You are on page 1of 30

ნევროზული რეგისტრის

აშლილობები
ლექცია5.1. ობსესიურ-კომპულსიური
აშლილობები. კონვერსიული აშლილობები.
დისმორფოფობიულიაშლილობები, კვებითი
აშლილობები.ინტერვენციის სახეები.-1სააათი
შემთხვევების განხილვა-დისკუსია1საათი
ნევროზული აშლილობები

• ნევროზი-ფსიქოგენური, კონფლიქტოგენური
აშლილობა.
• ფსიქოდინამიკური ფსიქოლოგია, ფროიდის
ფსიქოანალიზ-ფსიქოთერაპიის მეთოდი და
ზოგად ფსიქოლოგიური მოძღვრება, რომელიც
კვლევის ძირითად ობიექტად თვლის
არაცნობიერ ფსიქიკურ პროცესებსა და
მოტივაციას.
• ფსიქიკის ფროიდისეული ტოპიკური
მოდელი: სამი ინსტანცია- ეგო, იდი და სუპერ
ეგო
ფროიდის მოდელი

• ფროიდის მიხედვით -ინტრაფსიქიკური


კონფლიქტი-კონფლიქტი სუპერ ეგოსა და
იდ-ს შორის.
• ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად ეგო
განავითარებს ე. წ. ფსიქოლოგიური დაცვის
სტრატეგიებს.
• დამცავი მექანიზმების ძირითადი მიზანია,
დაიცვას პიროვნება ეგო/self შფოთვისაგან,
სუპერ ეგოს დამსჯელი სანქციებისაგან და
უზრუნველყოს პიროვნების გაქცევა
სიტუაციიდან, რომელიც მისთვის
დაუძლეველია.
ფსიქოლოგიური დაცვის
მექანიზმები
ალფრედ ადლერი - ინდივიდუალური
ფსიქოლოგია
• მოღვაწეობდა ფროიდის დროს, მაგრამ
გადაიხარა მისი მოძღვრებიდან. ადლერი
იყო პირველი, რომელმაც ადამიანი
გაიაზრა, როგორც უპირველეს ყოვლისა,
სოციალური არსება და ხაზი გაუსვა
სოციალური ფაქტორების მნიშვნელობას
პიროვნების განვითარებაში.
• არასრულფასოვნების განცდა-მატრავმირებელი
მოვლენის ზეგავლენის შედეგად, შესაძლოა
არასრულფასოვნების განცდა რომელიც
არასრულფასოვნების კომპლექსში – უსუსურობის
განცდასა და დაბალ თვითშეფასებაში გადაიზარდოს.
მატრავმირებელი მოვლენები ადლერმა დააჯგუფა სამ
კატეგორიად: 1) ორგანოთა არასრულფასოვნება, რაიმე
ფიზიკური დეფექტი (მაგალითად კოჭლობა);
• 2) მშობლების მხრიდან ბავშვის ემოციური უარყოფა;
• 3) მშობლების მიერ ბავშვის განებივრებული სტილით
აღზრდა - ე.წ. ჰიპერმეურვეობა.
• ამ სამგვარ მატრავმირებელ გამოცდილებას შედეგი ერთი
და იგივე მოჰყვება: დაბალი თვითშეფასება, საკუთარ
ძალებში დაურწმუნებლობა, დამოუკიდებლობისა და
პასუხისმგებლობის შიში.
კარენ ჰორნი - პიროვნების სოციოკულტურული
თეორია
• უსაფრთხოების განცდა-ბაზისური მოთხოვნილება.
არახელსაყრელი გარემო პირობების დროს
უსაფრთხოების განცდა ფრუსტრირებულია. ბავშვს
უჩნდება მტრულობის განცდა, რომელიც ჩაინაცვლება
შფოთვით- ბაზალური შფოთვა. ანუ ბავშვის მიერ
განცდილი უსუსურობისა და მარტოობის გრძნობა
პოტენციურად მტრულ სამყაროში.
• შფოთვისგან დაცვის მიზნით, იგი გამოიმუშავებს
ინტერპერსონალური ურთიერთობების სტრატეგიებს,
აგრეთვე, მიდრეკილებებსა და ხასიათობრივ
მიმართულებებს, რომლებსაც ჰორნი უწოდებს
«ნევროტულ მიდრეკილებებს».
• ჰორნის აზრით, ნევროზი ეს არის პიროვნების
გაუცხოება საკუთარ რეალურ მესთან,
იდეალიზირებული მე-ს მძლავრობა.

