You are on page 1of 4

აინ რენდი (ინგლ. Ayn Rand, დაბადებისას ალისა როზენბაუმი, რუს.

Али́са Зино́вьевна
Розенба́ум; დ. 2 თებერვალი (ძვ. სტ. 20 იანვარი) — გ. 6 მარტი, 1982) — რუსული წარმოშობის
ამერიკელი მწერალი და ფილოსოფოსი.[17] სახელი გაითქვა ორი ბესტსელერი
ნოველით „პირველწყარო“ და „ატლანტმა მხრები გაშალა“ და საკუთარი ფილოსოფიური
სისტემით, რომელსაც თავადვე „ობიექტივიზმი“ უწოდა. რუსეთში განათლების მიღების
შემდეგ, 1926 წელს საცხვოვრებლად გადავიდა აშშ-ში. მისი ორი ნაწარმოები, 1935 და 1936
წლებში დაიდგა ბროდვეიზე; მისი პირველი ორი რომანი არ მოუვიდა გულზე ფართო
საზოგადოებას, მაგრამ, 1943 წელს გამოსულმა „პირველწყარომ“ რენდს დიდი წარმატება და
ცნობადობა მოუტანა. 1957 წელს მან გამოაქვეყნა მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები,
„ატლანტმა მხრები გაშალა“. ცოტა ხანში, მან დაანება თავი მხატვრულ ლიტერატურას და ხელი
მოკიდა საკუთარი ფილოსოფიური იდეების პოპულარიზაციას საგაზეთო სტატიებისა თუ
ესეების კრებულების საშუალებით. 1982 წელს გარდაიცვალა.
რენდი გონებას განათლების მიღების ერთადერთ საშუალებად თვლდა და უარყოფდა რწმენასა
და რელიგიას. იგი მხარს უჭერდა რაციონალურ და ეთიკურ ეგოიზმს და
ეწინააღმდეგებოდა ალტრუიზმს. პოლიტიკაში, იგი ეწინააღმდეგებოდა ძალმომრეობას და
ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს ამორალურად მიიჩნევდა;[18] იგი აგრეთვე
იყო სტატიზმის, კოლექტივიზმის და ანარქიზმის მოწინააღმდეგე; მხარს უჭერდა Laissez-Faire-
ის დაცვით მოქმედ კაპიტალიზმს, რაც, მისი თქმით, იყო სისტემა, დაფუძნებული
ინდივიდუალური უფლებებისა და საკუთრების უფლების დაცვაზე.[19] ხელოვნებაში, რენდი
პროპაგანდირებდა რომანტიულ რეალიზმს. იგი მკაცრად აკრიტიკებდა ფილოსოფოსთა და
ფილოსოფიური ტრადიციების უდიდეს ნაწილს, გარდა არისტოტელეს, თომას აკვინელისა და
კლასიკური ლიბერალებისა.[20]
ლიტერატურული კრიტიკოსები რენდის შემოქმედებას სხვადასხვანაირად აფასებდნენ,[21] ხოლო
აკადემიური წრეები, ძირითადად, იგნორირებას უკეთებდნენ ან უარყოფდნენ მის იდეებს;
ბოლო დროს, ამავე წრეებში ინტერესი რენდის მიმართ მკვეთრად
გაიზარდა.[22][23][24] „ობიექტივისტთა“ მოძრაობა როგორც საჯარო, ისე აკადემიურ საზოგადოებაში
ცდილობს მისი იდეების გავრცელებას.[25] აინ რენდის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა
ამერიკელ კონსერვატორებსა და ლიბერტარიანელებზე.[26]

