You are on page 1of 5

1სლაიდი,

თანამედროვე ფსიქოთერაპია და ტრენინგი სულ უფრო ხშირად მიმართავს ხელოვნებასა


და მხატვრულ შემოქმედებსთან დაკავშირებულ ეგრედწოდებულ არტმეთოდებს .
არტთერაპიის ფუძემდებლად პითაგორას მიიჩნევენ, რომელიც , ლეგენდის თანახმად ,
ფიზიკურ და სულიერ სნეულებებს ქნარზე შესრულებული მუსიკით კურნავდა . როგორც
ამბობენ, დიდი გეომეტრი და ფილოსოფოსი ექიმიც იყო და მის ხელში ქნარი
სასწაულებრივ წამლად იქცეოდა,

ტერმინი არტ-თერაპია ფსიქიატრსა და არტთერაპევტ ა.ჰილს ეკუთვნის, რომლის


ნაშრომმა „სახვითი ხელოვნება ავადმყოფობის წინააღმდეგ, ავტორის კლინიკური
გამოცდილება შეაჯამა. არტთერაპიული მეთოდები ჩამოყალიბებაში დიდი როლი
მიუძღვით: ლომბორზოს, იუნგს, მორენოს, კრისს, კლაინს მილნერს, ასაჯოლის, ლეინერს,
დეზოილს, კელის და სხვებს.

იუნგიანენელბმა ართთერაპევტებმა კერძო კლინიკის ბაზაზე მხატვრული სტუდიები


დაარსეს. აქ მხატვრულ ექსპრესიას სრული თავისებუფლება ენიჭებოდა , თერაპევტი -
არადირექტიული, ერთგვარად დისტნცირებული იყო პაციენტისაგან , არ მიმართავდა
პროდუქციის ინტერპრეტირებას. ეს ცენტრები განსაკუთრებული პოპულარობით
სარგებლობდა 40-60იანწლებში, როდესაც ის ფსიქოლოგთა ხელოვანთა და პაციენტთა
ერთობლივი თავშეყრის ადგილად იქცა.

1983წ მხატვარმა გრეჩინსკიმ და ფსიქოლოგმა მარტონმა ნიუ-იორკის ფსიქიატრიული


ცენტრის(კრიდმური) ერთ-ერთი შენოაბა შეისყიდეს და აქ „ცოცხალი მუზეუმი“
დაარსეს.ფსიქიატრიული კლინიკა სამხატვროა აკადემიად თუ ატელიედ გარდაიქმნა .
პაციენტთა შემოქმედებითი პროცესი აქ მთელი კლინიკის სივრცის „ათვისებას“
გულისხმობდა. დარბაზები, ოთახები, პალატები, ბაღი, ცალკეული ნივტები - ყოველივე
შემოქმედების მასალად გამოიყენებოდა. პაციენტები თავისუფლად ირჩევდნენ მასალას ,
მიმართავდნენ ხელოვნების ამა თუ იმ დრგს, ხერხსა თუ მეთოდს, აწყობდნენ ნამუშევართა
ექსოპოზიციებს , მართვდნენ დისკუსიებს.

არტ-თერაპიის განვითარებაში სრულიად განსაკუთრებულია ჯეიკობ მორენოს


ფსიქოდრამის როლი და მნიშვნელობა.ფსიქიატრიულ კლინიკაში დაარსებულმა
თეატრმა პაციენტები არა უბრალოდ ჩართო მხატვრულ შემოქმედებაში , არამედ
დრამატული ხელოვნება მძალვრ თერაპიულ ინსტრუმენტად აქცია.

2სლაიდი

კლასიკური ფსქოანალიზის მიხედვით, მხატვრული შემოქმედება სუბლიმაციის კერძო


ასპექტია და ინსტიქტური მოთხოვნილებების მხატვრულ წარმოდგენად გარდაქმნას
უკავშირდება.

ხოლო იუნგის აზრით,მხატვრული შემოქმედებისადმი მისწრაფება ადამიანის თავსებური


ინსტიქტია, მისი შინაგანი მოთხოვნილებაა. ავტორის მიხედვით, შემოქმედებას
აუტოთერაპიული პოტენციალი ახასიათებს, ადამიანს მისი წყალობით შეუძლია
თვითგანკურნებას მიაღწიოს.
განწყობის თეორია ხელოვნებას არარეალიზებულ და არაცნობიერში არსებულ განწყობა -
მაობებთან აკავშირებს. ჩვენი ფარული „დაუკამყოფილებელი“ განწყობები ხელოვნების
დახმარებით ჰპოვებენ გნხორციელებას.

