You are on page 1of 4

ნიკოლო მაკიაველი - XV-XVI ს-ის ფლორენციელი პოლიტიკური მოღვაწე და პოლიტიკური

ფილოსოფიის თეორეტიკოსია. მედიჩების ფლორენციაში დაბრუნების შემდეგ, 1512 წელს,


მაკიაველი კანცლერის პოსტიდან გადააყენეს და სახელმწიფო მმართველობას ჩამოაცილეს.
მაკიაველის პოლიტიკური იდეები გადმოცემულია ნაშრომებში: "მთავარი", "ფლორენციის
ისტორია" და "კომენტარები ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის შესახებ".

მაკიაველმა პოლიტიკური თეორიის დანიშნულება ხელახლად გადაიაზრა არატრადიციულ


კონტექსტში. მაკიაველი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანის
საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობა და ყურადღებას ამახვილებდა ისეთ
პრობლემებზე, როგორიც იყო სამართლიანობა საზოგადოებაში, მმართველობის საუკეთესო
ფორმები, იდეალური სახელმწიფო მოწყობა და ა.შ. (საერთო სიკეთის მიღწევა უნდოდა.... ეს
გზები უმეტესწილად უტოპიური იყო.)

მაკიაველი ბავშვურ წარმოდგენებად მიიჩნევდა ისეთი სახელმწიფოებრივი მოწყობის


ფორმებს, როგორიცაა: პლატონის სახელმწიფო. მედიჩისადმი მიძღვნილ წინასიტყვაობაში
მაკიაველი წერს მის მიერ გადმოცემულ ცოდნაზე: „მე მსურდა ნაშრომის მთავარი სამკაული
ყოფილიყო ან შინაარსის სიმართლე და თხრობის სიმკაცრე, ან - არაფერი“

კლასიკურ თეორიებს ამგვარი მიდგომასთან განსხვავებით ბევრი ნაკლი აქვს, რადგან მათი
რეალურად განხორციელება შეუძლებელია. ძალაუფლებას ინარჩუნებს, არა ის ვინც ხალხს
უყვარს, არამედ ის, ვისიც უფრო მეტად ეშინიათ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მაკიაველი ცდილობს კვლევა რეალური პოლიტიკური


სინამდვილისაკენ შემოაბრუნოს. რეალური პოლიტიკა კი იმის ირგვლივ ტრიალებს, რასაც
ადამიანი უმეტეს შემთხვევაში აკეთებს და არა იმის ირგვლივ, რასაც ის უნდა აკეთებდეს.
ეპოქის პოლიტიკური სამყარო მკაცრია და დაუნდობელი, ხოლო ადამიანი თავისი ბუნებით,
ბოროტებასთანაა ნაზიარები.

„მთავრის“ პირველი თავის სათაურია: „რამდენნაირია სამთავრო და რა გზით შეიძლება მათი


დაპყრობა.“

მაკიაველის ეპოქაში ავტორები ანტიკური პოლიტიკური კატეგორიებით ოპერირებდნენ,


როცა რეალური პოლიტიკური პრაქტიკა სრულიად საპირისპირო იყო. ამის შესახებ
მაკიაველი წერს: „ადამიანის რომელიც ფიქრობს იმაზე, რაც უნდა მომხდარიყო და ივიწყებს
იმას, რაც ახლა ხდება - თავის სიკვდილ უწყობს ხელს.“

კლასიკური პერიოდის ავტორების უმრავლესობა საუკეთესო მმართველებად


ფილოსოფოსებს ასახელებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საუკეთესო პოლიტიკური რეჟიმის
გამართლება არაპოლიტიკური კატეგორიების მოხმობით ხდებოდა.

მაკიაველმა პოლიტიკა საკუთარ ნიადაგზე დააყენა და უარი თქვა მის დაქვემდებარებაზე


არაპოლიტიკური ღირებულებებისადმი. განსაკუთრებით ეს შეეხება პოლიტიკური
ფენომენის და მორალის გათავისუფლებას თეოლოგიისაგან. ეს პროგრამა მაკიაველმა ორი
მიმართულებით განახორციელა: მის ეპოქაში არსებული პოლიტიკური რეჟიმების
ლეგიტიმურობის უზრუნველყოფით და მეორე, კონვენციონალურობის ფენომენის თავის
უფლებებში აღდგენით. ეს უკანასკნელი წამოწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო,
რადგან, კლასიკური პოლიტიკური თეორია ცდილობდა პოლიტიკური მრავალფეროვნების
ერთ უნივერსალური ხასიათის სტანდარტზე გადაკეთებას.

