You are on page 1of 4

12..

მოტივაცია

ნებისმიერ მოქმედებას, ისე როგორც ყველა მოვლენას, გააჩნია თავისი


მიზეზი. გადაწყვეტილების გამოტანისას სუბიექტი ხელმძღვანელობს
გარკვეული მოტივით. ნებისმიერი მოქმედება მოტივით განსაზღვრული
მოქმედებაა, რადგანაც გადაწყვეტილების მიღებას განსაზღვრავს მოტივი.
მოტივია ის ფსიქოლოგიური საფუძველი, რომლის ნიადაგზე ადამიანი
ასრულებს განზრახულ, ნებისმიერ მოქმედებას. მაგალითად, ადამიანმა ვერ
შესძლო თამბაქოს წევისათვის თავის დანებება, მიუხედავად იმისა, რომ
კარგად ესმოდა მოწევის მავნებლობა მისი ჯანმრთელობისათვის. საკუთარი
ჯანმრთელობის დაცვის მოტივი ამისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ
როცა გამოირკვა, რომ მისი ფილტვებით დაავადებული ვაჟიშვილი არ
დაანებებს თავს მოწევას მანამ, სანამ მამამისი ეწევა, ამ ადამიანმა ხელად
დაანება თავი თამბაქოს წევას. შვილის ჯანმრთელობის შენარჩუნების
მოტივი მისთვის საკმარისი აღმოჩნდა იმ ქცევის შესასრულებლად,
რომელსაც იგი სხვა მოტივით ვერ ასრულებდა. მოტივს, რომლითაც
ხელმძღვანელობს ადამიანი გადაწყვეტილების გამოტანისას, გააჩნია
გარკვეული მიზეზები, მაგრამ ჩვეულებრივ ეს მიზეზები რთულია - მოტივს
ხშირად განსაზღვრავს ფაქტორთა მთელი რიგი.
ადამიანის მოტივაციური სფერო ხასიათდება გარკვეული იერარქიით. ეს იმას
ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს მეტ-ნაკლებად ძლიერი, სერიოზული და
ღირებული მოტივები.როგორც ავღნიშნეთ, იმპულსურ ქცევას ყოველთვის
განსაზღვრავს აქტიური მოთხოვნილება. ნებისმიერი მოქმედების მოტივს,
პიროვნების საბოლოო დასაყრდენს, მისი ენერგიის სათავეს განსაზღვრავს
პიროვნების მაღალი მოთხოვნილებები.
სიტყვა მოტივაცია წარმოდგება ლათინური სიტყვიდან, რაც ,,მოძრაობას~
ნიშნავს. ორგანიზმები მოძრაობენ გარკვეული სტიმულებისა და აქტივობების
მიმართულებით და გაურბიან გარკვეულ სტიმულებს, მათი მიმზიდველობის
და საძულველობის შესაბამისად.
მოტივაციის ანალიზი იმ სხვადასხვა გზების განხილვით დავიწყოთ,
რომლითაც მოტივაცია, ჩვეულებრივ, ხსნის და წინასწარმეტყველებს
ინდივიდულურ და სახეობრივ ქცევას. შინაგან მექანიზმებს, რომლებიც
არეგულირებენ თქვენი სხეულის ფუნქციონირება და სიცოცხლის
შენარჩუნებაში გეხმარებიან. რატომ ადექით საწოლიდან ამ დილას? თქვენ,
ალბათ, გშიოდათ, გწყუროდათ ან გციოდათ. თითოეულ ამ შემთხვევაში
დაუკმაყოფილებლობის შინაგანი მდგომარეობა სხეულს მოქმედებისკენ
უბიძგებს, რაც ქმნის მოტივაციას თქვენთვის, რომ განახორციელოთ ქმედება
თქვენი სხეულის ბალანსის აღსადგენად.
ქცევის ცვალებადობის ახსნა _ რატომ ასრულებთ ერთი და იგივე დავალებას
ერთ დღეს კარგად და მეორე დღეს ცუდად? რატომაა, რომ ერთი ბავშვი
გაცილებით უკეთ ართმევს თავს საკონკურსო დავალებას, ვიდრე მეორე,
რომელსაც იგივე უნარები და ცოდნა გააჩნია? ფსიქოლოგები მაშინ იყენებენ
მოტივაციურ ახსნას, როდესაც ადამიანის მიერ დავალების ან რაიმე სხვა
მოქმედების შესრულების ცვალებედობა უცვლელ სიტუაციაში ვერ აიხსნება
უნარების, გამოცდილებისა თუ პრაქტიკის განსხვავებულობით ან
შემთხვევითობით. თუ თქვენ დღეს დილით ადრე ადექით დამატებით
სამეცადინოდ, ხოლო თქვენი მეგობარი _ არა, ეს თქვენი და თქვენი მეგობრის
განსაკუთრებულ მოტივაციურ მდგომარეობებს შეიძლება მივაწეროთ.
სუბიექტის შინაგან მდგომარეობაზე დასკვნის გაკეთება იმაზე დაყრდნობით,
