You are on page 1of 127

მხატვრული ტექსტის

ანალიზისათვის აუცილებლი
ლიტერატურათმცოდნეობითი
ტერმინების განმარტება

ლანას კონსპექტი
ანდაზა

 (ლათ. Proverbium)  ხალხური სიტყვიერების ჟანრი (შეიძლება იყოს


ლიტერატურულიც); სინამდვილის გონებამახვილურად განზოგადება.
დამრიგებლობითი შინაარსის იუმორისტულ-სატირული ხასიათის თქმა.
ანდაზათა უმრავლესობა რაიმე საყოველთაოდ მიღებულ ნორმას ან
პრაქტიკულ კონცეფციას გამოხატავს.
 ანდაზები ხშირად ნასესხებია სხვადასხვა ენებიდან და კულტურებიდან და
ზოგჯერ თანამედროვეობაში ერთ ენაზე მეტი წყაროდან მომდინარეობს.
ანდაზათა შესწავლას პარემიოლოგია ჰქვია.
 მიუხედავად დამრიგებლური ხასიათისა, მცდარია აზრი იმის შესახებ,
თითქოს ანდაზა აუცილებლად წარმოადგენს სიბრძნეს (სახალხო
სიბრძნეს) ან გვაწვდის პროგრესულ მორალურ-ეთიკურ ნომრას. ხშირია
მაგალითი იმისა, რომ ანდაზა ეფუძნებოდეს უმეცარ, მაგრამ ხალხში
გავრცელებულ საერთო აზრს. არ არის გამართლებული ანდაზის ჩართვა
ბავშვთა აღმზრდელობით პრაქტიკაში - ახსნისა და დასაბუთების გარეშე.
მაგალითად:
 აგური ლალს შეადარეს, აქაოდა წითელიაო.
 ადამიანის ენას ქვაც გაუხეთქავსო.
 ადგილის კურდღელს ადგილის მწევარი დაიჭერსო.
 ბავშვი ოჯახის სარკეაო.
 ბალი წვერში მწარდება და ტყემალი - ძირშიო.
 გაბედვამდის ასი მოკვდა, გაბედეს და არცერთიო.
 გადადებული საქმე ეშმაკისააო.
 დაეჭვება წინსვლის წინაპირობააო.
 ერთი წელიწადი ნიორიც შეინახავს თავს მიწაშიო.
 თავი ვინ მომჭრა და ჩემმა ენამო.
აფორიზმი
 აფორიზმი (ბერძნ. αφοριζειν, aphorisms - მოკლე გამონათქვამი) — დახვეწილი,
ლაკონიური ფორმით გამოთქმული ბრძნული აზრი. შეიძლება იყოს პოეტურიცა
და პროზაულიც.
 აფორიზმი არსებობს ჩანართებისა და დამოუკიდებელი ჟანრის ფორმითაც
  ფრანგულ ლიტერატურაში გავრცელებული „აზრები“ და
„მაქსიმები“(ფრანგ. „maxima“ - მორალის, ზნეობის ძირითადი პრინციპების
მოკლე ფორმულა) აფორისტული ხასიათისაა. ლიტერატურაში ცნობილია ე. წ.
„აფორისტული სტილი“, რომლისთვისაც დამახასიათებელია უკიდურესი
ლაკონიზმი. XIX საუკუნის გერმანელ ფილოსოფებს ა. შოპენჰაუერისა და ფ.
ნიცშეს წერის მანერა აფორისტული სტილის ნიმუშს წარმოადგენს. აფორიზმი
ჭარბად გვხვდება იგავარაკული ჟანრის ნაწარმოებებში („ჰიტოპადეშა“, ეზოპე,
ფედრუსი, საადი, ჟ. ლაფონტენი, სულხან-საბა ორბელიანი, ი. კრილოვი და
სხვა),
 უხვად არის გაბნეული ზეპირსიტყვიერებაშიც. მრავალი აფორიზმი საერთოდ
ფოლკლორიდან მიმდინარეობს.
აბზაცი
 აბზაცი (გერმ. Ansatz  — „შეწევა“) — ხელნაწერი ან
ნაბეჭდი ტექსტის მონაკვეთი, რომელიც შეკრულია აზრობრივი
ერთიანობით და იწყება ახალი სტრიქონით (ტრადიციულად — შეწევით,
რომელიც ასევე „აბზაცის“ სახელს ატარებს).
ალეგორია
 ლეგორია (ბერძნ. allegoric — გადაკრულად თქმა) — გადაკრულად ნათქვამი
სიტყვა თუ სიტყვათა რიგი, რომელშიც მოვლენის შინაარსი კონკრეტული სახითაა
წარმოდგენილი. მასში ნათქვამია ერთი და იგულისხმება მეორე (ანდაზა,
გამოცანა, იგავ-არაკი და სხვ.). მისი მიზანია ავტორის აზრის შენიღბვა.
 ქარაგმული სახე, რომელსაც არა აქვს პირდაპირი მნიშვნელობა და სხვა
საგნის ან მოვლენის გამოხატვას ემსახურება.
 ალეგორიაში სიტყვები და ფრაზები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც კი
ვიხმაროთ, მაგრამ მთელი შინაარსი კი არაპირდაპირი მნიშვნელობით გაიგება.
 კრილოვის იგავში „მგელი და კრავი” ცალკეული სიტყვები და გამოთქმები
შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ – ” ბეკეკას დასცხა და წყალი
მოსწყურდა”, „მდინარის პირას მიადგა” და ა.შ. შეგვიძლია მდინარეში
მართლაც ვიგულისხმოთ მდინარე, წყურვილში მართლაც წყურვილი, მაგრამ
მთელი შინაარსი ამ ალეგორიული ნაწარმოებისა კი ცხოველების
ნაცვლად ადამიანებზე უნდა გადავიტანოთ.
 ალეგორიული შინაარსის მოთხრობებსა და ლექსებში უმთავრესად ცხოველებია
გამოყვანილი, ზოგჯერ კი მცენარეები, ადამიანები და სხვ. ალეგორიული
შინაარსისაა იგავ-არაკები, ანდაზები, ზოგჯერ მთელი მოთხრობები, რომანები
და სხვ. მაგალითად, ცნობილ „გულივერის მოგზაურობაში” ლილიპუტების
სახით გამოყვანილია ჩვეულებრივი ადამიანები. ზოგჯერ ალეგორიულად
გაიგება ცალკეული სიტყვებიც: მაგ. „საქართველოს„ ნაცვლად აკაკი ხმარობს
შემდეგ ალეგორიულ სიტყვებს – „ამირანს” , „ნესტანს” , „სატრფოს” 
 აკაკის აქვს ერთი ალეგორიული ნაწარმოები „პირუტყვების არჩევანი”. მასში
პოეტს დასახელებული ჰყავს ვირი, აქლემი, ვეფხვი, მგლები და სხვ. ეს
ნაწარმოები გადაკრულად, ქარაგმულად გვიხატავს
ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის არჩევას ძველ დროში და
ცხოველების სახით გამოყვანილი ჰყავს ნამდვილი ადამიანები.
 ალეგორიულია, მაგალითად, ანდაზა: „ყვავს არ ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო”. ეს
ანდაზა იხმარება არა იმ მიზნით, რომ ყვავი და ბუ დაახასიათოს, არამედ იგი
ახასიათებს ადამიანებს და ალეგორიულად გამოხატავს შემდეგ აზრს: როცა
ერთ ადამიანს არა აქვს – რა, მისგან მეორე ადამიანიც ვერაფერს წაიღებს.
ალიტერაცია
 ალიტერაცია (ლათ. alliteratio) — ერთი და იმავე მსგავსი თანხმოვანი
ბგერების განმეორებაა სტრიქონში. გამოსახვის პოეტური ხერხი,
ემოციური ზეგავლენის საშუალება, ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის
ფორმა. ქმნის ლექსის კეთილხმოვანებას, სიტყვის შინაარსის აკუსტიკურ
თვალსაჩინოებას. ბგერების გამეორება მაშინაა პოეტური და
ესთეტიკური, როდესაც მას თან ახლავს გამომსახველობითი ემოციური
ძალა. ბგერების უაზრო, ფორმალისტური თამაში მოკლებულია
მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებას.
მაგალითად:
 ბნელში დაბუდებული ბუს მართვე ბნელს უჩიოდა ხილნარში
 ქორისფერი ქორედები ცის სილურჯეს მიბჯენოდნენ თხემებით.
 მარგო, რამ გარგო აგრე რიგად
ალუზია
 ალუზია რიტორიკული ან მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხია. მისი გაგება
ასე ხდება უმეტესად: გადაკვრით ხსენება რაიმე ცნობილი ისტორიული ამბის
ან ლიტერატურული ნაწარმოებისა.   სიტყვა allusio  ლათინურად მინიშნების
აღმნიშვნელი სიტყვაა. ალუზიას მრავალი მნიშვნელობა აქვს:
 მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხია, რომლის საშუალებითაც ხდება
რომელიმე სხვა მხატვრული თხზულების დეტალზე, სახეზე, გამონათქვამზე,
ისტორიულ ან ყოფით ფაქტზე მინიშნება. მაგალითად, „ვეფხისტყაოსანში“
ალუზიური ხერხითაა ნახსენები „ვისრამიანი“, ასევე _ საკუთრივ
„ვეფხისტყაოსანის“ ერთი ეპიზოდი („მიწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით
ამოსვლა მწვანისა…“) გამოყენებული აქვს გიორგი ლეონიძეს „ყოვჩაღის
პაემანში“.
 სტილისტური ხერხია, რომელიც შეიცავს მინიშნებას ზეპირ ან წერით
კულტურაში დამკვიდრებულ რომელიმე ლიტერატურულ, ისტორიულ,
მითოლოგიურ ან პოლიტიკურ ფაქტზე. მაგალითად, „თხა და გიგოს“,
„კართაგენი უნდა დაინგრეს“ ხსენება ზეპირ ან წერილობით ტექსტში.
 არის სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი (ფრაზა, წინადადება), რომელიც აღძრავს
მკითხველის გონებაში ასოციაციურ კავშირს სხვა ტექსტთან, შემოაქვს
დამატებითი ინფორმაცია და აქვს მხატვრულ-ესთეტიკური დატვირთვა.
მაგალითად, ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში ბიბლიური ციტატები.
 არის მეტყველების ობიექტის ირიბი დაკავშირება რაღაც საყოველთაოდ
ცნობილთან, ისეთთან, რომლის ციტირებაც ხშირად ხდება (ანდაზა, ხატოვანი
გამოთქმა, ისტორიული მოვლენა, ლიტერატურული ნაწარმოები, სიტყვის
მოდელი), მაგრამ ეს დაკავშირება არ ხორციელდება ციტირებით ან
პერიფრაზით. შეიძლება გამოკრთეს სულ რაღაც ერთი სიტყვა ან სახე,
რომელიც გაგვახსენებს პრეცედენტულ ტექსტს, იმას, რომელიც წინ უსწრებდა
ახალს და რომელზედაც კეთდება მინიშნება). მაგალითად, სიტყვა ყვარყვარე
ან კვაჭი (მედროვეობისა და მოხერხების აღსანიშნავად).
 საკუთარი მნიშვნელობის გარდა მეხსიერებაში აცოცხლებს რაღაც შეფარულს
და უფრო მნიშვნელოვანს. მაგალითად, აკრძალული ხილი (ბიბლიიდან).
 გადაკრული ნათქვამია, რომელიც ბოლომდე თავად მკითხველმა ან მსმენელმა
უნდა მიიყვანოს. მაგალითად, როცა მიუღწეველს ცდილობს ადამიანი და
ვეუბნებით „არა შეჯდა მწყერი ხესა..“ (საუბრისას) და ზოგიერთ მხატვრულ
ნაწარმოებში მრავალწერტილით დასრულებული ფრაგმენტი.
 მიგვანიშნებს პოპულარულ, უმრავლესობისათვის ნაცნობ ტექსტზე, რადგან თუ
მკითხველმა მინიშნება ვერ დააკავშირა წყაროსთან, ქვეტექსტის შინაარსიც
და ალუზიის, როგორც მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალების ეფექტიც
იკარგება. გულისხმობს, რომ მკითხველი იცნობს ამ სიტყვების მიღმა
დაფარულ აზრს და მიხვდება ავტორის ჩანაფიქრს.
 გარკვეული გაგებით ალუზიაც ციტატაა, მაგრამ დონორი ტექსტის (საიდანაც
არის ის აღებული) მთელი გამონათქვამი ახალ ტექსტში მხოლოდ
იმპლიციტურად (“დაუსწრებლად”) არსებობს.
 ალუზიის მეშვეობით გარედან შემოტანილი ელემენტები იმდენად
მნიშვნელოვანია, რომ ტექსტის აზრობრივ-კომპოზიციური სტრუქტურის
კვანძებად იქცევა.
ბიოგრაფია
 ბიოგრაფია (ბერძ. bios – სიცოცხლე, grapho – ვწერ) — ადამიანის ცხოვრების
აღწერა. ბიოგრაფია ლიტერატურისა და ზოგიერთი მედიის (მაგ. კინოს) ერთ-
ერთი ჟანრია, რომელსაც ინდივიდუალური ცხოვრების წერილობითი აღწერა
უდევს საფუძვლად. ბიოგრაფია ძირითადად დოკუმენტურ წყაროებს ეყრდნობა
და გამოგონილი არ არის. კურიკულიმ-ვიტას ან პროფილისგან განსხვავებით
ბიოგრაფია კომპლექსურად აღწერს ადამიანის პერსონალურ მახასიათებლებს,
რომელიც მისი გამოცდილების ინტიმურ დეტალებსაც ეყრდნობა.
 ბიოგრაფია უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ფაქტთა (დაბადება, განათლება,
სამსახური, ურთიერთობანი და სიკვდილი) ჩამონათვალი. ის ასევე ამ
ფაქტებთან დაკავშირებულ ემოციური განცდების გამოცდილებას ასახავს.
გაპიროვნება

 გაპიროვნება: პერსონიფიკაცია (ლათ. persona – სახე, პიროვნება; facere


- კეთება) – მხატვრული გამოსახვის ხერხი, რომლისთვისაც
დამახასიათებელია საგნებისა და მოვლენებისადმი ადამიანური
თვისებების მიწერა, უსულო და სულიერი საგნების გაადამიანება. უსულო
საგანი წარმოდგენილია, როგორც ადამიანი, რომელიც გრძნობს,
მსჯელობს, მოქმედებს. განსხვავდება მეტაფორისაგან იმით, რომ
მეტაფორაში ყველა თვისების გადატანა შეიძლება ერთი საგნიდან
მეორეზე, გაპიროვნებაში კი გადატანილია მხოლოდ ადამიანური
თვისებები.
 მაგალითად

 სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამაძგერა” (აკაკი წერეთელი)
 „ბუნება თვლემდა... ტყე გაყუჩებულიყო, ხეებმა თელას თვალიერება
დაუწყეს. უსურვაზი ინაზებოდა, ხეები წყრებოდნენ. ხეების ტოტებმა თახთახი
დაიწყეს სიბრაზისგან. მთვარემ ბადესავით გადააფარა ტყეს თავისი სხივები”
(ვაჟა–ფშაველა)
 „საზიზღარი, აუტანელი სევდა, რომელსაც თმის ბალანიც კი იგრძნობს!
როგორც ღალატი საყვარელი ადამიანისა ისე იკბინება შიგ გულში, როგორც
განწირულობა, ისე ადუნებს ყველაფერს, ღონეს მართმევს... მოდი,
მოდი, ჩემო ძველო ოცნებავ, მოდი, მომიალერსე! შემიჯინე ზურგზე და შენი
მსუბუქი ფრთებით მატარე ჩემს საყვარელ ქვეყანაში” (ჭ. ლომთათიძე).
 ბალახებმა და ხის ფოთლებმა სიხარულის ცრემლს დაუწყეს ფრქვევა.
გროტესკი

