You are on page 1of 10

მეტყველების კოგნიტური საფუძვლები და სისტემური თავისებურებები

თანამედროვე ენათმეცნიერებაში ვითარდება სხვადასხვა მიმართულება.


გამოყენებითი ლინგვისტიკიდან ჩვენი საკვლევი თემატიკის სფეროს წარმოადგენს
კოგნიტური ლინგვისტიკა და ფსიქოლინგვისტიკა, რომლებიც ერთმანეთთან
მჭიდროდ არის დაკაშირებული.

კოგნიტური ლინგვისტიკა იკვლევს მეტყველების კოგნიტური საფუძვლებს .მისი


შესწავლის სფეროს წარმოადგენს ენა, როგორც კოგნიტური მექანიზმი, რომელიც
მონაწილეობს ენის კოდირებისა და ტრანსფორმაციის პროცესში. კოგნიტური
ლინგვისტიკა აერთიანებს აღქმის, კატეგორიზაციის, კლასიფიკაციისა და სამყაროს
შემეცნების პროცესთა გააზრებას და გარკვეულ სისტემაში აქცევს მთელ ამ
პროცესებს. იგი იკვლევს ენისა და აზროვნების მიმართებას, ადამიანის როლს ენაში
და ენის როლს ადამიანის ცხოვრებაში. კოგნიტური ლინგვისტიკა ყალიბდებოდა მე-
20 საუკუნის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, თუმცა ინფორმაციის აღქმისა
და დამუშავების, ენის მეშვეობით ცოდნის მენტალური რეპრეზენტაციის
საშუალებათა კვლევის მცდელობა შეიმჩნევა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის
ენათმეცნიერების პირველ თეორიულ ნაშრომებში
ფსიქოლინგვისტიკის, შესწავლის მნიშვნელოვანი ასპექტი _ბავშვის ენობრივი
განვითარებაა.

ენის დაუფლების პროცესი განიხილება, როგორც აბსტრაქტული გრამატიკული


სტრუქტურებისა და მათი წესების წარმოქმნის ფლობის თანდაყოლილი უნარის
გამოვლენა, რომელიც კონკრეტული, მშობლიური ენის შესატყვისი მეტყველების
განვითარების სახით ეტაპობრივად რეალიზდება. რამდენადაც ენის დაუფლება არის
ბავშვის თანდაყოლილი უნარი, შესაბამისად, ის თანდაყოლილი ენობრივი ,,ცოდნის“
აქტუალიზაციას გულისხმობს. ამგვარად, ბავშვის ენობრივი განვითარება
,,შინაგანად“ არის განსაზღვრული. მეტყველება არა მხოლოდ ცოდნის დაუფლებისა
და კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ის ბავშვის ფსიქიკურ განვითარებასაც
განაპირობებს. საგნების, საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენებისა და ბუნების
გაცნობისას ბავშვს უფართოვდება გონებრივი შესაძლებლობები, უვითარდება
მეტყველება და უყალიბდება სინამდვილისადმი ესთეტიკური დამოკიდებულება.
ენა, ეს არის პირველი სისტემა, რომელიც განაპირობებს მის საზოგადოებრივ
ცხოვრებას.
სადოქტორო ნაშრომი თანაბრად იქნება ცენტრირებული როგორც კოგნიტურ, ისე
ფსიქოლინგვისტიკაზე. კვლევის მეთოდოლოდია იქნება
ინტერდისციპლინარული. კვლევა დაეფუძნება კოგნიტური ლინგვისტიკის,
ფსიქოლინგვისტიკისა და ფსიქოლოგიის თეორიულ მონაცემებს, რომლებიც
გამყარებული იქნება პრაქტიკული, კვლევების შედეგად მიღებული და
დამუშავებული მასალით.

ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობა განისაზღვრება შემდეგი ფაქტით: დასამუშავებელი


საკვლევი მასალა და კვლევის შედეგები ვალიდური იქნება როგორც სტრუქტურული და
კოგნიტური ენათმეცნიერების, ასევე ფსიქოლინგვისტიკისათვის.

