You are on page 1of 6

სილ აბუ სი

აკადემიური წელი 2022-2023 სემესტრი II

კოდი HUM103002 დასახელება Libri Magni II

3 (84 საათი)
საკონტაქტო - 34
ტიპი ძირითადი ECTS კრედიტი ● სემინარი - 32
● დასკვნითი გამოცდა - 2
დამოუკიდებელი - 50

ენა ქართული აუდიტორია -

ელექტრონული
ლექტორი ზაალ ჩხეიძე z.chkheidze@freeuni.edu.ge
ფოსტა

კონსულტაცია დაინიშნება ინდივიდუალურად სტუდენტის საჭიროებისამებრ დანიშნულ დროს.

აღწერა
ჰომეროსის “ოდისეას” კითხვა და მოცემული ტექსტის გაანალიზება.

პრერეკვიზიტი
არ აქვს

სწავლის მიზანი
● სტუდენტი დაწვრილებით გაეცნოს ჰომეროსის "ოდისეას"
● ლექტორის მინიმალური ჩარევის და მეცადინეობის სპეციფიკის გათვალისწინებით სტუდენტს შეეძლოს
ტექსტის წაკითხვა და აღქმა დამოუკიდებლად
● ლექტორის მინიშნებების და საკუთარი აქტიურობის საშუალებით სტუდენტმა გაითავისოს თუ რატომ
ითვლება ეს ტექსტი მსოფლიო მნიშვნელობის შედევრად
● სტუდენტს გამოუმუშავდეს შესაბამისი უნარები, რომელთა წყალობითაც მომავალში შეძლებს სხვა
მხატვრულ თუ არამხატვრულ ტექსტებზე მუშაობას

სწავლის შედეგები
კურსის წარმატებულად დამთავრების შემთხვევაში სტუდენტი:
● იაზრებს "ოდისეას” შინაარსს;
● დამოუკიდებლად მუშაობს მხატვრულ თუ არამხატვრულ ტექსტზე;
● აანალიზებს თითოეული პერსონაჟის ფუნქციასა და როლს;
● იაზრებს იმ ღირებულებებს თუ რატომაც ითვლება ეს ტექსტი მსოფლიო მნიშვნელობის შედევრად;
● განიხილავს ნაწარმოების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს და უზიარებს დაინტერესებულ პირებს.

სწავლების და სწავლის მეთოდები


კურსის ფარგლებში ყოველკვირეულად ჩატარდება 1 ორსაათიანი სასემინარო შეხვედრა. შესასწავლი მასალა
საკმაოდ მოცულობითია, ამიტომ აუცილებელია დავალების დროულად შესრულება. ეს საშუალებას მისცემს
სტუდენტს მეცადინეობაზე თანაკურსელების მხრიდან დასმულ კითხვებს გასცეს სწორი პასუხი და თავადაც
აქტიური მონაწილეობა მიიღოს მეცადინეობის მიმდინარეობაში. სტუდენტს აუცილებლად დაუფასდება შრომაც და
აქტიურობაც.

კურსის ფარგლებში გამოყენებული იქნება სწავლებისა და სწავლის შემდეგი მეთოდები:


● ანალიზის მეთოდი
● წიგნზე მუშაობის მეთოდი
● წერითი მუშაობის მეთოდი
● დისკუსია

შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნა შეფასდება 100 ქულიანი სისტემით. სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი
შეფასებებით. დასკვნითი შეფასება არის სავალდებულო. თუ სტუდენტი არ მიიღებს დასკვნით შეფასებას, მას კურსი
არ ჩაეთვლება გავლილად. სტუდენტს კრედიტი ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან გადალახა შუალედური
შეფასებისა და დასკვნითი შეფასებისათვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება
თითოეულ მათგანში.

შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 18 ქულა.


დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 4 ქულა.

