You are on page 1of 21

3/13/2021

მთარგმნელი: მამუკა გურული

ცხოვრება თამაშია, უმაღლესი თამაში. თუ ცხოვრებას განვიხილავთ,


როგორც თამაშს, და არ მოვეპყრობით მას მეტისმეტად
სერიოზულად, იგი ძალიან ღრმა აზროს მოიპოვებს. თუ ამასთან
უბრალო და უმანკო იქნებით, ეს თამაში ძალიან ბევრს მოგცემთ.

თამაშები უნივერსიტეტების კურსებს ჰგავს. ყოველი კურსის


გავლისას თქვენ რაღაცას სწავლობთ და შემდეგზე გადადიხართ.
ცხოვრების თამაში გარკვეულ უნარს მოითხოვს. თუ ეს უნარი არ
გაქვთ, აუცილებლად გაუშვებთ ხელიდან რაღაც ღირებულს. ეს
უნარი - გაცნობიერებულობაა. შეიტანეთ მეტი გაცნობიერებულობა
თქვენი ცხოვრების ყოველ მოქმედებაში, თქვენი ყოფიერების ყოველ
ნაბიჯში.

წინასიტყვაობა

1995 წელს გამომცემლობა «St. Martin’s Press»-მა პირველად გამოსცა რევოლუციური „ოშოს - ძენ ტარო“.
მას შემდეგ ეს საოცრად ლამაზი და ყველასთვის მისაწვდომი დასტა თანამედროვე კლასიკად იქცა, და
მისი უმაღლეს დონეზე აქტუალური გზავნილი მსოფლიოს ათეულობით ენაზე ითარგმნა.

მოცემული წიგნი განკუთვნილია პირველ რიგში მათთვის, ვისაც „ოშოს ძენ ტაროს“ უფრო ღრმად გაგება
აინტერესებს. ასეთი მკითხველები მაშინვე მიხვდებიან, როგორ გამოიყენონ მოცემული წიგნი ძვირფასი
დამატების სახით მათ ხელთ უკვე არსებულ სახელმძღვანელოსთან ერთად, რომელიც კარტის
კომპლექტს მოყვება. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ გამოცემისგან ისინი ისეთივე სიამოვნებას
მიიღებენ, როგორსაც ჩვენ ვიღებთ მასში შემავალი მასალების შერჩევით და ორგანიზებით.

სხვა, უფრო ტრადიციული ტაროს კარტების მომხმარებლები, ისეთების, როგორებიცაა ქროულის ტარო
და რაიდერ-უეიტის ტარო, ასევე ღირსეულად შეაფასებენ ამ წიგნს. წიგნი შედგება თავებისგან, რომლებიც
სტანდარტული ტაროს დასტის 78 კარტს შეესაბამებიან.

განსხვავებით ტაროს ტრადიციული კარტებისგან, რომლებიც განკუთვნილნი არიან ძირითადად


მომავლის პროგნოზირებისთვის, ძენ ტაროს კარტებიგანკუთვნილია სიცხადის და გაცნობიერებულობის
აწმყო მომენტში შემოსატანად. ასეთი მიდგომა ეფუძნება გაგებას, რომ ცხოვრება მოუწესრიგებელი და
შემთხვევითია მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ მას გაუცნობიერებლად - ძილის მდგომარეობაში ვატარებთ.
გარდა ამისა, ცხოვრება არ კონტროლდება და არ იმარტება „ბედის“ მიერ. ცხოვრება - ესაა
შესაძლებლობების გამუდმებით განვითარებადი პროცესი სწავლისა და ზრდისათვის. ძენი ამბობს, რომ
ჩვენ თავად უნდა ვიყოთ პასუხისმგებელნი ამ სწავლასა და ზრდაზე, და პირველი ნაბიჯი ასეთი
პასუხისმგებლობის მიღებისთვის - ესაა ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობის მიღება გაკითხვის ან განსჯის

1/4
3/13/2021

გარეშე. სხვა სიტყვებით, ძენში არ არსებობენ „ბოროტი ძალები“ - მხოლოდ გაცნობიერებულობა ან


გაუცნობიერებლობა, გამოღვიძება ან ძილი.

იმისთვის, რომ მეტი გავიგოთ იმაზე, თუ რით განსხვავდება ძენის მიდგომა ტაროსადმი ტრადიციული
მიდგომებისგან, აუცილებლად წაიკითხეთ ოშოს „შესავალი“. და რაც მთავარია - დატკბით თამაშით.

სარიტო ქეროლ ნეიმანი (OSHO International)

შესავალი: მომავლის წინასწარმეტყველების შესახებ

თავისუფლება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა მომავალი ღიაა. მაგრამ ღია მომავლის
წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ადამიანმა, რომელიც გუშინ კარგი იყო, ხვალ შეიძლება მკვლელობა
ჩაიდინოს. ხვალინდელი დღე წინასწარგანუსაზღვრელია.

აუცილებელია დაიმახსოვროთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ: რითაც არ უნდა იყოთ დაკავებული -
ასტროლოგიით, მომავლის პროგნოზით, ჰოროსკოპის შედგენით, ქირომანტიით, ი-ძინზე ან ტაროზე
მკითხაობით - ეს ყველაფერი, რაც შეეხება მომავალს, პირველ რიგში ადამიანის ქვეცნობიერის კითხვას
წარმოადგენს. მას არანაირი კავშირი არ აქვს მომავალთან. იგი უფრო წარსულს უკავშირდება, მაგრამ
რადგანაც მომავალი წარსულის მიერ იქმნება, მას მომავლისთვისაც აქვს მნიშვნელობა.
წინასწარმეტყველება შესაძლებელია იმის შედეგად, რომ ადამიანები მექანიკურად ცხოვრობენ. თუ
ადამიანის წარსული იცით, თუ რა თქმა უნდა - ეს ადამიანი ბუდა არაა, თქვენ მისი მომავლის
წინასწარმეტყველებასაც შეძლებთ, რადგანაც მომავალში იგი თავის წარსულს გაიმეორებს. თუ წარსულში
ეს ადამიანი ბრაზიანი იყო, ეს ნიშნავს, რომ მას გაბრაზების მიდრეკილება აქვს, და ეს მიდრეკილება მის
მომავალზეც მოახდენს ზეგავლენას.

გაუცნობიერებელი ადამიანი, როგორც წესი, კვლავ და კვლავ იმეორებს თავის წარსულს. ეს ბორბლის
ფენომენია: ამ ადმიანს მხოლოდ თავისი წარსულის გამეორება შეუძლია. მას ვერ შემოაქვს თავის
ცხოვრებაშ ვერაფერი ახალი, მას არ შეუძლია გარღვევის მოხდენა. სწორედ ამიტომ მუშაობს მომავლის
2/4
3/13/2021

წინასწარმეტყველების ყველა მეთოდი. თუ ადამიანები უფრო ცნობიერები და ყურადღებიანები ხდებიან,


ეს მეთოდები აღარ მუშაობენ.

შეუძლებელია ბუდასთვის ჰოროსკოპის შედგენა, ან მისთვის ხელზე მკითხაობა, რადგანაც იგი იმდენად
თავისუფალია წარსულისგან და იმდენად სპონტანურია აწმყოში, რომ სამკითხაო არაფერია!

არსებობს სრულიად არასწორი გაგება სიცოცხლისა და დროისა. ითვლება, რომ დრო შედგება
წარსულისგან, აწმყოსგან და მომავლისგან, მაგრამ ეს არასწორია. დრო მხოლოდ წარსულისგან და
მომავლისგან შედგება. ხოლო აწმყოსგან - ცხოვრება შედგება.

ამიტომ მათ, ვისაც ცხოვრება უნდათ, არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ აწყო მომენტში იცხოვრონ.
რეალურად მხოლოდ აწმყო არსებობს. წარსული - ეს მხოლოდ მოგენებების კოლექციაა, ხოლო მომავალი
- სხვა არაფერია, გარდა ფანტაზიებისა და ოცნებებისა.

რეალობა აქ და ახლა არსებობს. მათთვის, ვისაც მხოლოდ ფიქრი უნდა ცხოვრებაზე და სიყვარულზე,
წარსული და მომავალი მშვენიერია - ისინი უსასრულო სივრცესი იძლევიან ფიქრისთვის. ამ ადამიანებს
შეუძლიათ შეალამაზონ თავიანთი წარსული, გახადონ იგი ისეთი, როგორსაც მოისურვებენ, თუმცა
სინამდვილეში მათ არც უცხოვრიათ მასში - როცა ეს წარსული აწმყო იყო, ისინი მასში არ იყვნენ, არამედ
იყვნენ მხოლოდ მათი ჩრდილები და ანარეკლები. ისინი გამუდმებით გარბოდნენ და სირბილისას
რაღაცას ოდნავ ხედავდნენ;. მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ცხოვრობდნენ. თუმცაღა წარსულში
ერთადერთი რეალობა - ესაა სიკვდილი, და არა სიცოცხლე. მომავალშიც იგივეა - რეალობა მხოლოდ
სიკვდილია.

