You are on page 1of 12

ლექცია 1

წერის საწყისი ელემენტები


 ადამიანი სოციალური არსებაა. ის მუდმივად ურთიერთობს საზოგადოებასთან.
გადასცემს და იღებს ინფორმაციას. ამ პროცესს კომუნიკაცია ეწოდება. კომუნიკაცია
არის ვერბალური, არავერბალური და წერილობითი. კომუნიკაციის კარგი
ვერბალური თუ წერილობითი უნარები ადამიანს სხვებისგან გამოარჩევს და
საშუალებას აძლევს, გაცილებით მეტს მიაღწიოს.წერილობითი კომუნიკაციის კარგი
უნარების მქონე თანამშრომელი პროფესიონალ და შესაბამისად,
მაღალანაზღაურებად კადრს ნიშნავს. ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია წერილობით
გარკვევით ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი, არასოდეს ჩამოყალიბდება
პროფესიონალად. ამიტომ აკადემიური წერის კურსის საფუძვლიანი შესწავლა ძალიან
მნიშვნელოვანია.

ზეპირი და წერითი მეტყველება განსხვავდება ერთმანეთისაგან:

კოდირების მეთოდით

1. ზეპირი მეტყველება გამოხატულია ბგერებით, წერითი მეტყველება კი – ასოებით.

2.წარმოშობის მექანიზმით

3. წერილობითი ტექსტი, როგორც წესი, წინასწარ მომზადებულია და ექვემდებარება


კორექციას – რედაქტირებას, ზეპირი მეტყველება კი სპონტანურია, სხვა სიტყვებით,
იქმნება ლაპარაკის მომენტში, მოითხოვს ლექსიკურ ერთეულთა სწრაფი შერჩევის
ტექნიკას და სინტაქსურ სტრუქტურათა აგების ავტომატურობას.

 აღქმის მექანიზმით

 ზეპირი მეტყველება აღიქმება მაშინვე – მეტყველებისთანავე, წერითი


მეტყველების ადეკვატური აღქმისათვის კი სრულიად ბუნებრივია ტექსტის
რამდენჯერმე წაკითხვა.

 გრამატიკული და ლექსიკური თავისებურებებით


 წერითი მეტყველებისათვის დამახასიათებელია ბმულობა და კონსტრუქციათა
სირთულე. ზეპირი მეტყველებისათვის კი ჩვეულია გამეორება, არასრული და
მარტივი კონსტრუქციები.

 გამომხატველობითი საშუალებებით.

 გამომხატველობითი საშუალებებით

 ზეპირი მეტყველება მდიდარია ინტონაციითა და პაუზებით. წერითი


მეტყველებაში ინტონაციასა და პაუზას პუნქტუაცია ენაცვლება.

 ადრესატის თავისებურებით

 ზეპირი მეტყველების ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ


აღიქვამს მას ადრესატი. ადრესატი ადრესანტს არა მხოლოდ უსმენს, არამედ
ხედავს კიდეც, სხვა სიტყვებით, ზეპირი მეტყველებისას კომუნიკანტები
ერთმანეთისათვის “ხილულნი” არიან. წერითი მეტყველებისას კი ადრესატი,
როგორც წესი, “უხილავია”.

ჩვენ ვწერთ იმიტომ, რომ

გავიგოთ, დავიმახსოვროთ, ვიაზროვნოთ, ვიურთიერთოთ, თავი წარმოვაჩინოთ


პროფესიული საქმიანობის დროს და ყოველდღიურ ცხოვრებაში, მივიღოთ
განათლება, შევიცნოთ საკუთარი თავი

სანამ წერას დავიწყებთ, დავსვათ კითხვები:

1.რას ვწერ? თემა

2.რისთვის ვწერ? მიზანი

3. ვისთვის ვწერ? აუდიტორია

საჭიროება და სიტუაცია გვკარნახობს წერითი ნამუშევრის მიზანს, აუდიტორიას,


შინაარსს, სტილს, ორგანიზებას.
წერის დროს გამოიყენება შემდეგი ფორმულა: განსაზღვრე - დაალაგე - დააჯგუფე -
დაახარისხე - გადახედე“.

