You are on page 1of 15

1.

რა  არის ქცევა?


ა. მოთხოვნილების დაკმაყოფილებისაკენ მიმართულ აქტივობას ქცევა ეწოდება ;
ბ. საბოლოო მიზნის მიღწევა;
გ. ავტომატური რეაქციები და ჩვევები;
დ. რისი მიღწევაც სურს აქტივობით;
2. ჩამოთვალეთ ქცევის ფიზიოლოგიური მხარეები:
ა. ეკონომიკა, ეთიკა, იურისპოდენცია, ფსიქოლოგია;
ბ. დინამიკა, მიმართულება, ღირებულება;
გ. მოთხოვნილება, მიზანი, გეგმა;
დ. უსაფრთხოება, დაფასება, თვითაქტუალიზაცია;
3. ჩამოთვალეთ ქცევის  ფორმაში არსებული მხარეები:
ა. დინამიკა, მიმართულება, საზრისი ან ღირებულება;
ბ. ეკონომიკა, ეთიკა, ფსიქოლოგია;
გ. მოტივი, გეგმა;
დ. ფიზიოლოგიური, სოციალური;
4. რომელი ფსიქოლოგიური მომენტები განსაზღვრავენ ქცევის მხარეებს ?
ა. მოთხოვნილება, მოტივი, მიზანი, გეგმა; 
ბ. ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური;
გ. ეკონომიკური, ეთიკური, იურიდიული, ფსიქოლოგიური;
დ. დინამიკური, მიმართული, ღირებული;
5. ჩამოთვალეთ ქცევის გარეგანი სტრუქტურა:
ა. ფიზიოლოგიური, უსაფრთხოება, სოციალური, დაფასება, თვითაქტუალიზაცია;
ბ. დინამიკა, მიმართულება, საზრისი;
გ. ეკონომიკა, ყოფიერება, ცნობიერება;
დ. მოთხოვნილება, გეგმა;
6. რისი მიღწევის საშუალებას იძლევა ქცევის მოქმედება?
ა. საბოლოო მიზნის მიღწევის;
ბ.  რისი მიღწევაც სურს აქტივობით;
გ. ავტომატური რეაქციების და ჩვევების ჩამოყალიბების;
დ. არცერთი არა არის სწორი;
7. რა აქტივობებს შეიცავს ქცევის ოპერაციული შრე?
ა. ავტომატური რეაქციები და ჩვევები;
ბ. საბოლოო მიზნის მიღწევას;
გ. ადეკვატურ ემოციურ ურთიერთობას;
დ. ცოცხალი არსებისა და გარე სამყოროს ურთიერთობას;
8. რა არის ქცევის აქტივობის ენერგიის წყარო?
ა. მოთხოვნილება;
ბ.   მოტივი;
გ.  ემოციურობა;
დ. სიხარული;
9. რა არის საქციელის გამომწვევი მიზეზი?
ა. მოტივი;
ბ. ემოცია;
გ. შთაბეჭდილება;
დ.მოთხოვნილება;  
10.  რა არის მიზანი?
ა. რისი მიღწევაც სურს აქტივობით;
ბ.  ცოცხალი არსებისა და გარე სამყოროს ურთიერთობა;
გ. პრობლემის დაყენება;
დ. ამოცანის გადაწყვეტა;

თემა  2.

