You are on page 1of 9

● როგორი იყო შეხედულებები სახელმწიფოს მართვა-

გამგეობის ფორმებზე ანტიკურ ხანაში?


მმართველობის სწორი და არასწორი ფორმები
არისტოტელეს მიხედვით:
მონარქია (ტირანია)– ერთი კაცი ზრუნავს საზოგადოების
სარგებელზე,
არისტოკრატია (ოლიგარქია) – უმცირესობა ზრუნავს
საზოგადოებაზე,
პოლიტია (დემოკრატია)– ხელისუფალნი, რომლებიც
უმრავლესობას წარმოადგენენ, ზრუნავენ საზოგადო
კეთილდღეობაზე.

● რაში მდგომარეობს სახელმწიფო ხელისუფლების სამ


შტოს შორის გადანაწილების არსი?
მოსაზრება სახელმწიფო ხელისუფლების გადანაწილების
შესახებ - კონსტიტუციური მონარქია (ხელისუფლების
სამი შტო) სახელმწიფო ისე უნდა მოეწყოს, რომ
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო
ხელისუფლება გამოყოფილი იყოს ერთმანეთისაგან.

● როგორი იყო ფრანგი განმანათლებლების შეხედულებები


სახელმწიფოს მართვა-გამგეობის ფორმებზე და რა გავლენა
მოახდინეს მათ ევროპის საზოგადოებრივი და
პოლიტიკური აზრის ფორმირებზე?
ჟან ბოდენი (1530-1596) აბსოლუტური მონარქიის
იდეოლოგი, ფრანგი სწავლული. გამოყოფდა
მმართველობის სამ ფორმას: დემოკრატია,
არისტოკრატიული მმართველობა და აბსოლუტური
მონარქია. მმართველობის ყველაზე გამართლებული და
სასურველი ფორმაა: აბსოლუტური მონარქია.
შარლ ლუი მონტესკიე (1689-1755) ფრანგული
განმანათლებლობის ერთ-ერთ ფუძემდებლად შარლ ლუი
მონტესკიე მიიჩნევა. მონტესკიე საზოგადოების
განვითარების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად
გეოგრაფიულ გარემოს მიიჩნევდა. მისი აზრით,
საზოგადოების, აგრეთვე ცალკეული ადამიანის
შესაძლებლობებზე დიდ გავლენას ახდენს კლიმატური და
ბუნებრივი ფაქტორები. ის ცხელ კლიმატურ ზოლში
მცხოვრებ ადამიანებს ფიზიკურად სუსტებად და
მხდალებად, ხოლო ცივ კლიმატურ ზოლში მოსახლე
ადამიანებს მამაცებად და გაბედულებად მიიჩნევდა. მისი
აზრით საზოგადოების განვითარებისათვის
განსაკუთრებით ხელსაყრელი ზომიერი კლიმატია.
დენი დიდრო (1713-1784) - ფრანგი ფილოსოფოსი და
მწერალი. ერთ-ერთმა პირველმა წამოაყენა იდეა უფასო
დაწყებითი სახელმწიფო განათლების შესახებ. „განათლება
ადამიანს სძენს ღირსებას, მონაც კი იწყებს იმის გააზრებას,
რომ იგი მონობისთვის არ არის დაბადებული“.
დოკუმენტები, რომლებსაც საფუძვლად დაედო ფრანგი
განმანათლებლების იდეები:
აშშ-ის კონსტიტუციას და მის პირველ შესწორებებს,
საფრანგეთის დიდი რევოლუციის დასაწყისშივე
დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ ადამიანისა და
მოქალაქის უფლებათა დეკლარაციას,
რეჩ-პოსპოლიტას, იგივე პოლონეთ-ლიტვის
გაერთიანებული სამეფოს კონსტიტუციას.

● რა არის პოლიტიკური მოძღვრებების: ლიბერალიზმი,


მარქსიზმი, ბოლშევიზმი, ფაშიზმი - ძირითადი არსი?
ლიბერალიზმი - საზოგადოების ურთიერთობის
საფუძვლად მიიჩნევს ადამიანის ბუნებრივ უფლებებს
მარქისზმი - დღემდე არსებული ყველა საზოგადოების
ისტორია არის კლასთა ბრძოლის ისტორია
ბოლშევიზმი,ლენინიზმი - რევოლუციური
პროლეტარული მოძრაობის და კაპიტალისტური
საზოგადოების კომუნისტურ საზოგადოებად გარდაქმნის
თეორია და ტაქტიკა, რომელიც შეიმუშავა ლენინმა;
ემყარება რუსეთისა და საერთაშორისო მუშათა კლასის
ბრძოლის გამოცდილებას.
ფაშიზმი - უკიდურესად რეაქციული პოლიტიკური
მიმდინარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია
რასიზმი. ფაშისტებმა ბოლშევიკებისგან განსხვავებით
კერძო საკუთრება არ გააუქმეს.