ტრადიციურად ბავშვის მეტყველების განვითარებას 4 ფსიქოლინგვისტური


ასპექტით იხილავენ: 

 ფონეტიკური;
 სემანტიკური;
 გრამატიკული;
 პრაგმატულით;

აქამდე, ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, ერთი მხრივ


ენათმეცნიერების, კერძოდ ფსიქოლინგვისტიკის შესწავლის მნიშვნელოვანი
ასპექტი- ბავშვის ენობრივი განვითარება; მეორე მხრივ კი ქართულში სივრცის
სტრუქტურირების ენობრივი მოდელების გამოვლენა, რადგანაც ქართული ენა
მდიდარია სივრცის მასტრუქტურირებელი ენობრივი ელემენტებით-
თანდებულებითა და ზმნისწინებით, რომლებიც გამოხატავენ მოქმედების
ადგილს, მიმართულებასა და ორიენტაციას. სწორედ ამ საკითხების
შეჯერებით მიმდინარეობდა ჩვენი კვლევა- ბავშვის მეტყველების
განვითარების შესწავლა სივრცითი მიმართებების ენობრივი რეალიზაციების
ათვისების თვალსაზრისით. ჩვენი მიზანი იყო სივრცის ლინგვისტური
სტრუქტურირების ძირითადი მოვლენების გამოვლენა სკოლამდელი ასაკის
ქართველ ბავშვებში.

აქცენტი გაკეთებული გვქონდა არა საკომუნიკაციო, არამედ გეოგრაფიულ


სივრცეზე, მოგეხსენებათ გეოგრაფიული სივრცე სტრუქტურირდება
გარკვეული აბსტრაქტული მიმართებების საფუძველზე, რომელთა წარმოსახვა
დამოკიდებულია უშუალოდ კონკრეტულ, სუბიექტურ თვალთახედვაზე. ამ
ასპექტზე დაკვირვებით უკეთ წარმოჩნდა კონკრეტულ ცდისპირთა
ინდივიდუალური თვალთახედვა და საშუალება მოგვეცა უკეთ
დავკვირვებოდით ბავშვთა მეტყველების განვითარებას.
თავდაპირველად განვითარების მეტ-ნაკლებად ერთნაირი დონის
მიღწევისათვის გამოვრიცხეთ ე.წ. ინკლუზიური ბავშვები (განვითარების
დონით, როგორც თავიანთ ასაკთან შედარებით ჩამორჩენილი, ისე
მაღალგანვითარებული ე.წ. ,,ვუნდერკინდი“ ბავშვები) ასევე შერჩეული
გვყავდა ერთი და იმავე ეროვნების წარმომადგენლები, რათა კვლევის
შედეგებზე არ ემოქმედა მათ, ან მათი მშობლების ,, ენობრივ კოდს“ და
სააზროვნო, მშობლიური ენა ყველასათვის ერთი და იგივე ყოფილიყო. ასაკის
განსაზღვრის ამოსავალ წერტილად მივიჩნიეთ ის, რომ ბავშვებს არ ჰქონოდათ
სასკოლო სწავლებიდან გამომდინარე რაიმე ცოდნა და სივრცის
სტრუქტურირებისას ისინი ყოველდღიურ, პირად გამოცდილებას
დაყრდნობოდნენ.

საპილოტე კვლევამ ძალიან საინტერესო შედეგები მოგვცა, რაც შემდგომში


საჭიროებს სიღრმისეულ ანალიზსა და საფუძვლიან შესწავლას, რასაც უკვე
სადოქტორო ნაშრომში გავაგრძელებთ.