 გროტესკი: (ფრანგ. grotesque < იტალ. ფრანგ. grota) — მიწისქვეშა


ნაგებობები, რომლებიც მორთული იყო ორნამენტით, რომელშიც
სასაცილოდ იყო შერწყმული მცენარეების, ცხოველების და ადამიანების
გამოსახულებანი. სტილი, როცა უსაზღვრო კარიკატურულ გაზვიადებაზე,
ურთიერთგამომრიცხავ კონტრასტებზე, პარადოქსებზე აგებული
ფანტაზიით დეფორმირებულია სინამდვილე.
 იგი განსხვავდება ალეგორიისგან, რომელშიც ზუსტად და
რაციონალურად შერჩეულია შემცვლელი. ილია ჭავჭავაძის „კაცია
ადამიანი?!“, არის გროტესკის მაგალითი ქართულ ლიტერატურაში.
დრამა
 ტერმინი ბერძნულიდან (δράμα [dráma]) ქართულად „ქმედებას“,
„მოქმედებას“ აღნიშნავს.
 დრამა ლიტერატურული ფორმაა, რომელიც მოიცავს მსახიობთათვის
დაწერილი სცენარის შესრულებას, როლის განსახიერებას.
 ეპოსში, მაგალითად, „კაკო ყაჩაღში” ავტორი პირადად მოგვითხრობს
კაკოს მოქმედების შესახებ:

„წამოხტა კაკო ლომივით ზეზე,


თოფი მოზიდა და შეაყენა
და რა იხილა მხედარი ველზე,
შეჰკივლა: „მითხარ, ვინა ხარ შენა?”
სცენისათვის გადაკეთებულ „კაკო ყაჩაღში” კი, როგორც დრამატულ
ნაწარმოებში, მაყურებელი ვერ მოისმენს ავტორის მონათხრობს კაკოს
მოქმედების შესახებ. მსგავსი მოთხრობები ადამიანთა მოქმედების შესახებ
დრამატულ ნაწარმოებში იცვლება მაყურებლისათვის თვით მოქმედების
უშუალოდ ჩვენებით და აგრეთვე რემარკებით, ანუ მსახიობებზე მითითებით, თუ
როგორ უნდა იმოქმედონ მათ.
 დრამატული ნაწარმოები სცენაზე შესასრულებლად იწერება და მისი დადგმის
მეშვეობით მაყურებელი უშუალოდ ხედავს პიესის პერსონაჟების სხვადასხვა
მოქმედებას და მდგომარეობას. დრამატულ ნაწარმოებში ჩვენ უშუალოდ
ვეცნობით ადამიანთა ყოფაქცევას, ურთიერთობას, განწყობილებასა და
ხასიათებს. გმირთა უშუალო საუბარს თხრობით ნაწარმოებში თან ახლავს
ავტორის განმარტებანი, გმირთა სამოქმედო ადგილის აღწერანი და სხვ.
დრამატულ ნაწარმოებში კი ასეთ განმარტებას ავტორი უშუალოდ არ იძლევა,
გმირთა მოქმედების ადგილი კი პირდაპირ არის ნაჩვენები სცენის სახით.
 დრამატული ნაწარმოების გმირები მკითხველის თვალწინ მოქმედებენ,
იბრძვიან, იმარჯვებენ, მარცხდებიან, ხარობენ, იტანჯებიან და სხვ.
დრამატურგი კი არ მოგვითხრობს საკუთარ განცდათა ან გმირების ცხოვრების
შესახებ, არამედ ითვალისწინებს მოქმედ პირთა განწყობილებასა და
მოქმედების პირდაპირ ჩვენებას სცენის საშუალებით.
 დრამატული ნაწარმოები ისე იწერება, რომ შესაძლებელი გახდეს მისი სცენაზე
დადგმა, მისი წარმოდგენა. პიესის წარმოდგენა
გულისხმობს დეკორაციას, სცენის შესაფერად მოწყობას და მსახიობების
თამაშს. მსახიობების თამაში შედგება მათი ლაპარაკისა და მოძრაობისაგან.
მსახიობის ლაპარაკი შეიძლება იყოს მონოლოგური და დიალოგური.
დიალოგი

 დიალოგი — მეტყველების ფორმა, რომლითაც გადმოცემულია


ორი ადამიანის მონაცვლეობითი საუბარი. თითოეულის გამონათქვამი,
რემელსაც რეპლიკას ვუწოდებთ, მოსაუბრისადმი არის მიმართული.
 დიალოგური მეტყველებისათვის დამახასიათებელია რეპლიკების
მჭიდრო შინაარსობრივი კავშირი, რაც ყველაზე ხშირად კითხვა–პასუხის
ფორმით გადმოიცემა. დიალოგური მეტყველება ხშირად არ არის
სრული, რადგან მოსაუბრისათვის სიტუაცია ნაცნობია და ცოდნაც
საერთოა. დიალოგური მეტყველების უსრულობა ასევე
ივსება ინტონაციით, ჟესტებითა და მიმიკებით.
ეპოსი

 ეპოსი (ბერძნ. epos — სიტყვა, თხრობა) — სინამდვილის ასახვა თხრობითი


გზით, ავტორი უმეტესწილად არ ფიგურირებს. ადამიანისა და მისი ცხოვრების
ასახვის ტიპის ეპოსი იყო პროზაულ და პოეტურ ფორმებად: დიდი, საშუალო
და მცირე. დასავლეთის კულტურაში ეპოსის უძველესი და უთვალსაჩინოესი
ნიმუშებია ილიადა, ოდისეა და ნიბელუნგენიადა, ხოლო აღმოსავლეთში
— მაჰაბჰარატა, რამაიანა და შაჰნამე.
 ეპოსის ჟანრებია: ეპოპეა, სიმღერა (ხალხური
ეპოსი), მოთხრობა, რომანი, პოემა, ბალადა, ნოველა, იგავ-
არაკი, ეტიუდი, ესე.
 მხატვრულ-დოკუმენტური
ჟანრები: მემუარი, დღიური, ავტობიოგრაფია, ბიოგრაფია, მოგზაურობა, ნარკ
ვევი, საგმირო ეპოსი.
 პირველი ეპიკური ნაწარმოებები დაკავშირებულია წერა-კითხვამდელ
საზოგადოებებთან და ზეპირ პოეტურ ტრადიციებთან. ამ ტრადიციებში პოეზია
გადაეცემა მსმენელებსა და ერთი შემსრულებლიდან მეორეს წმინდა ზეპირი
ფორმით. მსოფლიო ხალხურ ეპოსს განეკუთვნება ნაწარმოებები, რომელიც
ლიტერატურულ შედევრებს არ წარმოადგენენ, თუმცა მსოფლიო ხალხთა
კულტურის შემადგენელი ნაწილია. ისინი თავდაპირველად ზეპირ
ლიტერატურას წარმოადგენდნენ, ხოლო მოგვიანებით კი ჩაიწერა ერთი ან
რამდენიმე ავტორის მიერ.
 მწიგნობარ საზოგადოებაში ხშირად იყენებდნენ ეპოსის ფორმატს და ადრეული
დღემდე მოღწეული ევროპული მაგალითია ვერგილიუსის „ენეიდა“,
რომელშიც ჰომეროსის თხრობის სტილია განმეორებული. აღმოსავლეთში
დაწერილი ეპოსის კარგი მაგალითია ფირდოუსის „შაჰნამე“, სპარსეთში.
ელეგია

 ელეგია — ძველ საბერძნეთში წარმოშობილი ლირიკული ლექსის ფორმა,


რომელსაც მკაცრად განსაზღვრული სალექსო საზომი ჰქონდა.
 თემატურად ელეგიები მრავალფეროვანი იყო. მათ საგმირო, სასიყვარულო,
ფილოსოფიურ თუ ზნეობრივ თემაზე ქმნიდნენ.
 მოგვიანებით რომში ელეგია ძირითადად სიყვარულის თემაზე
შექმნილ ლირიკულ ნაწარმოებს დაერქვა.
 ახალ დროში კი (XVIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში)
იგი სევდის, მოწყენისა და სინანულის გამომხატველ ლექსად იქცა.
 მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პოეზიაში ელეგიის ნიმუშებია : ნ.
ბარათაშვილის – „სულო ბოროტო”, „ვპოვე ტაძარი”, გრ. ორბელიანის –
„ჩემს დას ეფემიას”, ი. ჭავჭავაძის – „ელეგია”, „გახსოვს ტურფავ”, „მას
აქეთ რაკი...”, ა. წერეთლის – „თავო ჩემო”, „აღმართ–აღმართ”,
„ ვედრება” და სხვ.
 იმისდა მიხედვით თუ რა მოვლენას ასახავს ან რა შინაარსს გამოხატავს, –
გვხვდება ელეგიის შემდეგი ფორმები:
 პატრიოტული(ი. ჭავჭავაძის „ელეგია”),
  სატრფიალო(„გახსოვს, ტურფავ”),
  ფილოსოფიური („ფიქრნი მტკვრის პირას”),
 პესიმისტური (ნ. ბარათაშვილის „სულო ბოროტო”, ა. წერეთლის
„ვედრება”, „ახალი წელი”),
 საგმირო და სხვ.
 ხშირად ელეგიის ერთი და იგივე ნიმუში, მაგალითად, აკაკის „აღმართ–
აღმართ” , ერთსა და იმავე დროს პატრიოტული ელეგიაცაა, საზოგადოებრივ–
პოლიტიკურიც და პესიმისტურიც
ეპიგრაფი

 ეპიგრაფი (ბერძ. epigraphe — წარწერა) — თხზულებას ან მის ცალკეულ


ნაწილებს წამძღვარებული ციტატა, ანდაზა, აფორიზმი და მისთანა.
 მისი დანიშნულებაა მკითხველს ყურადღება გაუმახვილოს ნაწარმოების ან მისი
ნაწილის დედააზრზე, ავტორისეულ ჩანაფიქრზე.
 ეპიგრაფს ხშირად იყენებდა ილია ჭავჭავაძე. მაგ., „მოყვარეს პირში უძრახე,
მტერს პირს უკანაო“ („კაცია-ადამიანი?!“) ან „რა ქნას კარგმა მონარდემა.
დროზე შაში თუ არ მოვა“ („გლახის ნაამბობი“) ეპიგრაფი ახლავს მიხეილ
ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელის“ ყველა თავს.
 ი. ჭავჭავაძის პოემას „აჩრდილი“ სათაურის ქვეშ ტექსტის დაწყებამდე
წამძღვარებული აქვს ტაეპები „ვეფხისტყაოსნიდან”:

„რა ვარდმან მისი ყვავილი, გაახმოს, დაამჭკნაროსა,


იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”.

ეს ეპიგრაფი გვეხმარება „აჩრდილის” ძირითადი თემისა და იდეის


გამოვლენის საქმეში.
მისი თემატიკა რთულია, მდიდარია, მრავალსახოვანია, მაგრამ პოემაში
სამი საკითხი იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას: საქართველოს
წარსული, აწმყო და მომავალი. დასახელებულთაგან კი ერთი
გამორჩეულად ყურადსაღებია. იგი ავლენს მთავარ თემას და მასში
ჩაქსოვილ პოემის მთავარ იდეას. ეს არის არა საქართველოს აწმყო, არა
მისი წარსული, არამედ როგორც წარსულიდან, ისე აწმყოდან გამომდინარე
საქართველოს მომავალი.
ეპილოგი

 ეპილოგი (ბერძ. epilogos)
— ლიტერატურული ან თეატრალური ნაწარმოების დასკვნითი ნაწილი,
სადაც მოკლედ გადმოცემულია მოქმედ პირთა შემდგომი ბედი ან
განხილულია ნაწარმოების ზნეობრივი და ფილოსოფიური ასპექტები.
თეატრალურ დრამაში ეს არის დასკვნითი მონოლოგი – მიმართვა
მაყურებლისადმი ნაწარმოების შინაარსის შეჯამების, ახსნის, სწავლების
მიზნით.
ეპითეტი

 ეპითეტი (ბერძ. epithetos — ზედდართული, დამატებული) — მხატვრული


განსაზღვრა, პოეტური განმარტება, დახასიათება, რომელიც მიგვიგებს კითხვაზე
„როგორი?“.
 უხშირესად ზედსართავი სახელით. მაგალითად: ანკარა წყალი და ა.შ.
განსაზღვრებისგან გამოირჩევა. განსაზღვრება ხაზს უსვამს საგნისა თუ
მოვლენის ძირითად დამახასიათებელ ნიშანს.
 იმისათვის, რომ ყველა ზედსართავი ან ყოველგვარი განსაზღვრება არ
მივიჩნიოთ ეპითეტად, ერთმანეთისაგან უნდა გავარჩიოთ მხატვრული
და ლოგიკური განსაზღვრება.
 წინადადებაში „სკოლა დავამთავრე”, არ არის განსაზღვრული კერძოდ რომელი
სკოლა დავამთავრე, ხოლო წინადადებაში „საშუალო სკოლა დავამთავრე”,
უკვე განსაზღვრულია, დაკონკრეტებულია სკოლის ტიპი.
ამ მაგალითში სიტყვა „საშუალო” ლოგიკური (აზრობრივი) განსაზღვრებაა. 
გამოთქმებში „ნაზი ია”, „მოციმციმე
ვარსკვლავი” , „შავი ყორანი”, „ანკარა წყარო” – ხაზგასმული სიტყვები
მსაზღვრელები არიან,
მაგრამ პირველი განსაზღვრება („საშუალო”) ლოგიკური(აზრობრივი)
განსაზღვრებაა. მეორე ჯგუფის განსაზღვრება კი არ არის ლოგიკური. მისი
გამოყენება არ არის აუცილებელი აზრის გასაგებად, რადგანაც ია რომ ნაზია,
ვარსკვლავი რომ მოციმციმეა, წყარო რომ ანკარაა (წმინდაა), ყორანი რომ შავია,
ჩვენთვის ეს ისედაც გასაგებია. უკანასკნელი ჯგუფის მსაზღვრელი სიტყვები უფრო
მხატვრულად გვისახავენ საგნებს და აძლიერებენ შთაბეჭდილებას. ასეთ
განსაზღვრებას მხატვრული განსაზღვრება ანუ ეპითეტი ეწოდება.
 ხშირად გვხვდება ისეთი მხატვრული განსაზღვრებაც, რომელიც ერთსა
და იმავე დროს ეპითეტიც არის და მეტაფორაც. მხატვრულ ეპითეტ–
მეტაფორას მეტაფორული ეპითეტი ეწოდება. მეტაფორული ეპითეტის
ნიმუშებია – მოალერსე ნიავი (ნიავს არ ახასიათებს სულიერი საგნის
თვისებები), „მხიარული გაზაფხული”, „ანთებული გული”, „ჭაღარა
თბილისი”, „თეთრწვერა ზამთარი” და ა.შ.

ზოგჯერ ერთსა და იმავე სიტყვასთან მუდმივად ხმარობენ ერთსა და


იმავე ეპითეტს. როგორიცაა, მაგალითად, „კუდა–მელია”, „ტრიალი
მინდორი” – ასეთ ეპითეტებს მუდმივ ეპითეტებს უწოდებენ.

