You are on page 1of 15

თემა მეორე

ფილოსოფია და მსოფლმხედველობა. მსოფლმხედველობის სახეები: მითოლოგიური,


რელიგიური, მეცნიერული, ფილოსოფიური; ფილოსოფია და კერძო მეცნიერებები
ამ თემის შესწავლა სტუდენტებს მისცემ საშუალებას
გაიცნოს და გააცნობიეროს - ფილოსოფიის მთავარი ფუნქციის მსოფლმხედველობის არსი,
მათ შორის კავშირი და ურთიერთზეგავლენის თავისებურება.
შეძლოს - ჩამოაყალიბოს მსოფლმხედველობის სახეები და მათ შორის მსაგვსება-განსხვავების
დადგენა.
გეგმა:
1. მსოფლმხედველობის არსი. ფილოსოფიისა და მსოფლმხედველობის მიმართება
2. მსოფლმხედველობის სახეები
3. ფილოსოფია და კერძო მეცნიერებები. მეცნიერული და ფილოსოფიური ცოდნის
სპეციფიკა.

1. მსოფლმხედველობის არსი

შესავალ ლექციაში აღვნიშნეთ, რომ ფილოსოფია იკვლევს იმ რეალობას, რომელიც მხედველობის


მიღმა რჩება კონკრეტულ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ დისციპლინებს. ის ასრულებს
სამყაროს სურათის მთლიანობაში წარმოსახვის მძიმე სამუშაოს. ფილოსოფია ღრმად და
საფუძვლიანად გაიაზრებს კერძო მეცნიერებების მონაცემებს და მოწოდებულია იყოს ადამიანის
ორიენტირი სამყაროში. იგი ენათესავება უმაღლეს სიბრძნეს, რომლის ფუნქცია მარტო ყველაფრის
ცოდნა კი არ არის, არამედ მოწოდებულია გაიგოს, შეიმეცნოს ის, რაც მთავარი და არსებითია,
რომელიც ეხება პირველსაწყისს, მსოფლიო წესრიგს, რომლის არსის წვდომის გარეშე შეუძლებელია
გააზრებული და ღირსეული არსებობა.

მსოფლმხედველობა არის ადამიანის თვითცნობიერებისა და თვითრეფლექსიის ფორმა,


შეხედულებათა და ღირებულებათა სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის ცხოვრების საზრისის
გარკვევა. ის თუ რას მიიჩნევს ადამიანი თავისი ცხოვრების საზრისად დამოკიდებულია მის
მსოფლმხედველობაზე. მსოფლმხედველობას აქვს რთული სტრუქტურა, რომლის შემადგენელი
ელემენტებია: ა)შეხედულებები და წარმოდგენები სამყაროზე, როგორც მთელზე. იგი აძლევს ცოდნას
ადამიანს საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ. ბ)ღირებულებები და იდეალები, რომლებიც ადგენენ
იმ ძირითად მიზანს, რასაც ადამიანი უნდა ემსახუროს და რის განსახორციელებლადაც უნდა
იბრძოლოს.

მსოფლმხედველობის მიზანია ადამიანის ცხოვრების საზრისის გარკვევაა. მან პასუხი უნდა გასცეს
შემდეგ კითხვებს:
1) რა არის სამყარო? 2) რა არის ადამიანი? ანუ ვინ ვარ მე? 3) როგორია ჩემი დამოკიდებულება
სამყაროსადმი? 4) რა უნდა გავაკეთო? და რისი იმედი შეიძლება მქონდეს მე?
1
მსოფლმხედველობა ადამიანის ცხოვრების მასწავლებელი, მისი გზამკვლევია. იგი ადამიანს აძლევს
ღირებულებით ორიენტაციას – რა აკეთოს, რისთვის იბრძოლოს, რას ემსახუროს. გარდა ამისა,
ადამიანს აინტერესებს ისეთი საკითხები, როგორიცაა სულის უკვდავება, საიქიო ცხოვრება,
თავისუფლების პრობლემა და უამრავი სხვა რამ. ეს ისეთი საკითხებია, იმანუელ კანტის (1724 –1804
წწ.) სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელთა მოცილება ადამიანს არ ძალუძს, რადგან ისინი მისთვის
თვით გონებას მოუხვევია თავს, მაგრამ არც გადამჭრელი პასუხის გაცემა შეუძლია, ვინაიდან
ისინი აღემატებიან ადამიანის გონების ყველა უნარს. რადგან კითხვები არასოდეს ამოიწურება,
მაშასადამე, “ვერც გადაჭრის და ვერც აიცილებს!”– მაშ რა საჭიროა იგი?

2. მსოფლმხედველობის სახეები:
განასხვავებენ თეორიულ და არათეორიულ მსოფლმხედველობას. მითოსი,რელიგია, ხელოვნება
არათეორიული მსოფლმხედველობის ნიმუშია, ფილოსოფიადა მეცნიერება – თეორიული. ე.ი.
არსებობს მსოფლმხედველობის ოთხი ძირითადი სახე:

1) მითოსი, როგორც მსოფლმხედველობა.

2) რელიგია, როგორც მსოფლმხედველობა.

3) ფილოსოფია, როგორც მსოფლმხედველობა,

4) მეცნიერება, როგორც მსოფლმხედველობა.

თეორიული მსოფლმხედველობის თავისებურებაა შემდეგი: მისი შინაარსი მოიაზრება ცნებებისა და


კატეგორიების საშუალებით, იგი აგებულია ლოგიკურად მწყობრი სისტემის სახით, რომლის ყოველი
დებულება დაფუძნებული და არგუმენტირებულია. ამრიგად, თეორიული მსოფლმხედველობა არის
ცნებებისა და კატეგორიების საშუალებით მოაზრებული მწყობრი სისტემა, რომლის დებულებები და
არგუმენტირებულია.

არათეორიული მსოფლმხედველობის ნიშნებია: მისი შინაარსი ემყარება აღქმებსა და წარმოდგენებს,


პირად გამოცდილებას და ემოციებს, მას არ აქვს ლოგიკური სისტემის სახე. ხდება მისი დებულებების
მოტივირება, მაგრამ არა დაფუძნება და არგუმენტირება.
მითოსი წარმოსახვის ძალას და ნათქვამის ავტორიტეტს ემყარება და ასე ახდენს სამყაროს ერთიანობის
შესახებ აზრის დაფუძნებას. რელიგია რწმენას ემყარება და ამ გზით მიდის სამყაროს
ერთიანობამდე. ფილოსოფია კი არის დასაბუთებული მსოფლმხედველობის მოცემის ცდა. იგი
ცნებებისა და კატეგორიების გამოყენებით აყალიბებს მსოფლმხედველობას და ასე ახდენს სამყაროს

2
ერთიანობის დაფუძნებას. იქ, სადაც იწყება ფილოსოფია, იწყება კრიტიკულიაზროვნება, ისმება კითხვა
– რატომ?

