You are on page 1of 11

რეფერატი ისტორიის ფილოსოფიაში

დიდი აფეთქების თეორია

შალვა ამურველაშვილი
შესავალი
1)დიდი აფეთქების თეორიის გამოჩენა
2)დიდი აფეთქების თეორიის ბიბლიასთან
კავშირი და მისი მოწინააღმდეგენი
3)დიდი აფეთქების თეორიის მეცნიერული
გამარჯვება
4)დიდი აფეთქების თეორიის შედეგები
დასკვნა
შესავალი
ყველას ძალიან აინტერესებს, თუ როგორ წარმოიქმნა სამყარო და საიდან იწყება
დროის ათვლა. დრო და სივრცე ხომ ადამიანური ცხოვრების ყველაზე დიდი
შემადგენელი ნაწილია, ისინი ხომ ისტორიას ქმნიან და ისტორია ხომ კაცობრიობის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია. არსებობს ბევრი მოსაზრება იმისა, თუ
როგორ შეიქმნა სამყარო. ამ საკითხზე ადამიანები უძველესი დროიდან კამათობენ,
ეძებენ კითხვებზე პასუხს და ცდილობენ რაიმე ლოგიკური თეორია შექმნან სამყაროს
შექმნასთან დაკავშირებით. ასეთი თეორიაა დიდი აფეთქების თეორია, რომელიც
ყველაზე ახალია ყველა სხვა თეორიებთან შედარებით და ამ რეფერატში ვისაუბრებ
სწორედ დიდი აფეთქების თეორიაზე.

დიდი აფეთქების თეორიის გამოჩენა


ყველა დროის ადამიანებს აღელვებდათ სამყაროს წარმოშობის საკითხი: რა
მართავს მას; დინამიურია ის თუ სტატიკური; როგორ მუშაობენ ის კანონები,
რომლებიც უზრუნველყოფენ მასში წესრიგს და წონასწორობას და ა.შ. საუკუნეების
განმავლობაში მოაზროვნეები და მეცნიერები ატარებდნენ უამრავ კვლევებს და
ამუშავებდნენ პრინციპულად განსხვავებულ თეორიებს კოსმოგენიაში.
დომინირებული მიმართულება XIX საუკუნის მეცნიერულ აზროვნებაში
განპირობებული იყო დებულებით, რომ სამყარო არის უსასრულო ზომის მატერიის
გროვა, რომელიც არსებობდა დაუსაბამო დროიდან და იარსებეს მარადიულად.
ამგვარი შეხედულება, ქმნიდა რა საფუძველს მატერიალისტური ფილოსოფიისთვის,
უარყოფდა შემოქმედს და ამტკიცებდა მოსაზრებას, რომ სამყაროს არ ჰქონდა
დასაწყისი და შესაბამისად არ ექნება არც დასასრული. მატერიალიზმი – ეს არის
ფილოსოფიური სისტემა, რომელიც თვლის, რომ მატერია წარმოადგენს ერთადერთ
აბსოლუტურ არსს და უარყოფს მის გარდა ნებისმიერი სხვა რამის არსებობას. ამ
ფილოსოფიურმა სისტემამ, რომლის ფესვებიც მომდინარეობს ძველი საბერძნეთიდან
და რომელიც მზარდ პოპულარობას იჩენდა XIX საუკუნეში – კულმინაციას მიაღწია
კარლ მარქსის დიალექტიკურ მატერიალზმში. მატერიალისტები უსასრულო და
მარადიული სამყაროს მოდელს თვლიდნენ თავიანთი ათეისტური ფილოსოფიის
ყველაზე მთავარ საყრდენად. ასე მაგალითად, ცნობილი ფილოსოფოსი-
მატერიალისტი გეორგ პოლიცერი წიგნში “ფილოსოფიის ფუნდამენტური
საფუძვლები” ამტკიცებდა, რომ “სამყარო არ არის შექმნილი ობიექტი; და თუ ის
შექმნილია, მაშინ ღმერთს მოუწევდა მისი შექმნა წამიერად და არაფრისგან!”.
როდესაც პოლიცერი ამტკიცებდა, რომ სამყარო არ არის შექმნილი და მითუმეტეს არ
არის შექმნილი არაფრისგან, ის უმთავრესად ეყრდნობოდა სამყაროს სტატიკურ
მოდელს, რომელიც მიღებული იყო XIX ს. -ში და ფიქრობდა, რომ ამით მეცნიერული
არგუმენტი მოჰყავდა. თუმცა მეცნიერების მძლავრმა განვითარებამ XX ს.-ში
საფუძველი გამოაცალა სტატიკური სამყაროს მოდელის პრიმიტიულ წარმოდგენას,
რომელიც მატერიალიზმის ფუნდამენტურ თეზისს წარმოადგენდა. აღმოჩნდა, რომ
სამყარო არ არის სტატიკური, როგორც მატერიალისტები მიიჩნევდნენ; პირიქით ის
დინამიურია. სამყარო მუდმივად ფართოვდება. ამას გარდა, უამრავმა ექსპერიმენტმა,
დაკვირვებამ და თანამედროვე ფიზიკოსთა გამოთვლებმა დაამტკიცეს, რომ სამყაროს
ჰქონდა დასაწყისი და რომ ის შეიქმნა წამიერად – უდიდესი აფეთქების შედეგად.
დღეს, ეს ვერსია დამტკიცებულია და აღიარებულია მსოფლიო მეცნიერული
საზოგადოების მიერ. ამ უმნიშვნელოვანესი მონაცემების მოპოვება მსოფლიო
მეცნიერების მიერ მთელი რიგი დაკვირვებებით და რევოლუციური აღმოჩენებით
იყო განპირობებული.

