You are on page 1of 7

სპეციფიური ფობია

დიაგნოსტიკური კრიტერიუმები:

A. გამოხატული შიში ან შფოთვა კონკრეტული ობიექტის ან სიტუაციის შესახებ (მაგ.,


ფრენა, სიმაღლეები, ცხოველები და ა.შ. ინექციის მიღება, სისხლის დანახვა).
შენიშვნა:
ბავშვებში შიში ან შფოთვა გამოიხატება ტირილით, ტანტრუმებით, გაყინვით ან
ვინმეზე მიკრობით.
B. ფობიის ობიექტი თითქმის ყოველთვის იწვევს შიშის ან შფოთვის წარმოშობას.
C. ფობიკურ სიტუაციას ან სგანს აქტიურად იცილებს თავიდან, ან უძლებს
ინტენსიური შიშის და შფოთვის თანხლებით.
D. შიში ან შფოთვა პროპორციული არ არის კონკრეტული ობიექტის მიერ
წარმოქმნილი რეალური საფრთხისგან.
E. შიში, შფოთვა და თავის არიდება მიმდინარეობს სულ მცირე ექვის თვის
განმავლობაში უწყვეტად.
F. შიში, შფოთვა ან თავის არიდება იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან
სოციალური, პროფესიული და სხვა ფუნქციონირების გაუარესებას.
G. აშლილობა უკეთესად არ იხსნება სხვა მენტალური დაავადების სიმპტომებით,
შიში, შფოთვა და თავის არიდება არის დაკავშირებული პანიკურ სიმპტომებთან,
როგორც მაგალითად აგორაფობიის დროს. ობიექტები და სიტუაციები
დაკავშირებულია აკვიატებულ აზრებთან (ობსესიურ-კომპულსური აშლილობა).
სახლისგან ან საყვარელი ადამიანებისგან განშორება (განშორებით გამოწვეული
შფოთვითი აშლილობა). სოციალურ სიტუაციებთან (სოციალური შფოთვითი
აშლილობა).

მიუთითეთ თუ:
კოდი მიანიჭეთ ფობიკურ სტიმულზე დაყრდნობით:

300.29 (F40.218) ცხოველები (ობობები, მწერები ძაღლები და ა.შ.)


300.29 (F40.228) ბუნებრივი გარემო (სიმაღლეები, შტორმი, წყალი და ა.შ.)
300.29 (F40.23X) სისხლი-ინექცია-დაშავება (ნემსები, სამედიცინო პროცედურები და
ა.შ)
შენიშვნა: F40.230 სისხლის შიში; F40.231 ინექციის და გადასხმის შიში; F40.232
სხვა სამედიცინო პროცედურების შიში. F40.233 დაშავების შიში.
300.29 (F40.248) სიტუაციური (თვითმფრინავი, ლიფტი, დახურული სივრცე და ა.შ.)
300.29 (F40.298) სხვა (სიტუაციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩხვლეტა ან
პირღებინება; ბავშვებში, მაგ., ხმამაღალი ხმები ან კოსტუმირებული პერსონაჟები).
შენიშვნა: თუ არსებობს რამდენიმე ფობიური სტიმული უნდა ჩაიწეროს ყველა ICD-
10-CM-ის მიხედვით.

სპეციფიკატორები
საკმაოდ გავრცელებულია, რომ ადამიანებს აქვთ რამდენიმე სპეციფიური ფობია.
ინდივიდებს სპეციფიური ფობიით, საშუალოდ, კიდევ სამი სხვა ფობია აქვთ. იმ
ადამიანების 75%-ს, რომელსაც სპეციფიური ფობია აქვთ, ეშინიათ ან შფოთვა აქვთ
ერთზე მეტი ობიექტის მიმართ. ასეთ შემთხვევებში, დიაგნოსტირებისას, უნდა
ჩაიწეროს ყველა ფობია შესაბამისი კოდით. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს შტორმის
და პეპლების ფობია, დიაგნოზი ჩაიწერება შემდეგნაირად: სპეციფიური ფობია,
ბუნებრივი გარემო; სპეციფიური ფობია, ცხოველები.

