You are on page 1of 40

აზროვნებისა და

მეტყველების
დარღვევები
გზირიშვილი ნიკა

Fish’s Clinical Psychopathology Fourth Edition


• აზროვნების დარღვევები მოიცავს ინტელექტუალურ დარღვევებს, აზროვნების
ნაკადისა და აზრის მიკუთვნებულობის დარღვევებს, ობსესიებსა და
კომპულსიებს და აზროვნების შინაარსისა და ფორმის დარღვევებს.
• ინტელექტი არის აზროვნების , რაციონალური და ლოგიკური მოქმედების უნარი.
ინტელექტის გაზომვა არის ერთდროულად კომპლექსური და სადავოც(Ardila, 1999).
პრაქტიკაში,არსებობს ინტელექტის საზომი ტესტები , ასევე პრობლემის გადაჭრის
უნარების შეფასება და კონფეფციების ფორმირების შეფასება სიტყვების,ციფრების,
სიმბოლოების,პატერნების და არავერბალური საშუალებების გამოყენებით.
• ინტელექტის შეფასების ყველაზე ხშირი მეთოდი არის პოპულაციურ მაჩვენებელთან
შეფარდება. პიროვნებას,რომელსაც აქვს ინტელექტის მაჩვენებელი 75
პერცენტილზე,აქვს მაჩვენებელი ,რომელიც ნაკლებია შესაბამისი პოპულაციის
მაჩვენებლის 75%-ზე და მეტი 25%-ზე. ზოგიერთი ინტელექტის ტესტი ბავშვებში
გვაძლევს მაჩვენებელს მენტალური ასაკის კონტექსტში(შესაბამისი
ქრონოლოგიური ასაკის საშუალო ბავშვის მიერ მიღწეული მაჩვენებელი).
• არსებობს სუბიექტების ორი ჯგუფი დაბალი
ინტელექტით ,რასაც დღეს აღნიშნავენ,როგორც ‘learning
disability’ ან ‘intellectual disability’. პირველი ჯგუფი მოიცავს
ინდივიდებს,რომელთა ინტელექტი არის ნორმის ქვედა
ზღვარზე და არის რაოდენობრივი დევიაცია ნორმიდან.
მეორე ჯგუფი მოიცავს ინდივიდებს სპეციფიკური დასწავლის
დარღვევებით. ბევრი შემთხვევა დასწავლის დარღვევებისა
არის უცნობი ეტიოლოგიის, მიუხედავად გამომწვევი
მიზეზისა, learning disability კატეგორიზებულია,როგორც
მოსაზღვრე (IQ = 70−90), მსუბუქი (IQ = 50−69), ზომიერი(IQ =
35−49), მძიმე (IQ = 20−34) და ღრმა(IQ < 20).
• დემენცია არის ინტელექტის დაკარგვა ტვინის დაავადების შედეგად,
ქერქის მრავლობითი ფუნქციის დაქვეითებით, მათ შორის,
აზროვნება,მეხსიერება, გაგების უნარი და ორიენტაცია, და მისთ.
• შიზოფრენიის მქონე ინდივიდებს აღენიშნებათ სპეციფიკური
დეფიციტები მრავლობით კოგნიტურ დომენში(Sharma & Antonova,
2003)და ეს დეფიციტები წარსულში ცნობილი იყო,როგორც
‘შიზოფრენიული დემენცია’.თუმცაღა, ეს დეფიციტები არ წარმოადგენენ
ჭეშმარიტ დემენციას და მიიჩნევა უფრო შიზოფრენიის
ფსიქოპათოლოგიის კომპონენტად,ვიდრე დემენციის ფორმად(McKenna
et al., 1990). კერძოდ, მუშა და სემანტიკური მეხსიერების
დარღვევები,ნანახი შიზოფრენიის დროს, ასოცირებულია საფეთქლის
ქერქის, ფრონტალური ქერქისა და ჰიპოკამპის დისფუნქციასთან.
• ზმნა‘to think’ ინგლისურ ენაში თავისუფლად გამოიყენება. თავი რომ
დავანებოთ ისეთ გამოყენებას,როგორიცაა ‘აზრის გამოთქმა’ ან
‘ყურადღების მიქცევა’, არსებობს სიტყვა ‘ფიქრის’ სამი ლეგიტიმური
გამოყენება. ესენია: • არადირექტიული ფანტაზიური აზროვნება(autistic
or dereistic thinking) • წარმოსახვითი აზროვნება, რომელიც არ სცილდება
რაციონალურს და შესაძლოს• რაციონალური ან კონცეპტუალური
აზროვნება,რომელიც პრობლემის გადაჭრაზეა მიმართული
• არადირექტიული ფანტაზიური აზროვნება საკმაოდ ხშირია, მაგრამ
გარკვეული ინდივიდები განმეორებადი იმედგარცუებების შემთხვევაში
ან არახელსაყრელი ცხოვრებისეული გარემოებებისას ჭარბ
არადირექტიულ ფანტაზიურ აზროვნებას მიმართავენ. ბლეილერი
(1911) მიიჩნევდა,რომ ჭარბი’აუტისტური აზროვნება ‘ შიზოფრენიის დროს
ნაწილობრივ შედეგია აზროვნების ფორმალური აშლილობის.
• . აზროვნების აშლილობები ჩვეულებრივ იყოფა
აზროვნების შინაარსის და ფორმის პათოლოგიებად; ან
უფრო ნაცნობ ენაზე რომ ვთქვათ,რწმენის დარღვევა და
მსჯელობის დარღვევა. გარდა ამ ორი დარღვევისა,
გამოიყოფა აზროვნების ნაკადის ან აზრის
პროგრესირების დარღვევები, რომელიც ასევე სადავო
კონფეფციაა. საბოლოოდ, არსებობს აზროვნების
კონტროლის დარღვევები, როდესაც სუბიექტი ვერ
აკონტროლებს თავის აზრებს, შესაძლოა იყოს უცხოობის
განცდაც. ეს შეიძლება ჩაითვალოს ნებისყოფის ან ეგოს
ცნობიერების დარღვევად.
• აზროვნების ნაკადის დარღვევები განიყოფა ორ ჯგუფად: აზროვნების ტემპის და
უწყვეტობის დარღვევებად.
• აზრთა ხტომის დროს აზრები სწრაფად მოსდევს ერთი მეორეს; არ არსებობს
აზროვნების ზოგადი მიმართულება; კავშირები თანმიმდევრულ აზრებს შორის
მყარდება შემთხვევითი კავშირების შედეგად, თუმცა, ჩვეულებრივ გასაგებია.
პაციენტის მეტყველება ადვილად ერთვება გარემო სტიმულებზე და ინტერნალურ
ზედაპირულ ასოციაციებზე.
• დეტერმინანტული ტენდენციის არარსებობა საშუალებას აძლევს აზროვნების
მსვლელობას ასოციაციები განისაზღვროს შემთხვევითი კავშირებით,ყველა სახის
ვერბალური ასოციაციებით(ასონანსი,ალიტერაცია...),ჟღერადი
ასოციაციები,ანდაზები,მაქსიმები და კლიშეები.
• აზრთა ხტომის მაგალითი მანიური პაციენტის შემთხვევაში,რომელსაც ჰკითხეს,თუ
სად ცხოვრობს,მან უპასუხა: ‘Birmingham, Kingstanding; see the king he’s standing, king,
king, sing, sing, bird on the wing, wing, wing on the bird, bird, turd, turd
• აზრთა ხტომა ტიპურია მანიისთვის. ჰიპომანიის დროს ე.წ. მოწესრიგებული აზრთა ხტომა
გვხვდება ,რომელშიც მიუხედავად მრავალი შეუსაბამობისა,პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს
დაკისრებულ ამოცანას.ამ კონდიციის დროს ჟღერადი და ვერბალური ასოციაციები არც ისე
გამოხატულია და აზრების გაჩენის სიჩქარე არ არის ისეთი სწრაფი,როგორც იდეათა
ხტომის დროს,ამიტომ იდეების ამ ზღვრულ მრავალფეროვნებას ეწოდა პროლიქსია.
• მწვავე მანიის დროს, აზრთა ხტომა იმდენად მწვავე შეიძლება გახდეს,რომ
ინკოჰერენცია ვითარდება, ვინაიდან ვიდრე ერთი აზრი ფორმულირდება
სიტყვებად ,მეორე იწევს წინ.
