You are on page 1of 16

გზირიშვილი ნიკა

ემოციური სფეროს
პათოლოგია
• ნორმალური ემოციური რეაქციები:ზოგიერთი ემოციური რეაქცია არის
ნორმალური პასუხი მოვლენებზე ან პირველად ავადმყოფურ ფსიქოლოგიურ
გამოცდილებებზე. ამ უკანასკნელის მაგალითი არის გლოვის რეაქცია
საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ან მანამდე ჯანმრთელი
ადამიანის რეაქცია სიცოცხლისთვის სახიფათო დიაგნოზზე. ხსენებულთა შორის
არის გასაგები დისტრესი ,რომელსაც ბევრი პაციენტი განიცდის
ჰალუცინაციების ან სხვა ფსიქოზური სიმპტომების დროს. ერთ-ერთი
პრობლემაა ის,რომ ბევრი სიმპტომი წარმოდგენილია როგორც
ნორმალური,ისე პათოლოგიური რეაქციების შემთხვევაში; მაგალითად, მძიმე
დანაკლისის დროს მოსალოდნელია,რომ ცრემლიანობა, ძილის დარღვევა,
ანორექსია და ცუდი კონცენტრაცია ყველაზე დიდი ინტენსივობით
წარმოდგენილია თავდაპირველ დღეებში და მცირდება დროთა განმავლობაში.
როცა გლოვის რეაქცია პროლონგირებულია ან ვითარდება დეპრესიული
ეპიზოდი სიმპტომთა მსგავსი თანავარსკვლავედია ასევე წარმოდგენილი.
• პათოლოგიური ემოციური რეაქციები: ესაა მდგომარეობები,რომლებიც
გასაგებია სტრესული მოვლენების კონტექსტში, მაგრამ ასოცირებულია
ფუნქციონირების უფრო პროლონგირებულ დარღვევასთან. ნორმალურ და
პათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობას შორის განსხვავების მკაფიო
წარმოდგენა ილუსტრირებულია იერკეს-დოდსონის მრუდით,რომელიც
აჩვენებს,რომ სტრესის გარკვეულ დონემდე არ არის დარღვევა,მაგრამ
გარკვეული წერტილის მიღმა ფუნქციონირება უარსესდება. მომენტი,როცა ეს
ხდება, განისაზღვრება გენეტიკური და პერსონოლოგიური პრედისპოზიციით,
და გარემო ფაქტორებით მათ შორის სოციალური მხარდაჭერა და
ხანგრძლივობა და სიმძიმე სტრესორებისა. დიაგნოსტიკურად, როგორც ICD-10
Classification of Mental and Behavioural Disorders (World Health Organization, 1992) ასევე the
Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders (American Psychiatric Association, 1994)
განსაზღვრავს ამ პათოლოგიურ ემოციურ რეაქციებს როგორც ადაპტაციის
დარღვევებს აფექტური დარღვევებით(მათ შორის შფოთვა,დეპრესია, სხვა
ემოციები ან ქცევითი დარღვევები).
• შფოთვა არის არასასიამოვნო აფექტური მდგომარეობა და მარტივი დეფინიციის
მიხედვით ‘შიში ადეკვატური მიზეზის გარეშე’. აღწერითი ტერმინები როგორიცაა
დაძაბულობა, სტრესი და ‘taut like a wire’ ხშირად გამოიყენება პაციენტის მიერ.
ზოგჯერ შფოთვას ახლავს ფიზიკური სიმპტომები როგორიცაა პალპიტაცია,
ოფლიანობა, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, etc., და თუ ფიზიკური
სიმპტომები უეცრად ვითარდება, და კომბინაციაში, შედეგი არის აბსოლუტური შიში
და გამოიყენება ტერმინი პანიკური შეტევა. შფოთვა შეიძლება ასოცირდებოდეს
შფოთვით წინათგრძნობასთან,ანუ განცდასთან,რომ რაღაც საშინელება
მოხდება,მაგრამ იმის ცოდნის გარეშე,თუ რა იქნება ეს. პაციენტები ხშირად იყენებენ
სიტყვა შფოთვას რათა აღწერონ წუხილი, ან თუ პირდაპირ ჰკითხავენ,არიან თუ არა
შეშფოთებულები,პასუხობენ:’მე არაფერი მაქვს სანერვიულო’. ზოგიერთი მათგანი,
თუმცაღა, დამატებითი კითხვის დასმის შემთხვევაში პასუხობს,რომ შეშინებულია
ყოველგვარი მიზეზის გარეშე, სხვები კი მიზეზსა და მათ სიმპტომს შორის კავშირს არ
ამყარებენ. აბსოლუტურმა პანიკამ შეიძლება გამოიწვიოს უმოქმედობა(‘’შიშით
პარალიზება’’) ან არასწორად მიმართული, ქაოტური,გადაჭარბებული აქტივობა.
