You are on page 1of 40

ფსიქიატრია

კვებითი აშლილობანი
კვებითი აშლილობანი
• რა არის კვებითი აშლილობა?
• ვინ არის რისკის ჯგუფში?
• რამდენად გავრცელებულია კვებითი აშლილობა?
• როდის იწყება კვებითი აშლილობა?
• როგორ განისაზღვრება კვებითი აშლილობა?
• რა ფიზიოლოგიური დაავადებები დაერთვის თან?
• რატომ ვითარდება?
• რა მკურნალობა არსებობს?
• რამდენად ეფექტურია მკურნალობა?
რა არის კვებითი აშლილობა?

• არანორმალური ჭამის პატერნი, რომელიც საფრთხეს უქმნის


ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ემოციურ კეთილდღეობას
• კვებითი აშლილობანი მოიცავენ დარღვევათა სპექტრს, რომელიც
იცვლება საჭმლის აკრძალვიდან ზედმეტი საკვების მიღებამდე
• კლასიფიკაციაში გამოიყოფა:
*) ნერვული ანორექსია
*) ნერვული ბულიმია
*) საკვების ჭარბი მიღება
*) კვებითი აშლილობანი რომლებიც სხვაგვარად არ არის
დაზუსტებული
ვინ არის რისკის ჯგუფში?
• სქესი
* ქალები: მამაკაცები (10:1 დან 3:2)
* ბიჭები არიან მკურნალობის გარეშე დარჩენის რისკის ქვეშ
• კულტურალური
* მეტად გავრცელებულია მოდელებში ან სპორტსმენებში
სადაც წონას ან გამხდარ შეხედულებას ენიჭება უპირატესობა,
მოცეკვავეებში, ტანმოვარჯიშეებში, მორბენლებში
• ასაკი
* მეტად გავრცელებულია მოზარდებში ვიდრე ზრდასრულებში
* 86% კვებითი აშლილობებისა იწყება 20 წლამდე
ვინ არის რისკის ჯგუფში?
• სოციოეკონომიური სტატუსი:
* კვებითი აშლილობანი უფრო მეტადაა გავრცელებული
შედარებით მაღალი სოციოეკონომიური სტატუსის
მქონეებში
• ეთნიკური/რასა/კულტურა
* უფრო გავრცელებულია კავკასიური წარმოშობის
პოპულაციაში
ეპიდემიოლოგია
• ნერვული ანორექსია: 0.5 – 1%
* 90% ქალი
• ნერვული ბულიმია: 2-3%
* 90% ქალი
• საკვების ჭარბი მიღება : 3-5%
* 66% ქალი, 33% მამაკაცი
როდის იწყება ანორექსია?
• დასაწყისის საშუალო ასაკი:
* ანორექსია 12-14 წელი
* ბულიმია 14-16 წელი
* საკვების ჭარბი მიღება 18-22 წელი
• 9 წლის გოგონების 40% -ს უცდია დიეტა
• მაღალ კლასებში 40-60%
• უფროსი კლასელი გოგონების 13% ხელოვნურად იწვევს
ღებინებას
კვებით აშლილობებთან მცდარია:
• ეხება საკვებს
• მხოლოდ ‘’თინეიჯერულია’’
• ცხოვრების სტილია
• ფაზაა
• ყურადრების მიქცევის საშუალებაა
• მხოლოდ გოგონებშია
• მხოლოდ მაღალი სოციოეკონომიური ჯგუფებისთვისაა
ნერვული ანორექსია
• წონა ნორმის <85% ასკთან და სიმაღლესთან მიმართებაში
• ნორმასთან შედარებით გამხდრობის დროსაც კი წონის
მომატებისა და გასუქების შიში
• დარღვეული სხეულის ხატი: ზონა, ზომა ან ფორმა,
ამჟამინდელი ნაკლები წონის სერიოზულობის უარყოფა
• მენსტრუაციის არქონა პირველი 3 თვის განმავლობაში ან
მენარხეს არქონა შესაბამის ასაკში
• ორი ქვეტიპი: აღკვეთითი და ჭარბი ჭამის / გაწმენდის
ნერვული ბულიმია
• ჭარბი საკვების მიღება: დროის მონაკვეთში ( უფრო ხშირად
<2 სთ-ზე ) გამალებით დიდი რაოდენობით საკვების ჭამის
განმეორებადი ეპიზოდები
• ამ ეპიზოდებში კონტროლის არქონა ( ვერ ჩერდება )