სტუდენტს შეუძლია გავიდეს განმეორებით გამოცდაზე ან გაიმეოროს დასკვნითი დავალება (Fx):

● თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ვერ გადალახა


დასკვნითი გამოცდის/დავალების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შუალედური შეფასების შედეგად
უგროვდება 41 და მეტი ქულა/% (მათ შორის, შესაძლოა 41-ზე მეტი სილაბუსის შეფასების სისტემის
შესაბამისად).
● თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური და დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრები და
ორივე შეფასების შედეგად უგროვდება 41-50 ქულა/%.

გადაბარებაზე გასვლის წესი და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ბაკალავრიატის


დებულებაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის


პლაგიატსა და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ნებისმიერი ქვეპუნქტის დარღვევის
შემთხვევაში სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით გაფრთხილებას. შემთხვევის სიმძიმის
გათვალისწინებით შეიძლება დადგეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

თუ სტუდენტი ვერ ახერხებს საგნის შეფასების რომელიმე კომპონენტზე დასწრებას და სურს აღდგენა, უშუალოდ
შეფასების კომპონენტის დადგომამდე, წინასწარ უნდა გაიაროს კონსულტაცია მართვისა და საზოგადოებრივ
მეცნიერებათა სკოლის კოორდინატორთან. აღნიშნული წარმოადგენს შეფასების აღდგენის აუცილებელ (მაგრამ არა
საკმარის) წინაპირობას.

შუალედური შეფასება
შუალედური შეფასება შედგება 2 კომპონენტისგან: სემინარზე აქტიურობა და საშინაო დავალება.

სემინარზე აქტიურობა - საბოლოო შეფასების 30 ქულა.


სემესტრის განმავლობაში სტუდენტს უწევს 15 სასემინარო დისკუსიაში მონაწილეობის მიღება. კურსის მანძილზე
სემინარზე აქტიურობა ფასდება ჯამურად, 30-ქულიანი სისტემით, შემდეგი კრიტერიუმებით:
● 30 ქულა - თუკი სასემინარო დისკუსიებში მონაწილეობისას გადმოცემული შინაარსი და არგუმენტაცია
დალაგებულია ლოგიკურად, სტუდენტი ახერხებს იმსჯელოს მოცემულ საკითხზე, განაზოგადებს მას, მოჰყავს
პარალელები სხვა ნაწარმოებებიდან და შეუძლია ააგოს ლოგიკური ჯაჭვი.

2
● 29-28 ქულა - თუკი სასემინარო დისკუსიებში მონაწილეობისას გადმოცემული შინაარსი და არგუმენტაცია
დალაგებულია ლოგიკურად, სტუდენტი ახერხებს იმსჯელოს მოცემულ საკითხზე და განაზოგადებს მას, მაგრამ
ვერ მოჰყავს დამაჯერებელი მაგალითები სხვა ნაწარმოებებიდან და უჭირს ჩამოყალიბებული, სრული,
ლოგიკური ჯაჭვის აგება.
● 27-24 ქულა - თუკი სასემინარო დისკუსიებში მონაწილეობისას გადმოცემული შინაარსი და არგუმენტაცია
დალაგებულია ლოგიკურად, სტუდენტი ახერხებს იმსჯელოს მოცემულ საკითხზე, მაგრამ სათანადოდ ვერ
განაზოგადებს მას, და არც მის მიერ მოყვანილი მაგალითები არის გამყარებული დამატებითი მსჯელობით.
● 23-20 ქულა - თუკი სასემინარო დისკუსიებში მონაწილეობისას გადმოცემული შინაარსი და არგუმენტაცია
დალაგებულია ლოგიკურად, სტუდენტი ახერხებს იმსჯელოს მოცემულ საკითხზე, მაგრამ არ იყენებს არც
დამატებით მაგალითებს და არც დამატებით არგუმენტებს.
● 19-16 ქულა - თუკი სასემინარო დისკუსიებში მონაწილეობისას გადმოცემულია შინაარსი, მსჯელობა კი
ზედაპირული და არასრულია, არგუმენტები და მაგალითები არ არის მოყვანილი.
● 15-12 ქულა - თუკი სასემინარო დისკუსიებში მონაწილეობისას არის გადმოცემული შინაარსი, სტუდენტს კი არ
აქვს არც განზოგადების და არც მსჯელობის მცდელობა.
● 11-8 ქულა - თუკი სასემინარო დისკუსიებში მონაწილეობისას გადმოცემულია მხოლოდ შინაარსი. სტუდენტი
არ გადის ნაწარმოების ფარგლებს გარეთ.
● 7-4 ქულა - თუკი სასემინარო დისკუსიებში მონაწილეობისას გადმოცემულია შინაარსი, ოღონდ გადმოცემულია
მცირე ხარვეზებით და აზრობრივი აქცენტები არასწორად ან მეტ-ნაკლებად უადგილოდ არის დასმული.
● 3-1 ქულა - თუკი სასემინარო დისკუსიებში მონაწილეობისას გადმოცემულია შინაარსი, თუმცა შეფერხებით,
აზრობრივი აქცენტები საერთოდ არ არის გამოყოფილი.
● 0 ქულა - თუკი სასემინარო დისკუსიებში მონაწილეობა არ აკმაყოფილებს არც აზრობრივ და არც შინაარსობრივ
კრიტერიუმებს.