ადამიანები, რომლებმაც წარსულში ცხოვრება ხელიდან გაუშვეს, ავტომატურად, გამოტოვებული


სიცარიელის შესავსებად, მომავალზე იწყებენ ოცნებას. მათი მომავალი - მხოლოდ წარსულის პროექციაა.
მომავალში იმ ყველაფრის მიღწევას ცდილობენ, რაც წარსულში გაუშვეს ხელიდან. მაგრამ არარსებულ
წარსულსა და მომავალს შორის არსებობენ წამები, რომლებიც წარმოადგენენ კიდეც სიცოცხლეს.

მათთვის, ვისაც სიცოცხლე სურს, და არა სიცოცხლეზე ფიქრი, სიყვარული სურს, და არა სიყვარულზე
ოცნება, ყოფნა სურთ, და არა ყოფიერებაზე ფილოსოფოსობა, ალტერნატივა არაა. სვით აწმყო მომენტის
წვენები, გამოწურეთ იგი ბოლო წვეთამდე, რადგან იგი აღარასოდეს განმეორდება. როცა მიდის, იგი
სამუდამოდ მიდის.

თუმცაღა სიცოცხლისა და დროის არასწორი გაგების გამო, რომელიც ისეთივე ძველია, როგორც ადამიანი,
და რომლითაც მთელი კულტურაა გაჟღენთილი, ადამიანები აწმყოს დროს უწოდებენ. მაგრამ აწმყოს
არანაირი კავშირი არ აქვს დროსთან. თუ მომენტში - აქ და ახლა იმყოფებით, დრო აღარაა. არის მხოლოდ
უსასრულო მდუმარება, სიმშვიდე და უძრაობა; არაფერი არ იძვრის, უეცრად ყველაფერი ჩერდება.

აწმყო შესაძლებლობას იძლევა, რომ ღრმად ჩავიძიროთ სიცოცხლის წყლებში ან მაღლა ავფრინდეთ
სიცოცხლის ცაში. მაგრამ ორივე მხრიდან საფრთხეები გველოდება; „წარსული“ და „მომავალი“ -
ყველაზე სახიფათო სიტყვებია ადამიანის ენაში. სიცოცხლე აწმყოში, წარსულსა და მომავალს შორის,
3/4
3/13/2021

თოკზე სიარულს ჰგავს - ორივე მხრიდან საფრთხეა ჩასაფრებული. მაგრამ როგორც კი აწმყოს გემოს
შეიგრძნობთ, თქვენ უკვე აღარ გაღელვებენ საფრთხეები. როგორც კი ცხოვრებას შეეთავსებით,
ყველაფერი დანარჩენი მნიშვნელობას დაკარგავს. ჩემთვის ცხოვრება - ესაა ყველაფერი, რაც არსებობს.

შეგიძლიათ მას „ღმერთი“ უწოდოთ, მაგრამ ეს არც ისე კარგი სახელწოდებაა, რადგანაც რელიგიებმა
მოწამლეს ეს სიტყვა. შეგიძლიათ მას უწოდოთ „ყოფიერება“, ეს მშვენიერი სიტყვაა. მოკლედ, სახელს არ
აქვს არანაირი მნიშვნელობა. საჭიროა მხოლოდ, რომ მკაფიოდ გესმოდეთ, რომ თქვენ მხოლოდ ერთი
მომენტი გაქვთ - აწმყო. კვლავ და კვლავ სწორედ ამ აწმყო მომენტში აღმოჩნდებით ხოლმე. და თქვენ ან
იცხოვრებთ მასში, ან არ იცხოვრებთ.

მრავალი ადამიანი მხოლოდ მიჩანჩალებს თავისი სიცოცხლის გზაზე აკვნიდან კუბომდე ისე, რომ არ
ცხოვრობს მასში. მე მოვისმინე ერთი სუფიური იგავი ადამიანზე, რომელიც მოკვდა და უეცრად
გააცნობიერა: „ღმერთო ჩემო, გამოდის, რომ ცოცხალი ვიყავი“. მხოლოდ სიკვდილმა, როგორც
კონტრასტმა, აიძულა მას გაეცნობიერებინა, რომ სამოცდაათი წლის განმავლობაში ის ცოცხალი იყო.
თავად ცხოვრებამ ვერ გაამდიდრა იგი.

მაგრამ ცხოვრება არაა დამნაშავე. დამნაშავეა ჩვენი ილუზიაში ყოფნა.

გაცნობიერებულობა მოგცემთ სიცოცხლეს, ისე, რომ არც იფიქროთ მასზე, რადგან გაცნობიერებულობა
შესაძლებელია მხოლოდ აწმყოში არსებობდეს. თქვენ შეგიძიათ მხოლოდ აწმყოს მოწმე იყოთ. იცხოვრეთ
ტოტალურად და ინტენსიურად, რათა ყოველი წამი ოქროსი გახდეს, და მაშინ მთელი თქვენი ცხოვრება
ოქროს მომენტების რიგად იქცევა.

ყოველი არკანის მიმოხილვა თანმიმდევრულად დაემატება...

Like 2 Share

4/4
3/13/2021

0 - სულელი (The Fool)

ცხოვრება შედგება მცდელობებისგან და შეცდომებისგან,


და შეცდომებზე სწავლაა საჭირო.

სულელი მეექვსე სართულიდან გადმოხტა და


უზარმაზარი ბრბოთი გარშემორტყმული მიწაზე წევს.
პოლიციელი მიდის და ეკითხება: «რა მოხდა?» «არ ვიცი, –
პასუხობს სულელი, – უბრალოდ აქ აღმოვჩნდი».

ძველად ყველა დიად მმართველს სამეფო კარზე მასხარა


ჰყავდა. მათ ბევრი ბრძენი, მრჩეველი და მინისტრი
ჰყავდათ, მაგრამ მათ გარდა აუცილებლად ჰყავდათ
მასხარაც. მთელ მსოფლიოში, აღმოსავლეთშიც და
დასავლეთშიც, ყველა ჭკვიან და ბრძენ მმართველს კარის
მასხარა, სულელი ჰყავდა. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს
რაღაცეები, რაც ეგრეთ წოდებული ბრძენებისთვის
მიუწვდომელია და მათი გაგება მხოლოდ სულელს
შეუძლია. საქმე იმაშია, რომ ეგრეთ წოდებული ბრძენების
ეშმაკობა და მოხერხებულობა მათ გონებას ზღუდავს.

სულელი უბრალოა. იგი საჭირო იყო, რადგანაც ბევრ შემთხვევაში, ეშინოდათ რა მმართველის რისხვის,
ჭკვიანი მრჩეველები დუმილს ამჯობინებდნენ. სულელს კი არასოდეს ეშინოდა და ყველაფერს ამბობდა,
რაც თავში მოუვიდოდა. სულელი - ესაა ადამიანი, რომელიც შედეგებზე არ ფიქრობს.

არსებობს სულელების სამი ტიპი:

პირველი ტიპი: სულელი, რომელმაც არაფერი იცის, და არ იცის, რომ არაფერი იცის, - მარტივი სულელი.

მეორე ტიპი: სულელი, რომელმაც არაფერი იცის, მაგრამ ფიქრობს, რომ იცის, - რთული სულელი,
განათლებული სულელი.

და მესამე ტიპი: სულელი, რომელმაც იცის, რომ არაფერი იცის, - ნეტარი სულელი.

ყველა იბადება მარტივ სულელად. ყველა ბავშვი მარტივი სულელია. მან არ იცის, რომ არ იცის. მას ჯერ
არ გაუცნობიერებია შეცნობის შესაძლებლობა. სწორედ ამაზე მოგვითხრობს ქრისტიანული იგავი
ადამისა და ევას შესახებ. ღმერთმა უთხრა მათ: „არ შეჭამოთ ნაყოფი შემეცნების ხიდან“. ამ ნაყოფის
შეჭმამდე ისინი მარტივი სულელები იყვნენ. არაფერი არ იცოდნენ. ბუნებრივია, ისინი უსაზღვროდ
ბედნიერები იყვნენ - ძნელია, იყო უბედური, თუ არაფერი იცი. უბედურებისთვის გარკვეული ვარჯიში,

1/4
3/13/2021

გარკვეული უნარები, გარკვეული ტექნოლოგიებია საჭირო. შეუძლებელია ჯოჯოხეთის მოწყობა ცოდნის


გარეშე. როგორ უნდა შექმნა ის ჯოჯოხეთის გარეშე?

