You are on page 1of 8

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი

იურიდიული ფაკულტეტი

შესავალი სამართლის ფილოსოფიაში

ლექტორი გ. დავითაშვილი

ფინალური გამოცდა

20. 07. 2020 11.00 – 14.00

ელენე ჩხიკვაძე - 01008058554

ვარიანტი პირველი
ამ ვარიანტს წერენ: გ. დავითაშვილის ჯგუფების (1, 2, 3), ასევე, ს. ონიანის ჯგუფების (5, 6)
სტუდენტები

1. რა შედეგი მოჰყვება სახალხო სუვერენიტეტის საზღვრების გადაცილებას, ალექსის დე


ტოკვილის მიხედვით? (2 ქულა)

ალექსის დე ტოკვილის მიხედვით, სახალხო სუვერენიტეტი უსაზღვრო არ უნდა იყოს,


უნდა არსებობდეს მისი ფარგლები, რომლებიც მას ტირანიისგან დაიცავს. შესაბამისად,
სახალხო სუვერენიტეტის საზღვრების გადაცილებას მოჰყვება ტირანიის დამყარება და
თუნდაც იგი უმრავლესობისა იყოს, იგი არაფრით უკეთესი არაა ერთი პირის
ტირანიაზე.

2. რა მიზეზები იწვევს, ჟან ბოდენის აზრით, ხელისუფლების გადატრიალებას? რა


განსხვავებაა ოჯახსა და სახელმწიფოს შორის ჟან ბოდენის მიხედვით? (2 ქულა)

ჟან ბოდენის აზრით ხელისუფლების გადატრიალების გამომწვევი უპირველესი


მიზეზია მკვეთრი ქონებრივი განსხვავებები საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის,
რაც ყოველთვის ხელისუფლებასთან ბრძოლას, უთანხმოებას იწვევს. გადატრიალების
მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ჩაგვრის სიმკაცრე, კანონმდებლობის ცვლილება და
ქვეყნის სამხედრო წარუმატებლობები. გარდა ამისა, ჟან ბოდენი ამბობს, ოჯახი და
სახელმწიფო არ არის იდენტური ცნებები და მათ შორის გარკვეული განსხვავებები
არსებობს. სახელმწიფო წარმოადგენს გაზრდილ ოჯახს, რომელიც მისი
საფუძველია.მათ შორის განსხვავებები დამყარებულია საზოგადოების თვისებებზე,
კერძოდ, მას ახასიათებს სსახელმწიფოებრივი ხელისუფლების სუვერენიტეტი,
რომელიც მეფესა და ხალხს შორის განუყოფელია. სუვერენულ სახელმწიფო
ხელისუფლებას აქვს მუდმივი ხასიათი, იგი ცალკეულ პირს ვერ გადაეცემა დროებით ან
რაიმე განსაზღვრული პირობით. ამასთან, სუვერენული სახელმწიფოებრივი
ხელისუფლება შეუზღუდავია, ხელისუფლება ყველა იმ კანონზე მაღლა დგას, რომელიც
მას დაუდგენია ან გამოუცია.

3. რა სიმბოლურ მნიშვნელობას ხედავს ნიკოლო მაკიაველი ძველბერძნულ


გადმოცემაში, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა აქილევსსა და ძველი დროის სხვა
მთავრებს აღსაზრდელად მიაბარებდნენ ხოლმე კენტავრ ქირონს? (2 ქულა)

არსებობს ძველბერძნული გადმოცემა იმის შესახებ, რომ აქილევსსა და ძველი დროის


ბევრ სხვა მთავრებს აღსაზრდელად კენტავრ ქირონს აბარებდნენ, რათა მისი
მეთვალყურეობის ქვეშ დავაჟკაცებულიყვნენ. მაკიაველი ამ გადმოცემაში ხედავს
ერთგვარ სიმბოლურ მნიშვნელობას, შეფარვით შეგონებას, რომ მომავალი მთავრის
აღზრდა ორ კომპონენტს უნდა ნერგავდეს აღსაზრდელში, იგი უნდა ითვისებდეს და
ისისხლხორცებდეს მხეცისა და ნახევრადკაცის ბუნებას, ვინაიდან ერთის გარეშე მეორე
უდღეურია - მთავარი თანაბარი წარმატებით უნდა იბრძოდეს ისე, როგორც მხეცი და
როგორც კაცი.