დიაგნოსტიკური მახასიათებლები
ამ აშლილობის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ შიში ან შფოთვა
შემოსაზღვრულია კონკრეტული საგნით ან სიტუაციით (კრიტერიუმი A), რასაც
ფობიკური სტიმული ეწოდება. საშიში სიტუაციები ან საგნები, წარმოდგენილია,
როგორც სპეციფიკატორები. მრავალ ადამიანს ეშინია საგნების ან სიტუაციების,
ერთზე მეტი კატეგორიიდან. სპეციფიური ფობიის დიაგნოზის დასასმელად, პასუხები
უნდა განსხვავდებოდეს იმ ნორმალური, გარდამავალი შიშისგან, რომელსაც უმეტეს
პოპულაციაში ვხვდებით. დიაგნოსტიკური კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად,
შიში ან შფოთვა უნდა იყოს ინტენსიური ან მძიმე (ე.ი. „გამოხატული“, კრიტერიუმი
A). შიშები განიცდება ფობიურ სტიმულთან ახლოს ყოფნისას, წინასწარი ვარაუდის
გამოთქმისას რომ შეიძლება ფობიური სიტუაცია ახდეს, ან რეალური სიტუაციის ან
საგნის არსებობისას. ასევე, შიში ან შფოთვა შეიძლება გამოვლინდეს სრული ან
ნაწილობრივი პანიკური შეტევით. სპეციფიური ფობიის კიდევ ერთი მახასიათებელი
არის ის, რომ ინდივიდს ყოველ ჯერზე უჩნდება შიში ან შფოთვა, როცა ფობიურ
სტიმულთან არის ახლოს (კრიტერიუმი B). თუ ადამიანს მხოლოდ ზოგჯერ აქვს ეს
გამოვლინებები (მაგ.: ერთხელ ან ორჯერ შეეშინდა ფრენის, 15 ფრენიდან), მაშინ
სპეციფიური ფობიის დიაგნოზი არ ისმევა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შიშის ან
შფოთვის ხარისხია დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე და არ არის
ყოველთვის ერთ დონეზე (მაგ.: ადამიანს ვისაც ეშინია ფრენის, შფოთვა და შიში
საგრძნობლად მოემატება ტურბუნენტულ ზონაში შესვლისას). მოზრდილებში და
ბავშვებში სხვადასხვანაირად გამოვლინდება, თუმცა საერთო აქვთ ის, რომ შიში და
შფოთვა თავს იცენს დაუყონებლივ ფობიურ საგანთან ან სიტუაციაში ყოფნისას.
ადამიანი აქტიურად ცდილობს თავი აარიდოს ფობიურ სტიმულს. თუმცა, თუკი მან ეს
ვერ შეძლო, ან გამიზნულად არ აარიდა თავი, ფობიური სტიმული ინტენსიურ შიშს
და შფოთვას გამოიწვევს (კრიტერიუმი C). აქტიური თავის არიდება ნიშნავს ისეთ
ქცევას, როდესაც ყველა მოქმედება ისეა დაგეგმილი და შემუშავებული, რომ
მაქსიმალურად შეამციროს ან გააქროს ფობიურ სტიმულთან კონტაქტის
შესაძლებლობა. ამრიდებლური ქცევა ზოგჯერ ცხადი და ნათელია (მაგ: ადამიანს
ეშინია სისხლის და უარს ამბობს ექიმთან ვიზიტზე), ზოგჯერ კი არც ისე ცხადი (მაგ:
ადამიანს ეშინია გველების და თავს არიდებს შეხედოს გამოსახულებას, რომელსაც
გველის ფორმა აქვს, ან ასოცირდება გველთან). მრავალმა ადამიანმა, რომლებიც
სპეციფიური ფობიით იტანჯებიან, შეცვალეს თავიანთი ცხოვრების სტილი რომ რაც
შეიძლება ნაკლებად ჰქონოდათ კონტაქტი ფობიურ სტიმულთან. ამიტომ, შეიძლება
აღარ იყოს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში შიში ან შფოთვა. თუმცა ის ამრიდებლური
ქცევითი სტრატეგიები, რომლებსაც ისინი მიმართავენ, შეიძლება დაეხმაროს
დიაგნოზის დასმას, აშკარად გამოხატული პანიკური სიმპტომების არარსებობის
შემთხვევაში.
შიში ან შფოთვა არაპროპორციულია იმ საფრთხესთან შედარებით, რაც სიტუაციამ
ან ობიექტმა შეიძლება გამოიწვიოს (კრიტერიუმი D). ადამიანები სპეციფიური
ფობიით, მიდრეკილნი არიან გადაამეტონ საფრთხის შეფასებისას, ამიტომ მათი
რეაქცია კლინიცისტებისგან ფასდება როგორც არაპროპორციული. ასევე
გასათვალისწინებელია ინდივიდის სოციო-კულტურული კონტექსტი. მაგალითად
სიბნელის შიში, შეიძლება მიმდინარე ძალადობების კონტექსტში იყოს განხილული.
შიში ან შფოთვა გრძელდება 6 თვეზე მეტი (კრიტერიუმი E). ეს კრიტერიუმი
გვეხმარება ფობია არ გავაიგივოთ საზოგადოებაში არსებულ გარდამავალ
შიშებთან. უნდა აღინიშნოს რომ ხანგრძლივობის კრიტერიუმი ძირითად
ორიენტირად გამოიყენება (გარკვეული მოქნილობის ფარგლებში).
სპეციფიურმა ფობიამ უნდა გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი დისტრესი ან
სოციალური, პროფესიული ან სხვა ცხოვრების მნიშვნელოვანი სფეროების
ფუნქციონირების გაუარესება (კრიტერიუმი F).