• აზრთა ხტომა ზოგჯერ გვხვდება შიზოფრენიით მოავადე ინდივიდებში აგზნების
მდგომარეობაში და ინდივიდებში ორგანული დარღვევებით, მათ შორის, მაგალითად,
ჰიპოთალამუსის დაზიანებები, რომლებიც ასოცირებულია ფსიქოლოგიურ ეფექტებთან, მათ
შორის მანიის მახასიათებლებთან და პერსონოლოგიურ დარღვევებთან (Lishman, 1998).
აქამდე აღწერილია ნამდვილად აზრთა ხტომა მეტყველების მოჭარბებასთან ერთად;
აზრთა ხტომა მეტყველების მოჭარბების გარეშე გვხვდება შერეული აფექტური
მდგომარეობებისას.
• ინჰიბიცია ან აზროვნების შენელება: აზროვნების ნაკადი შენელებულია და აზრებისა და
მენტალური ხატების რაოდენობა რედუცირებულია. ეს განიცდება პაციენტის
მხრიდან,როგორც გადაწყვეტილების მიღების სირთულეები, კონცენტრაციის
ნაკლებობა და აზროვნების სიცხადის დაკარგვა. ასევე ფიქსირდება აქტიური
ყურადღების შესუსტება,ისე ,რომ მოვლენები სუსტად რეგისტრირდება.
• . კონცენტრაციის ნაკლებობა ან აზროვნების ზოგადი ბუნდოვანება ხშირად ასოცირდება
ენით აღუწერელ,უცნაურ შეგრძნებასთან ‘’თავში’’,ასე რომ ,ზოგჯერ ძნელია
გადაწყვიტო,უჩივის პაციენტი ფიზიკურ თუ ფსიქიატრიულ სიმპტომს.დეპრესიის დროს
აზროვნების შენელების მქონე პირებში აშკარა კოგნიტურმა დეფიციტმა შეიძლება
გამოიწვიოს დემენციის არასწორი დიაგნოზი.
• აზროვნების შენელება გვხვდება დეპრესიისას და იშვიათ მდგომარეობაში მანიაკალური
სტუპორის. ბევრ ინდივიდს დეპრესიით, შესაძლოა არ ჰქონდეს აზროვნების
შენელება ,მაგრამ შეიძლება ჰქონდეს აზროვნების სირთულეები შფოთვითი
მდგომარეობის გამო და გაზრილი ყურადღების გაფანტულობა შფთვის გამო.
• Circumstantiality(პარალოგია) გვხვდება,როდესაც აზროვნების
ნელი მსველობა გვაქვს ბევრი არასაჭირო და ტრივიალური
დეტალით, მაგრამ საბოლოოდ პაციენტი მიზანს აღწევს. მიზანი
არასოდეს იკარგება და აზრის მსვლელობა მიდის
მიზნისკენ ,მაგრამ დახლართული,დახვეული გზით.
ისტორიულად, ეს დარღვევა ითვლება მახასიათებლად
პერსონოლოგიური მახასიათებლების თანავარსკვლავედის
ასოცირებული ეპილეფსიასთან(Sadock et al., 2009.).პარალოგია,
თუმცაღა შეიძლება შეგვხვდეს დასწავლის დარღვევებისას და
ინდივიდებში ობსესიური პერსონოლოგიური
მახასიათებლებით, ასევე შიზოფრენიისა და შიზოაფექტური
აშლილობის დროს.
• პერსევერაცია შეიძლება იყოს ვერბალური ან იდეატორული .მაგალითად , პაციენტს
ვეკითხებით ყოფილი პრაიმ მინისტრის სახელს და პასუხობს :‘David Cameron’. ამჟამად ვინ
არის პრაიმ მინისტრი,კითხვაზე პასუხობს ისევ:‘David Cameron. No, I mean David Cameron’.
• პერსევარაცია არის ხშირი ტვინის გენერალიზებულ და ლოკალიზებულ ორგანული
პათოლოგიების დროს,და როცა ის სახეზეა, ამ დიაგნოზის მყარ მტკიცებულებას
წარმოადგენს.
• პერსევერაციის ადრეულ სტადიებზე, როგორც ზემოთ ნახსენებ ქეისში, პაციენტი შეიძლება
აცნობიერებდეს სირთულეს და ცდილობდეს გადალახვას. ალცჰაიმერის დაავადების
დროს, პერსევერაცია შეიძლება ასოცირდებოდეს მუშა მეხსიერების
დეფიციტებთან(Miozzo et al., 2013). ნათელია,რომ ეს არ არის პრობლემა ნებელობის,
რომელიც გვეხმარება დავადიფერენციროთ ვერბალური სტერეოტიპიისგან, რომელიც
არის ხშირი სპონტანური გამეორება სიტყვის ან ფრაზის ,რომელიც ახლანდელ სიტუაციას
არანაირად არ შეესაბამება. ვერბალური სტერეოტიპიის დროს, ერთი და იგივე სიტყვა და
ფრაზა გამოიყენება სიტუაციის მიუხედავად, ხოლო პერსევერაციის დროს სიტყვა,ფრაზა
ან იდეა ნარჩუნდება იმ წერტილს მიღმა,სადაც ის აქტუალურია.
• აზრის ბლოკირება გვხვდება,როდესაც არის უეცარი
შეჩერება აზრის მსვლელობის(, leaving a ‘blank’). სრულიად
ახალი აზრი შეიძლება დაიწყოს. თუ არსებობს გარკვეული
ინსაითი, ეს შეიძლება იყოს შემაძრწუნებელი
გამოცდილება; ეს ამტკიცებს,რომ აზრის ბლოკირება
განსხვავდება უფრო ხშირი გამოცდილებისგან -აზრის
მსვლელობის უეცარი დაკარგვის, რომელიც
გადაღლილობისა და ძლიერი შფოთვის დროს გვხვდება.
როდესაც აზრის ბლოკირება ნათლად
წარმოდგენილია ,ის მაღალი ალბათობით მიანიშნებს
შიზოფრენიაზე.
• ობსესია(ასევე ცნობილი,როგორც რუმინაცია) არის პერსისტირებადი აზრი და დომინირებს
ინდივიდის აზროვნებაში მიუხედავად გაცნობიერებისა რომ აზრი ან სრულიად უმიზნოა ან სხვაგვარად
არსებობდა და დომინირებდა აზროვნებაში რელევანტურობისა და სარგებლიანობის მიღმა.
ობსესიების ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის,რომ მათი შინაარსი ბუნებით იწვევს
შფოთვას და დანაშაულის შეგრძნებას.
• ინტერესის საგანია,რომ წინათ ხაზს უსვამდნენ სექსუალური შინაარსის ობსესიების არსებობაზე,
როცა დღესდღეობით ყველაზე ხშირი ობსესიებია სხვისთვის ზიანის მიყენების შიში(მაგალითად,
დედას აქვს ობსესია,რომ შეიძლება ბავშვს მიაყენოს ზიანი). ეს უკავშირდება სოციალურ
ცვლილებებს; ვიქტორიანელები ფიქრობდნენ სექსუალურ შინაარსებზე, როცა თანამედროვე ადამიანი
აგრესიისა და რისკის თემებითაა დაკავებული.
• ჩვეულებრივია განსხვავება ობსესიებსა და კომპულსიებს შორის. ფაქტობრივად კომპულსიები,
უბრალოდ ობსესიური მოტორული აქტებია. ის შეიძლება მომდინარეობდეს ობსესიური იმპულსიდან
რასაც მოჰყვება პირდაპირ მოქმედება, ან გაშუალებულია ობსესიური მენტალური ხატით ან აზრით,
მაგალითად, დაბინძურების ობსესიურ შიშს მოსდევს ხელების კომპულსიური დაბანა.
• ობსესიის ესენციური მახასიათებელია ის,რომ ის ეწინააღმდეგება პაციენტის
ნება/სურვილს.ბუნებრივია,ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ ფსიქიკურ მოვლენას აკვიატება მხოლოდ იმ
შემთხვევაში,თუ ის იმყოფება პაციენტის კონტროლის ქვეშ და მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს
პაციენტმა.
