You are on page 1of 29

საგანი:

პოლიტოლოგი ლექცია 1+1


პოლიტიკის არსი
და თეორიები
პირველი ლექციის მეორე 45 წუთი

ჰენრი კუპრაშვილი
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი,
სრული პროფესორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი


• ადამიანები ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობთ – ვზრუნავთ
­
ყოველდღიურობის ჩვეულ დეტალებზე, მაგალითად, სწავლის
გადასახადზე, შეყვარებულთან ურთიერთობაზე, ზოგი იმაზე, თუ
რა მოდელის მანქანა იყიდოს და ა. შ.
• ამავე დროს, რაღაც დონეზე ვხვდებით, რომ ინდივიდუალური და
ეკონომიკური უშიშროებისა და პიროვნული ბედნიერების ეს
ჩვეულებრივი საზრუნავები არა მხოლოდ ჩვენს ძალისხმევაზე,
არამედ საზოგადოებრივი
­ აზრის ხასიათსა და შედეგებზეც, ანუ
პოლიტიკაზე არის დამოკიდებული.
• სხვა რომ არაფერი, ყველგან მყოფი პოლიტიკა თავს საღამოს
ახალი ამბების მოსმენის ან ყურებისას გვახსენებს, როცა
ტელევიზორიდან ჩვენს ქვეყნაში თუ მსოფლიოში მიმდინარე
მოვლენები იჭრება.
• პოლიტიკა მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზეზით, სამოქალაქო
საზოგადოების პასუხისმგებელ მოქალაქეს პოლიტიკის
შემადგენელი იდეების, ინსტიტუტებისა და პრობლემების
საფუძვლების ცოდნა სჭირდება.
• პოლიტიკა არის მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ მართავენ
და იმართებიან ადამიანები.

2
• ადამიანი საზოგადოებრივი ინდივიდია და ამ სხვადასხვანაირების ერთად
ცხოვრებისათვის საჭიროა მათ შორის შეთანხმება, როგორ უნდა იცხოვრონ, ვინ და
რა უნდა მიიღოს საზოგადოებიდან, ვინ არის ძალაუფლების ღირსი, როგორ უნდა
იყოს გაყოფილი საზოგადოებრივი რესურსები და ბოლოს, რა არის
საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძველი: თანამშრომლობა თუ კონფლიქტი.
ამასთან, ადამიანები ხშირად ვერ თანხმებიან იმაში, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ეს
საკითხები, როგორ უნდა იქნას შემუშავებული კოლექტიური გადაწყვეტილებები, ვინ
და როგორ უნდა გამოთქვას თავისი მოსაზრება, როგორ შეუძლია ადამიანს
იმოქმედოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ა.შ. ამ დროსაა განუზომელი
პოლიტიკის როლი...
• არისტოტელეს თვალსაზრისით, ყველაფერი ეს პოლიტიკას „სამეფო
მეცნიერებად“ აყალიბებდა, რასაც უნდა გაეუმჯობესებინა ცხოვრების დონე და
შეექმნა ღირსეული საზოგადოება.
• პოლიტიკა, უმთავრესად საზოგადოებრივი მოღვაწეობაა. ის ყოველთვის
დიალოგია და არა მონოლოგი.
• ცხადია, ცალკე აღებულ ინდივიდებს, რობინზონ კრუზოს მსგავსად, ხელეწიფებათ
თავისი მეურნეობის გამართვა, ხელოვნების ნიმუშის შექმნა და ა.შ. ერთადერთი, რაც
მათ არ შეუძლიათ, ეს პოლიტიკით დაკავებაა. ეს იმიტომ ხდება, რომ პოლიტიკა
მხოლოდ მაშინ იწყება, მხატვრულად რომ ვთქვათ, როდესაც პარასკევა ჩნდება.
• მრავალხმიანობა, რომელიც პოლიტიკის ფუძეში დევს, რათქმა უნდა, ბადებს
კითხვას, როგორ უნდა შევისწავლოთ ეს საგანი. აქ ისევ სხვადასხვაგვარ გაგებას
ვეჯახებით, რაც ამა თუ იმ საზოგადოების პრობლემას „პოლიტიკურს“ ხდის – როგორ
ანალიზს საჭიროებს პოლიტიკური მოღვაწეობა, როგორ ავხსნათ იგი უფრო
უკეთესად.

3
რა არის პოლიტიკა? გამონათქვამები:
ოტო ფონ ბისმარკი: პოლიტიკა ეს შესაძლებელის ხელოვნებაა
ვაცლავ ჰაველი: პოლიტიკა არაა შესაძლებელის ხელოვნება; პოლიტიკა შეუძლებელის
ხელოვნებაა.
ოსკარ ამერინჯერი: პოლიტიკა საარჩევნო კომპანიისათვის ღარიბთა ხმებისა და მდიდართა
ფულის მიღების კეთილშობილური ხელოვნებაა, რათა დაპირდე მათ ორივეს ინტერესთა
დაცვას.
ვო ნგუენ ზიაპი: პოლიტიკა ომის სხვა ხერხებით გაგრძელებაა .
ნაპოლეონ I: დიდი პოლიტიკა ეს მხოლოდ დიდი საქმეებისათვის გამოყენებული ჯანსაღი
აზრია.
ანონიმი: პოლიტიკაში არაა მნიშვნელოვანი, თუ რამდენად კარგად თამაშობთ; უფრო
მთავარია, ვის მიჰყავს ანგარიში.
შარლ დე გოლი: პოლიტიკაში ან თავის ქვეყანას ღალატობენ, ან ამომრჩევლებს. მეორეს
ვარჩევ.
ანონიმი: თუკი ადამიანებს ფულის გამოძალვისთვის ატყუებთ-ეს თაღლითობაა. თუკი
ადამიანებს ატყუებთ, რათა მათი საამომრჩევლო ხმები მიიღოთ-ეს პოლიტიკაა.
ვიქტორ კოვალი: ჩვენ ვიცხოვრებთ-თქვენ გადაწყვიტეთ.
რონალდ რეიგანი: ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა. თუმცა, მე იმ
დასკვნამდე მივედი, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველთან.
ფრანკლინ რუზველტი: არ წახვიდეთ პოლიტიკაში, თუკი მარტორქაზე უფრო თხელი კანი
გაქვთ.

