You are on page 1of 14

1.

რით არის განპირობებული პოლიტიკურ სამართლებრივი მოძღვრებების


ერთიან იურიდიულ დისციპლინაში განხილვა?

პოლიტიკური და სამართლებრივი მოძღვრების ერთიან იურიდიულ დისციპლინაში


განხილვა განპირობებულია,სახელმწიფოსა და სამართლის მჭიდრო,შინაგანი
კავშირითა და მათი ურთიერთგანპირობებულობით.დაუშვებელია პოლიტიკური და
სამართლებრივი მოძღვრებების ერთმანეთისგან იზოლირებულად
განხილვა.ზოგჯერ კი პოლიტიკურ მოძღვრებებში გულისხმობენ სამართლებრივ
მოძღვრებებსაც.ეს მაჩვენებელია ამ ორ ფენომენს შორის მჭიდრო კავშირის.

2. პ/ს მოძღვრებები ისტორიულ-იურიდიული დისციპლინაა. რატომაა


ისტორიული და რატომ იურიდიული?

პოლიტიკურ და სამართლებრივ მოძღვრებათა ისტორია ისტორიულ-იურიდიული


დისციპლინაა.ისტორიულია იმდენად,რამდენადაც სწავლობს პოლიტიკურ და
იურიდიულ ფენომენებს ისტორიულად უძველესი პერიოდიდან ანუ მათი
წარმოშბიდან დღევანდელამდე.ხოლო იურიდიულია იმდენად,რამდენადაც მასში
შეისწავლება ორი ძირითადი ინსტიტუტი,როგორიცაა პოლიტიკური და
სამართლებრივი მოძღვრებები.

3. რომელი პრობლემების შესწავლითაა დაინტერესებული პოლიტიკურ-


სამართლებრივი მოძღვრებების ისტორია
პოლიტიკური და სამართლებრივი მოძღვრებები შეისწავლის არა მხოლოდ
პოლიტიკურ (სახელმწიფოებრივ) იდეებს,თეორიებს,შეხედულებებსა თუ
დოქტრინებს,არამდედ სამართლებრივსაც.სამართლებრივი მოძღვრებებიდან ამ
მეცნიერებას აინტერესებს შემდეგი პრობლემების შესწავლა:სამართლის
წარმოშობა,მისი ცნება და არსი,სამართლის
დანიშნულება,კანონი,კანონმდებლობა,სამართლის წყაროები ანუ
ფორმები,სამართლებრივი ურთიერთობა,სამართალი და პოლიტიკა,სამართალი დაა
მორალი და სხვა საკითხები.

4. რაში გამოიხატება პოლიტიკურ-სამართლებრივი მოძღვრებების ისტორიისა


და ფილოსოფიის კავშირი.
პოლიტიკური და სამართლებრივი მოძღვრებები თავისებურად,ფილოსოფიურ
ასპექტში განნიხილება ფილოსოფოსების მიერ.ფილოსოფიას აინტერესებს რა
ფენომენებია პოლიტიკური და სამართლებრივი მოძღვრებები,რა ადგილკი უჭირავთ
მათ ცნობიერების სხვა ფორმათა შორის,როგორია მათი როლი აზროვნებისა თუ
საზოგადოების განვითარების საქმეში.
5. პოლიტიკურ-სამართლებრივი მოძღვრებების ისტორია არ კმაყოფილდება
სამართლის მხოლოდ ზოგადი, თეორიული საკითხების შესწავლით. რა
წარმოადგენს კიდევ მისი შესწავლის ობიექტს?
პოლიტიკური და სამართლებრივი მოძღვრების ისტორია არ კმაყოფილდება-
სამართლის მხოლოდ ზოგადი -თეორიული პრობლემის შესწავლით.მისი შესწავლის
ობიექტს ასვე შეადგენს დარგობრივი და ინსტიტუტობრივი სამართლის
პრობლემები.მაგალითად სისხლის სამართლებრივი მოძღვრებები,საოჯახო
სამართლებრივი მოძღვრებები,სამოქალაქო სამართლებრივი მოძღვრებები და ა.შ.
ხოლო ცალკეული დარგის შიგნით შეიძლება გამოკვლეულ იქნეს სამართლის ესა თუ
ის ინსტიტუტი,მაგალითად მოძღვრება დანაშაულის შესახებ,ამა თუ იმ ქვეყანაში,ამა
თუ იმ ხალხებში,ან ამა თუ იმ პიროვნების მსოფლმხედველობაში.
6. რას ითვალისწინებს პ/ს მოძღვრებათა ისტორიის კავშირი დარგობრივ
იურიდიულ დისციპლინებთან?

პოლიტიკურ და სამართლებრივ მოძღვრებათა ისტორია გარკვეულ კავშირშია


დარგობრივი იურიდიული დისციპლინების (სისხლის სამართალი,სამოქალაქო
სამართალი,სახელმწიფო სამართალი) ისტორიასთან.ეს კავშირი ითვალისწინებს,რომ
პოლიტიკური და სამართლებრივი იდეები,თეორიები,დოქტრინები,შეხედულებები
გარკვეულად ხელს უწყობენ,ორიენტირს წარმოადგენენ,თეორიულ ბაზად
გვევლინებიან დარგობრივი იურიდიული დისციპლინების ჩამოყალიბება-
განვითარების საქმეში

7.რაში გამოიხატება პითაგორას პოლიტიკური შეხედულებები?

