You are on page 1of 25

სამართლის ისტორია

სამართლის ისტორია არის ისტორიულ-იურიდიული მეცნიერება, მისი მიზანია


სახელმწიფოს და სამართლის ფენომენების შესწავლა, ამავე დროს სახელმწიოსა და
სამართლის განვითარების ზოგადი კანონზომიერების აახსნა და კონკრეტული
სახელმწიფოსა და სამართლის თავისებურებების გაგება და შესწავლა. მეთოდები
სამართლის ისტორიის შესწავლისა სხვადასხვაგვარია და არსებობს რამენიმე
სამეცნიერო სკოლა,რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მეთოდს.მაგ: ე.წ
ნეოკანტიანელები- შპენდლერი და იასპერსი -ისინი სახელმწიფოსა და სამართალს
სწავლობდნენ ყოველი ცალკეული ფაქტი საფუძველზე, მათი ოპოზიციონერები
იყვნენ სოციალური დარვინიზმიმ მომხრეები (მომზენი და სპენსერი). სოც.
დარვინიზმი- ციკლურობა, ამბობენ,რომ სამყაროში ყველაფერი მეორდება. სოც.
დარვინიზმის ოპოზიციონერები იყვნენ მარქსისტები, რომლებიც სწავლობდნენ
სახელმწიფოსა და სამართალს ისტორიული ფორმაციების
საშუალებით.მარქსისტების ჰქონდათ 5 ფორმაცია.სამართლის ისტორია აქვს
თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა. Თეეორიული-სახელმწიროებიობის და
სამართლის განვითარების ისტორიას. პრაქტიკული- იძლევა პროგნოზის
საშუალებას. სახელმწიფოს და სამართლისს თეორია ხსნის ამ ორი ფენომენის
წარმოშობის საკითხს და განსაზღვრავს მათ ფუქნციას.სამართლის ისტორია იყენებს
თეორიის მიერ გაკეთებულ დასკვნებს. თეორია არკვევს თუ რა არის სახელმწიფო და
რა არის სამართალი,ისტორია კი არკვევს თუ როგორ წამოიშვა სახელმწიფო და
როგორ წამოიშვა და განვითარდა სამართალი სხვადასხვას სახელმწიფოში.ამავე
დროს, სამართლის ისტორია შეისწავლის სამართლის სახეების და დარგების
წამოშობის და განვითარების გზებს როგორიცაა: სისხლის, სამოქალაქო,
კონსტიტუციური და ა.შ... სამართლის ისტორიას აქვს კვლევის მეთოდები.
ძირითადიმ ეთოდია:1. ისტორიულ-კომპარატიული(შედარებითი) მეთოდი ანუ
სხვადასხვა ეპოქებში ერთი და იგივე ფენომენის შესწავლა და შედარება.2.
ქრონოლოგიური მეთოდი-ისტორიული ეტაპების შესწავლა.3.სისტემური მეთოდი-
პარტიულობა,მამაძაღლობა. ისტორიული მიმოხილვა,სახელმწიფო წყობილება,
საზოგადოებრივი წყობილება,სამართლის განვითარება.

სახელმწიფოსა და სამართლის წარმოშობა- პირველი სტადია- ეს მოხდა 7-5


ათასწლეულებში,ნეოლითის ეპოქაში.ამ პერიოდში ყალიბდება საერთო ენა,კულტი
და რიტუალები,შესაბამისად ეს სამი ფენომენი იძლევა გვარისა და ტომის
წარმოქმნის წინაპირობას.ევოლუციის პირველ სტადიაზე ხდება ე.წ სოციალურ-
ბიოლოგიური იერარქიის შექმნა,გამოიკვეთება ლიდერი და ლიდერის გამოკვეთის 3
სახეობა არსებობდა:1.ლიდერი უხუცესი(გამოცდილება)-გამოცდილებიდან
გამომდინარე ის ხდება ავტორიტეტი.2.მუტრუკი-კუნთმაგარი, რომელიც თავისი
ფიზიკური ძალით იმორჩილებს სხვას. 3.ქურუმი-რელიგიური ავტორიტეტი. სამი
სახის ავტორიტეტი-ასაკობრივი,ფიზიკური ძალის,რელიგიური. ეს არის სოციალური
დიფერენციაცია მაგრამ არ არის მემკვიდრეობითი.

მეორე სტადია-ეთნიკურობის განვითარება. გამოიყოფა სოციალურ-კულტურული


იერარქია,1. ლიდერები ხდებიან პრივილეგირებულები.2.საზოგადოებრივი აზრი
არის ლიდერის მხარეს.ამ ეტაპზე იკვეთება სამართლებრივი ნორმები,რომლებიც
ითვალისწინებს საზოგადოებრივ აზრს და უპირისპირდება ინდივიდს.

1.ძალა- ფიზიკური ზემოქმედება მაგ:მუტრუკი. ავტორიზებული


ძალა(სახელმწიფო,პოლიცია,ჯარი...)

2.გავლენა

3.ავტორიტეტი-სამი სახის ავტორიტეტი:1.ე.წ ტრადიციული


ავტორიტეტი(იგულისხმება დინასტია)-მაგ:შვილმა პატივი უნდა სცეს
მშობლებს,მონარქია.ინსტიტუციურ ტრადიციულ ავტორიტეტში დინასტია არ
იგულისხმება.მაგ:ხევისბერი, მისი პოზიცია შეიძლება არ დაიკავოს ყოფილი
ხევისბერის შვილმა და დაიკავოს სხვამ 2.ლეგალური ავტორიტეტი-არჩევნების
საშუალებით მოსული(მაგ:ხალხი ირჩევს სახელმწიფოს მეთაურს),3.ქარიზმატული
ავტორიტეტი-ადამიანებს მოსწონთ ამ პიროვნების თვისებები,მისდევენ მას და
მისგან ერთგვარ კულტს ქმიან მაგ:სტალინი,ჰიტლერი,ბუდა,იესო, მარტინ
ლუთერი...სამივეს შეიძლება აერთიანებდეს რამე ინსტიტუტი, მაგალითად რომის
პაპი, პატრიარქი (ჰიტლერიც კი).

მესამე სტადია-გამოკვეთილია იერარქია, როდესაც განაწილება პროდუქციისა ხდება


ლიდერებს შორის. ყველა ლიდერზეა დამოკიდებული. ამ დროს ყალიბდება
ქორწინების ანუ საოჯახო სამართალი, ქორწინების ტიპები, აკრძალულია
ენდოგამია(გვარის შიგნით ქორწინება) და ყალიბდება ფენური პრინციპები, ანუ
ნორმები რომლებიც სავალდებულოა ყველასთვის, ყალიბდება თემიდან მოკვეთის
ინსტიტუტი. გვხვდება გადმონაშთები ჯგუფური ქირწინებიდან.

მეოთხე სტადია- სახელისფულებო სტრუქტურების შექმნა, ძალაუფლება


პრესტიჟულია, გამოკვეთილია ვებერის სამივე ტიპი-ქარიზმატული,
ტრადიციული,ლეგალური. ამ დროს იქმნება რელიგია-ანიმიზმი, ტოტემიზმი,
ფეტიშიზმი,მაგია.

მეხუთე სტადია-პროტოსახელმწიფო ანუ როდესაც ხდება ერთ ტერიტორიაზე


თემების გაერთიანება ერთიანი საკულტო ცენტრის გარშემო(ტაძარი), შესაბამისად
ლიდერი ასრულებს ორ ფუნქიას-ქურუმი და პოლიტიკური ლიდერი. ამ სიტუაციაში
ყალიბდება მეორე ინსტიტუტი-სასახლის ინსტიტუტი, ხშირად სასახლე და ტაძარი
უპირისპირდება ერთმანეთს(ჩნდება სასულიერო და საერო ხელისუფლების
ქიშპობის ფენომენი). ამ დროს ყალიბდება ომ თავისი კანონით, რომლის წამოწყების
სამი ძირითადი მიზანი არსებობდა-ეკონომიკური პროგრესი ანუ ნადავლი,
ტერიტორიების დაპყრობა, წახალისება და აქედან გამომდინარე ერთგულება.
ყალიბდება რელიგიური იერარქია, ქურუმთა ინსტიტუტი. ლიდერის ავტორიტეტი
არ არის ტრადიციული- მართალია იგი ძლიერია, მუტრუკია, ლეგალურია, მაგრამ არ
არის მემკვიდრეობითობა. იერარქიაში მთავარი როლი უკავია თემს. ანუ თემია
მთავარი მწარმოებელი და ის უვლის პარაზიტულ აპარატს-ლიდერსა და მის
არისტოკრატიას, მას ჰყავს თავისი წარმომადგენელი ლიდერთან, რომელიც
რეალურად მეორე ადგილზეა იერარქიაში. ის არეგულირებს ურთიერთობას
ლიდერსა და თემს შორის.

მეექვსე ეტაპი-ადრეული სახელმწიფო, რომელსაც დაფიქსირებული აქვს თავისი


საზღვრები, მოსახლეობა ჭრელია, ყალიბდება ტრადიციული ავტორიტეტი, ანუ
მემკვიდრეობა. იქმნება ცენტრალური ადმინისტრაცია ანუ ბიუროკრატიული
აპარატი და პერიფერია, რომელსაც განაგებს თემი. ამ დროს ჩნდება პროფესიები-
ხელოსანი, მეომარი,მწერალი... გამოიკვეთება ქალაქისა და სოფლის უკუფენომენი.
ყოველივეს ამას სჭირდება მართვა, რომლისთვისაც საჭიროა გარკვეული ნორმები,
როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი. ზეპირი არის ადათობრივი სამართალი და მის
ბაზაზე შექმნილი წერილობითი ნორმები, მაგალითად, ხამურაბის კანონები,
ყალიბდება იდეოლოგია, ანუ ხელისუფლების პოლიტიკური იდეა, რომლის
ზენიტი,საბოლოო წერტილია წარმოდგენა ,,ჩვენ სუპერიორები ვართ“, ასეთი იყო
ასურული საზოგადოება. შესაბამისად, პირველი ცივილიზაციებებიდან მოდის
პირველი სამართლის ძეგლები.

პირველი ძველაღმოსავლური ცივილიზაციების ტერიტორიები: სირია,ერაყი,


პალესტინა,ირანი, მცირე ზია ,ეგვიპტე, ლიბანი. სამართელბრივი განვითარების
კონტექსტში კლასიკურია ბაბილონური საზოგადოება. ბაბილუ-ღმერთების ჭიშკარი.
ძვ.წ.მე-18 საუკუნეში ხამურაბი გახდა ბაბილონის მეფე. კლასიკური
ჩამოყალიბებული იერარქიაა-მეფე, სავაზირო-
სახლთუხუცესი,მთვარსარდალი,მეჭურჭლეთუხუცესი, მთავარი ნოტარიუსი, წყლით
მომარაგების მინისტრი(ირიგაციის გამგებელი.ადმინისტრაციული მოწყობა
მაღალგანვითარებულია-დაყოფილი იყო ოლქებად, რომელთა მმართველების
უპირველესი ფუნქცია იყო სამხედრო და გადასახადების აკრეფა. საზოგადოება სამ
ფენად იყოფა-უმაღლესი-ავილუმი-ძეკაცი, თავისუფალი ადამიანი,თემის წევრი,
რომელიც შეიძლება აირჩიონ, აირჩიოს და ჰყავდეს მონები, მეორე -მუშქენუმი-
დამორჩილებული, დამოკიდებული, არ აქვს საკუთრებაში მიწა, თუმცა შეუძლია
მიწა აიღოს სამსახურის ვალდებულებით, ისინი შეადგენდნენ წვრილ სამოხელეო
აპარტს, მესამე-ვარდუმი, ანუ მონა.
სამართლის წყარო-ადათი, მისი მთავარი ამოსავალი იყო კოლექტიური
პასუხისმგებლობა, ამ პერიოდში ყალიბდება სისხლის დაურვება, როცა სისხლის
აღების მაგივრად სისხლის ფასს იხდი, ევროპულ სამართალში ამას ჰქვია
კომპოზიცია, ამ პერიოდში ყალიბდება თემიდან მოკვეთის პრინციპი, ბევრმა ადათმა
მიიღოს კანონის ძალა, მაგალითად, ფიცი,ორდალია-სასამართლო გამოცდა.
სამართლის წყაროა აგრეთვე წერილობითი ტექსტები, როგორც სახელმწიფო
ხელისუფლების წარმომადგენეთა კორესპოდენცია, სამოხელეო
კორესპოდენცია,ადმინისტრაცია, რომლებიც არეგულირებენ ადმინისტრაცულ და
სამეურნეო საკითხებს, ასევე ვალდებულებით და სანივთო სამართლის ნორმებს,
მეფეთა წერილები, კერძო სამართლებრივი აქტები.