1. რა არის ემოცია?
ა. შინაგანი მდგომარება, რომელიც ჩვენს დამოკიდებულობას ასახავს;
ბ. გარემოში არსებული სიტუაცია;
გ. ადამიანის და სამყაროს დამოკიდებულება;
დ. ძლიერი ემოცია;
2. ჩამოთვალეთ ემოციური განცდები:
ა. სიხარული, დარდი, სევსდა, შიში, სიყვარული, რისხვა, გაბრაზება, ბედნიერება,
გაკვირვება;
ბ. ძლიერი ფიზიკური მონაცემები;
გ. მისწრაფება წარმატებისაკენ;
დ. გონივრული მოქმედება;
3. რამდენად ხელშემშლელია ძლიერი ემოციები ეფექტური ქცევისათვის ?
ა.  ძლიერი ემოცია ეფექტურობის მუდმივ შემცირებას იწვევს;
ბ.  არ არის ხელშემშლელი;
გ.  ხელშემშლელია განწყობის მიხედვით;
დ. ყველა პასუხი სწორია;
4. ემოციურობა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია თუ ინტელექტი?
ა. ემოციურობა;
ბ. ინტელექტი;
გ. არცერთი არ არის მნიშვნელოვანი;
დ. ინტელექტი და კრიატიულობა;
5. ახდენს თუ არა ემოცია ზემოქმედებას სხეულებრივ ცვლილებზე?
ა. ახდენას;
ბ. არ ახდენს;
გ. ნაწილობრივ;
დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი;
6. რა არის ემოციური კომპეტენტურობა?
ა. ადეკვატური ემოციური ურთიერთობა;
ბ. ემოციის გავრცელებულობა სუბიექტში;
გ. ჭარბი ემოციების გამოვლინება;
დ. ემოციების დაფარვის უნარი;
7. როგორ ადამიანად ითვლება ემოციურად კომპეტენტური ადამიანი ?
ა. ყველაზე წარმატებულ ადამიანად;
ბ. დიდ მენეჯერად; 
გ. არასასურველ პერსონად;
დ. ინტელექტუალად;
8. რამდენი ასპექტი გააჩნია გამომხატველობას?
ა. ინსტიქტური, კულტურული, ინდივიდუალური;
ბ. სოციალური, ეკონომიკური, ჯგუფური;
გ. გუნდური, ინდივიდუალური, ერთჯერადი;
დ. მრავალი სახის აპექტები;
9. რას ნიშნავს აბივალენტობა?
ა. ორპოლუსიანობას;
ბ. გაორებას;
გ. დუბლირებას;
დ. ერთპოლისიანობას;
10. ჩამოთვალეთ ძირითადი ემოციების სახეები, რომლებიც ზოგად ადამიანურია
მსოფლიოში:
ა. სიხარული, დარდი, შიში, ზიზღი, ბრაზი, გაკვირვება;
ბ. განათლება,სამუშაო განწყობა,მობილიზაცია;
გ. სიზარმაცე,მოღუშულობა,გულგრილობა;
დ. ვნება,მიდრეკილება,სიძულვილი,აფექტი;

თემა  3.

1. რას ეწოდება განწყობა?


ა. შინაგან მზაობას რაიმე ქცევის განსახორციელებლად;
ბ. სუბიექტირი და  ობიექტური გარემო;
გ. ოპერაციული შესაძლებლობები;
დ. განხორციელებული ქცევა;
2. ჩამოთვალეთ განწყობის ფაქტორები:
ა. სუბიექტირი მოთხოვნილება, ობიექტური გარემო, ოპერაციული შესაძლებლობები ;
ბ. სურვილი,მონდომება,ფინანსები;
გ. ბუნებრივი გარემო,შესაბამისი სიტუაცია,საზოგადოება;
დ. სუბიექტის სურვილი;
3. რა არის განწყობის სუბიექტური მოთხოვნილება?
ა. ის თუ რისი დანაკლისი აქვს ორგანიზმს, რა სურს;
ბ. ორგანიზმის ობიექტური მოთხოვნილება;
გ. გარემო სიტუაციისადმი დამოკიდებულება;
დ. საზოგადოების დაკვეთა;
4. რას გულისხმობს განწყობის ობიექტური გარემო?
ა. ორგანიზმის უშალო, ობიექტურ გარემოს;
ბ. სამყაროში არსებულ სიტუაციას;
გ. საზოგადოებრივ მზაობას;
დ. სოციუმის განწყობას;
5. რა მოიაზრება განწყობის ოპერაციულ შესაძლებლობებში?
ა. უნარები და ფუნქციური შესაძლებლობები, რომლებიც აქვს ან არ აქვს ინდივიდს მიზნის
მისაღწევად;
ბ. ფიზიკური შესაძლებლობები;
გ. პრობლემის გააზრება;
დ. ამოცანის გადაჭრის გზები;
6. განმარტეთ განწყობის „სიტუაციური“ სახეობა.
ა. ერთჯერადი განწყობა, რომელიც არ არი მდგრადი და სიტუაციურად არის
განპირობებული;
ბ. განწყობა რომელიც გამოხატულია;
გ. განწყობა რომელიც არაა გამოხატული
დ. განწყობა რომელიც სიტუაციაზე არაა დამოკიდებული;
7. განმარტეთ განწყობის „ფიქსირებული“ სახეობა:
ა. განწოყობა უფრო ნაკლებად არის კონკრეტული საჭიროებით გამოწვეული ,
სტაბილურია და დროში გამძლეობით ხასიათდება;
ბ. განწყობა რომელიც გამოწვეულია გარე გამღიზიანებლებით;
გ. განწყობა რომელიც გამოწვეულია პიროვნების ხასიათით;
დ. ემოციური მდგომარეობა რომელიც გამოხატავს არსებულ მდგომარეობას;
8. განმარტეთ განწყობის „დისპოზიციური“ სახეობა?
ა. ორგანიზმს აქვს მოთხოვნილება, განახორციელოს ქცევა და თავად ეძებს შესაბამის
სიტუაციასა და გარემოს;
ბ. ბუნებაში არსებული გამღიზიანებლებით შექმნილი სიტუაცია ;
გ. ურთიერთობებით წარმოქმნილი დამოკიდებულება;
დ. ვნებით გამოხატული განწყობა;
9.  რა ტერმინით აღიწერება ქცევისთვის მზაობა?
ა. განწყობით;
ბ. მონდომებით;
გ. სიზარმაცით;
დ. დაუდევრობით;
10. რა უსწრებს აუცილებლად წინ ნებისმიერ ქცევას?
ა. განწყობის აღმოცენება;
ბ. გულგრილობა;
გ. თავდადებულობა;
დ. თვითდარწმუნება;