ეპითეტებად ძირითადად ზედსართავ სახელებს მოიხმარენ, მაგრამ ასევე


გვხვდება მიმღეობისაგან („მოალერსე ნიავი” , „მოდუდუნე მტკვარი”)
ან არსებითი სახელისაგან („მხეცი ბატონი”, ცეცხლის ხმები”)
წარმოშობილი ეპითეტებიც.
თქმულება

 თქმულება — ხალხური სიტყვიერების ერთ-ერთი უძველესი ჟანრი,


უპირატესად რეალისტური მოთხრობა გარდასულ ამბავზე, ზოგჯერ
შეთხზული ამბავიც უძევს საფუძვლად, გვხვდება როგორც პროზაულ,
ისე ლექსითი და შერეული სახით. პროზაული თქმულება გადმოცემასა და
ლეგენდას უკავშირდება. ქართულ ფოლკლორში თქმულებათა დიდი
ნაწილი ისტორიული ხასიათისაა.
თემა

 თემა — მხატვრულ ლიტერატურაში, დედააზრი ლიტერატურული


ნაწარმოებისა, რომელიც მის შინაარსს აწესრიგებს და იდეურ-ემოციურ
მთლიანობად აქცევს, ნაწარმოების ძირითად იდეაზე მიუთითებს. ისინი
განუყოფელ კავშირშია, ხანდახან ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ იგივეობას არ
წარმოადგენს.
 თემა გულისხმობს მწერლის მიერ ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემასაც.
 თემა, როგორც გამოხატვის საგანი, ნეიტრალურია, ამიტომ შესაძლებელია
ერთი და იგივე თემა დაამუშაოს სხვადასხვა მსოფლმხედველობის მწერალმა.
იგავ-არაკი

 იგავ-არაკი — ლირიკულ-ეპიკური ჟანრის ნაწარმოები, ზნეობრივ-


დამრიგებლური ხასიათის თხზულება. მისი გმირები არიან ცხოველები,
მცენარეები, საგნები, მაგრამ იგულისხმებიან ადამიანები (გაპიროვნება).
საფუძვლად უდევს შედარება. ახასიათებს ნართაული თქმა, ალეგორიულობა,
სატირულ-იუმორისტული, კომიკური და რაც მთავარია, მომართვა
შეგონებისათვის ახლოს დგას იგავთან.
 იგავი ერთ–ერთი უძველესი ჟანრია. ის აღმოცენდა აღმოსავლეთში, სადაც
გამოცანებით ლაპარაკი უყვარდათ. იგავების ტექსტები ჯერ კიდევ უძველესი
ხალხების, შუმერებისა და ბაბილონელების, წერილობით ძეგლებშია
აღმოჩენილი. ჩამოყალიბებული სახე იგავმა ძველ საბერძნეთში მიიღო.
 მთელ მსოფლიოში ცნობილია ძველი ბერძენი მეიგავის – ეზოპეს – იგავები.
იგავურ მეტყველებას, ანუ შეფარვით თქმას, ზოგჯერ ეზოპეს ენასაც კი
უწოდებდნენ.
იდეა

 იდეა (ბერძ.: ιδέα) — სპეციფიკური კონცეფცია, რომელიც ადამიანის


გონებაში წარმოიქმნება ფიქრის შედეგად. ტერმინი გამოიყენება, როგორც
პოპულარულ, ისე ფილოსოფიურ ტერმინოლოგიაში.
 ფილოსოფიაში შეხედულებას, რომ იდეები არსებობს საკუთარ
რეალობაში ცხოვრებისგან გამიჯნულად ფილოსოფიაში საპატიო ადგილი
უჭირავს. ამ შეხედულების მიხედვით, ჩვენ იდეას აღმოვაჩენთ ისევე,
როგორც აღმოვაჩენთ ხოლმე ნამდვილ სამყაროს. ფილოსოფიაში ეს
ტერმინი ყველა პერიოდსა და ენაში ერთი და იმავე მნიშვნელობით
გამოიყენება, თუმცა პოპულარულ ხმარებაში მას მრავალი ინტერპრეტაცია
აქვს.
 იდეა ტექნიკაში, ტექნოლოგიებში, მართვაში და ეკონომიკაში
პოტენციური სარგებლის მქონე მოსაზრება
 ანთროპოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში დიფუზია სწავლობს
იდეების გავრცელებას კულტურიდან კულტურაში.
 ანთროპოლოგიური თეორიების მიხედვით ყველა კულტურა სხვა ერთი ან
რამდენიმე ძირი კულტურიდან იდეების იმიტაციას ახდენს (მაგ. ბიბლიური
ადამი ბევრ კულტურაში თავისებურადაა ინტერპრეტირებული, თუმცა ძირი
იგივეა).
 ევოლუციური დიფუზიის თეორიის მიხედვით, კულტურები ერთმანეთის იდეების
გავლენის ქვეშ არიან, თუმცა მსგავსი იდეები შეიძლება სხვადასხვა კულტურამ
სავსებით დამოუკიდებლად განავითაროს (მაგ. დამწერლობა).
 მე-20 საუკუნეში სოციალურმა მეცნიერებმა დაიწყეს იდეების ერთი ადამიანიდან
ან კულტურიდან სხვებზე გავრცელების ფენომენის შესწავლა. ამ დარგში
ევერეტ როჯერსი პიონერი იყო ინოვაციათა დიფუზიის სწავლებაში, რომლის
კვლევის საგანი კულტურათა შორის იდეათა ადაპტირების ფაქტორების
შესწავლა იყო.
 იდეები როგორც საკუთრება
 ზოგიერთ შემთხვევაში იდეა შეიძლება იურიდიულად დაცული იქნას სახელმწიფოს
მიერ როგორც ინტელექტუალური საკუთრება.
 ინტელ. საკუთრების კანონი არ იცავს თვით იდეას, რომელიც ამ ინტ. საკუთრების
ბაზისს წარმოადგენს.
 ასეთი კანონები არ აძლევენ საკუთრების ლეგალურ სტატუსს თვით იდეას,
როგორც ასეთს. არამედ, ეს არის იდეის ფუნდამენტალური გამოხატულება, რაც
დაცულია სხვადასხვა სახის ინტელ. საკუთრების კანონებით.
 დანიშნულების მიხედვით, ეს შეიძლება იყოს ე.წ. კოპირაიტი - ორიგინალური
ლიტერატურული ნაშრომის შემთხვევაში, პატენტი -გამოგონების შემთხვევაში,
რეგისტრირებული სავაჭრო მარკა საქონლის სავაჭრო სახელის შემთხვევაში, ან
რეგისტრირებული საინდუსტრიო დიზაინის უფლებები - გარკვეული ობიექტების
ფიზიკური ფორმისა და შემადგენლობის შემთხვევაში.
 პატენტის კანონი იცავს ახალ იდეას, რომელიც ფუნქციონალური
გამოგონება ან ნოუ-ჰაუ არის; კოპირაიტის კანონი იცავს იდეებს
გამოხატულს წიგნების, ფილმების, ვიდეოდისკების, კომპიუტერული
პროგრამების მეშვეობით, მაშინ როცა დანარჩენი კანონები იცავს
ინდუსტრიულ დიზაინსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. ამ ტიპის
კანონებს ავტორთა იდეების გამოხატულების დროებითი დაცვის ფორმა
აქვს მონოპოლიის ფორმით.
 ლიტერატურაში მხატვრულ ლიტერატურაში იდეა ასახული აზრობრივი
წვდომაა გაბატონებული საზოგადოებრივ იდეალებთან მიმართებით.
ირონია

 ირონია (ბერძნ. είρωνεία (eironeia) – მოჩვენებითობა,


თვალთმაქცობა) — თავაზიანობით შენიღბული დაცინვა, დამცინავი
გადაკვრით ნათქვამი (თავშეკავებული, მშვიდი, სერიოზული ტონი,
გარეგნულად გამოხატული პატივისცემა).
 სოკრატესეული ირონია
მოჩვენებითი გულუბრყვილობა მოწინააღმდეგის პოზიციის სისუსტის
გამოსავლენად. ბერძ. ფილოსოფოსმა სოკრატემ ეს მეთოდი ჩამოაყალიბა,
როგორც დიალექტიკა, ანუ, როგორც შემდგომში უწოდებენ - „სოკრატესეული
ირონია“. კამათის ასეთი მეთოდი მოიცავდა გულუბრყვილო
მიუკერძოებელ სკეპტიციზმს გარკვეული დოგმის ან საყოველთაოდ მიღებული
მოსაზრების მიმართ, რომელიც მოკლებული იყო ლოგიკისა ან აზრის ბაზისს.
სოკრატეს გულუბრყვილო გამოკითხვა ნაბიჯ-ნაბიჯ ააშკარავებს
მოწინააღმდეგის არგუმენტის ამაოებასა ან ილოგიკურობას დიალოგის
პარტნიორის შეხედულებების გაუზიარებლობით. ირონია იმაში მდგომარეობს,
რომ თანადამსწრეები გათვითცნობიერებულნი არიან, რომ სოკრატე
გაცილებით ჭკვიანია ვიდრე წარმოაჩენს თავს და მხოლოდ ეტაპობრივად,
მოწინააღმდეგის არგუმენტების საკუთარი პასუხებით განიარაღებით ამტკიცებს
საკუთარ უპირატესობას.
 სოკრატესეული ირონია კამათის ელეგანტური, მიუკერძოებელი და თავაზიანი
ხერხია, რომლითაც დოგმატური დებატების წარმართვა ბალანსის
დარღვევისა და კომპრომისის გარეშე ხერხდება.
 ზოგიერთი მოსაზრებით, სოკრატეს ირონია მოჩვენებითი გულუბრყვილობის
ნაცვლად ფილოსოფიური სკეპტიციზმის ფორმაა.
 რომაული ირონია
 რომის იმპერიის პერიოდში, ირონიას იყენებდნენ სახალხო გამოსვლებში
და რიტორიკაში, რომელშიც გამოყენებულ სიტყვებს საპირისპირო
მნიშვნელობა ან დანიშნულება ჰქონდათ.
 შექსპირმა რომაული ირონიის იმიტაცია განახორციელა პიესაში „იულიუს
ცეზარი“, მარკ ენტონის ნაწილში: „მეგობარნო, რომაელებო,
თანამოქალაქენო, დამიგდეთ ყური! მოვედი, რათა დავმარხო ცეზარი, არა
ვადიდო იგი“ (III, ii, 78-79 / თარგმანი პირობითია). მონოლოგის
გაგრძელებაში ინტენსიურად გამოყენებულია ირონია, რომელიც ცეზარის
განდიდებისკენაა მიმართული - მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შერჩეული
სიტყვები მოჩვენებით მკვლელებს უჭერს მხარს, თუმცა სინამდვილეში მისი
მიზანი საპირისპიროა.
 ირონია და სარკაზმი
 მძიმე ირონია, რომელშიც მოსაუბრე ემფატიურად სინამდვილის
საპირისპიროს აცხადებს, სხეულის ენა კი საპირისპიროზე
მეტყველებს, სარკაზმი ხდება.
 სარკაზმი ირონიის უფრო დამცინავი ფორმაა. სარკაზმის გავრცელებული
ფორმაა ირონიულად რაიმე პოზიტიურის თქმა, მაშინ როდესაც იმის
საპირისპირო მნიშვნელობა იყო გამიზნული. თუმცა სარკაზმში ირონიის
რაღაც წვლილიც არის, ამ ორ ტერმინს როგორც წესი განაცალკევებენ
ხოლმე.
 სარკაზმის მაგალითი შეიძლება იყოს გაბრაზებული ტონით ნათქვამი „კარგი
გიქნია“, მაშინ როდესაც მხედველობაში აშკარად საპირისპირო მოქმედება
იყო. ვინაიდან ორივე მხარისთვის ნეგატიური მიმართვა აშკარაა, პოზიტიური
გამოთქმის ინციდენტი ირონიად ამ შემთხვევაში არ აღიქმება.
 ირონიის მაგალითი სარკაზმის გარეშე იქნებოდა ფრაზა „არა უშავს რა“,
ნათქვამი რაიმე შთამბეჭდავი საქმის შესაფასებლად. მთქმელიც და გამგონიც
ამ შემთხვევაში ისმენენ პირდაპირი მნიშვნელობით „კარგია, მაგრამ დიდი
არაფერი“, თუმცა ამასთან ესმით ამ ფრაზის მიღმა ფარული შექება. ორივე
მხარე იზიარებს ირონიას.
 ირონია გამოყენებაში
ბედის ირონია
 გამოთქმა „ბედის ირონია“ მოდის ცნებიდან, რომ ღმერთები (ან ბედის
ანგელოზები) ერთობიან მოკვდავთა გონებათა თამაშით, გამიზნული
ირონიით. მაგ.
 ბეთჰოვენის მიერ ყურთასმენის დაკარგვა.
 1956 წელს ჰარვარდის მემორიალური ჰოლის სასაათე კოშკში ხანძრის
გაჩენა, მაშინ როდესაც მუშები მის აღდგენაზე მუშაობდნენ.
 ბაღჩის მორწყვის შემდეგ უმალ წვიმის წამოსვლა, მაშინ როდესაც წვიმის
ლოდინში ბაღჩა რამდენიმე დღის განმავლობაში მოურწყველი იყო.
 ტრაგიკული ირონია
 ტრაგედიაში, ირონიას დრამატული სიტუაციის ინტენსიურობის
გასაძლიერებლად იყენებენ.
 ტრაგიკული ირონია განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო ძველ-
ბერძნული დრამისთვის. 
 სოფოკლეს „მეფე ოიდიპოსი“ ტრაგიკული ირონიის გამოხატვის
კლასიკური მაგალითია.
იუმორი

 იუმორი (ინგლ. humour — ხასიათი, ზნე < ლათ. humor — სითხე; ძველი


მოძღვრებით — ადამიანის ორგანიზმში ოთხი სასიცოცოხლო სითხის
ურთიერთ-მიმართებით განისაზღვრებოდა ოთხნაირი ხასიათი თუ
ტემპერამენტი) — კომიკურის ერთ-ერთი სახე.
 იუმორი სიცილის საშუალებით ცდილობს ობიექტის სრულყოფას,
განწმენდას ნაკლოვანებებისაგან და სრულქმნილი სახით მის
განმტკიცებას. მისი აქტიური ფორმაა გონებამახვილობა.
კომედია

 კომედია (ბერძ. komedia < komos „მხიარული ბრბო“ და ode „სიმღერა“)