არტ თერაპიის გამოყენება ძალიან ეფექტურია ყველა მდგომარეობის დროს , იქნება ეს


კლინიკური დეპრესია, სხვადასხვა სახის ნევროზები, ფსიქოზური რეგისტრის
აშლილობები, ბავშვებში გამოხატული სხავდასხვა პრობლემები და ა .შ . ასევე ,
ყოველდღიური სტესის, გაღიზიანების და გადაღლის დროს. არტ-თერაპია შეიძლება
იყოს, როგორც წამყვანი თერაპია, ასევე შემადგენელი ნაწილი ეკლექტური მიდგომისას .

3სლაიდი

არტტრენინგსა და არტთერაპიაში შემდეგი ქვესახეობები გამოიყოფა :

თუმცა ეს ჩამონათვალი სრული არ არის., ვინაიდან არტმეთოდების რსენალი


მრავალფეროვანი და ამოუწურავია. საგულისხმოა,რომ არ არსებობს ორი ერთნაირი
არტთერაპია, ჯგუფს განუმეორებლობას ანიჭებს როგორც ჯგუფის არტისტული
მონაცემები თუ მხატვრული ნება, ასევე თერაპევტის არჩევანი და მხატვრულ მეთოდთა
ორიგინალური კომბინაცია

არტთერაპაის ორი სახე აქვს - მონომოდალური და მულტიმოდალური არტტრენინგი

მონომოდალურ არტტრენინგში ხელოვნების მხოლოდ ერთი დარგია გამოყენებული ,


მულტიმოდალური კი - სხვადსხვა დარგების ერთობლივ გამოყენებას გულისხმობს.
როგორც პრაქტიკა, გვიჩვენა მულტიმოდალური არტიტრენგი რიგი უპირატესობებით
გამოირცევა. კერძოდ, ტრენინგის მონაწილეს საშუალებას ეძლევა საკუთარი
შესაძლებლობები ხელოვნების განსხვავებულ დარგებში მოსინჯოს და სრულად
გამოავლინოს შემოქმედებითი პოტენციალი.

5სლაიდი

სიმბოლო არტთერაპიის მთავარი იარაღი და ინსტრუმენტია. როგორც ვიცით ხელოვნების


ენა სიმბოლურია. იგი სიმბოლოეის საშუალებით ცდილობს გარკვეული იდეებისა და
ემოციების გამოხატვას. სიმბოლო ეწოდება თვალსაჩინო ხატს- წარმოდგენას , რომელიც
უფრო მეტს აღნიშნავს, ვიდრე გამოხატავს, უფრო მეტს გულისხმობს ,ვიდრე
თვალნათლივ გვიჩვენებს.

უფრო მეტიც, ადამიანის ნიჭისა და უნარის წყალობით სიმბოლოდ შეიძლება ნებისმიერი


რამ იქცეს. ხე, კალამი, ფანჯარა, კარი, ცეცხლი... ეს რეალური საგნები თუ მოვლენები
ჩვენთვის, გარკვეული დატვირთვის შემთვევაში, შეიძლება სიმბოლოებად იქცეს. ჩვენ
მათში გარკვეულ მნიშვნელობას, აზრსა და შინაარსს ვდებთ და ტანაც არაერთხელ და
სამუდამოდ. მონაწილეებს კი ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი თავი სიმბოლოთა ენით
გამოხატონ და შემდგომ ამ სიმბოლოთა გაგებას შეეცადონ.