1927 წელს, ბელგიელმა მღვდელმა და მათემატიკოსმა ჟორჟ ლამეტრმა


გამოთქვა სენსაციური მოსაზრება, რომ სამყარო შეიქმნა აფეთქების შედეგად. ეს
თეორია რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა იმჟამად არსებულ მეცნიერულ
შეხედულებას კოსმოსზე. ლამეტრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რელიგია და
მეცნიერება არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. როდესაც ლამეტრმა თავისი
მოსაზრებები გაუზიარა აინშტაინს, მან ტაში დაუკრა ახალგაზრდა მეცნიერს და
უთხრა ”ეს ყველაზე შესანიშნავი და დამაკმაყოფილებელი ახსნაა სამყაროს
წარმოშობისა, რაც კი ოდესმე გამიგონია!”. თუმცა, აინშტაინმა თავდაპირველად არ
გაიზიარა ახალგაზრდა მეცნიერის მოსაზრებები (ლამეტრისგან დამოუკიდებლად,
იგივე მოსაზრება გამოთქვა დიდმა საბჭოთა მეცნიერმა ალექსანდრ ფრიდმანმა). 1929
წელს, კალიფორნიის “მაუნტ უილსონის” ობსერვატორიაში დიდმა ამერიკელმა
ფიზიკოსმა ედვინ ჰაბბლმა გააკეთა ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა ასტრონომიის
ისტორიაში: აკვირდებოდა რა ვარსკვლავებს გიგანტური ტელესკოპით, მან
აღმოაჩინა, რომ ვარსკვლავები რატომღაც გამოსცემდნენ მოწითალო ფერს. ეს
ნიშნავდა, რომ ვარსკვლავები დედამიწას შორდებიან. თანახმად ფიზიკის კანონებისა,
სინათლის სხივი დაკვირვების წერტილისკენ მოძრაობისას სპექტრის ხილულ
დიაპაზონში იხრება იისფერისკენ, დაშორებისას კი – წითლისკენ. ჰაბბლის
დაკვირვებებისას აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავთა სინათლე იხრება სწორედ წითელი
ფერისკენ. ე.ი. ვარსკვლავები მუდმივ გვშორდებიან. ამ აღმოჩენამ უდიდესი
რეზონანსი გამოიწვია მთელს მსოფლიოში. მალე ჰაბბლმა გააკეთა კიდევ ერთი
სენსაციური აღმოჩენა: ვარსკვლავები და გალაქტიკები არამარტო ჩვენ, არამედ
ერთმანეთსაც შორდებიან. ერთადერთი დასკვნა, რომელიც ამ რევოლუციური
დაკვირვებების შედეგად შეიძლება გაკეთებულიყო, არის ის, რომ სამყარო
ფართოვდება. მაგალითისთვის გაფართოებადი სამყარო შეიძლება შევადაროთ
გასაბერ ბუშტს. გალაქტიკები შორდებიან ერთმანეთს ისევე, როგორც ბუშტის
ზედაპირზე დასმული წერტილები შორდებიან ერთმანეთს. “სამყაროს გაფართოების
კანონი”, არსობრივად, უფრო ადრეც იყო აღმოჩენილი. თეორიულ ფიზიკაში
გაკეთებული გამოთვლების საფუძველზე მსოფლიოს ერთ-ერთი უგენიალურესი
მეცნიერი ალბერტ აინშტაინი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამყარო არ შეიძლება
ყოფილიყო სტატიკური. მაგრამ, რომ არ დაპირისპირებოდა იმჟამინდელი
მეცნიერული საზოგადოების მიერ აღიარებულ შეხედულებას სამყაროს სტატიკურ
მოდელზე, მან თავისი მოსაზრებები დროებით გვერდზე გადადო. როგორც ზემოთ
ავღნიშნეთ, აინშტაინმა არ გაიზიარა აგრეთვე ლამეტრის იდეები, რომელიც
მეცნიერთაგან ერთ-ერთი პირველი მივიდა იმ აზრამდე, რომ სამყარო აფეთქების
შედეგად უნდა წარმოშობილიყო. მოგვიანებით, აინშტაინმა აღიარა, რომ ამით მან
დაუშვა “ყველაზე დიდი შეცდომა” თავის მეცნიერულ კარიერაში.

