You are on page 1of 34

მოვემზადეთ,

დავიწყეთ,
წინ, წინ, ჩემო პატარავ !

სესია 3
სესიის მიზნები:

• მზრუნველებს მიიღებენ ინფორმაციას ბავშვის ტვინის


განვითარების რთული ბუნების შესახებ,
• მზრუნველებს შეუძლიათ ამოიცნონ, როგორ
ურთიერთობენ ბავშვები განვითარების სხვადასხვა
ეტაპებზე;
• მზრუნველებს შეუძლიათ ბავშვის ასაკთან შესაბამისი
(დაბადებიდან 3 წლის ასაკამდე) განვითარების
მაგალითების დასახელება.
საშინაო დავალების განხილვა

• ვინ შეძლო აქტივობის განხორცილება ბავშვთან სახლში?


როგორ ჩაიარა?
• რა ჩანაწერები გააკეთეთ დავალებასთან დაკავშირებით?
• რამ გიჩვენათ, რომ თქვენსა და ბავშვს შორის კომუნიკაცია
შედგა?
• რა რეაქცია ჰქონდა პატარას, როდესაც უყურებდით,
უღიმოდით, იხუტებდით, ესაუბრებოდით, უმღეროდით ან
ეთამაშებოდით?
რა ვიცით ბავშვის განვითარების შესახებ ?

• სიუჟეტი: წარმოიდგინეთ, რომ 2 წლის


ბავშვის სთხოვეთ დაალაგოს თავისი
სათამაშოები.
• რას გააკეთებს ბავშვი?
• როგორ ფიქრობთ, რა უნარ-ჩვევები
არის საჭირო ამ დავალების
შესასრულებლად?
ქვე-სესია 3: ახალი ცოდნა და პრაქტიკა

ვზრდით ბედნიერ, ჯანმრთელ პატარას!


• ბავშვები იბადებიან, რათა ისწავლონ;
• ბავშვის ყოველდღიური უნარ-ჩვევების განვითარებაზე
ზრუნვა ხელს უწყობს მისი ტვინის განვითარებას და ქმნის
საფუძველს მომავალში, ჯანსაღი, პროდუქტიული და
ჰარმონიული პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.
განვითარების სფეროები
• ბავშვის განვითარება რამდენიმე სფეროს მოიცავს -
ფიზიკურს, კოგნიტურს (შემეცნებითს), ემოციურს და
სოციალურს.
კოგნიტური (გონებრივი)
განვითარება
• მოიცავს აზროვნების პროცესისა და გონებრივი შესაძლებლობების
იმ ფართო სპექტრის განვითარებას, როგორიცაა ყურადღება,
მეხსიერება, პრობლემის გადაჭრა, წარმოსახვა, კრეატიულობა და
სასაუბრო ენის საშუალებით კომუნიკაციის შესაძლებლობა.
• სასაუბრო ენის განვითარება ჩვილობაში გამოიხატება ღუღუნით,
აქტიური მოსმენით, მინიშნებითა და ხელის მოძრაობებით, შემდეგ
პირველი სიტყვების და წინადადებების წარმოთქმით, 2-3 წლის
ასაკში მეტყველების განვითარების აქტიური პერიოდია, ბავშვი
იძენს სიტყვათა დიდ მარაგს.
ემოციური (გრძნობების) განვითარება

• მოიცავს ემოციური კომუნიკაციისა და უსაფრთხოების,


თვით-გააზრებისა და ბავშვის მიერ საკუთარი გრძნობების
მართვის განვითარებას.
• ემოციური განვითარება განაპირობებს  ბავშვის უნარს,
შეძლოს საკუთარი გრძნობების გაგება  და გამოხატვა,
სხვათა გრძნობების გაგება  (თანაგრძნობა) და
სათანადოდ რეაგირება.
ფიზიკური განვითარება

• გულისხმობს ბავშვის სხეულის ზრდას, მოტორული უნარ-


ჩვევების განვითარებას (გააზრებულ მოძრაობებს), ტვინის
განვითარებას, ფიზიკურ აღნაგობას და ჯანმრთელობას.
სოციალური განვითარება

