You are on page 1of 5

1.

რატომ უწოდებს მარქსი რელიგიას „ხალხის ოპიუმს“ და რა მნიშვნელობა აქვს


მისთვის რელიგიის კრიტიკას?

ადამიანებს ამ აუტანელ ყოფაში სჭირდებათ იმედი მომავლისა (იმქვეყნიურობისა),


რომელშიც ყველაფერი იდელაიზირებული იქნება, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი
სურვილების (რომელთაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში ახდომა არ უწერიათ) ასრულებას.
რელიგია ეს არის ზუსტად ის ტკივილიგამაყუჩებელი, ამაოების შემამსუბუქებელი,
რომლითაც ხალხი თავიანთ სულიერ ტკივილებს იყუჩებს, რეალობას გაურბის.
თვალის გასწორებას, იმ გაუსაძლისი მდგომარეობისათვის, რომელშიც საზოგადოების
უმრავლესობა იმყოფება ( და არა მხოლოდ ისინი), სოციალური კიბის ქვედა საფეხურზე
მყოფი ფენა ვერ ახერხებს. მიზეზები: ყოველდღიური ბრძლობა გადარჩენისათვის,
განივთება, საკუთარი თავის გაყიდვა ბაზარზე, როგორც საწარმოო ძალის იარაღის,
საკუთარ შრომასთან გაუცხოება. ამის შედეგად ხდება ის, რომ ადამიანები მიმართავენ
რელიგიას და ,,მოიხმარენ“ როგორც ოპიუმს, რათა მათი ყოფიერების აუტანელი და
გაუსაძლისი მდგომარეობა შემსუბუქდეს. ,,რელიგია არის ჩაგრულ ქმნილებათა
ამოოხვრა, უგულო ქვეყნის სული და გულია, ისე როგორც იგი არის სული უსულო
მდგომარეობათა. ის ოპიუმია ხალხისა“ (მარქს, კარლ. ,,ჰეგელის სამართლის
ფილოსოფიის კრიტიკისათვის“, 496.)
ხალხთა ილუზორული ბედნიერება რელიგიურ გრძნობებში პროეცირდება, რელიგიის
მიერი შექმნილი იმქვეყნიურობის ხატი სიმშვიდეს, გამძლეობას და ყალბი,
ბედნიერების გამომწვევია ადამიანებში, რაც თავისმხრივ ხელს უშლის რეალობის
აღქმას და გააზრებას. შეხედო ყოფიერებას როგორც იგი თავად არის, მოითხოვს
სიმამაცეს, არ გაგიტყუოს ილუზორულმა ფიქრებმა, კომფორტულმა აბსტრაქციებმა,
რელიგიამ თავისი იმქვეყნიური მომხიბვლელი, ფანტასმაგორული ბედნიერებით.
რელიგიის გაუქმება გამოიწვევს ფარდის ჩამოგლეჯას, ადამიანთა გრძნობების
ემანსიპაციას, სინათლეს ადამიანთა თვალებში, ცრუ ბედნიერების გაფანტვას,
რეალობასთან შეგუებას და თვალის გასწორებას. ,,გაუქმება რელიგიისა, როგორც
ხალხის ილუზორული ბედნიერებისა ამ ხალხის ნამდვილი ბედნერების მოთხოვნაა,
მოთხოვნა თავის მდგომარების შესახებ არსებულ ილუზიებზე ხელის აღებისა, ესაა
მოთხოვნა ისეთ მდგომარეობაზე ხელის აღებისა, რომელიც ილუზიებს საჭიროებს.“
(მარქს, კარლ. ,,ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკისათვის“, 497.)