სკოლამდელი ასაკის ბავშვთა მეტყველების შესწავლისას საპილოტე ჯგუფზე


დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა რომ:

 სივრცის სტრუქტურირებისას პრობლემები უფრო აშკარად ჩანდა 4


წლის ასაკის ბავშვებში. ეს სწორედ ის ასაკია, როდესაც ბავშვი ჯერ
კიდევ ოპერაციამდელი განვითარების სტადიაში მყოფი, ცნებამდელი
აზროვნებიდან გადადის ინტუიციურ აზროვნებაზე. 5 წლის ასაკში ეს
ზღვარი უკვე გადალახულია და შესაბამისად ,, შეცდომებიც“ ნაკლებია
მათთან.
 როგორც 4, ისე 5 წლის ასაკის ბავშვებს უფრო მეტად უადვილდებოდათ
სივრცული მიმართებების ამსახველი წინადადებების აღქმა და გაგება,
ვიდრე სიტუაციის შესაბამისი ენობრივი გამონათქვამების წარმოქმნა
და გამოყენება.
 განვითარების ოპერაციამდელ სტადიაში მყოფ ბავშვებს უჭირდათ
ორიენტაციის განსხვავება და მი-მო ოპოზიციის გამიჯვნა მათთვის
პრობლმური ჩანდა.
 განსაკუთრებით სირთულეს უქმნიდა მათ ქართული ენის სპეციფიკა-
ზმნისწინის ასპექტთან და დროსთან გადაჯაჭვულობა. სიტუაციის
შესაბამისი დროის გამოყენების უფრო მეტი შეცდომა დაფიქსირდა,
ვიდრე ზმნისწინთა, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ სივრცითი
მიმართებების სტრუქტურირების პროცესს ქართულში ართულებს
ზმნისწინთა დამატებითი ფუნქციები- დროისა და ასპექტის წარმოება.
 სივრცის ლინგვისტური სტრუქტურირება და მისი ენობრივი
რეპრეზენტაციები სკოლამდელი ასაკის ბავშვებში მიმდინარეობს
ინტუიციურად- ამბობენ იმას, რასაც ხედავენ და ენობრივ
კონსტრუქციებს წარმოქმნიან საკუთარი, ყოველდღიური,
საყოფაცხოვრებო გამოცდილებიდან გამომდინარე ინდივიდუალურ
ცოდნაზე დაყრდნობით.

მეტყველების დაუფლებას თან ახლავს მთელი რიგი პრობლემები, რომელიც


განაპირობებს მეტყველების დარღვევებს. ეს კიდევ ცალკე საკვლევი საკითხია და ამ
მიმართულებითაც ჩავატარეთ საპილოტე ჯგუფზე დაკვირვება. აქცენტი გავაკეთეთ
მეტყველების დარღვევის ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე, კერძოდ, მეტყველების
დარღვევის განმსაზღვრელ გენეტიკურ ფაქტორებზე, ვიკვლევდით დაუნის
სინდრომის ბავშვთა მეტყველებას.

ლ.ვიგოტსკი თვლის, რომ მეტყველების დეფექტს სისტემური აგებულება აქვს. ის არის


პირველადი, ან მეორადი. პირველადი, დაკავშირებულია ანომალიური განვითარების
ბიოლოგიურ ფაქტორებთან, მათ შორისაა გენეტიკური დარღვევებიც ხოლო მეორადი,
რომელიც განპირობებულია პირველადი დეფექტის ანომალიური განვითარების შედეგად.

მეტყველების დარღვევები დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება.თითოეული


დარღვევის ბუნება და მიზეზი განსხვავებულია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში
დარღვეულია გარემოსთან ენის საშუალებით კომუნიკაცია. საზოგადოდ,
მეტყველების დარღვებში განასხვავებენ სამ შემთხვევას. ესენია:
 ექსპრესიული მეტყველების დარღვევა;
 იმპრესიული მეტყველების დარღვევა;
 მეტყველების შერეული დარღვევა;
ექსპრესიული მეტყველების დარღვევის დროს სირთულეს ვაწყდებით საკუთარი
აზრისა და გრძნობების გამოხატვაში. მსგავსი ტიპის დარღვევა ძირითადად
გამოვლენილია მწირი ლექსიკური მარაგის არსებობით, რაც შემდგომში უკვე
განაპირობებს მოკლე წინადადებებით მეტყველებას, წინადადების სტრუქტურის
არასწორ ფორმირებას, მორფოსინტაქსური ხასიათის გრამატიკულ შეცდომებს:
(ნაცვალსახელთა და წინდებულთა გამოტოვება, არასწორ ბრუნება და უღლება.
მსგავსი ტიპის მეტყველებას ხშირად, თუმცა არა ყოველთვის, თან ახლავს
არტიკულაციის პრობლემები.
იმპრესიული მეტყველების დარღვევისას პრობლემა გვაქვს სხვათა მეტყველების
გაგებასა და აღქმაში. მსგავსი დარღვევის მქონე პირები არ რეაგირებენ სხვათა
მეტყველებაზე არა იმიტომ, რომ არ ესმით, არამედ იმიტომ, რომ დარღვეული აქვთ
რეცეპტული მეტყველების უნარი. ამ ტიპის დარღვევას, თითქმის ყველა შემთხვევაში
თან ახლავს ექსპრესიული მეტყველების პრობლემაც. ეს ლოგიკურიცაა,რადგან
მოგეხსენებათ, რომ სიტყვის მოსმენა და გაგება მეტყველების წინაპირობაა.
შერეული დარღვევის შემთხვევაში,როდესაც ერთდროულად ორივე ტიპის დარღვევას
ვხვდებით.

