგაზრდების უმეტესობა, როგორ იყენებს ერთი და იგივე ლექსიკას („საკაიფოა, ასწორებს,
ღადაობაა...“), და როგორ ერთნაირად იქცევიან. მიუხედავად დამოუკიდებლობის და
თავისუფლების გარეგნული შთაბეჭდილებისა, ისინი მორჩილად მიჰყვებიან ქანქარას: „გააკეთე
ისე, როგორც მე!“ თავად კი თვლიან, რომ ახალი თაობის მოდერნიზმს ატარებენ. მაგრამ მათგან
რომლები ქმნიან ამ სიახლეებს?

ლიდერები, და ასევე განდგომილები ახალგაზრდებში ყოველთვის ის ერთეულები ხდებიან,


რომლებმაც გამოვლენის საშუალება მისცეს საკუთარი სულის განუმეორებელ თვისებებს.
ანვითარებდნენ რა თავიანთ ინდივიდუალობას, ასეთი პიროვნებები შედეგად ხდებოდნენ
მოდის დამკანონებლები, სხვებს კარნახობდნენ ტონს, ქმნიდნენ ახალ მიმდინარეობებს,
ხსნიდნენ ახალ პერსპექტივებს და შესაძლებლობებს. ისინი არ აკოპირებდნენ სხვების
გამოცდილებას, არ ემორჩილებოდნენ წესებს, არამედ ნებას აძლევდნენ საკუთარ თავს, რომ
საკუთარი სულის უნიკალური თვისებების რეალიზება მოეხდინათ. ქანქარები ვერ იტანენ
ინდივიდუალობას, მაგრამ სხვა არაფერი რჩებათ გარდა იმისა, რომ ამომავალი ვარსკვლავი
თავის ფავორიტად აღიარონ. მორიგ ახალ ფავორიტებს ქანქარები ტახტზე სვამენ და რიგითი
მიმდევრებისთვის მისაბაძ ახალ ობიექტებად წარმოადგენენ.

არაფერია ცუდი იმაში, რომ ბიჭს ისეთივე ძლიერი უნდა იყოს, როგორიც მისი გმირია. ან
გოგონას ისეთივე ლამაზი სურს იყოს, როგორიც მისი გმირი ქალია. მაგრამ საჭირო არაა იმის
კოპირება, რაც სხვებშ მოგეწონათ. მაგალითად, მისცეთ საკუთარ თავს დავალება, რომ ზუსტად
ასეთი მუსკულატურა გქონდეთ, მოძრაობის, ლაპარაკის, სიმღერის ზუსტად ასეთი მანერა,
ზუსტად ისე ითამაშოთ, როგორც ამას სხვა აკეთებს. ეს სხვა ზუსტად იმიტომ მოგეწონათ ასე, რომ
მან სწორედ თავისი განუმეორებელი ღირსებების რეალიზება მოახდინა თავის სექტორში.

რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს რაღაც პირველადი ნიმუში, სადემონსტრაციო ეგზემპლარის


მაგალითი - დიახ, მაგრამ არა როგორც ეტალონი და მიბაძვის ობიექტი. თქვენი ეტალონი - ეს
თქვენი სულია. უბრალოდ საშუალება მიეცით მას, რომ გახსნას ყველა თავისი ღირსება სწორედ
თავის სექტორში. ჯობია კედელზე საკუთარი ფოტო ჩამოკიდოთ და მისით დატკბეთ. საკუთარი
თავის სიყვარული ძალზე სასარგებლო და მომგებიანია. საკუთარი თავისადმი სიყვარული

198
თვითკმაყოფილებად იქცევა და წონასწორული ძალების მიერ ისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუკი ამას თან ახლავს გარშემომყოფებზე ზემოდან ყურება.

თქვენ მართლაც უნიკალური პიროვნება ხართ, ამაში ვერავინ შეგეჯიბრებათ. მხოლოდ მიეცით
საკუთარ თავს საშუალება, რომ იყოთ ის, ვინც ხართ. თქვენს უნიკალურობაში კონკურენტები არ
გყავთ. გამოიყენეთ უფლება საკუთარ განუმეორებლობაზე, და უზარმაზარ უპირატესობას
მოიპოვებთ მათთან შედარებით, ვინც სხვისი გამოცდილების კოპირებას ცდილობს. თუკი
ეცდებით, ისეთი გახდეთ, როგორც სხვა, არაფერი გამოგივათ. გახდით საკუთარი თავი. მიეცით
თავს ასეთი ფუფუნების ნება. თუკი უკვე არსებული ვარკვლავის ნიღაბი მოირგეთ, ეს ან ასლი
იქნება, ან პაროდია. ვარსკვლავები სხვების მიბაძვით არ ხდებიან.

როდესაც შეწყვეტთ სხვაზე დამსგავსების უსარგებლო მცდელობებს, ყველაფერი გამოგივათ.


როდესაც შეწყვეტთ სხვების სცენარების გამეორების უსარგებლო მცდელობებს, ყველაფერი
გამოგივათ. როდესაც ტავად აღიარებთ თქვენი ინდივიდუალურობის ბრწყინვალებას, სხვებს
არაფერი დარჩებათ გარდა იმისა, რომ დაგეთანხმონ. მიეცით საკუთარ თავს ფლობის სითამამე.

ყველა შესანიშნავი მსახიობი საკუთარ თავს თამაშობს. ეს თითქოს უცნაურია - როლები ხომ
სხვადასხვაა, მაგრამ ერთი და იგივე ადამიანის პიროვნება, ხასიათი, მომხიბვლელობა მაშინვე
ამოსაცნობია. ყველაზე რთული როლია - ითამაშოთ საკუთარი თავი, საშუალება მისცეთ
საკუთარ თავს, რომ იყოთ ის, ვინც ხართ, მოიხსნათ ნიღაბი. უცხო პიროვნების თამაში ადვილია,
რადგანაც ნიღბის მორგება გაცილებით იოლია. მაგრამ ეს იქნება უბრალოდ მსახიობის თამაში,
პროფესიონალური ტექნიკა. აი, ნიღბის მოხსნა კი გაცილებით რთულია. და თუ ეს ხერხდება,
მაშინ გამოდის არა თამაში, არამედ ის, რასაც სცენაზე ცხოვრებას ეძახიან.

მაგრამ სირთულე აქ მხოლოდ მოჩვენებითია. სინამდვილეში, ფლობის გადაწყვეტილების


მიღება საკმაოდ იოლია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ, რომ გადაიფერთხოთ ქანქარების მიერ
თავსმოხვეული სტერეოტიპები და ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ აიღოთ და დაიჯეროთ
თქვენი სულის უსაზღვრო შესაძლებლობების. ქანქარები ხელს ვერ შეგიშლიან, თუ სხვების
გამოცდილებებს ზურგს აქცევთ თავად მისცემთ საკუთარ თავს ნებას, რომ ვარსკვლავი იყოთ.
მათ მხოლოდ შეუძლიათ, რომ შთაგაგონონ დამთრგუნველი აზრები: „ვარსკვლავი ლამაზი
უნდა იყოს, მე კი ლამაზი არ ვარ. ვარსკვლავმა კარგად უნდა იმღეროს, იცეკვოს, ითამაშოს, მე
კი ასე არ შემიძლია. ვარსკვლავს ნიჭი უნდა ჰქონდეს, მე კი ის არ გამაჩნია. არ გამომივა. უნდა
ვნახო, სხვები როგორ აკეთებენ ამას“. მართლაც, დააკვირდით ესტრადის, მეცნიერების,
სპორტის, ბიზნესის და ა.შ. ვარსკვლავებს. მრავალი მათგანი, თუ ყველა არა, საერთოდ არ
აკმაყოფილებს საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს და წარმოდგენებს იმაზე, თუ როგორი
უნდა იყოს ვარსკვლავი. ყველა ვარსკვლავს გააჩნია უამრავი ნაკლოვანება, რომლებსაც
ნებისმიერი ღირსების დაჩრდილვა შეუძლია. მაგალითად, ამას გრძელი ცხვირი აქვს, მაგრამ
მზეთუნახავად თვლიან. იმას ხმა საერთოდ არ აქვს, მაგრამ მისი სიმღერით ყველა
აღტაცებულია. ამას არანაირი მსახიობური მონაცემები არ გააჩნია, ყველა რეჟისორი იშორებდა,
მაგრამ მაინც მოახერხა ვარსკვლავობა. ეს პატარა და მსუქანია, რის გამო უყვართ ასე ქალებს?
ის საერთოდ არაფერს წარმოადგენს, და რას პოულობენ მასში? და ეს უბრალო ადამიანი, ნუთუ
სწორედ ისაა?

199
ხომ ვამბობდი, რომ ინდივიდუალობა წარმოადგენს გამონაკლისს, რომელიც ადასტურებს წესს:
„აკეთე, როგორც მე“. წესი სტერეოტიპებს ქმნის. ვარსკვლავი წესს არღვევს და ქანქარები
იძულებულნი არიან აღიარონ, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, მაგრამ სტერეოტიპები
მაინც ძალაში რჩება. ამრიგად, ყველა ვარსკვლავი განსაკუთრებულ შეთხვევას წარმოადგენს.
და თქვენი შემთხვევაც გამონაკლისი იქნება საყოველთაოდ მირებული სტერეოტიპებიდან.

თქვენ შეიძლება კარგად დაყენებული ხმით იმღეროთ და ცნობილი ვერასოდეს გახდეთ. ან


შეგიძლიათ უბრალოდ საზიზღრად იმღეროთ, მაგრამ თავისებური მანერით, რომლითაც
ყველა აღტაცებული იქნება. თქვენ შესაძლოა ბრწყინვალე ინტელექტუალური უნარებს
ფლობდეთ, და მაინც ვერაფერს მიაღწიოთ. ან შეიძლება საცოდავი სამოსანი იყოთ, მაგრამ
ჯიუტად მიაწვეთ თქვენს ბოდვით იდეებს, და საბოლოოდ ბრწყინვალე აღმოჩენა გააკეთოთ.
თქვენ შესაძლოა უზადო ფიზიკური მონაცემები გქონდეთ, მაგრამ სპორტის ვარსკვლავი მაიონც
ვერ გახდეთ. ან შეიძლება დაარღვიოთ საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპები, მოედანზე
ყველასთვის მოულოდნელი მანერით ითამაშოთ და გამარჯვებული აღმოჩნდეთ. მე არ
გავაგრძელებ სტერეოტიპების მსხვრევის სიას. პრინციპი თქვენთვის გასაგებია. იქონიეთ
სიმამაცე, რომ გონება თქვენი უნიკალური და განუმეორებელი სულისკენ მიმართოთ. ნუ
შეგეშინდებათ ქანქარების სტერეოტიპების დამსხვრევის.

ოღონდ ნუ წამოეგებით ქანქარების სხვა სატყუარაზე. მათ შესაძლოა თქვენი პროვოცირება


მოახდინონ იმაზე, რომ სხვის მიზანს გაეკიდოთ, რომელიც პირადად თქვენ არაფერს მოგიტანთ,
გარდა იმედგაცრუებებისა. რისთვის გჭირდებათ სხვისი მიზანი? მოუსმინეთ საკუთარ სულს და
არა გონებას. სულმა უკეთ იცის, სად შეძლებთ საკუთარი თავის ვარსკვლავად გამოვლინებას.

ქანქარების სამყაროში მოქმედებს კანონი: ფავორიტები მხოლოდ ერთეულები ხდებიან, ყველა


დანარჩენმა რიგითი მიმდევრების ფუნქცია უნდა შეასრულოს და სისტემის დაწესებულ კანონებს
უნდა დაემორჩილოს. ტრანსერფინგს არ შეუძლია ამ კანონის დარღვევა, მაგრამ იგი შეძლებს,
რომ კონკრეტულად თქვენთვის გატეხოს კანონი, თუკი მოისურვებთ. ქანქარები იძულებულნი
იქნებიან, რომ ფავორიტების სიაში ჩაგრიცხონ, თუკი საკუთარი სულის უნიკალურ თვისებებს
გამოიყენებთ.

მფარველი ანგელოზი

ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ადამიანის სულს ამ ცხოვრებაში მისი მფარველი ანგელოზი
ეხმარება. თუ გჯერათ თქვენი მფარველი ანგელოზის, ძალიან კარგი. ეს ნიშნავს, რომ ის
არსებობს. თქვენ ფიქრობთ მასზე, იმედი გაქვთ მისი, მადლიერი ხართ და ეს აზრები მას
რეალურად აქცევენ, ეჭვიც არ შეგეპაროთ. ვარიანტთა სივრცეში ყველაფერია. თუ ასე უფრო
მოსახერხებელია თქვენთვის, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თქვენი აზრები დამოუკიდებელ
ენერგო-ინფორმაციულ არსებას ქმნიან. რაც უფრო გულწრფელად გეყვარებათ და
მადლიერებას გაუგზავნით ყოველ წვრილმანზე, მით უფრო ძლიერი იქნება თქვენი ანგელოზი
და მით უფრო მეტად დაგეხმარებათ. საბოლოო ჯამში, არც ისე მნიშვნელოვანია - თქვენგან
დამოუკიდებლად არსებობს იგი, თუ თქვენი ფიქრებითაა შექმნილი.

და თუ ანგელოზის არ გჯერათ, ამაშიც არაფერია ცუდი. თუ ისედაც კომფორტულად ხართ, მაშინ


ყველაფერი რიგზეა. ბოლოს და ბოლოს, რისიც გჯერა, იმას ღებულობ. თუმცა მე თქვენს

200
ადგილზე მაინც დავიჯერებდი. იქნებ, ის მაინც არსებობს თქვენი რწმენისგან დამოუკიდებლად,
უყვარხართ, ზრუნავს, როგორც შეუძლია, თქვენ კი დაივიწყეთ და მიატოვეთ. მას არ ჰყოფნის
თქვენი სიყვარული, ეს კი ნიშნავს, რომ სუსტია, ენერგიის უკმარისობას განიცდის და არ ძალუძს
თქვენი დახმარება. და ეს მაშინ, როცა აქეთ იქით ფანტავთ ენერგიას და დესტრუქციულ
ქანქარებს აძლევთ. მათაც შეუძლიათ თქვენი დახმარება, მაგრამ მხოლოდ თავიანთი
ინტერესების ფარგლებში. თქვენი პირადი კეთილდღეობა მათთვის არაფერს ნიშნავს. თქვენი
მფარველი ანგელოზი კი მხოლოდ თქვენზე ზრუნავს.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით წარმოიდგინოთ იგი: ფრთებიანი ბავშვის სახით,


ღრუბლის სახით, ფრინველის სახით - როგორც გაგიხარდებათ. ამას სრულიად არ აქვს
მნიშვნელობა. თავის„ტავად ის არანაირად არ გამოიყურება. ეს თქვენ აძლევთ ფორმას თქვენს
წარმოსახვაში. ამიტომ ისე წარმოიდგინეთ, როგორც უფრო კომფორტული იქნება. შეგიძლიათ
საკუთარ სულთანაც კი გააიგივოთ. თუ ექსტრასენსორული უნარები გაქვთ, მასთან
ურთიერთობასაც შეძლებთ. ხოლო თუ არა, არ იდარდოთ, ის თვითონ იპოვის საშუალებას, რომ
ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენოთ. მთავარია - არასოდეს განაწყენდეთ მასზე, და მითუმეტეს არ
გაბრაზდეთ. მან უკეთ იცის, რისგან უნდა დაგიცვათ და საით წაგიყვანოთ, რადგანაც მასთან
შედარებით თქვენ ბრმა კნუტი ხართ. წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა საფრთხეებისგან ცდილობს
იგი თქვენს დაცვას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.

არსებობს ასეთი იგავი ადამიანზე, რომელიც ცაში ღმერთს შეხვდა. ღმერთმა ადამიანს მთელი
მისი ცხოვრებისეული გზა აჩვენა, სადაც ნაკვალევზე ჩანდა, რომ ღმერთი გამუდმებით
ადამიანთან ერთად მიდიოდა. მაგრამ აქ ადამიანმა თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე
პერიოდები დაინახა, იქ კი მხოლოდ ერთის ნაფეხურები იყო. მაშინ ღმერთს საყვედურით
მიმართა: „ღმერთო, როცა მიჭირდა, მიმატოვე!“ რაზეც ღმერთმა უპასუხა: „ცდები, იქ შენი
ნაფეხურები არაა, იმ დროს ხელით გატარებდი“.

მფარველი ანგელოზის როლის გადაფასება რთულია. უკვე იმის გაცნობიერებაც კი, რომ
არსებობს არსება, რომელიც თქვენზე ზრუნავს, და თავისი ძალების ფარგლებში გიცავთ,
თავდაჯერების დამატებით ბალანსს იძლევა. ხოლო თავდაჯერება, რომელიც სიმშვიდეს
წარმოშობს, ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. თუ მარტოსულად გრძნობთ
თავს, შეგიძლიათ ანგელოზთან გაიზიაროთ თქვენი მარტოობა. თუ მწუხარება ან სიხარული
გეწვიათ, ამის გაზიარებაც შეგიძლიათ. მაგრამ მფარველ ანგელოზს კიდევ ერთი საოცარი
თვისება აქვს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ: თქვენგან განსხვავებით იგი არ
ექვემდებარება წონასწორული ძალების ზეგავლენას.

თუ თქვენი წარმატებები გახარებთ, ამ დროს საკუთარ თავს აქებთ, ამაყობთ საკუთარი თავით.
ეს კარგია. ჯობია ზედმეტად შეაქოთ საკუთარი თავი, ვიდრე ლანძღოთ. ცუდი ისაა, რომ ამ დროს
იქმნება თუმც კი მცირე, მაგრამ ჭარბი პოტენციალი. ასე რომ წონასწორული ძალები სულის
ზეიმს ჩაგიშხამებენ. საკუთარ თავს შეაქებთ, და შემდეგ შეცდომას დაუშვებთ ან უსიამოვნებას
მიიღებთ. რა გამოდის, საკუთარი წარმატებების გამო გახარების უნდა გვეშინოდეს?

არსებობს ერთი მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა დავტკბეთ სიხარულით და სიამაყით


ისე, რომ ამ დროს ჭარბი პოტენციალი არ შევქმნათ. გაუზიარეთ თქვენი სიხარული და სიამაყე
თქვენს მფარველ ანგელოზს. ის ის ხომ გეხმარებოდათ, ზრუნავდა თქვენზე. ისიც იმსახურებს

201
ქებას და მადლიერებას. როცა საკუთარი წარმატებები გიხარიათ და ამაყობთ, გაიხსენეთ
ანგელოზი და მასთან ერთად გაიხარეთ. ესაუბრეთ მას. მიეცით თქვენი შექება და მადლიერება.
ჯობია უფრო ის აქოთ, ვიდრე საკუთარი თავი. თავს ნუ მოაჩვენებთ, გულწრფელად მიეცით
თქვენი უფლება ჯილდოზე. თქვენ ამით არაფერს კარგავთ, თქვენი უკვე მიიღეთ, ახლა კი შეაქეთ
და მადლობა გადაუხადეთ ანგელოზს.

იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენი წარმატება - მისი დამსახურებაა. რა ხდება ამ დროს? სიამაყის
თქვენი ჭარბი პოტენციალი გაიწოვება. და ამავე დროს საფრთხის გარეშე იტოვებთ თქვენში
ადგილს სულის ზეიმისთვის. გაიხარეთ თქვენს გემოზე. სიხარული თქვენთვის დაიტოვეთ,
სიამაყე კი ანგელოზს მიეცით. თქვენთვის ხომ ისედაც ცხადია, რომ დამსახურებას ვერავინ
წაგართმევთ.

იმის ნაცვლად, რომ სიამაყის ჭარბი პოტენციალი შექმნათ, ან თქვენთვის ბედნიერების მომტან
ქანქარას გადაუხადოთ მადლობა, ჯობია ჯილდო და მადლიერება თქვენს ანგელოზს
გადასცეთ. თქვენი ანგელოზი არ გთხოვთ ენერგიას, მაგრამ სჭირდება იგი. თუ თვლით, რომ
ქანქარა დაგეხმარათ, შეგიძლიათ მასაც გადაუხადოთ მადლობა, ეს არავის დააზიანებს. მაგრამ
ქანქარა ყოველთვის ისედაც მიიღებს თქვენგან თავის წილ ენერგიას. ის არასოდეს არაფერს
იძლევა მუქთად. მხოლოდ ნუ დაივიწყებთ თქვენს ანგელოზს. გამუდმებით შეახსენეთ მას, რომ
მადლიერი ხართ და გიყვართ იგი. იგი უფრო გაძლიერდება და ათმაგად გადაგიხდით.

ფუტლიარი სულისთვის

თქვენი სული ამ სამყაროში ნდობითა და იმედებით აღსავსე, ფართოდ გახელილი თვალებით


მოვიდა. მაგრამ ქანქარებმა მაშინვე ხელთ იგდეს იგი, შთააგონეს რა, რომ აქ მას არავინ
ელოდებოდა, რომ მისი მოსვლა არ უხარიათ, და ბინძური და მძიმე სამუშაო უნდა შეასრულოს
ლუკმა პურისთვის. რა თქმა უნდა, ყველა არ იბადება სიღარიბეში, მაგრამ მდიდრებს თავისი
პრობლემები აქვთ, ოღონდ სხვა ხასიათის. ქანქარების სამყაროში მდიდრები არანაკლებ
იტანჯებიან, ვიდრე ღარიბები.

თქვენი სული მატერიალურ სამყაროში იმისთვის არ მოსულა, რომ იტანჯოს. მაგრამ ქანქარებს
აწყობთ, რომ მზის ქვეშ ადგილისთვის ბრძოლა ნორმა იყოს. როგორც იცით, ქანქარა,
რომელიც წარმოშობილია ადამიანთა ჯგუფის საერთო აზრებითა და ქმედებებით,
დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას ენერგო-ინფორმაციული არსების სახით. ენერგო-
ინფორმაციული გაცვლის საშუალებით იგი თავის ნებას უქვემდებარებს მიმდევრებს და
აიძულებს მათ, რომ თავისი ინტერესების შესაბამისად აფიქროს და ამოქმედოს. ადამიანები
ქანქარას აძლევენ ენერგიას, როცა გამოხატავენ უკმაყოფილებას, გაღიზიანებას, რისხვას,
შფოთვას, შიშს, და ასევე როცა ქანქარების ბრძოლაში მონაწილეობენ.

ჩვენ მივეჩვიეთ ვიცხოვროთ ქანქარების ამ სამყაროში, სადაც დათრგუნვა, მტრობა, ომები და


კონკურენციის მრავალი სხვა ურთიერთობა ნორმად ითვლება. თავში არც კი მოგვდის, რომ ეს
ყველაფერი არანორმალურია, რომ ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო.
შეხედეთ ამ სამყაროს ქანქარების მოდელის თვალთახედვით, გაიხსენეთ ენერგიის მათი
გაუმაძღარი წყურვილის გამოვლინებები, და წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა სამყარო, ის
რომ ქანქარებისგან თავისუფალი ყოფილიყო. თუ არ არის ენერგო-ინფორმაციული მიმოცვლა,

202
ეს ნიშნავს, რომ არ არიან სტრუქტურები, რომლებიც ცდილობენ სხვისი ენერგიის მითვისებას და
კონკურენციის წარმოშობას. ამის წარმოდგენა ძნელია, მაგრამ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ,
რომ ასეთ სამყაროში ძალიან ბევრი ბედნიერება იქნებოდა ძალიან ცოტა ტანჯვა. ასეთ
სამყაროში ბუნებრივი რესურსები და შესაძლებლობები ყველას ეყოფოდა.

ჩვენ შთაგვაგონეს, რომ გადარჩენისთვის ბრძოლა და ბუნებრივი გადარჩევა აუცილებელ და


ნორმალურ პროცესს წარმოადგენს, და ისინი ცხოვრების განვითარებას უწყობენ ხელს.
მართალია, ასეთი პროცესები ნამდვილად უწყობენ ხელს აგრესიული ტიპის სამყაროს
განვითარებას. თუმცაღა ბუნებრივი გადარჩევა სულაც არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას
ცხოვრების განვითარებისთვის. ცხოვრება შეიძლება განვითარდეს სხვა, უფრო ჰუმანური
კანონებითაც.

ბუნებრივი გადარჩევა ქანქარების სამყაროში ხდება ნეგატიური სცენარით, რომლის


შესაბამისადაც იღუპება ის, ვინც ცუდადაა. გადარჩევა მოქმედებს დათრგუნვისა და
განადგურების მეთოდით. და არ დაგბადებიათ აზრი, რომ შეიძლება იყოს სხვა, პოზიტიური
სცენარი? ასეთი სცენარის შესაბამისად გადარჩება ის, ვინც კარგადაა. ეს ორი სცენარი თავისი
მიმართულებით ზუსტად ისევე განსხვავდება, როგორც ნეგატივი განსხვავდება პოზიტივისგან.
შეგიძიათ შემეკამათოთ, რომ ბუნებრივ გადარჩევაში ერთი სცენარიც მოქმედებს და მეორეც.
მაგრამ მაინც, უპირატესად სწორედ ნეგატივი ჭარბობს: იღუპება ის, ვინც ცუდადაა. ყოველ
შემთხვევაში, ადამიანთა სამყაროში ქანქარებმა კიდევ უფრო სასტიკი წესრიგი დაამყარეს,
ვიდრე ბუნებაში.

გადარჩენისთვის ბრძოლა ბუნებაში არ ატარებს ასეთ სასტიკ და აგრესიულ ხასიათს, როგორც


ადამიანებში. ადამიანთა ქანქარები ბუნებრივ ქანქარებზე ბევრად აგრესიულები და ძლიერები
არიან. ის ფაქტი, რომ ბუნებაში ყოველთვის ვიღაცა ვიღაცას ჭამს, არ ნიშნავს, რომ იქ
გამუდმებული ომია. ლომი ძროხას სწორედ ისევე ჭამს, როგორც ძროხა ბალახს. ცხოველებს
და მცენარეებს წარმოდგენა არ აქვთ მნიშვნელოვანობაზე, ამიტომ წონასწორობა არ ირღვევა.
მნიშვნელოვანობა - ესაა თვისება, რომელიც მხოლოდ ადამიანებს ახასიათებთ. აკვირდება რა
ბუნებრივ მოვლენებს მნიშვნელოვანობის სამრეკლოდან, ადამიანი ახდენს ცოცხალი
ორგანიზმების ნორმალური თანაცხოვრების ინტერპრეტირებას, როგორც სასტიკ ბრძოლას.

ტერიტორიისთვის ან პარტნიორებისთვის ბრძოლაც კი ცხოველურ და მცენარეულ სამყაროში


მინიმალურ ხასიათს ატარებს ადამიანებს შორის გამუდმებულ ომებთან შედარებით. ცხოველები
ძალიან იშვიათად აყენებენ ერთმანეთს სხეულებრივ დაზიანებებს, თუ ეს ნადირობა არაა. უმეტეს
შემთხვევაში ნებისმიერი კამათი იმის სასარგებლოდ წყდება, ვინც უფრო ხმამაღლა
დაიღრიალებს ან უფრო საშიშად დააღრჭენს ეშვებს. და თუ მაინც იღვრება სისხლი, რას იზამ -
მძიმე ტორები აქვთ. ისეთი გრძნობები, როგორიცაა სიბოროტე და სიძულვილი, ცხოველებს არ
ახასიათებთ. სიმამაცე და სიმხდალეც არ აქვთ - მათ აქვთ მხოლოდ თვითგადარჩენის
ინსტინქტი. მამაცი მგლები და მხდალი კურდღლები მხოლოდ ადამიანების წარმოსახვაში
არსებობენ.

ჩვენ ვერანაირად ვერ შევცვლით ამ სამყაროს. იძულებულნი ვართ შევეგუოთ იმას, რაც ჩვენზე
არაა დამოკიდებული. ბევრი შეზღუდვა და პირობითობა ფაქტიურად ფუტლიარში კეტავს სულს.
ქანქარებით შეპყრობილი გონება სულის ბადრაგი ხდება და საშუალებას არ აძლევს მას, რომ

203
თავისი უნარების რეალიზება მოახდინოს. ადამიანი უბრალოდ იძულებულია, რომ ისე მოიქცეს,
როგორც ამას ქანქარების სამყარო ითხოვს: გამოხატოს უკმაყოფილება, გაღიზიანდეს,
დაფრთხეს, შეეჯიბროს, იბრძოლოს. ადამიანის ქცევა და აზრები განპირობებულია მისი
ქანქარებზე დამოკიდებულობით. როგორც წინა თავებიდან დარწმუნდით, ასეთი
განპირობებულობა ენერგიას ართმევს ადამიანს, მის წინააღმდეგ წონასწორულ ძალებს
განაწყობს და ცრუ მიზნებისკენ მიჰყავს. და ამ ყველაფერთან ერთად, გარეგანი განზრახვა
მუშაობს, როგორც ყველაზე ცუდი მოლოდინების რეალიზაცია. ადამიანი მოხარული იქნებოდა,
რომ განპირობებულობისგან და დამოკიდებულობისგან განთავისუფლებულიყო, მაგრამ არ
იცის, როგორ.

ახლა თქვენთვის ცნობილია, რომ ქანქარების ძალაუფლება მნიშვნელოვანობაზე და


გაუცნებიერებლობაზე დგას. ადამიანი გაუცნობიერებლად რეაგირებს ქანქარების
პროვოკაციებზე. იგი მექანიკურად ემორჩილება შფოთვას, შიშს, გაღიზიანებას, ჩვევისამებრ
გამოხატავს უკმაყოფილებას და ბრაზობს, მას ადვილად იპყრობს სასოწარკვეთილება,
წინააღმდეგობები აიძულებენ, რომ მთელი ძალები დაძაბონ. ადამიანი ცხოვრობს როგორც
სიზმარში,ემორჩილება რა ქანქარების მიერ თავსმოხვეულ სცენარებს. იგი ვერ აცნობიერებს,
რომ სცენარის თავისი კონტროლის ქვეშ დაქვემდებარება შეუძლია. ეჩვენება, რომ მასზე ცოტაა
დამოკიდებული. მნიშვნელოვანობა ქანქარების ბრძოლაში რთავს ადამიანს,
გაუცნობიერებლობა კი უკანასკნელ შესაძლებლობას ართმევს, რომ რაღაცნაირად სცენარზე
იმოქმედოს. თამაში ქანქარების წესებით წარიმართება.

როგორც ხედავთ, მე ბევრჯერ მიხდება ერთი და იგივეს გამეორება, რადგან მიუხედავად მთელი
სიცხადისა, ძნელია ყველა ამ მსჯელობის გააზრება და შეგრძნება. თქვენს ცნობიერებაში
იმდენად ღრმად გაიდგა ფესვები ქანქარების მიერ ფორმირებულმა ჩვეულმა
მსოფლმხედველობამ. თქვენ შეგიძლიათ თავი დააღწიოთ განპირობებულობის ფუტლიარს,
თუკი ტრანსერფინგის პრინციპებით იხელმძღვანელებთ. ქანქარების ძალაუფლება დიდია,
მაგრამ ისინი ხელს ვერ შეგიშლიან, თუ მნიშვნელოვანობაზე უარს იტყვით და
გაცნობიერებულად გამოიყენებთ თქვენს უფლებას - აირჩიოთ და განსაზღვროთ თქვენი
სცენარი.

ქანქარებს აწყობთ, რომ კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ. ისინი ცალსახად თავიანთ მიზნებს
მიჰყვებიან, თქვენ კი მათთვის მხოლოდ ინსტრუმენტი, საშუალება და მარიონეტი ხართ. თქვენი
სული ამ სამყაროში ისე მოვიდა, როგორც ზეიმზე, მაშ, მიეცით საკუთარ თავს ამის უფლება.
მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მთელ ცხოვრებას თქვენთვის უცხო ქანქარებისთვის
მუშაობაზე დახარჯავთ თუ თქვენთვის, საკუთარი სიამოვნებისთვის იცხოვრებთ. თუ ზეიმს
ირჩევთ, ეს ნიშნავს, რომ უნდა განთავისუფლდეთ თქვენი დამთრგუნველი ქანქარებისგან, უნდა
იპოვოთ თქვენი მიზანი და თქვენი კარი.

თქვენმა გონებამ უნდა შეიგნოს, რომ ვალდებული არ ხართ - დესტრუქციული ქანქარების ჭკუაზე
იაროთ. გააერთიანეთ გონება სულთან და ყველაფერს მიიღებთ, რაც თქვენს სულს გაუხარდება
- პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. საჭიროა მხოლოდ, რომ განთავისუფლდეთ
ქანქარებისგან და აღმოფხვრათ უითანხმოება სულსა და გონებას შორის. მიეცით თავს
ფუფუნება, რომ ყველაფერი საუკეთესოს ღირსი იყოთ.

204
თუ თქვენ შთაგაგონებენ, რომ რაიმეს ან ვინმეს გამო უნდა იშრომოთ, არ დაიჯეროთ. თუ თქვენ
გიმტკიცებენ, რომ ამქვეყნად ყველაფერი შეუპოვარი შრომით მოიპოვება, არ დაიჯეროთ. თუ
ცდილობენ, რომ თავს მოგახვიონ სასტიკი ბრძოლა მზისქვეშეთისთვის, არ დაიჯეროთ. თუ
ცდილობენ, რომ თქვენი ადგილი მიგიჩინონ, არ დაიჯეროთ. თუ ცდილობენ, რომ ჩაგრთონ
სექტაში, ან საზოგადოებაში, სადაც საჭიროა „თქვენი წვლილი საერთო საქმეში“, არ დაიჯეროთ.
თუ გეუბნებიან, რომ სიღარიბეში დაიბადეთ, ამიტომ ასე უნდა გაატაროთ მთელი ცხოვრება, არ
დაიჯეროთ. თუ შთაგაგონებენ, რომ თქვენი შესაძლებლობები შეზღუდულია, არ დაიჯეროთ.

თქვენ დარწმუნდებით, რომ ქანქარები ასე ადვილად არ შეგეშვებიან. როგორც კი გაგიჩნდებათ


ფლობის გადაწყვეტილების ჩანასახები, ქანქარები ისეთ სიტუაციას მოგიწყობენ, რომელშიც
ეცდებიან მიგახვედრონ, რომ თქვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. როგორც კი იგრძნობთ,
რომ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ და განსაზღვროთ თამაშის სცენარი, ქანქარები შეეცდებიან,
რომ გეგმები ჩაგიშალონ. როგორც კი სიმშვიდეს და თავდაჯერებას იგრძნობთ, ქანქარები
შეეცდებიან, რომ წამოგიკიდონ. არ წამოეგოთ პროვოკაციებზე და არ მისცეთ საშუალება, რომ
წონასწორობიდან გამოგიყვანონ. გეჭიროთ თქვენი მნიშვნელოვანობა მინიმალურ დონეზე და
იმოქმედეთ გაცნობიერებულად. თქვენგან მოითხოვება არა ძალისხმევა ან მედეგობა, არამედ
მხოლოდ გაცნობიერებული განზრახვა - ნულზე გეკავოთ მნიშვნელოვანობა.

ამ თამაშში თქვენი შესაძლებლობები მხოლოდ თქვენი განზრახვითაა შეზღუდული. ქანქარების


შესაძლებლობები შეზღუდულია მხოლოდ თქვენი მნიშვნელოვანობის და გაცნობიერებულობის
დონით. გახსოვდეთ: თუ მე ცარიელი ვარ, ქანქარა ვერაფერზე მომეჭიდება, თუ თამაშის აზრს
ვაცნობიერებ, ქანქარები თავს ვერ მომახვევენ სცენარს. თუ ქანქარებმა მოახერხეს, რომ იმედები
გაეცრუებინათ თქვენთვის, გაებრაზებინეთ, წონასწორობიდან გამოეყვანეთ, ეს ნიშნავს, რომ
უკან უნდა მოიხედოთ და გააცნობიეროთ - რაში ასწიეთ მნიშვნელოვანობის დონე.

შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება იმისადმი, რამაც წონასწორობიდან გამოგიყვანათ. უნდა


გააცნობიეროთ, რომ თქვენი მნიშვნელოვანობა თქვენ კი არა, ქანქარებს სჭირდებათ. სულის
ფუტლიარი თქვენი მნიშვნელოვანობისგანაა მოქსოვილი. ნურაფერს მიანიჭებთ ჭარბად ზედმეტ
მნიშვნელობას. უბრალოდ მშვიდად და დაჟინების გარეშე აიღეთ თქვენი. თუ რამე ჯერ არ
გეძლევათ, ამასაც ნუ მიანიჭებთ მნიშვნელობას - ქანქარები მხოლოდ იმას ელიან, რომ სულით
დაეცემით. თუ რაღაცამ გაგაბრაზათ, დააგდეთ მნიშვნელოვანობა. თავს ანგარიში გაუწიეთ, რომ
ეს მხოლოდ ქანქარების თამაშია. სწორედ თამაში, და არა ბრძოლა, რადგანაც არსობრივად
ქანქარების თიხის კერპებს ჰგვანან.

ეს თამაში სასტიკია, და თქვენს სისუსტეზეა გათვლილი. როგორც კი მნიშვნელოვანობის


სისუსტეს გამოავლენთ, მაშინვე წააგებთ. მაგრამ თუ მნიშვნელოვანობა ნულზეა, ქანქარები
თქვენს სიცარიელეში ვარდებიან. თიხის კერპები დაიმსხვრევიან. ძალას სწორედ იმის
გაცნობიერებიდან აიღებთ, რომ თამაშის წესები გესმით. როგორც კი შეამჩნიეთ, რომ ქანქარა
თქვენს გამოჭერას და წონასწორობიდან გამოყვანას ცდილობს, გაიღიმეთ თქვენთვის და
მაშინვე გადააგდეთ მნიშვნელოვანობა. თანდათანობით ეს ჩვევაში შევა. აი, მაშინ იგრძნობთ
თქვენს ძალას და მიხვდებით, რომ თავად შეგიძლიათ თამაშის სცენარის განსაზღვრა.
მოიპოვებთ რა თავისუფლებას ქანქარებთან ბრძოლაში, თქვენ მიიღებთ არჩევანის
თავისუფლებას.

205
ფრეილე

აქამდე ჩვენ ვსაუბობდით იმაზე, რომ ვარიანტთა სივრცის სექტორები გარკვეულ


მახასიათებლებს - პარამეტრებს ფლობენ. სიმარტივისთვის შევთანხმდით, რომ ამ
მახასიათებლებს სიხშირეობრივი ვუწოდოთ. თუ თქვენი აზრობრივი გამოსხივების სიხშირე,
სულისა და გონების ერთიანობის პირობით, გარკვეული სექტორის სიხშირეს ემთხვევა, მაშინ
გარეგანი განზრახვის ძალა გადასვლას ანხორციელებს. სხვა სიტყვებით, მოცემული სექტორის
სცენარი და დეკორაცია თქვენი სამყაროს შრეში მატერიალიზდება.

ყოველი ადამიანის სული ასევე ფლობს პარამეტრთა განუმეორებელ ინდივიდუალურ ნაკრებს


- სულის ფრეილეს. კვლავაც, მოდელის სიმარტივისთვის შევთანხმდეთ, რომ ადამიანის სულის
ფრეილე მის მახასიათებელ სიხშირედ ჩავთვალოთ. ერთი ადამიანის ფრეილე მეორესგან ისევე
განსხვავდება, როგორც განსხვავდებიან ფიფქების ფორმები, რომლებიც განუმეორებელნი
არიან. ფრეილე წარმოადგენს ადამიანის სულის ინდივიდუალური არსის მახასიათებელს.

ამ განსაზღვრებაში უფრო მეტად ჩაღრმავებას აზრი არ აქვს. მხოლოდ შეგვიძლია


ვიმკითხავოთ, რადგან ფრეილე ცხადად არ ვლინდება - იგი გონების ნიღბის ქვეშაა
დაფარულიო, რომელსაც ასე თუ ისე ყოველი ადამიანი ატარებს. უდავოა მხოლოდ ის, რომ
ინდივიდუალური და განუმეორებელი არსი ყოველ ადამიანს გააჩნია. თქვენ შეგიძლიათ
აღწეროთ ხასიათი, ჩვევები, მანერები, ნაცნობი ადამიანის სახე, მაგრამ ყველა ამ მახასიათებლის
უკან დგას ერთი ინტეგრალური ხატ-სახე, რომელიც თქვენთვის უსიტყვოდაც გასაგებია. სწორედ
ამ ინდივიდუალურ არსებას, რომელიც თქვენთვის უსიტყვოდაა გასაგები, ვუწოდებთ კიდეც
ფრეილეს.

თქვენ ალბათ შეგხვედრიან ადამიანები, რომლებიც ამოუხსნელ მომხივბლელობას ფლობენ.


რაც საოცარია, მათ შესაძლოა არამიმზიდველი გარეგნობაც კი ჰქონდეთ. თუმცაღა, როგორც კი
ასეთი ადამიანი დაილაპარაკებს, თქვენ მაშინვე ივიწყებთ მის ფიზიკურ ნაკლოვანებებს და
მთლიანად ექცევის მისი ხიბლის გავლენის ქვეშ. მაგრამ კითხვა, თუ რაში მდგომარეობს
მომხიბვლელობის საიდუმლო, მხოლოდ შეგვიძლია ჩურჩულით ვთქვათ: „მასში არის რაღაც“,
სხვა ახსნა არ მოიძებნება. ასეთი ადამიანები ძალიან იშვიათად გვხვდებიან. თუ ისინი თქვენს
გარემოცვაში არ არიან, ეძებეთ შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებს შორის. ასეთი პიროვნებების
განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს განსაკუთრებული სილამაზე და მომხიბვლელობა,
რომელიც თითქოს სულის სიღრმიდან მოდის. ეს არაა თოჯინური სილამაზე. ამას მაშინვე
განსაზღვრავთ. თოჯინური სილამაზე მხოლოდ გარეგნულად შეესაბამება დადგენილი
სტანდარტების მოთხოვნებს.

ამგვარად, ფრეილეს თვალსაზრისით, მომხიბვლელი სილამაზის საიდუმლო მდგომარეობს


არა იმაში, რომ ადამიანი სულიერ სილამაზეს ან რაიმე განსაკუთრებულ სულიერ თვისებებს
ფლობს. თქვენ მოგიწევთ, რომ მიიღოთ (ან თუ არ გსურთ არ მიიღოთ) ტრანსერფინგის კიდევ
ერთი პარადოქსული დასკვნა: ეგრეთ წოდებული სულიერი სილამაზე არ არსებობს, არამედ
არსებობს მხოლოდ სულისა და გონების ურთიერთობათა ჰარმონია.

თუ ადამიანს თვითონ არ უყვარს საკუთარი თავი, უკმაყოფილოა საკუთარი თავით,


არასაყვარელ საქმეს აკეთებს, თუკი მისი გონება სულისგან გახლეჩილია, მაშინ მას ვერ ექნება

206
მომხიბვლელი სილამაზე. სულისა და გონების ნებისმიერი კონფლიქტი ადამიანის გარეგნობასა
და ხასიათზე აისახება. ხოლო თუ ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით, უყვარს საკუთარი
თავი, სიამოვნებით ცხოვრობს, საყვარელ საქმეს აკეთებს, მაშინ მისგან თითქოს შინაგანი
სინათლე ასხივებს. ეს ნიშნავს, რომ გონება სულის ფრეილეზე გადაეწყო.

სულისა და გონების ერთიანობა ადამიანის აზრობრივ ენერგიას გარეგანი განზრახვის


ბუნებასთან აიგივებს. საკუთარი თავით კმაყოფილება, ან სულისა და გონების ურთიერთობის
ჰარმონია, ასევე წარმოშობს რაღაც ამდაგვარს. სულიერი კომფორტი შინაგან სინათლეს
ანთებს, რომელიც სულს მის ჭეშმარიტ ბუნებას ახსენებს, ამიტომ ჰარმონიის სილამაზე
ადამიანების მიერ მომხიბვლელობად, ანუ სულიერ სილამაზედ აღიქმება. ასეთი სილამაზე
ფარულ შურსაც კი აღძრავს: „როგორ ანათებ ასე?“

სული კომფორტს განიცდის, როცა გონება თავის ფუტლიარში არ ახრჩობს მას, არამედ
უფრთხილდება, როგორც ვარდს ორანჟერიაში, ზრუნავს მასზე და საშუალებას აძლევს
ყვავილის ყოველ ფურცელს, რომ თავისუფლად გაიფურჩნოს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა,
რომელსაც ბედნირებას უწოდებენ.

ფრეილე ვლინდება ჰობის, გატაცებების, იმ ყველაფრის სახით, რაც სიყვარულით და ინტერესით


კეთდება. ხშირად ფრეილეს სიმები დდი ხნის განმავლობაში მდუმარებაში იმყოფებიან. ზოგჯერ
ხდება, რომ რაღაც ნიშანი აიძულებს რომელიმე სიმს - გაიჟღეროს. ეს შეიძლება იყოს თითქოს
სასხვათაშორისოდ ნასროლი შენიშვნა, რომელიც რატომღაც სულში გხვდება. ან რაღაც ნანახი,
რაც სულს რაღაც განსაკუთრებული მაგნეტიზმით იზიდავს. ბუნდოვნად გაცნობიერებადი
მისწრაფება მალე კვლავ და კვლავ ავლენს თავს. ამ დროს სულის გარეგანი განზრახვა მუშაობს.
მაგრამ რადგანაც ეს სულის ბუნდოვანი მისწრაფებაა, გარეგანი განზრახვაც
არამიზანმიმართულად მუშაობს. აუცილებელია მივაყურადოთ სულის კარნახს, რათა გონებით
დავიჭიროთ იგი. მაშინ შეგვიძლია დავიჭიროთ გარეგანი განზრახვა და სწრაფად მივიღოთ
სასურველი.

რა უშლის ხელს გონებას სულთან ურთიერთობის დალაგებაში? კვლავ იგივე მნიშვნელოვანობა


და კვლავ იგივე ძველი ნაცნობები - ქანქარები. ქანქარები ადამიანებს თავს ახვევენ ცრუ მიზნებსა
და ფასეულობებს. როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, სწორედ ქანქარები აწესებენ სილამაზის,
წარმატებისა და კეთილდღეობის სტანდარტებს. შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა
აიძულებს ადამიანს, რომ თავი ამ სტანდარტებს შეადაროს. ბუნებრივია, გონება მრავალ
ნაკლოვანებას პოულობს და იწყებს საკუთარი თავის, და შესაბამისად სულის აქტიურად
სიძულვილს. იგი ყველა შესაძლო ნიღაბს ირგებს და ცდილობს, რომ ფრეილე დადგენილ
სტანდარტებში ჩასვას. როგორც წესი, არაფერი კარგი აქედან არ გამოდის. შედეგად, სულისა
და გონების განხეთქილება კიდევ უფრო ღრმავდება. რაღა სულიერ კომფორტზეა ლაპარაკი!
გონება თავის ვარდს მხოლოდ საყვედურებით და უკმაყოფილებებით რწყავს, და ისიც უფრო და
უფრო ხმება.

თქვენ შეგიძლიათ ყველგან დააკვირდეთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საყოველთაოდ


მიღებული სტანდარტების ქვეშ ადაპტირდნენ. ეს ყოველთვის უხერხული გამოდის და
წარუმატებელ პაროდიას ემგვანება. თქვენ მათ უყურებთ და მაშინვე გასაგები ხდება, რომ ისინი
მთელი ძალით ცდილობენ გამოწურონ საკუთარი თავიდან ის, რაც არ არსებობს. მაგალითად,

207
გოგოები, რომლებიც უგემოვნო მაკიაჟით იფუჭებენ თავს. ან ისინი, რომლებსაც სიმღერა
უყვართ და ამ დროს ხმა არ აქვთ. სინამდვილეში მათ მხოლოდ ეჩვენებათ, რომ სიმღერა
უყვართ. სინამდვილეში უბრალოდ არ სურთ შეეგუონ იმას, რომ სიმღერა არ შეუძლიათ. გარდა
ამისა, ცდილობენ ისე იმღერონ, როგორც ამას სხვები აკეთებენ.

გონება საგანძურის საძებნელად ყველგან წავა, ოღონდ არა საკუთარი სულისკენ. ქანქარები
ხმამაღლა და მაცდურად უხმობენ, სული კი ჩუმად და მოკრძალებულად ცდილობს განაცხადოს
თავისი უნარებისა და მიდრეკილებების შესახებ. გონება არ უსმენს სულს და ცდილობს,რ ომ
ფრეილე გადააკეთოს. ბუნებრივია, არაფერი კარგი აქედან არ გამოვა. შედეგად, სული და
გონება თანხმდებიან საკუთარი წარმოსახვითი არასრულყოფილების მიუღებლობაში. გარეგან
განზრახვას დაუყოვნებლივ გადაჰყავს ადამიანი ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც მიუღებლობა
კიდევ უფრო ღრმავდება, რადგანაც არასრულყოფილება პირდაპირი გაგებით
მატერიალიზდება.

გონება თვლის, რომ თუ მაკორექტირებელ ნიღაბს გაიკეთებს, შეძლებს, რომ დადგენილ


სტანდარტთან ადაპტირდება. როგორც ხვდებით, ეს მირაჟის დევნის უაზრო მცდელობაა.
ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ფრეილეს ძვირფასი უნიკალურობა გამოიყენოს, ადამიანი
ბრმად ეხეთქება შუშას, მისდევს რა სხვის წარმატებას. მაგრამ ვარსკვლავის წარმატება სწორედ
მისი გონების სულის ფრეილეზე განწყობით იბადება. მირაჟებზე მონადირეს არაფერი
გამოსდის, და იგი საკუთარი თავით კიდევ უფრო მეტ უკმაყოფილებას იღებს. გამოხატავს რა
საკუთარი თავით უკმაყოფილებას, ადამიანი ვერასოდეს ხვდება ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც
იგი საკუთარი თავით კმაყოფილია. მისი გამოსხივების პარამეტრები ცხოვრების სწორედ იმ
ხაზებს აკმაყოფილებენ, რომლებშიც უკმაყოფილების მიზეზები კიდევ უფრო მეტი იქნება.

აი, რა უაზრო თამაშს ახვევენ ქანქარები თავს ადამიანს. მაგრამ ქანქარებისთვის ამ თამაშს
ძალზე განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც უკმაყოფილება და
დაუკმაყოფილებლობა - მათი საყვარელი ენერგეტიკული კერძებია.

როგორ განვაწყოთ გონება სულის ფრეილეზე? ერთადერთი საშუალებაა - დავარწმუნოთ


გონება იმაში, რომ მისი სული ყველაზე პირველ რიგში იმსახურებს სიყვარულს. ჯერ საკუთარი
თავი უნდა შეიყვაროს, შემდეგ კი სხვების ღიურსებებზე გაამახვილოს ყურადღება. ნუ აურევთ
საკუთარი თავისადმი სიყვარულს თვითკმაყოფილებაში, ნარცისიზმში. ნარცისიზმი იბადება
საკუთარი თავის სხვებზე მაღლა დაყენებით და წარმოშობს ძალიან სახიფათო ჭარბ
პოტენციალს. გიყვარდეს საკუთარი თავი - ეს ნიშნავს გესმოდეს საკუთარი უნიკალურობა და
მიიღო საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხარ, ყველა ნაკლოვანებით. თქვენს სიყვარულს
საკუთარი თავისადმი არ უნდა ჰქონდეს არანაირი პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჭარბ
პოტენციალად იქცევა. თქვენ უბრალოდ გიყვართ საკუთარი თავი და მორჩა. ნუთუ ამის ღირსი
არ ხართ? თქვენ ხომ ერთი ჰყავხართ საკუთარ თავს.

თუ ადამიანი შორს წავიდა საკუთარ ფრეილესთან ბრძოლაში, მისთვის ძნელი იქნება ასე
მარტივად აიღოს და შეიყვაროს საკუთარი თავი. „როგორ შემიძლია შევიყვარო საკუთარი თავი,
მე ხომ იგი არ მომწონს!“ ნახეთ, როგორი პოზიცია აქვს გონებას: „მე მიყვარს საკუთარი თავი
მხოლოდ მაშინ, როცა მომწონს იგი“. ეს სუფთა ჭარბი პოტენციალია, მომატებული შინაგანი და
გარეგანი მნიშვნელოვანობის წყალობით. გარეგანი მნიშვნელოვანობა იმაში მდგომარეობს,

208
რომ ვიღაცის მიერ დადგენილი სტანდარტები ჩემთვის ურყევ ჭეშმარიტებას წარმოადგენს.
მეტისმეტად ხომ არ ვაფასებ სხვის ღირსებებს? შინაგანი მნიშვნელოვანობა იმაში გამოიხატება,
რომ საკუთარ თავს ვაიძულებ - სხვების სტანდარტებს გავყვე. და ვინ თქვა, რომ მათზე უარესი
ვარ? მე, და მხოლოდ მე. მეტისმეტად დაქვეითაბული ხომ არაა ჩემი თვითშეფასება?

იმისთვის, რომ საკუთარუ თავი შეიყვაროთ, ჩამოაგდეთ ტახტიდან გარეგანი მნიშვნელოვანობა


და შეწყვიტეთ სხვების სტანდარტების თაყვანისცემა. ვინ გიშლით ხელს, რომ თქვენი საკუთარი
სტანდარტები შექმნათ? დაე, სხვებმა სდიონ თქვენს სტანდარტებს. გადააგდეთ მთელი შინაგანი
მნიშვნელოვანობა და მიუშვით საკუთარი თავი. თქვენ არ ხართ ვალდებული, რომ სხვების
სტანდარტებს შეესაბამებოდეთ და მიჰყვებოდეთ. საკუთარ თავს ანგარიში უნდა გაუწიოთ, რომ
თქვენი მნიშვნელოვანობა თქვენ კი არა, ქანქარებს სჭირდებათ. როცა მთელი გონებით
შეიყვარებთ თქვენს სულს, გარეგანი განზრახვა თავად გადაგიყვანთ ცხოვრების იმ ხაზებზე,
სადაც ბოლომდე კმაყოფილი იქნებით საკუთარი თავით. თუ მიუხედავად ყველაფრისა მაინც
მოგეწონებათ საკუთარი თავი, ამით შეძლებთ მოატყუოთ გარეგანი განზრახვა და გახსნათ ის
ღირსებები, რომლებზეც არც კი ეჭვობდით. როცა თქვენი აზრობრივი ენერგია საკუთარი თავით
კმაყოფილებას გამოასხივებს, გარეგანი განზრახვა აგიტაცებთ და იმ ხაზებზე გადაგიყვანთ,
სადაც მართლაც გექნებათ საამაყო.

ერთ-ერთ მცნებაში ნათქვამია: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. ყველა რატომღაც
ყურადღებას მოყვასის სიყვარულის აუცილებლობას აქცევს. მაგრამ მცნებაში იგულისხმება, რომ
საკუთარი თავისადმი სიყვარული პირველადად არსებობს. მიატოვეთ ქანქარების მიერ
თავსმოხვეული თამაში და დღეიდანვე დაიწყეთ საკუთარი თავის სიყვარული. იყიდეთ თქვენი
საყვარელი ნუგბარი და მოიწყვეთ ზეიმი. მზრუნველად მოუარეთ საკუთარ თავს. ვიღაცამ
შეიძლება ბოროტულად გააგრძელოს: „დანებდი შენს სისუსტეებს, მავნე ჩვევებს...“ ეს
ქანქარების დემაგოგიაა, და მე არ ვთვლი საჭიროდ მათთან პოლემიკაში შესვლას. თქვენ
თავადაც გესმით, რას ნიშნავს საკუთარი თავისადმი სიყვარული. ხოლო სისუსტეები და მავნე
მიდრეკილებები ადამიანში სწორედ ქანქარების მიერაა ინდუცირებული.

არაა საჭირო გრაალის თასის სადღაც ჯუნგლებში ძებნა. წმინდა გრაალი თქვენში იმყოფება - ეს
თქვენი სულის ფრეილეა.

სულისა და გონების ერთობა

სული მოდის ამ სამყაროში და ნდობით იწვდის ბავშვურ ხელებს. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება,
რომ სამყარო ქანქარების მიერაა შეპყრობილი, და ჯუნგლებად აქციეს იგი. ქანქარა მაშინვე
ცდილობს შთააგონოს სულს, რომ მას აქ არავინ ელოდა, რომ ამ სამყაროში ყველამ უნდა
იბრძოლოს მზის ქვეშ ადგილისთვის და ძღვენი უნდა გადაუხადოს ქანქარებს. გულუბრყვილო
და უშუალო სულს მაშინვე ცდილობენ, რომ ადგილი მიუჩინონ. შთააგონებენ, რომ მისი
სურვილები არავის აინტერესებს, რომ სამყაროში უფრო მეტი ტანჯვაა, ვიდრე სიხარული, რომ
დღესასწაულები მხოლოდ დადგენილ დღეებშია, რომ ლუკმა პურისთვის შეუპოვრად უნდა
იშრომო. მორჩა... ყურები დაბლა ეშვება, სასოწარკვეთილება ცრემლად იღვრება თვალებში. ან
აღშფოთება იზრდება: ეს არასწორია! ეს უსამართლობაა! ისიც კი გეჩვენება, რომ არჩევანი
შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს: ან მორჩილად მიყვე ქანქარების თავსმოხვეულ გზას, ან
სასოწარკვეთილად იბრძოლო საკუთარის მოსაპოვებლად.

209
ადამიანის გონება დაპყრობილი ხდება ქანქარების მიერ ყველა დონეზე - მენტალურზე,
ემოციურზე და ენერგეტიკულზე. ადამიანის ჩვეული მსოფლმხედველობა და ქცევითი რეაქციები
სწორედ ქანქარების მიერ ფორმირდება. ადამიანი ფიქრობს და იქცევა ისე, როგორც ეს
ქანქარებს აწყობთ. სული, გონების შემდეგ, განპირობებულობის გალიაში ხვდება.
განპირობებულობა ვლინდება პრაქტიკულად ყველაფერში. ადამიანი იძულებულია შეეგუოს
უამრავ შეზღუდვას და შეასრულოს მისთვის განკუთვნილი როლი თავსმოხვეულ თამაშში. ასეთ
პირობებში სული თანდათანობით უკანა პლანზე იხევს, და გონება მართვის ბერკეტებს თავის
ხელში იღებს.

გონება არიგებს სულს, როგორც პატარა უგუნურ ბავშვს: „მე შენზე უკეთ ვიცი, რა უნდა აკეთო,
შენი სულელური ბოდიალისგან კი არანაირი ხეირი არაა.“ ადამიანთა უმეტესობაში სული იქცა
შეშინებულ უუფლებო არსებად, რომელიც კუთხეშია მიყუჟული და სევდიანად ადევნებს თვალს
იმას, რასაც გათავხედებული გონება აკეთებს. ზოგჯერ დგება სულისა და გონების თანხმობის
წუთები. ასეთ მომენტებში სული მღერის, ხოლო გონება სიამოვნებით იფშვნეტს ხელებს. მაგრამ
ეს იშვიათად ხდება. ყველაზე ხშირად სულისა და გონების ერთობა მიიღწევა მიუღებლობაში,
შიშსა და სიძულვილში.

სულს არ გააჩნია ხმის უფლება არჩევანის საკითხებში. გონება სულს ისე ეპყრობა, როგორც
ბავშვს, რომელიც მაღაზიაში მოწონებულ სათამაშოს ითხოვს. გონების პასუხები ჩვეულებრივ
სტანდარტულია, მაგალითად: „ჩვენ ამისთვის ფული არ გვაქვს“. აი, ასე ნადგურდება ოცნება
ჩანასახში.

ნახეთ, რა ხდება. ბავშვს სათამაშო ახლა სჭირდება. თუ თქვენ მართლაც არ გინდათ თავს
უფლება მისცეთ, რომ ბავშვს სათამაშო უყიდოთ, არაფერია არანორმალური იმაში, რომ მას
უარს ეუბნებით. მაგრამ სული ხომ თანახმაა დაელოდოს! მაგრამ გონება კრეტინის
დარწმუინებულობით სვამს ფატალურ ჯვარს: „ჩვენ ფული არ გვაქვს“. გამოდის, რომ ოცნება
პრინციპში მიუღწეველია.

გონებას თავისი ლოგიკა აქვს, თავსმოხვეული ქანქარების მიერ, რომლებსაც აწყობთ,


რომლებსაც აწყობთ, რომ თავიანთი მიმდევრები დაბმული ჰყავდეთ და ოცნების არჩევის
თავისუფლებაც კი არ მისცენ. სულს ლოგიკა საერთოდ არ აქვს, იგი ყველაფერს პირდაპირი
მნიშვნელობით იგებს. გონება ამბობს, რომ ფული არაა. მაგრამ სული ხომ სათამაშოს ითხოვს,
და არა ფულს! გონება კი იმ საბაბით, რომ ფული რ არის, სათამაშოს ადებს აკრძალვას (ეს
არარეალურია, ძნელად მიღწევადია), და სულს მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ განწირულად
ჩაიკეტოს თავის თავში და მეტჯერ აღარ ახსენოს სათამაშო. აი, შედგა კიდეც ოცნების
დასაფლავება.

გონებას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ამ ოცნების განხორციელება, ამიტომ არ უშვებს


მას თავისი სამყაროს შრეში - ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ლოგიკური და გასაგები უნდა იყოს.
არადა მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ თანახმა ყოფილიყო სათამაშოს ფლობაზე, მაშინ
გარეგანი განზრახვა იზრუნებდა იმაზე, თუ როგორ ეშოვა ამისთვის ფული. მაგრამ ქანქარების
მიერ ფორმირებული გავრცელებული მსოფლმხედველობა არ უშვებს ასეთ საოცრებებს.
არჩევანის თავისუფლება მიმდევრებში არანაირად არ პასუხობს ქანქარების ინტერესებს.

210
ადამიანი შეცდომით იღებს რაციონალურ მსოფლმხედველობას, როგორც ურყევ კანონს.
სინამდვილეში ამ კანონის გატეხვა შესაძლებელია. ჩვენს ცხოვრებაში ხშირად ხდება უჩვეულო
„სასწაულები“. მაშ, რატომ არ შემოვუშვათ ერთ-ერთი სასწაული ჩვენს ცხოვრებაში? უბრალოდ
ნება უნდა მივცეთ თავს - გვქონდეს ის, რაც სულს უნდა. თუკი გადააგდებთ წინასწარგანწყობებისა
და შეზღუდვების ბადეს, რომელშიც ქანქარებმა გაგხვიეს, გულწრფელად დაიჯერებთ, რომ
იმსახურებთ თქვენს ოცნებას, და უფლებას მისცემთ თავს, გქონდეთ ის, რაც მთელი სულით
გსურთ - თქვენ ამას მიიღებთ. მისცე საკუთარ თავს ფლობის უფლება - ეს სურვილის ასრულების
მთავარი პირობაა.

არსებობს გონების სხვა პასუხები სულისადმი - სათამაშოების მაღაზიაში. „სისულელეა! მე უკეთ


ვიცი რა გჭირდება. სად შეგვიძლია, ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ. ეს არარეალურია. ეს
ყველასთვის არაა. შენ მონაცემები და უნარები არ გაქვს. სად შეგიძლია მაგას მიაღწიო!
ყველასავით უნდა იცხოვრო“. და ა.შ. ასეთი მსჯელობები რომ ქანქარების გავლენის შედეგი არ
ყოფილიყო, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა გონების დადანაშაულება გარდაუვალ სიბრიყვეში.
მაგრამ მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ თქვენი გონება, რომელიც ამ სტრიქონებს კითხულობს,
მაინც გაიღვიძებს ძილ-ბურანისგან და მიხვდება ამ „გონივრული“ არგუმენტების მთელ
აბსორდულობას.

გონებას სულის გარეშე ამ სამყაროში ძალზე ცოტა შეუძლია. ერთად კი, მათ ყველაფერი
ძალუძთ, რადგანაც სულისა და გონების შერწყმა წარმოშობს ამ ჯადოსნურ ძალას - გარეგან
განზრახვას. გონება შინაგან განზრახვას მართავს, სული კი - გარეგანს. თუმცაღა სულს არ
შეუძლია გარეგანი განზრახვის მიზანმიმართულად მართვა. როცა სული და გონება ერთმანეთს
ერწყმიან, გარეგანი განზრახვა მართვადი ხდება და შესაძლებელი ხდება მისი გამოყენება
დასახული მიზნების მისაღწევად.

ყველაფერი, რაც ძნელად მისაღწევად ან არარეალურად გეჩვენებათ, მართლაც ძნელად


მისაღწევია გონების შინაგანი განზრახვის შესაძლებლობების ვიწრო ფარგლებში. ამაზე არავინ
კამათობს. რა მიზანიც არ უნდა დაისახოთ, დაგეთანხმებით, რომ მისი მიღწევა ძნელია
რაციონალური მსოფლმხედველობის ფარგლებში. მაგრამ უარს ხომ არ იტყვით საკუტარ
ოცნებაზე იმის გამო, რომ ვიღაც გაბერილმა ავტორიტეტებმა თავის თავზე აიღეს უფლება -
განესაზღვრათ, რა არის რეალური და რა არა. თქვენც აიღეთ თქვენი უფლება - გქონდეთ
პერსონალური სასწაული.

ბედნიერების საიდუმლო ისეთივე მარტივია, როგორც უბედურების. მთელი საქმე სულსა და


გონებას შორის ერთობაში ან განხეთქილებაშია. რაც უფრო ზრდასრულია ადამიანი, მით უფრო
დიდია ეს განხეთქილება. გონება ქანქარების გავლენას ექვემდებარება, სული კი უბედური
ხდება. ბავშვობაში სულს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ თავის სათამაშოს მიიღებს, მაგრამ დროთა
განმავლობაში ეს იმედი ქრება. გონება ახალ დასტურებს იღებს იმაზე, რომ ოცნება ძნელად
მისაღწევია, და მის რეალიზაციას მომავლისთვის დებს. ეს გადადება, როგორც წესი, მთელი
ცხოვრება გრძელდება. ცხოვრება მთავრდება, ოცნება კი კვლავაც მტვრიან ყუთში დევს.

სულისა და გონების ერთობის მიღწევისთვის აუცილებელია, პირველ რიგში განისაზღვროს,


პირველ რიგში რაში უნდა იქნეს მიღწეული ეს ერთობა, ანუ უნდა განისაზღვროს საკუთარი

211
მიზნები. მიუხედავად მოჩვენებითი აშკარაობისა, მოცემული საკითხი სულაც არაა ტრივიალური.
ადამიანებმა, როგორც წესი, ზუსტად იციან რა არ უნდათ, მაგრამ უჭირთ, რომ თავიანთი
ჭეშმარიტი სურვილების ფორმულირება მოახდინონ. ეს იმით აიხსნება, რომ ქანქარები
ცდილობენ დაუქვემდებარონ ადამიანები თავიანთ ინტერესებს და ცრუ მიზნებს ახვევენ თავს.
ვერანაირ სულისა და გონების ერთობაზე ვერ იქნება საუბარი, თუ გონება ცვალებად მირაჟებს
გაეკიდება, სული კი სხვაგან იქნება.

გარდა ამისა, ადამიანები იმდენად დაკავებულნი არიან ქანქარებისთვის სხვადასხვა სამუშაოს


შესრულებით, რომ უბრალოდ არ სცალიათ დასაჯდომად და თავიანთი ჭეშმარიტი სურვილების
მშვიდად გასააზრებლად. აუცილებელია სპეციალურად გამოვყოთ დრო და გავიხსენოთ,
რისკენ იყო მიდრეკილი სული მაშინ - ბავშვობაში. რა მოსწონდა, რა უნდოდა, რა იზიდავდა და
რაზე მოუხდა უარის თქმა დროთა განმავლობაში. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: უწინდებურად
გიზიდავთ თქვენი ძველი მიზანი? იფიქრეთ: რა გინდათ სინამდვილეში? იქნებ თქვენი მიზანი
მოჩვენებითია? მართლა მთელი გულით გსურთ ეს ყველაფერი, თუ უბრალოდ გინდათ, რომ
გსურდეთ?

როცა საკუთარ მიზანზე ფიქრობთ, აუცილებელია, რომ გადააგდოთ შინაგანი და გარეგანი


მნიშვნელოვანობა. თუ გარეგანი მნიშვნელოვანობა მოჭარბებულია, მიზანი თავისი
პრესტიჟულობით და მიუწვდომლობით მოგნუსხავთ. ხომ არ წამოეგეთ ქანქარას სატყუარაზე?
თუ შინაგანი მნიშვნელოვანობაა მოჭარბებული, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მიზანი თქვენი
შესაძლებლობების მიღმაა. მიზანი კვლავაც თავისი მიუწვდომლობით გიზიდავთ. მაგრამ
მართლა გჭირდებათ ეს?

მიზანზე ფიქრისას არ იფიქროთ პრესტიჟულობაზე. გადმოაგდეთ მიზანი მიუწვდომლობის


ტახტიდან. ამით გარეგან მნიშვნელოვანობას მოიშორებთ. მიზანზე ფიქრისას არ იფიქროთ მისი
მიღწევის საშუალებებზე. ამით შინაგან მნიშვნელოვანობას მოიშორებთ. იფიქრეთ მხოლოდ
თქვენს კომფორტზე. თუ მიზანი მიღწეულია, მართლა კარგად ხართ, თუ გულზე მაინც ლოდი
გაწევთ? მიზნის მიღწევის რეალობაზე გაჩენილი ეჭვები ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მიზანი ცრუა.
მთავარია, რომ სასურველ მიზანზე ფიქრისას თქვენი სული მღეროდეს. მიზნის მთელი
მიმზიდველობის მიუხედავად, თუ რაღაც თრგუნავთ, ეს ნიშნავს, რომ მიზანი შეიძლება ცრუ იყოს.
ყველა ამ საკითხზე დაწვრილებით შემდეგ თავში ვისაუბრებთ.

თუ თქვენ განსაზღვრული მიზანი არ გაქვთ, და არაფერი არ გინდათ, ეს ნისნავს, რომ ან დაბალი


ენერგეტიკა გაქვთ, ან თქვენმა გონებამ საბოლოოდ გამოკეტა სული გალიაში. პირველ
შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი სასიცოცხლო ტონუსი, თუ ჯანმრთელობას
მიხედავთ. ალბათ არც კი იცით, რას ნიშნავს კარგი ჯანმრთელობა. კარგი ჯანმრთელობის დროს
ცხოვრება სიამოვნებას განიჭებთ, და ყველაფერი ერთად გსურთ. სულს არ შეუძლია არაფერი
უნდოდეს, ეს ცხოვრება ხომ მისთვის უნიკალურ შანსს წარმოადგენს.

მეორე შემთხვევაში მხოლოდ ერთი გამოსავალი გაქვთ - შეიყვაროთ საკუთარი თავი.


ზედმეტად ხომ არ გაერთეთ სხვების ზრუნვაში? დააყენეთ საკუთარი თავი პირველ ადგილას.
სხვები ვერაფერ კარგს ვერ მიიღებენ თქვენგან, თუ თქვენივე საკუთარი სული გყავთ მეორე
ადგილზე გადაწეული. თუ მთლიანად სხვების მსახურებაში გასცემთ თავს, თუნდაც ახლობელი
ადამიანების, ან მითუმეტეს ქანქარების, ამით უაზროდ გაფლანგავთ თქვენს ცხოვრებას.

212
ცხოვრება იმისთვის არ მოგეცათ, რომ ვინმეს ემსახუროთ, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი
თავის, როგორც პიროვნების რეალიზაცია მოახდინოთ. სულის გალიაში ჩაკეტვით, თქვენ ქმნით
შინაგანი ფარული დაუკმაყოფილებლობის მძლავრ ჭარბ პოტენციალს, რომელიც სხვადასხვა
სახით გადმოიღვრება თქვნზე და თქვენს ახლობლებზე. მოგეჩვენებათ, რომ ადამიანებისთვის
კარგი გსურთ, სინამდვილეში კი მთელი თქვენი მზრუნველობა ზიანს მიაყენებს მათ.

იზრუნეთ საკუთარ თავზე, მოეპყარით საკუთარ თავს ყურადღებით. მაშინ თქვენი სული გათბება
და ფრთებს გაშლის.

არ დაუჯეროთ არავის, ვინც გეტყვით, რომ მიზნის მისაღწევად საკუთარი თავი უნდა შეცვალოთ.
უკვე გსმენიათ მსგავსი რამ, ასე არაა? ეს ქანქარების საყვარელი რეცეპტია. თითქოს, თუ რაღაც
არ გამოგდით, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ. როგორ უნდა შეიცვალოთ, ქანქარების
თვალსაზრისით? შებრუნდეთ საკუთარი თავისგან ქანქარისკენ და მიჰყვეთ წესს: „აკეთე,
როგორც მე“, რათა დააკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები და იმოქმედოთ მათ ინტერესებში.
ხოლო იმისთვის, რომ საკუთარი თავი შეცვალოთ, საკუთარ თავთან ბრძოლა მოგიწევთ.
სულისა და გონების რა ერთობაზეა საუბარი, თუ საკუთარ თავს არ ღებულობთ, საკუთარი თავი
არ გიყვართ და საკუთარ თავს ებრძვით? სული ვერ მიიღებს ცრუ მიზნებს, მას თავისი
მიდრეკილებები და მოთხოვნილებები აქვს. ცრუ მიზნების დევნით თქვენ ან ვერაფერს
მიაღწევთ, ან თუ მიაღწევთ, მიხვდებით, რომ ეს არ გჭირდებათ.

ტრანსერფინგს არანაირი კავშირი არ აქვს ქანქარებთან, ამიტომაც სრულიად საპირისპირო გზას


გთავაზობთ. კი არ შეცვალოთ საკუთარი თავი, არამედ მიიღოთ იგი. ზურგი აქციოთ იმ ჩალას,
რასაც ქანქარები გახვევენ თავს, და შეაბრუნოთ გონება თქვენი სულისკენ. მიაყურადეთ სულის
კარნახს, გაცნობიერებულად გადააგდეთ მნიშვნელოვანობა, მიეცით საკუთარ თავს ფლობის
უფლება, და ყველაფერს მიიღებთ, რაც თქვენს სულს გაუხარდება.

იმისთვის, რომ ერთობამდე მიიყვანოთ სული და გონება, აუცილებელია უფრო ხშრად მიაქციოთ
ყურადღება სულიერი კომფორტის მდგომარეობას. თქვენ კომფორტულად გრძნობთ თავს, თუ
მოცემულ მომენტში არაფერი გაწუხებთ, არ გთრგუნავთ, მყუდროდ და მშვიდად ხართ.
სულიერი დისკომფორტი საწინააღმდეგო სიგნალს იძლევა: თქვენ გაქვთ ოდნავ შესამჩნევი
მღელვარება, რაღაც გრთგუნავთ, რაღაცის გეშინიათ, დათრგუნულობას გრძნობთ, სულზე
რაღაც ტვირთი გაწევთ. თუ მსგავსი შეგრძნებები მკაფიოდ ვლინდება, და თქვენთვის გასაგებია
მათი წარმოშობა, ეს ნიშნავს, რომ ეს გონების დისკომფორტია. გონებამ, როგორც წესი, იცის, რა
აშინებს, აშფოთებს და თრგუნავს. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ენდოთ გონებას, რომელიც
გადაწყვეტილებას გიკარნახებთ.

სულის დისკომფორტთან საქმე უფრო რთულადაა, რადგანაც იგი ვლინდება არამკაფიოდ,


როგორც ოდნავ შეგრძნებადი წინათგრძნობა. გონება ამტკიცებს, რომ ყველაფერი
მშვენივრადაა, ყველაფერი რიგზეა, მღელვარებისთვის მიზეზი არ არსებობს. და მაინც,
მიუხედავად გონივრული არგუმენტებისა, თქვენ რაღაც გრთუნავთ. სწორედ ესაა დილის
ვარსკვლავთა შრიალი. სულის ხმის გაგება არც ისე რთულია. ამოცანა მხოლოდ იმაში
მდგომარეობს, რომ ყურადღება მიაქციოთ მას. გონების ხმა, მისი ლოგიკური მსჯელობებით,
იმდენად ხმამაღლა ჟღერს, რომ ადამიანი მნიშვნელობას არ ანიჭებს ბუნდოვან და არამკაფიო

213
წინათგრძნობებს. თავისი ლოგიკური ანალიზითა დფა მოვლენების პროგნოზირებით
გატაცებული, გონება უბრალოდ არაა განწყობილი, რომ სულის გრძნობებს მიაყურადოს.

იმისთვის, რომ დილის ვარსკვლავთა შრიალის მოსმენა ისწავლოთ, სხვა გზა არაა, გარდა
საკუთარ თავში სულიერი კომფორტის მდგომარეობაზე ყურადღების მიქცევის ჩვევის
გამომუშავებისა. ყოველ ჯერზე, როცა რაიმე გადაწყვეტილების მიღება გჭირდებათ, ჯერ გონების
ხმას მოუსმინეთ, შემდეგ კი სულის გრძნობებს. როგორც კი გონებამ გადაწყვეტილება მიიღო,
სული ამ გადაწყვეტილებაზე ან დადებითად რეაგირებს, ან უარყოფითად. უკანასკნელ
შემთხვევაში სულიერი დისკომფორტის ოდნავ შესამჩნევ გრძნობას განიცდით.

თუკი დაგავიწყდათ, რომ დროულად მიაქციოთ ყურადღება კომფორტის მდგომარეობას,


ეცადეთ გაიხსენოთ შემდეგ, რა გრძნობებს განიცდიდით. როცა გადაწყვეტილება მიღებულ იქნა,
თქვენ მსუბუქი შეგრძნება გეწვიათ. ამ დროს გონება იმდენად იყო გართული თავისი ანალიზით,
რომ გრძობებისთვის არ ეცალა. აი, ახლა გაიხსენეთ, როგორი იყო ეს პირველი მსუბუქი
შეგრძნება. თუ ეს იყო დამთრგუნველი შეგრძნება გონების ოპტიმისტური აზრების ფონზე, ეს
ნიშნავს, რომ სულმა მკაფიოდ თქვა - „არა“.

რამდენად შეგვიძლია ვენდოთ სულის წინათგრძნობებს? თუ თვლით, რომ წინათგრძნობა გაქვთ


გარკვეულ მოვლენაზე, რომელიც, როგორც გეჩვენებათ, უნდა მოხდეს, შეგიძლიათ არ ენდოთ
ასეთ წინათგრძნობებს. ვერ გექნებათ გარანტია, რომ გონება სწორად ახდენს სულის
ინფორმაციის ინტერპრეტაციას. ერთადერთი საიმედო ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს
მხოლოდ სულიერი დისკომფორტი გონების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხად.

სულიერი კომფორტი ჯერ ვერ იქნება იმის გარანტია, რომ სული „კი“-ს ამბობს. შესაძლოა, მან
უბრალოდ არ იცის რა თქვას. მაგრამ როცა სული „არა“-ს ამბობს, თქვენ ამას მთელი
განსაზღვრულობით იგრძნობთ. როგორც წინა თავების მასალიდან იცით, სულს შეუძლია
დაინახოს ვარიანტთა სივრცის სექტორები, რომლებიც რეალიზდებიან გონების
გადაწყვეტილების მოქმედებად გარდაქმნის შემთვევაში. იგი შედეგს ხედავს და თავის
დამოკიდებულებას გამოხატავს - დადებითს ან უარყოფითს. მოკლედ, თქვენ თავად შეგიძლიათ
დარწმუნდეთ საკუთარი გამოცდილებით იმაში, რომ თუ სული „არა“-ს ამბობს, იგი ყოველთვის
მართალი აღმოჩნდება ხოლმე.

ამრიგად, იმ შემთხვევებში, როცა რაღაც გადაწყვეტილებაა მისაღები, ამჯერად ჭეშმარიტების


ნამდვილი კრიტერიუმი გაქვთ - სულიერი დისკომფორტის მდგომარეობა. თუ სული „არა“-ს
ამბობს, ხოლო გონება „კი“-ს - თამამად თქვით უარი, თუკი ეს შესაძლებელია. სული ვერ
უსურვებს ცუდს საკუთარ თავს. ხოლო თუ გონება ამბობს „საჭიროა და მომიწევს“, ეს ნიშნავს,
რომ ვითარებების შესაბამისად უნდა იმოქმედოთ. ზოგჯერ ცხოვრებაში გიწევს, რომ
გარდუვალს შეეგუო. ყოველ შემთხვევაში, სულიერი დისკომფორტის კრიტერიუმს
განსაზღვრულობა და სიცხადე შეაქვს იმ საკითხებში, სადაც სასწორის პინები მერყეობს.

არჩეულ მიზანთან დაკავშირებით სულისა და გონების თანხმობის მიღწევის შემთხვევაში, თქვენ


ისღა გრჩებათ, რომ მიაღწიოთ ერთობას გადაწყვეტილებაში - ფლობდეთ და იმოქმედოთ.
გონების შინაგანი განზრახვა სულის გარეგან განზრახვას უნდა შეერწყას. თუკი შინაგანი
განზრახვის ფარგლებში მოქმედებთ, და ამასთან გარეგანი განზრახვა იგივე მხარესაა

214
მიმართული, მაშინ ჩათვალეთ, რომ მიზანი ჯიბეშ გაქვთ. შინაგანი განზრახვის
განუსაზღვრელობის შემთხვევაში, როცა მკაფიოდ არ გაქვთ წარმოდგენილი, რა საშუალებით
შეგიძლიათ მიზნის მიღწევა, იმუშავეთ ფლობის გადაწყვეტილებაზე. გარეგანი განზრახვა
შინაგანზე ბევრად ძლიერია, ამიტომ იგი თავად იპოვნის თქვენთვის ვარიანტს.

აუცილებელია, სულისა და გონების ისეთივე ერთობას მიაღწიოთ ფლობის გადაწყვეტილებაში,


როგორიც ძლიერ გრძნობებში ვლინდება. სული და გონება, როგორც წესი, ერთიანნი არიან
თაყვანისცემაში, ზიზღში, შიშში და ნეგატიურ მოლოდინებში. ჩვენ გვიყვარს, გვძულს და გვეშინია
მთელი გულით. როცა სული და გონება ერთობაში არიან, იბადება ძლიერი გრძნობა. „ვისაც
სიძულვილი არ შეუძლია, ვერც სიყვარულს ისწავლის“, - ამბობდა ცნობილი რუსი მწერალი
ნიკოლაი ჩერნიშევსკი.

თუ მიზანი სწორადაა არჩეული, სულიც და გონებაც კმაყოფილნი იქნებიან. სიამოვნების


დაკნინება მხოლოდ იმ აზრებს შეუძლიათ, რომლებიც მიზნის ძნელად მიღწევადობისგან ან
სულიერი კომფორტის ვიწრო ზონით არიან წარმოშობილნი. სიტუაცია, როდესაც გონებას ეჭვი
შეაქვს რეალობაში, სული კი თავს შეზღუდულად გრძნობს „ახალ სავარძელში“, შეგვიძლია
სლაიდების მეშვეობით შევცვალოთ. ის, თუ როგორ კეთდება ეს, ტქვენ უკვე იცით. კომფორტის
ზონის გაფართოებით, თქვენ მიაღწევთ ერთობის ძლიერ სიხარულს, როცა სული მღერის,
გონება კი კმაყოფილი ხელებს იფშვნეტს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მიზანზე ფიქრისას ნუ იფიქრებთ მის პრესტიჟულობაზე,


მიუწვდომლობაზე და მისი მიღწევის საშუალებებზე - ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ სულიერი
კომფორტის მდგომარეობას. კარგად ხართ, თუ ცუდად? მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება ერთმანეთში აგერიოთ სულიერი შებოჭილობა და
სულიერი დისკომფორტი. შებოჭილობა, ანუ ერთგვარი მორცხვობა, სიტუაციის უჩვეულობიდან
გამომდინარეობს: „ნუთუ ეს ყველაფერი ჩემთვისაა?“ დისკომფორტი კი აჩვენებს
დათრგუნულობას, ტვირთს, დამთრგუნველ აუცილებლობას, სასოწარკვეთილებას, საფრთხის
შეგრძნებას, მძიმე მღელვარებებს. თუკი შებოჭილობის გამოსწორება სლაიდებით არ ხდება, ეს
ნიშნავს, რომ საქმე აშკარად დისკომფორტთან გვაქვს. მაშინ კვლავ უნდა დაფიქრდეთ ისე, რომ
საკუთარი თავის მოტყუება არ სცადოთ: მართლა ასე გჭირდებათ მოცემული მიზანი?

ხმოვანი სლაიდები

ადამიანი, მისი აღქმის თვისებების მიხედვით, შეგვიძლია პირობითად ამ სამიდან ერთ ტიპს
მივაკუთვნოთ: ვიზუალურს, კინესთეტიკურს და აუდიალურს. ერთნი უკეთ ოპერირებენ
ვიზუალური ხატ-სახეებით, მეორენი უფრო მგრძნობიარენი არიან შეგრძნებების მიმართ,
მესამენი განსაკუთრებულად მიმღებნი არიან ბგერებისადმი. აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით
სლაიდებზე, რომლებიც ვიზუალურ და შეგრძნებით ხატ-სახეებს მოიცავდნენ.

სულიერი განვითარების ზოგიერთ პრაქტიკაში გამოიყენება აფირმაციის ტექნიკა. ადამიანი


გონებაში ახდენს განსაზღვრულ მიზანზე განწყობის მრავალჯერად განმეორებას. მაგალითად,
ასეთი აფირმაცია: „მე შესანიშნავი ჯანმრთელობა, მძლავრი ენერგეტიკა და სულიერი
კომფორტი მაქვს. მე მშვიდად ვარ და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ“. ასეთი ფრაზების
მრავალჯერადი გამეორებები ხმამაღლა ან გონებაში ყველაზე მეტად აუდიალური ტიპის

215
ადამიანებს შეესაბამება. მაგრამ რადგანაც სუფთა ტიპები არ არსებობს, აფირმაციების
გამოყენება ნებისმიერს შეუძლია.

აფირმაციები ისევე მუშაობენ, როგორც სლაიდები, მაგრამ მათი გამოყენება საჭიროა იმ


განსხვავების გათვალისწინებით, რომელიც გონებისა და სულის ენებს გააჩნიათ. პირველ რიგში,
სულს არ ესმის სიტყვები. თუ სიტყვებს გაუაზრებლად გაიმეორებთ, ეს არაფერს მოგცემთ. სულს
მხოლოდ ის უსიტყვო აზრები და გრძნობები ესმის, რომლებიც სიტყვების უკან დგანან. სიტყვებს
შეუძლიათ რაღაც დონეზე მოახდინონაზრებისა და გრძნობების მოდელირება, მაგრამ ეს უკვე
ის აღარაა, რადგან სიტყვები მეორადია. გაცილებით ეფექტურია, ერთხელ იგრძნოთ, ვიდრე
ათასჯერ გაიმეოროთ. ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ ერთდროულად განიცდიდეთ იმას, რასაც
იმეორებთ.

მეორეც, ცალკეულ აფირმაციას ვიწრო მიმართულება უნდა ჰქონდეს. არაა საჭირო ყველა
თქვენი მიზნის ერთ გროვად შეკვრა. მაგალითად, ზემოთ მოყვანილი აფირმაცია, თითქოს
ძალიან კარგია შინაარსით, იქ ყველაფერია, რაც საჭიროა. თუმცაღა ასეთი აფირმაციის
გამეორებით თქვენ ვერ შეძლებთ, რომ საჭირო შეგრძნებების მთელი კომპლექსი გამოიწვიოთ.

მესამეც, თავი უნდა აარიდოთ მონოტონურობას და ერთფეროვნებას. გამეორების ყოველ ახალ


სერიას თან უნდა ახლდეს განცდებისა და შეგრძნებების ახალი ასპექტები. მაგალითად, თუ
გამუდმებით გაუმეორებთ საკუთარ თავს: „მე მშვიდი და თავდაჯერებული ვარ“, ეს სიტყვები
მალე დაკარგავენ თქვენთვის იმ მნიშვნელობას, რასაც ატარებენ. თავდაჯერებულობა ჩნდება
შესაბამისი განზრახვის მომენტში - იყოთ თავდაჯერებული. სურვილი უნდა გამოზარდოთ,
საკუთარი თავის ხანგრძლივად დარწმუნებით. განზრახვა პირიქით - მაშინვე მოქმედებს: გინდა
იყო თავდაჯერებული? - იყავი!

და ბოლოს, არ ღირს აფირმაციის მიმართვა შედეგთან ბრძოლაზე ისე, თუკი მიზეზს არ


დაადგენთ. მაგალითად, აზრი არ აქვს გაიმეოროთ: „მე არ მაქვს მიზეზი, რომ რაიმესი
მეშინოდეს ან რამეზე ვღელავდე“, თუკი მღელვარების მიზეზი თავის ადგილზე რჩება. ამასთან,
აფირმაცია ფორმულირებული უნდა იყოს პოზიტიური მიმართულებით. იმის ნაცვლად, რომ
გაიმეოროთ ის, რისი თავიდან არიდებაც გსურთ, დააპროგრამეთ საკუთარი თავი იმაზე, რისი
მიღწევაც გინდათ. მაგალითად, ნეგატიური აფირმაცია „მე არ მეშინია და არ ვღელავ“, ჯობია
შეცვალოთ პოზიტიურით: „მე ყველაფერი გამომდის“. რა უნდა გამოგივიდეთ იმისთვის, რომ
მღელვარების მიზეზი არ გქონდეთ - ეს კონკრეტულად მიუთითეთ.

დააკვირდით, უნდა თქვათ: „ყველაფერი გამომდის“, და არა „ყველაფერი გამომივა“. თუკი


აფირმაციას მომავალ დროში იმეორებთ, მომავალი ვერა და ვერ იქცევა აწმყოდ, არამედ
გამუდმებით სადღაც წინ იტრიალებს. თქვენთვის აუცილებელია, რომ საკუთარი გამოსხივების
პარამეტრები ისე მოაწყოთ, თითქოს უკვე გაქვთ ის, რასაც უკვეთავთ.

სულიერი კომფორტის შეკვეთა ასევე უაზრობაა. სულიერი კომფორტი - ესაა ცალკეულ


საკითხში სულისა და გონების თანხმობის შედეგი. აბსტრაქტული თვითშთაგონებით თანხმობას
ვერანაირად ვერ მიაღწევთ. შესაძლებელია, რომ ასწავლოთ და დაამშვიდოთ სული
კონკრეტული სლაიდის მეშვეობით.

216
აფირმაციები უფრო ეფექტურად მუშაობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნულოვან
ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებით, როცა არ არსებობს ჭარბი პოტენციალები. ქვეცნობიერს
ვერ დაარწმუნებთ, და ვერ უბრძანებთ. ნებისმიერი ემოციის ჩართვით თქვენ წონასწორობას
არღვევთ. თუ ძალადობრივად ცდილობთ შთააგონოთ საკუთარ თავს ერთი და იგივე აზრი,
მაშინ სული „ყურებს დაიხშობს“. გაცილებით ეფექტურია მიუკერძოებელი გამეორება
მოდუნებულ მდგომარეობაში. მაშინ, შესაძლოა, თქვენი გონება ქვეცნობიერამდე მიიტანს
გზავნილს. ხოლო თუ გონება გამწარებული ცდილობს, რომ დაარწმუნოს სული, ეს ნიშნავს, რომ
მას თავად არ სჯერა, და ვერანაირი გამეორება ამ ეჭვებს ვერ გაფანტავს.

გონების სულზე ზეწოლით ვერაფერს მიაღწევთ. შეუძლებელია ფლობის გადაწყვეტილების


ფორმირება ემოციური აღმასვლის ფონზე. ის, რაც გაგაჩნიათ, თქვენთვის ჩვეულია და
თავისთავად იგულისხმება. თქვენ მშვიდად და დაჟინების გარეშე იღებთ თქვენსას, როგორც
ფოსტას საფოსტო ყუთიდან. თუკი შეცდომით ურევთ დაჟინებულობას ფლობის
გადაწყვეტილებაში, ამ დროს ქანქარა ერთ წრეზე ციბრუტივით გატრიალებთ. ერთ მომენტში
იგი ხელს გაგიშვებთ და უწინდელი „გადაწყვეტილების მიღების უუნარობის“ ორმოში
ჩავარდებით. ხოლო როდესაც თქვენი ფლობის გადაწყვეტილებას არ ახლავს ფლობის
სურვილი, მაშინ ქანქარა ვერაფერზე მოგეჭიდებათ.

როგორც ხვდებით, აფირმაცია - ეს ერთგვარი ხმოვანი სლაიდია. თქვენ შეგიძლიათ


გამოიყენოთ როგორც ვიდეო-სლაიდები, ასევე აფირმაციები. კომპლექსში მათ უკეთესი ეფექტი
აქვთ. აი, ასეთი კომპლექსური სლაიდის მაგალითი: დავუშვათ იგი თქვენი ახალი სახლის
სურათს შეიცავს. ბუხრის წინ ზიხართ. სავარძელი-სარწეველა ჭრიალებს. შეშა მხიარულად
ტკაცუნებს. თქვენ მოგწონთ ცეცხლის ყურება. ფანჯრების მიღმა წვიმა და ცივი ქარი ხმაურობენ,
თქვენ კი თბილად და მყუდროდ ხართ. მაგიდაზე თქვენი საყვარელი სასუსნავი დევს.
ტელევიზორში საინტერესო გადაცემა გადის. თქვენ ამ ყველაფერს ხედავთ, გესმით,
შეიგრძნობთ, და ამბობთ: „მე კომფორტულად ვარ“. თქვენ არ უყურებთ სლაიდს, და არ
შეიგრძნობთ მას, არამედ ცხოვრობთ მასში.

ფანჯარა ვარიანტთა სივრცეში

ადამიანის თავში გამუდმებით ტრიალებენ კონტროლირებადი და არაკონტროლირებადი


აზრები. ზოგიერთი ამას შინაგან დიალოგს ეძახის, მაგრამ თავისი არსით ეს მონოლოგია.
გონებას სხვასთან არავისთან აქვს სალაყბო, გარდა საკუთარი თავისა. სულმა აზროვნება და
ლაპარაკი არ იცის. იგი მხოლოდ გრძნობს და იცის. შინაგანი მონოლოგი ძალიან ხმამაღლა
ჟღერს სულის მდუმარე შეგრძნებებთან შედარებით. ამიტომ ინტუიცია თავს იშვიათად და ძლივს
შესამჩნევად ავლენს ხოლმე.

არსებობს შეხედულება, რომ თუკი შინაგან მონოლოგს გავაჩერებთ, გონებას წვდომა გაეხსნება
ინტუიტიურ ინფორმაციაზე. ეს მართალია, მაგრამ მისი ბოლომდე გაჩერება ცნობიერ
მდგომარეობაში შეუძლებელია. დავუშვათ, თქვენ კონცენტრირდით და შეაჩერეთ აზრებისა და
სიტყვების მსვლელობა. აზრები თითქოს აღარ არიან, შიგნით სიცარიელეა, მაგრამ ეს არაა
მონოლოგის გაჩერება. გონებას ამ დროს არ ძინავს. პირიქით, იგი ძალიან ყურადღებითაა,
ოღონდ სხვა ამოცანა აქვს - არ იფიქროს და არ ილაყბოს. იგი თითქოს ამბობს: „კარგი,
გავჩუმდები, ვნახოთ რას იზამ“.

217
ეს მონოლოგის გაჩერების ილუზიაა. შინაგანი მონოლოგის გაჩერება მაშინ ხდება, როდესაც
გონება თავის კონტროლს გამორთავს, ან ცოტათი მაინც შეასუსტებს თავის ყურადღებას.
მონოლოგის ცრუ გაჩერებისას კი გონება ფხიზლადაა, და შეიძლება ითქვას, რომ სულის
შეგრძნებებს კიდევ უფრო ახშობს თავისი „მქუხარე“ დუმილით.

გონებას რომ თავისი კონტროლი გამოერთო, თქვენი აღქმა ვარიანტთა სივრცეში ჩაეშვებოდა,
რაც ხდება კიდეც სიზმრის დროს. შინაგანი მონოლოგის ნამდვილი გაჩერება მხოლოდ
სიზმარში ან ღრმა მედიტაციის დროს ხდება. ამისგან პრაქტიკული სარგებელის მიღება
მხოლოდ გაცნობიერებული სიზმარხილვებით შეიძლება, ან მაშინ, თუ ღრმა მედიტაციის
ტექნიკას ფლობთ, რომლის დროსაც ცნობიერება არ ითიშება.

რაც შეეხება მედიტაციას, აქ არსებობს საფრთხე, რომ გარეკოთ, თუ მონოლოგის ცნობიერად


გაჩერების კარგი ნიჭი გაქვთ, კარგი მასწავლებელი კი არ გყავთ. საფრთხე იმაში მდგომარეობს,
რომ აღქმის არაკონტროლირებადმა „გაფრენამ“ ვარიანტთა სივრცეში ფხიზელი გონების
დროს, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი გავლენა მოახდინოს ფსიქიკაზე. ასე რომ მედიტაციას
ჩვენ არ შევეხებით. გაცნობიერებული სიზმრის დროს გონებას არ ძინავს, მაგრამ არც აწვება
თავისი კონტროლით სულის შეგრძნებებს. გონება ამ შემთხვევაში გამოდის იმაზე
დამკვირვებლის როლში, თუ როგორ მოძრაობს სული ვარიანტთა სივრცეში. მიუხედავად ამისა,
აღქმა მაინც არ სცდება სამყაროს ჩვეული აღწერილობის ფარგლებს. ყოველ შემთხვევაში, მე
არ გამიგია, რომ ვინმე სიზმარში ჭკუიდან შეშლილიყო.

გაცნობიერებული სიზმარი შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც საინტერესო ექსპერიმენტი და


გარეგანი განზრახვის სავარჯიშო. მაგრამ შეიძლება თუ არა შინაგანი მონოლოგის გაჩერება
ცნობიერ მდგომარეობაში? აი აქ გვაქვს ერთი გასაღები, როგორც ვიწრო ფანჯარა, რომელიც
სპონტანურად იხსნება იმ მომენტებში, როცა გონების კონტროლი სუსტდება და ცნობიერებამდე
სულის ინტუიტიური შეგრძნება აღწევს.

ინტუიცია ვლინდება, როგორც ბუნდოვანი წინათგრძნობა, რომელსაც ზოგჯერ შინაგან ხმასაც


უწოდებენ. გონება სხვა რამით გაერთობა ხოლმე, და ამ დროს სულის გრძნობას ან ცოდნას
შეიგრძნობთ. „დილის ვარსკვლავთა შრიალი“ გესმით - ხმა სიტყვების გარეშე, ფიქრი აზრების
გარეშე, ბგერა ხმის სიმაღლის გარეშე. თქვენ რაღაცას ხვდებით, მაგრამ ბუნდოვნად. კი არ
აზროვნებთ, არამედ ინტუიტიურად გრძნობთ. ყველას უგრძვნია ოდესღაც საკუთარ თავზე ის,
რასაც ინტუიციას უწოდებენ. მაგალითად, გრძნობთ, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს, ან რაღაც უნდა
მოხდეს, ან რაიმეს გაკეთების გაუცნობიერებელი მისწრაფება გიჩნდებათ, ან უბრალოდ იცით
რაღაცის შესახებ.

როცა აზრების თამაში მიდის, რეფერის როლს გონების ანალიტიკური აპარატი ასრულებს.
გონება მალევე თაროებზე ალაგებს ნებისმიერ აღნიშვნებს, რათა ყველაფერი ლოგიკური და
რაციონალური იყოს. შინაგანი მონოლოგის გაჩერებაა - როცა რეფერის სასტვენი წაართვეს და
სკამზე დასვეს. გონება აკვირდება, მაგრამ თამაშის კონტროლი უკვე აღარ შეუძლია.

მონაცემებით ჟონგლიორობისას გონება მოკლევადიან შესვენებებს აკეთებს. იგი თითქოს


დროის ძალიან მოკლე ინტერვალში სკამზე ჯდება და ისვენებს. სწორედ ამ დროს იხსნება

218
ფანჯარა ინტუიტიური ინფორმაციისთვის. ასეთ მომენტში თქვენ იძინებთ, სრული ამ სიტყვის
მნიშვნელობით. შესაძლოა თქვენთვის ეს დაუჯერებელი სიახლეა, მაგრამ ეს მართლაც ასეა.
დღის განმავლობაში ყველა ადამიანი ბევრჯერ იძინებს. უბრალოდ ისინი ამას ვერ ამჩნევენ,
რადგან ფანჯარა ძალიან მოკლე დროით იხსნება.

ჩაძინებული გონება კვლავ იღვიძებს და თავის მონოლოგს აგრძელებს. ზოგჯერ ფანჯარაში


დანახულისგან მიღებული შთაბეჭდილება ცნობიერებამდე ინტუიტიური ინფორმაციის სახით
აღწევს. მაგრამ როგორც წესი გონება ყურადღებას არ აქცევს მოკლევადიან ხედვას, რადგანაც
მეტისმეტადაა გატაცებული თავისი ფიქრებით.

სიზმარში სული არამიზანმიმართულად დაფრინავს, და შეიძლება ნებისმიერ ადგილას მოხვდეს.


სიფხიზლის დროს გახსნილი ფანჯრის შემთხვევაში, განსხვავებით ჩვეულებრივი ძილისგან,
სული ფოკუსირებულია ვარიანტთა სივრცის სექტორზე, რომელსაც ფონად გონების მიმდინარე
აზრების კონტექსტი უდევს. კონტექსტი სულის მზერას ვარიანტთა სივრცის შესაბამის სექტორზე
მიმართავს, სადაც იგი იმ ცოდნას ხედავს, რომელიც აზრთა მიმდინარე შემადგენლობას
შეესაბამება. როგორც კი ფანჯარა იხსნება, ეს ცოდნა გონებაში იჭრება. თუ გაღვიძებული გონება
ყურადღებას მიაქცევს სულის შთაბეჭდილებებს, ანუ თავისი ძილის ამ მოკლე გამონათებას
გაიხსენებს, მაშინ იგი მიიღებს იმას, რასაც ინტუიტიური ცოდნა ეწოდება - ცნობებს, რომლებიც
თითქოს არსაიდან გაჩნდნენ.

ჩვეულებრივ ითვლება, რომ ინტუიტიური ჭვრეტა გონების გამონათების სპონტანურ აფეთქებას


წარმოადგენს. ერთი მხრივ, გონებას „ჭერიდან“ უეცრად ატყდება თავს გადაწყვეტილება, მეორე
მხრივ კი ამბობენ, რომ გონებამ ეს გადაწყვეტილება თვითონ იპოვა. როგორია ამ „არსაიდან“
მოსული ცოდნის წარმომავლობა? ჩვეულ მსოფლმხედველობაში ამ გაუგებარ ფაქტზე თვალებს
ხუჭავენ და უბრალოდ ამბობენ, რომ ასეთია გონების ბუნება.

ტრანსერფინგის მოდელიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ გამონათების მექანიზმს


სრულიად სხვა ბუნება აქვს. გონება თავის გადაწყვეტილებას ლოგიკური დასკვნების
საფუძველზე იღებს. ხოლო გამონათება, ანუ ჯაჭვის ის რგოლი, რომელიც აკლია, და რომელსაც
ვერ მივიღებთ არსებული ლოგიკური ჯაჭვიდან, ვარიანტთა სივრციდან სულის მეშვეობით
მოდის.

სულის ბუნდოვანი გრძნობები ვლინდება, როგორც მღელვარება, დათრგუნულობა, ან


ენთუზიაზმი, აღმაფრენა. ყველა ეს გრძნობა შეგვიძლია გავაერთიანოთ ერთ ტერმინში - სევდა.
სული თითქოს ცდილობს, რომ რაღაც უთხრას გონებას, მაგრამ არ შეუძლია აუხსნას. სევდიანი
მღელვარება, დანაშაულის გრძნობა, მოვალეობის ტვირთი, დათრგუნულობა - რეალიზდება
როგორც უარესი მოლოდინები. ყველა ამ გრძნობაში სულისა და გონების ერთობა ვლინდება.
გარეგანი განზრახვის მუშაობის შედეგად ჩვენ ვღებულობთ ჩვენი ყველაზე უარესი
მოლოდინების რეალიზაციას.

ცნობილია, რომ უბედურება მარტო არასოდეს მოდის. გამოსხივების ასეთი პარამეტრებით ჩვენ
ცხოვრების ცუდ ხაზებზე გადავინაცვლებთ, სადაც უბედურება, როგორც იტყვიან, მარტო არაა.
ზოგჯერ ინდუცირებული გადასვლა ფართო შავ ზოლზე გვაგდებს, საიდანაც თავის დაღწევა
დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდება. ყურადღება მიაქციეთ, როცა თქვენ გემთხვევათ

219
დათრგუნული სევდის ეს მდგომარეობა, ამ დროს დაუყოვნებლივ ღებულობთ თქვენი უარესი
მოლოდინების რეალიზაციას. გარეგანი განზრახვა ცხოვრების წარუმატებელ ხაზებზე გაგდებთ,
სადაც სიტუაცია თქვენს თვალწინ მძიმდება.

უბედურების წინასწარშეგრძნებასთან ერთად, სული, საკუთრივ, ეხმარება კიდეც ამ უბედურების


აღსრულებას - სულისა და გონების ერთობის ხარჯზე. ერთობის საუკეთესო მოლოდინებისკენ
მიმართვით შესაძლებელი ხდება, რომ გარეგანი განზრახვა ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
ამისთვის ტრანსერფინგში გვთავაზობენ, რომ უარი ვთქვათ მნიშვნელოვანობაზე, ნეგატივზე, და
ცნობიერად წარვმართოთ აზრობრივი ენერგია მიზნების მიღწევისკენ. როგორც თქვენთვის უკვე
ცნობილია, აზრობრივი ენერგიის პარამეტრების მომართვა სლაიდების მეშვეობით ცნობიერ
მდგომარეობაში ხდება. იგივე ტექნიკა შეგვიძლია გამოვიყენოთ ღია ფანჯრის მომენტში, თუკი
ამ მომენტის დაჭერას მოახერხებთ.

ინტუიტიური ცოდნა და წინათგრძნობა თვითნებურად მოდიან. ამ შემთხვევაში გონება სულის


შესაძლებლობებს პასიურ რეჟიმში იყენებს - იგი უბრალოდ ღებულობს ინფორმაციას იმ
სექტორიდან, რომელშიც სული შემთხვევით შეეხეტა. ამგვარად, ჩვენი ამოცანა იმაში
მდგომარეობს, რომ ინტუიტიური შეგრძნება ჩვენში განზრახ გამოვიწვიოთ. ეს იმისთვისაა
საჭირო, რომ შემდეგ სულის აფრა საჭირო მხარეს მივმართოთ.

როგორ გავაკეთოთ ეს? თქვენ უნდა დაიჭიროთ მომენტი, როცა გონება რაღაცაზე მოცდა.
მაგრამ ამ დროს გრძნობა კი არ უნდა გამოიჭიროთ, არამედ განზრახ მოახდინოთ მისი
ინდუცირება, ანუ ფანჯარაში მყისიერი სლაიდი უნდა ჩასვათ. სლაიდი იმ გრძნობებს უნდა
შეიცავდეს, რომლებსაც სლაიდის შიგნით განიცდით. სლაიდის ღია ფანჯარაში ჩასმისას თქვენ
კი არ იღებთ სულის ინფორმაციას, არამედ პირიქით, სივრცის მიზნობრივი სექტორისკენ
მიმართავთ მას. თუკი ამის გაკეთებას შეძლებთ, თქვენი გონება გარეგან განზრახვას შეეხება.

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ იგივე ეფექტის მიღწევა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, თუკი სლაიდს
საწოლში წოლისას, ძილის წინ ატრიალებთ. მაშინ სლაიდი შეუმჩნევლად გადავა სიზმარში, და
სულისა და გონების ერთობა მიღწეული იქნება. მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს არაფერს
მოგცემთ. ამის ახსნას შემდეგ ნაწილში შემოგთავაზებთ. მანამდე კი ეცადეთ უპასუხოთ კითხვას:
რატომ არ აქვს აზრი სლაიდის სიზმარში ტრიალს?

ფრეიმი

არსებობს გარდამავალი ადგილი მოვლენებს შორის, რომლებიც ფორმირებულია გარეგანი


განზრახვისა და მოვლენების მიერ, და ნაწინასწარმეტყველებია ინტუიტიური წინათგრძნობის
მიერ. სხვა სიტყვებით, როცა თქვენ ინტუიტიური წინათგრძნობა გაქვთ, რომ რაღაც მოვლენა
უნდა მოხდეს, თქვენ მას აზრებით ეხებით, მიზანმიმართული ფიქრის გარეშე. შემდეგ ეს
მოვლენა, როგორც წესი, მართლაც რეალიზდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ გონება სულის
წინათგრძნობას ეთანხმება. ჩნდება კითხვა: თქვენ უბრალოდ წინათგრძნობა გქონდათ, რომ
მოვლენა უნდა მომხდარიყო, თუ თქვენი ქვეცნობიერის აზრებმა იმოქმედეს, როგორც
გარეგანმა განზრახვამ, და ამ მოვლენის ინდუცირება გამოიწვიეს?

220
ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. ერთსაც აქვს ადგილი და მეორესაც.
ძილში ყველაფერი უფრო განსაზღვრულად ხდება: როგორც კი ოდნავ გაიფიქრებთ, ან უფრო
იგრძნობთ, რომ მოვლენები რაღაც სახით უნდა განვითარდეს, ეს სცენარი მაშინვე რეალიზდება.
გარეგანი განზრახვა სიზმარში უტყუარად მუშაობს. რას გვაძლევს ეს?

მხოლოდ იმას გვაძლევს, რომ მოსალოდნელი სცენარის რეალიზაციას სიზმარში ვღებულობთ.


სიზმარი არანაირ გავლენას არ ახდენს მატერიალურ რეალობაზე. ვირტუალური რეალობა
ასეთადვე რჩება. რატომ არ ახდენს სიზმრის გარეგანი განზრახვა ვირტუალური სექტორის
რეალიზაციას? შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს დაკავშირებულია მატერიალური რეალიზაციის
ინერტულობასთან. მართლაც, სიზმარი, მატერიალურ რეალობასთან შედარებით იგივეა, რაც
ქაღალდის ნავი დიდ ფრეგატთან შედარებით. ქაღალდის ნავი სწრაფად მიფრინავს გარეგანი
განზრახვის ოდნავ დაბერვაზეც კი. ხოლო იმისთვის, რომ მძიმე ფრეგატი დაძრათ ადგილიდან,
აუცილებელია დიდი აფრა და ხანგრძლივი დრო.

და მაინც, სიზმრის გარეგანი განზრახვა არ ახდენს ვირტუალური სექტორის რეალიზაციას არა


იმის გამო, რომ ინერტულია. თქვენ შეგიძლიათ რამდენ ხანსაც გინდათ ატრიალოთ სლაიდი
გაცნობიერებულ სიზმარშიც კი, მაგრამ ეს ერთი ნაბიჯითაც კი არ მიგახლოვებთ მიზანთან. საქმე
იმაშია, რომ სიზმარში გარეგანი განზრახვა მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებს: გადაიყვანოს
სული ერთიდან მეორე ვირტუალურ სექტორში. სიზმარში ხდება შემდეგი რამ: გონებამ სულის
აფრის მიმართულება მოლოდინის შესაბამისად განაწყო, გარეგანმა განზრახვამ კი მყისიერად
გადაიყვანა ქაღალდის ნავი შესაბამის სექტორში. მორჩა, სამუშაო შესრულებულია და გარეგანი
განზრახვის მისია აქ ამოიწურა.

რეალობაში გარეგანი განზრახვის ფუნქცია ერთი წამობერვით არ სრულდება. განზრახვის ქარი


უბერავს, ფრეგატი კი მაინც არ იძვრის ადგილიდან. თუ სულისა და გონების ერთობა
მიღწეულია, აფრა სწორი მიმართულებით განეწყობა. აფრის სიდიდე დამოკიდებულია
ერთობის ხარისხზე. ქარს არ შეუძლია მყისიერად გადაიყვანოს ფრეგატი საჭირო სექტორში.
აზრობრივი გამოსხივების ენერგიის პარამეტრები უკვე შეესაბამებიან მიზნობრივ სექტორს,
მატერიალური რეალიზაცია კი წინა სწქტორში აყოვნებს. ამიტომ განზრახვის ქარმა თავისი
სამუშაო ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა შეასრულოს, რათა მიზნობრივი სექტორის
რეალიზება შეძლოს.

თუმცაღა სიზმრის გარეგან განზრახვას საერთოდ არ შეუძლია ფრეგატის დაძვრა იმ მარტივი


მიზეზის გამო, რომ სიზმარში მხოლოდ ქაღალდის ნავის პატარა ბუმბულია დაყენებული, მაშინ,
როცა ფრეგატის აფრა მოშორებულია. განზრახვის ქარი მხოლოდ სიზმრის ქაღალდის ნავს
გადაანაცვლებს, მატერიალური რეალიზაცის ფრეგატზე კი ვერანაირად ვერ მოქმედებს.

ამიტომ სლაიდის სიზმარში ტრიალი მატერიალურ რეალიზაციას ვერ ეხმარება. სულის აფრა
სიზმარში საშუალებას გვაძლევს, რომ ვირტუალურ სივრცეში ვიფრინოთ, მაგრამ არანაირი
კავშირი არ აქვს საკუთრივ მატერიალური რეალიზაციის მოძრაობასთან. სლაიდის ერთადერთი
ფუნქცია გაცნობიერებულ სიზმარში - ესაა კომფორტის ზონის გაფართოება. თუმცაღა ესეც არაა
ცოტა, ასე რომ თუ გაცნობიერებულ სიზმრებს აპრაქტიკებთ, სლაიდი სიზმარში იდეალური
საშუალება იქნება კომფორტის ზონის გასაფართოებლად.

221
ღვიძილის დროს თქვენი ცნობიერი და ქვეცნობიერი მატერიალური სამყაროს ფარგლებში
იმყოფებიან. გონება სულის ფოკუსს მატერიალური რეალიზაციის სექტორში აკავებს. როგორც
უკვე ითქვა, გონება გამუდმებით ახდენს აღქმის კორექციას დამყარებული შაბლონის
შესაბამისად. ატრიალებთ რა სლაიდს ღვიძილის მდგომარეობაში, თქვენ ამით აზრობრივი
გამოსხივების პარამეტრებს არარეალიზებულ სექტორზე განაწყობთ. სულისა და გონების
ერთობის დონის შესაბამისად, აფრა გარეგანი განზრახვის ქარით იბერება და ფრეგატი ნელა
და თანდათანობით იწყებს მიზნობრივი სექტორისკენ მოძრაობას. გარეგანი განზრახვის მუშაობა
მანამდე გაგრძელდება, სანამ მატერიალური რეალიზაცია დანიშნულების პუნქტამდე არ
მიაღწევს.

ხედავთ, რაშია განსხვავება? სიზმარში გარეგანი განზრახვის მუშაობა სრულდება, ღვიძილში კი -


გრძელდება. სიზმარში პარამეტრები მყისვე მოდის შესაბამისობაში, და ამით საქმე მთავრდება,
ღვიძილში კი პროცესი ნელა და თანდათანობით მიმდინარეობს. როცა თქვენ ღვიძილში
ატრიალებთ სლაიდს, თქვენ დაყენებული გაქვთ მატერიალური რეალიზაციის ფრეგატის აფრა,
და გარეგანი განზრახვა ფრეგატს ამოძრავებს, და არა სიზმრის ქაღალდის ნავს.

დაე, არ შეგაცბუნოთ იმ სითამამემ, რომლითაც ყველა ამ რთული საკითხების აღსაწერად


მარტივ მეტაფორებს ვიყენებ. გონების აღნიშვნათა სიაში მაინც არაა უფრო შესაფერისი
ანალოგია, სამაგიეროდ არსი ამ სახით უფრო გასაგებად გადმოიცემა.

ფანჯარა ვარიანტთა სივრცეში, რომელიც გონების მოკლევადიანი ჩათვლემის დროს იხსნება,


აღქმის ფოკუსს მატერიალური რეალიზაციის მიმდინარე სექტორის კონტექსტში ტოვებს.
ფრეგატის აფრა ფანჯარაში, განსხვავებით ჩვეულებრივი სიზმრისგან, გამართულ
მდგომარეობაში რჩება. თუ ამ მომენტში ფანჯარაში სლაიდს ჩასვამთ, მაშინ გარეგანი
განზრახვის ქარის წამოქროლვა რეალიზაციას მნიშვნელოვანი მანძილით გადაანაცვლებს.
ფანჯრის ეფექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ სულისა და გონების ერთობა ასეთ
მდგომარეობაში უმაღლეს დონეზე ვლინდება. მთვლემარე გონება თავის კონტროლს ადუნებს
და არარეალურს თავისი აღქმის შაბლონში უშვებს, იმის მსგავსად, როგორც ეს სიზმარში ხდება.
აფრა მნიშვნელოვან ზომებს მოიპოვებს, და გარეგანი განზრახვა მეტი ძალით მოქმედებს.

ეს ტექნიკა საკმაოდ რთულია, მაგრამ შეგიძლიათ სცადოთ. იმით უნდა დაიწყოთ, რომ
გამუდმებით მიაქციოთ ყურადღება ინტუიტიურ წინათგრძნობას, დააკვირდეთ საკუთარ თავს.
მაშინ თქვენ მიხვდებით, რომ დღის განმავლობაში ფანჯარა საკმაოდ ხშირად იხსნება. გონება
დროდადრო იღლება თავისი კონტროლისგან და ლაყბობისგან, და რამდენიმე წამით
სიფხიზლეს კარგავს. ამ მომენტში შეგიძლიათ განზრახ ჩასვათ გრძნობები იმ მოვლენის შესახებ,
რომლის ინდუცირებაც გსურთ. სწორედ გრძნობები, და არა სიტყვიერი ფორმულირებები.

წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით, ჩანაფიქრი რომ გისრულდებოდეთ? რამდენჯერმე


დაატრიალეთ თავში მიზნის მიღწევის სლაიდი, შემდეგ კი აიღეთ მთელი სლაიდიდან ერთი
ინტეგრალური ანაბეჭდი - ფრეიმი. მაგალითად, კონტრაქტს აწერთ ხელს და კმაყოფილებას
გრძნობთ. ან გამოცდას აბარებთ წარმატებით, და ლექტორი ხელს გართმევთ. ან ფინიშთან
პირველი მიდიხართ და მკერდით ლენტას არღვევთ. სწორედ ეს ანაბეჭდი იქნება ის ფორმულა,
რომელიც გახსნილ ფანჯარაში უნდა ჩასვათ. ფრეიმი შეგიძლიათ ერთი სიტყვით
დაასათაუროთ, მაგალითად: „გამარჯვება!“, „არის!“, „გამოვიდა!“, ან როგორც გაგიხარდებათ.

222
ეს სათაური ფრეიმის საყრდენი წერტილის როლს შეასრულებს. სცადეთ, მიაღწიოთ ასეთ
ეფექტს, რათა ფრეიმის გრძნობა დაემგვანოს მოწოლილ სევდას, დაჟინებისა და დაძალების
გარეშე.

ფანჯრის დაჭერა რთულია, რადგანაც ამას თქვენი გონება აკეთებს, თუმც კი მთვლემარე, ეს კი
ნიშნავს, რომ იგი იღვიძებს, და ფანჯარა მაშინვე იხურება. უნარები დროთა განმავლობაში მოვა.
მტკიცე განზრახვა და მოთმინება უნდა იქონიოთ. ჯერ გონების მეშვეობით უნდა შეიმუშავოთ
მოვლენის რეალიზაციის შეგრძნების ფრეიმი. დაე, მან აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ
შემუშავებაში. შემდეგ ფანჯრის დაჭერის მცდელობის გარეშე ატრიალოთ ეს ფრეიმი, რათა
კარგად გაარკვიოთ თქვენთვის, რაში მდგომარეობს საბოლოო გრძნობა, შექმნათ
ინტეგრალური შეგრძნება. შემდეგ კი შესაძლებლობა გექნებათ, რომ ფანჯრის გახსნის მომენტში
მყისიერად ჩასვათ მასში ფრეიმი.

ისე უნდა გამოგივიდეთ, რომ მთვლემარე გონება უეცრად აცნობიერებდეს თავის მძინარე
მდგომარეობას, და მაშინვე აგდებდეს ფრეიმს ფანჯარაში, სანამ გამოღვიძებას მოასწრებს.
სწორედ ეს იქნება გარეგანი განზრახვის მუშაობა შინაგანი მონოლოგის გაჩერებისას.

მრავალჯერადი, თუნდაც წარუმატებელი მცდელობები, თანდათან ჩვევას აყალიბებენ, და


თქვენი გონება ფრეიმის ფანჯარაში ჩაგდებას ავტომატურად ისწავლის. ფრეიმის აზრი სწორედ
იმაში მდგომარეობს, რომ გონებამ მისი ავტომატურად აქტივიზაცია უნდა შეძლოს, სანამ
გაღვიძებას მოასწრებს. თუმცაღა თუ ფრეიმების ტექნიკა ძალიან ძნელად გამოგდით, არ
იღელვოთ ამაზე და საერთოდ შეეშვით. იმუშავეთ ჩვეულებრივ სლაიდებთან და აკეთეთ
პროცესის ვიზუალიზაცია.

ნებისმიერ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ფანჯარაზე ყურადღების მიქცევის ჩვევას


გამოიმუშავებთ. თუ გახსნილი ფანჯრის მომენტების დაჭერას ისწავლით, ინტუიტიური
გამონათებები უფრო და უფრო ხშირად გეწვევათ.

რეზიუმე

გასხივოსნებულის განზრახვა იგივე ხდება, რაც გარეგანი განზრახვა.

გონებას გააჩნია ნება, მაგრამ არ შეუძლია გარეგანი განზრახვის შეგრძნება.

სულს შეუძლია შეიგრძნოს გარეგანი განზრახვა, მაგრამ ნება არ გააჩნია.

სულისა და გონების ერთობა გარეგან განზრახვას ნებას უქვემდებარებს.

თქვენი სული სხვებისაზე არაფრით უარესი არაა. თქვენ ყველაფერი საუკეთესოს ღირსი ხართ.

თქვენ ყველაფერი გაქვთ, რაც საჭიროა. მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ გამოიყენოთ ეს.

სული უნიკალურია, გონება - არა. ერთად სულსა და გონებას ყველაფერი შეუძლიათ.

223
დაიჯერეთ სულის შეუზღუდავი შესაძლებლობების და მიმართეთ მისკენ თქვენი გონება.

თქვენ უნიკალურები და განუმეორებლები ხართ. ნება მიეცით საკუთარ თავს, რომ იყოთ ის, ვინც
ხართ.

ვარსკვლავები დამოუკიდებლად იბადებიან, მაგრამ მათ ანთებას ქანქარები ახდენენ.

ქანქარები მალავენ იმ ფაქტს, რომ უნიკალური შესაძლებლობები ყველა ადამიანს გააჩნია.

წესი - „აკეთე ისე, როგორც მე“ - ქანქარების საყოველთაოდ მიღებულ სტერეოტიპებს ქმნის.

სხვისი სცენარის მიბაძვა პაროდიას წარმოშობს.

ყოველ სულს თავისი ინდივიდუალური ვარსკვლავური სექტორი გააჩნია.

თუ გონება საშუალებას მისცემს, სული თავად იპოვის თავის სექტორს.

მიეცით საკუთარ თავს ნება - იყოთ გამბედავი, მიაფურთხოთ ქანქარების სტერეოტიპებს, და


დაიჯეროთ საკუთარი სულის უსაზღვრო შესაძლებლობების.

მიეცით საკუთარ თავს ნება - გქონდეთ უფლება საკუთარ ბრწყინვალე ინდივიდუალობაზე.

გაიზიარეთ ანგელოზთან თქვენი მარტოობა, უბედურება და სიხარული.

არასოდეს განაწყენდეთ ან გაბრაზდეთ ანგელოზზე, და არ უსაყვედუროთ მას.

სიხარული თქვენთვის დაიტოვეთ, სიამაყე კი ანგელოზს გადაულოცეთ.

გულწრფელად მადლიერი იყავით ანგელოზის, გამუდმებით შეახსენეთ, რომ გიყვართ იგი.

ქანქარების მიერ შეპყრობილი გონება სულის ბადრაგი ხდება.

ადამიანის აზრები და ქცევები განპირობებულია მისი ქანქარებზე დამოკიდებულობით.

ადამიანი ქანქარების პროვოკაციებზე გაუცნობიერებლად რეაგირებს.

არ აყვეთ პროვოკაციებს და არ მისცეთ საკუთარ თავს ნება, რომ წონასწორობიდან


გამოგიყვანონ.

გეკავოთ თქვენი მნიშვნელოვანობა მინიმალურ დონეზე და იმოქმედეთ გაცნობიერებულად.

ამ თამაშში თქვენი შესაძლებლობები მხოლოდ თქვენი განზრახვითაა შეზღუდული.

224
ქანქარების შესაძლებლობები თქვენი მნიშვნელოვანობის და გაცნობიერებულობის დონითაა
შეზღუდული.

არ მიანიჭოთ არაფერს მეტისმეტად ჭარბი მნიშვნელობა.

თქვენი მნიშვნელოვანობა თქვენ კი არა, ქანქარებს სჭირდებათ.

როგორც კი მნიშვნელოვანობის მხრივ სისუსტე გამოიჩინეთ, თქვენ წააგეთ.

უბრალოდ მშვიდად და დაჟინების გარეშე აიღეთ თქვენი კუთვნილი.

არა ძალისხმევა ან ნებისყოფა, არამედ გაცნობიერებული განზრახვა აკავებს


მნიშვნელოვანობას ნულზე.

ფრეილე წარმოადგენს ადამიანის სულის ინდივიდუალური არსის მახასიათებელს.

სულიერი სილამაზე სულისა და გონების ურთიერთობის ჰარმონიით განისაზღვრება.

გონების განწყობა სულის ფრეილეზე შინაგან სინათლეს წარმოშობს.

სხვების სტანდარტების დევნაში გონება სულ უფრო და უფრო შორდება სულს.

გარეგანი განზრახვა საკუთარი თავით უკმაყოფილების რეალიზებას ახდენს და


არასრულყოფილებას ამძიმებს.

გადააგდეთ შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა და უპირობოდ შეიყვარეთ საკუთარი თავი.

თუკი გონებას სულის ფრეილეზე განაწყობთ, თქვენ მრავალ დაფარულ შესაძლებლობას


მოიპოვებთ.

ერთობის მდგომარეობაში სული მღერის, გონება კი კმაყოფილი ხელებს იფშვნეტს.

ფიქრობს რა მიღწევის საშუალებებზე, გონება ფატალურ ჯვარს ასვამს ძნელად მისაღწევ


მიზნებს.

მისცე საკუთარ თავს ფლობის საშუალება - სურვილის ასრულების აუცილებელი პირობაა.

მართლა მთელი გულით გსურთ, თუ მხოლოდ გინდათ, რომ გსურდეთ?

მთელი მიმზიდველობის მიუხედავად, თუ რაღაც გრთგუნავთ, მიზანი შეიძლება ცრუ იყოს.

არ დაუჯეროთ არავის, ვინც მოგიწოდებთ, რომ საკუთარი თავი შეცვალოთ.

225
ზურგი აქციეთ ქანქარებს, შებრუნდით საკუთარი თავისკენ, მიიღეთ საკუთარი თავი და
აღმოაჩინეთ იგი.

დისკომფორტი ჩნდება, როგორც მძიმე შფოთვა, ტვირთი ან დათრგუნულობა.

აუცილებელია შეიმუშავოთ ჩვევა - ყურადღება მიაქციოთ კომფორტის მდგომარეობას.

დამთრგუნველი გრძნობა გონების ოპტიმისტური მსჯელობების ფონზე „არა“-ს აჩვენებს.

სულიერი კომფორტი არ წარმოადგენს ერთმნიშვნელოვან „კი“-ს.

სულიერი დისკომფორტი ერთმნიშვნელოვან „არა“-ს წარმოადგენს.

მიზანზე ფიქრისას ნუ იფიქრებთ მის პრესტიჟულობაზე, მიუწვდომლობაზე და მიღწევის


საშუალებებზე - ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ სულიერი კომფორტის მდგომარეობას.

ნუ აურევთ სულიერ შებოჭილობას სულიერ დისკომფორტთან.

აფირმაციას თან უნდა ახლდეს შესაბამისი გრძნობები.

ცალკეული აფირმაცია პოზიტიური და ვიწროდ მიმართული უნდა იყოს. მიმართეთ აფირმაცია


მიზეზზე და არა შედეგზე. მოახდინეთ აფირმაციის ფორმულირება აწმყო დროში.

გონების სულზე ზეწოლით ვერაფერს მიაღწევთ.

როცა ფლობის გადაწყვეტილებას თან არ ახლავს ფლობის სურვილი, ქანქარას არ ექნება


თქვენზე მოსაჭიდი.

თქვენ მშვიდად და დაჟინების გარეშე იღებთ თქვენსას, როგორც ფოსტას საფოსტო ყუთიდან.

ფანჯარა ინფორმაციის ველში გონების შესვენების დროს იხსნება.

სლაიდი სიზმარხილვაში ეფექტურად აფართოებს კომფორტის ზონას, მაგრამ მეტს ვერაფერს


აკეთებს.

სულისა და გონების ერთობა ფანჯარაში ყველაზე მაღალი დონით ვლინდება.

ფანჯრისთვის ყურადღების მიქცევა ინტუიციას ანვითარებს.

226
თავი X. მიზნები და კარიბჭეები

მთარგმნელი: მამუკა გურული

როგორ უნდა აირჩიოთ თქვენი ნივთები

ამ თავში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გავარჩიოთ სულის ნამდვილი მისწრაფებები ცრუ


მიზნებისგან, რომლების თავს მოხვევასაც გამუდმებით ცდილობენ ქანქარები. პრობლემა იმაშია,
რომ ცრუ მიზანს, მიუხედავად თავისი მიმზიდველობისა, არაფერი მოაქვს თქვენთვის, გარდა
იმედგაცრუებისა. ცრუ მიზნის დევნაში, ან არაფერს მიაღწევთ, და თქვენს მიერ დახარჯული
ძალისხმევები ქანქარების საკვები გახდება, ან მიზნის მიღწევის შემდეგ მიხვდებით, რომ ეს არ
გჭირდებოდათ. ღირს კი, გაუშვათ ხელიდან ცხოვრების მიერ ბოძებული უნიკალური შანსი და
დახარჯოთ ძვირფასი დრო შეცდომების გამოსწორებაზე? მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება
ხანგრძლივად გვეჩვენება, იგი ძალიან სწრაფად და შეუმჩნევლად გადის. ამიტომ საჭიროა
ისწავლოთ სწორედ თქვენი მიზნების პოვნა, რომლებიც ბედნიერებას პირადად თქვენ
მოგიტანენ.

მე არ მინდა ამ თავის თეორიით დაწყება. ალბათ ისედაც დაიღალეთ მძიმეწონიანი თეორიული


საფუძვლების მოსმენით. მე ვცდილობდი შეძლებისდაგვარად შემემსუბუქებინა გადმოცემის
მძიმეწონიანობა, მაგრამ ვშიშობ, ყოველთვის არ გამომდიოდა ეს. რას იზამ, არაორდინალური
საკითხებია დასმული, და დასკვნებიც შესაბამისად განსაცვიფრებელია. თქვენი გონება
ვერასოდეს მიიღებდა სერიოზულად ტრანსერფინგის იდეებს, თუნდაც მცირე არგუმენტები რომ
არ მომეყვანა. მაგრამ ყველაზე რთული უკვე ჩავლილია, და ამ თავს პრაქტიკული საკითხებით
დავიწყებ. ამიტომ შეგიძლიათ დაისვენოთ და ტაში დაუკრათ, თქვენ შესანიშნავი საჩუქარი
გელოდებათ. იგი განსაკუთრებით მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს მოგეწონებათ.

ყველაზე მკაფიო და მარტივ მაგალითს, და ამავდროულად საკუთარი მიზნის განსაზღვრის


უნარისთვის სავარჯიშოს წარმოადგენს თქვენთვის საჭირო ტანსაცმლის ძიება. გაიხსენეთ, იყო
თუ არა შემთხვევები, როცა თითქოს შესაფერის ტანსაცმელს ყიდულობდით, შემდეგ კი
აღმოჩნდებოდა, რომ აღარ მოგწონთ, ან არ გიხდებათ, ან დეფექტურია. ასევე იყო თუ არა,
როცა დაინახეთ ტანსაცმელი, ყოყმანის გარეშე, მაშინვე იყიდეთ და დღემდე კმაყოფილი ხართ
მისით. განსხვავება ამ ორ ტანსაცმელს შორის ისაა, რომ პირველი მათგანი - სხვისია, მეორე კი
- თქვენი.

პირველი, რომელიც მიმზიდველად გეჩვენებოდათ, სხვა ადამიანისთვის იყო განკუთვნილი, და


არა თქვენთვის. შესაძლოს ნაცნობზე, ან მანეკენზე ჩაცმული დაინახეთ იგი. თუ რაღაც სხვაზე
კარგად გამოიყურება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი თქვენც მოგიხდებათ. და ეს თქვენი
ნაკლოვანება კი არა, თქვენი ღირსებაა. ძალიან ცუდია, იყო მანეკენი, რომელზეც ყველაფერი
კარგად გამოიყურება. ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს არა საყოველთაოდ მიღებული
სილამაზე, არამედ წარმატებულად ხაზგასმული ინდივიდუალობა.

ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემს გარეშეც კარგად იცით. მაგრამ თქვენ დიდი ხანი დადიხართ
მაღაზიებში და იტანჯებით იმის გამო, რომ არ იცით, რა იყიდოთ. ფასონების ცოდნა, მოდის
შეგრძნება, კარგი გემოვნებაც კი ვერ გეხმარებათ. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მაინც არ ხართ

227
ბოლომდე კმაყოფილი ნაყიდი ნივთით. იმისთვის, რომ ყოველთვის იპოვოთ სწორედ ის, რაც
გჭირდებათ, აუცილებელია საკუთარი ნივთების სხვების ნივთებისგან გარჩევა. როგორ კეთდება
ეს? არც კი დაიჯერებთ, ისე მარტივად!

პირველ რიგში, არასოდეს იტანჯოთ არჩევანის პრობლემით. აქ თქვენ აშკარად არღვევთ


წონასწორობას. რაც უფრო მეტად იძაბებით ამასთან დაკავშირებით, მით უფრო უარესი იქნება
შედეგი. არაა საჭირო ნივთების დიდხანს თვალიერება და მათი ღირსებების და ნაკლოვანებების
შეფასება. გონებამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევაში, რადგან გონება და მისი აზრები -
ეს თქვენ კი არა, ქანქარების ზეგავლენაა. უბრალოდ იარეთ და დააკვირდით, როგორც
გამოფენაზე, ისე, რომ არაფერზე იფიქროთ.

ჯერ ზოგადად გაარკვიეთ საკუთარ თავთან, საერთო შტრიხებში, თუ რისი შეძენა გსურთ.
დეტალების წარმოდგენა აუცილებელი არაა. ერთადერთი აღწერა ტანსაცმლის ტიპი უნდა
იყოს. მაგალითად, თუ პალტო გჭირდებათ, უბრალოდ დაისახეთ მიზნად, რომ პალტო
აირჩიოთ, და მეტი არანაირი ზედმეტი პირობა. დაე, ნივთი თქვენმა სულმა აირჩიოს - იგი
გაცილებით უფრო ახლოსაა იმასთან, რაც სინამდვილეში ხართ. იგი ხელიდანა რ გაუშვებს
მცირე დეტალსაც კი, და აუცილებლად დროულად მიგითითებთ თქვენს ნივთზე. ამას მაშინვე
მიხვდებით, როგორც კი მრავალ ნივთს შორის დაინახავთ, ან უფრო სწორად იგრძნობთ იმას,
რომელიც განსაკუთრებულ სიმპათიას აღგიძრავთ.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არაა საჭირო ანალიზი იმისა, თუ რატომ მოგწონთ ნივთი. იგი
უბრალოდ მოგწონთ და მორჩა, მასზე შეგიძლიათ თქვათ - „ეს ისაა, რაც მჭირდება“.
ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იყიდით მას.

მაშინაც კი, თუ დიდი ხანია ეძებთ და არ შეგიძლიათ პოვნა, ეჭვი არ შეგეპაროთ, თქვენი ნივთი
რომელიღაც მაღაზიაშია. თუ მესამეში არა, მეათეში იპოვით მას. იგი მოთმინებით გელოდებათ,
ამიტომ თქვენც გამოავლინეთ მოთმინება, არ იწრიალოთ, არ დატანჯოთ ეჭვებით და არ
უსაყვედუროთ საკუთარ თავს. ხოლო იმისთვის, რომ დარწმუნებულობა აბსოლუტური იყოს, მე
თქვენ გაგიხსნით იმის საიდუმლოს, თუ როგორ გაარჩიოთ სხვისი ნივთი თქვენი ნივთისგან. ეს
მარტივიცაა და საიმედოც.

როგორც უკვე აღვნიშნე, არჩევის პროცესში თქვენ არ გჭირდებათ ფიქრი საგნების ღირსებებზე
და ნაკლოვანებებზე. მაგრამ აი, დადგა მომენტი, როცა გამყიდველს თქვენი „კი“ ან „არა“ უნდა
უთხრათ. ამ მომენტში თქვენ ძალიან ტკბილად გძინავთ, მაშინაც კი, თუ გგონიათ, რომ ასე არაა.
განსაკუთრებულად ძლიერია თქვენი ძილი მაშინ, თუ გამყიდველი ან თქვენი მეგობარი
გეუბნებათ რაღაცას ნივთის შესახებ.

იმ დროს, როცა გადაწყვეტილებას იღებთ, მხოლოდ თქვენი გონება მუშაობს. იგი აანალიზებს
ღირსებებს და ნაკლოვანებებს, აწყობს თავის კონცეფციას ისე, რომ იგი რაციონალური და
სარწმუნო იყოს, და ამავდროულად გარშემომყოფების შეხედულებასაც უსმენს. გონება
იმდენადაა შთანთქმული ამ პროცესით, რომ სულის გრძნობებს საერთოდ აღარ აქცევს
ყურადღებას. ამ თვალსაზრისით გონებას ღრმად ძინავს. დაე, იყოს ასე, არ შეუშალოთ ხელი
მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მაგრამ აი, გადაწყვეტილება მიღებულია. ამ
მომენტში აღარავის უსმინოთ, გაიღვიძეთ და გაუწიეთ საკუთარ თავს ანგარიში: რა გრძნობებს

228
განიცდიდით, როცა გადაწყვეტილება მიიღეთ? სულიერი კომფორტის მდგომარეობა გიჩვენებთ
სულის დამოკიდებულებას გონების გადაწყვეტილებასთან.

სულიერი კომფორტი, როგორც იცით, ვერ მოგცემთ ცალსახა პასუხს. სულმა ყოველთვის
ზუსტად არ იცის რა უნდა, და ასევე შეუძლია იყოყმანოს. თუ ნივთი პირველივე შეხედვაზე
მოგეწონათ და ეს მაშინვე იგრძენით, ეს ნიშნავს, რომ სულმა თქვა - „კი“. მაგრამ შემდეგ ირთვება
გონება და იწყებს არჩევანის გაანალიზებას და არგუმენტირებას. თუ ანალიზის შედეგაც
გონებამაც „კი“ თქვა, ეს ნიშნავს, რომ ნივთი თქვენია. მაგრამ თუ ნივთი პირველივე შეხედვაზე კი
არა, რაციონალური არგუმენტაციის შემდეგ მოგეწონათ, მაშინ განსაკუთრებულად უნდა
მიაქციოთ ყურადღება უმცირეს დისკომფორტსაც კი. სულმა ყოველთვის ზუსტად იცის - რა არ
უნდა.

თუკი ყოყმანობთ, თუკი რაღაც მაინც ამ ნივთში თუნდაც მცირე შფოთვას ან დისკომფორტს
იწვევს, თუკი გაიელვებს ეჭვის ან დათრგუნულობის თუნდაც მსუბუქი ჩრდილი - ეს თქვენი ნივთი
არაა. გონება თქვენს დათანხმებას და ამ ნივთის ღირსებების წარმოჩენას ეცდება. თუ
გამოიჭირეთ საკუთარი თავი იმაში, რომ არწმუნებთ საკუთარ თავს, ცდილობთ დაუმტკიცოთ,
რომ ეს ტანსაცმელი ფასონით ან ზომით გიხდებათ - მაშინვე შეგიძლიათ მოიშოროთ ეს ნივთი -
ის სხვისია.

არჩევის ერთმნიშვნელოვანი კრიტერიუმი მდგომარეობს ერთ მარტივ ფრაზაში: თუკი საკუთარი


თავის დარწმუნება გიწევთ, ეს ნიშნავს, რომ ნივთი სხვისია. იცოდეთ, რომ თუ ნივთი თქვენია, არ
მოგიწევთ საკუთარი თავის დარწმუნება.

და ბოლოს, ღირს თუ არა, რომ არჩევის პროცესში სხვების აზრს მოუსმინოთ? ვფიქრობ, არ
ღირს. ვერავინ, თქვენს გარდა, ვერ შეძლებს სწორედ თქვენი ნივთის არჩევას. თუკი იგი
უპირობოდ მოგეწონათ, შეგიძლიათ სრულიად დარწმუნებული იყოთ, სხვები აღტაცებულნი
იქნებიან, როცა ამ ტანსაცმელს თქვენზე იხილავენ.

ფასებზე შემიძლია მხოლოდ ერთი ვთქვა: სულაც არაა აუცილებელი, რომ თქვენი ნივთი
ძვირადღირებულ მაღაზიებში იდოს. მაგრამ თუ აქამდე მივიდა საქმე, ტრანსერფინგი იმაშიც
დაგეხმარებათ, რომ თქვენი ცხოვრებიდან ფულის პრობლემა მოიშოროთ. თუ თქვენს მიზანს
განსაზღვრავთ და მის მის მიღწევას ეცდებით, და არა ფულის შოვნას, მაშინ ფული თავისით
მოვა, თანაც უხვად.

როგორც ხედავთ, ნივთების არჩევის პროცესი ტრანსერფინგის ყველა ძირითად პრინციპს


მოიცავს. თქვენ მაღაზიაში ისე დადიხართ, როგორც გამოფენაზე, უბრალოდ აკვირდებით და არ
უსახავთ საკუთარ თავს ამოცანას, რომ აუცილებლად იპოვნოთ რაღაც. შესაბამისად, თქვენ უარს
ამბობთ მიზნის მიღწევის სურვილზე. მშვიდად აცნობიერებთ, რომ თქვენი ნივთი სადღაც
გელოდებათ, და ზუსტად იცით, თუ როგორ გამოარჩიოთ იგი სხვებისგან. ეს ნიშნავს, რომ
მნიშვნელოვანობა მინიმალურ დონეზეა. თქვენ იღვიძებთ მაშინვე, მას შემდეგ, რაც
გადაწყვეტილება მიღებულია და საკუთარ თავს ანგარიშს უწევთ, თუ როგორ ხდებოდა
ყველაფერი.

229
გამოდის, რომ თქვენ გაცნობიერებულად მოქმედებთ და თავად განსაზღვრავთ თამაშის
სცენარს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი სულიერი კომფორტის
მდგომარეობას ეყრდნობით. არ შეცდებით, რადგან საიმედო საყრდენი გაქვთ - სულისა და
გონების ერთობა. და ბოლოს, თქვენ გარკვეულწილად გაიმარტივებთ ამოცანას, თუ მკაცრად
დაგეგმვას არ დაიწყებთ, საკუთარ თავს ვალდებულებებში არ გახლართავთ და ჯიუტად არ
მიაწვებით თქვენს ხაზს, არამედ ვარიანტთა დინებას მიენდობით. ცხოვრება - ეს მსუბუქი ზეიმია,
თუკი ამის საშუალებას მისცემთ საკუთარ თავს. თქვენ მშვიდად და დაჟინების გარეშე იღებთ
თქვენსას.

აი, ახლა უკვე გაქვთ მარტივი და ძლიერი ტექნიკა. შეგიძლიათ მშვიდად წახვიდეთ მაღაზიაში,
და მაშინაც კი, თუ ამ დღეს ვერაფერი იყიდეთ, ეს ნიშნავს, რომ სხვა ნივთისგან გადაირჩინეთ
თავი. მშვიდი და თავდაჯერებული იქნებით, რადგან გეცოდინებათ, რომ თქვენი ნივთი სადღაც
დევს და გელოდებათ. თქვენ მას აუცილებლად იპოვით. მთავარია არ დაგავიწყდეთ, რომ მანამ,
სანამ თქვენს ბაგეებს „კი“ ან „არა“ მოწყდება, უნდა გაიღვიძოთ და ანგარიში გაუწიოთ საკუთარ
შეგრძნებებს.

იმ შემთხვევაში, როცა ტანსაცმელს თქვენთვის კი არა, მაგალითად, ბავშვისთვის ირჩევთ,


მოცემული ტექნიკა არ იმუშავებს. უფრო სწორად იმუშავებს, მაგრამ არა ასეთი სიზუსტით. თქვენი
სული ვერ შეძლებს ნივთის არჩევას სხვა სულისთვის. ამიტომ აქ მხოლოდ ისღა დაგრძენიათ,
რომ პრაქტიკულობით იხელმძღვანელოთ. მაგრამ ამავდროულად, საშუალება მიეცით ბავშვს,
რომ თავად აირჩიოს ნივთი. დიდებისგან განსხვავებით, ბავშვებს შეუძლიათ თავისი ნივთების
პოვნა.

რა თქმა უნდა, ეს ტექნიკა გამოყენებადია არა მხოლოდ ტანსაცმლის, არამედ ნებისმიერ სხვა
შემთხვევებშიც. როცა თქვენთვის რაღაცის არჩევა გიწევთ. და მე ვიმედოვნებ, რომ წიგნი,
რომელსაც ახლა კითხულობთ - თქვენია.

როგორ ვუკარნახოთ მოდა

გინდათ, რომ თავად იყოთ მოდის ფუძემდებელი? ადრე ხომ იმას აქცევდით ყურადღებას, თუ
როგორ იცვამდნენ სხვები და ცდილობდით, რომ მოდისთვის აგეწყოთ ფეხი. მაგრამ თავში არ
მოგდიოდათ, ვინ ქმნის ამ მოდას. ამგვარად, მოდა წამყვანი კუტიურიეების სალონებში არ
იბადება - ისინი მხოლოდ აიტაცებენ ხოლმე მას. მოდის ახალი ტენდენციები იმ ადამიანების მიერ
იქმნება, რომლებიც შედარებით თავისუფალნი არიან ქანქარებისგან. ეს ადამიანები მხოლოდ
თავისი დამოუკიდებელი შეხედულებებით და გემოვნებებით ხელმძღვანელობენ, ამიტომ მოდის
ფუძემდებლები ხდებიან. ისე იცვამენ, როგორც გული კარნახობთ, და ეს ზუსტად ხვდება მიზანში.
შემდეგ ამ იდეას სხვები ამჩნევენ, იტაცებენ და სპონტანურად ავრცელებენ.

თუ მოდას ბრმად მიყვებით, შეიძლება საფუძვლიანად დაამახინჯოთ თქვენი გარეგნობა. თუ


დააკვირდებით, აღმოაჩენთ ელეგანტურ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ იცვამენ მოდის
მიხედვით. სამაგიეროდ მაშინვე ჩანს, რომ ამაში არის რაღაც, და არავის მოუვა თავში, რომ
უგემოვნობაში დასდოს მათ ბრალი. და პირიქით, გამუდმებით გვხდებიან არსებები, რომლებიც
ყველანაირი მოდის მიხედვით იცვამენ, მაგრამ საცოდავად გამოიყურებიან, იმიტომ, რომ ეს მათ
საერთოდ არ უხდებათ. მიმბაძველები ბრმად მიჰყვებიან შინაგანი განზრახვის გზას სხვისი

230
მიზნისკენ, რომელიც მოდის ქანქარას მიერაა განსაზღვრული. ისინი არ უფიქრდებიან თავიანთ
გემოვნებას და ემორჩილებიან ქანქარას წესს: „აკეთე ისე, როგორც მე“. აქ მინდა მოვიყვანო
ფრანგული გამოთქმა: „ნუ შეგეშინდება, რომ არამოდურად გამოიყურებოდე - გეშინოდეს, რომ
სასაცილოდ გამოიყურებოდე“.

მოდის გარეგნული მხარე - სტილია, ხოლო შინაგანი არსი - ისაა, რაც კონკრეტულად თქვენ
შეგეფერებათ მოცემული სტილის კონტექსტში. აუცილებელია მხოლოდ, რომ მკაფიოდ
წარმოიდგინოთ, რა გსურთ: მუდურად გამოიყურებოდეთ თუ ელეგანტურად? ეს ერთი და იგივე
არაა. და რომელია თქვენი აზრით უკეთესი? შესაძლოა საერთოდ არ იყოთ თქვენი ეპოქის
სტილში ჩაცმული, მაგრამ თუ ეს თქვენია, ყველა შურით მოკვდება!

თქვენ ალბათ მიხვდით, რომ მოდის მიყოლა სხვა არაფერია, თუ არა მოდის ქანქარას თამაშში
მონაწილეობა. მოდის გავლენები სწრაფად ჩნდება და სწრაფადვე ქრება. ეს ერთ-ერთი
ყველაზე მცირევადიანი ქანქარაა. არაფერია საშიში, თუ ამ ქანქარას გავლენის ქვეშ მოხვდით.
მთავარია, რომ აცნობიერებდეთ ამას და თქვენთვის ნახულობდეთ სარგებელს მოდიდან, და
არა ისე, რომ უბრალოდ ძღვენს აძლევდეთ მას.

თქვენ უპრობლემოდ შეგიძლიათ შექმნათ მოდის საკუთარი ქანქარა. ეს ძალიან მარტივად


კეთდება. საჭიროა, რომ ზურგი აქციოთ ქანქარას და საკუთარი თავისკენ შემობრუნდეთ.
დაისახეთ მიზანი, რომ საინტერესოდ და ელეგანტურად გამოიყურებოდეთ. არაფრის
კონკრეტიზაცია არაა საჭირო. უბრალოდ იარეთ მაღაზიებში და ათვალიერეთ ნივთები
ზემოთმოყვანილი მეთოდის შესაბამისად. დაივიწყეთ მიმდინარე მოდა. ყურადღება მიაქციეთ
მხოლოდ შეგრძნებებს, რომლებსაც განიცდით, როცა ნივთს უყურებთ. გამორთეთ თქვენი
ანალიტიკური აპარატი. შეწყვიტეთ ფიქრი, შედარება და საერთოდ განსჯა. როგორც კი
გამოიჭირეთ თავი იმაზე, რომ გაანალიზებას ცდილობთ, მაშინვე შეწყვიტეთ ეს უსარგებლო
პროცესი. უსმინეთ დილის ფოთლების შრიალს.

სავარაუდოდ მაშინვე არ გამოგივათ. მიეცით საკუთარ თავს განუსაზღვრელი დრო და უარი


თქვით საკუთარი მიზნის რეალიზაციის სურვილზე. რადგან თუ არაფერი გამოგივათ, არც
არაფერს კარგავთ. გაანთავისუფლეთ საკუთარი თავი მიზნის მიღწევის ვალდებულებისგან.
დააგდეთ მნიშვნელოვანობა და მოადუნეთ მოჭიდება. უბრალოდ იარეთ და ათვალიერეთ
ნივთები, მოისინჯეთ ისინი ცნობისმოყვარეობისთვის. მიენდეთ ვარიანტთა დინებას.

სასარგებლო იქნება, თუ ამავდროულად გონებაში თქვენი მიზნის სლაიდს ატრიალებთ.


თუმცაღა ეს არ უნდა იყოს კონკრეტული სურათი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებით.
სლაიდი უნდა შედგებოდეს შეგრძნებებისგან, რომლებსაც მაშინ განიცდით, როცა ყურადღებას
იპყრობთ და ელეგანტურად, საინტერესოდ გამოიყურებით.

უარი თქვით რაღაც განსაკუთრებულის პოვნის სურვილზე. ექსტრაორდინალურობა სულაც არ


წარმოადგენს წარმატების გარანტიას. დამიჯერეთ, თქვენ ისედაც მოგიწევთ მოულოდნელი
აღმოჩენების გაკეთება. გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად აღმოაჩენთ რაიმე
ორიგინალურ გადაწყვეტას. როგორც კი სულისა და გონების ერთობა მიღწეულ იქნება, თქვენ
შეუდარებელ გრძნობას განიცდით. ეს იქნება გაკვირვებისა და აღტაცების ნაზავი. მაშინვე
მიხვდებით ამას, მაგრამ საკუთარ თავს არ ეტყვით: „ეს ისაა, რაც მჭირდება“. თქვენ მოგინდებათ,

231
რომ რაღაც ამდაგვარი წამოიძახოთ: „შეუძლებელია! გავგიჟდები!“ მოკლედ, ასეა. თქვენი
შესაძლებლობები მხოლოდ თქვენი განზრახვითაა შეზღუდული.

წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ განთავისუფლდით ქანქარების


ზეგავლენისგან და თქვენი გზით წახვედით. და რას აკეთებენ ქანქარები, როა ხედავენ, რომ ცის
თაღზე ახალი ვარსკვლავი ამოდის? როგორც წინა თავიდან იცით, ისინი ანთებენ მას. მათ
უბრალოდ სხვა არაფერი რჩებათ გარდა იმისა, რომ ვარსკვლავად, ანუ თავიანთ ფავორიტად
გაქციონ. ქანქარები ცდილობენ, რომ ყველაფერი კონტროლქვეშ ჰყავდეთ, ამიტომ
დაგეხმარებიან კიდეც. ხოლო თუ გაგიმართლებთ, თქვენს ქანქარას შექმნით და მისი ფავორიტი
გახდებით.

ყველაფერი ზემოთ თქმული, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტანსაცმელს არ ეხება. იგივე პრინციპები
შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერში, რასაც აკეთებთ. ეს პრივილეგიაა - იყო ის, ვინც ხარ! და
ეს სწორედ ის პრივილეგიაა, რომლის უფლებაც ყველამ შეიძლება მისცეს საკუთარ თავს.
მაგრამ გამბედაობა ამისთვის მხოლოდ ერთეულებს ჰყოფნით. ამის მიზეზი მხოლოდ ერთია -
ძლიერი დამოკიდებულება ქანქარებზე. ქანქარებს დამჯერი მარიონეტები სჭირდებათ, და არა
თავისუფალი პიროვნებები. მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ გააცნობიეროთ ეს,
განთავისუფლდეთ ქანქარების გავლენისგან და გახდეთ ის, ვინც ხართ.

სხვა სიტყვებით, თქვენმა გონებამ თავისი აღნიშვნების სიაში ერთი მარტივი ჭეშმარიტება უნდა
შეიტანოს: ყველა ფლობს ძვირფას განძს - საკუთარი სულის უნიკალურობას. ყოველ ადამიანს
აქვს თავის ჯიბეში წარმატების გასაღები, და მიუხედავად ამისა არ იყენებს მას. დაე, თქვენმა
გონებამ ხელი ჩაჰკიდოს თქვენს სულს, წაიყვანოს მაღაზიაში და საშუალება მისცეს, რომ მან
თავად აირჩიოს სათამაშო.

სულისა და გონების ერთობა ისეთი იშვიათობაა, რომ ამის გაყიდვა, მარტივად რომ თქვათ,
სასარგებლოა. კულტურისა და ხელოვნების ყველა შედევრი - ამ ერთობის გამოვლინებაა.
ვარსკვლავები მხოლოდ იმიტომ ხდებიან ვარსკვლავები, რომ ადამიანებს ის აინტერესებთ, რაც
თვითონ აკლიათ - სულისა და გონების ერთობა.

სხვების მიზნები

აქამდე ჩვენ განვიხილავდით გარე სამყაროს ადამიანისთვის, როგორც ვარიანტთა სივრცეს


სექტორებით, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ცხოვრების ხაზებში. თუ ადამიანის აზრობრივი
გამოსხივების ენერგიის პარამეტრები სექტორის პარამეტრებს ემთხვევა, მაშინ სექტორი
მატერიალურ რეალიზაციად ვლინდება. თუმცაღა თავად ადამიანიც ენერგეტიკული
თვალსაზრისით წარმოადგენს ინდივიდუალურ არსებას, რომელსაც გამოსხივების თავისი
უნიკალური სპექტრი აქვს. ყოველ ინდივიდს ვარიანტთა სივრცეში „თავისი“ ცხოვრების ის ხაზები
აქვს, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამებიან მისი ცხოვრების ფრეილეს.

ცხოვრების თავის ხაზებზე ადამიანი დაბრკოლებების მინიმუმს ხვდება, და ყველა ვითარება მის
სასარგებლოდ ლაგდება. ადამიანის სულის ფრეილე წარმატებით ეწყობა ცხოვრების თავის
ხაზს და ადვილად აღწევს თავის მიზანს. ზუსტად ასევე თავისი გასაღები ადვილად ტრიალდება
კლიტეში და დახურულ კარს აღებს. ჩვენთვის არაა აუცილებელი, ზუსტად ვიცოდეთ, რატომ და

232
როგორ ხდება ეს ყველაფერი. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ თავად ფაქტს, რომ რომ ყოველ
ადამიანს თავისი ღერძი გააჩნია. თუ ადამიანი მიზნისკენ თავისი კარიდან შედის, მას ყველაფერი
წარმატებით ულაგდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადამიანმა გზიდან გადაუხვია, მას თავს ატყდება ყველა შესაძლო
პრობლემა, და ცხოვრება იქცევა მძიმე ბრძოლად არსებობისთვის. სულისთვის ეს ნამდვილი
ტრაგედიაა. თქვენ ხომ ბრაზდებით, როცა დასვენების დღეებში ცუდი ამინდია? შეგიძლიათ
წარმოიდგინოთ, რას გრძნობს სული, როცა ცხოვრების მიერ ბოძებული უნიკალური შანსი
სანაგვეზე მიდის.

სული ხედავს, რომ ქანქარებით გატაცებული გონება მთელ ცხოვრებას ინგრევს, მაგრამ მას
არაფრის შეცვლა არ შეუძლია. გონებამ, შემოდის რა ამ სამყაროში, ზუსტად იცის, რა უნდა
აკეთოს, რა სურს, რისკენ ისწრაფვოს. სულმა ზუსტად თუ არ იცის, ყოველ შემთხვევაში ხვდება
მაინც, მაგრამ გონება მას არ უსმენს. ქანქარები მაშინვე ამუშავებენ გონებას, თავს ახვევენ თავის
მიზნებს და თამაშის წესებს. ქანქარები აიძულებენ ადამიანებს, რომ სხვების მიზნები აირჩიონ და
სხვების კარებებთან დააყენონ რიგები. სუსტი მცდელობები სულისა, რომ ზეგავლენა მოახდინოს
გონებაზე, უშედეგოდ მთავრდება, იმდენად დიდია ქანქარების ზეგავლენა.

ბევრი ჩვენგანს ბავშვობიდან შთააგონებდნენ აზრს იმის შესახებ, რომ წარმატების მიღწევა
მხოლოდ შეუპოვარი შრომით შეიძლება. და კიდევ, საჭიროა დაჟინებით იარო საკუთარი
მიზნისკენ და გადალახო წინააღმდეგობები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იმაში
მდგომარეობს, რომ ბედნიერებისთვის საჭიროა ბრძოლა, შეუპოვრობა, მრავალი
წინააღმდეგობის გადალახვა, და საერთოდ, მზის ქვეშ საკუთარი ადგილის მოპოვება. ეს ძალიან
მავნე და ცრუ სტერეოტიპია.

მოდი გავარკვიოთ, როგორ გაჩნდა ეს სტერეოტიპი. როგორც წესი, ადამიანი ქანქარების


ზეგავლენის ქვეშ ხვდენა და თავისი გზიდან უხვევს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მის გზაზე
მრავალი წინააღმდეგობა ჩნდება, ამიტომ უწევს, რომ ეს წინააღმდეგობები გადალახოს.
სცადეთ გამოიცნოთ, რაში ცდება ეს ადამიანი? იმაში, რომ იგი სხვისი მიზნისკენ მიდის სხვისი
კარის გავლით? არა. პასუხი მოულოდნელი აღმოჩნდება თქვენთვის, ისევე, როგორც
ყველაფერი ამ წიგნში.

ადამიანი იმაში ცდება, რომ მას აქვს ცრუ რწმენა: „თუ მე წინააღმდეგობებს გადავლახავ, იქ, წინ,
ბედნიერება მელოდება“. ეს ილუზიაა და მეტი არაფერი. წინ არანაირი ბედნიერება არაა! რაც
არ უნდა ეცადოს ადამიანმა, იგი ყოველთვის ჩამავალი მზის მადევარის მდგომარეობაში იქნება.
სხვისი ცხოვრების ხაზზე ადამიანს არანაირი ბედნიერება არ ელოდება, არც უახლოეს, და არც
შორეულ მომავალში.

ბევრი ადამიანი, რომელმაც მიზნებს დიდი შრომით მიაღწია, არაფერს გრძნობს გარდა
გამოცარიელებისა. მაშ, სად ჯანდაბაში წავიდა ბედნიერება? ის იქ არც ყოფილა, რადგან ეს
მირაჟი იყო, შექმნილი ქანქარების მიერ იმისთვის, რომ ადამიანს მათთვის ენერგია მიეცა,
ილუზორული ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: წინ არანაირი
ბედნიერება არაა. იგი ან აქ და ახლაა, ცხოვრების მიმდინარე ხაზზე, ან საერთოდ არაა.

233
რაში მდგომარეობს ბედნიერება ტრანსერფინგის მოდელში? იქნებ, ის მაშინ მოვა, როცა
სწორედ ჩვენს მიზანს მივაღწევთ? კვლავაც ვერ გამოიცანით. ბედნიერება მოდის საკუთარი
მიზნისკენ სვლისას, საკუთარი კარით. თუ ადამიანი ცხოვრების თავის ხაზზე იმყოფება, თავისი
ღერძი გააჩნია, მაშინ იგი ბედნიერებას უკვე ახლა გრძნობს, მაშინაც კი, თუ მიზანი ჯერ კიდევ
წინაა. ამ დროს ცხოვრება ზეიმად იქცევა. როცა მიზანი მიღწეულ აღმოჩნდება, ეს ორმაგი
სიხარული იქნება. თუმცაღა უკვე თავად მიზნისკენ სიარული აქცევს ყოველ დღეს ზეიმად. სხვისი
მიზნისკენ სიარული ზეიმს ყოველთვის ილუზორულ მომავალში ტოვებს. სხვისი მიზნის მიღწევას,
ბედნიერების ნაცვლად იმედგაცრუება და დაცარიელება მოაქვს.

თქვენი მიზანი - ეს ისაა, რაც ჭეშმარიტ სიამოვნებას განიჭებთ. ეს არაა ის, რასაც დროებითი
კმაყოფილება მოაქვს, არამედ ისაა, რაც სიცოცხლით სიხარულის შეგრძნებას იძლევა. თქვენი
კარი - ესაა თქვენი მიზნისკენ მოძრაობის გზა, რომლითაც შთაგონებული და გატაცებული ხართ.
ვერ ვიტყვით, რომ იქ ყოველთვის ყველაფერი ადვილად გვეძლევა. მთავარია, რომ თქვენი
კარის გზით მოძრაობა არ გაცარიელებთ, არამედ პირიქით, ძალების მოზღვავებას იწვევს.

თუ საკუთარი მიზნისკენ საკუთარი გზით მიდიხარ, წინააღმდეგობები ადვილად გადაილახება,


და შრომაც არაა მძიმე. ხოლო თუკი მიზნისკენ გზაზე მთელ ძალისხმევას დებთ, შთაგონების
გარეშე შრომობთ და იღლებით, ეს ნიშნავს, რომ ეს თქვენი მიზანი არაა, ან სხვა კარის
შემტვრევას ცდილობთ. ჩამოვთვალოთ სხვების მიზნების დამახასიათებელი ნიშნები.

სხვისი მიზანი - ეს ყოველთვის საკუთარ თავზე ძალადობაა, იძულებაა, ვალდებულებაა. თუ


თქვენს მიზანში თუნდაც მცირე იძულების აუცილებლობას ხედავთ, შეგიძლიათ თამამად თქვათ
მასზე უარი. თქვენ არ დაგჭირდებათ საკუთარი თავის დარწმუნება, თუკი მიზანი მართლაც
თქვენია. თქვენი მიზნისკენ სიარული სასიამოვნოა. მისი მიღწევის პროცესი სიამოვნებას
განიჭებთ. სხვისი მიზნისკენ მიდიხართ და ამ დროს მრავალი დაბრკოლების გადალახვა გიწევთ.
გზა სხვისი მიზნისკენ - ეს ყოველთვის ბრძოლაა. ქანქარას სჭირდება, რომ თქვენ მკაცრად
ზუსტად შეასრულოთ თქვენი, როგორც ჭანჭიკის სამუშაო მთელი მექანიზმის საკეთილდღეოდ.
თქვენთვის ძნელია, მაგრამ მაინც გააკეთებთ ამას, რადგან ქანქარებმა შთაგაგონეს, რომ
ყველაფერი მხოლოდ მძიმე შრომით მიიღწევა. თუ მაგარი ხარ, უნდა გადალახო შენი თავი,
ყველა დაბრკოლება უნდა გაანადგურო შენ გზაზე, ცეცხლი და წყალი უნდა გაიარო და მზის ქვეშ
ადგილი მოიპოვო. ხოლო თუ სუსტი ხარ, იცოდე შენი ადგილი და გაჩუმდი.

სხვისი მიზანი მოდისა და პრესტიჟის სახით ვლინდება. ქანქარებს სჭირდებათ, რომ ცხოვრების
უცხო ხაზებში მიგიტყუოთ, ამიტომ ისინი მთელი ძალით ეცდებიან ამას. სტაფილო ძალიან
მადისამღძვრელად უნდა გამოიყურებოდეს, და მაშინ გონება მას გაეკიდება. ქანქარებს არ
შეუძლიათ, რომ ყველა შემთხვევაში გაიძულონ შესრულება წესისა: „გააკეთე ისე, როგორც მე“.
თქვენ თავად უნდა მოგინდეთ ეს. ამისთვის იქმნება მითები ვარსკვლავების წარმატებული
კარიერის შესახებ. თქვენს წინაშე ახდენენ მათი წარმატების ალგორითმის დემონსტრირებას და
გაყენებენ არჩევანის წინაშე: თქვენ ან სხვის გამოცდილებას იმეორებთ, ან ხელცარიელი
რჩებით. თქვენ საიდან უნდა იცოდეთ, როგორ მიაღწიოთ წარმატებას? აი, მათ კი იციან, შედეგი
სახეზეა. მაგრამ როგორც უკვე ითქვა, ვარსკვლავები მხოლოდ იმიტომ აღწევენ მიზანს, რომ
ამტვრევენ წესს: „აკეთე ისე, როგორც მე“, და თავისი გზით მიდიან. თქვენი წარმატების
ალგორითმი არავისთვის არაა ცნობილი, გარდა თქვენი სულისა.

234
სხვისი მიზანი თავისი მიუწვდომელობით გიზიდავთ. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ
ყველაფერი იზიდავს, რასაც კლიტე ადევს. მიუწვდომლობა ფლობის სურვილს აღძრავს.
ადამიანის ფსიქიკის ასეთი თავისებურება ბავშვობიდან მოდის, როცა ბევრი გინდა, მაგრამ
ძალიან ცოტაა მისაწვდომი. ხშირად ხდება ისე, რომ თუ სათამაშოზე უარს ეუბნებიან, ბავშვი
მანამდე გაიჭაჭება, სანამ არ მიიღებს მას, შემდეგ კი მაშინვე კარგავს მისადმი ყოველგვარ
ინტერესს. ზრდასრულებს სხვა სათამაშოები აქვთ, მაგრამ ისინიც ბავშვებივით იქცევიან.
მაგალითად, ზრდასრულ ბავშვს არც ხმა აქვს და არც სმენა, მაგრამ ეჩვენება, რომ სიმღერა
უყვარს. სინამდვილეში მას არ სურს შეეგუოს იმას, რომ ეს მისი ძლიერი მხარე არაა. სხვებს ასე
კარგად გამოსდით და მე რით ვარ მათზე უარესი? მოიშორეთ მიზნის მნიშვნელოვანობა და
უპასუხეთ კითხვას: მართლა მთელი სულით გსურთ, თუ უბრალოდ გინდათ, რომ გსურდეთ?
თუკი მიზნის მიღწევის გზით გინდათ, რომ საკუთარ თავს და სხვებს დაუმტკიცოთ რამე, ეს
ნიშნავს, რომ მიზანი თქვენი არაა. თქვენი მიზანი კისერზე მძიმე გირივით არ გკიდიათ, იგი
უბრალოდ ჭეშმარიტ სიამოვნებას განიჭებთ.

სხვის მიზანს სხვები გახვევენ თავს. თქვენს გარდა ვერავინ განსაზღვრავს თქვენს მიზანს. თქვენ
შეგიძლიათ მშვიდად მოისმინოთ „მცოდნე ადამიანების“ ჭკუის სწავლებები იმის თაობაზე, თუ
როგორ უნდა მოიქცეთ. გააკეთეთ თქვენი დასკვნები და მოიქეცით ისე, როგორც იცით. მაგრამ
როგორც კი ვიღაც დაგიწყებთ ჭკუის დარიგებას, თუ საითკენ უნდა ისწრაფვოდეთ, მაშინვე
უკუაგდეთ ასეთი უხეში შემოჭრა თქვენს სულში. მას ისედაც ჰყოფნის საკუთარივე გონების
ბოდვითი იდეები. ვერავინ მიგითითებთ თქვენს მიზანზე. თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი -
შემთხვევით წამოსროლილი ფრაზა. როგორც გახსოვთ, შემთხვევითი ფრაზები შეიძლება
ნიშნები იყვნენ. ნიშანს მაშინვე იგრძნობთ. ვიღაცის წინასწარ განუზრახველმა ფრაზამ შესაძლოა
თქვენს სულში ცეცხლი აანთოს. თუ თქვენს მიზანს შეეხნენ, სული ცოცხლდება, და თქვენ უეცრად
აცნობიერებთ, რომ ეს „ისაა, რაც გჭირდებათ“. მაგრამ ეს ის შემთხვევა უნდა იყოს, როცა არ
ცდილობენ რამეში დაგარწმუნონ ან ჭეშმარიტების გზაზე დაგაყენონ, არამედ უბრალოდ,
სასხვათაშორისოდ აკეთებენ რაიმე შენიშვნას ან რეკომენდაციას გაძლევენ.

სხვისი მიზანი სხვისი კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება. თუ მიზანს თქვენს ცხოვრებაში


გაუმჯობესება არ მოაქვს, ე.ი. იგი თქვენი არაა. თქვენი მიზნები ყოველთვის თქვენზე მუშაობენ,
თქვენს კეთილდღეობაზე და წარმატებაზე. თქვენი მიზანი მხოლოდ თქვენ გჭირდებათ. თუკი იგი
პირდაპირ ემსახურება სხვების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სხვისი კეთილღეობის
გაუმჯობესებას, ე.ი. მიზანი სხვისია. ქანქარები ნებისმიერი სათნო საბაბით ეცდებიან, რომ
სხვებისადმი მსახურება გაიძულონ. მეთოდები მრავალნაირია. ადამიანებზე, გამძაფრებული
დანაშაულის გრძნობით, ჩვეულებრივ მოქმედებენ სიტყვები: „ვალდებული ხარ, უნდა, საჭიროა“.
ასეთები მართლაც პოულობენ შვებას თავიანთი წარმოსახვითი ცოდვების გამოსყიდვით.
სხვებზე შეიძლება იმოქმედოს ლოზუნგმა: „თქვენს დახმარებას საჭიროებენ“. და ესეც მუშაობს.
როგორც ხვდებით, მსგავსი მეთოდები შინაგან და გარეგან მნიშვნელოვანობაზე დგანან. უნდა
გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ცხოვრობთ და არავის წინაშე
ვალდებული არ ხართ. სხვებს ვერ გახდით ბედნიერს. სამაგიეროდ ძალიან მარტივად
შეგიძლიათ ავნოთ მათ, თუკი თავად იქნებით უბედური.

სხვისი მიზანი სულიერ დისკომფორტს იწვევს. ცრუ მიზნები, როგორც წესი, ძალიან
მიმზიდველია. თქვენი გონება გულმოდგინედ ეცდება, რომ ყველა ფერში დახატოს მიზნის
ყველა შესაძლო ღირსება. მაგრამ თუ მიზნის მიმზიდველობის მიუხედავად თქვენ რაღაც

235
გრთგუნავთ, საკუთარ თავთან გულწრფელი უნდა იყოთ. რა თქმა უნდა, გონებას არაფრის
გაგეონება არ სურს: ყველაფერი მშვენივრადაა. მაშინ საიდან მოდის დისკომფორტის ჩრდილი?
მე გავიმეორებ მნიშვნელოვან წესს წინა თავიდან: მიზანზე ფიქრისას არ იფიქროთ მის
პრესტიჟულობაზე, მიუწვდომლობაზე და მისი მიღწევის საშუალებებზე - ყურადღება მიაქციეთ
მხოლოდ სულიერი კომფორტის მდგომარეობას. წარმოიდგინეთ, რომ მიზანს მიაღწიეთ და
ყველაფერმა ჩაიარა. კარგად ხართ თუ ცუდად? თუ სიამოვნებას თუნდაც მცირე საფრთხის ან
სიმძიმის შეგრძნება ერევა, ეს ნიშნავს, რომ სულიერ დისკომფორტს განიცდით. ღირს კი სხვის
მიზანთან დაკავშირება? თქვენი მიზანი კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება და კიდევ უფრო მეტ
სიამოვნებას მოგანიჭებთ, და ამასთან სულიერი დისკომფორტი საერთოდ არ გექნებათ.
საჭიროა მხოლოდ, რომ ზურგი აქციოთ ქანქარებს და იპოვოთ იგი.

თუკი არ გაკმაყოფილებთ თქვენი ადგილი ამ სამყაროში, ან წარუმატებლობების მთელი


კასკადი გდევნით, ეს ნიშნავს, რომ თავის დროზე დესტრუქციული ქანქარების გავლენის ქვეშ
მოექეცით და სხვისი მიზნისკენ, სხვისი კარით წახვედით. სხვისი მიზნები დიდ ენერგიას და
შრომას მოითხოვენ. თქვენი მიზნები, პირიქით, თითქოს თავისთავად მიიღწევიან. სხვების
მიზნები და კარებები ყოველთვის ტანჯვისთვის გწირავენ. იპოვეთ თქვენი მიზანი და თქვენი კარი,
და მაშინ ყველა პრობლემა გაქრება.

თქვენ შეგიძლიათ თქვათ: „თუ არ ვიცი, რა მინდა, როგორ გავიგო?“ გისვამთ შემხვედრ კითხვას:
ერთხელ მაინც სერიოზულად დაფიქრებულხართ ამაზე? რაც არ უნდა უცნაური იყოს,
ადამიანების უმეტესობა იმდენად ზრუნავს ქანქარების საქმეებზე, რომ ბორბალში მოტრიალე
ციყვებივით არიან და დროს ვერ პოულობენ საკუთარი თავისთვის, საკუთარი სულისთვის.
კითხვებს იმაზე, თუ რა უნდათ სინამდვილეში ცხოვრებისგან, ადამიანები სწრაფად,
გაუაზრებლად, პრობლემების წნეხის ქვეშ პასუხობენ. არ არის საჭირო საკუთარ თავში
ჩაღრმავება, საკმარისია თუნდაც ცოტა ხნით დამშვიდდეთ, განმარტოვდეთ, და დილის
ვარსკვლავების შრიალს მოუსმინოთ.

და თუ საერთოდ არაფერი გინდებათ? ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი ენერგეტიკული


პოტენციალი უკიდურესად დაბალია. დეპრესიის, აპათიის მდგომარეობა - აშკარად მოწმობს
იმაზე, რომ ენერგია მხოლოდ არსებობის შენარჩუნებისთვის გყოფნით. მაშინ გჭირდებათ, რომ
ენერგეტიკა აიმაღლოთ. ის, თუ როგორ კეთდება ეს, ჯანმრთელობისა და ენერგიის შესახებ
თავში წაიკითხავთ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა ისედაც წესრიგშია, ე.ი. უბრალოდ
არ იცით, რას ნიშნავს კარგი ჯანმრთელობა. შეუძლებელია, რომ თქვენს სულს არაფერი არ
უნდოდეს. თქვენ უბრალოდ არ ძალგიძთ, რომ უსმინოთ მას.

სტერეოტიპების მსხვრევა

მიუხედავად იმისა, რომ ქანქარების შესახებ უკვე საკმაოდ ბევრი ითქვა, მინდა მოვიყვანო ახალი
მაგალითები იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მათ - გზიდან გადაგვახვევინონ. დაუსვით საკუთარ
თავს კითხვა: სხვის მიზანს ხომ არ გახვევთ თავს ქანქარა რაიმე სასიკეთო საბაბით? მაგალითად,
„კეთილ სულს“ დახმარებისთვის უხმობენ. ესენი შეიძლება იყვნენ დაუცველი ცხოველები,
დაჭრილი ჯარისკაცები, მშიერი ბავშვები, ან კიდევ სხვა ვინმე, ვისაც თქვენი ზრუნვა ესაჭიროება.
ან სადმე თავისუფლებისთვის იბრძვიან, და იქ თქვენი მამაცი გულია საჭირო. კეთილი გული
მაშინვე ისწრაფვის იქ, სადაც იგი სჭირდებათ.

236
სინამდვილეში ეს „კეთილი სული“ კი არა, „კეთილი გონებაა“, ამასთან, კეთილი კი არა,
უბრალოდ უსულოა. ამ გონებამ დაივიწყა საკუთარი სული და სხვების სულის გადარჩენა
გადაწყვიტა. ეს იგივეა, რომ საკუთარი შვილები გაწირო და სხვებს დაეხმარო. „კეთილმა
გონებამ“ თავისი სული ფუტლიარში გამოამწყვდია და ერთი-ერთზე დარჩა თავის „გონივრულ“
აზრებთან. შეიქმნა შინაგანი სიცარიელე, და საჭიროა მისი რაღაცით ავსება.

ქანქარები მაშინვე გთავაზობენ კომპენსაციის ყოველგვარ შესაძლო სახეებს. თქვენ გაჩვენებენ


საშუალებათა ძალიან ფართო ასორტიმენტს იმისთვის, რომ ენერგია სხვების დასახმარებლად
დახარჯოთ. მაგრამ ნუთუ იმის გამო არ ეხმაურება ადამიანი სხვების მოწოდებებს, რომ თვითონ
შიგნით სიცარიელე აქვს? იმას, რასაც საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპები სიკეთედ და
გულისხმიერებად ასაღებენ, სინამდვილეში შეიძლება სულიერი სიცარიელე იყოს. გონების
სულიერი სიცარიელე სხვებზე დახმარებით კომპენსირდება, მაშინ, როცა მისი სულის
მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელი რჩება. ქანქარებს აწყობთ, რომ სხვებზე ზრუნვა
სულგრძელობად წარმოაჩინონ.

როგორც ხედავთ, ქანქარებს ოსტატურად შეუძლიათ ძალიან დამაჯერებელი სტერეოტიპების


ფორმირება. მაგრამ ეს ყველაფერი ლამაზი დემაგოგიაა. და რას იტყვით თქვენს საკუთარ
სულზე? ნუთუ თქვენი გონება სხვების გულისთვის მიატოვებს მას? ამიტომაც გირჩევთ ასე
დაჟინებით, რომ ზურგი აქციოთ ქანქარებს და სული ფუტლიარიდან გამოუშვათ. როცა საკუთარ
თავს შეიყვარებთ, საკუთარ მიზანსაც იპოვით. თქვენი მიზნისკენ გზაზე ბევრ ჭეშმარიტად კეთილ
და სასარგებლო საქმეს გააკეთებთ. და რა თქმა უნდა, გაჭირვებულებს და უბედურებსაც
დაეხმარებით, რადგან დიდი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ.

მაგრამ სანამ თქვენს მიზანს არ განსაზღვრავთ, ძალიან თავშეკავებული იყავით ნებისმიერი


მოწოდების მიმართ. თქვენი შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა მინიმალურ დონეზე უნდა
იყოს. ქანქარებს განსაკუთრებით სჭირდებათ თქვენი ენერგია თავიანთი ბრძოლის დროს.

აი, ორი ქანქარა აპირებს, რომ ომი გააჩაღოს. ერთი ქანქარა თავს სამართლიან
განმანთავისუფლებლად აცხადებს და ადანაშაულებს მეორე ქანქარას იმაში, რომ იგი
დიქტატორი და პოტენციურად სახიფათო აგრესორია. სამართლიან ქანქარას სინამდვილეში
უბრალოდ ჭირდება, რომ გადაყლაპოს თავისი კონკურენტი, დაეუფლოს მის ნავთს ან სხვა
რესურსებს. მაგრამ ამაზე დუმან და თამაშდება პროპაგანდის დიდი კომპანია თავისუფლებისა
და სამართლიანობის დასაცავად.

ადამიანი, რომელიც განიმსჭვალა მნიშვნელოვანობით და წამოეგო ქანქარას კაუჭზე, ეუბნება


საკუთარ თავს: „მე გავანთავისუფლებ დაჩაგრულ ხალხს, მე ვაჩვენებ ამ დიქტატორს და
აგრესორს!“ ამასობაში მეორე ქანქარა მიმდევრების თავის ბანაკს აყალიბებს. ქანქარა-
დიქტატორი ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ის კარგია, ხოლო ის, ვინც თავი
განმანთავისუფლებლად გამოაცხადა, სინამდვილეში არის კიდეც ნამდვილი აგრესორი. სხვა
ადამიანი, მნიშვნელოვ ანობით აღვსილი, აღშფოთებისგან ცეცხლებს ყრის: „როგორ
გამოაცხადეს ომი ისე, რომ მე არ მკითხეს?! ქუჩაში გავალ და ხმამაღლა გამოვაცხადებ ჩემს
პროტესტს!“ იგი შეიძლება ომშიც წავიდეს და სიცოცხლე გაწიროს სხვისი თავისუფლებისთვის.

237
როგორც ხედავთ, როგორც ერთი, ასევე მეორე ბანაკის მიმდევრები იმ მიზეზით ერთვებიან
ქანქარების ბრძოლაში, რომ შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა მათში მოჭარბებულია.
შიგნით კი სულიერი სიცარიელეა, რომელიც საბოლოო ჯამში კი არ ივსება, არამედ პირიქით,
კიდევ უფრო მძიმდება. რას იღებენ ომში ჩართული მიმდევრები? ომის მომხრეები რწმუნდებიან,
რომ ისინი მოატყუეს, რომ სინამდვილეში ეს ომი საჭირო არაა, რომ მას უბედურება მოაქვს
ყველა მონაწილისთვის. მშვიდობის მომხრეები ასევე იღებენ წკიპურტს ცხვირში. სწორედ ის
დაუცველი ხალხი, რომელსაც ქანქარა-აგრესორი დაესხა თავს, სწრაფად ამბობს უარს თავის
დამარცხებულ ხელისუფლებაზე, და უკვე ამტვრევს მშვიდობის დამცველი ქვეყნის საელჩოს,
იპარავს მის ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრესორის წინაშე კი ქვემძრომობას იწყებს.

სრულიად ცხადია, რომ ყველა მაღალი იდეალი, რომლისთვისაც იბრძვიან მიმდევრები


ქანქარების ბრძოლაში, საპნის ბუშტებს ჰგავს. შიგნით სულიერი სიცარიელეა, გარეთ კი
ცისარტყელის ფერი გარსია, გაბერილი მნიშვნელოვანობისგან. ნუთუ მთელი ეს ორომტრიალი
ჭირდებათ მიმდევართა სულებს?

როცა თქვენს მიერ განსაზღვრული მიზანი გემსახურებათ არა პირადად თქვენ, არამედ სხვებს,
თქვენ შეგიძლიათ მარტივი მეთოდით შეამოწმოთ იგი. თუ სხვებზე ზრუნვა გარედანაა
თავსმოხვეული, მნიშვნელობა არ აქვს, რა მეთოდით, ეს ნიშნავს, რომ ეს სხვისი მიზანია. ხოლო
თუ სხვებზე ზრუნვა შიგნიდან, სულის სიღრმიდან მოდის, მაშინ ეს მიზანი შეიძლება თქვენი იყოს.
მაგალითად: „მე უბრალოდ მიყვარს ჩემს აღსაზრდელებზე ზრუნვა, ეს საერთოდ არ მიჭირს“. ან:
„მე მიყვარს ჩემი შვილები (შვილიშვილები) და მომწონს მათზე ზრუნვა, იმის დანახვა, თუ როგორ
იზრდებიან ისინი.“ თუმცაღა, როცა ისინი გაიზრდებიან, სხვა მიზნის ძიება მოგიწევთ.

თქვენს გარდა არავის შეუძლია მიგითითოთ თქვენს მიზანზე. არსებობს საკუთარი მიზნის პოვნის
მხოლოდ ერთი მეთოდი: გადააგდოთ მნიშვნელოვანობა, ზურგი აქციოთ ქანქარებს და
მიმართოთ საკუთარ სულს. გიყვარდეთ პირველ რიგში საკუთარი თავი და იზრუნოთ პირველ
რიგში საკუთარ თავზე. მხოლოდ ასე შეიძლება საკუთარი მიზნისკენ მიმავალი გზის პოვნა.

გონების შეცდომა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ იგი მაშინვე ცდილობს შეაფასოს მიზნის
მიღწევის რეალურობა და წინასწარ გამოითვალოს ყველა მეთოდი და საშუალება. ყველაფერი
ხომ გონივრული უნდა იყოს. თუ მიზნის მიღწევის რეალურობა ეჭვქვეშაა, მაშინ მიზანს ან
პრინციპში უარვყოფთ ხოლმე, ან შორეულ ყუთში ვინახავთ. ასეთი განწყობით ადამიანი
ვერასოდეს ახერხებს, რომ ცხოვრების მიზნობრივ ხაზზე განეწყოს. პირიქით, როცა მიზნის
მიღწევის საშუალებებზე ფიქრობს, ადამიანი წარუმატებლობის ხაზზე განეწყობა ხოლმე.
აზრებში ხომ მარცხის ყველა შესაძლო სცენარი თამაშდება. მიზანი ვერ იქნება მიღწეული
ჩვეულებრივი საშუალებებით, და სასწაულიც არ მოხდება. ძნელად მისაღწევი მიზანი მართლაც
იშვიათად რეალიზდება ჩვეული მსოფლმხედველობის ფარგლებში, და ეს სინამდვილეში
სწორედ ასეც უნდა იყოს, რადგან დაეჭვებულის პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება
მიზნობრივ ხაზს.

სასწაული მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ჩვეულ სტერეოტიპს დაამსხვრევთ და


იფიქრებთ არა მიღწევის საშუალებებზე, არამედ თავად მიზანზე. მაშინ ის, რაც მანამდე
არარეალური გეჩვენებოდათ, უეცრად სხვა მხრიდან გამოავლენს თავს. მოულოდნელად,
თითქოს შემთხვევით, მიზნის მიღწევის სრულიად რეალური გზა გაიხსნება. ჩვეულ

238
მსოფლმხედველობაში ეს გამოიყურება, როგორც სასწაულებრივი დამთხვევა. ასეთ
შემთხვევაში გონებას მხოლოდ ისღა დარცენია, რომ ხელები გაკვირვებისგან გაშალოს:
„საიდან უნდა მცოდნოდა?!“

ტრანსერფინგის თვალსაზრისით აქ არანაირი სასწაული არ ხდება. თქვენ უბრალოდ განეწყვეთ


მიზნობრივი ხაზის სიხშირეზე, მოიპოვეთ ფლობის გადაწყვეტილება, და გარეგანმა განზრახვამ
ცხოვრების ამ ხაზზე გადაგიყვანათ. იქ კი ახალი შესაძლებლობები ჩნდება და ახალი კარებები
იხსნება, რომლებზეც წინა ხაზზე ყოფნისას ვერც კი იეჭვებდით.

ადამიანები იმდენად მიეჩვივნენ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, რომ კაცობრიობის მიერ


დაგროვებულ ღირებულ გამოცდილებად აღიქვამენ მათ. სინამდვილეში სტერეოტიპების
ფორმირებას ქანქარები ახდენენ, ადამიანები კი მხოლოდ იძულებით ეთანხმებიან მათ. მთელი
საზოგადოება ეფუძნება ქანქარებს, რომლებიც დამოუკიდებლად ცხოვრობენ და ვითარდებიან,
თავიანთი კანონებით, როგორც ენერგო-ინფორმაციული არსებები, რომლებიც მიმდევრებს
იმორჩილებენ. ქანქარების გავლენა ადამიანზე იმდენად დიდია, რომ მისი გონება სრული ამ
სიტყვის მნიშვნელობით იბინდება და დამოუკიდებელი და გაცნობიერებული აზროვნების უნარს
კარგავს.

ავიღოთ, მაგალითად, გერმანელი ნაცისტების დანაშაულები მეორე მსოფლიო ომის დროს.


ისინი საშინელ რამეებს სჩადიოდნენ. იქნებ, ფაშისტები ძალიან სასტიკი ადამიანები იყვნენ,
პათოლოგიური სადისტური მიდრეკილებებით? არა, მათი უმეტესობა ისეთივე ნორმალური
ადამიანი იყო, როგორებიც ჩვენ ვართ. მათ ჰყავდათ ოჯახები, მათ უყვარდათ თავიანთ
ახლობლები, და ზრუნავდნენ მათზე. როდესაც ომიდან დაბრუნდნენ, ისინი ჩაერთნენ
მშვიდობიან ცხოვრებაში და ჩვეულებრივი კეთილი ბურგერები გახდნენ.

რატომაა, რომ პატიოსანი მეოჯახე, რომელიც ომში აღმოჩნდა, მხეცად იქცევა? იმიტომ, რომ
მისი გონება ქანქარას გავლენის ქვეშ ექცევა. მიმდევრები ქანქარების ბრძოლაში ერთვებიან, და
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - არ იციან რას სჩადიან. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს ჩანს
მოზარდების ხშირად უაზრო და სასტიკი ქცევების დროს. ახალგაზრდა და ჩამოუყალიბებელი
ფსიქიკა განსაკუთრებით დაუცველია და ექვემდებარება ზეგავლენას. ავიღოთ ცალკე ყოველი
ასეთი მოზარდი. ნუთუ ის სასტიკია? სულაც არა, და მისი მშობლები დაიფიცებენ, რომ ასეა.
მაგრამ როდესაც ქანქარის ზეგავლენის ქვეშ ხვდება, მაგალითად, როცა ბრბოს ნაწილი ხდება,
იგი ვეღარ უწევს საკუთარ თავს ანგარიშს იმაზე, რასაც აკეთებს. ბრბოს წევრის გონებას სრული
ამ სიტყვის მნიშვნელობით ძინავს, რადგანაც ქანქარას მარყუჟის მიერაა შეპყრობილი. გახსოვთ,
ინდუცირებული გადასვლის მექანიზმი?

მთელი ბოროტება, სისასტიკე და ძალადობა ამქვეყნად მოდის არა ადამიანთა თითქოს


მდაბალი ბუნებიდან, არამედ ქანქარების ავხორცული ბუნებიდან. ადამიანის სულმა არ იცის
ბოროტება. მტელი ბოროტება გონებაშია კონცენტრირებული, როგორც ნალექი ქანქარების
დესტრუქციული გავლენისგან.

ქანქარები პროვოცირებას უკეთებენ ადამიანებს, რომ იძალადონ არა მხოლოდ სხვებზე,


არამედ საკუთარ თავზეც. როგორ მოგწონთ ლოზუნგი: „ვინც არ რისკავს, არ სვამს შამპანურს“?
იგი შეიცავს პროვოკაციას, მოწოდებას, რომ ფსონად საკუთარ კეთილდღეობას ან სიცოცხლეს

239
ჩახვიდეთ სხვისი იდეის გულისთვის. რა თქმა უნდა, თუ იდეა სხვისი არაა, არამედ თქვენია, და
რისკი გამართლებულია, შესაძლოა ღირდეს კიდეც გარისკვა. თუმცაღა არაფერია უფრო
ბრიყვული, ვიდრე გაუმართლებელი რისკი, რომელიც საფრთხის შემცველია
ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის.

რისკისკენ ადამიანს ქანქარები უბიძგებენ, რადგან შიში, დაძაბულობა და აგზნება, რომლებსაც


ამ დროს ადამიანი განიცდის - ესაა ქანქარების საყვარელი ენერგეტიკული საჭმელი. სიმამაცის
ცრუ სტერეოტიპის გამოყენებით, ან კონკრეტული მიმდევრის მეშვეობით, ქანქარა ცდილობს,
რომ გამოიჭიროს თავისი მსხვერპლი: „მაჩვენე რა შეგიძლია! ხომ არ გინდა მხდალი
გამოჩნდე?“ და ადამიანი, შინაგანი მნიშვნელოვანობით აღვსილი, იწყებს რაღაცის მტკიცებას
სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის. იგი ცრუ სტერეოტიპის ხაფანგშია, თავში არც კი მოსდის,
რომ ვალდებული არაა ვინმეს რამე უმტკიცოს, და შეუძლია მიაფურთხოს მანიპულატორების
შეხედულებებს.

საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობა აიძულებს ადამიანს, რომ ქანქარას სატყუარას


გაჰყვეს. ცხადია, რომ გაუმართლებელი რისკი - სულაც არაა სიმამაცის გამოხატულება, არამედ
ესაა მისწრაფება, რომ დაფაროს თავისი, კვლავაც, ცრუ კომპლექსები. გონება
უპასუხისმგებლოდ განკარგავს თავისი სულის ცხოვრებას საეჭვო სტერეოტიპების
სასარგებლოდ. საწყალი პატარა სული, მოკუნტული და შეშინებული უყურებს იმას, რასაც
გათავხედებული გონება სჩადის, მაგრამ ვერაფერს ცვლის. გონება სულთან მიმართებაში
საუკეთესო შემთხვევაში ქრონიკული უიღბლოსავით იქცევა, რომელიც თავის
არარეალიზებულობას შინაურებზე ანთხევს, უარეს შემთხვევაში კი, როგორც მთვრალი უგონო
მხეცი, რომელიც თავის დაუცველ ბავშვს ცემს.

დაე, თქვენმა გონებამ გამოიღვიძოს ყოველგვარი ილუზიისგან. მას გააჩნია შეუფასებელი,


საოცარი განძი - თავისი სული. თუკი სულსა და გონებას გააერთიანებთ, თქვენ მოიპოვებთ
ნამდვილ თავისუფლებას და ძალას. ნუ შეგეშინდებათ ქანქარების მიერ ფორმირებული
სტერეოტიპების მსხვრევის. თქვენ მრავალი საგნის ბუნება გაგეხსნებათ ამ სამყაროში.
სტერეოტიპების მსხვრევით, თქვენ დაფარულ კარებებს აღებთ.

თქვენი მიზნები

მე თავიდანვე ვვარაუდობ, რომ თქვენ უკვე გაქვთ თქვენი სანუკვარი სურვილი, და მიახლოებით
მაინც წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება მისი მიღწევა. თუმცა, მაშინაც კი, თუ წარმოდგენა არ
გაქვთ, როგორ შეიძლება ამ სურვილის განხორციელება, ნუ შეგეშინდებათ. თუ ფლობის
გადაწყვეტილება გექნებათ, ვარიანტი მოიძებნება. ყველაზე მთავარია - განსაზღვროთ თქვენი
ჭეშმარიტი სანუკვარი სურვილი და მოიპოვოთ ფლობისა და მოქმედების გადაწყვეტილება.
განზრახვა სურვილს მიზნად აქცევს. სურვილი განზრახვის გარეშე არასოდეს სრულდება. მაგრამ
ჯერ მკაფიოდ უნდა გააცნობიეროთ, რა გსურთ ცხოვრებისგან. ბუნდოვანი ფორმულირებები,
მაგალითად, „მინდა მდიდარი და ბედნიერი ვიყო“ - არ მუშაობენ.

წარმოიდგინეთ, რომ ქალაქში რაიმე კონკრეტული მიზნის გარეშე სეირნობთ. უბრალოდ


ალალბედზე ხეტიალობთ. სად მიხვალთ? უცნობია. თუ დანიშნულების კონკრეტული პუნქტი
გაქვთ, მაშინ ადრე თუ გვიან მიხვალთ ამ ადგილამდე, მაშინაც კი, თუ მარშრუტი ზუსტად არ იცით.

240
ასევეა ცხოვრებაშიც: თუკი მიზანი არ გაქვთ, ე.ი. ქაღალდის ნავი ხართ მჩქეფარე მდინარეში. თუ
მიზანი გაქვთ, და მისკენ ისწრაფვით, შეგიძლიათ მიაღწიოთ მას, მაგრამ შეიძლება არც
მიაღწიოთ.

მიზნის მიღწევის ასპროცენტიანი გარანტია მხოლოდ ერთ შემთხვევაშია: თუ ეს თქვენი მიზანია,


და მისკენ თქვენი კარით მიდიხართ. ამ შემთხვევაში ვერავინ შეგიშლით ხელს, რადგან თქვენი
სულის ფრეილეს გასაღები იდეალურად ერგება თქვენი მიზნის კლიტეს. თქვენსას ვერავინ
წაგართმევთ, ასე რომ პრობლემები თქვენი მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით არ გექნებათ.
პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ თქვენი მიზანი და თქვენი კარი იპოვოთ.

პირველ რიგში, თქვენი მიზანი არ განისაზღვრება რაღაც დროებითი მოთხოვნილებებით. იგი


უნდა პასუხობდეს კითხვას: რა გინდათ ცხოვრებისგან? რა გახდის თქვენს ცხოვრებას
სიხარულით და ბედნიერებით სავსეს? მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი დანარჩენი
შეგიძლიათ ქანქარების ჩენჩოებად ჩათვალოთ.

იპოვეთ ერთი მთავარი მიზანი. ერთი მთავარი მიზნის პოვნა ყველა სხვა სურვილის ასრულებას
გამოიწვევს. თუ თავში არაფერი კონკრეტული არ მოგდით, თავიდან შეგიძლიათ მაგალითად,
ასეთი საერთო მიზნის ფორმულირება: თქვენ ცხოვრებისგან კომფორტი და კეთილდღეობა
გსურთ. რას ნიშნავს თქვენს წარმოდგენაში კომფორტი და კეთილდღეობა? სახლის, მანქანის,
ლამაზი ტანსაცმლის და კომფორტული ცხოვრების სხვა ატრიბუტების მოთხოვნილება
შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ერთი მიზნით - მიიღოთ მაღალანაზღაურებადი სამსახური. მაგრამ
როგორც ხვდებით, ეს მიზანიც კი არაა, არამედ კარია, თანაც განუსაზღვრელი.

მაღალანაზღაურებადი სამსახური შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კონკრეტული ფორმულირებით -


გახდეთ ძალიან კარგი და უნიკალური სპეციალისტი თქვენს სფეროში. რისკენ ისწრაფვის
თქვენი სული? მაგრამ ჩნდება კითხვა: შეავსებს თუ არა ეს სამსახური თქვენი ცხოვრების მთელ
აზრს? თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ გაგიმართლათ - თქვენი მიზანი თქვენს კარს ემთხვევა.
დავუშვათ, თქვენ სულს მეცნიერების, კულტურის ან ხელოვნების რომელიმე კონკრეტული
სფერო მოსწონს. მაშინ ნებისმიერი საქმის კეთებისას აღმოჩენებს გააკეთებთ და შედევრებს
შექმნით. ბედნიერება თქვენი ცხოვრების ხაზზე აქ და ახლაა, და არა სადმე მომავალში.
კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი, რომლებსაც სხვები ასეთი მძიმე შრომით აღწევენ,
თქვენთან თავისით მოვა, როგორც რაღაც თავისთავადი. თქვენ ხომ თქვენი გზით მიდიხართ.

თუ საქმე, თქვენთვის საყვარელიც კი, არაა ის ერთადერთი, რომელიც სიხარულს მოგიტანთ და


კომფორტის ატრიბუტებით აგივსებთ ცხოვრებას, ეს ნიშნავს, რომ ეს საქმე, შეიძლება
განვიხილოთ როგორც კარი, მაგრამ მიზანს მას ვერ ვუწოდებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ მიზანმა
ცხოვრება ზეიმად უნდა გიქციოთ - ყველა თანმხლები ატრიბუტით. ჯერ ნუ იფიქრებთ მიღწევის
საშუალებებზე, ანუ კარებებზე. მთავარია მიზანი განსაზღვროთ, კარებები კი დროთა
განმავლობაში თავისით გამოჩნდებიან.

უპასუხეთ საკუთარ თავს კითხვაზე: რა მოწონს თქვენს სულს, რა აქცევს თქვენს ცხოვრებას
ზეიმად? გადააგდეთ ყოველგვარი ფიქრები მოცემული მიზნის პრესტიჟულობაზე და ძნელად-
მიღწევადობაზე. თქვენ არ უნდა გაღელვებდეთ არანაირი შეზღუდვები. თუ არ გჯერათ, თავი

241
მაინც მოაჩვენეთ, თითქოს ყველაფერი მიღწევადია, და საქმე მხოლოდ თქვენს არჩევანშია. არ
შეგრცხვეთ და ბოლომდე შეუკვეთეთ რაც გაგიხარდებათ.