მიწა სათემო საკუთრებაა, აკრძალული იყო მისი გაყიდვა (შვილად აყვანის


დოკუმენტით მაინც ყიდდნენ). არსებობდა მოწმეების ინტიტუტი და სასამართლო
პრაქტიკა, მაგალითად, ხამურაბი პირდაპირ ამბობს, რომ ბევრი მისი კანონი
გამომდინარეობს სასამართლო გადაწყვეტილებიდან. ხამურაბის კანონები არის
ორმეტრიანი შავი ბაზალტის სტელა, რომლის თავში გამოსახულია ხამურაბი
ღვთაება შამაშთან ერთად(მზისა და სამართლის ღვთაება). შესავალში ასეთი
ტექსტია: ,,მე დავამკვიდრე სამართლიანობა, რომელიც ღვთაებამ მიბოძა“
(ღვთაებრივი ლეგიტიმაცია). დასაწყისში მოთხრიბილია შუამდინარეთის
გაერთიანების ისტორია, ირიგაციის ისტორია, აგრეთვე სატაძრო მშენებლობის
შესახებ, ხამურაბის კანონები შედგება 282 მუხლისაგან, პირველი ხუთი მუხლი ესაა
სასამართლო ორგანიზაციის საკითხები, მეექვსე- 126-ე არის პასუხისმგებლობა
ქურდობასა და ძარცვაზე, მინდვრების გათიბვა, ხეების გაჩეხვა, ასევე არის სხვისი
საკუთრებით სარგებლობის მარეგულირებელი ნორმები. 127-195 ესაა საქორწინო და
საოჯახო სამართალი, 196-214 ესაა პიროვნება და ჯანმრთელობის დაცვა. 215-282
შრომის დაცვის საკითხები.კანონები არეგულირებს გამიჯვნას რელიგიისა და
სამართლის და ამავე დროს არ არის გამიჯნული სისხლი და სამოქალაქო სამართლის
მუხლები. სამართალგანვითარება მესოპოტამიაში-საკუთრების სამი ტიპია-თემი,
ტაძარი, სახელმწიფო. უნივერსალური გადასახადი არის მიწით სარგებლობის
გადასახადი,და თუ სამი წლის განმავლობაში მიწა არ დამუშავდება, იგი
ჩამოერთმევა მეპატრონეს, ვალდებულებითი, ანუ სახელშეკრულებო სამართალი-
ყიდვა-გაყიდვა, მაგრამ მიწის გაყიდვა არ შეიძლება,არეგულირებს ასევე სესხის
საკითხებს, და ნებისმიერი სესხი დაფარულად ითვლება, თუ 3 წელი იმუშავე
კრედიტორისთვის. ხელშეკრულებები ითვალისწინებს ქირავნობასაც და ე.წ.
კოლექტიურ ქონებრივ პასუხისმგებლობას, როდესაც თანაბრად ხდება შემოსავლისა
და ზარალის გაყოფა. საოჯახო სამართალი-ქორწინება ხელშეკრულებით ფორმედება
და კოჰაბიტაცია არ ითვლება კანონიერად. განქორწინება დასაშვებია მხოლოდ
უშვილობის შემთხვევაში, ოღონდ ხდება მზითვის დაბრუნება. ღალატი
აკრძალულია, ითვალისწინებს დადაღვას, მონად გაყიდვას(ქალებთან), ამავე დროს
მამაკაცის ღალატის შემთხვევაში ქალს შეუძლია, სახლში დაბრუნდეს და წაიღოს
მზითევი. ქალი მემკვიდრეობით არის დაცული, მასზე შეიძლება ქონების გადაცემა
ანდერძით, გამოკვეთილია სამი სახის დანაშაული-დანაშაული სახელმწიფოს
წინააღმდეგ, რომელიც სიკვდილით ისჯება, დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ-
ითვალისწინებს მკვლელობას, სხეულის დაზიანებას, ცილისწამებას, განზრახ
მკვლელობა ისჯება სიკვდილით, განუზრახავი მკვლელობა-კომპოზიციით, მესამე-
დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ-ქურდობა, ძარცვა, მითვისება, ისჯება ყოველ
ქეისში ინდივიდუალურად ზარალის ანაზღაურებით, დანაშაული ოჯახის
წინააღმდეგ-ღალატი, ინცესტი, გაუპატიურება. დამამცირებელი სასჯელები-
დადაღვა, კუპრში ამოვლება,გაპარსვა. დასახიჩრება-ენა,თვალი, ხელი, ყური,
სხეულებრივი სასჯელი-ცემა,როზგები. გაძევების შემთხვევაში მთლიანი ქონების
კონფესკაცია, ადამიანი ამ დროს კანონგარეშეა, არ შეიძლება მისთვის თავშესაფრის
მიცემა, მისი მოკვლის შემთხვევაში პასუხს არ აგებენ.

სპარტა

სპარტის სახელმწიფო ძვ. წ. მეცხრე საუკუნეში პელოპონესის ნახევარკუნძულის


სამხრეთით ჩამოყალიბდა,ლაკედემონი იგივე-ლაკონიკა, აქედან მოდის ლაკონური
საუბარი, სპარტა წარმოადგენდა ორი ტომის გაერთიანებას, ესენია აქეველები და
დორიელები, შემდომში ეს ტომები გაერთიანდნენ და თავიანთი ჰეგემონობა
დაამყარეს სხვა ბერძენ ტომებზე, დაახლ. ძვ.წ.900 წლისთვის მითოსური მეფის
ლიკურგეს დროს გაფორმდა ე. წ. რენტა,ხელშეკრულება,კონსტიტუცია, რომელიც
აყალიბებდა სპარტის სახელმწიფოს მოწყობას , ხელისუფლების განხორციელება
სპარტაში ოთხი სტრუქტურით განისაზღვრებოდა: პირველი-მეფის ხელისუფლება,
სპარტას ორი მეფე ჰყავდა, ეს რიცხვი,როგორც ჩანს, განასახიერებდა ორ ტომს-
დორიელებსა და აქაველებს და მათ თანაბარ ძალაუფლებას ხელისუფლებაში, ორივე
მეფე ირჩეოდა(არ იყო მემკვიდრეობით), ისინი იყვნენ ოფრო სამხედრო ოპერაციებზე
ორიენტირებულნი-ბასილევსები, მეფის მთავარი ფუნქცია იყო მხედარმთავრობა,
თუმცა მას დაკისრებული ჰქონდა სსასამართლო ფუნქციაც, ოღონდ მხოლოდ
სამემკვიდრეო სამართლისა და შვილად აყვანის კონტექსტში, მეფე
კონტროლდებოდა ხელისფულების მეორე შტოს წარმომადგენლების-ეფორების
მიერ, ფორმდებოდა ხელშეკრულება ფიცის სახით მეფესა და ეფორებს შორის
ორმხრივად, მეფე იფიცებდა რომ გასწევდა თავის ფუნქციებს კანონის სწორი
დაცვით, ხოლო ეფორები იფიცებდნენ, რომ ამ შემთხვევაში ისინი დაიცავნდნენ
მეფესა და მის ხელისულფებას, ყოველ 8 წელიწადში ერთხელ ტარდებოდა
სპეციალური რიტუალი, წინასწარმეტყველება, რომლითაც მეფისათვის
არასახარბიელო ვერდიქტის შემთხვევაში, მას გადააყენებდნენ, გერუსია-უხუცესთა
საბჭო, რომელიც შედგებოდა ორი მეფისა და 28 გერონტისაგან(უხუცესი), ეს 30 კაცი
იყო თანასწორი, გარკვეულად გერუსია საკანონმდებლო ორგანო იყო
(დაახლ.პალატა), გერუსიას გქონდა სასამართლოს ფუნქცია, განიხილავდნენ
სახელმწიფო დანაშაულებების- ღალატისა და სისხლის სამართლის საქმეებს,
გერუსიას წარუდგენდნენ ეფორები გადაწყვეტილებას მეფის გადაყენების თაობაზე,
მოგვიან ეპოქაში გერუსიას როლი მცირდება ეფორების როლის გაზრდასთან ერთად,
თავდაპირველად გერუსიას იწვევდნენ მეფეები, მოგვიანებით ეფორები.სახალხო
კრება-აპელა, სახალხო კრებას იწვევდნენ თვეში ერთხელ და მასში მონაწილეობას
იღებდა ყველა ზრდრასრული მამკაცი, ოღონდ ეს იყვნენ 30 წლის თავისუფალი
მოქალაქეები, ანუ სპარტიაკები, გადაწყვეტილება მიიღებდოდა კოლექტიურად-
ყვირილით, აპელა ირჩევდა თანამდებობის პირებს, იგივე გერონტებს, ეფორებს,
სამხედრო მეთაურებს. აქვე ხდებოდა ახალი მოქალაქეებისთვის ამ სტატუსის მიცემა,
აპელაზე მოქალაქეთა უფლებებს უღირსებს ჩამოართმევდნენ კიდეც. ეს იყო მისი
სასამართლო ფუნქცია, მათ შორის სანქციების დაწესებაც. ეფორები-ეს იყო 5 კაცისგან
შემდგარი მაკონტროლებელი სასამართლო ორგანო, რომელიც დაკავებული იყო
სამოქალაქო სამართლის საკითხებით, 5დან ერთ_ერთი თავჯდომარე იყო, მათი
მოვალეობა იყო აპელას, გერუსიას მოწვევა, მეფის თანხლება ლაშქრობის დროს(ორი
ეფორი ახლდა მას) და მეფის კონტროლი, მმართველობის ფორმა შეიძლება
განხილული ყოფილიყო, როგორც ერთპიროვნული მონარქია, არისტოკრატული
მმართველობა და დემოკრატიული მმართველობა, ესე ახასიათებს სპარტას
არისტოტელე, მოგვიანებით არისტოკრატიული მმართველობის ფორმამ მიიღო
ოლიგარქიული სახე, ისტორიულ კონტექსტში სპარტა არის ოლიგარქიული
მმართველობის მოდელი, თანამედროვე მოდელში იგი შეიძლება რესპუბლიკად
მოვიაზროთ. საზოგადოებრივი მოწყობა- 3 კატეგორია იკვეთება სპარტაში-
სპარტიაკები-თავისუფალი მოქალაქეები, მათი
კომიუნითი(საზოგადოება,გაერთიანება) გარკვეულწილად იყო სამხედრო ბანაკი და
ყველა მოქალაქე იყო მებრძოლი, მათ ჰქონდათ თავიანთი აღზრდის მეთოდი და
კულტურა, ყველა სპარტელს ბანაკში შეჰქონდა თავისი წილი, ეს წილი ანუ სისისტია
იყო სუფრა,რომლის დროსაც ყველანი ერთად სადილობდნენ, ეს იყო მათი
ერთიანობის სიმბოლო, 30 წლამდე სპარტელს უფლება არ ჰქონდა
დაქორიწინებულიყო და კომიუნითიში გასულიყო, ამავე დროს დიდი სირცხვილი
იყო დაუქორწინებლობა, ანუ სპარტელ მამამკაცს სპარტელი ქალისგან უნდა
ჰყოლოდა მეომარი შვილი, მეორე ფენის წარმომადგენლები იყვნენ პერიეკები, ესენი
იყვნენ ძირითადად შეძლებული ვაჭრები და ხელოსნები, ეს იყო კასტა, მიუხედავად
მათი ქონებრივი მდგომარეობისა, მათ არ ჰქონდათ პოლიტიკური უფლებები და
ისინი არ იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, ამავე დროს მათ ეკისრებოდათ
გარკვეული სამხედრო ვალებულებები. ძირითადად ეს იყო ლოჯისტიკა(მომარაგება),
ამავე დროს დანაშაულში ეჭვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მათი დახოცვა
სასამართლოს გარეშე, მონები-ჰილოტები-პრაქტიკულად ესენი იყვნენ კოლექტიურ
მფლობელობაში მიწაზე მიმაგრებული სახელმწიფო მონები, მათ ჰქონდათ სამხედრო
ვალდებულებებიც, მოწეული მოსავლის უდიდესი ნაწილი სპარტიაკების
კოლექტიურ მმართველობაში გადადიოდა, განსაკუთრებულ შემთხვევაში ხდებოდა
ჰილოტებისათვის თავისუფლების მინიჭება-გააზატება, ამავე დროს ხშირად
ხოცავდნენ მათ-ახოცვინებდნენ სპარტიაკ ბავშვებს,რომ სისხლს შეჩვეოდნენ, რომ
სიბრალულის გრძნობა არ ჰქონოდათ , სპარტაში სამართლის ძირითად წყაროს
წარმოადგენდა ადათი, იგივე ლიკურგეს რენტა. გადმოცემის მიხედვით ლიკურგეს
უკავშირდება მიწების გადანაწილება სპარტიაკებს შორის, ერთიანი სადილობის
წესისა და გერუსიას შექმნა, სპარტას სამართალი, როგორც ჩანს, საფუძველს იღებს
გორტინის სამართლიდან, რომელიც კრეტას უძველეს კანონებს წარმოადგნედა და
რომელიც გადაიატანეს სპარტელებმა. სპარტაში სამოქალაქო სამართლის
კონტექსტში საინტერესოა საკუთრების ფორმები- კერძო საკუთრება მიწაზე არ
არსებობდა სადღაც ძვ.წ.მეოთხე საუკუნემდე, მხოლოდ მეოთხე საუკუნიდან
შესაძლებელი გახდა ნაკვეთის გაჩუქება, იგივე ანდერძით დატოვება, სპარტის
არსებობის მანძილზე მიწის გაყიდვა არ შეიძლებოდა, საქორწინო-საოჯახო
სამართალში აღსანიშნავია ჯგუფური ქორწინება , შესაძლოა ერთ ქალს ჰყოლოდა
ორი ქმარი,სპარტაში ქალი გაცილებით მაღალი სტატუსით გამოირჩეოდა სხვა
ბერძნულ პოლისებთან შედარებით, გარკვეულწილად ის მართვაგამგეობაშიც
მონაწილებოდა, სისხლის სამართალში აღსანიშნავია სასჯელის ფორმები-მოკვეთა
და გასახლება, ფულადი კომპენსაცია, ატიმია(მოქალაქეობის ჩამორთმება),
სიკვდილით დასჯა.