ადამი და ევა პატარა ბავშვებს ჰგავდნენ. ყოველ ჯერზე, როცა ბავშვი იბადება, იბადება ადამი. იგი
რამდენიმე წელი ცოცხლობს - მაქსიმუმ ოთხი წელი, - და ეს ვადა ყოველდღე მცირდება. იგი სამოთხეში
ცხოვრობს, რადგან არ იცის, როგორ შექნას ტანჯვა. იგი ენდობა ცხოვრებას, ტკბება წვრილმანებით:
კენჭებით და ნიჟარებით ზღვის სანაპიროზე. იგი ისე აგროვებს მათ, თითქოს განძი იპოვნა. ჩვეულებრივი
ფერადი ქვები ალმასებად ეჩვენება. იგი ყველაფერს აღტაცებაში მოჰყავს: ცვარი მზიან დილას,
ვარსკვლავები ღამის ცაზე, მთვარე, ყვავილები, პეპლები - მისთვის ყველაფერი მომხიბვლელია.

მაგრამ შემდეგ იგი იწყებს იმის გაგებას, რომ პეპელა - უბრალოდ პეპელაა. ყვავილი - უბრალოდ
ყვავილია. მათში არაფერია განსაკუთრებული. იგი იწყებს სახელწოდებების გაგებას: ეს ვარდია, ეს
შროშანია, ეს ლოტოსია. და თაბდათანობით ეს დასახელებები ჩარჩოებად იქცევა. რაც უფრო მეტს
გაიგებს, მით უფრო შორდება ცხოვრებას, როგორც ასეთს. იგი ჭკვიანი ხდება. იგი თავით იწყებს
ცხოვრებას, და არა მთელი თავისი არსებით.

სწორედ ამაში მდგომარეობს დაცემის აზრი, შემეცნების ხიდან ნაყოფის შეჭმის აზრი. ყოველ ბავშვს
უწევს ამის გავლა.

ყოველი ბავშვი იმდენად მარტივია, რომ იძულებულია რთული გახდეს - ეს ზრდის ნაწილია. ასე
გადადის ყოველი ბავშვი მარტივი სულელის მდგომარეობიდან რთული სულელის მდგომარეობამდე.
არსებობს რთული სულელის სხვადასხვა დონეები: ზოგიერთი მხოლოდ საშუალო სკოლას ამთავრებს,
ზოგიერთი კოლეჯს, ზოგიერთი მეცნიერებათა დოქტორი ხდება. მაგრამ ყოველ ბავშვს უწევს გარკვეული
ცოდნის დაგემოვნება, რადგანაც შემეცნების ცდუნება უზარმაზარია. ყველაფერი უცნობი სახიფათოა და
საფრთხეს მოიცავს. აუცილებელია მისი შეცნობა, რადგან ცოდნის მეშვეობით მასთან გამლავება
შეიძლება. როგორ უნდა გაუმკლავდე მას ცოდნის გარეშე? ამიტომ ყოველი ბავშვი უბრალოდ
ვალდებულია - გახდეს მცოდნე.

ამრიგად, სულელის პირველი ტიპი აუცილებლობის გამო მეორე ტიპად უნდა იქცეს. მაგრამ მეორესგან
მესამე ან დადგება ან არა; ამაში არაა მკაცრი აუცილებლობა. მესამე ტიპად გახდომა მხოლოდ მაშინაა
შესაძლებელი, როცა მეორე დიდ ტვირთად იქცევა - იგი მეტისმეტად დიდ ცოდნას ატარებს საკუთარ
თავში, იგი უკიდურესობამდე მივიდა. იგი მხოლოდ თავი გახდა და მთელი თავისი მგრძნობელობა,
გაცნობიერებულობა, სიცოცხლე დაკარგა; იგი თეორიებად, ტექსტებად, დოგმებად და სიტყვებად იქცა,
რომლებიც გამუდმებით გონებაში ფუთფუთებენ. ერთ მშვენიერ დღეს, თუ ადამიანი მომხდარის
გაცნობიერებას იწყებს, იგი ხვდება, რომ ამ ყველაფრისგან უნდა განთავისუფლდეს. და მაშინ იგი ხდება
სულელის მესამე ტიპი - ნეტარი სულელი.

მაშინ იგი მეორე ბავშვობას მოიპოვებს, იგი მეორედ ხდება ბავშვი.

2/4
3/13/2021

გახსოვდეთ, იესო ამბობს: «თუ არ იქნებით ვითარცა ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში». მაგრამ
არ დაგავიწყდეთ, იგი ამბობს - «ვითარცა ბავშვები», და არა «ბავშვები». ბავშვებს არ შეუძლიათ
სასუფეველში შესვლა: მათ ამქვეყნიური ამაოება უნდა გაიარონ, უნდა მოიწამლონ ამ ქვეყნით და მერე
განიწმინდონ. ეს გამოცდილება სრულიად აუცილებელია.ამიტომ იესო არ ამბობს „ბავშვები“, იგი ამბობს
- „ვითარცა ბავშვები“. სიტყვას - „ვითარცა“, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი აღნიშნავს „ბავშვების
მსგავსს“, და არა „ბავშვებს“.

ბავშვები - წმინდები არიან, მაგრამ მათი სიწმინდე მხოლოდ იმითაა განპირობებული, რომ ჯერ კიდევ არ
განუცდიათ ცოდვის ცდუნება. მათი სიწმინდე ძალიან მარტივია. მას არ აქვს დიდი ღირებულება,
რადგანაც არ მოუპოვებიათ იგი, არ უშრომიათ მის გამო. ჯერ არ დაქვემდებარებიან მისი დარღვევის
ცდუნებას. ადრე თუ გვიან ასეთი ცდუნება ჩნება. ათასი ცდუნება გაჩნდება, რომლებიც სხვადასხვა
მხარეს გაქაჩავენ ბავშვს. მე არ ვამბობ, რომ იგი არ უნდა წავიდეს ამა თუ იმ მიმართულებით. თუ იგი
შეიკავებს თავს და დათრგუნავს ამ გზაზე სიარულის სურვილს, იგი სამუდამოდ დარჩება პირველი
ტიპის სულელად. იგი უბრალოდ უმეცარი დარჩება. მისი უმეცრება სხვა არაფერი იქნება, თუ არა
დათრგუნვა, და არა ტვირთის მოშორება.

დასაწყისში ბავშვმა ცოდნა უნდა მოიპოვოს, ჯერ უნდა სცოდოს, და მხოლოდ ცოდვის, ცოდნის,
დაუმორჩილებლობის შემდეგ, მას შემდეგ, რაც იგი ამ ქვეყნის უდაბნოში აღმოჩნდება, გზას გადაცდება,
თავისი ეგოს ცხოვრებით იცხოვრებს, ერთხელ იგი შეძლებს ამ ყველაფრისგან განთავისუფლებას.

ყველას არ სჭირდება ამისგან განთავისუფლებას. ყველა ბავშვი გადადის სულელის ერთი ტიპიდან
მეორეზე, მაგრამ ცოტას ხვდება ბედნიერება, რომ მეორედან მესამეზე გადავიდეს, სწორედ ამიტომ
ეწოდებათ მათ ნეტარი სულელები.

ნეტარ სულელს გაგების უდიდესი უნარი გააჩნია, რამეთუ იგი დარწმუნდა, რომ ცოდნა უსარგებლოა. მან
გაიგო, რომ ცოდნა ბარიერს წარმოდგენს შემეცნებისთვის. ცოდნა - ბარიერია შემცნებისთვის, ამიტომ იგი
აგდებს ცოდნას და სუფთა შემმეცნებელი ხდება. იგი ხედვის სიცხადეს მოიპოვებს. მისი თვალები
თავისუფლდება თეორიებისგან და აზრებისგან. ნაგვისგან და ნასესხები ცოდნისგან
განთავისუფლებული, მისი ჭკუა წყვეტს ჭკუად ყოფნას და გონი (Buddhi) ხდება, წმინდა გონი. იგი
უბრალოდ აცნობიერებს, გაცნობიერების ალი ხდება.

აღწერა ძენ-ტაროს პირველი გამოცემიდან:

სულელი - ეს ისაა, ვინც ყოველთვის ენდობა; სულელი - ეს ისაა, ვინც აგრძელებს ნდობას მიუხედავად
ყოველგვარი გამოცდილებისა. თქვენ ატყუებთ მას, ის კი გენდობათ; თქვენ კვლავ ატყუებთ, ის კი
გენდობათ; კიდევ ატყუებთ, ის კი კვლავ გენდობათ. მაშინ თქვენ ეტყვით, რომ სულელია, და ვერ
სწავლობს. მისი ნდობა საოცარია. მისი ნდობა იმდენად სუფთაა, რომ ვერავის შეუძლია მისი დანგრევა.
იყავით სულელი დაოს თვალსაზრისით, ძენის თვალსაზრისით. ნუ ეცდებით საკუთარი თავის გარშემო
ცოდნის კედლის აღმართვას. რა გამოცდილებაც არ უნდა მოვიდეს თქვენთან, დაე იგი მოხდეს, შემდეგ კი
განაგრძეთ მისი გადაგდება. განაგრძეთ თქვენი გონების მუდმივად გაწმენდა, განაგრძეთ წარსულისთვის
3/4
3/13/2021

გარდაცვალება ისე, რომ აწმყოში დარჩეთ, აქ და ახლა, თითქოს ახლახანს დაიბადეთ, თითქოს
ახალშობილი ხართ. თავიდან ეს ძალიან ძნელია. ადამიანები თქვენს მოტყუებას დაიწყებენ... მიეცით ამის
საშუალება, ისინი უბედურები არიან. მაშინაც კი, თუ გასულელებენ, გატყუებენ და გძარცვავენ, დაე, ეს
მოხდეს, რადგან ვერავინ წაგართმევთ იმას, რაც მართლა თქვენია, ვერავინ წაგართმევთ იმას, რაც
ნამდვილად თქვენ გეკუთვნით. და ყოველ ჯერზე, როცა არ აძლევთ სიტუაციას საშუალებას, რომ
დაგეუფლოთ, ეს შესაძლებლობა შინაგან ინტეგრაციად იქცევა. თქვენი სული უფრო კრისტალიზებული
გახდება.