თემა 4.
1. რას ნიშნავს მნემონიკა?
ა. ბერძნული სტყვაა და მეხსიერების ხელოვნებას გულისხმობს;
ბ. აქტიური გადამუშავების პროცესს;
გ. საჭირო  ინფორმაციის მოძიების პროცესს;
დ. კოდირებას;
2. თანამედროვე ფსიქოლოგიაში, როგორ მოიხსენიებენ ნებისმიერ და უნებლიე
მეხსიერებას?
ა. ექსპლიციტურ და იმპლიციტურ მეხსიერებად;
ბ. სემანტიკურ მეხსიერებად;
გ.  სპონტანურ და აკვიატებულ მეხსიერებად;
დ.  სემანტიკურ  და ეპიზოდურ მეხსიერებად;
3. რა ფუნქცია აქვს აღდგენის ფაზას?
ა. საჭირო  ინფორმაციის მოძიებისა და მეხსიერებიდან მისი ამოტანის პროცესი ;
ბ. მოქმედების განხორციელების საშუალება;
გ. ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდების მოგონება;
დ. არცერთი  პასუხი არ არის სწორი;
4. ჩამოთვალეთ მეხსიერების ფორმები:
ა. სენსორული, ხანმოკლე, ხანგრძლივი, სემანტიკური და ეპიზოდური, პროცედურული და
დეკლარაციული;
ბ. ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდების მოგონებები და ცნობები ;
გ. ინფორმაციის სპონტანური და აკვიატებული ამოსვლა ცნობიერებაში;
დ. მექნიკური განმეორება და ყოველდღიური გამეორება;
5.  რა ფუნქციას ასრულებს ხანმოკლე მეხსიერება ?
ა. ქმნის მიმდინარე მოქმედების განხორციელების საშუალებას და აფისქსირებს
ხანგრძლივ მეხსიერებაში შესატან მასალას;
ბ. ადამიანის  სხვადასხვა ეპიზოდების მოგონებებას;
გ. საჭირო  ინფორმაციის მოძიებისა და მეხსიერებიდან მისი ამოტანას;
დ. არცერთი პასუხი არა არის სწორი
6. რა ეწოდება მეხსიერების ამა თუ იმ სახის დარღვევას?
ა. ამნეზია;
ბ. სკლეროზი;
გ. შესუსტებული მეხსიერება;
დ. უგუნურება;
7.  როგორი მეხსიერება ეწოდება ცოდნას სამყაროს შესახებ?
ა. სემანტიკური მეხსიერება;
ბ. ამნეზია;
გ. ცოდნას თუ როგორ უნდა შეასრულო მოქმედება;
დ. ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა  ცნობები;
8.  რას ეწოდება ეპიზოდური მეხსიერება?
ა. ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდების მოგონებებსა და ცნობებს ;
ბ. კლასიკურ მეხსიერებას;
გ.   როგორ უნდა შეასრულო რაიმე მოქმედება;
დ. საჭირო  ინფორმაციის მოძიებას;
9.  რას ეწოდება პროცედურული მეხსიერება?
ა. ცოდნას თუ როგორ უნდა შეასრულო რაიმე მოქმედება;
ბ. საჭირო  ინფორმაციის მოძიებას;
გ. ინფორმაციის სპონტანურ ამოსვლას მეხსიერებაში;
დ. სტიმულისა და მისი გამოსახულების  შესატყვისობას;
10.  რას მოიცავს დეკლარაციული მეხსიერება?
ა. ცოდნას იმის თაობაზე თუ რა არის, რას წარმოადგენს ესა თუ ის ობიექტი ან მოვლენა ;
ბ. ადამიანის ცხოვრების  მოგონებებსა და ცნობებს;
გ. სუბიექტურ მეხსიერებას;
დ. სტაბილურობას, გენერაციულობას, გაგებას; 

თემა 5.

