You are on page 1of 36

ივ.

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფილოსოფიის
მიმართულება

IV კურსის სტუდენტის ლუკა ხულელიძის საბაკალავრო ნაშრომი

,,ჟან ჟაკ რუსოს სოციალური ხელშეკრულების არსი და


მნიშვნელობა’’

ნაშრომი შესრულებულია ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხის

მოსაპოვებლად

ხელმძღვანელი პროფესორი დემურ ჯალაღონია

1
თბილისი 2019

შინაარსი
1

-ანოტაცია.................................................................................................................................................3
2-შესავალი...............................................................................................................................................4
3-რუსო და განმანათლებლობა............................................................................................................6
4-,,მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის დასაბამისა და საფუძვლების შესახებ’’....8
4.1-ადამიანის ძირითადი მახასიათებლები ბუნებით სამართალში.......................................11
4.2-პირველი კომუნიკაცია..............................................................................................................13
4.3-ადამიანის ბუნება.......................................................................................................................14
4.4-ბუნებრივი მდგომარეობიდან სამოქალაქო საზოგადოებაში............................................16
5-,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ’’...........................................................................21
5.1-,,საერთო საზოგადოებრივი ნება’’...........................................................................................26
6-დასკვნა...............................................................................................................................................32
7-გამოყენებული ლიტერატურა:.......................................................................................................35

2
ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს მცდელობას რუსოს ორი ფილოსოფიური


ტრაქტატის (,,მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის დასაბამისა და საფუძვლების
შესახებ’’ და ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ’’) საფუძველზე აჩვენოს პროცესი,
ადამიანის განვითარებისა, ბუნებრივი მდგომარეობიდან საზოგადოებრივ
ხელშეკრულებამდე. ნაშრომი ეფუძნება ერთის მხრივ რუსოს ტექსტებს, ასევე
ითვალისწინებს სხვა ავტორთა შეხედულებებს და კრიტიკულ მოსაზრებებს. მთავარი
პრობლემა, რასაც რუსო ზემოთხსენებულ მსჯელობებში წარმოაჩენს არის საზოგადოებაში
ადამიანთა თავისუფლების და ქონებრივი უთანასწორობის პრობლემა, გამომწვევი
მიზეზები და მიღებულიშედეგები. ეს ორი რამ, მართალია ადამიანთა საზოგადოების
განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ხანგრძლივი სოციალურ-პოლიტიკური თუ ფილოსოფიური
განაზრებების მიუხედავად მათი,როგორც ადამიანთა საზოგადოების პრობლემის როლი
არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, გაიზარდა. თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანებს
ყოველდღიურად უწევთ იბრძოლონ და დაიცვან საკუთარი თავისუფლება და რამენაირად
დაძლიონ ის ქონებრივი უთანასწორობით გამოწვეული სიძნელეები, რომლებიც ასეთი
თვალშისაცემი და პოლარული არასდროს ყოფილა ადამიანთა შორის.

3
შესავალი

რუსოს მოღვაწეობა მოცავდა პოლიტიკას, მორალს, ხელოვნებას, ფილოსოფიას,


პედაგოგიკას, ლიტერატურას. თითოეულ მათგანში მან წარუშლელი კვალი დატოვა. მისი
იდეებით სულდგმულობდა საფრანგეთის რევოლუცია. ფილოსოფიაში რუსომ ,,მიიტანა
ენერგიული იერიში რაციონალიზმის წინააღმდეგ, რათა დაეცვა გრძნობის უფლებები’’,
აღსარებანში რუსო ამბობს ,,მე უკვე ვგრძნობდი, სანამ დავიწყებდი აზროვნებას’’, მან
სპინოზასეული ნატურალისტურ რაციონალიზმს დაუპირისპირა სენტიმენტალიზმი.
(ს.დანელია, ) რუსო გვევლინება რადიკალ ეგალიტარიანელად, მას სჯეროდა, რომ
ოდესღაც ადამიანები თანასწორნი იყვნენ, მაგრამ ადამიანის გონების განვითარებასთან
ერთად გაღრმავდა მათ შორის უთანასწორობაც. მაგრამ ამ პროცესს სხვა თანმდევი
დადებითი მომენტებიც ჰქონდა, მართალია ადამიანმა ბუნებრივი მდგომარეობიდან
გამოსვლისას დათმო ზოგიერთი უპირატესობა, მაგრამ სანაცვლოდ მიიღო გაცილებით
უფრო ღირებული უპრატესობები, ,,ადამიანის იდეები გამრავალფეროვნდა ხოლო
გრძნობები გაკეთილშობილდა. (ბუნებრივი მდგომარეობიდან, საზოგადოებრივ
ხელშეკრულებაში გადასვლით ადამიანი მართალია კარგავს საკუთარ თავისფულებას
მაგრამ მის ადგილს იკავებს სამოქალაქო თავისუფლება და უფლება ყოველივე იმაზე რაც
მას აბადია. ჟ.ჟ.რუსო ფ.ტ. 214) ,,ნაცვლად იმისა, რომ დააღვიოს ბუნებრივი თანასწორობა,
ძირითადი ხელშეკრულება, პირიქით, მორალური და კანონიერი თანასწორობით ცვლის
იმ ფიზიკურ უთანასწორობას, რომელიც ბუნებას შეეძლო შეეტანა ადამიანებს შორის;
ძალითა და გონებით არათანასწორი ადამიანები, ხელშეკრულებისა და სიმართლის
ძალით თანასწორნი ხდებიან’’ [ჟ.ჟ.რუსო, ფ.ტ. 217]

ნაშრომი მიზნად ისახავს, რუსოს ორი ფილოსოფიური ტრაქტატის (,,მსჯელობა ადამიანთა


შორის უთანასწორობის დასაბამისა და საფუძვლების შესახებ’’ და ,,საზოგადოებრივი
ხელშეკრულების შესახებ’’ აჩვენოს ის ლოგიკური განპირობები, რამაც წარმოშვა ადამიანთა
შორის უთანასწორობა, ხოლო მეორეს მხრივ აჩვენოს ამ პრობლემის დაძლევის
რუსოსეული გზა, საზოგადოებრივი ხელშეკრულება, რომელიც მის მონაწილე ადამიანებს

4
ანიჭებს მორალურ და კანონიერი თანასწორობას. რუსოს მოქალაქე წარმოგვიდგება, ისეთ
მოქალაქედ, რომელიც საერთო საზოგადოებრივი ნების გავლენით აკეთებს ავტონომიურ
არჩევანს, რათა ემსახუროს საზოგადოებრივ სიკეთეს [D.L.Williams 24]

რატომ რუსო და რა რა უპირატესობა აქვს რუსოს სხვა თეორიტიკოს ავტორებთან


შედარებით? მაგ. გროციუსმა როდესაც ჰოლანდიიდან წავიდა თავი საფრანგეთს შეაფარა,
ხოლო ,,ომისა და მშვიდობის უფლება’’ ლუი XIII-ს მიუძღვნა, როგორც რუსო აღნიშნავს
,,იგი (გროციუსი) ძალ-ღონეს არ იშურებს, რაღა ხალხს ჩამოართვას ყველა მისი უფლება
და მეფეებს მიანიჭოს’’[ჟ.ჟ.რ. ფ.ტ 221] ასეთივე მდგომარეობაში იყო ბარბერიაკი, რომელმაც
,,ომისა და მშვიდობის უფლება’’ თარგმნა, მან თარგმანი ჯორჯ I-ს მიუძღვნა, მათი
ნააზრევი არ ატარებს ობიექტურ ხასიათს ,,ამ ორ მწერალს სწორი პრინციპებით რომ
ეხელმძღვანელა.... ნაღვლიანად იტყოდნენ სიმართლეს, რითაც მხოლოდ ხალხს
აამებდნენ. ჭეშმარიტება სიმდიდრეს არ მოგიხვეჭს, ხოლო ხალხი არც ელჩის
თანამდებობას გიბოძებს, არც კათედრებს და არც პენსიებს.’’ (ჟ.ჟ.რუსო ფ.ტ. 221)

რუსო გამორჩეულ ადგილს იკავებდა თავად ენციკლოპედისტთა შორის, რაც გამოიხატა


მათთან დაპირისპირებაში და აისახა რუსოს ცხოვრების წესშიც, იგი დევნასა და
სიღატაკეში გარდაიცვალა ხოლო საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს დიდი ზარ-
ზეიმით დაკრძალეს პარიზის პანთეონში ვოლტერის გვერდით.

5
რუსო და განმანათლებლობა

ცალკე თავად უნდა გამოიყოს რუსოს როგორც განმანათლებლის და


განმანათლებლების ძირითადი ბირთვის ურთიერთობა, რათა ნათლად გამოიკვეთოს
რუსოს პოზიცია და ის ასპექტები, რამაც საბოლოოდ განხეთქილება გააჩინა მასსა და
ენციკლოპედისტებს შორის. განმანათლებლობა იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური
მიმდინარეობა, რომელიც მიმართული იყო XVIII საუკუნის სიკვდილის პირას მდაგრი
ფეოდალიზმის წინააღმდეგ. განმანათლებლების სწამდათ, რომ უნდა შეცვლილიყო
საზოგადოებრივი წყობილება, პოლიტიკა და ზნეობა სამართლიანობის და სიკეთის
იდეების მეცნიერული ცოდნის გავრცელების გზით. საზოგადოების განვითარება
ეფუძნებოდა ორ მომენტს, ადამიანის თავისუფლებას და კერძო საკუთრებას.
განმანათლებლებისთვსი ადამიანი იყო ბუნებით კეთილი და თავისუფალი არსება,
რომელსაც თავისი ფიზიკური და სულიერი ძალების განსავითარებლად ესაჭიროება
სათანადო, წოდებრივი დაყოფისგან თავისუფალი, სამოქალაქო საზოგადოება.
(დ.ლაბუჩიძე 29) განმანათლებლობაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით
განმანათლებლობის კანტისეულ განმარტებას ,,განმანათლებლობა – ესაა ადამიანის
გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია. უმწიფრობა უუნარობაა, საკუთარი
განსჯა სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე მოიხმარო. უმწიფრობა საკუთარი თავის ბრალია
მაშინ, როცა მისი მიზეზი განსჯის ნაკლულობაში კი არა, გადაწყვეტილებისა და სიმამაცის
არქონაში ძევს. გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება!’’1

ახლა კი მოკლედ ვოლტერის, როგორც განმანათლებლობის ღერძის და რუსოს


სოციალურ-პოლიტიკური იდეების განსხვავებების შესახებ. არსებითად ფრანგ
ენციკლოპედისტთა იდეალს წარმოადგენდა გონივრულად მოწესრიგებული მონარქია,
როდესაც რუსო ოცნებობდა გონვრულად მოწყობილ დემოკრატიაზე. ვოლტერს მართალია
სწამდა განათლებს ძალიასა, მაგრამ სწავლა-განათლებას მოკლებულ მასებს იგი ზევიდან
დასცქეროდა, განსხავებით რუსოსგან, რომლისთვისაც ეს ხალხი მორალურად უფრო
1
ი.კანტი ..რა არის განმანათლებლობა’’

6
მაღალა იდგა, ვიდრე განათლებული საზოგადოება (ს.დანელია, გვ.375) რუსოს პოზიცია,
რომელსაც მეორე ტრქატატში ავითარებს, არის შემდეგი:,,ბოროტების პირველი მიზეზი
ესაა უთანასწორობა; უთანასწორობიდან წარმოიშვა სიმდიდრე; სიმდიდრე და სიღარიბე
შედარებითი ცნებებია და სადაც არ იქნება უთანასწორობა იქ არც სიმდიდრე და სიღარიბე
იარსებებს.’’[უ.ობოლაძე 81] ვოლტერს კი მიაჩნდა, რომ სიმდიდრე უნდა დაგროვებულიყო
მხოლოდ ადამიანთა რჩეული უმცირესობის ხელში, ხოლო ქვეყანა გონებრივ
არისტოკრატიას უნდა ემართა. ვოლტერმა ტრაქტატზე ,,ადამიანთა შორის
უთანასწორობის შესახებ’’ რუსოს ,,მწვავე ირონიული ჯავრით შედგენილი წერილით
უპასუხა’’[უ.ობოლაძე 81) ვოლტერი წერდა, რომ არასდროს დახარჯულა ამდენი ჭკუა,
იმისათვის, რათა დავერწმუნებინეთ ჩვენ, რომ ჯობს ისევ მხეცებად ვიქცეთ და ოთხზე
სიარული დავიწყოთო. რუსოც პასუხად მიწერილ წერილში არ იშურებდა ირონიას ,,თქვენ
ჩვენ საუკეთესოდ გვასწორებთ და გვაყენებთ ფეხზე, რათა დავივიწყოთ საკუთარი
სიარული.’’’2ეს დაპირისპირება რუსოსა და ვოლტერს შორის სიცოცხლის ბოლომდე
გაგრძელდა.