მეტყველების დარღვევის შეფასებისას განიხილება ენის ხუთი ასპექტი.ესენია:


 ფონოლოგია;
 მორფოლოგია;
 სინტაქსი;
 სემანტიკა;
 პრაგმატიკა;
ფონოლოგია-ვლინდება არტიკულაციის გაძნელებაში,ბგერათა გამოთქმის
სიძნელეში,მათ გამოტოვება-დაკარგვაში,რედუქცია-შემოკლებებში. ფონოლოგიური
დაკვირვება ძირითადად ექსპრესიულ მეტყველებაში მიმდინარეობს.
მორფოლოგია- პრეფიქს-სუფიქსების გამოყენება.არსებითი სახელის რიცხვის,ზმნის
დროების წარმოება,კუთვნილებითი ფორმების წარმოება-გამოყენება მეტყველების
დროს. ბავშვს სთხოვენ წინადადებების დამთავრებას.
სინტაქსი- გულისხმობს გრამატიკული კონსტრუქციებისა და სტრუქტურების
გაგებას. იმპრესიული სინტაქსის შეფასება ხდება სურათების ამორჩევის ტესტით.
წაკითხული ტექსტებიდან ცდისპირებმა უნდა ამოარჩიონ შესაბამისი სურათი,
ხოლო ექსპრესიული სინტაქსი გულისხმობს გრამატიკულად გამართული
წინადადებების წარმოთქმის უნარს. ეს მოწმდება წინადადების სწორი გამეორებით,
მაგრამ ვინაიდან და რადგანაც გამეორება არ არის წინადადების სწორად
ფორმულირებისა და სტრუქტურირების ანალოგიური, უფრო ვალიდურად მიიჩნევა
ბუნებრივ გარემოში ბავშვის მეტყველებაზე დაკვირვება და სპონტანური
მეტყველების დროს წარმოთქმული ფორმების შეგროვება-ანალიზი.
მეტყველების სემანტიკური დონის სირთულეები ვლინდება ბავშვის მწირ
ლექსიკურ მარაგში. უჭირს სიტყვათა სხვადასხვა მნიშვნელობის გაგება,სიტყვების
გახსენება. ამგვარი დაკვირვება ძირითადად ლექსიკონზე დაფუძნებული ტესტების
საშუალებით მიმდინარეობს. ასევე გამოიყენება სიტყვათა განმარტებებზე,
ანალოგიებზე, სიტყვებს შორის მიმართებების დადგენაზე აგებული ტესტები.
პრაგმატიკა- გულისხმობს ენის გამოყენებას სოციალურ კონტექსტში. სირთულეები
ჩნდება კონკრეტულ სიტუაციაში ენისა და ჟესტების გამოყენებაში,რომელიც
ძირითადად ვლინდება ამბის მოყოლისას, ანუ გაბმული თხრობის დროს, ასევე
სიტუაციურ დიალოგებში. თითოეულ ინდივიდს, განსხვავებულად აქვს
განვითარებული ენის გამოყენების პრაგმატიკული უნარები.