• ზოგჯერ ობსესიური აზროვნება გვხვდება კონტრასტული აზროვნების ფორმით როცა
პაციენტი იძულებულია იფიქროს საპირისპირო იმისა,რასაც ამბობენ. კომპულსიური
ღვთის გმობა, მაგალითად, თავგამოდებით მორწმუნე პაციენტი რომელიც
მკრეხელურ რითმებს აწყობდა, (როცა მღვდელი ამბობდა‘God Almighty’ - ის
ფიქრობდა‘Sod Allshitey’)
• ობსესიური იმპულსები შეიძლება იყოს შეხების იმპულსი, თვლის ან ობიექტების
წესრიგში მოყვანის, ანტისოციალური ქცევითი იმპულსები. გარდა დეპრესიულ
პაციენტებში ჰომიციდისა და სუიციდის ობსესიებისა,ძალიან უჩვეულოა
ობსესიური პაციენტის შემთხვევაში,რომ შეასრულოს ობსესიური იმპულსი.
ობსესიური შიშები ან ფობიები მოიცავს უსაფუძვლო შიშს რომელსაც პაციენტი
აცნობიერებს,რომ დომინირებს უმიზეზოდ, და უნდა განსხვავდეს ისტერიული და
დასწავლილი ფობიებისგან.
• ობსესიები გვხვდება ობსესიური მდგომარეობებისას, დეპრესიის, შიზოფრენიის
და იშვიათად ორგანული დარღვევების დროს; კომპულსიური მახასიათებლები
ხშირია პოსტენცეფალიტური პარკინსონიზმის დროს(Lishman, 1998)
• In thought alienation(აზრის გაუცხოებისას) პაციენტს აქვს შეგრძნება,რომ მათი აზრები არის
კონტროლის ქვეშ გარეშე ძალის ან სხვები მონაწილობენ მის აზროვნებაში. აზრების
ჩანერგვის ბოდვის დროს პაციენტი აცნობიერებს,რომ აზრებს უნერგავენ გონებაში და აქვს
უცხოობის განცდა და თითქოს მოდის არსაიდან; ეს სიმპტომი, ხშირად ასოცირებულია
შიზოფრენიასთან, თუმცა არ არის უნიკალური შიზოფრენიისთვის( ასოცირებული
ფენომენების სპექტრი ასევე აღწერილია).
• In thought deprivation(აზრების წართმევა), პაციენტი მიიჩნევს,რომ როცა ის ფიქრობს, მისი
ფიქრები უეცრად ქრება და მიიტაცება გარეშე ძალის მიერ. ეს არის სუბიექტური
გამოცდილება აზრის ბლოკირების და ‘omission’.(გამოტოვება)
• In thought broadcasting(აზრების გახმოვანება), პაციენტი მიიჩნევს,რომ როცა ის ფიქრობს,
ყველა სხვა უნისონში ფიქრობს მასთან ერთად. ესაა დეფინიცია of thought broadcasting ფიშის
მიერ(Hamilton, 1974), არსებობს რიგი სხვა განმარტებებიც. მაგალითად, ტერმინი
გამოიყენება,რომ აღწერონ შეხედულება,რომ აზრები ხშირად გარბის გონებიდან და
სხვა ადამიანებს შეუძლიათ მათი გაგება, გამოცდილება საკუთარი აზრების ხმამაღლა
გაგონების და ფიქრი,რომ ამის შედეგად, სხვა ადამიანებს შეუძლიათ მათი გაგონება.
• . ეგო-სინტონიური გამოცდილება არის ეგოს მიზნებთან და
საჭიროებებთან შეთავსებადი ან/და ინდივიდის ინდივიდუალურ
თვით-ხატთან ; საპირისპიროა ეგო-დისტონიური
გამოცდილება. დაყოფა ეგო-სინტონიურ და ეგო-დისტონიურ
ფენომენებს შორის თუმცაღა არ არის აბსოლუტური, და
კლინიკურ სურათს შეიძლება ართულებდეს პირველადი ან
მეორეული დელუზიები, ასევე აფექტური მდგომარეობის
ცვლილებები. თუმცაღა,,ზოგადად, თუ ფსიქოზური
მდგომარეობის დროს არის ინსაითი საკუთარი სიმპტომების
მიმართ, აზრების გაუცხოების. გამოცდილება შეიძლება იყოს
ეგო-დისტონიური და დისტრესული პაციენტისთვის
• ჩვეულებრივ დელუზიას განვსაზღვრავთ,როგორც მცდარ, ურყევ
შეხედულებას,რომელიც არ შეესაბამება პაციენტის სოციალურ და კულტურულ
წარმოშობას. ის ფაქტი,რომ დელუზია არის მცდარი ადვილად ამოსაცნობს ხდის
მას ,მაგრამ ეს მისი აუცილებელი თვისება არაა.
• მცდარი შეხედულების კიდევ ერთი ტიპი, ინდივიდებში ფსიქიკური აშლილობის
არსებობის/არარსებობისას,ესაა ზეღირებულოვანი იდეა. ესაა აზრი,რომელიც,
ასოცირებული გრძნობის ტონის გამო, დომინანტურია სხვა იდეებზე და
პერმანენტულად ინარჩუნებს პირველობას ან ხაგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ზეღირებულოვანი იდეები ნაკლებად ფიქსირებულია,ვიდრე ბოდვები და
გარკვეული ხარისხის ბაზისი აქვს რეალობაში, ზოგიერთ შემთხვევაში რთულია
ზეღირებულოვან იდეებსა და დელუზიებს შორის დიფერენცირება(McKenna, 1984).
შედარებით ზეღირებულოვან იდეებთან, დელუზიებს ახასიათებს უეცარი
დასაწყისი, არადამაჯერებელი შინაარსი და შედარებითი ინდიფერენტულობა
სხვა ადამიანების აზრების მიმართ (Mullen & Linscott, 2010)
• ადრე მიიჩნეოდა,რომ პირველადი ბოდვითი გამოცდილებები პათოგნომიურია
შიზოფრენიისთვის, თუმცა ამჟამად აღიარებულია,რომ მსგავსი გამოცდილებები აღწერილია
გარკვეული ორგანული დარღვევებისას,ასევე ფსიქოზური აშლილობებისას.
• პირველადი ბოდვითი გამოცდილების არსი(also termed apophany) არის ის,რომ ახალი
მნიშვნელობა ჩნდება სხვა ფსიქოლოგიურ მოვლენასთან კავშირში. Schneider (1959)
მიუთითებდა,რომ ეს გამოცდილებები შეიძლება რედუცირდეს სამ ფორმად : ბოდვითი გუნებ-
განწყობა, ბოდვითი პერცეფცია და უეცარი ბოდვითი აზრი.
• ბოდვითი გუნებ-განწყობის დროს პაციენტმა იცის,რომ მის გარშემო ხდება რაღაც,მაგრამ მან არ
იცის რა არის ეს. ბოდვითი განწყობის მნიშვნელობა ხდება ნათელი როცა უეცარი ბოდვითი იდეა
ან ბოდვითი პერცეფცია ვითარდება. უეცარი ბოდვითი იდეის დროს,დელუზია არის სრულად
ფორმირებული პაციენტის გონებაში. ეს ასევე ცნობილია,როგორც აუტოქტონური დელუზია. ეს
სიმპტომი საკუთრივ არ არის დიაგნოსტიკური შიზოფრენიისთვის ვინაიდან უეცარი იდეები ან
‘brain-waves’ გვხვდება ინდივიდებში ფსიქიკური აშლილობის არსებობის /არარსებობისას.
დეპრესიული აშლილობისას ან მძიმე პერსონოლოგიური აშლილობებისას უეცარი იდეები
ბოდვის მსგავსი ან ზეღირებულივანი იდეების ბუნების შეიძლება შეგვხვდეს. თუ პაციენტს აქვს
ძალიან ექსპანსიური ან უცნაური უეცარი იდეა, აქტიურად უნდა მივიღოთ მხედველობაში
შიზოფრენიის დიაგნოზი.
• დელუზიური პერცეფცია არის ახალი მნიშვნელობის ატრიბუცია ნორმალურად აღქმული
ობიექტისთვის. ახალი მნიშვნელობა არ გაიგება,როგორც პაციენტის აფექტური მდგომარეობიდან
ან წინასწარი ატიტუდებიდან წარმომავალი. ეს ბოლო პირობა მნიშვნელოვანია,რადგან
დელუზიური პერცეფცია არ უნდა აგვერიოს ბოდვით მისინტერპრეტაციაში.
