You are on page 1of 19

Contents

პოლიტიკის რაობის განსაზღვრა..........................................................................................................3


4 თეორია პოლიტიკის შესახებ:.............................................................................................................5
პოლიტიკა, როგორც მართვის ხელოვნება......................................................................................5
პოლიტიკა , როგორც საზოგადოებრივი საქმიანობა.....................................................................8
პოლიტიკა, როგორც დათმობის (კომპრომისი) და თანხმობის (კონსესუსი) უნარი..............10
პოლიტიკა, როგორც ძალაუფლებისა და რესურსების გადანაწილების ინსტრუმენტი. . .13
პოლიტიკის შესწავლის მეთოდები...................................................................................................16
ფილოსოფიური ტრადიცია............................................................................................................16
ემპირიული ტრადიცია.....................................................................................................................16
მეცნიერული ტრადიცია...................................................................................................................16
უახლესი ტენდენციები.....................................................................................................................17
შესაძლებელია თუ არა პოლიტიკის მეცნიერულად შესწავლა?................................................18
ცნებები, მოდელები და თეორიები...................................................................................................18
რა არის პოლიტიკა ?
„თავისი ბუნებით, ადამიანი პოლიტიკური ცხოველია“ - არისტოტელე პოლიტიკა წიგნი I

არისტოტელემ პოლიტიკას „მეცნიერებათა მეცნიერება“ უწოდა . პოლიტიკა არის ის რისი


მეშვეობითაც ადამიანები ცდილობენ ცხოვრება გაიუმჯობესონ და სამართლიანი
საზოგადოებაც შექმნან. პოლიტიკა საზოგადოებრივი საქმიანობაა, დიალოგია და მონოლოგს
ვერ იტანს. პოლიტიკა მაშინ იწყება, როდესაც მეორე ადამიანი გამოჩნდება. რობინზონა
მარტო ყოლიფერს იზამს, მარა პოლიტიკაში ვერ ჩაერთვება სანამ პარასკევა არ გამოჩნდება.

პოლიტიკა არის ურთიერთობა ორ ან მეტ ადამიანს შორის, მაგრამ რა არის ის რაც


საზოგადოებრივ ურთიერთობებს პოლიტიკად აქცევს? და მაინც რა არის პოლიტიკა?

დამატებითი ინფორმაცია:

Zoon Politicon - Political Animal

და მაინც რა რას ნიშნავს პოლიტიკური ცხოველი? რატომ ადარებს არისტოტელე ადამიანს


ცხოველს? არის თუ არა პოლიტიკური ცხოველი ადამიანის საუკეთესო განმარტება?

არისტოტელეს აზრით:

პოლიტიკა - არის საერთო სიკეთის მოსაპოვებელი საქმიანობა, ადამიანური საქმიანობის


უმაღლესი ფორმა, რამდენადაც მისი მეშვეობით ადამიანურ ურთიერთობებში ყალიბდება
სამართლიანობა და საერთო სიკეთე.

სახელმწიფო- პოლიტიკურ ურთიერთობათა ერთიანობას წარმოადგენს.

ადამიანი - თავისი ბუნებით არის პოლიტიკური ცხოველი

ყველა სხვა არსებისგან განსხვავებით მხოლოდ ადამიანი ეწევა ცხოვრების


სახელმწიფოებრივ წესს და სახელმწიფოებრივი ცხოვრებისკენ მისწრაფება მხოლოდ
ადამიანშია „ჩადებული“ ადამიანები არიან სოციალურნი, მათ აქვთ ურთიერთობის უნარი,
ცხოველებსაც შეუძლიათ ურთიერთობა, მაგრამ ადამიანს ცხოველისგან განსხვავებით
შეუძლია სახელმწიფოებრივი ცხოვრებისკენ სწრაფვა, ცხოველი პოლიტიკურ საქმიანობას
ვერ წამოიწყებს, არისტოტელეს აზრით, ადამიანი ცხოველის ყველაზე განვითარებული
ფორმაა და სწორედ ამიტომ უწოდებს ის ადამიანს პოლიტიკურ ცხოველს. (ჩემი დასკვნებით)

პლატონი:

ადამიანი ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ მას აქვს აზროვნების და თავისი ქმედების
წინასწარი უნარი.
პოლიტიკის რაობის განსაზღვრა
ფართო გაგებით, პოლიტიკა ის საქმიანობაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები
თანაცხოვრებისთვის აუცილებელ ზოგად წესებს ადგენენ, იცავენ ან ცვლიან, მაგრამ მაინც
საჭიროა მისი, როგორც აკადემიური საგნის შესწავლა.

პოლიტიკა უკავშირდება ისეთ ცნებებს, როგორებიცაა : კონფლიქტი და თანამშრობლობა

განსხვავებული აზრების ჯახი, მისწრაფებათა სხვადასხვაობა, ინტერესთა დაპირისპირება ,


მოთხოვნილებათა ჯიბრი, ქმნის იმ წესებზე დავის წინაპირობას, რომელთა მიხედვითაც
ცხოვრება გვიწევს, მაგრამ მეორე მხრივ ამ წესებზე ზემოქმედებისა თუ მათი დაცვის
უზრუნველსაყოფად ადამიანებმა უნდა ვითანამშრომლოთ, სწორედ აქედან მომდინარეობს
პოლიტიკური ძალაუფლების, როგორც გუნდური თამაშის ჰანა არენდტისეული
განსაზღვრა.

კონფლიქტი თანამშრომლობა  კონსესუსი  საერთო სიკეთე

სწორედ ამიტომ პოლიტიკის დედაარსად კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესს მიიჩნევენ,


განსხვავებული თვალსაზრისები და დაპირისპირებული ინტერესები ერთმანეთს
უახლოვდება, მაგრამ ფართო გაგებით პოლიტიკა კონფლიქტის გადაჭრის გზის ძიებად უნდა
მივიჩნიოთ და არა საბოლოო შეთანხმების მისაღწევ საშუალებად, რადგან ყველა
კონფლიქტის გადაჭრა შეუძლებელია.

დასკვნა:

ფართო გაგებით, პოლიტიკა ის საქმიანობაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები


თანაცხოვრებისთვის აუცილებელ ზოგად წესებს ადგენენ, იცავენ ან ცვლიან, ამ წესების
შეცვლის შემთხვევაში თავს იჩენს კონფლიქტები, მაგრამ მას მივყვართ თანამშრომლობამდე,
ამიტომ პოლიტიკა კონფლიქტის გადაჭრის გზის ძიებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ეს არის
პოლიტიკის ორი ზოგადი გაგება, მაგრამ მხოლოდ ზოგადი რას გვიშველის. :)

კონფლიქტი: წინააღმდეგობა დაპირისპირებულ მხარეთა შორის, რომელიც აზრთა


სხვადასხვაობას, სურვილთა, მოთხოვნილებათა და ინტერესთა სხვადასხვაობას ასახავს.