დიდი აფეთქების თეორიის ბიბლიასთან კავშირი და მისი


მოწინააღმდეგენი
რაში მდგომარეობს “დიდი აფეთქების თეორია” და რას უნდა ნიშნავდეს
სამყაროს მუდმივი გაფართოება? დღეს უკვე დამტკიცებული ჰიპოტეზა სამყაროს
გაფართოებაზე მდგომარეობს შემდგომში: დროის უკან დაბრუნება, რომ
შეიძლებოდეს, მაშინ ცხადი გახდებოდა სამყაროს წარმოშობა ერთი წერტილისგან.
გამოთვლებმა გვიჩვენეს, რომ ეს “ერთადერთი წერტილი”, რომელიც შეიცავდა მთელ
მატერიას, ე.წ. “ნულოვანი მოცულობის” და “უსასრულო სიმჭიდროვის“ უნდა
ყოფილიყო. სამყაროც სწორედ ამ ერთადერთი წერტილის აფეთქების შედეგად
შეიქმნა. ამ უძლიერეს აფეთქებას, რომელმაც განაპირობა სამყაროს დასაწყისი ეწოდა
“დიდი აფეთქება”. შესაბამისად თეორიასაც ეწოდა “დიდი აფეთქების თეორია”. უნდა
აღინიშნოს, რომ “ნულოვანი მოცულობა” თეორიული მცნებაა და მხოლოდ
აღწერისთვის გამოიყენება. მეცნიერებას არ ძალუძს დამაჯერებლად და მკაფიოდ
განსაზღვროს მცნება “არაფერი”. ის აღემატება ადამიანური წარმოსახვის უნარს და
მეცნიერების მიერ განსაზღვრულია უბრალოდ, როგორც “წერტილი ნულოვანი
მოცულობით”. სინამდვილეში კი “წერტილი მოცულობის გარეშე” არის “არაფერი”.
ამგვარად, გამოდის, რომ სამყარო წარმოიშვა არაფრისგან. სხვა სიტყვებით – შეიქმნა.
მეცნიერებისთვის ეს გამაოგნებელი ფაქტი, რომელიც გენიალურმა ფიზიკოსებმა
დაადასტურეს მხოლოდ XXს.-ში, ძველ აღთქმაშია მოცემული, სადაც ღმერთი
სამყაროს ქმნის თავისუფალი ნებით აბსოლუტურად არაფრისგან, ანუ Ex nihilo (ლათ.
არაფრისგან). “დიდი აფეთქების თეორიამ” გვიჩვენა, რომ თავდაპირველად
ყველაფერი სამყაროში იყო ერთიანი; შემდეგ კი დაიყო შემოქმედი ღმერთის ნებით.
“იქმნენით ნათელი” (შეს. 1). ბიბლია ნათლად მიგვანიშნებს, რომ მთელი მატერია
შეიქმნა დიდი აფეთქების შედეგად, შემდგომ კი სტიქიებად დაიყო და წარმოქმნა
ჩვენთვის ცნობილი სამყარო. დიდი აფეთქება თითქოს უტყუარი
დამადასტურებელია სამყაროს “არაფრისგან” წარმოშობისა, ანუ ღმერთის
შემოქმედებითი აქტისა. მიუხედავათ ამისა, ზოგიერთი მატერიალისტური მრწამსის
მეცნიერი და მეცნიერთა ჯგუფები ჯიუტად უარყოფდნენ აშკარა ფაქტს და იცავდნენ
სამყაროს უსასრულობისა და მარადიულობის იდეას. მიზეზი მატერიალისტთა ამ
უსაფუძვლო ურჩობისა ნათელი ხდება თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი
ფიზიკოსის არტურ ედდინგტონის გამონათქვამიდან: “ბუნების წესრიგის უცაბედად
დაწყება ჩემში იწვევს ფილოსოფიური თვალთახედვიდან გაუცხოების გრძნობას”.
კიდევ ერთი მატერიალისტი, ცნობილი ინგლისელი ასტრონომი და მათემატიკოსი
