You are on page 1of 4

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში: ლორენცი

გიორგი მოკვერაშვილი

საშინაო ნაშრომი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი:ზურაბ ჭიაბერაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020

1
კონრად ზაქარიას ლორენცი

,,ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა“ არის კონრად


ლორენცის მიერ დაწერილი ფილოსოფიური ტექსტი. იგი განიხილავს მთავარ რვა
პრობლემას, რომლებიც მის გარშემო, XX საუკუნეში არსებობდა და ჩემი აზრით, დღესაც
არსებობს. ისინი არსებობენ და საშიშნი არიან ადამიანებისთვისა და დედამიწისთვის.
რვავე მათგანი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ერთიდან გამომდინარეობს მეორე.

პირველი პრობლემაა ჭარბი მოსახლეობა, რომელიც იწვევს არსებობისთვის საჭირო


რესურსების სწრაფ ამოწურვას. ადვილია იმის მიხვედრა, რომ ამას შემდეგ მოყვება
კატასტროფული შედეგები, როგორებიცაა: შიმშილი, კრიმინალის მაღალი დონე და ა.შ.
ადამიანთა რაოდენობის ძალიან სწრაფი ტემპით ზრდას მოსდევს მოსახლეობის
სიმჭიდროვე, რაც შემდეგ განაპირობებს მეგაპოლისების ჩამოყალიბებას და როგორც
ლორენცო წერს, ამ მეგაპოლისებში ხალხის ურთიერთობები ცივდება. ამ დროს
ადამიანები ნაკლებად გრძნობენ ერთმანეთის გასაჭირს ან ხვდებიან, მაგრამ გამქრალი
აქვთ დახმარების სურვილი. ქალაქისგან სრულიად განსხვავდება სოფლის
მდგომარეობა მოცემულ ასპექტში. სოფელში, სადაც ხალხი ძალიან მოშორებით
ცხოვრობს ერთმანეთისგან, უფრო მეტი გაგებაა ვიდრე ქალაქში. როგორც უკვე ვიცით,
სიმჭიდროვე იწვევს გრძნობების გაციებას, რომელიც ერთერთია დარჩენილი შვიდიდან.
აქედან გამომდინარეობს ჩემი ზემოთ ნათქვამი, რომ რვავე პრობლემა ერთმანეთთან
მჭიდრო კავშირშია.

ადამიანები, ერთმანეთის მიმართ, ყოველთვის კონკურენციაში არიან ჩართულნი.


მუდამ ცდილობს ერთი ინდივიდი მეორეზე რაიმეთი წინ იყოს. მაგალითად:
ეკონომისტი ყოველთვის ცდილობს, მის სფეროში ყველაზე წინ იყოს, ასევეა ყველა სხვა
პროფესისა და დარიგის წარმომადგენელი. ამას ჩვენ ჯანსაღ კონკურენციას ვეძახით,
მაგრამ ლორენცი ამას ასე არ თვლის. იგი ფიქრობს, რომ ამ კონკურენციაში სიჯანსაღე
დაიკარგა და ადამიანი საკუთარ თავს დაუპირისპირდა ანუ ადამიანი იმდენადაა
მოტივირებული აჯობოს სხვებს, რომ ის ამ დროს საკუთარ თავსაც ეჯიბრება. იგი
ცდილობს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც მას ფაქტიურად არანაირად არ შეუძლია.
ლორენცი ამბობს, რომ ადამიანი მივიდა იმ დონემდე, სადაც მას არაფერი ახარებს გარდა
თავის მეტოქეზე გამარჯვება და სწორედ ამიტომ მიიჩნევს საკთარ თავთან
კონკურენციას ერთ-ერთ ცოდვად. ლორენცი წერს, რომ ამ პროცესს აჩქარებს
ტექნოლოგიური განვითარება, გარს ეხვევა და მთილნად შთანთქვას ადამიანთა პირად
გრძნობებს. მაგალითად დღევანდელი ცხოვრება ძალიან სწრაფი ტემპით
მიიმდინარეოობს და თუ ადამიანს არ სურს მას ჩამორჩეს სულ მობილიზებული უნდა
იყოს. ყოველთვის კონკურენციას უნდა უწევდეს სხვებს, რომ ზემოთ ხსენებულმა

2
დინებამ არ ჩაყლაპოს. ძნელი არაა იმისი მიხვედრა, რომ მსგავსმა ცხოვრებამ ჩვენი
გრძნობები გააცია. აღარ გვრჩება დრო ჩვენი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის.