თუ როგორ იქცევა ის საზოგადოებაში _ თქვენ ხედავთ, რომ ვიღაც სკამზე
ზის და იცინის. როგორ ახსნით ამ ქცევას? როგორც პროფესიონალი
ფსიქოლოგები, ისე _
სპეციალური ფსიქოლოგიური განათლების არმქონე ადამიანები ერთნაირად
გადაინაცვლებენ ქცევაზე დაკვირვებიდან მის გამომწვევ შინაგან მიზეზებზე
დასკვნისკენ. ადამიანები მუდმივად ახდენენ ქცევის ინტერპრეტაციას
სავარაუდო მიზეზების ტერმინებით რატომ მოხდა ეს სწორედ ისე, როგორც
მოხდა?
იგივე წესი ძალაშია თქვენი ქცევის მიმართაც. თქვენ ხშირად ცდილობთ იმის
გარკვევას, თქვენი ქცევა გარედანაა მოტივირებული თუ შიგნიდან. იმის
გარკვევა, თუ ვის ეკისრება მოქმედებებზე პასუხისმგებლობა _ პიროვნული
პასუხისმგებლობის ცნება ძირითადია რელიგიის, კანონისა და ეთიკისათვის.
პიროვნული პასუხისმგებლობა გულისხმობს შინაგან მოტივაციას და
ქმედებების გაკონტროლების უნარს. ადამიანები ნაკლებად
პასუხისმგებლები არიან საკუთარ მოქმედებებზე, როდესაც: (1) არ ფიქრობენ,
რომ მათ ქცევას უარყოფითი შედეგები ექნება, (2) ექსტერნალური (გარეგანი)
ძალები საკმაოდ ძლიერია მოცემული ქცევის აღსაძვრელად, ან (3) ქცევაზე
გავლენას ახდენს ნარკოტიკები, ალკოჰოლი და ინტენსიური ემოციები.
ამრიგად, მოტივაციის თეორიას ქცევის პოტენციური მიზეზების
ერთმანეთისგან განსხვავება უნდა შეეძლოს.
_ არახელსაყრელი პირობების მიუხედავად მიზნისკენ მიმავალი სუბიექტის
შეუპოვრობისა და დაჟინებულობის ახსნა _ გავიხსენოთ ამონარიდი რებეკა
სტეფენსის წიგნიდან, რატომ ხდება, რომ მძიმედ და სასიკვდილოდ დაჭრილი
ადამიანები ხშირად მაინც აგრძელებენ მთაზე ასვლას? მოტივაციის
შესწავლის ბოლო მიზეზი იმის ახსნაა, თუ რატომ ახორციელებს ორგანიზმი
ქცევას, როდესაც გაცილებით მარტივი იქნებოდა ამ ქცევის
განხორციელებისგან თავის შეკავება. მოტივაცია გვეხმარება, რომ დროულად
მივიდეთ სამსახურში ან ლექციაზე მაშინაც კი, როდესაც ამის ძალა უკვე აღარ
შეგვწევს. მოტივაცია გვეხმარება, რომ მთელი ძალით გავაგრძელოთ თამაში
მაშინაც კი, როცა ვაგებთ და ვაცნობიერებთ, რომ მოგება შეუძლებელია. ახლა
უკვე გაქვთ ზოგადი წარმოდგენა იმ პირობებზე, რომელშიცფსიქოლოგები
ქცევის წინასწარმეტყველებისა და ახსნისათვის მოტივაციის ცნებას
მიმართავენ. მოტივაციის კონკრეტული საკითხების განხილვამდე, მის
ზოგად წყაროებს
გავეცნოთ.
1999 წელს ველოსიპედისტმა ლანს არმსტრონგმა „ტურ დე ფრანსეს~ შეჯიბრი
მოიგო. სპორტის ისტორიაში ეს სპორტსმენის პროფესიულ სპორტში
დაბრუნების ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითი იყო. 1996 წელს მას
ტესტიკულარული სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ფილტვებსა და
ტვინზე ვრცელდებოდა. აგრესიული ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების
შემდეგ არმსტრონგმა ვარჯიშის განახლება გადაწყვიტა. სამ წელიწადში მან
მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრში გაიმარჯვა; 2000 წელს მან კვლავ
მოიგო „ტურ დე ფრანსე~. ცილისმწამებლები ამბობდნენ, რომ მარშრუტი,
რომელზეც არმსტრონგმა გაიმარჯვა, არც ისე რთული იყო. 2000 წლის
გამარჯვებამ დაამტკიცა, რომ ლანსს შეეძლო მსოფლიოს საუკეთესო
ველომრბოლელების დაძლევა.
მოტივაციის ზოგიერთი ფორმა ძალზე მარტივად გამოიყურება: თუ შიმშილს
გრძნობთ, ჭამთ. თუ გწყურიათ _ სვამთ. თეორია, რომლის მიხედვითად
მრავალი მნიშვნელოვანი ქცევა მოტივირებულია შინაგანი ლტოლვებით,
ყველაზე სრულად კლარკ ჰალმა დაამუშავა. ჰალის აზრით, ლტოლვა
შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც ცხოველის ფიზიოლოგიური
მოთხოვნილების საპასუხოდ აღმოცენდება. ორგანიზმი ისეთი ბიოლოგიური
მახასიათებლების წონასწორობის, ანუ ჰომეოსტასის შენარჩუნებას ცდილობს,
როგორიცაა: სხეულის ტემპერატურა და ენერგიის მიწოდება. ლტოლვა
აღმოცენდება მაშინ, როდესაც დაუკმაყოფილებლობა შინაგან
გაუწონასწორებლობას ქმნის, წონასწორობას არღვევს, ანუ დაძაბულობას
ქმნის.
ეს ლტოლვა ორგანიზმს დაძაბულობის შემცირებისკენ, ანუ რედუქციისკენ
უბიძგებს. როდესაც ლტოლვა დაკმაყოფილდება ან შემცირდება, ჰომეოსტაზი
აღდგება და ორგანიზმი წყვეტს მოქმედებას. ამგვარად, ჰალის მიხედვით,
როდესაც ცხოველს მრავალი საათის განმავლობაში არ მიეწოდება საკვები,
აღმოცენდება შიმშილის მდგომარეობა, რაც საკვების მოძიებისა და
გამოკვების ქცევის მამოტივირებელი ხდება. ცხოველის რეაქცია, რომელსაც
საკვების მოძიების მიზანი აქვს, განმტკიცდება, ვინაიდან ის საკვების მიღების
შედეგად დაძაბულობის შემცირებას უკავშირდება. შეუძლია თუ არა
დაძაბულობის შემცირების თეორიას ყველა მოტივირებული ქცევის ახსნა?
ცხადია, არა. წარმოვიდგინოთ ვირთხების ჯგუფი, რომელსაც არ აწვდიდნენ
საკვებს და წყალს. დაძაბულობის შემცირების თეორიის მიხედვით, წინასწარ
შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი პირველი შესაძლებლობისთანავე დალევენ
წყალს ან შეჭამენ საკვებს. თუმცა, როდესაც ასეთი ვირთხები ახალ გარემოში
ხვდებიან, სადაც უამრავი საჭმელი და სასმელია, ისინი გარემოს
გამოკვლევასა და დაზვერვას
ამჯობინებენ და მაშინვე არ გარბიან საჭმლისა და სასმელისკენ, ისინი მხოლოდ
ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების შემდეგ იწყებენ ჭამას და სმას
(Bერლყნე, 1960; Fეწლერ, 1965; ძიმბარდო & Mონტოგომერყ, 1957).
გამოკვლევათა სხვა სერიაში ახალგაზრდა მაიმუნები დიდ დროსა და
ენერგიეს ხარჯავდნენ მათ გარემოში არსებული მოწყობილობებითა და
ახალი ობიექტებით მანიპულაციაზე
და, როგორც ჩანდა, ამას ყოველგვარი გარეგანი წახალისების
გარეშე, ,,გართობით, მაიმუნობით~ სიამოვნების მისაღებად აკეთებდნენ. ეს
ექსპერიმენტები გვიჩვენებს, რომ ქცევა არ არის მოტივირებული მხოლოდ
შინაგანი ლტოლვებით: ქცევა მოტივირებულია, ასევე, აღმძვრელებით _
გარეგანი სტიმულებით ან წახალისებით, რომელიც პირდაპირ არ
უკავშირდება ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს. როდესაც მაიმუნები და
ვირთხები გარემოში მოცემულ ობიექტებზე იყვნენ მომართულნი და არა
შინაგან მდგომარეობებზე, ეს გვიჩვენებდა, რომ მათ ქცევას აღმძვრელები
მართავდა. ასევეა ადამიანის ქცევის შემთხვევაშიც _ მას მრავალგვარი
აღმძვრელი აკონტროლებს. რატომ დაძვრებით ინტერნეტში ღამით ტკბილად
დაძინების ნაცვლად? რატომ უყურებთ ფილმს, რომელიც, იცით, რომ
შეგაშინებთ და აღგაშფოთებთ? რატომ მიირთმევთ ტკბილეულს
წვეულებაზე, როცა უკვე კარგად დანაყრებული ბრძანდებით? თითოეულ ამ
შემთხვევში გარემოს ელემენტები აღმძვრელის როლს ასრულებენ, რომელიც
ქცევის განხორციელებისკენ გიბიძგებთ. თქვენ უკვე იცით, რომ ქცევა
მოტივაციის გარეგანი და შინაგანი წყაროებიდან იღებს სათავეს. მიუხედავად
იმისა, რომ ვირთხები შეიძლება საკვების მიღებისა და წყლის დალევის
ქცევის განხორციელების ბიოლოგიურ იძულებას განიცდიდნენ, ისინი ახალი
გარემოს გამოკვლევის იმპულსსაც ემორჩილებიან.

You might also like