სერ ფრედ ჰოილი იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ყველაზე მეტად ააღელვა “დიდი
აფეთქების თეორიამ”. XX ს. 50-იან წლებში ჰოილმა წამოაყენა თეორია სახელწოდებით
“უცვლელი მდგომარეობის თეორია”, რომელიც წააგავდა XIX ს.-ში გავრცელებულ
შეხედულებას სამყაროზე, როგორც სტატიკურ სისტემაზე. ჰოილის თეორიის
მიხედვით სამყარო იყო უსასრულო და მარადიული. ერთადერთი მიზანი ამ
თეორიისა გახლდათ მატერიალისტური ფილოსოფიის მხარდაჭერა და აქედან
გამომდინარე დიამეტრალურად ეწინააღმდეგებოდა “დიდი აფეთქების თეორიას”,
რომელიც ამტკიცებს ჰიპოთეზას, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი (დღეს უკვე
აღიარებული და დამტკიცებული გამოთვლებით ეს არის დროის უმცირესი
მონაკვეთი 10 -43 წმ.). “უცვლელი მდგომარეობის” დამცველნი რამოდენიმე ათეული
წელი ეწინააღმდეგებოდნენ “დიდი აფეთქების თეორიას”. მეცნიერული პროგრესი კი
მათ წინააღმდეგ იყო მიმართული.
დიდი აფეთქების თეორიის მეცნიერული გამარჯვება
1948 წელს, დიდმა მეცნიერმა გიორგი გამოვმა გამოთქვა კიდევ ერთი
მოსაზრება “დიდი აფეთქების თეორიასთან” დაკავშირებით. ის ამტკიცებდა, რომ
“თუ სამყარო შექმნილია ასეთი კოლოსალური აფეთქების შედეგად, მაშინ კოსმოსში
უნდა იყოს შემორჩენილი რაიმე კვალი, ანუ რადიაციის გარკვეული რაოდენობა.
უფრო მეტიც, ეს რადიაცია თანაბრად უნდა იყოს გაფანტული მთელს კოსმოსში”. ეს
უტყუარი დამამტკიცებელი “დიდი აფეთქების თეორიის” აუთენტიურობისა,
რომელიც “უნდა ყოფილიყო კოსმოსში” მალე იქნა აღმოჩენილი. 1965 წელს, ორმა
მეცნიერმა – არნო პენსიასმა და რობერტ უილსონმა ეს ტალღები შემთხვევით
აღმოაჩინეს. რადიაცია, რომელსაც უწოდეს “ფონური კოსმოსური გამოსხივება”
(რელიქტური რადიოგამოსხივება) რაიმე წყაროდან კი არ მოდიოდა, არამედ მთელს
კოსმოსში იყო “გაფანტული”. ამ აღმოჩენამ ნათლად დაადასტურა, რომ ეს რადიაცია
შემორჩენილი იყო “დიდი აფეთქებიდან”. პენსიასმა და უილსონმა ამ დიდი
აღმოჩენისთვის ნობელის პრემია დაიმსახურეს. გამოკვლევები ინტენსიურად
გრძელდებოდა. 1989 წელს, ნასამ (NASA) “ფონური კოსმოსური გამოსხივების”
გამოსაკვლევად კოსმოსში გაუშვა თანამგზავრი COBE. თანამგზავრს სულ 8 წუთი
დასჭირდა პენსიასის და უილსონის გამოთვლების დასამტკიცებლად. კოსმოსში
აღმოჩენილ იქნა ნაშთი იმ ზემძლავრი აფეთქებისა, რომელმაც საწყისი დაუდო
სამყაროს არსებობას. ამ აღმოჩენას უწოდეს “ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა
კაცობრიობის ისტორიაში”, რომელმაც ნათლად დაამტკიცა “დიდი აფეთქების
თეორიის” სინამდვილე.

