You are on page 1of 12

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 20ihbhbjhb21

სარჩევი

შესავალი---------------------------------------------------------------------------2

ინფანტილური განვითარების ფროიდისეული თეორია---------------------3

ვინიკოტის თეორია ინფანტილური განვითარების შესახებ ------------------5

ლაკანის თეორია ბავშვის მიერ საკუთარი თავის აღქმის შესახებ ----------9

დასკვნა-----------------------------------------------------------------------------10

გამოყენებული ლიტერატურა --------------------------------------------------11


განვითარების ინფანტილური ფაზა ფსიქოანალიზის მიხედვით და
მისი მნიშვნელობა პიროვნების სოციალიზაციაში

შესავალი

ფროიდის მიერ ფსიქოანალიზის თეორიის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი არის


ის , რომ წარსულში მომხდარი მოვლენები ადამიანის აწმყო ქმედებაზე გავლენას
იძენენ , რომლებიც ხშირ შემთხვევაში პაციენტისათვის დაუფიქსირებელი რჩება
მოცემულ ნაშრომში განხილული იქნება ინფანტილური განვითარების მნიშვნელობა
ფსიქოანალიზური თვალსაზრისით , როგორც მას ფროიდმა ჩაუყარა საფუძველი.
მიუხედავად იმისა , რომ ფროიდს პირადი პრაქტიკა არასდროს ჰქონია ბავშვებთან
მუშაობისა , მან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ბავშვის განვითარების სხვადასხვა
სტადიის გავლენას შემდგომ ჩამოყალიბებულ პიროვნებაზე . მოცემულ ნაშრომში
განხილული იქნება ასევე ბრიტანელი ფსიქოანალიტიკოსის და პედიატრის
შეხედულება ინფანტილური განვითარების მნიშვნელობის შესახებ , რომელმაც
ფროიდის თეორიის და საკუთარი პრაქტიკული დაკვირვებების შემდგომ შეიმუშვა
გარკვეული წარმოდგენა ადამიანის როგორც სუბიექტის ჩამოყალიბებაზე ბავშობის

1
პერიოდის გავლენია. ნაშრომი შეეცდება გამოკვეთოს განვითარების სტადიების
გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან

ინფანტილური განვითარების ფროიდისეული თეორია

მიუხედავად იმისა, რომ ფროიდს პირადი გამოცდილება არ ჰქონია ბავშვების


მკურნალობისა , მან შეიმუშავა გარკვეული თეორიული შეხედულებები იმის შესახებ
თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა ბავშვის განვითარების სტადიებს ზრდასრული
ადამიანის ჩამოყალიბებაზე, ფროიდის მიერ შემოთავაზებული ლიბიდოს თეორია
რომელიც ადამიანის მამოძრავებელი ენერგიის წყაროა , ბავშვების ასაკში ვლინდება
და ფროიდი ყოფდა ბავშვის განვითარების სტადიებს სწორებდ ლიბიდური
მოთხოვნით გამოწვეული ქცევის ცვლილების საფუძველზე ფროიდი მიიჩნევდა ,
რომ ბავშვი გადის ორალურ ანალურ ფალიკურ და გენიტალიურ განვითარების
ფაზებს, რის შედეგადაც ყალიბდება მისი პიროვნება და სწორედ ბავშვობაში
განცდილი მოვლენები განაპირობებენ მისი ზრდასრულობის ძირითად
მახასიათებლებს. ფროიდი მიიჩნევდა, რომ ადამიანური ქმედების და პათოლოგიის
ძირითადი საფუძველი ხშირ შემთხვევაშ აკრძალვა და ფაქტის დამალვაა , როგორც ეს

2
ხდება ოიდიპოსის კომპლექსის შემთხვევაში ,როცა ფროიდის მიხედვით ხდება მამის
სახით ამკრძალავი ძალის გამოჩენა , რომელიც სურვილის ობიექტისგან(დედისგან)
დისტანციას აიძულებს ბავშვს . ოიდიპოს კომპლექსი ფროიდის თეორიის
მნიშვნელოვანი ნაწილია და ის სწორედ ბავშვობის პერიოდში ყალიბდება , ასევე ამ
პერიოდში იწყებს დალადებას იდის , ეგოს და სუპერეგოს სტრუქტურები. ფროიდის
თეორია , თუ მას ზოგადად დავახასიათებთ ძირითად მამოძრავებელ ძალად
მიიჩნევს ლიბიდოს, რომელიც მიმართულია შიგნიდან გარეთ ანუ ბავშვიდან
ობიექტისადმი , მაგრამ პათოლოგიის საფუძვლები ვლინდება სწორედ მაშინ როცა
არასწორად მიმდინარეობს გარემოში არსებულ დაპრკოლებებთან ადაპტაცია .