კომენტარი:

წამიდან წამამდე, და ყოველ ნაბიჯთან ერთად, სულელი წარსულს უკან იტოვებს. მას ხელში თეთრი
ვარდი უჭირავს, როგორც სისუფთავის, უმანკოების და მიმნდობობის სიმბოლო. მისი ჟილეტის
ორნამენტები შეიცავს ტაროს ოთხივე სტიქიის ფერებს, და აჩვენებს, რომ იგი ჰარმონიაში იმყოფება
გარესამყაროსთან. მისმა ინტუიციამ მწვერვალებს მიაღწია. ამ მომენტში იგი მხარდაჭერას პოულობს
სამყაროსგან, რათა გააკეთოს ნახტომი შეუცნობელში. ცხოვრების მდინარეში მას თავგადასავლები
ელოდება. კარტი აჩვენებს, რომ თუ თქვენ პირდაპირ ახლა ენდობით ინტუიციას, გრძნობთ საგნების
„სიმართლეს“, მაშინ ვერ შეცდებით. თქვენი მოქმედებები შესაძლოა სხვებს, და თავად თქვენც სიბრიყვედ
მოგეჩვენოთ, თუკი მათ რაციონალური თვალსაზრისით გააანალიზებთ. მაგრამ „ნულოვანი“ ადგილი,
რომელიც სულელს უჭირავს, ესაა ადგილი ნომერის გარეშე, სადაც მრჩეველი სკეპტიციზმი და წარსული
გამოცდილება კი არა, მინდობა და უმანკოებაა.

გლიფების აღწერა ანნა ნოვიკოვასგან:

უფსკრული - იმისთვის, რომ ახალი დაიწყო, გიწევს გარისკო. მაგრამ რისკი ყოველთვის არ იწვევს
ნეგატიურ შედეგებს. თუმცა კი მათი 100%-იანი ალბათობით გამოცნობა შეუძლებელია. რჩება ერთი -
სულელის მსგავსად გადადგათ ნაბიჯი შეუცნობელისკენ, და გზა თავად გაჩნდება ფეხქვეშ.

ტანსაცმელი ცისარტყელას ფერებში - თეთრი ფერი იშლება შვიდ-ფერიან სპექტრად. და პირიქით, მათი
ერთიანობა თეთრ, ღვთაებრივ ფერს ქმნის. ტანსაცმელი ცისარტყელას ფერებში წარმოადგენს უნარებისა
და შესაძლებლობების მთელ სპექტრს, რომელსაც სულელი თავის თავში ატარებს. ძებნა არაა საჭირო,
ყველა ინსტრუმენტი მის ხელთაა.

მზარდი მთვარე - არა მხოლოდ ახალი მთვარის თვის, არამედ ცხოვრების ახალი პერიოდის დასაწყისი.
შეგიძლიათ დააწყოთ გეგმები მომავლისთვის, დაიწყოთ ახალი, ნაცვლად იმისა, რომ ძველი
დაასრულოთ.

Like 2 Share

4/4
3/13/2021

I - არსებობა (Existence)

ჩვენ – არსებობის ნაწილი ვართ. ჩვენ მისგან განუყოფელნი


ვართ. მაშინაც კი, თუ მისგან განცალკევებას
მოვინდომებთ, ვერ შევძლებთ ამას... რაც უფრო მეტად
ვერწყმით ყოფიერებას, მით უფრო ცოცხალნი ვხდებით.

იცხოვრეთ ტოტალურად, იცხოვრეთ ბუნებრივად, რადგან


რაც უფრო ღრმაა სიცოცხლე, მით უფრო მეტია კავშირი
ყოფიერებასთან. მისგან გაჩნდით ამქვეყნად და ყოველ
წამში, ყოველ ჩასუნთქვასთან, გულის ყოველ
დარტყმასთან ერთად თქვენ განახლებას, ძალების
აღდგენას და აღდგომას განიცდით - ყოფიერება ზრუნავს
თქვენზე.

თუ საკუთარ სუნთქვას დააკვირდებით, საოცარ მოვლენას


აღმოაჩენთ: სუნთქვით თქვენ მუდმივად ხართ
დაკავშირებული ყოფიერებასთან. უწყვეტად, დასვენების
დღეების გარეშე. გძინავთ თუ გღვიძავთ, არსებობა გამუდმებით ღვრის თქვენში სიცოცხლეს და
გაცილებთ ყველაფერ მკვდარს.

როცა მე ვამბობ - „არსებობა ზრუნავს“, მე არ ვფილოსოფოსობ. ფილოსოფია უმეტეს შემთხვევებში


ნონსენსია. მე ვსაუბრობ რეალურ ფაქტზე. და თუ თქვენ გააცნობიერებთ ამ ფაქტს, უსაზღვრო ნდობით
აღიჭურვებით. ჩემი სიტყვები - „არსებობა ზრუნავს“ - მოწოდებულია, რომ გამოაღვიძოს ცნობიერება,
რომელსაც შეუძლია თქვენს ცხოვრებაში არსებობისადმი მინდობის სილამაზე შემოიტანოს.

არაა საჭირო ჰიპოთეტური ღმერთის რწმენა, არაა საჭირო მესიის რწმენა, მხსნელის რწმენა - ესაა
ბავშვური სურვილები - გყავდეს ვიღაც მზრუნველი მამისმაგვარი. და ისინი ყველანი ჰიპოთეტურები
არიან. სამყაროში არასოდეს არ ყოფილა ნამდვილი მხსნელი.

არსებობა თვითკმარია. გამოიკვლიეთ თქვენი დამოკიდებულებები არსებობისადმი, და ამ კვლევიდან


გაჩნდება ნდობა - არა რწმენა, არამედ ნდობა. ნდობა მშვენიერია, რადგანაც თქვენს უშუალო განნცდას
წარმოადგენს. ნდობა დაგეხმარებათ, რომ მოდუნდეთ, თქვენზე ხომ მთელი არსებობა ზრუნავს - თქვენ
არ გჭირდებათ შფოთვ ა და მღელვარება.

არსებობა სიხარულითაა სავსე, თქვენ მხოლოდ გჭირდებათ, რომ საკუთარი ფანჯრები გახსნათ. თქვენ
თვითონ შექმენით სიბნელე და განყენებულობა, მაგრამ თქვენ არ ხართ უცხო საკუთარი თავისთვის.
თქვენ არ ხართ უცხო ხეებისთვის, მდინარეებისთვის, მთებისთვის.

1/3
3/13/2021

ეს ჩვენი არსებობაა, ჩვენი - მისი ნაწილი ვართ.

ჩვენი გულისხემა - ეს დიადი გულისცემის ნაწილია.

სამყარო არაა მკვდარი, იგი საოცრად გონიერი, ცნობიერი და მგრძნობიარეა. იგი მგრძნობიარეა. იგი
ღვთაებრივია ყველა გამოვლინებაში. თქვენ მხოლოდ უნდა ისწავლოთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ მის
ცეკვაში.

აღწერა პირველი გამოცემიდან:

თქვენ არ ხართ შემთხვევითი. არსებობას სჭირდებით. თქვენს გარეშე არსებობას რაღაც დააკლდება, და
ვერავინ შეცვლის ამას. სწორედ ეს გაძლევთ ღირსების შეგრძნებას, - მთელ არსებობას სჭირდებით.
ვარსკვლავები, მზე და მთვარე, ხეები, ჩიტები და დედამიწა - სამყაროში ყველა იგრძნობს, რომ არსებობს
მცირე ცარიელი სივრცე, რომელსაც თქვენს გარდა ვერავინ შეავსებს. ეს უზარმაზარ სიხარულს გაძლევთ -
თქვენ არსებობის ნაწილს წარმოადგენთ, და იგი ზრუნავს თქვენზე. როცა სუფთა და საღი ხართ,
შეგიძლიათ დაინახოთ, რა უზარმაზარი სიყვარული იღვრება თქვენზე ყველა მხრიდან.

