You are on page 1of 29

თამაში და კომუნიკაცია

- სამუშაო ბავშვისთვის
წინ, წინ, ჩემო პატარავ !

სესია 5
სესიის მიზნები:

• მზრუნველებმა მიიღონ ინფორმაცია ბავშვის თამაშისა და


კომუნიკაციის მნიშვნელობის შესახებ;
• მზრუნველებმა შეძლონ აქტიურ, ბავშვის ასაკის შესაბამის
თამაშებსა და კომუნიკაციაზე მიმართულ აქტივობებში
ჩართვა, ადგილზე არსებული რესურსების გამოყენებით.
საშინაო დავალების განხილვა

• ვინ შეძლო აქტივობის განხორცილება ბავშვთან სახლში?


როგორ ჩაიარა?
• რა ჩანაწერები გააკეთეთ დავალებასთან დაკავშირებით?
• რა რეაგირება ჰქონდა ბავშვს მასაჟზე ?
• ხომ არ აქვს ვინმეს რაიმე კითხვა ან მოსაზრება
აქტივობების შესარულების შემდეგ?
„ჩვენ უკვე ბევრი მოვისმინეთ ბავშვთან
თამაშისა და სათამაშოების დამზადების
მნიშვნელობის შესახებ, მაგრამ ახლა დროა
უფრო ღრმად გავიაზროთ თამაშისა და
კომუნიკაციის (ასევ ცნობილია, როგორც
ადრეული სტიმულაცია) მნიშვნელობა. დღის
ბოლოს, ჩვენ კიდევ ერთ სათამაშოს
დავამზადებთ“.
ბავშვის ადრეული განვითარების
საფუძვლები
• ჩამოწერეთ ან დახატეთ, რა შეიძლება მზრუნველებმა
გააკეთონ ბავშვებისათვის (0- 3 წლამდე), მათი
განვითარებისა და პოზიტიური შედეგების
მისაღწევად,
• ჩამოწერეთ ან დახატეთ ის, რაც ნეგატიურ გავლენას
ახდენს ბავშვებზე და ამდენად, ასუსტებს მათი
განვითარებას
ბავშვებთან თამაშისა და კომუნიკაციის
მნიშვნელობის განხილვა

• აღზრდა, ძლიერ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე


• მზრუნველები არა მხოლოდ ბავშვის ადრეული ცხოვრების
მასწავლებლები არიან, არამედ ისინი ბავშვის
დაბადებისთანავე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ
პოზიტიური გამოცდილებისა და უსაფრთხო,
მასტიმულირებელი გარემოს შექმნაში.
• გავიგოთ რას სწავლობს ბავშვი თამაშში ჩართვის გზით და
გავეცნოთ ასაკის შესაბამის თამაშებს და აქტივობებს.
რა გახსოვთ თამაშის შესახებ თქვენი
ბავშვობიდან ?

• გაიხსენეთ, რა თამაშებს თამაშობდით ბავშვობაში


• გაიხსენეთ საკუთარი გამოცდილება და ემოციები
თამაშთან დაკავშრებით და დაფიქრდით, რა ისწავლეთ
თქვენამ თამაშებით. „როგორ ფიქრობთ, რომელი
განვითარების რომელი სფეროების გააქტიურება
მოხდა ?“
ჯანსაღი განვითარების სტიმულირება
კომუნიკაციისა და თამაშის გზით

• ბავშვის განვითარების ხელშეწყობის ძირითადი გზა, პირველი


დღიდანვე არის კომუნიკაცია და თამაში;
• ბავშვები სწავლობენ თამაშითა და საგნების მოსინჯვით, ასევე სხვებზე
დაკვირვებითა და მიბაძვით (ჯანმო).
• მნიშვნელოვანია, თქვენ ბავშვს შესაძლებლობა მისცეთ იგრძნოს,
დაინახოს, მოისმინოს, თავისუფლად იმოძრაოს და შეგეხოთ თქვენ და
უსაფრთხო საყოფაცხოვრებო ნივთებს, ჰქონდეს საშუალება აიღოს,
გადააგდოს, აბრახუნოს ნივთები (თქვენი პირობების
გათვალისწინებით);
• პატარას ზრდასთან ერთად ასაკის შესაბამისად იცვლება თამაშებისა
და კომუნიკაციის ფორმები მარტივიდან უფრო რთულისაკენ.
რა თამაშებსა და საკომუნიკაციო აქტივობებს
იყენებდით თქვენს ახალშობილ ბავშვთან, ერთი თვის
ასაკში, 6 თვის და 2 წლის ასაკში ?
თამაშისა და კომუნიკაციის აქტივობები
       
