You are on page 1of 5

თომას ჰობსი

თამარი ტაბატაძე

საშინაო ნაშრომი

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელები: ლევან შატბერაშვილი, ია გელიტაშვილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,


თბილისი, 2020 წელი.
თომას ჰობსი წარმატებული , ღვაწლმოსილი ინგლისელი ფილოსოფოსი იყო. მან
დიდი წვლილი შეიტანა ინგლისის თანამედროვე პოლიტიკური შეხედულების
ჩამოყალიბებაში. ერთმანეთისგან გამიჯნა ბუნებითი და სახელმწიფოს
მდგომარეობები .

თომას ჰობსი მკაფიოდ გვესაუბრება თუ რა არის ბუნებითი მდგომარეობა. ბუნებითი


მდგომარეობა ეს არის, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო მმართველობა, რომელიც
დაამყარებს მმართველობას საზოგადოებაზე. ბუნებითი მდგომარეობაა, როდესაც
ყველა ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის იმედადაა დაეჩენილი, როდესაც ყველა
ადამიანი განურჩევლად განსხვავებებისა თანასწორი, დამოუკიდებელი და
თავისუფალია. თავისუფალი ადამიანისთვის კი არაფერი წარმოადგენს
დამაბრკოლებელ ძალას, მისთვის ყველაფერი ნებადართულია და შეუძლია
დაამყაროს საკუთარი ბატონობა ვინმეზე ან ვინმეს მიმართ. როგორც თომას ჰობსი
გვეუბნება ბუნებითი მდგომარეობის დროს ხომ „ ადამიანი ადამიანისთვის მგელია“.
საზოგადოება ერთმანეთის წინააღმდეგია, ყველას საკუთარი მისწრაფებები აქვს და
არ არსებობს ვინმე, ვინც ამ მისწრაფებებს აუკრძალავს. ბუნებითი მდომარეობის
დროს უწყვეტია კონფლიქტები და გაუგებრობები. კონფლიქტის გაღვივების
ძირითადად სამი მიზეზი არსებობს. პირველი ეს არის შეჯიბრი, რომელიც
გულისხმობს იმას, რომ ადამიანს უხდება ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც არ არსებობს
წესები და კანონები , როგორც ჰობსი გვეუბნება ეს არის „რომელიც ყველას მოწიწების
მდგომარეობაში ამყოფებს“ . ასეთ დროს ძალიან რთულია იცხოვრო მშვიდ გარემოში
უსაფრთხოდ, ასეთ მდგომარეობაში ყოველთვის ქაოსი და შუღლია, რთულია
შეინარჩუნო საკუთრება , რადგან ყველა „ნადირობს“ სხვის საკუთრებაზე, არ აქვს
მნიშვნელობა იქნება ეს მატერიალური თუ არა. მეორე ეს არის შიში, როდესაც
ადამიანი მობილიზებულია მხოლოდ საკუთარი თავის დაცვისკენ, ამ დროს კი ხდება
სუსტის დაჩაგვრა , ადამიანებზე ძალადობა , რაც შეშინებულ ადამიანებს
ახასიათებთ. მესამე კი ეს არის პატივმოყვარეობა, რომელიც უმთავრესად სახელის
დამკვიდრებას გულისხმობს, რიც გამოც ადამიანი უკან არაფერზე იხევს და ამ დროს
მიღებულია ყველა სახის ძალადობა თუ ბარბაროსობა, ამ დროს, როგორც თომას
ჰობსი გვაუწყებს: „ ეს არის ომი ყველა კაცისა ყველა სხვა კაცის წინააღმდეგ“

თომას ჰობსი ბუნებით მდგომარეობასთან ერთად წარმოაჩენს სახელმწიფოს


მდგომარეობას. ეს არის თითოეული ადამიანის უსაფრთხოების შენარჩუნების
ყველაზე კარგი საშუალება, როგორც ჰობსი გვეუბნება სახელმწიფოს არსებობა
ერთადერთი საშუალებაა, რომ მოიშალოს ბუნებითი მდგომარეობა და დამყარდეს
მშვიდობა საზოგადოებაში. სახელმწიფოს დამყარება და ხელშეკრულების დადება
შეამცირებს კონფლიქტებს და შეცვლის აზრს, რომ:“ადამიანი ადამიანისთვის
მგელია“ იმ აზრით, რომ: „ადამიანი ადამიანისთვის დღეა“ , ამასთანავე ადამიანი
აღარ იქნება „ცხოველი“.
თომას ჰობსი „ლევიათანში“ ასევე განიხილავს, რომ ბუნებითი მდგომარეობისგან
გამოსვლის სურვილი აიძულებს ადამიანს, რომ უარი თქვას საკუთარ უფლებების
რაღაც ნაწილზე მაინც. თუ ყვლა ადამიანი იქნება თავისუფალი, ბუნებით
მდგომარეობას თავს ვერ დააღწევენ , ისევ და ისევ ქაოსი და კონფლიქტი დაიწყება.
საჭიროა ყველამ დათმოს რაღაც უფლება, რომ იყოს სიმშვიდე, რაგდან თუ მხოლოდ
ერთეულებმა დათმეს ეს, ჩემი აზრით, უსამართლობად ჩაითვლება.