ნავი გინდოდათ? იახტაზე რას იტყვით?

ბინა გინდოდათ? კერძო სახლზე რას იტყვით?

განყოფილების უფროსობა გინდოდათ? კორპორაციის პრეზიდენტობაზე რას იტყვით?

ბევრი მუშაობა გინდოდათ ბევრი ფულის საშოვნელად? და რას იტყვით იმაზე, რომ საერთოდ
არ იმუშაოთ და თქვენი სიამოვნებისთვის იცხოვროთ?

მცირე ნაკვეთის ყიდვა და სახლის აშენება გინდოდათ? რას იტყვით საკუთარ კუნძულზე
ხმელთაშუა ზღვაში?

აი ასეთი „რას იტყვით?..“ შეგიძლიათ უსასრულოდ გააგრძელოთ. ვერც კი წარმოიდგენთ,


რამდენად მოკრძალებულია თქვენი შეკვეთები იმასთან შედარებით, რისი მიღებაც შეგიძლიათ,
თუკი თქვენი მიზნისკენ თქვენი კარით წახვალთ. რა თქმა უნდა, თუ არანაირი ასეთი ფუფუნება
არ გსურთ, არამედ გინდათ, რომ მშვიდად და წყნარად იცხოვროთ, მაშინ რაში გჭირდებათ
საერთოდ ეს წიგნი? თუმცა, რადგან უკვე კითხულობთ მას, ეს ნიშნავს, რომ ამ მცირედის
საშუალებასაც კი არ გაძლევენ. მაშინ გამოსავალი მაინც მხოლოდ ერთია - ეძებოთ თქვენი
მიზანი და თქვენი კარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე იწრიალებთ მთელი ცხოვრება. სასტიკად
ჟღერს, მაგრამ სიმართლეა.

ნუ ჩაიფიქრებთ სურვილს გონებით. ნუ დაგენანებათ დრო იმისთვის, რომ გაარკვიოთ - რა სურს


თქვენს სულს. გამოთქმა - „ეს საჩემოა“ - უკვე საუბრობს თავის თავზე. იგი აჩვენებს არა
შეხედულებას, არამედ დამოკიდებულებას. შეხედულება გონების ნაყოფია. დამოკიდებულება
სულის სიღრმიდან მოდის, ამიტომ მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს თქვენი და სხვების
მიზნები. მიზნის განსაზღვრისას ჰკითხეთ საკუთარ თავს: „როგორ ვგრძნობ თავს მიღწეული
მიზნის ტყავში?“

დავუშვათ, სურვილი ჩაიფიქრეთ. რომ შეამოწმოთ, თქვენია თუ არა ეს სურვილი, დაუსვით


საკუთარ თავს ორი კითხვა. პირველი: მართლა მჭირდება ეს? სცადეთ მოარგოთ ამ სურვილს
სხვისი მიზნის ყველა ნიშან-თვისება.

მართლა მთელი გულით გსურთ ეს, თუ მხოლოდ გინდათ, რომ გსურდეთ? ხომ არ ცდილობთ
საკუთარ თავს ან სხვას დაუმტკიცოთ რამე? მართლა გსურთ ეს? იქნებ მოდის ან პრესტიჟის გამო
გსურთ? ინვალიდს შეიძლება ეჩვენებოდეს, რომ მთელი გულით სურს როლიკებზე სეირნობა.
სინამდვილეში ასეთი მიზანი გულიდან კი არა, თავის არასრულფასოვნებაზე განაწყენებისგან
მოდის. მიზენი თავისი მიუწვდომლობით გვიზიდავს. თუ თქვენი მიზანი ძნელად-მისაწვდომია,
სცადეთ უარი თქვათ მასზე, და დააკვირდით საკუთარ თავს. თუ შვება იგრძენით, ეს ნიშნავს, რომ
თქვენი მიზანი არ ყოფილა. თუ აღშფოთებას და პროტესტს გრძნობთ, ე.ი. მიზანი შეიძლება
თქვენი იყოს.

242
ერთადერთი საიმედო კრიტერიუმი მიზნის არჩევისას მხოლოდ სულიერი დისკომფორტია. ესაა
სულის ნეგატიური რეაქცია გონების მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. სულიერი
კომფორტის მდგომარეობა შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ შეამოწმოთ, რაც გონებამ
გადაწყვეტილება მიიღო თავისი მიზნის განსაზღვრაში. წარმოიდგინეთ, რომ მიზანს მიაღწიეთ
და ყველაფერმა ჩაიარა. როგორც კი ეს გაკეთდება, უნდა შეწყვიტოთ მიზნის განხილვა და
სულის შეგრძნებებს უნდა მიაყურადოთ. კარგად ხართ თუ ცუდად? თუ სიამოვნებას საფრთხის
შეგრძნება ერევა, ან რაღაც სიმძიმის შეგრძნება, ან რაღაც აუცილებლობის, ვალდებულების, ესე
იგი სული მკაფიოდ ამბობს „არა“-ს. გონება ვერც კი წარმოიდგენს, რა უსიამოვნებებს შეიცავს
მიზანი, რომელიც ლამაზ შეფუთვაშია გახვეული. აი, სული კი ამას კარგად გრძნობს.

დისკომფორტის შეგრძნება შეიძლება არამკაფიო და ბუნდოვანი იყოს. არ აგერიოთ სულიერი


შებოჭილობა დისკომფორტთან. როგორც წინა თავში იყო ნათქვამი, შებოჭილობა, ანუ
ერთგვარი მორცხვობა, მოდის სიტუაციის უჩვეულობიდან: „ნუთუ ეს ყველაფერი ჩემთვისაა?“,
სულიერი დისკომფორტი - ესაა დათრგუნულობის მძიმე შეგრძნება, რომელიც სუსტად
ვლინდება გონების ოპტიმისტური მსჯელობების ფონზე. სულიერი შებოჭილობის მოშორება
სლაიდების მეშეობითაა შესაძლებელი, სულიერი დისკომფორტის მოშორება - შეუძლებელია.
ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა გეფიქრათ, რომ თქვენ ამის ღირსი არ ხართ. ეს სრული
სისულელეა. ასეთი პრიმიტიული იარლიყის ჩამოკიდება ქანქარებმა გაიძულეს. თქვენ
ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებთ. ყოველ შემთხვევაში, ნუ იჩქარებთ საბოლოო დასკვნის
გამოტანას. სცადეთ, საკუთარი მიზანი სლაიდებით შეამოწმოთ. თუ თქვენ ხედავთ, რომ დროთა
განმავლობაში დამთრგუნველი შეგძნებები არ მიდიან, ეს ნიშნავს, რომ საქმე სულიერ
დისკომფორტთან გაქვთ.

თუ სულიერ დისკომფორტს თავად მიზნის გარკვეული ასპექტებისგან გრძნობთ, ესე იგი ეს


მიზანი თქვენი არაა. თუ სულიერ დისკომფორტს იმის გაცნობიერებისგან განიცდით, რომ მიზანი
ძნელად მიღწევადია, ეს ნიშნავს, რომ მიზანი არ შედის თქვენი კომფორტის ზონაში, ან სხვისი
კარი აირჩიეთ. ნუ იფიქრებთ მიზნის მიღწევის საშუალებებზე მანამ, სანამ ზუსტად არ
განსაზღვრავთ თქვენს მიზანს. თუ ვერ ახერხებთ, რომ მკაფიოდ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი
ჩაფიქრებულ როლზე, შესაძლოა, ჯერ არ მხართ მზად მის მისაღებად. კომფორტის ზონის
გაფართოება სლაიდების მეშვეობით შეიძლება. კარებებზე შეგიძლიათ არ იღელვოთ. თქვენგან
საჭიროა მხოლოდ ფლობის გადაწყვეტილება, და გარეგანი განზრახვა ადრე თუ გვიან
მიგითითებთ თქვენს კარზე.

ნუ აყვებით ცდუნებას - თქვენს მიზნად ფული განსაზღვროთ. თითქოს, ფული გექნებათ და ამით
ყველა თქვენი პრობლემა გადაიჭრება; მე ვიცი, რა ვიყიდო ამ ფულით. გახსოვთ კუპიურებით
სავსე ქეისი სლაიდების თავში? იქ ნათქვამი იყო, რომ ფული მიზანი კი არა, მხოლოდ თანმხლები
ატრიბუტია. შეგიძლიათ მაშინვე დაეთანხმოთ ამას, მაგრამ ეს არც ისე ტრივიალური
მტკიცებულებაა. ჩვენ ისე მივეჩვიეთ ფულს, რომ შეგვიძლია ფულის ექვივალენტში
პრაქტიკულად ყველაფერი გადავიყვანოთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფული - ესაა
აბსტრაქტული კატეგორია, განკუთვნილი გონების, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - სულისთვის.
სულს წარმოდგენა არ აქვს, რა მოუხერხოს ფულს, რადგან არ შეუძლია აბსტრაქრულად
აზროვნება. საბოლოო მიზანი სულისთვის გასაგები უნდა იყოს. მას აუცილებლად სჭირდება იმის
ცოდნა, თუ რისი ყიდვა გსურთ ამ ფულით: სახლის, კაზინოსი, კუნძულის, ნებისმიერი რამის.
მიღწევის საშუალებებს მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ კი სულს მოწონდეს ეს.

243
მანამ, სანამ თქვენი შინაგანი ბუღალტერია მიზნის მიღწევის საშუალებებს ანგარიშობს, ვერ
შეძლებთ თქვენი მიზნის განსაზღვრას და ცხოვრების მიზნობრივ ხაზზე გადაწყობას.
გაააქტიურეთ თქვენი დამკვირვებელი და უჯიკეთ საკუთარ თავს ყოველ ჯერზე, როგორც კი
გონება ეცდება გაექცეს კითხვას: „რა მინდა ცხოვრებისგან?“ მიზნის ძნელად-მიღწევადობის
სტერეოტიპი ყველაზე მდგრადია, ასე რომ მოთმინება დაგჭირდებათ. გონება ეცდება სხვა
კითხვას უპასუხოს: „როგორ მივაღწიო ამას?“ დაე, ახლა თქვენმა სულმა უთხრას გონებას:
„გაჩუმდი, ეს შენი საზრუნავი არაა, სათამაშოს ჩვენ ვირჩევთ!“

თქვენ უნდა ისწრაფვოდეთ დესტრუქციული ქანქარებისგან განთავისუფლებისკენ, მაგრამ ეს არ


ნიშნავს, რომ საჭიროა საკუთარი თავის სრული იზოლირება. მთელი საზოგადოება ქანქარებზეა
აშენებული, ამიტომ ისღა დაგრჩენიათ, რომ ან ჰიმალაებში წახვიდეთ, ან საკუთარი ქანქარები
ეძებოთ. განდეგილებისთვის ადვილია „მარადისობასთან საუბარი“, როცა ქანქარებისგან შორს
არიან. მაგრამ როგორც კი ასეთი განდეგილი ქანქარების აგრესიულ გარემოში ბრუნდება, იგი
მაშინვე კარგავს წონასწორობას და განჯაჭვულობას.

თქვენი მიზანიც ასევე რაღაც ქანქარას განეკუთვნება. ამაში თქვენთვის არანაირი საფრთხე არაა,
ოღონდ კი მიზანი თქვენი იყოს. იპოვეთ თქვენი მიზანი, და ქანქარა ეცდება თავის ფავორიტად
გაქციოთ. ისიც კი შეგიძლიათ, რომ ახალი ქანქარა შექმნათ. მთავარია - აიღოთ თქვენი უფლება
არჩევანის თავისუფლებისა და საშუალება არ მისცეთ ქანქარებს, რომ თქვენზე კონტროლი
დაამყარონ.

ვერ შეძლებთ საკუთარი მიზნის განსაზღვრას ანალიზის და მსჯელობების მეშვეობით. მიზნის


ამოცნობა მხოლოდ სულს შეუძლია. ანალიზი - ეს გონების საქმეა. სულმა ფიქრი არ იცის. მას
შეუძლია მხოლოდ ხედავდეს და გრძნობდეს.

გონების ამოცანა მიზნის ძიების პროცესში იმაში არ მდგომარეობს, რომ ეძებოს. გონება ამის
კეთებას ჩვეულებისამებრ ეცდება, ანუ ანალიზისა და ლოგიკური ჯაჭვების აგების მეთოდით
საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპებისა და შტამპების საფუძველზე. საკუთარი მიზნის
განსაზღვრა რომ ამ მეთოდით შეიძლებოდეს, ყველა ადამიანი ბედნიერი იქნებოდა.

გონების ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარ თავში მთელი გარე ინფორმაცია
გაატაროს, და ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება სულიერ კომფორტს მიანიჭოს. გონებამ
მხოლოდ უნდა განსაზღვროს: მე იმას ვეძებ, რაც ჩემს ცხოვრებას ზეიმად აქცევს. შემდეგ კი
უბრალოდ უნდა შეუშვას თავის თავში გარე ინფორმაცია და დააკვირდეს სულის შეგრძნებას ამ
მიდგომის პოზიციით.

მიზნის აქტიური ძიება არაფრამდე არ მიგიყვანთ. არ იღელვოთ, დაელოდეთ და დააკვირდით.


თუ ძიებაზე გექნებათ განწყობა, საჭირო ინფორმაცია თავისით მოვა. გარკვეულ მომენტში
აუცილებლად მიიღებთ რაღაც ინფორმაციას, რომელიც თქვენში ცოცხალ ინტერესს
გამოიწვევს. მთავარია, გონება ამ დროს თავისი მსჯელობებით არ ჩაერიოს, არამედ უბრალოდ
ყურადღება მიაქციოს სულიერი კომფორტის მდგომარეობას.

244
იმისთვის, რომ საჭირო ინფორმაციის მიღება დააჩქაროთ, ძალიან კარგი იქნება, თუ საკუთარი
ინტერესების წრეს გააფართოებთ. წადით იქ, სადაც არასოდეს ყოფილხართ: მუზეუმში,
ექსკურსიებზე, კინოში, ლაშქრობაში, ქალაქის სხვა ნაწილში, წიგნის მაღაზიაში, სადაც გნებავთ.
არაა საჭირო აქტიური ძიება, უბრალოდ გააფართოვეთ გარე ინფორმაციის დიაპაზონი და
დააკვირდით.

მიეცით საკუთარ თავს განუსაზღვრელი დრო, ნუ მოიმწყვდევთ თავს დროით ჩარჩოებში და ნუ


გადააქცევთ მიზნის ძიებას ვალდებულებად. უბრალოდ გეჭიროთ გონებაში ასეთი პარადიგმა:
მე ვეძებ იმას, რაც ჩემს ცხოვრებას ზეიმად აქცევს.

თვალყური ადევნეთ საკუთარ გრნობებს უფრო ყურადღებით, ვიდრე ამას ადრე აკეთებდით.
დაე, ასეთი განწყობა მუდმივად მუშაობდეს ფონურ რეჟიმში. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც
თქვენამდე აღწევს, გაატარეთ შემდეგი კითხვის ფილტრში: რას ვგრძნობ ამასთან
დაკავშირებით? მომწონს თუ არ მომწონს?

ადრე თუ გვიან მიიღებთ რაიმე ნიშანს ან ინფორმაციას, რომლისგანაც შიგნით თითქოს რაღაც
შეიფრთხიალებს: „ო, ეს მომწონს!“ კარგად გაიაზრეთ მოცემული ინფორმაცია ყველა მხრიდან,
და თან ყურადღებით დააკვირდით სულიერი კომფორტის მდგომარეობას.

მაგრამ აი, ბოლოს და ბოლოს მოახერხეთ თავი დაგეღწიათ მიზნის მიღწევის საშუალებებზე
ფიქრის ცდუნებისგან, და თქვენი მიზანი განსაზღვრეთ. როცა თქვენში გაჩნდება ფლობისა და
მოქმედების გადაწყვეტილება ამ მიზნის მისაღწევად, მაშინ თქვენი სამყაროს შრე საოცარ
ტრანსფორმაციას განიცდის. და აი, რა მოხდება:

თქვენ განთავისუფლდით ცრუ მიზნების ტვირთისგან და თავისუფლად ჩაისუნთქეთ. უკვე აღარ


გაქვთ საჭიროება, საკუთარ თავს იმის კეთება აიძულოთ, რაც სულს არ მოწონს. უარი თქვით
ილუზორული ბედნიერებისთვის ბრძოლაზე მომავალში და აქ და ახლა ფლობის საშუალება
მიეცით საკუთარ თავს. ადრე სულიერი სიცარიელის შევსებას იაფფასიანი სუროგატებით
ცდილობდით, რომლებსაც ქანქარები გთავაზობდნენ. ახლა კი თქვენმა გონებამ სული
ფუტლიარიდან გამოუშვა, და თქვენ გაგიჩნდათ სიმსუბუქისა და თავისუფლების საოცარი
განწყობილება, თითქოს გაზაფხული მოვიდა, და ზამთრის ხანგრძლივი ძილისგან გაიღვიძეთ.
დათრგუნულობისა და სიმძიმის შეგრძნება გაქრა. გაცილებით უფრო სასიამოვნოა მიზნისკენ
სწრაფვა, როცა აცნობიერებთ, რომ თქვენს შიგნით აღმოაჩინეთ ის, რასაც ადრე უშედეგოდ
ეძებდით გარესამყაროში. თქვენმა გონებამ სხვების მიზნების უსარგებლო ნაგავი გადაყარა,
უარი თქვა მიზნის მიღწევის საშუალებებზე ამაო ფიქრებზე, და უბრალოდ შემოუშვა მიზანი
საკუთარი სამყაროს შრეში.

სულმა თავად აირჩია სათამაშო, და გახარებულმა ტაში შემოკრა. თქვენ გატეხეთ ცრუ
სტერეოტიპი და საკუთარ თავს ფლობის საშუალება მიეცით, მიუხედავად მიზნის მოჩვენებითი
მიუღწევლობისა. ამიტომ თქვენს წინ ფართოდ გაიღო კარი, რომელიც ადრე დაკეტილი იყო. აქ
უკვე გონებამაც, როგორც იქნა, გააცნობიერა, რომ მიზანი მართლაც რეალურად მიღწევადია.
ახლა ცხოვრება ზეიმად იქცევა, რადგან გახარებული სული ხტუნვა-ხტუნვით გაყვება გონებას,
რომელმაც მიზანი თავისი სამყაროს შრეში შემოუშვა. სული და გონება ხელიხელ-ჩაკიდებულნი

245
მხიარულად გაემართებიან თანაბარ და სასიამოვნო გზაზე ბედნიერებისკენ, რომელიც უკვე აქ
და ახლაა.

თქვენი კარი

თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე გამუდმებით გიწევთ წინააღმდეგობების გადალახვა, ეს ნიშნავს,


რომ ან სხვისი მიზანი აგირჩევიათ, ან სხვისი კარით მიდიხართ მიზნისკენ. ერთადერთი რამ
ცხოვრებაში, რომელიც შეგვიძლია მნიშვნელოვნად ჩავთვალოთ - ესაა საკუთარი მიზნისა და
კარის განსაზღვრა. თუ სხვების მიზნებისკენ ისწრაფვით, შეიძლება მთელი ცხოვრება დაკარგოთ
და ვერაფერს მიაღწიოთ. არაფერია იმის აღიარებაზე უფრო სევდიანი, რომ ყველა ძალისხმევა
ამაოდ დაიკარგა, და ცხოვრება არ შედგა.

ქანქარებმა ადამიანებს ასწავლეს, რომ ის აკეთონ, რაც აუცილებელია, და მიიღონ, როგორც


ვალდებულება. იძულებითი ვალდებულების სტერეოტიპი ისეთ აბსურდამდეა დაყვანილი, რომ
შეიძლება ვიფიქროთ, თითქოს ცხოვრება - ესაა ვადა, ან შრომითი სასჯელი, რომელიც ყველამ
უნდა მოიხადოს. ადამიანი ისე ეჩვევა ამ ვალდებულებას, რომ სულის ჭეშმარიტი
მიდრეკილებები ცნობიერების ყველაზე შორეულ კუთხეში გადაისროლება ხოლმე - უკეთესი
დროების დადგომის მოლოდინში. მაგრამ ცხოვრება თავდება, უკეთესი დროება კი არასოდეს
დგება.

ბედნიერება ყოველთვის სადღაც მომავალში მოჩანს. ცრუ სტერეოტიპი ამტკიცებს: ეს მომავალი


რომ დადგეს, იგი ბრძოლით უნდა მოიპოვოთ, გამოიმუშავოთ. ადამიანები ხშირად ამბობენ
უარს საყვარელ საქმეზე მატერიალური მოსაზრებების გამო. საქმეები იყოფა გატაცებებად და
საკუთრივ სამუშაოდ, რომელმაც შემოსავალი უნდა მოიტანოს. ცრუ მიზნების დასახვასთან
ერთად, იძულებითი ვალდებულება ქანქარების კიდევ ერთ მეთოდს წარმოადგენს მათ
მცდელობებში - ადამიანი რაც შეიძლება შორს წაიყვანონ მისი ჭეშმარიტი მიზნისგან.

სინამდვილეში, ჰობიზეც კი შეიძლება ფული იშოვოთ, თუ ეს თქვენი მიზანია. თუ იძულებული


ხართ, რომ საყვარელ საქმეზე მხოლოდ იმის გამო თქვათ უარი, რომ მას შემოსავალი არ
მოაქვს, მაშინ მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ, აქვს თუ არა ამ საქმეს კავშირი თქვენს მიზანთან.
აქცევს თუ არა თქვენი საყვარელი საქმე თქვენს ცხოვრებას ზეიმად? თუ ამ საქმეს ვერ
მიაკუთვნებთ თქვენ მიზანს, მაშინ ზუსტად ვერ იტყვით, მოგიტანთ თუ არა იგი შემოსავალს.
მაგრამ თუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს თქვენი მიზანია, მაშინ იგი უეჭველად მოიტანს თქვენ
ცხოვრებაში კომფორტის ყველა ატრიბუტს. როცა მიზანი კარს ემთხვევა, ადამიანს აღარ აქვს
საჭიროება, რომ მატერიალურ შემოსავალზე იღელვოს, მას ისედაც ექნება ყველაფერი, თუკი
მოინდომებს.

თუმცაღა იძულებითი ვალდებულების ცრუ სტერეოტიპები საშუალებას არ აძლევენ ადამიანს,


რომ ბოლომდე მიუძღვნან თავის მიზანს. ამის დასტურად შეიძლება ბევრი მაგალითი გამოდგეს.
ცხოვრობს ვიღაც, დადის ყველასავით სავალდებულო სამსახურში, თავისუფალ დროს კი
რაღაცას ქმნის ან იგონებს. მას თავშიც კი არ მოსდის, რომ მისი გამოგონება შეიძლება კარგად
გაიყიდოს. სიღარიბეში ცხოვრობს და დარწმუნებულია, რომ შეუპოვრად უნდა იმუშაოს ლუკმა
პურისთვის. მისი გატაცება კი - ეს ისე, „სულისთვისაა“. ხვდებით, რა ხდება? ადამიანი ვიღაც
ბიძაზე ხარჯავს თავისი ცხოვრების ძირითად დროს - თითქოს ეს არსებობის შენარჩუნებისთვის

246
იყოს აუცილებელი. სული კი იმ გროშებს იღებს, რომლებიც ძირითადი სამუშაო დროის გარდა
რჩება. მაშ, ვისთვის ცხოვრობს ადამიანი? იმ ბიძასთვის?

თუ თქვენი მიზანი თქვენს კარს ემთხვევა, თქვენი ჰობი გაგამდიდრებთ. თქვენი მიზნის მიღწევა
ყველა დანარჩენი სურვილის ასრულებას მოიზიდავს, თან შედეგები მოლოდინს გადააჭარბებს.
ეჭვი არ შეგეპაროთ, ამ სამყაროში ყველაფერი, რაც გულით კეთდება, ძალიან ძვირი ღირს.
სუფთა გონებრივი პროდუქტები, პირიქით - არც ისე ძვირი ღირს. როგორც იცით, ნამდვილი
შედევრები სულისა და გონების ერთიანობაში იბადება. თქვენი მიზნისკენ გზაზე შედევრებს
შექმნით, თუკი საშუალებას არ მისცემთ ქანქარებს, რომ გზიდან გადაგახვევინონ. ამ შემთხვევაში
ყველაფერი მარტივია: თქვენ მხოლოდ გჭირდებათ, რომ მშვიდად მიჰყვეთ თქვენს გზას და არ
წამოეგოთ ქანქარების საცდურებზე. ადრე თუ გვიან გრანდიოზულ წარმატებას მიაღწევთ.

რამდენადმე უფრო რთულადაა საქმე იმ შემთხვევაში, როცა მიზანი და კარი ერთმანეთს არ


ემთხვევა. თუმცა, სანამ ასეთ დასკვნამდე მიხვალთ, ძალიან კარგად დაფიქრდით. თქვენი მიზანი
ძალიან არ უნდა გირთულებდეთ ცხოვრებას. პირიქით, როცა მიზანს აირჩევთ, ამით
მნიშვნელოვნად გაიმარტივებთ ცხოვრებას და ბევრი პრობლემისგან განთავისუფლდებით. ნუ
იჩქარებთ კარის არჩევასთან დაკავშირებით. თუ ფლობის გადაწყვეტილება იქნება, კარიც
მოიძებნება. თუ მკაფიოდ არ წარმოგიდგენიათ, სადაა თქვენი კარი, იმუშავეთ სლაიდებთან და
გააფართოვეთ კომფორტის ზონა. გადააგდეთ მნიშვნელოვანობა, უარი თქვით მიზნის მიღწევის
სურვილზე. როგორც კი თავს ფლობის უფლებას მისცემთ, გარეგანი განზრახვა შესაფერის
ვარიანტს შემოგთავაზებთ.

თქვენი კარი წარმოადგენს იმ გზას, რომელიც თქვენს მიზნამდე მიგიყვანთ. მას შემდეგ, რაც
მიზანი განსაზღვრეთ, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: როგორ შეიძლება ამ მიზანს მივაღწიო?
გარეგანი განზრახვა ადრე თუ გვიან გაგიხსნით სხვადასხვა შესაძლებლობებს. თქვენი ამოცანა
იმაში მდგომარეობს, რომ მათ შორის სწორედ თქვენი კარი იპოვოთ. ყოველი ვარიანტი
სულიერი კომფორტის მდგომარეობით უნდა დატესტოთ. აქ შეგვიძლია იგივე პრინციპებით
ვიხელმძღვანელოთ, რითაც მიზნის არჩევისას ვხელმძღვანელობთ.

დავუშვათ, თქვენი მიზანი გულისხმობს, რომ კარგად უზრუნველყოფილი ადამიანი ხართ. მაშინ
აუცილებელია განსაზღვროთ, რის საშუალებით გახდებით უზრუნველყოფილი. ფული ხომ
უბრალოდ ადამიანთან არ მიდის, არამედ მასთან, რასაც ის წარმოადგენს. ეს შეიძლება იყოს
შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი, მსხვილი მეწარმე, ფინანსისტი, გამოჩენილი სპეციალისტი, ბოლოს
და ბოლოს მემკვიდრე. მაშ, ვინ გინდათ რომ გახდეთ? უნდა იპოვოთ საკუთთრივ თქვენი გზა
სიმდიდრისკენ - ის, რისკენაც თქვენი გული ისწრაფვის. და ის, თუ რისკენ ისწრაფვის იგი, სულს
უნდა ჰკითხოთ და არა გონებას. გონება სოციუმის პროდუქტია, სოციუმი კი ქანქარებზე დგას.
სოციუმი ამბობს: „გახდი ცნობილი ადამიანი, პოლიტიკოსი, მდიდარი - ეს პრესტიჟულია“.
მაგრამ რადგანაც თქვენი პირადი ბედნიერება ქანქარას არ აინტერესებს, იგი არ დაგეხმარებათ
საკუთრივ თქვენი ნიშის განსაზღვრაში.

გონება და ნაცნობები გკარნახობენ, რომ მაღალანაზღაურებადი სამუშაო უნდა ეძებოთ,


მაგალითად, იურისტის. ყველა გეუბნებათ, რომ თუ კვალიფიციური ადვოკატი გახდებით, ბევრ
ფულს იშოვით. თქვენ ძალიან გინდათ ბევრი ფულის შოვნა, მაგრამ ეს კარი შესაძლოა
თქვენთვის უცხო აღმოჩნდეს. ამ კარით იქ არ მოხვდებით, სადაც საჭიროა. თუ მიზანი სწორად

247
გაქვთ არჩეული, მაშინ თქვენი კარი ისეთ შესაძლებლობებს გაგიხსნით, რომლებზეც ვერც კი
იოცნებებდით. დავუშვათ, თქვენი მოთხოვნებია - სახლი, მანქანა, კარგი ხელფასი. თუ საკუთარ
კარში შეხვალთ, იმდენს მიიღებთ, რომ თქვენი მოთხოვნები სასაცილოდ მოგეჩვენებათ. მაგრამ
ამისთვის აუცილებელია, არ შეცდეთ საკუთარი კარის არჩევისას.

არ იჩქაროთ და არ დაგენანოთ დრო არჩევაზე. გაცილებით უფრო მეტ დროს და ძალისხმევას


გაფლანგავთ, თუ იჩქარებთ და მცდარ არჩევანს გააკეთებთ. მიზნის და კარის განსაზღვრისთვის
შეიძლება თვეები დაგჭირდეთ. ამ დროისთვის დაგჭირდებათ, რომ ერთგვარი „უზადოების
მარხვა“ დაიცვათ - შეძლებისდაგვარად უდრეკად დაიცვათ ტრანსერფინგის ძირითადი
პრინციპები. თქვენ მათ უკვე იცნობთ.

პირველ რიგში - ესაა გაცნობიერებულობა. თავს ანგარიში უნდა გაუწიოთ თქვენი მოქმედებების
მოტივებზე. მოქმედებთ გაცნობიერებულად, ისე, რომ თამაშის წესები გესმით, თუ უნებურად
ემორჩილებით ქანქარას?

თვალყური ადევნეთ შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობის დონეს. იფიქრეთ თქვენს


მიზანზე და კარზე ისე, თითქოს უკვე გაქვთ ეს ყველაფერი. არ უნდა იყოს არანაირი
პრესტიჟულობა, მიუწვდომლობა და საჭიროება. გადააგდეთ ყოველგვარი მნიშვნელოვანობა.
ის, რაც გაგაჩნიათ, თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავია.

უარი თქვით მიზნის მიღწევის სურვილზე. გამოვა? - კარგია, არ გამოვა? - ე.ი. ეს არაა თქვენი, და
სადარდებელი არაფერი გაქვთ. თუ არ გჯერათ, რომ მიზანი ჯიბეში გაქვთ, მაშინ თავიდანვე
შეეგუეთ მარცხს. მიეცით თავს შეცდომების უფლება. მარცხისთვისაც გამოყავით ადგილი თქვენს
ცხოვრებაში.

იპოვეთ მოცემული კარისთვის დაზღვევა, შემცვლელი. მაშინვე ნუ იტყვით უარს წინა კარზე, ნუ
დაწვავთ ხიდებს თქვენს უკან, დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ დადებთ ყველაფერს ერთ
კარტზე. დაიტოვეთ სათადარიგო გზები.

არ შეწყვიტოთ გონებაში თქვენი მიზნის სლაიდის ტრიალი. ამით კომფორტის ზონას


გააფართოებთ და მიზნობრივი ხაზის სიხშირეზე გადაეწყობით. გარეგანი განზრახვა თავისით
მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას.

იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია არ გამოგრჩეთ, ჩაიდეთ თავში თქვენი მიზნისა და თქვენი კარის
ძიების სლაიდი. გაატარეთ გარესამყაროს ყველა მონაცემი ამ სლაიდში. შეაფასეთ,
შეგეფერებათ თუ არა იგი. ამასთან უსმინეთ დილის ვარსკვლავების შრიალს, და არა გონებას.
თვალყური ადევნეთ არა იმას, თუ რას ფიქრობთ ამაზე, არამედ იმას, რაც ამ დროს გრთგუნავთ,
ან გაფრთიანებთ. ყურადღება მიაქციეთ სულის დამოკიდებულებას ნებისმიერი
ინფორმაციისადმი. განსაზღვრულ მომენტში იგი შეიფრთხიალებს და წამოიძახებს: „ეს სწორედ
ისაა, რაც მჭირდება!“

და კვლავაც არ აჩქარდეთ. გააფართოვეთ კომფორტის ზონა და განაწყვეთ თქვენი აზრები


მიზნობრივ ხაზზე მანამ, სანამ თქვენი მიზანი და კარი მკაფიო კონცეფციად არ ჩამოყალიბდება.

248
თქვენ უნდა მიხვიდეთ მკაფიო დასკვნამდე: „დიახ, მე ეს მინდა, და ეს ჩემს ცხოვრებას ზეიმად
აქცევს“. თქვენი სული მღერის, გონება კი კმაყოფილი ხელებს იფშვნეტს.

თუ სული უკვე მღერის, გონებას კი ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება, კვლავაც გააფართოვეთ
კომფორტის ზონა. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ დაამსხვრიოთ მიზნის მიუწვდომლობის და
არარეალურობის ცრუ სტერეოტიპები. იცით, რატომ გეჩვენებათ კარი ჩაკეტილად? იმიტომ, რომ
იგი იმ მიუწვდომლობის ცრუ სტერეოტიპითაა ჩაკეტილი, რომელიც თქვენს გონებაშია. როცა
სტერეოტიპს დაამსხვრევთ, კარი გაიღება.

მე არ მოგიწოდებთ, რომ დამიჯეროთ, ან საკუთარ თავს დაუჯეროთ, ან ვინმე სხვას. გონებას


ვერასოდეს აიძულებთ დაჯერებას. იგი უპირობოდ მხოლოდ ფაქტებს იღებს. ასე რომ, კარი რომ
რეალური გახდეს გონებისთვის, ცხოვრების მიზნობრივ ხაზზე უნდა გადახვიდეთ. ამის გაკეთება
კი მხოლოდ მიზნობრივი სლაიდის მეშეობით შეიძლება. თქვენი ხაზის დასაწყისში მიზანი ჯერ
კიდევ მხოლოდ წინაა, მაგრამ მისი მიღწევის გზები გონებისთვის უკვე რეალურად ჩანს.
საკუთარი თავის დარწმუნება და სტერეოტიპთან ბრძოლა უსარგებლოა. სტერეოტიპის
მსხვრევა სულაც არ ნიშნავს ამას. იგი თავისით დაიმსხვრევა, როცა გარეგანი განზრახვა ახალ
შესაძლებლობებს გაჩვენებთ მიზნობრივ ხაზზე. ამიტომ, ხაზს ვუსვამ: ნუ ეცდებით საკუთარი
თავის დარწმუნებას და ნუ შეებრძოლებით სტერეოტიპს. მხოლოდ ის გჭირდებათ, რომ
სისტემატიურად ატრიალოთ გონებაში მიზნობრივი სლაიდი. ეს არაა ცარიელი სავარჯიშოები,
არამედ კონკრეტული მოძრაობაა მიზნისკენ.

არ დაგავიწყდეთ, რომ მატერიალური რეალიზაცია ინერტულია, და გარეგან განზრახვას არ


შეუძლია თქვენი დაკვეთის მყისიერად შესრულება. ამისთვის მოთმინება დაგჭირდებათ. ხოლო
თუ მოთმინება არ გყოფნით, ე.ი. თქვენში მიზნის სასწრაფოდ მიღწევის მწველი სურვილია. მაშინ
თავიდან დაიწყეთ და მნიშვნელოვანობა დაწიეთ. თქვენ გსურთ, ე.ი. ეჭვი გეპარებათ მიღწევის
რეალობაში. კვლავაც გაზარდეთ კომფორტის ზონა მანამ, სანამ არ დაინახავთ, რომ თქვენს წინ
რეალური პერსპექტივები იშლება.

ქანქარებს შეუძლიათ თქვენი კარი ცრუ უმნიშვნელობის და დაბალი ღირებულების საფარით


შენიღბონ. ყველაფერს, რისი კეთებაც მსუბუქად, ძალდატანების გარეშე, გატაცებით შეგიძლიათ
- მნიშვნელობა და ღირებულება აქვს. თქვენ ერთი უმნიშვნელო ღირსებაც კი არ გაგაჩნიათ.
ნებისმიერ სისულელეს, რომელიც გახასიათებთ, სტერეოტიპების ფარგლებში კი არანაირი
ღირებულება არ გააჩნია, შეუძლია თქვენი კარის გასაღების როლი შეასრულოს. სცადეთ
მოახდინოთ თქვენი „არასერიოზული“ თვისების სერიოზულ კარებებზე პროეცირება.

მაგალითად, თუ „მასხასრას“ რეპუტაცია გაქვთ, მაშინ შეიძლება შესანიშნავი კომიკოსი გახდეთ.


თუ ყველა გეუბნებათ, რომ თქვენგან არაფერი გამოვა, და ჩაცმის და პრანჭვის მეტი არაფერი
იცით, მაშინ შესაძლოა თქვენს კარს ტოპ-მოდელის, ვიზაჟისტის ან მოდელიორის
პროფესიისკენ მიყავხართ. თუ რეკლამა გაღიზიანებთ, და გიყვართ ბუზღუნი, რომ ეს
ყველაფერი არასწორად კეთდება და თქვენი აზრით რეკლამის მიწოდება სულ სხვანაირად
ჯობია, მაშინ შესაძლოა სწორედ ამ სფეროშია თქვენი დაფარული უნარები. ეს კერძო
მაგალითებია. თქვენი პირადი „არაფრისმომცემი“ თვისება შეიძლება სრულიად მოულოდნელი
სახით გამოვლინდეს. ამას მაშინ აღმოაჩენთ, თუ ქანქარებს ზურგს აქცევთ და საკუთარი
სულისკენ შებრუნდებით. დაფიქრდით: თუკი თქვენს სულელურ მოქმედებებს

249
ძალდაუტანებლად და გატაცებით ასრულებთ, ეს ნიშნავს, რომ ამას რაღაც მნიშვნელობა უნდა
ჰქონდეს.

ყველაფერი ზემოთ ნათქვამი ეხება თქვენი კარის არჩევის პროცესს. მაგრამ დავუშვათ, თქვენ
უკვე ისედაც ხართ არჩეული მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მაშინ არსებობს ერთი საშუალება იმის
განსაზღვრისთვის - თქვენია ეს კარი თუ სხვისი. თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე იღლებით,
ენერგიას კარგავთ, ძალებისგან იცლებით, ე.ი. ეს არაა თქვენი კარი. და პირიქით, თუკი
შთაგონება გიპყრობთ, როცა იმ საქმეს აკეთებთ, რომელიც მიზანთან გაახლოებთ, შეგიძლიათ
თამამად ჩათვალოთ ეს საქმე თქვენს კარად.

თქვენი კარის უცხოსგან გარჩევა კიდევ ერთი მეთოდით შეიძლება. უცხო კარი შეიძლება
თქვენად მოგეჩვენოთ, თითქოს იხსნება თქვენს წინ, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში
ცხვირწინ იკეტება. გამოდის, რომ სხვისი მიზნისკენ გზაზე თითქოს ყველაფერი ნორმალურად
მიდის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაზე მთავარში წარუმატებლობა გეწვევათ. თუ ასეთი რამ
შეგემთხვათ, ე.ი. უცხო კარით მიდიოდით. ამაში ვლინდება ქანქარების ვერაგობა, რომლებიც
განზრახ აღებენ ყველასთვის მისაწვდომ კარებებს, რათა რაც შეიძლება ბევრი მიმდევარი
შეიტყუონ.

როგორც წესი, თქვენს კართან რიგში არავინ დგას. მაგრამ მაშინაც კი, თუ თქვენი კარის გავლის
ბევრი მსურველი ნახეთ, ყველა მაშინვე გაიწევა, და თავისუფლად გაივლით. საყოველთაოდ
მისაწვდომი კარებები ყველასთვის იღება, მაგრამ მათში ცოტანი გადიან. გაიხსენეთ, როგორ
ქმნიან ქანქარები ვარსკვლავების წარმატებული კარიერის მითებს და როგორც დილობენ
დაუქვემდებარონ ყველა წესს: „აკეთე ისე, როგორც მე“. მირაჟით გატაცებული ხალხი ერთად
ასკდება ერთი და იმავე კარს მაშინ, როცა მათი საკუთარი კარი იქვეა, სრულიად თავისუფალი.

თუმცაღა თქვენს წინ შეიძლება თქვენი კარიც ჩაიკეტოს, თუკი უხეშად დაარღვევთ
წონასწორობის კანონს. მაგალითად, თქვენს მიზანს თქვენთვის მეტისმეტად დიდი მნიშვნელობა
აქვს, და ყველაფერი ერთ კარტზეა დადებული. ამ კარის გაღება კვლავაც შეიძლება, თუ
მნიშვნელოვნებას დაწევთ. ამაზე მოცემული თავის ბოლოს ვისაუბრებთ.

განზრახვა

ვფიქრობ, თუ ბევრი დრო დახარჯეთ თქვენი მიზნისა და კარის განსაზღვრაზე, ე.ი. განზრახვა
გაქვთ. განზრახვა სურვილს მიზნად აქცევს. სურვილი განზრახვის გარეშე არასოდეს
ასრულდება. არც ოცნებები სრულდება. რით განსხვავდება მიზანი ოცნებისგან? იმით, რითაც
განზრახვა განსხვავდება სურვილისგან. თუ განზრახვა გაგაჩნიათ, ოცნება მიზნად იქცევა.
ცარიელი ოცნებები და ჰაერის კოშკები ვერაფერს შეცვლიან. ცხოვრების შეცვლა შეუძლია
მხოლოდ განზრახვას, ანუ ფლობისა და მოქმედების გადაწყვეტილებას.

დავუშვათ, განსაზღვრეთ თქვენი მიზანი, და სავსე ხართ გადაწყვეტილებით, რომ მიაღწიოთ მას.
იწვით სურვილისგან, რომ მალე დაიწყოთ მოქმედება. აი, ახლა მოადუნეთ მოჭიდება. დააგდეთ
მიზნის მნიშვნელოვანობა, უარი თქვით მისი მიღწევის სურვილზე და დაიტოვეთ მხოლოდ
ფლობის გადაწყვეტილება. თქვენ ისღა დაგრჩენიათ, რომ გასუფთავებული განზრახვის

250
ფარგლებში იმოქმედოთ, ანუ შეასრულოთ ყველაფერი, რაც თქვენგან მოითხოვება, ისე, რომ
არ ისურვოთ და არ დაიჟინოთ.

ერთადერთი, რასაც შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ესაა
ზედმეტი პასუხისმგებლობა, მცდელობა, გულმოდგინება და საკუთარი თავის იძულება. ჩვეული
მსოფლხედველობის თვალსაზრისით ეს უჩვეულოდ ჟღერს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახლა აქ
არაფერ უცნაურს არ ხედავთ. მოდით, ყველაფერი თავის ადგილზე დავსვათ.

როცა თქვენი მიზნისკენ თქვენი კარით მოძრაობთ, ამ დროს არ გჭირდებათ ზედმეტი


ძალისხმევა. არც საკუთარი თავის იძულება დაგჭირდებათ. თუ ეს ასე არაა, მაშინ ან მიზანია
სხვისი, ან - კარი. მაგრამ გონება მიეჩვია ბრძოლას და დაბრკოლებების გადალახვას. ყველა
პრობლემას გონება თვითონ იქმნის თავისთვის, როცა საგნებს ჭარბ მნიშვნელობას ანიჭებს და
ვარიანტთა დინებას ებრძვის. ჩვენი ცხოვრების ხაზი დაბრკოლებების მინიმუმს შეიცავს, თუ
მნიშვნელოვანობას არ მივაწვებით.

თქვენი მიზნისკენ ისე უნდა მიდიოდეთ, როგორც წერილისკენ საფოსტო ყუთში. რა რჩება
განზრახვისგან, თუ მას მნიშვნელოვანობისგან და მიღწევის სურვილისგან გავასუფთავებთ?
მხოლოდ ფლობის და ნაბიჯების გადადგმის გდაწყვეტილება. შეწყვიტეთ საფოსტო ყუთში
არსებულ წერილზე, როგორც პრობლემაზე ფიქრი, და უბრალოდ დაიწყეთ მისი
მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. არ იფიქროთ პრობლემაზე - როგორც გამოგდით, ისე
იმოქმედეთ, და მაშინ პრობლემა მოძრაობის პროცესში გადაწყდება.

გონების შინაგანი განზრახვა გიბიძგებთ, რომ ხელები წყალზე ადგაფუნოთ: „მე დაჟინებით
მოვითხოვ, რომ...“ გარეგანი განზრახვა სრულიად სხვაგვარად მოქმედებს: „ისე გამოდის,
რომ...“ მანამ, სანამ თქვენ დაჟინებით მოითხოვთ, საშუალებას არ აძლევთ გარეგან განზრახვას,
რომ მიზნის რეალიზაცია ვარიანტთა დინების მიმართულებით მოახდინოთ. საიდან უნდა
იცოდეს ზუსტად თქვენმა გონებამ, თუ რა სახით შეიძლება მიზნის რეალიზება?

თქვენი კარით თქვენი მიზნისკენ სიარული სწორ და თავისუფალ გზაზე სიარულს ჰგავს. ხელს
არავინ და არაფერი არ გიშლით, თუ მნიშვნელოვანობა მინიმალურ დონეზეა, და ვარიანტთა
დინებას არ ებრძვით. რადგან თქვენი გზით მიდიხართ, სანერვიულო არაფერი გაქვთ, მაშინაც
კი, თუ დროებითი სირთულეები გაჩნდება. მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ დატკბეთ
ცხოვრებით და მიიღეთ ყველაფერი, როგორც საჩუქრები. როგორც კი თქვენი ზეიმი რაღაცით
იქუფრება, სცადეთ განსაზღვროთ, რაში მოუმატეთ მნიშვნელოვანობას. რატომ გრთგუნავთ
რაღაც? ამ კითხვაზე პასუხი სტანდარტულია: ან რაღაცას ზედმეტად აიძულებთ თავს, ან მიზნის
მიღწევა გეჩქარებათ და ვერ ითმენთ, ან რაღაცას გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებთ.
მოადონეთ მოჭიდება.

დამთრგუნველი აზრები და გრძნობები შეიძლება მაშინ გაჩნდეს, როცა კომფორტის ზონა


საკმარისად ფართო არაა. დავუშვათ, მიზნის მიღწევის შედეგად დიდი ფული უნდა აიღოთ.
მაშინვე გიჩნდებათ ამაფორიაქებელი აზრების მთელი რიგი: და სად შევინახო ეს ფული? სად
ჯობია ჩავდო? რომ დამეკარგოს? რომ წამართვან? როგორ ჯობია დავხარჯო? თუ ასეა, ე.ი. არ
ხარ მზად, რომ გქონდეთ. როცა მიზნის განხორციელება ასეთ პრობლემებს უკავშირდება, თქვენ
უცილობლად განიცდით სულიერ შებოჭილობას, და შესაბამისად, ქვეცნობიერად ეცდებით, რომ

251
თავიდან მოიშოროთ ეს პრობლემები. ასეთ შემთხვევაში გარეგანი განზრახვა თქვენს
წინააღმდეგ იმუშავებს.

ფლობის გადაწყვეტილება გამუდმებით უნდა შეინარჩუნოთ. საკუთარი თავისთვის მიზნობრივი


სლაიდის გონებაში ტრიალის იძულება არ მოგიწევთ. თქვენ ხომ მოგწონთ საკუთარ მიზანზე
ფიქრი. მთავარია არ ეცადოთ საკუთარი თავის გადარწმუნებას. ეს შეგიძლიათ დიდხანს და
უშედეგოდ აკეთოთ. განზრახვა, თვითშთაგონებისგან განსხვავებით, ნიშნავს, რომ
გადაწყვეტილება მიღებულია და განხილვას არ ექვემდებარება. იგულისხმება, რომ მიზანი
ცალსახად მიღწევადია. ნებისმიერი ეჭვი თავისით გაქრება, თუ კომფორტის ზონას
გააძლიერებთ.

მინდა ერთი შეცდომისგან დაგაზღვიოთ. არსებობს კიდევ ერთი ცრუ სტერეოტიპი, რომელიც
მოგვიწოდებს, რომ მოვლენის მხოლოდ წარმატებულ განვითარებაზე ვიფიქროთ. რაც არ უნდა
უცნაური იყოს, ეს მართლაც ცრუ სტერეოტიპია. ხედავთ, რამდენია ასეთი! როგორ ფიქრობთ,
გამოგივათ მხოლოდ წარმატებაზე ფიქრი? საეჭვოა. თუ ეცდებით, რომ თქვენი სცენარიდან
ნეგატიური ვარიანტები გამორიცხოთ, არაფერი გამოგივათ. ვერ შეძლებთ გონების
დარწმუნებას იმაში, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. გონებამ შეიძლება თავი მოაჩვენოს,
რომ ყველაფერი კარგად იქნება, ეს მას შეუძლია. მაგრამ გულის სიღრმეში თქვენ მაინც
შეგეპარებათ ეჭვი, რადგან ეჭვი გონებას ეპარება. სული აუცილებლად იპოვის ნეგატიურ
ვარიანტს სარდაფში, სადაც იგი გონებამ შეჩურთა.

თქვენ არ გჭირდებათ მიზნობრივ სლაიდში მიზნის მიღწევის საერთოდ არანაირი სცენარის


ჩართვა. მოცემული სლაიდი უნდა შეიცავდეს მიღწეული მიზნის მხოლოდ საბოლოო სურათს.
თქვენ ეს უკვე გაგაჩნიათ. რაც მოგეთხოვებათ, ესაა - დატკბეთ სლაიდით და გადადგათ ნაბიჯები
გასუფთავებული შინაგანი განზრახვის მეშვეობით. პროცესის ვიზუალიზაცია - ეს უკვე სცენარზე
მუშაობაა, მაგრამ სრულიად სხვა მეთოდით. თქვენ არწმუნებთ გონებას იმაში, რომ ყველაფერი
კარგად კი არ ჩაივლის, არამედ უკვე კარგად მიდის. ტრანსფერული ჯაჭვის მიმდინარე რგოლის
ვიზუალიზაცია ფეხდაფეხ მიყვება იმას, რასაც ახლა აკეთებთ, და ასევე მხოლოდ ერთ ნაბიჯს
წინ. ხოლო როცა თავს არწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ამ დროს კონტროლის
მკვდარი მოჭიდება გაქვთ. მოადუნეთ მოჭიდება, არ იფიქროთ პრობლემებზე, რომლებიც ჯერ
არ დამდგარან, და მშვიდად იმოძრავეთ ვარიანტთა დინებით.

რეალიზაცია

სველ ასფალტზე მივაბიჯებდი... დილით წვიმდა, და ჭიაყელები გაზონებიდან ასფალტზე


გადმომძვრალიყვნენ ცხოვრების აზრის და ახალი აღმოჩენების ძიებაში. მათი ბედი
სხვადასხვაგვარად წარიმართა. იღბლიანებმა მოასწრეს იქვე ახლოს შავმიწა ნიადაგიან
ბორცვამდე მიღოღება, ვიღაცეები ჩიტებმა აკენკეს. ვიღაცეები ასფალტზე მოსიარულე
მოსტრებმა გაჭყლიტეს. მზემ დააცხუნა და ნესტი ააორთქლა ისე, რომ ერთი ჭიაყელა ასფალტის
შუაში გაიჭედა. იგი ძალზე გვიან მიხვდა თავის შეცდომას. უკვე აღარ ეყოფა ძალა ბოლომდე
მისაღოღებლად. ნელი და მტანჯველი სიკვდილი დიდხანს იდგება მის თავზე, სანამ ბოლომდე
არ გახმება. და უეცრად, რაღაც შეუცნობელმა ძალამ ასწია იგი და სველ მიწაზე მოისროლა.
ჭიაყელას თვცალსაზრისით ეს შეუძლებელი იყო, მას არ შეეძლო ამის გაგება და ახსნა. მაგრამ
ჩემთვის ამაში არაფერი ზებუნებრივი არ იყო: უბრალოდ შემეცოდა ჭიაყელა და მიწაზე

252
გადავაგდე. როგორც ჩანს, ამ მარტოხელა მოგზაურმა სწორად შეარჩია თავისი მიზანი და
თავისი კარი.

თუ თქვენი მიზანი ძნელადმიღწევადი გეჩვენებათ, მთელ ზეიმს ეჭვები და შავბნელი ფიქრები


ჩაგიშხამებენ. მაშ, როგორ უნდა დაიჯეროთ შეუძლებელი? აი, თქვენ სულელური კითხვის
მაგალითი. არანაირად! მე კვლავ ვუბრუნდები ზემოთ ნათქვამს. თქვენ ვერანაირად ვერ
შეძლებთ საკუთარი თავის დარწმუნებას. შეეშვით ამ უაზრო მცდელობებს და დაკავდით საქმით,
ანუ ნაბიჯების გადადგმის პროცესით მიზნის მიმართულებით.

არ უნდა გაღელვებდეთ ის ფაქტი, რომ მიზანი ძნელად მისაღწევად გეჩვენებათ. ვერ


წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს. მაგრამ ეს თქვენი საზრუნავი არაა. თქვენი
საქმე - შეკვეთის სწორი შერჩევაა, დანარჩენი ოფიციანტს მიანდეთ. ბევრი, მას შემდეგ რაც
თავბრუდამხვევ წარმატებას აღწევდა, შემდეგ ამბობდა, რომ არაფრის დიდებით არ
დაიჯერებდნენ ასეთი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას.

სულისა და გონების ურთიერთგაგებას ხელს უშლის ის, რომ სული მიზნისკენ ისწრაფვის, გონება
კი საშუალებებზე ღელავს. სულს წარმოდგენა არ აქვს, რა საშუალებებით უნდა მიაღწიოს მიზანს.
სიზმარში იგი მიეჩვია, რომ მიიღოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. სულის ნებისმიერი
მისწრაფება მაშინვე რეალიზდება სიზმრის განზრახვით. სად დაფრინავს იგი მანამ, სანამ
გონებას ძინავს, არავინ იცის. ღრმა ძილიდან გამოღვიძებისას გონება იწყებს სულის იალქნის
მიმართვას თავისი მოლოდინებისა და განცდების შესაბამისად. ამიტომ სიზმარი ვერ გამოდგება
იმის კრიტერიუმად, თუ რა სურს სულს.

იგივე მიზეზით არ შეგვიძლია გვახსოვდეს ჩვენი სულის წინა ცხოვრებები, თუკი ისინი მართლაც
იყვნენ. გონება სულისგან განსხვავებით ამ სამყაროში სუფთა ფურცელივით მოდის. არსებობს
ბევრი მოწმობა ჯიუტი ფაქტებისა, როცა გარკვეულ ვითარებებში ადამიანის გონება წინა
ცხოვრებების შესახებ ინფორმაციაზე იღებდა წვდომას. თუმცაღა ეს ცალკე საკითხია და არ
შედის მოცემული წიგნის ფარგლებში.

გონება იძულებულია საშუალებებზე იფიქროს, რადგან ის მიჩვეულია შინაგანი განზრახვის


ფარგლებში მოქმედებას. ამ ფარგლებში კი აუცილებლად არსებობს სცენარი ცუდი
დასასრულით. გარეგანი განზრახვა ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ ვერ დაგეხმარებათ,
არამედ ზიანსაც მოგიტანთ. ამიტომ დაჟინებით გირჩევთ, რომ საერთოდ შეწყვიტოთ ფიქრი
მოვლენების განვითარების სცენარებზე. მიზნისკენ გზაზე თქვენში ფლობის (ქონის)
გადაწყვეტილება უნდა ჭარბობდეს - ეს ყველაზე მეტად უნდა გაინტერესებდეთ. განზრახვის
დარჩენილი ნაწილი - მოქმედების გადაწყვეტილება - მაქსიმალურად გასუფთავებულ უნდა
იქნეს სურვილისა და მნიშვნელოვნებისგან.

ნაბიჯების გადადგმის გადაწყვეტილება, ესაა ცივსისხლიანი განზრახვა - შეასრულოთ მინიმუმი


იმისგან, რაც თქვენგან მოითხოვება. ცივსისხლიანი მოქმედება არ ნიშნავს დუნე და არამტკიცე
მოქმედებას. ვფიქრობ, ხვდებით რისი თქმაც მინდა. მეტისმეტი სიმტკიცეც მნიშვნელოვნების
შედეგია. რამდენად კარგადაც მოახერხებთ შინაგანი განზრახვის გასუფთავებას სურვილისა და
მნიშვნელოვნებისგან, იმდენადვე ეფექტური იქნება თქვენი მოქმედებები.

253
მიზნის მიღწევის სცენარი მხოლოდ ზოგადი შტრიხებით უნდა წარმოიდგინოთ: ძირითადი
ეტაპების, ანუ ტრანსფერული ჯაჭვის რგოლების განსაზღვრით. ამის შემდეგ აუცილებელია,
შეწყვიტოთ საერთო სცენარზე ფიქრი. გონებაში მხოლოდ მიზნობრივი სლაიდი უნდა იყოს. იგი
მიღწეული მიზნის მხოლოდ საბოლოო სურათს შეიცავს, და არ მოიცავს თავის თავში არანაირ
სცენარებს. გამუდმებით ატრიალეთ გონებაში სლაიდი, იცხოვრეთ მასში. კომფორტის ზონა
გაიზრდება, და თქვენი გამოსხივების პარამეტრები ცხოვრების მიზნობრივ ხაზზე გადაეწყობა.

იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მიზნის მიღწევას ეხება, გამორიცხეთ სურვილისა და


მნიშვნელოვანობის ნებისმიერი გამოვლინებები. თუ ცდილობთ, რომ ყველა ძალისხმევა
ჩადოთ მიზნის სწრაფად მიოსაღწევად, ეჭვი გეპარებათ თქვენს შესაძლებლობებში, გეშინიათ
სირთულეების, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელობანობის დონე აწეულია. მიეცით ტავს უფლება, იყოთ
არასრულყოფილი და დაუშვათ შეცდომები. თუ საკუთარ თავს არ მისცემთ შეცდომების
უფლებას, სხვებიც არ მოგცემენ ამის საშუალებას. თუ შიშობთ, რომ მიზანს ვერ მიაღწევთ, ეს
ნიშნავს, რომ გსურთ. და როგორ შეიძლება სურვილი არ გქონდეთ? წინასწარ შეეგუეთ მარცხს,
მოიფიქრეთ შემოვლითი გზები და სათადარიგო ვარიანტები. ამის გარეშე სურვილისგან ვერ
განთავისუფლდებით.

რაც მთავარია, არასოდეს დადოთ თქვენი მიზანი ერთ კარტზე. არ შეიძლება, მაგალითად,
ყველაფერი მიატოვოთ და თავით გადაეშვათ. და უცებ რომ აღმოჩნდეს, რომ შეცდით და სხვისი
მიზანი ან კარი საკუთარად მიიღეთ? და თანაც, ყველაფრის ერთ კარტზე დადებით
წონასწორობას დაარღვევთ. ყოველთვის უნდა კყოს რაღაც საპირწონე, სათადარიგო
ვარიანტი, უკან დასახევი გზა. თქვენი სულიც მშვიდად იქნება, და წონასწორული ძალებიც არ
შეგეხებიან. მაგალითად, არ წამოხვიდეთ წინა სამსახურიდან, სანამ გარანტირებულად არ
იპოვით ახალს. არ გამოიჯახუნოთ კარები, არ დაწვათ თქვენს უკან ხიდები, იყავით ძალზე
ფრთხილი და ანგარიშიანი. მაშინაც კი, თუ აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ, რომ მიზანი
და კარი თქვენია, არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ასეთი მკვეთრი მოქმედებები,
რომლებმაც წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა ლუკმა პურის და ჭერის გარეშე
დაგტოვონ. არავინაა დაზღვეული წარუმატებლობებისგან.

ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ შეიარაღებაში ტრანსერფინგის მძლავრი ტექნიკა გაქვთ, ასე რომ
მიზეზები მღელვარებისთვის და შიშისთვის გაცილებით ნაკლები გექნებათ. ახლა, ყოველ
შემთხვევაში, იცით თამაშის წესები, ეს კი თავისთავად უკვე ცოტა არაა. ქანქარების სამყაროში
ადამიანი მათთან ისე თამაშობს, რომ წესები არ იცის, ამიტომ მაშნვე აგებს ხოლმე. მეთოდები,
რომლებსაც გაეცანით, უზარმაზარ უპირატესობას გაძლევთ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა
ყველაფერი. შემდეგ თავებში ტრანსერფინგის „მძიმე არტილერიას“ გაეცნობით.

თუკი გარეგან განზრახვას ხელს არ შეუშლით მოქმედებებით, რომლებიც მნიშვნელოვანობის


აწეულ დონეს ეფუძნება, მაშინ იგი უცილობლად მიგიყვანთ მიზნამდე. იმოძრავეთ ვარიანტთა
დინებით და ნუ ეცდებით მასთან ბრძოლას. დინებასთან ბრძოლისკენ გონება მოგიწოდებთ,
რომელიც მიჩვეულია, რომ ყველაფერი აკონტროლოს. მაგრამ დამეთანხმეთ, თქვენ ხომ არ
გჭირდებათ წინასწარ ყველა სვლის გაამოცნობა. თუ მიზნობრივი სლაიდის ვიზუალიზაციას
აკეთებთ, გარეგან განზრახვას მიყავხართ. ის კი ჩვეული სცენარების ფარგლებს მიღმა
მოქმედებს, ამიტომ მოულოდნელ ცვლილებებს გთავაზობთ.

254
გონება, რომელიც ამ ცვლილებებს არასასიკეთოდ აღიქვამს, წყალზე ხელების დგაფუნს იწყებს
და ყველაფერს აფუჭებს. ეს რომ არ მოხდეს, საშუალება მიეცით სცენარს, რომ დინამიურად
შეიცვალოს. მოადუნეთ კონტროლის მოჭიდება. თუ რაღაც ისე არ გამოდის, როგორც
დაგეგმეთ, არ იჩქაროთ სიტუაციის შეცვლა, არამედ ეცადეთ პოზიტიურად და თქვენს
სასარგებლოდ აღიქვათ წინასწარგანუსაზღვრელი მოვლენა. თავიდან ეს ყოველთვის ცხადი
არაა, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში აწორედ ასეა. ადამიანი ტყუილად ბრაზდება, სინამდვილეში
კი ყველაფერი არც ისე ცუდადაა ხოლმე.

მე არ მოგიწოდებთ, რომ ბრმად დაუჯეროთ გამოთქმას: „რაც ხდება ყველაფერი


უკეთესობისკენაა“. ამ გამოთქმაში სიმართლის ორი წილია: პატარა და დიდი. პატარა წილი
ჩვეულ სტერეოტიპებს განეკუთვნება, და გულისხმობს, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა
ზოგადად. მართლაც, ვარიანტთა დინება ყოველთვის უმცირესი ენერგოდანახარჯის გზით
მიდის. უსიამოვნებები - ეს ყოველთვის ენერგიის დიდი დანაკარგებია, და გამოწვეულია
ადამიანის სწორედ დინებასთან ბრძოლით. დინების მიმართულებაში ცვლილებებს იგი
უსიამოვნებად სწორედ იმიტომ განიხილავს, რომ ეს მის გეგმებს არ შეესაბამება.

მაგრამ ზემოხსენებულ გამოთქმაში სიმართლის კიდევ ერთი წილია. საქმე იმაშია, რომ თუკი
განიზრახავთ, რომ ერთი შეხედვით „არაკეთილსასურველი“ ცვლილებების პოზიტიურად
დანახვას, მაშინ ეს ყველაფერი სწორედ ასეც იქნება. ეს გაცხადება შეიძლება მოგეჩვენოთ
როგორც უწყინარი, ასევე საეჭვო. და მაინც, აქ უზარმაზარი ძალაა დაფარული. მაგრამ ამის
შესახებ შემდეგ თავში მოვყვებით.

ვარიანტთა დინების მიმართულებით მოძრაობით თქვენ შეგიძლიათ „ნიჩბის“ მეშვეობით


დააჩქაროთ თქვენი სვლა. „ნიჩბის“ როლს ტრანსფერული ჯაჭვის რგოლის ვიზუალიზაცია
ასრულებს. სლაიდისგან განსხვავებით ვიზუალიზაცია მიზნისკენ მოძრაობის სცენარს შეიცავს.
მაგრამ როგორც იცით, მიმდინარე რგოლის ვიზუალიზაცია თავის თავში მოიცავს არა მთელ
სცენარს, არამედ მხოლოდ მის მცირე ფრაგმენტს, რომელიც აწმყო მომენტს შეეხება. თქვენ
ნაბიჯებს დგამთ და მიმდინარე განზრახვით ხელმძღვანელობთ. როცა ნაბიჯს დგამთ,
ამავდროულად მომდევნო ნაბიჯს განიზრახავთ.

გაიხსენეთ, როგორ აკვირდება დედა, თუ როგორ იზრდება მისი ბავშვი. ის ყოველ წამს ახდენს
ტრანსფერული ჯაჭვის მიმდინარე რგოლის ვიზუალიზაციას. ეს ჯაჭვი მას უმცირეს რგოლებად
აქვს დაყოფილი. დედას უხარია, რომ დღეს ბავშვმა ფეხებზე დადგა, და წარმოიდგენს, რომ
ხვალ შესაძლოა პირველი ნაბიჯი გადადგას. დედა არ ცდილობს იმის წარმოდგენას, თუ როგორ
იზრდება ბავშვი და დაუყოვნებლივ ზრდასრულად იქცევა. მას აწმყო მომენტი უხარია და
დარწმუნებულია იმაში, რომ ხვალ ახალი წარმატებები მოვა.

ასეთივე პრინციპით უნდა მოვახდინოთ მიზნისკენ მოძრაობის მიმდინარე ეტაპის ვიზუალიზაცია.


დღეს უკეთესია, ვიდრე გუშინ, ხვალ კი უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს. აზრი არ აქვს ვარიანტთა
დინების ყოველი სასურველი ცვლილების წინასწარ მოლოდინს. ჯობია მიმდინარე მომენტით
დატკბეთ და უზადოდ გადადგად ნაბიჯები. დავუშვათ, აუზში გსურთ ბანაობა. ამისთვის
აუცილებელია, რომ იქამდე ასი მეტრი გაირბინოთ, გადახტეთ და გასცუროთ. ახლა კი
წარმოიდგინეთ, რომ მიწაზე ცურავთ და ხელებს იქნევთ ისე, რომ აუზამდე ჯერ არ მიგიღწევიათ.

255
სისულელეა ხომ? ასეთივე სისულელეა ჯაჭვის შემდეგი რგოლების ვიზუალიზაცია და მიზნის
მისაღწევ საშუალებებზე ფიქრი.

მიმდინარე რგოლის ვიზუალიზაციისს დროს ხდება მიმდინარე მომენტში მოვლენათა


წარმატებული სვლის კონსტატაცია. ყველაფერი კარგად მიდის. ამ ფუნდამენტზე შენდება
შემდეგი საფეხური: ხვალ კიდევ უკეთ იქნება. თქვენ აზრობრივად განიზრახავთ, რომ
მიმდინარის შემდეგ საფეხურზე გადადგათ ნაბიჯი. ამ დროს იქმნება უკუკავშირი. მიზნისკენ
მოძრაობა უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც კიბის საფეხურებზე ასვლა. მომავალი წარმატება
უნდა წარმოიდგინოთ არა როგორც ღრუბელი, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული, არამედ
როგორც კიბე, სადაც ყოველი საფეხური მასზე მაღლა მდგომისთვის საყრდენს წარმოადგენს.
წარმატების დონე მზარდია, ისევე, როგორც კიბეზე ასვლა. ყოველი დღე მომავალი წარმატების
ნაწილს მოიცავს. არ იღელვოთ მომავალზე, იცხოვრეთ აწმყოთი.

მიზნისკენ მიმავალ გზაზე ქანქარები ყველანაირად ეცდებიან თქვენი კურსისგან გადაცდენას.


მიიღეთ ნებისმიერი წარუმატებლობა, როგორც საჭირო. ყველაფერი აბსულუტურად
იდეალურად ვერ იქნება. როცა წარუმატებლობის გამო ბრაზდებით, თქვენი მიმდინარე
საფეხური ვარდება, და კიბის უფრო დაბალ საფეხურებზე ვარდებით. უკმაყოფილო ხართ
საკუთარი თავით, რადგან თქვენი გონების გეგმა ჩაიშალა. ჰოდა სწორედ ამ დროს წამოეგეთ
ქანქარას სატყუარაზე. თუ საკუთარი თავით უკმაყოფილო ხართ, ვერასოდეს გადახვალთ
ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც ბედნიერება და წარმატება გელოდებათ. როცა წარმატება და
კეთილდღეობა დაგყვებათ თან, მაშინ ხომ ხართ საკუთარი თავით კმაყოფილი? როგორ
მოხვდებით ამ ხაზებზე, თუ თქვენი გამოსხივების პარამეტრები საკუთარი თავით
უკმაყოფილებაზეა გადაწყობილი?

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი გონება მოულოდნელ ცვლილებებს წარუმატებლობად


მხოლოდ იმიტომ აღიქვამს, რომ ეს მის სცენარში არ შედის. მაშ, რატომ არ უნდა მიიღოთ ეს
ცვლილება, როგორც საჭირო და რატომ არ უნდა განიხილოთ თქვენი წარუმატებლობა
წარმატებად? ითამაშეთ შემდეგი თამაში: შეხვდით იმას, რაც წარუმატებლობად გეჩვენებათ არა
მწუხარებით, არამედ სიხარულით სავსე აღფრთოვანებით. ეს ხომ გარეგანი განზრახვა მუშაობს,
მას თქვენთვის უჩინარი გზით მიჰყავხართ მიოზნამდე. და საიდან უნდა იცოდეს თქვენმა გონებამ,
რომელი გზა წაგიყვანთ მიზნისკენ? გონება სწორედ იმიტომ თვლის მიზანს ძნელად მისაღწევად,
რომ ვერ ხედავს გათელილ ბილიკებნს შორის ერთ ბილიკს, რომელიც მიზნამდე მიიყვანს. რა
თქმა უნდა, ვერაფერს მიაღწევთ, თუ ვარიანტთა დინებას არ დაემორჩილებით და იმ ბილიკზე
არ გახვალთ, საითკენაც გარეგანი განზრახვა გიბიძგებთ.

საჭირო არაა უყუროთ იმას, თუ როგორ მიდიან წარმატებისკენ სხვები, და ეცადოთ, რომ არ
ჩამორჩეთ მათ. ნუ დაემორჩილებით ჯოგურ ინსტინქტს, თქვენ თქვენი დანიშნულება გაქვთ.
უმეტესობა გათელილი გზებით დადის, მაგრამ ნამდვილ წარმატებას მხოლოდ ერთეულები
აღწევენ - ისინი, ვინც არ დაემორჩილა წესს: „გააკეთე ისე, როგორც მე“ და დამოუკიდებლად,
თავისი ბილიკით წავიდა.

და ბოლო გაფრთხილება. თუ თქვენს ოცნებას თქვენი ახლობლების დახმარებასთან


აკავშირებთ, შესაძლოა არაფერი გამოგივიდეთ. მაგალითად, ფიქრობთ, რომ თუ თქვენი მიზანი
განხორციელდება, ამით ახლობლების დახმარებას შეძლებთ. სული თავისი ბუნებით

256
ეგოისტურია. იგი ისედაც სასურველის უმცირეს ნაწილს იღებს ცხოვრებისგან. და ამ დროს კიდევ
სხვის ბედნიერებაზე ფიქრი საერთოდ წარმოუდგენელია. სულს საქმე არ აქვს სხვებთან,
როგორი ახლობლები და ძვირფასებიც არ უნდა იყვნენ ისინი. იგი მხოლოდ თავის
კეთილდღეობაზე ზრუნავს. მისი სიცოცხლე ამ სამყაროში - ესაა იშვიათი და უნიკალური შანსი.
ალტრუიზმის ნებისმიერი გამოვლინება, განსხვავებით საყოველთაოდ მიღებული აზრისა,
სულისგან კი არა, გონებისგან მოდის. სული ყველაფერს გააკეთებს თავისი მიზნის მისაღწევად,
მაგრამ თუ მიზანი მას კი არა, ვიღაც სხვას ემსახურება, სული ყოველგვარ ინტერესს კარგავს და
გონებას თავისუფალ არჩევანს აძლევს - დაიცალოს ძალებისგან მის მიერ არჩეული მიზნისთვის
ბრძოლაში.

ცნობილ ზღაპარში ბურატინომ მიზნად დაისახა გამდიდრება, რათა თავის მამას დახმარებოდა.
იგი ასე მსჯელობდა: აი, დავთესავ ოქროს მონეტებს საოცრებათა ველზე, გაიზრდება ოქროს ხე,
და მაშინ მამა კარლოს თეატრს ვუყიდი. ბუნებრივია, ეს მიზანი არ რეალიზდება, და პირიქით, ხის
ბიჭუნას ბევრ უსიამოვნებაში გახვევს. თავისი მიზნის განსაზღვრისას მან ორი უხეში შეცდომა
დაუშვა.

პირველი შეცდომა: მიზანი თავად მას კი არა, სხვას ემსახურება. ბურატინოს სული თავისაზე
ოცნებობს, გონება კი მამა კარლოს კეთილდღეობაზე ფიქრობს. ალტრუიზმი - ეს ძალიან კარგი
თვისებაა, მაგრამ თუკი გადაწყვიტეთ, რომ სხვების მსახურებას მიუძღვნათ თავი, თქვენ თვითონ
ვერასოდეს იქნებით ბედნიერები. საკუთარი ბედნიერების რაღაცის ან ვიღაცის მსახურებაში,
სუსტებისა და დაუცველების დახმარებაში დანახვა, საკუთარი თავის მთლიანად სხვისი
საქმისთვის ან იდეისთვის გაწირვა - სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თავის მოტყუება. ეს ის
შემთხვევაა, როცა გონება იმდენადაა შეპყრობილი ქანქარებით, რომ თავის ბედნიერებას
მხოლოდ ამ ქანქარას მსახურებაში ხედავს. როგორც არ უნდა დაარწმუნოს გონებამ საკუთარი
თავი, რომ ბედნიერება სხვა ადამიანების ან რაიმე მაღალი იდეის მსახურებაში იპოვა, ასეთი
ადამიანის სული უბედურია, და იმდენადაა შეყუჟული ფუტლიარში, რომ თავისი ბედნიერების
უფლების მოთხოვნის ძალაც კი არ გააჩნია. გონების მიერ იმის მტკიცება, რომ სხვისი იდეა - მისი
იდეაა, სხვისი ბედნიერება კი - მისი ბედნიერება, წარმოადგენს იმ ადამიანის ილუზიას,
რომელმაც ვერაფრით ვერ მოახერხა თავისი მიზნის პოვნა, და შესაძლოა არც კი უძებნია.

ბურატინოს მეორე შეცდომა: ფულს იგი მიზნის მიღწევის საშუალებად განიხილავს. როგორც
გახსოვთ, ფული ვერ გამოგადგებათ ვერც მიზნად და ვერც საშუალებად. იგი მხოლოდ
თანმხლები ატრიბუტია მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ყურადღების ფულზე გამახვილებას არანაირი
აზრი არ აქვს. პირიქით, ფულზე ფიქრი, როგორც წესი, მხოლოდ ჭარბ და მავნე პოტენციალებს
წარმოშობს. თუ არჩეული მიზანი თქვენია, ფული თავისით მოვა, მასზე საერთოდ არ
დაგჭირდებათ ნერვიულობა. ბურატინოს ამბავი ამის მშვენიერი ილუსტრაციაა.

ზღაპარში მტკიცდება, რომ თუ თქვენს საკუთარ ბედნიერებას იპოვნით, ამით სხვებსაც მიანიჭებთ
სიხარულს. რადგან თუ თქვენს მიზანს აღწევთ, ფულიც მოდის, კეთილდღეობაც, და ბუნებრივია,
ახლობლების დახმარებასაც შეძლებთ. მაგრამ, ახლა, როცა მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხართ,
მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე უნდა იზრუნოთ. შედეგად თქვენს სულსაც არ დააფრთხობთ
მიზნით. დაე, მიზნისკენ გზაზე სულმა მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქროს. მიზნის მიღწევის
შემდეგ მისცემთ თქვენს ალტრუისტულ გონებას თავისუფლებას, რათა რამდენიც გაუხარდება

257
იმდენი იზრუნოს ახლობლებზე, ბუნებაზე, უსახლკარო ცხოველებზე, მოშიმშილე ბავშვებზე, და
ა.შ.

შთაგონება

თქვენი მიზნისკენ გზაზე, თქვენი კარის გავლით, წარმატების ტალღა გაგაქროლებთ.


მოპოვებული სულის კომფორტი საშუალებას მოგცემთ, რომ ჰარმონიული გამოსხივების
ტრანსლირება მოახდინოთ. წარმატების ტალღის შესახებ თავში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ასეთ
ტრანსლაციაზე. თუმცაღა, საკუთარ თავში პოზიტიური აღმაფრენის განწყობის განზრახ
გამოწვევა, შემდეგ კი მისი მუდმივად შენარჩუნება, საკმაოდ რთულია. მაგრამ ახლა თქვენ
სიხარულს და სიმშვიდეს მოიპოვებთ, როგორც სულისა და გონების ერთობის შედეგს, ამიტომ
ტრანსლაცია თავისით მოგვარდება. ყველა საქმე გაუმჯობესდება, ბევრი პრობლემა თავისით
მოგვარდება. ხშირად გეწვევათ შთაგონება, თუკი არ ეცდებით, რომ განზრახ გამოიწვიოთ იგი.

შთაგონება, ზოგადად, შესანიშნავი რამეა, ოღონდ იდუმალებისა და მიუწვდომლობის


ორეოლითაა გარშემორტყმული. ითვლება, რომ შთაგონების გამოწვევა ძალიან ძნელია, იგი
სპონტანურად და ყოველთვის მოულოდნელად ჩნდება, როგორც ერთგვარი მუზა, შემთხვევით
სინათლეზე შემოფრენილი. შემდეგ ამ მუზას შეუძლია ასევე უეცრად გაფრინდეს და დიდხანს
აღარ გამოჩნდეს. შეიძლება სულმოუთქმელი ელით ამ ქალბატონის დაბრუნებას, მაგრამ მის
მოზიდვას ვეღარ ახერხებთ, და საერთოდ, გაუგებარია, როგორ შეიძლება ამის გაკეთება.

სინამდვილეში, ყველაფერი გაცილებით მარტივია. შთაგონება - ესაა სულისა და გონების


ერთობის მდგომარეობა მნიშვნელოვნების პოტენციალის არარსებობასთან ერთად.
განსაზღვრების პირველი ნაწილი თქვენთვის უკვე გასაგებია. შთაგონება - ესაა სულიერი
აღმაფრენის მდგომარეობა, რომლის დროსაც შემოქმედებითი პროცესი იოლად, მარტივად და
რაც მთავარია, ბრწყინვალედ მიდის. სრულიად ცხადია, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ადგილი
ჰქონდეს მხოლოდ სულისა და გონების ერთობის შემთხვევაში. ვერასოდეს განიცდით
შთაგონებას იმ სამუშაოს შესრულებით, რომელიც გულზე არ გეხატებათ.

თქვენი მიზნის რეალიზაციისას, რა თქმა უნდა მიაღწევთ სულისა და გონების ერთობასაც, რაც
პირველი აუცილებელი პირობა გახდება შთაგონებისთვის. მაგრამ ეს პირობა არაა საკმარისი.
რატომაა, რომ შთაგონება უეცრად ჩნდება, შემდეგ კი სადღაც ქრება? იქნებ ეს დაღლილობას
უკავშირდება? მაგრამ შთაგონების პირობებში ხომ მრავალი საათი შეიძლება მუშაობა
ყოველგვარი დაღლილობის გარეშე.

იმის გაგებაში, თუ საიდან მოდის შთაგონება და სად ქრება, განსაზღვრების მეორე ნაწილი
დაგეხმარებათ. ალბათ უკვე ხვდებით, რაზეა საუბარი. საქმე იმაშია, რომ შთაგონება არ ჩნდება,
ხდება მისი უბრალოდ გამონთავისუფლება, როცა მნიშვნელოვანების პოტენციალი
კლებულობს. რაში მდგომარეობს ეს პოტენციალი? პირველ რიგში ვნებიან სურვილში -
მიაღწიოთ მიზანს, და მეორე, დაჟინებულ მისწრაფებაში - მიიღოთ შთაგონება.

მიზნის მიღწევის სურვილით თქვენ მას ვერ მიაღწევთ, ამაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრე. მიზნის
მიღწევის მღელვარე სურვილი გარეგანი განზრახვის ქარის ნაცვლად წონასწორული ძალების
ქარბორბალას იწვევს, რომელიც მალე დააფრთხობს ყველა თქვენს კეთილ ფერიას და მუზას.

258
შთაგონების გამოწვევის სურვილსაც იგივე ბუნება გააჩნია. ნებისმიერი მზადება შთაგონებისთვის
და მისი შემდგომი ლოდინი მნიშვნელოვანობის ჭარბ პოტენციალს ქმნის.

აი, გულმოდგინედ მოამზადეთ თქვენი სამუშაო ადგილი, გაიაზრეთ და მოაწესრიგეთ ყველა


დეტალი, კარგად დაისვენეთ, მოემზადეთ, და ყველა პირობა შექმენით მუზასთან შესახვედრად.
საგულდაგულო მზადებით თქვენ უკვე შექმენით მნიშვნელოვანების პოტენციალი, და
წონასწორული ძალების ქარი ფანჯრებს მიღმა მღელვარედ იწყებს სტვენას. ახლა თქვენ უკვე
მაგიდა გაშალეთ, სანთლები აანთეთ და იდუმალი ქალბატონის მოლოდინში დაჯექით. ის კი
მაინც არ ჩანს. და დარწმუნებული იყავით, არც გამოჩნდება, რადგან უმოქმედო მოლოდინი -
ესაა სურვილი კვადრატში. ფანჯრებს მიღმა უკვე გრგვინავს წონასწორული ძალების
ქარიშხალი, ამიტომ ვერცერთი ფრთოსანი ქალბატონი ვერც კი მოეკარება თქვენს სახლს.

ხოლო თუ ისეთ მოუთმენლობას გამოავლენთ, რომელიც სასოწარკვეთილებას ესაზღვრება,


მაშინ ქარი დალეწავს თქვენს ფანჯრებს და თქვენი სახლის ენერგეტიკულ მდგომარეობას
ქაოსად აქცევს. შეძრწუნება კედლად აღიმართება თქვენს სულსა და გონებას შორის, და დიდი
დრო იქნება საჭირო ყოფილი ერთობის აღსადგენად. ხედავთ, რა მოაქვს შთაგონების
სურვილს, მზადებას და მოლოდინს?

ამგვარად, შთაგონება არ მოვა მანამ, სანამ მისი მოლოდინის სასიკვდილო მოჭიდებას არ


მოადუნებთ. შთაგონება არ მოდის. იგი მხოლოდ თავისუფლდება იმ მომენტში, როცა
მნიშვნელოვანების პოტენციალი მიდის. და პირიქით, შთაგონება იყუჟება, როცა მოუთმენელი
გონება სულს მოლოდინის ფუტლიარში ტენის. გონების მავნე ჩვევა - ყველაფერი თავისი ნების
კონტროლს დაუქვემდებაროს - ყველაფერს აფუჭებს.

და მაინც, მიუხედავად შთაგონების მოჩვენებითი უმართავობისა და


წინასწარგანუსაზღვრელობისა, გონებას გააჩნია მისი დამორჩილების სრულიად
განსაზღვრული მეთოდი. მაგრამ ამ კონტროლის მიმართვა სრულიად სხვა მიმართულებითაა
საჭირო. როგორც წესი გონება თავისი შინაგანი განზრახვით დახურულ ფანჯრებს ეხეთქება,
მაშინ, როცა გჰვერდით ღია სარკმელია. სინამდვილეში, საჭიროა სრულიად საპირისპიროდ
მოქმედება.

პირველ რიგში, უარი თქვით მიზნის მიღწევის სურვილზე. იგი ისედაც არსად გაგექცევათ, თუკი
ეს თქვენი მიზანია. ადრე თუ გვიან, იგი მიღწეულ იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი
გადაწყვეტილება იმისა, რომ ფლობდეთ (გქონდეთ), თქვენი მხრიდან წნეხის და დაჟინების
გარეშე. მშვიდად უნდა აიღოთ თქვენი, როგორც წერილი საფოსტო ყუთიდან. შინაგანმა
განზრახვამ მხოლოდ ნაბიჯები უნდა გადაგადგმევინოთ, სანამ ამ ყუთთან მიდიხართ.

მეორე, უარი თქვით „საიდუმლოებისთვის“ ყოველგვარ მზადებაზე. ყოველი მზადება


შთაგონებისთვის, რაშიც არ უნდა მდგომარეობდეს იგი, ჭარბ პოტენციალებს გამოიწვევს. თქვენ
ემზადებით, ეს ნიშნავს, რომ იმის მოზიდვას ცდილობთ, რაც არ გაქვთ. რაც უფრო
გულმოდგინედ ასრულებთ მოსამზადებელ რიტუალს, მით უარესი იქნება შედეგი. გაიხსენეთ,
თქვენ ხომ გქონდათ სიტუაციები, როცა ძალზე გულმოდგინედ ემზადებოდით რაღაც
ქმედებისთვის, მოვლენისთვის, შეხვედრისთვის. შედეგად არაფერი გამოგდიოდათ, გეგმა
იშლებოდა, შეხვედრა უქმდებოდა. თუ წონასწორულ ძალებს შეუძლიათ, რომ მატერიალური

259
ობიექტების ურთიერთქმედება არიონ, ძლივს მოსახელთებელ შთაგონებას რას უზამენ ხომ
წარმოგიდგენიათ?

მესამე, უარი თქვით შთაგონების მოლოდინზე. შთაგონების თვისება იმაში მდგომარეობს, რომ
იგი მაშინ ჩნდება, როცა არ ელოდები, ასე არაა? მაშინ რატომ უნდა ელოდოთ, და ამით
გაანადგუროთ თავად მისი გამოჩენის პირობა?

ამრიგად, დავუშვათ, ყველა ეს სამი პირობა შეასრულეთ. რა რჩება შედეგად თქვენი შინაგანი
განზრახვისგან? მხოლოდ ნაბიჯების გადადგმის, ანუ მოქმედების გადაწყვეტილება. უბრალოდ,
დაიწყეთ თქვენ საქმის კეთება. ამასთან, შთაგონების გარეშე. აი, სწორედ ასე მოვა იგი.
შთაგონება მუშაობის პროცესში თავისუფლდება. თქვენ არ შეგიძლიათ ბოლომდე გაფანტოთ
სურვილის და მოლოდინის პოტენციალი მანამ, სანამ მოქმედებას არ დაიწყებთ, მნიშვნელობა
არ აქვს როგორ - კარგად თუ ცუდად. როგორც იცით, განზრახვა მოქმედებაში ჭარბ
პოტენციალს ფანტავს.

შედეგად შემდეგ სურათს მიიღებთ: თქვენ სუფრას თქვენთვის აწყობთ, სანთლებს თქვენთვის
ანთებთ, მოხერხებულად ჯდებით და იწყებთ ჩაის სმას თქვენი სიამოვნებისთვის, ვინმეს
მოლოდინის გარეშე. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, კაპრიზული მუზასთვის გამოწვევა
იქნება ასეთი გულგრილობა. ეს როგორ გაბედეთ და დაივიწყეთ იგი? ამიტომ მაშინვე
გამოცხადდება და მოგეტმასნებათ. აი, მთელი საიდუმლო.

მიზნის რეანიმაცია

რა უნდა ქნათ, როცა სხვისი მიზნისკენ მიდიოდით, მაგრამ არ გსურთ მასზე უარის თქმა?
შესაძლებელია თუ არა სხვისი მიზნის მიღწევა? რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუ
ტრანსერფინგის ტექნიკას გამოიყენებთ, უზარმაზარ უპირატესობას მიიღებთ მათთან
შედარებით, ვინც ქანქარების სამყაროში თამაშის წესები არ იცის. თუმცაღა სხვისი მიზნის
მისაღწევად ბევრად მეტი ძალისხმევის ჩადება მოგიწევთ, და ეს უნდა გაითვალისწინოთ.

სხვისი მიზნისკენ გზაზე იგივე პრინციპებია გასათვალისწინებელი, რაც საკუთარი მიზნისკენ


მოძრაობისას. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ყველა ამ პრინციპის უზადოდ დაცვა იქნება
საჭირო. სულ ესაა, რაც შეიძლება ითქვას სხვისი მიზნის მიღწევაზე.

დავუშვათ, გააცნობიერეთ, რომ თქვენს მიერ არჩეული მიზანი სხვისია. გინდათ, რომ მოგცეთ
რჩევა: თქვათ თუ არა მასზე უარი? თუ ასეა, ე.ი. ბოლომდე ვერ განიმსჭვალეთ ტრანსერფინგის
პრინციპებით. ამ წიგნში მხოლოდ ადგილმდებარეობის რუკას გაძლევთ, და თამაშის წესებს
გიხსნით. მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ. თუ არ ხართ მზად, რომ
საკუთარ ბედზე პასუხისმგებლობა აიღოთ, ტრანსერფინგი ვერ დაგეხმარებათ. ტრანსერფინგის
მეთოდები მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობენ, თუ ხელში განზრახვის საჭე აიღეთ. როგორ
მოეპყროთ ამ საჭეს, ახლა უკვე იცით, მაგრამ საით იმოძრაოთ - ეს თქვენი გადასაწყვეტია. მზა
გადაწყვეტილებებს მხოლოდ ქანქარები გაწვდიან. თუ სხვების გადაწყვეტილებებით
ისარგებლებთ, ამით თქვენს ბედს სხვებს ჩააბარებთ.

260
თუ სხვის მიზანზე უარის თქმა უკვე გვიანია, თქვენ სრულიად შეგიძლიათ მისი მიღწევა. ამისთვის
საჭიროა, რომ მაქსიმალურად გაინთავისუფლოთ თავი სურვილისგან და მნიშვნელოვნებისგან.
სხვისი მიზნისკენ გზაზე ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდებათ, მაგრამ მათ უმეტესობას თავად
გონება წარმოშობს, როცა ვარიანტთა დინებას ებრძვის და მნიშვნელოვნების დონეს მაღლა
წევს. გააქირავეთ საკუთარი თავი. იმოქმედეთ განჯაჭვულად და ამავდროულად
გაცნობიერებულად. არ ებრძოლოღ პრობლემებს და წინააღმდეგობებს. დააგდეთ
მნიშვნელოვანობა და ისინი თავისით გადაიჭრებიან.

დავუშვათ, თქვენი მიზნისკენ მოძრაობთ, მაგრამ გზაზე რთულად გადასალახი დაბრკოლებები


შემოგხვდათ. რამ გამოიწვია ისინი? ახლა ამის განსაზღვრა ადვილად შეგიძლიათ.
გააანალიზეთ, რაში გადააჭარბეთ მნიშვნელოვანობის დონეს, რას ანიჭებდით ზედმეტად დიდ
მნიშვნელობას, სად ცდილობდით ვარიანტთა დინებასთან ბრძოლას. დააგდეთ
მნიშვნელოვანობა, გააქირავეთ თავი, მიენდეთ ვარიანტთა დინებას, და ყველაფერი
დალაგდება.

მიზანს შესაძლოა ვერ აღწევდეთ ასევე იმიტომ, რომ სხვისი კარით მიდიხართ მისკენ. იქნებ
ღირს, რომ მიმოიხედოთ და სხვა კარი აირჩიოთ? მაგრამ სანამ კარს შეცვლით, აუცილებლად
დააგდეთ მნიშვნელოვანობა და შეხედეთ, რა მოხდება. შესაძლოა, თქვენი კარიც კი ჩაიკეტოს,
თუ რაღაცაში ძალიან გადააჭარბეთ მნიშვნელოვანობის დონეს. მაგალითად, ყველაფერი ერთ
კარტზე დადეთ. ასეთ შემთხვევაში მიზნის მიღწევას თქვენთვის განუზომლად დიდი
მნიშვნელობა ექნება. კარი კვლავ გაიღება, თუ მნიშვნელოვანობას დააგდებთ და თავს
სათადარიგო გზებით დაიზღვევთ.

სხვისი კარი, რომელიც აქამდე ასეთი თავისუფალი და ღია ჩანდა, როგორც წესი უეცრად
იკეტება. მიზეზი ამისთვის სრულიად რაციონალური გამოინახება, ასე რომ გონებას მხოლოდ
ისღა რჩება, რომ ქუდი მოიხადოს და ხელები გაასავსავოს: „საიდან უნდა მცოდნოდა?“ აქ
სიტუაცია იმის საპირისპიროა, როცა გონება რეალიზაციის საშუალებებზე ფიქრობს და მიზნის
მიღწევის რეალურ გზებს, ანუ თავის კარებს ვერ ხედავს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ მიზანი
თქვენია, და ფლობის (ქონის) უფლებას აძლევთ საკუთარ თავს, თქვენი კარები ისევე
მოულოდნელად იხსნებიან, როგორც იკეტებიან სხვების კარები. თუ ფლობის უფლებას მისცემთ
თავს, სხვების კარებიც კი გაგეხსნებათ.

ყოველ შემთხვევაში, როგორც თქვენი მიზანი, ასევე თქვენი კარი - ერთადერთები არ არიან,
ისინი შეიძლება რამდენიმე იყოს. ამიტომ არასოდესაა გვიანი ახალი მიზნის ძიება, მაშინაც კი, თუ
თქვენი უწინდელი. მიზნებიდან ზოგიერთი უკვე ობიექტურად მიუწვდომელია. შეგიძლიათ სხვისი
მიზნისკენ იაროთ, სხვისი კარით, და ამავდროულად საკუთარი ეძებოთ. აუცილებელი არაა
მაშინვე მიატოვოთ დაწყებული. მიზნობრივ ხაზზე გადასვლა რბილადაც შეიძლება. შეგიძლიათ
სხვის მიზანზე იმუშაოთ, და ამასთან თავში საკუთარი მიზნის სლაიდი ატრიალოთ. მაშინ
გარეგანი განზრახვა დროთა განმავლობაში გაგიხსნით უჩინარ კარებს, რაც საშუალებას
მოგცემთ, რომ უმტკივნეულოდ შეიცვალოთ საქმიანობა.

საეჭვოა, რომ ბოლომდე შეძლოთ იმ ქანქარებისგან განთავისუფლება, რომლებიც თქვენთვის


სხვების კარების თავზე მოხვევას ცდილობენ. სავარაუდოდ ადრეც ცდილობდით სხვების
კარების შემტვრევას. მაგრამ ახლაც კი, როცა ცოდნა გაქვთ, დაზღვეული არ ხართ

261
შეცდომებისგან. შეცდომებს აუცილებლად დაუშვებთ, მაგრამ საკუთარ თავს არ უნდა გაუწყრეთ
ამის გამო. ბოლოსდაბოლოს იპოვით თქვენს კარს. შეცდომებს ის არ უშვებს, ვინც არ მოქმედებს.
თქვენს გარშემო უამრავი ადამიანია, რომლებიც „უბრალოდ ისე“ ცხოვრობენ. ისინი არ ისახავენ
მიზნებს და არ კითხულობენ ასეთ წიგნებს. მათ უფრო მეტი სურთ, ვიდრე აქვთ, მაგრამ
მოქმედების განზრახვა არ გააჩნიათ. მსგავსი ადამიანების უპირატესობა ისაა, რომ ისინი
შეცდომებს არ უშვებენ. მაგრამ თქვენ აუცილებლად დაუშვებთ შეცდომებს, ასე რომ, უბრალოდ
მიეცით საკუთარ თავს ამის უფლება. ნამდვილი წარმატება თქვენი წარუმატებლობების
ნანგრევებზე ამოიზრდება.

როცა სხვისი კარის შემტვრევას ცდილობთ, აუცილებლად ეჯახებით სირთულეებს. გარედან


ყველა დაინახავს, რომ დაბრკოლებებს და პრობლემებს ებრძვით. ეს ზედაპირზე. მაგრამ
ვერავინ, და მათ შორის ვერც თქვენ ვერ დაინახავთ, რომ თქვენი სული ყველანაირად
ეწინააღმდეგება სხვისი კარით სიარულს. გონება თავისი ნებით აწვება, ამბობს, რომ ბოლომდე
ბრძოლაა საჭირო. მაგრამ მტკიცე ნების ადამიანების სულიც კი დიდხანს ვერ უძლებს ასეთ
ზეწოლას. შეიძლება მოხდეს გადაცდომა, და ეს გადაცდომა დაუშვებელი შეცდომის სახით
გამოვლინდება. როცა ადამიანს მსგავსი გადაცდომა ემართება, იგი ელემენტარულ შეცდომებს
უშვებს. ამის მტკიცებულებაა ყველა, მათ შორის „ძლიერნი ამა ქვეყნისა“.

მახსენდება ერთი ისტორია, როცა ძალიან მაღალი რანგის მინისტრი ერთხელ თვითმფრინავში
ბორტ-გამცილებელმა არ შეუშვა, რადგან ჩათვალა, რომ იგი არაფხიზელ მდგომარეობაში
იმყოფებოდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გადმოსცეს ეს ინციდენტი საინფორმაციო
საშუალებებმა? ეს იყო სკანდალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როცა მინისტრი ურთულეს
პრობლემებს წყვეტს, ამ ყველაფერს თავისთავადად იღებენ. მაგრამ როგორც კი მცირე
შეცდომას დაუშვებს, მაშინვე ჩნდება ძაღლების ხროვა, რომელიც მზადაა მის გასაგლეჯად.
ცნობილი პიროვნებები, რომლებიც საჯარო სახეები არიან, კარგად აცნობიერებენ, თუ რას
ნიშნავს შეცდომის დაშვება.

სხვისი კარისკენ გზაზე თქვენ გადაცდომები გელოდებათ, და შეცდომებს დაუშვებთ. მაგრამ ნუ


დაუშვებთ საბედისწერო შეცდომებს. გააქირავეთ თავი და იმოქმედეთ უზადოდ. პარადოქსი
იმაშია, რომ დიდი შეცდომა შეიძლება გაპატიონ. მცირე გადაცდომას კი არავინ გაპატიებთ.
თქვენს ახლობლებშიც კი ვერ იპოვნით თანაგრძნობას. ხოლო თუ ეს ახლობლები ცოტათი მაინც
არიან თქვენზე დამოკიდებულნი, მატერიალურად ან სოციალურად, მაშინ მით უარესი - თქვენ
ხომ მათი იმედები არ გაამართლეთ.

ბრალმდებლები და მანიპულატორები თავისთვის მაღალ მიზნებს არ ისახავენ, ამიტომ


შეცდომებსაც არ უშვებენ. ნუ მისცემთ მათ საბაბს, რომ უპატიებელ წვრილმან შეცდომებში
დაგადანაშაულონ. იმოქმედეთ წვრილმანებში უზადოდ. მაშინ გადაცდომა სხვისი მიზნისკენ
გზაზე ისეთი მტკივნეული აღარ იქნება.

განსაკუთრებით საკუთარ ახლობლებს უნდა უფრთხოდეთ. ისინი ხომ „მთელი ძალით


გისურვებენ სიკეთეს“. (ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია იმის ნახვა, თუ როგორ განუსაზღვრეს
საბოლოოდ გულ-მხურვალე მშობლებმა უკვე ადრეული ასაკიდან გარკვეული მიზანი). თუკი
ჯიუტად მიდიხართ თქვენი გზით, შემდეგ კი დამარცხდებით, მათგან შებრალებას არ ელოდოთ:
„ხო გეუბნებოდით! შენ კი არასოდეს გვისმენდი!“ ასეთ მომენტებში ფრიად სუსტი პოზიცია გაქვთ,

262
გულგატეხილი ხართ წარუმატებლობით, გარშემომყოფი მანიპულატორები კი იყენებენ თქვენს
სისუსტეს და ცდილობენ, რომ ხელში ჩაგიგდონ. მათთვის ასე უფრო მოსახერხებელია.
ამგვარად თავის სიმართლეში რწმუნდებიან, და თქვენც მათ ხელში ხართ - შეგუებული და
მორჩილი.

ადამიანს, რომელიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ყოველთვის გარს ახვევიან


მრჩეველები და მანიპულატორები. ისინი ყველანი მხოლოდ თავიანთ მიზანს მიყვებიან: ან
გაიზარდონ საკუთარ თვალში, თქვენთვის ჭკუის სწავლებით, ან თქვენით მანიპულირების
საშუალება გამოიყენონ, ან უბრალოდ ადგილი მოგიჩინონ. მათი ნებისმიერი სიტყვა,
„გულწრფელი თანაგრძნობით“ შეფუთული, ასე ითარგმნება: „სად მიძვრები? შენ რა, ჩვენზე
უკეთესი ხარ? იჯექი ჩვენთან ერთად და ნუ წრიალებ. იცხოვრე ჩვენსავით. ჩვენ უკეთ ვიცით
ცხოვრება“. სისუსტის მომენტში ეჭვი გვეპარება: „იქნებ ისინი სწორს ამბობენ, და მე არაფერი
მესმის?“

ჩნდება კითხვა: „ღირს თუ არა მანიპულატორების და მრჩეველების მოსმენა? რაში არიან ისინი
მართლები? მხოლოდ იმაში, რომ შეცდომა დაუშვით. რაღაცის მიღწევის მცდელობისას თქვენ
ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებთ შეცდომებს, მაშინაც კი, თუ „ჭკვიანი ხალხის“ რჩევებით
იხელმძღვანელებთ. მაგრამ საკუთარი მიზნის პოვნა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. თქვენს
გარდა ამას ვერავინ გააკეთებს. ისინიც კი, ვინც გულწრფელად გისურვებთ სიკეთეს, ვერ
შეძლებენ თქვენ სულში ჩახედვას. თავადაც ხომ გესმით საკუთარი სულის ხმა, როგორც დილის
ვარსკვლავთა შრიალი, ანუ პრაქტიკულად არ გესმით. ნუ დაექვემდებარებით სხვის გავლენას.
გჯეროდეთ საკუთარი თავის. თქვენი მიზნის ძიებაში არავის უსმინოთ, გარდა საკუთარი გულისა.
ამ საკითხში მედგარი და ქედმოუხრელი უნდა იყოთ ქანქარებთან დამოკიდებულებაში და
ძალიან ყურადღებიანი - საკუთარ სულთან მიმართებაში.

როგორც ხედავთ, ერთადერთი „მაგრამ“ ბედის ძიების პროცესში ის ფაქტია, რომ ვარიანტთა
სივრცეში ყველა მიზანი და კარი თქვენი არაა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი არჩევა არ
შეგიძლიათ. ამას არავინ გიშლით, მაგრამ ამ შემთხვევებში პრობლემები გელოდებათ. ნუთუ ეს
გჭირდებათ? სხვების მიზნებისა და კარების არჩევით მეტი წინააღმდეგობის გზით მიდიხართ.
არჩევანის თავისუფლების მთელი სილამაზე იმაშია, რომ თქვენი მიზნები და კარები თქვენთვის
ყველაზე უკეთესია, სხვებთან შედარებით. მაგრამ იმისთვის, რომ არჩევანის თავისუფლება
მოიპოვოთ, აუცილებელია ქანქარების გავლენისგან განთავისუფლება, რომლებიც სხვების
მიზნებს და კარებს გახვევენ თავს.

რეზიუმე

ყველა ფლობს ძვირფას განძს - საკუთარი სულის უნიკალურობას.

წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ განთავისუფლდეთ ქანქარებისგან და იპოვოთ საკუთარი


გზა.

წინ არანაირი ბედნიერება არაა. იგი ან აქ და ახლაა, ან საერთოდ არ არსებობს.

263
ბედნიერება მოდის საკუთარი მიზნისკენ საკუთარი კარით სიარულის დროს.

სხვისი მიზნისკენ სიარული ზეიმს ყოველთვის ილუზორულ მომავალში ტოვებს.

თქვენი მიზანი - ესაა ის, რაც სიცოცხლის სიხარულის შეგრძნებას გაძლევთ.

თქვენი კარი - ესაა შთაგონება თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

სხვისი მიზანი - ყოველთვის ნიშნავს საკუთარ თავზე ძალადობას, იძულებას, მოვალეობას.

სხვისი მიზანი მოდის და პრესტიჟის ნიღაბს ირგებს.

სხვისი მიზანი თავისი მიუწვდომლობით გიზიდავთ.

სხვისი მიზანი გაიძულებთ, რომ საკუთარ თავს და სხვებს რაღაც დაუმტკიცოთ.

სხვის მიზანს სხვები გახვევენ თავს.

სხვისი მიზანი სხვისი კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

სხვისი მიზანი სულიერ დისკომფორტს იწვევს.

გონება ფუტლიარში ამწყვდევს სულს და ამით შინაგან სიცარიელეს იღებს.

გონება ცდილობს, რომ შინაგანი სიცარიელე სხვისი მიზნების მსახურებით ამოავსოს.

თუ სხვებზე ზრუნვა გარედანაა თავსმოხვეული, გამოდის, რომ ეს სხვისი მიზანია.

გონება, როცა მიღწევის რეალურობაში ეჭვი ეპარება, უარს ამბობს მიზანზე.

როდესაც მიზნის მიღწევის საშუალებებზე ფიქრობს, გონება წარუმატებლობის ხაზზე გადაეწყობა


ხოლმე.

სტერეოტიპებს ქანქარები აყალიბებენ. სტერეოტიპების მსხვრევით თქვენ კარებს აღებთ.

თქვენი მიზნის მიღწევა ყველა დანარჩენი სურვილის ასრულებასაც გამოიწვევს.

რა მოსწონს თქვენს სულს? რა გახდის თქვენს ცხოვრებას სიხარულით და ბედნიერებით სავსეს?

მართლა მთელი გულით გსურთ, თუ უბრალოდ გინდათ, რომ გსურდეთ?

თუ გიწევთ, რომ საკუთარი თავი დაარწმუნოთ, ეს ნიშნავს, რომ მიზანი სხვისია.

თუ მიზანი თქვენია, საკუთარი თავის დარწმუნება არ დაგჭირდებათ.

264
არ იფიქროთ საშუალებებზე მანამ, სანამ თქვენს მიზანს არ განსაზღვრავთ.

გადაწყვეტილების მიღებისას დააკვიურდით სულიერ კომფორტს.

სულიერი დისკომფორტი - ესაა ერთადერთი საიმედო კრიტერიუმი.

სულიერ შებოჭილობას სლაიდებით მოიშორებთ, დისკომფორტს - ვერანაირად.

სულმა ყოველთვის ზუსტად იცის, რა არ სურს.

გონების ამოცანა მიზნის ძიების პროცესში იმაში არ მდგომარეობს, რომ ეძებოს.

გონების ამოცანაა - გაატაროს თავის თავში მთელი გარე ინფორმაცია, და ამასთან


განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სულიერი კომფორტის მდგომარეობას.

თქვენი კარი იმ გზას წარმოადგენს, რომელიც თქვენს მიზნამდე მიგიყვანთ.

თუ გზა უცნობია, ატრიალეთ გონებაში მიზნობრივი სლაიდი.

გარეგანი განზრახვა გაგიხსნით თქვენს კარს ცხოვრების მიზნობრივ ხაზზე.

მიზნისა და კარის განსაზღვრაზე შეიძლება თვეები დაიხარჯოს.

განსაზღვრის დროს მიჰყევით ტრანსერფინგის ძირითად პრინციპებს.

ჩაიდეთ გონებაში თქვენი მიზნისა და თქვენი კარის ძიების სლაიდი.

ყურადღება მიაქციეთ სულის დამოკიდებულებას იმ ინფორმაციისადმი, რომელიც სლაიდში


გადის.

ყურადღება მიაქციეთ არა იმას, თუ რას ფიქრობთ, არამედ იმას, თუ რა გთრგუნავთ ან


გაფრთიანებთ ამ დროს.

საკუთარი თავის დარწმუნება და მიუწვდომლობის სტერეოტიპთან ბრძოლა უსარგებლოა.

იგი თავად ჩამოინგრევა, როცა გარეგანი განზრახვა ახალ შესაძლებლობებს გიჩვენებთ.

არ შეწყვიტოთ გონებაში თქვენი მიზნის სლაიდის ტრიალი.

თუკი თქვენი მიზნისკენ გზაზე შთაგონებას განიცდით, ე.ი. ეს თქვენი კარია.

ყველაფერს, რისი კეთებაც ძალდაუტანებლად და სიამოვნებით შეგიძლიათ, დიდი


ღირებულება აქვს.

265
გაანთავისუფლეთ შინაგანი განზრახვა მნიშვნელოვნებისგან და სურვილისგან.

უბრალოდ გადადგით ნაბიჯები მიზნისკენ გზაზე, სურვილისა და დაჟინების გარეშე.

მოადუნეთ მოჭიდება, და არ ებრძოლოთ ვარიანტთა დინებას.

თქვენი მიზნისკენ ისე უნდა წახვიდეთ, როგორც წერილისკენ საფოსტო ყუთში.

თუკი დაიჟინებთ, ამით ხელს უშლით გარეგან განზრახვას ვარიანტთა დინების რეალიზებაში.

თუ დამთრგუნველი შეგრძნება გიჩნდებათ, განსაზღვრეთ, სად გადააჭარბეთ მნიშვნელოვნებას.

ნებისმიერი ეჭვი თავისით გაქრება, თუკი კომფორტის ზონას გააფართოვებთ.

არ ჩართოთ მიზნობრივ სლაიდში არანაირი სცენარი. თქვენ ეს უკვე გაქვთ.

დღეს უკეთესია, ვიდრე გუშინ, ხვალ უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს.

შეცვალეთ სასოწარკვეთილება და უკმაყოფილება სასიხარულო გაკვირვებით.

არ დადოთ თქვენი მიზანი და კარი ერთ კარტზე. იპოვეთ დაზღვევა.

არ მოიჯახუნოთ უკანა კარები და არ დაწვათ ხიდები.

შთაგონება - ესაა სულისა და გონების ერთობა მნიშვნელოვნების პოტენციალის


არარსებობისას.

შთაგონება არ ჩნდება, იგი თავისუფლდება, როცა მნიშვნელოვნების პოტენციალი დაბლა ეცემა.

უარი თქვით შთაგონების მოლოდინზე და მისთვის მზადებაზე.

შთაგონება მუშაობის პროცესში გამოთავისუფლდება.

ჩაკეტილი კარი კვლავ გაიღება, თუ მნიშვნელოვნებას დააგდებთ.

არასოდესაა გვიანი ახალი მიზნის ძიება, მაშინაც კი, თუკი ძველები უკვე მიუწვდომელია.

სხვისი მიზნისკენ გზაზე დააგდეთ მნიშვნელოვნება და გააქირავეთ თავი.

საკუთარი თავის გაქირავებისას იმოქმედეთ უზადოდ.

არ დაექვემდებაროთ სხვის გავლენას. გჯეროდეთ საკუთარი თავის.

266
თავი XI. ენერგია და ჯანმრთელობა

მთარგმნელი: მამუკა გურული

ენერგეტიკა

ეფექტური ტრანსერფერობისთვის საჭიროა კარგი ჯანმრთელობა და საკმაოდ მძლავრი


ენერგეტიკა. დავუშვათ, თვლით, რომ ისედაც კარგი ჯანმრთელობა გაქვთ. მაგრამ ალბათ თქვენ
უბრალოდ არ იცით, რას ნიშნავს კარგი ჯანმრთელობა. თუ დილით ადგომა, სამსახურში ან
სასწავლებლად წასვლა გეზარებათ, თუ სადილის შემდეგ მოღვენთილი ხართ და გეძინებათ,
თუ საღამოს სხვა არაფერი გინდათ, ტელევიზორთან მოკალათების გარდა, ეს ნიშნავს, რომ
არანაირი ჯანმრთელობა არ გაქვთ. ასეთ შემთხვევაში ენერგია მხოლოდ იმაზე გყოფნით, რომ
თანაბარ-ზომიერი არსებობა შეინარჩუნოთ.

როდესაც ჭარბი პოტენციალების ტვირთს მოიხსნით და ქანქარებისგან განთავისუფლდებით,


ამით საკმაოდ ბევრ ჭარბ ენერგიას მიიღებთ, რომელსაც ადრე ფუჭად ფლანგავდით. მაგრამ
ახლა შეგიძლიათ ბუნების მიერ ჩადებული დამატებითი რეზერვებიც გამოათავისუფლოთ.
შემდეგ ამ თავში მოყვანილი იქნება რეკომენდაციები, როგორ შეგიძლიათ შესამჩნევად
გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და აიმაღლოთ ენერგეტიკა.

ენერგეტიკაში ვიგულისხმებთ ენერგიის ათვისებისა და გამოყენების უნარს. პირობითად


ადამიანში შეგვიძლია გამოვყოთ ენერგიის ორი ფორმა: ფიზიოლოგიური და თავისუფალი.
ფიზიოლოგიური ენერგია მიიღება საკვების მონელების შედეგად. თავისუფალი ენერგია - ესაა
კოსმოსის ენერგია, რომელიც ადამიანის სხეულში გადის. ერთად ეს ორი ენერგია ადამიანის
ენერგეტიკულ გარსს ქმნის. ადამიანის ენერგია იხარჯება ფიზიკური ფუნქციების შესრულებაზე,
და ასევე ხდება მისი გარე სივრცეში გამოსხივება.

კოსმოსის ენერგია გარესამყაროში უსაზღვრო რაოდენობითაა. თუმცაღა ადამიანს ამ ენერგიის


მხოლოდ მიზერული ნაწილის ათვისება შეუძლია. თავისუფალი ენერგია სხეულში ორი
მიმართულებით გადის. პირველი ნაკადი, რომელიც ქვემოდან ზემოთ მიემართება,
განლაგებულია ხერხემლიდან ერთი დუიმით წინ მამაკაცებში და ორი დუიმით წინ ქალებში.
მეორე ნაკადი ზემოდან ქვემოთ მიემართება და თითქმის ხერხემლის გასწვრივ გაივლის.
თავისუფალი ენერგიის სიდიდე ცენტრალური ენერგეტიკული არხების სიფართოვეზეა
დამოკიდებული. რაც უფრო ფართეა ეს არხები, მით უფრო მაღალია ენერგეტიკა.

ცენტრალური ენერგეტიკული ნაკადები ადამიანებმა ძალიან ადრე აღმოაჩინეს. ჩვენ


დეტალურად არ ჩავუღრმავდებით ადამიანის ენერგო-სტრუქტურას. თუ გაინტერესებთ,
შეგიძლიათ შესაბამისი ლიტერატურა წაიკითხოთ. ენერგია ადამიანის სხეულში საკამოდ
რთული სახით ცირკულირებს, მაგრამ ეს არ უნდა გაღელვებდეთ. ჩვენი მიზნებისთვის ჯერ-
ჯერობით საკმარისია შევჩერდეთ ორ ცენტრალურ ნაკადზე.

თუ ენერგის ნორმალური დინება ირღვევა, ანუ თუ სადღაც საცობები და ხვრელები ჩნდება, მაშინ
წარმოიშობა შესაბამისი დაავადებებიც. და პირიქით, თუ შინაგანი ორგანო ავადდდება,
ენერგეტიკული სურათიც მახინჯდება. ძნელია ზუსტი ზღვარის გავლება, თუ სად ირღვევა

267
ენერგიის ცირკულაცია ფიზიოლოგიური მიზეზებით, მაგალითად ორგანიზმის დაბინძურებით,
და პირიქით, სად იწვევს ფიზიოლოგიურ დარღვევებს ენერგიის დინების ცვლილებები.
იგლოთერაპიას, წერტილოვან მასაჟს და სხვა მსგავს მეთოდებს შეუძლიათ აღადგინონ
ენერგიის ნორმალური ცირკულაცია, და ამ დროს ენერგიის ცირკულაციის დარღვევებით
გამოწვეული დაავადებები გაქრებიან. მაგრამ ეს მხოლოდ დროებით ეფექტს მოგცემთ.
ყველაფერი რომ ნორმაში იყოს, აუცილებელია იზრუნოთ როგორც ფიზიკურ, ასევე
ენერგეტიკულ სხეულზე.

ადამიანის ენერგეტიკა მჭიდროდაა დაკავშირებული სხეულის კუნთების მდგომარეობასთან.


დაჭიმული კუნთები ხელს უშლიან ენერგიის ნორმალურ დინებას და ხარვეზები შემოაქვთ
ადამიანის ენერგეტიკულ აურაში. შინაგანად დაძაბული ინდივიდი შეიძლება თავისუფალ და
ლაღ კომპანიაში აღმოჩნდეს და ისე, რომ სიტყვაც არ თქვას, მაინც შეცვალოს საერთო
განწყობა: დაძაბულობა თითქოს ჰაერშია გამოკიდებული. ასე აღიქვამენ გარშემომყოფები
ნეგატიურ ენერგიას, ისე რომ ანგარიშს ვერ უწევენ საკუთარ თავს. დაძაბულობა ქმნის
არაერთგვაროვნებას ენერგეტიკულ ველში და აღძრავს წონასწორულ ძალებს. წონასწორობის
აღდგენა ხდება ან დაძაბულობის მთელ გარემოცვაში შექმნით, ანუ ენერგიის მთავარ მოქმედი
პირზე გადანაწილებით, ან გაჩენილი პოტენციალის საპირისპირო ნიშნის ენერგიით ჩაქრობით.
მაგალითად, კომპანია ხუმრობას იწყებს ზედმეტად დაძაბულ ადამიანზე.

განწყობა და სასიცოცხლო ტონუსი პირდაპირაა დაკავშირებული ენერგეტიკასთან.


დათრგუნული მდგომარეობა, სტრესი, გამოფიტულობა, დაღლილობა და აპათია ენერგიის
უკმარისობაზე მოწმობენ. ფიზიოლოგიური ენერგია საკმარისი არაა მაღალი სასიცოცხლო
ტონუსის შენარჩუნებისთვის. ადამიანი შეიძლება ფიზიკურად დაღლილი იყოს, მაგრამ
კმაყოფილი და ფხიზელი. და პირიქით, მაძღარი და არდაღლილი ადამიანი შეიძლება თავს
დათრგუნულად და მოდუნებულად გრძნობდეს.

მთავარ როლს ადამიანის აქტიურ სასიცოცხლო პოზიციაში სწორედ თავისუფალი ენერგია


თამაშობს. თუ არაფერი არ გინდება, ეს ნიშნავს, რომ თავისუფალი ენერგია საკმარისი არაა.
თავისუფალი ენერგიის დეფიციტის დროს შეგიძლიათ თავს აიძულოთ რუტინული ფუნქციების
შესრულება, მაგრამ შემოქმედება და აქტიური მოქმედებების შესრულება ამ დროს ძნელი
იქნება. ადამიანის ნებისმიერი აქტიური მოქმედების უკან განზრახვა დგას. თუ თავისუფალი
ენერგია არაა, მაშინ განზრახვაც არაა.

ფიზიოლოგიური ენერგია თავად მოქმედების შესრულებას ხმარდება. ჩვენ ძირითადად


თავისუფალი ენერგია გვაინტერესებს, რომელიც განზრახვის ფორმირებისთვისაა საჭირო.
სწორედ ესაა განზრახვის ენერგია. სწორედ ამ ენერგიის წყალობით გვიჩნდება ფლობის (ქონის)
და მოქმედების გადაწყვეტილება.

სტრესი და რელაქსაცია

დათრგუნული და დაძაბული მდგომარეობა ცენტრალური ნაკადების ბლოკირებას იწვევს.


ცენტრალური არხები ვიწროვდება, და თავისუფალი ენერგიის ცირკულაცია ნელდება, ან
საერთოდ წყდება. ასეთ შემთხვევაში განზრახვა თავისი ენერგიის წყაროს კარგავს. სტრესულ
მდგომარეობაში ადამიანს არ შეუძლია ეფექტურად მოქმედება, რადგან განზრახვა

268
დაბლოკილია. სტრესს შეუძლია ენერგეტიკულ არხებზე საწინააღმდეგო სახითაც იმოქმედოს.
არხები შეიძლება უეცრად გაფართოვდეს, და მაშინ ადამიანი საოცარ ქმედებებს სჩადის,
რომლებსაც ჩვეულ მდგომარეობაში ვერ შეძლებდა. ასეთი მაგალითები ცნობილია, მაგრამ ეს
იშვიათად ხდება. უმეტეს შემთხვევებში ადამიანის უნარები და შესაძლებლობები სტრესის
მდგომარეობაში მკვეთრად ქვეითდება.

დღის განმავლობაში ადამიანი მრავალ სტრესულ სიტუაციას გადის. ამ სიტუაციების


ზემოქმედების ძალა შეიძლება მერყეობდეს ძალიან სუსტიდან, რომელიც მაშინვე გავიწყდებათ,
ძლიერამდე, რომელსაც დიდი ხნით გამოყავხართ წყობიდან. ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია
სტრესზე კუნთების ამა თუ იმ ჯგუფების დაჭიმვით გამოიხატება. ეს დაჭიმულობები უკვე იმდენად
ღრმად შევიდა ჩვენს ჩვევებში, რომ მათ უბრალოდ ვეღარც კი ვამჩნევთ. მაგალითად, ახლა,
როცა ამ ტექსტს კითხულობთ, სახის გარკვეული კუნთები დაჭიმული გაქვთ. როგორც კი
ყურადღება მიაქციეთ, ისინი მაშინვე მოდუნდნენ. რამდენიმე წუთში დაგავიწყდებათ თქვენი სახე,
და იგი კვლავ გაიყინება ნიღბად, რომელიც თქვენს ემოციურ მდგომარეობას გამოხატავს.

არსებობს ცრუ სტერეოტიპი, თითქოს სტრესისგან განთავისუფლება მოდუნების მეთოდით


შეიძლება. სინამდვილეში, როცა დუნდებით, ამით ცდილობთ შედეგს ებრძოლოთ, ისე რომ
მიზეზი არ მოგიშორებიათ. ფიზიკური დაძაბულობის მიზეზს ფსიქიკური დაძაბულობა
წარმოადგენს. დათრგუნულობის, შფოთვის, გაღიზიანების, შიშის მდგომარეობები კუნთების
სპაზმურ დაძაბულობას იწვევენ. რა თქმა უნდა, კუნთების ცნობიერად მოდუნება დროებით შვებას
მოგცემთ, მაგრამ ფსიქიკური დაძაბულობა ყველაფერს უკან დააბრუნებს. იმისთვის, რომ
ფსიქიკური დაძაბულობა მოიხსნათ, აუცილებელია და საკმარისია - დააგდოთ
მნიშვნელოვანობა. დაძაბულ მდგომარეობაში მხოლოდ ჭარბი მნიშვნელოვნების გამო ხართ,
რომელსაც იმას ანიჭებთ, რაც ძალიან გეხებათ.

სტრესი წარმოადგენს მნიშვნელოვნების შედეგს. სტრესისგან განთავისუფლება მყისიერად


შეიძლება - უბრალოდ მნიშვნელოვნების დაგდებით. მნიშვნელოვნების შენარჩუნება
უსარგებლოა და საზიანო. თქვენ ვერასოდეს შეძლებთ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას და
ეფექტურად მოქმედებას მნიშვნელოვნების ტვირთით. სტრესულ მდგომარეობაში საკმარისია,
გაიღვიძოთ და გააცნობიეროთ, რომ ქანქარამ მნიშვნელოვნებაზე წამოგაგოთ. იმას, თუ რაში
მდგომარეობს ეს მნიშვნელოვნება, ადვილად განსაზღვრავთ ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში.
შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ მნიშვნელოვნების დადგებით ქანქარისგანაც
განთავისუფლდებით და უფრო ეფექტურადაც იმოქმედებთ. თავს ანგარიში უნდა გაუწიოთ, რომ
ამაღლებული მნიშვნელოვანობა ყოველთვის თქვენს წინააღმდეგ მუშაობს.

ნებისმიერ რთულ სიტუაციაში საკმარისია მხოლოდ, გაიხსენოთ მნიშვნელოვანობა და


ცნობიერად დაწიოთ იგი. ერთადერთი სირთულე იმაშია, რომ დროულად გაგახსენდეთ.
სტრესის მდგომარეობაში გძინავთ და არანაირი რანსერფინგი არ გახსოვთ. იმისთვის, რომ
სტრესისგან განთავისუფლდეთ, აუცილებელია - გაიღვიძოთ და მნიშვნელოვნება დააგდოთ.

თუკი ჩვევად გაქვთ, რომ ყურადღება მიაქციოთ სულიერ კომფორტს, მაშინ დროულად
გახსენება არ გაგიძნელდებათ ხოლმე. ყოველ ჯერზე, როცა დისკომფორტს განიცდით, დაუსვით
საკუთარ თავს კითხვა - რატომ? სადაა მომატებული მნიშვნელოვნება? რაც არ უნდა
„მნიშვნელოვანი“ იყოს ეს თქვენთვის, ცნობიერად თქვით უარი მნიშვნელოვანობაზე.

269
იმოქმედეთ მხოლოდ სუფთა განზრახვის ფარგლებში. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ
ეფექტურად მოქმედებას.

იმისთვის, რომ იმუნიტეტი გამოიმუშაოთ სტრესისთვის, აუცილებელია, რომ ყველაფრის გამო


დაძაბვის ძველი ჩვევა შეცვალოთ ახალი ჩვევით: შეძლებისდაგვარად იყოთ რელაქსირებულ
მდგომარეობაში. მოდუნებული მდგომარეობა სულაც არ ნიშნავს მოღვენთილობას და აპათიას.
ესაა სამყაროსთან ჰარმონიული თანაარსებობის მდგომარეობა, წონასწორობა. წონასწორობა
გულისხმობს შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვნების არარსებობას: მე არც კარგი ვარ და არც
ცუდი - სამყარო არც კარგია და არც ცუდი; მე არც უბადრუკი ვარ და არც მნიშვნელოვანი -
სამყარო არც უბადრუკია და არც მნიშვნელოვანი, და ა.შ.

მნიშვნელოვნების არარსებობა, ან უკიდურეს შემთხვევაში მცირე დოზა - მთავარი პირობაა


რელაქსაციის მიღწევისთვის. მომატებული მნიშვნელოვნების ნებისმიერ პირობაში მოდუნება
უსარგებლოა. მაგალითად, თქვენ ვერ შეძლებთ მოდუნებას მაღალი სახლის სახურავის კიდეზე,
თუკი სიმაღლის გეშინიათ. თუ მნიშვნელოვნების დაგდება შეუძლებელია, მაშინ მოდუნებაზე
მაინც ნუ დახარჯავთ ძალებს. ასე ენერგიას ფლანგავთ არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სიტუაციის
კონტროლზე, არამედ ასევე იმაზეც, რომ თავი ხელში გეჭიროთ. არაა საჭირო ამის კეთება -
გაუშვით საკუთარი თავი და ინერვიულეთ თქვენ გემოზე.

არსებობს რელაქსაციის უამრავი ტექნიკა. უმეტესობა წარმოადგენს რიტუალს, სადაც


აუცილებელია მოხერხებული პოზის მიღება, თვალების დახუჭვა და გონებაში ან ხმამაღლა
აფირმაციის წარმოთქმა, რომ სხეული მოდუნებულია, და ა.შ. მსგავს რიტუალებს ერთი საერთო
ნაკლი აქვთ: ყველანი ისინი ამა თუ იმ დონით მნიშვნელოვანობის ჭარბ პოტენციალს ქმნიან. ჯერ
უნდა მოემზადოთ რიტუალისთვის, ტელეფონი გამორთოთ, შუქს დაუწიოთ, მოხერხებულად
დაჯდეთ ან დაწვეთ, ან მშვიდი მუსიკაც კი ჩართოთ. ეს ყველაფერი უკვე ქმნის და ადასტურებს
რიტუალის მნიშვნელოვნებას. შემდეგ იწყება თვითშთაგონებები სიტყვიერი ფორმულირებების
სახით. ცდილობთ საკუთარ თავს შთააგონოთ, რომ მოდუნებული ხართ. თქვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანია დაარწმუნოთ საკუთარი თავი იმაში, რომ მოდუნება აუცილებელია. რაც უფრო
მეტად ცდილობთ, მით უფრო მეტად იძაბებით. სახეზეა წონასწორული ძალების
წინააღმდეგობა.

ტრანსერფინგისთვის აუცილებელია, რომ ნებისმიერ ვითარებაში უმოკლეს დროში შეძლოთ


რელაქსაცია. ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ ტექნიკას, რომელიც ყველაზე ნაკლებად მოგაგონებთ
რიტუალს - მნიშვნელოვანობის ატრიბუტებით. არანაირი სიტყვიერი თვითშთაგონება არ
დაგჭირდებათ, რადგან კუნთებს სიტყვები კი არა, განზრახვა მართავს. სხეულის კუნთების
უმეტესობა ცნობიერად შეგიძლიათ, მხოლოდ ყურადღების მიქცევით. ჩვეულებრივ, ჩვენ არ
ვაქცევთ ყურადღებას კუნთებს, სანამ ტკივილს ან დისკომფორტს არ ვიგრძნობთ. ამიტომ
საკმარისია, აზრობრივი მზერით მოიაროთ მთელი სხეული და მოადუნოთ დაჭიმულობები.
თუმცაღა არსებობს კუნთების ისეთი ჯგუფები, რომლებიც გადაეჩვივნენ იმას, რომ განზრახვას
დაემორჩილონ. ეს დაკავშირებულია თანამედროვე ნაკლებად მოძრავ ცხოვრების სტილთან.
მაგალითად, ზურგის კუნთების ცნობიერად მართვა ძნელია, ამიტომაც გტკივდებათ ხოლმე
ასაკთან ერთად ზურგი. ამ დაჭიმულობების განბლოკვა სპეციალური სავარჯიშოებით
შეგიძლიათ, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

270
ამრიგად, მთელი პროცედურა შემდეგში მდგომარეობს. აუჩქარებლად, მაგრამ სწრაფად
მოიარეთ მთელი სხეული შინაგანი მზერით და მოადუნეთ დაჭიმულობები. ყურადღება მიაქციეთ
საკუთარი სხეულის მთელ ზედაპირს, როგორც ერთ მთლიანს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი
კანი - ესაა გარსი, რომელიც უეცრად სწრაფად ცხელდება შიგნიდან. მოახდინეთ ყურადღების
ფოკუსირება სხეულის ზედაპირზე. წარმოიდგინეთ, რაც გნებავთ: კანი ხურდება, ან ჟრუანტელი
გივლით კანზე. მთავარია იგრძნოთ, რომ კანი გაქვთ. ახლა კი შეიგრძენით, თითქოს ენერგია ისე
გადაიღვრება სხეულის მთელ ზედაპირზე, როგორც ცისარტყელას ფერები საპნის ბუშტზე. ამ
მომენტში თქვენ სამყაროს ნაწილი ხართ და მასთან წონასწორობაში იმყოფებით. არ
გჭირდებათ, რომ რაიმე განსაკუთრებული შეგრძნებების მიღწევას ეცადოთ. ყველა ადამიანი
თავისებურად გრძნობს. მცდელობა საერთოდ არაა საჭირო. გააკეთეთ ეს სასხვათაშორისოდ,
მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებით. ინტეგრალური შეგრძნება სხეულის ზედაპირისა ენერგიის
გადაღვრასთან ერთად არის კიდეც რელქსაციის, წონასწორობის და გარესამყაროსთან
გაერთიანების მდგომარეობა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ ეს მყისიერად გამოგივათ, და
მალე რელაქსაციის მდგომარეობაში შესვლა ისეთივე ადვილი გახდება თქვენთვის, როგორც
გულ-მკერდზე ხელების გადაჭდობა.

ენერგეტიკული პარაზიტები

ჩვენ ყველანი ენერგიის ოკეანეში ვცურავთ. მაგრამ ამ ენერგიის მიღება არც ისე ადვილია,
რადგან იგი ადამიანთან მიმართებაში არადიფერენცირებულდ ნაწილდება. იმისთვის, რომ
ცნობიერად მიიღოს ენერგია, ადამიანმა განზრახ უნდა გააფართოვოს თავისი ენერგეტიკული
არხები და ცნობიერად უნდა შემოუშვას მათში ენერგია. მაგალითად, წყალი შეგიძლიათ
ცნობიერად და განზრახ დალიოთ, მაგრამ არ შეგიძლიათ, რომ ასეთივე ცხადი შეგრძნებით
შემოუშვათ თქვენში ენერგია. პრინციპში, ადამიანს გააჩნია უნდარი, რომ განზრახ გაჟღინთოს
საკუთარი თავი თავისუფალი ენერგიით, მაგრამ ეს უნარი ჩანასახოვან მდგომარეობაში აქვს.

გაცილებით უფრო ადვილია მივიღოთ უცხო, უკვე ათვისებული ენერგია. ამას აკეთებენ ე.წ.
ენერგტიკული ვამპირები. სხვისი ენერგიის ათვისება ადვილია, რადგან გარკვეული სიხშირე
გააჩნია. სხვისი ენერგიის მისაღებად საკმარისია, რომ ამ სიხშირეზე განეწყოთ. სწორედ ასევე
იჭერს რადიომიმღების რხევითი კონტური არა ყველა რადიოტალღას, არამედ მხოლოდ იმას,
რომელზეცაა მომართული. ენერგეტიკული ვამპირები უკვე ათვისებული სხვისი ენერგიით
იკვებებიან. ამისთვის ისინი ამ ენერგიის გამოსხივების სიხშირეზე ახდენენ მომართვას.

ვამპირი თავისი მსხვერპლის სიხშირეზე ქვეცნობიერ დონეზე გადაეწყობა ხოლმე. გარეგნულად


ეს შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს. იგი შემპარავად იწყებს რაიმე უმნიშვნელო
კითხვით, თავსმოხვეულად გიყურებთ თვალებში, ცდილობს შეგეხოთ, ხელი ჩაგკიდოთ, ტვინს
გიბურღავთ ბლანტი საუბრებით, ეხერხება თქვენს ხასიათზე და ტემპერამენტზე გადაწყობა,
მოკლედ, სულში გიძვრებათ და ცდილობს თავისი მსხვერპლის ფრეილეს შეეხოს. ეს
„შემპარავი“ ვამპირის ტიპია. იგი, როგორც წესი, კარგი ფსიქოლოგია, სოციალურია, მაგრამ არა
მომხიბვლელი, არამედ „ტვინის ბურღი,“ და ეს მაშნვე იგრძნობა. თუმცა მან იცის თავისი ამ
თვისების შესახებ, და შეძლებისდაგვარად ცდილობს ასეთად არ მოაჩვენოს თავი.

ვამპირების მეორე ტიპი მანიპულატორებს განეკუთვნება. მანიპულატორი, როგორც თქვენთვის


ცნობილია, ადამიანის დანაშაულის გრძნობაზე თამაშობს. ასეთი ვამპირი ქვეცნობიერად ეძებს

271
ადამიანებს, რომლებიც პოტენციურად არიან მზად - სხვის სამსჯავროზე მისცენ საკუთარი თავი
და რჩევა ითხოვონ რთულ სიტუაციაში. ადამიანი, თუნდაც მცირე დანაშაულის კომპლექსით,
ქვეცნობიერად ეძებს, რომ ვინმემ განსაჯოს იგი, და მაშინვე შეიწყალოს. მხარდაჭერა და რჩევა
მათ ჭირდებათ, ვინც თავის რწმენა-წარმოდგენებს ეჭვქვეშ აყენებს და სხვებს აძლევს განსჯის
უფლებას. ამგვარად ვამპირი და დონორი პოულობენ ერთმანეთს და ყველა იმას იღებს, რაც
ჭირდება. მანიპულატორი იოლად ეწყობა თავისი მსხვერპლის სიხშირეზე. აქ ტექნოლოგია
ძალიან მარტივია: საჭიროა, რომ მხოლოდ მსუბუქად შეეხოთ დონორს პრობლემაზე,
რომელიც მას აწუხებს, და ის თვითონვე უხსნის და უბოძებს თავის ენერგიას.

ვამპირის მესამე ტიპი, ესაა ყველაზე უხეში და აგრესიული - „პროვოკატორი“. ასეთი, დიდი
დაფიქრების გარეშე, პირდაპირ მიდის შეტევაზე და ცდილობს, რომ თავისი მსხვერპლი
წონასწორობიდან გამოიყვანოს. როგორ მოქმედებენ პროვოკატორები, თქვენთვის კარგადაა
ცნობილი. აქ გამოიყენება ყველა საშუალება, არააშკარა დაცინვით დაწყებული, უხეში ზეწოლით
დამთავრებული. მთავარია, რომ დონორი წყობიდან გამოვიდეს, და რას ამოაფრქვევს შემდეგ
- საპასუხო უხეშობას, გაღიზიანებას, შიშს, ზიზღს - მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერი
გამოდგება.

ენერგეტიკულ ვამპირად ადამიანი გაუცნობიერებლად იქცევა. ასევე გაუცნობიერებლად


აკეთებს იგი თავის შავ საქმეს. ცხოვრების განმავლობაში იგი მოინიშნავს ხოლმე იმ სიტუაციებს,
რომლებშიც სიამოვნებას და ენერგიის მოზღვავებას განიცდის, შემდეგ კი გაუცნობიერებლად
ცდილობს, რომ გამომუშავებული გამოცდილება გაიმეოროს. ვამპირის მსხვერპლი „სეანსის“
შემდეგ თავს დანგრეულად გრნობს. თუ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ დათრგუნულობას,
გამოცარიელებას, სისუსტეს ან კანკალს გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ „გამოგიყენეს“.

თუმცაღა თავისუფალი ენერგიის ლომის წილი ადამიანებისგან ქანქარებს მიაქვთ. როგორ


აკეთებენ ამას, უკვე იცით. ქანქარები ენერგიას მნიშვნელოვნების არხიდან იღებენ. განსხვავებით
ვამპირისგან, რომელიც მოკლე დროის განმავლობაში მოქმედებს, ქანქარას შეუძლია
გამუდმებით გწოვოთ ენერგია, სანამ ადამიანი თავის გამოსხივების ტრანსლირებას ქანქარას
სიხშირეზე ახდენს. ამ გამოსხივების სიმძლავრე მნიშვნელოვნების პროპორციულია.

როცა რაღაც გაღელვებთ და გთრგუნავთ, თქვენი ენერგეტიკა შესუსტებულია. ინტუიტიურად,


ენერგეტიკულ დონეზე, ამას თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები და ცხოველებიც გრძნობენ.
თქვენმა თავდაჯერებულობამ და გაცნობიერებულობამ სისუსტე გამოავლინა. ქუჩაში
გამვლელებს შორის შესაძლოა სწორედ თქვენ დაგიყეფოთ ძაღლმა. შესაძლოა ბოშა
შეგიჩნდეთ და ფული დაგცინცლოთ. ენერგეტიკულ ვამპირს შეუძლია თქვენგან ენერგიის კარგი
დოზა მიიღოს. ადვილადაა შესაძლებელი თქვენი ჩართვა პრობლემურ სიტუაციაში.

როგორც ხვდებით, ერთადერთი საშუალება ენერგეტიკული ვამპირებისა და ქანქარების


წინააღმდეგ - ესაა გაცნობიერებულობა და მნიშვნელოვნების დაბალი დონე.
გაცნობიერებულობა საშუალებას მოგცემთ, რომ საჭირო მომენტში გაუწიოთ თავს ანგარიში, თუ
როგორ ცდილობენ თქვენს ჩართვას თამაშში ან ხაფანგში. თუ მნიშვნელოვნების დაბალი დონე
გაქვთ, ქანქარა თქვენს სიცარიელეში ჩავარდება, ხოლო ენერგეტიკული ვამპირი ორი-სამი
უშედეგო მცდელობის შემდეგ უკვე აღარ გაგიბურღავთ ტვინს. განსაკუთრებული ყურადღება

272
უნდა მიაქციოთ, გაქვთ თუ არა თუნცაც მცირე დანაშაულის გრძნობა. თუ მე ცარიელი ვარ,
ვერაფერზე მომეჭიდებით.

არაა საჭირო ყოველ ადამიანში პოტენციური ენერგო-ვამპირის დანახვა. როცა ამის გამო
იძაბებით, თქვენ უკვე აღებთ წვდომას თქვენი ენერგიისკენ. უბრალოდ დააკვირდით
გაცნობიერებულობას და შეინარჩუნეთ მნიშვნელოვნების დონე ნულზე. მაშინ ყველა
ენერგეტიკული ვამპირი დაგანებებთ თავს.

გარდა ვამპირიზმისა, არსებობს ისეთი ენერგეტიკული თავდასხმებიც, როგორიცაა გათვალვა,


ჯადო და წყევლა. ეს სულაც არაა „ბებოს ზღაპრები“. გათვალვა - ესაა გარღვევა ენერგეტიკულ
გარსში, სხვა სიტყვებით, ხვრელი, საიდანაც ენერგიის გადინება ხდება. ასეთი ხვრელის გაჩენა
შეუძლია ვიღაცის ბოროტ აზრებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიძულვილში სულისა და
გონების ერთობაა მიღწეული. გათვალვა ხშირად არაგანზრახ ხდება. ჯადო - ეს უკვე განზრახ
მიყენებული ზიანია, როცა ვიღაც მთელი გულით გისურვებთ ბოროტებას. ჯადო - ესაა
ავადმყოფური სიმსივნის ან წყლულისმაგვარი ენერგეტიკულ გარსში. წყევლა ყველაზე
სერიოზული თავდასხმაა. იგი გარეგანი განზრახვის მეშვეობით კეთდება და ადამიანისკენ „ავ
ბედისწერას“ მიმართავს. წყევლა ისე ცვლის ენერგეტიკულ გარსს, რომ გამოსხივება ცხოვრების
წარუმატებელ ხაზებზე გადაეწყობა ხოლმე.

ცხადია, რომ არაფერი კარგი ასეთ ენერგეტიკულ თავდასმებს არ მოაქვთ. გაცნობიერებულობა


და მნიშვნელოვნების არარსებობა მოცემულ შემთხვევებში ვერ დაგეხმარებათ. თუ
გაურკვეველი ავადმყოფობები და პრობლემები გატყდებათ თავს, ჯობია შესაბამის
სპეციალისტებს მიმართოთ. რადგან მე არ ვარ სპეციალისტი მოცემულ სფეროში,
ენერგეტიკული თავდასხმების თემაზე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. ერთადერთი, რაც
ტრანსერფინგს შეუძლია შემოგთავაზოთ პროფილაქტიკის სახით - ესაა დამცავი ენერგეტიკული
გარსის ფორმირება.

იმისთვის, რომ ენერგეტიკული პარაზიტებისგან დაიცვათ თავი, აუცილებელია გაამაგროთ


საკუთარი ენერგეტიკული გარსი, თვალყური ადევნოთ მნიშნელოვნების დონეს და
განავითაროთ გაცნობიერებულობა. მტკიცე ენერგეტიკული გარსი დაზიანებისგან დაგიცავთ,
მნიშვნელოვნების არარსებობს თქვენს სიხშირეზე გადმოწყობას შეუშლის ხელს, ხოლო
გაცნობიერებულობა დესტრუქციულ თამაშებში ჩართვის უფლებას არ მოგცემთ.

დამცავი გარსი

ყოველ ადამიანს გარს აკვრია უხილავი ენერგეტიკული გარსი. ჩვეულებრივ ადამიანს არ


შეუძლია მისი შეგრძნება, მაგრამ შეუძლია წარმოდგენა. შეიგრძენით თქვენი სხეულის მთელი
ზედაპირი, როგორც ეს მაშინ ხდება, როცა ცხელ ვანაში წვებით. მე არ გეუბნებით, რომ
„სცადოთ“. უბრალოდ გააკეთეთ ეს. როცა კი არ ცდილობთ, არამედ აკეთებთ, ეს მაშინვე
გამოდის და ვარჯიში არ გჭირდებათ. ენერგია ნელი ტალღასავით ვრცელდება თქვენი სხეულის
ცენტრიდან, ზედაპირზე გამოდის და სფეროდ იქცევა. წარმოიდგინეთ სფერო თქვენს გარშემო.
ეს თქვენი ენერგეტიკული გარსია. მნიშვნელობა არ აქვს, რომ რეალურად ვერ გრძნობთ მას.
უკვე წარმოდგენითაც კი, პირველ ნაბიჯს დგამთ გარსის მართვისკენ. შეძლებისდაგვარად
წარმოიდგინეთ, თითქოს უკვე გრძობთ მას. დროთა განმავლობაში რეალური შეგრძნებაც მოვა.

273
ადამიანებს განვითარებული ექსტრასენსორული შესაძლებლობებით შეუძლიათ დაინახონ
როგორც თავად გარსი, ასევე მასზე არსებული ყველა დეფექტი. ყოველ ადამიანს
თანდაყოლილად უკვე გააჩნია ექსტრასენსორული უნარები, უბრალოდ ისინი დაბლოკილია.
მათი გახსნა შესაძლებელია ხანგრძლივი ვარჯიშების შედეგად, ან ერთ მომენტში - ეს მხოლოდ
განზრახვის საკითხია. რა თქმა უნდა, ასეთი განზრახვის მოპოვება საკმაოდ ძნელია. მაგრამ
ჩვენი მიზნებისთვის სრულიად საკმარისი იქნება, თუ საკუთარ ენერგეტიკას ჯანმრთელ
მდგომარეობაში გადაიყვანთ. სუსტი გარსი დაუცველია ენერგეტიკული შემოჭრის წინაშე.

ჯანმრთელი ენერგეტიკის განვითარება და შენარჩუნება შესაძლებელია ენერგეტიკული


გიმნასტიკის რეგულარულად შესრულებით. ეს ძალიან მარტივია და ცოტა დროს წაგართმევთ.
დადექით სწორად და მოხერხებულად, დაძაბვის გარეშე. ჩაისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ
ენერგეტიკული ნაკადი მიწიდან ამოდის, შორისის მიდამოში შედის, ხერხემლის გასწვრივ
მოძრაობს (დაახლოებით ზემოთმოყვანილ მანძილზე), თავიდან გადის და ცაში მიდის. ახლა კი
ამოისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ მაღლა ციდან ენერგიის ნაკადი ეშვება, თავში შედის,
ხერხემლის გასწვრივ მოძრაობს და მიწაში ჩადის. აუცილებელი არაა ამ ნაკადების ფიზიკურად
შეგრძნება. წარმოსახვაც სრულიად საკმარისია. დროთა განმავლობაში თქვენი მგრძნობელობა
ისე გავარჯიშდება, რომ მათ შეგრძნებას ისწავლით.

შემდეგ წარმოიდგინეთ, როგორ მოძრაობს ორივე ნაკადი ურთიერთ-შემხვედრი


მიმართულებით, ისე, რომ არ იკვეთებიან, ყოველი თავის კალაპოტში. თავიდან ჩასუნთქვისას
და ამოსუნთქვისას გააკეთეთ ეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეცადეთ, რომ ნაკადები
სუნთქვას აღარ მიაბათ. შეგიძლიათ წარმოსახვის (განზრახვის) ძალით ააჩქაროთ ნაკადები,
სიმძლავრე შემატოთ მათ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ აღმავალი ნაკადი ამოდის და
შადრევანივით იღვრება თავს ზემოთ. ანალოგიურად დაღმავალი ნაკადი ჩამოდის და ფეხებს
ქვემოთ, საწინააღმდეგო მიმართულებით იღვრება შადრევანივით. ზემოდან და ქვემოდან ორი
შადრევანი გაქვთ. აზრობრივად დააკავშირეთ ამ შადრევნების შხეფები ისე, რომ ენერგეტიკული
სფეროს შიგნით აღმოჩნდეთ. შემდეგ ყურადღება მიაქციეთ თქვენი სხეულის ზედაპირს.
უბრალოდ იგრძენით კანის ზედაპირი, შემდეგ კი გააფართოვეთ ეს შეგრძნება სფერომდე,
თითქოს საჰაერო ბუშტი იბერება. როცა აზრობრივად ბერავთ (აფართოვებთ) კანის ზედაპირს,
ჩაკეტილი ენერგეტიკული შადრევნების სფერო ფიქსირდება. თუკი აშკარად და ფიზიკურად
ვერაფერს ვერ გრძნობთ - ეს პრობლემა არაა, საწყის ეტაპზე წარმოსახვაც საკმარისია. ეს
ყველაფერი დაძაბულობის გარეშე კეთდება. ნუ ეცდებიტ მთელი ძალით, რომ რამე იგრძნოთ.

ნუ იღელვებთ იმ ფაქტზე, რომ ცენტრალურ ნაკადებს ფიზიკურად ვერ გრძნობთ. თქვენ ისე
მიეჩვიეთ მათ, რომ უკვე ვეღარ გრძნობთ, ისევე, როგორც ვერ გრძნობთ ნებისმიერ ჯანმრთელ
შინაგან ორგანოს. თუკი დროდადრო რეგულარულად მოახდენთ ყურადღების კონცენტრაციას
ნაკადებზე, მალე ფიზიკური შეგრძნებაც მოვა. არა ისეთი ძლიერი, როგორიცაა, მაგალითად,
შეხების გრძნობა, მაგრამ საკმაოდ რეალური.

სწორედ ესაა ენერგეტიკული გიმნასტიკა. როდესაც ენერგეტიკულ ნაკადებს ერთმანეთზე


სფეროს სახით კეტავთ, ამით თქვენს გარშემო დამცავ ენერგეტიკულ გარსს ქმნით. როდესაც
სხეულის ზედაპირის ენერგიას სფეროდ აფართოვებთ, ამით ამ გარსს სტაბილურ
მდგომარეობაშ აფიქსირებთ. ასეთი გიმნასტიკა ძალიან სასარგებლოა. პირველ რიგში,

274
ენერგეტიკული გარსი შემოტევებისგან გიცავთ. მეორეც, როცა საკუთარი ენერგეტიკას
ავარჯიშებთ, ამით ენერგეტიკულ არხებს წმენდთ. ხდება იმ საცობების გამოვარდნა, რომლებიც
ხელს უშლიან ენერგიის მოძრაობას, და იმ ხვრელების ამოკერვა, რომლებისგანაც ენერგია
იფანტება. ეს ყველაფერი თანდათანობით ხდება, და არა მაშინვე. მაგრამ სამაგიეროდ, შემდეგ
არ გიწევთ, რომ დახმარებისთვის რეფლექსოთერაპევტებს ან ექსტრასენსებს მიმართოთ. თქვენ
თავად აღადგენთ ენერგიის ნორმალურ ცირკულაციას.

საკუთარი ენერგეტიკის ამაღლებით, თქვენ თავს იზღვევთ გარსში ენერგეტიკული


დაზიანებებისგან. ისინი დროთა განმავლობაში თვითონვე იკურნებიან. არ ვამბობ, რომ ეს
დაზიანებები ყველას აქვს. ვიღაცას აქვს რაღაც დონით, ვიღაცას საერთოდ არ აქვს. საჭირო არაა
ტვინის მტვრევა ამ საკითხზე. უბრალოდ ავარჯიშეთ თქვენი ენერგეტიკა და გიხაროდეთ, რომ
ენერგიით სავსე და ჯანმრთელი ხართ. თუმცაღა, თუკი გაქვთ ინტუიტიური გრძნობა, რომ თქვენს
გარსში რაღაც რიგზე ვერაა, ჯობია სანდო სპეციალისტებს მიმართოთ.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ენერგეტიკული გარსი ვერ დაგიცავთ ვამპირებისგან და ქანქარებისგან.


ეს პარაზიტები ენერგიას თქვენს სიხშირეზე გადმოწყობით იღებენ. როცა ქანქარა თქვენს
გამოჭერას ცდილობს, თქვენ წონასწორობას კარგავთ. ამ დროს, იმისთვის, რომ ქანქარა
ჩააგდოთ, უნდა გაიღვიძოთ და დააგდოთ მნიშვნელოვანობა. კუნთები მოდუნდება, ენერგეტიკა
წონასწორობაში მოვა, და ქანქარა სიცარიელეში ჩავარდება. თუ თქვენ თვითონ არ მისცემთ,
ქანქარა ვერ წაგართმევთ ენერგიას. გაცნობიერებულობა საჭიროა იმისთვის, რომ გამუდმებით
აკონტროლოთ მომენტები, როცა უნებლიეთ წონასწორობას კარგავთ.

ენერგეტიკის ამაღლება

ენერგეტიკის ამაღლება საერთოდ არ ნიშნავს მის დაგროვებას. ეს შეიძლება უცნაურად


მოგეჩვენოთ, რადგან ჩვენ მივეჩვიეთ ისეთი ტიპის ფრაზებს, როგორებიცაა: „ენერგია არ
მყოფნის“, ან „ენერგიით ვარ სავსე“. დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ ფიზიოლოგიური
ენერგიის, კალორიების სახით. ამისთვის საკმარისია კარგად იკვებოთ და რეგულარულად
დაისვენოთ. თავისუფალ ენერგიას კი ადამიანი ვერსად ვერ დააგროვებს. თავისუფალი ენერგია
სხეულში კოსმოსიდან მოდის. თუ ენერგეტიკული არხები საკმარისად ფართოა - ენერგია არის,
თუ ვიწროა - ენერგია არ არის. ამიტომ მაღალი ენერგეტიკა - ეს პირველ რიგში ფართო
ენერგეტიკული არხებია.

თავისუფალი ენერგია ყოველთვის არსებობს ყოველ წერტილში და შეუზღუდავი რაოდენობით


- აიღე, რამდენის წაღებასაც შეძლებ. აუცილებელია ისწავლოთ თქვენში ამ ენერგიის შეშვება და
საკუთარი თავის სამყაროს ნაწილად შეგრძნება. ეს არ უნდა იყოს რაღაც ერთჯერადი აქტი.
გამუდმებით უნდა ესწრაფვოდეთ სამყაროსთან ენერგეტიკული ერთიანობის შეგრძნებას.

ადამიანს ეჩვენება, რომ თუ ის ბევრ ენერგიას დააგროვებს, ძლიერი გახდება და წარმატებას


მიაღწევს. ენერგიის დაგროვება ამ თვალსაზრისით მხოლოდ მოსამზადებელ როლს თამაშობს
სამყაროზე შინაგანი განზრახვის ძალით ზემოქმედებისთვის. როგორც თქვენთვის უკვე
ცნობილია, ძალოვანი მეთოდებით სამყაროს შეცვლის ან დამარცხების მცდელობები -
უკიდურესად რთული, დაუფასებელი და არაეფექტური საქმეა, და შესაბამისად ენერგიის დიდ
დანახარჯს მოითხოვს. ადამიანს, რომელიც სამყაროსთან შინაგანი განზრახვის ძალით

275
ურთიერთქმედებს, საკუთარ თავზე მეტისმეტად დიდი წარმოდგენა აქვს. სინამდვილეში ის
უბრალოდ წვეთია ოკეანეში.

გარეგანი განზრახვა არ ცვლის სამყაროს და არ ებრძვის მას. ის უბრალოდ ირჩევს ამ სამყაროში


იმას, რაც საჭიროა. გარეგან განზრახვას არ სჭირდება მაღაზიაში არც ზედმეტი ვაჭრობა
საქონლისთვის, და არც გამყიდველებისთვის მათი წართმევა. გარეგანი განზრახვით
მუშაობისთვის ენერგიის დაგროვება არ გჭირდებათ. ენერგია ისედაც ყველგან ძალიან ბევრია -
ჩვენ მასში ვცურავთ. ენერგიის დაგროვება იგივეა, რაც ტბაში ბანაობა და პირში წყლის მარაგად
დაგუბება. ნუ ეცდებით ენერგიის დაგროვებას. უბრალოდ ნება მიეცით მას, რომ თავისუფლად
იდინოს ორ ერთმანეთის გადამკვეთ შადრევანში. სულ ესაა, რაც გჭირდებათ.

ნუ ეცდებით, რომ ენერგიის გროვად იქცეთ, არამედ თავი ოკეანის წვეთად წარმოიდგინეთ.
აღიარეთ და შეიგრძენით, რომ სამყაროსთან ერთიანი ხართ, მისი ნაწილი ხართ, და მაშინ
მთელი ენერგია თქვენს განკარგულებაში იქნება. ნუ მოახდენთ ენერგიის თქვენში
კონცენტრაციას, არამედ შეერწყით სამყაროს ენერგიას. გააფართოვეთ თქვენი ენერგეტიკული
სფერო და გახსენით იგი გარშემომყოფ სივრცეში. ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ცალკე
ერთეული ხართ. მაშინ, გარეგანი განზრახვის მხოლოდ ნეკის მოძრაობითაც კი დროის
გარკვეული შუალედის შემდეგ გააკეთებთ იმას, რის გაკეთებასაც შინაგანი განზრახვის ძალით
ვერასოდეს შეძლებდით. რა თქმა უნდა ხვდებით, რომ მე ვსაუბრობ თქვენი მიზნის მიღწევაზე,
და არა ვინმესთვის სახეში გლეჯვის შინაგან განზრახვაზე. სასწრაფო მოთხოვნილებების
დაკმაყოფილება მართლაც მხოლოდ შინაგანი განზრახვის ძალითაა შესაძლებელი.

თავისუფალი ენერგია საკმარისი რაოდენობით იქნება, თუ ენერგეტიკული არხები


დავიწროებული არაა. ენერგეტიკული არხების დავიწროება ორი მიზეზით ხდება: ორგანიზმის
დაბინძურებით და სტრესების გამუდმებული ზემოქმედებით. შლაკებით სავსე ორგანიზმში
ენერგია თავისუფლად ვერ იმოძრავებს. სტრესულ მდგომარეობებში არხები კიდევ უფრო
მეტად ვიწროვდება. ენერგეტიკული აღმასვლის მოკლევადიანი აფეთქებები, როგორც წესი,
დაღმასვლის ხანგრძლივი პერიოდებით იცვლება. ასეთ პერიოდებში ადამიანს არ შეუძლია,
რომ სრულფასოვანი აქტიური ცხოვრებით იცხოვროს, და ასე ვთქვათ, ზომიერად არსებობს.

დროთა განმავლობაში ენერგეტიკული არხები უფრო და უფრო მეტად ატროფირდება. ეს


გამოწვეულია იმით, რომ ასაკთან ერთად ადამიანი განვითარებას წყვეტს, ცხოვრების
თანაბარზომიერ რიტმში შედის და არხების ვარჯიში პრაქტიკულად წყდება. არხების ვარჯიში
მაშინ ხდება, როცა ადამიანი იძულებულია განზრახვა მაქსიმალურ დონეზე გამოიყენოს.

აღწევს რა სასიცოცხლოდ აუცილებელ მიზნებს, ადამიანი განზრახვას ავარჯიშებს, და


შესაბამისად არხებსაც. როგორც ძირითადი მწვერვალები დაპყრობილია, განზრახვის
ზღურბლი თანდათან დაბლა იწევს. და მოდის დრო, როცა საღამოობით (და არა მხოლოდ)
გინდა დივანზე გაიშხლართო ტელევიზორის წინ. ენერგეტიკული არხები ვიწროა, განზრახვის
ენერგია არაა, ცხოვრებას კი სიხარულის ნაცვლად ტანჯვა მოაქვს.

საბედნიეროდ ამ ყველაფრის გამოსწორება ადვილად შეიძლება. ამისთვის არაა საჭირო, რომ


საკუთარ განზრახვას ახალი მწვერვალების დაპყრობა აიძულოთ. ენერგეტიკული არხები
კარგად ვარჯიშდება ენერგეტიკული გიმნასტიკით. მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ

276
ცენტრალური ნაკადებისა და ენერგეტიკული სხეულის შეგრძნება შეძლებისდაგვარად მუდამ
გექნებათ. ეს მდგომარეობა საკუთარ თავში რიგ უპირატესობებს მოიცავს. თქვენ ჰარმონიაში და
წონასწორობაში იმყოფებით გარესამყაროსთან. ფაქიზად რეაგირებთ გარემოს ცვლილებაზე
და წარმატებით მოძრაობთ დინების მიმართულებით. თქვენ ჩართული ხართ ინფორმაციულ
ველში, რომელიც შეუზღუდავი წყაროა შემოქმედებისთვის. წვდომას იღებთ კოსმოსის
ენერგიასთან. ახდენთ ჰარმონიული გამოსხივების ტრანსლირებას, რაც თქვენს გარშემო
კეთილდღეობისა და წარმატების ოაზისს ქმნის. მაგრამ რაც მთავარია, თქვენ მოქმედებთ
სულისა და გონების ერთობის ზღვარზე, ანუ გარეგან განზრახვასთან ახლოს. გარეგანი
განზრახვის მართვის თქვენი უნარი ამით ვითარდება, და შესაბამისად სურვილებიც უფრო
სწრაფად და ადვილად სრულდება.

საკმარისი იქნება, თუ დროდადრო დღის განმავლობაში ენერგეტიკული ნაკადების შადრევანს


ჩართავთ და მის აზრობრივად გაძლიერებას ეცდებით, მაგრამ ზედმეტი ძალისხმევის
დაძაბულობის გარეშე. თუ ამასთან გარკვეულ სიმძიმეს გრძნობთ თავში, ეს ნიშნავს, რომ
აღმავალი ნაკადი ძალიტ დაღმავალს აჭარბებს. ამ შემთხვევაში ყურადღება გაამახვილეთ
დაღმავალ ნაკადზე და ცოტათი გააძლიერეთ იგი. ნაკადები წონასწორობაში უნდა იყვნენ, ისე,
რომ ცენტრალური წერტილი სადღაც სხეულის შუაში იყოს. ამ წერტილიდან აზრობრივად
მიმართეთ მთელი გამოსხივება მთელ ენერგეტიკულ სფეროზე. ამით ენერგეტიკული სხეულის
შეგრძნება მკაფიოდ იზრდება. ამგვარად თქვენ უნდა მიიღოთ საკუთარი ენერგეტიკული
სხეულის შეგრძნებასთან შეერთებული აღმავალი და დაღმავალი ენერგეტიკული ნაკადების
კომპლექსური შეგრძნება. თუ ყურადღების კონცენტრირებას დაღმავალ ნაკადზე მოახდენთ,
ენერგეტიკული ცენტრი ქვემოთ გადაიწევს. და პირიქით, თუ აღმავალ ნაკადზე
კონცენტრირდებით, ენერგია სხეულის ზედა ნაწილში დაგროვდება. გარდა ამისა, სიმძიმის
ფიზიკური ცენტრი ისევე გადაადგილდება, როგორც ენერგეტიკული. ამ თვისების გამოყენება
სპორტში შეიძლება. თუ საჭიროა ფეხების სიმყარე, როგორც მაგალითად მთის თხილამურებზე
დგომისას, შეგიძლიათ დაღმავალი ნაკადი გააძლიეროთ. ხოლო თუ ხტომაა საჭირო, მაშინ -
აღმავალი. აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატებმა კარგად იციან ენერგეტიკული
ნაკადების ეს თვისებები. არიან ისეთი სპეციალისტები, რომელთა ადგილიდან დაძვრაც
პრაქტიკულად შეუძლებელია, თუკი ისინი დაღმავალ ნაკადზე კონცენტრირდნენ. და პირიქით,
თუ ოსტატი აღმავალ ნაკადზე კონცენტრირდა, მას შეუძლია წარმოუდგენელი ნახტომები
შეასრულოს.

ფიზიკური სავარჯიშოების შესრულებისას ყურადღება მიაქციეთ ცენტრალურ არხებს. ნუ


გააკეთებთ ამას მეტისმეტი მონდომებით - გულმოდგინებით ვერაფერს მიაღწევთ. უბრალოდ
მიაპყარით ზოგჯერ შინაგანი მზერა ხერხემლის წინა მიდამოზე და წარმოიდგინეთ, როგორ
მოძრაობს აღმავალი ნაკადი ზემოთ, დაღმავალი კი - ქვემოთ. თუკი რეგულარულად
ამოძრავებთ აზრობრივად ცენტრალურ ნაკადებს, თანდათანობით მათი შეგრძნებას
თავისუფლად შეძლებთ. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ზოგიერთი მოძრაობა ვერანაირად ვერ
ეთანხმება ნაკადების ვიზუალიზაციას. ნუ იჩქარებთ, დროთა განმავლობაში ისწავლით, რომ
იოლად შეუსაბამოთ ნებისმიერი მოძრაობა ნაკადების შეგრძნებას.

თუ ძალისმიერი ვარჯიშებით ხართ დაკავებული, შეგიძლიათ საგრძნობად აიწიოთ თქვენი


ენერგეტიკა ყურადღების ცენტრალურ ნაკადებზე კონცენტრირებით. როცა ხდება მოძრაობა
ძალის დაძაბვით, ყურადღება კუნთებისკენაა მიმართული. როცა ხდება საპირისპირო

277
მოძრაობა, რომლის დროსაც კუნთები დუნდება, ყურადღება ცენტრალურ ნაკადებზე
გადაერთვება. მოდუნების მომენტი შეგიძლიათ ერთი-ორი წამით შეაკავოთ და ნაკადების
მოძრაობა იგრძნოთ.

მაგალითისთვის ავიღოთ ღერძზე აზიდვა. აზიდვის დაწყებისას სუნთქვა შეკავებულია, ხდება


აზიდვა და კეთდება ამოსუნთქვა, ყურადღება კონცენტრირებულია ძალისხმევაზე. შემდეგ,
დაბლა დაშვებისას, ჩაისუნთქეთ, მოადუნეთ კუნთები და გადართეთ ყურადღება ცენტრალურ
ნაკადებზე. წარმოიდგინეთ, როგორ მოძრაობენ მოდუნების დროს ენერგეტიკული ნაკადები
ერთდროულად ორივე მიმართულებით. აუცილებელია, რომ ბოლომდე გაშალოთ ხელები და
მოდუნებული ხელებით ჩამოეკიდოთ ერთი-ორი წამით. მაშინ თქვენ მკაფიოდ შეიგრძნობთ
ენერგეტიკულ ნაკადებს - ისინი თითქოს თავისუფლდებიან და აუჩქარებლად იწყებენ
მოძრაობას. მოდუნების მომენტში საჭირო არაა მათი აჩქარება, გაუშვით ისინი და საშუალება
მიეცით, რომ თავისუფლად იმოძრაონ.

იატაკიდან აზიდვის გაკეთებისას ცენტრალური ნაკადები შეგიძლიათ ძალით ამოძრავოთ.


ხელების გაშლისას ამოსუნთქვასთან ერთად აზრობრივად და ძალით ამოძრავეთ ნაკადები.
ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ისეთი რიგით გააკეთეთ, როგორც თქვენთვის უფრო
მოსახერხებელია, ისე, რომ დისკომფორტი არ გამოიწვიოს. მაგრამ ზოგადად, ძალისმიერი
ვარჯიშების უმეტესობაში ძალისხმევის ფაზის დროს სუნთქვა შეკავებულია ან ამოსუნთქვა ხდება,
მოდუნებისას კი - ჩასუნთქვა.

როდესაც ნაკადებს ყურადღებას აქცევთ, ამით უკვე ახდენთ მათი გაძლიერების სტიმულირებას.
დაძაბულობის და რელაქსაციის მონაცვლეობა მათ კიდევ უფრო მეტად ასტიმულირებს, თუკი
ყურადღებას სწორად მიმართავთ. დაძაბულობის სტადიაზე ისინი თითქოს ჩერდებიან და
ზამბარებივით იკუმშებიან. მოდუნებისას ზამბარები იმართება და ნაკადების ძალა იზრდება.
დაძაბულობის შემდეგ დაგროვილი და შეკუმშული ენერგია თავისუფლდება და ხდება მისი
მთელი ძალით გატარება ცენტრალური არხების გავლით.

ენერგეტიკის ზრდა არა მხოლოდ აგიმაღლებთ სასიცოცხლო ტონუსს, არამედ უფრო


გავლენიან ფიგურადაც გაქცევთ. თქვენი გამოსხივება გაიზრდება. ეს გამოგადგებათ, როცა
ვინმეზე ზეგავლენის მოხდენა ან ვინმეს რაიმეში დარწმუნება დაგჭირდებათ. ცნობილია ასევე
ადამიანებზე ენერგეტიკული ზემოქმედების ძალისმიერი მეთოდები, მაგრამ ისინი
წინააღმდეგობაში მოდიან ტრანსერფინგის პრინციპთან, რომელიც ამბობს, რომ თქვენ არ
გაქვთ უფლრბა რამე შეცვალოთ, არამედ შეგიძლიათ მხოლოდ აირჩიოთ. არაა საჭირო
გარესამყაროსთან ბრძოლა და მასზე ზეწოლა. ეს მიზნების მიღწევის ძალზე ნაკლებ-ეფექტური
მეთოდია. როგორც იცით, ძალისმიერ ზეწოლაზე სამყარო ამითვე გპასუხობთ.

რაც უფრო მაღალია თქვენი ენერგეტიკა, მით უფრო უკეთ გეპყრობიან ადამიანები, რადგან
ისინი ქვეცნობიერად გრძნობენ თქვენს ენერგიას, და რაღაც დოზით მოიხმარენ კიდეც მას.
ვამპირები და ქანქარები მიზანმიმართულად ირებენ ამ ენერგიას თქვენგან. ვამპირმა გააკეთა
თავისი საქმე და თავს გამოწურული ლიმონივით გრძნობთ. ქანქარა ენერგიას ცოტ-ცოტას და
გამუდმებით გწოვთ. მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანები ენერგიას მიზანმიმართულად არ
გართმევენ. ისინი თითქოს ბანაობენ თქვენს ენერგიაში, თუკი იგი ჭარბადაა და თქვენი
შადრევანის კიდეებიდან იღვრება.

278
ჭარბი ენერგიით ადამიანებში კეთილგანწყობას იწვევთ. ადამიანები ისე მიეჩვივნენ ენერგიის
ქანქარებისთვის მიცემას, რომ მათ ყოველთვის ახარებთ წყარო, რომელიც თავად იძლევა
ენერგიას. ასეთ წყაროებს მიეკუთვნებიან ე.წ. მაგნეტური ანუ ქარიზმატული პიროვნებები. მათზე
ამბობენ, რომ რაღაც ამოუხსნელი მომხიბვლელობა და მაგნეტიზმი აქვთ. ეს არცაა გასაკვირი.
რა უფრო მეტ სიმპათიას იწვევს თქვენში: გუბურა დამდგარი წყლით თუ სუფთა წყარო? ნუ
იღელვებთ იმაზე, რომ თქვენს ენერგიას გარშემომყოფები მოიხმარენ. ის მცირე ჭარბი ენერგია,
რომელსაც გარშემომყოფებს აძლევთ, მხოლოდ თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.

დავუშვათ, წინ გელით შეხვედრა, რომელიც ბევრს ნიშნავს თქვენთვის. უარი თქვით
მნიშვნელოვანობაზე და ჩართეთ თქვენი ცენტრალური ნაკადები. დაე, შადრევანივით
ამოხეთქონ. შედეგად გაცილებით უფრო ნაკლები ჭკვიანური სიტყვა და დამაჯერებელი
არგუმენტი დაგჭირდებათ. უბრალოდ ჩართეთ ტქვენი შადრევნები. როდესაც თქვენში
თავისუფალ ენერგიას იზიდავთ და ატარებთ, ამით გარშემომყოფებსაც უწილადებთ მას.
ქვეცნობიერად ისინი გრძნობენ ამას, და ისე, რომ ვერც ხვდებიან, სიმპათიით იმსჭვალებიან
თქვენდამი. მომხიბვლელობის საიდუმლო გამოცანა იქნება მათთვის, მაგრამ არა თქვენთვის.

განზრახვის ენერგია

როგორც უკვე ითქვა პირველ თავში, ენერგია ადამიანის სხეულში ცენტრალური ნაკადების
სახით შედის, აზრებით მოდულირდება და გამოსვლისას ამ აზრების შესაბამის პარამეტრებს
იძენს. მოდულირებული ენერგია ვარიანტთა სივრცის შესაბამის სექტორს ედება, რასაც
ვარიანტის მატერიალურ რეალიზაციამდე მივყავართ. მოდულაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში
აქვს ადგილი, თუ სული და გონება ერთობაში არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრობრივი
ენერგია რადიომიმღების ხარვეზებს ჰგავს.

შინაგანი განზრახვის ძალით თქვენ შეგიძლიათ ელემენტარული მოქმედებები შეასრულოთ


მატერიალურ სამყაროში. თუმცაღა ვარიანტთა სივრცეში პოტენციალური შესაძლებლობის
მატერიალური რეალიზაცია მხოლოდ გარეგანი განზრახვის ძალით ხორციელდება. როცა
სული და გონება ერთიანნი არიან თავიანთ მისწრაფებებში, ჩნდება გარეგანი განზრახვა.
გარეგანი განზრახვის ძალა ენერგეტიკის დონის პროპორციულია. გარეგანი განზრახვა
წარმოადგენს აბსოლუტურ გადაწყვეტილების უნარს მაღალ ენერგეტიკულ პოტენციალთან
სინთეზში.

თუ თქვენ დაბალი ენერგეტიკული პოტენციალი გაქვთ, ელემენტარული მოქმედებაც კი არ


შეგიძლიათ - განზრახვის ენერგია არ გყოფნით. ეს კარგად ჩანს ავადმყოფობის დროს, როცა
ენერგეტიკული არხები შევიწროვებულია. ორგანიზმის დაბინძურებას ასევე მივყავართ
ენერგეტიკული არხების შევიწროვებისკენ. შეგიძლიათ ენერგეტიკული პოტენციალი რამდენიმე
საფეხურით ასწიოთ, თუკი ჯანმრთელობას მიხედავთ და ცენტრალურ ნაკადებს ავარჯიშებთ.

ხანშიშესულ ადამიანებს ორგანიზმი ძალიან აქვთ დაბინძურებული, რესურსები თითქმის


ამოწურულია და ენერგეტიკული არხების გამტარობა ძალზე დაბალია. თავისუფალი ენერგიის
კომპენსირებას ადამიანები კალორიული საკვებით ცდილობენ. მაგრამ ეს სხვა სახის ენერგიაა.
იგი შეიძლება მხოლოდ არსებობის შენარჩუნებისთვის გამოგადგეთ.

279
ბაზარზე, ხორცის პროდუქტებთან ხშირად შეამჩნევთ მოხუცებს, რომლებიც საქმიანად იქექებიან
ძვლებში. ისინი ენერგიის ნაკლებობას განიცდიან და ინსტინქტურად გრძნობენ, რომ ხორცი
სასიცოცხლო ტონუსს ზრდის. ეს მართლაც ასეა. ხორცი საკმარისი რაოდენობით
ფიზიოლოგიურ ენერგიას იძლევა. მაგრამ ხორცი სასარგებლოა ახალგაზრდებისთვის,
რომლებსაც რესურსები ჯერ კიდევ ბევრი აქვთ, მოხუცებისთვის კი ეს მანკიერი წრეა. ორგანიზმი
ასეთი საკვებისგან კიდევ უფრო მეტად ბინძურდება და ენერგეტიკული არხები ვიწროვდება.
ვიღაცამ თქვა, რომ „სიცოცხლე - ესაა სქესობრივი გზით გადამდები დაავადება“. აი, ასე გამოდის.

ენერგეტიკის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ცენტრალური ნაკადების ვარჯიშით და


ორგანიზმის გაწმენდით. მაგრამ ტრანსერფინგში კიდევ ერთი შესანიშნავი მეთოდი გვაქვს,
რომელიც დაგეხმარებათ ენერგეტიკული არხების გაფართოვებაში - პროცესის ვიზუალიზაცია.

განზრახვის ენერგიის გასაზრდელად თავად განზრახვაა საჭირო. შეგიძლიათ საკუთარ თავს


ასეთი აფირმაცია მისცეთ: „ჩემი ენერგეტიკული არხები ფართოვდებიან, და განზრახვის ენერგია
იზრდება. ენერგეტიკული გიმნასტიკის დროს შეასრულეთ ამ პროცესის ვიზუალიზაცია. როგორც
გახსოვთ, პროცესის ვი„უალიზაციის არსი მდგომარეობს იმ ფაქტის კონსტატაციაში, რომ დღეს
უკეთესია, ვიდრე გუშინ, და ხვალ უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს. გაუშვით ენერგეტიკული
შადრევნები და გაიმეორედ აზრობრივად განცხადება, რომ თქვენი განზრახვის ენერგია
დღითიდღე იზრდება. ამგვარად თავად განზრახვა შეუწყობს ხელს საკუთარ თავს, და ენერგიის
მზარდ ამაღლებას განაპირობებს.

არ დაგავიწყდეთ, რომ ენერგიის ამაღლების განზრახვა გასუფთავებული უნდა იყოს სურვილისა


და მნიშვნელოვნების პოტენციალებისგან. გულმოდგინება მისწრაფება იმისა, რომ
ენერგეტიკული ნაკადები გააძლიეროთ, საპირისპირო შედეგს გამოიწვევს. ნებისმიერი ზედმეტი
მცდელობა და გულმოდგინება ჭარბ პოტენციალს ქმნის, რადგან ამ დროს ზედმეტად ჭარბ
მნიშვნელობას ანიჭებთ მიზნის მიღწევას. განზრახვა - ესაა არა გულმოდგინება, არამედ
კონცენტრირება. მნიშვნელობა მხოლოდ პროცესზე კონცენტრირებას აქვს. თუკი სამუშაოს
მთელი ძალების დაძაბვით აკეთებთ, თქვენი გონება კი რამე სხვაზე ფიქრობს, დროს და
ენერგიას ამაოდ ფლანგავთ. მოადუნეთ ძალისხმევის მოჭიდება და უბრალოდ
კონცენტრირდით მოქმედებაზე.

ჯანმრთელობის დაბრუნება

ტრანსერფინგის პრაქტიკისთვის საჭიროა გქონდეთ თავდაჯერება და საკმარისად ძლიერი


ენერგეტიკა, რაც შეუძლებელია ცუდი ჯანმრთელობის პირობებში. რა თავდაჯერებაზეა საუბარი,
თუკი ტკივილი გაწუხებთ ან შეუძლოდ ხართ! კარგი ენერგეტიკის პირველი პირობა კარგი
ჯანმრთელობაა. არ შეიძლება ენერგეტიკის და ჯანმრთელობის ერთმანეთისგან განცალკევება.
ეს საგნები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ამიტომ კომპლექსური მიდგომაა საჭირო.
ცალმხრივი მიდგომა, მაგალითად: „ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია“, ან პირიქით, „თუ
ხორცი უძლურია, სული კი ჯანსაღი“, საზიანოა, და ამის დამტკიცების საჭიროებას ვერ ვხედავ.

280
თუ ფიქრობთ, რომ ჯანმრთელობა არ გაწუხებთ, შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს თავი. სხვა დროს
დაბრუნდით აქ. ჯანმრთელობა ხომ - დროებითი მოვლენაა, იგი ადრე თუ გვიან მთავრდება.
მაგრამ თუ მაინც კითხულობთ, მაშინ ნუ მიწოდებთ მოსაწყენს.

ალბათ ყველა ადამიანს უოცნებია განვლილი წლების, ხელიდან გაშვებული


შესაძლებლობების, ჯანმრთელობის დაბრუნებაზე. წლების და ცხოვრების განვლილ ხაზებზე
ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების დაბრუნება შეუძლებელია, აი, ჯანმრთელობის
დაბრუნება კი - სრულიად რეალურია, თან როგორიც გინდათ (თუ რა თქმა უნდა ყველა ორგანო
ჯერ კიდევ ადგილზე გაქვთ). გინდათ დაუბრუნდეთ ჯანმრთელობის იმ დონეს, რომელიც,
მაგალითად, 14 წლის ასაკში გქონდათ? რა კარგი იქნებოდა, უბრალოდ დაგებრუნებინათ
წამზომი ნულზე და თავიდან გაგეშვათ დრო.

წარმოიდგინეთ, როგორ დარბიხართ თავქუდმოგლეჯილი სკოლის კორიდორში, და შემდეგ


წარმოიდგინეთ როგორ ადიხართ კიბეზე ხვნეშით, გულისცემის შეგრძნებით და მუცელში
სიმძიმით. ამრიგად, ყველაფრის დაბრუნება შეიძლება. შეამჩნევდით, რომ ამ წიგნში მე სრული
დარწმუნებულობით ვყვები ჩვეული თვალთახედვით სრულიად შეუძლებელ მოვლენებზე.
მაგრამ მაქვს ამის უფლება, რადგან ჩემს საკუთარ ტყავზე არტყია ბეჭედი - „შემოწმებულია“.
არჩევანი მხოლოდ თქვენზეა. გაფრთხილებთ, ყველა თქვენს სკეპტიკურ შენიშვნებს მაშინვე
უარვყოფ. საკითხის დასმა აქ იმის მიხედვით კი არ ხდება, „შესაძლებელია თუ არა“, არამედ -
„განზრახული გაქვთ თუ არა“.

თუკი პრაქტიკაში უკვე გამოიყენეთ ტრანსერფინგის მეთოდები, ეს ნიშნავს, რომ დარწმუნდით,


რა სასწაულების ჩადენა შეგიძლიათ. თქვენი შესაძლებლობები შეზღუდულია მხოლოდ თქვენი
განზრახვით. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არანაირი სასწაული აქ არ ხდება. და ამ
შემთხვევაშიც არანაირი მაგია არ იქნება. თქვენგან მოითხოვება მხოილოდ განზრახვა, რომ
უარი თქვათ ზოგიერთ ძველ ჩვევაზე, სანაცვლოდ კი მოიპოვოთ სხვები. თუკი ჯანმრთელობის
დაბრუნებისთვის მხოლოდ სურვილი გექნებათ, ამით ვერაფერს შეცვლით. მუშაობს მხოლოდ
განზრახვა, ანუ ფლობისა და მოქმედების გადაწყვეტილება.

განზრახვის ნაბიჯი

ამრიგად, თუ განზრახვა გაქვთ, ახლა თქვენ გადადგამთ პირველ ნაბიჯს თქვენი ყმაწვილობის
დროინდელი ჯანმრთელობისკენ გზაზე. გადადეთ ეს წიგნი, მოეწყვეთ მოხერხებულად,
მოდუნდით. დაფიქრდით, შეიძლება თუ არა თქვენი ყმაწვილობის დროინდელი
ჯანმრთელობის დაბრუნება? ახლა კი საკმარისია, ეს ამაზე უკანასკნელი ფიქრი იყო. წაშალეთ
ეს აზრი გონებიდან. ამ მომენტიდან აღარ დაიწყებთ მსჯელობას: შესაძლებელია თუ არა ეს.
უბრალოდ განახორციელებთ თქვენს განზრახვას.

მოცემულ შემთხვევაში საკუთარ თავზე არანაირ ძალადობას არ ახდენთ. პირიქით, ცრუ


სტერეოტიპისგან თავისუფლდებით. სტერეოტიპის როლს ამ შემთხვევაში ასრულებს
საყოველთაო ცრურწმენა იმისა, რომ ასაკთან ერთად ჯანმრთელობა მიდის, ისე, რომ უკან
ვეღარ დააბრუნებ. ამ განცხადების პირველი ნაწილი სიმართლეა, მეორე - მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ოპერაცია გაგიკეთეს, რის შედეგადაც რაიმე ორგანო დაკარგეთ. მაშინაც კი, თუ
ეს თქვენ გეხებათ, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. თქვენ ხომ ამ წიგნს კითხულობთ, ეს კი ნიშნავს,

281
რომ გაგაჩნიათ ნება - არა უბრალოდ განაგრძოთ არსებობა, არამედ მიიღოთ ცხოვრებისგან
ყველაფერი, რასაც სხვები არარეალურად თვლიან. და თქვენ მიიღებთ ამას.

წარმოიდგინეთ ახალშობილი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ისეთ საზოგადოებაში


მოათავსეს, სადაც ადამიანები ძალიან ნელა ბერდებიან და სამას წელს ცოცხლობენ. როგორ
ფიქრობთ, რამდენ ხანს იცოცხლებს იგი? იმის თქმა მინდა, რომ ადამიანს დაბადებიდანვე
აჩვევენ სტანდარტულ სცენარს: ასაკთან ერთად ჯანმრთელობა უარესდება, სხეული ბერდება და
ბოლოს და ბოლოს კვდება. უეჭველია, რომ ამას ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მიზეზები აქვს.

თუმცაღა თუ დაბერების პროცესს ტრანსერფინგის თეორიის პოზიციით განვიხილავთ, ეს სხვა


არაფერია, თუ არა ინდუცირებული გადასვლა. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ეს ყველაზე
ხანგრძლივი ინდუცირებული გადასვლაა. იგი აუჩქარებლად, მაგრამ ფრიად საიმედოდ
მიმდინარეობს. დაბერების პროცესი იმდენად ჩვეული და თვალნათლივია, რომ არავის თავშიც
კი არ მოუვა მასში დაეჭვება. სცენარის შეცვლის მცდელობები მხოლოდ ყველა შესაძლო
ელექსირების გამოგონებამდე დაიყვანებოდა. მაგრამ თანამედროვე ფარმაკოლოგიის და
გენეტიკის მიღწევებსაც კი ვერ მოაქვთ საგრძნობი შედეგები.

აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ფიზიოლოგიური ფაქტორები მხოლოდ


გარკვეულ წილს შეადგენენ დაბერების პროცესში. რამდენია აქ ინდუცირებული გადასვლის
წილი, ამის შეფასება რთულია, მაგრამ ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მთავარია გავაცნობიეროთ,
როგორ ხდება ეს.

ადრეული ბავშვობიდანვე თქვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ, რომ დაბერების


პროცესი გარდუვალია. მთელი ცხოვრების განმავლობაში ამის უამრავ დადასტურებას
პოულობთ როგორც სხვების, ასევე საკუთარი გამოცდილებიდან. ყოველ თქვენს იუბილეს თან
ახლავს კარგი ჯანმრთელობისა და დღეგრძელი ცხოვრების სურვილები. მაგრამ ყველას
კარგად ესმის, რომ ეს სურვილები არაფრად არ ღირან და ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ
სცენარზე. პირიქით, მსგავსი კეთილი სურვილები, ფაქტების ენაზე თუ ვთარგმნით, ნიშნავს, რომ
ჯანმრთელობა უკვე ისეთი აღარ გაქვთ, როგორც ადრე, და წლებიც მიფრინავენ. ესაა
დესტრუქციული ქანქარას მსუბუქი რხევები, ან შეიძლება ითქვას უფრო თამაშები.

ადრე თუ გვიან შენიშნავთ, რომ ათი წლის წინ ძალა და ენერგია გაცილებით მეტი გქონდათ.
გინდებათ, რომ ვინმეს გაუზიაროთ ეს აზრები. თანამოსაუბრეები მაშინვე გამოჩნდებიან და
აქტიურად ანვითარებენ ამ თემას. ავადმყოფობების თემა კი „სვეცკი“ საუბრებში იგივე
პოპულარობით სარგებლობს, როგორც ამინდი. ასეთ საუბრებში მონაწილეობის მიღებისას,
ენერგიას დესტრუქციული ქანქარის სიხშირეზე ასხივებთ, ან უ მის თამაშში ერთვებით.

ქანქარას შეუძლია ბიძგი მოგცეთ შეუძლოდ ყოფნის, ან ავადმყოფობის სახით. ეს გაღელვებთ,


და თქვენთვის აღნიშნავთ: „როგორც ჩანს ავად ვარ“. ესაა თქვენი პასუხი ქანქარას რხევის
სიხშირეზე, იგი თქვენგან ენერგიას იღებს და კვლავ და კვლავ გიბიძგებთ - ტკივილიც უფრო და
უფრო იზრდება. შემდეგ ექიმთან მიდიხართ, იგი ავადმყოფობას ადასტურებს, და პროცესი
უფრო ვითარდება. ქანქარა თქვენგან ენერგიას იღებს და უფრო მეტი ამპლიტუდით ირხევა.
როცა კრიზისი დგება, ქანქარამ უკვე ყველაფერი მიიღო, იგი თავს განებებთ, და თქვენც

282
გამოჯანმრთელდებით, თუკი ინდუცირებულმა გადასვლამ ცხოვრების იმ ხაზზე არ
გადაგაგდოთ, სადაც ინვალიდი ხართ.

შესაბამისი კითხვა: რა გამოდის, არც ექიმებთან ვიაროთ, არც წამლები მივიღოთ და საერთოდ
შევეშვათ ჩვენს ავადმყოფობას? არა, უკვე განვითარებული ავადმყოფობის განკურნებაზე უარის
თქმა - თამაშიდან გამოსვლა კი არა, უპასუხისმგებლო გულგრილობაა. საუბარია იმაზე, რომ არ
მისცეთ ქანქარას უფლება - თამაშში ჩაგრთოთ.

შეგიძლიათ სამსახურში თანამშრომელს ჰკითხოთ: „რატომ არ იყავი გუშინ?“ რაზეც იგი


აუცილებლად გიპასუხებთ: „ავად ვიყავი“. ყურადღება მიაქციეთ, კი არ ვმკურნალობდი, არამედ
ავად ვიყავი. კითხვაზე: „რა მოგივიდა?“, პასუხი იქნება - „ავად ვარ“. რა თქმა უნდა, პასუხი ამ
კითხვებზე ფორმით - „მე ვმკურნალობდი (ვმკურნალობ)“ არაბუნებრივი იქნება. ეს იმიტომ, რომ
ადამიანები ისე მიეჩვივნენ ამ თამაშს, სახელწოდებით ავადმყოფობა, რომ თავად განკურნება
მიზნად კი არა, ატრიბუტად, თამაშის თანმდევ მოვლენად ითვლება.

თამაში დესტრუქციულ ქანქარასთან იმით იწყება, რომ მთელი მონდომებით იღებთ


ავადმყოფობის სიმპტომებს, ან სხვა სიტყვებით, ინდუცირებული გადასვლის სპირალის ბოლოს
ეჭიდებით. ქანქარის პირველი ბიძგი შეგიძლიათ ჩააგდოთ, თუკი სიმპტომებს სერიოზულად არ
მიიღებთ, მშვიდად უკუაგდოთ იგი და დაივიწყოთ. თუ ასე არ გამოგდით, მაშინ შეგიძლიათ
ჩააქროთ ქანქარა ელემენტარული პროფილაქტიკური ზომების მიღებით. და თუ მაინც ავად
გახდით, ნუ ითამაშებთ ავადმყოფობანას თამაშს, არამედ ითამაშეთ მკურნალობის თამაში.

ავადმყოფობის თამაში - ესაა პასიური ტანჯვა, მონაწილეობის მიღება ავადმყოფობების შესახებ


საუბრებში, ოხვრა, წუწუნი, გარშემომყოფებისგან თანაგრძნობის და მზრუნველობის
კაპრიზულად მოთხოვნა, ავადმყოფობის საკუთარ უცვლელ ატრიბუტად ჩათვლა, მასთან
დაკავშირებული ინფორმაციის გატაცებით ძებნა და გამოყენება.

მკურნალობის თამაში - ესაა აქტიური მოქმედება, გამოჯანმრთელების მეთოდებით


დაინტერესება, მისწრაფება ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ, ავადმყოფობებისადმი იუმორით
მიდგომა, ყურადღების აქცენტირება ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, ჯანმრთელობისკენ
სწრაფვა, თანამოაზრეებთან ურთიერთობა.

ხედავთ, ეს ორი სრულიად განსხვავებული თამაშია. ავადმყოფობაში თქვენ პასიური


მსხვერპლის როლს თამაშობთ და დესტრუქციული ქანქარას სიხშირეზე ასხივებთ, შემდეგ კი
ინდუცირებული გადასვლის ძაბრი გისრუტავთ. მკურნალობის თამაშის დროს აქტიური
შემოქმედის და ბატონის როლში გამოდიხართ, თავად განკარგავთ საკუთარ ბედს, და შედეგად
ცხოვრების ჯანმრთელ ხაზებზე გადადიხართ.

ახლა, თუკი მკურნალობის თამაშს გადაწყვეტთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, თავაშობთ თუ არა ამ
თამაშს საკმარისად გულწრფელად? საქმე იმაშია, რომ თქვენ შეიძლება მოატყუოთ საკუთარი
თავი, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. მთელი გონებით აღიარებთ, რომ საჭიროა ჯანსაღი
ცხოვრების წესით ცხოვრება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ფიზიკური ვარჯიშების შესრულება,
ჯანსაღი საკვების მიღება, და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში ძველი ჩვევები ღრმადაა თქვენში

283
ფევვგადგმული, ჯანმრთელი წესით ცხოვრებას მხოლოდ იმიტომ ცდილობთ, რომ „ასეა
საჭირო“, სინამდვილეში კი უბრალოდ გეზარებათ.

ეს არაა სუფთა თამაში. მას ეწოდება „მე ავად ვარ, და მმკურნალობენ“. ენერგეტიკულ დონეზე
ასეთი თამაში არაფრით არ განსხვავდება ავადმყოფობანას თამაშისგან. ამ შემთხვევაში
მკურნალობის თამაშს იძულებით ცდილობთ და არა საკუთარი მონდომებით. განზრახვა სუფთა
და გულწრფელი არაა, ამიტომ შედეგიც შესაბამისი იქნება.

არასუფთა თამაშის კარგი ილუსტრაციაა მშვენიერი სქესის მცდელობები - დაიკლონ წონაში.


ისინი თავს იტანჯავენ დიეტებით და ძალადობენ საკუთარ თავზე (ავად ვარ და მმკურნალობენ);
ვერ იტანენ თავიანთ წონას და ფიგურას, და ალბათ გახსოვთ, რომ ეს მშვენიერი საშუალებაა
ენერგიის გამოსხივებისთვის იმ ცხოვრების ხაზზე, რომელშიც სწორედ ასეთი ფიგურა გაქვთ. მათ
არ მოწონთ ასეთი დიეტები, და იმის ჭამა უნდათ, რასაც მიეჩვივნენ. თუ თქვენც თამაშობთ ამ
თამაშს, შეეშვით საკუთარ თავზე ამ უაზრო ძალადობას. უკეთეს შემთხვევაში იგი მხოლოდ
უმნიშვნელო დროებით შედეგებს მოგცემთ. როცა საკუთარ თავზე ძალადობთ, ქვეცნობიერს
ეშინია, წინააღმდეგობას გიწევთ, და ბოლოს მაინც გაიმარჯვებს - მიატოვებთ დიეტას და უფრო
მეტად გასუქდებით.

აქედან შეგვიძლია მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანოთ: თუ გსურთ ჯანმრთელობა და


სილამაზე, შეიცვალეთ ცხოვრების წესი. ეს ნიშნავს, რომ უნდა გადააგდოთ ძველი ჩვევები და
შეიძინოთ ახალი, მაგრამ არა გარდუვალი აუცილებლობის, არამედ დარწმუნებულობის გამო.
უნდა გქონდეთ სუფთა განზრახვა. ვერ შეძლებთ, რომ ენერგია თქვენი ცხოვრების ჯანმრთელ
ხაზებზე გამოასხივოთ, და შესაბამისად მათზე გადახვიდეთ, თუკი ისე იქცევით, როგორც
ყოველთვის. ყველაფერი არც ისე რთულია, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. ჩვევების შეცვლა
- მხოლოდ განზრახვისა და დროის ამბავია. და თან დროც ბევრი არაა საჭირო. არჩევანი
თქვენზეა.

ავადმყოფობათა ქანქარები

ყოველი თქვენგანი ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ ყოფილა ავად. ავადმყოფობა მთელ რიგ
უსიამოვნებებს უქმნის ადამიანს, წარმოშობს ნეგატურ აზრებს და ემოციებს, რომლებიც სივრცეში
გამოსხივდებიან. ეს ენერგია ნაყოფიერი ნიადაგია სხვადასხვა სახის დესტრუქციული ქანქარების
განვითარებისთვის. ისინი ყოველთვის ძალიან კარგად ითვისებენ ნეგატიურ ენერგიას.

ქანქარები, რომლებიც ავადმყოფობების მიერ არიან წარმოშობილნი, ერთ-ერთი ყველაზე


ძლევამოსილები არიან. ეს, პირველ რიგში, თავად ავადმყოფობები და ეპიდემიებია. მათ
ოპოზიციას წარმოადგენენ მედიცინის ყველა შესაძლო ქანქარები. წარმოგიდგენიათ, რა
მძლავრი სტრუქტურებია! კლინიკები, სანატორიუმები, ინსტიტუტები, ფაბრიკები, აფთიაქები,
მეცნიერება, განათლება...

მედიცინის ქანქარების დეკლარურებული მიზანი - ესაა დაავადებებთან ბრძოლა. ეს ბრძოლა


წარმოშობს მრავალ ნეგატიურ მოვლენას, რომლებიც დამახასიათებელნი არიან ნეგატიური
ქანქარებისთვის, რადგან მათი მთავარი მიზანი - ესაა მიმდევრების მოზიდვა და შენარჩუნება.

284
მაგალითად, ოფიციალური მედიცინა მტრულადაა განწყობილი მკურნალობის ყველა სახის
არატრადიციული (ანუ ოფიციალური მედიცინისადმი არ-მიკუთვნებული) მეთოდისადმი.
მოძველებული ან არასწორი წარმოდგენების კრიტიკა, თუ იგი არატრადიციული მედიცინის
მიმდევრებისგან მომდინარეობს, შერაცხული იქნება ანტი-მეცნიერულად. მკურნალობის
ნებისმიერ ახალ მეთოდს, თუკი ისინი არატრადიციულ მედიცინას მიეკუთვნებიან, მტრულად
შეხვდებიან.

არატრადიციული მეთოდების მიმდევრები, თავის მხრივ, ასევე ისვრიან ქვებს ოფიციალური


მედიცინის მიმართულებით.

დესტრუქციულ ქანქარებს შორის, როგორც წესი ბრძოლა მიდის, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში
თანამშრომლობაც კია შესაძლებელი. მაგალითად, მედიცინისა და ფარმაკოლოგიის
ურთიერთობა. უკვე საიდუმლო აღარაა, რომ ბევრი ექიმი და აფთიაქი თანამშრომლობს
ერთმანეთთან. ექიმმა შესაძლოა თავის პაციენტებს კონკრეტული წამალი გამოუწეროს,
აფთიაქარმა კი კონკრეტული ექიმი ურჩიოს. და პირიქით, ექიმები მედიკამენტების რეკლამების
წინააღმდეგ გამოდიან, რადგან თუ ადამიანებს ყველაფერი ეცოდინებათ წამლების შესახებ და
თვითგანკურნებით დაკავდებიან, მაშინ ექიმებს ნაკლები პაციენტი ეყოლებათ.

ადამიანი, რომელიც ავადმყოფობების ან მედიცინის ქანქარების გავლენის ქვეშ იმყოფება, ვერ


შეძლებს თავისი ყმაწვილობის დროინდელი ჯანმრთელობის დაბრუნებას. გაიხსენეთ, მაშინ ხომ
ძალიან ნაკლებად გაღელვებდათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები. ეს თქვენ
პირდაპირ არ გეხებოდათ, ამას მნიშვნელობას არ ანიჭებდით და უბრალოდ ყურადღებას არ
აქცევდით საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან არაფერი გაწუხებდათ. შესაბამისად, თქვენი
ენერგეტიკული გამოსხივება არ მოიცავდა საკუთარ თავში ავადმყოფობათა ქანქარების
სიხშირეებს.

ასაკთან ერთად თანდათანობით, ამა თუ იმ დონით, ქანქარების გავლენის ქვეშ ექცევით.


გამოასხივებთ რა ენერგიას ქანქარების სიხშირეზე, ამით ენერგიას აძლევთ მათ, დამოკიდებული
ხდებით მათზე და ცხოვრების ავადმყოფურ ხაზებზე გადადიხართ. ამიტომ უწინდელი
ჯანმრთელობის მოსაპოვებლად აუცილებელია, რომ პირველ რიგში განთავისუფლდეთ
ქანქარებთან კავშირებისგან. ეს ნიშნავს, რომ არ შემოუშვათ თქვენში ქანქარების ინფორმაცია
და არ მიიღოთ მონაწილეობა მათ თამაშებში, ანუ გამოიყენოთ ქანქარების ჩაგდების მეთოდი.
თუ ავადმყოფობები სერიოზულად გაწუხებენ, მაშინ ითამაშეთ მკურნალობანას თამაში და
იზრუნეთ საკუთარ სხეულზე, და ეს ჩაქრობის მეთოდი იქნება. განვიხილოთ ავადმყოფობათა
ქანქარების ქცევის რამდენიმე მაგალითი.

მედიკამენტების რეკლამა ყოველდღე ახდენს თქვენს წინაშე იმ ბედნიერი ადამიანების


დემონსტრირებას, რომლებიც გარკვეულ წამალს ღებულობენ და სწორედ ამიტომ ხდებიან
ჯანმრთელები. და უფრო მეტიც, არათუ ჯანმრთელობას, არამედ ყოველმხრივ წარმატებებსაც
აღწევენ ამით. მაცდური სატყუარაა, და კარგადაც მუშაობს, რადგან როგორც უკვე განვიხილეთ,
ადამიანთა უმეტესობა ნახევრად-ცნობიერ მდგომარეობაში ცხოვრობს. თქვენს ტვინში იდება
პროგრამა: წადი აფთიაქში, იყიდე წამალი და მიიღე ჯილდო - სრული წესრიგი ყველა საქმეში“.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ისეთი საშიში. ამ რეკლამაში დაფარულია სხვა, უფრო ღრმა
პროგრამა.