ახალშობილი 1 თვის 6 თვის 1 წლის
თამაშისა და კომუნიკაციის (ადრეული
სტიმულირების) აქტივობები

• არსებობს უამრავი თამაში და კომუნიკაციის აქტივობები,


რომლებიც ხელს უწყობს პატარას განვითარებას.
• თქვენ შეგიძლიათ ნელ-ნელა თავად მოიგონოთ თამაშები,
ყოველდღიური ცხოვრების საფუძველზე ან ჩაერთოთ
უფრო მეტად სტრუქტურირებულ აქტივობებში.
ახალშობილი, დაბადებიდან 1
კვირამდე
• თამაში
• შეუქმენით პატარას საშუალება დაინახოს, გაიგონოს, ამოძრაოს ხელები
და ფეხები თავისუფლად და შეგეხოთ;
• ნაზად დაამშვიდეთ პატარა, ხელი მოუსვით და დაიჭირეთ ხელში. კარგი
იქნება კანი-კანთან ურთიერთობა.
• კომუნიკაცია
• უყურეთ ბავშვს თვალებში და ესაუბრეთ მას
• ამის გაკეთება კარგია ძუძუთი ან ბოთლიდან კვების დროს. ახალშობილიც
ხედავს თქვენს სახესა და ესმის ხმა.
1 კვირიდან 6 თვემდე

• თამაში
• შეუქმენით პატარას საშუალება დაინახოს, გაიგონოს, იგრძნოს, იმოძრაოს თავისუფლად
და შეგეხოთ;
• ნელ-ნელა ამოძრავეთ ფერადი საგნები, რომ ბავშვმა შეძლოს მათი დანახვა და მიწვდომა;
• სათამაშოს ნიმუშები: ხელის საჩხარუნო, ერთად აცმული რგოლები.

• კომუნიკაცია
• გაუღიმეთ და გაუცინეთ პატარას;
• დაელაპარაკეთ პატარას;
• ესაუბრეთ პატარას მისი ხმებისა და ჟესტების გამეორების გზით.
6 თვიდან 9 თვემდე

• თამაში
• მიეცით პატარას საოჯახო სუფთა ნივთები ხელში დასაჭერად,
დასაბრახუნებლად, ძირს დასაგდებად;
• სათამაშოს ნიმუშები: სახურავიანი კონტეინერები, ლითონის ქილა ან
კოვზი.
•  
• კომუნიკაცია
• უპასუხეთ პატარას ხმებსა და ინტერესებს;
• წარმოთქვით პატარას სახელი და დაელოდეთ ბავშვის საპასუხო რეაქციას.
9 თვიდან 12 თვემდე

• თამაში
• დამალეთ ბავშვის საყვარელი სათამაშო ტანსაცმლის ქვეშ ან ყუთში . ნახეთ ,
იპოვის თუ არა მას ბავშვი;
• ეთამაშეთ ბავშვს „ჭიტა“.
•  
• კომუნიკაცია
• უთხარით ბავშვს საგნებისა და ადამიანების სახელები ;
• აჩვენეთ ბავშვს, როგორ გამოხატონ სიტყვები ხელებით . მაგ . „ნახვამდის ““
• სათამაშოს ნიმუშები: სახის მქონე თოჯინა.
12 თვიდან 2 წლამდე

• თამაში
• მიეცით ბავშვის საგნები ასაწყობად, კონტეინერში ჩასადებად და
ამოსაღებად;
• სათამაშოს ნიმუშები: ერთმანეთში ჩასაწყობი ან ასაწყობი საგნები,
კონტეინერი და ტანსაცმლის სარჭები (სარეცხის სარჭები).
•  
• კომუნიკაცია
• დაუსვით ბავშვს მარტივი კითხვები.
2 წლიდან და მეტი

• თამაში
• დაეხმარეთ ბავშვს დაითვალოს, დაასახელოს და შეადაროს საგნები;
• დაამზადეთ ბავშვისთვის მარტივი სათამაშოები: სათამაშოს ნიმუშები: სხვადასხვა
ფერისა და ფორმის საგნები დასაჯგუფებლად, წებოვანი ან მაგნიტური დაფა ,
ასაწყობი ფაზლი.
• კომუნიკაცია
• წაახალისეთ პატარა საუბარზე და უპასუხეთ მის კითხვებს;
• ასწავლეთ ბავშვს მოთხრობები, სიმღერები და თამაშები. ესაუბრეთ სურათებზე ან
წიგნებზე;
• სათამაშოს ნიმუშები: სურათებიანი წიგნები.
სწავლება და სწავლა თამაშისა და
კომუნიკაციის გზით