1. რას ეწოდება აზროვნება?


ა. საგნთა და მოვლენათა შორის ურთიეთკავშირის დადგენის, შეფასებისა და დასკვნის
გამოტანის პროცესს;
ბ. სინამდვილის შემეცნება;
გ. ახალი ამოცანის გადაწყვეტას;
დ. მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულებას;
2. რა არის პრაქტიკული ანუ მოქმედებით-ხატოვანი აზროვნება?
ა.როდესაც ამოცანის გადაწყვეტა ხდება უშუალოდ მოქმედების პროცესში ;
ბ. პიროვნების აქტიური ნებისმიერი მოქმედება;
გ. პრობლემის გადაჭრა წარმოსახვაზე დაყრდნობით;
დ. ამოცანის გადაწყვეტა ცნობიერების მეშვეობით;
3.  რა არის ხატოვანი აზროვნება?
ა. პრობლემის გადაჭრა ხორციელდება ხატებზე დაყრდნობით;
ბ.  ამოცანის გადაწყვეტა ხორციელდება ცნებების მეშვეობით ;
გ. ადამიანის ცხოვრების ეტაპის ანალიზი;
დ. ყველა სწორია;
4.  რა არის ლოგიკური აზროვნება?
ა. ამოცანის გადაწყვეტა ხორციელდება ცნებების მეშვეობით ;
ბ. როდესაც ამოცანის გადაწყვეტა ხდება უშუალოდ პროცესში;
გ. მიზანდასახული მოქმედება;
დ. საჭირო  ინფორმაციის მოძიება;
5.  რა არის თეორიული  აზროვნება?
ა. გარკვეული კანონზომიერების შემეცნება აბსტრაქტული მიმართებების დამყარების
საფუძველზე ხდება;
ბ. გადაწყვეტა ცნებების მეშვეობით;
გ. პრობლემის გადაჭრა ხატებზე დაყრდნობით;
დ. როდესაც ამოცანის გადაწყვეტა ხდება მოქმედების პროცესში ;
6.  რა არის პრაქტიკული  აზროვნება?
ა. მიმართულია კონკრეტული, კერძო ამოცანების გადაჭრაზე;
ბ. პიროვნების  ნებისმიერი მოქმედება;
გ. ამოცანის გადაწყვეტა ხდება მოქმედების პროცესში;
დ. გარკვეული კანონზომიერების საფუძველზე ხდება;
7.  რა არის ანალიტიკური (ლოგიკური)  აზროვნება?
ა. პროცესი დროში გაშლილია, ეტაპობრივად მიმდინარეობს და შედარებით
გაცნობიერებულია;
ბ. მიმართულია კერძო ამოცანების გადაჭრაზე; 
გ. ამოცანის გადაწყვეტა მოქმედების პროცესში;
დ. ამოცანის გადაწყვეტა ცნებების მეშვეობით;
8.   რა არის ინტუიტური  აზროვნება?
ა. პროცესი დროში შეკუმშულია და მინიმალურადაა გაცნობიერებული ;
ბ. პროცესი შედარებით გაცნობიერებულია;
გ. მიმართულია  ამოცანების გადაჭრაზე;
დ. პრობლემის გადაჭრა ხორციელდება რეალობაზე დაყრდნობით;
9. რა არის კრიტიკული  აზროვნება?
ა. ესაა აზროვნების ფორმა, რომელიც საკითხის სხვადასხვა პრიზმაში დანახვას,
ალტერნატივათა აწონ-დაწონვასა და გაჩერებას გულისხმობს;
ბ. ახალი კანონზომიერებების აღმოჩენა;
გ. მისი მეშვეობით მიიღება სრულიად ახალი ცოდნა, გამოცდილება;
დ. არსებული გადაწყვეტილებების გამტკიცებაზე;
10.  რაზეა ორიენტირებული კრიტიკული აზროვნება?
ა. მიღებული გადაწყვეტილებების შემოწმებაზე, არსებული ნაკლოვანებების
გამოვლენაზე;
ბ. აზროვნების ფორმა, რომელიც დასკვნების გამოტანას გულისხმობს;
გ. ამოცანის გადაწყვეტა ხორციელდება ცნებების მეშვეობით ;
დ. ყველა პასუხი სწორია;

თეორიული საკითხები:
1. ყურადღება;( ყურადღების სახეები და თვისებები,
ყურადღების პათოლოგია );
ცნობიერების 10 თავისებურებათაგან, ყურადღება შედის ცნობიერებაში, როგორც
მისი ცენტრალური ნაწილი. ის გულისხმობს ცნობიერების შევიწროვებას და ამ სახით
წარმართავს ობიექტზე, რის შედეგადაც მიიღწევა ამ ობიექტის ნათლად განცდა, ანუ
ობიექტის „სუბიექტური სინათლე“.

