You are on page 1of 3

ნენე ბურდული

ბუნებითი მდგომარეობა არის მდგომარეობა, სადაც ადამიანს არ ბოჭავს არც


სახელმწიფო, არც რელიგია და არც სხვა რამ. იგი არის სრულიად თავისუფალი.
საზოგადოება არის ერთმანეთის თანასწორი. ჰობსის აზრით, ადამიანები იმდენად
თანსწორნი არიან, რომ ვერავინ იტყვის "მე რაღაც სიკეთე მეკუთვნის, რაზეც სხვას
პრეტენზია ვერ ექნებაო”. (გვ 185) აქედან გამომდინარე, ორ ადამიანს უჩნდება ერთი
და იმავე საგნის ფლობის სურვილი, რაც წარმოშობს კონფლიქტს. თუ ინდივიდი
შეძლებს რაიმეს დაეუფლოს, ან შექმნას რაღაც ახალი, მას ყოველთვის თავს
დაესხმებიან და შეეცდებიან გაძარცვონ, ან გაანადგურონ. ამ ადამიანს უნდა
ეშინოდეს არა მარტო გაძარცვის, არამედ სიცოცხლის მოსპობისაც. ანალოგიურ
მდგომარეობაში იქნება თავდამსხმელიც, რადგან ოდესმე ისიც დასუსტდება, ანუ
მასაც იგივე საფრთხე მოელის. ასეთ სიტუაციაში ყველას ექნება დაუცველობის
განცდა. ყველა შეეცდება, რომ მეტი და მეტი ადამიანი დაიმორჩილოს, რადგან
დამმუქრებელთა რაოდენობა შეამციროს.

ჰობსი გვიყვება ბუნებით მდგომარეობაში კონფლიქტის სამი ძირითადი წყაროს


შესახებ: "ადამიანის ბუნებაში კონფლიქტის სამ ძირითად წყაროს ვპოულობთ:
პირველია შეჯიბრი, მეორე – შიში, მესამე კი – პატივმოყვარეობა " (გვ 186)

შეჯიბრი ადამიანს უბიძგებს დაეპატრონოს სხვებს: ცოლ-შვილს, ნახირს და სხვა.


შიში თავდაცვისთვის არის საჭირო, ხოლო პატივმოყვარეობა კი უბიძგებს
პიროვნებას სახელის მოხვეჭვისთვის ებრძოლოს სხვას. ბუნებით მდგომარეობაში
მყოფი ხალხი ყოველთვის ეომება ერთმანეთს, ყველა ერთმანეთის მტერია,
შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში არ არის შრომის მოტივაცია. არ ამუშავებენ მიწას,
რადგან არავინ იცის მოესწრებიან თუ არა ნაყოფს. ბუნებით მდგომარეობაში
შეუძლებელია მისდევდე ხელოვნებას, მრეწველობას ან, თუნდაც, ზღავაოსნობას.
ასეთ სიტუაციაში ყველაზე მეტად ეშინიათ ძალადობრივი სიკვდილის, რადგან სანამ
ძალაში იქნება ბუნებითი კანონი ადამიანებს ვერ ექნებათ გარანტია იმისა, რომ იმდენ
ხანს იცხოვრებენ, რამდენიც მათ ბუნებამ დაუდგინა. ბუნება უბიძგებს ხალხს, რომ
ერთმანეთს თავს დაესხან, წინააღმდეგ შემთხვევაში გაძლება, ან, თუნდაც, გადარჩენა
შეუძლებელია, შესაბამისად, წარმოიქმნება ომი ყველა ყველას წინააღმდეგ.