• ბავშვები მეტყველებას სწავლობენ მოსმენითა და ენის


გამოყენებით;
• თამაში ახდენს სოციალური, ფიზიკური და ემოციური
სწავლის სტიმულირებას;
• თამაშის აქტივობები არ მოითხოვს დიდ თანხებს;
ადვილად შეგიძლიათ დაამზადოთ სათამაშოები ადგილზე
არსებული მასალების გამოყენებით.
როგორ ფიქრობთ, რას სწავლობენ თქვენი პატარები
თამაშითა და კომუნიკაციით ?

• თუკი გაიხსენებთ, პატარა ურთიერთობას იწყებს


ღიმილით, ტირილით, სახის გამომეტყველებით,
ღუღუნით, ტიტინით ა. შ.
• რამდენადაც ბავშვები მეტყველებას მოსმენითა და
გამოყენებით სწავლობენ, მათთან კომუნიკაციას და მათი
მხრიდან კომუნიკაციას გამოწვევას გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვს ბავშვის სასაუბრო ენის, ინტელექტის
განვითარებისა და ემოციური უსაფრთხოებისათვის.
რას სწავლობენ ბავშვები
კუბებით თამაშისას?
რას სწავლობენ ბავშვები
კუბებით თამაშისას?
• თვალი- ხელის კონტაქტი
• ბალანსირება, მყარი საფუძვლის ჩამოყალიბება ფორმები
(სიმბოლო)
• გაზიარება, რიგითობის დაცვა
• კომუნიკაცია იმასთან, რას აკეთებენ
• სიმბოლიზაცია (მაგ. სახლის ან ავტოფარეხის წარმოდგენა კუბების
გამოყენებით)
• თვითშეფასება
რას სწავლობს ბავშვი?
აქტივობა
• ფასილიტატორი დაურიგებს სათამაშოებს (კუბებს,
წიგნებს, რბილ ცხოველებსა და სხვა, ადგილზე
მისაწვდომ ნივთებს) ყველა მზრუნველს და შესთავაზებს
ითამაშონ რამდენიმე წუთი.
• მონაწილეები წარმოიდგენენ, რომ საკუთარი ბავშვის
ასაკის არიან და დაფიქრდებიან, მათი აზრით რა
შეიძლება ისწავლოს ბავშვმა სათამაშოს გამოყენებით.
რას სწავლობს ბავშვი?

• ითამაშებდა თქვენი ბავშვი ამ სათამაშოთი?


• რის სწავლა შეიძლება ამ სათამაშოთი თამაშის დროს?
• რა შეიძლება იყოს ამ სათამაშოთი თამაშის მიზანი განვითარების
ხელშეწყობისთვის?
• რა აქტივობა შეგიძლიათ დაასახელოთ კიდევ ისეთი, რომელიც
ხელს შეუწყობს ამ უნარების განვითარებას?
• თქვენს სახლში ან თემში არსებული გარემოდან, რის გამოყენება
შეიძლება კიდევ სწავლის ხელშემწყობ სათამაშოდ ?
რატომ არის თამაში მნიშვნელოვანი
მზრუნველებისთვისაც ?

• ბავშვთან თამაშისას გამოიყოფა ე.წ. „სიყვარულის


ჰორმონი“ (ოქსიტოცინი), რომელიც ამცირებს სტრესს,
ადამიანს თავს უფრო ბედნიერად აგრძნობინებს.
• თამაშით ურთიერთობის საფუძველზე ხდება ემოციური
კავშირის ჩამოყალიბება ბავშვსა და მზრუნველს შორის,
ამ დროს მზრუნველი ბავშვისთვის უფრო მეტად
მნიშვნელოვანი ადამიანი ხდება.
თამაშის პროცესში უსაფრთხოების რა პირობები
უნდა იქნას გათვალისწინებული?