4
შარლ დე გოლი (1890–
1970)
თუ გენერალ შარლ დე გოლის ამ
კრიტერიუმს გავიზიარებთ, გამოდის, რომ
ჩვენთან ნაციონალური მოძრაობა
ამომრჩეველს ღალატობდა, ხოლო
ქართული ოცნება ქვეყანას ღალატობს.
ა მ ო მ რ ჩ ე ვ ე ლ ი, წინააღმდეგობრივია,
ჭრელია, ზოგჯერ სტრატეგიული
სახელმწიფო ინტერესებიდან
დისტანცირებულია, დროებითი, წამიერი,
სუბიექტური მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებისკენაა ორიენტირებული,
ხოლო ქ ვ ე ყ ა ნ ა, უზენაესი და მარადიული
ღირებულებაა...
რადგანაც ორივეს შეთავსება
გამორიცხულია, ცხადია, რომ არ შეიძლება
ქვეყნის მმართველმა ამომრჩევლის ჭკუაზე
იაროს და უღალატოს სახელმწიფო
ინტერესებს. 
XX საუკუნის საფრანგეთის უდიდესი პოლიტიკოსი, სამხედრო და სახელმწიფო
მოღვაწე. მეხუთე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1958-69 წლებში. მისი
პოლიტიკური იდეოლოგია ცნობილია, როგორც გოლიზმი. მან არ უღალატა
სახელმწიფო ინტერესებს და... ამომრჩევლებმა იძულებული გახადეს 1969 წელს
გადამდგარიყო. ფრანგებისათვის დღეს ის საამაყო პოლიტიკოსია. 5

5
არისტოტელე პოლიტიკაში ხედავდა ადამიანთა ურთიერთობის
უმაღლეს ფორმას:
• თავის შრომაში “პოლიტიკა”, იგი აღნიშნავდა, რომ “ადამიანი
თავისთავად არის პოლიტიკური არსება... მაგრამ ვისაც არ შეუძლია
სახელმწიფოში ყოფნა, ან არ სჭირდება ის დამოუკიდებლობის
შენარჩუნების მიზნით, მაშინ ის ან მხეცია, ან ღმერთი“ (არისტოტელე.
პოლიტიკა. თარგმ. თ. კუკავა. ნაწილი პირველი, თბ., 1995. გვ.12-13 ).

• მან მინიშნება მოახდინა იმაზე, რომ “ღირსეული ცხოვრება” ხალხს


შეუძლია მხოლოდ იმ საზოგადოებაში, სადაც არის პოლიტიკა, -
პოლიტიკურ თანასაზოგადოებაში. აქ პოლიტიკა წარმოდგენილია
ძირითადად ეთიკურ ასპექტში: პოლიტიკა ისაა, რაც უკავშირდება
“სამართლიან საზოგადოებას”, ანუ ის, რასაც არისტოტელემ “სამეფო
მეცნიერება” უწოდა.

არისტოტელე (ძვ. წ. 384–322)

ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსი და


მეცნიერი. პლატონის მოსწავლე,
ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი.

6
 ყველაზე ზოგადი სახით პოლიტიკა არის პროცესი, რომლის
ფარგლებშიც ხალხი ქმნის, ინარჩუნებს და ამდიდრებს თავის
თანაცხოვრების ნორმებს.
 ამიტომ პოლიტიკა განუყოფლადაა დაკავშირებული ისეთ
მოვლენებთან, როგორებიცაა კონფლიქტი და თანამშრომლობა.
 ეს ასეა, რადგან საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვაობა,
რომელიც, ერთის მხრივ, მოხმარებას, ინტერესებსა თანაცხოვრების
საერთო ნორმებს ეხება; მეორეს მხრივ, ყველა ხვდება, რომ ამ
წესების შეცვლას ან მათ შენარჩუნებას აუცილებლად სჭირდება
თანამშრომლობა.
 პოლიტიკის არსი ხშირად დაინახება კონფლიქტების
დარეგულირების პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ფართო
მიდგომის დროსაც პოლიტიკა უნდა გავიგოთ არა როგორც
კონფლიქტების გადაწყვეტა, არამედ გზების ძიება მათი
მოგვარებისათვის, რადგან საზოგადოებაში ყველა კონფლიქტის
მოგვარება როდია შესაძლებელი.
 აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ საზოგადოებრივი
ნაირფეროვნება, მეორეს მხრივ, საზოგადო რესურსების დეფიციტი
მუდამ იქნება საზოგადოების განუყოფელი ნაწილი.

7
ყოველგვარი ცდა უფრო ზუსტად განვსაზღვროთ ცნება „პოლიტიკა “
დაკავშირებულია ორი პრობლემის გადაწყვეტასთან .
პირველი – ეს ასოციაციების სიმრავლეა, რომლებიც ყოველდღიურად
ხმარობენ ტერმინს „პოლიტიკა“. ეს მაშინ, როდესაც ტერმინები ,
ეკონომიკა, გეოგრაფია, ისტორია ან ბიოლოგია საზოგადოებაში
მიჩნეულია როგორც სამეცნიერო დისციპლინები, პოლიტიკა კი
განსხვავებულ ასოციაციებს აღძრავს. ხშირად გვესმის , რომ პოლიტიკა
არის მიკერძოებული, შეუძლებელია მისი შესწავლა პირადი ემოციების
გარეშე. ზოგიერთის თვალში პოლიტიკა უბრალოდ "ბინძური" და "საეჭვო "
საქმეა, რომელიც ისეთ საქმეებთან არის დაკავშირებული , როგორიცაა
ძალადობა, მაქინაციები, თვალთმაქცობა ან უბრალოდ ტყუილი .
ცხადია, აქ არაფერი ახალი არ არის. მაგ., ჯერ კიდევ 1775 წელს
ინგლისელი პოეტი და კრიტიკოსი სემუელ ჯონსონი (Samuel Johnson, 1709–
1784) ამბობდა, რომ "პოლიტიკა – მხოლოდ და მხოლოდ კარიერის
გაკეთებაა ამ სამყაროში". XIX ს. ამერიკელი ისტორიკოსი ჰენრი ადამსი
(Henry Brooks Adams, 1838-1918). ასე ახასიათებდა ამ საგანს –
"ურთიერთგაუტანლობის მოწესრიგებული სისტემა".
თუმცა უნდა ითქვას, რომ პოლიტიკას აქვს მეორე, სრულიად საპირისპირო
რეპუტაციაც – საზოგადოების ნაწილის თვალში პოლიტიკა უმთავრესი და
საპატივცემლო საქმეა.