1. თემის განსაზღვრა

მოიცავს 2 თეორიულ შესაძლებლობას:


1. ავტორი თავისი ინტერესების შესაბამისად თავად არჩევს მასალას
2. ავტორი ნაშრომს ქმნის დაკვეთით

თემის შერჩევისას აუცილებელია თქვენი საგნობრივი სფეროს განსაზღვრაც. წერა


შესაძლებელია ნებისმიერ თემაზე, მაგრამ კარგი ნაშრომის შესაქმნელად არ არის
საკმარისი მარტო ავტორის სურვილი

ვიდრე შეარჩევ საგნობრივ სფეროს, დაუსვი შენს თავს კითხვები:

რა ვიცი ამ სფეროს შესახებ?


კონკრეტულად რა მაინტერესებს ამ სფეროში?
რა მასალა მაქვს დ რა შემიძლია მოვიპოვო?
რა მოსაზრებები ვიცი ამ საკითხის შესახებ?
რამდენად აქტუალური და ღირებულია ჩემი საკვლევი პრობლემატიკა
საზოგადოებისათვის

2. მიზანი

მიზანი ყოველთვის ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, რადგან ჩვენ არ ვწერთ

იმისთვის, რომ უნდა ვწეროთ.

წერის დროს ყოველთვის დაუსვით თქვენს თავს ეს კითხვები:

• რა მინდა მე ამ წერილით ვთქვა?

• რას ელოდება ჩემგან მკითხველი?

ჭეშმარიტ მიზანს სიტუაცია განსაზღვრავს

მიზანი გვეხმარება წერის პროცესის ყოველ ეტაპზე. ამისათვის განისაზღვრება


აუდიტორია, საკითხი, ენა, სტილი

წერის მიზანი შეიძლება იყოს:

1. ინფორმირება

ვხსნით, ვაძლევთ მითითებებს, განვუმარტავთ, აღვწერთ საგანს, ვახდენთ


დემონსტრირებას, წარმოვადგენთ.

მაგალითად:

გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები მკაცრდება, - ამის შესახებ


ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.გამოცემის ცნობით, შესაბამისი
გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და ქვეყნის 16
ფედერაციული მხარის პრემიერებს შორის გამართული რამდენიმე საათიანი
მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.

2. დარწმუნება

ვახდენთ ზეგავლენას, სტიმულირებას. ვარწმუნებთ მკითხველს

მიმაჩნია, რომ ჩვენი ხალხისა და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სულიერი


აღზრდისა და ამაღლების მიზნით, უნდა დაარსდეს კულტურის დიდი ცენტრი,
სადაც ბინას დაიდებს სასულიერო და საერო ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები.
ასევე მოეწყობა გამოფენები და პოეზიის საღამოები

3. გართობა

ვქმნით საზეიმო, ამაღლებულ განწყობას შექმნა, ვართობთ მკითხველს


ვუყალიბებთ ემოციური დამოკიდებულებას

მეგრელი ტრაბახობს:
რასაც თავში ჩავიდებ უველაფერი მახსოვს!
ჩემი ვალი, რომ გაქვს ის რატომ არ გახსოვს, ძამა? -ეკითხება გურული.
ის თავში კი არა ჯიბეში ჩავიდე-უპასუხა მეგრელმა
ფუნქციური (მწიგნობრული) სტილი
სტილი არის მეტყველების ნაირსახეობა, აზრის გადმოსაცემად ენობრივი
საშუალებების მიზანმიმართული შერჩევა .

ფუნქციური სტილი არის შემდეგი სახის:

• სამეცნიერო სტილი

• პუბლიცისტური სტილი

• ოფიციალურ-საქმიანი სტილი

• მხატვრული სტილი

• ექსპრესიული სტილი.

სამეცნიერო სტილს მახასიათებლები:

• ლოგიკური

• თანმიმდევრული

• ზუსტი

• ინფორმაციული

• ტერმინოლოგია, სპეციალური ლექსიკა

• ლაკონიური მსჯელობა

• მტკიცებულებითი მსჯელობა

• რთული სინტაქსური კონსტრუქციები.