• როდესაც შიში შემოსაზღვრულია ერთი ობიექტით, სიტუაციით ან იდეით, ტერმინი ფობია
გამოიყენება. ფობიები ასოცირებულია შფოთვის ფიზიკურ სიმპტომებთან და
ამრიდებლობასთან. შიშების უმეტესობა არის დასწავლილი პასუხები,როგორიცაა
ადამიანი,რომელსაც უვითარდება ძაღლების შიში დაკბენის შემდეგ. ზოგიერთი ფობია არის
მეორადი ავადმყოფური მდგომარების მიმართ,ყველაზე ხშირად დეპრესიული აშლილობის,ხოლო
სხვები,როგორიცაა დაბინძურების შიში,განიხილება ობსესიურ სიმპტომებად.
• დეპრესიული გუნებ-განწყობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიური რეაქციაა.
(Casey et al., 2001). ‘დეპრესია’ არის მაგალითი,რომელშიც ტერმინი გამოიყენება სევდის
აღსაწერად,რომელიც ასოცირდება წუხილთან,დაქვეითებულ განწყობასთან,რომელიც მოდის
იმედგაცრუებიდან და ღრმა მოწყენილობა,რომელიც მძიმე დეპრესიული აშლილობის ნაწილია.
კიდევ ერთი გართულება არის ის,რომ დეპრესია შეიძლება იყოს მეორე ავადმყოფური პროცესის
მეორეული სიმპტომი,გასაგები რეაქცია ან თავისთავად ავადმყოფობა. გუნებ-განწყობის
რეაქტიულობა არის ტერმინი,რომელიც გამოიყენება განწყობის რყევების აღსაწერად,რომელიც
ხდება ადამიანის გარემოში ცვლილებების პარალელურად. ამრიგად,განწყობა გაუმჯობესდება
შვებულებაში წასვლისას ან სტრესული სიტუაციის შეცვლის დროს.ზოგჯერ ხდება არახელსაყრელ
პირობებთან ადაპტაცია დროთა განმავლობაში და სიმპტომები და ფუნქციონირების დარღვევა
თანდათან უმჯობესდება. ზოგჯერ არის ბრაზი და ბრალეულობა,რომელიც მიმართულია დამნაშავე
მხარის ან სიტუაციისკენ;ასევე შეიძლება იყოს თვითდაზიანების საფრთხე და ძილის დარღვევა.
• შფოთვითი წინათგრძნობა განისაზღვრება,როგორც შიში იმისა,რომ რაღაც საშინებელება
მოხდება,თუმცა ადამიანს არ შეუძლია ამოიცნოს რისი ეშინია. მას თან ახლავს შფოთვის ფიზიკური
სიმპტომები და უნდა დიფერენცირდეს გასაგები წინათგრძნობისაგან,როგორიცაა ონკოლოგიური
პაციენტი,რომელიც ელოდება სკანირების შედეგს. შფოთვითი წინათგრძნობა გვხვდება
რამდენიმე აშლილობისას,როგორიცაა გენერალიზებული შფოთვა,პანიკური და დეპრესიული
აშლილობები. ამ რეაქციების დროს განცდილი განწყობები ხარისხობრივად არ განსხვავდება
განწყობილებისაგან,რომლებიც განიცდება ჩვეულებრივი ემოციური რეაქციების ,ადაპტაციის
დარღვევების,გენერალიზებული შფოთვის და დეპრესიული ეპიზოდის დროს. ემოციური
მდგომარეობა ,რომელსაც ბოლო დროს ექცევა ყურადღება, არის დემორალიზაცია.(Grassi &
Nanni, 2016). მას ახასიათებს იზოლაციის,სასოწარკვეთის,იმედგაცრუების და უმწეობის
განცდა.ინდივიდი თავს გრძნობს ხაფანგში და არ შეუძლია დაგეგმოს ან დაიწყოს მოქმედება
კონკრეტული მიზნის მისაღწევად.განცდა განსხვავდება დეპრესიული ადამიანის დაქვეითებული
განწყობისგან,რადგან მისი წყარო არის გარეგანი და ანჰედონია არაა წარმოდგენილი ,მაგრამ
მომავლის მიმართ გაურკვევლობა აშკარაა და მოტივაცია ინტაქტურია. დანაშაულის გრძნობა არ
არსებობს.ნაჩვენებია,რომ ასეთი ექსტრემალურ მდგომარეობას შეუძლია ნეგატიურად
იმოქმედოს ონკოლოგიურ პაციენტთა კეთილდღეობაზე და მათ ფუნქციონირებაზე,ამ მიზეზით ის
იმსახურებს აღიარებას (Robinson et al., 2016).