ფროიდიანულ თეორიაში მამა ძირრითად და უმნიშვნელოვანეს ფაქტორს


ასრულებს პიროვნების ჩამოყალიბებაში მაგალითად ოიდიპოსის კომპლექსის
გამომწვევი სწორედ მამის აკრძალვაა , რაც შეეხება დედას ის შედარებით პასიურადაა
წარმოდგენილი რომელიც უბრალოდ ბავშვის მოთხოვნის ობიექტია. ასევე ფროიდი
დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ე.წ პრიმორდიალური მამის სტატუსს რომლის
მკვლელობით გამოწვეული აკრძალვა განსაზღვრავს ადამიანის ქცევას და ის იქცევა
ე.წ მიზეზად რომლის საფუძველზეც ვითარდება მორალური აკრძალვები და
ზოგადად სუპერეგო. საბოლოო ჯამში ფროიდის იდეა ნაკლებად სწვდება დედის
დანიშნულებას ინფანტილურ განვითარებაში რაც შედარებით მეტად ხაზგასმულია
დონალდ ვინიკოტის ნაშრომში „ნამდვილი და ყალბი მეს შესახებ“.

ფროიდის დამოკიდებულება ინფანტილური განვითარების შესახებ შეიძლება


დავინახოთ მის ესეში „სიამოვნების პრინციპის მიღმა“ სადაც ის ბავშვის თამაშის
შემდგომ განმარტებას იძლევა“ეს(თამაში) დაკავშირებული იყო ბავშვის მიერ
საკუთარ თავთზე დიდ კულტურულ მუშაობასთან მისი ლტოლვების
უარყოფასთან(მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან), რაც იმაში ვლინდებოდა ,
რომ ბავშვი დედის წასვლას აღარ ეწინააღმდეგებოდა „(ფროიდი,2017,146) . აქედან
ნათლად ჩანს რომ ფროიდს საკუთარ თეორიაში ლიბიდოს შესახებ შეაქვს ახალი

3
მამოძრავებელი ძალა რომელიც სიამოვნების პრინციპს არ ექვემდებარება მაგრამ ეს
სურვილიც მიმართულია შიგნიდან გარეთ ანუ სუბიექტი(ბავშვი) არის სურვილის
მქონე ხოლო დედა ან გარეთ არსებული ობიექტი არის ამ სურვილის შესრულების
საშუალება.

ვინიკოტის თეორია ინფანტილური განვითარების შესახებ

დონალდ ვინიკოტი იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი


წარმომადგენელი ფროიდიანული ფსიქოანალიზისა , რომელმაც მნიშვნელოვანი
წვლილი შეიტანა კონკრეტულად ბავშვთა ფსიქოანალიზის განვითარებაში . იქედან
გამომდინარე , რომ თვით ვინიკოტი პროფესიით პედიატრი იყო , მას საშუალებას
აძლევდა ჰქონოდა ხშირი პრაქტიკა ბავშვთა ქცევის შესწავლისთვის . მეორე მხრივ
ვინიკოტი იზიარებდა ფროიდიანულ წარმოდგენებს პიროვნების მოწყობის შესახებ
კონკრეტულად კი იდის, ეგოს და სუპერეგოს შესახებ .

4
ვინიკოტი საკუთარ თეორიას აყალიბებს ე.წ ნამდვილი(True self.ინგ) და
მოჩვენებითი(False self.ინგ) მეს არსებობის მიხედვით რომლის ჩამოყალიბებისა და
განვითარების საფუძველს ის სწორედ დედისა და შვილის ურთიერთობაში ხედავს.
აღსანიშნავია , რომ სწორედ შვილის დედასთან არსებული გამოცდილების ბაზაზე
შენდება საფუძველი შემდგომი სოციალური ურთიერთობებისათვის და როგორც
ამას ვინიკოტი გვიჩვენებს ხსენებული ფაქტორების არასწორად განვითარება ხდება
შემდგომში პათოლოგიის საფუძველი.