ფილოსოფიური მსოფლმხედველობა და მეცნიერება - მეცნიერება გარკვეული თეორიაა. ამიტომ თუ


მსოფლმხედველობა მეცნიერული იქნება, მაშინ იგი თეორიულიც უნდა იყოს. მაშასადამე,
მეცნიერული მსოფლმხედველობა თეორიულია, ე. ი. ფილოსოფიურია მაგრამ პირიქით არ არის
აუცილებელი. ფილოსოფიური მსოფლმხედველობა ყოველთვის არაა მეცნიერული. იგი შეიძლება
იყოს ან არ იყოს მეცნიერული. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზეა ფილოსოფია ორიენტირებული.
თუ ფილოსოფია ორიენტირებულია მეცნიერებაზე და თავის დებულებებსა და დასკვნებს აყალიბებს
მის მონაცემებზე დაყრდნობით, მაშინ იგი მეცნიერულია. სხვა შემთხვევაში იგი არამეცნიერულია. თუ
ფილოსოფია თავის მტკიცებებსა და დასკვნებში ემყარება რელიგიას, მაშინ იგი იქნება რელიგიური და
არა მეცნიერული.

მეცნიერული მსოფლმხედველობის თავისებურება ისაა, რომ იგი სამყაროს მეცნიერულ სურათს


ემყარება. ეს ნიშნავს, რომ იგი მეცნიერების აღმოჩენებისა და შედეგების საფუძველზე აყალიბებს
სამყაროს სურათს და აგრეთვე ადამიანის ადგილისა და დანიშნულების გარკვევა სამყაროში ხდება
მეცნიერების მონაცემებზე დაყრდნობით.

ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ მეცნიერული მსოფლმხედველობა და მეცნიერება. პირველი


ემყარება მეორეს, მაგრამ მისი იგივეობრივი არ არის. მეცნიერული მსოფლმხედველობა
ფილოსოფიური თეორიაა, მაგრამ არ არის თვით მეციერება. მაგალითად, XVII- XVIII საუკუნეებში
ჩამოყალიბდა მექანისტური მსოფლმხედველობა. იგი კლასიკური მექანიკის მონაცემების საფუძველზე
იძლევა სამყაროს სურათს და არკვევს ადამიანის ადგილსა და დანიშნულების საკითხს. აქ ორი რამ
უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან: მექანისტური მსოფლმხედველობა და კლასიკური მექანიკა.
პირველი ფილოსოფიური თეორიაა, რომელიც ახდენს კლასიკური მექანიკის აბსოლუტიზაციას და
უნივერსალიზაციას, მეორე კი კერძო მეცნიერებაა, რომელიც ცდის საფუძველზე, მათემატიკური
მეთოდების გამოყენებით იკვლევს ბუნების შესაბამის სფეროს.

მეცნიერული მსოფლმხედველობა ისტორიული კატეგორიაა. იგი ცვალებადობას განიცდის. ის რაც


ერთ პერიოდში მეცნიერულად ითვლება, შეიძლება შემდგომ გადაიქცეს ანტიმეცნიერულად. ეს
დამოკიდებულია იმაზე, განიცდის თუ არა მეცნიერება განვითარებას, რის შედეგადაც იცვლება
სამყაროს მეცნიერული სურათი. შესაბამისად, ხდება მეცნიერული მსოფლმხედველობის ხასიათის
შეცვლა. მაგალითად, მექანისტური მსოფლმხედველობა მეცნიერული იყო XVII-XIX საუკუნეებში. ამ
პერიოდში ბუნებისმეტყველების დარგებიდან ზუსტი, მათემატიკური მეცნიერების სახით
ჩამოყალიბებული იყო მხოლოდ კლასიკური მექანიკა. სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერება ამგვარ
სიზუსტეს მოკლებული იყო. კლასიკური მექანიკა ითვლებოდა ერთადერთ სანიმუშო მეცნიერებად.
ამან განაპირობა ის გარემოება, რომ მოხდა მისი აბსოლუტიზაცია და უნივერსალიზაცია. ბუნების
მოვლენების ის ახსნა, რასაც კლასიკური მექანიკა იძლეოდა გავრცელდა მთელ სამყაროზე. მიჩნეული
იქნა, რომ სამყაროს ყოველი მოვლენა, მათ შორის, ადამიანიც ექვემდებარება მხოლოდ მექანიკის
კანონებს. სხვა ტიპის კანონების არსებობა საერთოდ იქნა უარყოფილი. ადამიანი ისეთივე სხეულია,
როგორც ბუნების ნებისმიერი სხვა საგანი და იგი მლიანად ემორჩილება ინერციას,მიზიდულობის, და
სხვა მექანიკურ კანონებს.

თანამედროვე ეპოქაში მექანისტური მსოფლმხედველობა უკვე აღარაა მეცნიერული. დღეს


კლასიკურმა მექანიკამ დაკარგა თავისი პრივილეგიური მდგომარეობა. განვითარდა არა მხოლოდ
საბუნებისმეტყველო, არამედ ჰუმანიტარული მეცნიერებანი. სამყაროს სურათი, რომელსაც
დღევანდელი მეცნიელება იყოს მექანისტური. სესაბამისად მეცნიერული მსოფლმხედველობას არ არის

3
მექანისტური. თანამედროვე პირობებში მექანისტური მსოფლმხედველობის გაზიარება და მისი დაცვა
არა თუ მეცნიერული, არამედ ანტიმეცნიერულია, რადგან იგი უკვე აღარ შეესაბამება მეცნიერების
განვითარების დღევამდელ დონეს.