• განმეორებადი კომპენსატორული ქცევა წონის
მომატებისგან თავის დასაცავად
* ძალით ღებინება, საფაღარათე და დიურეზული
პრეპარატების გამოყენება, ზედმეტად ვარჯიში, შიმშილობა
* სულ მცირე 2 ჭარბი ჭამის/ გაწმენიდს ეპიზოდი კვირაში
ბოლო 3 თვის განმავლობაში
ჭარბი კვება
• ჭარბად საკვების მიღების განმეორებადი ეპიზოდები
• ჭარბი კვების ეპიზოდები ხასიათდება 3 ან მეტი შემდგომი ნიშნით:
* ჩვეულებრივზე სწრაფად ჭამა
* არაკომფორტულად გადავსებულობის შეგრძნება
* დიდი რაოდენობით საკვების მიღება როცა ფიზიკურად არ
გრძნობს შიმშილს
* ჭამა მარტო, იმიტომ რომ განიცდის სირცვილს მიღებული
საკვების რაოდენობასთან დაკავშრებით
* საკუთარი თავის შეზარების, დეპრესიის ან დანაშაულის
შეგრძნების განცდა ზედმეტი საკვების მიღების შემდეგ
• კომპენსატორული ქცევების არ არსებობა
კვებითი აშლილობანი რომლებიც
სხვაგვარად არ არის დაზუსტებული
• ყველაზე გავრცელებული კვებითი აშლილობებია
• პაციენტები ვერ აკმაყოფილებენ ანორექსიისა და ბულიმიის
კრიტერიუმებს
* ანორექსიის სხვა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს გარდა:
მენსტრუაცის არსებობა, წონა ზედმეტია ან ნორმის
ფარგლებშია
* მცირე რაოდენობით საკვების შემდგომ გულის არევა,
რომლის სიხშირე ნაკებია ბულიმიის დიაგნოზისათვის, ან
ჭარბად ჭამს საკვებს ხელოვნურად ღებინების გარეშე
• შესაძლებელია ისეთივე სერიოზული იყოს როგორც
ანორექსია ან ბულიმია!
შესაძლოა თანაარსებობდეს
• დეპრესია
• შფოთვა
• მავნე ნივთიერებების მიღება
• შიზოფრენია
• დისმორფოფობია
• ისტერია
კვებითი აშლილობის სამედიცინო
გართულებები
• კვებითი აშლილობები მულტი სისტემური დაავადებებია
• შესაძლოა შეეხოს ყველა ორგანოს
‘’ჰიბერნაციული’’ პასუხი
• სხეულის პასუხი ენერგიის დასაზოგად, როდესაც კვება არ
არის საკმარისი
* შენელებული პულსი
* დაქვეითებული ტემპერატურა
* დაქვეითებული წნევა
• გადარჩენის მდგომარეობა
* სისხლი მეტწილად მიეწოდება გულს/ტვინს
* სხვა ორგანოები შიმშილობს
* ცივი ხელები / ტერფები
* ზრდა / განვითარება ფერხდება
კარდიოლოგიური ეფექტები
• პოტენციურად ყველაზე სერიოზული, ლეტალური
გამოსავალი ახლო პერიოდისათვის
• მალნუტრიცია -> გულის კუნთის მასის კარგვა
• დაქვეითებული პულსი: არ ნიშნავს სპორტულობას
• დაქვეითებული წნევა: ორთოსტატიკური ჰიპოტენზია,
გაბრუება
• არანორმალური გულის ცემის რითმმა შესაძლოა
სიკვდილიც კი გამოიწვიოს
• გულის უკმარისობა
კუჭ-ნაწლავის სისტემის გართულებები
ანორექსიის დროს
• საკვების გადაადგილება ნაწლავებში ნელდება
* შეკრულობა
* შებერილობის / დისკომფორტის გრძნობა მცირე
რაოდენობის საკვების მიღებისასაც
კუჭ-ნაწლავის სისტემის გართულებები
ბულიმიის დროს
• კუჭი საკვების მოსანელებლად გამოყოფს მჟავას
• აღნიშნულ მჟავას მხოლოდ კუჭი ‘’იტანს’’
• მჟავა საყლაპავში -> დაზიანება
* ანთება/ეზოფაგიტი/სისხლდენა/წყლული/ნახეთქი
• პირის ღრუ:
*კბილების გაფუჭება
* სანერწყვე ჯირკვლების გადიდება
ხელოვნურად ღებინების ( გაწმენდის )