● ადათობრივი სამართალი და ჩვეულებითი სამართალი


არის: დაუწერელი კანონები
● ტალიონის პრინციპი - უძველესი კანონთა კოდექსი,
გამოიზარდა რა ტომის თუ თემის ჩვეულებითი სამართლიდან.
სიმკაცრე: სამაგიეროს მიზღვევის პრინციპი. „თუ კაცმა კაცის
შვილს თვალი ამოუგდო, მასაც უნდა ამოუგდონ თვალი“.

● დრაკონი - ისტორიული ტრადიციის თანახმად, ათენში


პირველი კანონთა კოდექსი დრაკონმა შეადგინა. (ძვ.წ. 620 წ.)

● ხამურაბი- კანონთა პირველი კრებული კი, რომელმაც სრული


სახით დღემდე მოაღწია ბაბილონის მეფის ხამურაბის მიერ ძვ. წ.
XVIII ს-ის შუა წლებში შედგენილი კოდექსია. ის ხამურაბის
კანონების სახელითაა ცნობილი. კოდექსი სულ 282 მუხლისაგან
შედგება. სასჯელი ერთია: სიკვდილით დასჯა.

● როგორ ვითარდებოდა სამართლებრივი აზრი ანტიკური


პერიოდიდან დღემდე?
დანაშაულის და სასჯელის სახეების გამიჯვნიდან
დეტალიზაციასა და დიფერენციისაკენ. დროის
გასვლასთან ერთად სასტიკი კანონები უფრო ჰუმანური
ხდებოდა.

● რა არის მთავარი განმასხვავებელი ახალი დროის ანგლო-


საქსონურსა და კონტინენტურ ევროპულ სამართალს
შორის?
ანგლო-საქსური და კონტინენტური სისტემა ჩამოყალიბდა:
- ანგლო-საქსური სამართალი- პრეცედენტს ეყრდნობა;
- პრეცედენტული სამართლის მოქმედების შემთხვევაში
მოსამართლეს განაჩენი გამოაქვს მსგავს საქმეზე
გამართული სასამართლოს მიერ.
- კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებში
ნაპოლეპნის კოდექსი დაედო საფუძვლად ევროპის
ქვეყნების სამოქალაქო სამართალს.
ამრიგად, კონტინენტური ევროპის სამართლისგან
განსხვავებით, ანგლო-ამერიკული სამართლის ძირითადი
წყაროა პრეცედენტული სამართალი. კონტინენტურ
ევროპასა და ანგლო-ამერიკული სამართლის ოჯახებს
შორის მეორე დიდი განსხვავება ეფუძნება იურიდიული
აზროვნების წესსა და მეთოდებს.
1804 წ. - ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსი
1807 - სავაჭრო კოდექსი
1810 - სისხლის სამართლის კოდექსი

• მუსლიმური სამართალი
შარიათი: ყურანის საფუძველზე- მუსლიმთა სავალდებულო
ქცევის წესებისა და ნორმების, კანონების ერთობლიობაა,
რომელსაც ყოველი მუსლიმი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა
იცავდეს;
მუსლიმური სამართალი XI საუკუნისათვის, ანუ საბოლოოდ
ჩამოყალიბების ხანისათვის ქრისტიანული სამართლისაგან
მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ამას მოწმობს მისი ძირითადი
პრინციპი, რომლის თანახმად, ისლამური აზოგადოების ყველა
წევრი თანასწორია კანონის წინაშე. იმავდროულად, უნდა ითქვას,
რომ კანონის წინაშე ასეთი თანასწორობა შუა საუკუნეების
მუსლიმურ საზოგადოებაში მხოლოდ თეორიაში არსებობდა.
თანაც, ისლამური სამართალი სრულ უფლებებს მხოლოდ
საზოგადოების ერთ ნაწილს, თავისუფალ მუსლიმ მამაკაცს
ანიჭებს. შუა საუკუნეების მუსლიმურ საზოგადოებაში
არამუსლიმები (ზიმიები), მონები და ქალები
უფლებაშეზღუდულნი ან კიდევ სრულიად უუფლებონი იყვნენ.
ქალის ჩვენება კაცის ჩვენების ნახევარს უდრიდა. თუ
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებდა მაშინ უნდა
დაეფიცებინა. დაფიცებაზე უარის თქმა დანაშაულის აღიარებას
ნიშნავდა. მკვლელობის შემთხვევაში აუცილებელი იყო 50
მამაკაცის დაფიცება.