ათენი

ათენის სახელმწიფოს პოლისის შექმნა მითოსს, ლეგენდარულს თეზევზს


უკავშირდება, რომელმაც მეცამეტე საუკუნეში ატიკაში სხვადახვა ტომი გააერთიანა
და შექმნა ეს პოლისი. პირველი რეფორმა მის მიერ იყო ერთ ხალხად შეკრება
სხვადასხვა ტომებისა, შემდგომი საფეხური ერთიანად შეკრებილი ხალხის სამ
სოციალურ კატეგორიად დაყოფა იყო, ათენის მმართველს ერქვა ბასილევსი, მაგრამ
მე-11 საუკუნიდან ბასილევს ცვლის არქონტი, რომელიც მოგვიანებით ვადიანი
გახდა, ჯერ ათი წელი, შემდეგ ერთი. არქონტს ირჩევდა არეოპაგი, ანუ უხუცესთა
საბჭო, რომელიც თავის თავში გულისხმობდა პოლიტიკურ, რელიგიურ,
სასამართლო პროცესებსაც, მას შეეძლო ვეტოს დადებაც კი სახალხო კრების
გადაწყვეტილებაზე. ძვ.წ.მეექვსე საუკუნის დასაწყისში ათენში მოხდა
გადატრიალება-სოციალური რევოლუცია, რომელმაც ეს არისტოკრატიულ-
ოლიგარქიული მმართველობის ფორმა გარდაქმნა დემოკრატიულ მმართველობის
ფორმად, რადგანაც გაიმარჯვა თემოსმა, არქონტი ხდება სოლონი. რაც მან პირველი
გააკეთა იყო ვალების გაუქმება, მას ვერავინ შეეწინაააღმდეგა(პირველ რიგში იმიტომ,
რომ თავად ყველაზე მეტად დაზარალდა), ამ რეფორმით მრავალი ათენელი
დაბრუნდა ათენში, ეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად ითვლება
მსოფლიოში, მეორე იყო მოსახლეობის დაყოფა ოთხ კატეგორიად ქონებრივი ცენზის
მიხედვით. სახელმწიფო თანამდებობების დაკავება შეეძლოთ მათ, ვინც შედიოდა
პირველ სამ კატეგორიაში. სოლონმა დააარსა სახელმწიფო საბჭო-ოთხასთა საბჭო.
მისი დაყოფა განისაზღვრებოდა ადმიანისტრაციული ერთეულების მიხედვით.
ათენში იყო ოთხი ტერიტორიალური ერთეული-ფილა, თითოეული ფილა ირჩევდა
100 კაცს. ოთხასთა საბჭო ყოველწლიურად ახლდებოდა.ამის შედეგად არეოპაგს
დარჩა მხოლოდ სასამართლო ფუნქცია, სოლონმა შექმნა სპეციალური სასამართლო
დაწესებულება , რომლებშიც შედიოდნენ მეოთხე ფენის წარმომადგენლები, მეექვსე
საუკუნის შუახანებში ათენში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და დამყარდა
ტირანია, რომლის სიმბოლოდაც იქცა პისისტრატე,რომელმაც მიწების დანაწილება
თავიდან განახორციელება, მდიდრების ხარჯზე ღარიბებს მიწები მისცა, შექმნა
მუდმივი ჯარი და სრულყო სასამართლო სისტემა, მეექვსე საუკუნის დროს კვლავ
გადატრიალება მოხდა და ათენის სათავეში აღმოჩნდა კლისთენე. მან შემოიღო
დემოკრატია და გაატარა რეფორმები, ათენი სმოსახლეობა კლისთენემ დაყო 10
ტერიტორიალურ ფილად, ოთხასთან საბჭოს ნაცვლად შემოიღო 500-თა საბჭო-
თითო ფილიდან 50 კაცი, შეიქმნა სტრატეგოსთა ინსტიტუტი, სასამართლო
სისტემაში შეიქმნა ოსტრაკისმო, ნატეხების სასამართლო, ოსტრაკისმო 10 წლით
აძევებდა დამნაშავეს,შემდგომი ეპოქა არის ბერძენ-სპარსელთა ომები, მეხუთე
საუკუნის 30-იანი წლებიდან დემოკრატიის ზენიტი დგება, მოქალაქეთა საერთო
კრება ხდება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანი, აღმასრულებელი ორგანო-
სტრატეგოსტა კოლეგია, გაუქმდა ქონებრივი ცენზი, მოქალაქე უნდა ყოფილიყო
დედითა და მამით ათენელი, პირველმა დააწესა პერიკლემ ხელფასები.

ადათი ანუ ქცევის ზოგადი წესი, რომელიც სავალდებულო არის იძენს


სამართლებრივი ნორმის ძალას და საფუძველს უყრის ადათობრივ
სამართალს,ტერმინი არაბული წარმოშობისაა და მისი ქართული ეკვივალენტია
წესი,ჩვეულება. წესს ახასიათებს სიმტკიცე, სიმყარე, ხანგრძლივობა. წინააღმდეგ
შემთხვევაში მას არ ექნება სავალდებულო ძალა. ადათობრივ სამართალს გააჩნია
თავისი ინსტიტუტები, იგივე სასამართლო მტკიცებულებების ინსტიტუტები,
როგორიცაა ფიცი, შანთი(გავარვარებული რკინა), მდუღარე, ხმალი, მოწმე, ცოდვის
მოკიდება. დანაშაულის აღიარების შემთხვევაში ანუ ცოდვის მოკიდებაში
ბრალდებულს გაცილებით მსუბუქი სასჯელი ელოდა, ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის
შემთხვევაში ხმლით ან მდუღარეთი დასჯა. ადათობრივი სამართლის სასჯელები
იყო სისხლის დაურვება, გაძევება, ყურის მოჭრა , შურისძიება, ასევე გამაწბილებელი
სასჯელები, როგორიცაა ულვაშის გაპარსვა, თავის გადაპარსვა, სილის
გარტყმა(ავტორიტეტის სილის გარტყმა ნიშნავდა ღვთის ხელს, ადამიანი თითქოს
ჭკუაზე მოდის, ადათ-წესისაგან შეკრული ხდება)-ამ რიტუალს ეწოდებოდა
გარჯულვა. გამაწბილებებელი იგივე შერცხვენითი სასჯელები:თავზე ნაცრის
დაყრა(მოღალატისთვის, ჭორიკნობისთვის),ჩოხის კალთის მოჭრა(ოჯახის
შემრცხვენი მამაკაცისთვის), ძაღლის დაკვლა, ჯოხით ცემა(საკანონოდ ჯოხით ცემა),
(კანონი-კანუნ-სწორი ჯოხი)., ,,თასის
ჩამაყრა“(ჭორიკნობისთვის,თავშეუკავებლობისთვის),ასეთი სირცხვილი მინიმუმ
ერთ თაობას გადაეცემოდა-სამძრახი, საქონლის დაკვლით ხდებოდა სამძახრის ახსნა
ანუ პატიება. გამაწბილებელი სასჯელები აღწერილია ბექა აღბუღას სამართალში: მე-
13 მუხლში ნათქვამია, რომ ასეთი მამამკაცი (დამნაშავე) საცვლის ამარა უნდა
გაატარონ და სამი შოლტი ამოკრან. 23-ე მუხლში განხილულია შემთხვევა, როცა
ცოლშვილიანმა მამაკაცმა ნათესავთან ან გათხოვილ ქალთან ჩაიდინა
მრუშობა(მეძავობა-გაუთხოვართან), ასეთი მამაკაცი საცვლისამარა, ყელზე
საბელმობმული უნდა მოატარონ მთელს სოფელში. გამოთქმა ,,ხმა ღვთისა და ხმა
ერისა“ გათავისებულია ადათობრივ სამართალთან, ტრადიციებთან ანუ ღვთის
ხმასთან, იგივე ხალხის ხმასთან , ადათობრივი სამართლის რიტუალები ძირითადად
სრულდებოდა ხატობის დროს. ხატობას ეძახდენენ საერო უნივერსიტეტს,
რამდენადაც აქ შეკრებილები ეცნობოდნენ სხვადასხვა წესს, ტრადიციებს. აქ
ხდებოდა მათი კოლექტიური შეგნების ჩამოყალიბება, ამ დროს მიღებული იყო
ხმლის ტრიალი ანუ ორთაბრძოლა, მას ჰქონდა რიტუალური დატვირთვა, იყო
როგორც გარკვეული წრთვნა მომავალი ბრძოლებისათვის,ყოველი ორთაბრძოლა
მკაცრად კონტროლდებოდა. უწესობის აღკვეთის საშუალებები: ადამიანი, რომელიც
არღვევდა თავისი ოჯახის, გვარის ტრადიციებს, კვეთდნენ ძაღლის მოკვლით, ასეთ
ადამიანებს ძაღლმოკლულს ეძახდნენ და მისი შერიგება მხოლოდ ხატობაზე
ხდებოდა მედიატორების საშუალებით,ზოგჯერ ძაღლის მაგივრად კატას იყენებდნენ
ხოლმე, ასევე ადათთანაა დაკავშირებული გამოთქმა: ,,ქუდი რომ შემიგდო, არ
შევალ“- ეს უკავშირდება მედიატორის ინსტიტუტს, შუაკაცი ბრალდებულის ოჯახში
მიდიოდა, ჯერ ქუდს შეაგდებდა მათ სახლში, მერე თვითონ შედიოდა და სარჩელს
მოახსენებდა მათ, აღსანიშნავია დაფიცების ფორმები: საფლავზე დაფიცება-
ტყუილად დაფიცების შემთხვევაში მიჩნეული იყო რომ ეს ადამიანი გარდაცვლილის
მონაყმა გახდებოდა, ასევე იყო კატაზე დაფიცება(ტყუილის შემთხვევაში მკვდარ
კატას ოჯახში შეუგდებდნენ), ასევე იყო ყურმოჭრილი კაცი(თუ მკვლელობაში იყავი
ეჭვმიტანელი, მოწმეებთან ერთად მიდიდოდი საფლავზე(ვის მოკვლასაც
გაბრალებდნენ) და ყურზე გიჩხვლეტნდნენ ეკლით, რომ სისხლი მოკლულის
საფლავზე დასხმულიყო, ამ დროს ბრალდებული იფიცებდა უდანაშაულებას, რის
შედეგადაც ხდებოდა მოდავეების შერიგება). მსუბუქი დანაშაულის შემთხვევაში
შესაძლებელი იყო ბრალდებულს( რომლის აღმნიშვნელ ტერმინად იხმარებოდა
შეწამებული) მომჩივარი ზურგზე მოეკიდებინა და იფიცებდა , იყო აგრეთვე კისერზე
მიწის დაყრა, როცა სადავო მიწაზე იყო საუბარი,საინტერესოა ადათები საოჯახო
სამართალში, როგორიცაა შვილების უფლებრივი მდგომარეობა ოჯახში, მამა არის
სრული ბატონ-პატრონი შვილებზე, მას შეუძლია შვილის გაძევება(ნიშნავდა
მემკვიდრეობის ჩამორთმევასაც) და დასჯა, იყენებდნენ გვარიდან მოკვეთას ანუ
მაძახურობას. ქორწინების წინ ხდებოდა ნეფე-პატარძლის მშობლების შეხვედრა,
რომლის დროსაც გოგოს დედამ ამბობდა, რომ მისი შვილი იყო ქალიშვილი, ამის
დასადგენად ამოწმებდნენ ზეწრებს, რომლებსაც მეორე დღეს გარეთ გამოფენდნენ
ხოლმე. სისხლის არარსებობის შემთხვევაში, ქალს უკან აბრუნებდნენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რომაული სამართალი

რომის სახელმწიფომ გაიარა თავის განვითარების სამი ძირითადი ეტაპი 1. რომი


რექსების ხანაში- მონარქიული რომი. 2. რომი რესპუბლიკის ხანაში- 1. ადრეული
რესპუბლიკა 2.შუარესპუბლიკა 3. გვიანი რესპუბლიკა 3. რომი იმპერიისხანაში 1.
პრინციპატი 2. დომინანტი.