როგორც ვინიკოტი საკუთარ მოხსენებაში აღნიშნავდა „არ არსებობს ბავშვი როგორც


დამოუკიდებელი დედისაგან“ შესაბამისად ხაზგასმულია დედის დანიშნულება
ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბებაში რაც შეიძლება შემდეგნაირად განვითარდეს.
ვინიკოტის აზრით დედის დანიშნულებაა ბავშვის ქცევაზე და მოთხოვნაზე პასუხი
და მისთვის საკუთარი თავის აღქმის ჩამოყალიბება, ის მიიჩნევს რომ მიუხედავად
დედის ვალდებულებისა დააკმაყოფილოს ბავშვის მოთხოვნა და ჟესტიკულაციური
დამთხვევა მოახერხოს დედა არ უნდა იყოს სრულად ყველა სურვილის
თანმხვედრი, რადგან ბავშვს ამით ეცლება საშუალება განავითაროს სტრესულ
სიტუაციაში მოქმედების უნარები, სწორედ ამიტომ აღნიშნავს ვინიკოტი, რომ დედა
უნდა იყოს ზომიერად კარგი (good-enough mother).ავტორის სიტყვებით“ ზომიერად
კარგი დედა აღნიშნავს ბავშვის გავლენას გარეზსამყაროზე და გარკვეულწილად
ხვდება მის შინაარსს. ის(დედა) ამას აკეთებს განმეორებით და ბავშვის სუსტი ეგო
საზროობას იწყებს დედის მხრიდან მისი არსებობის
დადასტურებით“(Winnicot,1960,145) . საბოლოო ჯამში დედის პასუხი საფუძველი
ხდება საკუთარი პიროვნების აღქმის ჩამოყალიბებისთვის და შემდგომში
სოციალური ადაპტაციისთვის. სწორედ სოციუმთან ადაპტაციისთვისაა
აუცილებელი მდგრადი მოჩვენებითი მე(False self) რაც უზრუნველყოფს სუბიექტის
ფსიქიკურ მდგრადობას.

5
იმისათვის რომ ადამიანის ეგოს ფუნქციონირება ნორმალურად მოხდეს გარემოსთან
მიმართებაში აუცილებელია მყარი საფუძვლის ნამდვილი მეს(True self) არსებობა რაც
დედასთან ინტერაქციის საშუალებით მიიღწევა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს
ადამიანი მცდარი მეს(false self) კონსტრუირებას და საზოგადოებასთან ადაპრაციას ,
როგორც ვინიკოტი აღნიშნავს“ცხოვრების ყველა იმ პერიოდს, როდესაც არ ხდება
ნამდვილი მეს გამოვლენის ხელშეშლა, საფუძვლად უდევს საკუთარი თავის
რეალურად აღქმის გამყარებას“(Winnicot,149).ზოგადად ნამდვილი მე შეიძლება
დახასიათდეს იდის კატეგორიებით და ისეთი სურვილებით რომლებიც
უკომპრომისოა , მაგრამ მას შემდეგ რაც პიროვნება გაიმყარებს საკუთარ ნამდვილ მეს
, ის იძენს უნარს გარკვეულ დათმობებზე წასვლისა და საზოგადოებაში კომპრომისის
გაწევისა.

კლინიკური თვალსაზრისით ვინიკოტის აზრით თითოეული რეგისტრის


დისფუნქცია სხვადასხვა შედეგის მომცემია , ჯანმრთელ მდგომარეობაში ნამდვილი
და მოჩვენებითი მე ისე არიან მოწყობილი რომ პიროვნება ახერხებს პერიოდულად
ექსპრესიულობას და ასევე შეუძლია საზოგადოებრივი ნორმების და სიმბოლოების
გაზიარება , მაშინ როცა მოჩვენებით მეზე კონსტრუირებული პიროვნება ვერ
ახერხებს საზოგადოებრივ სიმბოლიზმთან ადაპტაციას და გაუცხოებულად გრძნობს
თავს . ასევე ვინიკოტს მოჰყავს ორი მსახიობის შედარება, სადაც ერთ-ერთი
მარტივად ახერხებს, როგორც როლის ასევე საკუთარი ნამდვილი პიროვნების
რეალიზებას , მაშინ როცა მცდარ მეზე მიჯაჭვული მსახიობი, რომელსაც არ აქვს
მყარი ნამდვილი მე(True self) მალევე ხდება საკუთარი როლის ნაწილი და ვერ
ახერხებს საკითარ თავთან იდენტიფიცირებას .