• ემოციის პათოლოგიური ექსპრესია: ეს ეხება ემოციურ ექსპრესიას,რომელიც ძალიან განსხვავდება
საშუალო ნორმალური რეაქციისაგან.მათ,ვისაც ემოციების პათოლოგიური გამოხატვა აქვთ ,ზოგადად
აცნობიერებენ ანომალიურობას. ის,რაც მკურნალ ფსიქიატრს შეიძლება გადაჭარბებულ ემოციურ
რეაქციად მოეჩვენოს,რეალურად შეიძლება სწავლისა და სხვადასხვა კულტურული ნორმების შედეგი
იყოს.ასე,რომ თავზარდაცემული ქალი,რომელიც საყვარელი ადამიანის სიკვდილზე ყვირის,შეიძლება
ასახავდეს ჩვეულებრივი მწუხარების კულტურულ ვარიანტს.საპირისპირო,ემოციური რეაქციების
ნაკლებობა,ასევე დიდ ინტერესს იწვევს.
• ზოგიერთი დეპრესიული ადამიანი ვერ ავლენს რაიმე ემოციას,მაგალითად,ექსტრემალური სტრესის
ქვეშ მყოფი ადამიანი; ამას ეწოდება ‘აფექტის დისოციაცია’ და ნათქვამია,რომ არის არაცნობიერი
დაცვა ჭარბი სტრესის გავლენისგან. ეს შეიძლება შეფასდეს,როგორც უგრძნობლობის
შეგრძნება.დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია ასოცირდება მოწყვეტის განცდასთან ან
განცდასთან,რომ ობიექტები შორს ჩანან. ორივე ამ მდგომარეობაში, გულგრილობის თანხმლები
გრძნობა,ალბათ,აფექტის დისოციაციის ყველაზე გავრცელებული მაგალითია. შემოთავაზებულია
ნეირობიოლოგიური მოდელი,რომელიც მოიცავს ფრონტო-ინსულას/ლიმბური ინჰიბიციის ზრდას.
დერეალიზაციას ნეირობიოლოგების მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცევა და ორივე მდგომარეობა
ჩვეულებრივ ერთად განიხილება. ორივე შეიძლება აღმოჩნდეს ფსიქიატრიული აშლილობის არმქონე
ადამიანებში,ასევე აღიარებულია თავისებურად და როგორც სიმპტომები ფსიქიატრიული და
ეპილეფსიური აშლილობების სპექტრში.
• უჩვეულო,მაგრამ მნიშვნელოვანი ანომალია ემოციურ ექსპრესიაში არის ის,რაც გვხვდება ‘ ’მომღიმარი
დეპრესიისას’’,როცა პაციენტი ინარჩუნებს კომუნიკაციურ ღიმილს,მაგრამ კარგავს ემოციურ
ელემენტს.მიუხედავად იმისა,რომ შეუძლიათ შესამჩნევად გაიღიმონ,თვალები უცვლელი რჩება და ავლენს
დაძაბულობას მიმდებარე კუნთებში. აფექტის დისოციაციის კიდევ ერთი ვარიანტია belle indiference,რომელიც
ნანახია კონვერსიულ აშლილობებში. დღესდღეობით ეს ფენომენი იშვიათია,მაგრამ ძველ ფსიქიატრიულ
ლიტერატურაში არის მაგალითები ადამიანებისა უხეში კონვერსიული სიმპტომებით და მძიმე შეზღუდული
შესაძლებლობებით,რომელთაც არ აწუხებთ საკუთარი ტანჯვა. აფექტის დისოციაცია არ უნდა იქნას
გამოყენებული იმ ემოციურ გულგრილობაზე,რომელიც ხშირად გვხვდება მოძალადე
კრიმინალებში,რომლებიც,როგორც წესი,ყოველგვარი ემოციის გარეშე განიხილავენ საკუთარ უსიამოვნო
დანაშაულებს. თავდაცვა,რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ემოციების ნაკლებობით,არის უარყოფა. ეს
ხდება მაშინ,როცა ადამიანი უარყოფს მოვლენის შესახებ ინფორმირებულობას,მაგალითად,ცუდ ამბავს იგებს
ავადმყოფობის შესახებ,მაგრამ აგრძელებს ცხოვრებას ისე,თითქოს არაფერი მომხდარა,ყოველგვარი
ემოციის გამოვლენის გარეშე. ტერმინი უარყოფა ხშირად შეცდომით გამოიყენება,რათა აღწეროს ცნობიერი
უარყოფა იმის აღიარების,რაც ცნობილია,რომ არის სიმართლე,მაგალითად,რომ საყვარელ ადამიანს აქვს
სერიოზული დაავადება.