განმასხვავებელი რუსოსა და განმანათლებლების ძირითად ბირთვს შორის


(ვოლტერი, დალამბერი, დიდრო, ჰოლბახი) იყო ახალი საზოგადოების შენების
სტრატეგია, რუსოს აზრით ახალი საზოგადოების შენება უნდა დაფუძნებოდა ღრმა
სოციალურ გარდაქმნებს. ძირითად უთანხმოების საგანს წარმოადგენდა სოციალური
მოტივები, ხოლო ფილოსოფიურ-რელიგიური იდეები, პირად მოტივებთან ერთად
მხოლოდ ამ დაპირისპირების საფარველს წარმოადგენდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსოსა
და ენციკლოპედისტების ‘’გათიშვის’’ მიზეზს წარმოადგენდა რუსოს რადიკალური
სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებანი.(უ.ობოლაძე 96) რუსოს მიაჩნდა, რომ მხოლოდ
ხალხია უმაღლესი ხელისუფლების მატარებელი და არა ქონებრივად ან გონებრივათ
აღმატებული ადამიანების ნაწილი. ,,ამიტომ რუსო გვევლინება დემოკრატიული
რადიკალიზმის ფუძემდებლად’’ [უ.ობოლაძე 196]

2
ს.დანელიას თარგმანი

7
,,მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის დასაბამისა და

საფუძვლების შესახებ’’

,,უფრო ძლიერი ფერადებით შეუძლებელია კაცთა საზოგადოების სიმახინჯე იქნეს


3
დახატული, ჩვენ კი უმეცრად ველოდით ამ საზოგადოებისგან ამდენ რამე კარგს’’
[ს.დანელია, გვ.375]

რუსოს მეორე ტრაქტატი , ,,მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის დასაბამისა და


საფუძვლების შესახებ’’ 1754 წელს დიჟონის აკადემიის საკონკურსო თემის საპასუხოდ
დაიწერა. ტრაქტატი არ წარმოადგენს ადამიანთა შორის უთანაწორობის წარმოშობის
ისტორიულად დასაბუთებულ მსჯელობას, მაგრამ ის წარმოგვიდგება, როგორც
საზოგადოებრივი უთანასწორობის ფილოსოფია. რუსოს ,, წარმოშობა’’ (დასაბამი) ესმის
არა როგორც ისტორიული წარმოშობა, არამედ როგორც ლოგიკური განპირობება, მისი
ტრაქტატი იკვლევს არა საზოგადოების უთანასწორობის წარმოშობის ისტორიულ ხაზს,
არამედ მის ლოგიკურ პირობას. - ამის თანახმად რუსოს თეორიაც არის უთანასწორობის
არა ისტორია, არამედ მეტაფიზიკა ‘’4

რუსოს მიაჩნია, რომ წინამდებარე მსჯელობა უთანასწორობის ლოგიკური


პირობების წარმოშობის შესახებ წარმოუდგენელია ადამიანის თვითშემეცნების გარეშე.
სწორედ ადამიანმა უნდა დაიახოს საკუთარი თავი იმ სახით როგორადაც იგი შექმნა

3
‘’ You will please people by your manner of telling them the truth about themselves, but you will not alter them. The
horrors of that human society--from which in our feebleness and ignorance we expect so many consolations--have never
been painted in more striking colors’’ - ვოლტერის წერილი, ციტატის თარგმანი სერგი დანელია

4
ს.დ. 368 რუსოს აისტოიზმს დანელია ადარებს ჰესიოდეს და ოვიდიუსისეულ ისტორიას. რუსოსთვის
ყოველი ადამიანი არის ბიოლოგიური არსება, მაგრამ იგი ცდილობს ამ ცხოველურს დაუპირისპიროს
საზოგადოებრივი ცხოვრებით, რომლის არსებასაც ბიოლოგიური სიცოცხლე შეადგენს ბიოლოგიური
მოთხოვენების დაკმაყოფილების გზას ადამიანი მონობამდე მიყავს.ს. დანელია აკრიტიკებს ბუნებრივ
მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ბედნიერებას, ვინაიდან მას რომ სრული თავისუფლება და ბედნიერება
ჰქონოდა, იგი საზოგადოებას არ ააშენებდა, თუ ადამიანის ისტორიული პროგრესი მხოლოდ მისი
დაქვეითების გზაა მაშინ ბუნდოვანია საიდან შეიძლება გაჩნდეს ადამიანის ცხოვრებაში დადებითი მომენტი.

8
ბუნებამ და მოახდინოს გამიჯვნა პირვანდელი მდგომარეობისა და შემდგომი
გარემოებების შედეგად შეძენილისაგან. 5

ტრაქტატში განხილულია ადამიანი ბუნებრივ მდგომარეობში, რომელიც


ცხოვრობდა ჯერ კიდევ ბუნებასთან ჰარმონიაში. ადამიანის დასაბამიერი მდგომარობიდან
გზას მის საზოგადოებრივ არსებად ჩამოყალიბებამდე, რუსო ადარებს გლავკეს6
ქანდაკებას, რომელიც დროიის დინებამ იმდენად შეცვალა, რომ მასში ველურ მხეცს უფრო
დავინახავთ ვიდრე ღვთაებას. ამ ყოველივეში რუსოს ‘’დამნაშავედ’’ ადამიანის გონებრივი
პროგრესი მიაჩნია, რომელიც გამუდმებით აშორებს ადამიანს მის დასაბამიერ
მდგომარეობას.

ტრაქტატის სხვადასხვა ნაწილში რუსო ხშირად ეპაექრება ‘’წინამორბედებს’ 7’ - მათ


ვინც საზოგადოების საწყისებს ჩაუღრმავდა. მისი კრიტიკა ძირითადად მიმართულია იმ
გარემოების გამო, რომ ამ მსჯელობებში არ ჩანს ‘’გაშიშვლებული ადამიანი’’ ადამიანი,
რომელიც ბუნებრივ მდგომარეობაშია, ადამიანს მიაწერილი აქვს ისეთი იდეები,
რომელთაც ადამიანი მხოლოდ საზოგადოებრივი ცხოვრების ხანგრძლივ პერიოდში იძენს.
,,თუ ვისურვებდით დაგვეშვა, რომ ველური, როგორც ეს ჩვენს ფილოსოფოსებს მიაჩნიათ,
მართლაც განვითარებული აზროვნების უნარის მქონეა, რომელიც აბსტრაქტულ
მსჯელობათა მეშვეობით დამოუკიდებლად რიგ მაქსიმებს შექმნიდა… საამისოდ მის
გონებას ამდენ გამჭრიახობასა და განათლებას თუ მივაწერთ, რეალურად კი მისი
აზროვნების სიტლანქესა და სიჩლუნგეს აღმოვაჩენთ.’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 97]

რას ნიშნავს ადამიანის დასაბამიერი მდგომარეობა ანუ ბუნებითი სამართალი და როგორ


უნდა შევისწავლოთ ის, მ.ბიჭაშვილი გამოყოფსა ადამიანთა ბუნებითი სამართლის
შესწავლის ორ გზას, პრველია დაკვირვება პირველყოფილ საზოგადოებაზე და მათი
5
სოკრატეს შემდეგ ადამიანის თვითშემეცნება ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა მოაზროვნეთათვის,
რუსოც სწორედ ‘’სოკრატიანელების’’ წარმომადგენელია, მისი აზრით ადამიანისთვის ,,ყველაზე საჭირო და
ყველაზე მწირად დაწინაურებული არის ცოდნა თავად ადამიანის შესახებ’’. შეიცან თავი შენი, დელფოს
სამისნოს ეს მოწოდება არის რუსოს ტრაქტატის გასაღები.
6
გლავკე (GLAUKE (Glauce)) მითოლოგიური პერსონაჟი, ერთ-ერთი ნერეიდა.
7
ტრაქტატში რუსო სხვადასხვა ადგილას ეკამათება ჰობსს და გროციუს, ასევე გვხდება ლოკთან
პარალელები.

9
ცხოვრების წესის ანალიზი ხოლო მეორე კი ადამიანთა სულის უმარტივეს იმპულსებზე
დაკვირვება (მ.ბიჭაშვილი 289) რუსო ირჩევს მეორე გზას.რუსოს სწამს, რომ ბუნებაში
ამოკითხული ადამიანთა ისტორია უტყუარია, ვინაიდან ბუნება არასდროს ცრუობს. ,,ო,
ადამიანო ...... მომისმინე! აი, შენი ისტორია, ისეთი, რომელიც ჩემი რწმენით, არა შენს
მსგავსთა მიერ დაწერილ ცრუ წიგნებში ამოვიკითხე, არამედ ბუნებაში..... ...ვეცდები შენი
მოდგმის ისტორიის აღწერას, ასე ვთქვათ, ბუნებით ნაბოძები თვისებების მიხედვით
რომელთა დანგრევა არა, მაგრამ დამახინჯება შენმა აღზრდამ და ჩვევებმა გამოიწვია’’
(ჟ.ჟ.რ. ფ.ტ.)

,,მე უკვე ვგრძნობდი, სანამ დავიწყებდი აზროვნებას’’ ეს ციტატა კარგად


გამოხატავს რუსოს სენტიმენტალისტურ პოზიციას. ს.დანელია განსხვავებით XVIII
საუკუნეში გაბატონებული აზროვნების რაციონალური ხასიათისა, რუსოს მიიჩნევს
სენტიმენტალისტ მოაზროვნედ, მან ნატურალიზმის რაციონალური ხასიათი, რომელიც
გვხვდება სპინოზასთან, შეცვალა სენტიმენტალიზმით. მართალია ორივე მოაზროვნესთან
ბუნება გაღმერთებულია, მაგრამ განსხვავდება ბუნების გაგება, სპინოზასთან თუ ბუნების
შემეცნება ხდება აზროვნებით, რუსოსთან ეს პროცესი ხორციელდება გრძნობით. თუ
სპინოზასთვის გრძნობა მხოლოდ ბნელი და ბუნდოვანი აზროვნებაა რუსოსთვის
აზროვნება იყო გაუფერულებული, სიცოცხლის ძალისგან დაცლილი გრძნობა. რუსოსთვის
პირველადია გრძნობა, გრძნობიდან ხდება აზრზე გადასვლა. გრძნობა უფრო ბუნებრივი
და ძლიერია ვიდრე აზრი. მისთვის ადამიანის იდეალს არ წარმოადგენდა ლოგიკურად
მოწყობილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია დედუქციურ ლაბირინთებში გზა გაიკვლიოს,
არამედ სოფლის გლეხი, რომელიც კვლავ ინარჩუნებს საღ აზრს, მისი გრძნობები
თავისუფალია საღი აზრის მარწუხებისგან. ,,უკეთესი კაცია ის ვინც უფრო მეტად
გრძნობს, და არა ის ვინც ურო მეტად აზროვნებს: კაცი, რომელიც აზროვნებთ ცხოვრობს,
კაცი კი არა გადაგვარებული ცხოველია’’ (ს.დანელია 364)

ტრაქტატში ,,მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის დასაბამისა და