მაგრამ მე ლორენცს იმაში ვერ დავეთანხმები, რომ ადამიანები ერთმანეთს ვერ უგებენ
და ერთმანეთის ტკივილს ვერ ხვდებიან. რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ
ტელეშოუში, ,,სხვა ნანუკაში“ იყო მიწვეული გოგონა რომელსაც ჯამრთელობის
პრობლემა ქონდა და ოპერციისთვის დახლობეით 80000 ლარი სჭირდებოდა და ამ
თანხის შეგროვება 2 საათზე ნაკლებ დროში შეძლეს. თანხის გარდა გოგონამ ბინა მიიღო
საჩუქრად. აქედან გამომდინარე, მე ვფქრობ, რომ მართალია საზოადობას გრძნობების
უმეტესი ნაწილი გაციეული აქვს, მაგრამ ურთიერთგაგება მაინც არსებობს ჩვენს შორის.

დღესდღეობით მოდა არის ხელოვნების წამყვანი დარგი, რომელიც ყოველდღიურად


ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე. იგი გვისაზღვრავს თუ რა უნდა ჩავიცვა, მიუხედავად
იმისა გვიხდება თუ არა, ან კომფორტულად ვგრძნობთ თუ არა თავს ამ ტანისამოსში.
მოდა იგივე ინდოქტრინაციაა, რადგან ეს ბოლოც გულისხმობს გარკვეული
ღირებულებებით ადამიანზე ზემოქმედებასა და თავისმოხვევას. კონრად ლორენცი
ამბობს, რომ რეკლამა ინდოქტრინაციია ერთ-ერთი სახეა. იგი წერს, რომ როდესაც
რაიმეს ყიდვას გადავწყვეტთ, დავფიქრდეთ ეს ჩვენი არჩევანია თუ ამ ნივთს ან სხვა
რაიმეს იმიტომ ხომ არ ვყიდულობთ, რომ ახლა ის მოდაშია. ავტორის აზრით,
კონსიუმერული საზოგადოება და მოცეული მოდური სისულელეების არის ერთ-ერთი
რვა მომაკვდინებელი ცოდვიდან, რაც დაღუპავს მოსახლეობასა და დედამიწას, რადგან
ხალხი გულიგრილი ხდება. ინდოქტრინაცია მექანიზმია, რომლის საშუალებითაც
ადვილია ხალხთა უდიდესი მასების მართვა. თუ დავფიქრდებით, მივხვდებით რომ
ჩვენ გვმართავს კოკაკოლის ან სხვა ბრენდირებული პროდუქციის რეკლამები. ჩვენ
ვიცით, რომ კოკაკოლა შეიცავს ჩვენი ორგანიზმისთვის საზიანო ნივთიერებებს, მაგრამ
მას მაინც ვყიდულობთ, რადგან თავს მოხვეული გვაქვს მისი რეკლამები და მოდურობა
სასმელებში.

კონრად ლორენცი რვა ცოდვიდან ყველაზე ნაკლებად საშიშ პრობლემად მიიჩნევს


ბირთვულ იარაღს. მისი თქმით, მართალია ზემოთ ხსენებული პრობლემაა, მაგრამ ის
სხვებისგან განსხვავებით ნაკლებად საშიშია, რადგან ხალხი უკვე კარგად იცნობს მას და
მის შედეგებს. ვიცით უკვე თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ მის შესაჩერებლად, ,,იგი არ
უნდა დავამზადოთ, ან არ უნდა ჩამოვაგდოთ“ (ლორენცი 2018, 306 ). მოცემული ცოდვა
საერთოდ არ ეხება ადამიანის გრძნობებს, არ ცვლის მათ. დედამიწის მოსახლეობას
ატომური ბომბის საშიშროებისგან განსხვავებით არ ვიცით თუ რა უნდა ვიღონოთ
დანარჩენი შვიდი პრობლემს, საშიშროების შესაჩერებლად.

3
გამოყენებული ლტერატურაგუყგუყუყ

1.ლორენცი კონრად. 2018.გ,,ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი

ცოდვა“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II, 306ყ

You might also like