ძალაუფლება: ერთობლივი ქმედება; მიზნის მიღწევა კოლექტიური ძალისხმევის შედეგად


მეცნიერება — ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს
შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია

მეცნიერებათა კლასიფიკაცია: (სხვებიც არსებობს, მარა ეს ძირითადია)


1. ფორმალური მეცნიერებები
2. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
3. საზოგადოებრივი ( სოციალური) მეცნიერებები
4. კულტურული მეცნიერებები
5. გამოყენებითი მეცნიერებები
6. ზუსტი მეცნიერებები

ჩვენ შევისწავლით პოლიტიკის მეცნიერებას, მაგრამ საინტერესოა, კლასიფიკაციის რომელ


ტიპს მიეკუთვნება ის? ზუსტია თუ საზოგადოებრივი (სოციალური) ? მარტივი მისახვედრია,
რომ ის საზოგადოებრივია, რადგან ვსწავლობ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა
ფაკულტეტზე, ასეც, რომ არ იყოს, შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს პოლიტიკის არსი,
რაც ეწინააღმდეგება ზუსტი მეცნიერებების პრინციპებს.

პოლიტიკის არსის ზუსტი განსაზღვრის მცდელობა ორ მნიშნველოვან პრობლემას აწყდება.

1) პრობლემა: ასოციაციების სიმრავლე, რომელიც სიტყვა პოლიტიკასთან არის


დაკავშირებული, ამ ცნებას ადამიანები ძალიან ბევრ მნიშვნელობას ანიჭებენ, მაშინ,
როცა ეკონომიკას, გეოგრაფიას... არ აქვს ბევრი მნიშვნელობა, ყველა ადამიანი
ინდივიდუალურად აღიქვამს ტერმინ პოლიტიკას და თავიანთი ინტერპრეტაციით
ცდილობენ პოლიტიკის განმარტების პოვნას, პოლიტიკა ბინძური საქმეა,
პოლიტიკოსები აფერისტები... და ბლა ბლა ბლა.
სემანუელ ჯონსონი 1775 წელს : „პოლიტიკა სხვა არაფერია თუ არა ცხოვრებაში
წარმატების მიღწევის საშუალება“- უარყოფით კონტექსტში
ჰენრი ადამსი: სისტემაში მოქცეული სიძულვილი არის პოლიტიკა
პოლიტიკის ცნების განსაზღვრის ყველა შემდეგი მცდელობა მსგავსი
ასოციაციებისგან გათავისუფლებას და შებღალული სახელის აღდგენას
გულისხმობს.

2) პრობლემა: ვერავინ შეთანხმდა კონკრეტულად რას ეხება პოლიტიკის საგანი და არ


არსებობს პოლიტიკის ერთი, ზუსტი დეფინიცია და განსაზღვრება. რას არ ამბობენ,
როგორ არ ხსნიან პოლიტიკას. პოლიტიკა როგორც ძალაუფლების განხორციელება,
ხელისუფლების განმტკიცება, კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღება,
სასიცოცხლო რესურსების გადანაწილება, ხალხით მანიპულირება და ა.შ. მაგრამ
რომელს უნდა დავუჯეროთ? ბოლო-ბოლო რა არის ეს **** პოლიტიკა. როგორც
დავასკვენით ფართო გაგებით პოლიტიკა ის საქმიანობაა, რომლის მეშვეობითაც
ადამიანები თანაცხოვრებისთვის აუცილებელ ზოგად წესებს ადგენენ, იცავენ ან
ცვლიან, მაგრამ რა გზით? დებატებით თუ რევოლუციით? სად ტარდება პოლიტიკა?
საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროსა და ინსტიტუციაში თუ მხოლოდ
რომელიმე კონკრეტულში? ამ კუთხით პოლიტიკა ნამდვილად სადავო საგანია და
დაე ვიკამათოთ, ამ კამათში დაიბადება ჭეშმარიტება.

ხელისუფლება: ამ ცნების ყველაზე მარტივი განმარტებაა კანონიერი ძალაუფლება თუკი


ძალაუფლება სხვათა ქცევაზე ზემოქმედებას გულისხმობს, ხელისუფლება ამგვარი
მოქმედების კანონიერებას ნიშნავს ამიტომაც ხელისუფლება მოვალეობის შეგნებულ
გააზრებას ეფუძნება ვიდრე იძულებასა თუ მანიპულირებას. ამ გაგებით ხელისუფლება
კანონიერებითა და მართებულობით შემოსილი ძალაუფლებაა. იმის და მიხედვით თუ რას
ემყარება ხელისუფლების გაგება მაქს ვებერი 3 ტიპს განასხვავებდა ისტორიულ ფესვებზე
დაფუძნებულ ტრადიციულ ხელისუფლებას, პიროვნულ გავლენაზე დაყრდნობილ
ქარიზმატულ ხელისუფლებასა და საერთო კანონებისა და წესების ერთობლიობის მიხედვით
მოქმედ რაციონალურად კანონმორჩილ ხელისუფლებას.

4 თეორია პოლიტიკის შესახებ:


I. პოლიტიკა, როგორც მართვის ხელოვნება
II. პოლიტიკა , როგორც საზოგადოებრივი საქმიანობა
III. პოლიტიკა, როგორც დათმობის (კომპრომისი) და თანხმობის (კონსესუსი) უნარი
IV. პოლიტიკა, როგორც ძალაუფლებისა და რესურსების გადანაწილების ინსტრუმენტი

პოლიტიკა, როგორც მართვის ხელოვნება


„პოლიტიკა მეცნიერება კი არა ხელოვნებაა“ , უთქვამს ბრძენთა შორის ბრძენ - ბისმარკს :)

ამ გაგებით პოლიტიკა არის: სახელმწიფოს მართვის ხელოვნება, კოლექტიური


გადაწყვეტილებების მიღებისა და გატარების გზით, საზოგადოებრივ ურთიერთობებზე
კონტროლი. ეს არის ამ ტერმინის კლასიკური განსაზღვრება, რომელიც ანტიკური
საბერძნეთიდან იღებს სათავეს.