დიაგნოზის დამხმარე ასოცირებული მახასიათებლები

სპეციფიური ფობიის მქონე პირები, ჩვეულებრივ, განიცდიან ფიზიოლოგიურ


აღგზნებას ფობიური ობიექტის ან სიტუაციის ზემოქმედების მოლოდინში ან მის
დროს. ამასთან, ფიზიოლოგიური რეაქციები ფობიური სტიმულების მიმართ
განსხვავებულია. სიტუაციური, ბუნებრივი გარემოს და ცხოველების სპეციფიური
ფობიების მქონე ინდივიდები, ავლენენ სიმფატიკური ნერვული სისტემის აგზნება.
ხოლო, სისხლი-დაშავება-ინექცია ფობიების დროს, ვლინდება ვაზოვაგალური
რეაქციები. რაც გამოიხატება ჯერ გულის ცემის და არტერიული წნევის მატებასა და
შემდეგ, უეცარ შენელებასა და ვარდნაში. ნერვული სისტემის დღევანდელი
მოდელები ხაზს უსვამენ ფობიების კავშირს ამიგდალასთან, ისევე, როგორც სხვა
შფოთვითი აშლილობების შემთხვევაში.

გავრცელება

ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციფიური ფობიის გავრცელება არის


დაახლოებით 7%-9%. გავრცელების დონით, ევროპის ქვეყნები ახლოსაა აშშ-თან
(6%), ხოლო აზიის ქვეყნებში მკვეთრად დაბალი მაჩვენებელია (2%-4%).
გავრცელების დონე ბავშვებში არის დაახლოებით 5%, ხოლო 13-17 წლის
მოზარდებში - 16%-მდე იზრდება. ქალებში შედარებით ხშირად გვხვდება
აშლილობა, დაახლოებით 2:1 შეფარდებით, ასევე განსხვავდება დონეები
სხვადასხვა სტიმულის შემთხვევაში. რაც ნიშნავს, რომ ქალებში ჭარბობს
ცხოველების, ბუნებრივი გარემოს და სიტუაციური სპეციფიური ფობიები, ხოლო
სისხლი-ინექცია-დაშავების ფობიები შედარებით თანაბრადაა გავრცელებული
ორივე სქესში.