რელიგიის კრიტიკა მარქსისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია იგი საწყისია,
ფუძეა ყველა დანარჩენი კრიტიკისა. მან იგი თავის პირველად ნამუშევრებში
შემოგვთავაზა ,,ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკისათვის“ და ამის შემდეგ
მას აღარც დაბრუნებია, რაც საგულისხმოა. რელიგიის კრიტიკის გარეშე შეუძლებელია
გადასვლა ნებისმიერი სხვა რამის კრიტიკაზე, რადგან იგი გსაღებია სხვა კრიტიკისა.
რელიგიური გრძნობები და შეხედულებები პირდაპირ, თუ ირიბ ზემოქმედებას
1
ახდენენ სხვა საგანთა, მოვლენათა, ყოფიერების აღქმა-გააზრებაზე. ,,რელიგიის კრიტიკა
გულს უტეხავს ადამიანს, რათა მან იაზროვნოს იმოქმედოს, თავისი სინამდვილე
გააფორმოს, როგორც გულგატეხილმა გონს მოსულმა ადამიანმა.“ (მარქს,
კარლ. ,,ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკისათვის.“ 497.) რელიგიის კრიტიკის
შემდგომ ადამიანი ხდება გულგატეხილი, მაგრამ თავისუფალი ილუზიებისაგან, რაც
მას აძლევს საშუალებას ყოფიერების ობიექტურად გააზრების და რეალობის შეფასების
უნარს. მაგალითან მარქსი რელიგიური გრძნობებისგან დაცლილია, ამიტომაც აქვს მას
უნარი ისტორია გაიზროს მატერიალუსტურ კონტექსტში, რაც განასხვავებს
ჰეგელისაგან. შეიძლება ითქვას ამ უკანასკნელს რელიგიური გრძნობებისგან გავლენით
ჩამოუყალიბდა ისტორიის აბსოლუტური გონის ფილოსოფიური თეორია. როგორი
მიმართულებით განვითარებს ადამიანი თავის თეორიასა და შეხედულებებს,
დამოკიდებულია იმაზე რა მრწამსისაა იგი.
,,მაშასადამე, ისტორიის ამოცანაა მას შემდეგ რაც ჭეშმარიტების იმქვეყნიურობა
გაქრა, ამქვეყნიური ჭეშმარიტება დაამყაროს“ (მარქს, კარლ. ,,ჰეგელის სამართლის
ფილოსოფიის კრიტიკისათვის.“ 497.) ახლა უკვე, ისტორიის და ფილოსოფიის ამოცანაა
ჭეშმარიტების ერთი ამქვეყნიური სახე დაამყაროს, როდესაც რელიგიის კრიტიკით
თვითგაუცხოების წმინდა სახე გამომჟღავნებულია, ფილოსოფიამ თვითგაუცხოების
უწმინდური სახეებიც უნდა გამოამჟღავნოს რის შედეგადაც, „ ზეცის კრიტიკა მიწის
კრიტიკად იქცევა რელიგიის კრიტიკა - სამართლის კრიტიკად, თეოლოგიის კრიტიკა -
პოლიტიკის კრიტიკად .“ (მარქს, კარლ. ,,ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის
კრიტიკისათვის.“ 497.) ზუსტად ამისათვის იყო ძირეულად მნიშვნელოვანი
მარქსისათის რელიგიის კრიტიკა რათა გზა გახსნოდა, სამართლის, პოლიტიკის და
ეკონომიკის კრიტიკისათვის.