იგი ასაბუთებდა,რომ ადამიანს ესაჭიროება პატრონი ამიტომ იგი უნდა


ემორჩილებოდეს წესრიგს.ადამიანთა საზოგადოებისთვის ყველაზე მეტი ბოროტებაა
უბატონობა.ამიტომაც ადამიანთა გარკვეული ჯფუფი უნდა ემორჩილებოდეს
მმართველს.პატივს სცემდეს კანონებს,მშობლებს.მისი აზრით,მმართველები
წარმოადგენენ განსაკუთრებული თვისებების მატარებლებს,როგორც
გონებრივად,ისე ფიზიკურად და სხვა.პითაგორა და პითაგორელები უდიდეს
მნიშვნელობას ანიჭებდნენ აღზრდას.მათ პოლიტიკურ იდეალს შეადგენდა ისეთი
სახელმწიფო,რომელსაც მართავენ ფილოსოფოსები,სულიერად და
ინტელექტუალურად მაღალგანვითარებული ადამიანები.

8.რატომ აკრიტიკებს ჰერაკლიტე დემოკრატიას?

ჰერაკლიტე აკრიტიკებს დემოკრატიას,სადაც მართავს ბრბო და უკეთესებს ადგილი


არ აქვთ.ჰერაკლიტე საუკეთესოთა მმართველობის მომხრეა ,უგი ამბობდა,რომ მას
ერთი ურჩევნია ათი ათასს,თუ ის ერთი საუკეთესოა.ჰერაკლიტეს აზრი
მდგომარეობს იმაში,რომ კანონის ფორმირებისა და მიღებისთვის სავსებით არ არის
სავალდებულო მისი საყოვეთაო აღიარება სახალხო კრებაზე.

9.რაში მდგომარეობს დემოკრიტეს მოსაზრებები საზოგადოებისა და სახემწიფოს


შესახებ?
დემოკრიტეს მოძღვრებაში დიდი ადგილი უჭირავს მორალურ დარგებს რომ
ადამიანი ზზომიერად უნდა იქცეოდეს საზოგადოებაში,არ უნდა ესწრაფოდეს
სიამოვნებასა და განცხრომას.დემოკრიტეს აზრით ბედნიერება დამოკიდებულია არა
სიმდიდრეზე,არამედ ადამიანის სულიერ განწყობაზე.ამიტომ მისი აზრით,ბედნიერი
ღარიბიც შეიძლება იყოს.იგი მონობის წინააღმდეგი არ არის.მონობას ადამიანთა
შეკავშირების ფორმად თვლის.სახელმწიფო მას უდიდეს დასაყრდნობად
მიაჩნია.სახელმწიფოს გარეშე არაფერი არ არსებობს,როდელსაც სახელმწიფო
იღუპება ყველაფერი მას მიჰყვება.უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს კანონებს და
კანონიერებას.დემოკრიტე მომხრეა დემოკრატიის.იგი იცავდა ზომიერ,ცენზიან
დემოკრატიას.

10.როგორია პლატონის იდეალური სახელმწიფო?

პლატონის ფილოსოფია ობიექტური იდეალიზმის ფილოსოფიაა.პლატონმა თავის


ნაშრომში „სახელმწიფო“ ჩამოაყალიბა იდეალური სახელმწიფოსა და საზოგადოების
პროექტი,სადაც აკრიტიკებს ათენის დემოკრატიასა და სპარტის არისტოკრატიული
წყობილების სასარგებლოდ იხრება.პლატონის აზრით,სახელმწიფოს უნდა
მართავდნენ ფილოსოფოსები,რომელიც არიან მცოდნენი და შეუძლიათ წამოაყენონ
იდეები.მისი აზრით ფილოსოფოსები ადამიანთა ის კატეგორიაა,რომელთა
მოვალეობას სახელმწიფოს მართვა შეადგენს.იგი აღნიშნავს,რომ როდესაც
ფილოსოფოსები განახორციელებენ ხელისულებას იხელმძღვანელებენ თავისი
შეხედულებებით და არა კანონებით.

11. ვინ არიან სოფისტები, რას აკრიტიკებენ და ვის ემხრობა სოფისტების


უმრავლესობა.

სიტყვა სოფოს-ბრძენს ნიშნავს.სოფისტები იყვნენ მასწავლებლები,რომლებიც


გარკვეული საზღაურის გადახდით ახალგაზრდობას ასწავლიდნენ სიბრძნესა და
ორატორულ ხელოვნებას.სოფისტები აკრიტიკებდნენ მტკიცედ ჩამოყალიბებულ
ტრადიციულ შეხედულებებს.ისინი მეტისმეტად იყვნენ გატაცებულნი ფორმალური
ლოგიკით და თავიანთი მოსაზრებების დასასაბუთებლად დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდნენ სიტყვის დამაჯერებელ ძალას.სოფისტების უმრავლესობა ემხრობოდა
დემოკრატიას.

12. ვის ნაშრომებში აისახა სოფისტების შეხედულებები. როგორია მათი


დამოკიდებულება სოფისტებთან მიმართებაში?
სოფისტების შეხედულებანი ასახულია პლატონისა და არისტოტელეს
ნაშრომებში.პლატონი და არისტოტელე აკრიტიკებს სოფისტებს.ძნელია გაირკვეს რა
ეკუთვნის სოფისტებს და რა აზრისანი არიან პლატონი და არისტოტელე.

13. პროტაგორა სამართლის ნორმებისა და ბუნებითი სამართლის ნორმების


შესახებ.

პროტაგორა ერთმანეთს ადარებს სამართლის ნორმებსა და ბუნებითი სამართლის


ნორმებს.იგი ადამიანთა ბუნებით მდგომარეობას სამოქალაქო მდგომარეობას
ამჯობინებს და მიუთითებს,რომ ბუნებითი მდგომარეობის დროს წარმოებდა ომები
ყველასი,ყველას წინააღმდეგ.იგი მოუწოდებს არსებულ კანონთა მოთხოვნების
დაცვას.