ნასას ტელესკოპ “ჰაბბლით” (“Hubble Space Telescope”, სახელი ეწოდა ედვინ


ჰაბბლის საპატივცემულოდ) სხვა მრავალი სენსაციური აღმოჩენა გახდა
შესაძლებელი: უნიკალური ორბიტალური ტელესკოპი მეცნიერებას დაეხმარა
ურთულეს პრობლემათა ამოხსნაში. მისი მეშვეობით განისაზღვრა სამყაროს
სავარაუდო ასაკი; განისაზღვრა ჰაბბლის კონსტანტა – სამყაროს გაფართოების
სიჩქარე; მისი მეშვეობით აღმოჩენილ იქნა კოერენტული სტრუქტურის ობიექტები –
პროტოგალაქტიკები, რომელთა ასაკიც ახლოსაა სამყაროს წარმოშობის ასაკთან და
სხვა. 1998 წელს, ბერკლის და კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს კიდევ ერთი საოცარი მოვლენა…
თუმცა ეს აღმოჩენა არ იქნებოდა სიურპრიზი ლამეტრისთვის, რომელმაც მრავალი
წლის წინ გამოთქვა მოსაზრება, რომ დიდი აფეთქება არ იყო “უბრალო” აფეთქება;
რომ ის გაფართოებას აუცილებლად გააგრძელებდა და გაიზრდებოდა სიჩქარეც!
“დიდი აფეთქების თეორიის” აღიარებას ათწლეულები დასჭირდა. როდესაც
მეცნიერებმა ბოლოს და ბოლოს აღიარეს სამყაროს არაჩვეულებრივი წარმოშობა,
ბევრი მათგანი შეეწინააღმდეგა ლამეტრის ამ კიდევ ერთ დაუჯერებელ მოსაზრებას.
სტივენ ჰოუკინგი და სხვა წამყვანი მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ სიჩქარე
გრავიტაციის ზემოქმედებით შემცირდებოდა. დაკვირვებებისას, კი საწინააღმდეგო
შედეგი მიიღეს. ეს “ახალი” აღმოჩენა დაამტკიცა ჰაბბლის ტელესკოპმაც. ამ აღმოჩენამ
“მსოფლიო ასტრონომია შეაზანზარა” (ჟურნალი Astronomy, October 1999). ჟურნალმა
“მეცნიერებამ” (Science) ეს აღმოჩენა დაასახელა 1998 წლის უმთავრეს მოვლენად.
დიდი აფეთქების” თეორიის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დამადასტურებელია
ჰელიუმის და წყალბადის რაოდენობა კოსმოსში. გამოკვლევების პროცესში ნათელი
გახდა, რომ ამ ნივთიერებათა კონცენტრაციის დონე კოსმოსში, რაც შემორჩენილია
დღეს “დიდი აფქთქებიდან” – ემთხვევა მეცნიერთა თეორიულ გამოთვლებს.
სამყაროს რომ არ ჰქონოდა დასაწყისი, მაშინ მთელი მისი წყალბადის მარაგი დიდი
ხნის წინ დაიწვებოდა და გარდაიქმნებოდა ჰელიუმად (თერმობირთვული პროცესი).
ამ უტყუარმა მტკიცებებმა განაპირობეს “დიდი აფეთქების თეორიის” აღიარება
მთელი მსოფლიოს მეცნიერული საზოგადოების მიერ. სამყაროს წარმოშობის ეს
მოდელი არის მეცნიერთა საბოლოო ვერსია, რომელიც დამაჯერებლად ადასტურებს
შემოქმედებით აქტს – სამყაროს შექმნას – სივრცისა და დროის დასაწყისს.