კარენ ჰორნი - პიროვნების სოციოკულტურული თეორია
(გაგრძელება)
ჩვენს კულტურაში არსებობს სამი ძირითადი დამცავი
სტრატეგია:
ერიხ ფრომის ჰუმანისტური თეორია

• დაახლოებით მსგავს იდეებს ახმოვანებდა


ფრომი: პიროვნებას ახასიათებს ორგვარი და
წინააღმდეგობრივი მოტივაცია, რომელიც
ხელს უწყობს პიროვნულ კონფლიქტს-
• ეს არის სწრაფვა დამოუკიდებლობისადმი და
მეორე მხრივ, სურვილი გაექცეს ამ
დამოუკიდებლობას, რადგან ეშინია
გაუცხოების.“თავისუფლებისაგან გაქცევა“.
რა არის ფსიქოლოგიური კონფლიქტი

თავისი არსით ფსიქოლოგიური კონფლიქტი


წარმოადგენს პიროვნების შეუთავსებელი
მიმართებების შეჯახებას:
• კონფლიქტი პიროვნების შესაძლებლობებსა
და საკუთარი თავისადმი წამოყენებული
მოთხოვნების შეუთავსებლობა.
• კონფლიქტი პიროვნების
მოთხოვნილებებსა, პრეტენზიებსა და
არსებულ რელობას შორის.
• კონფლიქტი მორალურ პრინციპებსა და
პიროვნულ მიდრეკილებებს შორის
(მოვალეობასა და სურვილს შორის)
ასთენიური ნევროზი
• მშობლის მოთხოვნები ბავშვის მიმართ არის ძალზე
დიდი და ბავშვს არ ძალუძს დააკმაყოფილოს ისინი.
• ბავშვს უჭირს თავი დაიმკვიდროს მნიშვნელოვან
სფეროში.
• ბავშვს უჩნდება შიში რომ იგი „არ არის ის, ვინც უნდა
იყოს“ , ვინც საზოგადოებაში სოციუმში დაფასებულია
როგორც ოჯახში, ასევე თანატოლებში.
• გამოვლინებები: იოლი დაღლილობაზე ჩივილები,
გამღიზიანებლობა, განლევადობა: და სიბრაზიდან
მალევე გადადის ტირილზე; ხშირად დაღლილია,
ყურადღება გაფანტული.
სომატურად: თავის ტკივილები, ღებინების რეფლექსი
გაძლიერებული, ცუდი ძილი, მადის დაქვეითება.
კონფლიქტის ტიპი: პიროვნების შესაძლებლობებსა და
საკუთარი თავისადმი წამოყენებული მოთხოვნების
შეუთავსებლობა, მათ შორის კონფლიქტი
ისტერია
(კონვერსიული აშლილობა)
• გაძლიერებული მოთხოვნილება აღიარების და
რეალურად ამის შესაძლებლობას შორის-(მაგალითად
მშობლების მხრიდან).
• ამ დროს ვლინდება შიში, რომ არ არმოჩნდეს ის, ვინც
„არავინ არ არის“,ანუ არ წარმოადგენდეს არავითარ
ფასეულობას, არაფერს არ წარმოადგენდეს, იყოს
დავიწყებული და სიყვარულს მოკლებული.
• გამოვლინებები: ბავშვებში: მოტორული და
სომატოვეგეტატიური გამოვლინებები: აფექტ-
რესპირატორული შეტევები, პარეზები და დამბლები,
ასტაზია-აბაზია, მხედველობის და სმენის დაქვეითება.
• კონფლიქტის ტიპი-კონფლიქტი პიროვნების
მოთხოვნილებებსა, პრეტენზიებსა და არსებულ
რელობას შორის.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
(აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი)
• ობსესიური-კომპულსიური აშლილობის დროს-
წინააღმდეგობა გრძნობასა და მოვალეობას
შორის.ფსიქიკის ემოციურ და რაციონალურ მხარეებს
შორის.
• ცენტრალური შიში-“ არ იყოს თვითონ“, იყოს
შეცვლილი, უსიცოცხლო.
• კონფლიქტის ტიპი: კონფლიქტი მორალურ
პრინციპებსა და პიროვნულ მიდრეკილებებს შორის
(მოვალეობასა და სურვილს შორის)
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (აკვიატებულ
მდგომარეობათა ნევროზის გამოვლინებები:
)
• უმცროს ასაკში-აკვიატებული შიშები, აკვიატებული
რიტუალები, რომლებიც ასაკთან ერთად
შესაძლებელია გადიოდეს(ცხოველების, მწერების,
სიბნელის, სიკვდილის და ა.შ. შიშები).
• შესაძლებელია აღენიშნებოდეთ უზომო გატაცება
თვლით, დაგროვებით, თუმცა ბავშვი არ
ეწინააღმდეგება ამ სურვილებს. ეს ასაკთან ერთად
ხშირად გადის.
• აკვიატებული შიშები-ფობიები და აკვიატებული
ქმდებები ობსესიები და კომპულსიები.
• უმცროს სასკოლო ასაკში უპირატესად -დახურული
სივრცის, ბასრი იარაღების, დაბინძურების შიშები.
• უფროსი ასაკში -საკუთარ ფიზიკურ „მე-სთან