• Schneider-მა (1959) დაყო ბოდვითი მოგონებები დელუზიურ პერცეფციებად და უეცარ ბოდვით
აზრებად. მაგალითად, თუ პაციენტი ამბობს,რომ ისინი სამეფო საგვარეულოს
ეკუთვნიან,ვინაიდან ახსოვთ რომ ბავშვობაში ჰქონდათ კოვზი გვირგვინის გამოსახულებით, ესაა
ნამდვილად ბოდვითი პერცეფცია, ვინაიდან არის მოგონებაც და ბოდვითი მნიშვნელობაც, ე.წ..,
the ‘two memberedness’. მეორე მხრივ, თუ პაციენტი ამბობს,რომ ის სამეფო საგვარეულოს ეკუთვნის,
ვინაიდან ბავშვობაში სამხედრო საზეიმო მსვლელობაზე მეფე მიესალმა მას, ეს უეცარი ბოდვითი
იდეაა ,ვინაიდან დელუზია არის მეხსიერებაში უშუალოდ და არ გვაქვს ე.წ . ‘two memberedness’
• პირველადი ბოდვითი გამოცდილებები მწვავე შიზოფრენიისას გვხვდება , მაგრამ ნაკლებად
ხშირია ქრ. შიზოფრენიისას, სადაც ჩაძირულია მეორეულ დელუზიებს შორის (პირველადი
ბოდვითი გამოცდილებიდან გამომდინარე),ჰალუცინაციებს, აზროვნების ფორმალურ
პათოლოგიას და აფექტურ აშლილობებს შორის.
• მეორეული ბოდვების გაგება შეიძლება,როგორც სხვა მორბიდული მდგომარეობებიდან
აღმოცენებულის. ფსიქოანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ დელუზიების
ფორმირებაში პროექციის როლზე, მაგრამ ვინაიდან პროექცია გვხვდება ხშირად
არაფსიქოტურ ადამიანებშიც, სხვა ახსნა არის საჭირო ჭარბი პროექციის ასახსნელად
ბოდვების დროს,განსაკუთრებით პერსეკუტორული ფორმისას . Sigmund Freud, მაგალითად,
პერსეკუტორულ და ექსპანსიურ ბოდვას ხსნიდა,როგორც ლატენტური
ჰომოსექსუალიზმის შედეგს.
• დღეს მიღებულია აზრი,რომ დელუზიები შეიძლება იყოს მეორადი დეპრესიული გუნება -
განწყობის ან ჰალუცინაციების, და ფსიქოგენურმა ან სტრესზე რეაქციებმა შეიძლება
დასაბამი მისცეს ფსიქოზურ მდგომარეობებს დელუზიებით; მაგალითად, მწვავე
პოლიმორფული ფსიქოზური აშლილობები ICD-10ში (World Health Organization, 1992) და
ხანმოკლე ფსიქოზური აშლილობა in the Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders
(DSM-5; American Psychiatric Association, 2013). პერსონოლოგიამ შეიძლება ასევე ითამაშოს
როლი დელუზიური მდგომარეობების გენეზში; პათოლოგიურად ეჭვიანი
პერსონოლოგიები სირთულეებზე შეიძლება ირეაგირონ პერსეკუტორული იდეებით, ან
ნელ-ნელა შეიძლება განვითარდეს ღაზოიანობის ან სომატური ბოდვა..
• შიზოფრენიის დროს, პირველადი ბოდვითი გამოცდილებები
ხშირად ინტეგრირდება გარკვეული სახის ბოდვით სისტემაში.
დელუზიების ასეთი დამუშავება ცნობილია,როგორც ‘delusional
work’. გარკვეული კლინიცისტები კვლავ ყოფენ დელუზიებს
სისტემატიზებულ და არასისტემატიზებულ ტიპებად. სრულად
სისტემატიზებული დელუზიის დროს არის ერთი ბაზისური
დელუზია და დანარჩენი ლოგიკურად დაშენებულია ამ
‘შეცდომაზე’.
• არის სისტემატიზაციის სხვადასხვა ხარისხები სხვადასხვა
პაციენტში, და სისტემატიზაციის დონე შეიძლება დროთა
განმავლობაში ვარირებდეს, ზოგადად სისტემატიზაცია უფრო
ხშირია ასაკოვნებში ან პერსისტენტული დელუზიების დროს.
• დელუზიების შინაარსი შიზოფრენიის დროს დამოკიდებულია, დიდწილად/მცირედ,
სოციალურ და კულტურულ წარმომავლობაზე პაციენტის. ხშირი თემებია
დევნა,ეჭვიანობა(ღაზოიანობა),სიყვარული,განდიდება, ავადმყოფობა, ბრალეულობა,
ნიჰილიზმი და სიღარიბე.
• პერსეკუტორული(დევნის) ბოდვა შეიძლება შეგვხდეს კონტექსტში პირველადი ბოდვითი
გამოცდილებების, აუდიტორული ჰალუცინაციების, სხეულებრივი ჰალუცინაციების ან
პასიურობის ფენომენების. დამოკიდებულების ბოდვის დროს პაციენტმა იცის,რომ მასზე
საუბრობენ, ცილს სწამებენ ან ჯაშუშობენ მასზე.. დამოკიდებულების აზრები/ დელუზიები არ
შემოიფარგლება შიზოფრენიით და გვხვდება დეპრესიული და ფსიქოზური
აშლილობებისას. ზოგიერთ პაციენტს მძიმე დეპრესიით სწამს,რომ ძალიან ცოდვილები არიან
,რაც იციან სხვა ადამიანებმა და აქედან გამომდინარე ჯაშუშობენ მასზე. ბრალეულობის
ბოდვა იმდენად გამოხატული შეიძლება იყოს,რომ სულ მალე სიკვდილით დასჯიან ან უვადოდ
დააპატიმრებენ. ზოგჯერ , პაციენტი თვლის,რომ ეს დევნა არ არის გამართლებული და ახდენს
მის ატრიბუციას დეპრესიასთან. წარმოსახული მდევარები დელუზიური პაციენტის შეიძლება
იყვნენ გარემომცველი ადამიანები(ოჯახის წევრები,მეზობლები ან ძველი მეგობრები) ან
პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფები, სხვადასხვა ხარისხის რელევანტურობის მქონე
პაციენტისთვის.
• მოწამვლის ან დაინფიცირების დელუზიები არც თუ იშვიათია.. მორბიდული
ეჭვიანობისას სწამს,რომ მეუღლე სწამლავს. ხშირად მოწამვლის ბოდვა არის
განმარტებითი: პაციენტი გრძნობს მენტალურად/ფიზიკურად შეცვლილად თავს და
ერთადერთი ახსნა,რასაც უძებნის ამას,რომ სიგარეტი/საკვები მოწამლულია. სხვა
შემთხვევებში, მოწამვლის ბოდვა ეფუძნება ყნოსვით/გემოვნებით ჰალუცინაციებს.
• Delusions of influence(გავლენის ბოდვა) ლოგიკური შედეგია პასიურობის
გამოცდილებებისა შიზოფრენიის კონტექსტში.ეს პასიურობის შეგრძნებები აიხსნება
პაციენტის მიერ ჰიპნოტიზმის, დემონით შეპყრობილობის, ჯადოქრობის,
რადიოტალღების, ატომური სხივების ან ტელევიზიის შედეგად.
• თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში ხშირია სიტყვა‘paranoid’ გამოყენება
ჩამნაცვლებლად‘persecutory’-ის, მაგრამ კორექტული მნიშვნელობა სიტყვა
პარანოიდულის არის ‘დელუზიური’. პარანოია,ბერძნულად‘by the side of the mind’,
გამოიყენებს მე-19 საუკუნის ბოლოს ფუნქციური მენტალური აშლილობების
აღსანიშნავად, როცა ყველაზე პრომინენტულია დელუზიები.
• ხშირად გამოყენებული ტერმინი ‘ეჭვიანობის/ღაზოიანობის ბოდვა’ ზოგადად არასწორი
ტერმინია,რადგან პაციენტებს აქვთ ავადმყოფური ეჭვიანობა ,ღალატის ბოდვით ,ვიდრე
ეჭვიანობის ბოდვით. (Munro, 1999). ღაზოიანობის ბოდვა გვხვდება ორგანული და
ფუნქციური დარღვევებისას . ხშირად პაციენტი ეჭვიანია, სენსიტიური და მსუბუქად
იჭვნეული, დაავადების მანიფესტირებამდე. ღაზოიანობის ბოდვა არცთუ იშვიათია
შიზოფრენიისას და ასევე ნანახია ტვინის ორგანული დარღვევებისას, განსაკუთრებით
ალკოჰოლ დამოკიდებულების სინდრომთან ასოციაციაში. ღაზოიანობის ბოდვა ასევე
ნანახია აფექტური ფსიქოზის დროს, სადაც შეიძლება წარმოადგენდეს მორბიდულ
გაზვიადებას პრემორბიდული მსუბუქი ეჭვიანობის.
