You are on page 1of 8

კომუნიკაცია და მეტყველება

ფსიქოლოგიის საფუძვლები 2

JUNE 18, 2018


კავკასიის უნივერსიტეტი
რუსუდან გურგენიძე
1

კომუნიკაცია, ეს არის მინიმუმ ორ ადამიანს შორის ინფორმაციის


გაცვლა, რომელსაც 
ყოველთვის გააჩნია გარკეული მიზანი. სწორედ ამ მიზნის მისაღებადაა
აუცილებელი ცოტა რამ მაინც ვიცოდეთ ეფექტური კომუნიკაციის
შესახებ, ანუ როგორ გავცეთ ისე ინფორმაცია, რომ მისმა  მიმღებმა
მხარემ  ზუსტად გაიგოს რა იგულისხმა ინფორმაციის გამცემმა. აქვე
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თითქმის არასოდეს  არ ხდება მიმღების
მიერ ინფორმაციის მთელი სიზუსტით აღქმა. კომუნიკაცია მეტად
რთული მოვლენაა, რომელიც მოიცავს ინფორმაციის გადმოცემას,  მის
მიღებასა და მიღებულ ინფორმციაზე რეაგირების ეტაპებს.
   ინფორმაციის გადმოცემა ხდება როგორც ენის საშუალებით, ასევე
სიტყვების გარეშეც. ინფორმაციის მიღება  მარტივი არაა და საჭიროებს
მიმღებისაგან ყურადღების მიქცევას, მოსმენას  და ინფორმაცის გაგებას-
შინაარსის წვდომას. კომუნიკაციის პროცესი არ სრულდება მხოლოდ
ინფომაციის გაცვლით, ამ ყველაფერს მოჰყვება მიმღების რეაგირების
ეტაპიც.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, კომუნიკაცია არის ადამიანთა ერთობლივი
ცხოვრების და აქტივობის ( საქმიანობის) აუცილებელი პირობა. ანუ
ესაა ურთიერთკავშირი ინფორმაციის გამცემსა და მიმღებს შორის.
არსებობს  ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია. განვიხილოთ
თითოეული მათგანი. 

ვერბალური
კომუნიკაციაა ენის გამოყენებით. მისი მიზანია სიტყვიერი
ინფორმაციის გადაცემა, მას დიდი მნიშვნელობა აქვს საკლასო
გარემოში, ლექციის, სემინარის, დისკუსიისა და ჯგუფური მუშაობის
დროს.
ინფორმაცია ადვილად გადასამუშავებელი და მაქსიმალურად გასაგები
რომ იყოს, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. ესენია:

ორშაბათი, 18 ივნისი, 2018


2

ტერმინოლოგია, ინფორმაციის შინაარსი, სიდიდე, ორგანიზება და


ანალიზი.

არავერბალური
კომუნიკაცია სიტყვების გარეშე, ანუ ადამიანის ფიზიკური
მახასიათებლებითა და ქცევით.
ვერბალურის სისწორე და სანდოობა მტკიცდება არავერბალურით.
მაგალითად: ადამიანი პოზიტიურად აფასებს მოვლენას, მაგრამ მისი
სახის გამომეტყველება ამის საწინააღმდეგოს ადასტურებს. ადამიანები
უფრო მეტად არავერბალურ ინფორმაციას ენდობიან. სიტყვების
კონტროლზე რთული არავერბალური მანიშნებლების კონტროლია.
ვერბალური წყდება, როცა წყარო ინფორმაციის მოწოდებას წყვეტს,
არავერბალური კი ყოვეთვის გადაიცემა სხეულის პოზით,
ჩაცმულობით, ქცევით და ასე შემდეგ. როდესაც სტუდენტები ლექტორს
აფასებენ ზოგადად ან მის კომპეტენტურობას, უმეტეს შემთვევაში
არავერბალურ ინფორმაციაზე მიუთითებენ. მაგალითად: სასიამოვნო
ხმა აქვს, გამაღიზიანებელი მანერები აქვს, მომწონს მისი ხმის ტემბრი
და ასე შემდეგ.
ვერბალური კომუნიკაცია ენის საშუალებით, ხოლო არავერბალური
საშუალებებია: მიმიკა, ჟესტიკულაცია, პოზა, მედველობითი
კონტაქტი(თვალებში ცქერა ან პირიქით, თვალის არიდება),
ექსტრალინგვისტური საშუალებები, როგორიცაა( ინტონაცია, პაუზა,
ხმის სიმაღლე) და ბოლოს პროქსემიკა ანუ კომუნიკაციის ორგანიზაცია
სივრცეში. მაგალითად : მოსაუბრის მოახლოება ან მისგან დაშორება ,
გვერდულად დგომა და ა.შ.
ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად ინფორმაციის 65%- მდე
ურთიერთობის არავერბალურ საშუალებებზე მოდის. თუმცა ისიც
გასათვალისწინებელია, რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი პირობითია,

ორშაბათი, 18 ივნისი, 2018


3

რადგან არავერბალური საშუალებების მრავალფერობნება და


თავისებურება იცვლება კულტურათაშორის...