8
სემუელ ჯონსონი ჰენრი ადამსი
(Samuel Johnson, 1709–1784) (Henry Brooks Adams, 1838-1918)
მეორე, უფრო რთული პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ყველაზე
დიდი ავტორიტეტებიც კი დღემდე ვერ შეთანხმებულან, თუ რას
წარმოადგენს პოლიტიკის მეცნიერების საგანი და სხვადასხვა
მეთოდებით განსაზღვრავენ მას. შეიძლება გამოიყოს ოთხი შეხედულება
პოლიტიკაზე:
1. პოლიტიკა როგორც სახელმწიფოს მართვის ხელოვნება;
2. პოლიტიკა როგორც საჯარო საქმიანობა;
3. პოლიტიკა როგორც კომპრომისისა და კონსენსუსის უნარი;
4. პოლიტიკა როგორც ძალაუფლებისა და რესურსების
გადანაწილების ინსტრუმენტი.

9
ოტო ედუარდ ლეოპოლდ ბ ი ს მ ა რ კ ი
თავადი ფონ ბისმარკ-შენჰაუზენი (Otto Eduard Leopold von
Bismarck-Schönhausen, 1815–1898), გერმანიის
სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის იმპერიის
დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი.

1. პოლიტიკა როგორც სახელმწიფო მართვის


ხელოვნება

"პოლიტიკა არ არის მეცნიერება – ეს ხელოვნებაა“ – ამ სიტყვებს გერმანიის


კანცლერ ოტო ბისმარკს მიაწერენ.
ცხადია, მას მხედველობაში ჰქონდა სახელმწიფოს მართვის ხელოვნება
ძველი ბერძნული სიტყვის მნიშვნელობის მიხედვით. ტერმინი „პოლიტიკა“
წარმოიქმნება სიტყვიდან პოლის (პოლის), რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს ქალაქ -
სახელმწიფოს, თითოეულ მათგანს ჰქონდა თავისი მართვის ორგანოები.
მათგან ყველაზე დიდი და მძლავრი ათენი იყო, რომელიც კანონიერად

10
ითვლება დემოკრატიის აკვნად.
ისტორიულ ჭრილში სიტყვა პოლიტიკა გვაგებინებს, რომ საქმე გვაქვს
თანამედროვე განსაზღვრების იმ ფორმებთან, რაც სახელმწიფოს ეხება .
• პოლიტიკის ასეთი გააზრება უფრო მეტად ვლინდება ყოველდღიურ მეტყველებაში,
ასე მაგალითად, ადამიანზე, რომელმაც დაიკავა სახელმწიფოს ესა თუ ის
თანამდებობა, ჩვენ ვამბობთ – „პოლიტიკაში წავიდა“.
• დღეისათვის პოლიტიკის ამგვარი გაგება რამდენამდე მოძველდა, თუმცა აკადემიურ
პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებობს ტრადიცია, რომ პოლიტიკის შესწავლა ნიშნავს
მთავრობის, უფრო ფართოდ კი ხელისუფლების ფუნქციონირება-შესწავლას.
• ეს ტრადიცია გატარებულია გავლენიანი ამერიკელი პოლიტოლოგის, დევიდ
ისტონის (David Easton; დ. 1917) ნაშრომებში. იგი განსაზღვრავს პოლიტიკას, როგორც
„ფასეულობის გადანაწილებას“, რომელსაც ძალისმიერი სტრუქტურები
ახორციელებენ.
• აქ ვარაუდობენ, რომ პოლიტიკა მოიცავს მხოლოდ იმ პროცესებს, რომელთა
მეშვეობით მთავრობა რეაგირებს საზოგადოებრივ ზეწოლაზე, რითაც ახერხებს
გაანაწილოს ფასეულობები ან ნეგატურ მოქმედებებს მიმართავს. ფასეულობად
მიღებულია ის აუცილებელი თვისებები, რომლებიც მიღებულია საზოგადოების მიერ
და აღიარებულია აუცილებლობად.
• ასეთი მიდგომის ნაკლი არის მისი სივიწროვე. გამოდის, რომ პოლიტიკა ეფუძნება
მხოლოდ იმას, რაც შიგ პოლიტიკაში ხდება – იმ საზოგადოების ორგანიზაციის
სისტემაში, რომელიც სახელისუფლებო აპარატის ხელისუფლების ირგვლივ
კონცენტრირდება.
• ასეთი გაგებით პოლიტიკა იქმნება მხოლოდ კაბინეტებში, საკანონმდებლო
პალატებში, სამთავრობო უწყებებში, ხოლო განაგებენ მას ძალიან მცირე და