საფუძვლების შესახებ’’ რუსო განასხვავებს ორის სახის უთანასწორობას, პირველია

10
ბუნებრივი ანუ ფიზიკური და მეორე მორალური ან პოლიტიკური უთანასწორობა.
პირველი მათგანი განსაზღვრულია თავად ბუნებით (ასაკი, ჯანმრთელობა ფიზიკური
განსხვავებები ადამიანთა შორის) მეორე მათგანი კი ეფუძნება გარკვეული სახის
შეთანხმებას, რაც ანიჭებს ამა თუ იმ ადამიანს სხვადასხვა პრივილეგიას. მას
არამართებულად მიაჩნია მსჯელობის განვითარება იმ გზით, რომ მხოლოდ პასუხი გაეცა
კითხვაზე თუ რა არის ბუნრბრივი უთანასწორობის საწყისი ან რა კავშირია ზემოთ
განსხვავებულ ორ უთანასწორობას შორის, არამედ ტრაქტატი ცდილობს აღწეროს
მოვლენათა ევოლუციაში მომენტი, ‘’როდესაც უფლება ძალადობას ჩაენაცვლა, ბუნება კი
კანონს დაექვემდებარა. ცდილობს იმის ახსნას თუ სასწაულთა რა თანხვედრამ და
ურთიერთშკავშირებამ განაპირობა ის, რომ ძლიერი სუსტის სამსახურს, ხალხი კი
რეალური ბედნიერების ფასად წარმოსახვითი სიმშვიდის ყოდვას დათანხმდა.’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ.
82]

ადამიანის ძირითადი მახასიათებლები ბუნებით სამართალში

ტრაქტატში მსჯელობა ადამიანზე იწყება იმ მომენტიდან როდესაც ის უკვე


ჩვნეთვის ნაცნობ ფიზიკურ ფორმებში გვევლინება, რუსო მას აღგვიწერს ყოველივე
ზებუნბევრივი ცოდნისაგან და ყველა იმ უნარისაგან განძარცვულს, რასაც ადამიანი
გონებრივი განვითარების და სოციალური ურთერთობების შედეგად იძენს, იგი
აღგვიწერს ადამიანს, რომელიც უშუალოდ ბუნების მიერაა შექმნილი. პირველყოფილ
ველურს აქვს ორი ძირითადი მახასიათებელი რაც განასხვავებს სხვა ცხოველთაგან,
პირველია სიმარჯვე, ხოლო მეორე ბაძვა. ადამიანს, რომელსაც ცხოველთაგან განსხვავებით
რაიმე გამოკვეთილი ინსტიქტი არ გააჩნია ბაძვის მეშვეობით ითვისებს სხვადასხვა

11
სახეობის უპირატესობებს. ეს საშუალებას აძლევს მას გაიფართოვოს შესაძლებლობები და
გაიმრავალფეროვნოს კვების რაციონი. მუდმივად თვის გადარჩენაზე ორიენტირებული
ადამიანს, რომელიც ყოველთვის მობილიზებულია, რათა დაიკმაყოფილოს
მოთხოვნილებები, ,,მის მიმართ ბუნება ისევე მოქმედებს, როგორც სპარტის კანონი -
მოქალაქეთა შვილების მიმართ: კარგი აღნაგობის მქონეთ ძლიერებას და ამტანობას სძენს,
ყველა სხვას კი სპობს.’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 86] მაგრამ მას მაინც ახასიათებს შიში სიახლეების
ხილვისას, არავინაა ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე გაუბედავი არსება,
რომელიც მცირე ხმაურზეც შიშით თრთის. შიშს იწყვევს ყოველი ახალი მოვლენა, მაგრამ
ადამიანს ახასიათებს სწრაფი ადაპტაციის უნარი. ხოლო ყველაზე დიდ უპარატესობას
ადამიანს, ცხოველთან შედარებით, ანიჭებს არჩევანის შესაძლებლობა - ,,იბრძოლოს ან
გაქცევით უშველოს თავს’’ (ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 86)

ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ფიზიკური დახასიათების შემდეგ,


რუსო იწყებს მისი მეტაფიზიკური და მორალური პორტრეტის მოხაზვას. ყოველი
ცოცხალი არსება ფიზიკურ დონეზე წარმოადგენს გონივულად მოწყობილ მექანიზმს,
რომელიც დაჯილდოვებულია ბუნებისგან გრძნობიერებით, რასაც პირველ რიგში
თავდაცვისთვის იყენებს, აბრუნებს პასუხს გამღიზიანებელ, დამაზიანებელ ქმედებაზე.
თუ ცხოველთა ქმედებებს მთლიანად ბუნება წარმართვს, ადამიანი როგორც თავისუფალი
სუბიექტი, საკუთარ ქმედებებს თავადვე განაგებს. ცხოველის ქმედებებს მთლიანად
ინსტიქტები განაპირობებს, ადამიანისას კი თავისუფალი ნების აქტი. რუსო ეთანხმება და
ციტირებს მონტენის აზრს, ..რომ ადამიანთა შორის უფრო მეტი სხვაობაა, ვიდრე
ადამიანსა და ცხოველს შორის. ასე რომ სულიერთა შორის ადამიანის სპეციფიკურ
სხვაობას ქმნის არა იმდენად გონება, რამდენადაც მისი, როგორც თავისუფლად მოქმედი
პირის რაობა.’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 92] კიდევ ერთი სპეციფიკური თვისება, რითაც
დაჯილდოვებულია ადამიანი ესაა სრულყოფის უნარი. ბუნებრივ მდგომარეობაში
ადამიანს მხოლოდ ტკივილი და შიმშილი აშინებს, მისთვის უცხოა სიკვდილის ფენომენი,
რადგან ბუნდოვანებითაა მისთვის მოცული ,,ერთადერთი პირველი შენაძენი, რომელიც

12
ცხოველის მდგომარეობიდან გამოსულმა ადამიანმა შეიცნო, სიკვდილი და მისდამი შიში
იყო’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 94]

პირველი კომუნიკაცია

პირველყოფილი ადამიანი მოკლებული იყო სხვა ინდივიდებთან ურთიერთობას


რადგან ამას განაპირობებდა მისი გონებრივი შესაძლებლობების ნაკლებობა, მას არაფერი
ჰქონდა მეორე ადამიანისთვის სათქმელი, მეორე დიდ პრობლემას კი ენის არარსებობა
ქმნიდა. ყოველი აბსტრაქტული მონაპოვარი რომელსაც ცხოვრების მანძილზე იძენდა
ველური, მის სიკვდილთან ერთად დავიწყებას ეძლეოდა. არსებობის გარკვეულ ეტაპზე
საჭირო გახდა კომუნიკაციის ახალი ფორმა, რომელიც განსხვავებული იქნებოდა
ფიზიკური ლტოლვების დაკმაყოფილებისგან, რომელიც მხოლოდ წმინდა ცხოველური
აქტით იფარგლებოდა. რუსო ტრაქტატში დიდ ადგილს უთმობს მეტყველების და ენათა
წარმოშობა-განვითარების საკითხს. ,,როდესაც ენისა და მეტყველების წარმოშობის რთულ
და ხანგრძლივ საკითხს ვეხებით პირველი კითხვა რომელიც გვიჩნდება, ესაა თუ რამ
განაპირობა მეტყველების აუცილებლობა ადამიანთა შორის? ,,თუ ადამიანებს არც
ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან და არც ამის საჭიროება, მაშინ გაუგებარია რამ
განაპირობა ამ გამოგონების (ენის) აუცილებლობა ან შესაძლებლობა, თუ ეს მათთვის
გარდაუვალი აუცილებლობა არ გახდა’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 98] XVIII საუკუნეში დამკვიდრებული
იყო აზრი, რომ ენა ოჯახური თანაცოვრებისას გაჩნდა, რუსოს მიაჩნია, რომ ეს თეორია
ნაკლოვანია, რადგან, ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს მიაწერს თანამედროვე
საზოგადოებისთვის მახასიათებელ იდეებს. პირველყოფილი ველურიები მოხეტიალე
ცხოვრებით ცხორობნენ, არ გააჩნდათ რაიმე საკუთრება და არც ხანგრძლივად
ჩერდებოდნენ ერთ ადგილას, მათ არ გააჩნდათ ხანგრძლივი თავშესაფარი. სქესობრივი
კავშირი შემთვევით ინდივდებთან სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით
შემოიფარგლებოდა და არც ერთმანეთთან განშორება ეძნელებოდათ. დედაც კი მხოლოდ
საკუთარი საჭირობის გამო კვებავდა შვილებს. ,,პირველი ყველაზე უნივერსალური,

13
ენერგიული და ერთადერთი ენა, რომელიც ადამიანს დასჭირდებოდა მანამდე, ვიდრე
ერთად შეყრილ თავის მსგავსთა დარწმუნების აუცილებლობა შეექმნებოდა, ბუნების
ყივილი იყო - ერთგვარი სახის ინსტიქტით აღმომხდარი ყვირილი, რომელიც დიდი
საფრთხის შემთხვევაში საშველად, ძლიერი ტკივილის დროს კი ნუგეშის საცემად
უხმობდა’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 100] დროთა განმავლობაში ეს ‘’ყივილი’’ მეტყველი გახდა,
ადამიანებმა გაამდიდრეს ენა სხვადასხვა ნიშნებით და ხმის სხვადასხვა ინტონაციით.
ხილულ საგნებს ადამიანები ჟესტებით გამოხატავდნენ, სმენით აღქმულს კი იმიტაციური
ბგერებით. ჟესტების ენა დროთა განმავლობაში ჩანაცვლდა ხმის არტიკულაციებით.
ადამიანთა შორის კომუნიკაცია ,,მეტყველება იმდენად აუცილებელი რამ იყო, რომ მისი
გამოყენება ჩვევად იქცა’’ [ჟ.ჟ.რ.ფ.ტ. 100] პირველად ენაში სიტყვებს ბევრად ფართო
მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მოკლებული იყო თანამედროვე გრამატიკულ
კლასიფიკაციებს. არსებითი სახელები და სახელები სიტყვათა ფართო მნიშვნელობიდან
თავდაპირველადვე გამოეყო, ხოლო აბსტრაქციები, ვინაიდან ნაკლებად ბუნებრივი
ცნებებია ძალზე ძნელად უნდა განვითარებულიყო. არაერთმა საუკუნემ განვლო სანამ
ადამიანი ბუნებრივი მდგომარეობიდან გამოსვლის სურვილი გაუჩნდებოდა და ამის
შესაძლებლობა მიეცემოდა.

ადამიანის ბუნება

ბუნებრივ მდგომარეობაში ყოფი ადამიანები მოკლებულნი იყვნენ ყოველგვარ


მორალურ ურთიერთობას და ურთიერთ ვალდებულებებს. ,,ისინი არც კეთილები იყვნენ
და არც ბოროტები, არც მანკიერებები გააჩნდათ და არც სათნოებები.’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 105]
ჰობსის საპირისპიროდ, რომელიც ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მიიჩნევდა
როგორც ბოროტ და ბიწიერ არსებას8, რუსოს მიაჩნია, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში
8
ჰობსის მსჯელობაში შეცდომის რუსოსეული შეფასება ,,(ჰობსი) ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს
მიაწერს უამრავ ისეთ ვნებას, რომელთაც საზოგადოებრივი ყოფიდან მიეცა დასაბამი და კანონთა
აუცილებლობა განაპირობა’’ ფ.ტ. გვ.106 რუსო არ არის ორიგინალიური ჰობსის კრიტიკისას ამავე პოზიციას

