You are on page 1of 5

ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი

ვლადიმირ ტერტერიანი

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

ბაკალავრი

კურსის ხელმძღვანელი: მაკა ლაშხია, ანუკი ჯიქიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2020
ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი მიიჩნევს, რომ თუ წარმოიშვა არსებული საბაზრო
წესრიგის შეცვლის მისწრაფება, მაშინ ეს არის ნაბიჯი კონტროლირებადი
საზოგადოებისაკენ და მას ემუქრება ტოტალიტარული საზოგადოების გაჩენის
საფრთხე. დაწვრილებით იგი გამოიკვლევს, თუ სად შეუძლია ეკონომიკის დაგეგმვას
მისწრაფებოდეს, თავის სახელგანთქმულ წიგნში „გზა ბატონყმობისკენ“, რომელიც
იყო დაწერილი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა
მსოფლიო ცივილიზაციის პრობლემის გადაჭრა. წიგნი იქცა ჰაიეკი სახელგანთქმულ
მოაზროვნედ და გახდა მე-20 საუკუნეს კლასიკა.

ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის აზრით, დაგეგმვა არის ერთი ადამიანთა ჯგუფის


ძალაუფლების მოპოვება დანარჩენ ადამიანებზე და მათი წარმატება
დამოკიდებულია მოპოვებული ძალაუფლების მოცულობაზე, ოდენობაზე. ეს უნდა
იყოს ისეთი ძალაუფლება, რომელიც ადრე არ ყოფილა არასდროს და ის მოითხოვს
ადამიანთა თავისუფლების შეზღუდვას. თავის წიგნში ჰაიეკი აკრიტიკებდა
სოციალისტურ წყობილებას და მოჰყავდა უამრავი მაგალითი. მაგალითად, რომ
სწორედ სოციალისტებმა დაიწყეს ადამიანთა თავისუბლების შეზღუდვა და
ცენტრალიზებული დაგეგმვით შექმნეს ისეთი გარემო, სადაც ყველაზე განათლებულ
და მოთხოვნად პიროვნებას არ ჰქონდა განვითარებისა და წინსვლის იმდენი
შესაძლებლობა, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე
დაბალანაზღაურებად პიროვნებას, რომელსაც ჰოქნდა თავისუფლება, შანსი მოიწყოს
თავისი ცხოვრება ისე, როგორც მას სურდა. ჰაიეკი მიიჩნევდა, რომ სოციალისტური
წყობილებისა და ცენტრალიზებული დაგეგმვის მიერ შექმნილი საშიშროება იყო
ადამიანთა გონებაში და მსოფლმხედველობაში ბავშვობიდანვე საციალისტური
ინტერესების ჩანერგვა, რითაც ისინი სხვა შეხედულებებისაგან დაცული იქნებოდნენ.

ჰაიეკის კრიტიკის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეკონომიკური


ცხოვრების სახელმწიფოს ზომიერი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნის დროსაც არის
იმის საფრთხე, რომ ბოლოს და ბოლოს მაინც დადგება ტოტალისტური წყობილება.
ჰაიეკი შეპირისპირებდა ბაზარს ცენტრალიზებული დაგეგმვა, რომელსაც კი
აკრიტიკებდა. ადამიანების მიერ გონებრივად შექმნილ სტრუქტურებს არ შეუძლიათ
მასობრივი ინფორმაციის გადამუშავება, რომელიც ადვილად გადამუშავდება
ბაზრით. წიგნში მოცემული ყველა კრიტიკა მიმართულია დაგეგმვის
2
წინააღმდეგ, და ამავდროულად მიმართულია კონკურენციით ჩანაცვლებისაკენ.
ცენტრალიზებული დაგეგმვისას მთლიანი სისტემის დარეგულირება ხორციელდება
ერთიან გეგმაზე დაყრდნობით, კონკურენცია კი, თავად წარმოადგენს
დეცენტრალიზებულ დაგეგმვას, რომელიც ხორციელდება უამრავი იზოლირებული
პიროვნების მიხედვით. ამიტომ ჰაიეკი თვლიდა, რომ კონკურენცია არის უფრო
ეფექტური, ვიდრე ცენტრალიზებული დაგეგმვა. მისი თქმით, როგორც
კონკურენცია, ასევე ცენტრალიზებული დაგეგმვა არაეფექტიანია, როდესაც მათ
იყენებენ არასრულყოფილად: ეს არის ერთი და იგივე პრობლემის გადაჭრის ორი
სხვადასხვა, ერთმანეთისაგან განსხვავებული ხერხი, რომელთა ერთმანეთში შერევა
მისცემს უარყოფით, არაეფექტიან შედეგს, ვიდრე მათი თანმიმდევრული გამოყენება.

აქედან გამომდინარეობს ჰაიეკის მოსაზრება დაგეგმვის ლიბერალურ გზაზე.


