You are on page 1of 119

შესავალი კურსი სემიოტიკაში

მარიამ ნოზაძე

1
სარჩევი

შესავალი

თავი პირველი: სემიოტიკის ძირითადი ცნებები

1. რა არის სემიოტიკა
2. რა არის ნიშანი
3. ნიშნის ტიპები
4. მოდელი და კოდი
5. მნიშვნელობა, „meaning“

თავი მეორე: სემიოტიკის ძირითადი თეორიები და თეორიული სკოლები

1. უმველტის თეორია , უქსკიული


2. უმველტის თეორია , კული
3. სემიოზისი
4. სემიოსფეროს თეორია, ლოტმანი
5. სემიოსფეროს სტრუქტურა
6. სემიოტიკური თარგმანი (გადატანა)
7. ტარტუ-მოსკოვის თეორეტიკული სკოლა კულტურის სემიოტიკაში,
თეზისები

თავის მესამე: სემიოტიკის ძირითადი დარგები

1. ბიოსემიოტიკა
2. ზოოსემიოტიკა
3. ეკოსემიოტიკა
4. გამოყენებითი სემიოტიკა
ურბანიზმი, სმარტ ქალაქები

გლოსარი

გამოყენებული ლიტერატირა

2
შესავალი

წიგნის მიზანი

წიგნის მიზანი არის დაინტერესებული მკითხველისათვის სემიოტიკის შესახებ


საბაზისო ცოდნის მიწოდება. წიგნში გადმოცემული თეორიული მასალა, -
ინფრომაცია სემიოტიკური კვლევებისა და მათი გამოყენების შესახებ, -
ემსახურება იმის ჩვენებას, თუ რა რაკურსით უყურებს და რა მეთოდოლოგიით
სწავლობს სამყაროს სემიოტიკა. წიგნში შესული სემიოტიკური სწავლებისათვის
საბაზისო ტერმინოლოგისაა და თეორიული მიდგომების შესწავლის შემდეგ
მკითხველისათვის შესაძლებელი იქნება კულტურული თუ საკომუნიკაციო
ფენომენის ანალიზი და აღწერა იმ კრიტერიუმების მიხედვით, თუ რა
კრიტერიუმებზეც (ნიშნობრივ მოწყობასა თუ მახასიათებლებზეც) სემიოიტიკური
კვლევა ამახვილებს ყურადღებას.

წიგნის სტრუქტურა და შინაარსი

წიგნის პირველი თავი ეთმობა სემიოტიკის ძირითადი ტერმინოლოგიური


ცნებების სახელდებასა და განსაზღვრას იმ სემიოტიკოს მკვლევართა ნაშრომებზე
დაყრდნობით, რომლებიც ამა თუ იმ სემიოტიკურ დარგში არიან თეორიული თუ
კვლევითი ნაშრომის ავტორები და სემიოტიკის ძირითად ტერმინებსა თუ ცნებას
იკვლევენ ან განმარტავენ. ამ თავში შეხვდებით შედარებითი მონაცემებსაც
კონკრეტული სემიოტიკური ცნების შესახებ, ვინაიდან მნიშვნელოვანია
სემიოტიკური ცნებები განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ რომელი
სემიოტიკური დარგის წარმომადგენელი როგორი ნიუანსით გვაწვდის ტერმინის
დეფინიციას. მაგალითად, როგორც განმარტავს სემიოტიკური ნიშნის
ტიპოლოგიის საბაზისო ტერმინებს: „ნიშანი“, „იკონი“, „ინდექსი“, „სიმბოლო“
მარსელ დანეზი, რომელიც კომუნიკაციების თეორიების სემიოტიკოსია, რა
ნიუანსური ფორმულირებით აღწერენ იმავე ტერმინებს დარგის ფუძემდებლები:
ჩარლზ სანდერს პირსი და ფერდინანდ დე სოსიური.

წიგნის მეორე თავი წარმოადგენს სემიოტიკის ორი დიდი და საბაზისო


მიმართულების - კულტურის სემიოტიკისა და საბუნებისმეტყველო სემიოტიკის
თეორიებს და მათ მეთოდოლოგიურ ხელსაწყოებს. ტარტუს უნივერსიტეტის
სემიოტიკური სკოლის წამყვანი კვლევითი პროექტები დღესდღეობით სწორედ ამ
ორ დარგში ხორციელდება. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ, როგორც კულტურის
სემიოტიკის, ისე საბუნებისმეტყველო სემიოტიკის ორი უმნიშვნელოვანესი

3
უმველტის თეორია იაკობ ფონ უქსკიულის ავტორობით და სემიოსფეროს თეორია
იური ლოტმანის ავტორობით, ისტორიულად ან ამ უნივერსიტეტში შეიქმნა (მაგ.
სემიოსფეროს თეორია ) ან ინტენსიურად სწორედ ტარტუს უნივერსიტეტის
კვლევებში დაინერგა (კერძოდ უმველტის თეორია). ჩვენს ნაშრომში, ორივე
თეორიას დეტალურად განვიხილავთ და იმ მეცნიერებსა და მკვლევარებს
გავეცნობით, რომლებიც ამ თეორიებს იყენებენ, განმარტავენ, აზუსტებენ და
შემდგომ აფუძნებენ თავიანთ ნაშორმებს.

წიგნის ამ თავში ასევე ყურადღება ექცევა სემიოტიკის ამ ორი თეორიული სკოლის


დოქტრინებისაც. ესენია, ტარტუ-მოსკოვკის სკოლის თეზისები კულტურულ
სემიოტიკაში, და თეზისები ბიოსემიოტიკასა, და თეზისები ეკოსემიოტიკაში,
რომლთა ავტორებიც ტარტუ-კოპენჰაგენის თეორიული სკოლის
წარმომადგენლები არიან. ეს ნაშრომები დარგის ინტერესების, საკვლევი
ობიექტის, მიზნებისა და მეთოდოლოგიის განმსაზღვრელ ყველაზე ცხად და
სისტემურ ტექსტებს წარმოადგენენ.

წიგნის მესამე თავი წარმოადგენს თანამედროვე სემიოტიკური დარგების


რამდენიმე საკვლევ სფეროს, ესენია: ბიოსემიოტიკა, ეკოსემიოტიკა და
ზოოსემიოტიკა. ამავე თავში წარმოდგენილი იქნება „გამოყენებითი სემიოტიკის“
(applied semiotics) მიზანსა და რამდენიმე მაგალითზე მსჯელობა. განხილული
იქნება ამ სემიოტიკური დარგების რაობა, გამოწვევები და პერსპექტივები.

წიგნის ბოლო ნაწილი არის გლოსარი, სემიოტიკური ტერმინოლოგიის მოკლე


ცნობარი და გამოყენებული ლიტერატურის სია.

წიგნის ყველა ქვეთავს მითითებული აქვს საკვანძო სიტყვების ჩამონათვალი.

4
თავი პირველი: სემიოტიკის ძირითადი ცნებები

1. რა არის სემიოტიკა

Keywords: ნიშნობრივი სისტემები, სემიოტიკური ამოცნობა

სემიოტიკა არის მეცნიერება, რომელიც სამყაროში არსებულ ნიშნებს და მათი


გამოყენების მექანიზმებს შეისწავლის. სემიოტიკის, როგორც დარგის
განსაზღვრისას მსურს, გამოვყო ორი ცნება: ნიშნობრივი სისტემები და ამოცნობა.
პირველი მათგანი სემიოტიკის საკვლევ ობიექტს წარმოადგენს - სემიოტიკა
შეისწავლის ნიშნობრივ სისტემებს. „ნიშნობრივი სისტემები“ (sign systems) არის ის
მასალა, რომელიც წარმოადგენს სემიოტიკური დარგების საკვლევ ერთეულს
იქნება ეს ვიზუალური ხელოვნება, თუ ადამიანისა და ცხოველის კომუნიკაცია.

სემიოტიკა სხვადასხვა სფეროში არსებულ მოვლენებსა და ფენომენებს იკვლევს


ნიშნობრივი გამოვლენის ანალიზით.

ნიშნობრივი გამოვლენა სემიოტიკური ინტერესის საგანია იმდენად, რამდენადაც


იგი აუცილებლად გულისხმობს, რომ ნიშანი არასდროს არ არის ცაკლეული და
იზოლიებული, სემიოტიკისთვის მნიშვნელობის მატარებელია ისეთი ნიშნობრივი
გამოვლენა, რომელიც ჩართულია ნიშნის ფუნქციონირების რომელიმე სისტემაში.
სწორედ ამიტომ სემიოტიკა სწავლობს ნიშნებს არა როგორც რაიმე განყენებულ
ერთეულს არამედ ნიშნებს მათი მოქმედების სისტემაში.

ნიშნის ამოცნობა, სემიოტიკური სწავლების კიდევ ერთი უმიშვნელოვანესი


ტერმინი, სწორედ ამ კომპონენტის საფუძველზე ჩნდება: სემიოტიკისთვის არ
არსებობს ნიშანი, თუ ის ფუნქციური არ არის, თუ მისი პოტენციური ამოცნობა
„recognition“- ი შეუძლებელია რომელიმე სისტემის ფარგლებში. აქ იგულისხმება,
რომ სემიოტიკური პროცესი, სემიოზისი, ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუკი
ნიშნის გარეგანი მხარის და ნიშნის შინაარსობრივი მხარის გაგება პოტენციურად
შესაძლებელია 1 აღმქმელისთვის. რადგან სემიოტიკური ნიშანი არის რაიმე

1
ამის მაგალითია, როცა რომელიმე არსებისთვის ნიშანი შინაარსის გაგება ფიზიკურ დონეზე
შეუძლებელი, ან არ არსებობს რეალური საერთო ენა კომუნიკაციის ორ მხარეს შორის. ფიზიკურ
დონეზე ნიშნის ვერ გაგება და ნიშნის ღირებულების არარსებობა გულისხმობს, მაგალითად ისეთ
შემთხვევებს როგორცი არის: ადამიანისთვის შეუძლებელი ულტრაიისფერი სხივების დანახვა.
რადგან ადამიანისთვის ეს შეუძლებელია, ულტრაიისფერი სხივი მისთვის ვერაფრის ნიშანი ვერ
იქნება. რეალური საერთო ენის არქონის შემთხვევა კი გულისხმობს ისეთ გარემოებებს, როცა,

5
ინფრომაციის სხვა ნიშნით წარმოდგენა. იგივეობრივი ან შეუძლებელი
მიმართებები სემიოტიკის დაკვირვების საგანი ვერ იქნება.

სემიოტიკის როგორც დარგის მთავარი იარაღი არის ამჟამად არტიკულირებული


და პრაქტიკაში გამოყენებული თეორიები, რომლებიც სემიოტიკოსი
მკვლევარებისა და სემიოტიკოსი ექსპერტების მიერ სხვადასხვა ფენომენისა თუ
მოვლენის ახსნისა და აღწერისთვის გამოიყენება. სემიოტიკა ასევე აგროვებს ან
აგებს და იყენებს იმ ერთეულის მიხედვით შექმნილ მონაცემთა ბაზებს, რა
ერთეულებიც ნიშნობრივი სისტემების შესწავლის პროცესში არის გამოყენებული
კონკრეტული ფენომენის ამოსხსნის მიზნით. მაგალითად, რომელიმე სახეობის ან
კონკრეტული რეგიონის ფრინველთა ხმების ჩანაწერთა ბაზა ზოოსემიოტიკური
კვლევის საკვლევი ობიექტი შეიძლება იყოს. რომ აღარფერი ვთქვათ, უშუალოდ
ექსპერიმენტალურ სემიოტიკურ კვლევებზე, რომლის მიზანიც უშუალოდ არის,
სხვადასხვა ტიპის ნიშნების ფუნქციონირების მექანიზმების დადგენა.

სემიოტიკის, როგორც ნიშანთა თეორიის არსის გასაგებად, აუცილებელია,


გავეცნოთ რამდენიმე ფუნდამენტურ კვლევას სემიოტიკაში. უპირველეს ყოვლისა
იმისთვის, რომ განისაზღვროს რა არის სემიოტიკური ნიშანი და შემდეგ, თუ რა
ამონახსნებს გვთავაზობს სემიოტიკა სხვადასხვა ფენომენის უკეთ გაგების
მიზნით.

კანადელი მეცნიერის, ცნობილი სემიოტიკოსისა და ლინგვისტის მარსელ


დანეზის წიგნიდან „მესიჯები, ნიშნები და მნიშვნელობები“, Marcel Danesi,
Messages, Signs, and Meanings, 2004, სემიოტიკის როგორც დარგის ზოგადი აღწერა
სწორედ ამის გაგებაში დაგვეხმარება. ტექსტის ეს მონაკვეთი სემიოტიკის შესახებ
მცირე ისტორიულ მიმოხილვასაც გვთავაზოვბს.

მარსელ დანეზი „მესიჯები, ნიშნები და მნიშვნელობები, 2004,


AN HISTORICAL SKETCH p.p 7-9

…ყველაზე ძველი მნიშვნელობით ტერმინი სემიოტიკა აღნიშნავდა სამედიცინო


დიაგნოზს. ტერმინი გამოიყენებოდა, რამდენადაც მე ვიცი 2, ადამიანის
სიმბოლოებისა და რეალობას შორის მიმართების შესწავლას. პლატონმა კი (ძვ.წ.
428-347) არაპირდაპირ ეჭვქვეშ დააყენა ეს სწავლება იმ თეორიით, რომ ადამიანი

ვთქვათ, ორ მოსაუბრეს არ აქვთ რეალური ცოდნა ერთმანეთის სალაპარაკო ენის და საწყის ეტაპზე
ერთმანეთის ვერბალური გამოხატვა მათთავს არაფერზე მანიშნებელი არ არის. რაღაც დროის
მერე, ბუნებრივია, ისინი ჟესტიკულაციის ენაზე გადავლენ ან სხვა ხერხს მიმართავენ
კომუნიკაციის დამყარების მიზნით.
2
დანეზის სადაც პირველ პირში უწერია თავისი პოზიცია, პირველ პირში გადმოგვაქვს.

6
ისეთი არსებაა, რომელიც უშვებს შეცდომას, რის გამოც მას არ შეუძლია რეალობის
პირდაპირ მიღება, არამედ მისი მენტალური იდეალიზებისკენაა მიდრეკილი.
რომელის მაგალითად პლატონი ასახელებდა ისეთი გეომეტრიული ფიგურის
არსებობას როგორიცაა წრეწირი. წრეწირი, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს.
იგი არის ადამიანის კონსტრუქტი [ადამიანის მიერ კონსტრუირებული ცნება].
როცა გეომეტრია წრეწირს განმარტავს, როგორც წერტილთა სიმრავლეს, რომელიც
განლაგებულია წრეწირის ცენტრიდან თანაბრად დაშორებულ მანძილზე, იგი
გულისხმობს იდეალიზებულ ფორმას, რომელიც არ მიემართება ფიზიკურად
არსებულ წერტილებს. ხოლო წრეწირები, რომლებიც არსებობენ რეალურ
სამყაროში და „წრეები“ ეწოდებათ, არიან ამ [აბსტრაქტული] წრის მსგავსი
გეომეტრიული ფორმები. ამგვარად, ცნება რომელიც კოდერებულია წრეწირის
მნიშვნელობაში ნაკლებად უკავშირდება ბუნებას პირდაპირი გაგებით. თავისი
მასწავლებლის ეჭვქვეშ დაყენებით კი პლატონის მოსწავლე არისტოტელემ (384-
322), თავის თავზე აიღო ფორმისა და რეალობის მიმართების
გამოკვლევა/გამოძიება. მან გამოკვეთა [გარკვევით თქვა], რომ სიტყვები მართლაც
მიემართებიან რეალურ საგნებს, მოგვცა რა იმისა საშუალება, რომ სამყაროს
კატეგორიზება მოგვეხდინა მცენარეებად, ცხოველებად, საგნებად და ა.შ.
ნიშანთა შესახებ პირველი თეორია ნეტარ ავგუსტინეს (354 – 430) ეკუთვის,
რომელიც , რატომღაც, ტერმინ სემიოტიკას არ იყენებს მის აღსანიშნად. იგი
ბუნებრივ ნიშნად მიიჩნევს უშუალოდ ბუნებაში არსებულ ნიშანს. სხეულის
სიმფტომები, ფოთლების შრიალი, მცენარეთა ფერები და ა.შ. ყველა არის ბუნების
[სამყაროს] ნიშანი, როგორც არიან სიგნალები, რომელთაც ცხოველები გამოსცემენ
ფიზიკური თუ ემოიციური მდგომარეობის საპასუხოდ. იგი ამგვარი ტიპის
ნიშნობრივ ფორმას მიჯნავდა კონვენციური ნიშნებისგან, რომელიც არის
ადამიანის მიერ შექმნილი ნიშანი. სიტყვები, ჟესტები და სიმბოლოები არიან
კონცენციური ნიშნები. სემიოტიკის თანამედროვე თეორიებში დაყოფა ხდება
შემდეგნაირად: ვერბალური და არავერბლური სიტყვები და სხვა ლინგვისური
სტრუქტურები ( შესიტყვებები, ფრაზები, და სხვა) წარმოადგენენ სიტყვიერი
ნიშნებს [ვერბალურ ნიშნებს]; ნახატი და ჟესტები არიან არავებალური ნიშნები.
როგორც ნეტარი ავგუსტინე აღნიშნავდა, კონვენციური ნიშანი ემსახურება
ფუნდამეტურ ფქისოლოგიურ მოთხოვნილებას - ისინი ადამიანს კოდირების და,
ამგვარად, სამყაროს დამახსოვრების საშუალებას აძლევს. კონვენციური ნიშნები
უზრუნველყოფენ ფიქრისა და შეცნობის მიმდინარეობას და ჩვეულებად ქცევას.
ბოლოს კი ნეტარმა ავგუსტინემ განსაზღვრა წმინდა ნიშნები, როგორიცაა
სასწაულები, რომლებიც არიან ღმერთისგან მოვლენილი ნიშნები. ესენი მხოლოდ
რწმენაზე დაყრდნობით შეგვიძლია გავიგოთ. ნეტარმა ავგუსტინებ ასევე
გამოკვეთა, რომ ნიშნის მნიშველობის გაგების მთლიანი პროცესი ნაწილობრივ
დაფუძნეული არის სოციალურ კონვენციაზე და ნაწილობრივ ამ უკანასკნელის

7
მიმართ ინდივიდუალურ რეაქციებზე. ეს მოსაზრება შემადგენელი ნაწილი იყო
ჰერმენევტიკული ტრადიციის, რომელიც უკვე

დამკვიდრებული იყო კლემენტი ალექსანდრიელის (150?- 215?) , ბერძენი


თეოლოგისა და ეკლესიის მამის მიერ. ჰერმენევტიკა იყო (და აგრძელებს რომ
იყოს) ტექსტების კვლევის მეთოდი მათი ლინგვისტური თვისებების და ამ
ტექსტების შექმნის ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით.

ნეტარი ავგუსტინეს ხედვა უყურადღებოდ დარჩა მე-11 საუკუნემდე, როცა


ადამიანური ნიშნებისადმი ინტერესი არაბმა მკვლევარებმა გამოავლინეს,
რომლებიც თარგმნიდნენ პლატონის, არისტოტელეს და სხვა ძველი ბერძენი
ავტორების ნაწერებს. ამის შედეგი გაჩნდა მიმდინარეობა სქოლასტიციზმი,
რომლის შთაგონების წყაროს არისტოტელე წარმოადგენდა, სქოლასტიკოსები
ამტკიცებდნენ, რომ ნიშანი სიმართლეს [მნიშვნელობას/ meaning] თავად შეიცავს
და არა აგებს მას. მაგრამ ამ მიმდინარეობაში ასევე იყვნენ ეგრეთ წოდებული
ნომინალისტები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ „სიმართლე“ იყო სუბიექტური
მოსაზრება და საუკეთესო შემთხვევაში, ნიშანს შეეძლო მხოლოდ ადამიანისგან
მინიჭებული ილუზორული და ხშირად ცვლადი მნიშვნელობის ვერსიები
წარმოეჩინა. ჯონ დუნს სკოტი (1266- 1308) და უილიამ ოკჰემი (c. 1285-c. 1349),
მაგალითად, მიანიშნებდნენ, რომ ნიშანი მხოლოდ მიემართება სხვა ნიშანს, და არა
რაიმე არსებულ საგანებს. წმინდა მამა თომას აქვინელი (1225-1274) კი
ადასტურებდა, რომ ნიშნაბი მიემართებიან რეალურ საგნებს, არიან რა ისინი
წამომდგარი გრძნობითი აღქმიდან. მაგრამ ნეტარი ავგუსტინეს მსგავსად, ის
ასკვნის, რომ წმინდა ნიშნები ამჟღავნებდნენ სიმართლეს და იყვნენ
რაციონალური მოზრების ზემოთ არსებული, რწმენაზე დაფუძნებული
ერთეულები.

დაახლოებით ოთხი საუკუნის შემდეგ ბრიტანელი ფილოსოფოსმა ჯონ ლოკმა


(1632-1704) წარმოადგინა ნიშნების ფორმალური კვლევა ფილოსოფიურ ტექსტში
ესე [ადამიანის მეირ] გააზრების შესახებ (1690), რომელესაც მან პირველმა [მის
საუკუნეში] უწოდა სემიოტიკა (რამდენადაც მე ვიცი).
ლოკი ითვალისწინებს, რომ ეს [დარგი] საშუალებას მისცემს ფილოსოფოსებს,
რომ შეისწავლონ ცნებებსა და რეალობას შორის მიმართება უფრო ზუსტად.
მაგრამ ის ამოცანა რაც მან დაუსახა ფილოსოფიას პრაქტიკულად შეუმჩნეველი
დარჩა მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე, იმ დრომდე როცა შვეიცარიელი
ლინგვისტი ფერდინანდ დე სოსიური (1857-1913) და ამერიკელი მეცნიერი ჩარლზ

8
სანდერს პირსი (1839-1914) იქცნენ იმ ავტორებად, რომელთაც დაიყრდნო ეს
დარგი [სემიოტიკა] მთლიანად მეოცე საუკუნის განმავლობაში. ნაშრომში
„ზოგადი ენათმეცნიერების კურსი“ (1916), რომელიც არის ორი სტუდენტის მიერ
ჩაწერილი სახელმძღვანელო, სოსიური იყენებდა ტერმინს სემიოლოგია ამ დარგის
აღსანიშნად. ტერმინის დაბოლოება სხვა სამეცინიერო დარგების ბოლოსართის
ანალოგიით შეარჩია, როგორც არის ფსიქოლოგია, ბიოლოგია, ანთროპოლოგია
(ძველი ბერძნული სიტყვიდან „ლოგოს“, - სწავლა, სიტვა).

სოსიურის ხედვა ადასტურებდა [სამეტყველო] ენის უპირატესობას სხვა


ნიშნობრივ ენებთან. რის შესახებაც ასეა ნათქვამი:
„ენა არის იმ ნიშანთა სისტემა, რომლებიც გამოხატვენ იდეებს და, შესაბამისად,
შეგვიძლია შევადაროთ წერით სისტემებს, ყრუ-მუნჯთა 3 ანბანს, სიმბოლური
რიტუალები, ზრდილობიანი ფორმულირებები, სამხედრო სიგნალები და ა.შ.
მაგრამ [ენობრივ ნიშანთა სისტემა] არის ამ ყველა სხვა დანარჩენ სისტემაზე
აღმატებული (სოსიური 1916: 16).“
დღეს, ტერმინი სემიოტიკა არის მეტად აღიარებული და სწორედ ამ გამოყენებით
შეხვდებით მოცემულ ნაშრომში. ეს [არჩევანი] შესაძლოა ჩარლზ პირსის
გავლენიდანაც გამომდინარეობს, რომელიც მას აქვს თანამედროვე [სემიოტიკურ]
თეორიებსა და პრაქტიკაზე. პირსმა ლოკუსეული ტერმინი ხელახლა შემოიტანა,
რადგან ხედავდა, რომ ეს ტერმინი იყოს შესაბამისი წინარე ტრადიციებთან..

ჩემი აზრი არის ის, რომ ვინც ირჩევს, რომ სემიოლოგია გაოიყენოს ხედავს ამ
დისციპლინას, როგორც სხვა მეცნიერებისადმი მეთოდს, როგორც [ხედავენ]
ფსიქოლოგიას; მაშინ როდესაც სემიოტიკის გამოყენება მოიაზრებს მას, როგორც
მეტად ფილოსოფიურად ორიენტირებულ ძიებას. ჩემი აზრით, ორივე არის
შემავსებელი პერსპექტივა და ადვილად შეუძლია ინტეგრაცია ზოგადად
მთლიანად „ნიშნის მეცნიერებასთან“ იმის მიუხედავად, რომელ დასახელებას
ვირჩევთ. მან [პირსმა] გამოარჩია 66 ტიპის ნიშანი მათი ფუნქციების მიხედვით.
მაგალითად, გამოყო qualisign როგორც ნიშანი, რომელიც მიანიშნებს რეფერენტის
თვისებაზე. ენაში ზედსართავი სახელი არის qualisign თუკი ყურადღებას
მიმართავს საგნის თვისებიკენ (ფერი, ფორმა, ზომა და ა.შ.)
არავერბალურ განზომილებებში qualisign-ებში შედის ფერი, რომელიც
გამოყენებულია მხატვრის მიერ და ჰარმონია და ტონი - კომპოზიტორების
შემთხვევაში.

3
deaf-mutes - ის ყრუ-მუნჯად თარგმნა არაპოლიტკორექტულია და სწორი ფორმა სმენისა და
მეტყველების უნარის დაქვეითებაა, მაგრამ სოსიურის მთარგმნელი ამჯობინებს აღნიშნული
ტერმინის გამოყენებას (მ.ნ.).

9
2. რა არის ნიშანი

Keywords: ნიშანი, კონცეპტი, აღსანიშნი, აღმნიშვნელი

ნიშანი არის ის ერთეული, რომელის შესწავლის მეშვეობითაც სემიოტიკა


სამყაროს იკვლევს.

უმთავრესი და საყოველთაოდ ცნობილი განმარტება იმისა, თუ რა არის ნიშანი


ეკუთვნის ჩარლზ სანდერს პირსს (1839 –1914). აუცილებლად მიგვაჩნია, ეს
განმარტება ცნობილი იყოს მკითხველისათვის ორიგინალ ენაზე, ინგლისურად და
შემდგომ ქართულად დეტალური განმარტებით. პირსის მიხედვით: A sign is
something which stands to somebody for something in some respect or capacity (2, 228).
ქართულ თარგმანში ეს შეგვიძლია გადმოვიტანოთ შემდეგნაირად: „ნიშანი არის
რაღაც, რაც ვინმესთვის რაღაცას რაღაცგვარად მიემართება, გარკვეული თვისების
ან შესაძლებლობის შესაბამისად.“

ეს განმარტება უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია იმით, რომ გამოყოფს


ნიშნის შემადგენელ ნაწილებსაც: ნიშანი არის ერთობლიობა სამი კომპონენტის,
რომელთაგან პირველი - არის ერთგვარი რეპრეზენტაციის (რაღაცა - something),
მეორე - არის ის, რომ ეს რეპრეზენტაცია ვალიდური და ფუნქციურია ვინმესთვის
(ვიღაცისთვის - somebody), მესამე - ვიღაცისთვის ვალიდური რეპრეზენტაცია
არის სხვა რაღაცის (არა თავისთავის) აღმნიშვნელი გარკვეული თვისების და
შესაძლებლობის ფარგლებში.
ეს განმარტების მიხედვით, იმისათვის, რომ ნიშანი შედგეს, აუცილებელია ნიშნის
ფიზიკური (ვიზუალური, გრაფიკული, აკუსტიკური, აბსტრაქტული etc.) ნაწილი -
რეპრეზენტამენტი არსებობდეს, რომელიც რაიმე ტიპის აღმქმელისთვის,
ვინმესთვის წარმოადგენს გარკვეულ მნიშვნელობას, რომელიც გამომდინარე
რაიმე მაკავშირებელი თვისებებიდან, ნიშნის აღსანიშნის 4 შესახებ ინფორმაციას
გადმოგვცემს.

4
სოსიურის ტერმინები რომ შემოვიტანოთ, ამ წინადადებაში დატეულია ის მოსაზრება, რომ
ნიშანი არის აღსანიშნის, აღმნიშვნელისა და ამ ორივეს [პოტენციური] აღმქმელის ერთობლიობა.

10
ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმითაა სამყაროში წარმოდენილი
სემიოტიკური ღირებულების მქონე ერთეული, ანუ ნიშანი, ამის გასაგებად
მარსელ დანეზის განმარტებას მოვიხმობთ. თავის ცნობილ სემიოტიკური
სახელმძღვანელოში Messages, Signs,and Meanings 2004, დანეზი ნიშანს განმარტავს
შემდეგნაირად:

„ნიშანი არის ყველაფერი - ფერი, ჟესტი, თვალის ჩაკვრა, საგანი, მათემატიკური


განტოლება და ა.შ. რომელიც დგას რაიმე (თავისგან განსხვავებულის) სხვის
აღსანიშნად. სიტყვა წითელი, როგორც ვნახეთ, წარმოადგენს ნიშნანს, რადგან იგი
მიემართება არა რაიმეს ჟღერადობას რაც არის წ-ი-თ-ე-ლ-ი , არამედ გარკვეულ
სახეობის ფერს და სხვა ნივთებს.
სინამდვილეში კი სიტყვა „semeiotics“ (ამ დამარცვლით) შეიქმნა ჰიპოკრატეს (460-
377 BC) დასავლური მედიცინის ფუძემდებლის მიერ, როგორც სიმფტომთა
სწავლების განმსაზღვრელი ცნება. ჰიპოკრატე მიიჩნევდა, რომ ბერძნული სიტყვა
semeion იდგა ფიზიკური ნიშნისა და აღნიშვნის უკან. იგი [semeion] ააშკარავებდა
იმას თუ რა დგას სიმფტომის უკან, როგორ ავლენს იგი თავს ფიზიკურად და
რატომ არის იგი მანიშნებელი გარკვეული ავადმყოფობის და სამედიცინო
დიაგნოზის რაობის. დღეს კი სემიოტიკა შესაძლოა სხვა საკითხების გამოძიებით
ინტერესდება (წითლის ნიშნობრივი გამოხატულებასთან დაკავშირებითაც კი),
მაგრამ სემიოტიკური კვლევა ძირეული მეთოდის განსაზღვრისას კვლავ მისდევს
შეკითხვას: რას მიემართება ეს ნიშანი?“
(დანეზი 2004: )

ის ფაქტი, რომ ნიშნის განსაზღვრებისას ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად


სიტყვა წითლის ჟღერადობასა და შინაარსის არათავსებადობა მოჰყავს დანეზის არ
არის შემთხვევითი. ეს მაგალითი ეხმიანება ფერდინანდე დე სოსიურის
ისტორიული ტრაქტატს „ზოგადი ენათმეცნიერების კურსს“, რომელშიც
სემიოტიკისთვის უმნიშვნელოვანესი ნაშრომია.
ფერდინანდ დე სოსიურის უპირველესი დამსახურება ლინგვისტიკისა და
სემიოტიკის, როგორც დარგების წინაშე იყო რიგი სემიოტიკური საკითხების
წამოჭრა და გადაჭრა (მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი, ენაში ნიშნის
პირობითობის საკითხია). მაგრამ უმთავრესი, რაც სოსიურმა სამყაროს უთხრა,
არის ის, რომ ჩვენ, ადამიანები კონცეპტებით ვაზოვნებთ და შესაბამისად,
რეპრეზენტაცია, რომელიც ნიშნის ნაწილია, სინამდვილეში მართლაც მის
კონცეპტუალურ შინაარსს მიემართება და არა უშუალოდ რეპრეზენტაციული
ერთეულის კომპონენტებს. და სიტყვა წითელი-ს ჟღერადობა ფენომენ წითელს
ანუ სიწითლის კატეგორიას მხოლოდ პირობითად მიემართება.

11
ლინგვისტიკისთვის იმ საკითხზე დაფიქრება, რომ სამეტყველო ენაში, რომელიც
უმეტეს ადამიანთა ცხოვრების ყოველდღიურ ფუნქციურ სისტემას წარმოადგენს,
ერთეულები პირობითია და ადამიანის აზროვნება ემყარება კონცეპტებს,
ფუნდამენტური მნიშვნელობის იყო. ეს სოსიურისვე სიტვებით ნიშნავს, რომ ხეს
რომ „ხე“ ჰქვია ის კი არ არის მნიშვნელოვანი ენის მოწყობისა და
ფუნქციონისრებისთვის, არამედ ხის კონცეპტი, რომელიც ადამიანს განსაზღვული
და იდენტიფიცირებული აქვს და სიტყვა „ხის“ ყოველი პრაგმატული
გამოყენებისა ამ კონცეპტს წარმოაჩენს.

სოსიურისთვის „ხის სახელი“ და „ხის კონცეპტი“ ერთობლიობაში ნიშანს


წარმოადგენს. რასაც აღნიშნავს კიდეც „ზოგადი ენათმეცნიერების კურსის“ 5
დასაწყისში:

„ენობრივი ნიშანი საგანსა და მის სახელს კი არ აკავშირებს ერთმანეთთან, არამედ


ცნებასა და აკუსტიკურ ხატს. ეს უკანასკნელი მატერიალურ ბგერა, წმინდა
ფიზიკურ რასმეს კი არ წარმოადგენს, არამედ ამ ბგერის ფსიქიკური ანაბეჭდია,
ჩვენივე შეგრძნებების საშუალებით მიღებული შთაბეჭდილებაა. აკუსტიკური
ხატი შეგრძნებადია და ჩვენ მას მატერიალურად მოვიხსენიებთ, მოვიხსენიებთ
ამის გამო და მისი ასოციაციური წყვილის მეორე წევრთან შესაპირისპირებლად,
რომელიც უფრო აბსტრაქტულია.“ (სოსიური : )

ეს კომპონენტი, თავის მხრივ, გულისხმობს იმას, რომ ბგერითი ერთეულები


მატერიაა, - კონკრეტული ბგერითი ტალღის სიხშირე, მაგრამ უფორმო ან ცაკლე
აღებული ბგერითი სიხშირე ადამიანითვის მნიშვნელოვან ერთეულს არ
წარმოადგენს. კონკრეტულ რომელიმე ენაში ბგერების შესატყვისი ფონემები აგებს
სიტყვას და მნიშვნელობა შეიძინება მხოლოდ ფონემების ისეთ ერთობლიობისას,
რომელიც რაღაც კონცეპტის რეპრეზენტაციად არის მიჩნეული და
დადასტურებული.
წინააღმდეგ შემთხვევაში, უშუალოდ ბგერით სიხშირეს, რომელიც არაფერ
აღსანიშნს არ მიემართება, მნიშვნელობა არ აქვს აღმქმელისთვის.

ამიტომ აკუსტიკური ხატი არის აღქმისა და გაგების (recognition - ის) პროცესში


არსებითი კომპონენტი, რომელიც პირობითი მოწყობით გადმოსცემს კონცეპტის

5
სოსიურის ყველაზე გავლენიანი ნაშრომი ზოგადი ენათმეცნიერების კურსი (Course in General
Linguistics , Cours de linguistique Générale) გამოქვეყნდა მისი სიკვდილის შემდეგ 1916 წელს მისი
ყოფილი სტუდენტების ჩარლზ ბაის და ალბერ სეშეს მიერ (Charles Bally and Albert Sèchehaye),
რომელიც დაფუძნებული იყო სოსიურის მიერ ჟენევის უნივერსიტეტში წაკითხულ ლექციების
კურსზე.

12
შესახებ ინფორმაციას. სოსიური გვთავაზობს აკუსტიკური ხატისა და ცნების
კონცეპტუალური დონის განმსაზღვრელ ტერმინებს, რომლებიც დღეს
თანამედროვე სემიოტიკაში დამკვირდებული და საბაზისო ტერმინებია:

„გთავაზობთ, შევინარჩუნოთ სიტყვა „ნიშანი“ მთელის აღსანიშნად, ხოლო


ტერმინი „ცნება“ და „აკუსტიკური ხატი“ შევცვალოთ შესაბამისად „აღსანიშნითა“
და „აღმნიშვნელით“ - „I propose to retain the word sign [signe] to designate the whole
and to replace concept and sound-image respectively by signified [signifre] and signifier
[signifiant];“
როგორც ვხედავთ აკუსტიკური ხატს „აღმნიშვნელი უწოდა სოსიურმა და
კონცეპტს ანუ ცნებას „აღსანიშნი“. (სოსიური 2002 : )

მნიშვნელობის როგორც კონცეპტის რაობზე კომენტარს აკეთებს დანეზიც თავის


სახელმძღვანელოში:

„ნიშანი რასაც მიემართება, ის საგანი რეფერენტია. ორი სახის რეფერენტი


არსებობს: (1) კონკრეტული რეფერენტი, როგორც არის ცხოველის აღმნიშვნელი
სიტყვა „კატა“ და (2) აბსტრაქტული რეფერენტი, როგორც არის ვთქვათ, რაიმე
„გონივრული აზრი“, - კონცეპტი რომლის გამოსახატავადაც მოციმციმე ნათურას
გამოსახავენ ხოლმე [მიხვედრის ნიშნად მ.ნ.]. პირველი რეალურ სამყაროში
არსებობს და სიტყვა „კატა“ შეიძლება მიემართებოდეს რომელიმე კატას. ხოლო
უკანასკნელი არის წარმოსახვითი და პირდაპირ შეუძლებელია მიემართებოდეს
რომელიმე „ნათელ აზრს“ „გონივრულ მოსაზრებას“ ტვინის შიგნით. ნიშნები
გვაძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ საგნებსაც მიემართებოდნენ და იდეებსაც,
მაშინაც კი როცა ისინი ფიზიკურად არ არიან ჩვენი სენსორული აღქმის არეალში.
როცა ჩვენ სიტყვა „კატა“ გვესმის ამ ცხოველის გამოსახულება უკვე ადვილად
წარმოგვიდგება გონებაში, მაშინაც კი თუკი იმ მომენტისთვის არანაირ კატას არ
ვუყურებთ.“

ეს მსჯელობა რომ შევაჯამოთ, ნიშნის ის ნაწილები ქმნის, რომელიც ზემოთ


აღვნიშნეთ. ნიშნის აქვს ფიზიკური მხარე (რეპრესენტამენტი), ნიშნის
კონცეპტუალური მხარე, მისი მნიშვნელობა, რომელიც ნიშნის ამომცნობის
გონებაში ჩნდება. სემიოტიკისთვის ღირებულებით ერთეულს სწორედ ამ
მექანიზმის გამო წარმოადგენს ნიშანი.

13
3. ნიშნის ტიპები

Keywords: იკონი, ინდექსი, სიმბოლო

ნიშნის ტიპების გაგებისთვის ამ ქვეთავში ჯერ ცნობილი კანადელი სემიოტიკოსი


მეცნიერის მარსელ დანეზის განმარტებებს ჩავხედავთ, შემდეგ ისტორიული
მნიშვნელობის სემიოტიკოსი თეორეტიკოსის ჩარლზ სანდერს პირსის მიერ
ნიშნის განმარტებებს.

შესავლის სახით და ზოგადი სიცხადისთვის წავუმძღვარებთ ამ პარაგრაფს


უმბერტო ეკოს მოსაზრებას, რომელიც ერთ-ერთ მცირე სემიოტიკურ სტატიაში
გვხვდება ნიშნის რაობის სოსიურისეულის და პირსისეული განსაზღვრებების
შედარებისას (From: Halina Sendera Mohd. Yakin and Andreas Totu / Procedia - Social
and Behavioral Sciences 155 ( 2014 ) 4 – 8)

„სემიოტიკა ფარავს ყველაფერს, რისი ნიშნად ინტერპრეტაციაც შესაძლებელია,


როგორც ამას უმბერტო ეკო ამტკიცებს თავის წიგნში „სემიოტიკის თეორია“. მან
განსაზღვრა, რომ „სემიოტიკას აინტერესებს ყველაფერი, რაც შეიძლება
მივიჩნიოთ ნიშნად. ნიშანი არის ყველაფერი, რაც სხვა [ნებიემიერი] რამის
განმსაზღვრელად შეიძლება მოიექცეს (1979: 7). უმბერტო ეკოს მიხედვით, ეს
„რაიმე სხვა“ აუცილებლობით სულაც არ არსებობს იმ მომენტისთვის, როცა
ნიშანი წარმოადგენს ან ანაცვლებს მას. რის გამოც უმბერტო ეკო ხშირად
მოიაზრებს [სემიოტიკურ] თეორიას როგორც ტყუილს ან სიცრუეს, რადგან იგი
შეცდომაში შეყვანის ან მოტყუების იარაღი შეიძლება გახდეს.“(1976, p. 6-7).

შეგახსენებთ, რომ უზოგადესი დაყოფით, სამაყროში სამი ტიპის ნიშნებს


ვხვდებით: იკონი, ინდექსი და სიმბოლო. ეს ტერმინები არის ის, რომელსაც
უმეტეს შემთხვევაში იყენებენ მკვლევარები ნიშნის ტიპების ზოგადი
მოსხენიებისას პოპულარულ სტატიებშიც და სამეცნიერო სტატიებშიც.

მარსელ დანეზი ასე განმარტავს თითოეულ მათგანს: (From Danesi M.,: Messages,
Signs,and Meanings A Basic Text book in Semiotics and Communication.)

• Icon - sign in which the signifier has a direct (nonarbitrary), simulative connection to
its signified or referent

14
იკონი - ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელს აქვს ცხადი (არა პირობითი),
მიმსგავსებული მიმართება აღსანიშნთან, რეფერენტთან. (მაგალითად მონა ლიზას
კარიკატურის მიმართება მონა ლიზას ორიგინალი ნახატის გამოსახულებასთან -
მ.ნ.)

• index - sign in which the signifier has an existential connection to its signified or
referent (i.e., the sign indicates that something “exists” somewhere in time and/or
space)

ინდექსი - ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელს აქვს არსებითი (ფიზიკური) კავშირი


აღსანიშნთან, რეფერენტთან (ე.ი. ეს ნიშანი მიუთითებს, რომ რაღაცა არსებობს
სადმე რომელიმე დროით ან სივრცით პირობებში). (მაგალითად, მელიის
ნაკვალევი, ფიზიკური ნაფეხურები, რომელიც მეძებარმა ძაღლმა უნდა
ამოიცნოს).

• Symbol - sign that represents a referent through cultural convention.

სიმბოლო - ნიშანი, რომელიც წარმოადგენს აღსანიშნს კულტურით დადგენილი


პირობითობის მეშვეობით. (მაგალითად: წითელი ვარდი - სიყვარულის
სიმბოლო)

უშუალოდ დანეზის წიგნში ვხვდებით დაკონკრეტებას, რომ ამ სამეულის გარდა,


ამ სამეულთან ახლოს მდგომი სხვა ნიშნობრივი სიმრავლეების გამოყოფაც
შეიძლება, მაგალითად, ნიშან სიგნალის კატეგორია:

• Signal - an emission or movement that naturally or conventionally triggers some


reaction on the part of a receiver.

სიგნალი - გამოსხივება (გამოვლინება) ან მოძრაობა, რომელიც ბუნებრივად ან


პირობითად იწვევს მიმღების [აღმქმელის] რაიმე რეაქციას.

განსხვავებით ინდექსის მაგალითისგან, სიგნალი გამიზნულია იმისთვის, რომ


ვინმე სხვამ ამოიცნოს - რომ დავაზუსტოთ: მელიის მიზანი არ არის, რომ მეძებარი
ძაღლისთვის ნაკვალევი დატოვოს; მან უბრალოდ, გაიარა თოვლზე ან ქვიშაზე და
ძაღლი მის ნაკვალებს შემდგომ პოულობს. ხოლო სიგნალის შემთხვევაში როცა,
ვთქვათ, ერთი თოლია ბგერით სიგნალს გამოსცემს, რათა სხვას, მეორე თოლიას,
ან თოლიათა ჯგუფს გარკვეული ინფორმაცია მიაწოდოს, რომ საკვები თევზი არის
აქეთ ან არ არის, სიგნალის კატეგორია ენიჭება იმ აკუსტიკურ ნიშანს, რასაც
თოლია გამოსცემს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ნიშნის (sign) ფუნქციური დაყოფა შეიძლება იყოს


სხვადასხვაგვარად დავიწროებული იმის მიხედვით, თუ რა მოვლენის და
ფენომენის აღწერა გვინდა.

15
ჩარლზ სანდერს პირსის დაყოფა, რომელიც ქვემოთაა წარმოდგენილი, ნიშნის
კატეგორიზების შედარებით კომპლექსური ფორმაა. იგი გვთავაზობს
სამეულებრივ მოდელს განსხვავებით სოსიურის მიერ ნიშნის ორ კომპონენტად
დაყოფისგან, რომელიც იყო აღსანიშნი-აღმნიშვნელის მოწყობა. პირსის თეორიას
შემდეგი წყაროდან გავეცნობით: From: The Collected Papers of Charles Sanders Peirce,
1994. 6

Charles Sanders Peirce, I. What Is a Sign? Three Divisions of Logic

ჩარლზ სანდერს პირსი, რა არის ნიშანი? ლოგიკის სამი დანაყოფი

ლოგიკა, ზოგადი გაგებით, როგორც მე წარმომიდგენია, არის სიმიოტიკის


(σημειωτικ´η) სხვაგვარი სახელწოდება, კვაზი-აუცილებელი, ფორმალური
სწავლება, ნიშანთა დოქტრინა. სწავლების „კვაზი-აუცილებლობად“ ან
„ფორმალობად“ მოხსენიებით მე ვგულისხმობ, რომ ჩვენ ვაკვირდებით ნიშნის
ისეთ მახასიათებლებს, რომლების ცნობა და ობზერვაცია შეგვიძლია, იმ
პროცესის მეშვეობით, რომელსაც აბსტრაქცია რომ ვუწოდო, თავს არ შევიკავებ.
ჩვენ მივდივართ იმის მტკიცებამდე, რომ მცდარობის შესაძლებლობის მქონე და
ამავე დროს, საჭირო [სწავლება], უნდა იყოს ყველა ნიშანთა მახასიათებელი,
რომელსაც იყენებს „სამეცნიერო“ გონი, რომელსაც [თავის მხრივ] ვუწოდებთ
ისეთ გონს [აზროვნებას], რომელიც გამოცდილებით შესწავლადია. აბსტრაქციის
პროცესს რაც შეეხება, იგი არის ობზერვაციის სახეობა. მენტალური უნარი,
რომელსაც მე აბსტრაქტულ ობზერვაციას ვუწოდებ, არის სრულიად ნაცნობი
რიგითი ადამიანისთვის, მაგრამ ხანდახან ფილოსოფიური თეორიების
ყურადღების მიღმა რჩება.