რომაული სამართლის ისტორია გადა რომანულ გერმანული სამართლებრივი


სისტემის საფუძველი. იგი არის სამართლის ყველაზე დასრულებული და
სრულყოფილი ფორმა, განსაკუთრებით კერძო სამართალშიი, სანივთოში- რომელიც
თანამედროვე მსოფლიომ თითქმის უცვლელად მიიღო, მაგალითად გერმანიაში
იუსტინიანეს სამართლის მოქმედება შწყდა 1900 წელს..

რომაული სამართლის პერიოდიზაცია: 1. რომაული სამოქალაქო სამართალი ჩვ.წ მე-3


საუკუნეში, რომელსაც ახასიათებს ჩაკეტილი ნაციონალური ხასიათი,
პრიმიტიულობა და სიმარტივე, ფორმალიზმი და ის იყო მხოლოდ რომის
მოქალაქეებისათვის. 2-პერიოდი ეს არის დიოკლიტიანეეს სამართალი ანუ ახ. წ 3
საუკუნე, რომელიც უკვე გასცდა ნაციონალურ ჩარჩოებს. ეს სამართალი
არეგულირებდა რომაელთა ურთიერთობას გარე ხალხთან და ასევე რომის
ტერიტორიაზე მცხოვრებ უცხოელებთან. 3-პერიოდი არის უკვე იუსტინიანეს
კოდექსი აღ. რომის იმპერია, ბიზანტია კორპუს იურის ცივილის იუსტინიანეს
სამართალი“.

რომის დაარსების ზუსტი თარიღიც მოიაზრება, ეს არის 753 წლის 8 აპრილი. ასევე
ცნობილია რომის რესპუბლიკის ჩამოყალიბების თარიღი 509 წელი ძვწ. რექსების,
ანუ მონარქიის ხანაში რომი იყოფოდა ადმინისტრაციული პრინციპით 300 გვარად,
30 კურიად და სამ ტრიპად. თითოეულ კურიაში შედიოდა 10 გვარი...
ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა პურიას კრება, კ თითო კურია
აგზავნიდა თითო დელეგატს, შესაბამისად 30 კურიადან გამოდიოდა 30 დელეგატი
და მიღებულად მიიჩნეოდა გადაწყვეტილება, თუ მოაგროვებდა 16 ხმას. კურიის
კრება განიხილავდა ომისა და ზავის საკითხებს, ირჩევდა რექსს, არეგულირებდა
მართვა-გამგეობის წესს, განიხილავდა სიკვდილმისჯილთა სასჯელებს და ასევე
ანდერძის და შვილად აყვანის საკითხებს. მეორე ორგანო ეს იყო სენატი უხუცესთა
საბჭო. სენატი აერთიანებდა 300 გვარის თითო წარმომადგენელს... პარტერ
ფამილია პატრიციუსი. სენატი იღებდა სავალდებულო დადგენილებებს, ანუ
კანონქვემდებარე აქტებს, რომელსაც ეწოდებოდა სენატუს კონსულდა, აქედან
გამომდინარე სენატი წარმოადგენდა სახელმწიფო მმართველობის უმაღლეს
ორგანოს. სენატი იძლეოდა დასკვნას საკითხებზე, რომელიც განსახილველად
შედიოდა სახალხო კრებაზე. სენატი ახორციელებდა სახალხო კრების
გადაწყვეტილების აღსრულებას და ზედამხედველობას, ასევე სენატი
აკონტროლებდა საკულტო საკითხებს და საგარეო ურთიერთობებს. რექსის არჩევის
პერიოდში სენატი მის ფუნქციასაც ასრულებდა. რექსი, ბელადი პარალელი
ბერძნულ ბასილევსთან, რეალურად ეს იყო სამხედრო წინამძღოლი უმაღლესი
ქურუმი, მოსამართლე. მოგვიანებით მას ადმინისტრაციული ფუნქციაც დაემატა.
რექსს ირჩევდა სახალხო კრება, რომელიც მას აღჭურვავდა უმაღლესი
ძალაუფლებით, ანუ იმპერიული. ამავე დროს რეექსის ძალაუფლება იყო
შეზღუდული, როგორც სახალხო კრების, ასევე სენატის მიერ. კრებას შეეძლო იგი
გადაეყენებინა. რექსების ხანა მოიცავს 7 რექსის მმართველობას რომოლუსიდან
ტარკვინიუს ამაყამდე, ისინი ეტრუსკული წარმომავლობის იყვნენ. რექსების ეპოქაში
განსაკუთრებით აღსაღნიშნავია სერვიუს ტულიუსის რეფორმები. რომის
მოსახლეობა ქონებრივი ცენზის გათვალისწინებით დაიყო 6 ჯგუფად: 1. უფრო
მდიდრიდან ნაკლებად მდიდრამდე. თითოეულ ჯგუფს რექსმა დაავალდებულა
გარკვეული რაოდენობის ცენტურიის გამოყვანა. ცენტურია არის სამხედრო
ადმინისტრაციული ერთეული, რომლის მიხედვითაც ხდებოდა ჯარის
დაკომპლექტება. ყველაზე მდიდარ ჯგუფს, ანუ 1-ს უნდა გამოეყვანა უფრო მეტი,
ვიდრე ბოლოს, ანუ რაოდენობა მცირდებოდა სიმდიდრის მიხედვით. ანუ
თავისთავად უკვე ცენტურია ყველაფრის გათვალისწინებით იყო სამხედრო,
ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და საგადასახადო ერთეული. ცენტურიულ
დაყოფასთან ერთად მთელი რომი დაიყო ელიტარიულ ჯგუფებადტრიბებად, სულ
იყო 21 ტრიბი. 509 წელს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და დამყარდა
რესპუბლიკა. რესპუბლიკამ მიიღო არისტოკრატიული რესპუბლიკის სახე. მთავარი
ორგანო იყო სენატი, მაგრამ ზოგადად, ხელისუფლება და მართვა ხორციელდებოდა
რამდენიმე სახის ორგანიზაციების მეშვეობით.1. სახალხო კრება შემორჩენილი იყო
რესპუბლიკის დროს არქაული კურიის კრება, ასევე ცენტურია, რომლის დროსაც
წყდებოდა მთავარი მოხელეთა არჩევნების საკითხი, რომლიც წარმოადგენდა
სასამართლო დაწესებულებასაც. ტრიიბის კრებაეს იყო უფრო წვრილი
ადმინისტრაციულ- ტერიტორიანული და ძირითადად წვრილი მოხელეების
არჩევნებზე იყო ორიენტირებული. უძველესი დროიდან მოყოლებული სახალხო
კრება მიმდინარეობდა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. ხმის მიცემა
ფიქსირდებოდა ფირფიტებით.როგორც წესი კრებებს იწვევდნენ სპეციალური
მოხელეები, მაგისტრატები.

სენატი რესპუბლიკის სხვადასხვა პერიოდში სენატორთა რაოდენობა იცვლებოდა.


თავიდან იყო100 კლასიკური სენატი 300, ხოლო კეისრის დროს 1000მდე ავიდა
რაოდენობა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო სენატორთა სიის შედგენა,
რომელიც ევალებოდა ცენზორს. სენატორთა სიები ყოველ 5 წელიწადში იცვლებოდა,
გათვალისწინებული იყო ქონებრივი ცენზზი. როგორც წესი, სენატორები იყვნენ
პატრიციუსთა სოციალური ფენის წარმომადგენლები, თუმცა მოგვიანებით პლებსმაც
მიაღწია სენატში თავიანთი წარმომადგენლების ყოლას. ასაკობრივი ცენზი 30 წელი
იყო. დაწესებული იყო ქონებრივი ცენზიც, სენატორად არ შეიძლებოდა არჩეული
ყოფილიყო ლაჩარი და რაღაცნაირი პირი. სენატი ირჩევდა უმაღლეს მაგისტრატებს.
მათ შორის კონსულებს და დიქტატორს. კონსულისათვის დიქტატორის სტატუსის
მინიჭება ხდება ხდებოდა განსაკუთრებული ანუ ექსტრაორდინალური სიტუაციის
დროს 6 თვის ვადით ანუ მას ენიჭებოდა იმპერიუმი- უმაღლესი ძალაუფლება.
სენატი ახდენდა ჯარების მობილიზაციას, ომის და ზავის საკითხებს.
ადმინისტრაციას უწევდა ტერიტორიულ მმართველობას, პროვინციების
მმართველებს ნიშნავდა. ირჩევდა და ნიშნავდა მაგისტრატებს, ასევე საპოლიციო
ფუნქციის აღსრულებას ფინანსებსა და ბიუჯეტს და ასევე განსაკუთრებითმძიმე
დანაშაულებებსაც. ასევე სენატი კურირებდა საკულტო რიტუალების აღსრულებას.

მაგისტრატები თანამდებობის პირი, იგივე სამოხელეო აპარატი, როგორც


დიქტატორის შემთხვევაში, ზოგადად მაგისტრატი არსებობდა 2 სახის. 1.
ორდინალურ და 2. ექსტრაორდინალურ კონტექსტში. ყველა მაგისტრატის საერთო
ნიშანი იყო არჩევითობა, ვადიანობა, კოლეგიალობა, უხელფასობა. მაგისტრატები
თავიანთი რანგის შესაბამისად პასუხისმგებელნი იყვნენ სენატისა და სახალხო
კრების წინაშე. ოღონდ პლებსის ტრიბუნი, ცენზორი და დიქტატორი პრაქტიკულად
დამოუკიდებლები ივნენ.

განვიხილოთ ცალკეული მაგისტრატები: 1. კონსული ირჩევდნენ ორ კონსულს,


იდეაში ერთი მათგანი რომს მართავდა, ხოლო მეორე სალაშქროდ მიდიოდა...
უხელფასოდ არჩევითი ვადიანი თანამდებობა. 2.პრეტორი მოსამართლე ამ
სახელწოდების მიხედვით წარმოიქმნა ცალ ცალკე ე.წ პრეტორული სამართალი. 3.
ტრიბუნი პლებსის წარმომადგენელი. თავდაპირველად ირჩევდნენ 2 ტრიბუნს
შემდეგში მათმა რაოდენობამ 10 საც მიაღწია. 4. ცენზორი ირჩევდნენ 2 ცენზორს,
მათი ძირითადი ფუნქცია იყო სენატორთა სიების შედგენა, ასევე საგადასახადო
პოლიტიკის შემუშავება და გადასახადის რაოდენობის განსაზღვრა. 5.ედილიმათს
მოვალეობას შეადგენდა საკოლეზიო ფუნქცია, წესრიგის დაცვა. 6. კვესტორი
სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება და ფინანსური საკითხები, ბიუჯეტის
კონტროლი, ხაზინა და ფინანსური მახინაციების გამოძიება. 7. ცენზორი
კონსულის თანამდებობაზე ყოფნის შემდეგ რომის მოქალაქე შეიძლება აერჩიათ
ცენზორად.მის ფუნქციებში შედიოდა ადათებისა და ქონებრივი ცენზისათვის
თვალყურის დევნება, მოქალაქეთა გადანაწილება ქონებრივ ჯგუფებში და მათი
დასჯა ზნეობის ნორმების დარღვევისთვის.