ჟესტები ასრულებენ 5 ფუნქციას:


სიმბოლოს, ილუსტრაციის, ადაპტაციის, რეგულაციისა და ემოციის
ინდიკაციის.

პროქსემიკური ანუ კომუნიკაციის წევრების სივრცეში განლაგების


განსხვავების სადემონსტრაციოდ ჩვეულებრივად იყენებენ ე.წ
დისტანტური და კონტაქტური ერების არსებობის ფაქტს.

დისტანტური
ჩრდილოეთ ევროპა
ამერიკის შეერთებული შტატები

კონტაქტური
სამხრეთი ევროპა
მცირე აზია

ორშაბათი, 18 ივნისი, 2018


4

პირველნი ცდილობენ დაიცვან თავისი პირადი სივრცე 70 სმ-მდე,


ხოლო მეორენი კი უახლოევდებიან. ამ ვითარებას ხშირად ‘’ლათინო-
ამერიკულ ვალსს’’ უწოდებენ.

ნაკლებად კონტექსტური კულტურისათვის გადამწყვეტია ვერბალური


ნიშნები. მაგ: გერმანული, ჩრდილო-ამერიკული.

მეტად კონტექსტურ კულტურას ახასიათებს არავერბალური


სიგნალებისთვის დიდი მნიშნველობის მინიჭება.
მაგ: არაბული, იაპონია.

ქართული ფსიქოლოგიის ტრადიციით ვანსხვავებთ ორ ტერმინს: ენას


და მეტყველებას.

ენა
წარმოადგენს ობიექტურად არსებულ ნიშანთა სისტემას.
მეტყველება
კონკრეტული ადამიანის ფსიქიკურ აქტივობას, რომელიც
ხორციელდება ენის საშუალებით.

ორშაბათი, 18 ივნისი, 2018


5

გამოიყოფა ენის რამდენიმე თვისება


 შემოქმედითობა - ადამიანები ქმნიან და ესმით წინადადებები,
რომლებიც მათ არასდროს არ მოუსმენიათ.
 სტრუქტურა - ენა ექვემდებარება ლინგვისტურ ელემენტთა მკაცრ
წესებს.
 ენა შინაარსის მქონეა და შეეფარდება ობიექტურ სინამდვილეში
არსებულ მოვლენებს.
 ენა კომუნიკაციურია - ემსახურება ადამიანთაშორის
ურთიერთბას.

მეტყველება
ინდივიდის მოქმედებაა ენის საშუალებით, იგი იცვლება ადამიანის
ინდივიდუალური თავისებურებების შესაბამისად.

პოლ გრაისის 4 ძირითადი წესი


1. რაოდენობა - შეტყობინება უნდა იყოს იმდენად იმპორმატიული ,
რამდენის მოთხოვნაც არის.
2. ხარისხი - შეეცადეთ ილაპარაკოთ სიმართლე.
3. ილაპარაკეთ თანმიმდევრულად, რომ ყოველ ახალ ნათქვამს
კავშირი ქონდეს წინასთან.

ორშაბათი, 18 ივნისი, 2018


6

4. სტილი - ილაპარაკეთ ზუსტად და გარკვევით. მოერიდეთ


ორაზროვანი ფრაზების გამოყენებას.

მეტყველების ფუნქციებია
1) ექსპრესიის ანუ განცდათა გამოხატვის ფუნქცია.
2) აღმნიშვნელობითი ფუნქცია.

მეტყველების სახეებია
 შინაგანი მეტყველების დროს აზრი ხმამაღლა გამოუთქმელად
მეტყველების საშუალებით ყალიბდება. ასეთი მეტყველება
შემოკლებულია, ფრაგმენტული.
 წესით მეტყველებას არ ახლავს არავერბალური საშუალებები :
ინტონაცია, პაუზები, შესატყვისი ჟესტიკულაცია.
 ზეპირი მეტყველება სარგებლობს არავერბალური საშუალებებით.

რჩევები მსმენელისათვის
o განსაზღვრეთ მიზანი. განეწყვეთ ყურადღებით მოსასმენად.
o გონება მოიკრიფეთ , ნუ გადაიტანთ ყურადღებას სხვა ობიექტზე.
o მოისმინეთ ინტერესით და ნუ ჩქარობთ ნაადრევი დასკვნების
გამოტანას.
o გაიმეორეთ მოსმენილი სხვა სიტყვებით, დააზუსტეთ, რამდენად
სწორად გაიგეთ ნათქვამი.

ორშაბათი, 18 ივნისი, 2018


7

Bibliography
ირაკლი იმედაძე, ფსიქოლოგიის საფუძვლები

Intermedia.ge

ორშაბათი, 18 ივნისი, 2018

You might also like