11
განსაკუთრებული ჯგუფების ადამიანები.
• ადამიანთა უმრავლესობა და ინსტიტუტების დიდი ნაწილი პოლიტიკის ჩარჩოებს
მიღმა რჩება. ბიზნესი, სხვადასხვაგვარი ადგილობრივი გაერთიანებები , ოჯახი ,
სკოლა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები – ყველანი აღინიშნებიან ,
როგოც „არაპოლიტიკური“ სტრუქტურები, ისინი არაფრით არ არიან
დაკავშირებულნი „ქვეყნის მართვასთან“.
• სახელმწიფო აპარატების გაიგივება პოლიტიკასთან ნიშნავს , რომ ჩარჩოებს მიღმა
რჩება საერთაშორისო ფაქტორები – ტრანსნაციონალური კორპორაციები ,
რომლებიც სულ უფრო მზარდ გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე , იყო დრო ,
როდესაც საერთაშორისო არენაზე მოქმედებდა შიდა ჩაკეტილი ნაციონალური
სახელმწიფოები, ეს ეწინააღმდეგება დღევანდელობას , როდესაც უფრო და უფრო
რთული საზოგადოებები ხდებიან მართვის ობიექტები და საზოგადოების მართვას
ახორციელებს არა იმდენად მთავრობა, არამედ საზოგადოებრივი და კერძო
სექტორი. ამიტომ ამბობენ, რომ მოვიდა დრო, როცა უნდა შეიცვალოს ტერმინით –
„მაკრომართვა“.
• პოლიტიკისა და სახელმწიფოს თვალთახედვით პოლიტიკური მოღვაწეობა ხშირად
ნეგატიურ ჭრილშია მოთავსებული, პოლიტიკოსებს კი არც თუ სახარბიელოდ
იხსენებენ. ეს ყველაფერი ტოლობის ნიშნით ერთიანდება პოლიტიკური სფეროსა
და სახელმწიფო მოღვაწეთა საქმიანობაში.
• ყველა კარგად იცნობს მლიქვნელ პოლიტიკოსს, რომელიც ხელისუფლებისკენ
ილტვის, მაგრამ არაფერი გააჩნია საკუთარი ამბიციების გარდა . საინფორმაციო
საშუალებების მეშვეობით ვიგებთ კორუმპირებულობის ფაქტებს სახელმწიფო
ეშელონებში. ამაზე ლაპარაკობენ, როგორც „პოლიტიკანობაზე “, და
„ბიუროკრატებზე, რომლებიც თავიანთ სავარძელში არიან მოკალათებულნი “.

12
აქედან გამომდინარე „ანტიპოლიტიკის“ კარგი ნიადაგი ჩნდება .
ხშირად ამასთან დაკავშირებით ნიკოლო მაკიაველის ნაშრომებს
მოიხსენიებენ, რომელმაც წიგნში „მთავარი“ (1513 წ.) აღწერა თავისი
დროის მმართველების ვერაგობა, ცბიერება და სიმკაცრის რეალისტური
სურათი. პოლიტიკის ნეგატიური სახე საზრდოვდება ლიბერალური
ფილოსოფიის მხრიდანაც: ინდივიდს ამ ფილოსოფიაში ყოველთვის
მიეწერება ესა თუ ის პირადული ხასიათის დაინტერესება, პოლიტიკური
ხელისუფლება, დასაწყისშივე აფუჭებს ადამიანს, რადგან ისინი ვინც
„ხელისუფლებაშია“, ყოველთვის გამოიყენებს თავის ადგილს საკუთარი
მიზნებისათვის სხვის ხარჯზე.
ეს მოსაზრება აისახა ლორდი აკტონის ცნობილ აფორიზმში
„ყველანაირი ძალაუფლება რყვნის, – აბსოლუტური ძალაუფლება კი
რყვნის აბსოლუტურად“.

ნიკოლო მაკიაველი
(Niccolò di Bernardo dei Machiavelli; 1469–1527)
რენესანსის დროინდელი იტალიელი პოლიტიკური
მოაზროვნე, ისტორიკოსი, სამხედრო
თეორეტიკოსი, დიპლომატი, ფილოსოფოსი,
მწერალი და ჰუმანისტი.

ლორდი აკტონი
(John Emerich Edward Dalberg-Acton, 1834-1902)

13
ინგლისელი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე.
2. პოლიტიკა როგორც საჯარო
საქმიანობა
მეორე უფრო ფართო კონცეფცია პოლიტიკისა სცილდება სამთავრობო
მართვას, კერძოდ, იმ მიმართულებით მიდის, რასაც ეწოდება „საზოგადო
ცხოვრება“ ან „საზოგადო საქმე“.
• ამ მიდგომის თანახმად, განსხვავება „პოლიტიკურსა“ და „არაპოლიტიკურს“
შორის ემთხვევა განსხვავებას საჯარო და კერძო ცხოვრების სფეროებს შორის .
• ასეთი შეხედულებები პოლიტიკაზე გამომდინარეობს ბერძენი ფილოსოფოსის
არისტოტელეს შრომებიდან. თავის „პოლიტიკაში“ მან მინიშნება მოახდინა
იმაზე, რომ „ადამიანი თავისთავად თავისი ბუნებით არის პოლიტიკური
არსება“ და „ღირსეული ცხოვრება“ ხალხს შეუძლია მხოლოდ იმ
საზოგადოებაში, სადაც არის პოლიტიკა, – პოლიტიკურ თანასაზოგადოებაში .
• აქ პოლიტიკა წარმოდგენილია ძირითადად ეთიკურ ასპექტში : პოლიტიკა ისაა ,
რაც უკავშირდება „სამართლიან საზოგადოებას“, ანუ ის, რასაც არისტოტელემ
„სამეფო მეცნიერება“ უწოდა.
• კითხვა მხოლოდ ერთში მდებარეობს – ზუსტად სად გადის საზღვარი „საჯარო “
და „პირად“ ცხოვრებას შორის.
• საერთოდ ამბობენ, რომ ის ემთხვევა სახელმწიფო და სამოქალაქო

14
საზოგადოების გაყოფას.
ედმუნდ ბერკი
(Edmund Burke; 1729–1797)

ინგლისელი პარლამენტარი,
პოლიტიკური მოღვაწე,
განმანათლებლობის ეპოქის
პუბლიცისტი, კონსერვატიზმის
იდეური მამამთავარი

