You are on page 1of 4

რას გულისხმობს პლატონის მოძღვრება იდეების შესახებ?

ნინო ვეშაგური

საშინაო ნაშრომი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ქართული ფილოლოგია

კურსის ხელმძღვანელი: თათია კეკელია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2019
,,ამბობენ ხოლმე, რომ მთელი ევროპული ფილოსოფია სხვა არაფერია, თუ არა
შენიშვნები, დართული პლატონის ტექსტზე. მეორეც, იმ ათეულობით წიგნს შორის,
რომელიც პლატონმა დაგვიტოვა, ,,სახელმწიფო“ ნამდვილად ყველაზე განთქმულია“
(პლატონი 2017, 7). სწორედ პლატონის ,,სახელმწიფოდან“ მინდა განვიხილო რამოდენიმე
საკითხი.

პლატონის აზრით, რეალობა არ წარმოადგენს მხოლოდ ხილულ სამყაროს, რომელშიც


საგნებს ვხედავთ, ვეხებით, ვაგემოვნებთ, ვყნოსავთ და გვესმის მათი. მისი აზრით,
რეალობა წარმოადგენს, როგორც ხილულ, აგრეთვე, უხილავ სამყაროს. პლატონს მიაჩნია,
რომ ყველაზე რეალური და ნამდვილი არის იდეები. ყველაფერს აქვს თავისი იდეა, იქნება
ეს რაიმე საგანი თუ მოვლენა.მაგალითად, კალმის იდეა არის ის, რომ მან უნდა დაწეროს,
ფურცლის იდეა კი ისაა, რომ მასზე უნდა დავწეროთ. მაშასადამე, თუ გვინდა, რომ რაიმე
საგნის თუ მოვლენის დანიშნულება გავიგოთ, ჩვენ მივდივართ მის იდეამდე.

ზემოთხსენებული იდეები, პლატონის აზრით, სიკეთის იდეებია. სიკეთის ხსენებისას


ყველას გვგონია, რომ ზუსტად ვიცით მისი მნიშვნელობა, მაგრამ არის კი ეს ასე? ყველა
საგანსა თუ მოვლენას თავისი დანიშნულება და იდეა აქვს, ისინი გვეხმარება ჩვენ, რომ
გავიგოთ რა არის მათი ფუნქცია, რაშია სასარგებლო ისინი. სწორედ ამიტომ უწოდებს
პლატონი მათ სიკეთის იდეას და მიიჩნევს, რომ სიკეთის იდეა არის უმაღლესი იდეა,
რადგან ჩვენ ყველას გვჭირდება მისი ცოდნა, ის ანათებს ჩვენს გონებას და მივყავართ
ჭეშმარიტებამდე: ,,სწორედ სიკეთის იდეაა ყოველივე ჭეშმარიტისა და მშვენიერის
მიზეზი, ხილულ სამყაროში ის ბადებს ნათელს და მის მეუფეს, გონით საწვდომ
სამყაროში კი თვითონვეა მეუფეც და მბრძანებელიც, რომლისგანაც დასაბამს იღებს
ჭეშმარიტება და გონიერება“ (პლატონი 2017, 43).

იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ რას ნიშნავს სიკეთის იდეა და უფრო ღრმად ჩავწვდეთ
მის შინაარსს, პლატონი იშველიებს მზის, წრფის და მღვიმის შედარებებს, ისინი
საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ რატომაა სიკეთის იდეა უმაღლესი იდეა, რა
დანიშნულება აქვს მას ჩვენს ცხოვრებაში და რაში გვეხმარება მისი ცოდნა.

