You are on page 1of 1

1.

მშვენიერების საკითხი კანტის ფილოსოფიაში

კანტის აზრით, მშვენიერების არსი არც სიკეთეს მოიცავს, არც სინამდვილეს, არც
სასურველს, არც ჭეშმარიტებასა და კარგს. მშვენიერება საყოველთაოა. დროისა და
სივრცის გარეშე არსებობს. მაგალითისთვის კანტს ვარდი ჰყავს მოყვანილი, ვარდი
მისი არსის გარეშეც მოგვწონს, მისი არსი არ ვიცით, მაგრამ მოგვწონს. მსი არსი
მხოლოდ ბოტანიკოსებმა იციან და ისინიც კი, ვარდის სრულიად შესწავლისას
ივიწყებენ მის ესთეთიკურ თვისებას. კანტი მშვენიერებასა და ხელოვნებას
ზნეობრიობა-სიკეთის სიმბოლოდ თვლის.

2. ნეტარი ავგუსტინე ანტიკური და ქრისტიანული ესთეტიკის შესახებ.

ნეტარი ავგუსტინე საუბრობს ქრისტიანული ესთეტიკის შესახებ. ის ამბობს, რომ


შემოქმედმა შექმნა ცა და მიწა თავისი სიბრძნითა და ჭეშმარიტებით და უჩნდება
მთავარი კითხვა : „რას აკეთებდა ღმერთი ცისა და მიწის შექმნამდე?“

3. ჰორაციუსი ხელოვნების შესახებ.

ჰორაციუსის აზრით, ის მხატვრები, რომლებიც ცდილობენ შეცდომისგან თავის


დაღწევას, ეს ხშირად მათ შეცდომისკენ მიაქანებთ. ჰორაციუსი ფიქრობს, რომ
მაგალითად, თუ დელფინი დაიხატება ტყეში და გარეული ღორი_მღელვარე ზღვაში,
ეს იქნება შეცდომა. ასევე ჰორაციუსი მგოსანთა დიდ ნაწილს, ღირსეული მამის
შვილებს მიმართავს, რომ ხშირად უკეთესობისაკენ სწრაფვამ შეიძლება გვაცდუნოს.
ანუ ჰორაციუსის აზრით, მხატვრები, რომლებიც, უკეთესის შექმნას ცდილობენ, ერთ
ადგილს ტკეპნიან და ვერ ქმნიან ისეთ ნამუშევარს, რომელიც თავიდან სურდათ რომ
შეექმნათ, სწორედ ამის გამო უშვებენ შეცდომებს.
ჰორაციუსი ამბობს, რომ მხატვარმა თავის შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა
შექმნას მისი ნამუშევარი. იგი ასევე მიმართავს მწერლებს, რომ დაწერონ ისეთი
მასალა, რისი შექმნაც მათ შესაძლებლობებში ჯდება.

You might also like