დიდი აფეთქების თეორიის შედეგები


“დიდი აფეთქების თეორიის” მეცნიერულმა გამარჯვებამ ადამიანთა
ცნობიერებაში უდიდესი ცვლილებები გამოიწვია. საბოლოოდ დაიმსხვრა მითი
სამყაროს მარადიულობისა, ვინაიდან, “რასაც აქვს დასაწყისი, მას აქვს დასასრულიც”.
დასრულდა ხანგრძლივი ათეისტური ეპოქაც. ცნობილმა ათეისტმა მეცნიერმა დენის
სკიამმა, რომელიც სერ ფრედ ჰოილთან ერთად იცავდა “უცვლელი მდგომარეობის
თეორიას” ასე განმარტა ის სიტუაცია, რომელშიც ისინი აღმოჩდნენ მას შემდეგ, რაც
“დიდი აფეთქების თეორიის” ყველა დამამტკიცებელი საბუთი იქნა მოპოვებული: “მე
ვიცავდი უცვლელი მდგომარეობის თეორიას არა იმიტომ, რომ მას სწორად
ვთვლიდი, არამედ იმიტომ, რომ მსურდა ასეთი ყოფილიყო. უტყუარ
მტკიცებულებათა დაგროვებისას მე მივხვდი, რომ თამაში დამთავრებულია და რომ
უცვლელი მდგომარეობის თეორია სამუდამომ უნდა იქნას უარყოფილი…”.
კალიფორნიის უნივერსიტეტის ფროფესორი ჯორჯ ეიბლიც აღიარებს “დიდი
აფეთქების თეორიის” გამარჯვებას და ამბობს: “დღეს-დღეისობით არსებული
მეცნიერული მტკიცებანი ნათლად გვიდასტურებენ სამყაროს წარმოქმნას დიდი
აფეთქების შედეგად. ჩვენ არ გვაქვს არანაირი არჩევანი, გარდა იმისა, რომ მივიღოთ
ეს თეორია”. “დიდი აფეთქების თეორიის” დამტკიცებით მატერიალისტური
ფილოსოფიის საფუძველი – “მარადიული მატერიის” მითი – ისტორიის სანაგვეზე
აღმოჩნდა. მაგრამ ამ აღმოჩენის შემდეგ მეცნერიებაში ახალი კითხვები გაჩნდა: მაშ რა
იყო დიდ აფეთქებამდე? რა ძალა იყო ის, რამაც სამყარო შექმნა აფეთქებით და თან
არაფრისგან და არაფერი აქცია არსად? მეცნიერულად დამტკიცებული პასუხი
უდავოდ ცხადყოფს იმ ფაქტს, რომელიც არტურ ედდინგტონის სიტყვებით
მატერიალისტებში იწვევს “ფილოსოფიური თვალთახედვიდან გაუცხოების
გრძნობას”; სახელდობრ, შემოქმედის არსებობას. ცნობილი ათეისტი ფილოსოფოსი
ენტონი ფლუ ამ პრობლემას შემდეგნაირ კომენტარს უკეთებს: “როგორც ცნობილია,
ცოდვების აღიარება სასარგებლოა სულისთვის. ამიტომ მე დავიწყებ იქიდან, რომ
ათეისტი უნდა აღაშფოთოს თანამედროვე მეცნიერების თანხმობამ კოსმოლოგიაში;
როგორც ჩანს, კოსმოსის მკვლევარები გვაძლევენ მტკიცებულებებს იმისა, რომ
სამყაროს ჰქონდა დასაწყისი!”. მეცნიერების უმეტესობამ, რომლებიც არ
შემოიფარგლებოდნენ ათეიზმის ბრმა რწმენით, აღიარეს „ყოვლისშემძლე ღმერთის
როლი სამყაროს შექმნაში“. მეცნიერთა აზრით, შემოქმედი არის ის ძალა, რომელმაც
შექმნა მატერია და დრო, თუმცა აბსოლუტურად არ არის მათგან დამოკიდებული. აი