6სლაიდი

1) ტრენერის პიროვნებას განსაკუთრებული მნშვნელობა ენიჭება, კერძოდ, მის


ღიაობას, ემოციურ კეთილგანწყობას, აზარტულობასა და ინტერესს მიმდინარე
მოქმედების მიმართ. თერაპევტმა სრული თავისებუფლება უნდა მიანიჭოს
თერაპიის მონაწილეთა თვითგამოხატვას, სტიმული და ბიძგი მისცეს მათ
მოქმედებასა თუ ღია დისკუსიას.
2) არტთერაპია სასურველია რამდენიმე დღე გაგრძელდეს. დასშვებია ერთდღიანი ,
შინაარსობრივად უფრო „შემჭიდროვებული“ სესიაც.
3) სასურველია ფართო ოთახი, რომელშიც სესიის მონაწილეთა მოქმედება არ
შეიზღუდება, თერაპიის ჩატარება ნებისმიერ თავისუფალ ადგილას და ასევე ,
სუფთა ჰაერზეც შეიძლება. ასევე,დასაშვებია სცენის აგება და მოქმედების სცენაზე
წარდგენა.
4) მულტიმოდალური არტთერაპია გარდა თავისუფალი სივრცისა საჭიროებს თეთრ
დაფებს, დიდ ქაღალდებს და სხვა საკანცელარიო ნივთებს.
5) სესიაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია . თუმც , ჯგუფები
შეიძლება ჩამოყალიბდეს გარკვეული პრინციპითაც.რა თქმა უნდა, მნიშვნელობა
არ აქვს მონაწილეების გაწაფულობას ხელვნების რომელიმე დრგში, რადგანაც
არტთერაპაში უმთავრესია უშუალო და გულწრფელი თვითგამოხატვის უნარი და
არა პროფესიონალიზმი
6) თემა წინასწარ შეიძლება განისაზღვროს ჯგუფისთვის საერთო, აქტუალური
პრობლემიდან გამომდინარე, ანდა გამოიკვეთოს სესიის მანძილზე, თუმცა
აქტუალური საკიტხის გამოკვეთა აუცილებელი არ არის, ვინაიდან არტჯგუფი
თითოეული მისი წევრის ინდივიდუალურ სკითხზე „ მუშაობს“ და წევრები საკუთარი
პრობლემების გაშუქებას, წვდომასა და გაანალიზებასაცა ხერხებენ .

7 სლაიდი

ნებისმიერი არტსესია სამი ძიღითადი ნაწილისგან შედგება :

1) მოსამზადებელი ეტაპი- მისი მიზანია მონაწილეებში შესაბამისი განწყობის


სტიმულირება, მათი აქტიურობის განცდა, გუნება-განწყობილობის გაუმჯობესება ,
სოცილური კონტაქტების დამყარება. თერაპევტს თავისუფლება ენიჭება
ნებისმიერი ორიგინალური მეთოდების შემუშავებისას.
2) თამაში - ამ ეტაპზე მონაწილენი შემოქმედებით ამოცანებს ასრულებენ (ხატავენ,
მღერიან, ამზადებენ თეატრალურ კოსტიუმებს,ა სრულებენ როლებს, ქმნიან
სკულპტურებს და ა.შ).
3) შერინგი - მონაწილეები მსჯელობენ თამაშის ეტაპზე წარმოდგენილი მხატვრული
მოქმედების შესახებ. იხილავენ და აფასებენ როგორც საკუთარ , ასევე ჯგუფის
წევრთა თამაშს და ნამოღვაწარს. აღნიშნავენ თუ რ იყო მათთვის
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საყურადღებო, როგორც აღიქვეს ესა თუ ის
სიმბოლო და მხატვრული სახე, რა „აღმოჩენა“ გააკეთეს, რა გრძნობები,
სურვილები და განზრახვები აღეძრათ. შერინგი გულისხმობს დისკუსიასა და
ინტერპრეტაციათა შეპირსპირებას. აუცილებელია ჯგუფის კოლექტივის
მოქმედების საერთო შეჯამება - ანალიზი და ჯგუფის, როგორც მთელი შეფასება .

8 სლაიდი
მონაწილეებმა მიაღწიონ ისეთ ფსიქოლოგიურ ფენომენებს როგორიცაა :

1)ემპათიას სხვანაირად თანგანცდას ან შთაგონებას უწოდებენ. იგი გრძნობათა


გადაცემას ან გრძნობებით ურთიერთდამუხტვას ნიშნავს. ემპათია ადამიანთა შორის
ემოციური კავშირის საფუძველია.

ხელოვნებაში ემპათიას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ხელოვნების ნაწარმოები


ჩვენში უშუალოდ ემპათიურად აღძრავს შესაბამის ემოციებსა და გრძნოებებს .
მაგალიტად მუსიკალურ ნაწარმოებში ავტორის მიერ ჩადებული ემოციური
ინფორმაცია ჩვენამდე, მსმენელამდე ემპათიის გზით აღწევს. მსმენელი არა მხოლოდ
არ რცება გულგრილი, არამედ ემოციებით იმუხტება და ესთეტიკურ სფეროსთან
ზიარებასა და გამთლიანებას განიცდის.