14
მყოფი ადამიანის ზრუნვა საკუთარი არსებობის შენარჩუნებაზე ყველაზე ნაკლებ ზიანს
აყენებს სხვისას, შესაბამისად პირველყოფილი ადამიანის ეს პზიცია ყველაზე მეტად
ესადაგება მშვიდობას. ველურები სწორედ იმიტომ არ შეიძლება იყვნენ ბოროტები, რომ
მათ ჯერ კიდევ არ იციან რას ნიშნავს იყო ყკეთილი. კიდევ ერთი თვალსაჩინო
მახასიათებელი, რაც გააჩნია ადამიანს ბუნებრივ მდგომარეობაში არის მისი მსგავსის
ტანჯვისადმი სიძულვილი, რომელიც ეხმარება მას საკუუთარი პატივმოყვარეობის
სიმძაფრის შერბილებაში.9 ეს ერთადერთი ბუნებრივი სათნოებაა, რომელიც ველურ
ადამიანს ახასიათებს ,,სათნოება, რომელიც მით უფრო უზადო და კეთილისმყოფელია,
რაც უფრო მეტად უსწრებს წინ ადამიანის რეფლექსიის ყოველგვარ გამოვლინებას.’’ იგი
აძლევს საშუალებას ადამიანს იყოს კეთილი ,, სურვილი, რომ მავანი საერთოდ არ
იტანჯებოდეს განა სხვა რაა, თუ არა ის რომ მისი ბედნიერება გსურს?’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ.108]
რუსო მიიჩნევს, რომ ადამიანი ბუნებით კეთილია, დაცლილია ყოველივე ბიწიერებისგან
და ბოროტებისგან, ეს ყოველივე კი შემდგომი განვითარების პროცესში შეძენილი
მანკიერებებია. რასაკვირევლია იგი არ უარყოფს შესაძლო ფაქტებს, რასაც ჩვენ შეგვიძლია
ბოროტება დავარქვათ, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს ქმედებები არ იყო გამიზნული, ვინაიდან არ
არსებობდა არავითარი კერძო საკუთრება და სამართლიანობის რაიმე განცდა, ყოველი
ძალადობა, რომლის მსხვერპლნიც შეიძლება გამხდარიყო ველური იოლად გვარდებოდა.
,,მონობის ბორკილებს დასაბამი მიეცა ადამიანთა გამაერთიანებელი მუდმივი
ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთსაჭიროებიდან; შეუძლებელია ადამიანის
დამონება მანამდე, ვიდრე მას არ ჩააყენებთ ისეთ მდგომარეობაში, რომ სხვისი
დასხმარების გარეშე არსებობა აღარ შეეძლოს.’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 115] ყოვლად წარმოუდგენელია
ზემოთ აღწერილ ადამიანებს, ადამიანებს ბუნებრივ მდგომარეობაში, როგორმე ერთ
ინდივიდს მოეხერხებინა მეორე ინდივიდის იძულებით დამორჩილება, ვინაიდან მისთვის
ეს მეტად შრომატევადი პროცესი იქნებოდა, ვიდრე საკუთარი მწირი მოთხოვნილებების
იზიარებდა მოტესკიე და ჰობსზე საუბრისას აღნიშნავს რომ ,,ჰობსი ადამიანთა მოდგმას მიაწერს იმას, რაც
მხოლოდ საზოგადოების წარმოქმნისას შეიძლება მომხდარიყო’’ ამავე აზრს იზიარებს სპინოზაც. (კ.ნ.
უოლცი)
9
,,...ასეთი ლტოლვის სურვილისგან თავის დასაცავად და საკუთარი კეთილდღეობისადმი სწრაფვას
თავისივე მსგავსის ტანჯვის სანახაობის მიმართ თანდაყოლილი სიძულვილის გრძნობით ანელებს.’’ [ფ.ტ.
გვ.107]

15
დასაკმაყოფილებლად ზრუნვა. რაკი ბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანთა შორის
სოციალური კავშირები არ არსებობს, შესაბამისად ყველა ინდივიდი თავისუფალი იყო.
მრავალმა განმაპირობებელმა ფაქტორმა იმოქმედა ადამიანის გონების თნდათანობით
განვითარებაზე, ეს იყო პროცესი გონების სრულყოფისა, გზა ადამიანის სოციალურ
არსებად ქცევამდე ,,სოციალურ არსებად ქცევის თანადროულად ადამიანი ბოროტ
არსებად აქციეს და ესოდენ შორეული საწყისიდან ადამიანი და მსოფლიო, საბოლოოდ
ამჟამინდელობამდე მიიყვანეს’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 116]

ბუნებრივი მდგომარეობიდან სამოქალაქო საზოგადოებაში10

ტრაქტატის მეორე ნაწილი ეხება ადამიანთა სამოქალაქო საზოგადოების


ჩამოყალიბებას, ეს იყო ხანგრძლივი პროცესი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობიდან
გამოსვლისა. ,,ის ვინც მიწის ნაკვეთი პირველმა შემოღობა და აზრად მოუვიდა ეთქვა: ეს
ჩემიაო, შემდეგ კი ამ სიტყვების დამჯერი საკმაოდ გულუბრყველო ადამიანები იპოვა,
სამოქალაქო საზოგადოების ნამდვილი შემქმნელი იყო. რამდენი ბოროტი ქმედების, ომის,
მკვლელობის, გაჭირვებისა და საშინელებისაგან ვერ იხსნა ადამიანთა მოდგმა, მან ვინც,
პალოების ამოთხრითა თუ ორმეობის ამოვსებით, თავის მსგავსთ ყვირილით შესძახა: ,,ნუ
მოუსმენთ ამ მატყუარას. დაიღუპებით, თუ დაივიწყებთ, რომ მიწის ნაყოფი ყველასია,
მიწა კი არავისია’’. [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 117]

ადამიანთა თავდაპირველი გაერთიანებები წარმოადგენდა ბრბოს, მათი


სტრუქტურა ქაოტური იყო, ამ გაერთიანებაში ადამიანები პირადი სარგებლის მიღებას და
საკუთარი კეთილდღეობის დაკმაყოფილებას ცდილობდნენ, ზოგი ამას ძალის მეშვეობით
ახერხებდა, სხვები კი ხერხითა და საზრიანობით. ასე იბადებოდა ადამიანთა შორის
ურთიერთ-მოვალეობათა ბუნდოვანი იდეა. ამ პროცესში დ.კოლა გამოყოფს ორ ძირითად
მომენტს, პირველია თავისუფალი ასოციაციები და მათში გაერთიანებული ადამიანები,

10
უ.ობოლაძე მიიჩნევს, რომ ბუნდოვანია ის მომენტი თუ როგორ შეთანხმდნენ ,,ეს უკარება უკიდურესი
ინდივიდუალისტები - შეექმნათ საზოგადოებრივი საზოგადოება.

16
რომლებიც ურთიერთდახმარების იდეით ერთიანდებიან, ხოლო მეორე მომენტია
ადამიანთა შორის კონკურენცია, რომელიც კერძო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას
ემსახურებოდა. რუსოს მოყავს ნადირობის მაგალითი, როდესაც თავისუფალი ასოციაციის
წევრები ცდილობენ ორგანიზებულად ინადირონ, ამ მომენტში ჩნდება სხვა ცხოველი,
რომელიც გაერთიანების ინდივიდის ყურადღებას იქცევს და მისთვის ახალ სამიზნედ
იქცევა, ხოლო ასოციაციის დანარჩენი წევრები ხელცარიელნი რჩებიან. (ჟ.ჟ.რ. 120)
რუსოსეული დილემის გადაწყვეტის რამდენიმე გზას გვთავაზობს რ.ბუდონი.
რომელთაგან ყველაზე მომგებიანი ადამიანთა ურთიერთშეთანხმებული მოქმედებით
მოპოვბული ნადავლია. მისი აზრით ადამიანები დილემის უკეთეს გადაწყვეტამდე
იძულებითი ინსტიტუციონალიზმის შედეგად მივიდნენ, ეს იყო პირველი ნაბიჯი
უდარდელი ინდივიდუალიზმიდან სოციალური ცხოვრებისკენ ,,მათ გაუჩნდათ ინტერესი
დახმარებოდნენ ერთმანეთს და არ დარჩენილიყვნენ ურთიერთკონკურენციაში’’ (დ.კოლა
49)

რუსოსთვის კი ბუნებისგან ადამიანის პირველი გაუცხოება იწყება მაშინ, როდესაც


ადამიანმა დაიწყო ტანსაცმლის ტარება, ამ პროცესის შემდეგი ეტაპი კი საცხოვრებლის
აგება იყო, გაჩნდა კერძო საკუთრება და ადამიანთა მუდმივი საცოვრისის დამკვიდრებამ
სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი შეუქცევადი გახადა. ადამიანებს
ერთმანეთთან კონტაქტი აუცილებლობად ექცათ, სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში
მოქცეული ადამიანები ქმნიდნენ საერთო ზნე-ჩვეულებათა საფუძველზე გაერთიანებებს,
რომელთაც ერთნაირი ცხოვრების წესი ჰქონდათ. მჭიდრო თანაცხოვრებას მოყვა
კავშირების კიდევ უფრო დაახლოვება, ადამიანთა შორის ჩნდება სხვადასხვა თავშესაქცევი
საქმიანობები ,,სხვათა ყურებით, თითოეულსაც საკუთარი თავის მიმართ ყურადღების
მიქცევის სურვილი აჭეძრა; საზოგადოების მიერ გამოხატულ პატივისცემასაც ერთგვარი
ფასი დაედო, ის ვინც უკეთ ცეკვავდა ან მღეროდა, ყველაზე ლამაზი ან ძლიერი, მარჯვე ან
მჭერმეტყველი იყო, ყველაზე პატივცემული შეიქმნა და სწორედ ეს გახდა პირველი
ნაბიჯი უთანასწორობისა და, იმავდროულად, მანკიერებებისაკენაც;’’[ჟ.ჟ.რ. ფ.ტ.124] ამ
უთანასწორობამ წარმოშვა ადამიანთა შორის პატივმოყვარეობა, შუღლი, აბუჩად აგდება,

17
უდანაშაულობის და ბედნიერების გრძნობასთან ერთად მათ საზოგადოებას დამღუპველი
შედეგები მოიტანეს. ეს ყოველივე კი მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებმა დაიწყეს
ურთიერთშეფასება. პირველ უთანასწორობას, მეორე უთანასწორობა მოჰყვა. სანამ
ადამიანები ინდივიდუალური შრომით მიღებული პროდუქტებით კმაყოფილდებოდნენ
ისინი დამოუკიდებელნი და თავისუფალნი იყვნენ, ხოლო ,,როდესაც ერთი პირისათვის
ორის საარსებოდ აუცილებელი სურსათ-სანოვაგისა და საგნების ქონის სარგებელი
შეამჩნიეს, თანასწორობა გაქრა, გაჩნდა საკუთრება; [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 126] თანდათან მათი
მოთხოვნილებები იზრდებოდა, საჭირო გახდა მეტი რესურსის მოძიება, ნაკლები
ფიზიკური დატვირთვის ხარჯზე, ამან ადამიანთა შორის გააღრმავა უთანასწორობა,
გააჩინა გაჭრვება და მონობა.

,,მელითონეობა და მიწათმოქმედება’’11არის ის ორი დარგი, რამაც ადამიანთა


განვითარებაში დიდი როლი შეასრულა. მიწათმოქმედება ადამიანებმა ბევრად ადრე
ისწავლეს, ვიდრე ლითონის დამუშავება, სწორედ ეს ორი დარგი მიაჩნია რუსოს
ევროპული საზოგადოების დაწინაურების ერთ-ერთ განმაპირობებლად. საწყის ეტაპზე, ამ
ორ დაგს შორის გარკვეული ბალანსი არსებობდა, გარკვეულ მომენტში ბალანსი დაირღვა,
მიუხედავად თანაბრად დახარჯული დროისა, მიწათმოქმედს თავის გატანა უჭირდა,
ხოლო მჭედლების პროდუქცია კი მეტად მოთხოვნადი ხდებოდა. ამ პროცესმა სათავე
დაუდო ეკონომიკურ უთანასწორობას. მთავარ სიმდიდრედ ახალჩამოყალიბებულ
საზოგადოებაში მიწა ითვლებოდა, შესაბამისად თანდათან ქრებოდა თავისუფალი მიწის
ფართობი. ზოგიერთი ადამიანი, რომელთაც არ გააჩნდათ მიწები, ამ პროცესსში, მართალია
არაფერი დაუკარგავთ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ღარიბები აღმოჩნდნენ და
იძულებულნი გახდნენ რაიმე სახის დაქვემდებარებაში შესულიყვნენ მიმდრებთან რათა
ლუკმა-პური მიეღოთ. მდიდრებმაც თავის მხრივ გაიგეს რა ,,ბატონობით მიღებული
სიამოვნების გემო’’ მხოლოდ საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრობნენ,
სხვათა ხარჯზე. ადამიანებს შორის ძარცვა-გლეჯა მძვინვარებდა, მართალია სისცოცხლის
დაკარგვის საფრთხე ყველას ემუქრებოდა, მაგრამ მდიდრები უფრო მეტს კარგავდნენ,

11
იგულისხმება რკინა და ხორბალი, პური.