ყველა ადამიანისთვის ნაცნობი გამოცდილებაა, რომ უნდოდეს ის, რაც აღემატება


მის აწმყოს და გაჰყვეს ამ სურვილს შემდეგი შეკითხვით: „მენდომებოდა კი იგივე

6
Peirce: CP 2.227 Cross-Ref:††, CHAPTER 2, DIVISION OF SIGNS
Peirce: CP 2.230 Cross-Ref:††, §2. SIGNS AND THEIR OBJECTS
Peirce: CP 2.233 Cross-Ref:††, §3. DIVISION OF TRIADIC RELATIONS
Peirce: CP 2.243 Cross-Ref:††, §4. ONE TRICHOTOMY OF SIGNS
Peirce: CP 2.247 Cross-Ref:††, §5. A SECOND TRICHOTOMY OF SIGNS
Peirce: CP 2.250 Cross-Ref:††, §6. A THIRD TRICHOTOMY OF SIGNS

16
საგანი იმ შემთხვევაშიც, თუ მექნებოდა ყველა პირობა მის
დასაკმაყოფილებლად?“ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ადამიანი საკუთარ
გულს ჩაუღრმავდება და ამით განახორციელებს იმას, რასაც მე აბსტრაქტულ
ობზერვაციას ვეძახი. „იგი იყენებს წარმოსახვას, როგორც დიაგრამულ მონახაზს,
კონტურს, მოიაზრებს თუ რა ცვლილებებს მოითხოვს საგანთა ჰიპოთეტური
მდგომარეობა ამ კონტურის ნახატად გადაქცევისათვის. მერე გადასინჯავს რომ
დაკვირვებები, რაც წარმოიდგინა იმავე მხურვალე სურვილს შეესაბამება თუ არა“.

ასეთი პროცესით, რომელიც ძალიანაც ჰგავს მათემატიკურ გამოთვლას, ჩვენ


მივიღებთ ამონახსნს იმისას, თუ რა არის სწორი [ფორმულირება] ნიშანთა ყველა
კლასისთვის, რამდენადაც მეცნიერება [აზროვნება] იყენებს მას მეცნიერული
მიზნებისთვის. ღვთიური განჭვრეტანი, რომელიც უნდა იყოს ღმერთის
ინტიუტიური ყოვლისმცოდნეობის ჩამნაცვლებელი მიზეზი, ამ განსჯის მიღმაა.
მთელმა ამ პროცესმა, რომელიც ამ ფორმულირებათა შესახებ სტუდენთა შორის
ვითარდება აბსტრაქტული ობზერვაციის და სიმართლის გამორკვევის მეშვეობით
უნდა გამოარკვიოს [გამოთვალოს] , რომ ყველა გამოყენებული ნიშანი სამეცნიერო
დაკვირვებით არის ობზერვატორული მეცნიერების ნაწილი, როგორ ყველა
პოზიტიური მეცნიერება 7, მიუხედავად ზოგიერთ მეცნიერებებთა კონტრასტისა,
რომლებიც წარმოიქმნება იმის აღმოსაჩენად, რა უნდა იყოს სამყაროში, მაგრამ
სინამდვილეში რა არის.

ნიშანი, ანუ რეპრეზენტამენტი არის ის, რაც ვინმესთვის რაღაცას რაღაცგვარად


მიემართება, გარკვეული თვისების ან შესაძლებლობის შესაბამისად. ის
მიმართავს/მიემართება რაღაცას, რაც ადამიანის გონებაში ქმნის ეკვივალენტ
ნიშანს, ან შესაძლოა უფრო განვითარებულ ნიშანს. იმ მნიშვნელობას, რომელსაც
იგი ქმნის მე ვუწოდებ პირველი ნიშნის ინტერპრეტანტს. ნიშანი [თავის მხრივ]
რაღაცის ნაცვლად დგას, [ეს რაღაც] არის მისი ობიექტი. ნიშანი ამ ობიექტის
მიმართ დგას, მაგრამ არა ყველა გარემოებაში, არამედ რომელიმე იდეის [აზრის]
გამო, რომელსაც მე ვუწოდე რეპრეზენტამენტის საყრდენი. „იდეა“ აქ უნდა
გავიგოთ გარკვეულწილად პლატონისეული გაგებით. რომელიც ძალიან ახლოს
დგას ყოველდღიურ მეტყველებაში მის [ამ სიტყვის] გამოყენებასთან; როცა
ვამბობთ, რომ ერთი ადამიანი მეორე ადამიანს აზრს მიუხვდა, ან როცა ადამიანი
იგონებს, რას ფიქრობდა რომელიმე წინარე დროში, ადამიანი იგონებს იმავე
იდეას/აზრს, როცა ადამიანი აგრძელებს ფიქრს, წამის მეათდეში მიხვდება და
დაეთანხმება, რომ ამ აზრს მსგავი შინაარსი აქვს, რომ ეს იგივე აზრია და არა
რაიმე ნაწილი სხვა ახალი აზრისა.

7
მეცნიერება, რომელიც ეყრდობა მონაცემებსა და ფაქტებს, A science which is based on data and facts.

17
ამ განვითრებით ყველა რეპრეზენტამენტი არის დაკავშრებული სამ რამესთან:
საყრდენი (ground), ობიექტი და ინტერპეტანტი, და [ამის გამო] სემიოტიკის
მეცნიერებას აქვს სამი განშტოება. პირველს სახელდებას უძებნიდა დუნს სკოტი,
როგორც „დაკვირვების გრამატიკა“ grammatica speculativa. [რაც ობზერვაციას
ნიშნავს მ.ნ.]. ჩვენ ამას შეგვიძლია „წმინდა გრამატიკა“ ვუწოდოთ. ამ დარგის
მიზანია სამეცნიერო განჭვრეტის საშუალებით დაადგინოს რეპრეზენტამენტში რა
არის მართალი/ჭეშმარიტი/სწორი იმ მიზნით, რომ შექმნან რაიმე მნიშვნელობა
(meaning) 8. მეორე არის ლოგიკური განსჯა (logic proper) 9. ეს არის მეცნიერბა იმაზე,
თუ რა არის რეპრეზენტამენტების კვაზი-აუცილებლობა ნებისმიერი სამეცნიერო
განსჯისთვის, რომ დადგინდეს, რომელიმე საგანი არის ვალიდური თუ
მართებული. უკეთ რომ ვთქვათ, ლოგიკური განსჯა არის ფორმალური
მეცნიერება რეპრეზენტაციის მართებული პირობების შესახებ. მესამეს, იმანუელ
კანტის სტილის გათვალისწინებით, რომელიც ცდილობდა სიტყვათა ძველი
ასოციაციებით ეპოვა ახალი კონცეპტების კლასიფიკაცია, ვუწოდებ წმინდა
რიტორიკას. მისი მიზანი არის, რომ გაარკვიოს ის პრინციპები, რომლის
მიხედვითაც ყველა სამეცნიერო დარგში ერთი ნიშანი დასაბამს აძლევს მეორე
ნიშანს, განსაკუთრებით, როცა ერთი ფიქრი ბიძგს აძლევს მეორე ფიქრს.

ნიშანი, ანუ რეპრეზენტამენტი არის პირველი, რომელიც გვაქვს ამ ტრიადულ


მოწყობაში ობიექტის, მეორეს მაგიერ. განისაზღვრის უნარის მქონე მესამეს
ეწოდება ინტეპრეტანტი, რომ შექმნას იგივე ტრიადული მიმართება ობიექტთან,
რომელშიც იგი დგას იმავე ობიექტის ნაცვლად. ტრიადული მოწყობა არის
ძირეული, რადგან ეს სამი წევრი არის დაკავშირებული ერთმანეთთან იმგვარად,
რომ არ შეიცავს რაიმე მაკავშირებელს წყვილეულ მოწყობასთან. ამის გამოა, რომ
ინტერპრეტანტი, მესამე, არ დგას წყვილეულ ურთიერთობაში საგანთან, არამედ

8
შეგახსენებთ, რომ სემიოტიკაში სიტყვა meaning - ი ცაკლე ტერმინია.
9
Logic proper - პირსის ეს ტერმინი ფილოსოფიაში შეესაბამება „inference“-ს. რაც, თავის მხრივ, არის
მსჯელობის საფეხურები წანამძღვრებიდან დანასკვზე გადასვლის მოქმედება. ინფერენსეს ტიპები
ტრადიციულად იყოფოდა ორ მოდელად დედუქცია და ინდუქცია. ეს დაყოფა არისტოტელესთან
დასტურდება. დედუქცია არის განსჯა, ლოგიკური გამომდინარეობის დადგენა წანამძღვრებიდან იმის
დადასტურებით, რომ დანასკვი მართებულია. ინდუქცია არის ისეთი განსჯა, რომლის დროსაც კონკრეტული
წანამძღვრებიდან ზოგადი დანასკვი გამოგაქვს. ინფერენსეს მესამე ტიპი, ინდუქციიდან აბდუქციის გამიჯვნა
ხანდახან შედის ამ განმარტებაში, განსაკუთრებით პირსის თეორიაზე დაყრდნობით, სადაც აბდუქცია არის
ინფერენსეს დროს საუკეთესო საუკეთესო დანასკვის გამოტანის მცდელობა, რომელიც ჭეშმარიტი შეიძლება
არ იყოს.
Abduction - s a form of logical inference which starts with an observation or set of observations then seeks to
find the simplest and most likely explanation for the observations. This process, unlike deductive reasoning,
yields a plausible conclusion but does not positively verify it. Abductive conclusions are thus qualified as
having a remnant of uncertainty or doubt, which is expressed in retreat terms such as "best available" or "most
likely."

18
ისეთივე მიმართება აქვს საგანთან, როგორც თავად რეპრეზენტამენტს აქვს
საგანთან. ტრიადურ მიმართებას არც ის შეუძლია, [ისეთი მიმართება
ჰქონდეს]რომ მესამე იმის მსგავსად იდგეს, როგორც პირველი დგას, რადგან
მესამეს პირველთან ასეთი მიმართება მეორეს დააკნინებდა.

ნიშანი არის რეპრეზენტამენტი მენტალურ ინტერპრეტენტთან ერთად. შესაძლოა


არსებობენ რეპრეზენტამენტები, რომლებიც ნიშნები არ არიან. თუ მზესუმზირა
თავს იბრუნებს მზისკენ, ამ აქტით სრულიად შემძლებელი ხდება, შემდგომი
წინაპირობის გარეშე, იყოს ისეთი მზესუმზირა, რომელიც ბრუნდება მზის
მიმართულებით, და ამგვარი ქმედებით, რომელიც წარმოადგენს თანქმედით
ძალას, მზესუმზირა ხდება მზის რეპრეზენტაცია [ნიშანი].

The Sign can only represent the Object and tell about it. It cannot furnish acquaintance with
or recognition of that Object; for that is what is meant in this volume by the Object of a Sign;
namely, that with which it presupposes an acquaintance in order to convey some further
information concerning it.

ნიშანს მხოლოდ ის შეუძლია რომ ობიექტის შესახებ რაიმე გვითხრას,


მიგვანიშნოს. იგი ვერ უზრუნველყოფს იმას რომ ობიექტის არსი ან რაობა
გაგვაგებინოს; სწორედ ამ შინაარსით არის ნიშნის ობიექტი გამოყენებული ამ
ნაწერში. სახელდობრ, ნიშანი [ობიექტის შესახებ] წინასწარ გვაცნობს იმას, რაზეც
შემდგომი ინფორმაცია უნდა მივიღოთ.
No doubt there will be readers who will say they cannot comprehend this. They think a Sign
need not relate to anything otherwise known, and can make neither head nor tail of the
statement that every sign must relate to such an Object. But if there be anything that conveys
information and yet has absolutely no relation nor reference to anything with which the
person to whom it conveys the information has, when he comprehends that information, the
slightest acquaintance, direct or indirect-and a very strange sort of information that would be
the vehicle of that sort of information is not, in
this volume, called a Sign.

ეჭვგარეშეა, რომ ზოგიერთი მკითხველისთვის ეს მსჯელობა არ იქნება გასაგები.


ისინი იფიქრებენ, რომ ნიშანს არ სჭირდება, რომ უკავშირდებოდეს რაიმე უკვე
ცნობილს; თავს და ბოლოს ვერ გაიგებენ იმ მსჯელობისას, რომ რომელიმე ნიშანი
უნდა უკაშირდებოდეს საგანს. მაგრამ თუ მაინც არის რაიმე, რაც გადმოსცემს
ინფორმაციას, მაგრამ აბსოლუტურად არავითარი კავშირი ან მიმართება არ აქვს
იმასთან, რაც იმ ადამიანს წარმოუდგენია, ვისაც ამ ინფორმაციას აწვდიან, როცა
ეცდება ან ინფორმაციის გაგებას, მაგრამ არავითარი ცოდნა პირდაპირი თუ

19
არაპირდაპირი - ამ უცნაური ტიპის ინფორმაციის მსგავსი რაიმესიც კი არ ექნება,
ასეთი აღმნიშვნელი არ იქნება მოხსენიებული ამ ნაწერში „ნიშნის“ ცნების ქვეშ. 10

ორი კაცი დგას ზღვის ნაპირას. ერთი მეორეს ეუნება: „ამ ნავს ტვირთი საერთოდ
არ გადააქვს, არამედ მხოლოდ მგზავრები გადაჰყავს“. მეორე, თავის მხრივ,
საერთოდ ვერ ხედავს ნავს. პირველი ინფორმაცია, რასაც იგი იღებს ამ
რეპლიკიდან არის ის, რომ ეს ობიექტი მდებარეობს ზღვის იმ ნაწილზე,
რომელსაც იგი ახლა უყურებს, ამასთანავე აუწყებს, რომ გვერდით მდგომ
ადამიანს ან უფრო მახვილი თვალი აქვს, ან გავარჯიშებულია ასეთი საგნების
დანახვაზე, და [ამიტომ] ხედავს ნავს. შემდეგ, რადგან ნავი მის ცნობიერებას უკვე
წარედგინა, კაცი მზად არის, რომ მიიღოს ინფორმაცია ნავის მგზავრების
შესახებ. 11

მაგრამ მთლიანად წინადადებას ამ ადამიანისთვის არ აქვს სხვა ობიქეტი გარდა


იმისა, რომელიც მას უკვე წარუდგინეს. ასეთი საგნები/ობიექსტები, ასეთი
ნიშნების რაოდენობა შეიძლება იყოს ნებისმიერი; შეიძლება იყოს: ცალკეული
არსებული საგანი; საგანი, რომელიც ადრე იცოდნენ, რომ არსებობდა ან ელიან,
რომ იარსებოს, ან ობიექტების ერთიანობა, ან ნაცნობი ხარისხი ან კავშირი ან
ფაქტი, რომლითაც ცაკლეული ობიექტი შეიძლება შედგებოდეს, ნაწილებისგან
შემდგარი მთელი, ან რომელიმე სხვა მდგომარეობის მქონე საგანი, რაიმე
დაშვებული მოქმედება, რომლის არსებობაც არ უარყოფს იმას, რომ მისი უარყოფა
იქნება დასაშვები, ან რაიმე, რაც ბუნებითად არის სასურველი, მოთხოვნილი, ან
მოიძებნება გარკვეულ პირობებში.

II . Three Trichotomies of Signs

ნიშნები იყოფა სამ სამეულად; პირველი, იმის მიხედვით, ნიშანი არის თუ არა
სუფთად ხარისხობრივი ერთეული, რეალურად არსებული, თუ ზოგადი
კანონზიმიერება; მეორე, იმის მიხედვით, თუ რა მიმართებაა ნიშანსა და საგანს

10
პირსი ამ მონაკვეთში განმარტავს რა არ არის ნიშანი და ამას წინადადებაში უარყოფითი
აღწერითი მეთოდით გვთავაზობს. ამ აბზაცის მთავარი სათქმელი არის, რომ ნიშანი არ ეწოდება
იმას, რისი ცნებითი ობიექტიც (იდეაც) ნიშნის აღმქმელს არანაირი განზომილებით არ
წარმოუდგენია. მაგალითად თუ აბორიგენ ადამიანს არასდროს არ უნახავს რაიმე ნივთი,
მაგალითად, სათვალე ან ჭოგრიტი და უხსნიან ან მიანიშნებენ „სათვალეზე“ ან „ჭოგრიტზე“ რაიმე
ნიშნით, აბორიგენისთვის ეს მინიშნება გაუგებარი იქნება. პირსი ქვემოთ იმასაც განმარტავს რომ
აღმქმელის მიერ ობიექტის ცნებითი კომპონენტის არცოდნა მრავალი ფიზიკური მიზეზით ან
გარემოიბით შეიძლება იყოს განპირობებული.
11
ამ მაგალითს შეესაბამება ის კომპონენტი ნიშნის აღქმისა, რომელსაც უმბერტო ეკო მოტყუების
იარაღს უწოდებს. [სემიოტიკური] თეორია.... შეცდომაში შეყვანის ან მოტყუების იარაღი შეიძლება
გახდეს.“

20
შორის, შეიცავს თუ არა ნიშანი მის მახასიათებლებს თავის თავში, შეიცავს რაიმე
გარე კავშირს საგანთან, თუ რამე კავშირს თავის ინტერპრეტანტთან, მესამე, იმის
მიხედვით, ინტერპრეტანტი წარმოადგენს ნიშანს როგორც შესაძლებლობას,
როგორც ფაქტის ნიშანს, თუ როგორც მიზეზის ნიშანს.

[სამეულის] პირველი დანაყოფის მიხედვით ნიშანს შეიძლება ეწოდოს Qualisign,


Sinsign, და Legisign. 12 Qualisign არის ნიშნის ხარისხის აღმნიშვნელი ნაწილი. მას არ
შეუძლია ნიშნის ფუნქცია ჰქონდეს, სანამ არ განხორციელდება, მაგრამ
განხორციელებას არაფერი აქვს საერთო ამ ნიშნის თვისებასთან.

Sinsign, (აქ სიტყვა sin მიემართება ლათინური წარმოშობის სიტყვას


მნიშვნელობით „იყოს მხოლოდ ერთხელ“, ლათნურად semel ნიშნავს „ერთხელ“-
ს) არის რეალურად არსებული საგანი ან მოვლენა, რაც წარმოადგენს ნიშანს.
ოღონდ იგი ხორციელდება მხოლოდ qualisign -ის მეშვეობით, ისე, რომ იგი
ჩაირთავს qualisign-ს, უფრო კი მრავალ qualisign-ს. მაგრამ ასეთი qualisign- ები არის
განსაკუთრებული და მხოლოდ ქმნის ისეთ ნიშნებს, რომლებსაც რეალური
ფიზიკური ფორმა გააჩნია.

Legisign არის კანონზომიერების შემცველი ნიშანი. ეს კანონზომიერება, როგორც


წესი, ადამიანის მიერაა დამკვიდრებული 13. ყველა კონვენციური ნიშანი არის
Legisign [მაგრამ არა პირიქით]. იგი არ არის ცაკლეული ობიექტი, არამედ ზოგადი
ტიპი, რომელიც როგორც შეთანხმდნენ [ადამიანები], [იმგვარად] იქნება
მნიშვნელობის მქონე. ყველა Legisign აღნიშვნას ახორციელებს მყისიერი
გამოყენების მეშვეობით, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ მისი რეპლიკა [ასლი].
ამგვარად, განსაზღვრული ნაცვალსახელი თხუთმეტ-ოცდახუთჯერ მოხვდება
ნაწერის ამ გვერდზე. ერთი და იმავე სიტყვის ყველა გამოყენებისა იქნება Legisign.
მისი თითოეული გამოეყნება არის რეპლიკა. რეპლიკა არის Sinsign. ამგვარად,
ყველა Legisign მოითხოვს Sinsigns. მაგრამ ესენი ჩვეულერივი Sinsigns- ები არ
არიან, როგორც არიან გარკვეული შემთხვევები, რომელბიც მიჩნეულია როგორც

12
ეს სამი ტერმინი თავად ჩარლზ სანდერს პირსის გამოგონილია და სხვა არცერთ ავტორთან არ
არსებობდა იქამდე. სამივე სიტყვის პირველი ნაწილი ლათინურ სიტყვას შეადგენს, ხოლო მეორე
ნაწილი ინგლისურად გამოყენებულ სიტყვა ნიშანს - sign. თავის მხრივ ამ სიტყვების ლათინური
ეტიმოლოგია შემდეგია: Quali + sign, სიტყვიდან qualitas , qualitatis - ხარისხი, თვისება.
Sinsign, sine + sign, ამ სიტყვას თავად პირსი განმარტავს და უკავშირებს semel - ს რაც „ერთხელს“
ნიშნავს და Legisign, legi + sign, სიტყვიდან lex, legis, რაც ლათინურად „კანონს“ ნიშნავს.
13
Law - რასაც აქ პირსი წერს არის ადამიანის კონტრუქტი ანუ ის მიმართება, რასაც კონტექსტის ან
სხვა მიზეზებით ადამიანი ანიჭებს ნიშანს, ამგვარად თარგმანში, სადაც ეს სიტყვა შეგვხვდება
დავწერთ „ადამიანური კანონზომიერებები“, რაც ადამიანის მიერ დადგენილს, შეთანხმებულს
ნიშნავს. შეგახსენებთ, რომ კანონიც ისაა, რაზეც ჩვენ ყველანი ვთანხმდებით. - მ.ნ.

21
აღმნიშვნელი. რეპლიკა არ იქნებოდა მნიშვნელობის მქონე, რომ არ ყოფილიყო იმ
კანონზიმიერებისთვის, რომელსაც იგი აწარმოებს/ ქმნის.

მეორე სამეულის მიხედვით, ნიშანი იყოფა იკონად, ინდექსად და სიმბოლოდ.

Icon იკონი არის ნიშანი, რომელიც მიემართება საგანს, რომელსაც იგი აღნიშნავს
ზუსტად იმ თვისებების მეშვეობით, რომლებიც თავად აქვს, რომლებსაც თავად
ფლობს, მიხედავად იმისა, არსებობს თუ არა ეს საგანი რეალურ სამყაროში.
მართებულია ის, რომ თუ სინამდვილეში არ არსებობს ის საგანი, რომელსაც
[იკონი] აღნიშნავს, მაშინ იგი არ წარმოადგენს ნიშანს. მაგრამ მას არაფერი საერთო
არ აქვს იმ საგნის ხასიათთან [ტიპთან]. ნებისმიერი რამ არის მისი თვისება,
ინდივიდუალურად არსებული, [ადამიანის დადგენილი] კანონზომიერებით
[არსებული], იკონი შეიძლება იყოს ნებისმიერი, სანამ იგი ამ საგანს მიემართება
და იყენებს მას ნიშნად.

Index ინდექსი არის ისეთი ნიშანი, რომელიც მიამართება საგანს იმის მეშვეობით,
რომ ობიექტმა მასზე რეალურად მოახდინა გავლენა. ამგვარად, ინდექსი ვერ
იქნება Qualisign, რადგან ხარისხები რაიმე სხვის მანიშნებელი არიან. ამგვარად,
რადგან ინდექსზე ობიექტი ახდენს გავლენას, მას აქვს გარკვეული საერთო
მახასიათებელი ობიექტთან და სწორედ ამ ნიშნით მიემართება ობიექტს. იგი
იკონის გარკვეულ თვისებასაც შეიცავს, მიუხედავად იმისა, რომ იკონი ცალკე
სახეობაა, ინდექსი არ არის ზუსტი მსგავსება საგნისა [როგორც იკონი არის - მ.ნ.],
ამ თვალსაზრისით იგი ხდება ნიშანი, მაგრამ კვლავ რჩება ობიექტის რეალურ
მოდიფიკაციად.

Symbol სიმბოლო არის ნიშანი, რომელიც ობიექტს მიამართება [ადამიანის


დადგენილი] კანონზომიერების მეშვეობით, ძირითადად იგი არის ზოგადი
ასოციაციებით განპირობებული, რომელიც იწვევს სიმბოლოს გაგებას საგნის
რეფერენტად. ამგვარად, იგი არის ზოგადი კანონზომიერებით არის Legisign და
ქმედებს როგორც რეპლიკა. იგი მხოლოდ თავად კი არ არის ზოგადი, არამედ
საგანი, რასაც იგი მიემართება ასევე ზოგადი ხასიათისაა.

Rheme რემე არის ნიშანი, რომელიც თავსი ინტერპრეტანტისთვის არის


კვალიტატიური/ხარისხობრივი შესაძლებლობა, რაც ნიშნავს, რომ იგი გვესმის,
როგორც ამა თუ იმ საგნის შესაძლო რეპრეზანტატორი. ყველა Rheme- ს რემეს
სავარაუდოდ შეიცავს რამე ინფორმაციას, მაგრამ იგი არაა აღქმული, როგორც ამის
[ინფორმაციის] შემცველი.

22
Dicisign ნიშანი არის ისეთი ინტერპრეტანტის ნიშანი, რომელიც რეალურად
არსებობს. იგი ვერ იქნება იკონი, რომელიც გვაძლევს ინტერპრეტაციის
საშუალებას რეალურად არსებულთან მიმართების თვალსაზრისით. Dicisign
აუცილებლად ირთავს Rheme- ს, რომ გამოხატოს ფაქტი, რომელიც გააზრებულია
როგორც მაჩვენებელი/მანიშნებელი. მაგრამ ეს ეხება ოდენ განსაკუთრებული
სახის Rheme - ს, რაგდან აუცილებელია Dicisign - ისთვის, რომ არ მხოლოდ
შეიცავდეს მას.

არგუმენტი არის ისეთი ინტერპრეტანტის ნიშანი, რომელიც კანონზომიერებით


წარმოადგენს ნიშანს. შეიცლება ასეთნაირადაც ითვას, რომ Rheme არის ისეთი
ნიშანი, რომელიც გაგებულია მისივე ობიექტის თვისებების წარმომდგენად;
Dicisign არის ნიშანი, რომელიც გაგებულია რეალურად არსებული ობიექტის
წარმომდგენად. ხოლო არგუმენტი არის ისეთი ნიშანი, რომელიც ობიექტს ნიშნის
პოზიციიდან წარმოადგენს. რადგან ეს განმარტებები შეიძლება სადავო იყოს,
კიდევ რამდენიმე სიტყვით დაზუსტებას საჭიროებს.

23
მოკლედ რომ დავახასიათოთ პირსის მიერ ნიშნის კატეგორიები მაგალითის
თანხლებით:

Qualisign არის თვისების ამსახველი ნიშანი (წითელის თვისება, ცივის თვისება)

Sinsign ერთჯერადი ქმედებისგან გაჩენილი ნიშანი (ნივთის ფიზიკური ასლი


(მოდელი))

Legisign - არის ადამიანის კანონზომიერებით დადგენილი, კონვენციური,


პირობითი ნიშანი (ტკივილის გამომხატველი უნებლიე წამოყვირება, მაგალითად
ouch (ინგ.) exclamation to express pain)

Icon - საგნის მიმართ მსგავსების შემცველი ნიშანი (კარიკატურა)

Index - ნიშანი რომელზეც ობიექტმა უშუალოდ იქონია გავლენა (ნაკვალევი),


ნიშანი რომელიც უშუალოდ შეიცავს ფიზიკურ ინდიკაციას (სიტყვა „ის“, როცა
იგი წარმოადგენს ჩვენებით ნაცვალსახელს)

Symbol - ადამიანის მიერ ასოციაციით დადგენილი ნიშანი (ვარდი სიყვარულის


სიმბოლო)

Rheme – ნიშანი როგორც პოტენცია განხორციელების გარეშე (რომელიმე სიტყვა


ლექსიკონში, სანამ წინადადებაში გააქტიურდება)

Dicisign - არის ნიშნის აღქმა პროპოზიციად (წინადადებები: გიორგი არის ბიჭი,


კატა არის ცხოველი და ა.შ.)

Argument - არის მიზეზ-შედეგის შედეგად აღქმული ნიშანი, რაღაცის დანასკვი ან


სილოგიზმი.

რადგანაც ცხადია, რომ პირსის ნიშანთა სისტემა ლოგიკის მექანიზმს ეფუძნება


ემყარება, მნიშვნელოვანია, კომენტარი გავაკეთოთ მნიშვნელობის ამოცნობის,
მიხვედრის (recognition) სამ ფორმაზე: დედუქცია, ინდუქცია და აბდუქცია.

ამ მოწყობის სიცხადისთვის მოვიხმობთ უმბერტო ეკოს სტატიაში 14 The Theory of


Signs and the Role of the Reader „ნიშანთა თეორია და მკითხველი როლი“ (1981)
პირსის მიერ ფორმულირებულ საკითხზე გაკეთებულ კომენტარს, რომელიც ეხება
დასახელებული სამივე ტერმინის საილუსტაციო მაგალითის განხილვას.

Eco U., The Theory of Signs and the Role of the Reader (University of Bologna), The Bulletin of the
14

Midwest Modern Language AssociationVol. 14, No. 1 (Spring, 1981),

24
ვფიქრობთ, ეს ცნობილი და მარტივი მაგალითი აადვილებს ნიშნათა
წარმოდგენის ამ მოწყობის გაგებას.

ეკო წერს, რომ: „პირსი ლოგიკურ ქმედებას აბდუქციას უწოდებდა. ნება მომეცით,
სიცხადისთვის განვასხვაოთ ერთმანეთისგან დედუცქცია, ინდუცქია და
აბდუქცია. მოდი, წარმოვიდგინოთ შემდეგი: მომცეს ტომარა თეთრი ლობიოს
მარცვლებით; თუ ამას მივიჩნებ ფაქტად, ამ შემთხვევის დედუქციური
სარწმუნოობის განსამტკიცებლად ტომრიდან ამოვიღებ ერთ მუჭა ლობიოს და
შედეგს მივიღებ, რომ ლობიოს ყველა მარცვალი ჩემს ხელთ თეთრი იქნება. ეს იმ
სემანტიკური დებულების მსგავსი შემთხვევაა, როგორც შემადგენლობითი
ხასიათი დედუქციისა: „ბაკალავრი“, შესაბამისად - ზრდასრული ადამიანი.
მეორე მხრივ, ინდუქცია გვექნება, თუკი მოცემულ შემთხვევაში ( მეტი ოდენობის
ლობიოს იმავე ტომრიდან თუ გადმოვრყი) და ამას მრავალჯერ ვიზამ, მექნება
მეტი მსგავსი შედეგი - ლობიო სულ თეთრი იქნება, - და მე
გამოვიცნობ/მივხვდები სავარაუდო კანონზომიერებას: ყველა ლობიო ამ
ტომარაში სავარაუდოდ თეთრია.

აბდუცქია, მეორენაირად ჰიპოთეზის შემცველობა, გულისხმობს შემდეგს:


მეძლევა შედეგი: ვთქვათ, რაღაც რაოდენობის ლობიო, რომელიც ყრია მაგიდაზე
რომელიმე ტომრის გვერდით. მე ვიწყებ ასეთ განსჯას: ე.ი. ყველა ლობიო იმ
ტომარაში თეთრია, ან ეს ტომარა სავსეა მხოლოდ თეთრი ლობიოებით, და ამაზე
დაყრდნობით ვასკვნი/infer ( და აქ შემოდის ლოგიკური განსჯის
უმნიშვნელოვანესი ტერმინი inference - მ.ნ.) რომ ლობიოს მარცვლები, რომლებიც
მაგიდაზეა, სავარაუდოდ, იმ ტომრიდან ამოიღეს. რისი სქემატური სახეც არის
შემდეგი.“
და ამის საილუსტრაციოდ შემდეგ სქემას გვთავაზობს:

25
მოცემულ სქემაზე ასახულია შემდეგი მიმდევრობები: დედუქციის შემთხვევაში -
კანონზომიერება, შემთხვევა, შედეგი, რაც დედუქციური ამოცნობის პროცესის
სქემაა. ინდუქციური მოწყობაა, როცა ჯერ შედეგი (დანასკვი) გვეძლევა, შემდეგ
შემთხვევა და შემდეგ მისი განმაპირობებლი კანონზომიერება; მესამე კომპონენტი
გვაჩვენებს, რომ შეგედი და კანონზომიერება ურთიერთგამომდინარეა.
ეკოს მიერ თეთრი ლობიოს მაგალითის მიხედვით კი:
დედუქცია - ნათქვამი: ტომარაში არის თეთრი მარცვლები - law (კანონზომიერება)
ხელის ჩაყოფა და ლობიოს ამოღება - case (შემთხვევა)
დანასკვი - ე.ი. ყველა ლობიო ამ ტომარაში თეთრია. Result (შედეგი)
ინდუქცია - მაქვს ტომარა, რომელშიც არის ლობიოს მარცველბი (და ლობიოს
ფერი არ ვიცი) - result (შედეგი)
მრავალჯერ ჩავყოფ ხელს და ყოველ ჯერზე ამომყვება თეთრი
ლობიო - case (შემთხვევა)
დანასკვი - ე.ი. ამ ტომარაში ყველა ლობიო თეთრია - law
(კანონზომიერება).

აბდუქცია: მაგიდაზე დევს ტომარა და ყრია თეთრი ლობიოები - result (შედეგი)


Case - ეს ლობიო ამ ტომრიდანაა
Law -ე.ი. ამ ტომარაში ლობიო ყველა თეთრია

აბდუქციის მაგალითი გვაჩვენებს, რომ წანამძღვების პირობები იმთავითვე


განაპირობებდა კანონზომიერების პირობებს, ანუ დანასკვი წამაძღვრებშივეა.
ლობიოს და ტომრის ნიშნობრივი მიმართება გარკვეულ დროსა და სივრცეში
(კერძოდ იმ მომენტისთვის, როცა ისინი გვერდიგვერდ მაგიდაზე აწყვია)
მნახველს კარნახობს და არწმუნებს, რომ ლობიო და ტომარა ერთმანეთთან არის
დაკავშირებული და ლობიო სწორედ ამ ტომრიდანაა.

ეს მაგალითი, თავის მხრივ, აბდუქციის ანუ დანასკვისა და წანამძღვრების


ურთიერთგამომდინარეობის გამომწვევ ნიშნებზე საუბრის გარდა იმასაც არ
გამორიცხავს, რომ (აბდუქციის შემთხვევაში, ანუ მესამე ვარიანტისას როცა
მაგიდაზე თეთრი ლობიო და ტომარა აწყვია როგორც მოცემულობა) ლობიო ამ
კონკრეტული ტომრიდან სულაც არ იყოს და იმ ადამიანის მოტყუებისა თუ
გამოცდის მიზნით იყოს მოწყობილი ეს ამოცანა. იმ შემთხვევაში თუ ტომარაში

26
შავ ლობიოს ჩაყარეს, ხოლო მაგიდაზე მნახველს თეთრ ლობიო განზრახ
დაახვედრეს, მნახველი, რომელიც თავის მხრივ, აუცილებლად დაასკვნის ამ ორის
ერთმანეთთან კავშირს, ტომრისთვის თავის მოხსნის შემდეგ სემიოტიკური
შეცდომის ექსპერიმენტის მონაწილედ აღმოაჩენს თავს. რაც ბუნებრივია,
ეთანადება უმბერტო ეკოს მიერ თეორიათაგან ამავე თავში ზემოთ მოხსენიებულ
სემიოტიკური სიცრუის თეორიას, “semiotics as theory of lie, or deception” (ი.ხ. გვ 12.
თავი მესამე).

4. მოდელი და კოდი

ზოგადსემიოტიკური ტერმინოლოგიის ფარგლებში აუცილებელია ორი ტერმინის


მოდელისა და კოდის განხილვა. თავდაპირველად ორივე ცნების სემიოტიკურ
განმარტებას მოვიხმობთ. კოდის განმარტებისას ვეყრდნობით მარსელ დანეზის
მიერ ამ ტერმინის აღწერას. ხოლო მოდელის შესახებ მოვიხმობთ თომას სემეოკისა
და მარსელ დანეზის „Forms of Meaning“ -დან მოდელის გამარტებას და ასევე,
უმბერტო ეკოს განმარტებებს, რომლებიც წარმოდენილია იური ლოტმანის
ცნობილი წიგნის „მოზაროვნე სამყაროთა შიგნით“ (The Universe of the Mind“) ,
ინგლისურენოვანი გამოცენის შესავალში, რომელიც უმბერტო ეკოს ეკუთვნის.

სებეოკისა და დანეზის მიხედვით, სემიოტიკისთვის მოდელი არის ფორმა,


რომელიც საგნის, მოვლენის ან შეგრძნების მაგივრად შეიძლება შეიქმნას
(მაგალითად, სახლის მაკეტი) და მას რეფერენტი ეწოდოს, ან მოდელი არის
რეფერენციული განზომილება, რომელშიც იმავე კლასის საგნები, მოვლენები და
შეგრძნებებია წარმოდგენილი.

„მოდელი შეგვიძლია განვმარტოთ როგორც ფორმა, რომელსაც წარმოსახული ან


შექმნილია განცალკევებით (რომელიმე ფიზიკური მედიუმით) იმ საგნის,
მოვლენის ან შეგრძნების ნაცვლად, რომელსაც ვცნობთ, როგორც რეფერენტს,
მეორე მხრივ, მოდელი არის საგნის, მოვლენის ან შეგრძნების გამაერთიანებელი
კლასის (ან მიმართების) აღმნიშვნელი, რომელსაც ვუწოდებთ რეფერენციულ
განზომილებას. [მოდელის] წარმოსახვით ფორმას შეგვიძლია ვუწოდოთ

27
მენტალური ფორმა და იმ ცალკეულ ფიზიკურ ფორმას, რომელიც მიღებულია
რეფერენტის წარმოსაჩენად შეგვიძლია ვუწოდოთ ექსტერნალიზებული ფორმა.

სახლის სათამაშო მოდელი, პლასტმასის ნაწილებით აგებული, არის მშვენიერი


მაგალითი იმისა, თუ რას წარმოადგენს მოდელი. ბუნებრივია, ის არის
ექსტერნალიზებული ფორმა, ვინაიდან იგი ააგეს, რათა წარმოედგინა
სინამდვილეში არსებული სახლის ფიზიკური ფორმა. შესაბამისად, „კიდევ
ერთხელ წარმოედგინა ის“ [ფიზიკური სახლი] პლასტმასის ნაწილენის
მეშვეობით. სახლი არის რეფერენტი ამ მოდელის.“ (Sebeok Danesi, forms of
meanings p.p. 1-3)

იური ლოტმანის წიგნის The Universe of the Mind -ის შესავალში უმბერტო ეკო
კომენტარს აკეთებს მოდელის კულტრულ ფუნქციაზე, როგორც სამოქმედო და
აღქმით ქცევებში აქტიურად მონაწილე ფენომენზე. უმბერტო ეკო ასევე იხსენიებს
ლოტმანის მიერ დასახელებულ ტერმინებს: მოდელირების პირველად დონეს და
მოდელირების მეორეულ დონეს, რომლეთაგან პირველი მიემართება რომელიმე
ენის (სამეტყველო ან სხვა) მოდელირებას - შექმნას, ხოლო მეორე მიემართება
შემდგომ ამ ენაში რაიმეს შექმნისა და აღწერის დონეებს 15:

„სემიოტიკური სისტემები მოდელებს წარმოადგენენ, რომლებიც იმ გარემოს


ამონახსნს გვთავაზობენ, რომელშიც ვცხოვრობთ (ცხადია, რომ სამყაროს
ამოცნობისას მოდელები სისტემების აგებაშიც მონაწილეობენ და ამ
თვალსაზრისით, დარგის გარიჟრაჟზევე ლოტმანი სემიოტიკას კოგნიტურ
მეცნიერებად მიიჩევნდა).“. მისი თქმით, „ამ სისტემებში ენა არის მოდელირების
პირველადი დონე და ასახავს სამყაროს მოდელით, რომელსაც ენა გვთავაზობს.

15
ლოტმანის მიხედვით, პირველადი მოდელირება არის რომელიმე არსებული ენის, მაგალითად,
ინგლისური ენის მოწყობა თავისი გრამატიკული სისტემით და ლექსიკით, ხოლო მეორეული
მოდელირება არის ინგლისურ ენაში შემქნილი რაიმე ტექსტი, მაგალითად, შექსპირის სონეტი.
თავის მხრივ, პირველადი მოდელირებისა და მეორეული მოდელირების ცნებების გადანაწილება
ლოტმანის შემდეგ ბიოსემიოტიკის სემიოტიკური დარგის ფარგლებში ეჭვქვეშ დააყენეს, რადგან
ენა, როგორც ნიშანთა სისტემა, ბიოსემიოტიკოსთა აზრით, შეუძლებელია იყოს საწყისი,
უპირველესი მოწყობა ადამიანის ცნობიერებისთვის. მათი აზრით, სხვა აღქმა - არალინგვისტური
აღქმა არის პირველადი, რომელიც არსების (ადამიანის ან სხვა არსების) სენსორული აღქმის
ფარგლებში აყალიბებს მოდელებს. სენსორულ პარამეტრებში კი, იგულისხმება სმენითი,
ყნოსვითი, ტაქტილური, მხედველობითი და გემოს აღქმა. ბიოსემიოტიკური პოზიციიდან,
არსების სამყაროში ოპერირების მოდელები სწორედ ამ სენსორული პარამეტრების ფარგლებში
ჩამოყალიბდა და ისინია პირველადი. მაგალითის მიხედვით რომ განვმარტოთ, ადამიანმა ჯერ
გამიჯნა ცივი და ცხელი ფიზიკური შეგრძნებით, შემდეგ მოუძებნა მათ სახელწოდებები „ცივი“ და
„ცხელი“ ხოლო ამის შემდეგ მხატვრულ ტექსტში, ან ლექსიკონში გამოიყენა ან განმარტა ცივი და
ცხელი. დასაკონკრეტებელია აქ ისიც, რომ კონკრეტული ტემპერატურული შკალით დადგენილ
ცივსა და ცხელზეა საუბარი და არა ადამიანის მიერ სუბიექტურ აღქმაზე იმის შესახებ, თუ როდის
„სცივა მას“ ან „არ სცივა“.

28
მითი, კულტურული წესები, რელიგია, ხელოვნების ენები და სამეცნიერო ენები
არის მოდელირების მეორეული დონე. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია
შევისწავლოთ სემიოტიკური სისტემები, რადგან მათ მივყავართ სამყაროს
ასეთგვარი შემეცნებისკენ.
თუ ტექსტი წარმოადგენს სამყაროს მოდელებს, ტექსტების სიმრავლე, რომელიც
კულტურას წარმოადგენს, მოდელირების მეორეული დონეა. ამიტომ
აუცილებელია, განისაზღვროს კულტურათა ტიპოლოგია, იმისათვის, რომ
აღმოვაჩინოთ, ერთი მხრივ, ყველა კულტურისათვის საერთო უნივერსალური
ასპექტები და, მეორე მხრივ, რომ კონკრეტული სისტემის იდენტიფიცირება
მოხდეს ცაკლეულად, მაგალითად, როგორც არის „მედიევალისტური კულტურის
ენა“ და „რენესანსული კულტურის ენა“. (უმბერტო ეკო from : The Universe of the
Mind, 1990: x)

მოდელის ცნების უმთავრესი სემიოტიკური ღირებულება კი უკავშირდება იმას,


რომ მისი მეშვეობით სემიოტიკური ნიშნების ამომცნობი, ადამიანი, როგორც
ინტერპრეტატორი, სამყაროში ოპერირებას ახერხებს იმ თვალსაზრისით, რომ
ეყრდნობა მოდელების ფარგლებში შექმნილ მნიშვნელობებს.

„კულტურა იმართება წესების სისტემით ან იმ ტექსტების რეპერტუარით,


რომლებიც ქცევითი მოდელებს აყალიბებენ. ეს უკანასკნელი კატეგორია -
ტექსტები გენერირდება ცაკლეული ერთეულების დაჯგუფებით და მათი სისწორე
განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად ეთავსება ტექსტები ამ წესობრივ
მოწყობას. ამ კატეგორიის მიხედვით, სოციუმი აგენერირებს ტექსტებს, რომლებიც
შეადგენს მაკრო ერთეულებს, რომელთაგანაც წესები გამომდინარეობს, და
რომელიც უპირველესად და აუცილებლად გვთავაზობს, რომ ამ მოდელებს
შემდგომ მისდევდნენ და ბაძავდნენ.“ (ეკო ლოტმანი 1990 : xi)

შესაბამისად, მოდელი, ერთი მხრივ, არის რაღაცის ფიზიკური მოდელი, ასლი და,
მეორე მხრივ, არის გაზიარებული ქცევითი ან ნიშნობრივი სისტემა, რომლის
ინდეტიფიცირებაც ხდება საზოგადოების მიერ ცაკლეულის განსაზღვრისას.
მაგალითად, მოდელი იმისა, თუ როგორ გამოიყურება ტიპური შოტლანდიელი
კაცი (ვთქვათ, აცვია კილტი, აქვს წითური თმა) და შემდგომ იმ დასკვნის
გაკეთება, რომ თუ ესა თუ ის ადამიანი შესაბამის ვიზუალურ ან სხვა ნიშნობრივ
მახასიათებლებს აკმაყოფილებს - ესე იგი, თავსდება კატეგორიაში
„შოტლანდიელი კაცი“.

მოდელის არაფიზიკური გაგება, მოდელის რეალურად არის სემიოტიკური


ნიშნების სიმრავლე, რომელიც ამომცნობს სჭირდება მრავლიდან ერთის და

29
ერთიდან მრავლის ამოსაცნობად. ერთის იდენტიფიკაციისას გარკვეული დიდი
სიმრავლის ნიშნობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით და პირიქით.

მოდელირების, ანუ მოდელების აგების ცნება კი სემიოტიკური თვალსაზრისით


გულისხმობს, ისეთი სისტემების შექმნასაც, როგორც არის ენები, ბუნებრივი ენები
ხელოვნური ენები და ა.შ. და შემდგომ ამ ენებში კონკრეტული ტექსტის აგების
შესაძლებლობა, რაც მოდელირების შემდეგი დონე იქნება.

კოდი

სემიოტიკურ მოდელის შიგნით მნიშვნელობების ფუნქციონირება კოდებით


ხორციელდება. ეს ტერმინი, - სემიოტიკური კოდი - განმარტებას საჭიროებს,
რადგან იგი უშუალოდ უკავშირება ამოცნობის აქტს რომელიმე სემიოტიკური
მოდელის შიგნით.