285
აბა დაფიქრდით, რეკლამაში, როგორც წესი, აჩვენებენ სრულიად ნორმალურ, მიმზიდველ და
ხშირად წარმატებულ ადამიანებსაც. (თქვენ რა, ნაკლები ხართ?) ყველა ეს ადამიანი რაღაცითაა
ავად, მაგრამ მალე იკურნება სასიამოვნო წამლებით. (და თქვენც ასეთი ხართ!) თქვენ გტენიან
ცნობიერში და ქვეცნობიერში იმ ფაქტს, რომ წინასწარგანწყობილი ხართ დაავადებებისადმი,
უკვე ავად ხართ, ან მალე გახდებით ავად. და თქვენ იღებთ თამაშის ამ პირობებს. სწორედ ესაა
დესტრუქციული ქანქარის არა დეკლარირებული, არამედ ნამდვილი სახე. მისი ამოცანა თქვენი
განკურნება კი არაა, არამედ თავის მიმდევრად ქცევა, ანუ იმის შთაგონება, რომ ავად ხართ და
წამლები უნდა მიიღოთ.

მიმდევრების მოზიდვის კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი - არასურველი ამინდის პროგნოზი.


საფუძვლად აღებულია პროგნოზები მაგნიტურ ქარებზე, ატმოსფერული წნევის
ცვალებადობაზე და სხვა არასასიკეთო ფაქტორებზე. (შეამჩნევდით, რომ ყველა ეს მოვლენა ამა
თუ იმ დონით პრაქტიკულად ყოველდღე ხდება). ამ მონაცემებიდან გამომდინარე, დგება
პროგნოზი: ვის და რა ავადმყოფობებით შეექმნება ხვალ პრობლემები. სასაცილოა ერთხელ და
ორჯერ მოსმენა იმისა, თუ როგორ ჩამოთვლის ხოლმე ქანქარა ყველა შესაძლო
ავადმყოფობას და გარდუვალ შედეგებს მათი მფლობელებისთვის. მაგრამ შემდეგ უკვე
სასოწარკვეთილება გიპყრობთ. წარმოგიდგენიათ, რა დამანგრეველი პროგრამა იდება ისედაც
არაჯანმრთელი ადამიანების ცნობიერებაში? ასეთ რამეს რომ ისმენ, შეიძება იფიქრო, რომ
ჯობია საერთოდ არ გახვიდე სახლიდან. რა თქმა უნდა, არასასიკეთო ფაქტორები ზემოქმედებენ
თვითგანწყობაზე, მაგრამ რა საჭიროა თავიდანვე საკუთარი თავის ამაზე მომართვა? არადა
ბევრი, განსაკუთრებით ხანშიშესული ადამიანები უსმენენ ქანქარების ამ გადმოღვრილ
ინფორმაციას და განაჩენივით წინასწარ იდგენენ საკუთარი თავისთვის ავადობებისა და
გამწვავებების პროგრამას. მსგავსი პროგნოზები წარმოადგენენ მაგალითს ქანქარების
თავხედური და ცინიკური მისწრაფებისა - დაუქვემდებარონ ადამიანები თავიანთ ზეგავლენას.

და ყველაზე კლასიკური სიუჟეტი - საუბრები ჯანმრთელობის შესახებ ნაცნობებთან და


ახლობლებთან. როგორც წესი, საუბრები მიდის არა ჯანმრთელობის გამყარების, არამედ
ავადმყოფობების და მათი განკურნების თემაზე. ერთი გატაცებით აღწერს, როგორ ებრძვის
თავის ავადმყოფობებს, მეორე კი მზადყოფნაში მყოფი ქოთქოთებს პასუხად: ჰო, სიბერე
ტანჯვაა. ასეთი საუბრის მონაწილეები აქტიურად გამოასხივებენ ენერგიას ავადმყოფობების
ქანქარების სიხშირეზე. ეს ენერგია ისეთივე გადამდებია, როგორც პათოგენური მიკრობები. თავი
აარიდეთ მსგავს საუბრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავადაც ვერ შეამჩნევთ, ისე გადახვალთ
ავადმყოფობების გამოსხივების სიხშირეზე.

ავადმყოფობის ქანქარის იდენტიფიკაცია ძალიან მარტივია - იგი გიტყუებთ ინფორმაციით


ავადმყოფობებისა და მათი მკურნალობის შესახებ. თუ ამ ინფორმაციას იგნორირებას
გაუკეთებთ, ანუ თუ ყურებს მიღმა გაატარებთ და სერიოზულად არ მიიღებთ, ქანქარა თავს
დაგანებებთ - ეს მისი ჩაგდება იქნება. თუ ამ ინფორმაციას იდიოტური სიცილით და დაცინვით
შეხვდებით, ქანქარა შიშით კუდამოძუებული გაიქცევა თქვენგან - ეს მისი ჩახშობაა.

დაშორდებით რა ავადმყოფობათა ქანქარებს, თქვენ მიიღებთ სრულ თავისუფლებას, მაგრამ ის


დიდხანს არ გაგრძელდება. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ მას სჭირდება - იყოს რაიმე
ქანქარების მიმდევარი. ამიტომ ადრე თუ გვიან კვლავ იქნება რისკი, რომ კვლავ მოექცევით

286
ავადმყოფობათა ქანქარების ზეგავლენის ქვეშ. ეს რომ არ მოხდეს, თქვენ გჭირდებათ,
გამოხვიდეთ გამოკიდებული მდგომარეობიდან და შეუერთდეთ გაჯანსაღების ქანქარებს.
ჯანსაღი ქანქარები - ესაა ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სხეულისა და სულის
გაძლიერებასთან. გახდით ცხოვრების ჯანმრთელი წესის მიმდევარი, და მიხვდებით, რა კარგი
და სასიხარულოა ეს, ავადმყოფობებთან მძიმე და უიმედო ბრძოლებთან შედარებით.

სრულიად ცხადია, რომ თუკი ადამიანი ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე , იგი ენერგიას
ჯანმრთელი ხაზების სიხშირეზე ასხივებს და ამიტომ ჯანმრთელია, ავადმყოფობებისთვის არ
სცხელა. ამგვარად, თქვენ ხედავთ, რომ არსებობს ცხოვრების ორი სრულიად
ურთიერთსაწინააღმდეგო სახე: ავადმყოფობების განკურნება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
ცხადია, რომ ავადმყოფობებთან მიმართებაში, პირველი შინაგან განზრახვას მიეკუთვნება,
მეორე კი გარეგანს. თქვენ თავად ირჩევთ თქვენი ცხოვრების სახეს.

მავნე ჩვევები

რაც შეეხება მავნე ჩვევებს, ყოველ ადამიანს შეუძლია თავი დაანებოს დალევას ან მოწევას
ნებისმიერ მომენტში. ეგრეთწოდებული ფიზიოლოგიური დამოკიდებულობა ან მიჩვევა აქ
საერთოდ არ თამაშობს მთავარ როლს. ენერგეტიკული თვალსაზრისით მიჩვევა ნიშნავს
ცხოვრების იმ ხაზებზე გადაწყობას, სადაც ამ ადამიანს ეს მავნე ჩვევები აქვს. არის ცხოვრების
სუსტი ხაზები, სადაც ადამიანი ზომიერად სვამს (ეწევა), და არის უფრო ინტენსიური ხაზებიც.
თქვენ მოცემულ მომენტში რომელიღაც ხაზში ხართ. თუ ჩვევა პრობლემებისგან გაქცევის
საშუალებად იქცევა, პრობლემა კი ბევრია, გამოსხივება უფრო სუფთა ხდება, რაც იწვევს უფრო
ინტენსიურ ხაზებზე გადასვლას.

იმისთვის, რომ დაბრუნდეთ ცხოვრების ხაზზე ამ ჩვევების გარეშე, საჭიროა, რომ უბრალოდ
შეწყვიტოთ ენერგიის გამოსხივება მოცემულ სიხშირეებზე. მოვიყვან ერთ ძალიან კარგ
მაგალითს. როცა ყველაზე გამოცდილი მწეველები წყალქვეშა ნავით მოგზაურობენ, მათ
საერთოდ არ აღელვებთ ის, რომ მოწევის შესაძლებლობა არ აქვთ. როგორც კი ლუქი იხურება
და გაცემულია ბრძანება წყალში ჩაღრმავების შესახებ, აზრები მოწევის შესახებ საერთოდ ქრება,
რადგანაც ობიექტურად მოწევის არცერთი ვარიანტი აღარ არსებობს. მწეველი სრულიად
ეგუება ამ ობიექტურ მოცემულობას და აღარც კი ფიქრობს ამაზე. მას არც აბრაზებს და არც
ახარებს ეს ფაქტი. არ არის აზრები - არ არის გამოსხივება, შესაბამისად მწეველი გადადის
ცხოვრების სხვა ხაზზე, სადაც ის აღარ ეწევა. სად გაქრა ფიზიოლოგიური დამოკიდებულობა?
მაგრამ აი, წყალქვეშა ნავი ხმელეთს უბრუნდება და თუკი მწეველს არ ჰქონია თავის დანებების
განზრახვა, ახსენდება, რომ ცუდი არ იქნებოდა გაბოლება. კვლავ ჩნდება გამოსხივება და იგი
კვლავ უბრუნდება ცხოვრების ძველ ხაზებს.

ფიზიოლოგიური დამოკიდებულობა სინამდვილეში ვლინდება, როგორც ქანქარას მიერ


აზრობრივი გამოსხივების სიხშირის მიტაცება. თუ ადამიანმა ალკოჰოლი ან ნარკოტიკები
მიიღო, ქანქარა დროებით ენერგიას აძლევს მას, ამიტომ დამიანი ძალების მოზღვავებას,
ეიფორიას განიცდის. ასე ხდება სიხშირის მიტაცება. მაგრამ ქანქარა არ იძლევა ენერგიას ასე
უბრალოდ. მოკლევადიან აღმასვლას მძიმე ანგარიშგება მოსდევს - ნაბახუსევის სინდრომი ან
“ლომკა“. ამ მდგომარეობაში ადამიანი პირდაპირაა მიერთებული ქანქარაზე, და ის მისგან
ენერგიას იწოვს. ენერგიის ის ნაწილი, რომელსაც ქანქარა თავიდან იძლევა, უმნიშვნელოა

287
იმასთან, რასაც შემდეგ იღებს. ამიტომაცაა „ლომკა“ ასეთი მძიმე. ადამიანი ამ სიტყვის
პირდაპირი მნიშვნელობით გრძნობს, თითქოს ვიღაც მარწუხებით ჩაეჭიდა მის ენერგეტიკულ
სხეულს. ქანქარა პირობას აყენებს: ან კიდევ მიიღებ, ან ტანჯვა გაგრძელდება. თუ ადამიანი
კიდევ იღებს დოზას, მას კვლავ ეძლევა ენერგიის ნაწილი, მაგრამ ამას კიდევ უფრო მძიმე
ანგარიშგება მოსდევს. ქანქარა მხოლოდ მაშინ დაანებებს თავს ადამიანს, თუ მისგან უკვე
აღარაფერია ასაღები. თუ ადამიანი, რომელმაც „ლომკა“ გადაიტანა, კვლავაც ჩამოკიდებულია
ქანქარას ძაფზე, ისტორია კვლავ მეორდება. ქანქარას ძაფს წარმოადგენს მოგონებები
მოკლევადიანი ეიფორიის შესახებ და იგივე განცდის განმეორების სურვილი.

რატომაა ასე რთული მავნე ჩვევისგან განთავისუფლება? მიაქციეთ ყურადღება, როგორ ისმება
საკითხი უმეტეს შემთხვევებში: არა „უარის თქმა“, არამედ „გადაგდება“. ჩვევა განიხილება,
როგორც მავნე პარაზიტი, რომლის განადგურებაც პრინციპში შესაძლებელია, ან ავადმყოფობა,
რომლის განკურნებაც შესაძლებელია. საკითხის ასეთმა დასმამ გამოიწვია მკურნალობის
სხვადასხვა მეთოდებისა და სხვადასხვა ფარმაკოლოგიური პრეპარატების გამოჩენა.
საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მკურნალობა ზოგჯერ შველის, ზოგჯერ კი - არა.

თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ახლა მედიცინის ლანძღვას და ანათემაზე გადაცემას ვაპირებ?
ვერ გამოიცანით! თუ ადამიანი მკურნალობანას თამაშობს, მედიცინა დაეხმარება მას.
მკურნალობის ეფექტურობისადმი რწმენა - კარგი მეთოდია საკუთარი გამოსხივების ჯანსაღ
ღაზებზე გადაწყობისთვის. ხოლო თუ პაციენტმა ავადმყოფობანას თამაში აირჩია, ვერანაირი
პროგრესული მეთოდები ვერ გამოგლეჯენ მას ცხოვრების ავადმყოფური ხაზებიდან.

როგორც წესი ადამიანები თავიდან თვითონ ცდილობენ საკუთარი პრობლემების გადაჭრას. თუ


ადამიანმა მავნე ჩვევებზე „უარის თქმა“ გადაწყვიტა, მას ეს გამოსდის. ხოლო თუ ცდილობს, რომ
„გადააგდოს“ ის, იწყება „გადაგდებების“ და კვლავ დაბრუნებების ჯაჭვი. ეს ჯაჭვი შეიძლება
წლობით გაგრძელდეს, რადგან, მაგალითად, მწეველი ფიქრობს, რომ კეთილშობილურ მისიას
ასრულებს: „მოწევა ჩემთვის საზიანოა ჩემთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც. მე
გავანთავისუფლებ ჩემ თავსაც და საზოგადოებასაც ამ დამღუპველი ჩვევისგან!“ მაგრამ
სინამდვილეში მოწევა მაინც უნდა. „აი, მხოლოდ ერთიც, უკანასკნელად და თავს დავანებებ!“
მაგრამ თუ ერთ მომენტში მწეველი საკუთარ თავზე ძალადობს, მეორე მომენტში ის
აუცილებლად შეიცოდებს საკუთარ თავს, ან სისუსტეს გამოავლენს. ხვდებით, რა მექანიზმი
მუშაობს აქ? ამ დროს წონასწორული ძალები ცდილობენ ჭარბი პოტენციალის მოშორებას.
ძალადობა სისუსტით წონასწორდება. მარკ ტვენი ამბობდა: „მოწევისთვის თავის დანებება?
ამაზე ადვილი არაფერია! ეს ათასჯერ გამიკეთებია.“

ამ „გადაგდებობანას“ თამაშს, როგორც ხვდებით, ეწოდება: „მე ავად ვარ და მმკურნალობენ“.


განზრახვა არაა სუფთა, გონება კი იძახის, რომ გადაგდება აუცილებელია, ამიტომ ჩვევას ომს
უცხადებენ - იგი სძულთ, ულტიმატუმებს უყენებენ, მასზე ნადირობას აცხადებენ, იდება საზეიმო
ფიცები - მოკლედ, მთელი დრამატული თეატრი მძლავრი და სუფთა გამოსხივებით ცხოვრების
არაჯანსაღი ხაზების სიხშირეზე.

იმისთვის, რომ მავნე ჩვევების სიხშირეებზე გამოსხივება შეწყვიტოთ, საჭიროა, პირველ რიგში
სუფთა განზრახვა. თუ ჩვევაზე უარის თქმის საჭიროებაში დარწმუნებული ხართ და ეს არაა
უბრალოდ მოვალეობა, მაშინ შანსები უკვე ნახევარზე მეტია. თუმცა, როგორც წესი, ჩვევას

288
კავშირი აქვს ადამიანის ცხოვრების გარკვეულ წესთან. მაგალითად, მწეველი მიეჩვია
„პერეკურებს“ სამსახურში შესვენებებზე და ეს მუშაობის განუყოფელი ატრიბუტი გახდა. ან
მაგალითად, ცხოვრებაში დალევის ძალიან ბევრი საბაბი არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ
ახლო გრემოცვის ადამიანებიც იგივეს აკეთებენ. ასე იქცევა ჩვევა ცხოვრების სახედ.

ჩვევა კიდევ უფრო ერწყმის ცხოვრებას კიდევ იმიტომ, რომ იგი დაკავშირებულია ემოციურ
განცდებთან და ფსიქოლოგიურ თავდაცვასთან. როგორც ცნობილია, სმას სიხარულის ან
მწუხარების გამო იწყებენ, შემდეგ კიდევ უფრო მეტიმიზეზი ხდება საჭირო, ბოლოს კი მიზეზები
საჭირო აღარაა - უბრალოდ არსებობს უწინდელი ემოციური განცდების დაბრუნების სურვილი.

ჩვევის ემოციებთან ამ კავშირის გაწყვეტა ძალიან რთულია. თუ კავშირი უკვე ღრმადაა


ფესვგადგმული, და ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ იცხოვრებთ ამის გარეშე, მაშინ, ყოველ
შემთხვევაში, იმას მაინც ნუ ეცდებით, რომ ითამაშოთ თამაში: „მე ავად ვარ და მმკურნალობენ“,
რადგან ამას შედეგები არ მოაქვს. პირიქით, უფრო გირთულებთ ცხოვრებას. თუ ჩვევასთან
ერთად ცხოვრება კიდევ შეიძლება, ანუ თუ ის მეტისმეტად შორს არ წასულა, მაშინ უფრო
გონივრული იქნება, უბრალოდ გაუშვათ სიტუაცია, ვიდრე განაგრძოთ უსარგებლო ბრძოლა.
საკუთარი თავის გაშვებით, თქვენ უფრო თავისუფლად ამოისუნთქებთ და დიდი ალბათობით
გადახვალთ ხაზზე, სადაც ჩვევა უფრო ზომიერი იქნება.

ხოლო თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ჩვევა ცხოვრებას გიფუჭებთ, მაშინ ასევე დიდია
ალბათობა იმისა, რომ სუფთა განზრახვას მოიპოვებთ. მაშინ, პირველ რიგში, უნდა გაწყვიტოთ
კავშირი ჩვევასა და თქვენს ემოციურ განცდებსა და ცხოვრების წესს შორის. ეს ნიშნავს, რომ უნდა
მოაშოროთ ყოველგვარი მიზეზი.

მიზეზების მოშორება შესაძლებელია თანდათან, ერთი-მეორეს მიყოლებით. მაგალითად, ადრე


ნებისმიერ პრობლემას სიგარეტის მოწევით „ახშობდით“ - შეცვალეთ ეს პრობლემური ქანქარის
ჩაგდების ან ჩახშობის მეთოდით. სამუშაოს დასასრული ყოველთვის სრულდებოდა კარგი
„პერეკურით“ - ჯობია მიირთვათ თქვენი საყვარელი ნუგბარი. სიგარეტი ძილის წინ - მოაჩვენეთ
საკუთარ თავს, რომ დაგავიწყდათ. და ა.შ. თქვენ უფრო იცით თქვენი მიზეზები.

როცა ჩვევის ცხოვრების წესთან კავშირი მოშორებულია, მას უკვე აღარაფერი აქვს საყრდენად.
მაშინ შეგიძლიათ მშვიდად და თავდაჯერებულად უთხრათ საკუთარ თავს: „მე უარი ვთქვი
ამაზე“. კი არ „გადავაგდე“, არამედ უარი ვთქვი! აი, ამ მომენტში ორი ხაფანგი გელოდებათ.

პირველი ხაფანგი - ესაა აზრები, რომ თქვენ უარი თქვით ჩვევაზე. თქვენ ეს გახსოვთ, და
სიამოვნებით უყვებით ყველას, რომ გადააგდეთ. ისევ ამაზე ფიქრობთ, რაც ნიშნავს, რომ
ენერგიას ასხივებთ ჩვევის სიხშირეზე. ნებისმიერი აზრი ჩვევის შესახებ, მის სიხშირეს ემთხვევა.
ასეთ შემთხვევაში ძალიან ძნელი იქნება ქანქარასთან დამაკავშირებელი ძაფის გაწყვეტა და
ცხოვრების ახალ ხაზზე თავის შენარჩუნება.

მეორე ხაფანგი - ესაა გადაგდების ფაქტისგან მოვლენის შექმნა. თუ თქვენთვის მაინც დასანანია
ჩვევასთან განშორება, ეს დრამა იქნება. თუ პირიქით, გიხარიათ ეს - მაშინ ეს აღტაცება იქნება.
ნებისმიერი ემოცია ამ საკითხზე - ჭარბ პოტენციალს წარმოშობს, რომლების მოშორებასაც
წონასწორული ძალები მაშინვე ეცდებიან, და უკვე იცით როგორც.

289
ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება - ხელი ჩაიქნიოთ და დაივიწყოთ, სინანულის ან
სიხარულის გარეშე, თითქოს არაფერი მომხდარა. არ არის მნიშვნელოვნება, არ არის აზრები,
არ არის ემოციები, არ არის გამოსხივება - და თქვენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით
ჩამოვარდებით ცხოვრების მავნე ხაზიდან, რადგან უკვე აღარ შეესაბამებით მის პარამეტრებს.
ამაშია მთელი საიდუმლო.

ავადმყოფობათა ნამდვილი მიზეზები

თქვენ გიწევთ, რომ მთელი ცხოვრება ატაროთ სხეული, რომელშიც ჩასახლდით. თუკი არ
მოუვლით, იგი დროთა განმავლობაში დაბინძურდება, როგორც სანტექნიკა, და აქ ვერც
დიეტები და ვერც მედიტაციები ვერ დაგეხმარებათ. სხეულზე ზრუნვა ბევრს ზედაპირულად
ესმის. უბრალოდ რეგულარული ბანაობა, კბილების ხეხვა და ვარჯიშების კეთება საკმარისი
არაა. ცხოვრების ბოლოსთვის ადამიანის სხეული ათეულობით კილოგრამ სხვადასხვა ნაგავს
იგროვებს. ესაა ქვები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, არაორგანული მარილების გროვები,
ლორწო და სხვა ნაგავი. ეს ყველაფერი მაგიდაზე რომ გადმოყაროთ, დიდ საზიზღარ გროვას
მიიღებთ. ისღა დაგრჩენიათ, გაგიკვირდეთ, როგორ შეიძლება საერთოდ ამ ყველაფერთან
ერთად ცხოვრება.

ორგანიზმის რესურსები კოლოსალურია, მაგრამ არა უსაზღვრო. მაგალითად,


წყალგაყვანილობის მილი გარედან შეიძლება სრულიად ნორმალურად გამოიყურებოდეს.
მაგრამ დროთა განმავლობაში მას შიგნით ნალექის სქელი ფენბა ედება, და გასასვლელი
ვიწროვდება. ასეთი მილის გარედან შეღებვა უსარგებლოა - მას უბრალოდ აგდებენ და ახლით
ცვლიან. ადამიანის ორგანიზმთან დაკავშირებითაც იგივე ისტორიაა, ოღონდ ამ შემთხვევაში
ადამიანი უბრალოდ კვდება. როგორ შეიძლება გული ჯანმრთელი იყოს და ამდენ დატვირთვას
გაუძლოს, თუკი სისხლძარღვების კედლებზე ნალექების სქელი შრეა, და ღვიძლს აღარ
შეუძლია სისხლის გაწმენდა?

ყმაწვილობის დროინდელი ჯანმრთელობის მიზეზი მხოლოდ ერთია - ორგანოების რესურსები


ჯერ არაა ამოწურული. როცა რესურსი დასასრულს უახლოვდება, ორგანო ზღვარზე იწყებს
მუშაობას. ორგანო, რომელსაც ამოწურული აქვს რესურსები, სხვა ორგანოებს ართმევს
ენერგიას. იქმნება როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი პათოლოგიური კავშირები. მაგალითად,
ნატანჯი ღვიძლი უწინდებურად ვეღარ წმენდს სისხლს. ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს იგი
კენჭებით აქვს სავსე. ამიტომ სისხლძარღვები ბინძურდება, იზრდება გულზე ზეწოლა, და ა.შ.
ენერგეტიკულ დონეზე ავადმყოფი ღვიძლი მეზობელ ორგანოებს ართმევს ენერგიას, რამაც
შეიძლება სხვა ავადმყოფობებამდე მიგვიყვანოს. რესურსების ამოწურვის მიზეზი ბანალურია -
ესაა ორგანიზმის დაბინძურება. ამიტომ ამ პრობლემის გადაწყვეტაც ასევე ბანალურია -
ორგანიზმის გაწმენდა.

არსებობს ორგანიზმის ბუნებრივი მეთოდებით გაწმენდის შესახებ უამრავი კარგი წიგნი და


მეთოდი, ანუ წამლებისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე. თუ მოინდომებთ, იპოვით მათ.
საოცარია, რამდენი ადამიანი კვდება, ან ქირურგის დანის ქვეშ წვება ისე, რომ არ იცის, რა
ადვილია ყველა პრობლემის ორგანიზმის გაწმენდის ნატურალური მეთოდებით გადაწყვეტა.

290
ორგანიზმის გაწმენდა საჭიროა თანმიმდევრულად: თავიდან ნაწლავები, შემდეგ ღვიძლი,
შემდეგ მარილების გროვები. ყველა რეცეპტს და რეკომენდაციას სპეციალისტების წიგნებში
იპოვით. მე შემიძლია მხოლოდ აღვნიშნო, რომ მაგალითად, ღვიძლი უფრო ეფექტურად
იწმინდება მცენარეული ზეთისა და ლიმნის წვენის, ან გახეხილი ჭარხლის მეშვეობით. ამით
ხდება ორ სანტიმეტრამდე დიამეტრის კენჭების გამოტანა! და ამას ვერ მიაღწევთ ვერანაირი
მედიკამენტებით, ამიტომაც ოფიციალური მედიცინის მიმდევრები ამბობენ, რომ ეს
შეუძლებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. გაწმენდა უნდა ჩატარდეს შესვენებებით, მანამ, სანამ ქვები
არ შეწყვეტენ გამოსვლას.

თირკმელებში კენჭების დაშლა ხდება ასკილის ფესვების ნაყენით, და სხვა მრავალი ბუნებრივი
საშუალებით. მარილების ორგანიზმიდან გამოტანა ადვილია ლიმნის წვენით, ან შავი ბოლოკის
წვენით. ბევრი ავადმყოფობა იკურნება სტაფილოსა და ისპანახის წვენით. ბუნებამ ყველაფერი
გაითვალისწინა, რაც მკურნალობისთვისაა საჭირო. ცივილიზაციის ისტორია ათასწლეულებს
ითვლის, თანამედროვე მედიცინის ქანქარა კი სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

თუკი საკუთარ თავზე გამოცდით ბუნებრივი გაწმენდის მეთოდებს, შოკირებული იქნებით იმით,
თუ რამდენად მკვეთრად გაუმჯობესდება თქვენი თვითგანწყობა. მაგალითად, ღვიძლის
გაწმენდის შემდეგ იგრძნობა უჩვეულო სიმსუბუქე და ძალების მოზღვავება - სხეულმა თითქოს
მძიმე ტვირთი გადააგდოო. ენერგეტიკამ ერთი საფეხურით მაღლა აიწია. გამოთავისუფლდა
დიდი რეზერვი. რამდენიმე დღის შემდეგ სიმსუბუქის შეგრძნება ჩვეული ხდება, მაგრამ ეს არ
ნიშნავს, რომ ენერგეტიკამ დაიწია. უბრალოდ ენერგიის მოპოვებული დონე ჩვეულ ნორმად
იქცა. იგივე მიზეზით, სიმძიმეების აწევის შემდეგ, საგნები უფრო მსუბუქი გვეჩვენება, ვიდრე
ჩვეულებრივ. ჰოდა გაწმენდის შემდეგაც რამდენიმე დღე გიხარიათ სიმსუბუქე, შემდეგ კი
ეჩვევით, ჯანმრთელობა და ენერგია, როგორც წესი არ იგრძნობა. ავადმყოფობა გვახსენებს
ხოლმე თავს, რადგან არ წარმოადგენს ნორმალურ მდგომარეობას.

ნაწლავებისა და ღვიძლის გაწმენდის შემდეგ შეგიძლიათ უფრო ნატიფ წმენდაზეც გადახვიდეთ.


მაგრამ მთავარია, კვლავაც არ დააბინძუროთ თქვენი ორგანიზმი. დაბინძურება ხდება
არასწორი კვების შედეგად. თითქმის ყველა ავადმყოფობა, პირდაპირ ან ირიბად, გამოწვეულია
არასწორი კვებით. ინფექციური ავადმყოფობებიც კი მხოლოდ დაბინძურებულ და დასუსტებულ
ორგანიზმში ჩნდებიან, სადაც კარგი გარემოა ინფექციის განვითარებისთვის. არსებობს ასევე
დაავადებები, რომლებიც მემკვიდრეობით გადაეცემა. მაგრამ გენეტიკური წინასწარგანწყობა
ჯერ კიდევ არაა ავადმყოფობის გარანტი.

მე არ ვაპირებ, რომ სხვა რწმენაზე მოგაქციოთ - ეს დაუფასებელი შრომა იქნება. თქვენი


ჯანმრთელობა ხომ თქვენ გჭირდებათ და არა მე. შესაძლოა ამ ყველაფერში ახალი არაფერი
აღმოგიჩენიათ. მაგრამ ადამიანების უმეტესობა ყოველდღიურად უშვებს უხეშ შეცდომებს კვების
ელემენტარულ წესებში, შემდეგ კი საკუთარ ჯანმრთელობის პრობლემებზე წუწუნებს. ან არ
უნდა დაარღვიოთ წესები, ან ცნობიერად უნდა გააკეთოთ ეს. უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა,
ის მაინც იცოდეთ, რომელი წესები ირღვევა. ნუთუ საწყენი არ იქნება უმეცრებაში რომ მოკვდეთ?
მიუხედავად ამისა, ადამიანთა უმეტესობა დიდად არ ღელავს საკუთარ სხეულში არსებულ
სიბინძურეზე. ეს იმიტომ, რომ თვალები ვერ ხედავენ, რამდენი ნაგავია სხეულში, და როგორ
გროვდება იგი. შემიძლია ბევრი მაგალითი მოვიყვანო იმისა, თუ როგორ ხვდება ნაგავი
ორგანიზმში. აი, რამდენიმე მათგანი:

291
შეწვის დროს მცენარეულ ზეთში შხამიანი ნივთიერებები წარმოიქმნება, ამიტომ ყველაზე კარგია
ერბოში შეწვა. სახამებლით მდიდარ პროდუქტებში მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების დროს
შხამიანი ნივთიერებები წარმოიშობა, და ისინი კიბოს იწვევენ - ეს ინფორმაცია მათთვის, ვისაც
ჩიფსები და შემწვარი კარტოფილი უყვარს.

რევანდის, მჟაუნასა და ისპანახის ხარშვის დროს მჟაუნმჟავა არაორგანულ ფორმაში გადადის


და ორგანიზმში კრისტალების სახით ილექება, რაც იწვევს რევმატიზმს და თირკმლების
დაავადებებს.

პურის საფუარი, რომელიც გამომცხვარ პურშია, ნაწლავის მიკროფლორას თრგუნავს. საჭმლის


მონელების პროცესის უმეტეს ნაწილს ბაქტერიები ანხორციელებენ. ყოველ ცოცხალ არსებას
თავისი განსაკუთრებული მიკროფლორა აქვს ნაწლავებში, და ეს მიკროფლორა
განპირობებულია მისი კვების რაციონით. აი, რატომაა, რომ ძროხას მხოლოდ ბალახის ჭამა
შეუძლია, ლომს კი - მხოლოდ ხორცის. თანდათანობით შესაძლებელია ახალ რაციონზე
გადასვლა, და ამასთან ერთად მიკროფლორაც იცვლება. საფუარი თრგუნავს ბუნებრივ
მიკროფლორას, საჭმელი ცუდად მოინელება და ორგანიზმს აბინძურებს.

ადუღებულ ან პასტერიზებულ ძროხის რძეში არაფერი სასარგებლო აღარაა. საერთოდ, დიდი


შეცდომაა - ძროხის რძე სასარგებლოდ ჩათვალოთ. ეს ჩვილი ბავშვების საჭმელია.
ზრდასრული ადამიანის ორგანიზმს უკვე აღარ შეუძლია რძის სრულყოფილად მონელება.
მაგალითად, ძროხის რძე შეიცავს კაზეინის დიდ პროცენტს. ესაა ნივთიერება, რომელიც
განკუთვნილია რქების, ჩლიქების და ბეწვის ფორმირებისთვის. კაზეინისგან წებოსაც ამზადებენ.
როცა ორგანიზმში გროვდება, კაზეინი შემაწებებელ ეფექტს იძლევა და ცოცხალ და მოძრავ
პლაზმას ბლანტ მასად აქცევს. თხის რძე ბევრად უფრო ნაკლებ კაზეინს შეიცავს, ვიდრე ძრიხის
რძე. თუმცაღა ზრდასრულების მიერ რძის მიღება - ესაა ბუნებრივი ნორმისგან ანომალიური
გადახრა.

მოხარშულ საჭმელს მხოლოდ ის შეუძლია, რომ არსებობა შეგვინარჩუნოს. მოხარშულ და


კონსერვირებულ საჭმელში თითქმის ყველა ნივთიერება არაორგანული, მკვდარი ხდება.
ორგანული ნივთიერებები არაორგანულისგან კვანტურ დონეზე განსხვავდებიან. მაგალითად,
ორგანულ კალციუმს ორგანიზმი ითვისებს, არაორგანულს კი - არა. ასევეა ყველა დანარჩენ
მიკროელემენტზეც. ორგანიზმი ვერ ასწრებს ყველა არაორგანული მარილის გამოტანას და
მთელ სხეულში განაბნევს მას, სადაც კი შესაძლებელია, ოღონდ კი სიცოცხლეს პირდაპირი
საფრთხე არ შეექმნას. მაგრამ უსასრულობამდე ასე ვერ გაგრძელდება.

ბევრი პროდუქტი სხვადასხვანაირად მოინელება, ამიტომ ერთმანეთს არ ეთავსება. თუ


ერთმანეთთან შეუთავსებელ პროდუქტებს კუჭში ერთად ჩაყრით, ისინი უბრალოდ ამჟავდებიან
და გაიხრწნებიან, მავნე ნივთიერებებს გამოყოფენ და ორგანიზმს დააბინძურებენ. მაგალითად,
დესერტი ტკბილეულის ან ხილის სახით სადილის შემდეგ - საშინელებაა. ჭამის შემდეგ წყლის
დალევის ჩვევის შედეგად კი საჭმლის მომნელებელი წვენი განზავებული ხდება და შესაბამისად
საჭმლის მონელება ძნელდება და ხანგრძლივდება. საჭმელს შეგიძლიათ ორი-სამი ყლუპი
წყალი დააყოლოთ, მაგრამ ბევრი წყალი ჭამიდან მინიმუმ ორი საათი მაინც არ უნდა დალიოთ.

292
ჭარბცხიმიანობა იმის შედეგად ჩნდება, რომ მოხარშული და კონსერვირებული საჭმელი ცუდად
მოინელება, და ორგანიზმი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით საჭირო ვიტამინებს და
მიკროელემენტებს - მოხარშულ საჭმელში ისინი მიზერული რაოდენობითაა. ორგანიზმი
საჭირო ნივთიერებებს ითხოვს, ამიტომ კვლავ და კვლავ გვიჩნდება შიმშილის გრძნობა. თქვენ
კი ფიქრობდით, რომ შიმშილის გრძნობა კალორიების უკმარისობის გამო ჩნდებოდა? ეს კიდევ
ერთი დიდი ილუზიაა.

უხეში დარღვევების სია შეგვიძლია კიდევ დიდზე გავშალოთ. ასეთ შემთხვევებში მიღებულია,
რომ სკანდალური ტონით დასვან ხოლმე პრიმიტიული კითხვა: „რა უნდა ვჭამოთ მაშინ, თუ
ყველაფერი საზიანოა?“ ასე ამბობენ ქანქარები. დიახ, მათ ადამიანის არსებობის ყველა
სფეროში შეაღწიეს. მათ შექმნეს არასწორი კვების სტერეოტიპები და მთელი ძალებით
შეინარჩუნებენ მათ.

არაჯანსაღი კვების ქანქარები - ესენია პრინციპები და სტერეოტიპები, რომლებიც არც ისე დიდი
ხნის წინ გაჩნდა სხვადასხვა ხალხის სამზარეულოებში. ქანქარებს არ აქვთ მიზნად, რომ
ადამიანის ორგანიზმი დააბინძურონ. რადგან ჯანსაღი კვების ქანქარებიც ხომ არსებობენ.
ნებისმიერი ქანქარას მიზანია - გადარჩეს და რაც შეიძლება მეტი მიმდევარი მოაგროვოს.
ამისთვის კი საჭიროა, რომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს და სხვები ლანძღოს. ამიტომ
ხორცის მოყვარული ისეთივე ძლიერ არგუმენტებს მოგიყვანთ თავის სასარგებლოდ, როგორც
ვეგეტარიანელი. მე გთავაზობთ ჯანსაღი კვების ქანქარების არგუმენტებს, არჩევანი კი თქვენზეა.

ადამიანთა უმეტესობა ოფიციალური მედიცინისა და პროდუქტების დამზადების


დამკვიდრებული რეცეპტების მტკიცე ქსელშია გახლართული. ეს ქანქარები თანამშრომლობენ
კიდეც ერთმანეთთან, რადგან სწორედ ეს რეცეპტები და კვებაზე წარმოდგენები წარმოშობენ
ყველა ცნობილ დაავადებას, და შესაბამისად ზრდიან სამედიცინო დაწესებულებათა
კლიენტების რიცხვს. ორივე ეს ქანქარა საკმაოდ დესტრუქციულია. ეს იმაში ვლინდება, რომ ამ
ქანქარების ნებისმიერი კანონის დამრღვევებს მკაცრ დისკრედიტაციას და დევნას უცხადებენ.
ამის ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო - ისინი თვალსაჩინოა ყველასთვის.

მაგალითად, კენჭები თირკმელებში, ნაღვლის ბუშტში და ღვიძლში არასწორი კვების შედეგად


გროვდება. რას გვთავაზობს ოფიციალური მედიცინა? ოპერაციას ან ტაბლეტებს, რომლებიც
კიდევ უფრო აბინძურებენ ორგანიზმს. მძიმე შემთხვევებში, როცა უკვე აღარსადაა წასასვლელი,
მედიცინამ შეიძლება აუკრძალოს პაციენტს ზოგიერთი იმ პროდუქტის მიღება, მაგრამ კვების
მთელი სისტემის შეცვლაზე საუბარი როგორც წესი არაა ხოლმე. ამგვარად, ფარმაკოლოგიის
ქანქარა მხარდაჭერას იღებს, არაჯანსაღი კვების ქანქარა, ცოტათი შევიწროვდება, ადამიანი კი
საბოლოოდ ქირურგის დანის ქვეშ წვება და მედიცინის ქანქარისადმი სრულ
დამოკიდებულებაში აღმოჩნდება ხოლმე.

არადა ბევრ ოპერაციას და უაზრო სიკვდილს ავარიდებდით თავს. იგივე კენჭები, თანაც
ნებისმიერი ზომის, ადვილად და უმტკივნეულოდ იშლება და გამოიდევნება ორგანიზმის მიერ
არატრადიციული მედიცინის მეთოდებით, რომლებიც დაფუძნებულნი არიან ჩვეულებრივი
ბოსტნეულისა და ხილის გამოყენებაზე. მაგრამ ორგანიზმის წმენდის ასეთ მეთოდებს ანტი-
მეცნიერულად აცხადებენ და ისინი ფართო გავრცელებას ვერ პოულობენ, რადგან

293
არატრადიციული მედიცინის ქანქარა ძალიან სუსტია ოფიციალური მედიცინის ქანქარასთან
შედარებით.

შეხედეთ, რა მჩქეფარე საქმიანობას აწარმოებენ არაჯანსაღი კვების ქანქარები. ისეთი საშინელი


საჭმელები, როგორებიცაა პიცა, ჰამბურგერი, ჰოთ-დოგი, ჩიფსები - ცოტა ხნის წინ გაჩნდნენ და
მთელი მსოფლიო დაიპყრეს. გარშემო ყველგან გვვხვდება იმ საკვების რეცეპტები, რომლებიც
ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტებისგან მზადდება, და ამ საკვებს საოცრად
არაადეკვატური რაოდენობით შთანთქავენ. გემრიელი, მაგრამ არაჯანსაღი სუფრა ძალიან
ლამაზადაა ხოლმე გაწყობილი და გაფორმებული, დაწყებული მიმზიდველი რეკლამით და
დასრულებული სარესტორნო რიტუალებით. არაჯანსაღი, მაგრამ გემრიელი კერძებისგან
კულტი იქმნება. ხოლო მათ, ვინც ჯანსაღი კვების პრინციპებს მიჰყვება, საუკეთესო შემთხვევაში
„ჩუდაკებად“ შერაცხავენ ხოლმე, ცუდ შემთხვევაში კი უბრალოდ „ბრიყვებად“. არადა
სინამდვილეში, ჯანსაღი კვება სულაც არ ნიშნავს არაგემრიელ კვებას.

ქანქარებს ადვილად შეუძლიათ თავიანთ ქსელში გახვევა. ეს ილუზია ძალიან ძლიერია და ცოტა
ადამიანს თუ შეუძლია, რომ დაინახოს იმ მდგომარეობის მთელი საშინელება, რომელშიც ადრე
იმყოფებოდნენ. იცით, როგორ ახდენს ობობა თავისი მსხვერპლის შხამით პარალიზებას? ის ჯერ
კიდევ ცოცხალია, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა აღარ ძალუძს. დაახლოებით ასევე
მოქმედებენ ქანქარებიც, მაგრამ დამატებით ისინი ნარკოზსაც იყენებენ, როგორც ვამპირები,
ამიტომ მსხვერპლს ეჩვენება, რომ სიამოვნებას იღებს, და საერთოდ, თავისუფალი და
დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობა აქვს.

დაბინძურების წყაროები

სრულიად არაა საჭირო, რომ ჯანსაღი ცხოვრების ქანქარის აპოლოგეტი გახდეთ და


აბსურდამდე პედანტურად მიჰყვეთ რაღაც პრინციპებს. როგორც ხვდებით, ეს მნიშვნელოვნების
გამოვლინება იქნება და ჭარბ პოტენციალს შექმნის, აქედან გამომდინარე შედეგებით. მაგრამ
ჯანსაღი კვების მთავარი წესები ჯობია დაიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხეული ბევრ
უსიამოვნებას შეგიქმნით.

დაბინძურების მთავარი წყარო ორგანიზმისთვის ერთ მიღებაზე ურთიერთ-შეუთავსებელი


პროდუქტების მიღებაა. როგორც ალტერნატივა, არსებობს ერთი ძალიან კარგი ქანქარა:
დაყოფილი კვება, ალბათ გსმენიათ ამის შესახებ. პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ კუჭში
ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტები ერთად არ მოხვდნენ. მაგალითად, ხორცი
მხოლოდ მწვანე ბოსტნეულთან ერთად უნდა მიირთვათ, ტკბილეული და ხილი ცალკე უნდა
ჭამოთ, ძირითად ულუფამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე. არ უნდა შეურიოთ ცილოვანი
პროდუქტი სახამებლიანთან, და ა.შ. დაყოფილ კვებაზე წიგნები ადვილად მისაწვდომია.
აუცილებელი არაა დაყოფილი კვების წესების მკაცრად დაცვა, მაგრამ უხეშად მაინც ნუ
დაარღვევთ მათ. დაყოფილი კვება ბევრად გაუადვილებს ცხოვრებას თქვენს სხეულს, ეს კი
ნიშნავს, რომ ბევრი თავისუფალი ენერგია გამოგიჩნდებათ სხვა საქმეებისთვისაც. და რა თქმა
უნდა დაყოფილი კვება ერთადერთი ქმედითი საშუალებაა ჭარბი წონისგან
გასანთავისუფლებლად. ნებისმიერი სხვა მეთოდი მხოლოდ დროებით გაუმჯობესებას იძლევა,
რომ არაფერი ვთქვათ ნარჩენ უარყოფით ეფექტებზე.

294
ნაგვის მეორე წყაროა თეთრი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტები - ცალსახად
დესტრუქციული ქანქარას ქმნილება. ყველაფერი ღირებული, რაც კი ხორბლეულშია, ქერქში
და ჩანასახშია. უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილი ხორბლის ქერქისა და ჩანასახისგან
გასუფთავების შედეგად მზადდება. ამგვარად, ყველაფერი ღირებული მოშორებული აქვს, და
რჩება მხოლოდ მკვდარი ნაწილი, რომელიც ძირითადად სახამებლისგან შედგება. შემდეგ
ფქვილს ხელოვნურ ვიტამინებს უმატებენ. ხორბლის ეს უსიცოცხლო ნაწილი ბუნების მიერ
გათვალისწინებულია, როგორც საშენი მასალა, ერთგვარი ცხიმით სავსე კასრი ჩანასახისთვის.
უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტებით კვება - ეს იგივეა,
მაღაზიაში სახამებელი რომ იყიდოთ და სადილზე კოვზით ჭამოთ. ღვიძლი მაზუთისმაგვარი
მასით ბინძურდება, სახამებელი ორგანიზმში ლორწოს სახით ილექება, ნაწლავების კედლებსაც
ნალექი უჩნდება. თვალები ამ ყველაფერს ვერ ხედავენ, სამაგიეროდ ისინი ხედავენ, რა
მომხიბვლელად გამოიყურებიან თეთრი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტები.

ყველაზე სასარგებლო პური - ესაა მსხვილად დაფქვილი ხორბლის პური საფუარის გარეშე. რაც
უფრო მაღალია ფქვილის ხარისხი, მით უფრო საზიანოა იგი, და მით უფრო ნაკლებად
ღირებულია ორგანიზმისთვის.

სიბინძურის მესამე წყარო - ესაა თერმულად ან სხვა სახით დამუშავებული პროდუქტები. ცოცხალ
ბუნებაში მხოლოდ ადამიანი ამუშავებს თავის საკვებს, მეტი არავინ. მაგალითად, წვენებში,
რომლებსაც მაღაზიებში ყიდულობთ, სასარგებლო თითქმის აღარაფერი რჩება, მაშინაც კი, თუ
ისინი ასპროცენტიანია. ეს წვენები კონცენტრირებული წვენებისგან კეთდება. და როგორ იქმნება
კონცენტრირებული წვენები? დამუშავებით, პასტერიზაციით. შემდეგ მათში ვიტამინებსაც
ამატებენ. ჩნდება კითხვა: რა საჭიროა ვიტამინების დამატება პროდუქტში, რომელიც მას
თავისთავად უნდა შეიცავდეს? იმიტომ, რომ დამუშავების შემდეგ ვიტამინები იქ უკვე აღარაა.
სასარგებლოა მხოლოდ ახალდაწურული წვენები, რომლებსაც თქვენ თვითონ წურავთ
წვენსაწურის მეშვეობით. წვენები ასევე შეიცავენ ორგანულ, ცოცხალ წყალს. წყალი, რომელიც
ონკანში მოდის, ცოცხალი არაა. ესაა უბრალოდ ქიმიური ნივთიერება, რომელიც ცუდად
შეიწოვება ორგანიზმის უჯრედების მიერ.

უმი სახით ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს ორგანულ ნივთიერებებს და ყველა აუცილებელ


ფერმენტს მათ მოსანელებლად. ამაში ვლინდება ბუნების სრულყოფილება: საჭმელი უკვე
შეიცავს ყველაფერ აუცილებელს იმისთვის, რომ იგი მონელებულ იქნეს. თუმცაღა არსებობს
ცნობილი მითი, რომ უმი საკვები ძნელად მოინელება. ეს მართლაც ასეა, მაგრამ მხოლოდ იმ
ორგანიზმისთვის, რომელიც მოხარშულ საკვებსაა მიჩვეული. თუ ადამიანი მთელი ცხოვრება
უპირატესად მოხარშული და შემწვარი საკვებით იკვებებოდა, მისი მიკროფლორაც სწორედ
ასეთ რაციონთანაა ადაპტირებული. როგორც კი ასეთ ადამიანს უმ დიეტაზე დასვამთ - ის
გამოფიტვისგან მოკვდება.

მკვეთრი გადასვლა ჩვეული კვებიდან უმ კვებაზე კარგს არაფერს მოგიტანთ. ორგანიზმს დრო
ჭირდება იმისთვის, რომ შეეჩვიოს და გადაეწყოს. ამიტომ გადასვლა საჭიროა თანდათანობით,
მოხარშული საკვების წილის თანდათანობით შემცირებით და უმის გაზრდით. ტრადიციული
კვების ქანქარას მიმდევარმა შეიძლება დასვას კითხვა: „და რა საჭიროა ეს საერთოდ?“ რა თქმა
უნდა, ეს თავისუფალი არჩევანის საკითხია, როგორც ყველაფერი ამ სამყაროში. შეგიძლიათ

295
გაცნობიერებულად ამოიყოროთ მუცელი ნაგვით, შემდეგ კი საკუთარ ავადმყოფობებზე
იწუწუნოთ.

თერმული დამუშავების დროს თითქმის ყველა ვიტამინი იშლება, მიკროელემენტები კი


არაორგანულ, არაათვისებად ფორმაში გადადიან. შედეგად არაორგანული ქიმიური
ნივთიერებები ვეღარ ასწრებენ ორგანიზმიდან გამოსვლას და შლაკების სახით ილექებიან. 47
გრადუსზე მაღლა ყველა ფერმენტი იშლება, და ამით ბუნების ძღვენი ნადგურდება.

უფრო დეტალური და კვალიფიციური ინფორმაცია კვებაზე შეგიძლიათ მოიძიოთ წიგნებში,


რომლებიც ჯანსაღ კვებას ეძღვნება. ცხადი ერთია, რომ კვების რაციონში დაუმუშავებელი
პროდუქტები უნდა ჩარბობდნენ. და რა დოზით - ამას უკვე ყველა თავად წყვეტს. ბოლოს და
ბოლოს უმი ხორცით და უმი კარტოფილით ხომ არ იკვებებით.

დავიწყებული მკურნალები

თანამედროვე მედიცინის და კვების ქანქარებმა რამდენიმე ათწლეულში მჩქეფარე საქმიანობა


გააჩაღეს და უკანა პლანზე გადაწიეს ყველაფერი ღირებული, რაც ბუნების მიერ თავიდანვე იყო
წარმოდგენილი. ქანქარების მეთოდები თქვენთვის ცნობილია: მედიცინის ავტორიტეტული
მიმდევრების არგუმენტები, რეკლამა, ინდუცირებული აჟიოტაჟი, მოდა, ლამაზი შეფუთვები, და
ა.შ.

ბევრი ხელოვნური გამაჯანსაღებელი საშუალების ეფექტურობა საეჭვოა, თანაც, მათთვის


საფასურის გადახდაა საჭირო. თუკი ქანქარებს ზურგს აქცევთ და ბუნებისკენ შებრუნდებით,
შეგიძლიათ გაცილებით მეტი მიიღოთ უფრო დაბალ ფასად. ბუნება სრულყოფილია, და იგი
ყველაფერ აუცილებელს იძლევა - ისღა დაგრჩენიათ, რომ აირჩიოთ. ქანქარებმა ბუნების
მიბაძვით მრავალი პრეპარატი შექმნეს. მაგრამ ეს ყველაფერი არა მხოლოდ ძვირია, არამედ
შორსაა სრულყოფილებისგან.

აფთიაქში ნაყიდი ვიტამინები ისე მოქმედებენ, როგორც ტაბლეტებისთვისაა დამახასიათებელი,


მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში. ხელოვნური ვიტამინები, ბუნებრივისგან
განსხვავებით, მკვდარ ქიმიურ ნივთიერებას წარმოადგენენ, ამიტომ ორგანიზმი მათგან
განთავისუფლებას ცდილობს. ამ ქიმიის რაღაც ნაწილი გარეთ გამოიყოფა, მაგრამ ნაწილი
მაინც ილექება სისხლძარღვების კედლებზე და ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებში.
ნატურალური ცოცხალი ვიტამინები, რომლებიც ორგანიზმში საღი ბოსტნეულის და ხილის
სახით შედიან, თავის ფუნქციას დანიშნულებისამებრ ასრულებენ, და ამასთან რეზერვის სახითაც
გროვდებიან.

საერთოდ, აფთიაქიდან ნებისმიერი ქიმიის მიღება ადამიანში ცხოვრების განმავლობაში


მინერალური მარილების დიდ ნალექებს წარმოშობს ორგანიზმში. ამაში განსაკუთრებულად
ეფექტურია ინტრავენური ინექციები - სამკურნალო ეფექტთან ერთად ისინი პირდაპირ
წარმოქმნიან ნალექებს სისხლძარღვთა კედლებზე.

ქანქარებმა გადაულახავი სტერეოტიპი შექმნეს: თანამედროვე მედიცინა ძალიან შორს წავიდა


ნატურალურ მეთოდებთან და საშუალებებთან შედარებით. გამოჯანმრთელების ნატურალური

296
მეთოდები - ძალიან მარტივნი არიან იმისთვის, რომ სამკურნალოდ გამოდგნენ. ყველაფერი
სამკურნალო ან ძნელად მისაწვდომია, ან აფთიაქში იყიდება და ძალიან ძვირი ღირს.
ახალგაზრდა ქანქარები მიმდევრებისთვის მოპოვებისთვის ბრძოლაში ყველა საშუალებას
იყენებენ, მოიშორონ თავიანთი დაბერებული და არც ისე აქტიური კონკურენტები. ასე რომ
შექმნილმა სტერეოტიპმა მყარად გაიდგა ფესვები ადამიანთა ცნობიერებაში.

საბედნიეროდ, ნატურალური გამაჯანსაღებელი საშუალებების ქანქარები ჯერ არ ჩამქრალან.


სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი რეცეპტი, რომელთა ეფექტურობაც
ბევრად აჭარბებს სამედიცინო პრეპარატებს. სამკურნალწამლო ბალახეულობას არ შევეხებით,
საჭიროა ისეთი სპეციალისტები მოძებნოთ, რომლებიც მათ გამოყენებაშ კარგად ერკვევიან,
ასეთი კი ძალიან ცოტაა. საერთოდ, ტრანსერფინგის მიზანი მკურნალობის მეთოდი არჩევა კი
არა - ჯანმრთელობის არჩევაა. ჯანმრთელობისთვის სრულიად საკმარისია - უბრალოდ არ
დაარღვიოთ კვების ბუნებრივი პრინციპები. ამიტომ განვიხილოთ მხოლოდ რამდენიმე
ნატურალური საშუალება, რომლებიც თავიანთი ეფექტურობით ხელოვნურ მედიკამენტებს
აღემატებიან. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისინი აბსოლუტურად უვნებელნი არიან.

დავიწყოთ იმით, რომ ორგანიზმს ყოველდღიურად ესაჭიროება ვიტამინებისა და


მიკროელემენტების გარკვეული რაოდენობა. თუკი არ გაქვთ შესაძლებლობა ან სურვილი, რომ
რაციონში უმი ბოსტნეულისა და ხილის საკმარისი რაოდენობა ჩართოთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი
სხეული ვერ მიიღებს იმ ყველაფერს, რაც სათანადო ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება. ამ
უკმარისობას ისეთი მარტივი პროდუქტები შეგივსებენ, როგორებიც არიან ზღვის
წყალმცენარეები - ფუკუსი და ლამინარია (ზღვის კომბოსტო). ისინი თითქმის ყველა ვიტამინის
და მიკროელემენტის დიდ რაოდენობას შეიცავენ. განსაკუთრებით ფუკუსი. თუკი არ არის მათი
საღი სახით შოვნის შესაძლებლობა, შეგიძლიათ იყიდოთ გამხმარი სახით საკვები დანამატების
მაღაზიაში, ან აფთიაქშიც კი.

წყალმცენარეების ღირებულება იმაშიც მდგომარეობს, რომ ისინი თავიანთი ქიმიური


შემადგენლობით თითქმის იდენტურნი არიან ორგანიზმის პლაზმისა. სიცოცხლე ოკეანეში
ჩაისახა, ასე რომ მოცემული პრეპარატი ბუნებრის მიერ მილიონობით წლების განმავლობაში
„მუშავდებოდა“ და ხარისხის სერთიფიკატი ღმერთისგან აქვს. ამასთან, წყალმცენარეები
რამდენად ძვირფას, იმდენადვე იშვიათ მიკროელემენტს, როგორიცაა იოდი. როგორც
ცნობილია იოდის უკმარისობას ფარისებრი ჯირკვლის კიბომდე მივყავართ ზრდასრულებში, და
გონებრივ განვითარებაში ნორმიდან გადახრამდე ბავშვებში. წყალმცენარეები ასევე შეიცავენ
ზოგიერთ საჭირო ელემენტს, რომლებიც ხმელეთზე არსებულ მცენარეებში არ გვხვდება.
თქვენი ორგანიზმი თავად იზრუნებს საკუთარ ჯანმრთელობაზე, თუკი ამ ყველაფერს მიიღებს.

პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ წყალმცენარეებს ფრიად სპეციფიური გემო აქვთ, ამიტომ თუ
მათი მომზადება არასწორად ხდება, ნაკლები შანსია, რომ მათი ჭამა შეძლოთ. გასაგებია, რომ
მათი მოხარშული, ან მითუმეტეს კონსერვირებული სახით მიღება არაფერს მოგცემთ - ამ დროს
ყველაფერი ძვირფასი ნადგურდება. გამხმარი ფუკუსის ერთ მარტივ რეცეპტს გეტყვით,
გამხმარი წყალმცენარეების ორმოცდაათი გრამი ნახევარ ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ,
დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ერთი ჩაის კოვზი სანელებელი „კორეული
სტაფილოსთვის“, შემდეგ კი აურიეთ ერთმანეთში. წვრილად დაახეხეთ ერთი კბილი ნიორი და
ერთი პატარა თავი ხახვი. დაამატეთ ორი-სამი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, ჩაასხით წყალი

297
ერთი პატარა ჭიქით, ეს ყველაფერი ერთმანეთში გადაურიეთ და ნახევარი საათით დატოვეთ.
თუ წყალი მთლიანად შეიწოვება, შეგიძლიათ ცოტა კიდევ დაამატოთ, მაგრამ ისე, რომ ზედმეტი
წყალი არ დარჩეს. ერთ საათში წყალმცენარეები მთელ წყალს შეიწოვენ, რისი შეწოვაც
შეუძლიათ. შემდეგ ზემოდან ნახევარ სანტიმეტრზე არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი
მოასხით და აურიეთ.

ამ შესანიშნავი საკვების ორი სუფრის კოვზი დღეში ორგანიზმს ყველა აუცილებელი ვიტამინით
და მიკროელემენტით უზრუნველჰყოფს. გამხმარი ზღვის კომბოსტო შეგვიძლია ასევე
გამოვიყენოთ, ან უბრალოდ წინასწარ დასველების შემდეგ სალათებში დავამატოთ. საღი
წყალმცენარეები იმავე პრინციპით მზადდება, მაგრამ წყლის გარეშე.

კიდევ ერთი დავიწყებული მკურნალი - გაღივებული მარცვლეულია. ჩვენი რაციონის საკმაოდ


დიდი ნაწილი მარცვლეულისგან შედგება - ესაა ხორბლეული, პარკოსნები და ა.შ. თესლები
შედგება ნახევარფაბრიკატებისგან, დაკონსერვებული საშენი მასალებისგან. ძირითადად ესაა
სახამებელი, ცილები და ცხიმები. როცა თესლები ღივდება, მათში მკვეთრი ცვლილებები ხდება:
სახამებელი მალტოზად იქცევა, ცილები ამინმჟავებად, ცხიმები კი - ცხიმოვან მჟავებად. იგივე
ხდება საჭმლის ორგანიზმში მონელების დროსაც. გამოდის, რომ სამუშაოს დიდი ნაწილი
გაღივებულ მარცვლეულში უკვე შესრულებულია. უფრო მეტიც, ამ დროს ხდება ვიტამინების და
სხვა სასარგებლო ელემენტების სინთეზირება, გროვდება ენერგია და მობილიზდება ყველა
ძალა იმისთვის, რომ მთელი ეს ენერგია მცენარის განვითარებას მოხმარდეს. თესლების
დაკონსერვებული და მთვლემარე ძალები იღვიძებენდა კოლოსალურ პოტენციალს
გამოყოფენ ახალი სიცოცხლის დაბადებისთვის.

ფარმაკოლოგიის ქანქარამ მშვენივრად იცის ამ პოტენციალის შესახებ. ასეთი რაღაცის


იგნორირება შეუძლებელია. ამიტომ სიმინდის, ხორბლის და სხვა მარცვლეულის გაღივებული
თესლები სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად გამოიყენება. ისინი საკმაოდ ძვირი
ღირს. მაშ, რატომ არ შეიძლება გაღივებული ხორბლეულის საჭმელად გამოყენება
ჩვეულებრივის ნაცვლად? რა თქმა უნდა შეიძლება - მისი გემოვნებითი თვისებები ამით
უმკობესდება კიდეც. მაგრამ ტრადიციული კვების ქანქარები საერთოდ არ ზრუნავენ თავიანთი
მიმდევრების ჯანმრთელობაზე.

გაღივებული თესლები მაღალ სამკურნალო და ბიომასტიმულირებელ თვისებებს ფლობენ.


მიჭირს ყველა ამ თვისების ჩამოთვლა - აქ ყველაფერია. პირველ რიგში, ესაა ვიტამინები და
მიკროელემენტები, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება, ორგანიზმის გაწმენდა, იმუნიტეტის
გაძლიერება, შრომისუნარიანობის ამაღლება, მრავალი დაავადების განკურნება, და ა.შ.
გაღივებულ ხორბლები შეიცავენ ყველაფერს, რაც მზრუნველადაა გათვალისწინებული ბუნების
მიერ ახალი ცხოვრების განვითარებისთვის და მისი აგრესიულ გარემოში გადარჩენისთვის. ესაა
მშვენივრად დაბალანსებული, ადვილად ათვისებადი საკვები, და ამავდროულად ეფექტური
წამალიც. გაღივებული მარცვლეული - ეს არაა უბრალოდ ცოცხალი საკვები, არამედ
ახლადდაბადებული სიცოცხლის ენერგიაცაა. აქ მეტს ვერაფერს დავამატებ.

ყველა მარცვალს შორის გაღივებული ხორბალს ყველაზე მკაფიოდ გამოხატული სამკურნალო


თვისებები გააჩნია. ესაა უნივერსალური საკვები და ძალიან ეფექტური წამალი. გაღივებული
ხორბალი ვიტამინების და მიკროელემენტების მთელ ნაკრებს შეიცავს. სამკურნალო თვისებები

298
მაშინვე არ ჩნდება, არამედ ამ პროდუქტის სისტემატიური და ხანგრძლივი გამოყენების
შედეგად. ამ დროს იკურნება მრავალი დაავადება, იწმინდება ორგანიზმის ისეთი მიტოვებული
კუნჭულები, რომლამდეც სხვა სამკურნალო საშუალებები ვერ აღწევენ. გაღივებული ხორბლით
ორკვირიანი კვების შემდეგ, ზოგჯერ კი უფრო ადრეც, შეიმჩნევა გუნება-განწყობილების
მკვეთრი გაუმჯობესება, რაც ორგანიზმის ენერგეტიკის ამაღლებაზე მოწმობს. ფუნდამენტური
ცვლილებები უფრო ხანგრძლივი დროის შემდეგ დგება, ზოგჯერ ნახევარი წლის, ზოგჯერ კი
ერთი წლის შემდეგ.

ყოველწლიურად შიმშილობით ათასობით ადამიანი კვდება. მილიონობით სიცოცხლე მიაქვს


შიმშილობას ომების ან სტიქიური უბედურებების დროს. ადამიანები შიმშილისგან კი არა,
უმეცრებისგან კვდებიან. უფრო სწორად, ადამიანებს პროდუქტების უკმარისობა კი არა, იმის
უკმარისობა კლავს, რაც ორგანიზმს სიცოცხლისთვის სჭირდება, ანუ მიკროელემენტების და
ვიტამინების. წარმოიდგინეთ, რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება ერთი ტომარა
ხირბლით? თუ ხორბალს დაფქვავთ და უმაღლესი ხარისხის ფქვილად აქცევთ, შემდეგ კი მისგან
საფუარიან პურს გამოაცხობთ, ეს ძალიან ცოტა ხნით თუ ეყოფა ადამიანთა მცირე ჯგუფს. თეთრი
პური არსებობისთვის აუცილებელი ნივთიერებების მიზერულ რაოდენობას შეიცავს. ახლა კი
აიღეთ გაღივებული ხორბლის ასი გრამი - ეს საკმარისზე მეტია მთელი დღით არა მხოლოდ
არსებობის შესანარჩუნებლად, არამედ სრულფასოვანი ცხოვრებისთვისაც. ორმოცდაათ
ადამიანს შეუძლია სრულფასოვნად იცხოვროს ხორბლის ერთი ტომრით მთელი თვის
განმავლობაში, თუკი გაღივებულ ხორბალს შეჭამენ, და არა გამომცხვარ პურს.

პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანისთვის გაღივებულ ხორბალს ის უპირატესობა აქვს, რომ


ორგანიზმს ნაგვისგან განთავისუფლებაში ეხმარება. ეს მხოლოდ სისტემატიური და ხანგრძლივი
გამოყენების შემდეგ ხდება. ორგანიზმი ხომ ათწლეულების განმავლობაში ნაგვიანდებოდა.
შედარებით მოკლევადიანი შედეგებიდან თვალშისაცემი იქნება თმების ხარისხის გაუმჯობესება
- ასეთ ცვლილებას ვერანაირი შამპუნით ვერ მიაღწევთ. შემდეგ: კიბოსა და კარიესის ეფექტური
პროფილაქტიკა, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაცია, ორგანიზმის საერთო ტონუსის და
წინააღმდეგობის უნარიანობის მომატება, ნერვული სისტემის გაძლიერება, ძილის გაუმჯობესება,
ნაწლავების გაწმენდა, და სხვა მრავალი.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ღივების დადებითი ზეგავლენა მხედველობაზე. თუკი


სათვალეს იყენებთ, მაგრამ პრინციპში მათ გარეშეც შეგიძლიათ, - შეგიძლიათ გადააგდოთ,
რადგან ღივებით რამდენიმე თვიანი კვების შემდეგ სათვალე უკვე აღარ დაგჭირდებათ.
მიმდინარე მდგომარეობის შესაბამისად, ასპროცენტიანი მხედველობა ერთი თვიდან ერთ
წლამდე ვადაში აღდგება, თუკი შეეგუებით უსათვალოდ ყოფნის დროებით დისკომფორტს და
ყოველდღე დაღეჭავთ გაღივებულ მარცვლებს. რამდენიმე თვის შემდეგ, ან უფრო ადრეც,
ერთხელაც გაოცებული აღმოაჩენთ, რომ მხედველობის სიმკვეთრე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
შემდეგ შეამჩნევთ, რომ ფერები უფრო მკაფიო და წვნიანი გახდა. და ბოლოს, დადგება დღე,
როცა ოკულისტი გეტყვით, რომ ასპროცენტიანი მხედველობა გაქვთ. მხედველობის აღდგენა
ოპერაციითაც შეიძლება, მაგრამ თუ ფული არ გაქვთ, მაგრამ კარგი მხედველობის ქონის
განზრახვა გაქვთ, თამამად შეგიძლიათ ღივების იმედი გქონდეთ.

ხორბლის გაღივების ტექნიკა ძალიან მარტივია, მაგრამ თუ არ დაიცავთ მას, შეიძლება არაფერი
გამოგივიდეთ. ამიტომ გირჩევთ დაიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ქვემოთ მოვიყვან:

299
ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა ხორბალი თუშფალანგში ან საწურში და გარეცხეთ გამდინარე წყლით.
მოათავსეთ ხორბალი ლიტრიან ქილაში და დაასხით წყალი. ყველაფერი, რაც ამოტივტივტება,
უნდა გადაყაროთ. ასანთის ღერის წვერით აიღეთ ოდნავ მარგანცოვკა, ჩაყარეთ ქილაში და
კარგად მოურიეთ, გადაღვარეთ წყალი, აავსეთ ახლით, ისევ გადაღვარეთ და ისევ აავსეთ
(სასურველია წყალი წინასწარ რამდენიმე საათით იყოს დამდგარი). ხორბლის დასველება
საჭიროა დილით ან შუადღით. საღამოს გადაღვარეთ წყალი, გადაავლეთ ხორბალს
გამდინარე წყალი, მოათავსეთ ლიტრიან ქილაში და დატოვეთ მთელი ღამით. ქილა
ჰერმეტულად არ დახუროთ, უბრალოდ თავზე დაადეთ თავსახური.

დილით ხორბალი ისევ გამდინარე წყლით გარეცხეთ. თუკი ღივები ამოიწვერა, აცადეთ ქილაში
კიდევ რამდენიმე საათით ყოფნა და მზად იქნება. თუ ღივები ჯერ კიდევ არ გაჩნდა, საღამოს
კიდევ ერთხელ გაავლეთ წყალი და შემდეგ დილამდე დატოვეთ. ენერგეტიკულად ყველაზე
ძვირფასია 1 ან 2 მილიმეტრიანი ღივები. იმისთვის, რომ ზრდა შეანელოთ, შეგიძლიათ
ხორბალი ცოტა ხნით მაცივარში მოათავსოთ. მათი შენახვა საყინულეშიც შეგიძლიათ, მაგრამ
ჯობია მაშინვე შეჭამოთ.

ხორბლის ღივები შეიძლება არათანაბრად გაიზარდოს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ერთმანეთში


არეული სხვადასხვა სორტის ხორბალი შეგხვდათ. სასურველია, რომ უკანასკნელი მოსავლის
და კარგი ხარისხის ხორბალი იყიდოთ. ღივებს შეგიძლიათ ნებისმიერი სანელებელი
თხილეული და დანამატები დაამატოთ, გარდა თაფლისა. არ შეიძლება არანაირი თერმული
დამუშავება. მარცვლები იქამდე უნდა ღეჭოთ, სანამ პირის ღრუში ფაფად არ იქცევიან. ამ
შემთხვევაში ეფექტის მაქსიმუმს მიაღწევთ. თუ დაღეჭვა არ შეგიძლიათ, მაშინ მარცვლები
ხორცის გასატარებელ მანქანაში ორჯერ გაატარეთ. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ ასეთი
ფარშისგან ნაყენი დაამზადოთ და დალიოთ.

ყოველდღიური დოზა თავად განსაზღვრეთ. ღივების პატარა ჭიქას შეუძლია სრულფასოვნად


შეგიცვალოთ სადილი. თუმცა ორმოცი წუთი მაინც მოგიწევთ ღეჭვა. ამის შემდეგ ერთი საათის
განმავლობაში არაფერი ჭამოთ და არც დალიოთ. საშუალება მიეცით ორგანიზმს, რომ
ბოლომდე დატკბეს ამ ბალზამის სამკურნალო თვისებებით. თუ მძიმე დაავადებები გაქვთ, მაშინ
რაც შეიძლება მეტი ღივი უნდა მიირთვათ ისე, რომ ერთ მიღებაზე სხვა საჭმელთან არ შეურიოთ.

და რა თქმა უნდა, ხორბლოის გარდა შეგიძლიათ გააღივოთ სიმინდი, პარკოსნები, ლობიო,


ბარდა, ოსპი, სოიო და სხვა მარცვლოვნები. მოგიყვანთ მსხვილი მარცვლეულის გაღივების
კიდევ ერთ ტექნოლოგიას:

გარეცხეთ მარცვლები გამდინარე წყლით, მოათავსეთ ჭურჭელში და დაასხით წყალი ისე, რომ
წყალი ზემოდან ფარავდეს. ბარდას გაჩერება რვა საათითაც საკმარისია, ლობიოს კი უფრო
დიდი დრო ჭირდება. შემდეგ გადაწურეთ თუშფალანგით, გაავლეთ წყალი, ზემოდან
დააფარეთ სველი მარლადა მოათავსეთ თუშფალანგი ბნელ ადგილას, ისე რომ ჰაერი
მისაწვდომი იყოს. ყოველ რვა საათში გაავლეთ გამდინარე წყალი. მწვანე აღმონაცენის ზომა
ერთ სანტიმეტრზე ნაკლები უნდა იყოს. შეგიძლიათ სალათებში დაამატოთ და უმად მიირთვათ,
ან რამდენიმე წუთით გადმოადუღოთ. ჩვეულებრივ გამხმარი პარკოსნები რამდენიმე საათი
იხარშება, გაღივებული და კანგაცლილი კი სამ წუთში იხარშება. გრძნობთ განსხვავებას?

300
დილით უზმოზე სასარგებლოა მიირთვათ ერთი სუფრის კოვზი ნატურალური ვაშლის ძმარი და
დააყოლოთ ერთი ჭიქა მწვანე ჩაი თაფლით. ვაშლის ძმარი ყურძნის ძმრისგან განსხვავებით არ
შეიცავს ძმარმჟავას და არ იწვევს სისხლის წითელი უჯრედების დაშლას. მას შლაკები გამოყავს
ორგანიზმიდან და თანდათანობით წონასაც არეგულირებს. მწვანე ჩაი ხელს უშლის კიბოს
სიმსივნეების წარმოშობას. თუკი მიჩვეული ხართ ყავის ან შავი ჩაის დალევას, მწვანე ჩაი კი არ
გიყვართ, ე.ი. საჭიროა, კარგი სორტი იპოვოთ, ისინი უამრავი სახეობისაა.

ამით ჯობია დავასრულო, თორემ ვრისკავ, რომ ტრანსერფინგი კულინარულ წიგნად ვაქციო.

სიცოცხლის ხე

იმისთვის, რომ სამყაროს ენერგია აქტიურად აითვისოთ, საჭიროა გქონდეთ ჯანმრთელი


ხერხემალი. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცენტრალური ენერგეტიკული არხები ხერხემლის
გასწვრივ გადიან. ხერხემლის შიგნით იმყოფება ზურგის ტვინი, რომლისგანაც ნეირონული
ტოტები ყველა ორგანომდე ნაწილდებიან. ეს ტოტები ორგანოების ნორმალურ
ფუნქციონირებაზე აგებენ პასუხს.

ხერხემალი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ჯანმრთელი, თუ ყოველდღე აკეთებთ თუნდაც


ელემენტარულ გიმნასტიკას. უბრალოდ ჯანსაღი კვება აქ ვერ დაგეხმარებათ. თქვენ თქვენს
საკუთარ სხეულში ცხოვრობთ, ამიტომ საჭიროა მოუაროთ მას. კუნთები ვეღარ შეასრულებენ
ნორმალურად თავიანთ ფუნქციებს, თუ მათ დაივიწყებთ. ეს იგივეა, რომ საკუთარ შვილებზე არ
იზრუნოთ - ისინი უმეთვალყუროები, ჭუჭყიანები და მშივრები დარჩებიან, აქედან გამომდინარე
ყველა შედეგით. გიმნასტიკა ისეთივე აუცილებელია, როგორც კბილების ხეხვა.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ზურგის კუნთების ვარჯიშებს. ამ კუნთებს,
განსხვავებით ხელების და ფეხების კუნთებისგან, ყველაზე მეტად აკლიათ ჩვენი ყურადღება.
ფეხებით დავდივართ, ხელებით კი ყოველდღიურ ფუნქციებს ვასრულებთ. და მაინც, ხელების
და ფეხების გარეშე შეგვიძლია ცხოვრება, ხერხემლის გარეშე კი - არა.

თუ ხელებით ძლივს წვდებით იატაკს, თქვენი რესურსი ამოწურულია. რესურსების აღდგენაში


გაწელვითი ვარჯიშები დაგეხმარებიან. ხოლო თუ ზურგი გტკივათ, ვერანაირ ჯანმრთელობაზე
ვერ იქნება საუბარი. დროთა განმავლობაში ეს ტკივილი არ გაივლის, არამედ უფრო
გაუარესდება, ამასთან არა მხოლოდ ზურგისთვის. შეიძლება ცხოვრების ჯანსაღი წესით
ცხოვრობდეთ, სპორტითაც კი დაკავდეთ ინტენსიურად, მაგრამ ამასთან ავადმყოფი ხერხემალი
გქონდეთ. ბევრი პროფესიონალი სპორტსმენი უჩივის ზურგში ტკივილებს. რატომ ხდება ასე?

გარკვეული ჯგუფის კუნთების მიზანმიმართული ვარჯიში, ისევე, როგორც ვარჯიშის უკმარისობა,


ყურადღების გარეშე ტოვებს ზურგის კუნთებს. ადამიანებს, როგორც წესი, ეს განსაკუთრებულად
არ აღელვებთ, მაგრამ მალე მიტოვებული ზურგის კუნთები დეგრადაციას განიცდიან და
საკუთარი თავის შესახებ გვახსენებენ.

სინამდვილეში ხერხემალი კი არა, ზურგის კუნთები გტკივათ. თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ


მტკივნეული ადგილები - ისინი გამაგრებულია, რადგან კუნთები დაძაბულია. კუნთები იღლებიან
გამუდმებული დაძაბულობისგან და ამიტომაც გტკივათ. რის გამო ვერ დუნდებიან კუნთები? მათ

301
დაავიწყდათ, როგორ კეთდება ეს. ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი ჩვეულებრივ
ადამიანებში, ან არაზომიერი დატვირთვები სპორტსმენებში, ასევე ნერვული სტრესები იწვევენ
იმას, რომ კუნთები სპაზმური დაჭიმულობის მდგომარეობაში არიან. ასეთი სპაზმური
დაჭიმულობის უკიდურესი შემთხვევა - ესაა კრუნჩხვები. ზურგის კუნთების ცნობიერად მოდუნება
ძნელია. ჯანმრთელ სხეულში ისინი თავისთავად, რეფლექტორულად დუნდებიან. მაგრამ თუ
კუნთებს ზედმეტად გადატვირთავთ, ან პირიქით, სამუშაოს გარეშე დატოვებთ მათ, დროთა
განმავლობაში ისინი კარგავენ ნორმალურად მოდუნების უნარს.

თუკი მტკივნეული ადგილი გამაგრებული არაა, ეს ნიშნავს, რომ ტკივილი კუნთების სპაზმით
არაა გამოწვეული. ყველაზე ხშირად მიზეზი წელის მიდამოში ან სახსრებში არაორგანული
მარილების დაგროვებაა. მაშინ საჭიროა, რომ მარილებისგან გაწმინდოთ სხეული.

დავუბრუნდეთ დაჭიმულ კუნთებს. ტკივილი - ეს ჯერ ნახევარი უბედურებაა. მუდმივად დაძაბული


კუნთები ხერხემალს ამრუდებენ. მალები თავიანთ ნორმალურ მდგომარეობას იცვლიან და
ზურგის ტვინიდან გამოსულ ნეირონულ ტოტებს აწვებიან. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი
ხელებში, ფეხებში და სხვა ადგილებში. შეიძლება გულმკერდის არეში გტკიოდეთ, და იფიქროთ,
რომ გული გტკივათ, სინამდვილეში კი ასე არაა. იმ ორგანოების ენერგეტიკა, რომლებშიც
გაჭყლეტილი ნერვული ტოტები შედიან, ირღვევა. ორგანო, რომელიც საკმარის ენერგიას ვერ
იღებს, მეზობლებს ართმევს მას. ასე ირღვევა არა მხოლოდ ზურგის ნორმალური
ფუნქციონირება, არამედ სხვა ორგანოებისაც. ამასთან, მკურნალობას იქ იწყებენ, სადაც
ტკივილია, ისე რომ მიზეზი არ ესმით. შედეგთან ბრძოლა მიზეზის აღმოფხვრის გარეშე კიდევ
უფრო მეტი ზიანის მომტანია.

ხერხემლის პრობლემებს მიდრეკილება აქვთ, რომ პროგრესირება განიცადონ და სხვა


ორგანოების პრობლემები გამოიწვიონ. ხერხემლის პრობლემების განკურნება რთული და
ხშირად არაეფექტურია. უნდა გააცნობიეროთ, რომ საწყისი მიზეზი ერთია: ზურგის კუნთებს
ნორმალურად მოდუნება დაავიწყდათ, თავიანთი სპაზმური დაჭიმულობებით აწვებიან
ხერხემალს და მის დეფორმაციას იწვევენ. ასეთი ზეწოლის შედეგების მკურნალობა
აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ავადმყოფობა შორს წავიდა. მაგრამ თუკი თქვენ
თვითონ არ მოკიდებთ ხელს მთავარ მიზეზს, ნებისმიერი მკურნალობა მხოლოდ დროებით
შვებას მოგცემთ.

ასე რომ, გიმნასტიკის კეთება აუცილებელია, მაშინაც კი, თუ გეზარებათ. მოცემულ შემთხვევაში
თამაშიც კი - „მე ავად ვარ და მმკურნალობენ“ - სარგებლობას ვერ მოგიტანთ. დრო ძალიან
ცოტა დაგჭირდებათ, თუნდაც 15 წუთი დღეში. ზურგის კუნთებს გამუდმებით უნდა შეახსენოთ,
რომ აუცილებელია არა მხოლოდ დაჭიმვა, არამედ მოდუნებაც. სავარჯიშოებს ზურგის
კუნტებისთვის წიგნებში იპოვოთ, თუ მოისურვებთ. აირჩიეთ თქვენთვის, რომლებიც მოგწონთ და
რომლებიც უფრო ეფექტურად მოგეჩვენებათ. თქვენ თვითონაც კი შეგიძლიათ გამოიგონოთ
სავარჯიშოები. პრინციპი მარტივია: ისეთი მოძრაობები უნდა შეარჩიოთ, რომ კუნთების
დაჭიმულობა მოდუნებით იცვლებოდეს.

აუცილებლად უნდა მოახდინოთ ყურადღების კონცენტრირება იმაზე, თუ როგორ იჭიმებიან და


დუნდებიან კუნთები. სავარჯიშოების კეთება ასეთი ყურადღების გარეშე უსარგებლოა!
ყურადღება ანახლებს და ეხმარება შინაგან მეხსიერებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა

302
დაიჭიმოთ და მოდუნდეთ. სინაგანი მზერით დააკვირდით კუნთებს ვარჯიშების დროს. თქვენი
ყურადღებით არა მხოლოდ სხეულს ავარჯიშებთ, არამედ აჩვენებთ, რომ ზრუნავთ სხეულზე. ის
თქვენი მადლიერი იქნება.

იდეალურ შემთხვევაში, ვარჯიშის დროს ძალიან სასარგებლო იქნებოდა ყურადღების მიქცევა


ცენტრალურ ენერგეტიკულ ნაკადებზე. სავარჯიშოების შესრულებისას წარმოიდგინეთ ეს
ნაკადები. თავიდან ამან შესაძლოა სირთულე წარმოშვას. ზედმეტი მცდელობა საჭირო არაა.
უბრალოდ დაძაბულობის გარეშე დააკვირდით ნაკადებს. დროთა განმავლობაში, ნებისმიერი
სავარჯიშოს შესრულებისას, თქვენ თავისუფლად მართავთ თქვენს ყურადღებას.

მანამ, სანამ ვარჯიშს შეუდგებით, აუცილებელია მოიშოროთ ტკივილები. ტკივილების


არსებობის დროს თქვენ არა მხოლოდ ვერ შეძლებთ ვარჯიშს, არამედ უარესსაც დამართებთ
საკუთარ თავს. თუ ხერხემალი მეტისმეტად პრობლემური არაა, ტკივილის მოხსნა საკმაოდ
ადვილია, და ახლა თავადვე დარწმუნდებით ამაში.

თუ კუნთები ზურგის ქვედა ნაწილშია დაჭიმული, დაჯექით ისეთი საწოლის კიდეზე,


რომლისზედაპირიც სავარძელს ჰგავს და ძლიერ არ იზნიქება. ამ მდგომარეობიდან დაწექით
ზურგზე, მიიტანეთ ფეხები მკერდთან და მოეჭიდეთ ხელებით. ეს უნდა იყოს კომფორტული
მდგომარეობა, რომლის დროსაცტკივილს და დაძაბულობას არ განიცდით.შეინარჩუნეთ ეს
პოზა ორი წუთის განმავლობაში, შემდეგ კი აუჩქარებლად, კუნთების დაძაბვის გარეშე ადექით
საწოლიდან. თუ ადგომის დროს გრძნობთ, რომ კუნთები იჭიმება, მაშინ ადექით სწრაფად,
ინერციით. შედეგდ დარწმუნდებით, რომ ბოლოს და ბოლოს შეგიძლიათ თავისუფლად
გამართოთ ზურგი.

თუ გარკვეულ მდგომარეობაშ ტკივილი ქრება, ეს ნიშნავს, რომ ამ დროს კუნთები მოდუნდა. აქ


მნიშვნელოვანია ერთი მომენტი. როცა ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებით, გააკეთეთ ეს
ფრთხილად, ისე, რომ კუნთები კვლავ არ დაუბრუნდნენ დაჭიმულ მდგომარეობას. ფრთხილად
- არ ნიშნავს ნელა. მთავარია, რომ კუნთები არ დაიჭიმონ. იპოვეთ საშუალება, რომ ნორმალურ
მდგომარეობას დაჭიმულობის გარეშე დაუბრუნდეთ. არ დაგავიწყდეთ ყურადღების კუნთებზე
კონცენტრირება.

გააკეთეთ ასე რამდენჯერმე, მცირე პაუზებით, სანამ ტკივილი არ გაქრება. კვლავ მიიღეთ
მწოლიარე მდგომარეობა, მუხლები მოხრილია და ფეხები საწოლზე დგანან. შეზნიქეთ ზურგი
და შინაგანი მზერით დააკვირდით ზურგის კუნთებს. შემდეგ ნელა მიიტანეთ მუხლები მკერდამდე
და მოხარეთ ზურგი. იმოძრავეთ ასე, შეზნიქეთ და გამოზნიქეთ ზურგი. რომ არ დაიძაბოთ,
ფეხების მკერდთან მიტანაში ხელები დაიხმარეთ. სცადეთ ფეხების ქნევა მარჯვნივ და მარცხნივ.
ესაა ერთ-ერთი სავარჯიშო, რომელიც ახსენებს ზურგის კუნთებს, თუ როგორ შეუძლია დაიჭიმოს
და მოდუნდეს.

თუ კუნთები ზურგის ზედა ნაწილში ან მხრებშია დაჭიმული, დაჯექით თავისუფლად და


გადაწექით სავარძელზე ისე, რომ ხელები თავს უკან გქონდეთ. იჯექით ასე ორი წუთი და
ფრთხილად დაუშვით ხელები. თვალყური ადევნეთ, რომ კუნთები ისევ არ დაიჭიმოს.

303
შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა მდგომარეობების მოძებნა, რომლებშიც კუნთები მოდუნდება და
ტკივილი გაქრება. მაგალითად, თუ ტკივილი ბარძაყის კუნთებშია, შეგიძლიათ მუცელზე დაწვეთ
და მუხლები გულ-მკერდთან მიიტანოთ. ან ზურგით დადგეთ მაგიდასთან და ხელებით
დაეყრდნოთ მას. მთლიანობაში, ბევრი პოზა უნდა სცადოთ, უნდა იპოვოთ ის მდგომარეობა,
რომელშიც კომფორტულად ხართ, დაყოვნდეთ ამ პოზაში ორი წუთი, შემდეგ კი აჩქარების და
დაძაბვის გარეშე დაუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას. გაიმეორეთ სავარჯიშო, სანამ
ტკივილი არ გაქრება, მხოლოდ გახსოვდეთ, რომ ზედეტი ძალისხმევით მოდუნებას ვერ
მიაღწევთ. აქ მნიშვნელოვანია სიფრთხილე და ზომიერება.

ამის შემდეგ დანერგეთ ჩვევა, რომ ყოველ დილით აკეთოთ მარტივი გიმნასტიკა. ცნობილია,
რომ კატა ძალიან ზარმაცია. ის არასოდეს არ გააკეთებს თავისი ნებით არანაირ ზედმეტ
მოძრაობას. მაგრამ ის აუცილებლად იზმორება (იწელება) დღეში რამდენჯერმე. ეს მისთვის
ჩვევაა, და არა ვალდებულება.

გამაჯანსაღებელი ვარჯიშები საერთოდ არ მოითხოვენ დაძაბულობას და შესამჩნევ


ძალისხმევებს. გადაჭარბებული დატვირთვები განკუთვნილია სპორტული შედეგებისთვის. თუკი
ეს არ გჭირდებათ, დამაკმაყოფილებელი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვის საკმარისია
უბრალოდ რეგულარულად იმოძრაოთ დაძაბულობის გარეშე. სირბილიც კი არაა
აუცილებელი. ნახევარსაათიანი ფეხით სიარული სამსახურამდე, ტრანსპორტის გამოყენების
ნაცვლად - საჩუქარი იქნება თქვენი სხეულისთვის. მოძრაობა სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ. თუ
ეს ასე არაა, ეს ნიშნავს, რომ სხეული საფუძვლიანადაა გადატვირთული ნაგვით.

არ დაგავიწყდეთ, რომ თავისთავად მოძრაობებს არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.


მნიშვნელობა აქვს მხოლოდ თქვენი ყურადღების კონცენტრაციას იმაზე, თუ როგორ იჭიმებიან
და დუნდებიან კუნთები. სავარჯიშოებს შორის შესვენებების დროს სასარგებლო იქნება, თუ
ყუადღების კონცენტრირებას მოახდენთ ცენტრალურ ენერგეტიკულ ნაკადებზე. სიარულის ან
სირბილის დროს აუცილებელი არაა კუნთებს მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ სასარგებლოა, თუ
დროდადრო ცენტრალურ ენერგეტიკულ შადრევნებს ჩართავთ.

კარგია ასევე ძელზე ჩამოკიდება, თუკი გაქვთ ასეთი შესაძლებლობა. შეგიძლიათ სახლში
გააკეთოთ ძელი. ჩამოეკიდეთ მას და იქანავეთ წინ და უკან, გვერდებზე და წრიულად. ამ
სავარჯიშოს შესრულებისას მოახდინეთ ყურადღების კონცენტრირება დაღმავალ ენერგეტიკულ
ნაკადზე. ამ დროს ხერხემლის მალები ცდილობენ, რომ თავის ნორმალურ მდგომარეობას
დაუბრუნდნენ.

თუ ტკივილები არ გადის, ეს ნიშნავს, რომ მეტისმეტად მიუშვით თქვენი ხერხემალი. მოგიწევთ,


რომ მიხვიდეთ მანუალურ თერაპევტთან, რათა მან მალები თავის ადგილას ჩაგისვათ. თუმცა ეს
ზედმეტი არ იქნება არცერთი ადამიანისთვის, ვისაც როდესმე მაინც ატკივებია ზურგი. თერაპევტი
ხერხემლის ნორმისგან გადახრას პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანშიც კი იპოვის. ჯანმთელი
ხერხემალი - ძალიან იშვიათი მოვლენაა.

წიგნის დასაწყისში მე შეგპირდით, რომ არანაირი სავარჯიშო არ იქნებოდა. მაგრამ ნუთუ ყველა
ეს მოქმედება, თუკი მათ შეგვიძლია სავარჯიშოები დავარქვათ, ასეთი ტვირთია? როგორც

304
ხედავთ, ტრანსერფინგი - ესაა შესანიშნავი საჩუქარი ზარმაცებისთვის. სიზარმაცე არც ისე ცუდი
რამაა, თუკი სიამოვნებით ზარმაცობთ.

სტადიონი აბაზანაში

არსებობს მცდარი შეხედულება, რომ ჯანმრთელობის მისაღწევად დამღლელი სავარჯიშოები


უნდა აკეთოთ, მკაცრი დიეტები და შეზღუდვები დაიცვათ, და ზოგადად, გათანგოთ თქვენი სული
და სხეული მთელი პროგრამით. ამ თამაშს სხვადასხვა მოდიფიკაციებში ერთი და იგივე სახელი
ჰქვია: „მე ავად ვარ და მმკურნალობენ“. ნებისმიერ ძალადობას საკუთარ თავზე მივყავართ არა
ჯანმრთელობამდე, არამედ სპორტულ რეკორდებამდე, და ისიც არა ყოველთვის. თუ
რეკორდები არ გჭირდებათ, ყოველიო თქვენი ქმედება თავისუფალი განზრახვის შედეგი უნდა
იყოს. სხვა სიტყვებით, მოქმედება საჭიროა არა იძულებით, არამედ საკუთარი
გადაწყვეტილებით. თუ საკუთარ თავს ეუბნებით: „საჭიროა!“, ეს იძულებაა. თუ ამბობთ: „მინდა!“
ეს გადაწყვეტილებაა. ყველა გამაჯანსაღებელი მოქმედება სასარგებლოსთან ერთად
სასიამოვნოც უნდა იყოს. ნუ იბრძოლებთ საკუთარი ჯანმრთელობისთვის. შემოუშვით იგი
საკუთარ თავში.

კონტრასტული შხაპი ყველაზე მარტივი და ეფექტური პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი


პროცედურაა. (ნახეთ, მედიცინის ნამდვილი მიმდევარივით დავიწყე ლაპარაკი!) ეს პროცედურა
მდგომარეობს ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობაში. ჯერ რამდენიმე წუთით ცხელი წყალი,
შემდეგ ერთი წუთი ან ნაკლები - ცივი წყალი, და ა.შ. არანაკლებ სამჯერ. შემდეგ გაიმშრალეთ
და დაიზილეთ ტანი უხეში პირსახოცით.

მიუხედავად სიმარტივისა, ასეთი ზემოქმედების ეფექტურობა ძალზე მაღალია. თითქოს,


სირბილი და შტანგების აწევა - ეს თვალნათლივი ვარჯიშია. და რის მოცემა შეუძლია შხაპს? საქმე
იმაშია, რომ შხაპი ინტენსიურად ზემოქმედებს ჩვენი სხეულის პრაქტიკულად ყველა ორგანოზე.
შედეგად ვიღებთ კოლოსალურ ეფექტს.

- აქტიურდება ყველა ბიოლოგიური პროცესი.


- ირყევა ყველა ბლოკი ორგანიზმში.
- იწმინდება და აღდგება სისხლძარღვოვანი სისტემა.
- ყველა შინაგანი ორგანო და კანი ჯანმრთელობის მუხტს იღებს.
- ქრება გულის არითმია.
- იზრდება ლეიკოციტების და წითელი სხეულების რაოდენობა სისხლში.
- იზრდება კუნთოვანი მასა.
- აღდგება შრომისუნარიანობა.
- მაგრდება ნერვული სისტემა.
- უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა.
- მთელი ორგანიზმი ინტენსიურად იწმინდება და ახალგაზრდავდება.
- ნორმალიზდება სხეულის ელექტრული მუხტი.
- იზრდება ენერგეტიკა.
- ვარჯიშდება გული, როგორც სირბილის დროს.

305
საკუთარ თავზე არანაირი განსაკუთრებული ძალისხმევა არ გჭირდებათ. ეს არა მხოლოდ
დამტვირთველი არაა, არამედ სასიამოვნოცაა. ნუთუ შეგიძლიათ ამ ყველაფერზე უარი თქვათ?

კონტრასტული შხაპის ეფექტურობის საიდუმლო ძალიან მარტივია: უშუალო ზემოქმედებას


ექვემდებარება სხეულის ყველაზე დიდი ორგანო - კანი. იგი სხეულის მთელი წონის 20%-ს
შეადგენს. შეგიძლიათ შინაგანი განზრახვის ძალით დაიჭიმოთ, დატვირთოთ ცალკეული
კუნთები, გამოსცადოთ ორგანიზმი გამძლეობაზე. მაგრამ ასევე შეგიძლიათ ყოველგვარი ნების
დაძაბვის გარეშე საშუალება მისცეთ სხეულს, რომ თავად იზრუნოს საკუთარ თავზე. თქვენ კი არ
ვარჯიშობთ, არამედ აკვირდებით, როგორ ვარჯიშობს სხეული თავისით.

რა ხდება ამ დროს? ჯერ ცხელი წყალი აფართოებს სისხლძარღვებს, შემდეგ კი ცივი წყალი
ავიწროვებს მათ. შედეგად სისხლი ინტენსიურ ცირკულაციას განიცდის, უძრავი მიდამოები
მოძრაობაში მოდიან, ორგანიზმი კარგად ინჯღრევა. სისხლის სხეულში მოძრაობა გადამწყვეტ
როლს თამაშობს. როგორც კი გული ჩერდება, მაშინვე დგება სიკვდილი. ნორმალურ
მდგომარეობაში სისხლის მიმოქცევას გული უზრუნველჰყოფს. მაგრამ სისხლი სწრაფად
მხოლოდ მსხვილ სისხლძარღვებში მოძრაობს. სხვა სისხლძარღვებში იგი ძალზე ნელა
მოძრაობს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, კაპილარებში მთელი ცირკულირებადი სისხლის 80
პროცენტია. კაპილარების მთელი მანძილი დაახლოებით 100 000 კილომეტრია. ნებისმიერი
ავადმყოფური პროცესი - ეს პირველ რიგში კაპილარული სისხლის მიმოქცევის დარღვევაა.
კონტრასტული შხაპი ააქტიურებს კაპილარულ სისხლის მიმოქცევას, და შესაბამისად ყველა
სასიცოცხლო პროცესს.

ახლა კი რამდენიმე რჩევა: წყლის გადავლება აუცილებელი არაა თავზე, მაგრამ აუცილებლად
უნდა დაიწყოთ სხეულის ზედა ნაწილით. თუ წყალს ქვემოდან ზემოთ გადაივლებთ, მაშინ
სისხლი ტალღასავით მიაწვება თავს, რამაც შესაძლოა წნევის არასასურველი ცვლილება
გამოიწვიოს.

ბევრი შეცდომით თვლის, რომ კონტრასტული შხაპი - ესაა უბრალოდ ცხელი და ცივი წყლის
მონაცვლეობა, კბილების კაწკაწი და საკუთარ თავზე ძალადობა გაკაჟების გულისთვის, ან
რაღაც ამდაგვარი.

პირველ რიგში აუცილებელია კარგად გახურდეთ ცხელი (ან არც ისე ცხელი) წყლის ქვეშ.
შემდეგ ამას მოსდევს ცივი წყლის ხანმოკლე გადავლება. ცხელი წყლის ზემოქმედება
რამდენიმე წუთი უნდა გრძელდებოდეს, ცივი წყლის კი - ნახევარი წუთი, ან მაქსიმუმ ერთი წუთი.
ცივი წყალი მხოლოდ მაშინ უნდა ჩართოთ, როცა იგრძნობთ, რომ სხეული კარგად გახურდა.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიყვანოთ საკუთარი თავი გაყინვამდე. პროცედურამ
სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ, და არა ტანჯვა. აუცილებელი არაა რამდენიმე ათეულჯერ
გააკეთოთ ეს. სამჯერ საკმარისია, შემდეგ კი განწყობის მიხედვით შეხედეთ. არ უბრძანოთ
საკუთარ თავს, არამედ დააკვირდით შეგრძნებებს - სხეული თავად გეტყვით - „საკმარისია“,
თუკი მოუსმენთ მას.

თუ ჯერ არ აკეთებთ ამას, უნდა დაიწყოთ ზომიერად, თანდათან, ყოველდღე გაზარდოთ


სხვაობა ცხელი და ცივი წყლის ტემპერატურებს შორის. თუ ყვირილი გინდებათ, ეს კარგია,

306
მაგრამ გახსოვდეთ, რომ არ უნდა განიცდიდეთ მკვეთრ დისკომფორტს და მკაფიოდ უსიამოვნო
შეგრძნებებს. ასეთ შემთხვევაში ტემპერატურებს შორის სხვაობა უნდა შეამციროთ.

შხაპის მიღება ყველაზე კარგია ყოველ დილით, გიმნასტიკის შემდეგ. ცხელმა წყალმა არ უნდა
დაგწვათ. ერთი თვის განმავლობაში შეგიძლიათ ცივი წყლის ტემპერატურა მინიმალურამდე
დაიყვანოთ - ისეთამდე, როგორიც ონკანიდან მოდის. ტემპერატურების ასეთი სხვაობის დროს
სასიამოვნო შეგრძნებებს მიიღებთ, თითქოს მილიონი ნემსი ჩხვლეტს თქვენს კანს.

განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნოთ, რომ ცივი წყლის გადავლება შეიძლება მხოლოდ


ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ, ან რამდენიმე წუთიანი ცხელი შხაპის შემდეგ, თუ ისედაც გცივათ
და ცივ წყალს ივლებთ, ელემენტარულ სურდოს მიიღებთ.

შხაპის ქვეშ კი არ უნდა იდგეთ, არამედ ტერფები რიგრიგობით უნდა ამოძრაოთ, რათა ისინი
უფრო მეტად შეეხონ წყალს.

პროცედურის შესრულებისას იმაზე უნდა იფიქროთ, თუ რის მიღწევა გსურთ ამით. შეგიძლიათ
გონებაში დაახლოებით ამ სახის ბგერითი სლაიდი ატრიალოთ: „შლაკები ორგანიზმიდან
გამოდის. ჩემი ორგანიზმი იწმინდება. ჩემში ენერგიას ვუშვებ. ენერგეტიკული არხები იწმინდება
და ფართოვდება. ჩემი ენერგეტიკული პოტენციალი იზრდება“. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს
ყველაფერი უნდა წარმოიდგინოთ (როგორც შეგიძლიათ) და სიტყვებს თან უნდა ახლდეს
შეგრძნებებიც. შეგრძნებების მთელი კომპლექსი შეგიძლიათ გააერთიანოთ ერთ ფრეიმში და
დაარქვათ მას: „ენერგია და ჯანმრთელობა“.

თუკი კონტრასტული შხაპის შემდეგ ციებას გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ ან ცივი შხაპის
ხანგრძივობა უნდა შეამციროთ, ან წყალი არ იყო საკმარისად ცივი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში
ორგანიზმის დამცავი რეაქცია არ აქტიურდება, ამიტომ უბრალოდ გცივათ, ამაში კი სასარგებლო
არაფერია. ძალიან ცივი წყლის ხანმოკლე ზემოქმედება ახურებს, არც ისე ცივი წყლის
ხანგრძლივი ზემოქმედება კი - აცივებს.

კონტრასტულ შხაპზე უკეთესი შეიძლება იყოს მხოლოდ მონაცვლეობითი ბანაობა ცხელ აუზში
და თოვლში. თუკი გადალახავთ წინასწარგანწყობებს და შიშებს იმაზე, რომ გაცივდებით და ავად
გახდებით, თქვენ შეუდარებელ სიამოვნებას მიიღებთ. თუ დიდხანს არ იგორავებთ თოვლში, ეს
არც ცივია და არც სახიფათო. კამჩატკაზე არის გეოთერმული წყლების აუზები ღია ცის ქვეშ. მე
მინახავს, როგორ ბანაობდა ხალხი ცხელ წყალში, შემდეგ თოვლში გორაობდნენ, შემდეგ კი
კვლავ აუზში ხტებოდნენ. მას შემდეგ, რაც ამ საოცარ აღმოჩენას გააკეთებდნენ, უკვე ვეღარ
ჩერდებოდნენ ხოლმე და აღტაცებისგან და სიამოვნებისგან გოჭებივით ყვიროდნენ. რა სახის
სიამოვნებაა ეს, შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ გაიგოთ, რაც გამოცდით. თუმცა, ამას არ
ვურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ავადმყოფი გული აქვთ.

შხაპის შემდეგ კარგია მთელი სხეულის უხეში პირსახოცით დაზელა. ეს ერთდროულად


მასაჟიცაა და კაპილარული სისხლის მიმოქცევის გააქტიურებაც. სასურველია ასევე გააკეთოთ
ენერგეტიკული გიმნასტიკაც - შეახსენოთ სხეულს ენერგეტიკული შადრევნების შესახებ და
დააფიქსიროთ ისინი სფეროში. შედეგად თქვენ იგრძნობთ სასიამოვნო სითბოს და სიფხიზლეს,
რაც მეტყველებს ენერგეტიკული ტონუსის მომატებაზე.

307
ეფექტის მიღწევა ამ პროცედურით შესაძლებელია მხოლოდ რეგულარულობის შედეგად. თუკი
შეწყვეტთ ამის კეთებას, ყველაფერი ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება. ეს არაა დროებითი
გაჯანსაღება, არამედ ესაა ჩვევა, ცხოვრების წესი, რომელიც გათვლილია მთელ ცხოვრებაზე.

ამ თავში მოცემულია მხოლოდ ძირითადი პრინციპები, რომელთა შესრულებაც უკვე


დაგეხმარებათ, საგრძნობლად გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და ენერგეტიკა. მაგრამ რა თქმა
უნდა, თუკი განზრახვა გაქვთ, ამაზე არ გაჩერდებით.

რეზიუმე

ფიზიოლოგიური ენერგია იხარჯება საკუთრივ მოქმედების შესრულებაზე.

განზრახვა ფორმირდება თავისუფალი ენერგიის ხარჯზე.

თავისუფალი ენერგია სხეულში ორი ურთიერთ-საწინააღმდეგო ნაკადის სახით გადის.

სტრესულ მდგომარეობაში ხდება განზრახვის ენერგიის ბლოკირება.

იმისთვის, რომ სტრესისგან განთავისუფლდეთ, საჭიროა გამოიღვიძოთ და მნიშვნელოვნება


დააგდოთ.

თუ მნიშვნელოვნების დაგდება შეუძლებელია, მაშინ ძალებს ნურც მოდუნებაზე დახარჯავთ.

გაცნობიერებულობა და მნიშვნელოვნების დაბალი დონე ვამპირებისგან თავდაცვის


საშუალებაა.

ენერგეტიკული გიმნასტიკის შესრულებისას თქვენ დამცავ გარსს აძლიერებთ.

ნუ დააგროვებთ ენერგიას, არამედ საშუალება მიეცით მას, რომ თავისუფლად იმოძრაოს თქვენი
გავლით.

მაღალი ენერგეტიკა - ესაა ფართო ენერგეტიკული არხები.

ენერგეტიკული არხები კარგად ვარჯიშდება ენერგეტიკული გიმნასტიკით.

გარეგანი განზრახვის ძალა ენერგეტიკის დონის პროპორციულია.

პროცესის ვიზუალიზაცია ენერგეტიკული გიმნასტიკის მსვლელობის პროცესში ეფექტს


აძლიერებს.

განზრახვა - ესაა კონცენტრირებულობა, და არა ზედმეტი გულმოდგინება.

308
თქვენი შესაძლებლობები შეზღუდულია მხოლოდ თქვენი განზრახვით.

იმისთვის, რომ ჯანმრთელობა მოიპოვოთ, საჭიროა ითამაშოთ მკურნალობანას თამაში, და არა


ავადმყოფობანას.

შინაგანი განზრახვაა- ავად იყო და იმკურნალო.

გარეგანი განზრახვაა - იცხოვრო ჯანსაღი წესით.

ჩვევების შეცვლის განზრახვა სუფთა უნდა იყოს.

არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთოთ ავადმყოფობის დესტრუქციული ქანქარების თამაშში.

მავნე ჩვევებისგან კი არ უნდა განთავისუფლდეთ, არამედ უარი უნდა თქვათ მათზე.

იმისთვის, რომ მავნე ჩვევაზე თქვათ უარი, მნიშვნელოვნება უნდა დაწიოთ.

დაიცავით არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანი ჰიგიენაც.

ავადმყოფობათა უმეტესობა პირდაპირ ან ირიბად გამოწვეულია არასწორი კვებით.

ნუ დაარღვევთ თქვენში ბუნების მიერ ჩადებულ კვების წესებს.

აუცილებელია, მუდმივად შეახსენოთ კუნთებს, როგორ უნდა დაიჭიმონ და მოდუნდნენ.

ვარჯიშის შესრულება ყურადღების გარეშე უსარგებლოა.

ვარჯიშის შესრულებისას ყურადღება მიაქციეთ ცენტრალურ ნაკადებს.

გამაჯანსაღებელი ვარჯიშები არ მოითხოვენ დაძაბულობას და ძალისხმევებს.

სხეულზე ზრუნვა თავისუფალი განზრახვის შედეგი უნდა იყოს.

309
თავი XII. ფრეილინგი

მთარგმნელები: ნინი ზურაშვილი და ნინო ტურაბელიძე

განზრახვა ურთიერთობებში

ჩვენს წარმატებას ცხოვრებაში ერთი მხრივ განვსაზღვრავთ იმით, თუ რას მივაღწიეთ და მეორე
მხრივ იმით, თუ რა პრობლემები შეგვხვდა. ტრანსერფინგი გვეხმარება იმაში, რომ კი არ
ვებრძოლოთ პრობლემებს, ან კი არ გადავჭრათ ისინი, არამედ თავი ავარიდოთ მათ
წარმოშობას. ტრანსერფინგის კონტექსტში, ჩვენი მიზნების მიღწევა შესაძლებელია
განსხვავებული გზით, რომელიც გულისხმობს გარეგან განზრახვას. ჩვენი პრობლემები და
მიღწევები დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორი ურთიერთობები გვაქვს სხვა ადამიანებთან,
იქნება ეს პერსონალური თუ პროფესიული ურთიერთობები.

შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: შეუძლია თუ არა გარეგან განზრახვას გავლენა მოახდინოს


ჩვენს ურთიერთობებზე? პრობლემა იმაშია, რომ გარეგანი განზრახვა მოუხელთებელია,
რთულია მისი კონტროლი, რომ გავლენა მოახდინოს პიროვნების ნებაზე. მიუხედავად ამისა
არსებობს გარკვეული ტექნიკები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია მისი გააქტიურება.
განსაზღვრული გზით გარეგანი განზრახვა მუშაობს ქმედებასთან ერთად, ის მუშაობს თქვენგან
დამოუკიდებლად, მიუხედავად იმისა გინდათ თუ არა ეს თქვენ.

იმის ნაცვლად რომ იმუშაოთ სხვისი შინაგანი გაზრახვის შესაცვლელად, თქვენ შეგიძლიათ
ისწალოთ მუშაობა შინაგანი განზრახვით, რომელიც ახდენს სხვების მოტივირებას. თქვენ თუ
თქვენს შინაგან განზრახვას აამოქმედებთ, გარეგანი განზრახვა გააქტიურებს შესაბამის
სცენარებს სხვათა შინაგან განზრახვაში. გარეგან განზრახვას შეუძლია მოგცეთ თქვენ
ყველაფერი ცხოვრებაში რაც გსურთ, მხოლოდ ხელის ერთი დაქნევით, იმიტომ რომ მას
არაფერი სურს და მის მიზანს არ წარმოადგენს რაიმეს გაკეთება. ის მარტივად აძლევს უფლებას
შინაგან გაზრახვას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამის სიხშირეებთან, რომ გარეგან
სამყაროში მატერიალიზდნენ. გამოიყენეთ სხვა ადამიანების შინაგანი განზრახვა, თქვენი
მიზნების მისაღწევად.

მიუხედავად იმისა, რამდენად ეგოისტურადაც უნდა ჟღერდეს უკანასკნელი წინადადება, ეს არ


ნიშნავს რომ თქვენ ბოროტად იყენებთ სხვა ადამიანებს. ეს უფრო მეტია, ვიდრე თქვენ
გადაეღობოთ გზაზე სხვა ადამიანებს, რომ მათ გააკეთონ ის რაც ნამდვილად სურთ. დღის
განმავლობაში ნებისმიერი პრობლემა აღმოცენდება ინტერესთა კონფლიქტების გამო,
რომელიც გააჩნიათ სხვადასხვა ადამიანებს შინაგანი განზრახვით. პიროვნება მოტივირებულია,
და საკუთარი ინტერესით ცდილობს, რომ მიიღოს რაიმე სხვა ადამიანისგან, რომელსაც
ამადროულად სხვა გეგმები აქვს. როგორ შეიძლება რომ მოხდეს განსხვავებული ინტერესების
დაბალანსირება და ორივე მათგანის დაკმაყოფილება? არის თუ არა ეს რთული დავალება?
სინამდვილეში - არა! ის გამომდინარეობს იქიდან, რომ უნდა მოხდეს თითოეული ადამიანის
შინაგან განზრახვებს შორის საერთო ენის გამონახვა.

თვითშეფასების განცდა წარმოადგენს შინაგანი განზრახვის საფუძველს. მსოფლიოში


ქანქარები, რომლებიც რეალურად ახდენენ ადამიანების მოტივირებას, ამავდროულად მათ

310
უწესებენ ლიმიტებს, რაც განაპირობებს ამ პიროვნებების შინაგანი და გარეგანი განზრახვის
შეზღუდვასაც. ჩვენი თვითშეფასება უკავშირდება თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია
საკუთარი თავი. როგორც ინფორმაციულ ენერგიათა გაერთიანებები, ქანქარები იქმნებიან
ადამიანთა ჯგუფების ენერგიებისგან, შემდგომ კი დამოუკიდებლად განაგრძობენ არსებობას და
სხვა ადამიანებს უქვემდებარებენ საკუთარ კანონებს. ქანქარები იყენებენ მნიშვნელოვნებას
კონტროლის დასამყარებლად. ამიტომაც ადამიანთა უმეტესობისთვის მათი გაზრდილი
თვითშეფასება წარმოადგენს გასაღებს მათი განზრახვის ფორმირებისთვის. სხვა მნიშვნელოვან
დეტერმინანტებს თვითშეფასების ფორმირებისთვის წარმოადგენს ფრეილე და სული, თუმცა
მათი როლი საკმაოდ მცირეა. როგორც წესი, ფრეილე მოიცავს ძალიან მცირე პორციას
ადამიანის მოტივირებისთვის, ის ცუდად არის განვითარებული. მსოფლიოში პიროვნების
თვითშეფასების შენარჩუნება დამოკიდებულია ქანქარებზე, რისი მუდმივი საჭიროებაც გააჩნია
ადამიანს.

იმისთვის, რომ გაააქტიუროთ შინაგანი განზრახვა ადამიანებთან ურთიერთობებში, პირველ


რიგში თქვენ უნდა უარყოთ კიდევ ერთი ცრურწმენა. თქვენ შესაძლოა ხშირად გსმენიათ, რომ
„თუ სხვის შეცვლას ვერ ახერხებ, შეცვალე საკუთარი თავი“. ეს გამოთქმა მაშინვე აღვიძებს
შინაგან დისკომფორტს, ამავდროულად პროტესტსაც: „ე.ი. მე არასრულყოფილი ვარ და
მესაჭიროება შეცვლა, მაგრამ მე ეს არ მინდა!“. და სრულიადაც მართალი ხართ, რომ არ
გინდათ! არ სცადოთ სხვების შეცვლა, მაგრამ ნურც საკუთარი თავის შეცვლას ეცდებით. რაც
უნდა ეცადოთ და შეცვალოთ საკუთარი თავი ან სხვები, საბოლოოდ ეს იქნება არაეფექტური
შინაგანი განზრახვისთვის. პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია სხვა გზით. მიეცით ნება სხვებს
გააცნობერონ საკუთარი შინაგანი განზრახვა. ნების მიცემით თქვენ მოძრაობაში მოიყვანთ
გარეგან განზრახვას, რომელიც გამომდინარეობს თქვენი შინაგანი განზრახვის, გონებისა და
სულის თანხმობიდან.

წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც ცდილობს, რომ გათხოვდეს თავის შეყვარებულზე


(პარტნიორზე), მაგრამ არ ესმის მისი პარტნიორის, რომელიც რატომღაც უარყოფს მის ამ
წინადადებას. შინაგანი განზრახვის საშუალებით ქალი ფოკუსირებულია მთელი თავისი
აზრებითა და მცდელობით, რომ თავისი პარტნიორი დაარწმუნოს ქორწინების
აუცილებლობაში. პარტნიორზე პრესინგი ვერ გამოიღებს შედეგს, საბოლოოდ ის შექმნის ჭარბ
პოტენციალს საკუთარი სურვილით და მნიშვნელოვნების მაღალ დონეს. წონასწორული
ძალები ჩართვებიან საქმეში და საქმეს ქალის სურვილის საწინააღმდეგოდ წაიყვანენ. რაში იყო
პრობლემა? იქნებ მის პარტნიორს გული გაუცივდა ქალის მიმართ და აღარ უყვარდა? რა თქმა
უნდა, არა. ქალმა მოახდინა მათი სიყვარულის ტრანსფორმაცია დამოკიდებულ
ურთიერთობად, ქორწინება აქცია ვაჭრობად: „თუ გიყვარვარ, ე.ი. ჩემზე დაქორწინდები“.

გარეგანი განზრახვის გასააქტიურებლად ქალი არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული


სიტუაციაზე, არ უნდა ეცადა საკუთარი პარტნიორის დარწმუნება, არამედ საკუთარი თავისთვის
უნდა დაესვა შეკითხვა: რა სურს მამაკაცს ქორწინებაში? პასუხი არც ისე რთული საპოვნელია.
მამაკაცებს სურთ რომ ქალს უყვარდეს, აფასებდეს, პატივს სცემდეს და ა.შ. იმ შემთხვევაში თუ
ქალი თავის ენერგიას მიმართავს კაცის საჭიროებებისა და სურვილების დაკმაყოფილებისკენ,
ის აუცილებლად მიაღწევს თავის მიზანს (ანალოგიურად მუშაობს ქალებთან დაკავშირებით).
ამასთანავე გარეგანი განზრახვის მეშვეობით დაკმაყოფილებულ იქნება თავად ამ ქალბატონის

311
სურვილები და საჭიროებებიც. იმ შემთხვევაში თუ კაცი გრძნობს, რომ ის არ უყვართ და პატივს
არ სცემენ, მაშინ რატომ მოინდომებს ასეთ ადამიანთან ყოფნას?!

როგორც ხედავთ, არ არსებობს საკუთარი თავის შეცვლის საჭიროება. მთავარი ის არის, რომ
ძალიან ხშირად ღია ფანჯარა სხვა ადგილას არის, ჩვენ კი მას სხვაგან ვეძებთ. როგორც წესი,
ადამიანები ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, თუ რა სურთ სხვა ადამიანებისგან, მაგრამ არ ფიქრობენ
იმის შესახებ თუ რა სურთ სხვა ადამიანებს. თქვენი კონცენტრაციის ცვლილებით თქვენი
სურვილებიდან, სხვა ადამიანების მოტივირებისკენ, თქვენ ადვილად მოახერხებთ თქვენი
საჭიროებების დაკმაყოფილების გზებს. ყველაფერი რაც თქვენ მოგეთხოვებათ არის ის, რომ
თქვენს თავს ჰკითხოთ რა სურვილები და მიზნები აქვს თქვენს პარტნიორს, რა წარმოადგენს მის
შინაგან განზრახვას. ფოკუსის შეცვლით თქვენ მოახდენთ თქვენი შინაგანი განზრახვის
ტრანსფორმაციას.

ძალიან ხშირად შინაგანი გაზრახვა მიზნად ისახავს, რომ მიიპყროს ყურადღება და პიროვნება
წარმოადგინოს მისი მხოლოდ საუკეთესო ნაწილით, ვინაიდან შიშობს რომ შესაძლოა რაღაც
ვერ წარიმართოს კარგად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ წვეულებაზე. შესაძლოა
ფიქრობთ, რომ წვეულებაზე მოწვეული სტუმრები თქვენ გიყურებენ და გაკვირდებიან მთელი
საღამოს განმავლობაში; ერთობლივად მსჯელობენ თუ რა გაცვიათ და რატომ, როგორ
მოძრაობთ და რას საუბრობთ. თუ მოგესმათ რომ იცინიან, ფიქრობთ რომ ისინი თქვენ
დაგცინიან, გრძნობთ როგორ ცდილობენ თქვენს დამცირებას ზიზღნარევი მზერით.
გითანაგრძნობთ!

ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ სიტუაცია სხვადასხვანაირად შეიძლება იქნას
აღქმული. წვეულებაზე აბსოლუტურად ყველა ადამიანი კონცენტრირებულია საკუთარ თავზე და
იმაზე, თუ სხვები რას ფიქრობენ მათ შესახებ. ის, თუ როგორ იქცევიან სხვა ადამიანები
წარმოადგენს მათთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხს. ასე რომ, შეგიძლიათ
მოდუნდეთ და თავისუფლად მოიქცეთ. ნუ იქნებით პრეტენზიული საკუთარი თავის მიმართ,
უბრალოდ მოიქეცით ბუნებრივად და შეარგეთ საკუთარ თავს წვეულება.

დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი თავისთვის მიზნად დასახვა იყოთ ბუნებრივი, არ მუშაობს.


რასაკვირველია, თქვენ შეგიძლიათ დაიხმაროთ სლაიდები, რომელთა ამოქმედებასაც
გარკვეული დრო სჭირდება, წვეულება კი არის დღეს. თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ მიაღწიოთ
ქცევის ბუნებრივობას იმ შემთხვევაში თუ შეამცირებთ მნიშვნელოვნობის დონეს. როგორც წესი,
მნიშვნელოვნობის შემცირება არ არის მარტივი. თქვენ ვერ შეძლებთ სრულიად უარყოთ
სურვილი წარმოაჩინოთ საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან.

ამ სიტუაციის გადაწყვეტა მარტივია. როდესაც ვიღაც გელაპარაკებათ, ყველაზე მეტად რაც მათ
თქვენგან სურს, ეს არის თქვენი ყურადღება და იმის დანახვა, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ
ამ პიროვნებით. შეგიძლიათ სრულიად დარწმუნებული იყოთ, რომ თითოეული ადამიანი
საკუთარი პერსონით არის დაინტერესებული და გატაცებული, ასე რომ თქვენც დაინტერესდით
მათით. გადაიტანეთ თქვენი ყურადღება საკუთრი თავიდან მოსაუბრეზე. გააქტიურეთ თქვენი
დაცვა და შეწყვიტეთ თამაში, სადაც კიდევ უფრო იზრდება თქვენი თვით-შეფასება. ითამაშეთ
თამაში სადაც იზრდება სხვა ადამიანთა მნიშვნელობა. აჩვენეთ ინტერესი ადამიანებს, მოუსმინეთ
რას ამბობენ ისინი და დააკვირდით მათ. თქვენ არ გჭირდებათ, რომ მათ შეუსრულოთ ყოველი

312
თხოვნა, უბრალოდ მიყევით დინებას. როგორც კი თქვენ შეცვლით თქვენს ყურადღებას
საკუთარი თავიდან სხვებისკენ, ჭარბი პოტენციალი, რომელიც შექმენით საკუთარი თავის
გარშემო გაქრება ავტომატურად. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ მოიქცეთ ბუნებრივად.

სხვების ყურადღებას მიიპყრობთ მაშინ, როდესაც გამოიჩენთ ინტერესს სხვების მიმართ. არ


ესაუბროთ ადამიანებს თქვენი ინტერესების შესახებ, არამედ ესაუბრეთ იმის შესახებ თუ რა სურთ
მათ. ამის შემდგომ თქვენი შინაგანი განზრახვა გარდაიქმნება გარეგან განზრახვად. სხვა
ადამიანები თქვენი გაცნობისთანავე დაინტერესდებიან თქვენით. ისინი იმოქმედებენ თქვენ მიერ
ამოქმედებული გარეგანი განზრახვის ძალით. შეუძლებელია ადამიანები დააინტერესო
საკუთარი პერსონით. ეს სურვილი წარმოადგენს შინაგანი განზრახვის წადილს. სხვა
ადამიანებით დაინტერესება კი წარმოადგენს გარეგან განზრახვას. თქვენი შინაგანი განზრახვის
დავიწყებითა და თქვენი ყურადღების მიპყრობით სხვა ადამიანებისკენ, თქვენ ძალისხმევის
გარეშე მიაღწევთ თქვენს მიზნებს და დაიმსახურებთ თქვენთვის საინტერესო ადამიანების
ყურადღებას. ამას გარეგანი განზრახვა გააკეთებს თქვენს ნაცვლად.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, როგორ შეძლებთ ყურადღების მიპყრობას თუ თქვენ გამოიჩენთ


ინტერესს სხვების მიმართ. შესაძლოა იფიქროთ: „კარგი, მე ვაჩვენებ გარკვეულ
ცნობისმოყვარეობას. ნუთუ ეს მე მართლა წარმომაჩენს როგორც საინტერესო პიროვნებას?“
საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თქვენ რომ იყოთ ათასჯერ უფრო
მომხიბლავი და საინტერესო პიროვნება ვიდრე სხვა, ის მაინც საკუთარი თავით არის
დაინტერესებული და მხოლოდ მას შემდეგ ინტერესდება სხვებით, რაც ისინი დაინტერესდებიან
მისით. ყოველთვის, როდესაც თქვენ ცდილობთ მიიპყროთ ყურადღება, თქვენ ფიქრობთ
მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე. მაშინ როდესაც თქვენ ინტერესდებით სხვა პიროვნებით,
თქვენ პასუხობთ მის შინაგან განზრახვას. ეს კმაყოფილების გრძნობა, რომელიც ამ ადამიანს
გაუჩნდება მომდინარეობს თქვენგან, ვინაიდან თქვენ დაინტერესდით მისი პიროვნებით, თქვენი
აზრით ვისით დაინტერესდება ეს პიროვნება თუ არა თქვენით?

ადამიანები ინტერესდებიან სხვადასხვა ცნობილი პიროვნებებით, როგორებიც არიან


მაგალითად შოუ ბიზნესის ვარსკვლავები, სხვადასხვა ცნობილი ადამიანები, მაგრამ ეს
წარმოადგენს განსხვავებულ ინტერესს. მანამ სანამ თქვენ ვარსკვლავი გახდებით ადამიანები
გიყურებენ როგორც პოტენციურ პარტნიორს ბიზნესში, მეგობარს ან შეყვარებულს.
ფანატიკოსებს ახასიათებთ ექსტრემალური სიყვარული, მათ გული მისდით, აკვირდებიან
საკუთარი კუმირის ცხოვრების თითოეულ დეტალს, თუმცა ისინი გულშიც ვერ გაივლებენ რომ
მათი კუმირი შეიძლება გახდეს მათი მეგობარი ან შეყვარებული. ყოველდღიურ კომუნიკაციაში
მნიშვნელობა არ აქვს რამდენად დაინტერესებული ხართ თქვენ, მნიშვნელოვანია რას ფიქრობს
მეორე ადამიანი თქვენ შესახებ, რამდენად შესაბამისად მიგიჩნევთ, რომ ჰქონდეს თქვენთან ამა
თუ იმ სახის ურთიერთობა. სწორედ ამის შეფასება ხდება ადამიანის მიერ კომუნიკაციის დროს.

მაშინ, როდესაც ადამიანი თქვენთან ერთად არის, ის პირველ რიგში ფიქრობს თავის საკუთარ
ინტერესებზე და ცნობიერად თუ არაცნობიერად ახდენს თქვენს შეფასებას, თუ რამდენად
შეესაბამებით მის პიროვნებას, რამდენად შეძლებთ მისი შინაგანი მოთხოვნების
დაკმაყოფილებას. ადამიანი თავს კმაყოფილად გრძნობს, როდესაც მისი პატივმოყვარეობა,
თვითშეფასება არის შეფასებული დადებითად, ამ დროს ადამიანები გრძნობენ რომ ისინი
მოწონთ, რომ მათით დაინტერესებული არიან, რომ მათ პატივს სცემენ.

313
წარმოიდგინეთ, როგორი იქნება შედეგი, თუ ვინმეს წინაშე საკუთარ თავს წარმოაჩენთ სხვა
პიროვნებად და აჩვენებთ ინტერესს, რომელიც რეალურად არ გაგაჩნიათ. რეალურად, თუ
დააკმაყოფილებთ ადამიანის თვითშეფასების დაკმაყოფილებისთვის საჭირო კრიტერიუმებს,
შესაძლოა თქვენი შეცდომების მიუხედავად შეწყნარებულ იქნათ. შესაძლოა ეცადოთ, რომ
დაფაროთ თქვენი ნაკლოვანებები და წარმოაჩინოთ საკუთარი თავი მხოლოდ დადებითი
მხრით, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს სხვა პიროვნებას. საკუთარი
თავის აღქმა, გრძნობა რასაც განიცდიან თქვენთან ლაპარაკისა და ურთიერთობის დროს,
წარმოადგენს ადამიანებისთვის პრიორიტეტს.

შესაძლოა, თქვენ ხართ ძალიან „მაგარი“ ყველა ასპექტში, მაგრამ ეს თქვენ ვერ დაგეხმარებათ
რომ მოძებნოთ მეგობარი ან პარტნიორი. ამის მაგალითია ის რომ მრავალი ვარსკვლავი
იტანჯება მარტოობით. შესაძლოა ზუსტად თქვენი ძლიერება წარმოქმნის ლიმიტებს
პარტნიორის ძიების დროს. ადამიანები ხედავენ თუ რამდენად „მაგარი“ ხართ თქვენ და ისინი
აფასებენ, თუ რას იგრძნობენ იმ შემთხვევაში თუ თქვენს გვერდით იქნებიან. რამდენად კარგად
იგრძნობენ თავს, ისეთი „სრულყოფილების“ გვერდით როგორიც თქვენ ხართ. იმ შემთხვევაში
თუ თქვენ ზედმეტად ანათებთ, მათ შესაძლოა იფიქრონ რომ თქვენ გვერდით
გაფერმკრთალდება მისი პიროვნება. დაუქნიეთ ხელი თქვენს გასაოცარ თვისებებსა და თქვენს
დიდებულებას და მიაპყარით ყურადღება იმ ადამიანს, ვისი ყურადღებაც თავად გჭირდებათ.
ადამიანებს თავი კომფორტულად აგრძნობინეთ თქვენ გვერდით, მხოლოდ ამის შემდგომ
შეიგრძნობენ ისინი თქვენს მნიშვნელობას. ასეთი მიდგომით თქვენ შეძლებთ ადამიანების
გულის დაპყრობას.

მაშინ, როდესაც ესაუბრებით ადამიანს და ცდილობთ, რომ მის მიმართ გამოავლინოთ


ინტერესი, გააკეთეთ ეს გულწრფელად. ნუ აფიქრებინებთ რომ კარგად ნასწავლი
ფსიქოლოგიური ტექნიკით ცდილობთ მისით მანიპულირებას. თუ გაქვთ სურვილი რომ ესა თუ
ის პიროვნება თქვენ წინაშე წარმოჩნდეს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეებით,
აუცილებელია იყოთ გულწრფელი.

ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ, როგორც ძალიან


კარგმა მოსაუბრემ და ძალიან განათლებულმა პიროვნებამ, საუბრის დროს ხშირად იშველიებენ
ამა თუ იმ ავტორთა სახელებს და ახსნებენ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ამ გზით
ისინი შინაგან განზრახვას ამუშავებენ. ასე იქცევა ადამიანთა უმეტესობა, რომლებსაც სურთ რომ
საინტერესო პიროვნებებად წარმოდგნენ სხვების წინაშე. ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ და
დაიჭერთ მათგან განსხვავებული პოზიცია. მიეცით თქვენს პარტნიორს საშუალება, რომ თვითონ
გამოჩნდეს საინტერესო. გადაერთეთ მის სიხშირეზე და მოუსმინეთ ყურადღებით, დაუსვით
შეკითხვები და გამოიჩინეთ ინტერესი თქვენი პარტნიორისთვის შესაბამის საკითხზე. თქვენ
გააცნობიერებთ რომ საუბარში შესაძლოა გავიდეს რამდენიმე საათიც კი, ხოლო საუბრის
შემდგომ კი თქვენი პარტნიორი თქვენ მიმართ ნდობით იქნება გამსჭვალული.

გარეგანი განზრახვა ამუშავებს სხვა ადამიანების შინაგან განზრახვას იმგვარად, რომ თქვენი
მიზანი იქნეს მიღწეული. თქვენ „მსხვერპლად წირავთ“ საკუთარ პიროვნულობას, რათა სხვა
ადამიანებმა მოახერხონ საკუთარის გამოვლენა და გაბრწყინება, შედეგად კი თქვენ იღებთ იმ
„ბრილიანტს“ რაც მსხვერპლად გაიღეთ. პიროვნება მაშინვე შეგიყვარებთ, როგორც კი

314
მოახერხებთ მისი შინაგანი განზრახვის დაკმაყოფილებას, ვინაიდან მას აქამდე არ ჰქონია ასეთი
გამოცდილება.

რა უნდა გააკეთოთ მაშინ, თუ გსურთ რომ მიიპყროთ ისეთი პიროვნების ყურადღება, რომელსაც
არ იცნობთ პირადად, მაგრამ გსურთ შესთავაზოთ რაიმე ბიზნეს წინადადება. ასეთ სიტუაციაში
აუცილებლად უნდა დაიჯეროთ, რომ მიიღებთ მათ ყურადღებას, თუ თქვენს წინადადებას
გვერდით გადადებთ და მთლიან ყურადღებას მათ მიაპყრობთ. გამოიჩინეთ გულწრფელი
ინტერესი ყველაფრისადმი, რითიც პიროვნება არის დაინტერესებული და გამოყავით დრო
მათთან სასაუბროთ. მხოლოდ ამის შემდგომ შესაძლებელია ამ პიროვნებებისგან წამოვიდეს
დაინტერესება თქვენი საკუთარი პრობლემის მიმართ.

შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ უნდა მოუსმინოთ სხვებს და დაინტერესდეთ მათი


ცხოვრებით, მიაპყროთ მათ თქვენი ყურადღბა მაშინ როდესაც ისინი არიან ეგოისტები და
მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. კარგი, მაგრამ მაშინ ისინი რატომ უნდა დაინტერესდნენ,
უყვარდეთ და პატივს გცემდნენ თქვენ? ყველაფერი რაც თქვენ მიგაჩნიათ სიმართლედ, კერძოდ
რამდენად მშვენიერი პიროვნება ხართ სხვებთან შედარებით, წარმოადგენს მხოლოდ
ფანტაზიასა და თქვენი შინაგანი განზრახვის ნაყოფს, რომელიც საბოლოოს ქმნის ჭარბ
პოტენციალსა და მნიშვნელოვნებას. თქვენი შინაგანი განზრახვა შესაძლოა ღირსეულად
აფასებს საკუთარ ღირსებას, მაგრამ თქვენს მნიშვნელობას სხვები აღიარებენ მხოლოდ მაშინ,
როდესაც თქვენ დაივიწყებთ შინაგან განზრახვას და უფლებას მისცემთ სხვების შინაგან
განზრახვას რომ იყვნენ დაკმაყოფილებული. თქვენი უპირატესობა მდგომარეობს იმ ფაქტში,
რომ თქვენი გარეგანი განზრახვა სხვა ადამიანების შინაგან განზრახვას თქვენი მიზნების
აღსრულების მიმართულებით განაწყობს.

ზოგადად, როდესაც თქვენ რაიმე გსურთ სხვა ადამიანისგან, აუცილებლად უნდა


გაითვალისწინოთ ერთი უნივერსალური პრინციპი: დაივიწყეთ მიღების შინაგანი განზრახვა და
შეცვალეთ იგი გაცემის განზრახვით. ეს არის ძალიან მარტივი.

თუ თქვენ გსურთ ვინმესგან პატივისცემა და ცნობადობა ნუ დაელოდებით მის პატივისცემას.


მოეპყარით მათ პატივისცემით. აგრძნობინეთ მათ რომ ისინი არიან მნიშვნელოვანი. თუ თქვენ
გსურთ მიიღოთ თანაგრძნობა და მადლიერება, არ ელოდოთ მსგავს ქმედებას სხვა
ადამიანებისგან. გაიზიარეთ სხვა ადამიანების პრობლემები და იზრუნეთ მათზე გულწრფელად.
თუ გსურთ, რომ იყოთ მიმზიდველი, ეს არ მოხდება მხოლოდ ლამაზი თვალების გამო. აჩვენეთ
სხვა ადამიანს, რომ ის მიმზიდველია თქვენთვის მისი პიროვნებიდან გამომდინარე. თუ
გესაჭიროებათ დახმარება, დაეხმარეთ თქვენც სხვა ადამიანს. და ბოლოს, თუ გსურთ ორმხრივი
ურთიერთობები, დაივიწყეთ შეპყრობილობა და დამოკიდებული ურთიერთობები. თქვენ
მიიღებთ სიყვარულს მაშინ, თუ გეყვარებათ ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს მოითხოვთ. ასეთი
ტიპის სიყვარული არის ძალიან იშვიათი და არავის შეუძლია მისი უარყოფა. ასეთ შემთხვევაში
გარდაუვალია, რომ თქვენ არ მიიღოთ ის, რაც გაეცით.

შეგიძლიათ ადამიანს აიძულოთ, რომ გააკეთოს რაიმე, შეგიძლიათ დაარწმუნოთ ის, რომ
აუცილებელია რაიმეს გაკეთება. თუმცა გარეგანი განზრახვა გვთავაზობს უფრო ეფექტურ
მეთოდს, მისი მეშვეობით ისე ეწყობა საქმეები, რომ ადამიანს თავად სურს თქვენი დახმარება.
დაეთანხმეთ სიტუაციებს იმგვარად, რომ ისინი შეესაბამებოდნენ სხვა ადამიანის მიზნებსა და

315
მისწრაფებებს. ჰკითხეთ თქვენს თავს, როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენი სურვილი
სხვა ადამიანის მიზნებსა და სურვილებს.

სცადეთ განსაზღვროთ, თუ რა საჭიროებები შეიძლება ჰქონდეს სხვა ადამიანს, რისკენ


ისწრაფვის, რის ნაკლებობას განიცდის, არის ეს ფული, ძალაუფლება, სხვების პატივისცემა,
საქმის კარგად შესრულება, ბავშვებზე ზრუნვა, პრესტიჟი, ლიდერის როლი, სოციალური
აღიარება თუ სხვა. თითოეული მათგანი წარმოადგენს თვითშეფასების შემადგენელ
კომპონენტებს.

თითოეული ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, როდესაც აცნობიერებს რამდენად უმნიშვნელოა


მსოფლიოში. მაშინ, როდესაც პიროვნება ვერ გრძნობს რომ მნიშვნელოვანია, როგორც წესი ის
ესწრაფვის გაზარდოს თავისი მნიშვნელობა. მაშინ, როდესაც პიროვნება აღწევს მიზანს, ის თავს
კმაყოფილად გრძნობს, ამავდროულად მზად არის დაისახოს ახალი მიზნები, რათა კიდევ
უფრო გაზარდოს თავისი მნიშვნელობა. ამაში არაფერია ცუდი. არავინ აპირებს თქვენს განსჯას
იმის გამო, რომ გსურთ უფრო მნიშვნელოვანი გახდეთ. ყველა ცდილობს გაზარდოს თავისი
მნიშვნელობა, ამისთვის ისინი სხვადასხვა გზას ირჩევენ. საპირისპიროდ, გაცილებით უარესია
როდესაც პიროვნება წყვეტს განვითარებას და არაფერი სურს. როგორც წესი ადამიანები არ
არიან კმაყოფილები საკუთარი პოზიციით ცხოვრებაში და ესწრაფვიან უფრო უკეთეს სიტუაციას.

როგორ ავამაღლოთ ადამიანის პიროვნული შეფასება? წარმოადგინეთ, რომ მის მიერ


არჩეული ამოცანა, ცხოვრების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყენებს მას. მიეცით ადამიანს
უფლება რომ იგრძნოს თავი ბევრად უფრო ფასეულად, ხოლო მის მიერ მიღწერული შედეგი
უფრო მნიშვნელოვნად წარმოჩინდეს. ასეთ შემთხვევაში მას უფრო განუმტკიცდება რწმენა
საკუთარ თავში. იყავით გულწრფელი სხვა ადამიანის შეფასების დროს.

თქვენ თუ მისცემთ თქვენს თავს უფლებას, რომ გამოიყენოთ აღნიშნული პრინციპი ცხოვრებაში,
მიხვდებით, თუ რამდენად სწრაფად მიიპყრობთ ადამიანების ყურადღებას. თუ თქვენს შინაგან
განზრახვას მიმართავთ იმისკენ, რომ ადამიანი აიძულოთ რაიმე გააკეთოს, შესაძლოა მან
მართლაც გააკეთოს ეს ძალისხმევის შედეგად. გარეგანი განზრახვის ამუშავების შემთხვევაში კი
მიხვდებით, რომ თითქოს ყველა სიტუაცია ცდილობს თქვენი მიზნის აღსრულებას. მაშინ,
როდესაც გარეგანი განზრახვა მუშაობს, სიტუაციები ისე ეწყობა, რომ ადამიანები ფიქრობენ და
კონცენტრირებულნი არიან საკუთარი სურვილების აღსრულებაზე, ამ დროს კი აღასრულებენ
თქვენს მიზნებს. თქვენ რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ გაიღვიძოთ, თავი დაიხსნათ საკუთარი
ინტერესებსა და სურვილებზე ფიქრისგან და კონცენტრირდეთ სხვათა ინტერესებზე.

მაგალითად, თქვენ თუ ხართ ჩართული საცალო გაყიდვების სფეროში, ალბათ თქვენ ფიქრობთ
რომ თქვენს საქმეს წარმოადგენს თქვენი პროდუქციის მიყიდვა პოტენციურ მომხმარებლებზე.
მყიდველები როგორც წესი, არ ფიქრობენ თუ რა გსურთ თქვენ და არც თქვენი პროდუქციის
ყიდვა აქვთ გადაწყვეტილი, მათ მხოლოდ უნდათ იყიდონ რაც სჭირდებათ. შეგიძლიათ
განსხვავების დანახვა? მყიდველი ფიქრობს შემდეგს: „ნეტავ, თითოეულმა გამყიდველმა
შეწყვიტოს მცდელობა მომყიდოს თავისი საქონელი და უბრალოდ შემეძლოს არჩევა იმისა,
რისი ყიდვაც მე მართლა მსურს“.

316
არ იფიქროთ, როგორ გაყიდით თქვენს პროდუქტებს. იფიქრეთ იმის შესახებ, თუ მყიდველებს
რისი ყიდვა შეიძლება უნდოდეთ. თქვენი გაყიდვის განზრახვა წარმოადგენს შინაგან განზრახვას.
გარეგანი განზრახვა კი გვთავაზობს სრულიად სხვა გზას მიზნის მისაღწევად, დავფიქრდეთ, თუ
რისი ყიდვა სურთ მყიდველებს. თქვენ არ გჭირდებათ ზუსტად იცოდეთ, თუ რა პროდუქტი
ესაჭიროებათ მყიდველებს. თუ მყიდველი იტანჯება რევმატიზმით და თქვენ მას შესთავაზებთ
მკურნალობის მეთოდს, ურჩევთ კარგ ექიმს, მყიდველი თქვენგან იყიდის სამკურნალო
საშუალებებს. ეს არის ძალიან მარტივი მაგალითი, მაგრამ პრინციპი ერთნაირად მუშაობს.

ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ რაიმე გესაჭიროებათ სხვა ადამიანისგან, ან გსურთ რომ მან
რაიმე გააკეთოს თქვენთვის, განთავისუფლდით შინაგანი განზრახვისგან. ჰკითხეთ თქვენს თავს,
რა შეიძლება უნდოდეს სხვა ადამიანს. შეეცადეთ ისე მოიქცეთ, რომ დააკმაყოფილოთ ამ
ადამიანის შინაგანი განზრახვა. მას შემდეგ, რაც თქვენ დაეხმარებით ადამიანს საკუთარი
შინაგანი განზრახვის დაკმაყოფილებაში, შეგიძლიათ იმსჯელოთ თქვენი შინაგანი განზრახვის
დაკმაყოფილებაზე, რაშიც ეს ადამიანი უნდა დაგეხმაროთ. მაშინ, როდესაც თქვენ ადამიანს
ეხმარებით საკუთარი შინაგანი განზრახვის აღსრულებაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ
მინიშნებაც არ გაგიკეთებიათ თქვენს პრობლემასთან დაკავშირებით, აღმოაჩენთ, რომ ეს
ადამიანი დაგეხმარათ თქვენი პრობლემის გადაჭრაში. ეს არის გარეგანი განზრახვის მაგია.

კიდევ უფრო ეფექტურ გზას, რომ მოვახდინოთ ადამიანებზე გავლენა წარმოადგენს ის, რომ
მათში აღვძრათ შინაგანი განზრახვა. როდესაც თქვენ მას უარყოფთ, მეთოდის გამოყენება
გახდება მარტივი. თითოეული ადამიანის თვითმნიშვნელობის ზრდა ყოველთვის ემსახურება
შინაგანი განზრახვის მოტივირებას. თითოეული ადამიანი ცდილობს რომ ხაზი გაუსვას და
გაზარდოს საკუთარი მნიშვნელობა. თუ თქვენ რაიმე გსურთ სხვა ადამიანისგან, იფიქრეთ იმის
შესახებ თუ როგორ გაიზრდება ამ ადამიანის მნიშვნელობა თქვენი თხოვნის შესრულების
შემდგომ. ამას უწოდებენ გამოწვევას.

თქვენ შეგიძლიათ გამოწვევის წინაშე დააყენოთ ჯგუფი ან ინდივიდი შემდეგი ფორმით: „თქვენს
შორის ვინ არის საუკეთესო?“ თქვენ თუ აპირებთ პიროვნებების გრძნობებზე ან პროფესიულ
ღირსებაზე მოახდინოთ აპელირება, შეგიძლიათ საკითხი შემდეგნაირად დასვათ: „შეინარჩუნეთ
თქვენი სახე“. თქვენ შესაძლოა ხაზი გაუსვათ შინაგან მნიშვნელოვნებას: „ვაჩვენოთ ჩვენს
მოწინააღმდეგეებს ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში!“ იმ შემთხვევაში თუ პიროვნება იღებს
გამოწვევას საკუთარი მნიშვნელოვნების დასამტკიცებლად, ეს ნიშნავს რომ ის იბრძოლებს
თქვენი სურვილის აღსასრულებლად, თითქოს ეს მისი სურვილი იყო. აღნიშნული კი
განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ თქვენ მათ მიაქციეთ ყურადღება. იმუშავეთ
სხვა ადამიანების შინაგან განზრახვაზე, რათა აამუშაოთ თქვენი გარეგანი განზრახვა.

ურთიერთობათა ნაკადი

ადამიანთა და კომპანიათა უმეტესობა პროდუქტს აწარმოებენ იმისთვის, რომ გაყიდონ. როგორ


აპირებენ ეს კომპანიები, რომ მომხმარებელს გაუჩინონ მოტივაცია, რათა იყიდონ მათი
პროდუქტი? თუ ფიქრობთ, რომ მომხმარებლები იყიდიან თქვენს პროდუქტს იმიტომ, რომ ეს
არის ფანტასტიური პროდუქტი, ძალიან ცდებით. ტიპიურ შეცდომას უშვებენ ადამიანები,
როდესაც ისინი მოქმედებენ შინაგანი განზრახვით, რომელიც მათ არწმუნებს რომ: „ხალხი
იყიდის ჩვენს პროდუქტს, იმიტომ რომ ის არის საუკეთესო“.

317
აღნიშნული პოზიცია სამ ასპექტს ეყრდნობა. პირველი ეს არის ფრაზა „ჩვენი არის საუკეთსო“,
აღნიშნული მიუთითებს შინაგან მნიშვნელოვნებაზე. შენ დარწმუნებული ხარ, რომ შენი ქმნილება
არის სრულყოფილება, ეს კი ნიშნავს რომ ეს შენთვის მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში კი ვერ
შეძლებთ შეაფასოთ ის ობიექტურად, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ საკმარისად გულგრილი.
მეორე, შინაგანი განზრახვა მიზნად ისახავს გაყიდვას, მაგრამ მომხმარებელს არ სურს იყიდოს
საქონელი, იმიტომ რომ მათ თვალში თქვენი ქმნილება არ არის საუკეთესო. საბოლოოდ,
ყველაზე დიდ შეცდომას წარმოადგენს ის, რომ შინაგანი განზრახვა კონცენტრირებულია
პროდუქტის გარშემო, ვიდრე მომხმარებლის საჭიროებებზე. შინაგანი განზრახვის ვიწრო
ფოკუსი ქმნის საუკეთესო პროდუქტს, რომელიც ამავე დროს არავის სჭირდება და ეს სულ ასე
ხდება.

გარეგანი განზრახვის პოზიცია კი გულისხმობს იმის განსაზღვრას, თუ რა სურთ მომხმარებლებს,


რა აკლიათ მათ, რა წარმოადგენს მათ საჭიროებას, რა არის მომხმარებელთა მოტივაცია და
ინტერესების სფერო. გარეგანი განზრახვა მიჰყვება ვარიანტთა დინებას. ყოველ ჯერზე,
როდესაც თქვენ ხართ „საუკეთესო“ პროდუქტის შექმნის პროცესში და უყურებთ თქვენს
სურვილის მინის ჭერიდან, თქვენ მიცურავთ მდინარის საწინააღმდეგოდ. გონება ყოველთვის
მიდრეკილია რომ გააიდეალოს საკუთარი შესაძლებლობები, რაც სრულიად ფარავს
კრეატიულ პროცესს და ადამიანი ვეღარ ამჩნევს, რა ხდება მის გარშემო. გონება ცდილობს, რომ
ყველაფერი დაუმორჩილოს საკუთარ კონტროლს. ძალიან ძნელია, აკონტროლო
მომხმარებლის მოთხოვნა. იგი მწარმოებლებისთვის გაურკვეველი მიზეზებით იცვლება. ძალიან
დიდი რესურსებია საჭირო იმისთვის, რომ გავლენა მოახდინო მომხმარებლის მოთხოვნაზე.

გონებას არ შეუძლია, იწინასწარმეტყველოს საბაზრო ტრენდები. ყველაფერი, რაც გჭირდებათ


ეს არის, რომ დარჩეთ ნაკადის მიმართულებით და დააკვირდეთ მცირე ცვლილებებს. არ არის
საჭირო, გამოიგონოთ რაიმე განსაკუთრებული იმისთვის, რომ თქვენს პროდუქტზე დიდი
მოთხოვნა გაჩნდეს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე გასაოცარი გამოგონებები არ იქნა
აღიარებული მათი გამოგონების პერიოდში. საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ თუ თქვენ
აწარმოებთ პროდუქტს იმისთვის, რომ მიიღოთ შემოსავალი და პირადი აღიარება, იცოდეთ
რომ თქვენ წააგებთ ამ თამაშს. რა თქმა უნდა, თქვენ თუ გასაოცარი აღმოჩენა გააკეთეთ,
შესაძლოა ის აღიარონ კიდეც, მაგრამ ასე ყველა შემთხვევაში არ მოხდება. იმ კომპანიებს,
რომლებიც მიზნად ისახავენ დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნა, გარანტირებული
აქვთ წარმატება.

ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ კითხვას, როგორ მოვანდომოთ მომხმარებლებს, რომ


იყიდონ ჩვენი პროდუქტი? პასუხი არის შემდეგი: თქვენ ვერ შეძლებთ. აიძულო ვინმე რომ
იყიდოს რაღაც თავისი სურვილის გარეშე არის შეუძლებელი, ან ძალიან რთული. შინაგანი
განზრახვის ძალით მოქმედების დროს, თქვენ მეტისმეტად ბევრი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ
პროდუქტის რეალიზებისთვის. ნაკადის მიმართულებით სვლის დროს კი გარეგანი განზრახვა
მოქმედებს ისე, რომ თქვენ ქმნით ისეთ პროდუქტს, რომელიც მომხმარებელს სურს და
რომლითაც მათი საჭიროებები იქნება დაკმაყოფილებული. მოთხოვნაში ცვლილებები
განპირობებული იქნება ვარიანტთა ნაკადის მიხედვით. ვარიანტთა ნაკადი შეიცავს ყველა პასუხს
და ერთადერთი რამ, რომელიც წარმატების გარანტიას წარმოადგენს.

318
შემთხვევითობას არ წარმოადგენს ის, რომ ფუნდამენტალური აღმოჩენები და გამოგონებები
ხშირად სხვადასხვა ადამიანის მიერ, პრაქტიკულად ერთდროულად ხდება. ეს წარმოადგენს
მატერიალური რეალიზაციის ფენომენს და თუ როგორ მოძრაობს ის ვარიანტთა სამყაროში.
ყველაფერს რომელიც უნდა მატერიალიზდეს გააჩნია თავისი დრო. ძალიან იშვიათად ხდება,
როდესაც ადამიანს წვდომა გააჩნია ვარიანტთა სივრცეზე და შეუძლია გააკეთოს მრავალი
გამოგონება. ასეთი ადამიანი იყო ლეონარდო და ვინჩი.

მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა ვარიანტთა სივრცის არსებობა, გონება ცდილობს დაივიწყოს
ყველა დამარცხება და გამოიჩინოს ძალისხმევა, რათა მოიპოვოს კონტროლი. ჩვენ უკვე
გვქონდა საუბარი, თუ რამდენად ყოვლისმომცველ საჩუქარს წარმოადგენს ვარიანტთა ნაკადი
გონებისთვის. დაიმახსოვრეთ ეს და შექმენით საკუთარი თავისთვის კარგი ბედისწერა. ასე თუ
მოიქცევით, ძალიან ბევრი დაბრკოლება უბრალოდ გვერდით ჩაგივლით.

ძალიან ბევრი პრობლემა ურთიერთობაში წარმოიქმნება იქიდან გამომდინარე, რომ გონება


იბრძვის ვარიანტთა დინების წინააღმდეგ. კრიტიკულობა წარმოადგენს ბრძოლის ერთ-ერთ
ასპექტს და წარმოადგენს შინაგანი განზრახვის ნაყოფს. ადამიანის გამხნევება და ნდობა
წარმოადგენს გარეგანი განზრახვის შესაბამის ქმედებას. ადამიანთა გაკრიტიკება იგივეა, რაც
იბრძოლო გარე სამყაროს მიმართ. ეს თქვენ არ მოგიტანთ რაიმე სიკეთეს, არამედ მხოლოდ
ადამიანთა წყენასა და მათ გაბრაზებას. ამის საპირისპიროდ, ადამიანთა გამხნევება
წარმოადგენს იმპულსს ადამიანთა ურთიერთობებში. ჩვენ ვაკრიტიკებთ და ვადანაშაულებთ
სხვა ადამიანებს მაშინ, როდესაც ჩვენ გვინდა გავლენა მოვახდინეთ სხვებზე, აღნიშნული კი
განპირობებულია შინაგანი განზრახვით. მაშინაც კი, როდესაც თქვენ ხაზს უსვამთ სხვა ადამიანის
ფასეულობებს, ამით არაფერს კარგავთ, პირიქით გაქვთ შესაძლებლობა დაიმსახუროთ ამ
ადამიანის სიმპათია.

არასოდეს დაადანაშაულოთ ვინმე. ბევრი ადამიანი საყვედურობს საკუთარ თავს და გააჩნია


შინაგანი დანაშაულის გრძნობა, მაგრამ არავის მოწონს როდესაც მას სხვა ადანაშაულებს და
საყვედურობს. ადამიანები ზოგჯერ სადომაზოხიზმამდე ადანაშაულებენ საკუთარ თავს
ურთიერთობეში, მაგრამ მიუხედავად ამისა არ იღებენ სხვა ადამიანთა საყვედურს.

ადამიანები ყოველთვის შეურაცხმყოფლად იღებენ კრიტიკას, ისინი ფიქრობენ რომ კრიტიკა


არის უპატივცემულობის გამოხატულობა, ან არასწორი, ან არ არის სამართლიანი. როგორი
რეაქცია გაქვთ თქვენ როდესაც გაკრიტიკებენ? ერთის მხრივ, თქვენ შესაძლოა გამოხატოთ
ბრაზი კრიტიკის საპასუხოდ, მაგრამ ამავე დროს, თქვენ ქმნით ჭარბ პოტენციალს, რომელიც
საბოლოოდ მოგიტანთ ტანჯვას. თქვენ ვერასდროს დაარწმუნებთ სხვა ადამიანს რომ ის
არასწორია. შესაძლოა მათ თქვენ მოგისმინონ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ შინაგანად
გეთანხმებათ, თქვენი კრიტიკა მისთვის იქნება ნეგატიური და უარყოფითი განცდების მომტანი.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ მანიპულატორი, თქვენ კრიტიკის საშუალებით ცდილობთ
გავლენის მოხდენას სხვა ადამიანებზე.

თუ თქვენს მიზანს არ წარმოადგენს იყოთ მანიპულატორი, დაივიწყეთ სხვა ადამიანების კრიტიკა


და დადანაშაულება. მაშინ როდესაც თქვენ სხვა ადამიანებს ეუბნებით მათი დანაშაულის შესახებ,
ამას წყალზე ხელების დგაფუნის ეფექტი აქვს და მიანიშნებს, რომ ვარიანტთა დინების
საწინააღმდეგოდ ცურავთ. მაშინ, როდესაც თქვენ კონცენტრაციას შეცვლით, და ადამიანთა

319
ნაკლოვანებებისგან უპირატესობებზე გადაიტანთ მათ, თქვენ ნაკადის მიმართულებით
დაიწყებთ ცურვას, რაც უზომოდ დიდ სარგებლობას მოგიტანთ.

თქვენი ანგელოზი ყოველთვის ეცდება მონახოს ახსნა, თუ რატომ მოიქცა ესა თუ ის ადამიანი
ისე, როგორც მოიქცა, თუ ეცდებით მის განსჯას. როგორც შინაგანი მოწმე, თქვენი მფარველი
ანგელოზი შეგაჩერებთ, რომ გადაეშვათ თამაშში და დაიწყოთ ვინმეს განსჯა ან გაკრიტიკება.
გადექით უკან და დააკვირდით თამაშს, როგორც მაყურებელი. დაიმახსოვრეთ, რომ კრიტიკა
მხოლოდ გვნებთ და გაშორებთ ვარიანტთა ნაკადის თქვენთვის სასურველი ვარიანტისგან.

დადანაშაულება და კრიტიკა ვერასდროს იქნება რაიმე პოზიტიურის საწყისი, ვინაიდან მას


პიროვნება წონასწორობიდან გამოყავს და გზიდან აცდენს მას. ყველა ხელმძღვანელობს
საკუთარი მოტივებითა და შეხედულებებით, რათა მიაღწიოს მათთვის დასახულ მიზანს.
როდესაც ამხნევებთ ადამიანს, სულ ერთია რას ეუბნებით, თქვენ მას უბიძგებთ რომ გადავიდეს
მისთვის სასურველ მიმართულებაზე. მაშინ, როდესაც ვიღაცას ამხნევებთ, არავის უფლება არ
ილახება და არავის ღირსება არ არის დარტყმის ქვეშ. თქვენი ინტერესი წარმოადგენს ერთს და
სხვათა ინტერესები კი პარალელურად ხელს უწყობენ თქვენი ინტერესების აღსრულებას.

როგორ გრძნობთ თავს მაშინ, როდესაც გაკრიტიკებენ? თქვენ შესაძლოა უარყოფთ მას
საჯაროდ, უწევთ წინააღმდეგობას, ან ცდილობთ შეარბილოთ. არც ერთ შემთხვევაში თქვენ არ
ეთანხმებით კრიტიკას, გარდა იმისა, რომ ამასობაში პირადი დანაშაულის შეგრძნება
გიყალიბდებათ. კრიტიკა უბიძგებს ადაიმიანებს, რომ მოიქცნენ ისე, „როგორც უნდა მოიქცნენ“.
გონებას შეუძლია, რომ აიძულოს. შეუძლებელია, რომ საკუთარი თავი აიძულო სულის
კარნახით. სული ყოველთვის იმას გააკეთებს, რაც სურს, რომ გააკეთოს, ან მინიშნებას მისცემს
გონებას, თუ რისი გაკეთება სურს. კრიტიკა სულს გონების მტრად ხდის, ხოლო გამხნევება კი
მეგობრად.

გამხნევება წარმოადგენს კრეატიულ ძალას, ხოლო კრიტიკა კი დესტრუქციულ ძალას.


წარმატებულ ბიზნესს ქმნიან არა ის მენეჯერები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან
გააკრიტიკონ დასაქმებულები მათ მიერ ჩადენილი შეცდომების გამო, არამედ ის მენეჯერები,
რომლებსაც შეუძლიათ კრეატიული ატმოსფეროს შექმნა, დაქირავებულებში ენთუზიამის
გაღვიძება და ადამიანებში მოტივაციის ამაღლება. ადამიანებს მეტი მოტივაცია აქვთ, როდესაც
გრძნობენ, რომ მათი უფროსი, თუ უბრალოდ სხვა ადამიანი ღირებულად მიიჩნევს მათ შრომას.

კამათი უკანასკნელ წუთამდე, რათა დაამტკიცო შენი სიმართლე, არის გზა - მტრების
გაჩენისთვის. ჩვენ უკვე განვიხილეთ, თუ რამდენად უაზრო და ზიანის მომტანია ადამიანისთვის,
დაამტკიცოს თავისი სიმართლე ნებისმიერ ფასად - თავში „ალტერნატივების ნაკადი“. იმ
შემთხვევაში, თუ არგუმენტი არის კრიტიკული და შენს ინტერესებს ლახავს, იმ შემთხვევაში, თუ
სხვა გზა არ არის, უნდა იკამათო კიდეც, მაგრამ აუცილებელია არაფრის მომტან კამათს თავი
აარიდოს ადამიანმა, ვინაიდან ის ჰგავს წყლის ზედაპირზე ხელების დგაფუნს.

დებატებში გამარჯვება ვერასდროს მოგიტანთ დივიდენდებს. თქვენი მტერი იხეირებს თქვენ


მიერ გაწეული ძალისხმევით. არავინ არასდროს გეტყვით მადლობა იმისთვის, რომ თქვენ მათ
ასწავლეთ სწორი გზა, და თუ მაინც აღმოჩნდება ასეთი გამონაკლისი ადამიანი, ისიც მხოლოდ
იმიტომ გააკეთებს ამას, რომ დანაშაულის გრძნობა გააჩნია. დიახ, მართლაც რა არის კარგი

320
იმაში, რომ გაიმარჯვო მოსაუბრესთან კამათში? თუ ის არ მოითხოვს შენი ინტერესების
დათმობას. მიეცით ნება ადამიანებს იყვნენ თავისუფლად და ფიქრობდნენ და გრძნობდნენ იმას,
რასაც თქვენ შესაძლოა არ ეთანხმებოდეთ. მეორე მხრივ, თქვენ თავს აარიდებთ ჭარბი
პოტენციალის შექმნას.

ადამიანები, რომლებიც კამათობენ, როგორც წესი თავით არიან ჩართულნი თამაშში. ისინი ისეთ
ღრმა ძილში არიან, რომ თითქმის შეუძლებელია მათი გამოღვიძება. იმისთვის, რომ დაიცვათ
საკუთარი თავი და მთლიანად არ იქნათ ჩათრეული თამაშში, აუცილებელია, რომ გაიღვიძოთ
და ჩართოთ შინაგანი მცველი. თუ სხვადასხვა ადამიანები ჩართულნი არიან დებატებში,
გამოდით აუდიტორიიდან და შეხედეთ ამ სანახაობას მაყურებლის თვალით. დიდ
უპირატესობას ანიჭებს ადამიანს შეასრულოს თამაშის მსაჯის როლი. მაშინ, როდესაც ყველა
ცდილობს საკუთარი შინაგანი განზრახვა აღასრულოს თავისი დაჟინებით, თქვენ შეგიძლიათ
უბრალოდ დატკბეთ ლამაზი ხედით თქვენი ფანჯრიდან. თქვენ დაინახავთ პრობლემის ისეთ
გადაწყვეტას, რომელსაც ვერც ერთი მოკამათე ვერ შენიშნავს. არ დაატანოთ ძალა, რომ მათ
მიიღონ თქვენი წინადადება. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ შესთავაზოთ თქვენი გადაწყვეტა.

თუ მოიგებთ კამათს, ეს ნიშნავს, რომ დამარცხდით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ოპონენტები


ფორმალურად გეთანხმებიან, რომ მართალი ხართ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მათ
თავში უამრავი არაფორმალური არგუმენტი, რომლითაც საკუთარ თავს უჭერენ მხარს. საქმე
იმაშია, რომ ის ვინც იგებს კამათს, იმაღლებს თვით-შეფასებას. წაგება კამათში უარყოფითად
აისახება პიროვნების თვით-შეფასებაზე.

თქვენ არ გაქვთ სურვილი, რომ ადამიანს წიხლი ჩაარტყათ სახეში, მაშინ რატომ გსურთ რომ
იგივე გააკეთოთ მის თვით-შეფასებასთან დაკავშირებით? ადამიანები ერთმანეთს
ადანაშაულებენ შინაგანად, რადგან ტკივილის მიღება ხდება ჩუმად. ადამიანებს არ უყვართ
მოახდინონ დემონსტრირება რომ ესაჭიროებათ იყვნენ აღიარებულნი სხვა ადამიანების მიერ.
ჩვენ ყველას გაგვაჩნია თვითღირსების გრძნობა. არავის სურს სააშკარაოზე გამოიტანოს, რომ
ამ ღირსებისთვის უწევს ბრძოლა. ჩვენ ყველანი მივისწრაფვით ჩვენი ღირსების
დადასტურებისკენ ცხოვრების თითოეულ ეტაპზე.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი ჩუმადაა, როდესაც მისი თვით-შეფასება არის შელახული, ეს


არ ნიშნავს, რომ მას არ სტკივა ან ეთანხმება მისი ღირსების შელახვას. მიღებული ტკივილი
განაგრძობს არსებობს ადამიანში, არა მის ცნობიერ გონებაში, არამედ - ქვეცნობიერში. მაშინ,
როდესაც იმარჯვებთ კამათში, თქვენ უფრო რწმუნდებით საკუთარ თავში, მაგრამ ამ გამარჯვებას
აღწევთ თქვენი ოპონენტის შინაგანი ღირსების შელახვით. ჩვენ კი ვიცით, რომ ნებისმიერი
შინაგანი ტკივილი სრულდება ცრემლებით. ოპონენტის დამარცხება ვერ მოგცემთ თქვენი
ღირსების უფრო მაღალ დონეზე აღქმასა და აყვანას.

თუ გინდათ, რომ ადამიანი თქვენს წინააღმდეგ განაწყოთ, შესანიშნავი გზაა, მას დაანახოთ თუ
მასზე რამდენად კარგი ბრძანდებით. „არ შექმნათ კუმირი საკუთარი თავისგან და არ გაიჩინოთ
მტრები“ არის მნიშვნელოვანი სლოგანი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ურთიერთობებში.
არ შელახოთ სხვა ადამიანების ღირსება. დაადეთ ტაბუ ამ თემას. ასე თუ მოიქცევით, თქვენ
გექნებათ ძალიან ცოტა პრობლემა, ნაკლებად იქნებით გაღიზიანებული და უფრო მეტად
დარწმუნდებით საკუთარ ღირსებასა და მნიშვნელობაში.

321
მაშინ, როდესაც პიროვნება გეკამათებათ, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი ღირსებისა და
მნიშვნელობის დაცვას ცდილობს. დაეთანხმეთ იმას, რასაც ამბობს თქვენი ოპონენტი.
თანხმობით თქვენ მისცემთ საშუალებას ადამიანს რომ დამშვიდდეს, მხოლოდ ამის შემდეგ
გექნებათ შესაძლებლობა რომ გამოთქვათ თქვენი აზრი, მოითხოვოთ ან დაამტკიცოთ რაიმე.
მაშინ როდესაც ასე მოიქცევით თქვენ გაჰყვებით ნაკადს და განახორციელებთ გარეგან
განზრახვას. ასეთი საუბრის შედეგი კი ის იქნება, რომ შესაძლებელი გახდება, მიაღწიოთ
სასურველ მიზანს და მოიპოვოთ გამარჯვება ინტელექტუალური და დახვეწილი მეთოდებით.

საუბრის ტონს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია შეთანხმების მიღწევისთვის. იმ შემთხვევაში,


თუ პიროვნება თქვენს პირველივე გახსნილ ფრაზაზე გეტყვით „არას“ თქვენ შეგიძლიათ
იფიქროთ, რომ მისი დარწმუნება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით იქნება ძალიან რთული.
იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება აიღებს საუბრისას გარკვეულ გეზს, შემდგომ ძალიან რთული
იქნება მისი შემობრუნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საუბარი დაიწყოს ისეთი სიტყვით, რომ
პიროვნებამ თქვას სიტყვა „დიახ“. არასდროს დაიწყოთ საუბარი ძალიან სენსიტიური საკითხით.
მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საკითხს ეხება თქვენი საუბრის თემა, თუ მოიპოვეთ თქვენი
პარტნიორის თანხმობა. საუბრის განმავლობაში სიტყვა შეგიძლიათ მიმართოთ თქვენთვის
სასურველი საკითხისკენ. ასეთი ტექნიკის გამოყენებით მეტი შანსია, რომ თქვენ მიაღწიოთ
სასურველს, ვინაიდან თქვენ ერთი მიმართულებით მოძრაობთ და მიჰყვებით ნაკადს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაუშვით შეცდომა და ელოდებით, რომ სამართლიანათ


დაგადანაშულებენ, არ მოემზადოთ თავის დასაცავად. მოემზადეთ შეცდომის ასაღიარებლად.
ასეთ შემთხვევაში, პიროვნება რომელიც აპირებდა რომ დაედანაშაულებინეთ და აღედგინა
სამართლიანობა, თქვენ მიმართ გახდება მეტად გულმოწყალე და კეთილი. არ დაეთანხმოთ
გამონათქვამს „თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა“. თქვენ უნდა აუნთოთ მწვანე შუქი ოპონენტის
განზრახვასა და მის არგუმენტებს. თქვენი მოულოდნელი მორჩილების გაანალიზების შედეგად
ოპონენტი მიხვდება, რომ მისი შინაგანი განზრახვა აღსრულდა. იქიდან გამომდინარე, რომ
თქვენი ნებით აღიარეთ დანაშაული, ოპონენტის არგუმენტები მხოლოდ ძალიან მცირედით
შეეხება თქვენს თვით-შეფასებას. ამით შეძლებთ, რომ ერთდროულად ორი კურდღელი
დაიჭიროთ. თქვენი აღიარებით გაამაგრებთ თქვენი ოპონენტის პოზიციებს, რისთვისაც ის
შინაგანად მადლიერი დაგრჩებათ და აღარ იქნება ისეთი გაბრაზებული.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეეცდებით დაიცვათ საკუთარი თავი და მოიყვანოთ არგუმენტები


საკუთარი თავის გასამართლებლად, მხოლოდ ენერგიას მისცემთ ქანქარებს. ნებისმიერ
სიტუაციაში სურვილი, რომ დაიცვათ საკუთარი თავი, მოდის თქვენი შინაგანი მნიშვნელობის
შეგრძნებიდან. გვერდი აურეთ ამ ხელის შემშლელ ფაქტორს, მიეცით უფლება საკუთარ თავს
რომ დაუშვათ შეცდომები. ნუ განსჯით საკუთარ თავს შეცდომების გამო, გაანალიზეთ ისინი და
თქვენ იგრძნობთ შვებას.

თავში „ალტერნატივების ნაკადი“ უკვე ვახსენე რომ ზოგიერთი ადამიანის კრიტიკული შენიშვნა
შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან სასარგებლო. სხვა ადამიანების შემოთავაზებები, შესაძლოა
თქვენ თავიდაპირველად მიიღოთ ცივად, მაგრამ ამ შემოთავაზებამ შეიძინოს უფრო
მნიშვნელოვანი აზრი, ვიდრე გეგონათ. კომენტარები და შემოთავაზებები, რომლებსაც სხვები
აკეთებენ შესაძლოა თქვენთვის იყოს მტკივნეული, თუკი თქვენი შინაგანი მნიშვნელობის დონე

322
ამაღლებულია. შეამცირეთ მნიშვნელობა და შეწყვიტეთ ბრძოლა აწმყოსთან. დათანხმდით
რომ სხვა პიროვნება იყო მართალი, გაიზრეთ მისი ნათქვამი და გადაჭრით ნუ უარყოფთ
დაუყოვნებლივ.

უთხარით ადამიანებს, რომ ისინი იყვნენ მართალი, რასაც ამბობდნენ და თქვენ ნახავთ შედეგებს.
თქვენ არ ხართ ვალდებული, რომ რაიმე თქვათ საერთოდ, მაგრამ უბრალოდ გააკეთეთ ეს.
თქვენ არაფერი გაქვთ დასაკარგი. ყველა უშვებს შეცოდმებს, ტყუვდება. ჭკვიანი ადამიანებიც
უშვებენ შეცდომებს, მაგრამ მათ შეუძლიათ ამ შეცოდმების გააზრება. თქვენი ხმამაღალი
აღიარებით, რომ პიროვნება იყო მართალი თქვენ მოიპოვებთ ამ პიროვნების დადებით
განწყობას.

ადამიანები ცხოვრობენ აგრესიულ, ქანქარების სამყაროში, სადაც ნებისმიერი მომენტში ისინი


უბიძგებენ ადამიანებს დაიცვან საკუთარი თავი. უეცრად თქვენ თანხმდებით ამ ადამიანებს.
მომენტში, როდესაც უნდა დაგეცვათ თავი, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რის გამოც ქანაქარა
ვარდება სიცარიელეში. ადამიანები კი განიცდიან შვებასა და მადლიერებას თქვენ მიმართ,
საბრძოლო განწყობის ნაცვლად. თქვენ აღარ ხართ პოტენციური ოპონენტი, არამედ -
მოკავშირე. ეს ინფორმაცია წამებში გაივლის თქვენი ოპონენტის ქვეცნობიერში. ადამიანები
ზუსტად ასევე ფიქრობენ ნათელ სიზმრებში. თუ თქვენ აპრაქტიკებთ გონების
გაცნობიერებულობას, თქვენთვის მარტივიც იქნება და გასართობიც, რომ შეითავსოთ სხვა
ადამიანების გუნება-განწყობილების შემქმნელის ფუნქცია.

როდესაც აღმოჩნდება, რომ ვიღაც მართალია, თქვენს მიერ ამის გაჟღერება ძალიან
სასარგებლო მომენტია ამ პიროვნების ქვეცნობიერისთვის, რადგან მისი თვითშეფასება
მაღლდება.

წარმოიდგინეთ, როგორ ჯუნგლებში ვცხოვრობთ ჩვენ. ადამიანები გამუდმებით


უთვალთვალებენ ერთმანეთს და მზად არიან, რომ აღმოაჩინონ ერთმანეთის სუსტი მხარეები,
ზედაპირულად კი ერთმანეთს მეგობრულად ექცევიან. თითოეული პიროვნება საკუთარ თავს
აყენებს პირველ ადგილზე და მზად არის თავდასაცავად.

იქიდან გამომდინარე, თუ როგორ გარემოში ცხოვრობთ, თქვენ შეიძლება გახდეთ ნამდვილი


განძი მათთვის, ვინც უკვე დაიღალა ამ ბრძოლით. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რამდენ
მოკავშირეს შეიძენთ? მნიშვნელოვანია, რომ შეამციროთ საკუთარი თავის მნიშვნელოვნობა და
გაიხსენოთ ეს, როდესაც სხვა ადამიანებთან კამათს დაიწყებთ. თქვენი უპირატესობა
წარმოადგენს იმას, რომ თქვენი ცნობიერი არის გაცნობიერებულ და მღვიძარე მდგომარეობაში,
მაშინ, როდესაც სხვა ადამიანები არიან ძილში, აქედან გამომდინარე არასდროს გეტყვიან
მადლობას, ჭეშმარიტების შემეცნებისთვის. იმ შემთხვევაში მათ რომ შეეძლოთ გაღვიძება და
საკუთარი აზრის ან დამოკიდებულების გამოხატვა, ისინი იტყოდნენ რაღაც მსგავსს: „დიახ,
ადამიანი ნამდვილად არ არის სულელი. ადამიანები არიან კარგები, მინდა რომ უკეთ გავიცნო
ეს შესანიშნავი არსებები“.

არავინ იტყვის ამ სიტყვებს ხმამაღლა და შესაძლოა საკუთარ თავსაც კი არ ეუბნებიან ასეთ


სიტყვებს. წარმოიდგინეთ, თუ რა ოქრი ყრია თქვენს ფეხებთან. როგორც წესი, ადამიანები არიან
გაბრაზებულნი და დამძიმებულნი საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნების გამო. მათ მხოლოდ

323
საკუთარი დამარცხებები ადარდებთ და ვერ ამჩნევენ მათ ცხვირწინ მყოფ სხვა ადამიანებს.
თქვენ გაქვთ უზარმაზარი უპირატესობა, იყოთ გონებით გაცნობიერებული, მიაპყროთ
ყურადღება სხვებს და აგრძნობინოთ თავი მნიშვნელოვნლად. თქვენი უპირატესობაა რომ
დაინახოთ ოქრო იქ, სადაც სხვები მხოლოდ ქვებს ხედავენ.

ფრეილინგის გაცნობიერება

მაშინ, როდესც ადამიანები ურთიერთობენ ერთმანეთთან, ისინი ყურადღებას აქცევენ თუ


როგორი ხასიათი, ტემპერამენტი, ინტელექტუალური დონე და მანერები აქვს მეორე ადამიანს,
რათა საკუთარი ქცევებიც შეძლებისდაგვარად მიუსადაგონ. იმ შემთხვევაში, თუ ორ ადამიანს არ
შეუძლია დაინახოს განსხვავებები ერთმანეთში, ისინი ვერასდროს შეძლებენ, რომ გაუგონ
ერთმანეთს. ასეთი ადამიანების ურთიერთობა იქნება მხოლოდ ცარიელი სიტყვები და მეტი
არაფერი. თქვენ ვერასდროს მიაღწევთ ურთიერთგაგების სიღრმეს, თუ არ გააცნობიერებთ
თქვენი პარტნიორის სიხშირებს. თქვენ უნდა დაიჭიროთ მისი სიხშირეები.

ტერმინი „თქვენი პარტნიორის სიხშირის გაცნობიერება“ - წარმოადგენს მაქსიმალურად


გამარტივებულ, ყველასთვის გასაგებ ენაზე განმარტებულ ტერმინს. მნიშვნელობა არ აქვს
ფიზიკურ სამყაროში რამდენად მაღალია ამ ადამიანთან დაკავშირებულობის დონე. მთავარი
იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია საკუთარი ინდივიდუალური
სიხშირე, რომლითაც გამოიხატება მისი პიროვნება და პიროვნული მახასიათებლები,
რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ტრანსერფინგში, ფრეილეს.

მაშინ, როდესაც ცდილობ ჩამოაყალიბო ახლო ურთიერთობა სხვა ადამიანთან, შენ იყენებ
ფრეილეს, რათა დაუკავშირდე ამ ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს. რამდენად
წარმატებული იქნება შენი კომუნიკაცია სხვა ადამიანთან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად
კარგად შეგიძლია ჩასწვდე შენი პარტნიორის ფრეილეს. ფრეილინგი არ არის ისეთი რთული,
როგორც ჟღერს. იმისთვის რომ დაუკავშირდე შენი პარტნიორის ფრეილეს აუცილებელია
მისკენ მიმართო შენი სრული ყურადღება. ყურადღების გარეშე შეუძლებელია სხვა ადამიანის
ფრეილესთან კავშირის დამყარება. ყურადღების გარეშე ვერ დაიჭერთ სხვა ადამიანის
სიხშირეს. მეორე მხრივ, ეს არის აშკარა ჭეშმარიტება, რომელიც თითქოს ყველამ იცის, თუმცა
საბოლოოდ ადამიანთა უმეტესობას ავიწყდება ყურადღება მიაპყრონ თავის პარტნიორს და
მხოლოდ საკუთარ აზრებზე არიან ორიენტირებულნი.

ერთმა წარმატებულმა ბიზნესმენმა ერთხელ თქვა: „ყველას სურს, რომ რაღაც შემომთავაზოს,
მაგრამ არასდროს არავინ მეკითხება, თუ რა მჭირდება მე“. ადამიანები რომლებსაც რაიმე სურთ
სხვა ადამიანებისგან, როგორც წესი, ორიენტირებულნი არიან საკუთარ პრობლემებზე და
ფიქრობენ როგორ გადაჭრან საკუთარი პრობლემები სხვების დახმარებით. ეს წარმოადგენს
შინაგან განზრახვას. შესაბამისად, თუ ფიქრობ, რა სურთ სხვა ადამიანებს, შენ ააქტიურებ
გარეგან განზრახვას.

როგორ შეგიძლია დააკავშირო შენი სურვილები სხვათა საჭიროებებთან? პირველ რიგში, შენ
ცნობიერად უნდა გამოიჩინო ინტერესი სხვათა მიმართ. გადაიტანე შენი შინაგანი ხედვა შენი
საკუთარი პიროვნებიდან შენს პარტნიორზე. ადამიანები ინტერესს გამოხატავენ მხოლოდ მაშინ,
როდესაც საქმე ეხება მათ საკუთარ პრობლემებსა და მისწრაფებებს. თქვენი აზრები

324
მიმართულია იმისკენ, თუ რა გსურთ თქვენ. როდესაც მარტო რჩებით, ყველაზე ხშირად
საკუთარი სურვილებისა და პრობლემების მოგვარების შესახებ ფიქრობთ. ასევე იქცევიან
დანარჩენი ადამიანებიც და მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე ფიქრობენ. ერთადერთი გზა,
იპოვოთ საერთო ენა და გაუგოთ თქვენს პარტნიორს, მოხვდეთ მის სიხშირეზე, არის ის, რომ
თქვენი საუბარი მიმართოთ ამ პიროვნების ინტერესების შესახებ. თქვენ საკმარისზე დიდხანს
ფიქრობდით საკუთარ პრობლემებზე, ახლა შეგიძლიათ ცოტაოდენი ყურადღება სხვებსაც
მიაპყროთ. დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორის განზრახვა და იურთიერთეთ
მის განზრახვაზე ორიენტირებით.

მაგალითად, თქვენ გსურთ შვებულების გატარება აგვისტოში. არსებითია, რომ თქვენ


გჭირდებათ დასვენება, თქვენ ფიქრობთ თქვენს საკუთარ ინტერესებზე. საინტერესოა, რას
ფიქრობს თქვენი უფროსი თქვენს შვებულებაზე? ის მხოლოდ ფიქრობს სამუშაოს შესახებ და
არც კი ახსენდება, რომ თქვენ შესაძლოა გჭირდებოდეთ დასვენება. არსებობს ორი გზა.
პირველი გზაა, მიხვიდეთ თქვენს უფროსთან და დაიწყოთ წუწუნი იმის შესახებ, თუ როგორ
გესაჭიროებათ დასვენება. მეორე გზა კი მდგომარეობს იმაში, რომ მიხვიდეთ თქვენს უფროსთან
და უთხრათ რომ სამუშაო იზრდება სექტემბრის თვეში, თქვენი შრომისუნარიანობა კი
განსაკუთრებით იზრდება დასვენების შემდგომ. შესაძლოა თქვენმა უფროსმა თვითონ
შემოგთავაზოთ შვებულებაში გასვლა. თქვენი აზრით, რომელი გზა უფრო ეფექტურია?
შესაძლოა თქვენმა უფროსმა გითხრათ, რომ ოქტომბერში შეძლებთ დასვენებას, მაგრამ ეს იმ
შემთხვევაში როდესაც თქვენი უფროსი ინტერესს არ იჩენს სხვა ადამიანების მიმართ და
მხოლოდ საკუთარი თავით არის დაინტერესებული. თქვენ უნდა დაუკავშირდეთ სხვა ადამიანის
სიხშირეს ენერგეტიკულად, საუბრის დროს, რათა შეძლოთ საერთო ენის გამონახვა მისი
ინტერესების შესაბამისად.

არის შემთხვევები, როდესაც ვირი არ ასრულებს თავისი მხედარის ბრძანებას და ჯიუტობს, არ


მიდის სწორი მიმართულებით. თუმცა ამ დროს ვირი სტაფილოებზე ფიქრობს, და თუ მხედარი
მას სტაფილოს დაანახებს, ვირი წავა ნებისმიერი მიმართულებით. ამ დროს მხედრის შინაგანი
განზრახვა ერწყმის ვირის განზრახვას. როგორ დავუკავშირო ჩემი სურვილი, სხვა ადამიანის
სურვილს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გამოიყენეთ ვირის მაგალითი. პასუხის პოვნა
მარტივია თუ ადამიანი დაფიქრდება იმის შესახებ, რა შეიძლება სჭირდებოდეს მეორე ადამიანს
თქვენგან.

მეორე ადამიანის ყურადღებით მოსმენა წარმოადგენს არსებითს, იმისთვის რომ დაიჭიროთ ამ


ადამიანის სიხშირე. დიდ ჯგუფებში ხშირად ბევრი ადამიანი ერთდროულად საუბრობს, თუმცა ამ
საუბარს არ აქვს გავლენა და მნიშვნელობა, ვინაიდან ერთმანეთს რეალურად არავინ უსმენს.
ზოგიერთი ადამიანი თავს აჩვენებს, თითქოს უსმენს მოსაუბრეს, მაგრამ 90% ჩაფლულია
საკუთარ აზრებში. იმისთვის, რომ საინტერესო მოსაუბრე გახდეთ, არ არის აუცილებელი
განსაკუთრებულ ინფორმაციას ფლობდეთ და ძალიან ერუდირებული იყოთ. საკმარისია,
მხოლოდ მოუსმინოთ თანამოსაუბრეს.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ინდიფერენტულია თქვენს მიმართ, თქვენ კი გჭირდებათ რომ


გამოიწვიოთ ინტერესი მასში, დაიწყეთ საუბარი იმ საკითხებზე რომლებიც მას აინტერესებს.
მცირე ხნით მაინც დაივიწყეთ თქვენი საკუთარი აზრები და ინტერესები, ვინაიდან მაშინ, როდესაც
თქვენ სრულიად განსახვავებულ საკითხებზე ფიქრობთ, თქვენი პარტნიორი კი - სხვა

325
საკითხებზე, თქვენი სიხშირეები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. თავი წარმოიდგინეთ
ამ პიროვნების ადგილზე, რათა უკეთ შეძლოთ მისი გაგება. იფიქრეთ იმის შესახებ, თუ რა
შესძენს მას მოტივაციას, რა სახის ქმედებები და დამოკიდებულებები უნდა განახორციელოთ,
რომ დაიმსახუროთ მისი ყურადღება. მას შემდეგ რაც, თქვენ დაიჭერთ და გადაერთვებით
თქვენი თანამოსაუბრის სიხშირეზე, მარტივად შეძლებთ მას თქვენთვის საჭირო და საინტერესო
საკითხებზე ესაუბროთ.

პიროვნების სახელი წარმოადგენს გასაღებს იმისთვის, რომ დაუკავშირდეთ ამ ადამიანის


სიხშირეს. ვერავინ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ადამიანი დაბადებისთანავე ატარებს სახელს,
ბგერათა ერთობლიობას, რომელსაც თავისი ვიბრაცია და სიხშირე გააჩნია. საუბრის დროს
ხშირად მიმართეთ სახელით, რასაც აუცილებლად მოჰყვება დადებითი ეფექტი. პიროვნებას
მიმართო სახელით, წარმოადგენს ერთგვარ პაროლსა და მინიშნებას ადამიანისთვის, რომ ამ
ადამიანის მიმართ მეგობრულად ხართ განწყობილი და გაგაჩნიათ კარგი განზრახვა.

თითოეულ ადამიანს გააჩნია გარკვეული დაცვა თავის გარშემო, რის გამოც ცდილობს მისთვის
უცხო ადამიანები არ შეუშვას ამ დაცვის მიღმა. თქვენ ვერ შეძლებთ პარტნიორის სიხშირესთან
დაკავშირებას თუ ის იქნება თავდაცვის რეჟიმში, რაც გამოიხატება ფორმალურობის მაღალი
ხარისხითა და უნდობლობით.

შენ თუ აჩვენებ შენს თანამოსაუბრეს, რომ არ ცდილობ მისგან თავის დაცვას და არ იჭერ თავს
შორს, ამ პიროვნებასაც ექნება სტიმული რომ შეასუსტოს დაცვა. საუკეთესო გზა რომ გააქროთ
ბარიერი თქვენსა და თქვენს თანამოსაუბრეს შორის არის ის, რომ მოახდინოთ თქვენი
გულწრფელი მოწონებისა და აღიარების დემონსტრირება ამ ადამიანის მიმართ.

რატომ გვიყვარს შინაური ცხოველები ასე ძალიან? იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის გვაჩვენებენ
გულწრფელ სიხარულს, როდესაც ჩვენ გვხედავენ. ისინი აქიცინებენ კუდს, ხტიან და გამოსცემენ
ხმებს რათა როგორმე გვაგრძნობინონ თავიანთი აღფრთოვანება ჩვენს გამოჩენაზე. თავისი
ქცევით ისინი თითქოს გვეუბნებიან: „მე არაფერი მჭირდება შენგან, მე უბრალოდ ბედნიერი ვარ
შენი დანახვით“. ეს წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, თუ რატომ უყვართ ადამიანებს
თავიანთი შინაური ცხოველები.

თქვენ არ გჭირდებათ კუდის ქიცინი და წკმუტუნი აღფრთოვანების გამოსახატად, საკმარისია


რომ ადამიანებს გაუღიმოთ, მიმართოთ სახელით და მოუსმინოთ ყურადღებით. თუ თქვენ
დაემსგავსებით აკვარიუმის თევზს, რომელსაც არავითარი რეაქცია არ აქვს ადამიანების ან
ნებისმიერი სხვა არსებების გამოჩენაზე, დანარჩენი ადამიანებიც ანალოგიურად მოგექცევიან.

ეს მექანიზმი ძალიან მარტივად მუშაობს. არაცნობიერ დონეზე თქვენი პარტნიორი ფიქრობს: „მე
შევხვდი ადამიანს, რომელიც ბედნიერია ჩემი ნახვით. ეს ნიშნავს, რომ მე რაღაცას წარმოვადგენ
ამ სამყაროში. როგორი მომხიბლავი და კარგი პიროვნებაა ის“. ადამიანები ერთმანეთს ხშირად
ეკითხებიან, თუ როგორ არიან ისინი, თუმცა ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ჩვევიდან გამოდინარე
დასმული კითხვა, როდესაც კითხვის დამსმელს არ აინტერესებს პასუხი რეალურად.

ყურადღება და საუბარში ჩართულობა უნდა იყოს გულწრფელი. არაფერია იმაზე უარესი


როდესაც დიალოგი მიმდინარეობს მხოლოდ ეტიკეტის გამო. ადამიანები ხშირად მხოლოდ

326
იმიტომ იღიმიან, რომ ასეა მიღებული. ასეთი ღიმილი უფრო აქსესუარს ჰგავს, ვიდრე ნამდვილ
ღიმილს. ნებისმიერი გადახრა ნორმალურობიდან მოიაზრება როგორც ანომალია.
სინამდვილეში არავინ ღელავს სხვა ადამიანების პრობლემების გამო, მაშინ რა აზრი აქვს
რაიმეს კითხვას?

შენ შეგიძლია მოახდინო რეზონანსი და მთლიანად შეცვალო კომუნიკაციის ფორმა შენი


რადიაქტიული ენერგიითა და პიროვნული სიხშირით. თითოეულ ადამიანს გააჩნია საკუთარი
სიხშირე, საკუთარი „ფორტე“. სიხშირის მაქსიმალური დონე მაშინ ვლინდება, როდესაც
პიროვნება დაინტერესებულია კონკრეტული სიტუაციითა თუ ადამიანით. თუ თქვენ შეგიძლიათ
განსაზღვროთ პიროვნების ნამდვილი მისწრაფები, ინტერესები, განიხილეთ აღნიშნული თემები
მასთან ერთად, მიეცით მოსაუბრეს შანსი, რათა მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი თავი.
ეს არის ყველაზე ეფექტური გზა იმისთვის, რომ ჩამოაყალიბო ურთიერთობა ვინმესთან. თუ
თქვენ შეგიძლიათ დაიჭიროთ ამ ადამიანის „ფორტეს“ ბოლო, შეძლებთ მთლიანი ძაფის
გორგლის გამოხსნას.

თქვენ მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ ადამიანისგან თანხმობა სათხოვარზე იმ შემთხვევაშიც კი,


თუ თქვენი თხოვნა რთულად შესასრულებელია. როდესაც თქვენ სთხოვთ პარტნიორს რაიმეს,
უნდა დაივიწყოთ თქვენი პირადი მნიშვნელობა და ყურადღება გაამახვილოთ მის
მნიშვნელობაზე. თქვენი პარტნიორი თავს იგრძნობს უფრო მნიშვნელოვან პიროვნებად და
ექნება სტიმული რომ რეალობაშიც წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, რათა
საბოლოოდ დაგარწმუნოთ საკუთარ შესაძლებლობებში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რაიმე სახის ქმედება გესაჭიროებათ პიროვნებისგან და ამას თხოვთ,


მან უნდა იგრძნოს, რომ ის არის საჭირო. პიროვნული მნიშვნელობის შეგრძნება ძალიან ბევრს
ნიშნავს ადამიანებისთვის. თითოეული ადამიანი რომელსაც თქვენ აგრძნობინებთ თავს
მნიშვნელოვნად, გაგიხსენებთ როგორც გულკეთილ პიროვნებას სიცოცხლის ბოლომდე. ასევე
ეჭვგარეშეა, რომ თქვენც სიცოცხლის ბოლომდე გემახსოვრებათ ის ადამიანები, რომლებმაც
თავი საჭიროდ და მნიშვნელოვნად გაგრძნობინეს.

შესაძლოა, თქვენ იფიქროთ, რომ გადაჭარბებულია ჩემი შეფასები პიროვნების


მნიშვნელობების შესახებ, მაგრამ ეს არის სიმართლე და ნამდვილად მუშაობს. თუ თქვენ
უყურებთ ადამიანებს ფრეილინგის ჭრილიდან, შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ თითოეული
ადამიანი საკუთარ თავს განიხილავს, როგორც მეფეს. აღსანიშნავია, რომ თვით-შეფასება
მთავარ როლს თამაშობს ადამიანის ქცევასა და მოტივაციაში. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს
ყველაზე მტკივნეული ადამიანისთვის? მტკივნეულია, როდესაც ადამიანი თავს გრძნობს
იგნორირებულად, შეურაცხყოფილად და მიტოვებულად? არა, ადამიანები თავს ცუდად
გრძნობენ მაშინ, როდესაც მათ ექცევიან უპატივცემულოდ და თავს უმნიშვნელო ადამიანებად
აგრძნობინებენ.

ცხოვრების განმავლობაში ადამიანები აღმერთებენ და ოცნებობენ იყვნენ დაფასებულნი.


ადამიანთა უმეტესობას სურს ფლობდეს ძალაუფლება. სწორედ ეს გრძნობაა უმაღლესი დონე,
როდესაც ადამიანი თავს გრძნობს მნიშვნელოვნად. ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად უამრავი
ადამიანი იბრძოდა და იბრძვის საუკუნეების განმავლობაში. ადამიანებს ისე არაფერი
აღაფრთოვანებს, როგორც ძალაუფლება და თვით-მნიშვნელობის შეგრძნება.

327
კრიტიკა პირდაპირ ურტყამს ადამიანის თვით-შეფასებას. კრიტიკა წარმოადგენს ერთგვარ
ანტიფრეილინგს. არასდროს არც ერთ ადამიანს არ უთხრათ, რომ ის ცდება. იმ შემთხვევაშიც კი,
თუ თქვენ ნამდვილად სიმართლეს ეუბნებით, თქვენთვის მომგებიანი იქნება დარჩეთ
ნეიტრალური. ასეთ შემთხვევაში თქვენ თავს აარიდებთ შეარყიოთ სხვა ადამიანის თვით-
შეფასება და შეძლებთ დაიცვათ საკუთარი თავი წონასწორული ძალებისგან.

კიდევ ერთი გზა, რომ ვატკინოთ სხვა ადამიანს არის, წარმოვიდგინოთ ის ნეგატიურ სლაიდებში.
ნეგატიური სლაიდი წარმოადგენს სურათს, თუ რა არ მოსწონს კონკრეტულ ადამიანს საკუთარ
თავში. როგორც იცით, ადამიანები, ვინც წარმოაჩენს ნეგატიურ სლაიდებს, ცდილობენ
დაფარონ საკუთარი არასრულფასოვნება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. თუ შეეცდებით
რომ კონტრარგუმენტები დაუბრუნოთ ამ პიროვნებას, ნახავთ რა ქარიშხალიც დატრიალდება.
ამ ადამიანს ვერანაირი ძალა ვერ დაარწმუნებს, რომ თქვენ ხართ მართალი. თქვენ ამ დროს
მისი ყველაზე საშინელი მტერი აღმოჩნდებით. უმჯობესია, რომ ამ ადამიანის უარყოფითი
სლაიდები უყურადღებოდ დატოვოთ და არაფრის ახსნას არ ეცადოთ.

ადამიანის შეყვარება ყველაზე ეფექტური მეთოდია იმისთვის, რომ ამ ადამიანის ფრეილეს


დაუკავშირდეთ. ძალიან რთულია, თუ არა შეუძლებელი, რომ აიხსნას, რატომ უყვარდებათ
კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული ადამიანები. ორმხრივი სიყვარული მოითხოვს ორივე
მხარისგან, რომ შეპყრობილობა არ გააჩნდეთ ერთმანეთის მიმართ, არამედ უპირობოდ
უყვარდეთ ერთმანეთი.

პარტნიორის ფრეილესთან დასაკავშირებლად უნდა გადაეწყოთ თანამოსაუბრის სიხშირეზე,


უნდა გამოხატოთ ყურადღება და ინტერესი ამ ადამიანისთვის საინტერესო საკითხების მიმართ.
უნდა ეცადოთ თქვენი შინაგანი განზრახვა გამოიტანოთ გარეთ და გარე განზრახვის ძალით
დაიმსახუროთ საერთო სიკეთე.

ენერგია ურთიერთობებში

„ქანქარების“ შესახებ თავში ჩვენ საუბარი გვქონდა ვიზუალიზაციის შესახებ. შეგახსენებთ, რომ
ვიზუალიზაციის არსი შემდეგში მდგომარეობს: წარმოვიდგინეთ, რომ ვიღაცას სურს რაიმე
დაგიშავოთ, გაგაბრაზოთ ან თავს დაგესხათ. ან შესაძლოა თქვენ გსურთ რაიმე სხვა
ადამიანისგან. ასეთ სიტუაციაში თქვენ გჭირდებათ რომ განსაზღვროთ რა ამოძრავებს ამ
პიროვნებას, რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჯამრთელობა, თავდაჯერებულობა თუ
შინაგანი სიმშვიდე? რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს ამ პიროვნებას, ყოველთვის არსებობს
რაღაც, რაც უნდა ამ პიროვნებას. ახლა კი წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ ის იღებს ზუსტად იმას,
რაც სჭირდება.

მაგალითად, წარმოიდგინეთ რომ ადამიანი აკეთებს იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარს და აქვს
სიამოვნების, სრულყოფილებისა და სიმშვიდის განცდა. არ არის საჭირო რომ ძალიან ღრმად
ვიფიქროთ დეტალებზე. უბრალოდ უნდა წარმოვიდგინოთ სლაიდი ჩვენს გონებაში. ეს
ადამიანი შესაძლოა იჯდეს სახლში ბუხართან ჭიქა ღვინით ხელში, ან ცურავდეს ზღვაში და ა.შ.
მაშინ როდესაც თქვენ ხშირად მოახდენთ ასეთი სიტუაციის ვიზუალიზაციას, მალევე აღმოაჩენთ

328
რომ ეს პიროვნება თვითონვე გამოვა კონტაქტზე, თქვენთვის გაადვილდება კონკრეტული
პრობლემის მოგვარება.

სინამდვილეში რა ხდება? ეს პროცესი ძალიან ჰგავს კარგი ფილმის ყურებას, როდესაც ფილმში
ასახული დადებითი ემოციები მაყურებელზეც გადადის. შენ იწყებ ამ ფილმის ყურებას და ასევე
გრძნობ თავს კარგად, შენი გული ივსება სიხარულით. ფილმი იწყებს დადებითი ემოციების
გამომუშვებას როგორც ინტელექტუალურ ასევე ემოციურ დონეზე. თქვენ თუ წარმატებით
დაიჭერთ თქვენი პარტნიორის სიხშირეს და დაუკავშირდებით მის ფრეილეს, შესაძლოა ამ
პიროვნებამ გითხრათ, რომ მან იგრძნო ძალიან დადებითი ემოციები თქვენგან, რამაც მისცა
იმპულსი დაგკავშირებოდათ.

მაშინ როდესაც პიროვნება იღებს თქვენგან ვიზუალიზაციის ენერგეტიკას, ის განიცდის


კომფორტის შეგრძნებას თქვენ მიმართ. ამის შემდგომ პიროვნება ყოველთვის თავს იგრძნობს
კომფორტულად როდესაც იქნებით თქვენთან ერთად. თქვენ თუ გულწრფელად გსურთ ამ
ადამიანისთვის კარგი, მაშინ თქვენი ვიზუალიზაციის შედეგები იქნება გამაოგნებელი.

თქვენი ვიზუალიზაციით შექმნით ენერგიის ნაკადს, რომელიც თქვენვე გაგხდით მიმზიდველს,


მაგნეტურს, ძალაუფლების მქონესა და ქარიზმატულს. ადამიანები ხშირად ცდილობენ და ეძებენ
ისეთ ადამიანებს, ვინც მათთვის გასცემს ენერგიას არაცნობიერ დონეზე. იქიდან გამომდინარე
რამდენად რბილი ან უხეშია ადამიანის ენერგია, ისინი ხდებიან მიმზდიველნი მეტად ან
ნაკლებად სხვა ადამიანებისთვის.