15
• სახელმწიფო ინსტიტუტებს (სახელმწიფო აპარატი , სასამართლოები , პოლიცია ,
ჯარი, სოციალური დაცვის სისტემა და ა.შ.). ჩვენ განვიხილავთ როგორც „საჯაროს “,
რადგან ისინი პასუხს აგებენ საზოგადოების კოლექტიური ცხოვრების
ორგანიზაციაზე და ამასთანავე საზოგადოების ხარჯზე ფინანსდებიან –
გადასახადების სახით.
• სამოქალაქო საზოგადოება შედგება „პატარა უჯრედებისაგან “, როგორც მას
ედმუნდ ბერკი უწოდებდა, ანუ ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა ოჯახი, სისხლით
მონათესავე საზოგადოებები, კერძო საწარმოები, პროფკავშირები , კლუბები ,
ადგილობრივი თანასაზოგადოებები და სხვა მსგავსი სტრუქტურები . ისინი
„კერძოა“ იმ გაგებით, რომ იქმნებიან და არსებობენ კერძო პირების ხარჯზე მათი
ინტერესების გათვალისწინებით (ეკონომიკაში , სოციალურ , საყოფაცხოვრებო ,
პირად, კულტურულ სფეროებში და ა.შ.) და წარმოგვიდგებიან როგორც
„არაპოლიტიკური“.
• პოლიტიკის, როგორც საზოგადოებრივი მოღვაწეობის კონცეფცია , ყოველთვის
იყოფოდა „მომხრეებად“ და „მოწინააღმდეგეებად“. არისტოტელეს ტრადიციების
გათვალისწინებით, პოლიტიკური მოღვაწეობა განიხილება , როგორც ღირსეული
და განათლებული საქმიანობა სწორედ მისი „საჯარო “ ხასიათის გამო .
• უფრო მოგვიანებით ეს ტრადიცია გააგრძელა ჰანნა არენდტმა, რომელიც
ნაშრომში „ადამიანური არსებობის პირობები“ (1958 წ.) წერდა იმის შესახებ , რომ
პოლიტიკა არის ადამიანური მოღვაწეობის ყველაზე მთავარი ფორმა , იმიტომ რომ
აქ საქმე გვაქვს თანასწორ და თავისუფალ მოქალაქეების ურთიერთობასთან , ეს
არის ის რაღაც უნიკალური, რაც ყველა ადამიანს აძლევს ცხოვრების აზრს .
მიახლოვებულ აზრს გამოხატავდა ჟან-ჟაკ რუსო და ჯონ სტიუარდ მილი.

16
ჯონ სტიუარტ მილი
(John Stuart Mill; 1806–1873)
ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი.
მისი ცნობილი ნაშრომია ნარკვევი ,,თავისუფლების შესახებ“
(1859)

17
ჰანა არენდტი
(Hannah Arendt; 1906–1975)
ებრაული წარმოშობის გერმანო–
ამერიკელი ფილოსოფოსი,
პოლიტოლოგი, ისტორიკოსი,
ტოტალიტარიზმის თეორიის
მამამთავარი.

18
ჟან-ჟაკ რუსო
(Jean-Jacques Rousseau, 1712–1778)
ფრანგი კომპოზიტორი, ფილოსოფოსი და
განმანათლებელი, რომლის ნაშრომებმა და
პოლიტიკურმა იდეებმა მნიშვნელოვანი
წვლილი შეიტანეს საფრანგეთის
რევოლუციაში. მისმა პოლიტიკურმა იდეებმა
ხელი შეუწყო სოციალიზმის ჩამოყალიბებას
და ნაციონალიზმის გავრცელებას. რუსომ
ასევე დიდი წვლილი შეიტანა მუსიკაში,
როგორც თეორეტიკოსმა, ასევე
კომპოზიტორმა. „აღსარების“ დაწერის
შემდეგ მან პრქტიკულად საფუძველი
ჩაუყარა ბიოგრაფიას, როგორც
ლიტერატურულ ჟანრს.

19
3. პოლიტიკა როგორც კომპრომისი და კონსენსუსი
პოლიტიკის მესამე კონცეფცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე , თუ როგორი გზით
მიიღება გადაწყვეტილებები. პოლიტიკა განიხილება როგორც კონფლიქტების
მოგვარების საშუალება კომპრომისების, მოლაპარაკებებისა და სხვა საშუალებების
გზით, რომლებიც გამორიცხავენ ძალის გამოყენებას ან შიშველ ძალაუფლებას .
ეს კონცეფცია აქვთ მხედველობაში, როცა ამბობენ „პოლიტიკა არის
შესაძლებლობის ხელოვნება“. როდესაც ლაპარაკია პრობლემის „პოლიტიკური “
გზით გადაწყვეტაზე, მხედველობაში აქვთ სამშვიდობო მოლაპარაკება „ძალოვან “
ან „სამხედრო“ გადაწყვეტილებების წინააღმდეგ.
ეს ტრადიციაც არისტოტელესაგან მოდის. სწორედ მისი პოსტულატია – იდეალური
მართვის სისტემა არის „პოლიტიკა“ – „შერეული“ ფორმა, რომელიც შეიცავს
როგორც არისტოკრატიულ, ასევე დემოკრატიულ ელემენტებს .

ბერნარდ კრიკი
(Bernard Crick; 1929 - 2008).
ბრიტანელი
პოლიტოლოგი.
ბიჰევიორიზმის
კრიტიკოსი.

20
• ამ ტრადიციების მომხრე ჩვენს დროში გახლავთ ბერნარდ კრიკი.
თავის კლასიკურ ნაშრომში „პოლიტიკის დასაცავად“ ის წერს, რომ
კონფლიქტის მხარეები თანხმდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც
მათ გააჩნიათ ძალაუფლება ან ძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში
ერთ-ერთი მხარე უბრალოდ გაითელება. თუ რაიმე კონფლიქტი
წარმოიშვა, ის უნდა გადაიჭრას ძალადობისა და მუქარის გარეშე.
• კრიკს კრიტიკოსები გამოუჩნდნენ, რომლებიც მიუთითებდნენ
იმაზე, რომ ის გაერთო დასავლელი პლურალისტების მაგალითით
და გააიგივა პოლიტიკა ისეთ მოვლენასთან, როგორიც
ელექტორალური პროცესი და პარტიული მოწინააღმდეგეებია;
რაც შეეხება ერთპარტიულ სახელმწიფოებს და სამხედრო
დიქტატურას, აქ მისი პოზიცია ცოტა რამეს განგვიმარტავს.
• მოცემული კონცეფცია უმთავრესად მიიჩნევს კომპრომისს და
კონსენსუსს. იგი პოლიტიკას დადებით ჭრილში წარმოადგენს,
მაგრამ მიუთითებს, რომ ასეთ პოლიტიკაში მიდის ბრძოლა, სადაც
მთავარ ხიფათს წარმოადგენს – „ნებისმიერი ფასით შემოვიდეს
მკაფიო სიცხადე და გარკვეულობა“, ეს შესაძლოა იყოს
დემოკრატიისადმი ბრმა მიმხრობა, ყბადაღებული ნაციონალიზმი
ან სულაც მეცნიერების პრეტენზია საბოლოო ჭეშმარიტებაზეა.