ცნობილია, რომ მთელ რიგ სხვა პრობლემებს შორის, რომლებიც თავს იჩენს დაუნის
სინდრომის მქონე ბავშვებში, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას სწორედ მათი
მეტყველების განვითარება წარმოადგენს. ამ კატეგორიის ბავშვთა მეტყველებაზე
მუშაობისას ორი შემთხვევა უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან:
პირველი: სმენის პრობლემა. ძალიან ხშირად დაუნის სინდრომს თან სდევს
სხვადასხვა ხარისხის სმენის დარღვევები და, აქედან გამომდინარე, ჩნდება
მეტყველების განვითარებისა და არტიკულაციის პრობლემებიც.
მეორე: შემთხვევა, როდესაც სმენასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს.
როდესაც მეტყველების განვითარების დარღვევა დაკავშირებულია სმენის
პრობლემასთან, ანდა ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებასთან, ამ
შემთხვევაში პრობლემას მხოლოდ ლინგვისტური მიდგომით ვერ გადავჭრით და აქ
უკვე სამედიცინო ჩარევაა აუცილებელი.მეტყველების დარღვევა სერიოზული,
თუმცა მოგვარებადია: ეს რთული ფსიქოლოგიური პრობლემაა, რაც უკავშირდება
ფიზიკური და გონებრივი განვითარების თავისებურებებს.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მეტყველებაში, უმთავრესად, ერთდროულად
ვხვდებით ორივე ტიპის მეტყველების დარღვევას, ანუ მათთვის დამახასიათებელია
მეტყველების შერეული დარღვევის ტიპი.
დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის დამახასიათებელია ძალიან რთულად
გასაგები მეტყველება,რომელსაც თან ახლავს სამეტყველო კუნთების
კოორდინაციის დარღვევა. რთულად გასაგები მეტყველება სხვადასხვა მიზეზით
შეიძლება იყოს განპირობებული. ესენია:
 ბგერების არტიკულაციის სირთულე;
 პირ-სახის კუნთების დაბალი ტონუსი;
 ფონოლოგიური პრობლემები (მაგ., ბოლო ბგერების გამოტოვება);
 მეტყველების მოტორული დაგეგმვის სირთულე;

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტყველების სწორ განვითარებას ხელს უშლის სმენისა


და არტიკულაციური ხასიათის პრობლემები, რაც გამოწვეულია ანატომიურ-
ფიზიოლოგიური თავისებურებებით, რომლებიც დამახასიათებელია დაუნის
სინდრომისთვის. (ჰიპოტონია, პატარა ზომის პირის ღრუ, მაღალი სასა, სუნთქვის
სირთულეები). რაც შეეხება მხედველობით აღქმას, ეს მათი ძლიერი მხარეა. ისინი
საკმაოდ მცირე დროის განმავლობაში იმახსოვრებენ საკმაო რაოდენობის
ინფორმაციას. მაგრამ, მხედველობითი აღქმისას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში
დამახსოვრება ხდება ე.წ. ხატისებური მეხსიერებით და არა ფოტოგრაფიულით (ე.წ.
ეიდეტური მეხსიერება).