— დრამის ერთ-ერთი სახე, სადაც კოლიზია და ხასიათები
გამსჭვალულია კომიზმით.
მახასიათებლები
 კომედიის ჟანრული თავისებურებაა მძლავრი სოციალური ჟღერადობა,
სოციალურ-პოლიტიკური ტენდენციურობა. იუმორისა და სატირის საშუალებით
კომედიაში მხილებულია ცხოვრებისეული მანკიერებანიდა სიმახინჯე (ოღონდ
ისეთი, რომელსაც თან არ ახლავს ტანჯვა და უბედურება). მანკიერება აქ
სიცილის დონეზეა. სიცილი კომედიაში გამარჯვებული გმირის როლში გამოდის,
რომელიც ათავისუფლებს მკითხველს წარმოდგენილი მანკიერებისაგან და
ამეფებს ჯანსაღ ცხოვრებისეულ საწყისებს.
 განასხვავებენ კომედიის ორ სახეს: სიტუაციებისა და ხასიათების კომედიას.
 სიტუაციების კომედიაში კომიკურია შექმნილი მდგომარეობა, სასაცილოდ
დაძაბულია ინტრიგა.
 ხასიათების კომედაში კომიზმს საფუძვლად უდევს არაჰარმონიული ხასიათები,
მათი უცვლელი ცალმხრივობა, ხასიათი ერთი რომელიმე თვისების
ჰიპერტროფია. ხასიათების კომედია კომედიის უფრო მაღალი ფორმაა, რადგან
აქ ყოველთვის დიდი ადგილი ეთმობა ფსიქოლოგიას და მოითხოვს უფრო
განათლებულ მაყურებელსა და მკითხველს.
 ისტორია
 განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე კომედიის ჟანრული
მოდიფიკაცია წარიმართა ორი გზით: უხეში იუმორიდან და უწმაწური
ხუმრობიდან ნატიფი ფსიქოლოგიური იუმორისა და ინტელექტუალური
ირონიისაკენ; წმინდა სახის კომიზმიდან კომიკურისა და დრამატულის
აღრევისაკენ, ცრემლნარევი სიცილისაკენ.
 კომედია, როგორც დრამატული ჟანრი ლიტერატურად გაფორმდა ძველ
საბერძნეთში. მისი წარმოშობის სათავეები დაკავშირებულია ღვინისა და
მხიარულების ღმერთის დიონისეს პატივსაცემად გამართულ
დღესასწაულთან, კერძოდ კი დღესასწაულის იმ ნაწილთან, როდესაც
წარმოდგენილი იყო დიონისეს აღდგომა და მას მოჰყვებოდა მხიარული
სიმღერები, ცეკვები, კარნავალური სვლა, სრულდებოდა მცირე ჟანრის
კომიკური სცენები და სასაცილო უწმაწურობაც ახლდა თან.
 შუა საუკუნეების დასასრულს ევროპულ ლიტერატურაში ჩნდება კომიკური
პიესები, რომლებსაც ფარსი ეწოდა. რენესანსის ეპოქის კომედია უფრო
რომანტიკული დრამის ხასიათს ატარებს. კლასიციზმის ეპოქისთვის
დამახასიათებელია ე.წ. „სერიოზული“, „მაღალი“ კომედია (მოლიერი).
 XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის კომედია ისევ
ხასიათდება სოციალურობით, მაგრამ კომედიის კოლიზია უკვე მთლიანად
არ არის გამსჭვალული კომიზმით, კომიკური ზოგჯერ ძნელად ამოსაკითხია.
ამავე ხანებში ჩნდება ტრაგიკომედია, სადაც სხვადასხვა მანკიერებითა და
ნაკლით გამოწვეულ სიცილს მოყვება მწარე ცრემლიც, რომელსაც იწვევს
ადამიანისა და მისი ცხოვრების მოუწყობლობის შეგნების განცდა.
 საქართველოში კომედია ჩნდება XIX საუკუნის შუა ხანებში. მისი
ფუძემდებელია გ. ერისთავი.
კომპოზიცია

 კომპოზიცია: ლიტერატურული ნაწარმოებისა (ლათ. compositio –


შედგენა, შეთხზვა), მოიცავს მხატვრული
ნაწარმოების თემის, იდეის, ფაბულის, სიუჟეტის, რითმის,
რიტმის, სტროფის, ჩანართი ეპიზოდების, სიტყვიერი გამოსახვის ყველა
მხატვრული საშუალების მიზანმიმართულ, მოტივირებულ,
ურთიერთშეფარდებულ განლაგებას.
 კომპოზიციაში ვლინდება ცხოვრების მოვლენათა, საზოგადოებრივ
ურთიერთობათა ჩვენების კანონზომიერება მხატვრულ ნაწარმოებში.
განსხვავდება არქიტექტონიკისაგან, რომელშიც წარმოჩენილია
ნაწარმოების გარეგნული ნაწილების ურთიერთკავშირი.
ლირიკა
 ლირიკა: (ბერძ. lyrikos < lyra — მუსიკალური საკრავი, რომლის თანხლებითაც
სრულდებოდა ლექსითი ნაწარმოებები) — მხატვრული ლიტერატურის
გვარი ეპოსთან და დრამასთან ერთად, უსიუჟეტო ან
მკრთალსიუჟეტიან ლექსით ნაწარმოებში. თუ ეპოსში სინამდვილე, გმირის
ცხოვრება, გადმოცემულია თხრობით, დრამაში ადამიანის ქცევა-ხასიათი
ნაჩვენებია მოქმედებაში, ლირიკაში სინამდვილე განსახიერებულია პოეტის მიერ
მიღებული შთაბეჭდილებების პრიზმით, გადმოცემულია ადამიანის ცალკეული
განცდა, გრძნობა, აზრი, განწყობილება, მაგრამ ისე, რომ იგი არა მხოლოდ
პირადული განცდა-სატკივარია, არამედ გამოსახულია საზოგადოებრივად
მნიშვნელოვანი გრძნობები. იგი შორდება განზოგადებულობით ავტორის
პიროვნებას და წარმოადგენს ყველას სათქმელს.
 ლირიკული ნაწარმოების გმირი მეტწილად ავტორია. ამიტომ ასეთი სახე გარკვეულ
ცნებად იქცა, რადგან ადგილი აქვს მხატვრულ გამონაგონსაც. ის გვხვდება
პროზაულ ნაწარმოებშიც (ლირიკული გადახვევა). ლირიკოსები: დ.
გურამიშვილი, ბესიკი, ბარათაშვილი, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგლა და სხვა.
ლეგენდა

 ლეგენდა (ლათ. legenda – სიტყვასიტყვით, სავალდებულო წასაკითხი


ტექსტი) — ზეპირმეტყველების თხრობითი ჟანრი. საფუძვლად
უდევს ზღაპრული, სასწაულებრივი ამბავი ან ფანტასტიკური იერსახე.
მასში შეიძლება ასახული იყოს წარსული, თანამედროვეობა და
მომავალიც. თემატურად: რელიგიური, ისტორიული, გეოგრაფიული,
საყოფაცხოვრებო ლეგენდები. თანამედროვე გაგებით ლეგენდას
უწოდებენ ნაწარმოებს (განურჩევლად ჟანრისა), რომელშიც მხატვრული
გამონაგონი ემყარება გმირულ, ფანტასტიკურ ამბავს.
ლექსი

 ლექსი — რიტმულად და ინტონაციურად მოწესრიგებული მეტყველება,


რომელიც ენის პროსოდიული ბუნების შესაბამისად განსაზღვრული
ლექსთწყობის კანონებზეა დამყარებული (ტერფი – ანტიკურ
ლექსში; ბაითი – არაბულ-სპარსულში; კვალიტატუროსა – ტაეპი
თანაბარმარცვლიანი) ლექსი შეიძლება იყოს რითმიანი, ურითმო (თეთრი
ლექსი), თავისუფალი.
ლირიკური გმირი

 ლირიკული გმირი — ლირიკული „მე“, ის პირი, ვისი აზრი და განცდაც


არის გამოხატული ნაწარმოებში. ტერმინი ეკუთვნის იური ტინიანოვს. ეს
პირი უმთავრესად თვით პოეტია, მაგრამ არ შეიძლება ლირიკული
გმირის გაიგივება პოეტთან. პოეტი ლექსებში გადმოგვცემს არა მარტო
საკუთარ ბიოგრაფიასა და განწყობიებებს, არამედ მიმართავს მხატვრულ
გამონაგონსაც. ლირიკული გმირის ცნება მოიცავს პოეტის მთელ
შემოქმედებას და წარმოდგენას გვაძლევს მის მიერ შექმნილ ლირიკული
ხასიათის თავისებურებებზე. ქართულ ლიტერატურაში ამ თვალსაზრისით
აღსანიშნავია ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ
ტაბიძის და სხვათა ლირიკული გმირები.
მხატვრული სახე

 მხატვრული სახე – ხელოვნებისათვის სპეციფიკური ხერხი


განსაზღვრული ესთეტიკური იდეალის პოზიციიდან. ცოცხალი,
კონკრეტულ-გრძნობადი, უშუალო აღქმით ობიექტური სინამდვილის
წარმოსახვა. მხატვრული სახის შექმნის პროცესში განსაკუთრებულ
როლს თამაშობს წარმოსახვა, ფანტაზია.
მემუარი

 მემუარები (ფრანგ. memoire, ლათ. memoria - მოგონება) — ეპიკური ჟანრის


პუბლიცისტური ნაწარმოები. იმ პირთა ჩანაწერები, რომელნიც წარსულ
ამბავთა მონაწილენი თუ თვითმხილველნი იყვნენ. თხრობის ფორმითა და
ასახული მასალის მოწოდებით უახლოვდება დღიურს.
 მემუარებში ორი მხარეა საყურადღებო:
1. მწერლის პიროვნული, ავტობიოგრაფიული მომენტის წინ წამოწევა,
რომლითაც შესაძლებლობა გვეძლევა გავეცნოთ მისი ცხოვრების ზოგიერთ
მხარეს;
2. საერთო საზოგადოებრივი ამბების, ეპოქის, ისტორიული შემთხვევების,
საზოგადოებრივი აზრის განვითარების აღწერა, რომლის უშუალო
მონაწილეც ზოგჯერ თვით მწერალი ყოფილა. ამიტომ, ძალზე ხშირად,
მეტად მნიშვნელოვანია მემუარების ავტორის მიერ მოწოდებული ცნობები.
 მემუარების ნიმუშებია:
 სენ-სიმონის მემუარები, ნაპოლეონ ბონაპარტეს მემუარები წმინდა
ელენედან, შარლ დე გოლის მემუარები. ქართულ ლიტერატურაში
აღსანიშნავია დ. კლდიაშვილის, დ. ყიფიანის და ა.შ.
მითი

 მითი (ბერძ. mythos – თქმულება, გადმოცემა) — უძველესი კოლექტიური,


ფანტასტიკური, ხალხური თქმულება ქვეყნის გაჩენის, სიცოცხლის
წარმოშობის, ბუნების ძალთა, ღმერთების და გმირების მოქმედების
შესახებ. რაც ხასიათდება კონკრეტული პერსონიფიკაციითა და
გასულიერებით. მითში მხატვრულადაა წარმოდგენილი ადამიანის
პრიმიტიული წარმოდგენები სამყაროზე, ბუნების საიდუმლოების
აუხსნელობით გამოწვეული შიშისა და უძლურების გრძნობა (მითი
არგონავტებზე, ამირანის შესახებ და ა.შ.).
მოთხრობა

 მოთხრობა — საშუალო ზომის ეპიკური ნაწარმოები; ხასიათდება


თემატური მრავალფეროვნებით (ისტორიული, საყოფაცხოვრებო,
სოციალური, სათავგადასავლო, დიდაქტიკური). შუალედური ადგილი
უჭირავს ნოველასა და რომანს შორის; გამოიკვეთა XIX საუკუნეში.
ფართოდ გავრცელებული ლიტერატურული ფორმაა რუსეთში
(გოგოლი, ტურგენევი, ტოლსტოი, ჩეხოვი, კუპრინი. ქართულ
ლიტერატუტაში: ილია, ვაჟა, ყაზბეგი, კლდიაშვილი, ჯავახიშვილი და
სხვა.).
მუხამბაზი,
 მუხამბაზი, მუხამასი (არაბ. მუხამას — ხუთეული) — სპარსულ პოეტიკაში მუსამათის
(ძაფზე აცმული მარგალიტი) ტიპის სტროფული სალექსო ფორმის სახეობა.
ყოველი სტროფი შედგება 5 სტრიქონისაგან.
პირველი სტროფის ერთიანი რითმა მეორდება მომდევნო სტროფების
მეხუთე სტრიქონში (aaaaa, bbbba, cccca და ა. შ.). სტროფების რაოდენობა
განსაზღვრული არაა, გვხვდება აგრეთვე რომელიმე პოეტის ღაზალზე დაწერილი
მუხამასი (ყოველ სტრიფში ჩართულია ღაზალის ერთი ბაითი).
 განსაკუთრებით გავრცელდა XIV—XVII საუკუნეებში. ქართულ პოეზიაში შემოვიდა
მუხამბაზის სახელწოდებით (ბესიკი, საიათნოვა), ოღონდ იმ განსხვავებით,
რომ სტროფების რაოდენობაც ხუთით შემოიფარგლა, მოგვიანებით დაკარგა
კონკრეტული მნიშვნელობა და საერთო თემატიკით განსაზღვრულ
(სამიჯნურო, ანაკრეონტული) ლექსს ეწოდა (მაგ., ალექსანდრე
ჭავჭავაძის „მუხამბაზი ლათაიური“).
 მუხამბაზმა როგორც აშუღური
პოეზიისა და სიმღერის ნიმუშმა, საქართველოში მტკიცედ მოიკიდა ფეხი
XVIII—XIX საუკუნეებში. განსაკუთრებით გავრცელდა
თბილისელ ყარაჩოხელთა წრეში. იგი ცალფა-სოლო სიმღერაა.
სრულდებოდა საზისა და თარის თანხლებით (საიათნოვა, ევანგულან
აბდულბაღია, სათარა), ხოლო საზანდართა მწყობრში — მედაირის მიერ
(აშუღი ჰაზირა). ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, აკაკი
წერეთლისა და ყარაჩოღული პოეზიის ნიჭიერი წარმომადგენლების —
სკანდაროვას, გივიშვილის, იეთიმ გურჯის და სხვების მიერ „მუხამბაზის
ხმაზე“ თქმულმა ლექსებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. ზოგიერთი
მათგანი პროფესიულ მუსიკაშიც დამკვიდრდა (ზ. ფალიაშვილის „თავო
ჩემო“, ა. კერესელიძის მიერ დამუშავებული „გინდ მეძინოს“, მელიტონ
ბალანჩივაძის რომანსი „აღმართ-აღმართ“ და სხვა). აღსანიშნავია, რომ
მუხამბაზის ბრწყინვალე
შესრულებისათვის ბესიკმა ირანის შაჰისაგან ბრილიანტებით
მოჭედილი თარი მიიღო, ხოლო ერეკლე II-მ საიათნოვას „მუხამბაზის“
ქართულად შესრულებისათვის ხალათი უბოძა.
მონოლოგი

 მონოლოგი (ბერძნ. monos – „ერთი“ და logos — „სიტყვა“), მხატვრული


ნაწარმოების მოქმედი პირის ვრცელი სიტყვაა, რომლითაც პერსონაჟი
მიმართავს თავის თავს, სხვა მოქმედ პირებს ან მაყურებელს. მასში
გადმოცემულია გმირის სულიერი განწყობილება. მასში იხსნება
პერსონაჟის სულიერი სამყარო, მისი ხასიათი, ზოგჯერ მოქმედების
განვითარების ქარგა.
მეტაფორა

 მეტაფორა (ბერძნ.: metaphora - გადატანა) — მხატვრული გამოსახვის


სტილისტიკური ხერხი. პოეტურად შესაძლებელს, დასაშვებს, ასოციაციებითა
თუ კონტრასტით, ანალოგიებით წარმოსადგენს ემყარება ან აგებულია
სიტყვათა გადატანით მნიშვნელობაზე.
 „შენ ფრთამოღუღუნეს ჟამთა სიმაღლეზე, ჩვენი საუკუნე გიცავს, უახლესი“
(გალაკტიონი) მეტაფორაში საგნებსა და მოვლენებს მიწერილი აქვთ ისეთი
თვისება, რომელიც მათ არ ახასიათებთ, მაგრამ პოეტურად დასაშვებია.
ხანდახან მისი გამოცნობა ძნელია. არისტოტელე ამბობდა: „თუ სათქმელი
შედგება მეტაფორისგან, იგი გამოცანაა“.
 გამოარჩევენ ოთხი ტიპის მეტაფორას:
 როდესაც უსულო საგანის თვისება გადატანილია სულიერ საგანზე
(ოქროს გული, რკინის კაცი).
 სულიერი საგნის თვისება გადატანილია უსულო საგანზე („ჩაფიქრებულა
მთაწმინდა“ ან „ვინ იცის მტკვარო რას ბუტბუტებ“).
 უსულო საგნის თვისება გადატანილია უსულო საგანზე (ვერცხლის
ნაკადული, რკინის ნიაღვარი).
 სულიერი საგნის თვისება გადატანილია სულიერ საგანზე (შენ ხმელო
კაცო, წარბშეკრულო ხშირად და მკაცრო, / აქიმო წყლულის და ქადაგო
გაზაფხულისა . . . მ. ლებანიძე)
მოტივი

 მოტივი: (ფრანგ. motif) კონკრეტიზააციის მოვლენების სქემა სიუჟეტში.