• აპათია შეიძლება შეცდომით იყოს არეული აფექტის დისოციაციაში. აპათია ხშირად გამოიყენება ემოციური
გულგრილობის ნიშნად,ხშირად სიცარიელის გრძნობით. ის შეიძლება გამოვლინდეს,როგორც მოტივაციის
ნაკლებობა და გვხვდება პატიმრებში,სოციალურად დაუცველ ადგილებში,ისეთი აშლილობების
დროს,როგორიცაა შიზოფრენია და კანაბისის ავადმოხმარებასთან დაკავშირებული ამოტივაციური
სინდრომი.უკანასკნელს შეიძლება ახლდეს დაბლაგვება ან/და აფექტის გასადავება.
დაბნეულობა(გონებადაბნელებულობა) არის შეცბუნებული მდგომარეობა,რომელიც ჩნდება
შფოთვის,ცნობიერების მსუბუქი დაბინდვის და შიზოფრენიის მანიფესტაციის დროს ,როდესაც ჩნდება ახალი
ფსიქოზური გამოცდილება.
• ემოციების ავადმყოფური ექსპრესია: ეს ჯგუფი განსხვავდება ემოციის არანორმალური
გამოხატულებისაგან იმით,რომ პაციენტი ვერ აცნობიერებს ემოციური ექსპრესიის
ავადმყოფურობას,მიუხედავად იმისა,რომ ეს აშკაარაა დამკვირვებლისთვის.შიზოფრენიისთვის
დამახასიათებელია აფექტის არაადეკვატურობა და შეუსაბამობა. შიზოფრენიით დაავადებულ ზოგიერთ
პაციენტში მთელი ემოციური ცხოვრების სრული დაკარგვა ხდება ისე,რომ პაციენტი გულგრილია საკუთარი
და სხვების კეთილდღეობის მიმართ.(ცნობილია როგორც აფექტის არაადეკვატურობა ან დაბლაგვება).
ბლეილერის მიერ წოდებულ იქნა ‘ პარათიმიად’. ეს გამოიხატება,როგორც სოციალური მოუხეშაობა და
შეუფერებლობა,მაგალითად,პაციენტი,რომელმაც სტუმრები თავისი სახლის ეზოში მიიყვანა,რათა მკვდარი
ძაღლი ეჩვენებინა. ზოგიერთი ამტკიცებს,რომ ეს შეიძლება სულაც არ იყოს აფექტის პირველადი
აშლილობა,არამედ თანმხვედრი პასუხი დამახინჯებულ გარემოზე,რომელიც დაკავშირებულია ბოდვით და
სხვა ფსიქოზურ ფენომენებთან,რომლებსაც განიცდის შიზოფრენიული პაციენტი. და ბოლოს ,ემოციური
კონსტრიქცია და მისი უფრო მძიმე ფორმა, გასადავება,ვლინდება ემოციური რეაქციების ჩვეული დიაპაზონის
შეზღუდვით,ასე რომ პაციენტი ავლენს მცირე ემოციურ რეაქციას ნებისმიერი მიმართულებით,თუმცა
გამოხატული არის შესაბამისი მიმართულებით,განსხვავებით ინკონგრუენტული აფექტისგან,რომელიც არ
არის. ქრონიკული შიზოფრენიით დაავადებული ზოგიერთი პაციენტი აღწერს პარანოიდული ბოდვების
რთულ სისტემას ძალიან მცირე ემოციებით,რაც აჩვენებს აფექტის გასადავებას.თუმცა სხვები აღწერენ
გრანდიოზულ ბოდვებს დიდი ენთუზიაზმით,ან პარანოიდულ დელუზიებს დიდი ბრაზით და სიმწარით;
დეპრესიის ან მანიის(ჰიპომანიის) დროს შეიძლება დაიჩრდილოს ემოციების გასადავება,მაგრამ ასევე
შეიძლება იყოს შესაბამისი აფექტის მტკიცებულება.აფექტის გახევება შეიძლება გამოვლინდეს ზოგიერთ
შიზოფრენიულ პაციენტში,როდესაც მათი ემოციური რეაქცია თავიდან კონგრუენტულია,მაგრამ არ იცვლება
სიტუაციის ცვლილების პარალელურად.