საშინაო დავალება - 30 ქულა


სტუდენტი ინდივიდუალურად ასრულებს წერილობით დავალებას. სტუდენტი დავალების შესრულებისას 600-700
სიტყვის ფარგლებში განიხილავს ტექსტის მოკლე შინაარსს, ანალიზს, საკუთარ მოსაზრებასა და შთაბეჭდილებას
წაკითხულ ტექსტთან და სასემინარო დისკუსიასთან დაკავშირებით. საშინაო დავალებები სრულდება
ყოველკვირეულად, კურსის მანძილზე სტუდენტს უწევს 5 საშინაო დავალების შესრულება და თითოეულის
მაქსიმალური შეფასებაა 6 ქულა.

თითოეული საშინაო დავალება შეფასდება შემდეგნაირად:


● 6 ქულა - თუკი ნაშრომში გადმოცემული შინაარსი და არგუმენტაცია დალაგებულია ლოგიკურად, სტუდენტი
ახერხებს იმსჯელოს მოცემულ საკითხზე, განაზოგადებს მას, მოჰყავს პარალელები სხვა ნაწარმოებებიდან და
შეუძლია ააგოს ლოგიკური ჯაჭვი.
● 5 ქულა - თუკი ნაშრომში გადმოცემული შინაარსი და არგუმენტაცია დალაგებულია ლოგიკურად, სტუდენტი
ახერხებს იმსჯელოს მოცემულ საკითხზე, მაგრამ სათანადოდ ვერ განაზოგადებს მას, და არც მის მიერ
მოყვანილი მაგალითები არ არის გამყარებული დამატებითი მსჯელობით.
● 4 ქულა - თუკი ნაშრომში გადმოცემული შინაარსი და არგუმენტაცია დალაგებულია ლოგიკურად, სტუდენტი
ახერხებს იმსჯელოს მოცემულ საკითხზე, მაგრამ არ იყენებს არც დამატებით მაგალითებს და არც დამატებით
არგუმენტებს.
● 3 ქულა - თუკი ნაშრომში გადმოცემულია შინაარსი, მსჯელობა კი ზედაპირული და არასრულია, არგუმენტები
და მაგალითები არ არის მოყვანილი.
● 2 ქულა - თუკი ნაშრომში გადმოცემულია მხოლოდ შინაარსი. სტუდენტი არ გადის ნაწარმოების ფარგლებს
გარეთ.
● 1 ქულა - თუკი ნაშრომში გადმოცემულია შინაარსი, თუმცა შეფერხებით, აზრობრივი აქცენტები საერთოდ არ
არის გამოყოფილი.
● 0 ქულა - თუკი ნაშრომი არ აკმაყოფილებს არც აზრობრივ და არც შინაარსობრივ კრიტერიუმებს.