ტერმინი პოლიტიკა პოლისიდან წარმოდგება, (polis) რაც სიტყვასიტყვით ქალაქ-


სახელმწიფოს აღნიშნავს. ათენში ყველა პოლისს მართვის საკუთარი სისტემა ჰქონდა. ცნება
პოლიტიკა უნდა დავუკავშიროთ პოლისის საქმიანობას, ის რაც პოლისს ეხება, ანუ , ის რაც
სახელწმიფოს ეხება, არის პოლიტიკა. დასკვნა, რომ „რაც სახელწმიფოს ეხება, ყველაფერი
პოლიტიკაა დისციპლინის ტრადიციული თვალსაზრისია და ყურადღებას ძირითადად,
სახელისუფლებლო მანქანასა და მის მოხელეებზე ამახვილებს, პოლიტიკის შესწავლა,
არსებითად სახელმწიფოს მმართველობის, უფრო ზოგადად, ხელისუფლების შესწავლას
ნიშნავს, ამ ტრადიციულ გაგებას ხაზს უსვამს დევიდ ისტონი და პოლიტიკას განმარტავს,
როგორც „ღირებულებათა განკარგვა ხელისუფლების მიერ“ ის ფიქრობს, რომ მთავრობა
ფართო საზოგადოების ზეწოლას პასუხობს - კერძოდ კი წახალისებით დაჯილდოებით ან
დასჯის სახით, შესაბამისად ლაპარაკია იმ ღირებულებებზე, რომლებიც სავსებით მისაღებია
თავად საზოგადოებისთვის, ეს მიდგომა პოლიტიკის გაგებას აახლოებს ინგლისურ
ცნებასთან (policy) რაც იმ ოფიციალური გადაწყვეტილებების ერთობლიობას ნიშნავს,
რომელთა მეშვეობითაც ხელისუფლება საზოგადოებას მართავს.

დასკვნა:

 ამ თეორიის მიხედვით პოლიტიკის კლასიკური განსაზღვრება არის: პოლიტიკა არის:


სახელმწიფოს მართვის ხელოვნება, კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებისა და
გატარების გზით, საზოგადოებრივ ურთიერთობებზე კონტროლი.
 „რაც სახელწმიფოს ეხება, ყველაფერი პოლიტიკაა“ დისციპლინის ტრადიციული
თვალსაზრისია და ყურადღებას ძირითადად, სახელისუფლებლო მანქანასა და მის
მოხელეებზე ამახვილებს, პოლიტიკის შესწავლა, არსებითად სახელმწიფოს
მმართველობის, უფრო ზოგადად, ხელისუფლების შესწავლას ნიშნავს.
 პოლიტიკა არის „ღირებულებათა განკარგვა ხელისუფლების მიერ“

დადებითი:

 კერძო და სახელწმიფო სექტორი მკაცრად არის გამიჯნული

უარყოფითი:

 აღნიშნული მიდგომის ნაკლი მისი ცალმხრივობაა: გამოდის, რომ პოლიტიკა


მხოლოდ პოლიტის ფარგლებში მოიაზრება, ანუ საზოგადოებრივი მოწყობის იმ
სისტემაში, რომელიც სახელისუფლებლო მექანიზმებზეა ფოკუსირებული,
პოლიტიკას აკეთებ თუ ხარ საჯარო სფეროში,
 მაგრამ საზოგადოებრივი სფეროს დიდი ნაწილი რჩება პოლიტიკის გარეთ, კერძო
სექტორი, სკოლები, ოჯახები ... არაპოლიტიკურ სტრუქტურებად განიხილებიან,
რადგან ქვეყნის მართვაში არ მონაწილეობენ, (სადაა ლოგიკა? ოჯახები, რომ იხდიან
გადასახადებს ქვეყნის მართვაში არ მონაწილეობენ? :) )
 პოლიტიკის როგორც მხოლოდ სახელმწიფო საქმიანობის წარმოჩენით მივდივართ
გლობალური ფენომენების უგულებელყოფამდე, ტრანსნაციონალური
ტექნოლოგიები და მრავალეროვანი კორპორაციები არ გვინდა, ძველ დროში ხომ არ
უნდა ჩავრჩეთ? ამგვარი ხედვა მაშინდელი გამოძახილია, როცა ერი-სახელწმიფო ჯერ
კიდევ დამოუკიდებელ მოთამაშედ აღიქმებოდა საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს
უკვე მართვის პროცესში კერძო სექტორიც ერთვება, სწორედ ამიტომ manage-ის
მაგივრად govern იხმარება.
 სახელწმიფო საქმეებსა და პოლიტიკას შორის კავშირის გამო სიტყვა პოლიტიკა
დამამცირებელ იმიჯს იძენს
 დევიდ ისტონის განმარტების კრიტიკა: თუ ხელისუფლება განკარგავს იმ
ღირებულებებს, რომლებსაც საზოგადოება ატარებს და რომლებიც
საზოგადებისთვის მისაღებია, გამოდის, რომ 1) ხელისუფლება პოპულისტური
მეთოდებით მართავს ; 2) საკითხავია, რამდენად სწორ ღირებულებებს ატარებს
საზოგადოება? სტალინის კულტის აღიარებაც მოსულა? 3) საზოგადოება დგას
ხელისუფლებაზე მაღლა
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ჩნდება ანტი პოლიტიკის ფენომენი

პოლიტი: საზოგადოების ორგანიზების ისეთი ფორმა, რომელიც ხელისუფლების მიერ


პოლიტიკური გავლენის გამოყენებას ეფუძნებ; არისტოტელესთან პოლიტი განმარტებულია,
როგორც „მრავალთა მმართველობა ყველას საკეთილდღეოდ“

პოლისი: ძველ ბერძნულად: ქალაქი-სახელმწიფო. დამკვიდრებული თვალსაზრისით,


საზოგადოების ორგანიზების უმაღლეს და სასურველ ფორმად მიიჩნეოდა.

წასაკითხი წიგნი - მაკიაველის მთავარი

მართვა: მართვა უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მმართველობა, თუმცა ამ ცნებას ჯერაც არ
შეუძენია რაიმე დამკვიდრებული, ყველასთვის მისაღები განსაზღვრება. მართვაში
საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვის სხვადასხვა საშუალება მოიაზრება. ამდენად,
მმართველობა მართვის მხოლოდ ერთი ინტიტუტთაგანია და მართვა მმართველობის
გარეშეც შესაძლებელია (როუდსი 1996) . მმართველობის მთავარი ბერკეტებია:

 ბაზრის არსებობა
 იერარქიული დაყოფა
 კომუნიკაციური სისტემები

აღნიშნული ცნების უფრო ფართო გაგებით გამოყენება სახელმწიფო/საზოგადოების


გამიჯვნას აბუნდოვნებს, რადგან მართვის იმგვარ ფორმებს მოიცავს, როგორიც
საზოგადოებრივის კერძოსთან თანამშრომლობაა, კომუნიკაციური სისტემები და
ზენაციონალური თუ ვიწროეროვნული ორგანიზაციებია (ე.წ მრავალსაფეხურიანი
მმართველობა) ზოგი მართვას ბრძანებისა და კონტროლის მექანიზმებიდან აქცენტის
კონსულტაციებსა და მოლაპარაკებებზე გადატანასთან აიგივებს; სხვანი კი ამას
„ადმინისტრირების დონის კლებასა“ და თავისუფალი ბაზრისთვის უპირატესობის
მინიჭებას უკავშირებენ.