ვინიკოტი ასევე განიხილავს კლინიკურ მაგალითს რომლითაც წარმოაჩენს


პაციენტის(ბავშვის) ქცევის საფუძველს მისი ოჯახის მოწყობიდან გამომდინარე.
ხსენებული პაციენტი განიცდიდა პატარაობაში , დამკვირვებლის , დედის
ნაკლებობას რადგან დედა დეპრესიული მდგომარეობის გამო ფსიქიატრიულ

6
საავადმყოფოში იმყოფებოდა , შესაბამისად ბავშვს არ ჰქონდა საშუალება
ჩამოეყალიბებინა ნამდვილი მე რაც საფუძველი უნდა გამხდარიყო შემდგომში
სოციალური უნარების ჩამოსაყალიბებლად . მაგალითით ირკვევა , რომ პაციენტი
ავლენდა საზოგადოებისთვი შეუსაბამო ქმედებებს როგორიცაა: ხმამაღლა
ყვირილი,ნივთების მტვრევა დ.ა.შ. აქედან კი ვინიკოტი ასკვნის , რომ პაციენტის
ქმედება განსაზღვრულია მისი სურვილით, რომ გარემო მყოფებისგან მიიღოს
საკუთარი არსებობის დამადასტურებელი ნიშანი , რისი საშუალებაც მას არ ჰქონია
დედასთან ურთიერთობის დროს. ანალიტიკოსის ვალდებულება კი იმაში
მდგომარეობს რომ ასეთ პაციენტს შეუქმნას საკუთარი თავის აღქმის მტკიცე
საფუძველი შემდგომშ ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ზემოთ მოყვანილი
მსჯელობით ჩანს განსხვავება ფროიდის მიდგომასთან და იკვეთება , რომ ვინიკოტი
ბავშვს აღარ განიხილავს ცალკე მყოფ დამოუკიდებელ სუბიექტად მეტიც დედა
აუცილებელი ხდება , რომ საერთოდ სუბიექტის ცნება ჩამოყალიბდეს ბავშვში.

ლაკანის თეორია ბავშვის მიერ საკუთარი თავის აღქმის შესახებ

ადამიანური ეგოს მიერ ლიბიდური ძალის რეალიზების ჩამოყალიბების შესახებ


მნიშვნელოვანია ასევე ლაკანის სარკის სტადიის თეორია, რომელიც ერთგვარი
წყალგამყოფია სოციალური უნარების შეძენისაკენ მიმავალ გზაზე ისევე , როგორც ეს
ხდება ვინიკოტთან დედისა და შვილის ურთიერთობებისას . ასევე აღსანიშნავია ,
რომ ლაკანის სარკის სტადიისას ვითარდება რეალობის აღქმის ჩამოყალიბება ანუ
განცალკევება საკუთარი თავისა და გარემოსი, თვით ლაკანის სიტყვებით“სარკის

7
სტადიის დანიშნულება ჩემი შეხედულებით არის ორგანიზმისთვის საკუთარი
თავის(Innerwelt.გერ.) და გარე სამყაროს(Umwelt.გერ) განცალკევება“(lacan,2006,78).
ასევე აღსანიშნავია , რომ სწორედ სარკის სტადიისას ეყრება საფუძველი სიმბოლური
განვითარების სტადიას , რომელიც თავის მხრივ სწორედ დედასთან ურთიერთობის
საფუძველზე ხდება. ფროიდის მიერ განხილული ბავშვის ქმედება, რომელიც
სათამაშოს აგორებს საწოლის ქვეშ ფროიდის მიერ განხილულია , როგორც ბავშვის
მისწრაფება გარკვეული შეგრძნებების სიმბოლიზაციისა რასაც ფროიდი ამყარებს იმ
იდეაზე, რომ ბავშვს თავად აქვს მისწრაფება განვითარდეს და დედასთან განშორება
არ განიცადოს , მაგრამ ლაკანის და ვინიკოტის მოსაზრებებით ნათელი ხდება, რომ
ბავშვს სიმბოლიზების და მისი გამოყენების უნარები , სწორედ დედის მიერ მათი
არსებობის დაფიქსირებით უჩნდებათ და მათ საკუთარი თავის როგორც რეალურის
განცდა საერთოდ არ აქვთ. ფროიდის მიდგომა საშუალებას არ მოგვცემდა აგვეხსნა
ისეთი ფაქტი როგორიცაა ბავშვის მიმიკების ცვლილება დედის მიმიკების
შესაბამისად. მაგალითად ბავშვის ღიმიმილი არ მიემართება რაიმე მოთხოვნას
გარდა იმისა რომ მას სჭირდება აღქმული იყოს, როგორც ცოცხალი არსება ,
შესაბამისად ამ ფაზამდე ბავშვს არ შეიძლება ჰქონდეს გააზრებული სურვილები
გარდა იმპულსურისა. ლაკანი აღნიშნავს სარკის სტადიის თანმდევ ბავშვში
განვითარებულ დანაწევრების შეგრძნებას და გაუცხოებას საკუთარ სხეულთან. ასევე
აღსანიშნავია ისიც, რომ სიმბოლური რეგისტრის საფუძველი ლაკანთან და
ვინიკოთთანაც სხვა პირთან ყველაზე ხშირად დედასთან ურთიერთობით
ყალიბდება. მსგავსება არის პათოლოგიის განვითარების პრინციპშიც, მაგალითად
ლაკანის ტრიადა სიმბოლური ,წარმოსახვითი და რეალური ფსიქიკური
მდგრადობის პირობაა, ამ ტრიადის მოშლით შეიძლება აიხსნას ვინიკოტის მიერ
განხილული აგრესიული პაციენტი ბავშვი , რომელიც განიცდიდა დედის
ყურადღების დანაკლისს და ვერ მოახერხა სიმბოლური რეგისტრის სრულყოფილად
ჩამოყალიბება რითაც შეეძლებოდა სოციალური ინტელექტის განვითარება . როგორც
ვინიკოტი აღნიშნავს სიმბოლიზების უნარს მოკლებული ბავშვი თავს „მკვდრად“