დაკავშირებული შიშები, მაგალითად, ავადმყოფობის,
სიკვდილის, გაწითლების.
ფობიები, ობსესიები და კომპულსიები
• ფობია-ინტენსიური გადაულახავი შიშის განცდა,
რომელიც მოიცავს პირს. მან იცის და ესმის ამ
შიშის უსაფუძვლობა.
• იგი ებრძვის ამ შიშებს.
აგორაფობია
კარდიოფობია, ერეიტოფობია
სკოპტოფობია
მიზოფობია
კლაუსტროფო ბია
კანცეროფობია
ტანატოფობია
არქნოფობია
(აღწერილია ფობიის სამასზე მეტი სახეობა)
ობსესია
• ობსესია (ლათ. obsessio) ან აკვიატებული
იდეა — ფსიქოპათოლოგიის ერთ-ერთი
ხშირი სიმპტომი.)- ამ დროს ადამიანი
შეპყრობილია ამა თუ იმ იდეით, რომლის
უგულებელყოფასაც იგი ვერ ახერხებს
მიუხედავად იმისა რომ ეს იდეა ან აზრი
შეიძლება უადგილო იყოს და ხშირი.
• არსებობს სხვადასხვა კატეგორიის
აკვიატებები: სისუფთავის, სიმეტრიის, და
ასე შემდეგ.
• დამახასიათებელი ე.წ. : ბინძური ,
მკრეხელური აზრები, მაგალითად ცუდი
ფიქრები დედაზე, სიწმინდეებზე და ა.შ.
კომპულსიები და რიტუალები
• კომპულსია -აკვიატებული ქმედება -შესაძლებელია
ყოველთვის ნევროზული აშლილობის ფარგლებში არ
გვხვდებოდესაკვიატების მიერ ჩამოყალიბებული შფოთის
და ნერვიულობის გასანეიტრალებლად ადამიანი იყენებს
მოქმედებებს, რომლებიც ასევე აკვიატებული ხდება და მათ
კომპულსია ეწოდებათ (ლათ. Compulsio).
• აკვიატებული რიტუალები (კომპულსიები)-სიმბოლური
ქმედებები-თან ახლავს ფობიას და არის ფსიქოლოგიური
დაცვის საშუალება მატრავმირებელი სიტუაციისაგან.
• რიტუალი დასაწყისში ხდება რამდენადმე შვების მიმცემი,
რადგან ამცირებს შიშისაგან გამოწვეულ დაძაბულობას,
მაგრამ შემდგომში უკვე ძალზე შემაწუხებელი ხდება
თავისთავად.(აკვიატებული თვლა, გაზონებზე ყვავილის
გამოტოვება, ერტი და იგივე სიტყვის რამდენჯემე
გამეორება, რაიმე მოძრაობა და ა.შ.).
.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (აკვიატებულ
)
მდგომარეობათა ნევროზის გამოვლინებები
• აკვიატებულ შიშებს შემდგომ უერთდება
აკვიატებული რიტუალები, რომლებიც
შიშების დაძლევის ხერხს წარმოადგენს
ბავშვისათვის.(მაგალითად, დაბინძუების
შიშის დროს გაუთავებელი ხელების ბანა).
• რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო
სიმბოლურ ხასიათს ატარებს მისი
რიტუალები
• აკვიატებული ლტოლვები- შეიგინოს, თქვას
რაიმე უწმაწური.
შფოთვითი აშლილობები
• შიში -ყველაზე უნივერსალური და ძველი
დამცავი რეაქციაა, რომელიც თავდაცვის
ინსტინქტთან არის დაკავშირებული.
შიში-
• ეს არის რეაქცია საფრთხეზე;
• საფრთხის განცდა
• კონკრეტული და მისი წყაროა წარსული
გამოცდილება.
შფოთვა-
• ხიფათზე სიგნალი
• უფრო წინათგრძნობა საფრთხის.
• პროეცირებულია მომავლში.
შფოთვითი აშლილობები
• კონფლიქტის ტიპი-წინააღმდეგობა საკუთარი თავის
დაცვის უუნარობასა და თვითგადარჩენის
ინსტინქტს შორის.
• (შიშის არსი: „ იყოს არაფერი“ანუ არ არსებობდეს“,
„იყოს უსიცოცხლო, მკვდარი“.
• გამოვლინებანი: ბავშვები არიან
მშიშრები,დამოკიდებულები საკუთარ მშობლებზე,
სხვა ბავშვებთან ძალზე მორცხვები, ძნელად შედიან
კონტაქტში, ხშირად ღამის კოშმარები.
• მშობლებთან განშორება უჭირს, შიში, რომ მათ
დაკრგავს, რამე მოუვათ.
• შფოთვითი აშლილობის ხშირი გამოვლინება:
სკოლაზე უარის თქმა.(თუმცა სკოლაზე უარის
თქმის მიზეზი მხოლოდ შფოთვითი აშლილობა არ
არის!)
შფოთვითი აშლილობები (გაგრძელება )
• შფოთვითი აშლილობა მშობელთან
სეპარაციასთან
• გენერალიზებული შფოთვითი
აშლილობები
• სოციოფობია
• პანიკური აშლილობა
• პოსტტრავმული სტრესული აშლილობა
• მწვავე სტრესული აშლილობა
რას ვითვალისწინებთ ნევროზული
აშლილობების დროს