• ეჭვიანი ქმარი , მაგალითად, ხშირი ფენომენების ინტერპრეტაციას ახდენდეს ,როგორც
ღალატის ‘მტკიცებულების’; მაგალითად, ის შეიძლება დაჟინებით ამბობდეს,რომ ცოლს
აქვს შეშუპება თვალების ქვეშ სხვასთან ხშირი სქესობრივი კავშირის შედეგად ,ან
შეიძლება ცოლის საცვლებში მოძებნოს ლაქები და თქვას ,რომ ყველა ლაქა სპერმის
გამოა. ეს ქცევა შეიძლება მივიდეს ძალადობამდე მეუღლის მიმართ და
მკვლელობამდეც. ღაზოიანობის დელუზიების გარდა, ამ პაციენტებს არ აღენიშნებათ
სხვა შიზოფრენიის დამადასტურებელი სიმპტომი.
• ეს მდგომარეობა აღწერილია,როგორც‘the fantasy lover
syndrome’ და ‘ეროტომანია’. პაციენტი
დარწმუნებულია,რომ ვიღაც პიროვნება შეყვარებულია
მასზე,თუმცა წარმოსახული შეყვარებული შეიძლება
არასოდეს დალაპარაკებია მას(Munro, 1999; Kelly, 2005; 2018).
მათ შეიძლება მსხვერპლს თავი შეაწყინონ წერილებითა და
არასასურველი ყურადღებით . ზოგჯერ შიზოფრენია
შეიძლება დაიწყოს შემოსაზღვრული დელუზიით
ეროტომანიული და შემდგომ დელუზიები შეიძლება
უფრო დიფუზური გახდეს და ჰალუცინაციებიც
განვითარდეს.
• არის მნიშვნელოვანი ვარიაბელობა ექსპანსიურობის ხარისხში
განდიდების ბოდვისა სხვადასხვა პაციენტში. ზოგიერთ სჯერა,რომ არის
ღმერთი, ინგლისის დედოფალი, ცნობილი როკ-ვარსკვლავი და ა.შ. სხვები
ნაკლებად ექსპანსიურია და მიიჩნევენ,რომ დაოსტატებული სპორტსმენები ან
დიდი გამომგონებლები არიან.ექპანსიურ ბოდვებს შეიძლება მხარს უჭერდეს
სმენითი ჰალუცინაციები, რომლებიც პაციენტს მის მნიშვნელობაზე
ესაუბრება, ან კონფაბულაციები. ექსპანსიური/განდიდების ბოდვები
შეიძლება იყოს ფანტასტიკური ჰალუცინოზის ნაწილი ,როცა ჰალუცინაციების
ყველა ფორმა გვხვდება. წარსულში,ექსპანსიური ბოდვა ასოცირდებოდა
‘general paralysis of the insane’ (neurosyphilis) ,მაგრამ ახლა ყველაზე ხშირია
მანიაკალური ფსიქოზის დროს ბიპოლარული აფექტური აშლილობის
კონტექსტში(Knowles et al., 2011). პაციენტებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ
მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან ,შეუძლიათ სხვისი დახმარება, ესმით
ღმერთის და წმინადების ხმა,ამტკიცებს რა მათ მაღალ სტატუსს .
• სომატური დელუზიები დეპრესიული აშლილობისთვის სახასიათოა, მაგრამ ასევე გვხვდება
შიზოფრენიისას.; ბევრი ადამიანი ღელავს საკუთარ ჯანმრთელობაზე და დეპრესიულ მდგომარეობაში
ბუნებრივად ვითარდება დელუზიები/ზეღირებულოვანი აზრები ავადმყოფობის შესახებ. ეს
პარადიგმა მსგავსია დევნის დელუზიების შემთხვევისა,რომელიც შეიძლება წარმოიშვას სხვებთან
ურთიერთობებზე შფოთვის ფონზე ან სხვა ადამიანების განზრახვებზე ეჭვის გამო.ასეთ ადამიანებს
დეპრესიის დროს შეიძლება განუვითარდეთ ზეღირებულოვანი იდეები ან დევნის ბოდვები.
• ინდივიდებს სომატური დელუზიით დეპრესიის კონტექსტში შეიძლება სჯეროდეთ ,რომ სერიოზული
დაავადება აქვთ, კიბო,ტუბერკულოზი,, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი(AIDS), თავის ტვინის
სიმსივნე და ა.შ.. სომატური დელუზიები დეპრესიის კონტექსტში პაციენტის მეუღლეს/შვილებს შეიძლება
ეხებოდეს. დეპრესიულ დედას სჯერა,რომ დააინფიცირა საკუთარი შვილები ან ის ფსიქიკურად
ავადაა და შვილებს მემკვიდრეობით გადაეცათ განუკურნებელი ‘სიგიჟე ’. ამან შეიძლება
გამოიწვიოს შვილების დაზიანება/მკვლელობა მცდარი შეხედულების გამო ,რომ ტანჯვისგან
ათავისუფლებს მათ.
• იპოქონდრიული დელუზიები შიზოფრენიის დროს შეიძლება დეპრესიულ აფექტს უკავშირდებოდეს,
სომატურ ჰალუცინაციებს ან სუბიექტური ცცვლილების შეგრძნებას. ადრეულ სტადიაზე, ეს დელუზიები
შედეგია დეპრესიის და შეიძლება განვითარდეს,როგორც ფსიქოლოგიური ან ფიზიკური სიმპტომების
მცდარი ახსნა. ქრონიკული შიზოფრენიით მოავადე პაციენტებში,უკავშირდება სომატურ ჰალუცინაციებს.
ქრონიკული იპოქონდრია ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს პიროვნების განვითარებას.დაუცველ
ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ ცუდი ჯანმრთელობის შესახებ ზეღირებულოვანი იდეები,რომლებიც
ნელ-ნელა იზრდება ინტენსივობით და გადაიზრდება ბოდვაში.ეს ბოდვები შეიძლება გამოვლინდეს
მხოლოდ ოპერაციის ან წამლით მკურნალობის გართულების შედეგად.
• დელუზიების მსგავსია არის ბოდვითი შეშფოთება სახის და სხეულის
გარეგნობით, როცა ინდივიდი დარწმუნებულია,რომ დიდი ცხვირი
აქვს, სახე დამახინჯებულია აკნეთი, და ა.შ. ზოგჯერ ასეთი
შეხედულებები ავადმყოფობაზე ან გარეგნულ იერზე ობსესიურ
ხარისხში გადადის, ისე,რომ პაციენტს არ შეუძლია შეწყვიტოს ფიქრი
სავარაუდო ავადმყოფობაზე ან დეფორმაციაზე. სხვა შემთხვევებში
შეხედულება არის ბოდვითი ინტენსივობის და პაციენტი არასდროს
აღიარებს,რომ შეხედულება არის გულწრფელად უსაფუძვლო.
თანამედროვე კლასიფიკატორული სისტემები ზოგიერთ ამ
პაციენტებისას ათავსებს ბოდვითი აშლილობების კატეგორიაში, მათ
შორის ბოდვითი დისმორფოფობიის (World Health Organization, 1992),
ან სხეულის დისმორფული აშლილობის(American Psychiatric Association,
2013; O
• დეპრესიის მსუბუქ შემთხვევებში, პაციენტი გარკვეულად თვითკრიტიკულია. მძიმე დეპრესიული
აშლილობისას, თვითბრალდება იღებს დანაშაულის ბოდვის ფორმას, როცა მიიჩნევს,რომ ცუდი
ადამიანები არიან, დაანგრიეს ოჯახი. ;ჩაიდინეს მიუტევებელი ცოდვა და დალპებიან ჯოჯოხეთში ამის
გამო. ძალიან მძიმე დეპრესიის დროს, დელუზიები ხდება ექსპანსიური და პაციენტი ამტკიცებს ,რომ
ყველაზე ბოროტი არსებაა მსოფლიოში; ყველაზე ცოდვილი ადამიანია არასოდეს მოკვდება ,მაგრამ
სამარადისოდ დაისჯება. ეს ექსტრავაგანტური დანაშაულის ბოდვა ხშირად ასოცირებულია
ნიჰილისტურთან. გარდა ამისა, დანაშაულის ბოდვამ შეიძლება ბიძგი მისცეს პერსეკუტორულს.