განვითარება და მიმდინარეობა

სპეციფიური ფობია ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება ტრავმატული მოვლენის


შედეგად (მაგ. ცხოველის თავდასხმა, ლიფტში გაჭედვა), იმ ტრავმატულ მოვლენაზე
დაკვირვების შედეგად, რომელიც სხვას გადახდა თავს (მაგ. უყურო როგორ იხრჩობა
ადამიანი წყალში), ჩვეულებრივ სიტუაციაში, მოულოდნელი პანიკური შეტევის
შემდეგ (მაგ. მოულოდნელი პანიკური შეტევა მეტროში), ან ინფორმაციის გადაცემის
შედეგად (მაგ.ფართოდ გაშუქებული სიუჟეტი ავიაკატასტროფის შესახებ). თუმცა,
ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ვერ იხსენებენ რამ გამოიწვია ფობიის ჩამოყალიბება.
ჩვეულებრივ, სპეციფიური ფობია ვითარდება ადრეულ ბავშვობაში, შემთხვევების
ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვთ საშუალოდ, 10 წლის ბავშვებს (7-დან 11
წლამდე). სიტუაციური სპეციფიური ფობია ვითარდება უფრო გვიან, ვიდრე
ცხოველების, ბუნებრივი გარემოს ან სისხლი-ინექცია-დაშავების ფობიები.
სპეციფიური ფობიები, რომლებიც ბავშვობაში და მოზარდობაში ჩნდება, ხასიათდება
ინტენსივობის კლებით და მატებით მთელი პერიოდის განმავლობაში. თუმცა უნდა
აღინიშნოს, რომ თუ ფობიამ ზრადსრულობამდე გასტანა, ადამიანების
უმრავლესობაში რემისიის შანსი იკლებს.
როდესაც სპეციფიური ფობიის დიაგნოზი ბავშვობაში ისმევა, უნდა
გავითვალისწინოთ ორი შემთხვევა. პირველი, ბავშვები შიშს გამოხატავენ ტირილით,
ტანტრუმით, "გაყინვით", ან ვინმეზე მიკრობით. და მეორე, ბავშვები ვერ
აცნობიერებენ თავის არიდების შინაარსს. ამიტომ, თერაპევტმა დამატებითი
ინფორმაცია უნდა მოიპოვოს მშობლებისგან, მასწავლებლებისგან და სხვა
ადამიანებისგან, ვინც ბავშვს კარგად იცნობს. გდამეტებული შიშები საკმაოდ
გავრცელებულია ბავშვებში, თუმცა ჩვეულებრივ ისინი გარდამავალი და ნაკლებად
დამაზიანებელია, ამიტომ ისინი განვითარების დონესთან შესაბამისად ითვლება.
ასეთ შემთხვევებში, არ დგინდება სპეციფიური ფობიის დიაგნოზი. სპეციფიური
ფობიის დიაგნოზის დასმის დროს, უნდა გამოვიკვლიოთ ზიანის დონე და შიშის,
შფოთვის, თავის არიდების ხანგრძლივობა, რათა გავიგოთ ყოველივე ეს,
ასაკისთვის ტიპიური ხომ არაა.
უნდა აღინიშნოს, რომ სპეციფიური ფობია საკმაოდ იშვიათად გვხვდება ხანში შესულ
ადამიანებში. ამ ასაკობრივ ჯგუფში მუშაობისას, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე
საკითხი. მოზრდილებში სპეციფიურ ფობიას ახასიათებს თანამიმდინარეობა
სომატურ მდგომარეობებთან, როგორიცაა გულის კორონალური დაავადებები და
ობსტრუქციული პულმონარული დაავადებები. მეორე, მოზრდილებმა ფობიის
სიმპტომები შეიძლება სამედიცინო მდგომარეობებს მიაწერონ. მესამე, ამ
ადამიანებმა შეიძლება ფობიის სიმპტომები ატიპურად გამოავლინონ (შეიცავდეს
დეპრესიის და შფოთვითი აშლილობის სიმპტომებსაც), რის გამოც შეცდომით
შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი დაისვას. დამატებით შეიძლება ითქვას, რომ
ხანში შესულ ადამიანებში სპეციფიური ფობია გამოიხატება ცხოვრების ხარისხის
მკვეთრი დაქვეითებით და შეიძლება შეიცავდეს რისკ, რომ არსებობს წამყვანი
ნეიროკოგნიტური აშლილობა.
სპეციფიური ფობიების უმეტესობა ვითარდება ბავშვობასა და მოზარდობაში, თუმცა
მისი გაჩენის შანსი ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ
ტრავმატულ გამოცდილებას ჰქონდა ადგილი.