მოტივის შინაარსი (მაგ.: პერსონაჟის სიკვდილი, ანდერძის შედგენა და
ა.შ.) არ მეტყველებს მისი მნიშვნელობის შესახებ. მოტივი განისაზღვრება
ნაწარმოების ფაბულაში მისი სულით: მთავარი (ლაიტმოტივი) და
მეორეხარისხოვანი. არსებობს ძირითადი მოტივები: სასიყვარულო
სამკუთხედი, ღალატი-შურისძიება, ცალმხრივი სიყვარული.
მხატვრული ენა

 მხატვრული ენა — ენის სტილისტიკური სახესხვაობა (შედარებით


მეცნიერების ენასთან, პუბლიცისტიკის ენასთან საქმიანი ქაღალდების
ენასთან, სალაპარაკო ენასთან და სხვ.) ან მხატვრული ლიტერატურის
ფორმა.
 მხატვრული ენა, ანუ სიტყვის ხელოვნება გაიგებოდა როგორც
განსაკუთრებული ენა, რომელსაც
თავისი ლექსიკა, სინტაქსი, ფრაზეოლოგია და მისთ. გააჩნია.
მხატვრული პროზის ჟანრული ჩამოყალიბების შემდეგ აღმოჩნდა, რომ
ლიტერატურულმა ნაწარმოებებმა აითვისა საერთო-სახალხო ენის
მთელი ფონდი, ხოლო მხატვრულ ნაწარმოებებად იმიტომ დარჩა, რომ
მათი შინაარსი მხატრვული სახეებით გაიშალა ენობრივ საშუალებათა
გზით.
ნოველა
 ნოველა (იტალ. novella, ესპ. novela, ფრანგ. nouvelle, ნიშნავს „ახალს“, „ახალ
ამბებს“ ან „მოკლე მოთხრობას რაიმე ახლის შესახებ“) — მცირე მოცულობის
ეპიკური ჟანრი, რომელიც ემყარება თხრობის ხერხს და პროზის (იშვიათად
ლექსის) ფორმით წარმოსახავს ადამიანის ცხოვრების ერთ ეპიზოდს, ერთ
მომენტს, ერთ ასპექტს. მისთვის დამახასიათებელია მარტივი სიუჟეტი,
პერსონაჟთა უკიდურესი სიმცირე. მოთხრობისაგან განსხვავებით, ნოველაში
ძალზე შეკუმშულადაა ნაჩვენები ყოფითი დეტალები, გარემო, ხასიათის
ფორმირების პროცესი; მისთვის უცხოა აღწერითი მომენტები. აქცენტი
გადატანილია მოვლენის რომელიმე ერთი მხარის, პერსონაჟის რომელიმე
თვისების განსახოვნებაზე, რაც განაპირობებს თხრობის ლაკონიზმს და
მოქმედების ექსპრესიას. კომპოზიციურად ნოველა შეკრულია. კვანძის შეკვრა
და გახსნა სწრაფად ხდება; ფინალი, რომელიც ხშირად მოულოდნელი
შედეგით ხასიათდება, მკითხველის მძაფრ ემოციებს იწვევს.
 ნოველა, როგორც დამოუკიდებელი ჟანრი, ჩაისახა და განვითარდა იტალიაში
XIV-XV საუკუნეებში (ბოკაჩო, საკეტი, მაზუჩო და სხვა); შემდგომში გავრცელდა
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.
 ნოველის ცნობილი ნიმუშები შექმნეს პროსპერ მერიმემ, გი დე
მოპასანმა, ანტონ ჩეხოვმა, ო. ჰენრიმ, ერნესტ ჰემინგუეიმ და სხვებმა. ქართულ
ლიტერატურაში - შიო არაგვისპირელმა, ნიკოლოზ ლორთქიფანიძემ, ლეო
ქიაჩელმა, სერგო კლდიაშვილმა და სხვამ.
პოეზია 

 პოეზია (ბერძნ.: ποίησις „ვქმნი“) — ხელოვნების უძველესი ფორმა,


რომელშიაც ენა გამოიყენება მისი ესთეტიკური თვისებების გამო, მის
მნიშვნელობასთან ერთად (ან ნაცვლად). მისი განსაზღვრის ერთ-ერთი
ყველაზე ადრეული მცდელობა არისტოტელეს მიერ ყურადღებას ამახვილებს
სიტყვის გამოყენებაზე რიტორიკაში, დრამაში, სიმღერასა და კომედიაში.
 1. ფართო მნიშვნელობით მთელი მხატვრული ლიტერატურა,
წარმოდგენილი პროზითა და პოეზიით.
 2. მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც
განსხვავდება პროზისგან მხატვრული ენის სხვადასხვაგვარი მეტრულ-
რიტმული ორგანიზაციით, ე.ი. რიტმული იმპულსით, სიტყვათა ნაკადის
მეტრულ-რიტმულად ურთიერთშეფარდებულ მონაკვეთებად -
სალექსო სტრიქონებად დაყოფით (რომელიც
უგულებელყოფს სინტაქსურ დაყოფას), თანმიმდევრულად გამოხატული
ბგერითი სიმეტრიით, ემოციურ-ექსპრესიული ფოკუსირებით.
პროზა

 პროზა (ლათ. prosa < prorsa — პირდაპირი, უბრალო, proversa —


წინმიმართული) — მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა,
რომელიც განსხვავდება მეორე ძირითადი ფორმის
— პოეზიისაგან მხატვრული მეტყველების ორგანიზაციით. პროზაში
მეტყველების მთლიანი ნაკადი მიისწრაფვის მხოლოდ წინ და მისთვის
დამახასიათებელია ისეთივე პაუზები წინადადებებისა და სინტაგმების
ბოლოს, როგორც ეს ჩვეულებრივ მეტყვეებას ახასიათებს. პოეზიისგან
განსხვავებით პროზის რიტმი აგებულია სინტაქსური კონსტრუქციების
(წინადადება, პერიოდი, კოლონი) მიახლოებით თანაზომადობაზე, რაც ქმნის
მხატვრული პროზის ნაწარმოების ერთ მთელიან ქარგას და რითიც ის
განსხვავდება სამეცნიერო ნაშრომებისაგან ან საყოფაცხოვრებო ხასიათის
ტექსტებისგან.
 მხავრული ლიტერატურის ერთ-ერთ ძირითად ფორმად პროზა XIX
საუკუნეში გაფორმდა. მანამდე პროზაში იგულისხმებოდა ყველა სახისა და
ხასიათის არამხატვრული ტექსტი.
 მხატვრული პროზის პირველ ჟანრულ ფორმად
ითვლება რენესანსის ეპოქის ნოველა. XVIII საუკუნიდან, განსაკუთრებით კი XIX
საუკუნეში ვითარდება ისეთი ჟანრები, როგორიცაა მოთხრობა, რომანი და სხვ.
 პოეზიისაგან განსხვავებით პროზაში სიტყვას, როგორც ენობრივ ერთეულს,
ეცვლება სტილისტური ფუნქცია: ნაკლები ყურადღება ექცევა ბგერწერასა და
მარცვლობრივ-მახვილობრივ შედგენილობას, ხოლო მეტი —
სიტყვის სემანტიკურ მნიშვნელობას, მის გამომსახველობით ფუნქციას. პროზაში
კონსტრუქციის რიტმს არეგულირებს მისი სემანტიკური მხარე.
 თუ პოეზიაში, განსაკუთრებით ლირიკაში, ისმის, უპირველეს ყოვლისა,
ავტორისეული ხმა, რომელიც მოგვითხრობს ან სიუჟეტურ ამბავს, ან საკუთარ
განცდათა შესახებ, პროზაში ბევრი ხმა ისმის: ავტორისეული თხრობა, მოქმედ
პირთა ხმები, „შინაგანი ხმაც“ კი და მათი ურთიერთმოქმედება ხშირად
კომპოზიციის ერთ-ერთი საფუძველია.
 პოეზიისა და პროზის გვერდიგვერდ არსებობის მანძილზე შეიქმნა მათ შორის
შუალედური ფორმებიც - ლექსი პროზად, რიტმული პროზა, მაგრამ პროზისგან
პოეზიას ყოველთვის გამოყოფს სიტყვის ლექსის საზომით ორგანიზაცია.
პოემა

 პოემა (ბერძ poiema — ქმნილება, შემოქმედება) —


მხატვრული ლიტერატურის ჟანრია. ლექსად დაწერილი მრავალი
თავისაგან შემდგარი ეპიკური, ან ლირიკული ხასიათის ნაწარმოები.
 1. ძველი პოემა — ეპოპეა, რომლისთვისაც დამახასიათებელია დიდი
ამბავი, კომპოზიციური სირთულე, დიდი მოცულობა, მოქმედების
ფართოდ გაშლა, დროის დიდი მონაკვეთი, პერსონაჟების სიმრავლე,
ზოგჯერ გმირთა მოქმედების იდეალიზაცია, ამბის ჰიპერბოლური
გადმოცემა, დინჯი, დარბაისლური კილო.
 ძველი პოემა ხალხურ ეპოსში იღებს სათავეს.
 2. ახალი პოემა, რომლის ჟანრული თავისებურების გამოვლენა,
გაფორმება რომანტიზმთან არის დაკავშირებული, შედარებით პატარა
მოცულობისაა, არ აქვს რთული სიტუაციური ხლართი, დროის მონაკვეთი
მცირეა. მისთვის დამახასიათებელია მწერლისა და გმირის სუბიექტური
განწყობილების წინ წამოწევა, ლირიკული გადახვევები. ამბის ცენტრშია
გმირი და მისი სულიერი განცდები, ლირიკული განწყობილება; მოხსნილია
ტიპური „საპოემო“ ლირიკულ-ეპიკური საწყისების როგორც, ერთი მხრივ,
პიროვნების პოზიციის, მეორე მხრივ, ისტორიულ-სოციალური, ან კოსმიური
ძალების შეჯახება, ეპოპეისთვის ჩვეული გმირის ზვიადობა, უძლეველობა,
უჩვეულობა. ახალ პოემაში ავტორი ერევა მოქმედების განვითარებაში,
განცდის სიჭარბეში ვლინდება (ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი
ქართლისა“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, აკაკი წერეთლის „თორნიკე
ერისთავი“, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ და სხვ.).
 თანამედროვე ლიტერატურაში პოემამ ჭარბად შეიძინა ლირიკული
ელემენტი, ავტორისა და პერსონაჟის განცდები მიმართულებას აძლევს
სიუჟეტის განვითარებას. ხშირად ამბავი იჩრდილება, გმირიც არა ჩანს,
წინ ლირიკული (ხშირად პათოსამდე ასული) განწყობილებაა
წამოწეული, რის გამოც პოემა ლირიკულ-ეპიკური ხასიათის
ნაწარმოებად იქცევა. განვითარების მთელ მანძილზე პოემამ შეინარჩუნა
ამბის ლექსად გადმოცემის ფორმა, რომანტიკული იერი შეიცვალა
რეალისტური შინაარსით და ჩამოყალიბდა როგორც გალექსილი
მოთხრობა.
 3. მუსიკალური ფორმა; თავისუფალი სტრუქტურის პროგრამული
სიმფონიური, საგუნდო, ან ხმიერ-საკრავიერი ნაწარმოები.
პუბლიცისტიკა

 პუბლიცისტიკა – საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურა


თანამედროვე აქტუალურ თემებზე. ის მასშტაბურად იყენებს
ცხოვრებისეულ მასალას და საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის
ფაქტების ასახვით გარკვეულ პოლიტიკურ იდეას ავითარებს.
 პუბლიცისტიკის ფართო დიაპაზონი განაპირობებს მისი ფორმების
მრავალფეროვნებას. პოლიტიკურის გარდა გვხვდება ეკონომიკური,
მორალურ-ეთიკური, ფილოსოფიური ხასიათის პუბლიცისტიკა. ასევე,
ინფორმაციული, ანალიტიკური, პოლემიკური, დისკუსიური და სხვ.
არსებობს საგაზეთო-საჟურნალო პუბლიცისტიკის ჟანრები
– ინტერვიუ, კორესპონდენცია, რეცენზია, მთავარი და პრობლემური
სტატიები, მიმოხილვა, წერილი, ნარკვევი, პამფლეტი, ფელეტონი და
ა.შ.
პროლოგი

 პროლოგი (ბერძ. πρόλογος - შესავალი)
— ლიტერატურული, თეატრალური და მუსიკალურ-სცენური ნაწარმოების
შესავალი ნაწილი. ლიტერატურულ პროლოგში, როგორც წესი,
მოთხრობილია იმ მოვლენების შესახებ, რომლითაც მოტივირებულია
ნაწარმოების ძირითადი მოქმედება, წინ უსწრებს მას ან განმარტებულია
ავტორის მხატვრული ჩანაფიქრი და ესთეტიკური კრედო.
პერიფრაზი

გამოთქმა, რომელიც აღწერით გადმოსცემს სხვა გამოთქმის ან სიტყვის


აზრს (მაგ., "საქართველოს დედაქალაქი" - ნაცვლად "თბილისისა".
"ცხოველთა მეფე" - ნაცვლად "ლომისა").
პეიზაჟი

 პეიზაჟი (ფრანგ. Paysage) — სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელშიც


ბუნების სურათია ასახული. იგი ფრანგული სიტყვაა, სიტყვასიტყვით
ნიშნავს ბუნების ხედს, ადგილმდებარეობის გამოსახულებას.
სხვაგვარად, პეიზაჟი არის ბუნების სახეების პლასტიკური გამოსახვა.
 თავდაპირველად პეიზაჟი წარმოადგენდა მხოლოდ ფონს ფიგურულ
სურათებში, იგი არ ყოფილა ნაწარმოების მთავარი თემა.
დამოუკიდებელი პეიზაჟების ხატვა აღორძინების ხანის დიდმა
მხატვრებმა დაიწყეს — გერმანელმა ალბრეხტ დიურერმა (1471-1528),
გენიალურმა იტალიელმა ლეონარდო და ვინჩიმ (1452-1519) და სხვებმა.
 პეიზაჟური მხატვრობა განსაკუთრებით გაიფურჩქნა ნიდერლანდურ
ხელოვნებაში XVII საუკუნეში. ამ საქმის ოსტატები იყვნენ იაკობ
რეისდალი (1628-1682), რომელიც გატაცებული იყო ქარიშხლისაგან
წაქცეული ხეების, ტყეებისა და ციხეთა ნანგრევების ხატვით,
აგრეთვე მეინდენტ გობემა (1638-1709), რომელიც ხატავდა ნათელ, მზის
შუქით სავსე პეიზაჟებს.
 თემატურად პეიზაჟური ფერწერა იყოფა რამდენიმე სახედ: არის პეიზაჟები,
რომელიც ასახავენ ბუნების რეალურ ან გამოგონილ ადგილებს. არის
პეიზაჟები, რომლებშიც ჭარბობს ქალაქის ხედები ანდა არქიტექტურული
ანსამბლები. არის პეიზაჟები, რომლებშიც დიდი ადგილი
უკავია ზღვის ხედებს, მაგალითად რუსი პეიზაჟისტის ივანე
აივაზოვსკის (1817-1900) ტილოებში
პერსონაჟი
 პერსონაჟი (ფრანგ. personnage < ლათ. persona - თეატრალური ნიღაბი,
როლი, პიროვნება) — ეპიკური, დრამატული და ლირიკულ-
ეპიკური ჟანრის თხზულებათა მოქმედი პირი.
 ლირიკაში, სადაც პოეტის სუბიექტური განცდებია გამოხატული, პერსონაჟს
ცვლის ლირიკული გმირი. „პერსონაჟი“, როგორც მოქმედების სუბიექტის
აღმნიშვნელი ტერმინი, უპირისპირდება „ლირიკული გმირის“ ცნებას,
რომელიც განცდის სუბიექტს აღნიშნავს. პერსონაჟი უმთავრესად ადამიანია.
მაგრამ, ადამიანის გარდა, მხატვრულ ნაწარმოებებში მოქმედ პირებად
ხშირად ვხვდებით ბუნების მოვლენებსა და
საგნებს, მცენარეებსა და ცხოველებს, რომელთაც გარკვეული ადამიანური
თვისებები მიეწერება. თავისი ფუნქციის მიხედვით პერსონაჟი შეიძლება იყოს
მთავარი და მეორეხარისხოვანი. როგორც ზოგადი, გვარეობითი ცნება,
პერსონაჟი მოიცავს კერძოობით დეფინიციებს: გმირი, ხასიათი, ტიპი.
პორტრეტი