მაგალითი:

ინსტიტუტი შეიმუშავებს კვლევითი ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში არსებულ


პრიორიტეტულ თემატურ საკითხებზე: მეწარმეობის ადგილობრივი და საერთაშორისო
ასპექტები, ინოვაციები და ცოდნის ტრანსფერი და ა.შ. საერთაშორისო სამეწარმეო
სპეციფიკის კვლევა საშუალებას მოგვცემს, კვლევის შედეგების განვრცობის საფუძველზე
ხელი შევუწყოთ ქართულ საწარმოთა კონკურენტუნარიანობისა და მწარმოებლურობის
დონის გაუმჯობესებას. ინოვაციურ სფეროში ინსტიტუტის კვლევები მოიცავს როგორც
ინსტიტუციონალურ, ასევე ინდივიდუალური საქმიანობის სფეროებს იდეის გენერირებიდან
მისი იმპლემენტაციის საბოლოო ფაზამდე. აღნიშნული გულისხმობს ცოდნის ტრანსფერის
პროცესში როგორც საუნივერსიტეტო ადამიანური კაპიტალის, ასევე საინოვაციო ქსელების
ფორმირებისა და ზემოქმედების ფაქტორების კვლევას.

პუბლიცისტური სტილის მახასიათებლები

(ჟურნალისტიკის და ორატორული ხელოვნების სტილი)

• პრობლემის აქტუალურობა

• სიცხადე

• ადვილად აღსაქმელი მსჯელობა

• ავტორისეული დამოკიდებულების გამოვლენა

• პოზიციის დაფიქსირება

• ემოციური, ექსპრესიული

• ლოგიკური

• მკითხველისადმი მიმართვა

• დამარწმუნებელი მსჯელობა, მკითხველზე ზემოქმედება

• მწიგნობრული და სასაუბრო მეტყველების სინთეზი

• ინფორმაციული, ანალიტიკური.

მაგალითი:

ქართული ენის ამღვრევისა დადამახინჯების შესახებ მოგახსენებთ. ეს საგანი გაცვეთილი და


თავმოსაბეზრებელია, მაგრამ ჩვენი დანარჩენი ჭირ-ვარამნი და სატკივარნიც
დაძველდნენ.ყველას ბავშვობიდანვე გვახსოვს ამ საგანზე ჩივილი და ზრუნვა, მაგრამ ჩვენი
დასნეულებული ქართული ენა ფეხზე წამოდგომისა და დაწმენდის მაგიერ უარესად
დაავადდა და ატალახდა. ისიც გვახსოვს, რომ ერთ დროს გადაგვარებულებს თითებზე
ჩამოთვლიდით ხოლმე.ეხლა კი ანგარიში აგვერია და სათვალავი დაგვეკარგა. გვახსოვს
,,დროების“, ,,ივერიის”, ,,მოამბეს” და ,,ცნობის ფურცელის” ქართული, ეხლა კი –
,,ქართული სიტყვის” ერთი წერილის ავტორისა არ იყოს – ნაწერზე ადვილად გამოიცნობთ
დამწერის დაბადების კუთხეს. ამ მხრივ ჩვენში უსაზღვრო თავისუფლება დამყარდა.
აღარაფერს ერიდებიან და ჟუნრალ-გაზეთებში თამამად სწერენ: ,,ლაფატკა” ,,ფლაგი”,
სიროსტი”, ,,ტუმანი” და სხვ. არ ვაჭარბებ, ეს სიტყვები მე თვითონ წამიკითხია და იმავე
დროს გამხსენებია, რომ თითო ასეთ სიტყვას ჩვენ შეგვიძლიან ორი და სამი ქართული
დავახვედროთ. (მიხეილ ჯავახიშვილი)

ოფიციალურ-საქმიანი სტილის მახასიათებლები

• ზუსტი, ცხადი

• ლაკონიური, კონკრეტული

• სტანდარტული ფორმა

• ინფორმაციული

• ლოგიკური დასაბუთება

• ენობრივი ფორმულები (კლიშე)

• საყოველთაოდ მიღებული ფორმატი (თარიღი, ხელმოწერა, დამოწმება)

• სპეციფიკური ლექსიკა და კონსტრუქციები.

მაგალითი:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები


ამ დადგენილების მიზანია, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო
მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა
შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის № 1 დეკრეტის
(შემდგომში – საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი) აღსრულების მიზნით,
სახელმწიფოს მიერ თავისი კონსტიტუციური ვალდებულების – დემოკრატიულ
საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა,
ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი
საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა.
მხატვრული სტილის მახასიათებლები

• ხატოვანება

• ემოციურობა

• კონკრეტულობა (აღწერილია კონკრეტული ფაქტი ან მოვლენა)

• ავტორის შემოქმედებითი ინდივიდუალობა

• მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების სიუხვე

• მხატვრული სახეებით აზროვნება

• სხვადასხვა სტილის გამოყენება

• სიტყვათქმნადობა.