რისკფაქტორები

ტემპერამენტი. ტემპერამენტულ რისკფაქტორებში მოიაზრება მაღალი ნევროტიზმი


და ქცევითი შეფერხება (behavioral inhibition. ბავშვების მიდრეკილება ახალი
სიტუაციების და ხალხის მიმართ მწვავე უარყოფითი რეაქციების გაჩენის),
რომლებიც ასევე სხვა შფოთვითი აშლილობების რისკფაქტორებიცაა.
გარემო. გარემოს რისკფაქტორები სპეციფიური ფობიისთვის არის მშობლების
მეტისმეტი მზრუნველობა, მშობლის დაკარგვა ან განშორება, სექსუალური ან
ფიზიკური ძალადობა, რომლებიც სხვა შფოთვითი აშლილობების სიკფაქტორებადაც
შეიძლება ჩაითვალოს. როგორც უკვე აღინიშნა, ტრავმატული გამოცდილებაც
შეიძლება გახდეს ფობიის განვითარების გამომწვევი.
გენეტიკა და ფსიქოლოგია. არსებობს გენეტიკური მგრძნობელობა გარკვეული
სპეციფიური ფობიების მიმართ (მაგალითდ, ინდივიდს, რომელსაც ჰყავს
ცხოველების ფობიის მქონე პირველი ხარისხის ნათესავი, უფრო მეტი შანსია
განუვითარდეს სწორედ ამ ტიპის ფობია).

კულტურასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკური მახასიათებლები

აშშ-ში ბევრად ნაკლები ჩანაწერები გვხვდება სპეციფიური ფობიის შესახებ


აზიელებსა და ლათინოებში, ვიდრე დანარჩენ პოპულაციაში. ფობიის დაბალი
დონეა აზიის და აფრიკის კონტინენტზე, ასევე არის განსხვავება სქესსა და ასაკში.

სუიციდის რისკი

ინდივიდები სპეციფიური ფობიის დიაგნოზით, 60%-ით მეტად არიან მიდრეკილები


სუიციდისკენ, ვიდრე ინდივვიდები ამ დიაგნოზის გარეშე. ეს იმითაცაა გამოწვეული,
რომ ფობია ხშირად სხვა პიროვნების და შფოთვით აშლილობებთან
კომორბიდულად გვხვდება.