14. პროტაგორა სახელმწიფოსა და სამართლის წარმოშობის შესახებ

სახელმწიფოსა და სამართლის წარმოშობის საკითხში პროტაგორა არ იზიარებს მითს


იმის შესახებ,თითქოს სახელმწიფოს წარმოშობამდე ოქროს ხანა არსებობდა.იგი
მიუთითებს:სახელმწიფოს წარმოშობამდე ღმერთმა ასწავლა ადამიანებს
პოლიტიკური ხელოვნება.პროტაგორა ავითარებს მოსაზრებას,რომ ყველა ადამიანი
თანაბრად მონაწილეობდეს სახელმწიფო მართვის საქმეში.ის ეხება საკითხს თუ
რატომ აქვთ სხვადასხვა ხალხებს სხვადასხვანაირი სამართლის ნორმები.მისი
აზრით,სხვადასხვა ხალხებს სხვადასხვანაირი შეხედულება გააჩნიათ
სამართლიანობაზე და უსამართლობაზე ,ამიტომაც განსხვავდებიან მათ მიერ
ჩამოყალიბებული სამართლის ნორმები.

15. რატომ აკრიტიკებდა სოკრატე ათენის დემოკრატიას და რატომაა მისთვის


იდეალი არისტოკრატული წყობილება.

სოკრატე აკრიტიკებდა ათენის დემოკრატიას,მისი იდეალი არისტოკრატიული


წყობილებაა.არისტოკრატია სოკრატეს მოსწონს იმდენად,რამდენადაც ეს არის
სახელმწიფო,რომელსაც განაგებენ მცირე,მაგრამ მცოდნე და მომზადებული
ადამიანები.სოკრატე ცდილობს გაამართლოს უმცირესობის ბატონობა და
მიუთითებს,რომ გაბატონება ეს არის „სამეფო ხელოვნება“.სამეფო
ხელისუფლებაში,ბუნებრივია ყველა არ დაიშვება,მხოლოდ ის ვინც განათლებულია
და ამისთვის გააჩნია სათანადო მონაცემები.სოკრატე აკრიტიკებდა ათენის
დემოკრატიაში მიღებულ წესს,რომელიც შეეხებოდა სახელმწიფოს თანამდებობებზე
კენჭისყრით არჩევას.სოკრატე აკრრიტიკებდა ათენის დემოკრატიის უმაღლეს
ორგანოს-სახალხო კრებას,რომელიც ძირითადად შედგებოდა ხელოსნებისა და
ვაჭრებისგან.მისი აზრით,ეს ის ხალხია რომელიც ფიქრობს რაიმეს იაფად ყიდვას ან
ძვირად გაყიდვას,და ეს ის ხალხია რომელსაც არასდროს უფიქრია სახელმწიფოს
მართვაზე.
16. როგორია სოკრატეს მოსაზრებები სამართლის შესახებ. როგორია მისი
პოზიცია დაწერილ კანონებთან მიმართებაში?

სოკრატე საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამს სამართლის შესახებაც.მისი აზრით


არსებობენ დაუწერელი ანუ „ღვთაებრივი კანონები“,რომელთაც ყოვლისშემძლე
ძალა აქვთ და რომელნიც ადამიანთა მიერ დაწერილი კანონების საფუძველს
წარმოადგენენ.სოკრატე ასახელებს დაუწერელ კანონებს,მაგალითად
ღმერთებისადმი მორჩილება,მშობლებისადმი პატივისცემა,დაწერილი
კანონებისადმი მორჩილება და ა.შ. სოკრატეს აზრით,სამართლიანი და კანონიერი
ერთი და იგივეა.სოკრატე დიდად აფასებს დაწერილ კანონებს,მათ დაცვას.მისი
აზრით,ადამიანთა მიერ დაწერილი კანონები იცავს საზოგადოებას თვითნებობისგან.

17. რომელი საკითხების შესწავლის მიმართ გამოხატავდა ინტერესს სოკრატე?


რატომაა მისთვის არისტოკრატია იდეალური წყობილება?

საკუთარი თავის შეცნობის შემდეგ ადამიანმა იცის თუ რა არის მისთვის სასარგებლო


და და არასასარგებლო.ამგვარად სოკრატე უარყოფს ბუნების და სხვა სახის
მოვლენების შესწავლას.სამაგიეროდ ,ჩამოთვლის საკითხთა წრეს და მომხრეა ამ
საკითხების დამუშავენისა.ესენია:სამართლიანობა,სამართალი,კანონი,სიკეთე და
ა.შ.მისთვის იდეალური წყობილებაა არისტოკრატია.არისტოკრატია სოკრატეს
მოსწონს იმდენად,რამდენადაც ეს არის სახელმწიფო,რომელსაც განაგებენ
მცირე,მაგრამ მცოდნე და მომზადებული ადამიანები.სოკრატე ცდილობს
გაამართლოს უმცირესობის ბატონობა და მიუთითებს,რომ გაბატონება ეს არის
„სამეფო ხელოვნება“.სამეფო ხელისუფლებაში,ბუნებრივია ყველა არ
დაიშვება,მხოლოდ ის ვინც განათლებულია და ამისთვის გააჩნია სათანადო
მონაცემები

18. რამ განაპირობა სახელმწიფოს წარმოშობა არისტოტელეს აზრით?

მისი აზრით,სახელმწიფოს წარმოშობა განაპირობა იმ გარემოებამ,რომ ადამიანებს


გაუჩნდათ მიდრელილება თანაცხოვრებისკენ,რომ ადამიანი პოლიტიკური
არსებაა.ადამიანთა ასეთ მიდრეკილებას უპირველეს ყოვლისა მივყავართ ოჯახის
წარმოშობამდე,ხოლო ოჯახებისგან შემდეგ წარმოიშობა-სოფელი,სოფლისგან-
სახელმწიფო.არისტოტელე გვთავაზობს სახელმწიფოს ასეთ განმარტებას
„სახელმწიფო არის ოჯახებისა და გვარების კავშირი,შექმნილი
ბედნიერი,დამოუკიდებელი და სრულყოფილი ცხოვრებისათის“.მისი აზრით
სახელმწიფოს გარეშე ადამიანებს არსებობა არ შეუძლიათ,ე.ი სახელმწიფო მუდმივი
კატეგორიაა.

