You are on page 1of 7

სასწავლო კურსი-ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები

დაწყებითი განათლების IVკურსის სტუდენტი : მარიამ ქარქიშვილი

პასუხისმგებელი ლექტორი - მარიამ უბირია

შუალედური გამოცდა

2 ვარიანტი

1)ბავშვის ფსიქიკური პრობლემების დამაჩქარებელი და


შემანარჩუნებელი ფაქტორები.

დამაჩქარებელი ფაქტორები:

 მწვავე ცხოვრებისეული სტრესი;


 ძალადობა;
 ცემა;
 ახლობლის დაბადება ან დაკარგვა;
 ცხოვრებისეული ციკლის გარდამავალი პერიოდები;
 სკოლის გამოცვლა;
 თანატოლების ან მეგობრების დაკარგვა;
 ახლობლებთან განშორება ან მშობლების გაყრა;
 მშობლების უმუშევრობა;
 საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა;
 ეკონომიკური სირთულეები.

შემანარჩუნებელი ფაქტორები :

პერსონალური შემანარჩუნებელი ფაქტორები


ბიოლოგიური ფაქტორები:
 ფსიქოფიზიოლოგიური სისტემების დეზინტეგრაცია.

ფსიქოლოგიური ფაქტორები:

 დაბალი თვით-ეფექტურობა;
 დისფუნქციური ატრიბუტიული სტილი;
 დაცვის მოუმწიფებელი-მექანიზმები;
 დისფუნქციური დაძლევის სტრატეგიები.
კონტექსტუალური შემანარჩუნებელი ფაქტორები. მკურნალობის სისტემის ფაქტორები:

 ოჯახის მიერ ახლბლის იგნორირება;


 პრობლემის გადაწყვეტისადმი ამბივალენტურობა;
 პრობლემასთან გამკლავებაში ოჯახის გამოუცდელობა;
 ოჯახის მიერ დიაგნოზისა და მკურნალობის დაგეგმვის უაყოფა;
 ,კურნალობაში ჩართული პროფესიონალებს შორის კოორდინაციის არარსებობა.

2)განვითარების ფსიქოპათოლოგიის მოდელები.

განვითარების ფსიქოპათოლოგიის მრავალფეროვანი თეორიებიდან სამი ძირითადი


პროტოტიპური მოდელია გამოყოფილი; ნიშნების მოდელი, გარემოს მოდელი და
ინტერაქტიული მოდელი.

განვითარების დარღვევების ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მიხედვით ეს მოდელები


მრავალი ვარიაციის სახით გვხვდება.

ნიშნების ანუ სტატუსის მოდელს სამედიცინო მედელსაც უწოდებენ. მისი ძირითადი


დებულება შემდგომში მდგომარეობს; დროის კონკრეტული პერიოდისათვის არსებული
ნიშნებითა და სტატუსით შესაძლებელია ბავშვის შემდგომი პერიოდის სტატუსის
წინასწარმეტყველება. ამ მოდელში განიხილება ისეთი შემთხვევები, როდესაც გარკვეული
ნიშანი შეიძლება ურთიერთმოქმედებდეს გარემოსთან, მაგრამ იგი გარემოს გავლენით არ
იცვლებოდეს.

გენეტიკური და ბიოლოგიური მიზეზების შედეგად აღმოცენებული ფსიქოპათოლოგიური


პრობლემების გასარკვევად ეფექტურია ნიშნების მოდელი და მას ხშირად იყენებენ
ფსიქიკური დაავადებების გენეტიკური მიზეზების კვლევისას. ამ მოდელს ნაკლიც გააჩნია:
ფსიქოპათოლოგია შეიძება არ გამოვლინდეს იმ პირებში, რომლებიც კონკრეტული
სტატუსის, ან ნიშნის მატარებელნი არიან. მაგ: შიზოფრენიით დაავადებული მშობლების
შვილს შეიძლება არ განუვითარდეს შიზოფრენია.

გარემოს მოდელი. ქცევაზრ გავლენას ახდენს წარსული გამოცდილებაც. დროის


კონკრეტულ მომენტში ზეგიერთი გარემო ფაქტორი მნიშვნელოვნად მოქმედებს ქცევაზე.
მაგ. ადრეული ასაკის პერიოდში გარემოს ნეგატიური გავლენა ბევრად მნიშვნელოვანია,
ვიდრე მოგვიანებით ასაკში.

ინტერაქტიული მოდელი. ამ მოდელის მიხედვით ბავშვის განვითარებაზე გავლენას


ახდენს როგორც გარემო, ასევე ბავშვისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ბავშვის
განვითარებაშიცვლილება ამ ორი ფაქტორის ფუნქციაა.