მეცნიერული და ფილოსოფიური ცოდნის სპეციფიკა:

მეცნიერული ცოდნა:
1) ობიექტური და უპიროვნოა. მეცნიერული დებულებები გამოთქვამენ არა
რომელიმე პიროვნების პოზიციას, არამედ ობიექტურ ვითარებას. ამის გამო ისინი
ჭეშმარიტია, მათი უარყოფა კი მცდარი;
2) მეცნიერული ცოდნის დაფუძნება ხდება ცალსახად, რადგან იგი გამორიცხავს
სხვაგვარად მოაზრების შესაძლებლობას;
3) მეცნიერული ცოდნა ინტერსუბიექტურია, ე. ი. ყველასათვის ერთნაირად
მნიშვნელადი და სავალდებულო;
4) მეცნიერებაში დაეჭვება და კამათი გამორიცხულია. მეცნიერება ინტერსუბიექტური
მეთოდების გამოყენებით ადგენს უტყუარ და უეჭველ დებულებებს, რომლებიც ყველასათვის
ერთნაირად მისაღებია;

ფილოსოფიური ცოდნა:
1) სუბიექტური და პიროვნულია. იგი პიროვნების პოზიციის, თვალსაზრისის
გამოხატულებაა. ფილოსოფიაში დასაშვებია გამოთქმები: „ჩემი აზრით“, „ჩემი
თვალსაზრისით“, „ჩემი შეხედულებით“ და ა. შ;
2) ფილოსოფიური ცოდნა უშვებს პლურალიზმს, აზრთა სხვადასხვაობას, რადგან იგი
არ გამორიცხავს სხვაგვარად მოაზრების შესაძლებლობას
3) ფილოსოფიური ცოდნა არ არის ზოგადმნიშვნელადი და ყველასათვის
სავალდებულო;
4) ფილოსოფიაში დაეჭვება და კამათი დასაშვებია. ფილოსოფიაში არ არსებობს
ინტერსუბიექტურად უტყუარი და უეჭველი დებულებები.
პრაქტიკული დანიშნუშნულების თვალსაზრისით კონკრეტულ და ფილოსოფიურ
მეცნიერებებს შორის განსხვავება მდგომარეობს შემდეგში: კონკრეტული მეცნიერებები
კონკრეტული პროცესების პროგნოზირებას და მეცნიერულ წინასწარხედვას ძირითადად
ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე ახდენენ. ფილოსოფია ასეთ პრაქტიკულ
ფუნქციას არ ასრულებს, მას არ ევალება კონკრეტული მოვლენების/ პროცესების

4
წინასწარხედვა. ფილოსოფია აყალიბებს ისეთ იდეებს, შეხედულებებს/პრინციპებს, რომელიც
მომავალი საზოგადოების და ადამიანის ინტერესებს ითვალისწინებს. აქ მთავარია „ინტერესის
პროგნოზირება“. ფილოსოფიის წარმატება-წარუმატებლობას სწორედ ასეთი „პროგნოზირება“
განსაზღვრავს.

„ფილოსოფია“ და „მეცნიერება“
„ფილოსოფია“ და „მეცნიერება“ სხვადასხვა კულტურაში და თავად ერთი კულტურის
განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვას ნიშნავდა. მათ შორის
ურთიერთმიმართების დადგენის მიზნით ჩამოყალიბდა გარკვეული თეორიები,
მიმდინარეობები, რომელთაგან ერთნი კატეგორიულად უარყოფენ მათ შორის
გენეტიკური კავშირის არსებობას, მეორენი პირიქით, ასაბუთებენ ამგვარი კავშირის
აუცილებლობას. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის სირთულე თავად ფილოსოფიის
საგნის მრავალგვარობით აიხსნება. იგი გარკვეულ ცვალებადობას განიცდიდა შესაბამისი
ეპოქის შესაბამისი პრობლემებისა და მსოფლმხედველობიდან გამომდინარე. სხვადასხვა
ფილოსოფოსები განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევდნენ ფილოსოფიის საგანს. ზოგი
თვლიდა, რომ ფილოსოფიის საგანია სამყაროს ჭვრეტა; სხვები მიიჩნევდნენ, რომ
ფილოსოფიის საქმეა მეცნიერების ლოგიკური ანალიზი (პოზიტივიზმი); მესამენი
თვლიდნენ, რომ ფილოსოფიის მიზანია ადამიანის ყოფიერების წვდომა და მისი
ცხოვრების საზრისის ძიება (ექსისტენციალიზმი) და ა. შ. კერძოდ, ანტიკურ სამყაროში
ფილოსოფიის როლის გადაჭარბებულმა შეფასებამ მეცნიერებათა მიმართ, სადაც
ფილოსოფია განიხილებოდა როგორც „მეცნიერებათა მეცნიერება“, „მეცნიერებათა
დედოფალი“, „ზემეცნიერება“, თითქოს განაპირობა მეცნიერების დაქვემდებარება
ფილოსოფიის მიმართ, რაც საკითხის ცალმხრივ წარმოდგენაზე მიუთითებს.
შუა საუკუნეების ფილოსოფია თავისი შინაარსით და ხასიათით რელიგიურია. იგი
არის თეოლოგიის ანუ ღვთისმეტყველების მსახური. შუა საუკუნეების ფილოსოფიამ
წამოაყენა დებულება, რომლის თანახმად, რწმენას აქვს უპირატესობა გონებასთან,
ცოდნასთან შედარებით.
აღორძინების ეპოქის ფილოსოფია ანტირელიგიურია და ემყარება რეალობის
მეცნიერულ კვლევას. ამ პერიოდში ფორმირებას იწყებს მეცნიერული