4. როგორია ჰეგელის დამოკიდებულება დანაშაულისა და სასჯელის მიმართ? (2 ქულა)

ჰეგელი მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევისას კერძო ნება ეწინააღმდეგება საერთო


ნებას, ირღვევა სამართალი - სახეზეა უსამართლობა. მისი აღდგენა ისევ სამართლის
უარყოფის უარყოფით, ანუ სასჯელით შეიძლება. ჰეგელი სასჯელს უყურებს ისე,
როგორც თვითმიზანს და არ თვლის მას დაშინების ან გამოსწორების საშუალებად,
ესეიგი, სასჯელი სამაგიეროს მიზღვაა. უნდა აღინიშნოს, რომ ჰეგელი ტალიონის უხეშ
პრინციპს უარყოფს და ამით განასხვავებს ერთმანეთისგან სამაგიეროს მიზღვასა და
შურისძიებას. სასჯელი სამართლიანობის მოთხოვნის ასრულებაა, მისი შეფარდება
აუცილებელია და მეტიც, დასჯა დამნაშავის უფლებაც კია, ვინაიდან მან საკუთარი
ნებით განახორციელა ის აქტი, რომლითაც უარყო სამართალი მაშინ, როცა იცოდა, რომ
ამას მოჰყვებოდა სამართლის უარყოფის უარყოფაც.

5. ჩამოთვალეთ ბუნებითი კანონები მონტესკიეს „კანონთა გონის“ მიხედვით? (2. ქულა)

მონტესკიეს „კანონთა გონის“ მიხედვით, ბუნებითი კანონების პირველი სახეა


მშვიდობა, ვინაიდან ყოველი ადამიანი ბუნებით მდგომარეობაში თავს სხვაზე
უძლურად გრძნობს და, ლოგიკურია, მისთვის სხვაზე თავდასხმაც უცხოა. მეორე
ბუნებითი კანონი უბიძგებს ადამიანს საკვები მოიძიოს, რადგანაც უძლურების
გრძნობას ადამიანში მოთხოვნილებების, მათი დაკმაყოფილების გრძნობა უერთდება.
შემდეგია ის ბუნებრივი ვედრება, რომლითაც არსებები ერთმანეთს მიმართავენ - ანუ,
მართალია, შიში აიძულებს ადამიანებს, რომ ერთმანეთს გაექცნენ, თუმცა ის, რომ ორივე
მათგანი მეტოქეში ხედავს შიშის ნიშნებს, აახლოებს მათ ერთმანეთთან. ამასთან, მათ
სიამოვნებაც ამოძრავებთ, სიამოვნება, რომელიც ჩნდება ერთი გვარის ცხოველების
ერთმანეთთან მიახლოებისას. მომხიბვლელობა კი, რომელიც ორი სქესის სხვაობითაა
გამოწვეული, ერთიორად ზრდის ამ სიამოვნების განცდას.

6. მონარქიის რომელ სახეს ანიჭებდა უპირატესობას მარსილიო პადუელი? სინდისის


თავისუფლების იდეის დასაბუთება მარსილიო პადუელის მიხედვით (2 ქულა)

მარსილიო პადუელი მმართველობის უმჯობეს ფორმად მონარქიას მიიჩნევს. იგი


განასხვავებს მასში მემკვიდრეობით და არჩევით მონარქიას, რომლიდანაც მეორეს
ანიჭებს უპირატესობას. პადუელმა ეპოქას წინ გაუსწრო თავისი ქადაგებით რწმენისა და
სინდისის თავისუფლების შესახებ, უფრო ზუსტად, პადუელის მიხედვით,
სამღვდელოება არ უნდა აიძულებდეს ხალხს შეასრულონ რელიგიური კანონები,
ადამიანი შეიძლება დამოძღვრო რელიგიური სწავლებით, მაგრამ სინდისის
თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამიანმა საბოლოოდ თავად უნდა გადაწყვიტოს
დაემორჩილება თუ არა კანონებს.

