You are on page 1of 3

სტუდენტი: ანანო ბოკუჩავა

კარლ მარქსი გხლდათ შესანიშნავი გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი და


მათ შორის კომუნიზმის თეორეტიკოსიც. მის სახელთანაა დაკავშირებული
პოლიტიკური მიმართულების წარმოშობა, რომელსაც მარქსიზმს უწოდებენ. მის
სახელს ეკუთვნის ისეთი ნაწარმოები, როგორიცაა „კომუნისტური პარტიის
მანიფესტი“. აღსანიშნავია, რომ ის საუბრობს ბურჟუაზებზე, პროლეტარებზე და მათ
შორის დაპირისპირებაზე. მარქსის აზრით, ყოველთვის არსებობდა, ყველა საუკუნეში
კლასთა დაპირისპირება და კლასთა შორისი კონფლიქტები. მაშასადამე, ყოველთვის
არსებობდა ჩაგრული და მჩაგვრელი ფენა. კარლ მარქსი კლასობრივი ბრძოლის
განხილვას იწყებს და ის ამას ბურჟუაზებისა და პროლეტარების მაგალითზე
განიხილავს. ავტორი პრიორიტეტს ანიჭებს პროლეტარებს და მიიჩნევს, რომ ისინი
არიან რევოლუციონერები, რომლებსაც შეუძლიათ დაამარცხონ მჩაგვრელი კლასი,
ანუ ბურჟუაზები. მაშასადამე, ბურჟუაზები იყვნენ ადამიანთა ის ფენა, რომლებიც
ვაჭრობდნენ და მისდევდნენ მეწარმეობას, ისინი ამ საქმიანობაში იყენებდნენ
დაქირავებულ კლასს, მუშებს, ანუ პროლეტარებს. ავტორი ბურჟუაზებს მოიხსენიებს
აგრეთვე, როგორც კაპიტალური საზოგადოების გაბატონებულ ფენას, მას ჰქონდა
უფლება დაქირავებული შრომა გამოეყენებინა. მარქსი ამბობს, რომ ბურჟუაზები
იყვნენ ის კლასი, რომელსაც ისიც კი ეგონათ, რომ მათ შეეძლოთ ემართათ სამყარო.
საინტერესოა ის, რომ ბურჟუაზები სულ მჩაგვრელები არ ყოფილან, ისინი ჩაგრულები
იყვნენ, როდესაც გაბატონებულ ფენას წარმოადგენდნენ ფეოდალები. დროის გასვლის
შემდეგ ბურჟუაზები განვითარდნენ და ფეოდალები მოსპეს და თავად გაბატონდნენ.
ბურჟუაზია არის ის საზოგადოება, რომელმაც ვაჭრობასა და წარმოებას მიჰქო ხელი,
აქედან გამომდინარე კი ყველა ადამიანი, განურჩევლად მათი პროფესიისა აქციეს
მუშებად, ანუ პროლეტარებად. ,,ბურჟუაზიამ უაღრესად დიდი როლი შეასრულა
ისტორიაში. ბურჟუაზიამ წმინდანობის შარავანდედი ახადა იმ მოქმედებას,
რომელსაც დღემდე საპატიოდ თლიდნენ და მოწიწების გრძნობით უცქერდნენ.
ექიმი,იურისტი, მღვდელი, პოეტი, მეცნიერი მან სასყიდლით მომუშავე დაქირავებულ
მუშებად გადააქცია“ (მარქსი 2019, 336) ბურჟუაზიამ ვაჭრობის გამო მჭიდრო
კომუნიკაციები დაამყარა სხვა ერებთან და ქვეყნებთან, მათ შემოჰქონდათ ისეთი
პროდუქცია საზღვარგარეთიდან, რომლის წარმოებაც თავიანთ ქვეყანაში ვერ
ხერხდებოდა. ისინი სხვა ქვეყნებს აიძულებდნენ, რომ ამ ბურჟუაზიულ წესებს
დაქვემდებარებოდნენ, თორემ მათ გაანადგურებდნენ. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის,
რომ ქალაქები და სოფლები გაიზარდა, გაიზარდა მოსახლეობაც.