• აფექტის შეუსაბამობა არ უნდა აგვერიოს მტკივნეულ ან უხერხულ თემაზე საუბრისას შეშფოთებული
ადამიანის უხერხულ ღიმილში.დეპრესიის მქონე ზოგიერთი პაციენტი ასევე იღიმება და ეს შეიძლება
შეცდომით ჩაითვალოს აფექტის შეუსაბამობად ან შეიძლება შენიღბოს დაქვეითებული
განწყობა,რომელსაც წარსულში ეწოდებოდა ‘’შენიღბული’’ ან ‘’ღიმილიანი’’ დეპრესია(see section
‘Abnormal Expressions of Emotion’). ღიმილი,ჩვეულებრივ, მხიარულების,კმაყოფილების ან კეთილდღეობის
გამოხატულებაა,მაგრამ მას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ადამიანებს შორის კომუნიკაციაში . ასევე არის
ღიმილი,რომელიც მიუთითებს კეთილგანწყობაზე,ღიმილი,რომელიც დახმარებას ითხოვს და
დამამშვიდებელი ღიმილი. ფსიქიატრებს უნდა შეეძლოთ განასხვავონ ეს ღიმილი და დეპრესიული
ადამიანის კომუნიკაციური ღიმილი.’. ფსიქიატრი ღიმილმა არ უნდა მოატყუოს,რადგან ამან შეიძლება
გამოიწვიოს დეპრესიის ხარისხის არასაკმარისი შეფასება.ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
სუიციდის რისკის შეფასების დროს. გამოცდილი დამკვირვებელი შეამჩნევს,რომ დეპრესიული
ადამიანი იღიმება ტუჩებით და არა თვალებით,ისე,რომ მიუხედავად მათი აშკარა
ხალისისა,თვალის ირგვლივ კუნთების სიმტკიცე და მოძრაობის ნაკლებობაა.როდესაც პაციენტს
აქვს დეპრესიული ტიპის ავადმყოფური იდეები და საკმაოდ მხიარულად გამოიყურება ,ექიმმა
ყურადღებით უნდა გამოიკვლიოს პაციენტის ცხოვრების ყველაზე მგრძნობიარე სფეროები.
თანაგრძნობისა და მხარდაჭერის გამოხატვამ შეიძლება გამოიწვიოს ემოციური რეაქცია ,რომელიც
საშუალებას აძლევს ძირეულ დეპრესიას გამოავლინოს თავი.შერეული მდგომარეობებისას შეიძლება
ზედმეტად გაიღიმონ დეპრესიის დამალვისას,მაგრამ ეს ჩვეულებრივ დროებითია ,როდესაც განწყობა
ლაბილური და მერყევი ჩანს,ვიდრე ფიქსირებული.
• აფექტის ლაბილობა გვხვდება მრავალი კონდიციის დროს.იგი განისაზღვრება,როგორც
ემოციების სწრაფი და მკვეთრი ცვლილებები,რომელიც არ არის დიდწილად დაკავშირებული
გარემო სტიმულებთან. ის გვხვდება ზოგიერთ ადამიანში ფსიქიკური აშლილობის გარეშე .
მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე პირებს ასევე შეიძლება ჰქონდეთ აფექტის
ლაბილობა და აღწერონ განწყობის სწრაფი ცვლილებები მიზეზგარეშე /მცირე მიზეზის გამო.
თუმცა ლაბილობა ყველაზე ხშირია შერეულ აფექტურ მდგომარეობებში(დისფორიული
მანია) და მანიის დროს,როცა ტირილის ხანმოკლე აფეთქებებია. ის ასევე შეიძლება იყოს
თავის ტვინის ორგანული დაავადების მახასიათებელი შუბლის წილის დაზიანების შემდეგ.
დეპრესიული დაავადების მქონე პაციენტებს შეიძლება უჭირდეთ ემოციების კონტროლი ,ამიტომ
სტრესულმა მოვლენებმა,რომლებიც ჩვეულებრივ უბედურების გარდამავალ განცდას
გამოიწვევდა,შეიძლება მათში ტირილი გამოიწვიოს. ემოციური ლაბილობისას პაციენტებს
უჭირთ ემოციების კონტროლი,მაგრამ აფექტური შეუკავებლობისას ხდება კონტროლის სრული
დაკარგვა; განსაკუთრებით ხშირია ცერებრული ათეროსკლეროზის და გაფანტული
სკლეროზის დროს,სადაც ხდება სიცილის ან ტირილის სპონტანური აფეთქებები. მისი ყველაზე
მძიმე ფორმით,ტერმინები ‘’იძულებითი სიცილი’’ და ‘’იძულებითი ტირილი’’ გამოიყენება ამის
აღსაწერად,მაგრამ არსებობს შეუსაბამობა ემოციურ გამოხატვასა და სუბიექტურ განცდებს
შორის,რადგან არ არსებობს თანხმლები ბედნიერების ან სევდის გრძნობები .