მარტივად რომ განვმარტოთ, სემიოტიკური კოდი

„კოდების მეშვეობით ინფორმაციის კონკრეტულ კონტექსტში გაგებაა


შესაძლებელი. სემიოტიკურ სწავლებაში კონტექსტი გაგებულია როგორც გარემო,
სიტუაცია, სადაც ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ინეტრაქციის
პროცესი წარიმართება. წარმოიდგინეთ დაზიანებული და გადაგდებული ლუდის
ქილა. თუ ამ ნივთს დაინახავთ, მაგალითად, ქუჩის სავალ ნაწილზე მას უეჭველად
ნაგვად აღიქვამთ, მაგრამ თუ იმავე ნივთს ვნახავთ საგამოფენო სივრცეში
კვარცხლბეკზე განთავსებულს, იმის მითითებით თუ ვინ არის ავტორი თუნდაც
რომ ჰქონდეს დატანილი წარწერა „ნაგავი“, აღმქმელისთვის ნივთის
ინტერპრეტაცია სხვა გზით წარიმართება. კერძოდ კი ხელოვნების ნიმუშად,
არტისტულ ტექსტად მივიჩნებთ ლუდის ქილას, რომელსაც სავარაუდოდ
მივანიჭებთ მატერიალისტი საზოგადოების მხრიდან გამოყენებულის შინარსს.
ბუნებრივია, რომ ფიზიკური კონტექსტი, ერთი მხრივ, ქუჩის სავალ ნაწილზე
ქილის განთავსების და, მეორე მხრივ, საგამოფენო სივრცეში მისი განთავსების
განაპირობებს იმას, თუ როგორ მოვახერხებთ ამ ნივთის ინტერპრეტაციას.
საგამოფენო სივრცე არის მისი სოციალური კოდი. ამიტომაც ყველაფერს, რაც
სპეციალურად არის განთავსებული ხელოვნების ნიმუშის კვალიფიკაცია ვაძლევთ
და არა სხვა მნიშვნელობას.“
(დანეზი 2004: 21)

30
თვალსაჩნოებისთვის დანეზის მოჰყავს სივრცითი კოდების ფენომენი ჩვენს
საზოგადოებაში და ამბობს, რომ ჩვენს სოციუმში სოციალური ქცევის
განსაზღვრის პროცესში ჩვენ ყველა მივდევთ სამი ტიპის კოდს: საჯარო,
პრივატულ და საკრალურ კოდურ მოწყობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქცევა
გადანაწილებულია იმის მიხედვით, გარკვეულ დროსა და სივრცეში საკუთარ
თავს აღმოვაჩენთ პრივატულ გარემოში, მაგალითად, საკუთარ ოთახში, საჯარო
სივრცეში თუ საკრალურ სივრცეში. ამით განისაზღვრება ჩვენი ქცევათა ხასიათი:

„სივრცითი კოდები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: საჯარო, პრივატული და


საკრალური სივრცით დადგენილი კოდები. საჯარო კოდები არის ის, რომელიც
რეგულირდება საჯარო თავშეყრის ადგილას ადამიანთა ინტერაქციით;
პრივატული კოდები არის, რომლებიც ყალიბდება კერძო, საკუთარ გარემოში;
საკრალური კოდები არის ის, რომლებიც მკვიდრდება მეტაფიზიკური, მითოსური
ან რელიგიური გარემოს პირობებში. სწორედ ამ სივრცითი კოდების გამოა, რომ
სავაჭრო ობიექტში შესვლის წინ კარზე არავინ აკაკუნებს; ამავე მიზეზითაა
განპირობებული, თუ რატომ ვიცდით შენობის ფოიეში, შესასვლელში, მისაღებში,
ან რატომ არ ველოდებით მეორე ადამიანს საერთო გამოყენების ტუალეტებში,
განსხვავებით შენობის მოსაცდელი ოთახებისგან. სივრცითი კოდებითაა
განპირობებული ისიც, თუ რატომ შეგვიძლია მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე
თავისუფლად და თუ რატომ ვერ გავჩერდებით ვინმეს სახლის ზღურბლზე
ნებართვის გარეშე. იმავე მიზეზითაა განპირობებული ქცების წესების სხვაობა,
რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს რელიგიურ დასაწებულებაში, ტაძარსა თუ
სამლოცველოში ჩვენს ქცევას და ბანკში ან სპორტულ სტადიონზე ჩვენი
ქცევისგან.“

დანეზი 2004: 226-227

ამ მაგალითში უკვე ცხადად ჩანს, რომ ერთი და იგივე ქმედება, მაგალითად,


ლოდინი, სხვადასხვა შინაარსს იძენს სხვადასხვა სივრცითი კოდის ფარგლებში.
რაც გარკვეულ ორმაგობას, ან მრავალმნიშნელობას იწვევს. ერთი და იგივე აქტი -
ლოდინი ერთი კოდის მიხედვით, ნებადართულია და მეორე კოდის მიხედვით,
არაა ნებადართული თუნდაც ერთსა და იმავე შენობაში. სასტუმროს მისაღებში
მოცდის ვალდებულება გვაქვს და სასტუმროს რომელიმე სხვა ოთახის წინ კი -
არა. კოდით გამოწვეულ სხვაობას ყურადღებას აქცევს უმბერტო ეკოც და
განმარტავს შემდეგ მახასიათებელს:

„როცა კულტურა გაანალიზებულია, როგორც კოდების სისტემა (ეს ცხადია ხდება


ლინგვისტური ენების 16 შემთხვევაშიც), გამოყენების პროცესები არის უფრო

16
natural languages - ბუნერბივი ენები. ეს ტერმინი განიხილება ოპოზიციაში ცნებასთან - artificial
languages. ხელოვნურად შექმნილი ენები. დაზუსტებისთვის ვიტყვით, რომ ბუნებრივ ენებად

31
მრავალი და ყოველთვის ადვილი არ არის იმის განსაზღვრა, თუ რომელ
სემიოტიკური მოდელში გამოიყენება იგი [რომელიმე კოდი]. კულტურული
კოდის რეკონსტრუქცია არ ნიშნავს, რომ ამ კულტურაში არსებული ყველა
ფენომენის ამოხსნასაც ამ კოდით შევძლებთ, მაგრამ იმის შესაძლებლობას მაინც
გვაძლევს, რომ აიხსნას, რატომ წარმოშობს კულტურა ამა თუ იმ ფენომენს.“ -
(უმერტო ეკო from : The Universe of the Mind, 1990: x)

უმბერტო ეკო კომენტარის გარდა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია გავეცნოთ


სემიოტიკური კოდის ზოგადი განმარტებასაც.

დანეზის განმარტებით, „ნიშნები, რომლებსაც ჩვენ ვირჩევთ მესიჯის გადასაცემად


არ არიან შემთხვევითად შერჩეული სტრუქტურები. როდესაც საუბარში
შევდივართ ვინმესთან, კოდირება და დეკოდირება შეგვიძლია, თუკი ვიცნობთ
საუბრის ენას. ენა არის სისტემა, რომელიც გვთავაზობს სტრუქტურებს და
აკონკრეტებს მიმართებას, რომ ამ გზით განხორციელდეს მესიჯის გადაცემა.

მესიჯები შესაძლოა იყოს მუსიკალური, ფერწერული ან სხვა არავერბალური


სისტემის ნაწილი. ყველა ასეთი სისტემის აღსანიშნად სემიოტიკაში გამოიყენება
ტერმინი კოდი. ენა, ჩაცმა, მუსიკა და ჟესტი კოდის მაგალითებია. ეს ბუნებრივია
განსაზღვრავს ნიშნობრივ სისტემებს (ვერბალური, ვიზუალური, ჟესტური ა.შ.)
რომელთაც აქვთ შესაბამისი მახასიათებლები და შესაბამისად, შესაძლებელია,
რომ გამოყენებული იქნან ტექსტებისა და მათი მესიჯების კოდირებისა და
დეკოდირებისთვის.“ (დანეზი 2004: 19)

ეკოს კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს კოდის, როგორც სემიოტიკურად ღირებული


ერთეულის შესახებ იური ლოტმანის წიგნის შესავალში:

„სამოციანებში სემიოტიკური თეორიების უმთავრესი პრობელმა იყო ის ფაქტი,


რომ ზოგიერთი სისტემა საკომუნიკაციო პროცესის პირობებში იცვლებოდა
(ისტორიული პროცესები, გარკვეული დროითი ხდომილებები). მეორე პრობლემა
კი იყო, რომ სემიოტიკური სისტემები კოდებით ან წესები სისტემით არიან
აგებული და კომუნიკაციის პროცეში ძნელი იყო იმის დადგენა, რა იყო კოდი ან
თუ იყო კომფლიქტი სხვადასხვა კოდებს შორის. ამ უკანასკნელის გაგებისთვის
ამონახსნი იური ლოტმანმა იპოვა“ (იგულისხმება სემიოსფეროს თეორია, სადაც

იწოდება ვერბალური ენები, ქართული ენა, ინგლისური ენა და სხვა სამეტყველო ენები, რომლებიც
კონკრეტული სოციუმის ვერბალური კომუნიკაციისას გამოიყენება ან გამოიყენებოდა.

32
ერთ სემიოსფეროს შიგნით არსებული კოდები ვალიდური შეიძლება არ იყოს
მეორე სემიოსფეროს შიგნით გაჩენილი კოდებისა - მ.ნ.) eco- universe of mind.

რომ შევაჯამოთ, კოდი არის ის სოციო-კულტურული ან ფიზიკური გარემოებით


განპირობებული განზომილება, რომელშიც ერთი და იგივე ნიშანი (საგანი,
ქმედება) შესაძლოა სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს. სემიოტიკური კოდის შეცვლის
შემთხვევაში, ანუ სემიოტიკური განზომილების შეცვლის შემთხვევაში ერთი და
იგივე ნივთი შინაარს და ფუქნციას იცვლის. შესაბამისად, კოდის ცვლილებით
ნიშნის სემიოტიკური ღირებულება იცვლება მაშინაც კი, როცა ნიშანი ფიზიკური
მონაცემები იგივე რჩება. ცნობილი მაგალითის თანახმად, სიგარეტის ნამწვი თუკი
ის ქუჩაში გადააგდეს, არის ნაგავი და იდენტიფიცირდება, როგორც ნაგავი
სოციალური აღმქმელისთვის, ხოლო ქუჩის კოდის საგამოფენო კოდით შეცვლის
შემდეგ - ანუ სიგარეტის ნამწვის გალერეაში განთავსებისას, სიგარეტის ნამწვი
უკვე რაიმე ინსტალაციის ან ხელოვნების ექსპონატის ნაწილია.

5. მნიშვნელობა, „meaning“

Keywords: მნიშვნელობა, ინტერპრეტენტი, მნიშვნელობის გენერირება

მნიშვნელობა არის ის, რასაც ნიშანი წარმოადგენს და რაც ამავე დროს ამ ნიშნის
თვითიდენტური არ არის („X“-ის მაგივრად „Y“-ის გამოყენება).

Meaning making mechanism - მნიშვნელობის შექმნის მექანიზმი არის იური


ლოტმანის ტერმინი.

33
სემიოტიკური მნიშვნელობის უმცირესი ერთეულს ეწოდება salient feature-
ცნობითი მახასიათებელი, რაც არის კონკრეტული ნიშანთა ერთობლიობის
შემთხვევაში ის უმცირესი მონაცემი, ნიშნის ის ნაწილი, რომლითაც ხდება
მნიშვნელობის ამცნობა, იდენტიფიკაცია. მაშინაც კი როცა მნიშვნელობა
მინიმალურად ან გადასხვაფერებულად არის წარმოდგენილი, ცნობითი
მახასიათებლის შენარჩუნების შემთხვევაში ინტერპრეტატორს ნიშნის
იდენტიფიკაციის შესაძლებლობა აქვს. მაგალითად, როგორც არ უნდა
განსხვავებულად წარმოვადგინოთ მონა ლიზას გამოსახულება, ფერების
შეცვლით, გრაფიკული კარიკატურით და ა.შ., სანამ შენარჩუნებულია ის იკონური
(მსგავსებითი) მახასიათებლები, რომლითაც მნახევლი მონა ლიზას კარიკატურას
ორიგინალთან დააკავშირებს, ამოცნობითი მახასიათებლები, მონა ლიზას salient
features შენარჩუნებული იქნება.

სემიოტიკური ობიექტი:

პირველი - სემიოტიკური ობიექტი და შესაბამისად, სემიოტიკური კვლევის


ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ რაც ნიშნობრვი სისტემებისგან შედგება
და მისი ნიშნების ანალიზი შესაძლებელია, იქნება ეს გამოგონილი არსება თუ
რეალური არსება, ფიზიკურად არსებული თუ კონცეპტუალურად არსებული.

სემიოტიკური ობიექტის განსაზღვრებისას უმბერტო ეკოს სტატიაში On ontology of


the fictional characters. A semiotic approach (2009), რომელიც ქართულ თარგმანში
წარმოდგენილია როგორც: „რატომ არის სიცრუე, რომ ანა კარენინა ბეიკერ
სტრიტზე ცხოვრობდა ყურადღებას ამახვლიებს იმაზე, რომ ისტორიულად და
ფიზიკურად არარსებული სუბიექტები, შესაძლოა სრულფასოვანი სემიოტიკური
ობიექტები იყონ. ამის მაგალითად უმბერტო ეკო ასახელებს სხვადასხვა
მითოლოგიურ თუ რელიგიურ არსებას, მათ შორის გამოგონილ არსებებს,
როგორებიც არიან რომელიღაც ღვთაებები, ქონდრისკაცები და ფერიები,
რომელთა ფიზიკური არსებობა, ბუნებირვია, სხვა განსჯის საგანია. სემიოტიკური
კვლევის თვალსაზირისით კი მნიშვნელოვანია, ის რომ ეს ფიქციური პერსონაჟები,
მაგალითად ვთქვათ, თოვლის პაპა, ანუ „სანტა კლაუსი“ გარკვეულ სემიოტიკურ
განზომილებაში ექცევა და ეს განზომილება მას სემიოტიკურ ობიექტად აქცევს.

უმბერტო ეკოს პოზიცია რომ უფრო სიცხადით წარმოვიდგინოთ, „სანტა


კლაუსის“ პერსონაჟის მაგალითზე, ასეთი მოცემულობის წინაშე დავდგებით:
ბუნებრივია, რომ „სანტა კლაუსი“ ფიზიკურად არ არსებობს, როგორც
ისტორიული პერსონაჟი, მაგრამ რა წამსაც იგი ჩნდება ზღაპრებსა თუ

34
თქმულებებში, ასევე ანიმაციებსა თუ კოკა-კოლას რეკლამაში (ცნობილი
ამერიკული საახალწლო რეკლამა) სანტა კლაუსი, თავისი ნიშნობრივი
თვისებებით ხდება სემიოტიკურად არსებული პერსონაჟი, რომელიც, სხვადასხვა
ჟანრში (ანიმაცია, რეკლამა) მყოფობს. რაღა თქმა უნდა, იგი ასევე წარმოადგენს
ბავშვების ცნობიერებაში არსებულ პერსონაჟს. ნიშნობრივი თვალსაზრისით კი
აუცილებელია იმის ხაზგასმით თქმა, რომ სანტა კლაუსი კონცეპტუალურ,
მულტფილმის თუ რეკლამის დონეზე ინარჩუნებს გარკვეულ აუცილებელ
თვისებებს, ესენია: ბავშვებისადმი მეგობრულობა, ფიზიკური ვიზუალი, ასაკი,
ფერი წითელი სამოსის (შობისთვის შესაბამისი განწყობისთვის), თეთრი წვერი და
ა.შ. ეს თვისებები „სანტა კლაუსს“ გადაყვება ყველა მედიუმში გადანაცვლებისას
და ეს განაპირობებს მის სემიოტიკურ ღირებულებას. ამ ნიშნების გამოა, რომ
სხვადასხვა მედიუმში არსებული ეს გამოგონილი პერსონაჟი სემიოტიკური
კვლევისთვის არის რეალური პერსონაჟი.

თავი მეორე: სემიოტიკის ძირითადი თეორიები და თეორიული სკოლები

სემიოტიკის ძირითადი თეორიებისა და თეორიული სკოლების შესახებ


მსჯელობას ვიწყებთ საბუნებისმეტყველო სემიოტიკის ფუძემდებლის იაკობ ფონ
უქსკიულის „უმველტის თეორიის“ გაცნობით.

უმველტის თეორია, უქსკიული

Keywords: უმველტი, ფუნქციური წრე

სემიოტიკური სწავლების ეს ფუნდამენტური თეორია არა ადამიანთა სამყაროს,


არამედ მთლიანად ცოცხალი სამყაროში არსებათა შორის ნიშანთა გაცვლასა და
ნიშნობრივ კომუნიკაციებს ეხება. იაკობ ვონ უქსიულის(1864 – 1944) უმველტის
თეორია 1934 წელს გამოიცა სათურით: „მოგზაურობა ცხოველთა და ადამიანთა
სამყაროში: უხილავი სამყაროების დასურათებული წიგნი“. ეს ნაშრომი

35
წარმოადგენს ცხოველთა ნიშნობრივ კომუნიკაციაზე დაფუძნებულ თეორიას.
ნაშრომში განათლებით ბიოლოგი და ენტომოლოგი იაკობ ფონ უქსკიული
მტაცებელი - მსხვერპლის ფუნქციურ ჯაჭვში 17 არსებულ მოვლენებს აღწერს.
წიგნის დასაწყისშივე მოხსენიებული მაგალითი, რომელიც შემდგომ ამ თეორიის
გამოყენებისას ყველაზე ხშირად მოხსენიებულ მაგალითად იქცა ეხება მწერ
ტკიპასა და მისი მსხვერპლის, ძუძუმწოვრის ურთიერთობას. ამ ორ არსებას შორის
ევოლუციური კავშრით დადგენილ კომუნიკაციას უქსკიული დეტალურად
აანალიზებს და ასაბუთებს, რომ ეს მიმართება კონკრეტულად ტკიპის, როგორც
მტაცებლის და ძუძუმწოვრის, როგორც მსხვერპლს ევოლუციურ დონეზევე
კონკრეტული ნიშნების გაცვლის პირობებში ხორციელდება და
ცხოველქმედებისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს.

თავდაპირველად გთავახოვთ, იაკობ ფონ უქსკიულის ნაშრომის სწორედ იმ


მონაკვეთის თარგმანს, სადაც მწერ ტკიპისა და ძუძუმწოვრის ნიშნობრივ
კომუნიკაციაზე დაკვირვებაა გადმოცემული:

A stroll through the worlds of animals and men: A picture book of invisible worlds*,
JAKOB VON UEXKÜLL (1934), მოგზაურობა ცხოველთა და ადამიანთა სამყაროში:
უხილავი სამყაროების დასურათებული წიგნი, იაკობ ფონ უქსკიული (1934)

ეს მცირე მონოგრაფია არ იჩემებს მეცნიერებაში ახალი ხედვის შემოტანას. ალბათ


უფრო უცნობ სიტყვათა სამყაროში მოგზაურობს უნდა ვუწოდოთ, რადგან ეს
სამყარო უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ნაცნობია სხვა არსებებისთვის; ეს სამყარო
მრავალფეროვანი და ნაირგვარია თავად ცხოველებისთვის. ასეთი მოგზაურობის
დასაწყებად, რა თქმა უნდა, მზიანი დღის შერჩევა სჯობს.

ამჟამად ჩვენ შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ცხოველი არის სხვა არაფერი თუ არა
აღქმითი და აღმასრულებელი ორგანოების (იარაღების) მომქმედება,
ერთმანეთთან დაკავშირდეული ინტეგრირებული აპარატით, რომელისაც
მართალია მექანიზმის დონეზე, მაგრამ მაინც შეუძლია განახორციელოს
სასიცოცხლო ფუნქციები. ამ პოზიციას იზიარებს [ცხოველთა] მექანიზმად
აღმქმელი ყველა თეორია, მუიხედავად იმისა, მათი მსგავსი ხედვები ეხება მტკიცე
მექანიკას თუ შედარებით დინამიურ მექანიზმებს. ისინი ცხოველებს ათავსებენ
წმინდად საგანთა სიმრავლეში. ასეთი თეორიების მიმდევართ ავიწყდებათ,
პირველ ყოვლისა ის, რომ ეჭვქვეშ აყენებენ მნიშნელოვანი საკითხს, რომ

17
ფუნქციური ჯაჭვი როგორც ტერმინი - functional cycle

36
სუბიექტი, რომელიც იყენებს იარეღებს (ორგანოებს), წარმოისახავს და
ფუნცქიონირებს მათი მეშვეობით.

მექანიზმისეული თეორიების მიმდევარმა თეორისტებმა ერთმანეთის გვერდზე


დაალაგეს ცხოველის სენსორული და მოტორიკული ორგანოები, როგორც რაიმე
მექანიკური ნაწილები, ყურადღება არ მიაქციეს მათ რეალურ აღქმისა და
ქმედების ფუნქციებს და, მეტიც, თავად ადამიანიც მექანიზმად წარმოისახეს.
ბიჰეივიორისტების მიხედვით, ადამიანის მგრძნობელობა და ნება არის წმინდა
გამოვლინებები, რომლებიც თუ კი საერთოდ განიხილეს რამედ, მხოლოდ რამედ
შემაწუხებელ ხმაურად მიიჩნევენ. მაგრამ ჩვენ ვინც იმ აზრზე ვრჩებით, რომ
ჩვენი სენსორული ორგანოები ემსახურება ჩვენს აღქმას და მოტორიკა - ჩვენს
ქმედებებს, ვხედავთ, რომ ცხოველებშიც არა მხოლოდ მექანიკური სტრუქტურები
ქმედებენ, არამედ ოპერატიულიც, რომლებიც აგებულია მათ ორგანიზმში, ისევე
როგორც ჩვენი - ჩვენს სხეულში. ჩვენ ცხოველებს აღარ მივიჩნევთ წმინდა
მექანიკურ არსებებად, არამედ ისეთ სუბიექტებად (არსებებად), რომელთა
თვისობრივი ქმედებები შედგება აღქმისა და ქმედებისაგან. ამით ჩვენ ვაღებთ იმ
კარიბჭეს, რომელიც მიგვიძღვის სხვა განზომილებაში, რომელშიც ყველაფერი ის,
რასაც სუბიექსტი მოიაზრებს ხდება მისი აღქმითი სამყარო perceptual world და
ყველაფერი, რასაც აკეთებს, მისი სამოქმედო სამყარო effector world. აღქმითი და
სამოქმედო სამყაროები ერთად ქმნის ჩაკეტილ ერთეულს, უმველტს. ეს
განსხვავებული სამყაროები, რომლებიც იმდენად მრავალფეროვანია, რამდენადაც
ცხოველები, წარმოუდგენს ბუნების მოყვარულთ ახალ სამყაროს, რომ ეძიონ
მშვენიერებას და სიმდიდრეს, რომელში სვლაც იქნება ფასეული იმისთვის, რომ
აეხილოთ არა მხოლოდ ფიზიკური არამედ სულიერი თვალი. ამგვარად,
მკითხველო, შემოგვიერთდი, რადგან ჩვენ მომივივლით ამ საოცარ სამყაროებს

ყველა, ვინც სოფლად ცხოვრობს, ტყეში სეირნობს და თავის ძაღლს წმენდს


აუცილებლად გაიცნობდა პაწაწინა მწერს, რომელიც ტოტებსა და ბუჩქებზე
ჩამოკიდებული, ჩასაფრებულია თავისი მსხვერპლის, ადამიანის ან ძუძუმწოვრის
მომლოდინე და მზად არის გადახტეს მსხვერპლზე და თავი გამოიკვებოს
სისხლით, სანამ მუხუდოს ზომას არ მიაღწევს (სურ.1). ტკიპა, მართალია,
უსაფრთხო, მაგრამ მაინც არასასურველი სტუმარია ძუძუმწოვრისთვის, მათ
შორის ადამიანისთვის. უახლესი პუბლიკაციები ცხადყოფს მრავალ დეტალს ამ
სახეობის ცხოვრების ნირის შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შეგვიძლია თითქმის
მთლიან სურათს დავაკვირდეთ.

კვერცხიდან იჩეკება მცირე ზომის ცხოველი, არასრულად განვითარებული,


რადგან მას არ აქვს ფეხები და სასქესო ორგანოები. ასეთ მდგომარეობაში მას
37
სრულიად შეუძლია, რომ ცივსისხლიან ძუძუმწოვარს, მაგალითად, ხვლიკს თავს
დაესხას, რომელსაც იგი უსაფრდება, როცა ბალახის ღეროს წვერზე ზის. კანის
მრავალგზის მოცვლის შემდეგ, ტკიპა ივითარებს ნაკლულ ორგანოებს,
წყვილდება და იწყებს ნადირობას თბილსისხლიან ცხოველებზე.

დაწყვილების შემდეგ მდედრი ტკიპა ძვრება ბუჩქის ღეროზე ან ყლორტზე. იქ


ეჭიდება ისეთ სიმაღლეზე, რომ შემდეგ შეძლოს ჩამოვარდნა მცირე ზომის
ძუძუმწოვარზე, რომელიც პოტენციურად მის ქვეშ გაირბენს ან უფრო დიდი
ძუძმწოვრის შემთხვევაში, გვერდზე ჩაუვლის.

Figure 1. Tick

ტკიპა, რომელიც ბრმაა, ახორციელებს ამ მეთვალყურეობას თავისი კანის ზოგადი


ფოტოსენსიტიურობით. მოახლოვებული მსხვერპლის შესახებ ბრმა და ყრუ
მდედრი ტკიპა იგებს ყნოსვითი მგრძნობელობით. ძუძმწოვრის სხეულის
გლანდებიდან გამოყოფილი ბუტირის მჟავის სუნი, ტკიპასთვის არის სიგნალი,
რომ დატოვოს მეთვალყურეობის პოზიცია და დაეშვას დაბლა. თუ ასე მოხდება
და ტკიპა დაეცემა რაიმე თბილზე, - ტემპერატურის გარკვეული ოდენობა
უზრუნველყოფს ამას - იგი წარმატებით მოხვდება მსხვერპლის, თბილსისხლიანი
არსების სხეულზე. რჩება მხოლოდ ის, რომ იპოვოს თმიანი ადგილი. ტკიპა ღრმად
ჩაძვრება მსხვერპლის კანში და ნელა დაიწყებს თბილი სისხლის ამოწოვას.
ხელოვნური მემბრანისა და სისხლის გარდა სხვა სითხეების შესახებ
ექსპერიმენტებმა დაამტკიცეს, რომ ტკიპას აკლია ყველა სხვა [ნივთიერებაზე]
მგრძნობელობა. როცა კანის უჯრედის მემბრანის ნაწილს გახვრეტს, ტკიპა სითხეს

38
იმავე ტემპერატურაზე სვამს. თუ ბუტირის მჟავით აღძრული სტიმულის შემდეგ
ტკიპა რაიმე ცივზე ჩამოვარდება, იგი მსხვერპლს ასცდება და მოუწევს, რომ
მეთვალყურის პოზიციაზე ხელახლა აძვრეს.

ტკიპასთვის მსუყე სადილი ასევე არის ბოლო ქმედება. როცა კი აღარაფერი აქვს
გასაკეთებელი მსხვერპლის სხეულზე, ტკიპა ეცემა მიწაზე, დებს კვერცხებს და
კვდება.
ტკიპის ცხოვრების ამ მოწყობას ადასტუდებს მისი ბიოლოგიური და მასთან
შეპირისპირებული ჩვეულებითი ფიზიოლოგიური მიდგომა.
ფიზიოლოგისტისთვის ყველა ცოცხალი ორგანიზმი არის ობიექტი, რომელიც
ადამიანთა სამყაროში ცხოვრობს. იგი შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმის
ორგანოებს და მათ ერთობლიობაში ფუნცქიონირებას ისეთნაირად, როგორც
ტექნიკოსი გამოცდიდა რაიმე უცხო მოწყობილობის მუშაობას. ბიოლოგი, მეორე
მხრივ, ითვალისწინებს ინდივიდუალს როგორც სუბიექტს, რომელიც ცხოვრობს
თავის საყაროსთან შესაბამისად, რომლის ცენტრიც თავად არის. ამგვარად, ასეთი
არსებობა არ შეიძლება შეედაროს მექანიზმს, არამედ მხოლოდ ინჟინერს,
რომელიც მექანიზმებით ოპერირებს. თუ დავსვამთ კითხვას, ტკიპა მექანიზმია
თუ მოქმედი, მხოლოდ ობიექტი თუ სუბიექტი, ფიზიოლოგები იტყვიან, რომ იგი
პოულობს რეცეპტორებს, რაც არის მგრძნობელობითი ორგანო, პოულობს
ეფექტორებს, რაც არის სამოქმედო ორგანო, რომელიც ინტეგრირებული აპარატით
უკავშრდება ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ამგვარად, ფიზიოლოგისტი
მოქმედების (ოპერაციული ქმედების) ნასახსაც კი ვერ პოულობს არის ტკიპას
ყოფაში.

ამაზე ბიოლოგები გვიპასუხებენ რომ: „თქვენ მთლიანად გეშლებათ ორგანიზმის


გაგება. ტკიპის სხეულის არცერთი ნაწილი არ არის მექანიკური ხასიათის; ყველა
ოპერატიული მოქმედებისაა“. ამაზე ფიზიოლოგისტები განაგრძობენ, რომ „ჩვენ
შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ტკიპის ყველა ქმედება არის რეფლექსი თავისი
ხასიათით და რეფლექსური რკალი არის კი არის საფუძველი ყველა ცხოველის
მექანიკური ქმედებების (სურ. 2). იგი იწყება რეცეპტორით, რომელიც იღებს
მხოლოდ ერთი სახის გავლენას, როგორიც არის ბუტირის მჟავა და სითბო, და
უგულვებელყოფს ყველა სხვას.
რეფლექსური რკალი მთვარდება კუნთით, რომელიც ეფექტორი - ფეხი ან
ხორთუმი. მგრძნობელობითი უჯრედები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნერვულ
აღგზნებას და მოტორული უჯრედები, რომლებიც ავლენენ მოტორულ
იმპულსებს, ქმედებენ მხოლოდ როგორც მთლიანად აღგზნებული ფიზიკური
ტალღის გამტარები (რომლებიც ნერვულ უჯრედებში წარმოიშვება გარეგანი

39
სტიმულებით გამოწვეული რეცეპტოპრების მეშვეობით) ეფექტორული კუნთების
მიმართ. მთელი რეფლექსური რკალი მუშაობს ამ მოძრაობის გატარებით, როგორც
ნებისმიერი მექანიზმი. არანაირი სუბიექტური ფაქტორი, არანაირი ინჟინერი და
მომქმედი პირი არ ჩნდება ამ პროცესში.

ამის საპირისპიროდ ბიოლოგი შემოგვაგებებს: „ჩვენ ოპერაციულ მოქმედბას


ვხვდებით ყველგან, არა მხოლოდ მექანიკურ ნაწილში. რეფლექსური რკალის
ყველა უჯრედი არის ერთმანეთთან დაკავშირებული, არა მხოლოდ მოქმედების
გადაცემის თვალსაზრისით, არამედ სტიმულთან მიმართებაში. სტიმულები კი
სუბიექტის მიერ აღქმული [დანახული] უნდა იყოს, ისინი ობიექტს არ ევლინება“.
ყველა მექანიკური ნაწილი, როგორც არის ზარის ჩამრთველი, თავის ეფექტს
ახორციელებს მხოლოდ მაშინ, როცა რხევა წინ და უკან გარკვეული ფორმით
ხორციელდება.

ყველა სხვა აგენტზე, როგორიც არის სიცივე, სიცხე, მჟავები, ტუტეები,


ელექტრული დენი, იგი პასუხობს როგორც მეტალზე (ანუ არ პასუხობს).
ცოცხალი ორგანიზმების ფუნქციონირება ამისგან ფუნდამენტურად განსხვავდება.
იოჰანეს მიულერის დროიდან მოყოლებული ჩვენ ვიცით, რომ ყველა კუნთი
პასუხობს გარე აგენტებს ერთი და იგივენაირად - კუნთის შეკუმშვით 18. იოჰანეს
მიულერმა ასევე აჩვენა, რომ ყველა გარეგანი გავლენა, რომელსაც გავლენა აქვს
ოპტიკურ ნერვზე, ტალღების, წნების თუ ელექტრული დენის მეშვეობით, ავლენს
სინათლის მიმართ მგრძნობელობას. ჩვენი მხედველობითი მგრძნობელობის
უჯრედები განიცდიან იმავე ეფექტს სტიმულაციის ნებისმიერი წყაროს
შემთხვევაში. აქედან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნებისმიერი ცოცხალი
უჯრედი არის მოქმედი, რომელიც აღიქვამს და ახორციელებს; აქვს აღმქმელი ან
რეცეპტორული ნიშნები (Merkzeichen) და იმპულსები ან ეფექტორული ნიშნები
(Wirkzeicheri), რომლებიც მისთვის სპეციალიზებული არიან (ამ მხრივ ქმედებენ.).
ცხოველის მთლიანი ორგანიზმის მრავალჯერადი აღქმისა და ქმედების
პროცესები შეიძლება შემცირდეს ყველა მცირე უჯრედის კოოპორაციის შედეგად,
რომელთაგან ყოველი განაგებს ერთ რეცეპტორულ ნიშანს და ერთ ეფექტორულ
ნიშანს.

18
https://en.wikipedia.org/wiki/Muscle_contraction კუნთების შეკუმშვა არის დაძაბულობის გამომწვევი
ადგილების გააქტიურება კუნთების ბოჭკოებში. ფიზიოლოგიაში, კუნთების შეკუმშვა სულაც არ ნიშნავს
კუნთების შემცირებას, რადგან კუნთების დაძაბულობა შეიძლება წარმოიქმნას კუნთების სიგრძეში
ცვლილებების გარეშე, მაგალითად, მძიმე წიგნის ან დუმბულის ერთსა და იმავე პოზიციაში დაჭერის
შემთხვევაში. კუნთების შეკუმშვის შეწყვეტას მოსდევს კუნთების რელაქსაცია, რაც კუნთების ბოჭკოების
დაბრუნებაა მათი დაბალი დაძაბულობის გამომქმნელ მდგომარეობაში.

40
Figure 2. Reflex arc. R. Receptor; S.c. Sensory cell; M.c. Motor cell; E. Effector

სურათი 2. რეფლექსური რკალი: რეცეპტორი - სენსორული უჯრედ - მოტორული


უჯრედები - ეფექტორი.

იმისათვის, რომ მიაღწიოს მოწესრიგებულ კოლაბორაციას, ორგანიზმი იყენებს


ტვინის უჯრედებს (რომელბიც ასევე მექანიზმს წარმოადგენს) და მათ ნახევარს
აჯგუფებს „რეცეპტორულ უჯრედებად“ ტვინის სტიმულის მიმღებ ნაწილში, ანუ
„აღმქმელი ორგანოდ“ - დიდ და პატარა კლასტერებად (ჯგუფებად). ეს
კლასტერები უკავშირდება გარეგანი სტიმულის ჯგუფებს, რომლებიც ცხოველს
ეტაპობრივად მიმართავს.

ტვინის უჯრედების მეორე ნაწილს ორგანიზმი იყენებს, როგორც „ეფექტორ


უჯრედებს“, იმპულსის უჯრედებს და ისინი ჯგუფდება კლასტერებად,
რომლებიც აკონტროლებს ეფექტორის მოძრაობას. ესენი გადასცემს სუბიექტის
პასუხებს გარეთა სამაყროს. რეცეპტორული უჯრედების კლასტერები ავსებენ
ტვინის „რეცეპტორ ორგანოებს“ (Merkorgan) და ეფექტორული უჯრედების
კლასტერები ქმნის შიგთავსს (შინაარსს) „ეფექტორი ორგანოებისთვის“
(Wirkorgan).

აღმქმელი ორგანოს ცაკლეული უჯრედები თავიანთი აქტივობის დროს რჩებიან


სივრცული თვალსაზრისით განკერძოებულ ერთეულებად. ინფორმაციის
ერთეული, რასაც ისინი ცალკეულად იღებენ, რჩება იზოლირებული, თუ მათთვის
შესაძლებელი არ გახდა, რომ შეერწყან რეცეპტორი ორგანოს, დამოუკიდებელი
სივრცის მქონე სხვა უჯრედულ ერთეულს. ეს შესაძლებლობა ფაქტობრივად
არსებობს. რეცეპტორული უჯრედების ჯგუფის რეცეპტორული ნიშნები მართლაც
გარე რეცეპტორული ორგანოს მიხედვით მოქმედებს ცხოველის სხეულის გარეთ
ისეთნაირად, რომ გარე სხეულების. თვისებებად ყალიბდება. სენსორული
გამოვლინების ეს ასახვა არის თავადვე გაცხადებული ფაქტი. ყველა ადამიანური
მგრძნობელობა, რომელიც წარმოადგენს ჩვენს სპეციფიურ რეცეპტორულ ნიშნებს,
ერთაინდება აღქმით სიგნალად (Merkmal), რომელიც შეადგენს გარე საგნის
მახასიათენლებს და ჩვენი ქმედებების რეალურ საფუძველს წარმოადგენს.

41
„ცისფერის“ აღქმა ხდება ცის „ცისფერი“, „მწვანის“ აღქმა გაზონის ფერი. ეს არის
ის სიგნალები, რომლებიც ცნობენ: ცისფერს, ცას, მწვანეს და გაზონს.

მსგავსი პროცესი წარიმართება ეფექტორი ორგანოს შემთხვევაშიც.


იზოლირებული ეფექტორი უჯრედები არიან განთავსებული გარკვეულად
ორგანიზებულ ჯგუფებად თავიანთი ეფექტორული ნიშნების და იმპულსების
შესაბამისად. იზოლირებული იმპულსები მიემართება მთლიანობად და ეს თვით
მართვადი მოტორიკული იმპულსები და რიტმული იმპულსები თან ერთვის
კუნთების მოძრაობის აქტს. ცალკეული კუნთების გააქტიურდებით კიდურები
და სხვა ორგანოები გადასცემს გარე ობიექტს თავის ეფექტორულ სიგნალს ან
ფუნქციურ ნიშანს (კბენა ან გადახტომა ტკიპის შემთხვევაში. - მ.ნ.)
...

მიმართება სუბიექტსა და ობიექტს შორის წარმოდგენილია ფუნქციური წრის


ამსახველ დიაგრამაზე (სურ 3). იგი აჩვენებს, როგორ ებმიან ერთმანეთს სუბიექტი
და ობიექტი, რათა შეადგინონ სისტემური მთლიანობა. თუ ჩვენ შემდგომში
წარმოვიდგენთ, რომ სუბიექტი უკავშირდება, როგორც იმავე, ისე სხვა მრავალ
ობიექტს ფუნქციური წრით, ჩვენ აღმოვაჩენთ უმველტის თეორიის პირველ წესს:
ყველა ცხოველი, უმარტივესიდან ყველაზე კომპლექსურამდე, არის
მოთავსებული თავის უნიკალურ სამყაროში თანაბარი სრულყოფილებით.
მარტივი სამყარო შეესაბამემა მარტივ ორგანიზმს, უფრო უკეთ ჩამოყალიბებული
(არტიკულირებული) სამყარო, მეტად კომპლექსულ ცხოველს.

ახლა კი მოდი დავადგინოთ ფუნქციური წრის სქემა, როცა ტკიპა არის სუბიექტი
და ძუძუმწოვარი არის ობიექტი. თვალით ადვილად ჩანს, რომ ფუნქციური წრის
სამი კომპონენტი მისდევს ერთმანეთს აღწერილ მიმდევრობაში. ძუძუმწოვრის
კანის გლანდები წარმოადგენენ პირველი წრის აღქმითი პროცესს. ბუტირის
მჟავის სტიმული (ძუძუმწოვრის სხეულიდან) გზავნის რეცეპტორულ (აღქმით)
ნიშნებს ტკიპას აღქმითი ორგანოს მიმართ და ეს აღქმითი ნიშნები გარედან
მიღებულ ყნოსვით სიგნალს წარმოდგენს ტკიპასთვის. ინდუქციით (რომლის
ბუნებაც ზუსტად არ ვიცით) ვასკვნით, რომ პროცესები, რომლებიც
მიმდინარეობს რეცეპტორის ორგანოში, იწვევენ შესაბამის იმპულსებს
ეფექტორულ ორგანოში. ეს იმპულსები აიძულებს ტკიპას, რომ გაუშვას ფეხები და
ჩამოვარდეს. ტკიპა, რომელიც ძუძუმწოვრების თმებზე ჩამოვარდება, აღიქავმს
ამას, როგორც შოკურ სიგნალს. ეს, თავის მხრივ, ათავისუფლებს ტაქტილურ
სიგნალს, რომელიც აქრობს ბუტირის მჟავით გამოწვეულ ყნოსვით სტიმულს.
ახალი რეცეპტორული სიგნალი განაგრძობს მოქმედებას, სანამ, თავის მხრივ, არ
ჩანაცვლდება სითბოს შეგრძნებით, რომელიც უზრუნველყოფს მოდუნების
დაწყებას.
42
აქ ჩვენ ვხვდებით სამ მიმდევრობით რეფლექსს. თითოეული მათგანი
წარმოჩენილია ობიექტურად გამოვლენილი ფიზიკური ან ქიმიური სტიმულით.
მაგრამ თუკი ვინმე კმაყოფილდება ამ განცხადებით და მიიჩნევს, რომ ამით
პრობლემას გვარდება, მხოლოდ იმას დაამტკიცებს, რომ მან საკითხი ვერ გაიგო.
ჩვენ არ გვაწუხებს ბუტირის მჟავის ქიმიური სტიმული უფრო მეტად, ვიდრე
მექანიკური სტიმული (თმის მიერ გამოშვებული), ან კანის ტემპერატურული
სტიმული. ჩვენ მხოლოდ გვაღელვებს ის, რომ ასობით სტიმულიდან, რომელიც
გამოიყოფა ძუძუმწოვრის სხეულიდან მხოლოდ სამი ხდება რეცეპტორული
დატვირთვის მქონე ტკიპასთვის. რატომ მხოლოდ ეს სამი და სხვა არცერთი?
ჩვენ რასთანაც გვაქვს საქმე არ არის ძალთა გაცვლა ორ ობიექტს შორის, არამედ
ცოცხალ სუბიექტისა და მის ობიექტს შორის ურთიერთობა. ეს ხდება მთლიანად
განსხვავებულ სიბრტყეში, კერძოდ, სუბიექტის რეცეპტორულ ნიშანსა და
ობიექტისგან წამოსულ სტიმულს შორის.
ტკიპა უმოძრაოდ კიდია რომელიმე ტოტის წვერზე ტყის მასივში. მისი პოზიცია
შანსს აძლევს, რომ დაეშვას გამვლელ ძუძუმწოვარზე. მთელი ამ გარემომცველი
სამყაროდან, არანაირი სტიმული არ მომართავს მას, სანამ ძუძუმწოვრი არ
ჩაუვლის, რომლის სისხლი სჭირდება მანამდე, სანამ თავის შთამომავლებს
გააჩენს.

ხოლო ამის შემდეგ რაღაც მშვენიერი ხდება. ყველა გავლენისგან, რომელიც


იგზავნება ძუძუმწოვრის სხეულიდან მხოლოდ სამი იქცევა სტიმულად და
მხოლოდ გარკვეული თანმიმდევრობით. უზარმაზარი სამყაროდან, რომელიც
ტკიპას გარშემოა, მხოლოდ სამი სტიმული ანათებს ბნელიდან, როგორც შუქურა
და უძღვება როგორც გზამკვლევი, რათა შეუცდომლად მიიყვანოს [ტკიპა] თავის
43
მიზნამდე. ამის მისაღწევად ტკიპას თავისი სხეულის რეცეპტორებისა და
ეფექტორების გარდა, მიეცა სამი რეცეპტორული ნიშანი, რომლებიც შეუძლია
გამოიყენოს სტიმულურ ნიშნებად. ეს აღქმითი სიგნალები განსაზღვრავს
მოქმედებების გეზს ისე ცხადად, რომ მას მხოლოდ შეუძლია აწარმოოს (მიიღოს)
შესაბამისი ეფექტორული სიგნალები.

ტკიპის გარშემო არსებული მთელი მრავალფეროვანი სამყარო მცირდება და


გარდაიქმნება ვიწრო ჩარჩოებად, რაც სინამდვილეში შედგება სამი რეცეპტორისა
და სამი ეფექტორული სიგნალისგან - რა არის მისი უმველტი. მაგრამ ამ სამყაროს
სიმწირე განაპირობებს მისი ქმედებების უტყუარობას და ეს დაცულობა არის
უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნაირფეროვნება.
ტკიპის მაგალითიდან შეგვიძლია დავასკვნათ უმველტის ძირითადი
სტრუქტურული თვისებები, რომლებიც ვალიდურია ყველა ცხოველის
შემთხვევაში. თავის მხრივ, ტკიპა ფლობს კიდევ ერთ მნიშვნელოვან თვისებას,
რომელიც ამ სამყაროების შემდგომი გაგების საშუალებას გვაძლევს.

იღბლიანი დამთხვევა, რომელსაც მიჰყავს ძუძუმწოვრი იმ ტოტის ქვეშ,


რომელზეც ზის ტკიპა, საკმაოდ იშვიათად ხდება. არც ბუჩქებში ჩასაფრებული
ტკიპების დიდი რაოდენობა აწონასწორებს შეცდომის შემთხვევებს სახეობის
გადარჩენის უზრუნველსაყოფად. მსხვერპლის მოახლოების ალბათობის გაზრდას
ემატება მხოლოდ ტკიპის უნარი, რომ დიდხანს იცხოვროს საკვების გარეშე. ეს
თვისება მას უჩვეულო პარამეტრებით ახასიათებს. როსტოკის ზოოლოგიურ
ინსტიტუტში ისეთი ცოცხალი ტიპები იყო დაცული, რომლებიც თვრამეტი წლის
განმავლობაში შიმშილობდნენ. ტკიპას შეუძლია მოიცადოს თვრამეტი წელი. ეს
არის რაღაც, რასაც ადამიანები ვერ ვაკეთებთ. ჩვენი დრო შედგება მომენტების
ნაკრებისგან, ან დროის უმოკლესი ერთეულებისგან, რომლის ფარგლებში სამყარო
შეიძლება არ იცვლებეს. წამის ხანგრძლიობის განმავლობაში სამყარო
გაჩერებულია. ადამიანისთვის „მომენტი“ გრძლდება წამის 1/18-ის
განმავლობაში. ჩვენ მოგვიანებით ვნახავთ, რომ წამის ხანგრძლიობა სხვადასხვა
ცხოველებისთვის განსხვავდება. მაგრამ ტკიპასთვის რა რიცხვის მისადაგებაც არ
უნდა ვცადოთ, ყოვლად უცვლელი თვრამეტი წლის მუდმივობა მაინც ჩვენი
რეალობის შესაძლებლობებს მიღმა იქნება. ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ
თავისი ლოდინის ხანაში ტკიპა არის უძილობის ფაზაში, ისეთნაირ ფაზაში,
რომელიც აჩერებს დროს ჩვენი აღქმით საათების განმავლობაში. ხოლო ტკიპის
სამყაროში დრო ნაცვლად იმისა, რომ გაჩერდეს უბრალოდ საათებით,
ერთდროულად მრავალი წლით ჩერდება და არ იწყებს ფუნქციონირებას, სანამ
ბუტირის მჟავის სიგნალი არ მოუწოდებს მას რომ განაახლოს საქმიანობა.

