You are on page 1of 3

სტუდენტი : მარიამ მარიდაშვილი

კარლ მარქსი მე-20 საუკუნის გენიალური ფილოსოფოსია და არა მხოლოდ


ფილოსოფოსი, არამედ ამ პიროვნებაზე, ფაქტორბივად, დგას მთლიანად მე-20
საუკუნის კულტურა. ვფიქრობ, მე-20 საუკუნის წარმოდგენა და მასზე ფიქრი კარლ
მარქსის გარეშე შეუძლებელია. მას მიაჩნდა, რომ ისტორიის მანძილზე, ყველა
ეპოქაში ყოველთვის არსებობდნენ გაბატონებული და, აგრეთვე ჩაგრული კლასები,
რაშიც იგი მოიაზრებდა, მაგ: ბატონებსა და ყმებს, პატრიციებსა და პლებეებს და ა.შ.
იგი ფიქრობს, რომ ისტორია ყოველთვის იყო კლასობრივი ბრძოლის ასპარეზი. კარლ
მარქსი აკრიტიკებს პოლიტიკურ ეკონომიკურ სისტემას და მოჰყავს არგუმენტები,
თავისი მოსაზრების გასამყარებლად. 1959 წელს იგი აქვეყნებს თავის ნაშრომს
სახელწოდებით “პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის”. იგი ამბობს, რომ
საკუთრება მხოლოდ უმცირესობის ხელშია, ბურჟუაზიის ხელში. თავად სახლმწიფო
კი წარმოადგენს ე.წ “კომიტეტებს”, რომლებიც განკარგავენ ბურღუაზიის
საქმიანობას. რაც შეეხება მუშათა კლასს, ფაქტობრივად, მათ საკუთრება არ გააჩნიათ
და არიან ბურჟუაზიის დაქვემდებარებაში, მათ არ გააჩნიათ სამშობლო, რომლის
წართმევა მათთვის შეიძლება. ფაქტობრივად, გამოდის, რომ პროლეტარიატს ანუ
მუშათა კლასს არაფერი აქვს დასაკარგი, გარდა ბორკილებისა. ეს ორი ძალა კი ორ
მტრულ ძალად ყალიბდება, ორ დაპირისპირებულ მხარედ და უფრო მწვავდება ეს
დაპირისპირება. ბურჟუაზიამ ერთადერთი, რაც დაამყარა ეს იყო უსინდისო
თავისუფლება ვაჭრობისა. მათ ყველა ადამიანს წაართვეს თავისუფლება ყველანაირ
ასპექტში და გადააქციეს ისინი დაქირავებულ მუშებად. ანუ ყველა პროფესიის
ადამიანი, რომელიც თავის ნაშრომს ყიდდა აქციაა თავის მუშად. ბურჟუაზიამ
დაიქვემდებარა ყველა და ყველაფერი და გაბატონდა. ერთადერთი მიზანი მათი იყო
ძალაუფლება და ის, რომ ფეხი მოეკიდათ ყველგან. იმისთვის კი ყველაფერზე იყვნენ
წამსვლელები და ბოლომდე იყენებდნენ მუშათა კლასს თავისი მიზნებისა და
სურვილების განსახორციელებლად. მარქსს მიაჩნია, რომ ეს ყოველივე
არგუმენტებია, იმისა, რომ გააკრიტიკოს პოლიტიკურ ეკონომიკური სისტემა,
რომელიც უმრავლესობას (მუშათა კლასს) ჩაგრავს და ბორკილებს ადებს, ასევე
ართმევს ყველაფერს, მათ შორის სამშობლოს. მარქსს, ისევე, როგორც ენგელსის
მიაჩნია, რომ გაბატონებული კლასის მთავარ დამანგრეველ ძალას, ზუსტადაც, რომ
წარმოადგენენ პროლეტარიატები, ანუ ისინი არიან მთავარი რევოლუციონერები,
რომლებსაც დასაკარგი არაფერი აქვთ გარდა იმ ბორკილებისა, რომელიც ზემოთ
აღვნიშნე. რაც შეეხება იმას, თუ რა პროცესში ვლინდება მჩაგვრელ და ჩაგრულ კლასს
შორის ბრძოლა ანუ ბურჟუაზიის წარმომადგენლებსა და პროლეტარიატებს შორის.
ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა ის, რომ პროლეტარიატი მუდმივად გადის
განვითარების პროცესს. პროლეტარიატი იწყებს ბრძოლას ბურჟუაზიის წინააღმდეგ
მაშინვე, როგორც კი ის ექცევა მისი დაქვემდებარების ქვეშ. თავიდან ბრძოლას
იწყებენ სხვადასხვა მუშები, შემდგომ ერთიანდებიან ერთი ფაბრიკის მუშები,