• ემოციის ავადმყოფური აშლილობები: ეს შეიძლება ჩაითვალოს პათოლოგიურ
მდგომარეობად,რომელიც მიუხედავ იმისა,რომ ზოგჯერ გამოწვეულია სტრესული
მოვლენებით,სპონტანურად არ წყდება სტრესორის მოცილებისას,როგორც ადაპტაციის
დარღვევებისას და შესაბამისად აქვთ საკუთარი დამოუკიდებელი იმპულსი . დეპრესიული
აშლილობა ყველაზე გავრცელებულია ამ ჯგუფში და ხარისხობრივი განსხვავებები ამ აფექტურ
მდგომარეობასა და გასაგებად დაბალ განწყობას შორის,რომელიც მეორეულია ,ვთქვათ, გლოვის
გამო, აღწერილია მრავალი პაციენტის მიერ,რომელთაც შეუძლიათ განასხვავონ თავიანთი გასაგები
რეაქციები სტრესორებზე პათოლოგიურად დაბალი განწყობისგან. მიუხედავად ამისა, მეცნიერულად
რთულია ამ განსხვავებების დემონსტრირება,რადგან ნეირობიოლოგია,რომელიც ამ სუბიექტურ
განსხვავებას უდევს საფუძვლად,ჯერ კიდევ არ არის დამოწმებული.(2002). დეპრესიული აშლილობის
დროს ავადმყოფური სევდა შეიძლება ასოცირებული იყოს ავადმყოფურ აზროვნებასთან,რომელმაც
შეიძლება მიაღწიოს ბოდვით ინტენსივობას. ხშირად აღინიშნება აზროვნების დათრგუნვა,დრაივის
დაკარგვა და ნებაყოფლობითი აქტივობის დაქვეითება. ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური
შენელება ცნობილია,როგორც ფსიქომოტორული რეტარდაცია.შეიძლება გაძნელდეს
გადაწყვეტილებების მიღება ცუდი კონცენტრაციის ან აკვიატებული ეჭვების გამო,განწყობიდან
გამომდინარე. შინაგანი მოუსვენრობა,თავდაჯერებულობის დაკარგვა,შფოთვა და სიამოვნების
მიღების უუნარობა(ანჰედონია),თვალსაჩინოა..ანჰედონია,ტერმინი,რომელიც 1896 წელს გამოიყენა
ფრანგმა ფსიქოლოგმა რიბოტმა,არის დეპრესიული დაავადების ძირითადი სიპტომი.
• შემაშფოთებელი აზრები,ხშირად ერთი და იმავე შინაარსის,სპონტანურად მოდის გონებაში ისე ,რომ
პაციენტს ძალიან ხშირად აწუხებს უსიამოვნო აზრები და უჭირს აზროვნება. ხშირად პაციენტს აქვს
მოჭერის შეგრძნება თავის ირგვლივ და შეიძლება აღინიშნებოდეს ზეწოლის შეგრძნება
გულმკერდში,რომელიც დაკავშირებულია შფოთვასთან,რისთვისაც შნაიდერმა გამოიყენა ტერმინი
‘ვიტალური იპოქონდრიული დეპრესია’. უფრო თანამედროვე კონცეფციაა სომატიზაცია,ანუ სომატური
მახასიათებლების არსებობა,რომელშიც სიმპტომების არასწორი მიკუთვნება ფიზიკურ დაავადებას
უკავშირდება და არა ფსიქიატრიულ მიზეზს. ავადმყოფური დეპრესია ასევე სპობს ემოციის ან ემოციური
რეზონანსის ნორმალურ რეაქტიულ ცვლილებებს. გარემოსადმი გრძნობის დაკარგვა დეპრესიის მქონე
ადამიანს არერეალურობის შთაბეჭდილებას უქმნის.ემოციური რეზონანსულობის დაკარგვა იწვევეს
დეპერსონალიზაციის და დერეალიზაციის ჩივილებს. ეს მექანიზმი შეიძლება იყოს ნაწილობრივ
პასუხისმგებელი შიზოფრენიის დეპერსონალიზაციაზე,მაგრამ აქ ეს სიმპტომი,როგორც ჩანს, უფრო მეტად
გამოწვეულია საკუთარი მე-ს საზღვრების რღვევის სუბიექტური გამოცდილებით,რაც აშკარა ხდება
ავტოქტონურ გამოცდილებებში,პასიურობის განცდებში,აზრების გაუცხოებაში. ავადმყოფური
დეპრესია ჩვეულებრივ ასოცირდება გუნებ-განწყობის დღეღამურ ცვალებადობასთან,
შფოთვასთან,ენერგიისა და ლიბიდოს დაკარგვასთან,ანორექსიასა და დილით ადრე
გაღვიძებასთან,მაგრამ ასევე აღწერილია საწყისი და შუა ინსომნია. თუ დეპრესია მძიმეა და
აღინიშნება ფსიქომოტორული რეტარდაცია, შეიძლება განვითარდეს დეპრესიული სტუპორი.მძიმე
დეპრესიის მქონე პირის აშკარა გულგრილობა უნდა განვასხვავოთ შიზოფრენიული პაციენტის აპათიისა
და უშფოთველობისგან.