44
ამ ყველაფრის გაანალიზებით რას ვიღებთ? რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს.
დრო, რომელიც აყალიბებს ყველანაირ ხდომილებას, როგორც ჩანს, არის
ერთადერთი ობიექტურად სტაბილური რამ შინაარსის მრავალგვარი
ცვლილებისგან განსხვავებით და ჩვენ კი ვხედავთ, რომ სუბიექტი თავის
სამყაროში განაგებს დროს. იმის მაგივრად, რომ ვთქვათ, რომ არცერთი ცოცხალი
სუბიექტი არ შეიძლება არსებობდეს დროის გარეშე, ახლა შეიძლება მოგვიხდეს,
რომ ვთქვათ, რომ ცოცხალი სუბიექტის გარეშე არანაირი დრო არ იქნება.
შემდეგ თავში დავინახავთ, რომ იგივე ითქმის სივრცის შესახებ: ცოცხალი
სუბიექტის გარეშე, არც სივრცე შეიძლება იყოს და არც დრო. ამით ბიოლოგიამ
საბოლოოდ დაადგინა თავისი მიმართება კანტის დოქტრინაზე, რომლითაც იგი
განიზრახავს, რომ უმველტის თეორიის მეშვეობით განსაზღვროს სუბიექტის
გადამწყვეტ ფაქტორად მოაზრების საკითხი.

იაკობ ფონ უქსკიული, A stroll through the worlds of animals and men: A picture book of
invisible world*; 1934.

აქ უმველტის თეორიის ციტირებას ვწყვეტთ და გთავაზობთ რამდენიმე


კომენტარს:

უმველტის თეორიას თანამედროვე ზოოსემიოტიკაში ხშირი გამოყენება აქვს და


სხვადასხვა სახეობებს შორის და სახეობათა შიგნით არსებული ნიშანთა სისტმები
ამ თეორიის მიხედვით შეისწავლება. ჩვენ კი სანამ უშუალოდ უმველტის
თეორიის დეტალებს განვიხილავთ, ხაზი უნდა გავუსვათ ორ ფაქტორს, რაც
უმველტის თეორიამ სემიოტიკას შესძინა: 1. უმველტის თეორიით სემიოტიკური
სწავლების რაკურსის გადატანა მოხდა ადამიანთა სამყაროდან ცხოველთა და
მცენარეთა სამყაროზე. ამ ფაქტორმა კი დააყენა საკითხი, თუ საიდან აითვლება
სიცოცხლე - რა არის ის ათვლის წერტილი, რომელიც მიჯნავს არსებას საგნისგან.
შემეცნების სხვა დარგები (ფილოსოფია, სამეტყველო ენები etc.), რომელთა
მიზანიც სამყაროს გაგება და აღწერაა, სხვადასხვა ფორმით ახერხებენ, რომ გასცენ
პასუხი შეკითხვას: „რა არის საგანი?“ და „რა არის არსება?“ ამას ყოველდღიურ
გამოყენებაში ახორციელებს, მაგალითად, რომელიმე სალაპარაკო ენა, რომელმაც
თავისი განვითარების რომელიღაც საფეხურზე განსაზღვრა, რა მოიხსენიოს
საგნად და რა მოისხენიოს არსებად. მაგალითად, ინგლისურ ენაში პირის და
ჩვენებითი ნაცვალსახელი „it“ მიესაგადება ნივთ წიგნსაც და არსება ძაღლსაც: it is
a book/ it is a dog. რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ერთგვარ გადაწყვეტილებას იმის
თაობაზე, რომ ინგლისურმა ენამ, როგორც კონკრეტულმა ფუნქციურმა ნიშანთა
სისტემამ (რომელიც, რა თქმა უნდა, პირობით ნიშანთა სისტემაა) მოაწესრიგა მის
ფარგლებში არსებული ერთეულები გარკვეული ნაცვალსახელით. ეს ინგლისური

45
ენის განვითარების რომელ ეტაპზე დამკვიდრდა ჩვენთვისა არაა არსებითი,
მაგრამ ფაქტია, რომ გამიჯვნა: „საგანი“ – „არსება“ შედგა ისე, რომ ერთი და იგივე
„it“ ნიშანი შეესაბამება განსხვავებულ ერთეულებს. ეს რომელიმე სამეტყველო
ენის შეცდომაზე სულაც არ მიუთითებს, არამედ მხოლოდ წარმოადგენს
მაგალითს იმისა, რომ „სამყაროს აღწერის“ ერთ-ერთი მცდელობისას, იმის
გასაგებად, თუ სად მთავრდება ნივთის გაგება და სად იწყება არსების ცნება,
ინგლისური ენა ხსენებულ ვარიანტს გვთავაზობს, ხოლო ბიოსემიოტიკა - სხვა
ვარიანტს.
საგანი-არსების გამიჯვნა სემიოტიკისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია,
რადგან სემიოტიკური მიდგომა გულისხმობს, რომ თუკი არსებობს კომუნიკაცია
ნებისმიერ ნიშნობრივ დონეზე, რაც გულისხმობს ინფორმაციის ნებისმიერი (მათ
შორის, უჯრედული) ფორმით გადაცემას, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხალ
ორგანიზმის მიერ ნიშნობრივ აღქმაზე გვაქვს ლაპარაკი. თანამედროვე
ბიოსემიოტიკური რაკურსიდან სიცოცხლის რაობის განსაზღვრის შესახებ
განმარტებებს გვთავაზობს ცნობილი ესტონელი სემიოტიკოსი და ტარტუს
უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოსემიოტიკოსი კალევი კული თავის სტატიაში
„სემიოზისის, უმველტისა და სემიოსფეროს შესახებ“ (On semiosis, Umwelt, and
semiosphere, 1998). მისი თქმით, თავისითავადია, რომ ცოცხალი ორგანიზმის
უპირველესი თვისება არის დაბადება, განვითარება და კვდომა, მაგრამ ამ
ეტაპებზე ცოცხალი არის ის ორგანიზმი, რომელსაც ნიშნის, მაშასადამე,
ინფორმაციის მიღების უნარი შესწევს. შესაბამისად, კალევი კული აყალიბებს
შემდეგს:

(*) სემიოტიკა წარმოიშვება სიცოცხლესთან ერთად, რაც ნიშნავს: ორგანიზმის


პირველსავე უჯრდებს შორის.

(*) სემიოტიკა, სიმბიოზისი 19 და სიცოცხლე არიან თითქმის იდენტური ცნებები


(ან იზომორფული).

(*) სიცოცხლე არის სემიოტიკური ფენომენი, სიცოცხლის მანიშნებელი


ელემენტები არიან ნიშნები.

ამ პოსტულატებს მოსდევს შემდეგი საკითხის დაზუსტება:


2. თუ ცოცხალ არსებათა შორის ნიშნიბრივ კომუნიკაციაზე ვსაუბრობთ, უფრო
სწორად კი, ცოცხალ არსებათა კომუნიკაციის ნიშნების მეშვეობით განსაზღვრაზე,
მაშინ ჩნება შეკითხვა, საიდან იწყება ნიშნის ათვლა? კერძოდ, რა არის ის

19
https://en.wikipedia.org/wiki/Symbiosis

46
ერთეული, მონაცემი, ნივთერება თუ მოლეკულა, რომელიც საკმარისია იმისთვის,
რომ იგი ინტერპრეტირებული იქნას, როგორც ნიშანი?
ამ კითხვის პასუხი თანამედროვე ბიოსემიოტიკისათვის უკვე ცხადია და არის
შემდეგი, რომ ნიშანი, როგორც მონაცემი აითვლება უჯრედული დონიდან.
კონკრეტული უჯრედი ან უჯრედთა კომბინაცია (ქსოვილი, ნაერთი) არის ნიშანი
რომელიმე ორგანიზმისთვის, რის აღქმასაც ორგანიზმის მიერ გარკვეული ქმედება
მოყვება. კონკრეტული უჯრედი, ქსოვილი (მოლეკულური დონე) არის
ინფორმაციის მატარებელი აღმქმელი, ამ ინფორმაციის მიმღები ორგანიზმისთვის.
ეს ეხება რთული ორგანიზმების მიერ ნიშნების ამოცნობასაც (მაგალითად,
როგორიცაა ადამიანის მიერ ფერის პიგმენტების გარკვეული სიხშირისა და სხვა
თვისებების საფუძველზე, ვთქვათ, ცისფერი ფერის ამოცნობას. ბუნებრივია, რომ
ცისფერს კონკრეტული მოლეკულების ერთობლიობა შეადგენს) და მარტივი
ორგანიზმების მიერ მათთვის შესაბამისი, ლიმიტირებული ნიშნების სპექტრის
ამოცნობასაც.

ყველა ცოცხალი ორგანიზმი ამოიცნობს მისთვის შესაბამის ნიშანს ყველაზე


მინიმალისტური გაგებითაც, როგორიცაა, მაგალითად ის, რომ მცენარის ფესვები
ამოიცნობს წყლის მოლეკულებს. წყლის სხვა ნივთიერებით ჩანაცვლება
მცენარისთვის ამ ნივთიერების საკვებად აღქმას გამორიცხავს. ბუნებრივია, რომ
ამ, ვეგეტატიურ არსებებში ნიშნის ამოცნობა ხდება მოკელულურ დონეზე
მცენარის სასიცოცხლო წრის ნებისმიერ ეპიზოდში დაბადებიდან კვდომამდე
(კალევი კულის პირველი პოსტულატი). ხოლო კვდომის შემდეგ არ ხდება.

თავის მხრივ, ეს სამი პოსტულატი წარმოადგენს დასკვნას იმ საკითხებზე,


რომელიც არ იყო დასმული კაცოებრიობის ისტორიის განმავლობაში ძალიან
დიდხანს. შეხედულებამ, რომ ადამიანი არის არსებათაგან უპირატესი და რომ
„რაც არ მეტყველებს ადამიანის ენაზე, მეორეხარისხოვანია“, ძალიან დიდი ხნით
გააჩერა იმის გაანალიზება, რომ არსებათა სამივე საფეხური: მცენარის, ცხოველის
და ადამიანის, შესაძლოა გარკვეულ მახასიათებლებს იზიარებდეს. სწორედ ამ
საზიარო მახასიათებლის გათვალისწინებითაა საჭირო საერთო ნიშნებისა
შესწავლა იმისთვის, რომ, როგორც ადამიანთა, ისე ცხოველთა აღქმითი
მექანიზმების მოწყობა უკეთ გავიგოთ. იაკობ ფონ უქსკიულისთვის ეს საზიარო
მახასიათებელი იყო ნიშანთა გაცვლის ის პროცესი, რომელზეც თავის ნაშრომში
აღწერს.

დღეს თანამედროვე ბიოსემიოტიკა თანხმდება და აფიქსირებს პასუხს იმ


დაკვირვებისა და ჰიპოთეზის შესახებ, რომელსაც იაკობ ფონ უქსკიული
გვაწვდიდა მეოცე საუკუნის დასაწყისში. კერძოდ, რომ შევაჯამოთ, უქსკიულის

47
მიხედვით, ძუძუმწოვრის ბუტირის მჟავა არის ნიშანი (კატეგორიის მიხედვით,
სიგნალი) ტკიპის აღქმითი რეცეპტორებისათვის, რომლის ამოცნობაც ტკიპას
შეუძლია და ახორციელებს გარკვეულ დროსა და სივრცეში. ბუტირის მჟავის
ნიშნად მოხსენიება იყო ის, რამაც ნიშნის მოლეკულური ბუნების საკითხი
წამოჭრა და შესაბამისად, სიცოცხლის განმსაზღვრელ კრიტერიუმად აქცია ის,
რომ რომელიმე ბიოლოგიური ორგანიზმი ცოცხალ ორგანიზმად მოიხსენიება
მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე ( ამ შემთხვევაში - ნივთიერების სახით
წარმოდგენილი) ნიშნის ანუ ინფორმაციის ამოცნობა შეუძლია.

უმველტი, კალევი კული

რადგან უკვე გაეცანით უმველტის ცნებას, ამ თავში წარმოდგენილი იქნება


უმვეტლთან ერთად კიდევ ორი სემიოტიკური თეორიული ტერმინი, რომელიც
ნიშანთა ფუნქციონირების მექანიზმსა და გარემოს აღწერენ, ისევე როგორც
უმველტის თეორია. ეს ცნებებია სემიოზისი და სემიოსფერო და, უმველტთან
ერთად, ეს ორი ცნება განხილულია კალევი კულის სტატიაში: On semiosis, Umwelt,
and semiosphere, Kalevi Kull, Semiotica, vol. 120(3/4), 1998, pp. 299-310, სემიოზისის,
უმველტის და სემიოსფეროს შესახებ.

კალევი კულის განმარტებით:

Umwelt

უმველტი არის ორგანიზმის სემიოტიკური სამყარო. იგი მოიცავს კონკრეტული


ორგანიზმის გარემოში მნიშნელობის მქონე ყველა ასპექტს. შესაბამისად,
უმველტი არის ტერმინი, რომელიც აერთიანებს ორგანიზმის გარემოს ყველა
სემიოტიკურ პროცესს. მართლაც, ცნება-უმველტი ბუნებრივად მისდევს
ცალკეული სემიოტიკური პროცესების კავშირს ორგანიზმთან, რომელიც
მიანიშნებს, რომ ინდივიდუალური სემიოზისი, რომელშიც ორგანიზმი
ფუნქციონირებს როგორც სუბიექტი, არის მუდმივად დაკავშირებული სხვა
ორგანიზმების სემიოზისთან. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ
სხვადასხვა ორგანიზმის უმველტი განსხვავდება, საიდანაც მომდინარეობს
თითოეული ორგანიზმის ისტორიული ინდივიდუალიზმი და უნიკალურობა.

უმველტი ორგანიზმის ჩაკეტილი სამყაროა. ფუნქციური ჩამკეტი ან


ეპისტემოლოგიური ჩამკეტი არის პრინციპული მახასიათებელი

48
ორგანიზმებისთვის და სემიოტიკური სისტემებისთვის. ეს აღწერეს კიდეც
მატურანამ 20 და ვარელამამ 1980 წლის ნაშრომში ცნება ავტოპოეზისის ფარგლებში.

შესიტყვება „კოლექტიური უმველტი“ ან „გუნდის უმველტი“ მთლიანად


ეთანხმება ამას, რადგან ორგანიზმი ძნელად შეიძლება მოდელირდეს როგორც
ცენტრალიზებული სისტემა. თავის მხრივ, მიმართება ორგანიზმის უმველტსა და
უჯრედების უმველტს შორის საჭიროებს დამატებით განმარტებას და მეტად
დეტალურ ანალიზს. მთლიანობას ჩვენ ვხედავთ ფუნქციური წრის მეშვეობით,
მაგალითად, მწერების გუნდის „სხეულის“ ერთიანი მოძრაობის მაგალითზე.
უფრო ზოგადად კი ყოველთვის არის მინიმუმ ორი ასპექტი (პროცესი), რომელიც
მონაწილეობს იმაში, რომ მრავალი ერთეული ერთ მთლიან ცოცხალ ორგანიზმად
მუშაობდეს: (1) არსებობს მრავალი ინდივიდუალური პროცესი, რომელიც
ფუნქციური წრის ცალკეულ მოქმედებას წარმოადგენს და ეს უკანასკნელი
ყოველთვის არის პასუხისმგებელი ქცევის მიზანმიმართულ ასპექტებზე, (2)
ფუნქციური წრე ყოველთვის გულისხმობს ამოცნობას, ფორმათა შეთანხმებას
(წინარე არსებულის მიმდინარესთან), სადაც ამოცნობა ალგორითმული გზით კი
არ მოქმედებს (ნაბიჯ-ნაბიჯ შემოწმება), არამედ ფორმათა თანადროული
თავსებადობით (მიმდევრობით) (მაგალითად, როგორიცაა ფერმენტების მიერ
თავიანთი სუბსტრატების ამოცნობა). ამგვარად, კოდის ორმაგობის პრინციპი
შეიძლება გაფართოვდეს მთელის, გესტალტების წარმოქმნის პრინციპამდე.

სემიოზისი

Keywords: სემიოზისი, ამოცნობა

სემიოტიკის შესასწავლისას ერთ-ერთი საბაზისო ცნება არის სემიოზისი. ამ


ტერმინის ზუსტი გაგებისთვის ჯერ საჭროა გავიხსენოთ, რომ ნიშნის
განმარტებისას სემიოტიკური თეორიების ორი ფუძემდებელი, ფერდინანდ დე
სოსიური და ჩარლზ სანდერს პირსი ხაზს უსვამდნენ, რომ ნიშანი sign , როგორც
სემიოტიკური ღირებულების მქონე ერთიანობა გარკვეული კომპონენტებისგან
შედგება. სოსიურის განმარტებით, ნიშანი არის აღსანიშნის და აღმნიშვნელის
ერთობლიობა, ხოლო ჩარლზ პირსის განმარტებით, ნიშანი წარმოადგენს
რეპრეზენტამენტის, ობიექტისა და ინტერპრეტანტის კომპონენტების
ერთიანობას. ეს გულისხნობს, რომ ცაკლე აღებული აღმნიშვნელი ან ცაკლე

20
ჰუმბერტო მატურანა, - ჩილეელი ბიოლოგი და ფილოსოფოსი. ფრანცისკო ვარელასა და
რიკარდო ბ. ურიბესთან ერთად განსაკუთრებით ცნობილი ავტორია ტერმინ "ავტოპოეზი" შექმნის
გამო, რომელიც ეხება ორგანიზმების თვითრეგენერაციული, თვითგაცნობ სტრუქტურებს.
Humberto Maturana, Francisco Varela, Ricardo B. Uribe

49
აღებული რეპრეზენტამენტი მნიშვნელობის მქონე არ არის თუკი არ შეესაბამება
რაიმე კონცეპტს, მესიჯსა თუ ამოცნობის პროცესს, რომელიც აღმნიშვნელსაც და
რეპრეზენტამენტსაც ფუნქციურს ხდის.

ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ შემდეგი სიტუცია:


თუკი რომელიმე ცხოველმა, ვთქვათ, კურდღელმა გაირბინა ნოტიო ნიადაგზე და
ნაკვალევი დატოვა, ნაკვალევი ფიზიკურად არსებობს ნიადაგზე. მაგრამ იგი
ნიშანს არ წარმოადგენს მანამ, სანამ რომელიმე მეძებარი ძაღლი ან სხვა არსება
ნაკვალევს არ შეამჩნევს. ნაკვალევის ფიზიკური რეპრეზენტამენტი (სოსიურის
ტერმინით, აღმნიშვნელი signifier) კონკრეტული თვისებებით ხასიათდება,
როგორიცაა ფორმა, ზომა, სუნი ა.შ. მაგრამ სემიოტიკური ღირებულება კურდღის
გარბენის და კვალის დატოვების ფაქტს აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც შედგება
ჯაჭვი რეალურ ნაკვალევსა და აღმქმელი არსების მიერ ნაკვალების ამოცნობას
შორის. ნაკვალევი სემიოტიკური ნიშანი არის მხოლოდ მაშინ, როცა იგი
აერთიანებს ფიზიკურ რეპრეზენტამეტსა და მეძებარი ძაღლის მიერ იმ მესიჯის
ამოცნობას, რომ „აქ კურდღელმა გაირბინა“. მხოლოდ ამ ერთიანობაში შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ ნაკვალევი სემიოტიკურ ნიშანს წარმოადგენს, ამ შემთხვევაში კი
კერძოდ, ინდექსური ნიშანია. თავის მხრივ, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ კურდღლის
ნაკვალევი თავისი ბიოლოგიური ნიშნობრივი კომპონენტებით სახეობრიობის
ცნების ქვეშ მოიაზრებს ძუძუმწოვართა გვარის, კურდღლისებრთა ოჯახის
რომელიმე ერთ-ერთი წარმომადგენელი კურდღლის ფეხის ანაბეჭდს.
შესაბამისად, ეს ანაბეჭდი როგორც კონკრეტული ნიშანი, მხოლოდ ფიზიკურ და
გრაფიკულ ინფორმაციას არ გვაწვდის, არამედ მისი ადგილ-მდებარეობისა და
გარემო-პირობების გათვალისწინებით, გაცილებით დიდი სპექტრის
ინფორმაციაზე გავყავართ.

სემიოტიკური ღირებულების მქონე ნიშნის ამოცნობის (recognition) ამ პროცესს


გამოხატავს ტერმინი სემიოზისი, Semiosis. სემიოზისი არის ის აქტი, სადაც
სემიოტიკური ნიშანი ამოცნობილია კონკრეტული აღმქმელის მიერ. ის
მექანიზმები, რომელის მეშვეობითაც აღმქმელს ნიშნის მესიჯის ამოცნობა
შეუძლია სემიოზისის შიგნითვე ხორციელდება და ყალიბდება.

სემიოზისის და რეპრეზენტამენტის ურთერთმიმართებაზე განმარტებას


გვთავაზობს მარსელ დანეზი, რომლის მიხედვითაც სემიოზისი არის ტვინის
უნარს, რომ აწარმოოს და გაიგოს ნიშნები, მისივე თქმით, რეპრეზენტამენტის
გაგება ამ უნარის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა:
„ტვინის უნარს, რომ აწარმოოს და გაიგოს ნიშნები სემიოზისი ეწოდება, ცოდნის
მიღების აქტივობისას, ყველა ადამიანს იგი აძლევს საშუალებას, რომ გაიგოს

50
რეპრეზენტაცია 21. ამ უკანასკნელის (რეპრეზენტაციის) უკეთ განისაზღვრისთვის
ვიტყვით, რომ იგი არის ნიშნების (სურათები, ჟღერადობა ა.შ.) გამოყენება,
რომლებიც მიემართება რაიმე აღქმულის, ნაგრძნობის, წარმოსახულის, ან რაიმე
ფიზიკური ფორმით გადმოცემულის ასახვას, გამოკვეთას ან წარმოქმნას. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ პროცესს შეიძლება ვუწოდოთ „X“-ის მაგივრად „Y“-
ის გამოყენება. თავის მხრივ, X = Y , (X უდრის Y-ს) მნიშვნელობის დადგენა არ
არის მარტივი ამოცანა. ფორმის შემქმნელის განზრახვა, ისტორიული და
სოციალური კონტექსტი, რომელშიც რეპრეზენტაცია განხორციელდა, მიზანი,
რისთვისაც იგი შეიქმნა და ასე შემდეგ, არის კომპლექსური ფაქტორები,
რომლებიც ამ საკითხში იჭრება. სემიოტიკის როგორც შემსწავალელი დარგის
საკვლევი ობიექტი ხშირად არის სწორედ ამ ფაქტორების დადგენა“. (M. Danesi,
Messages, Signs, and Meanings p.16)

რაც შეეხება სემიოტიკური პროცესების „X“-ის მაგივრად „Y“-ის გამოყენებასთან


შედარებას ამაზე დამატებით კომენატრის გაკეთებაა საჭირო. კალევი კული თავის
სტატიაში „სემიოზისის, უმველტისა და სემიოსფეროს შესახებ“ სემიოზისის
პროცესის განმარტებისას ორ განმარტებას ეყრდობა. პირველი ეხება იასპერ
ჰოფმაიერის მიერ სემიოზისის გაგებას და მეორე იური ლოტმანისეულ
განმარტებას.

ჰოფმაიერის შეხედულების მხედვით, სიცოცხლე და სემიოზისი იდენტური


ცნებებია, რადგან (როგორც განვიხილავთ უმველტის თეორიის ქვეთავში)
ბიოსემიოტიკური გაგებით, ამოცნობა, კერძოდ კი, მოლეკულურ დონეზე
ამოცნობა, ბიოსემიოტიკისთვის ნიშნობრივი კომუნიკაციაა.

ხოლო რაც შეეხება იური ლოტმანის სემიოტიკურ თეორებზე დაყრდნობით


სემიოზისის განსაზღვრებას, ამაზე კომენტარს აკეთებს კალევი კული სტატიაში
„სემიოზისის, უმველტისა და სემიოსფეროს შესახებ“. კალევი კული ამ სამი
ტერმინის განსაზღვრებას გვთავაზობს, აჯამებს იაკობ ფონ უქსკულის, იური
ლოტმანის და იასპერ ჰოფმაიერის პოზიციებს.

On semiosis, Umwelt, and semiosphere, Kalevi Kull, Published in: Semiotica, vol.
120(3/4), 1998, pp. 299-310

ჰოფმაიერი თვისებათა იმ სისტემებს იკვლევს, რომლებიც მისი თქმით, არის


ცოცხალი ორგანიზმის, ცოცხალი სისტემის ზოგადი თვისებები. მისი განმარტება
სიცოცხლის ფუნქციურ განმარტებასთან მსგავსებას ბადებს, - რომელიც დნმ-ისა

21
იგულისხმება პირსის ტერმინებით, რეპრეზენტამენტი.

51
და გენეტიკური კოდის აღმოჩენის შემდეგ გახდა ნაკლებად პოპულარული, და
რომელმაც გარკვეული გაუმჯობესება განიცადა ხელოვნური სიცოცხლის შესახებ
ბოლოდროინდელი თეორიების წყალობით. როგორც თომას სებეოკი მიხვდა,
სიცოცხლის განმარტება შესაძლოა ემთხვეოდეს სემიოზისის განმარტებას.
ამგვარად, სიცოცხლის ძირითადი თვისებების განმარტება ამავე დროს გამოდის
სემიოზისის ძირითადი თვისებების განმარტებაც.
ჰოფმაიერი ჩამოთვლის შემდეგ თვისებებს: ენდოსიმბიოზი 22, თვით-აღქმა, კოდის
ორმაგობა, რეცეპტორების შესაძლებლობა, ავტოპოეზისი 23 და სხვა მრავალი 24. ამ
მახასიათებელთაგან ყველა თანაბარი წილის არ არის და თუ როგორ როგორ
უკავშრდება ისინი ლოგიკურად ერთმანეთს, ფრთხილად გამოსაძიებელი
საკითხია. ჰოფმაიერი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გენის ორმაგობის მიმართ
შეხედულება და ინფორმაციის ორმაგობის მიმართ შეხედულება დაიკარგა
მოლოკულური ბიოლოგიისადმი გაზრდილი ინტერესის გამო. ამასთან
მიმართებაში ასპექტი, რაზეც ბიოსემიოტიკა მუშაობს არის ბიოლოგიური
ინფორმაციისა (და ზოგადად ინფორმაციის) გაგების უფრო მეტად ბუნებრივი
გზების პოვნა, რომელიც ეხება ორივე დარგს (ბიოლოგიასაც და ბიოსემიოტიკასაც
- მ.ნ.).
ლოტმანის მიხედვით, მექანიზმი, რომელიც შედგება გამომგზავნის, მიმღებისა და
ინფორმაციის გამტარისაგან, არ მუშაობს როგორც სემიოტიკური მექანიზმი, თუ
არ არის მოთავსებული სემიოსფეროს საზღვრებს შიგნით. ამის მსგავსად,
ბიოლოგიური ტერმინოლოგია, რომელიც დაფუძნებლია მემკვიდრეობისა და
რეპროდუქციის სისტემებზე, ძნელად თუ გვაძლევს შემდგომი განზოგადების
საშუალებას მოლეკულურ გენეტიკურ მექანიზმთან მისი მძლავრი კავშირის გამო,
რომელის მიხედვითაც კონკრეტული სუბსტანციებია პასუხისმგებელი ამ
პროცესზე. ამიტომ, სემიოტიკური ტერმინოლოგია ტექსტის, დიალოგის,
ამოცნობისა და თარგმანის შესახებ შეიძლება გაცილებით მეტად გამოსადეგი იყოს

22
ენდოსმიბიოზი. (ˌƐndəʊˌsɪmbɪˈəʊsɪs) n. (ბოტანიკა) სიმბიოზის ტიპი, რომელშიც ერთი ორგანიზმი
ცხოვრობს მეორე შიგნით, ეს ორი ჩვეულებრივ იქცევა როგორც ერთი ორგანიზმი. ითვლება, რომ
ეს არის ის საშუალებები, რომლითაც წარმოიქმნება ისეთი ორგანოლეები, როგორიცაა
მიტოქონდრია და ქლოროპლასტები ევკარიოტურ უჯრედებში. (ევკარიოტული - როცა ბირთვში
არის დნმ).
ენდოსმიბიოზის განმარტება: სიმბიოტიკური ასოციაცია, რომელშიც ერთი ან მეტი ორგანიზმი
ცხოვრობს სხვა შიგნით, მაგალითად, ბაქტერიები ადამიანის ნაწლავებში.
23
ტერმინი autopoiesis (ბერძნულიდან αὐτo- (ავტო-), რაც ნიშნავს "თვით", და ποίησις (poiesis), რაც
ნიშნავს "შექმნას, წარმოებას") გულისხმობს სისტემას, რომელსაც შეუძლია მოახდინოს საკუთარი
თავის რეპროდუქცია და შენარჩუნება.
ტერმინი შემოღებულ იქნა 1972 წელს ჩილელი ბიოლოგების ჰუმბერტო მატურანას და ფრანცისკო
ვარლას მიერ ცოცხალი უჯრედების თვით შენარჩუნების ქიმიის დასადგენად.
24
„endosymbiosis, self-reference, code duality, availability of receptors, autopoiesis, and several others“ -
ციტატის ინგლისური ნაწილი იმიტომ მოგვყავს, რომ თითოეული ეს ტერმინი არის ბიოლოგიური
ტერმინი და მოძიების შემთხვევაში მათი ინგლისური ვერსიებია საორიენტაციოდ გამოსადეგი.

52
ბიოლოგიურ და კულტურულ ფენომენებს შორის იზომორფიზმის 25აღსაწერად.
ეს ეხება როგორც ბუნებითი მეცნიერებების ენას, ისე ჰუმანიტარულ
მეცნიერებებსა და ხელოვნებას.
ამგვარად, სემიოზისს მე ვუწოდებ თარგმანის ისეთ პროცესს, რომელიც ტექსტის
იმგვარ ასლს ქმნის, როგორიც ჩაანაცვლებს ორიგინალ ტექსტს გარკვეულ
სიტუაციაში, რომელიც ამავე დროს განსხვავდება ორიგინალი ტექსტისგან
ისეთნაირად, რომ ორიგინალის იმავე ფუნქციით გამოყენება შეუძლებელი იყოს 26
(იქნება ეს სივრცითი, დროითი ფუნქცია თუ სხვაობა ტექსტის მატარებლის ან
ენის ნიშნით). ასეთი თარგმნის პროცესი (რაც არის სემიოზისი) მოითხოვს ორი
ტიპის ამოცნობით პროცესს, პირველი - თარგმანი ასკვნის რომ ტექსტის
ორიგინალური ნაწილები არის ამოცნობილი (იქამდეარსებულ მახსოვრობით
ტექსტზე დაყრდნობით) და შედეგად იქმნება ახალი სტრუქტურა, რომელშიც
გვაქვს გარკვეული იზომორფიზმი (ფორმალური მსგავსება - მ.ნ.) ორიგინალ და
ახალ ტექსტს შორის. ხოლო მეორე არის ამოცნობის პროცესი, რომელიც იწყებს
თარგმანს, რომლისთვისაც აუცილებელი პირობაა პროცესის სხვა დონეზე 27 სხვა
განზომილებაში გადატანა; რომელიც, ამავე დროს, ჩაირთავს მოტივაციის,
გამიზნულობის განზომილებას სემიოზისის კონკრეტული შემთხვევის დროს.
დამატებით უნდა ითქვას ისიც, რომ ვინც ასრულებს თარგმანს, თავად არის
ტექსტი 28, ე.ი. მთარგმნელობითი პროცესის შედეგი (რადგან მთაგმნელი
ეყრდნობა მახსოვრობას).
ამ განმარტების მიხედვით, სემიოზისი ყოველთვის მოითხოვს წინარე სემიოზისს,
რომელმაც, თავის მხრივ, მთარგმნელიც ჩამოაყალიბა 29. რადგანაც მთარგმნელმა
ყოველთვის ჯერ უნდა ამოიცნოს რაღაც, შეასრულოს ამოცნობის მოქმედება -
რაღაცისთვის რაღაცის მისადაგების აქტი, და უნდა მოძებნოს ფორმა, რომელიც
იქამდე იყო დადგენილი და შესაბამისად იქამდე მისადაგებული; სწორედ ამას

25
იზომორფიზმი - მსგავსი ფორმის ქონა, სტრუქტურული მსგავსება. From iso- + -morphic. რომლის
ეტიმოლოგიაა: Ancient Greek ἴσος (ísos, “equal”) + From Ancient Greek μορφή (morphḗ, “form, shape”)
26
აქ იგულისხმება ისეთი გარემო-პირობები, როცა ნიშნის ორიგინალი ობიექტი, ანუ ნიშნის წყარო
ფიზიკურად ხელმიუწვდომელია და რეფერირება, სემიოტიკური მიმართების აქტი, ანუ
სემიოზისი ხდება ამ ობიექტის შესახებ უბრალოდ უკვე არსებული ინფორმაციის მიხედვით.
მაგალითად, მონა ლიზას პორტრეტის აღმნიშვნელი რომელიმე კარიკატურის დანახვისას
ორიგინალი ობიექტი, - უშუალოდ ლეონარდო და ვინჩის მიერ დახატული პორტრეტი, როგორც
ობიექტი, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ თვალწინ არ იენქბა, იმავე დრო-სივრცეში შეიძლება ვერ იყოს
წარმოდგენილი. ასეთ დროს რეფერირება ანუ ნიშნობრივად მისი მოხსენიება ხდება ამ ნახატის
ასლის ან მასზე არსებული ცოდნის მიხედვით, შესაბამისად, ორიგინალის ამ ფუნქციურ ჯაჭვში
ვერჩართვა არ ნიშნავს, რომ სემიოტიკური მიმართების დადგენა აღსანიშნა და აღმნიშვნელს შორის
ხელმიუწვდომელი იქნება.
27
აქ იგულისხმება ერთი მედიუმიდან მეორე მედიუმში გადატანის ნებისმიერი შემთხვევა.
28
იური ლოტმანის მიერ ცნება „ტექსტის“ განსაზღვრის დიაპაზონი სცდება მხოლოდ
ლიტერატურული ტექსტის დიაპაზონს.
29
ინფორმაციის ინტერპრეტაციის პროცესის მუდმივობა. ნებისმიერი ნიშნობრივი ინფორმაცია
ინტერპრეტატორის გათვალისწინებით არის ფუნქციური.

53
გამო ვამბობთ, რომ მიმდინარე თარგმანის პროცესს წინ უძღვის წინარე თარგმანის
პროცესი. ამის შესაბამისად ხდება ისიც, რომ თარგმანისთვის გამიზნული ტექსტი
წინარე სემიოზისის პროდუქტია.

გამოდის, რომ სემიოზისი არის უსასრულო ჯაჭვი - ყველა სემიოზისის რომელიმე


სემიოზისიდან მომდინარეობს, ან პირსის სიტყვებით რომ ვთქვათ: omne symbolum
de symbolo („ყველა სიმბოლო სიმბოლოს შესახებ“). ეს გამონათქვამი არის
გასაოცრად იზომორფული ფრანჩესკო რედის მე-17 საუკუნეში ფორმულირებულ
პრინციპთან - omne vivum e vivo (ყველა სიცოცხლე სიცოცხლიდან). ან როგორც
შემდგომ მრავალი საუკუნის მერე ითქვა: ყველა უჯრედი მოდის უჯრედისგან.
რედის პრინციპი არის ერთ-ერთი სიცოცხლის ფუნდამენტური კანონებიდან,
მიუხედავად იმისა, რომ თავად გვერდს უვლის სიცოცხლის წარმოშობის
საკითხის განხილვას.

ორი სხვადასხავაგვარი ამოცნობი არსებობა (ლოკალური და გლობალური,


კონკრეტულ თარგმანთან მიმართებაში მყოფი ქმედება) ყველა სემიოზისში
შეიძლება დანახული იყოს როგორც კიდევ ერთი გზა ნებისმიერ ნიშნობრივ
პროცესში არსებული ორი ტიპის კოდის აღსაწერად. კოდის ორმაგობის
(გამოყენებული როგორც ტერმონოლოგიური ანალოგი ციფრულ კოდირებასთან
მიმართებაში) როგორც სემანტიკური ინფორმაციის მექანიზმის მნიშვნელობა
დრეტსკიმ 30 გამოყო (1982) თავისი წიგნის ერთ-ერთ ცენტრალურ თემად, რაც
შემდგომ განვითარდა იასპერ ჰოფმაიერის და კლაუს ემეჰეს (1991) მიერ შექმნილ
ბიოლოგიურ მოდელში. მათი ნაშრომი დრეტსკის ნაშრომს ეხმიანება, მაგრამ
განსხვავებული კონტექსტით. მართლაც, დრეტსკი როგორც ანალიტიკოსი
ფილოსოფოსი შორსაა სემიოტიკური თვალთახედვისგან, მაგრამ ცხადია,
ჰოფმაიერი თავად არის სემიოტიკური ტრადიციის საზღვრების გაფართეობის
მომხრე ავტორი.

იგივე მოსაზრება კოდის ორმაგობის შესახებ გამოთქვა იური ლოტმანმა (1981:4):


„იმისთვის რომ მესიჯი „ტექსტად“ მივიჩნიოთ, იგი მინიმუმ ორმაგი კოდირებისა
უნდა იყოს.“ ელსასერის 31 (1982: 7) მოსაზრებაც ამასთან საკმაოდ ახლოს დგას:
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ორგანიზები იყენებენ ორ სხვადასხვა და საკმაოდ
განსხავვებულ პროცესს ინფორმაციის გარკვეულ დროში გადასაცემად.“.
სემიოზისისთვის მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც ასხვავებს მას ფიზიკური
პროცესებისგან არის მისი ისტორიულობის პრინციპი შესწავლის უნართან

30
ფრედ დრეტსკი - Fred Dretske (1932 – 2013) ამერიკელი ფილოსოფოსი, რომელიც აღსანიშნავია
ეპისტემოლოგიასა და გონების ფილოსოფიაში შეტანილი წვლილისთვის.
31
Walter Maurice Elsasser - ვოლტერ მაურის ელსასერი (1904 - 1991) გერმანული წარმოშობის
ამერიკელი ფიზიკოსი.

54
ერთად. იმისთვის, რომ ითარგმნოს ნებისმიერი ტექსტი, ჯერ იგი უნდა
ამოცნობილი იქნეს წინარე ტექსტის მიერ, თარგმანის შედეგი გავლენას მოახდენს
ამოცნობის პროცესზე თარგმანის აკუმულირების/გენერირების დროს. რადგანაც
სემიოზისის ყველა კომპონენტი განუდმებით მეორდება, ხელახლა იწერება,
ორივე: ახალი ინფორმაციის შექმნა და ძველის დავიწყება შესაძლებელი ხდება.
ლოტმანის მიხედვით (1990: 101): „სიმბოლო შემოქმედებითი პროცესის
კონდენსირების მექანიზმია, (...) განსაკუთრებული სახის კოდირების მექანიზმი,
„ტექსტუალური გენი“. „თარგმნადისა და უთარგმნელის კომბინაცია (ყველა
სხვადასხვა ხარისხით) არის ის, რაც განსაზღვრავს კრეატიულობის ფუნქციას“
(ლოტმანი 1990: 15).

სემიოზისი, უფრო მოკლე ფორმულირებით შეგვიძლია, განვმარტოთ როგორც


ისეთ ორ საგანს შორის კავშირის გამოვლინება, რომელთაც საერთო
მახასიათებლები აუცილებლობით არ აქვთ; ასეთ შემთხვევაში ისინი
ინტერაქციაში არ შედიან და არ გარდაქმნიან ერთმანეთს პირდაპირი ფიზიკური
ან ქიმიური პროცესებით. თავის მხრივ, მათ შორის დამკვიდრებული მიმართება,
(სუბიექტის მიერ) თავდაპირველად დამყარებული მიმართება, წარიმართება
ფიზიკური ან ქიმიური პროცესების გამო, რაც ადასტურებს, რომ ეს კავშირი არის
სემიოტიკური რამდენადაც დაფუძნებულია სწავლის ფენომენზე (რაღაც ცნების
პირველად აღმოჩენის ფენომენზე, მაგალითად ცხელის, ცივის - მ.ნ.). ეს იმასაც
ნიშნავს, რომ სამყაროში არსებობენ ერთეულები (როგორც ნიშანის მნიშვნელობა
„მინინგი“), რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მხოლოდ ცოცხალ
სისტემებზე და არა არა-ცოცხალ სისტემებზე. სემიოტიკური ფენომენი არ
მიეკუთვნება ფიზიკურ რეალობას. 32

32
აქ იგულისხმება, რომ მხოლოდ ნიშნის ობიექტისა და მისი აღმნიშვნელის თავდაპირველ
„აღმოჩენას“ ექვემდებარება ფიზიკურობის პრინციპი, მასზე დაშენებული სემიოტიკური პრინციპი
კი სულაც არაა აუცილებელი, რომ ფიზიკურ რეალობას შეიცავდეს, უფრო მეტიც, სემიოტიკური იმ
შემთხვევაშია, თუკი ფიზიკურ რეალობას არ შეიცავს.

55
სემიოსფეროს თეორია, ლოტმანი

Keywords: სემიოტიკური სივრცე, ექსტრა-სემიოტიკური სივრცე, სემიოსფეროს


მთლიანობა და ნაწილები

სემიოტიკის ძირითადი თეორიებისა და თეორიული სკოლების შესახებ


მსჯელობას ვაგრძელებთ კულტურის სემიოტიკის (cultural semiotics) უდიდესი
ფლანგის განხილვით. კულტურის სემიოტიკის შესწავლის ობიექტი არის
კულტურის მექანიზმები, მათი წარმოქმნა და ფუნქციონირება, აგრეთვე
გარკვეუილ კულტურულ კონტექსტში ჩამოყალიბებული ნიშანთა სისტემები და
ამ სისტემების გავლენა ადამიანზე.

ამ მხრივ ტარტუ-მოსკოვის თეორიული სკოლის წარმომადგენელთა თეორიულ


შეხედულებებს გავეცნობით, რომლის წარმომადგენლებიც არიან : იური
ლოტმანი, ვიაჩესლავ ივანოვი, ალექსანრდ პიატიგორსკი, ვლადიმირ ტოპოტოვი
ბორის უსპენსკი. ეს მეცნიერები მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ტარტუში
საზაფხულო სემინარებზე იკრიბებოდნენ, სადაც კოლაბორაციის შედეგად
შეიმუშავეს კულტურის სემიოტიკის თეორიულ ნაწილის ერთგვარო დოქტრინა,
ერთგვარი თეორიული ტრაქტატი, რომელსაც „კულტურის სემიოტიკური
შესწავლის თეზისები (სლავური ტექსტების მაგალითზე)“ ეწოდება და რომელსაც
ამ ნაშრომშიც გავეცნობით.

სემიოსფერო

კიდევ ერთი საბაზისო ცნება, რომელიც ნიშანთა სისტემების ფუნქციონირების


შესწავლისას აუცილებელი ტერმინია არის სემიოსფერო. სემიოსფეროს, ანუ
სემიოტიკური სივრცის ცნება იური ლოტმანს ეკუთვნის (1984), სემიოტიკოსს,
რომელიც ტარტუს უნივერისეტში სემიოტიკური სკოლის წარმომადგენელია. მის
მიერ ამ ტერმინის შერჩევა შთაგონებული იყო ვერდანსკის 33 ტერმინებით
ბიოსფერო და ნოოსფერო.

ყველაზე ცნობილი ნაშრომი, სადაც იური ლოტმანი სემიოსფეროს


ფუნქციონირების მექანიზმს და მახასიათებლებს განიხილავს არის მისი

33
ვლადიმერ ვერნადსკი - Vladimir Vernadsky, უკრაინელი, რუსი და საბჭოთა მინერალოლოგი და
გეოქიმიკოსი, რომელიც ითვლება გეოქიმიის, ბიოგექიმიის და რადიოეოლოგიის ერთ-ერთ
ფუძემდებლად.

56
მონოგრაფია „The Universe of the Mind“. წიგნის შესავალი უმბერტო ეკოს ეკუთვნის
და იგი არსებით კომენტარს გვთავაზობს სემიოსფეროს ცნების გასაგებად. ჩვენს
წიგნშიც მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ უმბერტო ეკოს მიერ ტერმინ
სემიოსფეროს შესახებ გამოთქმული მოსაზრება არ დაგვრჩენოდა ყურადღების
მიღმა.

სანამ უმბერტო ეკოს კომენტარს განვიხილავთ, უშუალოდ ლოტმანის


განმარტებას გთავაზოვთ, რომლის მიხედვითაც, „სემიოსფერო არის ის
სემიოტიკური სივრცე, რომლის მიღმაც სემიოზისი არ არსებობს -The semiosphere is
that same semiotic space, outside of which semiosis itself cannot exist“. ხოლო
სემიოსფეროს შიგნით ნიშანთა მიმოცვლა სანამდეც არის ვალიდური, ის
აბსტრაქტული საზღვარი არის სემიოტიკური სფეროს საზღვარი. საზვრის ცნება
ერთ-ერთ არსებით კომპონენტს წარმოადგენს სემიოსფეროს დასახასიათებლად,
რადგან სემიოსფერო არ არის უსასრულო და ყოვლისმომცველი სისტემა: „მას
გარს აკრავს არა-სემიოტიკური ან ექსტრა-სემიოტიკური სივრცე“. ეს ის სივრცეა,
სადაც სემიოსფეროს შიგნით არსებული ნიშანთა მოწყობა აღარ ქმედებს.
სემიოსფეროს საზღვრის ცნება დასაშვებს ხდის იმასაც, რომ არსებობდეს არა
მხოლოდ სემიოსფერო და მისგარშემო არსებული „ექსტრა-სემიოტიკური სივრცე“,
არამედ დასაშვებია, რომ ერთმანეთის გვერდით არსებობდეს ორი სემიოტიკური
სივრცე (თუნდაც მეტი), ორი დიდი განზომილება, რომეთაც აქვთ თავიანთი
უნიკალური შიდა კანონები. სემიოტიკური საზღვრის ცნებას მოგვიანებითაც
შევეხებით.