2. რას ნიშნავს კლასთა ბრძოლა? („კომუნისტური პარტიის მანიფესტი“)

ისტორიას ამოძრავებს დაპირისპირებულ კლასთა მუდმივი ანტაგონიზმი.


ისტორიის მანძილზე თემური წყობილებიდან მოყოლებული მუდმივად ხდებოდა
საზოგადოების დაყოფა სხვდასხვა ფენებად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ მუდმივ
ანტაგონიზმში იყვნენ და არიან. ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში შევხვდებით ორ
ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ კლასს. ,, თავისუფალი და მონა , პატრიცი და
პლებეები ბატონი და ყმა, ოსტატი და ქარგალი, მოკლედ - მჩაგველი და დაჩაგრული
მუდმივ ანტაგონიზმში იყვნენ ერთმანეთთან’’ (მარქს, კარლ. ,,კომუნისტური პარტიის
მანიფესტი“ 73) ეს ყველაფერი შრომის დანაწილებამ გამოიწვია.
ადამიანი, როდესაც ბუნებრივ მოცემულობებს არ შეეგუა და იგი გარდაქმნა თავისვე
საჭიროებებიდან გამომდინარე, შექმნა წარმოება (წარმოების წესი), რომელმაც შემდგომ
2
განავითარა წარმოებითი ძალები და წარმოებითი ურთიერთობები, რამაც ხელი შეუწყო
საზოგადებრივი ცხოვრების წესის განვითარებას და სოციუმის კლასებად დაყოფას.
ისტორიულ პერიოდიზაციაში ადრინდელი კლასების შიგნითაც ხდებოდა კიდევ
დაყოფა, წარმოების გადანაწილება. ბურჟუაზიულ-პროლეტარულ საზოგადოებაში რაც
უფრო ვითარდება წარმოებითი ძალები და წარმოებითი ურთიერთობები, მით უფრო
ვიწროვდება საზოგადოება ორ ერთმანითისადმი დაპირისპირებულ პოლუსად.
საზოგადოებრივი ფრომაციის დროს ჩაგრული კლასი რევოლუციის გზით მოექცა
სოციალური კიბის სათავეში, რაც მოხდა ბურჟუაზიული რევოლუციისას. ბურჟუამ
სადაც კი ხელი მიიწვდინა ყველგან დაანგრია ფეოდალური ურთიერთობები, რითიც მან
,,უაღრესად რევოლუციური როლი შეასრულა ისტორიაში.“ (მარქს,
კარლ. ,,კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ 75) მან წარმოქმნა თავისსავე წიაღში კლასი,
პროლეტარიატი, რომელიც მარქსის აზრით ბოლოს მოუღებს თავისსავე მშობელ კლას
და დაამყარებს უკლასო საზოგადოებას. ,,იარაღი, რომლითაც ბურჟუამ ფეოდალიზმი
დაამხო ახლა თვით ბურჟუაზიის წინააღმდეგ მიერმართება. მაგრამ ბურჟუაზიამ არა
მარტო გამოჭედა ის იარაღი, რომელიც მას სიცოცხლეს გამოასალმებს; მან ის
ადამიანებიც წარმოშვა, რომელნიც ამ იარაღს მიმართავენ მის წინააღმდეგ, ე. ი.
თანამედროვე მუშები, პროლეტარები.“ (მარქს, კარლ. ,,კომუნისტური პარტიის
მანიფესტი“ 75)
მკვდარი ფეოდალური წიაღიდან გამოსულმა ბურჟუაზიამ კიარ მოსპო კლასობრივი
წინააღმდეოგობა, არამედ ორ მტრულ ბანაკად დაყო და მკვეთრად დაპირისპირებული
გახადა. ,, მან ძველი ალაგას მხოლოდ ახალი კლასები, ჩაგვრის ახალი პირობები და
ბრძოლის ახალი ფორმები შექმნა.“ (მარქს, კარლ. ,,კომუნისტური პარტიის მანიფესტი“
74). გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, მსოფლიო ბაზარმა და კოლონიზატორულმა
ექსპანსიებმა დამატებითი ბიძგი მისცა ბურჟუას მწვერვალზე ასვლას და ფეოდალური
საზოგადოების ჩამოშლას. რაც უფრო მაღლა მიიწევს ბურჟუა მით უფრო ერეკება იგი
დანარჩენ კლასებს უკიდურეს გაჭირვებაში. ბურჟუაზიული კლასის განვითარება
არსებითან მნიშვნელოვანი იყო ისტორიის განვითარებისათვის, როცა წარმოებითი
ძალები ეკონომიკური წიაღსვლის უმაღლეს საფეხურ მიაღწევს, წარმოებითი
ურთიერთობები მისთვის ბორკილებად იქცევა, რაც იქნება რევოლუციის საფუძველი.
ზუსტად ამ დროს პროლეტარიატი, განმათავისუფლებელი კლასი მოახდენს
რევოლუციას და შეიქმნება ისეთი საზოგადოებრივი ფორმაცია, რომელშიც არ
იარსებებს კლასი. წარმოიშვება უკლასო საზოგადოება. აღსანიშნავია, რომ მარქს არ
ქონდა ილუზია
შექმნილიყო რაიმე იდელური (კაბეს ,,იკარიას“) მსგავსი ქალაქი. მარქსი და ენგელსი
ხაზგასმით აღნიშნავენ ,,კომუნიზმი არ არის ჩვენთვის მდგომარეობა, რომელიც უნდა
დამყარდეს, არ არის იდეალი, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილე.

