You are on page 1of 5

დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანს უნდა რომ პარტნიორთან ჰქონდეს

ჰარმონიული და ბედნიერებით აღსავსე ურთიერთობა,თუმცა როგორც თავად


შეამჩნევდით ეს ასე ადვილად არასდროს ხდება,არ არსებობს ურთიერთობა წყენის
და გულის ტკვილის გარეშე. საინტერესოა,რომ პირველი ადამიანი,რომელიც ამ
საკითხს ჩაუღრმავდა იყო ლონდონელი ფსიქოლოგი- ჯონ ბოულბი და წამოაყენა
ჰიპოთეზა, რომ „ის პრობლემები,რომლებიც ჩვენ გვაქვს სასიყვარულო
ურთიერთობებში,დაკავშირებულია ღრმა ბავშვობასთან.“ მან ჩვენი რომატიული
ურთიერთობების კონფლიქტები დაუკავშირა იმას,თუ რამდენად ვიღებდით
დედობრივ მზრუნველობას ცხოვრების პირველ წლებში.

წინაპირობა თუ საერთოდ რატომ დაფიქრდა ბოულბი ამაზე ისაა, რომ ბოულბის


დედა ყურადღებას დიდად არ აქცევდა შვილს და ის 7 წლის ასაკში სკოლა-
პანსიონატში გააგზავნა თავისგან შორს,სადაც ბოულბი თავს მარტოსულად და
დაუცველად გრძნობდა.ზუსტად ეს გამოცდილება გახდა საფუძველი იმისა,რომ
1950-იან წლებში მან დაწერა სტატია „დედობრივი მზრუნველობა და მენტალური
ჯანმრთელობა“, რომლითაც სცადა ხალხისთვის დაენახებინა,რომ დედის სითბო
და სიყვარული ბავშვს კი არ ატუტუცებს, არამედ ხელს უწყობს ბავშვის
განვითარებას. ის ამბობდა „ დედის მზრუნველლობა იმდენად საჭიროა
ბავშვისთვის,როგორც ვიტამინი D ძვლებისთვის“. მან აღმოაჩინა ,რომ
მიჯაჭვულობის ის ტიპი,რომელიც ცხოვრების პირველ წლებში გვიყალიბდება,
მთელი ცხოვრება გვყვება, რადგან პირველ, ყველაზე ახლო და მნიშვნელოვან
კავშირს ჩვილი ამყარებს დედასთან ან იმ ადამიანთან, ვინც მასზე ზრუნავს.

მიჯაჭვულობის თეორია გულისხმობს,რომ ძლიერი ემოციური და ფიზიკური


კავშირი მშობლეთან ცხოვრების ადერულ ეტაპზე გადამწყვეტია ბავშის
განვითარებისთვის.
თუ ჩვენი კავშირი დედასთან ძლიერია,მაშინ ჩვენ ვხდებით სანდოდ
მიჯაჭვულები მასთან,ანუ ვიცით რომ რაც არ უნდა მოხდეს დედა ჩვენს გვერდში
იქნება,ამიტომ მსოფლიოს აღმოჩენა და ახალი რაღაცეების შეცნობა უსაფრთხო
ხდება,რადგან დედა-როგორც უსაფრთხო ადგილის მეტაფორა, ყოველთვის
გვეყოლება უკან მომსაბრუნებლად. მაგრამ თუ ჩვენი კავშირი დედასთან
სუსტია,მაშინ დაუცველ მიჯაჭვულობას განვიცდით,ამ შემთხვევაში ბავშვს ეშინია
ახალი რაღაცეების შეცნობა,რადგან არ არის დარწმუნებული,იმაში რომ დედა მას
ზურგს უმაგრებს.
სანდო მიჯაჭვულობას მხოლოდ 1 ტიპი აქვს,როცა არასანდო მიჯაჭვულობას 3
ტიპი აქვს. ესენია: განრიდებული, ამბივალენტური (ანუ რეზისტენტული) და
არაორგანიზებული (ეს უკანასკნელი მოგვიანებით მიამატეს).
იმისთვის რომ თეორია უფრო კარგად გავიგოთ მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი.
მარიამს და გიორგის ჰყავთ 4 შვილი-ლუკა,ანა,ნიკა,ნინი.ეს ჰარმონიული
ოჯახია,სადაც მშობლები ხშირად გამოხატავენ სითბოს,მუდმივად გვერდში
უდგანან ბავშვებს და მათზე ზრუნავენ,მაგრამ მამა უეცრად კვდება და ბავშვების
აღზრდა,ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა და ყველა ეგეთი პასუხისმგებლობა
დედის კისერზე ვარდება,რაც დამეთანხმებით ძალიან რთული საქმეა. დედას
უჭირს თან მუშაობა თან 4 ბავშვის აღზრდა,ამიტომ ოთხივე ბავშვი
განსხვავებულად ყალიბდდება.
 6 წლის ლუკასთვის,რომლის ტვინიც მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია
სიტუაცია არ იცვლება,მან იცის რომ დედა მაინც გვერდში უდგას და დედა
მისთვის კვლავ უსაფრთხო წერტილია,ამიტომ ის სანდოდაა მიჯაჭვული
დედასთან. მომავალში ის ყალიბდება ოპტიმისტურ და სანდო
პარტნიორად, ღიად მოსაუბრედ მისი თივთშეფასებაც პოზიტიურია.
ამგვარად სანდო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვები თავდაჯერებული,
ძლიერი პიროვნებები ხდებიან. მათ არ უჭირთ სხვებთან გახსნა, არ ეშინიათ
ურთიერთობების, გულახდილები არიან და რომანტიკულ პარტნიორებთან
ჯანსაღი, სტაბილური ურთიერთობა აქვთ. ნაკლებად ახასიათებთ შფოთვა,
ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ.