კომენტარები:

ეს შიშველი ქალი სრულყოფილების ლოტოსის ფურცელზე ზის და ღამის ცის სილამაზეს უმზერს. მან
იცის, რომ სახლი - ეს არაა ფიზიკური ადგილი გარესამყაროში, არამედ ესაა მოდუნებულობისა და
მიმღებლობის შინაგანი თვისება. ვარსკვლავები, მთები, ხეები, ყვავილები, თევზები და ფრინველები -
ისინი ყველანი ჩვენი დები და ძმები არიან სიცოცხლის ამ ცეკვაში. ჩვენ, ადამიანური არსებები,
მიდრეკილნი ვართ დავივიწყოთ ეს, რადგან ჩვენ საკუთარ ინტერესებს ვიცავთ და გვწამს, რომ უნდა
ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მივიღოთ, რაც გვჭირდება. საბოლოო ჯამში ჩვენი განცალკევებულობის
გრძნობა - ეს მხოლოდ ილუზიაა, შექმნილი გონების ცრურწმენების მიერ. ახლა დრო მოვიდა,
დააკვირდეთ იმას, აძლევთ თუ არა საკუთარ თავს ნებას - თავი სახლში იგრძნოთ, სადაც არ უნდა იყოთ.
თუ კი, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ დრო უნდა გამონახოთ მის შესანარჩუნებლად, რათა იგი გაღრმავდეს
და თქვენთან დარჩეს. თუკი, მეორე მხრივ, იგრძენით, რომ მთელი სამყარო ცდილობს საკუთარი თავიდან
გამოგიყვანოთ, დრო მოვიდა, რომ შესვენება გააკეთოთ. გადით დღეს საღამოს გარეთ და შეხედეთ
ვარსკვლავებს.

გლიფების აღწერა ანნა ნოვიკოვასგან:

ვარსკვლავებიანი ცა - ჩვენი უსაზღვრო სამყაროს ყოველი ელემენტი ერთიანი ღმერთის ანარეკლია. ჩვენ
სამყაროსთან, მთელ კოსმოსთან ერთობაში ვცხოვრობთ, და არა განცალკევებულად. ზემოდან
ყოველთვის მოდის მხარდაჭერა ყოველი ჩვენგანისადმი. მაგრამ მის მისაღებად საჭიროა, რომ მზერა
ცისკენ აღვმართოთ.

ლოტოსი - სიწმინდის და სრულყოფილების სიმბოლოა. რაც უფრო სუფთა ხართ შიგნიდან, მით უფრო
სრულყოფილი ხართ, მით უფრო ახლოს ხართ უზენაესის ცნობიერებასთან.

2/3
3/13/2021

სიშიშვლე – ანუ ბუნებრიობა, გულწრფელობა. აუცილებელია გააცნობიეროთ სურვილებისა და


მისწრაფებების არსი. რა გსურთ სინამდვილეში? ფული, პრესტიჟი თუ დაკმაყოფილების გრძნობა? რაც
უფრო ღრმად შედიხართ თქვენი მოთხოვნილებების არსში, მით უფრო გულწრფელი ხართ საკუთარ
თავთან და ღმერთთან.

მომწყდარი ვარსკვლავი ოდითგანვე აღნიშნავდა სურვილს. ისეთივე მყისიერს და სწრაფად წარმავალს,


რომელიც მაშინვე ქვრება შესრულებისას. ესაა შეხსენება იმისა, რომ ყველა ჩვენი მისწრაფება და
სურვილი - დროებითია. ხოლო სამყარო, ღმერთი - უსასრულოა. მაშ, ღირს რომ ვიდარდოთ დროებითზე,
როცა შეგვიძლია მარადიულისკენ ვისწრაფვოთ?

3/3
3/13/2021

II - შინაგანი ხმა (Inner Voice)

ჩვენ გამუდმებით ვეძებთ რჩევას გარეთ, მაშინ, როცა


არსებობა მზადაა ილაპარაკოს ჩვენთან ჩვენი არსების შიგ
გულიდან. იგი უკვე იქაა, მაგრამ ჩვენ არ ვუსმენთ მის
მდუმარე ხმას.

არცერთი ის ხმა, რომელიც თქვენს შიგნით ისმის, არ


ეკუთვნის თქვენს შინაგან არსებას. ყველა ხმა ჭკუიდან
მოდის. როცა ყველა ეს ხმა ქრება, შინაგანი არსება
მდუმარედ შთაგაგონებთ გარკვეული ქმედებისკენ,
გარკვეული მიმართულებით მოძრაობისკენ. იგი
სიტყვებით არ საუბრობს - იგი უსიტყვო მინიშნებებს
იძლევა.

და მაინც, ამის გაკეთება ადვილია, რადგანაც არცერთი ხმა


არ ეკუთვნის შინაგან არსებას. ამიტომ, როცა ყველა ხმა
დუმდება და სრული სიჩუმე ისადგურებს, შინაგან არსებას
შეუძლია ხელი ჩაგკიდოთ და წაგიყვანოთ. ამ მომენტში
აუცილებელია მიუშვათ საკუთარი თავი და მისცეთ მას
უფლება - იქ წაგიყვანოთ, სადაც საჭიროდ ჩათვლის.

ჩვენს საუბარში გვიხდება, რომ გამოვიყენოთ სიტყვები, რომლებიც შეუთავსებელნი არიან შინაგანი
რეალობისადმი: მაგალითად, „შინაგანი ხმა“. სინამდვილეში ხმა არ არის - არის მხოლოდ შინაგანი
მდუმარება. მაგრამ თუკი გამოვიყენებთ სიტყვათშეთანხმებას - „შინაგანი მდუმარება“, თქვენ ვერ
გაიგებთ, რომ არსებობს ერთგვარი შთაგონება ან მიმართულება, რომელზეც მიგანიშნებენ. ამიტომ
იყენებენ სიტყვათშეთანხმებას - „შინაგანი ხმა“. მაგრამ ეს მთლად სწორი სიტყვები არაა.

ჩვენ გამუდმებით და ამაოდ ვეძებთ რჩევას გარედან, მაშინ, როცა არსებობა მზადაა ჩვენი არსების
შუაგულიდან გვესაუბროს. იგი უკვე იქაა, მაგრამ ჩვენ არ გვესმის მისი მდუმარე ხმა.

სინამდვილეში ჩვენ არ ძალგვიძს მისი გაგება, რადგან ჩვენს თავში ძალიან დიდი ხმაურია, მასში უწყვეტი
ლაქლაქია. ამ მდუმარე ხმას არ ძალუძს ჩვენს ცნობიერებაში შემოღწევა, სანამ ჩვენს გონებას არ
ვაიძულებთ, რომ გაჩუმდეს.

ბევრ ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაატარეს ექსპერიმენტები სრულ სიჩუმეზე. ეს ექსპერიმენტები, რა თქმა


უნდა გარეგან ხმაურს ეხებოდა. ერთი მუსიკოსი მოათავსეს კამერაში სრული ხმის იზოლაციით, სადაც
ერთი ბგერაც კი ვერ აღწევდა გარედან. და იგი გაოცებული იყო, როდესაც ორი ხმა მოისმინა. მას უთხრეს,

1/4
3/13/2021

რომ კამერაში აბსოლუტური სიჩუმე იქნებოდა - იგი პროფესიონალი მუსიკოსი გახლდათ, და


აბსოლუტური სმენა ჰქონდა... იგი კამერიდან გამოვარდა და დირექტორს უთხრა: „რა ხდება? მე ორი ხმა
მესმის“. დირექტორს გაეცინა და უთხრა: „დიახ, თქვენ ორ ხმას გაიგებთ. ერთ-ერთი თქვენი გულისცემაა,
მეორე კი - სისხლის ცირკულაციის ხმა. ჩვენ არ შეგვიძლია მათი მოშორება, იმიტომ რომ ისინი თქვენს
შიგნით არიან“. მუსიკოსმა წამოიძახა: „კი მაგრამ, ადრე არასოდეს გამიგია ისინი!“

ეს ხმები არასოდეს არავის არ ესმის. მაგრამ თუ შეხვალთ ოთახში სრული ხმის იზოლაციით, რომელშიც
სრული სიჩუმე სუფევს, უეცრად მოისმენთ, როგორ ხმამაღლა გიცემთ გული (ვერც კი წარმოიდგენდით,
რომ გული ასე ხმამაღლა გიცემდათ, გეჩვენებათ, თითქოს ხმა გარედან მოდის) და როგორ ცირკულირებს
თქვენი სისხლი. სისხლი ძალიან დიდი სიჩქარით ცირკულირებს, ეს გამუდმებული ნაკადია. ეს ნაკადი
მდინარეს ჰგავს, და მას თავისი ჟღერადობა აქვს.

იგივე ხდება, როცა მედიტატიური გაცნობიერებულობის წყალობით გონება ბოლომდე ჩუმდება. მაშინ
თქვენ გესმით რჩევა, რომელიც თქვენი დაფარული არსებიდან მომდინარეობს. და მისი მოსმენა
ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ. სწორედ ესაა შინაგანი ხელმძღვანელის, შინაგანი გამცილებელის
მოპოვება.