18
კარგავდნენ სიმწრით შეძენილ, უზურპირებულ ქონებას. ამიტომ საჭირო გახდა ამ
ქონებაზე გარკვეული ლეგიტიმაცია, რომელიც ხელს შეუშლიდა სხვა ინდივიდებს
განეცხადებინათ პრეტენზია ამა თუ იმ ქონებაზე, ქონება უნდა გამხდარიყო ხელშეუვალი.
ამისათვის კი ,,მდიდრებმა შეიმუშავეს ყველაზე კარგად მოფიქრებული გეგმა, რომელიც კი
ოდესმე ადამიანს აზრად მსოვლია’’. ‘’გეგმა’’ მდგომარეობდა შემდეგში, ნაცვლად
ურთიერთდაპირისპირებისა რომელიც მიწისთვის მძვინვარებდა, მდიდრებმა მოიფიქრეს
შეექმნათ კანონმდებლობა, რომელიც მოსპობდა ბუნებრივ თანასწორობას, დააკანონებდა
უთანასწორობას ხოლო უზურპაციის გზით დასაკუთრებულ სიმდიდრეს უფლებად
აქცევდა. ,,ამის შემდეგ, რამოდენიმე ამბიციური ადამიანის სარგებლის მიზნით, მთელ
ადამიანური მოდგმა შრომის, მონობისა და სიღარიბისთვის გაწირეს.’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 134]

ადამიანთა შორის უთანასწორობის პროგრესსში რუსო სამ საფეხურს გამოყოფს,


პირველი საფეხურია კანონის და საკუთრების წარმოშობა, მეორე - მაგისტრატურის
დაფუძნება, მესამე - თვითნებობაზე დაფუძნებული ძალაუფლების კანონიერი
ძალაუფლებით შეცვლა. ,,პირველი ეპოქის დროს მდიდრისა და ღარიბის მდგომარეობა
დადგინდა, მეორის დროს - ძლიერისა და სუსტისა, მესამის დროს კი ბატონისა და მონისა
- უთანასწორობის ბოლო, მესამე საფეხური და ის ზღვარია, რომლისკენაც მივყავართ
ყველა დანარჩენთ, მანამდე, ვიდრე ახალი გარდაქმნები მთლიანად არ დაანგრევს
არსებულ მმართველობას, ან არ მიუახლოვებს მას ლეგიტიმურ წყობას.’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 146]
სოციალური უთანასწორობა გარკვეულ გზას გაივლის, ბოლოს კი დესპოტიზმით
მთავრდება, ტირანის მმართველობის დროს ადამიანები კვლავ თანასწორნი ხდებიან
ურთიერთმიმართებაში რადგან უზენაესი ტირანის ნებაა. ამ ორ ‘’თანასწორობას’’ შორის
სხვაობა მცირეა, დესპოტი მხოლოდ მანამდე ინარჩუნებს ძალაუფლებას, სანამ ძლიერია.
დესპოტის წინააღმდეგ ამბოხება კი ისეთივე სამართლიან სახეს იღებს, როგორც თვითონ
დესპოტის მმართველობა იყო. განსხვავება ბუნებრივ მდგომარეობასა და საზოგადოებაში
მყოფ ადამიანს შორის შეგვიძლია შემდეგნაირად შევაჯამოთ, ველური ადამიანი ,,მუდამ
საკუთარი თავის წიაღში ცოცხლობს’’ განსხვავებით საზოგადოებაში მყოფი ადამიანისგან,
რომელიც მუდამ თავის თავს მიღმაა, იგი ,,მხოლოდ სხვათა შეხედულებებით მცხოვრები,

19
მხოლოდ მათი აზრიდან იღებს საკუთარი ეგზისტენციის შეგრძნებას.’’[ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 152]
ბუნებრივ მდგომარეობაში სოციალური უთანასწორობა არ არსებობდა, მას დასაბამი
გონების განვითარებასთან ერთად მიეცა, რადგან ფიზიკური უთანასწორობა ბუნებით
სამართალს არ ეწინააღმდეგება, განსხვავებით მორალური უთანასწორობისგან.
საზოგადოებრივი უთანასწორობის მთავარი საყრდენი საკუთრების უფლება და კანონებია,
რომელიც საკუთრების ხელშეუვალობას უზრუნველყოფს. ,,აშკარად ბუნებითი
სამართლის საპირისპიროა ის, რომ მოხუცს ბავშვი მბრძანებლობდეს, ბრძენ კაცს უგუნური
ხელმძღვანელობდნეს, ერთ მუჭა ადამიანებს სიუხვე ჰქონდეს, მოყირჭებული,დამშეული
ხალხის მასას კი აუცილებელიც არ გააჩნდეს.’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ.153] სამოქალაქო
უთანასწორობის დასაბამი არ ყოფილა ცალკე კერძო საკუთრება ან ბუნებითი
უთანასწორობა, არამედ ამ ორი ელემენტის შერწყმით წარმოიშვა პოლიტიკური ანუ
სამოქალაქო უთანასწორობა. (მ.ბიჭაშვილი 293)

20
,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ’’12

,,უკვე რუსომ წამოაყენა თავისუფლება, როგორც აბსოლუტური რამ’’ 13

,,ადამიანთა შორის უთანასწორობის დასაბამისა და საფუძვლების’’ ლოგიკური


გაგრძელებაა ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულება’’ პირველ ტრაქტატში გაკრიტიკებულია
საზოგადოებრივი უთანასწორობა, ხოლო მეორე ტრაქტატი (საზოგადოებრივი
ხელშეკრულება) იკვლევს თუ როგორი უნდა იყოს იდეალური-თანასწორი საზოგადოება.
,,რუსო გამოდის რა კაცთა ბუნებრივი თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპიდან,
იკვლევს კაცთა საზოგადოებრივი თავისუფლებისა და თანასწორობის ლოგიკურ
პირობებს’’ [ს.დანელია 381] ის იკვლევს თუ როგორაა შეიძლებელი ადამიანთა
ჰარმონიული თანაცხოვრება, ეს ამაღლებული ჰუმანური იდეა უნდა გამოხატავდეს
კეთილშობილ ლტოლვას ადამიანთა და ხალხთა შორის მშვიდობისა, ურთიერთგაგებისა
და ურთიერთსიყვარულის განხორციელების შესაძლებლობას.

რუსოს მესამე მსჯელობა ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ’’ ოთხი


წიგნისგან (ნაწილისგან) შედგება. პირველი ნაწილი ეხება პოლიტიკური უფლების
პრინციპების ზოგად დახასიათებას; მეორე წიგნში განხილულია საერთო სახალხო ნება,
საერთო ნებასთან ადამიანთა მიმართება და სუვერენულ უფლებებზე დამყარებული

12
ტრაქტატის სრული დასახელებაა ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულება ანუპოლიტიკური სამართლის
პრინციპები’’
,,საზოგადოებრივი ხელშეკრულება’’ წარმოადგენდა ნაწილს, უფრო დიდი პოლიტიკური თემატიკის
თხზულებისა, რომელიც რუსომ მიატოვა, 6 წლიანი მუშაობის შემდგგომ, რუსოსმ ტექტსი გაანადგურა,
ტრაქტატს უნდა რქმეოდა ,,პოლიტიკური ისნტიტუტები’’, მაგრამ გადარჩა მესამე მსჯელობის ტექსტი.
(D.L.Williams 22) როგორც თავად ავტორი აღნიშნავს ტესტის შესავალ ნაწილში ,,წინამდებარე ნაწილი
(ტრაქტატი საზოგადოებრრივი ხელშეკრულების შესახებ) ყველაზე მნიშვნელოვანია და, ჩემი აზრით,
იმსახურებს გამოქვეყნებას’’ (ჟ.ჟ.რუსო ფ.ტ 196)
13
ჰეგელი ისტორიის ფილოსოფია - უ.ობოლაძე 479

21
კანონები; მესამე ნაწილი ეხება მმართველობის სხვადასხვა ფორმებს, ხოლო ბოლო, მეოთხე
ნაწილი ეთმობა მსჯელობას, თუ როგორაა შესაძლებელი სუვერენიტეტის პრაქტიკულად
განხორციელება და რა სირთულეებს ვაწყდებით ამ გზაზე. ნაშრომში, ჩვენ შევეხებით
,,ხელშეკრულების თეორიულ ნაწილს’’ (I-II თავი) თუ რუსოს მეორე ტრაქტატი -
,,მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორებობის დასაბამისა და საფუძვლების შესახებ’’
ეხებოდა ადამიანის განვითარების პროცესს ბუნებრივი თავისუფლებიდან
საზოგადოებრივ ცხოვრებამდე, მესამე მსჯელობა ეხება ადამიანებს, რომლებიც
საზოგადოებაში თანაცხოვრობენ. მას აინტერესებს შესაძლებელია თუ არა ადამიანთა
შორის ისეთი მმართველობის ფორმის გამონახვა, რომელიც იქნება კანონიერი და მყარი,
ხოლო მისი მიზანი ადამიანთა საერთო ბედნიერება იქნება. ეს განხილვა ითვალისწინებს
ორ ფაქტორს, მას რაც დაშვებულია სამართლით და ის მოქმედებები რასაც ადგენს
ადამიანთა სარგებელი.

,,თავისუფალ არსებად შობილ ადამიანს ყველგან ბორკილი ადევს’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ.197] ეს


მდგომარეობა ეტაპობრივად ჩამოყალიბდა ადამიანთა სოციალური თანაცხოვრების
მანძლზე, ადამიანთა უშუალო თანამონაწილეობით. ,,ხელშეკრულებაში’’ რუსოს მიზანია
აღმოაჩინოს პრინციპი თუ როგორ შეიძლება ადამიანთა შორის, რომლებიც უთანასწორო
საზოგადოების წევრნი არიან, შეთანხმება გახდეს კანონიერი, ერთის მხრივ არ მოდიოდეს
წინააღმდეგობაში ბუნებრივ სამართალთან და მეორეს მხრივ არ უგულებელყოფდეს
ხალხის ინტერესს. ხალხი, რომელიც იბრძვის მონობიდან თავის დასახსნელად,
უთანასწორო, დესპოტური საზოგადოებრივი წყობის წინააღმდეგ ამისათვის სავსებით
უფლებამოსილია, ვინაიდან არავითარი საფუძველი არ არსებობდა მათი თავდაპირველი
თავისუფლების დაკარგვისა. თავისუფლება რუსოსთვის წარმოადგენს ადამიანის
არსებობის განუყოფელ ნაწილს. ბუნებრივი თავისუფლება იფარგლებოდა მხოლოდ
ბუნებრივი ძალებით, ხოლო საზოგადოებრივ თავისუფლებაში მას ემატება მორალური
თავისუფლება, რადგან სურვილთა იმპულსებიც კი მონობის ტოლფასია, ხოლო
კანონისადმი დაქვემდებარება, მოქალაქეობრივი ღიესებით აღჭურვა თავისუფლების
თანაბარია (უ.ობოლაძე 407) საზოგადოებრივი მდგომარეობა მართალია ,,წმინდათა

22
წმინდა ნებაა’’, მაგრამ იგი ეწინააღმდეგება ბუნებრივ მდგომარეობასში არსებულ ფიზიკურ
უთანასწორობას, მას საზოგადოებრივ მხგომარეობაში უპირისპირდება მორალური და
კანონიერი თანასწორობა, რადგან საზოგადოებრივი მდგომარეობა ეფუძნება ადამიანთა
ურთიერთშეთანხმებას, ამდენად ხდება ის, თუ როგორი სახის იქნება ეს შეთანხმება მათ
შორის.