ყურადღების არეში საუკეთესო პირობები არსებობს ფსიქიკური აქტივობის


წარმართვასა და რეგულაციისთვის. ცნობიერება ნებისმიერი ქცევის აუცილებელი
პირობაა.

2. მეხსიერება (მეხსირების ზოგადი დახასიათება,


მეხსიერების ფორმები);
მეხიერების ხელოვნება ანუ ეგრთწოდებული მნემონიკა (ბერძნულიდან
მეხსიერებას ნიშნავს);

არსებობს მეხსიერების ორი  ფორმა:

•ნებისმიერი (აქტიური) მეხსიერება;

•უნებლიე (პასიური) მეხსიერება, ეგრეთ წოდებული ასოციაციური


მეხსიერება;

დამახსოვრების, შენახვისა და აღდგენის პროცესები წარმოადგენენ


მეხსიერების, როგორც ფსიქიკური ფუნქციის (მოვლენის) უმთავრეს
მახასიათებლებს.

მეხსიერების ფორმებია:

•სენსორული მეხსიერება;

•ფსიქიკაში შეგრძნების ორგანოებით ინფორმაციის სენსორული გზებით შესვლა


ხდება. სენსორული რეგისტრის დონეზე, ადგილი აქვს მის აღბეჭდვას და
შემონახვას, ძალზე მცირე დროით; 

•ხანმოკლე მეხსიერება;

მნემური გადამუშავების შემდგომ ეტაპს ხანმოკლე მეხსიერება წარმოადგენს.


მასში სენსორული მეხსიერებიდან ის შინაარსი გადადის, რომელზეც ყურადღების
კონვერტაცია მოხდა.

•ხანგრძლივი მეხსიერება;

ხანგრძლივი მეხსიერება ინფორმაციის გადამუშავების ბოლო ეტაპია.

მისი მოცულობა და შენახვის დრო პრაქტიკულად განუსაზღვრელია.

•სემანტიკური და ეპიზოდური მეხსიერება;

ცოდნა სამყაროს შესახებ სემანტიკური მეხსიერებაა;

პირადი მოგონებები, ცნობები, რომლებიც ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა


ეპიზოდებს ეხება ეპიზოდური მეხსიერება ეწოდება

•პროცედურული და დეკლარაციული მეხსიერება;

პროცედურულ მეხსიერებაში მოცემულია ცოდნა იმის შესახებ თუ როგორ უნდა


შეასრულო რაიმე მოქმედება.

დეკლარაციულ მეხსიერებაში შენახულია ცოდნა იმის თაობაზე თუ რა არის, რას


წარმოადგენს ესა თუ ის ობიექტი ან მოვლენა;

3. აზროვნება (აზროვნების ცნება, აზროვნების სახეები );


საგანთა და მოვლენათა შორის ურთიერთკავშირის დადგენის, შეფასებისა და
დასკვნის გამოტანის პროცესს აზროვნება ეწოდება.

•შემეცნებით პროცესებს, აღქმასა და მეხსიერებასთან ერთად აზროვნებაც ეკუთვნის.

•აზროვნება სინამდვილილს შემეცნებას ახორციელებს;

•აზროვნების პროცესი ფსიქოლოგიურად განსხვავდება აღქმისა და მეხსიერებისაგან;


მეხსიერება უკვე ასახულის შეენახვაა, აღქმა და აზროვნება კი პირიქით,
სინამდვილის აქტიურ ასახვას იძლევა.

ადამიანის მთელი შემეცნებითი ფუნქციონირება წარმოდგენილია ინფორმაციის


გადამუშავების ერთიანი პროცესის სახით, სადაც ფსიქიკური ფუნქციები იმდენად
არის ურთიერთგადაჯაჭვული, რომ ზოგჯერ ძნელი ხდება მათშორის მკაფიო
საზღვრების გავლება

აზროვნების სახეებია:
•პრაქტიკული ანუ მოქმედებით-ხატოვანი აზროვნება - ამოცანის გადაწყვეტა ხდება

უშუალოდ მოქმედების პროცესში.