მედიტაციის მიზანი - ესაა შინაგანი ხელმძღვანელის პოვნა. როგორც კი მას იპოვნით, მედიტაცია აღარაა
საჭირო; და საერთოდ, მეტი აღარაფერია საჭირო. თვალები უკვე ღიაა, და შეგიძლიათ სრულიად
სპონტანურად იცხოვროთ. თქვენ აღარ გჭირდებათ, რომ დაეყრდნოთ მეხსიერებას, ახლა თქვენი
პასუხები ნამდვილი გამოძახილები იქნება. თქვენი მოქმედებები ნამდვილი გამოძახილები იქნება, და არა
რეაქციები.

რეაქციები გონებიდან მომდინარეობენ, გამოძახილები - დაფარული შინაგანი არსებიდან. მათ შორის


დიდი სხვაობაა, უაზრმაზარი დისტანციაა. რეაქცია ნასესხებია, ამიტომ თქვენ არ წარმოადგენთ საკუთარ
თავს. გამოძახილი თავად თქვენიდან მოდის, ამიტომ იგი დაკმაყოფილებას განიჭებთ, იგი ზრდაში და
უფრო და უფრო ამაღლებაში გეხმარებათ. შედეგად, მიყვებით რა შინაგან რჩევას, თქვენ სრულ
ჰარმონიაში აღმოჩნდებით მთელთან, რადგან სწორ გზაზე სიარულის დროს, თქვენ ყოველთვის
ჰარმონიაში ხართ მთელთან. სწორედ ამაში მდგომარეობს მნიშვნელობა სიტყვებისა - „სწორი“ და
„არასწორი“. „არასწორია“ - როცა კავშირს კარგავთ მთელთან, როცა თანაჟღერადობა არ გაქვთ მთელთან;
„სწორია“ - როცა მთელთან ჰარმონიაში იმყოფებით. მთელი კი პირდაპირაა დაკავშირებული თქვენს
არსებასთან. თქვენ უნდა აღმოაჩინოთ იგი, და მაშინ იგი ჭეშმარიტებად იქცევა თქვენთვის.

აღწერა პირველი გამოცემიდან:

თუ თქვენს შიგნით ჭეშმარიტება იპოვნეთ, უკვე აღარაგრის ძიება არ გჭირდებათ მთელს არსებობაში.
ჭეშმარიტება თქვენი გავლით მოქმედებს. როცა თვალებს ახელთ, ეს - ჭეშმარიტება ახელს თვალებს. როცა
თვალებს ხუჭავთ, ეს - ჭეშმარიტება ხუჭავს თვალებს. ეს საოცარი მედიტაციაა. თუ თქვენ უბრალოდ
შეგიძლიათ გაიგოთ ემბლემა, აღარ მოგიწევთ რაიმეს გაკეთება, ყველაფერი, რასაც აკეთებთ,
ჭეშმარიტების მიერ კეთდება. თქვენ მიდიხართ - ეს ჭეშმარიტებაა, თქვენ გძინავთ - ჭეშმარიტება
2/4
3/13/2021

ისვენებს, თქვენ ლაპარაკობთ - ჭეშმარიტება ლაპარაკობს, თქვენ დუმხართ - ჭეშმარიტება დუმს. ეს


მედიტაციის ერთ-ერთი უმარტივესი მეთოდია. ნელ-ნელა ყველაფერი ამ მარტივი ფორმულით ლაგდება,
და მაშინ ეს მეთოდი აღარ ხდება საჭირო. როცა განკურნებული ხართ, აგდებთ მედიტაციას, აგდებთ
წამალს. მაშინ თქვენ ცხოვრობთ, როგორც ჭეშმარიტება - ცოცხალი, მანათობელი, სავსე, ნეტარი. მთელი
თქვენი ცხოვრება იქცევა ლოცვად ყოველგვარი სიტყვის გარეშე, ან უკეთესი იქნება თუ ვიტყვით -
ლოცვითობა, მადლი, სილამაზე, რომელიც არ მიეკუთვნება ამქვეყნიურ ამაოებას, სხივი, რომელიც
მიღმიერიდან მოდის ჩვენი ქვეყნის სიბნელეში.

კომენტარი:

შინაგანი ხმა მეტყველებს არა სიტყვებით, არამედ გულის უსიტყვო ხმით. იგია, როგორც ორაკული,
რომელიც მხოლოდ სიმართლეს ამბობს. მას რომ სახე ჰქონოდა, ექნებოდა ისეთი სახე, როგორიც აქვს ამ
სურათის ცენტრში გამოსახულ სახეს - ყურადღებიანი, ფრთხილი და მზადმყოფი - მიიღოს როგორც
სინათლე, ასევე სიბნელე, ორი ხელით განსახიერებული, რომლებსაც კრისტალი უჭირავთ. თავად
კრისტალი წარმოადგენს სიცხადის სიმბოლოს, რომელიც მოდის ყოველგვარი ორმაგობის მიღმა გასვლის
შედეგად. შინაგანი ხმა ასევე შეიძლება იყოს მოთამაშე, როცა ის ემოციებშ იძირება და კვლავ
ამოყვინთავს, რათა ცისკენ აღიმართოს, როგორც ორი დელფინი, რომლებიც სიცოცხლის წყლებში
ცეკვავენ. იგი დაკავშირებულია კოსმოსთან, ნახევარმთვარის ფორმის გვირგვინის მეშვეობით და
მიწასთან, რომელიც წარმოდგენილია მწვანე ფოთლებით ფიგურის კიმონოზე. არის ხოლმე დრო ჩვენს
ცხოვრებაში, როცა ბევრი ხმა თითქოს სხვადასხვა მხარეს გვექაჩება. ჩვენი ძლიერი გაურკვევლობა ასეთ
სიტუაციებში - ესაა შეხსენება სიჩუმისა და საკუთარი თავის სიღრმეში კონცენტრაციის ძიებებზე.
მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია მოვისმინოთ ჩვენი ჭეშმარიტება.

გლიფების აღწერა ანნა ნოვიკოვასგან:

ორი სახე - სახე ცენტრში განასახიერებს ყურადღებას, სიფხიზლეს, დაკვირვებულობას. მაშინ, როცა
მესამე თვალის მიდამოში განლაგებულია მეორე სახე. იგი სავსეა გაწონასწორებულობით,
უშფოთველობით და სიმშვიდით. რაც უფრო სავსე ხართ ამ გრძნობებით, მით უფრო მაღალია
ცნობიერების დონე და მით უფრო ნატიფია ინტუიცია.

დელფინები - ის, რომელიც ზემოთ ხტება, წარმოადგენს ემოციის წყლების სიღრმეზე,


სენტიმენტალურობაზე მაღლა დადგომას. მაშინ, როცა დელფინი, რომელიც წყლის სიღრმეში იძირება,
მიანიშნებს სიცოცხლის მჩქეფარე წყლებში ჩაძირვაზე. ასეთია ინტუიციის ბუნება. რაც უფრო ღრმად
ჩაყვინთავთ მჩქეფარე წყლებში, მით უფრო ცუდად გესმით მისი ჩურჩული. იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ
იგი, ემოციების სიღრმიდან უნდა ამოყვინთოთ.

კრისტალი - სიმბოლო სიცხადისა, რომელიც მიწიერისგან მოწყვეტის შედეგად ჩნდება. ნაკლები ლოგიკა
და ყოფითი გარჩევები და მეტი სიცხადე. ასეთ შემთხვევაში ცნობიერების კრისტალი უფრო გამჭვირვალე
ხდება.

3/4
3/13/2021

ნახევარმთვარე რქებით ზემოთ - კიდევ ერთი მინიშნება იმაზე, რომ მოვწყდეთ მიწიერ საზრუნავებს და
ვისწრაფვოდეთ ღვთაებრივი ცოდნისკენ, აბსოლუტისკენ.

Like 2 Share

4/4
3/13/2021

III - შემოქმედებითობა (Creativity)

შემოქმედებითობას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, როცა


ეგო არ არის, როცა მოდუნებული და სრულიად მშვიდი
ხართ, როცა რაიმეს კეთების სურვილი არ გაქვთ. მაშინ
უეცრად გრძნობთ, რომ რაღაც უჩინარი ძალა მოგიცავთ,
გეუფლებათ და შეპყრობილი ხდებით მისით.

ერთადერთი გზა იმისთვის, რომ თანხმობაში იყოთ


არსებობასთან - ესაა შემოქმედება. როცა რაღაცას ქმნით:
ლექსებს, სიმღერას, მუსიკას, ცეკვას - რასაც გნებავთ,
თქვენ არსებობის თანამონაწილე ხართ. უკვე აღარ ხართ
მისგან განცალკევებული; უფრო მეტიც, თქვენ ქრებით, და
არსებობა თქვენი მეშვეობით ქმნის. და თუ ამ იშვიათი
მომენტების გაცნობიერებას იწყებთ, მაშინ ეგო აღარ არის
და შემოქმედება თავად იღვრება თქვენი გავლით, და მაშინ
შემოქმედება მედიტაციად იქცევა.