მრავალწლიანი კვლევებითა და დაკვირვებებით დადგინდა, რომ დაუნის


სინდრომის მქონე ბავშვები სხვადასხვაგვარად ითვისებენ ენის დონეებს. მათ
შედარებით უკეთ აქვთ განვითარებული სემანტიკა, შეუძლიათ სიტყვათა მარაგის
გარკვეული რაოდენობის ათვისება და შემდგომ უკვე ამ სიტყვების სოციალურ-
ინტერაქციული გამოყენება; ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მათი მეტყველების
განვითარებაში სემანტიკა და პრაგმატიკა შედარებით ძლიერ მხარეს წარმოადგენს.
ძირითად სირთულეს წარმოადგენს მორფო-სინტაქსი. მთელი რიგი დარღვევები
გვხვდება სწორედ ამ დონეზე.განსაკუთრებით გრამატიკული დროის
ფორმირებასთან, სუფიქს-პრეფიქსების გამოყენებასთან. მათი მეტყველებისათვის
დამახასიათებელი ძალიან მოკლე წინადადებები არ ასახავს ფაქტობრივ ვითარებას.
როგორც წესი, ისინი უფრო მეტს აღიქვამენ, ვიდრე გადმოსცემენ.
ჩვენ შევეცადეთ ჩაგვეტარებინა საპილოტე კვლევა და გაგვერკვია დაუნის
სინდრომის მქონე ქართულ ენაზე მოსაუბრე ბავშვების მეტყველებისათვის
დამახასიათებელი სირთულეები დაკავშირებული გრამატიკულად სწორი დროის
ფორმების ხმარებასთან. ამ მიზნით შევისწავლეთ ხუთი ბავშვის მეტყველება.
ასაკობრივ ჯგუფად შეირჩა 9-10 წლის მოზარდები. ლოგიკურად გაჩნდება
კითხვა,რატომ მაინცდამაინც ეს ასაკობრივი ჯგუფი და არა სკოლამდელი ასაკის
ბავშვები, რადგანაც მეტყველების განვითარება სწორედ სკოლამდელი ასაკის
პერიოდში ხდება. მაგრამ, რადგან ჩვენი საკვლევი სფერო მეტად სპეციფიკურ
ბავშვებს ეხებათ, ეს უპირატესობა მივანიჭეთ სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფს. სკოლის
პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს ზეპირი, გაბმული მეტყველების
განვითარება, ამასთანავე ენისა და მეტყველების განვითარებაზე ძალიან დიდ
გავლენას ახდენს წერა-კითხვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. დაუნის სინდრომს
თან ახლავს სხვადასხვა ხარისხის ინტელექტუალური და ადაპტაციური უნარების
დარღვევა, კერძოდ, სწავლისა და კომუნიკაციის სფეროში. ამ ფაქტორების
გამოსწორებაზე მუშაობა ადრეული ასაკიდანვე იწყება და სკოლის პერიოდი, მესამე-
მეოთხე კლასი სწორედ ის დროა, როდესაც ამ ტიპის ბავშვები უკვე ფლობენ წერა-
კითხვის უნარ-ჩვევებს. რატომ მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლეები და არა
პირველი-მეორე კლასისა? წერა-კითხვის დაუფლება ხომ სწორედ პირველ კლასში
ხდება? ამის მიზეზია ის, რომ ამგვარი ბავშვები სხვებთან შედარებით, გვიან
სწავლობენ მასალას და ნელა ითვისებენ ამა თუ იმ უნარ-ჩვევას. გარდა ამისა, დაუნის
სინდრომის მქონე ბავშვთა მეტყველების განვითარება ბევრად ჩამორჩება მათ
გონებრივ განვითარებას. მათი მეტყველება განვითარების იმავე ეტაპებს გადის,
რასაც მათი თანატოლების, მაგრამ ბევრად ნელა. ფსიქოლოგიურმა დაკვირვებებმა
აჩვენა, რომ 10 წლის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მეტყველება შეესაბამება
დარღვევის არმქონე, დაახლოებით 4-5 წლის ასაკის ბავშვის მეტყველებას.
1
ანუ,გონებრივი განვითარების მიხედვით განსაზღვრული ასაკი ფიზიკურ ასაკთან

1
ინტელექტის დონე ფასდება კლინიკური დაკვირვებისას ადაპტაციური ქცევის სკალებისა და
ფსიქომეტრული ტესტების გამოყენებით.IQ- 50-69 იოლი გჩ, IQ- 35-49 საშუალო გჩ, IQ- 20-34 ძლიერი,
IQ- 20-ზე დაბალი მძიმე გჩ. (ვექსლერის ინტელექტის სკალა 2.5-დან 13 წლამდე ასაკის
ბავშვებისათვის) გონებრივი ასაკის ფიზიკურ ასაკთან შესაბამისობა ამ სკალით ჩატარებული
შედეგების მიხედვითაა მიღებული. თ. გაგოშიძე, ბავშვის განვითარების დარღვევები, 2007.
შედარებით დაახლოებით განახევრებულია. სწორედ ამიტომ შეირჩა ასაკობრივ
ზღვრად 9-10 წელი და არა სკოლამდელი პერიოდი. მესამე და მეოთხე კლასი ეს ის
პერიოდია, როდესაც შესაძლებელია უკვე მათი მეტყველებისათვის დამახასიათებელ
გრამატიკულ თავისებურებებზე დაკვირვება.