19. რას ფიქრობს არისტოტელე სამართალზე?

მისი აზრით სამართალი არის პოლიტიკური სამართლიანობა ანუ სახელმწიფოში


დამყარებული წესრიგი.იგი მიუთითებს,რომ სამართალი საერთო სარგებლობას
ემსახურება და მისი გამოყენება მხოლოდ თანასწორუფლებიან ადამიანებს
შორის,უთანასწოროთა შორის სამართლის გამოყენება შეუძლებელია.არისტოტელე
მიუთითებს,რომ გარდა დაწერილი სამართლისა არსებობს დაუწერელი
სამართალიც.დაუწერელი სამართალი მისი აზრით ადათობრივი
სამართალია.დაუწერელი სამართლის ქვეშ არისტოტელე ბუნებით სამართალს
გულისხმობს,რომელიც არსებობს მიუხედავად იმისა იცნობენ თუ არა მას
სახელმწიფოები და რომელიც დაწერილი სამართლის საფუძველია.

20. როგორ აახლოებს არისტოტელე ერთმანეთთან სამართალსა და


სამართლიანობას? რამდენი სახის სამართლიანობას გვთავაზობს და რაში
მდგომარეობს მათი არსი.

არისტოტელე ერთმანეთთან აახლოებს სამართალსა და სამართლიანობას.მისი


აზრით სამართლიანია ყველაფერი ის,რაც შეესაბამება კანონებს,ხოლო უსამართლოა
ის,რაც არღვევს კანონებს.არისტორელე ერთმანეთისგან განასხვავებს ორი სახის
სამართლიანობას.1) განტოლებითი (გათანაბრებითი) სამართლიანობა და
2)განაწილებითი სამართლიანობა.პირველის ამოცანა მდგომარეობს იმის
გათანასწორებაში,რაც ეკონომიკურ სფეროში მოქალაქეებს ეკუთვნით,ხოლო მეორე
არის სიკეთის გადანაწილება მოქალაქეთა ღირსების მიხედვით,ინდივიდთა
თავისებურებების შესაბამისად.

21. როგორია თომა აქვინელის მოსაზრებები სახელმწიფო ხელისუფლებასთან


მიმართებაში

თომა აქვინელი უდიდეს მნიშველობას ანიჭებს სახელმწიფო ხელისუფლებისადმი


მორჩილებას და მისი აზრით ადამიანები მას უსიტყვოდ უნდა
ემორჩილებოდნენ.მისი აზრით,დაბალი თანამდებობები უნდა ემორჩილებოდნენ
მაღალს,მაგრამ დადგენილი უნდა იქნეს მორჩილების საზღვრები.მისი აზრით
დასაშვებია სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა,თვით აჯანყებაც
კი,დასაშვებია იმ შემთხვევაში,თუ:ხელისუფლება უკანონოდაა ხელში
ჩაგდებული;თუ ხელისუფლება ბოროტად გამოიყენება;აქვინელი აჯანყებას
სამართლიანად და აუცილებლად თვლის თუ ირღვევა ღვთიური კანონები,კერძოდ
კი საეკლესიო კანონები.თომა მიზანშეწონილად არ თლის მეფის მოკვლას,რადგან ეს
სახელმწიფოსთვის საზიანოა.

22. სახელმწიფოს რომელ ფორმებს გვთავაზობს თომა აქვინელი?

თომა აქვინელი გამოთქვამს მოსაზრებებს სახელმწიფო ფორმების შესახებ.მისი


აზრით,ყველაზე უკეთესი სახელმწიფო ფორმა მონარქიაა.მონარქიაში მონარქი
მარტო მმართველი არ არის,არამედ შემოქმედია.ის იცნობს სახელმწიფოს სხვა
ფორმებსაც:არისტოკრატიას,ოლიგარქიას,დემოკრატიას,და სახელმწიფოს შერეულ
ფორმას,რომელიც მოიცავს არისტოკრატიასა და დემოკრატიას.მაგრამ როგორც
ავღნიშნეთ,თომა აქვინელი სახელმწიფოს უმჯობეს ფორმად მონარქიას თვლის.

