You are on page 1of 5

ჰენდაუთი

ჰენდაუთი (Hand-Out) იგივე გაფართოებული გეგმა არის პრეზენტაციის ძალიან


შემოკლებული ფორმა, რომელიც მრავალ ამობეჭდილ ეგზემპლარად ურიგდებათ
მსმენელებს. ჰენდაუთი გადმოსცემს მოხსენების სტრუქტურას და შინაარსს და დამხმარე
საშუალებაა მასალის აღსაქმელად. იგი ეხმარება მსმენელს თავიდანვე გაეცნოს
პრეზენტაციის შინაარსს და მიჰყვეს მსჯელობას. ხოლო მისი საშუალებით მსმენელი
შეძლებს თუ რამე გაუგებარია პრეზენტაციის დროს, ჩახედოს მას. ასევე თვალი
გადაავლოს რამდენიმე დღის შემდეგ და გაიხსენოს, რა იყო პრეზენტაციის შინაარსი.
ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ კარგი პრეზენტაციის დროს მსმენელი პარალელურად არ
უნდა კითხულობდეს ჰენდაუთს.

როგორი უნდა იყოს კარგი ჰენდაუთი?

 უნდა იყოს თვალსაჩინო (თვალსაჩინოებისთვის გამოიყენეთ ტექსტის დახრის და


გამუქების ფუნქცია)
 ის უნდა იყოს მოკლე და ცხადი, გრძელი წინადადებების გარეშე
 უნდა გვიჩვენებდეს მოხსენების/პრეზენტაციის თანმიმდევრულობას
 უნდა ჰქონდეს ჩასანიშნი ადგილი შენიშვნებისთვის
 უნდა მოიცავდეს მხოლოდ ძირითადად თეზისებს, მაგალითებს და ციტატებს
 არ უნდა მოიცავდეს ზედმეტ ინფორმაციას (სახლში წასაკითხად)
 ჰენდაუთის მოცულობა უნდა იყოს მაქსიმუმ 2 გვერდი
 თავსართისა და ბოლოსართის შრიფტის ზომა უნდა იყოს ძირითად ტექსტზე პატარა

ჰენდაუთი ძირითადად მოიცავს

 მოხსენების სტრუქტურას
 აბრევიატურებს (შემოკლებებს)

1
 მნიშვნელოვან ფაქტებს
 ზოგიერთ მნიშვნელოვან თარიღს
 მნიშვნელოვან განმარტებებს
 მნიშვნელოვან სურათებს ან გრაფიკებს
 დამატებით ინფორმაციას (მაგ.: გრაფიკებზე მონაცემებს და ა.შ.)
 წყაროებს (გამოყენებულ ლიტერატურას)
 ადგილს შენიშვნებისთვის

ჰენდაუთის თავსართზე უნდა იყოს მითითებული:

 მოხსენების სრული სათაური


 მომხსენებლის სახელი და გვარი
 კურსის ხელმძღვანელის სახელი და გვარი
 უნივერსიტეტი
 პროგრამა
 წელი, სემესტრი.

გამოყოფენ ორი სახის ჰენდაუთს (მათ თავსართის და ბოლოსართის ნაწილი მსგავსი


აქვთ):

1. თეზისების ფურცელი: მოყვანილია მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი თეზა


მოხსენების სტრუქტურის საჩვენებლად და არ არის მოცემული შინაარსი.
2. ჩვეულებრივი ჰენდაუთი: მოხსენების ინფორმაცია შეჯამებულია მნიშვნელოვან
პუნქტებად, რათა მსმენელს აღარ დასჭირდეს რაიმე ინფორმაციის მოსმენის
პარალელურად ჩაწერა/ჩანიშვნა.

2
ნიმუში 1:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 03.05.2016


აკადემიური მუშაობის ტექნიკები გაზაფხულის სემესტრი
კურსის ხელმძღვანელი:
სტუდენტი:

ტოტალიტარიზმის თეორიები

სტრუქტურა/გეგმა

1. შესავალი და განმარტება
2. ტერმინის ისტორია
3. ტოტალიტარიზმის მოდელები
4. ტოტალიტარული სახელმწიფოების მახასიათებლები და მაგალითები
5. კრიტიკული შეჯამება
6. დასკვნა

1. შესავალი და განმარტება

განმარტება: „ტოტალიტარიზმი“ აღნიშნავს დიქტატორულ მმართველობით ფორმას....

შემოკლებები: ტ - ტოტალიტარიზმი, ტთ - ტოტალიტარიზმის თეორიები, კ - კონსტიტუცია...

2. ტერმინის ისტორია

წარმოიშვა 20-იან წლებში ფაშისტურ იტალიაში ....

3. ტოტალიტარიზმის მოდელები
a. ჰანა არენდტი - ტერორის როლი და მისგან გამომდინარე არსებული თავისუფლების
აღკვეთა
b. ფრიდრიხ ბჟეზინსკი - 1. სხვადასხვა სახის ტოტალიტარული სისტემები; 2.
ტოტალიტარული რეჟიმის არსი
c. კილმანსეგი - ძირითადი მახასიათებლები

3
4. ტოტალიტარული სახელმწიფოების მახასიათებლები და მაგალითები
- ტოტალიტარული სახელმწიფოების მახასიათებლები
- როგორც აუცილებელი ფუნქცია: არაძალადობრივი მმართველობა

5. კრიტიკული შეჯამება

კომუნიზმის (სტალინიზმის) და ფაშიზმის (ნაციონალური სოციალიზმის) შედარება

6. დასკვნა

კლასიკური ტთ შესაძლებელია განვიხილოთ როგორც „მოძველებული“ მოდელი...

წყაროები:

 გამოყენებული ლიტერატურა:

 ინტერნეტ რესურსები:

შენიშვნები:

4
ნიმუში 2:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გაზაფხულის სემესტრი


აკადემიური მუშაობის ტექნიკები 03.05.2016
ლექტორი:
მომხსენებელი:

თემის სათაური

I. მოხსენების ძირითადი შინაარსი:

I თავი

II თავი

II. ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები:

1. ................
2. ................
3. ................

III. უცხო ტერმინთა განმარტებები:

IV. გამოყენებული წყაროები:

You might also like