3
დასკვნითი შეფასება
ფინალური გამოცდა - მაქსიმალური 40 ქულა. ფინალური გამოცდა წარმოადგენს ესეის და ტარდება ღია წიგნის
პრინციპით საგამოცდო ცენტრში.

ესეი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:


● 40-35 ქულა - თუკი ნაშრომში გადმოცემული შინაარსი და არგუმენტაცია დალაგებულია ლოგიკურად,
სტუდენტი ახერხებს იმსჯელოს მოცემულ საკითხზე, განაზოგადებს მას, მოჰყავს პარალელები სხვა
ნაწარმოებებიდან და შეუძლია ააგოს ლოგიკური ჯაჭვი.
● 34-29 ქულა - თუკი ნაშრომში გადმოცემული შინაარსი და არგუმენტაცია დალაგებულია ლოგიკურად,
სტუდენტი ახერხებს იმსჯელოს მოცემულ საკითხზე, მაგრამ სათანადოდ ვერ განაზოგადებს მას, და არც მის
მიერ მოყვანილი მაგალითები არ არის გამყარებული დამატებითი მსჯელობით.
● 28-22 ქულა - თუკი ნაშრომში გადმოცემული შინაარსი და არგუმენტაცია დალაგებულია ლოგიკურად,
სტუდენტი ახერხებს იმსჯელოს მოცემულ საკითხზე, მაგრამ არ იყენებს არც დამატებით მაგალითებს და არც
დამატებით არგუმენტებს.
● 21-14 ქულა - თუკი ნაშრომში გადმოცემულია შინაარსი, მსჯელობა კი ზედაპირული და არასრულია,
არგუმენტები და მაგალითები არ არის მოყვანილი.
● 13-8 ქულა - თუკი ნაშრომში გადმოცემულია მხოლოდ შინაარსი. სტუდენტი არ გადის ნაწარმოების ფარგლებს
გარეთ.
● 7-1 ქულა - თუკი ნაშრომში გადმოცემულია შინაარსი, თუმცა შეფერხებით, აზრობრივი აქცენტები საერთოდ არ
არის გამოყოფილი.
● 0 ქულა - თუკი ნაშრომი არ აკმაყოფილებს არც აზრობრივ და არც შინაარსობრივ კრიტერიუმებს.

შეფასების სკალა
პროცენტული რიცხვითი ეკვივალენტი 4.0
შეფასება აღწერა
ინტერვალი ბალიან სკალაში
A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0
B ძალიან კარგი 81 – 90 2.78 – 3.38
C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16
E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55
FX ვერ ჩააბარა (ხელახლა ჩაბარების უფლება) 41 – 50 0
F ჩაიჭრა (საგანი ახლიდან შესასწავლი) 0 - 40 0

აუცილებელი მასალები
ჰომეროსის “ოდისეა”

კალენდარული გეგმა
კვირაში 2 საათი. 1 ორსაათიანი შეხვედრა.

მეცადინეობის
კვირა თემა დავალება
ტიპი

პირველი თავი:
სემინარი
1 ათინას გამოცხადება მესამე თავი წასაკითხად
(2 სთ.)

4
მეორე თავი:
საფიხვნოზე
სემინარი მესამე თავი:
2 მეოთხე თავი წასაკითხად
(2 სთ.) სტუმრობა ნესტორთან
მეხუთე და მეექვსე თავები წასაკითხად
სემინარი მეოთხე თავი: ს/დ: სემინარებზე გავლილი ტექსტის მოკლე
3
(2 სთ.) მენელაოსი და ელენე შინაარსი, წარმოებული მსჯელობის მოკლე
აღწერა და საკუთარი ანალიზი (600-700 სიტყვა).
მეხუთე თავი:
კალიფსოს მღვიმეში
სემინარი
4 მეშვიდე და მერვე თავები წასაკითხად
(2 სთ.)
მეექვსე თავი:
თმამშვენიერი ნავზიკაე
მეშვიდე თავი:
ალკინოეს სასახლეში
სემინარი
5 მეცხრე თავი წასაკითხად
(2 სთ.)
მერვე თავი:
ასპარეზობანი
მეათე თავი წასაკითხად
სემინარი მეცხრე თავი: ს/დ: სემინარებზე გავლილი ტექსტის მოკლე
6
(2 სთ.) გულმხეცი პოლიფემე შინაარსი, წარმოებული მსჯელობის მოკლე
აღწერა და საკუთარი ანალიზი (600-700 სიტყვა).