23. განასხვავეთ ერთმანეთისაგან თომა აქვინელისა და არისტოტელეს


მოსაზრებები სახელმწიფოს შესახებ. რატომ ფიქრობს თომა აქვინელი, რომ
სახელმწიფო ხელისუფლებას ადამიანები უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდნენ?
თომა აქვინელი სახელმწიფოს საკითხში არისტოტელეს მოძღვრებებს იყენებს,მაგრამ
მასში გარკვეული ცვლილებებიც შეაქვს.მაგალითად თუკი არისტოტელე
ქადაგებდა,რომ სახელმწიფოს დანიშნულება ადამიანთათვის სიკეთის
მინიჭებაა,თომა აქვინელი მიუთითებს რომ მისი განხორციელება შესაძლებელია
მხოლოდ ღმერთისა და ეკლესიის შემწეობით.თომა აქვინელი უდიდეს
მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო ხელისუფლებისადმი დამორჩილებას.მისი
აზრით,სახელმწიფო ხელისუფლებას ადამიანები უსიტყვოდ უნდა
ემორჩილებოდნენ.ამ ურთიერთობას თომა აკვინელი ადარებს ღმერთისა და
სამყაროს ურთიერთობას,ან სხეულისა და სულის ურთიერთობას.
24. კანონების რა კატეგორიებს გამოყოფს თომა აქვინელი? კანონის რომელ
კატეგორიასთან მიმართებაში შეიძლება ვისაუბროთ თომა აქვინელის
პოზიციაზე კერძო საკუთრების შესახებ?
თომა აქვინელი მთელ კანონებს ოთხ კატეგორიად ყოფს:მუდმივი კანონი,ბუნებითი
კანონი,ადამიანური კანონები,ღვთაებრივი კანონები.
1)მუდმივი კანონი-თომა აქვინელის აზრით,მუდმივი კანონი არის ღვთაებრივი
გონი,რომელიც მართავს სამყაროს.ის ყველა კანონის საფუძველთა
საფუძველია,რომელიც გამოხატულებას პოულობს ბუნების მოვლენებში,როგორც
აუცილებელი წესრიგი.
2)ბუნებითი კანონები-მუდმივი კანონის გამოხატულება ყველა ცოცხალ არსებაში.ამ
კანონით ხდება ბავშვების დაბადება და აღზრდა და ა.შ.თომა აქვინელის ბუნებითი
კანონები იგივე მუდმივი კანონებია,მაგრამ მოქმედებს არა ბუნებაში
მთლიანად,არამედ ორგანულ გარემოში,ბუნების ორგანულ ნაწილში.
3)ადამიანთა კანონები-ეს არის დადებითი სამართალი.მაგალითად
მკვლელობისთვის დასჯის მოთხოვნა მოცემულია ბუნებით კანონებში.მაგრამ
დასჯის სიდიდე და ხასიათი დგინდება პოზიტიურ სამართალში.თომას მითითებით
ადამიანთა კანონები არ შეიძლება დაემთხვეს ბუნებით კანონებს.
4)ღვთაებტივი კანონები-გამოხატულება იმისა,რაც წმინდა წერილშია მოცემული და
მისი დანიშნულებაა გამოასწოროს,შესწორება შეიტანოს ადამიანთა კანონებში.
თომა აქვინელი კერძო საკუთრების მომხრეა,მისი აზრით კერძო საკუთრება არ
ეწინააღმდეგება ბუნებით კანონებს.
25. როგორ შეაფასებთ დანტე ალეგიერის მოსაზრებას მსოფლიო მონარქიის
შექმნის შესახებ?

შუა საუკუნეების გენიალური პოეტი დანტე ალიგიერი იყო პირველი ვინც გამოვიდა
პაპის ხელისუფლების გაძლიერების წინააღმდეგ.ამავე დროს მან დააყენა საკითხი
ფეოდალური დაქუცმაცებულობისა და მსოფლიო მონარქიის შექმნის შესახებ.დანტემ
წამოაყენა ფეოდალიზმის ეპოქისთვის სრულიად ახალი თვალსაზრისი სახელმწიფო
ხელისუფლების საკითხზე,რაც იმ დროისთვის მეტად პროგრესული იყო.

26. რატომაა მაკიაველი ცენტრალიზებული ეროვნული სახელმწიფოს მომხრე?

მაკიაველი ცენტრალიზებული ეროვნული სახელმწიფოს მომხრეა.მას სძულს ყველა


ვინც ასუსტებს სახელმწიფოს ძლიერებას,აძაგებს ფეოდალურ
დაქუცმაცებულობას.მაკიაველი საერო ნაციონალური სახელმწიფოს შექმნის
მომხრეა,რომელიც თავისუფალი იქნება ეკლესიის ზემოქმედებისგან.

27. რატომაა მაკიაველი რესპუბლიკის მომხრე?


სახელმწიფო ფორმირების საკითხში ნიკოლო მაკიაველი რესპუბლიკის მომხრეა.მისი
აზრით,რესპუბლიკა ხელს უწყობს ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების
საკითხს.იგი მმართველობის განხორციელებისათვის მეტად მოქნილი
ფორმაა.მაკიაველი პოლიტიკური თავისუფლების მომხრეა.მისი აზრით,ქალაქის
პატრიციატს საქალაქო თვითმმართველობის უფლება უნდა მიეცეს.მიუხედავად
იმისა,რომ მაკიაველი აიდეალებს რესპუბლიკას,უნდა აღინიშნოს რომ იგი არ
უარყოფს მმართველობის მეორე ფორმას-მონარქიას.მისი აზრით რესპუბლიკური
მმართველობა ყველგან და ყოველთვის გამოსადეგი არ არის და ზოგჯერ მონარქიაა
უმჯობესი.

28. რას უწოდებენ რეფორმაციის მოძრაობას? რას ფიქრობდა იგი საეკლესიო


კანონების მოთხოვნების შესრულების შესახებ.
მე-16 საუკუნის გერმანიაში ფეოდალური წყობის რღვევის პროცესები
მიმდინარეობდა.ამასთან,კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ ფართოდ გაიშალა
სხვადასხვა ოპოზიციური წრეების მოძრაობა.ეს მოძრაობა ცნობილია რეფორმაციის
სახელით.

29. როგორია ლუთერის მოსაზრებები ეკლესიისა და სახეწლმწიფოს


ურთიერთობების შესახებ

მისი აზრით,სახელმწიფომ დახმარება უნდა გაუწიოს ეკლესიას,ხოლო ქრისტიანები


კი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას.ლუთერი
თანმიმდევარი არ იყო სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულების
საკითხში.იგი იცავდა სახელმწიფოსა და ეკლესიის გაყოფას,თუმცა საბოლოოდ
მიდიოდა დასკვნამდე რომლის მიხედვითაც ეკლესია სახელმწიფოს უნდა
ემორჩილებოდეს.მისი აზრით,სახელმწიფო გონიერების შედეგია ამიტომ
ქრისტიანული სახელმწიფოს საქმიანობა არ უნდა გასცილდეს ქრისტიანული
ეკლესიის ინტერესებს.ლუთერო იბძოდა ახალი რელიგიის ჩამოსაყალიბებლად და
განსამტკიცებლად,ამ მიზნის განხორციელებას ფეოდალების დახმარებით
ფიქრობდა.