 პორტრეტი (ფრანგ. portrait<portraire - გამოსახვა (მოძველებული) —


რეალურად არსებული პიროვნების (ან გამოგონილი ლიტერატურული
გმირის), ადამიანთა ჯგუფის გამოსახვა ან აღწერა
(მაგ., ლიტერატურაში). პორტრეტი სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი
ძირითადი ჟანრია (ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, ფოტოხელოვნება).
 პორტრეტის საფუძველი მემორიალური საწყისია — კონკრეტული ადამიანის
სახის უკვდავყოფა. ძირითადი კრიტერიუმია გამოსახულების მსგავსება
მოდელთან, ორიგინალთან, მისი სულიერი არსის სწორად გახსნა,
ინდივიდუალობის, ტიპური ნიშნების წარმოჩენა, პორტრეტი ძირითადად
ნატურიდან იქმნება. არსებობს დაზგური (სურათი, ბიუსტი, გრაფიკული
ფურცელი), მონუმენტური (სკულპტურული მონუმენტი, ფრესკა, მოზაიკა)
პორტრეტი. სხვადასხვა ეპოქაში პორტრეტს ათავსებდნენ მონეტაზე, მედალზე
(სამედალო ხელოვნება), გემაზე (გლიპტიკა).
 პორტრეტი შეიძლება იყოს ინდივიდუალური, წყვილი (ორმაგი) და ჯგუფური.
 პორტრეტის სპეციფიკური ტიპია ავტოპორტრეტი.
 პორტრეტული ჟანრის საზღვრები მერყევია. ზოგჯერ საკუთრივ პორტრეტი
ერწყმის სხვა ჟანრს. პორტრეტში შეიძლება გაიხსნას მორალური სახე,
გადმოიცეს მოდელის როგორც დადებითი, ისე ნეგატიური ხასიათი
(კარიკატურა, შარჟი), აისახოს მნიშვნელოვანი მოვლენები.
 პორტრეტული ჟანრი უძველეს პერიოდში ჩაისახა, მისი პირველი ნიმუშები
ძველი აღმოსავლეთის, კერძოდ ძველი ეგვიპტის ხელოვნებაში ხვდება.
როგორც ჩანს, პორტრეტი ძველ ეგვიპტეში დაკავშირებული იყო გარკვეულ
კულტთან, იგი რელიგიურ-მაგიურ ხასიათს ატარებდა. მოდელის
დუბლირება აუცილებელი იყო იმქვეყნიური ცხოვრებისათვის, ამიტომაც
შეიქმნა კანონიზებული პორტრეტული ტიპი. დროთა განმავლობაში
ძველეგვიპტური პორტრეტის ხასიათი შეიცვალა, გაღრმავდა მისი
ფსიქოლოგიური შინაარსი (განსაკუთრებით ახალი სამეფოს, თლ-ელ-
ამარნის, პერიოდში, ძვ. წ. XIV ს.).
 ძველი საბერძნეთის ეპოქაში შეიქმნა განზოგადებულ-იდეალიზებული
სკულპტურული პორტრეტის ტიპი. ძვ. წ. IV საუკუნიდან პორტრეტმა უფრო
ინდივიდუალური სახე მიიღო. ელინისტურ ეპოქაში (ძვ. წ. III საუკუნიდან)
პორტრეტს დრამატული ხასიათი მიეცა. პორტრეტულმა ხელოვნებამ მაღალ
განვითარებას მიაღწია ძვ. რომში. ძველრომაულ პორტრეტის სტრუქტურის
ძირითადი საფუძველია მოდელის დამახასიათებელი ნიშნების ზუსტი
გამოსახვა, ინდივიდუალურისა და ტიპურის ერთიანობა, ძვ. რომის საუკეთესო
პორტრეტებისათვის დამახასიათებელია ფსიქოლოგიზმი, მხატვრული სიზუსტე.
ელინისტურსა და ძვ. რომის ეპოქაში ფართოდ გავრცელდა
პორტრეტული ბიუსტები, სტატუები. განსაკუთრებით საინტერესოა ე. წ. ფაიუმის
პორტრეტი (ეგვიპტე, I–IV სს.), რომლებიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ძვ.
აღმოსავლეთის პორტრეტის რელიგიურ-მისტიკურ ტრადიციებთან, ამასთან,
განიცადა ანტიკური ხელოვნების გავლენა. იგი უშუალოდ ნატურიდან
იხატებოდა და ამიტომაც კონკრეტულ ადამიანთან მსგავსების ნიშნებს
ატარებდა.
 შუა საუკუნეების პორტრეტის განვითარებაზე განსაკუთრებით ძლიერად
იმოქმედა სპირიტუალისტურ და სტიქიურ-მატერიალისტური ტენდეციების
წინააღმდეგობებმა, მხატვრები იფარგლებოდნენ მკაცრი საეკლესიო
კანონებით, იშვიათად მიმართავდნენ პიროვნებათა ხასიათების
გადმოცემას. შუა საუკუნეებში პორტრეტი საეკლესიო არქიტექტურულ-
მხატვრული ანსამბლის განუყოფელი ნაწილია. მხატვრები გამოსახავდნენ
მხოლოდ მაღალი წოდების წარმომადგენელთა (მმართველები, მათი
ოჯახის წევრები, დაახლოებული პირები, დონატორები) პორტრეტებს. დიდი
კონკრეტულობით ხასიათდება შუა საუკუნეების ჩინური პორტრეტი
(განსაკუთრებით სუნის პერიოდისა, X–XIII საუკუნეები); ასევე საინტერესოა
იაპონელი ოსტატების მიერ შექმნილი ფსიქოლოგიური პორტრეტული
ხელოვნების ნიმუშები
რომანი

 რომანი — დიდი მოცულობის თხრობითი ლიტერატურული ნაწარმოები,


რომელსაც ახასიათებს რთული სიუჟეტი. მოთხრობისაგან განსხვავებით,
რომანში ასახულია ცხოვრებისეული მოვლენების დიდი წრე, საინტერესო
და მრავალმხრივი ცხოვრება ბევრი მოქმედი პირის, რომელთა
ინტერესებიც გადახლართულია ერთმანეთში.
 თემატიკის მიხედვით რომანი შეიძლება იყოს ისტორიული, სოციალური,
ფილოსოფიური, საოჯახო-ყოფითი, სათავგადასავლო, ფანტასტიკური და ა.შ.
ზოგჯერ ერთი რომანის გმირთა ცხოვრება მეორეშიც გრძელდება, ამგვარად, ეს
ორი ნაწარმოები ერთიანდება დილოგიაში, სამი რომანი — ტრილოგიაში, ოთხი
— ტეტრალოგიაში.
 რომანში ძირითად მაორგანიზებელ როლს ასრულებს არა თხრობის მანერა,
ქრონიკალური და აღწერითი ეპიზოდები, არამედ თავად სიუჟეტი, მოვლენათა
ვრცელი დიაპაზონი. რომანს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე
ლიტერატურაში, მაშინ, როდესაც ანტიკური ხანის ეპოქაში იგი ერთ-ერთი
მეორეხარისხოვანი ჟანრთაგანი იყო. რომანის განვითარებისათვის
განსაკუთრებით კეთილსასურველი პირობები შეიქმნა აღორძინების ეპოქაში,
თუმცა მკვეთრი აღმავლობა მაინც XIX ს. მიეკუთვნება. დღეისათვის, სხვა
სახეებთან ერთად, წარმატებით ვითარდება ფსიქოლოგიური რომანის ჟანრი.
 ძირითადად რომანში მოთხრობილია მთავარი გმირის ცხოვრების და
მისი პიროვნების განვითარების შესახებ მისი ცხოვრების კრიზისულ
პერიოდში. თხრობის ვარიანტები, ძირითადად, შეიძლება შემდეგი სახის
იყოს:
 პერსონაჟის დაბადებიდან სიკვდილამდე (პატრიკ ზიუსკინდის „სუნამო“)
 პერსონაჟის დაბადებიდან ცხოვრების კრიზისული პერიოდის
დაძლევამდე (ჩარლზ დიკენსის „დევიდ კოპერფილდის ცხოვრება“)
 პერსონაჟის ცხოვრების კრიზისული მდგომარეობიდან ამ კრიზისის
დასრულებამდე (ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“)
რითმა

 რითმა (ბერძნ. rhythmos - ტაქტი, ზომა), ერთი და იმავე ან მსგავსი


ბგერების კანონზომიერი გამეორება, ბგერათა შეწყობა-შეთანხმება
ტაეპებში. უკანასკნელი მახვილიანი მარცვლიდან მოყოლებული; ზოგჯერ
ბგერების ასეთი შეწყობა-შეთანხმება ტაეპებს შიგნით.
 რითმაში შეიძლება მეორდებოდეს ცალკეული ბგერები, სიტყვები ან
სიტყვათა ჯგუფები, იშვიათ შემთხვევაში კი - ტაეპები. ლექსიკური
თვალსაზრისით რითმა საინტერესოა იმით, რომ იგი ბგერითი
გამეორებით გამოყოფს სიტყვას და ამით ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას.
რითმის ინტონაციური ფუნქცია ხელს უწყობს ლოგიკურ მახვილს, რის
შედეგადაც გასარითმი სიტყვა გამოიყოფა მეტყველების ნაკადში და
იქცევს ყურადღებას. რითმა პოეტურ მეტყველებაში ქმნის რიტმულობას,
კეთილხმოვანებას, მუსიკალობას.
რიტმი

 რიტმი (ბერძნ. rhythmos - თანაზომადობა, სიმწყობრე), თანაზომიერი,


პერიოდული მონაცვლეობა რაიმე ელემენტებისა (ბგერების, მოძრაობების და
სხვ.) რიტმს დინამიკური ხელოვნების დარგებში (მუსიკა, ცეკვა, ლექსი, პროზა)
ერთიანი შინაგანი კანონები აქვს (თანაზომადობა დროში), განსხვავებულია
რიტმის შემქმნელი მატერია. მხატვრული დროს თვალსაზრისით რიტმი ერთ-
ერთი ესთეტიკური მახასიათებელია ხელოვნების ნაწარმოებისა.
რიტმი მხატვრულ ლიტერატურაში
 პოეზიაში რიტმი იქმნება თანაზომადი ენობრივი ერთეულების
პერიოდული და კანონიზირებული მონაცვლეობით. თანაზომიერა,
ჩვეულებრივ მარცვლები, სიტყვები ან სინტაგმები. ლექსში რიტმის
ძირითადი კომპონენტია მეტრი. მნიშვნელოვანია
აგრეთვე ტემპი, ინტონაცია, რითმა და ა.შ.
 პროზაში რიტმს ესთეტიკური როლი აქვს. მიუხედავად იმისა,
რომ პროზა არ ხასიათდება პოეზიის მსგავსად ლექსის საზომით
ორგანიზებული რიტმულ-ინტონაციური განმეორებით, რიტმული ქარგა
მხატვრული პროზაული ნაწარმოებისა მისი მხატვრულობის ერთ-ერთი
მაჩვენებელია და ხასიათდება ცვლადი რიტმით ყველა დონეზე.
პროზაული ნაწარმოების მხატვრული ენა თავისი რიტმითაც განსხვავდება
სამეცნიერო ნაშრომებისა თუ საყოფაცხოვრებო-საქმიანი ტექსტებისგან.
პროზაული და ლექსითი რიტმების ურთიერთმოქმედებით შეიქმნა
საშუალო ფორმები, როგორიცაა რიტმული პროზა, ლექსი
პროზად და ვერლიბრი.
სონეტი

