You are on page 1of 5

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში: მარკ ბლოკი

გიორგი მოკვერაშვილი

საშინაო ნაშრომი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი: ზურაბ ჭიაბერაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
მარკ ბლოკი

მარკ ბლოკი წერს, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ისტორიას როგორც მეცნიერებას სხვა
სამცნიერო დარგის ადამიანი შეცდომით აღიქვამს. ისინი მოიაზრებენ, რომ
ისტორიკოსები მეზღაპრეები არიან და სხვადასხვა ამბებს იგონებენ. ბლოკი
უპირისპირდება ამ ყოველივეს და მკაფიოდ იძახის, რომ ისტორიაც ძალიან
მნიშვნელოვანი სამეცნიერო დარგია. მისი აზრით, როგორც ისტორიას არ შეუძლია
იარსებოს მეცნიერების სხვა დარგების გარეშე, ასევე არც მათ შესწევთ ძალა, რომ
ისტორიის გარეშე არსებობდნენ.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისტორია შეისწავლის წარსულს. მარკ ბლოკი ცდილობს
თავის ნაშრომ ,,ისტორიის აპოლოგიაში“ დაგვანახოს არა ის რომ ისტორია წარსულის
შემსწავლელი მეცნიერებაა, არამედ ის თუ როგორ და რა გზებით შეისწავლის იგი
წარსულს. ამის კარგად გასაგებად ავტორს მოჰყავს ქალაქი ბრიუგის მაგალითი. ბლოკი
წერს, რომ არსებობდა ყურე, რომლის გარშემოც მდებარეობდა ქალაქი ბრიუგე.
ერთხელაც ქალაქი მთლიანად განადგურდა და ამისი მიზეზი იყო ის, რომ ყურე
სრულიად დაშრა. მოცემული მაგალითით ავტორი ცდილობს, რომ დაგვანახოს თუ
რაოდენ მრავალი სამეცნიერო დარგის მომცველია ისტორია. იგი როგორც
განმარტოებული დარგი არ არსებობს. როდესაც ჩვენ განვიხილავთ ისტორიას
მეცნიერების კუთხით აღმოვაჩენთ, რომ მას ძალიან ხშირად სჭირდება სხვა დარგების
დახმარება. ბლოკი წერს, თუ რომელმა მეცნიერებამ უნდა შეისწავლოს ყურის დაშრობა
და ამით გამოწვეული შედეგები. ერთისმხრივ ეს არის გეოოლოგის დანიშნუება, ასევე
სოციოლოგიის, რათა გავიგოთ თუ რა დაემართა ქალაქის მოსახლეობას, რა ტიპის
ფაქტორებმა განაპირობა ქალაქის განადგურება. მგონი ყველას გვიჩნდება კითხვა: სად ან
როდის ჩნდება ისტორიკოსის როლი? სწორედ აქ მარკ ბლოკი წარმოაჩენს კიდევ ერთ
მთავარ საკითხს, თუ რა არის ისტორიის შესწავლის საგანი და რატომ? ამ კითხვას
შეგვიძლია შემდეგი ციტატით გავცეთ პასუხი: ,,პეიზაჟის მგძნობიარე მონახაზის
[ხელსაწყო-იარაღების თუ მანქანების] ერთი შეხედვით მშრალი დოკუმენტებისა და

1
დამაარსებელთაგან გარეგნულად სრულიად განსხვავებული ინსტიტუციების მიღმა
ისტორიას სწორედ ადამიანის დანახვა სურს.“ (ბლოკი 2018, 164) ესე იგი, ნამდვილი
ისტორია წინ აყენებს ადამიანს, არა მეფეს, არამედ ნებისმიერი სოციალური ფენის
წარმომადგენელს, რადგან ადამიანთა ისტორია უფრო მნიშვნელოვანი და ყოვლის
მომცველია, ვიდრე მეფეთა. მაგალითად საქართველოს ისტორიაში დომინირებს მეფეთა
ცხოვრება და არანაირი ინფორმაცია არ გვაქ სხვა სოციალური ფენების შესახებ. ისტორია,
როგორც უკვე აღვნიშნე წინ აყენებს ადამიანებს და იკვლევს მათ ცხოვრებას. იძიებს სხვა
სამეცნიერო დარგების დახმარებით, იქნება ეს სოციოლოგია თუნდ გეოლოგია. აქედან
გამომდინარე, ვასკვნით, რომ ისტორია მულტიდისციპლინალურია. მისგან მიღებული
ინფორმაცია ვერ იქნება ჭეშმარიტი, თუ იგი იარსებებს ცალკე მდგომ სამეცნიერო
დარგად. თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ არსებობს ყველაფრის ისტორია. მაგ.:
ლიტერატურის ისტორია, გეოლოგიის ისტორია, სოციოლოგიის ისტორია და ა.შ. ერთი
სიტყვით, ისტორია არის მეცნიერება, რომელიც ყველაფრის შესახებ გვიამბობს.