ეფექტი სხეულის ბიოქიმიაზე
• გაწმენდა თანდათანობით ფიტავს ორგანიზმს საჭირო
მინერალებისაგან, მათ შორის კალიუმისაგან
* კალიუმის დაბალი დონე იწვევს გულში ნორმალური
ელექტრული იმპულსების გატარების დარღვეას
• დაქვეითებული კალიუმი -> გულის რითმის დარღვევა ->
გულის ბლოკადა -> მოულოდნელი სიკვდილი
ეფექტი ჰორმონებზე
• კვებითი აშლილობანი თრგუნავენ ნორმალური ზრდისა და
განვითარებისათვის საჭირო ჰორმონებს
• პუბერტატის დაყოფნება
• გოგონები: საკვერცხხები პატარავდება -> მენტსრუაციის
ციკლის დაკარგვა
• ბიჭები: სათესლეები პატარავდება -> ერექციის დაკარგვა
• პოტენციურად შეუქცევადი რისკებია:
* შეუძლებელი ხდება ძვლის მასის/ძალის აკრეფა ->
ოსტეოპოროზი, მოტეხილობა
• ზრდის შეფერხება, პატარა სიმაღლე
მოზარდობისას მიმდინარე
ცვლილებები:
• საბოლოო სიმაღლის 25%
• გულის მასა ორმაგდება
• ძვლის მასა იზრდება 45%
• %სხეულის ცხიმი იზრდება საშუალოდ 16% დან 27% მდე
გოგონებში - ნორმალური ჰორმონალური
ფუნქციონირებისათვის
• ტვინი აგრძელებს ფუნქციურ ცვლილებებს
კვებითი აშლილობა და ძვალი
• მოზარდობისას საბოლოო ძვლის მასის 40% აკუმულირდება
• 17 წლისათვის ზრდასრულის ძვლის მასის 90%
ჩამოყალიბებულია -> ‘’ძვლის ბანკი’’
• კვებითი აშლილობის მქონე პაციენტთა 50% -ს ძვლის
სიმკვრივე უქვეითდება
* გოგონებს და ბიჭებს
* აღენიშნებათ ნომრალური წონის თინეიჯერებს
რომლებსაც აქვთ კვებითი აშლილობა
* კალციუმის დაგროვება შეუძლებელია
* დიეტაში კალციუმის ნაკლებობა
მალნუტრიციასთან დაკავშრებული
კოგნიტური ცვლილებები
• შენელებული აზროვნება, ‘’გაჭედვა’’
• აზრების ცოხვნა, ობსესია, აზრების გაუკუღმართება
• მარტივი გადაწყვეტილებების მიღებაში სირთულეები
• მოკლევადიანი მეხსიერების შეფერხება
• საკუთარი წონის/ფორმის შეფასების გაუკუღმართება
• კვებითი აშლილობა ბინდავს საკუთარ ‘’მე’’-ს
ჭარბი კვება & სიმსუქნე
• მაღალი არტერიული წნევა
• მაღალი ქოლესტერინის დონე
• გულის დაავადებები რომლებიც ასოცირდება
ტრიგლიცერიდების მაღალ დონესთან
• ტიპი II დიაბეტი
რა იწვევს კვებით აშლილობებს?
• მულტიფაქტორული
• ნაკლებად სავარაუდოა ერთი გამომწვევი
• სავარაუდო ფაქტორები მოიცავს: გენეტიკურ ფაქტორებს,
ნეირობიოლოგიურ ფაქტორებს, კვებას, გაემო და ფსიქოლოგიური
• ვიცით, რომ:
* ადმიანებმა შესაძლოა აირჩიონ დიეტა, მაგრამ არავინ არ ირჩევს კვებით
აშლილობას
* ხშირად პაციენტები ვერ ამჩნევენ რამდენად სერიოზული გახდა მათი
დაავადება
* კვებითი აშლილობა იწვევს ტვინში ბიოქიმიურ ცვლილებებს, სტრუქტურულ
და ფუნქციურ ცვლილებებს
* სწორი კვება ეხმარება ტვინში ცვლილებების აღდგენაში,რაც ამცირებს
სიმპტომებს
მინესოტას შიმშილობის ექსპერიმენტი
• შეისწავლიდნენ ხანგრძლივი ნაწილობრივი შიმშილობის
ეფექტებს ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელ
მამაკაცებში. აღმოაცინეს:
• საკვებით დაკავება ( რიტუალური კვება, კულინარული
წიგნები)
• ემოციური დისტრესი და დეპრესია