რადგან ბუნებით მდგომარეობაში ადამიანი დიდხანს ვერ იცხოვრებს და იქნება


მუდმივ სტრესში საზოგადოებას სჭირდება სხვა მდგომარეობის მიღწევა. თომას
ჰობსი გვეუბნება, რომ ძალაუფლება აუცილებლად უნდა გადავცეთ ერთ
კონკრეტულ ინდივიდს ან საკრებულოს. ამ შემთხვევაში ყველას ექნება მხოლოდ
ერთის შიში, ანუ ხელისუფლების შიში, "ისეთი ძალის, რომელსაც დედამიწაზე სხვა
უფროსი აღარ ჰყავს". ადამიანები ერთმანეთს თავს აღარ დაესხმებიან, ხოლო
ხელისუფლებას კი არ ექნება ერთ კონკრეტულ ინდივიდთან ძალადობის მოტივი.
მთავრობას ამ კონკრეტული ინდივიდისგან საფრთხე არ ემუქრება, რადგან
სახელმწიფო ბევრად ძლიერია ამ ადამიანთან შედარებით. ჰობსის აზრით,
სახელმწიფოს მიზანი და ჩანაფიქრი ეს არის: ადამინების მშვიდი ცხოვრებისა და
თვითშენახვის უზრუნველყოფა. თუ არ იარსებებს ძალაუფლება ხალხის
უსაფრთხოების დასაცავად, მაშინ ეს ხალხი იძულებული გახდება თავად დაიცვან
ოჯახები და საკუთარი თავები ძალის გამოყენებით, ანუ კვლავ ვუბრუნდებით
ბუნებით მდგომარეობას, რაც ფაქტობრივად ომს ნიშნავს. აგრეთვე ადამიანებმა
შესაძლოა დადონ ხელშეკრულებები, მაგრამ მაკონტროლებელი ძალის გარეშე ეს
უბრალოდ გულუბრყვილო ქმედება იქნებოდა. "ხელშეკრულების დადებას არა აქვს
აზრი თუ მის დამრღვევს სასჯელი არ ემუქრება". (გვ 178) ადამიანის ბუნებიდან
გამომდინარე თუ ხალხს არ ექნება სასჯელის შიში, ისინი ხელშეკრულებას
უბრალოდ არ შეასრულებენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ხელშეკრულება საკუთარი
სურვილით დადეს.

ერთადერთი გზა ძალაუფლების შექმნისა არის სახელმწიფო. სახელმწიფოს


საშუალებით ადამიანები იქნებიან დაცულნი, როგორც გარე მტრისგან, ასევე შიდა
არეულობისგან. მათ ასევე ექნებათ გარანტია იმისა, რომ არავინ წაართმევს საკუთარ
ნაშრომს და თუ წაართმევს, სახელმწიფო ქურდებს სამარგალოდ დასჯის.

საბოლოო ჯამში ჰობსი ამბობს, რომ ადამიანები ყველა ერთად შეჯერდნენ


შეეზღუდათ საკუთარი უფლებები და გადაეცათ ხელისუფლებისთვის. თითოეული
ინდივიდის ძალა და უნარები სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს საერთო
უსაფრთხოებისთვის.

მიმაჩნია, რომ ჰობსმა ზუსტად აღწერა „ლევიათანში“ ბუნებითი მდგომარეობა.


მდგომარეობა, რომელიც პირველ რიგში დაფუძნებულია შიშზე. ადამიანი
რაციონალური არსებაა. ის სხვებისგან დამოუკიდებლად ვერ იცხოვრებს, ბუნებითი
მდგომარეობა კი მას უბიძგებს სხვების დაქვემდებარებისკენ, რაც აუცილებლად
შეუშლის ხელს საზოგადოებას განვითარებაში. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე
პირველყოფილურ თემებშიც კი ირჩევდნენ ერთ ბელადს, ადამიანს, რომელიც
დანარჩენებს გააკონტროლებდა საკვების გაყოფის დროს ან შრომის დროს, რომ
ვინმეს ზედმეტად არ დაესვენა. ანუ პრეისტორიულ ხანაშიც კი ჰქონდა ჩაყრილი
საფუძველი სახელმწიფოებრიობას.

რეალურ ცხოვრებაში ადამიანები კანონისგან და მორალისგან დამოუკიდებელად


ვერ იარსებებენ, რადგან სამყაროში შეიქმნება ქაოსი. ყველა იმას გააკეთებს რაც
მოესურვება, ფიზიკურად დაჩაგრავენ სუსტებს და იქნება მუდმივი ბრძოლა
გადარჩენისთვის. ამ ბრძოლაში უმიზეზოდ დაიღუპება უამრავი ადამიანი და
შესაბამისად დავკარგავთ რესურსს. საზოგადოების არცერთ ინდივიდს არ ექნება
პიროვნული განვითარების საშუალება. აღარავინ იფიქრებს დიპლომატიურ გზებზე,
ყველა შეეცდება ძალისმიერი მეთოდებით მოიპოვოს ის რაც სურს. რომ არა კანონი
და მორალი, არ გვექნებოდა წესრიგი. წესრიგი კი აუცილებლია რაღაც მიზნის
მისაღწევად. ადამიანები ცხოველებისგან სწორედ ამ მორალისა და პრინციპების
საშუალებით განვსხვავდებით. ჩვენ გვაქვს აზროვნების უნარი, რაც გვაიძულებს
რაღაც დოზით თავისუფალების შეზღუდვას ჩვენივე კეთილდღეობისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

1) შესავალი თანამედროვე აზროვნებაში

მეშვიდე გამოცემა წიგნი 1 თომას ჰობსი (გვ 170 -198)

You might also like