მოაზროვნეს მიხედვით, ლიბერალური დაგეგმვის გზაა უპირატესობის მინიჭება
კონკურენციას ადამიანთა ეკონომიკური თავისუფლებისა და კეთილდღეობისათვის.
ამასთან ერთად ჰაიეკი ამჩნევს იმ ფაქტს, რომ კონკურენციისათვისაც შეცდომები
არაა გამორიცხული. ფილოსოფოსი ასევე გვეუბნება, რომ ლიბერალიზმი აღიარებს
კონკურენციას არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოქმედი მეთოდია, არამედ იმისათვის,
რომ კონკურენციის დროს გამორიცხულია სახელმწიფოს მიერ ძალადობრივი ჩარევა
ეკონომიკურ საქმიანობაში. მისი მოსაზრებებიდან გამომდინარე შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ ყველა წყობილებას აქვს თავისი ნაკლი და კონკურენციაც, რა თქმა
უნდა, არ არის გამონაკლისი, მაგრამ ამ ყველა არჩევანთა შორის ლიბერალიზმი
უფრო მეტ საშუალებას აძლევს ადამიანებს კონკურენციის მეშვეობით მოაწყონ
თავიანთი ცხოვრება ისე, როგორც უნდათ, და ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების
საშუალება, თუ მათი საქმიანობა, გაწეული კონკურენცია ან დანახარჯები არ
შეესაბამება საერთო დონეს.

ფრიდრიხ აუფუსტ ფონ ჰაიეკი თავისი კრიტიკის ძირითად ობიექტად თვლიდა


სოციალიზმი და უმეტესად ამაში ითვალისწინებოდა საბჭოთა კავშირს. ამასთან
ერთად ის აკრიტიკებდა რეალური სოციალიზმის სხვა ფორმებსაც,
ტოტალიტარიზმის არასოციალისტურ ფორმას - გერმანისტულ ფაშიზმს. ჰაიეკის
მსოფლმხედველობის გათვალისწინებით, აღსანიშნავია მისი პოზიტიური
დამოკიდებულება ადამიანთა თავისუფლების ღირებულებისადმი და
თავისუფლების გაგების ადგილი
3
აღმოსავლური მოაზროვნეების მსოფლმხედველობაში. ჰაიეკი მიიჩნევდა, რომ
თავისუფლების ძირითადი სახეობა არის ადამიანის ეკონომიკური თავისუფლება. ის
თვლიდა, რომ ეს წარმოადგენს დიდ ღირებულებას და ამიტომ ადამიანებს
სჭირდებათ რაღაცის შეწირვა ამგვარი თავისუფლებისათვის. მაგრამ, ეკონომიკური
თავისუფლების სარწმუნო საბუთია ის, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა დავუშვად
ამგვარი განვითარების (რომ ვერ ვივარაუდებთ) შესაძლებლობა, რომელთა
წინასწარმეტყველობა შეუძლებელია. ჰაიეკის აზრით, სწორედ აღმოსავლური
საზოგადოების არაპროგნოზირებადობა ეხმარება მათ ყველა დაბრკოლების
წარმატებით გადალახვაში. თუ ლიბერალიზმის მომხრეების აზრით ადამიანის
თავისუფლება გულისხმობდა ინდივითის დამოუკიდებლობას ძალადობისგან და
სხვა ადამიანების ზეგავლენისაგან, მაშინ სოციალისტები, ჰაიეკის აზრით,
ჰპირდებიან ადამიანებს თავისუფლებას გაჭირვებისაგან, აპირებენ იდეალური
საზოგადოების შექმნას. მაგრამ, ჰაიეკი ფიქრობდა, რომ ადამიანი არასდროს არ იყო
საკუთარი ბედის პატრონი და არც იქნება, ამიტომ იდეალური საზოგადოების შექმნა
მისთვის შეუძლებლი იყო. სოციალიზმის ვარგისი მიზანი კი, ჰაიეკის მიცედვით, იყო
სიმდიდრისა და რესურსების თანაბარი გადანაწილება, რომელიც შესაძლებელია
მარტო საზოგადოების ყველა წევრის თანაბარი წარმატების მიღწევის შემთხვევაში.

ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი მიიჩნევდა, რომ პიროვნების თავისუფლება მე-20


საუკუნეს ბევრი ინტელექტუალისათვის აღარ ითველბა მთავარ ღირებულებად.
სოციალიზმმა, მოაზროვნეს მიხედვით, დაამახინჯა სოციალური თავისუფლების
კლასიკური გაგება. კომუნიზმისა და სოციალიზმის თეორეტიკოსები კი ჰპირდებიან
ადამიანებს ბედნიერ ცხოვრებას, როდესაც ყველასთვის ამგვარი ცხოვრება
შეუძლებელია.

4
ბიბლიოგრაფია

1. ჰაიეკი, ფრიდრიხ აუგუსტ ფონ. 2019. შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2, 209-


241. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

You might also like