მაკიაველის შრომებში კარგად იგრძნობა ეპოქის ხასიათი. კაროლინგების დინასტიის შემდეგ


ევროპაში დამყარდა მემკვიდრეობითმა მმართველობამ. ომის წარმოება პროფესიად იქცა,
(იტალია) ამიტომ სახალხო ლაშქარს დაქირავებული მეომრები ცვლიან.

ამ დროს სახელმწიფოები 2 სახისაა: რესპუბლიკები და სამთავროები.

სამთავროებიც რამდენიმენაირია: საეკლესიო სამთავრო, დაპყრობით მოპვებული და


მემკვიდრეობით მიღებული. არსებობს კიდევ ერთი ტიპი, რომელსაც მაკიაველი
„სამოქალაქო სამთავროს“ უწოდებს, სადაც მმართველს ირჩევს მისმა თანამოქალაქებმა.

რესპუბლიკურ მმართველობაზე მაკიაველი მსჯელობს “კომენტარებში პირველ დეკადაზე”


და “ფლორენციის ისტორიაში”. ამ უკანასკნელში იტალიური რესპუბლიკებიდან მაკიაველი
განიხილავს გენუის, ვენეციის და ფლორენციის მოწყობას და მმართველობას. ფლორენცია
დაყოფილი იყო 6 ნაწილად. ქალაქის მმართველობაში თითოეული მათგანი წარმოადგენდა
ორ მოქალაქეს. ასე რომ, მთელი მმართველობა ანუ სენატი შედგებოდა 12 წევრისაგან,
რომელთაც უხუცესებს უწოდებდნენ. უხუცესები მართავდნენ ქალაქის პოპოლანურ ნაწილს.
ხალხში შედიოდნენ: ქალაქის მოქალაქეები, ხელოსნები და ვაჭრები. უხუცესების
საკრებულოს შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლებოდა. 1250 წ. ფლორენციაში
განხორციელდა საქალაქო მმართველობის რეფორმა და ქალაქის პოპოლანური ნაწილის
ხელმძღვანელობა დაევალა კაპიტანს. მთელ ქალაქს მართავდა პოდესტა. კაპიტანი და
პოდესტა ფლორენციაში იყო ორი სამოხელეო თანამდებობა, რომლებსაც ევალებოდა
მოქალაქეთა შორის არსებული დავების აღმოფხვრა. მართლწესრიგს რესპუბლიკაში
განახორციელებდა სოფლის რაიონებში 76, ხოლო უშუალოდ ქალაქში 20 შეიარაღებული
რაზმი.

მილანი წარმოადგენდა იტალიის მემკვიდრეობით სამთავროს. მილანის აღზევება დაიწრო,


როდესაც ის შეუერთდა ფრიდრიხ ბარბაროსას წინააღმდეგ შექმნილ იტალიურ კავშირს.
XIIIს-დან მილანში პირველობისთვის იბრძოდა ტორესის და ვისკონტის გვარები, სადაც
საბოლოოდ გაიმარჯვა ვისკონტის გვარმა. ვისკონტების ბოლო შთამომავალი იყო ფილიპო
ვისკონტი, რომელსაც ვაჟი არ ჰყავდა და შედეგად სამთავროს მართვა გადავიდა სფორცას
გვარზე. მემკვიდრეობითი სამთავრო, მაკიაველის აზრით, ყოველთვის უფრო მყარ რეჟიმს
წარმოადგენს. (ილუზია: ახალი მმართველი ძველზე უკეთესია)

საოკუპაციო ექსპედიცია წარმატებული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ მთავარი მოახერხებს