ენობრივი მასალა მოვიპოვეთ ცდისპირებზე უშუალო დაკვირვებით.

მასალის ანალიზი და დასკვნები:


 დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მეტყველებისათვის დამახასიათებელია
ძალიან მოკლე წინადადებები. როგორც წესი, ისინი უფრო მეტს აღიქვამენ,
ვიდრე გადმოსცემენ.მათ თითქმის ზედმიწევნით ზუსტად დახატეს ის
სურათი, რომელიც ნახეს.ფერები აბსოლუტურად ზუსტად გაიმეორეს, გარემო
გზა,ბაღი,ხეები,ყვავილები -, რომელიც სურათზე იყო მოცემული,
ზედმიწევნით ზუსტად და ეს მაშინ, როდესაც კითხვაზე რას ხედავ სურათზე ?
პასუხი იყო მარტივი, მინიმალისტური ან ბავშვი მიდის, ან ბაღს, ან სხვა
მხოლოდ ცალკეული სიტყვები.
 მეტყველების განვითარება უშუალო კავშირშია ხელის წვრილი მოტორიკის
განვითარებასთან. ცდისპირებიდან ისინი, რომლებსაც უკეთ შეეძლოთ ხატვის
დროს ფანქრის დაჭერა, გათლა, გაფერადება, ფურცლების გამოჭრა, დაწებება
გაცილებით უკეთ მეტყველებდნენ, ვიდრე ისინი, რომელთაც შედარებით
სუსტად ჰქონდათ განვითარებული მოტორული ფუნქციები.
 მათი მეტყველებისათვის დამახასიათებელია ორიენტირება ერთ კონკრეტულ
მომენტზე.
საზოგადოდ, ინდივიდის კოგნიტურ განვითარებაში გამოიყოფა
ოპერაციამდელი ეტაპი, რომელიც მოიცავს 2-დან 7 წლამდე ასაკის პერიოდს.
(ჩვენს შმთხვევაში ეს ასაკობრივი ზღვარი შეესაბამება 9-10 წელს)
ოპერაციამდელი ეტაპის აზროვნება უფრო მეტად დამოკიდებულია ხედვაზე,
ვიდრე წესებსა და ცნებებზე. ამ ასაკში აზროვნება დამოკიდებულია
ცენტრირებაზე, რაც აისახება მეტყველებაზეც. დაუნის სინდრომის მქონე
ბავშვთა მეტყველებაზე დაკვირვებისას ძირითადი შეცდომები ფიქსირდებოდა
წარსული დროის ხმარებასთან. როდესაც ცდისპირებს მიეწოდებოდათ
ნახატები და უნდა აღეწერათ სიტუაცია, თუ რას ხედავდნენ, უმრავლეს
შემთხვევაში ისინი ირჩევდნენ ზმნის ახლანდელი დროის ფორმებს, მაშინ
როდესაც მოქმედება იყო წარსულსა და მომავალში. ანუ, ისინი
კონცენტრირებულნი იყვნენ იმ დროზე, რომელ დროსაც ხდებოდა
საექსპერიმენტო დავალებების შესრულება და ვერ ახერხებდნენ
განზოგადებას. როდესაც მივმართავდით კითხვით აბა, მითხარი რას ხედავ ?
ყველა შემთხვევაში მათი პასუხი იყო ახლანდელ დროში, მიუხედავად იმისა,
რომ სურათზე მოქმედება უკვე დასრულებული იყო. მაგრამ, როდესაც კითხვა
სხვაგვარად იყო დასმული: აბა რა დაინახე? მათ უკვე შეძლეს გრამატიკული
დროის სწორად ფორმირება. იგივე შემთხვევა დაფიქსირდა მომავალი დროის
ხმარებასთანაც. კითხვაზე რას ხედავ? ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება
გაემახვილებინათ სურათზე მოცემულ მომავალი დროის მოქმედებაზე, ისევ
აწმყო დროში მიპასუხეს, მაგრამ, კითხვაზე, რომელიც მომავალი დროის
ფორმით იყო ჩამოყალიბებული: აბა, მითხარი, რას იზამს გოგონა? მათ უკვე
სწორად მოახერხეს ზმნის მომავალი დროის ფორმირება და გამოყენება.

