You are on page 1of 5

ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი

ჰაიეკის ეკონომიკურმა იდეებმა, რომელიც უამრავ პრობლებურ და საკამათო


ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს შეეხებოდა, მნიშვნელოვნი ძვრები გამოიწვია
და დააყენა, ერთგვარი რეალისტური ხედვა იმისა, რომ ეკონომიკა არა სახელმწიფოს
კუთვნილებასა და მისი მანიპულაციის საგაას, არამედ ადამიანის კუთვნილებას უნდა
წარმოადგენდეს. ჰაიკის ყურადღებისა და კრიტიკის სამიზნედ გადაიქცა სოციალიზმი
და მისი შემდგომი გავლენა ადმიანებზე, ის თუ როგორ მოირგო ამ იდეოლოგიამ
ხალხისთვის კეთილდღეობის მომტანის როლი და სინამდვილეში როგორ შემოატრილა
ყოველივე ადამიანთა საწინაღმდეგოდ. ჰაიეკმა თავის ნაშრომის ცენტრში დააყენა
ადამიანი და მისი შეუზღუდავი უფლება, რომ თვითგანვითარებისა და კონკურენციის
პირობებში მიაღწიოს საურველ მიზანს და არ იყოს დამოკიდებული რაიმე პოლიტიკურ
იდეაზე ისე, რომ თავისუფლება დაკარგოს.

ჰაიეკის აზრით, ადამიანები ვერ მოახერხებენ დამოუკიდებლად საქმიანობასა და


კარიერულ წინსვლას თუკი არ იარსებებს ეკონომიკური თავისუფლება, ესაა ის
მდგომარეობა, სადაც პიროვნება თავისი წარმოებისა და მიღებული შემოსავლების
განმკარგველი თვითონაა, ამსთან არსებობს დამოუკიდებელი და შეუზღუდავი
კონკურენციის პირობები, რომლებიც ადამიანებს ეხმარება, რათა აწაარმოონ
მაქსიმალურად ხარისხიანი და განვითარებული პროდუქცია, კონკურენცია
მიმდინარეობს ერთგვარი შეჯიბრი სახით, რაც უფრო მეტად უბიძგებს მეწარმეს სხვაზე
უკეთესი პროდუქცია შექმნას და დამოუკიდებლად აწარმოოს საკუთარი დოვლათი.
ადამინებს შეუძლიათ ამგვარად თავიანთი ცხოვრება გააუმჯობესონ, ეს კითილდღეობა
კი ქმნის იმის პირობას, რომ მთლიანი სახელმწიფოც გაძლიერდეს კერძო მეწარმეების
სიმდიდრის ხარჯზე და განიცადოს უფრო დიდი პროგრესი მომავალში. ეკონომიკური
თავისუფლება მიიღწევა მაშინ, როდესაც აღიარებულია ადმიანის პერსონალურად
განვითარების თავისუფალი პერსპექტივები და არ არსებობს ისეთი სახის
სახელმწიფოებრივი თუ კონკრეტული ადამიანური სახის ჩარევა, რომელიც მის
თავისუფლებასა და მიზნების განხორციელებას შეარყევს.

1
ავტორის აზრით, სოციალიზმმა ადამიანის თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის
იდეა საკუთარ მიზნებს მოარგო, შედეგად კი ადამიანთა ცხოვრების სრული მართვის,
საკუთარი ძალაუფლების უსასრულოდ გაძლიერებისა და ხალხის ბედის განკარგვის
შესაძლებლობა მიეცა. სოციალისტები ფიქრობდნენ, რომ ეკონომიკური პროცესები,
რომლებიც, რეალურად, თავისთავად და შემთხვევითობის პრინციპის მიხედვით
მიედინება, სინამდვილეში მართვადი და ,,ეკონომიკურად დაგეგმვადი’’ უნდა იყოს,
რაც, რა თქმა უნდა,რაც გულისხმობს ხელისუფლების მიერ მართვის სადავეების
მთლიანად თავის ხელში აღებას და ყველანაირი თავისუფლების მოსპობას-
,,დამგეგმავებს ისეთი ძალაუფლება სჭირდებათ, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა და
ადამიანების ერთი ჯგუფის მიერ სხვებზე უშუალო ბატონობას გულისხმობს’’ (ჰაიეკი 2018, 218).

რაც შეეხება სოციალისტების გეგმას, ისინი ფიქრობდენ, რომ თუ ადამინების კერძო


საკუთრების კონფისკაციასა და მთლიანი საზოგადოების წევრებისათვის მის
გადანაწილებას მოახდენდნენ, ამგვრად მოსპობდენ ინდივიდებს შორის ქონებრივ
განსხვავებასა და ძალაუფლების ცალკეულ პირთა მიერ გამოყენების შესაძლებლობას.
ყოველივე არის, აშკარად უტოპიური იდეა, რომელიც საპირისპიროდ განხორცილდა და
ინდივიდების თავისუფლება შეიწირა, რელურად, დამყარდა ტოტალიტარული
მმართველობა, რომელიც აისახა მთელი ძალაუფლების სახელმწიფოს მიერ
ცენტრალიზაციით და მისი გაძლიერებით გამოიხატა. ვინაიდან, ეკონომიკური
თავისუფლების იდეები, როგორც აღვნიშნეთ, დამყარებულია ისეთ პრინციპებზე
როგორებიცაა: კერძო საკუთრება, თვითრეგულირებადი საბაზრო სივრცე, მოგებაზე და
სიმდიდრის დაგროვებაზე ორიენტირებული საქმნიანობა, აგრეთვე, რაც ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესია კონკურენციაზე, სოციალისტური დაგეგმვისა და საკუთრების
ნაციონალიზაცის იდეას, კი ამ ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვამდე და
ტოტალიტარული მმართველობის სისტემამდე მივყავართ, -,,ცალკეული ადამიანის ხელში
მთელი იმ ძალაუფლების მოქცევით, რომელიც წარსულში თითოეულის მიერ საკუთარი
შეხედულებით გამოიყენებოდა, ძალაუფლების მასშტაბი უსაზღვროდ და მნამდე არნახულად
იზრდება. ამასთან იმდენად, რომ თითქმის ძირეულად ცვლის მის ხასიათს’’ (ჰაიეკი 2018, 218).

