You are on page 1of 5

აღქმის კონსტანტობა

პერცეპტული კონსტანტობა საგნის ხატის უცვლელად დარჩენა,


რეტინალურიგამოსახულების ცვლილების მიუხედავად.
საგანთა აღქმის ობიექტური პირობები მუდამ იცვლება. ეს არის განათების
ხარისხი, ფერი, მანძილი, მხედველობის კუთხე, რომლიდანაც ვუყურებთ რაიმე
საგანს.
მიუხედავად იმისა, რომ შეგრძნებაში შეიძლება სტიმული შეიცვალოს ზომით,
ფორმით და ა.შ აღქმას აქვს თვისება ის უცვლელად აღიქვას და მისი მასშტაბი
განსაზღვროს. ანუ ჩვენ სამყაროს ვხედავთ, როგორც უცვლელს, მდგრადს და
სტაბილურს. ფსიქოლოგები ამ ფენომენს აღქმის კონსტანტობას უწოდებენ.
აღქმის უმთავრესი ამოცანაა, გარემოს უცვლელი თვისებების აღმოჩენა, მათი
რეტინალური გამოსახულებების ვარიაციების მიუხედავად.
აღქმის კონსტანტობა დამოკიდებულია სუბიექტის გამოცდილებაზე. მაგალითად
ბავშვი უფრო რთულად აღიქვამს საგნებს ვიდრე მოზრდილი ადამიანი.
არსებობს ფორმის, სიდიდის, ფერის და ორიენტაციის კონსტანტობა.
სიდიდის კონსტანტობა ნიშნავს საგნის რეალური სიდიდის აღქმის უნარს,
ბადურაზე მისი გამოსახულების ცვლილებისდა მიუხედავად.
სიდიდის კონსტანტობას აღვიქვამთ დაშორების მანიშნებლებისა და ნაცნობი
საგნების სიდიდის შესახებ წარსული ცოდნის გამოყენებით;
მაგალითად, სახლის, ხის, ან ძაღლის ფორმის აღქმისთანავე, წარმოდგენა გექმნებათ
თითოეული მათგანის ზომაზე, თუმცა შეიძლება არც კი იცოდეთ რა მანძილი
გაშორებთ მათგან.
ფორმის კონსტანტობა მჭიდროდ უკავშირდება სიდიდის კონსტანტობას. თქვენ
სწორად აღიქვამთ ობიექტის რეალურ ფორმას მაშინაც კი, როდესაც
საგანი შებრუნებულია. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მონეტები.

მონეტის ბრუნვისას მისი ხატი იცვლება _ გადაიქცევა ელიფსად, შემდეგ თანდათან


ვიწროვდება შემდეგ კვლავ ელიფსად გადაიქცევა და დასასრულ _ წრედ. ამ
ცვლილებებისდა მიუხედავად, იგი ყოველთვის მრგვალ მონეტად აღიქმება.
თუ წიგნის ყურებისას თავს გვერდზე გადახრით, გარემო გადახრილად არ
მოგეჩვენებათ. ორიენტაციის კონსტანტობა არის საყაროში საგნების რეალური
ორიენტაციიის აღქმა, ბადურაზე მათი ორიენტაციის
ცვლილების მიუხედავად. ორიენტაციის კონსტანტობა ეყრდნობა შიდა ყურის
ვესტიბულარული სისტემიდან მიღებულ ინფორმაციას თავის დახრილობაზე.
თუ შევხედავთ პოპვარსკვლავის მადონას ორ შემობრუნებულ ფოტოსურათს. თქვენ,
ალბათ, ამჩნევთ, რომ ერთი-ერთი მათგანი ოდნავ არის შეცვლილი პირსა და
თვალებთან, მაგრამ სურათები საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს. ახლა თავს თუ ოდნავ
გვერდზე გადავწევთ წიგნი, იგივე ფოტოსურათები აბსოლუტურად განსხვავებულად
გამოიყურება. ერთზე ისევ მადონაა, მეორეზე კი _ ამაზრზენი მონსტრია,
გამოსახული. შესაძლოა თქვენ ვერ შენიშნეთ ეს განსხვავება თავის გადაწევამდე,
შესაძლოა იმიტომ რომ ვერ შეძელით სახის ყველა ნაწილის ერთდროულად
ამობრუნება. ამობრუნებული სამყაროს სწორად დანახვას და სახეების უჩვეული
ორიენტაციაში აღქმას წლების მანძილზე პერცეპტული ტრეინინგი სჭირდება