5
ბუნებისმეტყველება, რომელიც თანდათანობით თავისუფლდება სქოლასტიკური
აზროვნების წესისაგან (ჯორდანო ბრუნო, ნიკოლოზ კოპერნიკი, გალილეო გალილეი).
მნიშვნელოვანი ნაბიჯები ფილოსოფიისა და კერძო მეცნიერებათა
ურთიერთმიმართების თვალსაზრისით გადაიდგა ახალ დროში. ამ დროისათვის
ინტენსიურად გრძელდება კერძო მეცნიერებათა ჩამოყალიბებისა და ფილოსოფიისგან
მისი გამიჯვნის პროცესი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში
მთლიანად დასრულდა. ფილოსოფია და მეცნიერება ჩამოყალიბდა როგორც აზროვნების
ორი ურთიერთგანსხვავებული ტიპი, რამაც განაპირობა ფილოსოფიასა და მეცნიერებას
შორის ურთიერთობის პრობლემა. რაც იმას ნიშნავდა, რომ ფილოსოფიას უნდა მოეხდინა
თვითრეფლექსია, ანუ გაერკვია თავისი არსი, შესაძლებლობები და გამოყენების
საზღვრები. ამ პერიოდში გაბატონებულ მდგომარეობას იკავებს ცდას დამყარებული
მათემატიკური ბუნებისმეტყველება, კერძოდ ფიზიკა. სწორედ ამ მეცნიერების შინაარსი
განსაზღვრავდა ფილოსოფიური აზროვნების ხასიათს. ჩამოყალიბდა თეორიები -
ემპირიზმი (ფრ. ბეკონი) და რაციონალიზმი (რ. დეკარტი) [თევზაძე, 1970. 339-340].
ბეკონისთვის ფილოსოფიური ცოდნა ცდისეულ-ინდუქციური ხასიათისაა, ამიტომ
მისთვის მისაღებია ემპირიზმი და არა რაციონალიზმი. დეკარტისთვის ფილოსოფია არის
უნივერსალური მათემატიკა, ამიტომ მისთვის მისაღებია რაციონალიზმი და არა
ემპირიზმი.
ცალმხრივად არის, აგრეთვე გაგებული ფილოსოფიასა და კერძო მეცნიერებებს შორის
კავშირი ნეოთომიზმშიც. ნეოთომიზმი აბსოლუტურ ხასიათს ანიჭებს კონკრეტულ
მეცნიერებათა და ფილოსოფიის საგანთა სპეციფიკურობას, რაც იწვევს ფილოსოფიისა და
მეცნიერების ერთმანეთისაგან მოწყვეტას [XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია,
1970: 339-340]. ნეოთომიზმში მეცნიერება გაგებულია ფართო და ვიწრო მნიშვნელობით.
ფართო გაგებით, მასში იგულისხმება თეოლოგია, ფილოსოფია და კერძო მეცნიერებები,
ვიწრო მნიშვნელობით მხოლოდ კერძო მეცნიერებები. ფილოსოფიის საკვლევი საგნის
არასწორი გაგებით არის განპირობებული ნეოთომიზმში როგორც ფილოსოფიის როლი
კერძო მეცნიერებათა მიმართ, ისე კერძო მეცნიერებათა როლი ფილოსოფიის მიმართ.
ნეოთომიზმის მიხედვით, ფილოსოფია სწავლობს ბუნებრივი ყოფიერების ზეგრძნობად
პრინციპებსა და მომენტებს, ადგენს მის ზოგად კანონზომიერებას. კერძო მეცნიერებები კი
სწავლობენ ბუნებრივი ყოფიერების კონკრეტულ და გრძნობად - ემპირიულ საგნებს,

6
თეოლოგია სწავლობს უმაღლეს ყოფიერებას ანუ ღმერთს. ნეოთომიზმში
დაკნინებულია მეცნიერების როლი ფილოსოფიის მიმართ.

ფილოსოფიის მეცნიერებაზე ორიენტირებულობა - სციენტიზმი და ანტისციენტიზმი;


ფილოსოფიური ცოდნის ბუნებისა და მისი თავისებურების დადგენამ კიდევ უფრო
აქტიური დატვირთვა მიიღო თანამედროვე ფილოსოფიაში. კერძოდ, დადგა
ფილოსოფიის მეცნიერებაზე ორიენტირების საკითხი. გამოიკვეთა ორი განსხვავებული
თვალსაზრისი, ჩამოყალიბდა ორი ურთიერთდაპირისპირებული თეორია -
სციენტიზმი (ლათ. Scientia - რაც მეცნიერებას ნიშნავს), რომელიც მეცნიერებაზეა
ორიენტირებული და ანტისციენტიზმი, რომლის მიხედვით ფილოსოფია და კერძო
მეცნიერებები დამოუკიდებელია ერთმანეთისგან.
თანამედროვე დასავლურ ფილოსოფიაში სციენტისტურ თვალსაზრისს
იზიარებდა მაგალითად, პოზიტივიზმი და პოზიტივისტური სკოლები.
პოზიტივიზმი და პოზიტივისტური სკოლები: პოზიტივისტური თვალსაზრისი
უარყოფს ფილოსოფიის როლს კერძო მეცნიერებათა მიმართ ონტოლოგიური
ასპექტით. პოზიტივიზმი დასაბამს იღებს ახალი დროის ფილოსოფიაში ჰიუმის
ნააზრევიდან, რომლის ძირითადი იდეები შემდგომ განავითარეს კონტმა, მილმა,
სპენსერმა, მახმა, ავენარიუსმა და მათმა მიმდევრებმა. ამ ფილოსოფოსთა მიერ
შექმნილ პოზიტივიზმს უწოდებენ ძველ ან კლასიკურ პოზიტივიზმს, რომელიც
შემდგომ თავისებურად განავრცეს თანამედროვე პოზიტივისტებმა, განსაკუთრებით
პრაგმატისტული, ლოგიკურ-პოზიტივისტური და ლინგვისტური სკოლის
წარმომადგენლებმა [ერქომაიშვილი, 1974: 33-37]. ერქომაიშვილის აზრით, აღნიშნულ
ფილოსოფიურ სკოლებსა და მიმდინარეობებს აერთიანებთ ზოგადი
პოზიტივისტური პრინციპები, მაგრამ ამასთანავე ადგილი აქვს მათ განსხვავებულ
ინტერპრეტაციას. პოზიტივიზმის ამოსავალი პრინციპის მიხედვით, ფილოსოფია არ
წარმოადგენს განსაკუთრებული ტიპის მეცნიერებას, რომელსაც შემეცნების
სპეციფიკური საგანი და მეთოდი გააჩნია. „ფილოსოფია არის არა სპეციალურ
მეცნიერებებზე მაღლა მდგომი, რაღაც განსაკუთრებული, ჭეშმარიტი, არამედ
სპეციალურ მეცნიერებებში მოცემული ცოდნის ანალოგიური ცოდნა“ 1. იგი ამოდის