ყოველი შემოქმედისთვის, თუნდაც ბუნდოვნად, მაგრამ


ნაცნობია ასეთი მომენტები. პოეტებმა იციან, რომ არსებობს მომენტები, როცა პოეზია იღვრება, და რომც
უნდოდეთ ამ ნაკადის გაჩერება, ეს შეუძლებელია. და არსებობს უნაყოფო მომენტებიც, გვალვის
მომენტებიც, როცა რაღაცის შექმნა გინდა, მაგრამ არაფერი გამოგდის. და რაც უფრო მეტ ძალისხმევას
დებ, მით ნაკლებია შანსი, რადგან ძალისხმევა ეგოსგან მომდინარეობს.

შემოქმედება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ეგო არ არის, როცა მოდუნებული და სრულიად მშვიდი ხართ,
როცა რაიმეს კეთების სურვილი არ გაქვთ. მაშინ უეცრად გრძნობთ, რომ უჩინარი ძალა გიპყრობთ, იგი
გეუფლებათ და შეპყრობილი ხდებით მისით. «შეპყრობილობა» მოცემულ შემთხვევაში - ძალიან ზუსტი
სიტყვაა.

პოეტებისთვის, მხატვრებისთვის, სკულპტორებისთვის - ყველასთვის ნაცნობია ასეთი მომენტები, მაგრამ


ისინი მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ მათ, როცა ეს მომენტები მიდიან. რჩება მხოლოდ მოგონება:
წარსულისკენ მოხედვისას ადამიანები გრძობენ, რომ მოხდა რაღაც საოცრად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამან
უკვე ჩაიარა. ასეთ მომენტებს ისინი მხოლოდ მოგვიანებით აცნობიერებენ. მედიტატორი აცნობიერებს
მათ, როცა იგი ხდება. ეს ერთადერთი სხვაობაა პოეტსა და მისტიკოსს შორის: პოეტს ახსოვს
შემოქმედებითი მომენტები, მისტიკოსი განიცდის და აცნობიერებს ამ მომენტებს. და ამაში დიდი
სხვაობაა.

1/3
3/13/2021

როგორც კი აცნობიერებთ, რომ თქვენ არ ხართ, და ამავდროულად ხართ, - რომ ეგო უკვე აღარაა, თქვენი
„მე“ აღარაა, და თქვენ მაინც ხართ, თქვენ გიჩნდებათ საკუთარი არსებობის სრულიად ახალი განცდა.
ბუდა ამას ნირვანას უწოდებს - „არა-მე“-ს მდგომარეობას. შემოქმედი ადამიანი ასეთ მდგომარეობაში
ბევრჯერ აღმოჩნდება ხოლმე; მას უბრალოდ ისღა დარჩენია, რომ გააცნობიეროს იგი და მასში ყოფნისას.

მედიტაცია იმისთვისაა საჭირო, რომ გააცნობიეროთ ასეთი მომენტები; ხოლო შემოქმედება - იმისთვის,
რომ შექმნათ ისინი. როცა შემოქმედება და მედიტაცია ერთმანეთს ხვდებიან, თქვენ სახლში ბრუნდებით,
მოგზაურობა სრულდება.

აღწერა პირველი გამოცემიდან:

შემოქმედებითობა - ესაა თვისება, რომელიც თქვენს საქმიანობაში შემოგაქვთ. ეს დამოკიდებულებაა,


შინაგანი მიდგომაა - თუ როგორ უყურებთ საგნებს... ყველას არ შეუძლია იყოს მხატვარი - და ეს არცაა
საჭირო. ყველა რომ მხატვარი იყოს, სამყარო მახინჯი იქნებოდა, მასში ცხოვრება მძიმე იქნებოდა. და
ასევე ყველას არ შეუძლია იყოს მოცეკვავე, და ეს არცაა საჭირო. მაგრამ ყველას შეუძლია იყოს შემოქმედი.
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თუ ამას სიხარულით აკეთებთ, თუ ამას სიყვარულით აკეთებთ, თუ თქვენი
საქმიანობის ეს აქტი არაა სუფთა ეკონომიური, მაშინ თქვენ ქმნით. თუ თქვენში რაღაც იზრდება, თუ ეს
ზრდას გაძლევთ, ეს სულიერია, ეს შემოქმედებითია, ეს ღვთაებრივია. როცა უფრო შემოქმედებითი
ხდებით, ამ დროს უფრო ღვთაებრივიც ხდებით. მსოფლიოს ყველა რელიგიაში ნათქვამია, რომ ღმერთი -
ეს შემოქმედია. მე არ ვიცი, არის თუ არა იგი შემოქმედი, მაგრამ მე ზუსტად ვიცი: რაც უფრო მეტად
შემოქმედებითი ხდებით, მით უფრო ღვთაებრივი ხართ. როცა თქვენი შემოქმედება მწვერვალს აღწევს,
როცა მთელი თქვენი ცხოვრება უფრო მეტად შემოქმედებითია, თქვენ ღმერთში ცხოვრობთ. ამიტომ ის
შემოქმედი უნდა იყოს, რადგან ადამიანები, რომლებიც შემოქმედებითები იყვნენ, უფრო ახლოს იყვნენ
მასთან. გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ. იყავით მედიტატიური, რასაც არ უნდა აკეთებდეთ!

კომენტარი:

ცეცხლისა და წყლის ალქიმიიდან ღვთაებრივ სინათლემდე, რომელიც ზემოდან შემოდის, ფიგურა


„შეპყრობილია“ შემოქმედებითი ძალით. მართლაც, შემოქმედების გამოცდილება - ესაა კარიბჭე
იდუმალში. მეთოდები, გამოცდილება და ცოდნა მხოლოდ იარაღებია. მთავარია - მიენდოთ ენერგიას,
რომელიც საწვავია ყველაფერი ყოფიერის დაბადებისთვის. ამ ენერგიას არ გააჩნია ფორმა და
სტრუქტურა, მაგრამ ყველა ფორმა და სტრუქტურა მისგან მომდინარეობს. მნიშვნელობა არ აქვს,
სახელდობრ როგორ ფორმას ირჩევს თქვენი შემოქმედებითობა - ეს შეიძლება იყოს ხატვა ან სიმღერა,
ბაღში მუშაობა ან კერძების მომზადება. მთავარია გახსნილი იყოთ იმისადმი, რასაც სურს თქვენი
მეშვეობით გამოიხატოს. გახსოვდეთ, რომ ჩვენ არ ვფლობთ ჩვენს ქმნილებებს, ისინი ჩვენ არ
გვეკუთვნიან. ჭეშმარიტი შემოქმედებითობა ღვთაებრივთან, მისტიურთან და შეუცნობელთან კავშირის
შედეგად წარმოიშობა. და შემდეგ ეს ხდება სიხარული თავად შემოქმედისთვის და კურთხევა
სხვებისთვის.

გლიფების აღწერა ანნა ნოვიკოვასგან:


2/3
3/13/2021

ცისარტყელა - გამოიყენეთ უნარების და ნიჭების მთელი სპექტრი. გალესეთ ძველები და გამოიმუშავეთ


ახლები. არ დაიციკლოთ იმაზე, რაც იცით. ისწავლეთ, ჩაიძირეთ შეუცნობელში. ყველაზე ჩვეულებრივი
საქმეებიც კი შეგიძლიათ ახლებურად შეასრულოთ, და ამით შემოქმედებითი ნოტა შემოიტანოთ
ცხოვრებაში.

მზარდი მთვარე - ისევე, როგორც სულელის არკანში, ახალი დასაწყისის სიმბოლოა. შემოქმედება - ეს
ყოველთვის ახლის შექმნაა. და მაშინაც კი, თუ რაღაც ძველის სრულყოფას ახდენთ, იგი განახლებას
განიცდის თავისი არსით და ფორმით.

ფიგურამ ხელები გაშალა. ქალი კარტზე გახსნილია ახლისთვის. იგი მოქსოვილია შემოქმედების
ენერგიით, შედევრებს ქმნის და ახლისკენ მოძრაობს. შრომის შედეგები თქვენ არ გეკუთვნით, ისევე,
როგორც თავად შემოქმედების ენერგია. თქვენ კი არ ქმნით, ღმერთი, სამყარო ქმნის თქვენი გავლით.
უბრალოდ წინისკენ იარეთ, და მეტი მოგეცემათ.

ქაოტურობა. შემოქმედება ადამიანის ყოველ ქმედებას ახასიათებს, იქნება ეს მეცნიერული კვლევა,


საჭმლის მომზადება თუ ბაღჩაში მუშაობა. შემოქმედებაში თქვენ შეგიძლიათ გახედნოთ ღმერთის
ქაოტური ენერგია და აქციოთ იგი შედევრად ნებისმიერ მიმართულებაში, ნებისმიერ საქმიანობაში.