რენდმა საკუთარ ფილოსოფიურ სისტემას „ობიექტივიზმი“ უწოდა და მის დედაარსად


გამოაცხადა „ადამიანის, როგორც გმირის ყოფა, რომლისთვისაც საკუთარი ბედნიერება
ცხოვრების მორალური მიზანია, პროდუქტიული მიღწევა — ყველაზე კეთილშობილური
აქტივობა და გონება — ერთადერთი აბსოლუტი“.[119] გამომდინარე იქიდან, რომ რენდი
ობიექტვიზიმს ფილოსოფიურ სისტემად მიიჩნევდა, მან ჩამოაყალიბა მოძრაობის
პოზიციები მეტაფიზიკაზე, ეპისტემოლოგიაზე, ეთიკაზე, პოლიტიკურ ფილოსოფიაზე
და ესთეტიკაზე.[120]
მეტაფიზიკაში, რენდი მხარს უჭერდა ფილოსოფიურ რეალიზმს და ეწინააღმდეგებოდა
ყველაფერს, რასაც მისტიციზმად ან ზებუნებრივად მიიჩნევდა, მათ შორის რელიგიის ყველა
ფორმას.[121]
ეპისტემოლოგიაში, რენდი თვლიდა, რომ ყველანაირი ცოდნა აგებული იყო აღქმის გრძნობაზე
(რომლის სინამდვილესაც იგი აქსიომად განიხილავდა)[122] და გონებაზე, რომელიც, მისი თქმით,
იყო „უნარი, რომელიც ცნობს და ინტეგრირებს მატერიალს, რომელსაც მას ადამიანის გრძნობები
აძლევენ“.[123] რენდი უარყოფდა ყველანაირ a prioriცოდნას, მათ შორის „ინსტინქტს“,
„ინტუიციას“, „გამოცხადებას“ ან „უბრალოდ ცოდნას“.[124] ობიექტივისტური ეპისტემოლოგიის
წარდგენისას, რენდი გამოვიდა კონცეფციის ფორმირების თეორიით და უარყო ანალიტიკურ-
ხელოვნური დიქოტომია.[125]
ეთიკაში, რენდი იყო რაციონალური და ეთიკური ეგოიზმის, როგორც უმთავრესი მორალური
პრინციპის მხარდამჭერი. მისი თქმით, ადამიანი უნდა არსებობდეს „საკუთარი თავისთვის, არ
უნდა შესწიროს საკუთარი თავი სხვებს და არ შესწიროს სხვები საკუთარ თავს“.[126] რენდი
გმობდა ეთიკურ ალტრუიზმს, როგორც შეუსაბამოს ადამიანის ცხოვრებასთან და
ბედნიერებასთან; თვლიდა, რომ ძალმომრეობა არის ირაციონალური და ბოროტი; „ატლანტმა
მხრები გაშალა“-ში იგი წერდა, რომ „ძალადობა და გონება ურთიერთსაპირისპიროა“.[127][128][24][129]
პოლიტიკურ ფილოსოფიაში, რენდი მხარს უჭერდა ინდივიდუალურ უფლებებს (მათ შორის —
საკუთრების უფლებას) და თვლიდა,[130] რომ Laissez-faire-სეული კაპიტალიზმი იყო
ერთადერთი მორალური სისტემა, იმიტომ, რომ მხოლოდ ეს სისტემა იყო დაფუძნებული ამ
უფლებების დაცვაზე.[19] იგი იყო სტატიზმის მოწინააღმდეგე და თვლიდა,
რომ თეოკრატია, აბსოლოტური მონარქია, ნაციზმი, ფაშიზმი, კომუნიზმი, ე.წ „დემოკრატიული
სოციალიზმი“ და დიქტატურა სტატიზმის განსხვავებული გამონაზარდებია.[131] რენდის აზრით,
ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა შეზღუდულ „მცირე
მთავრობას“.[132] მართალია, რენდის პოლიტიკურ შეხედულებებს ხშირად უწოდებდნენ
კონსერვატიულს ან ლიბერტარიანულს, თავად იგი საკუთარ თავს „რადიკალურ კაპიტალისტს“
უწოდებდა. რენდი ხშირად მუშაობდა კონსერვატორებთან პოლიტიკურ პროექტებზე, თუმცა არ
ეთანხმებოდა მათ რელიგიურ და ეთიკურ საკითხებში.[133] რენდი აგრეთვე
გმობდა ლიბერტარიანიზმს და მას ანარქიზმთან აგივებდა.[134] იგი ანარქიზმს სუბიექტივიზმზე
დაფუძნებულ მიამიტ თეორიას უწოდებდა და თვლიდა, რომ ანარქიზმს საბოლოო ჯამში
საყოველთაო კოლექტივიზმს გამოიწვევდა.[135]
