You are on page 1of 6

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში: პლატონი

გიორგი მოკვერაშვილი

საშინაო ნაშრომი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი: ზურაბ ჭიაბერაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


თბილისი, 2019
გამოყენებული ლიტერატურა

1.პლატონი.“სახელმწიფო.“ წიგნში შესავალი თანამედროევე აზროვნებაში 1,გვ.43.


თბილისის:სახელმწიფო უნივერსიტეტს გამომცემლობა,2017.

2
სამყაროების რაობა ძალზედ მისტიკური რამაა. არსებობს თუ არა კიდევ სხვა რაიმე
სამყარო, იმის გარდა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელსაც ერთადერთად და
რეალურად აღვიქვამთ? ამ კითხვას პასუხი ერთ-ერთმა დიდებულმა, ბერძენმა
ფილოსოფოსმა უძლიერესი და რევოლუციური პასუხი გასცა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ
დასავლური აზრის ჩამოყალიბებაში ამ ფილოსოფოსის ნაწარმოებებს დიდი წვლილი
მიუძღვით. პლატონი ამბობდა,რომ ჩვენი სამყარო არ არის რელური და ჩვენ მხოლოდ
რეალური სამყაროს ლანდებს ვხედავთ. იგი ჭეშმარიტად მიიჩნევდა მხოლოდ იდეების
სამყაროს. მისი ნაშრომებიდან გამორჩეულია „სახელმწიფო“. აქ იგი მღვიმის ალეგორიაზე
წერს. პლატონი აღგვიწერს მღვიმეს , სადაც ადამიანები მჭიდროდ არიან ბორკილებით
დაბმულნი სახით კედლისკენ და მათ უკან მიხედვა არ შეუძლიათ. ისინი მხოლოდ
ანარეკლებს ხედავენ გამოქვაბულის კედელზე ცეცხლის დახმარებით. პლატონს აქ
ასახული აქვს სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ასევე ამ მონაკვეთში ნათლად ჩანს
თუ რა გვიშლის ხელს შევიმეცნოთ ჭეშმარიტი, ანუ იდეების სამყარო. ბორკილებში
ანალოგიურად ადამიანის გრძნობით ორგანოები მოისაზრება. მაგალითად:შევადაროთ
ძაღლის მხედველობა ჩვენსას. ძაღლი აღიქვამს მხოლოდ ორ ფერს თეთრსა და შავს.ჩვენ
კი ვთვლით, რომ შეგვიძლია დავინაყოთ ყველ ფერი,ტრაც კი არსებობს, მაგრამ
სინამდვილეში კიდევ არსებობს სხვა ფერები რომლის დანახვაც ჩვენ ადამიანებს არ
ძალგვიძს ჩვენი გრძნობითი ორგანოების საკმარის დონემდე განუვითარებლობის გამო
და პლატონს თუ დავუჯერებთ და ბორკილებს თუ გავწყვეტთ, ანუ სამყაროს აღვიქვამთ
არა გრძნობადი ორგანოებით, არამედ აზროვნებით თუ შევძლებთ, მაშინ ყოველი ფერი
ჩვენთვის ხილული გახდება. პლატონი გვასწავლის თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი
ბორკილებიდან გათავისუფლების შემდეგ. იგი გვეუბნება, რომ ახლად
განთავისუფლებული ადამიანი, მოდი მას რაიმე სახელი დავარქვათ მაგალითად
ფენიქსი, პირდაპირ არ უნდა შებრუნდეს და შეხედოს მზეს, რადგან ის დააბრმავებს.
ხელს შეუშლის იდეების სამყაროს შემეცნებაში. ასევე ფენიქსისთვის ხელისშემშლელი
ფაქტორი , რომ შეიმეცნოს იდეების სამყარო, შეიძლება გახდეს სისწრაფე. მან ნელ-ნელა
და დინჯად უნდა აითვისოს ახალი სამყარო, რათა მიხვდეს თუ რა არის რეალური და რა
არა. ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე რომ ვიღაც მოვიდეს და გითხრას რომ დღემდე
შენი ცხოვრება და საცხოვრებელი ადგილი რაღაც დონით არარეალურია. ეს ჩვენთვის
დაუჯერებელი იქნება, რა თქმა უნდა ამას 1% სიმართლედაც არ ჩავთვლით, სწორედ
ამიტომ, სჭირდება დიდი დრო და სიდინჯე ფენიქსს ახალ სამყაროში გასარკვევად.
პლატონი მისი ნაშრომის დასაწყისიდანვე საუბრობს სინათლეზე , რომელიც
გამოქვაბულში შემოდის და დატყვევებულ ადამიანებს აძლებს საშუალებას დაინახონ
ლანდები კედელზე, სინათლე რომელიც მზისგანაა წარმოქმნილი. მზეში პლატონი
ანალოგიურად მიიჩნევს სიკეთის იდეას, რადგან მზის საშუალებით არსებობს და
სულდგმულობს ყოველი ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე. სიკეთის იდეაც ამიტომ
უახლოვდება მზის დანიშნულებას. ახალ სამყაროოში მყოფმა, ჩვენმა მეგობარმა
ფენიქსმა, რომელიც ზემოტ მოვიხსენიე, პირველრიგში უნდა შეიმეცნოს სიკეთის იდეა,
რადგან შეიძინოს ახალი სიქველე და ამით დაინახოს საგნებისა და ღირებულებების
რეალური დანიშნულება. პლატონი ამ პროცესს მიიჩნევს გონით საწვდომ სამყაროში
სულის აღმოსვლად, რასაც შემდეგ სიტყვებში ნათლად და მკაფიოდ გადმოგვცემს: „
ჰოდა, ჩემო ძვირფასო გლავკონ, სწორედ ესაა კაცთა ყოფის ზუსტი ხატება. მღვიმე
ხილული სამყაროა, ხოლო სინათლე, რომელსაც ცეცხლი ასხივებს, მზის ნათელს
ედარება.