განვითარების აღნიშნული მოდელის ცენტრალური საკითხია ტრანსფორმაცია. განარჩევენ


ინტერაქტიული მოდელის ორ ვარიანტს. პირველ შემთხვევაში ახალ ქცევებს ნიშნისა და
გარემოს ურთიერთქმედება იწვევს და ამ ურთიერთქმედების შედეგად არ იცვლება არც
ნიშანი, არც გარემო; ახალი ქცევები აღმოცენდება ძველი ქცევებისა და გარემოსთან მათი
ინტერაქციის საფუძველზე. მეორე შემთხვევაში ახალი ქცევები აღმოცენდება გარემოსა და
ნიშნის ურთიერთქმედებით,რის შედეგადაც იცვლება როგორც გარემო, ისე ნიშანი.

მორგების მოდელი. ამ მოდელის ძირითადი დებულების საფუძველია ბავშვის


პრობლემების მახასიათებლებისა და გარემოს მოთხოვნებს შორის შეუთავსებლობა.

ლ. ვიგოტსკის მოდელი. ანომალური ონტოგენეზური განვითარების შესასწავლად


გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განვითარების ორი ფაქტორის- ბიოლოგიურისა და
სოციალურ-ფსიქოლოგიურის ურთიერთმოქმედების გათვალისწინებას. განვითარების
პროცესში იცვლება ფსიქიკური აქტივობის უზრუნველყოფის ნერვული მექანიზმები, ხოლო
ბიოლოგიური და სოც-ფსიქოლოგიური ფაქტორების ურთიერთქმედება ცვლის ბავშვის
ქცევას.

3)განვითარების პერვესიული და დასწავლის უნარის დარღვევები.

განვითარების პერვესიული დარღვევები: 299.00 აუტიზმი - კომუნიკაციური ჩვევების


დარღვევა, სოციალური ურთიერთობებისა და ქცევის დარღვევა, აფექტური სფეროს
დარღვევა და გარემოს მიმართ გულგრილობა, რაც ვლინდება დაბადებიდან 30 თვემდე;

299.80 რეტის სინდრომი;

299.10 ბავშვობის დეზინტეგრაციული აშლილობა;

299.80 ასპერგერის სინდრომი;

299.80 განვითარების პერვესიული დარღვევა (დაუზუსტებელი) , რომელიც არ თავსდება


აუტიზმის კრიტერიუმებში.

დასწავლის უნარის დარღვევები:

315.00 კითხვის უნარის განვითარების დარღვევები- კითხვის მწირი ჩვევები, რაც არ არის
გამოწვეული გონებრივი ჩამორჩენილობით; კითხვის ჩვევების ათვისების გაძნელება,
ენობრივი და მეტყველების დარღვევები;

315.1. მათემატიკური უნარის განვითარების დარღვევა - მწირი არითმეტიკული ჩვევები,რაც


არ არის გამოწვეული გონებრივი ჩამორჩენილობით ან სხვა ფაქტორებით; არითმეტიკის
ათვისების გაძნელება;
315.2. წერის უნარის განვითარების დარღვევები - მწირი წერითი ჩვევები,რაც არ არის
გამოწვეული გონებრივი ჩამორჩენილობით; წერის ათვისების გაძნელება;

315.9. დასწავლის უნარის დაქვეითება- ყველა სხვა, დაუზუსტებელი.

4) DSM-ისა და ICD-ის უარყოფითი მხარეები.