ანტიპოლიტიკა: ოფიციალური პოლიტიკითა და პოლიტიკური მექანიზმებით გამოწვეული


იმედგაცრუება, გამოხატული სისტემის წინააღმდგომი პარტიების მხარდაჭერით ანდა
საერთოდ უარის თქმით პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე.
პოლიტიკა , როგორც საზოგადოებრივი საქმიანობა

პოლიტიკის მეორე თეორიის მიხედვით, პოლიტიკის მეორე და უფრო ფართო გაგება


სამთავრობო მართვის ვიწრო სფეროდან მის უფრო ვრცელ სიბრტყეზე გადატანას
გულისხმობს, რასაც ჩვეულებრივ „საზოგადოებრივ საქმიანობას“ ან „საზოგადოებრივ
ურთიერთობებს უწოდებენ ხოლმე. უფრო მარტივი ახსნა:

განსხვავება „პოლიტიკურსა“ და „არაპოლიტიკურს“ შორის ზუსტად ემთხვევა ცხოვრების


არსებითად „საზოგადოებრივ“ და „კერძო“ სფეროებს შორის განსხვავებას.

პოლიტიკური = საზოგადოებრივს

არაპოლიტიკური = კერძო

ეს ხედვა არისტოტელეს ნაშრომებიდან იღებს სათავეს, „პოლიტიკა“ მისი ერთ-ერთი


ნაშრომია, სადაც ის ამბობს: „ადამიანი პოლიტიკური ცხოველია“ და ადამიანური ცხოვრება
მხოლოდ პოლიტიკურ საზოგადოებაშია შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით პოლიტიკა-
სამართლიანი საზოგადოების შექმნასთან დაკავშირებული ეთიკური ქმედებაა - ესაა დარგი,
რომელსაც არისტოტელე მეცნიერებათა მეცნიერებას უწოდებს.

მ ა გ რ ა მ !!!

სად უნდა გაივლოს ზღვარი საზოგადოებრივ და კერძო ცხოვრებას შორის?

ტრადიციული ზღვარი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების გამიჯვნას ემთხვევა

საზოგადოებრივი: სახელმწიფო ინსტიტუტები, (პოლიცია, ჯარი, სამთავრობო მანქანა )


რადგან ისინი საზოგადოების თანაცხოვრების კოლექტიურ ორგანიზებაზე აგებენ პასუხს და
ხალხის ჯიბიდან ფინანსდებიან.

კერძო: სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ბერკის თქმით მცირე ჯგუფებისგან შედგება,


ოჯახი, სანათესაო, კერძო საწარმოები, პროფესიული კავშირები, მათი შექმნაც და
დაფინანსებაც ცალკეულ მოქალაქეთა მიერ ხდება, მაგრამ საკუთარი და არა საზოგადობის
ფართო ფენების ინტერესთა დასაკმაყოფილებლად.

საზოგადოებრივის/კერძოს ამგვარი განსხვავების საფუძველზე პოლიტიკა სახელწმიფოს


ქმედებებთან და საჯარო მოხელეთა მკაცრად განსაზღვრულ მოვალეობებთანაა
გაიგივებული. აქედან გამომდინარე, ცხოვრების ის სფეროები, რომელთა მართვა ადამიანებს
თავად საკუთარი ძალებით შეუძლიათ, (ეკონომიკური, სოციალურო, საყოფაცხოვრებო. )
აშკარად არაპოლიტიკურია.

უფრო მკვეთრადაც შეგვიძლია გავმიჯნოთ „საზოგადოებრივი და კერძო“ როცა ზღვარი


„პოლიტიკურ და პირადულზე გადის.
საზოგადოებრივი: საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო: პოლიტიკა, ვაჭრობა, ხელოვნება,
კულტურა

კერძო: პირადული სფერო: ოჯახი და პირადი ცხოვრება

სამოქალაქო საზოგადოება იმიჯნება სახელმწიფოსგან, მაგრამ ის მაინც მოიცავს


ინსტიტუტებს, რომლებიც ფართო გაგებით საზოგადოებრივად განიხილება - ღია
სტრუქტურებია, მუშაობენ საჯაროობის პრინციპით და საზოგადოებისთვისაც მისაწვდომი
არიან.

პოლიტიკა საზოგადოებრივი საქმიანობა უნდა იყოს თუ კერძო?


არისტოტელე ამბობს, რომ პოლიტიკა საზოგადოებრივი საქმიანობაა და სწორედ მისი
საზოგადოებრივი ხასიათის გამო კეთილშობილურ და ქველ საქმიანობად განიხილებოდა,
იგივე პოზიცია ჰქონდა ჰანა არენდტს, (ნაშრომი ადამიანური გარემო) ამტკიცებს, რომ
პოლიტიკა ადამიანთა მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი ფორმაა, ვინაიდან თავისუფალ და
თანასწორ მოქალაქეებს შორის ურთიერთობებს გულისხმობს - ცხოვრებას აზრს ანიჭებს და
ყოველი ინდივიდის უნიკალურობასაც ადასტურებსო. მსგავს დასკვნამდე მივიდნენ ჟან-ჟაკ
რუსო და ჯონ სტიუარტ მილი, ისინიც ამტკიცებდნენ, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში
მონაწილეობა სიქველეაო, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა სახელმწიფოს მისცემს
შესაძლებლობას საერთო კეთილდღეობას, საყოველთაო ნებას ემსახუროსო. (რუსო) მილის
აზრით საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობას საგანმანათლებლო ფუნქციაც
ეკისრება, რამდენადაც ინდივიდის პიროვნულ, ზნეობრივ და გონებრივ განვითარებას
უწყობს ხელს.

ს ა პ ი რ ი ს პ ი რ ო დ !!!

პოლიტიკა, როგორც საზოგადოებრივი აქტივობა, ადამიანის ცხოვრებაში ჩარევის


არასასურველი ფორმაა და ლიბერალური წყობის მოაზროვნეები სამოქალაქო საზოგადოებას
ყოველთვის სახელმწიფოზე მაღლა აყენებდნენ. საბაბი: კერძო ცხოვრება არჩევანის,
პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სფეროდ უნდა
დარჩესო, ამ თვალსაზრისით პოლიტიკა ყველგან ყოფს ცხვირს სადაც არ ეკითხებაო.

დასკვნა:

დადებითი:

უარყოფითი:

 მკვეთრად ვერ იმიჯნება ზღვარი საზოგადოებრივ და კერძო ცხოვრებას შორის?


