You are on page 1of 10

ფსიქოლოგიისა და განათლების

მეცნიერებათა ფაკულტეტი

ადამიანის განვითარება 1

ლექცია 6

მანანა მელიქიშვილი
2020
სასწავლო საკითხები
 პრენათალური განვითარება

 განაყოფიერება

 პრენათალური
­ განვითარების პერიოდები

 ტერატოლოგია
­ ­ . ტერატოგენური ფაქტორები
განაყოფიერება

 უნიკალური ინდივიდის განვითარება განაყოფიერებით იწყება.


მხოლოდ ერთი უჯრედი - განაყოფიერებული კვერცხუჯრედი,
ფლობს მთელ იმ გენეტიკურ ინფორმაციას, რომელიც ახალი
ორგანიზმის შესაქმნელადაა საკმარისი.
 ოვულაცია - კვერცხუჯრედის ორი ფალოპის მილიდან ერთ-ერთში
გადაადგილება. მენსტრუაციის შემდეგ მიახლოებით 14 დღეში
ვლინდება.
 განაყოფიერება - კვერცხუჯრედისა და სპერმის შერწყმა;
მეორენაირად ჩასახვას უწოდებენ
 ზიგოტა - ადამიანის ორგანიზმის პირველი უჯრედი, რომელიც
განაყოფიერების შედეგად წარმოიქმნება.
პრენატალური განვითარების პერიოდები

 ზიგოტის პერიოდი - განაყოფიერების შემდეგ უჯრედის ძალიან


სწრაფი გაყოფისა და დიფერენცირების პერიოდი, რომელიც
მიახლოებით ორი კვირა გრძელდება.

 ბლასტულა - სითხით სავსე ცენტრის ირგვლივ უჯრედების სფერული


შრე, რომელიც ჩასახვის მერე სწრაფად ყალიბდება.

 იმპლანტაცია - ბლასტულის ჩანერგვა საშვილოსნოს შრეში

 დიფერენციაცია - უჯრედების დაჯგუფება იმ ფუნქციების მიხედვით,


რომლის შესრულებაც მათ მომავალში დაეკისრებათ
პრენატალური განვითარების პერიოდები

 ემბრიონის პერიოდი - მეორე პრენატალური პერიოდი, რომელიც


იწყება იმპლანტაციიდან და სრულდება განაყოფიერებიდან მეორე
თვის ბოლოს. ინდივიდის ყველა ძირითადი სტრუქტურა და ორგანო
ამ პერიოდში ყალიბდება.

 ემბრიო - განვითარების პროცესში მყოფი ბავშვი – დაწყებული


იმპლანტაციის შემდგომი პერიოდიდან და დამთავრებული
განაყოფიერებიდან მეორე თვის ბოლომდე, 2 -დან 8 კვირამდე.

 ამნიოტიკური გარსი - სითხით სავსე მემბრანა, რომელიც გარს


აკრავს ემბრიონს და ნაყოფს
პრენატალური განვითარების პერიოდები
 პლაცენტა - დისკის ფორმის დამცავი ქსოვილი, რომელიც საშვილოსნოს
კედლის გასწვრივ ვითარდება, რომლის საშუალებით ემბრიონი იღებს
საკვებ ნივთიერებებს და გამოყოფს ნარჩენებს

 ამნიოტიკური სითხე - ამნიოტიკურ მემბრანაში მოთავსებული სითხე,


რომელიც ნაყოფის რბილად მოთავსებას და მისი საფრთხისგან დაცვას
უზრუნველყოფს

 ჭიპლარი - „ძაფისმაგვარი“ ქსოვილი, რომელიც პლაცენტას აკავშირებს


ემბრიონთან. ეს „ძაფისმაგვარი“ ქსოვილი ორ არტერიას და ერთ ვენას
მოიცავს.
პრენატალური განვითარების პერიოდები
 ემბრიონალური პერიოდის პირველი კვირის განმავლობაში ემბრიონის
უჯრედებისგან წარმოიქმნება 3 შრე:

 ექტოდერმა- მისგან განვითარდება ნერვული სისტემა, ფრჩხილები, თმა და


კანი.