• ნიჰილისტური დელუზიები გვხვდება,როცა პაციენტი უარყოფს სხეულის არსებობას, გონების,
საყვარელი ადამიანების და სამყაროსი გარშემო. შეიძლება ამტკიცებდნენ, არ აქვთ გონება, არ აქვთ
ინტელექტი ,მათი სხეული/სხეულის ნაწილები არ არსებობს; შეიძლება უარყოფდნენ საკუთარ
არსებობას,როგორც პიროვნების, მიიჩნევდნენ,რომ გარდაიცვალნენ, მსოფლიო აღარ არსებობს ან
ყველა დანარჩენი დაიღუპა. ეს დელუზიები გვხვდება კონტექსტში მძიმე ,აჟიტაციური დეპრესიის ასევე
შიზოფრენიისა და დელირიუმის დროს. ზოგჯერ ნიჰილისტური დელუზიები ასოცირდება უზარმაზარ
ბოდვასთან,როდესაც პაციენტს სჯერა,რომ შეუძლიათ კატასტროფა გამოიწვიონ რაიმე მოქმედებით (მათ
შეიძლება უარი თქვან შარდვაზე,რადგან თვლიან,რომ დატბორავენ სამყაროს).
• სიღარიბის ბოდვის დროს დარწმუნებულია,რომ გაღარიბდნენ და სიღარიბე ემუქრება მას და მის
ოჯახს. ეს დელუზიები ტიპურია დეპრესიისთვის მაგრამ ნაკლებად ხშირი გახდა ბოლო ათწლეულების
განმავლობაში.
• ტერმინი‘formal thought disorder’ არის სინონიმი კონცეპტუალური ან
აბსტრაქტული აზროვნების დარღვევების (ყველაზე ხშირი შიზოფრენიის,
ტვინის ორგანული დაზიანებებისას). შიზოფრენიის დროს, აზროვნების
ფორმალური აშლილობა შეიძლება თანაარსებობდეს კოგნიტურ
დეფიციტებთან. (Sharma & Antonova, 2003), და აზროვნების დარღვევის ამ
ფორმების გარჩევა შეიძლება რთული აღმოჩნდეს გარკვეულ შემთხვევებში.
Bleuler (1911) თვლიდა შიზოფრენიას,როგორც დარღვევას აზრებს შორის
ასოციაციის, სახასიათო კონდენსაციით, გადანაცვლებით და
სიმბოლოების არასწორი გამოყენებით. კონდენსაციის დროს, ორი
რაღაცით საერთო იდეა შეირევა ერთ ცრუ კონცეფციად, როცა
გადანაცვლების დროს ერთი იდეა გამოიყენება სხვა ასოცირებული
იდეისთვის. სიმბოლოების არასწორი გამოყენება გულისხმობს
სიმბოლოების კონკრეტული ასპექტების გამოყენებას ნაცვლად სიმბოლური
მნიშვნელობისა (‘კონკრეტული აზროვნება’).
• აზროვნების ფორმალური აშლილობის სხვა აღწერილობები შიზოფრენიის დროს აღწერს იგივე
ფენომენებს სხვადასხვა ფსიქოლოგიური ცნებების თვალსაზრისით. Cameron (1944),
მაგალითად,იყენებდა ტერმინს ‘asyndesis’ რათა აღეწერა ნაკლებობა ადეკვატური კავშირების
თანმიმდევრულ აზრებს შორის. ის მიუთითებდა,რომ შიზოფრენიული პაციენტი შეიძლება აჩვენოს
განსაკუთრებული სირთულე განსახილველ საკითხზე ფოკუსირებისას; შეიძლება იყენებდეს არაზუსტ
ექსპრესიებს(‘მეტონიმები’) ნაცვლად უფრო ზუსტისა; და შეიძლება შეიცავდეს ზედმეტ პირად იდიომსა
და ფანტასტიკურ მასალას მათ მეტყველებაში. კამერონმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ‘’ზედმეტ
ჩართულობაზე’’,რაც არის აზროვნების ოპერაციების შემცირებისა და ორგანიზებული
დამოკიდებულებებისა და ამოცანის შესაბამისი კონკრეტული პასუხების მოქმედების შეუძლებლობა.
Goldstein (1944) ხაზს უსვამდა აბსტრაქტული ატიტუდის დაკარგვას შიზოფრენიულ პაციენტებში,
რომელსაც მოჰყვება ‘აზროვნების კონკრეტული სტილი’, მიუხედავვად იმისა,რომ პაციენტს არ
დაუკარგავს სიტყვების მარაგი (განსხვავებით ტვინის ორგანული დაზიანებებისგან, მაგალითად).
• Schneider (1930) ამბობდა,რომ 5 მახასიათებელი აზროვნების ფორმალური აშილობის შესაძლოა
იდენტიფიცირდეს :derailment, substitution, omission, fusion and drivelling. In derailment აზრი გადადის
მეორეზე ,ხოლო ჩანაცვლებისას ძირითადი აზრი ჩანაცვლებულია შვილობილით. Omission შედგება
აზრის ან მისი ნაწილის უაზრო გამოტოვებისგან. In fusion, აზროვნების ჰეტეროგენული ელემენტები
ერთმანეთშია გადაჯაჭვული,ხოლო drivelling არსებობს ერთი რთული აზრის შემადგენელი ნაწილების
უწესრიგო ნაზავი.
• ტრანზიტორული აზროვნება ხასიათდება: derailments, substitutions and omissions.
გრამატიკული და სინტაქსური სტრუქტურები ორივე დარღვეულია ტრანზიტორული
აზროვნებისას.
• With drivelling thinking, პაციენტს აქვს რთული აზრის წინასწარი მონახაზი ყველა საჭირო
დეტალით,მაგრამ კარგავს აზროვნების წინასწარ ორგანიზაციას,ისე რომ ყველა
შემადგენელი ნაწილი ერთმანეთში ირევა. პაციენტებს drivelling-ით აქვთ კრიტიკული
დამოკიდებულება თავიანთი აზრების მიმართ,მაგრამ ისინი არ არის ორგანიზებული
და მათ შორის შინაგანი მატერიალური ურთიერთობები ბუნდოვანი ხდება და
მნიშვნელობა იცვლება.
• უსისტემო აზროვნების დროს მეტყველება გრამატიკულად კორექტულია მაგრამ
უეცარი იდეები დროდადრო იჩენს თავს. თითოეული ამ იდეებიდან არის მარტივი აზრი
რომელიც,სწორ დროს გამოყენების შემთხვევაში, ნამდვილად შესაფერისი იქნებოდა.
კვლევამ გამოავლინა სამფაქტორიანი მოდელი,რომელიც საუკეთესოდ შეეფერება
ფორმალური აზროვნების აშლილობას ფსიქოზის პირველი ეპიზოდის დროს,
დეზორგანიზებულობის, გაღარიბების და სიტყვიერების განზომილებით.
• მეტყველების დარღვევები გვხვდება ფართო სპექტრის ფსიქიატრიული
და ნევროლოგიური დარღვევებისას. ესაა ენაბლუობა და ენაბორძიკი,
მუტიზმი, talking past the point, ნეოლოგიზმები, შიზოფაზია და აფაზია.
• ენაბლუობის დროს მეტყველების ნორმალური ნაკადი წყდება პაუზებით
ან სიტყვის ფრაგმენტების გამეორებით. გრიმასები და ტიკის მსგავსი
მოძრაობები ხშირად ასოცირდება ენაბორძიკთან.ენაბორძიკი იწყება
დაახლოებით 4 წლის ასაკში და უფრო ხშირია ვაჟებში,ვიდრე
გოგონებში. ხშირად დროთა განმავლობაში უმჯობესდება(World Health
Organization, 1992) და შესაძლოა გახდეს შესამჩნევი ,როცა ადამიანი
რაიმე მიზეზით შფოთავს.. იშვიათად, ენაბორძიკი გვხვდება მძიმე
მოზარდობის კრიზის ან მწვავე შიზოფრენიის დაწყებისას.