პიროვნებას სხვა ადამიანების მისაზიდად, ყურადღების მისაპყრობად შეუძლია გამოიყენოს


როგორც მხოლოდ საკუთარი ენერგია, ასევე თავისუფალი ენერგია მაშინ როდესაც
ერთიანობაშია მისი გული და გონება. ჭარბი ენერგია შადრევანივით გადმოდის ამ ადამიანისგან,
რომლის შეგრძნებაც შეუძლიათ მის გარშემო მყოფებს. თავისუფალი ენერგია იმართება
აზრობრივად. რაც უფრო ახლოს არის ერთმანეთთან პიროვნების გონება და გული, მით უფრო
ძლიერია მისი ენერგია. ძლიერი პიროვნულობა წარმოიშვება პიროვნების ერთიანობისა და
ინტეგრაციულობის შემთხვევაში.

როგორც უკვე ვახსენეთ, შარმი, მომხიბვლელობა წარმოადგენს უმაღლესი დონის შეთანხმებას


პიროვნების გულსა და გონებას შორის. როგორც წესი გულისა და გონების ერთიანობის
ნაკლებობა ტანჯავს იმ ადამიანებს, რომლებიც ნაკლებად არიან მიმზიდველნი და შარმის
მატარებელნი. ენერგეტიკულ დონეზე შარმი წარმოადგენს ენერგიას, რომელსაც პიროვნება
გამოასხივებს, ეს ენერგია კი შექმნილია გულისა და გონების ერთიანობის შედეგად.

ადამიანებს რომლებსაც ახასიათებთ შარმის უმაღლესი დონე, მათი გონება და გული სრულ
ჰარმონიაში თანაარსებობს. ისინი ცხოვრობენ თავიანთი კრედოს მიხედვით. ასეთი ადამიანები
არიან ბედნიერები. ისინი ერთობიან ცხოვრებით, უყვართ საკუთარი თავი, თუმცა ეს არ არის
ნარცისიზმი. ასეთ ადამიანებს გააჩნიათ შინაგანი ზეიმის შეგრძნება.

ასეთი ადამიანები არიან საკმაოდ ცოტა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ერთ-ერთი. თქვენ
უნდა ჩაიხედოთ საკუთარ გულში, შეიყვაროთ საკუთარი თავი, აღმოაჩინოთ თქვენი შინაგანი
მიზანი. არამხოლოდ თქვენი შინაგანი სამყარო შეიცვლება, არამედ თქვენი სხეულიც გახდება

329
უფრო მოხდენილი, თქვენი სახე და ღიმილი კი შეიძენს სათნოებას. მაშინ როდესაც თქვენ ვერ
ახერხებთ თქვენი ცხოვრების მიზნის მიღწევას, ყურადღება მიაქციეთ როგორ აღიქვამთ
საკუთარ თავს ამ ასპექტში. როგორ ენერგიას გამოაფრქვევთ. შეხედეთ სარკეში საკუთარ თავს,
როდესაც მიზანზე ფიქრობთ როგორ გამოიყურებით, სარკიდან ენერგიული, პოზიტიური
ადამიანი გიყურებთ, თუ იმედგადაწურული?!

თქვენი გამოსხივების ვარჯიშის შედეგად, რომელიც უპირველესად თქვენივე აზრებით


ფორმირდება, თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ თქვენი ენერგეტიკული დონე და გამოიმუშაოთ
უნარი გავლენა მოახდინოთ ადამიანებზე. ისინი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილად აქციოთ.
პიროვნება რომელსაც გააჩნია წვდომა თავისუფალ ენერგიაზე ყოველთვის არის მიმზიდველი
სხვა ადამიანებისთვის.

თქვენ შესაძლოა გქონდეთ კამათი და განსჯა კოლეგებთან ან მეგობრებთან. თქვენი ენერგიის


სიხშირის სიძლიერე აიძულებს თქვენს კოლეგებსა და მეგობრებს რომ დაგეთანხმონ თქვენ,
ვინაიდან ისინი უნისონში არიან საკუთარ თავთან, ხოლო თქვენ კი ხართ ჰარმონიაში. თქვენ ამ
დროს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორ ავსებს თქვენი ენერგია მთელს ჯგუფს, როგორ
იპყრობთ მათ იდეებს. მალე სხვებიც იგრძნობენ თქვენი აზრების ძლევამოსილებას.

როდესაც საუბრობთ კონკრეტულ პიროვნებაზე თქვენ მენტალურად წარმოიდგენთ მას. იმ


შემთხვევაში თუ თქვენ პიროვნებას გაუგზავნით დადებით ენერგიას, თქვენი შანსი მოახდინოთ
ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზრდება. თქვენ მიიღებთ უპირატესობას ამ ტექნიკის გამოყენების
გამო, სხვადასხვა მოლაპარაკებების დროს.

ვიზუალიზაციის გამოყენების უპირატესობა არის ის, რომ კიდევ უფრო მარტივად მოხდეს თქვენი
დაკავშირება თქვენთვის საინტერესო პიროვნებასთან. ენერგო ვამპირები ცდილობენ
დაუკავშირდნენ თქვენს ფრეილეს თქვენთვის მტკივნეული საკითხების შეხსენებით, ან გულის
ტკენით, ვინაიდან ამ დროს გამოსტყორცნით ენერგიას, რომელსაც ისინი შეისრუტავენ. ნუ
გაფანტავთ ენერგიას.

ინდულგენცია

თუ თქვენთვის ცნობილია საკუთარი ნაკლი, რომელიც მიზნის მიღწევაში ხელს გიშლით, და


თვლით, რომ აუცილებელ ცოდნას და ჩვევებს არ ფლობთ - შეეგუეთ ამას. საკუთარი თავი ისეთი
მიიღეთ, როგორიც ხართ. მიეცით თავს ნება, გქონდეთ ნაკლი და არ გაგაჩნდეთ აუცილებელი
ღირსებები. ეს ძალზე დაგეხმარებათ და სიმსუბუქეს და სიმშვიდეს მოგანიჭებთ. თუ ნაკლს
ებრძვით და აუცილებელი თვისებების არარსებობის დაფარვას ცდილობთ, ეს გადამწყვეტი
გამოცდის დროს აუცილებლად იჩენს თავს.

მიუღებლობა აუცილებლად გამომჟღავნდება წინაღობების სახით. თქვენ თავად შეიქმნით


წინაღობებს. პირველ რიგში, დანაშაულის და არასრულფასოვნების გრძნობა ჭარბ პოტენციალს
ქმნის. წონასწორული ძალები კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას. მეორე, გარეგანი განზრახვა
აუცილებლად განახორციელებს იმას, რისიც გეშინიათ. რის ბლოკირებასაც ცდილობთ,
უეჭველად ჩაერთვება სცენარში. მაგალითად, აუცილებლად დაგისვამენ შეკითხვას, რომლისაც

330
გეშინიათ. ან იმის დემონსტრირებას მოგთხოვენ, რაც არ იცით. მაგრამ მთავარია, რომ
გადამწყვეტ მომენტში შეიბოჭებით ან გახევდებით.

რას ხმარდება თქვენი თავისუფალი ენერგია? მნიშვნელოვნების ჭარბი პოტენციალის


შენარჩუნებას, წონასწორულ ძალებთან ბრძოლას და სიტუაციის მართვას, რომლის
კონტროლსაც ელვის სისწრაფით კარგავთ. რაც მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ საკუთარ ნაკლს,
მით უფრო მძაფრია წონასწორული ძალების წინააღმდეგობა. რაც უფრო ძლიერად უჭერთ
კონტროლის სადავეებს, მით უფრო მძლავრია ვარიანტების დინების წნეხი, რომელიც სულაც
არ აპირებს შეჩერებას. შედეგად განზრახვის ენერგია მთლიანად ამოწურულია. რა შეგიძლიათ
ამ მდგომარეობაში?

წარმოიდგინეთ, რომ იძულებული ხართ, გამუდმებით გოჭი ატაროთ თან. ის ხელიდან


გისხლტებათ, ჭყვიტინებს, თქვენ კი მთელი ძალისხმევით მის შეკავებას და დაწყნარებას
ცდილობთ. მაგრამ თუ მას გაუშვებთ, მაშინვე შემსუბუქდებით და გათავისუფლდებით. ენერგია,
რომელიც გოჭის შესაკავებლად გეხარჯებოდათ, ახლა მთლიანად თქვენს განკარგულებაშია,
და მისი სხვა მიზნებისკენ მიმართვა შეგიძლიათ.

გოჭთან შედარება უხეში სულაც არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს.
ნაკლის დამალვა არ გამოგივათ. საკუთარ ღირსებებზე კონცენტრირება აჯობებს. თავად
დარწმუნდებით, რამდენად მსუბუქად და თავისუფლად იგრძნობთ თავს, როდესაც გაუშვებთ და
მიიღებთ საკუთარ ნაკლს ღონისძიების წინ, სადაც საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით უნდა
წარმოაჩინოთ. ეს შეიძლება იყოს გასაუბრება, გამოცდა, გამოსვლა, შეჯიბრება, ბოლოს და
ბოლოს, პაემანი. მოიცილეთ საკუთარი შინაგანი მნიშვნელოვნება. საკუთარ თავს ნაკლზე
ინდულგენცია (ცოდვების მიტევება) მიეცით და ნახავთ, რომ თითქოს ლოდი ჩამოგვარდათ
მხრებიდან - გაქრა ჭარბი პოტენციალი, და გათავისუფლდა განზრახვის ენერგია.

საკუთარ ნაკლთან ბრძოლა შინაგანი განზრახვის უაზრო მუშაობას წარმოადგენს. ესაა ბუზის
მუშაობა, რომელიც ფანჯრის მინას ეხეთქება. ჭარბი პოტენციალის მოცილება და ენერგიის
გათავისუფლება დიდ უპირატესობას განიჭებთ.

ტყუილად არაა ნათქვამი: „თვალს ეშინია - ხელი აკეთებს“. რომელია უკეთესი? ეჭვებმა გტანჯონ,
კომპლექსებში იფართხალოთ, სურვილისგან ნერწყვი ყლაპოთ, საკუთარი ნაკლი გამწარებით
მალოთ და იწუწუნოთ? თუ მთელი ეს სისულელე უბრალოდ ჩამოიბერტყოთ და მშვიდად
შეასრულოთ დაწმენდილი განზრახვის სამუშაო? თუ მნიშვნელოვნების მოცილება არ
გამოგდით, მაშინ სიტუაციის კონტროლის სადავეების მიშვება და განცდებიდან აქტიურ
მოქმედებებზე გადასვლაა აუცილებელი. უბრალოდ მოქმედება დაიწყეთ. მნიშვნელობა არ აქვს
როგორ - ეფექტიანად თუ არც ისე. თავს ცუდი საქციელის ნება მიეცით. მნიშვნელოვნების
პოტენციალი მოძრაობის პროცესში გაიფანტება, განზრახვის ენერგია გათავისუფლდება, და
თქვენ ყველაფერი გამოგივათ.

სამსახურის ძებნა

ამ თავის ბოლოს ერთი გამოყენებითი საკითხის საშუალებით, რომელიც ყველას აღელვებს,


ტრანსერფინგის პრინციპების (ფრეილინგის ჩათვლით) დემონსტრირება მსურს. თქვენ ალბათ

331
სხვადასხვა წყაროებიდან იცით, როგორ შეადგინოთ რეზიუმე და როგორ მოიქცეთ
გასაუბრებაზე. შესაძლოა, არც ქვემოთ მოყვანილიდან გაგიძნელდეთ ახალი სასარგებლო
დასკვნების გაკეთება.

თავიდან უნდა დაადგინოთ, რომელია თქვენი სამუშაო. აქ მთლიანად თქვენი მიზნის და კარის
ამორჩევის მეთოდიკას შეიძლება დაეყრდნოთ, ამიტომ აღარ გავიმეორებ. თქვენ მხოლოდ
უნდა გახსოვდეთ, რომ არჩევანის რეალური უფლება გაქვთ, და შესაძლებლობები მხოლოდ
საკუთარი განზრახვით და მნიშვნელოვნების დონითაა შეზღუდული. თქვენი სამუშაოს
განსაზღვრის პროცესში იფიქრეთ არა მის პრესტიჟულობაზე, მიღწევის საშუალებებზე და
საკუთარ ნაკლზე, არამედ მხოლოდ იმაზე, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ეს სამუშაო.

დავუშვათ, ეჭვები გაგიჩნდათ, რომ თქვენთვის სასურველ ასეთ კარგ სამუშაოზე ადგილს
იპოვით. ასეთ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რომ ქანქარები ყველა პირობას შეგიქმნით
მღელვარებისთვის, იმედგაცრუებისთვის და სასოწარკვეთისთვისაც კი. ეს უნდა გახსოვდეთ და
გამუდმებით ამტკიცებდეთ, რომ არჩევანის უფლება გაქვთ, და თუ შეუკვეთეთ, ის ადრე თუ გვიან
შესრულდება კიდეც.

სიზმარში თქვენი განზრახვა მომენტალურად მუშაობს, მაგრამ მატერიალური რეალიზაცია


ფისივით ინერტულია, ამიტომ დრო, მოთმინება და ურყევი რწმენაა საჭირო, რომ არჩევანის
უფლებას ფლობთ. ცუდ რესტორანში ოფიციანტის ლოდინი დიდხანს გვიწევს, თუმცა შეკვეთის
შესრულების მოლოდინი ყოველთვის გვაქვს. ამიტომ, შემდეგი სლაიდით სარგებლობას
გირჩევთ: თავად ირჩევთ, განსაზღვრავთ, როგორი სამუშაო გქონდეთ, ხოლო საიდან მოვა,
თქვენ არ გეხებათ. ვარიანტთა სივრცეში ყველაფერია! ეს ქანქარების მცდელობაა,
საწინააღმდეგო შთააგონოს გონებას. თქვენი საქმე მხოლოდ არჩევა და შეკვეთის მიღების
მტკიცე განზრახვაა.

რა თქმა უნდა, თუ მოცდის შესაძლებლობა არ გაქვთ, მოცემულ მომენტში არსებულით


დაკმაყოფილება მოგიწევთ, ვიმედოვნებ, გასაგებია. მაგრამ, ისეთი სამუშაოს მიღების შემდეგ,
რომელიც მხოლოდ საარსებო მინიმუმს უზრუნველყოფს, შეგიძლიათ საუკეთესო შეუკვეთოთ
და შესრულებას მშვიდად დაელოდოთ.

თუ სამუშაო მოგწონთ, მაგრამ გარკვეულ სულიერ შებოჭილობას გრძნობთ, ატარეთ სლაიდი


იმის შესახებ, რამდენად კარგად აკეთებთ ამ საქმეს, რაოდენ დიდ სიამოვნებას და
კმაყოფილებას განიჭებთ ის. თუ შებოჭილობა დროთა განმავლობაში არ გაქარწყლდა, ე.ი. ეს
სულიერი დისკომფორტია. ასეთ შემთხვევაში სხვა ვარიანტების მოსინჯვა აჯობებს.

მას შემდეგ, რაც საკუთარ სამუშაოს განსაზღვრავთ, გონებაში დაატრიალეთ სლაიდი, რომ
მიზანი უკვე მიღწეულია. იმავე დროს აუცილებელია, რა თქმა უნდა, გულხელდაკრეფილი არ
იჯდეთ, არამედ შეასრულოთ ის, რაც მოგეთხოვებათ. მაგრამ, ვიდრე რეზიუმეს შედგენას და
გასაუბრებებისთვის მზადებას შეუდგებოდეთ, საკუთარი განზრახვის საჭირო მიმართულებით
ფოკუსირებაა აუცილებელი.

სამსახურში მიღებისმიზნად დასახვა და მასზე კონცენტრირება შეცდომა იქნებოდა. მიზანი


აზრებში უნდა ფიქსირდებოდეს სლაიდის სახით, რომელშიც თქვენ უკვე მიღებული ხართ და

332
ყველაფერი უკანაა მოტოვებული. როდესაც ფიქრობთ, მიგიღებენ თუ არა, აუცილებლად
შექმნით დამარცხების სცენარს. გაიხსენეთ ტრანსფერული ჯაჭვები. პირველი რგოლი - რეზიუმეს
შედგენაა. სწორედ ამ რგოლზე უნდა კონცენტრირდეს შინაგანი განზრახვა.

რეზიუმეს შედგენისას ჩამოთვალეთ ყველაფერი, რის გაკეთებაც შეგიძლიათ, მაგრამმხოლოდ


ერთი სასურველი თანამდებობა მიუთითეთ. ამას საფუძვლიანი მიზეზები აქვს. პირველი,
როდესაც სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესრულების მზადყოფნას გამოთქვამთ, ამით თქვენს
თავდაუჯერებლობას ამჟღავნებთ და შესაძლოა, დამქირავებლის უნდობლობა გამოიწვიოთ,
რომელიც იფიქრებს, რომ ნებისმიერ სამუშაოს დათანხმდებით, ოღონდ მიგიღონ. მეორე,
ერთდროულად რამდენიმე მიზნის დასახვით, თქვენ სიბრტყეში განიბნევით, და განზრახვა
„დიდებული ეტლიდან კვახად“ გადაიქცევა. მესამე, როდესაც საკუთარ თავზე ძალზე ბევრს
იღებთ, თქვენს ირგვლივ ჭარბ პოტენციალს ქმნით, და შედეგად ვეღარაფერს მიიღებთ. არჩევა
შესაძლებელია, მაგრამ ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი თვისება უნდა აირჩიოთ. რადგან, ერთი
სათამაშოს არჩევისას, ხომ არ მოითხოვთ, რომ მასში თოჯინას, სამაგიდო თამაშის და იარაღის
თვისებები იყოს გაერთიანებული?

განსაზღვრეთ, მაინც ვინ გსურთ, რომ იყოთ, რა თანამდებობა შეგეფერებათ ყველაზე მეტად. ნუ
მოგერიდებათ, თქვენ ხომ თავად ირჩევთ სამუშაოს. გახსოვდეთ, რომ მზის ქვეშ ადგილისთვის
ბრძოლა საჭირო არაა, - თქვენ არჩევანის უფლება გაქვთ. სწორედ ის პროფილი მიუთითეთ,
რომელიც აარჩიეთ. ნუ აგაღელვებთ ის, რომ ასეთი სამუშაო შესაძლოა დეფიციტი იყოს. თუ
საკუთარ თავს ფლობის ნებას მისცემთ, სწორედ იმას მიიღებთ, რაც გსურთ.როგორ
რეალიზდება ეს, არ უნდა გაღელვებდეთ. მასზე ზრუნვა გარეგან განზრახვას გადაულოცეთ.

რეზიუმეს შედგენისას შინაგანი განზრახვა იქითკენაა მიმართული, რომ აჩვენოს, რამდენად


ბრწყინვალე სპეციალისტი ხართ. გარეგანი განზრახვა კი იმაზეა მიმართული, რის მიღებაც
დამქირავებელს სურს. გრძნობთ განსხვავებას? რა თქმა უნდა, ყველას ბრწყინვალე
სპეციალისტი ესაჭიროება. თუმცა, თუ სამსახურის ძიებაში ახალბედა ხართ, საგონებელში
ჩავარდებით, როდესაც დამქირავებელი ასეთ ბრწყინვალე სპეციალისტს უფრო ნაკლები
ღირსებებით შემკულ თანამშრომელს ამჯობინებს.

მეტოქე სწორედ იმიტომ გაჯობებთ, რომ მისი პარამეტრები ამ თანამდებობის შესახებ


დამქირავებლის წარმოდგენას უფრო ზუსტად ესადაგება. მაგრამ თქვენც ხომ ესადაგებით, და
მეტადაც კი! სწორედ ამაშია საქმე, რომ ეს „მეტადაც კი“ ქმნის სიტუაციას, როდესაც საუკეთესო -
კარგის მტერია. დამქირავებელი მთლიანად გატაცებულია საკუთარი შინაგანი განზრახვით
შეარჩიოს ისეთი სპეციალისტი, რომელიც მის მიერვე დადგენილ პარამეტრებს შეესაბამება.
ჰოდა, მინას ასკდება და სულაც ვერ ამჩნევს გვერდით ისეთ ფართო და ღია სარკმელს,
როგორიც თქვენ ხართ.

გონებას არ ძალუძს მოთხოვნის გამოცნობა. ის შეეცდება, წარმოგაჩინოთ როგორც „შედევრი“,


როგორადაც წარმოუდგენიხართ. მაგრამ ბაზარი სრულიად სხვა კრიტერიუმებს კარნახობს.
შეიძლება და საჭიროცაა საკუთარი თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენას ცდილობდეთ,
ოღონდ გადაჭარბების გარეშე, რა თქმა უნდა. მაგრამ, როდესაც ამგვარად იქცევით, მთელი
თქვენი აზრები და მოტივები დამქირავებლის პრობლემებისკენ მიმართეთ. გამუდმებით

333
შეეკითხეთ საკუთარ თავს: რის მიღება სურს თქვენგან, რა სჭირდება მას. თავი მის ადგილას
დააყენეთ.

თქვენ შეგიძლიად სრულიად მარტივად მოიქცეთ. გადახედეთ თქვენი პროფილის ვაკანსიებს,


ამოწერეთ ყველა მოვალეობა და კანდიდატების სასურველი თვისებები. დარწმუნდებით: ისინი
ბევრჯერ მეორდება. ამ მთლიანი მასიდან ამოარჩიეთ ისინი, რაც თქვენ გეხებათ, მოარგეთ
თქვენს ვალდებულებებს და თვისებებს და მიიღებთ იმას, რისი ხილვაც სურს დამქირავებელს
თქვენს რეზიუმეში. შეგიძლიათ თქვენს რეზიუმეში ფაქტობრივად გადააკოპიროთ ის
მოთხოვნები, რასაც დამქირავებელი მოცემული კანდიდატისგან ელოდება. შელამაზების
მცდელობისას, არა თქვენი საკუთარი მოგონილი ფრაზებით, არამედ თავად დამქირავებლის
ენით ისაუბრეთ.

წარმოიდგინეთ, რომ სამუშაოს მაძიებელი კი არა, დამქირავებელი ხართ, რომელიც


თანამშრომლის იდეალურ რეზიუმეს ადგენს. ასეთ შემთხვევაში, ის თქვენი კი არა, მისი
კრიტერიუმების შესაბამისი იქნება. მაგრამ ამისთვის ვაკანსიების ბევრი განცხადების წაკითხვა და
მათი გამომქვეყნებლების „ტყავში შეძრომაა“ საჭირო. შეიძლება და აუცილებელიცაა
ყველაფრის მითითება, რაც იცით გარდა მოთხოვნილისა. თუმცა განსაკუთრებით ხაზგასმული
და გამოყოფილი სწორედ ის უნდა იყოს, რაც მოითხოვება. თქვენი რეზიუმე დამქირავებლის
მოთხოვნების მკაფიო ექოდ უნდა ჟღერდეს.

მაგალითად, ინტერნეტში რეზიუმეს განთავსებამდე, საკუთარი თავი დამქირავებლის ადგილას


დააყენეთ და თქვენი პროფილის სპეციალისტების რეზიუმეები მოძებნეთ. გპირდებით, ბევრ
სიახლეს აღმოაჩენთ და უზარმაზარ უპირატესობას მოიპოვებთ. საქმე იმაშია, რომ მაძიებელთა
უმეტესობა მხოლოდ შინაგანი განზრახვით ხელმძღვანელობს და ვაკანსიების განყოფილებაში
აქვეყნებს საკუთარ რეზიუმეს. ასე რომ, ჯერ თქვენი თანამდებობის სპეციალისტების რეზიუმეების
მოძიება სცადეთ. წარმოიდგინეთ, რომ სწორედ თქვენთვის ეძებთ კანდიდატს. მაშინ თქვენი
კონკურენტების ყველა ღირსებას და ნაკლს დაინახავთ, გაიგებთ, რას გრძნობს დამქირავებელი
ამ რეზიუმეების კითხვისას, და მიხვდებით, რა უნდა შეცვალოთ საკუთარში.

რეზიუმეს შედგენის შემდეგ, შეგიძლიათ ის სხვადასხვა კომპანიაში გააგზავნოთ. მაგრამ ნუ


ეცდებით კარის შემტვრევას, დაე, ის თავად გაიღოს. ანუ, საკუთარი თავი დაძალების გარეშე
შესთავაზეთ. ისე გააკეთეთ, რომ მათ თავად აგარჩიონ. მაგალითად, თქვენი რეზიუმე სხვადასხვა
საინფორმაციო საშუალებებში გამოაქვეყნეთ. სამყაროს თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს
ნუ მოახვევთ თავს. სიმძიმის ცენტრი სამუშაოს ძებნიდან შრომის ბაზარზე თქვენს ყოფნაზე
გადაიტანეთ. რამდენადაც შესაძლებელია, ნება მიეცით სამუშაოს, თავად გიპოვოთ. არასოდეს
გაგზავნოთ ერთი და იგივე რეზიუმე ხელმეორედ. საკუთარ თავს პატივს უნდა სცემდეთ და
თქვენი ფასი იცოდეთ. თუ ექსკლუზიური სპეციალისტი ხართ, თქვენი რეზიუმე რეკრუტინგულ
სააგენტოებში გაგზავნეთ და მოსავალს მშვიდად დაელოდეთ.

მყისიერი გამოხმაურების იმედი ნუ გექნებათ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ შეკვეთის ლოდინი
დიდხანს მოგიხდეთ. ეს თქვენი განზრახვის სისუფთავეზეა დამოკიდებული. თუ თქვენი სურვილი
კაშკაშა ალით ანთია, წონასწორული ძალები ყოველნაირად შეგეწინააღმდეგებათ. ხშირად
შეკვეთა მაშინ ასრულდება, როდესაც იმედი გადაიწურება. რაც უფრო გულგრილად ხართ
განწყობილი თქვენი შეკვეთისადმი, მით უფრო ადრე ასრულდება ის. სურვილის არარსებობა

334
თავისუფლებას შობს, რომელიც მოქმედების განზრახვაზე კონცენტრირების საშუალებას
გვაძლევს ნაცვლად იმისა, რომ შესაძლო წარუმატებლობაზე ვიღელვოთ.

ბოლოს და ბოლოს, გასაუბრებაზე დაგიბარეს. ახლა განსაკუთრებით გულმოდგინედ უნდა


მიაქციოთ ყურადღება თქვენი განზრახვის მიმართულებას. ფიქრი იმის შესახებ, რას მოგცემთ ეს
სამუშაო ამ დაწესებულებაში, ძალზე შეზღუდული შინაგანი განზრახვა იქნება.აზრების
კონცენტრირება იმაზე, თუ რას მისცემთ თქვენ ამ დაწესებულებას, გარეგანი განზრახვა იქნება.
დადგა დრო, გონებიდან ამოიგდოთ მიზნობრივი სლაიდი, ზურგი აქციოთ საკუთარ თავს და
სრულად კონცენტრირდეთ დამქირავებლის საჭიროებებზე. ახლა თქვენ მხოლოდ მისი
შინაგანი განზრახვა უნდა გაინტერესებდეთ.

რაც შეიძლება მეტი გაიგეთ კომპანიის შესახებ სარეკლამო პროსპექტებიდან. განსაზღვრეთ,


განსაკუთრებით რითი ამაყობს კომპანია, კონკურენტებთან შედარებით რა განსხვავებებს უსვამს
ხაზს. კარგად განსაზღვრეთ ეს საკითხები და გასაუბრებაზე აუცილებლად შეეხეთ მათ. ყველა
კომპანიას, ისევე როგორც ყველა ქანქარას, საკუთარი რეზონანსული სიხშირე გააჩნია. ეს
სიხშირე ბევრი პარამეტრით ხასიათდება. განსაზღვრეთ ამ კომპანიის სული. როგორია მათი
კორპორაციული ეთიკა - მკვეთრად რეგლამენტირებული თუ თავისუფალი? ურთიერთობის
როგორი მანერაა მიღებული - ოფიციალური თუ მეგობრული? მუშაობასთან მიმართებით რა
უფრო ფასდება - ენთუზიაზმი და ინიციატივა თუ დისციპლინა და შემსრულებლობა?
კოლექტიური მუშაობა თუ ინდივიდუალობა და შემოქმედება? და ა.შ. ეს ყველაფერი
თანამშრომლებს ზღუდავს, მათი ქცევის სტილს განსაზღვრავს და მათ კოლექტივის წევრებად
აქცევს. თუ შეძლებთ და კომპანიის სულით განიმსჭვალებით, უკვე გასაუბრებაზევე ისინი
თავისიანად გიგულებენ.

გასაუბრების წინ საკუთარ თავს ნაკლისთვის და ღირსებების არქონისთვის ინდულგენცია


მიეცით. თუ თქვენი ნაკლი იცით, რასაც სამუშაოს მიღებაში ხელის შეშლა შეუძლია, და იცით, რომ
რომელიღაც აუცილებელი ცოდნა და უნარი არ გაგაჩნიათ, - შეეგუეთ ამას. საკუთარი თავი
ისეთი მიიღეთ, როგორიც ხართ. საკუთარ თავში ყველაფერი მიიღეთ, რის დამალვასაც
ისურვებდით, და მშვიდად წადით გასაუბრებაზე. იდეალური კანდიდატები, ისევე როგორც
იდეალური დამქირავებლები არ არსებობენ, ამიტომ შეგიძლიათ თამამად მოიცილოთ შინაგანი
და გარეგანი მნიშვნელოვნება. თავის მართლებას არაფერში საჭიროებთ არც საკუთარი თავის
და არც ვინმე სხვის წინაშე. რა თქმა უნდა, ზემოთქმული არ ნიშნავს, რომ საკუთარ ნაკლზე
მუშაობა საჭირო საერთოდ არაა. მაგრამ გასაუბრების დროს სრულიად აუცილებელია საკუთარ
თავს მათი ქონის ნება მისცეთ.

ყველამ იცის, რომ გასაუბრებაზე ნერვიულობა არ შეიძლება. ბევრი ცდილობს ნერვიულობას


შინაგანი განზრახვის ძალით ებრძოლოს. მაგრამ რამდენიც არ უნდა უმტკიცოთ საკუთარ თავს,
რომ მშვიდად ხართ, რაც არ უნდა ეხვეწოთ არ ინერვიულოთ - ყველაფერი ამაოა. ვერაფერს
გახდებით ნერვიულობასთან, თუ მის მიზეზს არ აღმოფხვრით. ნერვიულობასთან ბრძოლამ
შეიძლება ისე გაგახევოთ, რომ თქვენი ქცევით ეგვიპტის ფარაონის მუმიას
დაემსგავსებით.ნერვიულობისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა - დამარცხებასთან
წინასწარ შეგუებაა.

335
მიღების სურვილი ჭარბ პოტენციალს ქმნის. რაც მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ წარმატებულ
შედეგს, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ სამუშაოს მიღება თქვენთვის, და მით უფრო
ნაკლები შანსი გრჩებათ. განზრახვის სურვილისგან გაწმენდაა აუცილებელი. თქვენ
გასაუბრებაზე იმიტომ კი არ მიდიხართ, რომ მიგიღონ, არამედ გასაუბრებისთვის. არა
გასაუბრების გასავლელად, არამედ სწორედ გასაუბრებისთვის. მიზნისკენ კი ნუ მიისწრაფით,
არამედ პროცესზე კონცენტრირდით. იცხოვრეთ და დატკბით გასაუბრების პროცესით. იქ არავინ
არავის შეჭამს, დასაკარგი არაფერი გაქვთ. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც უნდა მოეშვათ
და სიამოვნება მიიღოთ. ამაზე განეწყვეთ. გასაუბრება ხომ საკუთარი თავის საუკეთესო კუთხით
წარმოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ჰოდა, მიანიჭეთ საკუთარ თავს ეს სიამოვნება. თავიდან
მოიცილეთ ჩაფლავების შესახებ ყველა აზრი. თქვენ ხომ უკვე შეეგუეთ მარცხს, ე.ი. დასაკარგიც
არაფერია.

გასაუბრებაზე მაძიებლის ყველა აზრი საკუთარი თავის საუკეთესო კუთხით ჩვენებაზეა


მიმართული. ეს შინაგანი განზრახვაა. რა კუთხით შეგიძლიათ საუკეთესოდ გამოჩნდეთ?
გარეგანი განზრახვა დამქირავებლის პრობლემებისადმი გულწრფელ ინტერესზეა
ფოკუსირებული. მხოლოდ მისი პრობლემების კუთხით შეგიძლიათ საუკეთესო იყოთ.

თქვენი ამოცანაა - კითხვებზე პასუხისას, საუბარი გამუდმებით დამქირავებლის პრობლემების


კონტექსტში მოაქციოთ. იმავე დროს, აუცილებელია დასმულ შეკითხვებს ზედმეტი ლაპარაკის
და თემიდან გადახვევის გარეშე,მკაფიოდ უპასუხოთ. დამქირავებელს ძალიან აღიზიანებს,
როდესაც მაძიებელი კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემის ნაცვლად ფართო ახსნა-
განმარტებას იწყებს. მაგრამ იმავე დროს, როგორც კი ამის საშუალება მოგეცემათ, შეეხეთ
საკითხებს იმის შესახებ, რას საქმიანობს კომპანია-დამქირავებელი, რით ამაყობს, რა
პრობლემები აქვს. საუბარი მხოლოდ ამ პლატფორმაზე უნდა ააწყოთ. თქვენი ღირსებები
კომპანიის პრობლემების კუთხით უნდა იყოს წარმოჩენილი. დამქირავებელს მისი
პრობლემების და თქვენი პროფესიული უნარების დახმარებით ამ პრობლემების გადაჭრის
შესახებ ესაუბრეთ. სწორედ ეს იქნება გარეგანი განზრახვა.თუ შეძელით და საუბარი
დამქირავებლის პრობლემების კუთხით წარმართეთ, ჩათვალეთ, რომ თამაში თქვენი სცენარის
მიხედვით მიმდინარეობს.

ბოლოს და ბოლოს, თუ ამ სამუშაოს ვერ მიიღებთ, ე.ი. ის თქვენი არ იყო. თქვენ ხომ არ იცით,
რა პრობლემები აიცილეთ თავიდან ასე იოლად და ბედნიერად. მშვიდად იყავით, დაელოდეთ
თქვენს სამუშაოს, და მას აუცილებლად მიიღებთ. მაგრამ თუ სხვის სამუშაოზე მიგიღეს -
პრობლემებს ელოდეთ. ამიტომ უმჯობესია საკუთარი სამუშაო ეძებოთ, ხოლო ეს როგორ
გააკეთოთ, თავადაც იცით - სამუშაოზე ფიქრებმა იოტისოდენა სულიერი დისკომფორტიც კი არ
უნდა გამოიწვიოს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სამუშაოზე, როგორც დღესასწაულზე, ისე
მიდიხართ.

რეზიუმე

ადამიანთა შინაგანი განზრახვა საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენეთ.

შინაგან განზრახვას საფუძვლად საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობა უდევს.

336
არც სხვების შეცვლა უნდა სცადოთ, და არც საკუთარი თავის.

თავისუფლად რომ იყოთ, საკუთარი თავიდან ყურადღება სხვებზე გადაიტანეთ.

აჰყევით სხვათა მნიშვნელობის გაბერვის თამაშს.

ყურადღების მისაქცევად გარშემომყოფებისადმი ინტერესის გამოვლენაც კმარა.

ურთიერთობაში ადამიანი აფასებს არა იმას, რამდენად საინტერესო ხართ, არამედ მისი
საკუთარი მნიშვნელოვნების რეალიზაციას რამდენად ესადაგებით.

ადამიანებით გულწრფელად დაინტერესდით.

გარეგანი განზრახვა სხვების შინაგანი განზრახვის რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა.

მიღების განზრახვაზე უარი თქვით და გაცემის განზრახვით შეცვალეთ.

შედეგად იმას მიიღებთ, რაზეც უარი თქვით.

კამათი და კრიტიკა - გონების ბრძოლაა ვარიანტების ნაკადთან.

უარი თქვით ქმედებაზე, რომელიც სხვის მნიშვნელობის გრძნობას აყენებს დარტყმას.

ადამიანთან საუბრის დაწყებამდე მასთან ერთად ნაკადის მიმართულებით შებრუნდით.

ნუ დაიცავთ საკუთარ შეცდომებს, არამედ შეგნებულად აღიარეთ ისინი.

სხვისი სიმართლის მოწმის როლი მოირგეთ.

ადამიანის მიმართ გულწრფელი სიმპათიის გამოვლინება დამცველ ეკრანს ანეიტრალებს.

არადამამძიმებელი დახმარების თხოვნა ადამიანს თქვენს მიმართ განაწყობს.

პოზიტიური ვიზუალიზაცია ენერგეტიკულ დონეზე კომფორტს იწვევს.

პიროვნების ზემოქმედების ძალა თავისუფალი ენერგიის სიდიდის პროპორციულია.

მომხიბვლელობა - სულის და გონების ურთიერთსიყვარულია.

მიეცით საკუთარ თავს ნაკლის ქონის და ღირსებების არქონის ფუფუნება.

შინაგანი მნიშვნელოვნების ჭარბი პოტენციალი მოქმედებისას ქრება.

337
თავი XIII. კოორდინაცია

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

მიზნების მისაღწევად სულაც არაა სავალდებულო ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული


იყოთ. სხვა, გაცილებით ეფექტიანი ალტერნატივა არსებობს. კოორდინაცია - ესაა მარტივი
მეთოდი იაზროვნოთ და იმოქმედოთ ისე, რომ იღბალი ყოველთვის თქვენს მხარეზე იყოს. ეს
იგივეა, ველოსიპედის ტარება ისწავლოთ. როგორც კი გამოგივათ, ცხოვრება დიდ სიამოვნებად
გექცევათ.

მე არ მსურს და არ ვიმედოვნებ - მე ვაპირებ.

თავდაუჯერებლობის ლაბირინთი

საჭირო კარის გავლით თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე საკუთარი თავის გარდა ხელს ვერავინ
შეგიშლით. უფრო ზუსტად კი, დაბრკოლება მხოლოდ რწმენის არქონას და
თავდაუჯერებლობას შეუძლია. ზოგადად, რწმენის არქონა და თავდაუჯერებლობა - ერთი და
იგივეა. ერთიც და მეორეც შინაგან განზრახვას უეფექტოს, გარეგან განზრახვას კი -
პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

მდგომარეობაში, როდესაც საკუთარი თავის არ გჯერათ, ყველაფერს აუცილებლად ცუდად


გააკეთებთ. რაც უფრო მაღალია კარგად მოქმედების სურვილის დაძაბულობა, მით უარესია
შედეგი. საკუთარი შესაძლებლობების რწმენის არქონა გარეგანი პრობლემების სირთულის
გადამეტებულ შეფასებასთან ერთად შებოჭილობის ან გახევების მდგომარეობას იწვევს.
გახევების ბუნება იმაში მდგომარეობს, რომ შებოჭილობა საკუთარ თავს უჭერს. მიზნის გარეგანი
მნიშვნელოვნება მისი მიღწევის მტანჯველ სურვილს ბადებს. შინაგანი მნიშვნელოვნება საკუთარ
შესაძლებლობებში დაეჭვებას შობს. ეს ყველაფერი კი თავდაუჯერებლობაში ერთიანდება.

თავდაუჯერებლობა მთელი ძალით მარწუხივით უჭერს შინაგანი განზრახვის მიზანსწრაფვას.


წონასწორული ძალების მოქმედებაც კი რომ არ გავითვალისწინოთ, ასეთი მოჭერის ეფექტი
განზრახვის საპირისპირო იქნება. ენერგია ერთდროულად რამდენიმე ჭარბი პოტენციალის
შენარჩუნებაზე იხარჯება. შეხედეთ, რამდენია: შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვნება,
მტანჯველი სურვილი, საკუთარი თავის ფლობისა და სიტუაციის გაკონტროლებისკენ სწრაფვა.
თავისუფალი ენერგია ამ ყველაფერს უბრალოდ არ ჰყოფნის. ადამიანი შებოჭილად,
შეკრულად გრძნობს თავს და მცდარად და მოუქნელად მოქმედებს. შედეგად კონტროლის
მარწუხი კიდევ უფრო იკუმშება.

ამგვარად კი გახევებამდე შეიძლება მისვლა, როდესაც ადამიანს აღარც მოძრაობა, და აღარც


გასაგებად საუბარი შეუძლია. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მისი განზრახვა მარწუხებშია
მოქცეული. მაგრამ სინამდვილეში განზრახვა საერთოდ არაა. მთელი განზრახვის ენერგია
ჭარბი პოტენციალის შენარჩუნებაზე დაიხარჯა. შფოთვის და მღელვარების ფორმით
გამოხატული თავდაუჯერებლობა პირდაპირ ქანქარების საკვებს წარმოადგენს. შფოთვა
იბადება მაგალითად შემდეგი პროგნოზით: „რა იქნება, თუკი...“ თავდაუჯერებლობის

338
მდგომარეობაში, როგორც წესი, პროგნოზი პესიმისტურია. ენერგია მომენტალურად ნეგატიური
სცენარებისა და ამ თემაზე განცდების გენერირებისკენ მიემართება. აქვე იხარჯება განზრახვის
ენერგია. მღელვარება, შფოთვა და შიში - ცუდი მოლოდინების მძლავრი გენერატორებია,
რომლებიც, როგორც იცით, სრულდება.

თავდაუჯერებლობის კიდევ ერთი უხვი წყარო - დანაშაულის გრძნობაა, რომელიც


არასრულფასოვნების, ნაკლოვანების, უღირსობის თაიგულად იფურჩქნება. რომელ
თავდაჯერებულობაზეა საუბარი! დანაშაულის გრძნობა და ყველაფერი, რაც მასთანაა
დაკავშირებული, ენერგეტიკული არხების შევიწროვებას იწვევს. განზრახვის ენერგია ამ დროს
მხოლოდ დუნედ, მერყევად და უნიჭოდ მოქმედებას ჰყოფნის. ამასთან, თუ დანაშაულის
გრძნობისკენ ხართ მიდრეკილი, თქვენს ირგვლივ მუდამ მანიპულატორები იტრიალებენ,
როგორც სინათლის წყაროსთან მოფარფატე პეპლები. გრძნობენ რა სისუსტეს, ისინი თქვენს
ხარჯზე იმკვიდრებენ თავს და სიამოვნებით შთანთქავენ დაუცველ ენერგიას. ისინი მუდამ თქვენს
დანაშაულის განცდაზე თამაშობენ, თქვენ კი გაუთავებლად ახსნა-განმარტებას მიმართავთ და
თავს იმართლებთ მათ წინაშე, რითიც კიდევ უფრო აძლიერებთ თქვენს თავდაუჯერებლობას.

თავდაუჯერებლობა ჩაკეტილ წრეს ქმნის. რაც უფრო ძლიერია მნიშვნელოვნება და სურვილი,


მით უფრო დიდია თავდაუჯერებლობა. რაც უფრო მეტად ებღაუჭებით საკუთარი თავის და
სიტუაციის კონტროლს, მით უფრო ძლიერია შებოჭილობა. რაც მეტია შფოთვა და მღელვარება,
მით უფრო მალე ხდება მათი გამართლება. დანაშაულის გრძნობა კი ფაქტობრივად ცხოვრებას
ხელმოცარული ადამიანის გასაცოდავებულ უაზრო ყოფად აქცევს.

ამ ლაბირინთიდან თავის დაღწევის მცდელობისას, ადამიანი თავდაჯერებულობის ნებისმიერი


გზით მოპოვებისკენ მიისწრაფის. ერთ-ერთი მეთოდი - გარშემომყოფ სამყაროზე
დაუყოვნებლივ თავდასხმაა. თავდასხმისას, ადამიანი გამაფრთხილებელი მოძრაობით ძალის
დემონსტრირებას და თავდაუჯერებლობის დამალვას ცდილობს. სამყაროზე ზეწოლით და
სიმტკიცით ზემოქმედებით, ადამიანს საკუთარი თავდაჯერებულობის კედლის აღმართვა სურს.
ასეთი გზა დიდ ენერგოდანახარჯს მოითხოვს, მაგრამ თავდაჯერებულობის კედელი მაინც
ინგრევა. ძალისმიერი ზემოქმედების ენერგია ჭარბი პოტენციალების შექმნას და ვარიანტების
ნაკადის წინააღმდეგობას ხმარდება. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი ადრე თუ გვიან
მარცხდება, და მას ბრძოლა და თავდაჯერებულობის კედლის აღმართვა თავიდან უწევს.

თავდაჯერებულობის მოპოვების სხვა მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ მისი ფუნდამენტი


საერთოდ არ აშენდეს, და ადამიანი ვა-ბანკზე წავიდეს. თავდაჯერებულობა - იგივე
გაუბედაობაა, ოღონდ უკუღმა ამოტრიალებული. ესაა, როდესაც ცარიელ ადგილას ის
გეჩვენებათ, რაც იქ არ უნდა იყოს. თუ თავდაჯერებულობა არაფერს ეფუძნება, ჭარბი
პოტენციალი ამ დროსაც აღმოცენდება. თუმცა აქ საქმე მარტო პოტენციალში არაა, არამედ
იმაში, რომ თავდაჯერებულად მოქმედებისას, თქვენ სხვის ინტერესებს ეხებით. წარმოიდგინეთ:
ადამიანი დგას უდაბნოს ცენტრში და ყვირის: „მთელი სამყარო ჩემს ფერხთითაა“. ინებეთ - ეს
არავის უშლის ხელს, ამიტომ წონასწორულ ძალებს მასთან არაფერი ესაქმებათ. მაგრამ თუ
უსაფუძვლო თავაჯერებულობას სხვების შესაძლებლობებს ადარებენ, დამოკიდებულებითი
ურთიერთობები ჩნდება. თავდაჯერებულობა, რომელიც საკუთარი თავის სხვებთან
შედარებაზეა დაფუძნებული, - წმინდა ჭარბი პოტენციალია. განსაკუთრებით, თუ
თავდაჯერებულობა სხვა ადამიანებისადმი დამცინავ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას

339
ეფუძნება. ასეთი ცრუ თავდაჯერებულობა ადრე თუ გვიან აუცილებლად ცხვირში წკიპურტით ან,
მაპატიეთ, პანღურით დაისჯება.

კიდევ არსებობს ეგზალტირებული თავდაჯერებულობა, რომელიც აღმოცენდება როგორც


მორცხვი ადამიანის აგზნებული მდგომარეობა, რომელიც უცებ იგრძნობს თავდაჯერებულობის
გემოს. ესეც ძალზე ხანმოკლე, დროებით ემოციურ აღმასვლაზე დაფუძნებული ცრუ
თავდაჯერებულობაა.

როგორ მოვიპოვოთ ჭეშმარიტი თავდაჯერებულობა? თავად ხვდებით, თავდაუჯერებლობასთან


ბრძოლა უაზრობაა. მისი ცრუ გამბედაობით გადაფარვა შეუძლებელია. დამალვა მაინც არ
გამოვა, მის შექმნაზე დახარჯული ენერგია კი ისევ თქვენს საწინააღმდეგოდ შემობრუნდება.
საკუთარი თავისთვის თავდაჯერებულობის იძულება ასევე უსარგებლოა. სავსებით აზრს
მოკლებულია აიძულოთ საკუთარი თავი იყოთ მამაცი და გაბედული, როდესაც სინამდვილეში
ასე არაა. საკუთარი თავის ხელში აყვანის იძულებაც შეუძლებელია. როგორც ზემოთ იყო
ნაჩვენები, განზრახვის ენერგია არ ინახება, ის უბრალოდ მკაცრი კონტროლის შენარჩუნებაზე
იხარჯება, ამიტომ მოქმედებისთვის სამყოფი აღარაა.

უსარგებლოა ასევე თავდაჯერებულობის ნებისმიერი სხვა გზით განვითარება. შეიძლება


მოგეჩვენოთ, რომ ის გამბედავი მოქმედებებით გამომუშავდება. სინამდვილეში, როდესაც
ადამიანი ბრძოლას წყვეტს და მოქმედებას იწყებს, განზრახვის ენერგია მარწუხებს ხსნის და
ჭარბი პოტენციალებიდან მოქმედების რეალიზაციაზე გადადის. ჰოდა გამოდის, რომ „თვალს
ეშინია, ხელი კი აკეთებს“, და ყველაფერი გამოდის. მაგრამ თავდაჯერებულობა არ ვითარდება
მოქმედებით - ეს განზრახვის ენერგია თავისუფლდება. თავდაჯერებულობის განვითარება
შეუძლებელია, ის ისეთივეა, როგორც ენერგია, - ის ან არის, ან არ არის.

თავდაჯერებულობა, ისევე როგორც რწმენა, თვითშთაგონებით არ მიიღწევა. თქვენ შეგიძლიათ


გონების დაკარგვამდე იმეოროთ აფირმაციები იმის შესახებ, რომ საკუთარ თავში
დარწმუნებული ხართ. სრულიად გულუბრყვილო და უსარგებლო საქმიანობაა. ეს იგივეა, რომ
ებრძოლოთ დაავადების შედეგებს, მიზეზებს კი არა. რაც არ უნდა გაუკეთოთ თქვენს
თავდაუჯერებლობას, ის არსად გაქრება. რაც არ უნდა ეცადოთ თავდაჯერებულობის
მოპოვებას, ვერ მიიღებთ მას. ვერც შესაბამისი აზრების ტრანსლაციას შეინარჩუნებთ, რათა
გამუდმებით თავდაჯერებულობის ტალღაზე დარჩეთ. შეგიძლიათ საკუთარ თავს დილით
უთხრათ: „მორჩა, მე საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. ვერაფერი შეარყევს ჩემს
თავდაჯერებულობას. კლდესავით მტკიცე ვარ“. სცადეთ და ამგვარად მოიქეცით, ნახავთ, რაც
მოხდება. გარკვეული ხნით ნამდვილად თავდაჯერებული იქნებით, და ეს კიდევ უფრო მეტ
თავდაჯერებას და სიხარულს მოგიტანთ. მაგრამ ძალიან მალე რომელიმე ქანქარა ბოროტ
პროვოკაციას მოგიწყობთ, და თავადაც ვერ შეამჩნევთ, თავდაჯერებულობის ტალღიდან
როგორ ჩამოსრიალდებით. და აი, თქვენ ისევ გაღიზიანებული ან დათრგუნული ხართ, კვლავ
რაღაც უსიამოვნება გაჩნდა, რაღაც გამძიმებთ, და კვლავ გეშინიათ ან გძულთ. მოგეჩვენათ, რომ
წინ სინათლემ გაიელვა, მაგრამ ისევ ჩიხში მოექეცით.

როგორ უნდა გამოაღწიოთ ამ ჩახლართული ლაბირინთიდან? ვერანაირად ვერ გამოხვალთ


იქიდან. იქიდან გამოსასვლელი არაა. ამ ლაბირინთის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ
მისი კედლები ჩამოინგრევა, როგორც კი გამოსასვლელის ძებნას შეეშვებით და

340
მნიშვნელოვნებაზე უარს იტყვით. თავდაუჯერებლობას მიზეზთა ორი ჯგუფი იწვევს. პირველი
ჯგუფი - შინაგანი მიზეზებია. მათ მიეკუთვნება საკუთარი თვისებებით ზედმეტი შეშფოთება.
აქედან ისეთი გრძნობები იბადება, როგორიცაა საკუთარი თავით უკმაყოფილება ნაკლის
არსებობის და ღირსებების არქონის გამო, სხვებთან შედარებით არასრულყოფილების
გრძნობა, მორცხვობა, დამარცხების შიში, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩენის შიში და ა.შ.
მეორე ჯგუფი - გარეგანი ფაქტორების არაადექვატურად გადამეტებულ შეფასებასთან
დაკავშირებული გარეგანი მიზეზებია. შედეგად, საკუთარი შინაგანი დაბალი მონაცემებისა და
მაღალი გარეგანი მოთხოვნების გამო დაუსაბუთებელი შფოთვა, გარეგანის წინაშე მოწიწება,
დიდ ქალაქში საკუთარი თავის პატარა ადამიანად აღქმა, და ბოლოს, უბრალოდ გარემო
სინამდვილისადმი შიში წარმოიქმნება.

პარადოქსი შემდეგში მდგომარეობს: თავდაჯერებულობის მოსაპოვებლად, მასზე უარი უნდა


ვთქვათ. ლაბირინთის კედლები მნიშვნელოვნებისგან შედგება. თქვენ ლაბირინთში დადიხართ
და თავდაუჯერებლობისგან თავის დახსნას და თავდაჯერებულობის მოპოვებას ცდილობთ.
ჰოდა, თავდაჯერებულობა - ქიმერაა. ეს ქანქარების კიდევ ერთი გამოგონებაა - ცრუ მირაჟი,
ხაფანგი მნიშვნელოვნებისთვის. თავდაჯერებულობა - ქანქარების თამაშია, რომელსაც
ყოველთვის იგებენ. სადაც რწმენაა, იქვეა ეჭვიც. ზუსტად ასევე, სადაც თავდაჯერებულობაა, იქ
მერყეობისთვის და ყოყმანისთვისაც მოიძებნება ადგილი. თავდაჯერებულობა - წარმატების
რწმენის ერთგვარი სახეობაა. ნებისმიერ სცენარში შეიძლება ნეგატიური შესწორების შეტანა.
თავდაჯერებულობის კედლის დასანგრევად კი ერთი პატარა შესწორებაც საკმარისია.

თავდაჯერებულობის ცნება ჭარბ პოტენციალებზე და დამოკიდებულების ურთიერთობებზეა


აშენებული. თავდაჯერებულობის თემაზე ნებისმიერი ვარიაცია დაახლოებით ამგვარად
გამოიყურება: „გადაწყვეტილება მიღებულია. კლდესავით მტკიცე და ურყევი ვარ. მე სხვებზე
უკეთ გამომდის. ვერაფერი შემაჩერებს. ყველა წინააღმდეგობას გადავლახავ. სხვებზე ძლიერი
და მამაცი ვარ“. და ა.შ.

თავდაჯერებულობა - მხოლოდ დროებითი ჭარბი პოტენციალია, მეტი არაფერი. როგორც არ


უნდა შეფუთოთ, ის მხოლოდ ჭარბ პოტენციალად დარჩება. თავშეკავებაც კი მეტი არაფერია,
თუ არა დროებითი ნეგატიური დაძაბულობა. თავდაჯერებულობა ხომ - თავდაუჯერებლობაა
შებრუნებული ნიშნით. ორივე პოტენციალი ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. და პირველ
პოტენციალს წონასწორული ძალები გარდაუვლად გაანადგურებს. ამიტომ
თავდაჯერებულობისკენ სწრაფვა - ისეთივე უნაყოფოა, როგორც მოჩვენებითი ბედნიერების
დევნა, რომელიც სადღაც მომავალში კრთის.

ამგვარად, ახლა ჩვენ ერთად კიდევ ერთი ცრუ სტერეოტიპი დავანგრიეთ. მაგრამ როგორ
ვიცხოვროთ თავდაჯერებულობის გარეშე? ტრან-სერფინგი სხვა ალტერნატივას გთავაზობთ -
კოორდინაციას. რას წარმოადგენს კოორდინაცია, ქვემოთ გაეცნობით.

მნიშვნელოვნების კოორდინაცია

საერთოდ რა საჭიროა თავდაჯერებულობა? იმისთვის, რომ მზისქვეშეთში ჩვენი ადგილი


თამამად და გადამწყვეტად მოვიპოვოთ. ქანქარებმა ერთი ურყევი პოსტულატი მოგვახვიეს

341
თავს: ადამიანს არაფერი ეძლევა მარტივად, მიზნის მისაღწევად ბრძოლა, დაძალება,
მოთხოვნა, კონკურენტების ჩამოცილება, მუშტების ქნევაა საჭირო. გაბედული და გადამწყვეტი
მოქმედებისთვის კი თავდაჯერებულობაა საჭირო.

როგორც იცით, ბრძოლისა და მეტოქეობის გზა ერთადერთი შესაძლებელი გზა არაა. თუ


ქანქარების სცენარზე უარს ვიტყვით, კუთვნილის აღებას მშვიდად და დაძალების გარეშე
შევძლებთ, და ამისთვის ბრძოლა სულაც არაა საჭირო, ფლობის გადაწყვეტილების მოპოვებაც
საკმარისია. ქანქარებისთვის არჩევანის თავისუფლება დამღუპველია. თუ ყოველი ადამიანი
კუთვნილს ბრძოლის გარეშე აიღებს, ისე რომ წინააღმდეგობების შექმნაზე და შემდეგ მათ
დაძლევაზე ენერგიას არ დახარჯავს, ეს ქანქარებს ხელცარიელს დატოვებს. მიუხედავად იმისა,
რომ ქანქარების გარეშე ჩვენი სამყაროს წარმოდგენა ძნელია, მათ მიერ დადგენილი ცრუ
სტერეოტიპები არც ისეთი მტკიცეა, როგორც, მაგალითად, მექანიკის კანონები.
გაცნობიერებულობა და განზრახვა საშუალებას გვაძლევს ქანქარების თამაში ყურადღების
მიღმა დავტოვოთ და სასურველს ბრძოლის გარეშე მივაღწიოთ. ხოლო ბრძოლის გარეშე
თავისუფლების არსებობისას, თავდაჯერებულობა საჭირო არაა.

თავდაუჯერებლობას ერთი წარმომავლობა აქვს - მნიშვნელოვნება. თავდაჯერებულობა იგივე


თავდაუჯერებლობის პოტენციალს წარმოადგენს, მხოლოდ შებრუნებული ნიშნით. ერთსაც და
მეორესაც საერთო ფესვები აქვს - გარე ფაქტორებზე და გარემოებებზე დამოკიდებულება.
ასეთი სურათი მიიღება. ქანქარას ადამიანი თავისი გზით მიჰყავს და მარიონეტივით ძაფებით
მართავს. ადამიანს ეჩვენება, რომ მას არა მარტო გზის ამორჩევა, დამოუკიდებლად მოძრაობაც
კი არ ძალუძს. თუ ძაფები მყარადაა, ადამიანი თავდაჯერებით მიაბიჯებს, როგორც დედის ხელს
ჩაჭიდებული პატარა ბავშვი. როგორც კი ძაფები მოდუნდება და შეშფოთებით შეირხევა,
ადამიანი თავდაუჯერებლობას გრძნობს და ამ ძაფების დაჭიმვას ცდილობს.

ქანქარას კი არ უჭირავს - ადამიანი თავად არ უშვებს ხელს მნიშვნელოვნების ძაფებს. მას მათი
ხელიდან გაშვება აშინებს, რადგან დამოკიდებულების ტყვეა, რომელიც საყრდენის და
თავდაჯერებულობის ილუზიას უქმნის. პატარა ბავშვი ბოლოს და ბოლოს დედის ხელს გაუშვებს
და დამოუკიდებლად გაივლის - დედა თავად უბიძგებს ამისკენ. ქანქარები პირიქით, ადამიანის
ყოველნაირად დარწმუნებას ეცდება, რომ ის გზის ამორჩევას და ძაფების დახმარების გარეშე
სიარულს ვერ შეძლებს. თუ ადამიანი ამ ცდუნებას სძლევს და მნიშვნელოვნების ძაფებს ხელს
გაუშვებს, ის სურვილისამებრ თავისუფლად გადაადგილებას და მიზნისთვის არა ბრძოლას,
არამედ მის უბრალოდ ამორჩევას შეძლებს.

ადამიანი, რომელმაც თავისუფლება მოიპოვა, თავდაჯერებულობას არ საჭიროებს, რომელიც


საყრდენის ილუზიას ქმნის. მას მხოლოდ კოორდინაცია ესაჭიროება, რომ არ დაეცეს. ქანქარის
ძალაუფლების ქვეშ მოქცეული ადამიანი, მნიშვნელოვნების ძაფს ჩაჭიდებული, სიმყარის და
საყრდენის პოვნას მიეჩვია. მაგრამ ამით ის გამუდმებით არღვევს წონასწორობას და უმწეოდ
ქანაობს ამ ფსევდოდამზღვევებზე, და ენერგიას ქანქარას აძლევს. თუ ადამიანი მათ ხელს
გაუშვებს, წონასწორობის შესანარჩუნებლად მას მხოლოდ ის დასჭირდება, რომ არ შექმნას
ახალი ჭარბი პოტენციალები მნიშვნელოვნების ნიადაგზე.

თავდაჯერებულობა როგორც საყრდენი უკვე აღარაა საჭირო, რადგან, თუ მე მნიშვნელოვნება


არ მაქვს, დასაცავი და ბრძოლით მოსაპოვებელიც არაფერია. აღარაფრის მეშინია და

342
არაფერზე ვნერვიულობ. თუ არაფერს აქვს ჩემთვის გადაჭარბებული მნიშვნელობა, ჩემი
სამყაროს ნიშა ჭარბი პოტენციალებით გამრუდებული არაა. ბრძოლაზე უარს ვამბობ და დინებას
მივყვები. ცარიელი ვარ, ამიტომ ანკესს ვერ მომდებენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვაკუუმში ვარ
ჩამოკიდებული. სწორედ ახლა, თუ მოვისურვებ, არჩევანის თავისუფლებას ვიღებ. ბრძოლას არ
ვსაჭიროებ. უბრალოდ მშვიდად მივდივარ და საკუთარს ვიღებ. ეს აღარ არის მერყევი
თავდაჯერებულობა, არამედ მშვიდი და გაცნობიერებული კოორდინაციაა.

საიდან მოდის სიმშვიდე? თუ არ არის შინაგანი მნიშვნელოვნება, არავისთან არაფრის


დამტკიცება არ გვჭირდება. აქედან მოდის სიმშვიდეც. როდესაც თავს მნიშვნელოვან პერსონად
აღიქვამთ, ყველასთვის ამის ჩვენების სურვილი და ჭარბი პოტენციალი ჩნდება. მაშინ
წონასწორული ძალები თქვენი მნიშვნელოვნების შესახებ მითის გასაქარწყლებლად
ყველაფერს მოიმოქმედებს. გამუდმებით შეიქმნება პირობები, როდესაც თავდაჯერებულობა
სიმტკიცეზე გამოიცდება.

არასრულფასოვნების უმცირესი გრძნობაც კი ადამიანს საკუთარი მნიშვნელოვნების გაზრდისა


და დამკვიდრებისთვის ბრძოლისკენ უბიძგებს. სხვებისა და საკუთარი თავისთვის რაღაცის
დამტკიცების აუცილებლობაზე უარი თქვით და ეს აქსიომად მიიღეთ. საკუთარი
მნიშვნელოვნებისთვის ბრძოლის არჩევის შემთხვევაში, მასზე მთელ ცხოვრებას დახარჯავთ. ამ
ბრძოლაზე უარის თქმით კი მნიშვნელობას უმალშეიძენთ.

თავდაუჯერებლობა - პირველ რიგში დაბალი თვითშეფასებაა. როგორ ავიმაღლოთ


თვითშეფასება? ფიქრობთ, რომ ახლა მოგიწოდებთ, დაიჯეროთ, რომ მართლაც გაცილებით
უკეთესი ხართ, ვიდრე მიგაჩნიათ? მრავალი ფსიქოლოგი, ბევრი ფიქრის გარეშე, სწორედ ასე
იქცევა. მართლაც, გარშემომყოფთა შეფასება პირდაპირპროპორციულია თქვენი საკუთარი
შეფასებისა, თუ ის პატივმოყვარეობას არ ესაზღვრება. როგორც კი თქვენ თავად, თავის
მოტყუების გარეშე, აღიარებთ საკუთარ მაღალ მნიშვნელობას, სხვები მყისვე დაგეთანხმებიან.
პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ საკუთარი თავის დარწმუნება არც თუ მთლად იოლია.
შეგიძლიათ შეამოწმოთ: თუ დაბალი თვითშეფასება გაქვთ, საწინააღმდეგოში დარწმუნება არ
გამოგდით. რამდენიც არ უნდა უმტკიცოთ თავს, ბოლომდე არასოდეს დაიჯერებთ, რომ
ნამდვილად ძვირად ფასობთ. მაინც სადაა ეს ღირსებები? ნაკლი - აგერაა, სახეზეა. მაშ ასე, მე
არ მოგიწოდებთ, დაიჯეროთ საკუთარი ღირსებები და აამაღლოთ თვითშეფასება. შედეგად ან
თავდაჯერებულობას მიიღებთ, ან უფრო მეტ გულგატეხილობას. მე გთავაზობთ, უარი თქვათ
მნიშვნელოვნებისთვის ბრძოლაზე. არც თავის დაჯერება და არც დაყოლიებაა საჭირო. თქვენ
უბრალოდ უარი თქვით ბრძოლაზე და ნახეთ, რა მოხდება. მოხდება კი აი რა. გარშემომყოფები
მეტი პატივისცემით მოგეპყრობიან, თითქოს თქვენი მნიშვნელობა მათ თვალში გაიზარდა.
როგორც კი ამ ფაქტის წინაშე დადგებით, საკუთარი თავის დარწმუნების და დაჯერების
აუცილებლობა გაქრება. თქვენ უბრალოდ გეცოდინებათ.

ეს პარადოქსი უზადოდ მუშაობს. მნიშვნელობისთვის ბრძოლას თავისუფალი ენერგია ეწირება


და ის ვარიანტთა დინებასთან საბრძოლველად და ჭარბი პოტენციალების შესაქმნელად
მიემართება, რაც წონასწორული ძალების ქარს წარმოშობს. ეს ყველაფერი ყველა შესაძლო
მავნე შედეგებთან ერთად პრობლემების ძალზე აბურდულ გორგალს ხლართავს. მის გახსნას
ვერ შეძლებთ. უბრალოდ უარი თქვით საკუთარი მნიშვნელობისთვის ბრძოლაზე, და მხოლოდ
შედეგებით გაოცება და სიხარული მოგიწევთ. ასეთ შემთხვევაში თქვენი მნიშვნელოვნება თქვენს

343
თვალში თავისით გაიზრდება. თვითშეფასება ამაღლდება, გარშემომყოფები კი, შესაბამისად,
თქვენს კვალდაკვალ, მას დაეთანხმებიან.

როგორც თვითშეფასების ხელოვნური ამაღლებაა უშედეგო, ისევე ამაოა დანაშაულის


გრძნობის განდევნის მცდელობაც. თუ დანაშაულის გრძნობისადმი წინასწარგანწყობა
არსებობს, ვერასოდეს შეძლებთ ვერც ამ გრძნობის ჩახშობას, ვერც მის მოცილებას. როგორ
მოვიქცეთ? ზუსტად ისევე, როგორც დაბალი თვითშეფასებისას. შეწყვიტეთ გარშემომყოფების
წინაშე თავის მართლება. თავი იმართლეთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც
ნამდვილად აუცილებელია საკუთარი საქციელის ახსნა. გახსოვდეთ, არავის აქვს რაიმე
საქციელისთვის თქვენი განსჯის უფლება, თუ ზიანს არ აყენებთ ვინმეს. ნუ დაიდანაშაულებთ თავს
საზოგადოებაში და ნუ იცავთ თავს. დაე, მანიპულატორები სიცარიელეში დაინთქან. კარის
გაჯახუნების გარეშე, ჩუმად დატოვეთ სასამართლოს დარბაზი, სადაც ისინი შეკრებილან, ვინც
სხვისი დანაშაულით ხეირობს. ხელცარიელი დატოვეთ ისინი. თუ დანაშაულის საკმაოდ ძლიერი
კომპლექსი გაქვთ, მაშინ პირველ ხანებში სინდისის ოდნავ მიძინებაც არ იქნებოდა ურიგო. სხვის
სამსჯავროზე საკუთარ მნიშვნელოვნებას შეფასებას ნუ მისცემთ. მხოლოდ ასეთი მოქმედებებით,
და არა შინაგანი ბრძოლით, შეიძლება დანაშაულისგან გათავისუფლება. თავად დაინახავთ,
როგორ აორთქლდება ის.

ამგვარად, საკუთარი მნიშვნელოვნებისთვის ბრძოლაზე უარის თქმით და თავის მართლების


შეწყვეტით, თქვენ შინაგანი მნიშვნელოვნების მნიშვნელოვან ნაწილს გაუსწორდებით.
დანაშაულის გრძნობა და საკუთარ მნიშვნელობაზე ნერვიულობა - შინაგანი მნიშვნელოვნების
ძირითადი გამოვლინებებია. ყველა დანარჩენი ჭარბი პოტენციალი ამ ორის მიერაა
წარმოებული. თქვენ აღარ დაგჭირდებათ დაცვა, რადგან დასაცავიც აღარაფერია. აღარც
სხვებზე თავდასხმაა საჭირო, მათი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. კარგი ანდაზაა:
„ნურავის შეაშინებ, და არც თავად შეგეშინდება“.

ზუსტად ასევე, თუ გარე ობიექტების მნიშვნელოვნებას შეამცირებთ, მათი მნიშვნელობა აღარ


დაგთრგუნავთ. გარეგანი მნიშვნელოვნების ორი განსაკუთრებით დამთრგუნველი ნაირსახეობა
არსებობს: პრობლემების სირთულე და უცნობლობა. ერთიც და მეორეც შფოთვის და
მღელვარების დამთრგუნველ პოტენციალს შობს. ნებისმიერ ადამიანს ყოველ წუთს რაღაც
აღელვებს. საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანები პრობლემებით დამძიმებულები მის
ტარებას ამჯობინებენ. ძლიერი პიროვნებები თავიანთი სიმტკიცით და ზეწოლით სირთულეების
დაძლევისკენ მიისწრაფიან. ისინი ამ ციხესიმაგრეს შტურმით იღებენ და მის კედლებს საკუთარი
თავდაჯერებულობის ჭარბი პოტენციალით ანგრევენ.

როგორც თავდაუჯერებლობა, ასევე თავდაჯერებულობა ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. პირველ


შემთხვევაში ენერგია ძირითადად შფოთვასა და მღელვარებაზე, მეორეში კი წინააღმდეგობათა
ძალისმიერ გადალახვაზე იხარჯება. ეს გარე სამყაროსთან ძალზე ექსტენსიური
ურთიერთობებია. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივია. საკმარისია
შინაგანი მნიშვნელოვნება გაცნობიერებულად მოიცილოთ და ვარიანტთა დინებასთან ბრძოლა
შეწყვიტოთ, და წინააღმდეგობები თავისთავად გაქრება. განა ამ შემთხვევაში
თავდაჯერებულობა დაგჭირდებათ? არა, ახლა მხოლოდ კოორდინაციაა საჭირო, რათა
დინების მიმართულებით იმოძრაოთ და გაცნობიერებულად აკონტროლოთ არა სცენარი,
არამედ მნიშვნელოვნების დონე. ენერგია, რომელიც ადრე ყოველნაირი ჭარბი პოტენციალის

344
კვებაზე იხარჯებოდა, ახლა მხოლოდ წონასწორობის შენარჩუნებას და დაწმენდილი
განზრახვით, როგორც ნიჩბით, დინების ოდნავ შეშველებას ხმარდება.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნებაზე ასე უბრალოდ საბოლოოდ უარის თქმა არ გამოვა, როგორც
არ უნდა ეცადოთ. არ არის საჭირო მნიშვნელოვნებასთან ბრძოლა. უბრალოდ ნუ ებღაუჭებით
და განცდების ენერგია მოქმედების ენერგიად გადააქციეთ. დაიწყეთ დაუძაბავად და დაძალების
გარეშე მოქმედება. ჭარბი პოტენციალების ენერგია მოქმედებაში გაიხსნება, განზრახვის ენერგია
გათავისუფლდება, და რთული პრობლემები მარტივ გამოსავალში ტრანსფორმირდება.

რაც შეეხება უცნობლობის წინაშე შიშს, თვითშთაგონებით, ბრმა რწმენითა თუ ცრუ


თავდაჯერებით ვერც მას გაუმკლავდებით. თუ გახსოვთ, დაჟინებით გირჩევდით არ გეფიქრათ
მიზნის მიღწევის საშუალებებზე. თქვენ ვერასოდეს შეძლებთ საკუთარი თავის იძულებას,
ძნელადმისაღწევი მიზნის რეალურობა და ასპროცენტიანი წარმატება ირწმუნოს. თავი
დაანებეთ ამ უაზრო მცდელობებს, მაინც ვერაფერს მოუხერხებთ თქვენს რწმენას, დროებით
მოპოვებული თავდაჯერებულობა კი უცებ ჩაინავლება.

თქვენ არა რწმენა და თავდაჯერება, არამედ კოორდინაციაგჭირდებათ. კოორდინაცია ნიშნავს:


ისიამოვნოთ მიზანზე ფიქრებით, თითქოს ის უკვე მიღწეულია, გათავისუფლდეთ სცენარის
მკაცრი კონტროლისგან და ვარიანტების დინების მიმართულებით წმინდა განზრახვის,
თითქოსდა ნიჩბის, დახმარებით იმოძრაოთ.ასეთ მოქმედებას წარმატების ბრმა რწმენასთან
საერთო არაფერი აქვს. სადაც რწმენაა, მათ შორის ბრმაც, იქ დაეჭვებისთვისაც აუცილებლად
მოიძებნება ადგილი. აბრმავებს თავდაჯერებულობის ჭარბად დამუხტული პოტენციალი.
როდესაც გაცნობიერებულად მოძრაობთ დინების მიმართულებით, ზედმეტი ძალისხმევის
გარეშე ყველაფერი თავის ადგილას დგება.

თუ კოორდინაციის შესაბამისად იმოქმედებთ, მალე დინების შებრუნების გამო დაინახავათ იმას,


რის დაჯერებასაც ადრე უშედეგოდ ცდილობდით და რაც უცნობლობით გაშინებდათ. ეჭვები
გაქრება, როგორც კი გონება ფაქტის წინაშე დადგება. მაშინ რწმენა ცოდნად, უცნობლობის
წინაშე შიში კი საკუთარი ძალის შეგრძნების სიხარულად იქცევა. მთავარია, მნიშვნელოვნება
მოიცილოთ და სცენარის კონტროლს შეეშვათ. მნიშვნელოვანია გაიცნობიეროთ, რომ თქვენი
გადასაწყვეტია, პრობლემას სირთულის რომელი საფეხური მიუსადაგოთ. სცენარში
ცვლილებები კი თქვენს სასარგებლოდ ითამაშებს, თუ თავად დართავთ ნებას.

და ბოლოს, სრული კოორდინაცია სულის და გონების თანხმობისას მიიღწევა. თუ ცნობიერ


დონეზე გეჩვენებათ, რომ გსურთ და დარწმუნებული ხართ, ქვეცნობიერში კი ეჭვის ან
დათრგუნვის ჭია გღრღნით, კოორდინაცია იკარგება. სულისა და გონების თანხმობის
მისაღწევად საკმარისია გულის სურვილებს მოუსმინოთ და საკუთარი კრედოს შესაბამისად
იცხოვროთ. იმის შესახებ, როგორ და რატომ უნდა უსმინოთ საკუთარი სულის ხმას, უკვე ბევრი
ითქვა. საკუთარი კრედოს შესაბამისად ცხოვრება ნიშნავს, რომ მიყვარს საკუთარი თავი, ვიღებ
თავს ისეთს, როგორიც ვარ, სინდისის ქენჯნა და დანაშაულის გრძნობა არ მტანჯავს, გონებისა
და გულის კარნახით ყოყმანის გარეშე ვმოქმედებ.

კრედო იშლება, როდესაც თვითშეფასება ქვეითდება, სულსა და გონებას შორის კი უთანხმოება


ჩნდება. საკუთარი კრედოს შესაბამისად ცხოვრება უბრალოდ შესანიშნავია, და ეს თქვენ იცით.

345
მაგრამ კიდევ უფრო შესანიშნავი არის ის, რომ მას არც შექმნა, არც შეცვლა, არც მასთან
ბრძოლა სჭირდება. თუმცა ბევრი სწორედ ამას - საკუთარი კრედოს, როგორც მარმარილოდან
ძეგლის, გამოქანდაკებას ცდილობს. ეს უნაყოფო თვითჩაღრმავების, სულიერი ტანჯვის და
შფოთვის მეტს არაფერს მოიტანს. კრედო არ ფორმირდება და არ გაჩნდება ბრძოლის ან
ძალისხმევის შედეგად. კრედო უკვე გაქვთ, უბრალოდ ის, ისევე როგორც სული,
მნიშვნელოვნების ნაჭუჭშია დატყვევებული. როგორც კი მოიცილებთ გარეგან და შინაგან
მნიშვნელოვნებას, ის გათავისუფლდება, და ამას უმალ იგრძნობთ. როდესაც მნიშვნელოვნება
ნულზეა, არც დასაცავი გაქვთ რამე და არც ბრძოლით მოსაპოვებელი. უბრალოდ თქვენი
კრედოს შესაბამისად ცხოვრობთ და კუთვნილს მშვიდად და დაძალების გარეშე იღებთ.

ამრიგად, საკუთარი მნიშვნელოვნებისთვის ბრძოლაზე უარის თქმით, მისი სხვის სამსჯავროზე


გადაცემის შეწყვეტით და გარეგანი მნიშვნელოვნების მოცილებით, თქვენ მოიპოვებთ იმას, რაც
ჭეშმარიტ თავდაჯერებულობად მიიჩნევა. ეს იქნება არა ის არამდგრადი თავდაჯერებულობა,
რომელიც ჭარბ პოტენციალებზეა აგებული, არამედ მშვიდი შინაგანი ძალა - კოორდინაცია.

ჭეშმარიტი მშვიდი კოორდინაცია გარეგანს არაფერს შეესაბამება, ამიტომ არც დადასტურებას


და არც დასაბუთებას არ საჭიროებს. თქვენ ალბათ შეხვედრიხართ ან კინოში გინახავთ
ადამიანები, რომელთა თავდაჯერებულობა ეჭვს არ იწვევს. ჭეშმარიტი მშვიდი
თავდაჯერებულობა მხოლოდ შინაგან თვითკმარობას და სისავსეს ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ
თავს არავის ადარებთ, უბრალოდ სრული სულიერი წონასწორობის მდგომარეობაში
იმყოფებით. ასეთი წონასწორობა სულის და გონების ერთობაში მიიღწევა, როდესაც
დანაშაულს, დამოკიდებულებას, უპირატესობას, ვალდებულებას, შიშს და მღელვარებას არ
გრძნობთ. სხვა სიტყვებით, თქვენ არ არღვევთ წონასწორობას არც გარემომცველ
სამყაროსთან, არც საკუთარ თავთან. თქვენი კრედოს შესაბამისად, გარემომცველ სამყაროსთან
და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრობთ.რა თქმა უნდა, ეს იდეალია, მაგრამ მისკენ
სწრაფვაა საჭირო, ჭეშმარიტი თავდაჯერებულობის, ანუ კოორდინაციის მოპოვების
ერთადერთი გზაა. ყალბი იქნება ნებისმიერი სხვა გზით მიღწეული თავდაჯერებულობა.

კოორდინაცია ქანქარებისგან თავისუფლებას მოგანიჭებთ და საშუალებას მოგცემთ, საითაც


გინდათ, იქით წახვიდეთ დამოუკიდებლად, და მიიღოთ ყველაფერი, რაც გსურთ. თუ ახლა
დამამძიმებელი მოვალეობების შესრულება გიწევთ, საკუთარი თავი დაიქირავეთ,
წარმოიდგინეთ, რომ კინოში გიღებენ. მოითმინეთ, თქვენი როლის შესრულება მოგიწევთ,
თუნდაც მოცემული სერიის ბოლომდე, ვიდრე თქვენს კარში არ შეხვალთ. შეასრულეთ მიზნის
სლაიდის ვიზუალიზაცია, ისე, რომ არ იფიქროთ საშუალებებზე, და დაელოდეთ, როდის
გააღებს გარეგანი განზრახვა თქვენს კარს.

თიხის ტიკინასთან შერკინება

ბოლოს და ბოლოს, ჭარბი პოტენციალების უსარგებლო ტვირთისგან გავთავისუფლდი.


ჩემთვის არც შინაგანი და არც გარეგანი მნიშვნელოვნებააღარ არსებობს. არც საკუთარი
უპირატესობის დამტკიცების ან არასრულყოფილების დაფარვის აუცილებლობაა. არც აწმყო და
მომავალი მაშინებს. არაფერი მაქვს დასაცავი და ბრძოლით მოსაპოვებელი. და ბოლოს,

346
ქანქარების გავლენისგან თავისუფალი ვარ და შემიძლია საკუთარ თავს მივხედო. მართლაც ასე
რომ ყოფილიყო...

ქანქარების ძალაუფლება ძალზე დიდია, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ადამიანები ამას არც
კი ეჭვობენ. მათზე,როგორც უცხოპლანეტელთა საიდუმლო საზოგადოებაზე, რომლებიც
ადამიანთა წინააღმდეგ შეთქმულების ბადეს ხლართავენ, საუბარი არ შეიძლება. ქანქარები -
ჩვენი სამყაროს განუყოფელი ნაწილია. მათ მიერ ადამიანებზე განხორციელებული გავლენა
ენერგოინფორმაციული ზემოქმედების მეშვეობით იმართება. ეს ზემოქმედება სამ - მენტალურ,
ემოციურ და ენერგეტიკულ დონეზე ხორციელდება. მნიშვნელოვნების ძაფების გამოყენებით,
ქანქარები ადამიანებს თავისუფალ ენერგიას ართმევს. მუდამ ასე იყო. მაგრამ ბოლო დროს
წმინდა ინფორმაციულმა ზემოქმედებამ უსწრაფესი ტემპით დაიწყო ზრდა.

ცივილიზაციის ისტორია მრავალ ათას წელს ითვლის. თუმცა, ფაქტობრივად ბოლო


ათწლეულებში ინფორმაციის სფეროში უახლესი მიღწევების წყალობით სურათი მკვეთრად
შეიცვალა. ყველა შესაძლო ინფორმაციის მატარებელზე დაგროვებული მონაცემების
რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. თუმცა საშიშროება არა თავად
ინფორმაციისგან, არამედ მისი გავრცელების მეთოდებისა და საშუალებებისგან მომდინარეობს.
ადამიანი ყოველი მხრიდან ტელეკომუნიკაციურ აბლაბუდაშია მოქცეული, რომელიც დღითი
დღე სულ უფრო საშიში ხდება. ეს საშიშროება არ აღიქმება, რადგან ინფორმაციული
ინდუსტრიის განვითარება ახალ-ახალი გასართობების და სასიამოვნო კომფორტის
გამამხიარულებელი ნარკოზის თანხლებით მიმდინარეობს.

სრულიად ცხადია, რომ ქანქარების მიზანს არა მიმდევრების გართობა, არამედ მათი საკუთარი
ნებისადმი დამორჩილება წარმოადგენს. ინფორმაციული ქსელის გაფართოება და დახვეწილი
სრულყოფა იწვევს იმას, რომ ქანქარა ერთდროულად წარმოუდგენელი რაოდენობის
მიმდევარს იპყრობს. მაგალითად, რაც უფრო მეტი ადამიანი უყურებს ერთსა და იმავე
ტელეგადაცემას, მით მეტ ენერგიას აგროვებს ქანქარა. და რაც უფრო ძლიერია ის, მით მეტია
მისი ზეგავლენა და მიმდევრები მით უფრო ადვილად ემორჩილებიან წესს „გააკეთე ჩემსავით“.
ქანქარის წესი წარმატებით მუშაობს და ადამიანებს მათი ჭეშმარიტი მიზნებისგან აშორებს.
მაგრამ ახლა ეს პროცესი მის დამასრულებელ სტადიაში გადადის, როდესაც ადამიანი
საბოლოოდ კარგავს არჩევანის თავისუფლებას. ოდესმე ადამიანი აღმოჩნდება სიტუაციაში,
სადაც ის - საზარელი ენერგოინფორმაციული მატრიცისელემენტი იქნება. ადამიანი
განპირობებულობის ჯავშანში დატყვევებული აღმოჩნდება და მექანიზმის დეტალად
გადაიქცევა. მატრიცის უჯრედი განსაზღვრავს, რა სურდეს და როგორ უნდა იმოქმედოს მისმა
ელემენტმა. როგორც იცით, ფანტასტიკას ახასიათებს ტენდენცია, თავის დროზე რეალობად
განხორციელდეს.

ეს პროცესი შეუმჩნევლად და განუხრელად უკვე მიმდინარეობს. და მასთან ვერაფერს


გავხდებით. დასამორჩილებლად სულაც არაა სავალდებულო ფიზიკური ძალადობის
გამოყენება.საკმარისია ადამიანის მსოფლმხედველობის იმგვარად ჩამოყალიბება, რომ მას
წარმოდგენაც არ ჰქონდეს საკუთარ თავისუფლებაზე. აი, სწორედ ეს ხდება ამჟამად.
თავისუფლების შენარჩუნება ამ პირობებში საკმაოდ რთულია. ამიტომ, ქანქარებისგან თავის
დაცვის ზოგიერთ ასპექტს კიდევ ერთხელ განვიხილავთ.

347
როგორც იცით, ერთადერთი, რაზეც ქანქარას ადამიანის წამოგება შეუძლია - მნიშვნელოვნებაა.
საბოლოო ჯამში, მისთვის ისიც ხელმოსაჭიდია, რომ თქვენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ თავად
აუცილებლობას, მნიშვნელოვნების დონე ნულზე შეინარჩუნოთ. ყველაფერი, რაც ქანქარების
შესახებ ითქვა - ძალზე სერიოზულია. მაგრამ, აი როგორი პარადოქსია: თუ ახლა თქვენ მათ
მთელი სერიოზულობით შეერკინებით, წინასწარ იქნებით დამარცხებისთვის
განწირული.ქანქარასთან ბრძოლის მთავარი პრინციპი მასთან შერკინებაზე უარის თქმაში
მდგომარეობს.

უნდა გესმოდეთ, რომ ეს არა ხელშესახებ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა, არამედ თიხის


ტიკინასთან შერკინებაა - თამაშია. უფრო ზუსტად, თქვენი გადასაწყვეტია, რა იქნება. თუ მას
ბრძოლად აღიქვამთ, ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხება გემუქრებათ. ქანქარის ბრძოლით
დამარცხება შეუძლებელია. დავუშვათ, ტიკინა გამოიწვიეთ: „ახლა უკვე ვიცი, რომ ეს მხოლოდ
თიხის ტიკინაა, სეირს ვაჩვენებ მას!“ დამთავრდა, ჩათვალეთ, რომ უკვე დამარცხდით. მაგრამ,
თუ თამაშად აღიქვამთ ამას, უარეს შემთხვევაში თამაშის პარტიის, და არა ბრძოლის, წაგება
გემუქრებათ.

ქანქარა თიხის ტიკინაა მანამ, სანამ მისი თამაშის არსს აცნობიერებთ და მის წესებს არ
ემორჩილებით. ქანქარები მსხვერპლის მოლოდინში ჩასაფრებული იქნება ყოველ ჯერზე,
როდესაც თქვენ თავდაჯერებულობას იგრძნობთ. მზად იყავით იმისთვის, რომ ქანქარები
ნებისმიერი მეთოდით თქვენს წონასწორობიდან გამოყვანას ეცდება - სწორედ ამაში
მდგომარეობს თამაშის არსი. თქვენ ანკესზე წამოეგებით, წონასწორობას კარგავთ,
წყობილებიდან გამოდიხართ და ენერგიას ქანქარას აძლევთ.

აი, მშვიდად ხართ, ხალისიანი, გაწონასწორებული, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. ქანქარა


პროვოკაციას აწყობს. მაგალითად, არასასურველ სიტუაციაში მოხვდებით ან ცუდ ამბავს
შეიტყობთ. მისი სცენარის მიხედვით თქვენ უნდა ანერვიულდეთ, შეგეშინდეთ, დაძაბუნდეთ,
სულით დაეცეთ, გამოთქვათ უკმაყოფილება, გაღიზიანება. ის, რაც გესაჭიროებათ - დროულად
გამოიღვიძოთ და გაიხსენოთ, როგორი თამაში მიმდინარეობს, შემდეგ კი უმალ მოიცილოთ
მნიშვნელოვნება. თუ ამას გაცნობიერებულად გააკეთებთ, ქანქარა გაუჩინარდება.

თქვენ შეგიძლიათ თამაშის წესების დარღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზეზეულად არ


გძინავთ. გაუცნობიერებელ სიზმარში ადამიანი ყოველთვის გარემოებათა მსხვერპლია. ძილი
გარდაუვალია, და თქვენ ამასთან ვერაფერს გააწყობთ. ადამიანები უკვე დიდი ხანია ცხადშიც
ასევე სტანდარტულად ავტომატურ რეაგირებას მიეჩვივნენ ნეგატიურ ზემოქმედებაზე. ამას რა
მოჰყვება, ახსნას არ საჭიროებს. მაგრამ თქვენ ხომ ხამანწკა არ ხართ! და შეგიძლიათ
არაადექვატურადუპასუხოთ. გააკეთეთ ეს შეგნებულად, და ქანქარის გეგმები დაირღვევა.
მხოლოდ დროულად გონზე მოსვლადა თამაშის წესების დარღვევაა საჭირო.

დარწმუნდებით, რამდენად სასიამოვნო იქნება ცოდნა, რომ აცნობიერებთ, როგორ ცდილობს


ქანქარა მთელი ძალებით თქვენს პროვოცირებას, თქვენ კი არ წამოეგებით. სასიამოვნო განცდა
მხოლოდ საკუთარი თავის - ძლიერის - სიამაყის გამო არ გექნებათ. საქმე იმაშია, რომ როდესაც
ქანქარას ენერგიას აძლევთ, სუსტდებით. როდესაც ქანქარა პროვოცირებას ახდენს, და თქვენ
არ წამოეგებით, ქანქარას ენერგია, რომელიც პროვოკაციაზე დაიხარჯა, თქვენთან გადმოდის,
გაძლიერებთ. სწორედ ეს დამატებითი ძალა გამოვლინდება სასიამოვნო შეგრძნების სახით.

348
ახლა შეძლებთ წარმოიდგინოთ, როგორ ნეტარებას განიცდის ქანქარა თქვენი ენერგიის
მიღებისას. ნუ მისცემთ მას ასეთ შესაძლებლობას. ის მოსვენებას არ მოგცემთ, თქვენ კი არ
წამოეგოთ. დაე, თავად ხარჯოს თქვენზე ენერგია.

წესების დარღვევით თამაშისას, თავად თამაშზე გაბრაზების ცდუნებას არ აყვეთ. ვიდრე


ცნობიერად, მაგრამ მხიარულად და უდარდელად თამაშობთ, თქვენ შაქრის ხმლიან თიხის
ტიკინას ერკინებით. ის ვერაფერს დაგიშავებთ. თუ თამაშის წესებს დაარღვევთ და
წონასწორობას შეინარჩუნებთ, თიხის ტიკინა დაიმტვრევა. მაგრამ როგორც კი მოთმინებას
დაკარგავთ, ქანქარის შაქრის ხმალი საშიშ მახვილად გადაიქცევა. ასეთი თამაში შესაძლოა
ბრძოლად იქცეს და თქვენთვის ინდუცირებული გადასვლით დასრულდეს.

არ ებრძოლოთ პროვოკაციაზე თქვენს რეაქციას. მას სხვაგვარად შეხედეთ. ემოციები -


შედეგებია, რომლის მიზეზსაც დამოკიდებულება წარმოადგენს. თქვენ შეგნებულად უნდა
შეცვალოთ ნეგატიურ ფაქტორზე თქვენი რეაქცია. არაადექვატური დამოკიდებულების
გამოვლენა ძნელი არაა, რადგან თავად აცნობიერებთ, რომ ეს მხოლოდ თამაშია. დაე, ჯამბაზმა
იხტუნოს. თქვენ თითქოს უხილავ მეტოქეს ერკინებით ოთახში, სადაც მხოლოდ სარკეებია.
გეჩვენებათ, რომ ქანქარა აი აქაა, გვერდით. სინამდვილეში კი ვერც მას, და მის ანარეკლსაც კი
ვერ ხედავთ. სარკეში თქვენი მნიშვნელოვნება ირეკლება. ვიდრე რაიმეს აქვს ჭარბი
მნიშვნელობა, თქვენ მეტოქე გყავთ, და ის გამუდმებით კრთის სარკეებში. ხოლო თუ
მნიშვნელოვნება ნულზეა, საშიში არაფერია, არც დასაცავია რაიმე და არც ვინმესთან ბრძოლაა
საჭირო. მნიშვნელოვნების სარკეები დაიმსხვრევა, და დაინახავთ, რომ თიხის ტიკინა დაიფშვნა.
ქანქარასთან შერკინებისას სიმტკიცე არ გჭირდებათ. სიცარიელე ბევრად ეფექტიანია. „უტეხი,
რკინის ნერვები, რკინის ნებისყოფა, სიმტკიცე, მოთმინება, თავშეკავება“ და მსგავსი ტერმინები
დაცვას, დაძაბულობას, წინააღმდეგობისთვის მზადყოფნას გულისხმობს. ასეთი დამცავი ველის
შესანარჩუნებლად ბევრი ენერგიაა საჭირო. როგორც ხვდებით, მთელი ეს ენერგია ქანქარების
საკვებს წარმოადგენს. მაგრამ თუ ცარიელი ვარ, დამცავ ველს არ ვსაჭიროებ. ენერგია არ
იხარჯება, თიხის ტიკინა იფშვნება და უჩინარდება. საჭიროა მხოლოდ თამაშის წესები
გახსოვდეთ და მნიშვნელოვნება ნულზე ცნობიერად შეინარჩუნოთ.

მნიშვნელოვნების ნულზე შენარჩუნების აუცილებლობა თავდასხმის მოგერიების გამუდმებულ


საბრძოლო მზადყოფნაში არ უნდა გადაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში ჭარბ მნიშვნელობას
თავად თამაშს ანიჭებთ. მოეშვით და ხანდახან თავს დამარცხების უფლება მიეცით. გამარჯვების
მოპოვებას ნებისმიერ ფასად ნუ ეცდებით. ვიდრე მარწუხებს უჭერთ, ქანქარას თქვენით
მანიპულირება შეუძლია. ის ისევე დაგატრიალებთ, როგორც ჯოხზე კბილებით ჩაფრენილ
ძაღლს. თუ თამაში არ გამხიარულებთ, მაშინ მაქსიმუმ ინდიფერენტულობა გამოავლინეთ და
გულგრილად წააგეთ.

თუ ამჯერად ქანქარამ გაიმარჯვა, არ გაჯიქდეთ და დაეთანხმეთ, რომ ეს პარტია წააგეთ. თქვენ


წონასწორობა დაკარგეთ და აღელდით, და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ამის გამო
საკუთარი თავის დასჯა საჭირო არაა, შემდეგი პარტია თქვენი იქნება. მაგრამ არ ღირს საკუთარ
თავს უთხრათ, რომ ეს ბოლოჯერ მოხდა, ულტიმატუმის წაყენება და ჩასაფრება. თქვენ
ულტიმატუმს საკუთარ თავს კი არ უყენებთ, არამედ ქანქარას. ის სწორედ ამას ელის. ასეთი
ულტიმატუმი სხვა არაფერია, თუ არა დაცვის მძლავრი კედელი. დაცვის დაყენებით, თქვენ
თამაშს ბრძოლად აქცევთ, რომელშიც აუცილებლად დამარცხდებით. მზად იყავით იმისთვის,

349
რომ ქანქარას დაყვავებით და შეპარვით პროვოცირება შეუძლია. პრობლემებით დამძიმებული
ბევრი ადამიანი საყრდენს სიგარეტებში, ალკოჰოლში, ნარკოტიკებში პოულობს. თუ მორიგ
ჯერზე ამბობთ უარს მავნე ჩვევაზე და საკუთარ თავს ეუბნებით: „მორჩა, ეს ბოლოა“, ამას თქვენ
სულაც არ ამბობთ. ქანქარამ იმდენად დაიპყრო თქვენი აზრობრივი გამოსხივება, რომ
ფაქტობრივად აზრების თავს მოხვევა შეუძლია. ყოველ ჯერზე, როდესაც თავს ეფიცებით, რომ
„კიდევ ერთხელ ბოლოჯერ, და მორჩა“, გამოიღვიძეთ და ილუზია გაფანტეთ. ეს ქანქარა
ლაპარაკობს. ამ ფაქტის გაცნობიერება დაგეხმარებათ, გულგრილად „გადააგდოთ“ მავნე
ჩვევა. არა გადამწყვეტად, არამედ სწორედ გულგრილად.

ქანქარები მიმდევართა მოსაპოვებლად არაფერზე ამბობენ უარს. მათ ყველაფერი წმინდა,


ეთიკური პრინციპებიდან დაწყებული და რელიგიით დამთავრებული, მთლიანად შეისრუტეს.
სამყარო ერთიანი სულის გამოვლინებაა, ერთიანობის გაცხადება მრავლობითობაში.
ღვთაებრივი არსი ყოველ ცოცხალსა და არაცოცხალს განმსჭვალავს. ღმერთი ყველა
ჩვენგანშია. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ, როდესაც ადამიანის სული ოკეანეში წვეთს
შევადარეთ. როგორც კი ღმერთმა მანიფესტაციით ადამიანებს თავი განუცხადა, ქანქარებმა
მაშინვე კონტროლქვეშ მოაქციეს რელიგია. ამაში თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუ საწყის
ათ მცნებას მიმართავთ.

პირველი მცნება: „მევარუფალიღმერთიშენი, დაარაიყვნენშენდაღმერთნიუცხონი,


ჩემსაგარეშე“. ეს დებულება ადამიანისგან მოითხოვს ერთი ღმერთის რწმენას, რომელიც მთელ
სამყაროს მართავს. ადამიანებმა უმალვე დაარღვიეს ეს მცნება და მრავალი რელიგია -
ქანქარები - შექმნეს. უფრო ზუსტად, რელიგიების ქანქარებს მათი დამორჩილების ნება მისცეს.
რელიგიების ქანქარები უფლის სახელს ეფარებიან. თავად რელიგიების სასულიერო მსახურები
გულწრფელად ესწრაფვიან უფლის სიტყვის და საქმის ქადაგებას. მაგრამ, მიმდევრებივით,
ისინიც ქანქარების ხელში არიან, ამიტომ მათზე ცოტაა დამოკიდებული. განა რელიგიურ
ნიადაგზე ომები და დაპირისპირება ღმერთის ნებაა?

მეორე მცნება: „არაჰ ქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლად ვემსგავსნი, რაოდენი არს ცათა
შინაზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა:
არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ“. ესეც ქანქარებს ეხება. ქანქარა საკუთარ ნებას
მიმდევრებს უქვემდებარებს და მათ ნებისმიერ შემთხვევაში მის სასარგებლოდ მოქმედებას
აიძულებს იმისდა მიუხედავად, როგორი კეთილი განზრახვითაც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი
შენიღბული.

თუმცა ყველა მცნების ორამდე დაყვანა შეიძლება. მოწაფის შეკითხვაზე: „მოძღვარო, რომელია
სჯულის მთავარი მცნება?“ იესომ ასე უპასუხა: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი
სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.ეს არის პირველი და მთავარი მცნება.
და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.ამ ორ მცნებაზეა
დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“ (მათე 22.36-40). გიყვარდეთ ღმერთი
საკუთარ თავში და სხვებში, ნუ დაემონებით ქანქარებს, - სულ ესაა, რისკენაც მცნებები
მოგვიწოდებს.

რაც შეეხება ფსიქიკაზე საინფორმაციო საშუალებების ზემოქმედების საკითხს, აქ პირველ


ყოვლისა გაცნობიერებულობაააუცილებელი. ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაცია ერთ ყურში

350
შეუშვით და მეორედან გამოუშვით. ყოველი მხრიდან თქვენს დაინტერესებას, ხელში ჩაგდებას,
რაღაცის თავზე მოხვევას ცდილობენ. ადამიანთა ნებისმიერი ჯგუფის უკან ქანქარა დგას. მისი
ნების შემსრულებელი მიმდევრები ქანქარის ჭეშმარიტ მიზნებს უმეტესად ვერ აცნობიერებენ.
გამუდმებით დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ვის და რატომ სჭირდება ეს? თქვენ გჭირდებათ?
იმავე დროს აქტიურად ეძებეთ და საკუთარ თავში შეუშვით მთელი ინფორმაცია, რაც თქვენს
მიზანს ეხება. „ჰო, კარგი, - მოუთმენლად აწრიალდება თქვენი გონება, - ეს თავადაც ვიცი“. და
მერე რა, რომ იცის? მან ყველაფერი იცის, მაგრამ უზრუნველად იძინებს ყოველ ჯერზე, როგორც
კი ქანქარა თამაშს იწყებს. ნუ მისცემთ ქანქარას უფლებას, ხელი ჩაგჭიდოთ და გაგიყოლოთ.

მთლიანობაში მთქვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ცნობიერად დაარღვიოთ თამაშის


წესები. ეს ორი გზით შეიძლება გაკეთდეს. ან მნიშვნელოვნება უნდა მოიცილოთ და ქანქარა
საკუთარი გულგრილობის სიცარიელეში ჩაკარგოთ, ან ის არაადექვატური რეაგირებით
ჩააქროთ. თუ მნიშვნელოვნებასთან დაკავშირებით ცუდად გამოგდით, მაშინ მეორე მეთოდს
მიეცით უპირატესობა. ნებისმიერი არაადექვატური რეაქცია პროვოკაციაზე თამაშის წესების უხეშ
დარღვევას წარმოადგენს.

ბრძოლის შეწყვეტა

არჩევანის თავისუფლება ერთ წარმოუდგენლად უბრალო ფაქტში მდგომარეობს. მიზნის


მისაღწევად ბრძოლა აუცილებელი არაა.ის, რაც გესაჭიროებათ - არის ფლობის
გადაწყვეტილება. როგორც კი თავს ფლობის ნებას მისცემთ, შეგიძლიათ მიზნისკენ ნაბიჯები
მშვიდად გადადგათ. ქანქარები სრულიად სხვა სცენარს გახვევთ თავს. ისინი მიზნის მისაღწევად
ბრძოლას გაიძულებთ. მისთვის თქვენ საკუთარ თავსაც და სამყაროსაც ომი უნდა
გამოუცხადოთ. ქანქარები საკუთარი თავისგან დაწყებას გთავაზობთ. ქანქარა ჩაგაგონებთ, რომ
არასრულფასოვანი ხართ, ამიტომ მანამ ვერ მიაღწევთ მიზანს, სანამ არ შეიცვლებით. როდესაც
შეიცვლებით, მზის ქვეშ ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლაში უნდა ჩაებათ. მთელი ეს
სცენარი მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება - მსხვერპლს ენერგია წაართვას. საკუთარ
თავთან ბრძოლით, ენერგიას ქანქარას აძლევთ. სამყაროსთან შერკინებისას იგივეს აკეთებთ.

ბრძოლა გამუდმებულ დაძაბულობას, ჭიდილს, დისციპლინას გულისხმობს. ბრძოლისთვის


მუდამ მზად უნდა იყოთ. სწორედ ასე იქცევიან მეომრები, რომლებიც ბუნდოვნად ხვდებიან, რომ
ამ სამყაროში სადღაც არის თავისუფლება. მაგრამ ისინი ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ
თავისუფლებას დაპყრობასჭირდება. ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში საომარ
მდგომარეობაში არიან, მაგრამ თავიანთი მთავარი ბრძოლა ყოველთვის სამომავლოდ აქვთ
გადადებული. მეომრებს ეჩვენებათ: აი ასე, ადგე და აიღო თავისუფლება, შეუძლებელია. ისინი
საკუთარ თავსაც და სხვებსაც არწმუნებენ იმაში, რომ ეს უკიდურესად რთული გასაკეთებელია
და ამისთვის მრავალწლიანი შეუპოვარი შრომა და ბრძოლაა საჭირო.

ტრანსერფინგის მოგზაური არ მონაწილეობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რადგან იცის,


რომ ის მას უკვე აქვს. არავის შეუძლია მას ბრძოლა აიძულოს. მაგრამ თქვენ სხვა გამოსავალი
არ გაქვთ, თუ შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვნებით ხართ სავსე. ტრანსერფინგში
ბრძოლიდან მხოლოდ უზადოდ მოქმედების განზრახვა რჩება. მაგრამ ამისთვის არა საომარი
მზადყოფნა და დისციპლინა, არამედ გაცნობიერებულობაა საჭირო.

351
თუ საკუთარი თავისთვის ფლობის ნების დართვა არ გამოგდით, შეგიძლიათ შემდეგისთვის
გადადოთ. მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? გადადების ორჭოფობა შეიძლება მთელი
ცხოვრება გაგრძელდეს. შემდეგი ჯერისთვის გადადებას მივყავართ იქითკენ, რომ ცხოვრება
ყოველ მიმდინარე მომენტში განიხილება როგორც უკეთესი მომავლისთვის მზადება. ადამიანი
არასდროს არაა აწმყოთი კმაყოფილი და თავს ახლო მომავალში გაუმჯობესების იმედით
იმშვიდებს. ასეთი დამოკიდებულებით მომავალი არასდროსდგება და ყოველთვისსადღაც წინ
კრთის. ეს იგივეა, ჩამავალი მზის დაწევა ვცადოთ.

დაჯერება იმისა, რომ წინ კიდევ ბევრი დროა, მხოლოდ ილუზიას წარმოადგენს. უკეთესი
მომავლის მოლოდინში მთელი ცხოვრება გადის. აქედანაა გამონათქვამიც: „დროებითზე უფრო
მუდმივი არაფერია“. სინამდვილეში მოლოდინის დრო არ არის. ამიტომ მომავალს კი არ უნდა
ელოდოთ, არამედ მისი ნაწილი მიმდინარე მომენტში უნდა ჩართოთ. მიეცით საკუთარ თავს
ნება გქონდეთ აქ და ახლა. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი მიზანი უმალ რეალიზდება. საუბარია
გადაწყვეტილებაზე, ანუ ფლობის განზრახვაზე, რომელიც საკუთარ თავთან პერმანენტული
ბრძოლის პროცესის საპირისპიროა. ფლობის გადაწყვეტილება შეუდარებლად დიდი ძალის
მატარებელია, ვიდრე მოქმედების გადაწყვეტილება.

თქვენ მთელი ცხოვრება თავის დამკვიდრებისთვის იბრძვით. ბევრს მიაღწიეთ ამ ბრძოლაში? აი


ახლა იძულებული ხართ საძულველ სამსახურში ან კოლეჯში, როგორც კატორღაში, უხალისოდ
წახვიდეთ. ამ დროს კი ვიღაც სათხილამურო კურორტზე ისვენებს ან ლივლივა ზღვასთან მზეზე
ირუჯება. იქნებ მათ თავიანთი ბრძოლა მოიგეს და ახლა ცხოვრებით ამიტომ ტკბებიან?

ბრძოლაში მონაწილეთა უმრავლესობას, დიდი გულმოდგინების მიუხედავად, მთელი


ცხოვრების განმავლობაში საკმარისი ფულის მოგროვება არ შეუძლია, რათა სათხილამურო
კურორტზე წავიდეს. თუ პირადად თქვენ წლის განმავლობაში რამდენიმედღიანი
სიამოვნებისთვის ფულის მოგროვებას ახერხებთ, ეს უკვე კარგია. მაგრამ ჩახვალთ იქ, და ცუდი
ამინდი დაგხვდებათ, ან საბაგირო გზა გაფუჭდება, ან რაიმე სხვა უსიამოვნება შეგემთხვევათ.
ყველაფერი კარგად როცაა, მაშინაც თავში ათასი ფიქრი ირევა, რომ ბევრის უფლებას თავს ვერ
აძლევთ, ეკონომია გიწევთ, იხსენებთ, როგორი შრომით მოიპოვეთ დღესასწაულის ეს
რამდენიმე დღე, და რა უცებ მიილია ეს დღეები. თქვენ, ძირითადად, კმაყოფილი ხართ, მაგრამ
იძულებული ხართ ნაცრისფერ ყოფას და შრომას დაუბრუნდეთ.

თქვენ მოიგეთ ბრძოლა, დაიმსახურეთ დღესასწაული, და მაინც თქვენს აზრებს დრო და დრო
უხალისობის ჩრდილი ეფინება. და იცით რატომ? თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ
ვალდებული იყავით დიდხანს და ბეჯითად გეშრომათ, რათა ხანმოკლე სიამოვნება მიგეღოთ.
თქვენ არ ხართ მზად სრულად მისცეთ თავს ფლობის ნება.

ისინი კი, ვინც თავს ფლობის ნება მისცა, ბრძოლაში არ მონაწილეობენ. მათ ამისთვის არ
სცალიათ. მაგალითად, ბედნიერი წყვილი წინა კვირაში შვეიცარიის სათხილამურო ბაზაში
ისვენებდა. ეს იყო დღესასწაული. ყველა დღესასწაული მთავრდება, მაგრამ ყველასთვის
განსხვავებულად. ახლა წყვილი იმაზე ჩხუბობს, აქედან სად წავიდნენ. მამაკაცს ავსტრიის, ქალს
კი საფრანგეთის ალპებში უნდა წასვლა. ამან თქვენ შეიძლება კაპრიზული საპნის ოპერა
მოგაგონოთ, მათთვის კი ყველაფერი სერიოზულია. უბრალოდ ფლობის მზაობის

352
დონეებიასხვადასხვა. თქვენ კიდევ ერთი წელი იშრომებთ თქვენი დღესასწაულისთვის, მათ კი
ახალი დღესასწაული ერთ კვირაში დაეწყებათ.

რაციონალური აზროვნება აღშფოთებულია: „როგორ, ისინი ხომ თავიანთი მილიონებით


დაიბადნენ, მე კი უნდა გამოვიმუშავო! საიდან მოვიტანო ფული?“ მერამდენედ ვიმეორებ, ნუ
ფიქრობთ ფულზე. თუ ბრძოლას შეწყვეტთ და თავს ფლობის ნებას მისცემთ, გარეგანი
განზრახვა იპოვის მეთოდს, სასურველი მოგცეთ. ამას ახლავე ვერ დაგიმტკიცებთ. თავად
შეამოწმეთ. კი არ მოსინჯოთ, გააკეთეთ. ხვალ კი არა, ახლავე. ამ მომენტიდან მიეცით თავს
ფლობისნება - უპირობოდ და უყოყმანოდ. არა ერთჯერადად, არამედ მუდმივად. თუ თქვენ
მყისიერ შედეგებს არ დაელოდებით, არამედ საკუთარი თავისთვის ფლობის ნების დართვას
გააგრძელებთ, ერთ მშვენიერ დღეს აღსრულდება ის, რასაც სხვები სასწაულად შერაცხავენ.
მათ, ვინც მილიონებით დაიბადა, ფლობის მზაობა უკვე აქვთ. მათ ამაზე ფიქრი არ სჭირდებათ.
თქვენ კი სლაიდით მუშაობა მოგიწევთ. გონება რეალობის და მიზნის მიღწევის გზებზე
ინერვიულებს. მაგრამ ეს ბრძოლის გზაა და ის არსაით მიდის. ამ გზაზე თქვენ ვერ შეძლებთ
საკმარისი ფულის გამომუშავებას, და ყოველთვის მისი ნაკლებობა გექნებათ. გამოიმუშავეთ არა
ფული, არამედ ფლობის გადაწყვეტილება.

თუ მიზანზე კონცენტრირდებით, თითქოს ის უკვე მიღწეულია, თქვენი კარები გაიხსნება, და


საშუალებები თავისთავად გამოჩნდება. სწორედ ესაა თავისუფლება, რომლისგანაც
ფაქტობრივად თავბრუ გვესხმის. თუ ამ თავისუფლებას არ იღებთ, თქვენ ისევ და ისევ თქვენს
არჩევანს აკეთებთ. არაფერია უფრო მარტივი, ვიდრე თქვათ, რომ ეს ყველაფერი ბოდვაა, და
თქვენი ჭაპანი მთელი ცხოვრება ათრიოთ. ყოველი ადამიანი თავის არჩევანს აკეთებს და
მხოლოდ იმას იღებს, რისი ფლობისთვისაც მზადაა. თქვენი არჩევანი - ურყევი კანონია. საკუთარ
რეალობას თქვენ თავად ძერწავთ.

ვარიანტთა სივრცეში არჩევანი დაახლოებით ამგვარად ხდება. ადამიანები მიდიან


სუპერმარკეტში, მათ იქ ეკითხებიან: „რას ინებებთ?“ ერთი მყიდველი ამბობს: „მსურს ესტრადის
ვარსკვლავი გავხდე“. გამყიდველი პასუხობს: „უპრობლემოდ. აი, ძალზე კარგი ეგზემპლარი,
სპეციალურად თქვენთვის. საქვეყნო აღიარება, სიმდიდრე, ბრწყინვალება! იღებთ?“ მყიდველი
გაოცებულია: „როგორ გითხრათ... ეს ხომ ასე უბრალოდ არ ხდება. მხოლოდ ერთეულები
აღწევენ წარმატებას. ეს რჩეულები განსაკუთრებულ თვისებებს ფლობენ, მე კი ჩვეულებრივი
ადამიანი ვარ“. გამყიდველი მხრებს იჩეჩავს: „რა შუაშია თქვენი უნარები? აი საქონელი - აიღეთ,
თქვენია!“ მყიდველი: „ზოგადად შოუ-ბიზნესში წინსვლა ძნელია. ეს ხომ ჯუნგლია. იქ ისეთი
საქმოსნები არიან...“ გამყიდველი: „კარგი, აი საქმოსანსაც დაგიმატებთ, რომელიც გზას
გაგიკაფავთ. აიღეთ, არ ინანებთ!“ ადამიანი: „ამ ვარსკვლავებს ისეთი მდიდრული სახლები
აქვთ, ისეთი ძვირიანი ავტომობილები, მაღალი საზოგადოება... ნუთუ შესაძლებელია ეს
ყველაფერი მეც მქონდეს? რაღაც არ მჯერა...“ გამყიდველი პასუხობს: „კარგი, სამწუხაროა. ასეთ
შემთხვევაში ვერაფრით დაგეხმარებით“, - და საქონელს ისევ დახლზე აბრუნებს.

ზუსტად ასევე ერთმა ადამიანმა შეიძლება შიშით ჰკითხოს მეორეს: „სამგზავრო თვითმფრინავით
ფრენა იცი?“ „უპრობლემოდ, - პასუხობს ის, - უბრალოდ ვჯდები სავარძელში, ვიკრავ ქამარს, და
თვითმფრინავი ცაში აფრინდება“. როგორც კი დაუშვებთ, რომ მიზნის მიღწევა - მხოლოდ
თქვენი არჩევანის საკითხია, მაშინვე იგრძნობთ, რამდენად აბსურდულია მყიდველის შიში
ვარიანტთა სივრცის მაღაზიაში. საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ფლობის მზაობაშია, სულ ესაა.

353
თქვენ შეიძლება ფლობის გადაწყვეტილებისთვის საკუთარ თავთან ბრძოლის ცდუნებას აყვეთ.
საკუთარ თავს ფლობის ნების დართვა არავითარ შემთხვევაში არ აიძულოთ. მიზნობრივი
სლაიდი ძალით არ ატრიალოთ. ნუ ცდილობთ. ნუ აკეთებთ ამას ძალდატანებით და ზეწოლით.
ეს ხომ ისევ ბრძოლაა! უბრალოდ საკუთარ თავს სადღესასწაულო აზრებით სიამოვნება
მიანიჭეთ. მნიშვნელოვნებაზე უარი თქვით და ბრძოლა შეწყვიტეთ. ბრძოლით ვერაფერს
მოიპოვებთ. თქვენ მხოლოდ იმიტომ აგრძელებთ ბრძოლას, რომ ირგვლივ ყველაფერს
მომატებული მნიშვნელოვნება აქვს. თქვენ ვერ შეძლებთ საკუთარ თავს ფლობის ნება მისცეთ
იმ დროს, როდესაც მზის ქვეშ ადგილის დასამკვიდრებლად მძვინვარედ იბრძვით.

დავუშვათ, თქვენ მტკიცე და დარწმუნებული ხართ, რომ საკუთარს მიიღებთ, ენერგიულად და


დაჟინებით უმტკიცებთ თავს, რომ არჩევანი თქვენზეა. დაჟინებით მოქმედება - ჭარბი
პოტენციალის შექმნას ნიშნავს. სიმტკიცე კი არაა საჭირო, არამედ ყოველდღიური, უდარდელი
გადაწყვეტილება. მოეშვით, ნუ უჭერთ მარწუხებს და უბრალოდ იცოდეთ, რომ თქვენსას
მიიღებთ. კიოსკიდან გაზეთის ამოტანას სიმტკიცე და დაჟინება არ სჭირდება. თუ გაზეთი არ
დაგხვდათ, ეს არ დაგაღონებთ, უბრალოდ სხვა კიოსკში წახვალთ. მოუშვით მარწუხები.

მარწუხების მოშვების მცდელობისას, კიდევ უფრო მაგრად მოუჭერთ. მცდელობა და


ძალისხმევა კიდევ უფრო აძლიერებს ჭარბ პოტენციალს. ძალისხმევის და მარწუხების ჩაჭერის
მიზეზს მნიშვნელოვნება წარმოადგენს. თქვენ ვერ შეძლებთ მარწუხების მოშვებას, თუ მასთან
ბრძოლას დაიწყებთ. უარი თქვით მნიშვნელოვნებაზე, და მარწუხები თავისთავად მოეშვება.

მნიშვნელოვნების დაქვეითებას განზრახვის მიმართულების ისარი შინაგანი სფეროდან გარეგან


სფეროში გადაყავს. ნებისმიერ ზეწოლას მნიშვნელოვნება წარმოქმნის. დაჟინებით
მოქმედებისას, თქვენ შინაგანი განზრახვით მუშაობთ. ნებისყოფის ძალა აუცილებელია,
როდესაც წინაღობების დაძლევაა აუცილებელი. მაგრამ, როგორც ცნობილია, წინაღობები
მნიშვნელოვნების ფუნდამენტზე წარმოიქმნება. როგორც კი მნიშვნელოვნებას დაწევთ,
წინაღობები იფანტება, და ნებისყოფის ძალა მათ დასაძლევად აღარ გესაჭიროებათ. როდესაც
მნიშვნელოვნება ქრება,მოპოვებისგადაწყვეტილება ფლობისგადაწყვეტილებაში გადადის, და
მაშინ გარეგანი განზრახვა იწყებს მოქმედებას.

თქვენ უკვე გაქვთ არჩევანის უფლება. და არაა საჭირო ეს უფლება მოიპოვოთ. თუ თქვენი
არჩევანის უფლების მოპოვება მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, იმედგაცრუებისთვის მოემზადეთ.
თქვენ მტკიცედ გადაწყვიტეთ, ეს კი სიმტკიცეა. კვლავ მარწუხებს უჭერთ. წონასწორული ძალები
უცებ დააცხრობს მგზნებარებას. ქანქარა კი, როგორც კი თქვენს მნიშვნელოვნებას იგრძნობს,
უმალ პროვოკაციებს მოგიწყობთ. თავად დარწმუნდებით, რომ სწორედ ასე მოხდება.

ფლობის უშფოთველი გადაწყვეტილების მოპოვების უშედეგო მცდელობები ნუ შეგაწუხებთ და


გულს ნუ დაგწყვეტთ. ადამიანები ენერგიის არა იმდენად თავად მიზნისკენ, არამედ ქანქარების
საკვებად მიმართვას მიეჩვივნენ. საბოლოოდ სიმტკიცის გადაწყვეტილებისგან გარჩევას
ისწავლით. უბრალოდ ფლობის გადაწყვეტილება - ესაა უშფოთველი და ყოველდღიური
განზრახვა მიიღოთ ის, რაც თქვენ, უპირობოდ, გეკუთვნით.განა სასაცილოდ არ ჟღერს ფრაზა:
„გადავწყვიტე საფოსტო ყუთიდან წერილები ავიღო“? სწორედ ასე მშვიდად და დაჟინების
გარეშე უნდა ისარგებლოთ თქვენი არჩევანის უფლებით.

354
ადამიანებს ცხოვრებაში მუდმივად გამოცდების, კონკურსების, ტესტების და ვარგისიანობაზე
ყოველგვარი შემოწმების ჩაბარება უწევთ. მაგრამ ფლობის გადაწყვეტილება მხოლოდ
თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ თავად ხართ გამომცდელის როლში. ყველა ნიშანი დაიყვანება
იმაზე, რომ ადამიანი ან საკუთარ თავს თვლის უუნაროდ და უღირსად, ან მიზანს განსაზღვრავს
როგორც ძნელად მისაღწევს. ეს ინერციით ხდება, რადგან ამას მიეჩვივნენ. საჭირო კი მხოლოდ
ისაა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, თავს ფლობის ნება მისცეთ. უჩვეულოა, დიახ. აბა მაინც
გაბედეთ და თავს ფლობის ნება მიეცით. დაე ნიუტონის და სხვა ადამიანების ვაშლები მიწაზე
ცვიოდეს. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენს ვაშლებს ცაში ცვენის ნება დართეთ.

თქვენ უსაზღვროდ გსურთ ფლობის გადაწყვეტილების მიღება? უარი თქვით სურვილზე.


საკმარისია სურვება, ისედაც მიიღებთ აუცილებელს. უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, რომ კუთვნილს
იღებთ. იღებთ მშვიდად, მოთხოვნისა და დაჟინების გარეშე. მე ხომ ეს მსურს,მაშ რაშია საქმე? ის
მე მექნება.

გათავისუფლება

ფლობის გადაწყვეტილება განზრახვის თავისუფალი ენერგიით ფორმირდება. საკუთარი


თავისთვის ფლობის ნების მიცემაში ორი რამ გიშლით ხელს. პირველი - ესაა უთანხმოება სულსა
და გონებას შორის. მეორე - ესაა შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვნების ჭარბი პოტენციალები,
რომლებიც თავისუფალ ენერგიას იყენებენ. შეცდომა იქნებოდა დაგვეშვა, რომ ფლობის
გადაწყვეტილება - უბრალოდ ჩვეულებრივი ფიქრებია, როგორიცაა მაგალითად „მსურს და
ავიღებ“. სინამდვილეში ასეთი ფიქრები განზრახვის ენერგიით უნდა იყოს დამუხტული,
წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი გონების ბუტბუტი იქნება და მეტი არაფერი.
თავისთავად, აზრები სულის და გონების ერთიანობიდან უნდა მოედინებოდეს. წინააღმდეგ
შემთხვევაში განზრახვის ენერგიის მოდულაცია სუფთა არ იქნება. თუ თავისუფალი ენერგისს
მნიშვნელოვანი ნაწილი ჭარბი პოტენციალების მიერაა დაკავებული, განზრახვას ძალა არ
ექნება.

ფლობის გადაწყვეტილების მოპოვებასთან დაკავშირებული სიძნელეები იმ ყოყმანის მსგავსია,


რომელსაც ადამიანი ორთვლიან ველოსიპედზე პირველად დაჯდომისას განიცდის. ადამიანმა
იცის, რომ ეს პრინციპში შესაძლებელია, მაგრამ ასევე იცის, რომ უცებ არ გამოუვა. მას ეჭვი
ეპარება საკუთარ უნარებში და იმავე დროს სწავლის სურვილითაა აღსავსე. ადამიანის გონება
მიისწრაფის შესწავლა კონტროლქვეშ მოაქციოს, მაგრამ არ ესმის, როგორ უნდა იმოქმედოს.
ერთდროულად სამი ჭარბი პოტენციალი იქმნება - ეჭვი, სურვილი და კონტროლი, რომლებიც
განზრახვის ენერგიას შთანთქავენ.

გონება წონასწორობის დაცვას ყველანაირად ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის. არც


სულის და გონების ერთიანობაა და არც თავისუფალი ენერგია. მაგრამ რომელიღაც მომენტში
გონების კონტროლი სუსტდება, და ამ დროს სულის და გონების ერთიანობა იბადება იმ
საკითხში, რომ წონასწორობის დაცვაა საჭირო. შედეგად ყველაფერი გამოდის. გონება მაინც
ვერ მიხვდა როგორ კეთდება ეს. მაგრამ სწორედ ამაშია საქმე! გონება ყოველთვის
საშუალებებზე ფიქრობს, ანუ როგორ უნდა იმოქმედოს. ის კონტროლს ამყარებს და სხვადასხვა
ვარიანტებს სცდის. სული არ ფიქრობს - ის უბრალოდ უპირობოდ მზადაა ჰქონდეს. გონებაც

355
მზადაა ჰქონდეს, მაგრამ მხოლოდ ამ პირობით: ეს გასაგებია და რაციონალურია. სულსა და
გონებას შორის უთანხმოება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ გონებას ეჭვი ეპარება მიზნის
მიღწევის რეალურობაში. როგორც კი კონტროლის მარწუხი მოეშვება, გონების შემზღუდავი
პირობები ქრება, და სწორედ მაშინ იბადება სულის და გონების ერთიანობა.

გონება გაოცებით აფიქსირებს ფაქტს, რომ მისი კონტროლი საჭირო არაა. ყველაფერი
თავისთავად გამოდის. თუმცა, მისთვის თავად ფაქტის არსებობაც საკმარისია, თუნდაც წესიერად
არ ესმოდეს, რაშია საქმე. წონასწორობა უბრალოდ ნარჩუნდება, და მორჩა, ამიტომ გონებას
ამასთან შეგუება უწევს. ის კონტროლს ხსნის, რადგან დარწმუნდა, რომ მისი საჭიროება აღარაა.
მცირე პრაქტიკის შემდეგ დანარჩენი ჭარბი პოტენციალებიც ქრება, განზრახვის ენერგია
თავისუფლდება, და ველოსიპედის ტარება პრობლემიდან სიამოვნებად იქცევა.

ამგვარად, ფლობის გადაწყვეტილების მოსაპოვებლად, სულის და გონების ერთიანობის


მიღწევა და ჭარბი პოტენციალებისგან განზრახვის ენერგიის გათავისუფლებაა საჭირო. სულის
და გონების ერთიანობა თქვენი მიზნის გზაზე საჭირო კარის გავლით მიიღწევა. მხოლოდ
საკუთარი ჭეშმარიტი მისწრაფებების გამოვლენა და ამ ამ გზაზე შედგომა რჩება. მხრებიდან
შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვნების უსარგებლო ტვირთის ჩამოგდებით, თქვენ განზრახვის
ენერგიას - ვარიანტთა სივრცეში მამოძრავებელ ძალას - ათავისუფლებთ. ხოლო შინაგანი და
გარეგანი მნიშვნელობის შენარჩუნებით, ენერგიის ოთხოცდაცხრამეტ პროცენტს ჭარბი
პოტენციალების შენარჩუნებაზე ხარჯავთ. საიდან მოვა თავისუფალი ენერგია, თუ მთლიანად
ჭარბ პოტენციალებზე იხარჯება?

მნიშვნელოვნების მოსაცილებლად, ცნობიერად უნდა იმოქმედოთ და გაიაზროთ, რას ანიჭებთ


გადამეტებულ მნიშვნელობას და რა მოსდევს ამას. სამწუხაროდ, მნიშვნელოვნებაზე
ცნობიერად უარის თქმა მენტალურ დონეზე ყოველთვის არ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში ერთი
გზა რჩება - მოქმედება. ჭარბი პოტენციალის ენერგია მოქმედებისას იფანტება. ფიქრებში
მიზნობრივი სლაიდი ატრიალეთ, პროცესის ვიზუალიზაცია შეასრულეთ და მშვიდად გადადგით
ნაბიჯები მიზნის მიმართულებით - სწორედ ეს იქნება თქვენი მოქმედება.

როგორ არ უნდა გეშინოდეთ?- უნდა იპოვოთ დაზღვევა. ყველაზე ძნელად დასაძლევი ჭარბი
პოტენციალი - შიშია. თქვენ საკუთარი თავის იძულებას, არ ეშინოდეს, ვერ შეძლებთ. თუკი
რაიმეს თქვენთვის გადამეტებული მნიშვნელობა აქვს, რაზეც უარის თქმა არ შეგიძლიათ,
მაგალითად სიცოცხლე, კარიერა, სახლი, და თუ მოცემული ღირებულებები საშიშროების ქვეშ
დგას, ასეთ შემთხვევაში პოტენციალის დაგდების ერთადერთი გზა - საფარის, სათადარიგო
ვარიანტის, შემოვლითი გზის პოვნაა.

როგორ არ უნდა ვღელავდეთ და ვშფოთავდეთ? - ვიმოქმედოთ. შფოთვის და მღელვარების


პოტენციალები მოქმედებისას იფანტება. უმოქმედო მღელვარება იქამდე იარსებებს, ვიდრე
აქტიურ ქმედებას არ დაიწყებთ. მოქმედების სახეობას მღელვარების მიზეზთან შეიძლება
არაფერი აკავშირებდეს. საკმარისია რაიმეთი დაკავდეთ, და უმალ იგრძნობთ, რომ
მღელვარებამ შემცირება დაიწყო.

როგორ არ გვსურდეს? - შევეგუოთ შესაძლო დამარცხებას და ვიმოქმედოთ. მოცემული


პოტენციალის მოსპობა ასევე ძნელია, რადგან მიზნის მიღწევის სურვილზე მთლიანად უარის

356
თქმა ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმცა, თუ წინასწარ შევეგუებით დამარცხებას და
სათადარიგო გზას ვიპოვით, მაშინ სურვილის პოტენციალი წონასწორდება. ნებისმიერ
შემთხვევაში სურვილის მოქმედებაში ტრანსფორმირებაა შესაძლებელი. როგორც იცით,
სურვილი - განზრახვის წინამორბედია. როდესაც სურვილი მოქმედების განზრახვაში გადადის,
პოტენციალის ენერგია იფანტება. სურვილის ენერგია განზრახვის ფორმირებას ხმარდება.

როგორ არ უნდა ველოდოთ? - ვიმოქმედოთ. ეს პოტენციალი, განსაზღვრებიდან გამომდინარე,


მოქმედებაში ქარწყლდება. განაქარწყლეთ სურვილები და მოლოდინები ქმედებით.

როგორ ვთქვათ უარი საკუთარ მნიშვნელობაზე? თუ ყველაფერი სწორად გაიგეთ, მოცემულმა


კითხვამ უნდა დაგაბნიოთ. რა თქმა უნდა, ტრანსერფინგი გთავაზობთ არ შეეგუოთ საკუთარ
უმნიშვნელობას, და საკუთარი მნიშვნელობა აქსიომად მიიღოთ. სირთულე მხოლოდ იმაში
მდგომარეობს, რომ თქვენი გონება თავის მნიშვნელობას მხოლოდ იმ შემთხვევაში იგრძნობს,
თუ გარშემომყოფებთა მხრიდან შესაბამისი დამოკიდებულება იქნება. ამის გათვალისწინებით
საკუთარი მნიშვნელობის ამაღლების საიდუმლო იმდენად მარტივია, რამდენადაც მოქმედი.
მხოლოდ საკუთარი მნიშვნელობის გაზრდისკენ მიმართულ მოქმედებებზე უარის თქმაა
საჭირო.

დააკვირდით საკუთარ თავს: რას აკეთებთ, როდის იცავთ საკუთარ მნიშვნელობას? მოითხოვთ
ყურადღებას, პატივისცემას, ამტკიცებთ საკუთარ სიმართლეს, გწყინთ, თავს იცავთ, თავს
იმართლებთ, კონფლიქტში ერთვებით, ქედმაღლობას, უპატივცემულობას ამჟღავნებთ,
პირველობას მიელტვით, სხვა ადამიანის ღირსებას ამცირებთ, სხვის ნაკლს ხაზს უსვამთ,
საკუთარ ღირსებებს წარმოაჩენთ და ა.შ. თუ თანდათანობით აღმოფხვრით საკუთარი
მნიშვნელობის ამაღლების ამ მცდელობებს, გარშემომყოფები ამას გაუცნობიერებლად
იგრძნობენ. რამდენადაც თქვენს მნიშვნელობას არ იცავთ, ე.ი. ის ისედაც მაღალ დონეზეა.
ადამიანები სხვაგვარად მოგეპყრობიან. როგორც კი მეტი პატივისცემით მოპყრობას იგრძნობთ,
თქვენი გონება თავად აღიარებს საკუთარ მნიშვნელობას.თუ თავად აღიარებთ საკუთარ მაღალ
მნიშვნელობას, გარშემომყოფები უმალ დაგეთანხმებიან - ეს აბსოლუტურად ზუსტია. ამგვარად,
მიიღებთ იმას, რაზეც უარი თქვით.

როგორ არ გავღიზიანდეთ? - ეთამაშეთ ქანქარას, დაარღვიეთ მისი თამაშის წესები. უსიამოვნო


ამბებზე ნეგატიურად რეაგირების ჩვევის აღმოფხვრა მხოლოდ ამ მეთოდით შეიძლება. როგორ
უნდა გააკეთოთ ეს, უკვე იცით. მხოლოდ დროზე უნდა გაიხსენოთ, რომ ეს თამაშია, და
მხიარულად დაარღვიოთ მისი წესები, ანუ არაადექვატური რეაქციით უპასუხოთ. სასიამოვნო
სიახლეზე ან გარემოებაზე რეაქცია არა ზარმაცად, არამედ სიხარულით, ხაზგასმული
ენთუზიაზმით უნდა გამოხატოთ. ამ შემთხვევაში თქვენი გამოსხივება წარმატების ტალღაზე
ტრანსლირდება. ქანქარები უსიამოვნებებს გიწყობენ, რათა წონასწორობიდან გამოგიყვანონ და
ნეგატიური ენერგია მიიღონ. არაადექვატურად რეაგირებით, ქანქარას რიტმს ურევთ, და ის
ხელცარიელი რჩება. ითამაშეთ ეს თამაში, ეს ძალზე საინტერესოა.

როგორ მოვიცილოთ დანაშაულის გრძნობა? - შევეშვათ თავის მართლებას. როგორც უკვე


ვთქვი, სამსჯავროზე საკუთარ თავს თავად აჩერებთ. თავად ხართ ბრალმდებელი, ადვოკატი და
განსასჯელი, მანიპულატორები კი ამით სარგებლობენ. დატოვეთ სასამართლოს შენობა,
ვერავინ შეგაჩერებთ. პროცესის მოსასმენად ჩვეულებისამებრ იქ შეკრებილები ცოტა ხანს

357
მოიცდიან და დაიშლებიან, რადგან განსასჯელი არ არის. აი ამგვარად თქვენი „საქმე“ თანდათან
დაიხურება. ვერანაირი სხვა მეთოდით დანაშაულის გრძნობისგან ვერ გათავისუფლდებით.

როგორ გავუმკლავდეთ წყენას და აღშფოთებას?ისინი აღარ გექნებათ, თუ დანაშაულის


გრძნობისგან გათავისუფლდებით და თქვენს მნიშვნელობას მიიღებთ. შეწყვიტეთ თქვენი
ბრძოლა და იმოძრავეთ დინების მიმართულებით. მაგრამ შეიძლება შეიქმნას სიტუაცია,
როდესაც თქვენ მოძრაობთ დინების მიმართულებით, მაგრამ ვიღაც ხელს გტაცებთ და უკან
გექაჩებათ. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

მაგალითად, თუ რაიმეს კეთება იცით, ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გამოსავალი იპოვოთ. თუმცა
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ პრობლემების პოვნა ეხერხებათ. ისინი
პრობლემებს გამოჩხრეკენ და მოზეიმე იერით საკუთარ მიღწევად წარმოაჩენენ. ასეთი
ადამიანები გულწრფელად დარწმუნებულები არიან, რომ სხვები უბრალოდ ვალდებული
არიან, მათ საპასუხოდ გამოსავალი შესთავაზონ. ჰოდა, თუ თქვენ გამოსავალის ძებნას იწყებთ,
თქვენს გარშემო უსაქმურთა ლაშქარი შეიკრიბება. ერთნი გაკრიტიკებენ, მეორენი ახალ
პრობლემებს ეძებენ, მესამენი რჩევებს გაძლევენ, მეოთხენი კი მბრძანებლობენ და მოითხოვენ.
რამდენიც არ უნდა ეცადოთ დინების მიმართულებით მოძრაობას, ყოველნაირად გიშლიან
ხელს. ბუნებრივია, ეს წყენას და აღშფოთებას იწვევს.

რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ წყენას და აღშფოთებას ვერ უმკლავდებით? - უბრალოდ საკუთარ


თავს ამ სისუსტის ნება უნდა დართოთ. უარესი იქნება, თუ გადამეტებულ მნიშვნელობას
მიანიჭებთ მნიშვნელოვნების ნულამდე დაყვანის აუცილებლობას. ვისთვის მუშაობთ?
„ბიძისთვის“? ასეთ შემთხვევაში უცილობლად და გამუდმებით წყენის და აღშფოთების განცდა
მოგიწევთ. გამოდით თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, მაშინ დროთა განმავლობაში, მხოლოდ
საკუთარი თავისთვის იმუშავებთ. მანამდე კი თავს ხანდახან ჩავარდნის და ჭარბი
პოტენციალების შექმნის ნება მიეცით. ნუ აიძულებთ საკუთარ თავს ყოველთვის გაიმარჯვოს.

ამრიგად, საკუთარ ჭარბ პოტენციალებთან ბრძოლის მაგივრად, დაწმენდილი განზრახვის


ჩარჩოებში მოქმედებაა აუცილებელი.განზრახვა კი მოძრაობის პროცესში იწმინდება. როგორც
ხედავთ, ფლობის გადაწყვეტილება მიიღწევა არა უბრალო თეორიული სავარჯიშოებით,
არამედ კონკრეტული მოქმედებებით. როგორმე მიზნის მიმართულებით ფეხის გადადგმა
დაიწყეთ. თქვენი მოქმედებები ეფექტიანობას მოძრაობის პროცესში შეიძენს.

ფლობის გადაწყვეტილება სამ სტადიას გადის. პირველი სტადია - უჩვეულო სიტუაციით


გამოწვეული შებოჭილობაა: „ნუთუ ეს ყველაფერი ჩემთვისაა?“ როდესაც გონებაში მიზნობრივ
სლაიდს ატრიალებთ, ბოლომდე ვერ ეგუებით აზრს, რომ ეს შესაძლებელია. მეორე სტადია -
აღფრთოვანებაა, რაც უწონობის შეგრძნებას წააგავს. რომელიღაც მომენტში იგრძნობთ,
როგორ გაქრა შებოჭილობა, მიზანი თქვენი კომფორტის ზონაში მიიღეთ და აღფრთოვანდით,
რადგან მიზანი უეცრად სრულიად რეალურად მოგეჩვენათ. უწონობის შეგრძნებას ასევე
სრულიად რეალური საფუძველი გააჩნია. ეს განზრახვის ენერგია თავისუფლდება ჭარბი
პოტენციალებისგან. თქვენ სწორედ მას გრძნობთ.

და ბოლოს, დროთა განმავლობაში ფლობის გადაწყვეტილება მესამე სტადიაში -


ყოველდღიურობაში - გადადის. თქვენ გამუდმებით ატრიალებთ გონებაში მიზნობრივ სლაიდს,

358
მას ერგებით, და თანდათან ყველაფერი, რაც სლაიდზე გაქვთ, თქვენთვის ჩვეულებრივი ხდება.
სლაიდი მნიშვნელოვნების ფირზეა აღბეჭდილი. მანამ, სანამ თქვენ გსურთ, ეჭვობთ და
საშუალებებზე ფიქრობთ, ფლობის გადაწყვეტილება არამყარ საფუძველზე დგას. როგორც კი
მნიშვნელოვნება ქრება, ფლობის გადაწყვეტილება ძალას იკრებს. ამასთან მთავარია
მოქმედების გადაწყვეტილება, ანუ მიზნის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის განზრახვა არ
გაგეფანტოთ. თუ სამივე სტადია გაიარეთ, ე.ი. სწორ გზაზე დგახართ.

და ბოლოს, როგორ არ დაგვამძიმოს პრობლემებმა?


ნებისმიერ შემთხვევაში ამა თუ იმ ხარისხით გამუდმებით რაღაც გვრთგუნავს. ძალზე ძნელია, აი
ასე, ავიღოთ და უარი ვთქვათ ნებისმიერ მნიშვნელოვნებაზე. ასეთი შემთხვევისთვის
ტრანსერფინგში ერთი საინტერესო და ძალზე ძლიერი მეთოდი არსებობს - განზრახვის
კოორდინაცია.

განზრახვის კოორდინაცია

ადამიანი თავს გარემოებათა ტყვედ აღიქვამს, მას ეჩვენება, რომ მასზე ცოტა რამაა
დამოკიდებული. ხანდახან გაუმართლებს, და გარკვეული დროით წარმატების ტალღაზე
დაფრინავს. ხანდახან ისიც ეჩვენება, რომ იღბალი მის ხელთაა, გადამწყვეტად უნდა
იმოქმედოს, და ის აქტიურად ბრძოლას იწყებს. მაგრამ, მიუხედავად ყველა მცდელობისა,
გამარჯვებას ხშირად დაუნდობლად მოსდევს მარცხი.

თითქოს ადამიანები მიუყვებიან გზას, რომლის ნაპირებზეც მაღალი გორაკები და ღრმა


ორმოებია ჩამწკრივებული. მტკიცე და თავდაჯერებული ადამიანები გამუდმებით გადადიან
სწორი გზიდან და რატომღაც გორაკებზე აძრომას იწყებენ. იქ მაცდუნებლად ბრწყინავს
ქანქარების მიერ დატოვებული ნაირ-ნაირი ჯილდო. წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად
ხანდახან ჯილდოს მოპოვება შესაძლებელი ხდება, მაგრამ უფრო ხშირად ეს მარცხით
მთავრდება. ნებისმიერ შემთხვევაში, გორაკზე აღმოჩენისას, წონასწორული ძალების ქარით
მოცელილი ადამიანი ქვასავით მოგორავს ქვევით. და ადამიანი კვლავ უმწეოდ გრძნობს თავს,
მას კვლავ ეჩვენება, რომ მასზე ბევრი არაა დამოკიდებული.

მეორე ტიპის, ნეგატივისტი ადამიანები თვლიან, რომ მათზე საერთოდ არაფერია


დამოკიდებული, და ამჯობინებენ უნებისყოფოდ იფართხალონ ყველაზე უარესი მოლოდინების
ორმოში. ყველაზე უარესი მოლოდინები დაუყოვნებლივ რეალიზდება. ნეგატივისტები
საკუთარი უსუსრობისგან უბრალოდ კი არ იტანჯებიან, ისინი თავიანთ ბედს ინფანტილურად
სხვას გადასცემენ. ასე ვთქვათ, ყველაფერი ღვთის ნებაა. ისინი არც ვარიანტთა დინების
მიმართულებით მოძრაობენ, არც ეწინააღმდეგებიან, არამედ უბრალოდ ფართხალებენ,
უკმაყოფილებას გამოხატავენ და მათ ირგვლივ ენერგეტიკულ ატმოსფეროს წამლავენ.
ერთადერთი, რაც მათ კარგად გამოსდით, - ესაა ყველაზე უარესი მოლოდინების რეალიზაცია.
ამიტომ ნეგატივისტები მხოლოდ აქ პოულობენ შვებას: რაღაცაში ხომ მაინც არიან მართლები.
ერთადერთი, რისი გაკეთებაც უზადოდ ისწავლეს, - თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულების
დადასტურების ძებნა და პოვნაა.

359
ასეთი ადამიანები ნეგატივში სადომაზოხისტურ სიამოვნებას პოულობენ. მათ ნებისმიერი
წვრილმანის ტრაგედიად ქცევა შეუძლიათ. მათი კრედოა: „ცხოვრება საზიზღრობაა, და
დღითიდღე უარესი ხდება“. ეს მათი არჩევანია, და ნეგატივისტები ყველაფერში ამ აზრის
დადასტურებას ეძებენ და პოულობენ. აი, ამგვარი ტანჯულები არიან, და მაინც მათ განსჯიან და
სჯიან, ასეთი მძიმე ხვედრი ერგოთ ამ წამებულებს. ისინი ფაქტობრივად ნეგატივში ბანაობენ და
ამაში სიამოვნებას პოულობენ. და იცით, რატომ? იმიტომ რომ ნეგატივი - ერთადერთია, რასაც
გარე სამყარო ეთანხმება და მის შემხვედრად მოემართება. ისინი თავდაჯერების საყრდენს
პოულობენ იმაში, რომ მათი ყველაზე უარესი მოლოდინები მართლდება.

ზოგჯერ ნეგატივისტი შემთხვევით აღმოჩნდება წარმატების ტალღაზე. გარკვეული დროის


განმავლობაში ის კმაყოფილია და ხარობს. მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება, რადგან ის
ჩვეული შავი ზოლის მოსაძებნად თავის ტრიალს და აქეთ-იქით ყურებას მალევე იწყებს.
როგორ, ყველაფერი კარგი ხომ უცებ მთავრდება, იღბალი ხომ - არანორმალურია,
არაბუნებრივია! ნეგატივისტი გაძლიერებულად იწყებს ძებნას, რომ როგორმე ისევ შავ ზოლს
ჩაეჭიდოს, რათა კვლავ მისთვის ჩვეულ თხრილში აღმოჩნდეს, სადაც ყველაფერი ცუდადაა,
მაგრამ წინასწარგანჭვრეტადია. ის ფიქრობს, საით მიმართოს თავისი უკმაყოფილება,
უარყოფით ამბებს უსმენს, პრეტენზიებს, ბრალდებებს, მოთხოვნებს გამოთქვამს. ხოლო თუ
მოთხოვნის საშუალება არ აქვს, მაშინ მსხვერპლის როლს ირგებს, რომელიც ყველამ უნდა
დაამშვიდოს და ანუგეშოს.

თვითგვემით ტკბობის ჩვევისგან ნეგატივისტის გადაჩვევა ძალზე რთულია. ეს მძიმე შემთხვევაა.


მთელი უბედურება იმაშია, რომ ის მარტო საკუთარ თავს არ უწამლავს ცხოვრებას. საკუთარი
სამყაროს ნიშის ტრანსფორმაციით, ნეგატივისტი თავის საცოდავ ჯოჯოხეთში ახლობლებსაც
ექაჩება, რომელთა ნიშების მის ნიშაზე ზედდება ხდება. მაგრამ აი, როგორი პარადოქსია.
მიუხედავად იმისა, რომ ნეგატივისტი უსუსური ჩანს, მას დიდი ძალა აქვს და ამ ძალას სრულად
იყენებს. მისი ძალა იმ მყარ შეხედულებას ეფუძნება, რომ ცხოვრება საზიზღრობაა და
დღითიდღე უარესდება. მყარი შეხედულება სხვა არაფერია, თუ არა ფლობის გადაწყვეტილება,
ამიტომ ნეგატივისტის არჩევანი წარმატებით რეალიზდება. ნეგატივისტი ნამდვილად აკეთებს
არჩევანს, და სამყაროც ნამდვილად მიდის მის შესახვედრად.

გამოდის, რომ ადამიანი არაა უსუსური და მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ყველაზე უარესი
მოლოდინების რეალიზაცია ადასტურებს, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია მოვლენათა
მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა. სცენარის განსაზღვრა მხოლოდ სიზმარში კი არა, ცხადშიც
შეუძლია. იქნებ, ამისთვის ნეგატიური ორიენტაციის პოზიტიურით შეცვლაც საკმარისია?
„ცხოვრება მშვენიერია, და დღითიდღე უკეთესდება“. მაგრამ, ამ ლოზუნგის ატაცებით, ადამიანი
ღრუბლებში იწყებს ფრენას. საკმარისია წამით მაინც დაეჭვდეს და ფეხქვეშ შიშით დაიხედოს,
რომ უმალ ჩამოვარდება.

ნეგატიური განწყობა ასე გამძლე იმიტომაა, რომ ადამიანი დაბადებიდანვე რწმუნდება: სამყარო
მის მიმართ არამეგობრულადაა განწყობილი. პატარა ადამიანი დაბადებისთანავე უზარმაზარი
ძალის აგრესიულ ზემოქმედებას განიცდის. ის თავისთვის იჯდა მუცელში, იყო იქ წყნარად,
თბილად და მშვიდად. მაგრამ აი, საწყალ ადამიანს იმ კომფორტიდან უხეშად აგდებენ. მას
დედის ყვირილი ესმის და , შესაძლოა, აცნობიერებს, რომ თავადაა მისი ტანჯვის მიზეზი. და აი,
დანაშაულის კომპლექსის საფუძველი ჩაყრილია. კაშკაშა სინათლე თვალს ჭრის. სურს,

360
თვალები დახუჭოს და არაფერი დაინახოს. ნოტიო სითბოს გამჭოლი მშრალი სიცივე ცვლის.
უნდა, რომ მოიგორგლოს და მთელ ამ საშინელებას დაემალოს. მაგრამ აი, დაყოვნების გარეშე
გადაჭრეს ჭიპლარი და ამგვარად უხეშად გაწყვიტეს სიცოცხლის წყაროსთან ერთადერთი
კავშირი. ადამიანი უკვე სასიკვდილო შოკშია. ის იხრჩობა, მაგრამ ჯერ არ იცის, რომ უნდა
ისუნთქოს. მას ზურგზე ურტყამენ და უკვე სიცოცხლეში აყენებენ ტრავმას. მის ფილტვებში
მჭრელი სამართებელივით შეიჭრება ჰაერი. სუნთქვა მტკივნეულია, მაგრამ სხვა გზა არაა.

მკაცრი პირობებია წამოყენებული: ან სიცოცხლისთვის იბრძოლე, ან მოკვდი. უცოდველი და


სუფთა გონება პირველ გაკვეთილს ითვისებს: არსებობისთვის ბრძოლა ამ სამყაროს
განუყოფელი ნაწილია. ადამიანს სტკივა და ძალიან ეშინია, მაგრამ აი, ბოლოს, ამ
ყველაფერთან ერთად, მას დედას აცილებენ და მაგარ ყუთში ათავსებენ. ძალაგამოცლილი, ის
ცდილობს, ამ სამყაროს სიზმრებში დაემალოს.

ასე ხდება ამ სამყაროსთან პირველი შეხვედრა. შიში, მარტოობა, სასოწარკვეთილება, წყენა,


სიბრაზე და სრული უსუსურობა. ეს პირველი გაკვეთილებია, რომლებიც გონების სუფთა
ფურცელზე სასტიკად და ულმობლად აღიბეჭდება. ქანქარებისთვის აუცილებელი პროგრამა
ფორმირებულია. გასაკვირი არ არის, რომ დაბადების ასეთი შოკური პრაქტიკა დღეისთვის
ფართოდ არის გავრცელებული და სრულიად ცივილიზებულად ითვლება. იშვიათად თუ მოუვა
ადამიანს გონებაში, რომ მსგავსი დაბადება სრულიად კოშმარულ შოკს წარმოადგენს,
რომელიც ადამიანის ქვეცნობიერში ღრმა სამუდამო იარას ტოვებს. არცერთი არსება
ცხოველთა სამყაროში მსგავსს არაფერს განიცდის დაბადებისას. მხოლოდ ერთეულ და
ძვირადღირებულ კლინიკებში შეიძლება „ადამიანურად“ დაბადება.

ადამიანები ქანქარათა სამყაროს პირველ სასტიკ გაკვეთილებს ძალზე კარგად ითვისებენ,


შემდგომი ცხოვრების განმავლობაში კი მათი სულ უფრო მეტად განმტკიცება ხდება. ერთხელაც
პატარა დედას ხელს გაუშვებს და სიხარულით და მიმნდობი გამბედაობით ცხოვრებასთან
შესახვედრად გარბის. მაგრამ ქანქარათა სამყარო აჩვენებს, რომ ის სულაც არაა უსაფრთხო, და
აი, ბახ - პატარა დავარდა. დედა კი უკვე ნერვიულობს, მისი შვილი მანქანას არ შეუვარდეს
ბორბლებში. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ გიჩვენოთ, რამდენად მტკიცედაა ადამიანში
ფესვგადგმული ნეგატივისადმი წინასწარგანწყობა. პოზიტივიზმის კეთილ განზრახვებს კი
ხშირად მოყვება ის, რომ ადამიანი ან ღრუბლებში აფრინდება და ოცნების კოშკებს აშენებს, ან
მთელ ძალებს იკრებს მიწიერი ბარიერების დასალაშქრად.

რა უნდა გააკეთოთ, რათა კოორდინაცია დაიცვათ და სწორი გზით იაროთ, ისე რომ არც
ორმოებში იბორძიკოთ და არც წინაღობებზე იძრომიალოთ? იქნებ მნიშვნელოვნების მოცილება
და ვარიანტთა დინების მიმართულებით ცნობიერი მოძრაობაა საჭირო? დიახ, სწორედ ესაა
საჭირო. მაგრამ ამის გაკეთება საკმაოდ ძნელია, რადგან მნიშვნელოვნებისგან სრულად
გათავისუფლება შეუძლებელია, ხოლო დინების მიმართულებით სვლას აფორიაქებული
გონება უშლის ხელს, რომელიც დინების გაკონტროლებას ცდილობს, და იმავე დროს
ზეზეულად სძინავს.

და მაინც, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, თანაც მარტივი, როგორც ყველაფერი


გენიალური. გონების ყველაფრის გაკონტროლების ჩვევა უნდა გამოიყენოთ და მას ახალი
თამაში შესთავაზოთ. ამ თამაშის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი არასასიამოვნო

361
გარემოებისას გაიღვიძოთ, ცნობიერად შეაფასოთ მნიშვნელოვნება და შეცვალოთ თქვენი
დამოკიდებულება. თქვენ თავად დარწმუნდებით, ასეთი თამაში თქვენს გონებას მოეწონება.
თამაშის პრინციპები უკვე განვიხილეთ - თიხის ტიკინასთან სახალისო შერკინება. მაგრამ ეს ჯერ
კიდევ ყველაფერი არაა. ახლა თქვენ კოორდინაციის მთავარ პრინციპს გაიგებთ. ამ პრინციპით
ხელმძღვანელობით ისეთივე წარმატების მიღწევას შეძლებთ პოზიტიურში, რასაც
ნეგატივისტები აღწევენ თავის ყველაზე უარეს მოლოდინებში. ის კი ამგვარად ჟღერს. თუ თქვენ
განიზრახავთ, სცენარში ერთი შეხედვით ნეგატიური ცვლილება განიხილოთ როგორც
პოზიტიური, მაშინ ყველაფერი სწორედ ასე იქნება.

აბსურდულად თუ არა, ძალზე დამაჯერებლადაც არ ჟღერს, ხომ მართალია? რა შეიძლება იყოს


პოზიტიური აშკარა დამარცხებაში და რა არის კარგი უბედურებაში? და მაინც, ეს პრინციპი
მუშაობს სრულიად უზადოდ. არც ახლა მოგიწოდებთ, რომ დაიჯეროთ. უბრალოდ ადექით და
შეამოწმეთ. თუმცა, გონებისთვის ახსნაც მოიპოვება.

როგორც იცით, მთელი სამყარო დუალიზმის პრინციპზეა აგებული: ყველაფერს აქვს


საპირისპირო მხარე. არის სინათლე და არის სიბნელე, არის შავი და არის თეთრი, დადებითი
და უარყოფითი, სავსე და ცარიელი და ა.შ. ნებისმიერი წონასწორობა ბუნებაში შეიძლება ან
ერთ, ან მეორე მხარეს გადაიხაროს. როდესაც მორზე მიდიხართ და გადაიხრებით, მეორე
მხარეს ხელს მაღლა სწევთ, რომ გადახრა დააკომპენსიროთ. ცხოვრების ხაზზე ყოველ
მოვლენას ასევე ორი განშტოება აქვს - სასარგებლო და საზიანო მხარე. ყოველთვის, ამა თუ იმ
მოვლენასთან შეხვედრისას, ირჩევთ, რა დამოკიდებულება გქონდეთ მის მიმართ. თუ
მოვლენას განიხილავთ როგორც პოზიტიურს, ცხოვრების ხაზის სასარგებლო განშტოებაზე
ხვდებით. თუმცა ნეგატივიზმისკენ მიდრეკილება აიძულებს ადამიანს გამოხატოს უკმაყოფილება
და საზიანო განშტოება აირჩიოს.

ადამიანი დილიდანვე უმცირესი მიზეზით ღიზიანდება, შემდეგ კიდევ, და ამგვარად მთელი დღე
უსიმოვნებათა უწყვეტ ჯაჭვად იქცევა. თავადაც მშვენივრად იცით, რომ წვრილმანებშიც კი,
საკმარისია წონასწორობა დაკარგოთ, რასაც უმალ ნეგატიური სცენარის დრამატული
განვითარება მოჰყვება. როგორც კი რაიმე მიზეზით გაღიზიანდებით, მას კვალად ახალი
უსიამოვნება მოსდევს. ჰოდა, გამოდის, რომ „ერთ უბედურებას ყოველთვის მეორე მოსდევს“.
მაგრამ უსიამოვნებათა რიგი არა თავად უბედურებას მოსდევს, არამედ მასთან თქვენს
დამოკიდებულებას. კანონზომიერება ფორმირდება არჩევანით, რომელსაც თქვენ
გზაჯვარედინზე აკეთებთ. თქვენ რომელიღაც წვრილმანმა გაგაღიზიანათ, და უკვე საზიანო
განშტოების სიხშირეზე ასხივებთ. ამასთან ნეგატიური დამოკიდებულება დაძაბულობის
პოტენციალს ქმნის, რომელიც შთანთქავს თქვენი განზრახვის ენერგიის ნაწილს, თქვენ
ეფექტიანად უკვე ვეღარ მოქმედებთ და აი, ახალ, უფრო დიდ უსიამოვნებას ხვდებით.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ცხოვრების განმავლობაში საით მიყავხართ ნეგატიური
განშტოებების აი ამგვარ რიგს! ამიტომაც ხდება თაობათა ცვლა.

ახლა კი სხვა სცენარი წარმოიდგინეთ. რაღაც უსიამოვნო გარემოებას შეეჯახეთ. შეაყოვნეთ


თქვენი ნეგატიური დამოკიდებულების ფორმირება და ხამანწკივით პრიმიტიული რეაგირება.
უთხარით საკუთარ თავს: „სდექ! ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ თიხის ტიკინასთან თამაშია! ჰოდა
მოდი, ტიკინავ, ვითამაშოთ“. მიუხედავად ყველაფრისა, პოზიტიურად განეწყვეთ და თავი ისე

362
მოაჩვენეთ, თითქოს ეს მოვლენა გახარებთ. უმიზეზოდ ხომ არ გაჩნდებოდა გამოთქმა „ზოგი
ჭირი მარგებელიაო“.

შეეცადეთ, უსიამოვნო მოვლენაში პოზიტიური მარცვალი მოძებნოთ. თუ ვერაფერს იპოვით,


მაინც გაიხარეთ. „იდიოტურ“ ჩვევად გაიხადეთ მარცხით სიხარული. ეს გაცილებით მხიარული
იქნება, ვიდრე ნებისმიერი მიზეზით გაღიზიანება და წუწუნი. თქვენ დარწმუნდებით, რომ
უმრავლეს შემთხვევებში თქვენი საფიქრალი ნამდვილად გეხმარებათ. ასეც რომ არ იყოს,
შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ: თქვენი პოზიტიური დამოკიდებულების
წყალობით, სასარგებლო განშტოებაზე აღმოჩნდით და სხვა უსიამოვნებები თავიდან აიცილეთ.

საერთოდ, უსიამოვნებები - ყოველთვის ნორმის დარღვევაა. ისინი მხოლოდ თქვენ არ


გაწყობთ, რადგან ძლიერი გადახრაა წონასწორობიდან და ენერგიის დამატებით ხარჯს
მოითხოვს. ამ ენერგიას ისევ თქვენ ხარჯავთ, როდესაც საკუთარ თავს წინაღობას უქმნით,
შემდეგ კი გადალახავთ მათ. პირიქით, წარმატება, როდესაც კმაყოფილი ხართ, ნორმას
წარმოადგენს. უკმაყოფილო კი ჩვეულებრივ მაშინ ხართ, როდესაც თქვენი სცენარიდან
გადახრას ხვდებით. როგორც კი გონება მის მიერ მიღებული სცენარის დარღვევას შეამჩნევს, ამ
ცვლილებას უმალ ნეგატიური კუთხით განიხილავს, ამიტომ შესაბამის დამოკიდებულებას
ამჟღავნებს და საკუთარი გაგებით სიტუაციის გაკონტროლებისკენ მიისწრაფის.

ასე რომ, თქვენს გონებას ახალი თამაშის წესები აუხსენით. უთხარით მას: ის ძველებურად
გააკონტროლებს, უბრალოდ ახლა ამ კონტროლის ფუნქცია ნებისმიერი მოვლენის
პოზიტიურად აღქმაში მდგომარეობს. გაააქტიურეთ მეთვალყურე პიესის დასაწყისშივე,
მაგალითად, დღის დასაწყისში. ჩვეულებრივ, თქვენ დაახლოებით წარმოდგენილი გაქვთ,
როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. იმ მომენტში, როდესაც სცენარი თქვენს თვალწინ
იცვლება, აუცილებელია ცვლილებების მიღება, მათზე დათანხმება. თქვენ ხომ მოვლენას
ნეგატიურად მხოლოდ იმიტომ აღიქვამთ, რომ ის თქვენს სცენარში არ ჯდება. თავი მოიკატუნეთ,
თითქოს სწორედ ეს გჭირდებოდათ.

ამგვარად, სცენარში ცვლილებების შეტანის მოსრიალე და დინამიური კონტროლიიქმნება.


თქვენ არ ჩქარობთ უკმაყოფილების გამოხატვას და სიტუაციასთან ბრძოლას, რადგან პიესის
მიმდინარეობისას მიიღეთ სცენარში ცვლილება. სცენარის გაკონტროლებაზე უარის თქმით,
თქვენ მას მიიღებთ. კონტროლი არა ვარიანტთა დინებასთან ბრძოლისკენ, არამედ მისი
მიყოლისკენ იქნება მიმართული.

კოორდინაციის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ერთდროულად მარწუხებსაც მოვუშვათ


და სიტუაციის სადავეები ხელში ავიღოთ. როდესაც გონება მარწუხებს უჭერს, ის სიტუაციას
ვარიანტთა დინების მიმართულებით განვითარების ნებას არ აძლევს. სცენარში ნებისმიერი
ცვლილების აუცილებლობად მიღების შემთხვევაში, თქვენი კონტროლის განხორციელებაზე
უარს ამბობთ. ეს კონტროლზე უარის თქმას, და იმავდროულად საკუთარი დამოკიდებულების,
და შესაბამისად სიტუაციის კონტროლქვეშ ქონას ნიშნავს.

საბოლოო ჯამში თქვენ მხოლოდ პრობლემებისგან თავის დაღწევა და ისე ცხოვრება გნებავთ,
რომ ყველაფერი იღბლიანად აეწყოს. ასეც იქნება, თუ კოორდინაციის პრინციპის გამოყენებას
დაიწყებთ. ეს უფრო ეფექტიანიცაა, ვიდრე მოვლენებზე თქვენი გარეგანი განზრახვით

363
ზემოქმედებას ეცადოთ. საქმე იმაშია, რომ გონებას, როგორც უკვე ითქვა, ყველა ნაბიჯის
წინასწარ იდეალურად გამოთვლა არ ძალუძს. თქვენ ხომ მარტო არ ცხოვრობთ ამ სამყაროში.
თქვენი სამყაროს ნიშა ბევრი სხვა ადამიანი ნიშასთან იკვეთება, და ისინიც გამუდმებით რაღაცას
ცდილობენ. მაგრამ გონებას მოვლენების წინასწარ განჭვრეტა არც ესაჭიროება. საჭიროა
მხოლოდ მიზნობრივი სლაიდის ტრიალი და კოორდინაციის პრინციპების მიყოლა. ასეთ
შემთხვევაში გარეგანი განზრახვა წარმატებით მიგიყვანთ მიზანთან.

უნდა აღინიშნოს, რომ კოორდინაცია პრაქტიკით გამომუშავდება. თუ თქვენ უბრალოდ


თეორიულად გაიგეთ კორდინაციის პრინციპი, ეს ჯერ კიდევ არაა საკმარისი. ამ უნარის
გამუდმებით განვითარება და დახვეწაა საჭირო. თქვენმა მეთვალყურემ გამუდმებით უნდა
იმუშაოს. ნუ გამოგეპარებათ მომენტი, როდესაც თქვენთვის შეუმჩნევლად ჩაგითრევენ ნეგატიურ
თამაშსი.

კოორდინაცია - ყველაზე ეფექტიანი მეთოდია ვარიანტთა სივრცეში სამოძრაოდ. თქვენ ყოველ


მოვლენას პოზიტიურად აღიქვამთ და ამგვარად ყოველთვის სასარგებლო განშტოებაზე
გადიხართ, უფრო ხშირად ხვდებით წარმატების ტალღას. მაგრამ ნუ იფრენთ ღრუბლებში,
რადგან განზრახვით და ცნობიერად მოქმედებთ. ამგვარად, თქვენ ბალანსს ინარჩუნებთ
წარმატების ტალღაზე. ამაში მდგომარეობს ტრანსერფინგის ძირითადი არსი.

ვაშლები ცაში ცვივა

როგორც წმიდა წერილშია ნათქვამი: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ“ (მათე 9.29). და ეს
მართლაც ასეა. თქვენ ყოველთვის მხოლოდ იმას იღებთ, რისი ფლობისთვისაც მზად ხართ.
გარეგანი განზრახვა უზადოდ ასრულებს თქვენს შეკვეთას. გაქვთ ის, რაც გაქვთ, თქვენი
მსოფლმხედველობის და ამ სამყაროში საკუთარი ადგილის შაბლონის შესაბამისად. ახლა
თქვენთვის ტრანსერფინგის ყველა ძირითადი პრინციპი ცნობილია, ასე რომ შეგიძლიათ
მართოთ თქვენი ბედი საკუთარი არჩევანისშესაბამისად. თქვენი ბედის ფორმირება პირადი
არჩევანის და რწმენის შესაბამისად მოხდება.

როგორ უნდა აირჩიოთ, უკვე იცით. ამ კითხვაზე პასუხის გაცემაღა რჩება: როგორ დავიჯეროთ
ეს ყველაფერი? უკვე გითხარით, რომ გონების დარწმუნებას მანამ ვერ შეძლებთ, ვიდრე ის
ფაქტის წინაშე არ დადგება. გონებამ შეიძლება თავი მოიკატუნოს. მას ასევე შეუძლია ბრმად და
ფანატიკურად ირწმუნოს, მაგრამ ეს ძალზე ძლიერ ჭარბ პოტენციალზე დაფუძნებული ყალბი
რწმენაა. ესაა, როდესაც თავად დარწმუნებულობას ენიჭება გადამეტებული მნიშვნელობა.
გონება იმდენად დაბინდულია ფანატიზმით, რომ ვერაფერს ხედავს და არაფერი ესმის. მან
სულიც და საკუთარი თავიც ნაჭუჭში ჩაკეტა, ამიტომ ასეთი რწმენა ბრმაა.

ყალბი რწმენის აფრა შინაგანი განზრახვის ქარით არასდროს გაიბერება. ყალბი რწმენა -
ქანქარის ხაფანგია თავდაუჯერებლობის ლაბირინთში. თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ
ლაბირინთს თავი დააღწიეთ, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ ილუზიაა. სულის სიღრმეში
მაინც ეჭვი შეგეპარებათ, ისე რომ ამას ვერც კი შეამჩნევთ, რადგან ეჭვებისგან დასაცავად
რწმენის ზღუდე აღმართეთ.

364
როგორ გავარჩიოთ ყალბი რწმენა ჭეშმარიტისგან? ჭეშმარიტი რწმენა - ეს უკვე არა რწმენა,
არამედ ცოდნაა. თუ საკუთარ თავს აჯერებთ, უმტკიცებთ - არ აქვს მნიშვნელობა, როგორ,
ენთუზიაზმით თუ იძულებით - ეს ნიშნავს, რომ რწმენა ყალბია. ცოდნა დაჯერებით კი არ
ფორმირდება, არამედ ფაქტებით. როდესაც თქვენი გონება ფაქტის წინაშე დგება, თქვენ უკვე
უბრალოდ იცით. ყალბი რწმენა გონების კონტროლზე დგას. ლაბირინთის ილუზორულ ოთახში
მყოფი გონება აკონტროლებს, რომ იქ დაეჭვების ნასახიც არ გაჭაჭანდეს. თუ გონებას სურს
იმედოვნებდეს, მას არაფრის გაგონება არ უნდა.

არასდროს დაარწმუნოთ საკუთარი თავი და ნუ ცდილობთ გწამდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში


ყალბ რწმენას ვერ აცდებით, რომელიც ჭეშმარიტად გეჩვენებათ. ილუზია გამოვლინდება მაშინ,
როდესაც დილის ვარსკვლავთა შრიალის მოსმენას იწყებთ. გონების კონტროლი შეწყვიტეთ და
ის სულიერი დისკომფორტის უმცირესი ნიშნების გაცნობიერებაზე გადართეთ. თუ
დისკომფორტს აღმოაჩენთ, მეტად ნუღარ ეცდებით საკუთარი თავის დარწმუნებას და
დაყოლიებას. როდესაც სულის და გონების ერთიანობა შედგება, საკუთარი თავის დაყოლიება
აღარ დაგჭირდებათ.

აფირმაციებით თავის მოჯადოება უსარგებლოა. იმის გამო, რომ თავს უმტკიცებთ „ჩემსას
მივაღწევ“, ეჭვი არ გაქრება, პირიქით, ზრდისთვის ნოყიერ ნიადაგზე მოხვდება. სული არ
იჯერებს, ვიდრე თქვენ მის დაყოლიებას ცდილობთ. სულს გონების არც ლოგიკა ესმის და არც
ენა. ის არც ნახევარტონებს უშვებს. სულს რომ ვკითხოთ: „მივაღწევ მიზანს?“ ის გვიპასუხებს ან
„დიახ“ ან „არა“, მაგრამ არავითარ შემთხვევაში „სავარაუდოდ კი“ ან „შესაძლებელია“. უმცირესი
ეჭვის შემთხვევაშიც კი პასუხი იქნება „არა“.

ამრიგად, თუ სულს ეჭვი ეპარება, მისი დარწმუნება ან დაყოლიება შეუძლებელია. რა უნდა


გავაკეთოთ? პასუხი მტკიცებულებაშია, რომელიც ზემოთაა მოყვანილი: სული ნახევარტონებს
არ აღიარებს. ეჭვი - ესაა როდესაც გვჯერავს გარკვეული ხარისხით, მაგრამ ბოლომდე არა.
სული ამ „ბოლომდე არა“-ს გადააქცევს „საერთოდ არა“-დ. მას არ სწამს და არ ეჭვობს - მან
უბრალოდ იცის, რა იქნება: დიახ ან არა.

ამიტომ ერთი კარდინალური ნაბიჯია გადასადგმელი: სტანდარტული აზროვნებიდან სიტყვა


„რწმენა“ უნდა ამოაგდოთ და სიტყვით „ცოდნა“ შეცვალოთ. თუ გონებამ უბრალოდ იცის, რომ
მოხდება ესა და ეს, სული მას ყოველგვარი დაყოლიების გარეშე დაეთანხმება. თქვენ გჯერათ,
რომ ეს წიგნი გიჭირავთ ხელში? არა, ამის შესახებ ლაპარაკიც ზედმეტია, უბრალოდიცითეს -
ესაა და ეს. ხოლო სადაც რწმენაა, იქ ეჭვისთვისაც მოიძებნება ადგილი.

ახლა კი რწმენის ცნება მოიცილეთ და საკუთარ თავს ცოდნისნება დართეთ, რომ თქვენი
სურვილი შესრულდება. თქვენ ეს იცით, იმიტომ რომ ასეთია კანონი: მიზანს მიაღწევთ, თუ
ფლობის გადაწყვეტილება გაქვთ და თქვენი კარის გავლით მოქმედების გადაწყვეტილების
რეალიზებას შეძლებთ. არჩევანი თქვენზეა. თქვენ ხართ ბატონი, ამიტომ თუ თავად აარჩიეთ,
ნებისმიერი მსჯელობა თემაზე „თუ არ გამომივა“ უბრალოდ გამოირიცხება.

დავუშვათ, მოვლენის განვითარების ორი ვარიანტი არსებობს: გამოვა ან არ გამოვა. საკუთარი


თავის დარწმუნება, დაყოლიება, რომ გამოგივათ, ამაოა. მაგრამ ახლა არის ცოდნა: თავად

365
ირჩევთ თქვენს ვარიანტს. ცოდნა არის ის საფუძველი, რომელზეც თავდაჯერებულობის აშენება
შეიძლება.

სულ ცოტა დარჩა - მოიპოვოთ ეს ცოდნა. ამისთვის მისი მიღება, უბრალოდ მასთან შეგუებაა
საჭირო. ადამიანები დროთა განმავლობაში ნებისმიერ წარმოუდგენელ საგანს ეგუება,
მაგალითად ტელეფონს, ტელევიზორს, თვითმფრინავს... განა აქამდე ცოტა „სრულიად
წარმოუდგენელი“ ყოფილა? გამოიყენეთ სლაიდების ტექნიკა. აუცილებელია, ცოდნა ჩვენს
გონებაში დავაბინაოთ და მანამ მოვუაროთ, სანამ გარეგანი განზრახვა მას ფაქტად არ აქცევს.

მაგრამ თქვენს ამოცანას წარმოადგენს არა საკუთარი თავის დაყოლიება, არამედ დროდადრო
საკუთარი თავისთვის შეხსენება, რომ იცით, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.

როდესაც საკუთარ მიზანზე იფიქრებთ, საკუთარი თავი გამოიჭირეთ იმაზე, რომ უნებურად
ჩვევისამებრ ეჭვობთ, კვლავ საშუალებებზე ფიქრობთ. ეჭვები, რა თქმა უნდა, გექნებათ, მაგრამ
მათი დაჭერა და უმალ ადგილის მიჩენაა საჭირო: „ვიცი, რომ წარმატება ჩემს არჩევანზეა
დამოკიდებული. მე ავირჩიე. ამიტომ საჭოჭმანო რა მაქვს?“ ეჭვები თანდათან გაქრება. იქ, სადაც
არა რწმენა, არამედ უბრალოდ ცოდნაა, ეჭვების არსებობა შეუძლებელია. თუმცა მათი თავიდან
მოცილება ზედმეტად არ უნდა ეცადოთ და მით უმეტეს მათ არსებობას არ უნდა ებრძოლოთ.
საბოლოო ჯამში თავი შეგიძლიათ იმით დაიწყნაროთ, რომ ეჭვები - ჯერ კიდევ არაა მარცხის
გარანტია. უბრალოდ, ამ შემთხვევაში გზაზე გარკვეული დაბრკოლებები შეგხვდებათ.

კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, მთავარია - გახსოვდეთ, რომ თავად წყვეტთ, მიაღწევთ
მიზანს თუ არა, ამიტომ სანერვიულოც არაფერი გაქვთ. ყოველთვის, როგორც კი დაეჭვდებით,
საკუთარ თავს ეს შეახსენეთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ დავიწყების და
ნახევრად არაცნობიერ მდგომარეობაში ყოფნის ცუდ ჩვევას. ახალი ცოდნა ადვილად
გავიწყდებათ, ძველი ჩვევები კი მყარად გაქვთ ჩაბეჭდილი. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ
- საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი ხართ.

არა მგონია, ქრისტე აღფრთოვანებულიყო წყალზე სიარულით. მისთვის ეს ისევე ბუნებრივი იყო,
როგორც ჩვენთვის - მიწაზე სიარული. ადამიანებიც გაივლიდნენ წყალზე, ამ საკითხზე ყველა
ეჭვის, მღელვარების, ემოციის მოცილებას თუ შეძლებდნენ. წარმოუდგენელია? მაგრამ
კაცობრიობის მთელი ისტორია ხომ სრულიად წარმოუდგენელ მოვლენებზე გაოცებათა
უწყვეტი ჯაჭვია. მაგალითად: „რკინის ხომალდებს წყალში ცურვა არ ძალუძთ, ფრენა - მით
უმეტეს“. როგორც კი ადამიანები დარწმუნდნენ, რომ რკინის ხომალდებით წყალში ცურვა და
მძიმე თვითმფრინავებით ჰაერში ფრენა შესაძლებელია, ამ ფაქტის შესაძლებლობისა და
რეალურობის თაობაზე აღარავინ მსჯელობს.

ეჭვებით დამძიმებული, თქვენ წარმატების საკუთარ შანსებს მკვეთრად ამცირებთ. ვარიანტთა


სივრცეში სიცოცხლის ორი ხაზია: ერთზე მიზანი მიღწეულია, მეორეზე კი მარცხი განიცადეთ.
როდესაც საკუთარ ეჭვებში ფართხალებთ, ენერგიას მარცხის ხაზის სიხშირეზე ასხივებთ. ასეთ
შემთხვევაში წარმატების იმედი არ უნდა გქონდეთ. მარცხი იმ გარემოებებით იქნება
განპირობებული, რომლებიც თქვენი აზრების გამოსხივების შედეგად წარმოიქმნება.

366
კითხვა სხვაგვარად უნდა დაისვას: არა „გამოვა თუ არა?“, არამედ „რას ვირჩევ, წარმატებას თუ
მარცხს?“. კითხვის ამგვარად ფორმულირებასთან შეგუება ძნელია. თქვენ მთელი ცხოვრების
განმავლობაში რწმუნდებით, რომ ვაშლები მიწაზე ცვივა, და ცისკენ არ მიფრინავს. მაგრამ თუ
საკუთარ თავს დაეჭვებისას გამუდმებით გამოიჭერთ და შეახსენებთ, რომ წარმატება - მხოლოდ
თქვენი არჩევანის საკითხია, ამას მიეჩვევით. წარმოიდგინეთ, რომ დღეიდან ვაშლები
რატომღაც ცაში ცვივა. თავიდან ეს ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, შეეგუებით
და მიეჩვევით. რას ვიზამთ, ვაშლებს ასეთი თვისება ახასიათებს. ცისკენ გაფრენილი საჰაერო
ბურთები ხომ არ გვაკვირვებს?

ახლა კი გაიღვიძეთ და შეეცადეთ გააცნობიეროთ: რას გიმტკიცებდით ახლახანს? ხომ არ


მოგეჩვენათ, რომ რწმენის ძიებაში ლაბირინთში დამყავხართ? თუ „დაიჯერეთ“, ე.ი. ხაფანგში
გაებით. ნუ მიწყენთ, ძვირფასო მკითხველო, მხოლოდ დემონსტრირება მსურდა, როგორ
დაეხეტება გონება ამ უიმედო ლაბირინთში. ჩვენი ხეტიალი ამ სიტყვებით დაიწყო: „ამიტომ,
ერთი კარდინალური ნაბიჯის გადადგმაა საჭირო...“ შემდეგ იყო რწმენის ჯერ არმიღებული
ცოდნით ჩანაცვლების მცდელობები. თუმცა ამის გამო მისი არსი არ იცვლება. ზუსტად ამგვარია
ქანქარების მოქმედება, როდესაც თქვენი რწმენის მოპოვებას ლამობს.

შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, ტრანსერფინგი - გონებისთვის ხაფანგი არაა, და ის, რის


შესახებაც ამ წიგნში ვწერ, თეორიული ვარჯიშის შედეგს არ წარმოადგენს. და ეს ჩვენი მცირე
ხეტიალიც აღარ იქნება ხაფანგი, თუ წაკითხულს აღიქვამთ არა როგორც რწმენისკენ
მოწოდებას, არამედ როგორც თავისუფლების მოპოვების იმედს. სხვისი რწმენა მხოლოდ
ქანქარებს სჭირდება, ტრანსერფინგისთვის ის უსარგებლოა.

მე ხომ თქვენს დარწმუნებას არ ვცდილობ, სულ სხვა მიზანი - ჩვეული მსოფლმხედველობის


სტერეოტიპების დანგრევა - მამოძრავებს, რათა განპირობებულობის ნაჭუჭს თავი დააღწიოთ და
სიზმარში რეალურად გაიღვიძოთ. გამოღვიძებულები, თქვენ გააცნობიერებთ, რომ თქვენი
ძილის მართვა შეგიძლიათ. ამისთვის რწმენა საჭირო არაა. იმოქმედეთ, შემდეგ ნახავთ, რაც
მოხდება. კი არ ირწმუნოთ, შეამოწმეთ. როდესაც დარწმუნდებით, რომ ტრანსერფინგი
ნამდვილად მუშაობს, სწორედ მაშინ გეცოდინებათ.

ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ, როგორ ამტკიცებენ, რომ საკუთარი ძალების, გამარჯვების ურყევი
რწმენის შემთხვევაში ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ადვილი სათქმელია - „თქვენი
რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ“. მაგრამ საიდან მოვიტანოთ ასეთი რწმენა? როგორ
დავაღწიოთ თავი ეჭვებს? მათ თავს ვერაფრით დააღწევთ. რწმენის მოპოვებისკენ მისწრაფება
- ფუჭი შრომაა. თუ თქვენს სულში ეჭვმა გაიელვა, იქიდან მის გამოდევნას ვერანაირი
დარწმუნებით ვერ შეძლებთ. მხოლოდ გონების მოტყუება შეგიძლიათ. ის თავს მოიკატუნებს,
რომ არაფერი ეეჭვება, ეჭვი კი ძველებურად სულში გააგრძელებს არსებობას.

მოეშვით უპირობო რწმენის მოპოვების უნაყოფო ძალისხმევას. სხვა, უფრო რეალური გზა
არსებობს. არ იფიქროთ მიღწევის გზებზე, არამედ გონებაში მიზნობრივი სლაიდი ატრიალოთ
და ნაბიჯები მიზნის მიმართულებით გადადგათ. ეს არაა ცარიელი ოცნებები, არამედ საკუთარი
გამოსხივების კონფიგურაციის შეცვლის კონკრეტული სამუშაოა. თქვენი ყველაზე უარესი
მოლოდინები ხომ რეალიზდება? მაშ, შეასრულეთ კონკრეტული სამუშაო: თქვენი გამოსხივება
საუკეთესო მოლოდინების რეალიზაციაზე ცნობიერად და მიზანმიმართულად მომართეთ.

367
თუ მიზანი გაქვთ, მაგრამ ეჭვებიც გღრღნით - გამოგივათ თუ არა, ასეთ შემთხვევაში ეჭვები ხელს
შეგიშლით. მაგრამ მათ მოცილებას ვერ შეძლებთ. არც არის საჭირო. რწმენა გონებას იმისთვის
სჭირდება, რომ მიზნის მიღწევის რეალურობა დაასაბუთოს. ეს საკითხი გვერდით გადადეთ და
არ იფიქროთ საშუალებებზე, არამედ შეესისხლხორცეთ სლაიდს, რომელზეც მიზანი უკვე
მიღწეულია. სწორედ ესაა კონკრეტული სამუშაო რწმენის გარეშე. მიანიჭეთ საკუთარ თავს
ასეთი სიამოვნება. მაშინ გარეგანი განზრახვა საკუთარ საქმეს გააკეთებს, და ვაშლები თავად
გაცვივდება ცისკენ.

ვაშლები მაშინ ცვივა ცაში, როდესაც გონება ფაქტის წინაშე დგება. მაშინ ის გაკონტროლებას
წყვეტს და უბრალოდ ნებას აძლევს ფაქტს, აღსრულდეს. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ
სიტუაცია გაუგებარია, მთავარია, რომ ის რეალურია. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც
ადამიანები ველოსიპედით დადიან. ადამიანი რომ ისეთ სამყაროში მოხვედრილიყო, სადაც
ყველა დაფრინავს, თავადაც გაფრინდებოდა.

უკვე გითხარით, რომ როდესაც ადამიანი საკუთარ გამოსხივებას მიზნობრივ ხაზზე მიმართავს,
ის გარეგანი განზრახვის მექანიზმს ააქტიურებს. თქვენ გონებაში მიზნობრივ სლაიდს
ატრიალებთ და პროცესის ვიზუალიზაციას აკეთებთ. ამ დროს კი გარეგანი განზრახვის ქარი
თქვენი სამყაროს მატერიალური რეალიზაციის ფრეგატებს ვარიანტთა სივრცეში ნელ-ნელა და
თანდათანობით გადააადგილებს. თანდათან ისეთი შესაძლებლობები იხსნება, რომლებზე
წარმოდგენაც არ გქონდათ. მეტიც, გარეგანი განზრახვა იმგვარად წარმართავს მოქმედებებს,
რომ მიზანს მიგაახლოვოთ.

მიაქციეთ ყურადღება: ხანდახან მოგეჩვენებათ, რომ გარემოებები ძალზე უჩვეულოდ ეწყობა.


მაგრამ საიდან იცით, მაინცრომელიგზა მიდის თქვენს მიზნამდე? თქვენ ხომ არ ასწავლით
რესტორანში მზარეულს, როგორ მოამზადოს კერძი? ყოველთვის გახსოვდეთ, რომ გონებას არ
ძალუძს წინასწარ ყველა ნაბიჯის გათვლა, და მან არ იცის, როგორ განახორციელოს მიზანი.
ჩვეულებრივი გზებით ხომ არ გამოდის? მაშ, რატომღა ცდილობთ კვლავ ჩვეული
სტერეოტიპების პროკრუსტეს სარეცელზე ასვლას? მიღწევის მეთოდებსა და გზებზე ზრუნვა
გარეგან განზრახვას გადააბარეთ. ვარიანტთა დინებას მიენდეთ. თქვენი ნების წინააღმდეგაც კი
ისე იმოქმედებთ, რომ მიზანთან მიხვიდეთ.

აი, ასე მუშაობს გარეგანი განზრახვა. თუ ახლა ტალახში, წვიმაში და სიცივეში საძულველ
სამსახურში მიდიხართ, მაგრამ სული სიხარულით გიმღერთ, მალე ყველა ეს დისკომფორტი
გაქრება. თავად ნახავთ, სად. უბრალოდ, თქვენ მთელ ამ სიტუაციას თქვენი პარამეტრებით
აღარ დააკმაყოფილებთ.

ახლაც ვცდილობ, კი არ დაგარწმუნოთ, იმედიჩაგისახოთ. რწმენის ლაბირინთიდან


გამოსასვლელი არ არსებობს. მაგრამ იმედი უნდა გქონდეთ, რომ ლაბირინთის კედლები
დაინგრევა, როდესაც გარეგანი განზრახვა წარმოგიდგენთ, როგორ ცვივა ვაშლები ცაში. თუ
ასეთი იმედი არ გაქვთ, ტრანსერფინგის განხორციელება შეუძლებელია, და არც კი სცდიდით
მას. იმედის ჩასახვით გონება ფეხქვეშ ნიადაგს შეიძენს, სული კი გამოცოცხლდება.

368
დიდ უსიამოვნებასთან ან რთულ პრობლემასთან შეჯახებისას, ადამიანები ენერგიას ქანქარას
აძლევენ და აღელვებას, ძალების გამოლევას, სიტუაციის ზეწოლას გრძნობენ. ადამიანი ან
საბრძოლო მზადყოფნაშია, ან ხელჩაქნეულია. ორივე მდგომარეობა არანორმალურია და
სტრესს და დეპრესიას იწვევს. სიმშვიდე ქრება, ფეხქვეშ საყრდენი იკარგება,
თავდაჯერებულობის შინაგანი ღერძი ტყდება. საყრდენის მოსაპოვებლად, ადამიანები შველას
სიგარეტში, ალკოჰოლში, ნარკოტიკებში და სხვა მსგავს მეთოდებში ეძებენ. მაგრამ შედეგად
ახალი ქანქარების მონობაში ხვდებიან.

საყრდენის პოვნა ყოველთვის შეიძლება საკუთარ თავში, თუკი გამოიღვიძებთ და


გააცნობიერებთ, როგორაა შექმნილი პრობლემური სიტუაცია. პრობლემა ქანქარის მიერაა
შექმნილი. ამაში საშიში არაფერია. საშიშროება არა თავად პრობლემიდან, არამედ თქვენი
მასთან მიმართებიდან მომდინარეობს. თუ პრობლემის მნიშვნელოვნება მიიღეთ, ე.ი. ენერგიას
ქანქარას აძლევთ. მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ ქანქარა ნებისმიერ პრობლემურ
სიტუაციაში თქვენგან მოითხოვს ან ძალების დაძაბვას და ბრძოლას, ან ხელების ჩამოშვებას და
უიმედობას. არ უნდა გააკეთოთ არც ერთი და არც მეორე. მაგრამ საყრდენი არ გაქვთ,
თავდაჯერებულობის ღერძი დაკარგულია, როგორ უნდა მოიქცეთ? საყრდენს იპოვით,
როდესაც გააცნობიერებთ, რომ გესმით, როგორ ცდილობს ქანქარა თქვენს დამორჩილებას და
ენერგიის ამოქაჩვას.

თითქოსდა, როგორ შეუძლია უბრალო ცოდნას დახმარება და გამხნევება? მართლაც შეუძლია.


იმედი - ესეც ცოდნაა იმის შესახებ, რომ ყველაფერი დაკარგული არაა და გამოსავალი
არსებობს. პრობლემური სიტუაციის მექანიზმის გაგებას ისეთივე წონა აქვს, როგორიც იმედს.
თქვენ უკვე აღარ ხართ არც მარიონეტი და არც ქაღალდის გემი. თავადაც შეგიძლიათ გაგება,
რა ხდება, და შეგიძლიათ ცნობიერად ჩაიცინოთ და თქვათ: „არა, ქანქარავ, არ მოგცემ ენერგიას.
მშვენივრად მესმის, რა გნებავს და როგორ ცდილობ ჩემს ანკესზე წამოგებას. არაფერი
გამოგივა! ვერ მომახვევ თავზე პრობლემის მნიშვნელოვნებას. მე არჩევანის უფლება მაქვს, და
შენგან თავისუფლებას ვირჩევ“.

ცხოვრებაში ყოველი ჩვენგანი ბევრ შეცდომას უშვებს, რის გამოც მოგვიანებით სინანულს
განვიცდით. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ძალიან დასცილდით პირვანდელ მიზანს.
ყველაფერი დაკარგული არაა, ტრანსერფინგი სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ. იმ
შემთხვევაშიც კი, თუ პირვანდელი მიზანი ობიექტურად დაიხურა, ახლის პოვნა შეგიძლიათ.
თქვენი მიზანი ერთადერთი არაა, ამიტომ ნებისმიერ ასაკში არსებობს შანსი, და ის უნდა
გამოიყენოთ.

შეცდომები, რომლებიც დაუშვით, თქვენს კაპიტალს წარმოადგენს. თუ ამ პოზიციას გაიზიარებთ,


ბრწყინვალე წარმატება გელით. ყველამ, ვინც წარმატებას მიაღწია, მარცხის მთელი ტყე გაიარა.
ტყუილად არ ამბობენ, რომ ადამიანი შეცდომებზე სწავლობს. ყველა გამოჩენილმა,
წარმატებულმა პიროვნებამ მძიმე განსაცდელი გაიარა. უბრალოდ, მათი ცხოვრების ეს მხარე
ნაკლებად აფიშირდება. ასე რომ, თუ დიდი შეცდომა დაუშვით და მარცხი განიცადეთ, -
გიხაროდეთ: თქვენ წარმატების გზაზე დგახართ. მაგრამ თუ თვითგვემას, წუწუნს და ცხოვრებაზე
ჩივილს მიჰყოფთ ხელს, მარცხი კვლავ და კვლავ განმეორდება. თქვენი თვალთახედვით
მთელი არასაჭირო გამოცდილება აუცილებლად გამოგადგებათ ცხოვრების სამიზნე ხაზზე.

369
აპათია ქრება, როდესაც ახალი იმედი იბადება. უდაბნოში მოხეტიალე უკვე ძალაგამოცლილ
ცხოველებს ან ადამიანებს დაღლილობა უმალ ავიწყდებათ, როგორც კი ჰორიზონტზე ოაზისს
დალანდავენ. წარმოიდგინეთ ბუზი, რომელიც მინას ასკდება მაშინ, როდესაც გვერდით
სარკმელი ღიაა. მთელი ცხოვრება ბუზს თავში უტენიდნენ, რომ თუ მიზანს ხედავს, პირდაპირ
მისკენ უნდა გაფრინდეს. ის მიზანს ხედავს და მინას ასკდება, შედეგი კი ნულოვანია. იგივე
გემართებათ თქვენ, როდესაც არ გესმით, როგორ მიაღწიოთ მიზანს, არ გაქვთ არჩევანის
საშუალება და იძულებული ხართ იმით დაკმაყოფილდეთ, რაც გაქვთ. მაგრამ ახლა, როდესაც
იცით, რომ სარკმელი მაინც არსებობს, გვერდითაა, თუნდაც არ ჩანდეს, თქვენ იმედიგიჩნდებათ.
ხოლო როდესაც იმედი გაქვთ, განზრახვის ენერგია თავისუფლდება.

იმედი მოქმედების დასაწყებადაა საჭირო. მოქმედებას დაიწყებთ, და დაინახავთ, როგორ


გაცვივდება ვაშლები ცაში. როდესაც იმედი თავის საქმეს შეასრულებს, თქვენ არჩევანის
თავისუფლებას გააცნობიერებთ. სწორედ მაშინ საკუთარ თავს ეტყვით: მე არ მსურს და არ
ვიმედოვნებ - მე ვაპირებ.

რეზიუმე

თავდაჯერებულობა - იგივე გაუბედაობაა, ოღონდ უკუღმა ამოტრიალებული.

თავდაუჯერებლობის ლაბირინთის კედლები ჩამოინგრევა, როდესაც მნიშვნელოვნებაზე უარს


იტყვით.

როდესაც თავისუფლება ბრძოლის გარეშე არსებობს, თავდაჯერებულობა საჭირო არაა.

თუ მნიშვნელოვნება არ მაქვს, დასაცავი და ბრძოლით მოსაპოვებელიც არაფერია.

ნუ ებრძვით პროვოკაციაზე თქვენს რეაქციას. დამოკიდებულება შეცვალეთ.

გულგრილად უნდა წააგოთ და საკუთარ თავს ულტიმატუმები არ წაუყენოთ.

ნებისმიერ ინფორმაციას ცნობიერად მიუდექით.

თქვენ არჩევანის თავისუფლება გაქვთ. ის, რაც გჭირდებათ - ფლობის გადაწყვეტილებაა.

გამოიმუშავეთ არა ფული, არამედ ფლობის გადაწყვეტილება.

კონცენტრირდით მიზანზე, თითქოს ის უკვე მიღწეულია.

თქვენი არჩევანი - ურყევი კანონია. საკუთარ რეალობას თქვენ თავად ძერწავთ.

როგორ არ უნდა გეშინოდეთ?- უნდა იპოვოთ დაზღვევა, სათადარიგო ვარიანტი, შემოვლითი


გზა.

370
როგორ არ უნდა ვღელავდეთ და ვშფოთავდეთ? - ვიმოქმედოთ.

როგორ არ გვსურდეს? - შევეგუოთ დამარცხებას და ვიმოქმედოთ.

როგორ არ უნდა ველოდოთ? - ვიმოქმედოთ.

როგორ ავამაღლოთ ჩვენი მნიშვნელობა? - უარი ვთქვათ მისთვის ბრძოლაზე.

როგორ არ გავღიზიანდეთ? - ეთამაშეთ ქანქარას, დაარღვიეთ მისი თამაშის წესები.

როგორ გავთავისუფლდეთ დანაშაულის გრძნობისგან? - შევეშვათ თავის მართლებას.

როგორ გავუმკლავდეთ აღშფოთებას? - შევწყვიტოთ ბრძოლა და ვიმოძრაოთ დინების


მიმართულებით.

თუ აღშფოთებას ვერ უმკლავდებით, საკუთარ თავს ამ სისუსტის ნება დართეთ.

ცხოვრების ხაზი პოზიტიურ და ნეგატიურ განშტოებებად იყოფა.

გზის გასაყარზე მოვლენისადმი თქვენი დამოკიდებულების გამოხატვით თქვენს არჩევანს


აკეთებთ.

თუ სცენარში ცვლილების, რომელიც ნეგატიურად გამოიყურება, პოზიტიურად განხილვას


განიზრახავთ, მაშინ თქვენ სასარგებლო განშტოებაზე მოხვდებით.

„იდიოტურ“ ჩვევად გაიხადეთ მარცხით სიხარული.

კონტროლი არა ვარიანტთა დინებასთან ბრძოლისკენ, არამედ მისი მიყოლისკენ


გადაამისამართეთ.

არ იფიქროთ მიღწევის გზებზე, არამედ გონებაში ატრიალეთ მიზნობრივი სლაიდი და ნაბიჯები


მიზნის მიმართულებით გადადგით. შეესისხლხორცეთ სლაიდს, რომელზეც მიზანი უკვე
მიღწეულია. მაშინ გარეგანი განზრახვა თავის საქმეს გააკეთებს, და ვაშლები თავად აცვივდება
ცაში.

371
თავი XIV. წინ, წარსულში

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

ფანტასტიკა და მაგია ხანდახან თავისი მისტიური იდუმალებით გვნუსხავს. მაგრამ ეს არაფერია


გაოცების და აღფრთოვანების იმ დიდებულ გრძნობასთან შედარებით, რომლის განცდაც
მოგიწევთ, როდესაც თქვენი თითქოსდა განუხორციელებელი ოცნებები ახდენას დაიწყებს.
მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება, აქამდე წაკითხულის დადასტურების მიღება კი
ახლავე გსურთ. და მიიღებთ კიდეც. თქვენ თავად მოახდენთ სასწაულს და საკუთარი თვალით
იხილავთ მას. თქვენს თვალწინ წარმოუდგენელის სინამდვილედ გადაქცევა შთამბეჭდავად
გამოიყურება. ეს უკვე არა ფანტასტიკა, არამედ რეალობაა, რომელიც ნებისმიერ მისტიკაზე
ბევრად უფრო გასაოცარია.

წარსული წინაა.

ტრანზაქცია

გაიხსენეთ, ცხოვრებაში გქონიათ პერიოდები, როდესაც ბედნიერი იყავით. ეს ბედნიერი ხანა


ხანდახან შეიძლება მელოდიებმა გაგახსენოთ, რომელთაც იმ დროს უსმენდით. დროდადრო იმ
განწყობის წამიერი ჩრდილი გაირბენს, როდესაც იმედებით იყავით სავსე და ცხოვრება
დღესასწაულად თუ არა, მის სამზადისად გეჩვენებოდათ. ასეთ მომენტებში თქვენში
დაკარგულზე ნოსტალგია იღვიძებს. ნაღვლიანდებით იმის გამო, რომ ეს ოდესღაც წარსულში
მოხდა, რომელიც უკან აღარ დაბრუნდება. ნუთუ არაფრის დაბრუნება აღარ შეიძლება?

წინასიტყვაობაში დაგპირდით, რომ სიტყვების „წინ, წარსულში“ აზრს მხოლოდ წიგნის ბოლოს
გაიგებდით. ახლა კი დანაპირების შესრულების დრო დადგა. ტრანსერფინგმა უკვე ისედაც
ბევრი საოცრება აღმოგაჩენინათ. თქვენ, ალბათ, ძალზე დაინტერესდით: რა გველის ამჯერად?
დროსთან დაკავშირებული ყველა ოინი ფანტასტიკის სფეროშია მყარად დავანებული.
მიუხედავად იმისა, რომ თეორიული ფიზიკაც კი არ გამორიცხავს დროში მოგზაურობის
შესაძლებლობას, მისი რეალობა დიდ ეჭვებს იწვევს.

დიახ, დროში გადაადგილება ძალზე საეჭვოდ გამოიყურება, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე,


რომელ წერტილში იმყოფება დამკვირვებელი. გაიხსენეთ სიბრტყეზე ორგანზომილებიანი
ადამიანების მოდელი. მათ ვერ გაუგიათ, სად იმყოფება მესამე განზომილება.
ოთხგანზომილებიანი სივრცის თვალთახედვით ჩვენი სამგანზომილებიანიც სიბრტყედ
აღიქმება. რაციონალური გონება იტყვის: „ყველა ეს თეორიული მოდელი მხოლოდ ჩემს
აბსტრაქციას წარმოადგენს, თუმცა იმას ვხედავ, რასაც ვხედავ“.

ტრანსერფინგში ბევრი რამაა წარმოუდგენელი, მაგრამ მე დაჯერებისკენ კი არა, შემოწმებისკენ


მოგიწოდებთ. რა თქმა უნდა, შემოწმებისთვის თქვენი განზრახვა, გარკვეული ძალისხმევა და
მოთმინებაა საჭირო, რადგან შედეგები უცებ არ მჟღავნდება. გარეგანი განზრახვა უმეტესწილად
ნელა და შეუმჩნევლად მუშაობს. თქვენ გიჭირთ ამ იდუმალი უხილავი ძალის არსებობა
დაიჯეროთ, რომელიც თვალისთვის შეუმჩნევლად მოქმედებს, მითუმეტეს თუ ჯერ მხოლოდ
კითხულობთ და ტრანსერფინგის პრაქტიკულად გამოყენება არ გიცდიათ.