არსებულ საზოგადოებათა შორის უძველესში, ოჯახიც კი მანამდე იყო ერთიანობა


წევრებს შორის, სანამ შვილებს დამოუკიდებლად თავის გატანის საშუალება ექნებოდათ,
ხოლო შემდგომ მათი ოჯახური თანაცხოვრება, მხოლოდ ნებაყოფლობით შეთანხმებას
ეფუძნებოდა. სწორედ ოჯახი წარმოადგენს პოლიტიკური საზოგადოების პირველ ნიმუშს,
მამას განასახიერებს ბელადი, ხოლო შვილებს - ხალხი. ეს პირველი საზოგადოებრივი
გაერთიანების ფორმა, ოჯახი, ვინაიდან ადამიანთა თავისუფლებით იყო განპირობებული,
აქედან გამომდინარე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ თავისუფლება არის უცვლელი თვისება
ადამიანური ბუნებისა (უ.ობოლაძე 402) ადამიანის განვითარების გარკვეულ ეტაპზე
ადამიანებმა ძალაუფლება მოიპოვეს, პრობლემური შეიქმნა მისი შენარჩუნება, საჭირო
გახდა ძალის უფლებად გადაქცევა, ხოლო სხვათა მორჩილებისა - მოვალეობად. რუსო
მიიჩნევს, რომ ეს ხელშეკრულება ძლიერთა და სუსტთ შორის მანკიერია, ვინაიდან ძალის
წინაშე ადამიანის უკან დახევა უფრო სიფრთხილის გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ
ვიდრე უსიტყვო მორჩილებად. როგორ ქმნის ძალა უფლებას? ძალა როგორც შედეგი
რომელსაც უნდა ანიჭებდეს უფლება, ინაცვლებს მიზეზის ადგილას, რადგან უფლება
განაპირობებს ძალას, ხოლო ადამიანი კი უნდა მორჩილებდეს არა ძლიერთ, არამედ
კანონიერ ხელისუფალთ, ვისაც გააჩნია სათანადო უფლება მმართველობისა. (ჟ.ჟ.რ. ფ.ტ.)

,,ნებისმიერი კანონიერი ძალაუფლება ადამიანთა შორის შეთნხმებებს ეფუძნება’’ [ჟ.ჟ.რ.


ფ.ტ. 202] რადგან ძალა უფლებას არ ქმნის, ყოველი სუბიექტი თავისუფლად შობილია.
არავინაა უფლებამოსილი იგი სხვის მაგივრად განაგოს, ხოლო თუ რომელიმე ადამიანი
საკუთარი კეთილდღეობისთვის გაასხვისებს თავისუფლებას ეს შეთანხმება მხოლოდ
დროებითი ხასიათის შეიძლება იყოს, რადგან არავის შეუძლია მისი მსგავსის

23
ფუნდამენტური უფლება სამუდამოდ მიისაკუთროს ან გაასხვისოს, დაუქვემდებაროს
ვინმეს მმართველობას. ძალადობამ წარმოშვა პირველი მონები, ხოლო ადამიანთა
სიმხდალემ, შეწინააღმდეგებოდნენ ამ ქმედებას, დააკანონა მისი ურყევი, უცვლელი
არსებობა’’ აქედან გამომდინარე რუსო მიიჩნევს, რომ მონობა და ძალაუფლება, რომელიც
მემკვიდრეობითი გზით გადადის ადამიანებზე უკანონო მანკიერ ხელშეკრულების ფორმას
წარმოადგენს. ,,თავისუფლებაზე უარის თქმა საკუთარ ადამიანურ ღირსებაზე, ადამიანურ
უფლებებზე, თვით მოვალეობებზე უარის თქმის ტოლფასია’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 202] იმისათვის,
რომ ადამიანთა შორის ხელშეკრულება შედგეს უპირველეს ყოვლისა საჭიროა ადამიანის
თავისუფლება, (მ.ბიჭაშვილი 294) რადგან დამონებულ საზოგადოების წევრებს შორის
დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება თავისუფლების და თანასწორობის
პრინციპებს. ამიტომ ადამიანთა შორის ერთადერთ კანონიერი უფლების საფუძვლად
რჩება კანონიერი ხელშეკრულება თავისუფალ ადამიანთა შორის.

გარეშე ძალების ზემოქმედების შედეგად ადამიანები იძულებულნი გახდნენ


შეეცვალათ არსებობის ფორმა რათა გადარჩენილიყვნენ. ამ მიზნისთვის საჭირო იყო
ძალთა გაერთიანება, რომელიც გარეშე წინააღმდეგობებს დაძლევაში დაეხმარებოდა
ადამიანებს. ერთის მხრივ გვაქვს ადამიანის ფუნდამენტური უფლება თავისუფლება,
ხოლო მეორეს მხრივ არის ძალა. რუსოს აინტერესებს, თუ როგორაა შესაძლებელი ძალთა
ერთობლიობაში იმ ოქროს შუალედის მონახვა, სადაც ადამიანები არც საკუთარ თავს
ავნებენ და არც თავის ინტერესებს უგულებელყოფენ. ყოველი შეთანხმება გულისხმობს
სიტუაციას, როდესაც რაიმეს მიღების სანაცვლოდ შეთანხმების მონაწილეებს გარკვეული
დათმობები უწევთ. საზოგადეორბივი ხელშეკრულება წარმოგვიდგება სწორედ
,,ასოციაციის ისეთ ფორმად, რომელიც ერთიანი ძალით იცავს და უზრუნველყოფთ მისი
ყოველი წევრის პიროვნებასა და ქონებას, და, მიუხედავად იმისა, რომ ყველა
ერთმანეთთან იქნება შეკავშირებული, თითოეული მხოლოდ საკუთარ თავს
დაემორჩილება და უწინდებურად თავისუფალი დარჩება’’[ჟ.ჟ.რ. ფ.ტ.208] ასოციაციაში
შემავალი ყოველი ინდივიდი ნებაყოფლობით ასხვისებს საკუთარ უფლებებს სხვა ყველა
დანარჩენი წევრის სასარგებლოდ. თუ გაერთიანების ყველა წევრი დაემორჩილება

24
აღნიშნულ წესებს, შესაბამისად არავინ იქნება დაინტერესებული საკუთარი უფლებები
სხვას დაუთმოს. ტრაქტატის ამ საკვანძო ადგილს რუსო შემდეგ მოკლე დეფინიციაში
აქცევს: ,,თითოეული ჩვენგანი თავის პიროვნებასა და მთელ თავის ძალას გაიღებს საერთო
ნების (General will) უზენაესი ხელმძღვანელობით და ყოველი წევრი გვეძლევა, როგორც
მთელის განუყოფელი ნაწილი’’[ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 210] ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტები
იქცევიან ერთიანი მორალური გაერთიანების წევრებად, რომელშიც ყველა წევრი
თანასწორია, აქვთ თანაბარი ხმის უფლება. ეს ასოციაცია ქმნის ადამიანთა ,,საზოგადო მე-
ს’’.14 ეს ასოციაცია საზოგადოებასა და კერძო პირთა შორის ურთიერთვალდებულებას
გულისხმობს. პირველი, როგორც სუვერენის წევრი ადამიანი ვალდებულია კერძო პირთა
მიმართ და მეორე, როგორც სახელმწიფოს წევრი სუვერენის მიმართ. ხელშეკრულების
ამგვარი სტრუქტურა უაზროს ხდის ადამიანთა რაიმე უფელბის გასხვისებას და
უზრუნველყოფს ყველა იმ სიკეთის გაერთიანებას რაც მომდინარეობს ამ
ურთიერთობიდან. გაღებული უფლებების სანაცვლოდ მოქალაქე ხდება მთელის,
საზოგადოების განუყოფელი ნაწილი.

მართალია სუვერენს არ სჭირდება ინდივიდების მიმართ ზიანის მიყენება, მაგრამ


სუვერენისადმი ქვეშევრდომთ მიმართებისას საჭიროა მექანიზმი, რომელიც მათი
ერთგულების გარანტი იქნება. ყოველი მოქალაქე სახელმწიფოს ქვეშევრდომია,
ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, თუ რომელიმე მოქალაქე უარს იტყვის
საერთო ნების მორჩილებაზე მას ,თავისუფლად ყოფნას მთელი კორპუსი აიძულებს.’’
საერთო ნების მორჩილება იცავს ადამიანებს ყოველგვარი კერძო
დამოკიდებულებებისაგან. საზოგადოებრივი ხელშეკრულების ეს პრინციპი ხდის
სამოქალაქო ვალდებულებებს კანონიერს და უზრუნველყოფს, რომ ეს ვალდებულებები
უდიდესი ბოროტების, ტირანიის მიზეზი არ გახდეს. ,,კანონისადმი მორჩილებით,
რომელიც ადამიანმა თავის თავს თვითონ დაუწესა, იგი თავისუფლებას მოიპოვებს’’ [ჟ.ჟ.რ.
14
..ასეთ საზოგადოებას თავდაპირველად cite-დ მოიხსენიებდნენ ახლა კი როგორც რესპუბლიკას ანუ
სამოქალაქო კორპუსს უწოდებენ. ამ კორპუსის პასიურობის დროს მას სახელმწიფო ჰქვია, ხოლო
აქტიურობის დროს მოქალაქენი მას სუვერენს უწოდებენ. ასოციაციის წევრებს კოლექტიურად ხალხი
ეწოდებათ, ხოლო ინდივიდუალურად მოქალაქენი. კანონების მორჩილთ კი ქვეშევრდომები.’’( ჟ.ჟ.რ. ფ.ტ.
210)

25
ფ.ტ. 214] ეს ახალი თავისუფლება არის საერთო ნებით შეზღუდული სამოქალაქო
თავისუფლება.15

რაც შეეხება კერძო საკუთრებას, ,,პირველი დამპყრობის უფლება’’ გარკვეულ


პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: მიწა უნდა იყოს დაუსახლებელი, დამპყრობმა უნდა
აითვისოს მხოლოდ ის ნაწილი მიწისა, რაც მისი არსებობისთვის იქნება აუცილებელი და
ბოლოს, დასაკუთრებული ტერიტორია არ შეიძლება ადამიანმა დაიკავოს ფუჭად, მას
ევალება მიწაზე ზრუნვა, მისი დამუშავება. პირველი დამპყრობის უფლება ბევრად
ძლიერია საზოგადოებრივ ხელშეკრულებაში, განსხვავებით ბუნებრივი მდგომარეობისგან.
დამპყრობის უფლება, შრომის ნიშნით საშუალებას აძლევს ადამიანებს კანონიერ
მფლობელობაში ქონდეთ საკუთრება, მიწის უზურპაცია რეალურ უფლებად
გარდაისახება, სარგებლობა კი - საკუთრებად. (ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 216) მნიშვნელობა არ აქვს
საკუთრება იქნება კოლექტიურად მოპოვებული თუ ინდივიდუალურად, აღნიშნული
პრიცნციპი კერძო პირის უფლებას ყოველთვის უქვემდებარებს მთლიან ტერიტორიაზე
საზოგადო უფლებას. ესაა ის ძირითადი ზოგადი პრინციპები, რითაც შეგვიძლია
აღვწეროთ საზოგადოებრივი ხელშეკრულება. სოციალური სისტემის საფუძველი კი
მოკლედ ასეთია: საზოგადოებრივი ხელშეკრულება ანაცვლებს ბუნებრივ მდგომარეობას,
რომელშიც ადამიანები ფიზიკური და გონებრივი ნიშნით უთნასწორო მდგომარეობაში
იმყოფებიან, ამ უთანასწორობას რუსო უპირისპირებს საზოგადოებრივ ხელშეკრულებას,
სადაც დაცულია ადამიანთა მორალური და კანონიერი თანასწორობა სამართლის ძალით.