3
კომუნიზმს ვუწოდებთ ჩვენ ნამდვილ მოძრაობას, რომელიც სპობს ახლანდელ
მდგომარეობას.“ (მარქს, კარლ. ენგელს, ფრიდრიხ. ,,გერმანული იდეოლოგია“. 59)
კლასობრივი ბრძოლისას თავდაპირველად ცალკეული ინდივიდები, პროლეტარები,
აწარმოებენ ბრძოლას, შემდეგ ერთი ქარხნის მუშები, ხოლო შემდგომ ერთი დარგის
მუშები კონკრეტული ბურჟუას წინააღმდეგ. მაგრამ ბრძოლა ამ ფაზაზე არ არის ბრძოლა
ბურჟუას წინააღმდეგ, ეს ბრძოლაა ბურჟუას მტრების წინააღმდეგ, წვრილბურჟუების,
მიწათმფლობელების, არისტოკრატების. ეს მოძრაობა, რომ რევოლუციათ გადაიქცეს
საჭიროა ზემოთ ჩამოთვლილი ბურჟუას მტრების მაქსიმალურად პროლეტარ კლასში
კონცენტრაცია და პლიუ ამას ბურჟუაზიის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა.
მწარმოებლური ძალების განვითარება ბურჟუაზიულ საზოგადოებაში, წარმოქმნის
წარმოებითი ურთიერთობების ისეთ ფორმას, რომელიც მას ბორკილებად ედება და
მეორე მასობრივ პროლეტარიზაციას, რომლის შიგნითაც ადამიანები თანასწორები
არიან. ხოლო, როდესაც ეს მოხდება შეიქმნება ნიადაგი რევოლუციისათვის, რომელშიც
პროლეტარები ,,ხალხის ხალხი“ ,,ნამდვილი კლასი“ თავიანთ თავს შეიცნობენ და
ექნებათ უნარი დაამყარონ უკლასო საზოგადოება.

3. მარქსის თანახმად, როგორ ურთიერთმიმართებაშია ყოფიერება და ცნობიერება?

ყოფიერების და ცნობიერების ერთმანეთთან ურთიერთქმედების განსამარტად მინდა


მოვიხმო ცნებები. ბაზისი, რომელიც მოიაზრებს, წარმოებით წესს, საწარმოო ძალებს,
წარმოებით ურთიერთობებს. და ზედნაშენი იგი მოიცავს, რელიგიას, ეკონომიკას,
სამართალს, სახელმწიფოს და კულტურას.
საზოგადოების სოციალურ მდგომარეობას, მის ყოფას, განსაზღვრავს ბაზისი, თუ
როგორ დონეზეა შრომის დანაწილება, წარმოებითი ძალები. ადამიანთა არსებითი
მდგომარეობა ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთში შეგვიძლია განვიხილოთ ზემოთ
აღნიშნულის მიხედვით, რომელიც თავისთავად განსაზღვრავს ზედნაშენს. წარმოებითი
ძალისა და წარმოებითი ურთიერთობების განვითარების დონე (ბაზისი), განსაზღვრავს ,
რელიგიის, სამართლის, ეკონომიკის, სახელმწიფოს და კულტურის დონეს (ზედნაშენს).
აქ შემიძლია განვიხილო ოგიუს კონტის ,,სამი ეტაპის კანონი“. იგი აღნიშნავდა
ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში საზოგადოების სულიერი განვითარების კავშირს
მარქსისეულ ზედნაშენთან1, და ამბობდა, რომ გონებრივი განვითარების დონე
განსაზღვრავს ეკონომიკას, სახელმწიფოს, კულტურას რელიგიას. ასევე ისტორიას
ყოფდა სამ ეტაპად. თეოლოგიურ, მეტაფიზიკურ და პოზიტიურ საფეხურებად.