•ხატოვანი აზროვნება - პრობლემის გადაჭრა ხორციელდება ხატებზე დაყრდნობით

•. ლოგიკური აზროვნება - ამოცანის გადაწყვეტა ცნებების მეშვეობით. ეყრდნობა

ვერბალურ-ლოგიკურ მსჯელობას.

თეორიული აზროვნება - გარკვეული კანონზომიერების შემეცნება აბსტრაქტული

მიმართებების დამყარების საფუძველზე. თეორეტიკოს მეცნიერთა აღმოჩენები

სწორედ ამ ფორმის აზროვნების შედეგია.

პრაქტიკული აზროვნება - მიმართულია კონკრეტული, კერძო ამოცანების

გადაჭრაზე. გადაწყვეტილება უშუალოდ მიმდინარე პროცესის სწრაფი ანალიზის

შედეგად მიიღება.

ანალიტიკური (ლოგიკური) აზროვნება - პროცესი დროში გაშლილია, ეტაპობრივად

მიმდინარეობს და შედარებით გაცნობიერებულია. 

ინტუიტური აზროვნება - პროცესი დროში შეკუმშულია და მინიმალურადაა

გაცნობიერებული.

შემოქმედებითი აზროვნება - ემსახურება ახალი კანონზომიერებების აღმოჩენას.


მიმართლია ახალი იდეების შექმნაზე. 
რეალისტური აზროვნება - მიმართულია გარე სამყაროზე. იგი ემყარება ლოგიკურ
კანონებს და პრობლემის გადაჭრისას მიმართავს ანალიზსა და აბსტრაქციას. 
•პროდუქტული აზროვნება - მისი მეშვეობით მიიღება სრულიად ახალი ცოდნა,
გამოცდილება

•რეპროდუქტული აზროვნება - პრობლემის გადაჭრისას ეყრდნობა უკვე მზა ჩვევას,


გამოცდილ სქემას.

კრიტიკული აზროვნება - ორიენტირებულია უკვე მიღებული გადაწყვეტილებების

შემოწმებაზე, არსებული ნაკლოვანებების გამოვლენაზე.

კრიტიკული აზროვნება, ესაა აზროვნების ფორმა, რომელიც საკითხის სხვადასხვა


პრიზმაში დანახვას, ალტერნატივათა აწონ-დაწონვასა და გაჩერებას გულისხმობს. 

4. ქცევის ფსიქოლოგია (ქცევის განსაზღვრება );


ცოცხალი არსების ყოველგვარი აქტივობა, რომელიც განსაზღვრული
მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული, ქცევის სახელწოდებით
აღინიშნება;

 ქცევის ფიზიოლოგიური მხარეებია: 

ეკონომიკური - მატრიალური ფასეულობები;

ეთიკა - ზნეობრივი მხარე;

იურისპონდენცია - კანონებთან მიმართება;

ფსიქოლოგია - ფსქოლოგიური მხარეები;

ქცევაში გამოიყოფა 3 მხარე: 

•        დინამიკა- (ძალა, რომელიც მას აღძრავს და წარმართავს);

•        მიმართულება - (მიმართული აქტივობა, რომელიც ამ ქცევის


განხორციელების შედეგად  უნდა იყოს მიღწეული);

•        საზრისი ან ღირებულება - (ქცევა ყოველთვის რაღაცისათვის სრულდება,


მას გააჩნია საზრისი, მნიშვნელობა, ღირებულება);

ქცევის საბოლოო მიზნის მისაღწევად ადამიანს მრავალრიცხოვანი


მოქემედებების გავლა უწევს, მიზანის დასახვა, შუალედური ქცევა და საბოლოო
შედეგი.
ქცევის შინაგან სტრუქტურას აყალიბებს: 

•        მოთხოვნილება - აქტივობის ენერგიის წყაროა;

•        მოტივი - საქციელის გამომწვევი მიზეზი. მოტივი საზრისსა და


მნიშვნელობას აძლევს ქცევას, იგი ფიზიკურ ქცევას ფსიქოლოგიურ ქცევად
გარდაქმნის.

•        მიზანი - რისი მიღწევა სურს აქტივობით;

•        გეგმა - სად?, როდის?, რა და როგორ უნდა გაკეთდეს მოთხოვნილების


დასაკმაყოფილებლად;

5. ემოცია (ემოციის განსაზღვრება,ძირითადი


ემოციები);
ემოცია შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც ჩვენს დამოკიდებულებას
ასახავს. 