• სოციალური განვითარება განაპირობებს ბავშვის უნარს


დაამყაროს ურთიერთობა გარემოსთან და 
გარშემომყოფებთან, მოიცავს მზრუნველებთან, და-
ძმებთან და თანატოლებთან ურთიერთობების
განვითარებას, პიროვნულ უნარ-ჩვევებს, მეგობრობას,
ახლო ურთიერთობებს, მორალურ მხარესა და ქცევას.
როგორ ვითარდება ბავშვი
• როდესაც ბავშვი ხვდება სხვადასხვა გარემოში და
იძენს გამოცდილებას, ხდება განვითარების ყველა
სფეროს გააქტიურება,
• ეს ხელს უწყობს მისი ტვინის განვითარებას.
• მრავალფეროვანი გამოცდილება ხელს უწყობს
მომავალში ჯანმრთელ, პროდუქტიულ და ჰარმონიულ
პიროვნებად ჩამოყალიბებას.
მაგალითი. თუკი თქვენ 2 წლის ბავშვს სთხოვთ მიალაგოს
თავისი სათამაშოები, ამ დავალების შესრულება მოითხოვს
რამდენიმე უნარ-ჩვევის ერთდროულად გამოყენებას:

• პატარას შეუძლია გაიგოს და დაიმახსოვროს, რა სთხოვეთ მას;


• მას შეუძლია მისვლა იმ ადგილამდე, სადაც სათამაშოებია;
• მას შეუძლია მოძებნოს, სად არის სათამაშოები;
• მას შეუძლია ხელში აიღოს და შემდეგ ხელი გაუშვას სათამაშოებს;
• ის ახდენს ყურადღების კონცენტრაციას და აქვს სურვილი
შეასრულოს ის, რაც მას სთხოვეს;
• მას კარგი ჯანმრთელობა აქვს - ესმის, ხედავს და აქვს ამ
დავალების შესასრულებლად აუცილებელი ენერგია.
განვითარების სფეროების
ურთიერთკავშირი
• ერთი და იგივე აქტივობა სხვადასხვა სფეროების და
უნარების ერთდროულ გამოვლენას და განვითარებას
გულისხმობს
• განვითარების სფეროები ხშირად
ურთიერთგადამფარავია
როლური თამაში
• თამაშისათვის საჭიროა 3 მონაწილე:
• 1) მამა;
• 2) ბავშვი;
• 3) უცხო პირი.
როლური თამაში
(გაგრძელება)
N1. სიუჟეტი
• 1.პატარა გოგონა მოუსვენრად არის საბავშვო ეტლში და მეორე
ოთახიდან ესმის მამის ხმა.

• გთხოვთ განასახიეროთ, თქვენი აზრით როგორი რეაქცია


ექნებოდა ბავშვს.
 
• განვითარების რომელი სფეროა ამ შემთხვევაში აქტიური ?
როლური თამაში
(გაგრძელება)
N2. სიუჟეტი
• მამის ნაცვლად ოთახში შემოდის უცხო ადამიანი.
• გთხოვთ განასახიეროთ, თქვენი აზრით როგორი
რეაქცია ექნებოდა ბავშვს.
როლური თამაში
(გაგრძელება)
N3. სიუჟეტი
• შემოდის მამა და იყვანს მას ხელში.
• გთხოვთ განასახიეროთ, როგორ მოიქცეოდა თქვენი
აზრით პატარა როდესაც მამა შემოვიდა
• განვითარების რომელი სფეროა ამ შემთხვევაში
აქტიური ?
როლური თამაში
(გაგრძელება)
N4. სიუჟეტი
• გთხოვთ განასახიეროთ, როგორ მოიქცეოდა თქვენი
აზრით ბავშვი, როდესაც ის მამას აჰყავს ხელში?
• რა რეაქცია ექნებოდა ამაზე მამას ?
• განვითარების რომელი სფეროა ამ შემთხვევაში
აქტიური ?
ბავშვი, როგორც განვითარების
თანამონაწილე
• ბავშვის ტვინის განვითარება ბავშვისვე აქტიური
ჩართულობით ხდება, განვითარების თავისი განრიგი
აქვს;
• ინტერაქცით, მოქმედებით, კეთებით, თამაშით, ახალი
ინფორმაციის თავისებით, დაკვირვებისას ან სხვათა
ქცევების იმიტირების დროს ვითარდება და ძლიერდება
მათ ტვინში კავშირები.
როგორ ფიქრობთ, როგორ უწყობენ ბავშვები
ხელს საკუთარ განვითარებას?