უმბერტო ეკოს აზრით, სემიოსფეროს მახასიათებლების განსზღვრისას


განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ის ასპექტი, რომ სემიოსფეროში სხვადასხვა
ნიშანთა სისტემა თანაარსებობს. მისი თქმით, თავად „სემიოტიკა ესწრაფვის იმას,
რომ შეიწავლოს ნიშანთა სისტემები ერთობლიობაში (რომელთაგან ვერბალური
ენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი) და კომუნიკაციის სხვა პროცესები, რომელთაც
ეს სისტემები საფუძველს უდებს. „Semiotics aims to study the entire range of sign
systems (of which verbal language is the most important) and the various processes of
communication to which these systems give rise.

ამ სისტემების აღსაწერად, რაც სემიოსფეროში არსებობს თავად ლოტმანი


იყენებდა ძალიან ცნობილ ანალოგიას - საგამოფენო დარბაზის, მუზეუმის
ანალოგიას. საგამოფენო სივრცეში წარმდგენილია სხვადასხვა ტიპის და ეპოქის
ექსპონატები მუზეუმის დამთვალიერებელთა დისკურსის პარალელურად.
მუზეუმის გარემოს სხვადასხვა ნიშანთა სისტემისა და სემიოსფეროს ანალოგად
თუ წარმოვიდგენთ, გვექნება ასეთი სურათი: სხვადასხვა ნიშანთა სიმრავლე

57
მუზეუმის სივრცეში არის მოქცეული და მათ აქვთ ერთი გამაერთიანებელი
განზომილება - თავად მუზეუმი. ლოტმანის განმარტებით, სემიოსფეროსა და მის
შიგნით არსებულ სხვადასხვა ნიშანთა სისტემას შორის მიმართება სწორედ
შემდეგნაირია:

„სინქრონულ ჭრილში ერთიანი სამყაროს სახით სამუზეუმო დარბაზი


წარმოვიდგინოთ, სადაც სხვადასხვა ვიტრინაში სხვადასხვა ეპოქის ექსპონატები,
სხვადასხვა ენაზე ამოტვიფრული წარწერები, დეშიფრირების ინსტრუქციები,
მეთოდისტების მიერ შედგენილი გამოფენის განმარტებითი ტექსტები,
მარშრუტების სქემები და დამთვალიერებელთა ქცევის წესებია გამოფენილი.
ახლა ამ დარბაზში ექსკურსიამძღოლი და დამთვალიერებლები მოვათავსოთ და
ყველაფერი ეს ერთიან მექანიზმად წარმოვიდგინოთ (რაც, გარკვეული
თვალსაზრისით, ასეცაა). ჩვენ სემიოსფეროს ხატს მივიღებთ. ამასთანავე,
უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს ის გარემოება, რომ სემიოსფეროს ყველა
ელემენტი არა სტატიკურად, არამედ დინამიკურად ურთიერთმოქმედებს,
ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმულებს მუდმივად იცვლის. ეს
განსაკუთრებით კარგად ჩანს ტრადიციულ მონეტებზე – მონეტებზე, რომლებიც
წარსულის კულტურული მდგომარეობიდან გვერგო.“

სემიოსფეროს შიგნით არსებულ ნიშანთა სისტემების მრავალფეროვნებასა და


მათი ორგანიზების ხასიათის აღსაწერად ეს შედარება უმბერტო ეკოს არსებით
მახასიათებლად მიაჩნია და თავადაც გვთავაზობს სემიოსფეროს გაგების
ანალოგიას:
If we put together many branches and great quantity of leaves, we still cannot understand the
forest. But if we know how to walk through the forest of culture with our eyes open,
confidently following the numerous paths which criss-cross it, not only shall we be able to
understand better the vastness and complexity of the forest, but we shall also be able to
discover the nature of the leaves and branches of every single tree.
„თუ გვერდიგვერდ დავაწყობთ ტოტებსა და დიდი რაოდენობით ფოთლებს, ამით
ტყის ცნებას მაინც ვერ გავიგებთ. ხოლო კულტურის ტყეში თუკი გახელილი
თვალებით ვივლით, თითოეულ ბილიკს თავდაჯერებით გავყვებით, არა
მხოლოდ გავიგებთ ტყის სიდიდესა და კომპლექსურობას, არამედ აღმოვაჩენთ
თითოეული ხის ტოტებისა და ფოთლების ბუნებასაც (რაგვარობასაც)“.
ეს მეტაფორა გვაუწყებს, რომ სემიოსფეროს ორგანიზებული მრავალფეროვნება
სინამდვილეში ცაკლეული ნიშანთა სიმრავლის უკეთ შესწავლაშიც გვეხმარება,
რადგან ცაკლეული ნიშანთა სისტემის განმაპირობებელი მიზეზებისა თუ
ტენდენციის ახსნა ხერხდება სემიოტიკურ მთლიანობასთან მიმართებაში. ასევე
მათი აღწერა და ფორმირება უკეთ ხერხდება სემიოსფეროს შიგნით არსებულ

58
სეგმენტებთან მეზობლობის გათვალისწინებით. რადგან ბუნებრივია, რომ ერთი
და იგივე სემიოსფეროს შიგნით არსებულ რომელიმე ერთ დარგს აქვს პირდაპირი
ან ირიბი გავლენა მის გვერდით არსებულ სხვა დარგზე და მათი მახასიათებლები
ურთიერთმეზობლობის პირობებშია ჩამოყალიბებული.
ამ თვალსაზრისით, სემიოსფერო განსხვავდება უმველტისაგან, სადაც ცაკლეული
ორგანიზმისადმი (აღმქმელისადმი) ვალიდური ნიშანთა სისტემა გარკვეული
ლიმიტით განისაზღვრება. ესაა ინდივიდის (სახეობრივი ან კერძო) აღქმითი
სამყარო. სემიოსფერო კი ინდივიდუალური უმველტების გამაერთიანებელ
სივრცედ წარმოგვიდგება, სადაც სემიოსფეროს შიდა კანონები მოქმედებს.
სემიოსფეროს შიდა კანონების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს: სემიოსფეროს
ცენტრსა და პერიოფერიას შორის არსებული შიდა მოწყობას კი შემდგომ ქვეთავში
დაწვრილებით განვიხილავთ.

Semiosphere, კალევი

სემიოსფერო როგორც ის ცნება, რასაც ჰოფმაიერი იყენებს (რომელიც ამ


ტერმინამდე თავად მივიდა) ცოტა განსხვავებულ მნიშვნელობას გვთავაზობს,
ვიდრე ზემოთ მოცემული განმარტებაა. კერძოდ, მისი ფორმულირება (რომ
„სემიოსფერო უმველტში მყოფთ უწესებს საზღვრებს იმ მნიშვნელობით, რომ
შეინარჩუნოს ისინი თავის სემიოსფეროს ფარგლებში, მისი მკვიდრები უნდა
იკავებდნენ „სემიოტიკურ ნიშას“) აჩვენებს, რომ სემიოსფერო არის რაღაც, რაც
ნაწილობრივ შეიძლება დამოუკიდებელი იყოს ორგანიზმთა უმველტისგან.

ამის საპირისპიროდ მე ვფიქრობ, რომ იგი სრულიად ქმნის ორგანიზმთა


უმველტებს. ორგანიზმები თავად ქმნიან ნიშნებს, რაც ხდება სემიოსფეროს
შემადგენელი ნაწილი. ეს არ არის ადაპტაცია გარემოსთან, არამედ, ახალი გარემოს
შექმნა. მე ვხედავ ჰოფმეიერის ტექსტის პოზიტიური ინტერპრეტაციის
შესაძლებლობას, კერძოდ იმას, რომ ეკოლოგიის ნიშის ქვეში, რომელიც
ტრადიციულად იყო ბიოლოგიის მიერ ათვისებული, შესაძლებელია, რომ
საფუძვლიანად დაინერგოს პროცესების სემიოტიკური ხედვა, რადგან ეს
პროცესები არიან პასუხისმგებელი უმველტის ფორმირებაზე.

აქვე გაჩნდება კითხვა, შესაძლებელია თუ არა არსებობდეს მრავალი სემიოსფერო.


თუ არ არის ამ სფეროებს შორის მაკავშირებელი პროცესები, მაშინ შესაძლოა, რომ
არსებობდეს მრავალი სემიოსფერო. მაგრამ იმ პირობებში, როცა გვაქვს
კომუნიკაცია სფეროებს შორის, ბუნებრივია, რომ ისინი ერთი და იმავე
სემიოსფეროს ნაწილები არიან.

59
სემიოსფეროს სტრუქტურა

Keywords: სემიოსფერო, ცენტრი, პერფერია, ასიმეტრია

სემიოსფეროს სტრუქტურა ასიმეტრიულია. ეს გამოიხატება შინაგანი თარგმანის


დინებათა სისტემაში, რომლითაც განმსჭვალულია მთელი სემიოსფერო. თარგმანი
ცნობიერების ძირითადი მექანიზმია.სხვა ენის საშუალებით არსის გამოხატვა ამ
არსის ბუნების გამოვ-ლენის საფუძველია.ხოლო, რამდენადაც, უმეტეს შემთ-
ხვევაში, სემიოსფეროს სხვადასხვა ენა სემიოტიკურად ასიმეტრიულია, ანუ მათ არ
გააჩნიათ ურთიერთცალსახა აზრობრივი შესაბამისობანი, მთელი სემიოსფერო
შეიძ-ლება ინფორმაციის გენერატორად განვიხილოთ.ასი-მეტრია ამ
თანაფარდობაში იჩენს თავს:სემიოსფეროს ცენტრი – მისი
პერიფერია.სემიოსფეროს ცენტრი შედა-რებით განვითარებულ და
სტრუქტურულად მოწესრი-გებულ ენებს აყალიბებს.პირველ რიგში, ეს მოცემული
კულტურის ბუნებრივი ენაა.შეიძლება ითქვას, რომ თუ არც ერთ ენას (მათ შორის,
ბუნებრივსაც) სემიოსფერო-ში ჩაძირვის გარეშე მუშაობა არ შეუძლია, მაშინ ვერც
ერთი სემიოსფერო, როგორც ჯერ კიდევ ემილ ბენვენის-ტი აღნიშნავდა, ვერ
იარსებებს ბუნებრივი ენის, როგორც მაორგანიზებელი ღერძის, გარეშე.საქმე ის
გახლავთ, რომ სტრუქტურულად ორგანიზებული ენების გვერდით,
სემიოსფეროში ერთმანეთს მისჯრიან სხვადასხვა კერ-ძო ენები, რომელთაც
მხოლოდ კულტურის ცალკეული ფუნქციების შესრულება შესწევთ, და ენის
მსგავსი ნახევ-რად ჩამოყალიბებული წარმონაქმნებიც, რომელთაც სე-მიოტიკურ
კონტექსტში ჩართვის შემთხვევაში სემიოზი-სის მატარებლობა ძალუძთ.ეს,
შესაძლოა, შევადაროთ ქვას ან უცნაურად მოხრილ ვარჯს, როდესაც ისინი ხე-
ლოვნების ნიმუშად ფუნქციონირებას იწყებენ.ეს მაშინ ხდება, როცა მათ
ხელოვნების ნიმუშებად განვიხილავთ.ობიექტი იმ ფუნქციას იძენს, რომელსაც მას
მიაწერენ.
იმისათვის, რომ ამ კონსტრუქციათა მთელი მასა სე-მიოტიკურ მნიშვნელობათა
მქონედ განვიხილოთ, „სემი-ოტიკურობის პრეზუმფციას“ უნდა
ვფლობდეთ:ნიშნადი სტრუქტურების შესაძლებლობა, როგორც ჩანს, ცნობი-
ერებასა და კოლექტივის სემიოტიკურ ინტუიციაში არ-სებობს.ეს თვისებები
ბუნებრივი ენის გამოყენების შე-დეგად გამომუშავდება.მაგალითად, ზოგ

60
შემთხვევაში, „ღმერთების ოჯახისა“ და სამყაროს სურათის სხვა ძირი-თადი
ელემენტების სტრუქტურის დამოკიდებულება ენის გრამატიკულ წყობაზე,
აშკარაა.
სემიოტიკური სისტემის სტრუქტურული ორგანიზების უმაღლესი ფორმა
თვითაღწერის სტადიაა.თვითაღწერის პროცესი სტრუქტურული ორგანიზების
ბოლომდე მიყ-ვანა გახლავთ.გრამატიკათა შექმნის სტადიას, ისე, რო-გორც
ადათებისა თუ იურიდიული ნორმების კოდიფიკა-ციას, აღსაწერი ობიექტი
ორგანიზების ახალ საფეხურზე აჰყავს.ამიტომაც, სისტემის თვითაღწერა მისი
თვითორ-განიზების პროცესის უკანასკნელი ეტაპია.ამასთან, სის-ტემა
სტრუქტურული ორგანიზების თვალსაზრისით მო-გებული რჩება, მაგრამ
განუსაზღვრელობის იმ შინაგან მარაგს კი ჰკარგავს, რომელთანაც მისი მოქნილობა,
ინ-ფორმაციული მოცულობის ზრდის უნარი და დინამიკუ-რი განვითარების
რეზერვია დაკავშირებული.

დიალოგის მექანიზმი:

დიალოგის მექანიზმიდან იღებს დიალოგის პორციებად - დისკრეტულად


წარმოების მაგალითს. რაც ნიშნავს, რომ როცა ერთი მხარე ეუბნება, დომინირებს
კულტურულად მეორეზე, ერთი მხარე აქტიურად შეედინება თავისი ნარატივით
და მეორე უსმენს.

ასე დაემართა რუსეთს ქრისტიანობის მიღებისას 988 წელს და მას მერე მე-18
საუკუნეში პერტრე დიდისას, როცა ევროპული კულტურა შეედენიმებოდა
რუსეთში და დიალოგს ახორციელებდა.

„განსხვავებულ ასპექტებში სემიოსფეროს ერთი და იგივე ცენტრები,


ერთდროულად, აქტიურად მოქმედნიც შეიძლება იყვნენ და „მიმღებნიც“,
სემიოსფეროს ერთი და იგივე სივრცეები, ერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ცენტრად
მოგვევლინონ, სხვა შემთხვევაში – პერიფერიად; მიზიდულობა განშორებისაკენ
უბიძგებს, სესხება – თვითმყოფადობისკენ. კულტურის სივრცე – სემიოსფერო –
არ არის რაღაც, რაც წინასწარ განსაზღვრული და ელემენტარულად გათვლილი
გზით მოქმედებს. ის დუღს, როგორც მზე, მასში, მზესავით, აგზნების კერები
ადგილებს იცვლიან, აქტივობა ხან იდუმალ სიღრმეებში იფეთქებს, ხანაც –
ზედაპირზე და ენერგიას შედარებით მშვიდ სფეროებში ასხივებს. და ამ უწყვეტი
დუღილის შედეგი კოლოსალური ენერგიის გამოყოფაა. მაგრამ სემიოსფეროს
მიერ გამოყოფილი ენერგია – ინფორმაციის ენერგია, აზრის ენერგიაა.“

61
სემიოტიკური თარგმანი - გადატანა

Keywords: თარგმანი, ტრანსმისია, მედიუმი, ფლუქტუაცია

უნდა ითქვას, რომ სემიოტიკისთვის თარგმანი სპეციალურ განმარტებას


საჭიროებს.

სემიოტიკისთვის თარგმანი არ წარმოადგენს მხოლო ერთი სამეტყველო ენიდან


მეორე ენაში ტექსტი გადატანისას არსებული ცვლილებების კვლევისა და
დაკვირვების საკითხს 34. სემიოტიკისთვის თარგმანი რამდენიმე საფეხურზე
განიხილება.

ყველაზე ხშირი გამოყენებით სემიოტიკური თარგმანი არის ერთი მედიუმიდან


მეორე მედიუმში ტექსტისა თუ ინფორმაციის გადატანა. ეს ეხება ისეთ
შემთხვევებს, როცა რაიმე ტექსტის შესაქმის მედიუმი არის სხვა, იმავე ტექსტის
ხელახალი გამოყენება კი სხვა მედიუმში ხდება. მაგალითად, ამგვარი
სემიოტიკური თარგმანის კლასიკური მაგალითია ნაწერი ტექსტის ვიზუალურ
ხელოვნებაში ან სინთეზურ ხელოვნებაში გადატანა. როგორციაა რაიმე რომანის
დადგმა სცენაზე, ფილმად გადაღება, ან ანიმაციად გადაღება. ასეთ დროს
ვერბალური ნიშნები ნაცვლდება ვიზუალური ნიშნებით და ჩნება სემიოტიკური
თვალსაზრისით ახალი მნიშვნელობები. ასეთი გადატანა აუცილებლობით
ითხოვს გარკვეული ძირეული თვისებების, ვთქვათ, იკონური ან რაიმე
ნაწილობრივი მსგავსებების შენარჩუნებას (ძირეული მახასიათებლების
შენარჩუნებას, რაც არის ცნობითი მახასიათებელი salient features კონკრეტული
ტექსტისთვის) რადგან შექმნილი ტექსტისთვის საფუძველს წარმოადგენს ეს
მახასიათებლები. მედიუმის ცვლილების კანონზომიერებები, თავის მხრივ,
გვთავაზობს ისეთი კომპონენტების გაჩენას, როგორიცაა, ვთქვათ, ნაწერ ტექსტში
არსებული ინტერიერის სიტყვიერი აღწერილობის ვიზუალურ ხელოვნებაში
გადატანისას იმავე ინტერიერის ნივთების ფიზიკური ნივთებით გამოხატვა
კადრში თუ სცენაზე. ამ მოვლენის პირიქით შემთხვევაა, როცა ვიზუალური
ხელოვნების პროცუქტში, მაგალითად კინოში კომიქსის ტიპის წარწერები ჩნდება
კადრში. მაგალითად, ჰარვი პიკარზე გადაღებული ფილმი 35, სადაც ცნობილი
ამერიკელი კომიქსების ავტორის ბიოგრაფიაა ასახული. ფილმის კადრებში

34
ელინ სუიტუეს კურსის სტატია დასამოწმებელია აქ.
35
https://www.imdb.com/title/tt0305206/

62
ჩართულია კომიქსის ტიპის წარწერები „თეთრი ღრუბლების“ ფონზე. ეს არის
კინოს მედიუმში კომიქსის მედიუმის შემოტანით გამოწვეული გამოწვეული
სინთეზი, რაც შესაბამის მხატვრულ ეფექტს ემსახურება. ხოლო დასახელებული
თეთრი ღრუბლები, რომლებიც ფილმის კადრებში ჰაერში ისევე ჩნდება, როგორც
კომიქსებში არის ხოლმე თეთრ ღრუბლებში დატანილი პერსონაჟის მიერ
ნათქვამი ფრაზა ან რეპლიკა, სწორედ ამ ძირეულ, ცნობით (salient) კომპონენტს
წარმოადგენს, რომლითაც მაყურებელმა კინოში კომიქსის ნიშნები უნდა
დაინახოს.

სემიოტიკური თარგმანის მეორე ყველაზე გავრცელებული შემთხვევა არის ერთი


და იმავე ფრაზისა თუ მნიშვნელობის სხვადასხვა დისკურსში გამოყენება.
მაგალითად იდენტური წინადადებების სხვადასხვა კონტექსტის მანიშნებელი
ფორმით ჩაწერა, სადაც დაწერილობა მიანიშნებს კონტექსტზე:

ამ გამოსახულებაში, პირველი დაწერილობა სასიყვარულო განწყობაზე


მიუთითებს, ასოთა გამოსახულება მომრგვალებულია, გულის ფორმებია
დამატებული ასო I - ზე წერილების ნაცვლად, რაც სასიყვარულო დისკურსში
აქცევს ამ წინადადებას. მეორე დაწერილობაში კი საშნელებათა ჟანრის, ჰორორის
ელემენტებია გამოყენებული: ნაწერი წამახვილებული ასოებით არის დაწერილი,
ამოკაწრულს ჰგავს, შეიძლება ის აზრიც გააჩინოს, რომ სისხლით არის დაწერილი
და ა.შ. მეორე ნაწერს ძალადობის დისკურსზე გავყავართ. და მიუხედავად იმისა,
რომ სრულიად იდენტური შინაარსის წინადადებებია გადმოცემული, სხვადასხვა
პლათფორმაზე გადავყავართ დაწერილობის სტილს. ეს შემთხვევაც არის
სემიოტიკური თარგმანის მაგალითი რადგან გვთვაზობს კონკრეტული შინაარსის
სხვადასხვა დისკურსში გადატანით შეძენილ განსხვავებულ მნიშვნელობებს.

ასეთი ტიპის გადატანა კიდევ ეხება ისეთ ნიშნებსაც, როგორსაც პირსი rheme - ს
(ხარისხის განმსაზღვრელი ფრაზას) უწოდებდა, და რომლებიც წარმოადგენს

63
პროპოზიციური წყობის წინადედებებს. შეიძლება პროპოზიციურ წინადადებას
სხვადასხვა დისკურსში გადავწყდეთ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ
შინაარსს შეესაბამებიან ასეთი ტიპის გადატანისას მათი მნიშვნელბა
(სემიოტიკური meaning – ი) იცვლება. მაგალითად რომელიმე პროპოზიციული
წინადადება როდესაც მოცემულია ლექსიკობში, აღმქმელის დამოკიდებულება
არის ნეიტრალური და მტკიცებითი, აღმქმელი მას მართებულად აღიქვამს.
ენობრივი პრაგმატიკის სხვა ნებისმიერ შემთხვევაში წინადადების მესიჯი
სხვსაგვარი შეიძლება იყოს. მაგალითად „სანგრია არის ალკოჰოლური სასმელი“
თუკი მოცემულია რაიმე ტიპის ლექსიკონში ეს წინადადება დამაჯერებლობის
ფარგლებში მტიცებით ინფორმაციას გვაწვდის. რომელიმე სხვა კონტექსტში კი
ცოცხალ კომუნიკაციაში მთქმელის მოტივაციისა თუ სიტუაციის შესაბამისად,
ნეიტრალური შინაარსი შეიძლება აღარ ჰქონდეს.

სემიოტიკური გადატანის საკითხზე კომენტარს აკეთებს უმბერტო ეკო თავის


ცნობილ სტატიაში: On ontology of the fictional characters. A semiotic approach (2009),
რომელიც ქართულ თარგმანში წარმოდგენილია როგორც: „რატომ არის სიცრუე,
რომ ანა კარენინა ბეიკერ სტრიტზე ცხოვრობდა“.

ამ სტატიაში განხილულია ლიტერატურული პერსონაჟების ფლუქტუაციური


არსებობის საკითხი და ეკო ასაბუთებს, რომ ფიქციური პერსონაჟები, რომლებიც
საწყისი გამოგონილი ტექსტიდან შემდგომ სხვადასხვა ტექსტსა თუ ხელოვნების
რომელიმე ფორმაში მოგვეწოდებიან, უფრო რეალური და დამაჯერებელი
ნიშნებით ხასიათდებიან, ვიდრე ისტორიულად არსებული ზოგიერთი ცნობილი
პერსონაჟი. ეკოს მაგალითად მოჰყავს, რომ ლევ ტოლსტოის ცნობილი პერსონაჟის
ანა კარენინას ნიშნები (მაგალითად, სიკვდილი) დღეს ჩვენ უკეთ ვიცით, ვიდრე
ადოლფ ჰიტლერის ნიშნები, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი მეოცე
საუკუნის უმნიშნელოვანესი ისტორიული ფიგურაა.

ამ ფენომენის აღსაწერად უმბერტო ეკო იყენებს ტერმინს ფლუქტუაციური


პერსონაჟი და სემიოტიკური გადატანის ფენომენთან მიმართებაში, ვფიქრობთ,
რომ ეს ცნება აუცილებლად იმსახურებს ყურადღებას. პირველ ყოვლისა იმიტომ,
რომ ფლუქტუაციური პერსონაჟი თავდაპირველი, ძირეული ტექსტიდან
სხვადასხვა ტექსტებში გადადის და ამ ფორმით აგრძელებს არსებობას: „ამდენი
კარენინას და ამდენი ბოვარის არსებობა, რომელიც ფლობერის ტექსტის გარეთ

64
ამდენნაირი სახით გვხვდება, ნიშნავს, რომ ჩვენ წინაშე აღარ არიან ტოლსტოის და
ფლობერის რომანების გმირები, არამედ ფლუქტუაციური პერსონაჟები.“

ეკო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ფლუქტუაციური პერსონაჟები ხშირად


საზოგადოების ცნობიერებაში ისე იმკვიდრებენ თავს, რომ საზოგადოების
კონკრეტულ წევრებს შესაძლოა არა ორიგინალი ტექსტიდან - წარმოშობის
ადგილიდან - არამედ მეორეული წყაროდან ჰქონდეს ინფორმაცია
ფლუქტუაციური პერსონაჟისა და მისი ნიშნების შესახებ და სწორედ ამ მოანცემზე
დაყრდნობით იყენებდეს ფლუქტუაციური პერსონაჟის სახელს და თვისებებს
თავის ყოველდღიურობაში: „ორიგინალური ტექსტებიდან თავდაღწეული ეს
პერსონაჟები, გარკვეული აზრით, ჩვენ შორის ტრიალებენ, ხშირად შთაგვაგონებენ
ქცევებს, ზოგჯერ მათ მივიჩნევთ შეფასების საზომად, და ვამბობთ, რომ ვიღაცას
ოიდიპოსის კომპლექსი აქვს, ზოგს გარგანტუას მადა, ზოგი ოტელოსავით
ეჭვიანია, ან ჰამლეტის კითხვები სტანჯავს...“ რაც იმას ნიშნავს, რომ
ფლუქტუაციურ პერსონაჟთან ჩვენი ურთიერთობა ემყარება იმ კონკრეტული
სემიოტიკურ ნიშნებს, რომელთა საფუძველზეც აგებულია პერსონაჟის იდენტობა
მისი უმთავრესი ყველაზე დასამახსოვრებელი ნიშნების ერთობლიობით. ოტელოს
ძირეულ ნიშნად წარმოგვიდგება ეჭვი, გარგანტუასთვის - მადა და ა.შ. გარკვეული
ნიშნები (რომლებიც ცნობითი მახასიათებელი - salient feature არის) განაპირობებს
ამ პერსონაჟთა იმიჯს ჩვენს ცნობიერში და მიუხედევად იმისა, რომ ისინი არ
არსებობენ რეალურ ისტორიულ სამყაროში და ხანდახან არ არსებობენ
პირველწყაროს ცოდნით არც გარკვეული ინდივიდების ცნობიერებაში, ეს
პერსონაჟები სხვადასხვა ხელოვნების ფორმით თუ კოგნიტურად მაინც
განაგრძობენ არსებობას. სწორედ ამის შესაბამისად, ეკო წერს, რომ
ფლუქტუაციურ არსების „ონტოლოგიური სტატუსი საკმაოდ უცნაურია: არ უნდა
არსებობდეს, არადა, რაღაც სახით ჩვენ შორის ტრიალებს და შეუძლია ჩვენი
ფიქრების დაპყრობა.“

სემიოტისთვის გარკვეულ ნიშანთა ერთობლიობის ერთი საარსებო არეალიდან


მეორეზე გადატანა ( თუნდაც ამ შემთხვევაში, ოტელოს შექპირისეული
პერსონაჟის ეჭვიანობის მეტაფორად გადატანა) და ამ პროცესის მოქმედი
კანონების ანალიზი სემიოტიკური კვლევის საგანს წარმოაგენს. რადგან როგროც
დასაწყისში აღვნიშნეთ, სემიოტიკური ძიების არეალი არის X -ის მაგივრად Y-ის
ნიშნობრივი გამოყენების თითქმის ყველა მნიშვნელობის მქონე შემთხვევა.
რადგან შეუძლებელია, რომ ყველაფერი რაც პირდარიპი მნიშვნელობით გვეძლევა
ბუნებაში, ფარავდეს გამოსახატი და აღსაწერი მოვლენების სიმრავლეს.
სემიოტიკისთვის ფიზიკურად არსებული, არაპირობითი ნიშანიც კი უმეტეს
შემთხვევაში გადატას გულისხმობს, რადგან ინდექსური ნიშნებიც კი, რომელაც

65
ფიზიკური მახასიათებლების აუცილებლად გააჩნიათ, სინამდვილეში
წარმოადგენენ მესიჯს, რომელიც ფიზიკური ნიშნის მონაცემების რაობაზე კი არ
გვაწვდის ინფორმაციას, არამედ იმ კონცეპტზე და პირსის ტერმინით კი
ინტერპრეტანტზე, რომელიც ამ მონაცემს მოჰყვება. კურდღლისა და მეძებარი
ძაღლის მაგალითზეც, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ, კურდღლის ნაკვალევის
ფიზიკური კომპონენტები კი არაა ძაღლისთვის მთავარი ინფორმაცია, არამედ „აქ
კურდღელმა გაირბინა“ არის მთავარი ინფორმაცია. შესაბამისად, ამ ფიზიკური
სამყაროდან ინფორმაციის კოგნიტურ დონეზე ადატანას სემიოტიკა თარგმანს ანუ
გადატანას უწოდებს.

66
ტარტუ-მოსკოვის თეორეტიკული სკოლა კულტურის სემიოტიკაში

Keywords: კულტურა, ცენტრი, პერიფერია

„კულტურის სემიოტიკური შესწავლის თეზისები (სლავური ტექსტების


მაგალითზე)“ უპირველეს ყოვლისა განსაზღვრავს რა არის კულტურა, როგორც
სემიოტიკური შესწავლის ობიექტი. ასევე, ეს ტრაქტატი მნიშვნელოვანია იმით,
რომ გვაწვდს ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორია სემიოტიკური რაკურსიდან
ცნება ტექსტის გაგება. ამ შემთხვევაში, ჩვენს წიგნში სწორედ ამ ორ კონკრეტულ
პუნქტს შევეხებით.

სემიოტიკისთვის კულტურის შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან, ერთი მხრივ,


კულტურა წარმოადგენს ქცევათა სისტემასა და მოდელს, რომლსაც კონკრეტულ
ადამიანთა ჯგუფი ისტორიის გარკვეულ პერიოდში იქმნება და ფუნქციონირებს;
შესაბამისად ყალიბდება გარკვეული ნიშანთა სისტემები და, მათ შორის, ქცევითი
სისტემები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ კულტურაშია გასაგები და
ფუნქციური. ამიტომ სემიოტიკისთვის კულტურის ნიშანთა სისტემების
წარმოშობისა და ფუნციონირების მექანიზმების გამოკვლევა ერთ-ერთ
ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს.

სემიოტიკისთვის კულტურის გაგების მეორე ფლანგი, რომელის ანალიზი და


ამოცნობა სემიოტიკური თვალთახედვიდან მნიშვნელოვანია, არის, რა თქმა უნდა,
ხოლო კულტურის შემოქმედებითი მხარე, ესთეტიკას და ხელოვნებაშია
გამოვლენილი, კულტურის გაგების მეორე დიდი სიმრავლეა. სემიოტიკას,
როგორც ნიშანთა სისტემების კანონზომიერებით დაინტერესებულ დარგს,
კულტურის გაგების ეს ორივე კომპონენტი აინტერესებს.

კულტურის კონსტრუირება „არაკულტურის“ ფენომენზე დაყრდნობით.

კულტურის მახასიათებლების გაანალიზებისას ერთ-ერთი ძირეული ტერმინი,


რომლის მნიშვნელობაც გადასინჯა და ხელახლა განსაზღვრა ტარტუ-მოსკოვის
თეორიულმა სკოლამ არის ტექსტის ცნება. რა ერთეული არის ტექსტი, როგორც
კულტურული მასალა, რომელიც არ განისაზღვრება მხოლოდ ნაწერი ტექსტის
ჩარჩოებით. ამ საკითხებს ტარტუ-მოსკოვის კულტურის შესწავლის სემიოტიკური
თეზისები პუნქტებად აყალიბებს.

67
კულტურის სემიოტიკური შესწავლის თეზისები (სლავური ტექსტების
მაგალითზე)

იური ლოტმანი, ვიაჩესლავ ივანოვი, ალექსანრდ პიატიგორსკი , ვლადიმირ


ტოპოტოვი
ბორის უსპენსკი 36

1.0.0. კულტურის შეწავლის უპირობო / თავდაპირველ წანამძღვრებად უნდა


მივიჩნიოთ, რომ ყველა ადამიანური აქტივობა იქნება ეს წარმოება, გაცვლა და
ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით დაგროვება წარმოადგენს ერთგვარ
მთლიანობას კულტურის ცნების გაგებისთვის. ინდივიალური ნიშნობრივი
სისტემები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმოადგენენ იმანენტურად
(თვისობრივად) ორგანიზებულ სტრუქტურებს, ფუნქციონირებენ მხოლოდ
ერთიანობაში, ერთმანეთის გათვალისწინებით. არცერთ ნიშნობრივ სისტემას არ
აქვს ისეთი მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამ სისტემამ
იზოლირებულად იფუნქციონიროს. მხოლოდ ამას მოსდევს ის, რომ ჩვენ
შეგვიძლია ავაგოთ სემიოტიკურ წრეში შემავალი შედარებით ავტონომიური
მოდელები; ჩვენ ასევე დასაშვებად მივიჩნევთ ისეთ მიდგომასაც, რომლის
მიხედვითაც თითოეული ასეთი სისტემა იკვლევს კულტურის სემიოტიკის
სხვადასხვა ასპექტს, სხვადასხვა ნიშნობრივი სისტემების ფუნცქიურად
დაკავშირებული კვლევის მეშვეობით. ამ შეხედულებიდან გამომდინარე, ჩნდება
საკითხი კულტურის ენების სტრუქტურული იერარქიის შესახებ, მათ შორის
სფეროების განლაგების (განაწილების) შესახებ იმ შემთხვევაში, როცა ეს სფეროები
კვეთს ან ემეზობლება ერთმანეთს.

1.1.0. სემიოტიკური ტიპოლოგიის ძიების პროცესში კულტურის ცნების


განსაზღვრა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ამ საკითხში ჩვენ უნდა გავმიჯნოთ
კულტურის ცნების თავისთავადი გაგება კულტურის ცნების სამეცინეორი მეტა-

36
Lotman, Juri M.; Vjacheslav V. Ivanov; Aleksandr M. Pjatigorskj; Vladimir N. Toporov and Boris
A. Uspenskij 2013. Theses on the semiotic study of cultures (as applied to Slavic texts). In: Salupere,
Silvi; Peeter Torop and Kalevi Kull (eds.), Beginnings of the semiotics of culture. Tartu Semiotics
Library 13. Tartu: University of Tartu Press, 53-7.

68
სისტემის მეშვეობით აღწერილი გაგებისგან. პირველი შეხედულების თანახმად,
კულტურა ჰგავს ზღვრულ სივრცით ფორმას, რომელსაც ოპოზიციად ერგება
ისტორიის ფენომენი, გამოცდილება ან აქტივობები, რაც არსებობს ამ
კულტურული სივრცის მიღმა. ამგვარად, კულტურის ცნება არის განუყოფლად
დაკავშირებული მისსავე ოპოზიციასთან - „არა-კულტურა“. პრინციპი, რომლის
მიხედვითაც ეს ხდება (მსგავსია შემდეგი ანტითეზების, როგორიცაა ჭეშმარიტი
რელიგია - პროფანული სივრცე, როგორიცაა განმანათლებლობა და უცოდინრობა,
რომელიმე ეთნიკური ჯგუფის კუთვნილება და არ მოქცევა რომელიმე ეთნიკურ
ჯგუფში და ა.შ.) ინარჩუნებს ამ ტიპოლოგიას კულტურის ცნების შემთხვევაშიც.
და მიანც, ჩამოყალიბების (ფორმირების) ეს ოპოზიცია ზოგიერთ ჩაკეტილ
სივრცეში და სივრციდიან ამოგლეჯილად შეადგენს (ქმნის) მნიშვნელოვან
მახასიათებელს კულტურის ცნების „შიდა მხარის“ ჩვენეული ინტერპრეტაციისას.
აქვე ჩნდება მახასიათებელი - ოპოზიციის აბსოლუტიზაცია: ჩანს, რომ კულტურას
არ სჭირდება, რომ ჰქონდეს „გარე“ სივრცეში არსებული ოპონენტი და იგი
(კულტურა) შესაძლებელია გავიგოთ იმანენტურად.

1.1.1

კულტურის ცნების დეფინიცია, რომ ის არის სოციუმისთვის ორგანიზებული


(ინფორმაციული) სფერო და მისი ოპოზიცია კი არის ქაოტური,
არაორგანიზებული ენტროპია, არის ერთ-ერთ მთავარი „შიდა პერსპექტივიდან“
მოცემული განმარტება კულტურის როგორც ობიექტის განსაზღვრისას.
კულტურის ეს გაგება არის მაგალითი, რომ მეცნიერება (ვთქვათ, ინფორმაციული
ტექნოლოგიები) მე-20 საუკუნეში არის არამხოლოდ მეტა-სისტემა, არამედ არის
აღწერილი ობიექტის ნაწილი, „თანამედროვე კულტურა“.

1.1.2. ოპოზიცია „კულტურა - ბუნება“, „ნაკეთი - ხელთუქმნელი“ („ხელით


გაკეთებული“ –„ ხელით გაუკეთებელი, ანუ ბუნებრივი - მ.ნ.) გარკვეული
მნიშვნელობით არის ისტოირულად განპირობებული ინტერპრეტაციის -
ანტითეზა ჩართულის (შემავალის) და ჩაურთველობის მსგავსი. მოდი, ჩვენ
გამოვკვეთოთ ანტითეზა „კულტურა - ცივილიზაცია“, მიღებული რუსულ
კულტურაში მეოცე საუკუნის დასაწყისში (ა. ბლოკი), რომელიც მიიჩნევს, რომ
კულტურა არის ორგანიზებული სტრუქტურა, მაგრამ არა ადამიანის მიერ -
არამედ „მუსიკის სულის“ მიერ - და ამგვარად იგი არის „პირველხარისხოვანი“
კონსტრუქტი. ხოლო ნაკეთობრიობის („ხელოვნურის“) თვისება, აღიქმება
როგორც ნიშანი ანტიპოდისა „კულტურა“ – „ცივილიზაცია“.

69
1.2.0.
გარე თვალით თუ შევხედავთ, კულტურის და არა-კულტურის აღწერა
წარმოდგენენ სფეროებს, რომლებიც ცალკეულიც არიან, მაგრამ, ამავე დროს,
ერთმანეთის არეალი სჭირდებათ. კულტურის მექანიზმი არის სისტემა, რომელიც
გარდაქმნის გარე სფეროს შიდა სფეროდ: არაორგანიზებულს ორგანიზებულად,
უცოდინრებს მცოდნეებად, ცოდვილებს უცოდველებად, ენტროპიას
ინფორმაციად. იმის წყალობით, რომ კულტურა ცხოვრობს არამხოლოდ შიდა და
გარე სივრცეების ოპოზიციით, არამედ ერთი სფეროდან მეორეში გადასვლით, იგი
არა მხოლოდ ეწინააღმდეგება გარე „ქაოსს“ არამედ ამისი საჭიროებაც აქვს და არა
მხოლოდ ანადგურებს [ქაოსს სფეროს] არამედ გამუდმებით ქმნის კიდეც მას. ერთ-
ერთი მაკავშირებელი კულტურასა და ცივილიზაციას (და ასევე „ქაოსს“) შორის
არის ის, რომ კულტურა გამუდმებით აშორებს ერთმანეთსგან, მისი საპირისპიროს
სასარგებლოდ, ზოგიერთ „ამოწურულ“ კომპონენტ, რომელიც კლიშედ იქცევა
[კონკრეტულ სივრცეში] და ფუნქციონირებს არა-კულტურაში. ამგვარად, თავად
კულტურაში (გარე) ენტროპია იზრდება (შიდა) მაქსიმალური ორგანიზებულობის
ხარჯზე.

1.2.1. ამასთან მიმართებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ტიპის კულტურას აქვს
თავისივე მიმართება „ქაოსის“ ტიპთან. რომელიც უპირობოდ არის პირველადი,
ერთგვაროვანი და თავის მიმართ თანაბარი, მაგრამ ამავე დროს ისეთი, რომ
წარმოადგენს ადამიანის მიერ შექმნილს სწორედ ისევე, როგორც კულტურის
სფერული ორგანიზება. ყველა ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ტიპს
აქვს თავისივე შესაბამისი არა-კულტურული [შესატყვისი სირცე].

1.2.2.
ექსტრაკულტურული არაორგანიზებული სივრცე ხანდახან შესაძლოა აგებული
იყოს კულტურული სფეროს სარკისებულ ანალოგად ან სხვაგვარ სივრცედ,
რომელიც დამკვირვებელის აღქმით, ბუნებრივად შერწყმულია მოცემულ
კულტურაში და ვლინდება როგორც ამოუცნობი [შეუცნობელი]. მაგრამ იგი
გარეთა პოზიციიდან აღმოჩნდება, რომ არის განსხვავებული ორგანიზაციის
[მოწყობის] სფერო. აქედან პირველის მაგალითი შეიძლება იყოს ერთი ბერის მიერ
პაგანური იდეეების აღდგენა მე-12 საუკუნის კიევში თხზულებაში „განვლილი
წლების თხზულება“. იგი აიძულებს ჯადოქარს, რომ რელიგიურ დიალოგში
შევიდეს ქრისტიანებთან და უპასუხოს შეკითხვას “ვინ არიან ღმერთები“ „სად
ბინადრობენ?“ იმის თქმით: ისინი ზიან ქვესკნელის წიაღში, ხოლო გარეგნობის
მიხედვით, არიან შავები და ფრთიანები და კუდები აქვთ...“ იმ სფეროში კი სადაც

70
კულტურა არის დასადგურებული, „ზეცა“ არის განკუთნილი ღმერთებისათვის,
და მის გარე სამყაროში მყოფნი კი „ქვემოთ“ ცხოვრობენ. კულტურის სისტემის
ამგვარ მოცემულობაში, იდენტიფიკაცია ხდება ექსტრა-კულტურული სივრცდან
ნეგატიური „დაბალი“ სამყაროს მიმართ. (ღმერთი, რომელიც ზის ქვესკნელში
არის ეშმაკი, მაგრამ უფალი ზის ცაში“) ამ უკანასკნელის მაგალითი არის
პოლინელი ისტორიკოსის მტკიცვება, რომ ძველ დროში „[დრევლიანებს]“ არ
ჰქონდათ „ქორწინება“, რომლის მერეც აღწერითობა [ფორმა] ეძლევა ოჯახის
ინსტიტუციას, რომლიც ამ ისტორიკოსისთვის დაფუძნებული არ იყო
ქორწინებაზე ბუნებითად, არამედ ამას მხოლოდ თანამედროვე მკვლევარი
იფიქრებს.

1.2.3. მიუხედავად იმისა, რომ კულტურა საზღვრების გაფართოების მეშვეობით


ცდილობს მთლიანად დაიპყროს ექსტრა კულტურული სფერო, მიიმსგავსოს იგი,
გარე დაკვირვების პოზიციიდან ჩანს, რომ ორგანიზებული სფეროს გაზრდას
მივყავართ არაორგანიზებული სფეროს გაზრდამდე. ბერძნული ცივილიზაციის
ვიწრო სამყაროს გარს ერტყა თავისი შესატყვისი ვიწრო „ბარბაროსული“ სამყარო.
ხმელთაშუაზღვის ძველი ცივილიზაციის სივრცულ ზრდას თან სდევდა მისი
ექსტრაკულტურული სამყაროს განვრცობაც. (თუკი ჩვენ ავარიდებთ თავს
ავარიდებთ მოცემული კულტურის ცნებას, არანაირი ზრდა არ იარსებებს:
გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა იგივენაირად გააგრძელებდა ცხოვრებას რომის
იმპერიის მიერ მათ აღმოჩენამდე და მის მერეც. ეს მხოლოდ მოცემული
კულტურის თვალთახედვიდან არის „საზღვარი“ [ორ სფეროს შორის] მუდმივად
მზარდი. მეოცე საუკუნისთვის დამახასიათებელია ის, რომ ამოწურა რა
შესაძლებლობები სივრცობრივი ზრდის (ყველა გეოგრაფიული სივრცე გახდა
„კულტურული“; „საზვარი“ [მიჯნა/სასაზღვრო ზოლი] გაქრა), მიმართა
ქვეცნობიერის სფეროებს, ააგო ახალი სივრცეები, რომელიც კულტურაას
ოპოზიციას გაუწევდა. ოპოზიცია ქვეცნობიერის სფეროების მიმართ, ერთი მხრივ,
და კოსმოსის მიმართ, მეორე მხრივ, არის საკვანძო, რომ გავიგოთ მეოცე საუკუნის
კულტურის შიდა სტრუქტურული მოწყობა, რადგან ოპოზიცია რუსი და
„სტეპები“ იყო მეოცე საუკუნისთვის, ან რუსული კულტურის მეცხრამეტე
სუაკუნის მეორე ნახევრის ხალხისთვის. ფაქტობრივად, ქვეცნობიერის საკითხი
არის არათუ აღმოჩენის, არამედ უბრალო მეოცე საუკუნის გამოგონების ნაწილი.

1.2.4.
„კულტურულ-ექსტრაკულტურული სივრცის“ ოპოზიცია არის კულტურული
მექანიზმის მინიმალური ერთეული ყველა მოცემულ დონეზე [შრეზე].
პრაქტიკულად თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ მოგვეცა ექსრეაკულტურული სფეროების

71
პარადიგმა („ბავშვობის ხანა“, „ეგზოტიკურ-ეთნიკური“ სივრცე მოცემული
კულტურის თვალზასრისით, „ქვეცნობიერი“, „პათოლოგიური მდგომარეობა“ და
სხვა.). შუასაუკუნეების პერიოდის ტექსტებში ადამიანთა აღწერილობის უმეტესი
ნაწილი სწორედ ამგვარი ფორმით იყო აგებული: ცენტრში არის ნორმატიული
„ჩვენ“, რომელსაც უპირისპირდება ანომალიის პარადგიმა. ხაზი უნდა გავისვათ
იმას, რომ ცნება „ შიდა“ გვევლინება, როგორც ზემოთხსენებული ოპოზიციური
მოწყობის პოზიტიური მხარე, მაშინ როდესაც „გარეთა“ თვალთახედვიდან
მთელი ეს ოპოზიცია გვევლინება კულტურულ ფენომენად.