შემდგომში ერთი დარგის და ა.შ. ისინი ერთიანდებიან, რათა ერთი ძალით
ებრძოლონ ბურჟუაზიას. მოსპონ უცხოური საქონელი, რადგანაც ეს საქონელი მათ
კონკურენციას უწევს. მათში ეს ყველაფერი პროტესტს იწვევს იმ დღიდან როგორც კი
ისინი პროლეტარიატები გახდნენ, ხშირ შემთხვევაში მათი პროტესტი გამოიხატება
ფაბრიკების დაწვით და განადგურებით სხვადასხვა საქონლის. ისინი ცდილობენ,
რომ აღიდგინონ დაკარგული უფლებები, რომელიც შუასაუკუნეებში ჰქონდათ.
პროლეტარიატები ებრძვიან არა მარტო ბურჟუაზიას, არამედ აბსოლუტური
მონარქიის მომხრეებს. ისინი ხვდებიან იმას, რომ ისინი მეტად ძლიერნი არიან და
ძლიერნი გახდნენ ამ პერიოდში, ხოლო რაც მათ აბრკოლებს ეს მხოლოდ
ბურჟუაზიასთან ურთიერთობაა. ბურჟუაზიამ, რომელმაც ფეოდალიზმი დაამხო
თავისი იარაღით, ახლა სწორედ ეს იარაღია მათ წინააღმდეგ მიმართული.
ფაქტობრივად, მათ ვერ გათვალეს ის, რომ ამდენ ხანს ვერ შეძლებდნენ
პროლეტარიატებზე ძალაუფლების შენარჩუნებას თავიანთი მეთოდებით.
“პროლეტარიატი თავისი დიქტატურითა და რევოლუციით აუქმებს არა მხოლოდ
ბურჟუაზიას ამავდროულად იდეურად აუქმებს თავის თავსაც, როგორც
პროლეტარიატს”. ერთადერთი გამოსავალი, რომ თავი დააღწიონ მათ ბატონობას
არის ის რომ მოაწყონ რევოლუცია. მარქსის აზრით, უნდა მოისპოს სოციალური
უთანასწორობა და არ უნდა არსებობდეს დაბალი და მაღალი კლასის ფენები. ამ
მიზანს, რომ მივაღწიოთ კი იგი მიიჩნევს, რომ გამართლებულია ძალადობრივი და
რევოლუციური გზა, ანუ ამ შექმნილი უთანასწორობის გასაქრობად. ამ ყოველივეს
შემდეგ კი ის აყალიბებს 10 დებულებას, რითიც შემდგომში სიტუაცია უნდა
დასტაბილურდეს, რაც შეუწყობს ხელს, რომ გაქრეს სოციალური უთანასწორობა. რაც
შეეხება იმას, თუ ვხედავთ თუ არა დღეს კლასობრივი ბრძოლის ნიშნებს, პასუხი
იქნება, რომ დიახ. დღესაც არსებობენ უმცირესობები, რომლებსაც სურთ თავისი
მიზნების მისაღწევად წაართვან თავისუფლება უმრავლესობას და
თავისისურვილების ასასრულებლად გამოიყენონ ისინი. ამ ყველაფერს კი
განსაზღვრავს ის, რომ დღესაც არიან მდიდრები, გავლენიანები და ღარიბები,
საშუალო ფენის წარმომადგენლები. მდიდარი ოლიგარქი კი მარტივად ახერხებს
ღარიბის ან თუნდაც საშუალო ფენის წარმომადგენლის გამოყენებას თავისი
მიზნებისთვის. ამ ორ მხარეს შორის გამუდმებით მიმდინარეობს ბრძოლა. ვინც ვერ
ეგუება მონობას ის ყოველთვის ბრძოლის პროცესშია მთელი თავისი ცხოვრების
განმავლობაში. მაგალითად საქართველოს მოქალაქეების უმრავლეობა, რომ ავიღოთ
და ჩავთვალოთ ერთ კლასად და მეორე კლასად ოლიგარქი, რომელიც მოსვლის
დღიდან ცდილობს მათ ხარჯზე გამდიდრდეს და მიაღწიოს თავის მიზნებს. ანუ რა
გამოდის? არსებობს უმცირესობა და უმრავლესობა, მათ შორის კი გამუდმებული
ბრძოლა მიმდინარეობს. ვფიქრობ, ეს ყოველივე თვალნათელს ხდის იმას, რომ 21-ე
საუკუნეშიცაა კლასობრივი უთანასწორობა და თანამედროვე ბურჟუაზია და
პროლეტარიატები.

ბიბლიოგრაფია :

ბრეგვაძე,ბ.,გ. ნოდია,თ. ცხადაძე.2019. შესავალი თანამედროვე აზროვნებაში.


თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

You might also like