ფერის კონსტანტობა. როდესაც სურათზე გამოსახულ აგურის კედელს უყურებთ,


ზოგ აგურს უფრო მუქ წითლად და ზოგს ღია წითლად კი არ აღიქვამთ, არამედ
აღიქვამთ კედელს, რომელშიც ყველა აგური ერთნაირი ფერისაა და ზოგიერთი
მათგანი ჩრდილშია მოქცეული ესაა ფერის კონსტანტობის მაგალითი: ფერის
კონსტანტობა არის განათების ხარისხის ცვალებად პირობებში ობიექტების
სითეთრის, სირუხის ან სიშავის უცვლელად აღქმის ტენდენცია.

იდენტიპიკაცია და ცნობა

აღმავლობა და დაღმავლობა
გარემოს იმიტომ აღიქვამთ ნაცნობად, რომ შეგიძლიათ ადრე ნანახი საგნების ცნობა
და იდენტიფიკაცია. ასე რომ არ იყოს, თქვენი გამოცდილება უცხო პლანეტაზე
მოგზაურობას დაემსგავსებოდა, სადაც ყველაფერი უცხო იქნებოდა _ არ
გეცოდინებოდათ, რა გეჭამათ, რა ჩაგეცვათ და ა.შ.
საგნის იდენტიფიკაციისას ამჟამად ნანახი წარსულში მიღებულ, შენახულ ცოდნას
უნდა შეადაროთ. სენსორული მონაცემების გარემოდან მიღებას და ტვინში
გადაგზავნას ამორჩევისა და ანალიზისათვის აღმავალი გადამუშავება (`ქვემოდან
ზემოთ~) ეწოდება.
ბევრ შემთხვევაში, პერცეპტული იდენტიფიკაციის გასაიოლებლად, შესაძლებელია
უკვე ხელთ არსებული ინფორმაციის გამოყენება
როდესაც მოლოდინები გავლენას ახდენს აღქმაზე, ამ ფენომენს დაღმავალი
გადამუშავება (`ზემოდან ქვემოთ~) ეწოდება.
დაღმავალი პროცესების მნიშვნელოვნების ჩვენება შეიძლება ნახატებით,
რომელთაც ,,დრუდლები” ეწოდება. დასახელებების გარეშე ეს ნახატები ყოველგვარ
აზრს მოკლებულია; თუმცა, როგორც კი მოხდება მათი იდენტიფიცირება, ადვილად
დავინახავთ მათში ჩადებულ აზრსაც.