Like 2 Share

3/3
3/13/2021

IV - მეამბოხე (The Rebel)

მეამბოხის ცხოვრება უჩვეულოდ მღელვარეა: იგი ყოველ წამს პრობლემებს ეჯახება, რადგანაც
საზოგადოებაში არსებობს ქცევის საყოველთაოდ მიღებული მოდელები, იდეალები, ცხოვრების წესი.
მეამბოხეს არ შეუძლია შეეგუოს ამ საყოველთაოდ მიღებულ იდეალებს: იგი თავის საკუთარ შინაგან ხმას
უნდა მიჰყვეს.

მეამბოხე განდგომილი ხდება წარსულისგან. მას არ სურს წარსულის გამეორება, მას სამყაროში რაღაც
ახალი შემოაქვს. მსოფლიოსგან და საზოგადოებისგან გაქცეულებს ესკეიპისტებს ეძახიან, მათ უარი
თქვეს პასუხისმგებლობაზე, და ვერ ხვდებოდნენ, რომ პასუხისმგებლობაზე უარის თქმით
თავისუფლებაზეც უარს ამბობ. ამაშია ცხოვრების სირთულე: თავისუფლება და პასუხისმგებლობა
ერთმანეთისგან განუყოფელია.

რაც უფრო მეტად გიყვარს თავისუფლება, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობისთვის ხარ მზად. მაგრამ
მსოფლიოს გარეთ, საზოგადოების გარეთ - პასუხისმგებლობა შეუძლებელია. აუცილებელია
დაიმახსოვროთ, რომ რაიმეს სწავლა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა პასუხისმგებლობას იღებ.

1/3
3/13/2021

წარსულმა დაანგრია სიტყვა „პასუხისმგებლობის“ სილამაზე. ადამიანებმა იგი პრაქტიკულად სიტყვა


„მოვალეობის“ სინონიმად აქციეს. მაგრამ ეს სულაც არაა ასე. „მოვალეობა“ - ესაა ის, რაც თქვენი ნების
საწინააღმდეგოდ, სულიერი მონობის გამო უნდა შეასრულოთ. მოვალეობა უფროსების წინაშე,
მოვალეობა ქმრის წინაშე, მოვალეობა ბავშვების წინაშე - ეს არაა პასუხისმგებლობა. ძალიან
მნიშვნელოვანია გაიგოთ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში სიტყვა „პასუხისმგებლობა“.

„პასუხისმგებლობა“ მომდინარეობს სიტყვისგან - „პასუხი“. არსებობს მოქმედების ორი სახე: რეაქცია და


პასუხი. რეაქცია მომდინარეობს თქვენი წარსული განპირობებულობისგან, იგი მექანიკურია. პასუხი
მომდინარეობს თქვენი თანმყოფობისგან, გაცნობიერებულობისგან, და არა მექანიკურობისგან. პასუხის
გაცემის უნარი ერთ-ერთი აუცილებელი პრინციპია გაზრდისთვის. თქვენ არ ასრულებთ არც ბრძანებას,
არც დარიგებას - თქვენ უბრალოდ მიჰყვებით თქვენს გაცნობიერებულობას. თქვენ მოქმედებთ, როგორც
სარკე, ირეკლავთ სიტუაციას და პასუხობთ მას, ისე რომ არ ხელმძღვანელობთ არც მეხსიერებით, არც
მსგავსი სიტუაციების წარსული გამოცდილებით, არამედ მოქმედებთ ახლებურად, მოცემული მომენტის
შესაბამისად. სიტუაციაც და თქვენი მასზე პასუხიც ახალია. ესაა მეამბოხის ერთ-ერთი მთავარი თვისება.

აღწერა პირველი გამოცემიდან:

ადამიანებს ეშინიათ, ძალიან ეშინიათ მათი, ვინც საკუთარ თავს იცნობს. მათ ერთგვარი ქარიზმა, აურა,
მიმზიდველობა ან ძალაუფლება გააჩნიათ, რომელსაც შეუძლია სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები
ტრადიციების ტყვეობისგან გაანთავისუფლოს. გასხივოსნებული ადამიანი ვერ იქნება დამონებული. ეს
ძნელია - იგი ვერ იქნება დამწვდეული... ასეთი ადამიანის ჩაყლაპვა შეუძლებელია; იგი წარმოადგენს
ძალას, რომელიც არსებულ წესრიგს ანგრევს. მასებს არ სურთ, რომ ისინი შეაწუხონ, მაშინაც კი, თუ ისინი
უბედურებაში ცხოვრობენ; ისინი უბედურები არიან, მაგრამ მიეჩვივნენ ამას. და ყველა, ვინც უბედურად
არ გამოიყურება, უცხოა მათთვის. გასხივოსნებული ადამიანი - ესაა ყველაზე უცხო მსოფლიოში, თითქოს
არავის არ ეკუთვნისო. ვერცერთი ორგანიზაცია ვერ ზღუდავს მას - ვერც საზოგადოება, ვერც ხალხი.

კომენტარი:

მძლავრი და მტკიცე ნების ადამიანი ამ კარტზე მართლაც პატრონია თავისი ბედისა. მის მხარზე მზის
ემბლემაა, და ჩირაღდანი, რომელიც მარჯვენა ხელში უჭირავს, წარმოადგენს მისი საკუთარი, ძნელად
მოპოვებული ჭეშმარიტების სინათლეს. მიუხედავად იმისა, ღარიბია ის თუ მდიდარი, მეამბოხე
ნამდვილი იმპერატორია, რადგანაც მან გაწყვიტა დამთრგუნველი განპირობებულობების და
საზოგადოებრივი შეხედულებების ჯაჭვი. მან მოახდინა საკუთარი თავის ფორმირება ისე, რომ
ცისარტყელის ყველა ფერი მიიღო. იგი აღმოცენდა თავისი არაცნობიერი წარსულის უფორმო და ბნელი
ფესვებისგან და ფრთებს იზრდის, რათა ცაში აფრინდეს. ყოფიერების მისი თვისება ამბოხია - არა იმიტომ,
რომ იგი რაიმეს ან ვინმეს ებრძვის, არამედ იმიტომ, რომ მან თავისი ნამდვილი ბუნება აღმოაჩინა და მის
შესაბამისად ცხოვრება გადაწყვიტა. მისი სული არწივს ჰგავს. მეამბოხე მოგვიწოდებს, რომ საკმარისად
მამაცნი ვიყოთ იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, ვინც ვართ, და ვიცხოვროთ ჩვენი
ჭეშმარიტებით.

2/3
3/13/2021

გლიფების აღწერა ანნა ნოვიკოვასგან:

არწივი - წარმოადგენს ფრთების გაშლის სიფართოვეს. აუცილებელი არაა ამბიციური იყო და მთების
გადადგმას ცდილობდე. მაგრამ ფორთხვაც აღარაა სათქვენო. გახსოვდეთ აზრის ფრენა, სიმამაცე,
რომლის გარეშეც არცერთი საქმიანობა არაა შესაძლებელი.

გაწყვეტილი ჯაჭვები - როგორც განპირობებულობისგან, საზოგადოებრივი აზრისგან განთავისუფლების


სიმბოლო. ვეღარავინ მოგცემთ მითითებებს. ვერანაირი დოგმა ვერ შეგაჩერებთ. მხოლოდ ღმერთს
შეუძლია თქვენი წარმოართვა, ბიძგება, მაგრამ არა შეზღუდვა. მონობის ჯაჭვებს სათავე მღელვარე
გონებაში აქვთ. თავისუფალ გონებას ვერ დაიჭერს ყველაზე მკაცრი წესები და კანონებიც კი.

ჩირაღდანი - თქვენი იდეა, ჭეშმარიტება, მისწრაფებები, ის, რისი მოტანაც შეგიძლიათ საზოგადოების
სასარგებლოდ. გახსოვდეთ, რომ ვერცერთი თქვენი საქმიანობა ვერ იქნება მხოლოდ თქვენი პირადი
ცხოვრების სასარგებლოდ. თქვენ არ შეგიძლიათ იცხოვროთ და იშრომოთ სამყაროსგან განცალკევებით.
შრომა, იდეები, ოცნებები - მხოლოდ თქვენ კი არ განთებენ, არამედ სხვა ადამიანებსაც. თქვენ შეგიძლიათ
უკან გაიყოლოთ სხვა ადამიანები თქვენი მისწრაფებების ცეცხლით, თქვენი გულის ცეცხლით.

ფერადი ტანსაცმელი - კვლავაც იგივე გამოცდილება, რომელიც მეამბოხემ მოიპოვა. მან თავად შექმნა
საკუთარი თავი, შეცდომებს უშვებდა, ეცემოდა და კვლავ დგებოდა. მხოლოდ ასეა შესაძლებელი
საკუთარ თავზე ცხოვრების ყველა ფერის გამოცდა. შეაფასეთ ეს, როგორც გამოცდილების
მრავალმხრივობა.

Like 2 Share

3/3

You might also like