ბუნებითი მდგომარებისგან თავის დასაღწევად დაიდო ხელშეკრულება, რომლის


მიხედვითაც თითოეული ინდივიდის უფლება დაცული იქნებოდა, როგორც
სიცოცხლის ასევე ბედნიერების ხელყოფაზე.ამის შედეგად ადამიანებმა ერთმანეთზე
აიღეს ვალდებულება, რომ უმრავლესობას და საზოგადოების აზრს სცენ პატივი.
ჰობსის აზრით, არავის აქვს უფლება სხივისი სიცოცხლის ხელყოფისა.

თომას ჰობსის აზრით, სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობას პირველ რიგში


მშვიდობის და წესრიგის დამყარება წარმოადგენს საზოგადოებაში, სახელმწიფოს
ფუნქციაც ხომ სწორედ ესაა. სახელმწიფო ხომ სწორედ ის ორგანოა, რომელიც
ვალდებულებას იღებ, რომ დაიცვას საზოგადოების უსაფრთხოება, უზრუნველყოს
მათი სიმშვიდე, გარდა ამისა, ჰობსი მიიჩნევს, რომ ადამიანის ბუნებითი
მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთ საშუალებას მხოლოდ სახელმწიფოს შექმნა
და ხელშეკრულების დადება წარმოადგენს, ამით მყარდება მშვიდობიანი ცხოვრება .
რა თქმა უნდა, იქნებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებისთვისაც სახელმწიფოს
შექმნა არ იქნებოდა სასარგებლო და სასურველი , მაგრამ ისინიც კი, თუ
დაფიქრდებოდნენ აუცილებლად მიხვდებოდნენ, რომ მათთვისაც ისეთივე საშიშები
არიან სხვები, როგორც სხვებისთვის ისინი , შემდეგ მიხვდებოდნენ სახელმწიფოს
როლს თავიანთ ცხოვრებაში, რომ აღარ იარსებებდა ეს შიში სწორედ რომ
სახელმწიფოს დამსახურებით, რადგან ხელისუფლების მთავარ მისიად თომას ჰობსი
სწორედ ხალხის უსაფრთოებას მიიჩნევდა.

ჩემი აზრით, თომას ჰობსი თავისი აზრებითა და იდეური სამყაროთი სრულიად


განსხვავდება წინამებარე ფილოსოფოსებისგან, როგორებიც არიან პლატონი ან
თუნდაც ნიკოლო მაკიაველი, თომას ჰობსი არ ცხოვრობდა იდეურ სამყაროში
მაკიაველის მსგავსად და არც სახელმწიფოს მმართველზე ამახვილევდა ყურადღებას,
როგორც პლატონი, მისი მთავრი საკითხი სახელმწიფო იყო და არა მმართველი, ასევე
თუ რა სარგებელია სახელმწიფოსგან და თუ რატომ უნდა დაემორჩილოს
საზოგადოება სახელმწიფო მმართველობას მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი
უსაფრთხოებისთვის.

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ თომას ჰობსმა ნაწარმოებში „ლევიათანი“


ნათლად დაგვანახა თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი და სამართლიანი
სახელმწიფო, დაგვანახა ბუნებითი მდგომარეობის უსარგებლობა, რომ
აუცილებელია შეიცვალოს აზრი „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“, ჩამოყალიბდეს
ერთიანი, შემდგარი სახელმწიფო, რომელიც უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი
იქნება.
ბიბლიოგრაფია

თომას ჰობსი,“ლევიათანი“. წიგნი- „შესავალი თანამდროვე აზროვნებაში“, შესავალი,


თავი XIII, თავი XIV, თავი XV.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა თბილისი 2019.

გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“. 1975 წელი.

You might also like