• ინტერესი ჩვეულებრივ აქტივობებზე, სექსი


კვლევის შედეგები
• ანორექსიისა და ბულიმიის ღრმა სოციალური და
ფიზიოლოგიური ეფექტები წარმოადგენს მალნუტრიციის
შედეგს
• გამოჯანმრთელება დამოკიდებულია ფიზიკურ
რეაბილიტაციასა და ფსიქიკურ მკურნალობაზე
რა იწვევეს კვებით აშლილობებს
• დაბალი თვითშეფასება

• სახეულის ფორმასა და მასაზე ზედმეტი ყურადღება

• მკაცრი დიეტა

• ჭარბი ჭამა

• +/- ღებინება/ზედმეტი ვარჯიში და ა.შ


ემოციური რეგულაციის მოდელი

ემოციების საკვების
ტრიგერი რეგულირების შეზღუდვა, ჭარბი
სირთულე ჭამა, გაწმენდა

მოლოდინი

თვითშეფასება
მკურნალობა

• კვებითი რეაბილიტაცია
• ფსიქოთერაპია
• მედიკამენტები
მკურნალობის მიზნები
• სამედიცინო სტაბილიზაცია/ჰოსპიტალიზაცია
• წონის კორექცია
• დარღვეული კვებითი ქცევის შეჩერება
• კვებითი აშლილობის ფსიქოპათოლოგიური ასპექტების
კორექცია
• განვითარების, ოჯახისა და სხვა ხელშემწყობი ფაქტორების
მენეჯმენტი
მტკიცებულებებზე დაფუძნებული
მკურნალობა
• ანორექსია
* ოჯახური თერაპია
• ბულიმია
* ფსიქოთერაპია ( CBT, ინტერპერსონალური ფსიქოთერაპია
)
* მედიკამენტები ( SSRI და სხვა ანტიდეპრესანტები )
• ჭარბი კვება
* ფსიქოთერაპია
* მედიკამენტები
ოჯახური ფსიქოთერაპია
• მშობლების მოწოდება შვილის კვებაში
• აზრი იმის შესახებ, რომ დაავადება ძალიან ძლიერია და
შვილს ჭირდება მშობლების დახმარება
• არსებობს ემპირიული მონაცემები, რომ ოჯახური თერაპია
უფრო ეფექტურია ვიდრე ინდივიდუალური
ანორექსიის მკურნალობა
მოზრდილებში
• ინდივიდუალური CBT
* კომპლაენსი 50% ( ეგო-სინტონური სიმპტომებიდან
გამომდინარე )
* შიმშილობის ეფექტები
• კვლევები აჩვენებენ თერაპიული ურთიერთობის
მნიშვნელობას, საჭიროა საჭმელთან და კვებასთან
დაკავშრებულისაგან განსხვავებული მიზნებიც და
ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლ მიზეზებზე
კონცენტრირებაც
ბულიმიისა და ჭარბი კვებითი აშლილობის
კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპია
• ბაზისი: გამხდარი სხეულის მნიშვნელობა -> ნეგატიური აზრები
( კოგნიციები ) და კვებითი აშლილობა
• შეფასება: ფიქრები / განცდები / ქცევა
* ჩააწერინეთ პაციენტებს საკვებისა და სასმელის მიღება, გაწმენდა
* ფიქრები, კონტექსტი
• მიზანი: აღმოვაჩინოთ გარემო და კვებითი ტრიგერები