21
4. პოლიტიკა როგორც ძალაუფლებისა და
რესურსების გადანაწილების ინსტრუმენტი.
მეოთხე განსაზღვრება ყველაზე ფართოა და რადიკალური.
• პოლიტიკას აქ არ ეთმობა რაიმე კონკრეტული სფერო მთავრობაში ,
სახელმწიფოსა თუ „საზოგადო ცხოვრებაში”, ის საზოგადო მოღვაწეობის ყველა
დარგშია, ყველა „ნაბიჯზე”.
• როგორც ადრიან ლეფტვიჩი (Adrian Leftwich; 1940-2013) აღნიშნავს თავის
ნაშრომში „რა არის პოლიტიკა? ანუ პოლიტიკური საქმიანობა და მისი კვლევა ”
ამტკიცებს, რომ „პოლიტიკა საზოგადო მოღვაწეობის ცენტრშია , როგორც
ოფიციალურად, ასევე არაოფიციალურად, საჯარო და კერძოა , ის ყველა
სოციალურ ჯგუფშია, ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში”; ჩვენ მას ვხედავთ
ყველა საზოგადო ურთიერთობაში. ოჯახში, მცირე ჯგუფებსა თუ მეგობართა
წრეში, თუ ერსა და გლობალურ თანასაზოგადოებაში. მაშინ რა განსხვავებაა
პოლიტიკურსა და სხვა სახის მოღვაწეობას შორის, რაშია მისი სპეციფიკა ?
• ამ კითხვას ეს ტრადიცია შემდეგნაირად ხსნის: პოლიტიკა გულისხმობს
ყველაფერს, რაც რესურსების შექმნას, გადანაწილებასა და გამოყენებასთანაა
დაკავშირებული, აქ საუბარია ძალაუფლებაზე – მის უნარზე ნებისმიერი ხერხის
გამოყენებით სასურველი შედეგი მივიღოთ, ეს იდეა გატარებულია ამერიკელი
პოლიტოლოგის ჰაროლდ ლასუელას (Harold Dwight Lasswell, 1902—1978) წიგნში
„პოლიტიკა: ვის რა ერგება, როდის და როგორ?” (1936 წ.).

22
• საზოგადო ცხოვრებაში ეს ტრადიცია ითვალისწინებს ინტერესების
მუდმივ კონფლიქტს, და რაც მთავარია - რესურსების დეფიციტს,
რომელიც მომდინარეობს იმ უბრალო ვითარებისაგან, რომ
ადამიანის სურვილები უსაზღვროა, მაგრამ მათი დაკმაყოფილების
საშუალება შეზღუდული. ამიტომ აქ პოლიტიკას, როგორც
წინააღმდეგობას, ისე განიხილავენ; ძალაუფლებას კი, როგორც
მთავარ ინსტრუმენტს ამ წინააღმდეგობაში. ამ მიდგომას ემხრობიან
ფემინისტები და მარქსისტები.
• თანამედროვე ფემინიზმი საზრდოობს იდეით, რომ პოლიტიკა
ძირითადად გამორიცხავს ქალების მოღვაწეობას და მას მხოლოდ
ოჯახისა და ოჯახური ვალდებულებების ირგვლივ ტოვებს, მამაკაცი კი
აგრძელებს მოღვაწეობას არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ სხვა
საზოგადო სფეროებშიც. ამიტომ ფემინიზმის თეორეტიკოსები
ეწინააღმდეგებიან საჯაროსა და პირადულის გაყოფას
საზოგადოებაში, რასაც შემდგომ ლოზუნგს უყენებენ „პირადული არის
პოლიტიკა”, რაშიც როგორც წყლის წვეთში ირეკლება რადიკალური
ფემინიზმის მთელი ფილოსოფია.
• ფემინიზმმა თავისებური ნიშა გამოყო - „ყოველდღიურობის
პოლიტიკა”. აქ ყველა სახის ურთიერთობა - ოჯახში, ცოლ-ქმარს
შორის, ბავშვებთან ისევე, „პოლიტიკურია”, როგორც მოსამსახურისა