30. რეფორმაციის მნიშვნელობა სახელმწიფოსა და სამართალზე ახალი


შეხედულებების ჩამოყალიბების კონტექსტში?

რეფორმაციამ ხელი შეუწყო სახელმწიფოსა და სამათლალზე ბურჟუაზიული


შეხედულებების ჩამოყალიბებას.რეფორმაციამ წამოაყენა საერთო სახელმწიფოსს
იდეა ,გარდა ამისა,საფუძველი ჩაუყარა პიროვნების უფლებასა და სახალხო
სუვერენიტეტის ბურჟუაზიულ მოძღვრებას.

31. რას ფიქრობს ჰუგო გროციუსი საერთაშორისო სამართლის შესახებ?


1625 წელს პარიზში დაწერილი შრომა მან მიუძღვნა საერთაშორისო სამართლის
საკითხებს.ფეოდალური წარმოდგენების საწინააღმდეგოდ ის მიუთითებს,რომ
სამართალი ღმერთის ნებიდან კი არ გამომდინარეობს,არამედ ადამიანის
ბუნებიდან.ადამიანს აქვს მიდრეკილება საზოგადოებისკენ,ადამიანებისკენ და
გროციუსის აზრით,სწორედ ადამიანის ეს მიდრეკილება არის სამართლის წყარო.

32. როგორია გროციუსის როლი საერთაშორისო სამართლის განვითარების


საქმეში?

მიუხედავად იმისა,რომ ჰუგო გროციუსის მოძღვრებაში ბუნებითი სამართლის


თეორიამ სრულყოფილი სახე ვერ პოვა,მისმა იდეებმა დიდი გავლენა იქონიეს არა
მარტო ბუნებითი სამართლის შემდგომ განვითარებაზე,არამედ იურიდიული
მეცნიერებისა,და კერძოდ,საერთაშორისო სამართლის განვითარებაზე.

33. რა აზრისაა ჰუგო გროციუსი სახელმწიფოს შესახებ?


ჰუგო გროციუსის აზრით,სახელმწიფო არის ორგანიზაცია საერთო სარგებლობის
მოტსატანად.იგი ასე განმარტავს სახელმწიფოს:“სახელმწიფო არის თავისუფალ
ადამიანთა კავშირი საერთო სარგელობისა და უფლების
დასაცავად“ამრიგად,გროციუსის მიხედვით სახელმწიფო ადამინთა შეგნებული
მოღვაწეობის შედეგია,რომელიც შეიქმნა ხელშეკრულების დადებით.გროციუსი
ასაბუთებს,რომ სუვერენიტეტის მატარებელია არა ხალხი არამედ
ხელმწიფე.ხელმწიფის ხელისუფლების უპირატესობის აღიარებით გროციუსი
გამოხატავს შუასაუკუნეობრივი იურისპრუდენციის იდეების ნაშთების არსებობას.
34. რატომ თვლიან სპინოზას პოლიტიკურ იდეებს პროგრესულად?

სპინოზას პოლიტიკურ იდეათა პროგრესულობაზე მეტყველებს ის ფაქტი,რომ მან


გაილაშქრა შეუზღუდველი მონარქიის წინააღმდეგ და დამაჯერებლობთ იცავდა
აზრისა და სინდისის თავისუფლებას.

35. რომელია საუკეთესო სახელმწიფო წყობილება სპინოზას აზრით?

სპინოზა საუკეთესო სახელმწიფოს წყობილების ფორმად მიიჩნევს ისეთ


წყობას,სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა,უშიშროება და ადამიანთა
თავისუფლება.სპინოზა გადაჭრით უარყოფს შეზღუდულ მონარქიას.მისი
აზრით,ხელმწიფის ხელისუფლება უნდა შეიზღუდოს წარმომადგენლობითი
დაწესებულებებითა და სასამართლო კოლეგიებით.მისი სიმპათიები დემოკრატიის
მხარესაა,თუმცა იგი შეზღუდულ დემოკრატიას ემხრობა.

36. რას ფიქრობთა ჰობზი სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ

ტომას ჰობზის აზრით სახელმწიფო ხელისუფლება ერთიანია და არაფრით არ არის


გაყოფილი.იგი მოქმედებს ყოველგვარი კონტროლის გარეშე და არავის წინაშე არ
არის პასუხისმგებელი.სამოქალაქო კანონებზე მაღლა დგას. სახელმწიფო
ხელისუფლება ადგენს თუ რა არის კარგი და რა ცუდი,ის ასევე ადგენს
საკუთრებასაც.სახელმწიფო ქვეშერმდომები იგივე მონები არიან,განსხვავება ის
არის,რომ ქვეშერმდომები სახელმწიფოს ემსახურებიან,მონები კი ადამიანებს.ჰობზი
ერთმანეთისგან განასხვავებს სახელმწიფო ფორმებს,კერძოდ,თუ ხელისუფლებას
ერთი პირი უდგას სათავეში-მონარქიაა,თუ რამდენიმე რჩეული-არისტოკრატია.ის
ასევე იცნობს დემოკრატიზაციასაც.ხელისუფლების დანაწილების წინააღმდეგია და
მისი აზრით,ხელისუფლება თავმოყრილი უნდა იყოს ერთი პირის ან ერთი ორგანოს
ხელში.