15
რუსოს მოძღვრებას თავისუფალი ნების შესახებ ლ.შტრაუსი მიიჩნევს როგორც იურიდიულ და არა
მორალურ დოქტრინას, რადგან კანონი, რუსოსთან უფრო თავისუფალ ხასიათს ატარებს ვიდრე მორალი
(ლ.შტრაუსი)

26
,,საერთო საზოგადოებრივი ნება’’

საზოგადოებრივი ხელშეკრულების მეორე წიგნში განხილულია საერთო სახალხო ნება,


საერთო ნებასთან ადამიანთა მიმართება და სუვერენულ უფლებებზე დამყარებული
კანონები. რუსო იკვლევს სუვერენიტეტის იურიდიულ არსს. მას მიაჩნია, რომ საერთო ნება
და სუვერენიტეტი განუსხვისებელია. რადგან სახელმწიფოს პირველ ამოცანას
საყოველთაო სიკეთე უნდა წარმოადგენდეს, ხოლო სახელმწიფოში კერძო ინტერესები
საყოველთაო ინტერესშია გაერთიანებული, შესაბამისად სუვერენიტეტი, რომელიც ამ
მიზანს ექვემდებარება განუსხვისებელია, რადგან საყოველთაოა და მისი გადაცემა
სხვისთვის შეუძლებელია, სუვერენიტეტი ანუ საყოველთაო ნება წმინდათა წმინდაა.
შესაძლებელია ქვეყნის მართვა მიანდო ვინმეს, მაგრამ ნების გასხვისება წარმოუდგეელია.
(უ.ობოლაძე 406) სუვერენი მანამდე არსებობს სანამ მბრძანებელი გაჩნდება, აქედან იწყება
პოლიტიკური კორპუსის დაშლა. სუვერენიტეტი არა მხოლოდ განუსხვისებელია არამედ
განუყოფელიცაა. ნების საყოველთობა ყოველთვის არ გულისხმობს საერთო
ერთსულოვნებას, მაგრამ დაცული უნდა იყოს ყველა შემადგენელის განსხვავებული ხმის-
გამოხატვის უფლება. ნება შეიძება იყო ორი სახის: საერთო, რომელიც გამოხატავს მთელი
ხალხის ნებას, იგი სუვერენიტეტის აქტია და კანონს ქმნის და მეორე, როდესაც ნება
მხოლოდ საზოგადოების ნაწილის ინტერესს გამოხატავს, იგი ვერასოდეს ამაღლდება
საერთო ნებამდე, ამიტომ ის მხოლოდ დეკრეტად ან მაგისტრატურის აქტად შეიძლება
ჩაითვალოს. რადგან საყოველთაო ნებას ასეთ მანდატს ანიჭებს რუსო, აქტუალური ხდება
კითხვა, შესაძლებელია თუ არა საყოველთაო ნება ცდებოდეს? ,,საერთო ნება ყოველთვის
სწორია და საზოგადოებრივი კეთულდღეობისაკენ ისწრაფვის’’[ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 221] მაგრამ
ხალხის გადაწყვეტილებები ყოველთვის ერთნაირად სწორი არ არის, შეცდომა
განპირობებულია მათი შეცდომაში შეყვანით, როდესაც არწმუნებენ ხალხს, რომ ის სურ
რაც ეწინააღმდეგება მათ მარადიულ სურვილს, კეთილდღეობას. რუსო მკაფიოდ
განასხვავებს ყველას ნებას და საყოველთაო ნებას. ,,საყოველთაო ნება მხოლოდ საერთო
ინტერესებს ითვალისწინებს, ყველას ნება კი, როგორც ცალკეულ ნებათა ერთობლიობა -
ყველას ინტერესებს’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 221] საყოველთაო ნება ცალკეულ ნებათა
27
წინააღმდეგობების დაძლევით მიღებული ჯამია. საყოველთაო ნება უფრო მყარია იმ
შემთხვევაში, როდესაც მისი განმაპირობებლი მრავალი ადამიანია, განსხვავებით
ცალკეულ პარტიათა თუ საზოგადოებათა მიერ გამოხატული საყოველთაო ნება
გულისხმობს ადამიანთა ნაკლებ ჩართულობას, ანუ ვიღებთ ,,სხვაობათა ნაკლებ ჯამს’’
ამიტომ რუსო მიიჩნევს, რომ რესპუბლიკისთვის ადამიანთა დაყოფა სექტებად და
პარტიებად საზიანოა. პოლიტიკური კორპუსი წარმოუდგენელია კანონმდებლობის
გარეშე. ბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანს არ ეკისრება ვალდებულებები სხვათა მიმართ,
ხოლო საზოგადოებრვი ხელშეკრულებაში ვითარება საპირისპიროა. უფლებების და
მოვალეობების კავშირისთვის აუცილებელია შეთანხმებები და კანონები. მაგრამ რა არის
კანონი? რუსოს მიაჩნია რომ მხოლოდ კანონის მეტაფიზიკური არსის კვლევა არაა
საკმარისი, საჭიროა მისი არსის გამოკვლევა საზოგადოებრივ ურთიერთობაში. რაც
გამომდინარეობს გონების აბსოლუტური სამართლიანობიდან. კერძო საგანსა და
სახელმწიფოს შორის მყარდება მიმართება, სადაც სახელმწიფო მთელია ხოლო კერძო
საგანი ნაწილი, მათი დაპირისპირების შემთხვევაში გვეძლევა ორი არათანაბარი ნაწილი,
ირღვევა საერთო ნების მთლიანობა, ამიტომ საჭიროა მიმართება მთელი-მთელთან, სადაც
დაცული იქნება საერთო ნების მთლიანობა. ,,მაშინ საგანი, რომლის შესახებაც
დადგენილება გამოაქვთ, ისევე საერთოა, როგორც მისი დამდგენი ნება. ეს სწორედ ის
აქტია, რომელსაც მე კანონს ვუწოდებ’’ [ჟ.ჟ.რ ფ.ტ. 231] კანონს ზოგადი ხასიათი აქვს, იგი არ
გაარჩევს მოქალაქეებს როგორც ინდივიდებს, კანონისთვის ყოველი მოქალაქე მთელის
შემადგენელი ნაწილია. კანონს შეუძლია საზოგადოებაში პრივილეგიები დაადგინოს,
მაგრამ ეს პროვილეგიები არ იქნება სახელდებული, რომელიმე კონკრეტულ სუბიექტს
მიკუთვნებული. ასევე კანონს შეუძლია საზოგადოების დაყოფა კლასებად, მაგრამ არ
ავალდებულებს ან არ მიაკუთვნებს რომელიმე მოქალაქეს ამა თუ იმ კლასს. კანონი ადგენს
ზოგადს, ზოგადი მიეყენება მოქალაქეებს, როგორც ერთიან საზოგადოებას და არა როგორც
ინდივიდუალურ ობიექტებს. კანონის წინაშე ყოველი მოქალაქე თანასწორია, ვინაიდან
კანონები საერთო ნების აქტებს წარმოადგენენ. მხოლოდ რესპუბლიკური მმართველობის
ფორმაში მჟღავნდება საზოგადოებრივი ინტერესი და საერთო ნება. რესპუბლიკური

28
მმართველობა წარმოგვიდგება, მმართველობა რომელსაც საერთო ნება განაგებს, რაც არის
კანონი. კანონიერი მმართველობა არ ნიშნავს სუვერენთან უპირობო შერწყმას.

მაგრამ როგორაა შესაძლებელი მოქალაქე თავისუფალიც იყოს და ამავე დროს


კანონს დაქვემდებარებული? ,,კანონები ესაა სამოქალაქო საზოგადოების პირობები.
ხალხი უნდა იყოს შემოქმედი იმ კანონებისა რომელთაც თავადვე მორჩილებს.’’[ჟ.ჟ.რ.
ფ.ტ.232] როგორ უნდა განსაზღვროს ადამიანთა ბრბომ კანონები, როდესაც არათუ ერთიან
პოზიციაზე ჩამოყალიბება უჭირს,არამედ ხშირად ისიც არ იცის რა სურს. რუსოს მიაჩნია,
რომ ხალხს თავისთვის ყოველთვის სიკეთე სურს, მაგრამ უჭირს მისი დანახვა. ,,საერთო
ნება მუდამ სწორია, მაგრამ მისი წარრმართველი მსჯელობა ყოველთვის ნათელი
როდია’’[ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 232] ამ პროცესში საჭიროა ცალკეული პირები, ხედავენ სიკეთეს, მაგრამ
უარყოფენ მას, საზოგადოება კი ყოველთვის მიილტვის სიკეთისკენ მაგრამ ვერ ხედავს მას.
რუსო დაასკვნის, რომ მათი მეგზურნი ,,ჩვენ’’ უნდა ვიყოთ, რათა პირველები ვაიძულოთ,
რომ ნება გონებას შეუთანხმონ, ხოლო მეორეებს ვასწავლოთ სურვილების შეცნობა. ვინ
შეიძება იყოს ეს ,,ჩვენ’’, რომელიც დაადგენს კანონებს, გახდება კანონმდებელი? ამ საკითხს
ეხება თავი ,,კანონმდებლის შესახებ’’ სახელმწიფოს მართვას გამორჩეული მმართველი
სჭირდება, რომელიც დიდ იშვიათობას წარმოადგენს, ისტორიის მანძილზე ცოტაა ასეთი
‘’დამსახურების’’ ადამიანი, მაგრამ ის, ვის მიერ შექმნილი მოდელითაც იმართება
სახელმწიფო, ანუ კანონმდებელი უფრო დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ,,კანონმდებელი
ის მექანიკოსია მანქანას რომ იგონებს, ხელმწიფე კი მხოლოდ მუშას ჰგავს. რომელიც
მანქანას აწყობს და მოძრაობაში მოჰყავს’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ.233] კანონმდებელი გარდაქმნის
ადამიანებს და ცალკეულ, გამორჩეულ ინდივიდებს აქცევს ერთი მთლიანი ერთობის-
მთელის ნაწილად. ამ პროცესში ინდივიდი კარგავს მისთვის ბუნებით მინიჭებულ
სრულყოფილებას მაგრამ სანაცვლოდ უკან იბრუნებს სიცოცხლესა და არსებობას.
კანონმდებელმა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა ზნეობრივი მდგომარეობით უნდა
ჩაანაცვლოს, მისცეს მას ისეთი უცხო ძალები, რომელიც გააძლიერებს მის არსებობას.
ახალშეძენილი ძალების ძლიერება განაპირობებს ინსტიტუცის სრულყოფილებას.
კანონმდებლობის უმაღლეს მიღწევად ჩაითვლება ის მდგომარეობა, როდესაც ინდივიდები

29
გააცნობიერებენ საკუთარ ინდივიდუალურ უსუსურობას, დაინახავენ ერთობის ძალას და
მისმიერ ბოძებულ სიკეთეს, რომელიც აღემატება მათ, როგორც ცალკეული ინდვივიდების
ბუნებრივ ძალათა ჯამს. საკანონმდებლო ხელისფლება ეკუთვნის ხალხს, აღმასრულებელი
ხელისუფლება კი შეუძლებელია ეკუვნოდეს მთელ საზოგადოებას ანუ სუვერენს, რადგან,
ხელისუფლება მხოლოდ კერძო აქტებში ვლინდება, რაც კანონეის არ არის და არც
სუვერენის ქმედებათა სფეროს ეკუთვნის. (დ.ლაბუჩიძე 33) აქ ვხედავთ ხელისუფლებიდ
დანაწილების პრინციპს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის. ,,ეს
(კანონმდებელი) არც მაგისტრატურაა და არც - უმაღლესი ხელისფლება. ეს მოვალეობა
ასწესებს რესპუბლიკას, მაგრამ არ შედის მის დაწესებულებაში, ესაა საგანგებო და
უმაღლესი თანამდებობა, რომელსაც ჩვეულებრივ ხელისუფლებასთან არაფერი აქვს
საერთო.’’ [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ. 234] რადგან სახელმწიფოს განმგებელი არ უნდა აწესებდეს კანონებს,
არც კანონმდებელი უნდა ერეოდეს სახელმწიფოს მართვის პროცესში. ასეთი დაყოფა
კანონმდებელს იცავს თავისივე კერძო ინტერესების გავლენისგან, ხოლო მმართველს
აიძულებს იმოქმედოს დადგენილ კანონთა ფარგლებში, რადგან მას არ ძალუცს ახლის
დადგენა და თავიდან აიცილოს ტირანია. რაც შეეხება სასამართლოს, იგი უნდა
არსებობდეს ამ ორი ინსტიტუტისგან დამოუკიდებლად. (დ.ლაბუჩიძე 33)

რუსო იშველიებს ისტორიული კონტექსტს, რომელიც გამყარებულია სხვადასხვა


მაგალითით, პირველი ესაა ლიკურგე, რომელმაც კანონების შეუდგინა სპარტას, ხოლო
ძალაუფლებაზე უარი თქვა, მეორე კი ის ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკები
კანონთა შედგენას უცხოლებს ავალებდნენ, რათა აეცილებინათ მათი გავლენები
აღმასრულებელ ხელისუფლებას. მაგრამ რუსო უკეთეს მაგალითს გვთავაზობს, ესაა
რომაული მოდელი, სადაც საკანონმდებლო ინიციატივები მხოლოდ ხალის მხარდაჭერის
შემდეგ იქცეოდა კანონად. ამიტომ. მიუხედავად კანონმდებლის როლისა და ამაღლებული
სტატუსისა, რითაც იგი სარგებლობს საზოგადოებაში, მას არ უნდა ჰქონდეს
საკანონმდებლო ხელისუფლება, რადგან ხალხს, ხელშეკრულების მონაწილეებს არ აქვთ
უფლება საკუთარ თავს ჩამოართვას კანონთა შედგენის განუსხვისებელი უფლება.
,,საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის მხოლოდ ხალხს, ხოლო მთავრობა გვევლინება