 ისინი განზოგადებას ახდენენ თვალსაჩინო თვისებების საფუძველზე და


უადვილდებათ თვალსაჩინო ანალოგიების გაგება. მათ აქვთ სივრცისა და
დროის, თანმიმდევრობის მიმართების აღმნიშვნელი კონსტრუქციების
გაგების პრობლემა. მიღებული გამოცდილების სხვა სიტუაციაში გამოყენების
სიძნელე.
 კვლევის შედეგად დადასტურდა მათთან მხედველობითი მეხსიერების
უპირატესობა: როდესაც ცდისპირებს დაურიგდათ საექსპერიმენტო მასალა,
დაფიქსირდა გრამატიკული დროის ხმარებასთან დაკავშირებული შეცდომები;
ხოლო როდესაც იმავე სახის მასალა შემდგომ უკვე მიეწოდათ ნახატებისა და
ვიდეო ჩანაწერების საშუალებით და მათ ვთხოვდით აღეწერათ, თუ რას
ხედავდნენ სურათზე, ექსპერიმენტში მონაწილე ხუთივე პირმა სწორი
ფორმით აწარმოა გრამატიკული დროის ფორმები. თუმცა, როდესაც მათ
კვლავ მივაწოდეთ მასალა, სადაც ვუსახელებდით მაგალითს რომელიმე
კონკრეტული დროის ფორმით და ვთხოვდით შემდგომ გაემეორებინათ იგივე
წინადადებები სხვა დროის ფორმით, კვლავ დაფიქსირდა დროის ხმარებასთან
დაკავშირებული მთელი რიგი შეცდომები; და ეს მაშინ, როდესაც იგივე
წინადადებები აბსოლუტურად სწორად წარმოთქვეს ნახატის ანდა ვიდეოს
ყურების შემდგომ.
 მოვლენა, რომელიც დაფიქსირდა ზმნის წარსული დროის ფორმების
წარმოების დროს იყო, ასევე, ჰიპერრეგულაცია. კერძოდ, ორი მათგანი
თითქმის (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) ვერ აწარმოებდა ერგატიულ
კონსტრუქციას.
 მათ აქვთ ზოგადად დროისა და სივრცის გაგების პრობლემა.სწორედ ეს
განაპირობებს მათ მეტყველებაში ზმნის დროის ფორმირებასთან
დაკავშირებულ შეცდომებს.
 არ გვხვდება რეცეპტული მეტყველების დარღვევა. ანუ ისინი იგებენ
უარყოფას, ასევე შეკითხვას.

ეს საკითხები საფუძვლიან შესწავლასა და კვლევას საჭიროებს. როგორც ბავშვის


მეტყველების განვითარება ქართული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, ისე მისი
თანმხლები დარღვევები, როგორც გენეტიკური, დაუნის სინდრომის შემთხვევები,
ასევე მთელი რიგის სხვა დარღვევები, რომლებიც ენობრივი მიმართულებით
საკვლევი და გამოსავლენია. საფუძვლიანადაა შესასწავლი ამ საკითხებთან
დაკავშირებული მეტყველების კოგნიტური საფუძვლები და მთელი რიგი
სისტემური თავისებურებები. ამ ყველაფერს სიღრმისეული კვლევა სჭირდება.
სადოქტორო ნაშრომში განხილული იქნება ბავშვთა მეტყველების თავისებურებები,
მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები. საფუძვლიანად იქნება შესწავლილი
და გამოვლენილი მეტყველების დარღვევის ტიპები და მათი გამომწვევი მიზეზები.

You might also like