7. როგორია სპინოზას დამოკიდებულება სახელმწიფოს ფორმებისადმი? (2 ქულა)

სპინოზას საუკეთესო სახელწიფო წყობილების ფორმად მიაჩნია ისეთი ფორმა,


როემლიც უზრუნველყოფს მშვიდობას, უშიშროებასადა ადამიანთა თავისუფლებას.
სპინოზა გადაჭრით უარყოფს შეუზღუდავ მონარქიას და ამბობს, რომ სახელმწიფო
ხელისუფლება უნდა შეიზღუდოს წარმომადგენლობითი ორგანოებბითა და
სასამართლო კოლეგიები. უფრო კონკრეტულად, შეიძლება ითქვას, რომ სპინოზა
შეზღუდულ დემოკრატიას ემხრობა.

8. როგორ წარმოიშვა კერძო საკუთრება და რა შედეგები მოჰყვა კერძო საკუთრების


წარმოშობას რუსოს მიხევით? (2 ქულა)

რუსოს მიხედვით, კერძო საკუთრება წარმოიშო საწარმოო იარაღების გამოგონებისა და


მათი გაუმჯობესების შემდგომ ადამიანთა განცალკევებისას მათ მიერ მიწის ცალკე
დამუშავებამ. კერძო საკუთრებამ კი ადამიანები დაყო მდიდრებად და ღარიბებად,
რომელთა შორისაც გაბმულმა ბრძოლამ, რომელმაც საბოლოოდ სახელმწიფო შექმნა.

9. რას მოითხოვდა ჯერარდ უინსტენლი თავის შრომაში - ,,სამართლიანობის ახალი


კანონი’’? (2 ქულა)

ჯერარდ უინსტენლი თავის შრომაში „სამართლიანობის ახალი კანონი“ მოითხოვდა,


რომ შეწყვეტილიყო მიწების ყიდვა-გაყიდვა, ვინაიდან არცერთ ოჯახს არ უნდა
ჰქონოდა იმაზე მეტი, ვიდრე მისი დამუშავება შეეძლო. იგი მიიჩნევდა, რომ კერძო
საკუთრებამ ადამიანები ძარცვამდე, მკვლელობებამდე და სხვა სახის უბედურებებამდე
მიიყვანა, შესაბამისად, უინსტენლი მხარს უჭრდა იდეას, რომ საზოგადოების ყველა
წევრს თანაბრად მიეღო ის, რაც მისთვის აუცილებელი იყო. ამ მხრივ უინსტენლი უხეშ
თანასწორობას ქადაგებს.

10. დაასახელეთ შემთხვევები, რომლებიც, ,,ლევიათანის’’ თანახმად, ცხადყოფს, რომ


ადამიანები თავიანთი ქმედებებით იმავე ბრალდებას უყენებენ კაცთა მოდგმას, რა
ბრალდებაც თომას ჰობსმა კაცობრიობას თავისი სიტყვით წაუყენა? (2 ქულა)