372
მაგრამ აი, დადგა მომენტი, როდესაც ვარიანტთა სივრცეში თქვენი მოძრაობის საკუთარი
თვალით დანახვას შეძლებთ. თქვენ დარწმუნდებით, რომ დროში როგორც წინ, ასევე უკან
გადაადგილება შეგიძლიათ. ეს არ იქნება ფანტასტების მიერ აღწერილი მოგზაურობის მსგავსი.
ჩვენ მხოლოდ რეალური ამბებით ვართ დაკავებული. ამ შემთხვევაში გარეგანი განზრახვის
მოქმედების შედეგის ლოდინი არ მოგიწევთ - ყველაფერს უცებ, საკუთარი თვალით ნახავთ. და
ეს ასტრალში ან სიზმრების სივრცეში გასვლასთან დაკავშირებული ოინი ან ექსპერიმენტები არ
იქნება. რამდენიმე წამით დროსა და სივრცეში მოძრაობას რეალურად იგრძნობთ. პროცესი
პრაქტიკაში ერთ იოლ მოქმედებას - ტრანზაქციასწარმოადგენს, რომელიც სამი ელემენტისგან
შედგება.

პირველი ელემენტის შესასრულებლად აუცილებლად თქვენი ცენტრალური ენერგეტიკული


დინებები უნდა გაიხსენოთ. თუ ენერგეტიკული ვარჯიშების გამოცდილება გაქვთ, თქვენთვის
ნაცნობი იქნება ამ დინებების შეგრძნება. თავდაპირველად შინაგანი მზერით უცებ შემოირბენთ
მთელ სხეულს და კუნთებში მომჭერებს მოუშვებთ, რელაქსაციის მდგომარეობაში გადახვალთ.
შემდეგ აზრობრივად წარმოიდგენთ, როგორ მოძრაობს ენერგია აღმავალი და დაღმავალი
დინებებით ხერხემლის გასწვრივ.

ენერგეტიკული შადრევნების სწრაფი ამოქმედებისთვის ერთი ეფექტიანი მეთოდის გამოყენება


შეგიძლიათ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სხეულის ცენტრიდან ორი ჰორიზონტალური
ურთიერთსაპირისპირო ისარი გამოდის: ერთი წინაა მიმართული, მეორე - უკან. ისრები
სხეულიდან 20-30 ან მეტი სანტიმეტრით გამოდის. ახლა აზრობრივად ისრები ერთდროულად
შეაბრუნეთ - წინა ზევით, უკანა კი ქვევით ისე, რომ ისინი ხერხემლის გასწვრივ ვერტიკალურად
განლაგდნენ. თქვენ უმალ იგრძნობთ, რომ ენერგეტიკული დინებები საგრძნობლად
გამოცოცხლდა.

ეს სავარჯიშო შეიძლება როგორც ადგილზე დგომის, ასევე სიარულისას შესრულდეს. თქვენ


თითქოსდა გასაღებსგადაატრიალებთ, რომელიც ცენტრალურ დინებებს ხსნის. არაა
აუცილებელი მათი შადრევნად ქცევა და სფეროში მოქცევა. მთავარია - წარმოიდგინოთ,
როგორ განგსმჭვალავთ ენერგიების დინებები. არა უშავს, თუ მათ ჯერ ვერ გრძნობთ.
პრაქტიკასთან ერთად რეალური შეგრძნებებიც მოვა. აკეთეთ ეს სავარჯიშო, როდესაც
უბრალოდ სეირნობთ ან სადმე მიდიხართ. თქვენ მოდუნებას და სიმსუბუქეს იგრძნობთ.
გასაღების გადატრიალება - ტრანზაქციის პირველი ელემენტია.

ამ ელემენტის შესრულება ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ, როდესაც რელაქსაციის


მდგომარეობაში სწრაფი გადასვლაა აუცილებელი. შეეცადეთ, დღის განმავლობაში გასაღები
ბევრჯერ გადაატრიალოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაღაც გაწუხებთ. თქვენ უმალ
შეამჩნევთ, რომ გასაღები მომჭერებს უშვებს. ჩვენ ყველანი გამუდმებით დიდი თუ მცირე
პრობლემების წნეხის ქვეშ ვიმყოფებით. სიმძიმე ავტომატურად კუნთებზე აისახება. აი, მიდიხართ
და რომელიღაც დამთრგუნველ, ამაღელვებელ, უსიამოვნო საკითხზე ფიქრობთ. ამ მომენტში
გასაღები გაიხსენეთდა გადაატრიალეთ. დარწმუნდებით, რომ რომელიღაც კუნთები დაჭიმული
იყო, ახლა კი მოეშვა, და თქვენ შვება იგრძენით.

373
სასარგებლო იქნებოდა, დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტჯერ გასაღების გადატრიალება
ჩვევად გაგეხადათ. დამთრგუნველი ჭარბი პოტენციალებისგან განზრახვის ენერგიის
გათავისუფლებას და გაწმენდას მუდმივად ამგვარად შეძლებთ. ჩათვალეთ, რომ ესაა
განპირობებულობის ფუტლიარის გასაღები, რომელშიც დამთრგუნველი გარემოებები
გამუდმებით გკეტავთ. ის მნიშვნელოვნებისგან არ გაგათავისუფლებთ, მაგრამ გათავისუფლების
პროცესს ფიზიკურ და ენერგეტიკულ დონეებზე გაცილებით გააიოლებს.

ტრანზაქციის მეორე ელემენტს მიზნობრივი სლაიდის ვიზუალიზაცია წარმოადგენს. გასაღების


გადატრიალების შემდეგ აზრობრივად მიზნობრივი სლაიდი დაატრიალეთ. არ დაგავიწყდეთ,
რომ სლაიდში თქვენი თავი უნდა წარმოიდგინოთ და არა კინოფილმივით უყუროთ.
წარმოიდგინეთ საკუთარი თავი სიტუაციაში, როდესაც მიზანი მიღწეულია. სლაიდს რომ მიებათ,
წარმოიდგინეთ შეგრძნებები, რომელსაც მასში განიცდით. ხელით შეეხეთ გარემოს,
წარმოიდგინეთ ბგერები, სურნელებები ან სხვა შეგრძნებები, რაც უკეთ გამოგდით. სლაიდი
აზრობრივად ატრიალეთ ერთი ან რამდენიმე წუთის განმავლობაში. სასურველია, ტრანზაქცია
შეასრულოთ იმ დროს, როდესაც მშვიდად მიუყვებით ნაცნობ ქუჩას. გვერდით გახედვაც
შეგიძლიათ, თუმცა უმჯობესია თქვენს წინ ფეხქვეშ იყურებოდეთ, რათა ყურადღება სლაიდზე
გქონდეთ კონცენტრირებული.

მას შემდეგ, რაც სლაიდის ასე თუ ისე მკაფიოდ წარმოდგენა შეძელით, ცნობიერი მზერაწინ
მიმართეთ. არაფერზე იფიქროთ და გააანალიზოთ, უბრალოდ, ნათელი მზერა
თვალსაწიერისკენ მიმართეთ. ნათელი მზერა - ტრანზაქციის მესამე და ბოლო ელემენტია.

თქვენს თვალწინ მიმდებარე დეკორაცია რამდენიმე წამის განმავლობაში ელფერს შეიცვლის.


როდესაც ნაცნობ გარემოს ნათელი მზერით შეხედეთ, შეამჩნიეთ, რომ სურათი თითქოს იგივეა,
მაგრამ რაღაც სხვაც შეიმჩნევა. რაღაც ძლივს მოსახელთებელი და აუხსნელი ელფერი
დაემატა. თითქოს ეს ადრეც გინახავთ. ან რაღაც ახალი, გარკვეულწილად უჩვეულო. სურათის
არა კონკრეტული დეტალები, არამედ გარკვეული არომატი, შეგრძნება, განწყობა - ელფერი.
მაგალითად, შეხედეთ სახლს, რომელიც არაერთხელ გინახავთ, მაგრამ ახლა მისი
შეფერილობა ან განათება შენიშნეთ და მიხვდით, რომ ოდესღაც, სხვა გარემოებებში, რაღაც
მსგავსი უკვე განგიცდიათ. სავარაუდოდ, უკვე შეხვედრიხართ ისეთ უცნაურ ეფექტს,
როდესაცწარსულის შეგრძნებები უცებ ამოტივტივდება მეხსიერებაში. არა წარსულის
მოგონებები, არამედ სწორედ წარსულის შეგრძნებები - დეჟავიუ.

ეს ეფექტი საკმაოდ ხშირად ხდება, უბრალოდ თქვენ მას ვერ ამჩნევთ, რადგან სიტუაციას იღებთ
ისეთს, როგორც არის, სხვა სიტყვებით, ზეზეულად გძინავთ. მაშ ასე, ტრანზაქცია საშუალებას
გაძლევთ შეამჩნიოთ, როგორ იცვლება სამყარო პირდაპირ თქვენს თვალწინ. თქვენ
ბუნდოვნად გრძნობთ რაღაც ნაცნობს ან, პირიქით, ახალი უჩვეულო ელფერის გაჩენას
შეიგრძნობთ.

რა ხდება? თქვენი სამყაროს ნიშის მატერიალური რეალიზაცია ვარიანტთა სივრცეში მოძრაობს.


რას ხედავთ? თქვენ დეკორაციების ელფერთა ცვლილებას ჭვრეტთ.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ვარიანტთა სივრცეში სხვადასხვა სექტორს განსხვავებული


სცენარი და დეკორაცია აქვს. სექტორთა შეფარდებითი დაშორებიდან გამომდინარე

374
განსხვავებები მეტ-ნაკლები სიძლიერით გამოვლინდება. მატერიალური რეალიზაციის
მოძრაობა თანაბარზომიერად, ამიტომაც შეუმჩნევლად მიმდინარეობს. ამ მოძრაობას ისევე ვერ
მოიხელთებთ, როგორც პატარა საათზე წუთების ისრის გადაადგილებას. ელფერთა აშკარა
ცვლილება მხოლოდ ცხოვრების ერთი ხაზიდან მეორეზე საკმაოდ მკვეთრი გადასვლისას
შეიგრძნობა. ასეთ შემთხვევებში თქვენნიშნებიგვხვდებათ, რომლებიც ცხადად იქცევენ თქვენს
ყურადღებას.

ტრანზაქციის პროცესში მიზნობრივი სლაიდის ვიზუალიზაცია გარეგანი განზრახვის ქროლვას


აძლიერებს. თქვენი აზრობრივი გამოსხივების პარამეტრები ძალზე განსხვავდება ცხოვრების
მიმდინარე ხაზისგან. გასაღების გადატრიალება თქვენი აზრებით მოდულირებულ გამოსხივების
ენერგიას აძლიერებს. შედეგად სექტორებში რეალიზაციის მოძრაობა ჩქარდება. ნათელი მზერა
გამოსაღვიძებლად და ცვლილებათა შესამჩნევად განგაწყობთ. აი, რატომ ახერხებთ ქროლვის
იმ რამდენიმე წამის განმავლობაში დეკორაციების ელფერთა ცვლილების შემჩნევას.

ტრანზაქცია გულგრილად შეასრულეთ, ისე, როგორც კბილებს იხეხავთ ან თმას ივარცხნით.


ერთბაშად შეიძლება არ გამოგივიდეთ, ისევე, როგორც ორთვლიანი ველოსიპედის მართვა. არ
შეიძლება იმ ფაქტის იგნორირება, რომ ტრანზაქციისას გარეგან განზრახვას ეხებით, ის კი
მოუხელთებელია და კონტროლს არ ექვემდებარება. გირჩევთ, არასერიოზულად მიუდგეთ იმ
ფაქტს, რომ უცებ არ გამოგივიდათ. სპონტანურად ეცადეთ, მცდელობების და ძალისხმევის
გარეშე, თავად ტრანზაქციის ტექნიკას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ. სრულიად
შესაძლებელია, რომ სათქვენოდ სულ სხვა ტექნიკა აღმოაჩინოთ. იმოქმედეთ ხანდახან და
როგორც თქვენთვის მოსახერხებელია. რაც უფრო დაბალია თქვენთვის ტრანზაქციის
მნიშვნელობა, მით უკეთესი იქნება შედეგი. თუ არ დაიძაბებით, ყველაფერი ადვილად
გამოგივათ.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ტრანზაქციის ძალზე ხშირი გამეორებით მიზნისკენ მოძრაობა ჩქარ
პროცესად გადაიქცევა. ეს მართლაც ასეა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თქვენ ვერ შეძლებთ
ტრანზაქციის გამუდმებით და ყოველთვის უნაკლოდ, ანუ გულგრილად შესრულებას.
ყველაფერს აფუჭებს სურვების ძველი ჩვევა. თუ ტრანზაქციებით საკუთარი თავის ტანჯვა
გადაწყვიტეთ, ე.ი. თქვენ შედეგის დაუყოვნებლივ და რაც შეიძლება სწრაფად მიღების
სურვილის ძლიერი პოტენციალი გაქვთ. პოტენციალი იმ შემთხვევაშიც იქნება, თუ მოქმედების
აუცილებლობით განიმსჭვალებით და თავს ტრანზაქციის შესრულებას აიძულებთ.
აუცილებლობა - ესეც ჭარბი პოტენციალია. ამიტომ, ყოველთვის მოგიწოდებთ, საკუთარ თავს
მიზნობრივი სლაიდის ვიზუალიზაციით ასიამოვნოთ, და არა აიძულოთ აუცილებლობის გამო.

სურვილის და აუცილებლობის პოტენციალები განზრახვის ენერგიას იტაცებს, ამიტომ


არავითარი ქროლვა არ წარმოიქმნება, ეს კი ნიშნავს, რომ ტრანზაქცია არ იმუშავებს.
განსაკუთრებით დიდია შედეგის დანახვის სურვილი პირველ ხანებში. გირჩევთ, გამუდმებით
მიაქციოთ ყურადღება თქვენი სურვილის მდგომარეობას. როგორც კი შედეგის მიღების
სურვილს შეამჩნევთ თავს, შეისვენეთ და ტრანზაქცია თავიდან მოგვიანებით დაიწყეთ. თუ
ტრანზაქციის ხარისხიანად შესრულების მცდელობაზე დაიჭერთ თავს, რის გამოც იძაბებით,
კვლავ გადადეთ მცდელობები.

375
ტრანზაქცია მხოლოდ დრო და დრო შეასრულეთ, მხოლოდ თქვენი სიამოვნებისთვის და
ცნობისმოყვარეობისთვის. ნუ ჩაიციკლებით ტრანზაქციებზე. ის მხოლოდ იმისთვისაა საჭირო,
რომ ვარიანტთა სივრცეში მოძრაობა საკუთარი თვალით დაინახოთ. ძირითადი ყურადღება კი
ტრანსერფინგის სავარჯიშოებში მიზნობრივი სლაიდის ტრიალისკენ და ტრანსფერული ჯაჭვის
მიმდინარე რგოლის რეალიზაციის პროცესის ვიზუალიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული.
გარეგანი განზრახვა ისედაც მუშაობს, იმის მიუხედავად, ხედავთ თქვენ ამას თუ ვერ ხედავთ.
მაგრამ ახლა თავისებური ილუმინატორი გაჩნდა ვარიანტთა სივრცეში. თქვენ შესაძლებლობა
მოგეცათ, რეალურად დააკვირდეთ თქვენს მოძრაობას. ძალზე შთამბეჭდავია.
იმედგაცრუებული არ დარჩებით.

დეკორაციების ელფერები

ახლა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, კერძოდ რას ხედავთ ტრანზაქციის შედეგად. ეს


ყველაფერი იმდენად წარმოუდგენელია, რომ საფუძვლიან ეჭვებს იწვევს. შესაძლოა, ეს
ადამიანური აღქმის თვისებებით განპირობებული ილუზიაა? სადაა გარანტია, რომ სწორედ
ელფერთა ცვლას ვაკვირდებით ერთი სექტორიდან მეორეში გადასვლისას?

როგორც უკვე ვთქვი, და თავადაც იცით, რომ სიზმარში ნაცნობი ადამიანების გარეგნობა მთლად
ჩვეულებრივი არაა. სიზმარში, სარკეში ცქერისას თითქოს თქვენსას, მაგრამ იმავე დროს უცხო
სახეს ხედავთ. ჩვეულ გარემოს სულ სხვა ხედი აქვს. იგივეა ქუჩები და სახლები, მაგრამ
სხვაგვარად გამოიყურება. რეალური სამყაროც იცვლება დროთა განმავლობაში. სახლებს სხვა
ფერად ღებავენ, ხეები იზრდება, ადამიანები ბერდებიან. ყველა ეს ცვლილება ბუნებრივია. და
ამავე დროს მატერიალური რეალიზაციის მოძრაობა ერთ სწორ ხაზზე არ ხორციელდება.
როგორ გავარჩიოთ ერთი ხაზის დეკორეციები მეორესგან?

შეიძლება ითქვას, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ისეთი გამოგონება, როგორიც
ფოტოგრაფიაა. გადაათვალიერეთ ძველი ფოტოების ალბომები. პეიზაჟების შედარებისას
სხვადასხვა ხაზის დეკორაციების ელფერთა განსხვავებების გამოყოფას ერთმნიშვნელოვნად
ვერ შეძლებთ, რადგან გარემოს გარეგანი ხედი ბუნებრივი მიზეზებით სწრაფად იცვლება. უფრო
თვალსაჩინო და საიმედო მეთოდი არსებობს. შეადარეთ ადამიანების სახეები დროის
სხვადასხვა პერიოდის სურათებზე. თითქოსდა, ადამიანის გარეგნობა ასაკის მატებასთან ერთად
ხაზობრივად უნდა იცვლებოდეს. მაგრამ სულ სხვა სურათს აკვირდებით.

სხვადასხვა ფოტოებზე გარეგნობა ძალზე განსხვავდება. თანაც ეს განსხვავებები ხაზოვანი


ბუნების არაა. სხვადასხვა ვარცხნილობებს ყურადღება რომც არ მივაქციოთ და ადამიანის
ცხოვრების შუა პერიოდის ფოტოები შევადაროთ, როდესაც სახე მნიშვნელოვნად არ
ყალიბდება ან ბერდება, საგრძნობი განსხვავებები მაინც ვლინდება. იგივე ადამიანის სახეა,
მაგრამ მაინც სხვაა.და საქმე იმაში სულაც არაა, რომ მას ასაკი მოემატა, ან ვარცხნილობა
შეიცვალა, ან სხვა ემოციები ჰქონდა. მან სხვა კონტურები შეიძინა, მასში რაღაც სხვა გამოკრთა.
სწორედ ესაა დეკორაციების ელფერთა სხვაობა. თქვენ ადრეც იცოდით, რომ ადამიანი
იცვლება. მაგრამ, შესაძლოა, არ აქცევდით ყურადღებას ელფერთა დამახასიათებელ სხვაობას.
გადაავლეთ თვალი ძველ ალბომებს და თავად დარწმუნდებით.

376
ზოგ ადამიანში ეს სხვაობა იმდენად შესამჩნევი შეიძლება იყოს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ
მასთან შეხვედრისას, ის შეიძლება უბრალოდ ვერ იცნოთ. ცხოვრების ხარისხობრივად
სხვადასხვა პერიოდების საკუთარი ფოტოების შედარებისას, ელფერებში დიდ სხვაობას
აღმოაჩენთ. შეიძლება წარმოდგენა შეგექმნათ, როგორ გამოიყურება თქვენი რეალიზაცია
ვარიანტთა სივრცის ხარისხობრივად განსხვავებულ სექტორებში.

თავად ფოტოები კი, რომლებიც ალბომში აწყვია, ვიდრე თქვენ სექტორებში მოძრაობთ, - მათაც
ხომ უნდა შეიძინონ სხვა ელფერი? მართალია, მაგრამ მარტივი საგნების ელფერები იმდენად
უმნიშვნელოა, რომ მათი შემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ტრანზაქციას შეასრულებთ
ნათელი მზერის საწოლზე ან კარადაზე დაფიქსირებით, ვერავითარ ცვლილებას ვერ
დაინახავთ. ამიტომ, გირჩევთ, ტრანზაქცია ქუჩაში გააკეთოთ, და არა მარტივ გარემოში, ასეთ
შემთხვევაში ცვლილებები შესამჩნევი იქნება.

ცხოვრების ხაზი - ხარისხით დაახლოებით ერთგვაროვანი სექტორების ჯაჭვია. ერთი ხაზის


დეკორაციები ასევე დაახლოებით ერთგვაროვანია. როდესაც თქვენი სამყაროს ნიშა სხვა ხაზზე
გადადის, დეკორაციების შეცვლა ხდება. ხაზებს შორის განსხვავების ძალიდან და ხარისხიდან
გამომდინარე დეკორაციების ცვლილება ან მსუბუქი ელფერების სახით, ან მნიშვნელოვანი
გარდასახვის ფორმით ვლინდება. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ სწორედ ელფერთა
ხარისხობრივ სხვაობას აკვირდებით.

მაგრამ სადაა აქ დროში გადაადგილება, რომლის შესახებაც ვსაუბრობდი? ცხოვრების ხაზებზე


ბუნებრივი სახით გადაადგილებისას, ჩვენ დროსთან სინქრონულად, როგორც მდინარის
მიმართულებით მივცურავთ. მატერიალური რეალიზაცია ვარიანტთა სივრცეში მოძრაობს,
როგორც ფირი კინოპროექტორში. ამ მოძრაობას აღვიქვამთ, როგორც დროის სვლას. მის
მიმართ რომ გადაადგილება შევძლოთ, დინებაზე სწრაფად ან წინ უნდა წავიდეთ, ან უკან. ეს
იგივეა, კადრმა რომ უცებ თავად ფირზე დაიწყოს გადაადგილება. ამ აზრით დროში
მოგზაურობა მართლაც შეუძლებელია.

სხვა სიტყვებით, დროში წინ ან უკან გადაადგილებას ვერ შეძლებთ, ცხოვრების ხაზის ერთსა და
იმავე წერტილში ყოფნისას. წინააღმდეგ შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირები
დაირღვევა. მაგრამ დროში გადაადგილება ცხოვრების სხვადასხვა ხაზებს შორის თეორიულად
შესაძლებელია. ტრანსერფინგში პასუხი კითხვაზე, როგორ კეთდება ეს, არ არის. და დროში
გადაადგილება აქ სხვა რაკურსით განიხილება. რატომ ამოტივტივდება ხანდახან ტრანზაქციის
დროს წარსულის შეგრძნებები? ეს ფენომენი დაახლოებით შემდეგნაირად შეიძლება აიხსნას.

სული ადრეული ბავშვობიდან ინტუიციით მიისწრაფოდა საკუთარი მიზნისკენ საჭირო კარების


გავლით. იმ დროს ჯერ კიდევ მათკენ მიმავალ ცხოვრების ხაზზე იყავით. შესაძლოა, ოცნება
გქონდათ. ან, შესაძლოა, თავადაც არ იცოდით, რა გსურდათ, მაგრამ თქვენმა სულმა იცოდა, რა
გჭირდებათ. თუმცა ცხოვრებაში ჩვენ ყველანი უფრო დესტრუქციული ქანქარების ზეგავლენას
ვემორჩილებით, ვიდრე ჩვენი გულის წადილს. რომ აღარაფერი ვთქვათ ნეგატიური
განშტოებების გრძელ ჯაჭვზე, რომელსაც ნეგატივიზმისკენ მიდრეკილების გამო ყველა
ადამიანი გადის. ამიტომ თქვენ თანდათან, სულ უფრო და უფრო აცდით იმ საწყის ხაზს,
რომელიც მიზნისკენ მიდიოდა.

377
ტრანზაქციის შესრულებისას, თქვენ უკანა მიმართულებით გადაადგილდებით და ხვდებით
ხაზზე, სადაც უკვე იყავით ადრე, თუმცა დროში პოზიცია ახლა უკვე სხვაა. ძველი ხაზის ის
მონაკვეთი, რომლის გავლაც შეგეძლოთ, უკანაა დარჩენილი. მაგრამ თავად ხაზზე დაბრუნება
შეძელით. ყოველ ხაზს მისთვის დამახასიათებელი სპეციფიური თვისებები, არომატები,
ელფერები გააჩნია. სწორედ ამ ელფერებს გრძნობთ ნათელი მზერის მომენტში ტრანზაქციის
ბოლოს. თუმცა, არ აურიოთ ერთმანეთში, მაგალითად, სახლის ხედი დილით და საღამოს.
სხვადასხვა ხაზების ელფერთა სხვაობა - სულ სხვა რამაა. როდესაც ამ განცდას შეიგრძნობთ,
მიხვდებით, რას ვგულისხმობ.

სწორედ ესაა წარსულში დაბრუნება - წინ ცხოვრების ძველ ხაზებზე. შეიძლება, ეს ის არაა, რასაც
ელოდით, მაგრამ ეს რეალურია. წარმოგიდგენიათ, როგორ დაიგრძელეთ გზა, როდესაც
ბილიკიდან გადაუხვიეთ და ტყეში დიდხანს იხეტიალეთ? მაგრამ ახლა არა წარსულზე დარდის,
არამედ სიხარულის დროა, რომ თანდათან კვლავ საკუთარ გზასუბრუნდებით. იცით, ადამიანთა
უმეტესობა ხომ დაბრუნებას მაინც ვერ ახერხებს.

თუმცა სულაც არაა აუცილებელი, რომ იმ ხაზის ელფერი შეიგრძნოთ, რომელზეც ადრე იყავით.
რადგან მიზნისკენ გზა შეიძლება ახალ ხაზზე იყოს, სადაც ჯერ არ ყოფილხართ. ასეთ
შემთხვევაში ძველ ხაზზე დაბრუნება ან საერთოდ არ ხდება, ან ძალზე იშვიათად. ვარიანტთა
სივრცეში ცხოვრების ხაზები ძლიერაა გადახლართული, და სულაც არ გვჭირდება გავარკვიოთ,
მაინც როგორ მუშაობს ტრანსერფინგი. შესაძლოა, ერთ შემთხვევაში მოგეჩვენოთ, რომ ამ
ელფერს სადღაც უკვე შეხვედრიხართ, მეორე შემთხვევაში კი ეს რაღაც ახალი იქნება. ნაცნობი
ხედის დანახვაზე მოგეჩვენათ, რომ აქ რაღაც სიახლე, განსაკუთრებული ელფერია. კიდევ
ერთხელ ვუსვამ ხაზს, არა ახალი დეტალები, რომელთა აღმოჩენა ყოველგვარი ტრანზაქციის
გარეშეც შეგიძლიათ, არამედ სწორედ ახალი ელფერი, სტილი, განწყობა, მნიშვნელობა, თემა,
წამიერი შეგრძნება.

თუმცა, ისედაც მიხვდებით, როდესაც ცდით. აუცილებლად გამოგივათ. ოღონდ მონდომებით ნუ


გააკეთებთ. გონება თავისი ტოტალური კონტროლისკენ მიდრეკილებით ყოველთვის
ყველაფერს აფუჭებს. როგორც კი საკუთარ თავს დაიჭერთ იმაზე, რომ მთელი ძალებით
ელფერთა შემჩნევისკენ მიისწრაფით, აჯობებს, შეწყვიტოთ ეს საქმიანობა და მაშინ განაახლოთ,
როდესაც შედეგის უმალ მიღების მწველი სურვილი გაგინელდებათ. გახსოვდეთ ტრანზაქციის
შესრულების წესები - ის არ იმუშავებს, თუ დაიძაბებით. დამიჯერეთ, ყველაფერი ადვილად და
ბუნებრივად გამოგივათ, თუ მხოლოდ „გარეგანი განზრახვის ნეკათითს შეარხევთ“. და პირიქით,
ყველაფერი უნაყოფო ძალისხმევად იქცევა, თუ შედეგის მიღებას მონდომებით ეცდებით.

თუ ტრანზაქციისას ელფერთა ცვლას ვერ აფიქსირებთ, ე.ი. მიმდინარე ხაზის პარამეტრები


ისედაც აკმაყოფილებს ჩატარებულ ვიზუალიზაციას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრების
მიმდინარე ხაზის გამოსხივებას ტრანსლირებთ და თქვენი მიზანი ამ ხაზზე წინ იმყოფება. მაგრამ,
ასე თუ ისე, ტრანზაქციის შესრულებისას, დრო და დრო ელფერთა ტრანსფორმაციას შეამჩნევთ.
ელფერს არა მხოლოდ ნაცნობ ხედებსა თუ პეიზაჟებზე აღვიქვამთ. მაშინაც კი, როდესაც თქვენი
ნათელი მზერა იმ სურათებზე ჩერდება, რომელთაც პირველად ხედავთ, რაღაც კარგად
დავიწყებულის ან ახლის წამიერი განცდა ჩნდება. სწორედ ახლის, და არა უცნობის. როდესაც
უცნობ ხედს უცქერთ, უბრალოდ თქვენთვის ფაქტის კონსტატაციას ახდენთ, რომ პირველად
ხედავთ და ამ დროს განსაკუთრებულს ვერაფერს ამჩნევთ. ტრაქზაქციის პროცესში კი ცხადი

378
შეგრძნება ჩნდება: სურათში ისეთი რაღაც გაკრთა, რაც რამდენიმე წამის წინ არ იყო. თქვენ ამას
იგრძნობთ.

როდესაც ელფერს დაინახავთ, მისი რეალურობით გაოგნებული დარჩებით. გამოტყდით,


წიგნის კითხვისას, ბოლომდე ხომ არ გჯეროდათ ვარიანტთა სივრცის და ცხოვრების ხაზების
რეალურობა. როდესაც საკუთარი თვალით იხილავთ - ნუ შეშინდებით, ეს მისტიკა არაა. მაგრამ
არც ადამიანური აღქმის თვისებაა, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. თქვენ მალე აღმოაჩენთ
ცხოვრების ახალ ხაზზე გადასვლის სხვა ნიშნებსაც, რომლებიც არანაირად არაა
დაკავშირებული აღქმასთან. შეიძლება იგრძნოთ, რომ გარშემომყოფი ადამიანების განწყობა
თქვენდამი უმიზეზოდ უკეთესობისკენ შეიცვალა. თქვენი ზოგიერთი ყოველდღიური პრობლემა
სადღაც გაქრა. ზოგადად, თავად შეამჩნევთ, ყოფითი ცხოვრების რომელი ატრიბუტები
შეიცვალა, თუმცა საამისოდ ხილული მიზეზები არ ყოფილა. მაგალითად, მრავალი წლის წინ
გაჩერებული საათი შეიძლება ამუშავდეს.

ზოგადად, ჩვეულებრივ პირობებში საათი მამოძრავებელი დეტალების ბუნებრივი დაბინძურების


გამო ჩერდება. საკმარისია მათი გაწმენდა, და ის ამუშავდება. თუმცა ძალზე ხშირად საათები და
საყოფაცხოვრებო ტექნიკის რთული მექანიზმები თავისთავად ფუჭდება ან ტყდება, როდესაც
მათი პატრონები წონასწორობის მდგომარეობიდან გამოდიან. ასე ხდება მღელვარე, სტრესულ,
კონფლიქტურ სიტუაციებში. მექანიზმების დაზიანება ჭარბი პოტენციალების ენერგიით არაა
გამოწვეული - მისი სიდიდე საკმაოდ მცირეა და დიფერენცირებულად არაა მიმართული, რომ
რაიმე მექანიკური ცვლილება გამოიწვიოს.

ნეგატიური განცდების ენერგია იწვევს ცხოვრების ისეთ ხაზზე გადასვლას, სადაც წონასწორობა
დარღვეულია, სადაც ცხოვრების მშვიდი მდინარება დაირღვა, სადაც ნორმიდან გადახრა
აღინიშნება. ასეთ ხაზებზე ყველაფერი თითქოს იგივე რჩება, მაგრამ რაღაც ისე არაა,
აღელვებულია, არასწორია. თითქოს სცენაზე დეკორაციები იგივე დარჩა, განათება კი
შეიცვალა, ან გამჭვირვალე ჰაერს ჯანღი შეერია, ან წყალი აიმღვრა. სწორედ ეს სუსტი
ცვლილებები ზემოქმედებს მგრძნობიარე რთული ხელსაწყოების და ზუსტი მექანიზმების
მუშაობაზე, რომელთათვისაც მსუბუქი ჯანღი შესამჩნევი ხდება.

არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთა ხელში ყველაფერი „იწვის“. ასეთი ადამიანები


ჩვეულებრივ გამუდმებით ნორმალური წონასწორობიდან გადახრილ მდგომარეობაში
იმყოფებიან - ისინი ან ძალზე დაბნეულები, ან აღელვებულები, ან დაძაბულები, ან შეწუხებულები
არიან. ამ უბედურთა ბუნდოვან ხაზებზე მოხვედრილი მგრძნობიარე ხელსაწყოები წყობიდან
გამოდიან. ჰოდა, თუ თქვენი საათი კვლავ ამუშავდა, ე.ი. თქვენ ცხოვრების სუფთა ხაზზე
გადასვლა შეძელით. მაგრამ ნუ აგაღელვებთ, თუ საათს მუშაობა არ სურს, შეიძლება, ის
უბრალოდ ხელოსანთანაა მისატანი.

ახლა იცით, რომ არა მხოლოდ ვარიანტთა სივრცეში, არამედ გარკველი აზრით დროშიც
მოგზაურობთ. წარსულს ვერ დააბრუნებთ. მაგრამ სიახლის, იმედის და ბედნიერების იმ
ცინცხალი შეგრძნების დაბრუნება შეიძლება, რომელიც ნეგატიური განშტოებების ჯაჭვზე
მოძრაობისას დაიკარგა. წიგნის დასაწყისში უკვე ითქვა, რატომ იკარგება დროთა
განმავლობაში ცხოვრების სიქორფის შეგრძნება. თქვენი მიზნისკენ სვლა - წარსულში

379
დაბრუნებაა, როდესაც ნაყინი გემრიელი იყო, იმედები ფერადი, და ცხოვრებაც ხალისიანი და
პერსპექტიული ჩანდა. გულს ნუ გაიტეხთ, წარსული წინაა!

სრიალი

ბოლოს და ბოლოს, იმ მომენტს მივაღწიეთ, როდესაც მეთვალყურის გამოცანაზე პასუხის


მისაღებად მზად ხართ. მტკიცება, რომ ყოველ ადამიანს საკუთარი ბედის რეალურად
თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს, გამოცანას წარმოადგენს მანამ, სანამ გაურკვეველი
რჩება დამოკიდებულების, ანუ არათავისუფლების,წარმოშობა. ახლა, წიგნში ნათქვამის
საფუძველზე, პასუხის გაცემა შემიძლია.

თქვენ თავისუფლებას ჰპოვებთ, როდესაც ბრძოლას წყვეტთ.

ხედავთ, პასუხი ძალზე უბრალო და მოკლეა, როგორც ალქიმიკოსების საიდუმლო ზურმუხტის


ფილაზე. მაგრამ პასუხი რომ წიგნის დასაწყისში მომეცა, ვერაფერს გაიგებდით, განა ასე არაა?
დამოკიდებულება იმაში მდგომარეობს, რომ თავსმოხვეულ ბრძოლაში მონაწილეობთ.
როგორც კი სიზმარში გამოიღვიძებთ, საკუთარ თავთან და სამყაროსთან ბრძოლას შეწყვეტთ
და ბრძოლის ველს დატოვებთ, თქვენ უკვე აღარაფერი გაკავებთ. ბრძოლა თქვენს გარეშე
გრძელდება, თქვენ კი თავისუფალი ხართ და საითაც გნებავთ წახვალთ, და აარჩევთ იმას, რაც
გსურთ.

სამყარო, როგორც სარკე, თქვენს მისდამი დამოკიდებულებას ირეკლავს. როდესაც სამყაროთი


უკმაყოფილო ხართ, ის ზურგს გაქცევთ. როდესაც ებრძვით სამყაროს, ის თქვენ გებრძვით.
როდესაც წყვეტთ ამ ბრძოლას, სამყარო თქვენს შესახვედრად მოდის.

დაბადებიდანვე ქანქარებმა თქვენი ადგილი მიგითითეს სამყაროში. მსოფლმხედველობის


შაბლონი თავს მოგახვიეს, თამაშის წესები აგიხსნეს, როლი გამოგიყვეს და ამით
განპირობებულობის ფუტლიარში ჩაგკეტეს. და იმავე დროს დამოუკიდებლობის ყალბი
დეკლარაცია გამოსცეს. ამ დეკლარაციის თანახმად არჩევა შეგიძლიათ. თქვენ ძაფზე
ჩამოგკიდეს, როგორც მარიონეტი, და „გაგიშვეს“ - თითქოს, ისურვეთ, რაც გნებავთ, და
მიაღწიეთ, როგორც გნებავთ. თქვენ ძაფზე ხტუნავთ და მიღწევას ლამობთ, მაგრამ უშედეგოდ.
მაშინ თქვენ მიგახვედრებენ, რომ უფრო შეუპოვრად უნდა ებრძოლოთ საკუთარ თავს და
სამყაროს, რათა მზის ქვეშ ადგილი მოიპოვოთ. ასეთია ქანქარათა თამაშის წესები: „იბრძოლე
და გააკეთე ისე, როგორც მე“.

თქვენ მხოლოდ ბრძალაში მონაწილეობის თავისუფლებით ისარგებლეთ. დიახ, ესეც


არჩევანია. თქვენ ყოველთვის იმას იღებთ, რასაც ირჩევთ, - ეს ურყევი კანონია. ქანქარათა
ბრძოლაში ადამიანს გამარჯვება არ შეუძლია - მას მხოლოდ ჯილდოს მიღება ძალუძს, მაგრამ
ამასაც ერთეულები აღწევენ. ქანქარათა ამოცანა ჭეშმარიტი თავისუფლების დაფარვაა.
სინამდვილეში არავის ძალუძს ბრძოლაში მონაწილეობა გაიძულოთ. მხოლოდ
შთაგონებაშეუძლიათ, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს. და მართლაც ასეა: სხვა გამოსავალი
არ არის მანამ, ვიდრე მნიშვნელოვნების ძაფს ეჭიდებით.

380
თავისუფლების მოსაპოვებლად, მნიშვნელოვნებაზე უარის თქმაა საჭირო - არაფერს მიანიჭოთ
გადამეტებული მნიშვნელობა არც საკუთარ თავში და არც მის გარეთ. უმეტეს შემთხვევებში,
იმისთვის, რომ მნიშვნელოვნება ჩამოიბერტყოთ, გამოღვიძება და დამოკიდებულების
ცნობიერი შეცვლაც საკმარისია. ჩვენ ყველას ზეზეულად გვძინავს და მექანიკურად ვთამაშობთ
საკუთარ როლებს. ჩვენი ძილის სიღრმე ისევ და ისევ იმ მნიშვნელობის პროპორციულია,
რომელსაც თავად ვანიჭებთ თამაშის მთელ ატრიბუტებს, ამიტომ ჩვენი მნიშვნელოვნების
ტყვეები ვართ.

მაგრამ ჩვენი დამოკიდებულების შეცვლის მცდელობა ისევ ბრძოლა ხომ არაა? არა. თქვენ
საკუთარ თავს ებრძვით, როდესაც ემოციებისშეკავებას ცდილობთ. ახლა, როდესაც თქვენთვის
ცნობილია, რაში მდგომარეობს ქანქარათა თამაში, შეგიძლიათ ცნობიერად, საკუთარი თავის
იძულების გარეშე შეცვალოთ თქვენი მასთანდამოკიდებულება. ამგვარად თქვენ ბრძოლის
მაგივრად თავისუფლებას ირჩევთ. თავად აწესებთ თამაშის წესებს. ახლა თქვენი თამაში
ქანქარასთან მისი თამაშის წესების დარღვევაში მდგომარეობს. ასეთი თამაში ბრძოლას თიხის
ტიკინასთან სახალისო შერკინებად აქცევს. თქვენ თითქოს აცნობიერებთ: ყველაფერი რაც
ხდება - მხოლოდ და მხოლოდ ზეზეულად ძილია. როდესაც სცენიდან მაყურებელთა დარბაზში
ინაცვლებთ, უცებ ხვდებით, რომ თქვენი გადასაწყვეტია, გააგრძელოთ ბრძოლაში
მონაწილეობა თუ უბრალოდ წახვიდეთ და კუთვნილი აიღოთ.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნების ძაფების უცებ დაწყვეტა არ გამოგივათ. შეუძლებელია ასე


ერთბაშად ჭარბი ღირებულებების და კომპლექსების მოშორება. და არც არის საჭირო
მოშორება, რადგან ეს ისევ ბრძოლაა! საქმე იმაშია, რომ მნიშვნელოვნების ძაფები თანდათან
თავად დაწყდება, როდესაც ბრძოლას შეწყვეტთ. ნებისმიერი მნიშვნელოვნება, რომლის
მოცილებაც ცნობიერად შეგიძლიათ, - მოიშორეთ. ის, რასაც ვერ იშორებთ, - მოქმედებად
აქციეთ. აზრობრივად მიზნობრივი სლაიდი ატრიალეთ, პროცესის ვიზუალიზაცია შეასრულეთ
და მშვიდად გადაგით ნაბიჯები მიზნის მიმართულებით - სწორედ ეს იქნება თქვენი მოქმედება.
ბრძოლაზე უარის თქმა - ესეც მოქმედებაა. მიეცით საკუთარ თავს და სამყაროს საშუალება
ისეთები იყვნენ, როგორებიც არიან. როგორც კი ბრძოლაზე უარს იტყვით, თავისუფლება
დღითი დღე უფრო და უფრო საგრძნობი გახდება.

ასევე შეუძლებელია ცხოვრების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების ტვირთისგან


ერთბაშად გათავისუფლება. მაგრამ, კოორდინაციის პრინციპის დაცვით, თქვენ უღრანი ტყიდან
თანდათან სწორ გზაზე გამოხვალთ. გარანტია არაა, რომ უცებ ყველაფერი კარგად გამოგივათ.
თქვენ ქანქარების პროვოკაციები, წინაღობები და იმედგაცრუება გელოდებათ. მთავარია, გული
არ გაიტეხოთ, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ. დროთა განმავლობაში ყველაფერი
მოგვარდება, თქვენ ხომ ხელთ ბედის მართვის ძლიერი ტექნიკა გაქვთ.

თუ მოახერხეთ და განიმსჭვალეთ ცნობიერებით, რომ თქვენი ცხოვრების მოვლენების მართვა


შეგიძლიათ, თუ თავდაჯერებულობა შეიძინეთ და აღმავლობას გრძნობთ - უსიამოვნო
სიურპრიზებს ელოდეთ. უფრო მოსალოდნელია, რომ ცხვირში წკიპურტი მიიღოთ ამა თუ იმ
ძალისგან, თავდაჯერებულობის და აღმავლობის ინტენსივობის მიხედვით. ეს წონასწორული
ძალების რეაქციაა თქვენს ჭარბ პოტენციალზე. ნუ აყვებით ცდუნებას, საკუთარი თავი პიესის
„ჩემი ცხოვრება“ მეთოჯინედ ან დამდგმელ-რეჟისორად წარმოიდგინოთ.

381
რა თქმა უნდა, თქვენ მართლაც რეჟისორი ხართ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ბედის.
მაგრამ პიესაში „ჩემი ცხოვრება“ მხოლოდ თქვენ არ თამაშობთ, არამედ გარშემომყოფებიც.
ამიტომ უმცირესი ამპარტავნება და თავდაჯერებულობა ჭარბ პოტენციალს ქმნის. შეიძლება
მოგეჩვენოთ, რომ სულაც არ ხართ ამპარტავანი, მაგრამ სინამდვილეში არავინაა უზადო. თქვენ
ძალზე ძლიერი ძალის გასაღები მოიპოვეთ, ამიტომ უზადობიდან მცირე გადახრაც კი საგრძნობ
შედეგებს იწვევს.

იდეალურ ვარიანტში, გაცნობიერება იმისა, რომ ყოველი ადამიანი საკუთარი ბედის ბატონ-
პატრონია, სრულიად ჩვეულებრივი უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, რომ მოგცეს მოწმობა, რომლის
თანახმადაც გაზეთების ყიდვა ქალაქის ნებისმიერ კიოსკში შეგიძლიათ. გაგიხარდებათ? არა
მგონია, ეს ხომ ისედაც თქვენი უფლებაა. ხომ არ გეწყინებათ, ერთ კიოსკში თუ ვერ შეიძენთ
გაზეთს? ან სხვა კიოსკში იყიდით, ან საერთოდ არ შეიძენთ ამჯერად. ზუსტად ასევე უნდა
მიუდგეთ თქვენი ცხოვრების მოვლენების მართვის ამ ახალ უნარს.

კიდევ ერთი საკითხის შესახებ უნდა გაგაფრთხილოთ. ტრანსერფინგი სხვა ადამიანისთვის


ზიანის მისაყენებლად არ უნდა გამოიყენოთ. ვიზუალიზაციით მტრული განზრახვის მიმართვით,
შეგიძლიათ შური იძიოთ ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე, ვინც გაღიზიანებთ, და ეს გამოგივათ.
მაგრამ შემდეგ პრობლემები გელოდებათ. არ გირჩევთ შავი მაგიის გამოყენებას. ნუ გააკეთებთ
ამას, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ თქვენი შურისძიება სრულიად სამართლიანია. თუ მაინც ვერ
გაუძელით ცდუნებას და მტერს უსიამოვნებები გაუგზავნეთ, ელოდეთ პირველ გაფრთხილებას
- ნიშანს თავად დაინახავთ. ხოლო თუ არ შეჩერდებით, დაისჯებით. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ
ყველანი სტუმრები ვართ ამ სამყაროში. ასეთია თავისუფლების პირობები: არჩევა შეგიძლიათ,
მაგრამ რაიმეს შეცვლა - არა.

როგორც ცნობილია, ძველი ცივილიზაციები დაიღუპა. მათგან მხოლოდ ნამსხვრებია


შემორჩენილი ნაგებობების, მაგალითად ეგვიპტის პირამიდების, და რაღაც საიდუმლო მაგიური
ცოდნის გაუგებარი ფრაგმენტების სახით. ადამიანებმა, რომლებიც გარეგანი განზრახვის ძალას
დაეუფლნენ, ძალზე დიდი სიძლიერე შეიძინეს და ამიტომ არა უბრალოდ დაისაჯნენ, არამედ
განადგურდნენ წონასწორული ძალების მიერ. ატლანტიდას მსგავსი ცივილიზაციები ბევრი
ყოფილა. ყოველთვის, როდესაც ადამიანები გარეგანი განზრახვის ძალას ეუფლებოდნენ,
ივიწყებდნენ, რომ მხოლოდ სტუმრები არიან. მაგრამ, როგორც ცნობილია, თავხედ სტუმარს
გარეთ მიაბრძანებენ.

განსაკუთრებით ნაცნობებთან და ახლობლებთან ტრაბახს უნდა ერიდოთ. თუ ხმამაღლა


განაცხადებთ, რომ თქვენსას მიაღწევთ, წარმატების შანსები მკვეთრად შემცირდება. ეს ის
შემთხვევაა, როდესაც საკუთარი თავის რწმენა თავდაჯერებულობაში გადადის. როდესაც
თქვენთვის იცით, რომ თქვენსას მიაღწევთ, წონასწორობას არ არღვევთ. ეს ცოდნა, როგორც
ასეთი, საკუთრივ თქვენში არსებობს. მაგრამ თუ სხვებთან აცხადებთ, რომ მიიღებთ იმას, რაც
ჯერ არ გაქვთ, ჭარბ პოტენციალს ქმნით. ამ დროს პოტენციალის აღმოფხვრისკენ მიმართული
წონასწორული ძალები ერთვება. აქედან დასკვნა: უკეთესია მოკრძალებულად მოვიქცეთ და
ენას კბილი დავაჭიროთ. რა თქმა უნდა, როდესაც მიზანს მიაღწევთ, შეგიძლიათ გაერთოთ,
მაგრამ ყოველგვარი აღფრთოვანებისა და ეიფორიის გარეშე, თორემ წონასწორული ძალები
სათამაშოს წაგართმევთ.

382
თქვენი აღფრთოვანება დღესასწაულის განზრახვად აქციეთ. გამოიყენეთ თქვენი არჩევანის
უფლება და თავს ფუფუნების უფლება მიეცით, ცხოვრება, რომელიც ახლა არ გაკმაყოფილებთ,
დღესასწაულად აღიქვათ. ახლა დღესასწაულის არა ილუზორული, არამედ რეალური
საფუძველი - თავისუფლების მოპოვების იმედი - გაჩნდა. თქვენ მშვიდი სიხარული
დაგეუფლებათ, როდესაც გააცნობიერებთ, რომ მიზნისკენ მიდიხართ, ამიტომ დღესასწაული
მუდამ თქვენს გვერდით იქნება. ამ მშვიდ სიხარულს წონასწორული ძალებიც კი ვერ დააზიანებს.

კოორდინაციის პრინციპის შესაბამისად, თუ თქვენ, მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრებას


დღესასწაულად აღიქვამთ, - ე.ი. ასეც იქნება.

ახლა ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობა აღარაა. კუთვნილს ისედაც მიიღებთ. ბრძოლაზე


უარის თქმით, თქვენს ძაფებს წყვეტთ და თავისუფლებას იღებთ, ისე რომ საყრდენს არ კარგავთ.
საყრდენი - ვარიანტების დინებაა. უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი არჩევანი აუცილებლად
განხორციელდება. თქვენი აზრების გამოსხივება სამიზნე ხაზზე მომართეთ, და მაშინ დინება
სწორედ თქვენი მიზნისკენ იქნება მიმართული. არ არსებობს ისეთი ძალები, რომელთაც
მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხელის შეშლა შეუძლია, თუ დინების მიმართულებით მოძრაობთ,
წონასწორობას ინარჩუნებთ და კოორდინაციის პრინციპს იცავთ. თქვენ უკვე აღარ ხართ
ქაღალდის გემი გარემოებათა ტალღებზე და არც ქანქარათა მარიონეტი. თქვენ იალქანი გაქვთ
- სულისა და გონების ერთობა. საჭეც არის - თქვენი არჩევანი. თქვენ ვარიანტთა სივრცეში
გარეგანი განზრახვის ქარის გამოყენებით სრიალებთ.

რეზიუმე

გასაღების გადატრიალება მომჭერებს უშვებს და განზრახვის ენერგიას ათავისუფლებს.

ტრანზაქცია: გასაღების გადატრიალება, ვიზუალიზაცია, ნათელი მზერით ფიქსაცია.

ტრანზაქციის შედეგად თქვენ დეკორაციების ელფერთა ცვლას ხედავთ.

ტრანზაქციის ტექნიკას გადამეტებულ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ.

ტრანზაქცია თავისუფლად და დაუძაბავად შეასრულეთ.

ნუ აიძულებთ თავს, ტრანზაქცია ხშირად შეასრულოთ.

სრულიად საკმარისია მიზნობრივი სლაიდი და პროცესის ვიზუალიზაცია.

ტრანზაქცია მხოლოდ სივრცეში მოძრაობაზე დაკვირვებას ემსახურება.

თქვენი მიზნისკენ მოძრაობა - თქვენი სამყაროს ნიშის განახლებაა.

სამყარო, როგორც სარკე, თქვენს მისდამი დამოკიდებულებას აირეკლავს.

ბრძოლის შეწყვეტით თავისუფლებას იძენთ.

383
თავი XV - წერილები წარსულიდან

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

ნაწყვეტები წიგნიდან „ტრანსერფინგის რეალობა“ მის გამოსვლამდე ინტერნეტში საფოსტო


გზავნილების სახით იბეჭდებოდა. ეს თავი ვარიანტთა სივრცის პირველდამლაშქრავებს შორის
მიმოწერის შედეგად დაიბადა. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას გიხდით, ძვირფასო
მკითხველებო, თბილი წერილებისთვის, აღფრთოვანებული გამოხმაურებისთვის, იმ
ენთუზიაზმისთვის, რითიც ტრანსერფინგის იდეები მიიღეთ. გმადლობთ!

„და დამარცხება გამარჯვებისგან თავად შენ არ უნდა განასხვავო.“

ბ. პასტერნაკი

შავი ზოლები

„უპასუხო კითხვები დამიგროვდა. თქვენი თეორიის თანახმად, თუ ყველაფერში კარგს


დავინახავ, დადებითი მოვლენების ტალღაზე მოვხვდები. ჩემს შემთხვევაში ამ მეთოდმა არ
გაამართლა, თანაც არაერთხელ, თორემ ყურადღებას არ მივაქცევდი.

მაგალითს მოვიყვან. ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ შესანიშნავი სამსახური მქონდა, რომელიც
ყოველმხრივ მაწყობდა და სიხარულს მანიჭებდა. მისით ვცხოვრობდი. გარს მეხვივნენ კარგი
მეგობრები, ნაცნობები, საყვარელი ადამიანი, მშობლები, მქონდა სახლი. გულით მიხაროდა,
თანაც სრულიად ცნობიერად, შეიძლება ითქვას, საკუთარი თავის მშურდა. გასაგები,მშვიდი
ცხოვრება მქონდა. მაგრამ მეშინოდა, რომ დიდხანს ასე ვერ გაგრძელდებოდა. გამგზავრება
მომიწია. ახლა სახლი აღარ მაქვს, ნაკლები მეგობრები მყავს, და სამსახური, რომელიც არ
შეესაბამება ჩემს გეგმებს და ჩემს განათლებას...

მეორე მაგალითი. ინსტიტუტს ვამთავრებდი. ბოლო ორი წლის განმავლობაში კათედრაზე დიდ
დროს ვატარებდი და ლექტორებს და სტუდენტებს ძალზე დავუახლოვდი. დამამთავრებელ
სემესტრში თითქმის ფიზიკურად ვგრძნობდი, რომ ეს შესანიშნავი დროა, და საეჭვოა, ის ოდესმე
განმეორდეს. ყოველი დღის დამახსოვრებას ვცდილობდი. ინსტიტუტში მუშაობა შემომთავაზეს.
საოცრად გავიხარე! მაგრამ შემცირება დაიწყო, და აღარ ამიყვანეს, შედეგად ნახევარი წელი
უმუშევარი სახლში ვიჯექი. ეს ჩემთვის შავი დღეები იყო.

ანუ, არაერთი სიტუაცია ყოფილა, როდესაც ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი ცხოვრებით და


ამისთვის ღმერთს ვმადლობდი, მაგრამ მერე ასეთი შავი ზოლი იწყებოდა! ეს კანონი ჩემს
შემთხვევაში არ მუშაობდა, უარყოფითი მოვლენების ტალღაზე გადავყავდი. და კიდევ,
როდესაც ძალზე ცუდად ვარ და „ყმუილს“ ვიწყებ (წუწუნს), თითქოს მკარნახობენ, მეხმარებიან,
თუმცა, თქვენი თეორიის თანახმად, ჩემი საქმე უკვე წასული უნდა ყოფილიყო...

აი, ასეთი შეუსაბამობებია. მოხარული ვიქნები, თუ მათში გარკვევაში დამეხმარებით“.

384
სინამდვილეში თქვენს შემთხვევაში არავითარი შეუსაბამობები არ არის. პირიქით, ყველაფერი
ზუსტად ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. თქვენთვის გაუგებარია, ცხოვრების თეთრ
ზოლებს მოულოდნელად შავი ზოლები რატომ ანაცვლებდა. თუმცა, წერილში თავად
მშვენივრად ჩამოაყალიბეთ მიზეზი.

მიზეზი ყოველთვის იყო და არის ერთი და იგივე: სამყარო- თქვენი მისდამი დამოკიდებულების
სარკეა.რეალური სარკეა. პირველსა და მეორეს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ
ჩვეულებრივი სარკე ცვლილებებს მომენტალურად ასახავს, სამყარო კი დაგვიანებით პასუხობს,
ხან რამდენიმე დღეში, ხან კი თვეებში.

აი ნახეთ, რას წერთ: „გასაგები მშვიდი ცხოვრება მქონდა. მაგრამ მეშინოდა, რომ დიდხანს ასე
ვერ გაგრძელდებოდა. ...დამამთავრებელ სემესტრში თითქმის ფიზიკურად ვგრძნობდი, რომ ეს
შესანიშნავი დროა, და საეჭვოა, ის ოდესმე განმეორდეს“.

სად ხედავთ შეუსაბამობას? თქვენი დამოკიდებულებით თავად მიეცით პროგრამა, სამყარომ კი


უნაკლოდ შეასრულა.სამყარო ყოველთვის უზადოდ ასრულებს თქვენს არჩევანს. ის მხოლოდ
ამითაა დაკავებული.

სარკის მიმართ თქვენს პრეტენზიას ამგვარად აყალიბებთ: „...არაერთი სიტუაცია ყოფილა,


როდესაცნამდვილად კმაყოფილი ვიყავი ცხოვრებით და ამისთვის ღმერთს ვმადლობდი,
მაგრამ მერე ასეთი შავი ზოლი იწყებოდა!“ რა აღმოჩნდა შავი ზოლის დაწყების მიზეზი?

ჰოდა ასე, თუ გეტყვით, საიდან მოდის შავი ზოლები, არ დაიჯერებთ. თქვენს წერილში
ზემოთმოყვანილი საკვანძო ფრაზები საერთოდ რომ არ ყოფილიყო, შავი ზოლების
წარმოშობის წყაროს დასახელება მაინც არ გამიძნელდებოდა. ეს შემთხვევა ნამდვილად არაა
უნიკალური, რადგან ჩვენ ყველანი ყოველთვის ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებთ.

საქმე იმაშია, რომ შავი ზოლი, რომელიც თეთრს მოყვებოდა, სულაც არ იყო ასეთი. თქვენ
თავად შეღებეთ ის შავად. ცუდი არ შეიძლება კარგიდან გამომდინარეობდეს.
სინამდვილეში,კარგს კიდევ უფრო კარგი მოსდევდა.მაგრამ თქვენ მოგეჩვენათ, რომ ეს ასე
არაა. თქვენ არ მიიღეთ მომავალი ცვლილებები და სამყაროში ნეგატიური დამოკიდებულება
გაგზავნეთ. სამყაროს კი მისი სარკისებური ასახვა და ამგვარად თქვენი არჩევანის რეალიზება
მოუწია.

ადამიანის გონების თვისებაა - ის საკუთარ სცენარს ყოველთვის ჯიუტად იცავს. ყველაფერი, რაც
სცენარში არ ჯდება, მარცხად ფასდება. და პირიქით, წარმატებად მხოლოდ ის მიიჩნევა, რაც
ჩაფიქრებული იყო. გონების ასეთი სიჯიუტე სათავეს საკუთარი თავდაჯერებულობიდან და
გამეფებული საზოგადოებრივი სტერეოტიპებიდან იღებს.

საიდან უნდა იცოდეს თქვენმა გონებამ, რა არის მისთვის ნამდვილად კარგი, და რა - ცუდი? განა
შეუძლია მას გამოიცნოს, როგორ შეტრიალდება მოვლენები? დიდი წარმატება წინასწარ
არასდროს აკაკუნებს კარზე - ის პირდაპირი გაგებით თავზე ეცემა ადამიანს. არ
დაფიქრებულხართ, ასე რატომ ხდება? იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევებში გაბნეული გონება
წარმატების რეალიზაციის ხელის შეშლას ვერ ასწრებს.

385
დაცვის ყრუ კედლის გარღვევა წარმატებას მხოლოდ იმ მომენტში შეუძლია, როდესაც გონება
სცენარზე საკუთარი კონტროლის მარწუხებს მოუშვებს. წარმატებას ვერ დაგეგმავ, განა ასე არ
არის? წინააღმდეგ შემთხვევაში, რა საჭიროა მთელი ეს საუბარი? დაგეგმე - და მიიღე
ჩაფიქრებული! არა, ასე ძალზე იშვიათად ხდება.

გონებას წარმატების ალგორითმის შემუშავება არ ძალუძს. ხანდახან მკითხველები მეკითხებიან,


როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში. მე საიდან ვიცი? ნურავის დაუჯერებთ,
რომელიც ამტკიცებს, რომ ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის წარმატების რეცეპტი იცის. ეს
არავინ იცის.

მაშ, ვინ იცის და პასუხი სად ვიპოვოთ? თქვენმა სამყარომ, რომელიც თქვენი სარკეა, - იცის!
ტრანსერფინგი თავის თავში ყველაზე საოცარ აღმოჩენას ატარებს, რისი წარმოდგენაც კი
შესაძლებელია. ის კი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ მხოლოდ არჩევანი უნდა გააკეთოთ,
შემდეგ კი სამყაროს მის განხორციელებაში ხელი არ შეუშალოთ.

აი, მთელი პარადოქსიც: ადამიანს არ სჭირდება ზუსტად იცოდეს, როგორ მიაღწიოს წარმატებას.
უფრო ზუსტად კი, უკეთესია, თუ საერთოდ არ ეცოდინება. თქვენ რა, გეგონათ, ტრანსერფინგი
წარმატების მორიგ რეცეპტს მოგცემდათ? გონებას ასეთი რეცეპტის პოვნა არ ძალუძს. მთელი
ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ის თავად გამოჩნდება.

გონების ამოცანაა თავისი კონტროლით ვარიანტთა დინებას, ანუ მოვლენათა სვლას ხელი არ
შეუშალოს. ვარიანტთა დინება ყოველთვის თქვენი არჩევანის მხარესაა მიმართული. სწორედ
ამიტომ, თუ არჩევანი გაკეთებულია, თამამად შეგიძლიათ განზრახვის კოორდინაციის
პრინციპსდაეყრდნოთ:ჩემი განზრახვა განხორციელდება; ყველაფერი აქეთკენ მიდის; და
ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა.

შავ ზოლს დავუბრუნდეთ. ყოველ ჯერზე, შავ ზოლზე გადასვლისას, თქვენ, როგორც ჩანს,
რაღაც შანსს ხელიდან უშვებდით. ეს თეთრი ზოლის კიდევ უფრო გათეთრების შანსი იყო.
მაგრამ გონება არ იღებდა მომავალ მოვლენებს, უფრო ზუსტად, მათ ნეგატიურად აფასებდა, და
შედეგად ნეგატივი მართალაც მთელი ძალით ვლინდებოდა.

მაგრამ ნუ დაღონდებით ამის გამო. თუ მიზანს განსაზღვრავთ და კოორდინაციის პრინციპს


დაიცავთ, ერთი შესანიშნავი აღმოჩენა გელოდებათ. თქვენ დარწმუნდებით, რომ ყველა
დაშვებული შეცდომა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. ამ მიზანს ვერ მიაღწევდით, ის წარსული
შეცდომები რომ არ დაგეშვათ. მეორე მხრივ, ისინი რომ არ დაგეშვათ, მიზნამდე მიღწევა
შეგეძლოთ. მაგრამ ის სხვა მიზანი იქნებოდა. თქვენ ხომ ერთი მიზანი არ გაქვთ. აი, ასე
წარმოუდგენლად, დიდებულად და დიდსულოვნადაა მოწყობილი ჩვენი სამყარო.

ასე რომ, გულს ნუ გაიტეხთ: წარსული წინაა, თუ მიზნისკენ მიდიხართ. შეიძლება, აქამდე
მხოლოდ სხვისი მიზნები გიტაცებდათ?

386
პარტნიორთა თამაში

„თქვენ ამბობდით, რომ მეუღლეებში ერთი შეხედვით შეუთავსებელი პიროვნებები ერთდებიან,


თითქოს ერთმანეთის სასჯელად. ეს ჩემზეა დაწერილი. ხომ ვერ მომცემდით პრაქტიკულ
რჩევას, ამ სიტუაციას თავი როგორ დავაღწიო: რა უნდა გავაკეთო და ვიფიქრო?

ბევრჯერ ვცადე ურთიერთობების მოწესრიგება, ეფექტი იყო, მაგრამ ხანმოკლე, შემდეგ


მივხვდი, რომ შეუთავსებლები ვართ და სხვა ქალთან უნდა მეცადა ურთიერთობის აწყობა.
განქორწინება ავირჩიე. ძალიან მინდა ურთიერთობის დასრულება, მაგრამ საერთო ქონება
გვაქვს, და გარემოებები პრობლემების გარეშე, მინიმალური ზიანით ჩანაფიქრის
განხორციელებაში ხელს მიშლის.

როდესაც ვბრაზდები და ვფიქრობ, რომ მზად ვარ ყველაფერი დაუყოვნებლივ და ნებისმიერი


პირობებით დავასრულო, ურთიერთობა ხილული მიზეზების გარეშე დროებით უმჯობესდება.
მაგრამ მალე ყველაფერი თავიდან ახლებურად იწყება. რა უნდა გავაკეთო ტრანსერფინგის
კუთხით, სიტუაცია რომ შევცვალო?“

არ შევცდები, თუ ვიტყვი,რომ განქორწინებათა უმეტესობა ბანალური მიზეზით ხდება:


პარტნიორები ერთმანეთს უფლებას არ აძლევენ, იყვნენ ის, ვინც არიან. თქვენ, ალბათ
ფიქრობთ, რომ ისინი ცდებიან, მე კი მსურს გაჩვენოთ, რაში ცდებიან? ვერ გამოიცანით.

საქმე იმაში სულაც არაა, ვინაა მართალი და ვინ დამნაშავე. წვრილმანების გამო კონფლიქტებს
ერთი არატრივიალური, მაგრამ უმთავრესი ასპექტი აერთიანებს - გაცნობიერებულობა, უფრო
ზუსტად, მისი არარსებობა.

გაღიზიანება - გაუცნობიერებელი რეაქციაა. არაცნობიერი ზმანებისას ადამიანს სიზმარი თავს ისე


ატყდება, რომ მას მთლიანად ძილის ეს თამაში შთანთქავს და ვერც ხვდება, რომ ეს მხოლოდ
სიზმარია.

ადამიანს ზუსტად ასე ზეზეულად სძინავს, როდესაც გარეგან გამღიზიანებელზე ხამანწკივით


ნეგატიურად რეაგირებს. თითქოს ყველას ესმის, რომ ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს
საკუთარი თავისებურებები და უცნაურობები ჰქონდეს. და თუ ის თქვენნაირი არ არის, არცაა
ვალდებული ასეთი იყოს.

მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ იმ მომენტში აცნობიერებენ, როდესაც მათ ამის შესახებ


ეკითხებიან. დანარჩენ შემთხვევებში გაღიზიანების გამშვები მექანიზმის ამოქმედება
გაუცნობიერებელ მდგომარეობაში ხდება.

ზეზეულად გაუცნობიერებელ სიზმარში მყოფი ადამიანი, არც საკუთარ თავს და არც სხვებს
რთავს ნებას იყოს ის, ვინც არის. ამ დროს დამოკიდებულების ურთიერთობები აღმოცენდება,
რაც პოლარიზაციას ბადებს, რომელიც თავის მხრივ წონასწორული ძალების ქროლვას იწვევს.
არაერთგვაროვნების გასანეიტრალებლად წონასწორული ძალები ურთიერთსაპირისპირო
ხასიათების შეჯახებისკენ ისწრაფვის.

387
დამატებით ამ ყველაფერთან ერთად ქანქარები, გრძნობენ რა პოლარიაზაციას, პარტნიორებში
ისეთ ქმედებებს იწვევენ, რაც კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას წარმოშობს. არ შეგიმჩნევიათ, რომ
პარტნიორი ხანდახან ისე იქცევა, თითქოს თქვენს გაღიზიანებას განგებ ცდილობს?

ჰოდა, იცოდეთ, რომ უმრავლეს შემთხვევებში ის ასე გაუცნობიერებლად, ქანქარის გავლენით


იქცევა, რომელიც თქვენი გაღიზიანების ენერგიით იკვებება და ცდილობს პარტნიორის
ქმედებები ისე წარმართოს, რომ კიდევ უფრო მეტად გაგაღიზიანოთ.

თქვენ თავად ასახავთ წერილში, როგორ მუშაობს პოლარიზაცია. შეხედეთ: „როდესაც


ვბრაზდები და ვფიქრობ, რომ მზად ვარ ყველაფერი დაუყოვნებლივ და ნებისმიერი პირობებით
დავასრულო, ურთიერთობა ხილული მიზეზების გარეშე დროებით უმჯობესდება.“

როდესაც „ნებისმიერ პირობებზე“ თანხმდებით, მარწუხებს უშვებთ, თითქოს ამბობდეთ:


„წყალსაც წაუღია!“ აი, ამ მომენტში პოლარიზაცია სუსტდება, წონასწორული ძალების ქროლვა
ნელდება, ქანქარა თავს განებებთ და შედეგად, ურთიერთობა გამოსწორებისკენ მიდის.

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ შეუთავსებლები სწორედ ერთნაირი ადამიანები არიან, ვიდრე
განსხვავებულები. როდესაც ამბობენ „ჩვენ შეუთავსებლები ვართ“ ან „ხასიათებით ვერ
შევეწყვეთ“, ფაქტების ენაზე გადათარგმნისას ეს ამგვარად უნდა გავიგოთ: „ერთმანეთს უფლება
არ მივეცით, ვყოფილიყავით ის, ვინც ვართ“.

სინამდვილეში,საპირისპირო ხასიათების მქონე ადამიანებს შეუძლიათ და უნდა იცხოვრონ


კიდეც ბედნიერად და ჰარმონიაში. წონასწორული ძალები სწორედ ამ მიზეზით ახვედრებს
საპირისპირო ტიპაჟებს და შედეგად სტატუს-კვოს ინარჩუნებს.

მე (და ალბათ თქვენც) ვიცნობ წყვილებს, რომლებიც მათი ხანგრძლივი კავშირის


განმავლობაში რამდენჯერმე გაიყარნენ. ამას სერიოზულად აკეთებდნენ, ჩემოდნების
ჩალაგებით, ჭურჭლის მსხვრევით, ოჯახური ფოტოების დაწვით, ქორწინების მოწმობების
დახევით და ა.შ. ყველა ამ წარმოუდგენელ დრამას თან ახლდა მხურვალე ფიცი, რომ ამჯერად
ყველაფერი საბოლოო და შეუქცევადია. მაგრამ ქარიშხალი ცხრებოდა, ორივე მებრძოლი
წყნარდებოდა და ცხოვრებას კვლავ ერთად აგრძელებდნენ.

მთელი ამ ტაფებითა და თეფშებით შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან აცილება


შეიძლება, თუ სცენიდან მაყურებელთა დარბაზში ცნობიერად ჩამოხვალთ და თამაშს, ანუ
თქვენს ერთობლივ ცხოვრებას გვერდიდან შეხედავთ. ეს ერთ-ერთმა პარტნიორმა მაინც უნდა
გააკეთოს.

რატომაა ერთობლივი ცხოვრება თამაში? იმიტომ, რომ ყოველმა მათგანმა როლი მოირგო: მე
ასეთი ვარ, მე ამას ვაკეთებ, ეს კი მაღიზიანებს. მაგრამ ადამიანები ამ თამაშში მთლიანად
იძირებიან, ამიტომ გაუცნობიერებლად მოქმედებენ, თითქოს ზეზეულად სძინავთ. ცხოვრება მათ
„თავს გადახდებათ“, და მათ სცენარზე ზემოქმედება არ ძალუძთ, თუმცა კი მთელი ძალით ამის
გაკეთებას ცდილობენ.

388
ახლა კი გაიხსენეთ, როგორ თამაშობდით ბავშვობაში დიდობანას. დიდებისგან განსხვავებით
ბაშვები აცნობიერებენ, რომ ყველაფერი „ვითომ“ ხდება. მათ ყოველ მომენტში ახსოვთ: ეს
თამაშია, ამიტომ ცნობიერად მოქმედებენ, როგორც მოთამაშე მაყურებლები. ბავშვებს თავიანთი
თამაშის სცენარის შეცვლა შეუძლიათ, რადგან აცნობიერებენ, რომ ეს რეალობა არაა. ზუსტად
ასევე გაცნობიერებულ სიზმარში ადამიანს სიზმარში მიმდინარე მოვლენების გაკონტროლება
შეუძლია.

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები ინდიფერენტულად თამაშის უნარს კარგავენ, თამაშში,


როგორც ღრმა ძილში, ბოლომდე იძირებიან, და შედეგად გაცნობიერებულობას კარგავენ.
ხოლო რადგანაც ადამიანებს ზეზეულად სძინავთ, ისინი ქანქარების მორჩილ უნებისყოფო
მატიონეტებად იქცევიან, და ცხოვრება მათ სიზმარხილვის მსგავსად, „თავს გადახდებათ“.

მაინც შეეცადეთ, ერთობლივი ცხოვრება ბავშვებივით ითამაშოთ. აიღეთ თქვენთვის


განკუთვნილი როლები და ინდიფერენტულად, „ვითომ“ ითამაშეთ. მაგალითად, როგორც კი
პარტნიორი იმის კეთებას იწყებს, რაც არ მოგწონთ, გაღიზიანდით, როგორც ადრე, მაგრამ ახლა
თქვენი როლი გროტესკით და იუმორით ითამაშეთ.

შედეგად კონფლიქტების მექანიზმი უცებ გახდება გასაგები, რომელსაც თქვენ, ზეზეულად


არაცნობიერ ზმანებაში მყოფი აღვივებდით. თქვენ მართლა გააცნობიერებთ, რომ ყველა ჩხუბი
ტელესერიალების მსგავსად „თითიდანაა გამოწოვილი“. ხოლო როდესაც გააცნობიერებთ,
ბოლოს და ბოლოს შეძლებთ საკუთარ თავსაც და სხვასაც ნება მისცეთ იყოთ ის, ვინც ხართ.

ქველმოქმედება

„ბოლო ორი წელია ბირჟაზე ვაჭრობაში ჩავიძირე. და ვერა და ვერ მივაღწიე წარმატებულ,
სტაბილურ ვაჭრობას. ორი წელი - მხოლოდ დანაკარგები. შეიძლება სიმართლეა, რასაც ერთი
კოლეგა წერს: ბაზარი - ეშმაკის გამოგონებაა. „ღმერთს - ღმრთისა, კეისარს - კეისრისა“.
ბირჟაზე თამაშით სულს ვაგებთ. საკუთარ სულს. სამწუხაროდ, ასეა. და ეს სიმართლეა. ჩემთვის
ერთადერთი გამოსავალია - ტაძრის ასაშენებლად შევწირო ფული. მაგრამ კარმულ შედეგებს
ეს ვერ ამაცილებს!..

მაგრამ ბედის მრავალვარიანტულობა სადღაა? ნუთუ ბირჟაზე ვაჭრობით საკუთარი ცხოვრების


უზრუნველყოფა არ შეიძლება? ნუთუ მილიარდელებზე ყველა ეს ზღაპარი - მითია? თუ
ქვეცნობიერში გამდიდრების იდეა მოყვასის დახმარების იდეით ჩავანაცვლოთ? არც
თეორეტიკოსი და არც დამწყები ვარ, ყველაფერი, რაზეც ვწერ - საკუთარ ტყავზე მრავალჯერ
მაქვს გამოცდილი. თქვენი აზრით, რა არჩევანი უნდა გავაკეთო?“

თქვენ მე მეკითხებით, ჩემი აზრით როგორი უნდა იყოს თქვენი არჩევანი. ნუთუ მე ან ვინმე სხვას
შეუძლია, ჭეშმარიტ გზაზე მიგითითოთ? ეს მხოლოდ თქვენმა სულმა იცის. მე კი შეცდომების
შეფასება შემიძლია, ისიც მხოლოდ სუბიექტურად.

თქვენ წერთ: „ჩემთვის ერთადერთი გამოსავალია - ტაძრის ასაშენებლად შევწირო ფული“. რა


თქმა უნდა მესმის, რომ თქვენ თავად ამას ერთადერთ გამოსავლად არ მიიჩნევთ. მაგრამ საიდან
მოიტანეთ, რომ შესაწირის განხილვა გამოსავლად საერთოდ შესაძლებელია?

389
ღმერთის კი არა, ქანქარების რელიგიის მიმდევრებმა ჩაგაგონეს, რომ ტაძრისთვის ფულის
შეწირვით „საკუთარ სულს იხსნით“ ან კარმული პრობლემებისგან გათავისუფლდებით.
ღმერთის ნებისმიერი ჭეშმარიტიმსახური გეტყვით, რომ ინდულგენციას ფულით ვერ იყიდით.

მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: რელიგიის ქანქარა - ღმერთი არ არის. ტაძარი
არა უფალს, არამედ ქანქარას სჭირდება. ღმერთს თქვენი მსხვერპლშეწირვა არ სჭირდება. თუ
მსხვერპლშეწირვას თქვენი პრობლემების გადაწყვეტად განიხილავთ, ე.ი. მასთან გარიგებას
ცდილობთ.

ქველმოქმედებას დაგროვებული ფულის ჭარბი პოტენციალის განეიტრალება მხოლოდ იმ


შემთხვევაში შეუძლია, თუ თქვენ გადანახული ფინანსები ჭარბად გაქვთ. მაგრამ, რადგან
ბირჟაზე ვაჭრობთ, სავარაუდოდ, გადანახული ფინანსები არ გექნებათ.

ქველმოქმედება ჭეშმარიტად კეთილი საქმე მხოლოდ გულწრფელობის შემთხვევაშიიქნება.


მაგალითად, მდიდარი ადამიანი საბავშვო ბაღს ეხმარება, მაგრამ იქ ერთხელაც არ მისულა.
ასეთ შემთხვევაში ეს კეთილი საქმე კი არა, გარიგებაა. მისი დახმარება ინდიფერენტულია,
უანგარო ფრაზით - „ბავშვებს ვეხმარები!“ - გამოხატულ ლამაზ იდეას ემსახურება.

მაგრამ ამ ადამიანის განზრახვა გულწრფელი არაა. მას ბავშვებთან, რომლებსაც ეხმარება,


ურთიერთობა არ სჭირდება, ამიტომ არ უყვარს ისინი. ის საკუთარ თავს აფასებს, როგორც
ბავშვების დამხმარეს. მაგრამ, დავუშვათ, განა ცუდია, რომ ეს ადამიანი უსიყვარულოდ,
არაგულწრფელად ეხმარება? არაა ცუდი, მშვენიერია. მაგრამ იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ეს
რაიმენაირად „ჩაეთვლება“.

ამ ქმედებით შეიძლება საზოგადოებაში მისი რეიტინგი ამაღლდეს, მაგრამ მისი სული არავითარ
კომპენსაციას არ მიიღებს. აჯობებს გულწრფელად გიყვარდეთ საკუთარი თავი, ვიდრე
არაგულწრფელად - სხვები. ვიტყოდი, რომ საკუთარი თავის სიყვარული სრულიად
აუცილებელიცაა.

აი რას წერთ: „თუ ქვეცნობიერში გამდიდრების იდეა მოყვასის დახმარების იდეით


ჩავანაცვლოთ?“ ნუ ძალადობთ საკუთარ თავზე მოყვასის დახმარების იდეებით, თუ გულწრფელ
სურვილს არ გრძნობთ. პირიქით, სწორედსაკუთარიგამდიდრებით დაკავდით. ამას აკეთებთ
გულწრფელად, და არაფერია სასირცხვილო. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ქანქარის მიმდევრების
ღაღადისს, რომლებიც თავიანთი „სულიერი“ ღირებულებების თქვენთვის თავს მოხვევას
ცდილობენ. გახსოვდეთ: ნამდვილად სულიერი პიროვნებები არასოდეს არაფერს მოგახვევენ
თავს.

თქვენთვის უპირველესი სულიერი ღირებულება თქვენი სულია. ზურგი აქციეთ ქანქარებს,


თქვენი სულისკენ შებრუნდით და საკუთარ თავს მიხედეთ, მაგალითად გამდიდრება სცადეთ.
მაგრამ ამ გამდიდრებას იქიდან არ უნდა მიუდგეთ, საიდანაც თქვენ ცდილობთ.

390
სულს ფული კი არ სურს, არამედ ის, რისი ყიდვაც ფულით შეიძლება. ზუსტად იცით, რა გსურთ?
სავარაუდოდ, არა. ჰოდა, შეეკითხეთ საკუთარ თავს, მაინც რა გსურთ ცხოვრებისგან.რა გიქცევთ
ცხოვრებას დღესასწაულად?განსაზღვრეთ თქვენი მიზანი.

თქვენი გონება სწორხაზოვნად ხსნის ამ ამოცანას: ფულით პრაქტიკულად ყველაფრის ყიდვაა


შესაძლებელი, ამიტომ პირდაპირ იქით წასვლაა საჭირო, სადაც ეს ფული დევს. მაგრამ მთელი
უბედურება იმაშია, რომ სულიც თავისებურად სწორხაზოვნად მოქმედებს. ის გონების ფულისკენ
მისწრაფებას არ იზიარებს. მას საერთოდ არ ესმის, ეს რა არის, რადგან აბსტრაქტული
„აზროვნება“ არ შეუძლია. ამიტომ სული გონების მოკავშირე არ გახდება ფულის მოპოვების
საკითხში. გონება კი სულის გარეშე უძლურია, ისევე როგორც სული - გონების გარეშე.

მაშ როგორ უნდა მოიქცეთ? თქვენი მიზანი უნდა განსაზღვროთ და მისკენ ისე წახვიდეთ, რომ ამ
მიზნის მიღწევის საშუალებებზე არ იფიქროთ. საშუალებები თავად გამოჩნდება - მთელი
ფოკუსიც ესაა. სხვა სიტყვებით, თუ სული და გონება მიზნისკენ ხელიხელჩაკიდებულები მიდიან,
თქვენს წინაშე ის კარი გაიხსნება, რომელიც მანამდე მიუვალი გეგონათ.

შეიძლება თუ არა ბირჟაზე თამაში თქვენს კარად მიიჩნიოთ? ვერ გეტყვით. თქვენ წერთ: „...ვერა
და ვერ მივაღწიე წარმატებულ, სტაბილურ ვაჭრობას. ორი წელი - მხოლოდ დანაკარგები.“
თავად გამოიტანეთ დასკვნა. მილიარდელები ისინი ხდებიან, ვინც თავისი მიზნისკენ მიდის, და
არა ფულისკენ.

როდესაც ადამიანი მისკენ საკუთარი კარის გავლით მიდის, მისი სული მღერის, გონება კი
კმაყოფილი იფშვნეტს ხელებს. ბირჟაზე თამაში თქვენს სულს სიხარულს ანიჭებს? ეს საქმიანობა
გონებას სიამოვნებს? ამ კითხვებზე თავად უნდა უპასუხოთ.

ეზოთერული ცოდნა

„ამ სახის სხვადასხვა ლიტერატურას უკვე ვიცნობ, და ყველაზე საოცარი ისაა, რომ პრინციპში,
ყველას ერთი და იგივეს თქმა სურს, მაგრამ მაინც ბევრ საკითხში ვერ თანხმდებიან.

მე, მაგალითად, ამ რაოდენობის ინფორმაციისგან უკვე ვიბნევი, რომელია სწორი და რომელი


არასწორი. პრაქტიკულად ყველა ამბობს, რომ ყველა ინფორმაცია გულთან ახლოს არ უნდა
მივიტანოთ. მაგრამ რა უნდა ქნან მგრძნობიარე ადამიანებმა, და მაგალითად იმათ, ვინც
ყოველდღიურად გასცემს მოწყალებას? სამყარო ხომ გულქვა და ბოროტი გახდება, თუკი სხვის
უბედურებას ვერ გაიგებს და გაითავისებს.

მომავალში ჟურნალისტობა მსურს და უკვე ვმუშაობ ერთ გამომცემლობაში, სადაც ძირითადად


ქალების პრობლემებთან მიწევს შეხება, მათი ისტორიების საფუძველზე სტატიებს ვწერ.
შეუძლებელია პროდუქტიული მუშაობა, თუ მათი პრობლემები არ გაითავისე. რა ქნან
ჟურნალისტებმა, რომლებსაც სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციასთან აქვთ შეხება? ნუთუ ეს იმას
ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ქანქარა უნდა ვაქანაო ან ვიტანჯო? თუ რაღაც არ მესმის?

391
ხანდახან აზრი მებადება, რომ ყველა ასეთი იდეა, ტრანსერფინგის ჩათვლით, უტოპიურია. თუ
დავუკვირდებით, ტრანსერფინგიც ქანქარაა, რომელიც თქვენ შექმენით და სხვა ადამიანების
აზრებით აქანავებთ. მაშ, რატომ არ უნდა გამარტივდეს მისი კანონები?“

ტრანსერფინგი გამოგონებული არაა, ამიტომ მისი კანონების გადაკეთება არ შეიძლება. მისი


„გამოგონება“ კი საერთოდ შეუძლებელია. სხვებისგან მას ვერ ისწავლით. ეზოთერული ცოდნა
არც გამოიგონება და არც შეისწავლება. ის უბრალოდ ხელმისაწვდომ ადგილასაა. მე ამ
ადგილს ვარიანტთა სივრცეს ვუწოდებ. სხვას შეუძლია სხვაგვარად მოიხსენიოს, მაგრამ არსი
ამით არ იცვლება.

წერილში თქვენ ამბობთ, რომ ზოგიერთი საკითხი გაბნევთ. როგორ უნდა გაერკვიოთ ყველა ამ
სწავლებაში, რომლებიც, თქვენი სიტყვებით, ერთი და იგივეს ამბობს, მაგრამ მაინც ვერ
თანხმდება? არც კი დაიჯერებთ, და ძალიან ადვილად.

ფსიქოლოგიასა და ეზოთერიკაში მთელი გორა ლიტერატურის გაცნობის შემდეგ, გარკვეულ


მომენტში შეგიძლიათ შეჩერდეთ და დაივიწყოთ ყველაფერი, რასაც სხვები წერდნენ თავიანთ
წიგნებში. თუ რომელიღაც სფეროში მინიმალური აუცილებელი ფუნდამენტი დაგროვებული
გაქვთ, შემდგომი ინფორმაცია პირდაპირ ვარიანტთა სივრციდან შეგიძლიათ მიიღოთ.

ამისთვის გამბედაობა უნდა გეყოთ და შეწყვიტოთ სხვათა წიგნებში კითხვებზე პასუხის ძიება და
საკუთარ თავს მიმართოთ. მანამ, სანამ გონება ამა ქვეყნის ბრძენი ადამიანებისკენაა
მიმართული, მუდამ დაბნეული და მარადიული სტუდენტის მდგომარეობაში იქნებით. შეცვალეთ
ორიენტაცია: თქვენი გონება თქვენი სულისკენ მიმართეთ და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ.
იცით, რა განასხვავებს იმათ, ვინც აღმოჩენას აკეთებს, კულტურის, ხელოვნების შედევრებს ქმნის
და წიგნებს წერს, დანარჩენებისგან, რომლებსაც უკვირთ ეს აღმოჩენები, აღაფრთოვანებთ ეს
შედევრები, ამ წიგნებს კითხულობენ? რა განასხვავებს შემოქმედთ დამფასებლებისგან და
მასწავლებელს მოსწავლეებისგან?

პირველებს ეყოთ გამბედაობა, გონება სხვათა ქმნილებისგან მოეწყვიტათ და ის საკუთარი


სულისკენ მიექციათ. დამფასებლებს და მოსწავლეებსაც აქვთ ნიჭები! მათ უბრალოდ განზრახვა
აქვთ სხვა მხარეს მიმართული - იქითკენ, რომ სხვისი დააფასონ და სხვებისგან ისწავლონ.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ცარიელ დემაგოგიას ვეწევი ან საზოგადოდ ცნობილი


ჭეშმარიტების გადაღეჭვას ვცდილობ. გონება სულისკენ მივაპყროთ? ეს ხომ ძალზე
არაკონკრეტული და გაუგებარია და უცნაური სულიერების ელფერი დაჰკრავს.

მაგრამ სინამდვილეში მე სწორედაც რომ კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობ. რომ გითხრათ,


რომ თქვენმა სულმა ისედაც ყველაფერი იცის, მთლად ზუსტი არ იქნებოდა. სულმა არ იცის,
მაგრამ, გონებისგან განსხვავებით, ინფორმაციულ ველთან აქვს წვდომა, სადაც წარსულსა და
მომავალზე მონაცემები, და ასევე ყველა შედევრი და აღმოჩენა ინახება.

გონება სულის გრძნობებს ინტუიციურ ცოდნად და გამონათებად აღიქვამს, შემდეგ კი


საზოგადოდ მიღებული ცნებების და სიმბოლოების ფორმით აკეთებს ინტერპრეტაციას.

392
გონებას ახლის გამოგონება არ ძალუძს. მას მხოლოდ სახლის ახალი ვერსიის აწყობა შეუძლია
ძველი კუბებისგან. ყველაფერი პრინციპულად ახალი სულის და გონების ერთობაში იქმნება.
მაგრამ ამ ერთობის მისაღწევად უბრალო და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

უნდა მიიღოთ ფაქტი, რომ ნებისმიერი ცოდნა თქვენთვის ხელმისაწვდომია. კითხვით


მიმართოთ საკუთარ თავს. საკუთარი გზით იაროთ. ინდივიდუალობის თქვენი უფლება
გამოიყენოთ. ცოდნაზე თქვენი წვდომით ისარგებლოთ.

ცოდნა ხელმისაწვდომი გახდება, როგორც კი თქვენი განზრახვის სხვებიდან საკუთარ თავზე


მიმართვას შეძლებთ. უბრალოდ უთხარით საკუთარ თავს, რომ ინდივიდუალური,
განუმეორებელი ხართ და ყველაფერი იცით. საკუთარ თავს კითხვა დაუსვით და პასუხს
დაელოდეთ. ის თავისით მოვა, შეიძლება უცებ, შეიძლება რამდენიმე დღეში, ან თვეში,
სირთულიდან გამომდინარე. მაგრამ აუცილებლად მოვა!

ყოველ ადამიანთან გონების სულთან კომუნიკაცია თავისებურად მიმდინარეობს. მთავარია -


გონების განზრახვის სულისკენ მიმართვა. მთელი საიდუმლო იმაშია, რომ ცოტას თუ მოსდის
აზრად თავში, ამის გაკეთება სცადოს. მაგრამ ვინც მოსინჯა, ის ახლის აღმოჩენას და შედევრების
შექმნას იწყებს.

ერთადერთი, რაც სულის და გონების გაერთიანებას უშლის ხელს, - ესაა შინაგანი და გარეგანი
მნიშვნელოვნება. მნიშვნელოვნება შემოქმედებით საწყისს საყოველთაოდ აღიარებული
სტერეოტიპების ფუტლიარში კეტავს. აი, რას წერთ მკითხველთა პრობლემებზე: „შეუძლებელია
პროდუქტიული მუშაობა, თუ მათი პრობლემები არ გაითავისე“.

სწორად აქცენტირებული ფრაზაა, ასე არაა? შეიძლება კიდევ დავუმატოთ, რომ, თუ ადამიანმა
სხვისი პრობლემები არ გაითავისა, მის დახმარებასაც ვერ შეძლებს. ესეც სწორად ჟღერს.
სინამდვილეში კი - ქანქარების ფორმირებული ცრუ სტერეოტიპია.

ადამიანების პრობლემებს მათი გათავისებით კი არ წყვეტთ, არამედ მიუხედავად ამისა. მეტიც,


სხვის პრობლემებში ჩაძირვით, მათი ობიექტურად გადაჭრის უნარს კარგავთ.

ადამიანებს პრობლემები იმის გამო უჩნდებათ, რომ თავით არიან ჩაძირული თამაშში. ცხოვრება
მათთვის „ხდება“, და ისინი, როგორც არაცნობიერ ზმანებაში, გარემოებათა ტყვეობაში
იმყოფებიან. მაგრამ საკმარისია მაყურებელთა დარბაზში ჩამოსვლა და თამაშისთვის
გვერდიდან შეხედვა, და ბევრი რამ ნათელი გახდება.

სანამ სხვების პრობლემებში ხართ ჩაძირული, ზუსტად მათ მდგომარეობაში იმყოფებით. მათი
პრობლემების გასაგებად და გადასაჭრელად ინდიფერენტულად უნდა იმოქმედოთ.

არა უგულოდ, არა გულგრილად, არამედ ინდიფერენტულად! სწორედ ეს განსხვავებაა


მნიშვნელოვნების არქონასა და უსულგულობას შორის.

393
როგორც საკუთარი, ასევე სხვისი პრობლემების გადაჭრას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ,
თუ მოთამაშე მაყურებლის როლს მოირგებთ. ხოლო მანამ, სანამ თქვენი და სხვისი
პრობლემებით „ცხოვრობთ“, უძლური ხართ.

მკითხველთაგან ბევრი ვერ ახერხებს ინდიფერენტულობასა და უსულგულობას შორის


განსხვავების მოხელთებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მნიშვნელოვნების არარსებობა -
ინდიფერენტულობაა, და არა გულგრილობა. თქვენი როლი ბავშვებივით „ვითომ“ ითამაშეთ.
სწორედ მაშინ გახდებით მეთოჯინე, ანუ სიტუაციის ბატონ-პატრონი. ხოლო როდესაც თამაშში
ხართ ჩაფლული, მაშინ მარიონეტი ხართ.

მართლაც, არაა საჭირო ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა. თუ დავუკვირდებით, ყველაფერი


იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც გვეჩვენება. იმათ უნდა დაეხმაროთ, ვისაც თქვენი
დახმარება სჭირდება. მაგრამ ეს ინდიფერენტულად უნდა გააკეთოთ, გრძნობებით არ უნდა
განიმსჭვალოთ და განცდებით არ უნდა დაიტანჯოთ. თქვენს გრძნობებს მხოლოდ ხელის შეშლა
შეუძლია. და კიდევ, მხოლოდ იმათ უნდა დაეხმაროთ, ვინც ამას გთხოვთ.

თქვენს კითხვაზე: „რა უნდა ქნან მგრძნობიარე ადამიანებმა, და მაგალითად იმათ, ვინც
ყოველდღიურად გასცემს მოწყალებას?“, სრულიად კონკრეტული, მაგრამ თქვენთვის
მოულოდნელი პასუხი მაქვს - უარი თქვით დანაშაულის გრძნობაზე.

თუ მოწყალებას სისტემატურად გასცემთ, ე.ი. მოვალეობას გრძნობთ. მოვალეობა კი


დანაშაულის გრძნობიდან მომდინარეობს. თქვენ იმდენად არ თანაუგრძნობთგაჭირვებულებს,
რამდენადაც მათი დახმარების მოვალეობასგრძნობთ. ეს თანაგრძნობა კი არა,
მნიშვნელოვნების გამოვლინებაა.

თუ უეცრად გაგიჩნდათ თანაგრძნობა კონკრეტული საცოდავი ავადმყოფი მოხუცის მიმართ - ეს


თანაგრძნობაა. მაგრამ თუ ნებისმიერი მათხოვრის გვერდით შინაგანი განცდების გარეშე ჩავლა
არ შეგიძლიათ, ეს ნიშნავს, რომ ეს არა თანაგრძნობა, არამედ მოვალეობის გრძნობაა. როგორ
უნდა მოიქცეთ?

უბრალოდ თქვენი თავისუფლება განახორციელეთ. თქვენ არასდროს არაფრით ხართ


ვალდებული. აიღეთ ცოდნის თქვენი უფლება. თავად შეგიძლიათ შექმნათ და გასცეთ პასუხები.
თუ მნიშვნელოვნებისგან გათავისუფლებული არ ხართ, თქვენ ეჭვები გღრღნიან. ხოლო თუ
თავისუფალი ხართ - მაშინ მართალი ხართ. და როდესაც თავისუფალი ხართ, თანაგრძნობაც
შეგიძლიათ და თანაგანცდაც.

როგორ დავიბრუნოთ საყვარელი ადამიანი

„ძალიან გთხოვთ, მიპასუხეთ, როგორ დავიბრუნო საყვარელი მამაკაცი?“

თუ ის თავად წავიდა, მისი დაბრუნება ძალზე საეჭვოა. უფრო ზუსტად, შინაგანი განზრახვის
ძალისხმევით, ანუ მის „დაბრუნებაზე“ მიმართული გარკვეული მოქმედებებით მის
დაბრუნებასვერ შეძლებთ. ამ ადამიანზე უშუალო ზემოქმედების ნებისმიერი მცდელობა ასეთ

394
მოქმედებებს მიეკუთვნება. წარმატებას რომც მიაღწიოთ, ის როგორიც იყო, ისეთივე აღარ
იქნება.

მისი დაბრუნება მხოლოდ გარეგანი განზრახვითაა შესაძლებელი. შინაგანი განზრახვით


საკუთარი მიზნების მისაღწევად თქვენ უშუალოდ სამყაროზე ცდილობთ ზემოქმედებას.
გარეგანი განზრახვა იმგვარად მუშაობს, რომ სამყარო თავად მოდის თქვენს შესახვედრად.
გარეგანი განზრახვის მუშაობის მექანიზმის ახსნა მოკლედ ასე შეიძლება.

პარტნიორები თავიანთ ურთიერთობაში შინაგანი განზრახვით ხელმძღვანელობენ, ანუ


ერთმანეთისგან რაღაცის მიღება სურთ. თუ ერთ-ერთი პარტნიორი სასურველს ვერ იღებს, ის
ურთიერთობას წყვეტს.

ყოველი ადამიანი ურთიერთობაში კმაყოფილების მიღებას თავისებურად ცდილობს. ეს


შეიძლება სიყვარულის, სექსის, პატივისცემის, ღირსების აღიარების, ურთიერთგაგების,
ურთიერთობის, მარტოობისგან გაქცევის, გართობის და ა.შ. მოთხოვნილება იყოს.

არსებობს თუ არა რაიმე, რაც ამ განსხვავებულ პირად მისწრაფებებს აერთიანებს? ეს საერთო


ყოველთვის იყო და არის საკუთარი მნიშვნელოვნების დაცვა და დამტკიცება. რითიც არ უნდა
ხელმძღვანელობდეს ადამიანი თავის მოქმედებებში, მისი ნებისმიერი მოტივი ასე თუ ისე
საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობასთანაა დაკავშირებული. ადამიანი ასეა მოწყობილი.

შინაგანი განზრახვა ადამიანთა ურთიერთობებში ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის საკუთარი


მნიშვნელოვნების დაცვისკენაა მიმართული. რისკენაა მიმართული თქვენი შეყვარებულის
შინაგანი განზრახვა? ისეთი პარტნიორის პოვნისკენ, რომლისგანაც საკუთარი მნიშვნელოვნების
დაკმაყოფილებას მიიღებს.

თქვენი შინაგანი განზრახვა რისკენაა მიმართული? შეყვარებულის დაბრუნებისკენ, და


ამგვარად, პირველი, საკუთარი მნიშვნელობის აღდგენისკენ, ხოლო მეორე, იმ ურთიერთობის
აღდგენისკენ, რომელშიც დაკმაყოფილებას ღებულობდით.

ახლა დაფიქრდით, დააკმაყოფილებთ თუ არა პარტნიორის მისწრაფებებს, თუ მხოლოდ


საკუთარი შინაგანი განზრახვით იხელმძღვანელებთ?

იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი დაიბრუნოთ, მას ის უნდა მისცეთ, რისკენაც მისი შინაგანი
განზრახვაა მიმართული. არ ღირს მისი განსჯა, თუ მას თქვენგან ამა თუ იმ ფორმით საკუთარი
მნიშვნელოვნების დაკმაყოფილების მიღება სურს. თქვენც ხომ რაღაცის მიღება გსურთ მისგან.

როგორც ცნობილია, ფრეილინგის პირველი პრინციპი ამბობს: უარი თქვით მიღების


განზრახვაზე, ჩაანაცვლეთ ის გაცემის განზრახვით, და იმას მიიღებთ, რაზეც უარი თქვით.

უარი თქვით თქვენს შინაგან განზრახვაზე, საითაც არ უნდა იყოს ის მიმართული. განსაზღვრეთ,
რისკენაა მიმართული თქვენი პარტნიორის განზრახვა. თქვენი მისწრაფებები მისი განზრახვის
დაკმაყოფილებისკენ მიმართეთ, თქვენი შინაგანი განზრახვა გარეგან განზრახვად აქციეთ.

395
შედეგად თქვენ არა მხოლოდ გააბედნიერებთ პარტნიორს, არამედ მისგან ყველაფერს
მიიღებთ, რაც თავად გნებავთ, თანაც ჭარბად. თუ მიღების განზრახვაზე უარის თქმას შეძლებთ
და მას გაცემის განზრახვით ჩაანაცვლებთ, აუცილებლად მიიღებთ იმას, რაზეც უარი თქვით.

ეს პრინციპი იმდენად ეფექტიანად მუშაობს, რომ იქმნება შეგრძნება, თითქოს რაღაც


სასწაულმოქმედი ძალა მოქმედებს. აი, სწორედ ესაა ნამდვილი მაგია. და არც შელოცვებია
საჭირო.

თუმცა, სიმართლე გითხრათ, დაკარგულის დაბრუნება, ისევე როგორც ერთ მდინარეში


მეორეჯერ შესვლა, ძალზე რთულია. უმჯობესია, ფრეილინგის პრინციპები მანამდე დაიცვათ,
სანამ ურთიერთობა გაფუჭდება.

ნებისმიერ შემთხვევაში მანამ, სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, თქვენს ადგილას კარგად


დავფიქრდებოდი: მისი დაბრუნება ნამდვილად გსურთ თუ ეს თქვენი დაკარგული (მისგან
მიტოვებული) მნიშვნელოვნების აღდგენის დაუოკებელი სურვილია?

თუ გრძნობთ, რომ არად მიგიჩნევენ, ეს ძალზე მტკივნეულია. ვიცი. მაგრამ ყველა გარემოება
რომ ვიცოდე, კონკრეტულს მაინც ვერაფერს გირჩევდით. მე მხოლოდ ინსტრუმენტის მოცემა
შემიძლია, მას კი როგორ გამოიყენებთ, თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი სამყაროს ნიშა - თქვენი სარკეა. თუ ტანჯვას არჩევთ, ე.ი. ასეც
იქნება. ხოლო თუ მოცემულ მომენტში განზრახვის კოორდინაციის პრინციპს გამოიყენებთ და
შექმნილ სიტუაციას განიხილავთ როგორც მხოლოდ ხელსაყრელს, ე.ი. სწორედ ასე იქნება.

შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან განშორებამ თქვენთვის უცნობ პრობლემებს აგარიდათ.


თქვენ კი გეჩვენებათ, რომ ყველაფერი ცუდადაა. უთხარით საკუთარ თავს, რომ ყველაფერი
კარგად მიდის, თქვენ ხომ თავად უნდა გადაწყვიტოთ - გიხაროდეთ თუ იტანჯოთ. თქვენ
ადგილას გავიხარებდი, ვიხტუნებდი და ტაშს შემოვკრავდი. ნება მიეცით სარკეს სიამოვნება
მოგანიჭოთ.

„იგივე პრობლემა მაქვს. ცოლმა, ჩემმა საყვარელმა ქალმა, მიმატოვა (სამი წელი ვხვდებოდით,
ოთხი წელი დაქორწინებულები ვიყავით).

განხეთქილების ძირითადი მიზეზი - ჩემი ფინანსური არასტაბილურობაა. ბევრ საკითხში ძალზე


რბილი ადამიანი, მხდალი, ზედმეტად ფრთხილი ვარ. ჩემს ცოლს მიაჩნია, რომ ჩემი
გამოცდილებით და ცოდნით საკუთარი ფირმა უნდა მქონდეს. ჩემი რბილი ხასიათით
დაწინაურება, კარიერის გაკეთება რთულია. და კიდევ, კარიერა - შემოქმედებითი
ადამიანისთვის საინტერესო არაა.

ცოლს ბევრ საკითხში ვეთანხმები. უმრავლეს საკითხებში გადამეტებული საფუძვლიანობით


ვეძებ დამატებით ინფორმაციას, ვცდილობ დამატებითი გამოცდილება მივიღო. ძირითადად
მთელი ჩემი კარიერა ისეა აწყობილი, რომ ერთ ადგილას ერთი-ორი წლის მეტი ვერ ვჩერდები.
(რაც ბიზნესში გამოცდილებას და ცოდნას მაძლევს.) ჩემი ხასიათის დიდი პლიუსი -
გულისხმიერებაა. ჩემი მინუსიც ესაა, ის კარიერის გაკეთებაში მიშლის ხელს.

396
ცოლს სტაბილურობა, საიმედოობა, ბავშვები უნდა. ჩემი შინაგანი მოტივებიც აქეთკენაა
მიმართული. მაგრამ არა კარიერის კუთხით, არამედ სისტემის (ბიზნეს-სქემის) შექმნის
პრინციპისკენ, რომელიც მოგებას მომიტანს. სწორედ ამისთვის მჭირდება გამოცდილება და
ცოდნა, რომლებიც ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი უმაღლესი იყო.

სამი თვის წინ ცოლს გავშორდი. საკმაოდ რბილად. ცოლს ამჟამად ბინა ცალკე აქვს
დაქირავებული, მისი ხელფასი ამის საშუალებას აძლევს. საკუთარი თავის ძიებაშია. მაგრამ
ჩვენი ურთიერთობა თანდათან უფრო და უფრო ცივდება. ჩემთან ურთიერთობის სურვილი
აღარ აქვს. როგორ დავიბრუნო საყვარელი ადამიანი?“

თქვენი პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული რეცეპტის მოცემა არ შემიძლია. ამას


მხოლოდ მაშინ ვბედავ, როდესაც სიტუაციას ძალზე მკაფიოდ ვხედავ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც
ჩემი აზრი სუბიექტურია, ამიტომ ის შეიძლება მცდარი იყოს.

თუ პასუხი ჩემთვის ცნობილი არაა, ჩემს ინტუიციას მივმართავ. თუ ინტუიციაც არაფერს


მკარნახობს, შემიძლია ტრანსერფინგის ერთ-ერთი პრინციპის გამოყენებას გავუწიო
რეკომენდაცია, რამდენადაც ვიცი, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ავნებს.

ამ შემთხვევაში ჩემი ინტუიციური პასუხი ემთხვევა პრინციპს, რომლის თანახმადაც თქვენ


განუწყვეტლივ საკუთარი გულის ხმას უნდა მისდიოთ. სხვები ამბობენ, რომ წარმატება - კარიერა,
სტაბილურობა, მაღალი ხელფასია. მათი მიზნისთვის მიკუთვნება არ შეიძლება. განა ადამიანის
გზა მის კარიერულ კიბეზე ასვლას გულისხმობს?

სინამდვილეში კარიერა, სტაბილურობა, მაღალი ხელფასი არ არის მიზანი, არამედ თანმხლები


ატრიბუტები. თქვენი მიზანი - ისაა, რაც თქვენს ცხოვრებას დღესასწაულად აქცევს. როდესაც
მიზანს ატრიბუტით ანაცვლებთ, ვერაფერს მიაღწევთ. ატრიბუტები თავად მოდის მიზნის
მიღწევის შედეგად. მაგალითად, როდესაც უნიკალური სპეციალისტი გახდებით, ყველა სიკეთეს
მიიღებთ.

ამიტომ მიზნისკენ უნდა ისწრაფოთ, და არა იმ სარგებელისკენ, რომელიც მას მოაქვს. თითქოს,
ფაქტი ნათელია. ყველას ესმის ეს. მაგრამ პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ის მხოლოდ
ხანმოკლე გაელვებაა ადამიანთა გონებაში, შემდეგ კი მას ატრიბუტების ბრჭყვიალი ახშობს.

ადამიანები ატრიბუტებისკენ ისწრაფიან, როგორც პეპლები ნათურისკენ, მაგრამ ვერაფერს


აღწევენ. როგორ მიაღწევენ წარმატებას, როდესაც მიზნის მაგივრად, მისი ატრიბუტებისკენ
მიისწრაფიან? აქედან მომდინარეობს მითი იმის შესახებ, რომ სიმდიდრე - რჩეულთა ხვედრია.

საზოგადოებრივი აზრი თავის სტერეოტიპებს გახვევთ თავს. მაგრამ ეს აზრი ხილულ საბოლოო
შედეგებზეა დაფუძნებული.

წარმატება მიზნისკენ სვლის პროცესში მოდის. საბოლოო შედეგები ყოველთვის შესამჩნევია,


მიზნისკენ სვლის პროცესი კი ჩრდილში რჩება. შედეგად სტერეოტიპი იქმნება: მოიპოვე ფული
და კარიერა, ანუ სხვა სიტყვებით, „გაფრინდი ნათურისკენ“.

397
ყველა მხოლოდ უკვე აკაშკაშებული ვარსკვლავის ბრწყინვას ხედავს. მაგრამ ცოტანი თუ აქცევენ
ყურადღებას მათ მიერ წარმატების მწვერვალისკენ განვლილ გზას. ყველა ვარსკვლვმა გაიარა
წარუმატებლობის უღრანი ტყე. წარმატება ადრე თუ გვიან მხოლოდ მას უღიმის, ვინც
დარწმუნებულია, რომ საკუთარ გზას ადგას. მხოლოდ საჭიროა, რომ მიზნისკენ გადახვევის
გარეშე იაროთ და გახსოვდეთ: რაც არ უნდა მოხდეს, ვარიანტთა დინება იქითკენაა
მიმართული, საითაც საჭიროა. არ არის საჭირო იმის ცოდნა, როდის და რა სახით მიაღწევთ
მიზანს.

თუ საზოგადოდ მიღებულ სტერეოტიპებს დაუჯერებთ, გარკვეულ წარმატებას შეიძლება


მიაღწიოთ. მაგრამ ეს იქნება საშუალო წარმატებები, რომლებსაც დიდი შრომის შედეგად
მიაღწევთ. იმისთვის, რომ ჭეშმარიტად გრანდიოზულ წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებლად
უნდა განსაზღვროთ მიზანი და მისკენ განუხრელადიაროთ, ისე, რომ არავის მოუსმინოთ.
შეგიძლიათ სხვათა რჩევები გაითვალისწინოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენმა
გულმა უნდა მიიღოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეწყვეტთ პეპელასავით ნათურის ირგვლივ
ტრიალს.

სწორი გადაწყვეტილება სულის და გონების ერთიანობაში იბადება. მცდარიგადაწყვეტილების


ერთმნიშვნელოვანი კრიტერიუმი შეიძლება სულიერი დისკომფორტის მდგომარეობა იყოს. თუ
გადაწყვეტილება მიიღეთ და ამასთან თუნდაც უმცირესი დამთრგუნველი შეგრძნება გაქვთ,
რომელიც იძულებითი აუცილებლობის გრძნობას გავს, ეს ნიშნავს, რომ სული „არა“-ს
გეუბნებათ. ხოლო თუ სულიერ დისკომფორტს მიღებული გადაწყვეტილების კონტექსტში არ
განიცდით, მაშინ სული ან „დიახ“-ს, ან „არ ვიცი“-ს გეუბნებათ. ასეთ შემთხვევაში საბოლოო
სიტყვა გონებას რჩება. თუ გადაწყვეტილება სწორია, სული მღერის, გონება კი კმაყოფილი
იფშვნეტს ხელებს.

მეორე მხრივ, თუ ვერაფრით ახერხებთ თქვენი მიზნის განსაზღვრას, მოეშვით ამ საკითხით


საკუთარი თავის ტანჯვას. განა მიზნის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება? თუ უბრალოდ ცხოვრება
გსურთ, ისე, რომ არაფრისკენ ისწრაფოთ, რატომაც არა? ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ერთი რამ
შემიძლია გირჩიოთ: კი არ უნდა იცუროთ, არამედ იმოძრაოთდინების მიმართულებით. სხვა
სიტყვებით, კოორდინაციის პრინციპის დაცვაა აუცილებელი, მაშინ ცხოვრება მშვიდ და
კომფორტულ კალაპოტში გადავა. მიზანი კი, სავარაუდოდ, თავად გამოჩნდება, როდესაც მის
გაუთავებელ ძიებას შეწყვეტთ. რაც შეეხება საკითხს, როგორ დაიბრუნოთ ცოლი, ვერაფერს
გირჩევთ. მთავარი ფრაზის: „საკუთარი თავის ძიებაშია. მაგრამ ჩვენი ურთიერთობა თანდათან
უფრო და უფრო ცივდება. ჩემთან ურთიერთობის სურვილი აღარ აქვს.“ მიხედვით შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ აქ საქმე ფინანსურ სტაბილურობაში არაა. თუ არ უყვარხართ - დაბრუნება
შეუძლებელია.

განზრახვა

„ასეთი კითხვა მაქვს: მოქმედებს თუ არა ტრანსერფინგის კანონი სხვა ადამიანებთან


მიმართებით? მაგალითად, შეძლებს თუ არა დედა თავისი შვილების (ფსიქიურად
დაავადებულების) განკურნებას, ან თუ თქვენ (ან მე) გექნებათ განზრახვა - რომ რუსეთი მდიდარი
ქვეყანა გახდეს, და ადამიანებმა აქ ბედნიერად იცხოვრონ?“.

398
განზრახვას ყველაფერი შეუძლია. საქმე იმაშია, რა ძალას ფლობს. თუ ქრისტეს განზრახვას
ფლობთ, რა თქმა უნდა, განკურნებას შეძლებთ. მაგრამ განზრახვის ძალა - სურვილის ძალა
არაა. თუ რაღაც ძალიან გსურთ, მას ვერ მიიღებთ. ეს რწმენაც არაა, რადგან სადაც რწმენაა, იქ
ეჭვისთვისაც ყოველთვის მოიძებნება ადგილი.

განზრახვა - ესაა აუღელვებელი, უსიტყვო და უპირობო გადაწყვეტილება საკუთარი ნების


სინამდვილეში განხორციელება მიიღოს და მშვიდად გააცნობიეროს, რომ სწორედ ასე იქნება.
სურვილისგან, შიშისგან, ეჭვებისგან და მნიშვნელოვნების სხვა პოტენციალებისგან თავისუფალი
განზრახვა სუფთაა. მაგალითად, გაზეთების საფოსტო ყუთიდან ამოღების განზრახვა - სუფთაა.

თუ საკუთარი შვილების გამოჯანმრთელების მზაობა ასეთივე სუფთაა, ამას შეძლებთ. მაგრამ ნუ


იფიქრებთ, რომ ამას ძალისხმევით მიაღწევთ. პარალიზებულმა ადამიანმა რა ძალისხმევასაც
არ უნდა მიმართოს, ადგილიდან ვერ დაიძვრება. და იმავე დროს ის ადვილად დაიბრუნებს
მოძრაობის უნარს, თუ შემთხვევით „გაიხსენებს“, როგორ აკეთებდა ამას.

განზრახვის ფლობას ვერც მე, და ვერც სხვა ვერ გასწავლით. მაგრამ ტრანსერფინგში არის
მეთოდები, რომლებიც განზრახვას აიძულებს იმუშაოს თქვენი ნებისგან დამოუკიდებლად. ეს ე.წ.
გარეგანი განზრახვაა.

მოცემულ შემთხვევაში, თუ მკურნალობა არ შველის, თქვენ საკუთარი შვილების განკურნების


მცდელობებზე უარი უნდა თქვათ. რას წარმოადგენს ფსიქიური დარღვევა? ამ დროს ადამიანის
სული ვარიანტთა სივრცის არარეალიზებულ უბანზეა მომართული. ნორმალური ადამიანები
ჩვენს რეალიზებულ სამყაროზე არიან მომართულები, ფსიქიურად დაავადებულები კი
ავადმყოფები არ არიან, უბრალოდ განუხორციელებელ, და ამიტომ „არანორმალურ“, ჩვენი
თვალთახედვით, უბანში „დაფარფატებენ“.

მიიღეთ თქვენი შვილები ისეთები, როგორებიც არიან. ისინი ავადმყოფები არ არიან, ისინი
უბრალოდ სხვანაირები არიან, ისეთები არა, როგორც ყველა. ძალიან კარგია, როდესაც
ადამიანი ისეთი არაა, როგორც ყველა - აი ესაა ნორმალური. არანორმალურია ამჟამინდელი
მდგომარეობა, როდესაც ყველა ერთნაირად აზროვნებს და მოქმედებს.

თქვენი შვილების ნორმალურებად ქცევის მცდელობით, ამას ვერ მიაღწევთ. როგორც უკვე
გითხარით, განზრახვას ძალით ვერ დაეუფლებით. მცდელობით, ძალისხმევით და დარდით
თქვენ მძლავრ ჭარბ პოტენციალს ქმნით, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს.

მაგრამ თუ შეძელით და თქვენი შვილები ისეთები მიიღეთ, როგორებიც არიან, და მათ


ნორმალურებად აღიარებთ, ასე განზრახვას შემოვლითი გზით მიიღებთ. ასეთ შემთხვევაში
თქვენი შინაგანი განზრახვა გარეგან განზრახვად იქცევა.

ბავშვებს ყურადღება, ზრუნვა და, რამდენადაც შესაძლებელია, თავისუფლება მიეცით.


გაათავისუფლეთ შვილები აუცილებლობისგან, იყვნენ „ნორმალურები“, საკუთარი თავი კი
აუცილებლობისგან, ისინი „ნორმალურებად“ აქციოს. და მაშინ უცებ არა, მაგრამ გარკვეული
დროის შემდეგ, თქვენ შედეგებს დაინახავთ.

399
იმავე დროს თავად გადაწყვიტეთ: მიიღოთ თუ არა ჩემი რჩევა. როგორც თავადაც ხვდებით,
გიპასუხეთ, მაგრამ ფსიქიატრიის სფეროს სპეციალისტი არ ვარ. საერთოდ მაქვს კი ასეთი
რჩევების მიცემის უფლება?

თქვენს სულს ნებისმიერ კითხვაზე შეუძლია პასუხის გაცემა, რომლებიც თქვენ გეხებათ. მეტად
მიენდეთ საკუთარი გულის ხმას, ვიდრე სხვა ადამიანების მოსაზრებებს, ჩემი ჩათვლით.

ჩემი ერთადერთი უპირატესობა ისაა, რომ თქვენი შვილების მიმართ გულგრილი ვარ. ამ აზრით
მათ მიმართ ჭარბი პოტენციალები არ მაქვს, ამიტომ პასუხის გაცემის ჩემი განზრახვა სუფთაა.

თუმცა, საერთოდ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ ღელავთ რუსეთის ბედზე, თუ თქვენი შვილები
ავად არიან? ძალზე ფართო მასშტაბია, რას იტყვით? სულაც არ მომწონს ყველას გაბედნიერების
ეს იდეები.

ყოველი ადამიანი მხოლოდ საკუთარი სამყაროს ნიშას აყალიბებს, ამიტომ მთელი რუსეთის
გაბედნიერება ერთ ადამიანს არ ხელეწიფება. ეს მხოლოდ ყველა ადამიანს ერთობლივად
შეუძლია. მაგრამ საერთო იდეით გაერთიანებული ადამიანები საბოლოო ჯამში ქანქარას ქმნიან.
ის კი ადრე თუ გვიან თავის დესტრუქციულ ქმედებას იწყებს: მიმდევრები გზიდან გადაყავს და
კონკურენტებთან ბრძოლას იწყებს.

თქვენ მშვენივრად იცით, რითი მთავრდებოდა ადამიანთა გაბედნიერების ყველა იდეა.


ნებისმიერი ასეთი იდეა, მათ შორის ღმერთის სიყვარულზე დაფუძნებული ყველაზე ნათელიც
კი, ქანქარას შობს. ღმერთის სახელით და დედამიწაზე ბედნიერებისთვის მთელი ერები
ნადგურდებოდა.

ქანქარას ყველა ადამიანის გაბედნიერება არ ძალუძს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ დროს ბევრი


დაზარალდება და გაუბედურდება. ბედნიერება საყოველთაო ვერ იქნება. ეს წმინდად
ინდივიდუალური ცნებაა. თუ მთელი საზოგადოება საყოველთაო ბედნიერების
მშენებლობისთვის მობილიზდება, სწორედ ის ნგრევა წარმოიქმნება, რომელიც, ბულგაკოვის
მიხედვით, „არა საპირფარეშოებში, არამედ თავებშია“.

ქანქარებს აწყობთ სხვებზე ზრუნვა დიდსულოვნებად გაასაღონ. მათ ძალზე დამაჯერებელი


სტერეოტიპების ოსტატურად ფორმირება ეხერხებათ. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ლამაზი
დემაგოგიაა. ყველა ადამიანი ბედნიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ყოველი მათგანი
საკუთარი მიზნისკენ თავისი კარის გავლით წავა. ესაა ერთადერთი რეალური გზა ჭეშმარიტ, და
არა ეფემერულ ბედნიერებამდე.

აუცილებელია ქანქარებისთვის ზურგის შექცევა, საკუთარი სულის სტერეოტიპების


ფუტლიარიდან გათავისუფლება და საკუთარი ბედნიერების ძებნა. საკუთარი მიზნისკენ მიმავალ
გზაზე ჭეშმარიტად კეთილ და სასარგებლო ბევრ საქმეს გააკეთებთ. და, რა თქმა უნდა, მრავალ
გაჭირვებულსა და უბედურს დაეხმარებით, რადგან დიდი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ.

400
„თქვენ ამბობთ, როდესაც ადამიანი წარმატების ტალღაზე იმყოფება, ის ყველაფერში ბედნიერი
და იღბლიანია, მთავარია - დესტრუქციული ქანქარების გავლენას არ დაექვემდებაროს. მაგრამ
იმაზე რას იტყვით, რომ ჩვეულებრივ ადამიანს არ შეიძლება ყველაფერი კარგად ჰქონდეს? ან
სამსახურში აქვს კარიერა, ზრდა, წარმატება, ან სახლში სიმყუდროვე, სიმშვიდე, სიყვარული.
უმრავლეს შემთხვევებში კი გვსურს, იქაც და აქაც ყველაფერი შესანიშნავად იყოს“.

ეს თქვენ ამბობთ, რომ ადამიანს არ შეიძლება ყველაფერი კარგად ჰქონდეს. ეს პირადი


არჩევანია. რადგან თქვენასე თვლით, ე.ი. ასეც იქნება. სამყარო ყოველთვის ახორციელებს
თქვენსარჩევანსთქვენთვის. თქვენ წერთ: „უმრავლეს შემთხვევებში კი გვსურს, იქაც და აქაც
ყველაფერი შესანიშნავად იყოს“. სამყარო აქაც ახორციელებს არჩევანს. ის უზადოდ ასახავს იმ
ფაქტს, რა გნებავთთქვენ, ყველაფერი რომ შესანიშნავად იყოს. მაგრამ არა უმეტეს. თქვენ ხომ
გნებავთ? ჰოდა იღებთ კიდევაც საკუთარ თავს, მსურველს.

როდესაც დაამთავრებთ უბრალოდ სურვებას და ფლობის გადაწყვეტილება გექნებათ, მაშინ


მიიღებთ ამას. მიაქციეთ ყურადღება ტრანსერფინგის დევიზს: „მე არ მსურს და არ ვიმედოვნებ,
მე ვაპირებ“.

მნიშვნელოვნების პოტენციალები

„მირჩიეთ, როგორ მოვიცილო შიშები, შფოთვა, პანიკა? ეს პრაქტიკულად როგორ


განვახორციელო? მაგალითად: ახლობელი ადამიანი გაემგზავრა - ვაჟი, ქალიშვილი. და
მღელვარება მიპყრობს: როგორ ჩაფრინდნენ, რატომ არ რეკავენ?“

თქვენ საინტერესო, მაგრამ რთულ თემას შეეხეთ. შიშის საწინააღმდეგო უნივერსალური


რეცეპტი არ არსებობს. და თუ რაიმე მარტივ და მოქმედ საშუალებას აღმოაჩენენ, რომელიც შიშს
აქრობს ცნობიერების შეცვლის გარეშე, ეს იქნებოდა ყველა დროის ყველაზე დიდი აღმოჩენა.
შიში ტრანსერფინგის ტერმინებით - ჭარბი ენერგეტიკული პოტენციალია, რომელიც
წარმოიქმნება, როდესაც შიშის საგანს გადამეტებულად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჭარბი
პოტენციალი ენერგეტიკულ ველში წონასწორობას არღვევს და ამიტომ მისი განეიტრალებისკენ
მიმართულ ძალებს ბადებს.

დავუშვათ, ხრამის პირას გიწევთ სიარული, და პანიკურად გეშინიათ ჩავარდნის. როგორ


შეუძლია წონასწორულ ძალებს ამ პოტენციალის განეიტრალება? უფრო ენერგოდამზოგავი
მეთოდია - ხრამში გადაგაგდოთ და ამით მოათავოს. ბუნება ყოველთვის ენერგიის ნაკლები
დანახარჯების გზით მიდის.

მაგრამ, რამდენადაც ეს ვარიანტი არ გაწყობთ, წონასწორული ძალების წინააღმდეგობის


გადალახვა, ანუ საკუთარი თავის ხელში აყვანა გიწევთ. გამოდის, შიშის პოტენციალის
გასაწონასწორებლად კიდევ დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. შედეგად თქვენი ენერგია
ორმაგად იხარჯება: თავად პოტენციალზე და მის შეკავებაზე. თავისუფალი ენერგია
ფაქტობრივად აღარ რჩება, ამიტომაც თავისებური გაშეშება ვითარდება.

401
თუ შიშის პოტენციალი საკმაოდ დიდია, მისი კონტროლქვეშ შეკავება არ ხერხდება, და მაშინ
წონასწორული ძალები რასაც უნდა, იმას გიკეთებთ. სხვა სიტყვებით, პანიკა გეუფლებათ, და
ძალები პოტენციალის ჩაქრობის მხარეს, ანუ დაღუპვისკენ მიგაქანებთ.

თუ სიტუაციის მნიშვნელოვნების სამანს ცნობიერად დასწევთ, შიში გაქრება. მაგრამ მთელი


პრობლემა იმაშია, რომ ცნობიერად მნიშვნელოვნების მოცილება ვერ ხერხდება. ამიტომ
ერთადერთ მოქმედ საშუალებას დაზღვევა, ანუ შემოვლითი გზა წარმოადგენს. ის ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვა სახისაა.

თუ დაზღვევა არაა, მაშინ ის, რისი გაკეთებაც ასეთ შემთხვევაში შეიძლება, - არ უნდა
ებრძოლოთ აღელვებას. საკუთარ თავს უმტკიცოთ, რომ არ ეშინოდეს - ამაოა. თავის მოტყუება
ვერ გიშველით. შიშთან ბრძოლის ნებისმიერი ფორმა მხოლოდ ენერგიას გართმევთ და ჭარბ
პოტენციალს აღრმავებს. თუ შეუძლებელია არ გეშინოდეთ - შეგეშინდეთ. ისე იმოქმედეთ,
როგორც შეგიძლიათ, მაგრამ თავად შიშს არ ებრძოლოთ.

მაგალითად, თუ გამოსვლის წინ ნერვიულობთ - ინერვიულეთ. ინერვიულეთ ბუნებრივად და


მთელი სიამოვნებით. მთლიანად განიმსჭვალეთ ამ შესანიშნავი გრძნობით. თავს ნება მიეცით
შეიშალოთ, როგორც უფრო მოგწონთ. როგორც კი საკუთარ თავს ამის ნებას მისცემთ, მთელი
მღელვარება სასწაულებრივად სადღაც გაქრება. ასე იმიტომ ხდება, რომ ენერგიის
მნიშვნელოვანი ნაწილი მღელვარებასთან ბრძოლაზე იხარჯება.

მღელვარება და განგაში შიშის ნაკლებად ძლიერი გამოვლინებებია. მნიშვნელოვნებას აქ


გაურკვევლობის მოლოდინი ბადებს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვნების სამანის ცნობიერი
დაწევის შესაძლებლობა არსებობს. თუ რაიმე გაღელვებთ, საკუთარ თავს აუხსენით, რომ ეს
თქვენთვის ძალზე წამგებიანია. შიშები და ცუდი მოლოდინები როგორც წესი რეალიზდება.

მღელვარების მოშორების ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს მოქმედება - არ აქვს მნიშვნელობა,


რომელი. შფოთვის და მღელვარების პოტენციალები მოქმედებისას იფანტება. უმოქმედო
მღელვარება მანამ შენარჩუნდება, სანამ აქტიურ მოქმედებაზე არ გადახვალთ. მოქმედების
სახეობას შეიძლება არავითარი კავშირი არ ჰქონდეს შფოთვის მიზეზთან. საკმარისია რაიმეთი
დაკავდეთ, და უცებ იგრძნობთ, რომ შფოთვა იკლებს.

მნიშვნელოვნების სამანის დაწევისთვის კარგ საყრდენ წერტილს განზრახვის კოორდინაციის


პრინციპი წარმოადგენს: ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა. თავს ნება მიეცით არ
იცოდეთ, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. მოუშვით კონტროლის მარწუხები სცენარზე
და სიტუაციას საშუალება მიეცით წარმატებულად დასრულდეს.

გარემოებები თავისთავად შეიცვლება სასიკეთოდ, თუ თქვენ წყალში ხელების ქნევის ნაცვლად


დინების მიმართულებით ცნობიერად იმოძრავებთ. განზრახვის კოორდინაციის პრინციპი
მუშაობს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ. სამყარო არავისთვის აპირებს უსიამოვნებების
მოწყობას. იმიტომ არა, რომ თითქოს არსებობს ძალები, რომლებიც თითქოსდა თქვენზე
ზრუნავს. არამედ იმიტომ, რომ ასე ნაკლები ენერგია იხარჯება.

402
ბუნება ენერგიას ტყუილუბრალოდ არ ხარჯავს. მისთვის წამგებიანია თქვენზე ენერგიის
დახარჯვა. უსიამოვნებები ყოველთვის ენერგიის გადამეტებულ ხარჯვასთანაა დაკავშირებული.
კეთილდღეობა, პირიქით, ნორმას წარმოადგენს და ენერგიის მინიმალურ დანახარჯებს
მოითხოვს. ადამიანის გონება, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს უმცირესი წინააღმდეგობის
გზაზე, ებრძვის ვარიანტების დინებას და თავად იხუნძლება წინაღობებითა და პრობლემებით.
აქედან უსიამოვნებებიც. ენერგიის შენახვის კანონი ჯერ არავის გაუუქმებია.

მაგრამ კოორდინაციის პრინციპის პირდაპირ გაგება არ ღირს. მაგალითად, პირდაპირ შუა


ცეცხლში ჩახტომა და ამასთან საკუთარი თავისთვის მტკიცება, რომ ყველაფერი კარგადაა.
მაგრამ ზოგადად და მთლიანობაში ამ პრინციპს შეგიძლიათ თამამად დაეყრდნოთ.

„ასეთი პრობლემა მაქვს: ძალიან მაღალი მიზნები დავისახე, მაგრამ გამუდმებით ქანქარების
გარემოცვაში ვარ, რომლებიც ხელს მიშლიან. ვერავის ვესაუბრები ჩემს მიზანზე და ინტერესებზე,
და ოჯახის წევრებიც კი მეუბნებიან, რომ არაფერი გამომივა. ვაკვირდები ადამიანებს და ვხედავ,
რომ პრაქტიკულად ყველა ერთნაირია. მირჩიეთ რამე, გთხოვთ“.

ბუნებრივია, ქანქარები ხელს შეგიშლიან, ისინი ყველას უშლიან ხელს. მათი წინააღმდეგობის
მინიმუმამდე დასაყვანად, აუცილებელია მნიშვნელოვნების სამანის დაბალ დონეზე
შენარჩუნება, ანუ გადამეტებულად დიდი მნიშვნელობა არაფერს არ უნდა მიანიჭოთ. ასეთი
რეკომენდაცია უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ პრობლემების უმეტესობა სწორედ მაღალი შინაგანი
და გარეგანი მნიშვნელოვნების მიზეზით წარმოიშვება.

„ძალზე მაღალი მიზნები“, განსაზღვრების თანახმად, სულაც არაა ძნელადმისაღწევი.


ძნელადმისაღწევად მას გონების ჩვეული სტერეოტიპები აქცევს. ამ სტერეოტიპების დამსხვრევა
განზრახვის კოორდინაციის პრინციპის მეშვეობით შეიძლება.

თქვენ ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეგიძლიათ, თუ ის თქვენია. თუ მიზანი სხვისია, გარკვეული


სულიერი დისკომფორტის გრძნობა გექნებათ, როდესაც გონებაში ატრიალებთ სურათს, რომ
მიზანი თითქოს უკვე მიღწეულია.

თქვენი მიზნების არჩევის საკითხებს და მათი მიღწევის კონკრეტულ გზებს რაც შეეხება, მხოლოდ
მოუსმინეთ, რას გეუბნებიან სხვები, მეტი არაფერი. მოქმედებისთვის კი გულისთქმით
იხელმძღვანელეთ, და არა სხვა ადამიანების, განსაკუთრებით ახლობლების რჩევებით,
რომლებიც „მთელი ძალით სიკეთეს გისურვებენ“.

მაგრამ საერთოდ, წერილიდან ზუსტად ვერ ვადგენ, პრობლემა რა საკითხში გაქვთ.


განსაკუთრებით ეს ფრაზაა გაუგებარი: „ვაკვირდები ადამიანებს და ვხედავ, რომ პრაქტიკულად
ყველა ერთნაირია“.

„დავაზუსტებ: ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები, ყველა, მშობლების და მეგობრების ჩათვლით,


ვერ მიგებენ, ჩემი სურვილები არ ესმით, მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებას
მაიძულებენ. მათ ისიც კი არ ესმით, როგორ შეიძლება ისე იაზროვნო, როგორც მე. მე კი მკაცრი
დისციპლინა, დღის დაგეგმვა, მიზნის მისაღწევად აქტიურობა, შეუპოვრობა, სიმტკიცე მირჩევნია;
ახალი ცოდნის შეძენისკენ მივისწრაფი და ა.შ. ჩემი მშობლები კი მაიძულებენ დავივიწყო ეს,

403
მეუბნებიან, რომ მუშაობის დაწყება და მშვიდად ცხოვრებაა საჭირო (ჩემი აზრით, ეს დაბალი
მიზნებია). ყველა ჩემი მეგობრის ცხოვრებისეული ფილოსოფია კი ჩემი აზრით კიდევ უფრო
უარესია: როგორ გააცდინონ გაკვეთილი, სხვას ავნონ, შეუძლიათ მასწავლებელს შეურაცხყოფა
მიაყენონ, ჩემი აზრით უინტერესო თემებზე ლაპარაკობენ. ასევე ხელს მიშლიან გაკვეთილებზე.
ამასთან, მშობლები გაუთავებლად ჩხუბობენ“.

ახლა სურათი შედარებით ცხადი გახდა. არ ვიცი, მოგეწონებათ ჩემი რჩევა? მაგრამ ჩემი საქმეა
შემოგთავაზოთ, შემდეგ კი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. მე ხომ თავზე არავის არაფერს ვახვევ.
თქვენ მეკითხებით - მე გპასუხობთ.

ამრიგად, ამ პრობლემის გადასაჭრელად სისულელის დაბრეხვებაა საჭირო. პირდაპირი


გაგებით. სრულიად სერიოზულად გეუბნებით, არ იფიქროთ, რომ დაგცინით.

სისულელე ძალზე საგულდაგულოდ უნდა აარჩიოთ. აქ თქვენი ყველა დადებითი თვისება უნდა
გამოავლინოთ: პედანტურობა, მობილიზებულობა, მიზანსწრაფულობა. სასურველია, ეს იყოს
არაცოცხალი საგანი, რათა მას დისკომფორტი არ მიაყენოთ. კარგად მოიფიქრეთ, რას
გამოიყენებთ საამისოდ. შემიძლია ერთი ვარიანტი შემოგთავაზოთ - პლუშის დათუნია.

როდესაც შესაფერის სისულელეს იპოვით, ზუსტი გეგმა შეიმუშავეთ: სად, როდის და როგორ
დააბრეხვებთ მას. კარგი იქნებოდა ინსტრუქციის შედგენა მოქმედებათა დაწვრილებითი
აღწერით, მაგალითად ასე: „ზემოთხსენებული სისულელის დაბრეხვება მოხდება მისი
გადაბრუნებით განივი ღერძის ირგვლივ. სისულელე ამ დროს სწორ ზედაპირზე უნდა
იმყოფებოდეს ისეთ მდგომარეობაში, რაც მის დაბრეხვებას ხელს არ შეუშლის. სისულელის
დაბრეხვება ხორციელდება თანმიმდევრული ძალისხმევის გამოყენებით, დამბრეხვებლის
ხელით“. და ასე შემდეგ და ასე ამგვარად.

მთლიანობაში, ინსტრუქცია და გეგმა ძალზე სკრუპულოზურად უნდა შეადგინოთ, ყველა


შესაძლო დეტალის დაზუსტებით, და უსაფრთხოების ტექნიკის წესების ჩათვლით. ამ საქმეს
სრული სერიოზულობით მიუდექით. შედეგად შთამბეჭდავი პროექტი უნდა გამოგივიდეთ.
გირჩევთ, მას საოფისე პრეზენტაბელურობა მისცეთ და საქმიან საქაღალდეში გააფორმოთ.

მას შემდეგ, როდესაც პროექტი მზად იქნება, მის რეალიზაციას შეუდექით. გულდასმით
მოემზადეთ ამ საქმისთვის და ყველა აუცილებელი მოქმედება ინსტრუქციის მკაცრი დაცვით
მონდომებით განახორციელეთ. ყველა მოქმედება სერიოზულად და გულდასმით უნდა
შეასრულოთ, დროდადრო ინსტრუქციას უნდა ჩახედოთ. სახე ძალზე ჭკვიანური და
ყურადღებიანი უნდა გქონდეთ. თუ იდიოტური სიცილის შეტევები ხელს შეგიშლით, შეგიძლიათ
დროებით შეწყვიტოთ ეს საქმიანობა, ხითხითით გული იჯეროთ, დაწყნარდეთ, შემდეგ კი
გააგრძელოთ.

თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ დაგცინით? საქმე იმაშია, რომ პრობლემის მიზეზი შინაგანი
მნიშვნელოვნების მომატებაში იმალება. თქვენ წერთ: „მე კი მკაცრი დისციპლინა, დღის
დაგეგმვა, მიზნის მისაღწევად აქტიურობა, შეუპოვრობა, სიმტკიცე მირჩევნია... მაგრამ
გამუდმებით ქანქარების გარემოცვაში ვარ, რომლებიც ხელს მიშლიან“.

404
თქვენ საკუთარ თავს (და შესაძლოა სხვებსაც) ძალზე მაღალ მოთხოვნებს უყენებთ. მტკიცებას
ვერ დავიწყებ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ თავად იტვირთეთ ადამიანის როლი, რომელიც
„სერიოზულად და მთელი პასუხისმგებლობით მნიშვნელოვანი საქმითაა დაკავებული“. თუ ასეა,
თქვენს გარშემო მუდამ უნდა იტრიალონ სრულიად საწინააღმდეგო თვისებების მქონე
ადამიანებმა. მაგალითად, თავს მოგაბეზრებენ უპასუხისმგებლო, დაბნეული, უდისციპლინო,
კონფლიქტური ადამიანები. ზოგადად, ყველა ჯურის უტვინო თქვენი ზუსტი გეგმის დარღვევას
ეცდება.

რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ თქვენი შინაგანი მნიშვნელოვნების ჭარბი პოტენციალი ძლიერ
პოლარიზაციას ქმნის. საწინააღმდეგო თვისებების ადამიანები თქვენსკენ მოიზიდებიან,
როგორც რკინის ნაქლიბი მაგნიტისკენ. ასე მუშაობს პოტენციალის მოცილებისკენ მიმართული
წონასწორული ძალები. გარშემომყოფი სამყარო - თქვენი სარკეა. მაგრამ თუ შინაგანი და
გარეგანი მნიშვნელოვნების ჭარბ პოტენციალს ქმნით, სარკე მრუდდება. სწორედ ეს რეალობის
გამრუდება ვლინდება იმაში, რომ თქვენ ხელისშემშლელი ქანქარების გარემოცვაში
იმყოფებით.

უფრო ზუსტად, ადამიანები, რომლებიც ხელს გიშლიან - ქანქარები კი არა, მათი მარიონეტები
არიან. ქანქარები თქვენი პოტენციალის ენერგიას გრძნობენ და ადამიანებს თქვენს
გასაღიზიანებლად მოქცევას აიძულებენ. თქვენ ღიზიანდებით, ჯამბაზი კი უფრო თავგამოდებით
დახტის - ეს ქანქარა აქანავებს მას და გაღიზიანების ენერგიას ისრუტავს.

მაგრამ საკმარისია მნიშვნელოვნების პოტენციალის დაგდება, და გარშემომყოფი სამყაროს


სურათი თანდათან ტრანსფორმირდება. ადამიანები შესაძლოა იგივენი დარჩნენ, მაგრამ
თქვენთან მიმართებით მათი ქცევა შეიცვლება. როგორც კი პოლარიზაცია გაქრება, სარკე
გადასწორდება, და რეალობა ნორმას დაუბრუნდება.

მაგრამ მაინც რა იწვევს ამ პოლარიზაციას? ნუთუ თქვენი დადებითი თვისებები? სულაც არა.
თქვენ მშვენიერი თვისებები გაქვთ, ისინი ღირსებას გმატებთ, და აუცილებლად დაგეხმარებათ
ცხოვრებაში. პოლარიზაცია დამოკიდებულების შედეგად წარმოიქმნება.

თქვენი თვისებები არანაირ ცვლილებას არ იწვევს გარშემომყოფ ენერგეტიკულ სურათში მანამ,


სანამ თავად არ დაიწყებთ საკუთარი თავის სხვებთან შედარებას. მაგალითად, ფიქრობთ: მე
დისციპლინირებული ვარ, ისინი კი ზარმაცები არიან; ისინი სულელები არიან, მე კი
მიზანსწრაფული ვარ. სწორედ ეს ურთიერთდაპირისპირება იწვევს პოლარიზაციას.

მოცემული რიტუალის შესრულებით, მთელ თქვენს შინაგან მნიშვნელოვნებას გაანულებთ.


მაგრამ, შეიძლება, ასეთი რიტუალი თქვენთვის მიუღებელი აღმოჩნდეს. მაშინ უკეთესი იქნება,
უბრალოდ შეწყვიტოთ საკუთარი თავის სხვა ადამიანებთან დაპირისპირება. ნება მიეცით
საკუთარ თავსაც და სხვებსაც, იყოს ის, ვინც არის. როგორც კი ამას გააკეთებთ, პოლარიზაცია
გაქრება, და გარშემომყოფი სამყარო წარმოუდგენელი სახით შეიცვლება - ის ხელს აღარ
შეგიშლით. სწორედ მაშინ მიხვდებით, რას ნიშნავს „რეალობის ტრანსერფინგი“.

405
„აი, ერთ სერიოზულ მკითხველს თქვენ „სისულელის დაბრეხვება“ ურჩიეთ. მაგრამ იმათ რა
ქნან, ვინც ზედმეტადაა გატაცებული „სისულელის დაბრეხვებით“? როგორ ვაიძულოთ თავს
სერიოზული საქმეების კეთება?“

სერიოზული საქმეების კეთება არ გსურთ არა იმიტომ, რომ ისინი სერიოზულია, არამედ იმიტომ,
რომ ეს თქვენი საქმეები არაა. სიზარმაცე - სულის მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, მას არავითარი
სურვილი არ აქვს მისთვის უცხო საქმეები აკეთოს. შესაძლოა, ის ამ სამყაროში იმისთვის კი არ
მოვიდა, რომ რომელიმე ქანქარას ემსახუროს, არამედ იმისთვის, რომ თბილი ზღვის ნაპირზე
მზეზე გაირუჯოს, ან ალპებში თხილამურებით ისრიალოს, ან იმოგზაუროს, განა ცოტაა ამ
სამყაროში სიამოვნებანი?

„და ვინღა იმუშავებს?“ - იკითხავს განრისხებული ქანქარა. ამაზე არასერიოზულად, მხიარული


სტუდენტური სიმღერის სიტყვებით შეგიძლიათ უპასუხოთ: „დაე იმ ბანჯგვლიანმა დათვმა
იმუშაოს, ტყეში ხეტიალის და ღრიალის ნაცვლად“. სწორედ ასეა, მოვალეობის გრძნობა და
აუცილებლობა ხომ ქანქარების მოგონილია.

ჩვენი სამყარო სინამდვილეში იმდენად მდიდარი და გულუხვია, რომ მისი სიკეთეები ყველას
ეყოფა, თუ ყოველი ადამიანი საკუთარი მიზნისკენ თავისი კარის გავლით წავა. თუმცა საეჭვოა,
ოდესმე ასე მოხდეს. მაგრამ ცალკე აღებულ ადამიანს, თუკი მოისურვებს, შეუძლია საკუთარი
სამყაროს ნიშა ძალზე მყუდრო კუთხედ აქციოს.

ამისთვის საკუთარი მიზნის და კარის პოვნაა საჭირო. თუ საკუთარი მიზნისკენ ივლით, თავის
დაყოლიება და იძულება არ დაგჭირდებათ. სული ხტუნვა-ხტუნვით გაიქცევა საკუთარი მიზნისკენ
თავისი კარის გავლით. თქვენი კარი სხვისთვის შეიძლება მძიმე სამუშაოდ ჩანდეს, მაგრამ
თქვენთვის ეს სასიამოვნო იქნება.

სანამ სიმოვნებით მიიწევთ უცხო მიზნისკენ უცხო კარის გავლით, თქვენ ქანქარას ემსახურებით.
ამ გზაზე თქვენი სული ყოველთვის იტყვის „არ მინდა“, ხოლო გონება დაამტკიცებს, რომ
„საჭიროა“. ესაა გზა არსაით, რაც არ უნდა გონივრული არგუმენტებით და ლამაზი
დეკორაციებით იყოს ის გაფორმებული. გამოსავალი ერთია - განსაზღვროთ საკუთარი მიზანი
და მისკენ წახვიდეთ.

მანამდე კი იძულებითი აუცილებლობის წამლად შეიძლება თამაში იქცეს. გაიხსენეთ, ბავშვობაში


როგორ თამაშობდით დიდობანას: მაღაზიაში ან საავადმყოფოში, მაგალითად. ჰოდა, ახლაც
წარმოიდგინეთ, რომ მუშაობა კი არა, თამაშია საჭირო.

თქვენ იძულებითი აუცილებლობით იტანჯებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ თამაშში


ბოლომდე ჩაეფლობით. მოთამაშე მაყურებლის როლი მოირგეთ. დისტანციიდან იმოქმედეთ.
აუცილებლად გასაკეთებელ საქმეს მთლიანად არ მიეცეთ. თავი მოიკატუნეთ, რომ ეს თამაშია.
საკუთარი თავი გააქირავეთ.

რეალობის ინვერსია

406
რეალობის კადრები ულმობლად გადაადგილდება დროის ლენტაზე. დღესასწაულები მოდიან
და მიდიან. საწყენია, რომ ისინი ასე მალე მთავრდება. მართალი იყო ჰემინგუეი: დღესასწაული
ყოველთვის თან უნდა ვატაროთ. მაგრამ ეს იშვიათად გამოგვდის. ის მოულოდნელად სადღაც
იკარგება, და ცხოვრების ფერები ფერმკრთალდება. სული ცარიელდება და მას ხან აუხსნელი,
ხან კი საფუძვლიანი სევდა ავსებს.

ყველაზე უსიამოვნო ისაა, რომ სამყარო უკუნეთში უცებ და მონდომებით იძირება, გამონათება
კი ძალიან ნელა იწყება, დამღლელი ლოდინის შემდეგ. ნეგატივიზმისკენ ადამიანის
მიდრეკილება თავის შავბნელ საქმეს აკეთებს. დათრგუნულობა - ესაა სულის და გონების
ერთიანობის მდგომარეობა იმაში, რომ ადამიანი ცუდადაა.

ასეთ შემთხვევაში გარეგანი განზრახვა განუხრელად გადააადგილებს რეალობას ვარიანტთა


სივრცის ბნელ უბანში. სარკე დაუყოვნებლივ რეაგირებს. გამონათება კი დიდხანს არ იწყება,
რადგან ადამიანი ცუდადაა, და ის თავისი დამოკიდებულებით კიდევ უფრო მეტად შავად ღებავს
საკუთარი სამყაროს ნიშას.

ხანდახან იმდენად ცუდად ვართ, რომ ტრანსერფინგის ან სხვა მსგავსი ტექნიკის გახსენების
ძალაც არ შეგვწევს. როგორ დავაღწიოთ თავი ამ მოჯადოებულ წრეს და რეალობა
გავასწოროთ? საერთოდ, პრაქტიკულად საკმაოდ რთულია. მაგრამ მაინც არსებობს ერთი
რადიკალური მეთოდი, სახელწოდებით რეალობის ინვერსია.

ეს ამბავი დიდი ხნის წინ, მაგრამ სულ ახლახანს - მხოლოდ ოცი წლის წინ მოხდა. იმ დროს ჩვენ,
ფიზიკოსი-სტუდენტები, გადასარევად საშინელ ფაკულტეტზე ვსწავლობდით, სადაც
ლექტორები ქვის ხანის გააფთრებით და სისასტიკით გვექცეოდნენ. კურსზე სამოცდათხუთმეტი
ადამიანი ირიცხებოდა, ფინიშამდე კი ოცდახუთზე მეტი ვერ აღწევდა. ასეთ პირობებში
მოქმედებდა კანონი: თუ სიცოცხლე გსურს - სიცილი უნდა შეგეძლოს.

მაშინ მოვიგონეთ თამაში, რომელიც შემდეგ დამავიწყდა და მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი: ის


ტრანსერფინგის ყველა წესით ტარდებოდა. თამაშის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ
სიტუაციასთან დამოკიდებულება თავდაყირა დაგვეყენებინა, ანუ თავისებური ინვერსია
გაგვეკეთებინა. თუ ადამიანი ცუდადაა, ქანქარის წესი მას ტანჯვას, წუხილს, პრობლემებით
დამძიმებას აიძულებს. ჩვენი თამაშის წესები კი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი პირიქით უნდა
გაგვეკეთებინა. თავად განსაჯეთ, როგორ ვაკეთებდით ამას.

„ძალიან სასიხარულო იმედგაცრუება განვიცადე! საქმე იმაშია, რომ წარმოუდგენლად ბედნიერი


უბედურება მოხდა!“

„გამოუსწორებელი რამ მოხდა, რის გამოც ჩემი საქმეები მაშინვე მოგებისკენ წავიდა!“

„ვიღაც სიმპათიურმა ჯენტლემენმა თავისი მანქანით მომხიბლავად გამწუწა ტალახით!“

„ყველა ჩემი მცდელობა ფუჭი გამოდგა, და ეს წარმატების საფუძველი გახდა!“

407
„მას არ ვუყვარვარ! არა, ეს ძალიან კარგია, სიმართლე რომ იყოს! ეგ საზიზღარი ოსტატურად
თამაშობს!“

„მიმატოვა! ცხენივით ვჭიხვინებდი!“

და ასე შემდეგ და ასე ამგვარად, ათასგვარი ვარიაციით. ერთადერთი, რაც ხელს გვიშლიდა -
ისტერიული ხარხარი იყო, რაც ამ წარუმატებლობათა ტრანსფორმაციას ახლდა თან. ლექციაზე
სიცილის ნებას არავინ მოგცემს, ამიტომ ჩახშობილი სიცილი უცნაურ ღრენაში, ჭყვიტინში,
ფრუტუნში, გულისრევის შეტევებში, ბუყბუყში და სხვა უცნაურ ბგერებში გადადიოდა, რასაც
ჩლიქოსნები და ძუძუმწოვრები გამოსცემენ. შესვენებაზე ამგვარად დაგროვებული ენერგია
სრულიად იდიოტური ყმუილით გამოიტყორცნებოდა, სწორედ რომ კასტანედასეულად.

ტრანსერფინგის თვალთახედვით ამ დროს რა ხდებოდა, თავად ხვდებით. პირველი,


მომენტალურად ქვეითდება ყოველნაირი მნიშვნელოვნება და ქრება ჭარბი პოტენციალები.
მეორე, თუნდაც იდიოტური აღტაცების აზრობრივი ენერგიის გამოსხივების პარამეტრები
არანაირად არ შეესაბამება ცხოვრების სამწუხარო ხაზებს, ამიტომ გადასვლა დაუყოვნებლივ
ხდება. სარკე უმალ რეაგირებს, რადგან სულმა და გონებამ ბოლოს და ბოლოს შვებით
ამოისუნთქეს. შედეგად რეალობა სწორდება.

ერთხელ გამოცდა უნდა ჩაგვებარებინა ალბათობის თეორიაში. ლექტორი - რბილად რომ


ვთქვათ, საშინელი ადამიანი იყო. გამოცდის წინა ღამე სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში.
ავბედითი ღამე. მეგობრებთან ერთად თავს ვიმტვრევთ, როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია.

- ვინ იცის, რა არის ალბათობა და როგორ გამოვთვალოთ ის?


- ესაა ბნელით მოცული საიდუმლო.
- ჩვენები კი, ჯორები, სხედან, იზუთხავენ.
- არა, ეს საჩვენო არაა. კაცები ვართ, ბოლოს და ბოლოს, თუ არა?
- ნაძირლები ხართ, - თავი შემოყო „ჯორმა“, რომელიც კართან აყურადებდა.
- დადუმდი, უბედურო, ჩვენ ჯენტლემენები ვართ!
- არამზადები.
- ახალგაზრდა მეცნიერები!
- დებილები.

საბოლოოდ, ერთ-ერთმა გამოთქვა აზრი, მთელი ღამე პრეფერანსი გვეთამაშა. მაშინ მე ვთქვი:
არა, მეგობრებო, ჩემთვის ეს მეტისმეტია, წავედი დასაძინებლად. მაგრამ „ჯენტლემენები“
კოსტუმებში გამოეწყვნენ, ჰალსტუხებში, წესის და რიგის მიხედვით, (იაფი) სიგარებით პირში და
საეჭვო სითხით სავსე ბოთლით კარტის სათამაშოდ მაგიდას მიუსხდნენ.

დილით ისინი იმავე მაგიდასთან დამხვდნენ.

- იდიოტებო, - ვეუბნები, - არაფერი გამოგივათ!

მაგრამ ისინი წამოდგნენ, მხრები აიჩეჩეს და სიკვდილის შესახვედრად გაემართნენ.

408
შედეგად მათ მართლაც არაფერი გამოუვიდათ. სამიანები მიიღეს. სამაგიეროდ მე... სულ სხვა
საქმეა! ორიანი მივიღე. ჭეშმარიტად წარმატება იყო! როგორ შეშურდათ ჩემი! არ მეშვებოდნენ,
თვალებში ჩამყურებდნენ და თრთოლვით მეკითხებოდნენ: როგორ მოახერხე?

მე კი ამაყად თავაწეული დავდიოდი.

- აი, ხომ ხედავთ! ხომ გეუბნებოდით! ვიმედოვნებ, ხვდებით, ჯენტლემენებო, სად მინდა
გაგიკეთოთ თქვენი საცოდავი სამიანები?

იმ დღეს ჩემი გამარჯვება შთამბეჭდავად აღვნიშნეთ. მშვენივრად ვიმხიარულეთ. მომდევნო


დღეს კი წავედი და გამოცდა ხუთიანზე გადავაბარე. სულ ეს იყო. ეჭვიც არ შეგეპაროთ, არაფერი
მომიგონებია. თუ ინვერსია ხარისხიანადაა შესრულებული, შედეგი არ დააყოვნებს.

მაგრამ თუ განწყობა იმდენად ცუდია, რომ ინვერსიის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია? მაშინ
კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე უნდა დადგეთ, და ის გროტესკამდე, აბსურდამდე უნდა მიიყვანოთ.
თუ სლაიდის კონტრასტულობას მაქსიმუმამდე მიიყვანთ, ის რაღაც მომენტში ნეგატივად იქცევა.
ჩვენ ამას დაახლოებით ამგვარად ვაკეთებდით.

გოგონა დეპრესიაშია. სიტუაციის დასამძიმებლად ის შავებს იცვამს და აცხადებს, რომ


მგლოვიარეა. ყველანი მიდიან, თანაგრძნობას უცხადებენ, აინტერესებთ, როგორ აპირებს
თავის მოკვლას და როდის მოხდება ეს. ბოლოს მის გარშემო რამდენიმე არამზადა იკრიბება,
რომლებიც სამგლოვიარო სიმღერას იწყებენ, მოთქვამენ, სახეს იხოკავენ, ხელებს იმტვრევენ,
მოკლედ, თავს არ ზოგავენ. თანდათან სიმღერა ყმუილში გადადის, შემდეგ ყეფაში, და
საბოლოოდ, როდესაც მოთმინების თასი ივსება, ყველანი, შავებში გამოწყობილი გოგონას
ჩათვლით, არანორმალურ ხარხარს იწყებს.

რა თქმა უნდა, ყველაფერი იოლია, თუ ასეთი მხიარული კომპანია გყავთ. მაგრამ თუ ადამიანი
მარტოა, ამ ყველაფერთან გამკლავება თავად მოუწევს. მეთოდები - ვის რა ურჩევნია. ხუმრობის
გარეშე. საკუთარი მდგომარეობის სინამდვილეში აბსურდამდე მიყვანაა აუცილებელი, თორემ
მართლა ცუდად იქნება საქმე.

თუმცა, საერთოდ, მე პირადად კონტრასტის მეთოდი მარტო ყონისას არ მომწონს, ამიტომ არ


გირჩევთ, მხოლოდ ინფორმაციისთვის გაგაცანით. დამთრგუნველი, მძიმე მდგომარეობა
განზრახვის ენერგიის ძალიან დაბალ დონეს მოწმობს. აჯობებს, თქვენი ენერგეტიკა საჭირო
დონეზე გქონდეთ, და მაშინ დეპრესიული მდგომარეობა საერთოდ არ გექნებათ.

როგორც ხედავთ, რეალობის ინვერსია ძალიან გავს განზრახვის კოორდინაციის პრინციპს.


განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ინვერსია უფრო რადიკალურია და იუმორითაა სავსე.

409
თავი XVI - დასკვნა

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

ზოგიერთი პარანორმალური მოვლენის და სივრცისა და დროის უცნაური ფენომენების ახსნა


ვარიანტების მოდელის საფუძველზე ხდება.

უცნაური რეალობა

დასასრულს მსურს, რომ გონების ფეხქვეშ საყრდენი ცოტათი კიდევ გავამყარო. დიახ,
ტრანსერფინგში დაუჯერებელი იმდენად ბევრია, რომ გონებისთვის გამუდმებით ახსნაა საჭირო,
რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი რეალურია.

რა მოდელიც არ უნდა ედოს ტრანსერფინგს საფუძვლად, მისი პრინციპები ძალაში რჩება. სხვა
სიტყვებით, ყველა ეს პრინციპი მოდელთან მიმართებით ინვარიანტულია. და მთავარი პრინციპი
იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი აზრების გამოსხივება არა მხოლოდ ირიბად, არამედ პირდაპირ
ზემოქმედებს ჩვენს გარშემომყოფ სინამდვილეზე. ოფიციალური მეცნიერება ამ ფაქტს აქამდე
არ აღიარებს, რადგან ექსპერიმენტული შემოწმების შედეგები არაერთმნიშვნელოვანია. მაგრამ
ჩვენ პრობლემების გადაჭრა ახლა გვჭირდება, ვერ დაველოდებით, მეცნიერები როდის იტყვიან
თავიანთ წონიან სიტყვას.

ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენი სამყარო მიზეზობრიობის კანონს ემორჩილება,
როდესაც ნებისმიერ შედეგს თავისი საფუძველი გააჩნია. მიზეზად, როგორც წესი, გარკვეული
მოქმედება მიიჩნევა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავად ადამიანის აზრები განიხილება მხოლოდ
როგორც მათი მომდევნო მოქმედებების სახელმძღვანელო, და არა როგორც მატერიალური
გამოსხივება, რომელსაც გარშემომყოფ სამყაროზე ზემოქმედება შეუძლია. და, მიუხედავად
ამისა, ფაქტები - ჯიუტია.

გარეგანი განზრახვის მუშაობის აუხსნელი გამოვლინებები მეცნიერების მიერ ბოლომდე


იგნორირებული ვერ დარჩებოდა. ცნობილი შვეიცარიელი ფსიქიატრი კარლ იუნგი აზრისა და
მატერიალური რეალობის ურთიერთმოქმედებასთან დაკავშირებულ მოვლენებსიკვლევდა. მან
ასობით უცნაური შემთხვევა გააანალიზა, რომლებიც წარმოუდგენელი დამთხვევების სახით
გამოვლინდა, რაც ხილული მიზეზებით არ იყო გამოწვეული. იუნგმა ასეთი დამთხვევები
ტერმინითსინქრონისტულობაგანსაზღვრა. ლექციაში „სინქრონისტულობის შესახებ“ მას თავისი
პრაქტიკიდან ერთი კლასიკური მაგალითი მოჰყავს.

„1949 წლის პირველი აპრილი, დილით ჩემს ბლოკნოტში ჩანაწერი გავაკეთე, რომელიც
ნახევრადთევზის-ნახევრადადამიანის გამოსახულებას შეიცავდა. საუზმეზე თევზი მომართვეს.
საუბარში რომელიღაცამ „აპრილის თევზის“ (საპირველაპრილო ხუმრობა, - მთარგმნელის
შენიშვნა) ჩვეულება ახსენა. დღისით ჩემმა ერთმა ყოფილმა პაციენტმა ქალმა, რომელსაც
თვეების განმავლობაში არ შევხვედრივარ, თევზების გამოსახულებით რამდენიმე შთამბეჭდავი
სურათი მაჩვენა. საღამოს ზღვის ურჩხულებითა და თევზებით მოხატული გობელენის ნაჭერი
წარმომიდგინეს. მომდევნო დილას ჩემი ყოფილი პაციენტი ქალი შემხვდა, რომელიც ჩემთან
ბოლო სეანსზე ათი წლის წინ იყო ნამყოფი. ამ ღამეს მას თევზი დაესიზმრა. რამდენიმე თვის

410
შემდეგ, როდესაც ეს შემთხვევა ერთ-ერთ ჩემს ნაშრომში შევიტანე და მისი აღწერა დავასრულე,
სახლიდან გამოვედი და ტბისკენ გავემართე, იმ ადგილისკენ, სადაც ამ დილას რამდენჯერმე
უკვე ვიყავი. ამჯერად ტალღისმჭრელზე ოცდაათსანტიმეტრიანი თევზი აღმოვაჩინე. რადგანაც
ახლომახლო არავინ იყო, წარმოდგენა არ მქონდა, როგორ მოხვდა ის აქ“.

მსურს, იუნგის ლექციიდან კიდევ ერთი ნაწყვეტი წარმოგიდგინოთ, ამ სურვილის მიზეზს კი


მოგვიანებით გაიგებთ. ის წერს: „უამრავი ისეთი ისტორიის მოყოლა შემიძლია, რომლებიც,
პრინციპში, ნაკლებ გასაოცარი ან დაუჯერებელი არაა, ვიდრე რეინის მიერ მიღებული უტყუარი
შედეგები (იუნგს მხედველობაში აქვს ექსტრასენსორულ აღქმასთან დაკავშირებული ცდები,
მაგალითად, კარტების გამოცნობა. - ავტორის შენიშვნა), და თქვენ მალე მიხვდებით, რომ
თითქმის ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურ ახსნას მოითხოვს. მაგრამ მიზეზობრივი ახსნა,
ერთადერთი შესაძლო ახსნა საბუნებისმეტყველო მეცნიერების თვალთახედვით, უსაფუძვლო
აღმოჩნდა სივრცის და დროის ფსიქიკური ფარდობითობის გამო, რაც მიზეზ-შედეგობრივი
კავშირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

ამ ისტორიის გმირი ახალგაზრდა პაციენტი ქალია, რომელიც, მიუხედავად ორმხრივი


ძალისხმევისა, ფსიქოლოგიურად დახშული აღმოჩნდა. სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ
ის საკუთარ თავს ნებისმიერ საკითხში მცოდნედ მიიჩნევდა. მისმა ბრწყინვალე განათლებამ მას
ამ მიზნისთვის იდეალურად შესაფერისი „იარაღი“ შესძინა, კერძოდ კი ოდნავ
გაკეთილშობილებული კარტეზიანული რაციონალიზმი, რეალობის მისი უზადო
„გეომეტრიული“ იდეით. მისი რაციონალიზმის რამდენადმე უფრო ადამიანური აზროვნებით
„განზავების“ რამდენიმე უნაყოფო ცდის შემდეგ იძულებული გავხდი რომელიმე მოულოდნელი
და ირაციონალური მოვლენის იმედად დავრჩენილიყავი, ისეთი შემთხვევის, რომელიც მისი
ინტელექტუალური რეტორტის, რომელშიც თავად გამოიკეტა, დამსხვრევას შეძლებდა.

და აი, ერთხელ, მის წინ ვიჯექი, ზურგით ფანჯრისკენ, და მისი რიტორიკის ნიაღვარს ვისმენდი.
იმ ღამით მას შთამბეჭდავი სიზმარი ეზმანა, რომელშიც ვიღაცამ იუველირული ხელოვნების
ღირებული ნიმუში - ოქროს ხოჭო-ფუნაგორია მისცა. ის ჯერ კიდევ სიზმარს ყვებოდა, როდესაც
ფანჯრიდან ჩუმი კაკუნი შემომესმა. მე შევბრუნდი და საკმაოდ მოზრდილი მწერი დავინახე,
რომელიც მინას ასკდებოდა და ქუჩიდან თბილ ოთახში შემოღწევას ლამობდა. ეს ყველაფერი
ძალზე უცნაურად მომეჩვენა. უმალ ფანჯარა გავხსენი და მწერი დავიჭირე, როგორც კი ის
ოთახში შემოფრინდა. ეს იყო ფუნაგორიას მაგვარი, ანუ ჩვეულებრივი ხოჭო (Aმპჰიმალლონ
სოლსტიტიალე), რომლის ყვითელ-მწვანე შეფერილობა ძალზე წააგავდა ოქროს ფუნაგორიას
ფერს. მე პაციენტს ხოჭო შემდეგი სიტყვებით გავუწოდე: „აი თქვენი ფუნაგორია“. ამ მოვლენამ
სასურველი ნაპრალი გააჩინა მის რაციონალიზმში და მისი ინტელექტუალური წინააღმდეგობის
ყინული ჩატეხა. ახლა მკურნალობას სასურველი დამაკმაყოფილებელი შედეგების მოტანა უკვე
შეეძლო“.

და აი, ნახევარსაათიანი ფიქრის შემდეგ, მომეყვანა თუ არა იუნგის ხოჭო მაგალითად,


ფანჯარაში საკმაოდ შთამბეჭდავი ხოჭო შემოფრინდა, რომელიც ძალიან ჰგავდა იუნგის მიერ
აღწერილ ხოჭოს. გნებავთ - დაიჯერეთ, გნებავთ - არა. უნდა ვაღიარო, მიუხედავად იმისა, რომ
მსგავსი ვიზიტები ძალზე იშვიათად ხდება, სულაც არ გამკვირვებია. მაგრამ არა იმიტომ, რომ
სინქრონისტული მოვლენების მშვიდად მიღებას ვარ ჩვეული. პირიქით, საკუთარ ფიქრებში
ჩაფლულმა, ამ მოვლენას საერთოდ არ მივანიჭე მნიშვნელობა. ხოჭო მექანიკურად გავუშვი

411
სარკმელიდან, გასასვლელის ძებნა რომ არ დაეწყო. და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ
შევცბუნდი: ღმერთო, რა იდიოტი ვარ! რამდენჯერ განუცხადებია გარეგან განზრახვას მისი
თანდასწრება, რამდენჯერ გამფართოვებია თვალები გაკვირვებისგან. მე ხომ ზეზეულად ღრმა
ძილით მეძინა, როდესაც მთელი ძალით მანჯღრევდნენ, ნიშანი რომ დამენახა. მე რომ
ცრუმორწმუნე ვყოფილიყავი, ამას ზეგარდმო ნიშნად მივიჩნევდი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ,
ადამიანებს გამუდმებით როგორ სძინავთ ზეზეულად და გარეგანი განზრახვის ცხად
გამოვლინებებს ვერ ამჩნევენ.

უამრავი მსგავსი მაგალითი არსებობს. ტრანსერფინგის თვალთახედვით აქ სიტუაცია სრულიად


გასაგებია: ცალკეულ შემთხვევებში ვიზუალიზაცია გარეგანი განზრახვის მძლავრ მობერვას
იწვევს. მაგრამ იუნგი არ ჩქარობდა საბოლოო დასკვნის გამოტანას იმის შესახებ, თუ რა გახდა
დამთხვევათა მიზეზი: თავად აზრებმა ჩამოაყალიბა მოვლენა თუ აზრები წარმოიშვა მოვლენათა
გაუცნობიერებელი წინათგრძნობის შედეგად. ერთი მხრივ, ის ამბობს, რომ „შემთხვევითი
მოვლენების სერიის საფუძველი აზრებმა შექმნა“, მეორე მხრივ კი - „ხანდახან რთულია
გარკვეული მოვლენების სერიის დადგომის წინათგრძნობის განცდას გაექცე“.

თავის ნაშრომში „სინქრონულობა: აკაუზალური გამაერთიანებელი პრინციპი“ (1960 წ.) იუნგმა


სინქრონულობა განსაზღვრა როგორც „გარკვეული ფსიქიკური მდგომარეობის და გარეგანი
სამყაროს ერთი ან რამდენიმე მოვლენის ერთდროული დადგომა, რომელთაც სუბიექტურ
მდგომარეობასთან მოცემულ მომენტში მნიშვნელოვანი პარალელები გააჩნია“. იუნგი თავისი
ნაშრომის გამოქვეყნებას კარგა ხანს ვერ წყვეტდა, რადგან სინქრონისტულობის მოვლენა
ტრადიციული სამეცნიერო აზროვნების ჩარჩოებში არ ჯდებოდა.

იუნგმა განუსაზღვრელი, მაგრამ ტრადიციული მეცნიერების საზომით საკმაოდ თამამი დასკვნა


გააკეთა. „სინქრონისტული ფენომენები არაერთგვაროვანი, მიზეზობრივად კავშირში არ მყოფი
პროცესების ერთდროული აზრობრივი ექვივალენტობის შესაძლებლობას ამტკიცებს; სხვა
სიტყვებით, ეს ამტკიცებს, რომ დამკვირვებლის მიერ აღქმული შინაარსი შეიძლება იმავე დროს
წარმოდგენილი იყოს რომელიღაც გარე მოვლენით, თანაც მიზეზობრივი კავშირის გარეშე.
აქედან გამომდინარეობს, რომ ან ფსიქე სივრცის გარეთ იმყოფება, ან სივრცე ფსიქეს
ენათესავება (დაკავშირებულია მასთან)“.

ცხადია, მიზეზობრიობის კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს. მიზეზი ყოველთვის არსებობს,


უბრალოდ აზრების და გარემოს ურთიერთქმედების მექანიზმი ბუნდოვნად და ჯერჯერობით
გაურკვეველი სახით ვლინდება. მაინც რა წარმოადგენს სინქრონისტული დამთხვევების მიზეზს:
მოვლენებს აზრები აყალიბებს თუ აზრები მოვლენების წინათგრძნობის სახით ჩნდება?
ტრანსერფინგის თვალთახედვით ორივე არსებობს. სულს საინფორმაციო ველის მონაცემებთან
წვდომა ეძლევა, რაც შემდეგ გონების მიერ ინტერპრეტირდება. გონება, თავის მხრივ, აზრებს
აფორმირებს, რომლებმაც სულის და გონების ერთიანობის შემთხვევაში შეიძლება
მატერიალური რეალიზაცია განიცადოს. სწორედ ეს დებულებები უდევს საფუძვლად
ტრანსერფინგის მოდელს. მაგრამ, კვლავ ხაზს ვუსვამ, რომ ვარიანტების მოდელს სამყაროს
ზუსტი აღწერის პრეტენზია არ აქვს, არამედ მხოლოდ საწყის ბაზას, პრინციპების გაგების
საფუძველს წარმოადგენს. ჩვენ ჯერ კიდევ ძალზე ცოტა ვიცით ამ სამყაროს შესახებ. მაგრამ ეს
ხელს არ გვიშლის, გამოვიყენოთ ტრანსერფინგის პრინციპები. მათ მუშაობაში კი თავად
დარწმუნდებით.

412
აზრობრივი ენერგიის გარშემომყოფ სამყაროზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული ყველა
მოვლენა კვანტური ფიზიკიდან ჯონ ბელის ცნობილი თეორემით შეიძლება დავასაბუთოთ,
რომელიც ასე ჟღერს: „იზოლირებული სისტემები არ არსებობს; სამყაროს ყოველი ნაწილაკი
ყველა დანარჩენ ნაწილაკთან „მყისიერ“ (რაც სინათლის სიჩქარეს აჭარბებს) კავშირში
იმყოფება. მთელი სისტემა, მაშინაც კი, როდესაც მისი ნაწილები უზარმაზარი მანძილითაა
ერთმანეთს დაშორებული, ფუნქციონირებს როგორც ერთიანი სისტემა“. მოცემული თეორემა
თეორიულად დამტკიცებულია და უკვე პრაქტიკულადაც დადასტურდა. მართალია, „მყისიერი
კავშირი“ წინააღმდეგობაში მოდის ფარდობითობის სპეციალურ თეორიასთან, რომელიც
ამტკიცებს, რომ ენერგიას სინათლეზე სწრაფად გავრცელება არ შეუძლია. ამის მიუხედავად,
თეორემას არსებობის უფლება აქვს.

გამოდის, გარეგანი განზრახვა ფარდობითობის თეორიას არ ემორჩილება. საერთოდ,


კვანტური ფიზიკა დაუმტკიცებელ პოსტულატებს ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ ისიც გარკვეულ
მოდელს წარმოადგენს. და გაუგებარი წინააღმდეგობებიც იქ არა ერთი, არამედ უამრავია. ეს
კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოდელს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. და უნდა
აღინიშნოს, იუნგის იდეებმა თანამედროვე ფიზიკის დამაარსებლების - ვოლფგანგ პაულის და
ალბერტ აინშტაინის მხარდაჭერა მოიპოვა. სხვათა შორის, სრულიად შესაძლებელია, რომ
ინფორმაციის გადაცემის პროცესს ენერგიასთან კავშირი საერთოდ არ აქვს, ამიტომ
შესაძლებელია სინათლის სიჩქარეზე ჩქარაც ხდებოდეს.

ვარიანტების მოდელში ასევე შეიძლება წინააღმდეგობების პოვნა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის


ბევრ რამეს ხსნის. ვარიანტების მოდელი თუ არ აღმოფხვრის, სულ მცირე, სივრცის და დროის
ზოგიერთ ცნობილ პარადოქსს „არბილებს“. აქამდე ჩვენ ცხოვრების სხვა ხაზებზე
გადაადგილებას დროსთან სინქრონიზაციით განვიხილავდით. ცხოვრების ხაზები ყოველთვის
დროის ღერძის პარალელური იყო. სხვა სიტყვებით, გადასვლა ყოველთვის დროის ერთი
წერტილიდან იმავე წერტილში ხორციელდება.

ახლა წარმოიდგინეთ ცხოვრების ორი ხაზი, რომლებიც დროის ღერძის პარალელური არ არის.
ამ ხაზების ერთი და იგივე წერტილების პროექცია დროის ღერძზე სხვადასხვა ადგილას იქნება.
მათ შორის გადასვლა დროში გადაადგილებას ნიშნავს წარსულში ან მომავალში დახრილობის
მიმართულების მიხედვით. დახრილობის შეფარდებითი სიმკვეთრე დროში გადაადგილების
სიშორეს ნიშნავს.

ანალოგიურად, თუ ცხოვრების ორი ხაზი არაა პარალელური სივრცის არჩეული ღერძის


მიმართ, მათ შორის გადასვლა სივრცეში მყისიერი (ან არარეალურად ჩქარი) გადაადგილება
იქნება. ხაზების დახრილობის სიმკვეთრე და მიმართულება გადაადგილების სიშორეს და
მიმართულებას განაპირობებს. ეს საკმაოდ უხეში ახსნაა, მაგრამ ჩვენ რომ გავიგოთ, ამისთვის
სრულიად მისაღებია.

კირკიტა მკითხველი შეიძლება შემედავოს: მაგრამ რა ვუყოთ დროში მოგზაურობისას მიზეზ-


შედეგობრივი კავშირების დარღვევის პარადოქსს? დავუშვათ, მე გადავაადგილდები წარსულში
ჩემს დაბადებამდე და იქ... სასტიკად ვკლავ ჩემს მშობლებს. როგორღა გავჩნდი ამქვეყნად?
მოცემული პარადოქსი ვარიანტების მოდელის ჩარჩოში მხოლოდ მოჩვენებითია. ცხოვრების იმ

413
ხაზზე მე ნამდვილად ვერ დავიბადები. მერე რა? სხვა ხაზზე დავიბადე. შეგახსენებთ, ცხოვრების
ხაზების უსასრულო რაოდენობა არსებობს - ვარიანტების, სადაც ვარ და სადაც არ ვარ.
პარადოქსების ყველაზე სისხლმოწყურებული მოყვარული კი ბავშვობაში გადასვლას, იქ
საკუთარ თავთან შეხვედრას და უცოდველი არსების მოკვლას შეძლებს. მაგრამ მოცემულ
შემთხვევაში ის არა საკუთარ თავს, არამედ თავისი დაშორებული ვარიანტის რეალიზაციას
შეხვდება, რომელიც ყველა შესაძლო დანარჩენთან ერთად არსებობს.

წარსულის შეცვლა მართლა არ შეიძლება, ის უკვე მოხდა. მაგრამ ის მოხდა არა მხოლოდ
იმიტომ, რომ ცხოვრების ხაზის განვლილი მონაკვეთის რეალიზაცია განხორციელდა, არამედ
იმიტომ, რომ ჩავლილი მოვლენების ვარიანტები უკვე ისედაც არსებობდა. მომავალზეც ამ
აზრით ასევე შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე მოხდა. ამიტომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები
ცხოვრების ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლისას არ ირღვევა. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ
კინოლენტა და ერთი კადრი გადახაზოთ, მაგრამ ამის გამო შემდგომი კადრები არ დაზიანდება.
დრო სტატიკურია. დინამიურად მხოლოდ ხაზზე ვარიანტების რეალიზაცია იცვლება. ზუსტად ასე
გადაადგილდება ფანრის სინათლის ლაქა ბნელ ტყეში.

რაც ნამდვილად შეუძლებელია, ესაა წარსულში ან მომავალში გადაადგილება ცხოვრების


ერთსა და იმავე ხაზზე. პარადოქსები მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება. ამიტომ ხომ არაა
ნათელმხილველების წინასწარმეტყველებები ძალზე მიახლოებითი, ხშირად კი მცდარიც?
ნათელმხილველები როგორღაც მომავლის ნაწყვეტების სკანირებას ახერხებენ. თუ
სკანირებული მონაკვეთები ცხოვრების სხვა ხაზებზე მდებარეობს, მაშინ წინასწარმეტყველების
შეცდომები ადვილად ასახსნელია. ვარიანტების მოდელის თანახმად, რაც უფრო მეტად არის
დაცილებული ერთი ხაზი მეორესგან, მით უფრო ძლიერად განსხვავდება სცენარები
ერთმანეთისგან.

მეცნიერებს აკვირვებთ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მოძრაობის მანერა: მყისიერი


აჩქარება, გაჩერება, მიმართულების უეცარი შეცვლა მართი კუთხით. ინერტულობის
გათვალისწინებით ასეთი მოძრაობა შეუძლებელია, ამასთან ამ აპარატების მგზავრებს
უზარმაზარი ზედატვირთვა უნდა განეცადათ. ტრანსერფინგის მოდელის თვალთახედვით აქ
არაფერია ზებუნებრივი. უცხოპლანეტელები სულაც არ განიცდიან ზედატვირთვას, რადგან
ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ჩვენი თვითმფრინავებივით და რაკეტებივით არ დაფრინავენ.
სავარაუდოდ, ჩვენ არა თავად ობიექტის მოძრაობას, არამედ ვარიანტთა სივრცეში მის
რეალიზაციას ვაკვირდებით.

საკითხებში, რომლებიც სულსა და გონებას ეხება, ასევე ბევრი ბუნდოვანებაა. მატერიალისტური


მეცნიერება სამყაროს მექანისტურ სისტემად წარმოადგენს. სხვა სიტყვებით, მატერია
პირველადია და ცნობიერებას განსაზღვრავს. იმავე მეცნიერების უკანასკნელი მიღწევების შუქზე
მოცემული მოდელი სულ უფრო მეტად კარგავს თავის პოზიციებს. თუმცა, მოდელების ცვლა
კიდევ და კიდევ განმეორდება, თუ ადამიანი მცდარად მიიჩნევს, რომ შეუძლია ბუნების
ფუნდამენტური კანონების არსს ჩაწვდეს. იგივე წარმატებით ქათამი ქათმების ფერმის
დაფუძნების, აგებულების და განვითარების საკუთარ კონცეფციას ჩამოაყალიბებს. ადამიანი
ინტელექტუალური განვითარებით უფრო მაღალ საფეხურზე დგას, მაგრამ სამყაროს
უსასრულო სირთულე ამის გამო უფრო გასაგები არ ხდება. ადამიანს არ შეუძლია ყველაფერი
იცოდეს და ესმოდეს.

414
მეცნიერების და რელიგიის ქანქარებმა, რომლებსაც ჭეშმარიტების საბოლოო ინსტანციაზე აქვთ
პრეტენზია, ძალაუფლება და ბატონობა არა იმდენად ჭეშმარიტების სწორი განმარტების
შედეგად, არამედ ყველა სხვაგვარად მოაზროვნის დევნით მოიპოვეს. არა მხოლოდ
მეცნიერების და რელიგიის ქანქარები, არამედ თავად ამ ქანქარების შიგნით სხვადასხვა
განშტოებები მუდმივად მტრობენ ერთმანეთს. ბრძოლა არ წყდება. მაგრამ ბრძოლობენ არა
ჭეშმარიტებისთვის, არამედ მიმდევრებისთვის.

მთელი ინფორმაციის შენახვის ტვინის უუნარობას დასასაბუთებლად ინფორმაციის


კომპიუტერული ბიტების სახით წარმოდგენის მოდელი გამოვიყენე. მაგრამ ეს მოდელი
შეიძლება გამოუსადეგარი იყოს ტვინის ნეირონებთან მიმართებით. ვინ იცის, სინამდვილეში
როგორ ინახება ეს ინფორმაცია? წარმოგიდგენიათ, როგორ გამოიკვლევდა იმ ეპოქის
მეცნიერი ტელევიზორს, როდესაც ტელევიზია და რადიო საერთოდ არ არსებობდა? ის
ღილაკებს მოსინჯავდა, სხვადასხვა დეტალს ამოაცლიდა და დააკვირდებოდა, რა ცვლილება
მოხდებოდა ეკრანზე. ტელევიზორის მუშაობის პრინციპის არცოდნის და საკუთარი
„სამეცნიერო“ დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით, ასეთი მეცნიერი სხვადასხვა დასკვნამდე
მივიდოდა, რომლებსაც საფუძვლად ერთი, თითქოსდა, ეჭვშეუვალი ფაქტი ექნებოდა:
ტელევიზორი თავად აგენერირებს ყველა ამ ტელეგადაცემას. ისინი იქ იბადება, ამ
ტრანზისტორებში და მიკროსქემებში.

დაახლოებით ამგვარად იკვლევენ მექანისტური მოდელის მიმდევრები ადამიანის ტვინს.


მართლაც, თავის ტვინის ცალკეული უბნების დაზიანება პროგნოზირებადად აისახება აღქმასა
და ფსიქიკაზე. ადამიანური ინტელექტის მუშაობის პრინციპი ძველებურად ამოუხსნელია.
მიუხედავად ამისა, მიმდევრები ასკვნიან, რომ სწორედ მატერია განსაზღვრავს ცნობიერებას, და
არავითარ შემთხვევაში პირიქით. მექანისტური მოდელის კონსერვატორი მიმდევრები,
რომლებიც საკუთარ თავს მეცნიერებად ამაყად მოიხსენიებენ, ქედმაღლურად აცხადებენ: ისინი
ნამდვილი მეცნიერებით არიან დაკავებული, რომელიც ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობა, და
არა დილეტანტების ვარაუდებს. ის, რაც თეორიის ჩარჩოებში არ ეტევა, ანტიმეცნიერულად
ცხადდება და არა მხოლოდ უარიყოფა, არამედ დევნის საგანი ხდება. საბედნიეროდ, ასეთების
რაოდენობა თანდათან მცირდება.

თქვენ შეგიძლიათ ამას დაეთანხმოთ ან იკამათოთ, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ეს მხოლოდ


მოდელია. როგორ ხდება ეს ყველაფერი სინამდვილეში, არავინ იცის. გონებას ახასიათებს
უარყოს ის, რაც გონიერი ახსნის ჩარჩოებში არ თავსდება. მანამ, სანამ გონება არ დარწმუნდება
ცოდნის რაციონალობაში, ის მას მსოფლმხედველობის საკუთარ შაბლონში არ შეუშვებს.
ტრანსერფინგი, ცხადია, მუშაობს, მაგრამ იმისთვის, რომ ის გამოიყენოს, გონებისთვის
გარკვეული ახსნა-განმარტებაა საჭირო.

ვარიანტების მოდელი საშუალებას გვაძლევს ფეხქვეშ საყრდენი ვიგრძნოთ. მაგრამ არა უმეტეს.
ის მხოლოდ და მხოლოდ სქემად რჩება. ის შეიძლება სხვა, უფრო დახვეწილ მოდელად
ტრანსფორმირდეს. მაგალითად, შეიძლება გამოვაკლოთ დაშვება, რომ არსებობს ე.წ.
ცხოვრების ხაზები, ეს გააადვილებდა გაგებას წიგნის დასაწყისში. მაშინ ვარიანტების სივრცე
დისკრეტულიდან უწყვეტად იქცევა. ტყეში ბილიკები აღარაა, არის უბრალოდ ტყე. თუმცა
ტრანსერფინგის არსი ამის გამო არ იცვლება. როგორიც არ უნდა იყოს მოდელი, ის მხოლოდ

415
მეტად ან ნაკლებად ადექვატურად ასახავს რეალობას. რეალობის შემეცნების გზა უსასრულოა,
ისევე როგორც რეალობის გამოვლინების ფორმებია უსასრულო.

შესაძლოა, თქვენთვის აღნიშნოთ, რომ ტრანსერფინგის პრინციპები სხვა მსგავსი სწავლებების


პრინციპებს ეხმიანება. ამაში გასაკვირი არაფერია. ნებისმიერი სწავლება შედარებით ჩაკეტილია
საკუთარ თავში და თვითკმარ მოდელს წარმოადგენს. მაგრამ რამდენადაც ჩვენ ყველანი
დაახლოებით ერთნაირი ხარისხის მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები ვართ, ამდენად
მოდელებსაც შეიძლება მსგავსი არეალები გააჩნდეს. ფუჭია კითხვა, რომელიმათგანი აღწერს
სამყაროს უფრო ადექვატურად. მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რა პრაქტიკული შედეგები
შეიძლება მივიღოთ ამა თუ იმ ნიმუშიდან.

ავიღოთ, მაგალითად მათემატიკა. მათემატიკის სხვადასხვა სფეროები მატერიალური


რეალიზაციის აღწერის ცალკეულ მოდელებს წარმოადგენს. ერთი და იგივე ფიზიკური ამოცანა
სხვადასხვა მეთოდებით შეიძლება ამოიხსნას, განსხვავებული მათემატიკური აპარატის
გამოყენებით. უაზრობაა იმაზე კამათი, რომ უკეთესია - ანალიტიკური გეომეტრია ან
დიფერენციალური გამოთვლა. მხოლოდ ამორჩევა შეიძლება, ვის რა ურჩევნია. თქვენც
გააკეთეთ თქვენი არჩევანი.

ძველი მაგების განზრახვა

შეჯამებისას, ვისურვებდი ძველი მაგების განზრახვას შევუერთდე. მხედველობაში მყავს ცოდნის


მცველები, რომლებიც ჩვენს რეალობაში ბოლო ცივილიზაციის დაშლამდე ცხოვრობდნენ. ამ
ცოდნის ნამსხვრევებმა ჩვენამდე გაფანტული ეზოთერული სწავლების და პრაქტიკების სახით
მოაღწია.

არსებობს ცნობები, რაც, მართალია, შემოწმებას არ ექვემდებარება, რომ ძველი მაგების ნაწილი
სხვა რეალობაში გადავიდა და ახლა ტრანსცედენტური გზით კაცობრიობისთვის საკუთარი
ცოდნის გადაცემას ცდილობს.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მე თავად მსგავს განაცხადს, რბილად რომ ვთქვათ, სკეპტიკურად
მოვეკიდებოდი. მაგრამ ბოლო რამდენიმე ათწლეულში გახშირდა შემთხვევები, როდესაც
პლანეტის სხვადასხვა კიდეზე, სხვადასხვა ადამიანები, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ერთი
და იგივე ცოდნას მსგავსად ინტერპრეტირებენ. ახლა კი მე თავად მომიწია ამ ცოდნასთან ახლო
კონტაქტი, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, ვერანაირად ვერ დაიბადებოდა ჩემს გონებაში.
დარწმუნებით მტკიცება არ შემიძლია, რომ მეთვალყურე, რომელთან შეხვედრაც წიგნის
პირველ თავში აღვწერე, სულ მცირე, ჩვენს რეალობაში არსებობს. მაგრამ საფუძველი
ვარაუდისთვის, რომ ის მაინც არსებობს, საკმარისად მომეპოვება.

ჩემს სიზმრებში ბევრი სხვადასხვა პერსონაჟი შემხვედრია, მაგრამ მათ ჩემს საკმაოდ
კონსერვატიულ მსოფლმხედველობაზე აბსოლუტურად არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია.
მეთვალყურესთან შეხვედრამ კი არა მარტო ჩემი შეხედულებები სამყაროზე, არამედ მთელი
ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

416
უცებ, სრულიად უმიზეზოდ, ყოფილმა ფიზიკოსმა, განსაკუთრებული მიდრეკილებების გარეშე,
წიგნების წერა დავიწყე. ძალზე დაუჯერებელი და ექსტრავაგანტურია, თუ მხედველობაში
მივიღებთ, რომ ამ ყველაფრის ბიძგი რიგითი სიზმარი გახდა.

იმ პირველი შეხვედრის შემდეგ მეთვალყურე მეტად აღარ გამოჩენილა. მაგრამ ხანდახან


მეჩვენება, რომ მის უხილავ ყოფნას ვგრძნობ. ასეა თუ ისე, არასდროს ვთვლიდი და არ ვთვლი
ტრანსერფინგს ჩემსცოდნად.

მე მხოლოდ და მხოლოდ რეტრანსლატორი ვარ, რომელიც ვარიანტების სივრცეში შესაბამის


უბანზეა მომართული. და საკუთარ დამსახურებას ვერ ვგრძნობ, თუმცა, უნდა ვაღიარო, დიდი
გაჭირვებით მოვახერხე ტრანსერფინგის ცოდნის ფორმულირება და სისტემად ჩამოყალიბება.
ერთი საქმეა - გაიგო, მაგრამ სულ სხვაა - მოახერხო მისი გადმოცემა.

თქვენ კი არა მხოლოდ უნდა გაიგოთ, არამედ შეიგრძნოთ მთელი ეს ცოდნა. წიგნის წაკითხვის
შემდეგ თქვენ ცოდნას კი არ შეიძენთ, არამედ ინფორმირებულობას. ეს სხვადასხვა რამაა!

ტრანსერფინგი ოცნების რეალობად ქცევის საკმაოდ კონკრეტულ მეთოდებს გთავაზობთ.


მაგრამ ვიღაცას ესეც ცოტა მოეჩვენება. თუ ჰალსტუხის შეკვრის მსგავს მეთოდებს დაუწყებთ
ძებნას, შეიძლება ფუჭად დაკარგოთ მთელი ცხოვრება, რადგან ბედის მართვა მარტივი არაა.
ტრანსერფინგის დაყვანა გარკვეული ილეთების შესრულების ტექნიკამდე არ შეიძლება.საქმე
ტექნიკაში კი არა, არამედ შინაგანი თავისუფლების გაცნობიერებაში და თავის საკუთარი
სამყაროს ნიშის ბატონ-პატრონად შეგრძნებაშია. როდესაც ეს შეგრძნება დაგეუფლებათ,
ყველაფერი თავისით წავა, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე.

მაგრამ ამ გაცნობიერების მისაღწევად, ტრანსერფინგი ცხოვრების წესად უნდა აქციოთ. სხვა გზა
არ არსებობს. და ეს სულაც არ არის დამამძიმებელი, უფრო მეტად სახალისოა, როგორც
სარკეში თამაში.

სამყარო - თქვენი მისდამი დამოკიდებულების სარკეა, მხოლოდ შენელებული რეაქციით.


თქვენი დამოკიდებულების სარკის საპასუხო რეაქციასთან შედარებით, გონებას ერთ მარტივ,
მაგრამ ძნელად გასაცნობიერებელ ჭეშმარიტებას აჩვევთ: თქვენი განზრახვით საკუთარი
სამყაროს ნიშას აყალიბებთ.

ასევე უნდა შეეგუოთ ასეთივე უბრალო, მაგრამ უჩვეულო ჭეშმარიტებას, რომ მიზნის მიღწევის
საშუალებები და გზები არ უნდა გაღელვებდეთ. მოცემულ დებულებას საფუძვლად უდევს ერთი
ფუნდამენტური პრინციპი: განზრახვის მიმართულება ვარიანტების დინების ვექტორს
განსაზღვრავს.

მხოლოდ ამ მიმართულების შენარჩუნება და ვარიანტების დინებისთვის ხელის არშეშლაა


საჭირო. მიზნის მიღწევის საშუალებები თავად გამოჩნდება, თქვენ ვერ გეცოდინებათ და არც
უნდა იცოდეთ, რა გზით განხორციელდება ის. რაც არ უნდა ხდებოდეს, თუ გონებაში მიზნობრივ
სლაიდს ატრიალებთ და კოორდინაციის პრინციპს იცავთ, ვარიანტების დინებას მიზნისკენ
მიყავხართ. ასეთია კანონი.

417
ტრანსერფინგის პრინციპების გაცნობიერება მომენტალურად არ მოხდება წიგნის წაკითხვის
შემდეგ. ინფორმირებულობა გაცნობიერებად მხოლოდ პრაქტიკის შედეგად გადაიქცევა.
მყისიერ შედეგებს ნუ ელით. თუ თქვენ განიზრახეთ, ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოვა.
შესაძლოა, ამ წიგნში ძველი მაგების განზრახვის საკმარისი ხარისხით შესრულება და თქვენთვის
ტრანსერფინგის ცოდნის მთელი სისავსით გადმოცემა ვერ შევძელი. მაგრამ ამ საქმის
გაგრძელებას ვაპირებ, და მალე შემდეგი წიგნი იქნება მზად - „ვაშლები ცაში ცვივა“.

ამ წიგნში ახალ წახნაგებს დაინახავთ, რომლითაც ჩვენი საოცარი და მშვენიერი სარკული


სამყარო ბრწყინავს.

აი, ჩვენი ჯადოსნური ექსკურსია ტრანსერფინგის სამყაროში დასასრულს მიუახლოვდა. თუ


თქვენ მხოლოდ ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილეთ, ტრანსერფინგი თქვენთვის უბრალო
ექსკურსიად დარჩება, და აქ დაბრუნებას აღარ უნდა ელოდოთ. მაგრამ თუ მაინც რაიმემ ამ
წიგნიდან თქვენი სულის მგრძნობიარე სიმები შეარხია, მაშინ ჯადოსნური მოგზაურობა მხოლოდ
ახლა იწყება.

ჩემთვის სულერთია, დაიჯერეთ თქვენ ეს ყველაფერი თუ არა. მე ხომ თავად არ დავიჯერე,


როდესაც ზმანებათა სივრცეში მეთვალყურეს შევხვდი. ქანქარათა მსგავსად, ჩემს ირგვლივ
მიმდევართა კოჰორტის შემოკრებას და ყველასთვის რაღაცის მტკიცებას არ ვაპირებ.

ტრანსერფინგის პრინციპების პრაქტიკულად გამოყენებით, თქვენ არა მარტო თავად


დარწმუნდებით იმაში, რომ ისინი მუშაობს, არამედ ბევრ ახალ საოცარ აღმოჩენას გააკეთებთ,
რომელთა შესახებ წარმოდგენა არავის ჰქონდა. მაშინ, შესაძლოა მომწეროთ, და ჩვენ ერთად
გავიხარებთ და გავოცდებით.

ჩვენ ყველანი, არსობრივად, ვარიანტთა უსაზღვრო სივრცეში მარტოხელა მოხეტიალეები


ვართ. ტრანსერფინგი იმედის ნაპერწკალს აჩენს დაღლილი მოხეტიალესთვის, რომელიც ცრუ
შეზღუდვების და სტერეოტიპების უკუნეთში დაბორიალობს. გამოიყენეთ არჩევანის
თავისუფლების თქვენი უფლება, და მაშინ გაიგონებთ დილის ვარსკვლავთა შრიალს, თქვენი
ვაშლები კი ცისკენ გაცვივდება. წარმატებას გისურვებთ, მარტოხელა მოხეტიალევ!

ქანქარას წესი

ჩვენს სამყაროში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვეჯახებით პირდაპირ ან ირიბ ინფორმაციას,


რომელიც სქესობრივ ურთიერთობებს ეხება. ტრანსერფინგის მოდელში მოცემული თემა,
როგორც ბევრი სხვა, უჩვეულო რაკურსით წარმოჩნდება. სურთ თუ არა ამის აღიარება, სექსი
ადამიანთა პირად ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უფრო ზუსტად, არა
თავად სექსი, არამედ მისდამი დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, ეწევა თუ არა ადამიანი
სქესობრივ ცხოვრებას, პერიოდულად სექსისადმი დამოკიდებულებაზე ფიქრობს.

სრულიად ნეიტრალური პოზიცია აქ ვერ იარსებებს - ბუნებრივი არსი, ასე თუ ისე, თავს
ამჟღავნებს. ზოგის დამოკიდებულება მიუღებლობის, გაღიზიანების, დაცინვის, უარყოფის სახით
ვლინდება. სხვებთან ის განზრახვად იქცევა. და თუ განზრახვა არ, ან წარუმატებლად

418
რეალიზდება, მაშინ ფსიქიკაში ყოველგვარი კომპლექსები, ან ტრანსერფინგის ტერმინებით თუ
ვიტყვით, ნეგატიური სლაიდები ჩნდება.

შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სექსის საკითხები ამა თუ იმ ხარისხით ყველას თუ არა, ძალიან
ბევრს მაინც აღელვებს. და ძალზე ბევრს ამ ნიადაგზე ესა თუ ის კომპლექსი აქვს. დიდ როლს აქ
ქანქარები თამაშობენ - ისინი ყველანაირად ცდილობენ, ჩაგაგონოთ, რომ არასრულყოფილები
ხართ და პრობლემები გაქვთ. და თქვენც ნამდვილად გჯერათ, რომ პრობლემები გაქვთ.
წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ, რომ მარტო არ ხართ ამ რწმენაში.

ძალიან ცდებით, როდესაც ფიქრობთ, რომ ინტიმურ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არ გაქვთ
მაშინ, როდესაც სხვებთან სრული წესრიგია. ეს ქანქარების მიერ მასმედიის დახმარებით
ოსტატურად შექმნილი ილუზიაა. ყურადღება მიაქციეთ, ყველგან, სადაც სექსის თემას ეხებიან,
გაჩვენებენ ადამიანებს, რომელთაც თითქოს ყველაფერი ნორმალურად აქვთ.

ჰოდა, თუ ავიღებთ გადაჭედილ სტადიონს და იქიდან მოვაცილებთ ყველას, ვისაც „რაღაც არ


აქვს წესრიგში“, იქ მხოლოდ თითებზე დასათვლელი ადამიანი თუ დარჩება. შეეცადეთ
წარმოიდგინოთ საკუთარი თავი უზარმაზარი სავსე სტადიონის ცენტრში, რომელიც უცებ
დაცარიელდა, და თქვენ ირგვლივ იხედებით დარჩენილი „ნორმალურების“ ძიებაში. აი, ასეთი
მასშტაბებია.

თუ თქვენი მეგობრები, რომლებიც თავიანთი წარმატებებით ტრაბახობენ, არ აჭარბებენ, მაინც


დარწმუნებული იყავით, რომ მათ თავიანთი პრობლემები აქვთ, რომელთაც არა მარტო
გარშემომყოფებს, არამედ საკუთარ თავსაც საგულდაგულოდ უმალავენ.

ნუ გავიხსენებთ ფროიდს. მას ნამდვილად არ შეეძლო წარმოედგინა, რა ზომებს მიაღწევდა


„სექსო-მანია“ ჩვენს დროში. უბრალოდ გთავაზობთ, დასვათ კითხვა: ბუნების მიერ
სრულყოფილად ჩადებული ასეთი მარტივი ფუნქციის ირგვლივ რატომ იქმნება ამდენი
პრობლემა?

ამ კითხვაზე პასუხი სრულიად მოულოდნელ სიბრტყეზე დევს, გარკვეული სახით ისეთ


მოვლენასთან დაკავშირებული, როგორიცაა ფლეშ-მობი. თუ არ იცით, ეს რა არის, აგიხსნით.

წარმოიდგინეთ ხალხმრავალი ქუჩა ან მოედანი მზიან დღეს. ყველაფერი ჩვეულებრივადაა,


როგორც ყოველთვის. და უცებ, მოულოდნელად, რამდენიმე ათეული ან ასეული ადამიანი
ქოლგებს იღებს, შლის და ქცევით აჩვენებს, რომ თითქოს წვიმს. „ნორმალური“ გამვლელები
პირდაღებულები დგანან, „წვიმის ადამიანები“ კი მთელი გულით მხიარულობენ.