სპეციფიური ფობიის ფუნქციური შედეგები

სპეციფიური ფობიის მქონე ადამიანებს ახასიათებთ ისეთივე დარღვევები


ფსიქოსოციალურ ფუნქციონირებაში და ცხოვრების ხარისხის ისეთივე გაუარესება,
როგორიც სხვა შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებს ან ალკოჰოლსა და სხვა
ნივთიერებებზე დამოკიდებულ ინდივიდებს. მოზრდილებში ეს დარღვევები
შეიძლება გამოჩნდეს ზრუნვის მოვალეობებში და მოხალისეობრივ საქმიანობებში.
ასევე, ვარდნის შიშმა შეიძლება მოზრდილებში შეამციროს გადაადგილება და
შესაბამისად, შემცირდეს ფიზიკური და სოციალური ფუნქციონირება. სპეციფიური
ფობიისგან გამოწვეული დისტრესი და დარღვევები შეიძლება გაიზარდოს ფობიკური
სტიმულების რაოდენობის გაზრდით. სხვა სიტყვებით, ინდივიდი, რომელსაც აქვს
ოთხი ფობიკური სტიმული, უფრო მეტი დარღვევები აქვს ფსიქოსოციალურ
ფუნქციონირებასა და ცხოვრების ხარისხში, ვიდრე ადამიანს, რომელსაც მხოლოდ
ერთი ფობიკური სტიმული აქვს. ადამიანები, რომლებსაც აქვთ სისხლის ინექცია-
დაზიანების სპეციფიკური ფობია, ხშირად ერიდებიან სამედიცინო დახმარების
მიღებას მაშინაც კი, როდესაც სამედიცინო ჩივილები არსებობს.