• თავიდან უნდა ავიცილოთ გადაყლაპვის (გადაცდენის) საფრთხის შემცველი


მასალების გამოყენება, რამდენადაც პატარები საგნებს „შეისწავლიან“ პირში
ჩადებით, განსაკუთრებით 2-3 წლის ასაკში, როდესაც კბილებით ცდილობენ
მოსინჯონ ისინი;
• სათამაშოები არ უნდა იყოს დამზადებული პოტენციურად მომწამვლელი
მცენარეებისაგან და ნივთიერებებისგან;
• ბავშვის სათამაშოები რეგულარულად უნდა იქნას გახეხილი/გასუფთავებული;
• მზრუნველებმა ხშირად უნდა დაიბანონ ხელები (განსაკუთრებით პამპერსის
გამოცვლის შემდეგ და კვების წინ) ბავშვთან თამაშის დროს, და ყურადღება
მიაქციონ, რომ ბავშვების ჯგუფურად თამაშისას, რომელიმე ბავშვი არ იყოს
ავად (რამდენადაც ინფექცია ადვილად ვრცელდება ბავშვის სათამაშოებით).
საშინაო აქტივობა პრაქტიკისათვის:

• დასვით ბავშვი მაგიდაზე თქვენს წინ, ისე რომ რამეს ეყრდნობოდეს. დაიფარეთ
ფერადი ქუდი ან შემოიხვიეთ თავსაფარი და წაახალისეთ ბავშვი , გამოიწიოს და
ინტერესით დაათვალიეროს თქვენი ნივთები.
• გამოეცით სასაცილო „ვა-ვა-ვა-ვა“ ხმა, თქვენს ტუჩებზე ხელის ტყაპუნით,
დაელოდეთ ბავშვის რეაქციას, შემდეგ პატარას ტუჩებზე დაუტყაპუნეთ ხელი და
ნახეთ, გამოსცემს თუ არა ის იგივე ხმას.
• გაუკეთეთ ბავშვის ზურგის მასაჟი - მოათავსეთ თქვენი ხელები მუცელზე
მწოლიარე ბავშვის მხრების გასწვრივ ჰორიზონტალურად და მტკიცე ხელით
დუნდულების მიმართული ჩამოუსვით სიგრძეზე. გაიმეორეთ ეს ტექნიკა
რამდენჯერმე. შეანაცვლეთ ხელები, თუკი ამის საშუალებას გაძლევთ თქვენი
პოზიცია.
საშინაო აქტივობა პრაქტიკისათვის:

• ბავშვის ჩაცმისას, დაასახელეთ მისი სხეულის ნაწილები. სახელოების ჩაცმისას ან შარვალში


ფეხის ჩაყოფისას, დაიწყეთ თითების „ძებნა“ „სად ხართ თითებო?“, „სად წავიდა ცერა თითი “ ?
ა.შ.
• გამოიყენეთ ჩხარუნა ან ზანზალაკი რათა ნახოთ, შებრუნდება თუ არა ბავშვი მოსასმენად ორივე
მხარეს. ასევე დააჩხარუნეთ სათამაშო ბავშვის თვალთახედვიდან მოშორებულ ადგილზე .
მიეცით ბავშვს საშუალება. თავად გამოსცადონ და შეანჯღრიონ სათამაშო ხმების გამოსაცემად .
• დაწექით ძირს თქვენს ბავშვთან სახით სახისკენ და ეთამაშეთ მას „ჭიტა “. თავის აწევისას
იატაკიდან აიწიეთ ხელებზე დაყრდნობით. შეგიძლიათ გულმკერდის არეში ხელების
შეშველებით ასევე დაეხმაროთ ბავშვს თავის წამოწევაში. მას შემდეგ, რაც ბავშვი უფრო
კომფორტულად იგრძნობს თავს მუცელზე წოლისას, ის გაცილებით სიამოვნებით დაიწყებს
სათამაშოებით თამაშს ამ პოზაში.
ვამზადებთ ბავშვის ადრეული განვითარების
სათამაშოების ნაკრებს

• ვამზადებთ თოჯინა-მარიონეტს წინდისაგან


• მოსამზადებელი მასალები: დიდი სუფთა წინდა, ღილები, ნემსი და
ძაფი, ფერადი მარკერები (სასურველია წითელი პირისათვის).
• ინსტრუქციები:
• მიაკერეთ 2 ღილი წინდას თვალების ნაცვლად. ჯერ შეყავით ხელი
წინდაში, რომ ნახოთ, სად უნდა დაკერდეს ღილები;
• დაახატეთ წინდას პირი და სურვილის შემთხვევაში გააფორმეთ;
• ახლა შეყავით ხელი წინდაში, რათა ბავშვს ეთამაშოთ თოჯინა-
მარიონეტით.
გმადლობთ
ყურადღებისთვის

You might also like