ძვ. წ. 1-ლი საუკუნის მეორე ნახევარში რომში ყალიბდება მართვის


განსაკუთრებული ფორმა -ტრიუმვირატი ანუ სამთა მმართველობა,ესენი იყვნენ
პომპეიუსი, კრასუსი და კეისარი, კონფლიქტი მათ შორის სამოქალაქო ომით
დასრულდა, რომელშიც საბოლოოდ გაიმარჯვა კეისარმა და დაამყარა
ერთპიროვნული მმართვერლობა ანუ დიქტატი. ამან გამოიწვია სენატის
უკმაყოფილება, რის შედეგადაც კეისარი მოკლეს. ეს მოხდა ძვ.წ. 44 წელს,
მკვლელობას მოყვა მორიგი სამოქალაქო ომი, რომლის შედეგადაც კეისრის
მკვლელები კასიუსი და და ბრუტუსი დახოცეს, ხოლო რომში დამყარდა ე.წ. მეორე
ტრიუმვირატი ლეპიდუსის, ანტონიუსისა და ოქტავიანეს შემადგენლობით,
საბოლოოდ ლეპიდუსი ჩამოიშორეს და დარჩენილ ორს შორის ატყდა სამოქალაქო
ომი,რომელშიც ანტონიუსი დამარცხდა. მან თავი მოიკლა და ძვ.წ. 27 წელს. რომის
ერთპიროვნული მმართველი ხდება ოქტავიანე, ეს თარიღი საწყისია რომის იმპერიის
პერიოდისა, რომელიც იყოფა ორ ნაწილად- პრინციპატი და დომინატი. პრინციპატის
ეპოქაში მმართველს ეწოდება პრიმუს პრინცეპსი, რაც ნიშნავს უპირველესი
თანასწორთა შორის, იგივე პირველი სენატორი, რომში ყველა სენატორს თანაბარი
უფლებები ჰქონდა და პრინცეპსი იყო მათ შორის პირველი, პრინცეპს ენიჭება
იმპერიუმი ანუ უმაღლესი ძალაუფლება, პრინცეპსი აერთიანებს თავის ფუნქციებში
მმართველს, მთავარსარდალს, უმაღლეს მსაჯულსა და უზენაეს ქურუმს, პრინცეპსი
ახორციელებდა უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს. თუ რუსპებლიკური მმართველობის
დროს ცენზორი ადგენდა სენატორთა სიებს, ახლა ეს ფუნქცია პრინცეპს აქვს.
პრინცეპსი ამზადებს ომს და დებს ზავს, ახორციელებს პროვინციების მართვა-
გამგეობას, თუმცა ამ ფუნქციას ის უყოფს სენატს, პრინცეპს აქვს უფლება, ნებისმიერ
მოხელე-მაგისტრატის გადაწყვეტილებას დაადოს ვეტო. პრინცეპს ჰყავდა
სათათბირო საბჭო, კანცელარია, პირადი ხაზინა და გვარდია. იგი თავჯდომარეობდა
სენატის სხდომებსაც .სენატი-სენატს ჰქონდა გაყოფილი ხელისუფლება
პრინცეპსთან, მაგ, სახელმწიფო ხაზინას განაგებდა სენატი, და ასევე პროვინციათა
ნაწილის მართვა-გამგეობას სენატი ახდენდა, ფარული კონფლიქტი სენატსა და
პრინცეპს შორის მთელი ეპოქა გრძელდებოდა, საბოლოოდ პრინცეპსებმა გაიმარჯვეს
და სენატს მხოლოდ ფორმალური ფუქციები დარჩა, პრინცეპსის უშუალო
დაქვემდებარებაში გადავიდნენ რესპუბლიკის დროს დამოუკიდებელი
მაგისტრატები ანუ მოხელეები, ფორმალურად მათ სენატი ირჩევდა, რეალურად კი
პრინცეპსი ამტკიცებდა. გამონაკლისი იყო პრეტორი, ანუ მოსამართლე. ახ.წ. მესამე
საუკუნის ბოლოდან რომში კვლავ იცვლება მმართველობის სისტემა და
პრინციპატიდან გადადის მეორე ეტაპზე, რომელსაც ეწოდებოდა დომინატი.
დომინატი წარმოდგება სიტყვიდან დომინუს ანუ ბატონი, ბრძანებელი,
პრაქტიკულად ეს არის აბსოლუტური მონარქიული მმართველლობა, სენატის
მაგივრად შეიქმნა დიდი სამოხელეო ბიუროკრატიული აპარატი, ძალაუფლება
გადადის მემკვიდრეობით, მეოთხე საუკუნის ბოლოს რომში ქრისტიანობა
გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად, ამავე დროს იმერატორს თეოდოსიუსის
მმართველობისას იმპერია ორ ნაწილად დაიყო,დასავლეთ რომის იმპერიას
წარმოადგენდა იტალია, აფრიკა, გალია(გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი ,ილირია)
და აღმ. იმპერია, რომელიშიც შედიოდა საბერძნეთი, მცირე აზია და აღმოსავლეთის
სხვა პროვინციები, ორივე ნაწილს მართავდა იმერატორი,იგივე ავგუსტუსი ანუ
ღვთაებრიოვი, იმპერატორს ჰყავდა მმოადგილე ანუ კეისარი, იმპერატორთან
არსებობდა სახელმწიფო სათათბირო ე. წ. იმპერატორის საბჭო, ორივე იმპერია
იყოფოდა მსხვილ ტერიტორიულ ერთეულად ანუ ორ პრეფექტურად(ორ-ორი
დასავლეთსა და აღმოსავლეთში) თავისთავად პრეფექტურა იყოფოდა დიოცეზებად,
თითოეულ მათგანს სათავეში ედგა იმპერატორის მიერ დანიშნული მოხელე
ვიკარიუსი, დიოციზი თავის მხრივ იყოფოდა პროვინციება, რომლელსაც მართავდა
რექტორი, რომის საზოგადოება ორ ძირითად ფენად იყოფოდა პატრიციუსები და
პლებსი, პლებსი პოლიტიკურად უუფლებო იყო, ძირითადად ესენი იყვნენ რომის
დაპყრობილი ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც რომის ისტორიის
განმავლობაში იბრძოდა პოლიტიკური უფლებები მოსაპოვებლად პატრიციუსების
წინააღმდეგ, საბოლოოდ ორივე ფენა უფლებრივად გაერთიანდა და შეიქმნა ახალი
ფენა-ნობილიტეტი, მოგვიანებით შეიქმნა ახალი წოდება ანუ მხედრები.იმპერატორ
კარაკალას დროს რომის ყველა მოსახლეს მიენიჭა მოქალაქის სტატუსი, კანონი
აცხადებდა, რომ ადამიანი ან თავისუფალია ან მონა, უფლებაუნარიანობა მხოლოდ
თავისუფალი ადამიანის ხვედრია, ის უნდა აკმაყოფილებდეს სამ მოთხოვნას, მას
უნდა ჰქონდეს სტატუს ლიბერტატის ანუ თავისუფლება, მეორე-სტატუს ციბიტატის
ანუ რომის მოქალქეობა, მესამე-სტატუს ფამილია ანუ ოჯახის უფროსობა,
შეზღუდული უფლებები ჰქონდათ პროვინციის მაცხოვრებლებს ე. წ. პერეგრინებს,
ეწყობოდა სპეციალური რეიდები და აღმოჩენილ პერეგრინებს აძევდებდნენ
რომიდან, მონები-რომაული სამართლის მიხედვით მონა არის ნივთი , მონობის
ძირითადი წყარო იყო შთამომავლობა, კრიმინალები, სამხედრო ტყვეები,
ლიბერტინები-აზატები, ანუ მონობისაგან გათავისუფლებელი პიროვნებები, ისინი
იყვნენ ნახევრად თავისუფალი ადამიანები, მათ არ ჰქონდათ პოლიტიკური ფლებები,
არ ჰქონდათ უფლება დაქორწინებკლიყვნენ თავისუფალ ადამიანებზე, ამას გარდა,
არსებობდა სოციალური კატეგორია-პოლონები ანუ ყმა-გლეხები, უძველეს
პერიოდში(უფრო ზუსტად ძვ,წ, მე-5 საუკნის შუა ხანებში) რომაული სამართლის
წყარო იყო ადათობრივი ანუ ჩვეულებითი საამრთალი, რესპუბლიკის ეპოქაში
შეიქმნა პირველი წერილობითი სამართლის კოდექსი, ე..წ ,,12 ფირფიტის კანონი“, 10
კაციანი დელეგაცია საბერძნეთშიმოავლინეს რომაელებმა და იქ სოლონის
კანონმდებლობისა და ბერძნული სამართლებრივი აზრის შესწავლის შედეგად ჯერ
10 და მერე დამატებით 2 ფირფიტაზე ჩამოიწერა კანონები, რომლებიც ალაგებდა
ურთიერთობას პატრიციუსებსა და პლებსს შორის, პირველი სამი ტაბულა ეხებოდა
სამოქალაქო სამართლისა და პრიცესიის საკითხებს, მეოთხე და მეხუთე- საოჯახო და
მემკვიდრეობით სამართალს, მეექვსე-მეშვითე სანივთო და ვალდებულებით
სამართალ, 8-9-სისხლის სამართალი, რომელიც მოიცავდა მკვლელობას, სხეულის
დაზიანებას, შეუაცხყოფას, ქურდობას. დასჯის სახეები იყო ჯარიმები,
დამახიჩრებელი სასჯელები და სიკვდილით დასჯა, მეათე ტაბულა ეხებოდა
დაკრძალვის წეს-ჩვეულებებს, ხოლო 11-12 იყო დამატება ანუ შევსება. 12 ტაბულა
იქცა საჯარო და კერძო სამართლის მთავარ წყაროდ, შემდეგი წყარო რომაული
სამართლისა არის მაგისტრატების მიერ გამოცემული ედიქტები-განკარგულება,
რომელშიც იყო ვადიანი ანუ ამა თუ იმ მოხელის თანამდებობაზე ყოფნის დროს
გამოცემული განკარგულება, შემდეგი წყარო იყო სენატუს კონსულტა, ანუ სენატის
დადგენილება, მორიგ წყაროს წარმოადგენდა იმპერატორების განკარგულებები ანუ
კონსტიტუციები, და ბოლოს, ეს არის იურისტების ნაშრომები, მაგ, გაიუსი, ურტიანე
და ა.შ. გაიუსის შედგენილი იყო რომის სამართლის სახელმძღვანელო. და რომაული
სამართლის უმნიშვნელოვანესი წყარო -მე-6 საუკუნეში იმპერატორ იუსიტინიანეს
დროს სპეციალიური კომისიის მიერ შედგენილი რომის სამართლის კრებული,იგივე
კორპუს იურის ცივილის. რომის სამართლის კრებული შეადგინა კომისიამ,
რომელსაც ხელმძღვანელობდა გამოჩენილი იურისტი ტრიბონიანი. იუსტინიანეს
სამართალი 4 ნაწილისგან შედგება, 1-ლი- ინსიტიტუციები, ანუ რომის სამართლის
სახელმძღვანელო, რომელსაც საფუძვლად დაედო გაიუსის მოღვაწეობა, მეორე
ნაწილს ეწოდება დიგესტები ანუ დიგესტა(შეკრებილი), დიგესტა წარმოადგენს
ამინარიდების კრებულს ,ცნობილი რომაელი იურისტის ულტიანეს და პაულიუსის
ნაღვაწიდან, იგი 50 ნაწილისგან შედგებოდა და დაყოფილი იყო
ტიტულებად(თავებად), მესამე ნაწილს ერქვა იმპერატორის განკარგულებები-12
ნაწილისგან შედგენილი, ბოლოს, მეოთხე ნაწილი ესაა ნოველები-ნოველები
შედგებოდა იმ განკარგულებებისგან, რომლებიც ბოლო პერიოდში იყო გამოცემული,
რომის სამართალი ცნობს ფიზიკური პირის ცნებას, ხოლო იურიდიული პირებიდან
მხოლოდ ადამიანთა გაერთიანებებს, უძველესი პერიოდიდან განვითარებული იყო
სანივთო და ვალდებულებითი სამართალი, ცნობილი ყოფილი სერვიტუტი,
საკნსტიტუციო სამართალში აღნიშნული იყო, რომ ქორწინების ასაკი იყო
12(გოგონებისთვის)-14 წელი(ბიჭებისთვის) და გაყრა აკრძალული იყო, მხოლოდ
სიკვდილით შეიძლებოდა წყვილის ჩამოშორება, პოპულარული იყო შვილად აყვანა,
მემკვიდრეობის ორი ფორმა არსებობდა ანდერძი და კანონი ანდერძის არარსეობობის
შემთხვევაში, ვალდებულებას წამროშობდა ხელშეკრულება , რეალური
ხელშეკრულება იყო ნევთის გადაცემის მომენტში დადებული გარიგიება
კონსენსულაური მხარეთა მორიგების შედეგად, დელიქტი ანუ სამრთალდარღვევა
ორ ნაწილად იყოფოდა, დელიქტუმ პრივატუმ და დელიქტუმ პუბლიკუმ,
არსებობდა განზრახვა და გაუფრთხილებლობა, ასევე ობიექტური შერაცხვა,
სასჯელის მთავარი მიზანი იყო დაშინება და სამაგიეროს მიზღვა, სამოქალაქო
პროცესი ორი სახის იყო-ფორმალური და ექსტრაორდინალური, პროცესის
წარმართვაში მონაწილებოდა მოხელე, რომლისგანაც გვიან წარმოიშობა ადვოკატი,
ექსტრაორდინალური პროცესის დროს სასამართლოს ხელმძღვანელობდა
იმპერატორის დანიშნული მოხელე, გამოიყენებოდა ინკვიზიციური წესები.