ასეთი გრანდიოზული ხუმრობა ძალიან ადვილად ორგანიზდება. ადამიანთა ჯგუფი, თუნდაც


ერთმანეთისთვის უცნობები, ინტერნეტით მოილაპარაკებენ, რომ კონკრეტულ დროს და
ადგილას ნიშანზე რაიმე უცნაურ მოქმედებას შეასრულებენ.

რა ხდება ამ აქციის დროს? როგორც თქვენთვის ცნობილია, როდესაც ადამიანთა ჯგუფი ერთი
მიმართულებით ფიქრს იწყებს, იქმნება ქანქარა. ფლეშ-ჯგუფი ფიქრობს: „შეხედეთ, როგორები
ვართ - ქოლგებით!“ დანარჩენი გამვლელები, გაოცებულები, ფიქრობენ: „რა ხდება?“

419
ადამიანთა ჯგუფის ერთგვაროვანი აზრობრივი გამოსხივება რეზონანსს ქმნის, რომლის
ენერგიასაც შთანთქავს ქანქარა.

ფლეშ-ქანქარა ყველაზე ხანმოკლეა - ის აენთო და ჩაქრა, ამიტომ ზიანი არავის მიაყენა. ეს


უწყინარი მაგალითი გვიჩვენებს, როგორ იბადება და მოქმედებს უფრო ხანგრძლივი და
დესტრუქციული ქანქარები.

რა არის საჭირო ადამიანების იძულებისთვის, ენერგია ერთი მიმართულებით გამოასხივონ?


აუცილებელია ქცევის და აზროვნების შაბლონის განსაზღვრა - წესის დადგენა. რა თქმა უნდა,
წესებს არა ქანქარები, არამედ თავად ადამიანები ქმნიან. ქანქარებს გაცნობიერებული
განზრახვების რეალიზება არ ძალუძთ. ისინი სპონტანურად იქმნებიან. მაგრამ მათ შექმნილი
წესი აჩენს. ქანქარის წესი ყველაზე საშიში და ზიანის მომტანია იმ წესებს შორის, რაც
კაცობრიობას მოუგონია. ის კი ასე ჟღერს: „გააკეთე ჩემსავით!“

ქცევის და აზროვნების ნებისმიერი შაბლონი ზოგადად ქანქარის წესზე დაიყვანება. დააკვირდით,


და შეამჩნევთ, რომ ეს წესი მოქმედებს ყველგან და ყოველთვის. რა თქმა უნდა, ზიანი
ყოველთვის არ მოაქვს. მაგალითად, გულშემატკივართა ტალღა სტადიონზე ფლეშ-ქანქარას
აჩენს, და ის რეზონანსის ენერგიით იკვებება, თუმცა ამისგან ცუდად არავინ ხდება.

საკონცერტო დარბაზში ქანქარა მთლიანად შთანთქავს მაყურებელთა ენერგიას. არც ამით


ადგება ვინმეს ზიანი, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, როგორ იქცევიან ხშირად მსახიობები. ისინი
მაყურებლების აყოლიებას ქანქარის წესით მთელი ძალით ცდილობენ: „მაღლა! ხელები
მაღლა! ახლა კი, ყველა ერთად!“ მაყურებლები მორჩილად უკრავენ ტაშს, და ეს ენერგია, ერთი
ადამიანისთვის მიზერული, რეზონანსში იღვრება, რაც დარბაზის თავზე უხილავ მონსტრს ქმნის.
ქანქარა რომ ამ ენერგიას არ შთანთქავდეს, მსახიობი პირდაპირი გაგებით ჰაერში
აფრინდებოდა. მაგრამ მსახიობს მხოლოდ საცოდავი ნამცეცები ხვდება, დანარჩენს ქანქარა
ეპატრონება. მონსტრი მანამ ცოცხლობს, სანამ ადამიანები მის წესს: „გააკეთე ჩემსავით!“
ასრულებენ.

მერედა რა? ცუდი ხომ არაფერი მომხდარა? ნამდვილად, ფლეშ-ქანქარები უწყინარია. და რა


კავშირი აქვს ამას სექსთან? ვერაფრით გამოიცნობთ.

სექსის თემაზე დავიწყეთ საუბარი, მაგრამ ფლეშ-მობზე გადავერთეთ. რა საერთოა მათ შორის?
თქვენ ალბათ იფიქრეთ, რომ ეს საერთო რაიმე სახით ენერგიასთანაა დაკავშირებული.
მართლაც, სექსის დროს ფლეშ-ქანქარა წარმოიქმნება, რომელიც რეზონანსის ენერგიას
შთანთქავს. ადამიანები ჯერ კიდევ ძველი დროიდან ეჭვობდნენ, ან იცოდნენ კიდეც რაღაც
არსების არსებობის შესახებ, რომელიც „მოქმედების სცენას“ დაფარფატებს თავზე.

ეს არსება, რომელსაც ტრანსერფინგის მოდელის ჩარჩოებში ფლეშ-ქანქარას ვუწოდებთ,


სხვადასხვა ხალხებთან ჩვეულებრივ ასოცირდებოდა ემოციურად შეფერადებულ სახეებთან.
მაგალითად, „სატანა ერთობა“. ოკულტური პრაქტიკების ზოგიერთ მიმდევარს კი მტკიცედ
სჯერავს, რომ სქესობრივი აქტის დროს გამოსხივდება ენერგია, რომელიც ბნელეთის სამყაროს
სხვადასხვა წარმომადგენელს იზიდავს, და რომლებიც უმალ მოდიან და თავიანთ ეშმაკეულ
ორგიას აწყობენ.

420
რაც არ უნდა თქვან, ამან არ უნდა აგაღელვოთ, რადგან ფლეშ-ქანქარას ზიანის მოყენება არ
შეუძლია. ის უბრალოდ ენერგიით იკვებება, რომელსაც ისედაც ხარჯავთ, სულ ესაა. მაგრამ
საქმის არსი ეს არაა. მთავარი, რაც სექსს მისი თანამედროვე სახით ქანქარასთან აერთიანებს,
ქანქარის წესია: „გააკეთე ჩემსავით!“.

მასმედიის ტექნიკური საშუალებების განვითარებასთან ერთად ქანქარის წესმა უსაზღვრო


ძალაუფლება მოიპოვა. ადამიანის ფსიქიკა ყოველ ნაბიჯზე ექვემდებარება შეუმჩნეველ, მაგრამ
საკმაოდ ეფექტიან დამუშავებას ქცევის და აზროვნების შაბლონების ჩანერგვით. აქ ვეცდები
სიფრთხილით გამოვიყენო სიტყვა „ზომბირება“, მაგრამ, არსობრივად, ყველაფერი აქეთ მიდის.
ინფორმაციის და გართობის თანამედროვე ინდუსტრია ერთ მარტივ პრინციპს ეფუძნება: შეხედე,
როგორ აკეთებენ ამას წარმატებული ადამიანები, და მიყევი მათ, მაგალითი აიღე მათგან.
თქვენთვის სწორედ წარმატების ეტალონის დემონსტრირება სურთ. თქვენ თავადაც კარგად
გესმით ყველაფერი, მაგრამ, შესაძლოა, არ დაფიქრებულხართ, რა დიდია ამ, ხანდახან
ხილული, მაგრამ უფრო ხშირად უჩინრად, შემპარავად მოქმედი პროპაგანდის გავლენა.

ეს ყველაფერი განსაკუთრებით ინტიმურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ თემებს ეხება.


სწორედ აქ ძალზე მყარად დამკვიდრდა სტერეოტიპები, თუ რა და როგორ უნდა იყოს. მთელი
ბეჭდური და ვიდეოპროდუქცია ამ თემაზე წარმოგვიდგენს დამოკიდებულებებს, რომლებიც,
როგორც უნდა გავიგოთ, სტანდარტებს აკმაყოფილებს.

არ იფიქროთ, რომ რაღაც შეთქმულებაზე ან გამიზნულ პროპაგანდაზე ვსაუბრობ.


სინამდვილეში არავინ ისახავს მიზნად რაღაც შაბლონების დანერგვას. ყველაფერი თავისთავად
გამოდის. საქმე იმაშია, რომ ადამიანი ყოველთვის ეჭვობს: სწორად ვიქცევი? ყოველთვისაა
შედარების აუცილებლობა, რადგან წარმატება - ფარდობითი რამაა. ამიტომ როდესაც ადამიანი
სხვის წარმატებას ხედავს, ის ბუნებრივად იხრება იქითკენ, რომ ეს ეტალონად აღიქვას.

ინტიმური ურთიერთობები და განსაკუთრებით სექსი, ძირითადად ვიწრო და ჩაკეტილ წრეში


ხორციელდება, შედეგად, დადასტურების მოთხოვნილება, რომ „ყველაფერი რიგზე გვაქვს“,
იზრდება. ხოლო თუ ადამიანს არ ყავს, და მით უმეტეს არ ჰყოლია პარტნიორი, მაშინ ის
გამწარებით იწყებს ეტალონის ძებნას. და რა თქმა უნდა, მასმედია ადამიანთა ამ
მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, და ეტალონთა დიდ არჩევანს სთავაზობს.

ამგვარად ფორმირდება საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპები, როგორ უნდა გავაკეთოთ


ეს, როგორი იმიჯი უნდა გვქონდეს და ა.შ. მაგალითად, კაცი - „მაგარი მაჩოა“, ქალი - „მხურვალე
სექ-სი“. უყურებთ მათ და მათსავით იქცევით. ხოლო თუ ამ სტანდარტებში ვერ ეწერებით, ე.ი.
თქვენ რაღაც ვერ გაქვთ წესრიგში.

ამ წესის მთელი დესტრუქციულობა რთული წარმოსადგენია. თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ მე


გაუმართლებლად ვამაღლებ პრობლემის მნიშვნელობას, როდესაც ვამბობ, რომ კაცობრიობის
მიერ გამოგონებულთა შორის ქანქარის წესი ყველაზე საშიში და საზიანოა. არანაირად. აზრს
საკმაოდ თავშეკავებულად გამოვხატავ.

421
დაცილებული წყვილების რიცხვი ძალზე დიდია. არშემდგარი ბედნიერი ოჯახების რაოდენობა,
შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი. უთანხმოების მთავარი მიზეზი საბოლოო ჯამში სექსში
დაუკმაყოფილებლობაა. სხვა ყველაფერი - ან ამ დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული
შედეგებია, ან ადამიანების მიერ თავის მოტყუება, რომელთაც არ სურთ ერთმანეთს ჭეშმარიტ
მიზეზში გამოუტყდნენ.

დაუკმაყოფილებლობა წარმოიშვება იმის შედეგად, რომ ორივე ქანქარის წესს მიყვება. მათ
იციან, რომ სტანდარტების შესაბამისად ეს ასე და ამგვარად უნდა გააკეთონ. ქანქარის წესი
ამბობს: „გააკეთე ჩემსავით!“ - ეს კი ნიშნავს, შეცვალე შენი თავი, უღალატე შენს თავს. და
ადამიანი ცდილობს საკუთარი თავი სტანდარტებს მოარგოს, შედეგად კი სულიერ
დისკომფორტს და დაუკმაყოფილებლობას იღებს.

ადამიანის შეცდომა, რომელსაც სექსთან მიმართებით ესა თუ ის პრობლემა აქვს, იმაში


მდგომარეობს, რომ ის როლს თამაშობს. ყველაფერი მარტივადაა. ადამიანი ეტალონების
სიმრავლიდან ერთს თავისთვის ირჩევს, რომელიც ყველაზე მეტად ერგება, და მეორეს -
პარტნიორისთვის. შემდეგ იღებს ამ როლს და თამაშს იწყებს, პარტნიორს კი საკუთარი
მოლოდინების შესაბამის პროექციას ახვევს. ამასთან, რაც გასაოცარია, ამ როლს სწორედ
ტრანსერფინგის პრინციპით თამაშობს - გვერდიდან, როგორც მოთამაშე მაყურებელი, რადგან
საკუთარ თავს და პარტნიორს გამუდმებით ეტალონს ადარებს: სწორად გამოსდით თუ არა.

შედეგად არაფერიც არ გამოდის, რადგან სექსის ბუნება ისეთია, რომ მოდუნებას,


თავისუფლებას და საკუთარი თავის გაღებას მოითხოვს. სექსი არის ის ერთადერთი შემთხვევა,
როდესაც თამაშში ყოველგვარი როლების გარეშე, თავით უნდა გადაეშვათ. ნორმალური და
ბუნებრივი სექსი - თქვენს მიერ დაწესებული წესების მიხედვით თამაშია, და სრული
იგნორირებით, როგორ აკეთებენ ამას სხვები ან როგორც ვითომდა მიღებულია.

დამატებით, ძალზე დამაბნეველია სხვადასხვა ცნებების: სიყვარულის და სექსის აღრევა.


ხანდახან უბრალოდ გულისამრევია, როდესაც ეს თვალთმაქცური „სიყვარულით დავკავდეთ“
გვესმის. განა უფრო ადვილი არაა, ყველაფერს საკუთარი სახელი უწოდო? სექსი - სიყვარული
არაა, სიყვარული კი - სექსი არაა. და განა ისინი შეუთავსებელია? შეთავსებადია, მაგრამ კიდევ
ერთხელ: სიყვარული - სექსი არაა, სექსი კი - სიყვარული არაა.

მათი შეთავსებაც შეიძლება და გაყოფაც. მაგრამ ქანქარის წესი ამის ბუნებრივად გაკეთებას
ხელს უშლის. არ შევცდები, თუკი ვიტყვი, რომ სექსუალურ კონტაქტში ნებისმიერი
წარუმატებლობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანები, რომლებიც ქანქარის წესს
ემორჩილებიან, სიყვარულის და სექსის ხელოვნურად აღრევას ცდილობენ. შედეგად
აბსურდული ჰიბრიდი მიიღება.

სინამდვილეში, თუ წესებს და სტანდარტებს დავივიწყებთ, ყველაფერი ძალზე მარტივადაა.


წარმოიდგინეთ სკალა შუაში ნულოვანი წერტილით, სადაც მარცხნივ მიდის ალერსის
დანაყოფები, მარჯვნივ კი აგრესიის დანაყოფები. ჰოდა, როდესაც ისარი მარცხნივ გადაიხრება,
ეს სიყვარულია, თუ მარჯვნივ, სექსი. მოგწონთ თუ არა ეს აზრი, მაგრამ სექსი დიდწილად
აგრესიაა, ვიდრე ალერსი.

422
მაგრამ ბევრ ადამიანს რცხვენია ან ეშინია, როდესაც მათ ეს „ეშმაკეული“ ინსტინქტები
ეღვიძებათ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არაბუნებრივია. სინამდვილეში: ერთმანეთს ხვდება ორი
ნორმალური ადამიანი და თავიდან სრულიად ბუნებრივად იქცევიან, მაგრამ შემდეგ მათ
თვალებში მტაცებლური ელვა გაკრთება, და ისინი ისეთ ქმედებებს იწყებენ, რაც არანაირად არ
ჯდება ჩარჩოში... რის ჩარჩოში?

სწორედ აქ ერთვება ქანქარის წესი. ერთი მხრივ, არსებობს საყოველთაოდ მიღებული


წესიერების ჩარჩო, რომლის დარღვება ყოველთვის კომფორტული არაა. მეორე მხრივ, ამ
ჩარჩოში ყოფნისას, სექსისგან სიამოვნების მიღება შეუძლებელია. ამ დროს კი ერთიც გვინდა და
მეორეც.

და აი, იმისთვის, რომ სტანდარტებს მოერგონ, ადამიანები თავისი როლის თამაშს იწყებენ.
ცხოველური ინსტინქტების გაღვიძების შიშით, ისინი სექსს დადგენილი, და როგორც მათ
ეჩვენებათ, აუცილებელი რიტუალებით ანზავებენ. ეს, თავის მხრივ, გარკვეულ უხერხულობას
ქმნის. სადავის მიშვებაა საჭირო, ქანქარის წესი კი ნებას არ იძლევა. და პირიქით, თუ ისარი
აგრესიის მხარეს ძლიერად გადაიხრება, იქვე ჩნდება დადასტურების აუცილებლობა:
„გიყვარვარ?“

ამგვარად, სცენაზე გამუდმებით იმყოფება ორი მოთამაშე მაყურებელი. ისინი, როგორც


მარიონეტები, კონტროლის ძაფზე არიან ჩამოკიდებულები, რომელსაც თავად გამოებნენ. რას
აკეთებენ ისინი? ისინი მთელი ძალით ცდილობენ ისარი ხან ერთ მხარეს გადახარონ, ხან მეორე
მხარეს. ამ დროს კი მხოლოდ ქანქარის წესის იგნორირება და ისრის თავისუფლად
მიშვებაასაჭირო, დაე, მან სულის გრძნობებთან კორელაციაში, და არა გონების იდეებით
იმოძრაოს.

შეიძლება ვინმე შემეკამათოს, რომ ასე ცხოველურ დონეზე დავა ადამიანი. და აქაც ისევ
ქანქარის წესი მუშაობს. ვინ დაადგინა ზღვარი, სად მთავრდება ადამიანობა და ცხოველური
დონე იწყება? და არც საზღვრებშია საქმე, არამედ იმაში, რომ თავად უნდა დაადგინოთ წესები
და არა სხვებისას მისდიოთ. თქვენ ადამიანი ხართ, ამიტომ უფლება გაქვთ ადამიანობის და
წესიერების თქვენი კრიტერიუმები გქონდეთ.

იმედი მაქვს, გესმით, რომ ამ ყველაფერს ვწერ ადმიანებისთვის, რომელთაც გარკვეული


პრობლემები აქვთ სექსთან, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ერთმანეთი უყვარს. პრობლემის
აღმოსაფხვრელად მხოლოდ ისაა საჭირო, რომ ისარი გააზრებულად თავისუფლად მიუშვათ
ისევე, როგორც გააზრებულად ქანქარის წესის დაცვას აკონტროლებდით.

არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც სექსში არავითარ გართულებას არ განიცდის.


მართლაც, ბევრი პრობლემა მოიხსნება, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ცნებებს არ
ავურევთ, გააზრებული გვექნება, რის მიღება გვსურს, და მთავარია, გულწრფელად ვუთხრათ
ამის შესახებ პარტნიორს. ცხოვრება უცებ მარტივდება, როდესაც ადამიანი გახსნილია.

დარწმუნებული იყავით, თქვენს პარტნიორსაც საკმარისად აქვს ფარული სურვილები. ამასთან


იქმნება სიტუაციები, როდესაც ერთისთვის სასურველი, მეორესთვის მიუღებელია. ასეთ
სიტუაციებში როგორ უნდა მოვიქცეთ?

423
პირველი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ფრეილინგის პირველი პრინციპი: უარი თქვით
მიღების განზრახვაზე, შეცვალეთ ის გაცემის განზრახვით, და მიიღებთ იმას, რაზეც უარი თქვით.
ეს შესანიშნავი პრინციპი უზადოდ მუშაობს, ამასთან ყოველთვის ვერც მიხვდებით, მაინც როგორ
მუშაობს ის.

მეორე, აუცილებლად სრულად უნდა თქვათ უარი ქანქარას წესსზე და ის ტრანსერფინგის წესით
შეცვალოთ. ეს წესი კი ამბობს: საკუთარ თავს და სხვას ნება მიეცით იყოს ის, ვინც არის.

როგორც გესმით, სექსუალური ურთიერთობისგან სიამოვნება რომ მიიღოთ, ამისთვის საჭიროა


თავს თავისუფლად, ლაღად გრძნობდეთ. ადამიანს არ შეუძლია თავი თავისუფლად იგრძნოს,
თუ ჭარბი პოტენციალები აქვს კომპლექსების, მაგალითად, არასრულფასოვნების სახით.
რამდენადაც არ უნდა ეცადოს მოდუნებას, წინასწორული ძალები ამის საშუალებას არ მისცემს.
მაგრამ დაძაბულობის ლომის წილი წარმოიქმნება როგორც ასეთი არა ჭარბი პოტენციალების
გამო, არამედ დამოკიდებულების ურთიერთობების შედეგად. ადამიანთა შინაგანი განზრახვა
უფრო ხშირად მიღებაზეა მიმართული, და არა გაცემაზე. ამასთან პარტნიორს პროექციას
ახვევენ თავს როლური მოლოდინით. არაფრით არ სურთ, სხვას ნება მისცენ, იყოს ის ვინც არის.
დამოკიდებულების ურთიერთობები, როგორც იცით, პოლარიზაციას ბადებს, რაც თავის მხრივ
წონასწორული ძალების ქროლვას იწვევს, რაც საბოლოოდ ყველაფერს აფუჭებს.
ტრანსერფინგის წესი მომენტალურად ხსნის დამოკიდებულების ურთიერთობებით შექმნილ
პოლარიზაციას. ამიტომ, კომპლექსებისგან თუ ვერ თავისუფლდებით, საკმარისია
ტრანსერფინგის წესის დაცვა, და დაძაბულობა მაშინვე შესამჩნევად განიმუხტება.

საკუთარ თავს ნება მისცე იყო ის, ვინც ხარ - ნიშნავს საკუთარი თავის მიღებას მთელი მისი
არასრულყოფილებით. სხვას მისცე ნება იყოს ის, ვინც არის- ნიშნავს მას საკუთარი
მოლოდინების პროექცია ჩამოხსნა. შედეგად სიტუაცია, როდესაც ერთს უნდა ის, რაც
მეორესთვის მიუღებელია, წარმოუდგენელი სახით თავისთავად გადაწყდება.

ვიმეორებ, საჭიროა მხოლოდ ქანქარის წესზე უარის თქმა, მისი ტრანსერფინგის წესით
ჩანაცვლება და განზრახვის ფრეილინგის პირველი პრინციპის შესაბამისად მიმართვა. თუ ამას
ორივე გააკეთებთ, პრობლემები აღარ გექნებათ. ამ თემაზე დაწვრილებით მსჯელობა, რატომ
მუშაობს ეს, ფსიქოლოგებს დავუტოვოთ. მუშაობს, და ეს საკმარისია.

მაგრამ, რაში სჭირდება ქანქარას წესი? ფლეშ-ქანქარების შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია -


ისინი რეზონანსის ენერგიით იკვებებიან, ამიტომ მათ მოქმედებათა სინქრონულობა სჭირდებათ.
მაგრამ რას ეყრდნობა ყველა დანარჩენი, ხანგრძლივი ქანქარები, რომელთათვისაც
აუცილებელი არაა, რომ მათი მიმდევრები ერთნაირად იქცეოდნენ?

პირველ ყოვლისა, ქანქარის წესი ქცევის და აზროვნების ნორმას, ანუ „ნორმალურობის“


სტანდარტებს ადგენს. ადამიანს არ ესმის, რომ მას წარმატების შემცვლელს, სუროგატს
სთავაზობენ. სხვისი წარმატება მისაბაძი მაგალითი ვერ იქნება. ჭეშმარიტ წარმატებას მხოლოდ
ისინი აღწევენ, ვინც წესის დარღვევას გაბედავს და საკუთარი გზით წავა.

424
სხვის ნაკვალევზე სიარულისას, ადამიანი სამუდამოდ ჩამავალი მზის დევნისთვისაა განწირული.
წარმატების სტანდარტები - მირაჟია, მაგრამ ადამიანმა არ იცის ან არ სურს იცოდეს, რომ
ქანქარის წესს ის ილუზიის აბლაბუდაში ყავს გახვეული. ილუზია უმეტესად გაუგებარ
სინამდვილეზე მეტად ტკბილი, მოსახერხებელი და გასაგებია.

როდესაც ადამიანი პირისპირ ხვდება ფაქტს, რომ დადგენილ სტანდარტებში ვერ თავსდება, ის
სულიერ დისკომფორტს გრძნობს. მას დამარცხების შიში ტანჯავს, საკუთარ
არასრულფასოვნებას გრძნობს, მარტოსულად აღიქვამს თავს ამ მტრულ სამყაროში.

რა უნდა გააკეთოს მან? ერთ-ერთი ვარიანტია - მოცილება. ადამიანს შეუძლია მიუღწეველი


ეტალონების მიუღებლობის კედლით შემოიზღუდოს. ან გააგრძელოს ეტალონისკენ სწრაფვა.
ქანქარის წესის მიყოლისას, ადამიანი საკუთარი თავის შეცვლას ცდილობს და საკუთარ სულს
განპირობებულობის ფუტლიარში ამწყვდევს. ამას არაფერი მოაქვს, დაუკმაყოფილებლობის
გარდა, რის შედეგადაც ისევ თავის შეცვლა უწევს.

ამგვარად, როდესაც ადამიანი ეტალონის დევნას იწყებს, ის დაუკმაყოფილებლობის და


იმედგაცრუების ენერგიას ასხივებს. სხვაგვარად ვერც იქნება. ზუსტად ასე დადის ვირი წრეზე მის
წინ ჩამოკიდებული სტაფილოს კვალზე. სწორედ ამ ენერგიით იკვებება დესტრუქციული
ქანქარები, ეტალონად სხვათა წარმატების შეთავაზების შედეგად.

მოცილების კედელი, თავის მხრივ, არანაკლებ ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. სულაც არაა
ადვილი ირგვლივ დამცავი კედლის შენარჩუნება, როდესაც ყველგან და ყოველ ნაბიჯზე
გინერგავენ წესებს, რომლის დაცვაც არ ძალგიძს.

მაგრამ ამ ლაბირინთიდან მაინც არის გამოსასვლელი. ის შემდეგში მდგომარეობს: ქანქარის


წესის უარყოფა და საკუთარი გზით წასვლა. ვინც ასე მოიქცევა, საოცარ თვისებას - შინაგან
თავისუფლებას შეიძენს, რომლის შეგრძნებისგან პირდაპირი მნიშვნელობით სული გეკვრით.
და ასეთი ადამიანები არსებობენ. აი, მაგალითად, მკითხველის წერილი, რომელსაც ამ
თავისუფლებისგან სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებს.

„30 წლის ვარ, და მამაკაცი არასდროს მყოლია. სექსოპათოლოგები ამბობენ, რომ ეს


სერიოზული არანორმალური მდომარეობაა. მე კი ვერ ვიგებ, რატომ. ყოველთვის მჯეროდა,
რომ არასად წერია, რომ ოცდახუთ წლამდე სასწრაფოდ ვინმესთან უნდა გქონდეს სექსი და
რომ ქალწულობა - მორალური სასჯელის საბაბია. მიმზიდველი ვარ, და ინტიმური
ურთიერთობის შესაძლებლობებიც ბევრი მქონია. მაგრამ - მე არ მსურს. არა ფიზიოლოგიურად
- ამ მხრივ ყველაფერი რიგზე მაქვს, უბრალოდ ჯერ არ შემხვედრია მამაკაცი, რომელთან სექსიც
მენდომებოდა. და ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვიჭერ საკუთარ თავს იმ შეგრძნებაზე, რომ
ეს მამძიმებს. რადგან ყველა სხეულებრივ სიყვარულს ეძლევა, მე კი არა. ასეა მიღებული - მე კი
ამ წესს არ ვიცავ... არასდროს ვყოფილვარ საზოგადო სტერეოტიპების მონა, მაგრამ სწორედ
მათი ეს ნაწილი, როგორც ჩანს, უკვე მაღიაზიანებს. ხანდახან საკუთარ თავს მორალურად
მახინჯად აღვიქვამ. თუმცა თავად ჩემი მარტოობის ფაქტი ჩემს თვითშეფასებაზე არ მოქმედებს
- გააზრებულად არ მსურს ინტიმური ურთიერთობები ადამიანთან მიზიდულობის გარეშე. არის
თუ არა ჩემი შემთხვევა გადახრა, პათოლოგია?“

425
მე ვთქვი „სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებს“, რადგან შიში იმისა, იყო ყველასგან განსხვავებული,
მაინც არსებობს. და მაინც, შინაგანი ძალა და დამოუკიდებლობა სახეზეა, ეს კი ცოტა არაა. და
რა თქმა უნდა, არავითარ გადახრას ადგილი არ აქვს. უბრალოდ არ უნდა გეშინოდეთ იმის, რომ
ისეთი არ ხართ, როგორც ყველა, და ეს უნდა გიხაროდეთ. და ამასთან, ზედმეტი არ უნდა
მოგივიდეთ. იქნებ უკეთესი ყოფილიყო, მოთხოვნათა სამანი დაგეწიათ და უფრო გახსნილი
იყოთ.

ყოველი მხრიდან მომდინარე ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვიფიქროთ,


რომ ყველანი მხოლოდ სექსით არიან დაკავებულები. სინამდვილეში ეს ილუზიაა. ამ
მიმართებით ბევრი არ ეწევა „აქტიურ ცხოვრებას“, მრავალს კი პარტნიორი საერთოდ არ ჰყავს.
მაგრამ მარტოობის და ყველასგან განსხვავებულად ყოფნის შიში ადამიანს ილუზიის დაჯერებას
აიძულებს.

ავიღოთ, მაგალითად, პარიზი, მისი თავისუფლების სულით და ძალდაუტანლობით. მას „ეული


გულების ქალაქის“ რეპუტაცია აქვს. ყოველდღიურად დილიდანვე ადამიანები ქუჩებში
გამოდიან დ კაფეებისკენ მიიჩქარიან. რატომ აკეთებენ ამას, ყავის დალევა ხომ სახლშიც
შეუძლიათ? იმიტომ, რომ სახლიდან მათ მარტოობა აგდებს.

ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ქანქარები გამიზნულად იმონებენ კაცობრიობას თავისი


წესით. დიახ, იმონებენ, მაგრამ ქანქარები არ ადგენენ ამ წესს. ისინი მისი წყალობით არსებობენ!
წესი შობს ქანქარას. შემდეგ კი ეს ქანქარა აკეთებს თავის შავ საქმეს. მთავარი, რაშიც ქანქარის
დესტრუქციულობა მდგომარეობს ისაა, რომ ის ადამიანს იმ გზას აშორებს, რომელზეც მას
ჭეშმარიტი ბედნიერების პოვნა შეეძლო.

წარმოიდგინეთ ხალხმრავალი ქუჩა, სადაც ყველა თავის საქმეზე მიიჩქარის. უცებ ჩნდებიან
შავებში ჩაცმული ადამიანები, ყველას მწკრივში აყენებენ და მარშირებას აიძულებენ. ვიღაც
გამოსვლას ცდილობს, მაგრამ მას უმალ უხეშად უკან, მწკრივში აბრუნებენ: „სდექ! საით
გაგიწევია! მწკრივში ჩადექი!“

ისეთი ფილმი, როგორიც „მატრიცაა“, შემთხვევით არ გაჩენილა. ფანტასტიკას აქვს ტენდენცია


დროთა განმავლობაში სინამდვილედ იქცეს. და ეს ტენდენცია ჩქარდება. თუ ყურადღებას
მიაქცევთ, ფანტასტიკას და რეალურ განხორციელებას შორის უფსკრული სულ უფრო
მცირდება. რა თქმა უნდა, ადამიანები კოლბებში არ სხედან სხეულზე მიმაგრებული გამომწოვი
საცეცებით, მაგრამ ანალოგია ძალზე ახლოსაა.

ყველას ეჩვენება, რომ მწკრივი - ასეთი რეალობაა. სინამდვილეში, მწკრივში დგომის


აუცილებლობა - ილუზიაა. ნამდვილი რეალობა ისაა, რომ მწკრივიდან გამოსვლა და საკუთარი
გზით წასვლა შეიძლება. მაგრამ ამის გაცნობიერება არც თუ ისე ადვილია. ადამიანი იმდენად
მიეჩვია ილუზიებით ცხოვრებას, რომ მისი კარგად შენჯღრევაა საჭირო, როგორც კარლოს
კასტანედასთანაა, „შეკრების წერტილის წანაცვლება“, რათა ის მიხვდეს, სადაა რეალობა, და
სად ილუზია.

ინვალიდები, მაგალითად, არიან იმ ადამიანების მდგომარეობაში, რომელთაც არჩევანი არ


აქვთ. ისინი იძულებული არიან ან მთელი ცხოვრება იტანჯონ საკუთარი არასრულფასოვნების

426
გამო, ან ქანქარის წესი უარყონ. თუ ადამიანს ესმის, რომ დასაკარგი აღარაფერი აქვს, ის უარს
ამბობს ეტალონის დევნაზე და საკუთარი სიამოვნებისთვის იწყებს ცხოვრებას.

კალათბურთის მოთამაშე ეტლებში მჯდომი ინვალიდები გაცილებით უფრო ბედნიერები არიან,


ვიდრე ჯანმრთელი მოზარდები, რომლებიც მაიკლ ჯორდანს ბაძავენ. ეს უკანასკნელნი
ნაკლებად ბუნებრივად გამოიყურებიან, ვიდრე ინვალიდები, რადგან მწკრივში მიაბიჯებენ. და
არცერთი მათგანი ახალ მაიკლ ჯორდანად არ მოგვევლინება, ვიდრე არ მოისაზრებს, რომ
მწკრივიდან გამოსვლაა საჭირო.

ისინი, ვინც წესს არღვევს, ან ლიდერები ხდებიან, ან ამბოხებულები. ერთნი ვარსკვლავებად


იქცევიან, სხვები გაირიყებიან. მათ შორის ის სხვაობაა, რომ პირველები დარწმუნებული არიან,
რომ ქანქარის წესის დარღვევის სრული უფლება აქვთ, მეორეთ კი ამაში ეჭვი ეპარებათ.

ვარსკვლავები დამოუკიდებლად იბადებიან, მაგრამ მათ ქანქარები ანთებენ. მწკრივიდან


გამოსულები ახალ ეტალონებს ქმნიან. ქანქარები ინდივიდუალობას ვერ იტანენ, ისინი
ამომავალ ვარსკვლავს ხედავენ, და მათ სხვა არაფერი რჩებათ, რომ ის თავის ფავორიტად
აქციონ. მაშინ ახალი კანონი წესდება, მწკრივი შებრუნდება და ახალ ვარსკვლავს გაყვება უკან.
ხვდებით ხომ, რა ხდება?

მაგრამ იმისთვის, რომ მწკრივიდან გამოხვიდეთ, უნდა იცოდეთ, ეს როგორ კეთდება. თუ შავებში
ჩაცმულ ადამიანებს შეებრძოლებით, აუცილებლად დამარცხდებით. ქანქარებთან ბრძოლაში
ყოველთვის დამარცხდებით.

მთელი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მწკრივიდან ბრძოლის გარეშე უნდა გამოხვიდეთ.
შეიძლება უბრალოდ გამოხვიდეთ და, წყნარი ღიმილით შავებში გამოწყობილ ადამიანებს
დამშვიდობებისას ხელი დაუქნიოთ. შემდეგ კი თქვენს გზას დაადგეთ. ისინი ყოველნაირად
ეცდებიან თქვენს მწკრივში დაბრუნებას, მაგრამ ვერაფერს გახდებიან, თუ მათთან ბრძოლაზე
უარს იტყვით.

მაგრამ, ამ უბრალო ჭეშმარიტების გასაგებად, საფუძვლიანად უნდა გადახედოთ თქვენს


მსოფლმხედველობას. ჩვენს სამყაროში ბევრი რამ ყირამალა დგას. ტრანსერფინგი ამ აზრით
ყველაფერს თავის ადგილას აყენებს და ქანქარის წესზე უარის თქმაში გვეხმარება.

მართალია, ბევრს შეიძლება არ მოეწონოს თავად იდეაც კი იმის შესახებ, რომ ისინი მატრიცაში
არიან მოქცეულები. მათ, ვისაც გაღვიძება არ სურთ, ტრანსერფინგი არ სჭირდებათ. ჩვენ
ყველანი იმას ვიღებთ, რასაც ვირჩევთ. ილუზიაც არჩევანია, და ყოველს, თუ მას ასე უფრო
მოსწონს, ამის უფლება აქვს.

მე ხომ არავის არაფერს არ ვახვევ თავზე და არც ჩემი იდეების მტკიცებას ვაპირებ. თავადვე
შეგიძლიათ საკუთარი გამოცდილებით შეამოწმოთ. მე მხოლოდ გვერდით ჩაგივლით და
ვიტყვი: - იცით, რეალობის ტრანსერფინგი არსებობს! - მართლა?! - დიახ! მე იქით მაქვს გეზი
აღებული, თქვენ კი, როგორც გენებოთ. სულ ესაა.

სტრუქტურის სტაბილიზაცია

427
საკუთარი კანონის შესაბამისად ქანქარა ყველაფერს აკეთებს წარმოქმნილი კონფლიქტის
ენერგიის გასაზრდელად. ბრძოლები, საიდანაც ქანქარები ენერგიას ისრუტავენ, განუწყვეტლივ
მიმდინარეობს. მაგრამ ეს კონფლიქტები წარმოიქმნება, როგორც წესი, ორ ან რამდენიმე
დაპირისპირებულ სტრუქტურას შორის. ბევრი მაგალითი არსებობს - ომები, რევოლუციები,
კონკურენცია და ბრძოლების სხვა სახეები.

თუმცა მოწინააღმდეგეების მიმართ აგრესიასთან ერთად ნებისმიერი ქანქარის განმასხვავებელ


თავისებურებას სტრუქტურის შენარჩუნებისა და გამაგრებისკენ სწრაფვა წარმოადგენს, რომლის
წყალობითაც ის არსებობს.

ენერგოინფორმაციული არსება მოწესრიგებული სტრუქტურის გაჩენასთან ერთად ჩნდება და


ვითარდება, რომელსაც ცოცხალი ბუნების წარმომადგენლები ქმნიან. ქანქარის არსებობა
მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სტაბილურია წარმოქმნილი სტრუქტურა. ამიტომ
ის საკუთარი სტრუქტურის სტაბილიზაციისთვის ყველაფერს გააკეთებს. ეს ქანქარის მეორე
კანონია.

ილუსტრაციისთვის უმარტვესი მაგალითი განვიხილოთ - ლიფსიტების გუნდი. გუნდი ერთიანი


ორგანიზმივით იქცევა. თუ ერთი მხრიდან შეაშინებთ, ყველა ლიფსიტა სინქრონულად
შეტრიალდება და სხვა მხარეს გაცურავს. საიდან მოდის სინქრონულობა?

თუ ვივარაუდებთ, რომ ყოველი ლიფსიტა მეზობლის მოძრაობაზე რეაგირებს, მაშინ მოზრაობა


ჯაჭვურად უნდა გავრცელდეს. თუმცა, რა სიჩქარითაც არ უნდა გადაეცემოდეს სიგნალი,
შეყოვნების დრო უნდა არსებობდეს. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ შეყოვნებას ადგილი არ აქვს.
გუნდი შეიძლება საკმაოდ დიდი იყოს, მაგრამ ეს საქმის ვითარებას არ ცვლის - სინქრონულობა
ძველებურად ადგილზეა.

ანალოგიურად იქცევიან ფრინველები. თუ დაგინახავთ მომცრო და სწრაფი ჩიტების დიდი


გუნდი, შეამჩნევდით, რომ მათი ერთი მხრიდან მეორისკენ მოძრაობა საოცარი
შეთანხმებულობით გამოირჩევა.

შესაძლოა აქ სხვა მექანიზმი მოქმედებს, მაგალითად, ტელეპატიური კონტაქტი? მაგრამ ესეც


ნაკლებსავარაუდოა. თუ წყალსატევში, სადაც არანაირი გუნდი არაა, ერთ თევზს შევაშინებთ,
მეორე, მისგან ერთი მეტრით დაშორებული, მშვიდად განაგრძობს ცურვას. გამოდის,
არავითარი ტელეპატიური კავშირი არაა. სიგნალი მხოლოდ გუნდში გადაეცემა, რომელიც,
არსობრივად, უმარტივესი სტრუქტურაა. ან იქნებ, არავითარი სიგნალი არ გადაეცემა?

ავიღოთ, მაგალითად, უფრო მაღალი დონის სტრუქტურა - ჭიანჭველების ბუდე. მეცნიერებას არ


აქვს გარკვეული პასუხი, რა სახით იმართება კოლონია. გასაოცარია, რომ ჭიანჭველების ბუდეში
მოვალეობების მკაფიო განაწილებაა, მაგრამ იერარქია არაა. რატომ მოქმედებენ მწერები
შეთანხმებულად, როგორც ორგანიზაციაში ცენტრალიზებული მმართველობით?

ჭიანჭველები ერთმანეთთან სუნიანი ნივთიერების - ფერომონების გამოყოფით ურთიერთობენ.


სუნის ბილიკები საშუალებას აძლევს მათ სახლისკენ და საკვებისკენ გზა იპოვონ. მაგრამ

428
როგორ გადაეცემა ინფორმაცია ერთდროულად კოლონიის ყველა წევრს? ჭიანჭველებს შორის
ინფორმაციის მიმოცვლის არანაირ უმაღლეს ფორმებზე საუბარიც არ შეიძლება. წინააღმდეგ
შემთხვევაში რატომ გამოიყენებდნენ ისეთ პრიმიტიულ მონაცემთა ნაკრებს, როგორიც სუნებია?
ამგვარად, რა აერთიანებს ცალკეულ წევრებს ორგანიზებულ კოლონიაში? ქანქარა.
სტრუქტურის წარმოქმნასა და განვითარებასთან ერთად ენერგოინფორმაციული არსება
ფორმირდება, რომელიც ამ სტრუქტურის მართვისა და სტაბილიზაციის ფუნქციას თავის თავზე
იღებს. ქანქარასა და სტრუქტურის ელემენტებს შორის პირდაპირი და ირიბი კავშირები
არსებობს. ქანქარა თავისი მიმდევრების ენერგიის ხარჯზე არსებობს და მათი ქმედებების
სინქრონიზაციით ორგანიზებულ საზოგადოებად აერთიანებს.

გვერდიდან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სტრუქტურა როგორღაც თვითორგანიზდება, მაგრამ


ასე არაა. თვითორგანიზაციაზე მხოლოდ არაცოცხალ ბუნებაში შეიძლება იყოს საუბარი, სადაც
მმართველ ელემენტად ფიზიკის კანონები გვევლინება. მაგალითად, სითხის მოლეკულები
კრისტალიზაციის პროცესში კუთხური ფორმით მწკრივდებიან, რომლის აგებულებასაც
მოლეკულების ფორმა და ურთიერთქმედების ძალები განსაზღვრავს.

ცოცხალი ორგანიზმების სტრუქტურაში გაერთიანებას გარეგანი დამაორგანიზებელი ფაქტორის


არსებობა სჭირდება. სწორედ ამ ფაქტორად გვევლინება ქანქარა. როგორ ახერხებს ამას, ჯერ
უცნობია. როგორც ჩანს, ამ არსებასა და ცოცხალ ორგანიზმს შორის გარკვეული
ენერგოინფორმაციული მიმოცვლა არსებობს.

ქანქარა, როგორც მმართველი ზედნაშენი, ცოცხალი ორგანიზმების გამაერთიანებელ ყველა


სტრუქტურას გააჩნია. თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ ის მას გააზრებულად მართავს, რადგან
გაცნობიერებულ განზრახვას არ ფლობს. ენერგოინფორმაციული არსების ცნობიერება
ალგორითმის მსგავსია. ქანქარა არ ახორციელებს ჩანაფიქრს, გონიერი არსების მსგავსად, - ის
სტრუქტურას დაახლოებით ისევე ხელმძღვანელობს, როგორც ავტომატური ხელსაწყოს
მუშაობას მართავს პროგრამა.

ის, თუ რამდენად „ავტომატურად“ მოქმედებენ სტრუქტურის ელემენტები, მათი


გაცნობიერებულობის ხარისხზეა დამოკიდებული. რაც უფრო პრიმიტიულია ცოცხალი
ორგანიზმი, მით ნაკლები წარმოდგენა აქვს საკუთარი მოტივების და ქმედებების შესახებ. თუ
არსება განყენებულად ცხოვრობს, მისი ქმედებები შინაგანი პროგრამით - ინსტინქტების
ნაკრებით - განისაზღვრება. მაგრამ როდესაც არსებები ჯგუფებში ერთიანდებიან, უმალვე
ერთვება გარე პროგრამა - ქანქარა, რომელიც საზოგადოების ქცევის მართვას იწყებს.

სამყაროს აგრესიულობა, სადაც ყველა ერთმანეთს ჭამს, ქანქარის პირველი კანონის შედეგის
სახით განვითარდა. ქანქარის მიერ შექმნილი აგრესია სულაც არაა ცოცხალი ბუნების
აუცილებელი თვისება, და ეს პლანეტის ცალკეულ კუთხეებში მტკიცდება. მაგალითად, ახალ
ზელანდიაში ფაქტობრივად მტაცებლები არ არიან.

პლანეტის ძალზე ბევრ მცხოვრებს უწევს ჯგუფებში გაერთიანება, რათა საშიშ გარემოში
გადარჩეს. ქანქარები ცოცხალ არსებებს აიძულებენ გახდნენ სტრუქტურის ელემენტები
პრინციპით: „აბა, ძვირფასო, სიცოცხლე გინდა? მაშინ გააკეთე ჩემსავით“.

429
ადამიანებიც მიდრეკილნი არიან ინტერესების მიხედვით ჯგუფებად გაერთიანდნენ. ეს იმით
აიხსნება, რომ ასეთ ჯგუფებში ურთიერთობა უფრო მარტივია. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ
ის ფაქტი, რომ ძალზე ბევრი ადამიანი ურთიერთობისას სირთულეებს განიცდის. მიუხედავად
პიროვნებებს შორის ურთიერთობების გარეგნული ძალდაუტანლობისა, ისინი მთელი რიგი
გარეგანი და შინაგანი მიზეზების გამო, ერთობ დაძაბულია. უფრო ახლო კონტაქტის
დასამყარებლად ადამიანები ინსტინქტურად მიისწრაფიან რაიმე საერთო იპოვონ, რაც ასე თუ
ისე მათ გაერთიანებას შეძლებდა. სწორედ აქ ვლინდება ქანქარების დამასტაბილურებელი
ფუნქცია. როდესაც თანამოსაუბრეები ერთი და იგივე ქანქარაზე ქანაობენ, ისინი „ერთ ტალღაზე
არიან მომართულები“ და მარტივად პოულობენ საერთო ენას. აი რატომ იძენს სიმსუბუქეს
ურთიერთობები, როდესაც ერთად გაბოლება, დალევა, სადღესასწაულო სუფრასთან ჯდომა,
ლაშქრობაზე წასვლა, თამაში და ა.შ. არის შესაძლებელი.

თუმცა, უნდა ითქვას, ქანქარის მეორე კანონის ყველაზე შთამბეჭდავ ილუსტრაციას


ცივილიზაციის დაბადება წარმოადგენს. არასდროს დაფიქრებულხართ იმაზე, რატომ გაჩნდა
ქალაქები? რატომ ცხოვრობდნენ ადამიანები ასეულ ათასობით წელი სოფლებში და ბანაკებში,
შემდეგ კი უცებ დიდი ცივილიზებული დასახლებების შენება დაიწყეს? რა გახდა მიზეზი: ხელობა,
ვაჭრობა ან, იქნებ, ომი?

უძველესი ქალაქები - პირამიდების თანატოლები არიან. ერთ-ერთი მათგან - კარალი - სულ


ახლახანს აღმოაჩინეს პერუში. ეს დაკარგული ქალაქი თითქმის ხუთი ათასი წელი შეუმჩნეველი
დარჩა. ის აღმოაჩინეს, როდესაც გაირკვა, რომ უდაბნოს ცენტრში აღმართული გორაკები
ოდესღაც პირამიდები იყო, ერთი მათგანი კი თავისი ზომებით ეგვიპტურზე ნაკლები არაა.
არქეოლოგები გააოცა იმ ფაქტმა, რომ გათხრების შედეგად ვერც თიხის ნაკეთობები
აღმოაჩინეს და ვერც იარაღი. ადამიანები ქვისგან, ძვლებისგან და ხისგან დამზადებულ
პრიმიტიულ ხელსაწყოებს იყენებდნენ.

დადგინდა, რომ ქალაქელებს ბამბის მცენარე მოყავდათ, სათევზაო ბადეებს წნავდნენ და


სანაპიროს მცხოვრებლებს თევზზე უცვლიდნენ. თუმცა იგივე წარმატებით სოფლის
მცხოვრებლებიც იშრომებდნენ. კარალის ირგვლივ მცველი ნაგებობები არ იყო, ე.ი. საბრძოლო
წინაისტორიაც გამოირიცხება. მაშ, რა გახდა ქალაქის გაჩენის მიზეზი?

უძველეს დროში ადამიანები სოფლებში ცხოვრობდნენ, პრიმიტიულ ხელობებს მისდევდნენ,


მეზობლებთან კიდეც ვაჭრობდნენ და კიდეც ომობდნენ. და ამისთვის სულაც არ სჭირდებოდათ
ქვის ქალაქების შენება და პირამიდების წამოჭიმვა. როგორც ჩანს, მაორგანიზებელ ფაქტორად
ქანქარები, უფრო ზუსტად, მათი დამასტაბილურებელი ფუნქცია მოგვევლინა.

ზუსტად ახსნა შეუძლებელია, ეს როგორ ხდება. ჭეშმარიტება ყოველთვის სადღაც ახლოსაა.


ალბათ, გარკვეულ მომენტში ქანქარათა ასეთი სტრუქტურა სპონტანურად წარმოიქმნება,
რომელშიც შემდგომი განვითარების უნარია ჩადებული. ქალაქი ხომ - არსობრივად წარმოების,
მოხმარების და მიმოცვლის ქანქარათა რთული იერარქიაა. და თუ თავისი აგებულებით ეს
თვითორგანიზებადი სისტემა თავიდანვე მდგრადი აღმოჩნდება, შემდეგ ის იზრდება და
ძლიერდება. სტრუქტურის ევოლუცია შეიძლება რთული ცივილიზაციის ფორმირებაში
გადაიზარდოს. და მოცემული პროცესი მანამ გაგრძელდება, ვიდრე არქიტექტურის რაიმე

430
დეფექტი არ ჩამოანგრევს გიგანტურ ნაგებობას. რა თქმა უნდა, ჩვენ აქედან ძალზე შორს ვართ.
თუმცა, როგორ ვთქვათ...

მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს ცხოვრებას. ცოცხალი ბუნების დანარჩენი წარმომადგენლებისგან


განსხვავებით ადამიანი „უფრო გამოღვიებულია“. მაგრამ განა ის ყოველთვის აცნობიერებს
საკუთარ მოქმედებებს? ადამიანის გონებას რთული ხელსაწყოების და მექანიზმების შექმნა,
ქალაქების შენება, გარშემომყოფი სამყაროს კვლევა შეუძლია. და მაინც გაცნობიერებულობის
აზრით ადამიანი ცხოველურ სამყაროს დიდად არ გასცილებია.

მთელი ადამიანთა საზოგადოება რთულ სტრუქტურადაა ორგანიზებული, რომელიც


ცალკეული წარმონაქმნებისგან შედგება: ოჯახიდან დაწყებული დიდი კორპორაციებით და
სახელმწიფოთი დამთავრებული. როგორც ბუნებაში, თუ ადამიანი განმარტოებით ცხოვრობს, ის
ძირითადად თავადაა პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე. გასხივოსნებას, როგორც
ცნობილია, ისინი აღწევდნენ, ვინც საზოგადოებას განერიდებოდა. მაგრამ როდესაც ადამიანი
სტრუქტურის ნაწილი ხდება, მას დიდწილად ზეზეულად სძინავს, რაც სულაც არ უშლის ხელს მის
გონებას, მაღალტექნოლოგიური წარმოებით დაკავდეს.

თანამედროვე ქარხანა ჭიანჭველების ბუდეზე ბევრად რთულია. თუმცა, არსობრივად, ერთიც და


მეორეც - ქანქარების მართული სტრუქტურებია. და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის
მიღწევები, თუ მათ კომპლექსურად განვიხილავთ, სტრუქტურების, და არა ცალკეული
პიროვნებების პროდუქტებს წარმოადგენს. ტელევიზორი შეიძლება ერთმა ადამიანმა
გამოიგონოს, ტელევიზია კი ქანქარების მიერ მართული მთელი სისტემის ნაყოფია.

როდესაც ადამიანი სტრუქტურის ელემენტი ხდება, ის ქანქარის წესს უნდა დაემორჩილოს. ამის
შედეგად წარმოიქმნება გარდაუვალი წინააღმდეგობა პირად ინტერესებსა და იმ პირობებს
შორის, რომელსაც სტრუქტურა ახვევს თავს. ყველაზე ცუდია, როდესაც ადამიანი ამ ფაქტს ვერ
აცნობიერებს და მორჩილად და მუხლჩაუხრელად შრომობს სისტემისთვის, ისე რომ თავის
წამოწევასაც ვერ ახერხებს, რათა მიმოიხედოს და გააცნობიეროს საკუთარი მოქმედებები.

თქვენ შეიძლება შემეკამათოთ: „რა სისულელეა! ვითომ რატომ ვერ ვაცნობიერებ? პირიქით,
ყველაფერს მშვენივრად ვიაზრებ, რას, რატომ და რისთვის ვაკეთებ“. არც ასეა საქმე.

ნათელი მაგალითია ბავშვთა საზაფხულო ბანაკები. მეცადინეობისგან შედარებით თავისუფალი


ბავშვების ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა ქანქარების წარმოსაქმნელად კარგ ნიადაგს ქმნის.
ქანქარები თავიანთი აგრესიული არსის შესაბამისად ქმნიან გარემოს, რომელშიც მეტოქეობის
სული იფურჩქნება. ამ გარემოში, თუ ისეთი არ ხარ, როგორც ყველა, ანუ არ შეესაბამები
წარმოქმნილი სტრუქტურის პარამეტრებს, შეიძლება დაგცინონ, „გაგრიყონ“, ან უბრალოდ
გცემონ.

მსგავს პირობებში აღმოჩენისას, მოზარდი ზეზეურად ღრმა ძილში ეფლობა. ის თითქოს


სიზმარში ცხოვრობს, საკუთარ ქმედებებს ვერ აცნობიერებს, იქნება ეს ბევრ ხალხში თუ მის
მიმართ დაპირისპირებისას. ძილისმომგვრელ საშუალებებად გვევლინება მეტოქეობის
ურთიერთობების მიერ გამოწვეული დამთრგუნველი შეგრძნებები და საკუთარ
სრულფასოვნებაში და „სტანდარტებთან“ შესაბამისობაში ძლიერი დაეჭვება. დაჩაგრულობის

431
და დაეჭვების ეს გრძნობა ერთი წამითაც კი არ ტოვებს მას, თუნდაც მოზარდი გარეგნულად
მხნედ და მშვიდად გამოიყურებოდეს.

ზუსტად ასეთივე გამოუვალობასთან მოსაზღვრე დაჩაგრულობას გრძნობს ადამიანი


არაცნობიერ სიზმარში, როდესაც მთლიანად ზმანების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ცხოვრება
აგრესიულ გარემოში „ხდება“, ზმანების მსგავსად. გარემოებათა ქარიშხალი ადამიანს
„მიაქანებს“, და მთელი მისი გაცნობიერებულობა იმაზეა ორიენტირებული, რომ არ ჩაიძიროს,
და შეშინებული ირგვლივ იყურება.

თუ მოზარდს შინაგანი ღერძი, თავდაჯერებულობა არ გააჩნია, ის ინსტინქტურად (ჩათვალეთ


გაუცნობიერებლად) საყრდენი წერტილის ძებნას იწყებს, რომელიც მას მისი მდგომარეობის
გამყარების საშუალებას მისცემდა. და ამ საყრდენს ქანქარა სთავაზობს, მაგრამ არა უფასოდ,
არამედ სტრუქტურის წესების მორჩილების სანაცვლოდ.

შეიძლება დავაკვირდეთ, რომ საზაფხულო ბანაკების მსგავს გარემოში, გამოჩნდებიან ხოლმე


ყოჩაღი პიროვნებები, რომლებიც, თითქოსდა, სრულებით დარწმუნებულები არიან საკუთარ
თავში და თავს გრძნობენ, როგორც თევზი წყალში. მთელი მათი გაბერილი თავდაჯერებულობა
საყრდენ წერტილზე დგას, რომელიც ქანქარამ მიაწოდა.

წარმოიდგინეთ საყრდენის ორი ასეთი მფლობელი - ერთი „ყოყოჩი“, მეორე „ცინიკოსი“: „ეი
შენ! შემომხედე! ჩემსავით გააკეთე! ჩემსავით გააკეთე!“; „ეი შენ! რას უდგახარ! ნუ იწირპლები,
გასწორდი!“

ირგვლივ ვერავინ ხვდება, რომ ეს ორი ქანქარის ანკესზე მარიონეტებივით ქანაობს. ილუზიას
ქმნის თუმცა ეფემერული, მაგრამ საყრდენი წერტილი. სხვები, რომლებიც მარიონეტების ამ
მოჩვენებით თავდაჯერებულობას უყურებენ, მსგავსად იქცევიან - საყრდენ წერტილს ისინიც
იძენენ წესის: „გააკეთე ჩემსავით!“ შესრულების სანაცვლოდ. და ყველა როგორც ერთი ქანაობს,
„ყოყოჩებიც“ და „ცინიკოსებიც“. ასე ფორმირდება სტრუქტურა.

მთავარი ისაა, რომ ქანქარის მიმდევრები მის წესს აბსოლუტურად გაუცნობიერებლად


ემორჩილებიან. მათ სრული ილუზია ეუფლებათ, რომ სწორედ ასეა საჭირო. წესის დაცვით
მიმდევრებს ყველაფრის ჩადენა შეუძლიათ, ამასთან ამას ერთნაირად აკეთებენ. მაგალითად,
უშვერად აღარ იგინებიან, ამ „ენაზე“ ლაპარაკობენ. აზრადაც არავის მოსდის, რომ ეს
ვულგარულია. ვულგარულობა კი - პირველ რიგში ცუდი გემოვნებაა. დაბალი კლასია. ეს
იგივეა, არ დაიბანოთ და ბინძური ტანსაცმლით იაროთ. არ დადიან, მაგრამ ასე იქნება, როგორც
კი შესაბამისი წესი გაჩნდება.

მაგალითად, საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო მეოთხის კარზე დაბანა მიღებული არ იყო,


რადგან თავად მეფეს ჰიგიენა, რომლის მიმართაც პათოლოგიურ ზიზღს გრძნობდა, ხელების
კონიაკით დაბანამდე ჰქონდა დაყვანილი. კარის დიდებულები იძულებული იყვნენ მისთვის
მიებაძათ და, მათი სხეულებიდან მომდინარე ცუდი სუნის დასაფარად, სუნამოებს უხვად
ისხურებდნენ, რის გამოც სასახლე საშინლად ყარდა. და კიდევ, რადგან ამასთანავე
დატილიანებულები იყვნენ, მათ „დახვეწილი“ ჩვევა დასჩემდათ: ქალბატონები და ბატონები
გამუდმებით ატარებდნენ ჯოხებს, რომლითაც „ლამაზად“ იქექებოდნენ.

432
როგორც ჩანს, წესს აბსოლუტურად ნებისმიერი ბოდვის რეაბილიტაცია შეუძლია. მაგრამ
მთავარი ისაა, რომ წესის მიმდევრები, ცხვრის ფარასავით, ყველანი ერთნაირად,
ერთგვაროვნად მოქმედებენ. მაგალითად, მან, ვინც პირველად თქვა სიტყვა „მაგარია“, თავი
შეუძლია მწყემსად მიიჩნიოს. მაგრამ ყველა დანარჩენი, თუთიყუშებივით, ერთად იმეორებენ რა
ამ და მსგავს სიტყვებს, რა თქმა უნდა ცხვრებივით იქცევიან.

აი, ახლა გაიხსენეთ ლიფსიტების გუნდი. დიდად გადაუსწრო მათ ადამიანმა თავისი
გაცნობიერებულობით?

ქანქარათა ზეგავლენას არა მარტო მოზარდები, არამედ ზრდასრულებიც ემორჩილებიან,


განსაკუთრებით ბრბოში. მაგალითად, შეკრებაზე, სადაც ვინმეს ან რაიმეს ერთად განიკითხავენ,
ადამიანი შეიძლება ადგეს, და საკუთარი თავისგან სრულიად რომ არ მოელის, მგზნებარედ
ლაპარაკი დაიწყოს. შემდეგ გაკვირვებული დარჩება, ეს როგორ დაემართა, და საკუთარი თავის
დარწმუნებას დაიწყებს, რომ ყველაფერი სწორად თქვა. ბრბო საკუთარ წევრებს გარკვეულად
და ხშირად მათთვის არადამახასიათებელი სახით ქცევას აიძულებს. აი ასე მოქმედებს ქანქარა
მათზე, ვინც საყრდენ წერტილს ეძებს.

აი, თითქოს, ადამიანმა იპოვა საყრდენი სტრუქტურაში, და რა სხვაობაა? დიახ, ესეც


გამოსავალია. მაგრამ მხედველობაში უნდა იქონიოთ, რომ თუ სტრუქტურის წესებს
ემორჩილებით, თქვენი ინდივიდუალობა უნდა დაივიწყოთ. იქნები „როგორც ყველა“ - მიიღებ
სიმშვიდეს და უსაფრთხოებას. მაგრამ ამასთან დაკარგავ სულის უნიკალურობის ღვთიურ
ძღვენს, რომლის წყალობითაც აღსრულდება ყველაფერი გენიალური.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სულისა და გონების ერთობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება.


მთლიანად სტრუქტურის მორჩილებაში მყოფი ადამიანი ფაქტობრივად ცნობიერების გარეშეა
და სულის ხმა არ ესმის. ეს კი ნიშნავს, რომ ის ვერასოდეს იპოვის საკუთარ გზას და მთელი
ცხოვრება სტრუქტურის სასიკეთოდ მუხლჩაუხრელად იშრომებს.

მაგრამ სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ ადამიანის გზა ზოგადად სტრუქტურების მიღმა
იმყოფება. შეიძლება მთებში გახიზვნა და ქანქარათა სამყაროსგან განრიდება. მაგრამ თუ იქაც
ცხოვრება არაცნობიერ ზეზეულ ზმანებად გაგრძელდება, მაშინ საერთოდ არაფერი შეიცვლება.

საუბარია იმაზე, რომ სტრუქტურაში დარჩეთ და ამასთან საკუთარ ბედს თავად დაეპატრონოთ.
შეიძლება თუ არა, მაგალითად, საზაფხულო ბანაკში სასურველი თავდაჯერებულობის
მოპოვება, ისე რომ ქანქარის წესს არ დაემორჩილოთ და იმავე დროს სხვებმა არ გაგრყონ?
მარტივად. ამისთვის მხოლოდ უნდა გამოიღვიძოთ და სცენაზე მდგომმა ამ თამაშს მაყურებლის
თვალით შეხედოთ. მაშინვე დაინახავთ ფავორიტ ქანქარებსაც, „ყოყოჩებსაც“, „ცინიკოსებსაც“,
და წესების მიმდევრებსაც.

მაგრამ მათი განკითხვა, და მითუმეტეს ამისთვის მათი შეზიზღება არ შეიძლება. თუ საქმის


ვითარების გაცნობიერების შედეგად ადამიანი საკუთარ თავს „მძინარეებს“ დაუპირისპირებს,
წარმოიქმნება დამოკიდებულების ურთიერთობა, ნეგატიური პოლარიზაცია, და
„გამოღვიძებული“ აუცილებლად გაირიყება. ძალზე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ

433
ქანქარის წესზე უარის თქმა არაა საკმარისი - ის აუცილებლად ტრანსერფინგის წესით უნდა
ჩაანაცვლოთ: „საკუთარ თავს და სხვას ნება მიეცით, იყოს ის, ვინც არის“.

აი მაშინ საყრდენი წერტილის საკუთარ თავში პოვნას შეძლებთ. გესმოდეს, რა ხდება ირგვლივ,
- უკვე საქმის ნახევარია. მხოლოდ ამ ცოდნას მოაქვს საკუთარი თავის საიმედო და მშვიდი
რწმენა, იმიტომ რომ თავდაუჯერებლობა გაურკვევლობის წინაშე შიშისგან მომდინარეობს.
როდესაც ადამიანი თამაშის წესებს არ იცნობს, გარშემომყოფი სამყარო საშიშად და მტრულად
ეჩვენება. და მაშინ მარტოობის და ჩაგრულობის გრძნობა ადამიანს დაძინებას და ქანქარის წესის
მორჩილებას აიძულებს.

ჰოდა, როდესაც ეს ყველაფერი უკვე იცით, ახლა თქვენ შეგიძლიათ ცხოვრება გაცნობიერებულ
ზეზეულ ზმანებად აქციოთ, ანუ სიტუაციაზე კონტროლი მოიპოვოთ. ან მწყემსი გახდეთ, ან,
მინიმუმ, აღარ იყოთ ცხვარი.

ხოლო როგორ გაიმყაროთ თქვენი მდგომარეობა, ტრანსერფინგის საფუძვლებში უკვე იყო


დაწვრილებით საუბარი. პირველი, დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლება, რისთვისაც
აუცილებელია შეწყვიტოთ თავის მართლება და საკუთარ ქმედებებზე ანგარიშის ჩაბარება
მათთვის, ვინც თავხედობს და თქვენ განგსჯით. მეორე, შეწყვიტეთ საკუთარი მნიშვნელოვნების
დაცვა და დამტკიცება. თუ ამავე დროს ტრანსერფინგის წესს მისდევთ, ეს ორი უკვე საკმარისია
იმისთვის, რომ საკუთარ თავში საყრდენი წერტილი იპოვოთ, ანუ დაიწყოთ ცხოვრება საკუთარი
კრედოს შესაბამისად.

მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ შეიძლება დაუფიქრებლად სტრუქტურას


დაუპირისპირდეთ და მთელი ძალებით მისი გავლენისგან გათავისუფლება სცადოთ. ვიმეორებ,
საუბარია არა იმაზე, რომ ქანქარისგან მთლიანად გათავისუფლდეთ, არამედ იმაზე, რომ არ
იყოთ მისი მარიონეტი.

გამოღვიძებული, თქვენ შეიგრძნობთ და მიხვდებით, რა სახით გაწვებათ სტრუქტურა (ცხოვრება


გინდა?), სურს რა თავზე მოგახვიოთ საკუთარი წესები. მაშინ შეძლებთ გადაწყვიტოთ, უარი
თქვათ ამ წესებზე თუ მიჰყვეთ მათ. მთავარია - ეს გააზრებულად გააკეთოთ, მაშინ, როდესაც
სხვებს თქვენს ირგვლივ სძინავთ - აი ესაა სიტუაციის ბატონის სტრატეგია. მაგალითისთვის ერთ
დამახასიათებელ წერილს მოვიყვან:

„რატომ ხდება ხანდახან ისე, რომ როდესაც შენს საქმეს კარგად ასრულებ, მეტიც, იმაზე უკეთ,
ვიდრე საჭიროა, ახალ იდეებს სთავაზობ, და ისინი ამართლებს, არავინ ამას არ ამჩნევს და ამ
იდეებისთვის მადლობას სხვას უხდიან. თუ დაწინაურებაზეა საუბარი, მე მივიწყებენ, თურმე
გეგმებში არ ვარ, ხოლო თუ ოდნავ მაღალ თანამდებობას მთავაზობენ, გაფორმებამდე სხვა
ადამიანი იკავებს იმ თანამდებობას ან პროცესი საერთოდ ჩერდება. გამოდის, რომ მე ადამიანი-
უჩინმაჩინი ვარ. რატომ ხდება ასე?“

როგორც ჩანს, მკითხველი, რომელმაც კითხვა დასვა, რომელიღაც ადმინისტრაციულ სისტემაში


მუშაობს. ნებისმიერი სისტემა ქანქარას წარმოადგენს. თავიდან ენერგოინფორმაციული
სტრუქტურა იდეების და პრინციპების სახით წარმოიქმნება, შემდეგ კი მისი მატერიალური

434
რეალიზაცია, ანუ სისტემა. სისტემა დამოუკიდებლად ვითარდება, და მიმდევრებს საკუთარ
კანონებს უმორჩილებს.

ქანქარები თავიანთ მიმდევრებს წამყვან თანამდებობეზე ნიშნავენ არა მაღალი დამსახურებების


გამო, არამედ სისტემის მეტი შესაბამისობისთვის. გულუბრყვილობაა ფიქრი, რომ კარიერულ
კიბეზე, და განსაკუთრებით ძალაუფლების იერარქიაში, ადამიანები თავიანთი საუკეთესო
თვისებების და მიღწევების მიხედვით მწკრივდებიან. გარკვეულწილად ასეცაა, მაგრამ
საუკეთესო თვისებები და მიღწევები - მთავარი არაა. მთავარი კრიტერიუმი იმაში კი არ
მდგომარეობს, რამდენად კარგად ასრულებს ადამიანი თავის საქმეს, არამედ იმაში, რამდენად
სწორად აკეთებს ამას სისტემის თვალთახედვით. ქანქარა პირველ რიგში სტაბილურობაზე
ზრუნავს. ამიტომ თქვენც თქვენი მოქმედებები პირველ რიგში სისტემის სტაბილურობის
მხარდასაჭერად უნდა მიმართოთ.

თუ კარიერულ კიბეზე ასვლა გსურთ, უნდა გესმოდეთ განსხვავება „კარგად“ და „სწორად“


შორის. აქ ყველაფერი კონკრეტულ კოლექტივზეა დამოკიდებული. ქანქარებიც
სხვადასხვაგვარი არსებობს.

პატარა კოლექტივებში შეიძლება ესალმებიან შემოქმედებას, დამოუკიდებლობას, ენთუზიაზმს,


ინიციატივას. მაგრამ თუ ეს არის მმართველი აპარატი ან მსხვილი დაწესებულება, აქ სულ სხვა
კანონები მოქმედებს და სრულიად განსხვავებული ეთიკაა - კორპორაციული.

კორპორაციული ეთიკა უფრო ხისტ რეგლამენტაციას, დისციპლინას და შემსრულებლობას


გულისხმობს. ინიციატივა ხშირად დასჯადია, დამოუკიდებლობას ეჭვით უყურებენ, შემოქმედება
გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. ასეთ სისტემაში აუცილებლად უნდა იმოქმედოთ არა
„უკეთესად“, არამედ „უფრო სწორად“.

ამრიგად, გააზრებული და მოქნილი მოქმედება, საკუთარი ნაბიჯების ქანქარების სამყაროს


რეალიებთან შეთანხმებაა საჭირო. მაგრამ ეს ყველაფერი არც თუ ისე რთულია, როგორც
შეიძლება მოგეჩვენოთ. მთავარია - დროულად გამოიღვიძოთ.

ინდიგო-ადამიანები

ახალი რეალობის ერთ-ერთ ყველაზე მკაფიო გამოვლინებას „ინდიგო ბავშვების“ ფენომენი


წარმოადგენს, რაც ლი კეროლის და ჯენ ტოუბერის ამავე დასახელების წიგნში დაწვრილებითაა
აღწერილი. ეს ტერმინი მისანმა ნენსი ენ ტეპმა შემოიტანა. ის ადამიანის ხასიათსა და მისი აურის
ფერს შორის დამოკიდებულებას იკვლევდა.

მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ნენსი ტეპი უჩვეულო მოვლენას შეეჯახა:
ახალი ტიპის ბავშვები იბადებოდნენ ინდიგო (მოლურჯო-მეწამული) აურის ფერით, რაც ადრე
არ ფიქსირდებოდა.

ინდიგო ბავშვები ხასიათითაც გამოირჩეოდნენ ადამიანთა დანარჩენი მასისგან. მათი ძირითადი


თავისებურება - ჰიპერაქტიურობა და ყურადღების დეფიციტი იყო. ისინი ერთ ადგილას ვერ

435
ჩერდებიან, თუ საქმე მათ პირად ინტერესს არ წარმოადგენს. თუმცა არაა აუცილებელი ყველა
ბავშვი ამ თვისებით - ინდიგო იყოს, და პირიქით. ისინი განსხვავებულები არიან.

მათ ღირსების თანდაყოლილი გრძნობა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა აერთიანებთ.


ინდიგოებმა საკუთარი თავის ფასი იციან და თითქოს დარწმუნებული არიან იმაში, რომ
დაიმსახურეს აქ, ამ ცხოვრებაში ყოფნა. აი, როგორები არიან!

ეს ბავშვები ზრდასრულ ადამიანებს თავიანთი გონიერებით აოცებენ. მათ ასაკის შეუსაბამოდ


განვითარებული გაცნობიერებულობა და სამყაროს სწორი ხედვა აქვთ. მათ საზოგადოდ
აღიარებული ავტორიტეტების წინაშე ქედის მოხრა არ ახასიათებთ.

ინდიგოებისთვის კონსერვატიზმი მიუღებელია. მათთვის აშკარაა, რომ ზოგიერთი რამ


სრულიად სხვაგვარად უნდა გაკეთდეს, მაშინ, როდესაც სხვა ადამიანები ჩვეულებრივ
საზოგადოდ აღიარებულ ნორმებს და წესებს იცავენ.

ისინი დამყოლ ბავშვებად არ ითვლებიან. აღზრდის კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ისინი
ურჩები არიან. თავის ჭკუაზე დადიან. გარკვეულწილად ეს ყოველ ახალ თაობას ახასიათებს.
თუმცა ინდიგო თაობა თავისი განსაკუთრებული სიახლით გამოირჩევა.

ათასწლეულების განმავლობაში თაობათა ცვლა თანაბარზომიერად და მშვიდადაც კი


მიმდინარეობდა. თუმცა, ბოლო დროს თაობათა განახლების დაჩქარებულ პროცესს
ვაკვირდებით - ყოველი მომდევნო წინასგან უფრო რადიკალურად განსხვავდება.ინდიგოებს
უკვე საკუთარი შვილები შეეძინათ, რომლებმაც დამახასიათებელი თვისებებით უკვე თავად
მშობლებს აჯობეს.

მაინც რა ხდება? ადამიანის ცნობიერების რევოლუციური განახლების პროცესი არ შეიძლება


თავისთავად, განსაკუთრებული მიზეზებს გარეშე მიმდინარეობდეს. როგორც ცნობილია,
ბუნებაში და საზოგადოებაში ყველაფერი წონასწორობისკენ მიისწრაფის. ეს ნიშნავს, რომ
ცნობიერების განახლება რომელიღაც სხვა პროცესის საპირწონედ მიმდინარეობს.

რთული გასაგები არაა, რა პროცესზეა საუბარი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში


ინფორმაციის და ტელეკომუნიკაციის სტრუქტურის განვითარებასთან ერთად ქანქარათა
მძლავრი ქსელი ჩამოყალიბდა, რომელიც მჭიდროდ აბლაბუდასავით შემოექსოვა დედამიწას.
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი ზოგადად არც თუ ისე საშიშია, როგორც მისი ინფორმაციული
ნაწილი, რომელიც ქანქარათა გაჩენის და არსებობის ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის. რაც უფრო
დიდია მიმდევართა ჯგუფი, რომლებიც ერთი მიმართულებით აზროვნებენ, მით უფრო ძლიერია
ქანქარა, შედეგად კი, მისი ძალაუფლება ადამიანებზე.

დიდი რაოდენობის ადამიანთა ცნობიერებაზე კონტროლის მოსაპოვებლად ცნობილი ფილმის


„მატრიცას“ მსგავსად მათი გამოსატუმბებიან კოლბებში მოთავსება სულაც არაა საჭირო,
ყოვლისმომცველი ინფორმაციული ბადის მოქსოვა სრულიად საკმარისია, და მაშინ ადამიანები
მის უჯრედებში ავტომატურად თავად დაიკავებენ ადგილებს.

436
და რას წარმოადგენს ადამიანი ინფორმაციულ უჯრედში? ესაა ე.წ. სოციალური ელემენტი,
რომლის ცნობიერება ძირითადად სტრუქტურაში მისი მდგომარეობითაა განპირობებული,
რომელიც მართლაც მატრიცას მოგვაგონებს.

სტრუქტურა ყოველ წევრს აზროვნების და ქცევის სტერეოტიპების გარკვეული ნაკრებით


შეუმჩნევლად, მაგრამ მჭიდროდ ბოჭავს. ადამიანს ეჩვენება, რომ ის საკუთარი ნებით,
თავისუფლად მოქმედებს. სინამდვილეში კი მას წარმოდგენაც არ აქვს თავისუფლებაზე, რადგან
მისი ნების „კონფიგურაცია“ სტრუქტურის მიერაა ჩამოყალიბებული. ადამიანი მისთვის
განკუთვნილი ნებით თავსმოხვეულ თამაშში მონაწილეობს.

თითქოს, ყველას აქვს უფლება ის აკეთოს, რაც სურს. ასეთია დეკლარირებული თავისუფლება.
მაგრამ სურვილი კი ყოველს სტრუქტურის ინტერესების შესაბამისი უნდა ჰქონდეს. სტრუქტურა
ასწავლის ყველას, სურდეს ის, რაც საჭიროა.

სწორედ ამ ნების (განზრახვის) დამონების პროცესზეა საუბარი. ეს პროცესი თავისი ბუნებით


სინერგიულია, ანუ თვითორგანიზებადი, რადგან თავად ქანქარებს გაცნობიერებული განზრახვა
არ გააჩნიათ. ყველაფერი თავისთავად ხდება, როგორც გაყინვის პროცესში ყინულის
კრისტალების წარმოქმნისას.

ქანქარათა ბადე, პარაზიტული მცენარეების კოლონიის მსგავსად, დედამიწის მთელ


ბიოსფეროს ფარავს.

საშიშია? თუ სასაცილოა? ვის როგორ მოსწონს. ყველას შეუძლია ეს მსჯელობა უდარდელად


ფანტასტიკის სფეროს მიაკუთვნოს. და მაინც, როდესაც ყოველდღიური რეალობა უცნობი სახით
წარმოდგება, მისი მკაცრი რეალიზმი ყველაზე თამამ ფანტაზიას აჭარბებს.

მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს ბავშვებს. ნების დამონების ტენდენცია საპასუხო რეაქციას ბადებს -
ჩნდებიან ბავშვები დამოუკიდებლობისკენ თანდაყოლილი სწრაფვით. ეს ჩვეულებრივი
ბუნებრივი პროცესია. ასე ჩნდება წონასწორული ძალების მოქმედება ქანქარათა ქსელის
განვითარების საპასუხოდ.

ერთი მხრივ, ქანქარები ადამიანების მატრიცის მსგავს სტრუქტურაში მოთავსებით სამყაროს


მოწესრიგებას ცდილობენ. მეორე მხრივ - ინდიგოები ქანქარების ძალადობას აწონასწორებენ,
თითქოს ამგვარად დაკისრებულ მისიას ასრულებენ. ბავშვების ქცევა მოწესრიგებულობის
განადგურებისკენაა მიმართული. სტერეოტიპებისა და განპირობებულობის ჩარჩოებში
მოქცეულები, ისინი გათავისუფლებისკენ ისწრაფვიან.

ყველა ბავშვი, ინდიგო კი განსაკუთრებით, ძალზე მგრძნობიარეა ჭარბი პოტენციალების


მიმართ. მაგალითად, ნებისმიერ სიყალბეს მაშინვე ცნობენ. როდესაც ეპირფერებიან, ისინი
აპროტესტებენ. თუ ზედმეტად აქებენ, ისინი ჭირვეულობენ.

ნებისმიერი მოწესრიგებულობა პოლარიზაციას შობს, რის განადგურებასაც ბავშვები


დაუყოვნებლივ ცდილობენ. „არ დავიძინებ! არ მინდა ფაფა! მე თვითონ!“ სიჯიუტისა და

437
სიცელქისკენ მიდრეკილებას ბავშვები არა მავნებლობის გამო, არამედ გარეგანი მართვისგან
გათავისუფლების ბუნებრივი სურვილის გამო ავლენენ.

ხანდახან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ბავშვები ზოგჯერ სპეციალურად იქცევიან ცუდად. ასეთ
შემთხვევებში ისინი გაუაზრებლად, წინასწარი განზრახვის გარეშე იქცევიან. ისინი არ გეგმავენ
და არ განიზრახავენ თავიანთ გამომწვევ საქციელს. ეს ბუნებრივად, თავისთავად ხდება. ასე
ვლინდება წონასწორული ძალების მოქმედება წესრიგზე საპასუხოდ, რომელსაც მოზრდილები
ბავშვებს თავს ახვევენ.

ინდიგოების დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება რელიგიასთან მიმართებაზეც აისახება. „ახალი


ბავშვები ძნელად იღებენ თანამედროვე ეკლესიას“, - წერენ თავიანთ წიგნში ლი კეროლი და
ჯენ ტოუბერი. „ინდიგოები ამქვეყნად თვითპატივისცემის განსაკუთრებული გრძნობით და ურყევი
რწმენით მოდიან, რომ ისინი ღმერთის შვილები არიან“. ასეთ შემთხვევაში სჭირდებათ კი მათ
ღმერთთან შუამავლები? რა თქმა უნდა, არა.

ინდიგო ბავშვები გულის ხმას უფრო მიყვებიან, ვიდრე გონებას. მოზრდილებს მიაჩნიათ, რომ
კარგს აკეთებენ, თუ სწორად იქცევიან. ბავშვები კი თვლიან, რომ მთავარია - ყველაფერი
გულიანად, სიყვარულით გაკეთდეს, და არა ისე, რაც სწორადაა მიჩნეული.

და თუ თქვენი შვილები ოდესღაც, წინა ცხოვრებებში, თქვენი მშობლები იყვნენ? ახლა კი


ადგილები გაცვალეთ. და ეს ძველი სულები ბრძნული გაკვეთილებით კვლავ გასწავლიან.

ინდიგო ბავშვების გონიერება მათი უფრო მაღალი გაცნობიერებულობის შედეგია. ისინი


აცნობიერებენ, რა ხდება ირგვლივ, და ვინ ვინ არის. გაცნობიერებულობა მძაფრდება, როდესაც
ყურადღების ფოკუსი საკუთარ თავშია მიქცეული, და არა გარე სამყაროსკენ. რადგან თუ
ადამიანი გარედან თავსმოხვეული საზრუნავითაა მთლიანად შთანთქმული, ის ბოლომდე
არაცნობიერ თამაშშია ჩაფლული. ინდიგოს გაცნობიერებულობა ქანქარათა ქსელებში
ადამიანთა „ცნობიერების მიძინების“ ტენდენციას ეწინააღმდეგება.

ყველა ბავშვი დაბადებიდან მკვეთრი ინდივიდუალობით გამოირჩევა. ადრეულ ბავშვობაში


ძალზე ლამაზები და მომხიბვლელები არიან. ბავშვების მიმზიდველობის საიდუმლო სულის და
გონების ჰარმონიულ ერთობაში მდგომარეობს. ისინი საკუთარ თავს ისეთს იღებენ, როგორებიც
არიან, და ამიტომ თავდაპირველ სულიერ სილამაზეს გონების ყალბი ნიღბები არ ამახინჯებს.

მაშ რატომ ავლენენ ეს მშვენიერი ქმნილებები ზრდასთან ერთად გარკვეულ უსიამოვნო


თვისებებს და სუსტ მხარეებს? ისინი ხომ ღმრთის შვილები არიან, და ამიტომ, ადრეული ასაკის
უმწეობის მიუხედავად, თავად ღმერთივით ლამაზები და ძლიერები არიან. ისინი თავიდანვე
ფლობენ შემოქმედის ძალას, რომელსაც ახალი რეალობის შექმნა ხელეწიფება. მაგრამ
ღმრთის შვილების უნარები გახსნას და რეალიზებას ვერ ასწრებს, იმიტომ, რომ ქანქარები მათ
ღვთაებრივ ძალას - სულის და გონების ერთობას აკარგვინებს.

ბავშვები მოდიან ამ სამყაროში და ნდობით უყურებენ მას თავისი ფართოდ გაღებული


თვალებით. ცხოვრება მათ პერსპექტიულად და იმედებით აღსავსე ესახებათ. მაგრამ სამყარო
ქანქარების მიერ იმართება პრინციპით: „დაყავი და იბატონე“.

438
ქანქარები ადამიანთა ჩანაფიქრებს და მისწრაფებებს აერთიანებს და ამ დროს პიროვნების
უნიკალობას და მთლიანობას არღვევს. გონების სულისგან გამოყოფას და გაუცხოებას
ღვთაებრივი სილამაზის და ძალის დაკარგვა სდევს თან.

დროთა განმავლობაში პატარა და დიდი იმედები იმსხვრევა. ზოგთან ეს პროცესი აუჩქარებლად


და უმტკივნეულოდ, სხვებთან კი, ვისაც ნაკლებად გაუმართლა, სწრაფად და უხეშად
მიმდინარეობს. თუ ბავშვთა სახლების ბინადარ ბავშვებს ჩავხედავთ თვალებში, იქ
ერთდროულად ორ, თითქოსდა შეუთავსებელ გრძნობას დავინახავთ - იმედს და
სასოწარკვეთილებას. ამ თვალებში თითქოს კითხვა გაყინულა: „ნუთუ მართლა?...“

ქანქარათა სამყარო ბავშვებს გამუდმებით მათ დაუცველობასა და არასრულყოფილებაზე


მიუთითებს. თავდაპირველად მათ ცნობიერებაში უნდობლობა ჩნდება, შემდეგ შიშიც ემატება,
რომელიც იმდენად იდგამს ფესვს, რომ ჩვეული ხდება. მაგრამ უბრალოდ შეშინება და გაქცევა
არ შეიძლება - როგორღაც თავი უნდა გადაირჩინოს ამ აგრესიულ გარემოში. სტრუქტურის
მძლავრი ზეგავლენის ქვეშ მყოფი ღმრთის შვილები იძულებული არიან მისი ელემენტები
გახდნენ.

ასაკის მატებასთან ერთად ბავშვებს შიში იპყრობს, რომ ისეთები არ არიან, როგორც სხვა ყველა,
რადგან მათ, ვინც „ისეთია როგორც ყველა, მათი დაჩაგვრა შეუძლიათ“, რაც ხშირად ხდება
კიდეც. ხოლო თუ შენ ბრბოს გარეთ დგახარ, შეიძლება გაირიყო. აი, ასე თანდათან კარგავენ
ბავშვები ძღვენს, რომელიც მათ დაბადებიდან მიეცათ, - დამოუკიდებლობას,
გაცნობიერებულობას, ინტუიციას, ინდივიდუალობას.

ყველა ეს თვისება დიდწილად ინდიგო ბავშვებს ახასიათებს. მაგრამ სტრუქტურისთვის ეს


სიკვდილის ტოლფასია, ამიტომ ნების დამონების პროცესი მომავალშიც მზარდად
გაგრძელდება. ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, უცნობია.

ჩვენთვის ერთია მნიშვნელოვანი: ვიდრე საბოლოო გამარჯვება სტრუქტურას არ მოუპოვებია,


აუცილებელია ახლა, ამ ცხოვრებაში, ღმერთის მიერ ბოძებული ძალის თუნდაც ნაწილი
დავიბრუნოთ. და ტრანსერფინგი ჩვენ ამაში დაგვეხმარება.

თქვენ კი, ძვირფასო მკითხველო, შემთხვევით ინდიგო ხომ არ ხართ? თუმცა, ამას მნიშვნელობა
არ აქვს. ჩვენ ყველანი, ჩვენი არსით, ერთნაირები ვართ - ან ზრდასრული ბავშვები, ან დიდი-
ბავშვები.

ენერგიათა მბრძანებლები

რა უცნაურია... ჩვეულებრივია, და იმავდროულად უცნაურია. კულტურული მცენარეები და


შინაური ცხოველები ოდესღაც გარეულები იყვნენ და ცხოვრობდნენ თავისთვის,
დამოუკიდებლად და ბუნებრივად. მაგრამ, აი, ადამიანმა „გამოიღვიძა“ და გააცნობიერა, რომ
მათი საკუთარ კონტროლს დამორჩილება შეუძლია. სწორედ გაცნობიერებულობამ შეაძლებინა
ადამიანს ცხოველებზე და მცენარეებზე ამაღლებულიყო და, მაშინ, როდესაც ისინი არაცნობიერ
სიზმარში ცხოვრობენ, თავისი საჭიროებისთვის გამოეყენებინა. ამისთვის საჭირო გახდა

439
სტრუქტურების შექმნა, რომლებიც განსაზღვრავდნენ, სად და როგორ ეცხოვრათ
დამონებულებს.

როგორიც არ უნდა ყოფილიყო ცხოველების და მცენარეების მიზნები - ასეთები კი, უეჭველად,


არსებობს, - მოწესრიგებულმა სტრუქტურამ ისინი გაანულა. ადამიანის თვალთახედვით, მისი
უმცროსი ძმების ცხოვრების მიზანი კვების და გამრავლების პრიმიტიულ მოთხოვნილებამდე
დაიყვანება. თუმცა, თუ მოცემული „მაღალი“ არსება ნამდვილად ასე თვლის, ეს სწორედ მისი,
თითქოსდა სრულყოფილი, გონების პრიმიტიულ დონეზე უფრო მეტყველებს.

სინამდვილეში, თავისი მიზანი ყოველ ცოცხალ არსებას გააჩნია. რატომაა ასე? რისთვის?
იმიტომ, რომ ევოლუციის ძრავას მიზნის მიღწევის პროცესი წარმოადგენს.

ამ საკითხს მომავალში კიდევ დავუბრუნდებით, ახლა კი ჯერ ფაქტს ვაფიქსირებთ: ცოცხალი


არსების ჭეშმარიტი მიზნის მიღწევა, როგორიც არ უნდა იყოს ის, მხოლოდ მის ბუნებრივ
საცხოვრებელ გარემოშია შესაძლებელი. ნებისმიერი სტრუქტურა კი თავისი ელემენტის მიზანს
მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებს უმორჩილებს. მოშინაურებული ან
„მოწესრიგებული“ ცხოველების და მცენარეების განვითარება ადამიანის მიერ განსაზღვრული
მიმართულებით ხდება. შედეგად სტრუქტურის ელემენტები კიდევ უფრო ღრმად იძინებენ და
თავიანთ ჭეშმარიტ მიზნებზე წარმოდგენას საბოლოოდ კარგავენ.

ველური ცხოველების და მცენარეების ცხოვრება ბევრად უფრო მდიდარი და გააზრებულია.


ავიღოთ, მაგალითად, გარეული ირმების ჯოგი. მათ ბევრი საქმე აქვთ: მტაცებლებისგან დაცვა,
შთამომავლობის აღზრდა, საკვების ძიება, ოჯახური ურთიერთობები, იერარქია, მათ შორის
თამაშიც, და უბრალოდ სიცოცხლით ტკბობა.

ძროხების ნახირის ცხოვრება ფერმის სტრუქტურაში გაცილებით ღარიბია. ადამიანმა ბინის და


საკვების მიცემით ცხოველებს გარკვეული პრობლემები მოუხსნა. მაგრამ სამაგიეროდ მათ
პატრონისთვის თავიანთი მიზნების მიცემა მოუწიათ - ახლა ის განსაზღვრავს, როგორ, რისთვის
და რამდენ ხანს იცხოვრონ მათ. მართლა ხომ ჰგავს ადამიანის მიერ „ეშმაკისთვის სულის
მიყიდვას“?

თავად ადამიანი კი? რეალობა ისეთია, რომ, სტრუქტურების შექმნით, ის თავად ხდება მათი მონა.
ადამიანი საკუთარ თავს კარგავს და ვეღარ გებულობს, ვინ არის და რა სურს. მთელი მისი
საქმიანობა საბოლოო ჯამში სხვადასხვა საქონლის წარმოებაზე, გაყიდვასა და ყიდვაზე
დაიყვანება. ნებისმიერი სტრუქტურის სათავეში ქანქარა დგას, ზედნაშენის მსგავსად. თავად
საქონელი ქანქარებს არ აინტერესებთ, მაგრამ სტრუქტურები ძალზე აქტიურად ვითარდება.
რატომ?

საქმე იმაშია, რომ ძირითად საქონელს ენერგია წარმოადგენს. ადამიანი ნივთებს საკუთარი
სიამოვნებისთვის და კომფორტისთვის ყიდულობს, ასე არაა? სასიამოვნო ნივთებთან ერთად
არსებობს ისეთი ნივთებიც, რომლებიც სხვებისთვის უსიამოვნების მისაყენებლადაა
განკუთვნილი. ორივე შემთხვევაში ენერგია გამოიყოფა - პოზიტიური და ნეგატიური. სწორედ ეს
სჭირდება ქანქარებს.

440
როგორც ხედავთ, თავად მატერიალური ობიექტების წარმოება და საქონელბრუნვა -
ყველაფერი არაა. პირველ რიგში ენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხდება. და მთელი ეს ენერგეტიკული
ბაზარი ქანქარების მიერ კონტროლდება. მცირე ნაწილი ადამიანს ხვდება, დიდი ნაწილი კი - ამ
მაგნატებს. ვის ქატო - ვის ფქვილი.

ენერგიის ბაზარზე ფინანსურის მსგავსი ოპერაციებიც კი ხორციელდება. მაგალითად,


ალკოჰოლი - ენერგიაა წმინდა სახით. მისი მიღებით თქვენ ენერგიას კრედიტით იღებთ.
ალკოჰოლური ეიფორია - სესხის აღებაა, ნაბახუსევის სინდრომი კი - სესხის პროცენტებით
დაბრუნებაა. დაბრუნება ყოველთვის მეტის გვიწევს, ქანქარები ენერგიას უსასყიდლოდ
არასდროს იძლევიან.

სუსტი ალკოჰოლური სასმელები ადამიანს ადუნებს. ქანქარა ნელ-ნელა იწოვს ენერგიას.


მაგარი სასმელები, პირიქით, ენერგიის მოზღვავებას იწვევს. მაგრამ ქანქარა ამ ენერგიას დიდ
პროცენტს ადებს. მალე პროცესი მეორე მხარეს იხრება: დიდ ეიფორიას დაცემა მოსდევს. რაც
უფრო ძლიერია აგზნება, მით უფრო საგრძნობია მომდევნო დეპრესია.

ნაბახუსევი ძირითადად არა ორგანოებზე ფიზიოლოგიური დარტყმის ხარჯზე, არამედ იმის გამო
ვითარდება, რომ ამ დროს ქანქარა გაძლიერებულად ქაჩავს ადამიანის თავისუფალ ენერგიას.
ადამიანი ან უნდა დაიტანჯოს, ან ისევ დალიოს. ქანქარას ისევ შეუძლია ენერგია ასესხოს, მას
არსად ეჩქარება. ადრე თუ გვიან ადამიანს გადახდა მაინც მოუწევს. ბარმენს შეიძლება
გადაუხდელად გაექცე. ქანქარას ვერ დაუძვრები. და რაც მეტი „დავალიანება“ დაუგროვდა
ადამიანს, მით უფრო სასტიკი გადასახადი ელის მას.

ასეთ მდგომარეობაში მოვალის თავისუფალი ენერგია მთლიანად ქანქარის განკარგულებაშია.


ადამიანი სრულიად პირდაპირი გაგებით გრძნობს, თითქოს ვიღაც მარწუხებითაა ჩაფრენილი
მის ენერგეტიკულ სხეულს გულის მიდამოში. ქანქარა პირობას აყენებს: ან კიდევ დალევა, ან
წამების გაგრძელება. რადგან ადამიანის ნება - მისი თავისუფალი ენერგიაა, ამიტომ ხდება ის
ასეთი სუსტი და უნებისყოფო. სწორედ ესაა ალკოჰოლიზმის მთავარი მიზეზი.თუ ადამიანი კიდევ
დალევს, მას კვლავ ასესხებენ ენერგიის ნაწილს, მაგრამ შემდგომ გადასახადი კიდევ უფრო
დამძიმდება. შეიძლება გული გაჩერდეს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. ქანქარა მხოლოდ
მაშინ შეეშვება ადამიანს, როდესაც მისგან ხეირს ვეღარ ნახავს, და თუ ის სიკვდილს გადაურჩა -
ეს ნიშნავს, რომ ძალიან გაუმართლა.

პირველი კრედიტი - პრეზენტაციასავით ყოველთვის ყველაზე უხვი და საზეიმოა. როგორც


ცნობილია, ცხოვრებაში პირველი ჭიქა ღვინო ძალზე შთამბეჭდავად მოქმედებს, მაგრამ შემდეგ
ყოველ მომდევნო ჯერზე შეგრძნებები თითქოს კი არ ბლაგვდება, არამედ სულ უფრო
ნაკლებად სასიამოვნო ხდება. ქანქარები მხოლოდ იმიტომ „იხარჯებიან“, რათა ადამიანი ბადეში
გააბან. გადახდას კი ყოველთვის ხისტად და პატიების გარეშე მოითხოვენ. ამიტომ, თუ მსგავს
კრედიტს იღებ, გაცნობიერებულობა აუცილებლად მაღალ დონეზე უნდა შეინარჩუნო და
საკუთარი „გადახდისუნარიანობა“ შეაფასო.

გალოთებული მაწანწალები - სულაც არ არიან დაცემული ადამიანები, როგორებადაც მათ


მიიჩნევენ. ამ უბედურებმა უბრალოდ ვერ გათვალეს თავიანთი ძალები და კრედიტი დროულად
ვერ გაისტუმრეს, ამიტომ დღესაც ვალებში არიან ჩაფლულები. კრედიტს ისევ და ისევ იღებენ,

441
და ყოველ ჯერზე გადასახადი მძიმდება. ყველაფერი კი ისე მხიარულად დაიწყო,
სადღესასწაულო მაგიდასთან! დაცემის პროცესი შეუმჩნევლად, მაგრამ შეუბრუნებლად
ვითარდება, და შემდეგ ზვავივით წამოვა. ინდუცირებული გადასვლის ბუნება ძალზე
მზაკვრულია, და მის მორევში შეიძლება ნებისმიერი მოხვდეს.

საერთოდ კი, რაც ინტენსიურ, ანუ ენერგოდატვირთულ, განცდებთანაა დაკავშირებული, მავნე


ჩვევებს განეკუთვნება, და ეს ყველაფერი - ქანქარების კრედიტიებია. რატომ მავნე? იმიტომ რომ
ქანქარების ბუნება აგრესიულია და კონფლიქტის ენერგიის გაზრდისკენ მიისწრაფის. ის
ყველაფერი, რაც მომხიბვლელია, მაგრამ მავნეა, ადამიანისთვის ადრე თუ გვიან ცუდად
მთავრდება. რაც მეტია ზიანი, მით მეტი ნეგატიური ენერგია გამოიყოფა. პოზიტიური ენერგია
ასეთი დიდი რაოდენობით არასდროს გამოიყოფა.

ენერგიის ყველაზე დიდი „ნადავლი“ ნარკომანებისგან მიიღება. ხანმოკლე ეიფორია არაფერია


შემდგომ დეპრესიასთან შედარებით. ხოლო თუ შემდგომი დოზა დროულად ვერ მიიღო,
ნარკომანს საშინელი აბსტინენციის სინდრომი უვითარდება, რომელიც მას ენერგიას ბოლო
წვეთამდე აცლის.

სხვა სახის, უფრო დაბალპროცენტიანი კრედიტებიც არსებობს. პირველ ყოვლისა, ეს არის


თუთუნი, ყავა, ჩაი, უალკოჰოლო სასმელები, კევი. შეიძლება ვინმე აფეთქდეს: „მომიტევეთ, და
აქ კევი რა შუაშია?“

როგორც უკვე ვთქვი, ნებისმიერი მატერიალური, ასევე სულიერი საჭიროების


დაკმაყოფილებისას ენერგია გამოიყოფა. კმაყოფილების, კომფორტის ან კიდევ სხვა სახის
ენერგია, არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ შემთხვევაში: გსურს - აგროვებ ენერგიას, სასურველს
იღებ - ასხივებ მას. ღეჭვის პროცესში ადამიანი კომფორტის გარკვეულ შეგრძნებას იღებს,
რომელსაც, სხვათა შორის, უძველესი ფესვები აქვს. ამ კომფორტის ბუნება სრულიად ცხადია:
როდესაც ჭამ - ყველაფერი რიგზეა, მაგრამ თუ შენ გჭამენ - ცუდადაა საქმე.

საბოლოო ჯამში ნებისმიერი ჩვევისთვის - თუ ადამიანი „მუდმივი კლიენტი“ ხდება, ის „ფარაში“


ხვდება. ფარეხი საჭირო არაა. კლიენტი ისედაც ვერსად წავა, სანამ მისი ყურადღება ქანქარის
ყულფშია მოხელთებული.როდესაც ადამიანი თავისი მიჯაჭვულობის ობიექტზე ფიქრობს, ის
ქანქარის რეზონანსულ სიხშირეზე ასხივებს ენერგიას. დავალიანებული „დებიტორების“ ყველა
აზრი, მაგალითად, მხოლოდ და მხოლოდ ენერგიის შემდეგი პორციის - კრედიტის -
მიღებისკენაა მიმართული. მათ სხვა არაფერზე ფიქრი არ ძალუძთ, რადგან ქანქარას მათი
ყურადღება დაპყრობილი აქვს.

ასეთი ჩაჭერა ადამიანური ფსიქიკის გარკვეული თვისების დახმარებითაა შესაძლებელი.


ყურადღება შეიძლება რაღაც ერთზე ჩაიციკლოს - ის ფლუგერის ისარს წააგავს, თუ ქანქარა
ერთი და იგივე მხარეს უბერავს. ყურადღების ისრის ჩაჭერას შეიძლება ერთ მარტივ მაგალითზე
დავაკვირდეთ, როდესაც აზრებში აკვიატებულ მელოდიას ვერ ვიცილებთ.

არ უნდა გვეგონოს, რომ დამოკიდებულება მხოლოდ ფიზიოლოგიური ფაქტორების გამო


ვითარდება, არც უამისობაა, მაგრამ მთავარ როლს ნამდვილად არ თამაშობს. მაგალითად,
როდესაც მწეველებს წყალქვეშა ნავით უწევთ სარგებლობა, იქ მოწევის შესაძლებლობის

442
არარსებობა სულაც არ აწუხებთ. როგორც კი ნავი წყალქვეშ ჩაეშვება, მოწევაზე ფიქრები დილის
ნამივით ქრება, რადგან ობიექტურად მოწევის შესაძლებლობა არ არსებობს. მწეველი ამ
ობიექტურ აუცილებლობას შეეგუა და უბრალოდ აღარ ფიქრობს ამაზე. მისი ყურადღების
ფლუგერი მეორე მხარეს შებრუნდა. სად გაქრა ფიზიოლოგიური დამოკიდებულება? მაგრამ
როგორც კი ნავი მოგზაურობიდან დაბრუნდება და, თუ მწეველს თავის დანებება არ ჰქონდა
განზრახული, მას ახსენდება, რომ გაბოლება ცუდი არ იქნებოდა, და აბეზარი კრედიტორი მის
ყურადღებას ისევ თავის ყულფში აქცევს.

ყურადღების ისრის ჩაჭერა კიდევ ისეთი მოვლენით დასტურდება, როგორიცაა თამაშის ან


ინტერნეტ-ადდიქცია (ავადმყოფური ლტოლვა, დამოკიდებულება). ადამიანთა დიდი ჯგუფი
არსებობს, რომლებმაც უკვე ისე შორს შეტოპეს, რომ კარგად მხოლოდ კომპიუტერის ეკრანის
წინ გრძნობენ თავს. ასეთ დამოკიდებულებაში მყოფი რამდენიმე საათით თუ მოსცილდება
ეკრანს, მას აბსტინენციის სინდრომი განუვითარდება. ეწყება თავის, კუნთების ტკივილები და
დისკომფორტის აუტანელი გრძნობა. მაგრამ როგორც კი კლიენტი ეკრანს დაუბრუნდება,
ყველა სიმპტომი უკვალოდ ქრება. ცხადია, არავითარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება აქ არ
არსებობს.

ყველა შემთხვევაში დამოკიდებულება უმთავრესად იმის გამო ჩნდება, რომ ყურადღების ისარი
ქანქარის ყულფში ექცევა. დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად ყურადღების
გადატანა, მისი სხვა მიზანზე გადართვაა საჭირო.

ქანქარის ყულფიდან გათავისუფლება ნებისყოფის ძალით შეუძლებელია. ზუსტად ასევე


აკვიატებული მელოდიის მოცილება მხოლოდ სხვა მელოდიაზე გადართვით შეიძლება. მავნე
ჩვევას, როგორც წესი, გარკვეული სცენარი და დეკორაციათა ნაკრები ახლავს თან. ეს
ყველაფერი დამახასიათებელ გარემოს ქმნის, როგორც, მაგალითად, მუშაობისას შესვენება,
რაც ყურადღების მოხელთებას უწყობს ხელს. ყველა ვალის გასწორება დ ამ მანკიერი ბანკისგან
თავის დაღწევა მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი: დეკორაციების და სცენარის შეცვლით.
ეს რთული გასაკეთებელი არაა, მხოლოდ სურვილი და ცოტა ფანტაზიაა საჭირო.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც „საკრედიტო დავალიანების“ არარსებობის შემთხვევაში,


მაგრამ ცივილიზაციის პროდუქტების გამოყენებისას, ადამიანი საკუთარი ნების წინააღმდეგ
ენერგიის ნაწილს ქანქარებს აძლევს. ადამიანებს პირდაპირი გაგებით „მწყემსავენ“, საერთოდ
თუ არ ვიტყვით, რომ „მცენარეებივით მოყავთ“. ცივილიზებული საზოგადოების მთელი
ცხოვრება ენერგიის გამოყენების და გაცემის უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. და მთელი ეს
ენერგიის ცვლა ქანქარების მიერ კონტროლდება.

თუმცა ადამიანებისგან ენერგიის ამოღება თავისთავად ძალზე საშიში არაა. სტრუქტურის


მთავარი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ის თავისი ელემენტების ინდივიდუალურ გზებს
ანადგურებს. სტრუქტურის წევრი თავად საკუთარი გზის გაგებასაც კი კარგავს. ადამიანი არა
მარტო იმის შესრულებას იწყებს, რასაც სტრუქტურა უბრძანებს, არამედ სწორედ ის სურს, რაც
მისთვისაა ხელსაყრელი. და თავს ნუ მოვიტყუებთ იმით, რომ ადამიანი - გონიერი არსებაა, და
ამიტომ საკუთარ დამონებას არ დაუშვებს.

443
როგორც უკვე ითქვა, ადამიანის გაცნობიერებულობის ხარისხი ისედაც დაბალ დონეზეა,
სტრუქტურა კი მის ნარჩენებს ნელა, მაგრამ დანამდვილებით კიდევ უფრო აქვეითებს.
საბოლოო გამარჯვებისთვის სტრუქტურას ყველა ელემენტის ერთიან საინფორმაციო სივრცეში
მოქცევა ესაჭიროება, რაც ახლა გამალებით და წარმატებით მიმდინარეობს. შესაძლოა,
ადამიანს საკუთარი თავის ამოსაქოლად სულ ცოტა აგურიღა დარჩა.

რა ვქნათ? გამოდის, თუ ცივილიზაციის პროდუქტებს იყენებ, ე.ი. შენ გმწყემსავენ (უკვე


ბრჭყალების გარეშეც შეიძლება დავწეროთ). იყო შემთხვევები, ადამიანები ცივილიზაციისგან
გაქცევას ცდილობდნენ და ბუნებაში დასახლებებს ქმნიდნენ. არ შევაფასებ, რამდენად
წარმატებული იყო ეს მცდელობები. თანამედროვე ადამიანს ცივილიზაციაზე მთლიანად უარის
თქმა მაინც არ შეუძლია - ასეთ პირობებს მორგებული არაა. თუმცა აზრსმოკლებული არაა მავნე
პროდუქტების მინიმუმამდე დაყვანა და მათი ბუნების ძღვენით ჩანაცვლება.

მაგალითად, საგვარეულო მამულის დაფუძნება თავისი ბაღითა და ბოსტნით. ცივილიზაციის


უდაბნოში ცოცხალი ბუნების ამ ოაზისის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ნორმებს და
სტანდარტებს იქ პატრონი აწესებს, და არა სტრუქტურა. და სულაც არაა აუცილებელი მიწაზე
იმუშაოს იმან, ვისაც ეს არ მოსწონს. საკუთარი ცხოვრებისთვის ყველას თავისი კანონების თავად
დაწესების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს: მინდა - ყველაფერს ასფალტით დავფარავ, მინდა -
ველურ ბუნებას მივუშვებ.

ქალაქელისთვის ალტერნატიული გზა შეიძლება მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით


კვებაზე გადასვლა იყოს. მაგრამ ამისთვისაც ჯერ გამოღვიძება და გაცნობიერებაა საჭირო, რომ
სტრუქტურაში გაზრდილი და სუპერმარკეტში ნაყიდი ლამაზი ვაშლი, თავისი თვისებებით
მხოლოდ ამ სტრუქტურის „სრულფასოვანი“ ელემენტისთვისაა გამოსადეგი, დაავადებათა
მთელი ნაკრებით, რაც ასეთი კვების შედეგია. ზოგადად, გზები მრავალია და ყველა თავად
ირჩევს თავისას. ჩემთვის მაგალითს ერთი გაველურებული კატა წარმოადგენს, რომლის
„გაცნობის პატივიც წილად მხვდა“.

ცივილიზაციის სიკეთეებისგან დასასვენებლად, მეგობრებს ერთად ტყეში გასვლა გვიყვარდა.


ერთხელ ჩვენს ბანაკს მოზრდილი კატა ესტუმრა. სავარაუდოდ, ერთ დროს სახლის კატა, რაღაც
მიზეზით ტყეში აღმოჩნდა და გაველურდა. ზომებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ფუმფულა არსება
საკმაოდ წარმატებულად შეძლებდა თაგვების და ჩიტების მონადირებას, და შესაძლოა
კურდღელსაც მორეოდა. გამასპინძლებაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ზედმეტი ცერემონიის
გარეშე - პირი დასტაცა და გაიქცა.

მას შემდეგ კატა კიდევ ბევრჯერ შეგვხვდა ტყეში. ულვაშას გამასპინძლება მოსწონდა, მაგრამ
ფამილარობის უფლებას არ გვაძლევდა. კატა ჭეშმარიტად ნამდვილი ტრანსერფერი იყო. მან
რეალურ თავისუფლებას გაუგო გემო, და თუმცა ხანდახან ცივილიზაციასთან შეხებაზე უარს არ
ამბობდა, საკუთარ თავისუფლებას უკვე აღარაფერზე გაცვლიდა.

ცივილიზაციის სიკეთეებით სარგებლობა შეიძლება, უბრალოდ დამოკიდებულება არ უნდა


განვითარდეს. თავისუფალ პიროვნებას ფარადან გაცნობიერებულობა გამოყოფს. უბრალოდ
გაღვიძებაა საჭირო და გააზრება, რა ხდება ირგვლივ. აი, მეც იმიტომ შევძელი ამის გაგება და

444
შემდეგ თქვენთვის მოყოლა, რომ... თუმცა, ეს საიდუმლოა. მაგრამ თქვენ, ძვირფასო
მკითხველო, გეტყვით - მე გავველურდი. მე ფერმიდან გავიქეცი.

განზრახვის დეკლარაცია

აქამდე მხოლოდ იმაზე ვსაუბრობდით, როგორ გავთავისუფლდეთ ქანქარისგან და მის


ზეგავლენას არ დავემორჩილოთ. მაგრამ არსებობს თუ არა მისგან რაიმე სარგებლის მიღების
საშუალება? ზოგადად, ნებისმიერი ოცნება საბოლოო ჯამში ქანქარების მეშვეობით
ხორციელდება. ჩვენ ყველანი ხომ ამა თუ იმ სტრუქტურაში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, და ამ
ფაქტს ვერსად გავექცევით. კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ სტრუქტურამ ოცნება კი
არ წაგვართვას, არამედ მის რეალიზებაში დაგვეხმაროს.

მაგრამ არსებობს თუ არა ქანქარაზე პირდაპირი ზემოქმედების რაიმე მეთოდი? სავარაუდოდ,


არა. მისი მოშინაურება შეუძლებელია, არც მისი მართვა გამოგვივა. თუმცა საკუთარი
ინტერესებისთვის ქანქარის თვისებების გამოყენება მაინც შესაძლებელია.

არ დაფიქრებულხართ, რატომ ამბობენ სუფრის გარშემო შეკრებილი ადამიანები


სადღეგრძელოებს? ამას რაიმე პრაქტიკული აზრი აქვს თუ მხოლოდ სიმბოლური რიტუალია?
აღმოჩნდა, რომ მიზეზი მართლაც არსებობს. ხალხური სიბრძნე ხანდახან უაზრო ცრურწმენების
მაგვარ ჩვეულებებს აჩენს. მაგრამ ადამიანები გაუცნობიერებლად მისდევენ გამჯდარ წესებს და
არც კი ეჭვობენ, რომ ეს წესები რეალობის მართვის თავისებურ მეთოდს წარმოადგენს.

საქმე იმაშია, რომ ალკოჰოლური სასმელები, როგორც უკვე ითქვა, ენერგეტიკულ კრედიტს
წარმოადგენს. თავისუფალი ენერგია დამატებით კვებას იღებს და საფეხურით მაღლა იწევს. და
რადგან ეს სხვა არაფერია, თუ არა ნების ენერგია, იმისდა მიხედვით, საითაა მიმართული ეს ნება,
შედეგიც შესაბამისი მიიღება.

მაგალითად, თუ სიმწრისგან სვამთ, რეალობა კიდევ უფრო ბნელ ორმოში ჩავარდება. ხოლო
როდესაც სიხარულით სვამენ, მხიარულების მიზეზებიც მატულობს. თუ სასმელი აღელვების და
შიშის გრძნობებს შეერევა, ცხოვრება ისე შებრუნდება, რომ მართლაც გაჩნდება შიშის საბაბი.
სხვა შემთხვევებშიც ანალოგიურად განვითარდება მოვლენები.

ენერგიის აფეთქებით გაძლიერებული აზრობრივი გამოსხივება ადამიანს შესაბამისი თვისებების


მქონე ცხოვრების ხაზზე გადაიყვანს. კრედიტის გამცემი ქანქარა განზრახვის ენერგიის
გამაძლიერებლის როლს თამაშობს. თავად ქანქარა, რამდენიც არ უნდა ირხეოდეს, გარეგან
განზრახვასთან შეხება არ აქვს, ამიტომ არ შეუძლია ვარიანტების სივრცის სექტორის
მატერიალიზება. რეალობა მხოლოდ ცოცხალ არსებებს ექვემდებარება. ჰოდა, როდესაც
ადამიანი სადღეგრძელოს ამბობს, ის თავისი განზრახვის მიმართულებას აფიქსირებს. გესმით,
რა ხდება?

ქანქარა-კრედიტორის ენერგია, როგორც წესი, ნეგატიური თვისებების მატარებელია. მაგრამ


ადამიანი მის პოლარობას ცვლის, როდესაც მას კეთილ ნებას ანიჭებს. ამიტომ
სადღეგრძელოები - არა ცარიელი რიტუალი, არამედ განზრახვის დეკლარაციაა.

445
თუმცა, მიუხედავად სადღეგრძელოების დადებითად მოქმედებისა, მათ ყველას თანსდევს ერთი
და იგივე სამწუხარო შეცდომა: სურვილები როგორც წესი სამომავლოდ გამოითქმება. ქანქარის
მიერ მოცემული ენერგია მხოლოდ პოზიტიურად გარდაიქმნება, მაგრამ რეალობაზე გავლენას
არ ახდენს. სასურველი ისევ იქ სადღაც, მიუწვდომელ პერსპექტივაში რჩება. და ეს სრულიად
კანონზომიერია. სარკეს ხომ მომავლის შექმნა არ შეუძლია - ის ყოველთვის მხოლოდ აწმყოს
ასახავს.

და რა გამომდინარეობს აქედან? ის, რომ ყველა ეს სადღეგრძელო აწმყო დროში უნდა


წარმოითქვას. ეს ძალზე უცნაური სადღეგრძელოები იქნება, მაგრამ ეს იმუშავებს. მაგალითად,
არა „ვიდღეგრძელოთ!“, არამედ „ვდღეგრძელობთ!“ ან ასე: „მშვენივრად ჯანმრთელები
ვართ!“, „გავიმარჯვეთ!“, „ვინც ჩვენთან არ არიან, - ყოველთვის ჩვენთან არიან!“, „ვინც ზღვაშია,
- უმართლებთ!“, „ჩვენი სურვილები სრულდება!“, „წარმატება მუდამ ჩვენთანაა!“ და ა.შ.

განზრახვის ამგვარი დეკლარაცია სასურველს უკვე დღევანდელ რეალობაში მოიზიდავს, და


გამუდმებით ჯერ არდამდგარ ხვალეში არ გადადებს.

თუმცა არ უნდა გვეგონოს, რომ სპირტიანი სასმელების დახმარებით სასურველის რეალობად


ქცევა ადვილადაა შესაძლებელი. როგორც ხვდებით, ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. რაც მეტია
კრედიტი, მით მეტია პროცენტებიც. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ „საკრედიტო
დავალიანების“ გაზრდით ადამიანის ცნობიერება, და ე.ი. განზრახვაც ვარიანტთა სივრცის
რეალობის არაადექვატურ ნაწილში წანაცვლდება. ნარკოტიკებთან მსგავსი მანიპულაციების
ჩატარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ქანქარის ნეგატიური ენერგიის პოზიტიურად გარდასახვა
არც ყოველთვის და არც ყოველს ხელეწიფება.

იგივე პრინციპს ეფუძნება შავი მაგიის მოქმედება. ბოროტი ჯადოქარი ბნელ ძალებს მიმართავს,
რათა მათი ენერგია თავისი მტრული განზრახვის გასაძლიერებლად გამოიყენოს.

მაგრამ ზოგადად, ქანქარისგან კრედიტის აღება ყოველმხრივ წამგებიანია. მაგრამ, თუ მაინც


აკეთებთ ამას, უნდა მიჰყვეთ წესს: როდესაც „ქანქარის ანკესზე ხარ წამოგებული“ - მხოლოდ
კარგზე იფიქრე.

ავიღოთ თუნდაც ტრანსერფინგის ქანქარა. ვნებას ის ნამდვილად არ მოგაყენებთ, სამაგიეროდ


განზრახვის დეკლარაციას შეუძლია მისი ეფექტიანობა შესამჩნევად გაზარდოს. ყოველთვის,
როდესაც ტრანსერფინგის შესახებ ინფორმაციას ხვდებით, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ის
მიზნების მიღწევაში გეხმარებათ. განზრახვის ასეთი ფიქსაცია ვარიანტთა დინების ვექტორს
მკვეთრად მიმართავს იქით, საითაც საჭიროა.

ნებისმიერ სხვა ქანქარასთან, თუნდაც თქვენს ცხოვრებასთან საერთო არაფერი ჰქონდეს,


იგივენაირად უნდა მოიქცეთ. მაგალითად, სატელევიზიო შოუს ან სერიალის ყურებისას თქვენ,
ასე თუ ისე, ქანქარას ენერგიას უცვლით. როდესაც მოქმედებას აკვირდებით, მიზნობრივი
სლაიდი მზად გქონდეთ, ანუ სურათი იმისა, რის მიღებაც გსურთ. ინფორმაციის ნაკადში
ყოველთვის შეიძლება იპოვოთ ხელჩასაჭიდი, რასაც ოდნავ მაინც აქვს შეხება თქვენს მიზანთან.
მაგალითად, თუ სერიალის გმირები ძვირფას მანქანაში დაინახეთ, მაშინვე იფიქრეთ, რომ
რაღაც მსგავსის ყიდვას აპირებთ.

446
კრედიტის მიღების მომენტში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცუდზე ფიქრი. მშფოთვარე
ფიქრები, დამთრგუნველი პრობლემები, წუხილი, შიში - ეს ყველაფერი გაძლიერდება
დამატებითი ენერგიით. ასეთი მაგალითების მოყვანა შეიძლება.

შესვენების დროს იფიქრეთ მოსალოდნელ წარმატებაზე, თითქოს ის უკვე ხელში გაქვთ. ან,
დავუშვათ, რეკლამა მოგიწოდებთ დატკბეთ არომატული ყავით. უმჯობესია ამ დროს დატკბეთ
თქვენი წარმატებით, რომელიც ყოველთვის თქვენთანაა, რაც არ უნდა ხდებოდეს. თქვენ ხომ
გახსოვთ განზრახვის კოორდინაციის პრინციპი! მაგალითად, მომენტებში, როდესაც ეწევით ან
ყავას სვამთ, იმის მაგივრად, რომ ფიქრები უაზრო თვითდინებით მიუშვათ, განზრახვის
დეკრარირებას შეუდექით: „ყველა საქმე გადასარევად მიდის, რადგან მე ჩემი განზრახვით ჩემს
რეალობას ვძერწავ. და მე ვიცი, ეს როგორ გავაკეთო“.

სწორედ ამ პრინციპით ტარდება ჩაის ცერემონიები. ჭამის წინ ლოცვა და ღმერთისთვის საკვების
შეწირვა ასევე შევიდა ბევრი ერის ტრადიციაში. თუმცა, ღმერთისთვის პატივის მიგების შემდეგ,
არც საკუთარი თავი უნდა დავივიწყოთ.

თუ საკუთარ თავს სიყვარულით და ზრუნვით „გამოკვებავთ“, თან ასე დაუყვავებთ: „ჭამე, ჭამე,
ჩემო კარგო, გამოკეთდი!“ - სრულიად წარმოუდგენელი და მოულოდნელი ეფექტის მიღება
შეიძლება. სრულიად შესაძლებელია, რომ ზოგიერთი დაავადება გაქრეს. ორგანიზმი ჯერ
გაოცდება, შემდეგ გაუხარდება და იმ ყვავილივით აყვავდება, რომელსაც ნაზად და
მზრუნველობით უვლიან. მთავარია, საკუთარ თავს გულწრფელი თანაგრძნობით, სიყვარულით
და შემდეგი სიტყვებით მოვემსახუროთ: „თუ თავად არ დაპურდები - არავინ დაგაპურებს“.

ასეთ დეკლარაციას უდიდესი ძალა აქვს. თუ ადრე თქვენ საკუთარ თავს გულგრილად ან
არაკეთილგანწყობილად ეპყრობოდით, მაშინ მსგავსი რიტუალი გასაოცარ შედეგებს
გამოიწვევს. თუ არ გჯერავთ - შეამოწმეთ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ განზრახვის დეკლარაციის


გამოყენება შესაძლებელია ისეთ საშიშ ქანქარებთან თამაშისას, როგორიცაა ბირჟა, კაზინო,
ტოტალიზატორი. პრინციპში, რატომაც არა. წარმატების ალბათობა მოიმატებს, თუ ფულის
ჩადების მომენტში, ასევე თამაშის მიმდინარეობისას უპირობო მოგების სლაიდს ატრიალებთ.
ამის გაკეთება ძნელია, მაგრამ შესაძლებელია. როგორც წესი, მოთამაშის ყველა აზრი შემდეგ
ფორმულირებაზე დაიყვანება: „ნეტა მოვიგებდე!“, „თუ წავაგებ?“, „არა, უნდა მოვიგო!“, „ამჯერად
გამიმართლებს!“

ჰოდა, ეს არ გამოდგება. აქ სურვილიცაა, განსჯაც, თუ როგორ მოვიგოთ, წარუმატებლობის


შიშიც, და წარმატების იმედიც. ნებისმიერი მსჯელობა, ემოციები და მათ შორის წარმატების
იმედიც უნდა მოიცილოთ. მხოლოდ მოგების უპირობო და აუღელვებელი გადაწყვეტილება
უნდა დარჩეს. „მე - გამარჯვებული ვარ“ - აი, როგორი უნდა იყოს დეკლარაცია, ამასთან,
ყოველგვარი მიზეზების, პირობების და ძახილის ნიშნების გარეშე. თუ შეძლებთ და ამ
აუღელვებელ და უპირობო ფლობის ნებას მიაღწევთ, წარმატების შანსები მკვეთრად
მოიმატებს.

447
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ერთი და იგივე თამაშის სესიაში წარმატების მიღწევა ერთხელ,
ორჯერ, სამჯერ შეიძლება. მაგრამ მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება, იმიტომ, რომ ნებისმიერი
ადამიანი ადამიანად რჩება, და გამუდმებით მნიშვნელოვნების დაბალი დონის შენარჩუნებას ვერ
მოახერხებს. ნებისმიერი აზარტული თამაში - ენერგეტიკული კრედიტია, რომელიც შეიძლება
შეუმჩნევლად ინდუცირებად გადასვლად გადაიქცეს სამწუხარო ფინალით. თუმცა, მოცემული
საკითხები დაწვრილებითაა განხილული ტრანსერფინგის პირველ წიგნში, ამიტომ მათზე აღარ
შევჩერდებით.

შეიძლება ითქვას, კრედიტის პროცენტების გადახდის თავიდან აცილების ერთადერთი ხერხი -


თამაშიდან დროული გასვლაა. და არა უბრალოდ გასვლა, არამედ ქანქარასთან უმცირესი
კავშირისგან გათავისუფლება, მის სიხშირეზე აზრების გამოსხივების ჩაქრობა. სხვა სიტყვებით,
გარკვეული დროით ყურადღება რაღაც სხვაზე უნდა გადაერთოს, თამაშის შესახებ არც კი უნდა
გაიხსენოს. მხოლოდ ასე, ქანქარასთან ერთად რხევის შეწყვეტით შეიძლება გადაურჩეთ
ინდუცირებული გადასვლის მორევს. მას შემდეგ, რაც კავშირი სრულიად გაწყდება, თამაშის
ახალი სესიის დაწყება შეიძლება.

მაგრამ ზოგადად, ქანქარასთან ბრძოლა ძალზე საშიში და არაპროგნოზირებადია, რადგან


არცერთ ადამიანს ამისთვის აუცილებელი აუღელვებელი ფლობის ნება არ გააჩნია.
არსობრივად, ეს თამაშიც არაა, ეს ჩრდილთან ცეკვაა.

ქანქარა - უხილავი, ცივი და შეუბრალებელი ჩრდილია. მას არც ცნობიერება აქვს და არც
განზრახვას ფლობს. მას არ აქვს სული და გონება, რომელთა ურთიერთდაპირისპირება
გრძნობებს, სწრაფვებს, სისუსტეებს ბადებს. თქვენ ვერასდროს აჯობებთ მას, ისევე როგორც
ვერასდროს გაუსწრებთ საკუთარ ჩრდილს. ის აუღელვებლად ადევნებს თვალს თქვენს
ფორიაქს და იცის, რომ ვერსად წაუხვალთ. ამ ჩრდილის ბრძოლით დამარცხება შეუძლებელია,
ხოლო მასთან თამაშს აზრი არ აქვს. როგორ მოვიქცეთ? ან უარი უნდა ვთქვათ საშიშ თამაშზე, ან
საკუთარი ჩავიფიქროთ, რათა ქანქარის ფავორიტი გავხდეთ - აი, რას აქვს აზრი.

ქანქარასთან გამარჯვების მცდელობით, ადამიანი ჩრდილს დასდევს. მოგებისკენ ყველა


სწრაფვა და თანმხლები განცდები შინაგან განზრახვას ემორჩილება, რომელიც ყოველთვის
ბრმად იქითკენ მიუძღვება, რაც პირდაპირ ცხვირწინაა და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევს. ამ
უსარგებლო რბოლის შეწყვეტის მიზნით უნდა გაჩერდეთ, მიმოიხედოთ და დამოუკიდებლად
მოძრაობა დაიწყოთ. ამ შემთხვევაში როლები შეიცვლება: ადამიანი კი არ გაეკიდება ქანქარას,
არამედ ქანქარა გამოუდგება ადამიანს. ის, ვინც შეზღუდულ შინაგან განზრახვაზე უარს იტყვის,
თამაშს დაეპატრონება - ჩრდილებთან ცეკვისას წამყვანი ის გახდება.

საკუთარი თამაშის ინიცირებისთვის, თავს ნება უნდა მისცეთ იყოს ის, ვინც არის. თქვენი თამაში -
საკუთარი შეხედულებისამებრ რეალობის ფორმირებაა. თქვენ ეს შეგიძლიათ. მხოლოდ ისაა
საჭირო, ეს პრივილეგია აიღოთ. საკუთარ პრივილეგიებს არიგებთ ან ართმევთ მხოლოდ
თავად თქვენ. ეს უნდა გაიგოთ.

მაგრამ მისცე თავს ნება, იყო წამყვანი - ყველაფერი არაა. ვარსკვლავები თავად იბადებიან,
მაგრამ მათ ქანქარები ანთებენ. რაც არ უნდა ნიჭიერი იყოთ და სრულიად წარმოუდგენელი
შედევრი შექმნათ, ვერავინ გაიგებს მის შესახებ, თუ თქვენ რომელიმე ძლიერმა ქანქარამ არ

448
აგიყვანათ. როგორი დიდებულიც არ უნდა იყოს ქმნილება, მხოლოდ ამ მიზეზით ის
პოპულარული არ გახდება. კულტურაში, მეცნიერებაში და ხელოვნებაში ღირსშესანიშნავი
ქმნილებები ფართო პუბლიკის ინტერესის საგანი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ახალი
ქანქარა ჩნდება ან ეს ძველისთვისაა ხელსაყრელი.

იმისთვის, რომ თქვენს საქმიანობაში ვარსკვლავი გახდეთ, ქანქარის თვისებების გამოყენება


უნდა შეგეძლოთ. არასდროს დაფიქრებულხართ, რატომ ვერ შეინარჩუნეს პოპულარობა ახლა
იმ ქმნილებებმა, რომლებიც ძალზე პოპულარული იყო წარსულში, მიუხედავად იმისა, რომ
თავიანთი ღირსშესანიშნავი თვისებები არ დაუკარგავთ?

ბევრი კულტურული მიღწევაა, რომელთა დიდებული თვისებები ნებისმიერ თანამედროვე


მოთხოვნილებას დააკმაყოფილებდა. მაგრამ ჩვენს დროში ეს მიღწევები დიდი მოთხოვნით არ
ხასიათდება, რადგან წარსულში ბრწყინვალე მათი ქანქარები თითქმის ან სრულად ჩაქრა.
პოპულარობა და მოდა სწორედ ქანქარების მიერ იქმნება. აბა რატომ მოსწონს ადამიანთა დიდ
მასას უცებ ერთდროულად ერთი და იგივე რამ?

მოდის ფენომენი ორი ისეთი გრანდიოზული ჯგუფის მაგალითზე განვიხილოთ, როგორიცაა


„ბითლზი“ და „აბბა“. ორივემ უზარმაზარ აღიარებას მიაღწია არა იმიტომ, რომ რაღაც
პრინციპულად ახალი და განსაკუთრებით ღირსშესანიშნავი რამ შექმნეს. რასაც ისინი
აკეთებდნენ ახალი არ იყო. პირიქით, დისკოს და როკის სტილის პირველაღმომჩენები სხვები
იყვნენ, ბევრად ნაკლებად ცნობილი მუსიკოსები. მაგრამ მაშინ როგორ ავხსნათ ამ ორი ჯგუფის
ფენომენალური წარმატება?

„ბითლზის“ კარიერის დასაწყისი - ხეტიალის და მარცხის მონაცვლეობაა. თავიდან კვარტეტი იმ


დროს გავრცელებული მრავალთაგან ერთ-ერთი სრულიად ჩვეულებრივი ჯგუფი იყო. მათ
ნორმალურად დაკვრაც არ იცოდნენ. მთელი მათი პროფესიონალიზმი რიგითი რესტორნის
დონეს არ აჭარბებდა, სადაც გამოდიოდნენ კიდეც. დიახ, „ბითლზი“ ძალზე ნიჭიერი
ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ შოუბიზნესში ეს სულაც არაა საკმარისი. ძველი ქანქარები
ყოველთვის ყოველგვარი მეთოდებით ახალბედების სადღაც უკან მიჩქმალვას ცდილობენ.

1962 წლისთვის ჯგუფს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა და სიმღერები შექმნეს, რომლებზეც


მალე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. მაგრამ ეს შემდეგ იყო, ჯერ კი „ბითლზს“ არავინ აქცევდა
ყურადღებას. და მაინც, მათ საკუთარი მცირერიცხოვანი, მაგრამ ერთგული თაყვანისმცემლები
ყავდათ. იმ წელს კვარტეტი უშედეგოდ ატალახებდა ჩამწერი ფირმების ზღურბლებს და
ყოველთვის უცვლელ უარს იღებდა. თითქოს, ასეთ ჯგუფს არანაირი შანსი არ ჰქონდა კლუბის
დონეზე მაღლა ასულიყო.

ჰანტერ დეივისი „ბითლზის“ ავტორიზებულ ბიოგრაფიაში წერს: „და მაინც, ჩვენ ისევ
ძველებურად გვჯეროდა, რომ პირველები გავხდებოდით, - ყვება ჯორჯი. - როდესაც
ყველაფერი ძალიან ცუდად იყო და ჰორიზონტზე არაფერი ჩანდა, განსაკუთრებულ რიტუალს
ვასრულებდით. ჯონი ყვიროდა: „ბიჭებო, საით მივდივართ?“ ჩვენ პასუხად ვღრიალებდით:
„მაღლა, ჯონი, სულ მაღლა!“ – „რის სულ მაღლა?“ – „სულ სულ ყველაფრის მაღლა, ჯონი!“

449
მაგრამ ამ მიზანდასახულობას არ მიუყვანია ისინი წარმატებასთან. 1963 წელს მათ მოახერხეს
თავიანთი პირველი პატარა ფირფიტის - სინგლი - გამოშვება. მან მოულოდნელად ჰიტ-
პარადში პირველი ადგილი დაიკავა. ეს იყო პირველი შესამჩნევი მიღწევა, მაგრამ ამაში დიდი
მოვლენა ვერავინ დაინახა. პრესამ სინგლის წარმატება ვარსკვლავის ხანმოკლე აფეთქებად
მიიჩნია და სენსაცია ხელიდან გაუშვა. ამ ფირფიტის შემდეგ კვლავ დავიწყების მდუმარება
ჩამოწვა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო სიჩუმე ქარიშხლის წინ.

ნახევარი წლის შემდეგ ბიტლომანიამ ჯერ ინგლისი, შემდეგ კი თითქმის მთელი მსოფლიო
წალეკა. „ყოველი ქვეყანა, - წერს ჰანტერ დეივისი, - მასობრივი ფსიქოზის მომსწრე ხდებოდა,
რაც სულ ახლახანს წარმოუდგენელი იყო და რომელიც საეჭვოა, კიდევ განმეორდეს. დღეს ამის
აღარავის სჯერავს, გუშინ კი ეს სიმართლე იყო“.

რაღაც მსგავსი განმეორდა „აბბას“ ისტორიაში. 1972 წელს ეს ბრწყინვალე კვარტეტი


ევროვიზიის კონკურსის შესარჩევ ტურშიც ვერ გავიდა. ბოლოს და ბოლოს, 1974 წელს ისინი ამ
კონკურსზე მოხვდნენ და ყველასთვის მოულოდნელად ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს,
ყველა დანარჩენი მონაწილე უკან მოიტოვეს. თუმცა მაშინ ამას დიდი მნიშვნელობა არავინ
მიანიჭა. ითვლებოდა, რომ „ევროვიზიის“ იარლიყის მქონე ჯგუფებს, როგორც ერთდღიან
პეპლებს, ერთი ჰიტის მეტი ვერ ექნებოდათ. „ბითლზის“ მსგავსად, აქაც, დროებით სიჩუმე
ჩამოწვა. მაგრამ წელიც არ გასულა, რომ მთელი მსოფლიო ახალმა, ახლა უკვე „აბამანიის“
მძლავრმა ტალღამ წალეკა.

ორივე ისტორიაში ორი მკაფიო კანონზომიერება შეინიშნება. პირველი, პოპულარობა


ტალღისებური ტრაექტორიით ვითარდება. ჯერ საკმაოდ ხანგრძლივი დავიწყების პერიოდია,
როდესაც თაყვანისმცემელთა მცირერიცხოვანი, მაგრამ სტაბილური ჯგუფი ყალიბდება. შემდეგ
მოდის მოულოდნელი აღმავლობა, რომლის შემდეგ სიმშვიდის პერიოდი დგება, თითქოს
ტალღა ძალის მოსაკრებად ნაპირიდან უკან გაბრუნდა. და ბოლოს, იმ პერიოდის შემდეგ,
რომლის დროსაც არაფერი ხდებოდა, მოულოდნელად მგრგვინავი წარმატების მძლავრი
ტალღა მოდის. პოპულარობა შეიძლება გარკვეული ხნით მაღალ დონეზე შენარჩუნდეს, მაგრამ
შემდეგ ტალღა აუცილებლად ჩაქრება, რადგან ახალი ქანქარები გაჩნდებიან, რომლებიც
ძველებს უკანა პლანზე გადაიყვანს.

ყველაზე საინტერესო კანონზომიერება კი იმაში მდგომარეობს, რომ ქმნილებები, რომლებიც


შემდგომში ბრწყინვალე ჰიტები ხდება, დავიწყების პირველ პერიოდში საერთოდ არ
აღიქმებიან. მათ უსმენენ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ. და აი, შემდეგ უცებ დგება მომენტი,
როდესაც იგივე ქმნილებები უკვე სულ სხვა, რაღაც განსაკუთრებული სიახლის,
განუმეორებლობის უჩვეულო შთაბეჭდილებას ახდენს. ჟღერადობა რაღაც ძალზე მოდურის
ელფერს იძენს. და ყველა ერთდროულად წარმოუდგენელი სახით ასკვნის, რომ ეს უბრალოდ
გენიალურია.

მაგრამ საიდან მოდის სიახლის და მოდურობის ეს საყოველთაო განცდა? „ბითლზს“ ხომ 1962
წელს უკვე ბითლური ჟღერადობა ჰქონდა, რატომ არავინ მიაქცია ყურადღება? და რატომ
არავინ აქცევდა ყურადღებას „აბბას“ 1972 წელს? მათი სიმღერები ხომ იგივე იყო, 1975 წელს
რატომ აღაფრთოვანა ყველა?

450
ეს იმით აიხსნება, რომ ყოველ ეპოქას თავისი დამახასიათებელი თვისება, ჟღერადობა,
ელფერი ან სხვა სიტყვებით - ქარიზმა აქვს. თუმცა ახალი ეპოქა თავისთავად არ დგება - ის
ადამიანთა განზრახვით მოიზიდება, როგორც ღრუბელი ვარიანტთა სივრციდან.

თავიდან თაყვანისმცემელთა პატარა ჯგუფი ყალიბდება. ყოველი მათგანი ასხივებს აზრს


სიხშირეზე „მე ეს მომწონს“. იბადება ქანქარა, რომელიც თაყვანისმცემელთა აზრებს ერთი
მიმართულებით აერთებს და მათ სინქრონიზაციას იწვევს - „ჩვენ ეს მოგვწონს“.
თაყვანისმცემელთა პირველი ჯგუფის კოლექტიური განზრახვა მატერიალური რეალიზაციის
მოქმედებას ამ მხარეს მიმართავს. შედეგად რამდენიმე ხნის შემდეგ რეალობა ახალი ეპოქის
ელფერს იძენს. თაყვანისმცემელთა რიცხვი სულ უფრო მატულობს, და ქანქარაც ძლიერდება.
და ბოლოს, კოლექტიური განზრახვა აჭარბებს კრიტიკულ მასას, და ახალი ეპოქის ქარიზმის
ღრუბელი მთელ მატერიალურ რეალობას მოიცავს. აი ეს ღრუბელი, რომელიც ქანქარის
მიმდევრების გაერთიანებულმა განზრახვამ მოიზიდა, ქმნის სწორედ ახალი დროის
განსაკუთრებულ ქარიზმას.

ახლა, როდესაც ახალი სიოს წარმოქმნის მექანიზმი იცით, შეგიძლიათ თამამად,


უკანმოუხედავად გამოიყენოთ თქვენი კანონიერი პრივილეგია - იყოთ ის, ვინც ხართ. მხოლოდ
ასე შეიძლება საკუთარი შანსის რეალიზება, გამოუცხადოთ მსოფლიოს საკუთარი
განუმეორებელი ინდივიდუალობის შესახებ. ქანქარები ვერ იტანენ უნიკალურ პიროვნებებს -
ისინი თქვენ ვარსკვლავად გაქცევენ. ნუღარ მისდევთ ჩრდილს, დამოუკიდებლად იმოძრავეთ,
და ქანქარასაც აღარაფერი დარჩება და უკან გამოგყვებათ. თქვენ თავად შეგიძლიათ მოდა
დააწესოთ, რადგან თქვენი სულის თვისებები უნიკალურია, ხოლო ვარიანტთა სივრცეში უკვე
მზადაა ლუქსის კლასის ინდივიდუალური ღრუბელი - ის თქვენ გიცდით. ჰოდა, განაცხადეთ
თქვენი განზრახვის დეკლარაცია!

რეზიუმე

ნებისმიერი არსების ცხოვრების მიზანი და აზრი რეალობის მართვაში მდგომარეობს.

მოწყენილობა, როგორც ასეთი, არ არსებობს - მხოლოდ რეალობის მართვის გამუდმებული და


დაუოკებელი წყურვილი არსებობს.

შედარებაზე დაფუძნებული შეფასებები პოლარიზაციას ბადებს.

წონასწორული ძალები პოლარიზაციას საპირისპიროთა შეჯახების გზით ანეიტრალებს.

საგანი ან თვისება, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, საპირისპირო


თვისებების ობიექტებს იზიდავს.

ქანქარის წესია: „გააკეთე ჩემსავით!“

ტრანსერფინგის წესია: ნება მიეცი საკუთარ თავს და სხვებს, იყოს ის, ვინც არის.

451
პოლარიზაციას ტრანსერფინგის წესი ანეიტრალებს.

გაცნობიერებულობა: მოცემულ მომენტში არ მძინავს და ნათლად ვაცნობიერებ, ზუსტად ასე


რას, რატომ და რისთვის ვაკეთებ.

ქანქარის პირველი კანონი: ის კონფლიქტის ენერგიის გაზრდისკენ ისწრაფვის.

ქანქარის მეორე კანონი: ის თავისი სტრუქტურის სტაბილიზაციისთვის ყველაფერს აკეთებს.

ქანქარები ორგანიზებული სტრუქტურების არსებობას კოორდინაციას უწევენ.

ნების (განზრახვის) დამონება: სტრუქტურა განსაზღვრავს ადამიანს უნდოდეს ის, რაც საჭიროა.

სტრუქტურის დამაზომბირებელი გავლენისგან გასათავისუფლებლად მოთამაშე მაყურებლის


როლი უნდა მოვირგოთ.

მიზნის მიღწევის პროცესი ევოლუციის ძრავას წარმოადგენს.

ადამიანი სტრუქტურაში თავს კარგავს და აღარ ესმის, ვინ არის და რა სურს.

დამოკიდებულება წარმოიქმნება იმის გამო, რომ ყურადღების ისარი ქანქარის ყულფში ექცევა.

დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად ყურადღების გადატანა, მისი სხვა მიზანზე


გადართვა, სცენარის და დეკორაციის შეცვლაა საჭირო.

ეპოქის ქარიზმა ადამიანთა ჯგუფის განზრახვით მოიზიდება, როგორც ღრუბელი ვარინტთა


სივრციდან.

ნებისმიერი ენერგეტიკული კრედიტის მიღებისას, განზრახვის დეკლარაცია განაცხადეთ.

ქანქარასთან გამარჯვება შეუძლებელია - ან საშიშ თამაშზე უარი უნდა თქვათ, ან საკუთარი


ჩაიფიქროთ, რათა ქანქარის ფავორიტი გახდეთ.

საკუთარი თამაში რომ ჩაიფიქროთ, საკუთარ თავს ნება უნდა დართოთ, იყოს ის, ვინც არის.

452
თავი XVII - ღმერთების ზმანება

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

მე ვზრუნავ საკუთარ სამყაროზე.

რეალობის ორი იერსახე

ადამიანებმა უხსოვარი დროიდან შეამჩნიეს, რომ სამყაროს ორი იერსახე აქვს. ერთი მხრივ, ის,
რაც მატერიალურ დონეზე ხდება, მეტ-ნაკლებად გასაგები და ახსნადია ბუნების კანონების
თვალსაზრისით. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ნატიფი დონის მოვლენებთან გვიწევს შეხება,
ეს კანონები აღარ მუშაობს. რატომ არ ხერხდება რეალობის სხვადასხვა გამოვლინებების
ცოდნის ერთ სისტამაში გაერთიანება?

უცნაური სურათი იხატება: სამყარო თითქოს დამალობანას ეთამაშება ადამიანს და თავისი


ჭეშმარიტი არსის გამჟღავნება არ სურს. მეცნიერები ერთი მოვლენის ამხსნელი კანონის
აღმოჩენას ვერ ასწრებენ, რომ უმალ მეორე მოვლენას ხვდებიან, რომელიც ამ კანონის
საზღვრებში ვერ თავსდება. და ჭეშმარიტების კვალდაკვალ ეს დევნა, რომელიც ჩრდილივით
სხლტის ხელიდან, შეუსვენებლად გრძელდება. მაგრამ აი რა არის საინტერესო: სამყარო
უბრალოდ კი არ მალავს თავის ჭეშმარიტ სახეს - ის სრული მზადყოფნით ირგებს იმ იერსახეს,
რომელსაც მას მიაწერენ.

ასე ხდება ბუნებისმეტყველების ყველა სფეროში. მაგალითად, თუ მიკროსამყაროს ობიექტს


ნაწილაკის სახით მოვიაზრებთ, აუცილებლად ვიპოვით ექსპერიმენტებს, რომლებიც ამას
ადასტურებს. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ეს ნაწილაკი კი არა, ელექტრომაგნიტური ტალღაა,
სამყარო არ შეგვეწინააღმდეგება და მონდომებით გამოავლენს თავს შესაბამისი სახით.

ასეთივე წარმატებით შეიძლება სამყაროს შევეკითხოთ: რისგან შედგება მისი შემადგენელი


სუბსტანცია, - მატერიისგან, რომელსაც წონა გააჩნია? და ის გიპასუხებთ - დიახ. მაგრამ იქნებ,
მაინც ენერგიისგან? და პასუხი კვლავ დადებითი იქნება. ვაკუუმში, როგორც ცნობილია, უწყვეტად
მიმდინარეობს მიკრონაწილაკების გაჩენის და ანიჰილაციის პროცესი - ენერგია მატერიად
იქცევა და პირიქით.

სამყაროსთვის იმის კითხვაც აღარ ღირს, რომელია პირველადი: მატერია თუ ცნობიერება. ის


კვლავ ეშმაკურად შეიცვლის ნიღაბს და იმ მხარით მოგვიბრუნდება, რომლის დანახვაც გვსურს.
სხვადასხვა სწავლების წარმომადგენლები ერთმანეთში კამათობენ და ურთიერთსაპირისპირო
თვალსაზრისებს უმტკიცებენ ერთმანეთს, რეალობას კი აუღელვებლად გამოაქვს ვერდიქტი:
ისინი, ყველა, ფაქტობრივად მართლები არიან.

გამოდის, სამყარო არა მარტო გვისხლტება, არამედ გვეთანხმება კიდეც, სხვა სიტყვებით,
სარკესავით იქცევა. მასში ფაქტობრივად რეალობის შესახებ ჩვენი წარმოდგენები აირეკლება,
როგორიც არ უნდა იყოს ისინი. მაგრამ რა გამოდის: რეალობის ბუნების ახსნის ყოველგვარი
მცდელობა ამაოა? სამყარო ხომ ყოველთვის დაგვეთანხმება იმაზე, რასაც მასზე ვფიქრობთ,
თანაც იმავდროულად პირდაპირ პასუხს მუდამ აირიდებს თავიდან.

453
სინამდვილეში, გაცილებით მარტივადაა საქმე. არაა საჭირო მრავალწახნაგოვანი რეალობის
ცალკეულ გამოვლინებებში აბსოლუტური ჭეშმარიტების ძიება. მხოლოდ იმ ფაქტის მიღებაა
აუცილებელი, რომ რეალობა დუალური სარკის მსგავსია - მას ორი მხარე აქვს: ფიზიკური,
რომლის ხელით შეხება შეიძლება, და მეტაფიზიკური, აღქმის ზღვარს მიღმა მყოფი, მაგრამ
არანაკლებ ობიექტური. თანამედროვე მეცნიერებას საქმე აქვს იმასთან, რაც სარკეში
აირეკლება, ეზოთერიკა კი მისთვის მეორე მხრიდან შეხედვას ცდილობს. სწორედ ამაზეა
მთელი მათი კამათი. და მაინც, რა იმალება იქ, დუალური სარკის მეორე მხარეს?

სარკის მეორე მხარეს ვარიანტების სივრცეა - ინფორმაციული სტრუქტურა, სადაც ყველა


შესაძლო მოვლენის სცენარი ინახება. ვარიანტთა რაოდენობა უსასრულოა, ისევე როგორც
საკოორდინაციო სისტემაში წერტილის შესაძლო მდებარეობის რაოდენობაა უსასრულო. იქ
ყველაფერი ჩაწერილია, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება. ნებისმიერი მოვლენა, რაც ჩვენს
რეალურ სამყაროში ხდება, ვარიანტთა სიმრავლიდან ერთ-ერთის მატერიალურ რეალიზაციას
წარმოადგენს.

ერთი შეხედვით, ეს ძნელი დასაჯერებელია. სად მდებარეობს ვარიანტთა სივრცე? საერთოდ


როგორაა ეს შესაძლებელი? ჩვენი სამგანზომილებიანი აღქმის თვალთახედვით ის ყველაგანაა
და იმავდროულად არსადაა. შესაძლოა, ის ხილული სამყაროს მიღმაა, ან შესაძლოა, თქვენს
ყავის ჭიქაშია. ყოველ შემთხვევაში, მესამე განზომილებაში არაა.

პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ყველანი იქ ყოველ ღამე მივემგზავრებით. სიზმრები
სულაც არაა ილუზია ჩვეულებრივი გაგებით. ადამიანი სიზმრებს უპრობლემოდ აკუთვნებს
ფანტაზიის სფეროს და არც კი ეჭვობს, რომ ისინი რეალურ მოვლენებს ასახავს, რომლებიც
შეიძლებოდა მომხდარიყო წარსულში ან მომავალში.

ცნობილია, რომ ძილში ადამიანს შეუძლია დააკვირდეს ისეთ სიუჟეტებს, რომლებიც თითქოს
ამქვეყნიური არაა. ამასთან სრულიად ნათელია, რომ მსგავსის ნახვა არსად შეეძლო. თუ
სიზმარი - ჩვენი ტვინის მიერ რეალობის გარკვეული იმიტაციაა, მაშინ საიდან მოდის ყველა ეს
წარმოუდგენელი სურათი და სიუჟეტი?

თუ პირობითად ადამიანის ფსიქიკაში ყველაფერ ცნობიერს გონებას მივაკუთვნებთ, ხოლო


ქვეცნობიერს სულს, შეიძლება ითქვას, რომ სიზმარი - სულის ვარიანტთა სივრცეში
განავარდებაა. გონება კი არ წარმოიდგენს თავის სიზმრებს - ის მათ სინამდვილეში ხედავს.
სულს საინფორმაციო ველთან უშუალო წვდომა აქვს, სადაც ყველა „სცენარი და დეკორაცია“
სტაციონარულად ინახება, როგორც კინოლენტაზე კადრები. დროის ფენომენი, ანუ მოვლენათა
განვითარება, მხოლოდ „კინოლენტის“ მოძრაობის პროცესში ვლინდება. გონება
დამკვირვებლად და „იდეების გენერატორად“ გვევლინება.

მახსოვრობას ასევე პირდაპირი დამოკიდებულება აქვს ვარიანტთა სივრცესთან. უკვე


დამტკიცებულია, რომ ტვინს ფიზიკურად არ შეუძლია მთელი ინფორმაციის დატევა, რომელსაც
ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში აგროვებს. მაინც რა გზით იმახსოვრებს ამ ყველაფერს?
საქმე იმაშია, რომ ტვინი თავად ინფორმაციას კი არ ინახავს, არამედ ვარიანტთა სივრცეში
მონაცემების მისამართებს.

454
გონებას რაიმე ახლის შექმნა არ ძალუძს. მას მხოლოდ სახლის ახალი ვერსიის შექმნა შეუძლია
ძველი კუბებისგან. გონება ყველა სამეცნიერო აღმოჩენას და ხელოვნების შედევრებს
ვარიანტთა სივრციდან იღებს სულის მეშვეობით. ნათელხილვაცა და ინტუიციური ცოდნაც
იქიდან მოდის.

„სამეცნიერო აღმოჩენები - წერდა აინშტაინი, - ლოგიკური გზით არ ხდება, ლოგიკურ ფორმას


ის მხოლოდ შემდეგ იძენს, ჩამოყალიბებისას. აღმოჩენა, ყველაზე მცირეც კი - ყოველთვის
შთაგონებაა. შედეგი გარედან და სრულიად მოულოდნელად, თითქოს ვიღაცის კარნახით
მოდის“.

ვარიანტთა სივრცის საერთო საინფორმაციო ველის ცნობილ კონცეფციასთან არევა არ ღირს,


სადაც ერთი ობიექტიდან მეორესთან მონაცემების გადაცემაა შესაძლებელი. ვარიანტთა სივრცე
- სტაციონარული მატრიცაა - სტრუქტურა, რომელიც ყველაფერს განსაზღვრავს, რაც არის და
შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენს სამყაროში.

ოფიციალურ მეცნიერებას ჯერჯერობით ვარიანტთა სივრცის არსებობის არც ახსნა, და არც


დამტკიცება არ ძალუძს. პირიქით, ის ყოველნაირად ეცდება ტრანსერფინგის მოდელის
დისკრედიტირებას, რაც გასაკვირი არაა, ოფიციალური მეცნიერება ხომ - ტიპიური ქანქარაა.
ზოგადად, მეცნიერებას, მთელი მისი უდავო ღირსებითა და მიღწევებით, ახასიათებს
გაანადგუროს ყველაფერი, რაც მის ჩარჩოებში არ ჯდება. აუხსნელ მოვლენებთან შეხვედრისას,
ის თავის გრანიტის კვარცხლბეკზე გამაგრებას ყველანაირად შეეცდება და ამისთვის არც
ოპონენტების შარლატანობაში დადანაშაულებას, არც ფაქტების გაყალბებას ან უბრალოდ
ცხადის იგნორირებას მოერიდება. თუმცა მოიძებნა ერთი ადამიანი, აკადემიკოსი ვიაჩესლავ
ბრონიკოვი, რომელმაც სრულიად წარმოუდგენელის მეტადრე ცხადთან შეთავსებით
მეცნიერების აბსოლუტურად გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენება მოახერხა.

ბრონიკოვის მიერ დაარსებული ადამიანის განვითარების საერთაშორისო აკადემიის


აღსაზრდელი ბავშვები ისეთ უნარებს ავლენენ, რომლებიც მართლაც არანაირ ჩარჩოში არ
თავსდება. ისინი დახუჭული თვალებით ისევე ხედავენ, როგორც გახელილით, მათ უზარმაზარი
მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრება შეუძლიათ, ნათელხილვის უნარს ფლობენ, შორს
მყოფ ობიექტებს კი ისე ათვალიერებენ, თითქოს ტელესკოპით უყურებდნენ. ეს რთული
დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - ისინი კედლის მიღმა ხედავენ, თითქოს ის არც კი
არსებობს. როგორ ახერხებენ ამას?

პირდაპირი ხედვის ეფექტის კვლევისას, ნეიროფიზიოლოგები თავიანთ დაკვირვებას ასე


აღწერენ. „ჩვეულებრივი ხედვისას აპარატურაზე ფიქსირდება სიგნალის შესვლის ადგილი, მისი
გადაადგილება ტვინში და გადამუშავება. პირდაპირი ხედვისას სიგნალის შესვლის ადგილი და
ტვინში სიგნალის გადაადგილება არ ფიქსირდება, მაგრამ სიგნალის გადამუშავება
აპარატურაზე მკაფიოდ ჩანს. ყველა ჩვენი მცდელობა, დავბლოკოთ სიგნალის ტვინში შესვლა,
უარყოფით შედეგს იძლევა. ჩვენ რაღაც აღმოვაჩინეთ, რაც მისი ფიზიკური პარამეტრების
გათვალისწინებით თვისებებს ავლენს ელექტრომაგნიტურ პროცესებთან კავშირის
დამოუკიდებლად“.

455
გამოდის, რომ ტვინს თავად შეუძლია ხედვა, მხედველობის აპარატისგან დამოუკიდებლად,
ამასთან ინფორმაციის მიღების გზა უცნობია. როგორ გავიგოთ ეს? ბრონიკოვი მოცემულ
ფენომენს ადამიანის ცნობიერებასა და იმას შორის კავშირის არსებობით ხსნის, რასაც ის
ზეცნობიერებას უწოდებდა. „ზეცნობიერება, - წერს ის, - ესაა რაღაც, რაც ადამიანის გარეთ
იმყოფება, გარკვეული გარემოა“. თქვენ ალბათ მიხვდით, რომ ტრანსერფინგში ამ გარემოდ
ვარიანტთა სივრცე მოიაზრება. თუმცა, რა განსხვავებაა, მას რას ვუწოდებთ? არსი იგივე რჩება.
გონება, ან, თუ გნებავთ, ტვინი, სულის მეშვეობით „ხედავს“ იმას, რაც ვარიანტთა სივრცეში
იმყოფება. თვალები ფიზიკურ რეალობას აკვირდება. ტვინი კი პირდაპირი ხედვის შემთხვევაში
ინფორმაციის მეტაფიზიკურ ველში ერთვება, სადაც პირდაპირი გაგებით გარშემომყოფი
რეალობის სრული მოდელი ინახება. ამ მონაცემთა ბანკთან წვდომის მოპოვების შემთხვევაში
ობიექტების დათვალიერება იმისდა მიუხედავად შეიძლება, თუ სად იმყოფებიან ისინი - კედლის
უკან, მიწის ქვეშ თუ მრავალი კილომეტრის დაშორებით.

ვარიანტთა სივრცეში არის როგორც მატერიალურ სინამდვილეში უკვე განხორციელებული,


ასევე არარეალიზებული უბნები. პირდაპირი ხედვის მისაღწევად აუცილებელია სწორედ
მიმდინარე რეალიზებული სექტორის აღქმა ვისწავლოთ. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ეს
შეიძლება ინტერპრეტირდეს როგორც თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს განსაკუთრებული
სინქრონიზაცია. აკადემიკოსმა ბრონიკოვმა სპეციალური (და იმვდროულად ძალზე მარტივი)
სავარჯიშოების მთელი სისტემა შეიმუშავა, რომელიც ნებისმიერ ჩვეულებრივ ადამიანს
საშუალებას აძლევს საკუთარ თავში ეს თვისებები განავითაროს. თქვენ თავად შეგიძლიათ
სურვილის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია ინტერნეტში მოიძიოთ და სცადოთ. ეს
ყველაფერი - რეალურია.

ვარიანტთა სივრცეში ასევე ინახება ინფორმაცია ყველა შესაძლო ვარიანტზე წარსულსა და


მომავალში, ეს კი ნიშნავს, რომ მასთან წვდომა ნათელხილვის შესაძლებლობასაც ხსნის.
პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ვარიანტების უსასრულო რაოდენობა
არსებობს, ამიტომ არარეალიზებული მოვლენების დანახვაც შეიძლება. სწორედ ამ მიზეზის
გამო ნათელმხილველები პროგნოზებში ცდებიან. რადგან იმის დანახვაც შეიძლება, რაც
არასდროს მომხდარა და იმისიც, რაც არასდროს მოხდება.

ამ კუთხით შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - თქვენი მომავალი არავისთვისაა ცნობილი, რადგან


არავის შეუძლია განსაზღვროს, რომელი ვარიანტი რეალიზდება სინამდვილეში. ზუსტად ასევე
არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ სიზმარში სივრცის სწორედ ის უბანი ნახეთ, რომელიც
რეალობაში განხორციელდება.

მშვენიერია - რაკი მომავალი ფატალურად წინასწარ განსაზღვრული არაა, ე.ი. უკეთესის იმედი
ყოველთვის არსებობს. ტრანსერფინგის ამოცანა ის კი არაა, რომ წარსულს დანანებით და
მომავალს შიშით ვუცქიროთ, არამედ საკუთარი რეალობის განზრახვით ფორმირება
შეგვეძლოს.

ადამიანის აზრების ენერგიას გარკვეულ პირობებში ვარიანტთა სივრცის ამა თუ იმ სექტორის


მატერიალიზება შეუძლია. მდგომარეობაში, რომელსაც ტრანსერფინგი სულის და გონების
ერთობას უწოდებს, წარმოუდგენელი ჯადოსნური ძალა - გარეგანი განზრახვა - იბადება და
სწორედ ის აქცევს პოტენციურ შესაძლებლობას სინამდვილედ. ის ყველაფერი, რასაც მაგიას

456
მიაკუთვნებენ, უშუალოდაა დაკავშირებული გარეგან განზრახვასთან. ამ ძალის დახმარებით
ძველი მაგები ეგვიპტურ პირამიდებს აგებდნენ და სხვა მსგავს სასწაულებს ახდენდნენ.

განზრახვას გარეგანი იმიტომ ეწოდება, რომ ის ადამიანის გარეთ მდებარეობს, და ამიტომ მას
გონება ვერ აკონტროლებს. მართალია, ცნობიერების გარკვეულ მდგომარეობაში ადამიანს
მასთან წვდომა შეუძლია. თუ ამ ძლიერ ძალას ნებას დავუმორჩილებთ, შეუძლებელს
შევძლებდით. მაგრამ თანამედროვე ადამიანებმა დიდი ხნის წინ დაკარგეს უნარები,
რომლებსაც ძველი ცივილიზაციების, მაგალითად ატლანტიდის ხალხი ფლობდა. ძველი
ცოდნის ნამსხვრევებმა ჩვენამდე დანაწევრებული ეზოთერული სწავლებებისა და პრაქტიკების
სახით მოაღწია. ამ ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება საკმაოდ რთულია.

და მაინც, სიტუაცია უნუგეშო არაა. ტრანსერფინგში არის ირიბი მეთოდები, რომელთა


მეშვეობით მაინც შესაძლებელია გარეგანი განზრახვის იძულება შემოვლითი გზით იმუშაოს.
ადამიანს საკუთარი რეალობის ფორმირება შეუძლია. მაგრამ ამისთვის გარკვეული წესების
დაცვაა აუცილებელი. ჩვეულებრივი ადამიანური გონება უშედეგოდ ცდილობს იმოქმედოს
გარემოზე სარკეში, მაშინ როდესაც თავად იერსახის შეცვლაა საჭირო. იერსახეს ადამიანის
აზრების მიმართულება და ხასიათი წარმოადგენს. სასურველის განხორციელებისთვის
მხოლოდ სურვილი საკმარისი არაა. დუალურ სარკესთან მოპყრობა უნდა იცოდეთ. და თქვენ
ამას ისწავლით.

მართალია, მოგიწევთ საფუძვლიანად შეარყიოთ ე.წ. „საღი აზრის“ მონოლითი, რომელიც


სინამდვილეში სულაც არაა ასეთი. თუ რეალობის ორი მხარის - ფიზიკურის და მეტაფიზიკურის
- ერთდროულ არსებობას შეეგუებით, ძველი სტერეოტიპები დაინგრევა, მაგრამ სამაგიეროდ
სამყაროს სურათი სულ უფრო მეტად ნათელი ხდება. დუალიზმი ჩვენი რეალობის განუყოფელ
ნაწილად გვევლინება. მაგალითად, სულს კავშირი აქვს ვარიანტთა სივრცესთან, გონებას კი -
მატერიალურ სამყაროსთან. შინაგანი განზრახვა მატერიალურ სინამდვილეს უკავშირდება,
გარეგანი კი - ვარიანტთა სივრცის ვირტუალურ სექტორებს.

როდესაც სარკის ზედაპირზე რეალობის ეს ორი ასპექტი ერთმანეთს ეხება, წარმოიქმნება


ფენომენები, რომლებსაც როგორც წესი პარანორმალურ ან ჯერ აუხსნელ მოვლენებს
მიაკუთვნებენ. ორი იერსახის ასეთი შეხების მკაფიო მაგალითს კორპუსკულურ-ტალღოვანი
დუალიზმი წარმოადგენს, როდესაც მიკროობიექტი ხან ტალღის, ხან კი ნაწილაკის სახით
წარმოდგება. ვაკუუმში მიკრონაწილაკების დაბადება და ანიჰილაცია - ზღვრული
მდგომარეობის კიდევ ერთი მაგალითია, რომელშიც რეალობა ფიზიკურ და მეტაფიზიკურ
ფორმას შორის მერყეობს.

თუმცა, ყველაზე საოცარი მაგალითი თავად ჩვენ ვართ - ცოცხალი არსებები, რომლებიც
ერთდროულად მატერიალურსაც და სულიერსაც აერთიანებს. გარკვეულწილად ჩვენ
გიგანტური სარკის ზედაპირზე ვცხოვრობთ, რომლის ერთ მხარეს ჩვენი მატერიალური
სამყაროა, მეორე მხარეს კი - ვარიანტთა სივრცის შავი უსასრულობაა გადაჭიმული.

ასეთ უნიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას, მინიმუმ წინდაუხედაობაა მხოლოდ ჩვეული


მსოფლმხედველობის ჩარჩოში ცხოვრება და რეალობის მხოლოდ ერთი - ფიზიკური მხარის
გამოყენება. თქვენ გაიგებთ, როგორ უნდა მოექცეთ სამყაროს დუალურ სარკეს, და შეძლებთ ის

457
გააკეთოთ, რაც ადრე შეუძლებლად მიგაჩნდათ. თქვენ დარწმუნდებით, რომ თქვენი
შესაძლებლობები მხოლოდ თქვენი განზრახვითაა შეზღუდული.

ზმანება ცხადში

როდესაც პოტენციური შესაძლებლობა სინამდვილედ ხორციელდება, დუალური სარკის


ზედაპირის მიმართ სიმეტრიული სურათი წარმოიქმნება. სარკის ერთ მხარეს ვარიანტთა
სივრცის მეტაფიზიკური სექტორი მდებარეობს, მეორე მხარეს კი - მისი მატერიალური
რეალიზაცია. ამასთან ყველა ცოცხალი არსება სარკის საზღვარზე ბალანსირებს, რადგან მათი
სხეული და გონება მატერიალურ სამყაროს მიეკუთვნება, სული კი ამ დროს ვარიანტთა
სივრცესთან უწყვეტ კავშირში რჩება.

ჩვენ ყველანი ამ ცხოვრებაში იქიდან მოვედით და იქვე დავბრუნდებით, როგორც კულისებში,


რათა გამოვიცვალოთ და კვლავ სარკის ზედაპირზე აღმოვჩნდეთ ახალი იერსახით. ნიღბების
ამ თეატრში მსახიობები როლების დაუსრულებელ წრებრუნვაში ტრიალებენ. ერთ როლს რომ
შეასრულებს, მსახიობი წუთით კულისებში გარბის, სხვა ნიღაბს იკეთებს და კვლავ თამაშში
ერთვება ისე, რომ ყველაფერი ავიწყდება, რაც კი მისი სცენაზე ბოლო გამოსვლის მომენტამდე
ხდებოდა. მსახიობს იმდენად ითრევს თავისი პერსონაჟის სახე, რომ წარმოდგენას კარგავს იმის
შესახებ, ვინაა სინამდვილეში თავად ის. მაგრამ ხანდახან საფარველი ვარდება, და ადამიანი
უცებ გაოცებული აცნობიერებს, რომ აი ეს მისი ცხოვრება პირველი არაა.

ფსიქიატრიის ამერიკელმა პროფესორმა იან სტივენსონმა ძირითადად ბავშვების გამოკითხვით


ორნახევარ ათასზე მეტი წინა ცხოვრების გამოცდილების ოფიციალურად დარეგისტრირებული
მოგონებები შეაგროვა. პატარები ყოველგვარი ჰიპნოზის გარეშე აღწერდნენ თავიანთ
ცხოვრებას შორეულ წარსულში, სხვა ქვეყნებში.

იან სტივენსონის წიგნებში მოყვანილი ფაქტები საინტერესოზე მეტია. დამახასიათებელია ორი


ტყუპი ძმის ისტორია, რომლებიც ერთმანეთს რომელიღაც გაუგებარ ენაზე ესაუბრებოდნენ.
თავიდან ყველა თვლიდა, რომ ეს უბრალოდ ბავშვური ტიკტიკი იყო. ასე გაგრძელდა მანამ,
ვიდრე ბავშვები სამი წლის არ გახდნენ და მშობლები, როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ რაღაც
რიგზე არაა. ძმები ლინგვისტებს აჩვენეს, და მათ გაოცებით აღმოაჩინეს, რომ ბიჭები ძველ-
არამეულად ლაპარაკობდნენ. ეს ენა ფართოდ იყო გავრცელებული ქრისტეს დროს, მაგრამ
ახლა აღარ გამოიყენება.

იუგოსლავიელი გოგონა ერთხელ ავად გახდა და გარკვეული დროის განმავლობაში გონება


დაკარგა. როდესაც გონზე მოვიდა, გარშემომყოფებს ვეღარ ცნობდა და უცხო ენაზე
ალაპარაკდა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს ბენგალურის ერთ-ერთი კილოკავია.
იუგოსლავიელი ბავშვი შინ, ინდოეთში წასვლას ითხოვდა. როდესაც გოგონა მის მიერ
დასახელებულ ქალაქში ჩაიყვანეს, მან საკუთარი სახლი იცნო, თუმცა აღმოჩნდა, რომ
მშობლებიც და „თავად ისიც“ უკვე დიდი ხნის წინ დაიხოცნენ.

ბავშვებთან ასეთი ისტორიები უამრავია. მაგრამ მსგავსი რამ დიდებსაც ემართებათ. ოცდაშვიდი
წლის ქალმა, რომელიც ქმართან ერთად გერმანიაში მოგზაურობდა, გაოცებით აღმოაჩინა,
რომ ცნობს ამ ადგილებს, როგორც მშობლიურს, თუმცა აქ არასდროს ყოფილა. მან საკუთარი

458
სახლიც კი დაინახა და მშობლების და ძმების სახელებიც გაიხსენა. ადგილობრივ ტავერნაში
ქალმა ერთი მოხუციც ამოიცნო, რომელიც მის ოჯახს იცნობდა და მოუყვა ტრაგიკულ
შემთხვევაზე, როდესაც ცხენმა ფლოქვი დაარტყა და მოკლა მათი პატარა ქალიშვილი. ქალმა
მაშინვე მრავალი დეტალით შეავსო მოყოლილი ისტორია.

ანჯეი დონიმირსკიმ თავის წიგნში „ერთხელ ვცხოვრობთ?“ ინგლისელი ფსიქიატრის არნოლდ


ბლეკსმემის ექსპერიმენტები აღწერა, რომელიც ჰიპნოზის მეშვეობით პაციენტებს თავიანთ
წარსულ ცხოვრებაში დაბრუნებას აიძულებდა. ერთ-ერთმა პაციენტმა ქალმა დაწვრილებით
მოუყვა მისი წინა ექვსი განხორციელების შესახებ. პირველში ის იყო ინგლისში რომაელი
მეფისნაცვლის აღმზრდელის ცოლი, შემდეგ ებრაელი მევახშის ცოლი, შემდეგ პარიზში ვაჭრის
სახლში მოსამსახურე, იყო ასევე ესპანელი ინფანტას სეფექალი კასტილიაში, მკერავი
ლონდონში, მონაზონი ამერიკის ერთ-ერთ შტატში. და ეს ყველაფერი ორი ათასი წლის
განმავლობაში. ისტორიკოსებმა საფუძვლიანად შეამოწმეს თარიღები და მოვლენები -
ყველაფერი დადასტურდა.

თუ ამ ფაქტებს ერთიანობაში მოვაქცევთ, ეჭვი თითქმის აღარ დარჩება, რომ რეინკარნაცია


ნამდვილად არსებობს. მხოლოდ ერთი გარემოება ქმნის უხერხულობას: წინა ცხოვრების
მოგონებები რატომ ვლინდება იშვიათ შემთხვევებში ადამიანთა შედარებით მცირე რიცხვში?
ძირითადად ეს ადრეულ ბავშვობაში ხდება, დროთა განმავლობაში კი საერთოდ იშლება
მეხსიერებიდან.

სინამდვილეში მოგონებები კი არ იშლება, არამედ ადამიანის გაცნობიერებულობა იბლოკება.


ყოველს შეუძლია გაიხსენოს თავისი წინა განხორციელებები, თუ ამ ცხოვრებაში გაიღვიძებს,
რომელიც ცხადში ზმანებას წააგავს. ცნობილია, რომ ბავშვს ოთხ წლამდე სიზმრის
რეალობისგან გარჩევა არ შეუძლია. შეიძლება, მას ახსოვს კიდეც წინა ცხოვრებები, მაგრამ მას
ამის გაცნობიერების საშუალებას არ აძლევენ, რადგან გაძლიერებულად ახვევენ თავს
„გონივრულ“ მსოფლმხედველობას.

ასევე, ადამიანს არ შეუძლია ოთხ წლამდე საკუთარი თავის გახსენება. როგორ ფიქრობთ,
რატომ? რადგან ბავშვი „გონიერი არაა“ და თავის თავს ვერ აცნობიერებს? ჰოდა, ეს უდიდესი
საყოველთაო შეცდომაა. სინამდვილეში ბავშვთა გაცნობიერებულობა გაცილებით მაღალია,
ვიდრე დიდების. პირიქით, ეს ზრდასრულები იძირებიან ცხადში არაცნობიერ ზმანებაში,
ამიტომაც არ ახსოვთ არც წინა ცხოვრებები, არც საკუთარი თავი ადრეულ ბავშვობაში. მოდით
გავარკვიოთ, ეს როგორ ხდება.

ახალ სხეულში დაბადებისას, სული უკანა პლანზე გადადის, ამ დროს კი გონება იკავებს წამყვან
ადგილს. და რა არის გონება? დაბადების მომენტიდან - ესაა სუფთა ფურცელი, რაზეც
ყველაფრის ჩაწერა შეიძლება, რაც მოგესურვებათ. ცხოვრების დასაწყისიდანვე ამ ფურცელზე
შაბლონი დაიტანება, რომლის შესაბამისადაც აღიქვამს საკუთარ თავს და გარშემომყოფ
სინამდვილეს ადამიანი. და რაც უფრო მკაფიოდაა ეს შაბლონი გაწერილი, მით უფრო ფართოა
უფსკრული სულსა და გონებას შორის. ადამიანი რეალობას ისე აღიქვამს, როგორც მას ამის
გაკეთება ასწავლეს.

459
გაცნობიერებულობა ორ დონედ შეიძლება გაიყოს: პირველი - ყურადღებაა, მეორე კი - აღქმა.
უშუალოდ დაბადების შემდეგ აღქმა არაფრითაა შებურული. ბავშვს უნარები ფართოდ აქვს
გახსნილი ინტუიციური ცოდნისთვის და ნათელხილვისთვის. სხვა სიტყვებით, მას პირდაპირი
წვდომა აქვს ინფორმაციასთან ვარიანტთა სივრციდან და სამყაროს ისეთს აღიქვამს, როგორიც
ის არის.

თუმცა „სიზმარმხილველი“ უფროსები ახალშობილს საკუთარ ნებას ახვევენ და მასაც ზმანების


ვიწრო ჩარჩოში ტენიან, რასაც თავად ცნობიერ არსებობად მიიჩნევენ. ეს თავისუფლების
შეზღუდვით და ყურადღების ფიქსაციის მეშვეობით კეთდება. ბავშვს აიძულებენ ყურადღება
გაამახვილოს მატერიალური სინამდვილის ატრიბუტებზე: „აქეთ გამოიხედე! მისმინე! ასე ნუ
აკეთებ! ასე გააკეთე!“ როდესაც ყურადღება მოხელთებულია, აღქმის ჰორიზონტი მკვეთრად
ვიწროვდება, გაცნობიერებულობა იკარგება, და ადამიანი იძირება მდგომარეობაში, რომელიც
ბევრით არ განსხვავდება არაცნობიერი ზმანებისგან.

სინამდვილეში, თუ ყურადღება კონცენტრირებულია ნივთების ვიწრო წრეზე, ადამიანი მიდის,


თითქოს მზერა ფეხქვეშ აქვს მიმართული, და ბუნებრივია, საშუალება არ აქვს ირგვლივ
მიმოიხედოს. მსოფლმხედველობის შაბლონი, თავის მხრივ, ადამიანს სტერეოტიპების
პროკრუსტეს სარეცელზე ათავსებს, რომლებიც განსაზღვრავს „როგორ უნდა იყოს ეს
ყველაფერი“. არაცნობიერ ზმანებაში ყურადღების და აღქმის ასეთი ფიქსაცია მაქსიმალურ
დონეს აღწევს. ადამიანი სიტუაციას საკუთარი უსუსურობის განცდით იღებს ისეთს, როგორიც
არის და მათზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. შედეგად სიზმარმხედველი მთლიანად
გარემოებათა ტყვეობაში იმყოფება, სიზმარი მას „შეემთხვევა“, და მას არაფრის გაკეთება არ
ძალუძს. სცენარი სპონტანურად ვითარდება, შიშების და მოლოდინების შესაბამისად.
მოლოდინები და აზრები უმართავად მიედინება.

გაცნობიერებულ სიზმარში გაცნობიერებულობის დონე უკვე უფრო მაღალია, სიზმარმხილველს


ნებელობითი ძალისხმევით მოვლენათა მიმდინარეობაზე ზემოქმედება შეუძლია. საკმარისია
ადამიანმა გაიაზროს, რომ ეს მხოლოდ სიზმარია, რომ მას გასაოცარი უნარები ეხსნება.
გაცნობიერებულ სიზმარში არაფერია შეუძლებელი - შეიძლება მოვლენათა მართვა და
წარმოუდგენელის გაკეთება, მაგალითად ფრენა. ეს კი იმიტომ, რომ ყურადღება და აღქმა
ფიქსაციისგან გათავისუფლდნენ - ადამიანმა, თითქოს თავი ასწია, მიმოიხედა და გააცნობიერა
თავისი მდგომარეობა.

ცხადში, რაც არ უნდა უცნაური იყოს, გაცნობიერებულობის დონე კვლავ დაბლა იწევს. ადამიანის
აზრები უმეტესწილად სპონტანურად დაქრის. ერთი თემიდან მეორეზე ხტება. ის, რაც აწუხებს,
ადარდებს ან აღიზიანებს, როგორც წესი მთლიანად ეპატრონება ცნობიერებას და გამუდმებით
იგრძნობა ამა თუ იმ ხარისხით. ასეთი აზრების მართვა რთულია. ცუდი მოლოდინები და
ნეგატიური რეაქციები ადამიანის ნებისგან დამოუკიდებლად მის რეალობას ქმნის. აღქმა და
ყურადღება პრობლემებით, დამთრგუნველი ფიქრებით, გარემოებებით ფიქსირდება. შედეგად
ადამიანი იძირება თავის პრობლემებში, როგორც ცხად სიზმარში. აი, ასე ხდებიან
„ზრდასრულები“.

მოწიფული ადამიანი ბავშვს გონიერების არ მქონედ მიიჩნევს, რადგან ის არ ეწერება მის


სიზმარში. რა თქმა უნდა, ბავშვს უნდა ასწავლონ, როგორ იარსებოს მისთვის ახალ პირობებში.

460
მაგრამ ამასთან ერთად აუცილებლად წარმოიქმნება პარადოქსი: რაც უფრო კარგად ითვისებს
ბავშვი ქცევის წესებს მატერიალური სამყაროს ვიწრო საზღვრებში, მით უფრო დაბლა ეცემა
გაცნობიერებულობის დონე, რასაც მოჰყვება მოვლენათა მიმდინარეობაზე ზემოქმედების და
რეალობის მეტაფიზიკური მხარის აღქმის უნარის დაკარგვა.

ზრდასრულები თავისივე თამაშის, შედეგად კი გარემოებების ტყვეები გახდნენ იმ მომენტიდან,


როგორც კი მათი სერიოზულად აღქმა დაიწყეს და პრობლემებში თავით გადაეშვნენ. ბავშვი კი
თამაშის სრულუფლებიანი ბატონია. მისი გაცნობიერებულობა უფრო მაღალია, რადგან მას
ყოველ მომენტში ახსოვს, რომ ეს მხოლოდ თამაშია. მისი მნიშვნელოვნება დაბალ დონეზეა,
რადგან მას ახსოვს, რომ ეს მხოლოდ თამაშია. და ის გარედან მოქმედებს, იმავდროულად
აკვირდება როგორც მაყურებელი, რადგან ისევ და ისევ აცნობიერებს, რომ ეს მხოლოდ
თამაშია.

დიდებისთვის თამაშები დამთავრდა, ცხოვრება - სერიოზული საქმეა. ერთი მხრივ, ეს სწორია,


მაგრამ მეორე მხრივ - ასეთი დამოკიდებულება არსებობას ცხადში არაცნობიერ ზმანებად
აქცევს. რა თქმა უნდა, ადამიანმა იცის, რომ მოცემულ მომენტში მას არ სძინავს, არამედ ღვიძავს.
მაგრამ რას ცვლის ეს? სურვილები ხომ არ სრულდება, ოცნებები არ ხდება, სამაგიეროდ უარესის
მოლოდინი, თითქოს სპეციალურად, მართლდება. ცხოვრება თავისთვის მიედინება, როგორც
გამოვა, და არა როგორც გვინდა, ისე. ჰოდა გამოდის, რომ გაცნობიერებულ სიზმარში ადამიანი
თავისი რეალობის ბატონია, ხოლო ცხადში - უსუსური. ყველაფერი შედარებითია.

სიზმრის მართვის უნარი რეალურ სინამდვილესთან შედარებით სიზმარში ადამიანის მიერ


საკუთარი თავის გაცნობიერების შედეგად ვლინდება. ცნობიერების ამ მოცემულ საფეხურზე
ადამიანს საყრდენი წერტილი გააჩნია - რეალობა, რომელშიც დაბრუნება შეუძლია გაღვიძების
შემდეგ. რეალობა, თავის მხრივ, ცხადში არაცნობიერი სიზმრის მსგავსია - ცხოვრება „ხდება“.
ადამიანს არ ახსოვს თავისი წინა ცხოვრებები და არ აქვს საყრდენი წერტილი, რომლის
მიმართაც შეიძლება ცნობიერების შემდეგ საფეხურზე ასვლა.

გაცნობიერებულ სიზმარში თქვენ იხსენებთ, ვინ ხართ სინამდვილეში. თქვენ ის ხართ, ვინც
სიზმარს ხედავს. თქვენ აცნობიერებთ, რომ საკმარისია გაიღვიძოთ, და ყველა ხილვა გაქრება.
მაგრამ შეიძლება სიზმარში დარჩენა, და განზრახვით მისი მიმდინარეობის წარმართვა. მანამ,
სანამ არ აცნობიერებთ, რომ სიზმარს ხედავთ და არ გახსოვთ თქვენი საყრდენი წერტილი,
თქვენ მთლიანად სიზმრის ძალაუფლების ქვეშ ხართ. თქვენ გარემოებათა დამოკიდებულებაში
ხართ, განსაზღვრულობის ფუტლიარში.

რეალობა სიზმრისგან იმით განსხვავდება, რომ მასში გამუდმებით ბრუნდებით. რათა


განსაზღვროთ, სიზმარია თუ ცხადი, ათვლის საწყისის არჩევაა საჭირო, რადგან სიზმარიც, და
რეალობაც ფარდობითია. სიზმრები არარეალურია რეალობასთან მიმართებით. ხოლო რის
მიმართ არის არარეალური თავად რეალობა? სადაა რეალობის ათვლის საწყისი?

სიკვდილით თქვენ ათვლის ამ საწყის წერტილს უბრუნდებით. მაგრამ ყოველ ჯერზე, თავიდან
დაბადებისას, ივიწყებთ საწყის პუნქტს და ახალ ზმანებაში - შემდეგ ცხოვრებაში - იძირებით.
თქვენ რომ გაგეხსენებინათ, ვინ ხართ სინამდვილეში, გააცნობიერებდით, რომ შეგიძლიათ ამ
თქვენი ზმანების - ცხოვრების მართვა.

461
ეს რთული გასაკეთებელია. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ამისთვის სამყაროს აღქმის
შაბლონის შეცვლაა საჭირო. ეს გონებაში ამოტვიფრული თავისებური ტრაფარეტია და მისი
წაშლა ან შესწორება შეუძლებელია. მხოლოდ ახლის, დამატებითის შექმნაა შესაძლებელი,
რისთვისაც პირველ ყოვლისა წინასგან გონების გათავისუფლება, მოწყვეტაა საჭირო. გონება
თავის შაბლონს ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში წყდება, რომელიც ძილის დროს ან
ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედებით დგება.

ცნობიერების ნორმალურ მდგომარეობაში სული და გონება სინქრონულად არიან მომართული


ვარიანტთა სივრცის რეალიზებულ სექტორზე. გონება მატერიალურ სინამდვილეს აკვირდება,
თითქოს ფანჯრიდან იყურება. ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში
გონება კონტროლს უშვებს, სინქრონულობა ირღვევა, და სული ვარინტთა სივრცის
არარეალიზებულ ნაწილში გადაიხრება. შედეგად ადამიანი, რომელიც რეალურ სამყაროში
იმყოფება, გადახრის ხარისხის მიხედვით მას სრულებით სხვაგვარად აღიქვამს.

მარტივად რომ ვთქვათ, მთვრალს შეუძლია მისთვის კარგად ნაცნობი სახლი ან ქუჩა უცნაური
იერსახით ნახოს, როგორც ეს სიზმარში ხდება. მისი გონება სურათს სივრცის ახლომდებარე
არარეალიზებული სექტორებიდან აკვირდება, სადაც დეკორაციები უკვე სხვაა. იქ კი რაც
გნებავთ, ყველაფერი შეიძლება იყოს. მაგალითად, ადამიანი ვერაფრით პოულობს კარს,
რადგან ძველ ადგილზე ვერ ხედავს. გარემო შეიძლება საშინლად გამოიყურებოდეს, როგორც
კაპიტალური რემონტის დროს, და მისი ცნობა შეუძლებელი ხდება. ნაცნობებიც შეიძლება
სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდნენ. რეალობაში ყველაფერი ძველებურად დარჩა,
მაგრამ ადამიანი არარეალურ დეკორაციებს ხედავს, რადგან მისი აღქმა ვარიანტთა სივრცის
სხვა ნაწილს „უმზერს“.

არაცნობიერ სიზმარში გონების კონტროლი კიდევ უფრო სუსტდება, ამიტომ ითვლება, რომ
სული საკმაოდ დაცილებულ სექტორებში მიფრინავს, სადაც სცენარები და დეკორაციები
სრულიად წარმოუდგენელი სახისაა. იქ ყველაფერი შესაძლებელია, სამოთხით დაწყებული და
ისეთი ჯოჯოხეთით დამთავრებული, რომელთან შედარებითაც კუპრის ქვაბიანი ეშმაკები -
სანატორიუმია. სიზმრის მხედველი შეიძლება აღმოჩნდეს უზარმაზარი მექანიზმებით სავსე
ტექნოგენურ სამყაროში. ან მოხვდეს სამყაროში, რომელიც ცხოველთა სასაკლაოს გავს, სადაც
ჭუჭყის და უმი ხორცის გორების მეტი არაფერია. ან უცხო ქალაქში აღმოჩნდე, სადაც მხოლოდ
ის დაგრჩენია, სასოწარკვეთილმა უცხო ქუჩებში იარო და არც კი იცოდე, სად მოხვდი და საით
უნდა წახვიდე. იქაური ადამიანები შეიძლება მახინჯები და არანორმალურები იყვნენ, ცხოველები
კი - ცოფიანები.

ასეთი სიზმრიდან გამოფხიზლებული ადამიანი უდიდეს შვებას გრძნობს: „ღმერთო, რა


ბედნიერებაა, რომ ეს მხოლოდ სიზმარია!“ დიახ, ეს სიზმარია, მაგრამ არა ილუზია ჩვეულებრივი
გაგებით, არამედ არარეალიზებული მეტაფიზიკური რეალობა. და ყველაზე საშინელი აქ ისაა,
რომ სიზმარმხედველს ყველა ეს ვირტუალური პერსონაჟი ხედავს და შეუძლია ყველაფერი
გაუკეთოს, მისი შიშების და მოლოდინების შესაბამისად. ღმერთმა არ ქნას, ადამიანი ასეთ
რეალობაში გაიჭედოს.

462
სხვათა შორის, ორბიტაზე მყოფი კოსმონავტებიც ძალზე არამიწიერ სიზმრებს ხედავენ.
მაგალითად, გენადი სტრეკალოვი თავის გამოქვეყნებულ დღიურებში წერს: „უცნაურ სიზმრებს
ვხედავ. ხანდახან მიკვირს - არავითარი მოტივაცია და კავშირი არაა. როგორც ჩანს, თავის ტვინი,
როგორც ზერთული კომპიუტერი, დაღლილობისგან ხარვეზებით მუშაობს ან მასში გარედან,
სამყაროს საინფორმაციო ველიდან შედის ინფორმაცია, სადაც ყველაფერი ჩაწერილია და
სამუდამოდაა შენახული“. როგორც ჩანს, ამ სიზმრების შემდეგ, რომლებიც ვერაფრით
დაიბადებოდა ჩვეულებრივი ადამიანური ცნობიერების ჩარჩოებში, კოსმონავტს არ გააოცებს
ტრანსერფინგის პოსტულატი ვარიანტთა სივრცის არსებობის შესახებ.

ადამიანური აღქმის მოდელი კარგადაა გადმოცემული კარლოს კასტანედას და თეუნ მარეზის


წიგნებში. მათთან აღწერილია, როგორ წარმოედგინათ ეს ტოლტეკებს - ატლანტიდის ბოლო
წარმომადგენლებს. მათი სწავლების მიხედვით ადამიანს გარს აკრავს უამრავი ბოჭკოსგან
შემდგარი მანათობელი ენერგეტიკული პარკი. დაახლოებით ბეჭების დონეზე ყველა ბოჭკო
ერთიან ფოკუსში იყრის თავს, რომელსაც შეკრების (ფიქსაციის) წერტილი ეწოდება. შეკრების
წერტილის მდებარეობა განსაზღვრავს აღქმის ორიენტაციას.

თუ მოცემულ მოდელს ტრანსერფინგის კონცეფციასთან შევათავსებთ, მივიღებთ, რომ შეკრების


წერტილის ნორმალურ მდგომარეობაში ადამიანი ჩვეულ რეალობას აღიქვამს. ასეთ
მდგომარეობაში რეალიზებული სინამდვილე ვარიანტთა სივრცის შესაბამის სექტორს ემთხვევა.
თუ წერტილი გვერდით წანაცვლდა, სინქრონიზაცია დაირღვევა და ადამიანი
არარეალიზებული უბნის აღქმას შეძლებს. ჩვეულებრივ ადამიანებს შეკრების წერტილი მყარად
აქვთ დაფიქსირებული. როდესაც ამა თუ იმ მიზეზით ფიქსაცია ირღვევა, და წერტილი
„სეირნობას“ იწყებს, ადამიანს ნათელხილვის უნარი უჩნდება. და, რა თქმა უნდა, სიზმრები
სწორედ შეკრების წერტილის წანაცვლებითაა გამოწვეული. მნიშვნელოვანია, რომ აღქმის ეს
ფოკუსი არა მარტო წანაცვლდეს გვერდით, არამედ თავის ადგილს დაუბრუნდეს. წინააღმდეგ
შემთხვევაში, თუ ის არაბუნებრივ მდგომარეობაში გაიჭედება, ფსიქიკას ემართება ის, რასაც
შეშლილობას უწოდებენ.

ის, ვისაც თავისი შეკრების წერტილის გამიზნულად გადაადგილება ეხერხება, რეალობის,


როგორც გაცნობიერებული სიზმრების, მართვა შეუძლია. ასეთი უნარი თავისთავად
გამოვლინდება, თუ რეალობის მიმართ საყრდენ წერტილს დავიბრუნებთ, ანუ გავაცნობიერებთ,
ვინ ვართ სინამდვილეში. ეს რთული ამოცანაა. ცნობილი გასხივოსნებულების თითებზე
ჩამოთვლა შეიძლება. გასხივოსნება წააგავს იმას, თავიდან უცნობი ქალაქის ვიწრო არეული
ქუჩებით რომ მიიკვლევ უშედეგოდ გზას, შემდეგ კი ცაში აფრინდები და არემარეს, თითქოს
ხელისგულზე გედოს, ზემოდან აკვირდები და მიზნისკენ მიმავალი გზაც უცებ ხდება ცხადი.

ტრანსერფინგი თქვენ ცაში არ აგაფრენთ, მაგრამ ის მარშრუტს მიგითითებთ, რომლითაც


დახუჭული თვალებითაც კი შეძლებთ გადაადგილებას. სიზმარში რომ გაიღვიძოთ, ათვლის
წერტილია საჭირო. თქვენ გესმით, რომ ეს სიზმარია, როდესაც იხსენებთ, რომ სხვა - ნამდვილი
რეალობაც არსებობს. ათვლის წერტილად შეიძლება გამოდგეს ცოდნა, რომ ცხოვრებაში
გაცნობიერებულობის ერთი საფეხურით თუ არა, ნახევარი საფეხურით ამაღლება შეიძლება, ეს
კი ცოტა არაა.

463
აი, ქუჩას მიუყვებით, ან ვინმეს ესაუბრებით, ან ყოველდღიური საქმეებით ხართ დაკავებული.
გაიღვიძეთ! გარშემო მიმოიხედეთ, ფხიზლად შეხედეთ მოვლენებს. თქვენ შეგიძლიათ თქვენი
განზრახვით საკუთარი სამყარო საჭირო კალაპოტში მიმართოთ. თქვენ საკუთარი რეალობის
მართვა შეგიძლიათ. ეს არ იქნება იმის მსგავსი, როგორც სიზმარში ხდება, როდესაც სიუჟეტი
თქვენი ნების უმცირესი სურვილის შესაბამისად პლასტიკურად იცვლება. მატერიალური
რეალიზაცია ინერტულია, როგორც ფისი, მაგრამ მისი მართვაც შეიძლება, თუ ტრანსერფინგის
პრინციპებს გამოიყენებთ. და პირველი, რისი გაკეთებაც აუცილებელია - უნდა გამოიღვიძოთ.

რეალობა, როგორც სიზმარი, ისე გააცნობიერეთ. მხოლოდ გაცნობიერებულ სიზმარში


ძალგიძთ სიტუაციის ნამდვილად კონტროლი. როდესაც ზეზეულად გძინავთ, თქვენ სიტუაციას
კი არ აკონტროლებთ, არამედ ქანქარებს ებრძვით. ჩამოდით მაყურებელთა დარბაზში და
დააკვირდით. იმოქმედეთ განყენებულად, გააქირავეთ თავი და დარჩით დამკვირვებელი.

გაცნობიერებულობის დონის შესანარჩუნებლად, აუცილებელია გამუდმებით აკონტროლოთ


თქვენი აზრების მიმართულება. როდესაც ეს ჩვევად გექცევათ, ავტომატიზმში გადავა და
ძალისხმევის გარეშე გააკეთებთ.

სიზმარშიც ხომ ასეა, როდესაც იქ გაიღვიძებთ, აღარ გჭირდებათ ძალისხმევა, რომ გახსოვდეთ
- ეს მხოლოდ სიზმარია. ცხადშიც შეიძლება აზრების მიმართულების კონტროლირების სწავლა.
მაგრამ ამისთვის თავიდან მოგიწევთ სისტემატურად აიძულოთ საკუთარ თავს „გამოიღვიძოთ“,
რათა ჩვევა გამოიმუშავოთ.

როდესაც ცხადში იხსენებთ, რომ განყენებულად უნდა იმოქმედოთ, თქვენ აცნობიერებთ, ანუ
სცენიდან მაყურებელთა დარბაზში ჩამოდიხართ ან სცენაზე რჩებით როგორც მოთამაშე
მაყურებელი. სწორედ ესაა ის ნახევარი საფეხური გაცნობიერება, რომელიც უკვე საკმარისია,
რათა ტრანსერფინგის დანარჩენი პრინციპები შეასრულოთ, რომელთა შორის უმთავრესი,
როგორც ცნობილია წინა წიგნიდან, არის: მნიშვნელოვნების დონის დაქვეითება, ვარიანტების
დინების მიმართულებით მოძრაობა და კორდინაცია. ეს პრინციპები საშუალებას იძლევა
ცხოვრებისეული სიტუაციების ლაბირინთში ბრმადაც კი თავდაჯერებულად იმოძრაოთ და
ათასგვარ უსიამოვნებას აერიდოთ. შემდგომში კი რეალობის მართვის მომდევნო მძლავრ
ინსტრუმენტს - დუალურ სარკეს გაეცნობით.

და ამ თემის დასასრულს კიდევ ერთი კითხვის დასმა შეიძლება: თუ ვარიანტთა სივრცეში სადღაც
არის საყრდენი წერტილი მომდევნო ცხოვრების წინ, რომლის მიმართაც რეალობა შეიძლება
სიზმრად მივიჩნიოთ, მაშინ თავად ამ ათვლის საწყისის საწყისი რაღაა? ცხადია, თავად ღმერთი.
ყოველი ცოცხალი არსების სული - ღმერთის ნაწილია. და ყოველი ცხოვრება - მისი სიზმარი.
შეგვიძლია კითხვის დასმა გავაგრძელოთ: თავად ღმერთს თუ აქვს საყრდენი წერტილი?

ამაზე სხვებმა იმტვრიონ თავი. ასეთივე წარმატებით შეიძლება დავსვათ კითხვა: ხილული
სამყაროს მიღმა თუ არსებობს რამე? ამას ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, ისევე როგორც პეპელა,
რომელიც აფრიკაში აგროვებს ნექტარს, ვერ გაიგებს, რომ ამერიკაც არსებობს და იქაც იზრდება
ყვავილები. განა ეს სამყარო საკმარისად მშვენიერი არაა? რატომ ვითხოვთ მისგან ყველაფრის
ახსნას? ჩვენ ხომ იმ ყვავილების ნექტარითაც შეგვიძლია დავტკბეთ, რომლებიც ხელთ გვაქვს.

464
ღვთის შვილები

უხსოვარი დროიდან ერთმა საყოველთაო ჩვევამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი: ღვთისმოშიშ


მოქალაქეებს მხოლოდ დადებით თვისებებს მიაწერს, ხოლო უღმერთოებს ყოველგვარ
ცოდვაში ადანაშაულებს. უფრო ზუსტად, სწორედ ღვთისმოშიშმა მოქალაქეებმა ჩამოაყალიბეს
ეს სტერეოტიპი - თავისთვის, და იმავდროულად ყველასთვის, როგორც თავიანთი
უდანაშაულობის ერთგვარი პრეზუმფცია. და ეს ყველაფერი იმ დროს, როდესაც ღვთის
სახელით ხდებოდა და ახლაც ხდება საშინელი დანაშაულები, რომელსაც საფუძვლად
თითქოსდა ღვთისთვის სასურველი მიზანი - სხვაგვარად მოაზროვნეთა დევნა - უდევს. და არც
თავად რწმენა აქცევს ადამიანს უცოდველ მართლად.

მაინც საიდან მოდის საკუთარი უცოდველობის ან, უფრო ზუსტად, სიმართლის ასეთი რწმენა,
რომ ათეისტებიც კი მოწიწებით ეთანხმებიან? ასე ვთქვათ, ჩვენ გვწამს, ეკლესიაში დავდივართ,
ვლოცულობთ, ამიტომ ყოველივე სულიერის და ნათლის არსი ვართ, თქვენ კი - უღმერთოები,
ანუ ცოდვებში ხართ ჩაფლული. ჩვენ მართლები ვართ, თქვენ კი - მცდარი.

ამ რწმენის წყარო არის საყრდენი წერტილი, რომელსაც ადამიანს რელიგიის ქანქარა აძლევს.
აქ ყველაფერია: ცოდვათა მიმტევებელი ღვთის გულმოწყალების იმედიც, მონანიებით
დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლებაც, ღვთის სასუფევლის რწმენაც, ასევე ღვთის
დახმარების იმედი და ერთმორწმუნეებთან ერთობის განცდა. ათეისტებს ამ აზრით უფრო
რთულად აქვთ საქმე - მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნონ, და დანაშაულის
გრძნობასაც ვერაფერს უხერხებენ.

მაგრამ რატომ მიისწრაფის ღმერთისკენ ის, რომელიც საკუთარ თავს თავიდანვე მართლად
მოიაზრებს? უმრავლეს შემთხვევაში უზენაესთან არა მის მიმართ სიყვარულს, არამედ შიშის და
დაურწმუნებლობის გრძნობას მიჰყავს ადამიანი. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ
მთელი სულით მიისწრაფიან ღვთისკენ, მაგრამ ეს ილუზიაა. სინამდვილეში ისინი საკუთარი
ეგოსგან გაქცევას ცდილობენ. ეგოში ცუდი არაფერია, და ის მანამდე არ უშლის ხელს, ვიდრე
მას არ აწყენინებენ. ეგოს დამოკიდებულების ურთიერთობები შობს, როდესაც ადამიანი თავს
სხვებს ადარებს და აღმოაჩენს, რომ სრულყოფილებამდე ბევრი უკლია.