დიფერენციალური დიაგნოზი

აგორაფობია. სიტუაციური სპეციფიური ფობია შეიძლება ჰგავდეს აგორაფობიას


კლინიკური გამოვლინებებით. თუ ინდივიდს ეშინია მხოლოდ ერთი აგორაფობიკური
სიტუაციის, მაშინ სიტუაციური სპეციფიური ფობიის დიაგნოზი დგება. თუ ორი ან მეტი
აგორაფობიკური სიტუაციის შიშია გამოხატული, მაშინ უფრო მეტად აგორაფობიის
დიაგნოზი იქნება. მაგალითად, თუ ადამიანს ეშინია თვითმფრინავების და
ლიფტების (რაც განისაზღვრება, როგორც "საზოგადოებრივი ტრანსპორტის"
აგორაფობიკური სიტუაცია), მაგრამ არ ეშინია სხვა აგორაფობიკური სიტუაციების,
აქ სპეციფიური ფობიის დიაგნოზი დაისმევა. თუმცა თუ ადამიანს ეშინია
თვითმფრინავების, ლიფტების და ხალხმრავლობის (რაც ერთიანდება
"საზოგადოებრივი ტრანსპორტის" და "რიგში დგომისა და ხალხმრავლობის"
ფობიკურ სიტუაციებში), მაშინ აგორაფობიის დიაგნოზი უნდა დაისვას. აგორაფობიის
B კრიტერიუმიც (სიტუაციის ეშინიათ ან თავს არიდებენ, რადგან გაცევა შეიძლება
რთული აღმოჩნდეს, ან დახმარება არ იყოს ხელმისაწვდომი, პანიკის მსგავსი ან
სხვა ქმედითუუნარო სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში) გამოსადეგია, როცა
სპეციფიური ფობიისა და აგორაფობიის დიფერენცირება გვინდა. თუ სიტუაცია
იმიტომაა საშიში ინდივიდისთვის, რომ იქ შეიძლება დაშავდეს კონკრეტული
საგნებით ან სიტუაციით (მაგალითად, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შიში, ან
ცხოველის კბენის შიში), ამ შემთხვევაში სპეციფიური ფობიის დიაგნოზი უფრო
შესაფერისი იქნება.
სოციალური შფოთვითი აშლილობა. თუ სიტუაციის იმიტომ ეშინია ინდივიდს, რომ
მოელის უარყოფით შეფასებას, უნდა დაისვას სოციალური შფოთვითი აშლილობის
დიაგნოზი, ფობიის ნაცვლად.
განშორებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობა. თუ სიტუაცია იმიტომაა საშიში,
რომ გულისხმობს განშორებას მზრუნველთან ან მნიშვნელოვან ადამიანთან, უნდა
დაისვას განშორებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი, სპეციფიური
ფობიის ნაცვლად.
პანიკური აშლილობა. სპეციფიური ფობიის მქონე ინდივიდებს, შეიძლება ჰქონდეთ
პანიკური შეტევა, როცა თავიანთ ფობიკურ სტიმულებს უპირისპირდებიან. სპეციფური
ფობიის დიაგნოზი დაისმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პანიკური შეტევა, არის
პასუხი ფობიკურ სტიმულთან ურთიერთქმედების. ხოლო პანიკური აშლილობის
დიაგნოზი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პანიკური შეტევა გამოვლინდება
მოულოდნელად.
ობსესიურ-კომპულსური აშლილობა. თუ ინდივიდის პირველადი შიში ობსესიური
აზრებით არის გამოწვეული (მაგალითად, სისხლის შიში სისხლით გადამდები
ინფექციების გამო) და ოკასსხვა კრიტერიუმებიც ემთხვევა, მაშინ ოკას დიაგნოზი
უნდა დაისვას და არა სპეც.ფობიის.
ტრავმასთან და სტრესთან დაკავშირებული აშლილობები. თუ ფობია ტრავმატული
გამოცდილების შემდეგ განვითარდა, მაშინ დიაგნოზად შეიძლება პოსტ-ტრავმული
სტრესული აშლილობა ჩავთვალოთ. თუმცა ტრავმულ გამოცდილებას შეუძლია ეს
ორი აშლილობა ერთდროულად გამოიწვიოს. ასეთ დროს, ფობიის დიაგნოზი
მხოლოდ იმ შემთხვევაში ისმევა, თუ PTSD-ს კრიტერიუმები არ დაკმაყოფილდება.
კვებითი აშლილობები. ვერ დაისმევა სპეციფიური ფობიის დიაგნოზი, თუ თავის
არიდება ექსკლუზიურად ეხება მხოლოდ საჭმელს და მასთან დაკავშირებულ
მინიშნებებს. ასეთ შემთხვევაში ნერვული ბულიმიის ან ანორექსიის დიაგნოზი უნდა
დაისვას.
შიზოფრენიის სპექტრი და სხვა ფსიქოზური დარღვევები. თუ შიში ან თავის არიდება
გამოწვეულია დელუზიური ფიქრებით (როგორც შიზოფრენიის, მისი სპექტრის ან
სხვა ფსიქოზური აშლილობების დროს), ასეთ დროს სპეციფიური ფობიის დიაგნოზი
შეუსაბამოა.

კომორბიდი

სპეციფიკური ფობია იშვიათად გვხვდება სამედიცინო-კლინიკურ პირობებში სხვა


ფსიქოპათოლოგიის არარსებობის შემთხვევაში და უფრო ხშირად გვხვდება
ფსიქიატრიული ჯანმრთელობის არა-სამედიცინო პირობებში. სპეციფიური ფობია
ხშირად დაკავშირებულია სხვა აშლილობების ფართო დიაპაზონთან,
განსაკუთრებით კი, დეპრესიასთან მოზრდილ პაციენტებში. ადრეული განვითარების
გამო, სპეც.ფობია როგორც წესი, დროებითი, პირველადი აშლილობაა. სპეციფიური
ფობიის მქონე პირებს აქვთ სხვა დარღვევების განვითარების რისკი, მათ შორის სხვა
შფოთვითი აშლილობები, დეპრესიული და ბიპოლარული აშლილობები,
ნივთიერებასთან დაკავშირებული დარღვევები, სომატური სიმპტომები და მასთან
დაკავშირებული დარღვევები და პიროვნული აშლილობები (განსაკუთრებით
დამოკიდებული პიროვნების აშლილობა).

You might also like