არტთერაპიაში ემპათია ჯგუფის მუშაობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა .


თერაპევტმა უნდა უზრუნველყოს ჯგუფის მოქმედება დადებითი ემოციური ფონით ,
შეძლოს მონაწილეთა დამუხტვა საკუთარი ინეტერსით, ენთუზიაზმით, შემოქმედებითი
სტიმულით, ხელი შეუწყოს მათ ღიაობას ერთმანეთისადმი, წაახალისოს თანაგანცდის
ნებისმიერი გამოვლინება. რაც მთავარია, იგი არტთერაპიის ერთ-ერთი მიზანია ,
ვინაიდან იგი გულისხმობს სოციალური კავშირების აღდგენასა და საკუთარი
იზოლირებულობის დაძლევას.

არტთერაპიის განმავლობაში გამოყენებული რიტუალური ქმედებანი სწორედ


მონაწილეთა შორის ემპათიურ-ემოციური კავშირების დამყარება-განმტკიცებას
ემსახურება.

კათარზისი - ფსიქოთერაპიის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.თავად ტერმინი


ფსიქოთერაპიაზე ბევრად ხნიერია. არისოტოტელე კათარზისს თეატრალური
ტრაგედიის მიერ მაყურებელში გრძნობათა გამოწვევასთან აკავშირებს , ტრაგედია
ისეთ უარყოფით განცდებს იწვევს, როგორიცაა დარდი და ტანჯვა და ამით ხელს
უწყობს ამ მძიმე და დამთრგუნველი განცდებისაგან განმუხტვას.

არტთერაპევტთა ერთი ჯგუფი თვლის, რომ კათარზისით მაქსიმალური თერაპიული


ეფექტი მიიღწევა. მეორე ჯგუფი კი მიიჩნევს, რომ კათარზისი საკმარისი არ არის და
მასთან ერთად აუცილებელია მონაწილეთა აზროვნების წახალისებაც , საკამრისია
არამხოლოდ ემოციებისგანგანთავისუფლება, არამედ ანალზიი, მსჯელობა და გაგება .

ფსიქოდრამის მამას- ჯეიკობ მორენოს კათარზისი არაერთმნიშვნელოვნად ესმოდა


და გულისხმობდა:

1) ემოციათა აშკარა და თავისუფალ გამოხატვას - ექსპრესიას.


2) ემოციური სფეროს მოწესრიგება - დარეგულირებას
3) პიროვნებათშორისი კონფლიქტების გადაწყვეტას
4) ესთეტიკური გამოცდილების მიღებას ან ხელოვნებასთან ზიარებას
5) თვითშემეცნებას
6) ინფორმაციულ(საკუთარი თუ გარემოსამყაროს აღქმის) ცვლილებებს.
არსებობს მოსაზრებაც, რომ იგი თერაპიის საწყისი ეტაპია და მას უნდა მოჰყვეს ,
საკუთარი გრძნობების გაგება, მართვა , სოციალური კავშირების ანალიზი და დაპტური
სტრატეგიების დასწავლა

ინსაითი - არის აზროვნების არათანმიმდევრული შედეგი, არამედ სწრაფი მყისიერი


წვდომა, ამიტომ მხატვრულად მას გაცისკროვნებასაც უწოდებენ, მას არაცნობიერ
ფსიქიკურ მუშაობასთან აკავშირებენ.

არტთერაპიაში ამ ტერმინის ქვეშ გულისხმობენ არამხოლოდ მომენტალურ წვდომას,


არამედ ზოგადი აზროვნების პროცესს, მაგრამ არა ლოგიკურ აზროვნებასთან, არამედ
შემოქმედებით პროცესთან დაკავშირებულ გაგებას.

შემოქმედებით პროცესში მონაწილე იგებს და წვდება საკუტარ გრძნობებს ცხოვრების


მისეულ სტილს, კონფლიქტებსა და მოტივაციას. ამ გზით მირებლი ინფო შეიძლება
სრულიად მოულოდნელი და პარადოქსულიც კი იყოს.

You might also like