• დეპრესიული დაავადებისა და ბიპოლარული აშლილობის გარდა,ავადმყოფური დეპრესია ასევე
გვხვდება შიზოფრენიისა და მწვავე და ქრონიკული ორგანული მდგომარეობებისას. ზოგჯერ
დეპრესიული განწყობა მეორეულია შიზოფრენიული პროცესის ან მეხსიერების დაქვეითების
სავარაუდო შედეგების გამო,სხვა შემთხვევაში თავად პროცესის ინტეგრალური ნაწილია.
ავადმყოფური შფოთვა ხშირად ვლინდება დეპრესიასთან და შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები
დეპრესიის დიაგნოსტიკაში.. ავადმყოფური შფოთვა ასევე გვხვდება ორგანული მდგომარეობებისას
და ზოგჯერ შეიძლება მეორეული იყოს საშინელი ვიზუალური ჰალუცინაციების ფონზე. თავის ტვინის
მწვავე და ქრონიკულმა დაავადებამ,მსუბუქ ფორმაში,შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა დეპრესიასთან
და გაღიზიანებასთან ერთად. ამას ადრე ‘’ორგანულ ნევრასთანიას’’ ეძახდნენ. შფოთვა და შიში
გვხვდება ფსიქოზურ მდგომარეობებში,როგორიცაა პარანოიდული შიზოფრენია,მაგრამ ეს შეიძლება
იყოს ბუნებრივი რეაქცია ბოდვებსა და ჰალუცინაციებზე. გაღიზიანება შეიძლება გამოვლინდეს
დეპრესიული აშლილობისა და შიზოფრენიის დროს. მანიის ან ჰიპომანიის დროს პაციენტი ხშირად
არის მხიარული და აღფრთოვანებული,მაგრამ ხშირია მნიშვნელოვანი გაღიზიანებაც. გაღიზიანება
ასევე გამოხატულია შერეულ მდგომარეობებში,როდესაც პაციენტი არის ერთდროულად
დეპრესიული და მანიაკალური/ჰიპომანიური(ცნობილი ,როგორც დისფორიული მანია).
დეპრესიის,ეიფორიის, შფოთვის ან უსიამოვნო განცდების ხანმოკლე პერიოდები,რომლებიც
გრძელდება არაუმეტეს რამდენიმე წუთისა,შეიძლება იყოს ტემპორალური წილის კერების
სიმპტომატიკა.
• უკიდურესი აპათია შეიძლება იყოს მძიმე დეპრესიის, შიზოფრენიის ან შუბლის წილის დაზიანების
მახასიათებელი. ამან შეიძლება გამოიწვიოს საკუთარი თავის უგულებელყოფა,ყოველდღიურ საქმიანობაში
ჩართვის უუნარობა და სოციალური გათიშვა. ავადმყოფური ეიფორია და აღფრთოვანება კლასიკურად
ვლინდება მანიასა და ჰიპომანიაში,მაგრამ ასევე შეიძლება გამოვლინდეს ორგანული მდგომარეობებისა და
შიზოფრენიის დროს,განსაკუთრებით ჰებეფრენიული ქვეტიპის.მანიისა და ჰიპომანიის დროს აღფრთოვანება
არაა დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან და არ იცვლება დეპრესიული ზემოქმედებით. ორივე
შემთხვევაში არის მეტყველების მოჭარბება პროლიქსიასთან ერთად,აზრთა ხტომა ან იდეათა რბოლის
სუბიექტური გაცნობიერება(see Chapter 4, section ‘Disorders of Thought Tempo’).. უფრო მსუბუქი
ფორმით,მდგომარეობის პათოლოგიური ბუნება შეიძლება არ იყოს აშკარა ოჯახის ან მეგობრებისთვის. ამის
ნაცვლად, შეიძლება ვიფიქროთ,რომ ადამიანი უბრალოდ ‘მხიარული ტიპია’ და ასოცირებული სიმპტომები
შეიძლება რბილად გამოჩნდეს,მაგრამ საბოლოოდ ამან შეიძლება გამოიწვიოს არასწორი განსჯა და
გადაჭარბებული აქტივობა;. ზოგჯერ პაციენტი თავს აშკარად ცუდად გრძნობს,მოუსვენრად და უკონტროლოა
და თავად ეძებს დახმარებას.განსხვავება მანიასა და ჰიპომანიას შორის მდგომარეობს ფსიქოზური
სიმპტომების არსებობაში,როგორც წესი, გრანდიოზულ ბოდვასა და ფუნქციონირების დაქვეითებაში.