1
მზე არის სიკეთე ჩვენს სამყაროში, რადგან მისი წყალობით ვხედავთ ხილულ
სამყაროს ისეთს, როგორიც არის სინამდვილეში. რომ არა მზე, არ იქნბოდა სინათლე, რომ
არა სინათლე, ჩვენ ვერ დავინახავდით საგნებს, სწორედ ამიტომ მიდის პლატონი იმ
დასკვნამდე, რომ მზე არის სიკეთე ხილულ სამყაროში. რაც შეეხება გონებით საწვდომ
სამყაროს, აქ მზე არის სიკეთის იდეა, როგორც ხილულ სამყაროში შეგვიძლია მზის
მეშვეობით გავიკვლიოთ გზა სწორად, ისე იდეათა სამყაროში შეგვიძლია დავინახოთ
სწორი მიმართულება სიკეთის იდეის წყალობით: ,,ის, რაც არის მზე ხილულ სამყაროში,
არის სიკეთის იდეა აზროვნებით საწვდომ სამყაროში“ (პლატონი 2017, 9).

წრფის შედარებაში პლატონი წრფეს ყოფს ორ, თვალით და გონებით საწვდომ,


ნაწილად. თვალით საწვდომ ნაწილში მოიხსენიებს ხილულ საგნებსა და მათ ჩრდილებს,
რომლებიც შეგვიძლია თვალით დავინახოთ ამ სამყაროში, ხოლო გონებით საწვდომ
ნაწილს უფრო დიდ ადგილს უთმობს, რადგან მასში შედის იდეათა სამყარო და,
პლატონის აზრით, ის ყველაზე რეალურია: ,,ყველაზე მეტი ,,რეალობა“ და
,,სინამდვილე“, პლატონის მიხედვით, იდეებს აქვთ, ამიტომ ამ სფეროს წრფის
შედარებაშიც ყველაზე დიდი მონაკვეთი ეთმობა“ (პლატონი 2017, 10). გონების თვალი
საჭიროა იმისათვის, რომ გზა გაიკვალო იდეათ სამყაროში და ჩავწვდეთ იმ საგნის იდეას,
რომელიც გვაინტერესებს, წრფე ამ შედარებაში შეგვიძლია აღვიქვათ როგორც რეალობა,
სიკეთის იდეის გარეშე კი მისი აღქმა შეუძლებელია, რადგან სიკეთის გარეშე იდეათა
სამყაროში ვერ მოხვდები და, შესაბამისად, ვერც რეალურ სამყაროში შემავალი
ნაწილების დანიშნულებისა და რაობის შეცნობას ვერ შეძლებ: ,,... რაც ჭეშმარიტებას
ანიჭებს შეცნობად საგნებს, ადამიანს კი - შეცნობის უნარს, სწორედ ის მიიჩნიე სიკეთის
იდეად - ცოდნისა და ჭეშმარიტების მიზეზად“ (პლატონი 2017, 37).

ბოლო შედარება, ეს არის მღვიმის ალეგორია, რომლითაც პლატონი ცდილობს


დაგვანახოს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის სიკეთის იდეის შეცნობას.
მღვიმის ალეგორია მდგომარეობს შემდეგში: ადამიანები არიან მღვიმეში და ხედავენ
მხოლოდ ცეცხლისგან წარმოქმნილ ჩრდილებს, ბუნებრივია, ადამიანს, რომელსაც
მღვიმის გარდა სამყარო არ უხილავს, ეს ანარეკლები ეგონება რეალობა, სწორედ ასე
იყვნენ მღვიმეში მყოფი ადამიანებიც. შემდეგ მღვიმიდან გამოდის ერთი ადამიანი და
2
შეიცნობს ჭეშმარიტ რეალობას. მას უნდა თავისი აღმოჩენის გაზიარება
თანამოძმეებისთვის, ისინი, რა თქმა უნდა, არ დაუჯერებენ, მაგრამ ჭეშმარიტებას
ზიარებული ადამიანი თავს ვალდებულად თვლის, რომ გამოიყვანოს ისინი მღვიმიდან
და დაანახოს ნამდვილი რეალობა. სწორედ ასე არის ფილოსოფოსი, რომელიც შეიცნობს
სიკეთის იდეას, მას უნდა, რომ თავისი აღმოჩენა სხვებსაც გააგებინოს და აზიაროს ისინი
ჭეშმარიტ რეალობას, როგორც ეს მღვიმის ალეგორიაში ვიხილეთ.

ბიბლიოგრაფია

პლატონი. ,,სახელმწიფო“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 7-69.


თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017.

You might also like