მაღლა ასვლა და ნამდვილი საგნების ჭვრეტა სხვა არა არის რა, თუ არა სულის აღმასვლა
გონით საწვდომი სამყაროს მიმართ.” (პლატონი 2019,43) . ასევე ამ ტექსტში ახსნილი და
დასაბუთებულია თუ რატომაა საჭირო ადამიანების აღზრდა და მომზადება იმისათვის
რომ შეიმეცნონ იდეების სამყარო. პლატონი გვეუბნება, რომ ადამიანი შეიძლება იყოს
გონიერი, მაგრამ თუ ამას სწორ მიმართულებას არ მისცემს და აირჩევს უარყოფით მხარეს
ეს შეიძლება მისთვის და მისი გარშემომყოფებისთვისაც საზიანო აღმოჩნდეს. პლატონი
გარკვევით გვიხსნის, რომ სულის ზოგიერთი უნარი ახლოს დგას სხეულისასთან და რისი
განვითარებაც ვარჯიშით შეიძლება. საბოლოოდ დასკვნა ნათელი და ადვილად
მისახვედრია, რომ სპეციალური აღზრდა ადამიანისთვის აუცილებელია, რათა
მომზადებულმა შეაბიჯოს ახალ სამყაროში და კარგად შეიცნოს იგი. შემდეგი კითხვა
ასეთია, თუ ადამიანი სიბნელიდან თავის დახსნას მოახერხებს, რატომღა მოუნდება
უკანვე დაბრუნება? ხომ შეიძლება და არც გასაკვირი იქნება, რომ საზოგადოებამ,

2
რომელშიც ცხოვრობდა არ მიიღოს მისი განსხვავებული აზროვნება. საზოგადოება ხომ
ასეთია, არასდროს იღებს განსხვავებულს ადვილად და მისდამი მხოლოდ განადგურების
სურვილი უჩნდება. ამის მიუხედავად იგი მაინც დაბრუნდება უკან, რადგან მას სიკეთის
იდეა აქვს შემეცნებული და მისის სინდისი არ მისცემს უფლებას შორიდან უყუროს
თავისი, ძველი თანამოძმეების სიცრუით მოცულ ცხოვრებას. ის შეეცდება ცოტათი მაინც
შეცვალოს გამოქვაბულში მყოფი ადამიანების აზროვნება, გახდეს ამ საზოგადოების
ლიდერი ან მმართველი, ეს ყველაფერი მოუნდება იმიტომ , რომ მართვის სადავეები
ხელში არ ჩაუვარდეთ ისეთებს ვისთვისაც ეს არაფერს ნიშნავს თუ გარდა საკუთარი
კეთილდღეობისა.

3
1

You might also like