პირველი სამართლებრივი აქტები:


გერმანელებმა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში ორი ახალი
პრინციპი შემოიტანეს:
1.V–IX სს.გერმანული სამართლის უმთავრესი პრინციპი იყო;
ყველა დანაშაულის გამოსყიდვა ჯარიმით (გარდა მეფის და
ეკლესიის); დანაშაულზე ჯარიმა მკვლელობაზე დაწესებული
საზღაურის ოდენობიდან დაიანგარიშებოდა;
ჯარიმით დანაშაულის გამოსყიდვა - ვერგელდი ანუ სისხლის
ფასი.
2. ფეოდალურ საზოგადოებაში პიროვნების ადგილი მისი
წოდების მიხედვით: უბრალო ადამიანის სისხლის ფასი უფრო
დაბალი იყო.
ორდალიები- ბრალდებულის გამოცდა ადუღებულ წყალში ხელის
ჩაყოფით თუ გავარვარებული რკინის ნაჭრის ხელში აღებით(ასეთ
დროს დამნაშავე განისაზღვრებოდა დასახიჩრების ხარისხის
მიხედვით)

ცივილლიზაციის ისტორია
ცივილაზაციური ციკლების მონაცვლეობა
I ეტაპი – ნეოლითურ, ანუ ახალი ქვის ხანის ცივილიზაცია— ძვ. წ.
VIII–IV ათასწლ.;
II ეტაპი – სამდინარო ცივილიზაციის ხანა — ძვ. წ. IV–II ათასწლ.;
III – ანტიკური ცივილიზაცია - ძვ. წ. IX – ახ. წ. V სს. ეგრისი
(კოლხიდა-ლაზიკა) და ქართლი (იბერია;)
IV- ფეოდალური ცივილიზაცია; V–XV სს. მსოფლიო
ცივილიზაცია (შუა საუკუნეები);
V- წინაინდუსტრიული, ანუ მანუფაქტურული ცივილიზაცია(XV–
XVIII ს. 30-იანი წლები);(ხელით შრომა)
VI- ინდუსტრიული პერიოდი- XIX ს-ის დასაწყ. – XXს-ის 70-იანი
წლები;(მანქანა-დანადგარები)
VII - თანამედროვე,ინფორმაციული ცივილაზაცია

მსოფლიო ცივილიზაციის პირველ ეტაპად მეცნიერები


მიიჩნევენ ნეოლითური ხანის ცივილიზაციას.
ნეოლითური რევოლუცია — გრანდიოზული
გადატრიალება კაცობრიობის ისტორიაში.
მიწათმოქმედების და მესაქონლეობის წარმოშობა ძვ. წ. X –
IV ათასწლეულებში. იგი წარმოადგენს ქვის ხანის
დამასრულებელ ეტაპს. ეს არის კაცობრიობის ცხოვრების
ეტაპი, როდესაც მიმთვისებლური მეურნეობიდან
(ნადირობა, შემგროვებლობა, მეთევზეობა) საზოგადოება
გადავიდა მწარმოებლურ მეურნეობაზე (მიწათმოქმედება,
მესაქონლეობა).
ინდი და განგი - ინდოეთი
ხუანხე და იანძი - ჩინეთი
ძველ ინდურ საზოგადოებაში ადამიანთა კასტებად
დაყოფა ნიშნავდა ადამიანთა დაყოფას წარმომავლობის
სოციალური კუთვნილების ნიშნით.
გილდია - ვაჭართა კავშირი, რომელიც წარმოიშვა
ადრინდელ შუა საუკუნეებში და გავრცელდა მრავალ
ქვეყანაში პროფესიული ინტერესებისა და წოდებრივი
პრივილეგიების დაცვის მიზნით.

You might also like