You are on page 1of 3

ბექა ჭიღლაშვილი

კარლ მარქსი იყო გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი,

კომუნისტი და რევოლუციონერი. მის იდეებს ეფუძნება თანამედროვე კომუნიზმი. მან

თავის ნაწარმოებში კომუნისტური პარტიის მანიფესტის პირველ თავში შეაჯამა თავისი

მიდგომა. მისი სახელიდან მომდინარეობს XIX-XX საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი

პოლიტიკური მიმართულება მარქსიზმი.

მარქსი, როდესაც იწყებს ბურჟუებზე და პროლეტარებზე საუბარს, ახსენებს ყველა იმ

კლასთა ბრძოლის ისტორიას, რომელც დღემდე არსებობდა. თავისუფლები და მონები,

პატრიციები და პლებეები, ბოტონები და ყმები და ა.შ. ესენი ყველანი მჩაგვრელები და

ჩაგრულები არიან, ისინი ყოველთვის ებრძოდნენ ერთმანეთს, რომელიც საბოლოოდ

რევოლუციით მთავრდებოდა ან ამ კლასთა დაღუპვით. XIX-XX საუკუნეებში კი იყვნენ

ბურჟუები და პროლეტარები, რომლებიც ერთმანეთის მოპირისპირე მხარეები იყვნენ.

მარქსი ამბობს, რომ ბურჟუების ეპოქა იმით განსხვავდება, რომ მან გაამარტივა

კლასობრივი წინააღმდეგობანი. ბურჟუები განვითარდნენ იმ მოქალაქეთა წოდებიდან,

რომლებიც პირველი ქალაქთა თავისუფალი მოსახლეობა იყო. ახალი ტერიიტორიების

აღმოჩენამ კარგად განავითარა ბურჟუაზია. გაცვლა-გამოცვლამ დიდი ბიძგი მისცა

ვაჭრობის განვითარებას და ბევრ სხვა რამეს. ბურჟუაზია ქმნიდა ბევრ რაღაცას,

ამასთანავე მან შექმნა იარაღი, რომელმაც ფეოდალიზმი დაამხო და ეს იარაღი თვით

ბურჯუაზიის წინააღმდეგ წამოვიდა. ეს იყო თანამედროვე მუშები ანუ პროლეტარები. რა

დონეზეც ბურჟუაზია ვითარდება ისე ვითარდებიან პროლეტარებიც. პროლეტარები

დამოკიდებლები იყვნენ ბურჯუებზე ანუ კაპიტალზე, რადგან მათი შრომა კაპიტალზე იყო

დაქვემდებარებული და მანამდე შოულობდნენ სამუშაოს და არსებობდნენ სანამ

დამოკიდებულება არსებობდა. ისინი ისეთივე საქონელს წარმოადგენენ, როგორც

ვაჭრობის სხვა საგნები, ამბობს კარლ მარქსი. ამიტომ პროლეტარები, ისევე როგორც

სხვა საქონელი თანაბრად განიცდიდნენ ბაზარზე კონკურენციას და ცვლილებას.

პროლეტარების შრომამ, ტექნიკის გითარების გამო დაკარგა თავისუფალი ხასიათი, ისინი


უბრალოდ ამ მანქანა-დანადგარებზე დანამატებად იქცნენ, რომლებსაც უკვე დიდი

სამუშაო აღარ ეკისრებოდათ. მანქანების განვითარების შემდეგ შემცირდა

პროლეტარების ხელფასები და მათ მხოლოდ იმდენს უხდიდნენ რაც საარსებოდ

სჭირდებოდათ.

ამ ორ კლასს, პროლეტარებსა და ბურჟუებს შორის წარმოიშვა დაპირისპირება.

ბურჟუებმა მათ შეუმცირეს გადასახადი, როდესაც მუშის ექსპულატაცია მთავრდებოდა

მეფაბრიკე მათ აძლევდა ნაღდ ფულს, რის შემდეგადაც სხვა ბურჟუაზიის

წარმომადგენლები: სახლის პატრონი ან მევახშე ან მედუქნე მათ თავს ესხმოდა და მუშა

რჩება ისეთ მდგომარეობაში, რომ თავისი ოჯახი არჩინოს. პროლეტარებს უერთდებიან

წვრილი მრეწველები, გლეხები და ა.შ. ისინი ვითარდებოდნენ და დაიწყებს ბურჟუაზიის

წინააღმდეგ ბრძოლა. პროლეტარიატის წარმომადგენლები არამარტო ბურჟუაზიულ

წარმოებულ ურთიერთობათა წინააღმდგ იყვნენ არამედ თვით წარმოების იარაღბის

ანადგურებდნენ. ამტვრევდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ ფაბრიკებს. დროთა

განმავლობაში მუშები იმარჯვებდნენ, მაგრამ ეს არ იყო სამუდამოდ, ხოლო მათი

ბრძოლის ნამდვილ შედეგს ყველა მუშათა კლასის გაერთიანება წარმოადგენდა,

რომელიც სულ უფრო ფართოვდებოდა და არა უშვალოდ წარმატება.

მარქსი გამოსავალს ხედავდა მხოლოდ და მხოლოდ კაპიტალიზმში, მისი იდეოლოგია

მატერიალისტურია. კარლ მარქსი მოგვითხრობს კომუნისტების შესახებ. კომუნისტები

ისეთივე კლასს მიეკუთვნებოდნენ, როგრც სხვები. კომუნისტები წარმოადგენდნე მთელი

ქვეყნის მუშების პარტიათა სტიმულს. კომუნისტებს და პროლეტარებს ერთიდაიგივე

იდეოლოგია და წესები ჰქონდათ. მარქსი ფიქრობდა, რომ კერძო საკუთრების გაუქმებით

პროლეტარების მუშაობა აღარ იქნებოდა ბურჟუაზიელების ქონება და ამით კაპიტალიც კი

გაიზრდებოდა. ამ თეორიას ეყრდნობოდნენ კომუნისტებიც, ისინი აღიარებდნენ კერძო

საკუთრებას, მაგრამ მხარს უჭერდნენ იმ აზრს რომ კერძო საკუთრება საზოგადო

გამხდარიყო. კაპიტალისტები კი სხვაგვარად ფიქრობდნენ კერძო საკუთრების

გაუქმებაზე. ისინი თვლიდნენ, რომ მხოლოდ პირადი საკუთრება არაა საკმარისი.


კაპიტალის ამოძრავება კი კოლექტიური მუშაობითაა შესაძლებელი. კაპიტალისტები

ფიქრობდნენ, რომ უფრო დიდი მაშტაბი იქნებოდა თუ საზოგადოება მთლიანად

ჩართული იქნებოდა კაპიტალის ზრდაში. ისინი ასევე ფიქრობდნენ, რომ კაპიტალი

საზოგადოების ხელში გადავიდოდა და არა ვინმე ერთი პირის ხელში. აქედან

გამომდინარე აღსანიშნავია ისიც, რომ თუ კოლექტივის კაპიტალი ყველა ადამიანის

საკუთრებაში გადავა რაც იმას ნიშნავს, რომ პირადი საკუთრება საზოგადოების

კუთვნილებად აღარ გადაიქცევა.

გამოყენებული ლიტერატურა

1. მარქსი, კარლ. „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ წიგნში შესავალი თანამედროვე

აზროვნებაში 1, 319-357 თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

გამომცემლობა, 2017

You might also like