23
და დამქირავებლის ან მთავრობისა და მოქალაქის ურთიერთობანი.
• მარქსიზმი პოლიტიკაზე საუბრობს, როგორც საზოგადოების ორ დონეზე
“ზედნაშენზე” და „ბაზისზე”. თვით კარლ მარქსი პირველსაწყისად პოლიტიკას
აღიქვამდა კლასიკურად, ანუ აკავშირებდა მას სახელმწიფოსთან : მაგალითად
„კომუნისტური პარტიის მანიფესტში” (1848 წ.), ის წერს პოლიტიკურ
ხელისუფლებაზე, როგორც „ერთი კლასის მიერ ორგანიზებულ ძალაუფლებაზე “.
შემდგომში მან განავითარა თავისი თეორია, მიაკუთვნა პოლიტიკურ
ურთიერთობას საკანონმდებლო და კულტურული ურთიერთობანი, ანუ „ზედნაშენი ”.
„ზედნაშენი” „ბაზისიდან“ წარმოიშობა და მას ირეკლავს.
• შემდგომში ვლადიმერ ლენინმა მოახდინა პოსტულიზება და პოლიტიკური
ძალაუფლება დაუკავშირა საზოგადო კლასობრივ სისტემას, ანუ „პოლიტიკა
ეკონომიკის კონცენტრირებული გამომხატველი გახადა”.
• მარქსიზმის თანახმად „ეკონომიკა - უკვე პოლიტიკაა ”. ზემოთ განხილულის
მიხედვით, პოლიტიკა არის ხალხისადმი მტრული ძალა , იგი დაკავშირებულია
ერთი ადამიანისადმი მეორის დამორჩილებასთან.
• რადიკალური ფემინიზმისათვის ეს აზრი ამკვიდრებს „პოლიტიკურ პატრიარქატს ,”
სადაც ქალისათვის მამაკაცის ქვეშევრდომის როლია განკუთვნილი;
• მარქსიზმისათვის - ბურჟუაზიის მიერ პროლეტარიატის ექსპლუატაციას . ამავე
თოერიაში პოლიტიკას არა მხოლოდ ნეგატიური, არამედ პოზიტიური მნიშვნელობა
ენიჭება - როგორც იარაღს, რომლითაც საზოგადოებრივ უთანასწორობას ებრძვიან .
• ფემინისტები მოუწოდებდნენ ბოლო მოეღოს „სქესის პოლიტიკას ” და აშენდეს
ისეთი საზოგადოება, რომელშიც არ იქნება სქესობრივი დაყოფა .
• მარქსისტების თვალსაზრისით „კლასების პოლიტიკა“ ისტორიას ჩაბარდება . ის
მიგვიყვანს „სახელმწიფოს სიკვდილამდე” და პოლიტიკის, კლასიკური გაგებით ,

24
დასრულებამდე.
პოლიტიკის ცნებები, მოდელები და თეორიები
ცნებები, მოდელები და თეორიები არის პოლიტიკური ანალიზის
ინსტრუმენტები, მაგრამ მათთან ფრთხილი მოპყრობაა საჭირო.
o ცნება – ესაა საერთო იდეა, ძირითადად ერთი სიტყვით ან ერთი
წინადადებით გამოხატული. მაგრამ ის უფრო მეტია, ვიდრე საკუთარი ან
საზოგადო სიტყვა. მაგ. ცნება „პრეზიდენტობა“ არ განეკუთვნება
რომელიმე კონკრეტულ პრეზიდენტს. იგი არის იდეათა ერთობლიობა
სახელმწიფოს მეთაურის რაობაზე.
o ცნება ინსტრუმენტია, რომელიც გვეხმარება ფიქრის, კრიტიკის,
მტკიცების, ახსნასა და ანალიზის დროს. უბრალო თვალყურის დევნება
არგვაძლევს სრულ ცოდნას გარე სამყაროს შესახებ. ყველაფერი
პირდაპირ კავშირშია პოლიტიკის სამყაროსთან: ჩვენ ვიძენთ ცოდნას,
ვამდიდრებთ და ვაყალიბებთ ცნებებს, რომლებიც მსოფლიოს
უსაზღვრობის არსს გვაგებინებს. ცნება და კონცეფცია თავისთავად
ადამიანს მოვლენათა შემეცნებასა და გააზრებაში ეხმარება.
 მოდელი და თეორია ფართე ცნებაა; ისინი იდეებია მთელ სპექტრს
შეიცავენ. მოდელის სიტყვის ქვეშ ტრადიციულად ვიაზრებთ ობიექტს
შემცირებული მასშტაბით. მაგ, თოჯინის სახლი ან თვითმფრინავი.
მოდელის ფუნქციაა რაც შეიძლება ზუსტად გაიმეოროს ორიგინალი. მაგ.
კომპიუტერული ეკონომიკის მოდელი ვერ იქნება თვითონ ეკონომიკის

25
ფიზიკური ანალოგია.
კონცეპტუალური მოდელი – უფრო ანალიტიკური ინსტრუმენტია. მოდელები
შეიცავენ ურთიერთობების გარკვეულ შიგთავსს, რომლებიც წარმოგვიჩენენ
ემპირიული მონაცემების აზრსა და მნიშვნელობას.
პოლიტიკური ანალიზის ერთ-ერთი ყველაზე კარგი პოლიტიკური სისტემის
მოდელი შეიმუშავა ამერიკელმა პოლიტოლოგმა დევიდ ისტონმა (David
Easton; დ. 1917). მოდელს ძალიან ამბიციური მიზანი ჰქონდა, ანალიზის
სისტემის საფუძველზე აეხსნა მთელი პოლიტიკური პროცესი წამყვანი
პოლიტიკური აქტების ჩათვლით. რაც, თავის მხრივ, ერთ მთლიანობას
ქმნის. პოლიტიკურ სისტემაში, როგორც ისტონმა ახსნა, არის „წვლილი“ და
„სარგებელი“. პირველი ნიშნავს მოთხოვნას, მხარდაჭერას საზოგადოების
მხრივ. მეორე – გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს, რომელშიც
სხვადასხვა პროგრამები შედის, კანონების მიღება და საზოგადო
საშუალებების გაფართოება. ისტონის მოდელში პოლიტიკური პარტიები და
ინტერესების ჯგუფები წარმოდგენილია როგორც „მეკარე“. მათი მთავარი
ამოცანაა პოლიტიკურ სისტემაში „შეყვანის“ რაოდენობის რეგულირება.
ისტონის მოდელი უკეთესად ხსნის იმას, თუ რატომ მიდიან რეპრესიასა და
ძალისხმევაზე, როგორ ხდებოდა ეს ამა თუ იმ პოლიტიკურ სისტემებში.
ტერმინები „თეორია“ და „მოდელი“ ხშირად იხმარება როგორც
ურთიერთშემცვლელი ცნებები. ერთიც და მეორეც შემადგენელი
კონცეპტუალური კონსტრუქციაა. პოლიტოლოგები იტყვიან, რომ თეორია
შესაძლოა იყოს ნაკლებად ჭეშმარიტი, მოდელი კი – უფრო ნაკლებად
„სასარგებლო“.