 სონეტი (იტალ. sonneto), მყარი სალექსო ფორმა. შეიცავს 14 სტრიქონს და


ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში ორი ოთხტაეპედია (კატრენი),
მეორეში კი – ორი სამტაეპედი (ტერცეტი), ძირითადად სონეტის სამი
სახეობაა გავრცელებული: 1) "იტალიური" – კატრენების რითმული სქემა:
abab abab ან abba abba, ტერცეტების სქემა: cdc dcd ან cde cde; 2)
"ფრანგული" – კატრენების სქემა: abba abba, ტერცეტების სქემა: ccd eed ან
ccd ede; 3) "ინგლისური" (შექსპირული) abab cdcd efef gg. მაგრამ ვიდრე ამ
"მყარ" კომპოზიციურ ნიშნებს შეიძენდა, იწერებოდა 16–,17– ან 20–ტაეპოვანი
სონეტებიც. სონეტის სამშობლოდ იტალიაა მიჩნეული, XVI საუკუნიდან
მოყოლებული კი შეიძლება ვილაპარაკოთ სონეტზე, როგორც დასავლურ
ევროპულ საერთო პოეტურ მოვლენაზე.
წარმოშობა და გავრცელება
 სონეტი (იტალიურად – sonneto – «პატარა სიმღერა») დასაბამს
კუნძულ სიცილიიდან იღებს, ის პირველად XIII საუკუნეში მოღვაწე პოეტის,
ჯაკომო ლენტინის შემოქმედებაში გამოჩნდა. სონეტის სრულყოფა ერთი
საუკუნის შემდგომ ტოსკანაში გაგრძელდა, თავდაპირველად გვიდო
კავალკანტის ლექსებში დაღვინდა და საბოლოოდ სონეტის, როგორც პოეტური
მოვლენის ზეობის ხანა ფრანჩესკო პეტრარკას ქმნილებების სახით გაეცნო და
შეიძლება ითქვას შეერია იმ საერთო დინებას, რასაც რენესანსის ეპოქა ჰქვია.
ფრანჩესკო პეტრარკას სონეტების უმრავლესობა მიძღვნილია, მისი სატრფოს,
ლაურასადმი, სადაც იგი მის გარდაცვლილ გულის მესადუმლეს ხოტბითა და
დიდებით ამკობს. პეტრარკას სონეტების კრებულმა წიგნის სახით დღის
სინათლე 1470 წელს იხილა და შემდგომში მოედო მთელ დასავლეთ ევროპას.
გამოძახილმაც არ დაახანა, პეტრარკას სონეტებს მიმდევრები მთელი ევროპის
მასშტაბით გამოუჩნდნენ: ლუიშ დი
კამოენსი პორტუგალიაში, გონგორა ესპანეთში, უაიეტი და შექსპირი ინგლისში 
და ა.შ. საფრანგეთში სონეტი ფრანსუა I–ისა და ანრი II–ის დროს გამოჩნდა 1530–
1540–იან წლებში პოეტების – მაროს, ლუიზა ლაბეს და სენ–გალეს – ძალისხმევის
შედეგად. 1549–1550 წლებში კი ჟოაშენ დიუ ბელემ სონეტების პირველი
კრებული გამოაქვეყნა საფრანგეთში.
 ჟოაშენ დიუ ბელეს კრებულში და ასევე "პლეადის" წარმომადგენელი სხვა
პოეტების შემოქმედებაში სონეტის თემატიკა სცილდება მარადიული და
ზეციური სასიყვარულო ლირიკის ჩარჩოებს და საბოლოოდ პიერ
რონსარის შემოქმედებაში, შეიძლება ითქვას, რომ სონეტი საფრანგეთში
ხელმეორედ დაიბადა.
 XVII საუკუნეში სონეტი ძირითადად სალონურ სალაღობო საშუალებას
წარმოადგენდა, უფრო მასიური მოვლენა გახდა და თავისი პირვანდელი
მიმზიდველობა დროებით დაკარგა. ამ დროის შემოქმედნი დიდი
მგზნებარებით კამათობდნენ სონეტის არსისა და რაობის შესახებ, საქმე
იქამდეც კი მივიდა რომ ბუალომ 1694 წელს დაწერილ შრომაში "პოეტური
ხელოვნება" ("l’Art Poétique") სონეტის ფორმა მკაცრად დააკანონა, რამაც
სონეტის დროებითი კვდომა გამოიწვია. რომანტიზმის ეპოქამდე სონეტი,
მხოლოდ სალონებში განაგრძნობდა არსებობას, როგორც ელიტის
თავშესაქცევი საშუალება და, როგორც ყოველ მასბორივად ქცეულ
"გასართობს" ემართება ხოლმე, ამ დროს დაწერილი სონეტებიც ვერ
ბრწყინავენ მხატვრული ღირებულებებითა თუ კონცეპტუალური სიახლეებით.
 სანამ სონეტისათვის საფრანგეთში უძრაობის ხანა იდგა, ინგლისში ამ
სალექსო ფორმამ ახალი სიდიადით გაიბრწყინა, 1609 წელს უილიამ
შექსპირის სონეტების გამოქვეყნების შემდეგ. ამ სონეტების კრებულის
წყალობით შექსპირი დღემდე ინგლისელთა უდიდეს პოეტად არის
შერაცხილი და კულტურული მნიშვნელობით მსოფლიო პოეზიის
საგანძურშია შესული. შექსპირის სონეტები რენესანსული
მსოფლხმედველობის ახლებურ ხედვას გამოხატავს. მსოფლმხედველობით–
ფილოსოფიურ პლანში ეს არის დროის ფართო, სიმბოლური, ხოლო
მაღალმხატვრულ–ესთეტიკურ პლანში კი – მასთან დაკავშირებული
წუთისოფლის სიმოკლისა და მარადისობის, სილამაზის ფარდობითობისა
და მარადიული მნიშვნელობის, ვერაგობისა და სიყვარულის მარადიული
ურთიერთჭიდილის გააზრება.
 რომანტიზმმა სონეტს ახლად შთაბერა სული და ერთობლივად ევროპის
სხვადასხვა კუთხეში ახლებური ჟღერადობა
შესძინა კიტსის, უორდსუორთის, მიუსეს და სხვ. ლირიკაში. სონეტის
ფორმალურმა შარმმა პარნასელი პოეტებიც არ დატოვა გულგრილი, თუმცა
სონეტის ოქროს ხანა საფრანგეთში, პოეტურ ასპარეზზე შარლ ბოდლერის და
"ფრანგული პოეზიის წმინდა სამებად" შერაცხული
ტრიადის: ვერლენის, რემბოს და მალარმეს გამოჩენას უკავშირდება.
 ევროპულ პოეზიაში სონეტი XX საუკუნეშიც ერთ–ერთი გავრცელებული
სალექსო ფორმაა, რაინერ მარია რილკემ 1923 წელს ორფეოსისადმი
მიძღვნილი, გარსია ლორკამ კი შავბნელი სიყვარულისადმი მიძღვნილი
სონეტების კრებულები გამოაქვეყნეს. შარლ ბოდლერი ამბობდა, რომ
სონეტში ყველაზე განმაცვიფრებელი "პითაგორული სილამაზეა", სადაც
რიცხვთა ქორალის ჩარჩოებში მოქცეული პოეტი ამქვეყნიურობისა თუ
იმქვეყნიურობისადმი მიძღვნილ ჰიმნებს ქმნის.
 საქართველოში სონეტის ფორმას აქტიურად მიმართავდნენ
ცისფერყანწელები, მათ შორის აღსანიშნავია ვალერიან
გაფრინდაშვილის და პაოლო იაშვილის მიერ შექმნილი სონეტები.
სიუჟეტი 

 სიუჟეტი (ფრანგ. sujet — საგანი)
— ლიტერატურაში, დრამატურგიაში, თეატრში, კინოსა და თამაშებში —
მოვლენათა რიგი (სცენების, სურათების, მოქმედებების,
ან აქტების თანმიმდევრობა), რომლებსაც ადგილი აქვს მხატვრულ
ნაწარმოებში, (თეატრის სცენაზე, სათამაშო ადგილას), და რომელიც
განკუთვნილი და საგანგებოდ დალაგებულია მკითხველისთვის
(მაყურებლისთვის, მოთამაშისთვის) დემონსტრაციის გარკვეული წესების
მიხედვით. სიუჟეტი, როგორც ამბის გარკვეული წესების დაცვით
თხრობა, გადმოცემა, ან მიმდინარეობა, წარმოადგენს
ნაწარმოების ფორმის საფუძველს.
სტროფი

 სტროფი [ბერძ. strophe ბრუნი] — ლიტ. ლექსში შინაარსობრივად და


რიტმულად გაერთიანებული რამდენიმე (ყველაზე ხშირად ოთხი)
სტრიქონი, ტაეპი, ხანა.
წინადადებაში გამოყენების ნიმუში:
 მოსწავლეს უთუოდ დასჭირდება მრავალი სტროფის ზეპირად ცოდნა ამა
თუ იმ ლექსიდან ან პოემიდან.
სარკაზმი 

 სარკაზმი — ინდივიდის ან ცხოვრების მანკიერი მხარეების, უარყოფითი


საზოგადოებრივი მოვლენების ღვარძლიანი დაცინვა, მწვავე ირონია.
მას გესლის გამომხატველ ირონიასაც უწოდებენ. სარკაზმი
დაუნდობლად ააშკარავებს გულქვაობას, სიმახინჯეს, ბოროტებას,
ფარისევლობას. კომიკური ნაწარმოების მსგავსად,
აქაც კრიტიკა სიცილის საშუალებით გამოიხატება. სარკაზმი
გავრცელებულია როგორც მხატვრულ ლიტერატურაში, ისე საორატორო
ხელოვნებაშიც.
სატირა 

 სატირა — სინამდვილის მხატვრული ასახვის ისეთი ფორმა, როდესაც


გამანადგურებელი სიცილით ამხილებენ ასახულის უარყოფით, მანკიერ
ბუნებას. კომიკურის სახე. იუმორისაგან (რომელიც კეთილგანწყობილია
ასახულის მიმართ და ცდილობს სიცილით „განკურნოს“ იგი, გამოასწოროს მისი
ნაკლი) განსხვავებით სატირა სიცილით ამხილებს, ბოლომდე „აშიშვლებს“
თავის ობიექტს, ააშკარავებს შეუთავსებლობას გარეგან და შინაგან მხარეებს
შორის, ფორმასა და შინაარსს შორის. ამით განსხვავდება სატირა პირდაპირი
კრიტიკისგან, ინვექტივისაგან.
 სატირისთვის დამახასიათებელია პუბლიცისტურობა, ავტორისეული
ტენდენციურობა და გადაულახავი ზღვარი ავტორისეულ იდეურ სამყაროსა
და მხილების ობიექტს შორის, ხოლო მისი ესთეტიკური ამოცანაა
გამოიწვიოს და გამოაცოცხლოს გახსენება მშვენიერისა, რასაც
შეურაცხყოფს მხილების ობიექტი თავისი მანკიერი არსით. სატირის
აქტუალობა დამოკიდებულია ისტორიულ, გეოგრაფიულ და სოციალურ
ფაქტორებზე. რამდენადაც უფრო ზოგადსაკაცობრიოა იდეალი, რომლის
საშუალებით სატირიკოსი წარმოაჩენს თავის ანტიიდეალს და რამდენადაც
უფრო ესთეტიკურად გამართულია მისი უარყოფითი სიცილი, მით უფრო
ხანგრძლივდება სატირის ცხოველმყოფელი მნიშვნელობა.
წარმოშობა
 სატირა აღმოცენდა ძველ რომაულ ლირიკაში. შემდეგ დაკარგა ჟანრულობა,
თუმცა განსაზღვრავს სხვადასხვა ჟანრის არსს: იგავ-
არაკის, ეპიგრამის, პამფლეტის, ფელეტონის. სატირის პრინციპზე
აგებული რომანი გადაიქცევა სატირულ რომანად, დრამა კი - კომედიად.
სატირისთვის დამახასიათებელი იერსახე იქმნება ჰიპერბოლიზაციით,
გაზვიადებით, გროტესკით, სარკაზმით.
 სატირა ჩაისახა და განვითარდა ძველ საბერძნეთში. სატირული ხასიათის
ნაწარმოებებით ცნობილი არიან ძველი ბერძენი პოეტები: არქილოქე
პაროსელი, ჰიპონაქტე ეფესელი, კომედიოგრაფი არისტოფანე,
პროზაიკოსი ლუკიანე სამოსატელი. სატირამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო
ძველ რომაულ პოეზიაში. მისი წარმომადგენლები
არიან: ჰორაციუსი, იუვენალი და სხვ. სატირული ნაწარმოებებით ევროპულ
ლიტერატურაში სახელი გაითქვეს ფრანსუა რაბლემ, სერვანტესმა, ჯონათან
სვიფტმა, ვოლტერმა, ჰაინრიხ ჰაინემ და სხვ.
 სატირის ცნობილი მაგალითები:
 მეტ გროუნინგის - სიმფსონები
 სტენლი კუბრიკის - დოქტორი სტრეინჯლავი
 ჯორჯ ორუელის - 1984 (რომანი) და ცხოველების ფერმა
 უილიამ გოლდინგის - ბუზთა ბატონი
 რეი ბრედბერის - 451º ფარენჰეიტით
ტრაგედია 

 ტრაგედია (ბერძნ. tragodia < tragos - თხა და ode - სიმღერა;


რელიგიური სატირული სიმღერები, რომლებიც სრულდებოდა თხის
მსხვერპლად შეწირვის დროს დიონისესადმი მიძღვნილ
დღესასწაულებზე წელიწადში 4-ჯერ) — დრამატული ჟანრი,
გამსჭვალული ტრაგიკულის პათოსით. კომედიის საპირისპირო.
ტრაგედიაში ნაჩვენებია ტრაგიკული კოლიზია, ამაღლებული ტრაგიკული
ხასიათები, შეურიგებელი ბრძოლა და დადებითი გმირის
კატასტროფული მარცხი.

ტრაგედია აღმოცენდა ანტიკურ საბერძნეთში სარიტუალო სახიობიდან,
რომელიც დაკავშირებული იყო მწუხარე ამბებსა და განცდებთან. გუნდი
მღეროდა დითირამბებს და ინსცენირებული იყო დიონისეს სიკვდილი და
გლოვა-დატირება. ანტიკურ ტრაგედიას ემჩნევა რელიგიურ-სატირული
თქმულების ნიშანი: ის ეძღვნებოდა მითებს ღმერთებისა და გმირების
საბედისწერო შერკინების შესახებ და ამავე დროს იწვევდა ერთიან განცდას,
ელდას, ძლიერ ფიზიოლოგიურ შეგრძნებებსაც კი.
 არისტოტელე მიუთითებდა, რომ ტრაგედია მაყურებელში იწვევდა უძლიერეს
შინაგან კონფლიქტს, აფექტებს, რომლებისგანაც
თავისუფლდებოდნენ კათარზისის გზით.
 ტრაგედიაში მითოლოგიური პათოსი გვიან ანტიკურ ხანაში იკარგება
ადამიანის ინდივიდუალურ ჩამოყალიბებას, პიროვნებასა და საზოგადოებას
შორის კონფლიქტების გაჩენის შედეგად. შუა საუკუნეებში ტრაგიკული
შემოიფარგლა ადამიანის ცოდვებისა და რელიგიური ასკეზისის
აუცილებლობით. რენესანსის ეპოქაში ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად
აღორძინებულია ტრაგედიაც და იგი ისევ აიგება მიბაძვის, ტრაგიკულისა და
კათარზისის პრინციპების საფუძველზე.
 ტრაგედია მწვერვალს აღწევს უილიამ შექსპირის შემოქმედებაში.
 კლასიციზმის ესთეტიკამ გამოყო დრამატული ხელოვნების ჟანრების -
ტრაგედიისა და კომედიის ზუსტი საზღვრები და დააწესა ე.წ. სამი
ერთიანობის კანონი. განმანათლებლობის ეპოქაში ტრაგედიის
დანიშნულებად თვლიან განწმენდას თანაგრძნობისა და შიშის მეშვეობით.
 XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ტრაგედიის ახალი დიალექტიკური გაგება-
განმტკიცება მოცემულია გერმანულ ესთეტიკაში. ტრაგედია და
ტრაგიკული პრობლემები საფუძვლიანად დაამუშავა ჰეგელმა, რომლის
ერთ-ერთ უდიდეს მიგნებად ტრაგიკულის სუბსტანციურ სფეროსთან
დაკავშირება ითვლება. შოპენჰაუერმა პესიმიზმის პოზიციებიდან
ტრაგედია მიიჩნია, როგორც ბრმა და უაზრო ბედისწერის თამაში,
რომელიც სიცოცხლის სურვილსაც კი სპობს.
 რომანტიზმის ეპოქიდან მოყოლებული ტრაგედიის სუბსტანციურ
შინაარსად წარმოჩენილია ინდივიდის სულიერი სამყარო.
ტრიოლეტი 

 ტრიოლეტი (ფრანგ. triolet; იტალ. trio — სამი) — რვატაეპიანი ლექსი,


რომელშიც პირველი ტაეპი სამჯერ მეორდება. VIII ტაეპი იმეორებს მეორეს.
 ტრიოლეტში რითმა ორი სახისაა: I, III, IV, V, VII ტაეპები ერთ რითმას
ატარებენ, II, VI და VIII — მეორეს. რითმული წყობა გრაფიკულად ასეთია:
abaaabab. ლექსის ყველა მყარ ფორმათა შორის ტრიოლეტი ყველაზე
უფრო შეზღუდული ფორმაა და, ამდენად, უფრო გასართობი
პოეზიისთვისაა განკუთვნილი. ტრიოლეტი გავრცელებული იყო შუა
საუკუნეების ფრანგულ პოეზიაში. საქართველოში ის XX საუკუნის 10-იან
წლებში დაამკვიდრეს ვალერიან გაფრინდაშვილმა, პაოლო
იაშვილმა, იოსებ გრიშაშვილმა და ალექსანდრე აბაშელმა.
ტაეპი