ამ განვითარებასთან ერთად ვითრდება პროლეტარიაც. ისინი თანამედროვე მუშები


არიან, რომლებიც ბურჟუაზიამ წარმოშო. რაც უფრო ვითარდებოდა ვაჭრობა,
ვითარდებოდა და ძლიერდებოდა თავად პროლეტარებიც. პროლეტარები იყვნენ
ვაჭრები, გლეხები, ხელოსნები და ა.შ., ისინი მთლიანად დამოკიდებულნი იყვნენ
სამუშაოზე, რომლესაც ავალებდნენ. რაღაც მიზეზების გამო კი დროის შემდეგ მათ
უწევდათ, რომ საკუთარი თავი გაეყიდათ, რადგან ხელფასები შემცირდა. მარქსი
მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ფენაა ის, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს, მათი მდგომარეობა
და საარსებო პირობები მნიშვნელს ქვემოთ სცდებოდა, შესაბამისად, მათ ასეთი
გადაწყვეტილების მიღება უწევდათ, რომ სხვას მიეყიდათ საკუთარი თავი.
შესაბამისად, მარქსი ფიქრობს, რომ პროლეტარებს არაფერი აქვთ დასაკარგი, გარდა
ბორკილებისა. მათ შეუძლიათ დაამარცხონ ბურჟუაზები. „პროლეტარიატს,
რომელსაც მანიფესტის ავტორები მთავარ რევოლუციურ ძალად მიიჩნევენ, რომელსაც
„დასაკარგი არაფერი აქვს, გარდა ბორკილებისა“ (მარქსი 2019, 331) მაშასადამე,
პროლეტარები ცდილობდნენ განხეთქილება გამოეწვით ბურჟუაზებში და არსებულ
სიტუაციებს თავიანთ სასარგებლოდ იყენებდნენ. თუ არაფერი გაქვს დასაკარგი,
შესაბამისად, შენ გიღირს რევოლუციის დაწყება, ამიტომაც პროლეტარები
ყალიბდებიან კომუნისტურ პარტიად და უპირისპირდებიან ბურჟუაზებს და
პროლეტარების დიქტატურას ამყარებენ. მარქსი მიიჩნევს, რომ გამოსავალია ის, რომ
პროლეტარები ჩამოყალიბდნენ ერთ ძალად და გაილაშქრონ და რევოლუცია
მოახდინონ ბურჟუაზების წინააღმდეგ.

სულ ბოლოსკენ, აღსანიშნავია, რომ ავტორი საუბრობს იმაზე, რომ კაპიტალი არაა
პირადი, ისაა საზოგადოებრივი ძალა. ნაწარმოებში გამახვილებულია ყურადღება
კერძო საკუთრების მოსპობაზე, რადგანაც სწორედ ესაა კომუნისტების თეორია. ისინი
თავიათ თეორიას გამოხატავენ ერთი დებულებით და ესაა- კერძო საკუთრების
მოსპობა. ესაა განმასხვავებელი ნიშანი კომუნიზმისა, ოღონდ აქ საუბარია
ბურჟუაზების კერძო საკუთრების მოსპობაზე. მაშასადამე, მარქსი ამბობს, რომ ვინც
შრომობდა ის არ იღებდა სათანადო სარგებელს, ხოლო ვინც არ შრომობდა ის იძენდა
კერძო საკუთრებებს. მარქსის აზრით, პროლეტარები, რა თქმა უნდა, ვერ იძენდნენ
საკუთრებებს, სწორედ მომავალში მან თავისი პოლიტიკური ძალაუფლება უნდა
მიმართოს იქითკენ, რომ მოუსპოს ბურჟუაზიას საკუთრება. მარქსი მიიჩნევს, რომ
მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოს ხელში მოექცეს სრული კაპიტალი და შემდგომ
მხოლოდ მას შეუძლია ქვეყნის ეკონომიკა დაარეგულიროს და სწორად გაანაწილოს
ყველაფერი და ასევე მოხდებს ბაზრის სწორი რეგულირებაც. საინტერესოა ის, რომ ამ
რევოლუციით, რომელსაც პროლეტარია წამოიწყებს დასრულდება და გაუქმდება,
როგორც თავიანთი კლასი, ასევე მოგვიანებით გააუქმებს კაპიტალიზმსაც და
ბურჟუაზიასაც. ,,იარაღი,რომლითაც ბურჟუაზიამ ფეოდალიზმი დაამხო, ახლა თვით
ბურჟუაზიისკენ მიიმართება“(მარქსი 2019, 340) მხოლოდ ამ შემთხვევაში მოისპოვა
კლასობრივი უთანასწორობა. კაპიტალისტები კი სხვაგვარად ფიქრობდნენ, მათ
მიაჩნდათ, რომ კერძო საკუთრების მოსპობა ძალიან დიდ უარყოფით შედეგებს
გამოიწვევდა. მნიშვნელოვანია მათი აზრით, რომ არსებობდეს კერძო საკუთრება,
სხვაგვარად ქვეყნის წინსვლა გამორიცხულია და მისი განვითარება. მათი აზრით,
უნდა არსებობდეს კერძო საკუთრება და იქ მოხდეს სხვისი შრომის გამოყენება. ეს
ყველაფერი ერთმანეთზე ჯაჭვურადაა გადაბმული და ამის მოშლა და კერძო
საკუთრების მოსპობა გამოიწვევს უარყოფით შედეგებს. კაპიტალისტების აზრით, თუ
კი მოვსპობთ კერძო საკუთრებას, ამით მოვსპობთ პიროვნებასა და ზოგადად
თავისუფლებას. მათი არგუმენტი არის ის, რომ თუ კი ეს მოხდება, მაშინ მოისპობა
ყველა საქმიანობა და გამეფდება საზოგადო სიზარმაცე. მაშასადამე, საბოლოო ჯამში,
ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ ამ ორი მხარის განწყობას და სხვაადსხვა შეხედულებებს
საკუთრების მოსპობასთან დაკავშირებით და ასევე ვხედავთ, რომ ავტორი მკაფიოდ
ემხრობა გაუქმებას კერძო საკუთრების და ეთანხმება სრულიად პროლეტარებს.

ბიბლიოგრაფია
მარქსი, კარლი. 2019 “კომუნისტური პარტიის მანიფესტი”. თამარ ცხადაძის თარგმანი.
კრებულში: შესავალი თანამედროვე აზროვნებაში , წიგნი 1 . მეშვიდე გამოცემა.
თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 331-349.

You might also like