სამოქალაქო საზოგადოება: ცნება სამოქალაქო საზოგადოებას სხვადასხვანაირად
განსაზღვრავენ. თავდაპირველად იგი „პოლიტიკურ საზოგადოებად“ მოიაზრებოდა,
რომელსაც კანონი მართავს. ჩვეულებრივ სამოქალაქო საზოგადოების სახელმწიფოსგან
მიჯნავენ და იმ კერძო ინსტიტუტებს უკავშირებენ, რომლებიც ხელისუფლებისგან
დამოუკიდებელია და ცალკეული პირების მიერ თავიანთი მიზნების მისაღწევადაა
ორგანიზებული. ამდენად სამოქალაქო საზოგადოება ავტონომიურ ჯგუფებსა და
ასოციაციებს გულისხმობს: კომპანიებს , ინტერეს ჯგუფებს, კლუბებს, ოჯახებს და ა.შ თუმცა
ჰეგელი განასხვავებს ოჯახს სამოქალაქო საზოგადოებისგან და ამ უკანასკნელს ეგოიზმისა
და თავკერძებოს სფეროდ მიიჩნევს. ცნება „გლობალური სამოქალაქო საზოგადოება“ ლი
უკვე იმგვარ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებს მოიცავს, რომლებიც კერძოა, მოგებაზე არაა
ორიენტირებული, თვითმართვადია და ნებაყოფლობითი: ასეთებია არასამთავრობო
ორგანიზაციები და საზოგადოებრივი მოძრაობები

პოლიტიკა, როგორც დათმობის (კომპრომისი) და თანხმობის (კონსესუსი)


უნარი

პოლიტიკის მესამე განსაზღვრება არა იმდენად მის სამოქმედო ასპარეზს განეკუთვნება ,


რამდენადაც გადაწყვეტილებათა მიღების გზას. ძირითადად პოლიტიკა განიხილება,
როგორც საუკეთესო საშუალება კონფლიქტების მოსაგვარებლად: დათმობის,
მოთათბირებისა და შეთანხმების გზით და არა უხეში ძალის გამოყენებით.
პოლიტიკის ამგვარი განსაზღვრება ყოველდღიურ მეტყველებაშიც გვესმის : პრობლემის
„ პოლიტიკურ“ გადაჭრაში გულისხმობენ პრობლემის მშვიდობიანი მოლაპარაკებებით
გადაჭრას.

პოლიტიკის ამგვარი შეფასება, ჯერ კიდევ არისტოტელესგან მომდინარეობს, თავად ის


რასაც „პოლიტს“ უწოდებდა, მართვის იდეალური სისტემაა: შერეული ფორმა, რომელიც
მმართველობის , როგორც არისტოკრატიულ, ისე დემოკრატიულ ნიშანთვისებებს
ატარებს. დღეს-დღეობით ამგვარი ხედვის ერთი-ერთი მთავარი მიმდევარი ბერნარდ
კრიკია, საკუთარ გამოკვლევაში „პოლიტიკის დასაცავად“ განმარტავს:

„პოლიტიკაა, როდესაც წესების მოცემულ სისტემაში ინტერესთა კონფლიქტი


თითოეული მხარისთვის იმ წვლილის პროპორციული ძალაუფლების გადაცემით
წყდება, რაც მას საზოგადოების საქმეში შეაქვს.“ ამ თვალზასრითით პოლიტიკის
გასაღები ძალაუფლების ფართო გადანაწილებაა. კრიკს სჯერა, რომ ინტერესთა
კონფლიქტი ყოველთვის იარსებებს და მას გარდაუვლად მიიჩნევს, ის ფიქრობს, რომ
ძალაუფლებით აღჭურვილი საზოგადოებრივი თუ ინტერეს- ჯგუფები უცილობლად უნდა
მორიგდნენ ერთმანეთში- მათი შეჯახება არ მოსულაო. სწორედ ამიტომ მოიაზრებს ის
პოლიტიკას, როგორც წესრიგის პრობლემის ისეთ გადაწყვეტას, როდესაც არჩევანი
შეთანხმებისა და შერიგების და არა ძალადობის და იძულების სასარგებლოდ
კეთდება. პოლიტიკის ამგვარი ხედვა ლიბერალურ-რაციონალისტურ ხასიათს ატარებს
და მათი პრინციპებისადმი ერთგულებას ასახავს. ის ემყარება კამათისა და მსჯელობის
ეფექტურობის ურყევ რწმენას და ასევე დარწმუნებულია, რომ შემდგარ საზოგადოებას
კონსესუსისადმი მიდრეკილება უფრო ახასიათებს, ვიდრე გადაუჭრელი
კონფლიქტისადმი. ანუ უთანხმოება ძალადობის გარეშეც შეიძლება, რომ გადაიჭრას.

კრიკის კრიტიკა:

კრიტიკოსები იმას ამბობენ, რომ კრიკი პოლიტიკას ცალმხრივად აღიქვამს და მისი


ხედვა მხოლოდ დასავლურ პლურალისტურ დემოკრატიებს ითვალისწინებს. პოლიტიკა
ამომრჩევლის ნებასა და პარტიულ მეტოქეობასთან გააიგივა და შედეგად მისეული
მოდელი ერთპარტიულ სახელმწიფოებთან ან სამხედრო დიქტატურებთან მიმართებით
ვერ გამოდგება.

მაგრამ მაინც კაია იგი რომე:

პოლიტიკის ამგვარი გაგება არ არის უტოპიური, პოლიტიკა ცივილიზებულ და


ცივილიზაციის მომტან ძალად შეიძლება გაიაზროთ. ხალხს უნდა ვასწავლოთ
პოლიტიკის, როგორც საქმიანობის პატივისცემა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმაც .
მაგრამ პოლიტიკის როგორც კომპრომისისა და ურთიერთგაგების პროცესს
იმედგაცრუებები მოყვა, რამაც შედეგად დემოკრატიისადმი სკეპტიციზმი მოიტანა .
სტოუკერის თქმით „პოლიტიკა იმედგაცრუებაზეა აწყობილი ხშირად მისი შედეგები
ბუნდოვანი და ორაზროვანია, მაგრამ საბოლოო არასოდეს“

დასკვნა:

 პოლიტიკა არის საუკეთესო საშუალება კონფლიქტების მოსაგვარებლად:


დათმობის, მოთათბირებისა და შეთანხმების გზით და არა უხეში ძალის
გამოყენებით.
 პოლიტიკის გასაღები ძალაუფლების ფართო გადანაწილებაა
 პოლიტიკას არის წესრიგის პრობლემის ისეთ გადაწყვეტა, როდესაც არჩევანი
შეთანხმებისა და შერიგების და არა ძალადობის და იძულების სასარგებლოდ
კეთდება.
 პოლიტიკის ამგვარი ხედვა ლიბერალურ-რაციონალისტურ ხასიათს ატარებს
 კამათს და მსჯელობას შედეგი მოაქვს, შემდგარ საზოგადოებას კონსესუსისადმი
მიდრეკილება უფრო აქვს ვიდრე გადაუჭრელი კონფლიქტისადმი