• მუტიზმი არის მეტყველების სრული დაკარგვა და შეიძლება შეგვხდეს ბავშვებში სპექტრით ემოციური და
ფსიქიკური დარღვევებისას და მოზრდილებში ისტერიით, დეპრესიით, შიზოფრენიით ან ტვინის ორგანული
დაავადებებით. ელექტიური მუტიზმი შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებში ,ვინც უარს აცხადებს გარკვეულ
ადამიანებთან საუბარზე; მაგალითად, მუტიზმს ადგილი აქვს სკოლაში,მაგრამ სახლში საუბრობს.Hua and
Major (2016), სელექტიური მუტიზმის მიმოხილვისას, აღნიშნავენ რომ პედიატრებს ხელეწიფებათ ადრეულ
დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში გარკვეული როლის შესრულება. ისტერიული მუტიზმი შედარებით
იშვიათია და ყველაზე ხშირი ისტერიული დარღვევა მეტყველების არის აფონია. მძიმე დეპრესია
რეტარდაციით შეიძლება ასოცირდებოდეს მუტიზმთან, მაგრამ უფრო ხშირად აღინიშნება მეტყველების
გაღარიბება და პაციენტი პასუხობს შეკითხვებს ნელა. მუტიზმი თითქმის ყოველთვის წარმოდგენილია
კატატონიური სტუპორის დროს ,მაგრამ ის შეიძლება ასევე შეგვხდეს არასტუპოროზულ კატატონიურ
ინდივიდებში ,როგორც მანერიზმი. მაგალითად, 1935წ. კატატონიურმა პაციენტმა თქვა ‘ჩემი სიტყვები
ზედმეტად ძვირფასია,რათა წარმოითქვას’ და მას შემდეგ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. 20 წლის შემდეგ ისევ
მუტიზმი ჰქონდა, მაგრამ საკუთარ სურვილებს გამოხატავდა ჟესტებით და დროდადრო კითხვებზე პასუხს
სცემდა,თუ მისცემდნენ საწერ კალამს და ფურცელს. მართალია სიტყვების გამოყენება მძიმე მოტორული
აფაზიის დროს შეზღუდულია, სრული მუტიზმი არ გვხვდება, რადგან პაციენტმა შეიძლება გამოიყენოს ერთი
ან მეტი ვერბალური სტერეოტიპია და შეიძლება გამოიყენოს ახსნა-განმარტებები ემოციური სტრესის დროს.
აკინეტური მუტიზმის დროს , რომელიც ასოცირებულია დაზიანებებთან ზემო შუატვინის ან უკანა
დიენცეფალონის(Lishman, 1998), გამოხატულია მუტიზმი და პაციენტი ორიენტირებულია გარემოში,
მიუხედავად ცნობიერების დონის დაქვეითებისა და ანტეროგრადული ამნეზიისა.
• ამ აშლილობის დროს შინაარსი პაციენტის კითხვებზე პასუხების გვიჩვენებს,რომ
შეკითხვის არსი ესმით ,მაგრამ ასოცირებულ თემაზე სცემენ პასუხს. მაგალითად, თუ
ვეკითხებით’რა ფერია ბალახი?’, პაციენტი პასუხობს‘თეთრი’, თუ ვეკითხებით’რა
ფერია თოვლი?’, ამ შემთხვევაში პასუხობს‘მწვანე’. ერთ-ერთმა პაციენტმა,როდესაც
ჰკითხეს პირველი მსოფლიო ომის დაწყების წელი,უპასუხეს საკუთარი დაბადების წელი
და როდესაც საკუთარი დაბადების წელზე დაუსვეს შეკითხვა - ‘1914’. Talking past the point
გვხვდება ისტერიული ფსევდოდემენციის დროს(now classified as a dissociative or conversion
disorder) როდესაც ფსიქიატრიული სიმპტომები ‘არაცნობიერად’
წარმოჩინდება,გარკვეული სარგებლის გამო. ‘Approximate answers’ სახასიათოა განზერის
სინდრომისთვის, რაც კიდევ ერთი დისოციაციური ან კონვერსიული
აშლილობაა ,რომელიც გვხვდება გარემოებებში ,რომელიც ფსიქოგენურ ეტიოლოგიაზე
მიანიშნებს(World Health Organization, 1992). Talking past the point გვხდება მწვავე
შიზოფრენიის დროსაც,განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ესეც ცნობილია როგორც
‘ფსევდოდემენცია’. ინდივიდები კატატონიური მდგომარეობით may also talk past the point,
განსაკუთრებით როცა პერსონალურ,მათთვის მტკივნეულ კითხვებს უსვამენ,
ჰოსპიტალში დაყოვნების დრო ,მაგალითად.
• ნეოლოგიზმები შეიძლება იყოს ახალი სიტყვები რომელიც კონსტრუირდება პაციენტის მიერ ან
ჩვეულებრივი სიტყვები,რომლებიც ახალი გზით გამოიყენება. ტერმინი‘neologism’ გამოიყენება ახალი
სიტყვათა ფორმაციებისთვის შიზოფრენიულ პაციენტებში. ზოგიერთი პაციენტი აფაზიით, კერძოდ
მოტორული აფაზიის დროს,იყენებს არასწორ სიტყვას, იგონებს ახალ სიტყვებს ან სიტყვების
ფონეტიკურ სტრუქტურას ამახინჯებს. ეს ცნობილია,როგორც პარაფაზია, თუმცა ზედაპირულად
სიტყვები წააგავს ნეოლოგიზმებს. როცა შიზოფრენიული ინდივიდი წარმოქმნის ახალ სიტყვას ,ის
შეიძლება იყოს სრულიად ახალი და ეტიმოლოგია გაუგებარი აღმოჩნდეს; შეიძლება იყოს სხვა
სიტყვის დამახინჯება; ან შეიძლება იყოს სიტყვა,რომელიც არასწორად არის აგებული სიტყვის
ფორმირებისას მიღებული წესების არასწორი გამოყენებით. ნეოლოგიზმები კატატონიურ
პაციენტებში შეიძლება იყოს მანერიზმები ან სტერეოტიპიები. პაციენტმა შეიძლება დაამახინჯოს
გარკვეული სიტყვების წარმოთქმა ,როგორც სხეულის გარკვეული მოძრაობების შემთხვევაში ხდება.
ზოგიერთი პაციენტი იყენებს stock word-ს სწორის ნაცვლად,მაგალითად, შეიძლება გამოიყენოს სიტყვა
‘მანქანა’ და უწოდოს თვითმფრინავს ‘საჰაერო მანქანა’,ხოლო ნავს ‘საზღვაო მანქანა’. სხვა
შემთხვევებში ნეოლოგიზმები შედეგია მძიმე აზროვნების პოზიტიური ფორმალური აშლილობის , ისე
რომ სიტყვები ერწყმის ერთმანეთს ,როგორც კონცეფციების შემთხვევაში ხდება. ალტერნატიულად,
ნეოლოგიზმი შეიძლება იყოს ნათლად შედეგი derailment-ის(აზრებს შორის კავშირის შესუსტების);
მაგალითად, პაციენტმა გამოიყენა სიტყვა ‘ფარდობითობა’ სიტყვის ‘ურთიერთობა’ ნაცვლად. სხვა
პაციენტებში ჰალუცინატორული ხმები დიდ როლს თამაშობს ნეოლოგიზმების ფორმირებაში. ‘ხმები’
შეიძლება იყენებდნენ ნეოლოგიზმებს და ამან შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის მიერ მათი
გამოყენებაც. ზოგჯერ პაციენტი იძულებულია გამოიყენოს ახალი სიტყვები,რათა დაამშვიდოს ‘ხმები’
ან თავი დაიცვას მათგან.
• ზოგიერთი შიზოფრენიული ინდივიდი წარმოქმნის მეტყველებას ,რომელიც ღრმად
აბნეულია მაგრამ,მიუხედავად ამისა,შეუძლია განახორციელოს საპასუხისმგებლო
სამუშაო,რომელიც არ გულისხმობს სიტყვების გამოყენებას. შიზოფაზიას აქვს
ზედაპირული მსგავსება აფაზიასთან, როდესაც მეტყველების დარღვევა უფრო
დიდია,ვიდრე ინტელექტის დეფიციტი. მიუხედავად ნათელი შეუსაბამობისა
მეტყველებასა და აზროვნებას შორის, შიზოფაზია ძირითადად ითვლება აზროვნების
აშლილობის ფორმად. შიზოფაზია ასევე ცნობილია,როგორც‘speech confusion’ და
‘word salad’. მეტყველების დარღვევები შიზოფრენიის დროს ბოლო წლებში გახდა
კვლევის საგანი, და ამჟამად არის მტკიცებულება ,რომ მეტყველება შიზოფრენიულ
ინდივიდებში არა მხოლოდ ზემოთ აღწერილ კლასიკურ ფენომენებს ავლენს, (for
example, schizophasia), არამედ აგრეთვე,ზოგადად, სინტაქსურად ნაკლებად
კომპლექსურია,ვიდრე კონტროლებში (Thomas et al., 1996). მაშინ როცა ცუდი
ლინგვისტური პერფორმანსი უფრო ასოცირებულია დაავადების პროცესთან,ვიდრე
ინსტიტუციონალიზაციის შედეგებთან(Thomas et al., 1990), ეს ნამდვილად არის
სფერო,რომელიც დამატებით შესწავლას საჭიროებს(Foussias et al., 2014).