ეგოს ერთადერთ მიზანს საკუთარი მნიშვნელოვნების დამტკიცება წარმოადგენს. თუ ეგო ამ


დამტკიცებას ვერ იღებს, ის ნაწყენდება, და ადამიანი სულიერ დისკომფორტს გრძნობს,
რომლისგან გათავისუფლებას ცდილობს. მაგრამ როგორ უნდა შეძლოს ეს? თუ
მნიშვნელოვნების ამაღლებით საქმე არ გამოდის, მაშინ ორი გზა რჩება: ან სადავის მიშვება,
რათა ეგო თავისუფლად გაჭენდეს, ან მისი მთლიანად მოგუდვა. ვინც პირველ გზას ირჩევს -
ეგოისტად იქცევა, ხოლო ვინც მეორე - ალტრუისტად.

ხშირად დისკომფორტისგან გასათავისუფლებლად თავის თავთან მარტო დარჩენილი ეგო


სასოწარკვეთილ ნაბიჯს დგამს - ის საკუთარი თავის უარყოფას იწყებს. ეგო აცხადებს, რომ
საკუთარი თავის სიყვარული - ცუდია, სხვები უნდა უყვარდეს. ადამიანი თავის სულს ზურგს აქცევს
და ღმერთისკენ, ადამიანებისკენ მიისწრაფის, რათა თავისი სიცოცხლე ვინმეს ან რამეს
მიუძღვნას, ოღონდ კი საყრდენი მოიპოვოს. პირიქითაც ხდება, ეგო აგრესიული ხდება, და ასეთ
შემთხვევებში გვევლინებიან დამნაშავეები, არამზადები, ცინიკოსები. ამგვარად, როგორც

465
ნამდვილად სულიერი, ასევე დაცემული პიროვნებები ეგოს შექმნილი არიან, მხოლოდ
პოლარობა აქვთ ურთიერთსაპირისპირო.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ, ღმერთისკენ შებრუნებით, ეგოსგან გათავისუფლდებით. მაგრამ


პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ეგო გიბიძგებთ მისკენ. ღმერთი კი თქვენშია, და
არა თქვენს გარეთ! ღვთის ნაწილი ყველა ცოცხალ არსებაშია, და ამგვარად მართავს ის
სამყაროს. ეგო რომელიღაც აბსტრაქტულ სიმბოლოს სცემს თაყვანს, ხოლო საკუთარ სულს,
ანუ ჭეშმარიტ ღმერთს, ზურგს აქცევს. ქრისტე, მუჰამედი, ბუდა, კრიშნა - ღვთის უმაღლესი
მანიფესტაციებია. ჩვეულებრივ ადამიანი არა უმაღლეს, მაგრამ მაინც იგივე მანიფესტაციას
წარმოადგენს. რა გამოდის, ერთი მანიფესტაცია მეორეს სცემს თაყვანს? ვის სჭირდება ეს?

ღვთისკენ სწრაფვა საკუთარი ეგოსგან გათავისუფლების მიზნით - შინაგანი მნიშვნელოვნების


გზაა. შინაგანი მნიშვნელოვნება მხოლოდ იმ შემთხვევაში ვლინდება, თუ საკუთარ თავს სხვების
სამსჯავროზე გადასცემთ. საკუთარ თავთან დაბრუნება ისე, რომ სხვისკენ არ გაიხედო -
ღვთისკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზაა. თუ საკუთარ თავს სხვათა აზრის გათვალისწინების
აუცილებლობისგან ვათავისუფლებ, მაშინ თვითკმარი ვარ, ჩემი ეგო არსებობას წყვეტს, და
უბრალოდ მთლიანი პიროვნება რჩება. ნუ უსმენთ მათ, ვინც შეცვლისკენ და საკუთარი თავისგან
გარკვეული სტანდარტების შესაბამისი პიროვნების გამოძერწვისკენ მოგიწოდებთ. ისინი
საკუთარი თავის შეცვლას - საკუთარი სულისგან შებრუნებას და ქანქარის წესით მოქმედებას:
„გააკეთე ჩემსავით!“ - გაიძულებენ. საკუთარ თავს მიუბრუნდით, მიიღეთ და ნება მიეცით იყოს
ისეთი, როგორიც არის, ისარგებლეთ თქვენი უფლებით, იყოთ მართალი. სრულად მიუძღვნათ
საკუთარი თავი რომელიღაც აბსტრაქტული ღმერთის მსახურებას, ნიშნავს, საკუთარ სულს
ზურგი აქციოთ. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ რელიგიის ქანქარის თაყვანისცემაა.

ასეთია ტრანსერფინგის თეოსოფია, რომელიც, სხვათა შორის, მის გაზიარებას არავის


აიძულებს. მე აბსოლუტურ ჭეშმარიტებებს არ ვაცხადებ, მხოლოდ ზოგიერთი კანონზომიერების
გამოვლენას ვცდილობ. ყველა უფლებამოსილია, საკუთარი დასკვნები თავად გააკეთოს.

რა თქმა უნდა, რელიგიურ მოღვაწეებს ასეთი მსჯელობა არ მოეწონებათ. თუმცა, მათ შორისაც
განსხვავებული წარმოდგენების მქონე სხვადასხვანაირი ხალხი გვხვდება. რელიგიის ქანქარის
მგზნებარე მიმდევრები ჭეშმარიტი მღვდელმსახურებისგან ნებისმიერი საკითხისთვის საკუთარი
დოგმატების გაავებული დაპირისპირებით განსხვავდებიან. სწორედ ეს აგრესიული ზეწოლა
ავლენს მომენტალურად ქანქარის მიმდევარს. საბედნიეროდ, წავიდა ის დრო, როდესაც ამ
მიმდევრებს სხვაგვარად მოაზროვნეების კოცონზე დაწვა შეეძლოთ. თუმცა რელიგიურ
ნიადაგზე დაპირისპირებები ჯერ კიდევ აქტუალურია, და არც დამთავრდება, რადგან ქანქარის
პირველ კანონს არავინ გააუქმებს.

სინამდვილეში, რელიგია - შუამავლის მეშვეობით ღმერთთან ურთიერთობაა. ნათლისღების,


ჯვრისწერის და დასაფლავების რიტუალი ღვთისმსახურის გარეშე ვერ ჩატარდება. თუმცა არც
ესაა ასე აუცილებელი. განა ღმერთი არ მიიღებს თავის შვილს, თუ ის თავის დროზე არ
მონათლეს? თუ ყოველ ჩვენგანში შემოქმედის ნაწილია, განა ჩვენ მისი შვილები არ ვართ? განა
შუამავალი გჭირდებათ დედასთან და მამასთან ურთიერთობისას? ამ საკითხს ყველა თავისთვის
წყვეტს.

466
რელიგია თავის მიმდევრებთან მიმართებით განსაკუთრებით ხისტ ქანქარას წარმოადგენს და
ამქვეყნიურ სიკეთეებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. როგორც წესი, სულიერ გზებს ცხოვრების
ასკეტურ წესთან აკავშირებენ. გასხივოსნებულებზე ფიქრობენ, რომ თუ ადამიანი სულიერი
სრულყოფის გზაზე დიდ სიმაღლეს აღწევს, მას მიწიერი აღარაფერი აინტერესებს. ნუ
წამოეგებით ამ სატყუარას. ყველას უნდა აინტერესებდეს თავისი მატერიალური მდგომარეობა,
კომფორტი, კეთილდღეობა. თუ ეს ასე არაა, ე.ი. ადამიანი მთლიანად რომელიმე იდეის
მარწუხებშია მოქცეული. ეს იდეა კი, ცხადია, ერთ-ერთ რელიგიურ, ფილოსოფიურ ან კიდევ
რომელიმე „სულიერ“ ქანქარას ეკუთვნის.

ქანქარები მათი მეორე კანონის შესაბამისად მიმდევრებს საკუთარი თავის მთლიანად


სტრუქტურის ინტერესებისთვის მიძღვნას აიძულებს. თუ ადამიანი ამ ანკესს მყარად წამოეგო, მას
მართლაც სხვა აღარაფერი აინტერესებს. ის შეიძლება ილუზიით იყოს შეპყრობილი, რომ
მთელი გულით და სულით მოქმედებს ანუ „ღმერთს ესაუბრება“. სინამდვილეში ასეთი
„გასხივოსნებულის“ სული ყრუ ფუტლიარშია გამომწყვდეული და საკუთარ საჭიროებებს ვერ
ახმოვანებს.

რატომ მოვიდა სული ამ მატერიალურ სამყაროში? რათა არამიწიერი, ზეციური ცხოვრებისთვის


მოემზადოს? ეს სრული სისულელეა! თუ სული ისედაც ზეციდან მოვიდა ამ სამყაროში, რატომღა
სჭირდება მას ისევ ზეციური ცხოვრებისთვის მომზადება? და საერთოდ, შესაძლებელია თუ არა
ეს აქ, დედამიწაზე? ეს ამქვეყნიური ცხოვრება სულისთვის უნიკალურ შანსს წარმოადგენს. ის
სწორედ იმიტომ მოვიდა აქ სულიერი სამყაროდან, რომ მატერიალური სამყაროს ყველა
სიკეთე იგემოს. სულიერ სამყაროს სული ყოველთვის მოესწრება. რა აზრი აქვს სულმა უარი
თქვას ყველაფერზე, რასაც ეს ცდუნებებით სავსე მშვენიერი, საოცარი, დიდებული სამყარო
სთავაზობს?

ღმერთის მსახურებისთვის საკუთარი თავის მთლიანად მიძღვნით თქვენ მას შორდებით.


შემოქმედი რეალობებს ცოცხალი არსებების მეშვეობით ქმნის როგორც თავის ცოცხალ
განხორციელებებს. ღმერთს მისი შექმნილი რეალობის ყველა ვარიანტის გამოცდა სურს.
სწორედ ამისთვის გზავნის ის თავის შვილებს მატერიალურ სამყაროში. ღმერთმა თავისუფალი
ნება მოგანიჭათ, ჰოდა დატკბით თქვენი თავისუფლებით! არაა საჭირო სენაკში გამოკეტვა და
მრავალსაათიანი ლოცვები. ეს ღვთის მსახურება კი არა, მისთვის იმ სიხარულის წართმევაა,
რომელსაც სრულფასოვანი სიცოცხლე გვანიჭებს. ეს იგივეა, ბავშვი არასდროს გავუშვათ
სასეირნოდ და მთელი დრო მხოლოდ დაზუთხვა ვაიძულოთ.

რელიგიის ქანქარების მიმდევრები დაგიწყებენ მტკიცებას, რომ თქვენ არაფრის მაქნისი ხართ,
ღმერთი კი ყოვლადძლიერია. სტრუქტურას თქვენი თავისუფლება და ძალა არ აწყობს - მას
მუშა ჭანჭიკები სჭირდება. ქანქარებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს ადამიანის ნების დამონების
პროცესში. გასაოცარია, რამდენად დიდია ქანქარების ზეგავლენა, რომ ღვთის შვილებმა
ყოველგვარი წარმოდგენა დაკარგეს საკუთარ სიძლიერეზე.

ადამიანს თავიდანვე მინიჭებული აქვს უფლება თავად გამოძერწოს საკუთარი სამყაროს ნიშა
მატერიალურ სინამდვილეში მეტაფიზიკური სივრციდან პოტენციური ვარიანტების
განხორციელების გზით. ქანქარებმა ადამიანებისთვის არა მარტო საკუთარ უნარებზე

467
წარმოდგენის წართმევა შეძლეს, არამედ თავად ცხოვების აზრის დამახინჯება მოახერხეს,
როდესაც ღვთის მსახურება თაყვანისცემით ჩაანაცვლეს.

ღმერთს თაყვანისცემა არ სჭირდება. განა თქვენ თქვენი შვილების თაყვანისცემა გჭირდებათ?


ალბათ, მათში მეგობრების დანახვა უფრო გაგახარებდათ. სინამდვილეში ცხოვრების აზრი,
ასევე თავად ღმერთის მსახურება თანაშემოქმედებაში - მასთან ერთად ქმნაში მდგომარეობს.

ბევრი ადამიანი თვლის, რომ ღმერთის რწმენა - ყველაფერია, რაც მათგან მოითხოვება. მათ
მისი არსებობის და ძლიერების სწამთ. მერე რა? მათ ხომ ღმერთის არ ესმით - ის მათთვის
აბსტრაქტული, მიუწვდომელი და ხშირად საშიში კერპია. მათ შთააგონეს, რომ ღმერთს თაყვანი
უნდა სცეს, მცნებები დაიცვას და მართალი ცხოვრებით მოემზადოს რაღაც ისეთისთვის, რასაც
წესიერად ვერავინ ვერ განმარტავს.

მაგრამ რწმენა გაგება არაა. ლოცვა ღმერთთან ურთიერთობა არაა. ღმერთის ენა -
შემოქმედებაა. მოცემული მტკიცება შეიძლება მიიღოთ, ან არა, მაგრამ ამ თემაზე კამათი ან
მსჯელობა უაზრობაა. ეს ფილოსოფიური პრობლემა არაა, ეს არჩევანის საკითხია. ამიტომ
დასამატებელიც არაფერია.

საკუთარი რეალობის, საკუთარი სამყაროს ნიშის ფორმირებით თქვენ ღმერთთან


ურთიერთობთ.როდესაც საკუთარი შემოქმედებით ხარობთ, ღმერთიც თქვენთან ერთად
ხარობს. სწორედ ესაა მისი ჭეშმარიტი მსახურება. ღმერთის რწმენა კი - პირველ რიგში საკუთარი
თავის, როგორც შემოქმედის შესაძლებლობების რწმენაა. შემოქმედის ნაწილი ყველა
ადამიანშია. ჰოდა, გაახარეთ თქვენი მამა. რამდენადაც საკუთარი ძალების გჯერათ, იმდენად
გწამთ ღმერთის და ამგვარად ახორციელებთ მის ნათქვამს: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ
თქვენ“.

ზმანებათა თეატრი

როგორც უკვე ითქვა წიგნის დასაწყისში, პირველმიზეზი, რომელიც ყველა არსების ქცევას უდევს
საფუძვლად, საკუთარი ცხოვრების თუნდაც გარკვეულწილად მაინც დამოუკიდებლად
განკარგვის მოთხოვნილებაა. ნებისმიერი მიზანმიმართული აქტივობა ან პროცესი ძალზე
ზოგადად შეიძლება დახასიათდეს როგორც რეალობის მართვა. რაც არ უნდა ხდებოდეს
ნებისმიერი ცოცხალის ცხოვრებაში ან არსებობაში, საბოლოო ჯამში ერთსა და იმავე
ამოცანამდე დაიყვანება: გარშემომყოფი რეალობის ამა თუ იმ ხარისხით საკუთარ
კონტროლქვეშ მოქცევა.

და თავად ღმერთი რას აკეთებს? ამ კითხვაზე პასუხი ცხადია და დამტკიცებას არ საჭიროებს.


შექმნა და რეალობის მართვა - აი, რაში მდგომარეობს ზოგადად ნებისმიერი სიცოცხლის მიზანი
და აზრი. ღმერთის მმართველი ფუნქცია ეჭვს არ იწვევს, კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს,
როგორ ახორციელებს ის ამას.

მას შემდეგ, რაც ქანქარებმა თავად ღმერთის გაგება დაამახინჯეს, ყველაფერი, რაც მასთანაა
დაკავშირებული, რაღაც უცნაური და საეჭვო იდუმალებითაა მოცული. თითქოს ღმერთი
არსებობს, მაგრამ იმავე დროს ის არავის უნახავს. ერთი მხრივ, ღმერთი სამყაროს მართავს,

468
მეორე მხრივ კი - მისი მოქმედება ცხადად არ ვლინდება. ჰოდა, გამოდის: ის არსებობს, მაგრამ
ის არაა; ის არაა, მაგრამ ის არის. ასეთი პარადოქსული სიტუაცია საშუალებას აძლევს ქანქარებს,
ღმერთის ცნება ისე განმარტოს და გამოიყენოს, როგორც მათთვისაა ხელსაყრელი.

დეტალებს რომ არ ჩავუღრმავდეთ, ღმერთის ჭეშმარიტი არსის დამახინჯების მთავარ მიზეზს


რელიგიების მიერ განხორციელებული ჩანაცვლებათა რიგი წარმოდგენს. ღმერთის მსახურება
მათ თაყვანისცემით ჩაანაცვლეს, მისი არსებობის სიცხადე კი ბრმა რწმენით შეცვალეს.
ქანქარებმა ადამიანი უსუსურად გამოაცხადეს და მას ღმერთის ყოვლადძლიერება
დაუპირისპირეს. ადამიანის თავდაპირველი ღვთაებრივი არსი კი სრულიად გაანულეს, რითიც
მისი ადრინდელი ერთობა შემოქმედთან გაწყვიტეს.

ამგვარად, ადამიანს, მოტაცებული ბავშვის მსგავსად, მშობელთან კავშირი წაართვეს და


საკუთარი ჭეშმარიტი წარმოშობის, და ასევე დანიშნულების დავიწყება აიძულეს. შედეგად
ადამიანმა საკუთარი უნარების შესახებ სრულიად დაკარგა ყოველგვარი წარმოდგენა და
უზენაეს შემოქმედთან ერთად შემოქმედის ამპლუაში ყოფნის შესაძლებლობაც დაივიწყა. ღვთის
შვილს შთააგონეს, რომ მას საკუთარი ბედის განკარგვა არ ძალუძს, რომ მან მამას შორიდან
უნდა მიაგოს პატივი და ეთაყვანოს როგორც კერპს. შვილს თითქოსდა არაფერი შეუძლია და
არც არაფრის უფლება აქვს - მთელი მისი სიცოცხლე დესპოტი მშობლის ხელშია, რომელიც
მხოლოდ მაშინაა მოწყალე, როდესაც თავდახრილები უსიტყვოდ ემორჩილებიან.

ქანქარების გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანი ღირსეულ მსახურებას ჩამოაშორეს და


მოსამსახურედ აქციეს. მხოლოდ რელიგიის ქანქარებზე, როგორც ასეთზე, არაა საუბარი.
ათეიზმი - ასევე თავისებური რელიგიაა, მხოლოდ პირიქით. რწმენა აქ უმეცრებად იქცევა,
უმეცრება - უარყოფად, უარყოფა კი - აქტიურ მიუღებლობად. მაგრამ რომელი
მსოფლმხედველობაც არ უნდა აირჩიოს ადამიანმა, მისი მდგომარეობა, არსობრივად, არ
იცვლება: რელიგიის ქანქარა ბედს ღვთის ხელში გადასცემს, ათეიზმის კი - გარკვეულ
ბედისწერას ან გარემოებებს, რომელთაც ადამიანი უნდა შეებრძოლოს.

როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში ადამიანისთვის მარიონეტის არასახარბიელო როლია


განკუთვნილი: ან ილოცე და ღვთის წყალობას ელოდე, ან ბრძოლაში ჩაები და წინაღობებს
ეომე, რადგან ტყუილუბრალოდ ვერაფერს მიიღებ. და მაინც, რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა,
როგორც არ უნდა ეცადოს, ის მაინც ქანქარების და გარემოებების მორჩილებაში რჩება მანამ,
ვიდრე მისი მოქმედებები შინაგანი განზრახვის ჩარჩოს არ გასცდება. ჩვენ ყოველთვის იმას
ვიღებთ, რასაც ვირჩევთ. თუ ფიქრობ, რომ შენი ბედისწერა - უღრან ტყეში ხეტიალია, ე.ი.
ეკალბარდებში გზის გაკაფვა მოგიწევს. ხოლო თუ თამამ აზრს უშვებ, რომ შეგიძლია ცაში აიჭრა,
მაშინ ტყეს თავისუფლად ზემოდან თავს გადაევლები. არავინ გაჩერებს საკუთარი თავის გარდა.

მაგრამ ადამიანი ვერ შეძლებს დაჯერებას, რომ თავად შეუძლია მიიღოს უბრალოდ,
ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გარეგანი განზრახვის მეშვეობით, თუ თავის ღვთაებრივ
არსს არ გააცნობიერებს და არ მიიღებს. ეს რთული გასაკეთებელია, რადგან თავად ღმერთის
არსია ძალზე დამახინჯებული: შემოქმედიდან ის მმართველად აქციეს, რომელიც თაყვანისცემას
მოითხოვს. და რას აკეთებს მმართველი? მოსამართლედ გვევლინება, სამართლიანობას
აღასრულებს, სჯის, დამსახურებისამებრ მიუზღავს, მბრძანებლობს, და ბოლოს, თავის
ქვეშევრდომებს ეხმარება და ზრუნავს მათზე.

469
თუმცა ფაქტობრივად მსგავსიც არაფერი ხდება. სინამდვილეში თვითნებობა და უკანონობაა
გამეფებული. მართალი ადამიანები იტანჯებიან, ცოდვილები კი თავიანთ ბნელ საქმეებს
დაუსჯელად სჩადიან. სამართლიანობა ძალზე ძნელად „ზეიმობს“. თხოვნას და ლოცვას
მოსალოდნელი შედეგი არ მოაქვთ. თუმცა, თითქოსდა, ღმერთს, თუ ის ყოვლისშემძლეა,
თხოვნის შესრულება და სამართლიანობის აღდგენა არ უნდა უჭირდეს.

იმისთვის, რომ ასეთი ცხადი შეუსაბამობა ახსნან, ქანქარების მიმდევრები მიმდინარე


მოვლენების გარკვეული სახით ინტერპრეტაციას ცდილობენ, რათა სცენარი იმ როლს
მოარგონ, რომელიც მათ ღმერთს მიაწერეს. იყენებენ შემდეგი ტიპის გამონაგონს და ნააზრევს:
„ყველაფერი ღვთის ნებაა“, ან „ყველას დამსახურებისამებრ მიეზღვება, როდესაც მის წინაშე
წარდგება“. თითქოს, ადამიანები, ცელქი ბავშვებივით აღმზრდელს გაექცნენ, დრო იხელთეს და
ათასგვარ ოინებს სჩადიან, ხოლო როდესაც ის მათ დაიჭერს, მთელი სიმკაცრით დასჯის.

მაინც რაში მდგომარეობს ღვთის განზრახვა, თუ ვარაუდებს გვერდით გადავდებთ? ამ კითხვაზე


პასუხის გასაცემად არც ვიმკითხავებთ და არც ვიფილოსოფოსებთ, არამედ უბრალოდ კიდევ
ერთხელ გავაცხადებთ იმ ფაქტს, რომ ყოველი ცოცხალი არსების განზრახვა, ასე თუ ისე,
რეალობის მართვაზე დადის. არც მართლმსაჯულების და სამართლიანობის აღსრულება, არც
სურვილებისა და თხოვნების შესრულება, არც დამსახურებისამებრ მიზღვა და დასჯა, არც ზრუნვა
და მმართველობა, არამედ რეალობის მართვა - აი, რა ხდება სინამდვილეში.

ვერავინ გააკეთებს იმას, რაც ღმერთს არ სურს. ყველაფერი მართლაც მის კონტროლქვეშაა.
უბრალოდ ის არა ტახტზე მჯდომი ცენტრალიზებულად, არამედ ყველა ცოცხალი არსების
მეშვეობით მართავს. განა შეუძლია ღმერთს სამყარო მის გარეთ მყოფმა მართოს? ყოველი
არსება ღვთის ნაწილს შეიცავს, ამიტომ შეუძლებელია ცალკეული არსების განზრახვა მის
განზრახვას არ ემთხვეოდეს.

საკუთარი სულის ნაწილის ყოველ ცოცხალ არსებაში ჩადებით ღმერთმა მათ მათი
გაცნობიერებულობის დონის თანაფარდი რეალობის მართვის უნარიც მიმადლა. სხვადასხვა
ხარისხის ცნობიერება ყველა არსებას აქვს, ადამიანით დაწყებული და მინერალებით
დამთავრებული. რა თქმა უნდა, ადამიანი ცნობიერების უმაღლეს საფეხურზე დგას, მაგრამ
აქედან არ გამომდინარეობს, რომ ქვები თავიანთი ცხოვრებით არ ცხოვრობენ - უბრალოდ მათი
ცხოვრება სხვა დროით განზომილებაში მიედინება. ყველაფერს, რაც რეალობაში არსებობს,
თავისი წვლილი შეაქვს მის მართვაში. მდინარეებს თავიანთი კალაპოტი გაჰყავთ, მთები
მინდვრებს, უდაბნოსა და ტყეებს შორის ამოიზრდება, ხმელეთი და ზღვა ერთმანეთს
ტერიტორიებს ართმევს, ყველაფერს აქვს ცნობიერების ნაწილი და თავისებურად ცდილობს
საკუთარი რეალობის მართვას. და რაც უფრო მაღალია გაცნობიერებულობის ხარისხი, მით
მეტია მართვის შესაძლებლობები.

მაგალითად ავიღოთ მცენარეები. მცენარეები ჩვეულებრივი და იმავდროულად იდუმალი


არსებებია. ვერავინ უარყოფს, რომ ისინი ცოცხალია, მაგრამ არავინ მიიჩნევს მათ ცოცხლად ამ
სიტყვის სრული მნიშვნელობით. ადამიანი მცენარეებს განიხილავს როგორც უსულო
ბიოლოგიურ მასალას, რომელსაც არ აქვს გრძნობის და საკუთარი თავის და გარემოს
გაცნობიერების უნარი. ეს დიდი შეცდომაა. მცენარეებს თავისი განსაკუთრებული სახის ნერვული

470
სისტემა გააჩნიათ - მათი უჯრედები ერთმანეთს ელექტრულ პოტენციალებს უცვლიან. ეს
საოცარი არსებები თავისებურად ხედავენ, ესმით, შეხებას, გემოს და სუნს გრძნობენ. მეტიც,
ერთმანეთთან ურთიერთობენ, ახსოვთ, აანალიზებენ და განიცდიან კიდეც.

ამერიკელმა მკვლევარმა კლივ ბაქსტერმა ერთხელ ჩაატარა ექსპერიმენტი: მცენარეს ტყუილის


დეტექტორი მიუერთა. ცდაში ორი ადამიანი იღებდა მონაწილეობას: ერთი ტოტებს ტეხდა და
ფოთლებს გლეჯდა, მეორე კი უვლიდა და ტკბილად ესაუბრებოდა. ჰოდა, მცენარემ ამ ორი
ადამიანის გარჩევა ისწავლა. როდესაც ოთახში „ბოროტი“ შედიოდა, მცენარე „წამოიყვირებდა“
- ჩამწერი ნახტომს აკეთებდა, ხოლო როდესაც „კეთილი“ უახლოვდებოდა, ის წყნარდებოდა.
თავისი ცდების საფუძველზე ბაქსტერმა დაასკვნა, რომ მცენარეებს ელექტრომაგნიტური
რხევების და აზრების დაჭერა შეუძლიათ! საკმარისი იყო ექსპერიმენტის მონაწილეს ფოთლის
მოგლეჯა მხოლოდ გაეფიქრებინა, და მცენარე დაუყოვნებლივ მწვავედ რეაგირებდა.
ბაქსტერის კვლევები სხვა მეცნიერებმაც არაერთხელ ჩაატარეს - შედეგი იგივე აღმოჩნდა.

ერთ-ერთ ლაბორატორიაში, სადაც მსგავსი ცდები კეთდებოდა, ოთახის ყვავილმა იმ გრძნობის


ცხადი ნიშნები გამოავლინა, რომელსაც ჩვენ სიყვარულს ვუწოდებთ. ლაბორატორიის
თანამშრომელი, რომელიც ყვავილის ენცეფალოგრამას იღებდა, შეამჩნია, რომ ის
„კრუტუნებს“, როდესაც რწყავს და ტკბილად ესაუბრება. მისი ოთახში შესვლისთანავე ყვავილი
ძლიერ აღფრთოვანებას გამოხატავდა, ამასთან სხვა ადამიანებზე ასე არ რეაგირებდა.
მკვლევრებში უდიდესი გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ყვავილმა ეჭვიანობის ნიშნები
გამოამჟღავნა! საკმარისი იყო ამ ადამიანს საპირისპირო სქესის პირთან ფლირტი წამოეწყო, და
ყვავილი დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდებოდა.

და არა მარტო მცენარეები! კვლევებმა აჩვენა, რომ დნმ-ც კი ავლენს ჩანასახოვან პრიმიტიულ
რეაგირებას. სპექტრომეტრში მოთავსებული დნმ მოლეკულის გამოსხივება ატარებს
ინფორმაციას არა მხოლოდ მისი აგებულების შესახებ, არამედ, რაც გასაოცარია, „გუნება-
განწყობის“ შესახებაც. როდესაც მოლეკულები თავს კომფორტულად გრძნობენ, გამოსხივება
წყნარია. სპექტრომეტრის კამერის გახურებისას ისინი ზედმეტ სითბოზე რეაგირებენ და
„წივილს“ იწყებენ. გარკვეულ ტემპერატურაზე მოლეკულები იშლება და იღუპება. მაგრამ
ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ცარიელ კამერაშიც კი, სადაც დნმ მოლეკულები განადგურდა,
კიდევ ორმოცი დღის განმავლობაში ისმის მათი „სიკვდილისწინა კივილი“ - სპექტრომეტრი
არეგისტრირებს დაღუპული მოლეკულების ფანტომურ გამოსხივებას, რომლებიც იქ უკვე აღარ
არიან. მოცემული შედეგები პირველად წინა საუკუნის ოთხმოციანი წლების შუაში მიიღო რუსმა
მეცნიერმა პეტრე გარიაევმა, რომელიც იმხანად საბჭოთა კავშირის აკადემიური მეცნიერებების
ფიზიკო-ტექნიკური პრობლემების ინსტიტუტში მუშაობდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს,
ოფიციალური მეცნიერება ყველა ამ ექსპერიმენტს, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალზე
სკეპტიკურად უყურებს.

მცენარეებს მთელი ხმით ყვირილი არ შეუძლიათ და ვერც საკუთარ უფლებებს, გრძნობებს და


განცდებს გააცხადებენ. მაგრამ მათ აქვთ სული, და ისინიც იტანჯებიან და მათაც უხარიათ.
უბრალოდ მცენარეებს, ადამიანებთან შედარებით, ღრმად სძინავთ. ისინი გვანან მძინარე
ადამიანს, რომელიც იღიმება, როდესაც ძილში სასიამოვნო მოალერსე ხმას ცნობს, და
იჭმუხნება, როდესაც მტრული შეძახილი ესმის. ეს მშვენიერი სიზმარმხილველები ჩვენი
ცხოვრების წყაროს წარმოადგენენ, ამშვენებენ ჩვენს სამყაროს, ყველაფერს გვაძლევენ, ჭიქა

471
სამკურნალო სასმელიდან დაწყებული და შუადღის ხვატში ჩრდილით დამთავრებული. და ამ
ყველაფერთან ერთად თავს არ გვაბეზრებენ და პრეტენზიები არ აქვთ.

მცენარეებს ყველაფრის განცდა შეუძლიათ, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, ოღონდ ბუნდოვნად. მათ
ვუყვარვართ, თუ მათზე ვზრუნავთ, და თავიანთი ნაყოფით მადლობას გვიხდიან. მაგრამ რას
გრძნობენ, როდესაც ვჩაგრავთ, წარმოსადგენადაც კი სამარცხვინოა. რას შეიძლება გრძნობდეს
ხე, როდესაც გვერდით ჩაუვლის მაღალგანვითარებული, მაგრამ უგრძნობი ორფეხა და ისე,
უბრალოდ, ტოტს წაატეხავს? შიშს, ტკივილს, წყენას? და განა შესაძლებელია იმ ძრწოლის
გადმოცემა, რომელიც მოიცავს ამ დაუცველ არსებას, როდესაც ორფეხა მას ნაჯახით
მიუახლოვდება? ძნელი წარმოსადგენია, რა საშინელ ტანჯვას განიცდის ხე იმ დროს, როდესაც
მის ტანს ნაჯახი ჩეხავს, სიცოცხლე კი ნელა და შეუქცევადად ტოვებს მას.

ჩვენ ვერასოდეს შევიტყობთ მცენარეების - ადამიანის სისასტიკის ამ უტყვი მოწმეების


გრძნობების შესახებ, რომელიც მათ ისე ეპყრობა, როგორც ბიოლოგიურ მასალას. მხოლოდ
იმედი შეიძლება გვქონდეს, რომ მათ საკმარისად ღრმად სძინავთ და ტანჯვას ისე ცხადად არ
განიცდიან, როგორც ცნობიერების უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი არსებები. ვერაფერს
ვიზამთ, სამყარო სასტიკია, ის ისეა მოწყობილი, რომ ერთი სიცოცხლე მეორის ხარჯზე
არსებობს. მაგრამ ეს არ აძლევს ადამიანს მორალურ უფლებას თვლიდეს, რომ
სიზმარმხილველთა ამ სამყაროში მხოლოდ მას აქვს სული და ცნობიერება, და შეუძლია
დანარჩენს აგდებულად მოექცეს.

სწორედ ამიტომ არის მიღებული ხალხებში, რომლების გაუკუღმართება ჯერ კიდევ ვერ
მოახერხა ცივილიზაციის ქანქარებმა, ცხოველის მოკვლამდე ან ხის მოჭრამდე მათთვის
პატიების თხოვნა. ბუდიზმის მიმდევრები, მაგალითად, ყოველთვის ფეხქვეშ იყურებიან, რათა
შემთხვევით მწერი არ გასრისონ, ასევე ტყუილად არ გათელავენ ბალახს, თუ ბილიკით გავლის
შესაძლებლობა აქვთ. ყოველი ცოცხალი არსება პატივისცემის ღირსია, და ამ სამყაროში
ყველას თანაბარი უფლებები გააჩნია. და თუ ადამიანი ამ აზრს არ იზიარებს, მაშ თავად მისი ფასი
რა არის?

დედამიწის ყველა სხვა დანარჩენ მაცხოვრებელთან შედარებით ადამიანი მხოლოდ და


მხოლოდ ნაწილობრივ „გამოღვიძებულია“, და მეტი არაფერი. სიცოცხლე ხომ - თავისებური
ზმანებაა. ჩვენ სიზმარმხილველი არსებებით დასახლებული საოცარი სამყარო გვაკრავს
ირგვლივ. და ყოველი მათგანი თავის ზმანებაში ცხოვრობს და გამუდმებით რაღაც სურს,
რაღაცისკენ ისწრაფვის და საკუთარი უფლება, და ასევე მიზანი გააჩნია. სწორედ საკუთარი
მიზანი აქვს ყოველ ცოცხალ არსებას. „მაგრამ რატომაა ასე? რისთვის?“ - იკითხავს ადამიანი,
რომელსაც საკუთარი თავი სრულყოფილების მწვერვალი ჰგონია. იმიტომ, რომ მიზნის
მიღწევის პროცესი ევოლუციის მამოძრავებელს წარმოადგენს. ევოლუცია - ქმნადობის,
რეალობის ფორმირების მეთოდია, რომელიც თავად ღმერთმა აარჩია.

ევოლუციის იდეა შედარებით არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა. ადრე ითვლებოდა, რომ
სამყარო პრინციპულ ცვლილებებს არ განიცდის და იმ სახით არსებობს, როგორც ღმერთმა
შექმნა თავდაპირველად. ევოლუციის არსი მოკლედ შეიძლება დავახასიათოთ როგორც
უწყვეტი რაოდენობრივი ცვლილებების პროცესი, რომელიც თანდათან ხარისხობრივში
გადადის. პირველად ეს იდეა ჩარლზ დარვინმა მისი ერთ-ერთი, ბიოლოგიური ასპექტით

472
წარმოაჩინა. დარვინის მიხედვით ევოლუციის მამოძრავებელ ძალებს მემკვიდრეობითი
ცვალებადობა და ბუნებრივი გადარჩევა წარმოადგენს. ცვალებადობა ორგანიზმების
აგებულებასა და ფუნქციებში ახალი თვისებების წარმოქმნის საფუძველს წარმოადგენს,
მემკვიდრეობითობა კი ამ თვისებებს ამყარებს. არსებობისთვის ბრძოლის შედეგად უფრო
შეგუებული ინდივიდების უპირატესი გადარჩენა ხდება.

დარვინის თეორიაში ყველაფერი სწორია, მაგრამ მხედველობიდან გაშვებულია ერთი


პრინციპული მომენტი: რითია განპირობებული თავად ცვალებადობა? ბუნებრივი გადარჩევა და
მემკვიდრეობითობა აფიქსირებს ან სპობს ახლად გაჩენილ ნიშნებს როგორც მომხდარ ფაქტს.
მაგრამ საიდან ჩნდება ეს ნიშნები, რა განაპირობებს მათ გაჩენას? რატომ ეზრდება ფარფლები,
ფრთები, ბრჭყალები, ბეწვები, რქები და ა.შ. იმ სახეობებს, რომლებსაც ეს არ ჰქონიათ?

ევოლუციაში შეინიშნება ნახტომები, შენელებები, უკუსვლები და პრინციპულად ახალი


ფორმების გაჩენა, რომლებიც მოწესრიგებული ევოლუციის თვალთახედვით ახსნას არ
ექვემდებარება. მაგალითად, მხედველობის ორგანოების წარმოქმნის და განვითარების ჯაჭვის
დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. საერთოდ საიდან მოვიდა და როგორ გაჩნდა მხედველობა?
ეს ხომ ხარისხობრივი ნახტომია, პრინციპული ცვლილებაა, რომელიც შემთხვევით ვერ
გაჩნდებოდა. სიცოცხლის წარმოშობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია: გამოდის, სიცოცხლის
გენეტიკური კოდი ერთხელ „შემთხვევით“ გაჩნდა?

ტრანსერფინგის მოდელიდან ცხადი დასკვნა გამომდინარეობს: ცვალებადობა განზრახვის მიერ


ფორმირდება. ყოველი ცოცხალი არსება საკუთარ სამყაროს და მათ შორის თავისი თავის ნიშას
ქმნის. რეალობის მართვისკენ სწრაფვა მიზნისკენაა მიმართული - ეს რაც შეიძლება უკეთ
გაკეთდეს, რისთვისაც შესაბამისი ცვლილებები და გარშემომყოფ სამყაროსთან მორგებაა
აუცილებელი. ყოველი ცოცხალის განზრახვა, ერთუჯრედიანი ორგანიზმებიდან დაწყებული და
ადამიანით დამთავრებული, შეიძლება დახასიათდეს საერთო ფორმულით: მე ვცდილობ
ვიმოქმედო ასე და ვიყო ასეთი, რათა რეალობა ეფექტიანად ვმართო. აი ეს განზრახვა ახდენს
სწორედ ვარიანტთა სივრცის შესაბამისი სექტორების მატერიალიზაციას, შედეგად კი ახალი
ნიშან-თვისებები ჩნდება.

მაგალითად, ცნობილია, რომ ყველაზე უძველეს ფრინველებს ფრთებზე ბრჭყალები ჰქონდათ,


რათა ხეებზე ცოცვა შეძლებოდათ. სავარაუდოდ, ვიდრე ფრენას ისწავლიდნენ, მათ მაღლა
აცოცება და პლანირება უწევდათ. რეალობის მართვის ფორმა: „ხეებზე დავცოცავ“, - არც თუ
მთლად ეფექტიანია. ცუდი არ იქნებოდა კიდევ ერთი ფუნქციის დამატება: „დაბლა დაშვება
შემიძლია პლანირებით“. მაგრამ უკეთესია: „თავისუფლად დავფრინავ“. თავისუფლად ფრენის
განზრახვა თანდათან რეალობაშიერთიმეორეზე უკეთეს ახალ-ახალ ვარიანტებსახორციელებს.
თანმიმდევრულად, დიდი ხნის განმავლობაში და თაობათა მრავალი შეცვლის შემდეგ
მატერიალიზდება სექტორები, რომლებშიც ფრთები სულ უფრო დახვეწილ ფორმას იძენს.

ევოლუციაში შემოქმედებითის გვერდით დამანგრეველი პროცესებიც არსებობს. აქ ქანქარების


პირველი და მეორე კანონები მოქმედებს. ევოლუციის პროცესში ქანქარები როგორც
დესტრუქციულ, ასევე დამასტაბილურებელ ფუნქციას ასრულებენ. მათი დაუსრულებელი
ბრძოლა ერთი სახეობის მეორეთი ჩანაცვლებას ან სრულ გაქრობას იწვევს. მაგრამ მეორე
მხრივ, ქანქარები ცალკეული ცოცხალი არსებების განზრახვის სინქრონიზაციას იწვევს.

473
სხვაგვარად როგორ განუვითარდებოდა ერთი და იგივე ნიშან-თვისება სახეობის პოპულაციას
ფართო საცხოვრებელ არეალში?

მატერიალურ სამყაროში მთელი განვითარება ხორციელდება შინაგანი და გარეგანი


ფაქტორების გაერთიანების შედეგად, როგორებიცაა ცალკეული არსებების მისწრაფება და
ქანქარების მოქმედება. ამგვარად, ღმერთი ქმნის და მართავს რეალობას ყველა ცოცხალი
არსების განზრახვის მეშვეობით. სულთან ერთად ყოველ ცოცხალ არსებაში მან ჩადო თავისი
განზრახვის ნაწილი და ის სიზმარში - ცხოვრებაში გაგზავნა.

ჩვენი სამყარო - ზმანებათა თეატრია, სადაც ღმერთი მაყურებელი, სცენარისტი, რეჟისორი და


მსახიობია ერთდროულად. როგორც მაყურებელი, ის პიესას აკვირდება, რომელიც სამყაროს
სცენაზე ვითარდება. როგორც მსახიობი, ის განიცდის და გრძნობს იმავეს, რასაც არსება,
რომლის როლიც სრულდება. როგორც ჩანს, სწორედ ესაა ღმერთის მიზანიც - განიცადოს
ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია, ზმანებათა ამ ჭრელ კალეიდოსკოპში. მაგრამ რატომ
ხდება პიესაში ამდენი უბედურება და უსამართლობა? რატომ უშვებს ის ამ ყველაფერს?

ქანქარები - ეს გლობალური ბოროტება - მისი ნებართვით არსებობს?

ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. ღვთის მოტივები მხოლოდ მისთვისაა ცნობილი. ჩვენ


მხოლოდ ფაქტის კონსტანტირება შეგვიძლია: როგორც რეჟისორი და სცენარისტი, ის პიესას
თავისუფლად განვითარების საშუალებას აძლევს, ყველა მონაწილის განზრახვის შესაბამისად.
ყველას საკუთარი წვლილი შეაქვს რეალობის ფორმირებაში, რომლის შედეგადაც საერთო
სურათი მიიღება - ღმერთის სიზმარი, რომელიც მისი ცალკეული მანიფესტაციების - ყველა
არსების სიცოცხლეების - მრავალი ზმანებისგანაა მოქსოვილი.

მაგრამ იმ კითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა არ შეგვიძლია, ზოგადად მნიშვნელობა არ


გააჩნიათ. მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი მთავარი დასკვნა, რომელიც მთელი ნათქვამიდან
გამომდინარეობს: ყოველ ცოცხალ არსებას ღმერთმა მისი გაცნობიერებულობის შესაბამისად
საკუთარი რეალობის ფორმირების თავისუფლება და ძალაუფლება მიანიჭა. ამ
გაცნობიერებულობის ხარისხის თანაფარდი ცხოვრება ან არაცნობიერ ზმანებად იქცევა, სადაც
სიზმარმხილველი უსუსურია და გარემოებათა ტყვეობაში იმყოფება, ან გაცნობიერებულ
ზმანებად, რომლის გაკონტროლება და განზრახვის ძალით მართვა შეიძლება.

ყველას აქვს მიცემული არჩევანის თავისუფლება, მაგრამ ამ პრივილეგიით ბევრი არ


სარგებლობს. რატომ იწელება ევოლუციის პროცესი ასე ხანგრძლივი დროით, თუკი განზრახვას
ვარიანტების სივრცის საჭირო სექტორის რეალიზება შეუძლია? რადგან პრაქტიკულად
ცოცხალი არსებები განზრახვას ცნობიერად და მიზანმიმართულად არ იყენებენ. არაცნობიერ
ზმანებაში მყოფებს, მათ თითქოს ბუნდოვნად რაღაც სურთ, მაგრამ რა, ვერ გაუგიათ. განზრახვა
ბუნდოვანი, გაურკვეველი, კონტურებწაშლილი გამოდის.

ადამიანი ამ გაგებით ცხოველებზე წინ არ წასულა. როგორც უკვე ითქვა, ქანქარებმა მას არა
მხოლოდ აზრის ძალით რეალობის მართვის უნარი წაართვეს, არამედ იმის ცოდნაც, რომ ეს
საერთოდ შესაძლებელია. ქანქარების დესტრუქციულ თამაშში ჩართული ადამიანი მხოლოდ
გარეგანი განზრახვის უკუქმედებით კმაყოფილდება და ნეგატიური დამოკიდებულების და ცუდი

474
მოლოდინების რეალიზაციას იღებს. დანარჩენში თავის მიზნებს ის მხოლოდ შინაგანი
განზრახვის ვიწრო ჩარჩოში ძნელად აღწევს.

და მაინც ადამიანს, რომელსაც გაცნობიერებულობის საკმაოდ მაღალი დონე აქვს, შეუძლია ეს


წრე გაარღვიოს და თავისი ცხოვრება გაცნობიერებულ სიზმარხილვად აქციოს, რომელშიც
რეალობა არა მხოლოდ პირდაპირ ზემოქმედებას, არამედ ნებასაც ემორჩილება. თუ ღმერთის
ნაწილი ყოველ ჩვენგანშია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი განზრახვა - ღმერთის განზრახვაა. განზრახვის
ძალით საკუთარი რეალობის ფორმირებისას ჩვენ ღვთის ნებას ვასრულებთ. თუ თქვენ
განზრახვას ავლენთ, ჩათვალეთ, რომ ეს ღვთის განზრახვაა. როგორ შეიძლება ეჭვი
შეგეპაროთ, რომ ის შესრულდება? და მხოლოდ ამ უფლების ხელში აღებაა საჭირო.

არა თხოვნა, არა მოთხოვნა და არა მოპოვება, არამედ შექმნა. საკუთარი რეალობის
ფორმირება გაცნობიერებული განზრახვის მეშვეობით. განა ღმერთს შეუძლია თავის თავს
სთხოვოს რამე? განა ვინმე არსებობს, რომელსაც შეიძლება ღმერთმა რაიმე სთხოვოს
თავისთვის? ის ისედაც ყველაფერს აიღებს, რაც მოუნდება.

როდესაც ღვთის წინაშე ლოცულობთ, ეს იგივეა, ღმერთი რომ საკუთარი თავის წინაშე
ლოცულობდეს. როდესაც ღმერთს სთხოვთ, ეს იგივეა, ღმერთმა საკუთარ თავს რომ სთხოვოს.
პირიქითაც შეიძლება გაგება: თქვენ საკუთარი თავის წინაშე ლოცულობთ და საკუთარ თავს
სთხოვთ.

თუ თქვენი განზრახვა - ღმერთის განზრახვაა, მაშინ თქვენი შიშები, ეჭვები - ვისია? ესეც მისია. მან
არჩევანის თავისუფლება მოგანიჭათ. თქვენი ნებაა აირჩიოთ ის, რაც გნებავთ. ირჩევთ რა
რთულ გზას, ნაირ-ნაირი წინაღობების დაძლევით თქვენ ძნელად აღწევთ მიზანს. სხვაგვარად
როგორ? თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ უბრალოდ არაფერი მოგეცემათ, ჰოდა თქვენი
რწმენისამებრ იღებთ. მაგრამ განა ღმერთი ასეთი უმწეოა, რომ მოპოვება ესაჭიროება? მას
შეუვალ სინამდვილესთან ბრძოლაზე ძალების დახარჯვა არ სჭირდება. მას შეუძლია ახალი
რეალობის ფორმირება ისე, როგორც სურს. იგივეს გაკეთება შეუძლია ადამიანს, თუ
გააცნობიერებს, რომ ეს შესაძლებელია. ჰოდა, რატომ არ უნდა გამოვიღვიძოთ სიზმარში და არ
გამოვიყენოთ ჩვენი ადრინდელი პრივილეგია? თუ მზად ხართ, დანარჩენი - ტექნიკის საქმეა.
შემდეგი წიგნიდან შეიტყობთ, როგორ გააკეთოთ ეს.

რეზიუმე

სამყარო დუალურ სარკეს წარმოადგენს, რომლის ერთ მხარეს მატერიალური სინამდვილეა,


მეორეზე კი - ვარიანტების მეტაფიზიკური სივრცე.

ადამიანი რეალობას ისე აცნობიერებს, როგორც მას ეს ასწავლეს.

ცხოვრება ცხადში არაცნობიერ ზმანებას წააგავს, რადგან ადამიანს რეალობასთან მიმართებით


საყრდენი წერტილი არ გააჩნია.

475
მაყურებელთა დარბაზში ჩადით და დააკვირდით. იმოქმედეთ განყენებულად, თავი გააქირავეთ
და დარჩით დამკვირვებლად.

მნიშვნელოვნების დონის შემცირება, ვარიანტთა დინების მიმართულებით მოძრაობა და


კოორდინაცია ზეზეულ ზმანებაში ბრმად მოძრაობის საშუალებას იძლევა.

ყოველი ცოცხალი არსების ცხოვრება - ღმერთის ზმანებაა.

ცხოვრების მიზანი, ასევე თავად ღმერთის მსახურება მდგომარეობს შემოქმედებაში - მასთან


ერთად ქმნაში.

მიზნის მიღწევის პროცესი ევოლუციის მამოძრავებელია.

ევოლუციის პროცესში სახეობათა ცვალებადობა განზრახვით ფორმირდება.

ღმერთი ქმნის რეალობას და მას ყველა არსების განზრახვის საშუალებით მართავს.

ყოველ ცოცხალ არსებას ღმერთმა თავისუფლება და საკუთარი გაცნობიერებულობის


შესაბამისად რეალობის ფორმირების ძალაუფლება მიანიჭა.

თუ თქვენ განზრახვას ავლენთ, ჩათვალეთ, რომ ეს ღმერთის განზრახვაა. როგორ უნდა


შეგეპაროთ ეჭვი, რომ ის ასრულდება?

არა თხოვნა, არა მოთხოვნა და არა მოპოვება, არამედ შექმნა.

476
თავი XVIII - სარკული სამყარო

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

V საფეხური - "ვაშლები ცაში ცვივა"

ჩემი სამყარო ჩემზე ზრუნავს.

დუალური სარკე

რეალობა ორი სახით: ხელშესახები ფიზიკური და აღქმის მიღმა მყოფიმეტაფიზიკურიფორმით


ავლენს თავს. ორივე ფორმა ერთდროულად არსებობს, ორმხრივად განმსჭვალავს და ავსებს
ერთმანეთს. დუალიზმი ჩვენი სამყაროს განუყოფელ ნიშან-თვისებად გვევლინება. თავის
საპირისპირო მხარეს ბევრი რამ ფლობს.

წარმოიდგინეთ, რომ სარკის წინ დგახართ. თავად თქვენ რეალურად არსებული ფიზიკური
ობიექტის როლში გამოდიხართ. თქვენი ანარეკლი კი, რომელსაც მატერიალური სუბსტანცია
არ გააჩნია, არის წარმოსახვითი, მეტაფიზიკური, მაგრამ იმავე დროს ის ისეთივე რეალურია,
როგორც თავად ფორმა.

მთელი სამყაროს წარმოდგენა შეიძლება გიგანტური დუალური სარკის სახით, რომლის ერთ
მხარეს ფიზიკური სამყაროა გადაშლილი, მეორე მხარეს კი ვარიანტთა მეტაფიზიკური სივრცე
გაწოლილა. ჩვეულებრივი სარკის სიტუაციისგან განსხვავებით მატერიალური სამყარო
ანარეკლის სახით გვევლინება, რომლის სურათ-ხატსაც ღმერთის, და ასევე ყველა ცოცხალი
არსების - მისი განხორციელების, განზრახვა და აზრები წარმოადგენს.

ვარიანტთა სივრცე თავისებურ მატრიცას, შაბლონს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც ხდება


„თარგზე გამოჭრა“, „შეკერვა“, ასევე „მოდელის დემონსტრაცია“ - მთელი მატერიის მოძრაობა.
იქ ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, რა და როგორ უნდა ხდებოდეს მატერიალურ სამყაროში.
პოტენციური შესაძლებლობების რიცხვი უსასრულოა. ვარიანტი წარმოადგენს სივრცის
სექტორს, რომელიც სცენარს და დეკორაციებს, ანუ მატერიის მოძრაობის ტრაექტორიას და
ფორმასშეიცავს. სხვა სიტყვებით, სექტორი განსაზღვრავს, რა უნდა ხდებოდეს და როგორ
გამოიყურებოდეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში.

ამგვარად, სარკე სამყაროს ორ - ნამდვილ და წარმოსახვით - ნაწილად ყოფს.ყველაფერი,


რამაც მატერიალური ფორმა შეიძინა, რეალურ ნახევარში იმყოფება და საბუნებისმეტყველო
კანონების შესაბამისად ვითარდება. მეცნიერებას, ასევე ჩვეულებრივ მსოფლმხედველობას
საქმე აქვს იმასთან, რაც „სინამდვილეში“ ხდება. მიღებულია სინამდვილედ მოაზრებულ იქნას
ყველაფერი, რაც დაკვირვებას და პირდაპირ ზემოქმედებას ექვემდებარება.

თუ რეალობის მეტაფიზიკურ მხარეს უარვყოფთ და მხედველობაში მხოლოდ მატერიალურ


სამყაროს მივიღებთ, მაშინ ყველა ცოცხალი არსების აქტივობა, ადამიანის ჩათვლით, შინაგანი
განზრახვის ჩარჩოში მოქცეულ პრიმიტიულ მოძრაობამდე დაიყვანება. შინაგანი განზრახვის

477
დახმარებით, როგორც ცნობილია, მიზნის მიღწევა გარშემომყოფ სამყაროზე პირდაპირი
ზემოქმედების გზით ხდება. რაიმეს მისაღწევად, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ხელის წაკვრა,
იდაყვების გაქნევა, ანუ კონკრეტული სამუშაოს შესრულებაა აუცილებელი.

მატერიალური სინამდვილე რეალურად საგრძნობია - ის მყისიერად რეაგირებს პირდაპირ


ზემოქმედებაზე, და ეს ქმნის ილუზიას, რომ მხოლოდ ასე შეიძლება გარკვეული შედეგების
მიღწევა. მაგრამ მატერიალური სამყაროს ჩარჩოში რეალურად მიღწევადი მიზნების წრე ძალზე
ვიწროვდება. აქ მხოლოდ იმის იმედი შეიძლება გვქონდეს, რაც ხელთ გვაქვს. საქმე ეხება
საშუალებებს, რომლებიც,როგორც წესი,არასაკმარისია, და შესაძლებლობებს, რომლებიც
საკმაოდ შეზღუდულია.

ამ სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერი მეტოქეობის სულითაა გამსჭვალული. ძალზე ბევრს


სურს ერთი და იგივეს მიღწევა. შინაგანი განზრახვის საზღვრებში კი ეს ყველას არ ეყოფა. თანაც,
საიდან მოვა მიზნის მისაღწევად აუცილებელი პირობები და გარემოებები? სწორედ იქიდან მოვა
- ვარიანტთა სივრციდან.

სარკის იქითა მხარეს ყველაფერი ჭარბადაა, თანაც ყოველგვარი კონკურენციის გარეშე.


საქონელი ხელზე არაა, მაგრამ მთელი ეშხი იმაშია, რომ ნებისმიერის არჩევა შეიძლება, თან
გადახდაც არაა აუცილებელი - საჭიროა მხოლოდ გარკვეული, არცთუ ძალიან დამამძიმებელი
პირობების შესრულება, სულ ესაა. ეს განა ზღაპარი არაა?

არანაირად. ეს რეალურზე მეტია. აზრების ენერგია უკვალოდ არ ქრება - მას ვარიანტების


სივრცის იმ სექტორის მატერიალიზაცია შეუძლია, რომელიც თავისი პარამეტრებით აზრობრივ
გამოსხივებას შეესაბამება. ჩვენ მხოლოდ გვეჩვენება, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს სამყაროში
ხდება, მატერიალური ობიექტების ურთიერთქმედების შედეგია. არანაკლებ მნიშვნელოვან
როლს აქ პროცესები თამაშობს, რომლებიც ნატიფ დონეზე ხდება, როდესაც ვირტუალურად
არსებული ვარიანტები სინამდვილეში ხორციელდება. ნატიფი პროცესების მიზეზ-შედეგობრივი
კავშირები ხშირად შესამჩნევი არაა, და მაინც, მთელი რეალობის ნახევარს ისინი აფორმირებენ.
ვარიანტთა სივრცის სექტორების მატერიალიზაცია, როგორც წესი, ნებისგან დამოუკიდებლად
ხორციელდება, რადგან ადამიანი აზრების ენერგიას მიზანმიმართულად არ იყენებს, უფრო
ნაკლებგანვითარებული არსებები ხომ საერთოდ. როგორც უკვე ითქვა ტრანსერფინგის
პირველ წიგნში, აზრობრივი სურათ-ხატების ზემოქმედება სინამდვილეზე, ძირითადად, უარესი
ვარიანტების რეალიზაციის ფორმით ვლინდება.

ადამიანი, რომელიც „ცხოვრების რეალიებშია“ დამიწებული, მაღაზიის ცარიელი დახლების


გასწვრივ ბოდიალობს, და ცდილობს ხელი გაიწოდოს ისეთი საქონლისკენ, რომელსაც უკვე
ადევს წარწერა „გაყიდულია“. თაროებზე მხოლოდ დაბალი ხარისხის საქონელია, მაგრამ
ისინიც ძალზე ძვირი ღირს. და იმის მაგიერ, რომ უბრალოდ კატალოგს ჩახედოს და შეკვეთა
მისცეს, ადამიანი ძებნას უსისტემო წრიალით, გრძელ რიგებში დგომით, მთელი ძალ-ღონით
ბევრ ხალხში გაძრომის მცდელობით, გამყიდველებთან და მყიდველებთან კონფლიქტებით
იწყებს. შედეგად სასურველს ვერ იღებს, პრობლემები კი სულ უფრო მატულობს.

ამ დროს კი ასეთი უსიხარულო რეალობა პირველ ყოვლისა ადამიანის გონებაში იბადება,


საიდანაც, თანდათან განხორციელებით სინამდვილედ იქცევა. ყოველი ცოცხალი არსება

478
თავისი უშუალო ქმედებებით ერთი მხრივ და აზრებით მეორე მხრივ საკუთარი სამყაროს ნიშას
ქმნის. ყველა ეს ნიშა ერთი მეორეს ედება, და ამგვარად არსებას რეალობის ფორმირებაში
თავისი წვლილი შეაქვს.

სამყაროს ნიშა პირობების და გარემოებების გარკვეული ნაკრებით ხასიათდება,


რომელთაგანაც ცალკეული არსების ცხოვრების წესი ყალიბდება (შემდგომში მხოლოდ
ადამიანზე იქნება საუბარი). არსებობის პირობები შესაძლოა სხვადასხვა იყოს: კარგი და ცუდი,
კომფორტული და რთული, სასიკეთო და აგრესიული. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს
გარემოს, რომელშიც ადამიანი ევლინება ამ სამყაროში. მაგრამ შემდგომში ცხოვრება
მეტწილად იმაზე დამოკიდებულებით ვითარდება, როგორ მიმართებაშია ადამიანი საკუთარ
თავთან და გარშემომყოფ სინამდვილესთან. მისი სამყაროს აღქმა დიდწილად განსაზღვრავს
ცხოვრების წესის შემდგომ ცვლილებებს. რეალობაში ვარიანტთა სივრცის ის სექტორი
ხორციელდება, რომლის სცენარი და დეკორაციები ადამიანის აზრების მიმართულებას და
ხასიათს შეესაბამება.

ამგვარად, ცალკეული ნიშის ფორმირებაში ორი ფაქტორი მონაწილეობს: სარკის ერთ მხარეს -
შინაგანი განზრახვა, მეორეზე კი - გარეგანი განზრახვა. ადამიანი პირდაპირი ქმედებებით
ზემოქმედებს მატერიალური სამყაროს ობიექტებზე, თავისი აზრებით კი ის სინამდვილედ აქცევს
იმას, რაც იქ ჯერ არაა.

თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ ამ სამყაროში ყველაფერი საუკეთესო უკვე დარიგებულია,


მაშინ მისთვის მართლაც მხოლოდ ცარიელი თაროები რჩება. თუ ის ფიქრობს, რომ კარგი
საქონლის შესაძენად დიდ რიგში დგომა და ბევრის გადახდაა საჭირო, ასეც ხდება. თუ
მოლოდინი პესიმისტური და ეჭვებითაა სავსე, ისინი აუცილებლად ახდება. და თუ ადამიანი
მტრულ გარემოსთან შეხვედრას ელის, მისი წინათგრძნობა მართლდება. მაგრამ საკმარისია
ადამიანი განიმსჭვალოს უწყინარი აზრით, რომ სამყარო მისთვის საუკეთესოს გაიმეტებს, რომ
ესეც რატომღაც სრულდება.

ის უცნაური ადამიანი, ვინც არ იცის, რომ ყველაფერი რთულად მიიღწევა, ერთხელაც აუხსნელი
სახით აღმოჩნდება დახლთან, სადაც სწორედ იმ წუთას მიიტანეს საქონელი, თითქოს
სპეციალურად მისთვის. და თურმე, პირველი მყიდველი ყველაფერს უფასოდ მიიღებს. შემდეგ
კი გრძელი რიგი დგება მათგან, ვინც დარწმუნებულია: ცხოვრების რეალიები გაცილებით მუქია,
სულელებს კი უბრალოდ უმართლებთ.

ცხოვრება - თამაშია, რომელშიც სამყარო გამუდმებით ერთი და იგივე გამოცანას ეკითხება მის
მცხოვრებლებს: „აბა, გამოიცანი, როგორი ვარ?“ და ყველა საკუთარი შეხედულებების
შესაბამისად პასუხობს: „აგრესიული ხარ“ ან „მყუდრო ხარ“. ან „მხიარული, მოქუფრული,
მეგობრული, მტრული, ბედნიერი, უბედური ხარ“.

მაგრამ, აი, რა არის საინტერესო: ამ ვიქტორინაში ყველა მოგებულია! სამყარო ეთანხმება და


ყოველს ისეთი წარმოუდგება, როგორი შეკვეთაც მიიღო. და თუ იღბლიანი უცნაური ადამიანი
ოდესმე „ცხოვრების რეალიებს“ შეხვდა და სამყაროსადმი თავისი დამოკიდებულება შეცვალა,
რეალობა შესაბამისად შეიცვლება და „გამოღვიძებულს“ რიგის ბოლოსკენ მოისვრის.

479
აი ასე აფორმირებს ადამიანი თავისი აზრებით საკუთარი სამყაროს ნიშას. მოცემული პროცესის
ახსნა რამდენიმე პრინციპით შეიძლება. ჩამოვაყალიბოთ პირველი სარკული პრინციპი:
სამყარო, როგორც სარკე, ირეკლავს თქვენს მისდამი დამოკიდებულებას.

სამყარო ფაქტობრივად იმას ეთანხმება, რასაც მასზე ფიქრობთ. მაგრამ რატომ ხდება, რომ
ცუდი მოლოდინები მართლდება, ხოლო იმედები და ოცნებები არ სრულდება? ამას თავისი
მიზეზები აქვს - მეორე სარკული პრინციპი: ანარეკლი ფორმირდება სულისა და გონების
ერთიანობაში.

თუ გონება არ ეწინააღმდეგება გულის წადილს და, პირიქით, იბადება წარმოუდგენელი ძალა -


გარეგანი განზრახვა, რომელიც ვარიანტთა სივრცის იმ სექტორის მატერიალიზაციას ახდენს,
რომელიც აზრების სახეს შეესაბამება. სულის და გონების ერთიანობაში ეს სურათ-ხატი მკვეთრ
კონტურებს იძენს, და ამიტომ დაუყოვნებლივ ხორციელდება სინამდვილეში.

მაგრამ ცხოვრებაში უფრო ხშირად ისე ხდება, რომ სული მიისწრაფის, ხოლო გონება ეჭვობს და
არ უშვებს, ან პირიქით, გონებას დამაჯერებელი არგუმენტები მოჰყავს, გული კი გულგრილი
რჩება. როდესაც ერთიანობა დარღვეულია, სურათ-ხატი ბუნდოვანი გამოდის - ის თითქოს
გაორებულია: სულს ერთი სურს, გონება კი სხვას ამტკიცებს. და მხოლოდ ერთში პოულობენ
საერთოს უპირობოდ - არაკეთილგანწყობაში და მღელვარებაში.

ადამიანს მთელი სულით სძულს, და მთელი თავისი არსით ეშინია. მიუღებლობის ერთიანობაში
იბადება მკვეთრი სურათი იმისა, რისი თავიდან აცილებისკენაც მიისწრაფი. სული და გონება
როგორც რეალობის ორი - მატერიალურის და მეტაფიზიკურის - გამოვლინება ერთ წერტილში
ერთიანდება და აზროფორმა სინამდვილეში ხორციელდება. შედეგად - რაც არ გსურს, იმას
იღებ.

სურვილები, შიშებისგან განსხვავებით, ასე მარტივად არ სრულდება, რადგან ამ შემთხვევაში


ერთიანობა იშვიათად მიიღწევა. სული გონებას ეწინააღმდეგება, რადგან ის, ქანქარების
გავლენას დამორჩილებული, სხვისი მიზნებისკენ ისწრაფვის. გონება კი, თავის მხრივ, ან ვერ
აცნობიერებს თავის ნამდვილ სურვილებს, ან არ იჯერებს მათი განხორციელების რეალობას.

არსებობს მოსაზრება, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია მოთხოვნის მკაფიოდ


ჩამოყალიბება, შემდეგ კი ამ აზროფორმის სივრცეში გაშვება და გარკვეული დროის
განმავლობაში მისი დავიწყება, რათა სურვილის ასრულებას ხელი არ შეეშალოს. ყველაფერი
ასე მარტივი რომ ყოფილიყო...

ასეთი ტექნიკა მხოლოდ მეორე სარკული პრინციპის შესრულების დროს მუშაობს. მაგრამ
სულის და გონების ერთიანობა მხოლოდ იშვიათადაა შესაძლებელი, რადგან ეჭვებისგან
გათავისუფლება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორ მოვიქცეთ?

ამისთვის მესამე სარკული პრინციპი არსებობს: დუალური სარკე დაყოვნებით რეაგირებს. თუ


მეორე პრინციპს ვერ ასრულებთ, ციხესიმაგრე ხანგრძლივი ალყით უნდა აიღოთ.

480
წარმოიდგინეთ შემდეგი უჩვეულო სიტუაცია. თქვენ სარკის წინ დგებით, იქ კი არაფერი ჩანს -
სიცარიელეა. და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, ფოტოგრაფიის მსგავსად,
გამოსახულება თანდათან იწყებს გამომჟღავნებას. გარკვეულ მომენტში თქვენ იღიმით, მაგრამ
გამოსახულებაზე ისევ სერიოზულ გამომეტყველებას ხედავთ. აი, ხელები ასწიეთ, სარკეში კი
ყველაფერი ძველებურადაა. თქვენ მომენტალურად დასწიეთ ხელები, და არც სარკეში
შეცვლილა რამე. იმისთვის, რომ სარკეში თქვენი თავი აწეული ხელებით დაინახოთ, თქვენ
მოგიწევთ გარკვეული დროის განმავლობაში ხელებაწეული დაყოვნდეთ.

ზუსტად ასე მუშაობს დუალური სარკე. მხოლოდ დროის დაყოვნება იქ გაცილებით დიდია,
ამიტომ ცვლილებები აღქმას არ ექვემდებარება. მატერიალური რეალიზაცია ინერტულია,
როგორც ფისი. და მაინც, აზრობრივი სურათ-ხატი, ან, როგორც ამას ტრანსერფინგში ეწოდება,
- სლაიდი - სრულიად შესაძლებელია მატერიალიზდეს. და ამისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი
ელემენტარული პირობა: აზრებში სლაიდის სისტემატურად, საკმაოდ ხანგრძლივად ტრიალია
აუცილებელი.

როგორც ხედავთ, საიდუმლო მარტივია, მაგრამ ეს მართლაც ყველაფერია, რაც


გესაჭიროებათ. დაუჯერებელია, რომ ყველაფერი ასე ტრივიალურია. ჩვეულებრივი, რუტინული
შრომა და არავითარი ჯადოქრობა. სამაგიეროდ ეს ნამდვილად მუშაობს. უბრალოდ
ადამიანებს, როგორც წესი, მოთმინება არ ჰყოფნით. ისინი შთაგონებით ინთებიან რომელიმე
იდეით, მაგრამ შემდეგ მალევე კარგავენ ინტერესს და ჩანაფიქრს სადღაც მოშორებით ინახავენ.
აზროფორმის მატერიალიზაციისთვის კი სლაიდთან კონკრეტული სამუშაოს შესრულებაა
საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში სასწაულის იმედი არ უნდა გქონდეთ.

სლაიდის რეალიზაციას კონკრეტულად რამდენი დრო დასჭირდება, დასახული მიზნის


სირთულეზეა დამოკიდებული. მანამ, სანამ გონებას ეეჭვება ჩანაფიქრის განხორციელების
რეალურობა, სურათ-ხატი ბუნდოვანია. მაგრამ ადრე თუ გვიან სარკეში გამოსახულება
გამომჟღავნებას დაიწყებს. თქვენ ამას თავად დაინახავთ, როდესაც გარეგანი განზრახვა საჭირო
კარს შეაღებს - მიზნის მიღწევის საშუალებებს. აი მაშინ გონება დრწმუნდება, რომ ტექნიკა
ნაყოფიერია, და მიზანი, აღმოჩნდა, რომ რეალურად განხორციელებადია. თანდათან სული და
გონება ერთიანობაში მოვლენ, აზრობრივი გამოსხივება კი ფოკუსირდება და მკაფიო სურათს
შექმნის. შედეგად ჩამოყალიბდება გამოსახულება, და მოხდება ის, რასაც, როგორ წესი,
სასწაულს უწოდებენ: ოცნება, რომელიც აუხდენელი ჩანდა, რეალობად იქცევა.

რეალობის ამალგამა

ტრანსერფინგის პირველ წიგნში აღწერილი სლაიდების ტექნიკის მეშვეობით სურათის


ფორმირებაა შესაძლებელი, რომელსაც სამყაროს სარკე სინამდვილეში განახორციელებს.
მაგრამ, კონკრეტული სურათის გარდა, კარგი იქნებოდა საკუთარი სამყაროს ნიშაში გარკვეული
უცვლელი ფონის შენარჩუნება, რომელიც მუდმივ კეთილსასურველ ატმოსფეროს ქმნის.

შესაძლოა, ყურადღება მიგიქცევიათ იმ ფაქტისთვის, რომ სხვადასხვა სარკეში თქვენი ანარეკლი


განსხვავებულად გამოიყურება. სახე თითქოს ერთი და იგივეა, მაგრამ ყოველი სარკე ცალკეულ
ნიუანსებს ავლენს. გამოირჩევა სუსტი, მაგრამ სრულიად აღქმადი ტონები: ემოციური

481
შეფერილობა, განწყობა და ფსიქოლოგიური ტიპიც კი. სხვადასხვა სარკეში გამოსახულება
კეთილია ან ბოროტი, ჯანმრთელი ან ავადმყოფური, მიმზიდველი ან არც თუ ისე, თბილი ან ცივი.
თითქოსდა, რით უნდა იყოს ასეთი სხვაობა გამოწვეული, ამრეკლავმა ზედაპირმა ხომ ერთი და
იგივე სურათის ზუსტი ასლი გულგრილად უნდა გადმოსცეს. თუმცა არსებობს რიგი
ფაქტორებისა, რომლებიც საგრძნობ ზეგავლენას ახდენს გამოსახულების გადაცემაზე. როგორც
ფოტოგრაფიაში, აქაც ბევრი რამაა დამოკიდებული განათებაზე, ფერად ფონზე, ასევე თავად
სარკეზე.

ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში შეამჩნიეს ვენეციური სარკეების თავისებური მომხიბვლელობა.


ვენეციური მინა განთქმული იყო მსოფლიოში თავისი გასაოცარი თვისებით. მაგრამ მინა არ
ანიჭებდა სარკეს იმ განსაკუთრებულ თვისებას. ადამიანები ყურადღებას აქცევდნენ, რომ რაღაც
გაუგებარი მიზეზის გამო ვენეციურ სარკეში ჩახედვა ბევრად უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე
ჩვეულებრივში. გამოსახულების სახე შესამჩნევ მომხიბვლელობას იძენდა.

აღმოჩნდა, რომ ვენეციელ ოსტატებს საკუთარი განსაკუთრებული საიდუმლო ჰქონდათ.


ამალგამაში - ამრეკლავი ზედაპირის შემადგენლობაში - ისინი ოქროს ამატებდნენ, რის ხარჯზეც
ანარეკლის სპექტრში თბილი ტონების სიჭარბე ჩნდებოდა.

მსგავსი მეთოდით დუალური სარკის ნატეხის საკუთარი თავისთვის დახვეწაა შესაძლებელი.


იმისთვის, რომ სასურველი საკუთარი სამყაროს ნიშა მოიწყოთ, აუცილებელია თქვენი
განსაკუთებული ამალგამა შექმნათ. სამყაროს ნიშა ბევრი რეაქციით ყალიბდება - ადმიანის
საკუთარ თავთან დამოკიდებულებით, ასევე გარშემომყოფი რეალობის ამა თუ იმ
გამოვლინებით. ურთიერთობების ამ სპექტრიდან აუცილებელია გამოიყოს ერთი მთავარი ხაზი,
რომელიც დომინანტ ფონს განსაზღვრავს.

დომინანტ ფორმულად შეიძლება შეირჩეს მაგალითად ეს: „ჩემი სამყარო ჩემზე ზრუნავს“.
ადამიანი ენთუზიაზმით გამოხატავს თავის დამოკიდებულებას უკმაყოფილების სახით, როდესაც
ამის მიზეზი აქვს, კარგს კი, როგორც კუთვნილს, გულგრილად იღებს. ის ამას არაცნობიერად
აკეთებს, ლოკოკინას მსგავსად, ჩვეულების ძალით.

აი ახლა ადით ლოკოკინას საფეხურიდან მაღლა, გაიღვიძეთ და გამოიყენეთ თქვენი


უპირატესობა, გამოხატოთ დამოკიდებულება ცნობიერად. მომართეთ თქვენი სამყაროს
შეგრძნება მიზანმიმართულად, დომინანტური ფორმულის შესაბამისად, და მაშინ თქვენ სარკის
რეაქციას დაინახავთ. ეს რეალობის მართვის გზაზე თქვენი პირველი ნაბიჯი იქნება.

გაიხსენეთ, ოდესღაც ბავშვობაში სამყარო მართლაც ზრუნავდა თქვენზე, თქვენ კი არ


აფასებდით და კუთვნილად მიგაჩნდათ ეს. წარსულს ჩახედეთ. იქნებ, რაღაც მსგავსი იყო
ბებიასთან სოფელში? აზრით გახედეთ იმ შორეულ დღეებს, როდესაც კომფორტულად და
უდარდელად გრძნობდით თავს. მოგონებების ფრაგმენტები ხანდახან ძალზე მკაფიოდ ჩნდება.
გეჩვენებათ, თითქოს სამზარეულოდან ღვთაებრივ არომატს გრძნობთ - ბებია ღვეზელებს
აცხობს. ან შეიძლება, მდინარის ნაპირას ზიხართ ანკესით ან გორაკიდან ციგით ეშვებით...
როგორ იყო? გაიხსენეთ უდარდელობის ის დამახასიათებელი გრძნობა?

482
ასე იყო იმიტომ, რომ სამყარო თქვენზე ზრუნავდა და თქვენ ბუნდოვნად ხვდებოდით, მაგრამ
მნიშვნელობას არ ანიჭებდით ამას. თუმცა არც განსაკუთრებულ პრეტენზიებს გამოთქვამდით.
თქვენ უბრალოდ კარგად გრძნობდით თავს, და მორჩა. ბავშვი, მაშინაც კი, როდესაც
ჭირვეულობს, თავის უკმაყოფილებას სულით და გულით არ გადმოსცემს. ის ყვირის, ფეხებს
აბაკუნებს, ხელებს იქნევს, მაგრამ სამყაროს მზრუნველობით და სათუთად მიჰყავს და თან
ალერსით ეღუღუნება: „აბა, გოჭუნავ, დაისვარე? მოდი, დავიბანოთ!“

ადამიანი იზრდება, სამყარო კი მისთვის საუკეთესოს ინახავს, და უფრო და უფრო საოცარ


საჩუქრებს ჩუქნის, და სიყვარულით ზრუნავს მასზე. სამყარო ზრუნავს თავის აღსაზრდელზე.
სამყაროს რჩეული და ნებიერა! იღბლიანი ახალ-ახალ სიამეებს აღმოაჩენს, რადგან
ყველაფერი პირველადაა და ახალია, მაგრამ ვერ ხვდება, რომ ამ დროს სიცოცხლით ტკბება.
ის ამას მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ ხვდება, რა კარგი იყო მაშინ იმასთან შედარებით, რაც
ახლაა.

მაგრამ რატომ ხუნდება სიცოცხლის ფერები დროთა განმავლობაში და მსუბუქი უდარდელობა


მშფოთვარე მღელვარებით რატომ იცვლება? იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად
პრობლემების რაოდენობაც მატულობს? არა, იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი
ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვის მიდრეკილებას იძენს. უკმაყოფილება - უფრო
ძლიერი გრძნობაა, ვიდრე უბრალოდ სიმყუდროვისგან და სიმშვიდისგან განცდილი
კმაყოფილება.

ადამიანს არ ესმის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის ამჟამად მაინც ბედნიერია, და


სამყაროსგან უფრო და უფრო მეტს ითხოვს. აღსაზრდელის მოთხოვნილებები იზრდება, ის
თანდათან მეტად განებივრებული და უმადური ხდება. სამყარო, რა თქმა უნდა, ვერ ასწრებს
სწრაფად მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, და ნებიერა უკვე მთელი ძალით
პრეტენზიების წაყენებას იწყებს. ის სამყაროსთან დამოკიდებულებას ცვლის: „ცუდი ხარ!
ყველაფერს არ მაძლევ, რაც მსურს! არ ზრუნავ ჩემზე!“ და ამ ნეგატიურ დამოკიდებულებაში უკვე
უკმაყოფილო სულის და კაპრიზული გონების ერთიანობის მთელი ძალა იდება.

მაგრამ სამყარო ხომ სარკეა, და მას არაფერი დარჩენია, თუ არა სევდიანად გაშალოს ხელები
და უპასუხოს: „როგორც ინებებ, ძვირფასო. იყოს შენი ნებისამებრ“. შედეგად რეალობა,
როგორც ადამიანის აზრების ანარეკლი, უარესობისკენ იცვლება. და რაკი ასეა,
უკმაყოფილებისთვის მიზეზები იზრდება, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო აუარესებს ადამიანის
სამყაროსთან დამოკიდებულებას. და აი, აქამდე საყვარელი და ნებიერა უბედურ ბუზღუნად
იქცევა, რომელიც გამუდმებით წუწუნებს, რომ სამყარო მასთან, ასე ვთქვათ, ვალშია.

ნაღვლიანი სურათია. ადამიანს არ ესმის, რომ თავად გააფუჭა ყველაფერი. სარკეში გარკვეული
უსიამოვნო შტრიხების დანახვისას ადამიანი მათზე ამახვილებს ყურადღებას და თავის ნეგატიურ
დამოკიდებულებას, რეფლექსურად გამოხატავს შედეგად კი ყველაფერი კიდევ უფრო უარესი
ხდება, ვიდრე მანამდე იყო. რეალობა ანარეკლში სურათ-ხატის ფეხდაფეხ თანდათან ქრება. აი,
ასე კარგავს ცალკეული ადამიანის სამყაროს ნიშა ფერთა ძველებურ სიკაშკაშეს და სულ უფრო
მეტად ჩაბნელებული და შემაწუხებელი ხდება.

483
ამ დროს კი ყველაფრის უკან დაბრუნება შეიძლება! მშვიდი უდარდელობის გრძნობის,
ბავშვობის დროინდელი ნაყინის გემოსი, სიახლის შეგრძნების, უკეთესი მომავლის იმედების,
ცხოვრების სიხარულების. და ამის გაკეთება საკმაოდ იოლია. იმდენად იოლი, რომ რთული
დასაჯერებელია. თქვენც ნუ დაიჯერებთ, უბრალოდ სცადეთ. არავის აზრად არ მოსდის, რომ
სამყაროს ნიშის განახლება შეიძლება, თუ სინამდვილესთან დამოკიდებულებას საკუთარ
ცნობიერ კონტროლქვეშ აიყვანთ. როგორსაც გახდით თქვენს მსოფლხედვას, ისეთად
წარმოგიდგებათ გარშემომყოფი სამყარო. ეს არაა ცარიელი მოწოდება ცხოვრებას
ოპტიმიზმით უყუროთ, არამედ საკუთარი რეალობის ფორმირების კონკრეტული სამუშაოა.

ამ მომენტიდან, რაც არ უნდა ხდებოდეს, თქვენი დამოკიდებულების მუდამ გაკონტროლება


გაიხადეთ ჩვევად. არაა მნიშვნელოვანი, რომ ამ მომენტში ისე კარგად არ ხართ, როგორც
ისურვებდით. ნებისმიერ შემთხვევაში არც ისე ცუდადაა საქმე, და, უცილობლად, გაცილებით
უარესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ციდან ხომ ქვები არ ცვივა, მიწა არ იწვის ჩვენს ფეხქვეშ და
არც გარეული მხეცები დაგვდევენ.

დიახ, სამყარო ბევრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენ მის მიმართ გაცივდით. გახსოვთ,
როგორ გარწევდათ ხელებზე, ბებიას ღვეზელებით გიმასპინძლდებოდათ, ზღაპრებს
გიყვებოდათ? მაგრამ თქვენ გაიზარდეთ, და თქვენსა და სამყაროს შორის გაუცხოების კედელი
აღიმართა. თბილი უშუალობა გარიყულობაში გადაიზარდა, ნდობა ეჭვმა ჩაანაცვლა,
მეგობრობა კი ანგარებად იქცა. და მაინც სამყარო არ გაბოროტდა და არ მიგატოვათ. ის
უბრალოდ სევდიანად დადუმდა და ჩაფიქრებული გვერდით მოგყვებათ, როგორც ძველი
მეგობარი, რომელიც ცივი შეხვედრით გაანაწყენეს.

ირგვლივ მიმოიხედეთ. თქვენი სამყარო ისევ ზრუნავს. ეს ხეები და ყვავილები თქვენთვის


დარგო. ეს მზე, ცა, ღრუბლები - თქვენ მათ ყურადღებას არ აქცევთ, მაგრამ წარმოიდგინეთ:
ისინი რომ არ ყოფილიყო? და საღამოს, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, დასვენების და
მყუდროებით და კომფორტით დატკბობის საშუალება გაქვთ, მაშინ, როდესაც გარეთ ცივი ქარი
ქრის და წვიმს. სამყარო ძველებურად გაპურებთ და გასვენებთ. ის გიყურებთ და წარსულ
ბედნიერ დროებაზე სევდიანად ოხრავს. თქვენ კი გულგრილად აქცევთ ზურგს და მტკიცე
რწმენით იძინებთ, რომ სამყარო გაუარესდა და წარსულს ვერ დაიბრუნებთ.

მაგრამ სამყარო არ შეცვლილა, ისევე, როგორც სარკე ვერ შეიცვლება. შეიცვალა თქვენი
დამოკიდებულება, მას კი შედეგად რეალობა მიყვა, როგორც თქვენი აზრების ანარეკლი.

აი ახლა გაიღვიძეთ, თვალები გაახილეთ, საწოლზე წამოჯექით და ირგვლივ მიმოიხედეთ: ეს


ისაა - იგივე სამყარო, რომელიც თქვენზე ზრუნავდა და რომელთანაც ერთად ოდესღაც
მშვენიერ დროს ატარებდით. წარმოგიდგენიათ, როგორ გაიხარებს, როდესაც თქვენ ბოლოს
და ბოლოს ძილბურანიდან გამოერკვევით?

ახლა თქვენ ისევ ერთად ხართ, და ყველაფერი ძველებურად იქნება. ოღონდ მეტად ნუღარ
გაანაწყენებთ ამ ძველ ერთგულ მსახურს თქვენი უმადური დამოკიდებულებით. და, რაც
მთავარია, ნუ აჩქარებთ. მესამე სარკული პრინციპის თანახმად ხომ მას დრო სჭირდება, რომ
ძველებურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. თავიდან თქვენ მოთმინება და თავშეკავება

484
დაგჭირდებათ. უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი რეალობის ფორმირების კონკრეტულ სამუშაოს
ასრულებთ.

მუშაობა შემდეგში მდგომარეობს. ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო გარემოებებთან


შეხვედრისას, ამალგამას ფორმულას იმეორებთ - ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა
ხდებოდეს - ცუდი თუ კარგი. თუ გიმართლებთ - არ დაგავიწყდეთ საკუთარ თავს დაუდასტუროთ,
რომ სამყარო ნამდვილად ზრუნავს თქვენზე. აღნიშნეთ ეს მტკიცება ყოველ წვრილმანში.
როდესაც სამწუხარო გარემოებებს ხვდებით - მაინც ამტკიცეთ, რომ ყველაფერი ჯეროვნად
მიდის, განზრახვის კოორდინაციის პრინციპის შესაბამისად.

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, თქვენი რეაქცია ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს -


სამყარო ნებისმიერ შემთხვევაში თქვენზე ზრუნავს. თუ გაგიმართლათ, ამას განსაკუთრებული
ყურადღება მიაქციეთ, ხოლო თუ არ გაგიმართლათ - დაიცავით განზრახვის კოორდინაციის
პრინციპი, და თქვენ ყოველთვის ცხოვრების წარმატებულ ხაზზე დარჩებით. თქვენ ხომ არ
გჭირდებათ იმის ცოდნა, რა უსიამოვნებებისგან გიცავთ სამყარო და როგორ აკეთებს ის ამას.
მიენდეთ მას.

მინდობა უნდა ისწავლოთ. რთულ მდგომარეობაში აღმოჩენისას, ადამიანს საკუთარი ძალების


იმედი უფრო აქვს, ვიდრე მოვლენათა ხელსაყრელი დამთხვევისა. ზრდასრული ბავშვი ჯიუტად
ამტკიცებს: „მე თვითონ!“ მაშინ სამყარო მას მიწაზე აყენებს და საშუალებას აძლევს, თავად
გაუმკლავდეს: „კარგი, ჩემო კარგო. თავად მიხედე საქმეს“.

უნდობლობის ყინული გაალღვეთ. თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო პრობლემასთან შეჯახებისას


საკუთარ თავს უთხარით: „მე ნებას ვრთავ სამყაროს იზრუნოს ჩემზე“. ეს არ ნიშნავს, რომ
საერთოდ არაფრის გაკეთება არაა საჭირო და გულხელი უნდა დაიკრიფოთ. საუბარია იმაზე,
რომ საკუთარი თავი მიაჩვიოთ აზრს, რომ ყველაფერი თავისთავად უნდა ეწყობოდეს
ხელსაყრელად. სარკე თქვენს წარმოდგენას შესაბამისად ასახავს: „იყოს ასე, რაკი თქვენ ასე
თვლით“.

ჩვევად გაიხადეთ, სამყაროს თქვენზე ზრუნვის ნება დართოთ, წვრილმანებიდან დაწყებული,


ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებით დამთავრებული. აი, სახლიდან ქოლგის გარეშე
გამოხვედით, გარეთ კი თითქოს გაწვიმებას აპირებს. ნუ დაბრუნდებით. უთხარით საკუთარ თავს:
„ჩემს სამყაროსთან ერთად სასეირნოდ მივდივარ“. უთხარით თქვენს სამყაროს: „შენ ხომ
იზრუნებ ჩემზე, ასე არაა?“ ის კი გიპასუხებთ: „რა თქმა უნდა, ჩემო კარგო“. შეგიძლიათ თამამად
მიენდოთ მას. წვიმა არ იქნება, და თუ იქნება, სამყარო დროულად გამოგიჩენთ თავშესაფარს.

მაგრამ მარცხის შემთხვევაში ნუ განაწყენდებით, რომ სამყარომ არ იზრუნა თქვენზე, თუ ამ


საკითხზე გეეჭვებოდათ. არ დაგავიწყდეთ, რომ სარკის წინ დგახართ - იქ უბრალოდ ზუსტად
აისახება თქვენი მსოფლხედვა - არ მეტი და არც ნაკლები. ძალიან ნუ დაღონდებით, და მით
უმეტეს ეჭვებს არ შეებრძოლოთ - აზრი არ აქვს. შეცდომისთვის და მარცხისთვისაც დატოვეთ
ადგილი. მთავარია - ძირითადი კურსი შეინარჩუნოთ.

ზოგადად, სამყაროს ყველაფერში შეგიძლიათ ენდოთ, თუკი მას თქვენზე ზრუნვის ნებას
დართავთ. ადამიანს არ ძალუძს, თავად გაუმკლავდეს ყველა პრობლემას. გადაეცით ისინი

485
სამყაროს - მას გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე თქვენ. მაგალითად, ყველა
საშიშროების თავიდან აცილებას თქვენი განზრახვის მეშვეობით ვერ შეძლებთ, რადგან თქვენი
სამყაროს ნიშა მრავალ სხვა ნიშებთან იკვეთება. იმის მაგივრად, რომ განზრახვა საკუთარი
უსაფრთხოებისკენ მიმართოთ, ის ისეთი სამყაროს ფორმირებისკენ მიმართეთ, რომელიც
ზრუნავს და გიცავთ თქვენ. ასეთ შემთხვევაში თქვენი სამყაროს განზრახვა იმუშავებს.

იმისდა მიხედვით, რა უფრო გაწუხებთ, შეგიძლიათ თქვენთვის რომელიმე განსაკუთრებული


ამალგამა აირჩიოთ. აი, მაგალითად, აქედან რომელიმე. „ჩემი სამყარო ჩემთვის ყველაფერ
საუკეთესოს არჩევს. თუ ვარიანტთა დინების მიმართულებით ვმოძრაობ, სამყარო ჩემს
შესახვედრად მოდის. მე თავად, ჩემი განზრახვით ჩემი სამყაროს ნიშას ვაფორმირებ. ჩემი
სამყარო მიცავს მე. ჩემი სამყარო პრობლემებისგან მათავისუფლებს. ჩემი სამყარო ზრუნავს
იმაზე, რომ იოლად და კომფორტულად ვცხოვრობდე. მე შეკვეთას ვაძლევ, ჩემი სამყარო კი
ასრულებს მას. მე შეიძლება არ ვიცოდე, ჩემმა სამყარომ კი იცის, როგორ იზრუნოს ჩემზე. ჩემი
განზრახვა რეალიზდება, ყველაფერი იქით მიდის, რომ ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა“.

ან შეგიძლიათ ახალი, საკუთარი ერთი ან რამდენიმე ამალგამა მოიფიქროთ. მთავარია,


ვიმეორებ, მოთმინებით აღიჭურვოთ და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში ამალგამის
ფორმულა დაუღალავად იმეოროთ. დაჟინებულობა მხოლოდ პირველ ხანებში დაგჭირდებათ,
სანამ ეს ჩვევად არ გექცევათ. შემდეგ ყველაფერი იოლად წავა.

ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად ძლიერი ძალაა ამ მარტივ ტექნიკაში. სამყაროსთან


დამოკიდებულების მართვით, თქვენ რეალობას მართავთ. დუალური სარკე სინამდვილეში
განახორციელებს ვარიანტთა სივრცის იმ უბნებს, სადაც სამყარო თავად ზრუნავს თქვენს
კეთილდღეობაზე. დროთა განმავლობაში თქვენთვის ძალზე მყუდრო რეალობის ფორმირებას
შეძლებთ.

მოემზადეთ, სასიამოვნო მოვლენების შესანიშნავი კასკადი გელით. ამას ყოველგვარი


გაზვიადების გარეშე ვამბობ. თქვენი სამყაროს ნიშა ფაქტობრივად თქვენს თვალწინ ისე
გარდაისახება, რომ თქვენ მხოლოდ გაოცებას მოახერხებთ. და ახლა, სწორედ ამ მომენტში,
თქვენ უკვე გესმით, რომ უკვე აღარასოდეს ჩაიხედავთ სამყაროს სარკეში ისე, როგორც ადრე.
სწორედ ახლა იგრძენით, როგორ დაუბერა ცვლილებათა სიომ. ის ყველაფერზე იზრუნებს -
იცოდეთ ეს.

ანარეკლის დევნაში

ადამიანი სამყაროსადმი თავისი დამოკიდებულებით სამყაროს ინდივიდუალურ ნიშას -


ცალკეულ რეალობას - ქმნის. ეს რეალობა ადამიანის დამოკიდებულების მიხედვით ამა თუ იმ
ელფერს იძენს. ხატოვნად რომ ვთქვათ, იქ გარკვეული „კლიმატური პირობები“ იქმნება:
კრიალა ცა და კაშკაშა მზე ან ბურუსი და წვიმა, ხანდახან ქარიშხალი, ან საერთოდ ბუნებრივი
კატასტროფა ხდება.

გარკვეულწილად, გარშემომყოფი რეალობა, როგორც მიიჩნევა, ადამიანის პირდაპირი


მოქმედების შედეგად ფორმირდება. თუმცა აზროფორმები ნაკლებ ძალას არ ფლობენ,
უბრალოდ მათი მუშაობა ასე მკაფიოდ არ ვლინდება. ყოველ შემთხვევაში, პრობლემათა

486
უმეტესობას ნეგატიური დამოკიდებულება წარმოქმნის. შემდეგ კი მეტაფიზიკური მეთოდით
მოთუხთუხებული ფაფის ჭამა ფიზიკურ დონეზე გვიწევს, რაც საქმეს მხოლოდ ართულებს.

მთლიანობაში ცალკეული რეალობის სურათი იმაზეა დამოკიდებული, როგორაა განწყობილი


ადამიანი იმ ყველაფრის მიმართ, რაც გარს აკრავს. მაგრამ იმავდროულად მისი განწყობა
იმითაა განპირობებული, რაც მის ირგვლივ ხდება. იქმნება ჩაკეტილი წრე უკუკავშირით:
რეალობა ფორმირდება როგორც ადამიანის აზრების ფორმის ანარეკლი, ხოლო ფორმა,
თავის მხრივ, ბევრად განისაზღვრება თავად ანარეკლით.

სარკის წინ მდგარ ადამიანს მთელი ყურადღება მისკენ აქვს მიპყრობილი და არ ცდილობს,
საკუთარ თავს შიგნიდან შეხედოს. ჰოდა გამოდის, რომ უკუკავშირის მიზნის მთავარ როლს არა
ფორმა, არამედ ანარეკლი თამაშობს. ადამიანი სარკის ზეგავლენის ქვეშაა, რადგან,
მოჯადოებულივით უყურებს საკუთარ ასლს. მას თავში აზრადაც არ მოსდის, რომ თავად
ორიგინალის შეცვლა შეიძლება. სწორედ ყურადღების ამ ჩაციკლვის ძალით ჩვენ ვიღებთ იმას,
რაც აქტიურად არ გვსურს.

ჩვეულებრივ, ნეგატიური განცდები მთლიანად ფლობენ ადამიანის ყურადღებას. მას აწუხებს ის,
რაც არ აწყობს. ფიქრობს იმაზე, რაც არ უნდა, და არ უნდა ის, რაზეც ფიქრობს. აი, ასეთი
პარადოქსია. მაგრამ სარკე ხომ არ ითვალისწინებს ადამიანს რა სურს და რა არ სურს - ის
უბრალოდ ზუსტად გადმოსცემს ფორმის შინაარსს - არც მეტი და არც ნაკლები.
სრულიად უაზრო სიტუაცია იქმნება. ადამიანი მუდამ იმას დაატარებს თან, რაც არ მოსწონს. არა
„ენა ჩემი მტერია“, არამედ აზრებია ჩემი მტერი. მიუხედავად მთელი აბსურდისა, საქმე სწორედ
ასეა.

რა ხდება, როდესაც ადამიანს რაიმე სძულს? ის ამ გრძნობაში სულის და გონების ერთობას


აქსოვს. მკვეთრი ფორმა, რომელიც უზადოდ ირეკლება სარკეში, მთლიანად ავსებს სამყაროს
ნიშას. რაც გძულს, იმას იღებ ცხოვრებაში ჭარბად. შედეგად ადამიანი კიდევ უფრო ღიზიანდება
და ამით კიდევ უფრო ზრდის თავისი გრძნობის ძალას. აზრობრივად ის ყველას „ჯანდაბაში“
გზავნის: „დამეკარგეთ ყველანი!..“ სარკე კი ამ ბუმერანგს უკან უბრუნებს. შენ მოისროლე, და
შენც მოგისროლეს იქითკენ. უსიამოვნებათა რიცხვი მატულობს? აბა რა! თუ სარკის წინ დადგები
და იყვირებ: „გადაშენდი!“ - როგორი ანარეკლი გაჩნდება იქ? როგორ გადაშენდები შენს
სამყაროსთან ერთად.

განსჯის საგანი „ბრალმდებლის“ ნიშაში მსგავსი სახით აღწევს. წარმოიდგინეთ ასეთი


დამახასიათებელი მაგალითი: გაბრაზებული მოხუცი ქალი მთელ სამყაროს საყვედურით
უყურებს. თავად ის - სასტიკი და უცდომელი მართლმსაჯულების ცოცხალი განსახიერებაა -
„მართალია ადამიანთა და სინდისის წინაშე“. მთელი დანარჩენი სამყარო კი ვალდებულია
პასუხი აგოს იმაზე, რომ მას ის თვალში არ მოუვიდა. სურათი საკმაოდ კონკრეტულად და
ცხადად არის ფორმულირებული. სარკეში ასეთი გონორით ყურებისას, ის თავის გარშემო
ტოლფას რეალობას ქმნის, ანუ სრულ უსამართლობას. აბა როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს
სამყაროს? ის მას არ განსჯის, საკუთარ თავს კი არ იმართლებს. სამყარო მისი თვისებიდან
გამომდინარე სწორედ ისეთი ხდება, როგორადაც წარმოიდგენენ.

487
იგივე ხდება რაიმეს მიუღებლობის შემთხვევაში. მაგალითად, თუ ქალი მკვეთრად
უარყოფითად ეკიდება ალკოჰოლის მოხმარებას, ის განწირულია ამ პრობლემას ყოველ
ნაბიჯზე შეეჩეხოს. მას ლოთობის სხვადასხვა გამოვლინება გამუდმებით შეაწუხებს, იქამდე, რომ
ალკოჰოლიკს გაყვება ცოლად. რაც უფრო მეტად ვერ იტანს ცოლი ალკოჰოლს, მით მეტს სვამს
ქმარი. დრო და დრო ის შეიძლება ლოთობისთვის თავის დანებებას ცდილობდეს. მაგრამ ქალს
იმდენად ძლიერად სძულს ლოთობა, რომ ფაქტობრივად საკუთარი აუტანლობით ტკბება და
გააფთრებული ამტკიცებს თავისას „არასოდეს დაანებებ თავს სმას!“ და მართლაც, თუ ქმარს
მყარი განზრახვა არ აქვს, თავის სიძულვილში „გაჯიქებულ“ ცოლს საკუთარი აზროფორმის მისი
სამყაროს ნიშაში ჩანერგვა შეუძლია.

პესიმისტური მოლოდინებისკენ მიდრეკილება გვერდიდან საერთოდ ნაკლებმიმზიდველად


გამოიყურება. ასეთი ტიპის განწყობა: „მაინც არაფერი გამოვა!“ - სადომაზოხიზმის მსგავსია.
პესიმისტი გაუკუღმართებულ სიამოვნებას იღებს და საკუთარი მძიმე ხვედრით ტკბება: „სამყარო
ისეთი საშინელია, უარესს ვერც წარმოიდგენ. ჰოდა ახია მასზე და ჩემზეც მასთან ერთად!“
ნეგატივში ტკბობის ასეთი პათოლოგიური ჩვევა წყენისადმი მიდრეკილებასთან ერთად
ვითარდება. „მე ასეთი კარგი ვარ! თქვენ კი არ მაფასებთ! ეს ხომ უსამართლობის მწვერვალია!
მორჩა, მეწყინა, და ნუ მარწმუნებთ თუ შეიძლება! აი მოვკვდები და მერე ნახავთ!“ და რა ხდება
შედეგად? სარკეში არა უბრალოდ აირეკლება, არამედ საიმედოდ განმტკიცდება ფატალური
გაჭირვების სურათი. ნაწყენი ადამიანი თავად უკვეთავს უიღბლო სცენარს და შემდეგ ზეიმობს:
„აბა, რას ვამბობდი?“ სარკე კი მხოლოდ შეკვეთას ასრულებს: „როგორც გენებოთ!“

უიღბლო ადამიანი ასეთივე ფატალური განწირულობით აცხადებს თავის არასახარბიელო


მდგომარეობას: „მთელი ცხოვრება - სრული სიბნელეა, და წინაც არავითარი სინათლე არ ჩანს“.
მას მთელი ძალით არ სურს ასეთი ბედი და ამიტომ მთელ აზრობრივ ძალას ჩივილსა და წუწუნზე
მიმართავს. მაგრამ რას აირეკლავს სარკე, თუ ფორმაში მხოლოდ უკმაყოფილებაა? როგორიც
ფორმაა: „უკმაყოფილო ვარ! არ მსურს!“ - ისეთია ანარეკლიც: „დიახ, უკმაყოფილო ხარ და არ
გსურს“. ისევ და ისევ თავად ფაქტი - არც მეტი და არც ნაკლები.

უკმაყოფილებას იგივე პარადოქსული ბუნება აქვს - ის საკუთარ თავს შობს. არსებობს ერთი
„ოქროს“ წესი, რომელიც შეიძლება სრული იდიოტების სახელმძღვანელოში შევიდეს: „თუ
საკუთარი თავი არ მომწონს, მაშინ საკუთარი თავი არ მომწონს“. და ამ ტავტოლოგიაშია
პრინციპი, რომლითაც, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ადამიანთა უმრავლესობა
ხელმძღვანელობს.

ავიღოთ, მაგალითად, გარეგნობა. ალბათ შეამჩნევდით, რომ პრაქტიკულად ყველა პატარა


ბავშვი სიმპათიურია. მაშ, საიდან ამდენი საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო ზრდასრული?
ისევ იქიდან - სარკიდან, რომელიც უკან აბრუნებს ყველა პრეტენზიას. ლამაზები ისინი
იზრდებიან, ვისაც საკუთარი თავით ტკბობის მიდრეკილება ჭარბად აქვს - აი, რაშია მათი
საიდუმლო. ისინი ხელმძღვანელობენ წესით: „თუ საკუთარი თავი მომწონს, ე.ი. სულ უფრო მეტი
საფუძველი მექნება ამისთვის“.

სულ სხვა საქმეა, როდესაც ფორმა თავის ანარეკლს ეუბნება: „წონაში მოვიმატე, უნდა გავხდე!“
რაზეც სარკე გულგრილად პასუხობს: „დიახ, მსუქანი ხარ, უნდა გახდე“. ან ასე: „დავსუსტდი, უნდა

488
ვივარჯიშო!“ რასაც მოსდევს პასუხი: „ჰო, სუსტი ხარ, უნდა ივარჯიშო“. რეალობა ადამიანს
ექოსავით ეპასუხება და გაგონილს უდასტურებს.

სწორედ ასე აღვივებს საკუთარ თავს არასრულფასოვნების კომპლექსი. დაბალ თვითშეფასებას


შესაბამისი განაჩენი მოსდევს, რომელსაც სარკე სინამდვილედ გარდაქმნის. „განსაკუთრებული
ტალანტები არ მაქვს, ხომ?“ – „დიახ, უნიჭო ხარ“. - მეტის ღირსი არ ვარ, ხომ?“ – „დიახ, არაფრის
იმედი არ უნდა გქონდეს“.

ხოლო თუ ამ ყველაფერს დანაშაულის თანდაყოლილი გრძნობაც ერთვის, საერთოდ


დაღუპულია ადამიანი. „დამნაშავე ვარ? ვალი უნდა გადავიხადო?“ – „დიახ, დასჯის ღირსი ხარ,
და მიიღებ კიდეც ამას“. სხვაგვარად აბა როგორ? თუ ადამიანი, თუნდაც გაუცნობიერებლად,
საკუთარ დანაშაულს გრძნობს, რა აისახება სარკეში? შურისძიება - აუცილებლად!
ნუთუ თქმა სჭირდება, რომ მღელვარება და შიშები ასევე დაუყოვნებლივ რეალიზდება?
ადამიანს იმდენი რამის ეშინია, რომ უმეტესი მათგანი მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ეს დიდ
ენერგოდანახარჯს მოითხოვს. უბედურებები და კატასტროფები - ყოველთვის ანომალიებია,
რომლებსაც წონასწორობიდან გამოჰყავს ვარიანტების დინება. მაგრამ თუ არასასურველი
მოვლენა დინებისგან ახლომახლო მდებარეობს, ის აუცილებლად მოხდება, რადგან ადამიანი
მას თავისი აზრებით იზიდავს.

ეჭვები კი პირიქით მოქმედებს. შიშისგან განსხვავებით, რომელიც ყურადღებას რომელიმე


მოვლენის განხორციელების შესაძლებლობაზე აფიქსირებს, ეჭვი იმაზეა ფიქსირებული, რომ ეს
არ მოხდება. და რა თქმა უნდა, ეჭვი ბევრ შემთხვევაში, თითქოს ჯიბრზე, მართლდება. მაგრამ
რატომ ჯიბრზე? ადამიანს მხოლოდ ეჩვენება, რომ აქ „ბედის უკუღმართობის კანონი“
მოქმედებს. სინამდვილეში სარკე უბრალოდ ირეკლავს აზრების შინაარსს, და მეტი არაფერი.
ნებისმიერ შემთხვევაში რაიმეს თავიდან აცილებისკენ სწრაფვა შეჯახების შესაძლებლობას
ძალზე ზრდის. ყველაფერი პირიქით ხდება, რის გამოც ხშირად ადამიანი ღიზიანდება, ან
საერთოდ უმეტეს დროს ამ მდგომარეობაში ატარებს. გაღიზიანებული მდგომარეობა
ასრულებს სამყაროს შეგრძნების ზოგად სურათს. შედეგად ინტეგრალური ფორმა მიიღება:
„დისკომფორტს ვგრძნობ“. სწორედ ამის შესაბამისად ფორმირდება ინდივიდუალური
რეალობა, რომელშიც ყველაფერი ამ დისკომფორტის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო
გამწვავებისკენ მიდის.

ადამიანი თავისი ნეგატიური დამოკიდებულებით თავად ღებავს საკუთარი სამყაროს ნიშას შავ
ტონებში. ნებისმიერი დამოკიდებულება, რომელშიც სულის მგზნებარე გრძნობას და გონების
მტკიცე დარწმუნებულობას ეფუძნება, რეალობაში აისახება. ამასთან პირდაპირ, ერთი ერთზე,
მიუხედავად იმისა, რის გამოხატვას ცდილობს ადამიანი: სწრაფვისა თუ მიუღებლობისა. აქ
მუშაობს მეოთხე სარკული პრინციპი: სარკე უბრალოდ დამოკიდებულების შინაარსის
კონსტატირებას ახდენს, ხოლო მის მიმართულებას აიგნორებს.

როგორ იქცევა ადამიანი, რომელიც ხედავს, რომ ის რეალიზდება, რაც მას არ სურს? იმის
მაგივრად, რომ ფორმას შეხედოს, მთელ თავის ყურადღებას ანარეკლისკენ მიმართავს და მის
შეცვლას ცდილობს. ანარეკლი - ფიზიკური რეალობაა, და მოქმედება აქ მხოლოდ შინაგანი
განზრახვის ჩარჩოში გვიწევს. ანუ, თუ სამყარო არ გვემორჩილება და სულ სხვა მხარეს მიდის,
მას ყელში უნდა ვწვდეთ და მთელი ძალით იქით წავათრიოთ, საითაც ჩვენ გვსურს. ვერაფერს

489
იტყვი, რთული ამოცანაა. უმრავლეს შემთხვევაში კი საერთოდ შეუძლებელია. და მხოლოდ
იმიტომ, რომ სიტუაცია სრულიად უაზროა: სარკის წინ მდგომი ადამიანი ცდილობს საკუთარი
ანარეკლი მოიხელთოს და მასზე ამა თუ იმ ფორმით იმოქმედოს.

შინაგანი განზრახვა პირდაპირი ზემოქმედებით უკვე აღსრულებული რეალობის შეცვლას


ცდილობს. სახლი აშენებულია, მაგრამ ისე არა, როგორც გვსურდა. მისი დაშლა და გადაკეთება
გვიწევს, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ ვიღებთ. ადამიანს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს
უმართავი ავტომობილის საჭესთან იჯდეს. მუხრუჭები არ მუშაობს, ძრავა ხან ქვრება, ხან მთელი
ძალით ღმუის. მძღოლი რეალობასთან მორგებას ცდილობს, მაგრამ ავტომობილი სრულიად
გაუთვლელად იქცევა.

ლოგიკურად, წინაღობების თავიდან ასაცილებლად, გვერდით უნდა გადავუხვიოთ, მაგრამ


პირიქით ხდება: იმ მომენტიდან, როგორც კი საშიშმა წინაღობამ ყურადღება მიიპყრო, შეჯახება
გარდაუვალი ხდება. საჭე ერთ მხარეს ტრიალდება, შენ კი მეორე მხარეს მიგაქანებს. და რაც
უფრო მაგრად აწვები მუხრუჭებს, მით მეტია სიჩქარე.

გამოდის, რომ ადამიანი კი არ მართავს რეალობას, არამედ რეალობა მართავს ადამიანს.


შეგრძნებაა, როგორც შორეულ ბავშვობაში: აი, მივრბივარ და მთელი ძალით ვტირი. სამყაროს
არ სურს დამემორჩილოს - აი, როგორ მაწყენინა! არაფრის გაგონება და გაგება არ მსურს.
უბრალოდ მივრბივარ და ვღრიალებ, და ჩემს ღრიალს მიწაზე ფეხების ბაკუნი ეხმიანება.
გაგახსენდათ, როგორ იყო? და რატომ ვარ ასეთი შეუგნებელი! დიდები რაღაცის ახსნას
ცდილობენ, მაგრამ არავითარი სურვილი არ მაქვს ამაში გავერკვე. ყველაფერი ისე უნდა იყოს,
როგორც მე მსურს, და წერტილი!

გავიზარდე, მაგრამ არაფერი შეცვლილა - მაინც ვერაფერი გავიგე. მე ძველებურად ფეხებს


ვაბაკუნებ და მოვითხოვ, რომ სამყარო დამემორჩილოს. მაგრამ ის ყველაფერს ჯიბრზე
აკეთებს, და მე ისევ გავრბივარ და ვღრიალებ. რეალობისკენ მივრბივარ, შინაგანი განზრახვის
ქარი კი სახეში მიბერავს. მაგრამ ყველაფერი ამაოა - რეალობა მე მმართავს, მაიძულებს,
თითქოს მოლუსკი ვიყო, ნეგატიური რეაქცია მქონდეს, და ამით კი თავად კიდევ უფრო
უარესდება.

როგორ ვმართოთ ეს შეშლილი ავტომობილი? რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რა ეშლება?


შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ის თვალმოუშორებლად უყურებს ანარეკლს. აქედან მოდის
მისი ყველა პრობლემა. ამ დროს კი ასე მოქცევაა აუცილებელი.

პირველ რიგში ანარეკლის დევნა უნდა შეწყვიტო და გაჩერდე. ეს ნიშნავს, სარკეს თვალი
მოსწყვიტო და უარი თქვა შინაგან განზრახვაზე, სამყაროს შენთვის სასურველი გეზი მისცე. ამ
მომენტში შეშლილი ავტომობილი ადგილზე გაიყინება, რეალობაც შეჩერდება. შემდეგ კი
დაუჯერებელი მოხდება: სამყარო თავად წამოვა შენკენ.

სამყარო შენკენ მოდის

ჩვეულებრივი ადამიანური გონება სარკის ანარეკლზე ზემოქმედებას წარუმატებლად ცდილობს,


მაშინ, როდესაც თავად ფორმის შეცვლაა საჭირო. ფორმას ადამიანის აზრების მიმართულება

490
და ხასიათი წარმოადგენს. მთელი უბედურება იმაშია, რომ ადამიანები ჯერ სარკეში იხედებიან
და მხოლოდ ამის შემდეგ გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას დანახულის მიმართ. ამით
ისინი, ნებით თუ უნებლიეთ, აცხადებენ განზრახვას, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს
სინამდვილეს.

ნეგატივიზმისკენ მიდრეკილება სულ ახალ-ახალ ნეგატიურ შტრიხებს აჩენს სარკეში. სამყაროს


ინდივიდუალური ნიშა მუქ ტონებში იღებება და მისი მფლობელისთვის ნაკლებსასიამოვნო
მოვლენებით ივსება. როდესაც ადამიანს უიმედობა ეუფლება, სარკეში, შესაბამისად, ცა კიდევ
უფრო იქუფრება. ხოლო თუ აგრესიულად განეწყობა, სამყარო საპასუხოდ მაშინვე იჯაგრება. და
რაც უფრო ღიზიანდები, მით უფრო მეტად გეძალება ახალ-ახალი უბედურება - ირგვლივ ყველა
და ყველაფერი რაღაცით გაღიზიანებს.

ადამიანი სარკესთან მნიშვნელოვნების ძაფებითაა მიბმული. ის ყველაფერი, რაც ხდება, ხომ


ფაქტობრივად მისი ცხოვრებაა, და მას დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანს ან მოსწონს ის, რასაც
ხედავს, ან არა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მისი აზრები შინაარსობრივად ემთხვევა
ანარეკლს და ამით კიდევ უფრო ამყარებს არსებულ მდგომარეობას. რამდენადაც ფორმა
ანარეკლის ტყვეობაშია, ამიტომ ადამიანიც მისი გარშემომყოფი რეალობის სრულ
დამოკიდებულებაში ექცევა.

რაც უფრო მგზნებარეა გრძნობა, მით უფრო ძლიერია სარკესთან მიჯაჭვულობა. რას ფიქრობ -
არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია - რის შესახებ. მოგწონს თუ არა ანარეკლი - მაინც მასზე
ფიქრობ. მნიშვნელობა მხოლოდ აზრების შინაარსს გააჩნია. მიუღებლობა ყოველთვის
საპირისპირო მხარესაა მიმართული: „თავი დამანებეთ ბოლოს და ბოლოს!“ ან „როგორ
მომწყინდა ეს ყველაფერი!“ მაგრამ მიმართულების მიუხედავად დამოკიდებულება
უკმაყოფილების მიზეზს მოიცავს. ხოლო სულის და გონების ერთიანობაში შობილი მგზნებარე
გრძნობა ფორმას მკაფიო კონტურებს აძლევს. შედეგად ანარეკლში ჭარბად ისახება ის, რაც
ფორმის შინაარსს შეესაბამება.

ამიტომაც ღარიბები ღარიბდებიან, მდიდრები კი მდიდრდებიან - ყველანი სამყაროს სარკეში


იხედებიან, და ყოველი თავისებურად აცხადებს მისი გარშემომყოფი რეალობის სახეს. ეს
რეალობა ჭაობივით ისრუტავს ადამიანს. მოხუცი ქალი პენსიის რიგში. დაღლილი ქალი მძიმე
ჩანთებით გაჭედილ ავტობუსში. ავადმყოფი, რომელიც ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან
მეორეში გადადის. მთელი თავიანთი აზრებით ისინი ამ შავბნელ რეალობაში არიან. ამ დროს კი
ვიღაც ცხოვრებით ტკბება: ზღვა, იახტები, მოგზაურობა, ძვირფასი სასტუმროები, მდიდრული
რესტორნები - ყველაფერი, რაც გულს სწადია. ყველა შემთხვევაში გარემოს ხასიათისგან
დამოუკიდებლად ხდება ფაქტის კონსტატაცია: „აი ასე ვცხოვრობთ“. უფრო ზუსტად,
ვცხოვრობთ, როგორც ვფიქრობთ ჩვენს ყოფაზე. სარკე ადასტურებს და სულ უფრო ამყარებს
აზრების ფორმის შინაარსს.

და არ ღირს სტანდარტული პროტესტის გამოთქმა, რომ, ასე ვთქვათ, საწყისი პირობები ყველას
განსხვავებული აქვს: ვიღაც სიღარიბეში დაიბადა, ვიღაცას კი მდიდარი მემკვიდრეობა ერგო.
დიახ, საწყისი წერტილი ბევრად განაპირობებს, როგორ დაიწყება ცხოვრების წესის
კონსტატაცია და როგორ განვითარდება მომავალში. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ „საწყისი
კაპიტალი“ ყველაფერს წყვეტს. ბევრი მაგალითი არსებობს, როდესაც ადამიანები ყველაზე

491
დაბალი ფენიდან მაღალ საზოგადოებაში მოხვედრილან, და პირიქით. იქნებ, ეს იშვიათი
გამონაკლისებია, რომლებიც წესს ადასტურებს? დიახ, მაგრამ თუ გამონაკლისი მაინც
შესაძლებელია, ე.ი. ეს წესი არც თუ მთლად მტკიცეა. რაც არ უნდა ღრმა ორმოში იყოთ,
იცოდეთ: ყველაფრის შეცვლა შეიძლება, თანაც რადიკალურად. და საერთოდ არ აქვს
მნიშვნელობა , რომ წარმოდგენაც არ გაქვთ, ეს როგორ განახორციელოთ. თქვენ არ
გჭირდებათ კონკრეტული გამოსავალის ცოდნა - ის თავად გამოჩნდება.

თქვენ გეჩვენებათ, რომ გარემოებების ტყვე ხართ, რომელთა შეცვლაც არ შეგიძლიათ.


სინამდვილეში ეს ილუზიაა - ბუტაფორია, რომელსაც სურვილის შემთხვევაში იოლად
დაამსხვრევთ. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ყველანი გაუცნობიერებლად ჩაკეტილ წრეზე დავდივართ:
ვაკვირდებით რეალობას - გამოვხატავთ დამოკიდებულებას - სარკე ამყარებს
დამოკიდებულების შინაარსს რეალობაში. იმისთვის, რომ რეალობა შევცვალოთ, უბრალოდ ამ
წრიდან გამოსვლაა საჭირო.

აი, თქვენ გარშემომყოფ რეალობას აკვირდებით, და გეჩვენებათ, რომ მისი შეცვლა


შეუძლებელია. და ეს მართლაც ასეა. შინაგანი განზრახვით თქვენ ანარეკლზე ზემოქმედებას
ცდილობთ, მაგრამ მასზე სულ მცირე გავლენასაც კი ვერ ახდენთ. სარკის ამ მხარეს ძალზე ცოტა
შესაძლებლობებია. სამაგიეროდ თქვენ შეგიძლიათ კონტროლქვეშ აიყვანოთ თქვენი
დამოკიდებულება რეალობისადმი, და მაშინ სადავეს ხელში აიღებს გარეგანი განზრახვა,
მისთვის კი შეუძლებელი არაფერია. სარკის მეორე მხარეს მოვლენათა განვითარების ისეთი
ვარიანტები არსებობს, რომელთა შესახებ ადამიანის გონებას წარმოდგენაც კი არ აქვს.

ჰოდა ასე, გარეგანი განზრახვის მექანიზმის ასამუშავებლად მეხუთე სარკული პრინციპის


შესრულებაა საჭირო: ანარეკლიდან ფორმაზე ყურადღების გადატანაა აუცილებელი. სხვა
სიტყვებით, საკუთარი აზრების კონტროლქვეშ მოქცევაა აუცილებელი. უნდა იფიქრო არა იმის
შესახებ, რაც არ გინდა და რასაც გაურბიხარ, არამედ იმაზე, რა გსურს და რის მიღწევასაც
ცდილობ.

კიდევ ერთხელ შეხედეთ ჩაკეტილი წრის ფორმულას. ადამიანი პირდაპირი გაგებით ამ სარკულ
წრეში ჩოჩორივით მოძრაობს. თავისი დამოკიდებულებით - სინამდვილეზე პრიმიტიული
რეაქციით - სარკეს მიჯაჭვული, ის ასევე პრიმიტიულად ცდილობს ანარეკლს დაეწიოს მასში
რაიმეს შეცვლის სურვილით. ახლა კი ვცადოთ სარკული წრე შევაბრუნოთ: გამოვხატავთ
დამოკიდებულებას - სარკე ამყარებს დამოკიდებულების შინაარსს რეალობაში - ვაკვირდებით
რეალობას. რა ხდება ამ დროს?

ანარეკლის პრიმიტიული და უსუსური კონსტატაცია წყდება, მის ადგილს კი ფორმის


განზრახული და მიზანმიმართული კონსტატაცია იკავებს. სარკეში დანახულის გამო ჩვეულებრივ
უკმაყოფილების გამოხატვის ნაცვლად, მე ზურგს ვაქცევ მას და ფიქრებში იმ ფორმის
ფორმირებას ვიწყებ, რომლის დანახვაც მსურს. ესაა სარკული ლაბირინთიდან გამოსასვლელი.
სამყარო შეჩერდა, შემდეგ კი ჩემ შესახვედრად გამოემართა. და აი, მე აღარ გავრბივარ, არამედ
ერთ ადგილას ვდგავარ, და ახლა თავად რეალობა მოემართება ჩემკენ, და უკვე სხვა ქარი
მიბერავს სახეში - გარეგანი განზრახვის ქარი.

492
მე ყველაფერი პირიქით გავაკეთე: შევწყვიტე ანარეკლის უსარგებლო დევნა, სამყარო
გავათავისუფლე და ნება მივეცი თავად შემობრუნებულიყო ჩემი აზრების შესაბამისად. სარკული
წრე ისევ ჩაკეტილი დარჩა, მაგრამ ახლა მე არ დავდივარ წრეზე - ის თავად ტრიალებს და მას
გარეგანი განზრახვა ამოძრავებს. ჩემი შინაგანი განზრახვა გარეგანმა ჩაანაცვლა, რადგან მე
უარი ვთქვი ანარეკლზე ზემოქმედების მცდელობაზე. მე მხოლოდ მიზანმიმართულად
ვაფორმირებ აზრებში სასურველ ფორმას, ხოლო დუალური სარკე უკვე თავად ახორციელებს
ვარიანტთა სივრცის შესაბამის სექტორს სინამდვილეში.

ერთადერთი სიძნელე სიტუაციის უჩვეულობაში მდგომარეობს. უჩვეულოა ის, რომ ელემენტი


„რეალობის დაკვირვება“ წრის სულ ბოლოშია დაყენებული. ადამიანი უფრო მიეჩვია
იმოქმედოს წესით: „რასაც ვხედავ, ჯიუტად იმას ვამტკიცებ“. ის სამყაროს თავის შეხედულებებს
უგზავნის, ის კი, როგორც ექო, უკან მხოლოდ გამოშიგნულ არსს უბრუნებს: „არ მსურს, წვიმა
მოდიოდეს!“ – „წვიმა, წვიმა...“; „არ მსურს სწავლა!“ – „სწავლა, სწავლა...“; „არ მსურს მუშაობა!“
– „მუშაობა, მუშაობა...“ შედეგად სინამდვილეში ხორციელდება დამოკიდებულების
რაფინირებული შინაარსი.

შეგვიძლია მთელი ამ გაუგებრობით დაღლილი სარკის მონოლოგი წარმოვიდგინოთ.


„ცუდად ხარ. კარგი, მაინც რა გსურს, კარგად რომ იყო?

არ გსურს. იქნებ, ბოლოს და ბოლოს, ინებებ და ნათლად იტყვი, რა გნებავს?

შენ არ მოგწონს. ჰოდა მითხარი, პატივცემულო, რა გინდა?“

ყველაფერი ძალზე მარტივადაა. ნეგატიური დამოკიდებულება პოზიტიურით უნდა შეიცვალოს.


აზრების ინვენტარიზაცია უნდა ჩატარდეს და იქაურობა ყველა „არ“-ასგან გაიწმინდოს.
უკმაყოფილება, უარყოფა, მიუღებლობა, არაღიარება, სიძულვილი, ის, რომ წარმატების არ
გჯერავთ და ა.შ. - მთელი ეს ნაგავი ტომარაში უნდა მოაგროვოთ და ნაგავსაყრელზე
მოისროლოთ. თქვენი აზრები მიმართული უნდა იყოს იმაზე, რაც მოგწონთ და გსურთ. აი მაშინ
სარკეში მხოლოდ სასიამოვნო აღიბეჭდება.

უნდა გვესმოდეს, რომ სასიკეთო რეალობა უცებ არ ფორმირდება. მოთმინება და


გაცნობიერებულობა დაგჭირდებათ. ახლა ყველაფერი ისე აღარაა, როგორც ადრე იყო: თქვენ
გარშემომყოფ რეალობაზე კი არ რეაგირებთ, არამედ საკუთარ თავზე იღებთ
ხელმძღვანელობას და ცნობიერად აგზავნით სამყაროში თქვენს აზროფორმებს. მიუხედავად
ხილული ნეგატიური ანარეკლისა, პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავთ. დიახ, ეს, ასე
ვთქვათ, უჩვეულოა, მაგრამ რა სჯობს: გარემოებების მონა იყოთ, როგორც ყველა ჩვეულებრივი
ადამიანი, თუ საკუთარ ბედს თქვენი შეხედულებისამებრ განაგებდეთ?

ადამიანებში განწყობა ფორმირება როგორც შექმნილ (იღბლიან თუ უიღბლო) გარემოებებზე


რეაქცია. ნეგატივიზმისკენ მიდრეკილება, როგორც წესი, სულის განწყობას დაბალ დონეზე
აჩერებს. ამ დროს კი პირიქით მოქმედებაა საჭირო - შეგნებულად უნდა შეიქმნათ განწყობა. უკვე
მხოლოდ იმის ცოდნა, რომ რეალობის მართვა შემიძლია, მნიშვნელოვნად ამაღლებს
განწყობას. ჩემი განზრახვით მე ვირჩევ ფერებს ჩემი რეალობისთვის. გარემოებების მიუხედავად
საკუთარ თავს მაჟორულ განწყობაზე ვაყენებ. ამას ვაკეთებ შეგნებულად, და არ ვრეაგირებ

493
პრიმიტიულად გარე გამღიზიანებელზე. აუცილებელია ამ ჩვევის გამომუშავება. განწყობის
შექმნას სლაიდი დაეხმარება - მუსიკალური, ვიზუალური - რომელიც უფრო მოგწონთ. იდეალში
ეს უნდა იყოს სურათი, რომელშიც თქვენი მიზანი მიღწეულია და თქვენ ბრწყინვალედ გრძნობთ
თავს.

მეორე მხრივ, მზად იყავით იმისთვის, რომ გარკვეული დროის განმავლობაში თქვენი სამყაროს
ნიშაში არავითარი ცვლილება არ მოხდება. ან პირიქით, თითქოს ჯიბრზე, სხვადასხვა
უსიამოვნებები მოგეძალებათ. მერე რა? ეს ყველაფერი დროებითი დისკომფორტია, რაც
რეალობასთან დამოკიდებულების ახალ დონეზე „გადასვლასთანაა“ დაკავშირებული. თქვენ
ხომ იცით, რომ სარკე დაყოვნებით მუშაობს. საკუთარი ხაზის გაყვანა უნდა გააგრძელოთ,
მიუხედავად ყველაფრისა. მშვიდად უნდა შეყოვნდეთ, რომლის დროსაც არაფერი მოხდება.
ზუსტად ისე, როგორც ერთ ზღაპარშია: „უკან მოიხედავ - და გაქვავდები!“ დაე, სარკეში
ნებისმიერი რამ მოხდეს, მე ხომ ვიცი: ვერსად წამივა - ადრე თუ გვიან იქ ის ფორმა აისახება,
რომელსაც ჩემს აზრებში ვქმნი. თუ ცდუნებას გავუძლებ, უკან არ მოვიხედავ და მტკიცედ ვიდგები
ჩემს პოზიციაზე, სარკეში ჩემი რეალობა ფორმირდება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე
მსურს.

სამყაროს აღქმა ისეთი უნდა იყოს, თითქოს უკვე ფლობთ იმას, რაც გსურთ, ან სულ მალე
მიიღებთ. გახსოვდეთ: სარკე იმას ახორციელებს, რაც თქვენს აზრებშია. მაგალითად, თუ თქვენი
გარეგნობა არ გაკმაყოფილებთ, სარკეში სიამოვნების გარეშე იხედებით. მთელი თქვენი
ყურადღება ნაკლოვან შტრიხებზეა მიმართული, რომლებიც არ მოგწონთ, და რის
კონსტატაციასაც ახდენთ. უნდა გესმოდეთ, რომ სამყაროს სარკეში საკუთარ თავთან
დამოკიდებულების შესაბამისად ირეკლებით.

ახალი წესი გაითავისეთ - კი არ ჩაიხედოთ, არამედ უთვალთვალეთ სამყაროს სარკეს. კარგი


ეძებეთ, ცუდი კი დააიგნორეთ - ყველაფერი ამ ფილტრში გაატარეთ. ყურადღება გაამახვილეთ
იმაზე, რისი მიღებაც გსურთ. ადრე რას აკეთებდით? ფაქტის კონსტატაციას ახდენდით: „მსუქანი
და უშნო ვარ. ასეთი არ მომწონს საკუთარი თავი“. სარკე კი უფრო და უფრო ამყარებდა ამ
ფაქტს: „დიახ, სწორედ ასეა“. ახლა კი სხვა ამოცანა გაქვთ - საკუთარ თავში მხოლოდ იმ
თვისებების შემჩნევა, რომლებიც მოგწონთ, და იმავდროულად სასურველი ფორმის
წარმოდგენა აზრებში. ამ მომენტიდან მხოლოდ იმას აკეთებთ, რომ ეძებთ და დადებითი
ცვლილებების სულ ახალ-ახალ მტკიცებულებებს პოულობთ: დღითი დღე სულ უკეთესს და
უკეთესს. თუ ამ ტექნიკას რეგულარულად გამოიყენებთ, მალე გაკვირვებისგან პირი ღია
დაგრჩებათ.

ზოგადად, თავიდან დამოკიდებულება უნდა შექმნათ და მხოლოდ შემდეგ ჩაიხედოთ სარკეში,


და არა პირიქით. რა თქმა უნდა, გარკვეული დრო იქნება საჭირო, რომ ამას მიეჩვიოთ. მაგრამ
ცდად ღირს. ახლა თქვენ შეძლებთ რეალობის მართვას და არა ის თქვენსას. მატერიალური
რეალიზაციის ინერტულობის გათვალისწინებით ანარეკლი ნელ-ნელა პოზიტიურად
შეიცვლება. თქვენი სამყაროს ნიშაში იმდენი სასიამოვნო დაგროვდება, რომ აღარ
დაგჭირდებათ საკუთარი თავის დარწმუნება, რომ გამხიარულდეთ. სარკული წრე მსუბუქად და
ძალდაუტანებლად დატრიალდება. მთავარია - ის ადგილიდან დაძრათ და თქვენი განზრახვით
ააჩქაროთ, შემდეგ ყველაფერი იოლად გაგრძელდება.

494
„ნუთუ! დაუჯერებელია... - იტყვის მოწყენილი მკითხველი. - ასე იოლი რომ იყოს ყველაფერი...“
რას ვიზამთ, თუ არ გჯერათ, შეტრიალდით, და მშვიდობით გევლოთ სარკულ წრეზე -
ანარეკლის კვალზე - იქნებ დაეწიოთ. თუ არ გჯერათ, მაგრამ გინდათ, მაშინ გეტყვით, რომ
რწმენა აქ სულაც არ გჭირდებათ. რწმენის გარეშე შეასრულეთ შემოთავაზებული ტექნიკა,
შემდეგ კი თავად დაინახავთ, რა მოხდება. ჩვეულებრივი გონებისთვის ასეთი საკითხები
ყოველთვის მიუწვდომელი დარჩება, რადგან გარეგანი განზრახვის სამუშაო შეუმჩნეველია.
გონება ვერასდროს გაიგებს, როგორ შეიძლება შესრულდეს მისი აზრით აუხდენელი ნატვრა. ის
არასდროს ირწმუნებს, რომ ეს შესაძლებელია, სანამ უკვე მომხდარ ფაქტს პირისპირ არ
შეეჯახება. ჰოდა თავი დაანებეთ - დაე გონებამ თავის ეჭვებში იფუთფუთოს, თქვენ კი ამ დროს
ის გააკეთეთ, რაც საჭიროა.

„ვითომ? რაღაც არ გამოდის...“ - იტყვის ზარმაცი მკითხველი. მართლაც, სარკული ტექნიკა


ძალზე მარტივია, მისი ნამდვილობის დაჯერება რომ შეძლოთ. ჩვენ ყველანი რთული
პრობლემების რთულ გადაწყვეტას მივეჩვიეთ. ადამიანებს არ სჯერათ, რომ მათ აზრებს
სინამდვილეში რეალობაზე ზემოქმედება შეუძლიათ, და ასეთ საკითხებს სერიოზულად არ
აღიქვამენ, შედეგად კი, არც კი ცდილობენ ამის გაკეთებას. ეს ხილული შედეგების არარსებობის
პირველი მიზეზია. მეორე მიზეზი კი მოქმედებებში ჩვეულებრივი არათანმიმდევრულობაა.
ჩვეულებრივ ადამიანები ადვილად ინთებიან რომელიმე იდეით და შემდეგ ასევე სწრაფად
ცივდებიან. მაგრამ სასწაულები ხომ არ არსებობს! გარკვეული სამუშაოს შესრულებაა საჭირო,
მაგრამ ამ შემთხვევაში არა ხელებით, არამედ თავით. განა შეუძლია სარკეს, რომელიც
დაყოვნებით რეაგირებს, თქვენი ანარეკლის შექმნა, თუ თქვენ მხოლოდ წამით დადგებით მის
წინ და მაშინვე გაიქცევით?

ახლა, როდესაც ძირითად სარკულ პრინციპებს იცნობთ, მხოლოდ მისი პრაქტიკულად


გამოყენება დაგრჩათ. ეს ნამდვილად მარტივია. იმისთვის, რომ აზროფორმა მატერიალურ
სინამდვილეში დაფიქსირდეს, ის სისტემატურად უნდა იქმნებოდეს. სხვა სიტყვებით,
აზრობრივად მიზნობრივი სლაიდის რეგულარული ტრიალია საჭირო. უსარგებლო
ოცნებებისგან განსხვავებით, რომლებიც დრო და დრო ჩნდება, ეს კონკრეტული სამუშაოა.
ამგვარად, საკუთარი გრძნობების კონტროლქვეშ აყვანით, რომლებიც ანარეკლთან გაბამენ,
თქვენ სარკისგან თავისუფლდებით. თუმცა ემოციების დათრგუნვა არ ღირს, ისინი მხოლოდ
დამოკიდებულების შედეგია. თავად დამოკიდებულების - რეაგირების საკუთარი მეთოდის და
სინამდვილის აღქმის - შეცვლაა საჭირო. თავისუფლების მოპოვების შემდეგ თქვენ საჭირო
ანარეკლის ფორმირების უნარს იძენთ. სხვა სიტყვებით, თქვენი აზრების მიმდინარეობის
მართვით თქვენ რეალობას მართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რეალობა თქვენ გმართავთ.

რეალობის მართვა შეიძლება სხვადასხვა ხარისხის სიმკვეთრით ხდებოდეს. ყველაზე მარტივი


და მსუბუქი მეთოდი - ამალგამაა. ის კომფორტის და კეთილდღეობის ზოგადი ფონის შექმნის
საშუალებას იძლევა, რაც უმეტეს შემთხვევაში სრულიად საკმარისია. ოცნების განხორციელება
მეტ მოთმინებას და მიზანსწრაფულობას მოითხოვს. სარკული ტექნიკის გამოყენება ყველას
საკუთარი მოთხოვნების შესაბამისად შეუძლია.

ზოგადად, მტკიცება, რომ სამყარო ჩვენი აზრების ანარეკლს წარმოადგენს, ახალი არაა. ეს
თითქოს ყველასთვის გასაგებია, მაგრამ იმავდროულად როგორღაც გაურკვევლად ჟღერს.
ამიტომ ასეთი ცოდნისგან სარგებელიც ცოტაა. რა უნდა გაკეთდეს და როგორ? არავის სცალია

495
სულიერი განათლებისთვის, ბუნების ძალების საიდუმლოთა წვდომისთვის და საკუთარი
უნარების განვითარებისთვის.

მაგრამ ახლა თქვენ კონკრეტული ტექნიკა იცით. იცით, რატომ მუშაობს ეს და რა უნდა
გააკეთოთ. უბრალოდ გააკეთეთ ეს. სარკულ წრეზე სირბილი შეწყვიტეთ, და დაინახავთ,
როგორ წამოვა სამყარო თქვენკენ.

განმგებლის განზრახვა

ამგვარად, სამყაროს სარკეში სასურველი სინამდვილის მისაღებად, ელემენტარული


ქმედებების შესრულებაა აუცილებელი: განზრახვით ჩამოვაყალიბოთ აზრებში შესაბამისი
სურათი, ისე რომ ანარეკლის დაგვიანებას ყურადღება არ მივაქციოთ, და მხოლოდ
ვუთვალთვალოთ და ვეძებოთ ჩასახული რეალობის სულ ახალ-ახალი გამოვლინებები.
მაგრამ, დაგვიანების შესახებ ცოდნის პირობებშიც, ძალზე რთულია ამ უცნაურ სარკესთან
მორგება. ადამიანის ცნობიერებაში ღრმადაა ჩაბეჭდილი მოსაზრება, რომ რეალობა ან
მომენტალურად გვემორჩილება, როგორც ჯოხი ხელში, ან საერთოდ არ ექვემდებარება
მართვას. თითქოს, თუ სურვილი მაშინვე არ სრულდება, ე.ი. ეს უბრალოდ შეუძლებელია: რაც
არ შეიძლება, არ შეიძლება. და ადამიანს მხოლოდ ისღა დარჩენია იოცნებოს და მაგია
მიღმიერად, მიუწვდომელად მიაჩნდეს.

ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ, რომ მაგია რეალობისგან განზე დგას. ფანტაზიის სამყარო სადღაც
იქაა, წარმოსახვაში, რეალური ცხოვრება კი აქ მიედინება, მას ვერსად წავუვალთ და ვერც
ვერაფერს შევცვლით. მაგები და ექსტრასენსებიც თავიანთ განსაკუთრებულ სამყაროში
ცხოვრობენ, ჩვენ კი, ჩვეულებრივი ადამიანები ჩვეულებრივი პრობლემებით, აქ ვიტანჯებით, ამ
ნაცრისფერ რეალობაში.

მაგრამ სინამდვილეში არავითარი მაგია არ არსებობს - არის მხოლოდ დუალური სარკის


პრინციპების ცოდნა. ეს ცოდნა ზედაპირზე დევს. ის იმდენად უეშმაკო და ჩვეულებრივია, რომ
არც ერთი კანონით „ჯადოსნური“ არაა. და მაინც, ალადინის ლამპარიც ჩვეულებრივი ძველი
თუნუქის ქილასავით გამოიყურებოდა, და არც გრაალის თასი იყო ოქროსი. ყველაფერი დიადი
წარმოუდგენლად უბრალოა - მას არც გაპრანჭვა სჭირდება და არც დამალვა. ცარიელი და
უსარგებლო ყოველთვის მნიშვნელოვნების და იდუმალების საფარქვეშ იმალება.

ზღაპრულ ატრიბუტებს მოკლებული და ყოფით ცხოვრებაში ჩანერგილი მაგია მისტიკურ და


იდუმალ სფეროს აღარ მიეკუთვნება. ჯადოქრობა თავის მომხიბლავ იდუმალებას კარგავს,
რადგან მისი ადგილი აქ, ყოველდღიურობაში მოიძებნა. მაგრამ ამ ტრანსფორმაციის მთელი
ხიბლი ისაა, რომ ყოველდღიური სინამდვილე, თავის მხრივ, ჩვეულებრივად აღარ
გამოიყურება და უცნობ რეალობად იქცევა, რომლის ზეზეულად სიზმარხილვის მსგავსად
მართვა შეიძლება. და ამისთვის მხოლოდ სარკული პრინციპების დაცვაა აუცილებელი.

დავუშვათ, ტრანსერფინგს უკვე იცნობთ და მიზნობრივ სლაიდთან მუშაობა იცით. მაგრამ, დრო
გადის და არაფერი ხდება. ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს წერილი გააგზავნეთ, პასუხი კი არა
და არ მოდის. გონება აღელვებულ ბორგვას იწყებს, მოუთმენლობა იპყრობს. იქნებ რამეს
არასწორად ვაკეთებ? იქნებ ეს ყველაფერი სისულელეა?

496
სინამდვილეში სამყარო ერთ ადგილზე არ დგას - სარკის ანარეკლის მატერიალიზაციის
პროცესი მიმდინარეობს. უბრალოდ ეს პროცესი შეუმჩნეველია, ამიტომაც გვეჩვენება, რომ
არაფერი ხება. ასეთ მომენტში გონების სასწორის პინები ცოდნასა (რომ სარკე დაგვიანებით
რეაგირებს) და ძველ ჩვევას (დავინახოთ უშუალო ზემოქმედებასა და მის შედეგს შორის
თითქმის მყისიერი კორელაცია) შორის მერყეობს.

რაზე ფიქრობს გონება, თუ შედეგი არ ჩანს? იმის შესახებ, რომ მოქმედება არაეფექტური ან
არასწორია. ასეთ შემთხვევაში რა აისახება სარკეში? სწორია. იგივე. ამრიგად, პროცესი
ნელდება ან სხვა მხარეს მიდის. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დაახლოებით ასეთი დიალოგი
გონებასა და სამყაროს შორის.

- სათამაშო მინდა!
- რა თქმა უნდა, ძვირფასო, გინდა.
- მაგრამ შენ ხომ დამპირდი!
- დიახ. შენ მთხოვე, მე კი გითხარი, რომ სათამაშო გექნება. მგონი, სრულიად
დაგაკმაყოფილა იმან, რომ ის გექნება.
- შენ სწორად ვერ გაიგე! ახლავე მინდა სათამაშო, ამწუთას!
- არა, მესმის ყველაფერი: ახლავე გინდა ის.
- ჰოდა, სადაა სათამაშო?
- მართლაც, სადაა?
- მგონი, რომელიღაც ჩვენგანი იდიოტია.
- დიახ, ასეა.
- ჯანდაბა! სულ დამავიწყდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ სულელი სარკე ხარ. როგორ უნდა
მოგექცე? ჰო, გამახსენდა: სათამაშოს მაძლევ.
- კარგი, ჩემო ძვირფასო.
- ჰოდა, მის მოსატანად მივდივართ?
- რა თქმა უნდა, საყვარელო, მოდი ხელში აგიყვანო.

და აი, ისინი სასურველი საჩუქრისთვის გაემართნენ. ახლა მხოლოდ მოთმინებით აღჭურვა და


მთელი დროის მხიარული სამზადისისთვის დათმობა დარჩა. სული მღერის, გონება კი
კმაყოფილი იფშვნეტს ხელებს. რატომ არ უნდა იყოს კმაყოფილი? ის ხომ სამყაროსთან ერთად
სათამაშოსთვის მიდის! ტრანსერფერს უნდა ესმოდეს: მის მიერ გაკეთებული არჩევანი უცვლელ
კანონად იქცევა, რომელიც აუცილებლად შესრულდება. და ამისთვის მხოლოდ საბოლოო
მიზანზე ყურადღების ფიქსაციაა საჭირო. მაგრამ ადამიანისთვის ყოველთვის რაღაც ისე არაა.

- მისმინე, სწორ მხარეს მივდივართ? რატომღაც სათამაშოების მაღაზია არ ჩანს.


- ნუ ღელავ, ჩემო კარგო, მალე მივალთ.
- როდის? არა, მგონი არასწორად მივდივართ.
- ასე ფიქრობ?
- დიახ, გზა აგვებნა!
- როგორც იტყვი, საყვარელო, ხომ იცი, მე ყოველთვის გეთანხმები.
- სულელი სარკე! ვიცოდი, რომ შენი ნდობა არ შეიძლებოდა! სად წამიყვანე?
- უბრალოდ მინდოდა გზად პარკში შეგვევლო, ატრაქციონზე გასართობად...

497
ადამიანი თავდაჯერებული არაა, თუ მას თვალახვეულს ატარებენ. მისი გონება ვერაფრით
ეგუება იმას, რომ არაფერი ხდება ან მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც ჩაფიქრებული
იყო. გონება კიბერნეტული ავტომატის მსგავსადაა მოწყობილი: თუ მუშაობის ალგორითმი
ირღვევა, წითელი ნათურა ინთება. მათ შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ გონება თავად
ქმნის პროგრამა-სცენარს, გულუბრყვილოდ თვლის რა, რომ წინასწარ ყველა სვლის გათვლა
შეუძლია. ე.წ. საღი გონების პრიმიტივიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ის არა მხოლოდ
მოქმედებათა სტერეოტიპულ პროგრამას ადგენს, არამედ დაჟინებით ეჭიდება კიდეც მას.

იმ მომენტში, როდესაც არჩევანი კეთდება, ანუ საბოლოო მიზნის-სურათის დასახვა ხდება,


სამყაროს სარკე შეკვეთას ღებულობს და გარკვეული გეგმით მის რეალიზაციას იწყებს. რა გზით
მოხდება სურათის ანარეკლის ფორმირება, მხოლოდ სარკემ იცის - გონებისთვის ეს გზა
შეუცნობელია. მაგრამ, როდესაც გონება ხედავს, რომ მოვლენები რაღაც უცნაური სცენარით
ვითარდება, ის განგაშის ზარს შემოკრავს, და ადამიანი სამყაროს ყელში ეცემა. რაღაცის
გაკეთებაა საჭირო! ის ფიქრობს, რომ არაფერი გამოდის, და ამით ამახინჯებს სამიზნე სურათს.
დამატებით კი ისე იწყებს მოქმედებას, რომ საკუთარ სცენარს დაეხმაროს, და ისევ მხოლოდ
სწორედ იმ მისთვის უცნობი გეგმის რეალიზაციას უშლის ხელს, რომელიც ნამდვილად მიიყვანს
წარმატებამდე.

ამრიგად, საკუთარ სცენარს ჩაბღაუჭებული ადამიანი, რომელზეც, როგორც თავად ეჩვენება,


მიზნისკენ მიმავალი გზა გადის, ამ მიზნის რეალიზაციას თავადვე უშლის ხელს. მაგრამ ეს
ყველაფერი არაა. თავისი დაუოკებელი სურვილით, მალე მიიღოს სათამაშო, ადამიანი ისეთ
ჭარბ პოტენციალს ქმნის, რომ სარკე ფაქტობრივად მრუდდება. მრუდე სარკისგან კი რას
შეიძლება ველოდოთ?

სურვილი, როგორც ასეთი, აუცილებელია, მის გარეშე ხომ მისწრაფება არ არსებობს. თუ ამას
მოქმედების გადაწყვეტილებას დავუმატებთ, მიიღება საკუთარი მიზნის მიღწევის განზრახვა.
მაგრამ თუ რეალობაში მისი მიღწევის ეჭვებს და წარუმატებლობის შიშს დავამატებთ, გამოვა
ჟინი. აი, სწორედ ესაა ის მნიშვნელოვნება, რომელიც შეგნებულად უნდა დავწიოთ. თავისთავად
სურვილი შესამჩნევ ჭარბ პოტენციალს არ ქმნის - ის წარმოიქმნება, როდესაც თქვენი ეჭვებით
და შიშებით სამყაროს ყელში სწვდებით.

ადამიანი ჩვეულებრივ შემდეგნაირად მსჯელობს: მინდა, მაგრამ ვშიშობ, რომ არაფერი გამოვა,
ან მეეჭვება, გამოვა თუ არა. საკუთარი თავის წინაშე მოგების ან წაგების პასუხისმგებლობის
ტვირთის ქვეშ მყოფი, ის თავის თავს და სამყაროს მკაცრ პირობებს უყენებს. სამყაროსგან ელის,
საკუთარი თავისგან მოითხოვს. შედეგად სარკის სამმაგი გამრუდება მიიღება: მინდა, მეშინია, არ
ვუშვებ. მრუდე სამნაწილიანი სარკე.

თუ ფიქრობთ, რომ განზრახვა - მტკიცე გადაწყვეტილებაა სამყაროს მოსთხოვო ის, რაც თითქოს
გეკუთვნით, არაფერს მიიღებთ. და თუ სამყაროს შეეხვეწებით იმას, რაც გსურთ, ისევ ცარიელ-
ტარიელი დარჩებით. გაიგეთ, რომ ის, რაც გჭირდებათ, - შეკვეთის გაკეთება და შემდეგ
სამყაროსთვის ნების დართვაა, შეასრულოს ის. თქვენ ხომ უბრალოდ საშუალებას არ აძლევთ,
ეს გააკეთოს, რადგან მოითხოვთ, სთხოვთ, გეშინიათ და გეეჭვებათ. ასეთ შემთხვევაში

498
სამყაროც რაღაცას მოითხოვს, ითხოვს, ეშინია და ეეჭვება, ანუ სრულიად უზადოდ ასახავს
თქვენს დამოკიდებულებას. ის ხომ მხოლოდ და მხოლოდ სარკეა.

ეს უნდა შეიგრძნოთ. გაუშვათ სამყარო, მისცეთ მას ნება კომფორტული იყოს თქვენთვის უკვე ამ
წამიდან. ეს არასტაბილური, წამიერი გრძნობაა, ის უცებ გაირბენს, მაგრამ თქვენ ის უნდა
დაიჭიროთ. წამიერად წარმოუდგენელი წარმოიდგინეთ: მტრული, პრობლემური, რთული,
მოუხერხებელი სამყარო თქვენთვის უცებ ხალისიანი და კომფორტული ხდება. თქვენ აძლევთ
ამის ნებას. თქვენი გადასაწყვეტია.

საქმე იმაში კი არაა, ბედნიერი იყოთ განმარტების დონეზე, არამედ იმაში, რომ ბედნიერება
საკუთარ ცხოვრებაში შეუშვათ. ჩვენ ბედნიერები ზუსტად იმდენად ვართ, რამდენადაც ჩვენთვის
წარმოუდგენელი წარმატების შესაძლებლობას ვუშვებთ. ბედნიერება თავს კი არ უნდა
ვაიძულოთ, არამედ საკუთარ თავს ასეთი ფუფუნების ნება დავრთოთ. უბრალოდ მიენდეთ
სამყაროს - მან უკეთ იცის, როგორ მიაღწიოს მიზანს, და თავადვე იზრუნებს ყველაფერზე. თქვენ
ხომ არ გაწუხებთ ის ამბავი, რა გზით ახერხებს უბრალო სარკე ასე ზუსტად ანარეკლის ასახვას?
მის წინ მდგომი, თქვენ მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, რის დანახვას ისურვებდით ანარეკლში.
სამყაროს სარკეც ასე უზადოდ მუშაობს, მხოლოდ დაყოვნებით.

ხოლო იმ შემთხვევისას, როდესაც დარწმუნებულობით ვერ განიმსჭვალებით, რომ სამყაროს


ნამდვილად შეიძლება ენდოთ, კიდევ ორი სარკული პრინციპი მოგვეპოვება. შესაძლოა,
ინსტრუქციით მოქმედება ვინმესთვის უფრო ადვილიც აღმოჩნდეს. მაგრამ ვიდრე მეექვსე და
მეშვიდე პრინციპებს გავეცნობოდეთ, მოდით, მეხუთე გავიხსენოთ.

დავუშვათ, თქვენი მიზანი განსაზღვრეთ და მიზნობრივ სლაიდთან სისტემატურ მუშაობას


შეუდექით. თქვენ იცით, რომ შედეგები უცებ არ დადგება. და მაინც, გონება მოუსვენრად ცქმუტვას
იწყებს: დრო გადის, და არაფერი ხდება ან ის არ ხდება, რასაც ელოდით. ასეთ წუთებში,
როდესაც ეჭვები თითქმის დაიპყრობს აზრებს, გაააქტიურეთ თქვენი ცნობიერება. თქვენ ხომ
დაგავიწყდათ წესი: „უკან მიიხედავ - გაქვავდები“.

ყურადღება საბოლოო მიზანზე უნდა იყოს დაფიქსირებული, თითქოს ის უკვე მიღწეულია.


სამყარო თქვენსკენ მოდის მანამ, სანამ სურათ-ხატზე ხართ ფოკუსირებული. მაგრამ საკმარისია
სარკეში ასახული ანარეკლისკენ შეტრიალდეთ, სადაც კაცმა არ იცის რა ხდება (ან საერთოდ
არაფერი ხდება), რომ სამყარო მაშინვე ჩერდება, თქვენ კი კვლავ სარკულ წრეზე უნაყოფო
რბოლას იწყებთ.

თქვენ მოგიწევთ გონებას გამუდმებით შეახსენოთ, რომ სარკე დაგვიანებით მუშაობს და მას
ანარეკლის ფორმირებისთვის, ანუ სურათ-ხატის სინამდვილეში განხორციელებისთვის
გარკვეული პაუზა ესაჭიროება. პაუზის დროს უდრეკად უნდა იდგეთ თქვენსაზე, გჯეროდეთ
წარმატების იმ პირობებში, როდესაც გეჩვენებათ, რომ არაფერი გამოვა. რამდენადაც
კადნიერება გეყოფათ არ დაყვეთ გულგატეხილობას, იმდენს მიიღებთ. სწორედ ესაა ჯადოსნურ
ატრიბუტებს მოკლებული, მაგრამ რეალური ძალის მქონე ნამდვილი მაგია.

სარკისკენ თვალის გაპარება, ანუ მიმდინარე ამბებთან საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა


მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ დადებითი ძვრები შეამჩნიოთ და სასიამოვნო გაოცება

499
იგრძნოთ. სხვა სიტყვებით, თქვენ ფართოდ გაღებული თვალებით უნდა უყურებდეთ
ყველაფერს, რაც ადასტურებს სამყაროს მოძრაობას მიზნისკენ, და თვალდახუჭული თანმხლებ
(და გარდაუვალ) ნეგატიურ გამოვლინებებს. თუ გამძლეობა გეყოფათ და „არ მიიხედავთ“,
როგორც წესი, შედეგები ყოველგვარ მოლოდინს აღემატება. თქვენ არა მარტო მოგცემენ
სათამაშოს, არამედ ატრაქციონზეც დაგსვამენ, და ნაყინითაც გაგიმასპინძლდებიან.

ძალზე ზოგადი აზრით სარკესთან ურთიერთობის წესი შეიძლება შემდეგი ფორმით


ჩამოვაყალიბოთ. როდესაც სარკეში ვიხედებით, ანარეკლი კი არ უნდა ვამოძრაოთ, არამედ
თავად სურათ-ხატი - ჩვენი დამოკიდებულება და აზრების მიმართულება. სხვა სიტყვებით,
„საკუთარი თავი ავამოძრაოთ“, და არა ანარეკლის ხელში მოგდება ვეცადოთ, იმ კნუტის
მსგავსად, რომელიც „ორეულს“ ეთამაშება, მაგრამ არ ესმის, რომ თავადაა. ცნობილი მუსიკოსის
და ფილოსოფოსის ბორის გრებენშიკოვის სიმღერაში ასეთი სიტყვებია: „მას შეუძლია
ამოძრავდეს... მთელი ტანით“.

საკუთარი ღერძის ირგვლივ დაბზრიალებისას დაინახავთ, როგორ დაიწყებს სამყარო ნელ-


ნელა და დაგვიანებით თქვენს კვალზე შემობრუნებას. თქვენ არ ჩქარობთ ხელი სტაცოთ, რომ
ბზრიალი აიძულოთ. ამაშია განსხვავება შინაგან და გარეგან განზრახვას შორის. შინაგანი
განზრახვა გაიძულებთ ანარეკლზე ზემოქმედება სცადოთ. გარეგანი განზრახვით კი ანარეკლს
აიგნორებთ და ყურადღების კონცენტრაციას თქვენი აზრების ფორმაზე მიმართავთ, ამით
რეალურ ძალას იძენთ, რასაც სამყაროს ამოძრავება შეუძლია. „დედა, რას ვიზამთ, როდესაც ის
ამოძრავდება!“

ძალის საიდუმლო მარწუხების მოშვებაში მდგომარეობს. ადამიანის გონება უმცირეს


გაუთვალისწინებელ გარემოებას, ასევე საკუთარი სცენარიდან სულ უმნიშვნელო გადახრას
წინააღმდეგობით ხვდება. ამას დაუყოვნებლივ მოჰყვება ბუნებრივი და პრიმიტიული რეაქცია -
მდგომარეობის გამოსწორების მცდელობა, ანუ შეწინააღმდეგება, უარის თქმა, გაჯიქება,
შეკამათება, მკვეთრი მოძრაობები, გარკვეული აქტიური მოქმედებები და ა.შ. საერთო ჯამში,
გონება ანარეკლს ებღაუჭება და საკუთარი ხაზის გატარებას ცდილობს.

რა თქმა უნდა, თუ ყურადღება სარკეზეა მიჯაჭვული, ჩნდება ილუზია, რომ მხოლოდ ხელის
გაწვდენაა საჭირო, და რეალობა - ის ხომ აქაა, ცხვირწინ - მაშინვე დაგვემორჩილება. მაგრამ ეს
ასე არაა. უჭკუო კნუტი ტყუვდება, როდესაც ჩვეულებრივ სარკეს ეთამაშება. მაგრამ
ცნობიერებით ერთი საფეხურით მაღლა მდგომი ადამიანიც იგივე ხაფანგში ებმება. განსხვავება
მხოლოდ და მხოლოდ ისაა, რომ დუალური სარკის ილუზია უფრო დახვეწილია, მეტი
არაფერი.

ამრიგად, საჭიროა ხელები სარკეს მოვაცილოთ და სამყაროს ნება მივცეთ, იმოძრაოს. უმეტეს
შემთხვევაში აქტიური მოქმედება საჭიროც კი არაა - სრულიად საკმარისია მიმდინარე
მოვლენებს რბილად და მოქნილად მივყვეთ. როგორც ცნობილია წიგნიდან „ტრანსერფინგის
რეალობები“, ვარიანტთა დინება, თუ მას ხელს არ შევუშლით, მოვლენათა მიმდინარეობას
მეტად ოპტიმალური არხით მიმართავს. პრიმიტიული გონება წყალში ხელებს ატყაპუნებს და
დინების საწინააღმდეგოდ უსვამს ნიჩბებივით, საკუთარი წარმოდგენები რომ გაიტანოს. ახლა,
ილუზიებისგან რომ გათავისუფლდეთ, საჭიროა გონების შეზღუდული განზრახვა შემოაბრუნოთ
საპირისპირო მიმართულებით - დაე, დინამიურად დააკორექტიროს თავისი სცენარი, ყველა

500
გაუთვალისწინებლობის ჩათვლით. ასეთი ამოცანა მისთვის უჩვეულოა, მაგრამ ეს ერთადერთი
მოქმედი საშუალებაა, რომელიც კნუტის როლიდან გამოგიყვანთ.

ამრიგად, მეექვსე სარკული პრინციპია: მარწუხებს მოვუშვათ და სამყაროს ნება მივცეთ


იმოძრაოს ვარიანთა დინების მიმართულებით. შინაგანი განზრახვა საპირისპიროდ იცვლის
მიმართულებას, რაც პარადოქსს იწვევს: კონტროლზე უარის თქმით, თქვენ სიტუაციაზე რეალურ
კონტროლს იღებთ.

ყველაფერს, რაც გარს გახვევიათ, დამკვირვებლის თვალებით შეხედეთ. თქვენ პიესის


მონაწილე ხართ და იმავდროულად გვერდიდან აკვირდებით და გარშემო ნებისმიერ
მოძრაობას ამჩნევთ. იღებთ რჩევას - შეეცადეთ დაუფიქრდეთ. სხვისი აზრი გესმით - ნუ
იჩქარებთ დისკუსიაში ჩაბმას. გეჩვენებათ, რომ ვიღაც სწორად არ იქცევა - დაე ასე იყოს.
გარემოებები შეიცვალა - განგაშის ზარს ნუ დაარისხებთ, შეეცადეთ ცვლილებები მიიღოთ.
რითიც არ უნდა იყოთ დაკავებული, ისე იმოქმედეთ, როგორც უფრო ადვილია. არჩევანის
წინაშე დგახართ - ის აარჩიეთ, რომელიც უფრო ადვილი მოსაპოვებელია.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ტოტალურად უნდა დაეთანხმოთ. ერთია - თვალების დახუჭვა


და დინების მინდობა, და სრულიად სხვაა - განზრახვით და ცნობიერებით მოძრაობა დინების
მიმართულებით. თქვენ თავად მიხვდებით, სად მოქაჩოთ სადავე, და სად შეგნებულად მოუშვათ.
ხელი უშვით სამყაროს და მის მოძრაობას დააკვირდით. დააკვირდით როგორც ბრძენი
მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს არჩევანის თავისუფლებას ანიჭებს, მხოლოდ იშვიათად
უბიძგებს საჭირო მიმართულებით. თქვენ დაინახავთ, როგორ დატრიალდება სამყარო თქვენს
ირგვლივ.

და აი, ბოლო - ყველაზე მნიშვნელოვან და მთავარ სარკულ პრინციპს მივადექით. სარკეს უზადო
არეკლვის უნართან ერთად კიდევ ერთი ნიშან-თვისება გააჩნია: მასში მარჯვენა მარცხენა ხდება,
ხოლო სივრცე, რომელიც გარბის, სინამდვილეში საპირისპირო მხარეს მოძრაობს. ადამიანები
დიდი ხანია მიეჩვივნენ ამ თვისებას და გონებაში ილუზიის რეალობად გარდაქმნა ისწავლეს.
მაგრამ დუალური სარკის ილუზიასთან გონება აქამდე ვერაფერს გახდა.

პრობლემა ადამიანის მიდრეკილებაშია კარგში ცუდი დაინახოს, პოზიტივი ნეგატივად აქციოს,


ხოლო მისთვის სასიკეთო ბედის უკუღმართობად შერაცხოს. სინამდვილეში, სამყაროს კვანტის
დადება არ ახასიათებს. უსიამოვნებები ნორმა არაა, რადგან მათზე ყოველთვის დიდი ენერგია
იხარჯება. ბუნება კი ენერგიას უაზროდ არ ხარჯავს. ვარიანტთა დინება ყოველთვის უმცირესი
წინააღმდეგობის გზით მიედინება. შეიძლება ითქვას, ის გარემოებათა იღბლიანი დამთხვევის
გზას მიუყვება. პრობლემების ძირითად მასას თავად ადამიანი ქმნის, როდესაც წყალზე ხელებს
ატყაპუნებს და თანაბარი დინების საწინააღმდეგოდ ნიჩბებივით იქნევს. მაგრამ მთავარი ისაა,
რომ ნეგატივიზმისკენ მიდრეკილება შესაბამის სურათ-ხატს შობს, რომელსაც სარკე
სინამდვილედ ახორციელებს.

გახსოვდეთ: სამყარო მხოლოდ და მხოლოდ უზადოდ ასახავს თქვენს დამოკიდებულებას


რეალობისადმი. რაც არ უნდა პირქუში ჩანდეს ანარეკლი - ის კიდევ უფრო უარესი გახდება, თუ
მას როგორც ნეგატიურს, ისე მიუდგებით. ზუსტად ანალოგიურად ნეგატივი პოზიტივად იქცევა,
თუ მას თქვენი ნებით ასეთად გამოაცხადებთ. ნებისმიერი გარემოება ან მოვლენა ატარებს

501
საკუთარ თავში თქვენთვის როგორც არასასურველ, ასევე სასარგებლო პოტენციალს. ამ
განშტოებაზე თქვენი დამოკიდებულების გამოხატვით თქვენ მოვლენათა შემდგომ
მსვლელობას განსაზღვრავთ - იღბლიან მხარეს წავა ის თუ არა.

ნებისმიერ, ყველაზე არახელსაყრელი გარემოებების შემთხვევაშიც კი თქვენ საბოლოო ჯამში


მოგებული დარჩებით, თუ მეშვიდე სარკულ პრინციპს შეასრულებთ: ნებისმიერი ანარეკლი
პოზიტიურად აღიქვით. რაც არ უნდა იყოს იქ, თქვენ ზუსტად არ იცით, ეს თქვენთვის სასიკეთოა
თუ ბოროტებაა. თქვენთვის უკეთესი ამოირჩიეთ!

მეტიც, როდესაც ყველაფერი სასიკეთოდ ვითარდება, გულგრილად კი არ უნდა მიიღოთ,


როგორც თავისთავად ნაგულისხმები, არამედ სიხარულით უნდა შეხვდეთ, ყურადღება
გაამახვილოთ იმაზე, რა საუკეთესოდ მიდის საქმე. ეს სხვა არაფერია, თუ არა განზრახვის
კოორდინაციის ცნობილი პრინციპი - მისი მოქმედება დაწვრილებითაა აღწერილი
ტრანსერფინგის პირველ წიგნში.

მაგალითად, გარკვეულ პრობლემას შეეჯახეთ. განშტოებაზე მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია -


რთულად შერაცხავთ თუ ადვილად. ნეგატივიზმისკენ მიდრეკილება და რთული ცხოვრებისგან
გადაღლა გაიძულებთ პრობლემის სიმძიმის ქვეშ მოიხაროთ და პირქუშად დაასკვნათ: ოჰ, რა
მძიმეა! ძალზე რთული საკითხია. სამყარო მაშინვე გეთანხმებათ: როგორც გენებოს, ძვირფასო.
ის ყოველთვის გეთანხმებათ. და რაკი ასეა, პირიქით გააკეთეთ, უთხარით საკუთარ თავს:
ყველაფერი ძალზე მარტივად გადაწყდება. თუნდაც ძალდატანებით, ეს პრობლემა მარტივად
მიიჩნიეთ. თუნდაც ეს მხოლოდ პოსტულატი იყოს. პრობლემას ხომ ძირითადად ერთი პატარა
წვრილმანი - თანმხლები გარემოებები - ართულებს. ჰოდა, ამ წვრილმანს თქვენი
დამოკიდებულება განსაზღვრავს. და სამყარო ისევ ყველაფერზე თანახმა იქნება. რაც არ უნდა
ხდებოდეს. ყველაფერი ცუდადაა? არა, - ამბობთ თქვენ, - ყველაფერი მშვენივრადაა!

და სრული იდიოტის სახით, როგორც შეიძლება „საღად მოაზროვნე“ ადამიანს მოეჩვენოს,


ხელებს კმაყოფილებით იფშვნეტთ („ასე, ძალიან კარგი!“) ან ტაშს შემოკრავთ, ან სიხარულით
ხტუნავთ. და მაშინ ძალიან მალე აღმოაჩენთ, რომ, მართლაც, გარემოება, რომელიც
უიღბლოდ მიგაჩნდათ, სინამდვილეში თქვენს სასიკეთოდ მოქმედებს. სარკის ეს თვისება
ყოველთვის იმდენად მოულოდნელად და გასაოცრად მოქმედებს, რომ ამასთან მიჩვევა
შეუძლებელია. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენს თვალში მარცხი გამარჯვებად შემობრუნდება,
ისეთ შეუდარებელ აღტაცებას იგრძნობთ, როდესაც გსურთ შესძახოთ: არა, ეს შეუძლებელია! ეს
ნამდვილი მისტიკაა!

ადრე ხომ „საღი აზრის“ თვალთახედვით სულ სხვაგვარად მსჯელობდით, და ამიტომაც


ცხოვრებაში სიმძიმეებს და გაჭირვებას სრული პროგრამით იღებდით. ამ მომენტიდან ყოველ
ჯერზე, როდესაც ნებისმიერ უსიამოვნებას და პრობლემას შეხვდებით, გაიხსენეთ, რომ სამყარო
ყველა შემთხვევაში დაეთანხმება მომხდართან თქვენს დამოკიდებულებას: როგორც იტყვი,
ჩემო კარგო.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას ფლობთ ამიერიდან? თქვენ აღარ გჭიდებათ იმედი იქონიოთ
და ელოდოთ, როდის ინებებს ლურჯი ფრინველი თქვენს მონახულებას, ფორტუნის ბორბალი

502
კი საჭირო მხარეს შებრუნებას. თქვენ ხართ თქვენი იღბლის მფლობელი. საკუთარი ნებით
აცხადებთ ნებისმიერ მოვლენას ან გარემოებას სასიკეთოდ, თქვენთვის სახეიროდ.

ეს არაა სამყაროს კეთილ ნებაზე მინდობა, რომელიც ჩვენი სიყვარულით ზრუნავს ჩვენზე.
სამყარო ხომ - გულგრილი სარკეა, და თუ ის ზრუნავს, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ასე
„იმზირებით“ მასში. ეს არც დარწმუნებულობაა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება
გარემოებებმა შეარყიოს. არც წარმატების ბრმა რწმენაზე დაფუძნებული თავდაჯერებულობაა.
და არც ოპტიმიზმი როგორც ხასიათის ნიშანი. ეს - განმგებლის განზრახვაა. თქვენ თავად ქმნით
თქვენი სამყაროს ნიშას - საკუთარ რეალობას განაგებთ.

თქვენ - რეალობის განმგებელი ხართ, თუ „საკუთარი თავის ამოძრავება“, იმავდროულად კი


სამყაროსთვის თავისუფლების მინიჭება შეგიძლიათ. ამოძრაო საკუთარი თავი - ნიშნავს, ბოლო
სამი სარკული პრინციპის დაცვას. განმგებელი - ეს იმდენად აქტიური შემოქმედი არაა,
რამდენადაც დამკვირვებელი. არა დამორჩილება, არამედ ნების მიცემა - აი, რითი განსხვავდება
მისი ნება.

ახლა იცით, როგორ მოეპყროთ ამ საოცარ დუალურ სარკეს. უკვე აღარაფრის უნდა გეშინოდეთ
სამყაროში, რომელსაც სხვები მტრულად, პრობლემურად და ორგულად მიიჩნევენ. ის -
თქვენია! ხელი ჩასჭიდეთ მას და საკუთარ თავს უთხარით: „მე და ჩემი სამყარო სათამაშოსთვის
ერთად მივდივართ!“

მესარკეთა ლიგა

თითქოსდა, ტრანსერფინგში ბედის საკითხი არ დგას - ვარიანტთა სივრცის არსებობის გამო ის


შეიძლება თავისუფალი იყოს, და დუალური სარკის პრინციპებით ხელმძღვანელობისას მისი
მართვა შეიძლება. და მაინც, ღირს ამ თემას კიდევ ცოტაოდენი ყურადღება დავუთმოთ.
აქ მოსაზრებები იყოფა. ერთნი თვლიან, რომ ბედი მის ფლობელს ხელთ უპყრია. სხვებს
სჯერათ, რომ ის წინასწარგანსაზღვრულია. მესამენი კიდევ უფრო შორს მიდიან, ბედს
ბედისწერად განიხილავენ, რომელიც ადამიანს ზემოდან ებოძა და მისი წინა ცხოვრებებში
ნამოქმედარითაა განპირობებული. მაინც რომელი თვალსაზრისი დგას ყველაზე ახლოს
ჭეშმარიტებასთან?

ყველა. ყველა ეს პოზიცია სწორია და თანაბარუფლებიანიც კი. განა შეიძლება სხვაგვარად იყოს
სამყაროში, რომელიც სარკეს წარმოადგენს? ყოველი მის წინ მდგომი საკუთარი აზრების
ფორმის დადასტურებას იღებს პასუხად. აზრი არ აქვს სარკეს ვკითხო, მიწერია თუ არა
ანარეკლში ჩემ სახეს მხიარულს დავინახავ თუ მოწყენილს. ერთი მხრივ, იქ ის აისახება რაც
არის, მეორე მხრივ კი როგორის დანახვასაც ვისურვებ, ისეთი ვიქნები. ამიტომ ბედის საკითხი -
არჩევანის საკითხია: წინასწარგანსაზღვრულს ავირჩევ თუ თავისუფალს ვარჩევ. საქმე მხოლოდ
თქვენს რწმენაშია - რასაც ირჩევთ, იმას იღებთ.

თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ ბედი წინასწარაა განსაზღვრული და მას ვერ გაექცევი, ასეთ
შემთხვევაში გარკვეული წინასწარგაწერილი სცენარი რეალიზდება. ვარიანტთა სივრცეში,
ცხადია, არის ცალკე ნაკადი, რომელსაც გაყვება ცხოვრების გემი, თუ მას ტალღებს მივანდობთ.
საკუთარ ინფანტილიზმში მოფართხალე „განწირული“ მოწიწებით აღაპყრობს თვალებს

503
ზეცისკენ, საიდანაც გირჩებივით ცვივა „ბედის დარტყმები“: „ოჰ, განგების ძალავ! ოჰ, ბედისწერის
მარჯვენავ!“ სინამდვილეში არაფერი არაა „შენი ხვედრი“, გარდა იმისა, რომ შუბლზე გაწერია
ის, რომ შენ, ბრიყვი, არაცნობიერის და სულელური სიზმრის ტყვეობაში იმყოფები,
რომლისთვისაც თავადვე გასწირე საკუთარი თავი.

მაგრამ როდესაც ადამიანი საკუთარ ხელში იღებს სადავეს, მისი ცხოვრება გარემოებებზე
დამოკიდებული აღარ არის. გემი შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით მიაბრუნო იმ
„ბედისგან“, რომელიც თითქოსდა დაწერილია. ყველაფერი ძალზე მარტივადაა: ცხოვრება -
მდინარესავითაა. თუ თავად უსვამთ ნიჩბებს, მიმართულების არჩევის შესაძლებლობა გაქვთ, თუ
დინებას მიენდობით, მაშინ იმ დინებას მიყვებით იძულებით, რომელშიც აღმოჩნდით. გსურთ
კარმა - გექნებათ კარმა. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ხვედრი თქვენი წინა ცხოვრებების
შეცდომებზე ან გარკვეულ მოუხელთებელ გარემოებებზეა დამოკიდებული, ამით შესაბამის
ვარიანტს ახორციელებთ. თქვენი ნებაა, თქვენ ხომ - ღმერთის შვილი ხართ. მაგრამ თუ
განმგებლობა გწადიათ, ესეც თქვენს ხელთაა. დუალური სარკე ყველაფერზე თანახმაა. საქმე
მხოლოდ იმაშია, შეგიძლიათ თუ არა მასთან ურთიერთობა.

ტრანსერფინგის მოდელის ჩარჩოში ეს ყველაფერი სრულიად ცხადია. ერთადერთ


წარმოუდგენელ გამოცანად ვარიანტთა სივრცე რჩება. ვინ „მოათავსა“ იქ ის ყველაფერი, რაც
იქაა? საიდან? რატომ? და მანამდე რა იყო, სანამ ეს ყველაფერი იქ მოათავსეს?

გულწრფელად ვიტყვი: არ ვიცი. მხოლოდ ჰიპოთეზა შემიძლია შემოგთავაზოთ: ვარიანტთა


სივრცე არავის არ „შეუქმნია“ - ის ყოველთვის არსებობდა. ადამიანის გონება ისეა მოწყობილი,
რომ მას ეჩვენება, თითქოს ყველაფერი ამ სამყაროში ვინმეს ან რაიმეს მიერაა შექმნილი, ასევე
საწყისი და დასასრული გააჩნია. როგორც ჩანს, ყველაფერს არა. ვშიშობ, ადამიანის
ცნობიერების იმდენად ამაღლების შემთხვევაშიც კი, რამდენადაც ის მოლუსკის ცნობიერებას
აღემატება, მსგავსი საკითხების გააზრებისთვის არც ეს იქნება საკმარისი. სამყაროში არის
საკითხები, რომლებიც გონების შესაძლებლობის საზღვრებს შორს სცდება. გონება ხომ, თუმცა
აბსტრაქტული აზროვნების უნარის მქონე, მაგრამ მაინც მხოლოდ ლოგიკური ავტომატია.

ამგვარად, ჩემი აბსტრაქტული აზროვნების დონე მხოლოდ პრიმიტიული მათემატიკური


მოდელის აგების საშუალებას მაძლევს. თუ რომელიღაც ცნობიერების პირობით დონეს
უსასრულობისკენ მივმართავთ, რომლის დროსაც ადამიანის ცნობიერება წერტილად იქცევა,
მაშინ დასმული საკითხი შემდეგზე დაიყვანება: „რატომ მომეცა მე, წერტილს, ნება
საკოორდინაციო სიბრტყეზე რაიმენაირი მდებარეობა მქონდეს? ვინ შექმნა საკოორდინაციო
ბადე? ვის სჭირდება ეს? და რა იყო მანამდე, ვიდრე?... წარმოუდგენელია...“ და თუ ამ წერტილს
ვეტყვით, რომ სიბრტყის გარდა კიდევ სამგანზომილებიანი და N-განზომილებიანი სივრცე
არსებობს, ის საერთოდ „ჭკუიდან გადადგება“.

უფრო ადვილი დასაჯერებელია, რომ ბედი გარკვეული უმაღლესი ძალების მიერაა წინასწარ
განსაზღვრული, აგრეთვე ის, რომ მისი „გამოთვლა“ და წინასწარმეტყველებაა შესაძლებელი,
ვიდრე წარმოუდგენელი ვარიანტთა სივრცის არსებობა, სადაც აბსოლუტურად ყველაფერია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანებისთვის გაურკვევლობაში ცხოვრება არაკომფორტულია,
ისინი მომავლის შესახებ თუნდაც მცირე მინიშნების მოპოვებას ცდილობენ, სწორედ ამიტომ

504
ასტოლოგებს, მკითხავებს, წინასწარმეტყველებს აკითხავენ. და კვლავ პრინციპული არჩევანის
საკითხი დგას. როგორია ჩემი განზრახვა: გავიგო, რა მელის, თუ შევქმნა ის, რაც მსურს?

თუ პასიური პოზიციაა არჩეული, მაშინ, რა თქმა უნდა, ერთი რჩება - მას მივმართოთ, ვისაც
სითამამე ჰყოფნის განაცხადოს, რომ ბედისწერის წიგნში ერკვევა. მაგრამ შესაძლებელია თუ
არა ეს? შეუძლია თუ არა ვინმეს მომავალი იწინასწარმეტყველოს ან „გამოთვალოს“? რა თქმა
უნდა. მეტიც, ეს შესაძლებელი სწორედ ვარიანტთა სივრცის არსებობის გამოა. წინააღმდეგ
შემთხვევაში საიდან აიღებენ წინასწარმეტყველები წარსულის ან მომავლის ფრაგმენტებს?

უდავოდ, მოვლენები თავისუფალი სახით ვერ განვითარდება. ვარიანტთა სივრცის სექტორები


მიზეზ-შედეგობრივი კავშირების - ცხოვრების ხაზების - ჯაჭვებადაა დაკავშირებული, რომლებიც
გარკვეულ კანონზომიერებებს ემორჩილება. და როგორ შეიძლება მოცემულ
კანონზომიერებებზე მსჯელობა? ცხადია, გარკვეული გარეგანი გამოვლინებების და ნიშნების
მიხედვით, რაც შეიძლება იყოს ციურ სხეულთა განლაგება, სიზმრები, ბანქოს კომბინაციები და
ყავის ნალექიც კი. შემთხვევითობები არ არსებობს. შემთხვევითობის გაგება - მხოლოდ და
მხოლოდ აღქმის განსაკუთრებული ფორმაა მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაციის
არქონის შემთხვევაში.

მაგრამ ისევ და ისევ სწორედ ვარიანტთა სივრცის - წარსულის და მომავლის შესახებ


კინოლენტების ამ საცავის - არსებობის გამო პროგნოზები ყოველთვის არ ამართლებს.
ვარიანტების რაოდენობა უსასრულოა, ამიტომ არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ
„სწორედ ის კინოლენტია თაროდან ჩამოღებული“, რომელსაც „პროექტორში მოხვედრა“
უწერია. მხოლოდ ალბათობის ნაწილზე შეიძლება იყოს საუბარი.

ერთ-ერთი „ზუსტი“ წინასწარმეტყველი იყო ბულგარელი ვანგელია დიმიტროვა, საქვეყნოდ


ცნობილი ვანგა. ჯერ კიდევ ბავშვობაში დაბრმავებულმა, მან ვარიანტთა სივრცის „ხედვის“ უნარი
შეიძინა. მაგრამ მისი უნიკალური ნიჭის პირობებშიც კი „მოხვედრის პროცენტი“, როგორც
წარსულში, ასევე მომავალში, სამოცდაათსა და ოთხმოცს შორის მერყეობს.

წინასწარმეტყველებებს თავად მისანთა აღქმა, და მათი შემდგომი ახნაც ამახინჯებს.


ნოსტრადამუსის „ცენტურიები“ დღემდე სხვადასხვაგვარი ვარიაციებით იხსნება. უფრო ხშირად
პროგნოზებში იმის დანახვას ცდილობენ, რაც იქ არაა, და, პირიქით, ვერ ამჩნევენ ცხადს.
როდესაც ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ „კურსკი წყალში ჩაიძირება“, ვერავინ ვერაფერს
მიხვდა. კურსკი ხომ ზღვიდან ძალზე შორსაა. მაგრამ როდესაც ამ დასახელების წყალქვეშა ნავი
ჩაიძირა, მაშინ, ალბათ, იმათ, ვინც იცოდა ამ წინასწარმეტყველების შესახებ, ცივმა ჟრუანტელმა
დაუარა სხეულზე.

და მაინც, თუ მხოლოდ წინასწარმეტყველის მიერ ვარიანტთა სივრცის „სწორედ იმ“ სექტორის


დანახვის ალბათობის შესახებ შეიძლება საუბარი, მაშინ რატომაა მოხვედრის სიზუსტე ასეთი
მაღალი? იმიტომ, რომ წინასწარმეტყველება ადამიანის მეხსიერებაში იბეჭდება, და ნებით თუ
უნებურად მის განზრახვად იქცევა.

ათასგვარი განმარტებების და ჰოროსკოპების მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებულია -


ესაა რწმენასა და ურწმუნობას შორის ბალანსი. ერთი მხრივ, ადამიანი მთლიანად არ ენდობა

505
ასეთ ინფორმაციას, მეორე მხრივ კი მისი ქვეცნობიერის სიღრმეში ეჭვი ბინადრობს: იქნებ და?
განმარტებასთან მიმართებით მნიშვნელოვნება მინიმალურია: შეიძლება ახდეს, შეიძლება არა.
ეს თავისებური, ერთდროულად სერიოზულიც და ვითომ თამაშია. შედეგად სულის და გონების
გარკვეული შეუმჩნეველი ერთობა იბადება. ასეთ პირობებში იქმნება წამიერი, მაგრამ მკაფიო
სურათ-ხატი, რომელსაც სამყაროს სარკე მონდომებით გარდაქმნის სინამდვილედ. ადამიანი
თავად უნებურად ახორციელებს იმას, რაც მას უწინასწარმეტყველეს, - აი რატომაა ალბათობა
საშუალოზე მაღალი.

თავად ვანგას ბიოგრაფიიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ის ჯერ კიდევ ბავშვური თამაშებისას
თითქოს შეგნებულად აპროგრამებდა თავის მომავალ ბედს. მისი საყვარელი საქმიანობა იყო
მეზობლის ბავშვების - „პაციენტების“ - „მკურნალობა“. ასევე სხვადასხვა გამოგონილ ისტორიებს
ყვებოდა, რომელსაც ადამიანები მოჯადოებულებივით უსმენდნენ. ამას გარდა, ვანგა უცნაურად
თამაშობდა: რაიმე ნივთს საგულდაგულოდ დამალავდა, შემდეგ კი მას ბრმად, ხელის ცეცებით
ეძებდა. როგორც ჩანს, მის მიერ შექმნილი სურათ-ხატები იმდენად უზადო იყო, რომ სამყაროს
სარკემ ზუსტად განახორციელა ისინი სინამდვილეში. ვანგა მკურნალი და წინასწარმეტყველი
გახდა, მხედველობა კი უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა. თორმეტი წლის ასაკში ის
ქარიშხალმა აიტაცა, რის შემდეგ ქვიშით დაფარული მინდორში იპოვეს.

უნდა აღინიშნოს, ვანგა დარწმუნებული იყო, რომ ბედს ვერავინ გაექცევა, ვერანაირი
ძალისხმევა წინასწარ განსაზღვრულს ვერ შეცვლის. მომავალში მოსახდენ უბედურებებზე
ხილვების მიღების შემდეგ ის ცდილობდა მათ თავიდან აცილებას, მაგრამ უშედეგოდ. იყო
შემთხვევები, როდესაც ვანგა, იცოდა რა, რომ ადამიანს სიკვდილი ელოდა, ცდილობდა
გადაეფიქრებინა მისთვის გამგზავრება ან სთხოვდა, დაეტოვებინა ესა თუ ის ადგილი. მაგრამ
არც ეს შველოდა - მას არ უსმენდნენ. გამოდის, ტრანსერფინგთან დაკავშირებით რაღაც
წინააღმდეგობა არსებობს და ბედი მაინც წინასწარაა განსაზღვრული?

სინამდვილეში არავითარი წინააღმდეგობა არაა. ერთ ადამიანს არ შეუძლია თავისი


განზრახვით ძირეულად იმოქმედოს სხვა ადამიანის ცხოვრებაზე. ადამიანს მხოლოდ საკუთარი
სამყაროს ნიშის ფორმირება ძალუძს. მაშინაც კი, როდესაც გვერდიდან ისე ჩანს, თითქოს
გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწე მთელი ერების ბედს განაგებს, სინამდვილეში ის მხოლოდ
და მხოლოდ მისი მშობელი სტრუქტურის ნებას ასრულებს.

საკუთარი ბედის მართვა ყველას შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ის მართვის საჭეს
საკუთარ ხელში აიღებს. საქმე იმაშია, რა პოზიცია უკავია ადამიანს: აქტიური თუ პასიური.
შეიძლება იცხოვრო ისე როგორც გეცხოვრება, იკითხო ჰოროსკოპები და ბედი ზემოდან
მოცემულად მიიჩნიო. მეორე მხრივ კი, უგუნური გონების მთელი გულმოდგინებით თუ მიხედავ
საქმეს, ღმერთმა ნუ ქნას, ისეთი ბედი შეიძლება გამოგივიდეს. ამიტომ აქტიურ პოზიციად
განვიხილავთ არა წყალზე ხელების ტყაპუნის და დინების საწინააღმდეგოდ ნიჩბების მოსმის
ცოდნას, არამედ საკუთარი აზრების მიმდინარეობის გააზრებულ მართვას სარკული
პრინციპების შესაბამისად.

ასეთი პოზიცია ბედზე რეალურ ძალაუფლებას იძლევა. წინასწარმეტყველთა მომსახურება


ამასთან ყოველგვარ აზრს კარგავს. მე სულაც არ ვამბობ, რომ მათი წინასწარმეტყველება
ტყუილია. არა, ინდივიდუალური პროგნოზები ხშირად დასტურდება, მაგრამ ისინი

506
აუცილებელია მხოლოდ იმათთვის, ვინც არჩევანი სიცოცხლეზე როგორც არაცნობიერ
სიზმარხილვაზე გააკეთა - და ასეთი ადამიანები ყოველთვის დიდი უმრავლესობა იქნება. თუ
თქვენ აპირებთ საკუთარი ცხოვრება გაცნობიერებულ სიზმარხილვად აქციოთ, რომლის მართვა
შეიძლება, მესარკეთა მომსახურება თქვენთვის ნამდვილად აზრს მოკლებულია.

და ვინ არიან ასტროლოგები, განმმარტებლები, მკითხავები, თუ არა მესარკეები? ისინი ხომ


უბრალოდ უწყინარ პროგნოზს კი არა, თქვენი ბედის სუროგატულ ნაწილს გთავაზობენ - სარკის
ნატეხს, რომელშიც იძულებული ხართ ჩაიხედოთ. აბა სხვაგვარად როგორ? ამ პროგნოზს
სერიოზულად აღიქვამთ თუ არა - არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ ის აიღეთ, ის ქვეცნობიერში
დარჩება და თქვენს მომავალ ბედს დაარპოგრამებს. ფულზე რომც არ ვილაპარაკოთ, ნუთუ
გგონიათ, რომ მომავლის ნატეხის მიღება ასე უბრალოდ შეგიძლიათ? ბედისწერის წიგნში
შედეგების გარეშე ვერ ჩაიხედავთ. და ამ საქონლის საფასური ყოველთვის ერთია: თან უნდა
წაიღოთ და საკუთარი ცხოვრების ნაწილად აქციოთ, გსურთ ეს თუ არა.

ასეთი საფასური საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს. და დანაშაული, ან, ვთქვათ,


პასუხისმგებლობა იმათ კი არ აწევთ, ვინც საქონელივით ბედს ჰყიდის, არამედ იმათ, ვინც ამ
საქონელს ყიდულობს. ინტერესდებით რა პროგნოზით, თქვენ სარკეს ყიდულობთ და
ეკითხებით მესარკეს, შეიძლება თუ არა დღეს სარკეში გაიღიმოთ. მაგრამ თქვენ ხომ გაქვთ უკვე
სარკე - თქვენი სამყაროს ნიშა, სადაც ის შეგიძლიათ აკეთოთ, რაც გსურთ. ჩემი სარკით მე
თავისუფალი ვარ: თუ მოვისურვებ, შემიძლია ჩემი განმგებლის ნებით ნებისმიერი დამარცხება
გამარჯვებად ვაქციო - და ეს ასეც იქნება - და პროგნოზები არ მაინტერესებს.

მაგრამ თუ სურვილი არ გაქვთ თქვენი რეალობის განმგებელი იყოთ, მაშინ შეგიძლიათ


მესარკეთა მომსახურებით წარმატებით ისარგებლოთ - ესეც არჩევანი და არსებობის გზაა.
უფრო ზუსტად, ბედის დინებით უსაფრთხო მოძრაობის მეთოდია. პროგნოზებს აქ შეუძლიათ
ნიშნების - როგორც შესაძლო უსიამოვნებებისგან თავიდან აცილების, ასევე წარმატების იმედის
ჩასახვის - როლი შეასრულონ. ამ მიმართებით მესარკეები სასარგებლო საქმეს აკეთებენ.
მაგრამ არა ყველა. მათგან ყველაზე ზიანის მომტანნი არიან ისინი, ვინც გლობალურ მოვლენებს
წინასწარმეტყველებს. მომავალი კატასტროფების და „სამყაროს აღსასრულის“
წინასწარმეტყველებით, ისინი ადამიანთა დიდი ჯგუფების აზრებს დესტრუქციული
მიმართულებით აწესრიგებენ ანუ, სხვა სიტყვებით, კოლექტიურ ცნობიერებას აპროგრამებენ. ეს
ყველაფერი უკვალოდ არ იკარგება.

საინტერესოა, რომ მეცნიერებიც მესარკეთა ლიგას მიეკუთვნებიან, თუმცა ადამიანთა ბედზე


პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენენ. მთელი ისტორიის განმავლობაში ისინი მხოლოდ იმას
აკეთებენ, რომ ცდილობენ აგვიხსნან, როგორაა მოწყობილი სამყარო. ოდესღაც დედამიწა
ბრტყელი იყო, სამ ვეშაპზე, სპილოზე, კუზე ან კიდევ რაღაცაზე იდგა. ციური პლანეტები ძველ
დროში დედამიწის ირგვლივ ბრუნავდნენ. უკვე მრავალი ათასწლეული გავიდა, რაღაც გაირკვა,
მაგრამ სულ ახალ-ახალი მოდელების მოზომება ძველებურად გრძელდება. კლასიკურ ფიზიკას
კვანტური ცვლის. მიკროსამყაროს ობიექტები თავიდან ნაწილაკებად გამოცხადდნენ. შემდეგ
აღმოჩნდა, რომ ეს უფრო ტალღებია, რომლებიც პერიოდულად ნაწილაკებად გვევლინებიან.
შემდეგ მორიგი თეორია გამოჩნდა - ის გვამცნობს, რომ ეს მოუხელთებელი ობიექტები არც
ტალღებია და არც ნაწილაკები, არამედ სიმები ათგანზომილებიან სივრცე-დროში. სამყარო კი
ამ მოდელსაც ეთანხმება. მაგრამ მაინც რაღაც გაუგებარია, რაღაც ისე არაა. მეცნიერები

507
იძულებულები არიან კიდევ დაამატონ ერთი, მეთერთმეტე განზომილება, რის შედეგადაც
იბადება ზეახალი М-თეორია, რომელშიც სიმი მემბრანად იქცევა. ხომ საინტერესოა? შემდეგ რა
იქნება?

როგორც ჩანს, ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება. მორიგი მოდელის შემდეგ სულ ახალი
და ახალი გაჩნდება. თუ თქვენ ერთი სარკის წინ დადგებთ და ხელში სხვას დაიჭერთ, მიხვდებით,
რატომ აქვს სამყაროს უსასრულოდ ბევრი მოდელი. თქვენს წინ მდგარ სარკეში ხედავთ
საკუთარ თავს სარკით, რომელშიც ირეკლებით თქვენ სარკეში სარკით, რომელშიც... გესმით
ხომ?

სავარაუდოდ, კითხვაზე, როგორაა სამყარო მოწყობილი, პასუხი არ არსებობს. ადამიანის


გონების გაგების ჩარჩოებში, განსაზღვრების ყველაზე აბსტრაქტულ მწვერვალზე თუ ავალთ,
სამყარო არანაირად არ გამოიყურება. ის - უბრალოდ ჩვენი წარმოდგენების სარკეა. რასაც
მასზე ვფიქრობთ, იმას ვიღებთ. ერთადერთი, რისი მტკიცებაც შეგვიძლია დარწმუნებით, ისაა,
რომ რეალობა მრავალწახნაგაა, და დავადგინოთ მისი ზოგიერთი კანონზომიერება.

სამყაროს აგებულების კვლევის პროცესი კი ზემოთმოყვანილი მაგალითის მსგავსია. როდესაც


საფუძვლად რეალობის ერთ-ერთ გამოვლინებას აიღებენ, ცალკეულ ვერსიას მიიღებენ -
სარკის ნატეხს. მასთან ერთად სამყაროს ძირითადი სარკის წინ დადგომისას ანარეკლში ახალ
ასპექტს დავინახავთ. ამ ასპექტის ერთ-ერთი გამოვლინების აღებით, კვლავ რეალობის
ცალკეულ ვერსიას მივიღებთ. და კვლავ მომდევნო სარკის ნატეხისგან წინამორბედში ასახული
ახალი ვერსია გაჩნდება.

მაინც როგორია სამყარო სინამდვილეში? შეგიძლიათ შეეცადოთ და წარმოიდგინოთ (თუ


მოახერხებთ) ერთმანეთთან ახლოს განლაგებული ორი ერთნაირი სარკის მაგალითზე. ერთიც
და მეორეც მის წინ მდგარ მეზობელს აირეკლავს. ორივე სარკეში - არაფერია, უთვალავჯერ
ერთმანეთისგან ასახული. სურათ-ხატთა შავი უსასრულობა, რომლებშიც არაფერი აირეკლება
არაფრისგან. მიღებული სურათი ექვემდებარება თუ არა რაიმენაირ აღწერას იმ გაგებათა
საზღვრებში, რომელსაც ჩვენი გონება ფლობს? არა მგონია. და ბოლოს, დავამატებ, რომ
მესარკეთა ქანქარები ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს ბედზე არ ზრუნავენ და თავიანთ
ინტერესებს იკმაყოფილებენ - მათ „კლიენტებისგან“ მუდმივი კვება სჭირდებათ. ადამიანებს
ყოველ დღე სურთ იმის გაგება, ხვალ რა ელოდებათ, ამიტომ გაუთავებლად დადიან
„მცოდნეებთან“, და თავიანთი ენერგიის სანაცვლოდ სუროგატს იღებენ - ბედის შეთითხნილ
ნატეხს. თუ ადამიანის ყურადღება ქანქარის ყულფში მოხვდა, რომელიც ბედისწერით ვაჭრობს,
ის თავს ვეღარ გრძნობს თავდაჯერებულად, ვიდრე მორიგ ჰოროსკოპს არ წაიკითხავს ან
თავისი სიზმრის ახსნას არ გაიგებს. თავისებური ადდიქცია, ნარკოტიკული დამოკიდებულება
იქმნება. დოზა გამუდმებითაა საჭირო ხვალინდელ დღეში ილუზორული დარწმუნებულობის
შესანარჩუნებლად.

ტრანსერფინგი ასეთ შენარჩუნებას არ საჭიროებს: გაიგე პრინციპები და წადი შენს გზაზე. ცოდნა
თავისთავად ქანქარა არაა - ის მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურის აღმოცენების შემთხვევაში
ჩნდება. ტრანსერფინგი არ ხსნის სამყაროს აგებულებას, არამედ გვთავაზობს უტილიტარულ
მოდელს, რომელიც გვეხმარება გავიგოთ, რატომაა რეალობის მართვა შესაძლებელი და
როგორ გავაკეთოთ ეს. ზუსტად ანალოგიურად შეიძლება წარმატებით ვმართოთ ავტომობილი,

508
ისე რომ წარმოდგენა არ გვქონდეს მის მოწყობილობაზე. ტრანსერფინგის მისია იმაში
მდგომარეობს, რომ ადამიანებს „მართვის მოწმობა“ მისცეს.

მესარკეები არწმუნებენ წერტილს, რომ მან ფუნქციის გრაფიკის მკაცრად განსაზღვრულ ხაზზე
უნდა იმოძრაოს - სხვა მოცემული არაა. და ეს მართლაც ასეა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ თავად წერტილი ასეთ პირობებს მიიღებს. რეალობა თქვენგან დამოუკიდებლად არსებობს.
მანამ, სანამ ამაზე თანახმა ხართ. თქვენ ვერ შეძლებთ მთელი სამყაროს შეცვლას, მაგრამ
სამყაროს ცალკეული ნიშა - თქვენს განკარგულებაშია. და ამისთვის საკუთარი თავის შეცვლა
საჭირო არაა - საკმარისია თქვენი განმგებლის ნება გამოიყენოთ.

ახლა თქვენ გაქვთ დუალური სარკე - ის ჯინის მსგავსია, რომელიც ყველა სურვილს ასრულებს.
ეს უკვე ზღაპარი არაა, არამედ რეალობაა, რომელიც, შესაძლოა, აქამდე ყოველდღიურობის
საფარქვეშ გემალებოდათ. ზღაპრულისგან განსხვავებით, სარკის ჯინს ვერ უბრძანებთ. არც
თხოვნას აქვს აზრი, ვერც მის თანაგრძნობას მოიპოვებთ. მაგრამ საკმარისია თქვენი განზრახვა
განაცხადოთ - და ჯადოსნური სარკე ხალისით დაგეთანხმებათ: „კარგი-კარგი, ჩემო ძვირფასო“.
თქვენ - თქვენი ბედის ჭეშმარიტი განმგებელი ხართ, თუ განიზრახავთ იყოთ ის. ნუ დაუთმობთ
თქვენს ბედს მესარკეებს.

რეზიუმე

სარკული პრინციპები:

1. სამყარო, როგორც სარკე, ირეკლავს თქვენს მისდამი დამოკიდებულებას.


2. ანარეკლი ფორმირდება სულის და გონების ერთიანობაში.
3. დუალური სარკე დაგვიანებით რეაგირებს.
4. სარკე დამოკიდებულების შინაარსს ასახავს, მის მიმართულებას კი აიგნორებს.
5. საჭიროა ფიქრი იმაზე რისი მიღწევაც გსურს, და არა იმაზე, რაც არ გსურს.
6. საჭიროა მარწუხების მოშვება და სამყაროსთვის ნების დართვა, იმოძრაოს ვარიანტთა
დინების მიმართულებით.
7. ნებისმიერი ანარეკლის პოზიტიურად აღქმა.

საკუთარი აზრების მართვით, თქვენ რეალობას მართავთ.


იმეორეთ ამალგამის ფორმულა ყოველ ხელსაყრელ მომენტში.
უნდა ამოძრაოთ არა ანარეკლი, არამედ თავად ფორმა - თქვენი დამოკიდებულება და აზრების
მიმართულება.

ყურადღება საბოლოო მიზანზე უნდა იყოს დაფიქსირებული, თითქოს ის უკვე მიღწეულია.


სლაიდის მატერიალიზაციისთვის აზრებში მისი სისტემატურად და საკმაოდ ხანგრძლივად
ტრიალია საჭირო.

ემოციების დათრგუნვა არ ღირს, დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.

509
თავი XIX - მარადისობის მცველი

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

განზრახვის ენერგია

წინა თავში რეალობის მართვის პრინციპებს გავეცანით. ამჯერად კონკრეტულ მეთოდებზე


ვისაუბრებთ. პირველ აუცილებელ პირობას, რომლის გარეშეც ტრანსერფინგი საერთოდ
შეუძლებელია, ენერგეტიკის საკმაოდ მაღალი დონის არსებობა წარმოადგენს.

ორი სახის ენერგია არსებობს: ფიზიოლოგიური და თავისუფალი. პირველს სითბოსა და


ფიზიკური ძალის სახით შეიგრძნობთ - ის ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამომუშავდება.
ფიზიოლოგიური ენერგიის საჭირო დონეზე შესანარჩუნებლად საკმარისია სრულფასოვანი
კვება, დასვენება და სუფთა ჰაერზე მოძრაობა.