დადებითი:
 პოლიტიკის ამგვარმა გაგებამ შეიძლება ცივილიზებული საზოგადოება შექმნას,
რომლებიც კამათით, მსჯელობით, დათმობით, მოთათბირებით გადაჭრიან
კონფლიქტებს.
 ძალაუფლება ფართოდ იქნება გადანაწილებული, რაც შეამცირებს კორუფციის,
ნეპოტიზმის რისკებს.
 Peace - ნაკლები კონფლიქტი, ნაკლები ძალადობა, მეტი მშვიდობა
 ძლიერი პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბება, მათში პოლიტიკური კულტურის
დამკვიდრება
 აღნიშნული მიდგომა არ არის უტოპიური

უარყოფითი:

 პოლიტიკის ცალმხრივი აღქმა, აღნიშნული გაგება მხოლოდ დასავლურ


პლურალისტურ ქვეყნებს ითვალისწინებს
 ერთპარტიულ და სამხედრო დიქტატურაში ეს მოდელი ვერ გამოდგება
 იდეალისტური ხედვა: პოლიტიკის ამგვარი შეფასება, ჯერ კიდევ
არისტოტელესგან მომდინარეობს, თავად ის რასაც „პოლიტს“ უწოდებდა,
მართვის იდეალური სისტემაა.; შემდგარ საზოგადოებას კონსესუსისადმი
მიდრეკილება უფრო აქვს ვიდრე გადაუჭრელი კონფლიქტისადმი და არშემდგარ
საზოგადოებას? 😊 ; „ხალხს უნდა ვასწავლოთ პოლიტიკის, როგორც საქმიანობის
პატივისცემა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმაც“ და თუ ვერ ასწავლე ან როგორ
უნდა ასწავლო საბჭოთა კავშირ გამოვლილ ადამიანებს და სანამ ასწავლი
მანამდე რა არის პოლიტიკა?

კონსენსუსი: ტერმინი კონსენსუსი , განსაკუთრებული ყაიდის თანხმობას ნიშნავს, ჯერ


ერთი იგულისხმება ფართო შეთანხმება, რომლის პირობებიც პიროვნებათა თუ გარკვეულ
ჯგუფთა ფართო სპექტრისთვისაა მისაღები, მეორეც ზუსტი და პირდაპირი შეთანხმებისგან
განსხვავებით ის ფუნდამენტურ და ძირეულ პრინციპებზე მორიგებას გულისხმობს.
კონსენსუსი წვრილმან უთანხმოებებს არ გამორიცხავს. ტერმინი „კონსენსუსის პოლიტიკა“
ორი მნიშვნელობით გამოიყენება: პროცედურული კონსენსუსი- ეს კონსულტაციებისა და
გარიგებების გზით გადაწყვეტილების მიღების სურვილია- პოლიტიკურ პარტიებს, ან
მთავრობასა და ძირითადად ინტერეს ჯგუფებს შორის. არსებითი- კონსენსუსი კი ორი ან
მეტი პარტიის იდეოლოგიური პოზიციების თანხვდომას გულისხმობს- ძირითადად
პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით. ამის მაგალითებია 1945 წლის შემდგომი
სოციალურ-დემოკრატიული კონსენსუსი დიდ ბრიტანეთში და სოციალურ-საბაზრო
კონსენსუსი გერმანიაში.
პოლიტიკა, როგორც ძალაუფლებისა და რესურსების გადანაწილების
ინსტრუმენტი

პოლიტიკის მეოთხე განსაზღვრება ყველაზე ფართო და რადიკალურია : პოლიტიკა ერთ


რომელიმე კონკრეტულ სფეროს არ მიეკუთვნება, იქნება ეს სახელისუფლებო,
სახელწმიფო თუ საზოგადოებრივი, მიიჩნევა, რომ პოლიტიკა საზოგადოებრივი
ცხოვრების ყველა კუთხე კუნჭულში აღწევს.

ადრიან ლეფტვიჩი, თავის ნაშრომში „რა არის პოლიტიკა- ანუ პოლიტიკური საქმიანობა
და მისი კვლევა“ 1984 ამტკიცებს, რომ:

„პოლიტიკა ნებისმიერ კოლექტიურ საჯარო საქმიანობას უდევს საფუძვლად... ყოველ


დაჯგუფებას, ინსტიტუტსა და გაერთიანებას“ ამ თვალსაზრისით პოლიტიკა
საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა დონეზე იჩენს თავს.

მაგრამ მაინც რითაა გამორჩეული პოლიტიკური საქმიანობა, რა განასხვავებს მას


ნებისმიერი სხვა სოციალური ქცევისგან?

ფართო გაგებით პოლიტიკა გულისხმობს რესურსების შექმნას, გადანაწილებასა და


გამოყენებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არსებითად პოლიტიკა ძალაუფლებაა:
ნებისმიერი ხერხის გამოყენებით სასურველი შედეგის მიღწევის უნარი.

ჰაროლდ ლასველი წიგნი „პოლიტიკა ვის რა ერგება, როგორ და როდის 1936) :

პოლიტიკა ჭრელია და მუდამ კონფლიქტების ზღვარზე ბალანსირებს, მისი ძირითადი


მახასიათებელი რესურსების შეზღუდულობაა, რაც იმ მარტივი მიზეზით აიხსნება , რომ
ადამიანის სურვილები და მოთხოვნილებები უსაზღვროა, მათი დაკმაყოფილებისათვის
საჭირო რესურსები არასაკმარისი. ამიტომ პოლიტიკა შეიძლება გაგებული იყოს,
როგორც ქიშპი შეზღუდული რესურსების გამო, ხოლო ძალაუფლება - ამ
მოცილეობის მთავარი ინსტრუმენტი. ძალაუფლებისადმი ამ მიდგომას ემხრობიან
ფემინისტები და მარქსისტები.

ფემინისტები:
თანამედროვე ფემინისტები განსაკუთრებულ ინტერეს ავლენენ „პოლიტიკური “ ის
მიმართ, რადგან პოლიტიკა ტრადიციული გაგებით გამორიცხავს ქალს პოლიტიკური
ცხოვრებიდან, მეორე მხრივ მამაკაცი დიდი ხანია დომინირებდა ცხოვრების სხვადასხვა
სფეროში, ამიტომ ფემინისტები არ ყოფენ საზოგადოებრივს და კერძოს, ისინი ფიქრობენ ,
რომ პირადი ურთიერთობებიც კი პოლიტიკურია.
კეით მილეს წიგნი- „სქესთა პოლიტიკა 1969 :

პოლიტიკას იგი განმარტავს, როგორც „ძალაუფლებაზე დაფუძნებულ და იმგვარად


ორგანიზებულ ურთიერთობებს, როცა ადამიანთა ერთ ჯგუფს სხვა ჯგუფი
აკონტროლებს“

ფემინისტების აზრით: ურთიერთობები ქმარსა და ცოლს ან მშობლებსა და შვილებს


შორის პოლიტიკურია, ისევე როგორც დამქირავებელსა და დაქირავებულს, მთავრობასა
და მოქალაქეს შორის.