კარგი ურთიერთობის დამყარებას ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამისთვის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი პირობაა იქ არსებული ჩვევების, ყოფის და გადასახადების აკრეფის წესის
უცვლელად შენარჩუნება. შემდეგ ერთენოვანი ან მონათესავე ენაზე მოსაუბრე სამთავროს
ხელში ჩაგდება. მაგრამ, თუ მოხერხდა განსხვავებული ეთნოსით დასახლებული ქვეყნის
ხელში ჩაგდება, აქ მრავალრიცხოვანი სიძნელეები იჩენენ თავს და ყველა მათ დასაძლევად
ერთ-ერთი ყველაზე უკეთესი ხერხი, დამპყრობლის ახალ დაკავებულ ტერიტორიებზე
გადასახლება იქნება, როგორც ეს გააკეთა თურქეთის სულთანმა კონსტანტინეპოლის
დაკავების შემდეგ. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ასეთი გადასახლება არ ხერხდება,
საუკეთესო გზა იქნება დაკავებულ ტერიტორიებზე კოლონიების დაარსება.

წარმატებული სამხედრო კამპანია საოკუპაციო რაზმების ხელმძღვანელის


მოხერხებულობასა და შორსმჭვრეტელობის გარდა დამოკიდებულია, იმ ქვეყნის რეჟიმის
ბუნებაზე. არსებობს უზომოდ ცენტრალიზებული და შედარებით თავისუფალი რეგიონების
შემცველი სამთავროები. მათ ყველაზე უფრო კარგ ნიმუშებს მაკიაველისათვის თურქეთი და
საფრანგეთი წარმოადგენდა. თურქეთში არსებობდა ერთადერთი მბრძანებელი, სულთანი,
ხოლო ყველა დანარჩენი მისი ყმა იყო. საფრანგეთში ხელისუფლება მეფის ხელში იყო, მას კი
უამრავი პატარა მბრძანებელი ჰყავდა, რომელთაც თავად ჰყავდათ სხვა მრავალი
ქვეშევრდომი. ხელისუფლების ორგანიზაციის ასეთი განსხვავებული ფორმების გამო
გაცილებით უფრო ძნელია ისეთი ქვეყნის დაპყრობა, როგორც თურქეთია, მაგრამ, თუ ვინმეს
ბედმა გაუღიმა, უკვე დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნება ბევრად უფრო იოლი გახდება,
ვიდრე საფრანგეთისნაირ ქვეყანაში, სადაც რეგიონების ავტონომიურობის ხარისხი და
მმართველთა დამოუკიდებლობა ცენტრალური ხელისუფლებისაგან გაცილებით უფრო
დიდია და ამიტომ ყოველ მათგანთან, პრაქტიკულად, ცალკე სამხედრო-პოლიტიკური
ურთიერთობები იქნება გასაბმელი.

არის შემთხვევები, როდესაც მმართველი, სამხედრო კონფლიქტის გართულებების თავიდან


აცილების მიზნით დათმობებზე მიდის. ასეთი დათმობები, მაკიაველის აზრით, ყოველთვის
წამგებიანია, რადგან ამ გზით ვერც ომს ავიცილებთ და ტერიტორიებსაც დავკარგავთ.

სახელმწიფოს ძალას მაკიაველი განსაზღვრავს მოსახლეობის რაოდენობით და სამხედრო


ძალით. თუკი დავსვამდით კითხვას – “რით შეიძლება გაიზომოს სახელმწიფოს ძლიერება”? –
მაკიაველის პასუხი ასეთია: თუ სამთავროს ჰყავს მრავალრიცხოვანი ლაშქარი, რომელიც
მხოლოდ თავისი ძალით დაამარცხებდა მოწინააღმდეგს, ასეთი სამთავრო ძლიერია.

მაკიაველისათვის სამხედრო საქმე პოლიტიკის წარმართვის ერთ-ერთი ძირითადი იარაღია.


მთავარი- პოლიტიკური მოღვაწეც და მეომარიცაა. არსებობს ბრძოლის ორი სახე: ერთია
ბრძოლა კანონების, ხოლო მეორე ბრძოლა ძალის მეშვეობით. პირველი ნიშნეულია
ადამიანებისათვის, მეორე კი მხეცებისათვის. მთავრისათვის აუცილებელია, რომ თანაბრად
წარმატებით იბრძოდეს როგრც მხეცი და როგორც კაცი.