თავისუფალი ენერგია კოსმოსიდან მოდის, ენერგეტიკული არხებით მოძრაობს და სიმხნევის ანუ


ცხოვრების ტონუსის სახით ვლინდება. სწორედ ესაა განზრახვის ენერგია, რომლის
წყალობითაც ადამიანი აქტიური, გადამწყვეტი მოქმედების შემძლედ აღიქვამს თავს. თუ თქვენს
ჭაპანს დღიდან დღემდე ეზიდებით, როდესაც ძალა მხოლოდ რუტინული მოქმედებებისთვის
გყოფნით, და რაც მთავარია - არაფერი გსურთ, ეს ენერგეტიკის ძალზე დაბალ დონეზე
მიუთითებს.

შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ენერგია და სასიცოცხლო ძალა - ერთი და იგივეა.


ახალგაზრდობა - ესაა როდესაც განზრახვის ძალა წყაროსავით მოჩქეფს. წარმოიდინეთ მოხუცი
ქალი, რომელიც ავადმყოფურად გამოიყურება. აი, კოჭლობით და ქოშინით მიდის, ძლივს
ამოძრავებს კიდურებს. მოულოდნელად ის მკვეთრად გაიქცევა, შეკუნტრუშდება, მაღლა ახტება
და გამარჯვების შეძახილით „Yეს!“ ჰაერს ხელის მკვეთრი მოქნევით გააპობს. ეს შეუძლებელი
გვეჩვენება, მაგრამ ეს სწორედ ისაა, რის გაკეთებაც მას მოუნდება, თუ თავის ენერგეტიკას
საჭირო დონეზე აიყვანს.

რატომ ქმნის ადამიანი თავის საუკეთესო შემოქმედებას სიცოცხლის პირველ ნახევარში ან


მესამედში? საქმე სწორედ განზრახვის ენერგიაშია. თუ მას საჭირო დონეზე შევინარჩუნებთ,
შედევრებით ყველა ასაკში ვიბრწყინებთ.

სასიცოცხლო და შემოქმედებითი ძალა ატროფირდება, როდესაც ადამიანი მისწრაფებას


კარგავს. არიან ადამიანები, რომლებიც სამყაროს გულგრილად უყურებენ, მათ ყველაფერი
იციან, ყველაფერი გამოსცადეს, და, როგორც ჩანს, მოყირჭების ეს გრძნობა მოსწონთ. მათთვის
მთელი ეს სამყარო - თითქოს გარდიგარდმო გათელილი პარკია, სადაც აღარაფერია
გასაკვირი. ისინი გულგრილად და ზარმაცად სხვებს ჭკუას ასწავლიან, აჩვენებენ, რომ მათთვის
უკვე ყველაფერი ნაცნობია. ასეთი ადამიანები ადრე ბერდებიან. არ დაიღალოთ და სამყაროს
ფართოდ გახელილი თვალებით უყურეთ, და ენერგია მეტი გექნებათ - ასეთი თვისება აქვს მას.

თუ ადამიანი გაოცებას და ახალი მიზნებისკენ სწრაფვას წყვეტს, ის განვითარებას აჩერებს -


დეგრადირდება, ანუ ბერდება. სიცოცხლე - პროცესია, რომელშიც შეჩერება არ არსებობს. არის

510
მოძრაობა ან წინ, ან უკან. ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა შეჩერება და უძრავად ყოფნა,
ბუნებაში არ არსებობს. კლდეებიც კი იცვლიან თავიანთ იერს. განზრახვის ენერგიის
გასააქტიურებლად, მისი მიზნით „ხელში მოგდებაა“ აუცილებელი.

ენერგიას აქტიურ მოქმედებაზე მიმართვა აღვივებს. იქმნება თავისებური უკუკავშირის მარყუჟი:


აქტიური მოქმედება განზრახვას აჩენს, განზრახვა სასიცოცხლო ძალას აღვივებს. თუ ზიხარ და
არაფერი გსურს - რაიმე მაინც გააკეთე, და ენერგიაც გაჩნდება. ადგილიდან დასაძრავად
ხანდახან გარკვეული საწყისი ბიძგია საჭირო.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ცოტა ენერგია გაქვთ და ის საიდანღაც უნდა მოიპოვოთ, მაგრამ ეს
ასე არაა. სინამდვილეში ენერგია უხვად მოგეპოვებათ - ის ხომ კოსმოსიდან მოდის, და თქვენც
შეგიძლიათ აიღოთ, რამდენსაც შეძლებთ. საქმე იმაშია, რომ უკვე აიღეთ იმდენი, რამდენიც
შეძელით. ენერგია არ გამქრალა - უბრალოდ ის უკვე თითქმის ბოლომდე დაიხარჯა. მთელი
ტიტანური სიმძლავრე ორი სახის ტვირთის შესანარჩუნებლად იხარჯება.

პირველ რიგში, ესაა მოვალეობები და შეზღუდვები, რომლებიც იტვირთეთ. წარმოიდგინეთ


ასეთი სურათი. საკუთარ თავზე რაღაცის გაკეთების მოვალეობა აიღეთ - მაშინვე სიმძიმე
გეკიდებათ. გარკვეული პირობები დაუსახეთ საკუთარ თავს - სიმძიმე დაგემატათ. რაღაც
დაჰპირდით საკუთარ თავს ან სხვას - შემდეგი სიმძიმე. რამდენი ასეთი სიმძიმე გკიდიათ
კისერზე? მანამ, სანამ სიმძიმე არცთუ ისე ბევრია, ცხოვრება შეიძლება. მაგრამ ერთხელაც
დადგება მომენტი, როდესაც ტვირთს ვეღარ ზიდავთ. მაშინ ადამიანი წყობიდან გამოდის:
კუთხეში მიმწყვდეული, ის ავადდება, დეპრესიაში ვარდება ან უბედურება შეემთხვევა. ის უკვე
სამყაროს დაძაბული, უნდობლად და შიშით უყურებს. შედეგად რეალობა, როგორც აზრების
ანარეკლი, მართლაც სულ უფრო მუქ ფერებს იძენს - იწყება შავი ზოლი, რომელიც შეიძლება
დიდხანს გაგრძელდეს.

მეორე ადგილზე ჭარბი პოტენციალების ტვირთი დგას. ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭებით თქვენ
თავად ამძიმებთ ტვირთს. ეს მძიმე ტვირთის მთელი გორაა. არასრულფასოვნების კომპლექსი:
მინდა აუცილებლად „მაგარი“ ვიყო, დავიცვა და გავამყარო საკუთარი მნიშვნელოვნება.
დანაშაულის, პასუხისმგებლობის გრძნობა: მორჩილება უნდა გამოვიმუშავო, მოვალეობა
შევასრულო. პრობლემის სირთულის გაზვიადება: დიდი სამუშაო მელოდება. ეჭვები და
მღელვარებაც გამუდმებით გვთრგუნავს.

ძალიან ბევრი სწორედ ასე მიუყვება ცხოვრების გზას, ყოველი მხრიდან ყოველგვარი
ვალდებულებების, დაუმთავრებელი საქმეების, მკაცრი პირობების, დასახული გეგმების და
მრავალი მიზნების ტვირთით დამძიმებულები. მიზანი განზრახვის ენერგიას ააქტიურებს, მაგრამ
მხოლოდ იმ პირობის შემთხვევაში, თუ ის რეალიზდება, და არა პროექტის სახითაა ჰაერში
გამოკიდებული. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე რაიმე სამუშაოს დაგეგმვა, პირობების
დადგენა და დაპირების გაცემა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თუნდაც სულ უმნიშვნელო
პასუხისმგებლობის აღებითაც კი საკუთარ თავს ჰკიდებთ ტვირთს, რომელსაც განზრახვის
ენერგიის ნაწილი მიაქვს. თქვენ ამ ტვირთით მოგიწევთ გზის გაგრძელება.

დამატებით კი სუსტი ენერგეტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს ორგანიზმის


პროზაული დაბინძურება. ყველაფერი ძალზე მარტივადაა. ენერგეტიკული არხები ვიწროვდება,

511
როგორც ძველ მილში, მოდებული მზარდი ნადებით, რის შედეგადაც ენერგიის ნაკადი წვრილ
ზოლად იქცევა. აქედან გამომდინარეობს თავისუფალი ენერგიის დეფიციტი, რომელსაც
კვალად დანარჩენი პრობლემები მოჰყვება. აქაა როგორც ცუდი ფიზიკური ფორმა, დაბალი
კრეატიულობა, დაავადებები, და ყველაფერი, რაც მათგან გამომდინარეობს.

გამოდის, რომ ვიწრო ენერგეტიკულ არხებში გატარებული მთელი ენერგიიდან ლომის წილი
უსარგებლო ტვირთის შესანარჩუნებლად იხარჯება. მხოლოდ უმნიშვნელო ნარჩენი იხარჯება
სასიცოცხლო ტონუსზე, რომლისგანაც შედგება მხნეობა, აქტიურობა, სიცოცხლისმოყვარეობა,
ოპტიმიზმი, ყველაფრის უცებ მიღების სურვილი, შეგრძნება, რომ მთების გადადგამას შეძლებ.
საკუთარი მდგომარეობის მიხედვით, ყველა მიხვდება, ამ ენერგიის რამდენი აქვს დარჩენილი.
არა მგონია ბევრი „მდიდარი მოქალაქე“ მოიძებნოს.

ამგვარად, მთელი თავისუფალი ენერგია მიმართულია არარეალიზებული პოტენციური


განზრახვებისკენ (გეგმებისკენ), რომლებიც მხოლოდ ამძიმებს ადამიანს. რესურსების
გამოსათავისუფლებლად აუცილებელია ან პოტენციური განზრახვების ნაწილის მოცილება, ან
მათი რეალიზაციის დაწყება.

მიაქციეთ ყურადღება: რა გთრგუნავთ? თუ დაუფიქრდებით, ბევრ ტვირთზე შეიძლება დანანების


გარეშე უარის თქმა. მათი დიდი ნაწილი ძალზე საჭიროდ გეჩვენებათ, მაგრამ რა აზრი აქვს, თუ
მუდამ თან ატარებთ, მაგრამ რეალიზებას ვერა და ვერ ახერხებთ? მაგალითად: მე
აუცილებლად სხვებს უნდა ვჯობდე; აუცილებლად საუკეთესო უნდა ვიყო; ჩემს ფასს ყველას
დავუმტკიცებ; ვალდებული ვარ არჩეული გზით ვიარო; მხოლოდ გამარჯვება მესაჭიროება,
წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავ; შეცდომის უფლება არ
მაქვს. და ასე შემდეგ, მაგალითად, სიგარეტისთვის თავის დანებება, უცხო ენის შესწავლა და
საერთოდ, ორშაბათიდან ახალი ცხოვრების დაწყება.

დამეთანხმეთ, ყველაფერი, რაც გამუდმებით სამომავლოდ იდება, - უსარგებლო ტვირთია. ის


ან უნდა რეალიზდეს, ან გადაიყაროს, რადგან ის ენერგიას გვართმევს, რომლის ტყუილად
დახარჯვა - უბრალოდ სისულელეა. მაგალითად, როდესაც ადამიანი რომელიმე მავნე
ჩვევისგან გადაჩვევის პროცესშია, ამაზე ორმაგი ენერგია იხარჯება: ერთი მხრივ, მას
ქანქარისთვის დავალიანების პროცენტების გადახდა მაინც უწევს, მეორე მხრივ კი, გადაჩვევის
ვალდებულების აკიდებული ტვირთი ემატება სატარებლად.

საქმე ასე შეიძლება წლობით გაჯანჯლდეს. საკუთარ თავზე ძალდატანება ნებისმიერ


შემთხვევაში დარწმუნებულობად უნდა გადავაქციოთ, ანუ თუ უარს ვამბობთ, საფუძვლიანად, და
არა აუცილებლობით. ძალოვანი მეთოდებით საკუთარი თავის კუთხეში მომწყვდევით ადამიანი
კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას ქმნის, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება წყობიდან
გამოსვლა. ამიტომ მიზანშეწონილია ორიდან ერთის არჩევა: ან გადამწყვეტად
განვახორციელოთ განზრახვა, ან ვალდებულების ტვირთი ჩამოვიხსნათ და ჩვევა მართულ
კალაპოტში გადავიყვანოთ.

სიგარეტების კეთებას და ნამწვავების შეგროვებას, სოლიდური ჩიბუხის და კარგი თამბაქოს


შეძენა ჯობია. დუქან-დუქან წანწალს და მოფარებულში სმას, აჯობებს მოზრდილი მათარა
ატაროთ. ეს ნიშნავს კრედიტორთან პარტნიორული ურთიერთობის მოწესრიგებას. შედეგად

512
მავნე ჩვევა შედარებით ზომიერი და მართვადი ხდება. სოლიდურ კლიენტს ბანკი შეღავათიან
პირობებს სთავაზობს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ თავისუფლად მიშვებულ ჩვევას
ნაკლები ზიანი მოქვს, ვიდრე იმას, რომელიც გძულს, მაგრამ ვერ ეშვები. განზრახვის
დეკლარაცია აქ საქმეს კიდევ უფრო ამძიმებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არაა პრობლემის
საუკეთესო გადაწყვეტა. მანამ, სანამ მავნე ჩვევას ცივილიზებულ მანერად ვაქცევდეთ, საკუთარ
თავს ძალზე სერიოზულად უნდა დაველაპარაკოთ.

კიდევ ერთი მძიმე ტვირთი არსებობს - სწავლა-დაზუთხვა. თუ განზრახვა თავის ინფორმაციით


გამოჭედვაზეა მიმართული, ძლიერი დაძაბულობა იქმნება. განზრახვა ამ შემთხვევაში კი არ
რეალიზდება, არამედ იძაბება. მოძრაობა არაა - არის მხოლოდ დაძაბულობა. ამიტომ, თუმცა
მარტივ ჭეშმარიტებას ვიტყვი, მაგრამ მისი გამეორება ნამდვილად ღირს. ინფორმაციის
დამახსოვრებას აზრი არ აქვს - ეს მკვდარი ტვირთი იქნება, რომელიც გაუმართლებლად დიდ
ძალას წაიღებს „დატვირთვაზე“. ცოდნის ათვისება, მონაცემებისგან განსხვავებით, მხოლოდ
მოქმედებისას ხდება, კონკრეტულ მაგალითებზე, როდესაც განზრახვა რეალიზდება.
მაგალითად, თუ თქვენ შვილებს გაკვეთილებს უხსნით, პირიქით გააკეთეთ - მათ აგიხსნან, უცებ
შეამჩნევთ განსხვავებას. საქმე განზრახვის მიმართულებაშია: მისი ორიენტაციის შეცვლაა
საჭირო - პასიური აქტიურად უნდა აქციოთ. არასაჭირო ტვირთი, რომელიც დაზუთხვას
მოითხოვს, უცებ მოშორდება.

ან შეიძლება, ერთი დიდი ტვირთი გაქვთ, რომლის თავიდან მოცილებას ჩუმად უკვე კარგა ხანია
ფიქრობთ, მაგრამ ვერა და ვერ გადაგიწყვეტიათ? წარმოიდგინეთ, როგორ შემსუბუქდებით, თუ
მას მოიცილებთ. გაითავისუფლეთ თავი, მეტი თავისუფლება მიეცით თქვენ თავს. შეადგინეთ
შეზღუდვების სია, რომლებიც გთრგუნავთ, და მხრებიდან ჩამოაგდეთ. მაშინ უცებ
გამოთავისუფლდება განზრახვის ენერგიის რეზერვები, რაც გზის გაგრძელების საშუალებას
მოგცემთ.

როგორც უკვე ითქვა, მიზანი განზრახვის ენერგიას რეალიზაციის პროცესში ააქტიურებს.


უკეთესია, რა თქმა უნდა, სწორედ საკუთარი მიზნის მოძებნა. თუ ამას შეძლებთ, მაშინ ენერგიის
დეფიციტის საკითხი თავისთავად გადაწყდება. გამხნევებული სული და გონება ხომ ენთუზიაზმით
გასწევენ სანუკვარი ოცნებისკენ. მაგრამ თუ მოცემულ მომენტში საკუთარ თავში აქტიური
მოქმედების, ახალი მწვერვალების დაპყრობის უნარს ვერ გრძნობთ, მაშინ არც ეცადოთ
საკუთარი მიზნის ძიება. ასეთ შემთხვევაში დიდი შანსია, რომ ქანქარებმა, რომლებმაც თქვენი
სისუსტით ისარგებლეს, უცხო მიზნები მოგახვიონ თავზე. საკუთარის მოსაძებნად, აუცილებელია
საკმარისი ხარისხის თავისუფლებას ფლობდეთ, ეს კი პირველ ყოვლისა სხვებისა და საკუთარი
თავის მიმართ მოვალეობებისგან თავისუფლებაა. და უპირველეს ყოვლისა ამ საქმის
წარმატებისთვის კიდევ ერთი სიმძიმისგან უნდა გათავისუფლდეთ: საკუთარ თავს ნება უნდა
მისცეთ ჯერ არ გქონდეთ საკუთარი მიზანი. მის ძიებას თავისუფალი ენერგია სჭირდება - აი რით
უნდა დაკავდეთ პირველ რიგში.

ენერგეტიკის ასამაღლებლად სამი მეთოდის გამოყენება შეიძლება: დაკავებული რესურსების


გამოთავისუფლება, ენერგეტიკული არხების ვარჯიში, ენერგეტიკული არხების გაფართოება.

დაკავებული რესურსების გამოთავისუფლებით, თქვენ შესამჩნევად მოგემატებათ ძალები.


ადრე, თუ თქვენ ქანქარებს აძლევდით ენერგიას, მაგალითად, ალკოჰოლურს, თამბაქოსას,

513
ახლა ეს ენერგია თქვენს განკარგულებაშია. ადრე თქვენ ენერგიას მღელვარებას და შფოთვას
ახარჯავდით. ახლა ეს ენერგია მოქმედების გადაწყვეტილებად ტრანსფორმირდა. ადრე
ენერგიას ხარჯავდით მერყეობასა და ეჭვებზე, გტანჯავდათ კითხვები, სწორად იქცევით თუ არა.
ახლა თავად საზღვრავთ, რა არის თქვენთვის სწორი, და რა - არა. ადრე ენერგია დანაშაულის
გრძნობასთან დაკავშირებულ განცდებსა და ვალდებულებებზე მიდიოდა. ახლა ეს ენერგია
თავისუფალია. ადრე საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცების აუცილებლობა გტანჯავდათ. ახლა
თქვენი მრწამსის თანახმად ცხოვრობთ, და მსუბუქად გრძნობთ თავს. ყველა ადრინდელი
დანახარჯი მოგებად იქცა - განზრახვის ენერგიად, რომლის მეშვეობითაც საკუთარი რეალობის
ფორმირება შეგიძლიათ.

ტრანსერფინგის პირველ წიგნში უკვე ითქვა, რომ განზრახვის ენერგია ვარჯიშს ექვემდებარება.
როგორც ფიზიკური ვარჯიში ავითარებს კუნთებს, ისე ახალი მიზნების მიღწევა ამაღლებს
ენერგეტიკის დონეს. მაგრამ როდესაც ყველა ძირითადი მწვერვალი აღებულია, ხოლო
ცხოვრება მშვიდ კალაპოტში გადადის, განზრახვის ენერგია ატროფირდება. დონის დაცემის
კომპენსირება ენერგეტიკული ვარჯიშებითაა შესაძლებელი. პრინციპი იმაში მდგომარეობს,
რომ, ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიშის შესრულებისას, ყურადღება უნდა დაფიქსირდეს აღმავალ
და დაღმავალ ნაკადებზე, როგორც პირველ წიგნში იყო აღწერილი. თუ ამას პროცესის
ვიზუალიზაციაც დაემატება, როდესაც თქვენ აზრებში ატრიალებთ სლაიდს იმის შესახებ, რომ
თქვენი განზრახვის ენერგია ყოველდღიურად სულ უფრო იზრდება, მაშინ ვარჯიში გაცილებით
ეფექტიანი ხდება. განზრახვის ენერგია ინდუქციით საკუთარ თავს ზრდის.

თუ თქვენ დღეს საკუთარ ენერგეტიკას ინტენსიურად ავარჯიშებთ, მაშინ მომდევნო დღეს


შედეგებს ელოდეთ. გგონიათ, აღმავლობა იქნება? არავითარ შემთხვევაში. პირიქით, ძალების
სრული დაცემა. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, როდესაც ინტენსიურ ფიზიკურ ვარჯიშს
განაახლებთ, მეორე დღეს ყველა კუნთი გტკივათ. განზრახვის ენერგიის ვარჯიშის დროსაც იგივე
ხდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში თქვენ ტკივილს კი არ განიცდით, არამედ დაღლილ და
დათრგუნულ მდგომარეობაში ხართ. ამან არ უნდა აგაღელვოთ, რადგან მალე ყველაფერი
ნორმაში ჩადგება. მთავარია, სისტემატურად ივარჯიშოთ. ყოველ დღე საკუთარ თავს მითითება
მიეცით: „ჩემი განზრახვის ენერგია ყოველდღიურად სულ უფრო მეტად იზრდება“. უკვე
რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ ისეთ აღმავლობას იგრძნობთ, რომ პირდაპირი გაგებით ხტუნვა და
ფრენა მოგინდებათ.

და ბოლოს, ენერგეტიკის ამაღლების ყველაზე პირდაპირი გზა - ორგანიზმის გაწმენდა და


თერმულად დაუმუშავებელი ნატურალური პროდუქტებით კვებაზე გადასვლაა. რატომ? ეს
ცალკე და სულაც არა ტრივიალური თემაა - ის შემდეგ წიგნში იქნება დაწვრილებით
განხილული. ახლა კი ლაკონურად შემდეგი ანალოგიის მოყვანა შეიძლება. ენერგია
ორგანიზმში მიედინება, როგორც წყალი მილსადენებში. სუფთა ორგანიზმში, როგორც სუფთა
მილში, წყლის ჭავლი უფრო ძლიერია.

ეს ნიშნავს, ორგანიზმის გაწმენდა და სისუფთავის შენარჩუნება - მარტივი და ბუნებრივია. თუმცა


სხვაგვარადაც შეიძლება მოქცევა: მილის გაწმენდა წყლის ძლიერი ჭავლის მეშვეობით. ამ გზას
მედიტაციური პრაქტიკები იყენებენ. მაგრამ ეს დიდი ხნის და ძნელი სამუშაოა, ამიტომ მე
ყველაზე მარტივ და პირდაპირ გზას გთავაზობთ - ფიზიოლოგიურ გაწმენდას.

514
ენერგეტიკის მაღალ დონეს ადამიანი გადაყავს მდგომარეობაში, რომელსაც შთაგონებას
უწოდებენ. ასეთ მდგომარეობაში თქვენ იდეების გენერირება, გენიალური გადაწყვეტილების
პოვნა, შედევრის შექმნა შეგიძლიათ. მუზა, პეპლების მსგავსად, მუდამ სინათლისკენ ისწრაფვის.
სკეპტიციზმი და აპათია ენერგეტიკის დაბალ დონეზე მიუთითებს. ენერგეტიკული დეფიციტისას
თქვენ სამყაროს ყოველთვის პესიმიზმით შეხედავთ, რაც აუცილებლად აისახება რეალობაში.
ხოლო როდესაც მაღალი სასიცოცხლო ტონუსი გაქვთ, სამყაროს სარკეში თქვენ წარმატებული
ადამიანის ძლიერ სურათ-ხატს ტრანსლირებთ, და მაშინ იღბალი თავად მოდის თქვენს
შესახვედრად.

ამასთან დაკავშირებით კიდევ აი რა უნდა ითქვას. თქვენ შეიძლება შეამჩნიეთ, რომ შთაგონება
ხანდახან უცნაურად იქცევა. ზოგჯერ ადამიანი სულიერი აღმაფრენის მომენტს განიცდის,
როდესაც შეუძლებელი შესაძლებლად ეჩვენება, მაგრამ რატომღაც ენთუზიაზმი მალევე ქრება
და პრაგმატიზმით იცვლება. ოპტიმიზმის კოცონი უცებ იფერფლება, და ირგვლივ ისევ
ნაცრისფერი სამყაროს სევდიანი სურათი ისადგურებს, რომელშიც ფრთაშემსხმელი იდეები ისევ
უიმედოდ გვეჩვენება. რა აზრი აქვს ასეთ შთაგონებას, რომელსაც მხოლოდ ოცნების კოშკების
აშენება ძალუძს?

საქმე იმაშია, რომ ეს სულაც არაა შთაგონება, არამედ ეიფორიაა. მოცემული მდგომარეობა
ენერგეტიკის დაბალი დონიდან მაღალ დონეზე მკვეთრი გადასვლის შედეგად წარმოიქმნება.
ასეთი გადასვლა ხდება მძლავრი სტიმულატორების გამოყენებისას, ან უბრალოდ, როდესაც
გარკვეული უჩვეულო ინფორმაცია წარმოსახვას ააქტიურებს. ენერგიის ანომალური
ამოფრქვევა ცნობიერებას მიმდინარე, რეალიზებული სექტორებისგან მოშორებით მყოფ
ვარიანტთა სივრცის სექტორებთან წვდომას უხსნის. თეორიულად მოცემული ვარიანტებიც
შეიძლება რეალიზებული გახდეს, მაგრამ ისინი ვარიანტთა დინების არხისგან მოშორებით
მდებარეობენ, ამიტომ დიდ ენერგოდანახარჯს მოითხოვენ. ამავე მიზეზით იდეები, რომლებიც
სიზმარში ბრწყინვალედ გვეჩვენება, გაღვიძების შემდეგ ქრება. სიზმარში სული უფრო ხშირად
იმ უბნებს სტუმრობს, რომლებსაც ძალზე ცოტა საერთო აქვს რეალობასთან.

ნამდვილად რეალურ იდეებს მხოლოდ განზრახვის სტაბილური ენერგია შობს. ამასთან ისინი
ვარიანტთა დინების ახლომახლოს იმყოფებიან. მაგრამ იმისთვის, რომ ცნობიერება
მატერიალური სამყაროს საზღვრებს გასცდეს და ამ იდეებს მისწვდეს, ან განსაკუთრებული ნიჭი,
ანდა ენერგეტიკის სტაბილურად მაღალი დონეა საჭირო. ასე რომ, ტალანტის უკმარისობის
კომპენსირება სავსებით შესაძლებელია.

განზრახვის ენერგია ადამიანს მხოლოდ მატერიალურ სამყაროში ეფექტიანად მოქმედების


საშუალების მიმცემ მაღალ სასიცოცხლო ტონუსს არ აძლევს. გაცილებით საინტერესოა სხვა რამ
- რაც უფრო მაღალია ენერგეტიკა, სასურველი მით უფრო ჩქარა რეალიზდება სინამდვილეში.
ადამიანის სხეულში გავლისას კოსმოსის ენერგია მისი აზრებით მოდულირდება და
მოწესრიგებულ ფორმას იძენს. ზუსტად ასე გარდაქმნის რადიოგადამცემი ელექტრობას
ინფორმაციის მატარებელ სიგნალად. ინფორმაციული წესრიგის შეძენით ადამიანის ენერგია
ვარიანტთა სივრცის შესაბამის სექტორს „ანათებს“. შედეგად მეტაფიზიკური ვარიანტი დუალური
სარკის ფიზიკურ მხარეზე რეალურ განხორციელებას იძენს - აზრი მატერიალურდება.

515
ცხადია, რაც უფრო მძლავრია გამოსხივება, მით უფრო ეფექტიანია მატერიალიზაციის პროცესი.
როგორც წინა თავში ითქვა, აზრების რეალიზაცია მომენტალურად არ ხდება, წინააღმდეგ
შემთხვევაში ჩვენი ცხოვრება კომპიუტერულ თამაშს დაემსგავსებოდა სრული ქაოსის
სამყაროში. ანარეკლის ფორმირებისთვის სულის და გონების ერთობაში დაბადებული მკაფიო
სურათ-ხატია საჭირო, ან საკმაოდ ხანგრძლივი ყურადღების მიზანმიმართული კონცენტრაცია.
შესაძლოა, ოდესმე ვარიანტების სივრცის „მატერიალიზატორს“ გამოიგონებენ. თუ, რა თქმა
უნდა, ღვთის ნება იქნება. ხელოვნური ინტელექტი ხომ აქამდე მიუწვდომელია - და ალბათ ასე
უკეთესიცაა, რადგან უცნობია, ამას რა შედეგები მოჰყვება. ჩვენთვის მთავარია ის, რომ ჩვენი
ოცნებების რეალობად ქცევა შეგვიძლია.

მაღალი ენერგეტიკა ძალის გამოყენებას არ ნიშნავს. საკუთარი სამყაროს ნიშის ეფექტიანად


ფორმირებისთვის მასთან ერთიანობის და იგივეობის განცდაა საჭირო. გარშემო სინამდვილეს
ახლებურად უნდა შევხედოთ: მე ვფლობ ჩემს რეალობას, როგორც ჩემს სხეულს. საჭიროა
რეალობასთან ერთნაირ დროით რეჟიმში გადასვლა - არ უნდა ველოდოთ მომენტალურ
ცვლილებებს, არამედ ვიყოთ მშვიდი, მომთმენი და მიზანდასახული.

თქვენ შეგიძლიათ მარტივად განაგოთ სხეული - ეს თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ


არიან ადამიანები, რომლებმაც გარკვეული დაავადებების შედეგად ეს უნარი დაკარგეს. სხეული
შეიძლება უკონტროლო მოძრაობებს ასრულებდეს ან საერთოდ პარალიზებულ
მდგომარეობაში იმყოფებოდეს და არ ემორჩილებოდეს განზრახვას. როდესაც აღელვებული
ხართ, სხეული ბოლომდე არ გემორჩილებათ. მაგალითად, მორცხვი და დაკომპლექსებული
ადამიანის ხელები შესაძლოა უკონტროლო მოძრაობებს ასრულებდეს. სულის, გონების და
სხეულის ერთობა არაა.

გაცილებით უარესი დამოკიდებულება ყალიბდება ადამიანსა და მისი სამყაროს ნიშას შორის.


ადამიანი თავს გარშემომყოფი რეალობისგან იზოლირებულად გრძნობს. ნიშა თითქოს სადღაც
გარეთ იმყოფება - ის უკონტროლო მოძრაობებს აკეთებს, და ეჩვენება, რომ ამაზე ზემოქმედება
შეუძლებელია. მაგრამ საკმარისია ადამიანმა საკუთარ სამყაროსთან ერთობა იგრძნოს, და ის
მისი, ისევე როგორც საკუთარი სხეულის მართვის უნარს იძენს.

ეს უნარი ბოლომდე ატროფირდა, მაგრამ მისი აღდგენა შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა


მიეჩვიოთ, რომ გამუდმებით ყურადღება მიაქციოთ გარშემო არსებულ მდგომარეობას, ამ
სამყაროს ნაწილად იგრძნოთ თავი, მის კონტექსტში იმყოფებოდეთ, ეძებოთ ის კავშირები,
რომლებიც მასთან გაერთიანებთ. სხვა სიტყვებით, სამყაროს ცალკეული ნაწილი იყოთ და
იმავდროულად მასში განზავდეთ.

არ დავმალავ, რომ ეს ძნელი ამოცანაა. ამის სწავლება შეუძლებელია - ადამიანს სამყაროსთან


ერთობის მიღწევა მხოლოდ საკუთარი ყოველდღიური გამოცდილების გზით შეუძლია. და ეს
გზა შეიძლება სიცოცხლის სიგრძის აღმოჩნდეს. ამიტომ იმათთვის, ვისაც სულიერი
სრულყოფილების მიღწევის ძნელი პრაქტიკები არ ხიბლავს, უბრალო და ხელმისაწვდომი
ინსტრუქციები არსებობს.

საქმე კი აი რაშია. თქვენ ყოველთვის ვერ იღებთ სასურველს დაუყოვნებლივ. მაგრამ ნებისმიერ
შემთხვევაში იღებთ მხოლოდ იმას, რაზეც თქვენი განზრახვაა მიმართული. მაგალითად, თუ

516
კუნთების წონის გაზრდა გსურთ, ყურადღების კონცენტრირება უნდა მოხდეს სლაიდზე,
რომელშიც კუნთები იზრდება. თუ გახდომა გნებავთ, მთელი აზრები უნდა იყოს იმის შესახებ,
როგორ ხდება სხეული უფრო მოხდენილი. თუ თქვენი მიზანი - განზრახვის ენერგიის გაზრდაა,
უნდა კონცენტრირდეთ ენერგეტიკულ ნაკადებზე და გარსზე. ხოლო თუ განზრახვა არსაით არაა
მიმართული, არაფერსაც არ მიიღებთ.

უმიზნოდ ვარჯიშით თქვენ ტყუილად კარგავთ დროს და ძალებს. როდესაც ყურადღება არა
მიზანზე, არამედ ძალისხმევაზეა მიმართული, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ ფიზიოლოგიური
ენერგია იხარჯება. ძალისხმევა ხომ - მიზნისკენ გზაა, მისი მიღწევის საშუალებაა. ასე თქვენ მუდამ
გზაში იქნებით, რადგან სარკე მხოლოდ იმას ირეკლავს, რაც სურათ-ხატშია გამოსახული.

ბავშვებში ენერგია ჩქეფს, მაგრამ ის უმართავია და უსარგებლოდ იფანტება სივრცეში. ზუსტად


ასევე, თუ თქვენს ენერგიას მაღალ დონეზე აიყვანთ, მაგრამ მას მკაფიო მიმართულებას არ
მისცემთ, ის უსარგებლო გახდება. უბრალო ნათურას მხოლოდ ახლომდებარე სივრცის
განათება შეუძლია. ლაზერის ვიწროდ მიმართული სხივი კი მრავალ კილომეტრს გადის.
ამიტომ, თუ გსურთ, რომ თქვენი ენერგია მუშაობდეს, აუცილებელია მას მიზნისკენ მკვეთრი
მიმართულება მისცეთ.

მიზანმიმართულობა განზრახვის ენერგიას მკაცრად განსაზღვრულ მხარეს მიმართავს.


აუცილებელია კონცენტრაცია - არა დაძაბულობა, არამედ ყურადღების გამახვილება.
ჩვეულებრივ აზრები თავისთავად ირევიან. იდეები იბადებიან და ქრებიან უკონტროლოდ,
აზრები ერთი თემიდან მეორეზე დახტიან. გონება ახალშობილივით „ფეხებს იქნევს“. რეალობის
სამართავად კი აზრები უნდა ვაკონტროლოთ. თავიდან ეს ცოტათი გვძაბავს, მაგრამ შემდეგ
ჩვევაში გადადის.

ამ ჩვევის გამოსამუშავებლად კი ერთი მარტივი წესის შესრულებაა საჭირო: მიაჩვიეთ საკუთარი


თავი იფიქროთ იმაზე, რასაც მოცემულ მომენტში აკეთებთ. არაფერი აკეთოთ უბრალოდ,
უაზროდ, უმართავი აზრების ამორფულ ჟელეში ცურვით. განაცხადეთ განზრახვის დეკლარაცია.
ეს არ ნიშნავს, რომ გამუდმებით სტარტზე უნდა იდგეთ. მიუშვით აზრები თავისუფლად, მაგრამ
ეს შეგნებულად გააკეთეთ, პრინციპით: თუ ჩემი გონება იფანტება, მხოლოდ იმიტომ, რომ მე
ვაძლევ ნებას. და აუცილებლობის შემთხვევაში ასევე შეგნებულად დაუბრუნდით
კონცენტრირებულ მდგომარეობას.

საერთო ჯამში, არსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი აზრების სახე უმეტესწილად შეიცავდეს
სურათს, რომლის დანახვაც დუალური სარკის ანარეკლში გსურთ. ამგვარად, მიზნის
მისაღწევად არა სამყაროსთან ორგანული ერთიანობის იდეალურ მდგომარეობაში ყოფნაა
აუცილებელი, არამედ მიზნობრივ სლაიდზე ყურადღების სისტემატურად დაფიქსირებაა
საკმარისი. საკუთარი აზრების მიმართულების მართვით თქვენ რეალობას საკუთარ ნებას
უმორჩილებთ.

არ აქვს მნიშვნელობა, რომ აზრები ხანდახან კონტროლიდან გადიან. მთავარია, მათი


მიზნობრივი სლაიდის კალაპოტში დაბრუნება ჩვევად გვექცეს. როდესაც თქვენი აზრები
ჩვეულების გამო ისევ და ისევ მიზანს დაუბრუნდება, სლაიდი მუდმივი თანამგზავრი ხდება - მისი

517
სურათი გამუდმებით ყველაფერს ფონად გასდევს. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ არ დაეჭვდეთ
- სურათ-ხატი ფორმირდება, და სამყაროს სარკე აუცილებლად ასახავს მას რეალობაში.

სამყაროს დასუფთავება

ყოველ ადამიანს ცალკე სამყაროს ნიშა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ დუალური სარკის
ამრეკლავი ზედაპირი მრავალშრიანია. ყოველი ცოცხალი არსება, დაბადებისას,
განკარგულებაში იღებს საკუთარ სარკულ ფენას. ინდივიდის აზრებით და განზრახვებით
ყალიბდება სურათ-ხატი, რომელიც ანარეკლში ცალკეულ რეალობას ქმნის. ყველა რეალობის
სიმრავლე ერთმანეთზე ედება და იმას წარმოქმნის, რასაც მატერიალურ სინამდვილეში
ვაკვირდებით.

თუ ადამიანზე ვისაუბრებთ, მისი სამყაროს ნიშა - ესაა არსებობის სივრცე, ანუ ყველაფერი, რა
მას გარს აკრავს. ინდივიდუალური რეალობა ორი გზით ფორმირდება: ფიზიკურით და
მეტაფიზიკურით. სხვა სიტყვებით, ადამიანი თავის სამყაროს საკუთარი მოქმედებებით და
აზრებით ქმნის. ძნელი შესაფასებელია, ამ ასპექტებიდან რომელს აქვს მეტი ზეგავლენა
რეალობაზე. დიდი ალბათობით, აზროფორმები აქ მთავარ როლს თამაშობენ, რადგან
მატერიალური პრობლემების მნიშვნელოვან წილს ქმნიან, რომლებთანაც უწევს ადამიანს
ბრძოლა დროის უდიდესი ნაწილი. როგორც ხვდებით, ტრანსერფინგს მხოლოდ და მხოლოდ
მეტაფიზიკურ ასპექტთან აქვს საქმე.

ყოველი ადამიანი მის განსაზღვრულ გარემოში, ბევრი ადამიანისა და მატერიალური ობიექტის


გარემოცვაში ცხოვრობს. როგორ უნდა გამოვყოთ ამ ჭრელი გარემოდან არსებობის ცალკე
სფერო? ძალიან მარტივად. ყველაფერი მატერიალურის მოცილების შემდეგ ერთი მთავარი
არსი დარჩება, რომელიც პირველ რიგში გვაინტერესებს: როგორ მიდის საქმეები, კარგად თუ
ცუდად? გარემოცვა შეიძლება იყოს მდიდარი და ღარიბი, მეგობრული და აგრესიული,
კომფორტული და არც ისე - მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარია, რამდენად ბედნიერია ადამიანი
ამ პირობებში, იღებს თუ არა იმ ყველაფერს, რისკენაც მიისწრაფის, რამდენად იღბლიანად
ვითარდება მოვლენები. ნიშას სწორედ ეს თვისება - მისი ელფერი - გადამწყვეტ გავლენას
ახდენს ყველაფერზე, რაც მატერიალურ სინამდვილეში ხდება.

სამყაროს ნიშას შეიძლება ჰქონდეს როგორც ნათელი, ასევე მუქი ტონები. ყველაფერი იმაზეა
დამოკიდებული, როგორ აყალიბებს ადამიანი თავისი აზროვნების წესს - რაც მეტია იქ ნეგატივი,
მით უფრო შავბნელია რეალობა. და რაც უფრო ცუდად მიდის საქმეები, მით მეტი მიუღებლობა
გროვდება, რაც უკუკავშირით ნიშას კიდევ უფრო აბნელებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს,
რომ საკუთარი ცალკეული რეალობა, როგორც სხეული, სისუფთავეში უნდა შევინარჩუნოთ.

ყველა ნეგატიური აზრი გადამწყვეტად და ხისტად უნდა მოიცილოთ, რომ მათ თქვენი სამყარო
არ დააზიანონ. მომშორდი! ზუსტად ასევე სახლიდან უნდა გაიტანოთ ნაგავი და სიბინძურე.
ზედმეტი ნივთები და ძველმანები უნდა მოიცილოთ. სხვაგვარად, რაც არ უნდა ეცადოთ, საქმე
მუდამ ცუდად წავა.

518
თუმცა ისეთი ძველმანებიც არსებობს, რომლებსაც ასე მარტივად თქვენი სამყაროდან ვერ
მოიცილებთ. ესაა პირველ ყოვლისა დანაშაულის გრძნობა, შემდეგ არასრულფასოვნების
კომპლექსი, ეჭვები, მღელვარება, შიშები, უკმაყოფილება, ანტიპატია და უარესის მოლოდინები.
ისინი დაავადებების მსგავსია, რომლებისგანაც სიამოვნებით განიკურნებოდით, მაგრამ არ
შეგიძლიათ. მაშინ, მოდით, ვუმკურნალოთ. საშუალებები არსებობს.

წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: ადამიანი თავის სამყაროსთან ერთად ჯადოსნური ავტობუსით


იქით გაემგზავრა, სადაც ოცნება რეალობად იქცევა.

- აი, ჩემო კარგო, შენი სათამაშოსთვის მივდივართ.


- დიახ, სამყაროვ - ეს მშვენიერია!

მხიარული მოგზაურობა ბევრს გვპირდება. ყველაფერი მშვენივრად მიდის, რაღა გვაკლია!


მაგრამ მშფოთვარე გონება ასე არაა შეჩვეული, ის მუდამ აქეთ-იქით იხედება და უსიამოვნებებს
ეძებს. აბა ყველაფერი კარგად ხომ ვერ იქნება!

- აბა შეაჩერე. აი იქ, მეჩვენება, მორწმუნეები დგანან და განმიკითხავენ. წავიყვანოთ, რომ


ცოდვები მოვინანიო.
- არა ჩემო კარგო, ამოიგდე ეს სისულელე თავიდან!
- აუცილებელია, სხვაგვარად ვერ მოვისვენებ.

ავტობუსი ჩერდება, და იქ ფარისეველი სუბიექტები ამოდიან, რომლებიც პრეტენზიებს და


მოთხოვნებს აყენებენ.

- ჩვენ - შენი მოსამართლეები ვართ!


მეტი გზა არაა, მივდივართ. მთლიანობაში საქმე ცუდად არაა, მაგრამ ადამიანი ვერ ისვენებს.
- შეხედე, - ეუბნება სამყაროს, - რა შესანიშნავი ხალხია, მოდი წავიყვანოთ, სამაგალითოები
არიან.
- რად გინდა, ძვირფასო, ზედმეტი თანამგზავრები?

სამყარო სუსტად გეწინააღმდეგებათ, მაგრამ იძულებულია დათანხმდეს, და ავტობუსი


ამპარტავანი პიროვნებებით ივსება, რომლებიც მთელი გამომეტყველებით გამოხატავენ,
რამდენად შორს ხარ მათგან.

- ჩვენ - შენი იდეალი ვართ!

გზაზე კი უკვე გამწკრივებულან შიში, მღელვარება, ეჭვები და უარესის მოლოდინები. და რა თქმა


უნდა, ადამიანი ნირწამხდარი მსჯელობს:

- იქნებ, ამ ბრძენმა თანამგზავრებმა სწორი მიმართულება მიგვანიშნონ და არასწორი


ნაბიჯისგან დაგვიცვან?
- როგორც გენებოს, ძირფასო, - თანხმდება სამყარო და მოყაყანე პუბლიკას ავტობუსში
უშვებს.

519
- ჩვენ - შენი საღი აზრი ვართ! - აცხადებენ ისინი და თავიანთი საღი მსჯელობით მგზავრობას
ჯოჯოხეთად აქცევენ.

საბოლოოდ გზა უკმაყოფილებამ, განკითხვამ და ანტიპატიამ გადაღობეს. ადამიანს მათთან


შეხვედრა არ უნდა, მაგრამ სამყარო უკვე მიეჩვია იმათ დამგზავრებას, ვისაც გონება ყურადღებას
აქცევს.

- ჩვენ - შენი კოშმარული სიზმარი ვართ! - ღრიალებენ უსიამოვნო ტიპები და ღრიანცელით


შემორბიან კარებში.

ადამიანი სიხარულით მოიცილებდა მომაბეზრებელ თანამგზავრებს, მაგრამ - გვიანია. ავტობუსი


გაიტენა და წინ ვეღარ მიდის. მანიპულატორებმა, ქაღალდის კერპებმა, მყვირალებმა,
მრჩეველებმა და სხვა ავსულებმა ყველაფერი გააფუჭეს. მაგრამ ვინაა დამნაშავე? რად უნდოდა
მათი დამგზავრება?

ამ ნაგვიდან ყველაზე დესტრუქციული დანაშაულის გრძნობაა - გაცნობიერებული თუ არა - არ


აქვს მნიშვნელობა. თუ ამჩნევთ, რომ სამყარო გსჯით ან გამცირებთ, ისე იქცევა, თითქოს
დაგცინით, თქვენს დამორჩილებას ცდილობს, ე.ი. დაავადების ყველა ნიშანი სახეზეა. ეს სენი
სულ წიხლებით გადენეთ თქვენგან. დანაშაულის გრძნობა - ესაა თქვენს სახლში შემოჭრილი
სტუმარი, რომელიც სავარძელში გართხმულა და ფეხები მაგიდაზე შემოუწყვია, თავის პირობებს
გკარნახობთ. თქვენ მისი გაგდება შეგიძლიათ, თუ გააცნობიერებთ, რომ ეს თქვენს ხელშია. იმ
შემთხვევაშიც კი, თუ რამე მართლაც დააშავეთ, ბოდიშის მოხდა მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ.
დანაშაულის გრძნობა სხვადასხვა ფორმის დასჯას შობს - წვრილმანი უსიამოვნებებით
დაწყებული და მსხვილი პრობლემებით დამთავრებული. შეიძლება თითი გაიჭრათ, ან ავარიაში
მოხვდეთ. გარეგანი განზრახვა აუცილებლად ჩართავს სცენარში რომელიმე სასჯელს. ასეა
ადამიანის სამყაროს აღქმა მოწყობილი: დანაშაულს სასჯელი მოსდევს, და სული და გონება ამ
საკითხში სრულად ერთსულოვანი არიან.

ამასთან დანაშაულის გრძნობა ძალზე ამძაფრებს პოლარიზაციას. შედეგად წონასწორულ


ძალებს „დამნაშავისთვის“ ათასგვარი უბედურება მოაქვთ. და უსიამოვნებათაგან ყველაზე
შემაშფოთებელი - მანიპულატორებია, რომლებიც მომაბეზრებელი ბუზებივით ეხვევიან
მსხვერპლს. ისინი თავიანთ „კლიენტებში“ დანაშაულის გრძნობის გამოწვევის ოსტატები არიან.
თუ ადამიანს თავის თავზე დანაშაულის აღების მიდრეკილება აქვს, მანიპულატორი ყველაფერს
გააკეთებს, რომ მას კიდევ უფრო მეტი დანაშაულის გრძნობა გაუჩნდეს.

დანაშაულის კომპლექსი ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში ინერგება გარედან. დიდები თავიანთი
აღსაზრდელების დასამორჩილებლად ხანდახან აკრძალულ ილეთებს იყენებენ. თუ ბავშვი
დიდი ხნის განმავლობაში ტიპიური მანიპულატორის მზრუნველობის ქვეშაა, მის ჯერ კიდევ სუსტ
ფსიქიკაში მყარად იდგმება თავისებური მიკროჩიპი გაუცნობიერებელი მოვალეობის გრძნობის
ან რომელიმე დანაშაულის გამოსყიდვის ვალდებულების სახით.

„დაპროგრამებული“ თავისი მძიმე ჯვრის ტარებისთვის და მანიპულატორის ხელში მარიონეტად


დარჩენისთვისაა განწირული მანამ, სანამ ეს მიკროჩიპი ქვეცნობიერში რჩება. მაგრამ როგორ
ამოვიღოთ ის იქიდან? დანაშაულის მოხრჩობა არ შეიძლება და ასე უბრალოდ მისი მოცილება

520
შეუძლებელია - ძალზე ღრმადაა ჩამჯდარი. სული და გონება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში
ცხოვრობდნენ ამ შეგრძნებით: მუდამ ყველას მოვალედ ყოფნა. და მათი ამ მდგომარეობიდან
გამოყვანა მხოლოდ კონკრეტული მოქმედებითაა შესაძლებელი.

კერძოდ კი, უნდა შეწყდეს თავის მართლება. აქ ადგილი აქვს იმ განსაკუთრებულ შემთხვევას,
როდესაც დაავადების როგორც შედეგის მკურნალობა მის მიზეზს აქრობს. თქვენ არ უნდა
უმტკიცოთ საკუთარ თავს, რომ არავის წინაშე დავალებული არ ხართ. უბრალოდ ყურადღება
მიაქციეთ თქვენს ჩვეულებრივ ქმედებებს, რისთვისაც გაცნობიერებულობა დაგჭირდებათ. თუ
ადრე ჩვევად გქონდათ მცირე მიზეზითაც კი ბოდიშები გეხადათ, ახლა სხვა ჩვევა შეიძინეთ:
საკუთარი მოქმედებები მხოლოდ იმ შემთხვევაში ახსენით, როდესაც ეს ნამდვილად
აუცილებელია.

ნუ უმტკიცებთ საკუთარ თავს, რომ მოვალე ხართ. დაე, დანაშაულის გრძნობა შიგნით დარჩეს.
მაგრამ გარეგნულად ამას ნუ გამოავლენთ. მანიპულატორები, რომლებიც თქვენგან უკუგებას
ძველებურად ვეღარ იღებენ, თანდათან მოგეშვებიან. იმავდროულად სული და გონება ნელ-
ნელა მიეჩვევიან ახალ შეგრძნებას: თქვენ თავს არ იმართლებთ, ე.ი. ასეცაა საჭირო, შედეგად
კი, დამნაშავე საერთოდ არ ხართ. შედეგად „გამოსყიდვის“ მიზეზები სულ უფრო ნაკლებად
გამოჩნდება. აი ასე, უკუკავშირის მეშვეობით, გარეგანი ფორმა ნელ-ნელა წესრიგში მოიყვანს
შინაგან შემადგენლობას - დანაშაულის გრძნობა და მის კვალდაკვალ შესაბამისი პრობლემები
გაქრება.

კიდევ ერთი დაავადება, რომელიც ამა თუ იმ ხარისხით პრაქტიკულად ყველას აწუხებს, -


არასრულფასოვნების კომპლექსია. ასეთი ტვირთით ადამიანი თავს უღირსად ან უუნაროდ
გრძნობს, რაც აისახება კიდეც სინამდვილეში. ტრანსერფინგის პირველ წიგნში დაწვრილებით
იყო აღწერილი შინაგანი მნიშვნელოვნება - როგორი პრობლემები ჩნდება, როდესაც ადამიანი,
რომელიც რაიმეში თავს მოწყვლადად გრძნობს, ყოველმხრივ ცდილობს საკუთარი
მნიშვნელოვნება აამაღლოს. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ აქ მოქმედებს კანონი,
რომელიც კვანტურ ფიზიკაში გაურკვევლობის პრინციპის მსგავსია: მნიშვნელოვნება მით უფრო
იკლებს, რაც უფრო ძლიერად ცდილობენ მის ხაზგასმას. და პირიქით, ადამიანი, რომელიც არ
ზრუნავს საკუთარ მნიშვნელოვნებაზე, მას უპირობოდ ფლობს.

საკუთარი მდგომარეობის გამყარებისკენ, საკუთარი ღირსებების ხაზგასმისკენ სწრაფვა -


ილუზიაა, სარკულ წრეზე ანარეკლის დევნაა. მაგრამ როგორ უნდა დაარწმუნოთ საკუთარი
თავი იმაში, რომ რაღაც ღირხართ და ამის დამტკიცების აუცილებლობა არაა? აქ კიდევ ერთი
უკუკავშირის რგოლია, რომლითაც შედეგი მიზეზს ანეიტრალებს. საჭიროა განზრახვის
ორიენტაციის შეგნებულად შეცვლა: იმის მაგივრად, რომ საკუთრი თავის წარმოჩენას
ცდილობდეთ, მნიშვნელოვნების მომატება საერთოდ უნდა შეწყვიტოთ. თუ ადამიანი ამას არ
აკეთებს (თქვენ კი იცით, რომ ამას პრაქტიკულად ყველა აკეთებს, ყველა თავისებურად),
გარშემომყოფები ინტუიციურად გრძნობენ, რომ ეს მნიშვნელოვნება დადასტურებას არ
საჭიროებს. ხოლო რაკი ასეა, ადამიანს მეტი სიმპატიით და პატივისცემით ეპყრობიან. შედეგად
სული და გონება თანდათან რწმუნდებიან, რომ „მე ნამდვილად რაღაც ვღირვარ“. სარკული წრე
რომელიღაც მომენტში ერთ ადგილზე იყინება, შემდეგ შემობრუნდება და შემხვედრად მოდის.
შედეგად თვითშეფასება მატულობს, და არასრულფასოვნების კომპლექსი თითქოს არც
ყოფილა.

521
ეჭვები, მღელვარება და შიშიც საფუძვლიანად აზიანებს სამყაროს სურათს. არ დაგავიწყდეთ,
რომ მას შემდეგ, რაც ასეთი აზრები სარკეში აირეკლება, სამყაროს ნიშაში ის შემოაღწევს, რაც
ნამდვილად საშიშია. მაგრამ შიშები უფრო დიდ ზიანს დასახულ მიზანს აყენებს, რადგან,
როგორც წინა თავიდან იცით, ისინი სურვილს ჟინად აქცევენ.

რაც უფრო ძლიერად ანთია სურვილი როგორც შიში დამარცხების წინ, მით მეტია გარეგანი
მნიშვნელოვნება და მით ნაკლებია წარმატების ალბათობა. უარი უნდა თქვათ მოლოდინზე
მგზნებარე სურვილის ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. მიზნის მისაღწევად
აუცილებელია განზრახვა - ის ეჭვებს მოკლებულია და ჩნდება, როდესაც უბრალო „ნდომიდან“
მოქმედებაზე გადადიან.

მოუთმენლობის გასაქარწყლებლად დაზღვევა, წარუმატებლობის შემთხვევაში დამატებითი გზა


უნდა იპოვოთ, ასევე თავიდანვე შეეგუოთ დამარცხებას. მაგრამ იბადება კითხვა: როგორ უნდა
მიიღო წინასწარ დამარცხება, როდესაც გამარჯვების ჟინით ხარ შეპყრობილი? ჰოდა ნახავთ,
როდესაც არაფერი გამოგივათ, სასოწარკვეთა, და შესაძლოა ბრაზიც მოსალოდნელ შედეგზე
ხელის ჩაქნევას გაიძულებთ.

შინაგანი მნიშვნელოვნებისგან, ანუ საკუთარი მნიშვნელოვნების მტკივნეული გრძნობისგან


თავის დაღწევა სასოწარკვეთის დროსაც შეიძლება. თუ რაიმე არ გამოგდით და ამით თქვენს
ამბიციებს ურტყამს, უიმედობის განცდა გაიძულებთ ყველაფერზე ხელი ჩაიქნიოთ და საკუთარი
მნიშვნელოვნება მობეზრებული ხურჯინივით მოისროლოთ. თავს უმალ მსუბუქად და
თავისუფლად იგრძნობთ. და ყველაფერი უცებ მოგვარდება.

ეჭვები ჩაფიქრებულის წარმატებით დასრულებაში ჩვეულებრივ მაშინ ჩნდება, როდესაც გონება


მიზნის მიღწევის გზებზე და საშუალებებზე ფიქრობს. წიგნში „რეალობის ტრანსერფინგი“ ბევრი
ვისაუბრეთ იმის შესახებ, ამაზე ფიქრი რატომ არ ღირს საერთოდ. თქვენ ზუსტად ვერ
გეცოდინებათ, რა გზით მოგვარდება ყველაფერი. თქვენი ამოცანაა - ყურადღების მიზანზე
კონცენტრირება, თითქოს ის უკვე მიღწეულია, ასეთ შემთხვევაში გარეგანი განზრახვა თავის
დროზე საჭირო კარს გააღებს.

ახლა, როდესაც დუალურ სარკესთან მოპყრობის წესებს იცნობთ, აღარაფერი უნდა


გაღელვებდეთ. ეჭვების და შიშის საწინააღმდეგო ყველაზე მოქმედი საშუალება - სარკული
პრინციპებია. პირველი, მიმართეთ განზრახვა ამალგამის „ჩემი სამყარო ჩემზე ზრუნავს“
შესანარჩუნებლად. მეორე, ზედმიწევნით მიჰყევით ბოლო სამ სარკულ პრინციპს.

მაგალითად, ინსტიტუტში ჩაბარებას აპირებთ და გსურთ წარმატებით გაიაროთ საკონკურსო


შერჩევა. გამოცდის წინ საკუთარ თავს უთხარით: იქნებ ჩაჭრა - იღბალია? შემდეგ კი მხიარულად
და უდარდელად წადით გამოცდაზე. ამას დამარცხებასთან შეგუება და ვარიანტების დინების
მიმართულებით მოძრაობა ეწოდება. შეასრულოთ ის, რაც გევალებათ და იმავე დროს
საბოლოო შედეგზე გულგრილად იფიქროთ. ან იფიქროთ ნებისმიერ შედეგზე, როგორც
წარმატებულზე.

522
არაა საჭირო „თავის მოკატუნება“, რომ მიზნის მიღწევა არ გსურთ, - საკუთარ თავს ვერ
მოატყუებთ. არ უნდა იფიქროთ იმაზე, რა გზით მიაღწევთ მიზანს, და არც საკუთარ სცენარზე
უნდა ჩაიციკლოთ. თქვენი საქმე - სლაიდის ვიზუალიზაცია და მიზნის მიმართულებით ნაბიჯის
გადადგმაა. გონების კონტროლი არა სცენარზე, არამედ სარკული პრინციპების დაცვაზე უნდა
მიმართოთ.

თუ ნებისმიერ შემთხვევაში წარმატება გელით, რატომღა უნდა ინერვიულოთ? ეს ხომ თქვენი


გადასწყვეტია, როგორ განსაზღვრავთ თქვენს დამოკიდებულებას - პოზიტივის თუ ნეგატივის
მიმართულებით. ყველა მიჩვეულია საკუთარი წარუმატებლობისადმი ერთმნიშვნელოვნად
უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატოს, ამიტომაც თამაშის წესებს ემორჩილებიან,
რომელშიც წარმატების მიღწევა განსაზღვრების თანახმად ძნელია. აბა, არაადექვატური ნაბიჯი
გადადგით: წარუმატებლობა წარმატებად შერაცხეთ. აი მაშინ შეძლებთ საერთო ნაკადიდან
გამოსვლას, და გამარჯვება გარანტირებული გექნებათ.

აქაც, როგორც დანაშაულის გრძნობის და მნიშვნელოვნების შემთხვევაში, უკუკავშირის ჯაჭვი


მოქმედებს. სარკიდან სურათ-ხატზე ყურადღების გადართვით და ანარეკლის დევნის შეწყვეტით
თქვენ სარკულ წრეს აჩერებთ. თქვენ არ გჭირდებათ წარმატების გჯეროდეთ და თავს
აჯერებდეთ. ყველაფერი, რაც გესაჭიროებათ, - ესაა განზრახვის გადამისამართება პრინციპების
დაცვაზე. მას შემდეგ, როდესაც ისინი ამოქმედდება, შეამჩნევთ, რომ რეალობაში
მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. თქვენი გონება დარწმუნდება, რომ სარკე მართლაც
მუშაობს. ის ბოლოს და ბოლოს მიხვდება, რომ წარმატება ისე სულაც არ მოიპოვება, როგორც
მას წარმოედგინა. შედეგად სული და გონება დაწყნარდებიან, შიში და ეჭვები გაქრება, სარკული
წრე კი შემხვედრად დაიძრება.

დარჩენილი ნაგავი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაყაროთ თქვენი სამყაროდან, - არის


განკითხვა, უკმაყოფილება, ანტიპატია და უარესის მოლოდინები. რაც შეეხება პირველს, უნდა
გააცნობიეროთ, რომ კრიტიკა, სამართლიანიც კი, - უკიდურესად წამგებიანია. ეს ძალზე
უმადური საქმეა. წონასწორული ძალები ცუდის და კარგის ბალანსის აღდგენის მიზნით
ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბრალდებულის სკამზე თავად ბრალმდებელი აღმოჩნდეს.
მიზეზი და საბაბი ყოველთვის მოიძებნება. ამიტომ განკითხვას თქვენი მხრიდან აჯობებს ტაბუ
დაადოთ.

დანარჩენ ნეგატიურ დამოკიდებულებებთან დაკავშირებით შეიძლება მხოლოდ ერთი ითქვას.


როდესაც თამაშობთ პიესას სახელწოდებით „მე არ მაწყობს ჩემი სამყარო, მე არ მომწონს ჩემი
ცხოვრება“, თქვენ სწორედ ასეთ რეალობას აყალიბებთ და ინარჩუნებთ. კვლავ და კვლავ
გაიხსენეთ, რომ სარკის წინ დგახართ. ამალგამა და სამი ბოლო სარკული პრინციპი
დაგეხმარებათ თქვენი სამყაროს ნიშას მყუდრო კუთხედ გადაკეთებაში. აქ მეტი დასამატებელი
არაფერია.

და ბოლოს. დავუშვათ, ახლა ძალიან ცუდად ხართ - იმდენად, რომ ძალა არ გყოფნით რაიმე
პრინციპებს მისდიოთ. საიდან უნდა დაიწყოთ, როგორ უნდა გამოასწოროთ რეალობა?

ხანდახან ცხოვრება სრულიად აუტანელი ხდება. როგორც გამოფხიზლებული ალკოჰოლიკი,


რომელიც ირგვლივ შავბნელ და უსიამოვნო რეალობას აღმოაჩენს. სინამდვილეში, ავიღოთ

523
ილუსტრაციისთვის დამახასიათებელი მაგალითი, როდესაც მხიარული შეხვედრის შემდეგ
მოქუფრული დილა დგება და სამსახურში გიწევს წასვლა. დღესასწაულების შემდეგ
ორგანიზაციებში - მუდამ პრობლემებია. ის, რომ ადამიანები ვერ ასწრებენ სამუშაო რიტმში
ჩართვას, გასაგებია, მაგრამ ტექნიკასაც იგივე ემართება. სტატისტიკის თანახმად, ორშაბათობით
უფრო მეტად ფუჭდება მანქანები, კომპიუტერები და სხვა აპარატურა. მაინც რა ხდება რეალობის
თავს?

ეს რეალობა თავად ადამიანების მიერ იქმნება, როდესაც მათი ნიშების ზედდება ხდება.
ნაბახუსევის სინდრომის პერიოდში ადამიანს ქანქარისთვის „ვალის პროცენტის“ დაბრუნება
უწევს. თავისუფალი ენერგიის დეფიციტის პირობებში აზროფორმა ნეგატივის დიდ ნაწილს
შეიცავს. ამიტომ იქმნება ნევროზული გარემო, მუშაობა არა და არ ეწყობა. სარკე შესაბამისად
რეაგირებს, და რეალობა მრუდდება. თუ სახლში მწყობრიდან გამოდის საყოფაცხოვრებო
ხელსაწყოები, ორგანიზაციებში ჯამურ გამრუდებას უფრო შესამჩნევი შედეგები მოსდევს:
უბედური შემთხვევები ხდება, მექანიზმები ფუჭდება, რთული და, განსაკუთრებით, ზუსტი ტექნიკა
არასტაბილურად მუშაობს.

საქმე იმაშია, რომ თუ ადამიანი დეპრესიაში ან ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაშია, მისი


სამყაროს ნიშა ვარიანტთა სივრცის მღვრიე უბნებში განიზიდება. რეალობას თითქოს ლიბრი
გადაეკვრება. მთელი გარშემომყოფი რეალობა ადგილზე რჩება, პირობები იგივეა, ამინდიც
შეიძლება შესანიშნავი იყოს, და მაინც ჰაერი თითქოს რაღაც დამთრგუნველითაა გაჟღენთილი.
თუ ასეთ დღეებში რეალობის ელფერისთვის თვალი არ მიგიდევნებიათ - დააკვირდით. თქვენ
იგრძნობთ, რომ მატერიალური სამყარო ცივად და მტრულად გიყურებთ. შეიცვალა მისი ნიშის
თვისება: „საქმეები ცუდად მიდის“. აი ეს თვისება - მღვრიე ლიბრი - მოქმედებს ასე შესამჩნევად
ყველაფერზე, ტექნიკის ჩათვლით.

შავი ზოლი ან თავისუფალი ენერგიის დეფიციტით განპირობებული ფიზიკური სისუსტით იწყება,


ან უარყოფითი ემოციით, როდესაც მოლოდინები არ მართლდება. იმისთვის, რომ მომავალში
არ დაუშვათ მღვრიე უბანი თქვენს რეალობაში, პირველ ყოვლისა ენერგეტიკის ამაღლებაა
საჭირო - როდესაც ის საჭირო დონეს მიაღწევს, გაღიზიანება შეწყდება. და რა თქმა უნდა, უნდა
გააკეთოთ ყველაფერი, რაზეც ზემოთ იყო საუბარი, - სამყაროს ნიშაში სისუფთავე შეინარჩუნეთ.
მაგრამ ახლა, თუ თქვენ დეპრესიაში ხართ, პირველ რიგში რეალობა უნდა გაასწოროთ -
საკუთარი სამყაროს ნიშა მღვრიე ღრუბლიდან ვარიანტების სივრცის სუფთა უბანში
გამოიყვანოთ. როგორ უნდა გააკეთოთ ეს?

ერთი რეცეპტი არსებობს, მარტივი, როგორც ყველაფერი გენიალური. როდესაც ბავშვი ტირის,
როგორ უნდა დააწყნაროთ ის? თხოვნით ვერაფერს გახდებით. უნდა მიეფეროთ, იზრუნოთ,
თანაგრძნობა გამოხატოთ, ყურადღება დაუთმოთ. ჰოდა ასე, როდესაც ცუდად ხართ - ეს ბავშვი
ტირის თქვენში. იზრუნეთ მასზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი სერიოზულად,
სოლიდურად, ძლიერად და ა.შ. გამოიყურება - ჩვენ ყველანი, არსობრივად, ბავშვებად
ვრჩებით. „ატრაქციონს ეწვიეთ“, რაც ნიშნავს, გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ.
რეალობის გამოსასწორებლად სპეციალური ტაიმ-აუტი აიღეთ, რომლის დროსაც უბრალოდ
დაისვენებთ და პრობლემებზე არ იფიქრებთ: „მე ჩემ სამყაროსთან ერთად სასეირნოდ
მივდივარ“. ეს დრო ამად ღირს, რადგან ნიშის გაწმენდა აუცილებელია - ამაზე ბევრია
დამოკიდებული. იყიდეთ საყვარელი სასუსნავი: „მიირთვი, ჩემო კარგო, გამოკეთდი“. მთელი

524
დღე საკუთარ თავს მიუძღვენით, თქვენს სიამოვნებას. მიხედეთ თავს, მზრუნველობით ჩაწექით
ლოგინში „დაიძინე, ჩემო კარგო, შენი სამყარო ყველაფერზე იზრუნებს“.

აი ასე. მომდევნო დღეს, თუ სარკული პრინციპების დაცვას არ დაიზარებთ, იგრძნობთ, როგორ


დაიწყებს გარშემომყოფი რეალობა სულ უფრო თბილი, მყუდრო ელფერის შეძენას - ნიშა
მღვრიე უბნიდან გამოდის.

თუ დაკვირვებული იქნებით, გაოგნდებით, თუ რამდენად რეალურია ეს. მატერიალური


სამყარო, რომელიც ადრე ასე სტაციონარული ჩანდა, ფაქტობრივად თქვენს თვალწინ იწყებს
პლასტიურად ტრანსფორმირებას. დამთრგუნველი ატმოსფერო მსუბუქდება, გაჩერებული
საათი ისევ წიკწიკს იწყებს, ადამიანები მეტი სიმპატიით გეპყრობიან. ეს გიგანტური დუალური
სარკე მოქმედებს გასაოცრად. რეალობა ვარიანტთა სივრცეში შეუმჩნევლად მოძრაობს,
როგორც წუთის ისარი, - მაგრამ ის მოძრაობს!

ასე ხორციელდება რეალობის „კოსმეტიკური რემონტი“. მაგრამ ეს ყველაფერი არაა.


კაპიტალური ხომ არ გნებავთ? გაიხსენეთ, როგორ იყო ახალგაზრდობაში, - ფერები ასე კაშკაშა
და საზეიმო ჩანდა, ცხოვრება მშვენიერი და იმედებით სავსე იყო. თქვენ კარგად გრძნობდით
თავს. კარგად იყავით, რადგან თქვენი ნიშა, ისევე როგორც სხეული, სუფთა და ქორფა იყო.
სამყარო თქვენზე ზრუნავდა, მართალია, ამას მაინცდამაინც არ აფასებდით, მაგრამ არც
განსაკუთრებულ პრეტენზიებს უყენებდით მას. მაგრამ დროთა განმავლობაში პრეტენზიებმა და
ნეგატივმა აზროფორმებში იმატა. შედეგად ნიშის ელფერი გახუნდა და ცხოვრება იმ პერიოდში
შევიდა, როდესაც ამბობენ: „აი, უწინ ასე იყო!..“

მოცემული ეფექტი ტრანსერფინგის პირველ წიგნში აღწერილია როგორც თაობათა


წანაცვლება. დრო სწრაფად გარბის. ყველაფერი თითქოს გუშინ იყო, და ყველაფერი დიდი ხნის
წინ იყო. ასაკს უკანმოუხედავად თავისი მიაქვს. იმედები ბერდება, სამყარო იცვითება. ნუთუ
წვეულება დასასრულს უახლოვდება?

არა, ჯერ კიდვ შეიძლება ყველაფრის დაბრუნება. ძველებური ფერების, გრძნობების სიახლის,
იმედების აღფრთოვანების. თუ სარკულ პრინციპებს დაიცავთ აუცილებლად შეხვდებით
გასაოცარ მოვლენას: სამყაროს ნიშა ადრინდელ სიქორფეს დაიბრუნებს. როდესაც თქვენთვის
თაობათა წანაცვლების გასწორებას მოახერხებთ, სრულად შეიგრძნობთ, რას ნიშნავს ეს -
რეალობის მართვა.

სარკის კორექცია

ყველა დროში ადამიანი მართვადი რეალობის ნაირნაირ მოდელებს ქმნიდა, კლდის


მხატვრობით დაწყებული და რთული მოწყობილობებითა და მექანიზმებით დამთავრებული.
ყველა ამ მოდელს ერთი საერთო ნიშანი აერთიანებს - ისინი ადამიანის შინაგან განზრახვას
ემორჩილებიან.

შინაგანი განზრახვა, რომელიც წმინდა გონების პროდუქტს წარმოადგენს, სწორხაზოვნად


მოქმედებს, პრინციპით „საითაც გავუხვევ, იქითკენ წავალ“. ადამიანს საკუთარი სურვილისთვის
რეალობის მხოლოდ იმ ნაწილის დაქვემდებარება ძალუძს, რომელიც მან საკუთარი თამაშის

525
ატრიბუტად აქცია. მაგალითად, მდინარის ნაწილის მართვა და ამასთან ენერგიის მიღება
შეიძლება. თუმცა მდინარე მთლიანობაში მაინც უმართავი რეალობის დამოუკიდებელ ნაწილად
დარჩება.

შეიძლება ვირს გადაადგილება ვაიძულოთ შინაგანი განზრახვით, მასზე პირდაპირი


ძალისხმევის მიმართვით. მაგრამ მისი დარწმუნება გააკეთოს ის, რაც არ სურს, შეუძლებელია.
დამოუკიდებელი რეალობა მხოლოდ გარეგან განზრახვას ემორჩილება, რომელიც სულის და
გონების ერთიანობაში იბადება.

ადამიანს რეალობის მართვის ორი მეთოდი გააჩნია. პირველი მეთოდი გარშემომყოფი


სამყაროს ობიექტების ატრიბუტებად ქცევაში მდგომარეობს. მაშინ ისინი შინაგან განზრახვას
დაემორჩილებიან. მეორე მეთოდი - გარეგანი განზრახვის გამოყენება და ბუნებასთან
ერთიანობაში ცხოვრებაა. ესაა ცივილიზაციის განვითარების ორი პრინციპულად
ურთიერთსაპირისპირო გზა.

ჩვენი საზოგადოება პირველი - ნაკლებეფექტიანი და ამასთან პლანეტისთვის და თავად


ადამიანისთვის დამღუპველი გზით ვითარდება. მთლიანად ბუნების დამორჩილება
შეუძლებელია, ამიტომ ადამიანი გარშემომყოფ გარემოსთან გამუდმებული ბრძოლის
მდგომარეობაში იმყოფება. ხან აბინძურებს მას, ხან იცავს - ზოგადად, ერთი და იგივე პრინციპით
მოქმედებს: ცდილობს, ყველაფერი საკუთარ ატრიბუტებად აქციოს, რათა შინაგან განზრახვას
დაუქვემდებაროს.

მოუთვინიერებელი რეალობა დამოუკიდებლად არსებობს და სარკესავით იქცევა, რომელშიც


ადამიანის გარშემო სინამდვილისადმი დამოკიდებულება აისახება. მაგრამ ეს სარკე -
არაჩვეულებრივია.

დავუშვათ, ადამიანს სჭირდება, რომ სარკეში სამყაროს ანარეკლი მარჯვნივ შებრუნდეს.


შინაგანი განზრახვის ჩარჩოებში მოქმედებით, ის თავად ანარეკლის შებრუნებას ცდილობს.
შედეგად ჭარბი პოტენციალი იქმნება და წონასწორული ძალები ანარეკლს საწინააღმდეგო
მხარეს აბრუნებენ. სამყარო არ ემორჩილება, რადგან სარკე გამრუდდა.

სამყაროს სარკეს პოლარიზაცია ამრუდებს. როგორც იცით, პოლარიზაცია ორი მიზეზით ჩნდება.
პირველი - შედარებაზე, შეპირისპირებაზე ან გარკვეულ პირობებზე დაფუძნებული
დამოკიდებულების ურთიერთობებია. მაგალითად: „მე კარგი ვარ იმიტომ, რომ შენ - ცუდი ხარ“,
ან „შენ კარგი ხარ, თუ ჩემს უპირატესობას აღიარებ“.

პოლარიზაციის წარმოქმნის მეორე მიზეზი შეიძლება განისაზღვროს როგორც „ჭანჭიკების


მოჭერა“. როდესაც ადამიანი ანარეკლზე თავისი შინაგანი განზრახვით ზეწოლას ცდილობს, მას
არაფერი გამოსდის. ის ფიქრობს, რომ უფრო მეტად უნდა დააჭიროს, და თავისი ხაზის
გამრუდებას უაზრო გულმოდგინებით აგრძელებს.

წონასწორული ძალები პოლარიზაციას საპირისპიროთა შეჯახებით ანეიტრალებენ. შედეგად


ადამიანი შინაგანი განზრახვის მიმართულების სრულიად საპირისპირო რეზულტატს იღებს.

526
პოლარიზაციის აღმოფხვრით სარკის გასწორება შეიძლება. ეს საკმაოდ იოლი გასაკეთებელია,
ველოსიპედის ბორბლის გასწორების მსგავსად. გამრუდება იქ წარმოიქმნება, სადაც თვლის
მანები ძალზე დაჭიმულია. თუ სამყარო არ გემორჩილებათ და თითქოს „ჯიბრზე“ იქცევა,
პოლარიზაციის გამომწვევი მიზეზი უნდა დაადგინოთ და შესაბამისი პოტენციალი შეამციროთ.

იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს, ინდიგო ბავშვები დაგვეხმარებიან,
რადგან ისინი ძალზე მგრძნობიარეები არიან ჭარბი პოტენციალების მიმართ. ინდიგოების
განმასხვავებელ თავისებურებებს წარმოადგენს: გაცნობიერებულობა, დამოუკიდებლობისკენ
სწრაფვა, ინტუიცია, ინდივიდუალობა. ყველა ეს თვისება ბავშვებში გარშემომყოფთა მხრიდან
გახევებულ სოციალურ სტრუქტურაში მათი ჩაწნეხვის მცდელობებზე რეაქციად ვლინდება.

სტრუქტურის ნებისმიერი უჯრედი, მათ შორის ოჯახი, ბავშვების ქცევის მოწესრიგებისკენ,


კონტროლისთვის დაქვემდებარებისკენ ისწრაფვის. გარკვეულწილად ეს მართლაც
აუცილებელია. მაგრამ არა იმ ზომით, როდესაც ბავშვის საკუთარი თამაშის ატრიბუტად ქცევას
ცდილობენ, რომელშიც დომინირებს წესი: „ისე გააკეთებ, როგორც მე მინდა“.

ცხადია, ასეთი პრიმიტიული მიდგომა პოლარიზაციას ქმნის. შედეგად ბავშვები უმართავები


ხდებიან, როგორც წონასწორობის ძალების ქარით ატაცებული ფოთლები. უკმაყოფილო და
ჩლუნგი ზრდასრულები, როგორც წესი, ყველაფერს აკეთებენ, რაც კი შეუძლიათ, ანუ
დისციპლინის ჭანჭიკებს უჭერენ. ბავშვები კი ან უფრო უმართავები ხდებიან, ან ტყდებიან და
ატრიბუტებად - სტრუქტურის ელემენტებად იქცევიან, რომელთა ცხოვრებაში „ყველაფერი
სწორადაა, მაგრამ კარგი არაფერია“.

რა თქმა უნდა, არავინ უსურვებდა საკუთარ შვილს გარიყულის ბედს. მაგრამ რიგითი ჭანჭიკის
ბედიც არაა შესაშური. ბევრს შეუძლია აღიაროს, რომ მათ ცხოვრებაში „ყველაფერი სწორად
იყო, მაგრამ კარგი არაფერი“, ან „კარგი არაფერი და ყველაფერი არასწორად იყო“. ყოველ
მშობელს სურს, რომ შვილებს ყველაფერი სხვაგვარად ჰქონდეთ, ამიტომ თავის უმეცრებაში
გაჯიქებული უფრო და უფრო აძლიერებს პოლარიზაციას.

უვიცი-მასწავლებლის მთელი შინაგანი განზრახვა ერთ იდიოტურ ფორმულამდე დაიყვანება:


„მთელი ჩემი (სულელური) ძალით სიკეთეს გისურვებ, ამიტომ ისე მოიქცევი, როგორც მე მსურს“.
ამ დროს კი აღზრდის ყველა პრობლემა ეფექტიანად გადაწყდება, თუ უნარშეზღუდულ შინაგან
განზრახვაზე უარს ვიტყვით და გავიაზრებთ, რა მიზეზით შეიძლება გამრუდებულიყო სარკე.

პირველი, აუცილებლად უნდა განისაზღვროს, სად მდებარეობს პოლარიზაციის საპირისპირო


პოლუსები. თუ თვლის მანები ერთ მხარესაა დაჭიმული, მეორე მხარეს ისინი მოშვებული იქნება.
ინდიგო ბავშვების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა და უმართავობა - „მანების მოშვებაა“. რითია
მანები საპირისპირო მხარეს გადაქაჩული? გარშემომყოფთა ზეწოლით, როდესაც ისწრაფვიან,
ბავშვები საკუთარ ნებას დაუმორჩილონ.

გამოდის, რომ მოწესრიგებულობა კიდევ უფრო მეტ უწესრიგობას აჩენს. რა მოხდება, თუ


ჭანჭიკების მოჭერა გაგრძელდება? მანები კიდევ უფრო მეტად მოყანყალდება, და საბოლოო
ჯამში რაღაც შეიძლება გატყდეს.

527
აშკარაა, პოლარიზაციის შესამცირებლად დაჭიმული მანების მოშვებაა საჭირო. როგორ უნდა
გავაკეთოთ ეს? მოწესრიგებულობა ცოტაოდენი გონიერი უწესრიგობით უნდა განზავდეს.
მრავალი მეთოდი არსებობს: ლოგინზე ხტუნვა, ბალიშებით „ბრძოლა“, ღრიალი ან
გაურკვეველი ბგერების გამოცემა, ოთხზე სიარული, და ბოლოს, კიდევ შეიძლება მოფიქრება.

შეიძლება ოჯახის წევრს ჩაუსაფრდეთ და თავს დაესხათ მას ან კიდევ რაიმე დააშავოთ.
მაგიდასთან ჯდომისას კარგია ერთმანეთის მურაბით გათხუპვნა, თუ ნამცხვარი არ
მოგეპოვებათ. ან დავუშვათ, თუ ზაფხულში, დასვენებისას, წყალსატევის გვერდით ტალახიან
გუბეს წააწყდებით, ეს ხომ იღბალია - თქვენ იცით, რა უნდა გააკეთოთ.

საერთო ჯამში, რაც მეტია ასეთი „გონიერი“ სისულელე, მით უფრო დამჯერია ბავშვი. ასეთი
პარადოქსის მიზეზი თქვენთვის გასაგები უნდა იყოს.

მოწესრიგებულობას ინგლისური იუმორიც კარგად არღვევს, როდესაც სერიოზულობა


იდიოტიზმამდეა მიყვანილი. ზოგადად, მხიარულება, ისევე როგორც მოწყენილობა, სულის
მდგომარეობაა. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ მოწყენილობა როგორც ასეთი, არ არსებობს,
არამედ მხოლოდ რეალობის მართვის მარადიული მოთხოვნილებაა. ეს მოთხოვნილება
სულის განუყოფელ თვისებას წარმოადგენს.

რაში სჭირდება სულს მხიარულება? ალბათ იმიტომ, რომ კარგია, როდესაც გიხარია. და კარგი
რატომღაა? იმიტომ, რომ იუმორი და მხიარულება მნიშვნელოვნებას წვავს. რეალობის მართვა
შეუძლებელია ჭარბი პოტენციალების არსებობისას, რომლებიც განზრახვის ენერგიას ბლოკავს
და სამყაროს სარკეს ამრუდებს.

მართლაც, თუ ადამიანის სხეულს სამჯერ მოვხრით და შევკრავთ, განა მისი სხეული


დისკომფორტს არ იგრძნობს? სწორედ ასეთ დისკომფორტს გრძნობს ჭარბი პოტენციალების
წნეხში მოქცეული სული, ისინი კი ყოველთვის არსებობენ, ამა თუ იმ ხარისხით. მშფოთვარე
გონება გამუდმებით „უგრეხს“ ხელებს სულს.

როდესაც მხიარულება დაძაბულობას ხსნის, სული თავისუფლდება. აი ამიტომაცაა კარგი,


როდესაც მხიარულებაა - ესაა სულიერი კომფორტის შეგრძნება, და ის ისევე რეალურია,
როგორც ნებისმიერი ფიზიკური შეგრძნება.

მაგრამ პრინციპში, სარკის კორექცია იუმორის გარეშეც შეიძლება. თუ თქვენ ხასიათის წყობით
მხიარული და ონავარი ხუმრობებისკენ არ ხართ მიდრეკილი, მაშინ უბრალოდ უნდა
დაფიქრდეთ, სად შეიძლება მართვის სადავეების მოშვება.

იძულება იქ, სადაც ეს გარდაუვალია, უნდა განზავდეს თავისუფალი არჩევანით. მაგალითად:


„ჭურჭელს გარეცხავ თუ მაღაზიაში წახვალ?“ დისციპლინაც კი თავისუფალი ნების გაცხადებად
იქცევა, თუ ის გაცნობიერებულ აუცილებლობაზეა დაფუძნებული.

თუ უფროსი კარნახობს წესს „არ შეიძლება და მორჩა“, და ამაგრებს არგუმენტით „იმიტომ რომ
იმიტომ“, მაშინ ეს სულაც არაა ზრდასრული, არამედ ძალაუფლების მქონე სულელი ბავშვია.

528
განა უკეთესი არ იქნებოდა თანასწორად განხილვა და სიტუაციის მოდელირება პრინციპით „რა
იქნებოდა, თუ...“

იძულება ამრუდებს სარკეს, ამიტომაც საპირისპირო შედეგს იძლევა. პოლარიზაციის


მოსახსნელად აუცილებლად უნდა გადახედოთ საკუთარ პოლიტიკას და ძალაუფლების
დემონსტრაციიდან პატივისცემის მოპოვებაზე გადახვიდეთ, ავტორიტარიზმი კი ნდობით უნდა
ჩაანაცვლოთ.

იძულების ნაცვლად ისე უნდა მოიქცეთ, რომ ბავშვს თავად მოუნდეს შეასრულოს ის, რაც მისგან
მოითხოვება. ამისთვის მხოლოდ იმის მოფიქრებაა აუცილებელი, როგორ ვაქციოთ
ბავშვისთვის დამამძიმებელი ვალდებულება მისი მნიშვნელოვნების ამაღლების მეთოდად.
საკუთარი მნიშვნელოვნების დადასტურება და გამყარება ყველა ადამიანის მოტივაციის
საფუძველია, ბავშვებისთვის კი განსაკუთრებით. ბავშვებთან ურთიერთობისას ფრეილინგის
პრინციპები საუკეთესოა, რაც გადმოცემულია წიგნში „რეალობის ტრანსერფინგი“.

ინტუიციისკენ მიდრეკილება - კიდევ ერთი თვისებაა, რომელიც ყოველნაირად უნდა


განვავითაროთ. ინდიგოებში თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო დომინირებს. ჩვენი
საგანმანათლებლო სისტემა „მარცხენა ნახევარსფეროს“ მიდგომას იყენებს და უნარ-ჩვევების
განვითარება სულაც არ აქვს მიზნად. სისტემა ბავშვებს გაკვეთილების დასწავლას და
სათანადოდ ჩაბარებას აიძულებს. განზრახვა ცოდნის შეძენაზე კი არა, არამედ სწორად
ჩაბარებაზეა მიმართული.

ასეთი მიდგომისას ძირითადად მარცხენა ნახევარსფერო მუშაობს, ისიც პასიურ რეჟიმში.


ინფორმაციით თავის გამოჭედვისკენ სწრაფვა ერთმნიშვნელოვან რეაქციას აჩენს: „არ მინდა!“
ასეთი მეთოდით მიღებული ცოდნა უსარგებლოა - ის მხოლოდ მცირე ხნით ჩერდება
მეხსიერებაში პასიური სახით, საწყობში დალაგებული ტვირთის მსგავსად, და ძალზე მალე
ხდება უვარგისი - ის ავიწყდებათ.

ამ დროს კი ძალიან ადვილად შეიძლება განათლებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული


სიტუაციის გამოსწორება. ამისთვის კი მხოლოდ მოსწავლის განზრახვის სხვა მხარეს მიმართვაა
საჭირო.

პირველი, სწავლების მეთოდიკა საფუძველში უნდა შეიცვალოს: არა დაზეპირება, არამედ


პრაქტიკული გახდეს. ასეთ შემთხვევაში ტვინი ისე იმუშავებს, როგორც საჭიროა, - შემოქმედის
როლში, და არა საწყობის დანიშნულებით.

მეორე, სწავლების მიზანი უნდა შეიცვალოს: ჩაბარების ნაცვლად სხვებისთვის სწავლება. დიახ,
სწორედ ასე. სპეციალური სკოლები არსებობს, სადაც ბავშვები პირდაპირი მნიშვნელობით
ერთმანეთს ასწავლიან, ანუ მონაცვლეობით თამაშობენ მოსწავლის და მასწავლებლის
როლებს. ასეთი სკოლების მოსწავლეები ბრწყინვალედ ითვისებენ რთულ პროგრამებს
რეკორდულად მოკლე დროში. და ეს ყველაფერი იმის წყალობით, რომ განზრახვა აქტიური
გახდა.

529
უნდა ითქვას, რომ ასეთი სკოლები ერთეულია და იქ მოხვედრა ძნელია. თითქოსდა, რატომ არ
უნდა იყოს ყველგან დანერგილი ეს წარმატებული მეთოდი, რომელმაც თავისი ასპროცენტიანი
ეფექტიანობა დაადასტურა? არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!

საქმე იმაშია, რომ სტრუქტარას ეს არ აწყობს - მას არა ტალანტები, გამორჩეული პიროვნებები,
მკვეთრად ინდივიდუალური პირები, არამედ გამართულად მომუშავე ელემენტები სჭირდება.
ასე რომ, ყველაფერი რიგზეა, საგანმანათლებლო სისტემა - თავად სრულყოფილებაა! ის
საიმედო ელემენტებს ამზადებს და ამას სწორედ ისე აკეთებს, როგორც სტრუქტურა - ქანქარათა
სამყარო ითხოვს.

მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, ხეები ქვებზეც იზრდება და საყოველთაო წესრიგის მარწუხებშიც
ხანდახან გენიოსები იზრდებიან. თუ არ გსურთ, რომ თქვენი შვილი ასეთი გამორჩეული
გამონაკლისი გახდეს, სისტემის ყველა კანონით შეზღუდეთ ის. ხოლო თუ თქვენს შვილებს
ნამდვილად სიკეთეს უსურვებთ, მათთან ურთიერთობისას აუცილებელია გამუდმებით
ყურადღება მიაქციოთ პოლარიზაციის დონეს, რომელიც ამრუდებს სარკეს და ბავშვს უმართავს
ხდის.

ინდიგო ბავშვები (ამჟამად ასეთები უმრავლესია) შესანიშნავი თვისებები აქვთ, რომელთაგან


უმნიშვნელოვანესი - ინდივიდუალობაა. ქანქარათა სამყაროში ბავშვებს ძალიან უჭირთ ამ
თვისების შენარჩუნება. ამიტომ, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ტრანსერფინგის მთავარი წესი:
„ნება მიეცით საკუთარ თავს და სხვებს, იყოს ის, ვინც არის“.

მაგრამ მანების ძალზე მოშვებაც არ შეიძლება. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. როგორ


ვიპოვოთ ეს ოქროს შუალედი?

უნდა დაუკვირდეთ, იაზროვნოთ და გამოიყენოთ სარკის კორექციის პრინციპი, და არა ბრმად


მიჰყვეთ საკუთარ ხაზს. თქვენს ძალებშია მიეხმაროთ ბავშვებს გახდნენ გამორჩეული
პიროვნებები. სტრუქტურაში ჩართვას ისინი თავადაც მოახერხებენ.

რეალობის განმგებელი

აქამდე იმაზე ვსაუბრობდით, საკუთარი ცხოვრება გაცნობიერებულ სიზმრად, სამყაროს ნიშა კი


მყუდრო კუთხედ როგორ გვექცია. სარკული პრინციპები რეალობაზე მართალია საგრძნობად,
მაგრამ რბილად ზემოქმედებს. ახლა უფრო ძლიერ მეთოდებს გაეცნობით.

ტრანსერფინგის ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს მიზნობრივი სლაიდი - სურათის


ვიზუალიზაცია, როდესაც მიზანი უკვე მიღწეულია. აღარ გავიმეორებ იმას, რაც ძალზე
დაწვრილებით უკვე აღწერილია პირველ წიგნში. მხოლოდ მთავარ მომენტებს შეგახსენებთ.

სლაიდს არ უნდა უყუროთ, როგორც გარეშე კინოსურათს. თქვენ წარმოსახული მოვლენების


შუაგულში უნდა იმყოფებოდეთ: რას საქმიანობთ, როდესაც მიზანი უკვე მიღწეულია, რას
გრძნობთ, რა შეგრძნებები გაქვთ, რა არის თქვენს ირგვლივ, რა ხდება. სლაიდის ცენტრში
ყოფნისას თქვენ წარმოიდგენთ, რომ ყველაფერი გაქვთ, რისკენაც მიილტვით. ეს ტექნიკა არაა,

530
აქ მკაცრი წესები არაა. ისე გააკეთეთ, როგორც გამოგდით. პრინციპი ერთია: თქვენ სამყაროს
სარკის წინ დგახართ და აზრებით იმ სურათს ქმნით, რომლის მიღებაც გსურთ რეალობაში.

მიზნობრივი სლაიდი ვარიანტთა დინების ვექტორს განსაზღვრავს. თუ მას აზრებში


სისტემატურად ატრიალებთ, მოვლენათა და გარემოებათა დინება მიზნისკენ მიიმართება. გზის
დასაწყისში არაა აუცილებელი მკაფიო გეგმა გქონდეთ და იცოდეთ, როგორ მოხდება მისი
რეალიზაცია. განხორციელების საშუალებებზე ფიქრი არ ღირს. საჭირო დროს საჭირო კარი
გაიღება - კონკრეტული გზები და შესაძლებლობები - და თქვენ მათ დაინახავთ. არ შეიძლება
მკაცრი პირობების დაყენება, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ მიზანს, თქვენი საქმე - საბოლოო
შედეგზე კონცენტრირებაა.

მიზნობრივი სლაიდის გარდა არის კიდევ პროცესის ვიზუალიზაცია, რომელიც ასევე პირველ
წიგნშია აღწერილი. როდესაც მიზნისკენ გზას ადგახართ, ანუ უკვე იცით, როგორ უნდა
განხორციელდეს ის, და ასრულებთ ყველაფერს, რაც ამისთვისაა აუცილებელი მატერიალურ
სამყაროში, პროცესის დაჩქარება მისი ვიზუალიზაციით შეიძლება. პრინციპი აქ ასეთია: მე
ყველაფერი გადასარევად გამომდის, დღეს ყველაფერს უკეთ ვაკეთებ, ვიდრე გუშინ, ხვალ კი
უკეთესად იქნება, ვიდრე დღესაა. შეიძლება ითქვას - ესაა ნიჩბების მოსმა ვარიანტთა დინების
მიმართულებით. მაგრამ მთავარი მაინც - ვარიანტთა დინების მიმართულებაა. თუ აზრებში
მიზნობრივი სლაიდი გაქვთ, ყველა გარემოება მიზნის მიღწევაზე მუშაობს, თუნდაც
გეჩვენებოდეთ, რომ ეს ასე არაა.

სლაიდის ტრიალი შეგიძლიათ ყველგან და ყოველთვის, რამდენიც და როცა გნებავთ. მაგრამ


დღეში ნახევარი საათი მაინც, თუ ნამდვილად გსურთ მიზნის მიღწევა. ვიზუალიზაციის ეფექტის
გასაძლიერებლად რამდენიმე კონკრეტული ხერხი არსებობს.

მათგან პირველი - ენერგეტიკული დინებებია. ვარიანტთა სივრცის სექტორი მატერიალიზდება


ენერგიით, რომელიც, გადის რა ადამიანის სხეულს, მოდულირდება აზრებით და განზრახვის
ენერგიად გადაიქცევა. რაც უფრო ძლიერია გამოსხივება, მით უფრო ძლიერია ეფექტი.
სიმძლავრის გაზრდა შეიძლება, თუ ყურადღების კონცენტრირებას ენერგეტიკულ დინებებზე
გავაკეთებთ. ამისთვის წარმოიდგინეთ, რომ სხეულის ცენტრიდან, დაახლოებით მუცლის ან მზის
წნულის დონეზე, ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული ნახევარმეტრიანი ისრები გამოდიან.
აზრობრივად ისინი ერთდროულად ისე შეატრიალეთ, რომ წინა ისარი ზემოთ მიემართოს, უკანა
კი - ქვემოთ. „გასაღების ასეთი მოტრიალება“ დაღმავალ და აღმავალ დინებებს ააქტიურებს.

წარმოიდგინეთ, ისე რომ ძალიან არ დაიძაბოთ, როგორ მიედინებიან ისინი ხერხემლის


გასწვრივ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით და მიდიან - ერთი ზეცაში, მეორე კი
მიწაში. ყურადღების ნაწილის დინებებზე დაფიქსირებით, დაატრიალეთ სლაიდი და აბრუნეთ ის
თქვენი სიამოვნებისთვის. უმჯობესია, თუ ამას გასეირნებისას გააკეთებთ, იქ, სადაც ბევრი ხალხი
არაა.

შემდეგი ხერხი - ფრეიმია. დაფიქრდით, რის კეთება გიყვართ, როდესაც მიზანი მიღწეულია, რა
არის მიზნობრივი სლაიდის განუყოფელი ნაწილი, მისი აუცილებელი ატრიბუტი? მაგალითად,
ბუხართან სარწეველაში ზიხართ, საკუთარი იახტის საჭესთან დგახართ, ვარდებს რგავთ თქვენი
სახლის ბაღში, ხელს ართმევთ პარტნიორებს წარმატებული გარიგების შემდეგ, - სლაიდის

531
ნებისმიერი დამახასიათებელი ფრაგმენტი. აზრებში ეს სურათი რამდენჯერმე დაატრიალეთ. ის
გარკვეულ ინტეგრალურ შთაბეჭდილებას - სლაიდის მყისიერ ანაბეჭდს - უნდა ქმნიდეს,
რომელიც საკუთარ თავში გაელვებულ სურათ-ხატს და თანმდევ შეგრძნებებს შეიცავს. სწორედ
ესაა ფრეიმი. შეგიძლიათ მოკლედ დაასათაუროთ, მოხერხებული რომ იყოს. ახლა დრო და
დრო მეხსიერებაში უნდა ჩართოთ წამიერად, ნათურასავით. ფრეიმი კიდევ ერთი ძაფია,
რომელიც ვარიანტების სივრცის მიზნობრივ სექტორთან გაკავშირებთ.

ფრეიმის ეფექტიანობის გაზრდა ე.წ. აფეთქების ტალღის საშუალებით შეიძლება. აზრებში


ფრეიმი ან უბრალოდ სურათი შექმენით, რომლის განხორციელებაც გსურთ სინამდვილეში. ამის
შემდეგ მაშინვე წარმოიდგინეთ, თქვენგან ყველა მიმართულებით როგორ ვრცელდება სფერო,
თითქოს თქვენი ენერგეტიკული გარსი ფეთქდება. აფეთქების ტალღა იმდენად შორს
ვრცელდება, რამდენის წარმოდგენაც შეგიძლიათ. შეიძლება ეს იმდენჯერ გააკეთოთ, სანამ არ
მოგწყინდებათ. რა ხდება ამ დროს? თქვენ აზრობრივ სურათ-ხატს ქმნით და მას გარშემომყოფ
სამყაროში აგზავნით. შეგიძლიათ ეჭვიც არ შეგეპაროთ, თქვენი აზრი უკვალოდ არ იკარგება.
უბრალოდ გაითვალისწინეთ, სარკე დაყოვნებით მუშაობს.

კიდევ ერთი ხერხი - გარე სფეროა. შესაძლოა, აქამდე ვერ მოახერხეთ თქვენი ენერგეტიკული
გარსის შეგრძნება და ვერც მის გაფართოებას გრძნობთ, რომელიც წარმოსახვას ემორჩილება.
ეს იმიტომ, რომ თქვენ შინაგანი განზრახვით მოქმედებთ. ახლა კი წარმოიდგინეთ თქვენს
ირგვლივ სფერო, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით. წარმოიდგინეთ, რომ ეს სფერო გექაჩებათ.
თქვენ გრძნობთ, რომ რაღაც თქვენს გარეთ თქვენი სხეულის გაწელვას ცდილობს. სადღაც
ხუთი-შვიდი მეტრის რადიუსშია უხილავი ფრონტი. მისი მსუბუქად გაწელვა და შეკუმშვა სცადეთ
- ის მოქნილად შეგეწინააღმდეგებათ.

აი ახლა თქვენ სფერო უფრო მკაფიოდ შეირძენით. სწორედ ესაა ის საზღვარი, რაც თქვენ გარე
სამყაროსთან გაკავშირებთ. სფეროს შიგნით - თქვენია, გარეთ კი - არაა თქვენი. და იმავე დროს
სფერო თქვენ იმდენად გეკუთვნით, რამდენადაც გრძნობთ, როგორ გექაჩებათ ის. განზრახვა
შებრუნდა: აქტიური საწყისი ახლა არა თქვენს შიგნით, არამედ გარეთ იმყოფება.

ანალოგიურად, საგანზე შინაგანი განზრახვით ზემოქმედების მცდელობისას, მაგალითად,


ფანქრის გადაადგილება ნებისყოფის ძალით, თქვენ ვერაფერს მიაღწევთ. სცადეთ
წარმოიდგინოთ, თავად ფანქარი როგორ გიზიდავთ უხილავი ძაფებით. აი ამ დამაკავშირებელი
რგოლით თავადაც შეძლებთ მის გადაადგილებას. ზუსტად ასევე, თუ ჰაერში აწევას ცდილობთ,
ვერ აფრინდებით. შესაძლოა, რაღაც გამოგივიდეთ კიდეც, თუ შინაგან განზრახვას გარეგანად
აქცევთ. აზრი იმაში მდგომარეობს, რომ იმ საზღარს გასცდეთ, სადაც თქვენი ნება „სამყარო
დაიმორჩილოთ“ გადაიქცევა „ნება მისცეთ, თავად გააკეთოს ეს“.

ეს ყველაფერი ასე მარტივი არაა. მაგრამ ჩვენი მიზნებისთვის აუცილებელი არაა. სრულიად
საკმარისია გარეთა გარსის არსებობა ვიგრძნოთ. დაიჭირეთ ეს შეგრძნება, დააფიქსირეთ მასზე
ყურადღების ნაწილი და დაიწყეთ მიზნობრივი სლაიდის ტრიალი. სფერო თავისებური ანტენის
როლს შეასრულებს აზრობრივი ენერგიის გადასაცემად, რაც გაცილებით გააძლიერებს
სლაიდის მოქმედებას.

532
შემდეგი ხერხი - დეკორაციების მისადაგება. შეეცადეთ ყოველგვარი აზრები, რომლებიც
გონებაში მოდიან, თქვენი მიზნის საერთო მნიშვნელამდე დაიყვანოთ. ჩვეულებრივ, აზრები,
თვითნებურიც კი, ერთმანეთის მიყოლებით ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიან. ლოგიკური ჯაჭვი
მიზნობრივი სლაიდის რომელიმე ფრაგმენტით დაასრულეთ. უბრალოდ საკუთარ თავს დრო
და დრო შეახსენეთ, რისკენ მიისწრაფით საბოლოო ჯამში. რაზეც არ უნდა ფიქრობდეთ, რასაც
არ უნდა აკეთებდეთ, თქვენი ყურადღება ყოველთვის მიზნისკენ დააბრუნეთ. დაე, სლაიდი
ფონად იქცეს - ყოველი მოვლენა, ინფორმაციის ყოველი ბლოკი თქვენ მის კონტექსტში უნდა
აღიქვათ. მაშინ თქვენი სამყაროს ნიშის შექმნას უფრო ეფექტიანად შეძლებთ, და თქვენი
განზრახვა სინამდვილედ განხორციელდება.

ასევე შესაძლებელია გარემოცვის იმასთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც მიზანთან გელით.


დავუშვათ, პარკში სეირნობთ და მიზნობრივ სლაიდს ატრიალებთ გონებაში, რომელშიც
საკუთარი სახლის წინ ბაღში საქმიანობთ. ბალახს და ხეებს ირგვლივ ამ სლაიდის პრიზმით
შეხედეთ. თქვენ იგრძნობთ, რომ სურათი იცვლება - დეკორაციები ახალ ელფერს იძენს.
შეიძლება გაჩნდეს შეგრძნება, თითქოს ვირტუალურად უკვე საკუთარ ბაღში იმყოფებით. ეს
ეფექტი გარემოზე სლაიდის ზედდების შედეგად ჩნდება. ყურადღების ნაწილი ვარიანტთა
სივრცის სექტორზეა დაფიქსირებული, სადაც თქვენი მომავალი ბაღი მდებარეობს, ამ დროს კი
თქვენი თვალები მატერიალურ სინამდვილეს ხედავს. ხდება მიმდინარე რეალობის თავისებური
გარდასახვა თქვენი მიზნის სექტორად. ასეთ მომენტებში თქვენი აზრების სურათ-ხატების
მატერიალიზაციის პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს.

გაიხსენეთ ასევე, ბავშვობაში, როდესაც მსუბუქად და კომფორტულად გრძნობდით თავს,


სამყარო თქვენზე ზრუნავდა. მაშინ ამას ვერ აცნობიერებდით. უბრალოდ კარგად გრძნობდით
თავს. მაგრამ დროთა განმავლობაში თანდათან კაპრიზულობას და უკმაყოფილების
გამოხატვას მოუმატეთ, რის გამოც სამყარო გაცივდა თქვენს მიმართ. რასთან ასოცირდებოდა
ბავშვობაში სიმშვიდის და სიმყუდროვის ის შეგრძნება? აი ეს ასოციაცია შეიძლება გასაღებად
აქციოთ დეკორაციების აღსადგენად, რომელთა შორის თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ
გრძნობთ. ხანდახან ის ძველი მყუდრო და უსაფრთხო გარემო გაიხსენეთ, და თქვენი სამყარო
თანდათან კვლავ მეგობრული და კომფორტული გახდება.

და ბოლო ხერხი სპეციალურად ზარმაცებისთვის - მიზნობრივი ამალგამაა. წარმატებული


ვიზუალიზაციის მთავარ პირობას წარმოადგენს ის, რომ თქვენ არ უნდა აიძულოთ საკუთარი
თავი ეს გააკეთოთ. იმ შემთხვევაში, თუ გონებაში მიზნობრივ სლაიდს ატრიალებთ და ამ დროს
სიამოვნებას არ იღებთ, პირიქით, ამას ძალდატანებით აკეთებთ, ჭარბი პოტენციალი
წარმოიქმნება. შედეგად წონასწორული ძალები მთელ თქვენს ძალისხმევას გააბათილებს. ასეთ
შემთხვევაში აჯობებს უარი თქვათ ასეთ დამთრგუნველ სამუშაოზე და მთელი საქმე თქვენი
სამყაროს მხრებზე გადადოთ. სთხოვეთ „ხელში აგიყვანოთ“, დაე, თავად იზრუნოს, რომ თქვენი
არჩევანი განხორციელდეს.

საკუთარ თავს მითითება მიეცით: ყველაფერი თავად, ჩემს გარეშე მოგვარდება. ასეთი
განზრახვის გაცხადებისას თქვენ პროგრამას აძლევთ თქვენს სამყაროს, რომელთა
შესაბამისადაც მოვლენები თვითნებურად შემობრუნდებიან იმგვარად, რომ მიზანთან
მიგაახლოვონ. გამოდის, თქვენ მარწუხებს უშვებთ და გარეგან განზრახვას მიზნის რეალიზების
საშუალებას აძლევთ. ახლა შეგიძლიათ მოდუნდეთ და თავს ნება მისცეთ უბრალოდ დატკბეთ

533
მიზნობრივი სლაიდით. თქვენ არ ხართ მეტად ვალდებული მასზე იმუშაოთ - ამას თქვენი
სამყარო აკეთებს. მის „ხელებზე მოკალათებულს“, უბრალოდ არ დაგავიწყდეთ დრო და დრო
შეახსენოთ სამყაროს, რის მიღებას ელოდებით მისგან. და ასევე ღრუბლებში ნუ იფრენთ,
არამედ ფიზიკურ პლანზე შეასრულეთ ყველაფერი, რაც თქვენგან მიზნის მისაღწევად
მოითხოვება.

რა ხერხიც არ უნდა გამოიყენოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სურვილს კი არ გამოთქვამთ,


არამედ მტკიცე განზრახვას აცხადებთ და მიზანს განიხილავთ როგორც გარდაუვალ ფინალს.
თუ არ შეგიძლიათ თქვათ „ვფლობ“, ის მაინც თქვით, „ვაპირებ ვფლობდე“. იმისთვის, რომ
სინამდვილეში განიზრახოთ შეკვეთის მიღება, რაღაც კონკრეტულის გაკეთებაა აუცილებელი,
რომელიც განზრახვის სერიოზულობას დაადასტურებს. მაგალითად, თუ დილით გარკვეულ
დროს ადგომა განიზრახეთ, შეიძლება ჩაგეძინოთ. მაგრამ თუ მაღვიძარას ჩართავთ, დიდი
ალბათობით ზარის დარეკვამდე რამდენიმე წუთით ადრე გაგეღვიძებათ.

აზრი იმაშია, რომ განზრახვა დააფიქსიროთ. თქვენ ამას აკეთებთ ყოველ ჯერზე, როდესაც „ხეზე
აკაკუნებთ“ ან მარცხენა მხარს იქით აფურთხებთ. ნებისმიერი ხალხური ნიშანი, რომელიც
გარკვეული რიტუალის შესრულებას მოიაზრებს, ამ პრინციპს ეფუძნება. მაგალითად,
ბედნიერების მშიშარა ფრინველის დასაჭერად ძველად ადამიანები სამყურას იყენებდნენ.
იღბლიან მომენტში ადამიანი სამყურას გამოსახულებიან რაიმე ნივთს უნდა მოჭიდებოდა,
საშიშროებისას - ასევე. სამყურა ავი სულებისგან დამცავ საშუალებადაც ითვლებოდა.

საქმე იმაში კი არაა, რომ გარკვეულ ნივთს განსაკუთრებული თვისებები გააჩნია და ამიტომ
თილისმად შეიძლება გამოიყენებოდეს. საგნების ჯადოსნური ძალა მათდამი
დამოკიდებულებაშია. თუ ადამიანს სწამს, რომ თილისმას ან რიტუალს მაგიური მოქმედების
უნარი გააჩნია, - ის ამგვარად განზრახვას აფიქსირებს. თქვენც შეგიძლიათ მოიფიქროთ
ნებისმიერი „ლურსმანი“, რომელზეც თქვენს განზრახვას ჩამოკიდებთ. მაგრამ ეს, როგორც
იტყვიან, მოყვარულისთვისაა. მაგიური რიტუალების გამოგონება არაა აუცილებელი, მაგრამ
საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ადასტურებს, რომ გადამწყვეტად ხართ
განწყობილი. მაგალითად, თუ საკუთარი სახლის შეძენა გსურთ, ისე იმოქმედეთ, თითქოს უკვე
გადასვლას აპირებდეთ: განცხადებები და კატალოგები ათვალიერეთ, მაღაზიებში ავეჯი და
საოჯახო ტექნიკა შეარჩიეთ, უკვე ახლავე დაინტერესდით ყველაფრით, რაც ამ თემას ეხება.
განზრახვის ფიქსაცია - ძალზე მოქმედი საშუალებაა.

სლაიდის გაძლიერების ხერხების დიდი ნაირსახეობა არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი


უფრო ეფექტიანია, რომელიღაც კი ნაკლებად. შეგიძლიათ რამდენიმე ხერხი გამოიყენოთ ან
მხოლოდ ერთი აირჩიოთ. არჩევანის კრიტერიუმები: პირადად თქვენთვის უპირატესს
წარმოადგენს ის, რომელიც უფრო მოგწონთ და, თქვენი აზრით, ყველაზე უკეთ გამოგდით.

მეთოდების პრაქტიკულად გამოყენებისას უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეთ ან ზედმეტი


გულმოდგინებით, ან დაუდევრობით. ზოგი მეთოდიკა ვიზუალიზაციის შესრულებას მთელი
ენერგიულობით და მისწრაფებით გვირჩევს, სხვა მეთოდიკები გვთავაზობს აზრის ფორმირებას
და მის თავისუფლად გაშვებას, ისე რომ არც კი გავიხსენოთ, რათა შეკვეთის რეალიზაციას ხელი
არ შეეშალოს. როგორც ხვდებით, ყველაზე ოპტიმალური - ოქროს შუალედია. თავი რომ არ
იმტვრიოთ, თუ სად მდებარეობს ის, ასეთი პრინციპი გაიხადეთ წესად: როგორც გამოგდით, ისეა

534
საჭირო, თავად შეგიძლიათ თქვენი მეთოდიკის შემუშავება და მისი წარმატებით გამოყენება.
მთავარია, რომ სული და გონება ერთიანი იყვნენ იმაში, რომ სწორად მოქმედებთ. თქვენ
საკუთარ რეალობას ქმნით როგორც სარკეში ანარეკლს. როგორ დადგეთ სარკის წინ - თავად
უნდა გადაწყვიტოთ. საკუთარი სამყაროს ნიშა ისე შექმენით, როგორც გეხერხებათ. რას
ვგულისხმობ ამაში?

ვიზუალიზაციისას სულიერ დისკომფორტს არ უნდა განიცდიდეთ. გარეგანი განზრახვა


მხოლოდ სულის და გონების ერთობისას ჩნდება. ეს ერთიანობა არ მიიღწევა, თუ თავს
აიძულებთ აუცილებელი სამუშაოს შესრულებას. ასე ვერაფერს მიაღწევთ, მხოლოდ დროს
დაკარგავთ ფუჭად.

მიზნობრივი სლაიდის ვიზუალიზაცია სწორედ ისე უნდა შეასრულოთ, როგორც თქვენთვისაა


მოსახერხებელი, კომფორტული, სასიამოვნო, ერთადერთი პირობით: სლაიდს გარედან კი არ
უნდა უყუროთ, როგორც სურათს, არამედ მასში იცხოვროთ თუნდაც ვირტუალურად. თქვენი
თავი სლაიდის შიგნით წარმოიდგინეთ, და არა მის გარეთ. სხვა ყველაფერი ისე გააკეთეთ,
როგორც უფრო მოგწონთ.

რის გაკეთებაც არ ღირს, ზედმეტი გულმოდგინებაა. უბრალოდ რეგულარულად, დრო და დრო,


საკუთარ თავს სიამოვნება მიანიჭეთ თქვენს მიზანზე ფიქრით, თითქოს ის უკვე მიღწეულია. თქვენ
ხომ მოგწონთ წარმატების ყოველგვარ შედეგებზე ფიქრი? ჰოდა მიანიჭეთ საკუთარ თავს ეს
სიამოვნება. ნუ გადააქცევთ ამ საქმიანობას ვალდებულებად. სასიამოვნოზე ფიქრით თქვენ
განუხრელად მიიწევთ წარმატებისკენ. ხოლო რაკი იცით, რომ მიიწევთ, - მიანიჭეთ თავს
სიამოვნება. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: თუ აი ასეთი „ჩაკეტილი ბედნიერი წრის“ შექმნა
გამოგივათ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.

რეგულარულობა - წარმატების მთავარი პირობაა. თქვენ შეიძლება წარმოუდგენლად


გეჩვენებოდეთ, რომ აი ასე მარტივად, საკუთარი აზრებით, თქვენი რეალობის შექმნა
შეგიძლიათ. გიცდიათ როდესმე თუნდაც თვის განმავლობაში, სისტემატურად, ცნობიერად
მიგემართათ აზრები მიზნისკენ? სავარაუდოდ, არა. თქვენ მიჩვეული ხართ აზრების
თავისუფლად მიშვებას. ისინი სივრცეში უფორმო მასად იფრქვევა, ამიტომ შესამჩნევი
ცვლილებები არ ჩანს. მხოლოდ უარესის მოლოდინები, ანუ ის, რაც გაწუხებთ და ამიტომ მთელი
აზრები აქვს მოცული, ნამდვილად სრულდება.

წარმოიდგინეთ ასეთი სულელური სიტუაცია. თქვენ ვაშლის ხე დარგეთ და სერიოზულად


გეიმედებათ, რომ ვაშლებს იმავე წამს მოისხამს. მაგრამ რადგან ასეთი არაფერი ხდება,
მოთმინებას კარგავთ და ხელჩაქნეული მიდიხართ. ვაშლის ხეს კი სურს მოგაყვიროთ:
„დაიცადეთ, სად გარბიხართ!“ იგივე გამოდის დასახული მიზნის შემთხვევაშიც. რეალობის
ფორმირება ერთჯერადი სურვილით შეუძლებელია.

აი, რეალობაზე აქტიური ზემოქმედების ყველა ძირითადი ხერხი. თუ მათ პრაქტიკაში


დანერგავთ, ერთ საინტერესო მოვლენას შეეჯახებით. დავუშვათ, დღეს შთაგონებით და საკმაო
ინტენსივობით გააკეთეთ ვიზუალიზაცია. მაშინ მეორე დღეს შეამჩნევთ, რომ რეალობას რაღაც
უჩვეულო ემართება. მაგალითად, დღის განმავლობაში შეიძლება არაორდინალური
გარეგნობის რამდენიმე ადამიანი შეგხვდეთ - ძალიან მაღლები, უცნაურად ჩაცმულები,

535
მახინჯები. შეიძლება ყურადღება მიიქციოს ადამიანების აუხსნელმა გაღიზიანებამ, როდესაც
კონფლიქტები ფაქტობრივად უმიზეზოდ იწყება. ან რაღაც ისეთი ხდება, უცნაური, თითქოს
სიზმარია.

ეს შემდეგნაირად შეიძლება აიხსნას. თქვენი სამყაროს ნიშა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


სივრცეში ვარიანტთა დინების მიმართულებით, ანუ უმცირესი ენერგოდანახარჯის კალაპოტში
მოძრაობს. ინტენსიური ვიზუალიზაცია კი იწვევს იმას, რომ კალაპოტი სწორდება და მიზნისკენ
უმოკლესი გზით მიდის. მკვეთრად მიმართული აზრების ენერგიას თქვენი ცალკეული რეალობა
ვარიანტთა სივრცის გარდამავალ უბნებში შეჰყავს, რომლებიც ნორმალური დინების გვერდით
მდებარეობს, და სადაც ყველაფერი ოპტიმალური და მიზანშეწონილი არაა. ეს ტრანზიტული
ზონებია, რომლებიც როგორც წესი სიზმრებში გვხვდება, მაგრამ იშვიათად სინამდვილეში
რეალიზდება, რადგან არაბუნებრივი სცენარი და დეკორაციები აქვთ და მომატებულ
ენერგოდანახარჯებს მოითხოვს.

თქვენი აზრების ენერგია ძალით ზემოქმედებს რეალობაზე, და ის დეფორმირდება, როგორც


წყლის ზედაპირი აღელვებისას. წყალზე წრეები უკვე დიდი ხანია აღარ გაოცებთ. მაგრამ ახლა
რაღაც სრულიად გასაოცარის - არარეალურობის წრეების - ნახვა გელით. ეს ყველაფერი არ
ნიშნავს, რომ ანომალია, რომელსაც ვაკვირდებით, შემთხვევითია, რომ ადამიანთა გაღიზიანება
ასეთ დღეებში გარკვეულ მაგნიტურ ქარიშხლებზეა დამოკიდებული და რომ სუბიექტები
უცნაური გარეგნობით ხანდახან უბრალოდ გვხვდებიან. უჩვეულო სინამდვილე თქვენი
სამყაროს ნიშაში იჭრება, როდესაც ის ტრანზიტულ ზონებს გადის. წრეები სწორედ
ვიზუალიზაციის ინტენსიური პრაქტიკის შემდეგ ჩნდება. როდესაც ამას დაინახავთ, ყველაფერს
მიხვდებით. საკმაოდ შთამბეჭდავია.

ამრიგად, რეალობაზე ზემოქმედება გამოყენებულ ტექნიკაზე დამოკიდებული ამა თუ იმ ზომის


ძალითაა შესაძლებელი. პრინციპში, იმისთვის, რომ საკუთარი სამყაროს ნიშა მყუდრო კუთხედ
აქციოთ, მხოლოდ ამალგამაც სრულიად საკმარისია. მაგრამ თუ განმგებლის განზრახვას
ავამოქმედებთ ზემოთ მოყვანილ ხერხებთან ერთად, გაცილებით მეტის მიღწევაა
შესაძლებელი.

შედარებისთვის წარმოიდგინეთ სურათი, სადაც ორი ბავშვი ხვდება ერთმანეთს: ერთის სამყარო
ეტლით მიქრის, მეორე კი თავის სამყაროსთან ერთად ხელიხელჩაკიდებული მიდის. პირველი,
როგორც ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი, სიამაყით აცხადებს:

- ჩემი სამყარო ჩემზე ზრუნავს!

მეორე პასუხობს:
- მე კი ჩემს სამყაროსთან ერთად სათამაშოსთვის მივდივართ!

ხედავთ განსხვავებას?

და ბოლოს, რა მინდა გითხრათ. ერთხელ წერილი მივიღე მკითხველისგან, რომელშიც მან


უნებურად პრაქტიკის ძირითადი იდეა ჩამოაყალიბა: „ტრანსერფინგის ტექნიკაში მაინცდამაინც
ვერ ვერკვევი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხოვრებისადმი დამოკიდებულება შევცვალე, მყარი

536
განცდა გამიჩნდა, რომ ყველაფერი მშვენივრად მიდის, მომავალში კი უკეთესად იქნება.
ყველაფერი უბრალოდ ისე იქნება, როგორც საჭიროა“. თქვენ შეიძლება ყველა ხერხი
დაგავიწყდეთ, მაგრამ თუ საკუთარ თავში ასეთი ინტეგრალური შეგრძნების შენარჩუნებას
შეძლებთ, ეს საკმარისი იქნება. განზრახვის ინტეგრაცია ფორმულით „ყველაფერი მშვენივრად
მაქვს და ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა“ წარმატების განზოგადებულ სურათს ქმნის,
რომელიც სინამდვილეში აირეკლება.

ასე რომ თქვენი შესაძლებლობები მხოლოდ თქვენი განზრახვითაა შეზღუდული. შექმენით


თქვენი რეალობა!

სიზმარხილვის კოორდინაცია

სიცოცხლის დასაწყისიდანვე ყოველი ადამიანი გარკვეულ სიტუაციაში აღმოჩნდება: მე


სიღარიბეში დავიბადე, და ვერ ამოვალ აქედან; უნდა დავკმაყოფილდე იმით, რაც ჩემთვის
ხელმისაწვდომია; იმის კეთება მიწევს, რაც მევალება. ეს სიტუაცია აჰიპნოზებს, ითრევს, და
ადამიანი ცხადში ზმანების ტყვეობაში აღმოჩნდება, რომელიც მის თავს ხდება. სანამ მას ეს
სიტუაცია ეზმანება, ის უფრო და უფრო მყარდება ცხოვრების სარკეში. ამგვარად ადამიანი,
რომელიც საკუთარი რეალობის ტყვეობაში იმყოფება, იმავდროულად ინარჩუნებს მას.
ღარიბები ღარიბდებიან, მდიდრები კი მდიდრდებიან.

გახსოვთ, წინა თავში დუალური სარკის ილუზიის შესახებ რომ იყო საუბარი? სწორედ ანარეკლზე
ყურადღების ფიქსაცია აქცევს ცხოვრებას არაცნობიერ ზმანებად, რომელშიც მთლიანად
გარემოებათა მარწუხებში იმყოფებით. რეალობა გმართავთ, მანამ, სანამ თქვენ,
მოჯადოებულივით, მღელვარებით ადევნებთ თვალს მოვლენებს სარკეში. ზუსტად ასევე
იძირება ყურადღება კინოფილმში ეკრანზე, მხოლოდ ცხოვრებაში ეს ჩაძირვა გაცილებით
ღრმაა. თქვენ ანარეკლით ხართ დაჰიპნოზებული - ის ფაქტობრივად სარკულ წრეზე გექაჩებათ.
როგორ გადავაქციოთ ჩვენი არსებობა არაცნობიერიდან გაცნობიერებულ ზმანებად, რომლის
მართვაც შესაძლებელია?

ერთი უბრალო რამ უნდა გავიგოთ: ამ სამყაროში ხართ თქვენ და არის სარკე. მანამ, სანამ
თქვენი ყურადღება ანარეკლზეა კონცენტრირებული, თქვენ სარკეში იმყოფებით. ყველაფერი,
რაც იქ ხდება, - თქვენგან დამოუკიდებლად ხდება. თქვენი ცხოვრება კომპიუტერულ თამაშს
გავს, რომელშიც წესებს თქვენ არ განსაზღვრავთ. რა თქმა უნდა, თქვენ გარკვეული
მცდელობების ნება გაქვთ იმოქმედოთ იმაზე, რაც იქ ხდება. მაგრამ მთავარი არ შეგიძლიათ:
თამაშიდან გამოსვლის საშუალება არ გაქვთ.

ამასთან ჩაკეტილ მდგომარეობაში მხოლოდ ერთი რამ გაჩერებთ - თქვენი ყურადღება. თქვენ
შეგიძლიათ სარკიდან გამოსვლა. მის შიგნით - არაცნობიერი ძილია, გარეთ - გაცნობიერებული
ზმანება. რეალობა ერთნაირია ორივე მხარეს - აქედანაც და იქედანაც, - სარკე ხომ დუალურია.
მაგრამ იქ, სარკის მიღმა, თქვენ არ მართავთ რეალობას - ის გმართავთ თქვენ. იქ ილუზიის
ტყვეობაში იმყოფებით, თითქოს ანარეკლის შეცვლა შეიძლებოდეს, თუ მას ხელით შეეხებით.
მაგრამ ეს მხოლოდ აქეთა მხრიდან შეიძლება, სადაც შინაგანი განზრახვა გარეგანი ხდება.
გარეთ გამოსასვლელად ყურადღება ანარეკლიდან სურათ-ხატზე უნდა გადაიტანოთ.

537
გაცნობიერებით, რომ სარკის წინ დგახართ, საკუთარი აზრების შესაბამისად რეალობის შექმნის
უნარს იძენთ.

ილუზიებისგან გათავისუფლებულმა, აზრების მსვლელობა მეხუთე პრინციპის თანახმად უნდა


შეცვალოთ: „არ მინდა“-დან „რა მინდა“-ზე, „არ მომწონს“-დან „რა მომწონს“-ზე,
ავადმყოფობიდან ჯანმრთელობაზე, საშუალებიდან საბოლოო მიზანზე. თუ დააკვირდებით,
ყოველ ნაბიჯზე გარემოებებთან შეგუება და თქვენი აზრით გარდაუვალი მოვლენების
მორჩილება გიწევთ. თქვენ მიეჩვიეთ ზმანების პასიურად აღქმას, როგორც არის. უკეთეს
შემთხვევაში მოვლენების შეწინააღმდეგებას, თქვენი სცენარის დაცვას, ვარიანტთა დინებასთან
ბრძოლას ცდილობთ. ამ დროს კი მხოლოდ დამოკიდებულების - სარკის წინ ფორმის -
შეცვლაა საჭირო. მაშინ თქვენ თამაშის ტყვე აღარ იქნებით - ის თქვენს გარეთ და თქვენი ნებით
განვითარდება. კამათლიდან მის გამგორებლად იქცევით.

მაგრამ ახლა მოქმედებას იწყებს ახალი წესი: თუ თქვენი აზრით უიღბლო კომბინაცია
ამოგივიდათ - ის უნდა მიიღოთ და წარმატებულად გამოაცხადოთ.

ეს წესი უნდა შეასრულოთ, თუ ისევ სარკეში არ გინდათ აღმოჩნდეთ. არაა საკმარისი აზრების
მიმართულების შეცვლა - გონების კონტროლის გადართვაც საჭიროა სცენარის დამუშავებიდან
მის დინამიურ კორექტირებაზე. თქვენ - საკუთარი სამყაროს პატრონი ხართ მანამ, სანამ მეექვსე
და მეშვიდე სარკულ პრინციპებს იცავთ.

ჩვეულებრივ, გონება ეწინააღმდეგება, თუ დამდგარი მოვლენა მის წარმოდგენებში არ


თავსდება. ახლა ყველაფერი პირიქით უნდა იყოს. ყოველ ჯერზე, როდესაც გონება
უკმაყოფილებას აცხადებს სცენართან შეუსაბამობის გამო, აუცილებელია გამოფხიზლება და
ცვლილებების მზადყოფნით მიღება: ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა.

გონება ვერაფრით ეჩვევა აზრს, რომ გზის დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ არაფერია
ცნობილი, საშუალებებზე წუხილი არაა საჭირო. ის მუდამ იჭერს თავს იმაზე, რომ ფიქრობს,
როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს, და ათასნაირ ნეგატიურ ვარიანტებს თხზავს. მე კი მინდა
ვუთხრა მას: „გაიგე, სულელო, ეს არაა შენი საზრუნავი! შენი საქმეა - საბოლოო მიზანზე
ყურადღების ფიქსირება!“

ადამიანები თვითონ არ აძლევენ საშუალებას ჩაფიქრებული განხორციელდეს. სურვილის


ჩაფიქრებისას, გონება ყოველთვის წინასწარ ადგენს მოვლენათა განვითარების სავარაუდო
გეგმას - ასეა მოწყობილი ადამიანის აზროვნება. ხოლო როდესაც განვითარებული მოვლენები
ამ სცენარში არ ჯდება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არაფერი გამოდის. სინამდვილეში კი
ყველაფერი კარგად მიდის! მაგრამ რამდენადაც შტამპებით აზროვნებას მიჩვეულ გონებას
სცენარში ცვლილებების შეტანა არ სურს, ადამიანი ისე იწყებს მოქმედებას, რომ ყველაფერი
გააფუჭოს.

აი აქაა მთელი პარადოქსი. არავინ იცის ზუსტად, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, რათა
შეკვეთა განხორციელდეს. მაგრამ თუ ადამიანი დაიჟინებს, რომ იცის, შედეგად არაფერი
გამოდის. თქვენი ოცნებები ძნელადმისაღწევი იმიტომ გეჩვენებათ, რომ შაბლონების ტყვეობაში

538
იმყოფებით და უბრალოდ ამ ოცნებებს განხორციელების საშუალებას არ აძლევთ. თქვენი
კარები სტერეოტიპების საკეტითაა ჩარაზული.

აზრებში სასურველი სურათ-ხატი - მიზანი შექმენით, შემდეგ კი უბრალოდ ნაბიჯები გადადგით


მისკენ. რაც არ უნდა ხდებოდეს, ყველაფერი გააკეთეთ თქვენი შეკვეთის შესასრულებლად.
განმგებლის განზრახვით იმოქმედეთ: ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა, იმიტომ, რომ
მე ასე დავადგინე. ჩემს სამყაროში მე განვაგებ, როგორც მსურს. მე აღარ ვარ გარემოებათა
ტყვეობაში, და არც მათ მართვას ვცდილობ. აზრებში მიზნობრივი სლაიდის ტრიალით, მე
გარემოებებს კი არა, არამედ სამყაროს საბოლოო სურათს ვქმნი, რომელში ცხოვრებასაც
ვაპირებ. მოვლენებზე ზემოქმედების მცდელობები - გონების შინაგანი განზრახვის სამუშაოა,
რომელიც საკუთარი სცენარის გატანას ცდილობს. გონებას არ შეუძლია იცოდეს, რა ელოდება
მიზნისკენ მიმავალ გზაზე. გარემოებები გარეგანი განზრახვით და ვარიანტთა დინებით
ფორმირდება. ჩემი საქმეა - დინების ვექტორის განსაზღვრა, ხოლო რომელი კალაპოტით წავა
ის - ჩემი საზრუნავი არაა.

წარმოიდგინეთ: ერთხელაც გეღვიძებათ თქვენს სარკულ სიზმარში. ირგვლივ რაღაც ხდება.


ჩვეულებრივი მოვლენები და დეკორაციებია, მაგრამ თქვენ ყველაფერს სხვაგვარად უყურებთ,
თითქოს მოვლენათა ნაკადს თავი დააღწიეთ და უზარმაზარი სფერული სარკის ცენტრში
აღმოჩნდით. გიგანტური კალეიდოსკოპი ნელა ტრიალებს თქვენს ირგვლივ და რეალობის
წახნაგებს აელვებს. თქვენ - ამ რეალობის ნაწილი ხართ და იმავდროულად ცალკე,
დამოუკიდებლად არსებობთ. ზუსტად ასევე აღიქვამთ თქვენს „დამოუკიდებლობას“, როდესაც
სიზმარში გეღვიძებათ და ხვდებით, რომ ახლა სიზმარი თქვენზეა დამოკიდებული, და არა თქვენ
მასზე. ცხადში სარკულ ზმანებაში - ყველაფერი იგივეა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ
სინამდვილე ასე სწრაფად არ რეაგირებს. მაგრამ საკმარისია მის დაყოვნებულობას შეეჩვიოთ,
რომ სრულიად გასაოცარი რამ იხსნება - რეალობა თქვენი აზრების კვალდაკვალ პლასტიურად
იცვლება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? სად მოხვდით?

თქვენ ამ სამყაროს გარეთ აღმოჩნდით - სარკიდან გამოხვედით.

განმგებლის ვერდიქტი

ახლა, ძვირფასო მკითხველო, უკვე ყველაფერი იცით, რაც აუცილებელია რეალობის


სამართავად. თქვენ ვერ შეძლებთ მთელი სამყაროს შეცვლას. მაგრამ ცალკეული რეალობა -
თქვენს განკარგულებაშია. როდესაც დუალური ანარეკლის ილუზიისგან გათავისუფლდებით და
სარკული სამყაროს გარეთ აღმოჩნდებით, თქვენს წინაშე მარადისობა გადაიშლება, რომელიც
საკუთარ თავში შეუზღუდავ შესაძლებლობებს მოიცავს. და ამ სიტყვებში ერთი წვეთი ზედმეტი
პათოსი არაა. ვარიანტთა სივრცეში სამი ჭეშმარიტად ფასდაუდებელი ძღვენი ინახება: თქვენი
მომავალი, რომლის მატერიალიზება შეგიძლიათ, ფარული ცოდნა, რომელსაც თქვენი
გენიოსად ქცევა შეუძლია, და კიდევ რაღაც სრულიად ამაღელვებელი.

ამ საბოლოოს შესახებ ცოტა მოგვიანებით გაიგებთ, ახლა კი ცოდნის შესახებ ვისაუბროთ.


შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენს კითხვებზე პასუხები გარკვეული განსაკუთრებული
გონებისთვისაა ცნობილი, ამიტომ საჭირო ცნობებს სხვადასხვა წყაროში ეძებთ, ანუ ვიღაცასთან

539
სწავლობთ. და ასე შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. თქვენ ასე შეიძლება მთელი
ცხოვრების განმავლობაში იმ გასხივოსნებულებს მიმართავდეთ, რომლებისთვისაც თითქოსდა
ცნობილია, რა და როგორ უნდა გააკეთოთ. მაგრამ მათ საიდან იციან ეს ყველაფერი? შეიძლება,
მათ ბევრი წიგნი წაიკითხეს და ამიტომ არიან ასეთი ჭკვიანები, ან, შესაძლოა, მათ თქვენგან
განსხვავებით განსაკუთრებული ნიჭი აქვთ? არც ერთი და არც მეორე.

წარმოიდგინეთ, რომ დედამიწაზე შორეული პლანეტიდან ჩამოფრინდით. აქ ყველაფერი


განსხვავებულია, უცხოა, გაუგებარია. ადამიანები თქვენი ჯგუფიდან დაიყვნენ და სხვადასხვა
მხარეს გაემართნენ. შედეგად ყველამ რაღაც აღმოაჩინა. აღმოჩნდა, რომ ტყეში საჭმელად
გამოსადეგი სოკოების და კენკრის მოგროვება შეიძლება, მთებში თხილამურებით სრიალია
შესაძლებელი. და კიდევ დედამიწაზე სხვადასხვა არსებები ცხოვრობენ - ზოგი უწყინარი, ზოგი
კი სიამოვნებით შეგჭამდათ.

ზუსტად ასევე კაცობრიობა გამუდმებით რაღაც ახალს აღმოაჩენს. ამ ცოდნის წყარო


დაუშრეტელია. მაგრამ გამომგონებლები და შემოქმედები ერთეულები არიან, ხოლო
დანარჩენები გაკვირვებულები უცქერენ: როგორ მოახერხა ამ ადამიანმა ამის მოფიქრება?
ალბათ, ის რჩეულია. რა აქცევს ადამიანს რჩეულად?

მისი მიზნები და კარები - უნიკალური, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი გზაა. როგორც კი თქვენს
გზას დაადგებით, სამყაროს განძი გაგეხსნებათ. და მაშინ სხვები შემოგხედავენ გაოცებულები,
როგორ მოახერხეთ ეს. აი, ასე მარტივადაა საქმე.

პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს უბრალო პრინციპი თუმცა კი ზედაპირზე დევს, მაგრამ
იმავე დროს ძნელად აღიქმება. ყველა ადამიანი ხვდება, რომ წარმატების ახალი, აუღებელი
მწვერვალების დასაპყრობად საერთო რიგიდან გამოსვლა და საკუთარი გზით წასვლაა
საჭირო, მაგრამ მაინც სხვის კვალზე სვლას აგრძელებენ ჯიუტად და სხვისი გამოცდილების
გამეორებას ცდილობენ.

ერთხელ, როდესაც პატარა ვიყავი, ჩემმა მშობლებმა პირველად წამიყვანეს ტყეში. დედა და
მამა სოკოებს პოულობდნენ და მხიარულად ამცნობდნენ ამის შესახებ ტყეს. მე კი ვერაფერს
ვპოულობდი, სასოწარკვეთილი მათ შორის დავრბოდი და გულუბრყვილოდ მეგონა, რომ
საკმარისია რომელიმე მათგანს გავყვე და იღბალი მაშინვე გამიღიმებს - რაკი ისინი პოულობენ,
ე.ი. იციან, საით წავიდნენ. მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. და მხოლოდ მაშინ, როდესაც
დამოუკიდებლად სხვა მხარეს წავედი, ბოლოს და ბოლოს მოზრდილი სოკო ვიპოვნე.
მშობლებმა გაოცებით შესძახეს, მე კი პირველაღმომჩენის სიამაყით ავივსე.

იმ მომენტში რაღაცას მივხვდი, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიაზრე. შემდგომში სამყარომ კიდევ
არაერთხელ მიჩვენა, რომ თუ გატკეპნილ ბილიკს გადავუხვევ, რომელსაც უმრავლესობა
მიუყვება, და საკუთარ გზას დავადგები, განძის პოვნას შევძლებ. მაგრამ შემდეგ, ჯოგურ
ინსტინქტს დამორჩილებული, მე კვლავ და კვლავ საერთო დინებაში ვიძირებოდი.

აქ ვლინდება გააზრებულ ცოდნასა და ინფორმირებულობას შორის განსხვავება. თქვენ


შეიძლება რაღაცას ბუნდოვნად ხვდებოდეთ, მაგრამ ეს არ გიშველით. ბუნდოვან წარმოდგენასა
და მკაფიოდ ფორმულირებულ ცოდნას შორის მთელი უფსკრულია. პირველი მეორესგან

540
განსხვავებით არ გამოდგება სამოქმედო სახელმძღვანელოდ, ამიტომ პრაქტიკული
ღირებულება არ გააჩნია. ტრანსერფინგი ამ მიმართებით ყველაფერს თავის ადგილას აყენებს -
ბუნდოვან ვარაუდებს მკაფიო ფორმულირებად, რა და როგორ გაკეთდეს, აქცევს.

კერძოდ კი: რაღაც მომენტში ძველის შესწავლა უნდა შეწყვიტო და თავად უნდა დაიწყო ახლის
შექმნა. უფრო ზუსტად, შექმნაც არა, იქიდან უნდა აიღო, საიდანაც ყველა აღმოჩენის და
შედევრის აღებაა შესაძლებელი - მარადისობიდან. ვარიანტთა სივრცეში შენახულ
ინფორმაციაზე წვდომის მოსაპოვებლად, თქვენთვის საინტერესო სფეროდან ელემენტარული
ცოდნის ფუნდამენტი უნდა ჩაყაროთ. ასეთი პირველადი ფუნდამენტის გარეშე ვერ შეძლებთ
ვარიანტთა სივრცის შესაბამის სექტორზე მომართვას, სხვა სიტყვებით, მონაცემთა ბაზას ვერ
მიუერთდებით. როგორც კი საწყის ინფორმაციას აითვისებთ, შეგიძლიათ დაივიწყოთ, რასაც
გასწავლიდნენ. ამ მომენტიდან აღმოჩენების გაკეთება და ახალი შედევრების შექმნა თავად
შეგიძლიათ.

წიგნი, ნახატი, მელოდია - ამ ყველაფრის „ამოღება“ ვარიანტთა სივრციდან შეიძლება.

მხოლოდ სექტორის მოხელთებაა საჭირო. მელოდიის მოსახელთებლად შეიძლება ორი-სამი


დამახასიათებელი აკორდი გამოდგეს. ნახატისთვის - განწყობა. წიგნისთვის - სიტუაცია. წიგნის
დასაწერად სიუჟეტის გამოგონება საჭირო არაა - მას შემდეგ გაიგებთ. მთელ სიუჟეტს
სიტუაციები შექმნიან, თუ თავდაჯერებულ გონებას დააშოშმინებთ და გმირებს უფლებას მისცემთ
თავად გამოვიდნენ შექმნილი სიტუაციებიდან. შექმნის საჭიროება არაა - იქ ეს უკვე არის -
საჭიროა მხოლოდ მშვიდად მიყვეთ ვარიანტთა დინებას. ყველაფერი გენიალური ხომ
მოულოდნელად მარტივია. ვარიანტთა დინება კი სწორედ ამ მოულოდნელად მარტივი გზით
მიდის, რომელსაც ჩვეულებრივ ადამიანი თავად ვერ ხვდება.

ასე კომპიუტერული პროგრამების დაწერაც და ტექნიკური აპარატურის შემუშავებაც კი


შეიძლება, გეგმის გარეშე, გარკვეული საწყისი წერტილიდან ბიძგით. ცხადია, ზოგიერთ
შემთხვევაში პროექტის გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ იქ, სადაც მის გარეშეც შესაძლებელია,
თუნდაც ცალკეულ მონაკვეთზე, უნდა მიყვეთ ვარიანტთა დინებას - კონცეფციას
დამოუკიდებლად გაზრდის საშუალება მისცეთ. გონება, რომელიც ყველაფრის წინასწარ
დაპროექტებას ცდილობს, რთულ კონსტრუქციას ქმნის. ვარიანტთა დინება კი ყოველთვის
ყველაზე დახვეწილ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებას იძლევა, რაც შემდეგ მხოლოდ
გაოცებას იწვევს: ასე მწყობრად როგორ დალაგდა ყველაფერი, საგულდაგულოდ შედგენილი
სქემის გარეშე?

ასე რომ, შექმნით კი არა, საქმით უნდა დაკავდეთ და თანმიმდევრულად წახვიდეთ


დასაწყისიდან ბოლომდე. საწყის წერტილს ყველა საქმეში იდეა წარმოადგენს - ეს მთავარია,
სხვა ყველაფერს ვარიანტთა დინება დაასრულებს. არც იდეის გამოგონება ღირს. მაშ, საიდან
მოვა ის? ისევ იქიდან. ყველა გენიალური იდეა მარადისობაში იმყოფება და გონებაში სულის
მეშვეობით ხვდება. გონების ამოცანაა არა იდეების გამოგონება, არამედ მისი ამოცნობაა,
როდესაც ის თავად დაგეცემათ თავზე. ეს კი აუცილებლად მოხდება, თუ დიდი რიგიდან
გამოხვალთ, გულიდან წამოსულ სურვილებს დაყვებით და თქვენს გზას გაუყვებით.

541
სულს პირდაპირი წვდომა აქვს ვარიანტთა სივრცესთან, გონება კი, ბუნდოვანი ვარაუდების
მოხელთებით, მათ ინტერპრეტაციას აკეთებს. გონებამ არ იცის - სულმა კი იცის, მხოლოდ უნდა
მიმართოთ მას. და ამ ერთი შეხედვით მსუბუქ მტკიცებას შეიძლება სრულიად დაეყრდნოთ.
მხოლოდ ის უშლის ხელს, რომ აქ ისევ არა პრინციპის მკაფიო გააზრებას აქვს ადგილი, არამედ
ბუნდოვან ინფორმირებულობას. თითქოს ყველა თანახმაა, რომ სულმა ყველაფერი იცის,
მაგრამ სერიოზულად ამას არავინ იღებს. მეტაფორად თვლიან და მნიშვნელობას არ ანიჭებენ.
საღი აზრი მსჯელობს: „ცხადია, გამონათებები არის, შინაგანი ხმაც არსებობს, ინტუიციაც, მაგრამ
ეს ყველაფერი მერყევია, მოუხელთებელია, არასანდოა. ჩემი რკინის ლოგიკა კი უტყუარ
ფაქტებს ეფუძნება“.

ამგვარად, თუ თქვენ საბაზისო მონაცემები გაქვთ კონკრეტული სფეროდან, სული შეიძლება


მოიმართოს ვარიანტთა სივრცის შესაბამის უბანზე და იქიდან ახალი ცოდნა მიიღოს, რომელსაც
ვერსად ამოიკითხავთ. კითხვა დაუსვით საკუთარ თავს, მკაფიოდ ჩაოაყალიბეთ და დროებით
დაივიწყეთ. რამდენიმე დღის შემდეგ პასუხი თავად მოვა. თუ არ მოვიდა, ეს კითხვა დრო და
დრო დასვით. შეიძლება, პასუხი რამდენიმე თვის შემდეგ მოვიდეს, მაგრამ ის აუცილებლად
მოვა.

საკითხავი მხოლოდ ისაა, გეყოფათ თუ არა ჩამოყალიბებული სტერეოტიპების დანგრევის და


საზოგადო ნორმების ტყვეობიდან გამოსასვლელად - ქანქარის წესების დასარღვევად სიმტკიცე.
გამბედაობა უნდა გეყოთ და ცოდნაზე თქვენი უფლება გამოიყენოთ, უნდა შეწყვიტოთ პასუხების
ძებნა სხვების წიგნებში. უბრალოდ შეცვალეთ განზრახვის მიმართულება: არა მიღება, არამედ
შექმნა. რით განსხვავდებით წიგნების ავტორებისგან, რომელთაც კითხულობთ? მხოლოდ იმით,
რომ მათ შეცვალეს განზრახვის მიმართულება - ძიებას შეეშვნენ და შექმნას შეუდგნენ.
აღიარებული ავტორიტეტების დევნას თავი ანებეს და საკუთარი გზით სიარული გაბედეს. თქვენც
განახორციელეთ თქვენ უფლება იყოთ მართალი.

აი, აქ მივუახლოვდით იმას, რასაც მესამე ძღვენში მოვიაზრებდი, რომელიც ვარიანტთა


სივრცეში გელოდებათ.

შეეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორ გრძნობს თავს ადამიანი სუპერვარსკვლავის როლში.


თაყვანისმცემლები მხოლოდ იმას ხედავენ, რაც ზედაპირზე დევს - ტალანტის ბრწყინვას,
დიდების ელვარებას, სიმდიდრეს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი უბრალო მოკვდავი
კი არაა, არამედ განსაკუთრებული ღირსებებითაა შემკული. განა ეს შესაძლებელი იქნებოდა
ჩვეულებრივი პიროვნებისთვის: წარმატების კენწეროში მოქცევა და იქ იმდენად
თავდაჯერებულად გამაგრება, რომ ვერავინ გაბედავს მისი განსაკუთრებულობის კითხვის ნიშნის
ქვეშ დაყენებას?

თუმცა თავად რჩეულისთვის მისი დიდების ყველა ატრიბუტი ჩვეულებრივია, ოდნავ


ყოველდღიურიც კი. საეჭვოა, ოლიმპოს მცხოვრებლებს მიაკუთვნოს თავი, რადგან საკუთარ
თავთან მარტო დარჩენილი აცნობიერებს, რომ ის - ერთი მრავალთაგან - ისეთივეა, როგორც
სხვები. რაშია განსხვავება? რა განასხვავებს პროვინციელ გოგონას და შოუ-ბიზნესის
ვარსკვლავს, მორცხვ სტუდენტს და სახელოვან მეცნიერს, ჩვეულებრივებს და რჩეულებს?

542
მხოლოდ ერთი ნაბიჯი. ერთმა ნაწილმა თავისი უფლება განახორციელა, მეორე ნაწილმა კი
აქამდე ვერ გადაწყვიტა, და არც სწამთ, რომ შეუძლიათ და ღირსეულები არიან. მორცხვების
ცნობიერებაში მყარად ზის რწმენა, რომ ამ სამყაროში რჩეულები იმდენად არსებობენ,
რამდენადაც მათ სხვა დანარჩენები ირჩევენ სრულიად გამორჩეული თვისებების გამო.

სინამდვილეში ეს მცდარი სტერეოტიპია. რჩეულებმა საკუთარი თავი თავად აირჩიეს. თქვენ


უფლება იმიტომ კი არ გაქვთ, რომ ღირსეული და ნიჭიერი ხართ, ის - ეს უფლება - თქვენ
უბრალოდ გაქვთ. ვარიანტთა სივრცეში ყველაფერია, და იქ არის რაღაც, ყველაზე მთავარი,
პირადად თქვენთვისაა განკუთვნილი - ვერდიქტი თქვენს უფლებაზე. ესაა თქვენი საშვი
მარადისობაში, სანქცია საკუთარი რეალობის შექმნის პრივილეგიაზე.

თქვენ მთელი ცხოვრება გასწავლიდნენ და ახლაც აგრძელებენ ჭკუის დარიგებას, როგორები


უნდა იყოთ, როგორ მოიქცეთ, რა წაიკითხოთ, რისკენ ისწრაფოთ. ახლა აიღეთ კუთვნილი
უფლება დააწესოთ საკუთარი კანონები. თქვენ გადაწყვიტეთ, რა არის თქვენთვის სწორი, და რა
- არასწორი, რადგან თქვენ თავად აფორმირებთ საკუთარი სამყაროს ნიშას. თქვენ უფლება
გაქვთ თქვენთვის სწორად მიიჩნიოთ ის, რაც სხვებს მცდარი ჰგონიათ, თუ ამას ზიანი არავისთვის
მოაქვს. როდესაც საკუთარი ვერდიქტის გამოტანის პრივილეგიით სარგებლობთ, თქვენი
კრედოს შესაბამისად ცხოვრობთ.

ჩვენს ცხოვრებაში რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. ერთნი ამტკიცებენ - ეს შავია, სხვები - ეს
თეთრია. ვის დავუჯეროთ? აბა გაიხსენეთ, სამყარო ხომ სარკეა, ის ყველას ეთანხმება, ვინც
თავისი ვერდიქტის გამოტანას ბედავს. მაგრამ თქვენ ხომ სარკე არ ხართ! თქვენ - ან ის ხართ,
ვინც სხვების ვერდიქტს იღებს, ან განმგებელი, რომელსაც თავისი ვერდიქტი გამოაქვს. ამიტომ
კითხვა, რომელი მივიჩნიოთ ერთადერთ სწორ ჭეშმარიტებად, რომელ მხარეს გადავიდეთ -
შავებისკენ თუ თეთრებისკენ, - იხსნება. ახლა თავად შეგიძლიათ თქვენი ჭეშმარიტება
განსაზღვროთ: ასე დავადგინე, იმიტომ რომ მე - ჩემი რეალობის განმგებელი ვარ. და ეს
იმუშავებს, რადგან თქვენს განკარგულებაში ვარიანტთა სივრცე და დუალური სარკეა -
ყველაფერი, რაც ჩანაფიქრის სინამდვილეში განხორციელებისთვისაა აუცილებელი.

ყველაფერი ძალზე მარტივია, არა? პირობა მხოლოდ ერთია: თქვენ მართლაც უნდა გაბედოთ
თქვენი უფლების გამოყენება. საქმე იმაშია, რომ თუ ყოყმანობთ ან სინდისი გქენჯნით, ე.ი. თქვენი
ვერდიქტი ძალას კარგავს და თქვენ კანონმდებლიდან ბრალდებულად იქცევით. დაეჭვებული,
თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში არასწორად იმოქმედებთ. საქმე იმაში არაა, რამდენად სწორად
ფიქრობთ და მოქმედებთ, არამედ იმაში, რამდენად ხართ საკუთარ სიმართლეში
დარწმუნებული. ამიტომ კარგად უნდა გაიაზროთ ეს ყველაფერი, მიეჩვიოთ, რათა სული და
გონება ერთ მთლიანობად გაერთიანდნენ. ახსნა გაქვთ, ახლა ინფორმირებულობა ცოდნად
უნდა აქციოთ. როგორ? თქვენი გამოცდილებით. იმოქმედეთ და დარწმუნდით.

მხოლოდ არ უნდა დაუშვათ, რომ განმგებლის ნება გონების დიქტატად გადაიქცეს. ვერდიქტს
მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ძალა, თუ სული და გონება ერთიანია. ვინც საკუთარი გულის ხმას
არ უსმენს, ის არ განაგებს, ის შეცდომებს უშვებს. ყველგან შეგხვდებათ ადამიანები, რომლებიც
ყველაფერს ცუდად აკეთებენ. მაგალითად: არც სმენა აქვს და არც ხმა, სიმღერა კი უყვარს.
ხანდახან სრულიად უნიჭოები გვხვდებიან, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ისინი
ვარსკვლავები არიან, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ. მაშ რატომ არ მოქმედებს მათი

543
ვერდიქტი? იმიტომ, რომ სულის სიღრმეში იციან, რომ მართლა ცუდად გამოსდით, მაგრამ მათი
გონება არ ურიგდება ამ ფაქტს, და მთელი ძალით საწინააღმდეგოს დამტკიცებას ცდილობს.
უნიჭოები, როგორც ასეთი, არ არსებობენ - ისინი თავისი საქმით არ არიან დაკავებულები, სხვისი
გზით მიდიან.

მესამე ძღვენი ძალზე ბევრ უპირატესობას იძლევა. ვერდიქტის გამოტანის უფლება - ესაა
გათავისუფლება დამთრგუნველი გარემოებებისგან, ყველაფრისგან, რაც ცხოვრებას
გიწამლავთ და მიზნისკენ მიმავალ გზაზე წინაღობებს ქმნის. ეს მშვიდი თავდაჯერებულობის
მოპოვებაში დაგეხმარებათ. ჩემი სამყარო ჩემზე ზრუნავს, მე კი ისეთ ძალას ვფლობ, რომ თავს
ამ სისუსტის უფლებას ვანიჭებ, მივიღო ეს ზრუნვა.

იმ მომენტიდან, რაც თქვენი ვერდიქტის გამოტანის უფლება აიღეთ, რა არის თქვენი


სამყაროსთვის კარგი ან ცუდი, სწორი ან მცდარი, ყველა განსჯა უნდა მოიცილოთ, რომელსაც
გარედან თავს გახვევენ, მათ შორის თავად ტრანსერფინგი. მთავარია, ამ დროს არ დაეჭვდეთ,
არ იმერყევოთ და სინდისის ქენჯნა არ იგრძნოთ და თქვენი ვერდიქტი ვინმეს ზიანს არ
აყენებდეს.

და ბოლოს, ესღა დამრჩა სათქმელი. ვარიანტთა სივრცეში ყველაფერია, და რასაც სულით და


გონებით ისურვებთ - თქვენია. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ მარადისობის ზღურბლზე მეკარე
დგას - აბსოლუტური კანონი, რომელიც ყველაფერს, რაც იქ არის, წვდომისგან იცავს. ეს
ულმობელი მცველი მხოლოდ მათ უშვებს, ვინც განმგებლის საკუთარი უფლების გამოყენებას
ბედავს. საშვი თქვენი ვერდიქტი იქნება: მე შემიძლია და ღირსეული ვარ, იმიტომ რომ ასე
გადავწყვიტე. მე არ მინდა და არ ვიმედოვნებ - მე ვაპირებ. აიღეთ თქვენი უფლება, და მეკარე
თქვენს წინ მარადისობის ჭიშკარს გახსნის.

რეზიუმე

ორგანიზმის დაბინძურება, ჭარბი პოტენციალები და არარეალიზებული განზრახვები


ენერგეტიკას აქვეითებს.

ენერგეტიკული რესურსების გამოსათავისუფლებლად აუცილებელია ან პოტენციური


განზრახვების ნაწილის მოცილება, ან მათი რეალიზაციის დაწყება.

იმისთვის, რომ ენერგიამ იმუშაოს, აუცილებელია საბოლოო მიზანზე კონცენტრირება.

კონცენტრაცია - არა დაძაბულობა, არამედ ყურადღების გამახვილებაა.

საკუთარი თავი მიაჩვიეთ იმაზე ფიქრს, რასაც მოცემულ მომენტში აკეთებთ.

აუცილებელია მიზნობრივ სლაიდზე ყურადღების სისტემატური ფიქსირება.

შეწყვიტეთ თავის მართლება.

544
შეწყვიტეთ საკუთარი მნიშვნელოვნების მტკიცების ყოველგვარი მცდელობა.

შეინარჩუნეთ ამალგამა და დაიცავით სარკული პრინციპები.

პოლარიზაციის შესამცირებლად აუცილებელია დაჭიმული მანების მოშვება.

რეალობის მართვის ხერხები: მიზნობრივი სლაიდი, პროცესის ვიზუალიზაცია, ენერგეტიკული


ნაკადები, ფრეიმი, აფეთქების ტალღა, გარეთა სფერო, დეკორაციების მისადაგება, მიზნობრივი
ამალგამა, განზრახვის ფიქსაცია, ინტეგრაცია.

პირადად თქვენთვის უმჯობესი ის ხერხია, რომელიც, თქვენი აზრით ყველაზე უკეთ გამოგდით.

ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც თქვენთვის მოსახერხებელია.

პრაქტიკის რეგულარულობა - წარმატების მთავარი პირობაა.

თქვენთვის აუცილებელია სარკეს თავი დააღწიოთ.

საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ, შეცვალეთ განზრახვის მიმართულება „მიღებიდან“


„შექმნისკენ“.

არ გამოიგონოთ იდეა, არამედ ამოიცანით ის.

საწყისი წერტილიდან დაძვრისას, იმოძრავეთ ვარიანტთა დინების მიმართულებით.

აიღეთ თქვენი უფლება იყოთ მართალი. გამოდით მწკრივიდან და გამოიტანეთ თქვენი


ვერდიქტი - გამოიყენეთ განმგებლის უფლება. მე ასე დავადგინე, რადგან მე - ჩემი რეალობის
განმგებელი ვარ.

ფარდა

სტუმრად მარადისობასთან

ძვირფასო მკითხველო!

დუალური სარკის ამ საოცარ სამყაროში ჩვენი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა. თქვენ


უძველეს ცოდნას ეზიარეთ. ის ყოველთვის არსებობდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა
სხვადასხვა ინტერპრეტაციით. რაც არ უნდა ჩახლართული იყოს ინტერპრეტაციები, არსი
ზედაპირზე დევს და ძალზე მარტივად გამოიყურება: თქვენ სარკის წინ დგახართ, რომელშიც
თქვენი აზრების სახე აირეკლება. სარკული ეფექტი ილუზიას შობს, თითქოს გარე სამყარო
დამოუკიდებლად არსებობს და მართვას არ ექვემდებარება. მაგრამ საკმარისია ილუზიისგან
გათავისუფლდეთ, და რეალობა დაგემორჩილებათ.

545
ამ გასაოცარ ცხად საიდუმლოსთან შეხებით, თქვენ მარადისობას ესტუმრეთ. ახლა იცით: იქ
ყოველთვის შეგიძლიათ დაბრუნება და ყველაფრის აღება, რაც სულს და გონებას სურს. მეკარე
შეგიშვებთ - მხოლოდ თქვენი ვერდიქტი წარუდგინეთ. ამ კარებს მიღმა გელით სამყარო, სადაც
შეუძლებელი შესაძლებელი ხდება.

არ მინდა და არ ვიმედოვნებ, არამედ გისურვებთ პირველ რიგში განმგებლის სითამამეს, და დაე


თქვენი ვაშლები ცაში დაცვივდეს!

ტერმინების ლექსიკონი

მნიშვნელოვნება

მნიშვნელოვნება იქ აღმოცენდება, სადაც რაღაცას ზედმეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს


ჭარბი პოტენციალია სუფთა სახით, რომლის აღმოფხვრისას წონასწორული ძალები ამ
პოტენციალის შემქმნელს პრობლემებს უქმნის. მნიშვნელოვნება ორგვარია: შინაგანი და
გარეგანი.

შინაგანი, ანუ საკუთარი მნიშვნელოვნება, საკუთარი ღირსებების ან ნაკლის გადაჭარბებული


შეფასების სახით ვლინდება. შინაგანი მნიშვნელოვნების ფორმულა ასე ჟღერს: „მე
მნიშვნელოვანი პერსონა ვარ“, ან „მე მნიშვნელოვან სამუშაოს ვასრულებ“. როდესაც
მნიშვნელოვნების ისარი ზედმეტად იხრება, წონასწორული ძალები აქტიურდება - და
„მნიშვნელოვანი პერსონა“ ცხვირში წკიპურტს იღებს. იმას, ვინც „მნიშვნელოვან სამუშაოს
ასრულებს“, იმედგაცრუება ელის: ან ეს სამუშაო არავის დასჭირდება, ან ძალიან ცუდად
შესრულდება. მეორე მხარეც არსებობს, კერძოდ კი, საკუთარი ღირსებების, საკუთარი თავის
დამცირება. ჭარბი პოტენციალის სიდიდე ორივე შემთხვევაში ერთნაირია, განსხვავება მხოლოდ
ნიშნებშია.

გარეგანი მნიშვნელოვნება ასევე ხელოვნურად იქმნება ადამიანის მიერ, როდესაც ის ძალზე


დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარე სამყაროს ობიექტს ან მოვლენას. გარეგანი მნიშვნელოვნების
ფორმულაა: „ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და ამას“, ან „ჩემთვის ძალიან
მნიშვნელოვანია ამის და ამის გაკეთება“. ამასთან იქმნება ჭარბი პოტენციალი, და ყველაფერი
ფუჭდება. წარმოიდგინეთ, რომ მორზე უნდა გაიაროთ, რომელიც მიწაზე დევს. არაფერია უფრო
მარტივი. ახლა კი უკვე ორ მაღალსართულიანი სახლის კიდეებზე გადებულ იგივე მორზე უნდა
გაიაროთ. ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, და თავს საწინააღმდეგოში ვერ
დაარწმუნებთ.

546
წარმატების ტალღა

წარმატების ტალღა თქვენთვის სასიკეთო ცხოვრების ხაზების გროვის სახით წარმოიქმნება.


ვარიანტთა სივრცეში ყველაფერია, და მათ შორის ასეთი ოქროს საბადოები. თუ ასეთი
არაერთგვაროვნების განაპირა ხაზზე მოხვდით და წარმატება დაიჭირეთ, შეგიძლიათ ინერციით
ისრიალოთ გროვის სხვა ხაზებზე, რასაც ახალი ბედნიერი გარემოებები მოჰყვება. მაგრამ თუ
პირველ წარმატებას ისევ შავი ზოლი მოჰყვა, ე.ი. თქვენ დესტრუქციულმა ქანქარამ ჩაგიჭირათ
და წარმატების ტალღას აგაცილათ.

არჩევანი

ტრანსერფინგი მიზნის მიღწევის პრინციპულად განსხვავებულ მიდგომას გთავაზობთ. ადამიანი


ირჩევს, როგორც რესტორანში შეკვეთას, ისე რომ მიღწევის საშუალებებზე არ ზრუნავს.
შედეგად მიზანი უმეტესწილად თავად რეალიზდება, შემკვეთის პირდაპირი მოქმედებებისგან
დამოუკიდებლად. თქვენი სურვილები არ შესრულდება. ოცნებები არ აგიხდებათ. მაგრამ თქვენი
არჩევანი - უცვლელი კანონია, და ის აუცილებლად ასრულდება. არჩევანის არსის ორი სიტყვით
ახსნა შეუძლებელია. მთელი ტრანსერფინგი იმის შესახებაა, რა არის არჩევანი და როგორ
გავაკეთოთ ის.

სულის და გონების ერთიანობა

გონებას აქვს ნება, მაგრამ გარეგანი განზრახვის მართვა არ შეუძლია. სულს შეუძლია შეიგრძნოს
თავისი იგივეობა გარეგან განზრახვასთან, მაგრამ არა აქვს ნება. ის ვარიანტთა სივრცეში
უმართავი ფრანივით დაფრინავს. იმისთვის, რომ გარეგანი განზრახვა ნებას დაუმორჩილოთ,
სულის და გონების ერთობას უნდა მიაღწიოთ. ამ მდგომარეობაში სულის გრძნობები და გონების
აზრები ერთიანდება. მაგალითად, ბედნიერების განცდის მომენტში ადამიანის სული „მღერის“,
ხოლო გონება „სიამოვნებით იფშვნეტს ხელებს“. ასეთ მდგომარეობაში ადამიანს შეუძლია
შექმნას. მაგრამ ისეც ხდება, რომ სული და გონება აღელვებისას, შიშისას და უსიამოვნებისას
ერთიანდება. მაშინ სრულდება უარესი მოლოდინები. და ბოლოს, როდესაც საღი აზრი ერთს
ამტკიცებს, ხოლო გული წინააღმდეგია, ეს ნიშნავს, რომ სულსა და გონებას შორის უთანხმოებაა.

მეთვალყურის გამოცანა

„ყოველ ადამიანს შეუძლია თავისუფლად აირჩიოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. როგორ


უნდა მოიპოვოთ ეს თავისუფლება?“ ადამიანმა არ იცის იმის შესახებ, რომ სასურველის
მოპოვება კი არა, არამედ მისი უბრალოდ მიღება შეიძლება. სრულიად წარმოუდგენლად
ჟღერს, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ნამდვილად ასეა. ამ გამოცანაზე პასუხს გაიგებთ, როდესაც
წიგს „რეალობის ტრანსერფინგი“ თავიდან ბოლომდე წაიკითხავთ. ნუ შეეცდებით უცებ ბოლო
თავში ჩაიხედოთ, რადგან პასუხი თქვენთვის გაუგებარი იქნება.

547
ნიშნები

გზამკვლევი ნიშნები ვარიანტთა დინების მომავალ შებრუნებაზე მიგვითითებს. როდესაც ისეთი


რამ ახლოვდება, რასაც მოვლენათა მსვლელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება,
მიმანიშნებელი ნიშანი ჩნდება. როდესაც ვარიანტთა დინება უხვევს, თქვენ ცხოვრების სხვა ხაზზე
გადადიხართ. ყოველი ხაზი მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანია თავისი თვისებებით. ვარიანტთა
დინებაში ნაკადმა შეიძლება სხვადასხვა ხაზები გადაკვეთოს. ცხოვრების ხაზებს ერთმანეთისგან
მათი პარამეტრები განასხვავებს. ცვლილებები შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ განსხვავება
მაინც შეიგრძნობა. სწორედ ამ თვისობრივ განსხვავებას ამჩნევთ ცნობიერად ან არაცნობიერად:
თითქოს რაღაც ისე არაა.

გზამკვლევი ნიშნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩნდება, როდესაც ცხოვრების სხვა ხაზზე


გადასვლა იწყება. ცალკეული მოვლენები შეიძლება ვერც შეამჩნიოთ. მაგალითად ყვავმა
დაიჩხავლა, თქვენ კი ყურადღება არ მიაქციეთ. თქვენ ვერ შეამჩნიეთ თვისობრივი განსხვავება,
ე.ი. ჯერ კიდევ ძველ ხაზზე იმყოფებით. მაგრამ თუ მოვლენაში რაღაცამ შეგაშფოთათ, ე.ი. ეს
ნიშანია. ნიშანი ჩვეულებრივი მოვლენისგან იმით განსხვავდება, რომ ის ყოველთვის ცხოვრების
თვისობრივად განსხვავებულ ხაზზე დაწყებულ გადასვლას იუწყება.

ჭარბი პოტენციალი

ჭარბი პოტენციალი - დაძაბულობაა, თანაბარზომიერ ენერგეტიკულ ველში ლოკალური


გადახრაა. ასეთი არაერთგვაროვნება აზრობრივი ენერგიით იქმნება, როდესაც რომელიმე
ობიექტს გადაჭარბებული მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, სურვილი - ჭარბი პოტენციალია,
რადგან ის მიისწრაფის სასურველი საგანი იქ მიიზიდოს, სადაც ის არ არის. მტანჯველი სურვილი
გქონდეთ ის, რაც არ გაქვთ, ქმნის ენერგეტიკულ „წნევის ვარდნას“, რომელიც წონასწორული
ძალების ქარს იწვევს. ჭარბი პოტენციალების სხვა მაგალითებია: უკმაყოფილება, განკითხვა,
აღფრთოვანება, თაყვანისცემა, გაიდეალება, გადაფასება, სიძულვილი, ამპარტავნება;
უპირატესობის, დანაშაულის, არასრულყოფილების გრძნობა.

ინდუცირებული გადასვლა

კატასტროფები, სტიქიური უბედურებები, შეიარაღებული კონფლიქტები, ეკონომიკური


კრიზისები სპირალურად ვითარდება. ჩასახვა, დაქოქვა, მზარდი დაძაბულობა, შემდეგ
კულმინაცია, ემოციების დუღილი, და ბოლოს გადაწყვეტა - მთელი ენერგია სივრცეში
იფრქვევა, და დროებითი სიმშვიდე ისადგურებს. დაახლოებით ასე მუშაობს მორევიც.

ადამიანთა ჯგუფების ყურადღება ქანქარის მარყუჟში ექცევა, რომელიც სულ უფრო ძლიერად
ტრიალებს და ადამიანებს ცხოვრების უბედურების ხაზებზე ითრევს. ადამიანი ქანქარის პირველ
ბიძგზე რეაგირებს - მაგალითად, ნეგატიურ მოვლენაზე, მონაწილეობს განვითარებაში და
სპირალის მოქმედების ზონაში აღმოჩნდება, რომელიც ვითარდება და მორევის მსგავსად
ჩაითრევს მას.

548
მორევში ჩათრევის მოვლენა ისეთ ცხოვრების ხაზზე ინდუცირებულ გადასვლად
განისაზღვრება, სადაც ადამიანი მსხვერპლი ხდება. ქანქარის ბიძგზე მისი გამოპასუხება და
შემდგომი რხევების ენერგიით ორმხრივი მომარაგება ცხოვრების ისეთ ხაზზე გადასვლის
ინდუცირებას იწვევს, რომელიც ქანქარის რხევების სიხშირის მსგავსია. შედეგად მოცემული
ადამიანის სამყაროს ნიშაში ნეგატიური მოვლენა ირთვება.

მნიშვნელოვნების კოორდინაცია

ნურაფერს მიანიჭებთ ზედმეტ მნიშვნელობას. თქვენი მნიშვნელობა თქვენ კი არა, ქანქარებს


სჭირდებათ. ქანქარები ადამიანებს მნიშვნელოვნების ძაფებით მარიონეტებივით მართავენ.
ადამიანს მნიშვნელოვნების ძაფების ხელიდან გაშვების ეშინია, რადგან დამოკიდებულების
ტყვეობაშია, რომელიც საყრდენის და თავდაჯერების ილუზიას ქმნის.

თავდაჯერება ისევ ის თავდაუჯერებლობის ჭარბი პოტენციალია, ოღონდ საპირისპირო ნიშნით.


გაცნობიერებულობა და განზრახვა ქანქარების თამაშის იგნორირების და სასურველის
უბრძოლველად მიღწევის საშუალებას იძლევა. ხოლო როდესაც თავისუფლება არსებობს
ბრძოლის გარეშე, მაშინ თავდაჯერება საჭირო არაა. თუ მნიშვნელოვნებისგან თავისუფალი
ვარ, არაფერი მაქვს დასაცავი და მოსაპოვებელი - უბრალოდ წყნარად მივდივარ და ჩემსას
ვირჩევ.

ქანქარებისგან გასათავისუფლებლად შინაგან და გარეგან მნიშვნელოვნებაზე უარის თქმაა


საჭირო. პრობლემები და წინაღობები მიზნისკენ გზაზე ასევე მნიშვნელოვნების ჭარბი
პოტენციალების შედეგის სახით ჩნდება. წინაღობები მნიშვნელოვნების ფუნდამენტზე დგას. თუ
მნიშვნელოვნებას გააზრებულად მოვიცილებთ, წინაღობები თავად გაცამტვერდება.

განზრახვის კოორდინაცია

ნეგატივისკენ მიდრეკილ ადამიანებში უარესი მოლოდინების რეალიზაცია ადასტურებს, რომ


ადამიანს მოვლენათა მიმდინარეობაზე ზეგავლენის მოხდენის უნარი აქვს. ვარიანტთა სივრცეში
ყოველ მოვლენას ცხოვრების ხაზზე ორი განშტოება აქვს - ხელსაყრელი და არახელსაყრელი
მიმართულებით. ყოველ ჯერზე, ამა თუ იმ მოვლენასთან შეჯახებისას, თქვენ არჩევანს აკეთებთ,
როგორი დამოკიდებულება გქონდეთ მასთან. თუ მოვლენას პოზიტიურად აფასებთ, ცხოვრების
ხელსაყრელ ხაზზე ხვდებით. მაგრამ ნეგატივიზმისკენ მიდრეკილება უკმაყოფილების
გამოხატვას და არახელსაყრელი განშტოების არჩევას გაიძულებთ.

როგორც კი რაღაცამ გაგაღიზიანათ, მას სხვა უსიამოვნება მოყვება კვალად. ასე გამოდის, რომ
„უბედურება მარტო არასდროს მოდის“. მაგრამ უსიამოვნებათა რიგი არა თავად უბედურებას,
არამედ მისდამი თქვენს დამოკიდებულებას მოჰყვება. კანონზომიერება თქვენი არჩევანით
ფორმირდება, რომელსაც გზაჯვარედინზე აკეთებთ. ნეგატივიზმისკენ თქვენი მიდრეკილების
ხარისხის გააანალიზებით შეგიძლიათ წარმოდგენა შეიქმნათ, საით მიჰყავხართ მთელი
ცხოვრების განმავლობაში ნეგატიური განშტოებების ასეთ ჯაჭვს.

549
განზრახვის კოორდინაციის პრინციპი ასე ჟღერს. თუ სცენარში თქვენს მიერ ნეგატიურად
დანახულ ცვლილებას პოზიტიურად შეცვლით, მაშინ ყველაფერი სწორედ ასე იქნება. ამ
პრინციპით ხელმძღვანელობით ისეთივე წარმატებას მიაღწევთ პოზიტიურში, როგორსაც
ნეგატივისტები აღწევენ თავიანთ უარეს მოლოდინებში.

ცხოვრების ხაზი

ადამიანის ცხოვრება, როგორც მატერიის სხვა ნებისმიერი მოძრაობა, მიზეზების და შედეგების


ჯაჭვს წარმოადგენს. ვარიანტთა სივრცეში შედეგი ყოველთვის მისი გამომწვევი მიზეზის ახლოს
მდებარეობს. როგორც ერთი გამომდინარეობს მეორედან, ასევე სივრცის ახლომდებარე
სექტორები ცხოვრების ხაზებად ლაგდება. სცენარები და დეკორაციები ცხოვრების ერთ ხაზზე
მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანია თავისი თვისებებით. ადამიანის ცხოვრება თანაბარზომიერად
მიედინება თავის ხაზზე მანამ, სანამ არ მოხდება მოვლენა, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის
სცენარს და დეკორაციებს. მაშინ ბედი გეზს იცვლის და ცხოვრების სხვა ხაზზე გადადის. თქვენ
ყოველთვის იმ ხაზებზე იმყოფებით, რომელთა პარამეტრებსაც თქვენი აზრობრივი გამოსხივება
აკმაყოფილებს. სამყაროსადმი თქვენი დამოკიდებულების, ანუ საკუთარი აზროფორმის
ცვლილებით თქვენ ცხოვრების სხვა ხაზზე გადადიხართ, მოვლენათა განვითარების სხვა
ვარიანტებით.

მატერიალური რეალიზაცია

ვარიანტთა სივრცის ინფორმაციული სტრუქტურა გარკვეულ პირობებში შეიძლება


მატერიალიზდეს. ყოველ აზრს, ისევე როგორც სივრცის სექტორს, გარკვეული პარამეტრები
აქვს. შესაბამის სექტორზე „მინათებული“ აზრობრივი გამოსხივება შესატყვის ვარიანტს
ახორციელებს.

ამგვარად აზრები უშუალოდ ზემოქმედებენ მოვლენათა მიმდინარეობაზე.

ვარიანტთა სივრცე შაბლონს წარმოადგენს, ის მატერიის მოძრაობის ფორმას და ტრაექტორიას


განსაზღვრავს. მატერიალური რეალიზაცია მოძრაობს სივრცესა და დროში, მაგრამ ვარიანტები
ადგილზე რჩებიან და მარად არსებობენ. ყოველი ცოცხალი არსება თავისი აზრობრივი
გამოსხივებით საკუთარი სამყაროს ნიშას ქმნის. ჩვენს სამყაროში მრავალი ცოცხალი
ორგანიზმია, და ყოველ მათგანს თავისი წვლილი შეაქვს რეალობის ფორმირებაში.

ქანქარები

აზრობრივი ენერგია მატერიალურია, და ის უკვალოდ არ ქრება. როდესაც ადამიანთა ჯგუფები


ერთი მიმართულებით ფიქრს იწყებენ, მათი „აზრობრივი ტალღები“ ერთმანეთს ედება, და
ენერგიის ოკეანეში იქმნება უხილავი, მაგრამ რეალური ენერგოინფორმაციული სტრუქტურები
- ქანქარები. ეს სტრუქტურები დამოუკიდებლად განვითარებას იწყებენ და ადამიანებს თავიანთ

550
კანონებს უმორჩილებენ. დესტრუქციული ქანქარის ტყვეობაში მოხვედრილი ადამიანი
თავისუფლებას კარგავს - ის დიდ მექანიზმში ჭანჭიკად იქცევა.

ქანქარა მით უფრო ძლიერად „ბრუნავს“, რაც მეტი ადამიანი - მიმდევარი - კვებავს მას თავისი
ენერგიით. ყოველ ქანქარას თავისი დამახასიათებელი რხევათა სიხშირე აქვს. მაგალითად,
საქანელას გაქანავება მხოლოდ გარკვეული სიხშირის ძალისხმევით შეიძლება. ამ სიხშირეს
რეზონანსული ეწოდება. თუ ქანქარის მიმდევართა რაოდენობა მცირდება, მისი რხევები ქრება.
როდესაც მიმდევრები აღარ რჩება, ქანქარა ჩერდება და როგორც არსება კვდება.

ადამიანისგან ენერგიის გამოსაქაჩად ქანქარები მის გრძნობებს და რეაქციებს ეჭიდებიან: ბრაზს,


უკმაყოფილებას, სიძულვილს, გაღიზიანებას, შფოთვას, პანიკას, შიშს, აღელვებას,
დათრგუნულობას, სიბრალულს, მიჯაჭვულობას, აღფრთოვანებას, სინაზეს, გაიდეალებას,
აღტაცებას, იმედგაცრუებას, სიამაყეს, ამპარტავნებას, ზიზღს, ვალდებულების გრძნობას,
დანაშაულის გრძნობას და ა.შ

დესტრუქციული ქანქარის გავლენას დამორჩილებული ადამიანისთვის მთავარ საშიშროებას


წარმოადგენს ის, რომ ქანქარას თავისი მსხვერპლი იმ ცხოვრების ხაზებიდან შორს მიჰყავს,
რომელზეც ადამიანს საკუთარი ბედნიერების პოვნა შეუძლია. თავსმოხვეული მიზნებისგან
გათავისუფლებაა საჭირო, რომლებისთვის ბრძოლისას ადამიანი სულ უფრო მეტად შორდება
საკუთარ გზას.

ქანქარა, თავისი არსით, ეგრეგორს წარმოადგენს, მაგრამ ამით ყველაფერი არაა ნათქვამი.
ცნება „ეგრეგორი“ არ ასახავს ადამიანის ენერგოინფორმაციულ არსებებთან
ურთიერთქმედებების ნიუანსების მთელ კომპლექსს.

განზრახვა

განზრახვის მიახლოებით შეიძლება განისაზღვროს როგორც ფლობის გადაწყვეტილება და


მოქმედება. რეალიზდება არა სურვილი, არამედ განზრახვა. ისურვეთ ხელის აწევა. სურვილი
აზრებშია გაფორმებული: თქვენ იცნობიერებთ, რომ ხელის აწევა გსურთ. სურვილი სწევს ხელს?
არა, თავისთავად სურვილი არავითარ მოქმედებას არ იწვევს. ხელი მხოლოდ მას შემდეგ
აიწევა, როდესაც სურვილის შესახებ აზრები გადამუშავდა და მხოლოდ მოქმედების
გადაწყვეტილება დარჩა. იქნებ მოქმედების გადაწყვეტილება სწევს ხელს? არც ეს. თქვენ
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ ხელს ასწევთ, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იძვრის
ადგილიდან. რა სწევს ხელს? როგორ განვსაზღვროთ ის, რაც გადაწყვეტილებას მოსდევს?

აი აქ ვლინდება გონების უსუსურობა გასაგებად ახსნას, რას წარმოადგენს განზრახვა.


განზრახვის ჩვენი განსაზღვრება როგორც ფლობის გადაწყვეტილება და მოქმედება
წარმოადგენს მხოლოდ ძალის პრელუდიას, რომელიც, თავისთავად, ახორციელებს კიდეც
მოქმედებას. მხოლოდ ფაქტის კონსტატირებაღა რჩება, რომ ხელს სწევს არა სურვილი და
გადაწყვეტილება, არამედ განზრახვა.

551
განზრახვა იყოფა შინაგან და გარეგან განზრახვად. შინაგანი განზრახვა გულისხმობს გარე
სამყაროზე აქტიურ ზემოქმედებას - ესაა მოქმედების გადაწყვეტილება. გარეგანი განზრახვა -
ესაა ფლობის გადაწყვეტილება, როდესაც სამყარო თავად ემორჩილება ადამიანის ნებას.
შინაგანი განზრახვა - ესაა მიზნისკენ საკუთარი მოძრაობის პროცესზე ყურადღების
კონცენტრაცია. გარეგანი - ყურადღების კონცენტრირება იმაზე, როგორ რეალიზდება მიზანი
თავად. შინაგანი განზრახვით მიზანი მიიღწევა, გარეგანით - აირჩევა. ყველაფერი, რაც
მაგიასთან და პარანორმალურ მოვლენებთანაა დაკავშირებული, გარეგანი განზრახვის
სფეროს ეკუთვნის. ყველაფერი, რისი მიღწევაც ჩვეულებრივი მსოფლმხედველობის
საზღვრებში შეიძლება, შინაგანი განზრახვის ძალით მიიღწევა.

დამოკიდებულების ურთიერთობები

დამოკიდებულების ურთიერთობები განისაზღვრება პირობის დაყენებით, მაგალითად „თუ შენ


ასე იქცევი, მე ასე მოვიქცევი“. „თუ გიყვარვარ, ე.ი. ყველაფერს დაყრი და ჩემთან ერთად
წამოხვალ ქვეყნიერების კიდეზე. თუ ცოლად არ მითხოვ (ცოლად არ გამომყვები), ე.ი. არ
გიყვარვარ. თუ შემაქებ, შენთან ვიმეგობრებ. თუ შენს ნიჩაბს არ მომცემ, მოედნიდან გაგაგდებ“.

როდესაც სიყვარული დამოკიდებულების ურთიერთობებში გადადის, აუცილებლად


წარმოიქმნება პოლარიზაცია და წონასწორობა ირღვევა. უპირობო სიყვარული - ესაა
სიყვარული ფლობის უფლების გარეშე, აღფრთოვანება თაყვანისცემის გარეშე. სხვა სიტყვებით,
ასეთი გრძნობა არ ქმნის დამოკიდებულ ურთიერთობებს მათ შორის, ვისაც უყვარს, და მისი
სიყვარულის საგანს შორის.

წონასწორობა იმ შემთხვევაშიც ირღვევა, თუ ერთს მეორეს ადარებენ ან უპირისპირებენ: „ჩვენ


ასეთები ვართ, ისინი კი სხვანაირები!“ მაგალითად, ნაციონალური სიამაყე: რომელ ერებთან
მიმართებაში? არასრულფასოვნების გრძნობა: ვისთან შედარებით? ან საკუთარი თავით სიამაყე:
ვისთან შედარებით?

სადაც დაპირისპირებაა, იქ აუცილებლად ერთვება საქმეში წონასწორული ძალები. მათი


მოქმედება მიმართულია ან იქით, რომ დაპირისპირების სუბიექტები ერთმანეთს მოწყვიტოს, ან
შეაერთოს - ორმხრივი თანხმობისთვის, ან შეჯახებისთვის. თუ პოლარიზაცია თქვენი შექმნილია,
ძალის მოქმედება პირველ რიგში თქვენს საწინააღმდეგოდ იქნება მომართული.

პოლარიზაცია

ჭარბი პოტენციალები წარმოიქმნება, როდესაც რომელიღაც თვისებებს გადაჭარბებული


მნიშვნელობა ენიჭება. დამოკიდებულების ურთიერთობები კი ადამიანებს შორის მაშინ იბადება,
თუ ისინი ერთმანეთს ედრებიან, უპირისპირდებიან და პირობებს უყენებენ ერთიმეორეს: „თუ შენ
ასე იქცევი, მაშინ მე ასე მოვიქცევი“. თავისთავად ჭარბი პოტენციალი საშიში არაა მანამ, სანამ
დამახინჯებული შეფასება მიმართების გარეშე, თავისთვის არსებობს. მაგრამ როგორც კი ერთი
ობიექტის ხელოვნურად ამაღლებული შეფასება შედარებით ურთიერთობაში დგება მეორესთან
მიმართებით, იქმნება პოლარიზაცია, იბადება წონასწორული ძალების ქარი. წონასწორული

552
ძალები წარმოქმნილი პოლარიზაციის გაქარწყლებისკენ ისწრაფვიან, და მათი მოქმედება
უმეტესწილად მიმართულია იმის საწინააღმდეგოდ, ვინც ეს პოლარიზაცია შექმნა.

ვარიანტთა სივრცე

ვარიანტთა სივრცე ინფორმაციულ სტრუქტურას წარმოადგენს. ესაა ინფორმაციის უსასრულო


ველი, რომელიც ყველა მოვლენის ნებისმიერ ვარიანტს შეიცავს, რომელიც შეიძლება მოხდეს.
შეიძლება ითქვას, ვარიანტთა სივრცეში არის ყველაფერი, რაც იყო, არის და იქნება. ვარიანტთა
სივრცე შაბლონს, საკოორდინაციო ბადეს წარმოადგენს მატერიის მოძრაობისთვის დროსა და
სივრცეში. როგორც წარსული, ასევე მომავალი იქ სტაციონარულად ინახება, როგორც
კინოლენტაზე, ხოლო დროის ეფექტი მხოლოდ ცალკეული კადრის გადაადგილების შედეგად
ვლინდება, რომელშიც აწმყო მჟღავნდება.

სამყარო ერთდროულად ორი ფორმით არსებობს: ფიზიკური რეალობის, რომლის ხელით


შეხება შეიძლება, და ვარიანტთა მეტაფიზიკური სივრცის სახით, რომელიც აღქმის მიღმა
მდებარეობს, მაგრამ ნაკლებად ობიექტური არაა. მაგრამ ამ საინფორმაციო ველის წვდომა
პრინციპში შესაძლებელია.

სწორედ იქიდან მოდის ინტუიციური ცოდნა და ნათელხილვა. გონებას არ ძალუძს რაიმე


პრინციპულად ახლის შექმნა. მას მხოლოდ სახლის ახალი ვერსიის აწყობა შეუძლია ძველი
კუბებით. ტვინი თავად ინფორმაციას კი არ ინახავს, არამედ ასე ვთქვათ ინფორმაციის მისამართს
ვარიანტთა სივრცეში. ყველა სამეცნიერო აღმოჩენას და ხელოვნების შედევრებს გონება იღებს
ვარიანტთა სივრციდან სულის მეშვეობით.

სიზმრები არ წარმოადგენს ილუზიას ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. გონება ვერ


წარმოიდგენს საკუთარ სიზმრებს - ის მათ სინამდვილეში ხედავს. ის, რასაც ჩვენ რეალობაში
ვაკვირდებით, - რეალიზებული ვარიანტებია. სიზმარში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ის, რაც არ
რეალიზებულა, ანუ პიესები ვირტუალური სცენარებითა და დეკორაციებით. სიზმრები
გვიჩვენებენ იმას, რაც შეიძლება მომხდარიყო წარსულში ან მომავალში. სიზმარხილვა -
ვარიანტთა სივრცეში სულის მოგზაურობაა.

წონასწორული ძალები

ყველგან, სადაც ჭარბი პოტენციალია, წონასწორული ძალები იქმნება, რომელიც მის


გაქარწყლებაზეა მიმართული. პოტენციალს ადამიანის აზრობრივი ენერგია ქმნის, როდესაც
რომელიმე ობიექტს ის გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

მაგალითად, შევადაროთ ორი სიტუაცია: თქვენ დგახართ საკუთარ სახლში იატაკზე, და


დგახართ უფსკრულის კიდესთან. პირველ შემთხვევაში თქვენ ეს საერთოდ არ გაღელვებთ.
მეორე შემთხვევაში - სიტუაციას თქვენთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს: ერთი
გაუფრთხილებელი მოძრაობა, და გამოუსწორებელი მოხდება. ენერგეტიკულ დონეზე იმ

553
ფაქტს, რომ თქვენ უბრალოდ დგახართ, ერთნაირი მნიშვნელობა აქვს როგორც პირველ, ისე
მეორე შემთხვევაში. მაგრამ, უფსკრულის პირას მდგომი, თქვენ თქვენი შიშით დაძაბულობას
ამწვავებთ, ენერგეტიკულ ველში არაერთგვაროვნებას ქმნით. შედეგად იქმნება წონასწორული
ძალები, რომლებიც ამ არაერთგვაროვნების მოცილებაზეა მიმართული. თქვენ რეალურადაც
კი შეგიძლიათ მათი მოქმედების შეგრძნება: ერთი მხრივ, აუხსნელი ძალა ქვევით გექაჩებათ,
მეორე მხრივ კი - კიდესგან მოშორებით ნაბიჯის გადადგმას გაიძულებთ. თქვენი შიშის ჭარბი
პოტენციალის გასაქარწყლებლად ხომ წონასწორულ ძალებს თქვენი ან კიდისგან მოშორება ან
ძირს ჩაგდება სჭირდება. სწორედ ამ მოქმედებას გრძნობთ თქვენ.

წონასწორული ძალების მოქმედება ჭარბი პოტენციალების გასაქარწყლებლად პრობლემების


უდიდეს წილს შობს. მათი მზაკვრულობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი უფრო ხშირად
იღებს განზრახვის საპირისპირო შედეგს. ამასთან სრულიად გაუგებარია, მაინც რა ხდება. აქედან
იბადება შეგრძნება, რომ მოქმედებს რაღაც აუხსნელი, ბოროტი ძალა, თავისებური „მუხანათური
კანონი“.

ვარიანტთა სივრცის სექტორი

სივრცის ყოველ წერტილში არსებობს ამა თუ იმ მოვლენის საკუთარი ვარიანტი. გაგების


გამარტივებისთვის ჩავთვალოთ, რომ ვარიანტი შედგება სცენარისგან და დეკორაციებისგან.
დეკორაციები - ესაა გამოვლინების გარეგნული სახე ანუ ფორმა, სცენარი კი - გზა, რომლითაც
მატერია მოძრაობს. მოსახერხებელი რომ იყოს, შეგვიძლია ვარიანტთა სივრცე სექტორებად
დავყოთ. ყოველ სექტორს თავისი სცენარი და დეკორაციები აქვს. რაც უფრო დაშორებულია
სექტორები, მით მეტი განსხვავებაა სცენარებსა და დეკორაციებს შორის. ადამიანის ბედიც
მრავალი ვარიანტითაა წარმოდგენილი. თეორიულად არ არსებობს არავითარი შეზღუდვა
ადამიანის ბედის შესაძლებელ შეტრიალებაში, რადგან ვარიანტთა სივრცე უსასრულოა.

სლაიდი

ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე და გარე სამყაროზე უფრო ხშირად ჭეშმარიტებისგან


საკმაოდ შორსაა. დამახინჯებას ჩვენი სლაიდები იწვევს. მაგალითად, თქვენ საკუთარი ნაკლი
გაწუხებთ და ამის გამო არასრულფასოვნების გრძნობა გაქვთ, რადგან გეჩვენებათ, რომ ეს არც
სხვებს მოსწონთ და ისინი ამის გამო არ მიგიღებენ. მაშინ, ადამიანებთან ურთიერთობისას,
თქვენს „პროექტორში“ დებთ არასრულფასოვნების კომპლექსის სლაიდს და ყველაფერს
დამახინჯებულად ხედავთ.

სლაიდი - რეალობის დამახინჯებული სურათია თქვენს გონებაში. ნეგატიური სლაიდი, როგორც


წესი, სულის და გონების ერთობას ბადებს, და ამიტომ სინამდვილეში ხორციელდება. ჩვენი
უარესი მოლოდინები მართლდება. ნეგატიური სლაიდები შეიძლება პოზიტიურად
გარდავქმნათ და ჩვენზე მუშაობა ვაიძულოთ. თუ თქვენ გააზრებულად ქმნით პოზიტიურ
სლაიდს, მას გასაოცარი სახით შეუძლია თქვენი სამყაროს ნიშას ტრანსფორმირება. მიზნობრივი
სლაიდი - წარმოსახვითი სურათია იმის შესახებ, თითქოს მიზანი უკვე მიღწეულია. სლაიდის

554
სისტემატური ვიზუალიზაცია ვარიანტთა სივრცის შესაბამისი სექტორის მატერიალიზაციას
იწვევს.

სამყაროს ნიშა

ყოველი ცოცხალი ორგანიზმი აზრების ენერგიით ვარიანტთა სივრცის გარკვეული სექტორის


მატერიალიზაციას ახდენს და საკუთარი სამყაროს ნიშას ქმნის. ყველა ამ ნიშას ერთმანეთზე
ზედდება ხდება, და ამიტომ ყველა არსებას თავისი წვლილი შეაქვს რეალობის ფორმირებაში.
ადამიანი თავისი მსოფლშეგრძნებით ინდივიდუალურ სამყაროს ნიშას - ცალკეულ რეალობას
ქმნის. ეს რეალობა, ადამიანის დამოკიდებულების მიხედვით, ამა თუ იმ ელფერს იძენს.
ხატოვნად თუ ვიტყვით, იქ გარკვეული ამინდის პირობები ისადგურებს: მზით განათებული
სისხამი დილა თუ მოღრუბლული და თავსხმა წვიმა, ან ქარიშხალი ღმუის, ან საერთოდ
ბუნებრივი კატასტროფა ხდება.

ინდივიდუალური რეალობა ორი გზით ფორმირდება: ფიზიკურით და მეტაფიზიკურით. სხვა


სიტყვებით, საკუთარ სამყაროს ადამიანი თავისი მოქმედებითა და აზრებით აშენებს.
აზროფორმები აქ მთავარ როლს თამაშობს, რადგან მატერიალური პრობლემების
მნიშვნელოვან წილს ქმნის, რომლებთან ბრძოლაც უწევს ადამიანს დროის უდიდეს ნაწილში.
ტრანსერფინგს საქმე აქვს მხოლოდ მეტაფიზიკურ ასპექტთან.

ვარიანტთა დინება

ინფორმაცია ვარიანტთა სივრცეში სტაციონარულად, მატრიცის სახით დევს. ინფორმაციის


სტრუქტურა ერთმანეთთან დაკავშირებული ჯაჭვებითაა ორგანიზებული. მიზეზ-შედეგობრივი
კავშირები ვარიანტთა დინებას აჩენს.

მშფოთვარე გონება გამუდმებით განიცდის ქანქარების ბიძგებს და სიტუაციის გაკონტროლების


მცდელობით ყველა პრობლემის გადაჭრას ლამობს. გონების გადაწყვეტილებები - ძირითად
შემთხვევაში წყალზე ხელების უაზრო ტყაპუნია. პრობლემათა, განსაკუთრებით მცირე
პრობლემების უმეტესობა თავისთავად გვარდება, თუ ვარიანტთა დინებას ხელს არ შევუშლით.
მთავარი მიზეზი, რომლის გამოც არ ღირს დინების აქტიური შეწინააღმდეგება, იმაში
მდგომარეობს, რომ ამ დროს უსარგებლოდ ან საზიანოდ იხარჯება ბევრი ენერგია. დინება
უმცირესი წინააღმდეგობის გზით მიდის, ამიტომ პრობლემის ყველაზე ეფექტიან და
რაციონალურ გადაჭრას შეიცავს. დინების შეწინააღმდეგება, პირიქით, მრავალ ახალ
პრობლემას აჩენს.

გონების მძლავრი ინტელექტი საჭირო არაა, თუ პასუხი უკვე არსებობს ვარიანტთა სივრცეში.
სიღრმეში თუ არ შევტოპავთ და ვარიანტთა დინებას ხელს არ შევუშლით, პასუხი, ამასთან
ყველაზე ოპტიმალური, თავად მოვა. ოპტიმალურობა უკვე ჩადებულია საინფომაციო ველის
სტრუქტურაში. ვარიანტთა სივრცეში ყველაფერია, მაგრამ დიდი ალბათობით მცირე
ენერგომოცულობის ვარიანტები ხორციელდება. ბუნება ენერგიას ტყუილად არ ხარჯავს.

555
ტრანსერფინგი

სიტყვა „ტრანსერფინგი“ მე არ გამომიგონებია, ის იქიდან დამეცა თავზე, საიდანაც სხვა


დანარჩენი ტერმინი და საერთოდ წიგნის მთელი შინაარსი მოვიდა. მისი მნიშვნელობა მეც კი არ
მესმოდა გარკვეულ დრომდე. აქ ასოციაციები როგორ მივუსადაგოთ, ისიც კი გაუგებარია. ამ
სიტყვის მნიშვნელობა შეიძლება განიმარტოს როგორც „ვარიანტთა სივრცეში სრიალი“, ან
„რეალობაში პოტენციურად შესაძლებელი ვარიანტის ტრანსფორმაცია“, ან „ცხოვრების ხაზებზე
გადასვლა“. მაგრამ ზოგადი გაგებით, თუ თქვენ ტრანსერფინგით ხართ დაკავებული, ე.ი.
წარმატების ტალღაზე ბალანსირებთ.

ფრეილინგი

ფრეილინგი - ესაა ადამიანური ურთიერთობების ეფექტიანი ტექნოლოგია, რომელიც


ტრანსერფინგის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ფრეილინგის მთავარი პრინციპის
ფორმულირება ასე შეიძლება: უარი თქვით მიღების განზრახვაზე, შეცვალეთ ის გაცემის
განზრახვით, და მიიღებთ იმას, რაზეც უარი თქვით.

ამ პრინციპის მოქმედება ეფუძნება იმას, რომ თქვენი გარეგანი განზრახვა იყენებს პარტნიორის
შინაგან განზრახვას ისე, რომ მის ინტერესებს არ აზიანებს. შედეგად თქვენ ადამიანისგან იმას
იღებთ, რასაც შინაგანი განზრახვის ჩვეულებრივი მეთოდებით ვერ მიაღწიეთ. ამ პრინციპით
ხელმძღვანელობით შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწევთ პირად და საქმიან ურთიერთობებში.

მიზნები და კარები

ყოველ ადამიანს თავისი უნიკალური გზა აქვს, რომელზეც ის ამ ცხოვრებაში ჭეშმარიტ


ბედნიერებას მოიპოვებს. ქანქარები ადამიანს თავს ახვევენ მისთვის უცხო მიზნებს, რომლებიც
მას თავიანთი პრესტიჟულობით და მიუწვდომლობით იზიდავენ. ცრუ მიზნების დევნით ან
ვერაფერს მიაღწევთ, ან, თუ მიაღწევთ, მიხვდებით, რომ ეს არაფერში გჭირდებათ.

თქვენი მიზანი თქვენს ცხოვრებას დღესასწაულად აქცევს. თქვენი მიზნის მიღწევა სხვა
დანარჩენი სურვილების შესრულებას მოიზიდავს, ამასთან შედეგები ყოველგვარ მოლოდინს
გადააჭარბებს. თქვენი კარი ის გზაა, რომელიც თქვენს მიზანთან მიგიყვანთ.

თუ თქვენი მიზნისკენ მიდიხართ თქვენი კარის გავლით, ვერავინ და ვერაფერი შეგიშლით ხელს,
რადგან თქვენი სულის გასაღები იდეალურად ერგება თქვენი გზის საკეტს. თქვენსას ვერავინ
წაგართმევთ. ასე რომ თქვენი მიზნის მიღწევასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება.
პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ თქვენი მიზანი და თქვენი კარი უნდა იპოვოთ. ტრანსერფინგი
გასწავლით, როგორ გააკეთოთ ეს.

556
შვიდი თავის აუდიო-ვერსია ქართულ ენაზე შეგიძლიათ მოისმინოთ ამ ლინკზე:
https://bit.ly/3vlSOm3

ვებ-გვერდის ლინკი:
https://magma.ge/categories/რეალობის-ტრანსერფინგი

წიგნი თარგმნილია და მისი შვიდი თავი გახმოვანებულია ვებ-გვერდ magma.ge-ს მიერ. თუ ეს


წიგნი თქვენთან მოხვდა, გთხოვთ, დააფასოთ ჩვენი შრომა და ჩაგვირიცხოთ დონაციის სახით
ნებისმიერი თანხა შემდეგ რეკვიზიტებზე:

საქართველოს ბანკი:
GE04BG0000000621532700

თბს ბანკი:
GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი:
35001029103

557

You might also like