 DSM –IV- ისა და ICD-10-ში ფსიქიკური აშლილობების კატეგოერიები არ არის


დისკრეტული, არა აქვს მკაფიო საზღვრები და სხვადასხვა კატეგორიის წევრები და
სხვადასხვა კატეგორიის წევრები მკვეთრად შეიძლება არ გამორიცხავდნენ
ერთმანეთს. ასევე, ერთი დიაგნოსტიკური კატეგორიის წევრები ჰეტეროგენული
ჯგუფებია ; მიუხედავად მსგავსი დიაგნოსტიკური ნიშნებისა, მასში შემავალი
ინდივიდები განსხვავდებიან და მათი დიაგნოსტირება გარკვეული ხარისხის
ალბათობით ხდება;
 როდესაც მდგომარეობა აშკარა და გარკვეულია სანდოობა მაღალია, მაგრამ , თუ
მდგომარეობა ნაკლებად აშკარაა, სანდოობის ხარისხი ბევრად მცირდება;
 ბავშვობისა და ყმაწვილობის ასაკის დიაგნოზებში დროში სტაბილურობის შესახებ
ინფორმაცია თითქმის არ არის;
 დიაგნოსტიკურ სისტემებს მდგომარეობის დიაგნოსტიკურ კატეგორიაში,
მდგომარეობის პათოლოგიზაციაში მოქცევის უხეში ტენდენცია აქვს. ბავშვების
უმეტესობას შერეული მდგომარეობები აქვს და სახელმძღვანელოში აღწერილი
კლასტერები სუფთა სახით მათ მცირე ნაწილს უვლინდება ; დიაგნოზი სხვადასხვა
დიაგნოსტიკურ კატეგორიებს შორის თავსდება.
 დიაგნოზები, ნაწილობრივ, სქემატურ ხასიათს ატარებს. აქცენტი ძირითადად
„კლინიკურ სინდრომზე“ კეთდება და არ ხდება ბავშვის ყოველმხრივი შეფასება;
 დიაგნოზი ნაკლებად ითვალისწინებს განვითარების პერსპექტივას, კულტურულ და
სოციალურ განსხვავებებს. ამ პრობლემის დასაძლევად DSM-IV-TR-ში ნაცადია
კულტურული და ეთნიკური განსხვავებების გათვალისწინება დიაგნოსტირებისას.
სპეციალურ დამატებაში მოცემულია სპეციფიკური სინდრომები, დამახასიათებელი
განსხვავებული კულტურებისათვის,ასევე გავრცელებული სინდრომების შესაძლო
კულტურული ვარიაციები.

5) მულტივარიაციული მიდგომა.

ეს მიდგომა , მდგომარეობების ძირითადი კლასტერებისა და მათთვის დამახასიათებელი


ძირითადი ნიშნების იდენტიფიკაციის მიზნით იყენებს სტატისტიკურ ანალიზს.
აღნიშნულმა მიდგომამ ბავშვთა დარღვევების ორი ფართო განზომილება მოგვცა.
პირველი მოიცავს „ქცევით“ პრობლემებს და განისაზღვრება როგორც
„ ექსტერნალიზებული“ , დაკავშირებულია აგრესიასთან და მის გამოვლინებასთან: მაგ.
ჩხუბი.

მეორე განზომილებით პიროვნების პრობლემები განისაზღვრება, როგორც


„ინტერნალიზებული“, რომელიც დაკავშირებულია შფოთვასთან, ჩაკეტილობასთან და
ვლინდება მაგ. ტირილში,წუხილში, სევდასა და დეპრესიაში. ეს მიდგომა ჩამოყალიბდა
Achenbach, Hewith-ის, Jenkins-ის , Quay-სა Werry-ის კვლევების საფუძველზე. მათ
გამოყვეს მდგომარეობათა კლასტერები. მდგომარეობა აღწერილია ყოველი კლასტერის
ფარგლებში და ეთანხმება ემპირიულ მონაცემებსა და დაკვირვებებს:

1) არასოციალიზებული აგრესიული ქცევითი აშლილობა: ჩხუბობს, ურტყამს, დასცინის,


აშინებს, იტყუება, ზედმეტად აქტიური...
2) სოციალიზებული აგრესიული ქცევითი აშლილობა: აცდენს სკოლას, სახლიდან
გარბის, ერთიანდება ბანდიტურ დაჯგუფებაში, შეშინებულია სამართალდამცავი
ორგანოების მიერ...
3) ყურადღების დეფიციტი: ყურადღების მწირი კონცენტრაცია, უინიციატივო, არ
ამტავრებს საქმეს, ჰიპერაქტიურია, ინერტულია...
4) შფოთვა, განმარტოება (ჩაკეტვა): დაძაბულია,მორცხვი, დეპრესიული, მშიშარა,
გამოირჩევა ძლიერი შფოთვით, ნაკლებად თვითდარწმუნებულია,უვარგისობის
განცდა...
5) „შიზოიდი“ (გულციცი) : ჩაკეტილია, ცივი, გაუბედავი, არეული, გულჩათხრობილი,
არ საუბრობს, აქვს ინტერესის ნაკლებობა.
6) სოციალური შეუსაბამობა: მწირი ურთიერთობა აქვს თანატოლებთან,
განმარტოებულია, იგნორირებულია ტოლების მიერ, ურთიერთობს უფროსებთან.
7) ფსიქოტური აშლილობა: აბნეულია, უცნაურ, აქვს განმეორებადი
მეტყველება,მხედველობითი ჰალუცინაციები, უცნაური იდეები და ქცევები.
8) მოტორული ზეაქტიურობა: მოუსვენარია, იმპულსური,ჰიპერაქტიური, აგზნებული,
არ შეუძლია დაცვა, ბევრს ლაპარაკობს, უცნაურ ხმებს უშვებს.