7
დებულებიდან, რომლის მიხედვით, ფილოსოფია დაიყვანება ცდაზე, რაც ნიშნავს
იმის აღიარებას, რომ ფილოსოფია არის ცდისეული ანუ ემპირიული მეცნიერება. ვ.
ერქომაიშვილი უარყოფს პოზიტივიზმისა და ემპირიზმის გაიგივებას და აღნიშნავს,
რომ „პოზიტივიზმი და ემპირიზმი წარმოიშვა ერთმანეთისგან განსხვავებული
ამოცანების საფუძველზე“.2 პოზიტივიზმი არის თვალსაზრისი ფილოსოფიის საგნის
შესახებ, რომლის მიხედვით, ფილოსოფია დაიყვანება სპეციალურ მეცნიერებებზე.
ემპირიზმის წარმოშობა კი განაპირობა შემეცნების თეორიული პრობლემების
თავისებურმა გაგებამ. ემპირიზმის მთავარი კითხვაა - როგორი დამოკიდებულებაა
მეცნიერების თეორიულ ცოდნასა და ცდაში უშუალოდ მოცემულს შორის?
ემპირისტული თვალსაზრისის მიხედვით, მეცნიერების თეორიული ცოდნა
განისაზღვრება ცდაში უშუალოდ მოცემულით. ამრიგად, პოზიტივიზმი და
ემპირიზმი განსხვავებულ პრობლემებს ეხება, რის გამოც მათი გაიგივება
შეუძლებელია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს მათ შორის მსგავსებას. პოზიტივიზმს
სპეციალური მეცნიერებანი ესმის ემპირიულად, ამიტომ მისი მოთხოვნა -
ფილოსოფია დაყვანილი იქნეს სპეციალურ მეცნიერებაზე, ფაქტიურად ნიშნავს
ფილოსოფიის დაყვანას ცდაზე, ე. ი. ემპირიზმის მოთხოვნა პოზიტივისტური
ფილოსოფიის აუცილებელი პირობაა. მეორე მხრივ, ემპირიზმი შეიძლება იყოს
პოზიტივისტური. ეს იმაზეა დამოკიდებული როგორ იქნება გაგებული ცდა. თუ ცდა
გაგებულია როგორც მხოლოდ შეგრძნებების, აღქმების მოცემულობა, ის არ უნდა
გადიოდეს ცდის ფარგლებიდან, მაშინ ემპირიზმი პოზიტივისტურ ინტერპრეტაციას
ღებულობს.3საბოლოოდ პოზიტივიზმი ფილოსოფიის საგნად მიიჩნევს თვით
შემეცნების, მეცნიერების ანალიზს.
ამრიგად, პოზიტივიზმი უარყოფს ფილოსოფიას როგორც დამოუკიდებელ
მეცნიერებას. მსგავსი თვალსაზრისი დამახასიათებელია თანამედროვე
პოზიტივიზმის - „ნეოპოზიტივიზმისთვისაც (ნოირატი, კარნაპი, შლიკი, ფრანკი,
რასელი და სხვ.). ნეოპოზიტივიზმი უარყოფს არა საერთოდ ფილოსოფიას, არამედ
ტრადიციულ ფილოსოფიას (ტრადიციული ფილოსოფიის დებულებები
მატერიალურისა და იდეალურის, ყოფიერების, სუბსტანციის, არსების და სხვათა
შესახებ ვერ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს, ე. ი ისინი არ არიან მეცნიერული

2
3

8
ხასიათის და ამიტომ უნდა განიდევნონ ფილოსოფიიდან - ასეთია მათი მოთხოვნა).
ის ფილოსოფიის ამოცანად მიიჩნევს კერძო მეცნიერებათა მონაცემების ლოგიკურ
ანალიზს, მეცნიერების ლოგიკური ენის შემუშავებას, რომელიც აუცილებელია ყველა
კონკრეტული მეცნიერების, მათ მიერ მოპოვებული ცოდნის სისტემაში მოყვანისა და
მეცნიერული დამუშავებისთვის [გონაშვილი, 1999: 9].
ლოგიკური პოზიტივიზმის შემუშავებაზე და საერთოდ ნეოპოზიტივისტური
თვალსაზრისის ჩამოყალიბებაზე, როგორც მეცნიერებაზე ორიენტირებულ
დასავლურ ფილოსოფიურ მიმართულებებზე დიდი გავლენა მოახდინა ინგლისელმა
ფილოსოფოსმა, ლოგიკოსმა, მათემატიკოსმა, სოციოლოგმა, პუბლიცისტმა და
საზოგადო მოღვაწემ ბერტრან რასელმა (1872-1970). მას უდიდესი წვლილი მიუძღვის
მე-20 საუკუნის დასავლურ აზროვნებაზე და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე [რასელი,
2001:141-145]. რასელი არ იზიარებდა ვენის წრის რადიკალიზმს და
ეწინააღმდეგებოდა მათ მიერ ფილოსოფიური პრობლემების ფსევდოპრობლემებად
გამოცხადებას. რასელის აზრით, „ფილოსოფიის, ისევე როგორც ყველა სხვა
მეცნიერების უპირველესი მიზანი ცოდნაა. ცოდნა, რომლის მიღწევასაც მიზნად
ისახავს ფილოსოფია, იმ სახისაა, რომ ის ერთიანობასა და სისტემურობას ანიჭებს
მეცნიერების კარკასს და რომელიც ჩვენი შეხედულებების, ცრურწმენებისა და
რწმენების საფუძვლების კრიტიკული შემოწმების შედეგია“. მეორე მხრივ, იგი
სკეპტიკურადაა განწყობილი ფილოსოფიის მიმართ, ვინაიდან არ არის
დარწმუნებული ფილოსოფიის მიერ დასმული კითხვების პასუხის წარმატებაში.
„თუ მათემატიკოსს, მინერალოგს, ისტორიკოსს ან რომელიმე სხვა სწავლულს
ვკითხავთ, ზუსტი ჭეშმარიტებების რა ერთობლიობა დაადგინა მისმა მეცნიერებამ,
მათი პასუხი გაგრძელდება მანამ, სანამ მოსმენის სურვილი გექნება. მაგრამ იგივე,
რომ ფილოსოფოსს ვკითხოთ, თუ ის გულწრფელია, იძულებული გახდება აღიაროს,
რომ მისმა კვლევამ სხვა მეცნიერების მსგავსი დადებითი შედეგები არ გამოიღო“.
რასელი ამ ფაქტს ნაწილობრივ ხსნის იმით, რომ მისი აზრით, როგორც კი
შესაძლებელი გახდება რაიმეს გარკვეული ცოდნა, ამ საგანს ფილოსოფიას აღარ
უწოდებენ და ის დამოუკიდებელ მეცნიერებად იქცევა. ასე მაგალითად, ციურ
სხეულთა შესწავლა, რომელიც ერთ დროს ფილოსოფიაში შედიოდა, ახლა
ასტრონომიის საქმეა. ასევე, ნიუტონის უდიდეს შრომას „ნატურალური