1.3.0.
გარე სფეროს აქტიური როლი კულტურულ მექანიზმში განსაკუთრებით
ვლინდება იმ ნიშნით, რომ გარკვეული იდეოლოგიური სისტემები შეიძლება
გაიგივდეს კულტურულის გენერირების წყაროსთან, რომელიც პრიციპულად
გარეთა სფეროდან მომდინარეობს, [რომელიც არის] არაორგანიზებული სფერო
[ქაოსი], შიდა მხარის ოპოზიცია, რეგულირებული [გაცხადებული], როგორც
კულტურულად მკვდარი სფერო. ამგვარად, სლავოფილური ოპოზიციაში რუსეთი
- დასავლეთი, ამათგან პირველი არის იდენტიფიცირებული, როგორც გარეთა
სფერო, რომელიც არ არის ნორმალიზებული, რომელიც არ არის კულტურულად
ასიმილირებული [მსგავსი], მაგრამ გულისხმობს, რომ წარმოშობს სამომავლო
კულტურის სეგმენტს. თავის მხრივ, დასავლეთი, არის წარმოდგენული როგორც
ჩაკეტილი და რეგულირებული სამყარო, „კულტურული“ და, ამავე დროს,
კულტურულად მკვდარი 37.

1.3.1.
ამგვარად, გარეთა სფეროს დამკვირვებლის პოზიციით, კულტურა წარმოადგენს
არა უძრავ, სინქრონულად დაბალანსებულ [დარეგულირებულ] მექანიზმს,
არამედ დიქოტომიურ სისტემას, რომლის მუშაობაც იქნება რეალიზებული,
როგორც არერეგულირებული სფეროს წინააღმდეგ მიმართული რეგულირებური
სფეროს აგრესია და პირიქით, როგორც არარეგულირებულის შემოჭრა
ორგანიზებული სამყაროს სფეროში. ისტორიული განვითრების სხვადსხვა
პერიოდში ამ ორიდან რომელიმე ერთმა ტენდეციამ შეიძლება იმძლავროს
მეორეზე. კულტურული ტექსტების შიდა ფორმირება, რომელიც ხდება გარე
სფეროდან, ხანდახან აღმოჩნდება ხოლმე კულტურული განვითარების მძლავრი
სტიმული.

37
გამომდინარე იქედან, რომ ჩაკეტილია სისტემა, მკვდარი სისტემაა.

72
1.3.2.
კულტურული და გარე [კულტურული] სფეროს ურთიერთობა უნდა
გათვალისწინებული იყოს კულტურული გავლენების და კავშირების
შესწავლისას. კულტურული და გარე [კულტურული] სფეროს ინტენსიური
ურთიერთობისას, კულტურა ემსაგავსება მისთვის „მსგავსს“ [გასაგებს], უფრო
სწორად რომ ვთქვათ, იმას, რაც მისი პოზიციიდან არის აღქმული კულტურულ
ფაქტად, ხოლო შემდეგ უფრო სიღმისეული [ინტენისური] განვითარებისას იგი
შთანთქავს ისეთ ტექსტებს, რომლის ამოცნობაც არ შეუძლია. მეოცე საუკუნის
ევროპის ხელოვნების ინტენსიური მიმოცვლა ბავშვის ხანის [ინფანტიკურობის
ხანის] ხელოვნებასთან, როგორიცაა ანტიკურ და შუასაუკუნეების ხელოვნება ან
შორეული აღმოსავლეთის და აფრიკელი ხალხის ხელოვნება, უკავშირდება იმ
ფაქტს, რომ ეს ტექსტები არის ამოგლეჯილი მათი ისტორიული (ფსიქოლოგიური)
კონტექსტიდან. ისინი არის დანახული „ზრდასრული“ ევროპელის თვალით.
იმისთვის, რომ ამ ტექტსებმა აქტიური როლი ითამაშონ, ისინი დანახული უნდა
იყონ, როგორც „განსხვავებული“.

1.3.3.

კულტურული ურთიერთქმედების ფუნქცია შიდა (დაკეტილ) და გარეთა (ღია)


სფეროებს შორის არის ასახული სახლების (ნაგებობების) აგების სტრუქტურაზეც.
სახლების მშენებლობაში ადამიანი წარმოადგენს სივრცის რაღაც ნაწილს - გარეთა
სფეროს ოპოზიციაში მყოფ სივრცეს - რომელიც არის კულტურულად
ასიმილირებული და რეგულირებული სახლის ცნების გარშემო. ხდება ისე, რომ ეს
იმთავითვე ოპოზიციური მოწყობა მოითხოვს კულტურულ მნიშვნელობას
[ღირებულებით ერთეულს] მხოლოდ გამუდმებით საპირისპირო მხარეს
მიმართული მხარეების საფუძველზე. ამგვარად, მეორე მხრივ, ჩაკეტილი
„საშინაო“ სფერო ხდება არა ანტიპოდი გარე სფეროსი, არამედ მისი მოდელი და
ანალოგი ( მაგალითად, ტაძარი, როგორც სამყაროს მოდელი). ამ შემთხვევაში
ტაძრის სივრცის მოწყობა არის გადატანილი გარე სამყაროზე, რომელიც
თრგუნავს დაურეგულირებლობის სფეროს (შიდა სფეროს მიერ გარე სფეროს
ექსპანსიას). მეორე მხრივ, გარეთა სფეროს ზოგიერთი თვისება ამდიდრებს
[იჭრება] შიდა სფეროს. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, შეგვიძლია განვასხვაოთ
„სახლი სახლის შიგნით“ (მაგალითად, საკურთხევლის ადგილი როგორც შიდა
სფეროს შიდა სფერო.). საკამოდ საინტერესო მაგალითია „თამაში“ შიდა და
გარეთა სფეროებს შორის მიმართება, ბაროკოს არქიტექტურაში შემავალ

73
კულტურულ სფეროებთან ანალოგიით თუ წარმოვიდგენთ. ხელოვნების ნიმუშის
წარმოდგენისას, რომელსაც ზედ ედება თავისივე ჩარჩოების ესთეტიკა ( როგორც
[ბაროკოს] ნახატებს, სადაც ჩარჩო ნახატის გაგრძელება/განვრცობაა, ქანდაკებები
კი გაგრძლენება [შთამომავალია] მისივე პედესტალის, სისტემები, სადაც
დაწყვილებულია მიმართება ფანჯრებსა და სარკეებს შორის, რომელიც
შეესაბამება გარე ლანდშაფტს და ინტერიერს) ქმნის კულტურული სფეროს
საერთო საზღვრებს ქაოსში და ქაოსიდან კულტურულ სფეროში.

2.0.0.
ამგვარად კულტურა არის აგებული სემიოტიკური სისტემების იერარქიის
მიხედვით, ერთი მხრივ, მას გარს არტყამს ექსტრაკულტურული მრავალ ფენად
არსებული შრე. მაგრამ, ამავე დროს, უდავოა, რომ სწორედ მისი შიდა
სტრუქტურა, - სემიოტიკური ქვესისტემების ურთიერთკავშირი და სინთეზი ,
განაპირობებს კულტურის ტიპს პირველ ყოვლისა.

თავის მესამე: სემიოტიკის ძირითადი დარგები

ბიოსემიოტიკა

Keywords: ამოცნობა, ინფორმაცია

ბიოსემიოტიკა არის სემიოტიკის საბუნებისმეტყველო დარგი, რომელიც


შეისწავლის ბიოლოგიურ ნიშნობრივ სისტემებს და ცოცხალი ორგანიზმების
სემიოტიკურ ფუქნციონირებას. ბიოსემიოტიკის უპირველესი განაცხადი არის ის,
რომ სიცოცხლე სემიოზისია, ანუ ნიშნების წარმოქმნისა და გაცვლის პროცესი.

ბიოსემიოტიკური ნიშნობრივი ამოცნობის პირბებში დგინდება ის, თუ რა არის


ინფორმაციის უმცირესი ერთეული, როგორც სემიოტიკური მნიშვნელობის
მატარებელი ერთეული; თანამედროვე ბიოსემიოტიკა თანხმდება, რომ ეს
ერთეულ უჯრედულ დონეზეა წარმოდგენილი ბუნებაში - ცალკეულ უჯრედებს
აქვთ მეორე ცალკეული უჯრედის ამოცნობის უნარი და შემდგომ, შესაბამისი
ქმედების უნარი.

74
ამის დასტურია იაკობ ვონ უქსკიულის მიერ უმველტის თეორიაში აღწერილი
მაგალითები, რომლებიც ბიოსემიოტიკის, როგორც სემიოტიკური მიმდინარეობის
სათავეა და შექმნილია მეოცე საუკუნის დასაწყისში. ამ თეორიაში
დასახელებულია, რომ სწორედ უმცირესი მნიშვნელობის მატარებელი
ერთეულია (ბუტირის მჟავის მოლეკულები) ის ნიშანი, რომელიც ცოცხალი
სისტემების პირობებში სწორედ ნიშანს წარმოადგენს მეორე (აღმქმელ) უჯრედთა
ერთობლიობისთვის.

კერძოდ კი, უქსკიულის მიხედვით, მტალცებელი-მსხვერპლის კომუნიკაციისას


მწერ ტკიპასა და ძუძუმწოვარ ძაღლს შორის, ძუძუმწოვრის სხეულიდან მომავალ
ბუტირის მჟავა არის ნიშანი (კერძოდ, სიგნალი) ტკიპის აღქმითი
რეცეპტორებისათვის, რომლის ამოცნობაც ტკიპას შეუძლია და ახორციელებს
კიდევ ამ სემიოტიკურ ამოცნობას გარკვეულ დროსა და სივრცეში. ბუტირის
მჟავის ნიშნად მოხსენიება იყო ის, რამაც ნიშნის მოლეკულური ბუნების საკითხი
წამოჭრა და შესაბამისად, სიცოცხლის განმსაზღვრელ კრიტერიუმად აქცია ის,
რომ რომელიმე ბიოლოგიური ორგანიზმი ცოცხალ ორგანიზმად მოიხსენიება
მხოლოდ მაშინ, როცა ნიშნის ინფორმაციად ამოცნობა შეუძლია იმ შემთხვევაშიც
კი თუ რაიმე კონკრეტული უჯრედული ნაერთის სახით წარმოდგენილი.

ამ საკითხის უკეთ ფორმულირების შესაძლებლობას გვაძლევს ცნობილი


ესტონელი ბიოსემიოტიკოსის კალევი კულის სტატია „სემიოტიკა არის
სიცოცხლის თეორია“ Semiotics is a theory of life 38 (2005), რომელში სემიოტიკური
ამოცნობის Recognition
ბიოლოგიურ შესაძლებლობებს და ღირებულებას განიხილავს.

ამოცნობა, From „სემიოტიკა არის სიცოცხლის თეორია“, კალევი კული

რა არის „ამოცნობა“ ორგანიზმისთვის? უსიცოცხლო ინტერგაქციის დროს, თუკი


გარკვეული ტიპის საგანი გარკვეულწილად იქცევა რომელიმე ტიპის საგნების
მიმართ და სხვა ტიპის საგნების მიმართ, არა, ჩვენე ეს შეგვიძლია აღვწეროთ
ტერმინებით „შეთავსება“, „მსგავსება“, „რეაქტიულობა“. ტერმინ „ამოცნობის“
გამოყენებისას ჩვენ როგორც წესი ვგულისხმობთ შედარებით მეტს - შედარებას,
უკვე არსებულ მოდელთან მსგავსებას. ამოცნობის ძირითადი მახასიათებელი
(უსიცოცხლო ინტერაქციისგან განსხვავებით) შეიცავს სისტემის განვითარების

38
Kull, Kalevi 2005. Semiotics is a theory of life. In: Williamson, Rodney; Sbrocchi,
Leonard G.; Deely, John (eds.), Semiotics 2003: “Semiotics and National Identity”.
New York, Ottawa, Toronto: Legas, 15–31.

75
პროცესში გარკვეულ ფორმასთან მორგებას და ამის დამახსოვრებას. ეს
უტოლდება ბიოლოგიური ტერმინს „ადაპტაცია“. ცოცხალი სისტემები
ივითარებენ ჩვევებს და თუკი ორგანიზმული ფორმას განვითარება შეუძლია,
მაშინ ნათელი ხდება, რომ ცოცხალ (ბიოლოგიურ) ინტერაქციისას აღმოვაჩენთ
მართლაც ძალიან კომპლექსურ ფორმებს. ამგვარად, სხვაობა ცოცხალ და
არაცოცხალ (სემიოტიკურსა და ფიზიკურს) ინტერაქციას შორის არის ის რომ მათ
შეუძლიათ გამოიყენონ ისტორია, რომ მოერგონ (გარემოს) უკეთ, მაშინ როდესაც
უსიცოცხლო საგნებს არ აქვთ მსგავსი მექანიზმი თავის გასაუმჯობესებლად.

ქიმიური რეაქციები რომ ავიღოთ მაგალითად, არაორგანული შემადგენლობის


პირობებში მოლეკულა ერგება მის რეაგენტს, მაგრამ ენზიმის (ფერმენტის)
შემთვევაში იგი ამოიცნობს სუბსტრატს. ენზიმს (ფერმენტს) აქვს განვითარებისა
და მემკვიდრეობის ისტორია, რომელიც არ არის არაორგანული
შემადგენლობების შედეგი. ამგვარად, „ამოცნობა“ არ არის მხოლოდ
მოლეკულური შეთავსება - იგი ამავე დროს სხვა რამეც არის; ამოცნობა ნიშნავს,
რომ აგენტის ინდივიდუალური ფორმა [ამავე დროს] აღნიშვნასაც
[ახორციელებს].
ეს იმიტომ ხდება რომ ამოსაცნობი აგენტის დედუქცია ი.ე. გამოთვლა
შეუძლებელია ფიზიკიკური ან ქიმიური უნივერსალური კანონებით, რადგან ეს
ფორმა არის წმინდად ინდივიდუალური ლოკალური ისტორიის მიმართ, სწავლის
პროცესის მსგავსად.

მნიშვნელოვანი საკითხი აქ უკავშირდება ქიმიური მოლეკულების სახელდებით


გადანაწილებას. როგორც ორგანულ ისე არაორგანულ ქიმიაში სახელდება
ერთეულს ესადაგება მოლეკულური სტრუქტურის სხვაობის მიხედვით -
იმისთვის, რომ განისაზღვროს სახელი, რაიმეს უნდა გქონდეს განსაზღვრული
(დამკვიდრებული) სტრუქტურა. აღსანიშნავი ფაქტი არის ის, რომ ეს
მოცემულობა არსებითად იცვლება ფერმენტების შემთხვევაში. ფერმენტის
სტრუქტურის დადგენა, როგორც წესი არ განსაზღვრავს სახელს. რატომ ხდება ასე
და სად შეიძლება ფერმენტული მოლეკულის სახელწოდება ინდენტიფიცირდეს?
ფერმენტების კლასიფიკაცია ეყრდნობა არა მისი მოლეკულების სტრუქტურას,
არამედ იმ ფუნქციას, რასაც ისინი ორგანიზმში აღასრულებენ.

ფერმენტებმა საკმაოდ განსხვავებული სტურუქტურით შესაძლოა გამოიწვიოს


ერთი და იგივე რეაქცია და ფერმენტებმა მსგავსი სტრუტურით შესაძლოა
განსხვავებული რექაცია გამოიწვიოს. ამგვარად, ფაქტი არის, რომ მაშინაც კი როცა
ვიცით კონკრეტული ფერმენტი სტრუქტურა, სრულიად არ გვაქვს რაიმე გზა იმის
გამოსათვლელად, თუ რა შეუძლია მას. ორგანული მოლეკულების შემთხვევაში,

76
მარტივ ორგანულ მოლეკულებში, ეს როგორც წესი ძალიან ადვილად
შესაძლებელია, მაშინ როდესაც ფერმენტების შემთხვევაში ეს [გამოთვლა]
თითქმის არასდროს ხდება. ერთადერთი გზა რომ დადგინდეს ფერმენტის
ფუნქცია არის იმაზე დაკვირვებამ თუ რას ასერულებს იგი ცოცხალ ორგანიზმში,
მის რეალურ კონტექსტში. ეს გარემოება ფერმენტების შესახებ შეესაბამება
ჟესტებისა და სიტყვების გამოყენების გარემოებას.

ნულოვანია შანსი იმისა, რომ გამოვთვალოთ უცნობი სიტყვის მნიშნელობა


ფონემების მიმდევრობით, რადგან ეს ორი ერთმანეთთან კავშირში არაა. ჩვენ
მხოლოდ შეგვიძლია დავაკვირდეთ როგორ ფუნქციონირებს იგი ენაში, და
წარმოვადგინოთ ჰიპოთეზები მათი მნიშვნელობის შესახებ ეტიმოლოგიური
შესწავლის საფუძველზე. სწორედ იგივე შეგვიძლია ვთქვათ ფერმენტების
შემთხვევაშიც, არავითარ შემთხვევაში უფრო მეტი.

ამგვარად, ფერმენტების სტრუქტურისა და ფუნქციის მიმართება არის პირობითი,


და მ. ბარბიერი (2001) მას კიდევაც უწოდებს „ბუნებრივ პირობითობას“.

ეს საკითხი მკვეთრად სემიოტიკურია იმ თვალსაზრისით, რომ კონკრეტულ


ნაერთთა ერთიანობა (ამ შემთხვევაში ფერმეტები) ქმედებენ ფაქტობრივად,
კონტექსტის მათი გარემოს მიხედვით და არა სტრუქტურის მიხედვით. რაც ქმნის
პირობითობის ისეთ ხარისხს, როცა ერთი და იგივე ნიშანი სხვადასხვა გარემოში
სხვადასხვა მნიშვნელობის მატარებელია. ისეთი შემთხვევები როცა ერთი და
იგივე ნიშანი, ვთქვათ, ხელის მოძროაბა, სხვადასხვა ჟესტი სხვადასხვა სოციუმში
განსხვავებულად ფუნქციონირებს, საზოაგდოებისთვის ცნობილი და
დამვიდრებული აზრია და იგი აღქმულია როგორც მკვეთრად სემიოტიკური
პირობითობის შემცველი მოვლენა. ბიოსემიოტიკის მიგნება ამ შემთხვევაში ის
არის, რომ ბიოსემიოტიკა აცხადებს, რომ თუკი მოლეკულურ დონეზეც იგივე
ფენომენთან გვაქვს საქმე, სრულიად შესაძლებელია, სემიოტიკური კანონებით
შევისწავლოთ ენზაიმთა ანუ ფერმენტთა ფუნქციონირებაც და არა მექანიკურად
მხოლოდ კლასიფიკაციით განპირობებული სტრუქტურის მიხედვით.

***

რაც შეეხება ბიოსემიოტიკის თეორიულ მოწყობას: Kalevi Kull, Terrence Deacon,


Claus Emmeche, JesperHoffmeyer and Frederik Stjernfelt

ნაშრომიდან: Theses on Biosemiotics: Prolegomena to a Theoretical Biology

77
II. Biology is incomplete as a science in the absence
of explicit semiotic grounding

ბიოლოგია არის არასრული სემიოტიკური საფუძვლის გარეშე

The neodarwinian biology as practiced all over the world has prescinded (i.e., abstracted from
necessary contextual support) an asemiotic conception of life as mere molecular chemistry,
and yet at the same time is dependent on unanalyzed semiotic assumptions.

მსოფლიო მასშტაბით ნეოდარვინისტულმა ბიოლოგიურმა კვლევამ სიცოცხლი


როგორც წმინდად მოლეკულური ქიმიური ფენომენი არასემიოტიკური ხედვად
დატოვა (რაც ნიშნავს, რომ გამოაცალა მას კონტექსტში გააზრების აუცილებლობა),
მაგრამ მიუხედავად ამისა [ნეოდარვინისტული ბიოლოგია] დამოკიდებულია
არგაანალიზებულ სემიოტიკურ დასკვნებზე.

მიზეზი, რის გამოც ეს საკითხი წარმოიჭრება არის ის, რომ ბიოლოგია სემიოზისის
ცნების გამოტოვებას აკომპენსირებს მრავალი სრულიად სემიოტიკური ტერმინის
გამოყენებით, როგორიცაა: „ინფორმაცია“, „ადაპტაცია“, „სიგნალი“, „სტიმული“
(cue), „კოდი“, „შეტყობინების გამცემი“ , „სიზუსტე“ (“fidelity” 39), „ჯაჭვური
კომუნიკაცია“ (“cross talk“) და ასე შემდეგ. ეს ცნებები სიზუსტის დაცვით
იშვიათად არის განმარტებული ან თითქოს მეტაფორულად გამოიყენება და
ზედაპირული თუ ავტომატური დანასკვით (implicit assumption ), ეს ტერმინები
შეიძლება დაყვანილ იქნას წმინდა ქიმიურ აუცილებლობამდე.

It is not clear, however, that a complete and unproblematic reduction of this sort is possible.
If biologists were asked to avoid these implicitly semiotic terms they would have a hard—and
probably impossible — job of explaining the nature of organic function.

ჩანს ისიც, რომ ამ მიდგომის სრული და უპრობლემო ჩამოშორება შეუძლებელია.


თუკი ბიოლოგებს ვთხოვთ, რომ თავი სრულიად აარიდონ ამ წმინდად
სემიოტიკურ ტერმინებს, მათთვის ეს ძნელი და თითქმის შეუძლებელი იქნება,
რადგან მათი საქმიანობა [ზოგადად] ბუნების ორგანული ფუნქციონირების
შესწავლას გულისხმობს.

39
Fidelity - სიზუსტის, იგივეობრიობის შენარჩუნება ნივთიერების მოლეკულურ დონეზე.), in this
process refers to the ability of the polymerase to avoid or to correct errors in the newly synthesized DNA strand.
... It has been estimated that normal cells replicate their genome with a fidelity that translates to approximately a
single error per cell generation (Loeb, 1991)

78
მაგალითად, თუკი ჰემოგლობინი ცნობილი იქნებოდა მხოლოდ მისი 3D
მოლეკულური სტრუქტურით, შეუძლებელი იქნებოდა იმის მიხვედრა, რომ იგი
სისხლში ჟანგბადის გადამტანია. მაგრამ იმის ცოდნა, რომ ჰემოგლობინი ასახავს
მოლეკულური ორგანიზმის საჭიროებას, რომ მოამარაგოს ენერგიით
მეტაბოლიზმში ჩართული სომატური ქსოვილები, მაშინვე გასაგები ხდება, (1)
რომ მას უნდა ჰქონდეს სტუქტურული თვისებები, რომლებიც ხელშემწყობი
იქნება სისხლში ჟანგბადის ტრანსპორტირებისა და მომარაგებისათვის; (2)
ჟანგბადის მომარაგების კომპონენტი ჰემოგლობინის მოლეკულაში უნდა იყოს
შენარჩუნებული ევოლუციურად; (3) ჰემოგლობინის სხვადასხვა ფორმები
განსხვავდება ერთმანეთისგან ჟანგბადის ტრანსპორტირების მოთხოვნილების
შესაბამისი კომპონენტის მიხედით (სახეობისა მიხედვით და ძუძუმწოვრებში
მაკედ ყოფნის პერიოდისას).

თეორიული ასპექტისთვის აქ სარისკო არის ის, რომ ბიოლოგიაში ყოველთვის


აუცილებელია ფაქტების ემპირიული დადასტურება კონტექსტშივე.
კონტექსტუალურობა არ უნდა იყოს აღქმული, როგორც სხვა სრულიად
დამოუკიდებელი განზომილების თვისება - არამედ კონტექსტი ფუნქციური
აუცილებლობითაა განპირობებული (და პირიქით). თუ რომელიღაც სხვა
პლანეტებზე არსებობს სიცოცხლე სამყაროს სხვა ნაწილში, თუნდაც
მნიშვნელოვნად განსხვავებული ფორმით, მოსალოდნელია, რომ იმ ცოცხალ
სისტემაშიც არსებობდეს ანალოგიური ტრანსპორტირების ფუნქციის მოლეკულა
და, თუკი მათ მეტაბოლიზმში მონაწილეობს ჟანგბადის გარდა სხვა რამე ნაერთი,
რომელსაც დედამიწაზე არსებული ჰემოგლობინისგან განსხვავებული
მოლეკულური სტრუქტურა აქვს, ასეთ შემთხვებაშიც მას ექნება ისეთივე
გადამტანი ფუნქცია, როგორც ჰემოგლობინს ჟანგბადის მიმართ, ისე რომ
გამოიყოფოდეს [მუშაობდეს] ქსოვილთა საჭიროებისამებრ.
და თუკი ამ ორგანიზმში მეტაბოლიზმი ხორციელდება ჟანგბადის გარდა სხვა
რომელიმე ნივთიერებით, მაშინაც ანალოგიური მოწყობის სტრუქტურული ჯაჭვი
იქნება ენერგიის გადატანის ხელსაწყო. ეს გვაჩვენებს „ჰემოგლობინის
მოლეკულის“ პოტენციური განხორციელების კანონზიმიერებას (ამ ყოვლად
არადედამიწური ანალოგიის შემთხვევაშიც), რომელიც მკაცრად მოხაზავს თავის
ფორმას და შესაბამისობას კონტექტუალურ ფაქტორებთან.

Another way to put this is to say that hemoglobin function is not intrinsic to its molecular
structure. Rather it is relational — hemoglobin may be seen as a carrier of constitutive
absence (Deacon 2006b), in the sense that the molecule’s properties are constituted not only
by intrinsic features, but by extrinsic features of its historical and physical functional
contexts. In effect, the missing oxygen with respect to which hemoglobin structure has
evolved has become its defining characteristic. In this respect, one can understand the

79
structure of hemoglobin as a “representation” of both oxygen and its role in the cellular
molecular processes of metabolism. The function of hemoglobin is in this way also what
affords the possibility of it having representational character. This function relates to the
“needs” or self-maintenance conditions of some agent. Needing something implies both its
transient absence and some structure or processual state representing that absence and its
possible ending or completion.

ამის გაგების კიდევ ერთი გზა არის, რომ ჰემოგლობინის ფუნქციონირება არ არის
დამოკიდებული მის მოლეკულურ სტრუქტურაზე. არამედ არის რელატიური, -
ჰემოგლობინი წარმოგვიდგება როგორც დანაკლისის შემვსები (დიკონ 2006b), იმ
თვალსაზრისით, რომ მოლეკულის მახასიათებლები აგებული არიან არა მხოლოდ
შიდა თვისებებით, არამედ თავისი გარე თვისებებით ისტორიული და ფიზიკური
ფუნქციური კონტექსტის შესაბამისად. სინამდვილეში, ჟანგბადის დაკარგვა
ჰემოგლობინის სტრუქტურასთან მიმართებაში გახდა მისი განმსაზღვრელი
თვისება. ამ მხრივ, ჰემოგლობინის სტუქტურა უნდა გავიგოთ, როგორც
ჟანგბადისა და მეტაბოლიზმში მისი როლის „რეპრეზენტაცია“. ჰემოგლობინის
ამგვარი ფუნქცია აყალიბებს, რომ ჰქონდეს რეპრეზენტაციური ხასიათი. ეს
ფუნქცია განაპირობებს იმასაც, რომ ჰემოგლობინი ამ მახასიათებელს ინარჩუნებს
კონკრეტული აგენტის მიმართაც. კონკრეტული ელემენტის საჭიროება ამ
ელემეტის არქონის გამო წარმოშობს მასზე მოთხოვნას და რომელიმე
სტრუქტურის პროცესუალურ რეპრეზენტაციას, ხოლო საბოლოოდ, მის
დასრულებას ამ ელემენტის შევსებით [- იგულისხმება ჟანგბადის მოლეკულის
მიწოდების აქტი - მ.ნ.].

ასეთი აგებულება, გარეგანი მონაცემების გათვალისწინებით აჩვენებს, რომ


ფუნცქია და რეპრეზენტაცია არის ორი ასპექტი თანაარსებობის მოდელში. რაც
მოიაზრებს, რომ მთავარი ერთეული ბიოსემიოტიკურ კვლევებში არის ნიშანი და
არა მოლეკულა ან უჯრედი.

From:
On semiosis, Umwelt, and semiosphere
Kalevi Kull

http://www.zbi.ee/~kalevi/jesphohp.htm

The aims and methods (pretensions and tools) of biosemiotics

პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ბიოსემიოტიკას შეუძლია ჰოფმაიერის

80
მიხედვით, მეცნიერებისთვის არის ღრმა და ფილოსოფიური. ჰოფმეიერი ამ
ჩამონათვალს გვთავაზობს:

(a) ცნება ინფორმაციის ხელახლა ფორმულირება;


(b) გონების დუალიზმისა და არსის გარკვევა, რაც არის გონება-სხეულის
საკითხი;
(c) ჰუმანიტარულ და ტექნიკურ მეცნიერებებს შორის შეუთავსებლობის
პრობლემის გადაჭრა;
(d) კულტურული ისტორიისა და ბუნების ისტორიის გაერთიანება;
(e) ჰუმანიტარული მეცნიერებების ადგლის მოძებნა ბუნების შესწავლის
საკითხებში.

The origin of language, and the origin of consciousness seem to belong to the same list.
ენის წარმოშობა და და ცნობიერების წარმოშობა, სავარაუდოდ, იმავე სიაში უნდა
მოთავსდეს.

There are so many treatises on these issues that it makes one quite cautious of accepting a
new proposal as being more serious or less hopeless than the previous ones.
არსებობს ბევრი ტრაქტატი ამ საკითხებზე, რომლებიც ვინმეს მეტი სიფრთხილით
დაანახვებს ამ ახალი ხედვის უპირატესობას და იმედისმომცემობას წინა ხევებთან
შედარებით.

ცოტა პრეტენზიულობაში ჩამითვლიან თუ ვიტყვი, რომ ბიოსემიოტიკის


ძირითადი პრობლემა არის ნიშნის წარმოშობისა და ევოლუციის საკითხის
ამოხსნა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ფუნდამენტურ საკითხზე ძიების შედეგი
ზემოთ არის მითითებული, ისიც დასაშვებია, რომ ჰოფმაიერის ნათქვამს სხვა
ფორმულირება ჰქონდეს. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მინდა უელსის (1977: 1)
სიტყვები გავიხსენო: „ ჩემი ფუნდამენტური მესიჯი არის მესიჯი სიფრთხილის
შესახებ. ჩვენ უნდა სიფრთხილით მოვეპყრათ სემიოტიკაში გადაჭარბებულ
მტკიცებებს.“ შეძლებს თუ არა ბიოსემიოტიკა, რომ რაიმე გამოსავალი იპოვოს ამ
საკითხების მარადიული შეკითხვების ამოსახსნელად, დამოკიდებული იქნება იმ
მეთოდებზე (ხერხებზე), რომელსაც იგი შემოგვთვაზებს. მაგრამ ამჟამად,
ამონახსნები არ გვაქვს, არამედ მხოლოდ მცირედი მინიშნებები. ბიოსემიოტიკის
განვითარების მიმდინარე სტადიის ფარგლებში კი დრო მომწიფდა იმისთვის, რომ
ფორმულირდეს ის აღჭურვილობა, რაც ბიოსემიოტიკას აქვს. ჰოფმაიერის წიგნი
ამის მინიშნებებს გვთავაზობს.

81
ბიოსემიოტიკის უკვე არსებულ მეთოდებს (ხერხებს) შორის არის რიგი იმ
ცნებებისა, რომელიც იაკობ ფონ უქსკიულმა ( უმველტი, ფუნქციური წრე, ich-
tone 40 ა.შ.), ტურე ფონ უქსკიულმა და თომას სებეოკმა (მაგალითად,
ენდოსემიოზისი) და სხვებმა წარმოაგინეს. სხვა მხრივ, ჩანს, რომ ადამიანთა
მცირე ჯგუფს, რომელიც თავს ბიოსემიოტიკის ცნების ქვეშ მოიაზრებენ, აქვს
გარკვეული ინტუიცია ამ ხერხების შესახებ (მათ შორის ჩ. პირსიდან ნასესხობები
ცნებების საფუძველზე), და ამათავანე ისინი იზიარებენ იმ დებულებებს,
რომელთა დამკიცებაც სურთ, მაგალითად:

(*) სემიოტიკა წარმოიშვება სიცოცხლესთან ერთად, რაც ნიშნავს: ორგანიზმის


პირველსავე უჯრდებს შორის.

(*) სემიოტიკა, სიმბიოზისი და სიცოცხლე არიან თითქმის იდენტური ცნებაბი (ან


იზომორფული).

(*) სიცოცხლე არის სემიოტიკური ფენომენი, სიცოცხლის მანიშნებელი


ელემენტები არიან ნიშნები.

ეკოსემიოტიკა

Keywords: ეკოკრიტიციზმი, მოშინაურება და მორჯულება, ეკოლოგია

ეკოსემიოტიკა არის სემიოტიკის საბუნებისმეტყველო დარგი, რომელიც


შეისწავლის გარემოს ნიშნობრივ სისტემებს. გარემოს ნიშნობრივ სისტემებში
მოიაზრება თითქმის ყველა დონის ნიშანობრივი გაცვლისა და ამოცნობის სივრცე,
გარდა სიმბოლური (ადამიანის მიერ კულტურით დაწესებული) ნიშანთა
სისტემებისა. თანამედროვე ეკოსემიოტიკის მთავარი საკვლევი სფეროებია:
ადამიანის და გარემოს ურთიერთმიმართება, ცხოველთა და მცენარეთა მიმართება
გარემოსთან, ფლორისა და ფაუნის სახეობების ნიშნობრივი სისტემების
მიმართება გარემოსთან, ადამიანის როლი მათ ჰარმონიულ დაგეგმარებაში და ა.შ.
ეკოსემიოტიკას აინტერესებს ამ კომუნიკაციის პირობებში როგორ ხდება ნიშანთა
ამოცნობა და შემდგომ ოპერირება როგორც სახეობათა შიგნით ასევე სახეობებს
შორის და, რა თქმა უნდა, ფლორასა და ფაუნასა და ადამიანს შორის. მაგრამ

40
უქსკიულის ტერმინი, რომელიც ცნებათა ფუნქციების მიხედვით დალაგებას გულისხმობს.

82
უპირველესად ეკოსემიოტიკისათვის კვლევის ობიექტი არის ამ პროცესების
გარემოზე გავლენის საკითხი და ჰარმონიული თანაარსებობისათვის შესაბამისი
პირობების ფორმირების საკითხები ნიშნობრივი მოდელების გათვალისწინებით.
ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ნიშნობრივი მოწყობის შესახებ
ეკოსემიოტიკის თეორიულ პოზიციას წარმოგვიდგენს კალევი კულისა და ტიმო
მარანის მიერ ჩამოყალიბებული ნაშრომი „ეკოსემიოტიკა: ძირითადი პრინციპები
და მიმდინარე განვითარება“ (2014). ამ სტატიის ძირითადი პუნქტები, რომლებიც
თეზისებადაა წარმოდგენილი თარგმანის სახით მოცემული იქნება წიგნის ამავე
ქვეთავში. მანამდე კი ისტორიული კომენტარის სახით შევეხებით ერთ საკითხს,
რომელიც ეკოსემიოტიკის ამჟამინდელი გამოწვევების ერთგვარ წანამძღრებს
წარმოადგენს. ესაა ცნებები: მოშინაურება და მორჯულება (domestication and
taming). მოშინაურებისა და მორჯულების ფენომენი არის ის ევოლუციური
მოცემულობა, რომლის მონაცემებზე დაშენებითაც ხერხდება დღეს
ეკოსემიოტიკური კვლევითი მუშაობა და შემეცნება. ეს ორივე ფენომენი
სემიოტიკისთვის მნიშნელოვნია იმდენად, რამდენადაც ორივე პროცესის
გააზრება ხდება ნიშნობრივი მოწყობის შესავლის (ამოცნობისა) და ადამიანის
მიერ მათი მოდიფიკაციის საფუძველზე.

ამ საკითხის განმარტებისას დავეყრდნობით აკადემიურ ედუარდ ოუენ პრაისის


კვლევას, „ქცევითი განვითარება ცხოველთა მოშინაურების პროცესში“, Price, E.
1999. Behavioral development in animals undergoing Domestication. Applied Animal
Behaviour Science 65: 245–27, რომელიც გვთავაზობს ადამიანის მიერ ცხოველთა
ნიშნობრივ მახასიათებლებში ჩარევის ამსახველ ამ ორ ისტორიულად
დამკვიდრებულ ფენომენს და ასახელებს კერძოდ რა ნიშნნობრივ მოწყობასთან
გვაქვს საქმე.
განმარტებისთვის მიხედვით, მოშინაურება არის ევოლუციური პროცესი, რომლის
დროსაც ცხოველთა გარკვეული ჯგუფი განიცდის გენეტიკურ ცვლილებას, რათა
შეეგუოს ადამიანის მიერ კონტროლირებულ გარემოს (Price, E. 1999, 247). ხოლო
მორჯულება/გაწვრთნა განმარტებულია, როგორც ექსპერიმენტალური სწავლების
ფენომენი, რომელიც ინდივიდუალური ცხოველის სიცოცხლის განმავლობაში
ხორციელდება (Price, E. 1999, 258). მორჯულების დროს გამოყენებითი ან
დასწავლული ჩვევები არ გადაეცემა ცხოველის შთამომავალს.
ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით ხდება დღეს ცხოველთა კომუნიკაციური
ნიშნებისა და მათი ადაპტაციის შესწავლა, როგორიცაა მაგალითად,
მხედველობაშეზრუდული ადამიანებისთვის დამხმარე ძაღლებისთვის სიგნალურ
ნიშანთა აღქმის განვითარება ინდივიდუალურ დონეზე, ხოლო სახეობრივ
დონეზე -კონკრეტულ სახეობათა ერთ სივრცეში ცხოვრების და ადაპტაციის
საკთხების შესწავლა.

83
აქვე უნდა დავაფიქსიროთ ისიც, რომ საუკუნეების განმავლობაში ცხოველისა და
ადამიანის მოშინაურებით ან მორჯულებით კომუნიკაციას განაპირობებდა
მრავალი ფაქტორი. ცხოველთა სამყაროს შემთხვევაში ისეთი კომპონენტები
როგორიცაა: მტაცებელი - მსხვერპლის განაწილება, ცხოველი განეკუთვნება
სოციალურ ჯგუფს თუ მარტო მყოფი სახეობის წარმომადგენელია, თუ
მსხვერპლის ტიპის წარმომადგენელია, თავის დაღწევას ახერხებს გაქცევით თუ
დამალვით და სხვა ფაქტორები. ხოლო მეორე მხრივ, მცენარეთა ნიშნობრივი
მოდიფიკაციის თვალსაზრისით, ფორმირებაში მონაწილე კრიტერიუმი იყო
მცენარის კვებითუნარიანობა და მიზნობრივი გამოყენების სხვა პრიორიტეტები
(e.g. ხით მშენებლობა).

ორივე ტიპის ცვლილბების დროს, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ნიშნობრივ


ცვლილებებზე, რომელსაც ხშირად ეწოდება მორფოლოგიური ცვლილებები
ადამიანის მიერ პრიორიტეტულად არჩეულ სახეობაში. ამის მაგალითია, ისეთი
მორფოლოგიური ცვლილებები ცხოველების შემთხვევაში, როგორციაა: ზომაში
შემცირება და რქების ზომის შემცირება შინაური ცხოველების: ძროხის, ცხვრის,
თხისთვის; ხორცისმჭამელებში ყბების ზომის შემცირება, მრავალი სხვადასხვა
სახეობისთვის უმწიფრომის თვისებების შენარჩუნება, ცხიმის დონის გაზრდა,
ტვინის ზომის შემცირება. მცენარეების შემთხვევაში კი ისეთი გარემოებები, როცა,
ერთი რომელიმე დომინანტი სახეობის მარცვლეული საკვებ ბაზარზე
მოთხოვნილებისა და უხვმოსავლიანობის გამო ანაცვლებდა და შემდგომ
ანადგურებდა იმავე ჯგუფის, მაგრამ ნაკლებად შემოსავლიან მარცვლეულს და ა.შ.

ეკოსემიოტიკისთვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების აღმოჩენა და ანალიზი,


რომელიც ასეთი ცვლილებების პროცესში გარემოზე და ეკოლოგიურ ჯაჭვზე
აისახებოდა და დღემდე აისახება. ამ საკითხის გამოთვლის იარაღად კი იყენებს
ნიშნობრივ მახასიათებლებზე დაკვირვებას, რადგან ზემოთ აღნიშნული
მორჯულებითი თუ მოშინაურებითი პროცესები ცხოველთა და მცენარეთა
ნიშნობრივი სისტემების რიგ მონაცემებს აყალიბებს და ამტკიცებს, ხოლო რიგ
მონაცემებს - აქრობს.

ECO SEMIOTICS: MAIN PRINCIPLES AND CURRENT DEVELOPMENTS


By Timo Maran and Kalevi Kull

ეკოსემიოტიკა: ძირითადი პრინციპები და მიმდინარე განვითარება, 2014

84
ტიმო მარანი, კალევი კული.

შესავალი

სემიოტიკა ზოგჯერ განსაზღვრულია, როგორც მოდელებისა და მოდელირების


(mapping) 41 შესწავლა, რაც მოდელირების სისტემების შესწალას ნიშნავს. ამასთან,
გასათვალისწინებელი ასპექტია: მოდელების გავლენა რეალურ რუკებზე,
ლანდშაფტზე, გეოგრაფიულ სისტემებზე. ამ ასპექტის გაცხადება არის მიზეზი
იმისა, რამაც შექმნა ეკოსემიოტიკა. შედეგად ეს მიდგომა [ეკოსემიოტიკა]
განვითარდა გეოგრაფიის გარეთ და მასთან იზიარებს უფრო მეტს, ვიდრე
მხოლოდ საკვლევ ობიექტს.

ცოცხალი სისტემები (meaning-making systems) მნიშვნელობის შემქმნელი


სისტემები არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ნიშნის გამომყენებელი
სისტემები არიან, ან კომუნიკაციური სისტემები. განსაზღვრების თანახმად,
კომუნიკაცია არის ურთიერთქმედება, რომელიც დაფუძნებულია ნიშანთა
ურთიერთობაზე. ბევრი ტრადიციული სამეცნიერო მიდგომა ამ აშკარა
მახასიათებელს მხედველობაში იღებს მხოლოდ იმპლიციტურად [ჩაძიების
გარეშე]. თუმცა, რადგან მნიშვნელობის შექმნამ შეიძლება პირდაპირ გავლენა
იქონიოს შესწავლილი სისტემების ორგანიზაციულ მოწყობასა და დინამიკაზე,
გეოგრაფიული სისტემების ჩართვა შესაძლებელს ხდის, შეისწავლონ ის
მონაცემები, რომელთა როლიც ნიშნის გამოყენების პროცესებს ექსპლიციტურს
[ცხადს] გახდის.

Key principles of ecosemiotics

ეკოსემიოტიკის ძირითადი პრინციპები

აქ წარმოდგენილი რვა ძირითადი პრინციპი ეკოსემიოტიკისათვის ცენტრალური


მნიშვნელობისაა. ისინი საკმარისად ფუნდამენტურია ეკოსმიოტიკის სხვადასხვა
ასპექტის სინთეზირებისთვის თანმიმდევრულ ჩარჩოებში. ამ პრინციპების
მიზანია, რომ წარმოადგინოს ეკოსემიოტიკის მიმოხილვა გეოგრაფებისა თუ სხვა

41
Mapping და maps აქ რუკას არ მიემართება არამედ, რაიმეს სისტემის სტრუქტურის მოდელის
არსებობას.

85
მკითხველებისთვის, ვისთვისაც ძირითადი კვლევითი განზომილება არ არის
სემიოტიკა.

(1) ეკოლოგიური საკითხების სტრუქტურა არის სემიოტიკურ ასპექტებზე


მიბმული

ჩვენ ვამბობთ, რომ სახეობათაშორისი და სახეობის შიგნით მიმდინარე


ურთიერთობები - რომელთაგანაც შედგება ყველა ეკოლოგიური ჯგუფი -
დაფუძნებულია ნიშანობრივ მიმართებებზე. საკვების მიღების პროცესები
თითქმის მთლიანად ექსკლუზიურად არის ორგანიზებული და წარიმართება
ამოცნობისა და კომუნიკაციის აქტის ფარგლებში ორგანიზმთა შორის.
ეკოლოგიური ურთიერთობების ეს სემიოტიკური ასპექტი აღწერილია, როგორც
სემიტური ურთიერთქმედება (ჰოფმერიერი 2008, გვ. 189), პროცესი, რომელშიც
ორგანიზმის ჩვევა გაგებულია სხვა ორგანიზმთან მიმართებაში
ინტერპრეტირებული და რეაგირებული მოქმედების მეშვეობით, რომელიც
ათავისუფლებს [განაპირობებს] სხვა ჩვეულ ქმედებებს ან ჩვევებს. ეს
ორგანიზმებსშორისი კავშირები დამოკიდებულია ორგანიზმების
ფილოგენეტიკურ და ონტოგენეტიკურ მახსოვრობაზე, გამოცდილებაზე,
კომუნიკაციაზე, ორიენტაციაზე და ასე შემდეგ. ორგანიზმები ზოგადად შეიძლება
დავახასიათოთ როგორც მოდელის ფორმირებისკენ მიდრეკილი, ისე სხვაობისკენ
მიდრეკილი სისტემებად (შდრ. ბეიტსონი 1972). შესაბამისად, სხვაობის მოძიების
და ამოცნობის და შესწავლის თვისება - რომლებიც არის ორგანიზმების ზოგადი
ინტერპრეტაციული შესაძლებლობები - გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენენ
ეკოლოგიური ერთეულების ორგანიზაციისათვის (Kull 2010).

ეკოლოგიაში ამ ასპექტს სათანადო ყურადღება ადრე არ დათმობია. ცხოვრება და


სემიოზისი თანაარსებული მოვლენებია. ეს იდეა პირველად შემოთავაზებული
იყო გამოჩენილი უნგრულ-ამერიკელი სემიოტიკოსის თომას ა. სებეოკის მიერ
(1989, გვ. 26) და შემდეგ იასპერ ჰოფმეიერის მიერ (2007). სებეოკის თეზისები
წარმოადგენს თანამედროვე ბიოსემიოტიკის საფუძვლებს (Emmhehe and Kull 2011).
იგი ამბობს, რომ ბიოლოგიური ორგანიზმები დიდწილად ეყრდნობიან
სემიოტიკურ პროცესებს
როგორც მათი შეგინაგი მოწესრიგების, ისე მათი გარე ურთიერთობების
თვალსაზრისით. სემიოზისი ანუ ნიშნების ფუნქციონირების პროცესი უნდა
გაგებული იქნას პირსის სამეულის: რეპრეზენტამენტის, ობიექტისა და
ინტერპრეტამენტის მოდელით. როგორც ასეთი, სემიოზისი აერთიანებს ორივეს:
მგრძნობელობას რეპრეზენტამენტის ამოცნობის მიმართ და ინტერპრეტანტის
ორგანიზების კომპლექსურობას. ამრიგად, ეკოსემიოტიკური მიდგომა ამბობს,
რომ სემიოზისი თავისთავად არის ურთიერთობითი ფენომენი, რომელიც

86
აკავშირებს ერთმანეთთან ორგანიზმებს და ობიექტებს, სხვადასხვა ორგანიზმებს
ეკოსისტემების ორგანიზების სხვადასხვა დონიდან. სიცოცხლის ფენომენის
გარშემო სემიოტიკური სარტყელის გაჩენით, ადამიანის კულტურა ასევე სწვდება
უფრო ფართე ბიოლოგიურ სემიოტიკურ პროცესებს, რაც გამოიწვევს
კულტურული სემიოტიკის რეცეპტუალიზაციას.