ესთეტიკაში, რენდი ხელოვნებას უწოდებდა „ხელოვანის მეტაფიზიკურ ფასეულობებსა
დაფუძნებულ რეალობის განსხვავებულად შექმნას“.[136] მისი თქმით, ხელოვნების საშუალებით,
შესაძლებელია ფილოსოფიური კონცეფციები გადმოიცეს კონკრეტულ ფორმაში, რომლის
გაგებაც ადვილია და რომელსაც შესწევს ძალა დააკმაყოფილოს ადამიანთა გრძნობები. თავად
რენდი ძირითადად ფოკუსირებული იყო ლიტერატურაზე;[137] მისი
აზრით, რომანტიზმი ყველაზე ზუსტად ასახავდა ადამიანთა თავისუფალი ნების არსებობას.
ლიტერატურისადმი საკუთარ მიდგომას რენდი „რომანტიულ რეალიზმს“ უწოდებდა.[138]
რენდს არაერთხელ უთქვამს, რომ მასზე ყველაზე დიდი
გავლენა არისტოტელემ მოახდინა;[139] იგი ხშირად ამბობდა, რომ ფილოსოფიის ისტორიაში
მხოლოდ „სამი ა“-ს რეკომენდირება შეეძლო: არისტოტელესი, აკვინელის და აინ
რენდის.[140] მაიკ უოლესისთვის 1959 წელს მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე, თუ საიდან
გამომდინარეობდა მისი ფილოსოფია, რენდმა უპასუხა: „ჩემი გონებიდან, მაგრამ, იმის გაგებით,
რომ დავალებული ვარ არისტოტელეს — ერთადერთი ფილოსოფოსის, რომელმაც ჩემზე
გავლენა მოახდინა, მიმართ. დანარჩენი მე მეკუთვნის“.[141] თუმცა, თავდაპირველად, რენდი
მოხიბლული იყო ფრიდრიხ ნიცშეთიც.[142] ექსპერტებმა მისი გავლენა რენდის ადრეულ
დღიურებში[143] და „ჩვენ ცოცხლებში“[144] და წერის მისეულ სტილში იპოვეს. თუმცა,[145] იმ
მომენტისთვის, როცა რენდმა „პირველწყარო“ დაწერა, იგი უკვე ეწინააღმდეგებოდა ნიცშეს
იდეებს[146] და ადრეულ წლებშიც კი მისი [ნიშცეს] გავლენის დონე საკმაოდ
საკამათოა.[147] რაციონალური ეგოიზმი რენდამდე აღწერა ნიკოლაი ჩერნოვეცკიმ, 1863 წელს,
ნოველაში „რა გავაკეთოთ?“;[148] ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით,[149] „რა გავაკეთოთ?“ არის
რენდის შთაგონების წყარო. მაგალითად, ჩერნოვეცკის წიგნის მთავარი გმირი, ლოპუხოვი
ამბობს: „მე არ ვარ კაცი, რომელიც მსხვერპლს გაიღებს. და საერთოდაც, ეგეთი რამე არც
არსებობს. ადამიანი მოქმედებს ისე, როგორც ყველაზე მეტად სიამოვნებს“.[150] ფილოსოფოსთა
შორის, რენდი განსაკუთრებული ზიზღით იყო განწყობილი იმანუელ კანტის მიმართ,
რომელსაც ის „მონსტრს“ უწოდებდა,[151][152] თუმცა, ფილოსოფოსები ჯორჯ უოლში და ფრედ
სედონი[153] თვლიან, რომ რენდი ხშირ შემთხვევაში კანტის ნააზრევის არასწორ ინტერპრეტაციას
აკეთებდა და აზვიადებდა მათ შორის არსებულ განსხვავებს.
ფილოსოფიაში შეტანილ ყველაზე მნიშვნელოვან წვლილად რენდი თვლიდა „მისეულ
კონცეფციებს, ეთიკას და აღმოჩენას პოლიტიკაში, რომ ბოროტება, ანუ უფლებების დარღვევა,
აუცილებლად ითვალისწინებს ძალმომრეობას“.[154] რენდის აზრით, ეპისტემოლოგია იყო
ფილოსოფიის ფუნდამენტური ნაწილი; იგი აგრეთვე თვლიდა, რომ გონების „მხარდამჭერა“ იყო
მისი ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი სპექტი.[155] რენდი აცხადებდა: „მე განა კაპიტალიზმს
ვუჭერ მხარს, მე ვუჭერ მხარს ეგოიზმს; განა ეგოიზმს ვუჭერ მხარს, არამედ გონებას. თუ
ადამიანი აცნობიერებს გონების უზენაესობას და შესაბამისი დასკვნები გამოაქვს, დანარჩენი
უბრალოდ ამას მოყვება“.[156]