• ტრავმატიზაციის ხასიათს.
• მშობლის პიროვნული მახასიათებელს
• სიტუაციას ოჯახში
• კონფლიქტებს ოჯახში, გარეთ,
• პირონვულ თავისებურებებს
• ბავშვის პრემორბიდს.
• ფსიქოტრავმას -ხასიათობრივი
თავისებურებებს-
• სომატურ სტატუსს
ინტერვენციები
• ფსიქოთერაპია
• გარემო ფაქტორების გათვვალისწინება
• სომატური სტატუსის მოწესრიგება
• ფსიქოგანათლება
• მედიკამენტოზური ჩარევა
დისმორფობია
• აკვიატებული აზრი, პათოლოგიური დაჯერებულობა იმაში,
რომ აღენისნებატ რაიმე ფიზიკური ნაკლი.
• შესაძლებელია იყოს დარწმუნებული, რომ ავრცელებს
უსიამოვნო სუნებს.
• დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ნაკლი სხვებისათვის
თვალში საცემია და ეს განსჯის საგანიც არის.
• მიდრეკილნი არიან დისსიმულაციისადმი.
• „სარკის სიმპტომი“-სარკეში განუწყვეტლივ ყურება
დეფექტის გამოვლენის მიზნით
• „ფოტოგრაფიის სიმპტომი“-ფოტოს გადაღებისათვის
თავის არიდება იმ მოტივით, რომ ვინმემ არ
დააფიქსიროს თავისი მოსაზრება პაციენტის
დეფექტების შესახებ.
კვებითი აშლილობები-
ნერვული ანორექსია