(1) Changing signs can change the existing order of things. Living organisms change
their environment on the basis of their own images of that environment

(1) ნიშნების შეცვლამ შესაძლოა შეცვალოს საგანთა არსებული წესრიგი.


ცოცხალი ორგანიზმები ცვლიან თავიან გარემოს იმის საფუძველზე,
თავად რა წარმოდგენისაც არიან გარემოზე

გარემოში წმინდად ფიზიკურ ცვლილებებთან ერთად, მაგალითად, როგორც არის


მარტივ ცხოველებსა და მცენარეებში მეტაბოლიზმისა და ექსკრეციის შედეგად
გამოწვეულ ცვლილებები, სემიოზისი თავად არის გარემოს ცვლილების
მნიშვნელოვანი წყარო. ორგანიზმებს შეუძლიათ იმოქმედონ მხოლოდ იმ
ობიექტების მიმართ, რომელთაც აღიქვამენ და ამოიცნობენ. ეს ნიშნავს, რომ
გარემოს მიმართ მოქმედება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ
გამიჯვნაზე, რომელიც ორგანიზმებს შეუძლიათ განახორციელონ. აღქმა და
ქმედება ფუნქციონალური წრის საერთო კონცეფციაში გაერთიანებულად
წარმოედგინა იაკობ ვონ უქსკიულს, ბალტიელ გერმანელ ბიოლოგს (1940 წ.).
კატეგორიზაციით გამოწვეული განსხვავებები ხშირად ასოცირებულია რომელიმე
ერთეულის კონტროლთან, და ამის გამო, კონკრეტული ერთეულის
გარემომცველი გარემოს, მეხსიერების და რეპრესენტაციის დე-
კონტექსტუალიზაციასთან (კონტექსტის გარეშე განხილვასთან - მ.ნ.) (Kull 1998).

გარემოს სემიოზისთან დაკავშირებულ ცვლილებას აქვს გავლენა როგორც


ეკოლოგიურ, ისე ევოლუციურ დროით ნიშნულზე. ასეთი ცვლილების მაგალითი
ეკოლოგიურ დონეზე შეიძლება იყოს ნიშის ტიპის კონსტრუქციები სხვადასხვა
ცხოველთა ყოფა-ცხოვრებაში (Odling-Smee 1988), მაგალითად, თახვების მიერ
აგებული კაშხლები, რომლითაც ცხოველები მათი გარემომცველი გარემოს
მასშტაბის მოდელის გათვალისწინებით აგებენ. ბიოლოგიური მიმიკრია [მიბაძვა]
ევოლუციური ეფექტის მაგალითს წარმოადგენს, რომელშიც მიმღები ორგანიზმი
იცვლება აღმქმელი ორგანიზმის შერჩევითი მოქმედების მეშვეობით, დაშვებული

87
შეცდომების ან ობიექტების განუსხვავებლობის შედეგად შეზღუდული აღქმისა ან
[მცარი] კატეგორიზაციის მიზეზით (იხ. semiotic selection hypothesis; Maran and
Kleisner 2010). ამ პროცესის მაგალითზე შეიძლება აიხსნას ჭიანჭველას მსგავსი
არსებების ქცევითი და ქიმიური კომუნიკაცია მრავალ მირმეკომორფულ
(ჭანჭველასმაგვარ) მწერებში (McIver and Stonedahl 1993; Kleisner and Markoš 2005).

(2) Semiosis regulates ecosystems. Meaningmaking both stabilizes and destabilizes them

სემიოზისი არეგულირებს ეკოსისტემებს. მნიშვნელობის ქმნის პროცესი მათ


სტაბილიზაციასაც ახერხებს და დესტაბილიზაციასაც

ცხოველთა სემიოზისური მოქმედებებს შეუძლიათ შექმნან მარეგულირებელი


ფუნქციები, რომლებსაც ხშირად აქვთ ინტეგრაციული და სტაბილიზაციული
ეფექტი ეკოსისტემებზე. სემიოზისმა შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი
ურთიერთობების წარმოქმნას, კრეატიულ და ხანდახან ქაოტური ძალის ჩართვით
ეკოსისტემაში. მაგალითად, ამოცნობისა და კომუნიკაციის პროცესებმა ხელი
შეუწყო ზოგიერთი სახეობის კუთვნილების დადგენას, ესენია: სპილოთევზები
(Mormyridae), მომღერალისებრთა ჩიტები (Phylloscopus), Heliconius პეპლები და
სხვა ჯგუფები (Irwin et al. 2001; Jiggins et al. 2001; Leal and Losos 2010). ამოცნობამ
და სწავლებამ ხელი შეუწყო ახალი კვების სტრატეგიების შემუშავებას და საკვების
წყაროების მოძიების საკითხს სხვადასხვა სახეობაში. მაგალითად: წეროებმა
ისწავლეს თევზაობის დროს სატყუარების გამოყენება (Higuchi 1986), ზღვის
წავებმა ისწავლეს ჩიტებზე ნადირობა (Riedman and
Estes 1988) და პატარა მომღერალმა ჩიტებმა მიძინებულ ღამურებზე ნადირობა.

აღსანიშნავია მსგავსება სემიოტიკური პროცესების აღწერასა და ზოგიერთ


კიბერნეტიკულ მექანიზმს შორის, რომლებიც, მიიჩნევა, რომ ეკოსისტემების
სტაბილიზაციას უწყობს ხელს. ბერნარდ პატენმა და იუჯინი ოდუმმა ნაშრომში
"ეკოსისტემების კიბერნეტიკური ბუნება" (1981) წარმოადგინეს ორი პროცესის
ამპლიტუდის გაზრდისა და მოდელირების, რომლებიც უზრუნველყოფენ
ეკოსისტემის ინტეგრაციას. ამპლიფიკაცია (ამპლიტუდის გაზრდა) ეხება იმ
სიტუაციას, რომლის დროსაც მცირე ჩარევა (input) სისტემაში იწვევს მკვეთრად
გაზრდილ შედეგს (output). მოდელირება ამ შემთხვევაში ეხება ინფორმაციის ან
ეფექტის გადატანას ეკოსისტემის ერთი ნაწილიდან მეორეზე. ეკოსისტემის

88
ამპლიტუდის გაზრდის მაგალითია ანძების დათესვა მუხნებში, ბამბუკებში და
სხვა ხე მცენარეებს შორის. აღსანიშნავია, რომ ორივე, ამპლიტუდის გაზრდაც და
მოდელების შედგენაც ხდება სემიოტიკური სისტემების ფარგლებში (მიუხედავად
იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ცნებებად არის მოაზრებული.). მართლაც, ნიშნის
წარმოების ჯაჭვი არ მიემართება ინტერპრეტანტს, თუ არ არსებობს მკაცრი
მიზეზობრივი კავშირი მათ შორის. შესაბამისად, მცირე ზომის ობიექტს, რომელიც
ფუნქციონირებს როგორც ნიშნის მატარებელი, შეიძლება უდიდესი გავლენა
ჰქონდეს სემიოტიკურ სფეროზე. მოდელის აგება, სემიოტიკური
ტერმინოლოგიით, მიემართება რეპრეზენტაციას, იმის უნარის, რომ შექმნა და
გამოიყენო ნიშანი ისე, რომ შეინარჩუნოს თავისი კავშირი ობიექტთან, რაც
შესაბამისად შესაძლებელს გახდს სამიზნე ქმედებების გაჩენას. მეორე მხრივ,
ეკოსისტემა არის ინფორმაციული ქსელი, პატენის და ოდუმის განმარტების
თანახმად და, შესაბამისად, პირველად დონეზეც აქვს სემიოტიკური ბუნება.

(4) Human symbolic semiosis (with its capacity of de-contextualization) and environmental
degradation are deeply related

ადამიანის სიმბოლოს შრის სემიოტიკა (დე-კონტექსტუალიზაციის უნარით) და


გარემოს დეგრადაცია არიან სიღრმისეულად კავშირში.

წინარე-ლინგვისტურ მოდელირებას რომ შევადაროთ, ადამიანის ენაზე მიბმული


სემიოსიზისი გვთავაზობს ფუნდამენტურად ახალ მოდელირებისა და ეფექტების
ტიპებს (სებეოკი, დანეზი, 2000). გარემომცველი ელემენტების და საგნების
სიმბოლურ კატეგორიზაციას ადამიანის ენაში მივყავართ: ოპოზიციასთან,
შემცირებასთან და ბინარული ოპოზიციების შექმნასთან, რომელთაც აქვთ
ტენდენცია იმისა, რომ ჩაანაცვლონ მთელი მნიშვნელობა ნაწილების
მნიშნელობით: გაგება და გადაფასება/დაშლა (ფენომენის მექანიზმის გაგებას აქვს
ტენდენცია, რომ იქამდე მინიჭებული ღირებულება ჩამოაშოროს ფენომენს) და
გათავისება და შეფასება (ფენომენის ერთიანობად ჩამოყალიბებას აქვს ტენდენცია,
რომ მიანიჭოს ღირებულება ფენომენს) (Kull 1998). გარემოს მიმართ არსებულს ამ
კოგნიტურ მანიპულაციებს მოსდევს მისი ფიზიკური მანიპულაციები, რომელსაც
ბუნების კულტურიზაციისკენ მივყავართ (რაც მეორეული ბუნების შექმნაა).
ადამიანის წარმოსახვის მიხედვით გარემოს წარმოება ჩანს ბერვ ადამიანის
გავლენის ქვეშ მყოფ გარემოში, მაგალითად, პარკებსა და ბაღებში; ლანდშაფტის
მოწყობის სტილი ხშირად გამოიხატება ერთგვაროვნებით, რეგულარულობით და
სიმეტრიით; სახეობების შერჩევისას, აგრეთვე მათი სახეობის და გასხვლის
ფიგურების მიხედვით. ადამიანის ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივი

89
გარემოს სემიოტიზაცია, მაგალითად, ადამიანისთვის სიმბოლური მნიშვნელობის
მქონე ნიშნების, როგორიცაა ტრადიციულობის, ეროვნულობის და
რელიგიურობის ნიშნების გარემოში ჩართვა. ლანდშაფტის სემიოტიზაციამ
შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი როგორც სხვა კულტურულ ჯგუფებთან, ისე
სხვა სახეობებთან, მაგალითად, თახვების კაშხლების შესახებ კამათი, ისინი
მათთვის მორგებული უნდა იყოს თუ ჩვენთვის.

(5) Energetically and biogeochemically, human culture is a part of ecosystem. Semiotically,


culture
is both a part and a meta-level of the semiosic ecological network

ენერგიისა და ბიოგეოქიმიის გათვალისწინებით, ადამიანის კულტურა


ეკოსისტემის ნაწილია. სემიოტიკური თვალსაზრისით, კულტურა არის როგორც
ნაწილობრივი ისე მეტა შრის სემიოსტიკური ეკოლოგიური ქსელი

გარემოში ადამიანის სემიოტიკური ჩართულობა ჰიბრიდული ხასიათისაა. ერთი


მხრივ, ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს მოიცავს ქიმიურ და ენერგიეტიკულ
ასპექტებს, ელემენტთა ცირკულირებას და ენერგიის გადაცემას. ამ ნიშნით,
კულტურული პროცესები ყოველთვის განლაგებულია ეკოსისტემის ქიმიურ და
ენერგეტიკულ პროცესებში, კულტურა ფიზიკურად არის ეკოსისტემის ნაწილი.
მეორე მხრივ, სემიოტიკური პროცესების თვალსაზრისით, კულტურის საკითხი
ორმაგია. პირველი, კულტურული სემიოტიკური პროცესები აყალიბებენ
ეკოსისტემის სემიოტიკური პროცესების ნაწილს, როგორც ამას ყველა
სემიოტიკური პროცესის მიმართ ქსელური მოწყობა ახერხებს. მეორე,
კულტურული მოდელები შეიძლება თავად იყონ ამ სისტემის შემადგენელი
მოდელები. ამ თვალსაზრისით, კულტურა, როგორც მოდელირების
განმაპირობებელი სისტემა, აშენებს მეტა-დონეს ეკოსისტემასთან მიმართებაში.

გარდა სიმბოლური კომპონენტისა, არსებობს კიდევ ბევრი ასპექტი, რომელიც


აფერხებს ადამიანის
სემიოზისს და გარემოსთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციას. იკონური (ამოცნობაზე
დაფუძნებული) და ინდექსური (ასოციაციებზე დაფუძნებული) კომპონენტები
ადამიანის დონეზე სემიოზისისას აუცილებლად იმიტაციური (მიმსგავსებითი)
და დეიქტური (მითითებითი) ურთიერთობების დროს გვხვდება. კულტურული
ტექსტები კი შეიძლება მოიცავდეს ნიშნებს და პირობებს, რომლებიც თავად

90
ტექსტებში არ მოიძებნება. მაგალითად, ლიტერატურულ ტექსტში ავტორს არ
ესაჭიროება წვიმის, ბალახის, ბორცვების, ხის ტოტების ზუსტი აღწერილობა,
რადგან ამის გაკეთება შეიძლება მკითხველს მიერ პერსონალურად
წარმოდგენილი გარემოს საფუძველზე. როგორც ტიმო მარანი (2008, გვ. 280)
აღნიშნავს:

[...] ურთიერთობები ნაწერ ტექსტსა და ბუნებრივ გარემოს შორის მსგავსი


მოქმედებით ხასიათდება ურთიერთდაკავშირებულ ტექსტებსა და ტექსტსა და
კონტექსტს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით, და ეს მიმართება
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტექსტის შესაძლო ინტერპრეტაციასთან
დაკავშირებით. აქ ეს მიმართება არის შემავსებელი იმ გაგებით, რომ ტექსტს არ
სჭირდება ყველა მნიშვნელობის გადმოცემა, რადგან ყველა მნიშვნელობა ისედაც
იმყოფება იმ გარემოში, რომელიც მკითხველისთვის ნაცნობია. მათ მიმართ
მხოლოდ მინიშნებაც საკმარისია.

(6) The environment as a spatial-temporal manifestation of an ecosystem functions as an


interface for semiotic and communicative relations

გარემო, როგორც ეკოსისტემის დროსივრცითი გამოვლინება ფუნქციონირებს


როგორც სემიოტიკური და კომუნიკაციური ურთიერთობების საშუალება

იმის გამო, რომ სახეობები ეკოსისტემაში მონაწილეობას იღებენ აღქმა –


მოქმედებითი ციკლის ფარგლებში, გარემო ხდება საშუალება (interface),
რომელშიც ეკოლოგიური მიმართებები ორგანიზებულად არის წარმოდენილი და
შეთანხმებული. კომუნიკაციური და სემიოზისური ურთიერთობები ხშირად
ფუნქციონირებს გარემოს სტრუქტურების მეშვეობით; მაგალითად,
ვლადიმიროვა და მოზგოვოი (2003) აღწერს კვერნისებრთა სახეობების
კომუნიკაციას, რომელიც თითქმის მთლიანად ეყრდნობა ეკოლოგიური გარემოს
შუამავლობით შექმნილ ნიშნებს, როგორიცაა ექსკრემენტები, ნაკაწრები,
ბილიკები და სხვა ბუნებრივი ნიშნები. ამ მხრივ, გარემო შეიძლება
განიხილებოდეს, როგორც მახსოვრობითი საშუალება, რომელიც ინახავს
ინფორმაციას ტერიტორიის მონიშვნის და გარემოში გაგნებადობის
თვალსაზრისით. გარემო შეიძლება ასევე იქცეს სემიოტიკური და კომუნიკაციური
კონფლიქტების პლათფორმად, როგორც მაგალითად, ლანდშაფტის ეკოლოგიაში
ჩატარებული კვლევების შედეგად გამოჩნდა, რომ ევროპაში გზადკეცილების
მიმდებარედ გაჩენილი მკვდარი ზონები, სადაც ა დგილობრივ

91
ფრინველების სიმრავლე მკვეთრად შემცირდა, ძირითადად გამოწვეულია სმენით
- აღქმით გარემოში ცვლილებების გამოა, [აქ] ასევე შემცირდა ორგანიზმებს შორის
კომუნიკაციის შესაძლებლობები (Forman and Alexander 1998). აღქმა –
მოქმედებითი მრავალი ციკლი, მრავალი სახეობა მართლაც ქმნის სპეციფიკურ
გარემოს, რაც ყველაზე თვალსაჩინოა მდიდარი და მრავალფეროვანი
ბიოლოგიური ერთეულების შემთხვევაში, როგორიცაა ხანგრძილივად არსებული
[„დიდი ასაკის“] ბუნებრივი ტყეები. ცხოვრების ჩვევებმა და საქმიანობამ და
მათმა კოორდინაციამ საერთო გარემოში შეიძლება გამოიწვიოს არა-სიმბოლური
ეკოლოგიური პირობები, როგორც არის კონსორციუმები 42 (გაერთიანებები),
ბიოფონიები 43 და ეკოლოგიური კოდები (Kull 2010; Maran 2012). ამ ნიშნით
ადამიანის ჩართულობა უნდა განისაზღვრებოდეს მეტად ფართე სახეობათშორისი
სემიოტიკური კონტექსტით.

(7) Narrative description is inadequate for the description of ecological semiosis

ნარატივის აღწერა არის არადეკვატური ეკოლოიგიური სემიოზისის


გადმოსაცემად

ნარატივის ცნება ენის ჩართულობას გულისხმობს და რადგან იგი სინტაქტური


ელემენტია, აუცილებელად მოითხოვს რაიმე მოვლენების რიგითობის მიხედვით
აღწერას, როგორც სიმბოლოთა ერთობლიობის. ნიშნობრივი მიმართების
შემთხვევაში, როდესაც არა-ადამიანური სახეობები და გარემო ურთიერთობს
ერთმანეთთან, ენა არ არის ჩართული ამ პროცესში და, შესაბამისად, ნარატივით
მეშვეობით არ წარიმართება კომუნიკაცია. იგი შეიძლება გათვალისწინებულ იქნას
მემკვიდრეობისა და ევოლუციის ბიოლოგიური პროცესების აღწერისას. გარდა
ამისა, ნარატიული აღწერილობა სათანადოდ არ წარმოაჩენს არა-სიმბოლურ
(იკონურ, ინდექსურ და არაცნობიერ) ასპექტებს ადამიანის გარემოსთან
ინტერგაციის და ჩართულობის საკითხებში. არ არსებობს ზოგადი მიზნები,
რომლებსაც არა-ადამიანური ორგანიზმები მიჰყვებიან, მათი განზრახვები
ადგილობრივია და არ აქვთ დროსთან ინტეგრაციის ან მეტა-აღწერილობის
საშუალებები [tools]. სემიოტიკურ განზოგადებათაგან უმეტესი შეიძლება
გაცნობიერებული იქნას, როგორც მარტივი ნიშნობრივი ურთიერთობების ნაზავი,

42
ეს ტერმინი სიმბიოზის შინაარსით გამოიყენება.
43
Biophony - consists of the Greek prefix, bio, meaning life, and the suffix, phon, meaning sound, is a
neologism used to describe the collective sound that vocalizing animals create in each given environment.
კონკრეტული ბუნებრივი გარემო რა აკუსტიკური ხმაურით ხასიათდება, იმის აღსანიშნი
ტერმინია, რომელშიც შედის ცხოველები რა ხმას გამოსცემენ, ნაკადული როგორ რაკრაკებს და ა.შ.

92
ან როგორც გარემოს გამოყენების დამხმარე საშუალება (სემიოტიკური
სკაფოლდინგის შესახებ ჰოფმერიერი 2007). ეკოლოგიური მოვლენების ნარატივის
აღწერა ყოველთვის არის მეტაფორიული. ამავე დროს, ნარატივის ჩართულობა
შეიძლება გარდაუვალი იყოს ეკოლოგიური მოვლენების იკონური მოდელირების
დონეზე. ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნარატიული აღწერილობა თავად
(მეცნიერებისა და ხელოვნების ჩათვლით) არის ადამიანური ინტერპრეტაციის
მაღალი საფეხური და ესწრაფვის სიმბოლიზაციას, როცა უკან გარემოს
უბრუნდება.

(8) The concept of culture is incomplete without an ecological dimension. A theory of culture
is incomplete without the ecosemiotic aspect

კულტურის ცნება არასრულია ეკოლოგიური განზომილების გარეშე. კულტურის


თეორიაა არასრულია ეკოსემიოტიკური ასპექტის გარეშე

სიცოცხლე არა-ცოცხალისგან განსხვავდება ისევე, როგორც ნიშნობრივი


კომუნიკაციები და მნიშვნელობის შექმნის პროცესი განსხვავდება მატერიისაგან.
ადამიანის კულტურა სიცოცხლის ფორმაა; ეს არის კომპლექსური ტიპის
ნიშნობრივი პროცესები ნიშანთა სემიოსფეროში. კულტურა არის სიმბოლური
ურთიერთობების, ენობრივი შესაძლებლობების და მეტა-აღწერის შემცველი
სიცოცხლის ფორმა. კულტურა არის ეკოსისტემის ნაწილი და არასდროს
იფუნქციონირებს არა-ლინგვისტურ ნიშანთა სისტემის გარეშე, რაც ნიშნავს -
ეკოსისტემების არა-კულტურული და სემიოსფერული ასპექტების გარეშე [არ
იფუქნციონირებს]. ამრიგად, უპირველეს ყოვლისა, ბუნებისა / კულტურის
დიქოტომია არის მცდარი (ალოგიკური) დიქოტომია, რადგან თუნდაც უმარტივეს
მოდელში კულტურა არის მხოლოდ ურთიერთობის ფორმა, რათა შექმნას
ნიშნობრივი მიმართების ფარგლებში სემიოსფერო, რომელიც ლეგიტიმურად წინ
აღუდგება არა-რაცილონალურ და არა-ცოცხალ ბუნებას. ჩვენ შეგვიძლია
კულტურა ისე განვმარტოთ, როგორც ყველაფერი ის, რასაც აქვს ენობრივი
შესაძლებლობა და [აქვს] ეკოსისტემა (როგორც სემიოსფერო), რადგან ყველაფერს
აქვს მნიშვნელოვნების შექმნის შესაძლებლობა. ადამიანის სემიოტიკური
სისტემები არის დიდი ეკოლოგიური სისტემების ნაწილი, რომლებიც შეიცავს
როგორც სემიოტიკურ, ისე არა-სემიოტიკურ კომპონენტებს.

93
ექსტრა-კულტურული სემიოტიკური პროცესების კულტურული განვითარების
როლის დამამტკიცებელი საბუთი არის გლობალიზაციის ფენომენი. მაგალითად,
ნიშნის პროცესების მიხედვით შერჩეული ჰაბიტატი ორგანიზმთა დიდ ნაწილს
აიძულებს გადაადგილებას და რეორგანიზაციას გარემოს ტრანსფორმაციის
შესაბამისად, რომელიც გამოწვეულია ტექნოლოგიების მიერ დიდი მანძილის
დაფარვისა თუ რომელიმე პოპულარული სტილის მიზეზით. პარადოქსია, რომ
მრავალფეროვნება, როგორც კომუნიკაციის ქმნილება, შეიძლება განადგურდეს
გადაჭარბებული კომუნიკაციითაც (ზედმეტად ცხოველთა ჰაბიტატში შეჭრა
იგულისხმება - მ.ნ.). მართლაც, ასეთი კომუნიკაცია უმველტებს ერთმანეთს
ამსგავსებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზედმეტი კომუნიკაცია შეიძლება
შეფასდეს, როგორც ძირითადი მიზეზი მრავალი ეკოლოგიური პრობლემის,
რომელიც იწვევს მსოფლიოს [სახეობების] ჰომოგენიზაციას და
მრავალფეროვნების დაკარგვას. ეს ეხება როგორც ბიოლოგიურ ჯგუფებს, ისე
კულტურულს. (Kull 2005, გვ. 186).
კულტურები, რომლებიც ესწრაფვიან მტკიცე, შეუზღუდავ, სრულზე
ორიენტირებულ პროცესებს, შორდებიან არა-კულტურულ სისტემებს.
კულტურული დაშორება ნიშნობრივი მიმართების ისეთ სფეროდან, რომელიც
ეხება ეკოსისტემები, შეიძლება საზიანო იყოს თავად კულტურისთვის.

94
ზოოსემიოტიკა

Keywords: ევოლუცია, მიმიკრია, დეიმატური ნიშნები

ზოოსემიოტიკა არის სემიოტიკის საბუნებისმეტყველო დარგი, რომელიც


შეისწავლის ცხოველთა სამყაროს ნიშნობრივ სისტემებს. ცხოველთა ნიშნობრივ
სისტემებში მოიაზრება ნიშნობრივი გაცვლისა და ამოცნობის პროცესები როგორც
ცხოველთა სხვადასხვა სახეობას შორის, ისე ერთი და იმავე სახეობის შიგნითაც.
ზოოსემიოტიკის მთავარი საკვლევი სფეროები ამის გარდა, უკავშირდება
ადამიანისა და ცხოველის ურთიერთმიმართებას და ადამიანთა მიერ ცხოველთა
გარემოს დაგეგმარებას. ზოოსემიოტიკის მეთოდოლოგიური შესწავლის მიზანია,
ცხოველთა ჰაბიტატის მოწყობა ნიშნობრივი მონაცემების გათვალისწინებით,
როგორც ცხოველთა ბუნებრივი ჰაბიტატიში, ისე ხელოვნური ჰაბიტატის
შემთხვევაში. ამ სიმრავლეში შედის ცალკეული ცხოველისა და ადამიანის
კომუნიკაციის საკითხები (სახლის პირობებში (pet animals), დამხმარე ცხოველების
პირობები aid animals). ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ პრაქტიკული
კვლევებზე (case studies) დაყრდნობით, ზოოსემიოტიკა აქტიურად ერევა
ზოოპარკებისა თუ დაცულ ტერიტორიებზე ცხოველთა სახეობებისათვის
ჰარმონიული გარემოს დაგეგმარების საკითხებში.

ზოოსემიოტიკის ისტორიული საფუძვლებს საჭირო იქნება იმის აღნიშვნა, რომ


ზოგიერთ სხვა დარგთან ერთად ზოოსემიოტიკა იყო ის მიმართულება, რომელმაც
რეტროსპექტიულად მისცა კვალიფიკაცია ცხოველთა შესწავლის საკითხებს,და
განსაკუთრებით კი ისეთი მნიშვნელოვანი ავტორის შეხედულებებს როგორიც
არის ჩარლზ დარვინი. მკითხველთა ინფორმირებულობისათვის საჭიროდ
ვთვლით, აღვნიშნოთ, რომ ჩარლზ დარვინის ცნობილი ნაშრომები, როგორიცაა:
სახეობათა წარმოშობა (On the Origin of Species, 1859), ადამიანის წარმოშობა და
სქესობრივი გადარჩევა (The Descent of Man, and Selection in Relation to Sex “, 1871),
ემოციის გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში (The Expression of the Emotions in
Man and Animals, 1872) საუბრობს ძალიან ბევრ საკითხზე, რომელიც დღეს
ზოოსემიოტიკის კვლევის არეალში ექცევა. ეს წიგნები იყო გეზის მიმცემი
ზოოსემიოტიკისათვის მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის, როდესაც
დარვინი ამ ნაშრომებს წერდა, სიტყვა „ზოოსემიოტიკა“ არ არსებობდა. აქ საკითხი
არ ეხება მხოლოდ იმ პარადიგმას, რომელსაც დარვინი ევოლუციური მოწყობის
თვალსაზრისით გვთავაზობს, არამედ მის მიერ დასახელებულ ნიშნოვრივ
მონაცემებს და ნიშნობრივ მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებულ დასკვნებს.
მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ არსებათა ლინეარულ, პროგრესულ

95
განვითარებას ზოოსემიოტიკა არ იზიარებს და სახეობათა წარმოშობა
ზოოსემიოტიკას ისევე, როგორც ბიოსემიოტიკას წარმოუდგენია როგორც ქსელი
(web) და არა როგორც პროგრესისკენ, განვითარებისკენ მიმავალი ხაზი, სადაც
წინა სახეობას მომდევნო აღემატება. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშნელოვანია ის
აღწერითი ნიშნობრივი ნიუანსები, რომელსაც დარვინი სხვადასხვა სახეობის
თაობაზე გვთავაზობს და რომლებიც ერთმნიშვნელოვნად შეიცავს მონაცემთა
ნიშნობრივ ანალიზს.

ამის მაგალითია ჩარლზ დარვინის მიერ თუნდაც ძაღლის ქცევითი პოზიციების


აღწერა, რომელიც აქცენტს აკეთებს ძაღლის სხეულის ნაწილების: კუდისა,
ცხვირისა და ყურების მდებარეობის სხვაობაზე, რომლითაც ადამიანის მიერ
ძაღლის სიგნალის ამოცნობა ხერხდება. ამის ილუსტრაციას წიგნიდან „ემოციის
გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში (The Expression of the Emotions in Man and
Animals, 1872“ ხედავთ ქვემოთ. ეს ილუსტრაციები და დარვინის მიერ ცხოველის
ფიზიკური ნიშნების განხილვა ზოოსემოიტიკის შესწავლისას საეტაპო
მაგალითად მიიჩნევა.

96
97
გთავაზობთ ამ ილუსტრაციაში მოცემული ნიშნობრივის მონაცემების თავად
დარვინის მიერ აღწერას:

When a dog approaches a strange dog or man in a savage or hostile frame of mind he walks
upright and very stiffly; his head is slightly raised, or not much lowered; the tail is held erect
and quite rigid; the hairs bristle, especially along the neck and back; the pricked ears are
directed forwards, and the eves have a fixed stare: (see figs. 5 and T). These actions, as will
hereafter be explained, follow from the dog's intention to attack his enemy, and are thus to a
large extent intelligible. As he prepares to spring with a savage growl on his enemy, the
canine teeth are uncovered, and the ears are pressed close backwards on the head; but with
these latter actions, we are not here concerned. Let us now suppose that the dog suddenly
discovers that the man he is approaching, is not a stranger, but his master; and let it be
observed how completely and instantaneously his whole bearing is reversed. Instead of
walking upright, the body sinks downwards or even crouches, and is thrown into flexuous
movements; his tail, instead of being held stiff and upright, is lowered and wagged from
side to side; his hair instantly becomes smooth; his ears are depressed and drawn backwards,
but not closely to the head; and his lips hang loosely. From the drawing back of the ears, the
eyelids become elongated, and the eyes no longer appear round and staring. It should be
added that the animal is at such times in an excited condition from joy; and nerve-force will
be generated in excess, which naturally leads to action of some kind.

„როცა ძაღლი უახლოვდება უცნობ ძაღლს ან ადამიანს მტრული განწყობით იგი


მტკიცედ და შემართულად მიაბიჯებს; თავი უდნავ აწეული აქვს, უფრო კი -
დაწეული არ აქვს; კუდი გამართულია და მტკიცე; თმა აჯაგრული
განსაკუთრებით კისერსა და ზურგზე; დაცქვეტილი ყურება აქვს წინ მიმართული
და დაჟინებით იყურება (ი.ხ. 5 – 7). ეს ქმედებები , როგორც შემდგომ განვმარტავთ,
მოსდევს ძაღლის განზრახვას, რომ შეუტიოს მტერს, და ადვილად ამოსაცნობია.
როცა ძაღლი ღრენით წამოემართება მტრის წინააღმდეგ, ეშვები უკვე უჩანს და
ყურები გაჭიმულია და თავს უკან გადახრილი; მაგრამ ეს უკვე ჩვენი მსჯელობის
მიღმაა. მოდი, ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ძაღლს უეცრად ვიღაც უახლოვდება,
მაგრამ ეს არა უცნობი, არამედ მისი პატრონია; ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ძაღლის
ქმედებები მყისვე საპირისპიროდ განვითარდება. შემართული სიარულის
ნაცვლად ტანი დაბლა იხრება, კიდეც ჩაიცუცქებს და ტალღისებურად მოძრაობს;
კუდი გამართული აღარ არის, არამედ დაბლაა დაშვებული და მოძრაობს აქეთ-
იქით, თმა სხეულზე დამცხრალი აქვს, მოშვენული და დახრილი ყურები თავთან
ახლოს აღარ მდებარეობს; მზერა აღარაა მომრგვალებული და დაჟინებული. ასეთ
დროს ცხოველი არის აღელვებული სიხარულისგან; ენერგია ამ დროს
მოჭარბებულია, რაიმე ქმედების აღსასრულებლად.“ (დარვინი; 1872)

98
დარვინის განმარტებით, ეს აღწერილობა ცხადად გვაჩვენებს ძაღლის ემოცური
მდგომარეობას, ასეთ დროს არ არის ძნელი გასარჩევი, როდის ავლენს ძაღლი
მტრულ ნიშნებს და როდის გამოხატავს სიმპათიას პატრონის მიმართ როგორც
ზემოთ დავასახელეთ ტანის ტალღური მოძრაობებით და სხვა ნიშნებით.

ამ მაგალითის საფუძველზე ვხედავთ, რომ ცხოველთა ქცევის ნიშნობრივი


ანალიზი ცხოველის მხრიდან წამოსული ინფორმაციის გაგებაში გვეხმარება და ამ
ტიპის მონაცეცმების ამოცნობა სემიოტიკური შესწავლის ობიექტს წარმოადგენს.
ამ მხრივ, თავიდანვე უნდა ითქვას, რომ თეორიული მოწყობის თვალსაზრისით,
რომ თანამედროვე ზოოსემიოტიკა ეყრდნობა ჩარლზ ს. პირსის ნიშნობრივ
მოდელს, რომელიც ითვალისწინებს სემიოტიკური ნიშნის მოწყობას
რეპრეზენტამენტის, ობიექტისა და ინტერპრეტანტის კომპონენტების
გათვალისწინებით. ამის შესახებ ცნობილი ზოოსემიოტიკოსი ტიმო მარანი თავის
მონოგრაფიაში „მიმიკრია და მნიშვნელობა, ბიოლოგიური მიმიკრიის სემიოტიკა
და სტრუქტურა“ (2017) აღნიშნავს:

„სოსიურის ორნაწილიანი მოდელისგან განსხვავებით, პირსისეული ნიშანი არის


სამკომპონენტიანი (შეიცავს ობიექტსაც) და არ ეყრდნობა საკუთრივ ენის
არსებობას. ამ თვისებით შესაძლებელი ხდება, რომ ნიშნობრივი კომუნიკაციები
ადამიანური სივრცეების მიღმა აღვწეროთ პირსისეული სემიოტიკური მოწყობით.
მეორე მხრივ, ბიოლოგიური სიგნალისგან განსხვავებით, ნიშნები უშუალოდ
ბიოსემიოტიკასთან არ არიან მიბმული, ყველაფერი შეიძლება იყოს ნიშანი
ორგანიზმისთვის, თუკი იგი ინტერპრეტირებულია როგორც მნიშვნელობის
მქონე.“ Maran T., Mimicry and Meaning: Structure and Semiotics of Biological Mimicry,
Springer International Publishing AG, 2017.

ამ კომპონენტის ხაზგასმა ამ შემთხვევაში საჭიროა იმ თვალსაზრისით, რომ


დაფიქსირდეს, რომ ცხოველთა და ადამიანისა გარდა სხვა არსებათა ნიშნობრივი
კომუნიკაციისათვის აუცილებელი გარემოც საჭიროებს თანამეზობლობას, ასე
ვთქვათ, ნიშნის „სუბიექტისა“ და „ობიექტის“ თანაარსებობას. ასეთი ტიპის
ნიშნობრივი გაცვლა აუცილებლად გულისხმობს ნიშნის აქტუალიზაციის
ფენემონს, რაც ბუნებრივია, ცოცხალ არსებათა ურთიერთმიმართების პროცესშია
შესაძლებელი.

ცხოველთა სამყაროს ნიშნობრივი კომუნიკაციის ფარგლებში, განსაკუთრებით კი


კომუნიკაციისათვის აუცილებელი თანამეზობლობის ასპექტის განთვალისინბით,
ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი არის მიმიკრია.

99
სემიოტიკური სწავლებისას მიმიკრიის ცნება ფუნქციური და პრაქტიკული
მიმართულებაა უმთავრესად იმის გამო, რომ მიმიკრია პასუხობს შემდეგ
სემიოტიკურ პრინციპებს: (1) ნიშნით კომუნიკაციას, სადაც ცხოველთა (უმეტეს
შემთხვევაში) მტაცებელი-მსხვერპლის მიმართების ფარგლებში კომუნიკაცია
წარიმართება ერთის მიერ მეორისათვის (ამ შემთხვევაში მცდარი) ინფორმაციის
მიწოდებით, კვალის არევით. ასეთ დროს კომუნიკაციის ერთი ინდივიდი
„ატყუებს“ : ემალება ან აშინებს მეორეს. ხოლო მეორე მხრივ, მიმიკრიის შესწავლა
მნიშვნელოვანია სემიოტიკის ფუნდამენტური კატეგორიის გამო, რომელსაც ჩვენ
ვუწოდებთ „ერთის მეორეთი გამოხატვის პრინციპს“ (“sign is something that stands
for something else”). მიმიკრია არის მაგალითი იმისა, რომ ერთი ცხოველი იყენებს
თავის ფიზიკურ ან ქცევით ნიშნებს რაიმე სხვა, მეორე მესიჯის გამოსახატავად. ეს
ეხება ისეთ ფართოდ გავრცელებულ ფენომენს როგორციაა გარემოსადმი ფერის
მიბაძვა კონკრეტული სახეობების მიერ. ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა ცხოველი
ან ფრინველი თავის სხეულს - ერთს - წარმოჩენს (ამ შემხვევაში კი ნიღბავს)
მეორეთი - გარემოს მონაცემით. ასეთი მიმიკრიას აქვს ევოლუციური ამონახსნის
და მართლაც ბუნებრივი გადარჩევის შედეგია. მაგალითად, კონკრეტული
მინდვრის ფრინველების სახეობების ჩამოყალიბებისას, სადაც გადარჩებოდა და
გამრავლდებოდა ის ინდივიდუალური წარმომადგენელი ფრინველები
კონკრეტული სახეობისა, რომლებიც უკეთ შეინიღბებოდა, თავისი სახეობის სხვა
ინდივიდ ფრინველებთან შედარებით. ხოლო დროითი შკალის
გათვალისწინებით, ეს უკვე გვაძლევს სახეობის ნიშნობრივი მონაცემებით
სრულად გამყარენულ მიმიკრიას.

მეორე ფენომენი, რომელიც „ერთის მეორეთი გამოხატვის პრინციპს“ ასახავს არის


აბსტრაქტული მიმიკრიის ფენომენი, რომელშიც შედის თვალისებური ფორმების
დეიმატიკური 44 განაწილება. დეიმატურობის ფენომენი ნიშნავს იმ სიმულაციურ
მოდელს, რომელსაც სუსტი თავდაცვითი აპარატის მქონე ცხოველი იყენებს თავის
დასაცავად. არსება უცბათ შლის ან გამოაჩენს თავისი სხეულის დეიმატურ
ნაწილს, რაც მტაცებელს ყურადღებას უფანტავს. ეს ეხება ისეთ არსებებს
როგორიცაა პეპლები, ფარშევანგი, ზოგიერთი თევზი. მათ სხეულზე გამოსახული
წრიული ნიშნები მტაცებელს (მოწინააღმდეგეს) „აფიქრობინებს“, რომ ცხოველს
უფრო დიდი ან მეტი რაოდენობის თვალი აქვს და ეს კომპონენტი განაპირობებს
მოწინააღმდეგის შეშინებას:

44
from the Greek δειματόω (deimatόo), meaning "to frighten".

100
101
ცხოველის სხეულზე არსებული ამგვარი მიმიკრიის მიზანია, მოატყუოს
პოტენციური მტაცებელი ყურადღების თავისი სხეულის ყველაზე ადვილად
დაზიანებადი ორგანოებიდან სხეულის სხვა ნაწილზე გადატანით (მარანი 2017 -
phenomena from eyespots to deimatic displays). ტიმო მარანი თავის მონოგრაფიაში
ყურადღებას უთმობს დიემატური ნიშნების განხილვას და მას აბსტრაქტული
მიმიკრიის კვალიფიკაციას აძლევს, რადგან

„აბსტრაქტული მიმიკრიის პირობებში, იმიტაციის ობიექტი ავლენს


კომპლექსური ხასიათის აბსტრაქტულ მნიშვნელობას (როგორიც არის თვალის
ფორმის მიბაძვა - მ.ნ.) ... აბსტრაგირება არის მრავალი მიმიკრიული სისტემის
თვისება, რომელსაც განსაზღვრავს მსგავსების სემიოტიკურ ბუნება.“

ამგვარად, მიმიკრიის სემიოტიკური ღირებულება განისაზღვრება იმით, რომ იგი


არის როგორც კომუნიკაციური აქტის მონაწილე ფენომენი და ასევე,
აბსტრაქტული მესიჯის გადაცემის ფენომენი.

102
***

ზოოემიოტიკის ინეტრესებში შედის გამოყენებითი სემიოტიკის ისეთი


ასპექტებიც როგორიცაა თანამედროვე გარემო-პირობების გათვალისწინებით
ცხოველთათვის ჰარმონიული გარემოს შექმნა ნიშნობრივი მონაცემების
გათვალისწინებით.

ამ მხრივ აღსანიშნავია, რამდენიმე პრაქტიკული კვლევა რომელიც მსგავსი


საკითხების საილუსტრაციოდ გამოგვადგება. მათ შორისაა ნელი მაეკივის
სტატია, რომელსაც ქვემოთ ვიხილავთ.

ცხოველთა გარემოს ჰარმონიული მოწყობისთვის ზოგადი კომპონენტების


დასახელების მიზნით კი მოვიხმობთ ცნობილი გერმანელი მეცნიერის გუნტერ
ტემბორკის 45 კვლევა ცხოველთა ქცევითი კომპონენტის ანალიზის მიხედვით
ცხოველთა საცხოვრებლის დაგეგმარების პროცესში საჭიროა იმის
გათვალისწინება თუ რა ნიშნებს უნდა აკმაყოფილებლდეს გარემო იმისათვის,
რომ სრულფასოვნად განხორციელდეს ცხოველთა: (1) ფიზიოლოგიური ქცევა
(ჭამა, დასვენება, (2) რეპროდუქციური ქცევა (gametes and copulation, ontogenesis and
relations between generations), (3) კვლევითი ქვევა, გარემო შემეცნების, დაკვირვების
ქვევა. (4) თავდაცვითი ქცევა.

ამ კატეგორიების გათვალისწინებით გვთავზობს ცხოველის ex situ ქცევისა და


კომუნიკაციის მოდელირების განხილვას, სადაც ზოოპარკის გარემოში ცხოველის
სრულფასოვანი ფუნქციონირების მიზნით რიგი ქცევებისა და სტერეოტიპების
გადასინჯვაა საჭირო.

Modelling Ex Situ Animal Behaviour


and Communication

ცხოველის ex situ ქცევისა და კომუნიკაციის მოდელირება

Nelly Mäekivi ნელი მაეკივი

45
Reference needed.

103
ველური ცხოველების კომუნიკაციისა და ქმედებების შესახებ ცოდნის უდიდესი
ნაწილის წყარო ბუნებრივ საცხოვრებელს მოწყვეტილ ex situ 46 ცხოველებზე
დაკვირვებაა. მიუხედავად ამისა, ისიც გაცნობიერებული გვაქვს, რომ იმ გარემოს
მიხედვით, რომელშიც ცხოველები ცხოვრობენ (ან რომელშიც დამწყვდეული
არიან) კომუნიკაციისა და ქმედებების ტიპები განსხვავდება. ზოგიერთი სახეობის
შემთხვევაში (განსაკუთრებით დიდი ზომის ძუძუმწოვრებში) განსაკუთრებით
ძნელია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მათი ქმედითი და საკომუნიკაციო
ჩვევების ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოსგან გადახვევებს გამორიცხავს.
ზოოლოგიურ ბაღებში, ცხოვლეთა კეთილდღეობის საზომები დადგენილია იმის
მიხედვით, თუ როგორ ხვდება ერთმანეთს საცხოვრისი გარემო და კონკრეტული
ინფივიდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის საჭირო
პირობები. მიმართება კეთილდღეობასა და სახეობის მიხედვით კომუნიკაციისა
და ქცევებს შორის განხილვის საგანია და ამის შედეგად ცხოველის კომუნიკაციისა
და ქცევის ex situ მოდელი არის წარმოდგენილი. შემოთავაზებული მოდელი
შეიცავს ტყვეობაში მყოფი ცხოველების თავისუფალ გარემოში (free range) მყოფ
ცხოველებთან სხვაობის განხილვას და კეთილდღეობასთან დაკავშირებული
საკითხების გათვალისწინებით ხსნის ინდივიდუალური ცხოველის
საკომუნიკაციო და ქცევითი ჩვევების სხვაობას სახეობის [ზოგად]
მახასიათებლებთან მიმართებაში.

Comparison of Behaviour and Communication of Ex Situ and In Situ Animals

Ex situ და in situ ცხოველებისა ქცევისა და კომუნიკაციის შედარება

იმისათვის, რომ გავაანალიზოთ სხვაობა ტყვეობაში მყოფ ცხოველებსა და


თავისუფალ გარემოში მყოფ ცხოველთა ქცევასა და კომუნიკაციას შორის, ჩვენ
შევხედავთ თუ როგორ განსხვავდება ზოოლოგიურ ბაღებში მყოფი ცხოველების
გარემო in situ გარემოსგან (სივრცის, კვების, სოციალური კომუნიკაციის და სხვა
კომპონენტების თვალსაზრისით); ამ სხვაობით დგინდება განსხვავება ცხოველთა
უმველტებს შორის. წინარე სწავლებებით, ნორმადაა მიჩნეული, რომ ცხოველის
ქცევა და სოციალური კომუნიკაცია შევადაროთ ცხოველის in situ ეკვივალეტებს.
ჯერ კიდევ ჰედიგერი, ზოობიოლოგიის მამა, აცხადებდა, რომ ცხოველებს

46
In situ - ბუნებრივ საარსებო გარემოში - ex situ - ბუნებრივი საარსებო გარემოს მიღმა
In situ მდგომარეობაში შეიძლება გავიგოთ იგივეობრივად ცნებისა - ბუნებრივ ჰაბიტატში.
ასევე ინ სიტუ - ს თარგმნის ვარიაციებია: ადგილზე, ცოცხალი ორგანიზმისთვის ჩვეულ ბუნებრივ
გარემოში, საარსებო გარემოს შიგნით.