მულტივარიაციული მიდგომის დადებითი მხარეები:


 ეს მიდგომა ეყრდნობა რეალურ გამოვლინებებს და არა ჰიპოთეზურ
კონსტრუქტებს;
 ის რანჟირების ინსტრუმენტია,რომლის საშუალებითაც იზომება ბავშვის
ნორმიდან გადახრა;
 ის იძლევა დარღვევის სხვადასხვა კონტექსტში განხილვის საშუალებას.

მულტივარიაციული მიდგომის უარყოფითი მხარეები:


 ვინაიდან ეს მიდგომა აღწერით კვლევებს ეყრდნობა, დგება მათი სანდოობისა
და ვალიდობის პრობლემა;
 აღნიშნული სკალებით ინდივიდის მთლიანი მდგომარეობის განსაზღვრა
ძნელია;
 ერთ სიტუაციაში მიღებული მონაცემი, შეიძება არათავსებადი იყოს სხვა
სიტუაციაში მიღებულ მონაცემებთან.

კლინიკურ პრაქტიკაში, ბავშვის სტატუსის დასადგენად, ქცევისა და სწავლის


პრობლემების მრავალგანზომილებიანი შეფასება აუცილებელია. სანდო და
ვალიდური მონაცემების მიღების მიზნით წარმატებით იყენებენ ქცევის
შესაფასებელ კითხვარებს, უნარების თუ განვითარების შესაფასებელ ტესტებს,
ნეიროფსიქოლოგიურ ტესტირებას.

6) გონებრივი ჩამორჩენილობის მახასიათებლები

გონებრივი ჩამორჩენილობის დროს ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევას


ფართო დიაპაზონი აქვს. გონებრივი ჩამორჩენილობა ბავშვის ფსიქიკური განვითარების
შეუქცევად დარღვევას გულისხმობს. ეს ასეთი ბავშვის განათლებისა და განვითარების
შეუძლებლობას კიარ ნიშნავს, არამედ გულისხმობს გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე
ბავშვის განვითარების განსხვავებულ კანონზომიერებასა და ტემპს. გონებრივი
ჩამორჩენილობის დასახასიათებლად აუცილებელია გავითვალისწინოთ რომ ბავშვის
ფსიქიკური განვითარება შემდეგ სფეროებს მოიცავს: შემეცნებითი უნარები, მეტყველებისა
და კომუნიკაციის უნარი, მსხვილი და ნატიფი მოტორული უნარები, სოციალურ-ემოციური
განვითარება.

 გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირებში ყველაზე გამოხატულად მათი


აზროვნების სპეციფიკური ხასიათიჩანს. მაგ. მსგავსების პოვნა თაგვსა და სპილოს
შორის. გონებრივი ჩამოორჩენილობის მქონე ბავშვებში ძირითადი პრობლემა
მდგომარეობს იმაში,რომ დომინირებული, თვალსაჩინო ხატის საფუძველზე
აღმოცენებული აზრის უკუგდება. ასეთი ბავშვი ვერ პოულობს საერთო ნიშანს (რომ
ორივე ცხოველია) რადგან მთელი მისი ყურადღება განსხვავებაზეა მიპყრობილი.
 გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვებს აბსტრაქტულ აზროვნებასთან ერთად სხვა
შემეცნებითი ფსიქიკური ფუნქციების განვითარებაშიც აქვთ სირთულეები. კერძოდ:
1) სწავლის ნელი ტემპი.
2) ყურადღების დარღვევა.
3) პრობლემის გადაწყვეტის სირთულეები.
 გონებრივი ჩამორჩენილობის დროს ხშირია მეტყველების პრობლემები.
 გონებრივი ჩამორჩენილობის დროს ბავშვს მოტორული სფეროს პრობლემებიც აქვს;
1) ჩვილობის ასაკში გვიან სწავლობს დაჯდომას, დგომას, სიარულს.
2) სკოლამდელ ასაკში მისი მოძრაობები მოუქნელია.
3) უჭირთ ნატიფი მოძრაობების განხორციელება: დანის, მაკრატლის,
ფანქრის ხმარება.
4) ბავშვისთვის რთულია ნებითი მოტორული მოქმედების დაგეგმვა და
კონტროლი: ( ჭამა, ჩაცმა, ტუალეტი, დაბანა).
 შემეცნებითი სირთულეებისა და კომუნიკაციის შეზღუდვების გამო ბავშვებს უჭირთ
სოციალური ადაპტაცია.
 ბავშვების მოუმწიფებულობა ემოციურადაც ვლინდება - მათ შეუძლიათ უკიდურესად
საპირისპირო ემოციების გამოხატვა, არიან იმპულსურები და უჭირთ ემოციების
კონტროლი.

You might also like