ბიპოლარული ტიპი 2 აშლილობის დამატება DSMIV-ში მოხდა 1994 წელს მზარდი მტკიცებულების
საპასუხოდ,რომ კლასიკური მანიაკალური დეპრესიის გარდა(ბიპოლარული ტიპი1) უფრო მსუბუქი ფორმებიც
შეიძლება განვითარდეს და დარჩეს დიაგნოზის გარეშე. ამან დაიწყო დებატები ბოლო წლებში ბიპოლარული
სპექტრის აშლილობისა და ამ კონტინუუმის ზედა და ქვედა საზღვრების შესახებ,ზოგიერთი ვარაუდობს,რომ
ბიპოლარული აშლილობის ოთხამდე დონე არსებობს ამ სპექტრის გასწვრივ და რომ მრავალი დიაგნოზი
აჟიტირებული დეპრესიის შეიძლება რეალურად იყოს ბიპოლარული სპექტრის აშლილობების ვარიანტები.
• ჰიპოთალამუსის დაზიანებებმა შეიძლება წარმოქმნას კლინიკური სურათი,რომელიც ჰგავს მანიას
იდეათა ხტომით.ეიფორია ასევე გვხვდება გაფანტული სკლეროზის დროს,როდესაც ის
ასოცირდება კეთილდღეობის განცდასთან და დაკავშირებულია ტვინის ორგანული ცვლებების
ხარისხთან(Benedict et al., 2004). ეიფორია და პასიური დამოკიდებულება ასევე შეიძლება
გამოვლინდეს ამნესტიურ სინდრომში და შუბლის წილის დაზიანებებში. შუბლის წილის დაზიანება
ეიფორიით,რომელიც ხშირად ვლინდება,როგორც სულელური ქცევა,წინდახედულობის ნაკლებობა
და გულგრილობა,ცნობილია,როგორც მორია ან Witzelsucht. ექსტაზი არის გრძნობის ამაღლებული
მდგომარეობა და შესაბამისად განსხვავდება ავადმყოფური მხიარული განწყობილებისაგან ან
აღფრთოვანებისაგან.ის შეიძლება შეგვხვდეს ჯანმრთელ მოსახლეობაში ღრმა რელიგიური
გამოცდილების ან ღრმა ემოციების დროს,როგორიცაა მშობიარობის შემდეგ. ფსიქიატრს
აინტერესებს,როდესაც ეს მდგომარეობა არანორმალურია იმდენად,რამდენადაც არსებობს
საკუთარი თავის უგულებელყოფა ან სხვების უგულებელყოფა,ან როდესაც ის გახანგრძლივებულია.
მანიისგან განსხვავებით, ის არ ასოცირდება გადაჭარბებულ აქტივობასა და აზრთა
ხტომასთან.ზოგჯერ ეს ასოცირებულია ექსპანსიურ დელუზიებთან,მაგალითად,შიზოფრენიული
პაციენტი მომღიმარი იჯდა და კითხვაზე,თუ რატომ იღიმოდა,უპასუხა,რომ ის იყო ისრაელის მეფე და
აპირებდა ზეცის დედოფალზე ქორწინებას. ექსტაზური მდგომარეობები შეიძლება შეგვხდეს
შიზოფრენიის დროს,მათში,ვინც ბოროტად მოიხმარს ლიზერგინის მჟავას
დიეთილამიდს,ეპილეფსიის,რელიგიურ მსახურებებთან დაკავშირებული მასობრივი ისტერიის
დროს. პასიურობის ფენომენის მქონე პირისგან განსხვავებით,ექსტაზში მყოფი ადამიანი განიცდის
ეგოს საზღვრების ცვლილებას. დრო შეიძლება განიცდებოდეს,როგორც უძრავი(გაჩერებული).

You might also like