ფსიქიკური პროცესები სუბიექტისგან დამოუკიდებელი ობიექტის ასახვას


ემსახურებიან, ხოლო ემოციები უფრო ამ ობიექტისადმი დამოკიდებულობას
ასახავენ.

 ძირითადი ემოციური განცდებია: სიხარუი, დარდი, სევდა, შიში, სიყვარული,


რისხვა, გაბრაზება, ბედნიერება, გაკვირვება…

ემოციები უნდა ჩაითვალოს გარემოსთან შეგუების მძლავრ იარაღად, როდესაც


ორგანიზმი ყველაზე მეტად განიცდის ამ საჭიროებას, იწვევს ორგანიზმის მთლიან
ადაპტურ (შეგიუებით) რეაქციას, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის მთელი
მუშაობის გარდაქმნა მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად.

მწვავე ემოციის დროს ირღვევა ადამიანის მიზანშეწონილი ქცევა. 

·   მეოცე საუკუნის ბოლოს ემოციის ფსიქოლოგიაში გადატრიალება მოხდა.

·   ემოციურობა, აღიარებულია, სასიცოცხლო წარმატების გადამწყვეტ ფაქტორად,


უფრო მნიშვნელოვნად ვიდრე ინტელექტი.

·   დღეს წამოყენებულია ახალი ცნება- ემოციური კომპეტენტურობა, რაც გულიხმობს


ადეკვატურ ემოციურ ურთიერთობას.

ემოციების სპეციფიკურ თვისებას მათი პოლარული ხასიათი შადგენს, ყოველი


გრძნობა დადებითია ან უარყოფითი,  სიამოვნების ან უსიამოვნების ელფერს
ატარებს. ემოციების ამ თვისებას აბივალენტობა („ორპოლუსიანობა“) ეწოდება.
6. განწყობა ( განწყობის განსაზღვება,განწყობის 
სახეობები.);
სპეციფიკურ მდგომარეობას, რომელსაც სუბიექტში მოთხოვნილების
დაკამყოფილების ობიექტური სიტუაციის ზეგავლენის შედეგად ჩნდება განწყობა
შეგვიძლია ვუწოდოთ.

განწყობა შედგება 3 ფაქტორისაგან: სუბიექტური მოთხოვნილება, ობიექტური


გარემო და ოპერაციული შესაძლებლობები

განწყობის თეორია ქცევის ახსნითი მოდელია, ინდივიდს  ამზადებს საჭირო


ქცევისთვის და შესრულების მერე წყვეტს მოქმედებას, ადამიანი გადაერთვება
სხვა მოთხოვნლების დასაკმაყოფილებლად.

არსებობს განწყობის 3 სახეობა:

3: სიტუაციური, ფიქსირებული,  დისპოზიციური.

(სიტუაციური) ეს ერთჯერადი განწყობა იმით გამოირჩევა, რომ არ არის


მდგრადი და სიტუაციურად არის განპირობებული;

·       ფიქსირებული განწყობა შეიძლება განვიხილოთ როგორც დაფიქსირებული,


ორგანიზმში გამჯდარი განწყობა, რომელიც რამდენჯერმე განმეორების ან
პიროვნებისათვის ერთჯერადი, მნიშვნელოვანი გავლენის შედეგად
ყალიბდება.

·       დისპოზიციური განწყობის შემთხვევაში, სიტუაციური განწყობა გარდაიქმნება


დისპოზიციად. თუ ორგანიზმს აქვს მოთხოვნილება, განახორციელოს ქცევა
და თავად ეძებს შესაბამის სიტუაციასა და გარემოს, რომელშიც მოახერხებს
ქცევის რეალიზებას, ე.ი. სახეზეა თვითსტიმულაცია.

ნებისმიერ ქცევას, აუცილებლად წინ უსწრებს განწყობის აღმოცენება. იმისათვის


რომ აღმოცენდეს ქცევა და შესაბამისად, ამ ქცევის ადეკვატური განწყობა,
საჭიროა, არსებობდეს მოთხოვნილება, სიტუაცია, რომელიც მოიცავს ამ
მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფაქტორებს და მოთხოვნის შესაბამის
რესურსებს.
7. პიროვნების სტრუქტურა (ჩამოაყალიბეთ და
დაახასიათეთ პიროვნების სტრუქტურა);
პიროვნება, გარკვეულ წილად, წარმოადგენს აბსტრაქტულ ცნებას, იგი
აერთიანებს ადამიანისათვის დამახასიათებელ ბევრ ასპექტს: ემოციას ,
მოტივაციას, აზროვნებას, განცდებს, აღქმას, ქცევას.