ქართული სახელმწიფო სამართალი

ერთიანი ქართული სახელმწიფო შეიქმნა მე-10 საუკუნის ბოლოს და მე- 11 საუკუნის


დასაწყისში. ამას თან ახლდა ძველი სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაცია
ახალი მოთხოვნების შესაბამისად. განსაკუთრებით, ეს მოდერნიზაცია ხდებოდა
დავით მე-4-ის მმართველობის ჟამს. მისმა რეფორმებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა
სახელმწიფო ინსტიტუტების გარდაქმნაში,რაზეც მეტყველებს ქართული
კონსტიტუციური ხასიათის ძეგლი - ხელმწიფის კარის გარიგება. ფეოდალური
ქართული სახელმწიფო მმართველობის ფორმის მხრივ მონარქიულია, ამავე დროს
ის არის ე.წ რთული სახელმწიფო, იმდენად რამდენადაც მის შემადგენლობაში არის
არამარტო ქართული,არამედ არაქართული შემოერთებული ტერიტორიები და
ეთნოსები. სახელმწიფოს განაგებს მეფე,ანუ - მონარქი; უმაღლესი საკანონმდებლო
ორგანოა დარბაზი, ხოლო უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო - სავაზირო.
ამასთანავე, შემოერთებული ტერიტორიების გამგებლად შემოღებულია სპეციალური
თანამდებობა ე.წ საქვეყნოდ გამრიგე. საქართველო დაყოფილი იყო
ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად- საერისთავოებად და საერისთავოს
საერისთავოებად. თავის მხრივ,საერისთავო იყოფოდა ხევებად -> ხევი -> თემებად.
ყველაზე მცირე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული იყო ციხე და
შესაბამისად, მისი მმართველი იყო ციხისთავი. უმაღლესი მმართველი იყო მეფე.
მეფეს ჰქონდა მართვის მოვალეობა და ამავე დროს, მას ჰქონდა უფლებებიც. მის
უფლებაში შედიოდა საგამგეო ანუ გამგებლობა, სამხედრო,საერთაშორისო,საფინანსო
საკანონმდებლო და სასამართლო უფლებები. მეფე იყო ქვეყნის მფლობელი.მისი
უმთავრესი უფლება იყო ტერიტორიისა და მოსახლეობის მართვა-გამგეობა. მაგრამ
მეფე არ იყო ქვეყნის კერძო მფლობელი.იგი იყო მსხვილი მესაკუთრე,მაგრამ არა
მხოლოდ მესაკუთრე. მეფეს აგრეთვე ჰქონდა საკანონმდებლო ფუნქცია,მაგრამ
დარბაზთან ერთად თანამშრომლობით. ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნი
პირდაპირ ამბობს,რომ ის მიღებულია არამარტო ბაგრატის, არამედ დიდებულთა,
ეპისკოპოსთა აზნაურთა და ჭკვიან კაცთა მიერ. სამართლის წიგნი, ანუ კანონების
შედგენა ხდებოდა კოლექტიურად და კანონის გამოცემა ხდებოდა არა
ერთპიროვნულად, არამედ კოლექტიურად, თუმცა ბევრი ბრძანება- განკარგულება,
რომელსაც კანონის ძალა ენიჭებოდა, ერთპიროვნულად იყო მიღებული. მეფის
უფლებამოსილებას მოიცავდა მართლმსაჯულება. იგი იყო უზენაესი მსაჯული,
მაგრამ არა ერთპიროვნული.არსებობდა სააჯო კარი - უმაღლესი სასამართლო. მეფე
იყო მთავარსადალი, ანუ მას ჰქონდა სამხედრო ფუნქციაც. ის თვითონ უძღოდა
ხოლმე ხშირად ლაშქარს, მაგრამ არსებობდა ,,სამხედრო სამინისტრო“, ორგანიზაცია,
რომელსაც სათავეში ედგა ამირსპასალარი და მეფესთან ერთად მასზე საერთო
ზედამხედველობას ახორცილებედა. შემდეგი ფუნქცია საფინანსო - მასზე იყო
დამოკიდებული გადასახადების დაწესება, თუ მისგან გათავისუფლება. მეფე
განსაკუთრებული დამსახურებისთვის ამცირებდა ან ათავისუფლებდა
გადასახადებისაგან, მაგრამ ეს იყო მისი პიროვნული განკარგულება და მომდევნი
მეფეს შეეძლო შეეეცვალა ის. მეფის საგამგებლო ფუნქცია იყო იგივე მშვიდობა და
წესრიგი ქვეყანაში, შესაბამისად, მისი ადმინისტრაციულ-მმართველობითი
ფუნქცია,სამოხელეო აპარატის დანიშვნა-გადაყენება იყო. შემდეგი ფუნქცია ესაა -
საგარეო ფუნქცია, ანუ დიპლომატია (იგივე კავშირები,ხელშეკრულებები...).

არსებობდა გარკვეული სტანდარტები,რომლებიც აუცილებელი იყო სამეფო


ხელისუფლებაში მოსასვლელად. მეფეს მოეთხოვებოდა სრულყოფილი აღზრდა და
განათლება,ასევე რაინდობა,მაღალ დონეზე საბრძოლო ხელოვნების ცოდნა. გარდა ამ
ყველაფრისა, უფლისწული განსწავლული უნდა ყოფილიყო მართვა-გამგეობაში,
სამხედრო საქმე უნდა სცოდნოდა, ასევე უნდა სცოდნოდა ეკონომიკა და
ადმინისტრირება. აგრეთვე მას უნდა ჰქონოდა კარგი ზოგადი განათლება,კარგად
უნდა სცოდნოდა ენები და ისტორია. მეფისწულის სრულწლოვანება იყო -16 წელი;
სამხედრო ასაკისთვის - 21, სქესობრივისთვის- 15-16 წელი. უფლისწულს გაჩენიდან
უნიშნავდნენ აღმზრდელს. ტახტზე ასვლა ხდებოდა წინა მეფის გარდაცვალების
შემდეგ, ან თანამოსაყდრეობის პრინციპით. ტახტხზე ადიოდა უფროსი ვაჟიშვილი,
ხოლო სიკვდილის შემთხვევაში თუ მას შვილი ეყოლებოდა, მისი მემკვიდრე ეგ
იქნებოდა. ტახტზე ასვლას თავისი ცერემონიალი უძღოდა, ანუ მეფის კურთხევის
წესი. გვირგვინს მეფეს ეკლესიის წარმომადგენელი ადგამს, აქაც ჩანს ეკლესიის
დამოკიდებულება საერო ხელისუფლებასთან მიმართებაში. მას გადაეცემა
ხელისუფლების ნიშნები, იგივე მახვილი და ხმალი.

ამავე დროს, პირველი სიმბოლო სამეფო ხელისუფლებისა იყო გვირგვინი,შემდგომი


ზედა სამოსელი,მესამე სკიპტრა, მეოთხე მახვილი და ხმალი ,სეფე-დროშა ანუ
სახელწიფო სიმბოლო, დაბოლოს, ბეჭედი.
სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იყო დარბაზი - (ეს
არის სპარსული სიტყვა) ,დარბაზს იწვევდა მეფე,სხვადასხვა სახელმწიფოებრივი და
იურიდიული საკითხების გადასაწყვეტად,არსებობდა ე.წ დიდი და მცირე წესის
დარბაზობა. დიდი დარბაზობა ეს იყო ღია სხდომა, ხოლო მცირე დარბაზობა იყო
დახურული ტიპის სხდომა - ინფორმაცია გარეთ არ უნდა გასულიყო. ღია დარბაზს
ეხებოდა - კანონმდებლობის მიღება, უმაღლესი მართლმსაჯულების
განხორციელება,ომი და ზავი, მოხელეების გადაყენება,ელჩების მიღება
გასტუმრება,დარბაზობის ორგანიზაცია იგივე მეფის კურთხევა,დიდი
დღესასწაულები,ლაშქრის დახვედრა.არსებობდა მწყობრი,მკაცრი წესი და რიგი
დარბაზის სხდომის ჩატარების ანუ თანამედროვე გაგებით სახელმწიფო
პროტოკოლი. ყოველ პირს ჰქონდა თავისი ადგილი და მკაცრად განსაზღვრული
წესები. არსებობდა სპეცილური სამოსი, ანუ ყველა დარბაზის წევრი სპეციალური
სამოსით უნდა შემოსილიყო.

სავაზირო, ანუ უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო ,,მინისტრთა კაბინეტი“


(სავაზირო არაბულ-სპარსული ტერმინია) და, როგორც ჩანს, თამარის ეპოქიდან
შემოდის ქართულ ენაში,მანამდე ამ ტერმინს ქმნიდა უხუცესი. თითო ვაზირს
ჩაბარებული ჰქონდა თავისი უფლება. სავაზირო შედგებოდა 6 ვაზირისაგან.
უპირველესი იყო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი (ანუ ,,პრემიერი“). დანარჩენი
ხუთი 2 ჯგუფად იყოფოდა. პირველ ჯგუფში, ანუ სამეულში შედიოდნენ -
ათაბაგი,ამირსპასალარი,მანდატურთუხუცესი, ხოლო მეორე ჯგუფში -
მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუფროსი. მწიგნობართუხუცესი
ხელმძღვანელობდა 26 მწიგნობარს , ანუ მთელი ადმინისტრაცია მათ
განკარგულებაში იყო და იგი ყველა დარგზე აწარმოებდა ზედამხედველობას. მათ
ჰქონდათ სასულიერო ფუნქციაც და ეს კურირებდა ყველა მონასტერს. ათაბაგი, (ანუ
მემკვიდრის აღმზრდელი) უშუალოდ თამარის შემოღებულია,კონკრეტული პირის
ამბიციების დასაკმაყოფილებლად (ივანე მხარგრძელი) და ათაბაგი მოიაზრებოდა,
როგორც მეფესთან ყველაზე ახლოს მყოფი პიროვნება. რაც შეეხება ამირსპასალარს
( არაბული სიტყვაა, ჯარის წინამძღოლს ნიშნავს) - მის გამგებლობაში შედიოდა
ყივჩაღთა ჯარი, ყმადნაფიცთა ჯარი, მონა სპა ( მეფის პირადი გვარდია). ამილახორი
იყო მოადგილე, ემორჩილებოდა ამირსპასალარს.სათათბირო უფლება ჰქონდა
დარბაზობისას და იყო ცხენოსანი ჯარის გამგებელი.ლოჯისტიკას განაგებდა
მეაბჯრეთ უხუცესი. ამირსპასალარის უფლება იყო მეფის კონტროლი მიწის
გაცემაში, ანუ მისი ნებართვის გარეშე მეფე ვერ გასცემდა მიწის ნაკვეთს საჩუქრად.
მანდარტურთუხუცესი - ( ბერძნულ-ლათინური სიტყვაა მანდატური და დავალებას
ნიშნავს) , ეს არის წესრიგის დამცველი,იგივე საპატიო ყარაული,მეფის პირად
დაცვასაც მანდატურები წარმოადგენდნენ. მანდატური პროტოკოლის საკითხებს
განაგებდა დარბაზში,ჰქონდა კვერთხი (თანამდებობს სიმბოლო).მისი მოადგილე იყო
ამირეჯიბი (ეჯიბი-არაბული სიტყვაა, კარისკაცს ნიშნავს).

საჭურჭლე იყო იგივე ხაზინა. ამათ გარდა არსებობდა სალარო, რომელსაც განაგებდა
მსახურთუხუცესი. ეს იყო მეფის პირადი მეურვეობისა და სასახლის მთავარი
ადმინისტრატორი და მას ემორჩილებოდა მოხელეების მთელი აპარატი სასახლეში.

ადგილობრივი მმართველობა - ქვეყანა იყოფოდა საერისთავოებად. ერისთავს


ჰქონდა ადმინისტრაციული, სამხედრო, სასამართლო ფუნქცია. 8 საერისთავო იყო
თამარის დროს. მაშინდელ საქართველოს ჰქონდა შემოერთებული ქვეყნების
მმართველობა და 2 პრინციპით ვრცელდებოდა - პირდაპირი შემოერთებისა და
ყმადნაფიცობის პრინციპით (ხარკი სამხედრო სამსახური).