• აფაზია ან დისფაზია არის მეტყველების დარღვევა. აფაზიის მოკლე დისკუსია მოცემულია,რათა
მეტყველების დარღვევები ასოცირებული დიდ ფსიქიატრიულ აშლილობებთან (როგორიცაა შიზოფრენია )
შეიძლება შედარდეს, როგორიცაა აფაზიები, ორგანული ეტიოლოგიის მქონე დარღვევებთან(ტვინის
სიმსივნე და სხვადასხვა აღწერის დაზიანებები.
• სამი ტიპის აფაზია შეიძლება ჩაითვალოს რეცეპტულად:სუფთა სიტყვის სიყრუე, აგნოსტიური ალექსია და
ვიზუალური ასიმბოლია. სუფთა სიტყვის სიყრუის დროს პაციენტს ესმის სიტყვები ,მაგრამ ვერ იგებს
მნიშვნელობას; ეს ძირითადად უკავშირდება დომინანტურ საფეთქლის წილში დაზიანებას. აგნოსტიური
ალექსიის დროს პაციენტი ხედავს ,მაგრამ ვერ კითხულობს სიტყვებს; ეს ძირითადად უკავშირდება
დაზიანებას მარცხენა მხედველობითი ქერქის და კორძიანი სხეულის. ვიზუალური ასიმბოლიის დროს ან
კორტიკალური ვიზუალური აფაზიის შემთხვევაში არის დეზორგანიზაცია ვიზუალური ვერბალური სქემების,
ისე რომ სიტყვები ვერ ამოიცნობა და მოტორული ვერბალური სქემები არ აქტიურდება.
• ეს ძირითადად უკავშირდება ანგულარული და სუპრამარგინალური ხვეულების დაზიანებას. ვიზუალური
ასიმბოლიის მქონე პაციენტისთვის კითხვა და წერა არის სირთულე. დაზიანება შეიძლება იყოს ექსტენსიური
და ზემოქმედებდეს მეზობელ სტრუქტურებზე, აფაზიის ეს ვარიანტი შეიძლება ასოცირდებოდეს სხვა
ნევროლოგიურ დარღვევებთან მაგალითად მათემატიკური სიმბოლოების გამოყენების
უუნარობა(აკალკულია), სივრცითი დეზორიენტაცია, ვიზუალური აგნოზია, ნომინალური აფაზია და
მარჯვენა ჰომონიმური ჰემიანოპია. ვიზუალური ასიმბოლიის დროს იგებენ სიტყვებს ან
წინადადებებს ,რომლის ხმამაღლა წაკითხვა არ შეუძლიათ ან არასწორად წარმოთქვამენ. აგნოსტიური
ალექსიისგან განსხვავებით მათ შეუძლიათ ნაწერის კოპირება,მაგრამ უჭირთ სპონტანურად წერა. აგნოზიები
დაკავშირებულია რეცეპტულ აფაზიებთან. ამ დარღვევების დროს პაციენტს აქვს შეგრძნება მოცემულ
მოდალობაში ,მაგრამ ვერ ამოიცნობენ ობიექტებს. ვიზუალური აგნოზიის დროს პაციენტი ხედავს,მაგრამ
ვერ ცნობს,თუ რას ხედავს, თუმცა შეუძლია ამოიცნოს ობიექტები შეგრძნებისას. აგნოზიურ პაციენტებს
ობიექტის არც აღწერა შეუძლიათ,არც გამოყენება, არის აფაზიაც და აპრაქსიაც ერთდროულად.
• ნომინალური(ამნეზიური) აფაზიის დროს პაციენტი ვერ ასახელებს ობიექტებს,
თუმცა აქვთ უამრავი სიტყვა მარაგში.როგორც წესი მათთვის წარმოადგენს
სირთულეს ვერბალური და წერილობითი ინსტრუქციების შესრულება და არ
შეუძლიათ სპონტანურად წერა, მაგრამ როგორც წესი დაწერილი მასალის
კოპირების უნარი აქვთ. სწორი სიტყვის პოვნის სირთულე აფაზიის სხვა
ვარიაციების დროსაც გვაქვს, მაგრამ ნომინალური აფაზიის დროს
განსაკუთრებით. ნომინალური აფაზია შეიძლება შეგვხვდეს ტვინის დიფუზური
დაზიანებისას ან ფოკალური დაზიანებების დროს, მაგალითად,დომინანტური
ტემპოროპარიეტალური რეგიონის. ცენტრალური აფაზიის დროს პაციენტს
აქვს არსებითი დარღვევები ლინგვისტური ფუნქციების მეტყველებისა და წერის
დარღვევებით. მეტყველება მცდარია გრამატიკასა და სინტაქსში და არის
პარაფაზია. როგორც რეცეპციული,ისე ექსპრესიულო ასპექტები მეტყველების
ზიანდება. ეს დარღვევა ასევე ცნობილია,როგორც ‘სინტაქსური აფაზია’ და
შეიძლება შედეგი იყოს რიგი სხვადასხვა დაზიანებებისა (Lishman, 1998).
• ექსპრესიული აფაზიის ძირითადი ტიპებია კორტიკალური მოტორული აფაზია, ანუ ბროკას აფაზია,
ვერბალური აფაზია ან ექსპრესიული აფაზია. ჩვეულებრივ გამოწვეულია ბროკას ცენტრის
დაზიანებებით უკანა 2/3ში მესამე ფრონტალური ხვეულის, მაგრამ ასევე შეიძლება შედეგი იყოს
დაზიანებების ასოციაციური ბოჭკოებისა რომლებიც გამოდის მეტყველების ცენტრიდან და შედის
პირველ საფეთქლის ხვეულში. ამ ტიპის აფაზიის დროს პაციენტს აქვს სირთულე აზრების სიტყვებად
ჩამოყალიბებაში. პაციენტმა შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ ერთი სიტყვა, პარაფაზიული სიტყვა,
ფრაზა, ‘დიახ’ ან ‘არა’ ან ორივე. ხშირად ფრაზის გამოყენებისას, ის იყო პაციენტის გონებაში,როდესაც
დაზიანება მოხდა. ხშირად ეს განმეორებადი გამონათქვამები ან სიტყვიერი სტერეოტიპები
წარმოითქმება სხვადასხვა ინტონაციით სხვადასხვა მნიშვნელობის შესაქმნელად. როდესაც აშლილობა
ნაკლებად მძიმეა, პაციენტი ხვდება რას ეუბნებიან და იცის,რაც უნდა თქვას,მაგრამ სწორი სიტყვების
პოვნა არ შეუძლია. სიტყვები ხშირად არასწორად წარმოითქმება, და რამდენიმე მარცვლის მქონე
სიტყვები შემოკლდება. როგორც წესი პაციენტი აცნობიერებს,რომ შეცდომას უშვებენ და ცდილობს
შეასწოროს . მიუხედავად იმისა,რომ სიტყვები ხშირად გამოტოვებულია,წინადადებების ორგანიზება არ
არის ისე მძიმედ დარღვეული,როგორც სიტყვების გამოყენება. არტიკლებისა და მოკლე სიტყვების
გამოყენება წარმოშობს მეტყველების ‘’ტელეგრამის სტილს’’. სერიულ პასუხებზე არ მოქმედებს, ასე
რომ პაციენტს შეუძლია დათვლა, ანბანის წარმოთქმა და კვირის დღეების ჩამოთვლა .მეტყველების
გამომსახველობა არის დარღვეული,ასე რომ, ინტონაცია და სტრესი უჩვეულოა და მეტყველება ჟღერს
უცნაურად.. In pure word-dumbness პაციენტს არ შეუძლია სპონტანურად მეტყველება,სიტყვების
გამეორება და ხმამაღლა წაკითხვა,მაგრამ შეუძლია სპონტანურად წერა, კოპირება და კარნახით
წერა. ეს აშლილობა გამოწვეულია სავარაუდოდ დაზიანებით ინსულარული რეგიონის ქვემოთ.

You might also like