You are on page 1of 2

მოდერნიზმი ევროპაში 19 საუკუნეში

1. მოდერნიზმის მახასიათებლები, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, უფრო ნათლადაა


წარმოდგენილი სემიუელ ბეკეტის პიესა „გოდოს მოლოდინში“. მასში ყოფისადმი საოცარი
პესიმიზმია გამოხატული.ბეკეტის სახელი, ძირითადად უკავშირდება აბსურდის დრამას.
შესაბამისად პიესაც გულისხმობს გაურკვევლობას თავისუფლებაში,რაც გამოწვეულია
იმით,რომ ადამიანები არიან უკიდურესად თავისუფალნი,მათი თავისუფლება არის
შეუზღუდავი,შემოუფარგლავი სივრცე და ამგვარი თავისუფლბა არის უფრო შემაშინებელი
იმდროინდელი ადამიანისთვის,ვიდრე განსაზღვრული სივრცის ქონა. განსაზღვრული
სივრცე გულისხმობს განსაზღვრულობებს, რომელიც არსებობს ადამიანის ცხოვრებაში და
განპირობებულია,მაგალითად,რელიგიის მიერ.. 2. ბოდლერის,, ბოროტების ყვავილები,,
რითაც დაიწყო რომანტიზმი

ეს მიმდინარეობა ხასიათდება მწვავე მორალური და მსოფლმხედველობითი კრიზისით,


რაშიც ვგულისხმობ შემდეგს: ადამიანებს ეცლებათ ყოველგვარი საყრდენი,რადგან
ეჭვდებიან ღმერთის არსებობაში,როგორც ფილოსოფიურ (ნიცშე) ისე მეცნიერულ (დარვინი)
დონეზე, რის შედეგადაც უარყოფენ კიდეც მის არსებობას,ამიტომ ღმერთის ადგილი რჩება
„ვაკანტური“, რაც თავისმხრივ იწვევს ადამიანის, როგორც ახალი ქრისტეს შექმნას. ამის
ნათელი მაგალითები ისტორიაში მოგვეპოვება. ასევე მკვეთრად იცვლება
მსოფლმხედველობა ადამიანური გრძნობების-სიკეთისა და სიყვარულის მიმართ.
აღნიშნული გრძნობები ახლებურ ახსნას იძენს ფილოსოფესების მიერ და უფასურდება.
ადამიანზე ბატონდება შიშის გრძნობა,რომელიც არის შიში არსებობისა და უსასრულობის,
აბსოლუტური თავისუფლების მიმართ და ის იწყებს დიალოგს საკუთარ თავთან. ეს
ყველაფერი კი ასახვას ჰპოვებს იმდროინდელ ლიტერაში, მუსიკასა თუ მხატვრობაში.

ალფრედ კამიუ იყო აბსურდის ფილოსოფიის წარმომადგენელი,რაც იგრძნობა კიდეც მის


შეხედულებებში

ზიგმუნდ ფროიდმა თავისი შეხედულებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სიყვარული და


ვნებები. მისი თქმით,შესაძლოა სიყვარული ბავშვობაში გადატანილ ფსიქოლოგიური
ტრამვებს უკავშირდებოდეს და ამას ასევე ხსნის ბიოლოგიურ პროცესებითაც. ალფრედ
კამიუსა და ზიგმუნდ ფროიდის შეხედულებებმა ხაზი გადაუსვა ადამიანს,როგორც
ამაღლებულ არსებას. აღნიშნულმა ვითარებამ კი გამოიწვია ადამიანების განწირული
საუბარი საკუთარ თავთან,რაც არის მოდერნიზმის წინაპირობა და ეფექტურადაა
გამოვლენილი დოსტოევსკის „დანაშაულსა და სასჯელში“,ასევე კნუტ ჰამსუნის „შიმშილსა“
და „მისტერიებში“.

როგორც ზემოთ ვთქვი, შექმნილი სიტუაციის გამო ღმერთის ადგილი გახდა „ვაკანტური“
და ბუნებრივია გამოჩნდნენ ადამიანები, ვისაც ამ ადგილის დასაკუთრება უნდოდათ

. საბოლოო ჯამში შეიძლება ვთქვათ, რომ მოდერნიზმის დროის ფილოსოფოსებმა,


ბიოლოგებმა თუ მწერლებმა დაგვანახეს უფესვებო და უსაყრდენო ადამიანი, რომელიც
გააუფასურეს და სწორედ ამ ყველაფერის შედეგია დეკადენსის იგივე დაცემის ეპოქა.
მოდერნიზმი ევროპაში 19 საუკუნეში

მოდერნიზმი სამ უდიდეს მიმდინარეობას აერთიანებს: იმპრესიონიზმს, სიმბოლიზმსა და


ექსპრესიონიზმს.

1.ავტორის როგორც ლირიკული გმირის თვითძიების გზას და პიროვნულ ტრაგედიებს,


ავტოპორტრეტებს (მაგალითისთვის განვიხილოთ პაოლო იაშვილის „წერილი დედას“ და
მიხეილ ქვლივიძის „ავტოპორტრეტი“);

2.აგრეთვე აქტუალურია მარტოსულობის თემა, ავტორი-პროტაგონისტი თავის ღრმა სულიერ


ტიკივილებს გვიზიარებს და ალეგორიულად ეს ხეების მხატვრული სახეებით გადმოიცემა
3.ოსტატურად (გიორგი ლეონიძის „ოლე“ და გივი გეგეჭკორის „მუხა საბურთალოს ბაზრის
მოედანზე“);

დაბოლოს: მარად აქტუალური და მარად უცვლელი თემა – სასიყვარულო ვნებების გამოსახვა


პოეტურ ტექსტში (მაგალითისთვის მოვიხმოთ ტიციან ტაბიძის „ანანურთან“ და ოთარ
ჭილაძის „რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით?“).

You might also like