მარქსისტები
მარქსისტები ტერმინ პოლიტიკას ორი მნიშვნელობით იყენებდნენ :

I) თავად მარქსი პოლიტიკას კლასიკური გაგებით იაზრებდა და მას სახელწმიფო


აპარატთან აკავშირებდა, წიგნ „კომუნისტური მანიფესტში“ პოლიტიკურ
ძალაუფლებას ის განიხილავს, როგორც ერთი კლასის ორგანიზებულ ძალას
მეორის დასათრგუნად. მარქსისთვის პოლიტიკა, ისევე როგორც სამართალი და
კულტურა ზედნაშენის ნაწილია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების
ჭეშმარიტი საფუძვლის - ეკონომიკური ბაზისგანაა გამიჯნული, მაგრამ ბოლომდე
მაინც არ გამოყოფდა ეკონომიკურ ბაზისს სამართლებრივი და პოლიტიკური
ზედნაშენისგან- დარწმუნებული იყო, რომ ზედნაშენი ეკონომიკური ბაზისიდან
იღებდა სათავეს და მისი ანარეკლიც გახლდათ. ამ თვალსაზრისით,
პოლიტიკური ძალაუფლება კლასობრივ სისტემაშია ფესვგადგმული.
II) ლენინის თქმით პოლიტიკა ეკონომიკის უკიდურესი ფორმაა, იმ აზრის
საწინააღმდეგოდ, თითქოს პოლიტიკა მხოლოდ ქვეყნის მართვისა და
საზოგადოებრივი ცხოვრების ვიწრო სფერომდე დაიყვანებოდეს.

მარქსისტებს ეკონომიკის უკვე პოლიტიკად გამოცხადება შეგვიძლია მივაწეროთ, ამ


გადასახედიდან კლასობრივი ბრძოლით დაღდასმული სამოქალაქო საზოგადოება,
პოლიტიკის გულის გულია.

ამგვარი ხედვები პოლიტიკას უარყოფით მოვლენად წარმოაჩენს, დაქვემდებარებასა და


დამორჩილებას უკავშირდება.

რადიკალური ფემინიზმის გაგებით, საზოგადოება პატრიარქალურია, რაც ქალის


მამაკაცისადმი მორჩილებასა და უთანასწორობას განაპირობებს

მარქსისტები კი ამტკიცებენ, რომ კაპიტალისტურ საზოგადოებაში პოლიტიკას ბურჟუაზიის


მიერ პროლეტარიატის ექსპლუატაცია ახასიათებსო.

ამ უარყოფით შეხედულებებს პოლიტიკის, როგორც ჩაგვრის მომსპობ და სამართლიანობის


აღმდგენ ინსტრუმენტად აღქმა აბათილებს.

მარქსი ექსპლუატაციის გაქრობას პროლეტარული რევოლუციის მეშვეობით


წინასწარმეტყველებდა,
რადიკალური ფემინიზმის მიმდევრები კი სქესთა შორის სამართლიანი წონასწორობის
დამკვიდრებას გენდერული რევოლუციის გზით აპირებენ.

მაგრამ თუ პოლიტიკას მხოლოდ უთანასწორობასა და უხეშ ძალაუფლებასთან გავაიგივებთ,


საზოგადოებრივ ყოფაში მისი აუცილებლობად აზრს კარგავს.

ფემინისტები მოითხოვენ „სქესთა პოლიტიკას“ ისეთი არასექსისტური საზოგადოების


აშენებით მოეღოს ბოლო, სადაც ადამიანების დაფასება არა სქესის, არამედ პირადი ღირსების
მიხედვით მოხდება.

მარქსისტებს კი სჯერათ, რომ უკლასო კომუნისტური საზოგადოების დამყარებასთან ერთად


„კლასობრივი პოლიტიკაც“ ისტორიას ჩაბარდება და სახელმწიფოს არსებობის
აუცილებლობაც აზრს დაკარგავს, რაც კლასიკური გაგებით პოლიტიკასაც მოუღებს ბოლოს.

დასკვნა:

დადებითი:

 პოლიტიკის მეოთხე განსაზღვრება ყველაზე ფართო და რადიკალურია :


პოლიტიკა ერთ რომელიმე კონკრეტულ სფეროს არ მიეკუთვნება, იქნება ეს
სახელისუფლებლო, სახელწმიფო თუ საზოგადოებრივი, მიიჩნევა, რომ პოლიტიკა
საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა კუთხე კუნჭულში აღწევს.

უარყოფითი:

 ???
პოლიტიკის შესწავლის მეთოდები

ფილოსოფიური ტრადიცია
ძველ საბერძნეთში პლატონმა და არისტოტელემ პოლიტიკურ ტრადიციაში ნორმატივები
შემოიტანეს, თავად პლატონი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო მეფე ფილოსოფოსებს უნდა
ემართათ. დღესდღეობით სწორედ მსგავსი კავშირების გამო გულისხმობს პოლიტიკის
შესწავლა იდეების შესწავლას. ასეთი ანალიზი ობიექტური ვერ იქნება, რადგან
ჭეშმარიტება პირობითი ცნებაა.

ეთიკური; დიდაქტიკური თუ ნორმატიული საკითხების კვლევა - იმის შეცნობის სურვილი


თუ რა და როგორ უნდა იყოს და არა ის რაც უკვე არის

კრიტიკა: ამგვარი მიდგომა ვერ იქნება ობიექტური- ჩნდება კითხვა რატომ უნდა
დავემორჩილო?

ემპირიული ტრადიცია
ნორმატიული ანალიზით ვჯერდებით იმაზე, თუ რა უნდა იყოს, ხოლო
ემპირიული არის აღწერითი- რა იყო და რა მივიღეთ. ემპირიცმის ტრადიცია
განამტკიცეს ჯონ ლოკმა და დევიდ იუმმა, რითიც გაამყარეს შემდეგი აზრი: ცონის
საფუძველი გამოცდილებაა. ემპირიზმის საფუძველზე XIX საუკუნეში ავგუსტ
კომტმა ჩამოაყალიბა პოზიტივიზმი, ანუ ყოველივეს მეცნიერულად
დადასტურება.

პოლიტიკური ანალიზისადმი ემპირიული 1მიდგომა პოლიტიკური რეალობის ცივი


გონებითა და მიუკერძოებლად აღქმას გულისხმობს; აღწერითი და განსაზღვრებითია,
რადგან განსჯის და რჩევებსაც იძლევა.