 მეზოდერმა- მისგან განვითარდება შინაგანი ორგანოები, ძვალ -კუნთოვანი


და სისხლძარღვოვანი სისტემა.

 ენტოდერმა, საიდანაც განვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ღვიძლი,


პანკრიასი, ფილტვები და სხვა ორგანოები.

 მეოთხე კვირის ბოლოს გული იწყებს ცემას


პრენატალური განვითარების პერიოდები
 ფეტალური პერიოდი, პრენატალური განვითარების ყველაზე ხანგრძლივი
პერიოდია- გრძელდება სამი თვიდან დაბადებამდე
 მესამე თვეს ნერვული სისტემა, კუნთები და სხეულის სხვა ნაწილები უფრო
ორგანიზებული და შეკავშირებული ხდება; მესამე თვის ბოლოს მთავრდება
პირველი ტრიმესტრი
 მეოთხე თვიდან იწყება მეორე ტრიმესრტი- ამ დროს ნაყოფი იმდენად
დიდია, რომ დედას უკვე შეუძლია მისი მოძრაობა იგრძნოს; მეორე
ტრიმესტრის ბოლოს ნაყოფის უკვე ყველა ორგანო საკმაოდ კარგადაა
განვითარებული
 მესამე ტრიმესტრს, რომელიც დაახლოებით 22-26 კვირებს შორის
იწყება, სიცოცხლისუნაიანობის ასაკსაც უწოდებენ, რადგან ნაადრევად
დაბადების შემთხვევაში ნაყოფის გადარჩენა შესაძლებელია; მესამე
ტრიმესტრის ბოლოს ნაყოფის ნევროლოგიური ორგანიზება უმჯობესდება;
ბოლო თვეში ადგილი აქვს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც ნაყოფს
დაბადებისთვის ამზადებს
განვითარების ტენდენციები
 ცეფალო-კაუდალური ტენდენცია პირველ რიგში, იზრდება და
ვითარდება თავი და შემდეგ სხეულის ქვედა ნაწილები

 პროქსიმალურ-დისტალური ტენდენცია განვითარება სხეულის


შიგნიდან გარეთ, „ახლოდან შორისკენ“ მიმართულებით
მიმდინარეობს.

 ზოგადი – სპეციფიკური ტენდენცია თავდაპირველად სტიმულზე


ზოგადი, უხეში და მთლიანი სხეულებრივი რეაქციების გამოვლენის
ტენდენცია, ხოლო განვითარების კვალდაკვალ საპასუხო რეაქციები
უფრო ლოკალური და სპეციფიკური ხდება.
გარემოს გავლენა. ტერატოგენები
 ტერატოგენები ტოქსიკური აგენტები/ფაქტორები, რომელსაც შეუძლია
განვითარების დარღვევები გამოიწვიოს
 კრიტიკული პერიოდი განვითარების ის პერიოდი, როცა ტერატოგენების
გავლენა იჩენს თავს.
 ტერატოგენებით გამოწვეული ზიანი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე:
 დოზა: რაც მეტია ტერატოგენის დოზა და მოქმედების ხანგრძლივობა, მით
მეტია ზიანი.
 მემკვიდრეობა: მნიშვნელოვანია დედის და განვითარებადი ორგანიზმის
გენოტიპი.
 სხვა ნეგატიური ფაქტორები: არასრულფასოვანი კვება, არასათანადო
სამედიცინო ჩარევა, პლუს ტერატოგენები,. ახალშობილის მცირე ან დიდი
წონა დაბადებისას
 ასაკი: ტერატოგენების მოქმედების ხარისხი დამოკიდებულია ორგანიზმის
ასაკზე.

You might also like