ყოველი სახელმწიფოს საფუძველი მაკიაველისათვის კარგად გაწვრთნილი ლაშქარი და


კარგი კანონებია. სამხედრო ძალები, როგორც წესი, ორგანიზებულია შემდეგი სახით:

1. უპირველეს ყოვლისა, იგი შედგება მთავრის საკუთარი შეიარაღებული ნაწილებისაგან;

2. დაქირავებული პროფესიონალი მეომრებისაგან;

3. მაშველი ჯარისაგან;
მაკიაველის მიაჩნდა, რომ მაშველი და დაქირავებული ჯარი ქვეყნისათვის წამგებიანია.
“მაშველ ძალას” მაკიაველი უწოდებს მეზობელი ძლიერი ქვეყნის სამხედრო ძალას,
რომელიც თხოვნის საფუძველზე შემოვიდა ქვეყანაში. ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მას
მეტად ეძნელება ქვეყნის დატოვება და ახალ დამპყრობლად გადაიქცევა ხოლმე.

არისტოტელე ომს - ნადირობას ადარებდა, პლატონი კი ომს ყოველგვარი უბედურების


წყაროდ მიიჩნევდა. მაკიაველის კი ითავსებს ორივე ავტორის თვალსაზრისს. ომი
მაკიაველისთვის ორ მტრულ ქვეყანას შორის მიმდინარეობს, თუმცა ეს არ არის მათი მიზანი.
ომის მიზანია საკუთარი კეთილდღეობის უზრუნვეყოფა. ამრიგად, ომს პრაქტიკული
საზრისი გააჩნია.

ცალკე განიხილება მთავრის, როგორც პოლიტიკოსის პერსონა. მაკიაველი ამბობს ხალხის


ბიწიერ ბუნებაზე, უმადურობაზე, ორპირობაზე და ა.შ. მთავრის გარემოცვა სიფრთხილით
უნდა შეირჩეს. თუმცა გარემოცვასთან მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკური ლიდერის თვისებებს. მაკიაველისთვის ეს თვისებები რეალურ პოლიტიკურ
პრაკტიკიდან უნდა მომდინარეობდეს. პოლიტიკური ლიდერის ძირითადი საფიქრალი
პოლიტიკური წარმატებაა და არა ზნეობრივ სრულყოფაზე ზრუნვა.

ხელგაშლილი მთავარი აშკარად უმჯობესია ძუნწ და ხელმომჭირნე ხელისუფალზე.


ძუნწისგან გაღებული წყალობა ორჯერ უფრო ფასეული იქნება საზოგადოების თვალში.

პოლიტიკოსის მოღვაწეობა ერთგვარი თამაშია. მთავარს არ უნდა დასცდეს გაუაზრებელი


სიტყვა. სხვა მხრივ, თუ ერთგულება საზიანო აღმოჩნდება, მთავარი არ უნდა გადაეგოს -
მიცემულ სიტყვას.

ასევე მაკიაველის აზრით გადამწყეტია ბედისწერა. „ბედისწერა განაპირობებს ჩვენი


მოქმედების ნახევარს, ხოლო მეორე ნახევარს ჩვენ გვანდობს“.

მაკიაველმა დაამკვიდრა პოლიტიკური მორალის კატეგორია და გამიჯნა ის ადამიანური


მორალისაგან. ადამიანი ზნეობრივი არსებაა და ყველა მისი ქცევა მორალს საჭიროებს. თუმცა
ამ მორალის გავრცელება მოღვაწეობის სხვა სფეროებზე არასწორია. მორალურობას ჩვენ
განვსაზღვრავთ ქცევის მოტივიდან გამომდინარე. მაგრამ მორალურობას პოლიტიკაში მას
შემდეგ ვაფასებთ, როცა ვხედავთ მიღებულ შედეგს.

მთავართა მოქმედებას რომელთაც განსასჯელად ვერ გამოუტან სასამართლოს მისი


საბოლოო შედეგის მიხედვით აფასებენ.

„მიზანი ამართლებს საშუალებას“

You might also like