 3 წლის ანასთვის რთულია იმ ფაქტთან შეგუება რომ დედა იგივე


ყურადღებას ვეღარ აქცევს. ანასთვის დედამისი არაპროგნოზირებადი
გახდა,რადგან ესეთ მოკლე დროში თუ ესე მკვეთრად შეიცვალა ანას ეჭვი
უჩნდება რომ კიდევ შეიძლება იგივე განმეორდეს. ნერვიულობის ფონზე,
იმისთვის რომ მან დედის ყურადრება მიიპწყროს უწევს ყვირილი და
წივილი, თუმცა როცა დედა მის დაწყნარებას ცდილობს,ის თითქოსდა მის
მიმართ რეზისტენტული ანუ ამბივალენტური ხდება,მასში როგორც
უარყოფითი ისე დადებითი ემოციები ერთმანეთში ირევა და ცოტა იბნევა.
მომავალში მისი პარტნიორები აღიქვამენ მას,როგორც
არაპროგნოზირებად,უხასიათო გოგოდ,მისი თვითშეფასება არ არის
პოზიტიური. ამბივალენტური სტილის მიჯაჭვულობა ნიშნავს, რომ
ადამიანი არასოდესაა დარწმუნებული პარტნიორთან არსებულ
ურთიერთობაში. ის მუდამ სიყვარულს ითხოვს, ჰგონია, რომ მისი
პრობლემები პარტნიორმა უნდა მოაგვაროს. ასეთ ადამიანებს იმდენად
აკლიათ უსაფრთხოების განცდა, რომ პარტნიორისგან მუდამ მოითხოვენ
ერთგულების მტკიცებას, რაც პარტნიორს აფრთხობს. ისინი მოწეპებული,
ეჭვიანი და მშფოთვარე პარტნიორები არიან.

 2 წლის ნიკა დღის ძირითად ნაწილს ბიძასთან ატარებს,რდაგან დედას დრო


არ აქვს. ნიკას უყვარს ბიძა,თუმცა ბიძა თვლის რომ ბავშვის კარგი
აღზრდისთვის საჭიროა სიმკაცრე, ამიტომ როცა ნიკა ტირის ან ან
ხმაურობს,ბიძა ბრაზდება და ურტყავს. ეს ძალადობა ნიკას აშინებს,ის
მიდის იმ დასკვნამდე,რომ თუ ემოციას არ გამოხატავს, არც დაისჯება. ნიკა
მომავალშიც ამ სტრატეგიას იყენებს და ემოციების გამჟღავნების მაგივრად
ის მათ საკუთარ თავში კეტავს, მას ურთოერთობების შენარჩუნება უჭირს
და თვითშეფასებაც დაბალი აქვს. თავის არიდების მიჯაჭვულობა
სხვებისგან დისტანცირებით გამოიხატება. ისინი მუდამ ცდილობენ,
დამოუკიდებლობა გამოამჟღავნონ, როგორც კი პოტენციურად მტკივნეულ
საკითხს წააწყდებიან, ემოციურად იკეტებიან (მაგალითად პარტნიორთან
სერიოზული კამათის ან ურთიერთობის კრიზისის დროს). ღრმა ემოციური
კავშირი მათ აშინებთ.