თომას ჰობსი ნაშრომში „ლევიათანი“ ამბობს, რომ ბუნება აცალკევებს ადამიანებს და


მოუწოდებს მათ ერთმანეთზე თავდასხმისა და განადგურებისაკენ, მაგრამ, რეალურად,
ის ბრალდებები, რომელიც ჰობსმა წარმოაჩინა, გამოტანილი იყო სწორედ ადამიანთა
ვნებებიდან და ამას ჰობსი ასაბუთებს კიდეც. მაგალითად, როდესაც ადამიანი
სამოგზაუროდ მიდის, იგი იარაღს ისხამს და ცდილობს, რომ კარგი გამყოლი ახლდეს;
იგი დაძინების წინ კეტავს კარს, როდესაც თავად შინაა მაშინაცკი ადებს ბოქლომს
სკივრს, მიუხედავად იმისა, რომ მან იცის - ყოველივე ამას აკეთებენ შეიარაღებულლი
საჯარო ოფიცრები, იცის, რომ ისინი პასუხს აგებინებენ ყველას, ვინც მას იანს მიაყენებს,
მაგრამ სწორედ ესაა ის უნდობლობა, რომელიც ადამიანებს კაცთა მოდგმისადმი აქვთ
და ისინი ჰობსის ბრალდებებს სიტყვით ეწინააღმდეგებიან, საქმით კი ამართლებენ.

11. რით განსხვავდება ჯონ ლოკის ხელისუფლების დანაწილების თეორია მონტესკიეს


ხელისუფლების დანაწილების თეორიისაგან? (2 ქულა)

ჯონ ლოკის ხელისუფლების დანაწილების თეორია პირველადი სახისაა, რაც შემდეგ


მონტენსკიემ განავითარა და დღევანდელი სახით ჩამოაყალბა. ჯონ ლოკიმ
ხელისუფლება სამ შტოდ დაყო - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და საკავშირო, ანუ
ფედერაციული. ეს უკანასკნელი მონტესკიესთან სასამართლომ ჩაანაცვლა.
საკანონმდებლო ხელისუფლება ლოკთან გამოსცემს კანონებს, აღმასრულებელი
აღასრულებს მათ, ხოლო ფედერაციული - განაგებს საგარეო პოლიტიკის საკითხებს. მას
უნდა ახორციელებდნენ განსაკუთრებული ორგანოები. მონტენსკიესთან
ხელისფულების მესამე შტო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოა. ეს არის ძირითადი
განსხვავება ლოკისა და მონტენსკიეს ხელისუფლების დანაწილების თეორიებს შორის.

12.რატომ ანიჭებს უპირატესობას მაკიაველი დაპყრობილ ტერიტორიაზე კოლონიების


შექმნას სამხედრო შენაერთის ყოფნასთან შედარებით, ამ ტერიტორიის შენარჩუნების
მიზნით? (2 ქულა)

მაკიაველმა ნაშრომში „მთავარი“ გასცა რეკომენდაციები შერეული სამთავროებისთვის,


კერძოდ, იმისათვის, რომ მთავრებმა შეძლონ და შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამ მიზნის
მისაღწევად ქმედით საშუალებად ავტორმა წარმოაჩინა სხვადასხვა გზები, მაგალითად,
თუკი მთავარი დაპყრობილ ტერიტორიაზე გადასახლდება, თუკი იქ კოლონიებს
დააარსებს, ანდაც თუკი იქ მუდმივად სამხედრო დანაყოფი - ცხენოსანთა თუ ქვეითთა
მრავალრიცხოვანი რაზმები ეყოლება. ამ საშუალებებიდან მაკიაველი უპირატესობას
ანიჭებს კოლონიებს იმიტომ, რომ, პირველ რიგში, კოლოენიბი არც თუ ისე ძვირი
უჯდება მთავარს, ჩალის ფასად აარსებს და ინახავს მათ. ამასთან, იგი მტრად
მოიკიდებს მხოლოდ იმ ხალხს, ვისაც სახნავ-სათესსა თუ საცხოვრებლებს ართმევს,
რათა ახალ მოსახლეებს უბოძოს ისინი. მაგრამ მისი მტრები მთელი მოსახლეობის
მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს შექმნიან, იქნებიან გაღატაკებულები და დაქსაქსულნი.
რაც შეეხება დანარჩენ მცხოვრებებს, ისინი მალევე დაცხრებიან, რადგან ზიანი მათ არ
მიადგებათ და გაღატაკების შიშით ვერ გაბედავენ ურჩობას. შესაბამისად, კოლონიების
შექმნას უფრო მეტი ერთგულება მოაქვს. მაკიაველს ლაშქრის შექმნის იდეა იმიტომ არ
მოსწონს, რომ ისინი, უპირველეს ყოვლისა, ბევრად ძივირი ჯდება, რაც მთლიანი
სახელმწიფოს ბიუჯეტიდან უნდა გმაოიყევს, მეორედ, მუდმივი ჯარის არსებობა და
ქალაქში ბანაკად დგომა აღაშფოთებს ხალხს და ყველა მცხოვრები ამ ქალაქისა იქცევა
მთავრის მტრად, ამნაირი დაცვა საბოლოოდ იმდენად უსარგებლო იქნება, რამდენადაც
სასარგებლოა კოლონიების დაარსება.