პიროვნების ცნება კონცეპტუალური მნიშვნელობისაა და იგი მოიცავს შინაგანი


ფსიქიკური პროცესების ფართო სპექტრს, რომელიც თავის მხრივ, განაპირობებს
ადამიანის ქცევას კონკრეტულ სიტუაციაში.

არსებობს პიროვნების ცნების  რამდენიმე მიდგომა მისი სტრუქტურისა და


განმსაზღვრელი ფაქტორების გაგების მიხედვით?

À ფსიქოანალატიკური-რომლის ფუძემდებელია ზ. ფროიდი. მისი


მოსაზრებით, პიროვნება წარმოადგენს ბრძოლის ველს სადაც
ერთმანეთს უპირისპირდება არაცნობიერი ლტოლვები, ინსტიქტური
ძალები და ცნობიერება;

À     ბიჰევიორისტული მიმდინარეობა თვლიდა, რომ პიროვნება, ეს არის ის


გამოცდილება, რომელიც დააგროვა ადამიანმა მისი სიცოცხლის
მანძილზე, მათი მოსაზრებით პიროვნებას ქმნის გარემო სიტუაციების
ზემოქმედება.

À პიროვნების“ ერთ-ერთ თეორიას წარმოადგენს ნიშანთვისებების ანუ


დისპოზიციის თეორია, რომელიც ეყრდნობა ორ ძირითად მომენტს:

o   ადამიანებს ახასიათებთ სხვადასხვა სიტუაციაში ტიპიური ქცევა,


რომელსაც განსაზღვრავს ცენტრალური მიდრეკილებები-
დისპოზიციები;

o   პიროვნების უნიკალურობა - რომელიც გამოყოფს ძირითად


პიროვნულ ფაქტორებს:

§  ინტროვერსია - ექსტრავერსია

§  ემოციური სტაბილურობა - ნევროზი

§  ფსიქოტიზმი - ძლიერი სუპერ-ეგო

ფროიდის მიხედვით ადამიანი იყოფა 3 დონედ:

იდი(იგი) - წარმოადგენს პიროვნების ინტელექტუალურ ბირთვს

         ეგი (მე) - პიროვნების რაციონალური ნაწილი, რეალობის პრინციპებს


         სუპერ - ეგო - წარმოადგენს მის მორალურ მხარეს.

პიროვნებაში ზედმეტად დაბალმა შეფასებამ შეიძლება გამოიწვის


არასრულფასოვნების კომპლექსი, ხოლო ზედმეტად მაღალი თვითშეფასება
იწვევს თვითკმაყოფილებას, ამბიციურობას.

1.     რა არის პრეტენზიის დონე?

პრეტენზიის დონე- პიროვნების თვითშეფასების სასურველი დონეა, იგი


ვლინდება დასახული მიზნების სირთულეში.  მისი დონე განისაზღვრება ჩვენი
რეალური უნარის დამოკიდებულებით პოტენციურ უნართან. ჯეიმსი ამას
მარტივი წილადით გამოხატავს:

8. კომუნიკაცია და მეტყველება (ახსენით კომუნიკაციის


და მეტყველების ფუნქციები);
დღევანდელი სამყარო მეტყველებისა და კომუნიკაციის შედეგია, მეტყველების და
კომუნიკაციის მეშვეობის ესა თუ ის აზრი ხელმისაწვდომი გახდა ფართო
მასშტაბებით, მოხდა აზრთა დიფუზია და გაზიარება. 
მეტყველების 3 სახე:
წერითი
ზეპირი
ჟესტიკულაცია 

კომუნიკაცია მეტყველების სახეობაა, ის არის როგორც პიროვნების მიმართ ასევე


ჯგუფური. კომუნიკაციის მეშვეობის ვავრცელებთ მოსაზრებებს, ფაქტებსა და
მოვლენებს. 
 
პირველყოფილს მოთხოვნილება დაუდგა ბგერებით მიემართა მეორისათვის.

კომუნიკაბელურობა პირდაპირკავშირშია აზროვნნებასთან, დიდი ინფორმაციის


მარაგი ხელს უწყობს პიროვნებას ადვილად დაამყაროს კავშირი პიროვნებასთან
თუ პიროვნებათა ჯგუფთან.
 ერთ იუნკერზე თეორიული დავალება განისაზღვროს ორი საკითხით.

You might also like