 1 წლის ნინი დღის ძირითად ნაწილს ბაღში ატარებს,იქ მომუშავე ქალები


დაღლილები და დასტრესილები არიან,ამიტომ ბავშვებს ცივად ეპყრობიან
და ხშირად უყვირიან. ამის გამო ნინის ეშინია იმ ხალხის,რომლებისგანაც ის
წესით უსაფრთხოებასა და სითბოს უნდა იღებდეს. ეს კონფლიქტი მის
გრძნობებში სრულიად რევს მის წარმოდგენებს სიყვარულისა და
უსაფთხოების შესახებ,ამიტომ ის სოციალური ინტერაცქიებისგან თავის
დაღწევას ცდილობს. მომავალში ის თვლის რომ არ იმსახურებს სიყვარულს
და მისი თვითშეფასება ძალიან ნეგატიურია. არაორგანიზებული სტილის
მიჯაჭვულობა მრავალ სირთულეს წარმოშობს. ასეთი ადამიანები მუდამ
რამდენიმე ემოციას განიცდიან, დღის განმავლობაში ბევრჯერ ეცვლებათ
დამოკიდებულება, ეშინიათ, რომ რომანტიკული პარტნიორი ატკენთ. თან
მიილტვიან მისკენ, თან სიახლოვე აშინებთ. მათი რეაქციები უმეტესად
არაპროგნოზირებადია.

ჯონ ბოულბიმ თქვა- „ ის რისი გაზიარებაც დედასთან არ შეუძლია ადამიანს,იმას


ვერც საკუთარ თავს გაუზიარებს“ ანუ არასანდოდ მიჯაჭვული ადამიანებს
საკუთარ თავეში გარკვევაც უჭირთ.
1970 წელს მერი ეინსუორთმა ბოლბის თეორია გააღრმავა. მან ჩაატარა
რევოლუციური ექსპერიმენტი – “უცნაური სიტუაცია”,რომელმაც საშუალება
მოგვცა დავადგინოთ ბავშვის მიჯაჭვულობის ტიპი უკვე 1 წლის ასაში.
რას გულისხმობს „უცნაური სიტუაცია“?- ეს ექსპერიმენტი შედგება 8 ნაწილისგან,
თითო ნაწილი 3 წუთიანია
1. დედა და ბავშვი ოთახში თამაშობენ. ამ დროს ყურადღება ექცევა იმას, თუ
რამდენად თამამად ეცნობა ბავშვი ახალ გარემოს და სათამაშოებს.
2. ოთახში უცხო ქალლი შემოდის.
3. დედა გადის ოთახიდან, ოთახში უცხო ქალი და ბავშვი რჩებიან,ამ დროს
ყურადღება ექცევა ბავშვის რექციას დედასთან განშორებაზე,უცხო ქალი
მის დაწყნარებას ცდილობს.
4. დედა ბრუნდება და ყურადღება ექცევა ბავშვის რექაციას დედის
დაბრუნებაზე.
5. უცხო ქალი გადის ოთახიდან.
6. დედაც გადის და ბავშვი მარტო რჩება.
7. უცხო ქალი შემოდის ბავშვის დასაწყნარებლად.
8. დედა შემოდის ოთახში და უცხო ქალი გადის.
სანდო ამბივალენტური განრიდებული

აღსანიშნავად მეტს
განშორების განიცდის,ბევრს ტირის ვიდრე არ განიცდის დედი
ტკვილი ტირის. პირველი,ძალიან წასვლას
ნერვიულობს

როცა დედასთანაა უცხო ქალთან


უცხო მაშინ უცხო ქალს ეშინია უცხო ქალის და
ქალთან ეთამაშება,თუმცა მასთან ინტერაქციას ჩვეულებრივად
ინტერაქცია დედა მიდის თუ ერიდებიან
არა,მას აღარ ეკარება აგრძელებს თამაშს

უხარია დედის დიდად არ უხარია


დედის დაბრუნება
დედასთან დაბრუნება,თუმცა
უხარია და ისევ
შეხვედრის ნაწყენია და არ აჩენს დაბრუნება,
აგრძელებს მასთან
რეაქცია ამას,შეიძლება ხელი
თამაშს რექცია თითქიმს ა
კრაც კიდეც დედას

დედას და უცხო ქალს ერ

დედა უსაფრთხო უფრო მეტს ტირის ვიდრე შეუძლიათ


წერტილად ყავს ამიტომ სხვა 2 და ნაკლებად
სხვა თამამად იკვლევს ახალ ცდილობს ახალი გარემოს
ბავშვის დაწყნარება,

გარემოს შეცნობას როცა სხვა ორ შემთხვევა

ეს მხოლოდ დედას შეეძლ

პროცენტული
70% 15% 15%
მაჩვენებელი

მეოთხე მდგომარეობა ეინსოვორტის მოსწავლეებმა დაამატეს ეს არის


არაორგანიზებული მიჯაჭვულობა.
არაორგანიზებულები კონკრეტულ რექციას ვერ
გამოხაატავენ,შეშდებიან,იბნევიან,ახასიათებთ დისორიენტაცია.თან ეხუტებიან
დედას,თან არტყავენ (ეს ეინსვორტივს მოსწავლეებმა აღმოაჩინეს რომ მეოთხეცაა)
4%

You might also like