37. ჯონ ლოქის მოსაზრებების საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის შესახებ

ჯონ ლოქი ბურჟუაზიის იდეოლოგია. იგი საზოგადოებრივი და პოლიტიკური


წყობის შესახებ ბუნებითი სამართლის იდეებს ქადაგებს. კერძოდ აკრიტიკებს
ფეოდალიზმს, როგორც ადამიანთა ბუნებით მდგომარეობისათვის შეუფერებელს.
ამასთან, ადამიანთა ბუნებით მდგომარეობას იგი ხატავს როგორც თავისუფლებისა
და თანასწორობის სამყაროს. თითქოს ადამიანები ბუნებით მდგომარეობაში
თავისუფლად განაგებენ საკუთარ თავს, ქონებას, ყველა თანასწორუფლებიანია. მისი
აზრით ადამიანთა ბუნებითი მდგომარეობის დროს სრულიადაც არ ჰქონია ადგილი
ომებს, როგორც ამას ჰობზი ქადაგებდა. ლოქი მიუთითებს, რომ ბუნებითი
მდგომარეობის დროს ომებს მაშინაც რომ ჰქონოდა ადგილი, იგი ერთი ადამიანის
მიერ დაპყრობით დამთავრდებოდა, რასაც იმ დროს ადგილი არ ჰქონია. სხვა
ბუნებით უფლებებთან ერთად ლოკი კერძო საკუთრებას თვლის ბუნებით
მოვლენად. მისი აზრით, კერძო საკუთრება წარმოიშვა ჯერ კიდევ სახელმწიფოს
წარმოშობამდე. იგი აღნიშნავს, რომ ადამინებმა მთლიანად არ გადასცეს თავიანთი
უფლებები სახელმწიფო ხელისუფლებას, არამდე ნაწილობრივ. ის აბსოლუტური
მონარქიის მომხრე არ არის. უჭერს მხარ კონსტიტუციურ მონარქიას

38. რა ხერხს მიმართა ჯონ ლოქმა კონსტიტუციური მონარქიის დასაცავად?


დააკონკრეტეთ

ლოკმა წამოაყენა ხელისუფლების დანაწილების შესახებ კონსტიტუციური


მონარქიის დასაცავად. იგი მიუთითებს, რომ ერთმანეთისგან გავარჩიოთ სამი
სახის ხელისუფლება:1) საკანობმდებლო 2)აღმასრულებელი 3)საკავშირო ანუ
ფედერაციული. საკანონმდებლო გამოსცემს კანონებს, აღმასრულებელი
ასრულებს მათ, ფედერაციული_ განაგებს საგარეო პოლიტიკის საკითხებს.
ლოკთან სასამართლო ხელისუფლება შთანთქმულია აღმასრულებელი
ხელისუფლების მიერ. მისი აზრით საკანონმდებლოს უნდა ასრულებდეს
პარლამენტი, აღმასრულებელს-მთავრობა, ფედერაციულს- განსაკუთრებული
ორგანოები. აღნიშნულებიდან მისი აზრით უმაღლესია საკანონმდებლო
ხელისუფლება. თუმცა ეს ხელისუფლებაც არ არის აბსოლუტური და უმაღლესი.
იგი არ უნდა ეხებოდეს ადამიანის ბუნებით უფლებებს მაგ: მას არ შეუძლია
გადასახადების დაწესება ხალხის თანხმობის გარეშე.

39. რატომ მიაჩნია ლოქს დასაშვებად წინააღმდეგობის გაწევა


ხელისუფლებისათვის?

ლოკს დასაშვებად მიაჩნია ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობის გაწევა, კერძოდ,


მონარქისადმი წინააღმდეგობის გაწევა, როცა იგი ხელისუფლებას ბოროტად
იყენებს. ერთი სიტყვით, ლოკი მომხრეა და ამართლებს სახელმწიფო
გადატრიალებას.

40. რას გულისხმობდა ტომას პეინი, როცა ამბობდა, რომ თავისუფალ ხალხს არ
უნდა ჰყავდეს სხვა მონარქი, გარდა კანონისა, რომელშიც ხალხის ნებაა
გამოხატული

პეინი მკვეთრად აკრიტიკებს მმართველობის მონარქიულ ფორმას და მიუთითებს,


რომ იგი ადამიანის ღირსებების პირდაპირი დამცირებაა, არღვევს ადამიანის
ბუნებით უფლებებსა და თავისუფლებებს, წარმოადგენს ძალადობას პიროვნების
მიმართ. ინგლისისა და სხვა ქვეყნების ისტორიული გამოცდილების განხილვის
საფუძველზე იგი ხაზს უსვამს, რომ მონარქიამ, რომელიც მემკვიდრეობითია და
გულისხმობს, რომ ხშირად სამეფო ტახტზე სრულიად უნიჭო და
მმართველობისათვის გამოუსადეგარი ადის, სისხლითა და ფერფლით დაფარა არა
მარტო ინგლისი, არამედ მთელი მსოფლიო. თავისუფალ ხალხს არ უნდა ჰყავდეს
სხვა მონარქი გრდა კანონისა,რომელშიც ხალხის ნებაა გამოხატული.

41. რატომ იყო ფრანკლინი რესპუბლიკის მომხრე?

თავისი პოლიტიკური შეხედულებებით იგი თავიდანვე რესპუბლიკის მომხრე იყო,


რამაც კოლონიების დამოუკიდებლობის მომხრეებთან დაახლოვა. 60- იანი წლებიდან
იგი აღარ აღიქვამდა ბრიტანეთის იმპერიას როგორც ერთიან პოლიტიკურ
წარმონაქმნს და 1766 წლიდან ავითარებდა ჰოუმრულის, ესეიგი ჩრდილო-
ამერიკული პროვინციების თვითმმართველობისა და პოლიტიკური
თვითგამორკვევის იდეას.

42. რატომ იყო ფრანკლინი რადიკალური პოლიტიკური გარდაქმნების მომნხრე?