1
შენიშვნა: კონმტმა არ იცოდა ზედნაშენის ცნება, მისი თეორია და მარქსის ზედნაშენი, ბაზისი, ძალიან
გავს ერთმანეთს, თუ კონტის იდეალისტურ მოსაზრებას თავდაყირა დავაყენებთ,
გავამატერიალისტურებთ, რაც ვფიქრობ, თავისმხრივ მარქსმა გააკეთა.
4
ვფიქრობ, ზედნაშენის და ბაზისის ცნება მარქსის მიერ ოგიუსტ კონტის თეორიის
გამატერიალისტურებაა.
,,ცნობიერება კი არ განსაზღვრავს ყოფიერებას, არამედ ყოფიერება განსაზღვრავს
ცნობიერებას“ (მარქს, კარლ. „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის.
წინასიტყვაობა“, 408.)
ყოფიერება ესაა მატერიალური ბაზისი, რომლის განვითარების დონეც განისაზღვრება
წარმოების წესით, იგი განსაზღვრავს ცნობიერებას. ადამიანი გარკვეულ სოციალუ-
კულტურულ კონტექსტში იბადება, სადაც ყალიბდება მისი ცნობიერება, მისი რწმენა,
შეხედულებები, წარმოდგენები. იგი არაა იზოლირებული საზოგადოებისგან, არ
შეიძლება ინდივი განხილულ იქნას როგორც ცალკე მსუფევი არსება, რადგან იგი
საზოგადოების წიაღში, გარკვეულ გარემო პირობებში ვითარდება. ეს იქნება
იდეოლოგირი, კლიმატური, თუ ეკონომიკური კონტექსტი. სოციალური არსებული
მდგომარეობა განსაზღვრავს პიროვნების ცნობიერებას და არა
პირიქით. ,,წარმოდგენების შექნა, აზროვნება, სულიერი ურთიერთობა ადამიანებისა,
გვევლინება აქ ჯერ კიდევ მათი მატერიალური მოქმედების უშუალო ნაყოფად.“ ( მარქს,
კარლ. ენგელს, ფრიდრიხ. ,,გერმანული იდეოლოგია“.36)
ამოსავალი წერტილი, ფუნდამენტურად გარდამტეხი მომენტი, საიდანაც ადმიანმა
ცხოველისგან თავისი თავის განსხვავება დაიწყო იყო ბუნების გარდაქმნა საკუთარი
მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, წარმოების წესის შექმნა, რამაც მისცა საშუალება
შეეცნო მას საკუთარი თავი და სამყარო. რაც უფრო ფართოვდებოდა შრომის
დანაწილება, ვითარდებოდა წარმოებითი ურთიერთობები, რაც თავის მხრივ
ანვითარებდა გონების, შემეცნების საზღვრებს. თუ გადავხედავ ისტორიას,
განსაზღვრული სოციალური მდგომარეობების გათვალისწინებით, ამ კავშირს ნათლად
დავინახავთ. ,,მატერიალური ცხოვრების წარმოების წესი განაპირობებს საერთოდ
ცხოვრების სოციალურ, პოლიტიკურ და გონებრიც პროცესს“ (მარქს, კარლ.
„პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის. წინასიტყვაობა“, 408.)

არჩილ მემარნიშვილი

You might also like