9
ფილოსოფიის მათემატიკური პრინციპები“ ერქვა. ან კიდევ, ადამიანის ფსიქიკის
კვლევა, რომელიც ფილოსოფიის ნაწილი იყო, ახლა ის ფსიქოლოგიურ მეცნიერებად
იქცა. აქედან გამომდინარე რასელი აღნიშნავს, რომ ფილოსოფიის გაურკვევლობა
უფრო მოჩვენებითია, ვიდრე ნამდვილი: საკითხები, რომლებზეც გარკვეული
პასუხის გაცემა უკვე შესაძლებელია, მეცნიერებაში გადადიან, ხოლო საკითხები,
რომლებზეც ამჟამად გარკვეული პასუხის გაცემა შეუძლებელია, რჩებიან რათა
შექმნან ის მემკვიდრეობა, რომელსაც ფილოსოფია ეწოდება და მაინც- წერს რასელი,
რაოდენ უმნიშვნელოც არ უნდა იყოს კითხვებზე პასუხის აღმოჩენის იმედი,
ფილოსოფიის საქმეა გააგრძელოს ამგვარი კითხვების გააზრება,
გაგვაცნობიერებინოს მათი მნიშვნელობა, შეამოწმოს ყველა მიდგომა ამ
კითხვებისადმი და შეინარჩუნოს ის სპეკულაციური ინტერესი სამყაროსადმი,
რომელიც შეიძლება ჩავკლათ, თუ თავს უეჭველად დადგენადი ცოდნით
შევიზღუდავთ.
რასელს აზრთა ხშირი ცვალებადობის გამო არათანმიმდევრულობას და
ზედაპირულობას აბრალებდნენ [თევზაძე, 1970: 151]. ქართველი ფილოსოფოსის ა.
ბეგიაშვილის შეფასებით რასელის მიერ განვლილი გზა ასახავს ევოლუციას,
რომელიც აუცილებლად უნდა განვლოს ანალიზის მეთოდთან დაკავშირებულმა
ფილოსოფოსმა. თავად რასელი კი ასე განმარტავს: სამარცხვინოდ სულაც არ მიმაჩნია
შეხედულებების შეცვლა. რომელ ფიზიკოს შეუძლია დაიკვეხნოს, რომ მისი
შეხედულებები არ შეცვლილა 1900 წლის შემდეგ? „მეცნიერებაში ადამიანები
იცვლიან შეხედულებებს, როცა ახალ ცოდნას მოიპოვებენ, თუმცა ბევრისთვის
ფილოსოფია თეოლოგიას უფრო უახლოვდება, ვიდრე მეცნიერებას...“ [რასელი, 2001:
143]. მისი აზრით, იქ, სადაც არავინ არაფერი იცის, აზრი არა აქვს თვალსაზრისის
შეცვლას. იგი არ მოითხოვდა ყველაფრის ჭეშმარიტად ცნობას, რაც კი ოდესმე
უთქვამს. მისთვის მთავარია, რომ გამოთქმული აზრი გონივრული იყოს იმ
დროისთვის, როცა ის გამოითქვა.
რასელი როგორც ნეოპოზიტივიზმის წარმომადგენელი ფილოსოფიურ და
მეცნიერულ ცოდნას არ განასხვავებდა ერთმანეთისგან. „არ არსებობს სიბრძნის რაიმე
განსაკუთრებული წყარო, რომელიც ფილოსოფიისთვის ღიაა, მეცნიერებისთვის კი
არა“ [თევზაძე, 1970: 534 -545]. რადიკალურად არც ფილოსოფიის მიერ მიღებული

10
შედეგებს განსხვავებს მეცნიერული შედეგებისგან. აღნიშნავს, რომ ფილოსოფიის
არსებითი მახასიათებელი, რომელიც მას მეცნიერებისაგან განასხვავებს
კრიტიციზმია. ფილოსოფიის მთავარ დანიშნულებად მიიჩნევს მეცნიერებასა და
ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი პრინციპების კრიტიკულ შემოწმებას.
ანტისციენტისტურ არგუმენტებს შორის მნიშვნელოვანია:
მეტაფიზიკური (ონტოლოგიური) არგუმენტი, რომლის მიხედვით პოზიტიურ
მეცნიერებას არ შეუძლია მოგვცეს მთელის გაგება, მას შეუძლია მხოლოდ რეალობის,
სინამდვილის ფრაგმენტების მოდელირება. უფრო მეტიც, მას არ შეუძლია
ყოფიერების არსის კითხვებზე პასუხის გაცემა, ის ამოდის მხოლოდ ფენომენიდან
და არა არსებიდან. მეცნიერებისა და ფილოსოფიის ურთიერთობის თავისებურ
გაგებას იძლევა ექსისტენციალიზმი (ლათ.existentia -არსებობა), რომლის მთავარ
ფილოსოფიურ პრობლემას წარმოადგენს ყოფიერისა და ყოფიერების საკითხი.
როგორც გ. თევზაძე შენიშნავს ყოფიერების საკითხი ვის არ დაუსვამს
ფილოსოფიაში, მაგრამ ის სრულიად განსხვავებულად და ახლებურადაა
გაანალიზებული გერმანელი ფილოსოფოსის ჰაიდეგერის მიერ [თევზაძე, 1970: 534-
543]. უნდა ითქვას, რომ სწორედ ყოფიერების მეტაფიზიკური გაგება განაპირობებს
ფილოსოფიისა და მეცნიერების მკაცრ გამიჯვნას ერთმანეთისაგან. ამასთან
დაკავშირებით, ჰაიდეგერის არგუმენტები მდგომარეობს შემდეგში: „მეცნიერებას არ
ძალუძს ყოფიერების მოაზრება. ყოფიერთა, არსებულთა მთლიანობისა და მისგან
განსხვავებულის შესახებ კითხვის დასმა შეუძლია მხოლოდ ფილოსოფიას და
პოეზიას (ხელოვნებას). აღნიშნულ არგუმენტს ჰაიდეგერი ამართლებს ყოფიერების
არსის თავისებური გაგებით. მისთვის ყოფიერება არის არა უბრალოდ არსებობა,
არამედ ყოველგვარი არსებულის არსებობის საფუძვლის დადგენა, რაც ცნობილია
„მუნყოფირებისა“ და „არარას“ სახელწოდებით და რომლის მიღწევაც შესაძლებელია
მხოლოდ და მხოლოდ ცნობიერებიდან გასვლით. მისი აზრით, ადამიანის
სპეციფიკას ქმნის ყოფიერებასთან მიმართება, ადამიანი არის მუნყოფიერების
ყოფიერება - ღიად ყოფნა, ადამიანი არსებით ფილოსოფოსია, მეტაფიზიკოსია, ე. ი.
ფიზიკის გარედან უყურებს ფიზიკურ სამყაროს. ფილოსოფია, როგორც აზროვნება
ყოფიერებაზე მიზნად ისახავს ყოფიერების ფენომენის ახსნას, განმარტებას. ადამიანი
ექსცენტრიულია, ე.ი. მას თავისი საფუძველი და ცენტრი სამყაროს გარეთ,