საგნების ცნობა
საინტერესოა როგორ წყვეტთ, რომ ნაცრისფერი უცნაური ფორმის, საშუალო ზომის
ბეწვიანი არსება ნამდვილად კატაა? სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ კატის მეხსიერებითი
ხატი. იდენტიფიკაციის პროცესი გულისხმობს პერცეპტში მოცემული ინფორმაციის
შედარებას კატის მეხსიერებით ხატთან, პირველ სვეტში მოცემულია ჩვეულებრივი
საგნების კონტურები. შუა სვეტში იგივე ობიექტები ხარვეზებითაა მოცემული, რაც
ჯერ კიდევ იძლევა ნაწილების ცნობის და მათი ურთიერთკავშირის გაგების
საშუალებას. მარჯვენა სვეტში ხარვეზები ხელს გვიშლის კომპონენტებისა და მათ
შორის კავშირის აღმოჩენაში. გვეთანხმებით, რომ მესამე სვეტში მხოლოდ მონახაზის
სახით მოცემული ობიექტების ცნობა ყველაზე ძნელია? კონტრასტი გვარწმუნებს,
რომ ობიექტის ცნობა შეზღუდული ინფორმაციითაც შესაძლებელია მაგრამ
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია აუცილებელ კომპონენტებს შეიცავს.
ბიდერმანის მიხედვით ყველა ობიექტი შეიძლება შედგებოდეს გეომეტრიული
იონების ანუ გეონებისაგან, ხოლო საგნის ამოცნობა იწყება საგნისშემადგენელ
ნაწილებად, ანუ გეონებად დაყოფით.

სურათზე ნაჩვენებია, თუ როგორ არის შესაძლებელი


სტანდარტული ნაწილებისგან ობიექტების აგება.

მოლოდის და კონტექსტის გავლენა


მოლოდინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ აღქმაზე და დანახულის
ინტერპრეტაციაზე. ოდესმე, შემთხვევით, გინახავთ ნაცნობი ადამიანები
მოულოდნელ ადგილას, მაგალითად, სხვა ქალაქში? გაცილებით მეტი დროა საჭირო
მათ საცნობად ამ სიტუაციაში და ხანდახან არც კი ხართ დარწმუნებული, რომ
ნამდვილად ისინი არიან. საქმე ის კი არ არის, რომ ისინი განსხვავებულად
გამოიყურებიან, არამედ კონტექსტია სხვა _ თქვენ არ ელით მათ ამ სიტუაციაში
ნახვას. სივრცითი და დროითი კონტექსტი, რომელშიც საგნები ამოიცნობა,
მნიშვნელოვან ინფორმაციულ წყაროს წარმოადგენს. კონტექსტიდან გამომდინარე,
თქვენ გექმნებათ მოლოდინი, თუ რა ობიექტების ნახვაა მოსალოდნელი, ან
მოულოდნელი ირგვლივ.

ახალგაზრდა ქალი მოხუცი ქალი

იქონია თუ არა რაიმე გავლენა მოცემული სახელდებული ორაზროვანი


გამოსახულებების ნახვამ ამ გამოსახულების აღქმაზე?
მკვლევრებმა არაერთხელ დაასაბუთეს აღქმაზე კონტექსტისა და მოლოდინის
გავლენა სეტის შესწავლით. სეტი (set) არის სტიმულის გარკვეული სახით აღქმის და
მასზე რეაგირების დროებითი მზაობა.
არსებობს სამი ტიპის სეტი: მოტორული, ფსიქოლოგიური და პერცეპტული.
მოტორული სეტი- არის მზად ყოფნა მზა, სწრაფი პასუხის გასაცემად.. მორბენალი
ვარჯიშობს მოტორული სეტის დახვეწაზე, რათა სასტარტო გასროლის ხმაზე რაც
შეიძლება სწრაფად გამოვიდეს სასტარტო ბლოკიდან. ფსიქოლოგიური სეტი- არის
მზაობა. განვიხილოთ ისეთი სიტუაცია, როგორიცაა ამოცანის გადაჭრა, ან თამაში,
დასწავლილი წესების, ინსტრუქციების, მოლოდინების, ან ჩვევების დახმარებით.
ფსიქოლოგიურმა სეტმა შეიძლება თავიდან აგვარიდოს ამოცანის გადაწყვეტა, როცა
ძველი წესები ვერ ერგება ახალ სიტუაციას. პერცეპტული სეტი არის მზად ყოფნა
მოცემულ კონტექსტში გარკვეული სტიმულის შენიშვნისთვის. მაგალითად,
ახალბედა დედისათვის ეს შეიძლება ბავშვის ტირილის გაგონება იყოს.

You might also like