სახელმწიფო სამართალი გვიან ფეოდალურ ხანაში 16-18 საუკუნეები

მე-17 საუკუნის 30იანი წლებიდან ქართლი ირანის ვასალია მუსლიმი მეფეების


ხელმძღვანელობით, მეფე ირანის ვალია, შაჰი ამტკიცებს და ხელფასს იღებს
ირანიდან. მას აღარ აქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება
და ეკისრება სამხედრო ვალდებულება,ხარკი, სამაგიეროდ ირანი არ ერევა ქართლის
შიდა საქმეებში, ბაგრატიონთა ტახტის სამემკვიდრეო ფესვში, და ცნობს
ქრისტიანობას ხალხში. ირანის შაჰი ქართლის ტახტზე აგზავნის ვაზირს, თავის
წარმომადგენლად, რომელსაც რწმუნებულის სტატუსი აქვს, ამავე დროს ქართლში
მოქმედებს ქართული კანონები, როგორიცაა ვახტანგ მეექვსის სამართალი,და ირანის
ვასალობის მიუხედავად, ეს არ ყოფილა შეთანხმებული სუზერენთან, რაც
მეტყველებს ქართლის სახელმწიფო ხელისუფლების სუვერენიტეტზე. ირანისგან
დამოუკიდებლად მოქმედებდა როგორც სამართლის წინგი, ასევე დასტურლამალი
ანუ სამეფო კარის გარიგება, მე-17-18 საუკუნეში მმართველობის მხრივ ქართლის
სამეფო იყო მონარქიული,მის სათავეში დგას მეფე,ხელისუფლების უმაღლესი
ორგანოა სახელმწიფო საბჭო იგივე დარბაზი, სამეფო კარი იგივე მმართველობის
უმაღლესი ორგანოები შედგებოდა:მმართველობის ცენტრალური აპარატი, მეფის
სამდივნო, საპოლიციო აპარატი, მეფის დაცვის ორგანიზაცია, განსაკუთებული
ხასიათის მოხელენი.ადგილობირივი მმართველობა-საერისთავო ერისთავები,
სადროშო სარდალი, მოურავთნაცვალი მამამსახლისი მელიქი(ერთია), ხევი,
სოფელი, საქალაქო მმარველობა, მე-17-18 საუკუნეებში მეფის ხელისუფლება
დასუსტებულია,რაც ვლინდება თუნდაც გამოცემულ სიგელებზე დაფიქსირებულ
ხელმოწერებზე როგორც მეფის, ასევე მეფისწულებისა და მოხელეების მიერ. ასევე
მეფის გადაწყვეტილება იგივვე სასამართლო საკითხებში ხშირად იმპერატიული იყო,
ვერავინ გაბედავდა თვითნებურად გასდასახადების დაწესებას ან სოფლის გაყიდვას
თავისი მოსახლეობით, მეფე არის უმსხვილესი მესაკუთრე სამეფოში,
საკანონმდებლო ფუნქციას ასრულებს დარბაზთან ერთად,მას აქვს უმაღლესი
მმართველობის განხორციელების ფუნქცია:სამეფო კარის მართვა, სამხედრო ჯარის
მართვა, საეკლესიო გამგებლობა, ფინანსები, სამონეტო პოლიტიკა, საგარეო
ურთიერთობები, მეფე ამ ფუნქციებს ასრულებს თავის მიერ დანიშნულ სამოხელეო
აპარატთან ერთად, რომელსაც მეფე აკონტროლებს, ასევე აწესებს გადასახადებს,
ბაჟის აკრეფას,ნიშნავს ჯარის გამგებლებს.

სამეფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა დარბაზი, მის სხდომას


ეწოდება მეჯლისი, ანუ დარბაზი იკრიბებოდა მეჯლისზე, მეჯლისს ესწრება
მდივანი, სახლთუხუცესი და ნაზირი, დეტალურად სახელმწიფო საბჭოს
ფუნქციონირებაზე მეტყველებს დასტურლამალი, მეჯლისზე იხილავდნენ სამეფო
მმართველობის საკითხებს, კონკრეტულ სასამართლო საქმეებს, საბჭოს წევრებს
ეწოდებოდათ დარბაისლები, მეჯლისს არ გააჩნდა რეგლამენტი, მას იწვევდა და
თავჯდომარეობდა მეფე, ესწრებოდნენ საეკლესიო პირები, მუხრანბატონი, არაგვისა
და ქსნის ერისთავები, სამხედრო პირები ,ამილახვარი, მდივანბეგი და სხვანი. ამავე
დროს მეფეს ჰყავდა მცირე საბჭო, რომელიც კარის მოხელეებისგან შედგებოდა და
განკუთვნილი იყო ყოველდღიური საქმიანობისათვის. დარბაზი, იგვივე მეჯლისი
არის სათათბირო ორგანო რომლის გარეშე მეფე ვერ წყვეტს განსაკუთრებით
მნიშვნელოვან საკითხებს, რაც უნდა მიუთითებდეს მმართველობის გარკვუელ
შეზღუდვაზე, მმართველობის უმაღლესი ორგანოთა სისტემა ითვალისწინებდა,ე.წ,
ცენტრალურ აპარატს და საქვეყნოდ გამრიგე მოხელეებს, ანუ ცენტრიდან
პერიფერიებში მივლინებულ მოხელეებს, რომლებსაც ან რაიმე კონკრეტული საქმე,
ან ამ პერიფერიის მართვა ევალობოდათ. დასტურლამალში წარმოდგენილია
სასახლის მსახურნი და სამეურნეო საფინანსო აპარატი, მეფის სამდივნო, საპოლიციო
აპარატი, მეფის დაცვა, სასამართლო ორგანიზაცია და განსაკუთრებული ხასიათის
მოხელენი, სასახლის მსახურებს და სამეურნეო საფინანსო აპარატს
ხელმძღვანელობდა სახლთუხუცესი, ის მეფის ფავორიტი იყო, კარგი შემოსავლით
მონაწილეობდა ლაშქრობებში, განაგებდა მთელს შემსოავალ-გასავალს, და
კოორდინაციას უწევდა სხვავდასხვა მოხელეს, როოგრიცაა:ნაზირი-სამეფო კარის
მომმარაგებბლი, გადასახადების ამკრეფები, და შემნახველები, მოლარეთუხუცესი-
განაგებდა სამეფო კარის სამოსაჩუქრებს და სხვა. გამგეთუხუცესი-ფინანსური
ოფიცერი, მუშრიბი-არმეტყველი, თუშმალი-მეფის შეფ-მზარეული, სუფრაჩი-მეფეს
ემსახურებოდა სუფრის დროს, სხვადასხვა თარეშები ანუ მსახურები, ასევე
მერიქიფეთუხუცესი ანუ ღვინოს მიმწოდებელი, იგივე მუჯირი-ხორბლისაცავის
გამგებელი, ქილიფთარი-სამეურნეო ხასიათის მოვალე, ჯაბადრები-სამხედრო
საცავის გამგებელი და სხვა.

მეფის სამძიმრო-მდივანი, მწერალი, ბეჭდის მცველი, მირზა-ნიშნავს ბატონიშვილის


ირანულად, მუსლიმურ მოსახლეობისათვის განკუთვნილი მმართველი.
საპოლიციო აპარატი-განაჩენის გამოტანა, დამნაშავეთა დაკავება, წესრიგის დაცვა,
ჩხრეკა გამოძიება, განაჩენის სისრულეში მოყვანა, ამაზეც მოგვითხრობს
დასტურლამალი, რომელიც აღწერს ხელჯოხიანებს(საპოლიციო მოხელეებს),

მანდატურთუხუცესს ანაცვლებს ეშიკაღასბაში, მის ჰყავდა 9 მოხელე, მის


ფუნქციების იყო განაჩენის აღსრულება, განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებდა,
დაპატიმრება-გამოძიება, ორი ეშიკაღასბაში იყო ქართლში. მოხელეებს შორის
აღსანიშნავი არიან-ბოქაულთუხუცესი ანუ იასაულთუხუცესი, ესენი არიან მეფის
ბრძანებების აღმსრულებელნი, ასევე სხვადასხვა მოხელე,რომლებიც ასრულებდნენ
სასახლის მცველების მოვალეობასაც, მანდატურის ფუნქციებსაც, სტუმრების მიღება-
გაცილებას, დარბაზის დაცვას, მათ გამგეობაში იყვნენ შათირები ანუ შიკრიკები,
მეფეს ჰყავდა სპეციალური დაცვა, რომელსაც მეთაურობდა ყულარაღასი, მისი
მოადგილე იყო ყორჩიბაში, ეს ორი ხელმძღვანელობდა 120 კაციან მეფის დაცვას,
სასამართლო ორგანიზაცია სხვადასხვა კატეგორიის საქმეს განიხილავდა სხვადასხვა
დონეზე, ანუ მეფე როგორც მოსამართლე, დარბაზი როგორც სასამართლო ორგანო,
განსაკუთრებული შემადგენლობის სასამართლო, მდივანბეგი, ხევისთავი, ბჭეები,
საეკლესიო სასამართლო, ამავე დროს გარკვეული სასამართლო ფუნქიცები ჰქონდა
დედოფალს , ბატონიშვილებს, მოურავს,ფეოდალებს, მელიქმამასახლისებს, და
სხვადასხვა წვრილ მოხელეს.

ჩვენ მოგვეპოვება მხოლოდ არაპირდაპირი წაყაროები სანივთო სამართლისა იგივე


ვალდებულებით სამართალზე ძველ საქართველოში, ნივთის ცნება რომაული
სამართალში არის ნივთის აღმნიშვნელი და ნიშნავს როგორც უძრავ, ისე მოძრავ
ნივთს, ქართულ სამართალში სხვანაირადა საქმე ნივთი უფრო კონკრეტული
მნიშვნელობისაა, ვიდრე ზოგადი და ეს არის მატერიალური საგანი, ნივთის
პარალელურად იხმარება ტერმინი სახმარი, რომელიც ნიშნავს როგორც უძრავ, ასევე
მოძრავ ნივთს, ასევე გამოიყენებოდა ტერმინი უჭელი, რომელიც აღნიშნავდა ქონებას
ზოგადად, ამათ გარდა გვხვდება ტერმინები როგორიცა მამული, აგარაკი, მონაგები
და ასე შემდეგ. მონაგები ნიშნავს ქონებას. საქონელი- საქონელი არის უსულო
ნივთები ან საფასური, რაც შეეხება პირად საკუთრებას, აქ გამოიყენება ტერმინი
საზეპურო. თუმცა საკუთრება გვხვდება ჯერ კიდევ შუშანიკის წამებაში.
ეტიმოლოგია მოდის კვეთადან ანუ გამოკვეთილი მიწა, ტერმინი საკუთრება მოიცავს
მიწას, წყალს საძოვარს, ტყეს და ამას გარდა მოძრავ ქონებასაც. ივანე ჯავახიშვილი
ნივთებს სამ კატეგორიად ყოფს: სახმარი და უხმარი, მოძრავი და უძრავი, ჭურჭელი.
ქონება შეიძლებოდა ყოფილიყო ორის სახის-განსაზღვრული ვადით და
მემკვიდრეობით. ქონება აქ ნიშნავს მფლობელობას, თუმცა მემკვიდრეობითი ქონება
არ ნიშნავდა მემკვიდრეობით მფლობელობას. იგი საკუთრებად არ იქცეოდა.
მფობელობა შეიძლება ყოფილიყო კანონიერი, უკანონო, რომელსაც სხვაგვარად
უწოდებდნენ დაჩემებით ანუ მითვისებულ ქონებას, შესაბამისად ტერმინი ქონება არ
ნიშნავდა საკუთრებას და იგი ნიშნავდა დროებით მფლობელობას. მამული არის
უძრავი ქონება, რომელიც მემკვიდროებით გადადის. მისი, როგორც საკუთრების
წარმოშობის, რამდენიმე გზა არსებობს, მაგ, მკვიდრობა, ნაბოძები, ნასყიდი,
ნაჩუქარი, შეწირული, ნამზითვი და ნაწყალობები. მკვიდრობა იყო მემკვიდრეობით
საკუთრების შეუზღუდავი უფლება, ნაწყალობები მამულიც გადაცემული იყო
საკუთრებად განსაკუთრებული დამსახურებისათვის, დროებითი სარგებლობის
აღმნიშვნელი ტერმინი იყო საკარგავი, რომელიც პარალელს პოულობს ევროპულ
ბენეფიციუმთან. საკუთრების წარმოშობის ორი გზა არსებობს-თავდაპირველი და
ნაწარმეობი. თავდაპირველი არის, როდესაც საკუთრების ობიექტს არ ყოლია
მესაკუთრე და საკუთრება პირველად წარმოიშვა. ვახტანგ მეექვსის სამართალი ბევრ
შემთხვევას წარმოგვიდგენს უპატრონო ნივთის დასაკუთრებაზე. ნაწარმოები გზაა,
როდესაც საკუთრების ობიექტს ჰყავს მესაკუთრე და გარკვეული მიზეზის გამო ეს
საკუთრების ობიექტი სხვის ხელში გადადის. ეს მიზეზებია იგივე ბოძება, ყიდვა-
გაყიდვა, გირავნობა, მზითვი, შეწირულობა, მემკვიდრეობა და სასამართლო
გადაწყვეტილება. ბექა აღბუღას კანონები საინტერესო ცნობებს გვაწვდის ჩუქების
შესახებ, რომელიც წარმოგვიდგენს მაგალითებს ნაჩუქრის დაბრუნებაზე რაც
დასაშვებია ჩუქების მიზეზი მოსპობის შემდეგ, ჩუქების მიზეზის მოსპობაში
შეიძლება იგულისხმებოდეს ნათესაობის ან მოყვრობის მოშლა. განსაკუთრებით
მტკიცე საკუთრების უფლება იყო ყიდვა-გაყიდვის დროს, ვახტანგის სამართლის
მიხედვით მხოლოდ მეფეს შეეძლო მოეშალა საკუთრების უფლება ყიდვა-გაყიდვის
შემთხვევაში, მზითვი გაყრის შემთხვევაში ბრუნდებოდა ცოლის სახლში, გაცვლის
შემთხვევაში იდებოდა სპეციალური ხელშეკრულება, ასევე არსებობდა ეწ შოვნითი
საკუთრება, რომელიც მოიაზრებდა ნადავლს ან ომის შედეგად დაკავებულ
ტერიტორიებს, რაც შეეხება საკუთრების დაკარგვას, გარკვეული პირობები უნდა
ყოფილიყო დაცული, პირველი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი
საბუთის არქონა, არასრუფასოვანი საბუთი, გადრაცვალება და მემკვიდრეთა
არარსებობა, ხანდაზმულობა. და ასევე მესაკუთრის მიერ საკუთრების პირობების
დარღვევა. საკუთრების უფლების სახეები: სამეფო საკუთრება, იგულისხმება მეფე,
რომელიც ფლობს მთეკს ქვეყანას როგორც პოლიტიკური ლიდერი და არა კერძო
მფლობელი, კერძო მფლობელობაში მეფეს ჰოქნდა სამეფო დომენი, რომელიც
მოიცავდა როგორც საქართველოში არსებულ მიწებს, ასევე დაპყრობილი და
შემოერთებულ მიწებს. მეფეს შეეძლო ამ მიწების ნაწილი გადაეცა სხვადასხვა
დამსახურებისათვის სხვადასხვა პირებისათვის. ასეთ მიწებს ეწოდებოდა საკარგავი
ანუ ბენეფიციუმი, ამავე დროს მეფეს არ ჰქონდა უფლება ხელი ეხლო ფეოდალის
მიწებისათვის. გამონაკლისი იყო ფეოდალთა მიერ განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულის ჩადენა. აგარაკი იყო მიწა მესაკუთრის მფლობელობაში, რომლის
გადაცემა, გაყიდვა გასაჩუქრება, შეუძლია მის მფლობელს, აგარაკი შეიძლება
ყოფილიყო დასახლებულიც და დაუსახლებელიც, ამავე დროს საქართველოში
იკითხება სათემო საკუთრებისა და მიწათმფლობელობის ნიშნები, ვახტანგ მეექვსის
სამართლის წიგნში აღნიშნულია, რომ წყალი, შეშა და ბალახი საზოგადოებრივ
საკუთრებაშია. საკუთრების სახეს წარმოადგენდა მამული, რომელსაც ჩვენ ხშირად
სამშობლოდ აღვიქვამთ, იგი შეიძლება ყოფილიყო მიწა ან სხვა ქონება, რომელიც
მამისაგან მემკვიდრეობით გადადიოდა, მის შესახებ იფორნაცია გვაქვს ძეგლის
წერაში, აღბუღას კანონებში და ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნში. მამულის
მფლობელი შეიძლება ყოფილიყო როგორც კერძო პირი, ისე ეკლესია, ფეოდალი,
აზნაური, გლეხი და ა.შ.