11
ყოფიერებაში აქვს. ყოველივე ამით ჰაიდეგერს იმის დასაბუთება უნდა, რომ გარდა
ფილოსოფიისა ვერც მეცნიერება, ვერც ლოგიკა ვერ მისცემს ადამიანს საჭირო
ორიენტაციას და მყარ საფუძველს. მეცნიერებასა და ტექნიკას მინდობილი
ევროპული ადამიანი, დღეს თვალნათლივ რწმუნდება საკუთარ უძლურებაში. დღეს
ადამიანს მის მიერვე შექმნილი მანქანა იმონებს. ინტელექტს მინდობილი ადამიანი
თავად გაუიგივდა სამყაროს საგნებს, ობიექტებს. ინტელექტი და ლოგიკა მხოლოდ
იგივეობრივს ხედავს ადამიანსა და საგნებს შორის. მეცნიერებისათვის არსებულის,
ე. ი ყოფიერის გარდა არაფერს არა აქვს მნიშვნელობა. მხოლოდ ფილოსოფოსი და
პოეტი ლაპარაკობს სერიოზულად არარას შესახებ. მეცნიერის თვალი მას ვერ
ხედავს. მეცნიერი მხოლოდ იმას მიიჩნევს არსებულად რისი კანონის ქვეშ მოქცევა,
გამოთვლა და გათვალისწინება შეიძლება. იგი ეხება მხოლოდ სამყაროს ობიექტებს.
ამიტომაა მეცნიერება ზუსტი, თუმცა ეს სიზუსტე ვერ შეედრება ფილოსოფიის
სიღრმეს, რომელიც არსებულთა უპირველეს საფუძველს იკვლევს და არ ფასდება
მეცნიერულობის საზომით. ასეთია ჰაიდეგერის არგუმენტები ფილოსოფიის
უპირატესობისა მეცნიერების მიმართ.
საინტერესოა დანიელი ფილოსოფოსის ს. კირკეგორის ექსისტენციალური
ანალიზი. „ადამიანი დაპირისპირებულთა სინთეზია: მარადიულის და დროულის,
აუცილებლობის და თავისუფლების, უსასრულოსა და სასრულოსი. იგი
ცვალებადია, განვითარებადია. ყოველივე ამის გამო ადამიანის არის პერსონა, რის
გამოც არ შეიძლება მისი დაშლა ცნებათა შინაარსად. იგი მიუწვდომელია
მეცნიერებისათვის და საერთოდ აზროვნებისათვის“.
ამრიგად, ექსისტენციალიზმი მიიჩნევს, რომ ექსისტენცის შესწავლა მეცნიერული
გზით და მეთოდებით შეუძლებელია, მისი გაგება შესაძლებელია ინტუიციური გზით.
იგი ასაბუთებს ფილოსოფიის პირველობას მეცნიერებასთან მიმართებაში.
ანტისციენტისტურ ხედვას აყალიბებს აგრეთვე თანამედროვეობის მნიშვნელოვანი
მიმდინარეობა - ფენომენოლოგია და მისი წარმომადგენლები ჰუსერლი, შელერი და სხვ.
გერმანელი ფილოსოფოსის მ. შელერის (1874-1928) ფილოსოფიის აუცილებელ მომენტს
წარმოადგენდა მეტაფიზიკა და ამიტომ მკაცრად ეწინააღმდეგება პოზიტივიზმს. შელერი
საუბრობს ფილოსოფიის განსაზღვრების სიძნელეზე განსხვავებით სპეციალურ
მეცნიერებათა განსაზღვრებისაგან. მისი აზრით, სპეციალური მეცნიერებანი, ფიზიკა,

12
ქიმია, ბიოლოგია, ფსიქოლოგია თავიანთი კვლევის სფეროს განსაზღვრებისას იყენებენ
ისეთ ცნებებს, როგორიცაა - მატერია, სხეული, ენერგია, სიცოცხლე, ცნობიერება და ა. შ. ამ
მეცნიერებებს არ ევალებათ ამ ცნებების შინაარსის ცხადყოფა, მათი გაშიფრვა ფილოსოფიას
ევალება. ფილოსოფიის ფორმალურ-ლოგიკური დეფინიცია შეუძლებელია. ფილოსოფიამ
უნდა გაიგოს თავისი თავი არა გარედან, არა რომელიმე მეორე ცნებით, არამედ თავის
თავიდან. ფილოსოფიას არ აქვს კვლევის საგნად მიზომილი სინამდვილის რომელიმე
ნაკვეთი, მისი მოქმედების სფერო არის ყველგან, მაგრამ ყოველთვის სპეციფიკურ
განზომილებაში. „ფილოსოფიის საგანი არის ის, რასაც ხედავს ფილოსოფოსი“ [თევზაძე,
1970: 402].
საინტერესოა ქართველი ფილოსოფოსის შალვა ნუცუბიძის შეხედულებები
მეცნიერებისა და ფილოსოფიის ურთიერთ დამოკიდებულების საკითხზე. ნუცუბიძე
კატეგორიული წინააღმდეგი იყო სპეკულაციური ფილოსოფიისა და მას აუცილებლად
მიაჩნდა მეცნიერებისა და ფილოსოფიის კავშირი. ნუცუბიძე ეწინააღმდეგება ჭეშმარიტების
აზროვნებიდან გამოყვანას, ვინაიდან თვლის, რომ იგი სინამდვილესთანაა
დაკავშირებული. მეცნიერებანი იმეცნებენ თავიანთი საგნის ჭეშმარიტებას. „ჭეშმარიტება,
როგორც მასალა ფილოსოფიური ძიებისა, მოცემულია მეცნიერებაში. სხვა გზა მის
მისაღებად არც არსებობს“. მართალია, სპეციალურ მეცნიერებას უშუალოდ ჭეშმარიტების
საკითხი არ აინტერესებს, მაგრამ მეცნიერული დებულებანი „ჭეშმარიტ მოვლენათა
მიმართების ასახვაა“. „მეცნიერება არკვევს ჭეშმარიტ საგნებს, ფილოსოფია კი ჭეშმარიტებას
- როგორც საგანს“. შალვა ნუცუბიძე მეცნიერებასა და ფილოსოფიას შორის იმდენად
მჭიდრო კავშირს ხედავს, რომ გარკვეული აზრით ფილოსოფიის და მეცნიერების საგნებს
აიგივებს ერთმანეთთან.
§ 3. წინამეცნიერული, მეცნიერული და ფილოსოფიური ცოდნა
წინამეცნიერული ცოდნა არის ის ცოდნა, რომელსაც ადამიანი მოიპოვებს მოვლენათა
სამყაროს აღქმის შედეგად და გარკვეული წარმოდგენის სახით ჩამოაყალიბებს. იგი
წინამეცნიერულია იმიტომ, რომ მხოლოდ მოვლენათა სამყაროს ასახავს, იგი არ ასახავს
მოვლენათა სამყაროს არსებას, ეს უკანასკნელი მეცნიერული შემეცნების საგანს
წარმოადგენს. ე.ი წინამეცნიერული ცოდნის საგანია მოვლენათა სამყარო ანუ რეალური
არსი, ხოლო მის შესახებ ცოდნა ჩამოყალიბებულია წარმოდგენის სახით. იგი არის
წარმოდგენებით აზროვნება. იგი ცნებებს არ საჭიროებს. ცნებებით მხოლოდ მეცნიერი