1
ექსპერიმენტსა და დაკვირვებაზე დაფუძნებული აღქმის საფუძველზე მიღებული ცოდნა
მეცნიერული ტრადიცია
კარლ მარქსმა „ისტორიის მატერიალისტური კონცეფციით“ ისტორიის კანონების
დადგენა სცადა. იგი ფიქრობდა, რომ წარსულის მიხედვით მომავლის
საბუნებისმეტყველო სიზუსტით შესწავლა იყო შესაძლებელი. მეცნიერული
ანალიზი აიტაცა მე-19 საუკუნის მსოფლიომ. ასე ჩამოყალიბდა ბეჰევიორალიზმი
აშშ-ში, რამაც განავითარა, მაგალითად, საარჩევნო კვლევები, თუმცა გაგვძარცვა
ნორმატიულისგან. ბეჰევიორისტებმა უკუაგდეს ისეთი ცნებები, როგორიცაა:
თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა და ა.შ. მიზეზად კი ის
გამოაცხადეს, რომ ზემოხსენებულნი ემპირიულად ვერ დასაბუთდებიან.

რადგან ბეჰივიორიზმი არ ცნობდა ნორმატივებს, იგი მხოლოდ არსებულის


აღწერას გულისხმობდა, რასაც ძალიან დიდი უარყოფითი მხარე ჰქონდა. ასე
უპირობოდ და გაუკრიტიკებლად ჰყაბულდებოდნენ status quo-ს. დემოკრატიაც
კი არჩევნებში მონაწილეობით გამოიხატებოდა.

ნებისმიერი ჰიპოთეზის შესამოწმებლად აუცილებელი იყო ობიექტური და აღნუსხვადი


მონაცემები.

უახლესი ტენდენციები

უახლესი ტენდენციაა საზოგადოებრივი არჩევნის თეორია. რაც ძლიერ ჰგავს


მატემატიკურ თამაშს („ტუსაღის დილემას „), ზემოხსენებული ამოვარდნილია
ისტორიული კონტექსტიდან. გამომდინარე იქიდან, რომ წარსულში გამოცდილი
ტენდენციებიდან არცერთია, დღეს ერთგვარი ფუფუნება გვაქვს იმისა, რომ
ყველა თეორიის ელემენტი განვიხილოთ და მეცნიერულ-ფილოსოფიური
თვალსაზრისით შევაჯეროთ („ტუსაღის დილემი“)

ტუსაღის დილემა

I. ერთი აღიარებს - მეორე არა და მეორეს ესჯება 10 წელო


II. ორივე აღიარებს და ესჯებათ 6-6 წელი
III. არცერთი აღიარებს- 1-1 წელი

უნდობლობით და თანამშრომლობის უუნარობით საუკეთესო ვარიანტს


გარემოებას უგულვებელჰყოფენ და იმის შიშით რომ რომ მეორე ჩაუშვებს 6-6
წელს იგემებენ.
შესაძლებელია თუ არა პოლიტიკის მეცნიერულად
შესწავლა?
პოლიტიკის შესასწავლად უნდა გავმიჯნოტ ობიექტური ფაქტები და სუბიექტური
ღირებულება. სამი წინაღობა:

1. ვერ შევისწავლით ადამიანის ფენომენს და ვერც დეტემინიზმისა თუ


პიროვნების რეფლექსურობის იმედად ვიქნებით;
2. ყველა თავისებურად იაზრებს პოლიტიკურ ღირებულებას;
3. ყველა მიკერძოებული და სუბიექტურები ვართ, თუმცა ამას არავინ
ვაღიარებთ.

ცნებები, მოდელები და თეორიები

ცნება - ერთი სიტყვით გამოხატული იდეა, ყურადღებას ამახვილებს მახასიათებლებზე, რა


ახასიათებს?

მაგალითი: დემოკრატიის ცნება - რა ახასიათებს დემოკრატიას? თავისუფლების მაღალი


ხარისხი; კანონის უზენაესობა...

მოდელი - როგორ მუშაობს ? მოდელის ხარისხი ფასდება იმის მიხედვით თუ რამდენად


სარგებლიანია თუ უსარგებლო. არ არსებობს 100% - ით სარგებლიანი და ზუსტი მოდელი

მაგალითი: დემოკრატიის მოდელი - როგორ მუშაობს დემოკრატია? ძლიერი სასამართლო;


საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო;

თეორია - რატომ მუშაობს? ის ცდილობს მიზეზის პოვნას, მოწმდება იმის მიხედვით თუ


რამდენად ჭეშმარიტია ან მცდარია. არ არსებობს 100%-ით ჭეშმარიტი თეორია.

მაგალითი: დემოკრატიის თეორია - რატომ მუშაობს დემოკრატია? ხსნის დემოკრატიის


მუშაობის მნიშვნელობას, რადგან შექმნას ძლიერი განვითარებული სახელმწიფო,
ჩამოაყალიბოს ჯანსაღი საზოგადოება...

 ცნება- ზოგადი ცოდნა წარმოდგენის საშენი მასალაა (კატის ცნება: ბეწვიანი,


პატარა, კატისებრი);

ცნებებმა შეიძლება დაგვაბნიონ, ამიტომ მაქს ვებერი ამბობდა, რომ საჭიროა


„იდეალური ტიპის“ ცნებების შექმნა ყველაზე საკვვანძო საკითხების წამოჭრით.
(რევოლუციის ცნება იდეალური ტიპია და ამიტომ ვაკავშირებთ ერთმანეთთან 1789
წლის საფრანგეთისა და 1989-1991 წლის აღმოსავლეთ ევროპულ რევოლუციას) ცნებები
იმდენად მრავლის მომცველია რომ ერთი და იგივე ლოზუნგით შეიარაღებული ორი
ჯგუფი შეიძლება ერთმანეთის წინაარმდეგ განეწყოს.

 მოდელი- გაგების გაადვილება უმთავრესის ხაზგასმით, რაიმეს შემცირებული


მოდელი. ისტონის პოლიტიკური სტაბილიზაციის მოდელი: ხალხი-------- გამტარი
ხელისუფლება
 თეორია- სარწმუნო წყაროს სახით მოწოდებული განმარტება ჰგავს მოდელს,
ხოლო მისგან განსხვავებით ნაკლებად მოგვაგონებს ჰიპოთეზას. თომას კუნის
მიხედვით პოლიტიკაში გვაქვს პარადოგმა, ანუ დიდი ჩარჩო, რომლის
ფარგლებშიც მონაცვლეობს უამრავი ერთიანი ცოდნის შექმნილი თეორია.

სახელმწიფო არის input (წვლილი) და output (სარგებელი)--დევიდ ჰისტონი.

You might also like