• ჯერ კიდევ სულ პატარა ასაკში, ბავშვები თავად უწყობენ


ხელს საკუთარ განვითარებას.
• ტირილით, ღიმილით, სიცილით, ღუღუნით, ფეხებისა და
ხელების მოძრაობებით, ისინი აქტიურ ინტერაქციაში
შედიან გარემოსთან, ურთიერთობენ და კავშირებს
ამყარებენ მათ გარშემომყოფებთან.
რა ასაკში იწყებს ბავშვი სწავლასა და თქვენთან
ინტერაქციას ?

• ?
• ?
• ?
ინტერაქცია„გაეცი და მიიღე“
• ურთიერთობა „გაეცი და მიიღე“ ხორციელდება მაშინ , როდესაც
ბავშვი ურთიერთობს ღუღუნით, სახის გამომეტყველებით და
სხეულის მოძრაობით ან ტირილით,
• ხოლო უფროსი მის ამ მინიშნებებს თვალის კონტაქტით
პასუხობს, ეუბნება თბილ, დამამშვიდებელ სიტყვებს ან იხუტებს .
• მზრუნველს შეუძლია გაიგოს ამ მინიშნებების მნიშვნელობა
და მოახდინოს იმგვარი რეაგირება, საიდანაც ჩანს , რომ მისი
კომუნიკაცია ბავშვთან არის ეფექტური.
ყურადღებით იყავით გადაჭარბებულ
სტიმულაციასთან !

• მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ ბავშვის მინიშნებებს,


რომელიც გიჩვენებთ, რომ მას თამაშისაგან დასვენება სჭირდება
(გადაჭარბებული სტიმულაცია).
• გადაჭარბებულ სტიმულაციას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ბავშვი
გადატვირთულია იმაზე მეტი გამოცდილებით, შეგრძნებებით,
ხმაურითა და/ამ აქტივობებით, ვიდრე მას შეუძლია გაუძლოს.
• ამან შეიძლება ბავშვი დაღალოს და გადატვირთოს.
• ასეთ დროს, ბავშვის მინიშნებებია: თვალების მილულვა, თავის
შებრუნება, დაძაბვა, ზურგის მოხრა, თქვენი მზერის აცილება და
გაღიზიანება.
გაითვალისწინეთ რჩევები
• დაარწიეთ ბავშვი, ხელით მოუსრისეთ ზურგი;
• დაახლოებით 10 წუთით დააწვინეთ მშვიდ გარემოში,
მშვიდი მუსიკის ფონზე;
• სცადეთ თბილი აბაზანა დ მსუბუქი მასაჟი;
• შექმენით მშვიდი, მონოტონური ხმების („თეთრი ხმაური“)
გარემო, როგორიცაა ვენტილატორის ან მტვერსასრუტის
ხმა.
რატომ არის მნიშნელოვანი „გაეცი და მიიღე“ ?

• ინტერაქცია „გაეცი და მიიღე“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის,


რაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ პატარას განვითარებისათვის.
• რატომ?
• იმიტომ, რომ ის აყალიბებს და აძლიერებს ბავშვის ტვინის იმ უბნებს, რომელიც
პასუხისმგებელია კომუნიკაციისა და სოციალური უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბებაზე და ასე ვთქვათ, „რგავს“ ბავშვის მზრუნველთან
მიჯაჭვულობის ნერგს.

• როდესაც მზრუნველი რეაგირებს პატარას ტირილზე, ეს აყალიბებს ნდობის


შეგრძნებას.
•  წარმოიდგინეთ, რომ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი იგნორირებას გვიკეთებს
როცა ჩვენ ვტირით, ეს რა თქმა უნდა იმოქმედებს ჩვენს თვითშეფასებაზე.
„გაეცი და მიიღეს“
მაგალითები
• ბავშვის თვალებში ყურება, ძუძუთი კვების დროს;
• ბავშვთან საუბარი დღიური რუტინის შესრულებისას;
• „ჭიტას“ თამაში (სახის დაფარვა ხელებით და შემდეგ
ხელების სახიდან მოშორება);
• ბავშვისთვის რაიმეს წაკითხვა, სიმღერა.
რის გაკეთება შეუძლია
პატარას
• ყველა ბავშვი ხასიათდება განვითარების
ინდივიდუალური ტემპით;
• მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები შეიძლება მათთვის
დამახასიათებელი ტემპით ვითარდებოდნენ,
მნიშვნელოვანი ეტაპების მიღწევა მაინც საერთოა
ყველასთვის.
განვითარების ეტაპების რა მაგალითები
შეგიძიათ მოიყვანოთ?