ვალდებულებითი სამართალი-მის შესახებ მეორად წყაროებს ვიყენებთ, ძირითადად


აგიოგრაფიულ ტექსტებს. უძველესი ტერმინი ვალდებულებისა არის ობლიგაცია,
იგი მოდის რომიდან და გვხვდება 12ტაბულის კანონში. ეტიმოლოგიით ეს ტერმინი
ნიშნავს დაბორკვას, შეკვრას, მიბმას და ამ მნიშვნელობებმა მიიღო შემდომში
ვალდებულების სახე. ქართულ ენაში ვალდებულების გამოხატვის ობლიგატიოს
პირდაპირი თარგმანი გვაქვს ხელშეკრულება, ეს ტერმინი მოგვიანებით
დამკვიდრდა, მანამდე იყო თანადება, აქედან თანმდევი, მოგვიანებით ეპოქაში
თანადებას ცვლის ვალი და შემოდის ტერმინი ვალდებულება, ვალდებულების
წარმოშობის საფუძველი იყო გარიგება, იგივე ხელშეკრულება , დელიქტი, ანუ ზიანი,
და ეწ სხვა საფუძველი ანუ უკანონო გარიგება. ვალდებულებაში მონაწილეობდა ორი
მხარე- კრედიტორი და დებიტორი. ქართულად მათი შესატყვისი ხშირად
ერთმანეთში იხლართება-მევალე და მოვალე, რომელიც ორივეს აღნიშნავდა,
შესაბამისად გაუგებრობის თავიდან არიდების მიზნით თანამედროვე ქართული
სამართალი კვლავ დებიტორსა და კრეტიდორს ცნობს, ორივე ეწოდება
ვალდებულების სუბიექტებს, ორივე მხრიდან შეიძლებოდა ერთი ან რამდენიმე
სუბიექტის გამოჩნება, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ პირობებს: სრულწლოვანება,
ქმედუნარიანობა, თავისუფლება, რეპუტაცია იგივე სახელგაუმტეხლობა. ზოგიერთი
სუბიექტი ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, მაგ, ყმას შეეძლო მხოლოდ ბატონის
ნების შედეგად ყოფილიყო ვალდებულების სუბიექტი, ვალდებულებას ჰქონდა
შესრულების ობიექტიც, რომელიც აკმაყოფილებდა გარკვეულ კრიტერიუმებს, ეს
პირობებიც გარკვეული ხარისხის უნდა ყოფილიყო. ვალდებულების შეწყვეტის
საფუძვლები: შესრულება, შეთანხმება შეწყვეტაზე, შეუსრულებლობა
გარდაცვალების ან ფორსმაჟორის გამო. რომაულის მსგავსად ქართული
ვალდებულებაც ნიშნავს ვალდებულების შერულების ისეთ სახეებს, როგორიცაა
პირის საგამტეხლო, ბე, გირავნობა. თავდებობა. ბე და პირგასამტეხლო
აღინიშნებოდა ტერმინით წინდი, ვახტანგის სამართალში ვხვდებით ტერმინს ბე,
გარდა ამისა გამოიყენება ტერმინი დახუთვა, ანუ შებოჭვა-ნიშნავდა ვითარებას,
წინდის რომ არ დაუბრუნებ ადამიანს. ვალდებულების უზრუნველყოფის
საფუძველს წარმოადგენდა გირაო, თავდებობა. თავდებობას ვხვდებით რომაულ
სამართალში და ჩვენ ვიცით ორი სახის, წერილობითი და ზეპირი თავდებობა.
თავდებობა გულისხმობდა მესამე პირს, რომელიც ასევე დაკავშირებული იყო
მძევლობასთანაც, დარღვევის შემთხვევაში მძევალი და თავმდები ერთი და იგივე
პირი იყო. თავდებად დგომა ეკრძალებოდა მეუღლეს, ასევე საეკლესიო პირს,
სასამართლო მათ არ თხოვდა თავდებობას. ყმა გლეხსაც შეეძლო თავდები ყოფიიყო,
ოღონდ გარკვუელი დონის ქეისზე. ის უნდა ყოფილიყო ნებაყოფლობითი, ძალის
გამოყენება იყო დაუშვებელი, თავდებობა ეკრძალებოდათ მცირეწლოვნებს,
მეორვეობაში მყოფებს, და სხვასახვა დევიანტურ ანუ ნასამართლევ, ქმედუუნარო ან
სხვა კატეგორიის ადამიანებს, ვალდებულებითი სამართლის ძირითადი
ინსტიტუტი არის ნასყიდობა, ნასყიდობის ხელშეკრულება ითვალისწინებდა
გამყიდველის მიერ მყიდველისათვის გარკვეული ღირებულების ქონებს გადაცემას,
რომლის ფასსაც იხდის მყიდველი, გაყიდვას წინ უსწრებდა გაცვლა, ქართული
სამართლის მიხედვით ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება იყო ორმხირივ
სასყიდლიანი და კონსენსუალური. იგი ეფუძნებოდა თავისუფალი ნების
გამოვლენას, დაუშვებელი იყო სხვადასხვა სახის ზემოქმედება, იგივე მენტალური ან
ფიზიკური, ხელშეკრულების მხარეებად გვევლინებიან იურიდული და ფიზიკურ,ი
უფლებუნარიანი და ქმედითუნარიანი პირები, მნიშვნელობა არ ჰქონდა რელიგიას,
ეროვნებას. მიწის ყიდვა-გაყიდვის დროს ქართული სამართალი ცნობდა უპირატეს
შესყიდვის უფლებას, ამ შემთხვევაში იგულისხმებიან ნათესავები, მეზობლები,
მოსაზღვრეები, მეურვეები. ხშირად სარგებლობდნენ ქონებრივი დამოუკიდებლობის
პრინციპით, მათ უფლება ჰქონდათ, გაეყიდათ პირადი საკუთრება, მცირე
ღირებულების ნივთების გაყიდვა ხდებოდა ვერბალური ხელშეკრულების
საფუძველზე, ქართული სამართალი იცავდა ყიდვა-გაყიდვის ბევრ წესს ანუ
ხარისხის, ფასის, ნაკლოვანებების გამჟღავნებას, განსაკუთრებით კარგად ეს საკითხი
დამუშავებულია ვახტანგ მეექვსის სამართალში, რომელიც ხალს იცავს იმ
გარემოებათაგან, რომლის შედეგადაც უნდა მოხდეს მოტყუება, ყველაფერი კარგად
გამოძიებული უნდა იყოს, უნდ გვქონდეს ხელშეკრულება მოწმეებითა და ბეჭდით.
ნაჩუქრობა ეს არის რომაული დონაციოს შესატყვისი, რომლის ძველქართული
შესაბამისი ტერმინია ნიჭი, ნაჩუქრობის აღსანიშნავი ტერმინი იყო ძღვენი და
ქრთამი, თავდაპირველად ქრთამი არ იყოს ნეგატიური მნიშვნელობით, ეს მოხდა
მოგვიანებით, ნაჩუქრობა იყო უსასყიდლო ხელშეკრულება, რომელიც
ითვალისწინებდა ქონების გადაცემას, ასევე გარკვეულ ნივთის ფლობაზე უარს,
იგივე ვალის პატიებასაც, ეს იყო ნებაყოფლობითი ხასიათის გარიგება, თუმცა
გარკვეულ შემთხვევაში გადაიქცა ვალდებულებად, არსებობდა ნაჩუქრების
სასყიდლიანობაც, რომელიც ითვალისწინებდა გარკვეული ძღვენის მირთმევის
შემდეგ გარკვეულ საზღაურს, ჩუქების მოტივი იყო ნათესაობა, მეგობრობა,
დამახასიათებელია მჩუქებლისთვის ჩუქებით გამოწვეული სიხარული. რიგ
შემთხვევაში საჩუქარი იყო სამადლობელი ანუ, მაგ, დაკარგული ნივთის
დაბრუნებაზე გარკვუელი საზღაური. ქართული სამართალი იცნობს ნაჩუქრობის
დაბრუნებასაც, რომლის საფუძველი იყო მოყვრობის მოშლა ან ქორწინების მოშლა,
ვალდებულების სახელს წარმოადგენდა ქირავნობის ხელშეკრულება , მისი
აღმნიშვნელი ტერმინი იყო ქირა, სასყიდელი და წინდი, ქირავნობა იყო
სასყიდლიანი და დროებოთი ხელშეკრულება, ასევე ინდივიდუალურად
განსაზღვრული. ქორავნობა ითვალისწინებდა მხარეთა ნების გამოხატვას, თუმცა
არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად შედგენილი ქირავნობის
ხელშეკრულება,გადახდა შეიძლება ყოფილიყო ერთჯერადად და მრავალჯერადად,
როგორც ფულით, ისე ნატურით, იგი ითვალისწინებდა დაგირავებული ნივთების
დაქირავებასაც, დამქირავლების მოვალეობა იყო არამარტო ქირის გადახდა, არამედ
ქირავნობის ობიექტის შენახვა, ზრუნვა, პასუხისმგებლობა, ქირავნობა
ითვალისწინებდა მოწმეებს, წერილობით ფორმას, თარიღს, დეტალურად გაწერილ
ვალდებულებებს, ქონების უსასყიდლოდ სარგებლობა-უფასო, მუქთა, თანამედროვე
ტერმინი არის თხოვება, ნათხოვნობის საგანი შეიძლება ყოფილიყო მიწაც და
გარკვეული ნივთიც, ასევე არსებობდა საქართველოში ეწ სამიდღემჩიო
რჩენა,ხანდაზმულობა- გარკვეული დრო, რომლის შედეგადაც სარჩელის ვადა გადის,
დაფიქსირებულია ბექა აღბუღასათან, ვახტანგ მეექვსესთან, ყმის გაქცევის
ხანდაზმულობა 30 წელს აღწევს, ნივთის დაბრუნებაზე 1 წლიანი ვადა,
შურისძიებასაც ჰქონდა ხანდაზმულობა, მაგ, ვახტანგ მეექვსის წიგნში
გაუპატიურობაზე შურისძიებაზე 15 წელია ხანდაზმულობა, თაღლითობაზე-30
წელი. ხანდაზმულობა ითვლებოდა მშივდობიანობის დროს და არ მოქმედებდა
ფორსმაჟორულ შემთხვევებში.

You might also like