13. მარქსიზმის კრიტიკა რუდოლფ შტამლერის მიერ. რას ამტკიცებდა შტამლერი


მარქსიზმის საწინააღმდეგოდ? (2. ქულა)

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ შტამლერი ნეოკანტიანელთა


შეხედულებებს იზიარებდა და აკრიტიკებდა ისტორიის მატერიალისტურ კონცეფციას,
სოციალურ მატერიალიზმს - მარქსიზმს და მის ძირითად მარქსისტულ თეზისს
ეკონომიკის უპირატესობის შესახებ სამართალზე. მას არასწორად მიაჩნდა სამართლის
ეკონომიკისადმი დამორჩილება და ამტკიცებდა, რომ ყოველგვარი პოლიტიკურ-
ეკონომიკური გამოკვლევის, სოციალური თვალსაზრისით სახალხო მეურნეობის
ყოველგვარი შესწავლის საფუძვლად გვევლინება სამართლებრივი რეგულირება.
შტამლერი სახელმწიფოს ფუნდამენტად მიიჩნევს არა წარმოებითი ურთიერთობების
ერთობლიობას და ეკონომიკურ ბაზისს, როგორც ამას მარქსისტები ამტკიცებენ, არამედ
თავად სამართალს, რომლის გარეშეც სახელმწიფო ვერ იარსებებს. შტამლერს
მარქსისტული დოქტრინა მიაჩნია დაუსრულებლად და მოუფიქრებლად, ვინაიდან
მასში არ არის დეტალურად განხილული და ახსნილი ისეთი აუცილებელი ცნებები,
როგორებიცაა საზოგადოება, ეკონომიკური ფენონმენები, წარმოების საზოგადოებრივი
წესი და აშ.
14. თომას მორის მიხედვით, რა ქმედით ნაბიჯებს მიმართავენ უტოპიელები კოლონიის
დაარსებისას, თუკი ადგილობრივი მცხოვრებლები უარს აცხადებენ უტოპიელებთან
თანაცხოვრებაზე? როგორ ასაბუთებენ უტოპიელები აღნიშნულ ქმედებებს? (2 ქულა)

თომას მორი ნაშრომში „უტოპია“ წარმოაჩენს მისი აზრით ჩვენი საზოგადოებისთვის


ყველაზე უფრო შესაფერის და იდეალურ ცხოვრების წესს. როდესაც ამ იდეალურ
სახელმწიფოში მოსახლეობის რაოდენობა ჭარბი ხდება, უტოპიელები აწყობენ
კოლონიას უახლოეს მატერიკზე, სადაც კი უცხოელებს ზედმეტი და თანაც
დაუმუშავებელი მიწა აქვთ. ამასთან, უტოპიელები მოიხმოოობენ უცხოელებს და
ეკითხებიან თანახმა არიან თუ არა, მათთან ერთად იცხოვრონ. თანხმოების შემთხვევაში
ყველაფერი მარტივადაა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილობრივები უარს
იტყვიან უტოპიელებთან ერთდ ცხოვრებაზე, ეს უკანასკნელი განდევნიან მათ
თავისთვის არჩეული მატერიკიდან, წინააღმდეგობის დროს უტოპიელები ომს იწყებენ,
მაგრამ მათ ომისთვის გამართლებულ მიზნად მიაჩნიათ ის, როდესაც ერთი
კონკრეტული ხალხი ფლობს მიწა-წყალს, არც თვითონ სარგებლობს მისით და არც სხვას
აძლევს მისი გამოყენების საშუალებას. ამით ასაბუთებენ უტოპიელები წინააღმდეგობის
დროს ომს.