განვითარების ეტაპები, ბავშვის განვითარების „სამშენებლო ბლოკებად “


შეიძლება განვიხილოთ.

• ხელების ზევით აწევა;


• დამოუკიდებლად დაჯდომა;
• დგომა რაიმე საყრდენის დახმარებით;
• დამოუკიდებლად დგომა;
• სიარული;
• სირბილი.
განვითარების კიბე
• ბავშვის განვითარება შეიძლება აღწერილი იქნას, როგორც
გრძელი კიბის საფეხურები, სადაც განვითარების ყოველი
ეტაპი არის საფეხური.
• თქვენ კიბეზე ასვლა შეგიძლიათ ნელა ან სწრაფად, მაგრამ
ბავშვები, ამ ეტაპებს ჩვეულებრივ რიგ-რიგობით აღწევენ
• განვითარების ეტაპების მიღწევა შეიძლება დამოკიდებული
იყოს იმ გარემო ფაქტორებზე, სადაც ბავშვი იზრდება და
ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
ქვე-სესია 4: შეჯამება
„სწავლიდან - პრაქტიკამდე“

• ბარათებზე ყველა წერს ან ხატავს 1 ან 2 რაიმეს, რაც


დღის განმავლობაში ისწავლეს და აწებებს მათ სწავლის
ხეზე.
• ფასილიტატორი ისმენს მონაწილეთა მოსაზრებებს და
შემდეგ აყალიბებს წინადადებას, რომელშიც აერთიანებს
დისკუსიის არსს და ეკითხება ჯგუფს, თუ ეთანხმებიან
ასეთ ფორმულირებას.
საშინაო აქტივობა პრაქტიკისათვის
• გაუკეთეთ ბავშვს მკლავების მასაჟი
• გაიყვანეთ ბავშვი გარეთ, რათა „შეხედოს ადამიანებს“
• დააწვინეთ ბავშვი მუცელზე, რათა სცადოს თავის წონასწორობის
შენარჩუნება მკლავებზე დაყრდნობით, რათა შემდეგ ნელ-ნელა
ხოხვაზე გადავიდეს;
• ბავშვი დააწვინეთ ზურგზე და რაიმე ლექსის კითხვასთან ერთად,
ერთმანეთს უტყაპუნეთ ბავშვის ხელები ან ფეხები;
• სცადეთ ახალი ხმების გამოცემა და დააკვირდით, იმეორებს თუ არა
ბავშვი პამპერსის გამოცვლის დროს, ბავშვისათვის შესამჩნევ
ადგილზე დადეთ რამე სურათი ან ბავშვის საკვების ცარიელი
კოლოფი, მიუთითეთ მასზე და ესაუბრეთ რა არის გამოსახული
სურათზე, ხშირად ცვალეთ სურათი.
ქვე-სესია 5: სათამაშოს დამზადება ვამზადებთ
სურათებიან წიგნს

• ძველი გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამოჭერით ან თავად დახატეთ


სურათები, ფიგურები, ფერები.
• ჩააწებეთ (წებოთი ან წებოვანი ლენტით) სურათები ცარიელ წიგნში ან მიაწებეთ
ცარიელ ბარათებს და დაამზადეთ თქვენი წიგნისათვის ფურცლები , შემდეგ
ერთად აკინძეთ ისინი.
• დაიწყეთ იმ სურათებით ან საგნებით, რომელთაც ბავშვი იცნობს, მაგ. ბოთლი ან
საწოვარა. შემდგომში თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ წიგნები ცხოველების ან
რაიმე საინტერესო საგნების გამოსახულებებით, დაამატოთ სიტყვები.
გადაფურცლეთ წიგნები ბავშვთან ერთად, დაასახელეთ სხვადასხვა ცხოველი ან
გამოეცით ხმები, რომელსაც ისინი გამოსცემენ. მაგ. გოჭის სურათის
დანახვებისას, შეგიძლიათ თქვათ „ღრუტ-ღრუტ“.
• ტრენინგის განმავლობაში წიგნები შეიძლება შეინახოთ
ოთახში გამოყოფილ GBG კუთხეში, ან მშობლებს
შეუძლიათ დამზადებისთანავე სახლში წაიღონ
გმადლობ
ყურადღებისთვის !

You might also like