მაგალითი:

სივრცეს გავცქერი და მოჟუტული თვალით ვხედავ: მოხუცის ცანცარა თავი


გაშლილი წიგნისაკენ იღუნება. მერე უცბათ დააფრინდა, თითქო მშიერი
მოხრაკულს დასწვდაო: წიგნი გაწყალებულ თვალებზე მიიდო და ჩააცივდა.
გადაშალა, გადმოფურცლა, სათაურს დააშტერდა და მომიბრუნდა:

– პარდონ, მესიე – ბოდიშს ვიხდი, რა ენაზეა დაბეჭდილი ეს წიგნი?

– ჟორჟიენ, – ვუპასუხე, – ქართულია. გაგიგონიათ ქართული, საქართველო?

შიშით შემომხედა, შეკრთა, თიოქოს ცეცხლს წააწყდაო. წიგნი სწრაფად დაჰკეცა,


თითქმის მომიგდო, წამოდგა და ჯაგჯაგით წავიდა, თითქმის გაიქცა. უცბათ
მოტრიალდა, თვალები ხელით დაიჩრდილა, შემომხედა და, თითქო უარესად
დაშინდაო, ნაბიჯს მოუხშირა, თან ქვიშნარზე კოჟრიანი ჯოხით გრძელი და
ტალღოვანი ლარი გაიყოლა.

ექსპრესიული სტილის მახასიათებელები


• მკვეთრად ემოციური ხასიათი

• ემოციურობის ხარისხით აღბეჭდილი ლექსიკა

• ექსპრესიული დამოკიდებულება

• კონკრეტული დანიშნულება (საზეიმო, ფამილარული, სახუმარო, ირონიული,


დამცინავი, სატირული)

• შეფასებითი ლექსიკის უხვად გამოყენება

მაგალითი:

გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...


დროშები ჩქარა!

თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,


ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,


ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა.
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!

სტილის შერჩევისას ვითვალისწინებთ ტექსტის დანიშნულებას, მიზანს და


აუდიტორიას
საქმიანი დოკუმენტები

განცხადება

განცხადება შეიძლება იყოს:

1. პირადი
2. საზოგადო

პირადი განცხადება

 ფურცლის მარჯვენა მხარეს იწერება, თუ ვის მიემართება

 მომდევნო ხაზზე, იმავე მხარეს - თუ ვისგანაა


 ერთი ხაზის გამოტოვებით გამოყოფილი - განცხადება

 კვლავ ერთი ხაზის გამოტოვებით აბზაცით იწერება ტექსტი

 ტექსტი შეიძლება შეიცავდეს თხოვნას, ნებართვას, სურვილს, შეტყობინებას,


საჩივარს და ა.შ.

 როცა სურვილს ან თხოვნას გადმოსცემს, განცხადება დაიწყება მიმართვით -


გთხოვთ

 ერთი ხაზის გამოტოვებით მარჯვნივ - განმცხადებლის ხელმოწერა

 მარცხნივ თარიღი

პირადი განცხადების ნიმუში :

ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ალექსანდრე გომართელს

ამავე უნივერსიტეტის მედიისა და კომუნიკაციების სკოლის

სტუდენტის თამთა ხიდაშელის

განცხადება

ავადმყოფობის გამო ვერ გამოვცხადდი შუალედურ გამოცდაზე. გთხოვთ, მომცეთ


უფლება, გამოცდა ჩავაბარო მომდევნო კვირას.

12.05.20 თ. ხიდაშელი
(განმცხადებლის სახელისა და გვარის შემდეგ მისამართი სავალდებულოა მხოლოდ
მაშინ, თუ განცხადების ადრესატისთვის უცნობია მისი ვინაობა და ადგილ-სამყოფელი)

საზოგადო განცხადების ნიმუში:

განცხადება

ამა წლის 15 ნოემბერს, 18 საათზე, აკადემიის სააქტო დარბაზში გაიმართება შეხვედრა


მწერალ გურამ დოჩანაშვილთან.

აკადემიის ადმინისტრაცია

You might also like