104
ზოოპარკებში უნდა უვლდნენ ისე, რომ ისინი ინარჩუნებდნენ თავიანთ ტიპურ
ქცევით მახასიათებლებს, გაცქევის სურვილის კომპონენტის გარდა (ჰედიგერი,
1964). ეს პოზიცია გაზიარებულია ზოოპარკის ცხოველების ქცევის თანამედროვე
მოდელში, სადაც ცხოველთა ქცევითი კომპონენტები თავსდება ცხოველის
ბუნებრივი ჰაბიტატის მახასიათებელ საუკეთესო ფაქტორებთან (Hill and Broom
2009). სახეობრივი სპეციფიკის კომუნიკაცია და ქცევა (აბსტრაქციის შემთხვევაშიც
კი) არის მირჩნეული ნორმად ან ნორმალურად - [კონკრეტულად კი] ქცევა და
კომუნიკაცია, რომელზე დაკვირვებაც ველურ ბუნებაში შეგვიძლია. შესაბამისად,
ნორმალურიდან გადახვევები მარკირებულია, როგორც აბნორმალური (abnormal).

ზოგადი მიმართებით (მაგ. სახეობის სპეციფიკის გათვალისწინებით) ნორმატიულ


ქცევა/კომუნიკაციასა და ცხოველის ინდივიდუალურ ქცევასა და კომუნიკაციას
შორის დგინდება, რომ მეორე ქცევისა და კომუნიკაციის ნორმიდან გადახრას
წარმოადგენს. ნორმიდან გადახრა შეიძლება მოხდეს უფრო მცირე ან უფრო დიდი
ნიშნით. [ჩვენი] შემოთავაზებული სქემა მხოლოდ ილუსტრაციური
განზოგადებაა, რაც ემსახურება იმის დემონსტრირებას, რომ თუნდაც
აბნორმატიურლი კომუნიკაციისა და ქცევის არსებობის პირობებში, არსებობდეს
საერთო საფუძველი ინდივიდუალურ და სახეობის სპეციფიკით
გათვალისწინებულ ქცევასა და კომუნიკაციას შორის. შესაბამისად, ამ ორს შორის
გადაფარვის შესაძლებლობა შეიძლება დამოკიდებული იყოს უშუალოდ
ცხოველზე (და აგრეთვე იმაზე, თუ რა ოდენობის სამეცნიერო მონაცემი არის
შეკრებილი და ხელმისაწვდომი იმ სახეობების შესახებ, რომელსაც დაკვირვების
ქვეშ მყოფი ინდივიდი მიეკუთვნება). შემდგომი დაზუსტებისთვის უნდა ითქვას,
რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ცალკეული ცხოველი შეიძლება მოიქცეს
უკიდურესად არანორმატიულად (მაგ., თვით დაზიანება), მაინც გონივრული
შეიძლება იყოს [ჩვენი მხრიდან ] იმის მტკიცება, რომ ცალკეულ ცხოველს ექნება (
რამდენიმე მაინც) სახეობიდან მიმართ საერთო მახასიათებლით განპირობებული
ქცევით და კომუნიკაციური თვისება (მაგ. ცხოველის ფიზიკური აღნაგობისა და
გამოხატვის და აღქმითი გრძნობების შემცველი, ანუ უმველტით
განპირობებული).

არსებობს უამრავი მაგალითი, რომელიც ცხოველის ქცევასა და კომუნიკაციას


ფორმებს დატყვევებულ მდგომარეობაში არანორმალურად [აბნორმად] მიიჩნევს;
მაგალითად, აბნორმული სოციალური ურთიერთობები შეიძლება ჩამოყალიბდეს
ცხოველებს შორის, რომლებიც, ჩვეულებრივ, ველურ გარემოში არ შედიან
ერთმანეთთან კონტაქტში (მაგ., ცხოველები სხვადასხვა რეგიონიდან, ან
ცხოველების მომვლელებისა თუ ზოოპარკის გარემო). შეიძლება არსებობდეს
დაძაბული სოციალური კომუნიკაცია (მაგ., როდესაც ნაშიერები კონკრეტულ

105
ასაკში უნდა გამოეყოფოდეს მშობლებს, ზოოლოგიურ ბაღში სივრცითი
შეზღუდვებმა ვერ უზრუნველყოს საჭირო პირობები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს
კონფლიქტური ქცევა). საზღვრების არარსებობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს
პრობლემები ბუნებრივ გარემოში ინდივიდებს შორის (მაგ. სოციალურად
აქტიური ცხოველების იზოლირებულ გარემოში ყოფნა, ან სქესობრივი ნიშნით
ინდივიდუალური ცხოველების არაბუნებრივი დაჯგუფება, რათა თავიან
აირიდონ დაწყვილება). ასევე ხშირია შემთხვევა, როცა სხვადასხვა სახეობას
შორის ზოგიერთი მიმართება არ არსებობს დატყვევების პირობებში (მაგ.
მტაცებელი-მსხვერპლის მიმართება, სხვადასხვა სახეობის კოჰაბიტაცია).
ზოგიერთმა ფიზიკური კომპონენტის ცვლილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს
ცხოველების ქცევასა და კომუნიკაციაზე (მაგ. ფრინველებისთვის ფრთების შეჭრა,
რის გამოც მათ არ შეუძლიათ ფრენა ან ცხოველების სტერილიზაცია [რასაც
მოსდევს საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესის დაკარგვა]).
ეს ურთიერთობები (ან ზოგერთ შემთხვევაში მიმართების ნაკლებობა), რომლებიც
იწოდება "არანორმალურად"/ აბნორმად, იშვიათია ან უბრალოდ არ არსებობს
ცხოველთა free-range ტიპის თავისუფალ საცხოვრებელ გარემოში.

ადვილი მისახვედრია, რომ ზოგიერთი ქცევა (e.g. წინა მაგალითების გარდა,


ფატალურ საკვებზე უარის თქმის შემთხვევები [რაც შეიძლება გამოწვეული იყოს
გალიის/სამყოფელის შეცვლით განსაკუთრებით გველებსა და ზღვის სპილოებში])
შეიძლება მიჩნეულ იქნას "აბნორმად", თუ ცხოველები ცხოვრობდნენ in situ
პირობებში. ასევე გვხვდება სტერეოტიპული ქმედებების ჩანაწერების [recordings]
სიმრავლე (მაგალითად, სპილოების მიერ რაიმეს დაწნა/ქსოვა, ფიგურა რვიანის
ფორმით დიდი კატების სიარული, პოლარული დათვების მიერ დიდი ნაბიჯებით
წინ და უკან სიარული). სტერეოტიპული ქცევა შეიძლება იყოს რეაგირება
მგრძნობელობითი აღქმის ნაკლებობაზე, რაც ბუნებრივ გარემოში ხელს უწყობს
ბუნებრივი ქცევის და კომუნიკაციის წარმოჩენას. ასეთ დროს საცხოვრებელი
გარემო პირობების დაბალი დონით გამოწვეულმა მგრძნობელობითი ფაქტორების
დაბალმა დონემ შეიძლება ხელი შეუშალოს [ცხოველის] ნორმალურ ქმედებებს.
სოციალური სტიმულის არარსებობის შემთხვევაში, ზოგიერთ სახეობას შეიძლება
განუვითარდეს სტერეოტიპული ქმედებების დაკნინება/დაკარგვა, მაგალითად,
თვითკბენა ან რაიმეზე მიჯახება (Berkson 1967). გარდა ამისა, სტრესის მაღალმა
დონემ შეიძლება წაახალისოს სტერეოტიპული ქცევა და კომუნიკაცია
ცხოველებში. სტრესი ხშირად აღინიშნება აქტიურობის ზოგადი დონის,
ერთმანეთის გაწმენდის აქტის, ურთიერთ გაშინაურების დონის შემცირებისას
ცხოველთა ჯგუფის წევრებს შორის (Moodie and Chamove 1990).

106
ამგვარად, ზოოპარკის გარემოს ბიოტიკური და აბიოტიკური კომპონენტები ან
მცირედად ან დიდწილად განსხვავდება იმ პირობებისგან, რაც ბუნებაში
მოიპოვება და სტერეოტიპულ ქმედებებს წარმოშობს. ზოგჯერ მათ უწოდებენ
გალიის სტერეოტიპებს, მაგალითად, ბოლთის ცემის ან გორაობის/ბზრიალის
ქმედებებს (Berkson 1967). ეს აბნორმალიები წარმოიშვება კონკრეტული
გარემოდან - ზოოლოგიური ბაღებიდან - სადაც ცხოველები ჩაკეტილ პირობებში
მოთავსებულია არიან და მათ ყოფას ადამიანებს წარმართავენ (Hill and Broom 2009;
Margodt 2000). არსებობს სპეციალური ტერმინიც, რომელიც მიუთითებს ტყვეობის
გამანადგურებელი პირობებით გამოწვეულ ცხოველთა ფსიქიკურ დაზარალებას -
ზოოქოზისი (Haque 2011).

გამოყენებითი სემიოტიკა

Keywords: ურბანიზმის სემიოტიკა, სმარტ-ქალაქები,

გამოყენებითი სემიოტიკა „Applied semiotics“ გულისხმობს ისეთ კვლევებს,


რომლებიც არა რომელიმე ნიშნობრივი კანონზომიერების თეორიულ ახსნას ან
უკეთ ფორმულირებას ემსახურება, არამედ გამოყენებითი სემიოტიკის მიზანია,
გარემოში უკვე არსებულ მონაცემთა შესწავლა, დამუშავება და დაგეგმარება
კონკრეტული მონაცემების ფარგლებში.

მაგალითად, თუ თეორიული სემიოტიკური ნაშრომი წარმოაჩენს რომელიმე


ნიშნის ტიპოლოგიურ მახასიათებლებს, რაიმე კანონზომიერებას, რომელიც ეხება,
მაგალითად, ადამიანისა და ცხოველის კომუნიკაციის ასპექტს, ზოგადი მოწყობის

107
საკითხებს მტაცებელი-მსხვერპლის კომუნიკაციის ფარგლებში ( როგორც ეს იაკობ
ფონ უქსკიულის უმველტის თეორიაში ხდება), სახეობრივი ნიშან-თვისებებით
განპირობებულ ქცევებს და ა.შ. საქმე გვაქვს სემიოტიკის თეორიულ ნაწილთან
(general semiotics). ხოლო გამოყენებითი სემიოტიკის ფარგლებში დაწერილი
სემიოტიკური ნაშრომი გვთავაზობს ცალკეულ, კონკრეტულ გარემო-პირობებში
ჩამოყალიბებულ ნიშანთა ანალიზსა და მათ ამოხსნას. მაგალითად, რომელიმე
ზოოპარკაში მცხოვრები ცხოველების კომუნიკაციურ თავისებურებებს, მათი
ჰარმონიუილი ცხოვრებისათვის საჭირო ნიშანთა გათვალისწინებას ზოოპარკის
გარემოს დაგეგმარების პროცესში და ა.შ. ასეთი საკითხები, რომლებიც
ერთიანდება ცაკლეული კვლევის (case studies) მოდელში გამოყენებითი
სემიოტიკის კვლევით ნაშრომს წარმოადგენს. ასევე, გამოყენებით სემიოტიკად
მიიჩნევა კონკრეტული ფილმის, ნახატის, რომელიმე ხელოვნების ნიმუშის
ანალიზი სემიოტიკური თეორიისა თუ სემიოტიკური ტერმინების გამოყენებით.
როცა კვლევაში ფოკუსი ცაკლეულ ობიექტის (კინოს, ნახატის) შემცველი ნიშნების
ამოცნობსა და გაგებას, ისე გარკვეულ კონტექსტში მათ ანალიზს წარმოადგენს,
ასეთ შემთხვევაში კვლევა ერთეულის გაგებისკენაა მიმართული და გამოყენებითი
სემიოტიკის მეთოდოლოგიას იყენებს.

შესაბამისად, ხედვის რაკურსი გამოყენებით სემიოტიკურ კვლევებში


ფოკუსირდება კვლევის ობიექტზე, ამოსავალი ხედვაც არის ობიექტიდან
წამოსული და სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ გამოყენებითი სემიოტიკური
კვლევები ორიენტირებულია არსებული პრობლემების ამოხსნაზე (Solving real
world problems). ხშირად ასეთ დროს ჯერ ხდება ობიექტის ნიშნობრივი
მონაცემების შესწავლა/შეგროვება და შემდგომ თეორიული ამონახსნის
მისადაგება. თეორიული სემიოტიკური კვლევების რაკურსი კი, მოგეხსნეებათ,
არის არა ცაკლეული ობიექტებიკენ, არემედ ნიშნის წარმოების განმაპირობებელი
მოდელებისა და პარადიგმებისკენა მიმართული.

ურბანიზმი, სმარტ ქალაქები

გამოყენებითი სემიოტიკური კვლევის საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ


კვლევა, რომელიც კონკრეტულ გარემოსა და მედიუმში წარმოდგენილი
ნიშნობრივი მონაცემების ანალიზს გვთავაზობს. ეს არის კვლევა სმარტ-ქალაქების
კომერციული ვიდეოების შესახებ, სადაც წარმოდგენილია სინგაპურის
აეროპორტის რეკრეაციული ზონების სარეკლამო ვიდეოების ნიშნობრივი
მონაცემების ანალიზი (An ecosemiotic analysis of representations of nature in Greenfield

108
smart city promotional videos, Ian Cameron Weatherseed, 2018). ეს კონკრეტული კვლევა
case studies- ს კომპონენტების თვალსაჩინოდ წარმოაჩენს.

მაგრამ იქამდე ვიტყვით, რომ რადგან სმარტ-ქალაქები ურბანიზმის, როგორც


კულტურული ფენომენის შემავალი ნაწილია, კვლევის დეტალებზე გადასვლამდე
საჭიროდ მიგვჩნია, განვმარტოთ, რა მახასიათებლების საფუძველზე შეისწავლის
სემიოტიკა ურბანიზმს.

ურბანიზმი, როგორც კულტურული ფენომენი, ქალაქის მოდელით და მისი


მახასიათებლებით მრავალსაუკუნიან მონაცემებზე დაკვირვების საშუალებას
გვაძლევს. ურბანული სივრცეების მოწყობა და მოდელები სემიოტიკური
პარადიგმიდან აღწერილია ნაშრომში ქალაქის გააზრება სემიოტიკური
სივრცეების მიხედვით 47 , რომლის ავტორიც არის ესტონელი მეცნიერი ტიტ რემი.
ეს ნაშრომი ქალაქის გაგების სემიოტიკური შრეებს ასახელებს. გამოყოფილია
კომპონენტები, რომელთა მიხედვითაც, ქალაქი განისაზღვრება, რამდენიმე
სემიოტიკური შრით. პირველი ესაა ქალაქის პლურალიზმის ხარისხი ანუ
თვისება, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სოციალური და კულტურული
სემიოსფეროს ადამიანები ქალაქის შიგნით იყრიან თავს. ამ ხარისხობრივი
კატეგორიის მიხედვით: ქალაქი „შეიცავს მრავალ თვალსაჩინო ელემენტს
განსხვავებული მახასიათებლებით და მნიშვნელობებით (როგორციაა
სხვადასხვაობა ხალხის, ცხოველების, კომუნიკაციას, გარემოებების, ფორმების,
ფერის და ა.შ.)“. (რემ, 2011: 125)

სემიოტიკური შრეების მიხედით, ქალაქი ასევე არის მისი ფიზიკური


კომპონენტების სიმრავლე, როგორც ადგილი, ტერიტორია. „ამ პერსპექტივიდან
ქალაქი გვევლინება როგორც საგნობრივი სიმრავლე, რომელსაც აქვს ფიზიკური
ფორმა, საზღვარი, ფიზიკური კედელი და ა.შ.“ (რემ, 2011: 125-126)

ეს კომპონენტი ძალიან მნიშნელოვანია იმ ისტორიული კონტექსტის


გათვალისწინებით, რომელიც ქალაქი არა-ქალაქის ოპოზიციის ისტორიულ

47
ქალაქის გააზრება სემიოტიკური სივრცეების მიხედვით, Understanding the city through its
semiotic spatialities, Tiit Remm, 2011

ურბანული დისკურსი - ქალაქის სივრცე, ქალაქის ენა, ქალაქის დაგეგმარება: ეკოსემიოტიკური


მიდგომა ურბანული განახლების დისკურსის ანალიზისთვის, Urban discourse – city space, city
language, city planning: Eco-semiotic approaches to the discourse analysis of urban renewal, Ernest W. B.
Hess-Luttich, 2016

ქალაქის ტექსტუალიზმი - დაგეგმარებისას ურბანული სივრცის სიცხადე სოციალურ და


ბუნებრივ სხვებთან მიმართებაში, Textualities of the city – from the legibility of urban space towards
social and natural others in planning, Tiit Remm, 2016

109
ნორმას გვთავაზობს. ბუნებრივია, რომ იური ლოტმანის მიერ შემტანილი
სემიოტიკური საზღვრის ცნება ამ მოდელს შეესაბამება, პასუხობს და აღწერს.
ლოტმანის სემიოსფეროს თეორიაში ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთობისას
ცენტრალური ადგილი უჭირავს საზღვრის ცნებას, რომლის ერთ მხარეს
გარკვეული ნიშანთა სისტემა მოქმედებს, მეორე მხარეს კი სხვა. ასეთ დროს,
საზღვრისპირა კომუნიკაციისას ხდება მნიშნელობათა გაცვლა და შექმნა,
რომელსაც სემიოზისის პროცესი ეწოდება (ი.ხ. გვ. 41). ლოტმანის მიერვე
დასახელებული მოდელი - „ბარბაროსი - ათენელი“ ან „რომაელი - არარომაელი“,
ქალაქის მოდელის გააზრების პროცესში ისტორიის გაცილებით ადრეულ
პერიოდის მოდელადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბაბილონის ქალაქებიდან
მოყოლებული (უქური, ური etc.) არა-ქალაქის არეალი წარმოდგენილია როგორც
ქაოსი, აუთვისებელი მხარე. ბიბლიური მაგალითის გათვალისწინებით, ძველი
აღთქმის ქალაქების მაგალითზე, სხვა ტერიტორიის მკვიდრის სახელდება
განსაზღვრავრული იყო და ეს ფენომენი აღიწერებოდა ოპოზიციით „გოიმი“ –
„ებრაელი“, “Gentile – Jew”.

ტიტ რემი ამ ტერიტორიული განაწილების სემიოტიკურ შრესთან


დაკავშრებულად მიიჩნევს ქალაქის კედლის, ფიზიკური ზღუდის ფენომენსაც,
რომელიც არაერთ კულტურასა და ეპოქაში ისტორიულად დასტურდება. ქალაქის
ზღუდე-კედელი აწესრიგებს სოციალურ ინსტიტუციებს და მასთან
დაკავშირებულ ნიშნებს: „ქალაქის ფუნქციური კედელი არის ობიექტური
ფიზიკური ზღუდე, რომელზეც დამოკიდებულია მოსახლეობის გადანაწილება
(სიმჭიროე), ეკონომიკური მიმოცვლა, მიწის ფასები და ა.შ.“ (რემ, 2011: 126).
შესაბამისად, ეს კომპონენტი გარკვეულწილად აყალიბებს ქალაქის შიდა
ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ქცევით ნიშნებს თუნდაც იმის მიხედვით რა
არის დასაშვები ქალაქის კედლის შიგნით და რა - არა.

ქალაქის მოდელის მესამე შრე ქალაქის კონცეპტუალური გაგება, ქალაქი როგორც


„კონცეპტუალური ერთიანობა, რომელიც კულტურული მახასიათებლების
მატარებელია“ (რემ, 2011: 126-127). ქალაქის კონცეპტუალურ სემიოტიკურ შრეზე
მოცემულია სიმბოლურ დონეზე არსებული მნიშვნელობები, რომლებიც
კონკრეტულ ქალაქს ენიჭება და მის იდენტობას განსაზღვრავს. ამის მაგალითად
შეგვიძლია დავასახელოთ ისეთი ისტორიული მნიშვნელობები, რომლებიც
მიენიჭა ქალაქებს როგორიცაა იერუსალიმი, მექა. ან ისეთი იდენტობები
როგორციაა „სახელოვნებო ქალაქი“, „საუნივერსიტეტო ქალაქი“, საწარმოო
ქალაქის იდენტობა etc. ეს მნიშვნელობები კოგნიტურ დონეზე არსებობს და
ქალაქის ზღუდის შიგნითაც და გარეთაც მოქმდებს, როგორც
მაიდენტიფიცირებული სიმბოლური ნიშანი. ამის შედეგია შემდგომ ქალაქების

110
ზედწოდებები, როგორც „პარიზი - სიყვარულის ქალაქი“ , „ნიუ ორლეანსი -
ჯაზის ქალაქი“ და ა.შ.

სმარტ ქალაქების ფენიმენი და მისია

ხოლო სმარტ-ქალაქის ცნება შედარებით ახალია. სემიოტიკას სმარტ-ქალაქის


ფენომენთან დაკავშირებით აინტერესებს მათი ნიშნობრივი არეალის,
სემიოსფეროს ორი კომპონენტი: კულტურის სემიოტიკის სივრცე და
ეკოსემიოტიკური მოწყობა: ეკოკრიტიცისმით და ეკოსემიოტიკური პარამეტრების
გათავლისწინებითაც.

კვლევა, რომელსაც განვიხილავთ სმარტ-ქალაქების კომერციულ ვიდეოებში


წარმოდგენილია სინგაპურის აეროპორტის რეკრეაციული ზონების სანახაობრივი
მხარე.

კვლევის ავტორი ბრიტანელი სემიოტიკოსი იან უედერსიდი ამ მასალას


აანალიზებს ეკოკრიტიციზმისა და ეკოსემიოტიკის პერსპექტივიდან, ვინაიდან
სინგაპურის აეროპორტი, როგორც რეკრეაციული ზონა წარმოადგენს ხელოვნურ
ლანდშაფტსა და ბიოსისტემების სინთეზსს. ეს სინთეზი კი გარკვეული
ნიშნობრივი მონაცემების გათვალისიწინებით ეკოსემიოტიკის კრიტიკის
ობიექტია.

ნაშრომში დასმულია შეკითხვები იმის შესახებ, რამდენად მიზანშეწონილია


სხვადასხვა სახების მცენარეთა და ბიოსისტემათა განაწილება აეროპორტის
ბაღებში. რადგან მათი დაგეგმარება ხდება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად
კომფორტულია ამ მცენარეთა დათვალიერება ადამიანის პერსპექტივიდან. უნდა
აღინიშნოს ისიც რომ ხელოვნურ გარემოში გვხვდება ბიოსისტემის ისეთი
წარმომადგენლები, რომლებიც ადამიანის როგორც დამთვალიერებლის გაოცებას
გამოიწვევს. მაგალითად აეროპორტის ბაღებში პეპლების ბინადრობა, რომელთა
ფერმა და ჯგუფურმა გადაადგილებამ ეფექტი უნდა იქონიოს მაყურებელზე.

აეროპორტის ნიშნობრივი მახასიათებლები ექცევა სმარტ-ქალაქის ნიშნობრივ


სისტემაში. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ციფრული
ტექნოლოგიების მეშვეობით, რომელთა გარეშეც სმარტ ქალაქში ვერ
გადაადგილდება მსურველი, აეროპორტშც, როგორც თისობრივად ურბანულ
გარემოში მონაცემთა შეგროვების არაერთი შესაძლებლობა იქმნება.

111
სმარტ - ქალაქების სარეკლამო ვიდეოებში მწვანე სივრცის წარმოდგენის
ეკოსმიოტიკური ანალიზი, An ecosemiotic analysis of representations of nature in
Greenfield smart city promotional videos, Ian Cameron Weatherseed, 2018

გლოსარი

Abduction - აბდუქცია- პროცესი, რომლითაც ახალი კონცეპტი ყალიბდება უკვე


არსებული კონცეპტის საფუძველზე, რომელთანაც ასევე მოვიზრებთ, რომ ერთს
მეორის მიმართ რაიმე საზიარო მახასიათებელი აქვს.

Concept - კონცეპტი, ცნება - მენტალური ფორმა.

Code - კოდი, system of signifying elements which can be deployed to represent types of
phenomena in specific ways. აღმნიშვნელი ელემეტების სისტემა, რომლითაც
შესაძლებელია, წარმოდგენილი იყოს რომელიმე ფენომენი გარკვეული გზით.

Communication- კომუნიკაცია, capacity to participate with other organisms in the


reception and processing of specific kinds of signals. უნარი, რომ მონაწილეობა მიიღო
სხვა ორგანიზმთან სხვადასხვა ტიპის სიგნალების/ ნიშნებობრივი ერთეულების
მიღებასა და გარდაქმნაში.

Connotation – კონოტაცია - extension of a form over a new meaning domain that is


recognized as entailing the features of the form by implication. რაიმე ფორმის
(ერთეულის) განვრცობა მნიშვნელობის ახალ არეალში, რომელიც ჩაირთავს
ფორმის თვისებებს სხვა შინაარსის მეშვეობით.

Conventional sign – კონვენციური ნიშანი- sign that has no apparent connection to any
perceivable feature of its referent. ნიშანი რომელსაც არ არის ცხადი კავშირი
რეფერენტის აღმნიშვნელის არცერტთ თვალსაჩინო თვისებასთან.

Cultural modelling – კულტურული მოდელირება - the association of various source


domains with one target domain, producing an overall, or cultural specific model of the target
domain. სხვადსხვა საფუძვლის/არსის მქონე არიალის გაერთიანება ერთი სამიზნე
არიელთან, რათა შექმნას მთლიანი, კულტურული სპეციფიკის მოდელი სამიზნე
არიელისგან.

112
Context - კონტექსტი - სემიოტიკაში ტერმინი კონტექსტი განმარტებულია
როგორც გარემო, სიტუაცია ან ფირიკური, ფსიქოლოგიური ან სოციალური
გარემო, რომელშიც ინტერპრეტაცია ვრცელდება.

Communicative systems - საკომუნიკაციო სისტემები, სხვადასხვა ნიშნობრივი


სისტემები რომელთა შექმნა ან გამოყენება საკომუნიკაციო მიზნებით ხდება. ამ
ნიშანთა სისტემაში არსებული ცალკეული ნიშნება შესაძლოა მხოლოდ
კონკრეტულ კომუნიკაციურ სისტემაში იყოს ვალიდური.

Culture - კულტურა (the system of daily living that is held together by a signifying order
(signs, codes, texts, connective forms) - ყოველდღიური ცხოვრების სისტემა, რომელიც
წარიმართება წესის, ნიშნების, კოდების, ტექსტების და კოგნიტური
აღმნიშვნელების მეშვეობით.

Cultural semiotics - კულტურის სემიოტიკა - დარგი, რომლის შესწავლის ობიექტი


არის კულტურით დამკვიდრებული ნიშნები, კანონზომიერები, რომლებიც
ფუნქციონირებს ნიშანთა მოწყობის სიმბოლურ დონეზე. კულტურის
სემიოტიკისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხელოვნების ისე ადამიანის
სოცლიაური ქცევის შესწავლა.

Decoding - დეკოდირება - use of a code to decipher forms. კოდის გამოყენება [რაიმე]


ფორმის გასაშიფრად.

დეიმატურობის ქცევა - ნიშნავს იმ სიმულაციურ მოდელს, რომელსაც სუსტი


თავდაცვითი აპარატის მქონე ცხოველი იყენებს თავის დასაცავად. მომდინარეობს
სიტყვიდან δειματόω (deimatόo), „შეშინება“. დეიმატური ქცეის დროს არსება აჩენს
თავისი სხეულის დეიმატურ ნაწილს, რაც მტაცებელს ყურადღებას უფანტავს.

Form - ფორმა, a mental image or an external representation of something - მენტალური


იმიჯი (წარმოსახვითი ფორმა), ან რაიმეს გარე რეპრესენტაცია.

Icon -იკონი, singularized form which simulates its referent in some way - ცაკლეული
ფომრა რომელიც ჰგავს თავის აღსანიშნს რაიმე ნიშნით.

Meme - replicating pattern of information (tune, idea, clothing fashion). ინფორმაციის


შაბლონის (მელოდიის, იდეის, ჩაცმის სტილის) განმეორებითობა.

modelling systems - მოდელირების სისტემები. ისეთი სისტემები რომელშიც


მოდელები წარმოიქმნება და ფუნქციონირებს.

Salient feature - ცნობითი მახასიათებელი. სემიოტიკური მნიშვნელობის


უმცირესი ერთეული, რომელიც არის კონკრეტული ნიშანთა ერთობლიობის

113
შემთხვევაში ის უმცირესი მონაცემი, ნიშნის ის ნაწილი, რომლითაც ხდება
მნიშვნელობის ამცნობა, იდენტიფიკაცია.

Sign systems – ნიშნობრივი სისტემები (სხვადასხვა ტიპის ნიშანთა სისტემები)

Sign system - რომელიმე ნიშანთა სისტემა (მხოლოდ ვიზუალური, მხოლოდ


აუდიო, - ერთგვაროვანი ნიშნების სისტემა.)

sign relations - ნიშანთა ურთიერთობა. ნიშანთა გაცვლა კომუნიკაციურ ან


ნებისმიერ ფუნქციურ გარემოში.

Habitat - ჰაბიტატი, გარემო, სადაც ორგანიზმი ცხოვრობს და მისი საკომუნიკაციო


არეალი ამ ფიზიკურ ერთეულშია მოქცეული.

უმველტი: Umwelt – the domain that a species is capable of modelling (external world of
experience to which a species has access). უმველტი - განზომილება (არეალი),
რომელშიც სახეობას (ცალკეულ ერთეულს) მოდელირება შეუძლია
(გამოცდილებითი გარე სამყარო, რომელითანაც კონკრეტულ სახეობას (ცალკეულ
ერთეულს) აქვს წვდომა.

უმველტი (კალევი კულის განმარტებით) - არის ორგანიზმის სემიოტიკური


სამყარო. იგი შეიცავს ორგანიზმისთვის არსებულ ყველა მნიშნელობის მქონე
ასპექტებს მის სამყაროში. ამგვარად, უმველტი არის ტერმინი, რომელიც
აერთიანებს მთლიანად სემიოტიკური პროცესებს ამ ორგანიზმის გარშემო.
მართლაც, უმველტის კონცეპტი მისდევს ცალკეული სემიოტიკური პროცესების
იმ ბუნებით მაკავშირებლებს ორგანიზმთან, რომელიც მიანიშნებს, რომ
ინდივიდუალური სემიოზისი, რომელშიც ორგანიზმი ფუნქციონირებს, არის
გამუდმებულ კავშირში სხვა ორგანიზმების სემიოზისებთან. ამავე დროს,
სხავდასხვა ორგანიზმის უმველტი განსხვავდება, რასაც მომდინარეობს ყველა
ცალკეული ორგანიზმის ისტორიული ინდივიდუალიზმისა და
უნიკალურობიდან.

Umwelt theory – უმველტის თეორია. ი.ვ. უქსკიული თეორია ცოცხალი ორგანიზმის

გარშემო ფუნქციური წრის მოქმედების თაობაზე.

natural language - ბუნებრივი ენა, იგულისხმება სალაპარაკო ენები, რომლითა


მეშვეობითაც ადამიანთა ჯგუფი ვერბალურად ამყარებს კომუნიკაციას.
ინგლისური, ფრანგული და ა.შ. მათი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე.

Natural semiotics - საბუნებისმეტყველო სემიოტიკა, რომელშიც ერთიანდება


სემიოტიკის ის დარგები, რომელთა შესწავლის ობიექტი არის არა კულტურით
დამკვიდრებული ნიშნები, არამედ სხვა კანონზომიერებით დადგენილი ნიშნები.

114
საბუნებირმეტყველო სემიოტიკა ამჟამად გაყოფილია სამ ძირითად დარგად ესაა:
ბიოსემიოტიკა, ზოოსემიოტიკა და ეკოსემიოტიკა.

Recognition - ამოცნობა. იგულისხმება სემიოტიკური ნიშნობრივი ამოცნობა,


სემიოტიკური სწავლების კიდევ ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი ტერმინი ეფუძნება
იმას რომ სემიოტიკისთვის არ არსებობს ნიშანი, თუ ის ფუნქციური არ არის, - თუ
მისი პოტენციური ამოცნობა „recognition“- ი შეუძლებელია რომელიმე ნიშნათა
სისტემის ფარგლებში. ამოცნობა არის ნიშნის პროცესის, სემიოზისის
შემადგენელი ნაწილი.

Signal - სიგნალი - გამოსხივება ან მოძრაობა, რომელიც ბუნებრივად ან


პირობითად იწვევს მიმღების [აღმქმელის] რაიმე რეაქციას.

Symbol - სიმბოლო - ნიშანი, რომელიც წარმოადგენს აღსანიშნს კულტურით


დადგენილი პირობითობის მეშვეობით.

Index - ინდექსი - ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელს აქვს არსებითი კავშირი


აღსანიშნთან, რეფერენტთან (ე.ი. ეს ნიშანი მიუთითებს, რომ რაღაცა არსებობს
სადმე რომელიმე დროით ან სივრცით პირობებში

Icon - იკონი - ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელს აქვს პირდაპირი (არაპირობითი),


მიმსგავსებული მიმართება აღსანიშნთან, რეფერენტთან.

Qualisign, (Quali + sign, სიტყვიდან qualitas , qualitatis - ხარისხი, თვისება) არის


თვისების ამსახველი ნიშანი/რეპრეზენტამენტი, რომელსაც ჩარლზ ს. პირსის (ამ
ტერმინის ავტორის) განმარტებით, არ შეუძლია ნიშნის ფუნქცია ჰქონდეს, სანამ
არ განხორციელდება, მაგრამ განხორციელებას არაფერი აქვს საერთო ნიშნის
ხასიათთან.

Sinsign (sine + sign, ამ სიტყვას თავად პირსი განმარტავს და უკავშირებს semel - ს


რაც „ერთხელს“ ნიშნავს) არის ერთჯერადი ქმედებისგან გაჩენილი
ნიშანი/რეპრეზენტამენტი, რომელიც გულისხმობს აღსანიშნთან მიმართებაში
გარკვეული თვისების (qualisign-ისმიერ) მსგავსებას, ოღონდ ეს ნიშანი მხოლოდ
რეალურ ფიზიკურ ფორმაში წარმოდგენილი ნიშანი შეიძლება იყოს.

Legisign (და Legisign, legi + sign, სიტყვიდან lex, legis, რაც ლათინურად „კანონს“
ნიშნავს) - არის ადამიანის კანონზომიერებით დადგენილი ნიშანი. ყველა
კონვენციური ნიშანი არის Legisign [მაგრამ არა პირიქით]. იგი არ არის ცაკლეული
ობიექტი, არამედ ზოგადი ტიპი, რომელიც იქნება მნიშვნელობის მქონე იმის
მიხედვით, თუ როგორც შეთანხმდნენ ადამიანები.

115
Rheme არის ინტერპრეტანტის პროცესში (ინტერპრეტატორის მიმართ) ნიშნის
მოწოდება ტერმინად ან გამონათქვამად, რომელიც დგას საგნის მაგივრად, რათა
წარმოადგინოს ობიექსტი/საგნის თვისება.

Dicisign - არის (ინტერპრეტატორის მიმართ) ნიშნის მოწოდება პროპოზიციად


(წინადადებები: გიორგი არის ბიჭი, კატა არის ცხოველი და ა.შ.), რაც გულისხმობს
ობიექტის მიმართ

Argument - არის (ინტერპრეტატორის მიმართ) მიზეზ-შედეგის მიმართების


ფარგლებში აღქმული ნიშანი, რაღაცის დანასკვი ან სილოგიზმი. ლოგიკური
წინადადება, რომლის ნაწილებიც ერთმანეთს არგუმენტაციური
კანონზომიერებით მიემართება.

იკონი არის ნიშანი, რომელიც მიემართება საგანს, რომელსაც იგი აღნიშნავს


ზუსტად იმ თვისებების მეშვეობით, რომლებიც თავად აქვს, რომლებსაც თავად
ფლობს, მიხედავად იმისა, არსებობს თუ არა ეს საგანი რეალურ სამყაროში.
მართებულია ის, რომ თუ სინამდვილეში არ არსებობს საგანი, რომელსაც [იკონი]
აღნიშნავს, მაშინ იგი არ წარმოადგენს ნიშანს. მაგრამ მას არაფერი საერთო არ აქვს
იმ საგნის ხასიათთან [ტიპთან]. ნებისმიერი რამ არის მისი [იკონის] თვისება,
ინდივიდუალურად არსებული, [ადამიანის დადგენილი] კანონზომიერებით
[არსებული]; იკონი შეიძლება იყოს ნებისმიერი, სანამ იგი ამ საგანს მიემართება
და ნიშნად იყენებს.

ინდექსი არის ისეთი ნიშანი, რომელიც მიამართება საგანს იმის მეშვეობით, რომ
ობიექტმა მასზე რეალურად მოახდინა გავლენა. ამგვარად, ინდექსი ვერ იქნება
Qualisign, რადგან ხარისხები რაიმე სხვის მანიშნებელი არიან. ამგვარად, რადგან
ინდექსზე ობიექტი ახდენს გავლენას, მას აქვს გარკვეული საერთო
მახასიათებელი ობიექტთან და სწორედ ამ ნიშნით მიემართება ობიექტს. იგი
იკონის გარკვეულ თვისებასაც შეიცავს, მიუხედავად იმისა, რომ იკონი ცალკე
სახეობაა, ინდექსი არ არის ზუსტი მსგავსება საგნისა [როგორც იკონი არის - მ.ნ.],
ამ თვალსაზრისით ხდება იგი ნიშანი, მაგრამ კვლავ რჩება ობიექტის რეალურ
მოდიფიკაციად.

სიმბოლო არის ნიშანი, რომელიც ობიექტს მიამართება [ადამიანის დადგენილი]


კანონზომიერების მეშვეობით, ძირითადად იგი არის ზოგადი ასოციაციებით
განპირობებული, რომელიც იწვევს სიმბოლოს გაგებას საგნის რეფერენტად.
ამგვარად, იგი ზოგადი კანონზომიერებით არის Legisign და ქმედებს, როგორც
რეპლიკა. იგი მხოლოდ თავად კი არ არის ზოგადი, არამედ საგანი, რასაც იგი
მიემართება ასევე ზოგადი ხასიათისაა.

116
გამოყენებული ლიტერატურა:

1. ლოტმანი ი., მოაზროვნე სამყაროთა შიგნით , გამომცემლობა ილიას


სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი -2012;
2. ეკო უ., რატომ არის სიცრუე, რომ ანა კარენინა ბეიკერ სტრიტზე
ცხოვრობდა, არილი, available at:
http://arilimag.ge/%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83
%A0%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D-
%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%A1%E1%83%98/
3. სოსიური ფერ., ზოგადი ენათმეცნიერების კურსი, გამომცემლობა დიოგენე,
2002. გვ. 73-84, 118 – 128.
4. Theses on the semiotic study of cultures (as applied to Slavic texts), J. M. LOTMAN,
V. V. IVANOV, A. M. PJATIGORSKIJ, V. N. TOPOROV, B A. USPENSKIJ, 1973;
5. Danesi M., Messages, Signs,and Meanings A Basic Text book in Semiotics and
Communication, First published in 2004 by Canadian Scholars’ Press Inc. 180 Bloor
Street West, Suite 801 Toronto, Ontario;
6. Kull K., On semiosis, Umwelt, and semiosphere, Semiotica, vol. 120(3/4), 1998, pp.
299-310.
Available at: http://www.zbi.ee/~kalevi/jesphohp.htm
7. Kull, Kalevi 2005. Semiotics is a theory of life. In: Williamson, Rodney; Sbrocchi,
Leonard G.; Deely, John (eds.), Semiotics 2003: “Semiotics and National Identity”.
New York, Ottawa, Toronto: Legas, 15–31.

8. LOTMAN, J M. 2005 [1984]. On the Semiosphere. Sign Systems Studies 33 (1). 205–
229.
9. Lotman, Yuri M. Universe of the mind: a semiotic theory of culture. I.B. TAURIS &
CO. LTD Publishers London . New York, ISBN 1-85043-212-0;
10. ECOSEMIOTICS: MAIN PRINCIPLES AND CURRENT DEVELOPMENTS, Timo
Maran and Kalevi Kull, 2014, available at:
https://www.researchgate.net/publication/261189926_Ecosemiotics_Main_principles_
and_current_developments

117
11. Kull, K. Semiotics is a theory of life. In: Williamson, Rodney; Sbrocchi, Leonard G.;
Deely, John (eds.), Semiotics 2003: “Semiotics and National Identity”. 2005, New
York, Ottawa, Toronto: Legas, 15–31http://www.zbi.ee/~kalevi/ottawa3Finpp.pdf
12. Jakob v. Uexkull, A stroll through the worlds of animals and men: A picture book of
invisible world*; 1934, Originally published in Instinctive Behavior, trans, by Claire
H. Schiller (ed.), 5-80. Madison,C T: International Universities Press, 1957. Reprinted
by permission of the publisher. Semiotica 89-4 (1992), pp. 319 – 327.
13. Maran T., Mimicry and Meaning: Structure and Semiotics of Biological Mimicry,
Springer International Publishing AG, 2017;
14. Sebeok Th. A., Danesi M., The Forms of Meaning Modeling Systems Theory and
Semiotic Analysis, Mouton de Gruyter Berlin · New York, 2000;
https://books.google.ge/books/about/Hyper_Generalization_by_the_Human_Mind.ht
ml?id=O_RYxAEACAAJ&redir_esc=y
15. Torop P., Semiotics, anthropology and the analysability of culture, Sign Systems
Studies 34.2, 2006 , Department of Semiotics, University of TartuTiigi 78, Tartu
50410, available at :
https://www.academia.edu/23711971/Semiotics_anthropology_and_the_analysability
_of_culture
16. Eco U., The Theory of Signs and the Role of the Reader (University of Bologna), The
Bulletin of the Midwest Modern Language AssociationVol. 14, No. 1 (Spring, 1981),
pp. 35-45, available at:
https://www.jstor.org/stable/1314865?seq=1#page_scan_tab_contents
17. Eco U., On ontology of the fictional characters. A semiotic approach Sign Systems
Studies 37(1/2), 2009, The Department of Communication Disciplines, University of
Bologna, Via Azzogardino 23, 40122 Bologna, Italy, e-mail: umberto.eco@unibo.it
18. Peirce C.S. The Collected Papers of Charles Sanders Peirce, 1994
მონაკვეთები:
Peirce: CP 2.227 Cross-Ref:††, CHAPTER 2, DIVISION OF SIGNS
Peirce: CP 2.230 Cross-Ref:††, §2. SIGNS AND THEIR OBJECTS †
Peirce: CP 2.233 Cross-Ref:††, §3. DIVISION OF TRIADIC RELATIONS †
Peirce: CP 2.243 Cross-Ref:††, §4. ONE TRICHOTOMY OF SIGNS
Peirce: CP 2.247 Cross-Ref:††, §5. A SECOND TRICHOTOMY OF SIGNS
Peirce: CP 2.250 Cross-Ref:††, §6. A THIRD TRICHOTOMY OF SIGNS

დამატებითი ლიტერატურა:
1. Remm T., Understanding the city throughits semiotic spatialities, SSS (Sign Systems
Studies), Department of Semiotics, University of Tartu, Jakobi 2, 51014 Tartu,
Estonia;
2. Lakoff G. & Johnsen M., Metaphors we live by. London: The university of Chicago
university press, 2003. Available at: http://shu.bg/tadmin/upload/storage/161.pdf

118
3. Valsiner J., HYPER-GENERALIZATION BY THE HUMAN MIND: The role of sign
hierarchies, 4th Hans Kilian Preis Lecture Bochum, April 28, 2017 publication
version Jan, 9, 2019;
4. Hoffmeyer J., Signs of Meaning in the Universe, 1996, TRANSLATED BY
BARBARA T. HAVELAND, INDIANA UNIVERSITY PRESS;
5. Essential Readings in Biosemiotics Anthology and Commentary, editied by Dr.
Donald Favareau, Springer Science+Business Media B.V. 2010, available at:
https://web.natur.cuni.cz/filosof/markos/Publikace/FAVAREAU%20Essential%20Re
adings%20in%20Biosemiotics.pdf
6. Uexkull J. V., The new concept of Umwelt:A link between science and the humanities,
2001, Semiotica, Journal of the International Association for Semiotic Studies, 134
1/4 (2001), 111-123;
7. Kull K., Vegetative, Animal, and Cultural Semiosis: The semiotic threshold zones,
Journal cognitive semiotics, issue 4 (Spring 2009) pp. 8-27;
8. Grigorjevas A., Gramigna R., Salupere S., A. J. Greimas: The perfection of
imperfection, SSS (Sing Systems Studies) 45(1/2). 2017, pp. 7-15;
9. Tamm M., Introduction: Semiotics and history revisited, SSS (Sing Systems Studies)
45(3/4). 2017, pp. 211-219;
10. Yakin H. S. M. and Totu A., The Semiotic Perspectives of Peirce and Saussure: A
Brief Comparative Study, Procedia - Social and Behavioral Sciences 155 (2014) 4 – 8.
11. Emmeche C., Kull K.,Towards a Semiotic Biology: Life is the Action of Signs, ed. by.
London: Imperial College Press, 2011;
12. Maran T., Towards an integratedmethodology of ecosemiotics:The concept of nature-
text, Sign Systems Studies 35.1/2, 2007a. pp. 269-294.
13. Price, E. 1999. Behavioral development in animals undergoing Domestication.
Applied Animal Behaviour Science 65: 245–27
14. Weatherseed, Ian Cameron, An ecosemiotic analysis of representations of nature in
Greenfield smart city promotional videos, University of Tartu, MA thesis, 2018.
https://dspace.ut.ee/handle/10062/61638
15. Magnus Riin, The role of trust in binding the perspectives of guide dogs and their
visually impaired handlers, Sign Systems Studies 42(2/3), 2014
16. Mäekivi Nelly, Modelling Ex Situ Animal Behaviour and Communication, Received:
9 November 2015 /Accepted: 1 May 2016 # Springer Science+Business Media
Dordrecht 2016, Biosemiotics DOI 10.1007/s12304-016-9264-5

119

You might also like