რა დასკვნას აკეთებს ცნობილი ასტროფიზიკოსი ჰიუ როსსი: “თუ დროის დასაწყისი
ემთხვევა სამყაროს დასაწყისს, რასაც გვეუბნება კოსმოსის თეორემა, მაშინ სამყაროს
მიზეზი უნდა იყოს არსი, რომელიც მოქმედებდა სრულიად განსხვავებულ
განზომილებაში და აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყო ჩვენთვის ცნობილი
დროის და სივრცის განზომილებათაგან და რომელიც, ცხადია, არსებობდა მის
შექმნამდე”. ზემოთქმული ნათლად გვიდასტურებს იმ გარემოებას, რომ ღმერთი არ
არის თავად სამყარო და რომ ღმერთი არ არის მოთავსებული სამყაროში. მატერია და
დრო შექმნილია შემოქმედის მიერ, რომელიც მათგან სრულიად დამოუკიდებელია
(ამ მეცნიერული მტკიცებით ბათილდება აგრეთვე ანტიმართლმადიდებლური და
არაქრისტიანული სწავლებებიც, მაგ. პანთეიზმი და სხვ.). შესაბამისად, თითქოს ეს
ერთი შეხედვით ათეისტური შეხედულება ადასტურებს რაღაც მეტაფიზიკური
არსების, ამ შემთხვევაში, როგორც ქრისტიანები იტყოდნენ ღმერთის არსებობას. რაში
მდგომარეობს “დიდი აფეთქების თეორია”? “დიდი აფეთქების თეორიამ”
მატერიალისტებს უფრო მეტი უსიამოვნებები მოუტანა, ვიდრე მატერიალისტ-
ფილოსოფოსის ენტონი ფლუს და მსგავსთა აღიარებებმა, რადგან “დიდი აფეთქების
თეორია” ამტკიცებს არა მხოლოდ იმას, რომ სამყარო შეიქმნა არაფრისგან, არამედ იმ
გარემოებას, რომ შექმნის პროცესი მიმდინარეობდა უაღრესად ზომიერად,
მოწესრიგებულად და უმკაცრესი კონტროლის ქვეშ. აფეთქება დაიწყო ერთი
წერტილიდან, რომელშიც მოთავსებული იყო მთელი მატერია და ენერგია; სივრცეში
ნივთიერებათა გაფანტვა ხდებოდა ყველა მიმართულებით უაღრესად თანაბრად და
შემზარავი სიჩქარით. პირველი სამი ეპოქა განვითარდა სულ რაღაც ერთ წამში.
თავდაპირველი ნივთიერებისგან და ენერგიისგან წარმოიქმნა ჩვენთვის ცნობილი
კოსმოსი, რომელიც შეიცავს გალაქტიკებს, ვარსკვლავებს, დედამიწას და სხვა უამრავ
ციურ სხეულს. “დიდი აფეთქებისას” შეიქმნა ფიზიკის კანონები, რომლებიც
უცვლელია მთელს კოსმოსში. ფიზიკის კანონებმა არანაირი ცვლილებები არ
განიცადეს მთელი ამ დროის განმავლობაში. უფრო მეტიც, მთელი ეს კანონები
ემყარება ისეთ უზუსტეს გამოთვლებს, რომ მათ უმნიშვნელო ცვლილებასაც კი
შეუძლია გამოიწვიოს მთელი სამყაროს დაღუპვა. ყოველივე ეს მიუთითებს იმ
სრულყოფილ წესრიგზე, რომელიც გაჩნდა დიდ აფეთქებასთან ერთად (აღსანიშნავია,
რომ კოსმოსი ძველბერძნულად ნიშნავს წესრიგს). დიდი აფეთქების შემდეგ, ანუ
სამყაროს შექმნიდან კოსმოსში არაფერი მომატებულა და არც მოკლებულა.