მაშასადამე, თუ ისტორიის შესწავლის საგანია ადამიანი და უფრო ზუსტად ადამიანი


დროში, მაშინ ვასკვნით, რომ ისტორიკოსისთვის დრო არის პირობითობა. მას
აინტერესებს ნებისმიერი დრო, სადაც ადამიანები არსებობენ. სადაც კი არის ადამიანის
პატარა კვალიც, იქ აუცილებლად იარსებებს ისტორიკოსის ინტერესიც. ლოგიკურია
შემდეგი რამ, რომ თუ ისტორიას აინტერესებს ადამიანი ის ვერ იქნება მხოლოდ
წარსულის შემსწავლელი მეცნიერება, ის იარსებებს ნებისმიერ დროს სადაც იქნებიან
ადამიანები. მარკ ბლოკი წერს, რომ ვერაფერს ვერ მოგვცემს მშრალი ფაქტები, ვერ
დაგვეხმარება რაიმე ახლის აღმოჩენასა და შესწავლაში. ისტორია ვერასდროს გახდება
სრულყოფილი, თუ იგი გამოეკიდება მხოლოდ არაფრის მომცემ თარიღებს. თუ მე ვიცი,
რომ თამარ მეფე გამეფდა 1184 წელს ან რამდენი ხანი იმეფა, ეს ინფორმაცია არაფერს არ
მაძლევს მე-12 საუკუნის ეპოქის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოცემული ეპოქის არც
ეკონომიკური, არც სოციალური და არც გეოგრაფიული მდგომარეობა არ ვიცი. ასე რომ,
მხოლოდ წლების ცოდნას მივყავართ არა სრულ და ირაციონალურ დასკვნებამდე. ამ
დროს ისტორიკოსი ვერანაირად ვერ შეძლებს განსაზღვროს ადამიანთა როლი მოცემულ
ეპოქაში.

2
აწმყო არის ახალშობილი, რომელიც დაბადებისთანავე იღუპება და ეშვება წარსულის
მორევში. მორევი, რომელიც მუდამ ითრევს აწმყოს ახლად დაბადებულ წამებს.
ისისლხორცებს ისე, რომ ვერავინ შეძლებს დაინახოს სხვაობა 20 წლის წინ და 20 წუთის
წინ დაბადებული აწმყოს წამებს შორის. ორივე მათგანი პირველი ჩასუნთქვისთანავე
წარსულს უერთდებიან. ისტორიაშიც ზუსტად ასეთი დამოკიდებულებაა წარსულსა და
აწმყოს შორის. არ არსებობს საზღვარი, როელიც მათ ერთმანეთისაგან მიჯნავს. იქიდან
გამომდინარე, რომ აწმყო წამების დაბადებისთანავე ქრება ანუ არ არსებობს დროის ეს
განზომილება. ესე იგი, ყველაფერი წარსულია. ყოველივ ეს რასაც ისტორიკოსი
შეისწავლის არის განგრძობითობა და მას არ გააჩნია დრო.

საბოლოოდ, ვხვდებით, რომ აწმყოსა და წარსულს შორის არ არსებობს საზღვარი.


აწმყო წამიერად იჭრება წარსულის მორევში და უმალ პოულობს თავის ადგილს.
ვაცნობიერებთ, რომ ისტორია მხოლოდ ამ მორევის დინებასთან ბრძოლაში
გამარჯვებულ გმირების ცხოვრებას კი არა, არამედ მასში მოყოლილ ადამიანთა
ცხოვრებასაც სწავლობს და ამას მისი დამხმარე სხვა სამეცნიერო დარგებით ართმევს
თავს.

ყგყგყგყგყგყუგუყგუყ

3
გამოყენებული ლიტერატურაგუყგ

1. ბლოკი მარკ. 2018. ,,ისტორიის აპოლოგია“. წიგნში შესავალი თანამედროვე

აზროვნებაში II, 164 თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიუყუყგუყ

You might also like