13
აზროვნებს, ვინაიდან ცნება არის არსების ასახვა, არსება კი მეცნიერული შემეცნების
საგანია. ყოველდღიური ცხოვრებისათვის სრულიად საკმარისია წინამეცნიერული ცოდნა,
მაგრამ იგი არ არის საკმარისი სინამდვილის სიღრმისეული სფეროების გასაგებად.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი აზროვნებს არა ცნებებით, არამედ წარმოდგენებით;
რაც იმას ნიშნავს, რომ სამყაროში ორიენტაციის ასაღებად ცნებითი აზროვნება არ არის
აუცილებელი. მაგ: მწყემსი, რომელიც ღამით მოწმენდილ ცას აკვირდება ამჩნევს
ვარსკვლავების ციმციმს, მეტეორების ცვენას, ქარის სისინს და ა. შ. თუმცა მან არაფერი არ
იცის ციური მექანიკის ან მეტეოროლოგიის კანონების შესახებ. მწყემსი არ არის მეცნიერი.
მას არ აქვს ცნებისეული ცოდნა ამ მოვლენის შესახებ, თუმცა იგი კარგად ერკვევა ზოგადი
წარმოდგენების საშუალებით. მეცნიერება ემსახურება სამყაროს სისტემურ შემეცნებას.
შემეცნება სამყაროს წვდომისა და მისი დაუფლების ერთგვარი სახეობაა. სისტემური
შემეცნება განსხვავდება დროებითი და შემთხვევითი შემეცნებისგან იმით, რომ იგი
მოწესრიგებული და (შესაბამისი დარგისთვის) ყოვლისმომცველია. ფილოსოფიისგან
განსხვავებით, რომლის ფარგლებშიც სამყარო მის მთლიანობაში განიხილება,
მეცნიერებისთვის სამყარო სხვა არაფერია, თუ არა სამეცნიერო კვლევის
საგნების/ობიექტების სიმრავლე. მეცნიერების კონკრეტული დარგის ფარგლებში ყველა
გამონათქვამი დაკავშირებულია შესაბამისი სამეცნიერო დარგის კვლევის საგანთან
(ობიექტთან).

მეცნიერული ცოდნა: ობიექტური და უპიროვნოა. მეცნიერული დებულებები


გამოთქვამენ არა რომელიმე პიროვნების პოზიციას, არამედ ობიექტურ ვითარებას. ამის
გამო ისინი ჭეშმარიტია, მათი უარყოფა კი მცდარი; მეცნიერული ცოდნის დაფუძნება
ხდება ცალსახად, რადგან იგი გამორიცხავს სხვაგვარად მოაზრების შესაძლებლობას;
მეცნიერული ცოდნა ინტერსუბიექტურია, ე. ი. ყველასათვის ერთნაირად მნიშვნელადი
და სავალდებულო; მეცნიერებაში დაეჭვება და კამათი გამორიცხულია. მეცნიერება
ინტერსუბიექტური მეთოდების გამოყენებით ადგენს უტყუარ და უეჭველ დებულებებს,
რომლებიც ყველასათვის ერთნაირად მისაღებია;
ფილოსოფიური ცოდნა: სუბიექტური და პიროვნულია. იგი პიროვნების პოზიციის,
თვალსაზრისის გამოხატულებაა. ფილოსოფიაში დასაშვებია გამოთქმები: „ჩემი აზრით“,
„ჩემი თვალსაზრისით“, „ჩემი შეხედულებით“ და ა. შ; ფილოსოფიური ცოდნა უშვებს
პლურალიზმს, აზრთა სხვადასხვაობას, რადგან იგი არ გამორიცხავს სხვაგვარად
მოაზრების შესაძლებლობას; ფილოსოფიური ცოდნა არ არის ზოგადმნიშვნელადი და
ყველასათვის სავალდებულო; ფილოსოფიაში დაეჭვება და კამათი დასაშვებია.
ფილოსოფიაში არ არსებობს ინტერსუბიექტურად უტყუარი და უეჭველი დებულებები.

14
პრაქტიკული დანიშნუშნულების თვალსაზრისით კონკრეტულ და ფილოსოფიურ
მეცნიერებებს შორის განსხვავება მდგომარეობს შემდეგში: კონკრეტული მეცნიერებები
მეცნიერულ წინასწარხედვას და კონკრეტული პროცესების პროგნოზირებას ძირითადად
ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე ახდენენ. ფილოსოფია ასეთ პრაქტიკულ
ფუნქციას არ ასრულებს, მას არ ევალება კონკრეტული მოვლენების/პროცესების წინასწარ
ხედვა. ფილოსოფია აყალიბებს ისეთ იდეებს, შეხედულებებს/პრინციპებს, რომელიც
მომავალი საზოგადოების და ადამიანის ინტერესებს ითვალისწინებს. აქ მთავარია „ინტერესის
პროგნოზირება“. ფილოსოფიის წარმატება-წარუმატებლობას სწორედ ასეთი „პროგნოზირება“
განსაზღვრავს.

15

You might also like