26
თეორია და მოდელი ხშირად ურთიერთკავშირშია. რთულ პოლიტიკურ
თეორიებს შეუძლია ილუსტრირებული იყოს რიგი მოდელით.
მაგალითად, პლურალიზმის თეორია შეიძლება აიხსნას სახელმწიფო
მოდელის გამოყენებით, ელექტორატული პროცესის თეორია კი ჯგუფური
პოლიტიკის მოდელით და ა.შ.
მოდელი და მიკროთეორია პოლიტიკური ანალიზის უმთავრესი
თეორეტიკული ინსტრუმენტებია, რომლის ცენტრშიც ძალაუფლებისა და
სახელმწიფოს პრობლემატიკა დევს: პლურალიზმი, ელიტიზმი,
კლასობრივი ანალიზი და ა.შ.
ამერიკელმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა თომას კუნიმ (Thomas
Samuel Kuhn; 1922–1996) თავის წიგნში „მეცნიერული რევოლუციის
სტრუქტურა“ მაკროთეორიის წარმოდგენას უწოდა პარადიგმა, როგორც
იდეოლოგიურ ტრადიციას. პარადიგმა – ურთიერთდაკავშირებული
პროგნოზების, დოქტრინების და თეორიების კრებულია, რომლებიც ხელს
უწყობს გააზრების სტრუქტურულ პროცესს. ბუნებისმეტყველებაში, კუნის
მიხედვით, ყველა დროში მეფობს ერთი პარადიგმა, ძველ პარადიგმას
ახალი ცვლის. ეს პარადიგმები ღებულობენ ფართო სოციალური
ფილოსოფიის ფორმას, რასაც ხშირად იდეოლოგიას უწოდებენ –
ლიბერალიზმს, კონსერვატიზმს, სოციალიზმს, ფაშიზმს, ფემინიზმს და ა.შ.

27
დასკვნები
• პოლიტიკა არის მოღვაწეობა, რომლის ფარგლებშიც ხალხი ქმნის , ინარჩუნებს
და ამდიდრებს საზოგადო წესებს. საზოგადო მოღვაწეობა დაკავშირებულია ,
ერთის მხრივ, ნაირფეროვნებასა და კონფლიქტზე, მეორეს მხრივ, –
თანამშრომლობისა და ამოქმედებაზე. პოლიტიკა უმჯობესია გავიგოთ , როგორც
კონფლიქტების გადაჭრის გზა, მაგრამ ყველა კონფლიქტი არ არის
მოგვარებადი.
• სხვადასხვა ტრადიციებით და სხვადასხვა მოაზროვნეთა მიხედვით პოლიტიკას
იგებდნენ სხვადასხვაგვარად. მას სახელმწიფო მართვის ხელოვნებად
აღიქვამდნენ. საზოგადო კონფლიქტების მოგვარება ხდებოდა დისკუსიებითა და
კომპრომისებით. ყველაზე სადაო პრობლემა პოლიტოლოგიაში არის ის , თუ
საზოგადო ცხოვრების რომელ სფეროს მოიცავს „პოლიტიკა“. ტრადიციული
მიდგომით ამ სფეროს განეკუთვნებიან მხოლოდ ინსტიტუტები და ისინი , ვინც
მოღვაწეობს საზოგადოების „საჯარო დაწესებულებებში“. თუ პოლიტიკას
გავიგებთ, როგორც ძალოვანი ურთიერთობის პროცესს, მაშინ მას მიეკუთვნება
პირადი ცხოვრების ცალკეული მხარეები.
• პოლიტიკის შესწავლა მეცნიერულ ხასიათს ატარებს იმდენად, რამდენადაც
შესაძლებელია მივიღოთ ობიექტური ცოდნა პოლიტიკის სამყაროზე ,
კონცეფციები, მოდელები და თეორიები უნდა გავიგოთ, როგორც პოლიტიკური
ანალიზის ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ გამოვყოფთ ცოდნას
უსასრულო და რთული რეალობიდან. საბოლოო ჯამში, საზოგადოებისა და
პოლიტიკის ესა თუ ის გაგება ხორციელდება ფართო ინტელექტუალური

28
კონსტრუქციის ფარგლებში – იდეოლოგიურ პარადიგმაში.
ლიტერატურა
1. ჰეივუდი ენდრიუ. პოლიტიკა. მესამე გამოცემა. საქართველოს უნივერსიტეტი,
საქართველოს მაცნე, თბ., 2008
2. მაგშტადტი თომას მ. გავიგოთ პოლიტიკა: იდეები, ინსტიტუტები და პრობლემები.
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., 2010, გვ. 20. ISBN 978-9941-0-0223-6
3. პოლიტოლოგია. ავტორ-შემდგენლები: ვ. შუბითიძე, ი. კვესელავა, მ. პაპაშვილი, ნ.
ღუდუშაური. სტუ გამომცემლობა, თბ., 2010.
4. არისტოტელე. პოლიტიკა. თარგმ. თ. კუკავა. ნაწილი პირველი, თბ., 1995. გვ.12-13.
5. "თანამედროვე პოლიტიკური მეცნიერება", ქრესტომათია, ნაკვეთი 1-II,
შემდგენლები: გ. ჟორჟოლიანი, მ. ბიჭაშვილი, მ. მუსხელიშვილი, თ. ბერეკაშვილი,
ნ. კიღურაძე, თბ., 2003;
6. ჰეივუდი ენდრიუ. პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი. ქართული
გამოცემის რედაქტორები: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე. „ლოგოს პრესი“, თბ., 2004,
7. პოლიტიკური თეორიები. (წიგნი მეორე) გამომც. “უნივერსალი”, თბ., 2009
8. პოლიტოლოგია. მთ. რედ. ო.გოგიაშვილი. ავტორები: ზ. აბაშიძე, გ. აბესაძე, ე.
ბატიაშვილი, ო. გოგიაშვილი, თ. კიკნაძე, ჰ. კუპრაშვილი, მ. მაცაბერიძე, ნ.
მაჭარაშვილი, ა. ტუკვაძე, ვ. ქარუმიძე, კ. შარია, ს. შარიქაძე, გ. ჯაოშვილი. თსუ.
2004წ. ISBN: 99028-33-53-X.

29

You might also like