2
ტოტალური მმართველობის სისტემა ხასიათდება აბსოლუტური ძალაუფლებით, რაც
გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო, ანდაც, ცალკეული ადამიანები შეუზღუდავად
ახორციელებენ თავინათ პოლიტიკას მთლიანად საზოგადეობის ყველა წევრზე და
საქმიანობის თითოელ სფეროზე მათ შორის არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზეც,
რადგანაც იგი სახელმწიფოს ძლიერებისა და საერთაშორისო არენაზე წარმატების ერთ-
ერთი უმთავრესი გარანტია. მმართველობა მთლიანად მოქცეულია არაკანონიერ
ჩარჩოებში. არჩევნების სისტემაც, სადაც პიროვნების ობიექტურ მოსაზრებებს არანაირი
ადგილი არ უკვია თავის მხრივ არაპროფესიონალი და დაუნდობელი ადმიანების ნებას
ემორჩილება.სწორედ ამაგვარი სისტემა სუფევდა საბჭოთა კავშირსა და გერმანიაში. ეს
ქვეყნები თავიანთი უსმართლო და სატიკი მმართველობის ფორმით, სრულებით
უგულებელყოფდენენ ადამიანის, როგორც ინდივიდის უფლებებს და თავისუფლებებს
და მოიაზრებდნენ მას არა როგორც თვისუფალ პერსონას, არამედ როგორც სისტემური
და კონტროლირებადი საზოგადოების უბრალო შემადგენელ ელემენტს. რა თქმა უნდა,
ეს დამოკიდებულება სრულ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან,
რომელიც ადამიანის თავისუფლებას აღიარებს მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში -
,,დემოკრატია ისწრაფვის თანასწორობისკენ თავისუფლებაში, სოციალიზმი თანასწორობას
შეზღუდვასა და მორჩილებაში ხედავს’’ (ჰაიეკი 2018, 224).

ეკონომიკური თავისუფლების დიდი მნიშვნელობის მიუხედავად არსებობს გარკვეული


საკითხები, სადაც ჰაიეკი სახელმწიფოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, მაგალითად,
შრომის საათების ზღვარის დადგენაში, ჯანდაცვაში, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო
საქმიანობის განსაზღვრაში, აგრეთვე მონოპოლიის და არაკანონიერი მოქმედებების
აკრძალვაში. როგორც ვიცით, კონკურენცია უდიდესი უპირატესობით სარგებლობს
თავისუფალი ეკონომიკური პროცესების განხორციელებისას, მაგრამ მისი სასარგებლო
მახასიათებლებისა თუ შედეგების გამოყენებას, სახელმწიფოს მიერ გრაკვეულ
საკითხების გდაწყვეტა ხელს ნამდვილად არ უშლის, პირიქით ის დიდ დახმარებას
უწევს ადამიანები უსაფრთხო საქმიანობას და, ამავდროულად აღკვეთს არასამართლიან
და არალეგალურ მოქმედებებს საზოგადოებაში, ამ შემთხვევაში დაცულია
კონკურენციის წესები. თუმცა არსებობს საქმიანობის ისეთი სფეროებიც, რომლებშიც

3
კონკურენცია ვერ განხორციელდება, მაგალითად ტყის განდგურება და გარემოს
დაბინძურება, რომლებშიც პრობლემების აღმოფხვრა მარტო მესაკუთრის უფლებებს
ვერ გაითვალისწინებს. სახელმწიფო გადაწყვეტს და შესაბამის ზომებს მიიღებს იმ
საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მასობრივ პრობლემებს წარმოშობს და
საზოგადოების წევრებს აზარალებს, შესაბამისად მისი ეს ჩარევაც ადამიანების
კეთილდღეობისთვის და მათ სასარგებლოდ ხორციელდება.

როგორც ჰაიეკმა აღნიშნა, ეკონომიკური თავისუფლება არის ის ფუნდამენტური რამ,


რაც განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობების შეუზღუდავად მის პროგრესსა და
თვითრელიზაციის შესაძლებლობებს. ისტორიულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ
ტოტალიტარულმა სისტემებმა გააქრეს ინდივიდის განვითარების შესაძლებლობა და
ყველანაირი საშუალება მოსპეს იმისა, რომ ადამიანს კერძო საკუთრებითა და
კონკურენციით, დაეგროვებინა ქონება და ეზრუნა სამომავალო მიზნების
განხორციელებაზე. ავტორმა დაგვანახა ის უარყოფითი სისტემა, რომელმაც თავისი
მასშტაბურობითა და ძლიერებით ადამიანების მორჩილება და მათი გონებრივი ტყვეობა
განახორციელა. ამასთანავე ,,გეგმიური ეკონომიკით’’ შექმნა ისეთი სისტემა, რომელსაც
ეკონომიკური პროცესები წინაწარ განსაზღვრულ გეგმაში უნდა მოექცია,- რაც რა, თქმა
უნდა,სპობდა პროგრესის შესაძლებლობას და ინდივიდის თავისუფლების დაკარგვას
იწვევდა.

4
გამოყენებული ლიტერატურა

ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი ,,გზა ბატონყმობისკენ’’. წიგნი შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 217-241. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი,
2018.

You might also like