* დავეხმაროთ გარემო ტრიგერები
• აზრების იდენტიფიცირება და მათი შესწორება
* ავტომატური ნეგატიური ფიქრები: ‘’მე გავსუქდები..მე ვიქნები
წარუმატებელი
* აზრების შემოწმება ფაქტებით
* აღიარება რომ კვებითი აშლილობა მცდარ აზრებს იწვევს
პროგნოზი
• 50% გამოჯანმრთელდება
* (75% მდე ბულიმიისა და ჭარბი კვების შემთხვევაში)
• 20% ქრონიკული
• 30% რჩება რაღაც სიმპტომები
• ნერვული ანორექსია: მაღალი ლეტალური გამოსავალი (5%)
* 6-20% შეიძლება დაიღუპოს დაავადებასან დაკავშრებული
მიზეზების ან სუიციდის გამო
* 15-24 წლამდე ქალებში სიკვდილიანობა 12 ჯერ მეტია ვიდრე
ზოგად პოპულაციაში
* ასოცირებული პრობლემები: შფოთვა, დეპრესია, დაბალი
თვითშეფასება, სირთულეები ურთიერთობებში
ადრეული ნიშნები
• საკვების გადაგდება
• დიეტური სასმელების დალევა საკვების მაგივრად
• ცხიმიან საკვებზე უარის თქმა/ან/ ნაკლებ ცხიმიანი საკვების ჭარბი მიღება
• კვების ირგვლივ იდუმალება
• ხშირი შესვლა სააბაზანოში, განსაკუთრებით ჭამის შემდგომ
• ხშირად დიეტობა
• ზედმეტად ხშირად სიარული ფიტნეს კლუბებში, ცეკვაზე
• ხასიათის ცვალებადობა
• კონცენტრაციის გაუარესება
• პერფექციონიზმი
• ცივი ხელები
• წონის კარგვა ან ასაკთან შესაფერისი წონის ვერ მიღწევა
პრევენცია
სწორი კვებითი ქცევების ჩამოყალიბება ჩვილობიდანვე
პრევენცია
• ბავშვის კვება მხოლოდ მღვიძარეზე
• კვების პროცესში ბავშვის ყურადღბა არ უნდა გადაუტანონ სხვა რამეზე
( ზღაპრები, წიგნის კითხვა, სიმღერა, ხმაური და ა.შ. )
• სასადილო მაგიდასთან საკუთარი ადგილის ქონა
• 3 თვისასა - მწოლიარეს; 3-6 თვისას - ნახევრად მჯდომარეს; 6 თვის
შემდგომ - მხოლოდ მჯომარეს
• დაუშვებელია ძალდატანება.
• საკვების მიღებამდე 5 წუთით ადრე მაგიდასთან დაჯდომა/კვების
ხანგრძლივობა არაუმეტეს 30 წთ
• დღის ერთსა და იმავე საათებში
• მრავალფეროვანი საკვები
შეჯამება
• კვებითი აშლილობანი სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში
დაავადებებია
* მულტისისტემურია
* ჯამში მაღალი ლეტალური % და სუიციდის რისკი
* მალნუტრიცია იწვევს: კოგნიტური ფუნქციის დაქვეითებას,
განსჯის უნარის შეზღუდვას, ემოციურ არასტაბილურობას
• მკურნალობა ეფექტურია
• ადრეული ინტერვენცია კარგი პროგნოზის საწინდარია

You might also like