15. როგორია სუვერენული ძალაუფლების მოპოვების გზები თომას ჰობსის


„ლევიათანის“ მიხედვით? (2. ქულა)

ჰობსთან სუვერენული ძალაუფლების მოპოვების ორგვარი გზაა წარმოჩენილი. ერთ


შემთხვევაში ეს ბუნებრივი ძალით ხდება, იმის მსგავსად, როგორც კაცი აიძულებს
თავის შვილებს თვითონაც და თავიანთი შვილებით მის მმართველობას
დაუქვემდებაროს, რადგან უარის შემთხვევაში მას მათი განადგურებაც ძალუძს. კაცს
შეუძლია ომით დაიმორჩილოს სხვები და სანაცვლოდ სიცოცხლის შენარჩუნებას
დაჰპირდეს. მეორე გზად ჰობსი სახავს იმ შემთხვევას, როდესაც ადამიანები თავიანთი
ნებით თანხმდებიან წინადადებას, დაემორჩილონ ერთ სუვერენს ან ადამიანთა ჯგუფს
იმის რწმენით, რომ ისინი სხვებისგან დაიცავენ. ამ დროს სახეზეა პოლიტიკური
სახელმწიფო - დაწესების გზით შექმნილი სახელმწიფო, ბუნებრივი ძალით
ძალაუფლების მოპოვებისას კი სახელმწიფო იქმნება მოხვეჭის გზით.

16. როგორია ნეტარი ავგუსტინეს დამოკიდებულება მონობისადმი? როგორ ახასიათებს


ნეტარი ავგუსტინე მიწიერ სახელმწიფოს? (2 ქულა)

ნეტარმა ავგუსტინემ ქრისტიანობის პოლიტიკური დოქტრინა დასრულებული სახით


ჩამოაყალიბა. იგი ამბობდა, რომ ადამიანი თავისუფალი იბადება, მაგრამ ეს
თავისუფლება ავგუსტინესთვის გამოიხატება მისწრაფებაში, ჩაიდინოს ცოდვები და
ამასთან ამბობდა, რომ მონობა უსამართლობაა. მიუხედავად ამისა, ლოგიკურია რომ
ეპისკოპოსი მონობას მაინც ამართლებდა და მას ცოდვების საზღაურად მიიჩნევდა, მისი
აზრით, მონობა დაწესებული იყო ღმერთის მიერ და მას უნდა ეარსება. ნეტარი
ავგუსტინეს მიხედვით მიწიერი სახელმწიფო არის მხოლოდ ძალადობისა და ძალის
გამოხატულება, რომელიც არაფრით განსხვავდება ყაჩაღთა ბრბოსაგან.

17. რა არის სამართალი სავინის მიხედვით? (2 ქულა)