8
გრძნობს , ის რაც მისგან დარჩენილი არის მხოლოდ (false self). აღნიშნული
მდგომარეობა სხვა არაფერია თუარა ბავშვის ფიზიკური არსებობის
დამადასტურებელის არ არსებობა(მაგალითად დედის პასუხის ან დაუმთხვევლობა
ან არარსებობა). . ხსენებული განცდის მიზეზი კი სწორედ სიმბოლიზების
მიუღწევლობაა , რომლისთვისაც აუცილებელია დამკვირვებელი სუბიექტი(დედა).
განხილული იდეა დამკვირვებლის შესახებ , კი ძალიან ახლოსაა ლაკანის იდეასთან
იმის შესახებ , რომ ადამინის სიმბოლური სტადიაში გადასვლის შემდეგ უყალიბდება
ლტოლვა რომელიც მიემართება სხვის(Autre.ფრანგ) ლტოლვას რითაც ვლინდება ,
რომ ქმედება არ არის დეტერმინირებული მხოლოდ შინაგანი მეს არამედ
გარედმყოფი დამკვირვებლის სურვილითაც.

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ხაზგასმულ იქნას ფროიდის მიერ შემოთავაზებული


ინფანტილური განვითარების თეორიის ინტერპრეტაცია ვინიკოტთან და მისი
მსგავსებები ლაკანის თეორიასთან სარკის სტადიის შესახებ. ნაშრომში ნაჩვენები იქნა
ბავშვის ეგოს ჩამოყალიბების სპეციფიკა და მასში გარეგანი დამკვირვებლის
არსებობის აუცილებლობა , ასევე ნაჩვენები იქნა მდგომარეობის შესაძლო

9
პათოლოგიური განვითარება , როდესაც სუბიექტი მოისაკლისებს გარეგან
დამადასტურებელ ფაქტორს , რომელიც ხელს შეუწყობდა მისი ეგოს ჩამოყალიბებას.

ბოლოსთვის კი ნაჩვენები იქნა ვინიკოტის და ლაკანის თეორიული შეხედულებების


გარკვეული გადაკვეთა და ბავშვის განვითარების საწყისი სტადიის მნიშვნელობასა
შემდგომში ნორმალური სოციალური ურთიერთობების განვითარებისათვის.

გამოყენებული ლიტერატურა

Winnicot, Donald. 1960.Ego distortion in terms of true and false self. Child psychology and
psychiatry.(141---153)

https://icpla.edu/wp-content/uploads/2017/11/Winnicott-D.-Ego-Distortion-in-Terms-of-
True-and-False-Self.pdf (07.217.2021)

10
Lacan, jean-jaque. 2006. Ecrits .W.W. Norton & Company. Translation Bruce Fink. New
York.(58-82)

file:///C:/Users/ADMIN/Downloads/The_InterpretationofDreams.pdf (07.17.2021)

ფროიდი,ზიგმუნდ.2014. ფსიქოლოგიური თხზულებები.თარგ.ნინა თურმანიძე და


მარინა თურმანიძე.პეგა.თბილისი.

11

You might also like