იგი იყო შეუზღუდავი კაპიტალიზმის მომხრე, მისი „ობიექტივიზმის“


ერთ–ერთი მთავარი ცნება კი ინდივიდუალიზმია, უფრო ზუსტად –
გონივრული ეგოიზმი, რომელიც, მისი აზრით, თავისუფალი
კაპიტალისტური საზოგადოების ეთიკურ საფუძველს უნდა
წარმოადგენდეს.

ეს არის ფილოსოფია, რომელიც დაფუძნებულია ობიექტურ რეალობაზე. ნება მომეცით მოკლედ


ავხსნა. ჩემი ფილოსოფია დაფუძნებულია შეხედულებაზე, რომ რეალობა არსებობს ობიექტური
აბსოლუტიზმის სახით, რომელიც იქმნება ადამიანის აღქმის შესაბამისად. ამიტომ, ადამიანს
სჭირდება (უნდა ჰქონდეს) რაციონალური მორალი. პირველ რიგში მე ვარ ადამიანის მორალის
ახალი კოდის შემქმნელი, რომლიც აქამდე შეუძლებლად ითვლებოდა, უფრო ზუსტად რომ
გითხრათ, ესაა მორალი, რომელიც არაა დამოკიდებული რწმენაზე. არც რწმენაზე, არც
თვითნებურ ხუშტურზე ან ემოციაზე, ეს არც შემთხვევითი მისტიური ან სოციალური ახირება
არაა. ჩემი მორალი დაფუძნებულია მიზეზსა და ლოგიკაზე, რომელიც ნამდვილია და ძალიან
საჭირო.

ახლა კი, ნება მომეცით დეტალურად განვმარტო ჩემი მორალის არსი, რადგან ეს მხოლოდ
შესავალი იყო. ჩემი შეხედულებით, მორალი არის ადამიანის ცხოვრება ანუ ღირებულებათა
სტანდარტი. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის გონება არის მისი გადარჩენის ბაზისი, თუ მას
უნდა იცხოვროს დედამიწაზე და იცხოვროს როგორც უმაღლესმა არსებამ, მაშინ მან მოქმედების
მიზეზი უნდა აირჩიოს მოქმედებათა გზამკვლევად. ანუ მან უნდა იცხოვროს საკუთარი გონების
სრულიად დამოუკიდებელი განსჯით და მისი უმაღლესი მორალური ღირებულება უნდა იყოს
მისი საკუთარი სამოთხის მიღწევა. მან არ უნდა აიძულოს სხვა ადამიანი და არც სხვას უნდა
მისცეს უფლება, რომ თავს მოახვიოს თავისი სიმართლე. თითოეულმა ადამიანმა უნდა
შემოსაზღვოს საკუთარი თავი როგორც სასრული და იცხოვროს მხოლოდ თავისი რაციონალური
ინტერესებისთვის.

You might also like