გერმანელი ცივილისტი სამართალს ერთი მხრივ ხალხის ცხოვრების ნაწილად, მეორე


მხრივ კი იურისტა ხელში არსებულ განსაკუთრებულ მეცნიერებად წარმოგვიჩენს.
სავინი სამართალს ადარებს ენას, რომელსაც, ისევე როგორც ჩვევებს, აქვს კონკრეტული
ხალხისთვის დამახასიათებელი ნიშნები. იგი არ არის კანონმდებლის თვითნებობის
შედეგი არა,ედ სახალხო სულის შემადგენელი პროდუქტი, იმ კონკრეტული ხალხის
შეგნების ნაწილია, საერთო შეგნების გამოხატულებაა. სავინის აზრით, სამართალი
მუდმივად და კანონზომიერად ვითარდება, ვინაიდან იგი გვეძლევა შინაგანი
ძალებისგან. მიუხედავად ამისა, სავინი იურისტების როლს არ უარყოფს და ბუნებრივი
სამართლის გვერდით აყენებს მეცნიერულ სამართალთან. პირველი დამოუკიდებლად
არსებობს, მეორე კი გამოხატულებას პოულობს იურისტი მეცნიერების შეგნებაში.

18. დაასახელეთ ორი პრინციპული განსხვავება საბინუსიანელთა და


პროკულუსიანელთა მოსაზრებებს შორის? (2 ქულა)

რომაელ იურისტებს შორის განსხვავება იკვეთებოდა საბინუსიანელებსა (სტოელები) და


პროკულუსიანელების (არისტოტელეს მიმდევრები) ჯგუფებში. საბინუსიანელები
პრინციპატის მომხრეები იყვნენ, პროკულუსიანელები კი რესპუბლიკის. ისინი
ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს შრომის საკითხზე, კერძოდ, საბინუსიანელებს
მიაჩნდათ, რომ განმსაზღვრელი იყო საკუთრება და არა შრომა, როდესაც
პროკულუსიანელები შრომას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

19. როგორია პეინის დამოკიდებულება მონარქიისადმი? მოიყვანეთ შესაბამისი


არგუმენტაცია (2 ქულა)

ტომას პეინის დამოკიდებულება მონარქიისადმი კარგად გამოიკვეთა მის ყველაზე


ცნობილ ნაშრომში „საღი აზრი“, რომელიც ინგლისის მეფეს, გეორგ III-ის წინააღმდეგ
იყო მიმართული. პეინი მონარქიას მკვეთრად აკრიტიკებს და მიუთითებს, რომ იგი
ადამიანის ღირსებების პირდაპირი დამცირებაა, არღვევს მის ბუნებით უფლებებსა და
თავისუფლებებს, წარმოადგენს ძალადობას პიროვნების მიმართ. პეინს ამის
არგუმენტად ინგლისისა და სხვა ქვეყნების გამოცდილება მოჰყავს - კერძოდ, ვინაიდან
მონარქია მემკვიდრეობითია, სამეფო ტახტზე ხშირად სრულად უნიჭო და
მმართველობისთვის გამოუსადეგარი პიროვნება ადის. პეინის აზრით, სწორედ
მონარქიის გამო დაიღვარა სისხლი და დაიფარა მსოფლიო ფერფლით, შესაბამისად,
თავისუფალ ხალხს არ უნდა ჰყავდეს სხვა მონარქი გარდა კანონისა, რომელიც
უშუალოდ ამ ხალხის ნებას ასახავს.

20. რომელია ბუნებრივი შუალედური ხელისუფლება მონარქიის დროს მონტესკიეს


„კანონთა გონის“ მიხედვით? რითაა განპირობებული ამ შუალდეური ძალაუფლების
არსებობა? (2 ქულა)

მონტესკიესთან მონარქიული მმართველობის ბუნებას ქმნის შუალედური,


დაქვემდებარებული და დამოუკიდებელი ძალაუფლებანი. ყველაზე უფრო ბუნებრვ
შუალედურ ძალაუფლებას წარმოადგენს თავადაზნაურობის ძალაუფლება, რომლის
გარეშეც მონარქია ვერ იარსებებს და იგი დესპოტიად გარდაიქმნება, შესაბამისად,
მონტესკიესთვის მიუღებელია საზოგადოების იმ ჯგუფთა აზრი, რომლებიც თვლიან,
რომ შესაძლებელია დიდებულთა მართლმსაჯულების გაუქმება. შუალედური
ძალაუფლების არსებობა ქვეყანაში მონარქიის არსებობითაა განპირობებული.

You might also like