დასკვნა
როგორც ვნახეთ, დიდი აფეთქების თეორიას საკმაოდ ღრმა კავშირები
შეიძლება ქონდეს რელიგიასთან, განსაკუთრებით კი ქრისტიანობასთან. დიდი
აფეთქების თეორიამ ხელი შეუწყო მანამდე არსებული მატერიალისტური
ფილოსოფიის უკანა პლანზე გადაყვანასა და მისი სიმცდარე დაადასტურა. ერთი
შეხედვით თითქოს ეს ძალიან დატვირთული და კომპლექსური თეორია უბრალოდ
კიდევ ერთი მოწმე გამოდგა იმისა, რომ სამყარო რაღაც ძალამ შექმნა, რომელიც არ
არსებობს დროსა და სივრცეში. დიდი აფეთქების თეორია ხომ დროისა და სივრცის
შექმნის თეორიაა და თუ მანამდე არ არსებობდა დრო და სივრცე, შესაბამისად დიდი
აფეთქებაც უნდა გამოეწვია რაღაც ისეთს, რაც არ არსებობდა დროსა და სივრცეში.
მეცნიერები ამბობენ, რომ დიდი აფეთქება დაიწყო ნულოვანი წერტილიდან, მაგრამ
რა არის ნულოვანი წერტილი, თუ არა არარა, არაფერი? ბიბლიაც ხომ ამბობს იმას,
რომ ღმერთმა სამყარო არაფრისგან შექმნა. მეცნიერები ამბობენ, რომ აფეთქების
შედეგად პირველად წარმოიშვა სინათლე და ბიბლიაში ღმერთიც პირველად ამბობს,
რომ იქმენ ნათელი. მართალია ძალიან დიდი აურზაური და გაოცება გამოიწვია ამ
თეორიამ, მაგრამ არის კი მართლაც ასეთი გასაოცარი? თუ უბრალოდ მორიგი
თეორიაა ბიბლიური ღმერთის არსებობის დამადასტურებლად?
გამოყენებული ლიტერატურა
სტივენ ჰოკინგის-დროის მოკლე ისტორია
გ. გამოვი, ჟ. ლამეტრი, “დიდი აფეთქების თეორია”.
http://astronomychronicle.com/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%8
3%98-
%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%
94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%
90/
ვიკიპედია

You might also like