• ნერვული ანორექსიის ძირითადი სიმპტომები:


• საკვების მიღებაზე უარის თქმა,
• საგრძნობი კლება წონაში ან შიში მისი
მომატების(წონაში კლება 15% და მეტი).
• დარღვეულია სხეულის პროპორციების
ადექვატური აღქმა
• ამენორეა
მოზარდისათვის მნიშვნელოვანია ძიება, აქტივობა,
თითქოს ამტკიცებს საკუთარ მიზანდასახულობას.
არა იმდენად კონტროლის დაკარგვის შიში, არამედ,
გამოწვევის დაკარგვის შიში, რომელიც ცხოვრებას
სრულღირებულოვანს ხდის.
კვებითი აშლილობები-ბულიმია
• ჭარბი კვების შემოტევები
• კონტროლის განცდის დაკარგვა მიღებული საკვების
რაოდენობაზე და უუნარობა გაჩერდეს.
• ხშირად გამეორებადი კომპენსატორული ქცევები
ღებინების გამოწვევა, ლაქსატივების და შარდმდენების
გამოყენება. შიმშილობა და გაძლიერებული ფიზიკური
ვარჯიში.
• ღებინებისათვის ხშირად აბაზანაში ჩაკეტვა
• ნარკოტიკები ალკოჰოლი, ქურდობა.
• დეპრესიის პერიოდები
• მენსტრუაციის დარღვევები
• პრობლემები კბილებთან, ჯირკვლების გადიდება
ლოყებთან მაცერაცია, კანის ხშირად ღებინების
გამოწვევის გამო.
ეტიოლოგიური ფაქტორები

• ბიოლოგიური
• გენეტიკური მიდრკილება
• ფსიქოლოგიური-ოჯახის გავლენა და
ინტრაფსიქიკური კონფლიქტები, ოჯახური
ისტორია.
• სოციალური- სოციუმში გაბატონებული
სტერეოტიპები
პრემორბიდულად-ძალზე მოწესრიგებული,
პერფექციონისტული, ობსესიური ტიპი.
ოჯახურ ურთიერთობებში ხშირად -„ორმაგი
დაბმა“
პროგნოზი და ინტერვენცია
• ბულიმიის მიმდინარეობა უფრო
კეთილთვისებიანია ვიდრე ანორექსიის.
• მულტიდისციპლინარული გუნდი:თერაპევტი,
ფსიქოთერაპევტი,
დიეტოლოგი,ფსიქოფარმაკოლოგი.
• ფსიქოსოციალური მოდგომა ყურადღებას
ამახვილებს ოჯახური კომუნიკაციის
პატერნების შეცვლაზე.
• კომორბიდულობის დიდი მაჩვენებელი
• პრემორბიდულად რიგიდულები,
ტიკები, ენურეზი ენკოპრეზი.ენაბორძიკობა
• როდესაც საქმე გვაქვს ამ
გამოვლინებებთან და დადგნილია მათი
ფსიქოგენური ბუნება, აუცილებელია
ფსიქოთერაპია როგორც ოჯახური ასევე
ინდივიდუალური.
• განიხილება როგორც რეგრესული
რეაქციები.
• ონტოგენეზურად ორიენტირებული,,
ოჯახური ფსიქოთერაპია. გარემოს
გაჯანსაღებაზე მუშაობა.

You might also like