სემინარი მეათე თავი:


7 მეთერთმეტე თავი წასაკითხად
(2 სთ.) გრძნეული ცირცე

სემინარი მეთერთმეტე თავი:


8 მეთორმეტე თავი წასაკითხად
(2 სთ.) შავეთის აჩრდილები

მეცამეტე და მეთოთხმეტე თავები წასაკითხად


სემინარი მეთორმეტე თავი: ს/დ: სემინარებზე გავლილი ტექსტის მოკლე
9
(2 სთ.) სცილასა და ქარიბდას შორის შინაარსი, წარმოებული მსჯელობის მოკლე
აღწერა და საკუთარი ანალიზი (600-700 სიტყვა).
მეცამეტე თავი:
მშობლიური ითაკის ნაპირზე
სემინარი მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე თავები
10
(2 სთ.) წასაკითხად
მეთოთხმეტე თავი:
ევმეოსის ქოხი
მეთხუთმეტე თავი:
ტელემაეს დაბრუნება
სემინარი
11 მეჩვიდმეტე მეთვრამეტე თავები წასაკითხად
(2 სთ.)
მეთექვსმეტე თავი:
მამა–შვილის შეყრა
მეჩვიდმეტე თავი:
მეცხრამეტე და მეოცე თავები წასაკითხად
ქალაქისკენ
სემინარი ს/დ: სემინარებზე გავლილი ტექსტის მოკლე
12
(2 სთ.) შინაარსი, წარმოებული მსჯელობის მოკლე
მეთვრამეტე თავი:
აღწერა და საკუთარი ანალიზი (600-700 სიტყვა).
მათხოვრების მუშტი–კრივი
13 სემინარი მეცხრამეტე თავი: ოცდამეერთე თავი წასაკითხად

5
(2 სთ.) ევრიკლეამ იცნო ოდისევსი

მეოცე თავი:
ბრძოლის წინ
ოცდამეერთე თავი:
დიდი მშვილდ ისარი ოცდამესამე და ოცდამეოთხე თავები
სემინარი
14 წასაკითხად
(2 სთ.)
ოცდამეორე თავი:
სასიძოთა შემუსვრა
ოცდამესამე თავი:
ოდისევსი და პენელოპე ს/დ: სემინარებზე გავლილი ტექსტის მოკლე
სემინარი
15 შინაარსი, წარმოებული მსჯელობის მოკლე
(2 სთ.)
ოცდამეოთხე თავი: აღწერა და საკუთარი ანალიზი (600-700 სიტყვა).
ზავი
სემინარი
16 განვლილი მასალის შეჯამება -
(2 სთ.)
დასკვნითი გამოცდა

დამატებითი მოთხოვნები
● მობილური ტელეფონები მეცადინეობის დაწყებამდე უნდა გამოირთოს
● საშინაო დავალებები უნდა სრულდებოდეს ინდივიდუალურად
● საშინაო დავალებები უნდა ჩაბარდეს წერილობითი სახით მეცადინეობამდე ორი დღით ადრე, ქვემოთ
მოცემული სახით:
TO: FROM: Group ჯგუფის ნომერი
Student: სტუდენტის გვარი და სახელი
SUBJECT: DATE:მიმდინარე თარიღი

სტუდენტის ეთიკის კოდექსის მიხედვით, აკრძალულია სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აუდიო-ვიდეო


გადაღება/ჩაწერა, სთრიმინგი (პირდაპირ ეთერში გადაცემა) აკადემიური პერსონალის/ლექტორის და აუდიტორიის
თანხმობის გარეშე. ამასთან, აკრძალულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერის საჯარო გავრცელება.

You might also like