You are on page 1of 2

რუსუდან ჩირგაძე - ვარიანტი 3

1) თომას ჰობსი ინგლისელი ფილოსოფოსი და ერთ-ერთი გამორჩეულო ავტორია.


მან შემოიატანა ახალი ტერმინი „ბუნებითი მდგომარეობა“ , სადაც ყველა ადამიანი
თანასწორი და თავისუფალია . თუმცა ამასთანერთად ადამიანები ერთმანეთის
კონკურენტები არიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან , მაგალითად შეგვიძლია
მოვიყვანოთ მიწა, შეიძლება ერთი და იგივე მიწა ორ ადამიანს მოუნდეს და აქ
დაიწყება , კონკურენცია , შეჯიბრი . ასევე ამ ადაამიანებს ერთმანეთის ეშინიათ ,
აქვთ უნდობლობა ერთმანეთის მიმართ . თითოეულ მათგანს უნდა რომ რამით
გამოირჩეოდნენ . ამ მუდმივი შეჯიბრისა და კონკურენციის გამო , ჰობსმა ეს
ყველაფერი დაახასიათა შემდეგი სიტყვებით „ ომი ყველასი, ყველას წინააღმდეგ“.
ბუნებითი მდგომარეობის დროს ყველა ადამიანი თუ თავისუფალია და თანასწორი,
მათ არაფერი ზღუდავთ და მათ მოქმდებებს არაფერი არეგულირებს , სწორედ ამის
გამო აღმოჩნებიან ისინი მუდმივ დაპირისპირებაში და სულ იქნებიან ომის
მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა რომ აქ ყველა, ყევლას ებრძვის, რა თქმა უნდა ,
ეს ომის მდგომარეობა არ ნიშნავს იმას ,რომ ყოველთვის ომია და ყველა ყველას
ებრძვის , ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანები ერთმანეთს არ ენდობიან და ერთმანეთში
მტრებს ხედავენ .
გამომდინარე იქედან რომ ადამიანები მუდმივად ერთმანეთს არ ენდობიან და
ეშინიათ ერთმანეთის , არსებობს კიდევ ერთი მდგომარეობა, რომელსაც მშვიდობა
ქვია, ეს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ყველა ადამიანს უნდა მშვიდობა ,აარაის
არაფრის და არვისი არ ეშინიათ. ომის მდგომარეობაში , რა თქმა უნდა , ადამიანის
მთავარი სურვილი თუ მიზანი , ალბათ ეს ორი სიტყვა ერთი მეორეს არ გამორიცხავს,
არის სიცოცხლის შენარჩუნება. ადამიანის ყველაზე დიდი შიში , სიკვდილის შიშია .
ამ დროს ადამიანი არაფრიით არ არის შეზღუდული, რათა დაიცვას საკუთარი
სიცოცხლე , ეს არის მისი ბუნებითი უფლება . ჰობსი ამბობს , რომ ყველა დამიანს
აქვს ბუნებისგან მინიჭებული უფლება , რათა დაიცვას საკუთარი თავი და ამ
თავდაცვაში მას ვერვავინ და ვერაფერი ვერ ზღუდავს . როგორც ვხვდებით ომის
მდგომარეობა , საერთოდ არ არის კარგი რამ, რადგან შეძლება ადამიანმა მოიპოვოს
მიწა, დათესოსრაღაც და იმისგამო რომ სხვას მოუნდა ეს მისი მიწა ,წაართვას ის და
ისე მოკვდეს ეს ადამიანი, რომ საერთოდ ვერ მოესწროს მოსავლის აღებას .
შეუძლებელია დამიანს ბუნებით მდომარეობაში ცხოვრება გინდოდეს, ამ დროს
არაფრით არ განსვავდები ცხოველისგან ერთადერთი რამ რაც ცხოველისგან
განასხვავებს ადამიანს - გონებაა.
2) პავლე მოციქულს მეცამეტე მოციქულად მოიხსენიებენ , გამომდინარე იქედან,
რომ ვიცით რომ სულ 12 მოციქული იყო, პავლე მოციქული არღვევს ამას, როგორც
სხვა დანარჩენ მოსაზრებებს.
პავლე მოციქულისთვის ყველა ადამიანი თანასწორია, მორწმუნეც და ურწმუნოც,
მონათლულიც და მოუნათლავიც და ა.შ ,რადგან ყველა გზა ბოლოს მაინც
ღმერთისკენ მიდის , უბრალოდ განსხვავებაა მხოლოდ ის არის , რომ შენი განვლილი
ცხორვების მიხედვით განიკითხები .
პავლე მოციქული განასხვავებს ერთმანეთისგან რჯულსა და რწმენას, ის ამბობს
რომ ადამიანი ,რომელიც კანონებს მიყვება და ასრულებს მას, შეიძლება იყოს
ურწმუნო დ არ სწამდეს ღმერთის , თუმცა აქვე ამატებს რომ აუცილებლად ნდ
ამივსდიოთ კანონებს . პავლე მოციქული თვლის რომ , თუ ადამიანი ბრმად მიყვება
ქრისტეს რჯულის კანონებს , არ შეიძლება იყოს მორწმუნე, რადგან ის თვითონ უნდა
აცნობიერებდეს ყველაფერს და ბრმად არუნდა მიყვებოდეს ვინმეს , თუნდაც ეს ვინმე
ღმერთი იყოს . სწორედ ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ შეძლებს ადამიანი
რჯულის საქმეების ზედმიწევნით შესრულებას . თუმცა, რა თქმა უნდა , არ გვაქვს
იმის საფუძველი ,რომ ეჭვ ქვეშ დავაყენოთ რჯულის კანონების არსებობა. პირიქით
ის აუცილებელია, რადგან ადამიანი ისეთი შექმნა ღმერთმა რომ ის იდეალური არ
არის . რჯულის კანონები გვეხმარება, რათა სამყაროში არ დაისადგუროს ქაოსმა,
რადგან ის ადმიანებს ეხმარება რომ შეახსენოს თუ რა არის ცოდვა დ რა მოელის მას
ამის ჩადენის გამო .
როდესაც მორწმუნე ადამიანი მარხვას იცავს, არ აქვს უფლება რომ ის ადამიანი
განიკითხოს, რომელიც არ მარხულობს, თუ შენ ღმერთისთვის მარხულობ , მაშინ ის
ადამიანიც ღმერთისთვის ჭამს , ადამიანის საქმე არ არის მეორე ადამიანის განხილვა,
რადგან , როგორც ზემოთ ვახსენე ბოლოს ყველა ღმერთთან მივალთ.

You might also like