30
გამაშუალებელ რგოლად,რომელიც არეგულირებს ურთიერთობას ხალხსა და სუვერენს
შორის’’ [მ.ბიჭაშვილი 300]

ხელშეკრულების თანახმად, კერძო ნება ყოველთვის უნდა ეთანხმებოდეს საერთო


ნებას, ამიტომ ყოველი კერძო, ანუ კერძო კანონმდებლის ინიციატივა უნდა
ექვემდებარებოდეს ხალხის თავისუფალ კენჭისყრას. კანონმდებლის საქმიანობაში ორი
მხარე შეიძლება განსხვავდეს, პირველი ადამიანურ ძალებზე აღმატებული წამოწყება, ანუ
კანონთა შექმნა და მეორე მათ განსახორციელებლად ძალაუფლება, რომელიც თავისთავად
არარაობაა. (ჟ.ჟ.რ. ფ.ტ.235) კანონმდებელის მსჯელობა უნდა ეფუძნებოდეს არა იმას რაც
ჩანს სახელმწიფოში, არამედ იგი წინასწარ უნდა ჭვრეტდეს და უსახავდეს მიზნებს
საზოგადოებას. ნებისმიერი კანონმდებლობის მიზანს უნდა წარმოადგენს ადამიანთა
თავისუფლება და მაშ შორის თანასწორობა. ეს ორი ცნება განუყოფელია და ერთმანეთის
გარეშე არ არსებობს. სამოქალაქო თანასწორობა გულისხმობს ისეთ მდგომარეობას,
როდესაც ცალკეული სუბიექტების ქმედებები არ გახდება ძალადობრივი, ხოლო
ქონებრივი თანასწორობა - მდგომარეობას, როდესაც არცერთ მოქალაქეს არ ექნება იმდენი
ქონება, რომ მეორე იყიდოს და არ იქნება ისეთი მოქალაქე, რომელსაც გაჭირვების გამო
საკუთარი თავის გაყიდვაზე დათანხმდება. ,,ეს ძლიერთა მხრივ ქონებისა და ზეგავლენის
შეზღუდვას გულისხმობს, სუსტების მხრივ კი - ანგარებისა და სიხარბისას’’ 16 [ჟ.ჟ.რ. ფ.ტ.
246]

16
ფ.ტ გვ.246- სახელმწიფოს სიმტკიცის განმაპირობებელია ბრძოლა ჯაჭვის ორ უკიდურეს წერტილს შორის,
მიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება დამღუპველია საზოგადოებისათვის. აქედან ჩნდება ტირანთა
თავკაცი და ტირანები. ეს ორი მდგომარეობა კი ბუნებრივად ერთმანეითსაგან განუყოფელია.

31
დასკვნა

ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა ჟან ჟაკ რუსოს ორი სოციალურ-პოლიტიკური


ტრაქტატის (,,მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის დასაბამისა და საფუძვლების
შესახებ’’ და ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ’’) საფუძველზე, დამიანთა
უთანასწორობის ლოგიკური პირობების ჩვენებას და რუსოს სოციალურ-პოლიტიკური
იდეების, ადამიანთა შორის თავისუფლების და თანასწორობის ლოგიკური პირობების
ჩვენებას. როგორც ს.დანელია აღნიშნავს ,,ამდენად ეს ორი ნაწარმოები ერთ მთლიანობას
შეადგენენ და, არსებითად ერთ და იმავე მსოფლმხედველობაზე და ერთდა იმავე
მეთოდზე არიან დამყარებული, ოღონდ ტრაქტატი ,,უთანასწორობის წარმოშობის
შესახებ’’ არის რუსოს სოციალური ფილოსოფიის ნეგატიური ნაწილი, ხოლო
,,საზოგადოებრივი ხელშეკრულება’’ - ამავე ფილოსოფიის პოზიტიური ნაწილი’’
[ს.დანელია 383] ჩემს მიერ განხილული ორი ტრაქტატის კავშირს ხაზს უსვავს
უ.ობოლაძეც ,,სწორედ ამ ტრაქტატში (ადამიანთა შორის უთანასწორობის შესახებ)
ჰკიდებს რუსო პირველად ხელს რუსო კერძო და საერთო ნების, პიროვნული უფლებებისა
და სახალხო სუვერენიტეტის ურთიერთობის განხილვას.... დასრულებულ სახეს კი ეს
განხილვა ღებულობს.... (ტრაქტატში) ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ’’
(უ.ობოლაძე 386)

32
დანელია ამ ორ ტრაქტატში უპირატესობას ნეტაგიურ (კრიტიკულ) მხარეს ანიჭებს და
მიიჩნევს, რომ პოზიტიური ნაწილი ბევრად სუსტია, რადგან ავტორმა ვერ მოახერხა
ჯეროვნად გაერკვია, თუ რა პრიობებია საჭირო მოქალაქეთა საზოგადოებრივი
თვისუფლებისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად. ,,რუსოც შეპრყრობილი იყო
აზროვნების ,,მეტაფიზიკური’’ სენით, რომელიც მთელსმისსაუკუნეს
ახასიათებდა.საზოგადოების ის იდეალური სახეც ...არათუ ჭეშმარიტი იდეალია, არამედ
სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით არის საძიებელი’’ მის მთავარ შეცდომად
დანელია თვლის თავისუფლების თანასწორობით უზრუნველყოფას, რაც
ხელშეკრულებაში ადამიანთა ,,დამონებით საზოგადოების მიერ’’ ხორციელდება, როგორც
პირველყოფილ თემში ან საბერძნეთის პოლისში, მაგრამ როგორც შემდეგ ბენჟამენ
კონსტანტმა დაამტკიცა საბერძნეთის პოლისში არც თანასწორობა არსებობდა და არც
თავისუფლება, რადგან თავისუფლებას შეადგენდა პოლიტიკურ საქმიანობაში
მონაწილეობის ვალდებულება, ამიტომ ,,თავისუფალი მოაქალაქე, ,,თავისუფლების’’
მონად იყო გადაქცეული. ,,ფეოდალური საზოგადოება არ შეიძლება იქცეს მეტაფიზიკურ
აბსოლუტად, ეს ყოველივე ისეთ მორალურ დეგრადაციამდე მიიყვანდა საზოგადოებას,
რომელიც თვითპატრიარქალურ პერიოდსაც არ ახსოვს. ასეთია რუსოს სოციალური
კონცეფციის კრიტიკა დიალექტიკური კუთხიდან. (ს.დანელია 383)

ს.დანელიასგან განსხვავებით უ.ობოლაძე რუსოს კონცეფციის ბუნდოვანებად მიიჩნევს


ქონების და საზოგადოებრივი სიკეეთეების გადანაწილების საკითს. ,,სიმდიდრისა და
სიღარიბის გაწონასწორების პრობლემა .... ბოლომდე რჩება რუსოს მოძღვრებაში აქილეს
ქუსლად’’ [უ.ობოლაძე 380] ასევე მეორე მსჯელობაში ნათლად არაა ნაჩვენები თუ როგორ
შეძლეს ,,უკარება და უკიდურესად ინდივიდუალისტმა’’ ადამიანებმა შეექმნათ
საზოგადოება.

რიგი ბუნდოვანებების მიუხედავად რუსომ შეძლო გაესწრო თავისი ეპოქისთვის, იგი


იდეურად ეწინააღმდეგებოდა ენციკლოპედისტებს და მათ მთავარ რგოლს, ვოლტერს. მან
დასაბამი მისცა რადიკალურ-დემოკრატიული იდეებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო

33
მმართველობა უნდა იყოს სახალხო, ეს კი მხოლოდ იმ პირობებში მიიღწევა, როდესაც
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება გაერთიანდება ხალხის ხელში მათ
ექნებათ უფლება სანდო წარმომადგენლები უფრო სანდო პირებით ჩაანაცვლონ
(უ.ობოლაძე 445) რუსოსეულ პროტესტს ლეო შტრაუსი უწოდებს მოდერნის მეორე
ტალღას ,,ტალღა, რომელმაც ყველა სახის გერმანლი იდეალისტური ფილოსოფია და
რომანტიზმი თითქმის ყველა ქვეყანაში წარმოქმნა.’’ (ლ.შტრაუსი 96) ხოლო თავის მხრივ
გერმანულმა ფილოსოფიამ გახადა რუსო ატუალური საზოგადოებრივი აზროვნების
ფართო ასპარეზზე (უ.ობოლაძე 458) 17

მიუხედავად იმისა, რომ რუსო უფრთხოდა რევოლუციებს, მისი ,,საზოგადოებრივი


ხელშეკრლება’’საფრანგეთის რევოლუციის დროს სახარებად იქცა
რევოლუციონერთათვის’’[ს.დანელია 383] სწორედ ,,საზოგადოებრივ ხელშეკრულებას
დდაეფუძნა ადამიანთა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია. (დ.ლაბუჩიძე 36) რუსომ,
უდიდესი როლი შეასრულა ადამიანთათვის თავისუფლების გაცნოებიერების ისტორიულ
პროცესში. რუსოს დოქტრინა დღესაც დიდ როლს თამაშობს საზოგადოებრივ
ხელშეკრულებებში, თანამედროვე კონსერვატორი კომენტატროები მიიჩნევენ, რომ რუსოს
იდეები უდევს საფუძვლად, როგორც სისხლიანი ლიდერბის მოღვაწეობას
რობესპიერიდან კასტრომდე, რუსო დღესაც არ კარგავს აქტუალობას, რადგან მის მიერ
აშენებულ საძირკველს ეფუძნება დღევანდელი დემოკრატიული პარტიები. (D.L.Williams)

17
D.L.Williams რუსოს გავლენებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ კანტმა ,,რუსოში აღმოაჩინა მორალის
ნიუტონი’’ [d.l.williams 2]

34
გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბიჭაშვილი მ. ,,ნარკვევები პოლიტიკურ თეორიაში’’ გამომცემლობა უნივერსალი,


თბილისი 2012
2. დანელია ს. ,,ნარკვევები ანტიკური და ახალი დროის ფილოსოფიის ისტორიაში’’
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 1978
3. კანტი ი. ,,პასუხი კითხვაზე რა არის განმანათლებლობა?’’ გამომცემლობა Ibooks,
2016.

4. კოლა დ. ,,პოლიტიკური სოციოლოგია’’ თბილისი 1999


5. ლაბუჩიძე დ. ,,ჟან ჟაკ რუსოს პოლიტიკური შეხედულებანი’’ ჟ,მაცნე ფილოსოფიის
სერია N1-2 1999 წ თბილისი მეცნიერება.
6. ობოლაძე უ. ,,ჟან ჟაკ რუსო’’ გამომცემლობა ,,განათლება’’ თბილისი - 1976
7. რუსო ჟ.ჟ. ..ფილოსოფიური ტრაქტატები’’ ფილოსოფიური ბიბლიოთეკა 9, სავლე
წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, თარგმანი დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა თბილისი 2017

8. უოლცი კ.ნ. ,,ადამიანი სახელმწიფო და ომი’’ თბილისი 2003


9. შტრაუსი ლ. ,,რა არის პოლიტიკური ფილოსოფია?’’ თბილისი 2011
10. ჯალაღონია დ. ,,პოლიტიკური ფილოსოფია’’ თბილისი 2018
11. ჰორკჰაიმერი მ. ადორნო თ.ვ. ,,განმანათლებლობის დიალექტიკა ფილოსოფიური
ფრაგმენტები’’ გამომცემლობა საგა, თბილისი 2012.

35
12. Williams D.L. ,,Rousseau’s Social Contract An Introduction’’, Depaul University,
Cambridge Introductions to Key Philosophical Texts,  April 2014
13. http://courses.washington.edu/hsteu302/Voltaire%20Letter%20to%20Rousseau.htm

36

You might also like