 ტაეპი, სტრიქონი ლექსის რიტმულ-ინტონაციური პროცესის მეტრულად


განსაზღვრული ფონიკური და გრაფიკული ნორმა, რომელსაც ემორჩილება
სინტაქსი. ტაეპები ურთიერთშეფარდებული და თანაზომადი ერთეულებია,
რითაც ლექსითი ნაწარმოები განსხვავდება პროზაულისგან.
 ტაეპის გრაფიკული პრინციპი საფუძვლად
უდევს პროზისა და პოეზიის გამიჯვნას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა
ენიჭება ისეთი ჟანრების არსებობის პირობებში, როგორიცაა ლექსი
პროზად, ვერლიბრი, რიტმული პროზა.
 ანტიკურ მეტრული ლექსთწყობაში ტაეპი შედგება ტერფებისგან,
რომლებიც აქ ლექსის საზომი ერთეულია. აღმოსავლურ მეტრულ
ლექსთწყობაში კი ლექსის საზომი ერთეულია ბაითი. სილაბურ
ლექსთწყობაში და, ნაწილობრივ, სილაბურ-ტონურ ლექსთწყობაში,
ტაეპი მარცვალთა რაოდენობით იზომება. სილაბურ-ტონურ
ლექსთწყობაში ტაეპი ლექსის საზომი ერთეულია. ტაეპის სტრუქტურული
ელემენტებია: მეტრი, რიტმი, ინტონაცია, მახვილი, კლაუზულა, რითმა, ც
ეზურა, სტრუქტურული პაუზა, ანაკრუზა, ეპიკრუზა.
ტროპი

 ტროპი — ენობრივი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალება, რომლის


ერთ-ერთი ზუსტი განსაზღვრა ჯერ კიდევ ძველ რომში გაჩნდა. იგი ეკუთვნის
რომაელ ორატორს მარკუს ფაბიუს კვინტილიანეს: „ტროპი სიტყვის
საკუთარი მნიშვნელობის ისეთი შეცვლაა, როდესაც ხდება მნიშვნელობის
გამდიდრება“. მთავარია მკითხველმა შეძლოს „მნიშვნელობის
გამდიდრების“ დანახვა, ანუ იმ ახალი აზრის დანახვა, რომელიც ჩნდება
მხატვრულ ტექსტში სიტყვის „გარდასახვის“ მეშვეობით.
 ტროპის მარტივი სახეებია:
 შედარება
 ეპითეტი
 რთული სახეებია:
 მეტაფორა
 ლიტოტესი
 ალეგორია
 ირონია
 ჰიპერბოლა
 მეტონიმია
 პერიფრაზი
 სიმბოლო
ფაბულა

 ფაბულა — მწერლის მიერ შერჩეული ან შექმნილი ისეთი მასალა, რომელიც


დამახასიათებელია მოვლენათა ჯგუფისათვის და რომელიც
თავიდანვე ტიპური მნიშვნელობისაა. 
 ფაბულა და სიუჟეტი ერთმანეთთან შეფარდებული ცნებებია.
 ფაბულა სიტყვასიტყვით ნიშნავს არაკს – ამბავს. ფაბულას განიხილავენ,
როგორც მხატვრული ნაწარმოების ჩონჩხს. მასში გულისხმობენ იმას, რაც არის
მოთხრობილი. მაგ. გაზეთ „ივერიაში” განთავსებული ქრონიკა იმის შესახებ,
რომ მატარებელმა იმსხვერპლა ადამიანი, არის ე.
ნინოშვილის მოთხრობის „განკარგულების” ფაბულა. 
 ფაბულა ლიტერატურული ნაწარმოების მასალაა, სიუჟეტი კი ამ მასალის
შესაფერისად დალაგება–დაკავშირების ხერხია.
 ფაბულაში მთავარი ყურადღება ექცევა არაკს, ამბავს, ე.ი. იმას, თუ რა არის
მოთხრობილი, სიუჟეტში კი როგორ არის მოთხრობილი. მხატვრული
ნაწარმოების სიუჟეტი გამოხატავს ადამიანთა ურთიერთობას, რომელსაც
ავტორი გვიჩვენებს განსაზღვრულ მოვლენათა ჯაჭვის საშუალებით. მწერლის
მიერ გათვალისწინებული ლიტერატურული ნაწარმოები მხოლოდ ფაბულაში
მოცემული მასალის შესაფერისად დალაგება–დაკავშირებისა და მოვლენის
დეტალურად გადმოცემის შემდეგ იქცევა მხატვრულ ნაწარმოებად.
ფინალი
 ფინალი
 ფინალ-ი [იტალ. finale] –
 1. სპორტულ შეჯიბრებათა დასკვნითი ნაწილი, რომელშიც ერთმანეთს
ეცილებიან წინა შეხვედრებში (...მეოთხედფინალში, ნახევარფინალში)
გამარჯვებული გუნდები ან ცალკეული სპორტსმენები პირველი ადგილის
მოსაპოვებლად.
 2. მუსიკალური, თეატრალური ან ლიტერატურული ნაწარმოების
დასკვნითი ნაწილი.
 3. საერთოდ, რისამე ბოლო, დასასრული.
შაირი

 შაირი (არაბ. ში'რ – ლექსი) — მონორითმული ოთხტაეპიანი კატრენი,


რომელიც ხანდახან რუსთაველისეულ კატრენსაც უწოდებენ. 
 ძველ ქართულში გამოიყენებოდა ზოგადად ლექსის აღსანიშნავად: „გრძელი
სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი“.
შაირს რუსთაველი იყენებს ვეფხისტყაოსანის დაწერაში.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შაირი ეწოდებოდა გამკენწლავი
ხასიათის ლექსს.
 შაირი შედგება ოთხი თექვსმეტ მარცვლიანი რიგით, მერვე და მეცხრე
მარცვლებს შორის ცეზურით. მაშინ როდესაც სტროფში არის
ხუთმარცვლიანი რითმა, შაირში ძირითადად
გამოიყენება ფემინინურ ან დაქტილიურ რითმას. უნდა აღინიშნოს რომ
მიუხედავად ამ ტიპის რითმების გამოყენებისა ქართულ
შაირში ენის თავისებურებიდან გამომდინარე მახვილი არის ძალიან
მსუბუქი, რადგან ქართული არის ძალიან დინამიური ენა და ძალიან სუსტი
მახვილი კეთდება ბოლოდან მესამე მარცვალზე სამ ან მეტ მარცვლიან
სიტყვებზე და ბოლოს წინა მარცვალზე ორ მარცვლიან სიტყვებზე.
ტიპები
 არსებობს რვა მარცვლიანი შაირის ორი სახეობა: მაღალი (ქორეულ–პეონური) და
დაბალი (ქორეულ–დაქტილიური) შაირები. რუსთაველს აქვს გამოყენებული
ორივე.
მაღალი შაირი
 რვა მარცვლიან მაღალ შაირს აქვს მცირე ცეზურა ოთხი მარცვლის შემდეგ.
ხაზები დაყოფილია ოთხ მარცვლიან ნაწილებად, სადაც ცეზურა გამოიყენება
მეორე ნაწილის შემდეგ: xxxx xxxx//xxxx xxxx. გაორკეცებული რვა მარცვლიანი
მაღალი შაირი გვაძლევს 16 მარცვლიან მაღალ შაირს რომლის მთავარი ცეზურა
არის რვა მარცვლის შემდეგ.
დაბალი შაირი
 8 მარცვლიან დაბალ შაირში ხაზები დაყოფილია ხუთ და სამ მარცვლიან
ნაწილად, ცენზურით მეორე ნაწილის შემდეგ:xxxxx xxx//xxxxx xxx.
გაორმაგებული რვა მარცვლიანი დაბალი შაირი ქმნის თექვსმეტ მარცვლიან
შაირს მთავარი ცეზურით რვა მარცვლის შემდეგ და დამხმარე ცეზურებით სამი ან
ხუთი მარცვლის შემდეგ.
მხატვრული შედარება

 ტროპის ისეთი სახეობა, რომელშიც უფრო ნათლად გამოსახვის მიზნით


ერთი საგანი ან მოვლენა შეფარდებულია სხვა, უფრო ნაცნობ
მოვლენასთან.
 იგი ტროპის უძველესი სახეობაა, რადგან ერთი საგნის თვისების მეორე
საგანზე გადატანა მეტაფორის შემდეგ ყველაზე უფრო მკვეთრად შედარებაში
ხორციელდება.

„მალია, როგორც ხირიმის ტყვია


და ტყვიასავით დაუნდობელი”(ი. ჭავჭავაძე).

ამ შედარებაში ორი წევრია (დასაშვებია მეტი), ერთი მთავარია, მეორეს კი


დამხმარე მნიშვნელობა აქვს. დამხმარე მნიშვნელობა აქვს შედარების მეორე
წევრს – „ხირიმის ტყვიას” და პერსონაჟის ბუნების
შედარებით ხირიმის ტყვიასთან ხორციელდება ტყვიის თვისებების გადატანა
კაკოს ბუნებაზე.

შედარება ორგვარი ხასიათისაა: ზოგჯერ შედარების გამომხატველი ფრაზის


შინაარსი ჩვენ გვესმის პირდაპირი მნიშვნელობით – შავი ზღვის საშუალო
ტემპერატურა ბათუმში ისეთივეა, როგორიც ხმელთაშუა ზღვისა სიცილიის
ნაპირებთან; ჭოროხის ხეობა დარიალივით ვიწროა; „ელმავლის სიჩქარე
აღმართში ისეთივეა, როგორც დაღმართში” და სხვ.
 ასეთი შედარება არ ახასიათებს მხატვრულ ენას. მხატვრული შედარების დროს ორი
სხვადასხვა მოვლენა შეფარდებულია ერთიმეორესთან არა სრული მსგავსების ,
არამედ ერთ–ერთი რომელიმე ნიშნის მსგავსების ნიდაგზე მოვლენის მხატვრულად
გამოსახვის მიზნით. მაგ:

„პავლია მამასახლისი
მაღალია ხესავითა,
ბოქაულს რომ დაინახავს
მაშინ წავა თხლესავითა”

პავლია მამასახლისის სიმაღლის ზუსტად გათვალისწინება ხის სიმაღლესთან


შედარების საშუალებით შეუძლებელია, რადგან თვით ხეები სხვადასხვა სიმაღლისა
არიან და არ ვიცით ზუსტად – როგორი სიმაღლის ხეზეა ლაპარაკი. სამაგიეროდ ,
ხის საერთო წარმოდგენა ჩვენში ზემოაღნიშნული სიტყვის წაკითხვისთანავე
აღძრავს სიმაღლის შთაბეჭდილებას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: პავლია მაღალია.
შეგვიძლია ასეც გამოვთქვათ: პავლია ხესავით მაღალია.
 ცხადია, უკანასკნელი ფრაზა, რომელშიც პავლიას სიმაღლე ხის
სიმაღლესთან არის შედარებული, თუმცა არა სიზუსტით, არა პირდაპირი
გაგებით, გამოხატავს პავლიას თვისებას, მაგრამ იგი უფრო ნათლად,
უფრო თვალსაჩინოდ ახასიათებს მოვლენას და იწვევს გაცილებით მდიდარ
შთაბეჭდილებას, ვიდრე შედარების გამოუყენებლობის დროს.

აი, რა ძლიერ შთაბეჭდილებას იწვევს, რა თანაგრძნობისა და პატივისცემის


გრძნობას აღძრავს მკითხველში ტარიელ გოლუას
მიმართ ავტორი მხატვრული შედარების გამოყენების გზით:

„ტარიელ გოლუა ისე იდგა მათ შორის, როგორც დროის ქარიშხლით


ტოტებ–შემომსხვრეული, აქა–იქ კანდაკორძებული, მაგრამ ფესვებმაგარი და
ტანძლიერი ძველი მუხა დგას ხოლმე ახალ ავარდნილ მწვანე ნორჩ ტყეში”
 შედარებისათვის აუცილებელია ორი მოვლენა: რა უნდა
შევადაროთ და რას უნდა შევადაროთ. უმეტეს შემთხვევაში, წინადადებაში,
ეს მოვლენები ერთმანეთს უკავშირდებიან გრამატიკული კავშირებით:
„როგორც”, „ვითარცა”, „ თითქოს”, „მსგავსად”, ან ნაწილაკებით: „ვით”,
„ებრ” და სხვ. ზემოაღნიშნული სიტყვები და ნაწილაკები, ცნებათა
დაკავშირებასთან ერთად ხაზს უსვამენ შესადარებელ საგნებს შორის
საზღვრის არსებობას, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, თვით წარმოადგენენ
ასეთ საზღვარს.
 აი, მხატვრული შედარების ნიმუშები:

1.„მაღლით ბრძოლის ველს, როგორც ხელის გულს, ისე დაჰყურებს


მთავარსარდალი” (აკაკი).

2. „ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს,


მწუხარე არის ვით გლოვის ზარი,
მაგრამ თუ ნაღველს მოჰბერს დაჩაგრულს,
უკუ–ჰყრის კიდეც, ვით ღრუბელს ქარი” (ი. ჭავჭავაძე).

3. „დგას საქართველო ოქროს თასივით,


შენი ლექსების ნექტარით სავსე” (ალ. აბაშელი).

4. „ხალხში რაღაც ჩოჩქოლი ატყდა და მოისმა კიჟინი: დაუკარით, დაუკარითო!


უცბად შეჩერდა აბდუშაჰილი და აქეთ–იქით დაიწყო ყურება.
წრეში ვეფხვივით შემოვარდა ერთი ვიღაც ტანწვრილი, მაღალი, მხარბეჭიანი
და თმაგაჩეჩილი ახალგაზრდა. შეხედა მოპირდაპირეს და შეჩერდა. თათარმა
ტორტმანი დაიწყო და ხელების შლა. უცებ გაექანა შურდულივით ახალგაზრდა,
შეუვარდა ფეხებში, გამოჰკრა ორივე ხელი, ჯირკვივით გადააგორა ფალავანი
და გამოიჭრა წრიდან”(აკაკი)
 ზოგჯერ შედარებაში გამოყენებული არ არის კავშირი და ნაწილაკი. ასეთ
შედარებას უკავშირო შედარებას უწოდებენ

. „ჩემი სამშობლო ჩემი გულია” (აქ კავშირი არ არის, მაგრამ იგულისხმება –


სამშობლო ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩემი გული).

„სანთური ხარ, ქამანჩა ხარ, ტაში ხარ” (საიათნოვა. სანთური და ქამანჩა სამუსიკო
იარაღებია).

ოთარაანთ ქვრივი მსჯელობს კესოსთან სამოჯამაგიროდ მიმავალი გიორგის


შესახებ:

„სურვილია, იღბალია ... ჯერ დაუდუღარი მაჭარია და ბუყბუყებს”(ილია).



უკავშირო შედარების ნიმუშებია აგრეთვე ქვემოთ მოტანილი
მაგალითები, რომლებიც შედგენილია სახელის ვითარებით ბრუნვაში
დასმით და ხარისხების გამოყენების საშუალებით:

„ცოლი სტიროდა ჯოყოლას,


ცრემლს ასხურებდა ხშირადა,
არჩვი ყელგადაგდებული,
თმახშირი, მთვარე პირადა
ეკვრებოდა გულმკერდზე
ქმარს მარგალიტის ღილადა” (ვაჟა–ფშაველა).
 „მგზავრის წერილებში” ილია ჭავჭავაძე ერთმანეთს ადარებს თერგსა
და მყინვარს, დღესა და ღამეს. იგი ამ შედარების დროს შესადარებელი
საგნების, ე.ი. დღისა და ღამის, თერგისა და მყინვარის ვრცელ სურათს
გვიხატავს. ასეთ შედარებას გავრცობილი შედარება ეწოდება.

შედარების ერთ–ერთი სახეობააა აგრეთვე უარყოფითი შედარება.

„იმას (ბატონს) კაცებრი გული არ ჰქონდა,


რომ მამაჩემი შებრალებოდა” (ილია ჭავჭავაძე)

უარყოფითი შედარება ლიტერატურაში იშვიათად გვხვდება.


ციტატა

 ციტატა
 ციტატა [გერმ. Zitat &lt; ლათ.] - რაიმე ტექსტიდან უცვლელად, სიტყვა-
სიტყვით მოყვანილი ადგილი.
 წყარო:
Wikipedia
Nplg.gov.ge

You might also like