არ იყო რადიკალური პოლიტიკური გარდაქმნების მომხრე, კითხვაში აერია. არ
იყო რადგან:იგი მხარს უჭერდა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობას და
ჰარმონიულ განვითარებას. მისი აზრით ჩრდ. ამერიკის სწრაფი პროგრესი
მოსახლეობუს, ტერიტორიების და სოციალური მოღწევების ხარჯზე გამოიწვევდა
მეცნიერების ინ სფეროს განვითარებას, რომელსაც ეწოდება მეცნიერება
პოლიტიკის შესახებ.

43. რატომ თვლიდა ტომას პეინი, რომ ადამიანის ბუნებითი უფლებები


სამოქალაქო უფლებების ერთადერთი წყარო და საფუძველია?

გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები თანასწორებად იბადებიან და ფლობენ


ერთნაირ და განუსხვისებელ ბუნებით უფლებებს, პეინი თვლის, რომ ადამიანის
ბუნებითი უფლებები სამოქალაქო უფლებების ერთადერთი წყარო და საფუძველია.
მისი მიხედვით, მთავრობა, როგორც პოლიტიკური დაწესებულება, იქმნება
ადამიანთა საზოგადოებრივი ხელშეკრულების საფუძველზე, მათი სამოქალაქო
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებში. ამის აუცილებლობა რომ
არ ყოფილიყო, ადამიანებს ცხოვრებაში ზნეობრივი პრინციპებით რომ
ეხელმძღვანელათ, მაშინ არც მთავრობა იქნებოდა საჭირო.

44. დაახასიათეთ საუეთესო მთავრობა ტომას პეინის მიხედვით

მისი აზრით, საუკეთესო მთავრობა არის ის, რომელიც იცავს მოქალაქეთა


თავისუფლებებსა და უშიშროებას, უდიდესი სარგებლით საზოგადოების ყველა
წევრისათვის და უმცირესი დანახარჯებით მათთვის. პეინისთვის პოლიტიკური
ორგანიზაციის ყველაზე უფრო მიზანშეწონილი ფორმა დემოკრატიული
რესპუბლიკაა.

45. რატომ ფიქრობს ტომას პეინი, რომ საყოველთაო მშვიდობა და


საზოგადოებრივი პროგრესი შეიძლება განხორციელდეს მმართველობის
სისტემაში რევოლუციური გარდაქმნების გზით? მონტესკიეს რომელ თეზისს
უარყოფდა ტომას ჯეფერსონი და რატომ?

პეინი ომების პოლიტიკის წინააღმდეგია ზიგადად. ომებს რეაქციული


მთავრობები ახროციელებენ, სხვისი ტერიოტორიების მითვისების, მოგების
მიღებისა და სამხედრო ნადავლის დაუფლების მიზნი. ეს პოლიტიკა აღავსებს
ხალხის მოთმინების ფიალას და არსებულ მაგალითებზე დაყრდნობით იგი
ასკვნის, რომ ასეთ დროს რევოლუციას უნდა ველოდოთ. მისი აზრით,
საყოველთაო მშვიდობა და საზოგადებრივი პროგრესი შეიძლება
განხორციელდეს მმართველობის სისტემაში რევოლუციური გარდაქმენების
გზით . მას იმედი ჰქონდა, რომ ამერიკისა სა საფრანგეთის რევოლუციების
გავლენით შეხედულებანი არსებულ სამთავრობო ხელისუფლების სისტემებზე
შეიცვლებოდა. ამას იგი უკავშირებდა რევოლუციის შესაძლებლობას ევროპის
მაშტაბით.ჯეფერსონი უარყოფდა მონტესკიეს თეზისს, რომ რესპუბლიკა,
როგორც პოლიტიკური მმართველობის ფორმა, სიძნელეებს ხვდება დიდ
ქვეყნებში. ის მიუთითებდა ამერიკის გამოცდილებაზე და ამტკიცებდა, როკ
რესპუბლიკის არსებობისათვის სასიცოცხლოდ აუცულებელია სწორედ დიდი
ტერიტორიის არსებობა.

46. რა მიაჩნდა ტომას ჯეფერსონს აშშ კონსტიტუციის ნაკლად? როგორ


უკავშირებდა ერთმანეთს ტომას ჯეფერსონი დემოკრატიასა და
დემოკრატზაციას?

მედისონისადმი მიწერილ წერილში იგი კონსტიტუციის დიდ ნაკლად თვლიდა


მასში უფლებათა ბილის არარსებობას, რომ არ არის გარანტირებული სიტყვის,
პრესის, აღმსარებლობის თავისუფლება, ამ უკანასკნელ უფლებას იგი ბუნებით
უფლებებს მიაკუთვნებდა, რომლის დარღვევაც ამის გამო არცერთ მთავრობას არ
შეეძლო. ასევე ის უარყოფითად აფასებდა იმასაც, რომ კონსტიტუცუუს მიხედვით
პრეზიდენტი შეიძლება ხელმეორედ იქნეს არეული განუსაზღვრელი დროით და
ამით კუდნივ მონარქად იქცეს.

ის ერთმანეთს უკავშირებდა დემოკრატიასა და დემოკრატიზაციას.ჯეფერსონი


თვლიდა, რომ სახელმწიფოს ორგანიზაციისა და საქმიანობის რესპუბლიკური
პრინციპები ყველა დონეზე უნდა ვლინდებოდეს_ ეს ეხება ფედერაციებს, შტატის,
ოკრუგის, რაიონის ორგანიზაციას. იგი მხარს უჭერდა უმრავლესობის
მმართველობის პრინციპს. მას მიაჩნდა, რომ ის ბოროტება, რომელიც თან მოაქვს
დემოკრატიას, შეიძლება აღმოიფხვრას კიდევ უფრო მეტი დემოკრატიზაციით,
რადგანაც ხალხისაგან შეიძლება ველოდოთ უფრო ნაკლებ უსამართლობას, ვიდრე
მმართველი უმცირესობისაგან.

You might also like